среда, 22 августа 2018 г.

ორბელიანების საგვარეულო (ი. ჩიქოვანი)


ნუსხა 1-ის კომენტარები
1. ორბელ ბარათაშვილი (ჩანს 1600), პაპამისი ორბელი 1536 . გაეყარა თავის სახლიკაც იოთამ ბარათაშვილს.
2/1. ყაფლან ორბელის ძე (?-1671). ბარათა ბარათაშვილმა ამოწყვიტა ყაფლანის სახლიკაცები (1620. ახლო). ყაფლანი მონაწილეობდა მარაბდის ომში (1625) სიმონ ხანის მხარეზე. სხვადასხვა დროს ეკავა მდივანბეგის და სახლთუხუცესის თანამდებობა. დაიღუპა შეტაკებაში 1671. დაქორწინებული იყო მესხის ამილახორის ქალზე თამარაზე. მისი შთამომავლები იწოდებოდნენ აგრეთვე ყაფლანიშვილებად, ან მამამისის სახელის მიხედვით-ორბელიშვილებად.
3/1. ასლამაზ ორბელის ძე (ჩანს 1636), მოღვაწეობდა ირანში.
4/2. როდამ ყაფლანის ასული (მონაზნ. ეკატერინე) (?-1691) ~ მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი (?-1677).
5/2. პაპუნა [ბეგ] ყაფლანის ძე (?-1689), მოლარეთუხუცესი, სომხითის მოურავი. იშვილა თავისი ძმის ვახტანგის შვილი ერასტი. ~ ბანგიჯასპი (მონაზნ. ბარბარე), თავად აბაშიშვილის ასული (?-1701).
6/2. ასლან ყაფლანის ძე, ჩანს (1652-1702), მოლარეთუხუცესი, სომხითის მოურავი. ~ თამარ, თავად ლევან დიასამიძის ასული, კათალიკოს ევდემოზის ძმის შვილი.
7/2. ვახტანგ (ორბელ) ყაფლანის ძე (?-1695), მდივანბეგი. ~ I. ზაალ არაგვის ერისთავის ასული; ~ II. თამარ, თავად ნოდარ ციციშვილის ასული (ჩანს 1700).
8/2. თამაზ ყაფლანის ძე (?-1701), სარდალი 1689 წლიდან, დაიღუპა სპარსეთში 1701. ~ ხამფერვან N. (ჩანს 1699).
9/2. გიორგი ყაფლანის ძე, ჩანს (1652-1692)
10/2. N. (ქალი) ყაფლანის ასული ~ თავადი ციცი ციციშვილი.
12/11. ასლამაზ-ხან მახმად-ალი-ხანის ძე (?-1740). საქართველოს ბეგლარბეგი.
ნუსხა 2-ის კომენტარები
2/1. ლუარსაბ (ლავრენტი ყოფილი) ასლანის ძე, ჩანს (1690–1728). სახლთუხუცესი, ყულარაღასი (1694), სომხითსაბარათიანოს სარდალი 1696 წლიდან. ერეკლე I-ის ერთგული, დაქორწინებული იყო ანაზე, თეიმურაზ არაგვის ერისთავის ასულზე.
3/1. დომენტი თბილელი მიტროპოლიტი, ასლანის ძე (?–1727).
4/1. ქაიხოსრო ასლანის ძე, ჩანს (1695-1719). მოლარეთუხუცესი. ~ 1. ლელა, თავად ამირეჯიბის ასული (მონაზვნობაში ელისაბედი, სქემოსნობაში ეკატერინე), (?–1702); ~ II. თინათინ N.
5/1. ოთარ ასლანის ძე, ჩანს (1695–1736). ბაზიერთუხუცესი.
6/1. მანუჩარ ასლანის ძე, ჩანს (1692–1736). მოლარეთუხუცესი.
7/1. რევაზ ასლანის ძე, ჩანს (1695–1719). მეჯინიბეთუხუცესი.
9/2. ელენე ლუარსაბის ასული, ჩანს (1724–1765). ~ გენერალ-მაიორი, თავადი ვახტანგ (ვასილი) ავთანდილის ძე ამილახვარი, (?–1739).
11/2. იოანე (ჭაბუა-იოანე) ლუარსაბის ძე, ჩანს (1702–1757). ქართლის მდივანბეგი. გადააყენეს 1757. ~ 1. ანა-ხანუმ, კახთ სახლთუხუცეს ოთარ ჩოლოყაშვილის ასული, (ჩანს 1779). ~ II. ანა ბატონიშვილი, თეიმურაზ II-ის ასული, (1720 – 1788).
12/4. ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე, (?–1747). სომხით საბარათიანოს სარდალი, ქართლის მდივანბეგი.
19/5. როდამ ოთარის ასული (გარდაიცვალა 13 წლის ასაკში). დანიშნული იყო მამუკა ავთანდილის ძე თარხან-მოურავზე, (1680 – 1723).
27/11. იოანე იოანეს ძე, (?–1798), ქართლის მდივანბეგი (1782).
30/12. რევაზ ქაიხოსროს ძე, (?–23.11.1769), სომხით-საბარათიანოს სარდალი, მდივანბეგი. ემტერებოდა დემეტრე ორბელიანს და მის შვილებს
33/12. მარიამ ქაიხოსროს ასული, (ჩანს 1732). ~ აღასი ბატონიშვილი, აბდულაბეგ ბაგრატიონის ძე, (?–1765).
35/30. დავით რევაზის ძე, (11.01.1739 – 29.05.1796). სარდალი, ქართლის სახლთუხუცესი. ერეკლე II-ის სიძე. 1786 . ერეკლემ ჩამოართვა მას სახლთუხუცესობა და უბოძა იოანე მუხრანბატონს. ~ (1762) თამარ ბატონიშვილი, მეფე ერეკლე II-ის ასული, (1749 – 1786).
36/30. ნიკოლოზ რევაზის ძე, (29.03.1742 – 28.08.1803). ~ თამარ, თავად პაატა აბაშიძის ასული, (1740 – 1804). (ქართლის შტო).
38/35. იოანე დავითის ძე, (1765 – 1808), სარდალი, ქართლის სახლთუხუცესი (1800), გენერალ-მაიორი, სამხედრო მინისტრი (1808). ~ (II) ატატო-ანასტასია, თავად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ასული, (1774 – 1819).
40/35. მარიამ დავითის ასული, (1769 - ?). ~ თავადი როსტომ დავითის ძე ერისთავი (ქსნის).
41/35. ანა დავითის ასული, (1773 - ?). ~ (1788) თავადი აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი, (1764 – 1835).
43/35. ბარბარე დავითის ასული, (1777–1831). ~ თავადი ივანე (ნინია) ზაალის ძე ანდრონიკაშვილი, (1760–1831).
44/35. თინათინ დავითის ასული, (1779-?). ~ თავადი სოლომონ ზაალის ძე თარხან-მოურავი, (1762–1822).
45/35. ეკატერინე დავითის ასული, (1782–15.03.1813). ~ თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ამილახვარი (1775–1815).
46/35. ქეთევან დავითის ასული, (1785-1847). ~ თავადი თეიმურაზ გიორგის ძე ციციშვილი, (1755–1813).
47/38. ელენე იოანეს ასული, (1785–16.11.1817). ~ თავადი შანშე იესეს ძე ერისთავი (ქსნის), (1765–1831).
48/38. ელისაბედ იოანეს ასული, (1787–14.06.1856). ~ თავადი ესტატე თეიმურაზის ძე ჯავახიშვილი, (1772–1833).
49/38. ლუარსაბ (იოველ) იოანეს ძე, (1793–29.07.1835). მაიორი (1833). ~ ანა, თავად თამაზ (თომა) ორბელიანის ასული, (1796–1844). (იხ. ნუსხა 8, N 29/24)
50/38. სალომე იოანეს ასული, (1795–1847), ~ (19.02.1812) თავადი ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (1786-1846).
52/38. დავით იოანეს ძე, (1801–21.01.1830). პრაპორშჩიკი ~ (01.05.1823) მარიამ (მანანა), თავად მირმანოზ ერისთავის ასული, (1807 – 1870).
53/49. ელენე ლუარსაბის ასული (ცაკალო), (1815 – 21.05.1888). გრაფ მიხეილ ვორონცოვის პასია. ~ (10.07.1836) თავადი ზაქარია გიორგის ძე ერისთავი (ქსნის), (1814–1850).
54/49. მარიამ ლუარსაბის ასული, (1817 – 13.10.1851). ~ (20.05.1834) თავადი ნიკოლოზ იოსების ძე ფალავანდიშვილი, (1790 – 1855).
55/52. ივანე დავითის ძე, (22.06.1824 – 01.03.1893), (“Мананыч”) გენერალ-მაიორი. ~ (24.04.1855) სოფიო, თავად შალვა ერისთავის (ქსნის) ასული, (1832 – 1887).
56/52. ანასტასია დავითის ასული, (13.07.1825 – 1907). ~ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი თავადი ალექსანდრე ივანეს ძე გაგარინი, (1801 – 27.10.1857). სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი სვანეთის მთავრის კონსტანტინე დადეშქელიანის მიერ 25.10.1857. . ქუთაისში.
59/52. ალექსანდრე დავითის ძე, (17.01.1829 – დეკემბ. 1869, იალტაში). ~ ევდოკია სომოვა [II. 1871 ლუი ნაპოლეონ მიურატი, (1851 – 1912, ოდესა), აშილ მიურატის ძმა].
ნუსხა 3-ის კომენტარები
2/1. გიორგი ნიკოლოზის ძე, (? – 1819), მილახვარი (1799), გიორგი XII-ის ნაზირი, სახლთუხუცესი 1801 წლიდან, შემდგომში დაიმსახურა კაპიტნის ჩინი. იყო ენების მცოდნე. ~ ქეთევან N., ჩანს (1775 – 1933).
3/1. ზურაბ (დიმიტრი) ნიკოლოზის ძე, (1766 – 1827), მილახვარი, შემდგომში კოლეგიის მრჩეველი. (Коллежский советник) ერთხანს იყო თბილისის ბაჟის ზედამხედველი. ~ (1800) ხორეშან, თავად ზაქარია ანდრონიკაშვილის ასული, (1786–1883).
4/1. ასლან ნიკოლოზის ძე, (1767–27.12.1835). მეფე გიორგის ეშიკაღაბაში, შემდგომში პოდპოლკოვნიკი. ~ I. თინათინ, თავად გიორგი ( ხატა გოგია) ციციშვილის ასული, (1774–1822). ~ II. ანასტასია, თავად მელიქიშვილის ასული (1790 – 28.04.1840).
5/1. იოსებ ნიკოლოზის ძე, (? – a. 1816). კოლეგიის ასესორი (коллежский асессор), მაიორი. ~ თინათინ, თავად იოსებ თუმანიშვილის ასული, (1768 – 1856).
6/1. სოლომონ ნიკოლოზის ძე, (? -1819). ~ სოფიო, თავად დავით აბაშიშვილ-ბარათაშვილის ასული, (1805 – 1853).
8/1. იაკობ ნიკოლოზის ძე, (1784–1843). ~ I. ელისაბედ N., (?–1857). ~ II. (1814) ნინო, თავად ალექსანდრე მაყაშვილის ასული (1801–1865).
9/1. სამარაგდონ (სამარაგდო) ნიკოლოზის ძე, (1786–5.11.1838). პრაპორშჩიკი, ბამბახის დისტანციის მთავარი პრისტავი. ~ I. (1820) თავად ყორხმაზ მელიქიშვილის და ~ II. ელისაბედ, თავად სოლომონ ავალიშვილის ასული, (1798–1856). (კახეთის შტო).
10/2. ქაიხოსრო გიორგის ძე, (1792–ივნ. 1851). პრაპორშჩიკი. ~ ანასტასია, თავად ბარამ გურგენიძის ასული, (1807 – 1867).
11/2. ალექსანდრე გიორგის ძე (“ბაკლანა”), (1800 – 28.05.1870) გადამდგარი პორუჩიკი (1852).
12/2. ანტონ (ტატო) გიორგის ძე (1803 – 14.10.1855). შტაბს-კაპიტანი.
13/3. ეფემია ზურაბის (დიმიტრის) ასული, (1801–04.02.1849). ~ თავადი მელიტონ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილი, (1795–1860). გრიგოლ ორბელიანის განმარტებით მელიტონი იყომყვირალა და ანჩხლი”.
14/3. გრიგოლ ზურაბის (დიმიტრის) ძე, (02.10.1804 – 21.03.1883). გენერალ-ადიუტანტი, პოეტი.
15/3. ზაქარია ზურაბის (დიმიტრის) ძე, (1806–11.07.1847). პოლკოვნიკი. ~ (10.02.1835) ქეთევან, აზნაურ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილის ასული, (1818–15.02.1895).
17/3. ილია ზურაბის (დიმიტრის) ძე, (10.12.1815–08.12.1853). გენერალ-მაიორი. 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა შამილს. ტყვეობაში იმყოფებოდა რვა თვე. ~ (1852) ბარბარე, ილია ბატონიშვილის ას., (1831 -14.03.1884)
19/4. ანა ასლანის ასული, (1809–27.07.1839). ~ (21.11.1825) თავადი ზურაბ მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე, (1800–1845).
20/4. ეკატერინე ასლანის ასული, (1811–26.12.1877). ~ (19.11.1816) თავადი შალვა რევაზის ძე ერისთავი (ქსნის), (1798–1854).
21/4. ყაფლან (იოანე) ასლანის ძე, (1813–13.07.1878). პოდპორუჩიკი. ~ I. ნინო, თავად თამაზ ქობულაშვილის ასული, (1817–1839). მშობიარობას გადაჰყვა. ~ II. (10.11.1840) ელისაბედ, თავად ივანე ბარათაშვილის ასული, (1824–1892).
22/9. ბარბარე (ბარბალე) სამარაგდონის ასული, (16.06.1825–21.08.1870). ~ (11.02.1840) პოლკოვნიკი, აზნაური ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილი, (1810-?)

24/10. მიხეილ (მიხაკო) ქაიხოსროს ძე, (28.08.1814 – 1846). ცნობილი იყო როგორც მაიკოს ქაჩალი ძმა”.

25/10. მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული, (1816 – 12.02.1849). გამოირჩეოდა თავისი სილამაზით. დანიშნული იყო თავად ლევან მელიქიშვილზე.

29/17. გიორგი ილიას ძე, (26.10.1853 – 14.07.1924 საფრანგეთში). ~ (25.07.1886) მარიამ, თავად ალექსანდრე ორბელიანის ასული, (1868 – 1915) (იხ. ნუსხა 4, N 21/15)
32/21. ელენე ყაფლანის (იოანეს) ასული, (15.12.1833 - ?). ~ (27.01.1860) თავადი ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიჯავაძე, (1828 – 1886).
33/21. ნინო ყაფლანის (იოანეს) ასული, (30.01.1839 - ?). ~ (12.06.1864) თავადი დიმიტრი პაატას ძე წულუკიძე (1830 - ?).
37/29. ირაკლი გიორგის ძე, (30.04.1890 – 1937). ცხოვრობდა სამოქალაქო ქორწინებაში არიადნა დიმიტრის ასულ რიმსკაია-კორსაკოვასთან, (1899 -?).
42/29. მარიამ (მარუსია) გიორგის ასული, (12.08.1899 – 10.08.1947). ~ თავადი ნიკოლოზ (თენგიზ) ალექსანდრეს ძე დადეშქელიანი, (1893 – 1961).
ნუსხა 4-ის კომენტარები
2/1. კონსტანტინე იოსების ძე, (1798 – 12.05.1861). პორუჩიკი. ~ (22.05.1821) (კარდანახი) ხორეშან, თავად ვასილ ვაჩნაძის ასული, (1805 – 1874).
3/1. თამარ იოსების ასული. (1800-?). ~ I. (1813) თავადი ყორხმაზ (დიმიტრი) სოლომონის ძე მელიქიშვილი, (1798 – 1858). განქორწინება 1831 ., ~ II. (25.09.1831) თავადი სოლომონ გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, (1797–1875).
4/1. ნინო იოსების ასული, ~ (10.04.1827) თავადი დონიკე ზაალის ძე ანდრონიკაშვილი, (1786–1864).
5/1. ესტატე იოსების ძე, (15.04.1810 – 10.07.1841). კოლეგიის რეგისტრატორი („коллежский регистратор”). ~ მაკრინე, აზნაურ ივანე სულხანიშვილის ასული, (1815–27.01.1885).
6/2. იოსებ კონსტანტინეს ძე, (04.09.1824 – 03.01.1879). გენერალ-მაიორი. წმ. გიორგის ორდენის კავალერი. ალაზნის ხაზის ჯარების სარდალი (1877).
7/2. სოფიო (ხორეშან) კონსტანტინეს ასული, (27.08.1827 – 07.01.1884). ~ (29.07.1845) თავადი ზურაბ (ზაქარია) დიმიტრის ძე ჩოლოყაშვილი, (1802 – 1851).
8/2. ანასტასია კონსტანტინეს ასული, (05.01.1831 – 30.01.1884). ~ გენერალ-ლეიტენანტი ივანე დიმიტრის ძე ოკლობჟიო, (1818 – 09.12.1880).
9/2. ივანე კონსტანტინეს ძე, (“ვანკა პაჟარნი”) (“Ванька пожарный”), (17.07.1833 - ?).
11/2. გრიგოლ (გიგო) კონსტანტინეს ძე, (20.08.1836 – 04.09.1887). პორუჩიკი. ~ (21.07.1864) ნინო, თავად სიმონ აბაშიძის ასული, (1831 – 1919), [ I აზნაური მიხეილ გიორგის ძე მაისურაძე, ტიტულარული მრჩეველი („Титулярный советник”), გარდაიცვალა 21.09.1864].
13/5. ივანე (ნიკოლოზ) ესტატეს ძე, (04.02.1831 – 11.03.1868). ლეიტენანტი, გადმოვარდა ფაეტონიდან. ~ (28.04.1857) ელისაბედ, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ასული, ილია ჭავჭავაძის და, (1840 – 1925).
15/5. ალექსანდრე ესტატეს ძე, (12.02.1835 – 26.01.1897). შტაბს-კაპიტანი. ~ (30.06.1870) მარიამ (მაკრინე), თავად ნიკოლოზ ფალავანდიშვილის ასული, (1852 - ?).
20/6. ეკატერინე იოსების ასული, (1864–1938). ~ ალექსანდრე იუსტინეს ძე როხოვ კოზ-ვალევსკი, (1855 – 1938).
21/15. მარიამ ალექსანდრეს ასული, (1868 – 29.04.1915). ~ (25.07.1886) თავადი გიორგი ილიას ძე ორბელიანი, (1853 – 1924). (იხ. ნუსხა 3, N 29/17)

ნუსხა 6-ის კომენტარები
2/1. სულხან-საბა ვახტანგის ძე, (04.11.1658 – 26.01.1725). ~ I. დარეჯან მუხრანბატონის ასული, (? – 1698). ~ II. თამარ, ხალი ფაშა ათაბაგის ასული, მანუჩარ ათაბაგის შვილიშვილი, (? – 1712).
3/1. ერასტი ვახტანგის ძე, (? – 21.10.1731). ნაშვილებია ბიძის პაპუნას მიერ. ქართლის მდივანბეგი. თვითონ იშვილა ძმის ვახუშტის შვილები ელიზბარი და ვახტანგი. ~ ანახანუმი, ჩანს (1709 – 1752).
4/1. ვახუშტი ვახტანგის ძე, (? – 1707, . ყანდაარში.) ~ ორბელიანის ქალი.
5/1. ყაფლან ვახტანგის ძე, (? – 1739). მოკლეს. ~ ამილახვრის ქალი.
6/1. ზურაბ ვახტანგის ძე, ჩანს (1684 – 1715). მეფე იესემ 10.09.1715. მას უბოძა ანდარბეგის მოურავობა.
7/1. ნიკოლოზ ვახტანგის ძე, (1672 – 1732). მროველი ეპისკოპოსი. ტფილელი მიტროპოლიტი. მეფე ვახტანგს ახლდა რუსეთში.
8/1. დემეტრე ვახტანგის ძე, (? – 1739). სახლთ-უხუცესი. მეფე ვახტანგს გაყვა რუსეთში. ~ მარიამ N. [Мария]
9/1. ზაალ (ზოსიმე) ვახტანგის ძე, (ჩანს 1730) ბერი. გაყვა ვახტანგს რუსეთში.
10/4. თამარ ვახუშტის ასული, ჩანს (1740 – 1777). ~ N. ციციშვილი.
11/4. მარიამ ვახუშტის ასული, ჩანს (1692 – 1767). ~ I. N. ამირეჯიბი. ~ II. (1712) მეფე იესე (ალიყული ხან), (1680 – 1727).
12/4. ელიზბარ ვახუშტის ძე, (1703 – 1744). ეშიკაღაბაში (1742) სახლთუხუცესი, სამი ოსმალოს წამებით დახოცვის საპასუხოდ, ოსმალებმა შეიპყრეს ელიზბარი და ჩამოახრჩვეს 1744 წელს. ~ ელენე, თავად საზვერელ ჩიჯავაძის ასული, (ჩანს 1738).
14/4. ბანგუა ვახუშტის ასული, (? – 29.07.1766). ~ (1732) თავადი გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი, (1689 – 1754).
21/12. დიმიტრი (ტეტია) ელიზბარის ძე, (? – ივნ. 1777). იასაული. დაიღუპა ლეკებთან შეტაკებაში. ~ თამარ, თავად ამირინდო ამილახვრის ასული, ჩანს (1754 – 1778).
22/12. ელისაბედ ელიზბარის ასული, ჩანს (1767 – 1808). ~ თავადი რამაზ ჯავახის ძე ანდრონიკაშვილი (მდივანბეგი).
24/13. ქეთევან ვახტანგის ასული, (? – 1750). 1738 წელს დაინიშნა ერეკლე ბატონიშვილზე, (1720 – 1798), მაგრამ ქორწინება არ შედგა.
25/21. ვახტანგ დიმიტრის ძე, (1769 – 01.03.1812). საგარეჯოს მოურავი. პოლკოვნიკი. დაიღუპა აჯანყებულ კახელებთან შეტაკებაში. ~ (07.09.1800) თეკლე ბატონიშვილი, საქართველოს მეფის ერეკლე II-ის ასული, (1776 – 1846).
26/21. ეკატერინე დიმიტრის ასული, (1771 – 1817). ~ თავადი გიორგი ჯამასპის ძე ჩოლოყაშვილი.
29/21. გულქან (გუქა) დიმიტრის ასული, ჩანს (1812). ~ აზნაური გორჯასპი ნათალიშვილი.
30/25. ალექსანდრე ვახტანგის ძე, (“პუპლია”), (03.05.1801 – 09.12.1869). ~ (18.07.1823) ეკატერინე (კატინო), თავად დავით გოსტაშაბიშვილ-ბარათაშვილის ასული, (1808-1873).
32/25. დიმიტრი ვახტანგის ძე, (“პაჭონე”), (1806–22.01.1882). გვარდიის პოდპორუჩიკი. ~ (1832), მარიამ, თავად ლუარსაბ ორბელიანის ას., (1812-1866). (იხ. ნუსხა 9, N 26/24)
33/25. ვახტანგ ვახტანგის ძე, (05.04.1812 – 29.09.1890). გენერალ-ლეიტენანტი, პოეტი. ~ (1842) ეკატერინე ვასილის ასული ილინსკაია, (1828 – 02.11.1884).
36/30. დარია ალექსანდრეს ასული, (10.08.1828 – 21.12.1884). ~ (23.01.1856) თავადი დავით ევგენის ძე ქობულაშვილი, (1813 – 1889).
41/32. ელისაბედ დიმიტრის ასული, (03.12.1833 – 01.02.1899), გარდაიცვალა ახერნში (დრეზდენის მახლობლად). ~ I. ვლადიმერ ალექსანდრეს ძე დავიდოვი; ~ II. (1862) გენერალ-ფელდმარშალი, თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი, (1815–1879).
43/33. ნიკოლოზ ვახტანგის ძე, (02.10.1845 – 1925). იურისტი. იცავდა (თუმცა უშედეგოდ) დავით ჩქოტუას გახმაურებულ პროცესზე 1876 წელს. 1901 წელს გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ პეტერბურგში. ~ (10.11.1871) ნინა (ნუნია), თავად ნიკოლოზ თუმანიშვილის ასული, (1850 – 1897). (სომხ. – გრიგორ. შტო).
45/33. მარიამ (მაშო) ვახტანგის ასული, (22.08.1852 – 1941). ქველმოქმედი. ~ თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ორბელიანი, (1847 – 1919). (იხ. ნუსხა 8, N 54/33)
46/43. ალექსანდრე ნიკოლოზის ძე, (17.08.1872 – 1954). ~ I. მარია შატალოვა-რომანოვა, (1887 – 14.08.1834); ~ II. ვირჯინია რემი (ფრანგი); ~ III. თამარ კრუგლოპოლოვა.
47/43. დიმიტრი ნიკოლოზის ძე, (05.02.1874 – 1940). როსტოვი. დრამატული თეატრის რეჟისორი. ~ I. (10.10.1910) ბარბარე [Варвара] მიხეილის ასული ნერინგი, (1882 - ?); ~ II. ელენე კონსტანტინეს ასული ლაპინა (მსახიობი).
49/43. თეკლე ნიკოლოზის ასული, (23.06.1876 – 1961). ~ (28.09.1898) თავადი ივანე (კიტა) გიორგის ძე აბაშიძე, (1871 – 1918). ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე.
51/43. ანასტასია ნიკოლოზის ასული, (12.04.1884 – 1970). ~ (1906), თავადი ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, (1876 – 1940). ცნობილი მეცნიერი. აკადემიკოსი.
53/46. თამარ ალექსანდრეს ასული, (1910-2005) ~ (1929), მიხეილ ივანეს ძე კადიკოვი [Кадыков], (?-1972)
ნუსხა 7-ის კომენტარები
2/1 . ანდრია [Андрей] დემეტრეს ძე, [Дмитриевич] (1713-?). 1738 წელს ჩაირიცხა,ქართულ ჰუსართა ასეულში (рота) კაპრალად. მასთან ერთად იმავე ასეულში ჩაირიცხა მისი ბიძაშვილი ვახტანგ ორბელიანი. ანდრია პრაპორშჩიკის ჩინით მონაწილეობას იღებდა რუსეთ-თურქეთის ომში. გარდაიცვალა სამხედრო სამსახურში ერთ-ერთი ლაშქრობის დროს. ~ ანასტასია ივანეს ასული დაროვსკაია.
4/2. ვლადიმერ ანდრიას ძე [Владимир Андреевич], (1745-?). კოლეგიის ასესორი (“коллежский асессор”), კაპიტანი. ~ თეკლა [Фекла] ივანეს ასული სევასტიანოვა (1750–1801).
5/4. იაკობ [Яков] ვლადიმერის ძე, (1764-?). გუბერნიის მდივანი [губернский секретарь].
6/4. პეტრე ვლადიმერის ძე, (1769 - ?). პოდპორუჩიკი.
8/4. პავლე [Павел] ვლადიმერის ძე, (06.11.1774 - ?). ტყუპისცალი. ტიტულარული მრჩეველი (“Титулярный советник”).
9/4. ვლადიმერ ვლადიმერის ძე, (06.11.1774 - ?). ტყუპისცალი. კორნეტი, თარჯიმანი.
15/9. ნიკოლოზ ვლადიმერის ძე, (07.10.1808 - ?). გუბერნიის მდივანი. ~ ევლამპია ნიკოლოზის ასული სუკოვა.
16/9. იაკობ ვლადიმერის ძე, (04.05.1813 - ?) გუბერნიის მდივანი. ~ ქსენია პეტრეს ასული ჟუკოვა.
19/15. ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე, (1836 - ?). ~ ნატალია პავლეს ასული N.
22/16. ვლადიმერ იაკობის ძე, (1834 - ?). უნტერ-ოფიცერი. ყირიმის ომის მონაწილე.
26/16. მიტროფანე იაკობის ძე, (1843 - ?). ~ მარიამ [Мария] ნიკოლოზის ასული N.
28/16. ლიუდმილა იაკობის ასული, (1848 - ?). ~ ივანე ვასილის ძე სახნო-უსტიმოვიჩ.
29/16. კონსტანტინე იაკობის ძე, (1849 - ?). ადვოკატი. ~ ელენე პავლეს ასული პასკინა.
30/16. პეტრე იაკობის ძე, (1851 – 1900). კავალერიის შტაბს-როტმისტრი.
34/24. ემანუილ ვასილის ძე, (?–1905). ~ (1898) ელენე კონსტანტინეს ასული ვოლჩანსკაია.
35/24. ვალერიან ვასილის ძე, (15.11.1869 - ?). კაპიტანი.~
36/26. ალექსი მიტროფანეს ძე, (1870 – 11.08.1948, ბელგრადი.) ~ მარიამ ბულატოვიჩ, (1875 – 1977).
37/26. მარიამ მიტროფანეს ასული ~ პროფესორი ბუბნოვი.
48/36. ანდრია ალექსის ძე, (12.03.1901 - 09.10.2000). ~I. (1925) მარია ვლადიმერის ასული როზალონ-სოშალსკაია; ~ II. (1940, ბელგრადი) ირინა ლეონიდეს ასული ზოზულინა, (1912-2005).
ნუსხა 8-ის კომენტარები
2/1. მამუკა თამაზის ძე, ჩანს (1678–1727). დარბაზ-ბატონი, სარდალი. 26.01.1718 შაჰნავაზმა უბოძა მოურავობა.
6/1. მზეჭაბუკ თამაზის ძე, ჩანს (1692–1718). ~ თამარ, თავად ედიშერ არაგვის ერისთავის ასული (? – 1735).
9/1. დარეჯან თამაზის ასული, (? – 1737). ~ გიორგი ოთარის ძე არაგვის ერისთავი (? –1723).
11/2. დიმიტრი მამუკას ძე, (? – 1776). ეშიკაღაბაში. ~ (1744) ანა ბატონიშვილი, მეფე თეიმურაზ II-ის ასული (1722 – 1788).
14/2. ზაალ მამუკას ძე, (ჩანს 1749). თვანგჩიაღასი.
20/11. ეფემია დიმიტრის ასული, (ჩანს 1777). ~ თავადი გიორგი (გოგია) ოთარის ძე ამილახვარი.
21/15. მზეჭაბუკ პაპუნას ძე, (? – 1794). მდივანბეგი. ~ თინათინ, კონსტანტინე მუხრანბატონის ასული (? – 1846).
22/18. ანა მამუკას ასული, (”ანა-მათე”) (1765 – 04.01.1832). ~ იმერეთის მეფე დავით II (1765 – 1795).
24/18. თამაზ (თომა) მამუკას ძე, (1769–12.07.1815). ეშიკაღაბაში, გენერალ-მაიორი. ~ ქეთევან, თავად დავით ქობულაშვილის ასული (?–1852).
25/21. ნინო მზეჭაბუკის ასული, (ჩანს 1806). ~ თავადი მერაბ ადამის ძე ანდრონიკაშვილი (1777–1842).
26/21. დავით მზეჭაბუკის ძე (1793 – 24.06.1844) პოდპოლკოვნიკი. ~ I. სალომე, თავად მიხეილ ერისთავის ასული (ქსნის). (1804 – 1836); ~ II. თამარ იულონის ასული N. (ჩანს 1857).
28/24. მარიამ (მაია) თამაზის ასული (1793 - ?). ~ თავადი გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილი (1775 – 1840).
29/24. ანა თამაზის ასული, (1795 – 20.06.1844). ~ თავადი ლუარსაბ იოანეს ძე ორბელიანი (1793 – 1835). (იხ. ნუსხა 2, N 49/38)
30/24. დიმიტრი თამაზის ძე, (29.06.1797 – 24.09.1868). გენერალ-ლეიტენანტი. ~ (17.07.1820) ბარბარე, ბაგრატ ბატონიშვილის ასული. მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილი (1804 – 1870).
31/24. მამუკა (მაკარ) თამაზის ძე, (1800 – 29.10.1871). გენერალ-მაიორი. ~ (05.02.1827) ქეთევან, თავად გიორგი ერისთავის ასული (ქსნის) (1808 – 1897).
32/24. ნინო თამაზის ასული, (1808 – 24.09.1827). ~ (29.06..1824) თავადი ივანე მიხეილის ძე ერისთავი (ქსნის) ( 1800 – 1838).
33/24. ივანე თამაზის ძე, (1809 – 12.03.1866) გენერალ-მაიორი. ~ (1845) ნინო, თავად ალექსანდრე (თორნიკე) ერისთავის ასული, (ქსნის) (1814 – 1887).
34/26. ნიკოლოზ დავითის ძე, (18.09.1823 – 27.01.1881). ~ (08.01.1852) ნინო, თავად გრიგოლ ციციშვილის ასული, (1834 - ?).
45/31. ალექსანდრა მამუკას ასული, (01.10.1835 – 22.06.1914). ~ თავადი ლევან ივანეს ძე მელიქიშვილი (1818 -1892).
46/31. დავით მამუკას ძე, (1838 – 1875). შტაბს-როტმისტრი.
48/31. ნიკოლოზ მამუკას ძე, (01.08.1841 – 24.12.1880). გადამდგარი პორუჩიკი.
49/31. ბარბარე (ბაბო) მამუკას ასული, (1842 – 08.02.1913). ~ (1859) თავადი იოსებ დავითის ძე თარხან-მოურავი (1819 – 1878).
51/31. ივანე მამუკას ძე, (12.09.1844 – 13.11.1919). კავალერიის გენერალი. ~ მარია დიმიტრის ასული სვიატოპოლკ-მირსკაია (1853 – 1889).
52/31. კონსტანტინე მამუკას ძე, (04.05.1846 – 02.06.1912). მაიორი.
54/33. ალექსანდრე ივანეს ძე, (07.07.1847 – 02.04.1919). გენერალ-მაიორი, თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. ~ მარიამ, თავად ვახტანგ ორბელიანის ასული (1852 – 1941). (იხ. ნუსხა 6, N 45/33).
57/51. მამუკა (მაკარ) ივანეს ძე, (03.03.1873 – 1924). ~ (11.10.1898) ელისაბედ ბატონიშვილი, ირაკლი გრუზინსკის ასული, (ფსევდ. ”საზანდარი”) (1870 – 1942). 58/51. სოფიო ივანეს ასული, (1874 – 01.12.1915). ფრეილინა.
ნუსხა 9-ის კომენტარები
2/1. პაპუნა (პაპუა) გიორგის ძე, (?–1712). ~ ანა, თავად ავალიშვილების გვარიდან (?–1706).
3/1. გორჯასპი გიორგის ძე, (? – 1717), ბოქაულთ-უხუცსი.
4/1. ზურაბ გიორგის ძე, ჩანს (1674-1717)
7/3. პაპუნა გორჯასპის ძე, (ჩანს 1727). ისტორიკოსი.
8/4. დემეტრე ზურაბის ძე, ჩანს (1717 – 1738). უზბაში.
10/4. ქაიხოსრო ზურაბის ძე, ჩანს (1715 – 1750). ნაიბი. ეშიკაღაბაში.
11/8. ყაფლან დემეტრეს ძე, ჩანს (1738 – 1746). უზბაში, მეითარი.
12/8. ზაალ (ზაქარია) დემეტრეს ძე, (1738 – 09.08.1808). თოფანქჩი-აღასი. ერეკლე II-ის წინააღმდეგ შეთქმულების (1772) ერთ-ერთი მეთაური. შემდგომში იგი მეფეს შეურიგდა. ასპინძის ომის მონაწილე. ~ სოფიო, იესე ქსნის ერისთავის ასული (1738–1802).
17/8. მარიამ დემეტრეს ასული. ~ თავადი დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (1719–1765).
19/12. დიმიტრი ზაალის ძე, (1763 – 11.11.1827). გენერალ-ლეიტენანტი. ~ ანა, თავად ქაიხოსრო ამილახვრის ასული, (? – 1820).
20/12. გიორგი ზაალის ძე, (1765 – 24.07.1820). მაიორი. ~ თინია, თავად ანდრონიკაშვილის ასული.
21/12. მარიამ ზაალის ასული, (? – 1841). ~ (1798) გურიის მთავარი ვახტანგ II გურიელი (?– 1814).
22/12. პეტრე (ბეგლარ) ზაალის ძე (1776 – 14.04.1919). პოლკოვნიკი, კოლეგიის მრჩეველი (”коллежский советник”). ~ (1810) ეკატერინე, სამეგრელოს მთავრის, გრიგოლ დადიანის ასული.
23/12. ყაფლან (ივანე) ზაალის ძე, (1780 – 28.12.1820). პოდპოლკოვნიკი. ~ ანა, ოთარ ამილახვრის ასული, (1800 – 1866).
24/13. ლუარსაბ (ივანე) ზურაბის ძე, (1770 – 16.01.1827). მინბაში, პოდპოლკოვნიკი. ~ ელისაბედ, თავად ილარიონ ვაჩნაძის ასული (ბებურო) (1770 – 1830).
25/23. სოფიო ყაფლანის ასული. ~ ნიკოლოზ პავლეს ძე ბეზაკი [Безак] (1804 - ?)

26/24. მარიამ ლუარსაბის ასული, (1812 – 26.12.1866). ~ (1832) თავადი დიმიტრი ვახტანგის ძე ორბელიანი (1806 – 1882). (იხ. ნუსხა 6, N 32/25).