понедельник, 2 апреля 2018 г.

სალიპარტიანო (შ. ჯღარჯავა)

„სალიპარტიანო“ – ფეოდალური სამფლობელო სამეგრელოს სამთავროში. მოიცავს თანამედროვე მარტვილის რაიონის დიდ ნაწილს. სალიპარტიანო თავდაპირველად ლიპარტიანთა ფეოდალურ საგვარეულოს სამფლობელო იყო. გვარსახელი ლიპარტიანი ლიპარიტიდან მოდის. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ეს ლიპარიტი უნდა ყოფილიყო ბაღუაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რომლისგანაც მოდიოდა ლიპარტიანთა საგვარეულო IX საუკუნიდან. სხვა უფრო სარწმუნო მოსაზრებით, ლიპარიანტთა გვარეულობას ლიპარიტ I დადიანმა ჩაუყარა საფუძველი. დაახლოებით XVI საუკუნიდან სალიპარტიანო ოდიშის მთავრებმა მიიტაცეს და საუფლისწულო მამულად აქციეს. XVII საუკუნის დასაწყისში ლიპარტიანობა ოდიშის სამთავროს უმაღლესი მოხელის ტიტული გახდა, ხოლო სალიპარტიანო ეწოდა სამეგრელოს, რომელსაც ეს მოხელე ფლობდა. პირველ მოხელე ლიპარტიანად ლევან II დადიანის ბიძა გიორგი დადიანი გვევლინება.
1662 წელს გიორგი III ლიპარტიანის რუსეთში წასვლის შემდეგ ლევან III დადიანმა ეს ტერიტორია კაცია ჩიქოვანს უბოძა. 1799 წელს გრიგოლ დადიანმა სალიპარტიანო თავის მეტოქე ძმას – მანუჩარ II კაციას ძეს – გადასცა. ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ, 1805 წლის იანვარში, გრიგოლისა და მანუჩარის დედამ ნინომ სალიპარტიანოს მანუჩარისათვის დატოვება სთხოვა მთავარმმართველს ციციანოვს, მაგრამ უარი მიიღო. სალიპარტიანო ოდიშის მთავრის სახასო მამულად გამოცხადდა, შემდეგ კი სამოურაოდ გადაეცათ თავად დგებუაძეებს.




























1 комментарий:

  1. უჩა მოგესალმებით, საინტერესო ისტორია და ფაქტებია და მაინტერესებს გვარ ლიპარტიას შესახებ ინფორმაცია სად შეიძლება მოვიძიო? ასევე საინტერესოა ლიპარტიას და ლიპარტიანის ურთიერთმიმართების საკითხი..

    ОтветитьУдалить