понедельник, 29 июля 2019 г.

საქართველო - რუსეთის ურთიერთობა 1801-1921 წლებში ისტორიული დოკუმენტების მიხედვით (ვ. გურული, მ. ვაჩნაძე)

სარჩევი
თავი I. საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ (1801-1810) (.გურული, . ვაჩნაძე)
1. ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის სათხოვარი პუნქტები(1800 . 24 ივნისი) რუსეთის იმპერატორ პავლე I- (. ვაჩნაძე)
2. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე (1801 . 18 იანვარი) (. ვაჩნაძე)
3. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე (1801 . 12 სექტემბერი) (. გურული)
4. სამეგრელოს სამთავროს შესვლა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში (1803 .) (. გურული)
5. იმერეთის შესვლა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში. ელაზნაურის ტრაქტატი (1804 . 25 აპრილი) (. გურული)
6. ელაზნაურის ტრაქტატის განახლების ცდა (. გურული)
7. აფხაზეთის სამთავროს შესვლა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში (1808-1810 წწ.) (. ვაჩნაძე)
   თავი II. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლი ეკლესიის  ავტოკეფალიის გაუქმება (.გურული)
 თავი III. რუსეთ-ოსმალეთის 1812 წლის 16 მაისის საზავო ხელშეკრულება (ბუქარესტის ტრაქტატი) (. ვაჩნაძე)
 თავი IV. რუსეთ-ირანის 1813 წლის 12 ოქტომბრის საზავო ხელშეკრულება (გულისთანის ტრაქტატი) (. ვაჩნაძე)
თავი V. რუსეთ-ირანის 1828 წლის 10 თებერვლის საზავო ხელშეკრულება (თურქმანჩაის ტრაქტატი) (. ვაჩნაძე)
 თავი VI. რუსეთ-ოსმალეთის 1829 წლის 2 სექტემბრის საზავო ხელშეკრულება (ადრიანოპოლის ტრაქტატი) (. ვაჩნაძე)
 თავი VII. რუსეთ-საფრანგეთ-ინგლის-ოსმალეთ-სარდინიის 1856 წლის 18 (30) მარტის საზავო ხელშეკრულება (პარიზის ტრაქტატი) (. ვაჩნაძე)
თავი VIII. რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება (სან-სტეფანოს ზავი) (გურული)
   თავი IX. რუსეთ-ინგლისის 1878 წლის 18 (30) მაისის შეთანხმება სანსტეფანოს საზავო ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე (ლონდონის შეთანხმება) (. ვაჩნაძე)
 თავი X. რუსეთ-გერმანია-ავსტრია-უნგრეთ-საფრანგეთ-ინგლის-იტალიაოსმალეთის 1878 წლის 1 (13) ივლისის ხელშეკრულება (ბერლინის ტრაქტატი) (. გურული)
   თავი XI. რუსეთ-ოსმალეთის 1879 წლის 27 იანვრის (8 თებერვლის) საზავო ხელშეკრულება (სტამბოლის ხელშეკრულება) (. ვაჩნაძე)
   თავი XII. რუსეთ-გერმანია-ავსტრია-უნგრეთ-ბულგარეთ-ოსმალეთის 1918 წლის 3 მარტის საზავო ხელშეკრულება (ბრესტ-ლიტოვსკის ზავი) (გურული)
  თავი XIII. საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის 4 ივნისის ხელშეკრულება (ბათუმის ხელშეკრულება) (.გურული)
   თავი XIV. საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება (1920 . 7 მაისი) (. გურული)
   თავი XV. რუსეთ-ოსმალეთის 1921@წლის 16 მარტის ხელშეკრულება (მოსკოვის ხელშეკრულება) (გურული)
   თავი XVI. ყარსის ხელშეკრულება (1921 . 13 ოქტომბერი) (. გურული)

1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე. 1802 წლის 12 აპრილს ეს მანიფესტი წაკითხული იქნა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ამავე პერიოდიდან დაიწყო ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის დამკვიდრება. 1803-1810 წლებში რუსეთის იმპერიამ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დანარჩენი ნაწილიც  სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო, აფხაზეთის სამთავრო და იმერეთის სამეფოც დაიპყრო. ცოტა მოგვიანებით (XIX საუკუნის 30-იანი წლების დამდეგს) იგივე ბედი ეწია სვანეთის სამთავროს. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი სპარსეთსა და ოსმალეთს ჰქონდა მიტაცებული, კერძოდ, სპარსეთის შემადგენლობაში შედიოდა ისტორიული ჭარბელაქანი (საინგილო), ხოლო ოსმალეთის შემადგენლობაში სამცხე-საათაბაგო და აჭარა. XIX საუკუნის დამდეგიდან რუსეთი შეუდგა სპარსეთისა და ოსმალეთის განდევნას სამხრეთ კავკასიიდან. ეს საბოლოოდ XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი რუსეთ-სპარსეთის 1804-1813 წლების და 1826-1828 წლების ომებს; რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 წლების, 1828-1829 წლების, 1877-1878 წლების ომებს, ასევე ყირიმის ომს (1853-1856). ამ ომების შედგად მიმდინარე საზავო მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გადანაწილების საკითხს. საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გადანაწილების საკითხი კიდევ ერთხელ დადგა პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) ბოლო ეტაპზე და ომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საზღვრების ცვლილება მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1918 წლის 26 მაისი) შემდეგაც და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მომდევნო ხანებში (1921 .). წინამდებარე ნაშრომში გაშუქებულია საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გადანაწილების ისტორია 1812 წლიდან (ბუქარესტის ზავიდან) 1921 წლამდე (ყარსის ხელშეკრულებამდე).


თავი I. საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ (1801-1810 წწ.)
1. ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის სათხოვარი პუნქტები(1800 . 24 ივნისი) რუსეთის იმპერატორ პავლე I-
ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეს გიორგი XII- (1798-1800) მამამისის, ერეკლე II-ის, არც ნიჭი და არც შემართება არ გააჩნდა. ერეკლე II-ის გარდაცვალებით (1798 .) მოისპო ის უკანასკნელი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას. ცხადია, რუსეთის იმპერატორს ერეკლე II-ის სიცოცხლეშიც შეეძლო სამეფოს გაუქმება, მაგრამ ეს გაცილებით ადვილი და უმტკივნეულო იქნებოდა მისი მემკვიდრის  გიორგი XII-ის დროს. რუსმა დიპლომატებმა და სამხედროებმა კარგად უწყოდნენ, თუ რა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა ქართლ-კახეთის სამეფო დედინაცვალთან (დარეჯან დედოფალთან) და ძმებთან დაპირისპირებული, ავადმყოფი გიორი XII-ის მეფობის პირველი ხანებიდანვე. მეფობის დასაწყისშივე, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გიორგი XII მარტოდმარტო დატოვეს ძმებმა და შვილებმა, ტახტის მემკვიდრე დავითმაც კი. ყველა ემზადებოდა იმ დროისათვის, როცა უიმედოდ ავადმყოფი მეფე გარდაიცვლებოდა და ტახტისათვის ბრძოლის შანსი მიეცემოდათ. ამ ვითარებით შესანიშნავად ისარგებლეს რუსმა დიპლომატებმა და სამხედროებმა. გიორგი XII მათი მუდმივი ზემოქმედებისა და შანტაჟის ქვეშ იმყოფებოდა.
1799 წლის ნოემბერში ქართლ-კახეთის სამეფოში გეორგიევსკის ტრაქტატით (1783 .) გათვალისწინებული რუსეთის ჯარის ბატალიონი შემოვიდა. ჯარს სარდლობდა გენერალი ლაზარევი. რუსეთის ჯარს თან ახლდა ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე რუსეთის წარმომადგენლად დანიშნული მინისტრი კოვალენსკი. ამ დროიდან რუსი დიპლომატები და სამხედროები კონტროლს უწევდნენ გიორგი XII-ის მოქმედებას. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მათ ურჩიეს ქართლ-კახეთის მეფეს სამეფოს შენარჩუნების სანაცვლოდ თავისივე ინიციატივით შეეზღუდა სუვერენული უფლებები. გიორგი XII- რუსი დიპლომატებისა და სამხედროების რჩევა გაიზიარა და რუსეთის იმპერატორს შესაბამისი შინაარსის თხოვნაც გაუგზავნა. გიორგი XII-ის გადაწყვეტილება შეეზღუდა სუვერენული უფლებები  უცნობი იყო თვით ტახტის მემკვიდრისათვისაც კი. დავით გიორგის ძემ მამის მიერ რუსეთის იმპერატორისათვის გაგზავნილი წერილის შინაარსი მხოლოდ მამის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო.
1799 წლის 7 სექტემბერს გიორგი XII თავის ელჩებს ავალებდა,მთლიანად გადაეცათ სამეფო რუსეთის იმპერატორისათვის. სუვერენულ უფლებათა შეზღუდვის სანაცვლოდ ქართლ-კახეთის მეფე რუსეთის იმპერატორისაგან ითხოვდა:
1) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში (под покровительство) მიღებას.
2) ეს მფარველობა (покровительство) გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე ამას გეორგიევსკის ტრაქტატი (1783 .) ითვალისწინებდა. ამჯერად ქართლ-კახეთის სამეფო უნდა ჩათვლილიყო რუსეთის იმპერიის კუთვნილებად( ... чтобы с этих пор царство Картлосианов считалось принадлежащим Держав Российской с теми правами, которыми пользуются находящияся в России другия области).
3) ქართლ-კახეთის სამეფოზე თავისი ხელისუფლების სრულად განხორციელების დროს (во время принятия им Грузинского царства в полную свою власть и распоряжение) რუსეთის იმპერატორს ქართლ-კახეთის მეფისათვის უნდა მიეცა წერილობითი პირობა სამეფო დინასტიის შენარჩუნების თაობაზე (не прекращать в доме моем царского звания).
4) გიორგი XII-ისა და მისი შთამომავლებისათვის უნდა შეენარჩუნებინათ მთელი ქონება (полное и потомственное владение). 1800 წლის 24 ივნისს გიორგი XII- ხელი მოაწერა . . სათხოვარ პუნქტებს (ნოტას). რუსეთის იმპერატორის პავლე I-დმი მეფის სათხოვარი შემდეგში მდგომარეობდა:
1) გიორგი XII რუსეთის მფარველობაში მიღებას ითხოვდა პირადად მისი, მემკვიდრეების, სამღვდელოების, დიდებულებისა და ყველა ქვეშევრდომის სახელით („ ... навсегда принять подданство всероссийской Империи...“). ქართლკახეთის მეფე შეასრულებდა რუსეთის იმპერატორის ყველა კანონსა და ბრძანებას, ხოლო რუსეთის იმპერატორს ქართლ-კახეთში მიიღებდნენ, როგორც მემკვიდრე ხელმწიფესა და თვითმპყრობელს („как наследственнаго (природного) своего государя и самодержца“).
2) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ გიორგი XII უნდა დარჩენილიყო ქართლ-კახეთის მეფედ, სამუდამოდ უნდა შენარჩუნებოდათ სამეფო ტახტი მის მემკვიდრეებს.
3) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის სანაცვლოდ გიორგი XII-ს რუსეთის იმპერატორისაგან უნდა მიეღო ჯამაგირი და სოფლები რუსეთში („... содержанье деньгами и деревни в России“).
4) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღებამდე დაუყოვნებლივ უნდა გაზრდილიყო ქართლ-კახეთში განლაგებული რუსეთის ჯარის რაოდენობა („... немедленно увеличть войска“).
ამასთან ერთად, გიორგი XII აყენებდა მისი „სათხოვარი პუნქტების“ (ნოტის) განხილვისა და დროულად დამტკიცების საკითხს. გიორგი XII-ს განზრახული ჰქონდა „სათხოვარი პუნქტების“ დამტკიცების შემდეგ რუსეთის იმპერატორისათვის წარედგინა კიდევ რამდენიმე დოკუმენტი (თხოვნა).
ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის 1800 წლის 24 ივნისის „სათხოვარ პუნქტებს“ (ნოტას) რუსეთის საიმპერატორო კარზე სერიოზულად მოეკიდნენ. 1800 წლის 18 დეკემბრისათვის შედგენილი იქნა იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მანიფესტი ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა.
გიორგი XII-ის გაუაზრებელმა პრორუსულმა საგარეო პოლიტიკამ დააჩქარა ქართლ-კახეთის სამეფოს აღსასრული.

        წყარო:
1. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся до Грузии. Том II, выпуск II. С 1769 по 1801 год. Под редакцией А. А. Цагарели. С.-Петербург, 1902. 
ლიტერატურა:
1. Н. Дубровин. Георги XII, последный царь Грузии и присоединение ея к России. С.-Петербург, 1897.
2. პლატონ იოსელიანი. ცხოვრება გიორგი XIII-სა. თბილისი, 1936.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. რვა ტომად. ტომი IV. საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე. თბილისი, 1973.

2. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე (1801 წ. 18 იანვარი)
ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები“ (1800 წლის 24 ივნისი) რუსეთის საიმპერატორო კარს ნათელ წარმოდგენას უქმნიდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. ამასვე ადასტურებდა საიმპერატორო კარისადმი რუსი დიპლომატებისა და სამხედროების მოხსენებები.
იმპერატორმა პავლე I-მა (1796-1801) გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები“ 1800 წლის 19 ნოემბერს განიხილა. ამაზე უკეთეს დროს რუსეთის იმპერატორი ვერ დაელოდებოდა  ქართლ-კახეთის მეფე თავისი ნებით იღებდა ხელს სუვერენულ უფლებებზე. 1800 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში უკვე მზად ჰქონდათ მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ. იმავდროულად ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩები (გიორგი ავალიშვილი და რევაზ ფალავანდიშვილი) პეტერბურგიდან საქართველოში გამოისტუმრეს. პეტერბურგში დარჩა გარსევან ჭავჭავაძე. ელჩებს თან მოჰქონდათ იმპერატორ პავლე I-ის მიერ დამტკიცებული გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები“.
პეტერბურგიდან 1800 წლის 18 დეკემბრის მანიფესტის ტექსტი, რომელიც ჯერ საიდუმლოდ უნდა დაცულიყო, გადაუგზავნეს კავკასიის ხაზის უფროსს გენერალ კარლ კნორინგს. უფრო ადრე კარლ კნორინგს მიღებული ჰქონდა ასევე საიდუმლო ბრძანება გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთში სამეფო ხელისუფლების გაუქმების შესახებ. ჩრდილო კავკასიიდან ქართლ-კახეთში დამატებით შეჰყავდათ რუსეთის ჯარი.
პეტერბურგიდან კარლ კნორინგს მიღებული ჰქონდა მითითება იმის შესახებ, რომ სამეფოს გაუქმება მეფისა და დიდებულების „თანხმობით“ უნდა მომხდარიყო. პეტერბურგში შემუშავებული გეგმა ჩაშალა გიორგი XII-ის ნაადრევმა გარდაცვალებამ. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე ისე გარდაიცვალა, რომ ვერც პეტერბურგიდან მომავალმა ელჩებმა ჩამოაღწიეს და ვერც გენერალმა კარლ კნორინგმა მოასწრო სამეფოს გაუქმების შესახებ მეფისაგან თანხმობის მიღება.
ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩები პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ და თან ჩამოიტანეს პავლე I-ის მიერ დამტკიცებული გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები“. სწორედ „სათხოვარი პუნქტების“ საფუძველზე გამოცხადდა გიორგი XII-ის უფროსი ვაჟი დავით XII „საქართველოს მემკვიდრედ და მმართველად“. თანახმად „სათხოვარი პუნქტებისა“, დავით XII ქართლ-კახეთის მეფედ რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა. პავლე I-გან დასტურის მისაღებად დავით XII-მ ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩები ისევ პეტერბურგში გააბრუნა. არც ქართველმა ელჩებმა და, ცხადია, არც ქართლკახეთის სამეფო კარმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ პეტერბურგში უკვე გადაწყვეტილი იყო მათი სამეფოს ბედი.
1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა იმპერატორ პავლე Iის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე (ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მანიფესტის ტექსტის შედგენა დასრულდა ჯერ კიდევ 1800 წლის 18 დეკემბერს).
პავლე I-ის 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტში ქართლ-კახეთის სამეფოს ნაცვლად ვხვდებით ტერმინებს: „царство Грузинское“ და „Грузия“.
იმპერატორი პავლე I აცხადებდა:
1) ქართლ-კახეთის სამეფო სამუდამოდ უერთებოდა რუსეთის იმპერიას;
2) ქართლ-კახეთის მოსახლეობას შეუნარჩუნდებოდა ყველა უფლება და უპირატესობა, ასევე ქონება;
3) ქართლ-კახეთის მოსახლეობა დაცული იქნებოდა გარეშე მტრეთაგან და შინაგანი არეულობისაგან.
1801 წლის 20 იანვრის იმპერატორის ბრძანების საფუძველზე ქართლ-კახეთის სამეფო სახლის ყველა წევრს პეტერბურგში იწვევდნენ. თბილისიდან პეტერბურგში გაიგზავნა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის სამეფო გვირგვინი და კვერთხი.
1801 წლის 6 მარტს პეტერბურგში დამტკიცდა ქართლ-კახეთის გაუქმებული სამეფოს მმართველობის წესები. 11 მარტს ქართლ-კახეთის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გენერალი კარლ კნორინგი.
1801 წლის 11-12 მარტს, ღამით, შეთქმულებმა მოკლეს იმპერატორი პავლე I. ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამყარება დროებით შეფერხდა.

      წყარო:
1. Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Под редакцией А. Берже. Том I. Тифлис, 1866.
ლიტერატურა:
1. Н. Дубровин. Георгий XII, последный царь Грузии и присоединение ея к России. С.-Петербург, 1897. 
2. პლატონ იოსელიანი. ცხოვრება გიორგი XIII-სა. თბილისი, 1936.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. რვა ტომად. ტომი IV. საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე. თბილისი, 1973.

3. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე (1801 წ. 12 სექტემბერი)
იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მამამისის, იმპერატორ პავლე I-ის, საშინაო და საგარეო პოლიტიკა სერიოზულად გადასინჯა. ბევრი რამ უარყოფილი იქნა, ბევრი რამ ხელახალი შესწავლისა და მსჯელობის საგანი გახდა. ასეთივე ბედი ეწია იმპერატორ პავლე I-ის 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე. ალექსანდრე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს საკითხის ხელახლა განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. 1801 წლის 11 აპრილს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭომ მხარი დაუჭირა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებას. სახელმწიფო საბჭოს მოსაზრება ემყარებოდა შემდეგს: 1) ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრებს შორის დაწყებული უთანხმოება ისედაც სუსტ სამეფოს დაღუპვით ემუქრებოდა; 2) რუსეთის იმპერიამ უკვე საჯაროდ დაადასტურა ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობა, ამიტომაც იმპერიის პრესტიჟის დაცვა აუცილებელს ხდიდა ქართლ-კახეთის შეერთებას რუსეთთან; 3) ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთება უზრუნველყოფდა რუსეთის იმპერიის საზღვრების დაცვას და აღკვეთდა კავკასიის მთიელთა თვითნებობას.
ამასთან ერთად, სახელმწიფო საბჭომ აუცილებლად ჩათვალა: ა) ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის ჯარის დატოვება; ბ) ქართლ-კახეთის დროებითი მთავრობის შექმნა; გ) ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით კავკასიის ხაზის უფროსის, გენერალ კარლ კნორინგის ქართლ-კახეთის სამეფოში მივლინება.
1801 წლის 8 აგვისტოს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭომ მოისმინა გენერალ კარლ კნორინგის მოხსენება. ასევე გაეცვნენ იმპერატორ ალექსანდრე I-სადმი გრაფ ვორონცოვისა და გრაფ კოჩუბეის მიერ წარდგენილ მოხსენებებს. გრაფი კოჩუბეი და გრაფი ვორონცოვი წინააღმდეგნი იყვნენ ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებისა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო საბჭომ მხარი დაუჭირა ქართული სამეფოს რუსეთის იმპერიაში შესვლას. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა იმპერატორი ალექსანდრე I. 1801 წლის 12 სექტემბერს ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში, ისევე როგორც სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, ქართლ-კახეთის სამეფოს ნაცვლად იხმარებოდა ცნებები „საქართველო“ და „საქართველოს სამეფო“ („Грузия“, „царство грузинское“).
1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I აცხადებდა:
1) ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობა და დაცვა ხდებოდა რუსეთის მონარქების მოვალეობა.
2) 1796 წელს იმპერატომა ეკატერინე II-მ ქართლ-კახეთის სამეფოს გადასარჩენად გაგზავნა ჯარი, რომელმაც ქართლ-კახეთი იხსნა საფრთხისაგან, თუმცა ამ ჯარის მოულოდნელმა უკან გაწვევამ გააცრუა ქართველთა იმედები.
3) რუსეთის ჯარის გაწვევის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაატყდა მრავალი უბედურება: ურწმუნოთა თავდასხმები, ქალაქებისა და სოფლების გაჩანაგება, ადამიანების გატაცება და ბოლოს დაპირისპირება სამეფო ოჯახის წევრებს შორის.
4) მტრები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ და საბოლოოდ მოესპოთ ქართლ-კახეთის სამეფო.
5) მთელ აზიაში ცნობილი ქართველთა სიმამაცეც კი ვერ იხსნიდა ქვეყანას დაღუპვისაგან.
6) რუსეთის ჯარის შემოსვლამ ქართლ-კახეთის სამეფოში (1799 წ.  ვ. გ.) და ომარ-ხანის დამარცხებამ იხსნა ქვეყანა განადგურებისაგან.
7) რუსეთმა შეძლო ქართლ-კახეთის სამეფოს მტრების დაოკება, შეწყდა დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. ასეთ ვითარებაში ქართლ-კახეთმა ითხოვა (იგულისხმება გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები“  ვ. გ.) ქვეყანაში უშუალოდ რუსული მმართველობის დამყარება („... и все вы, единодушно и торжественно воззвали власть российскую управлять вами непосредственно").
8) როცა მე ტახტზე ავედი, უკვე გამოცემული იყო 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე.
9) მე მსურდა, გამეგო, თუ შეიძლებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს პირვანდელი პირობებით რუსეთის იმპერიის მფარველობაში დარჩენა (იგულისხმება გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები  ვ. გ.). გაირკვა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში შეუძლებელი იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქვეყანა დაღუპვის პირას იყო და იგი აუცილებლად დაიღუპებოდა, თუ მას რუსეთი არ შეიერთებდა („столь кратно вовлекало вас в бездну золь, на краю коей и ныне вы стоите и в которую, по всем соображениям, должны бы будете низвергнуться, если мощная рука справедливой власти от падения сего вас не удержит“).
10) ამ ვითარებამ და ქართველი ერის თხოვნამ გადაგვაწყვეტინა, დაგვეცვა ერთმორწმუნე ქვეყანა.
11) თქვენი იმედები გამართლდება, თქვენ მოტყუებულნი არ დარჩებით.
12) ქართლ-კახეთის სამეფოს მართვა ჩვენ იმიტომ კი არ გადავწყვიტეთ, რომ ისედაც უზარმაზარი იმპერიის ტერიტორია გაგვეფართოებინა, არამედ იმიტომ, რომ, ჩვენი წმიდათაწმიდა მოვალეობიდან გამომდინარე, ყურად ვიღეთ წამებულთა ხვეწნა-მუდარა.
13) ქართლ-კახეთში შემოღებულმა მმართველობამ ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება, კანონის დაცვა.
14) გენერალ-ლეიტენანტ კარლ კნორინგს დავავალეთ ქართლ-კახეთის მმართველობის ორგანიზება და იგი დავნიშნეთ მთავარმმართველის („главноуправляющий“) თანამდებობაზე.
15) აღდგება გაჩანაგებული სოფლები და ქალაქები.
16) ქართლ-კახეთის ყველა მცხოვრებს შეუნარჩუნდება მისი წოდებრივი მდგომარეობა, აღმსარებლობა (რელიგია) და პირადი უსაფრთხოება.
17) უფლისწულებს შეუნარჩუნდებათ საუფლისწულო მამულები, მამულებიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მიეცემათ ფულის სახით, თუ ისინი არ დაარღვევენ დადებულ ფიცს.
18) ამ მანიფესტის აღიარების (მიღების) ნიშნად ქართლ-კახეთის მოსახლეობამ უნდა დაიფიცოს თანდართული ფიცის ნიმუშის მიხედვით. სამღვდელოებამ, როგორც სულიერმა მოძღვრებმა, დაფიცებისას მაგალითი უნდა მისცეს ხალხს.
19) ქართლ-კახეთის მოსახლეობა შეიტყობს კეთილი მმართველობის ფასს: ქვეყანაში დამკვიდრდება მშვიდობა, მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება; აღიკვეთება თვითნებობა; შეიქმნება პირობები პირადი, საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის; განვითარდება მიწათმოქმედება, რეწვა, ვაჭრობა. კანონი ყველას ერთნაირად დაიცავს.
20) რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის მოსახლეობას აღუთქვამდა, რომ რუსული მმართველობის შემოღება მათთვის ჯილდო იქნებოდა („Избытки и благоденствие ваше будет приятнейшею и единою для вас наградою“).
ასე გათელა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ფეხქვეშ გეორგიევსკის ტრაქტატით გარანტირებული ქართლ-კახეთის სამეფო სახლის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უფლებები. ასე დასრულდა საქართველორუსეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია.

        წყარო:
1. Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею. Под редакцией А. Берже. Том I. Тифлис, 1866.
ლიტერატურა:
1. Н. Дубровин. Закавказье от 1803-1806 года. С.-Петербург, 1866
2. Н. Дубровин. Георгий XII, наследний царь Грузии и присоединение ея к России. С.-Петербург, 1897.

4. სამეგრელოს სამთავროს შესვლა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში (1803 წ.)
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა (1801 წლის 12 სექტემბერი) და ქვეყნის ოკუპაციის (1802 წ.) შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარი იმერეთის სამეფოს დაპყრობისათვის მზადებას შეუდგა.
პეტერბურგში კარგად უწყოდნენ იმერეთის მეფის სოლომონ II-ის ანტირუსული განწყობილების შესახებ. გადაწყდა იმერეთის მეფის პოზიციების შესუსტების მიზნით სამეგრელოს მთავრის გამოყენება. რუსმა დიპლომატებმა და სამხედროებმა კარგად ისარგებლეს იმერეთის მეფის, სოლომონ II-ისა და სამეგრელოს მთავრის, გრიგოლ დადიანის, დაპირისპირებით. მათი ინტერესები ლეჩხუმის გამო შეეჯახა. მართალია, სამართლებრივი თვალსაზრისით სამეგრელოს მთავარი იმერეთის მეფის ვასალი იყო, მაგრამ გრიგოლ დადიანი სოლომონ II-ს ლეჩხუმს ედავებოდა. რუსებმა გრიგოლ დადიანს იმერეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა აღუთქვეს, მაგრამ პირობა წაუყენეს: სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში უნდა შესულიყო. გრიგოლ დადიანი რუსების პირობას დასთანხმდა.
1803 წლის ნოემბერში საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა პავლე ციციანოვმა (ციციშვილმა) პოლკოვნიკი მაინოვი სამეგრელოში გაგზავნა. მაინოვს სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანისათვის უნდა გაეცნო პავლე ციციანოვის მიერ შემუშავებული იმ „სათხოვარი პუნქტების“ შინაარსი, რომელიც სამეგრელოს მთავარს რუსეთის იმპერატორისათვის უნდა გაეგზავნა.
1803 წლის 1 დეკემბერს სოფელ ჭალადიდში პოლკოვნიკი მაინოვი შეხვდა გრიგოლ დადიანს და „სათხოვარი პუნქტების“ შინაარსი გააცნო. „სათხოვარი პუნქტები“ სამეგრელოს მთავარმა და დედოფალმა მოიწონეს. 1803 წლის 4 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა, პოლკოვნიკ მაინოვისა და ცაიშის ეპისკოპოსის თანდასწრებით, ხელი მოაწერა „სათხოვარ პუნქტებს“ და რუსეთის რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ქვეშევრდომობაზე დაიფიცა. აღსანიშნავია, რომ „სათხოვარ პუნქტებში“ სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი (ცხადია, რუსეთის თანხმობით) თავის თავს ასე იხსენიებდა: „Князь Григорий Дадиани, законный владетель одишской, лечгумской, сванетской, абхазской и всех земель, искони предкам моим принадлежащих“. დაფიცების შემდეგ გრიგოლ დადიანმა სამოსზე რუსეთის იმპერატორის მიერ ბოძებული წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი მიიბნია (ორდენი პოლკოვნიკმა მაინოვმა ჩაიტანა სამეგრელოში).
სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შემდეგი პირობებით შევიდა:
1) სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის სამუდამო მფარველობაში შედიოდა.
2) სამეგრელოს მთავრის, გრიგოლ დადიანის, მემკვიდრეთა უფროს შტოს შეუნარჩუნდებოდა სამთავროს ტახტი, ახალი მთავრის ტახტზე ასვლა დადასტურდებოდა რუსეთის იმპერატორის სიგელით.
3) სასამართლო და სასჯელის აღსრულების უფლება რჩებოდა სამეგრელოს მთავრისა და მისი მემკვიდრეების გამგებლობაში.
4) სამეგრელოში მუდმივად უნდა მდგარიყო რუსეთის ჯარი.
5) თუ სამეგრელოში ახალი ქალაქი დაარსდებოდა, რუსეთის იმპერიის ხაზინა ამ ქალაქისაგან ისევე მიიღებდა გადასახადს, როგორც ღებულობდა რუსეთის ქალაქებისაგან.
6) თუ სამეგრელოში წიაღისეულის ახალი საბადოს დამუშავება დაიწყებოდა, მიღებული შემოსავლის ნაწილი რუსეთის ხაზინაში უნდა შესულიყო.
7) სამეგრელოს მოსახლეობა რუსეთის ხელისუფლებას უნდა დამორჩილებოდა.
8) სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ჯარისათვის საცხოვრებელი შენობა (ყაზარმა) სამეგრელოს მთავრს უნდა აეშენებინა, მასვე უნდა უზრუნველეყო შენობის გათბობა და განათება.
9) სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ჯარი სამეგრელოს მთავარს უნდა გამოეკვება.
10) წიაღისეულის საბადოს დამუშავების მიზნით მოწვეული მუშებისათვის ხელფასი უნდა აენაზღაურებინათ რუსეთის იმპერიის შესაბამისი უწყების მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით.
11) სამეგრელოს სამთავროდან გემთმშენებლობისათვის საჭირო ხეტყეს რუსეთი უფასოდ გაიტანდა.
12) თუ სამეგრელოს სანაპიროზე ნავსადგური აშენდებოდა, რუსეთიდან ჩამოსული ვაჭრები ამ ნავსადგურით სარგებლობისათვის ბაჟს არ გადაიხდიდნენ.
13) რუსეთის იმპერატორს ხელისუფლების სიმბოლოდ სამეგრელოს მთავრისათვის, ტრადიციისამებრ, უნდა ებოძებინა ხმალი და დროშა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის „სათხოვარი პუნქტები“ შეიწყნარა და მის საფუძველზე სამეგრელოს სამთავრო ქვეშევრდომობაში მიიღო.
1804 წლის 4 ივლისს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა სიგელს სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში მიღების თაობაზე. სიგელში აღნიშნული იყო, რომ, გრიგოლ დადიანის თხოვნის თანახმად, სამეგრელოს სამთავრო მიღებული იყო „в вечное подданство“. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე I-ის სიგელში გრიგოლ დადიანი მხოლოდ სამეგრელოს მთავრად იხსენიება და მის სამფლობელოში არ იგულისხმებოდა აფხაზეთი და სვანეთი. 1805 წელს რუსეთის იმპერატორის სიგელი სამეგრელოში ჩამოიტანეს და სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს ლევან დადიანს გადასცეს (გრიგოლ დადიანი ამ დროისათვის გარდაცვლილი იყო). სიგელის გაცემის ცერემონიალს დაესწრნენ დიდებულები და სამღვდელოება. რუსეთის იმპერატორის სიგელი წაიკითხეს ეკლესიებში. ლევან დადიანს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის ქვეშევრდომობის ფიცის მიღების შემდეგ გადაეცა იმპერატორისაგან ბოძებული წმინდა ანას პირველი ხარიხის ორდენი, ხმალი და დროშა.
იმერეთის მეფის ვასალის სამეგრელოს მთავრის ქვეშევრდომობაში მიღებით რუსეთის იმპერატორმა შელახა მონარქის, სოლომონ II-ის, უფლებები, ხელყო იმერეთის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობა.

        ლიტერატურა:
1. Н. Дубровин. Закавказье от 1803-1806 года. С.-Петербург, 1866. 
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. რვა ტომად. ტომი IV. საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იანი წლებამდე. თბილისი, 1973.

5. იმერეთის შესვლა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში. ელაზნაურის ტრაქტატი (1804 წ. 25 აპრილი)
სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში მიღებამ ძალზე გაამწვავა იმერეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა. ალექსანდრე I-ის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამ და ქვეყნის ოკუპაციამ სოლომონ II დაარწმუნა იმაში, რომ მალე იმერეთის სამეფოს ჯერიც დადგებოდა, რუსეთის საიმპერატორო კარი თავისი ანტირუსული განწყობილებით ცნობილ სოლომონ II-ს მეფობას დიდხანს აღარ შეუნარჩუნებდა. სოლომონ II იმასაც გრძნობდა, რომ რუსეთი იმერეთის სამეფოს მფარველობაშიც კი აღარ მიიღებდა და იმერეთის მეფეს ქვეშევრდომობას შესთავაზებდა. სოლომონ II-თვის ცნობილი იყო, რომ რუსი დიპლომატები და სამხედროები სამეგრელოს მთავრის შემდეგ გურიის მთავრის გადაბირებას ცდილობდნენ.
1804 წელს საქართველოს მთავარსარდალი გენერალი პავლე ციციანოვი ჯარით შეიჭრა იმერეთში და მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო. სოლომონ II კარგად ხედავდა, რომ რუსეთის ჯარის შეტევას ვერ შეაჩერებდა. მეფე იძულებული გახდა, გენერალ პავლე ციციანოვთან მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო. ამასთან ერთად, სოლომონ IIმ მოლაპარაკების პირობად ლეჩხუმის იმერეთის სამეფოს ნაწილად აღიარება მოითხოვა. პავლე ციციანოვმა პირობა უსაფუძვლოდ ცნო. გენერალი იმერეთის მეფეს ომით ემუქრებოდა. სამაგიეროდ, პავლე ციციანოვმა სოლომონ II-ს დაუთმო გურიის საკითხთან დაკავშირებით  გურია იმერეთის სამეფოს ნაწილად იქნა ცნობილი.
1804 წლის 25 აპრილს სოფელ ელაზნაურში სოლომონ II-მ და პავლე ციციანოვმა ხელი მოაწერეს ტრაქტატს. ელაზნაურის ტრაქტატი იყო იმერეთის მეფე სოლომონ II-ის „სათხოვარი პუნქტები“ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-სადმი. ეს „სათხოვარი პუნქტები“ სინამდვილეში პავლე ციციანოვის მიერ იყო ნაკარნახევი. ელაზნაურის ტრაქტატი ასეთი შინაარსისა იყო:
1) ტრაქტატის ძალით, იმერეთის მეფე და იმერეთის სამეფო გადაიოდა რუსეთის ქვეშევრდომობაში („в вечное и верное рабство и подданство Высочайшей Всероссийской державе“).
2) იმერეთის სამეფოში შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო სამეფო დინასტია, რაც რუსეთის იმპერატორს სიგელით უნდა დაედასტურებინა.
3) სასამართლო და სასჯელის აღსრულების უფლება იმერეთის მეფის გამგებლობაში რჩებოდა.
4) იმერეთის სამეფოში განლაგდებოდა რუსეთის ჯარი, რომელიც დაიცავდა ქვეყანას გარეშე მტრებისაგან და უზრუნველყოფდა შინაგან წესრიგს.
5) იმერეთის სამეფოში წიაღისეულის ახალი საბადოს დამუშავებით მიღებული შემოსავლის ნაწილი რუსეთის იმპერიის ხაზინაში უნდა შესულიყო.
6) თუ იმერეთის სამეფოში ახალი ქალაქი დაარსდებოდა, რუსეთის იმპერიის ხაზინა ამ ქალაქიდან ისევე მიიღებდა გადასახადს, როგორც იღებდა რუსეთის ქალაქებისაგან.
7) იმერეთის მეფე რუსეთის ხელისუფლებას უნდა დამორჩილებოდა, როგორც ქვეშევრდომი („как верноподданный раб“).
8) რუსეთის ჯარისათვის იმერეთის მეფეს უნდა აეგო შენობები (ყაზარმები) და უზრუნველეყო მათი გათბობა.
9) იმერეთის მეფეს რუსეთის ჯარი უნდა მოემარაგებინა სურსათითა და ფურაჟით.
10) თუ იმერეთის სამეფოში წიაღისეულის ახალი საბადოს დამუშავება დაიწყებოდა, მოწვეული მუშებისათვის ხელფასი უნდა აენაზღაურებინათ რუსეთის შესაბამისი უწყების მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით.
11) იმერეთის სამეფოდან რუსეთი უფასოდ გაიტანდა გემთმშენებლობისათვის საჭირო ხე-ტყეს.
12) სამეგრელოს სამთავროს მიმართ იმერეთის მეფეს არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა. იმერეთის მეფეს სამეგრელოს მთავრისათვის უნდა დაებრუნებინა ტყვეები და დაეცალა საბრძოლო მოქმედებების დროს დაკავებული სამეგრელოს ციხეები.
13) იმერეთის მეფეს უნდა მოეწესრიგებინა და დაეცვა ქუთაისიდან ვახანის ციხემდე მიმავალი გზა, ასევე ქუთაისიდან სამეგრელოსა და ფოთისაკენ მიმავალი გზა.
14) სოლომონ II-ს ტახტის მემკვიდრის, უფლისწულ კონსტანტინე დავითის ძისათვის უნდა მიეცა შემოსავალი საუფლისწულო მამულიდან.
15) ტახტის მემკვიდრე, უფლისწული კონსტანტინე დავითის ძე სოლომონ II-ის გარდაცვალებამდე დარჩებოდა ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ან რუსეთში, რათა მიეღო ტახტის მემკვიდრისათვის აუცილებელი განათლება.
16) რუსეთის საქონელი, რომლის გადატანა ხორციელდებოდა ქართლკახეთიდან შავი ზღვის ნავსადგურებისაკენ და პირიქით, არ უნდა დაბეგრილიყო.
17) იკრძალებოდა მოსახლეობის გადასვლა იმერეთის სამეფოდან ქართლ-კახეთში და პირიქით.
რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ქვეშევრდომობაზე დაფიცების შემდეგ სოლომონ II-ს გადაეცა რუსეთის იმპერატორის მიერ ნაბოძები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი.
რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფე და იმერეთის სამეფო „სათხოვარი პუნქტების“ საფუძველზე ქვეშევრდომობაში მიიღო. იმერეთის სამეფოს ქვეშევრდომობაში მიღების სიგელს ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა 1804 წლის 4 ივლისს. სიგელში აღნიშნული იყო, რომ იმერეთის მეფე  სოლომონ II და იმერეთის სამეფო შედიოდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში („в вечное подданство“). ალექსანდრე I-ის სიგელში სოლომონ II მხოლოდ იმერეთის მეფედ იწოდებოდა, მის სამფლობელოში არ იგულისხმებოდა სამაგრელო, გურია და ლეჩხუმი.
1809 წელს კავკასიის მთავარმმართებელმა (მთავარსარდალმა) ალექსანდრე ტორმასოვმა, პეტერბურგიდან მიღებული მითითების თანახმად, დაარღვია ელაზნაურის ტრაქტატი და სოლომონ II ტახტიდან გადააყენა. 1810 წელს ალექსანდრე ტორმასოვმა სოლომონ II შეიპყრო, მაგრამ მეფემ ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა. 1810 წელს რუსეთის ჯარებმა იმერეთი დაიპყრო. სოლომონ II ოსმალეთში გადაიხვეწა.
იმერეთის მეფის ტახტიდან გადაყენებისა და დამარცხების შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარმა უკან წაიღო დადებული პირობა გურიის სამთავროს იმერეთის სამეფოს ნაწილად ცნობის შესახებ. 1810 წელს რუსეთის წაქეზებით გურიის მთავარმა დამოუკიდებლად ითხოვა რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღება. თხოვნა შეწყნარებული იქნა  გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა.
ასე გათელა ფეხქვეშ რუსეთის იმპერატორმა მეორე ქართველი მონარქის  იმერეთის მეფე სოლომონ II-ის  უფლებანი, დაარღვია ელაზნაურის ტრაქტატი და იმერეთის სამეფო უთოფოდ დაიპყრო.

         წყარო:
Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Под редакцией А. Берже. Том I. Тифлис, 1866.
ლიტერატურა:
Н. Дубровин. Закавказье от 1803-1806 года. С.-Петербург, 1886.

6. ელაზნაურის ტრაქტატის განახლების ცდა
1804 წლის აპრილში დადებული ელაზნაურის ტრაქტატი რუსეთის საიმპერატორო კარს აღარ აკმაყოფილებდა. მზადდებოდა იმერეთის სამეფოს გაუქმება. კავკასიის ახალ მთავარსარდალს (მთავარმართებელს) გენერალ ალექსანდრე ტორმასოვს არ მოსწონდა, რომ სოლომონ II, ელაზნაურის ტრაქტატის მიუხედავად, თავს დამოუკიდებელ მონარქად გრძნობდა. ალექსანდრე ტორმასოვმა სოლომონ II-ის წინააღმდეგ იმერეთის თავადების გადაბირება დაიწყო. სოლომონ II-მ გადაწყვიტა, ელაზნაურის ტრაქტატი განეახლებინა ისე, რომ მისი უფლებების შემზღუდავი მუხლები ან საერთოდ ამოეღო, ან შეერბილებინა მაინც.
კავკასიის მთავარმართებელ გენერალ ალექსანდრე ტორმასოვისათვის იმერეთის მეფე სოლომონ II-ის მიერ გაგზავნილი ახალი ხელშეკრულების პროექტი რუსულ თარგმანში ასეა დასათაურებული „Пункты новой обязанности нашей“. დოკუმენტი შემდეგი შინაარსისაა:
1) იმერეთის მეფე სოლომონ II ცნობდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის უზენაეს ხელისუფლებას იმერეთის სამეფოზე.
2) იმერეთის მეფე ხელახლა დებდა ფიცს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე.
3) ხელშეკრულების ხელმოწერისა და ფიცის დადების დღიდან იმერეთის მეფე და მისი მემკვიდრეები გადადიოდნენ რუსეთის იმპერატორისა და მისი მემკვიდრეების ქვეშევრდომობით მფარველობაში („подданическое покровительство“).
4) იმერეთის სამეფო რჩებოდა სოლომონ II-ისა და მისი მემკვიდრეების მფლობელობაში. რუსეთის იმპერატორის მიერ გაცემულ ამ უფლების დამადასტურებელ სიგელში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ გურია იმერეთის სამეფოს განუყოფელი ნაწილია.
5) იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე მომავალში მოპოვებული ოქროს, ვერცხლისა და სხვა ლითონებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი უნდა გადასცემოდა იმერეთის სამეფო კარს.
6) იმერეთის მეფეს უნდა შეესრულებინა რუსეთის იმპერატორის ბრძანებები და განკარგულებები.
7) იმერეთის სამეფოდან რუსეთი უფასოდ გაიტანდა გემთმშენებლობისათვის საჭირო ხე-ტყეს. ნავსადგურებამდე ხე-ტყის გადამზიდი მუშების ხელფასი უნდა გაეცა რუსეთის ხაზინას.
8) იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე ტვირთის გადატანისათვის რუსი ვაჭრები ბაჟს არ გადაიხდიდნენ. სამაგიეროდ, რუსეთის ხაზინას იმერეთის მეფისათვის უნდა მიეცა ფულადი კომპენსაცია.
9) რუსეთის ჯარის ერთი ასეული (120 კაცი) იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე განლაგდებოდა იქ, სადაც მოისურვებდა იმერეთის მეფე.
10) იმერეთის მეფის კარზე მუდმივად უნდა ყოფილიყო რუსეთის მინისტრი (წარმომადგენელი).
11) თუ მტერთან ბრძოლის დროს იმერეთში განლაგებული რუსეთის ჯარის გადაადგილება იქნებოდა საჭირო, იმერეთის მეფე მას არ შეზღუდავდა, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარებოდა.
12) სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს ეკლესიებში მოიხსენიებდნენ რუსეთის მონარქ ალექსანდრე I-სა და სამეფო ოჯახს. ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტი პუნქტის შესრულების სანაცვლოდ იმერეთის მეფე სოლომონ II რუსეთის იმპერატორისაგან ითხოვდა:
1) სამეფოს მართვა-გამგეობაში სრულ თავისუფლებას, მათ შორის ქვეშევრდომების დაქვეითებისა და დაწინაურების შეუზღუდველობას.
2) რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა იმერეთის მონარქის მეფობის უფლება, ინვესტიტურა და რეგალიები.
3) თუ რომელიმე ქვეშევრდომი გამოვიდოდა იმერეთის მეფის წინააღმდეგ (უღალატებდა მეფეს), რუსეთის საიმპერატორო კარი იმერეთის მეფეს მის დასჯაში უნდა დახმარებოდა და არ მიეღო მოღალატეები რუსეთის სამსახურში (ჯარში).
4) თუ იმერეთის მეფეს მტერთან საბრძოლველად რუსეთის ჯარის დახმარება დასჭირდებოდა, კავკასიის მთავარსარდალს (მთავარმართებელს) ქართლ-კახეთიდან იმერეთში დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა ჯარი. ეს ჯარი ომის დამთავრების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო ქართლ-კახეთში.
5) არავის არ უნდა ჰქონოდა იმის უფლება, რომ იმერეთის მეფის მიერ რუსეთის იმპერატორთან წერილით გაგზავნილი კურიერი გზაში დაეკავებინა, ან შეეფერხებინა.
6) უნდა აღდგენილიყო იმერეთის მეფის უფლება ლეჩხუმზე, რომელიც მას დაათმობინა გენერალმა პავლე ციციანოვმა.
7) იმერეთის მეფის თანხმობის გარეშე არავის არ უნდა ჰქონოდა უფლება ქართლ-კახეთიდან იმერეთში და იმერეთიდან ქართლ-კახეთში მოსახლეობის გადასახლებისა. წინათ გადასახლებულნი კი უნდა დარჩენილიყვნენ იმ ადგილზე, სადაც ხელშეკრულების დადების დროს იმყოფებოდნენ.
„ახალ ვალდებულებათა პუნქტების“ ბოლოს იმერეთის მეფე სოლომონ II კვლავ ადასტურებდა, რომ სურდა რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომობითი მფარველობა („подданическое покравительство“). ამის დასტურად სოლომონ II თავის ხელმოწერილ „ახალ ვალდებულებათა პუნქტებს“ რუსეთის იმპერატორს წარუდგენდა.
სოლომონ II-ის ცდა უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის საიმპერატორო კარს იმერეთის სამეფოს გაუქმება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. იმერეთის მეფის „ახალ ვალდებულებათა პუნქტები“ არც კი განუხილავთ.

        წყარო:
Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Под редакцией А. Берже. Том IV. Тифлис, 1870.

7. აფხაზეთის სამთავროს შესვლა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში (1808-1810 წწ.)
1806 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი. ცხადი იყო, რომ თუ რუსეთი ოსმალეთს დაამარცხებდა, რუსი დიპლომატები შეეცდებოდნენ აფხაზეთის ხარჯზე კავკასიაში რუსეთის იმპერიის სამფლობელოების გაფართოებას.
ომის დასაწყისისათვის აფხაზეთის მთავარი ქელეშ-ბეი შერვაშიძე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აფხაზეთის მთავარმა ოსმალეთის ხელისუფლების მოთხოვნა არ შეასრულა და ოსმალებს არ გადასცა სულთნის მიერ შერისხული ტრაპიზონის ფაშა. ქელეშ-ბეის ურჩობამ ძალზე გააღიზიანა სულთანი. რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებამ აფხაზეთის მთავარს ოსმალეთის ბატონობისაგან თავის დაღწევის იმედი ჩაუსახა. ქელეშ-ბეიმ გადაწყვიტა რუსეთისათვის ეთხოვა დახმარება. მთავრის გადაწყვეტილება მოიწონა აფხაზეთის სახალხო კრებამ. გადაწყდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა.
რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის გადაწყვეტილება შეიძლებოდა ძვირად დასჯდომოდა ქელეშ-ბეის. ამიტომ იყო, რომ აფხაზეთის მთავარი ძალზე ფრთხილობდა. 1806 წელს რუსეთის სარდლობამ ქელეშ-ბეის წინადადება მისცა, აფხაზეთის ლაშქრით დაეკავებინა ფოთის ციხე (ფოთის ციხეში ოსმალეთის ჯარით იდგა ქელეშ-ბეი შერვაშიძის ნათესავი ქუჩუკ-ბეი შერვაშიძე). აფხაზეთის მთავარმა ოსმალეთის წინააღმდეგ აშკარა ამბოხება ვერ გაბედა და ფოთის ციხეზე არ ილაშქრა. იმხანად ომის ბედი გაურკვეველი იყო. თუ ოსმალეთი რუსეთს დაამარცხებდა, ქელეშ-ბეის ფოთზე ლაშქრობას ოსმალეთის სულთანი არ აპატიებდა. აფხაზეთის მთავარს არც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება სურდა. ამიტომ იყო, რომ რუსეთის სარდლობას მან გარკვეული დახმარება მაინც გაუწია – ოსმალებს არ მისცა საშუალება აფხაზეთი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად გამოეყენებინა. აფხაზეთის მთავრის ასეთმა მოქმედებამ ძალზე შეზღუდა ოსმალეთის ჯარების აქტიურობა დასავლეთ საქართველოში.
აფხაზეთის მთავარს, ქელეშ-ბეის, სიცოცხლის ფასად დაუჯდა ოსმალეთის ურჩობა. მთავრის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. 1808 წლის 2 მაისში ქელეშ-ბეი მოკლა მისმა შვილმა ასლან-ბეიმ. ამ უკანასკნელმა სოხუმის ციხე დაიკავა და თავი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადა. ასლან-ბეის წინააღმდეგ გამოვიდა მისი ძმა საფარ-ბეი, მაგრამ მას იმდენი ჯარი არ ჰყავდა, რომ სოხუმის ციხე დაეკავებინა და მამის მკვლელი აფხაზეთიდან გაეძევებინა. საფარ-ბეის ერთადერთ რეალურ მოკავშირეს რუსეთის იმპერია წარმოადგენდა. საფარ-ბეი შერვაშიძემ დახმარებისათვის სამეგრელოს სამთავროს მმართველ ნინო ბაგრატიონ-დადიანს მიმართა (გრიგოლ დადიანი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო). მთავრის ქვრივს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებასთან უნდა ეშუამდგომლა, რათა აფხაზეთის სამთავრო რუსეთის მფარველობაში შესულიყო.
1808 წლის 12 აგვისტოს საფარ-ბეი შერვაშიძემ, რომელმაც ქრისტიანული წესით მონათვლის შემდეგ მიიღო სახელი გიორგი, აფხაზ თავადებთან ერთად ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორისადმი „უშევრდომილეს სათხოველს“. საინტერესოა ამ დოკუმენტის შექმნის ისტორია. „უშევრდომილესი სათხოველი“ დაწერილია „სათხოვარი პუნქტების“ სახით. მისი თავდაპირველი ტექსტი რუსულად შეუდგენიათ რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შემდეგ დოკუმენტი უთარგმნიათ ქართულად. ქართულმა ტექსტმა მიიღო ორიგინალის მნიშვნელობა. სწორედ ქართულ ტექსტზეა გიორგი შერვაშიძისა და აფხაზი თავადების ხელმოწერა, დასმული აქვს ბეჭედი. ხელმოწერის შემდეგ „უშევრდომილესი სათხოველის“ ქართული დედანი ხელმოწერებითა და ბეჭდით რუსულ თარგმანთან ერთად გაიგზავნა რუსეთში. დოკუმენტი შემდეგი შინაარსისაა:
გიორგი შერვაშიძე, აფხაზეთის მთავრის „შჯულიერი მემკვიდრე და მპყრობელი აფხაზეთისა“ რუსეთის იმპერატორს სთხოვდა:
1) აფხაზეთის სამთავროს ქვეშევრდომობაში მიღებას (`შევეკრავ და შემოვალ მონად და მსახურად ვითარცა ყმა...“).
2) ამიერიდან აფხაზეთის მთავარი და აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერატორს ეცნო ქვეშევრდომად („მკვიდრად ყმად და მონად ტახტისა...“).
3) აფხაზეთის მთავარს მიეცეს ქვეშევრდომობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ სიგელი („აღმინიშნოს მე ნიშნითა, ვითარცა სხვანი მთავარნი აღნიშნული არიან საიმპერიოსა ტახტისადმი მონად“).
4) აფხაზეთის მთავარს მიეცეს ტახტზე მემკვიდრეობის სამუდამოდ შენარჩუნების დამამტკიცებელი სიგელი („გარდმომეცეს მე მემკვიდრეობისა ჩემისა დამამტკიცებელი და დამადგინებელი გრამატა“).
5) აფხაზეთის სამთავროში განლაგებული იქნას რუსეთის ჯარი („შეიზღუდოს ქვეყანა ჩემი მხედრობითა... ხელმწიფისა ჩვენისა იმპერატორისათა“).
6) აფხაზეთის მთავარი რუსეთის იმპერატორს უნდა ჰყავდეს ისეთივე პატივში, როგორ პატივშიც იყო მამამისი  ქელეშ-ბეი შერვაშიძე („... დაუკლებელი მექმნეს მე სარგებლობა და მოწყალება რა იგი აქუნდა მემკვიდრესა და მფლობელსა აფხაზეთისა ქელაიშ აჰმად ბეგს, მამასა ჩემსა“).
7) აფხაზეთის მთავარი რუსეთს უსასყიდლოდ მისცემდა გემთმშენებლობისათვის საჭირო ხე-ტყეს, ასევე სამთავროს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის საბადოებიდან შემოსავლის ნაწილს. გიორგი შერვაშიძე რუსეთის იმპერატორს აცნობებდა, რომ აფხაზეთის მთავრები და მისი ქვეშევრდომები წინათ ქრისტიანები იყვნენ („... წინაპარნი ჩვენნი ქრისტიანედ ბერძნითავე კანონითა სჯულისათა“).
რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 1810 წლის 17 თებერვალს დაამტკიცა გიორგი შერვაშიძის „სათხოვარი პუნქტები“. სამთავრო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა.
1810 წლის 10 ივლისს რუსეთის ჯარმა სოხუმი დაიკავა. 1810 წლის ოქტომბერში გიორგი შერვაშიძეს გადაეცა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის სიგელი აფხაზეთის სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების თაობაზე, ასევე ხელისუფლების სიმბოლოები. გიორგი შერვაშიძე ოფიციალურად გამოცხადდა აფხაზეთის მთავრად.

        წყარო:
გიორგი შერვაშიძის „სათხოვარი პუნქტების“ სოლომონ ლეკიშვილისეული პუბლიკაცია, დაბეჭდილი გაზეთ „სახალხო განათლებაში“ (იხ. „სახალხო განათლება“, 1989 წლის 31 მაისი).
ლიტერატურა:
1. Г. Паичадзе. Абхазия в составе Российской империи. 1810-1917 гг. – Разыскания по истории Абхазии/Грузии. Тбилиси, 1999; 
2. ზურაბ პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკვეთი I. თბილისი, 2004.

თავი II. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811-1814 წწ.)
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების შეზღუდვას რუსეთის საიმპერატორო კარი გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წ.) მომზადების პერიოდში შეუდგა. ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ორი საპატრიარქო არსებობდა: მცხეთისა (აღმოსავლეთ საქართველოსი) და აფხაზეთისა (დასავლეთ საქართველოსი). მცხეთის საპატრიარქო ტახტის იურისდიქციაში შედიოდა ქართლ-კახეთის სამეფო და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი და სხვ.), კათალიკოს-პატრიარქი იყო ანტონ I ბაგრატიონი (1744-1755; 1764-1788). აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საპატრიარქო ტახტის იურისდიქციაში შედიოდა იმერეთის სამეფო, სამეგრელოს, გურიის, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროები, კათალიკოს-პატრიარქი იყო მაქსიმე II აბაშიძე (1776-1795). მეფეებთან, ერეკლე II-სთან და სოლომონ I-თან, ერთად რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ კათოლიკოს-პატრიარქები  ანტონ I და მაქსიმე II.
1771 წლის 30 დეკემბერს თბილისში ერეკლე II-მ ხელი მოაწერა ქართლკახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დასადები ხელშეკრულების პროექტს. პროექტში ჩამოყალიბებული იყო ის პირობები, რომლითაც ქართლკახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლას ითხოვდა.
ხელშეკრულების პროექტი პეტერბურგში ჩაიტანა ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩობამ ბატონიშვილ ლევანისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის ხელმძღვანელობით. ერეკლე II იმპერატორ ეკატერინე II-ს თხოვდა ქართლკახეთში მეფობის „საუკუნოდ უცვალებლად შენარჩუნებას. ხელშეკრულების პროექტში საგანგებო ადგილი ეთმობოდა კათოლიკოს-პატრიარქის უფლებების შენარჩუნების აუცილებლობას: „მსგავსადვე კათოლიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად“. ხელშეკრულების პროექტის ეს ადგილი პეტერბურგში ასე თარგმნეს: „Каталикос оставаться имеет всегда в своем достоинстве без всякой перемены“. ე.ი. რუსეთის საიმპერატორო კარმა ერეკლე II-ის სათხოვარი სწორად გაიგო.
1772 წლის 6 იანვარს, ე.ი. ხელშეკრულების პროექტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის შემდეგ, ქართლ-კახეთის სამეფო სახლმა დაამტკიცა რუსეთის საიმპერატორო კარისათვის გასაგზავნი პირობის ტექსტი. ქართლ-კახეთის სამეფო სახლი პირობას დებდა, რომ რუსეთის უზენაესობის აღიარებაზე არასოდეს აიღებდა ხელს. ქართლ-კახეთის სამეფო სახლის პირობას ხელს აწერდნენ: ერეკლე II, დედოფალი დარეჯანი, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ბატონიშვილები: გიორგი, ლევანი, იულონი, ვახტანგი. ქართლ-კახეთის სამეფო სახლის პირობა (1772 წ. 5 იანვარი) ხელშეკრულების პროექტთან (1770 წ. 30 დეკემბერი) ერთად წარედგინა რუსეთის იმპერატორს.
ქართლ-კახეთის სამეფოსთან ხელშეკრულების დადება რუსეთის საიმპერატორო კარმა დიდხანს გააჭიანურა. საბოლოოდ ეკატერინე II-მ გადაწყვიტა ხელშეკრულება ერთდროულად დაედო ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებთან. იმპერატორის აზრი ხელშეკრულების თაობაზე ვიცეკანცლერმა გრაფმა ა. ა. ბეზბოროდკომ აცნობა კავკასიის ხაზის უფროსს თავად გ.ა. პოტიომკინს. ეს დოკუმენტი 1782 წლის ბოლოს ან 1783 წლის დამდეგსაა შედგენილი. ეკატერინე II გრიგოლ პოტიომკინს უბრძანებდა: ერეკლე II-სთან და სოლომონ I-თან დასადებ ხელშეკრულებაში მეფეები მოეხსენებინათ არა „ქვეშევრდომებად“ არამედ „მოკავშირეებად“. ეკლესიის საკითხს ეკატერინე II არ შეჰხებია. სამაგიეროდ თავისი აზრი, ცხადია, იმპერატორთან შეთანხმებით გამოთქვა ა. ა. ბეზბოროდკომ: „и чтобы более сей народ призявать к России, то бы весьма полезно иерархию их привязать к нашему Синоду, а знатнейщим фамилиям дать право Российскаго дворянства; архиепископа же каталикоса  то ему соборнаго, поставить степенем в Росииской церкви между первыми“. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ა. ა. ბეზბოროდკო უგულებელყოფდა ერეკლე II-ის მიერ 1771 წლის 30 დეკემბერს ხელმოწერილ ხელშეკრულების პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს პირობას  კათოლიკოს-პატრიარქის უფლების უცვლელად შენარჩუნების თაობაზე. გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წ.) შესაბამის მუხლს (არტიკულს) სწორედ ა. ა. ბეზბოროდკოს მოსაზრება დაედო საფუძვლად.
1783 წლის 24 ივლისს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის ქ. გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის მერვე მუხლი (არტიკული) აშკარად ლახავდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის უფლებებს. მცხეთის საპატრიარქო ტახტის საჭეთმპყრობელი, კათოლიკოს-პატრიარქი ხდებოდა რუსეთის იმპერიის უწმიდესი სინოდი წევრი და იგი რუსეთის ეპისკოპოსებს შორის სინოდში იკავებდა მერვე ადგილს  ტობოლკის ეპისკოპოსის შემდეგ: „და უმეტესისა შეერთებისა რუსეთისა თანა, ამათ ერთმორწმუნეთა ერთა თანა, ინებებს მისი იგი დიდებულებაი, ვითარმედ კათოლიკოზსა ანუ უმთავრესსა არხიეპისკოპოსსა მათსა, რათა აქუნდეს ადგილი რიცხუთა შორის რუსეთისა მღუდელთმთავართასა მერუესა შინა ხარისხსა, ესე იგი არს შემდგომად ტობოლსკისა“. რუსულ დედანში ეს ადგილი ასეა წარმოდგენილი: „и народам его и для вящаго соединения с Росиею сих единоверных народов ея имрераторское величество соизволяет, чпоб каталикос, или начальствующий архиепископ их, состоял местом в числе росийских архиереев в осьмой степени, именно после Тобольского“.
გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მომენტისათვის (1783 წ.) რუსეთში პატრიარქობა გაუქმებული იყო, აღარ იწვევდნენ საეკლესიო კრებებს. რუსეთის ეკლესიას განაგებდა უწმიდესი სინოდი. უწმიდესი სინოდი წარმოადგენდა სახელმწიფო (საერო) ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სასულიერო უწყებას. სინოდის წევრები იყვნენ მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, მაგრამ სინოდს სათავეში ედგა საერო პირი  ობერ-პროკურორი. უწმიდესი სინოდის ყველა დადგენილებას (გადაწყვეტილებას) სინოდის ობერ-პროკურორის წარდგინებით ამტკიცებდა იმპერატორი. უწმიდესი სინოდის წევრთაგან ვერც ერთი რანგითა და ღირსებით ვერ უტოლდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ს. მიუხედავად ამისა, კათოლიკოს-პატრიარქის ღირსება შეილახა და იგი გაუთანაბრეს რუსეთის ეკლესიის ეპარქიების მმართველ იერარქებს (მიტროპოლიტებს, არქიეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს). უფრო მეტიც, სინოდში ანტონ I-ზე მეტი პატივით სარგებლობდა შვიდი იერარქი. გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართლკახეთის საეკლესიო მმართველობისა და უწმიდეს სინოდთან ურთიერთობის თაობაზე ცალკე შეთანხმება უნდა მომხდარიყო. ამ ხასიათის შეთანხმება შემდეგში აღარ დადებულა.
გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ (1783 წ.) პეტერბურგში გაემგზავრა ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩობა გარსევან ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ელჩობაში შედიოდა ერეკლე II-ის ვაჟი ბერი ანტონი (ერისკაცობაში თეიმურაზი), იეროდიაკონის ხარისხით. 1784 წელს ერეკლე II-ის თხოვნით, იეროდიაკონი ანტონი რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის მიერ ხელდასმული იქნა არქიეპისკოპოსად და ნინოწმინდის ეპარქიის მღვდელმთავრად. ცერემონიალი ჩატარდა ცარსკოე სელოს კარის ეკლესიაში ეკატერინე II-ისა და სამეფო ოჯახის წევრების თანდასწრებით. ანტონის რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის მიერ არქიეპისკოპოსად (მთავარეპისკოპოსად) კურთხევა არ ეწინააღმდეგებოდა საეკლესიო სამართალსა და ტრადიციას. თუმცა ამისათვის ერეკლე II-ის თხოვნა საკმარისი არ იყო. ამ შემთხვევაში უწმიდესი სინოდისათვის თხოვნით უნდა მიემართა კათოლიკოსპატრიარქ ანტონ I-ს. რაც შეეხება ანტონის ნინოწმინდის ეპარქიის მღვდელმთავრად ხელდასხმას, რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის მხრიდან მეორე სახელმწიფოს (ქართლ-კახეთის სამეფოს) ავტოკეფალური ეკლესიის საქმეში უხეშ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ. ეპარქიის მღვდელმთავრად ხელდასხმა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ისა და საეკლესიო კრების პრეროგატივას შეადგენდა. გარდა ამისა, ანტონის არქიეპისკოპოსად ხელდასხმა მოხდა ისე, რომ იგი მანმადე ხელდასხმული არ ყოფილა მღვდლად. ანტონი არქიეპისკოპოსად ხელდასხმის დროს (1784 წ.) ოცდაორი წლისა იყო (დაიბადა 1762 წ.). რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104 წ.) ძეგლისწერის მიხედვით ეპისკოპოსად ხელდასხმა უნდა მომხდარიყო ოცდათხუთმეტი წლის ასაკში. რით უნდა აიხსნას ერეკლე II-ის გადაწყვეტილება ანტონის არქიეპისკოპოსად და ეპარქიის მღვდელმთავრად რუსეთში ხელდასხმის შესახებ? რუსეთის საიმპერატორო კარი, ერეკლე II-ზე გავლენის მოხდენის მიზნით, კარგად იყენებდა რუსეთში გადახვეწილ ქართლის ბაგრატიონებს (მუხრანბატონებს)  ვახტანგ VI-ის შთამომავლებს. ქართლის თავადები რუსეთის საიმპერატორო კარს ქართლის სამეფოს აღდგენას და ტახტზე ვახტანგ VI-ის შთამომავლის დასმას თხოვდნენ. ყოველივე ეს კარგად იცოდა ერეკლე II-მ. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I ქართლის ბაგრატიონების (მუხრანბატონების) შტოს ეკუთვნოდა  ვახტანგ VI-ის ძმის იესეს შვილი იყო. ანტონ I ძალზე პოპულარული იყო საქართველოში, მას კარგად იცნობდნენ რუსეთის პოლიტიკურ და საეკლესიო წრეებში. ერეკლე II-მ არ იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები: რას მოიმოქმედებდნენ ქართლის ბაგრატიონები და მათი ერთგული თავადები, რა პოზიციას დაიკავებდა რუსეთი. ანტონ I ჭკვიანი, განათლებული და მებრძოლი ადამიანი იყო. თუ იგი პოლიტიკაში ჩაერეოდა, ერეკლე II-ს შეიძლებოდა დიდი სირთულეები შეჰქმნოდა. ამიტომ ერეკლე II-მ გადაწყვიტა ანტონ I-ის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქად ქართლის ბაგრატიონთა წარმომადგენელი აღარ აერჩიათ. ერეკლე II ანტონ I-ისა და საეკლესიო კრების იმედად ვერ იქნებოდა და მზადება წინასწარ დაიწყო.
ცარსკოე სელოში ერეკლე II-ს ვაჟის  რიგითი დიაკონის არქიეპისკოპოსად და ეპარქიის მღვდელმთავრად ხელდასხმამ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის პოზიციები გარკვეულად შეასუსტა. ქართლის თავადებსა და რუსეთი მცხოვრებ ქართლის ბაგრატიონებსაც შესაბამისი დასკვნები უნდა გამოეტანათ. ერეკლე II დასახული მიზნისაკენ თანმიმდევრულად მიიწევდა. 1784 წელსვე, ჯერ კიდევ რუსეთში მყოფი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ანტონი საქართველოში დაუსწრებლად იქნა ხელდასხმული ალავერდელ მიტროპოლიტად. 1788 წელს, ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი ანტონი კათოლიკოსპატრიარქად აკურთხეს ანტონ II-ის სახელით. ეს ერეკლე II-ის გამარჯვების მაუწყებელი იყო.
ქართლ კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის (1798-1800) გარდაცვალების შემდეგ, 1801 წლის აპრილში, პეტერბურგში ჩასულმა ქართლკახეთის სამეფოს ელჩებმა რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა კოლეგიას წარუდგინეს ნოტა, რომელიც ქართლ-კახეთის მმართველობას ეხებოდა. ნოტის მეექვსე პუნქტი სრულიად გარკვევით ითხოვდა კათოლიკოსობის შენარჩუნებას და ანტონ II-ს კათოლიკოს-პატრიარქად დატოვებას. ეს მუხლი ასე იწყება: „Как первенствующая нине в грузии по духовенству особа есть сын царя Ираклия  Антоний, имеющий по древнему тамошнему положению титул католикоса, и посвящен в царствование блаженния памяти императрицы Екатерины II в сан архиепископа в Царском селе и туда (ქართლ-კახეთის სამეფოში  ვ.გ.) отправлен для управления тамошных (ქართლ-კახეთის – ვ.გ.) духовенств, то и оставить его при том достоинстве и звании“. ნოტის მეექვსე მუხლი კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობის შენარჩუნებასთან ერთად ითხოვდა ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი სამღვდელოების უფლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებას: „равно как и всех прочих, в епархиах своих, пребывающих, митрополитов архиепископов и епископов, также архимандритов и игуменов с их причтом, протоиереев, иереев, дяконов и прочих церковнослужителей  каждаго при своем звании и мест, о коих  кто имянно, и сколько их есть“.
ამრიგად, ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩების ნოტის მეექვსე პუნქტი მთელი კატეგორიულობით აყენებდა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალიის შენარჩუნების საკითხს.
პავლე I-ის 1801 წლის 18 იანვრისა და ალექსანდრე I-ის 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტებში, რომელთა ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთის იმპერიას შეუერთდა, ერთი სიტყვითაც არაა ნათქვამი მცხეთის ავტოკეფალური საპატრიარქოს (ქართლ-კახეთის ეკლესიის) რუსეთის ეკლესიასთან შეერთებასა ან მისდამი დაქვემდებარების თაობაზე. პირიქით, ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის მოსახლეობას აუწყებდა: „каждый пребудет при преимушествах состояния своего, при свободном отправлении своей веры и при собственности своей неприкосновенно“.
მანიფესტის ქართულ თარგმანში ეს ადგილი ასეა წარმოდგენილი: „დავაწესო საქართველოსა შინა მმართებლობა, რომელსაცა ეძლოსცა დამყარება მართლმსაჯულებისა, ნივთისა და საქონლისა უშიშროებისა, და მიცემად თითოეულსა დაცვა სჯულისა“. 1801 წლის 12 სექტემბერის მანიფესტი მოითხოვდა ქართლ-კახეთის მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებას, რაც რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებას ნიშნავდა. მანიფესტში აღნიშნული იყო, რომ დაფიცების პროცესში ,,Духовенство, яко пастыри душевные, первые должны дать пример” ქართულ თარგმანში: „სამღვდელოთა, ვითარცა მწყემსთა სულისა თანა, პირველად შვენისთ მიცემა მაგალითისა“.
1801 წლის 12 სექტემბერს ალექსანდრე I-მა მანიფესტთან ერთად ხელი მოაწერა კიდევ ორ დოკუმენტს  „რესკრიპტს“ და „მოწოდებას ქართველი ხალხისადმი“ 12 სექტემბერსვე იმპერატორმა დაამტკიცა „საქართველოს შინაგანი მმართველობის დადგენილება“. ამ დოკუმენტებში გაუქმებული ქართლ-კახეთის სამეფოს ეკლესიის მმართველობის ან მისი რეორგანიზაციის შესახებ არაფერი ყოფილა ნათქვამი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შემდეგ ეკლესია (მცხეთის ავტოკეფალური საპატრიარქო) ინარჩუნებდა თავის უფლებრივ მდგომარეობას  ადგილს მსოფლიოს მართლმადიდებელ საპატრიარქოთა შორის. თავისი უფლებებით აღჭურვილი რჩებოდა კათოლიკოს-პატრიარქი და საეკლესიო კრება, ძველებურად განაგრძობდა ფუნქციონირებას ყველა ეპარქია, ეკლესია და მონასტერი. ეკლესიის საკუთრებაში რჩებოდა მთელი უძრავი და მოძრავი ქონება. კათოლიკოს-პატრიარქსა და საეკლესიო კრებას კვლავინდებურად უნდა ეხელმძღვანელა მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში მიღებული  სამართლებრივი ნორმებით (კანონებით)  საეკლესიო სამართლით და ქართული სამართლით (ვახტანგ VI-ის სამრთლით).
მართალია, 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა თავი შეიკავა და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებასთან ერთად არ გააუქმა სამეფოს ტერიტორიაზე არსებული მცხეთის საპატრიარქო. ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო. რუსეთის საიმპერატორო კარი და რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი არ დაუშვებდნენ ისტორიითა და ტრადიციით რუსეთის ეკლესიაზე ბევრად აღმატებული ივერიის (მცხეთის) საპატრიარქო ტახტის სუვერენიტეტის შენარჩუნებას ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე.
1810 წლისათვის რუსთის იმპერიამ დაასრულა დასავლეთ საქართველოს  სამეგრელოს სამთავროს, აფხაზეთის სამთავროს, გურიის სამთავროს, იმერეთის სამეფოს  დაპყრობა. კავკასიის მთავარმართებელს გენერალ ალექსანდრე ტორმასოვს დაევალა საქართველოს ტერიეორიაზე არსებული ორივე საპატრიარქოს (მცხეთისა და აფხაზეთის) გაუქმება. ამისათვის, პირველ რიგში, საჭირო იყო კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის საქარველოდან რუსეთში გაწვევა (აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი მაქსიმე II-ს 1795 წელს გარდაიცვალა). 1810 წლის 3 ნოემბერს რუსეთის საიმპერატორო კარის მოთხოვნით ანტონ II რუსეთში გაემგზავრა. ანტონ II-მ წინააღმდეგობა ვერ გასწია, თუმცა კარგად იცოდა რისთვის იწვევდნენ რუსეთში (კათოლიკოსპატრიარქი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა, 1827 წელს რუსეთში გარდაიცვალა). ალექსანდრე ტორმასოვმა ქართლ-კახეთის ეკლესიის მმართველობის პროექტის შედგენა მიტროპოლიტ ვარლამს (ერისთავს) დაავალა. ეს პროექტი დაედო საფუძვლად ა. ტორმასოვის მოხსენებას უწმიდესი სინოდისადმი. 1811 წლის 12 თებერვალს გენერალი ა. ტორმასოვი რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ოპერ-პროკურორ თავად ალექსანდრე გოლიცინს წერდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II სამართლიანი და იშვიათი თვისებების მქონე ადამიანია. ა. ტორმასოვის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა იმპერატორის შესაბამისი ბრძანება, საქართველოს ეკლესიის მმართველად უნდა დაენიშნათ ეგზარქოსი, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I დატოვებული ყოფილიყო რუსეთში და მას საქართველოს ეკლესიის შემოსავლიდან დანიშვნოდა პენსია 6 ათასი მანეთის ოდენობით. ა. ტორმასოვის მოხსენების შემდეგ პეტერბურგში ბევრი აღარ უფიქრიათ. ამ მოხსენების საფუძველზე სინოდის ოპერ-პროკურორმა ა. გოლიცინმა 1811 წლის 21 ივნისს შეადგინა „მმართველი სინოდის უქვეშევრდომილესი მოხსენება“. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში (ქართლ-კახეთში) რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქობა უქმდებოდა და კათოლიკოს-პატრიარქის ადგილს იკავებდა რუსეთის ეკლესიის უწმიდეს სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 1811 წლის 30 ივნისს „მმართველი სინოდის უქვეშევრდომილესი მოხსენება“ უცვლელად დაამტკიცა. ალექსანდრე I-ის ბრძანების თანახმად, დაპყრობილი ქართლ-კახეთის სამღვდელოება უნდა დამორჩილებოდა „მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტს“, რომელიც იქნებოდა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის წევრი და ამავე დროს ექნებოდა „საქართველოს ეგზარქოსის“ ტიტული. საქართველოს პირველ ეგზარქოსად დაინიშნა ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ვარლამი.
ასე გაუქმდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ივერიის (მცხეთის) საპატრიარქო, ხოლო გაუქმებული საპატრიარქოს მთელ ტერიტორიაზე (ეპარქიებზე, ეკლესიებზე, მონასტრებზე) გავრცელდა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის იურისდიქცია. უწმიდეს სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი საქართველოში უმაღლეს იერარქად ითვლებოდა. 
მმართველი სინოდის 1811 წლის 21 ივნისს „უქვეშევრდომილეს მოხსენებაში“ მცხეთის ავტოკეფალური საპატრიარქოს გაუქმების ერთადერთ მიზეზად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ყოფილი სამეფოს ტერიტორიაზე რუსული მმართველობის დამყარება იყო დასახელებული. ეს კი ეწინააღმდეგებოდა ეფესოს წმიდა III მსოფლიო საეკლესიო კრების (431 წ.) მერვე კანონს. ამ კანონის მიღების საფუძველი გახდა ანტიოქიის ეკლესიის მცდელობა თავისი იურისდიქციისათვის დაემორჩილებინა კვიპროსის ეკლესია და, შესაბამისად, კვიპროსის ეკლესიისათვის ჩამოერთმია ავტოკეფალური უფლებები, რომლითაც იგი ძველთაგანვე სარგებლობდა. რადგან კვიპროსის ეკლესია ძველთაგანვე ავტოკეფალურად იყო აღიარებული, III მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაიცვა კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალია. ივერიის (მცხეთის) უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი საპატრიარქოს გაუქმებისათვის აუცილებელი იყო შემდეგი:
პირველი. კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს უნდა მოეწვია საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა მიეღო დადგენილება ავტოკეფალური უფლების დათმობისა და ავტოკეფალიის გაუქმების თაობაზე. ასეთი საეკლესიო კრება მოწვეული არ ყოფილა.
მეორე. ლიკვიდირებული ივერიის (მცხეთის) საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში შესვლის თაობაზე თანხმობა უნდა მიეცა რუსეთის საეკლესიო კრებას. იმხანად რუსეთში საეკლესიო კრებას აღარ იწვევდნენ, ხოლო უწმიდესი სინოდი საეკლესიო კრებას ვერ შეცვლიდა.
მესამე. მსოფლიოს უძველესი ივერიის (მცხეთის) ავტოკეფალური საპატრიარქოს გაუქმებისათვის აუცილებელი იყო მსოფლიო მართლმადიდებელი საპატრიარქოების (იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის) და, პირველ რიგში, კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქის თანხმობა. ასეთი თანხმობა რუსეთს არ უთხოვია და, ცხადია, არც მიუღია.
ამრიგად 1801 წლის 12 სექტემბრის უკანონო აქტს, რომლის ძალითაც გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო, მოჰყვა მეორე  1811 წლის 30 ივნისის უკანონო აქტი, რომლის ძალითაც გაუქმდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური საპატრიარქო  ივერიის (მცხეთის) საპატრიარქო.
1814 წლის 30 აგვისტოს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის ძალითაც საქართველოში საეკლესიო მმართველობის სისტემამ ცვლილება განიცადა. თბილისში დაარსდა რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის საქართველო-იმერეთის სინოდარული კანტორა. უმაღლესი საეკლესიო იერარქი საქართველოს ეგზაქოსი იყო, რომლის ძალაუფლებაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. საქართველო-იმერეთის სინოდარული კანტორის შექმნასთან დაკავშირებით ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსს (წერეთელს) აეკრძალა აფხაზთა საკათალიკოსოს საქმეთა განგება (მიტროპოლიტ დოსითეოსს კათოლიკოსობა უბოძა იმერეთის მეფემ სოლომონ II-მ, მაგრამ კურთხევა არ მომხდარა. სწორედ ამიტომ მიტროპოლიტი დოსითეოსი საბუთებში ასე იხსენიება: „ყოვლად სამღვდელო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზ და განმგე საკათალიკოზოსი“.) 1814 წლის ბოლოდან მიტროპოლიტი დოსითეოსი მხოლოდ ეპარქიის მღვდელმთავარია და აფხაზეთის საკათალიკოსოს საქმეებს აღარ განაგებს. აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქისა და აფხაზეთის საკათოლიკოსოს იურისდიქცია შეწყდა და ყოფილი საკათოლიკოსოს ტერიტორია საქართველო-იმერეთის სინოდარულ კანტორასა და საქართველოს ეგზარქოსს დაექვემდებარა.
1811-1814 წლებში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება იმ პოლიტიკის გაგრძელება იყო, რომლის მიზანსაც საქართველოს რუსეთის იმპერიის გუბერნიად გადაქცევა შეადგენდა.

         წყარო:
1. Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Под редакцией А. Берже. Том I. Тифлис, 1866.
2. Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Под редакцией А. Берже. Том II. Тифлис, 1868.
3. Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Под редакцией А. Берже. Том III. Тифлис, 1869.
4. Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Под редакцией А. Берже. Том IV. Тифлис, 1870.
5. Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Под редакцией А. Берже. Том V. Тифлис, 1873.

თავი III. რუსეთ-ოსმალეთის 1812 წლის 16 მაისის საზავო ხელშეკრულება (ბუქარესტის ტრაქტატი)
XVIII საუკუნეში რუსეთთან ომებში დამარცხების მიუხედავად ოსმალეთი რევანშისათვის ემზადებოდა. XIX საუკუნის დამდეგს რუსეთსა და საფრანგეთს შორის ოსმალეთის ლავირება დამთავრდა იმით, რომ აუსტერლიცის ბრძოლაში (1805 წ.) რუსეთის მარცხის შემდეგ ოსმალეთი საფრანგეთს მიემხრო და რუსეთთან ურთიერთობას ხელოვნურად ძაბავდა. ოსმალეთმა რუსეთის გემებისათვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები დახურა. ამავე დროს სულთანმა უგულებელყო რუსეთთან დადებული საზავო ხელშეკრულებებით მოლდოვას, ვალახეთისა და სერბეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.
1806 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც 1812 წლამდე გაგრძელდა. ოსმალეთი მიზნად ისახავდა ყირიმის ნახევარკუნძულისა და ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის დაბრუნებას, ასევე მოლდოვაზე, ვალახეთსა და სერბეთზე სრული ბატონობის დამყარებას.
1806-1810 წლებში რუსეთმა დუნაისპირეთსა და ბალკანეთზე ვერ შეძლო ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების წარმოება. 1810 წელს რუსეთის არმიამ გადალახა მდინარე დუნაი და მიაღწია ბალკანეთის უღელტეხილებს. რუსებმა მიღწეულის შენარჩუნება ვერ შეძლეს, ჩრდილოეთ ბულგარეთი დატოვეს და საწყის პოზიციებზე დაიხიეს. 1811 წელს რუსეთის არმია შეტევაზე გადავიდა და რამდენიმე ბრძოლაში ოსმალეთის არმია სასტიკად დაამარცხა.
რუსეთის არმიამ წარმატებები მოიპოვა კავკასიის ფრონტზეც. 1810 წელს რუსებმა აიღეს ფოთი და სოხუმი, 1811 წელს  ახალქალაქი. 1812 წლის 16 მაისს ბუქარესტში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი). ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების (ტრაქტატის) მესამე მუხლში აღნიშნული იყო, რომ უცვლელად რჩებოდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრე დადებული ყველა ხელშეკრულება (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. М., 2005, стр. 71.) ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო ბესარაბია (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. М., 2005, стр. 71-72).
რუსეთ-ოსმალეთის 1812 წლის 16 მაისის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება შეეხო საქართველოს. ოსმალეთმა სცნო ქართლ-კახეთის სამეფოს, იმერეთის სამეფოს, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების გადასვლა რუსეთის მფლობელობაში. საზავო ხელშეკრულების მეექვსე მუხლში აღნიშნული იყო, რომ რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი აზიაში უნდა აღდგენილიყო ომამდელი სახით. რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა აზიაში (სამხრეთ კავკასიაში) დაკავებული ციხე-სიმაგრეები, ქალაქები, დაბები და სოფლები (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. М., 2005, стр. 72-73).
რუსეთმა ოსმალეთს დაუბრუნა ფოთი და ახალქალაქი, მაგრამ შეძლო სოხუმის შენარჩუნება. სოხუმი რუსეთს დარჩა იმის გამო, რომ 1810 წელს აფხაზეთის მთავარი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. დამარცხებულმა ოსმალეთმა თავი ვეღარ გამოიდო აფხაზეთის შენარჩუნების მიზნით. საბოლოოდ რუსეთს დარჩა შავი ზღვის სანაპირო სოხუმიდან რედუტკალემდე (მდ. ხობის შესართავამდე).

         წყარო:
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005.
ლიტერატურა: 
1. მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთის ისტორია. XIX საუკუნე. თბილისი, 2003.
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. რვა ტომად. ტომი IV. თბილისი, 1973.
3. შოთა ლომსაძე. სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე). თბილისი, 1975.
4. ოთარ გიგინეიშვილი. ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან. თბილისი, 1982.
5. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი, 2007.
6. Восточный вопрос во внешней политике России. Конец XVIII _ начало XX вв. Под редакциеы Н. С. Киняпина. Москва, 1978.
7. Н. С. Киняпина, М.М. Блиев, В.В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. Вторая половина XVIII  80-е годы XIX в. Москва, 1984.
8. История России. XIX  начала XX вв. Под редакцией В. А. Федорова. Москва, 2000.

დანართი
რუსეთ-ოსმალეთის 1812 წლის 16 მაისის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მეექვსე მუხლი
Ст. VI. Кроме границы реки Прута, границы со стороны Азии и других мест восстановляются совершенно так, как оные были прежде до войны, и как постановлено с третьей статье предварительных пунктов. Вследствие чего Российский Императорский двор отдает и возврашает Блистательной Порте Оттоманской, в таком состоянии, в каком теперь находятся крепости и замки, внутри сей границы лежашие и оружием его завоеванные, купно с городами, местечками, селениями, жилишами и со всем тем, что сия земля в себе содержит.
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005, стр. 72-73.

თავი IV. რუსეთ-ირანის 1813 წლის 12 ოქტომბრის საზავო ხელშეკრულება (გულისთანის ტრაქტატი)
ქართლ-კახეთის დაპყრობის (1801-1802 წწ.) შემდეგ რუსეთის იმპერია შეუდგა სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ტერიტორიების დაპყრობას. 1802 წელს ყუბის და თალიშის ხანები იძულებულნი გახდნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესულიყვნენ. განჯის ხანმა უარი თქვა რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებაზე. 1804 წელს საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა პავლე ციციანოვმა განჯის სახანოს დაპყრობა დაიწყო. რუსეთისა და ირანის ურთიერთობა დაიძაბა და 1804 წელს ამ ორ ქვეყანას შორის ომიც დაიწყო. ირანის ჯარები აღმოსავლეთ სომხეთიდან თბილისისაკენ გაჭრას ცდილობდნენ. ამის საპასუხოდ პავლე ციციანოვმა ერევანს შეუტია. რუსებმა ეჩმიაძინთან ირანის ჯარი დაამარცხეს და ერევანს შემოარტყეს ალყა. ერევნის ალყა დიდხანს (1804-1805 წწ.) გაგრძელდა. სამაგიეროდ, რუსებმა უკუაგდეს თბილისის მიმართულებით შეტევაზე გადმოსული ირანის ჯარები. რუსებმა შეტევა განავითარეს ჩრდილოეთ აზერბაიჯანში და დაიკავეს ყარაბაღის, შექისა და შირვანის სახანოები. ოსმალეთთან ომის დაწყების შემდეგ (1806 წ.) რუსეთს ირანთან ომის გაგრძელება გაუჭირდა. 1812 წელს ირანის ჯარები ყარაბაღში შეიჭრნენ, მაგრამ ასლანდუზის ახლოს რუსებმა კვლავ დაამარცხეს მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ რუსეთ-ირანის ომში მნიშვნელოვანი ბრძოლები აღარ გამართულა.
1813 წლის 24 ოქტომბერს სოფელ გულისთანში (ყარაბაღში) ხელი მოეწერა რუსეთ-ირანის საზავო ხელშეკრულებას (ტრაქტატს). გულისთანის საზავო ხელშეკრულების მესამე მუხლით რუსეთის შემადგენლობაში გადადიოდა ყარაბაღისა და განჯის სახანოები, შექის, შირვანის, დერბენდის, ყუბის, ბაქოს და თალიშის სახანოების ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის ჯარებს ეკავათ. რუსეთის ხელში გადადიოდა ასევე მთელი დაღესტანი, საქართველო (იგულისხმებოდა ქართლ-კახეთი  მ. ვ., ვ. გ.) შურეგალის პროვინციასთან ერთად, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი და მთელი ის ტერიტორია, რომელიც მდებარეობდა კავკასიის ხაზსა (გადიოდა ჩრდილო კავკასიაში  მ. ვ., ვ. გ.) და გულისთანის საზავო ხელშეკრულებით დადგენილ რუსეთ-ირანის ახალ საზღვარს შორის (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. М., 2005, стр. 214). რაც შეეხება გულისთანის საზავო ხელშეკრულებით რუსეთ-ირანის ახალი საზღვრის დადგენას, აქ ბევრი რამ ბუნდოვანი იყო (ლუიზა შენგელია. ამიერკავკასია და ირან-რუსეთის ურთიერთობა XIX საუკუნის პირველ მესამედში. თბ., 1979, გვ. 52).
ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით რუსეთ-ირანის საზღვარი იწყებოდა ადინე ბაზართან და პირდაპირი ხაზით გადიოდა მუღანის ველზე, მიუყვებოდა მდინარე არაქსს იმ ადგილამდე, სადაც მდინარე არაქსს მდინარე ქაფნაქჩაი ერთვის, შემდეგ საზღვარი გასდევდა ყარაბაღის, ნახჭევნის, ერევნის სახანოების საზღვრებს და შურეგალის რაიონიდან მდინარე არფაჩაიმდე გრძელდებოდა (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. М., 2005, стр.213-214). ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ისტორიული ტერიტორია ჭარ-ბელაქანი (საინგილო) ირანმა რუსეთს დაუთმო.

წყარო:
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. М., 2005.
ლიტერატურა:
1. ლუიზა შენგელია. ამიერკავკასია და ირან-რუსეთის ურთიერთობა XIX საუკუნის პირველ მესამედში. თბილისი, 1979.
2. Восточный вопрос во внешней политике России. Конец XVIII  начало XX вв. Под редакцией Н. С. Киняпина. Москва, 1978.
3. Н. С. Киняпина, М.М. Блиев, В.В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. Вторая половина XVIII  80-е годы XIX в. Москва, 1984.
4. Н. С. Киняпина. Внешняя политика России первой половины XIX в. Москва, 1963.

         დანართი
რუსეთ-ირანის 1813 წლის 12 ოქტომბრის გულისთანის საზავო ხელშეკრულების მეორე და მესამე მუხლები
Ст. II. Поелику чрез предварительные сношения между двумя Высокими Державами, взаимно соглашеность уже, чтобы восстановить мир на основании status quo ad presentem, то есть, дабы каждая сторона осталась при владении теми землями, ханствами и владениями, какие ныне находятся в совершенной их власти; то границей между империей Всероссийской и Персидским государством, от сего времени впредь, да будет следующая черта: начиная от урочиша Одина-Базара прямой чертой чрез Муганскую степь до Еди-булукского брода на реке Аракс, оттоль вверх по Араксу до впадения в оную речки Капанакчая, далее же правой стороной речки Капанакчая до хребта Мигринских гор и оттуда продолжая черту межами ханств: Карабахского и Нахичеванского хребтом Алагезских гор до урочиша Даралагеза, где соединяются межи ханств. Карабахского, Нахичеванского, Ериванского и части Елисавстпольского округа (бывшего Ганжинского ханства) потом, от сего места межой, отделяющей Ериванское ханство от земель Елисаветпольской округи, так же Шамшадильской и Казахской до урочиша ЭшокМейдана, и от оного хребтом гор по течению правой стороны речки и дороги Гимзачимана по хребту уже Бамбакских гор до угла межи Шурагельской; от сего же угла до верху снеговой горы Алагеза, а отсель по хребту гор межой Шурагельской, между Мастарасом и Артиком до речки арпачая. Впрочем, как Талышинское владение в продолжении войны переходило из рук в руки, то границы сего ханства со стороны Зинзелей и Ардавиля, для большей верности, определены будут по заключении и ратификации сего трактата избранными с обеих сторон комиссарами со взаимного согласия, кои под руководством главнокомандующих с обеих сторон сделают верное и подробное описание земель, деревень и ушелий, также рек, гор, озер и урочиш, кои до настояшего времени находятся в действительной власти каждой стороны, и тогда определится черта границ Телышинского ханства на основании სტატუს ქუო ად პრესენტემ, таким образом, чтобы каждая сторона осталась при своем владении Равным образом и в вышеупомянутых границах, ежели что перейдет за черту той ли другой стороны, то что разобрании комиссарами обеих Высоких Держав, каждая сторона, на основании status quo ad presentem, доставит удовлетворение.
Ст. III. Его Шахское Величество, в доказательство искренней приязни своей к Его Величеству императору Всероссийскому, сим торжественно признает, как за себя, так и за высоких преемником персидского престола, принадлежашим в собственность Российской империи хансва: Карабахское и Ганжинское, обращенное ныне в провинцию под названием Елисаветпольской; так же ханства: Шекинское, Ширванское, Дербентское, Кубинское, Бакинское и Талышенское с теми землями сего ханства, кои ныне состоят во власти Российской империи. При том весь Дагестан, Грузию с Шурагельской провинцией, Имеретию, Гурию, Мингрелию и Абхазию, равным образом все владения и земли, находяшиеся между постановленной ныне границей и Кавказской линией, с прикосновенными к сей последней и к Каспийскому мору землями и народами.
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005 стр. 213-214.

თავი IV. რუსეთ-ირანის 1828 წლის 10 თებერვლის საზავო ხელშეკრულება (თურქმანჩაის ტრაქტატი)
ირანი ვერ ეგუებოდა 1813 წლის 12 ოქტომბრის გულისთანის საზავო ხელშეკრულების (ტრაქტატის) პირობებს. ირანს რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდა ინგლისი, რომელსაც არ სურდა რუსეთის გაბატონება სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით, კასპიისპირეთში. 1826 წელს რუსეთსა და ირანს შორის მორიგი ომი დაიწყო, რომელიც 1828 წლამდე გაგრძელდა. 1826 წელს ირანის 60 ათასიანი არმია აზერბაიჯანში შეიჭრა, ყარაბაღი და განჯა დაიკავა და ბაქოს მიადგა. იმავდროულად ირანის არმია საქართველოს საზღვრებისაკენ გაიჭრა და თბილისს შეუქმნა საფრთხე. რუსებმა თავდაცვის ორგანიზება შეძლეს, შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ და 1826 წლის სექტემბერში შამქორთან სასტიკად დაამარცხეს მოწინააღმდეგე. 1826 წლის ბოლოსათვის რუსებმა ირანის არმია ჩრდილოეთ აზერბაიჯანიდან განდევნეს. 1827 წელს რუსებმა აიღეს ერევანი. 1827 წლის სექტემბერში რუსებმა თავრიზი დაიკავეს. 1828 წლის იანვარში რუსეთის არმიამ თეირანის მიმართულებით შეუტია და დაიკავა ურმია, მარაღა, არდებილი და მიანი. ირანის შაჰმა ზავი ითხოვა.
რუსეთსა და ირანს შორის საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი) დაიდო 1828 წლის 10 თებერვალს სოფელ თურქმანჩაიში (მიანთან). თურქმანჩაის საზავო ხელშეკრულების მესამე მუხლის ძალით ირანმა ცნო ერევნისა და ნახჭევანის სახანოების გადასვლა რუსეთის შემადგენლობაში (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. М., 2005, стр. 219).
თურქმანჩაის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლით დადგინდა რუსეთ-ირანის საზღვარი. საზღვარი იწყებოდა რუსეთ-ოსმალეთის საზღვრის იმ ადგილიდან, რომელიც პირდაპირი ხაზით ყველაზე ახლოს იყო მცირე არარატის მწვერვალთან. შემდეგ სასაზღვრო ხაზი მიუყვებოდა მდინარე არარატს მდინარე არაქსთან შეერთებამდე, შერუდის მოპირდაპირე მხარეს. არარატს არაქსთან შეერთების ადგილიდან საზღვრის ხაზი მიუყვებოდა მდინარე არაქსს აბასაბადის ციხე-სიმაგრემდე (მდ. არაქსის მარჯვენა ნაპირზე). აბას-აბადის გასწვრივ 3 1/2 ვერსის სიგანე ტერიტორია უნდა გადასულიყო რუსეთის შემადგენლობაში. აბას-აბადიდან სასაზღვრო ხაზი გასდევდა მდინარე არაქსს ედიბულუკის ფონამდე, შემდეგ კი გადაკვეთდა მუღანის ველს მდინარე ბოლგარუმდე, საიდანაც საზღვარი მიუყვებოდა მდინარე ბოლგარუს მდინარეების ადინე ბაზრისა და სარიყამიშის შეერთების ადგილამდე, აქედან კი საზღვარი გასდევდა მდინარე ადინე ბაზარს, შემდეგ მდინარე ასტარს ამ მდინარის კასპიის ზღვაში ჩადინების ადგილამდე (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. М., 2005, стр. 219-220).
ამრიგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორია ჭარ-ბელაქანი (საინგილო) რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა.

წყარო
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005.
ლიტერატურა:
1. ნიკო ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომში. თბილისი, 1978.
2. ლუიზა შენგელია. ამიერკავკასია და ირან-რუსეთის ურთიერთობა XIX საუკუნის პირველ მესამედში. თბილისი. 1979.
3. Н. С. Киняпина. Внешняя политика России первой половины XIX в. Москва, 1963.
4. Восточный вопрос во внешней политике России. Конец XVIII  начало XX вв. Под редакциеы Н. С. Киняпина. Москва, 1978.
5. Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В.В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. Вторая половина XVIII  80-е годы XIX в. Москва, 1984.
6. История России. XIX  начала XX вв. Под редакцией В. А. Федорова. Москва, 2000.

დანართი
რუსეთ-ირანის 1828 წლის 10 თებერვლის თურქმანჩაის საზავო ხელშეკრულების მესამე და მეოთხე მუხლები
Ст. III. Его Величество шах Персидский от своего имени, и от имени своих наследников и преемников, уступает Российской империи в совершенную собственность ханство Эриванское по сю и по ту сторону Аракса, и ханство Нахичеванское. Вследствие сей уступки, Его Величество шах обешает, не позже шести месяцев, считая от подписания настоящего договора, сдать российским начальствам все архивы и публичные документы, относящиеся до управления обоими вышеозначенными ханствами.
Ст. IV. С согласия обеих Высоких Договаривающихся Сторон постановляется границей между обоими государствами следующая черта: начиная с той точки от границы турецких владений, которая всех ближе в прямом направлении отстоит от вершины Малого Арарата; потом сия граничная черта продолжится по течению той реки до впадения оной в Аракс против Шерура; от сего пункта она пойдет по руслу реки Аракса до крепости Аббас-Абада; здесь около внешних укреплений сей крепости, находящихся на правом берегу Аракса, будет обведена окружность шириной в пол-агача, т.е. в 3 1/2 российских версты во всех направлениях, и про странство земли, содержащееся в сей окружности сполна будет принадлежать исключительно России, и имеет быть отрезано с величайшей точностью в течение двух месяцев считая от сего числа. Начиная с того места, где означенная окружность с восточной стороны примкнется к берегу Аракса, пограничная черта пойдет паки по руслу сей реки до Едибулукского брода; оттуда персидское владение будет простираться, по руслу реки Аракс на 3 очага, т.е. на 21 российскую версту, потом граница пойдет прямо чрез Муганскую степь до реки Болгару к месту, лежащему 3-мя ачагами, т.е. 21 верстой ниже соединения двух речек: Одинабазара и Саракамыши. Оттуда граница продолжится по левому берегу реки Болгару вверх до соединения помянутых речек Одинабазара и Саракамыши; потом по правому берегу восточной реки Одинабазара до ее верховья, а отселе до вершины Джикоирских высот, так, что все воды, текущие с сих высот к Каспийскому морю, будут принадлежать России, а все воды, изливающиеся на сторону Персии, будут принадлежать Персии. Поეлику же здесь граница между обоими государствами определяется вершиной гор; то поожено, что покатость их к морю Каспийскому должна принадлежать к России, а противоположная покатость имеет принадлежать Персии. От вершины Джикоирских высот граница пролегает до вершины Камаркуя по горам, отделяющим Талыш от округа Арши. Горные верхи, разделяющие течение вод на обе стороны, будут составлять здесь пограничную черту точно так же, как выше было сказано о пространстве между верховьем Одинабазара и Джикоирскими вершинами. Далее пограничная черта, с непрерывным наблюдением выше изложенного правила относительно течения вод, будет следовать от Камаркуйской вершины по хребту гор, разделяющих округ Зуванта и округ Арши, до границы округа Велькиджи. Таким образом, округ Зувант, за исключением части, лежащей на противной стороне от вершин помянутых гор, присоединится к России. От границы округа Велькиджи, пограничная между обоими государствами черта, в постоянной сообразности с вышеозначенным правилом течения вод, будет следовать по вершинам Клопуты и по главной цепи гор, пролегающих по округу Велькиджи, до северного истока реки Астары; оттуда по руслу сей реки, до впадения ее в Каспийское море, где и оканчивается пограничная черта, имеющая отделять российские владения от персидских.
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005, стр. 219-220.

თავი VI. რუსეთ-ოსმალეთის 1829 წლის 2 სექტემბრის საზავო ხელშეკრულება (ადრიანოპოლის ტრაქტატი)
რუსეთისა და ოსმალეთის დაპირისპირებამ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და რუსეთის იმპერიის სწრაფვამ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით უპირატესი გავლენა მოეპოვებინა ოსმალეთზე, რუსეთოსმალეთის ახალი ომი გამოიწვია. ომი 1828 წელს დაიწყო და 1829 წლამდე გაგრძელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომი თავიდანვე ორ ფროტზე  ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში  დაიწყო.
1828 წელს რუსეთის არმიამ გადალახა მდინარე პრუტი და მოლდოვას სამთავროს ტერიტორიაზე შევიდა. რუსებმა დაიკავეს იასი და ბუქარესტი. 1829 წელს რუსეთის არმიამ აიღო ძლიერი ციხე-სიმაგრეები  შულმა და სილისტრია. 1829 წელს რუსებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და უბრძოლველად შევიდნენ ადრიანოპოლში. წარმატება მოიპოვეს რუსებმა ჩრდილო-დასავლეთ შავი ზღვისპირეთსა და კავკასიაში. 1828 წელს რუსეთის არმიამ დაიკავა ანაპა (ჩრდილო-დასავლეთ შავი ზღვისპირეთი), ყარსი, ახალციხე და ბაიაზეთი.
1829 წლის 2 სექტემბერს ადრიანოპოლში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი). ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების ძალით რუსეთმა მიიღო მდინარე დუნაის დელტა (შესართავი). საზღვარი რუსეთსა და ოსმალეთს შორის ევროპაში კვლავ მდინარე პრუტზე უნდა დარჩენილიყო (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005, стр. 90-91).
რუსეთ-ოსმალეთის 1829 წლის 2 სექტემბრის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლის ძალით ოსმალეთმა აღიარა რუსეთის ხელში საქართველოს (იგულისხმებოდა ქართლ-კახეთი  მ. ვ., დ. გ.), იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის გადასვლა. ოსმალეთმა ასევე აღიარა გულისთანის საზავო ხელშეკრულებით ირანის მიერ სამხრეთ კავკასიაში რუსეთისათვის ტერიტორიების დათმობა, ე. ი. ჭარ-ბელაქანის (საინგილოს) გადასვლა რუსეთის შემადგენლობაში. იმავე მეოთხე მუხლის ძალით რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი აზიაში უნდა გასულიყო შავი ზღვის სანაპიროდან გურიასა და აჭარას შორის (მდ. ჩოლოქზე  მ. ვ., ვ. გ.). შემდეგ სასაზღვრო ხაზი მიუყვებოდა იმერეთის სამხრეთ საზღვრებს, ახალციხისა და ყარსის საფაშოების საზღრებს, ისე რომ ახალციხე და ახალქალაქი რუსეთის საზღვრებში რჩებოდა (ახალციხიდან და ახალქალაქიდან ოსმალეთის საზღვარი დაშორებული უნდა ყოფილიყო არა ნაკლებ ორი საათის სავალისა). რუსეთ-ოსმალეთის ახალ სასაზღვრო ხაზის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები  ყარსისა და ტრაპეზუნდის საფაშოების და ახალციხის საფაშოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი  რჩებოდა ოსმალეთის შემადგენლობაში. ტერიტორიები რუსეთ-ოსმალეთის ახალი სასაზღვრო ხაზის ჩრდილოეთით  საქართველო (იგულისხმებოდა ქართლი და კახეთი  მ. ვ., ვ. გ.), იმერეთი, და გურია, ასევე შავი ზღვის სანაპირო  წმინდა ნიკოლოზის სიმაგრიდან (შეკვეთილიდან) მდინარე ყუბანის შესართავამდე  გადადიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. რუსეთის ჯარს უნდა დაეტოვებინა ომის დროს დაკავებული ახალციხის საფაშოს სამხრეთი ნაწილი, ყარსი და ყარსის საფაშო, ბაიაზეთი და ბაიაზეთის საფაშო, არზრუმი და არზრუმის საფაშო (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005, стр. 91-92).

        წყარო
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005.
ლიტერატურა:
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. რვა ტომად. ტომი IV. თბილისი, 1973.
2. შოთა ლომსაძე. სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე). თბილისი, 1975.
3. ოთარ გიგინეიშვილი. ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან. თბილისი, 1982.
4. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი, 2007
5. Восточный вопрос во внешней политике России. Конец XVIII  начало XX вв. Под редакциеы Н.С. Киняпина. Москва, 1978.
6. Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В.В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. Вторая половина XVIII  80-е годы XIX в. Москва, 1984.
7. История России. XIX  начала XX вв. Под редакцией В. А. Федорова. Москва, 2000.

დანართი
რუსეთ-ოსმალეთის 1829 წლის 2 სექტემბრის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლი
Ст. IV. Грузия, Имеретия, Мингрелия, Турция и многие другие области Закавказские с давних уже лет присоединены на вечные времена к Российской империи: сей державе уступлены также трактатом, заключенным с Персией в туркменчае 10 февраля 1828 года, ханства Эриванское и Нахичеванское. А потому обе Высокие Договаривающиеся Стороны признали необходимым учредить между обоюдными владениями, по всей помянутой черте, границу определительную и способную отвратить всякое недоразумение на будушее время. Равным образом приняли оне в соображение средства, могущие положить неодилимую преграду набегам и грабежам сопредельных племен, доселе столь часто нарушавших связи дружбы и доброго соседства между обеими империями. Вследствие сего положено признавать отныне границей между владениями в Азии Императорского Российского двора и Блистательной Порты Оттоманской черту, которая, следуя по нынешнему рубежу Гурии от Черного моря, восходит до границы Имеретии, и оттуда в прямейшем направлении до точки, где граница Ахалцыхского и Карского пашалыков соединяется с грузинской, таким образом, чтобы город Ахалцых и крепость Ахалкалаки остались на севере от помянутой черты, и в расстоянии не ближе двух часов пути от оной.
Все земли, лежащие на юге и на западе от вышесказанной граничной черты к стороне Карского и Трапезундского пашалыков с большей частью Ахалцыхского пашалыка, останутся в вечном владении Блистательной Порты; земли же, лежащие на севере и на востоке от оной черты к стороне Грузии, Имеретии и Гурии, а равно и весь берег Черного моря от устья Кубани до пристани Св. Николая включительно, пребудет в вечном владении Российской империи. Вследствие того, Императорский Российский двор отдает и возврашает Блистательной Порте остальную часть пашалыка Ахалцыхского, город Карс с его пашалыком, город Баязид с его пашалыком, город Арзурем с его напашыком, а также и все места, занятые российскими войсками и находяшиеся вне вышепоказанной черты.
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005, стр. 90-91.

თავი VII. რუსეთ-საფრანგეთ-ინგლის-ოსმალეთ-სარდინიის 1856 წლის 18 (30) მარტის საზავო ხელშეკრულება (პარიზის ტრაქტატი)
XIX საუკუნის შუა ხანებისათვის რუსეთის იმპერიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ინგლისის, საფრანგეთის, ავსტრიის) ბრძოლამ დასუსტებული ოსმალეთის ევროპული და აზიური სამფლობელოების გადანაწილებისა და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებზე კონტროლის დამყარებისათვის უაღრესად მწვავე ხასიათი მიიღო. გამწვავდა საკუთრივ რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა. 1853 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომი დაიწყო. ეს ომი ისტორიაში ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) სახელწოდებითაა ცნობილი. 1854 წელს უკვე პრაქტიკულად დამარცხებული ოსმალეთის მხარეზე ომში საფრანგეთი, ინგლისი და სარდინიის სამეფო ჩაებნენ. ომი სამ ფრონტზე  ბალკანეთში, ყირიმის ნახევარკუნძულსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობდა. რუსეთის არმია დამარცხდა ბალკანეთზე და ყირიმში (1855 წელს მოკავშირეებმა სევასტოპოლი აიღეს). წარმატება მოპოვებულ იქნა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში. 1853 წელს რუსეთის არმიამ ოსმალები დაამარცხა ახალციხესთან, 1854 წელს  მდინარე ჩოლოქზე. 1855 წელს ოსმალეთის ჯარებმა დაიკავეს აფხაზეთი და სამეგრელო. 1855 წლის ნოემბერში რუსეთის არმიამ ყარსის ციხე-სიმაგრე აიღო. წარმატებებმა კავკასიაში რუსეთს ვერ უშველა. დამარცხებული რუსეთის იმპერია სამარცხვინო ზავზე დათანხმდა. საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი) რუსეთს, საფრანგეთს, ინგლისს, ოსმალეთსა და სარდინიის სამეფოს შორის დაიდო პარიზში 186 წლის 18(30) მარტს.
პარიზის საზავო ხელშეკრულების (ტრაქტატის) მესამე მუხლის ძალით რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა ყარსი და ასევე ომის დროს დაკავებული ოსმალეთის სხვა ტერიტორიები. მოკავშირეები დამარცხებულ რუსეთს უბრუნებდნენ ომის დროს დაკავებულ ქალაქებსა და ნავსადგურებს: სევასტოპოლს, ბალაკლავას, კამიშს, ევპატორიას, ქერჩს, ენიკალეს, კინბურნს და სხვ. (Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005, стр. 125; Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Москва, 1952, стр. 25.

          წყარო:
1. Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005.
2. Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Под редакцией Е. А. Адамова. Москва, 1952.
ლიტერატურა:
1. ერმილე ბურჭულაძე. ყირიმის ომი და საქართველო. თბილისი, 1960.
2. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000) თბილისი, 2007.
3. ოთარ გიგინეიშვილი. ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან. თბილისი, 1982.
4. Восточный вопрос во внешней политике России. Конец XVIII  начало XX вв. Под редакцией Н. С. Киняпина. Москва, 1978.
5. Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. Вторая половина XVIII  80-е годы XIX в. Москва, 1984.
6. История России. XIX  начала XX вв. Под редакцией В. А. Федорова. Москва, 2000.

დანართი
რუსეთ-საფრანგეთ-ინგლის-ოსმალეთ-სარდინიის 1856 წლის 18 (30) მარტის პარიზის საზავო ხელშეკრულების მესამე მუხლი
СТАТЬЯ III
Е. в. император всероссийский обязуется возвратить е. в. султану город Карс с цитаделью оного, а равно и прочие части оттоманских владений, занимаемые российскими пойсками.
Т. Юзефович. Договоры России с Востоком. Москва, 2005, стр. 125. Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Москва, 1952, стр. 24.

თავი VIII. რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება (სან-სტეფანოს ზავი)
1856 წლის 18(30) მარტის პარიზის ტრაქტატის პირობებს რუსეთის იმპერია ვერ ეგუებოდა. 1877 წელს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რევანშისათვის ხელსაყრელი დრო დადგა და ომი გამოუცხადა ოსმალეთს. საომარი მოქმედებები დაიწყო ორ ფრონტზე  ბალკანეთსა და კავკასიაში. ორივე ფრონტზე რუსეთმა დიდ წარმატებებს მიაღწია. 1877 წლის ნოემბერში რუსებმა ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ პლევნა აიღეს, ბალკანეთის მთები გადალახეს და 1878 წლის 8 იანვარს ადრიანოპოლი დაიკავეს. კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის არმიამ ასევე ვერ გაუძლო რუსების შეტევას. 1878 წლის 18 ნოემბერს რუსებმა ყარსი აიღეს. აჭარაში შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაწყებული შეტევა წარმატებით ვერ განვითარდა, რადგან რუსებმა ციხისძირი ვერ დაიკავეს. ომი ისე დასრულდა, რომ ბათუმში ისევ ოსმალთა გარნიზონი იდგა.
1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) სტამბოლთან ახლოს დაბა სანსტეფანოში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 159-175.). სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებამ შვება მოუტანა  ბალკანეთის ხალხებს. ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ჩერნოგორიის სამთავრომ დამოუკიდებლობა მიიღო. დამოუკიდებლობა მოიპოვა სერბიის სამთავრომაც. დამოუკიდებელი გახდა რუმინეთი. ბულგარეთმა მიიღო თვითმართველობა. მართალია, ბულგარეთს ოსმალეთისათვის ხარკი უნდა ეხადა, მაგრამ ბულგარეთის მთავრობა ქრისტიანული იქნებოდა (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 160-164). სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების მეცხრამეტე მუხლი ეხებოდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას. მეცხრამეტე მუხლის ძალით ოსმალეთს რუსეთისათვის ომის დროს დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნების სანაცვლოდ ფული უნდა გადაეხადა. ამ მიზნით განისაზღვრა თანხის რაოდენობაც. სულ ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და ტერიტორიების უკან დაბრუნების საფასურად ოსმალეთს რუსეთისათვის უნდა გადაელახა ათას ოთხას ათი მილიონი მანეთი (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 169).
იმ ტერიტორიათა შორის, რომელიც რუსეთს დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ ოსმალეთისთვის უნდა დაებრუნებინა იყო: არდაგანი (არტაანი), ყარსი, ბათუმი, ბაიზეთი და ტერიტორია სოღანლუღამდე. საზავო ხელშეკრულების იგივე მეცხრამეტე მუხლში დაწვრილებით იყო აღწერილი ზემოთ ხსენებული ტერიტორიის საზღვრები (Сборник договоров России с сдругими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 170). თუ ოსმალეთი რუსეთს დადგენილ თანხას არ გადაუხდიდა, საზღვარი რუსეთსა და ოსმალეთს შორის ასე განისაზღვრებოდა: არდაგანი (არტაანი), ყარსი, ბათუმი და ბაიზეთი რჩებოდა რუსეთის შემადგენლობაში. სასაზღვრო ხაზი იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე და გასდევდა მდინარეების ხოფასა და ჭოროხის წყალგამყოფს, შემდეგ მიუყვებოდა მთებს, ისე რომ სასაზღვრო ხაზი ართვინის სამხრეთით გადიოდა და ასე გრძელდებოდა მდინარე ჭოროხამდე (სოფლების ალატის და ბეშაგეტის მახლობლად). აქედან სასაზღვრო ხაზი მიუყვებოდა მდინარეების თორთომისა და ჭოროხის წყალგამყოფი მთების თხემს, გადიოდა სივრი-დაღის გადასასვლელზე, საიდანაც უხვევდა სამხრეთით და მიდიოდა ზივინამდე. ზივინის გზიდან სასაზღვრო ხაზი უხვევდა დასავლეთით, გადიოდა სოფელ არდოსტსა და ხორასანზე, საიდანაც დაეშვებოდა სამხრეთით სოღანლუღის მთებამდე, შემდეგ გასდევდა ალი-დაღის მთებს და სამხრეთიდან შემოუვლიდა ბაიაზეთს. მეცხრამეტე მუხლი ცალკე არ ადგენდა არტაანის, ყარსის, ბათუმის, ბაიაზეთის და სოღანლუღამდე ტერიტორიის ფასს. ბალკანეთში და კავკასიაში ოსმალეთისათვის დასაბრუნებელი ტერიტორიების საერთო ფასი განისაზღვრა ათას ასი მილიონი მანეთით (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Москва, 1952, стр. 170).
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების დადების დროისათვის ციხისძირსა და ბათუმში ისევ ოსმალეთის გარნიზონები იდგა.

წყარო
Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Под редакцией Е. А. Адамова. Москва, 1952.
ლიტერატურა:
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. რვა ტომად. ტომი V. თბ., 1970.
2. მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთის ისტორია. XIX საუკუნე. თბ., 2003.
3. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., 2007
4. Ш. В. Мегрелидзе. Вопросы Закавказья в истории Русско-Турецкой войны 1877-1878 гг. Тбилиси, 1969.
5. История России. XIX  начала XX вв. Под редакцией В.А. Федорова. Москва, 2000.

         დანართი
რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის  (3 მარტის) სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების მეცხრამეტე მუხლი
СТАТЬЯ XIX
Вознаграждение за войну, а равно убытки, причиненные России, которые е. в. император всероссийский требует и которые Блистательная Порта обязалась ему уплатить, заключается в:
а) девятистах миллионах рублей военных издержек (содержание армии, возмещение припасов, военные заказы);
б) четырехстах миллионах рублей убытков, причиненных южному побережью государства, отпускной торговле, промышленности и железным дорогам;
в) ста миллионах рублей убытков, причиненных Кавказу вторжением;
г) десяти миллионах рублей проторей и убытков русским подданным и учреждениям в Турции. Итого тысяча четыреста десять миллионов рублей.
Принимая во внимание финансовые затруднения Турции и сообразуясь с желанием е.в. султана, император всероссийский соглашается заменить уплату большей части исчисленных в предыдушем параграфе сумм следующими территориальными уступками:
а) Тульчинский санджак, то есть уезды (казы): Килии, Сулины, Махмудие, Исачки, Тульчи, Мачина, Бабадага, Гирсова, Кюстендже и Меджидие, а равно острова Дельты и Зменный остров. Не жедая присоединять себе означенной территории и островов Дельты, Россия представляет себе променять их на отчужденную от нее трактатом 1856 года часть Бессарабии, граничащую с юга руслом Килийского рукава и устьем Старого-Стамбула. Вопрос о разделе вод и рыбных ловель имеет быть решен Русско-румынской комиссией в годовой срок со времени ратификации мирного трактата;
б) Ардаган, Карс, Батум, Баязид и территория до Саганлуга. - В общих чертах граница от берега Черного моря направится по хребту гор, служащих водоразделом притоков рек Хопы и Чароха, и по горной цепи к югу от города Артвина до реки Чароха, блик селений Алата и Бешагета; затем граница направится по вершинам гор Дервеник-Геки, Хорчезора и Беджигин-дага, по хребту, разделяющему притоки рек Тортум-чая и Чароха и по высотам близ Яйлы-Вихина до селения Вихин-Килисса на реке Тортум-чае. Отсюда пограничная черта направится по цепи Сиври-дага до перевала того же имени, проходя на юг от селения Нориман; далее граница повернет к юговостоку, последует к Зивину, откуда,  пройдя на запад от дороги из Зивина и в селения Ардост и Хорассан, направится на юк к Саганлугской цепи, до селения Гиличман, затем по хребту Шариан-дага достигнет, в десяти верстах к югу от хамура, Мурадчайского ущелья; потом граница пройдет вдоль по хребту Алла-дага, по вершинам Хори и Тандурека и, пройдя на юг от Баязидской долины, примкнет к прежней турецко-персидской границе к югу от Казли-Геля.
Окончательные границы присоединенной к России территории, обозначенные на прилагаемой при сем карте, будут установлены комиссией из русских и оттоманских делегатов, комиссия эта примет во внимание при своих работах как топографию местности, так и необходимые условия для хорошей администрации и для обеспечения спокойствия страны.
с) Территории, означенные в параграфах а и б, уступаются России взамен суммы тысячи ста миллионов рублей. Что касается остальной части вознаграждения, за исключением десяти миллионов рублей, то способ их уплаты и предназначаемые к тому обеспечения будут определены последующим соглашением между российским императорским правительством и правительством е.в. султана.
д) Десять миллионов рублей, выговоренных в виде вознаграждения подданным и учреждниями русским в Турции, имеют быть уплачиваемы по мере того, как требования заинтересованных лиц и учреждений будут рассмотрены российским посольством в Константинополе и переданы Блистательной Порте.
Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Под редакцией Е. А. Адамова. Москва, 1952, стр. 169-171.

თავი IX. რუსეთ-ინგლისის 1878 წლის 18 (30) მაისის შეთანხმება სანსტეფანოს საზავო ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე (ლონდონის შეთანხმება)
რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება დიდი დარტყმა იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის და პირველ რიგში ინგლისისათვის. ხელშეკრულების ძალით განმტკიცდა რუსეთის პოზიციები ბალკანეთში. წარმატებები მოიპოვა რუსეთმა კავკასიაშიც.
ინგლისის ინიციატივით ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს იმას, რომ რუსეთი დაითანხმეს საერთოევროპული კონგრესის მოწვევაზე, რომელსაც უნდა გადაესინჯა რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) სანსტეფანოს საზავო ხელშეკრულების პირობები. სანამ კონგრესი შეიკრიბებოდა, ინგლისის ინიციატივით შედგა რუსეთ-ინგლისის საიდუმლო შეთანხმება სანსტეფანოს საზავო ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე.
რუსეთ-ინგლისის შეთანხმება სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე ხელმოწერილ იქნა ლონდონში 1878 წლის 18 (30) მაისს. (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 176- 179). შეთანხმება საიდუმლოდ უნდა ყოფილიყო დაცული.
ლონდონის შეთანხმების მეთერთმეტე მუხლში აღნიშნული იყო: ინგლისი თანახმა იყო რუსეთს მიეღო ბათუმი და შეენარჩუნებინა სომხეთის დაპყრობილი ტერიტორია, მაგრამ შემდგომში ოსმალეთის ტერიტორიის ხარჯზე აზიაში რუსეთის ტერიტორია არ უნდა გაზრდილიყო (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Москва, 1952, стр. 179).

         წყარო
Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Под редакцией Е. А. Адамова. Москва, 1952.
ლიტერატურა:
1. ოთარ გიგინეიშვილი. ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან. თბილისი, 1982.
2. Ш. В. Мегрелидзе. Вопросы Закавказья в истории Русско-Турецкой войны 1877-1878 гг. Тбилиси, 1969.

დანართი
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე რუსეთინგლისის 1878 წლის 18 (30) მაისის ლონდონის შეთანხმების მეთერთმეტე მუხლი
11. Правительство ее британского величества считало бы своим долгом выразить свое глубокое сожаление в случае, если бы Россия решительно настаивала на возвращение Бессарабии. Поскольку, однако, достаточно выяснено, что прочие державы, подписавшие Парижский трактат, не намерены защищать при помощи оружия границы Румынии, установленные этим трактатом, Англия не считает себя столь непосредственно заинтересованной в этом вопросе, чтобы иметь право взять на себя одну отсветственность воспротивится предположенному изменению, и поэтому она обязуется не оспаривать окончательного решения России относительно возвращения Бессарабии.
Соглашаясь не возражать против желания русского императора приобрести порт Батум и сохранить свои завоевания в Армении, правительство ее величества не скрывает от себя, что, вероятно, в результате этого расширения границ России, в будущем может возникнуть серьезная опастность, угражающая спокойствию турецкого населения в Азии. Но правительство ее величества придерживается того мнения, что обязанность предохранять Оттоманскую империю от этой опасности, которая отныне ляжет специально на Англию, может впредь осуществляться без того, чтобы Европа испытала бедствия новой войны. Всесте с тем правительство королевы принимет к сведению заверение его императорского величества о том, что в будущем граница России не будет расширена со стороны Азиатской Турции. В связи с этим правительство ее величества, полагая, что изменений Сан-Стефанского договора, согласованных в этом меморандуме, достаточно для того, чтобы ослабить возражения, которые оно имеет против договора в его настоящем виде, обязуется не возражать против статей прелиминарного Сан-Стефанского договора, не измененных десятью* вышеизложенными пунктами, если, после того как эти статься будут должным образом обсуждены на конгрессе, Россия будет на них настаивать. Возможно, что в ходе дискуссии на конгрессе, оба правительства предпочтут, по взаимному соглашению, внести новые изменения, которые невозможно предвидеть; но если между русскими и английскими уполномоченными не будет установлено соглашение по поводу новых изменений, то настоящий меморандум предназначен служить взаимным обязательством для уполномоченных России и Великобритании на конгрессе.
Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Под редакцией Е. А. Адамова. Москва, 1952, стр. 178-179.

თავი X. რუსეთ-გერმანია-ავსტრია-უნგრეთ-საფრანგეთ-ინგლის-იტალიაოსმალეთის 1878 წლის 1 (13) ივლისის ხელშეკრულება (ბერლინის ტრაქტატი)
რუსეთ-ოსმალეთის 1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება მიღწეული შეთანხმების შესაბამისად გადაისინჯა 1878 წლის ივნის-ივლისში გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ კონგრესზე. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა შვიდი ქვეყანა: რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრიაუნგრეთი, გერმანია, იტალია და ოსმალეთი. ბერლინის კონგრესის დასკვნით, აქტს  ტრაქტატს (ხელშეკრულებას) ხელი მოეწერა 1878 წლის 13 ივლისს (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 181- 206.)
ბერლინის ტრაქტატმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი ბალკანეთის ხალხების მონაპოვარი  გადასინჯა სანსტეფანოს საზავო ხელშეკრულების პირობები.
ბერლინის ტრაქტატი შეეხო საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას. ტრაქტატის ორმოცდამეთვრამეტე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ოსმალეთი რუსეთს უთმობდა არდაგანს (არტაანს), ყარსს და ბათუმს (პორტითურთ), ასევე მთელ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ძველ საზღვარსა და სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით დადგენილ ახალ საზღვარს შორის.
ორმოცდამეთვრამეტე მუხლში დაწვრილებით იყო აღწერილი რუსეთ-ოსმალეთის ახალი საზღვარი. იგი ძირითადად ემთხვეოდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით დადგენილ სასაზღვრო ხაზს. (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 204.)
ორმოცდამეცხრამეტე მუხლში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი ბათუმის პორტო-ფრანკოდ (თავისუფალ ნავსადგურად) გამოცხადებას დასთანხმდა უმეტესად კომერციული მოსაზრებებით. (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 204.)
მესამოცე მუხლის ძალით სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით ოსმალეთის მიერ რუსეთისათვის გადაცემული ალაშკერტის ველი და ბაიაზეთი უბრუნდებოდა ოსმალეთს (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 205).

წყარო
Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Под редакцией Е. А. Адамова. Москва, 1952.
ლიტერატურა:
1. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი, 2007
2. ოთარ გიგინეიშვილი. ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან. თბილისი, 1982.
3. Ш. В. Мегрелидзе. Вопросы Закавказья в истории Русско-турецкой войны 1877-1878 гг. Тбилиси, 1969.
4. Восточный вопрос во внешней политике России. Конец XVIII _ начало XX вв. Под редакцией Н. С. Киняпина. Москва, 1978.
5. Н.С. Киняпина, М.М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. Вторая половина XVIII  80-е годы XIX в. Москва, 1984.
6. История России. XIX  начала XX вв. Под редакцией В.А. Федорова. Москва,, 2000.

დანართი
რუსეთ-გერმანია-ავსტრია-უნგრეთ-საფრანგეთ-ინგლის-იტალია-ოსმალეთის 1878 წლის 1 (13) ივლისის ბერლინის ხელშეკრულების (ბერლინის ტრაქტატის) ორმოცდამეთვრამეტე, ორმოცდამეცხრამეტე და მესამოცე მუხლები.
СТАТЬЯ LVIII
Блистательная Порта уступает Российской империи в Азии территории Ардагана, Карса и Батума, с портом последнего, равно как и все территории, заключающиеся между прежней русско-турецкой границей и следующей пограничной чертой.
Новая граница, направляясь от Черного моря, согласно пограничной линии, определенной Сан-Стефанским договором, до пункта к северо-западу от Хорды и к югу от Артвина, продолжается по прямой линии до реки Чоруха, пересекает эту реку и проходит к востоку от Ашмишена, следуя по прямой линии к югу, на соединение с русской границей, обозначенной в Сан-Стефанском договоре, в пункте на юг от Наримана, оставляя город Ольти за Россией. От пункта, обозначенного близ Наримана, граница поворачивает к востоку, проходит чрез Тебренек, остающийся за Россией, и доходит до Пенек-Чая.
Она идет по этой реке до Бардуза, потом направляется к югу, оставляя Бардуз и Ионикиой за Россией. От пункта, находящегося на запад от деревни Карауган, граница направляется на Меджингерг, продолжается по прямому направлению до вершины горы Кассадаг и следует по водоразделу притоков Аракса на севере и Мурад-Су на юге до прежней русской границы.
СТАТЬЯ LIX
Е. в. Император всероссийский объявляет, что его намерение – сделать Батум порто-франко по преимуществу коммерческим.
СТАТЬЯ LX
Долина Алашкерта и город Баязет, уступленные России статьей XIX СанСтефанского договора, возвращаютяс Турции.
Блистательная Порта уступает Персии город и территорию Котур соответственно тому, как она была определена смешанной англо-русской комиссией по турецко-персидскому разграничению.
Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917, Под редакцией Е. А. Адамова. Москва, 1952. стр. 204-205.

თავი XI. რუსეთ-ოსმალეთის 1879 წლის 27 იანვრის (8 თებერვლის) საზავო ხელშეკრულება (სტამბოლის ხელშეკრულება)
1878 წლის 19 თებერვლის (3 მარტის) რუსეთ-ოსმალეთის სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებამ და 1878 წლის 13 ივლისის ბერლინის ტრაქტატმა საბოლოოდ მაინც ვერ მოაგვარა რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა.
1879 წლის 27 იანვარს (8 თებერვალს) სტამბოლში ხელმოწერილ იქნა რუსეთ-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულება (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 207-210.)
სტამბოლის საზავო ხელშეკრულების მეორე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ბერლინის ტრაქტატმა, რომელსაც შვიდმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, გააუქმა ან შეცვალა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების მუხლები. მესამე მუხლი კი გვაუწყებდა, რომ სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების იმ მუხლების შინაარსი, რომელიც არც გაუუქმებია და არც შეუცვლია ბერლინის ტრაქტატს, საბოლოოდ განისაზღვრებოდა რუსეთ-ოსმალეთის სტამბოლის საზავო ხელშეკრულებით. მეხუთე მუხლის ძალით იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ოსმალეთს უნდა გადაეხადა რუსეთისათვის არ უნდა ყოფილიყო ოცდაექვსი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათას ფრანკზე მეტი (Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. М., 1952, стр. 208-209.)
რუსეთ-ოსმალეთის 1879 წლის 27 იანვრის (8 თებერვლის) სტამბოლის საზავო ხელშეკრულებამ ძალაში დატოვა ბერლინის ტრაქტატით განსაზღვრული რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი აზიაში.

წყარო
Сборник договоров России с другими государствами. 1856-1917. Под редакцией Е.А. Адамова. Москва, 1952.
ლიტერატურა:
1. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი, 2007.
2. Ш.В. Мегрелидзе. Вопросы Закавказья в истории Русско-Турецкой войны 1877-1878 гг. Тбилиси, 1969.

თავი XII. რუსეთ-გერმანია-ავსტრია-უნგრეთ-ბულგარეთ-ოსმალეთის 1918 წლის 3 მარტის საზავო ხელშეკრულება (ბრესტ-ლიტოვსკის ზავი)
1917 წლის დასასრულისა და 1918 წლის დამდეგისათვის შექმნილმა უმძიმესმა სამხედრო-პოლიტიკურმა ვითარებამ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა აიძულა პირველ მსოფლიო ომში რუსეთის მოკავშირეების (ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების) ნების საწინააღმდეგოდ სეპარატიული ზავი დაედო გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან (ავსტრია-უნგრეთთან, ბულგარეთთან, ოსმალეთთან). ომის გაგრძელება საბჭოთა რუსეთს აღარ შეეძლო. 1918 წლის თებერვლის დამლევისათვის საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალები (წითელი არმია) იმდენად სუსტი და არაორგანიზებული იყო, რომ პეტროგრადისა (პეტერბურგისა) და მოსკოვის დაცვაც კი არ შეეძლო. გერმანიის მიერ რუსეთის დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი რეგიონების ოკუპაციის საფრთხე რეალური იყო. რუსეთის ომიდან გამოსვლა დიდი შეღავათი იქნებოდა გერმანიისა და მისი მოკავშირეებისათვის. გერმანიას საშუალება ეძლეოდა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ დაჯგუფებული ცოცხალი ძალა და ტექნიკა დასავლეთ ფრონტზე. ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ, გადაესროლა. გერმანიამ ისარგებლა რუსეთის მძიმე მდგომარეობით და ზავი მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში დადო. საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შეჰგუებოდა დიდი ტერიტორიის დაკარგვას.
პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მოკავშირე ოსმალეთი 1914 წლიდან წარუმატებლად ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში თავისი ჰეგემონისტური გეგმების რეალიზებას, პირველ რიგში ბათუმისა და ბაქოს მიტაცებას. რუსეთის კავკასიის არმიამ სასტიკი მარცხი აწვნია ოსმალეთის არმიას, მოიგერია მისი შეტევა და საკუთრივ ოსმალეთის ტერიტორიაზეც კი შეიჭრა. ამჯერად ოსმალეთს ეძლეოდა შანსი საზავო ხელშეკრულებით მიეღო ის, რაც ვერ მიიღო ომით. გერმანია ეცდებოდა დაეცვა მოკავშირის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. საზავო ხელშეკრულება რუსეთს, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ბულგარეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო 1918 წლის 3 მარტს ქალაქ ბრესტლიტოვსკში (ბელორუსია). ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიას სამხრეთ კავკასიაში და რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობას ეხებოდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო  ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მეორე და მესამე აბზაცი. უშუალოდ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას კი ეხებოდა მეოთხე მუხლის მესამე აბზაცი.
მეოთხე მუხლის მეორე აბზაცის ძალით რუსეთს ყველა ღონე უნდა ეხმარა ომის მსვლელობის დროს აღმოსავლეთ ანატოლიაში განლაგებული ჯარების უკანვე გამოყვანისა და აღმოსავლეთ ანატოლის ოსმალეთისათვის დაბრუნების მიზნით (Документы внешней политики СССР. Том 1. М., 1957, стр. 121).
მეოთხე მუხლის მესამე აბზაცის ძალით არდაგანის (არტაანის), ყარსისა და ბათუმის ოკრუგები ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაეცალათ რუსეთის ჯარებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1903 წელს გატარებული ადმინისტრაციულტერიტორიული დაყოფის რეფორმის შემდეგ ბათუმის ოლქი შედგებოდა ბათუმის და ართვინის ოკრუგებისაგან. რაც შეეხება არტაანის (არდაგანის) ოკრუგს, იგი შედიოდა ყარსის ოლქში. ყარსის ოლქში შედიოდა ასევე ოლთისის ოკრუგი და ყარსის ოკრუგი. ამრიგად, ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლში იგულისხმებოდა შემდეგი ტერიტორია: ბათუმის ოლქი (ბათუმისა და ართვინის ოკრუგებით) და ყარსის ოლქი (არტაანის, ოლთისისა და ყარსის ოკრუგებით).
რუსეთს უფლება არ ჰქონდა ჩარეულიყო ხსენებული ოკრუგების ახალ სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ და საერთაშორისო-სამართლებრივ მოწყობაში. რუსეთს არტაანის, ყარსისა და ბათუმის ოკრუგების მოსახლეობისათვის საშუალება უნდა მიეცა თვითონ განესაზღვრა ახალი წყობილება მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, ოსმალეთთან თანხმობით (Документы внешней политики СССР. Том 1. М., 1957, стр. 121).
ამრიგად, ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით საქართველოს ისტორიული ტერიტორია  ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოკრუგები  რუსეთს კი ჩამოერთვა, მაგრამ ოსმალეთს არ გადასცემია. პრაქტიკულად ამ სამი ოკრუგის მოსახლეობას რეფერენდუმის გზით უნდა გაერკვია, თუ რომელი მეზობელი სახელმწიფოს შემადგენლობაში სურდა ცხოვრება.
1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების რატიფიკაცია სრულიად რუსეთის საბჭოების IV საგანგებო ყრილობამ მოახდინა 1918 წლის 15 მარტს, გერმანიის რაიხსტაგმა  25 მარტს, გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ  26 მარტს. 

წყარო:
1. Документы внешней политики СССР. Том 1. Москва, 1957.
2. Советско-германские отношения. От переговоров в Брест-Литовске до подписания Рапалльского договора. Сборник документов. В двух томах. Москва, 1968-1971.
ლიტერატურა:
1. ქართული დიპლომატიის ისტორია. თბილისი, 2003.
2. მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთის ისტორია. XX საუკუნე. თბილისი, 2005.
3. მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ. თბილისი, 2007.
4. Новейшая история Отечества. XX век. В двух томах. Под редакцией А. Ф. Киселева и Э. М. Щагина. Том 2. Москва, 2002.
5. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი, 2007.

დანართი
1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლიდან
Статья IV
Россия сделает все от нее зависящее, чтобы обеспечить скорейщее очищение провинций Восточной Анатолии и их упорядоченное возвращение Турции. Округа Ардагана, Карса и Батума также незамедлительно очищаются от русских войск. Россия не будет вмешиваться в новую организацию государственноправовых и международно правовых отношений этих округов, а предоставит населению этих округов установить новый строй в согласии с соседними государствами, в особенности с Турцией. Документы внешней политики СССР. Том 1. Москва, 1957, стр. 121.

თავი XII. საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის 4 ივნისის ხელშეკრულება (ბათუმის ხელშეკრულება)
1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ, 1918 წლის მარტშივე, ოსმალეთის ქალაქ ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასიის კომისარიატისა და ოსმალეთის დელეგაციათა მოლაპარაკება. მოლაპარაკების მიზანი იყო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის (არტაანის) ოკრუგების სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხის გარკვევა. მხარები ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებაც შეწყდა. ტრაპიზონის კონფერენციის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ ოსმალეთის არმიამ შეტევა დაიწყო და 1918 წლის მარტ-აპრილში მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო დაიპყრო, დაიკავა ბათუმი და ქობულეთი. ოსმალთა შეტევის შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე გახდა შესაძლებელი.
1918 წლის 26 მაისისათვის, ანუ საქართველოს სახელმწიფობრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დროისათვის, აჭარა და საერთოდ მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, ასევე სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილი (ბორჯომამდე) ოსმალების მიერ იყო ოკუპირებული.
1918 წლის 4 ივლისს ბათუმში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულება ყოველმხრივ მძიმე, შეურაცხმყოფელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის. იმხანად შექმნილ უმძიმეს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საქართველო იძულებული გახდა დაედო დამამცირებელი ზავი. ომის გზით ოსმალეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება საქართველოს არ შეეძლო. ოსმალეთის მიერ წამოყენებული პირობების მიღებას ურჩევდა საქართველოს გერმანია. ოსმალეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრების მიზნით პირველი ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდებოდა. ხელშეკრულების მეორე მუხლი ეხებოდა საქართველოსა და ოსმალეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენას. 1918 წლის 4 ივნისის საქართველოოსმალეთის ხელშეკრულებით აღდგა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომამდე არსებული რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი, ანუ სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებითა (1879 წლის 19 თებერვალი (3 მარტი) და ბერლინის ტრაქტატით (1878 წლის 1 (13) ივლისი) დადგენილმა სასაზღვრო ხაზმა ჩრდილოეთით გადმოიწია. ოსმალეთს დარჩა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი.
1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით საზღვარი იწყებოდა იქ, სადაც მდინარე ჩოლოქი ჩაედინება შავ ზღვაში და მიუყვებოდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომამდე არსებულ სასაზღვრო ხაზს. მეფისწყაროს მთასთან სასაზღვრო ხაზი უხვევდა სამხრეთით და გადიოდა აბასთუმნიდან სამხრეთით ორი კილომეტრის მოშორებით. ამის შემდეგ სასაზღვრო ხაზი უხვევდა ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემდეგ სამხრეთ აღმოსავლეთით და გადაკვეთდა მდინარე მტკვარს აწყურიდან ორი კილომეტრით სამხრეთით. აწყურიდან სასაზღვრო ხაზი მიუყვებოდა კაიაბაშის, ორთათავისა და კარაკაის მთებს, სამხრეთიდან შემოუვლიდა მოლითის მონასტერს, მიდიოდა თავკოთელის მთამდე, საიდანაც მიუყვებოდა შავნაბადას მთაგრეხილს (Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии. Тифлис, 1919, стр. 344).
ამრიგად, საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით ოსმალეთს გადაეცა ბათუმის ოლქი (ბათუმისა და ართვინის ოკრუგები) და ყარსის ოლქი (არტაანის, ოლთისისა და ყარსის ოკრუგები), ასევე სამცხე-საათაბაგოს უდიდესი ნაწილი: ახალციხე, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი და სხვ.
საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა 1918 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ოსმალეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა მუდროსის ზავზე (პრაქტიკულად კაპიტულაციაზე) მოეწერა ხელი.
წყარო
Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии. Тифлис, 1919.
ლიტერატურა:
1. საქართველოს ისტორია. XX საუკუნე. პროფ. ვახტანგ გურულის რედაქციით. თბილისი, 2003.
2. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი, 2007

დანართი
საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულების მეორე და მესამე მუხლები
Статья 2
Следующая пограничная линия разделяет Оттоманскую Империю от Республик Грузии, Армении, Азербейджана. Граница начинается там, где река Чолок впадает в Черное море, и совпадает со старой границей до войны 1877 г. Между Оттоманской Империей и Россией до Горы Шавнобудь и. проходя по вершинам гор, достигаеть гор Хальхама и Мепискаро (по границе 1856 г.): там она поворачивает к югу, проходит по вершине горы Пирсагадь и в 2-х километрах к югу от Абастумана, поворачивая на северо-восток, доходит до горы Кархульдаг: отсюда, направляясь сначала на пять километров к северо-востоку и потом к юго-востоку, достигает местности Горкель, пересекает реку Куру в 2-х километрах к югу от Ацкур и, проходя по линии горпых вершин Кайабаши, Ортатави, Каракайа, достигает озера Таписхорска сейчась же к югу от монастыря Молита; она пересекает это озеро таким образом, что та часть озера, которая находится к югу от прямой линии, идущей к югу от монастыря Молита, непосредственно к точке противоположнаго берега, отстоящей на полтора километра от северной точки озера, остается на Оттоманской территории, и доходит до горы Тавкотели; там она спускается к югу и проходит по горным вершинам Шавнабад, Каракузу, Самсар и, поворачиваясь к востоку, проходит по вершинам цепи гор Довскиран; затем направляется к югу, проходить по вершинам гор Ачрикар, Башрирап, Нуррахман; за горой Нуррахман она продолжается в направлении к югу и, идя все время по линии гор, встречается с железнодорожной линией Александрополь – Тифлис в пяти километрах от местности Акбулак; отсюда по линии гор она идет к местности Ханвали, где она почти прямой линией достигает, самой высокой вершины Алагеза и, следуя все по прямой линии, пересекает шоссе Эчмиадзинь  Сердерабадь, в 7 километрах к западу от Эчмиадзина; затем она обходит этот город на разстоянии 7 километров и следует параллельно железнодорожной линии Александрополь  Джульфа на разстоянии 10 километров от этой дороги и, в 16 километрах на югозапад от местности Башкиаран, она пересекает дорогу, которая идет от этой местности к железной дороге; там она поворачивает к юго-востоку, проходить на разстоянии одного километра от деревни Ашаги Карабаглар по местностям Шагаблу, Каракач, Ашаги Ченакижи и достигает Елпинчая, по которому она следует до местности Арпа; начиная с этой последней местности, она совпадает с руслом реки Арпачай, доходит до местности Кайалу и следуя за рекой Кай, достигает вершины горы Актабань; она проходить затем по горным вершинам Каракурна, Араджий, Араклин, достигает водораздела Белианчай, по руслу котораго она идет, чтобы притти к югу от местности Аза к местности Алиджин, расположенной по линии бывшей Русско-Персидской границы.
Окончательное определение пограничной линии будет совершаться на местах же комиссией, состоящей из членов обеих сторон.
Статья 3
Договоры, заключенные между Правительством Грузинской Республики и Правительствами республик Азербайджана и Армении об установлении их соответствующих границ, будут сообщены Императорскому Оттоманскому Правительству, и их протоколы будут включены в этот договорь. Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии.
Тифлис, 1919, стр. 344-345.

თავი XIII. საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება (1920 წ. 7 მაისი)
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკას შორის დაიდო ხელშეკრულება. საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება მომზადდა და დაიდო ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში.
პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდგომ საერთაშორისო ურთიერთობებს უკიდურესად ძაბავდა რამდენიმე გარემოება: პირველი. წინააღმდეგობანი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ანტანტის ქვეყნებსა (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია) და ომში დამარცხებულ ქვეყნებს (გერმანია, თურქეთი) შორის; მეორე. წინააღმდეგობანი თვით ომში გამარჯვებულ ქვეყნებს შორის; მესამე. წინააღმდეგობანი დასავლურ სამყაროსა და საბჭოთა რუსეთს შორის; მეოთხე. ყოფილი რუსეთის იმპერიის უზარმაზარ სივრცეზე 1918-1920 წლებში მიმდინარე უსასტიკესი სამოქალაქო ომი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ანტანტის ქვეყნები; მეხუთე. ამერიკის შეერთებული შტატების ბრძოლა ევროპაში ჰეგემონიისათვის, რაც ევროპის დიდი ქვეყნების (ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის) სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. ამ უმძიმეს ვითარებაში უნდა მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა საბჭოთა რუსეთის პოზიციას. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას რუსეთი აშკარად მტრულად შეხვდა. უმძიმეს სამოქალაქო ომში ჩაბმულ რუსეთს იმხანად არ შეეძლო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ან დიპლომატიური სანქციები გამოეყენებინა. ამას, გარკვეულწილად, უნდა გაეადვილებინა საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება. მიუხედავად ამისა, ქართული დიპლომატიის მცდელობას, გაერღვია მოჯადოებული წრე, წარმატება არ მოჰყოლია. ეს გაპირობებული იყო ერთი გარემოებით: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გერმანიის იმპერიის დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერით მოხდა, და ბუნებრივია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც გერმანოფილურ ორიენტაციას დაადგა. გერმანოფილური საქართველო ანტანტას და, პირველ რიგში, ინგლისს სამომავლოდ სერიოზულ სირთულეებს შეუქმნიდა სამხრეთ კავკასიაში. სწორედ ამან განაპირობა ინგლისის საგარეო პოლიტიკაში ანტიქართული მიმდინარეობის ჩამოყალიბება. ინგლისის დიპლომატიის ანტიქართული განწყობა განსაკუთრებით საშიში გახდა მას შემდეგ, რაც 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოკავშირის გარეშე დარჩა. ამიერიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება უკვე ომში გამარჯვებულ ანტანტაზე იყო დამოკიდებული. ანტანტაში წამყვან როლს ინგლისი ასრულებდა, ინგლისის მხრიდან კეთილგანწყობის იმედი კი საქართველოს არ უნდა ჰქონოდა.
პირველი მსოფლიო ომის შედეგები შეაჯამა პარიზის კონფერენციამ, რომელიც 1919 წლის იანვარში გაიხსნა და იმავე წლის 28 ივნისს ვერსალის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის მცდელობას, მიეღწიათ საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისათვის, შედეგი არ მოჰყოლია. პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული მოკავშირე სახელმწიფოები (ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ.) საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგებს უკავშირებდნენ. კერძოდ, 1919 წლის გაზაფხულისათვის სამხრეთ რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად გენერალ ანტონ დენიკინის სარდლობით თავი მოიყარა მოხალისეთა არმიამ. ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი სერიოზულ დახმარებას უწევდნენ მოხალისეთა არმიას. 1919 წლის მაის-ივნისში ა. დენიკინმა დაიკავა მთელი სამხრეთ უკრაინა და სამხრეთ რუსეთი, ხოლო 30 ივნისს ქ. ცარიცინიც აიღო. მოხალისეთა არმიამ მოსკოვზე ლაშქრობისათვის დაიწყო მზადება. ასეთ ვითარებაში ანტანტის ქვეყნები არ ჩქარობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობას. მათ კარგად იცოდნენ, რომ თუ ა. დენიკინი რუსეთში ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, მაშინ რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას არ აღიარებდა. ამიტომაც თუ ანტანტა საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობდა, ა. დენიკინის გამარჯვების შემთხვევაში, ამას შეიძლებოდა სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა. ა. დენიკინთან ურთიერთობის დაძაბვას კი ანტანტა ვერ დაუშვებდა. 1919 წლის მიწურულიდან ვითარება ა. დენიკინის მოხალისეთა არმიის საზიანოდ შეიცვალა. 1920 წლის დასაწყისისათვის მოხალისეთა არმია დამარცხდა უკრაინასა და ჩრდილოეთ კავკასიაში. არმიის ნარჩენებმა ყირიმს შეაფარა თავი.
ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების აღდგენამ და საქართველოს საზღვრებთან წითელი არმიის მოახლოებამ კარდინალურად შეცვალა ანტანტის პოლიტიკა. ანტანტის ქვეყნები ა. დენიკინის მოხალისეთა არმიის საბოლოო დამარცხებას აღარც კი დაელოდნენ და 1920 წლის 12 იანვარს დე-ფაქტო ცნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ინგლისი სასწრაფოდ შეუდგა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის დაცვის შესაძლო ვარიანტების დამუშავებას იმ შემთხვევისათვის, თუ სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა რუსეთი შეიჭრებოდა. ანტანტის პოლიტიკის შეცვლა წინასწარვე იგრძნო საბჭოთა რუსეთის დიპლომატიამ. რუსეთმაც დიპლომატიურ მანევრს მიმართა. ჯერ კიდევ ანტანტის მიერ საქართველოს დე-ფაქტო ცნობამდე, 1920 წლის 6 იანვარს, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ა. დენიკინის წინააღმდეგ სამხედრო ხელშეკრულების დადება შესთავაზა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, ნეიტრალიტეტის მომიზეზებით, სამხედრო ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადა, თუმცა რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის მოგვარების მიზნით მოლაპარაკების დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია.
ინგლისის მზადებას ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის დასაცავად პრაქტიკული შედეგები არ მოჰყოლია. საბჭოთა რუსეთმა კი არ დააყოვნა და თურქეთთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ 1920 წლის 28 აპრილს წითელმა არმიამ ბაქო დაიკავა. აზერბაიჯანის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. ეს ანტანტის პოლიტიკის სერიოზულ მარცხს მოასწავებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დარწმუნდა, რომ ანტანტის დაპირების იმედად დარჩენა სახიფათო იყო. აუცილებელი გახდა საბჭოთა რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის მოგვარება, რასაც, პირველ რიგში, რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება უნდა მოჰყოლოდა.
ამრიგად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკებას რომ იწყებდა, ორი მიზნის მიღწევას ცდილობდა: პირველი. თუ სამხრეთ კავკასიაში (ამიერკავკასიაში) ანტანტის პოზიციები შესუსტდებოდა, საქართველოს პროდასავლური ორიენტაციით გაღიზიანებულ რუსეთთან ჩვენს ქვეყანას ურთიერთობის მოგვარება აღარ გაუჭირდებოდა და სამხედრო დაპირისპირების (ომის) თავიდან აცილებასაც შეძლებდა; მეორე. თუ ამ ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობდა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა მსოფლიოს ქვეყნების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარებისათვის. საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაწილი მხარს უჭერდა აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს დაპყრობას. მიუხედავად ამისა, ვ. ლენინმა ჩათვალა, რომ შექმნილ ვითარებაში ომი საქართველოსთან სახიფათო იქნებოდა. არც საგარეო და არც საშინაო ვითარება ომისათვის ხელსაყრელი არ იყო. ომს საქართველოს წინააღმდეგ შეიძლებოდა ანტანტასთან და, კერძოდ, ინგლისთან ურთიერთობის გამწვავება მოჰყოლოდა. გამორიცხული არც ომის დაწყება იყო. ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის დამარცხების მიუხედავად, სამოქალაქო ომი რუსეთში კვლავ გრძელდებოდა. 1920 წლის მარტში სამხრეთ რუსეთში დარჩენილ მოხალისეთა არმიას სათავეში ჩაუდგა გენერალი პეტრე ვრანგელი. წითელმა არმიამ პ. ვრანგელის არმიის ყირიმის ნახევარკუნძულზე შეკავება ვერ შეძლო. პ. ვრანგელის პირველმა წარმატებებმა სამხრეთ რუსეთში კვლავ სერიოზული საფრთხე შეუქმნა საბჭოთა წყობილებას. დაძაბული ვითარებით ისარგებლა პოლონეთმა. 1920 წლის 17 აპრილს პოლონეთის არმიამ კიევზე შეტევა წამოიწყო. პოლონელებთან ერთად საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაება უკრაინის დირექტორიის არმია სიმონ პეტლურას სარდლობით. უკრაინაში განლაგებული წითელი არმიის ნაწილები მდ. დნეპრისაკენ იხევდნენ. 6 მაისს პოლონელებმა კიევი დაიკავეს და ბრძოლები დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიტანეს. ასეთ ვითარებაში საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებას დასთანხმებოდა და დროებით უარი ეთქვა სამხრეთ კავკასიაში დაპყრობითი ომის გაგრძელებაზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები მოსკოვში დაიწყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდა დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე, ხოლო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახელით  საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გიორგი ჩიჩერინის, მოადგილე ლევ კარახანი (კარახანიანი). გრიგოლ ურატაძე მოსკოვში 1920 წლის აპრილის ბოლოს ჩავიდა და წინასწარი კონსულტაციების შემდეგ 1920 წლის 28 აპრილს ოფიციალური მოლაპარაკებაც დაიწყო. 6 მაისს მოლაპარაკება დამთავრდა, ხოლო 7 მაისს გრიგოლ ურატაძემ და ლევ კარახანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება მოსკოვში დაიწყო იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში (ამიერკავკასიაში) დიდი ქვეყნების (ინგლისის, თურქეთის, რუსეთის) ინტერესები გამიჯნული არ იყო. ანტანტასა და პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ თურქეთს შორის დადებული მუდროსის ზავით (1918 წლის ოქტომბერი) სამხრეთ კავკასია (ამიერკავკასია) ინგლისის საოკუპაციო ზონად გამოცხადდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინგლისის ჯარები 1918 წლის დეკემბრიდან განლაგდნენ და იმთავითვე აქტიურად დაიწყეს ჩარევა როგორც საქართველოს, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში. ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის დამარცხების შემდეგ რუსეთმა არად ჩააგდო მუდროსის ზავის პირობები და 1920 წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანი დაიპყრო. რუსეთის შეჭრას აზერბაიჯანში წინ არ აღუდგა მუდროსის ზავით უკმაყოფილო თურქეთი. აზერბაიჯანის დათმობის სანაცვლოდ თურქეთმა რუსეთისაგან ანტანტის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომში თანადგომის გარანტია მიიღო. გამორიცხული არ იყო, რომ ანტანტის წინააღმდეგ მხარდაჭერის სანაცვლოდ თურქეთს რუსეთისათვის საქართველოც დაეთმო. გასარკვევი იყო მხოლოდ ინგლისის პოზიცია. ინგლისის პოზიცია კი მანამდე არ გაირკვეოდა, სანამ არ დამთავრდებოდა ომი გენერალ პეტრე ვრანგელის არმიასა და წითელ არმიას შორის, სანამ არ გამოიკვეთებოდა გამარჯვებული რუსეთ-პოლონეთის ომში.
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება შედგება პრეამბულისა და თექვსმეტი მუხლისაგან. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღესვე, 1920 წლის 7 მაისს, გ. ურატაძემ და ლ. კარახანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს  „Особое секретное дополнение к договору между Россией и Грузией“, რომელიც ორი მუხლისაგან შედგებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, 1920 წლის 12 მაისს, ხელმოწერილი იქნა კიდევ ერთი დოკუმენტი  „Дополнительное соглашение к мирному договору между Россией и Грузией от 7 мая 1920 года“, რომელიც პრეამბულისა და სამი მუხლისაგან შედგებოდა. ორივე დოკუმენტი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად იქნა გამოცხადებული. ამრიგად, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ორივე დამატებასთან ერთად შედგება ოცდაერთი მუხლისაგან. სამივე დოკუმენტს გ. ურატაძემ და ლ. კარახანმა ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს.
საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების პირველი მუხლი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის, ქვეყნის საერთაშორისო აღიარებისათვის. ხელშეკრულებაში აღნიშნულია: „Россия безоговорочно признает независимость и самостоятельность Грузинского Государства и отказывается доброволно от всяких суверенных прав, кои принадлежали России в отношении к грузинскому народу и земле“. რა შეფარული მიზნებიც უნდა ჰქონოდა ხელშეკრულების დადების მომენტში რუსეთს, ყოველივე ამის აღიარება მაინც ქართული დიპლომატიის დიდ გამარჯვებად უნდა მივიჩნიოთ.
ქართული დიპლომატიის უდავო წარმატებად აღიქმება ასევე ხელშეკრულების მეორე მუხლიც: „Россия обязуется отказаться от всякого рода вмешательства во внутренние дела Грузии“. მოლაპარაკების პროცესში რუსეთს საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანი ტერიტორიული პრეტენზიები არ წამოუყენებია. სახელმწიფო საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების მესამე მუხლის პირველი პარაგრაფით ასე განისაზღვრა: „Государственная граница между Грузией и Россией проходит от Черного моря по реке Псоу до горы Ахахча, через гору Ахахча и гору Аганета и по северной границе бывших губерний Черноморской, Кутаисской и Тифлисской до Закатальского округа и по восточной границе этого округа до границы с Армений“.
თუ ზოგადად შევაფასებთ, ხელშეკრულების მესამე მუხლი, კერძოდ, მისი მეორე, მესამე და მეოთხე პარაგრაფები საქართველოსათვის გარკვეულ საფრთხეს შეიცავდა. კერძოდ, მესამე მუხლის მეორე პუნქტით საქართველოს ეკრძალებოდა კავკასიონის გადასასვლელების გამაგრება: „Все перевалы на означенной пограничной линии до первого января тысяча деватьсот двадцать второго года признаются нейтральными. Они не могут быть занимаемы войсками ни одной из обеих договаривающихся сторон и не могут быть ни одной из них укрепляемы“. კავკასიონის გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანის  დარიალისა და მამისონის  გადასასვლელების შესახებ ხელშეკრულების მესამე მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნული იყო: „На Дарьяльском перевале указанная в пункте 2 настоящей статьи нейтрализация будет распространена на протяжении перевала от Балты до Коби, на Мамисонском перевале от Зарамага до Они, а на всех прочих перевалах на пятиверстие в обе стороны от пункта прохождения границы расстояния“. როგორც ვხედავთ, ხელშეკრულების მესამე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების წყალობით რუსეთთან ომის შემთხვევაში საქართველო ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა  რუსეთის არმია კავკასიონის გადასასვლელებს, მათ შორის სტრატეგიულად არსებითი დანიშნულების მქონეთ, ადვილად გადმოლახავდა.
ხელშეკრულების მესამე მუხლის მეოთხე პუნქტი გარკვეულწილად აქარწყლებდა იმავე მუხლის პირველ პუნქტს რუსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის თაობაზე. მეოთხე პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის გავლების მიზნით შერეული კომისიის შექმნას ითვალისწინებდა: „Точное проведение государственной границы между обоеми договаривающимися сторонами будет произведено особой смешанной пограничной комиссией с одинаковым числом членов от обеих сторон. Результаты работы этой комиссии будут закреплены в особом договоре между обоеми договаривающимися сторонами“. ცხადია, რუსეთი ეცდებოდა სახელმწიფო საზღვრის დადგენის პერიოდში გარკვეული პრეტენზიები წამოეყენებინა საქართველოსათვის და უკან წაეღო ის, რაც დათმო ხელშეკრულების მესამე მუხლის პირველი პუნქტით.
საქართველოსათვის ძალზე ხელსაყრელი იყო ხელშეკრულების მეოთხე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის ძალითაც „Россия обязуется признать безусловно входящими в состав Грузинского государства, кроме отходящих к Грузии в силу пункта I статьи III настоящего договора частей Черноморской губернии, нижеследеующие губернии и области бывшей Российской Империи – Тифлисскую, Кутаисскую и Батумскую со всеми уездами и округами, составляющими означенный губернии и области, а также округа Закатальский и Сухумский“. ძირძველი ქართული ტერიტორია, ჭარ-ბელაქანი (საინგილო), იგივე ზაქათალის ოკრუგი, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად ცხადდებოდა, რასაც საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან სასტიკი პროტესტი მოჰყვა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მეოთხე მუხლის მეორე პარაგრაფიც, რომელიც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიის ხარჯზე საქართველოს ტერიტორიის გაზრდის შესაძლებლობას იძლეოდა. კერძოდ, მეოთხე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული იყო: „Впоследствии, по мере выяснения взаимоотношений между Грузией и другими кроме России государственными образованиями, существующими или имеющими создаться и сопредельными с Грузией по другим границам, чем та, которая описана в предшествующей статье III настоящего договора, Россия выражает готовность признать входящими в состав Грузии те или иные части бывшего Кавказского Наместника, которые отойдут к ней на основании заключенных с этими образованиями договоров“.
ძალზე არახელსაყრელი, საშინლად მძიმე იყო საქართველოსათვის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელით ათი პუნქტისაგან შედგებოდა. მეხუთე მუხლი საქართველოს ავალდებულებდა: 1) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას დაუყოვნებლივ უნდა დაეპატიმრებინა და საკონცენტრაციო ბანაკებში მოეთავსებინა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საბჭოთა რუსეთის მთავრობისამდი მტრულად განწყობილი და რუსეთში არსებული ხელისუფლების დამხობის მოსურნე სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ნაწილები, ასევე იმ პოლიტიკურ და სამხედრო ძალთა წარმომადგენლები, რომლებიც თავს აცხადებდნენ რუსეთის მთავრობად, ან რუსეთის რომელიმე ნაწილის მთავრობად; 2) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას დაუყოვნებლივ უნდა განეიარაღებინა საქართველოს ნავსადგურებში მყოფი საბჭოთა რუსეთის მთავრობისადმი მტრულად განწყობილი სამხედრო და პოლიტიკურ ძალთა კუთვნილი გემები, ხოლო ეკიპაჟის წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში მოეთავსებინა; 3) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა გადაეცა რუსეთისათვის საქათრველოს ტერიტორიაზე განიარაღებული საბჭოთა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი სამხედრო და პოლიტიკურ ძალთა მთელი ქონება, მათ შორის სამხედრო ქონებაც (სამხედრო გემები, არტილერია, ავიაცია და სხვ.); 4) რუსეთი პირობას დებდა, რომ სიკვდილით არ დასჯიდა საქათრველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ რუსეთისათვის გადაცემულ პირებს; 5) საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიიდან უნდა გაეძევებინა ყველა სახის სამხედრო შენაერთი, რომელიც არ შედიოდა ქართული ჯარის შემადგენლობაში; 6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას მომავალშიც არ უნდა დაეშვა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი სამხედრო შენაერთების არსებობა, რომლებიც არ შედიოდნენ ქართულ ჯარში; 7) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ქართულ ჯარში არ უნდა მიეღო, მათ შორის მოხალისედაც, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და საბჭოთა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი სამხედრო შენაერთებში მომსახურე პირები, რადგან ისინი ეროვნებით ქართველები არ იყვნენ; 8) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა გაეჩერებინა ისეთი ძალები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საბჭოთა რუსეთში არსებული წყობილების დამხობას. ამასთან ერთად, ამ ძალებისათვის არ უნდა მიეცა უფლება, საქართველოს ტერიტორია გამოეყენებინათ იმ ტვირთის გადასატანად, რომელიც რუსეთთან ომში იქნებოდა გამოყენებული; 9) ის ჯგუფები და პირები, რომლებიც არ შეასრულებდნენ მერვე პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას უნდა დაეპატიმრებინა; 10) მეხუთე მუხლის მეხუთე პუნქტის შესრულება საქართველოს დემოკრატიული  რესპუბლიკის მთავრობას უნდა დაეწყო დაუყოვნებლივ და რაც შეიძლება მალე დაესრულებინა.
ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, გარდა იმისა, რომ უხეშად თელავდა ფეხქვეშ ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს მთავრობას აიძულებდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიებანი გაეტარებინა.
იმ უზარმაზარი ვალდებულებების სანაცვლოდ, რაც ხელშეკრულების მეხუთე მუხლმა საქართველოს დააკისრა, რუსეთი მეექვსე მუხლით ძალზე ზოგად ვალდებულებას კისრულობდა: „Россия обязуется не допускать на своей территории пребывания и деятельность всякого рода групп и организаций, претендующих на роль правительства Грузии или части ее, а также всякого рода групп и организаций, имеющих свеой целью низвержение правительства Грузии. Россия обязуется оказать все свое влияние из союзные ей государства с целью недопушения на их территории указанных в настоящей статье групп и организаций“.
ხელშეკრულების მეცხრე მუხლი ეხებოდა მოქალაქეობის საკითხს. მეცხრე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული იყო: „Лица грузинского происхождения, проживающие на территории России и достигшие восемнадцати лет от роду, вправе оптировать Грузинское гражданство. Равным образом лица негрузинского происхождения, проживающие на территории Грузии и достигшие указанного возраста, вправе оптировать российское гражданство“.
ხელშეკრულების მეათე მუხლი უკვე აშკარად ხელყოფდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტს და საქართველოს აყენებდა მეტად მძიმე მდგომარეობაში. კერძოდ, მეათე მუხლი ასე გამოიყურებოდა: „Грузия обязуется освободить от наказания и от дальнейшего преследования, судебного или административного, всех лиц, подвергшихся на территории Грузии таковому преследованию за деяния, совершенные в пользу Российской Социалистической Федеративной Советской Республики или в пользу Коммунистической партии“.
Прим.: „Грузия обязуется немедленно осовободить лиц, находящихся в тюремном заключении за деяния указанного выше рода“. ხელშეკრულების მეათე მუხლი პრაქტიკულად ძალადაკარგულად აცხადებდა ხელშეკრულების მეორე მუხლს, რომლის ძალითაც რუსეთი პირობას დებდა, რომ არ ჩაერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში.
ხელშეკრულების მეთორმეტე მუხლი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხებოდა და თავისთავად ხელსაყრელი იყო საქართველოსათვის:
„1. Обе договаривающиеся стороны в основу торговых взаимоотношений кладут принцип наибольшего благоприятствования.
2. Товары, идущие из или по назначению одной из договаривающихся сторон не должны облагаться другой стороной никакими транзимтными пошлинами или сборами“.
ხელშეკრულების მეთოთხმეტე მუხლის ძალით საქართველოსა და რუსეთს შორის უმოკლეს ვადაში უნდა დამყარებულიყო დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობა.
ხელშეკრულების მეთხუთმეტე მუხლი ითვლისწინებდა ორმხრივი კომისიის შექმნას, რომლის კომპეტენციაში შედიოდა:
„1. Составление торгового договора и иных соглашений экономического характера.
2. Разрешение вопросов относительно выдела из бывших центральных учреждений архивов и делопроизводства судебных и административных депозитов и актов гражданского состояния.
3. Определение вопроса о порядке пользования, владения и распоряжения нефтепроводом Батум-Баку, в той части его, которая в силу статьи IV настоящего договора будет находиться на территории Грузии. Вопрос этот будет закреплен затем путем особого соглашения между обеими договаривающимися сторонами“.
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, როგორც მეთექვსმეტე მუხლში იყო აღნიშნული, ძალაში შედიოდა ხელმოწერის დღიდან და რატიფიკაციას არ საჭიროებდა. ცხადია, ამ მუხლით რუსეთი თავს იზღვევდა, რადგან ხელშეკრულების რატიფიკაციას საქართველოს დამფუძნებელ კრებაში შეიძლებოდა დიდი ვნებათაღელვა მოჰყოლოდა.
1920 წლის 7 მაისსვე გ. ურატაძემ და ლ. კარახანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულების საიდუმლო დამატებას, რომელიც ორი მუხლისაგან შედგებოდა. საიდუმლო დამატების პირველი მუხლი კიდევ ერთხელ თელავდა ფეხქვეშ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტს. პირველი მუხლი ასე იყო ჩამოყალიბებული:
„Грузия обязуется признать за находящимися на территории Грузии коммунистическими организациями право свободного существования и деятельности, в частности, право свободного устройства собраний и право свободного издательства (в том числе органов печати). Вовсяком случае не могут быть принимаемы никакие репрессии ни против частных лиц, как судебные, так и административные, вытекающие лишь из публичной пропаганды и агитации за коммунистическую программу или деятельности лиц и организаций, основанных на коммунистической программе“.
საიდუმლო დამატების მეორე მუხლი ამ დამატებას ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად აცხადებდა.
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების საიდუმლო დამატება ხელყოფდა საქართველოს სუვერენიტეტს, ქვეყანაში აკანონებდა რუსეთის მეხუთე კოლონას და მას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ლეგალური ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოების უფლებას აძლევდა. ეს უფლება რუსეთის მეხუთე კოლონამ კარგად გამოიყენა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთს საქართველო ადვილად დაეპყრო.
1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების საიდუმლო დამატებაც ძალაში რატიფიკაციის გარეშე შედიოდა ხელმოწერის მომენტიდან. იგი საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი იყო.
1920 წლის 12 მაისს გ. ურატაძისა და ლ. კარახანის მიერ ხელმოწერილი დამატებითი შეთანხმება მიზნად ისახავდა საქართველოაზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენას. დამატებითი შეთანხმების პირველ მუხლში აღნიშნული იყო: „Вопрос о спорных местностях на границе между Грузией и Азербаиджаном и в Закатальском округе передается на разрешение смешанной Комиссии, образуемой из представителей Правительств Азербайджана и Грузии в равном количестве, под председетельством представителя Р.С.Ф.С.Р. Все решения этой Комиссии будут признаваться для себя обязательными Правительствами Азербайджана и Грузии“. ცხადია, შერეული კომისიის მუშაობის პერიოდში საბჭოთა რუსეთი საბჭოთა აზერბაიჯანს დაუჭერდა მხარს და სასაზღვრო ხაზიც აზერბაიჯანის სასარგებლოდ დადგინდებოდა. საბჭოთა რუსეთს რომ ასეთი სურვილი არ ჰქონოდა, მაშინ 1920 წლის 12 მაისს დამატებით შეთანხმებას ხელი არც მოეწერებოდა, რადგან ძირითადი ხელშეკრულების მეოთხე მუხლით ზაქათალის ოკრუგი (საინგილო) საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიად ცნო და ამ საკითხის ხელახალი განხილვა საჭირო აღარ იყო. ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს ის, რომ 12 მაისის დამატებითი შეთანხმება აზერბაიჯანის პროტესტის შემდეგ გაფორმდა. სულ მალე, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე (1921 წელს), ზაქათალის ოკრუგი (საინგილო) მოსკოვის მოთხოვნით აზერბაიჯანს გადაეცა.
ამრიგად, საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, 7 მაისის საიდუმლო დამატებითი და 12 მაისის დამატებითი შეთანხმებით არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს. ხელშეკრულების მნიშვნელობას განსაზღვრავდა ორი მომენტი:
პირველი. რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო და დე-იურე ცნობა იყო უაღრესად დიდი მნიშვნელობის მოვლენა და ხელს უწყობდა საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას;
მეორე. ხელშეკრულება რუსეთს საშუალებას აძლევდა: 1) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ომის შემთხვევაში დიდი წინააღმდეგობის გარეშე გადაელახა კავკასიონის უღელტეხილები და მოეპოვებინა სტრატეგიული უპირატესობა. იგივე უპირატესობით ვერ ისარგებლებდა საქართველო, რადგან იგი რუსეთის დასაპყრობად არ ემზადებოდა და, რაც მთავარია, არც ამისი შესაძლებლობა გააჩნდა; ბ) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ომის შემთხვევაში აქტიურად გამოეყენებინა მეხუთე კოლონა, რომლის ხელშეუხებლობის გარანტიას ხელშეკრულება იძლეოდა.
1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას საქართველოსათვის ჰქონდა კიდევ ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობა. თუ რუსეთი საქართველოს დაიპყრობდა, მის მიერვე დე-ფაქტო და დე-იურე ცნობილი ქვეყნის დაპყრობით სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ბევრ უხერხულობას შეიქმნიდა, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში ეს დოკუმენტი ძლიერი სამართლებრივი არგუმენტი იქნებოდა.

წყარო:
გურამ შარაძე, გიორგი შარაძე. ისტორიული რელიკვიების დაბრუნება. 1918-1921. თბილისი, 2001.
ლიტერატურა
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ. თბილისი, 2007.

დანართი I
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების მესამე და მეოთხე მუხლები
Статья III
1.  Государственная граница между Грузией и Россией проходит от Черного Моря по реке Псоу до горы Ахахча, через гору Ахахча и гору Агапета и по северной границе бывших губерний Черноморской, Кутаисской и Тифлисской до Закатальского округа и по восточной границе этого округа до границы с Арменией.
2.  Все перевалы на означенной пограничной линии до первого января тысяча деватьсот двадцать второго года признаются нейтральными. Они не могут быть занимаемы войсками ни одной из обоих договаривающихся сторон и не могут быть ни одной из них укрепляемы.
3.  На Дарьяльском перевале указанная в пункте 2 настоящей статьи нейтрализация будет распространена на протяжении перевала от Бальты до Коби, на Мамисонском перевале от Зарамага до Они, а на всех прочих перевалах на пятиверстное в обе стороны от пункта прохождения границы раастояния.
4.  Точное проведение государственной границы между обоими договаривающимися сторонами будет произведено особой смешанной пограничной комиссией с одинаковым числом членов от обоих сторон. Результаты работы этой комиссии будут закреплены в особом договоре между обоими договаривающимися сторонами.
Статья IV
1.  Россия обязуется признать безусловно входящими в состав Грузинского Государства, кроме отходящих к Грузии в силу пункта 1 статьи III настоящего договора частей Черноморской губернии, нижеследующие губернии и области бывшей Российской империи: Тифлисскую, Кутаисскую и Батумскую со всеми уездами и округами, составляющими означенные губернии и области, а также округа Закатальский и Сухумский.
2.  Впоследствии, по мере выяснения взаимоотношения между Грузией и другими кроме России государственными образованиями, существующими или имеющими создаться и сопредельными с Грузией по другим границам, чем та, которая описана в предшествующей статье III настоящего договора, Россия выражает готовность признать входящими в состав Грузии те или иные части бывшего Кавказского Наместничества, которые отойдут к ней на основании заключенных с этими оразованиями договоров.
გურამ შარაძე, გიორგი შარაძე. ისტორიული რელიკვიების დაბრუნება. 1918-1921. თბილისი, 2001, გვ. 112-113.

დანართი II
რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების (1920 წლის 12 მაისი) პირველი მუხლი
Статья I
Вопрос о спорных местностях на границе между Грузией и Азербайджаном и в Закатальском округе передается на разрешение смешанной Комиссии, образуемой из представителей Правительств Азербайджана и Грузии в равном количестве, под председательством представителя Р.С.Ф.С.Р. Все решения этой Комиссии будут признаваться для себя обязательными Правительствами Азербайджана и Грузии.
Статья II
Грузия и Азербайджан впредь до принятия Комиссиею Решений по вопросам, затронутым в ст. I сего соглашения, не введут в Закатальский округ новых войск, кроме имеющихся там к моменту подписания настоящего дополнительного соглашения.
გურამ შარაძე, გიორგი შარაძე. ისტორიული რელიკვიების დაბრუნება. 1918-1921. თბილისი, 2001, გვ. 119.

თავი XIV. რუსეთ-ოსმალეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულება (მოსკოვის ხელშეკრულება)
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის ბერლინის ტრაქტატით (1878 წ.) დადგენილმა საზღვარმა 1918 წლის მარტამდე იარსება. 1918 მაისში საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს და ამდენად საბჭოთა რუსეთის ოსმალეთთან სამხრეთ კავკასიაში საზღვარი აღარ ჰქონდა. 1920 წლის აპრილში საბჭოთა რუსეთმა აზერბაიჯანი დაიპყრო, 1920 წლის ნოემბერში სომხეთი, 1921 წლის თებერვალ-მარტში  საქართველო. საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დაპყრობა ოსმალეთის თანხმობით მოხდა. დღის წესრიგში დადგა სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრის დადგენა. ამ საზღვრის ნაწილს საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე უნდა გაევლო.
1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელმოწერილ იქნა საბჭოთა რუსეთოსმალეთის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი.
ხელშეკრულების პირველი მუხლის მესამე აბზაცში აღნიშნული იყო, რომ ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფთან. შემდეგ მიუყვებოდა ქედისმთას, შავშეთისა და კანნი-დაღის მთების წყალგამყოფს, არდაგანისა (არტაანისა) და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს, მდინარეების არპაჩაისა და არაქსის ტალვეგს). (Документы внешней политики СССР. Том 3. М., 1959, стр. 598). ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დაპყრობის სანაცვლოდ ოსმალეთს უკანვე დაუბრუნა ბერლინის ტრაქტატით (1878 წ.) მიღებული საქართველოს ისტორიული ტერიტორია: ართვინის ოკრუგი (ართვინი, არტანუჯი), არტაანის ოკრუგი (არტაანი, დიღვირი, ფოცხოვი, ჩილდირი, კოლა, ტაოსკარი), ყარსის ოკრუგი (ყარსი).
ხელშეკრულების დანართი, უფრო ზუსტად „დანართი I (ა)“ ხელშეკრულების პირველი მუხლიდან გამომდინარე ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრავდა საბჭოთა რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზს სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე. (Документы внешней политики СССР. Том 3. Москва, 1959, стр. 602-603).
საბჭოთა რუსეთ-ოსმალეთის 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების რატიფიკაცია სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მოახდინა 1921 წლის 20 ივლისს, ხოლო ოსმალეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ  31 ივლისს. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა შედგა ქ. ყარსში 22 სექტემბერს.

წყარო
Документы внешней политики СССР. Том 3. Москва, 1959.
ლიტერატურა:
1. მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ. თბილისი, 2007.
2. Новейшая история Отечества. XX век. В двух томах. Под редакцией А.Ф. Киселева и Э. М. Щагана. Том 1. Москва, 2002.
3. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი, 2007.

დანართი
საბჭოთა რუსეთ-ოსმალეთის 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების პირველი მუხლიდან
Статья I
Северо-восточная граница турции определяется: линией, которая, начинаясь у деревни Сарп, расположенной на Черном море, проходит через гору Хедистма, линией водораздела горы Шавшет _ горы Канны-даг, она следует затем по северной административной границе Ардаганского и Карсского санджаков _ по тальвегу рек Арпа-чай и Аракс до устья Нижнего Кара-су (подробное описание границы и вопросы к ней относящиеся определены в приложении I (А) и I (В) и на прилагаемой карте, подписанной обеими Договоривающимися сторонами). Документы внешней политики СССР. Том 3. Москва, 1959, стр. 598.

თავი XV. ყარსის ხელშეკრულება (1921 წ. 13 ოქტომბერი)
XIX საუკუნის დამდეგს რუსეთის დამკვიდრებამ სამხრეთ კავკასიაში (ამიერკავკასიაში) და რუსეთთან ომებში თურქეთისა და ირანის მარცხმა XIX საუკუნის პირველ მესამედში ცხადი გახადა, რომ რეგიონში სტატუს ქვო დაირღვა. ამ მოვლენამ დაუყოვნებლივ გამოიწვია დასავლეთ ევროპის დიდი ქვეყნების (ინგლისის, საფრანგეთის, ავსტრია-უნგრეთის) მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. მიუხედავად ამისა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებას, რაც მახლობელ აღმოსავლეთში გაჭრისათვის პლაცდარმის მომზადებასაც ნიშნავდა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ხელი ვერ შეუშალეს. 1877-1878 წლებში რუსეთსა და თურქეთს შორის გაჩაღებულ ომში კვლავ რუსეთმა გაიმარჯვა. სან-სტეფანოს ხელშეკრულებითა (1878 წლის მარტში) და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით (1878 წლის ივლისში) დამარცხებულმა თურქეთმა აჭარა რუსეთს დაუთმო. 1903 წელს აჭარის ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობა ბათუმის ოლქის შექმნით დამთავრდა. ბათუმის ოლქი, რომელიც ბათუმისა და ართვინის ოკრუგებისაგან შედგებოდა, ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქუთაისის გუბერნიას დაუქვემდებარეს (რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ სისტემაში ცალკე ერთეულებს წარმოადგენდა არტაანისა და ყარსის ოკრუგები).
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ (1914 წ.) სამხრეთდასავლეთი საქართველო კვლავ მოექცა დიდი პოლიტიკის ყურადღების ცენტრში. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის რუსეთი ანტანტის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი იყო, ხოლო თურქეთი _ სამთა კავშირისა.
ამრიგად, სამხრეთი კავკასია და, მათ შორის, სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ფრონტისპირა რეგიონად იქცა. თურქეთის არმიის ცდები  დაეკავებინა თბილისი და ბათუმი  რუსეთის კავკასიის არმიამ 1914-1915 წლებში წარმატებით აღკვეთა, ხოლო შემდეგ საკუთრივ თურქეთის ტერიტორიის ნაწილი (აღმოსავლეთ ანატოლია) დაიკავა.
სამხრეთ კავკასიაში ვითარება კარდინალურად შეიცვალა რუსეთის 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ. რუსეთის დროებითმა მთავრობამ თავისი არსებობის პერიოდში (1917 წლის მარტი-ოქტომბერი) შეძლო სამხრეთ კავკასიაში (ამიერკავკასიაში) თავისი იურისდიქციის შენარჩუნება. ბოლშევიკების მიერ დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ (1917 წლის ოქტომბერში) ხელისუფლების სათავეში მოსულმა საბჭოთა რუსეთის მთავრობამ კი სამხრეთ კავკასიაში იურისდიქცია ვეღარ შეინარჩუნა  საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს და 1917 წლის ნოემბერში შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო  ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი). მიუხედავად საბჭოთა რუსეთისაგან ჩამოცილებისა, ამიერკავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შექმნილა, რის გამოც საერთაშორისო ასპარეზზე ამიერკავკასია (სამხრეთ კავკასია) ისევ რუსეთის ტერიტორიად აღიქმებოდა. თუმცა იყო ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი: რუსეთის კავკასიის არმია საბჭოთა რუსეთის მთავრობას არ ცნობდა, მის განკარგულებებს არ ასრულებდა და რეგიონს თურქეთის აგრესიისაგან იცავდა. უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ საბჭოთა რუსეთს ომის გაგრძელება აღარ შეეძლო. ვ. ლენინი ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე იდგა. ასეთ ვითარებაში საბჭოთა რუსეთმა გადაწყვიტა, გერმანიასა და მის მოკავშირეებთან (ავსტრია-უნგრეთსა, თურქეთსა და ბულგარეთთან) სეპარატიული ზავი დაედო. ზავს 1918 წლის 3 მარტს ბრესტლიტოვსკში მოეწერა ხელი. ზავის სანაცვლოდ საბჭოთა რუსეთმა დიდი ტერიტორია დათმო. ეს შეეხო სამხრეთ კავკასიასაც. ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მეოთხე მუხლში აღნიშნული იყო: „Россия сделает все от нее зависящее, чтобы обеспечить скорейшее очищение провинций Восточной Анатолии и их упорядоченное возврашение Турции“. ეს რაც შეეხებოდა საკუთრივ თურქეთის ტერიტორიას, რომელიც ზავის დადების მომენტისათვის რუსეთის ჯარებს ეკავათ. იმავე, მეოთხე მუხლის ბოლო აბზაცი უკვე რუსეთის ტერიტორიას ეხებოდა. კერძოდ, მასში ნათქვამია: „Округа Ардагана, Карса и Батума также незамедлительно очищаются от русских войск. Россия не будет вмешиваться в новую организацию государственно–правовых и международно–правовых отношений этих округов, а предоставит населению этих округов установить новый строй в согласии с соседними государствами, в особенности Турцией“. როგორც ვხედავთ, ფაქტობრივად, საქმე ეხებოდა ბათუმის, არდაგანისა (არტაანისა) და ყარსის ოკრუგების ტერიტორიაზე მოსახლეობის ნების გამოსავლენად რეფერენდუმის ჩატარებას. ისიც ცხადი იყო, რომ რეგიონში რუსეთთან შედარებით თურქეთმა უპირატესობა მიიღო. 1918 წლის მარტშივე ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა სრულიად რუსეთის საბჭოების IV ყრილობამ.
ამიერკავკასიის კომისარიატმა არ ცნო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების მუხლი, რომელიც ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოკრუგებს ეხებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით 1918 წლის მარტში ქ. ტრაპიზონში გაიმართა თურქეთისა და ამიერკავკასიის კომისარიატის დელეგაციათა მოლაპარაკება. ტრაპიზონის კონფერენციაზე თურქეთი ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლის უპირობო შესრულებას ითხოვდა და ამიერკავკასიის დელეგაციის (მეთაური აკაკი ჩხენკელი) მოთხოვნებს ორ ძლიერ არგუმენტს უპირისპირებდა: 1) ამიერკავკასია არ იყო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი მხარე; 2) ამიერკავკასია არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, იგი რუსეთის ნაწილს წარმოადგენდა. ტრაპიზონის კონფერენცია შეწყდა და თურქეთმა ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოკრუგების დაკავების მიზნით საომარი მოქმედებები დაიწყო. 1918 წლის მარტ-აპრილში თურქეთმა მთელი აჭარა დაიპყრო. მართალია, 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის სეიმმა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს  ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა, მაგრამ ამან საქმეს მაინც ვერ უშველა. 1918 წლის მაისში თურქებისაგან ოკუპირებულ ბათუმში ერთმანეთს შეხვდნენ ამიერკავკასიისა და თურქეთის დელეგაციები. ბათუმის კონფერენციაზე თურქებმა მოთხოვნები კიდევ უფრო დაამძიმეს (ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების პირობებს მათ კიდევ ერთი დაუმატეს: ომის შემთხვევაში თურქეთს უნდა მისცემოდა ამიერკავკასიის რკინიგზით ჯარების გადაყვანის უფლება).
ასეთ ვითარებაში 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ დღისათვის აჭარა თურქეთის მიერ იყო ოკუპირებული. მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, აჭარა თურქეთისათვის დაეთმო.
1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების მეორე მუხლში აღნიშნული იყო, რომ საზღვარი თურქეთსა და საქართველოს შორის მდინარე ჩოლოქზე გადიოდა. თურქეთი მოპოვებული უპირატესობის განმტკიცებას შეუდგა. 1918 წლის ივლისში მის მიერვე ოკუპირებული ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოკრუგების ტერიტორიაზე თურქეთმა რეფერენდუმი ჩაატარა და გამოაცხადა, რომ ამ ოკრუგების მოსახლეობამ თურქეთის შემადგენლობაში გადასვლა ისურვა. ეს იყო დიდი სიცრუე, რადგან რეფერენდუმი უხეში ძალმომრეობისა და შანტაჟის პირობებში ჩატარდა. ამის შემდგომ მოვლენები თურქეთისათვის არახელსაყრელად წარიმართა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულმა თურქეთმა მუდროსის ზავით (1918 წლის ოქტომბერი) ბათუმი და მთელი აჭარა დატოვა. აჭარა ინგლისის საოკუპაციო ზონად გამოცხადდა.
ინგლისის სამხედრო კრეისერები ბათუმში 1918 წლის დეკემბერსა და 1919 წლის იანვარში შემოვიდნენ. ინგლისელები აჭარაში 1920 წლის ივლისამდე დარჩნენ. აჭარაში თურქთა ბატონობის (1918 წლის აპრილი-დეკემბერი), ისევე როგორც ინგლისელთა საოკუპაციო რეჟიმის არსებობის პერიოდში (1918 წლის დეკემბერი  1920 წლის ივლისი) მიმდინარეობდა ქართული ორიენტაციის ძალების დევნა. უაღრესად არახელსაყრელ ვითარებაში მემედ-ბეგ აბაშიძემ შეძლო პროქართული განწყობის მქონეთა გაერთიანება და 1919 წლის აგვისტოში ბათუმში ქართველ მაჰმადიანთა ყრილობაც მოიწვია. 31 აგვისტოს ყრილობამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ქართველი მუსლიმები „ღვთისა და ქვეყნის წინაშე“ აცხადებდნენ: „ბათუმის ოლქის მკვიდრნი, სარწმუნოებით მუსლიმანები, ისტორიით, სისხლით და ხორცით, ენით, კულტურით და ადათებით ქართველები ვართ, მუსლიმანი ქართველები, და ტერიტორიულად და ეკონომიურად ყოველთვის ჩვენი მხარე დედა სამშობლოს საქართველოს განუყრელ ნაწილს შეადგენდა“. ყრილობის დადგენილებაში აღნიშნულია: „ამიერითგან და სამარადისოთ ბათუმი და ბათუმის ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს საქართველოს რესპუბლიკას სამულისმანო საქართველოს ფართე ავტონომიის ნიადაგზე...“ 1919 წლის 11 სექტემბრის საგანგებო მიმართვაში ზემო აჭარის დელეგაციისადმი ნოე ჟორდანიამ დაადასტურა, რომ აჭარას საქართველოს შემადგენლობაში მიეცემოდა ავტონომია. თუმცა აჭარიდან ინგლისის საოკუპაციო ჯარების გასვლის შემდეგ (1920 წლის ივლისი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას დანაპირები აღარ გახსენებია და ბათუმისა და ბათუმის ოლქის მართვა-გამგეობა საგანგებო კომისარიატს (კომისარი ბენია ჩხიკვიშვილი) ჩააბარა. ქართველ მუსლიმთა ყრილობის დადგენილების უგულვებელყოფას აჭარაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მალე მდგომარეობა გამოსწორდა. დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებული საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე თავი ასეა დასათაურებული: „ავტონომიური მმართველობა“. კონსტიტუციის 107-ე მუხლით საქართველოს განუყოფელ ნაწილებს აფხაზეთს (სოხუმის ოლქს), სამუსლიმანო საქართველოს (ბათუმის ოლქს) და საინგილოს (ზაქათალის ოლქს) ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა მიენიჭათ. კონსტიტუციის 108-ე მუხლის თანახმად, ავტონომიური მმართველობის დებულებანი ცალკე კანონით უნდა განსაზღვრულიყო.
1921 წლის 11-12 თებერვალს ღამით დაიწყო საბჭოთა რუსეთის აგრესია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება და მთავრობა ბათუმში გადავიდა. საქართველო-რუსეთის ომის პარალელურად მოსკოვში მიმდინარეობდა საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის მოლაპარაკება, რაც 1921 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებით დასრულდა. საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის მოლაპარაკებას ორი პრინციპული შეთანხმება დაედო საფუძვლად. პირველი. თურქეთი უარს ამბობდა სამხრეთ კავკასიაში (ამიერკავკასიაში) ყოველგვარ ტერიტორიულ პრეტენზიაზე; მეორე. რუსეთი აღარ ითხოვდა, რომ თურქეთს ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი ბერლინის კონგრესის (1878 წ.) მიერ დადგენილ სასაზღვრო ხაზამდე გადაეწია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია მოსკოვის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულების პირველ მუხლში თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აღნიშნული იყო: „Северо–восточная граница Турции определяется: линией, которая начинаясь у деревни Сарп, расположенной на Черном море, проходит через гору Хедисмта, линией водораздела горы Шавшет – горы Канны–даг, она следует затем по северной административной границе Ардаганского и Карсского санджаков...“ ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც 1921 წლის 17 მარტის საღამომდე ბათუმში, ე. ი. ქვეყნის ტერიტორიაზე, იმყოფებოდა, რუსეთმა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებით საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი თურქეთის ტერიტორიად აღიარა.
რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულება სხვა მხრივაც შეეხო საქართველოს. ხელშეკრულების მეორე მუხლში აღნიშნულია: „Турция соглашается уступить Грузии сюзеренитет над портом и городом Батумом и территорией, лежащей к северу от границы, указанной в статье первой нынешнего Договора, и составлявшей часть Батумского округа, при условии, что
1) население местностей, указанных в настоящей статье, будет пользоваться широкой местной автономией в административном отношении, обеспечивающей каждой общине ее культурные и религиозные права, и население будет иметь возможность установить земельный закон, соответствующий его пожеланиям.
2) Турции будут обеспечен свободный транзит всяких товаров, отправляемых в Турцию или из нее, через Батумский порт, безпошлинно, без учинения каких–либо задержек и без обложения их какими бы то ни было сборами, с предоставлением Турции права пользоваться Батумским портов без звимания за то специальных сборов“.
რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულება შეეხო აზერბაიჯანსაც. ხელშეკრულების მესამე მუხლში აღნიშნულია: „Нахичеванская область... образет автономную территорию под протекторатом Азербайджана, при условии, что Азербайджан не уступит сего протектората третьему государству“.
1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების რატიფიკაცია საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის 20 ივლისს მოახდინა, ხოლო თურქეთმა  1921 წლის 31 ივლისს. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა შედგა ქ. ყარსში 1921 წლის 22 სექტემბერს.
1921 წლის მარტისათვის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, თუმცა ფორმალური თვალსაზრისით სამივე ქვეყანა დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ჯერჯერობით არც ამიერკავკასიის ფედერაცია და არც საბჭოთა კავშირი შექმნილი არ იყო, მაგრამ არსებობდა გეგმა ახალი საბჭოთა იმპერიის შექმნისა. იმხანად გაურკვეველი იყო, ახალ საბჭოთა იმპერიაში რა ფორმით შევიდოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ასეთ ვითარებაში რუსეთმა გადაწყვიტა თავისი პოზიციების განმტკიცება სამხრეთ კავკასიაში და თავის მთავარ კონკურენტთან, თურქეთთან, ყველა საკითხის მოგვარება. 1921 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ყარსში დაიწყო თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკება. ყარსის კონფერენციაში სრულუფლებიანი მხარის სახით მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთი. ოფიციალურ რუსულ გამოცემებში 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში დადებული ხელშეკრულება ასეა დასათაურებული: „Договор о дружбе между Армянской ССР, Азербайджанской ССР и Грузинской ССР, с одной стороны, и Турцией ­– с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе“.
ხელშეკრულების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ სომხეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა "решили приступить к переговорам при участии Российской Социалистической Федеративной Советской Республики".
საქართველოს მხრიდან ყარსის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარმა შალვა ელიავამ, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სახალხო კომისარმა ალექსანდრე სვანიძემ, ხოლო საბჭოთა რუსეთის მხრიდან  იაკობ განეცკიმ (ფიურსტენბერგმა), რომელიც იმხანად საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი იყო. თურქეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კიაზიმ კარაბეკირ-ფაშამ, ველი-ბეიმ, მუხტარ-ბეიმ, მემდუხ შევკეტ-ბეიმ; სომხეთის მხრიდან  ასკანაზ მრავიანმა, პოღოს მაკინზიანმა; აზერბაიჯანის მხრიდან  ბეხბუდ შახტახტინსკიმ.
ყარსში დაწყებულ მოლაპარაკებას იგივე პრინციპები დაედო საფუძვლად, რაც რუსეთ-თურქეთის მოსკოვის მოლაპარაკებას  უცვლელი დარჩა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი.
ყარსის ხელშეკრულების პირველი მუხლი ძალადაკარგულად აცხადებდა ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც ამიერკავკასიას (სამხრეთ კავკასიას) ეხებოდა. ეს არ ეხებოდა რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებას. მეორე მუხლში კი აღნიშნული იყო, რომ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს არ უნდა ეცნოთ არცერთი ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა თურქეთს, მაგრამ არ სცნეს თურქეთის მთავრობამ და თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ. თავის მხრივ, თურქეთი ვალდებულებას იღებდა, არ ეცნო არც ერთი საერთაშორისო აქტი, თუ მას არ ცნობდა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ყარსის ხელშეკრულების მეოთხე მუხლით დადგინდა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. კერძოდ, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეს საზღვარი „начинается у деревнии Сарп, расположенной на Черном море, проходит через гору Хедис–мта, линию водораздела горы Шавшет – гору Канны–даг; она следует затем по старым северным административным границам Ардаганского и Карсского санджаков...“
ყარსის ხელშეკრულების მეექვსე მუხლი ეხებოდა აჭარას. კერძოდ, ეს მუხლი ასე იყო ჩამოყალიბებული:
„Турция соглашается уступить Грузии сюзеренитет над городом и портом Батуми и территорией, лежащей к северу от границы, указанной в ст. 4 настоящего Договора и составляющей часть Батумского округа, при условии, что:
1) население местностей, указанных в настоящей статье будет пользоваться широкой местной автономией в административном отношении, обеспечивающей каждой общине ее культурные и религиозные права, и население будет иметь возможность установить в указанных местностях земельный закон, соответствующий его пожеланиям;
2) Турции будет обеспечен свободный транзит всяких товаров, отправляемых в Турцию или из нее, через Батумский порт, беспошлинно, без учинения каких–либо задержек и без обложения их каким бы то ни было сборам, с предоставлением Турции права пользоваться Батумским портом без взимания за то специальных сборов.
Для праведения в жизнь этой статьи будет немедленно после подписания настоящего Договора образована Комиссия из представителей заинтерессованных сторон“.
ხელშეკრულების მეშვიდე მუხლში აღნიშნული იყო, რომ მხარეები შეთანხმდნენ „облегчить жителям пограничной зоны переход границы, при условии соблюдения таможенных, полицейских и санитарных правил, которые будут установлены по этому поводу Смешанной Комиссией“.
როგორც ვხედავთ, ყარსის ხელშეკრულებამ თითქმის უცვლელად გაიმეორა რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების პირველი და მეორე მუხლები. უცვლელად განმეორდა მოსკოვის ხელშეკრულების მესამე მუხლიც ნახჭევანის ავტონომიური ტერიტორიის შესახებ. ყარსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ნახჭევანის ოლქი წარმოადგენს „автономную территорию под покровительством Азербайджана“. 
ყარსის ხელშეკრულების ოცი მუხლიდან ექვი მუხლი ძალაში შევიდა ხელმოწერის დროიდან (1921 წლის 13 ოქტომბრიდან), მათ შორის იყო მეექვსე მუხლი, რომელიც აჭარას ეხებოდა. რაც შეეხება ხელშეკრულების დანარჩენ მუხლებს, ისინი ძალაში შევიდოდნენ რატიფიკაციის შემდეგ. ხელშეკრულების მეოცე მუხლი ხელისმომწერ მხარეებს ავალდებულებდა, რაც შეიძლება მოკლე დროში გაეცვალათ სარატიფიკაციო სიგელები.
ყარსის ხელშეკრულების სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა შედგა ერევანში 1922 წლის 11 სექტემბერს.
ყარსის ხელშეკრულებას არ ჰქონია საიდუმლო მუხლები. ხელშეკრულებას დაერთო სამი დამატება, რომელთაგან არც ერთი საიდუმლო არ ყოფილა და სამივე მრავალჯერ იქნა გამოქვეყნებული. პირველ დამატებაში დაწვრილებით არის აღწერილი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი, მეორე დამატებაში აღწერილი იყო თურქეთის საზღვარი არპა-ჩაის ზონასა და მდინარე არაქსის ზონაში. მესამე დამატება ადგენდა ნახჭევნის ავტონომიის საზღვრებს. ყარსის ხელშეკრულების სამივე დამატებას ხუთივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ცალ- ცალკე მოაწერეს ხელი.
ყარსის ხელშეკრულება ხუთ ეგზემპლარად  ქართულ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გაფორმდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა.
1992 წლის 30 ივლისს თბილისში გაფორმდა საქართველო-თურქეთის ხელშეკრულებას. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ე. შევარდნაძემ, თურქეთის მხრიდან  პრემიერ-მინისტრმა ს. დემირელმა. ხელშეკრულების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ მხარეები დაიცავენ მათ შორის დადებულ ყველა ხელშეკრულებას და შეთანხმებას დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებიდან.
საქართველო-თურქეთის 1992 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება ათი წლის ვადით დაიდო. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ თუ მხარეებმა ათწლიანი ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე არ განაცხადეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება კიდევ მომდევნო ხუთი წლით. ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ (2002 წ.) არც საქართველოს და არც თურქეთს 1992 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, ე. ი. ხელშეკრულება კიდევ ხუთი წლით  2007 წლამდე გაგრძელდა.

წყარო:
Документы внешней политики СССР. Том 4. Москва, 1960.
ლიტერატურა: 
1. მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ. თბილისი, 2007.
2. მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბილისი, 2007
3. Новейшая история Отечества. XX век. В двух томах. Под редакцией А. Ф. Киселева и Э. М. Щагана. Том 1. Москва, 2002.

დანართი
1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მეოთხე მუხლიდან
Северо-восточная граница Турции (согласно карте русского Генерального штаба масштабом 1/210000  5 верст в дюйме) определяется линией, кторая начинается у деревн Сарп, расположенной на Черном море, проходит через гору Хедис-Мта, линию водораздела горы Шавшет  гору Канныдаг; она следует затем по старым северным административным границам Ардаганского и Карсского санджаков по тальвег урек Арпа-чай и Аракса до устья Нижнего Кара-су (подробное описание границ и вопросы, к ней относящиеся, определены в приложениях I и II и на прилагаемой карте, подписанной обеими Договоривающимися сторонами. В случае расхождения между текстом Договора и картой, решающее значение придается тексту).
Подробное определение и проведение государственной границы в натуре, равно как и установка пограничных знаков производится Смешанной пограничной комиссией с одинаковым числом членов от Договаривающихся сторон и с участием представителя РСФСР.
Документы внешней политики СССР. Том 4. Москва, 1960, стр. 422.