четверг, 31 мая 2018 г.

ევსევი კესარიელი (263-340) „საეკლესიო ისტორია“ - წიგნი IV, V, VI

წიგნი IV

I

   ტრაი­ა­ნეს ზე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­თორ­მე­ტე წელს გარ­და­იც­ვა­ლა ჩვენს მი­ერ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ალექ­სან­დრი­ის დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პო­სი, ხო­ლო მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მე­ოთ­ხე ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა წი­ლად ხვდა პრი­მუსს1. ამა­ვე დროს რომ­ში, რო­დე­საც ევა­რეს­ტოს­მა და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი მსა­ხუ­რე­ბის მერ­ვე წე­ლი, მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით პეტ­რე­სა და პავ­ლეს რი­გით მე­ხუ­თე ჩა­მო­მა­ვალ­მა, ალექ­სან­დრემ მი­ი­ღო ეპის­კო­პო­სო­ბა2.

II

   ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის მოძღვრე­ბა და ეკ­ლე­სია ყო­ველ­დღი­უ­რად უფ­რო მე­ტად ყვა­ო­და და უფ­რო მეტ წარ­მა­ტე­ბას აღ­წევ­და, ხო­ლო იუ­დე­ველ­თა უბე­დუ­რე­ბე­ბი ერ­თი მე­ო­რე­ზე მი­ყო­ლე­ბით თა­ვის მწვერ­ვალს აღ­წევ­და. იმ­პე­რა­ტო­რის ზე­ო­ბის მეთ­ვრა­მე­ტე წელს კვლავ აღეგ­ზნო იუ­დე­ველ­თა ამ­ბო­ხი და მათ­გან ძა­ლი­ან დი­დი სიმ­რავ­ლე და­ი­ღუ­პა. ალექ­სან­დრი­ა­სა და და­ნარჩენ ეგ­ვიპ­ტე­ში, ასე­ვე კვი­რი­ნე­აში, რო­გორც რამ სა­ში­ნე­ლი და მე­ამ­ბო­ხე ხე­ლით შეპ­ყრო­ბი­ლე­ბი აღიძ­რნენ თა­ნა­მო­სახ­ლე ბერ­ძნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ; და მწიფ­დე­ბო­და დი­დი აჯან­ყე­ბა, - მომ­დევ­ნო წელს არა მცი­რე ომი და­იწ­ყო, რო­დე­საც მთე­ლი ეგ­ვიპ­ტის მმარ­თვე­ლი იყო ლუ­პუ­სი. პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბი­სას მოხ­და ისე, რომ ბერ­ძნე­ბი და­ა­მარ­ცხეს. ისი­ნი გა­იქ­ცნენ ალექ­სან­დრი­ა­ში და და­ატ­ყვე­ვეს და და­ხო­ცეს ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი იუ­დე­ვე­ლე­ბი, ქა­ლა­ქის მაც­ხოვ­რე­ბელ­თა­გან დახ­მა­რე­ბის იმე­დი რომ და­კარ­გეს, კვი­რი­ნე­ის იუ­დე­ვე­ლებ­მა გა­ნაგ­რძეს ეგ­ვიპ­ტის მხა­რის ძარ­ცვა და მი­სი ნო­მე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ლუ­კუ­ა­სის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით. მათ წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პე­რა­ტორ­მა გაგ­ზავ­ნა მარ­კუს ტურ­ბო­ნი სახ­მე­ლე­თო და საზ­ღვაო ძა­ლე­ბით, და ასე­ვე კა­ვა­ლე­რი­ი­თაც. იგი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­გზის შე­ტა­კე­ბე­ბით აწარ­მო­ებ­და ომს მათ წი­ნა­აღ­მდეგ და მრა­ვა­ლი ათა­სი იუ­დე­ვე­ლი არამ­ხო­ლოდ კვი­რი­ნე­ა­დან, არა­მედ ეგ­ვიპ­ტი­და­ნაც მათ მე­ფეს­თან ლუ­კუ­ას­თან შეკ­რე­ბი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა. ხო­ლო იმ­პე­რა­ტორ­მა, რო­დე­საც მას ეჭ­ვი გაუჩნდა, რომ მე­სო­პო­ტა­მი­ის იუ­დე­ვე­ლე­ბი თავს და­ეს­ხმოდ­ნენ იქა­უ­რო­ბას, უბ­რძა­ნა ლუ­სი­უს კვი­ე­ტი­უსს, მათ­გან გა­ეწ­მინ­და პრო­ვინ­ცია; იგი და­ი­რაზ­მა და გაჟ­ლი­ტა მა­თი უდი­დე­სი სიმ­რავ­ლე; ამ საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბის გა­მო იმ­პე­რა­ტორ­მა იგი და­ნიშ­ნა იუ­დე­ის მმარ­თვე­ლად3. ამ ამ­ბავს მსგავ­სი სიტ­ყვე­ბით მოგ­ვით­ხრობს ბერ­ძნე­ბის ამა­ვე დრო­ის წე­რი­ლო­ბი­თი გად­მო­ცე­მა.

III

   ცხრა­მეტ­ნა­ხე­ვა­რი წლის გა­მავ­ლო­ბა­ში ტრაი­ა­ნეს მე­ფო­ბის შემ­დეგ, მმარ­თვე­ლო­ბა მი­ი­ღო ელი­უს ჰად­რი­ა­ნემ4. მას გა­დას­ცა კოდ­რა­ტუს­მა სიტ­ყვა, ჩვე­ნი ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო შედ­გე­ნი­ლი აპო­ლო­გია, რად­გან ზო­გი­ერ­თი უკე­თუ­რი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და ჩვე­ნი­ა­ნე­ბის შე­წუ­ხე­ბას. [ეს სიტ­ყვა] ჯერ კი­დევ ამ დრომ­დე არის შე­ნა­ხუ­ლი მრა­ვალ ძმას­თან. გარ­და ამი­სა ჩვენ­თა­ნაც არის ერ­თი ნა­წე­რი, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­ვიც­ნოთ ამ კა­ცის გო­ნე­ბი­სა და სა­მო­ცი­ქუ­ლო მართლმა­დი­დებ­ლო­ბის ნა­თე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. იგი თა­ვის­თავს წარ­მოაჩენს რო­გორც უძ­ვე­ლესს, რა­საც მოგ­ვით­ხრობს სა­კუ­თა­რი სიტ­ყვე­ბით: „ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის საქ­მე­ე­ბი ყო­ველ­თვის იყო წარ­მოჩე­ნი­ლი, რად­გან ისი­ნი ჭეშ­მა­რი­ტი იყო; გან­კურ­ნე­ბუ­ლე­ბი, მკვდრე­თით აღმდგარ­ნი, ისი­ნი არა მხო­ლოდ იხილ­ვე­ბოდ­ნენ მკურ­ნა­ლო­ბი­სა და აღ­დგო­მის დროს, არა­მედ ყო­ველ­თვის აქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, და არც მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც მაც­ხო­ვა­რი ცხოვ­რობ­და, არა­მედ მი­სი წას­ვლი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შიც იყ­ვნენ, ისე რომ ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ჩვენს დრომ­დეც მო­აღ­წია“ ასე­თი იყო იგი. არის­ტი­დემ კი, ჩვე­ნი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის მიმ­დე­ვარ­მა მორ­წმუ­ნე კაც­მა, სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მო კოდ­რა­ტო­სის მსგავ­სი აპო­ლო­გია ჰად­რი­ა­ნეს მი­მართ [და­წე­რი­ლი] დაგ­ვი­ტო­ვა. მი­სი თხზუ­ლე­ბა მრა­ვალ­თან არის ამ დრომ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი5.

IV

   იმა­ვე იმ­პე­რა­ტო­რის მმარ­თვე­ლო­ბის მე­სა­მე წელს აღეს­რუ­ლა რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სი ალექ­სან­დრე, მი­სი გან­მგებ­ლო­ბის მე­ა­თე წლის და­სას­რულს. ქსის­ტუ­სი6 იყო მი­სი მო­ნაც­ვლე. და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვე დროს, ალექ­სან­დრი­ის დი­ო­ცე­ზის მმარ­თვე­ლო­ბის მე­ა­თე წელს გარ­და­იც­ვა­ლა პრი­მუ­სი, იგი შეც­ვა­ლა იუს­ტუს­მა7.

V

   მე ვერ ვი­პო­ვე იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სე­ბის წე­რი­ლო­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი თა­რი­ღე­ბი (რად­გან გად­მო­ცე­მა გვამ­ცნობს, რომ მათ მცი­რე ხანს უც­ხოვ­რი­ათ); ნა­წე­რე­ბი­დან შე­ვიტ­ყვე ის, რომ ჰად­რი­ა­ნეს დროს იუ­დე­ვე­ლებ­ზე ალ­ყის შე­მორტყმამ­დე იქ იყო ეპის­კო­პოს­თა თხუთ­მე­ტი თა­ო­ბის მო­ნაც­ვლე­ობა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა მათ­გა­ნი იყო ებ­რა­ელი. ქრის­ტეს ცოდ­ნა მათ უტ­ყუ­ა­რად ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, ისე რომ ამ­გვა­რი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­ძლე­თა შო­რის ზო­გი­ერ­თი ეპის­კო­პოს­თა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ღირ­სა­დაც იქ­ნენ ცნო­ბი­ლი. რად­გან მა­შინ მთე­ლი მა­თი ეკ­ლე­სია შედ­გე­ბო­და ებ­რა­ელ მორ­წმუ­ნე­თა­გან, მო­ცი­ქულ­თა­გან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ალ­ყით მოც­ვამ­დე, რო­დე­საც იუ­დე­ვე­ლე­ბი კვლავ გა­ნუდ­გნენ რო­მა­ე­ლებს და და­ი­ღუპ­ნენ დიდ ომ­ში8. ამ­რი­გად, რო­დე­საც შეწ­ყდა წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის მო­ნაც­ვლე­ობა, ახ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­თი, სა­თა­ვე­ში მყოფ­თა, ჩა­მოთ­ვლა. პირ­ვე­ლი იყო ია­კო­ბი, უფ­ლის ძმად წო­დე­ბუ­ლი, მის შემ­დეგ მე­ო­რე იყო სი­მო­ნი; მე­სა­მე - იყო იუს­ტუ­სი, მე­ოთ­ხე - ზა­ქე, მე­ხუ­თე - ტო­ბია, მე­ექ­ვსე - ბე­ნი­ა­მი­ნი, მეშ­ვი­დე - იო­ანე, მერ­ვე - მა­თე, მეც­ხრე - ფი­ლი­პე, მე­ა­თე - სე­ნე­კა, მე­თერ­თმე­ტე - იუს­ტუ­სი, მე­თორ­მე­ტე - ლე­ვი, მე­ცა­მე­ტე - ეფ­რე­სი, მე­თოთ­ხმე­ტე - იო­სე­ბი, და ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, მეთ­ხუთ­მე­ტე - იუდა. ქა­ლაქ იე­რუ­სა­ლიმ­ში მო­ცი­ქულ­თა­გან ჩვენს მი­ერ გან­სა­ხილ­ველ დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი ამ­დე­ნი ეპის­კო­პო­სი, ყვე­ლა იყო წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი9. ჰად­რი­ა­ნეს ზე­ო­ბის მე­თორ­მე­ტე წელს, რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სად ქსის­ტუ­სის ყოფ­ნის ათ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მეშ­ვი­დე მო­ნაც­ვლე გახ­და ტე­ლეს­ფო­რო­სი10. ერ­თი წლი­სა და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ალექ­სან­დრი­ის დი­ო­ცე­ზის მმარ­თვე­ლო­ბა მი­ი­ღო რი­გით მე­ექ­ვსე ევ­მე­ნეს­მა, მას შემ­დეგ, რაც მის­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა შე­ას­რუ­ლა მსა­ხუ­რე­ბის თერ­თმე­ტი წე­ლი11.

VI

   რო­დე­საც იუ­დე­ველ­თა გან­დგო­მა კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და და გა­ფარ­თოვ­და, იუ­დე­ის პრო­კუ­რა­ტორ­მა რუ­ფუს­მა, რო­დე­საც მას იმ­პე­რა­ტორ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა, და­უნ­დობ­ლად გა­ი­ლაშ­ქრა ამ გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლებ­ზე. ერ­თბა­შად ათა­სო­ბით კა­ცი, ბავ­შვი და ქა­ლი გაწ­ყვი­ტა ომის კა­ნო­ნით და და­ი­მო­ნა მა­თი მი­წე­ბი. მა­შინ იუ­დე­ვე­ლებს სარ­დლობ­და სა­ხე­ლად ბარ­ხო­ხე­ბა12, რაც ნიშ­ნავს „ვარსკვლავს“, ვი­ღაც მკვლე­ლი და ავა­ზა­კი კა­ცი, ხო­ლო სა­ხელ­ზე დაყრდნო­ბით, რო­გორც ცი­დან მო­ნო­ბა­ში მყო­ფებ­თან მათ­თვის ჩა­მო­სუ­ლი მნა­თო­ბი; და გან­საც­დელ­ში მყოფ­თა გაბრწყი­ნე­ბას მოგ­ვო­ბით სას­წა­ულ­მოქ­მე­დებ­და. ჰად­რი­ა­ნეს ზე­ო­ბის მეთ­ვრა­მე­ტე წელს, რო­დე­საც ომ­მა სი­სას­ტი­კის მწვერ­ვალს მი­აღ­წია, ბეთ­თე­რა­ში (იე­რუ­სა­ლი­მი­დან არც ისე და­შო­რე­ბულ, საკ­მა­ოდ გა­მაგ­რე­ბულ და­ბა­ში), რო­ცა გა­რე­დან ალ­ყა იყო შე­მორტყმუ­ლი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, შიმ­ში­ლო­ბი­თა და წყურ­ვი­ლით ამო­ხე­ბუ­ლე­ბი სა­ბო­ლოო გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ და მა­თი სიშ­ლე­გის მი­ზეზ­მა სა­კად­რი­სი სას­ჯე­ლი მი­იღო. ჰად­რი­ა­ნეს კა­ნო­ნის განჩი­ნე­ბი­თა და გან­კარ­გუ­ლე­ბით სა­ერ­თოდ აეკ­რძა­ლა მთელ ერს იმ და­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მის შე­მო­გა­რე­ნამ­დე არ­სე­ბულ მი­წა­ზე შეს­ვლა, და ნაბ­რძა­ნე­ბი იყო მათ­თვის, თვა­ლი­თაც არ ეხი­ლათ მშობ­ლი­უ­რი მი­წა. ამას მოგ­ვით­ხრობს არის­ტონ პე­ლა­ე­ლი13. ამ­გვა­რად, მას შემ­დეგ, რაც ქა­ლა­ქი იუ­დე­ველ­თა ერი­სა­გან გა­პარ­ტა­ხე­ბულ უდაბ­ნოდ იქ­ცა და ძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სრუ­ლი­ად გა­ნად­გურ­და, და უც­ხო­ტო­მელ­თა მოდ­გმა და­სახ­ლდა, აშენ­და რო­მა­უ­ლი ქა­ლა­ქი, რო­მელ­საც სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლა და იმ­პე­რა­ტო­რის ელი­უს ჰად­რი­ა­ნეს სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ელია ეწო­და. იქ წარ­მარ­თთა­გან მოქ­ცე­უ­ლებ­მა აა­გეს ეკ­ლე­სია, და წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის შემ­დეგ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის პირ­ვე­ლად ხელ­დას­მულ იქ­ნა მარ­კო­ზი14.

VII

   რო­დე­საც უკ­ვე მო­კაშ­კა­შე მნა­თო­ბე­ბის მსგავ­სად მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბრწყი­ნავ­დნენ ეკ­ლე­სი­ე­ბი და კაც­თა მთელ­მა მოდ­გმამ ჩვე­ნი უფ­ლი­სა და მაც­ხოვ­რის იე­სო ქრის­ტეს რწმე­ნა­ში სიმ­წი­ფეს მი­აღ­წია, სი­კე­თის მო­ძუ­ლე დე­მონ­მა, რო­მე­ლიც არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მტე­რი და ადა­მი­ან­თა ხსნის წი­ნა­აღ­მდეგ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კად მებ­რძო­ლი, ეკ­ლე­სი­ა­ზე მი­მარ­თა მთე­ლი თა­ვი­სი მზაკ­ვრო­ბა. ძვე­ლად გა­რე­შე დევ­ნუ­ლე­ბე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბო­და მას­ზე, ახ­ლა კი, რად­გან აქეთ­კენ გზა ჰქონ­და მოჭ­რი­ლი, იყე­ნებ­და უკე­თურ მოგვ კა­ცებს, გა­ნად­გუ­რე­ბის ამ მსა­ხუ­რებს რო­გორც რამ სულ­თა დამ­ღუპ­ველ სა­შუ­ა­ლე­ბებს; სხვა ხერ­ხე­ბით წარ­მარ­თავ­და საქ­მეს, ყვე­ლა გზას მი­მარ­თავ­და, რომ ქვე­მო­დან შე­მომძვრა­ლი მოგ­ვე­ბი და მატ­ყუ­ა­რე­ბი თვით ჩვე­ნი დოგ­მა­ტის სა­ხელს ამო­ფა­რე­ბოდ­ნენ: ზოგ­ჯერ და­ღუპ­ვის სიღ­რმის­კენ მი­ყავ­დათ ის მორ­წმუ­ნე­ები, რომ­ლებ­საც შე­იპ­ყრობ­დნენ, ზოგ­ჯერ რწმე­ნის უმე­ცართ იმ საქ­მე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­საც იქ­მოდ­ნენ, მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი სიტ­ყვის გზი­დან გა­და­აც­დენ­დნენ. მე­ნან­დრე­დან, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზე­მოთ უკ­ვე გად­მო­ვე­ცით, რომ სვი­მო­ნის მო­ნაც­ვლე იყო, ორმხრივ­მა, გვე­ლის მსგავ­სად გა­მო­მა­ვალ­მა ორ­თა­ვი­ან­მა რამ ძა­ლამ, ორი გა­მორჩე­უ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლი და­ად­გი­ნა: სა­ტურ­ნი­ნე15, წარ­მო­შო­ბით ან­ტი­ო­ქი­ელი, და ალექ­სან­დრი­ე­ლი ბა­სი­ლი­დე16, რო­მელ­თა­გან, ერ­თი მხრივ, სი­რი­აში, მე­ო­რე მხრივ, კი ეგ­ვიპ­ტე­ში და­არ­სდა ღვთის­მო­ძუ­ლე მწვა­ლებ­ლო­ბა­თა სას­წავ­ლე­ბე­ლი. ირი­ნე­ო­სი ცხად­ყოფს, რომ სა­ტურ­ნი­ნე უმე­ტეს­წი­ლად იმა­ვე სიც­რუ­ეს ამ­ბობ­და, რა­საც მე­ნან­დრე, ბა­სი­ლი­დე კი გა­მო­უთ­ქმელ­თა სა­ბა­ბით უსაზღვრო­სა­კენ მი­აპ­ყრობ­და გო­ნე­ბას და თა­ვი­სი მწვა­ლებ­ლო­ბი­სათ­ვის უღ­მერ­თო, სა­ში­ნელ ზღაპ­რებს თხზავ­და. რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ის მა­მა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ დროს ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სათ­ვის იღ­ვწო­და და სა­მო­ცი­ქუ­ლო და სა­ეკ­ლე­სიო დი­დე­ბი­სათ­ვის ძლი­ე­რი მჭერ­მეტ­ყვე­ლე­ბით იბ­რძო­და, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თვით ამ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბე­ბი­სა­გან წი­ნას­წა­რი თავ­დაც­ვის გზებს უკ­ვე ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბით მოგ­ვი­პო­ვებ­და. მათ­გან ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია მა­შინ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მწერ­ლის აგ­რი­პა კას­ტო­რის მი­ერ ბა­სი­ლი­დეს წი­ნა­აღ­მდეგ შედ­გე­ნილ­მა ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მა მხი­ლე­ბამ, რო­მელ­მაც წარ­მოაჩი­ნა ამ კა­ცის მოგ­ვო­ბის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი საქ­მე­ები. იგი გა­აც­ხა­დებს მის გა­მო­უთ­ქმელ [სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს], ამ­ბობს, რომ მან სა­ხა­რე­ბი­სათ­ვის შე­ად­გი­ნა ოც­და­ოთ­ხი წიგ­ნი, თა­ვის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებს უწო­დებს ბარ­კაბ­ბას და ბარ­კო­ფას და სხვებ­საც, არარ­სე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის­თან შე­მო­იკ­რი­ბა და და­ტყვე­ვე­ბულ­თა გან­საც­ვიფ­რებ­ლად მათ უწო­და ბარ­ბა­რო­სუ­ლი სა­ხე­ლე­ბი. ას­წავ­ლი­და, რომ გა­ნურჩევ­ლად ეგე­მათ ნა­კერ­პა­ვი და დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს ფი­ცით უა­რე­ყოთ რწმე­ნა; მას­თან მო­სუ­ლებს პი­თა­გო­რას მსგავ­სად უბ­რძა­ნებ­და დუ­მი­ლის დაც­ვას ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ამის მსგავს სხვა სწავ­ლე­ბებ­საც ჩა­მოთ­ვლის ბა­სი­ლი­დეს შე­სა­ხებ და თა­მა­მად გა­მო­აქვს სა­აშ­კა­რა­ო­ზე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის სიც­რუე. ირი­ნე­ო­სიც წერს, რომ მა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე იყო კარ­პოკ­რა­ტე17, ე. წ. გნოს­ტი­კოს­თა ერე­სის სხვა მა­მა. ისი­ნი ეს­წრა­ფოდ­ნენ, სვი­მო­ნის მა­გია გა­და­ე­ცათ არა და­ფა­რუ­ლად, რო­გორც ის იქ­მო­და, არა­მედ უკ­ვე აშ­კა­რად, რო­გორც დი­დი რამ საქ­მე. თით­ქმის ამა­ყობ­დნენ კი­დე­ვაც მათ­გან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ამაო საქ­მე­ე­ბით, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სას­მე­ლე­ბით, სიზ­მრის მოვ­ლი­ნე­ბი­თა და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი დე­მო­ნე­ბით, და სხვა მსგავ­სი საქ­მე­ე­ბით. ასე ას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ყვე­ლა სა­სირცხვი­ლო საქ­მე უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ათ მათ, ვინც აპი­რებ­და მა­თი იდუ­მალთმყვა­ნებ­ლო­ბის სრულ­ყო­ფას, ანუ უფ­რო სა­ძა­გელ საქ­მემ­დე მიღ­წე­ვას; რად­გან, რო­გორც ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, სხვაგ­ვა­რად ვერ გა­ექ­ცე­ოდ­ნენ „ქვეყ­ნი­ე­რე­ბის მთა­ვართ“, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გზით თუ არ აღას­რუ­ლებ­დნენ ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ჭი­რო იყო. ამ მსა­ხუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ღვარ­ძლი­ან დე­მონს მათ­გან მოტ­ყუ­ე­ბულ­ნი ასე სამ­წუ­ხა­როდ მი­ყავ­და დამ­ღუპ­ვე­ლი მო­ნო­ბი­სა­კენ, ურ­წმუ­ნო წარ­მარ­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ძა­ლი­ან უხ­ვად შე­მოჰ­ქონ­და ღვთის სიტ­ყვის გმო­ბა, რო­დე­საც მა­თი დას­მე­ნით ქრის­ტი­ან­თა მთელ ერს თავს ატ­ყდე­ბო­და ცი­ლის­წა­მე­ბა. ამ­გვა­რად გავ­რცელ­და ურ­წმუ­ნო­ებ­თან ჩვენს შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი უღ­მერ­თო და უჯე­რო ეჭ­ვი, თით­ქოს ჩვენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი დე­დებ­თან და დებ­თან უკა­ნო­ნო აღ­რე­ვას ვახ­დენ­დით და უწ­მინ­დურ საკ­ვებს ვი­ყე­ნებ­დით. მაგ­რამ ამით დი­დად წინ ვერ წა­ი­წია, რო­დე­საც თვით ჭეშ­მა­რი­ტე­ბამ გა­ნამ­ტკი­ცა თა­ვი­სი თა­ვი და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­რო დი­დი სი­ნათ­ლით გაბრწყინ­და. რად­გან მი­სი მოქ­მე­დე­ბით მეყ­სე­უ­ლად გაქ­რა მტრე­ბის მხი­ლე­ბუ­ლი მზაკ­ვრო­ბა­ნი, რო­დე­საც ერ­თი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით უფ­რო და უფ­რო ახა­ლი მწვა­ლებ­ლო­ბე­ბი იქ­ნა გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ­თა­გან უწ­ყვე­ტად მი­ე­დი­ნე­ბოდ­ნენ იდე­ე­ბის მრა­ვალ­გვა­რო­ბი­სა და მრა­ვალ­სა­ხე­ო­ბი­სა­კენ, და სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად იხრწნე­ბოდ­ნენ. ხო­ლო სა­ყო­ველ­თაო და ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი ეკ­ლე­სი­ის სი­ნათ­ლე წა­რე­მა­ტე­ბო­და უფ­რო მე­ტი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი­სა და სი­დი­ა­დი­სა­კენ, მა­რად უც­ვლე­ლად ეპ­ყრა ერ­თი­და­ი­გი­ვე გე­ზი; ბერ­ძენ­თა და ბარ­ბა­როს­თა მთელ მოდ­გმას ამაღ­ლე­ბულ, უზა­დო, თა­ვი­სუ­ფალ, გო­ნივ­რულ, გან­წმენ­დილ და საღ­ვთო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ას აღ­მო­უბრწყი­ნებ­და. ამ­რი­გად, ჟამ­თა სვლას­თან ერ­თად ყველ­გან დაც­ხრა ცი­ლის­წა­მე­ბა ჩვენს მოძღვრე­ბა­ზე, ხო­ლო დარჩა მხო­ლოდ ყვე­ლას­თან ძა­ლის მქო­ნე და აღი­ა­რე­ბუ­ლი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბი­თა და გო­ნივ­რუ­ლო­ბით, ღვთა­ებ­რი­ვი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი დოგ­მა­ტე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორჩე­უ­ლი ჩვე­ნი მოძღვრე­ბა. ასე რომ, ახ­ლან­დელ დრომ­დე აღარ ჩა­უ­დე­ნი­ათ სა­მარცხვი­ნო და­ნა­შა­ული, ჩვე­ნი რწმე­ნის გმო­ბა, არც რა­ი­მე ისე­თი ცი­ლის­წა­მე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა წი­ნათ უყ­ვარ­დათ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ შე­მოკ­რე­ბილთ.
   თუმ­ცა, გან­სა­ხილ­ველ დროს ჭეშ­მა­რი­ტე­ბამ თა­ვის­თვის კვლავ შუ­ა­ში გა­მო­იყ­ვა­ნა ურიც­ხვი მებ­რძო­ლი, არა მხო­ლოდ და­უ­წერ­ლად მამ­ხი­ლე­ბელ­ნი, არა­მედ წე­რი­ლო­ბით წარ­მოჩე­ნის გზი­თაც უღ­მერ­თო მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­რაზ­მულ­ნი.

VIII

   მათ შო­რის ცნო­ბი­ლი იყო ჰე­გე­სი­პე, ვი­სი უამ­რა­ვი სიტ­ყვაც უკ­ვე გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რო­დე­საც მო­ცი­ქუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ მი­სი გად­მო­ცე­მი­დან ზო­გი რამ გაც­ნო­ბეთ. მან სა­მო­ცი­ქუ­ლო ქა­და­გე­ბის უც­თო­მე­ლი გად­მო­ცე­მის მო­სახ­სე­ნებ­ლე­ბი უმარ­ტი­ვე­სი ენით და­წე­რილ ხუთ წიგ­ნში შე­მოკ­რი­ბა. იგი აღ­ნიშ­ნავს დროს, რო­დე­საც თვი­თონ გახ­და ცნო­ბი­ლი, და ძვე­ლად კერ­პე­ბის აღ­მმარ­თველ­თა შე­სა­ხებ ასე წერს: „მათ­თვის შექ­მნეს კე­ნო­ტა­ფი­ე­ბი და ტაძ­რე­ბი ახ­ლან­დელ დრომ­დე. მათ შო­რის არის ან­ტი­ნო­ოსი, ჰად­რი­ა­ნე კე­ის­რის მო­ნა, რომ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად აწ­ყო­ბენ ან­ტი­ნო­ეს შე­ჯიბ­რე­ბებს, თუმ­ცა იგი ჩვენს დროს იყო. ან­ტი­ნო­ო­სის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლა­ქიც და­ა­ფუძ­ნა და მის­ნე­ბიც გა­ნა­წე­სა მის­თვის“18. მის დროს იუს­ტი­ნე, ჭეშ­მა­რი­ტი ფი­ლო­სო­ფი­ის ნამ­დვი­ლი მოყ­ვა­რუ­ლი, ჯერ ისევ ელი­ნებ­თან სიტ­ყვებ­ში წვრთნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. იგიც აღ­ნიშ­ნავს იმა­ვე დროს ან­ტო­ნი­ნუ­სის მი­მართ აპო­ლო­გი­აში, რო­ცა ასე წერს: „ვფიქ­რობთ, რომ უად­გი­ლო არ არის აქ ახ­ლა­ხან მყო­ფი ან­ტი­ნო­ო­სის19 ხსე­ნე­ბა, ვის მი­მარ­თაც, რო­გორც ღმერ­თი­სად­მი ში­შის გა­მო, ყვე­ლა თაყ­ვა­ნის­სა­ცე­მად აღიძ­ვრო­და, რო­მელ­თაც უწ­ყოდ­ნენ, ვინ იყო იგი და წარ­მო­შო­ბით სა­ი­დან იყო“.
   იგი­ვე მწე­რა­ლი მო­იხ­სე­ნი­ებს იუ­დე­ველ­თა წი­ნა­აღ­მდეგ იმ დრო­ინ­დელ ომს და ამას გვამ­ცნობს: „და ახ­ლა მომ­ხდარ იუ­და­ურ ომ­ში ბარ ხო­ხე­ბამ, იუ­დე­ველ­თა გან­დგო­მის მე­თა­ურ­მა, ბრძა­ნა მხო­ლოდ ქრის­ტი­ან­თა წაყ­ვა­ნა სა­ში­ნე­ლი სას­ჯე­ლი­სა­კენ, თუ ისი­ნი არ უარ­ყოფ­დნენ იე­სო ქრის­ტეს და არ დაგ­მობ­დნენ მას“20.
   ამა­ვე წიგ­ნში აჩვე­ნებს, რომ ელი­ნუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ი­დან ღვთის­მო­სა­ო­ბი­სა­კენ მი­სი მოქ­ცე­ვა არა­თუ და­უ­ფიქ­რებ­ლად, არა­მედ გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­ა­კე­თა მან, და ასე წერს: „რად­გან მე თვი­თო­ნაც შევ­ხა­რო­დი პლა­ტო­ნის სწავ­ლე­ბებს, მეს­მო­და ცი­ლის­წა­მე­ბა ქრის­ტი­ა­ნებ­ზე, მაგ­რამ ვხე­დავ­დი, რომ სიკ­ვდი­ლის მი­მართ და იმის მი­მართ, რაც ყვე­ლა­სათ­ვის სა­ში­შად მიიჩნე­ოდა, უში­შა­რი იყ­ვნენ, და გა­ვი­ფიქ­რე, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მათ ეც­ხოვ­რათ ბო­რო­ტე­ბა­სა და სი­ა­მე­თა მოყ­ვა­რე­ო­ბა­ში; რად­გან რო­მე­ლი სი­ა­მე­თა მოყ­ვა­რე ან თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი და ის, ვინც ადა­მი­ა­ნის ხორ­ცის ჭა­მას სი­კე­თედ მიიჩნევს, შეძ­ლებს, სი­ხა­რუ­ლით შე­ე­გე­ბოს სიკ­ვდილს და სა­კუ­თა­რი გუ­ლისთქმა­ნი მო­იკ­ლოს; არა­მედ ყვე­ლა­ნა­ი­რად არ ეც­დე­ბა, რომ მუ­დამ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბით იც­ხოვ­როს, და­ე­მა­ლოს ხე­ლი­სუ­ფალთ და მო­საკ­ლა­ვად არ გას­ცეს სა­კუ­თა­რი თა­ვი?"21.
   გარ­და ამი­სა, იგი­ვე მწე­რა­ლი მოგ­ვით­ხრობს ჰად­რი­ა­ნეს მი­ერ სე­რე­ნი­უს გრა­ნი­ა­ნეს­გან22, ყვე­ლა­ზე გა­მოჩე­ნი­ლი მმარ­თვე­ლი­სა­გან, ქრის­ტი­ან­თა შე­სა­ხებ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბის მი­ღე­ბას. ეს წე­რი­ლე­ბი შე­ი­ცავს იმ აზრს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი არ არის რა­ი­მე საჩივ­რის გა­რე­შე ხალ­ხის შე­ძა­ხი­ლე­ბის სა­ა­მებ­ლად მა­თი გა­უ­სა­მარ­თლებ­ლად მოკ­ვლა. და ასე­ვე იმა­საც, რომ სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი მი­წე­რა მი­ნუ­ცი­უს ფუნ­და­ნუსს23, ასი­ის პრო­კონ­სულს და უბ­რძა­ნა, რომ არა­ვინ გა­ნე­სა­ჯა საჩივ­რი­სა და კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი ბრალ­დე­ბის გა­რე­შე; და გვაც­ნობს ეპის­ტო­ლის თარ­გმანს რო­მა­უ­ლი დედ­ნის დაც­ვით ისე, რო­გორც იყო, და ამ­ბობს: "და უდი­დე­სი და უდი­დე­ბუ­ლე­სი კე­ის­რის ჰად­რი­ა­ნეს, თქვე­ნი მა­მის ეპის­ტო­ლის ძა­ლით შეგ­ვიძ­ლია გთხო­ვოთ თქვენ, ბრძა­ნოთ ის, რაც გვსურს, რომ იყოს სა­სა­მარ­თლო. ეს უფ­რო მო­ვი­სურ­ვეთ არა რო­გორც ჰად­რი­ა­ნეს მი­ერ ნაბ­რძა­ნე­ბი, არა­მედ იმის ცოდ­ნის გა­მო, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ღირ­სი მო­წო­დე­ბაა. და­ვურ­თავთ ჰად­რი­ა­ნეს ეპის­ტო­ლის პა­სუხ­საც, რა­თა იცო­დე, რომ ჩვენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვამ­ბობთ და ეს ასეც არის". ამ სიტ­ყვებს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­ცი პა­სუხს და­ურ­თავს ლა­თი­ნურ ენა­ზე, ჩვენ კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ბერ­ძნუ­ლად გად­მოვ­თარგმნეთ, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს შემ­დეგს:

IX

   "მი­ნუ­ცი­უს ფუნ­და­ნუსს. მი­ვი­ღე სა­ხელ­განთქმუ­ლი კა­ცის სე­რე­ნი­უს გრა­ნი­ა­ნუ­სის მი­ერ ჩემ­და­მი მო­წე­რი­ლი ეპის­ტო­ლე. მე არა მგო­ნია, რომ საქ­მე გა­მო­უკ­ვლე­ვე­ლი უნ­და დარჩეს, რა­თა ადა­მი­ა­ნე­ბი არ იყ­ვნენ შფოთ­ში და ცი­ლის­მწა­მებ­ლებს არ მი­ე­ცეთ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. თუ პრო­ვინ­ცი­ებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას აშ­კა­რად ამ თხოვ­ნით შე­უძ­ლია, მი­უ­თი­თოს ქრის­ტი­ან­თა წი­ნა­აღ­მდეგ ისე, რომ პა­სუ­ხი აგოს სამ­სჯავ­როს წი­ნა­შე, მხო­ლოდ ამ გზით მი­მარ­თოს, მაგ­რამ არა მა­თი მოთ­ხოვ­ნე­ბით, არც ყვი­რი­ლით. ყვე­ლა­ზე მე­ტად ხამს, რა­თა შენ გა­მო­იკ­ვლიო, თუ ვინ­მეს სურს ბრა­ლის და­დე­ბა. თუ ვინ­მე ბრალს სდებს და ამ­ტკი­ცებს იმას, რა­საც აკე­თებს კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით. მაგ­რამ ჰე­რაკ­ლეს გუ­ლის­თვის, თუ ვინ­მე ცი­ლის­წა­მე­ბით წა­მო­წევს საქ­მეს, აღ­კვე­თე ეს სა­ში­ნე­ლი საქ­მე და სას­ჯე­ლის და­დე­ბი­სას ფრთხი­ლად იყა­ვი". ასე­თი იყო ჰად­რი­ა­ნეს პა­სუ­ხი25.

X

   ოც­და­ერ­თი წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ჰად­რი­ა­ნემ გა­და­ი­ხა­და ბუ­ნე­ბის ვა­ლი, ან­ტო­ნი­ნუს­მა26, ღვთის­მო­სა­ვად წო­დე­ბულ­მა, მი­ი­ღო რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა. მი­სი ზე­ო­ბის პირ­ველ წელს გარ­და­იც­ვა­ლა ტე­ლეს­ფო­რო­სი, თა­ვი­სი მსა­ხუ­რე­ბის მე­თერ­თმე­ტე წელს, და რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სო­ბის წი­ლი ხვდა ჰი­გი­ნი­უსს. ირი­ნე­ო­სი მოგ­ვით­ხრობს, რომ ტე­ლეს­ფო­როს­მა მო­წა­მე­ო­ბით გა­მორჩე­უ­ლი აღ­სას­რუ­ლი მი­იღო. იქ­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სის ჰი­გი­ნი­უ­სის27 დროს ვა­ლენ­ტი­ნე28, სა­კუ­თა­რი მწვა­ლებ­ლო­ბის შე­მომ­ტა­ნი, და კერ­დო­ნი29, მარ­კი­ო­ნის საც­თუ­რის30 და­მა­არ­სე­ბე­ლი, ორი­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და რომ­ში. იგი წერს ამ­გვა­რად:

XI

   „ვა­ლენ­ტი­ნე რომ­ში ჩა­ვი­და ჰი­გი­ნი­უ­სის დროს, ხო­ლო აღ­ზევ­და პი­უ­სის დროს და დარჩა ანი­კე­ტამ­დე. კერ­დო­ნიც, მარ­კი­ო­ნის უწი­ნა­რეს მყო­ფი, იგიც ჰი­გი­ნი­უ­სის (რო­მე­ლიც იყო მეც­ხრე ეპის­კო­პო­სი) დროს შე­ვი­და ეკ­ლე­სი­ა­ში და აღი­არა; მან შემ­დე­გი სა­ხით გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა: ხან ას­წავ­ლი­და მწვა­ლებ­ლო­ბას, ხა­ნაც შე­ი­ნა­ნებ­და, ხან კი მხი­ლე­ბუ­ლი იყო ბო­როტ სწავ­ლე­ბა­ში და გა­ნე­შო­რე­ბო­და ძმა­თა საკ­რე­ბუ­ლოს"31. ამას ამ­ბობს [ირი­ნე­ოსი] "მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" ნაშ­რო­მის მე­სა­მე წიგ­ნში. პირ­ველ წიგ­ნში კი კვლავ ამ­ბობს კერ­დო­ნის შე­სა­ხებ: "კერ­დო­ნი, ერთ-ერ­თი მათ­გან, ვინც თა­ვი­დან­ვე სვი­მო­ნის გვერ­დით იმ­ყო­ფე­ბო­და, ცხოვ­რობ­და რომ­ში ჰი­გი­ნი­უ­სის, მო­ცი­ქულ­თა­გან ეპის­კო­პო­სო­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით რი­გით მეც­ხრე წი­ლის მპყრო­ბე­ლის დროს. იგი ას­წავ­ლი­და, რომ რჯუ­ლი­სა და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მი­ერ ნა­ქა­და­გე­ბი ღმერ­თი არ არის ჩვე­ნი უფ­ლის, იე­სო ქრის­ტეს მა­მა, რად­გან ეს ცნო­ბი­ლი არის, ხო­ლო ის* უც­ნო­ბი, ეს სა­მარ­თლი­ა­ნი არის, ხო­ლო ის კი - კე­თი­ლი. იგი შეც­ვა­ლა მარ­კი­ო­ნე პონ­ტო­ელ­მა და გა­ა­ფარ­თო­ვა სას­წავ­ლე­ბე­ლი, და უსირცხვი­ლოდ მკრე­ხე­ლობ­და"32.
   იმა­ვე ირი­ნე­ოს­მა ვა­ლენ­ტი­ნეს მრა­ვალ­საც­თუ­რი­ა­ნი ნივ­თის უსაზღვრო სიღ­რმე უძ­ლი­ე­რე­სად გახ­სნა და ქვე­წარ­მავ­ლის მსგავ­სად სო­რო­ში და­ფა­რუ­ლი და და­მა­ლუ­ლი ბო­რო­ტე­ბა გა­ა­შიშ­ვლა. ამათ გარ­და სხვა ვინ­მე სა­ხე­ლად მარ­კო­ზი33, მათ დროს მყო­ფი, ამ­ბობს, რომ მა­გი­ის სიც­რუ­ე­ში ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი იყო, წერს მათ არას­რულ­მყო­ფე­ლი სრუ­ლი იდუ­მალთმყვა­ნებ­ლო­ბის სა­ძაგ­ლო­ბებ­ზე და წარ­მოაჩენს მათ შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ამ­ზა­დებს სა­ქორ­წი­ნო ოთახს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე რა­ღაც შე­ლოც­ვებ­თან ერ­თად აღას­რუ­ლებს იდუ­მალთმყვა­ნებ­ლო­ბას და ამ­ბობს, რომ ეს არის სუ­ლი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა მათ მი­ერ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ზე­ნა შე­უღ­ლე­ბა­თა მსგავ­სე­ბის მი­ხედ­ვით. მათ ისი­ნი წყალ­თან მიჰ­ყავთ, ნათ­ლა­ვენ და ასე ამ­ბო­ბენ: "შე­უც­ნო­ბე­ლი ყო­ველ­თა მა­მის სა­ხე­ლით, ყო­ველ­თა დე­დის, ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სათ­ვის, იე­სო­ზე გად­მო­სუ­ლი­სათ­ვის". და წარ­მოთ­ქვა­მენ სხვა ებ­რა­ულ სა­ხე­ლებს გან­დო­ბილ­თა უფ­რო მე­ტად შე­საძ­რწუ­ნებ­ლად"34.
   რო­დე­საც ჰი­გი­ნი­უ­სი ეპის­კო­პო­სო­ბის ოთ­ხი წლის შემ­დეგ აღეს­რუ­ლა, რომ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა პი­უს­მა35 ჩა­ი­ბა­რა. ალექ­სან­დრი­ა­ში მარ­კო­ზი36 წარ­მოჩნდა მწყემ­სად მას შემ­დეგ, რაც ევ­მე­ნი­უს­მა ცა­მე­ტი წე­ლი აღას­რუ­ლა; ათ­წლი­ა­ნი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­სა­გან მარ­კო­ზის გან­სვე­ნე­ბის შემ­დეგ კე­ლა­დი­ონ­მა37 მი­ი­ღო ალექ­სან­დრი­ის ეკ­ლე­სი­ის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა. რო­დე­საც რო­მა­ელ­თა ქა­ლაქ­ში მეთ­ხუთ­მე­ტე წელს გარ­და­იც­ვა­ლა ეპის­კო­პო­სი პი­უსი, ანი­კე­ტუ­სი38 გახ­და იქ მყოფ­თა წი­ნამძღვა­რი. მის დროს, რო­გორც ჰე­გე­სი­პე მოგ­ვით­ხრობს, იგი ცხოვ­რობ­და რომ­ში ეპის­კო­პოს ელევ­თე­რამ­დე39. მათ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნით­ქვა სა­ხე­ლი იუს­ტი­ნემ, რო­მე­ლიც ფი­ლო­სო­ფო­სის ტა­ნი­სა­მო­სით შუ­ამ­დგომ­ლობ­და ღვთის სიტ­ყვი­სათ­ვის და თხზუ­ლე­ბე­ბით იბ­რძო­და რწმე­ნის გა­მო. მან და­წე­რა მარ­კი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ თხზუ­ლე­ბა და იხ­სე­ნებს, რომ მან ის იმ დროს შე­ად­გი­ნა, რო­ცა ეს კა­ცი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით ცნო­ბი­ლი იყო, და წერს შემ­დეგს: "მარ­კი­ო­ნი არის კა­ცი ვინ­მე პონ­ტო­ელი, რო­მე­ლიც ახ­ლაც ას­წავ­ლის მის მიმ­დე­ვართ და მიაჩნია, რომ არ­სე­ბობს სხვა, შე­მოქ­მედ­ზე უფ­რო დი­დი ღმერ­თი. მან ადა­მი­ან­თა მთელ მოდ­გმა­ში დე­მონ­თა დახ­მა­რე­ბით მრა­ვალს ათ­ქმე­ვი­ნა მკრე­ხე­ლო­ბა და უარ­ყო­ფა იმი­სა, რომ ყო­ვე­ლი­ვეს შე­მოქ­მე­დი არის ქრის­ტეს მა­მა; არა­მედ აღი­ა­რე­ბი­ნა სხვა ვინ­მე, მას­ზე დი­დი. ყვე­ლას, მათ­გან აღ­ძრულს, რო­გორც ვთქვით, ქრის­ტი­ა­ნე­ბი ეწო­დე­ბათ, იმ­გვა­რად, რო­გორც სხვა­დას­ხვა სწავ­ლე­ბის მქო­ნე ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის­თვის ფი­ლო­სო­ფი­ის სა­ხე­ლი სა­ერ­თო არის". ამას დას­ძენს: "ჩვენ გვაქვს თხზუ­ლე­ბა ყვე­ლა წარ­მო­შო­ბი­ლი ერე­სის წი­ნა­აღ­მდეგ, რა­საც, თუ ინე­ბებთ, წა­სა­კით­ხად მოგ­ცემთ".
   იმა­ვე იუს­ტი­ნემ ელინ­თა წი­ნა­აღ­მდეგ საკ­მა­ოდ იღ­ვა­წა და ჩვე­ნი რწმე­ნის გა­მო სხვა მო­საზ­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი აპო­ლო­გია მი­უძღვნა იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­ნუსს, ღვთის­მო­სა­ვად წო­დე­ბულს, და რო­მა­ელ­თა სე­ნატს, რად­გან რომ­ში ცხოვ­რობ­და. თა­ვის თავს, თუ ვინ იყო და სა­ი­დან იყო, აპო­ლო­გი­ა­ში წარ­მოაჩენს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით:
   * უფლის „ნამდვილი" მამა - მთარგ.

XII

   "იმ­პე­რა­ტორ ტი­ტუს ელი­უს ჰად­რი­ა­ნე ან­ტო­ნი­ნუს ღვთის­მო­სავს, კე­ი­სარ ავ­გუს­ტუს­სა და ვე­რი­სი­მუსს, მის ძეს ფი­ლო­სო­ფოსს და ლუ­კი­უსს, ფი­ლო­სო­ფო­სი კე­ის­რის ბუ­ნე­ბით ძე­სა და ღვთის­მო­სა­ვის მი­ერ ნაშ­ვი­ლებს, გა­ნათ­ლე­ბის მოყ­ვა­რულს, აგ­რეთ­ვე წმინ­და სე­ნატ­სა და რო­მა­ელ­თა მთელ ერს ადა­მი­ან­თა მთე­ლი მოდ­გმი­სა­გან უსა­მარ­თლოდ შე­ძუ­ლე­ბულ­თა და შე­უ­რაც­ხყო­ფილ­თა გა­მო, მე, იუს­ტი­ნე, ბაკ­ხე­უ­სის ძის პრის­კუ­სის ძე, წარ­მო­შო­ბით - პა­ლეს­ტი­ნის სი­რი­ის ფლა­ვია ნე­ა­პო­ლი­დან, ერ­თი მათ­გა­ნი (ქრის­ტი­ა­ნი - მთარგ.), მი­მარ­თვა­სა და თხოვ­ნას წარ­მო­ვად­გენ"40.
    ამა­ვე იმ­პე­რა­ტო­რი­სად­მი წარ­დგე­ნილ იქ­ნა სხვა თხოვ­ნე­ბიც ასი­ა­ში მყო­ფი ძმე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა თავ­ხე­დუ­რი გა­მოხ­ტო­მე­ბით იყ­ვნენ და­ტან­ჯუ­ლი. იმ­პე­რა­ტორ­მა სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა ასი­ის საბ­ჭო­სათ­ვის41 გა­ე­ცა შემ­დე­გი ბრძა­ნე­ბა:

XIII

   "იმ­პე­რა­ტო­რი კე­ი­სა­რი მარ­კუს ავ­რე­ლი­უს ან­ტო­ნი­ნუ­სი, ავ­გუს­ტუს არ­მე­ნი­კუ­სი, პონ­ტი­ფექს მაქ­სი­მუ­სი, თხუთ­მეტ­გზის სა­ხალ­ხო ტრი­ბუ­ნი, სამ­გზის კონ­სუ­ლი, მო­კით­ხვა ასი­ის საბ­ჭოს. მე ვი­ცი, რომ ღმერ­თე­ბი ზრუ­ნა­ვენ, რა­თა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ და­ი­მა­ლონ. მათ, რომ­ლებ­საც არ სურთ მა­თი თაყ­ვა­ნის­ცე­მა, შენ­ზე უფ­რო მე­ტად ისი­ნი დას­ჯი­ან. მათ შფოთ­ში აგ­დებ და გა­ნამ­ტკი­ცებ მათ აზრს, რაც აქვთ, რო­დე­საც ბრალს სდებ რო­გორც უღ­მერ­თო­ებს. ამ ბრალ­დე­ბულ­თათ­ვის უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თა­ვი­სი ღმერ­თის გა­მო მო­სა­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლი, ვიდ­რე სი­ცოც­ხლე. ამი­ტო­მაც იმარ­ჯვე­ბენ, ისი­ნი უმალ თა­ვი­ანთ სი­ცოც­ხლეს შე­წი­რა­ვენ, ვიდ­რე და­ე­მორჩი­ლე­ბი­ან იმას, რა­საც მო­ით­ხოვ, რომ მათ გა­ა­კე­თონ. რაც შე­ე­ხე­ბა მი­წისძვრებს, ად­რეც და ახ­ლა­ხან მომ­ხდარ­საც, უად­გი­ლო არ იქ­ნე­ბა, შე­გახ­სე­ნოთ, რომ, რო­დე­საც ეს ხდე­ბა, სა­სო წარ­გეკ­ვე­თე­ბათ. შე­ა­და­რეთ თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა მათ­სას: ისი­ნი უფ­რო კად­ნი­ერ­დე­ბი­ან ღვთის მი­მართ, თქვენ კი მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში* არ ზრუ­ნავთ სხვა ღმერ­თებ­სა და უკ­ვდა­ვის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე, რომ­ლის მსა­ხურ ქრის­ტი­ა­ნებ­საც აძე­ვებთ და დევ­ნით სიკ­ვდი­ლამ­დე. მათ გა­მო ჩვენს უსაღ­ვთო­ეს მა­მას უკ­ვე მრა­ვალ­მა პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თველ­მა მის­წე­რა, რომ­ლებ­საც მან უპა­სუ­ხა, რომ არ შე­ა­წუ­ხონ ისი­ნი, თუ არ აღ­მოჩნდე­ბა, რომ რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მეს აპი­რე­ბენ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მეც მრა­ვალ­მა შე­მატ­ყო­ბი­ნა, რომ­ლებ­საც მა­მის აზ­რის მიმ­დე­ვარ­მა გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. თუ­კი ვინ­მე ჯი­უ­ტად აღ­ძრავს საქ­მეს მათ­ზე, რო­გორც ასე­თად მყო­ფებ­ზე, და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქ­ნას ბრალ­დე­ბი­სა­გან მა­ში­ნაც, თუ­კი აღ­მოჩნდე­ბა, რომ ასე­თი (ქრის­ტი­ა­ნი - მთარგ.) არის, ბრალ­მდე­ბე­ლი კი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სას­ჯელს. გა­მოქ­ვეყ­ნდა ეფე­სო­ში ასი­ის საბ­ჭო­ში"42.
   საქ­მე­ე­ბის ამ­გვა­რად წარ­მარ­თვის მოწ­მე არის მე­ლი­ტო­ნი43, სარ­დის ეკ­ლე­სი­ის იმ­ჟა­მად ცნო­ბი­ლი ეპის­კო­პო­სი, რაც ცხა­დია მის მი­ერ ნათ­ქვა­მი­დან, რაც და­წე­რა ჩვე­ნი მოძღვრე­ბის გა­მო იმ­პე­რა­ტორ ვე­რო­ნის44 მი­მართ შედ­გე­ნილ აპო­ლო­გი­აში.
   * ვიდრე მიწისძვრა გრძელდება - მთარგ.

XIV

   ირი­ნე­ო­სი მოგ­ვით­ხრობს ამა­ვე დროს, რო­მის ეკ­ლე­სი­ა­ში ანი­კე­ტუ­სის წი­ნამძღვრო­ბი­სას, ჯერ კი­დევ ცოც­ხა­ლი პო­ლი­კარ­პეს რომ­ში ყოფ­ნა­სა და პა­სე­ქის დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღა­ცის გა­მოკ­ვლე­ვის გა­მო ანი­კე­ტუს­თან სა­სა­უბ­როდ მის მის­ვლას45. იგი­ვე მწე­რა­ლი პო­ლი­კარ­პეს შე­სა­ხებ სხვა ამ­ბავ­საც გად­მოგ­ვცემს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­ერ­თოს მის შე­სა­ხებ ცნო­ბებს. იგი შე­ი­ცავს შემ­დეგს:
   ირი­ნე­ო­სის "მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" თხზუ­ლე­ბის მე­სა­მე წიგ­ნი­დან:
   "პო­ლი­კარ­პე არა მხო­ლოდ მო­ცი­ქულ­თა მი­ერ იყო და­მო­წა­ფე­ბუ­ლი და უფ­ლის მრა­ვალ თვით­მხილ­ველ­თან ურ­თი­ერ­თობ­და, არა­მედ აგ­რეთ­ვე მო­ცი­ქულ­თა მი­ერ დად­გე­ნილ იქ­ნა ასი­აში, სმირ­ნა­ში არ­სე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­ში ეპის­კო­პო­სად, რო­მე­ლიც ჩვენც ვი­ხი­ლეთ ჩვენს ბავ­შვო­ბა­ში (რად­გან დი­დი ხა­ნი იც­ხოვ­რა, და ღრმად მო­ხუ­ცი ეწა­მა რა დი­დე­ბუ­ლად და ბრწყინ­ვა­ლედ, გა­ვი­და ამ ცხოვ­რე­ბი­დან), ყო­ველ­თვის ას­წავ­ლი­და იმას, რაც მო­ცი­ქულ­თა­გან ის­წავ­ლა, რა­საც ეკ­ლე­სი­აც გად­მოს­ცემს და რაც არის ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ამ ამ­ბებს და­ე­მოწ­მე­ბა ასი­ის ყვე­ლა ეკ­ლე­სია და ახ­ლან­დელ დრომ­დე [ცოც­ხა­ლი] პო­ლი­კარ­პეს მო­ნაც­ვლე­ები. იგი არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ბევ­რად სარ­წმუ­ნო და მტკი­ცე მოწ­მე, ვიდ­რე ვა­ლენ­ტი­ნე, მარ­კი­ო­ნი და და­ნარჩე­ნი ბო­რო­ტად მზრახ­ველ­ნი. იგი ანი­კე­ტუ­სის დროს ცხოვ­რობ­და რომ­ში, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მწვა­ლე­ბელ­თა­გან მრა­ვა­ლი მო­აქ­ცია ღვთის ეკ­ლე­სი­ი­სა­კენ, ქა­და­გებ­და რომ ერ­თი და მხო­ლო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ის, რაც მო­ცი­ქულ­თა­გან მი­იღო, არის ეკ­ლე­სი­ის მი­ერ გად­მო­ცე­მუ­ლი. და არი­ან მსმე­ნე­ლე­ბი მის მი­ერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბი­სა, რომ იო­ანე, უფ­ლის მო­წა­ფე, ეფე­სო­ში წა­ვი­და და­სა­ბა­ნად და ნა­ხა რა შიგ­ნით კერ­ნთო­სი, აბა­ნო­დან და­უ­ბა­ნე­ლი გა­იქ­ცა და იყ­ვი­რა: „გა­ვიქ­ცეთ, აბა­ნო არ ჩა­მო­იქ­ცეს, რო­ცა შიგ იმ­ყო­ფე­ბა კე­რინ­თო­სი, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მტე­რი". თვი­თონ პო­ლი­კარ­პემ ერ­თხელ, რო­ცა მის პი­რის­პირ მო­მა­ვალ­მა მარ­კი­ონ­მა უთ­ხრა: "გვცა­ნი ჩვენ", მან მი­უგო: "გცნობ, გცნობ, სა­ტა­ნას პირ­მშოვ". ასე­თი სიფრთხი­ლე ჰქონ­დათ მო­ცი­ქუ­ლებ­სა და მათ მო­წა­ფე­ებს, რომ სიტ­ყვი­თაც არ ურ­თი­ერ­თობ­დნენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გამ­ყალ­ბებ­ლებ­თან, რო­გორც პავ­ლემ თქვა: "მწვა­ლე­ბელ ადა­მი­ანს ერ­თი და ორი შე­გო­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნე­რი­დე, რო­დე­საც იცი, რომ ასე­თი ვინ­მე გა­ირყვნა და სცო­დავს თა­ვი­სი თა­ვის განმსჯე­ლი" (ტიტ. 3, 10,11). არ­სე­ბობს ასე­ვე პო­ლი­კარ­პეს ეპის­ტო­ლე ფი­ლი­პე­ლე­ბის მი­მართ, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სიტ­ყვით და­წე­რი­ლი, სა­ი­და­ნაც მსურ­ვე­ლებ­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის ცხო­ნე­ბა­ზე მზრუნ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ შე­ის­წავ­ლონ მი­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ხა­სი­ა­თი და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ქა­და­გე­ბა"46. ასე ამ­ბობს ირი­ნე­ოსი. პო­ლი­კარ­პე ფი­ლი­პელ­თა მი­მართ მის ხსე­ნე­ბულ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც აქამ­დე არის მოღ­წე­ული, იყე­ნებს ზო­გი­ერთ მოწ­მო­ბას პეტ­რეს პირ­ვე­ლი ეპის­ტო­ლი­დან.
   ან­ტო­ნი­ნუ­სი, ღვთის­მო­სა­ვად წო­დე­ბუ­ლი, ოც­და­ო­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მმარ­თვე­ლო­ბის მპყრო­ბე­ლი, შეც­ვა­ლა მარ­კუს ავ­რე­ლი­უს ვე­რუს­მა, ასე­ვე ან­ტო­ნი­ნუს­მა, მის­მა ძემ, ძმას­თან ლუ­ცი­უს­თან ერ­თად.

XV

   ამ დროს პო­ლი­კარ­პე ყვე­ლა­ზე დი­დი, ასი­ის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. ვფიქ­რობ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის, ამ ის­ტო­რი­ა­ში გად­მოვ­ცეთ მი­სი აღ­სას­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ახ­ლაც არის წე­რი­ლო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნი­ლი ად­გი­ლობ­რივ დი­ო­ცეზ­ში იმ ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით, რო­მელ­საც თვი­თონ წი­ნამძღვრობ­და, და ამ­ცნობს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "ღვთის ეკ­ლე­სია, სმირ­ნა­ში მკვიდ­რი, ღვთის ეკ­ლე­სი­ას, ფი­ლო­მე­ლი­უმ­ში მკვიდრს, და ყვე­ლა ად­გი­ლას წმინ­და კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის ყვე­ლა დი­ო­ცეზს. მა­მა ღმერ­თი­სა და ჩვე­ნი უფ­ლის იე­სო ქრის­ტეს წყა­ლო­ბა, მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გამ­რავ­ლდეს. ძმებ­მა თქვენ მოგ­წე­რეთ წა­მე­ბულ­თა და ნე­ტარ პო­ლი­კარ­პეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი, ვინც მი­სი მო­წა­მე­ო­ბის გზით, რო­გორც და­ბეჭ­დვით, შეაჩე­რა დევ­ნუ­ლე­ბა".
   ამის შემ­დეგ პო­ლი­კარ­პეს შე­სა­ხებ თხრო­ბის წინ სხვა მო­წა­მე­თა ამ­ბებს მოგ­ვით­ხრო­ბენ და აღ­წე­რენ, თუ რო­გო­რი სიმ­ტკი­ცე გა­მოიჩი­ნეს ტკი­ვი­ლის მი­მართ. ამ­ბო­ბენ, რომ მათ გარ­შე­მო მდგომ­ნი გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რო­დე­საც ხე­დავ­დნენ, რომ მათ­რა­ხით უში­ნა­გა­ნე­სი ძარ­ღვე­ბი­სა და არ­ტე­რი­ე­ბის გა­მოჩე­ნამ­დე სცემ­დნენ, რომ უკ­ვე იხილ­ვე­ბო­და სხე­უ­ლის და­ფა­რუ­ლი შიგ­ნე­უ­ლო­ბა და ორ­გა­ნო­ები. სხვა დროს ზღვის ნი­ჟა­რებ­სა და მჭრელ დაშ­ნებ­ზე და­წო­ლი­ლებს, ყვე­ლა სა­ხის სას­ჯე­ლე­ბი­სა და სა­ტან­ჯვე­ლე­ბის გზით ნა­ვალთ, ბო­ლოს, მხე­ცებს აძ­ლევ­დნენ შე­საჭ­მე­ლად. მოგ­ვით­ხრო­ბენ უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი გერ­მა­ნი­კუ­სის47 გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მორჩე­უ­ლო­ბას, რო­მელ­მაც ღვთის მად­ლით დაძ­ლია სიკ­ვდი­ლი­სად­მი სხე­უ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი ში­ში. პრო­კონ­სულს სურ­და მი­სი და­მორჩი­ლე­ბა, შე­ახ­სე­ნებ­და მის ახალ­გაზ­რდა ასაკს, მზრუნ­ვე­ლად მი­მარ­თავ­და, რო­გორც ახალ­გაზ­რდა­სა და სიმ­წი­ფის ასაკ­ში მყოფს, რა­თა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ გა­მოეჩი­ნა თა­ნაგრძნო­ბა. მაგ­რამ იგი არ ზრუ­ნავ­და, არა­მედ მა­მა­ცუ­რად აი­ძუ­ლებ­და მხე­ცებს თა­ვი­სი თა­ვის დაგ­ლე­ჯას და იწ­ვევ­და კი­დეც მათ, რომ მა­ლე გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო უსა­მარ­თლო და ურ­ჯუ­ლო ცხოვ­რე­ბი­სა­გან. მი­სი გა­მორჩე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის დროს მთე­ლი ბრბო გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო ღვთის­მოყ­ვა­რე მო­წა­მის ახო­ვა­ნე­ბი­თა და ქრის­ტი­ან­თა მთე­ლი მოდ­გმის სათ­ნო­ე­ბით და ერთხმად მორ­თეს ყვი­რი­ლი: "მო­კა­ლით უღ­მერ­თო­ები! მო­ძებ­ნილ იქ­ნეს პო­ლი­კარ­პე!" ამ ყვი­რილ­მა დი­დი შფო­თი გა­მო­იწ­ვია; ერ­თი კა­ცი, ტო­მით ფრი­გი­ელი, სა­ხე­ლად კვინ­ტუ­სი, ფრი­გი­ი­დან ახ­ლა­ხანს ჩა­მო­სუ­ლი სუ­ლით და­ეცა, და­უძ­ლურ­და და, ბო­ლოს, ცხო­ნე­ბას გა­ნუდ­გა, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა მხე­ცე­ბი და მათ­თან ერ­თად სხვა სა­ში­ნე­ლე­ბე­ბიც. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლის თხრო­ბა წარ­მოაჩენს, რომ იგი სხვებ­თან ერ­თად სამ­სჯავ­რო­ში და­უ­ფიქ­რებ­ლად და არა ღვთის­მო­სა­ვუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით გა­იქ­ცა; თუმ­ცა, შეპ­ყრო­ბილ­მა ყვე­ლას აჩვე­ნა იმის მა­გა­ლი­თი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე თავ­გან­წი­რუ­ლი სი­მა­მა­ცი­თა და უკ­რძალ­ვე­ლად გა­კად­ნი­ე­რე­ბა. ასე­თი აღ­სას­რუ­ლი ჰქონ­და მათ. უსაკ­ვირ­ვე­ლეს­მა პო­ლი­კარ­პემ, რო­დე­საც მათ შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად გა­იგო, აღუშ­ფო­თე­ბუ­ლი დარჩა, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი აღუძ­ვრე­ლად და­იც­ვა და ქა­ლაქ­ში დარჩე­ნა მო­ი­სურ­ვა. მას­თან ერ­თად მყოფთ და­უ­ჯე­რა, რომ­ლე­ბიც მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ თა­ვი და­ეღ­წია დევ­ნუ­ლე­ბი­სა­გან, და­ტო­ვა ქა­ლა­ქი და გა­ე­შუ­რა არ­ცთუ შორს მდე­ბა­რე ყა­ნი­სა­კენ, რა­თა იქ სხვებ­თან ერ­თად ეც­ხოვ­რა. დღე და ღა­მე სხვა არა­ფერს აკე­თებ­და გარ­და იმი­სა, რომ განმტკიც­დე­ბო­და უფ­ლი­სად­მი ლოც­ვე­ბით და მა­თი მეშ­ვე­ო­ბით ევედ­რე­ბო­და და ით­ხოვ­და მშვი­დო­ბას, და ამას ით­ხოვ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში მყო­ფი ეკ­ლე­სი­ე­ბი­სათ­ვის, რად­გან ეს იყო მი­სი უც­ვლე­ლი ჩვე­უ­ლე­ბა. და ლოც­ვი­სას, მის შეპ­ყრო­ბამ­დე სა­მი დღით ად­რე, ღა­მით ხილ­ვა ჰქონ­და და იხი­ლა, რომ მის თავ­ქვეშ ლო­გი­ნი ერ­თბა­შად ცეც­ხლით და­იწ­ვა და ასე გა­ნად­გურ­და. ამით გა­მოღ­ვი­ძე­ბულ­მა მა­შინ­ვე გა­ნუ­მარ­ტა ჩვე­ნე­ბა იქ მყოფთ, მო­მა­ვა­ლი იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლა და ნათ­ლად აუწ­ყა მას­თან მყოფთ, რომ იგი ქრის­ტეს გა­მო ცეც­ხლით უნ­და გარ­დაც­ვლი­ლი­ყო. რო­დე­საც მთე­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით ეძებ­დნენ მას, კვლავ ძმე­ბის გან­წყო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით იძუ­ლე­ბუ­ლი წა­ვი­და სხვა მა­მულ­ში. იქ მცი­რე ხნის შემ­დეგ მი­ვიდ­ნენ მდევ­რე­ბი და ად­გილ­ზე ორი მო­ნა შე­იპ­ყრეს. მათ­გან ერ­თი აწა­მეს და მი­სი მეშ­ვე­ო­ბით მი­ად­გნენ პო­ლი­კარ­პეს ად­გილ­სამ­ყო­ფელს. სა­ღა­მოს შე­ვიდ­ნენ და იპო­ვეს იგი მწო­ლი­ა­რე ზე­და ოთახ­ში, სა­ი­და­ნაც შე­ეძ­ლო სხვა სახ­ლში გა­დას­ვლა, მაგ­რამ არ ისურ­ვა, თქვა „იყოს ღვთის ნე­ბა" (შდრ. საქ­მე. 21,14). რო­გორც გად­მო­ცე­მა გვამ­ცნობს, რო­დე­საც გა­იგო, რომ იქ იმ­ყო­ფე­ბი­ან, ჩა­ვი­და მათ­თან და და­ე­ლა­პა­რა­კა მე­ტად სხივ­მფი­ნა­რი და კე­თი­ლი პი­რით, ისე რომ მათ, რომ­ლე­ბიც ად­რე ამ კაცს არ იც­ნობ­დნენ, რო­დე­საც შე­ხე­დეს მი­სი ასა­კის ხნო­ვა­ნე­ბას, პა­ტივ­სა­ცემ და გა­წო­ნას­წო­რე­ბულ ქცე­ვას, საკ­ვირ­ვე­ლი რამ ხილ­ვა ეგო­ნათ და ფიქ­რობ­დნენ: სა­ჭი­რო კი იყო ესო­დე­ნი მო­შურ­ნე­ო­ბა ასე­თი მო­ხუ­ცის შე­საპ­ყრო­ბად? მან კი არ და­ა­ყოვ­ნა და მყის­ვე ბრძა­ნა მათ­თვის სუფ­რის გაშ­ლა, მო­ი­პა­ტი­ჟა ისი­ნი, რა­თა მი­ერ­თვათ გულუხ­ვად შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სასმელ-საჭმელი. მათ­გან ით­ხო­ვა ერ­თი სა­ათი, რა­თა უშ­ფოთ­ვე­ლად ელო­ცა. მათ ნე­ბა დარ­თეს. იგი ად­გა და ილო­ცა, უფ­ლის მად­ლით აღივ­სო, ისე რომ გან­ცვიფრდნენ იქ მყოფ­ნი, რო­დე­საც ის­მენ­დნენ მის ლოც­ვას და მრა­ვალ­მა მათ­გან­მა შე­ი­ნა­ნა იმის გა­მო, რომ ასე­თი პა­ტივ­სა­ცე­მი და ღვთივ­შვე­ნი­ე­რი მო­ხუ­ცის მოკ­ვლას აპი­რებ­დნენ.
   ამის შემ­დეგ მის შე­სა­ხებ წე­რი­ლი სიტ­ყვა­სიტ­ყვით ასე გად­მოს­ცემს მომ­დევ­ნო ის­ტო­რი­ას: "რო­დე­საც და­ას­რუ­ლა ლოც­ვა და მო­იხ­სე­ნია ყვე­ლა, ვინც კი ოდეს­მე ყო­ფი­ლა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მცი­რე­ნიც და დიდ­ნიც, სა­ხელ­განთქმულ­ნიც და უსა­ხე­ლო­ნიც, და მსოფ­ლიო სრუ­ლი­ად კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სია; მო­ვი­და წას­ვლის ჟა­მი, იგი ვირ­ზე შეს­ვეს და წა­იყ­ვა­ნეს ქა­ლაქ­ში "დი­დი შა­ბა­თის" დღეს. მას შეხ­ვდა ირი­ნარ­ქო­სი48 ჰე­რო­დე და მი­სი მა­მა ნი­კი­ტა. იგი წა­იყ­ვა­ნეს ოთხთვა­ლას­კენ, გვერ­დით მი­უსხდნენ, არ­წმუ­ნებ­დნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: "რა ბო­რო­ტე­ბა არის, რომ თქვა: "უფა­ლი კე­ი­სა­რი", შეს­წი­რო მსხვერ­პლი და გა­დარჩე?" მან ჯერ პა­სუ­ხი არ გას­ცა, და რად­გან მათ გა­ნაგ­რძეს, უთ­ხრა: "არ ვა­პი­რებ იმის გა­კე­თე­ბას, რა­საც მირჩევთ". მათ კი, რო­დე­საც ვერ შეძ­ლეს დარ­წმუ­ნე­ბა, და­სა­ში­ნე­ბელ სიტ­ყვებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და სწრა­ფად ჩა­მო­აგ­დეს ისე, რომ ოთხთვა­ლა­დან ჩა­მოს­ვლი­სას წვი­ვი გა­ი­ხეთ­ქა. მაგ­რამ არ შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლა, თით­ქოს არა­ფე­რი ვნე­ბო­და, მხნედ სწრა­ფად გაი­არა. და წა­იყ­ვა­ნეს არე­ნი­სა­კენ. ესო­დენ დი­დი ხმა­უ­რი იყო არე­ნა­ზე, რომ ბევრს არა­ფე­რი ეს­მო­და. რო­დე­საც პო­ლი­კარ­პე შე­ვი­და არე­ნა­ზე, ხმა იყო ცი­დან: "გაძ­ლი­ერ­დი, პო­ლი­კარ­პე, და გამ­ხნევ­დი". ამ სიტ­ყვე­ბის მთქმე­ლი კი არა­ვის და­უ­ნა­ხავს, ხო­ლო ხმა მრა­ვალ­მა ჩვე­ნი­ან­მა მო­ის­მი­ნა. რო­დე­საც მი­იყ­ვა­ნეს იგი, დი­დი ხმა­უ­რი ატე­ხეს მათ, ვინც გა­იგო, რომ პო­ლი­კარ­პე შე­ეპ­ყრათ. რო­დე­საც პრო­კონ­სულ­თან მი­იყ­ვა­ნეს, მან ჰკით­ხა: იყო თუ არა იგი პო­ლი­კარ­პე, და რო­ცა მან აღი­არა, არ­წმუ­ნებ­და უა­რე­ყო და ეუბ­ნე­ბო­და: "პა­ტი­ვი ეცი შენს ასაკს", ამას სხვა სიტ­ყვე­ბიც მო­ა­ყო­ლა, რი­სი თქმაც სჩვე­ვი­ათ: "და­ი­ფი­ცე კე­ის­რის სვე, შე­ი­ნა­ნე და თქვი: "სიკ­ვდი­ლი უღ­მერ­თო­ებს". პო­ლი­კარ­პემ მრის­ხა­ნე სა­ხით გა­და­ხე­და არე­ნა­ზე მყოფ მთელ ბრბოს, ხე­ლი და­უქ­ნია მათ, ამოი­ოხ­რა, ცის­კენ აი­ხე­და და თქვა: "შორს უღ­მერ­თო­ები". მაგ­რამ, რო­დე­საც პრო­კონ­სუ­ლი და­ჟი­ნე­ბით მო­ით­ხოვ­და - "და­ი­ფი­ცე და გა­გიშ­ვებ, დაგ­მე ქრის­ტე", - პო­ლი­კარ­პემ უთ­ხრა: "ოთ­ხმოც­და­ექ­ვსი წე­ლი ვემ­სა­ხუ­რე­ბი მას და არა­ფე­რი უსა­მარ­თლო­ბა არ უქ­ნია ჩემ­თვის; რო­გორ შე­მიძ­ლია დავ­გმო ჩე­მი მე­უფე, ჩე­მი მხსნე­ლი?" იგი კი კვლავ აგ­რძე­ლებ­და და ეუბ­ნე­ბო­და: "და­ი­ფი­ცე კე­ის­რის სვე", პო­ლი­კარ­პემ უთ­ხრა: "ამა­ოდ გგო­ნია, რომ და­ვი­ფი­ცებ კე­ის­რის სვეს, რო­გორც ამ­ბობ. თა­ვი ისე გი­ჭი­რავს, თით­ქოს არ იცი, ვინ ვარ, მხნე­ო­ბა მო­იკ­რი­ბე და ის­მი­ნე: ქრის­ტი­ა­ნი ვარ. თუ გსურს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძღვრე­ბის შეს­წავ­ლა, მო­მე­ცი ერ­თი დღე და მო­ის­მენ". პრო­კონ­სულ­მა უთ­ხრა: "და­არ­წმუ­ნე ხალ­ხი". პო­ლი­კარ­პემ უთ­ხრა: "შენ სიტ­ყვის ღირსს გხდი, რად­გან გვის­წავ­ლია, რომ მთა­ვარ­თა და ხე­ლი­სუ­ფალთ, ღვთის მი­ერ დად­გი­ნე­ბულთ, სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ, თუ არ გვავ­ნე­ბენ ჩვენ. მათ კი არ ვთვლი ღირ­სად, რომ თა­ვი და­ვიც­ვა მათ წი­ნა­შე". პრო­კონ­სულ­მა უთ­ხრა: "მხე­ცე­ბი მყავს, მათ­თან მი­გაგ­დებ, თუ არ შე­ი­ნა­ნებ". მან კი უთ­ხრა: "მო­უხ­მე მათ, რად­გან ჩემ­თვის გო­ნე­ბის შეც­ვლა უმ­ჯო­ბე­სი­დან უა­რე­სი­სა­კენ მი­უ­ღე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბაა, ხო­ლო მშვე­ნი­ე­რია ცვლი­ლე­ბა უა­რე­სი­დან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა­კენ". მან კი კვლავ უთ­ხრა: "თუ მხე­ცებს არაფ­რად აგ­დებ, ცეც­ხლით შეგ­მუს­რავ, თუ­კი არ შე­ი­ნა­ნებ". პო­ლი­კარ­პემ უთ­ხრა: "ცეც­ხლით მე­მუქ­რე­ბი, დრო­ე­ბით რომ წვავს და მა­ლე­ვე იშ­რი­ტე­ბა. რად­გან არ იცი მო­მა­ვა­ლი სამ­სჯავ­რო­სა და უღ­მერ­თო­თათ­ვის და­ცუ­ლი სა­უ­კუ­ნო სას­ჯე­ლის ცეც­ხლი. მაგ­რამ რას აყოვ­ნებ? ქმენ, რაც გე­ნე­ბოს". ეს და სხვა მრა­ვა­ლი რამ თქვა, სი­მა­მა­ცი­თა და სი­ხა­რუ­ლით იყო აღ­სავ­სე და მი­სი პი­რი მად­ლით აღივ­სო, ისე რომ არა­თუ არ შეშ­ფო­თე­ბუ­ლა მის მი­მართ ნათ­ქვა­მით, არა­მედ, პი­რი­ქით, თვი­თონ პრო­კონ­სუ­ლი გან­ცვიფ­რდა და გაგ­ზავ­ნა მაც­ნე არე­ნის შუ­ა­ში სამ­ჯერ სა­უწ­ყებ­ლად: "პო­ლი­კარ­პემ აღი­არა, რომ ქრის­ტი­ა­ნი არის". რო­დე­საც მაც­ნემ ეს გა­მო­აც­ხა­და, სმირ­ნის მკვიდ­რი წარ­მმარ­თე­ბი­სა და იუ­დე­ვე­ლე­ბის მთელ­მა ბრბომ დაუ­ო­კე­ბე­ლი რის­ხვი­თა და დი­დი ხმით და­იყ­ვი­რა: „ის არის ასი­ის მოძ­ღვა­რი, ქრის­ტი­ან­თა მა­მა, ჩვე­ნი ღმერ­თე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი, იგი მრა­ვალს ას­წავ­ლის, რომ არ შეს­წი­როს მსხვერ­პლი, არც თაყ­ვა­ნი სცეს“. ამას ამ­ბობ­დნენ, ყვი­როდ­ნენ და მო­ით­ხოვ­დნენ ასი­არ­ქოს49 ფი­ლი­პეს­გან, რომ პო­ლი­კარ­პე­ზე მი­ეშ­ვა ლო­მი. მან კი თქვა, რომ ეს არ შე­უძ­ლია, გა­ა­კე­თოს მას შემ­დეგ, რაც დას­რუ­ლე­ბუ­ლია მხე­ცე­ბით დევ­ნა. მა­შინ მათ მო­ი­ფიქ­რეს, ერთხმად ეყ­ვი­რათ, რომ პო­ლი­კარ­პე ცოც­ხლად და­ეწ­ვა. რად­გან უნ­და აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო მის­თვის გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი ხილ­ვა სას­თუ­მალ­ზე, რო­დე­საც ლოც­ვის დროს იხი­ლა, რომ ის იწ­ვო­და. იგი მი­უბ­რუნ­და მას­თან ერ­თად მყოფ მორ­წმუ­ნე­ებს და უთ­ხრა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლუ­რად: "მე უნ­და და­ვიწ­ვა ცოც­ხლად". ამ­რი­გად, ეს ასე სწრა­ფად ახ­და, უფ­რო მა­ლე, ვიდ­რე ამ­ბობ­და, რო­დე­საც ბრბომ ერ­თობ­ლი­ვად სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი­დან და აბა­ნო­ე­ბი­დან შე­შა და ფიჩხი მო­ზი­და, ამ საქ­მის მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მონ­დო­მე­ბუ­ლი იუ­დე­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­გორც მათ ეს სჩვე­ო­დათ. რო­დე­საც ცეც­ხლი მზად იყო, მთლი­ა­ნად გა­ი­ხა­და ტა­ნი­სა­მო­სი, შე­იხ­სნა სარ­ტყე­ლი, სცა­და გა­ე­ხა­და ფეხ­საც­მე­ლი, წი­ნათ ამას არ აკე­თებ­და, რად­გან ყო­ველ­თვის თი­თოე­უ­ლი მორ­წმუ­ნე ეს­წრა­ფო­და, ვინც მო­ას­წრებ­და, შე­ხე­ბო­და მის სხე­ულს; რა­მე­თუ ყვე­ლა­ფერ­ში გამ­შვე­ნე­ბუ­ლი იყო კე­თი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­მო მის მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბამ­დეც. მყის­ვე შე­მო­უწ­ყვეს მას ცეც­ხლი­სათ­ვის სა­ჭი­რო საგ­ნე­ბი; და რო­დე­საც აპი­რებ­დნენ ისი­ნი მის მი­ლურსმნას, მან უთ­ხრა: "ასე მი­მიშ­ვით, რად­გან ვინც მაძ­ლევს ცეც­ხლის გაძ­ლე­ბას, იგი მომ­ცემს ძა­ლას, ლურსმნე­ბით თქვე­ნი უსაფრთხო­ე­ბის ზო­მე­ბის გა­რე­შეც უშ­ფოთ­ვე­ლად დავრჩე ცეცხლში". მათ იგი არ მი­ა­ლურსმნეს, მაგ­რამ შეკ­რეს. ხე­ლე­ბი უკან შე­უკ­რეს რო­გორც რჩე­ულ ცხვარს, შე­წი­რულს დი­დი ფა­რი­დან ყოვ­ლად­და­საწ­ვე­ლა­და ყოვ­ლისმპყრო­ბე­ლი ღვთის­თვის სა­ა­მოდ. და თქვა: "მა­მაო შე­ნი საყ­ვა­რე­ლი და კურ­თხე­უ­ლი შვი­ლის იე­სო ქრის­ტე­სო, ვი­სი მეშ­ვე­ო­ბით მი­ვი­ღეთ შენს შე­სა­ხებ ცოდ­ნა; ღმერ­თო ძალ­თა და ან­გე­ლოზ­თა, ყვე­ლა ქმნი­ლე­ბი­სა და მარ­თალ­თა მთე­ლი მოდ­გმის, რომ­ლე­ბიც ცოც­ხა­ლი არი­ან შენს წი­ნა­შე, გა­კურ­თხებ შენ, რად­გან ამ დღი­სა და ჟა­მი­სა ღირ­სი გამ­ხა­დე, რა­თა მო­წა­მე­თა რიცხვში წი­ლი მი­მე­ღო შე­ნი ქრის­ტეს სას­მის­ში სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბა­ში, სუ­ლიწ­მინ­დის უხრწნე­ლე­ბა­ში სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის აღ­დგო­მი­სათ­ვის; და მათ შო­რის დღეს შენს წი­ნა­შე შე­რაც­ხილ ვიქ­ნე მსუ­ყე და სა­ა­მო მსხვერ­პლად, რო­გორც ეს წი­ნას­წარ გა­ნამ­ზა­დე, წი­ნას­წარ გა­აც­ხა­დე და აღას­რუ­ლე, უტ­ყუ­ა­რო და ჭეშ­მა­რი­ტო ღმერ­თო. ამის გა­მოც და ყვე­ლაფ­რის­თვი­საც გა­ქებ, გა­კურ­თხებ, გა­დი­დებ სა­უ­კუ­ნო მღვდელ­მთავ­რის იე­სო ქრის­ტეს, შე­ნი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ვი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც დი­დე­ბა შენ მას­თან ერ­თად სუ­ლიწ­მინ­და­ში აწ და მო­მა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­სათ­ვის, ამინ~. რო­ცა კი წარ­მოთ­ქვა „ამინ" და აღას­რუ­ლა ლოც­ვა, ცეცხლზე მიჩე­ნილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მო­უ­კი­დეს, რო­დე­საც ალი ძლი­ერ ავარ­და, ვი­ხი­ლეთ საკ­ვირ­ვე­ლე­ბა, რო­მელ­თაც მოგ­ვე­ცა ხილ­ვა, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლი ვი­ქე­ნით, რა­თა მომ­ხდა­რი სხვე­ბის­თვი­საც გვე­უწ­ყე­ბია. და­ვი­ნა­ხეთ, რომ ცეცხლმა შეკ­რა თა­ღო­ვა­ნი რამ ოთა­ხი, რო­გორც გე­მის აფ­რა ქა­რის­გან გა­ბე­რი­ლი, და მო­წა­მის სხე­ულს კედ­ლის მსგავ­სად წრი­უ­ლად შე­მო­ერ­ტყა, და შუ­ა­ში იყო არა დამ­წვა­რი ხორ­ცის მსგავ­სი, არა­მედ რო­გორც ოქ­რო და ვერცხლი ქუ­რა­ში ნაწ­რთო­ბი; და რო­გორც სურ­ნე­ლე­ბას ისე ვიყ­ნო­სავ­დით, რო­გორც საკ­მევ­ლის ან სხვა ძვირ­ფა­სი არო­მა­ტის კმე­ვას. და­სას­რულ, რო­დე­საც ურ­ჯუ­ლო­ებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ არ შე­ეძ­ლოთ სხე­უ­ლის ცეც­ხლით შე­მუს­ვრა, ბრძა­ნეს მას­თან მი­სუ­ლი­ყო ჯა­ლა­თი და ეძ­გე­რა მახ­ვი­ლი. რო­დე­საც ეს გა­ა­კე­თა, გად­მო­დინ­და ბევ­რი სის­ხლი, ისე რომ ცეც­ხლი ჩა­აქ­რო და მთე­ლი ბრბო გაკ­ვირ­ვე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა იმით, თუ რა­ო­დენ დი­დი განსხვა­ვე­ბაა ურ­წმუ­ნო­თა და რჩე­ულ­თა შო­რის, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი იყო იგი ჩვენს დრო­ში უსაკ­ვირ­ვე­ლე­სი მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვი და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი მოძ­ღვა­რი, სმირ­ნა­ში კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი. რად­გან ყო­ვე­ლი სიტ­ყვა, რაც მი­სი პი­რი­დან გა­მო­ვი­და, აღ­სრულ­და და აღ­სრულ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც.
   შუ­რი­ან­მა, ღვარ­ძლი­ან­მა და ბო­როტ­მა დე­მონ­მა, მარ­თალ­თა მოდ­გმის მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა მი­სი დი­დი მარ­ტვი­ლო­ბა და და­სა­ბა­მი­დან­ვე უმ­წიკ­ვლო მო­ქა­ლა­ქე­ობა, უხრწნე­ლი გვირ­გვი­ნით შემ­კო­ბი­ლი და უდა­ვო ჯილ­დოს წამ­ღე­ბი, იზ­რუ­ნა, რომ მი­სი სხე­უ­ლი ჩვენ არ მიგ­ვე­ღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვალს ეწა­და ამის გა­კე­თე­ბა და მის წმინ­და ხორ­ცთან შე­ხე­ბა. ამი­ტომ წინ გა­მო­იყ­ვა­ნა ნი­კი­ტა, ჰე­რო­დეს მა­მა, და მი­სი ძმა ალ­კე, რა­თა მმარ­თვე­ლი­სათ­ვის ეთ­ხო­ვა, რომ არ მი­ე­ცა სხე­ული; ამ­ბობ­დნენ: "არ მი­ა­ტო­ვონ ჯვარ­ცმუ­ლი და მი­სი თაყ­ვა­ნის­ცე­მა არ და­იწ­ყონ". ეს თქვეს იუ­დე­ველ­თა კარ­ნა­ხი­თა და ძალ­და­ტა­ნე­ბით. ისი­ნი კი­დე­ვაც იცავ­დნენ მას ჩვენს მი­ერ ცეც­ხლი­დან მი­სი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­მოყ­ვა­ნი­სა­გან, არ იცოდ­ნენ, რომ არც ქრის­ტეს, მთე­ლი ქვეყ­ნი­ე­რე­ბის გა­მო­სახ­სნელ­თა ხსნის გა­მო ვნე­ბუ­ლის მი­ტო­ვე­ბას შევ­ძლებ­დით და არც სხვას და­ვუწ­ყებ­დით მსა­ხუ­რე­ბას. რა­მე­თუ მას, თაყ­ვანს ვცემთ რო­გორც ღვთის ძეს, მარ­ტვილ­ნი კი გვიყ­ვარს რო­გორც მო­წა­ფე­ე­ბი და მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბი უფ­ლი­სა; და ღირ­სე­უ­ლა­დაც, თა­ვი­ან­თი მე­უ­ფის და­მოძ­ვრი­სად­მი და­უძ­ლე­ვე­ლი კე­თილ­გან­წყო­ბის გა­მო. დე, მა­თი თა­ნა­ზი­ა­რი და თა­ნა­მო­წა­ფე გავ­ხდეთ ჩვენც. რო­დე­საც და­ი­ნა­ხა ასის­თავ­მა იუ­დე­ველ­თა მე­ტო­ქე­ობა, იგი* შუ­ა­ში და­დო, რო­გორც მათ ჩვე­ო­დათ, და დაწ­ვა. ამ­გვა­რად, ჩვენ ავი­ღეთ მი­სი ძვირ­ფას ქვებ­ზე უფ­რო ძვირ­ფა­სი და ოქ­რო­ზე უფ­რო რჩე­უ­ლი ძვლე­ბი და მო­ვა­თავ­სეთ სა­თა­ნა­დო ად­გი­ლას. იქ, რო­გორც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვენ შეკ­რე­ბი­ლებს მხი­ა­რუ­ლე­ბა­სა და სი­ხა­რულ­ში, უფა­ლი მოგ­ვა­ნი­ჭებს მი­სი მო­წა­მე­ო­ბის და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას ად­რინ­დელ მებ­რძოლ­თა ხსოვ­ნის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წვრთნი­სა და შემ­ზა­დე­ბი­სათ­ვის. ასე­თი იყო ნე­ტა­რი პო­ლი­კარ­პეს [ხვედ­რი], რო­მელ­საც, ფი­ლა­დელ­ფი­ე­ლებ­თან ერ­თად სმირ­ნა­ში მე­თორ­მე­ტე მო­წა­მეს, მხო­ლოდ მას მო­იხ­სე­ნი­ებს ყვე­ლა, ისე რომ ყველ­გან წარ­მარ­თე­ბიც კი სა­უბ­რო­ბენ მას­ზე".
   ასე­თი აღ­სას­რუ­ლით იქ­ნა ღირ­სყო­ფი­ლი საკ­ვირ­ვე­ლი და მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვი პო­ლი­კარ­პე, რო­გორც ეს ამ­ბა­ვი სმირ­ნის ეკ­ლე­სი­ის ძმებ­მა და­ურ­თეს მის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ეპის­ტო­ლეს. მის შე­სა­ხებ [შედ­გე­ნილ] ამა­ვე თხზუ­ლე­ბა­ში ასე­ვე სხვა მარ­ტვი­ლო­ბა­ნიც და­ურ­თეს, რომ­ლე­ბიც სმირ­ნა­ში აღ­სრულ­და პო­ლი­კარ­პეს მო­წა­მე­ო­ბის დროს, რომ­ლებ­თან ერ­თად სა­ვა­რა­უ­დოდ იყო მარ­კი­ო­ნის ცთო­მი­ლე­ბის [მიმ­დე­ვა­რი] პრეს­ვი­ტე­რი მეტ­რო­დო­რო­სი, იგი ცეცხლს მის­ცეს და ასე და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის იმ დროს სა­ხელ­განთქმულ მარ­ტვი­ლად ცნო­ბი­ლი იყო ვინ­მე პი­ო­ნი­ო­სი50. მის დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­სა­რე­ბას და სიტ­ყვის კად­ნი­ე­რე­ბას, სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მო ხალ­ხი­სა და მთავ­რე­ბის წი­ნა­შე წარ­მოთ­ქმულ აპო­ლო­გი­ას, და­მოძღვრა­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლას, დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს გან­საც­დე­ლით და­ცე­მუ­ლე­ბის მი­მართ მე­გობ­რულ მოპ­ყრო­ბას და მათ შე­გო­ნე­ბას, რაც მან საპ­ყრო­ბი­ლე­ში მას­თან შე­სულ ძმებს და­ა­ბა­რა; ამას გარ­და სა­ტან­ჯველ­თა დათ­მე­ნას, ამას­თან ერ­თად მი­ლურსმნვის ტკი­ვი­ლებ­სა და ცეც­ხლის დათ­მე­ნას, და ყვე­ლა სა­ოც­რე­ბას­თან ერ­თად მის აღ­სას­რულს, - ყვე­ლა­ფერს უს­რუ­ლე­სად შე­ი­ცავს მის შე­სა­ხებ [და­წე­რი­ლი] თხზუ­ლე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მი­ვუ­თი­თებთ მას­ზე, რაც ჩარ­თუ­ლია ჩვენს მი­ერ შე­მოკ­რე­ბილ ად­რინ­დე­ლი მო­წა­მე­ე­ბის მარ­ტვი­ლო­ბებ­ში. შემ­დეგ მო­დის ასი­ის ქა­ლაქ პერ­გა­მოს­ში სხვა მო­წა­მე­თა მო­სახ­სე­ნებ­ლე­ბი, კარ­პო­სის, პა­პი­ლა­სი და ქა­ლის აგა­თო­ნი­კე­სი, მრა­ვა­ლი გა­მორჩე­უ­ლი აღ­სა­რე­ბით სა­ხე­ლოვ­ნად აღ­სრუ­ლე­ბულ­თა51.
   * პოლიკარპეს სხეული - მთარგ.

XVI

   მათ დროს ჩვენს მი­ერ ცო­ტა­თი ზე­მოთ ნახ­სე­ნებ­მა იუს­ტი­ნე­მაც ჩვე­ნი დოგ­მა­ტე­ბის გა­მო მე­ო­რე წიგ­ნი მი­უძღვნა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მმარ­თვე­ლებს, და გამ­შვენ­და ღვთა­ებ­რი­ვი მო­წა­მე­ო­ბით. ფი­ლო­სო­ფოს­მა კრეს­კენ­ტოს­მა52 (ცხოვ­რე­ბი­თაც და ქცე­ვი­თაც ეშუ­რე­ბო­და კი­ნი­კოს­თა სა­ხე­ლის გა­მარ­თლე­ბას) შეთ­ქმუ­ლე­ბა მო­უწ­ყო მას. იუს­ტი­ნე სა­უ­ბარ­ში მსმე­ნელ­თა თან­დას­წრე­ბით მრა­ვალ­გზის ამარ­ცხებ­და მას, და­სას­რულ, მო­წა­მე­ო­ბის გზით შე­ეკ­რა გა­მარ­ჯვე­ბის ჯილ­დოს ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სას, რო­მელ­საც იგი შუ­ამ­დგომ­ლობ­და.
   ამას­თან თვით ჭეშ­მა­რი­ტად ყვე­ლა­ზე დი­დი ფი­ლო­სო­ფო­სი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ აპო­ლო­გი­ა­ში აშ­კა­რად იმ­გვა­რად, რო­გორც მას ეს მო­მა­ვალ­ში შე­ემთხვე­ოდა, წი­ნას­წარ თქვა და ამ სიტ­ყვე­ბით აღ­ნიშ­ნა: "მეც მო­ვე­ლი და­სა­ხე­ლე­ბულ­თა შო­რის რო­მე­ლი­მე­სა­გან შეთ­ქმუ­ლე­ბის მოწ­ყო­ბას და ტან­ჯვის მი­ღე­ბას; თუნ­დაც კრეს­კენ­ტო­სის­გან, ვინც არის არა სიბრძნის­მოყ­ვა­რე, არა­მედ ქა­დი­ლის­მოყ­ვა­რე, რად­გან ეს კა­ცი არ არის ღირ­სი ეწო­დოს "ფი­ლო­სო­ფო­სი", ვინც იმის შე­სა­ხებ, რა­საც არ იც­ნობს სა­ხალ­ხოდ მოწ­მობს, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი უღ­მერ­თო­ე­ბი და ურ­წმუ­ნო­ე­ბი არი­ან, ამას აკე­თებს მრა­ვა­ლი შეც­დე­ნი­ლის წი­ნა­შე მად­ლის მო­პო­ვე­ბი­სა და მა­ა­მებ­ლო­ბი­სათ­ვის. თუ­კი არ იც­ნობს ქრის­ტეს მოძღვრე­ბას და თავს გვეს­ხმის ჩვენ, ყვე­ლა­ზე უკე­თუ­რი არის და უს­წავ­ლე­ლებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი; ისი­ნი თავს არი­დე­ბენ ხში­რად იმის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს და ცრუ­მოწ­მე­ო­ბას, რაც არ იცი­ან. და თუ გა­იც­ნო, ვერ გა­ი­გო მათ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­დი­ა­დე ან გა­ი­გო და რომ არა იეჭ­ვონ ეს, ამას იქმს, ყვე­ლა­ზე უფ­რო მდა­ბიო და ყოვ­ლად უკე­თუ­რი, უმე­ცარ, უგუ­ნურ აზ­რსა და შიშს და­ნე­ბე­ბუ­ლი. და რად­გან მსურს, თქვენ იცო­დეთ, მე შევ­თა­ვა­ზე და ვკით­ხე მას ასე­თი რა­მე­ე­ბი იმის გა­სა­გე­ბად და სამ­ხი­ლებ­ლად, რომ ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი იცის. და ის, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვამ­ბობ, თუ თქვენ­თან არ მო­უღ­წე­ვია ჩე­მი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მზად ვარ თქვენ წი­ნა­შე კვლავ წარ­მოვთქვა ისი­ნი, ეს კი ალ­ბათ იმ­პე­რა­ტო­რის საქ­მე იქ­ნე­ბა. ხო­ლო თუ თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია ჩე­მი შე­კით­ხვე­ბი და მი­სი პა­სუ­ხე­ბი, თქვენ­თვის ცხა­დი იქ­ნე­ბა, რომ მან თქვენს შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის; ან თუ იცის, მსმე­ნელ­თა გა­მო ვერ ბე­დავს სა­უ­ბარს, რო­გორც ად­რე ვთქვი, იგი არა სიბრძნის­მოყ­ვა­რე, არა­მედ დი­დე­ბის­მოყ­ვა­რე კა­ცი ჩანს, ვინც არც სოკ­რა­ტეს გა­მო­ნათ­ქვამს, სიყ­ვა­რუ­ლის ღირსს, მი­ა­გებს პა­ტივს"53.
   ასე წერს იუს­ტი­ნე. ხო­ლო იმას, რომ მი­სი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა კრეს­კენ­ტო­სის შეთ­ქმუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­სრულ­და, თა­ვის თხზუ­ლე­ბა­ში "ელინ­თა წი­ნა­აღ­მდეგ" მოგ­ვით­ხრობს ტა­ტი­ანე, კა­ცი, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ცხოვ­რე­ბა­ში ელინ­თა სწავ­ლე­ბებ­ში გა­ნიბრძნო, მათ შო­რის არამ­ცი­რე­დი დი­დე­ბა მო­ი­პო­ვა და თა­ვი­სი თხზუ­ლე­ბე­ბით მრა­ვა­ლი ჩა­ნა­წე­რი დაგ­ვი­ტო­ვა. იგი ამ­ბობს: "და უსაკ­ვირ­ვე­ლეს­მა იუს­ტი­ნემ მარ­თე­ბუ­ლად გა­ნაც­ხა­და, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ავა­ზა­კებს ჰგვა­ნან"54. შემ­დეგ აგ­რძე­ლებს ფი­ლო­სო­ფოს­თა შე­სა­ხებ სა­უ­ბარს, და დას­ძენს: "კრეს­კენ­ტო­სი, დიდ ქა­ლაქ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი, ყვე­ლას აღე­მა­ტა წულთმხრწნე­ლო­ბით, ვერცხლის­მოყ­ვა­რე­ო­ბას კი მთლი­ა­ნად მი­უძღვნა თა­ვი. სიკ­ვდი­ლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის მრჩე­ველს თვი­თონ ისე ეში­ნო­და სიკ­ვდი­ლის, რომ იუს­ტი­ნეს სიკ­ვდი­ლით და­ცე­მა ესო­დენ დი­დი ბო­რო­ტე­ბით მო­ი­მოქ­მე­და, რად­გან ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მქა­და­გე­ბე­ლი გე­მოთ­მოყ­ვა­რე და მატ­ყუ­ა­რა ფი­ლო­სო­ფო­სებს ამ­ხი­ლებ­და"55. ასე­თი იყო იუს­ტი­ნეს მო­წა­მე­ო­ბის მი­ზე­ზი.

XVII

   იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა მი­სი ბრძო­ლის წინ სხვებს, მის წინ წა­მე­ბუ­ლებს მო­იხ­სე­ნი­ებს პირ­ველ აპო­ლო­გი­აში, ჩვე­ნი თე­მი­სათ­ვის ჯე­როვ­ნად მოგ­ვით­ხრობს ამას და ასე წერს: "ერ­თი ქა­ლი ცხოვ­რობ­და გარყვნილ ქმარ­თან ერ­თად, წი­ნათ ისიც გარყვნილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ოდა, მაგ­რამ რო­დე­საც ქრის­ტეს მოძღვრე­ბა შე­იც­ნო, გონს მო­ეგო, მსგავ­სად­ვე ცდი­ლობ­და ქმრის გონ­ზე მოყ­ვა­ნას, მოძღვრე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და და მათ, ვინც არ ცხოვ­რობ­და გო­ნივ­რუ­ლად და მარ­თე­ბუ­ლი აზ­რის თა­ნახ­მად, აუწ­ყებ­და მო­მა­ვალ სა­უ­კუ­ნე­ში ცეც­ხლის სას­ჯელს. იგი კი იმა­ვე უწე­სო­ბა­ში რჩე­ბო­და, და თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბი­სა­გან გა­უც­ხოვ­და; რად­გან ცოლ­მა უღ­მერ­თო­ბად მიიჩნია გა­ეგ­რძე­ლე­ბია თა­ნაც­ხოვ­რე­ბა ქმარ­თან, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და მი­ე­ღო ყვე­ლა­-ნა­ი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, და მო­ი­სურ­ვა ქორ­წი­ნე­ბის დარ­ღვე­ვა. რო­დე­საც მი­სი ოჯა­ხის შერცხვე­ნის გა­მო, რო­მე­ლიც ოდეს­მე ქმრის მოქ­ცე­ვის იმე­დით დარჩე­ნას ურჩევ­და, მან აი­ძუ­ლა თა­ვი­სი თა­ვი, რომ დარჩე­ნი­ლი­ყო. მას შემ­დეგ, რაც მი­სი ქმა­რი ალექ­სან­დრი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, მას ეუწ­ყა მის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი უფ­რო მძი­მე საქ­მე­ები, და მას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში დარჩე­ნი­ლი და მე­უღ­ლის მსგავ­სი ცხოვ­რე­ბის მიმ­დე­ვა­რი უსა­მარ­თლო­ბა­თა და უღ­მერ­თო­ბა­თა თა­ნა­ზი­ა­რი რომ არ გამ­ხდა­რი­ყო, მის­ცა თქვენ­თან "გაყ­რად" წო­დე­ბუ­ლი და გან­შორ­და. მის მსგავს მშვე­ნი­ერ და კე­თილ ქმარს გა­ე­ხარ­დე­ბო­და, რომ ის, ვინც ად­რე მსა­ხუ­რებ­თან და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად მემთვრა­ლე­ობ­და და გარყვნილ საქ­მე­ებს სჩა­დი­ო­და და შეჰ­ხა­რო­და ყვე­ლა სა­ხის ბო­რო­ტე­ბას, შეწ­ყვი­ტა ამის კე­თე­ბა და ურჩევ­და, მა­საც შე­ეწ­ყვი­ტა ამ საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა. და რო­ცა მან არ მო­ი­სურ­ვა გაყ­რა, ბრა­ლი დას­დო და თქვა, რომ იგი ქრის­ტი­ა­ნი იყო. მან წე­რი­ლი გად­მოგ­ცა შენ იმ­პე­რა­ტორს, პირ­ვე­ლად ით­ხოვ­და ნე­ბარ­თვას თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, მი­სი საქ­მე­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბა­ზე თა­ვის დაც­ვას, და შენ ამის ნე­ბა დარ­თე. მი­სი ქმა­რი კი, ახ­ლა უკ­ვე მის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მეს თქმის ვერ შემ­ძლე, შეტ­რი­ალ­და პტო­ლე­მე­ო­სის, მი­სი (ცო­ლის - მთარგ.) ქრის­ტი­ან­თა სწავ­ლე­ბე­ბის მოძღვრის (ვინც და­სა­ჯა ურ­ბი­კი­უს­მა) წი­ნა­აღ­მდეგ შემ­დე­გი სა­ხით. ასის­თა­ვი მი­სი მე­გო­ბა­რი იყო და და­არ­წმუ­ნა, შე­ეპ­ყრა პტო­ლე­მე­ო­სი და ეკით­ხა მხო­ლოდ ეს, - ქრის­ტი­ა­ნი თუ იყო. და რო­დე­საც პტო­ლე­მე­ოს­მა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მოყ­ვა­რემ და არა მატ­ყუ­ა­რამ, არც მზაკ­ვრუ­ლი აზ­რის მქო­ნემ, აღი­არა, რომ ქრის­ტი­ა­ნი იყო, ასის­თავ­მა ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დო და დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ტან­ჯავ­და საპ­ყრო­ბი­ლე­ში. ბო­ლოს კი, რო­დე­საც ურ­ბი­კი­უს­თან მი­იყ­ვა­ნეს ეს კა­ცი, მსგავ­სად­ვე მხო­ლოდ ეს გა­მო­ი­ძია, ქრის­ტი­ა­ნი თუ იყო. და კვლავ, ქრის­ტეს მოძღვრე­ბის გა­მო მის თავ­ზე მო­წევ­ნუ­ლი სი­კე­თის მცოდ­ნემ აღი­ა­რა საღ­ვთო სათ­ნო­ე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი. რად­გან იგი, ვინც უარ­ყოფს, ან საქ­მის გა­კიც­ხვის გა­მო ხდე­ბა უარ­მყო­ფე­ლი, ან სა­კუ­თა­რი თა­ვის უღირ­სო­ბი­სა და იმის მცოდ­ნე, რომ ამ საქ­მი­სათ­ვის უც­ხო არის, გა­ურ­ბის აღ­სა­რე­ბას. აქე­დან არ­ცერ­თი არ შე­ე­ფე­რე­ბა ჭეშ­მა­რიტ ქრის­ტი­ანს. რო­დე­საც ურ­ბი­კი­უს­მა ბრძა­ნა მი­სი დას­ჯა, ვინ­მე ლუ­კი­უს­მა, თვი­თო­ნაც ქრის­ტი­ან­მა, და­ი­ნა­ხა რა, რომ ასე უგუ­ნუ­რად ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო, ურ­ბი­კი­უსს მი­მარ­თა: "რა მი­ზე­ზით და­სა­ჯეს კა­ცი, რო­მე­ლიც არც მრუ­შო­ბა­ში, არც სიძ­ვა­ში, არც კა­ცისკვლა­ში, არც ქურ­დო­ბა­ში, არც ავა­ზა­კო­ბა­ში, არც რა­ი­მე უსა­მარ­თლო­ბა­ში იქ­ნა მხი­ლე­ბუ­ლი, არა­მედ აღი­არა, რომ ქრის­ტი­ა­ნის სა­ხელს ატა­რებ­და? არ გან­სჯი, ურ­ბი­კი­უს, ღვთის­მო­სა­ვად წო­დე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რის, არც კე­ის­რის ფი­ლო­სო­ფო­სი შვი­ლის, არც წმინ­და სე­ნა­ტის შე­სა­ფე­რი­სად". მან კი სხვა არა­ფე­რი უპა­სუ­ხა და მი­უ­გო ლუ­კი­უსს: "მე ვფიქ­რობ, რომ შენც ასე­თი ხარ~, და რო­დე­საც ლუ­კი­უს­მა უთ­ხრა - "სწო­რე­დაც", ასე­ვე ბრძა­ნა მი­სი დას­ჯაც. მან მად­ლო­ბა შე­წი­რა, რად­გან თქვა, რომ ასეთ უკე­თურ მე­უ­ფე­ებს გან­შორ­დე­ბა და კე­თილ მა­მას­თან და მე­უ­ფეს­თან, ღმერ­თთან მი­ემ­გზავ­რე­ბა. და ბრძა­ნა, რომ და­ე­სა­ჯათ სხვაც, მე­სა­მე შე­მო­სუ­ლი"56. ეს ამ­ბე­ბი იუს­ტი­ნემ ჯე­როვ­ნად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად და­ურ­თო მის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სიტ­ყვებს - "ასე რომ, რო­მე­ლი­მე და­სა­ხე­ლე­ბულ­თა­გან მეც მო­ვე­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის მოწ­ყო­ბას", და ა. შ.

XVIII

   მან გან­სწავ­ლუ­ლი გო­ნე­ბი­სა და საღ­ვთო სა­კით­ხებ­ში გა­წა­ფუ­ლი აზ­რის შემ­ცვე­ლი მრა­ვა­ლი თხზუ­ლე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა, ყვე­ლა სარ­გე­ბე­ლით აღ­სავ­სე. მათ­კენ ვგზავ­ნით სწავ­ლის­მოყ­ვა­რეთ, და აღ­ვნიშ­ნავთ იმას, რაც ჩვე­ნი ცოდ­ნი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლოა. არ­სე­ბობს მი­სი თხზუ­ლე­ბა ჩვე­ნი დოგ­მა­ტე­ბის გა­მო მიძღვნი­ლი ან­ტო­ნი­ნუ­სი­სად­მი, ღვთის­მო­სა­ვად წო­დე­ბუ­ლი­სად­მი, მი­სი შვი­ლი­სად­მი და რო­მა­ელ­თა სე­ნა­ტი­სად­მი, მე­ო­რე კი შე­ი­ცავს ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბის აპო­ლო­გი­ას, რაც შე­ად­გი­ნა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რის მემ­კვიდ­რი­სა და თა­ნა­მო­სა­ხე­ლის, ან­ტო­ნი­ნუს ვე­რუ­სის მი­მართ, რომ­ლის დროს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს ჩვენ ახ­ლა გან­ვი­ხი­ლავთ; და სხვაც "ელინ­თა წი­ნა­აღ­მდეგ", რო­მელ­შიც ვრცლად სა­უბ­რობს ჩვენ­თან და ელინ ფი­ლო­სო­ფო­სებ­თა­ნაც მრა­ვა­ლი სა­ძი­ე­ბე­ლი სა­კით­ხის შე­სა­ხებ და მსჯე­ლობს დე­მონ­თა ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რი­თაც ახ­ლა თხრო­ბას არ და­ვამ­ძი­მებთ. აგ­რეთ­ვე ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია ელინ­თა წი­ნა­აღ­მდეგ სხვა მის­მა თხზუ­ლე­ბამ, რომ­ლის სა­თა­უ­რია "მხი­ლე­ბა", და მათ გარ­და სხვა­მაც "ღვთის ერ­თსაწ­ყი­სი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ჩვენს წე­რილ­თა­გან, არა­მედ ელინ­თა წიგ­ნე­ბი­და­ნაც შე­ად­გი­ნა; მათ გარ­და და­წე­რა "ფსალ­ტეს"-ს სა­თა­უ­რის მქო­ნე, და სხვაც, მსჯე­ლო­ბა "სუ­ლის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა სა­კით­ხებს წა­მოჭ­რის ამ თე­მის ირგვლივ და მო­ყავს ელინ ფი­ლო­სო­ფოს­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ქი­ქე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის სხვა თხზუ­ლე­ბა­ში გად­მო­ცე­მას გვპირ­დე­ბა. აგ­რეთ­ვე შე­ად­გი­ნა დი­ა­ლო­გი იუ­დე­ველ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, რაც ეფე­სელ­თა ქა­ლაქ­ში იმ დროს ებ­რა­ელ­თა სა­ხელ­განთქმუ­ლი კა­ცის, ტრი­ფო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ად­გი­ნა. მას­ში წარ­მოაჩენს, თუ რო­გორ აღ­ძრა იგი ღვთის მად­ლმა რწმე­ნის სიტ­ყვი­სათ­ვის, და თუ პირ­ველ ხა­ნებ­ში რო­გორ მო­შურ­ნე­ო­ბას იჩენ­და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სწავ­ლე­ბე­ბის მი­მართ, და რას აკე­თებ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გულ­მოდ­გი­ნე გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის. მას­ში მოგ­ვით­ხრობს იუ­დე­ველ­თა შე­სა­ხებ, თუ რო­გორ აწ­ყობ­დნენ შეთ­ქმუ­ლე­ბას ქრის­ტეს მოძღვრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, და ტრი­ფო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ამა­ვე სა­კით­ხზე ვრცლად სა­უბ­რობს: "არა­თუ არ შე­ი­ნა­ნეთ, რაც ბო­რო­ტად ქმე­ნით, არა­მედ კა­ცე­ბი გა­მო­არჩი­ეთ მა­შინ და იე­რუ­სა­ლი­მი­დან მთელ ქვე­ყა­ნა­ზე და­აგ­ზავ­ნეთ; ამ­ბობ­დით, რომ გა­მოჩნდა ქრის­ტი­ან­თა უღ­მერ­თო მწვა­ლებ­ლო­ბა და ამ­ბობ­დით იმას, რა­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ბობს ყვე­ლა ჩვენს შე­სა­ხებ უმე­ცა­რი, ისე რომ არამ­ხო­ლოდ თქვე­ნი თა­ვის­თვის გახ­დით უსა­მარ­თლო­ბის მი­ზე­ზი, არა­მედ სა­ერ­თოდ ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნის­თვი­საც"57.
   ასე­ვე წერს იმას, თუ მის დრო­საც რო­გორ ბრწყი­ნავ­და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლუ­რი ნი­ჭე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში და ასე­ვე ახ­სე­ნებს იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბას", და ცხა­დად ამ­ბობს, რომ ის მო­ცი­ქულს ეკუთ­ვნის. აგ­რეთ­ვე ახ­სე­ნებს რა­ღაც წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლურ გა­მო­ნათ­ქვა­მებს. ამ­ხი­ლებს ტრი­ფონს იმის გა­მო, თუ რო­გორ ამოჭ­რეს ესე­ნი იუ­დე­ვე­ლებ­მა წე­რი­ლი­დან58. მი­სი სხვა მრა­ვა­ლი ნაშ­რო­მი მრა­ვალ ძმას­თან არის შე­მო­ნა­ხუ­ლი, და ძვე­ლებ­საც ისე­თი მო­შურ­ნე შეს­წავ­ლის ღირ­სად მიაჩნდათ ამ კა­ცის თხზუ­ლე­ბე­ბი, რომ ირი­ნე­ო­სი მის სიტ­ყვებს მო­იხ­სე­ნი­ებს "მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" ნაშ­რო­მის მე­ოთ­ხე წიგ­ნში და ამ­ბობს: "იუს­ტი­ნეც მარ­კი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ თხზუ­ლე­ბა­ში მშვე­ნივ­რად ამ­ბობს, რომ თვით უფალ­საც არ ირ­წმუ­ნებ­და, შე­მოქ­მე­დის გარ­და რომ სხვა ღმერ­თი ექა­და­გა"59. მი­სი თხზუ­ლე­ბის მე­ხუ­თე წიგ­ნში კი ამას გად­მო­ცემს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "და მშვე­ნივ­რად თქვა იუს­ტი­ნემ, რომ უფ­ლის მოს­ვლამ­დე სა­ტა­ნას არა­სო­დეს გა­უ­ბე­დავს ღვთის გმო­ბა, რად­გან ჯერ არ იცო­და მი­სი გა­ნაჩენი"60. და ამის თქმა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სწავ­ლის მოყ­ვა­რე­თა სი­ბე­ჯი­თის წარ­სა­მარ­თა­ვად, რა­თა მი­ყო­ლოდ­ნენ მის აზ­რებს. და ასე­თი ამ­ბე­ბი მოხ­და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

XIX

   ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რის ზე­ო­ბის მერ­ვე წელს, რო­დე­საც რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პოს­მა ანი­კე­ტუს­მა გა­ნას­რუ­ლა სრუ­ლი ცხრა წე­ლი­წა­დი, იგი შეც­ვა­ლა სო­ტერ­მა, ხო­ლო ალექ­სან­დრი­ის დი­ო­ცე­ზის წი­ნამ­დგო­მე­ლის კე­ლა­დი­ო­ნის მე­თოთ­ხმე­ტე წელს

XX

   აგ­რი­პი­ნუს­მა61 მი­ი­ღო მო­ნაც­ვლე­ობა. ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მე­ექ­ვსე ეპის­კო­პო­სად ცნო­ბი­ლი გახ­და თე­ო­ფი­ლე; რო­დე­საც იქ ჰე­რო­ნის შემ­დეგ დად­გი­ნე­ბუ­ლი იყო რი­გით მე­ოთ­ხე კორ­ნე­ლი­უსი, მის შემ­დეგ კი მე­ხუ­თე სა­ფე­ხურ­ზე ეპის­კო­პო­სო­ბა ეროს­მა მი­ი­ღო62.

XXI

   მათ დროს ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ხე­ლი გა­ით­ქვა ჰე­გე­სი­პემ, ვი­საც ვიც­ნობთ ზე­მოთ­მოყ­ვა­ნი­ლი თხრო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ასე­ვე დი­ო­ნი­სემ, კო­რინ­თელ­თა ეპის­კო­პოს­მა და პი­ნი­ტუს­მა, კრი­ტელ­თა სხვა ეპის­კო­პოს­მა, ფი­ლი­პემ და მათ­თან ერ­თად აპო­ლი­ნარ­მა და მე­ლი­ტონ­მა, მუ­სა­ნი­ოს­მა და მო­დეს­ტოს­მა, და ყვე­ლა­ზე მე­ტად ირი­ნე­ოს­მა. მა­თი სა­მო­ცი­ქუ­ლო გად­მო­ცე­მის სა­ღი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მართლმა­დი­დებ­ლო­ბამ წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წია63.

XXII

   ჰე­გე­სი­პემ ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ თა­ვის ხუთ ნაშ­რომ­ში სა­კუ­თა­რი აზ­რის უს­რუ­ლე­სი ჩა­ნა­წე­რი დაგ­ვი­ტო­ვა. მათ­ში წარ­მოაჩენს, თუ რო­გორ ურ­თი­ერ­თობ­და მრა­ვალ ეპის­კო­პოს­თან, რო­დე­საც იმოგ­ზა­უ­რა რო­მამ­დე, და რომ ყვე­ლას­თან ღე­ბუ­ლობ­და ერ­თსა და იმა­ვე მოძღვრე­ბას. მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, მო­ვის­მი­ნოთ, რო­დე­საც ამას ამ­ბობს კო­რინ­თელ­თა მი­მართ კლი­მენ­ტის ეპის­ტო­ლის შე­სა­ხებ, მის მი­ერ ზო­გი რა­მის თქმის შემ­დეგ: "და დარჩა კო­რინ­თელ­თა ეკ­ლე­სია მარ­თალ მოძღვრე­ბა­ში კო­რინ­თო­ში პრი­მუ­სის ეპის­კო­პო­სო­ბამ­დე. კო­რინ­თე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და მათ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე საკ­მა­ოდ ბევ­რი დღე, რო­დე­საც მივ­ცუ­რავ­დი რო­მის­კენ, და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლებს აღ­ვიდ­გენ­დი მარ­თა­ლი მოძღვრე­ბით. რო­დე­საც ვიმ­ყო­ფე­ბო­დი რომ­ში, შე­ვად­გი­ნე მო­ნაც­ვლე­ო­ბის სია ანი­კე­ტუ­სამ­დე, რომ­ლის დი­ა­კო­ნი იყო ელევ­თე­რი, ანი­კე­ტუ­სი შეც­ვა­ლა სო­ტერ­მა, შემ­დეგ იგი - ელევ­თერ­მა. მო­ნაც­ვლე­ო­ბის თი­თოე­ულ სი­ა­ში და თი­თოე­ულ ქა­ლაქ­ში ისე უპ­ყრი­ათ, რო­გორც რჯუ­ლი, წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი და უფა­ლი ქა­და­გებს".
   თვი­თონ კი მი­სი დრო­ინ­დე­ლი მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის სა­თა­ვე­ებს შემ­დეგ­ნა­ი­რად აღ­წერს: "მას შემ­დეგ, რაც ია­კობ მარ­თა­ლი ეწა­მა იმა­ვე მი­ზე­ზით, რი­თაც უფა­ლი, კვლავ მი­სი ბი­ძაშ­ვი­ლი სი­მონ კლე­ო­პა­სი იქ­ნა დად­გი­ნე­ბუ­ლი ეპის­კო­პო­სად, რო­მე­ლიც წინ და­ა­ყე­ნა ყვე­ლამ, რად­გან იყო უფ­ლის მე­ო­რე ბი­ძაშ­ვი­ლი. ამი­ტომ უწო­დებ­დნენ ეკ­ლე­სი­ას ქალ­წულს, რად­გან ჯერ არ იყო ამაო­ე­ბის სმე­ნით გახრწნი­ლი, ხო­ლო თე­ბუ­თის­მა, რად­გან იგი ეპის­კო­პო­სი ვერ გახ­და, ხალ­ხში და­იწ­ყო მი­სი გახრწნა იმ შვი­დი მწვა­ლებ­ლო­ბი­დან, რო­მელ­თაც თვი­თო­ნაც ეკუთ­ვნო­და. ერთ-ერ­თი მათ­გან იყო სვი­მო­ნი, ვის­გა­ნაც სა­თა­ვეს იღებს სვი­მო­ნი­ა­ნე­ლე­ბი, ასე­ვე იყო კლე­ო­ბი­ოსი, ვის­გა­ნა­ცაა კლე­ო­ბი­ე­ლე­ბი, დო­სი­თე­ოსი, ვის­გა­ნა­ცაა დო­სი­თე­ო­სი­ე­ლე­ბი, გორ­თაი­ოსი, ვის­გა­ნაც არი­ან ორა­თე­ნე­ლე­ბი, და მას­ბო­თე­ლე­ბი. მათ­გან იღე­ბენ სა­თა­ვეს მე­ნან­დრე­ლე­ბი, მარ­კი­ო­ნე­ლე­ბი, კარ­პოკ­რა­ტე­ლე­ბი, ვა­ლენ­ტი­ნე­ლე­ბი, ბა­სი­ლი­დი­ა­ნე­ლე­ბი, სა­ტურ­ნი­ლი­ა­ნე­ლე­ბი. თი­თოე­ულ მათ­განს სა­კუ­თა­რი განსხვა­ვე­ბე­ლი გზით შე­მო­ქონ­და სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, მათ­გან წა­მო­ვიდ­ნენ ცრუქ­რის­ტე­ები, ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი, ცრუ­მო­ცი­ქუ­ლე­ბი, თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნი ანა­წევ­რებ­და ეკ­ლე­სი­ის ერ­თო­ბას გამხრწნე­ლი მოძღვრე­ბე­ბით ღვთი­სა და მი­სი ქრის­ტეს წი­ნა­აღ­მდეგ"64.
   იგი­ვე მწე­რა­ლი ასე­ვე მოგ­ვით­ხრობს იუ­დე­ვე­ლებ­თან ძვე­ლად წარ­მო­შო­ბილ მწვა­ლებ­ლო­ბებ­ზე: "წი­ნა­დაც­ვე­თილ­თა შო­რის, ის­რა­ე­ლის ძე­თა შო­რის იუ­და­სა და ქრის­ტეს ტო­მის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბობ­და სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ესე­ნი იყ­ვნენ: ესე­ვე­ლე­ბი, გა­ლი­ლე­ვე­ლე­ბი, ჰე­მე­რო­ბაპ­ტის­ტე­ბი, მას­ბო­თე­ვე­ლე­ბი, სა­მა­რი­ტე­ლე­ბი, სა­დუ­კე­ვე­ლე­ბი და ფა­რი­სე­ვე­ლე­ბი"65.
   მან ასე­ვე სხვა მრა­ვა­ლი რამ და­წე­რა, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი უკ­ვე ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ და ის­ტო­რი­ის ჟამ­თას­ვლის შე­სა­ბა­მი­სად გად­მო­ვე­ცით. მან ებ­რა­ელ­თა სა­ხა­რე­ბი­დან, სი­რი­უ­ლი­დან66 და სა­კუთ­რივ ებ­რა­უ­ლი ენი­დან ზო­გი რამ გად­მოს­ცა, აჩვე­ნა რა რომ თვი­თო­ნაც ებ­რა­ელ­თა­გან გახ­და მორ­წმუ­ნე, და სხვა რა­მე­საც მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­გორც იუ­დე­ველ­თა და­უ­წე­რე­ლი გად­მო­ცე­მი­დან აღე­ბულს. არა მხო­ლოდ იგი, ირი­ნე­ო­სიც და ძვე­ლე­ბის მთე­ლი და­სი სო­ლო­მო­ნის იგა­ვებს უწო­დებს ყოვ­ლად სათ­ნო სიბრძნეს. რო­დე­საც ე. წ. აპოკ­რი­ფე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, გვი­ამ­ბობს, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მის­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მწვა­ლებ­ლებ­მა შეთ­ხზეს. მაგ­რამ გა­და­ვი­დეთ სხვა მწე­რალ­ზე.

XXIII

    დი­ო­ნი­სეს შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად უნ­და ით­ქვას ის, რომ იგი კო­რინ­თო­ში დად­გი­ნე­ბულ იქ­ნა დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პო­სის საყ­დარ­ზე, და რომ მის საღ­ვთო შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას არა მხო­ლოდ მის ხელ­ქვეშ დამწყსილ­ნი, არა­მედ უც­ხო­ნიც უშურ­ვე­ლად ეზი­ა­რე­ბოდ­ნენ. მან თა­ვი­სი თა­ვი ყვე­ლა­სათ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო გა­ხა­და, და ეკ­ლე­სი­ებს სწერ­და კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ებს. მათ შო­რის არის ლა­კე­დე­მო­ნელ­თა მი­მართ მართლმა­დი­დებ­ლო­ბის სწავ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის თე­მა­ზე, ათე­ნელ­თა მი­მართ კი - რწმე­ნი­სა და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა­კენ წა­მა­ქე­ზე­ბე­ლი, რის უგუ­ლე­ბელ­მყო­ფე­ლებ­საც ამ­ხი­ლებს რო­გორც გო­ნი­ე­რე­ბი­სა­გან გან­დგო­მი­ლებს, და ეს მა­შინ რო­ცა მა­თი წი­ნამ­დგო­მე­ლი პუბ­ლი­უ­სი ეწა­მა იმ დროს მომ­ხდა­რი დევ­ნუ­ლე­ბი­სას. პუბ­ლი­უ­სის მო­წა­მე­ო­ბის შემ­დეგ მო­იხ­სე­ნი­ებს მათ ეპის­კო­პო­სად კოდ­რა­ტო­სის დად­გი­ნე­ბას და და­ა­მოწ­მებს, რომ ისი­ნი მი­სი მო­შურ­ნე­ო­ბით იქ­ნენ შე­მოკ­რე­ბი­ლი და გა­მო­ცოცხლდა მა­თი რწმე­ნა. ამას­თან გან­მარ­ტავს, თუ რო­გორ იქ­ნა დად­გი­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლად ათე­ნის დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პო­სად "საქ­მე­ებ­ში" ნახ­სე­ნე­ბი, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის მი­ერ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე მოქ­ცე­უ­ლი დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლი. ასე­ვე მო­აღ­წია მის­მა სხვა ეპის­ტო­ლემ ნი­კო­მი­დი­ელ­თა მი­მართ მი­წე­რილ­მა, რო­მელ­შიც ებრძვის მარ­კი­ო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბას და ახ­დენს მის შე­და­რე­ბას ჭეშ­მა­რი­ტე­ბის კა­ნონ­თან. ასე­ვე წერს გორ­ტი­ნა­ში მყოფ ეკ­ლე­სი­ას კრე­ტას და­ნარჩენ დი­ო­ცე­ზებ­თან ერ­თად, მო­კით­ხვას უთ­ვლის მათ ეპის­კო­პოს ფი­ლი­პეს მრა­ვა­ლი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლის გა­მო, რა­ზეც მოწ­მობს მის მი­ერ დამწყსი­ლი ეკ­ლე­სია, და შე­ახ­სე­ნებს, რომ სა­ჭი­როა მი­სი დაც­ვა მწვა­ლე­ბელ­თა მხრი­დან გარყვნი­სა­გან. ამას­ტრი­ა­ში მყოფ ეკ­ლე­სი­ას და მას­თან ერ­თად პონ­ტო­ში მყოფ ეკ­ლე­სი­ებ­საც სწერს, და ახ­სე­ნებს, რომ ბაკ­ხი­ლი­დემ და ელ­პის­ტი­უს­მა და­არ­წმუ­ნეს იგი, და­ე­წე­რა ეს ეპის­ტო­ლე; მას­ში გად­მო­ცემს საღ­ვთო წე­რი­ლის გან­მარ­ტე­ბებს, და მო­იხ­სე­ნი­ებს მათ ეპის­კო­პოსს, სა­ხე­ლად პალ­მას. იგი მათ ბევრს შე­ა­გო­ნებს ქორ­წი­ნე­ბი­სა და სიწ­მინ­დის შე­სა­ხებ, და გა­ნუ­წე­სებს რა­ი­მე და­ცე­მი­სა­გან, ცთო­მი­ლე­ბი­სა­გან, ან მწვა­ლებ­ლუ­რი სიც­რუ­ი­სა­გან მოქ­ცე­ულ­თა მი­ღე­ბას. ამათ­თან ერ­თად აღი­ნუს­ხე­ბა სხვა ეპის­ტო­ლეც კნო­სი­უ­სი­სად­მი მი­წე­რი­ლი, რო­მელ­შიც დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პოს პი­ნი­ტოსს მო­უ­წო­დებს, ძმებს არ და­ა­დოს სიწ­მინ­დის მძი­მე ტვირ­თი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მრა­ვალ­თა უძ­ლუ­რე­ბა. პი­ნი­ტო­სი წერს მის მი­მართ პა­სუხს: იგი აღფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია და მო­კით­ხვას უგ­ზავ­ნის დი­ო­ნი­სეს, სა­პა­სუ­ხოდ მო­უ­წო­დებს ზოგ­ჯერ უფ­რო სრუ­ლი წე­რი­ლე­ბით უფ­რო მყა­რი საკ­ვე­ბი გა­დას­ცეს, მას­თან მყო­ფი ერის აღ­საზ­რდე­ლად, რა­თა ბო­ლომ­დე რძი­ა­ნი სიტ­ყვე­ბით [გა­მოკ­ვე­ბი­ლებ­მა] ჩვი­ლებ­რი­ვი ქცე­ვით არ გან­ვლონ ჟა­მი და მათ­თვის უც­ნო­ბი არ დარჩეს მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის ასა­კი. ამ ეპის­ტო­ლით რო­გორც ყვე­ლა­ზე ზედ­მი­წევ­ნი­თი ხა­ტის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოაჩენს პი­ნი­ტო­სის მრწამ­სის მართლმა­დი­დებ­ლო­ბას და მის ხელ­ქვეშ დამწყსილ­თა შე­სა­წევ­ნე­ლად ზრუნ­ვას, გან­სწავ­ლუ­ლო­ბა­სა და საღ­ვთის­მეტ­ყვე­ლო შეგ­ნე­ბას.
   გარ­და ამი­სა, მოღ­წე­უ­ლია დი­ო­ნი­სეს ეპის­ტო­ლე რო­მა­ელ­თა მი­მართ, მი­მარ­თუ­ლი მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპის­კო­პოს სო­ტე­რი­სად­მი. უმ­ჯო­ბე­სია, გად­მოვ­ცეთ მი­სი სიტ­ყვე­ბი, რომ­ლებ­შიც იწო­ნებს რო­მა­ელ­თა ჩვე­უ­ლე­ბას და­ცულს ჩვენს დრო­ინ­დელ დევ­ნუ­ლე­ბამ­დე; იგი წერს: "რად­გან თქვენ თა­ვი­დან­ვე გაქვთ ასე­თი ჩვე­უ­ლე­ბა, რომ ყვე­ლა ძმას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად უწევთ ქველ­მოქ­მე­დე­ბას და მრა­ვალ ეკ­ლე­სი­ას ყვე­ლა ქა­ლაქ­ში უგ­ზავ­ნით შე­წი­რუ­ლო­ბას, რი­თაც ამ­სუ­ბუ­ქებთ გა­ჭირ­ვე­ბულ­თა სი­ღა­რი­ბეს, მა­ღა­რო­ებ­ში მყოფ ძმებს ამა­რა­გებთ თა­ვი­დან­ვე გაგ­ზავ­ნი­ლი შე­წი­რუ­ლო­ბე­ბით, რო­მა­ელ­თა მა­მე­ბი­სა­გან გად­მო­ცე­მულ ჩვე­უ­ლე­ბას იცავთ რო­გორც ნამ­დვი­ლი რო­მა­ე­ლე­ბი. ჩვე­ნი ნე­ტა­რი ეპის­კო­პო­სი სო­ტე­რი არა მხო­ლოდ იცავს ამ ჩვე­უ­ლე­ბას, არა­მედ გა­ნავ­რცობს კი­დეც, უხ­ვი ამა­ნა­თე­ბით ამა­რა­გებს წმინ­და­ნებს, რომ­ში ჩა­მო­სულ ძმებს კი, რო­გორც შვი­ლებს მოყ­ვა­რუ­ლი მა­მა, შე­ა­გო­ნებს ნე­ტა­რი სიტ­ყვე­ბით".
   ამა­ვე ეპის­ტო­ლე­ში მო­იხ­სე­ნებს კლი­მენ­ტის ეპის­ტო­ლეს კო­რინ­თელ­თა მი­მართ. ცხად­ყოფს, რომ თა­ვი­დან­ვე, ძვე­ლი დრო­ი­დან, ეკ­ლე­სი­ებ­ში დამ­კვიდ­რდა მი­სი წა­კით­ხვის ჩვე­უ­ლე­ბა. იგი ამ­ბობს: "დღეს უფ­ლის წმინ­და დღეს ვა­ტა­რებთ, და ვკით­ხუ­ლობთ თქვენს ეპის­ტო­ლეს, რომ­ლის წა­კით­ხვას გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­დამ, ჟა­მი­დან ჟა­მამ­დე შე­გო­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად, რო­გორც ად­რე ჩვენს მი­მართ კლი­მენ­ტის მი­ერ მო­წე­რილს".
   გარ­და ამი­სა, იგი­ვე მწე­რა­ლი სა­კუ­თა­რი ეპის­ტო­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც ნა­ყალ­ბე­ვებ­ზე, ასე ამ­ბობს: "დავ­წე­რე ეპის­ტო­ლე­ები, რო­დე­საც ძმებ­მა მთხო­ვეს, რომ და­მე­წე­რა. და ესე­ნი ეშ­მა­კის მო­ცი­ქუ­ლებ­მა ღვარ­ძლით გა­ავ­სეს, ზო­გი რამ მო­აკ­ლეს, ზო­გი და­უ­მა­ტეს. ვაი, მათ! ასე რომ, თუ­კი ზო­გი­ერ­თე­ბი სა­უფ­ლო წე­რი­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე წა­ვიდ­ნენ, გა­საკ­ვი­რი არაა ასე­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რომ შეთ­ქმუ­ლიყ­ვნენ".
   მათ­თან მო­აღ­წია დი­ო­ნი­სეს სხვა ეპის­ტო­ლემ ყვე­ლა­ზე მორ­წმუ­ნე დის ქრი­ზო­ფო­რა­სად­მი მი­წე­რი­ლი, ვი­საც სწერს თან­მიმ­დევ­რუ­ლად, გა­და­ცემს რა მის­თვის შე­სა­ბა­მის გო­ნის­მი­ერ საკ­ვებს. ასე­თი [ამ­ბე­ბი] არის დი­ო­ნი­სეს შე­სა­ხებ.

XXIV

   თე­ო­ფი­ლეს­გან კი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სად მო­ვიხ­სე­ნი­ეთ, მოღ­წე­უ­ლია რწმე­ნის საწ­ყი­სე­ბის შემ­ცვე­ლი სა­მი თხზუ­ლე­ბა მი­წე­რი­ლი ავ­ტო­ლი­კეს მი­მართ, და სხვაც სა­თა­უ­რით "ჰერ­მო­გე­ნეს მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", რო­მელ­შიც იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბი­დან" იყე­ნებს მოწ­მო­ბებს; ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მი­სი სხვა სა­მოძღვრო წიგ­ნე­ბი67. რო­დე­საც მწვა­ლებ­ლებ­მა მა­შინ ღვარ­ძლის მსგავ­სად არა ნაკ­ლებ გარყვნეს სა­მო­ცი­ქუ­ლო მოძღვრე­ბის წმინ­და თეს­ლი, ეკ­ლე­სი­ა­თა მწყემ­სე­ბი, რო­გორც ქრის­ტეს ცხვრე­ბი­სა­გან ვე­ლუ­რი რამ მხე­ცე­ბის გან­მდევ­ნე­ლე­ბი, ყველ­გან თა­ვი­დან იშო­რებ­დნენ მათ, ზოგ­ჯერ ძმე­ბის შე­გო­ნე­ბე­ბი­თა და რჩევა-და­რი­გე­ბე­ბით, ზოგ­ჯერ კი მა­თი შიშ­ვლად გან­ძარ­ცვით, ზე­პი­რად უშუ­ა­ლო გა­მო­კით­ხვე­ბი­თა და მოქ­ცე­ვით, ზოგ­ჯერ წე­რი­ლო­ბი­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ზედ­მი­წევ­ნით ამ­ხელ­დნენ და ას­წო­რებ­დნენ მათ შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ის, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ სხვებ­თან ერ­თად თე­ო­ფი­ლეც ირაზ­მე­ბო­და, ცხა­დი ხდე­ბა მარ­კი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მის მი­ერ ნაღ­ვა­წი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი თხზუ­ლე­ბი­დან; ის ჯერ კი­დევ ახ­ლან­დელ დრომ­დე არის შე­მორჩე­ნი­ლი სხვებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ჩვენ მო­ვიხ­სე­ნი­ეთ. იგი მო­ცი­ქულ­თა­გან მეშ­ვი­დემ, მაქ­სი­მი­ნუს­მა შეც­ვა­ლა ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში68.

XXV

   ფი­ლი­პემ, რო­მელ­საც დი­ო­ნი­სეს სიტ­ყვე­ბი­დან გორ­ტი­ნე­ში დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პო­სად ვიც­ნობთ, მა­ნაც მთე­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით შე­ად­გი­ნა თხზუ­ლე­ბა მარ­კი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, მსგავ­სად­ვე ირო­ნე­ოს­მაც და მო­დეს­ტოს­მაც69, ვინც ამ კა­ცის სიც­რუე სხვებ­ზე გა­მორჩე­უ­ლად ყვე­ლას წი­ნა­შე სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნა, და სხვა მრა­ვალ­მაც, რო­მელ­თა შრო­მე­ბი მრა­ვალ ძმას­თან ახ­ლან­დელ დრომ­დე არის და­ცუ­ლი.

XXVI

   ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­განთქმუ­ლი იყ­ვნენ სარ­დის დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პო­სი მე­ლი­ტო­ნი და ჰი­ე­რა­პო­ლის დი­ო­ცე­ზის - აპო­ლი­ნა­რი, რომ­ლებ­მაც იმ დროს სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მო, თი­თოე­ულ­მა ცალ-ცალ­კე აპო­ლო­გე­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით მი­მარ­თა რო­მა­ელ­თა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ იმ­პე­რა­ტორს. მათ­გან ჩვენს შე­სა­მეც­ნებ­ლად მო­აღ­წია შემ­დეგ­მა თხზუ­ლე­ბებ­მა: მე­ლი­ტო­ნის "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", სიტ­ყვა "უფ­ლის დღის შე­სა­ხებ", ასე­ვე "ადა­მი­ა­ნის რწმე­ნის შე­სა­ხებ", "ქმნი­ლე­ბის შე­სა­ხებ", "რწმე­ნის მორჩი­ლე­ბის შე­სა­ხებ" და "გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ" და მათ გარ­და "სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის შე­სა­ხებ", "გან­ბან­ვის შე­სა­ხებ", "ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ", "რწმე­ნი­სა და ქრის­ტეს შო­ბის შე­სა­ხებ", სიტ­ყვა მი­სი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი­სა, და "სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის შე­სა­ხებ", "სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ", და "გა­სა­ღე­ბი", "ეშ­მა­კის შე­სა­ხებ" და "იო­ა­ნეს გა­მოც­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ", და "ღმერ­თის გან­სხე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან ერ­თად მცი­რე წიგ­ნი "ან­ტო­ნი­ნუ­სის მი­მართ".
   "პა­სე­ქის შე­სა­ხებ" თხზუ­ლე­ბის და­საწ­ყის­ში შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით აღ­ნიშ­ნავს, თუ რო­დის შე­ად­გი­ნა იგი: "ასი­ა­ში სერ­ვი­ლი­უს პა­უ­ლუ­სის70 პრო­კონ­სუ­ლო­ბის დროს, რომ­ლის დრო­საც ეწა­მა სა­გა­რი­სი71, მრა­ვა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა იყო ლა­ო­დი­კი­ა­ში პა­სე­ქის შე­სა­ხებ; იმ ჟამს72 [იგი] იმ დღე­ებს და­ემთხვა, და ეს და­ი­წე­რა". ამ თხზუ­ლე­ბას კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლი მო­იხ­სე­ნი­ებს სა­კუ­თარ თხზუ­ლე­ბა­ში "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც, რო­გორც იგი ამ­ბობს, შე­ად­გი­ნა მე­ლი­ტო­ნის ნაშ­რო­მის მი­ხედ­ვით. იმ­პე­რა­ტო­რის მი­მართ წიგ­ნში ჩვენს შე­სა­ხებ მის დროს მომ­ხდარ ამ­ბავს მოგ­ვით­ხრობს: "არა­სო­დეს მომ­ხდა­რა, ახ­ლა რომ იდევ­ნე­ბა ღვთის­მო­სავ­თა მოდ­გმა და ახა­ლი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით მთელს ასი­ა­ში დევ­ნი­ან მათ. რად­გან უსირცხვი­ლო დამ­სმე­ნე­ბი და სხვა­თა ქო­ნე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი­დან იღე­ბენ სა­ბაბს, და აშ­კა­რად ყაჩა­ღო­ბენ, ღა­მით და დღი­სით გვძარ­ცვა­ვენ, რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი უსა­მარ­თლო­ბა არ ჩაგ­ვი­დე­ნია". და სხვა­გან ამ­ბობს: "და თუ ეს კეთ­დე­ბა, რო­გორც შენ ბრძა­ნე, დე, იყოს კარ­გი ნაქ­მნა­რი, რად­გან სა­მარ­თლი­ა­ნი მე­ფე არა­სო­დეს ინე­ბებს უსა­მარ­თლოს, ჩვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­ტა­რებთ ასე­თი სიკ­ვდი­ლის პა­ტივს. მხო­ლოდ ამ თხოვ­ნით მოგ­მარ­თავთ შენ, რა­თა პირ­ვე­ლად თა­ვად შე­იც­ნო ასე­თი შფო­თის მოქ­მედ­ნი, და სა­მარ­თლი­ა­ნად გან­სა­ჯო, სიკ­ვდი­ლის და სას­ჯე­ლის ღირ­სი არი­ან, თუ გა­დარჩე­ნი­სა და სიმ­შვი­დის. თუ შენ­გან არ არის ეს გან­კარ­გუ­ლე­ბა და ეს ახა­ლი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ბარ­ბა­რო­სი მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც არ შეჰ­ფე­რის, უფ­რო მე­ტად ვით­ხოვთ შენ­გან, რომ არ უგუ­ლე­ბელგვყო ჩვენ ასე­თი სა­ხალ­ხო ძარ­ცვი­სას". კვლავ აგ­რძე­ლებს: "რად­გან ჩვე­ნი ფი­ლო­სო­ფია პირ­ვე­ლად ბარ­ბა­რო­სებ­ში იყო აღ­ზე­ვე­ბუ­ლი, ხო­ლო გა­ი­ფურჩქნა შენს ერ­ში შე­ნი წი­ნაპ­რის ავ­გუს­ტუ­სის დი­ა­დი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, და გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ნი იმ­პე­რი­ი­სათ­ვის გახ­და სი­კე­თის მაც­ნე; რა­მე­თუ იმ დრო­ი­დან რო­მა­ელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბის სი­დი­ა­დე და ბრწყინ­ვა­ლე­ბა უფ­რო გა­ი­ზარ­და; მი­სი სა­წა­დე­ლი მო­ნაც­ვლე შენ გახ­დი და ასე იქ­ნე­ბა შენს შვილ­თა­ნაც, რო­ცა და­ი­ცავ ფი­ლო­სო­ფი­ას, რო­მელ­საც და­სა­ბა­მი და­ე­დო ავ­გუს­ტუ­სის ზე­ო­ბი­სას და გა­ი­ზარ­და იმ­პე­რი­ას­თან ერ­თად, და რო­მელ­საც შე­ნი წი­ნაპ­რე­ბი სხვა ღვთა­ე­ბე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მას­თან ერ­თად პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ. მშვე­ნივ­რად დაწ­ყე­ბულ იმ­პე­რი­ას­თან ერ­თად ჩვე­ნი მოძღვრე­ბის უკე­თე­სო­ბი­სა­კენ წარ­მა­ტე­ბის უდი­დე­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის ის, რომ ავ­გუს­ტუ­სის მმარ­თვე­ლო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი ბო­რო­ტე­ბა არ შემთხვე­ვია იმ­პე­რი­ას, არა­მედ, პი­რი­ქით, - ყვე­ლა სა­ხის ბრწყინ­ვა­ლე­ბა და დი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლას ლოც­ვის მი­ხედ­ვით. ყვე­ლას­გან მხო­ლოდ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ერ­წმუ­ნენ შუ­რი­ან ადა­მი­ა­ნებს, და ჩვე­ნი მოძღვრე­ბის ცი­ლის­წა­მე­ბა ისურ­ვეს, იყ­ვნენ ნე­რო­ნი და დო­მი­ცი­ანე, და მათ­გან გად­მო­იღ­ვა­რა ქრის­ტი­ან­თა ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის უგუ­ნუ­რი ჩვე­უ­ლე­ბა და სიც­რუე. მაგ­რამ მა­თი უგუ­ნუ­რე­ბა შენ­მა ღვთის­მო­სავ­მა მა­მებ­მა გა­მო­ას­წო­რეს, ისი­ნი ხში­რად წე­რი­ლო­ბით აში­ნებ­დნენ მრა­ვალ ადა­მი­ანს, ვინც ბე­დავ­და მათ (ქრის­ტი­ა­ნე­ბის - მთარგ.) წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე ახ­ლის გა­მო­გო­ნე­ბას. შე­ნი პა­პა ჰად­რი­ა­ნე ჩანს, რომ სწერს მრა­ვალ სხვას, და გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­კონ­სულ ფუნ­და­ნუსს, ასი­ის მმარ­თველს, ხო­ლო მა­მა­შე­ნი, რო­დე­საც შენ ყო­ვე­ლი­ვეს მას­თან ერ­თად გა­ნა­გებ­დი, ქა­ლა­ქებს სწერ­და, რომ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე ახა­ლი არ მო­ე­მოქ­მე­დე­ბი­ათ. მათ შო­რის არის წე­რი­ლე­ბი ლა­რი­სე­ლე­ბის, თე­სა­ლო­ნი­კე­ლე­ბის, ათე­ნე­ლე­ბი­სა და ყვე­ლა ბერ­ძე­ნის მი­მართ. და შენც იგი­ვე აზ­რი გაქვს მათ შე­სა­ხებ, და მას­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტად კაც­თმოყ­ვა­რე და ფი­ლო­სო­ფო­სი ხარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ყვე­ლა­ფერს იქმ, რა­საც შენ­გან ვით­ხოვთ".
   ეს სიტ­ყვე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ზე­მოხ­სე­ნე­ბულ თხზუ­ლე­ბა­ში. ხო­ლო მის მი­ერ და­წე­რი­ლი „ეკ­ლო­გე­ბის“ შე­სა­ვალს იგი იწ­ყებს ძვე­ლი აღთქმის აღი­ა­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის ჩა­მოთ­ვლით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია აქ აღი­ნუს­ხოს ეს. იგი წერს შემ­დე­გი სა­ხით: "მე­ლი­ტო­ნი, მო­კით­ხვა ძმა ონი­სი­მეს. მას შემ­დეგ, რაც ხში­რად ით­ხოვ მოძღვრე­ბის მი­მართ მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მო, გქონ­დეს შენ მაც­ხოვ­რი­სა და მთე­ლი ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბის შე­სა­ხებ რჯუ­ლი­დან და წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა­გან გა­მო­ნაკ­რე­ბი. პირ­ველ რიგ­ში გსურს შე­ის­წავ­ლო ძვე­ლი წიგ­ნე­ბის ზედ­მი­წევ­ნი­თო­ბა, რიც­ხვი და წე­სის გვა­რი. მე და­ვე­შუ­რე ამის გა­კე­თე­ბას, ვი­ცი შე­ნი გულ­მოდ­გი­ნე­ბა სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სად­მი და სწავ­ლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მოძღვრე­ბის მი­მართ, და რომ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად ღვთის მი­მართ ამას გან­სჯი წა­დი­ე­რე­ბით, და ხარ სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი. ამ­რი­გად აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ამო­სულ­მა და მოღ­წე­ულ­მა ამ ად­გი­ლამ­დე, სა­დაც იქა­და­გა და მოხ­და ეს; ზედ­მი­წევ­ნით შე­ვის­წავ­ლე ძვე­ლი აღთქმის წიგ­ნე­ბი, მო­ვა­წეს­რი­გე და გა­მო­გიგ­ზავ­ნე შენ. მა­თი სა­ხე­ლე­ბია: მო­სეს ხუ­თი წიგ­ნი, - "შე­საქ­მე", "გა­მოს­ვლა", "რიცხვნი", "ლე­ვი­ტელ­თა", "მე­ო­რე რჯულ­თა"; "იე­სუ ნა­ვე­სი", "მსა­ჯულ­ნი", "რუ­თი", "მე­ფე­თა" ოთ­ხი, "ნეშ­ტთა" ორი, და­ვი­თის ფსალ­მუ­ნე­ბი, სო­ლო­მო­ნის იგავ­ნი და სიბრძნე, "ეკ­ლე­სი­ას­ტე","ქე­ბა ქე­ბა­თა", "იობი", წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა - ესაიას, იე­რე­მი­ას, თორ­მეტ­თა ერთ წიგ­ნში, და­ნი­ე­ლის, იე­ზე­კი­ე­ლის, ეზ­რას. მათ­გან გა­ვა­კე­თე გა­მო­ნაკ­რე­ბი და ექვს წიგ­ნად დავ­ყა­ვი". და ასე­თი არის ცნო­ბე­ბი მე­ლი­ტო­ნის შე­სა­ხებ.

XXVII

   აპო­ლი­ნა­რის მრა­ვა­ლი თხზუ­ლე­ბა კი მრა­ვალ­თან შე­მო­ნა­ხუ­ლი და ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი არის შემ­დე­გი: სიტ­ყვა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რის (მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის - მთარგ.) მი­მართ და "ბერ­ძნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" ხუ­თი წიგ­ნი, „ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ“ I და II, და `იუ­დე­ველ­თა წი­ნა­აღ­მდეგ" I და II, და ის, რაც ამის შემ­დეგ და­წე­რა ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც არ­ცთუ დი­დი ხნის წინ იქ­ნა გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი, და მა­შინ იწ­ყებ­და აღ­მო­ცე­ნე­ბას, რო­დე­საც ჯერ მონ­ტან­მა73 მის ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­თან ერ­თად და­სა­ბა­მი და­უ­დო ამ ცთო­მი­ლე­ბას.

XXVIII

   მუ­სა­ნი­უ­სის­გან კი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ, მო­აღ­წია ყვე­ლა­ზე შე­სა­ნიშ­ნავ­მა თხზუ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც მან მი­წე­რა რო­მე­ლი­ღაც ძმებს, მიდ­რე­კი­ლებს ე. წ. ენ­კრა­ტიტ­თა74 მწვა­ლებ­ლო­ბი­სა­კენ, რომ­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბა მა­შინ ახა­ლი დაწ­ყე­ბუ­ლი იყო და ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოჰ­ქონ­და უც­ხო და გამხრწნე­ლი ცრუ მოძღვრე­ბა.

XXIX

   ამ ცთო­მი­ლე­ბის და­მა­არ­სებ­ლად გად­მო­ცე­მა გვამ­ცნობს ტა­ტი­ა­ნეს75, ვი­სი სიტ­ყვე­ბი საკ­ვირ­ვე­ლი იუს­ტი­ნეს შე­სა­ხებ ცო­ტა­თი ზე­მოთ გად­მო­ვე­ცით, რო­დე­საც მო­გით­ხრობ­დით, რომ იგი იყო ამ მარ­ტვი­ლის მო­წა­ფე. ამას ცხად­ყოფს ირი­ნე­ო­სი „მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" თხზუ­ლე­ბის პირ­ველ წიგ­ნში, მი­სი და მი­სი მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ასე წერს: "სა­ტურ­ნი­ნუ­სი­სა და მარ­კი­ო­ნის­გან მომ­დი­ნა­რე ე. წ. ენ­კრა­ტი­ტე­ბი ქა­და­გებ­დნენ უქორ­წი­ნებ­ლო­ბას, უარ­ყოფ­დნენ ღვთის და­სა­ბა­მი­ერ შე­საქ­მეს და გულ­დამ­შვი­დე­ბით ბრალს დებ­დნენ ადა­მი­ან­თა კა­ცად და ქა­ლად შე­მოქ­მედს, მათ­თან შე­მოჰ­ქონ­დათ თავ­შე­კა­ვე­ბა იმი­სა­გან, რა­საც „სუ­ლი­ერს" უწო­დებ­დნენ, არ შეჰ­ხა­როდ­ნენ ყვე­ლა­ფერს ღვთის­გან შექ­მნილს, უარ­ყოფ­დნენ პირ­ველქმნი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­სნას. და ახ­ლა ეს მათ­თან გაჩნდა ამ მკრე­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი შე­მომ­ტა­ნის ვინ­მე ტა­ტი­ა­ნეს­გან, რო­მე­ლიც იყო იუს­ტი­ნეს მსმე­ნე­ლი. რო­დე­საც იგი მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, ასე­თი არა­ფე­რი უთ­ქვამს, მი­სი მო­წა­მე­ო­ბის შემ­დეგ კი გა­ნუდ­გა ეკ­ლე­სი­ას მოძღვრო­ბის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით ატა­ნი­ლი და გო­ნე­ბა­დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი, თით­ქოს სხვე­ბი­სა­გან რა­ი­მე­თი გა­მორჩე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მან მოძღვრე­ბის სა­კუ­თა­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და­არ­სა. რა­ღაც უხი­ლავ ეო­ნებს ვა­ლენ­ტი­ნეს მსგავ­სად ზღაპ­რობ­და, და ქორ­წი­ნე­ბას მარ­კი­ო­ნი­სა და სა­ტორ­ნი­ნუ­სის მსგავ­სად ხრწნი­ლე­ბა­სა და გარყვნი­ლე­ბას უწო­დებ­და; და თა­ვი­სი მხრივ, ადა­მის გა­მოხ­სნას უარ­ყოფ­და"76. ეს მა­შინ ირი­ნე­ოს­მა და­წე­რა. ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ერ­თმა კაც­მა სა­ხე­ლად სე­ვე­როს­მა გა­ნამ­ტკი­ცა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბა, იგი მის მი­ერ აღ­ძრულ­თათ­ვის მის­გან სე­ვე­რი­ა­ნოს­თა77 სა­ხე­ლის მი­ზე­ზი გახ­და. ისი­ნი იყე­ნებ­დნენ რჯულ­საც, წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბებ­საც და სა­ხა­რე­ბებ­საც, თა­ვი­სე­ბუ­რად გან­მარ­ტავ­დნენ წმინ­და წე­რი­ლის აზ­რებს; გმობ­დნენ პავ­ლე მო­ცი­ქულს, უარ­ყოფ­დნენ მის ეპის­ტო­ლე­ებს, არც „მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ებს" იწ­ყნა­რებ­დნენ. მათ­მა პირ­ველ­მა მე­თა­ურ­მა ტა­ტი­ა­ნემ, არ ვი­ცი რო­გორ, შე­ად­გი­ნა სა­ხა­რე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და შე­მოკ­რე­ბა, და მას უწო­და "დი­ა­ტე­სა­რო­ნი", რა­მაც ზო­გი­ერ­თებ­თან ახ­ლან­დელ დრომ­დეც მო­აღ­წია. იგი გა­კად­ნი­ერ­და და მო­ცი­ქუ­ლის ზო­გი­ერ­თი სიტ­ყვის პა­რაფ­რა­ზი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა მა­თი სიტ­ყვა­თა წყო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სა­ბა­ბით. მან დაგ­ვი­ტო­ვა თხზუ­ლე­ბა­თა დი­დი სიმ­რავ­ლე, რო­მელ­თა­გან მრა­ვალ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბა მი­სი სა­ხელ­განთქმუ­ლი თხზუ­ლე­ბა "ელინ­თა წი­ნა­აღ­მდეგ", რო­მელ­შიც მო­იხ­სე­ნი­ებს და­სა­ბა­მი­ერ ჟამს, და აჩვე­ნებს, რომ ბერ­ძენ­თა შო­რის ყვე­ლა სა­ხელ­განთქმულ ადა­მი­ანს წინ უს­წრებ­და მო­სე და ებ­რა­ე­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი. ეს მგო­ნია მის ყვე­ლა თხზუ­ლე­ბა­თა­გან სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო არის. ამ პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი ამ­ბე­ბი იყო.

XXX

   იმა­ვე იმ­პე­რა­ტო­რის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, რო­დე­საც მწვა­ლებ­ლო­ბე­ბით გა­ივ­სო შუ­ამ­დი­ნა­რე­თი, ბარ­დე­სან­მა78, ერ­თმა ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ­მა კაც­მა და სი­რი­ულ ენა­ში ყვე­ლა­ზე და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­მა მარ­კი­ო­ნი­სა და სხვა გა­მორჩე­ულ მოძღვრე­ბა­თა წი­ნამძღვრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ად­გი­ნა დი­ა­ლო­გე­ბი და მშობ­ლი­ურ ენა­ზე წე­რი­ლო­ბით გად­მოს­ცა მის სხვა მრა­ვალ ნაშ­რომ­თან ერ­თად. მათ ვინც [მის შრო­მებს] იც­ნობ­და (მრა­ვა­ლი კი იყო ისი­ნი, რად­გა­ნაც იგი ძლი­ე­რი იყო სიტ­ყვით), სი­რი­უ­ლი ენი­დან ბერ­ძნულ­ზე გად­მო­თარგმნა. მათ შო­რის არის მი­სი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სიტ­ყვა ან­ტო­ნი­ნუ­სის მი­მართ, დი­ა­ლო­გი "ბე­დის­წე­რის შე­სა­ხებ". ამ­ბო­ბენ, რომ მრა­ვა­ლი სხვაც და­წე­რა იმ დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. პირ­ვე­ლად იგი იყო ვა­ლენ­ტი­ნეს სკო­ლი­დან, მაგ­რამ უარ­ყო მი­სი მრა­ვა­ლი სწავ­ლე­ბა და ამ­ხი­ლა მის მი­ერ მი­თე­ბის შექ­მნა, თა­ვის თავ­ზე ფიქ­რობ­და, რომ უფ­რო მარ­თალ აზ­რზე გა­და­ვი­და, მაგ­რამ სრუ­ლად ვერ გა­ნიწ­მინ­და ძვე­ლი მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის მწვი­რი­სა­გან.
   ამ დროს აღეს­რუ­ლა რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი სო­ტე­რი.

შენიშვნები

1 - იმ­პე­რა­ტორ ტრაი­ა­ნეს მე­ფო­ბის მე­თორ­მე­ტე წე­ლი მო­დის 109 წელ­ზე, ხო­ლო პრი­მუ­სის მსა­ხუ­რე­ბის და­საწ­ყისს არ­ქი­მან­დრი­ტი სერ­გეი (სპას­კი) ათა­რი­ღებს 107 წლით. პრი­მუ­სი ალექ­სან­დრი­ის კა­თედ­რას მე­თა­უ­რობ­და 119 წლამ­დე.
2 - ევა­რეს­ტო­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (100-109 წწ.). მი­სი მემ­კვიდ­რე იყო ალექ­სან­დრე I (109-119 წწ.).
3 - იუ­დე­ველ­თა აჯან­ყე­ბა და­იწ­ყო 116 წ. მე­სო­პო­ტა­მი­აში, ხო­ლო შემ­დეგ გა­და­ვი­და ეგ­ვიპ­ტე­ში. მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში აჯან­ყე­ბა ჩახ­შო­ბილ იქ­ნა ლუ­ცი­უს კვინ­ტუ­სის მი­ერ, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით იყო მავ­რი და ტრაი­ა­ნეს არ­მი­ა­ში ბერ­ბე­რე­ბის კა­ვა­ლე­რი­ას მე­თა­უ­რობ­და. აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ ლუ­ცი­უს კვინ­ტუ­სი დად­გე­ნილ იქ­ნა იუ­დე­ის პრო­კუ­რა­ტო­რად. გან­სა­კუთ­რე­ბით არე­უ­ლო­ბა მძვინ­ვა­რებ­და კვი­რი­ნე­აში, სა­დაც ებ­რა­ე­ლებს მე­თა­უ­რობ­და ვინ­მე ლუ­კუ­ასი, რო­მელ­მაც თა­ვი მე­ფედ გა­მო­აც­ხა­და. მი­სი წი­ნამ­ძღო­ლო­ბით ებ­რა­ე­ლებ­მა თა­ვი­ანთ ქა­ლაქ­ში და­ხო­ცეს ბერ­ძნე­ბი და გა­ი­ლაშ­ქრეს ალექ­სან­დრი­აზე. ეგ­ვიპ­ტის პრე­ფექ­ტმა ლუ­პუს­მა მცი­რე­რიც­ხო­ვან ერ­თგულ ჯარ­თან ერ­თად ვერ შეძ­ლო აჯან­ყე­ბულ­თა შე­მო­ტე­ვის შე­კა­ვე­ბა და გა­იქ­ცა ალექ­სან­დრი­ი­დან. 117 წ. აჯან­ყე­ბის ჩა­სახ­შო­ბად გაგ­ზავ­ნილ იქ­ნა რო­მა­ე­ლი მხე­დართმთა­ვა­რი მარ­ცი­უს ტურ­ბი­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რე­ბით და ფლო­ტე­ბით. მარ­ცი­უს ტურ­ბონ­მა ალ­ყა შე­მო­არ­ტყა ალექ­სან­დრი­ას და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ აი­ღო ქა­ლა­ქი.
4 - ელი­ას ად­რი­ა­ნე - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (117-138 წწ.).
5 - აპო­ლო­გია სა­ვა­რაუ­ოდ მი­ეძღვნა იმ­პე­რა­ტორ ად­რი­ა­ნეს და­ახ. 124 წ. სრუ­ლი ტექ­სტი ჩვე­ნამ­დე არ მოღ­წე­ულა. გერ­მა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ფ. ფუნ­კი წერს: "სი­რი­უ­ლი ტექ­სტის მი­ხედ­ვით აპო­ლო­გია გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ან­ტო­ნი­უს პი­უსს, ევ­სე­ბის და ერ­თი ახ­ლად აღ­მოჩე­ნი­ლი სომ­ხუ­რი ფრაგ­მენ­ტის მი­ხედ­ვით - ად­რი­ა­ნეს. ძნე­ლია ამ ორ გად­მო­ცე­მას შო­რის გა­დამწყვე­ტი არჩევ­ნის გა­კე­თე­ბა". სი­რი­უ­ლი ტექ­სტი აღ­მოაჩი­ნა რენ­დელ ჰა­რის­მა სი­ნის მთა­ზე და გა­მო­აქ­ვეყ­ნა Texts and Studies, i.1-ში
6 - ქსის­ტუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (119-128 წწ.).
7 - იუს­ტუ­სი - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (119-130წწ.).
8 - ებ­რა­ელ­თა აჯან­ყე­ბა მოხ­და 131-133 წწ. აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბი­სას იუ­დეა გა­ნად­გუ­რე­ბულ იქ­ნა, ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ონ­ზე მე­ტი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ი­ღუ­პა.
9 - ევ­სე­ბის მი­ერ მოყ­ვა­ნილ ნუს­ხა­სა და არ­ქი­მან­დრიტ სერ­გის ნუს­ხას შო­რის, რომ­ლებ­ზეც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არ­სე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბე­ბი, არ­სე­ბობს განსხვა­ვე­ბე­ბი. ასე რომ, არ­ქი­მან­დრიტ სერ­გის ნუს­ხა­ში არ არის ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი, ევ­სე­ბის­თან რი­გით მე­ცა­მე­ტე. "სრუ­ლი თვე­ნი" გვაძ­ლევს იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პოს­თა შემ­დეგ ნუს­ხას: წმ. მო­ცი­ქუ­ლი ია­კობ მარ­თა­ლი (33-62 წწ.); წმ. სვი­მო­ნი (62-107 წწ.); იუს­ტუ­სი (107-111 წწ.); ზა­ქე (9 წე­ლი); ტო­ბია (2 წე­ლი); ბე­ნი­ა­მი­ნი (2 წე­ლი); იო­ა­ნე I (2 წე­ლი); წმ. მა­ტა­თა (1 წე­ლი); ფი­ლი­პე (124 წ.); სე­ნე­კა (1 წე­ლი); იუს­ტუს II (5 წე­ლი); ლე­ვი (2 წე­ლი); იო­სე­ბი (1 წე­ლი ან 5 წე­ლი); იუ­და ან კვი­რი­კე (135 წ.).
10 - ტე­ლეს­ფო­რო­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (128-139 წწ.).
11 - ევ­მე­ნი­ო­სი - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (130-139 წწ.).
12 - ბარ­კო­ხე­ბა (ბარ-კოხ­ბა) - ვინ­მე სვი­მო­ნის მეტ­სა­ხე­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი მე­სი­ად გა­მო­აც­ხა­და და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა იუ­დე­ველ­თა აჯან­ყე­ბას. სარ­წმუ­ნო ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ არ შე­მო­ნა­ხუ­ლა. 135 წელს, რო­დე­საც რო­მა­ე­ლებ­მა შტურ­მით აი­ღეს ქა­ლა­ქი ბე­ფა­რი, ბარ-კოხ­ბა მოკ­ლულ იქ­ნა, მი­სი თა­ვი რო­მა­ელ­მა მე­ომ­რებ­მა ბა­ნაკ­ში მი­ი­ტა­ნეს. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ბარ-კოხ­ბამ სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა ყვე­ლა ქრის­ტი­ანი. ბარ კო­ხე­ბა, სიტ­ყვა-სიტ­ყვით "ვარსკვლა­ვის ძე" სა­ვა­რა­უ­დო მი­მარ­თე­ბა "რიცხვთა" 24, 17‑თან მი­სი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ იუ­დე­ვე­ლებ­მა მას უწო­დეს ბარ ხო­ზი­ბა, "სიც­რუ­ის ძე".
13 - არის­ტონ პე­ლა­ე­ლი - ავ­ტო­რი და­კარ­გუ­ლი აპო­ლო­გე­ტუ­რი თხზუ­ლე­ბის "პა­პის­კო­სი­სა და ია­სო­ნის დი­ა­ლო­გი­სა", რო­მელ­შიც კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლის მოწ­მო­ბით ქრის­ტი­ა­ნი უმ­ტკი­ცებს იუ­დე­ველს, რომ ძვე­ლი აღთქმის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი მოწ­მობ­დნენ ქრის­ტეს შე­სა­ხებ. მან­ვე და­წე­რა 132 წ. „ბარ-კოხ­ბას­თან ომის ის­ტო­რია".
14 - მარ­კო­ზი გახ­და იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი 135 წ.
15 - სა­ტურ­ნი­ნი (სა­ტორ­ნი­ნი) - ერე­სი­არ­ქი, გნოს­ტი­კო­სი, მე­ნან­დრეს მო­წა­ფე. წარ­მო­შო­ბით იყო ან­ტი­ო­ქი­ი­დან. თა­ვი­სი სწავ­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლა იმ­პე­რა­ტორ ად­რი­ა­ნეს მე­ფო­ბის დროს. იხ.: ერე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, I, 24, 1.
16 - ბა­სი­ლი­დე - ერე­სი­არ­ქი, გნოს­ტი­კო­სი. წარ­მო­შო­ბით იყო სი­რი­ი­დან. ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და ალექ­სან­დრი­ა­ში და­ახ. 125‑130 წწ. ბა­სი­ლი­დეს მოძღვრე­ბა ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლია ორი რე­დაქ­ცი­ით: ჰი­პო­ლი­ტე რო­მა­ე­ლის შრო­მა­ში (იხ.: ფი­ლო­სო­ფუ­მე­ნა, VII, 20‑27) და ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლის კრი­ტი­კულ მი­მო­ხილ­ვა­ში (იხ.: ერე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 1, 24, 2‑8). ეს წყა­რო­ე­ბი ხში­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.
17 - კარ­პოკ­რა­ტე (II ს. I ნახ.) - ალექ­სან­დრი­ე­ლი გნოს­ტი­კო­სი. მი­სი მოძღვრე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია ძი­რი­თა­დად წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლის­გან (იხ.: მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, I, 25). კარ­პოკ­რა­ტეს მოძღვრე­ბას თავ­და­პირ­ვე­ლად აღი­ა­რებ­და მი­სი მიმ­დევ­რე­ბის მცი­რე­რიც­ხო­ვა­ნი კარჩა­კე­ტი­ლი სექ­ტა. მაგ­რამ 155‑165 წლებ­ში რომ­ში გა­მოჩნდა მი­სი მო­წა­ფე მარ­ცე­ლი­ნა, რო­მელ­მაც შეძ­ლო ერეს­ში ჩა­ეთ­რია ბევ­რი ქრის­ტი­ანი. ეპი­ფა­ნეს ვა­ჟი კარ­პოკ­რა­ტე გა­აღ­მერ­თეს და კუნ­ძულ კე­ფა­ლი­ო­ნი­ა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე გახ­და თაყ­ვა­ნის­ცე­მის ობი­ექ­ტი.
18 - წი­ნა­და­დე­ბა, რო­გორც ჩანს, შუ­ა­ზე არის გაწ­ყვე­ტი­ლი, მაგ­რამ ქვემ­დე­ბა­რედ უეჭ­ვე­ლად ჰად­რი­ა­ნე იგუ­ლის­ხმე­ბა. ან­ტი­ნოე - ბით­ვი­ნი­ე­ლი ჭა­ბუ­კი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უფ­რო უყ­ვარ­და იმ­პე­რა­ტორ ად­რი­ა­ნეს. ნი­ლოს­ში და­იხრჩო 130 წ. მი­სი სა­ხე­ლის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ და­არ­სდა ქ. ან­ტი­ნო­პო­ლი, აი­გო ტა­ძა­რი, და­იდ­გა ძეგ­ლი, მო­იჭ­რა მო­ნე­ტა. გა­მო­ი­სა­ხე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად დი­ო­ნი­სეს ატ­რი­ბუ­ტი­კით.
19 - იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. აპო­ლო­გია, I, 29.
20 - იქ­ვე, 31.
21 - იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. აპო­ლო­გია, II, 12.
22 - კვინ­ტუს ლი­ცი­ნი­უს სილ­ვა­ნი­უს (სე­რე­ნი­უს) გრა­ნი­ა­ნე - ასი­ის პრო­კონ­სუ­ლი.
23 - მი­ნუ­ცი­უს ფუნ­და­ნუ­სი - აზი­ის პრო­კონ­სუ­ლი (124-125 წწ.), პლი­ნი­უს უმ­ცრო­სის და პლუ­ტარ­ქეს მე­გო­ბა­რი.
24 - იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. აპო­ლო­გია, I, 68. ეს ასე არ არის იუს­ტი­ნეს გავ­რცე­ლე­ბულ ხელ­ნა­წე­რებ­ში. დო­კუ­მენ­ტის ავ­თენ­ტუ­რო­ბა სა­კა­მა­თოა, კრი­ტი­კო­სებს შო­რის დღემ­დე არ არის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა.
25 - იქ­ვე, 69.
26 - ან­ტო­ნი­ნუ­სი (ან­ტო­ნი­უს პი­უსი) - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (138-161 წწ.).
27 - ჰი­გი­ნი­უ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (139-142 წწ.).
28 - ვა­ლენ­ტი­ნე (გარდ. და­ახ. 161 წ.) - ალექ­სან­დრი­უ­ლი გნო­ზი­სის უდი­დე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და ალექ­სან­დრი­აში, და­ახ. 140 წ. ჩა­ვი­და რომ­ში, სა­დაც ქრის­ტი­ან­თა შო­რის გავ­ლე­ნა მო­ი­პო­ვა. გად­მო­ცე­მით, პრე­ტენ­ზი­ას აც­ხა­დებ­და რო­მის ეპის­კო­პო­სის ად­გილ­ზე, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბა პი­უსს (42-157 წწ.) მი­ა­ნი­ჭეს. რო­მი­დან ვა­ლენ­ტი­ნე გა­ემ­გზავ­რა კვიპ­როს­ზე. რომ­ში ან კვიპ­როს­ზე მოხ­და მი­სი გან­დგო­მა ეკ­ლე­სი­ის­გან. მის მოძღვრე­ბას დი­დი გავ­ლე­ნა ჰქონ­და და სხვა­დას­ხვა სა­ხით შე­მორჩა IV ს‑მდე. მის წი­ნა­აღ­მდეგ წერ­დნენ ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლი და სხვე­ბი.
29 - კერ­დო­ნი - ერე­სი­არ­ქი, წარ­მო­შო­ბით იყო სი­რი­ი­დან. ერთ დროს იმ­ყო­ფე­ბო­და რომ­ში ვა­ლენ­ტი­ნეს­თან ერ­თად (II ს‑ის 30‑ია­ნი წლე­ბის და­სას.). სარ­წმუ­ნო ცნო­ბე­ბი მი­სი მოძღვრე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის არ არის შე­მორჩე­ნი­ლი. სა­ხე­ლი გა­ით­ქვა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა რო­გორც მარ­კი­ო­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა.
30 - მარ­კი­ო­ნი - II ს‑ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ერე­სი­არ­ქი. მარ­კი­ო­ნი წარ­მო­შო­ბით იყო სი­ნო­პი­დან (მცი­რე აზია). გად­მო­ცე­მით, მი­სი მა­მა იყო სი­ნოპ­სის ეპის­კო­პო­სი. და­ახ. 140 წ. მარ­კი­ო­ნი ჩა­ვი­და რომ­ში და კერ­დონს და­ე­მო­წა­ფა. მარ­კი­ონს არ შე­უქ­მნია სა­კუ­თა­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი მოძღვრე­ბა, მაგ­რამ, სხვა გნოს­ტი­კო­სე­ბი­სა­გან განსხვა­ვე­ბით, არ შე­მო­ფარ­გლუ­ლა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი პრობ­ლე­მა­ტი­კით და ინ­ტე­რესს იჩენ­და სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის სა­კით­ხე­ბი­სად­მი.
   ქრის­ტი­ა­ნო­ბის არსს ხე­დავ­და ებ­რა­უ­ლი სუ­ლის უარ­ყო­ფა­ში, ახა­ლი აღთქმის მი­ზანს - ძვე­ლის გა­უქ­მე­ბა­ში. მარ­კი­ონ­მა მის­გან შე­მო­ი­ნა­ხა პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე, რო­მე­ლიც მიაჩნდა ებ­რა­ე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­დე­გოდ და­წე­რი­ლი, და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის მო­წა­ფის - ლუ­კა მა­ხა­რებ­ლის თხზუ­ლე­ბე­ბი: სა­ხა­რე­ბა და საქ­მე მო­ცი­ქულ­თა (თუმ­ცა ამ ტექ­სტებ­საც რე­დაქ­ტი­რე­ბა გა­უ­კე­თა, მათ­გან ამო­ი­ღო ის, რაც, მი­სი აზ­რით, ებ­რა­ე­ლე­ბის მი­ერ იყო ჩა­მა­ტე­ბუ­ლი). ამ­გვა­რად, "მარ­კი­ო­ნის ცდო­მი­ლე­ბას­თან" ბრძო­ლა­ში პირ­ვე­ლად და­ის­ვა სა­კით­ხი ახა­ლი აღთქმის კა­ნო­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­მუ­შა­ვე­ბულ იქ­ნა II ს‑ის და­სას­რუ­ლის­თვის. მარ­კი­ო­ნის მოძღვრე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო უკი­დუ­რე­სი დუ­ა­ლიზ­მი და დო­კე­ტიზ­მი. ზნე­ო­ბის სფე­რო­ში მარ­კი­ო­ნი უმ­კაც­რე­სი ას­კე­ტუ­რი კა­ნო­ნე­ბის დამ­ცვე­ლი იყო. და­ახ. 144 წ. მარ­კი­ო­ნი ეკ­ლე­სი­ი­დან გა­ნაკ­ვე­თეს. მარ­კი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წერ­დნენ II-IV სს‑ების თით­ქმის ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო მწე­რა­ლი.
31 - მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, III, 4, 3.
32 - იქ­ვე, I, 27.
33 - მარ­კო­ზი (II ს‑ის 2 ნახ.) გნოს­ტი­კოს ვა­ლენ­ტი­ნეს მო­წა­ფე, ეკუთ­ვნო­და ვა­ლენ­ტი­ან­თა მე­ო­რე თა­ო­ბას. სარ­წმუ­ნო ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ თით­ქმის არ შე­მორჩე­ნი­ლა. იგი იყო ეგ­ვიპ­ტე­ლი, გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო ასი­აში, მი­სი სა­ხე­ლი ცნო­ბი­ლი იყო და­სავ­ლეთ­შიც.
34 - მწვა­ლე­ბლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, I, 13.
35 - პი­უ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (142-157 წწ.).
36 - მარ­კო­ზი - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (143-153 წწ.).
37 - კე­ლა­დი­ო­ნი - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (154-167 წწ.).
38 - ანი­კე­ტი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (157-168 წწ.).
39 - ელევ­თე­რი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (177-190 წწ.). მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი იყო სო­ტე­რი (168-176 წწ.), ეპის­კო­პოს ანი­კე­ტის შემცვლე­ლი.
40 - იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. აპო­ლო­გია I, 1, 1. ევ­სე­ბის მი­ერ და­მოწ­მე­ბულ ტექსტსა და იუს­ტი­ნეს საწ­ყის ტექსტს შო­რის არ­სე­ბობს განსხვა­ვე­ბა. საწ­ყის ტექსტში სიტ­ყვა "ფი­ლო­სო­ფო­სი" ლუ­ცი­უ­სის სა­ხელ­თან შე­თან­ხმე­ბა­ში დგას მი­ცე­მით ბრუნ­ვა­ში და მი­ე­კუთ­ვნე­ბა თა­ვად ლუ­ცი­უსს, მა­შინ რო­ცა ევ­სე­ბის­თან ეს სიტ­ყვა დგას მოთ­ხრო­ბით ბრუნ­ვა­ში და მი­ე­კუთ­ვნე­ბა კე­ი­სარს, ლუ­ცი­უ­სის მა­მას. ამ განსხვა­ვე­ბას, რო­მე­ლიც ახ­სნი­ლია შემთხვე­ვი­თი შეც­დო­მით, შე­საძ­ლოა უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი გან­მარ­ტე­ბა მი­ე­ცეს. იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­უ­სის გარ­და, აპო­ლო­გი­ას ორი ად­რე­სა­ტი ჰყავს, ან­ტო­ნი­უ­სის ორი შვი­ლო­ბი­ლი - მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სი და ლუ­ცი­უს ვე­რუ­სი. მარ­კუს ავ­რე­ლი­უსი, მო­მა­ვა­ლი რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (161-180 წწ.), იწო­დე­ბო­და "ვე­რი­სი­მუ­სად", რაც ნიშ­ნავს "სა­მარ­თლი­ანს". ეს მეტ­სა­ხე­ლი შე­არ­ქვა მას ად­რი­ა­ნემ, ხო­ლო ად­რი­ა­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც "ვე­რი­სი­მუს­მა" უკ­ვე მი­ი­ღო მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის სა­ხე­ლი, მან არ და­ი­ვიწ­ყა თა­ვი­სი მეტ­სა­ხე­ლი და თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის დროს იგი ამოტ­ვიფ­რა მო­ნე­ტებ­ზე. ლუ­ცი­უს ვე­რუ­სი იყო მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის თა­ნამ­მარ­თვე­ლი (169 წლამ­დე).
   თუ წო­დე­ბა "ფი­ლო­სო­ფო­სი" მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სი­სად­მი სრუ­ლი­ად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო, რამ­დე­ნა­დაც იგი ჭა­ბუ­კო­ბი­დან გან­სწავ­ლუ­ლი იყო ფი­ლო­სო­ფი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, ლუ­ცი­უს ვე­რუ­სი­სად­მი კი ეს წო­დე­ბა შე­საძ­ლოა მხო­ლოდ თა­ვა­ზი­ა­ნი მი­მარ­თვა ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ ევ­სე­ბის­თვის უკ­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ ლუ­ცი­უს ვე­რუ­სი, რო­მე­ლიც გა­მო­ირჩე­ო­და თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბი­თა და ფი­ლო­სო­ფი­ი­სად­მი ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სით, ვე­რა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში ვერ შეძ­ლებ­და და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა სიბრძნის­მოყ­ვა­რის (ფი­ლო­სო­ფო­სის) წო­დე­ბა. სიტ­ყვის და­ბო­ლო­ე­ბის შეც­ვლით ევ­სე­ბიმ "ფი­ლო­სო­ფო­სის" წო­დე­ბა მი­ა­კუთ­ვნა არა ლუ­ცი­უსს, არა­მედ მის მა­მას ლუ­ცი­უს ვე­რუსს, იმ­პე­რა­ტორ ად­რი­ა­ნეს უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, ხე­ლოვ­ნე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის დამ­ფა­სე­ბელს. იმ­პე­რა­ტო­რი ად­რი­ა­ნე იმ­დე­ნად დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და ელი­ას ვე­რუს­თან მე­გობ­რო­ბას, რომ უბო­ძა მას კე­ის­რის ტი­ტუ­ლი და თა­ვის მემ­კვიდ­რედ და­ნიშ­ნა. მაგ­რამ ელი­ას ვე­რუ­სი ად­რი­ა­ნე­ზე უწინ გარ­და­იც­ვა­ლა. ელი­ას ვე­რუ­სის ვა­ჟი, ლუ­ცი­უსი, იშ­ვი­ლა ად­რი­ა­ნეს მემ­კვიდ­რემ - ან­ტო­ნი­უს­მა.
41 - ასი­ის საბ­ჭო იყო იმ­პე­რა­ტო­რის ერთ-ერ­თი პრო­ვინ­ცი­უ­ლი საბ­ჭო. სხვა საქ­მე­ებ­თან ერ­თად იგი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო პრო­ვინ­ცი­ის რე­ლი­გი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად ასი­ის საბ­ჭო მდე­ბა­რე­ობ­და ქა­ლაქ რო­მი­სა და იმ­პე­რა­ტო­რის ტა­ძარ­ში პერ­გა­მონ­ში; მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი იკ­რი­ბე­ბო­და სხვა­დას­ხვა ცენ­ტრებ­ში, ეფე­სო­ში, სარ­დის­ში, სმირ­ნა­ში, ლა­ო­დი­კი­აში, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში და კი­ზი­კუს­ში.
42 - აპო­ლო­გია, I, 70. ამ ეპის­ტო­ლეს აქ­ვეყ­ნე­ბენ ჩვე­უ­ლებ­რივ იუს­ტი­ნეს აპო­ლო­გი­ის ტექ­სტის შემ­დეგ. მეც­ნი­ერ­თა უმე­ტე­სო­ბა მო­ცე­მულ ტექსტს ნა­ყალ­ბე­ვად მიიჩნევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­რი­ღი არის ქ. შ.‑დან 7 მარ­ტსა და 9 დე­კემ­ბერს შო­რის. ეს რეს­კრიპ­ტი ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ეჭ­ვოდ მიიჩნე­ვა, მაგ­რამ ჰარ­ნაკ­მა სცა­და იგი აეხ­სნა რო­ოგრც ნამ­დვი­ლი დო­კუ­მენ­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ინ­ტერ­პო­ლა­ცი­ე­ბით. იგი ნა­პოვ­ნია პა­რი­ზის კო­დექ­სში 450 იუს­ტი­ნეს "აპო­ლო­გი­ის" შემ­დეგ, და აქ მი­ე­კუთ­ვნე­ბა ან­ტო­ნი­ნუს პი­უსს, რო­დე­საც იყო ტრი­ბუ­ნი ოც­და­ოთხგზის, ე. ი. 160 წლის 10 დე­კემ­ბერ­სა და 161 წლის 7 მარტს შო­რის.
43 - წმ. მე­ლი­ტო­ნი (გარდ. და­ახ. 117 წ.) - სარ­დეს ეპის­კო­პო­სი. ევ­სე­ბის მი­ერ და­მოწ­მე­ბუ­ლი ნაწ­ყვე­ტე­ბის გარ­და ცნო­ბი­ლია წმინ­და­ნის კი­დევ ორი ნაშ­რო­მი. 940 წ. ახ­ლა­დაღ­მოჩე­ნილ IV ს‑ის ბერ­ძნულ კო­დექ­სში გა­მოვ­ლე­ნილ იქ­ნა წმ. მე­ლი­ტო­ნის „ქრის­ტეს ვნე­ბა­თა შე­სა­ხებ“ ქა­და­გე­ბის თით­ქმის სრუ­ლი ტექ­სტი, 1972 წ. კი თბი­ლი­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ნა­პოვ­ნი იქ­ნა ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და წმ. მე­ლი­ტო­ნის "უფ­ლის სუ­ლის, სხე­უ­ლი­სა და ვნე­ბა­თა შე­სა­ხებ" ქა­და­გე­ბის ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმანს 12 სვე­ტად.
44 - ლუ­ცი­უს ვე­რუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (161-169 წწ.).
45 - აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის თა­რი­ღის გან­საზღვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­მი­სა და მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ებს შო­რის შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და ჯერ კი­დევ II ს‑ის და­საწ­ყის­ში. წმ. პო­ლი­კარ­პე სმირ­ნელ­მა ეს სა­კით­ხი გა­ნი­ხი­ლა რო­მის ეპის­კო­პოს ანი­კეტ­თან რომ­ში სტუმ­რო­ბი­სას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სა­კით­ხზე შე­თან­ხმე­ბა ვერ იქ­ნა მიღ­წე­ული, ეკ­ლე­სი­ებს შო­რის კავ­ში­რი არ დარ­ღვე­ულა, წმ. პო­ლი­კარ­პემ ევ­ქა­რის­ტია აღას­რუ­ლა რომ­ში.
46 - მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, III, 3, 4.
47 - მო­წა­მე გერ­მა­ნი­კუ­სი - ერთ-ერ­თი თორ­მეტ ფი­ლა­დელ­ფი­ელ ქრის­ტი­ან­თა­გა­ნი, რომ­ლე­ბიც სმირ­ნა­ში მხე­ცებს მი­უგ­დეს და­საგ­ლე­ჯად.
48 - ირი­ნარ­ქი - ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი (ბერძ.).
49 - ასი­არ­ქი - რო­მის პრო­ვინ­ცი­ის ასი­ის უმაღ­ლე­სი ქუ­რუ­მი (ბერძ.).
50 - წმ. მო­წა­მე­ნი პი­ო­ნი­უ­სი და ლი­ნუ­სი, სმირ­ნის პრეს­ვი­ტე­რე­ბი, და მათ­თან ერ­თად სა­ვი­ნა და მა­კე­ო­ნია და მო­წა­მე ას­კლი­პი­ადე, წმინ­და მო­წა­მე პი­ო­ნი­უ­სის ცხოვ­რე­ბის თა­ნახ­მად ეწა­მენ ქ. სმირ­ნა­ში იმ­პე­რა­ტორ დე­კი­უ­სის (249-251 წწ.). დევ­ნუ­ლე­ბის დროს. ისი­ნი შე­იპ­ყრეს 23 თე­ბერ­ვალს, წმ. პო­ლი­კარ­პე სმირ­ნე­ლის ხსე­ნე­ბის დღეს, და მხო­ლოდ დი­დი ხნის შემ­დეგ 11 მარტს ჯვარ­ზე გა­აკ­რეს წმ. მო­წა­მე პი­ო­ნი­უ­სი და დაწ­ვეს.
51 - ხსე­ნე­ბა მო­წა­მე­თა კარ­პა, პა­პი­ლა, აგა­ფო­დო­რა და აგა­ფო­ნი­კი­სა, რომ­ლე­ბიც ეწამ­ნენ 251 წ. პერ­გა­მოს­ში, აღი­ნიშ­ნე­ბა 13 ოქ­ტომ­ბერს.
52 - კრის­კენ­ტი - ფი­ლო­სო­ფოს-ცი­ნი­კო­სი. გად­მო­ცე­მით, სწო­რედ მან გას­ცა სა­წა­მებ­ლად წმ. იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. ეს გად­მო­ცე­მა ემ­ყა­რე­ბა თვით იუს­ტი­ნეს ცნო­ბას სა­კუ­თა­რი წი­ნათგრძნო­ბის შე­სა­ხებ (აპო­ლო­გია II, 3.), ასე­ვე ტა­ტი­ა­ნეს მოწ­მო­ბას კრის­კენ­ტის ხრი­კე­ბის შე­სა­ხებ.
53 - იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. აპო­ლო­გია, II, 3.
54 - ტა­ტი­ანე. სიტ­ყვა ელინ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, 18.
55 - იქ­ვე, 19.
56 - იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. აპო­ლო­გია, II, 2.
57 - იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. დი­ა­ლო­გი ტრი­ფონ იუ­დე­ველ­თან, 108.
58 - იქ­ვე, 72‑74.
59 - მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, IV, 6, 2.
60 - იქ­ვე, V, 26, 2.
61 - აგ­რი­პი­ნე - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (167-179 წწ.).
62 - ჰე­რო­ნის, კორ­ნე­ლი­უ­სი­სა და ერო­სის შე­სა­ხებ იხ. შე­ნიშვ. 90. წ. 3. თე­ო­ფი­ლე - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (169-179 წწ.).
63 - ჰე­გე­ზი­პეს შე­სა­ხებ იხ. შე­ნიშვ. 43, წ. 2.
დი­ო­ნი­სე კო­რინ­თე­ლის შე­სა­ხებ იხ.: შე­ნიშვ. 51, წ. 2.
წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლის შე­სა­ხებ იხ.: შე­ნიშვ. 28. წ. 2.
წმ. მე­ლი­ტო­ნის, სარ­დეს ეპის­კო­პო­სის შე­სა­ხებ, იხ.: შე­ნიშვ. 43. წ. 4.
აპო­ლი­ნა­რი­უს კლავ­დი­უ­სი - ფრი­გი­ის ჰი­ე­რო­პო­ლის ეპის­კო­პო­სი, ეპის­კო­პო­სე­ბის პა­პი­უ­სი­სა და ავერ­კის მემ­კვიდ­რე, აპო­ლო­გე­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხე­ლი გა­ით­ქვა იმ­პე­რა­ტორ მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის (161-180 წწ.) მარ­თვე­ლო­ბის დროს. შე­მორჩე­ნი­ლია მი­სი რამ­დე­ნი­მე ნაშ­რო­მის სა­ხელ­წო­დე­ბა: "აპო­ლო­გია", "ხუ­თი წიგ­ნი წარ­მარ­თთა წი­ნა­აღ­მდეგ", "ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ". აპო­ლო­გი­ით მან მი­მარ­თა იმ­პე­რა­ტორს. ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია მხო­ლოდ მი­სი ნაშ­რო­მის "აღ­დგო­მის შე­სა­ხებ" ფრაგ­მენ­ტებ­მა. პი­ნი­ტუ­სის, მუ­სა­ნი­უ­სის და ფი­ლი­პეს შე­სა­ხებ თა­ვად ევ­სე­ბი გვამ­ცნობს ქვე­მოთ: პი­ნი­ტუ­სი - კნო­სის ეპო­კო­პო­სი, დი­ო­ნი­სე კო­რინ­თე­ლის ეპის­ტო­ლის ად­რე­სა­ტი (IV, 23, 7). მუ­სა­ნი­უ­სი - ენ­კრა­ტი­ტე­ბის ერე­სის წი­ნა­აღ­მდეგ სიტ­ყვის ავ­ტო­რი (IV, 28). ფი­ლი­პე - გორ­ტი­ნი­ის ეპის­კო­პო­სი, დი­ო­ნი­სე კო­რინ­თე­ლის ეპის­ტო­ლის ად­რე­სა­ტი (IV, 23, 5).
64 - ფე­ბუ­თი­სი - მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა. სვი­მო­ნი - იგუ­ლის­ხმე­ბა სვი­მონ მოგ­ვი (იხ.: მის შე­სა­ხებ შე­ნიშვ. 3, წ. 2). სვი­მო­ნი­ა­ნე­ლე­ბი - მი­სი მიმ­დე­ვა­რი.
კლე­ო­ბი­ო­სი - კლე­ო­ბი­ელ­თა სექ­ტის მა­მამ­თა­ვა­რი, რო­მე­ლიც სა­მა­რი­ტელ­თა სექ­ტის გან­შტო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. კლე­ო­ბი­ო­სი­სა და მი­სი მოძღვრე­ბის შე­სა­ხებ სარ­წმუ­ნო ცნო­ე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა.
დო­სი­თე­ო­სი - ერე­სი­არ­ქი. დო­სი­თე­ო­სის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ძა­ლი­ან მწი­რი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია. ერ­თი წყა­როს მი­ხედ­ვით, იგი იყო სვი­მონ მოგ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მე­ო­რეს მი­ხედ­ვით - მას­თან ერ­თად იყო იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მო­წა­ფე, მე­სა­მეს მი­ხედ­ვით - იცოც­ხლა 100 წელ­ზე მეტ ხანს მო­ცი­ქულ­თა ეპო­ქამ­დე.
გორ­თე­ო­სი - გორ­თე­ელ­თა სექ­ტის მა­მამ­თა­ვა­რი, ამ სექ­ტის შე­სა­ხებ მოწ­მობს ასე­ვე ეპი­ფა­ნე კვიპ­რე­ლი.
მას­ბო­თე­ვე­ლე­ბი - რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა, სა­მა­რი­ტელ­თა სექ­ტის სა­ხეს­ხვა­ობა. სა­მა­რი­ა­ში სექ­ტან­ტებ­მა საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით მი­ი­ღეს სა­ხელ­წო­დე­ბა.
65 - ესე­ვე­ლე­ბი - იე­სო ქრის­ტეს დრო­ინ­დე­ლი იუ­დე­ველ­თა სექ­ტა. უკი­დუ­რე­სად კარჩა­კე­ტი­ლი ესე­ველ­თა თე­მი ით­ვლი­და და­ახ. 4000 ადა­მი­ანს. ცხოვ­რობ­დნენ პა­ლეს­ტი­ნა­ში. მათ შე­სა­ხებ და­წე­რა იო­სებ ფლა­ვი­უს­მა (იხ.: იუ­დე­ველ­თა სიძ­ვე­ლე­ნი, XVIII, 9).
გა­ლი­ლე­ვე­ლე­ბი - რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა, შე­საძ­ლოა, წარ­მო­ად­გენ­და ფა­რი­სე­ველ­თა სექ­ტის გან­შტო­ე­ბას. წარ­მო­იშ­ვა მე­ფის­ნაც­ვალ სი­რი­უს კვი­რი­ნუ­სის პირ­ვე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. სექ­ტის სა­თა­ვე­ში იდ­გნენ სა­დუკ ფა­რი­სე­ვე­ლი და იუ­და გა­ლი­ლე­ვე­ლი (იხ.: იუ­დე­ველ­თა სიძ­ვე­ლე­ნი, XVIII, 1, 1). მა­თი მოძღვრე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ შე­მორჩე­ნი­ლა.
ჰე­მე­რო­ბაპ­ტის­ტე­ბი - რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა, რო­მელ­მაც სა­ხელ­წო­დე­ბა მი­ი­ღო ჩვე­უ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით გა­ნი­ბა­ნე­ბოდ­ნენ წყლით. ეპი­ფა­ნე კვიპ­რე­ლი მათ აახ­ლო­ებს ფა­რი­სე­ვე­ლებ­თან. სხვა მო­საზ­რე­ბით, მათ აერ­თი­ა­ნე­ბენ ესე­ვე­ლებ­თან.
სა­მა­რი­ტე­ლე­ბი (სა­მა­რი­ელი) - ეთ­ნი­კუ­რი ერ­თო­ბა, რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა. გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ასი­რი­ე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­რა­ი­ტე­ლებს შე­ე­რივ­ნენ. მი­ი­ღეს რა იუ­და­იზ­მი, სა­მა­რი­ე­ლებ­მა მას­ში შე­ი­ტა­ნეს ცვლი­ლე­ბე­ბი: მხო­ლოდ მო­სეს ხუთ­წიგ­ნე­უ­ლი მი­ი­ღეს, ხო­ლო იუ­დე­ველ­თა ყვე­ლა სხვა წმინ­და წიგ­ნე­ბი უარ­ყვეს. აღ­მერ­თებ­დნენ მო­სეს პი­როვ­ნე­ბას და მო­მა­ვა­ლი მე­სია წარ­მოდ­-გე­ნი­ლი ჰქონ­დათ რო­გორც "მე­ო­რე მო­სე". ისი­ნი უარ­ყოფ­დნენ მიც­ვა­ლე­ბულ­თა აღ­დგო­მას, სუ­ლის იმ­ქვეყ­ნად ცხოვ­რე­ბას. იუ­და­იზ­მი სა­მა­რი­ტე­ლებ­თან მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წარ­მარ­თო­ბას­თან: სა­მა­რი­ტელ­თა მთა­ვა­რი ტა­ძა­რიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ყოვ­ლისმპყრო­ბე­ლი - ზევ­სის თაყ­ვა­ნის­ცე­მას­თან. სა­მა­რი­ტელ­თა შო­რის იყ­ვნენ მოგ­ვე­ბი და გრძნე­უ­ლე­ბი. ძვე­ლი ავ­ტო­რე­ბის აზ­რით, ბევ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ერე­სი წარ­მო­იშ­ვა სა­მა­რი­ტე­ლე­ბის­გან.
სა­დუ­კე­ვე­ლე­ბი - რე­ლი­გი­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა იუ­და­იზ­მში, წარ­მო­იშ­ვა და­ახ. 150 წ. ქ. შ.‑მდე. სა­დუ­კე­ვე­ლე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ დი­დი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნით და ბერ­ძენ­თა მბრძა­ნებ­ლო­ბის წლებ­ში ხელ­ში აი­ღეს სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბა. სა­დუ­კე­ვე­ლე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო ელი­ნო­ფი­ლო­ბა კულ­ტუ­რა­ში და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი პო­ლი­ტი­კა­ში. ას­რუ­ლებ­დნენ მხო­ლოდ და­წე­რილ რჯულს, ანუ მო­სეს რჯულს. უარ­ყოფ­დნენ იმ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბას, მარ­თალ­თა და ცოდ­ვილ­თა გან­კით­ხვას. ისი­ნი იყ­ვნენ ფა­რი­სევ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ები.
ფა­რი­სე­ვე­ლე­ბი - რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა იუ­და­იზ­მში, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა ქ. შ.‑მდე II ს‑ში, იუ­დე­ველ­თა მო­ნო­ბი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ. ფა­რი­სევ­ლე­ბი გა­მო­ირჩე­ოდ­ნენ კა­ნო­ნე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბით, ამას თან ურ­თავ­დნენ, გარ­და და­წე­რი­ლი რჯუ­ლი­სა, მწიგ­ნობ­რე­ბი­სა და რა­ბი­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბებს რჯულ­ზე (და­უ­წე­რელ რჯულს). და­უ­წე­რელ კა­ნონს, რო­მე­ლიც უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ში­ნა­გან წესს, მათ­თვის ესო­დენ დი­დი ძა­ლა ჰქონ­და, რომ მი­სი ცვლი­ლე­ბა შეჰ­ქონ­დათ თვით მო­სეს კა­ნონ­ში. თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ით წარ­მო­ად­გენ­დნენ ნა­ცი­ო­ნა­ლურ პარ­ტი­ას, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა ჰქონ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე.
66 - "სი­რი­უ­ლი სა­ხა­რე­ბის" შე­სა­ხებ ცნო­ბა არ მო­ი­პო­ვე­ბა. აპოკ­რი­ფე­ბის შე­სა­ხებ იხ.: შე­ნიშვ. 46. წ. 3.
67 - თე­ო­ფი­ლე - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი, 169 წ. და­წე­რა პო­ლე­მი­კუ­რი თხზუ­ლე­ბა "ავ­ტო­ლი­კე­სად­მი“ (3 წიგ­ნად). ევ­სე­ბის მი­ერ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მე­ო­რე თხზუ­ლე­ბა არ შერ­მორჩე­ნი­ლა.
68 - მას­ქი­მი­ა­ნე - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (178-192 წწ.).
69 - მო­დეს­ტო­სი (III წ.) - სა­ეკ­ლე­სიო მწე­რა­ლი. მარ­კი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­რი­ლი მი­სი თხზუ­ლე­ბა არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.
70 - სერ­ვი­ლი­უს პავ­ლე - მი­სი ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია, მაგ­რამ რუ­ფი­ნუ­სი მას ანაცვ­ლებს სერ­გი­უს პა­უ­ლუ­სის სა­ხე­ლით, რო­მე­ლიც იყო ორ­გზის კონ­სუ­ლი 168 წელს, და შე­საძ­ლოა, 164-166 წწ.‑ებ­ში ყო­ფი­ლი­ყო ასი­ის პრო­კონ­სუ­ლი.
71 - სა­გა­რი­სი - ლა­ო­დი­კი­ის ეპის­კო­პო­სი. მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა ფრი­გი­ის ლა­ო­დი­კა­ში და­ახ. 166 წ.
72 - აღ­დგო­მის შე­სა­ხებ და­ვა წარ­მო­იშ­ვა 167 წ. ლა­ო­დი­კი­აში.
73 - მონ­ტა­ნი - რე­ლი­გი­ურ-მის­ტი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მე­თა­ური. ეს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აღ­მო­ცენ­და II ს‑ის 50 წლებ­ში მცი­რე აზი­ის ოლქ მი­ზი­აში, რო­მე­ლიც ესაზღვრე­ბო­და ფრი­გი­ას და ამი­ტომ ზოგ­ჯერ იგი იწო­დე­ბა კა­ტაფ­რი­გი­ად. მონ­ტა­ნი მო­ნათ­ვლამ­დე იყო კი­ბე­ლის - „ღმერ­თის დე­დის" ქუ­რუ­მი. იგი და­სა­ჭუ­რი­სე­ბულ იქ­ნა. ორ მო­წა­ფეს­თან, პრის­კი­ლა­სა და მაქ­სი­მი­ლეს­თან ერ­თად, წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­და რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტა­ზის დროს. მონ­ტა­ნიზ­მი სწრა­ფად გავ­რცელ­და. მე­ო­რე მონ­ტა­ნის­ტმა წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­მა, თე­მი­სონ­მა, და­წე­რა რი­გი ეპის­ტო­ლე­ე­ბი­სა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთს, რო­მე­ლიც მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ებს მი­ე­მარ­თე­ბა, ნი­მუ­შად ჰქონ­და იო­ა­ნე ღვთის­მეტ­ყვე­ლის გა­მოც­ხა­დე­ბა. მონ­ტა­ნის ერეს­სა და კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წარ­მო­იშ­ვა არა იმ­დე­ნად დოგ­მა­ტურ (მონ­ტა­ნის­ტე­ბი იზი­ა­რებ­დნენ მართლმა­დი­დებ­ლურ დოგ­მა­ტურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს) ან ეთი­კურ სფე­რო­ებ­ში (ერე­ტი­კო­სე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო მკაც­რი ას­კე­ტიზ­მი), რამ­დე­ნა­დაც სა­ეკ­ლე­სიო დის­ციპ­ლი­ნის სფე­რო­ში. "ახა­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა", რო­მელ­საც ქა­და­გებ­დნენ მონ­ტა­ნი და მი­სი მიმ­დევ­რე­ბი, უარ­ყოფ­და ეპის­კო­პოს­თა სა­ეკ­ლე­სიო ავ­ტო­რი­ტეტ­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბას. მონ­ტა­ნის­ტებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა ნიშ­ნავ­და სა­ეკ­ლე­სიო დის­ციპ­ლი­ნის გა­მარ­ჯვე­ბას. მონ­ტა­ნის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში წა­ვიდ­ნენ და თა­ვი­სი ეკ­ლე­სია და იე­რარ­ქია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს, არ­სე­ბობ­დნენ VIII ს‑მდე. მათ შო­რის იყო ბევ­რი მო­წა­მე და აღ­მსა­რე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ­პე­რა­ტორ დე­კი­უ­სის დევ­ნლე­ბის დროს. მონ­ტა­ნის­ტე­ბის მხა­რე­ზე გა­და­ვი­და ტერ­ტუ­ლი­ანე, რო­მელ­მაც მი­იმ­ხრო ჩრდ. აფ­რი­კის მრევ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბა, - ისი­ნი კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში დაბ­რუნ­დნენ მხო­ლო ნეტ. ავ­გუს­ტი­ა­ნეს დროს.
74 - ენ­კრა­ტი­ტე­ბი, რო­გორც ჩანს, არ შე­ად­გენ­დნენ ცალ­კე სექ­ტას, მაგ­რამ სხვა ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სა­გან განსხვავ­დე­ბოდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ას­კე­ტიზ­მით, რო­მე­ლიც მი­დი­ო­და ერე­ტი­კულ უკი­დუ­რე­სო­ბამ­დე. უარს ამ­ბობ­დნენ ღვი­ნის მი­ღე­ბა­ზე, ენ­კრა­ტი­ტე­ბი თვით ევ­ქა­რის­ტი­ა­საც წყლით აღას­რუ­ლებ­დნენ. გად­მო­ცე­მით, თავ­და­პირ­ვე­ლად ენ­კრა­ტი­ტე­ბის წი­ნამ­ძღო­ლი იყო ტა­ტი­ანე.
75 - ტა­ტი­ა­ნე (გარდ. და­ახ. 175 წ.) - წმ. იუს­ტი­ნეს მო­წა­ფე, ავ­ტო­რი თხზუ­ლე­ბი­სა "სიტ­ყვა ელინ­თა წი­ნა­აღ­მდეგ", რო­მე­ლიც და­წე­რი­ლია და­ახ. 170 წ. გნოს­ტი­კუ­რი ერე­სის­კენ გა­და­ი­ხა­რა.
76 - მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, I, 28, 1.
77 - სე­ვე­რო­სი - ერთ-ერ­თი გად­მო­ცე­მით, ტა­ტი­ა­ნეს მო­წა­ფე, რო­მე­ლიც მის შემ­დეგ გახ­და ენ­კრა­ტი­ტე­ბის წი­ნამ­ძღო­ლი, ამი­ტომ მათ ეწო­დათ სე­ვე­რი­ა­ნე­ლე­ბი. მაგ­რამ ეპი­ფა­ნე კვიპ­რე­ლი მას მარ­კი­ო­ნის მო­წა­ფეს უწო­დებს.
78 - ბარ­დე­სა­ნი (154-223 წწ.) - სი­რი­ე­ლი სწავ­ლუ­ლი, ას­ტრო­ნო­მი, მა­თე­მა­ტი­კო­სი და პო­ეტი. ეკუთ­ვნო­და უმაღ­ლეს არის­ტოკ­რა­ტი­ას, იყო ედე­სის მე­ფის, ავ­გა­როზ IX‑ის პი­რა­დი მე­გო­ბა­რი. ავ­ტო­რი 150 ფსალ­მუ­ნი­სა, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ჯერ კი­დევ ეფ­რემ ასუ­რის დროს. ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და რო­გორც ვა­ლენ­ტი­ნეს გნოს­ტი­კუ­რი ერე­სის მიმ­დე­ვა­რი და მარ­კი­ო­ნის ერეს­თან შე­უ­პო­ვა­რი მებ­რძო­ლი.

წიგნი V

   რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სი სო­ტე­რი აღეს­რუ­ლა მი­სი წი­ნამძღვრო­ბის მერ­ვე წელს. იგი მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მე­თორ­მე­ტემ, ელევ­თერ­მა შეც­ვა­ლა. იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­ნუს ვე­რუ­სის ზე­ო­ბის მეთ­ხუთ­მე­ტე წე­ლი იყო, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ მხა­რე­ში ქა­ლა­ქებ­ში ხალ­ხის თავ­დას­ხმე­ბით კვლავ უფ­რო ძლი­ერ აღეგ­ზნო ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა1. თუ ვიმ­სჯე­ლებთ ერთ ერ­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბით, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­წა­მე­ო­ბით გა­მოიჩი­ნა თა­ვი, რაც და­უ­ვიწ­ყა­რი ხსოვ­ნის ღირ­სი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი­ყო. ამ მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ სრუ­ლი თხრო­ბის ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რი მე გან­ვა­წე­სე "მო­წა­მე­თა კრე­ბულ­ში", და ეს თხრო­ბა არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­ას, არა­მედ მოძღვრე­ბა­საც შე­ი­ცავს; რაც წა­მოჭ­რილ სა­კით­ხებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ მას გად­მოვ­ცემ. სხვე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი თხრო­ბის შემ­დგე­ნე­ბი, წე­რი­ლო­ბით სულ გად­მოს­ცე­მენ ომებ­ში გა­მარ­ჯვე­ბებ­სა და მტრებ­ზე მოწ­ყო­ბილ ტრი­უმ­ფებს, მხე­დართმთავ­რე­ბის საგ­მი­რო საქ­მე­ებ­სა და ჯა­რის­კაც­თა სი­მა­მა­ცეს, შვი­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს, და სხვა სა­კუთ­რე­ბის გუ­ლის­თვის სის­ხლი­თა და ათა­სო­ბით მკვლე­ლო­ბე­ბით გას­ვრილ­თა; საღ­ვთო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ თხრო­ბის ჩვე­ნე­უ­ლი სიტ­ყვა კი თვით სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის გა­მო ყვე­ლა­ზე მში­დო­ბი­ან ომებ­სა და მათ­ში უფ­რო ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მო, ვიდ­რე სამ­შობ­ლოს გა­მო და უფ­რო ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო, ვიდ­რე მოყ­ვას­თა გა­მო მებ­რძო­ლებს სა­უ­კუ­ნო სვე­ტებ­ზე აღ­ბეჭ­დავს; ღვთის­მო­სა­ო­ბის მებ­რძოლ­თა წი­ნა­აღ­დგო­მა­სა და მრავ­ლის დამ­თმენ ახო­ვა­ნე­ბას, დე­მო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ნა­დავლს, უხი­ლავ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას და ყო­ვე­ლი­ვე ამის­თვის [მო­პო­ვე­ბულ] გვირ­გვი­ნებს სა­უ­კუ­ნო ხსე­ნე­ბი­სათ­ვის იქა­და­გებს.

I

   გა­ლია იყო ქვე­ყა­ნა, სა­დაც მომ­ზად­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ას­პა­რე­ზი. მის მთა­ვარ ქა­ლა­ქებს, იქ სა­ხელ­განთქმუ­ლებ­სა და ყვე­ლა­სა­გან გა­მორჩე­უ­ლებს, ეწო­დე­ბო­და ლუგ­დუ­ნი* და ვი­ენა; ორი­ვე მათ­გა­ნის გას­წრივ მთელ მხა­რეს უხ­ვად რწყავ­და მდი­ნა­რე რო­და­ნი2. მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რე­ბი ამ ქვეყ­ნის გა­მორჩე­ულ­მა ეკ­ლე­სი­ებ­მა ასი­ი­სა და ფრი­გი­ის ეკ­ლე­სი­ებს გა­უგ­ზავ­ნეს, და მათ­თან მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის თხრო­ბას გად­მოგ­ცემთ მა­თი­ვე სიტ­ყვე­ბით: "ვი­ე­ნა­სა და ლუგ­დუ­ნა­ში გა­ლი­ის მკვიდ­რი ქრის­ტეს მო­ნე­ბი ასი­ა­სა და ფრი­გი­ა­ში ჩვე­ნი გა­მოს­ყიდ­ვის რწმე­ნი­სა და სა­სო­ე­ბის მქო­ნე ძმებს, მშვი­დო­ბა, მად­ლი და დი­დე­ბა მა­მა ღმერ­თი­სა და ჩვე­ნი უფ­ლის იე­სო ქრის­ტეს­გან".

     სხვა შე­სა­ვა­ლი სიტ­ყვე­ბის შემ­დეგ, იწ­ყე­ბენ თხრო­ბას ამ სიტ­ყვე­ბით: "ამ­რი­გად, ზედ­მი­წევ­ნით არც თქმა ძალ­გვიძს, არც წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ მომ­ხდა­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის სი­დი­დის, წარ­მარ­თე­ბი­სა­გან წმინ­და­ნებ­ზე მო­წევ­ნილ ესო­დენ დი­დი რის­ხვი­სა და იმი­საც, თუ რამ­დე­ნი რამ და­ით­მი­ნეს ნე­ტარ­მა მო­წა­მე­ებ­მა. რად­გან მთე­ლი ძა­ლით დაგ­ვატ­ყდა თავს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე თა­ვი­სი გარ­და­უ­ვა­ლი მოს­ვლის წი­ნა­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­ცა­და ჩვენ­ზე. თა­ვი­სი­ა­ნე­ბი დააჩვია და გაწვრთნა ღვთის მო­ნა­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ისე რომ, არა მხო­ლოდ სახ­ლე­ბი­დან, აბა­ნო­ე­ბი­დან და ბაზ­რე­ბი­დან გვდევ­ნი­და, არა­მედ სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლი იყო ჩვე­ნი ხილ­ვა რო­მე­ლი­მე ად­გი­ლას. მის წი­ნა­აღ­მდეგ მხე­დართმთა­ვა­რი იყო ღვთის მად­ლი და უძ­ლუ­რებს აძ­ლი­ე­რებ­და, მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნაწ­ყობ­და მტკი­ცე საყ­რდე­ნებს**, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ მოთ­მი­ნე­ბით უკე­თუ­რის ყვე­ლა სა­ხის გა­მოვ­ლი­ნე­ბის თა­ვის თავ­ზე აღე­ბა. ისი­ნი ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, და გა­კიც­ხვი­სა და სას­ჯე­ლის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას და­ით­მედ­ნენ. ქრის­ტეს­თვის მო­შურ­ნე­ნი მრა­ვალს მცი­რედ მიიჩნევ­დნენ, ნამ­დვი­ლად აჩვე­ნებ­დნენ, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვნე­ბე­ბი არ არის ღირ­სი შე­ვა­და­როთ მო­მა­ვალ­ში ჩვენ­თვის გაც­ხა­დე­ბულ დი­დე­ბას (შდრ. რომ. 8, 18).

   "პირ­ვე­ლად ვაჟ­კა­ცუ­რად იტან­დნენ ყვე­ლა­ფერს, რაც კი ბრბო­სა­გან თავს ატ­ყდე­ბო­დათ; ყვი­რილს, ცე­მას, კვე­თე­ბას, ძარ­ცვას, ქვე­ბის სრო­ლას, საპ­ყრო­ბი­ლე­ში ჩამწყვდე­ვა­სა და ყვე­ლა­ფერს, რი­სი გა­კე­თე­ბაც უყ­ვარს გამ­ხე­ცე­ბულ ბრბოს მტრე­ბი­სა და მე­ომ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ათა­სის­თავს და ქა­ლა­ქის თავ­კა­ცებს ისი­ნი გა­მოჰ­ყავ­დათ ბა­ზარ­ში მთე­ლი ბრბოს წი­ნა­შე, და­კით­ხავ­დნენ, ღე­ბუ­ლობ­დნენ აღი­ა­რე­ბას და ამწყვდევ­დნენ საპ­ყრო­ბი­ლე­ში, ვიდ­რე არ მო­ვი­დო­და ლე­გა­ტი3. შემ­დეგ კი, რო­დე­საც მმარ­თველ­თან მი­იყ­ვა­ნეს ისი­ნი და მან ჩვენს მი­მართ მთე­ლი თა­ვი­სი სი­სა­ტი­კე გა­მო­ი­ყე­ნა, [შე­მო­იყ­ვა­ნეს] ვე­ტი­უს ეპა­გა­თო­სი, ერთ-ერ­თი ძმა­თა­გა­ნი, ღვთი­სა და მოყ­ვა­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქო­ბა იმ­დე­ნად უმ­წიკ­ვლო იყო, რომ მი­უ­ხე­და­ვად ახალ­გაზ­რდა ასა­კი­სა, ზა­ქა­რია ხუ­ცე­სის მო­წა­მე­ო­ბას გა­უ­თა­ნაბ­რდა. მან უზა­დოდ გან­ვლო უფ­ლის ყვე­ლა მცნე­ბი­სა და მი­თი­თე­ბის გზა და მოყ­ვა­სის მი­მართ ყვე­ლა მსა­ხუ­რე­ბა და­უ­ღა­ლა­ვად აღას­რუ­ლა, ღვთის მი­მართ დი­დი მო­შურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და და სუ­ლით მდუ­ღა­რე იყო. და ასეთ­მა პი­როვ­ნე­ბამ ვერ აი­ტა­ნა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ასე უგუ­ნუ­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო, ძა­ლი­ან შე­წუხ­და და მო­ით­ხო­ვა მი­სიც მო­ეს­მი­ნათ. რო­დე­საც სიტ­ყვას უგებ­და ძმე­ბის გა­მო, რომ ჩვენ­ში არა­ფე­რი იყო უღ­მერ­თო, არც უზ­ნეო, მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძლის გვერ­დით მდგო­მე­ბი უყ­ვი­როდ­ნენ მას, რად­გან იგი გა­მოჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, ხო­ლო მმარ­თველ­მა ვერ აი­ტა­ნა მის მი­ერ ასე­თი სა­მარ­თლი­ა­ნი მოთ­ხოვ­ნის წა­ყე­ნე­ბა და მხო­ლოდ ეს ჰკით­ხა, იყო თუ არა ისიც ქრის­ტი­ანი, მან კი, რო­დე­საც ბრწყინ­ვა­ლე ხმით აღი­არა, თვი­თო­ნაც გა­ი­ზი­ა­რა მო­წა­მე­თა ხვედ­რი. ქრის­ტი­ან­თა­გან "ნუ­გე­შის­მცემ­ლად" წო­დე­ბუ­ლი თა­ვის თავ­ში ატა­რებ­და ნუ­გე­შის­მცე­მელს, ზა­ქა­რი­ას სულს, რაც სიყ­ვა­რუ­ლის სი­სავ­სის გზით მი­იღო, რო­დე­საც სათ­ნო იჩი­ნა ძმე­ბის და­სა­ცა­ვად სა­კუ­თა­რი სუ­ლის და­დე­ბა (შდრ. 1 თეს. 2,8). რად­გან იყო და არის უფ­ლის ჭეშ­მა­რი­ტი მო­წა­ფე, მიმ­დე­ვა­რი კრა­ვი­სა, სა­დაც კი ის წა­ვი­დო­და (შდრ. გა­მოცხ. 14,4).

   "აქ და­ნარჩე­ნე­ბი გა­იყ­ვნენ. აშ­კა­რად მზად აღ­მოჩნდნენ პირ­ველ­მო­წა­მე­ნი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სუ­ლით აღას­რუ­ლებ­დნენ მო­წა­მე­ო­ბის აღ­სა­რე­ბას, გა­მოჩნდნენ ასე­ვე მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი, გა­უწვრთნე­ლე­ბი და ჯერ ისევ უძ­ლუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც არ შე­ეძ­ლოთ დი­დი ბრძო­ლის წნე­ხის გაძ­ლე­ბა, მათ­გან და­ახ­ლო­ე­ბით ათი კა­ცი და­ეცა. მათ გა­მო გვქონ­და დი­დი მწუ­ხა­რე­ბა და უზო­მო გლო­ვა, და სხვე­ბის სუ­ლი გა­ტე­ხეს, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ შეპ­ყრო­ბი­ლი და რომ­ლე­ბიც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა სა­ში­ნე­ლი გან­საც­დე­ლი ჰქონ­დათ გა­და­ტა­ნი­ლი, მა­ინც რჩე­ბოდ­ნენ მო­წა­მე­ებ­თან და არ ტო­ვებ­დნენ მათ. მა­შინ კი ყვე­ლა ძა­ლი­ან შევ­შინ­დით აღ­სა­რე­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბის გა­მო, არა თუ მო­წევ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის გვე­ში­ნო­და, არა­მედ [მოვ­ლე­ნე­ბის] და­სას­რუ­ლი­სა­კენ ვიმ­ზი­რე­ბო­დით და გვე­ში­ნო­და ზო­გი­ერ­თე­ბის და­ცე­მის. ყო­ველ­დღე იჭერ­დნენ ღირ­სე­უ­ლებს და მათ რიცხვს ისე ავ­სებ­დნენ, რომ ორი ეკ­ლე­სი­ი­დან თავს უყ­რიდ­ნენ ყვე­ლა მო­შურ­ნეს და მათ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ იქ მყოფ­ნი. მას შემ­დეგ, რაც მმარ­თველ­მა ბრძა­ნა სა­ხალ­ხოდ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მო­ძებ­ნა, ზო­გი­ერ­თი წარ­მარ­თი იჭერ­და ჩვე­ნი­ა­ნე­ბის მო­ნებს. ისი­ნი სა­ტა­ნის მზაკ­ვრო­ბით, იმ სა­ტან­ჯვე­ლე­ბი­სა­გან იყ­ვნენ და­ში­ნე­ბუ­ლი, რა­საც ხე­დავ­დნენ წმინ­და­ნე­ბის ვნე­ბი­სას და, რო­დე­საც ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­ა­გო­ნებ­დნენ, ჩვენ­ზე ცილს სწა­მებ­დნენ - თი­ეს­ტეს ნა­დიმს, ოი­დი­პო­სის აღ­რე­ვას4 და იმას, რი­სი თქმის, ან გა­ფიქ­რე­ბის უფ­ლე­ბაც არა გვაქვს, არა­მედ არც იმის და­ჯე­რე­ბის, თუ რა­ი­მე მსგავ­სი მომ­ხდა­რა ადა­მი­ა­ნებ­თან. რო­დე­საც ამას ამ­ბობ­დნენ, ყვე­ლა მხეც­დე­ბო­და ჩვენ­ზე, ისე რომ, თუ აქამ­დე ზო­გი­ერ­თი მე­გობ­რო­ბის გა­მო თავს იკა­ვებ­და, მა­შინ ძა­ლი­ან სას­ტი­კი ხდე­ბო­და და კბი­ლებს აღ­რჭენ­და ჩვენ­ზე. სრულ­დე­ბო­და ჩვე­ნი უფ­ლის მი­ერ ნათ­ქვა­მი, რომ "მო­ვა ჟა­მი, რო­დე­საც ყვე­ლა თქვენს მკვლელს ეგო­ნე­ბა, რომ ღმერთს ემ­სა­ხუ­რე­ბა" (იოან. 16,2). და­სას­რულ, წმინ­და მო­წა­მე­ებ­მა ენი­თა­უ­წე­რე­ლი მოთ­მი­ნე­ბით აი­ტა­ნეს სას­ჯე­ლე­ბი, რო­დე­საც სა­ტა­ნა ცდი­ლობ­და მა­თი მეშ­ვე­ო­ბი­თაც წარ­მოთ­ქმუ­ლი­ყო რა­ი­მე გმო­ბა. ბრბოს, მმარ­თვე­ლი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის მთე­ლი რის­ხვა ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი სიძ­ლი­ე­რით თავს და­ატ­ყდათ სან­კტუსს, დი­ა­კონს ვი­ე­ნი­დან და მა­ტუ­რუსს, ახ­ლად მო­ნათ­ლულს, მაგ­რამ ნამ­დვილ მებ­რძოლს, და ატა­ლუსს, წარ­მო­შო­ბით პერ­გა­მო­ნელს, ყო­ველ­თვის სვეტ­სა და სიმ­ტკი­ცეს იქ მყოფ­თათ­ვის, და ბლან­დი­ნას, ვის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ქრის­ტემ აჩვე­ნა, რომ, რაც ადა­მი­ა­ნებ­თან უმ­ნიშ­ვნე­ლო, უსა­ხუ­რი და შე­სა­ზიზ­ღი ჩანს, ღმერ­თთან დი­დე­ბის ღირ­სი ხდე­ბა მის მი­მართ ძა­ლა­ში წარ­მოჩე­ნი­ლი და არა გა­რეგ­ნო­ბით მო­ქა­დუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო. რო­დე­საც ჩვენ ყვე­ლას გვე­ში­ნო­და და ასე­ვე მის ხორ­ცი­ელ ქალ­ბა­ტონ­საც, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე იყო ერთ-ერ­თი მებ­რძო­ლი მო­წა­მე­თა შო­რის, რომ გამ­ბე­და­ო­ბა არ ეყო­ფო­და აღ­სა­რე­ბის წარ­მო­სათ­ქმე­ლად სხე­უ­ლის უძ­ლუ­რე­ბის გა­მო; ბლან­დი­ნა აღივ­სო ისე­თი ძა­ლით, რომ მტარ­ვა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მო­რი­გე­ო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ტან­ჯვე­ლე­ბით აწა­მებ­დნენ, გა­უშ­ვეს და მი­ა­ტო­ვეს, და მათ თვი­თონ აღი­ა­რეს, რომ და­მარცხდნენ და მე­ტი აღა­რა­ფე­რი შე­ეძ­ლოთ მის­თვის გა­ე­კე­თე­ბი­ათ. მათ უკ­ვირ­დათ, რომ იგი ცოც­ხა­ლი დარჩა, რო­დე­საც მთე­ლი სხე­უ­ლი შე­მუს­ვრი­ლი და ღია ჰქონ­და, და და­ა­მოწ­მებ­დნენ, რომ წა­მე­ბის ერ­თი სა­ხე­ო­ბაც კი საკ­მა­რი­სი იყო მის­თვის სუ­ლის ამო­სახ­დე­ლად, არა თუ ასე­თი და ესო­დე­ნი ტან­ჯვა. მაგ­რამ ნე­ტა­რი, რო­გორც ნამ­დვი­ლი მებ­რძო­ლი, აღ­სა­რე­ბის წარ­მოთ­ქმი­სას გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და და მოხ­და მი­სი ამაღ­ლე­ბა, გან­სვე­ნე­ბა და იმ ტკი­ვი­ლე­ბის და­ა­მე­ბა, რა­საც მას აყე­ნებ­დნენ, რო­დე­საც წარ­მოთ­ქვამ­და: "ქრის­ტი­ა­ნი ქა­ლი ვარ და ჩვენ­თან არა­ვი­თა­რი ბო­რო­ტე­ბა არ ხდე­ბა".

   "სან­კტუს­მა კი თვი­თონ ადა­მი­ან­თა­გან ყვე­ლა სა­ტან­ჯვე­ლი ახოვ­ნად და ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლად ნამ­დვი­ლად და­ით­მი­ნა, და რო­დე­საც ურ­ჯუ­ლო­ებს იმე­დი ჰქონ­დათ, ტან­ჯვის ხანგრძლი­ვო­ბი­სა და სიმ­ძლავ­რის გა­მო მის­გან მო­ის­მენ­დნენ რა­ი­მე უკ­რძალ­ველს, მა­თი მო­ლო­დი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ისე­თი სიმ­ტკი­ცე გა­მოიჩინა, რომ არც სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი თქვა, არც ეროვ­ნე­ბა, არც ქა­ლა­ქი, სა­ი­და­ნაც იყო, არც ის, მო­ნა იყო, თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი; არა­მედ ყვე­ლა შე­კით­ხვა­ზე პა­სუ­ხობ­და ლა­თი­ნურ ენა­ზე: "ქრის­ტი­ა­ნი ვარ"; ამას აღი­ა­რებ­და სა­ხე­ლის, ქა­ლა­ქის, გვა­რის და სხვა ყვე­ლაფ­რის ნაც­ვლად, ხო­ლო სხვა სიტ­ყვას წარ­მარ­თე­ბი მის­გან ვერ ის­მენ­დნენ. ამი­ტომ მმარ­თვე­ლი­ცა და მტარ­ვა­ლე­ბიც ძა­ლი­ან ცდი­ლობ­დნენ მის და­მორჩი­ლე­ბას, ისე რომ მის­თვის გა­სა­კე­თე­ბე­ლი მე­ტი აღა­რა­ფე­რი დარჩათ. ბო­ლოს გა­ხუ­რე­ბუ­ლი სპი­ლენ­ძის ფირ­ფი­ტებს აწე­ბებ­დნენ მი­სი სხე­უ­ლის ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე ად­გი­ლებ­ზე. ისი­ნი იწ­ვო­და, ხო­ლო თვი­თონ და­უწ­ვე­ლი და და­უ­მორჩი­ლე­ბე­ლი რჩე­ბო­და, მტკი­ცედ იდ­გა აღ­სა­რე­ბა­ში, ქრის­ტეს წი­ა­ღი­დან გად­მო­სუ­ლი სი­ცოც­ხლის წყლის ცი­უ­რი წყა­რო­თი მორ­წყუ­ლი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი. სხე­უ­ლი მას­ზე შემთხვე­უ­ლის მო­წა­მე იყო, ერ­თი­ა­ნად ჭრი­ლო­ბა და წყლუ­ლი იყო, კან­კა­ლებ­და და სა­ხე ადა­მი­ა­ნი­სას აღარ მი­უ­გავ­და, მას­ში ვნე­ბუ­ლი ქრის­ტე მე­ტად გან­დიდ­და, გა­ა­ნად­გუ­რა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და სხვე­ბი­სათ­ვის სა­ნი­მუ­შოდ აჩვე­ნა, რომ არა­ფე­რია სა­ში­ში, სა­დაც არის მა­მის სიყ­ვა­რუ­ლი, არც ტკი­ვი­ლია, სა­დაც არის ქრის­ტეს დი­დე­ბა. ურ­ჯუ­ლო­ნი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კვლავ ტან­ჯავ­დნენ მო­წა­მეს და ფიქ­რობ­დნენ, რომ რო­ცა სხე­უ­ლი და­სი­ე­ბუ­ლი და დაწ­ყლუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, თუ იმა­ვე სა­ტან­ჯვე­ლებს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, და­ა­მარ­ცხებ­დნენ (რად­გან ხე­ლის შე­ხე­ბა­საც ვერ იტან­და), ან­და მტარ­ვალ­თა­გან მოკ­ლუ­ლი და­ნარჩე­ნებს შიშს ჩა­უ­ნერ­გავ­და. მაგ­რამ არა­თუ მსგავ­სი რამ არ მოხ­და, არა­მედ ყო­ველ­გვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი მო­ლო­დი­ნის სა­პი­რის­პი­როდ ტან­ჯვის დროს ზე აწია თა­ვი, წა­მო­ი­მარ­თა სხე­უ­ლით და მი­ი­ღო პირ­ვან­დე­ლი სა­ხე და აღიდ­გი­ნა [სხე­უ­ლის] ასო­ე­ბის ქმე­დი­თო­ბა ისე, რომ არა­თუ ევ­ნო, არა­მედ ქრის­ტეს მად­ლით მე­ო­რე წა­მე­ბა მის­თვის კურ­ნე­ბა შე­იქ­მნა.

   "ბიბ­ლი­სი კი, ერ­თი უარ­მყო­ფელ­თა­გა­ნი, ეშ­მაკ­მა წა­იყ­ვა­ნა სა­ტან­ჯვე­ლად (მას ეგო­ნა, რომ უკ­ვე შთანთქმუ­ლი ყავ­და და სურ­და, რომ მკრე­ხე­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნე­სა­ჯა), თით­ქოს უკ­ვე გა­ტე­ხილს და შე­ში­ნე­ბულს აი­ძუ­ლებ­და, რომ ეთ­ქვა ჩვენს შე­სა­ხებ უღ­მერ­თო სიტ­ყვე­ბი. წა­მე­ბის დროს იგი გონს მო­ე­გო და, რო­გორც იტ­ყვი­ან, ღრმა ძი­ლი­დან გა­მოფ­ხიზ­ლდა, ჟა­მი­ე­რი სას­ჯე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­იხ­სე­ნა გე­ე­ნი­ის სა­უ­კუ­ნო სა­ტან­ჯვე­ლი, და აქეთ შე­ე­პა­სუ­ხა მგმო­ბე­ლებს: "ბავ­შვებს რო­გორ შე­ჭა­მენ ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც უგუ­ნურ ცხო­ველ­თა სის­ხლის შეჭ­მაც კი აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ?" ამის შემ­დეგ აღი­არა, რომ ქრის­ტი­ა­ნი იყო და მო­წა­მე­თა დასს შე­ე­მა­ტა.
   "რო­დე­საც ქრის­ტეს მი­ერ ნე­ტარ­თა სიმ­ტკი­ცის მეშ­ვე­ო­ბით ტი­რან­თა სა­ტან­ჯვე­ლე­ბი გა­უქ­მდა, ეშ­მაკ­მა სხვა მზაკ­ვრო­ბა მო­ი­ფიქ­რა: საპ­ყრო­ბი­ლე­ში წყვდი­ად­სა და უმ­ძი­მეს ად­გი­ლას ჩამწყვდე­ვა, ფი­ცარ­ზე ფე­ხე­ბის გა­და­ჭიმ­ვა მე­ხუ­თე ნახ­ვრე­ტამ­დე და სხვა ტან­ჯვა-წა­მე­ბა­ნი, რაც სჩვე­ო­დათ გან­რის­ხე­ბულ მსა­ხუ­რებს, და ამას ეშ­მა­კი­სა­გან აღ­ვსე­ბულ­ნი პა­ტიმ­რებ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ასე იხუ­თე­ბო­და საპ­ყრო­ბი­ლე­ში მრა­ვა­ლი, რო­მელ­თა ამ სა­ხით წაყ­ვა­ნა ენე­ბა უფალს და აჩვე­ნებ­და თა­ვის დი­დე­ბას. მწა­რედ გვე­მულ­ნი, რო­დე­საც ჩან­და, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც რომ ემ­კურ­ნა­ლათ, მა­ინც ვერ გა­დარჩე­ბოდ­ნენ, საპ­ყრო­ბი­ლე­ში აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას. ადა­მი­ან­თა მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა­გან მი­ტო­ვე­ბულ­ნი, მაგ­რამ უფ­ლი­სა­გან სხე­უ­ლი­თა და სუ­ლით განმტკი­ცე­ბულ­ნი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი, სხვებ­საც ამ­ხნე­ვებ­დნენ და ნუ­გეშს სცემ­დნენ. უფ­რო ახალ­ბე­დე­ბი კი ახ­ლა­ხან შეპ­ყრო­ბილ­ნი, რო­მელ­თა სხე­უ­ლებს ჯერ არ მოპ­ყრო­ბოდ­ნენ მსგავ­სად, პა­ტიმ­რო­ბის სიმ­ძი­მეს ვერ უძ­ლებ­დნენ, და შიგ­ნით იღუ­პე­ბოდ­ნენ.
   ნე­ტარ პო­თი­ნოსს ქა­ლაქ ლუგ­დი­ნა­ში ეპის­კო­პო­სო­ბის მსა­ხუ­რე­ბა მი­ან­დეს, ოთ­ხმოც­და­ა­თი წლის ასა­კი­სას და სხე­უ­ლით მთლი­ა­ნად და­უძ­ლუ­რე­ბულს. მას ძლივს ედ­გა სუ­ლი სხე­უ­ლის უძ­ლუ­რე­ბის გა­მო, მაგ­რამ მო­შურ­ნე სუ­ლის მი­ერ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იყო მო­წა­მე­ო­ბის წა­დი­ლით. იგი მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძელ­თან მი­ათ­რი­ეს, თუმ­ცა სხე­უ­ლი მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბი­სა­გან და სნე­უ­ლე­ბი­სა­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და, სუ­ლი მას­ში მტკი­ცე იყო, რა­თა მი­სი მეშ­ვე­ო­ბით ქრის­ტეს შე­ეს­რუ­ლე­ბია ტრი­უმ­ფა­ლუ­რი სვლა. იგი ჯა­რის­კა­ცებ­მა მი­იყ­ვა­ნეს მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძელ­თან. მას თან ახლდნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მთე­ლი ბრბო, რო­მე­ლიც მთე­ლი ხმით გაჰ­ყვი­რო­და, რომ იგი იყო ქრის­ტე. და მან მის­ცა მშვე­ნი­ე­რი მოწ­მო­ბა. რო­დე­საც მმარ­თველ­მა ჰკით­ხა, თუ ვინ არის ქრის­ტი­ან­თა ღმერ­თი, უპა­სუ­ხა: "თუ ხარ ღირ­სი, გა­ი­გებ". შემ­დეგ კი მას უმოწ­ყა­ლოდ და­ათ­რევ­დნენ და მრა­ვალ­გზი­სი დარტყმე­ბით ტან­ჯავ­დნენ, მას­თან ახ­ლოს მყოფ­ნი ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით მრა­ვალ­გვარ შე­უ­რაც­ხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, არც მის ასაკს სცემ­დნენ პა­ტივს; ხო­ლო მო­შო­რე­ბით მდგომ­ნი, რაც ხელ­ში მოხ­ვდე­ბო­დათ, მას ეს­როდ­ნენ; ყვე­ლა თვლი­და, რომ დი­დი ცთო­მი­ლე­ბა და უზ­ნე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, თუ ვინ­მეს გა­მორჩე­ბო­და მის­თვის შე­უ­რაც­ხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა. რად­გან ფიქ­რობ­დნენ, რომ ამ­გვა­რად შურს იძი­ებ­დნენ მა­თი ღმერ­თე­ბი­სათ­ვის. ძლივს ედ­გა პირ­ში სუ­ლი, რო­დე­საც ჩა­აგ­დეს საპ­ყრო­ბი­ლე­ში, და ორი დღის შემ­დეგ სუ­ლი ამოხ­და.
   "შემ­დეგ იქ­მნა ღვთის დი­დი გან­გე­ბუ­ლე­ბა და გა­მოჩნდა იე­სოს უზო­მო წყა­ლო­ბა, რაც ძმებს შო­რის იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, მაგ­რამ ქრის­ტეს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლან. რად­გან პირ­ვე­ლი შეპ­ყრო­ბის დროს უარ­მყო­ფე­ლე­ბიც და­ა­ტუ­სა­ღეს და გა­ი­ზი­ა­რეს იქა­უ­რი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი. იმ დროს უარ­ყო­ფამ მათ ვერ უშ­ვე­ლა: ვინც იყო აღ­მსა­რე­ბე­ლი, ჩამწყვდე­ულ იქ­ნა რო­გორც ქრის­ტი­ანი, რო­მელ­საც სხვა ვე­რა­ნა­ი­რი ბრა­ლი ვერ წა­უ­ყე­ნეს, და­ნარჩე­ნე­ბი კი რო­გორც კა­ცისმკვლე­ლე­ბი და უწ­მინ­დუ­რე­ბი შე­ეპ­ყრათ, და სხვებ­ზე ორ­მა­გად ძლი­ერ სტან­ჯავ­დნენ. მათ (აღ­მსა­რებ­ლებს - მთარგ.) ამ­ხნე­ვებ­დათ მო­წა­მე­ო­ბის სი­ხა­რუ­ლი და აღთქმა­თა სა­სო­ება, ქრის­ტე­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და მა­მი­სე­უ­ლი სუ­ლი, ამათ (უარ­მყო­ფე­ლებს - მთარგ.) კი სინ­დი­სი დი­დად ტან­ჯავ­დათ, ისე რომ ყვე­ლა და­ნარჩე­ნებ­თან გა­მოს­ვლი­სას სა­ხე­ზე ემჩნე­ო­დათ. რად­გან ისი­ნი მხი­ა­რუ­ლი მი­დი­ოდ­ნენ წინ, მა­თი სა­ხე მრა­ვა­ლი დი­დე­ბი­თა და მად­ლით იყო შე­ფე­რი­ლი, ისე რომ ბორ­კი­ლე­ბი ედოთ რო­გორც რამ მშვე­ნი­ე­რი სამ­კა­ული, და რო­გორც სი­ზეს, მრა­ვალ­სა­ხო­ვა­ნი ოქ­როს ფოჩე­ბით შემ­კო­ბილს, ქრის­ტეს კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბა ას­დი­ო­დათ, ზო­გი იმა­საც ფიქ­რობ­და, თით­ქოს მათ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ნელ­საც­ხე­ბე­ლი. ხო­ლო ესე­ნი იყ­ვნენ დამ­წუხ­რე­ბუ­ლი, დამ­დაბ­ლე­ბუ­ლი, უსა­ხუ­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი სირცხვი­ლით აღ­სავ­სე, ამას გარ­და წარ­მარ­თე­ბის­გა­ნაც გა­კიც­ხუ­ლი, რო­გორც უღირ­სი და მხდა­ლი, კა­ცისმკვლელ­თა ბრალ­დე­ბის მქო­ნე, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს ყოვ­ლად სა­პა­ტიო, დი­დე­ბუ­ლი და ცხო­ველ­მყო­ფე­ლი სა­ხე­ლი. რო­დე­საც ამას სხვე­ბი ხე­დავ­დნენ, განმტკიც­დე­ბოდ­ნენ და მათ­თან ერ­თად შეპ­ყრო­ბი­ლე­ბი ეჭ­ვის გა­რე­შე აღი­ა­რებ­დნენ, და ეშ­მა­კის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არც კი უფიქ­რდე­ბოდ­ნენ".
   შემ­დეგ ზო­გი რამ დას­ძი­ნეს და კვლავ გა­ნაგ­რძეს: "ამის შემ­დეგ მა­თი [ამ­ქვეყ­ნი­დან] გას­ვლის მოწ­მო­ბა ყვე­ლა სა­ხით გა­მოვ­ლინ­დე­ბო­და. რად­გან სხვა­დას­ხვა ფე­რის ყვე­ლა­ნა­ი­რი ყვა­ვი­ლი­სა­გან ერ­თი მოწ­ნუ­ლი გვირ­გვი­ნი მი­უძღვნეს მა­მას. კე­თილ­შო­ბილ­მა მებ­რძო­ლებ­მა და­ით­მი­ნეს მრა­ვა­ლი სა­ხის ბრძო­ლა, ძლი­ერ გა­ი­მარ­ჯვეს და მი­ი­ღეს უხრწნე­ლე­ბის დი­დი გვირ­გვი­ნი. მა­ტუ­რუ­სი, სან­ქტუ­სი და ატა­ლუ­სი მი­იყ­ვა­ნეს სამ­ხე­ცე­ში, წარ­მარ­თე­ბის სა­ხალ­ხო და სა­ზო­გა­დო არა­ა­და­მი­ა­ნურ სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი­ა­ნე­ბის გა­მო გა­მარ­თეს მხეც­თა ბრძო­ლე­ბის სა­თა­ნა­დო დღე­ები. მა­ტუ­რუს­მა და სან­ქტუს­მა კვლავ გაი­ა­რეს ამ­ფი­თე­ატ­რში ყვე­ლა სა­ტან­ჯვე­ლი, თით­ქოს აქამ­დე სრუ­ლი­ად არ ეტან­ჯათ, უფ­რო კი რო­გორც მო­წი­ნა­აღ­მდე­გის უკ­ვე მრა­ვა­ლი წი­ლის გავ­ლით მძლე­ვე­ლებ­მა და თვით მი­სი გვირ­გვი­ნი­სათ­ვის ბრძო­ლის გამ­მარ­თვე­ლებ­მა კვლავ და­ით­მი­ნეს იქ ჩვე­უ­ლი მათ­რა­ხე­ბი, და მხე­ცებ­თან ძა­ლის და­ტა­ნე­ბით მიგ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც გაშ­ლე­გე­ბუ­ლი ხალ­ხი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­დან გაჰ­ყვი­რო­და და ბრძა­ნე­ბებს იძ­ლე­ოდა. ყო­ვე­ლი­ვეს და­სას­რულს კი - რკი­ნის სკა­მი, რო­მელ­ზეც დამ­დნა­რი სხე­უ­ლის წვის კვამ­ლმა შე­მო­სა ისი­ნი. მაგ­რამ არც ამან და­აც­ხრო ისი­ნი, არა­მედ უფ­რო და უფ­რო გაშ­ლეგ­დნენ, სურ­დათ და­ე­მარ­ცხე­ბი­ათ მა­თი გამ­ძლე­ობა, და სან­ქტუ­სის­გან სხვა არა­ფე­რი ეს­მო­დათ გარ­და იმი­სა, რი­სი თქმაც თა­ვი­დან­ვე ჩვე­ოდა, - აღ­სა­რე­ბის სიტ­ყვა.
   "რო­დე­საც დი­დი ბრძო­ლის გავ­ლით მრა­ვა­ლი რამ და­ით­მი­ნა მათ­მა სულ­მა, სა­ბო­ლო­ოდ ისი­ნი მსხვერ­პლად შე­წი­რეს, იმ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი მრა­ვალ­სა­ხო­ვა­ნი ბრძო­ლე­ბის ნაც­ვლად ისი­ნი იქ­ცნენ სა­ნა­ხა­ო­ბად ქვეყ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის; ბლან­დი­ნა კი ძელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი მას­ზე მი­სე­უ­ლი მხე­ცე­ბის საჭ­მე­ლად იყო გან­კუთ­ვნი­ლი. იგი, ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჯვრის სა­ხედ იხილ­ვე­ბო­და და ძლი­ე­რი ლოც­ვის მეშ­ვე­ო­ბით დი­დად აგუ­ლი­ა­ნებ­და მებ­რძო­ლებს (ქრის­ტი­ა­ნებს - მთარგ.), რომ­ლე­ბიც ბრძო­ლის დროს თა­ვი­ან­თი დის მეშ­ვე­ო­ბით გა­რე­გა­ნი თვა­ლე­ბი­თაც ხე­დავ­დნენ მათ გა­მო ჯვარ­ცმულს, რა­თა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ მი­სი მორ­წმუ­ნე­ნი, რომ ყვე­ლას, ქრის­ტეს დი­დე­ბის გა­მო ვნე­ბულს მა­რად­ჟამს აქვს ზი­ა­რე­ბა ცოც­ხალ ღმერ­თთან. და რო­დე­საც არ­ცერ­თი მხე­ცი არ შე­ე­ხო მას, ძე­ლი­დან ახ­სნეს და კვლავ საპ­ყრო­ბი­ლე­ში და­აბ­რუ­ნეს, სხვა ბრძო­ლი­სათ­ვის შე­ი­ნა­ხეს, რა­თა მრა­ვა­ლი შერ­კი­ნე­ბე­ბის გავ­ლით გა­მარ­ჯვე­ბულს დაგ­რე­ხი­ლი გვე­ლის დას­ჯა შე­უქ­ცე­ვა­დი გა­ე­ხა­და და ძმე­ბი გა­ემ­ხნე­ვე­ბია. პა­ტა­რას, უძ­ლურ­სა და უსა­ხურს დი­დი და უძ­ლე­ვე­ლი მებ­რძო­ლი, ქრის­ტე ემო­სა, მრა­ვალ შე­ტა­კე­ბებ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ბრძო­ლის უხრწნე­ლე­ბის გვირ­გვი­ნი და­იდ­გა.
   "ატა­ლუსს კი, მა­საც ძა­ლი­ან ით­ხოვ­და ბრბო, რად­გან იყო სა­ხე­ლო­ვა­ნი კა­ცი. იგი შე­ვი­და მზად­მყო­ფი მებ­რძო­ლი, რად­გან სინ­დი­სი უმ­წიკ­ვლო ჰქონ­და და გაწვრთნი­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნულ წე­სებ­ში, ყო­ველ­თვის იყო ჩვენ­თან ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მოწ­მე. იგი შე­მო­ა­ტა­რეს ამ­ფი­თე­ატ­რის წრე­ზე, მის წინ მიჰ­ქონ­დათ და­ფა, რო­მელ­ზეც ეწე­რა ლა­თი­ნუ­რად: "ეს არის ატა­ლუ­სი, ქრის­ტი­ანი"; რო­დე­საც ხალ­ხი ძლი­ერ გა­ღი­ზი­ან­და მას­ზე, მმარ­თველ­მა გა­ი­გო რა, რომ რო­მა­ე­ლი იყო, ბრძა­ნა და­ნარჩე­ნებ­თან ერ­თად საპ­ყრო­ბი­ლე­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მის შე­სა­ხებ მი­წე­რა კე­ი­სარს და მის­გან პა­სუხს ელო­დე­ბო­და.
   "დრო­ის ეს შუ­ა­ლე­დი არ ყო­ფი­ლა მათ­თვის უქ­მი და უნა­ყო­ფო: მა­თი მოთ­მი­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოჩნდა ქრის­ტეს უზო­მო წყა­ლო­ბა, რად­გან ცოც­ხალ­თა მეშ­ვე­ო­ბით გა­ა­ცოც­ხლა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, მო­წა­მე­ებ­მა მად­ლი გა­დას­ცეს მათ, რომ­ლებ­მაც არ და­ა­მოწ­მეს, და მრა­ვა­ლი სი­ხა­რუ­ლი ჰქონ­და ქალ­წულ დე­დას***, რო­მელ­მაც ისი­ნი მკვდა­რი შვა და მათ­ვე [ახ­ლა] ცოც­ხალს ღე­ბუ­ლობ­და. რად­გან მა­თი მეშ­ვე­ო­ბით მრა­ვა­ლი უარ­მყო­ფე­ლი ხე­ლახ­ლა და­ი­ბა­და და კვლავ მიდ­გო­მილ იქ­ნა და კვლავ აღეგ­ზნო, და ის­წავ­ლა აღი­ა­რე­ბა. რო­დე­საც და­ატ­კბო ისი­ნი ღმერ­თმა, რო­მელ­საც არ სურს ცოდ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი, სი­ნა­ნუ­ლი­სად­მი კი გულ­კე­თი­ლია, ცოც­ხლე­ბი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი მიყ­ვა­ნილ იქ­ნენ მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძელ­თან, რა­თა კვლავ და­ე­კით­ხა. კე­ი­სარ­მა პა­სუ­ხად მი­წე­რა, რომ ისი­ნი ცე­მით უნ­და მო­ეკ­ლათ, მაგ­რამ თუ ვინ­მე უარ­ყოფ­და, უნ­და გა­ეშ­ვათ. ად­გი­ლობ­რი­ვი დღე­სას­წა­უ­ლის (იგი არის ხალხმრა­ვა­ლი, რად­გან ყვე­ლა ერი­დან ამის­თვის იკ­რი­ბე­ბი­ან)5 დაწ­ყე­ბი­სას, მიგ­ვა­რეს მსა­ჯულს, ნე­ტარ­ნი ბრბოს­თვის თე­ატ­რა­ლურ სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცი­ეს. ამი­ტომ კვლავ და­კით­ხეს და მათ, რომ­ლე­ბიც, ჩან­და, რომ ატა­რებ­და რო­მის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, თავს კვეთ­დნენ, და­ნარჩე­ნებს კი სამ­ხე­ცე­ში აგ­ზავ­ნიდ­ნენ. ძლი­ერ გან­დიდ­და ქრის­ტე მათ­გან, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლად უარ­ყვეს და ახ­ლა წარ­მარ­თე­ბის მო­ლო­დი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აღი­ა­რებ­დნენ. რად­გან იმ მო­საზ­რე­ბით და­კით­ხავ­დნენ მათ, რომ გა­ეშ­ვათ, და რო­დე­საც აღი­ა­რებ­დნენ, მო­წა­მე­თა რიცხვს შე­ე­მა­ტე­ბოდ­ნენ. გა­რეთ კი რჩე­ბოდ­ნენ ისი­ნი, რომ­ლებ­საც არც რწმე­ნის კვა­ლი, არც სა­ქორ­წი­ნო სა­მო­სე­ლი, არც ღვთის ში­შის გა­აზ­რე­ბა არ გააჩნდათ, არა­მედ მა­თი გან­დგო­მით გმობ­დნენ გზას, ისი­ნი არი­ან და­ღუპ­ვის ძე­ნი, ყვე­ლა და­ნარჩე­ნი კი ეკ­ლე­სი­ას შე­ე­ძი­ნა. მათ­გან და­ი­კით­ხა ვინ­მე ალექ­სან­დრე, წარ­მო­მავ­ლო­ბით ფრი­გი­ელი, გა­ნათ­ლე­ბით მკურ­ნა­ლი. იგი მრა­ვა­ლი წლის გან­მა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და გა­ლი­ა­ში და ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყო ღვთი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სიტ­ყვის კად­ნი­ე­რე­ბით (რად­გან სა­მო­ცი­ქუ­ლო მად­ლთან იყო ნა­ზი­ა­რე­ბი). იგი იდ­გა მსა­ჯულ­თან და ნიშ­ნე­ბით ამ­ხნე­ვებ­და მათ აღ­სა­რე­ბი­სათ­ვის, მსა­ჯუ­ლის გვერ­დით მდგო­მებს ეჩვე­ნე­ბო­დათ, რომ იგი მშო­ბი­ა­რო­ბით იტან­ჯე­ბო­და. უკ­მა­ყო­ფი­ლო ბრბომ იმით, რომ ად­რე უარ­მყო­ფე­ლებ­მა ახ­ლა კვლავ აღი­ა­რეს, და­უყ­ვი­რა ალექ­სან­დრეს, ამის გამ­კე­თე­ბელს. რო­დე­საც მსა­ჯულ­მა მო­უხ­მო მას და ჰკით­ხა, თუ ვინ იყო იგი, და მან უპა­სუ­ხა - "ქრის­ტი­ანი", გან­რის­ხე­ბულ­მა გა­ნაჩი­ნა მი­სი მხე­ცებ­თან მიგ­დე­ბა. მე­ო­რე დღეს ამ­ფი­თე­ატ­რში შე­ვი­და ატა­ლუს­თან ერ­თად და მმარ­თველ­მა ბრბოს სა­ა­მებ­ლად ატა­ლუ­სი კვლავ მი­უგ­დო მხე­ცებს. ამ­ფი­თე­ატ­რში მათ გაი­ა­რეს სა­წა­მებ­ლად გა­მო­გო­ნი­ლი ყვე­ლა ია­რა­ღი და და­ით­მი­ნეს დი­დი ბრძო­ლა, ბო­ლოს, ისი­ნიც შე­წი­რეს მსხვერ­პლად. რო­დე­საც ალექ­სან­დრე არც მოთ­ქვამ­და, არც ხმას იღებ­და სა­ერ­თოდ, არა­მედ გულ­ში ღმერთს ესა­უბ­რე­ბო­და, ატა­ლუ­სი რკი­ნის სკამ­ზე იჯ­და და იწ­ვო­და, და რო­დე­საც სხე­ულ­მა სუ­ნი გა­უშ­ვა, ბრბოს მი­მარ­თა ლა­თი­ნუ­რად: "აჰა, ეს არის ადა­მი­ა­ნის ჭა­მა, რა­საც თქვენ იქმთ; ჩვენ კი არც ადა­მი­ა­ნებს ვჭამთ, არც სხვა რამ უკე­თუ­რე­ბას ჩავ­დი­ვართ". რო­დე­საც ჰკით­ხეს რა იყო ღვთის სა­ხე­ლი, უპა­სუ­ხა: "ღმერთს სა­ხე­ლი არა აქვს, რო­გორც ადა­მი­ანს".
   ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან ერ­თად ბრძო­ლე­ბის უკა­ნას­კნელ დღეს ბლან­დი­ნა კვლავ შე­იყ­ვა­ნეს თხუთ­მე­ტი წლის ჭა­ბუკ­თან, პონ­ტი­კუს­თან ერ­თად; ისი­ნი ყო­ველ­დღე შე­ყავ­დათ და­ნარჩე­ნებ­თან ერ­თად დას­ჯის სა­ყუ­რებ­ლად. აი­ძუ­ლებ­დნენ და­ე­ფი­ცათ მა­თი კერ­პე­ბი და რად­გან ისი­ნი მშვი­დი რჩე­ბოდ­ნენ და არ უს­მენ­დნენ მათ შე­გო­ნე­ბებს, ბრბო გამ­ძვინ­ვარ­და მათ მი­მართ ისე, რომ არც ბი­ჭის ასა­კი შე­ე­ცო­დათ, არც ქალს სცეს პა­ტი­ვი, ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბა და­ა­ტე­ხეს მათ თავ­ზე და წრი­უ­ლად ყვე­ლა სა­ტან­ჯვე­ლი შე­მო­ა­ტა­რეს; გა­ნუწ­ყვეტ­ლივ აი­ძუ­ლებ­დნენ და­ე­ფი­ცათ, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს ამის გა­კე­თე­ბა. პონ­ტი­კუს­მა დის მი­ერ გამ­ხნე­ვე­ბულ­მა, რაც წარ­მარ­თებ­მაც და­ი­ნა­ხეს, რომ ის იყო მი­სი შე­მა­გო­ნე­ბე­ლი და გან­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი, ყვე­ლა ტან­ჯვა და­ით­მი­ნა კე­თილ­შო­ბი­ლუ­რად და სუ­ლი გა­ნუ­ტე­ვა. ნე­ტარ­მა ბლან­დი­ნამ კი ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, რო­გორც შვი­ლე­ბის გა­მამ­ხნე­ვე­ბელ­მა კე­თილ­შო­ბილ­მა დე­დამ და გა­მარ­ჯვე­ბით მო­სილ­თა მე­ფეს­თან წარმგზავ­ნელ­მა, მა­ნაც თა­ვი­დან გაი­ა­რა შვი­ლე­ბის სა­ტან­ჯვე­ლე­ბი და გა­ე­შუ­რა მათ­კენ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო გა­ხა­რე­ბუ­ლი და მხი­ა­რუ­ლი, რო­გორც სა­ქორ­წი­ნო ნა­დიმ­ზე მიწ­ვე­ული, არა­თუ მხე­ცე­ბი­სად­მი მიგ­დე­ბუ­ლი. მათ­რა­ხე­ბის, მხე­ცე­ბი­სა და ტა­ფის შემ­დეგ, ბო­ლოს, კა­ლა­თით იქ­ნა ჩაგ­დე­ბუ­ლი ხარ­თან.
   პი­რუტ­ყვი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს აგ­დებ­და [რქებ­ზე], მაგ­რამ მას არ გააჩნდა გრძნო­ბა მას­ზე მო­წევ­ნუ­ლი სა­სო­ე­ბის, მის­გან ნარ­წმუ­ნე­ბის პყრო­ბი­სა და ქრის­ტეს­თან სა­უბ­რის გა­მო. იგიც მსხვერ­პლად შე­წი­რეს, თვი­თონ წარ­მარ­თებ­მაც აღი­ა­რეს, რომ მათ­თან ქა­ლი არა­სო­დეს ვნე­ბუ­ლა ასე და ესო­დენ ხანს.
   "მაგ­რამ ამ სა­ხი­თაც ვერ ყირ­ჭდე­ბო­და მა­თი სიშ­ლე­გე და წმინ­და­ნე­ბის მი­მართ სი­სას­ტი­კე. რად­გან ვე­ლუ­რი მხე­ცის (ეშ­მა­კის - მთარგ.) მი­ერ ვე­ლუ­რი და ბარ­ბა­რო­სუ­ლი ტო­მე­ბი მუ­დამ აღგზნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, და მა­თი სი­თავ­ხე­დე ახ­ლა სხვაგ­ვა­რად მი­ად­გა სხე­უ­ლებს; მათ, და­მარ­ცხე­ბუ­ლებს**** არ რცხვე­ნო­დათ, რად­გან არ გააჩნდათ ადა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, არა­მედ უფ­რო მე­ტად აღეგ­ზნო მა­თი რის­ხვა მხე­ცის მსგავ­სად, და მმარ­თვე­ლი და ხალ­ხი ერ­თნა­ირ უსა­მარ­თლო­ბას იჩენ­დნენ ჩვენს მი­მართ, რა­თა აღ­სრულ­დეს წე­რი­ლი: "ურ­ჯუ­ლო კვლავ ურ­ჯუ­ლო­ებ­დეს, და მარ­თა­ლი კვლავ იყოს მარ­თა­ლი" (გა­მოცხ. 22, 11). რად­გან საპ­ყრო­ბი­ლე­ში გა­გუ­დუ­ლე­ბი მი­უგ­დეს ძაღ­ლებს და მზრუნ­ვე­ლად იცავ­დნენ ღა­მით და დღი­სით, რა­თა არ დაგ­ვე­მარ­ხა ვინ­მე. შემ­დეგ მხეც­თა­გან და ცეც­ხლი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს ნარჩე­ნე­ბი, დაგ­ლე­ჯი­ლე­ბი და და­ნახ­ში­რე­ბუ­ლე­ბი, და და­ნარჩენ­თა თა­ვე­ბი ტა­ნებ­თან ერ­თად, და ამ­დენ სხე­ულს მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­მარ­ხველს იცავ­დნენ ჯა­რის­კა­ცე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბით. სა­შინ­ლად იყ­ვნენ გან­რის­ხე­ბუ­ლი და კბი­ლებს აღ­რჭი­ა­ლებ­დნენ მათ­ზე, ეძებ­დნენ მათ­ზე უფ­რო მეტ შუ­რის­გე­ბას, დას­ცი­ნოდ­ნენ და ამას­ხა­რა­ვებ­დნენ, გა­ნა­დი­დებ­დნენ თა­ვი­ანთ კერ­პებ­სა და მათ მი­ა­წერ­დნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბის დას­ჯას, უფ­რო კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რო­მელ­თაც, ჩან­და, რომ მცი­რე თა­ნალ­მო­ბა ჰქონ­დათ ჩვენ­და­მი, ძა­ლი­ან გვკიც­ხავ­დნენ და ამ­ბობ­დნენ: "სად არის მა­თი ღმერ­თი და რა სარ­გე­ბელს აძ­ლევს მათ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, რაც მათ აირჩი­ეს მა­თი სი­ცოც­ხლის უწი­ნა­რეს?" ასე­თი ჭრე­ლი აზ­რე­ბი ჰქონ­დათ მათ, ჩვენ­თან კი დი­დი მწუ­ხა­რე­ბა იყო, რად­გან არ შეგ­ვეძ­ლო მა­თი სხე­უ­ლე­ბის მი­წა­ში დაფ­ლვა. რად­გან არც ღა­მე შეგ­ვე­წე­ო­და ჩვენ, არც ვერცხლი არ­წმუ­ნებ­და, არც მუ­და­რა არცხვენ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით იცავ­დნენ, თით­ქოს დიდ რა­ი­მე სარ­გე­ბელს მი­ი­ღებ­დნენ, თუ არ და­უშ­ვებ­დნენ მათ და­მარ­ხვას".
   ამის შემ­დეგ ამ­ბო­ბენ: "ამ­რი­გად, მო­წა­მე­თა სხე­უ­ლე­ბი ერთ ად­გი­ლას საჩვე­ნებ­ლად და ღი­ად იდო ექ­ვსი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ დაწ­ვეს და და­ა­ნაც­რეს, და ურ­ჯუ­ლო­ებ­მა იქ­ვე მდი­ნა­რე რო­დან­ში ჩახ­ვე­ტეს, ისე რომ მა­თი ნეშ­ტი მე­ტად აღარ ჩან­და მი­წა­ზე. ეს გა­ა­კე­თეს თით­ქოს ღვთის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლეს და მათ კვლავ­შო­ბა (აღ­დგო­მა - მთარგ.) წა­არ­თვეს, რა­თა, რო­გორც ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, "აღარ ჰქო­ნო­დათ აღ­დგო­მის სა­სო­ება, რი­სი მორ­წმუ­ნე­ებ­საც უც­ხო და ახა­ლი მსა­ხუ­რე­ბა შეჰ­მო­ქონ­დათ ჩვენ­თან და უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ სა­ში­ნე­ლე­ბებს, მზად იყ­ვნენ სი­ხა­რუ­ლით წა­სუ­ლიყ­ვნენ სიკ­ვდილ­ზე; ახ­ლა ვნა­ხავთ, თუ აღად­გენს და თუ შეძ­ლებს მათ შვე­ლას მა­თი ღმერ­თი და გა­მო­ი­ტა­ცებს ჩვენს ხელ­თა­გან"6.
   * ახლანდელი ლიონი - მთარგ.
   ** იგულისხმება ადამიანები - მთარგ.
   *** ეკლესიას - მთარგ.
   ****იგულისხმება წარმართების ბრბო - მთარგ.

II

   ეს შე­ემთხვა ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ებს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რის დროს. აქე­დან გო­ნივ­რუ­ლი ან­გა­რი­შით შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ნარჩენ პრო­ვინ­ცი­ებ­ში ნა­მოქ­მე­დარ­ზე დასკვნის გა­კე­თე­ბა. ღირ­სია, ნათ­ქვამს იმა­ვე წე­რი­ლი­დან სხვა სიტ­ყვე­ბიც და­ვურ­თოთ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მო­წა­მე­ე­ბის სი­კე­თე და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა ამ სიტ­ყვე­ბით აღი­წე­რა: "ისი­ნი, ესო­დენ დი­დი მო­შურ­ნე­ე­ბი და მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ ქრის­ტე­სი, რო­მელ­მაც ღვთის ხა­ტად მყოფ­მა მი­ტა­ცე­ბად არ მიიჩნია ღვთის სწო­რად ყოფ­ნა (შდრ. ფილ. 2,6), რომ, ასეთ დი­დე­ბა­ში მყო­ფებ­მა და არა ერთგზის, არც ორ­გზის, არა­მედ ხში­რად და­ა­მოწ­მეს და მხეც­თა­გან კვლავ გა­მო­სუ­ლე­ბი, დამწვრო­ბე­ბის, წყლუ­ლე­ბი­სა და ია­რე­ბის მქო­ნე­ნი, თა­ვი­ანთ თავს არ აც­ხა­დებ­დნენ მო­წა­მე­ე­ბად, არც ჩვენ გვრთავ­დნენ ნე­ბას ამ სა­ხე­ლით მიგ­ვე­მარ­თა მათ­თვის; არა­მედ, თუ ოდეს­მე რო­მე­ლი­მე ჩვენ­გა­ნი ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით მათ მო­წა­მე­ებს უწო­დებ­და, მკაც­რად კიც­ხავ­დნენ. რად­გან სი­ა­მოვ­ნე­ბით უთ­მობ­დნენ მო­წა­მე­ო­ბის სა­ხელს ქრის­ტეს, სარ­წმუ­ნო და ჭეშ­მა­რიტ მო­წა­მეს და მკვდარ­თა­გან პირ­მშოს, ღვთის სი­ცოც­ხლის მე­თა­ურს. იხ­სე­ნი­ებ­დნენ უკ­ვე [ამ­ქვეყ­ნი­დან] გა­სულ მო­წა­მე­ებს და ამ­ბობ­დნენ: "ისი­ნი უკ­ვე არი­ან მო­წა­მე­ები, რომ­ლე­ბიც ღირს ყო ქრის­ტემ აღ­სა­რე­ბის დროს აეყ­ვა­ნა, გას­ვლის გზით და­ბეჭ­და მა­თი მო­წა­მე­ობა, ჩვენ კი უბ­რა­ლო და გლა­ხა­კი აღ­მსა­რებ­ლე­ბი ვართ", და ცრემ­ლე­ბით სთხოვ­დნენ ძმებს, რა­თა გულ­მოდ­გი­ნედ ელო­ცათ მა­თი აღ­სა­რე­ბი­სათ­ვის. მო­წა­მე­ო­ბის ძა­ლას საქ­მით აჩვე­ნებ­დნენ, დი­დი კად­ნი­ე­რე­ბით მი­დი­ოდ­ნენ წარ­მარ­თებ­თან და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას დათ­მე­ნის, უში­შო­ბი­სა და უშ­ფოთ­ვე­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოაჩენ­დნენ, ძმე­ბის­გან არ ღე­ბუ­ლობ­დნენ მო­წა­მის სა­ხელს, ღვთის ში­შით აღ­სავ­სე­ნი".
   მცი­რე ხნის შემ­დეგ კვლავ აგ­რძე­ლე­ბენ: "ამ­დაბ­ლებ­დნენ თა­ვი­ანთ თავს ძლი­ე­რი ხე­ლის ქვეშ, რომ­ლის მი­ე­რაც ახ­ლა საკ­მა­ოდ ამაღ­ლე­ბუ­ლი არი­ან. იმ დროს ყვე­ლას იცავ­დნენ და არა­ვის ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ; ყვე­ლას ან­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ და არა­ვის კრავ­დნენ, სა­ტან­ჯველ­თა მომ­წყობ­თა გა­მო ლო­ცუ­ლობ­დნენ, რო­გორც სტე­ფა­ნე, სრუ­ლი მო­წა­მე, ამ­ბობ­და: "უფა­ლო, ნუ შე­ე­რაც­ხე­ბა მათ ეს ცოდ­ვა" (საქ­მე 7, 60). თუ­კი მქო­ლავ­თა გა­მო ლო­ცუ­ლობ­და, რამ­დე­ნად მე­ტად ძმე­ბი­სათ­ვის".
   და კვლავ ამ­ბო­ბენ სხვა სიტ­ყვის შემ­დეგ: "რად­გან მათ ეს ყვე­ლა­ზე დი­დი ომი სიყ­ვა­რუ­ლის სიწ­რფე­ლის გა­მო ჰქონ­დათ გა­მარ­თუ­ლი, რა­თა და­ეხრჩოთ მხე­ცი (ეშ­მა­კი - მთარგ.) და ისი­ნი ამო­ენ­თხია. რად­გან არ იქა­დო­დენ და­ცე­მუ­ლებ­ზე, არა­მედ რა­შიც მდი­და­რი იყ­ვნენ, უფ­რო გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს იმით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის მქო­ნე­ნი, და მათ გა­მო მრა­ვალ ცრემლს ღვრიდ­ნენ მა­მის წი­ნა­შე, ით­ხოვ­დნენ სი­ცოც­ხლეს მათ­თვის, და იგი აძ­ლევ­და მათ, რა­საც უწი­ლა­დებ­დნენ მახ­ლობ­ლებს, და ყვე­ლა­ფერ­ში გა­მარ­ჯვე­ბით მო­სილ­ნი ღმერ­თთან მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ. ყო­ველ­თვის უყ­ვარ­დათ მშვი­დო­ბა და მშვი­დო­ბას შეგ­ვა­გო­ნებ­დნენ ჩვენ, მშვი­დო­ბით მი­დი­ოდ­ნენ ღმერ­თთან, არ უტო­ვებ­დნენ დე­დას (ეკ­ლე­სი­ას - ზ.ჯ.) შრო­მას, არც ძმებს შფოთ­სა და ომს, არა­მედ სი­ხა­რულს, მშვი­დო­ბას, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს“. ეს სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი [ამო­ნა­რი­დი] ამ ნე­ტარ­თა და­ცე­მუ­ლი ძმე­ბის მი­მართ გა­მოჩე­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ წინ და­ი­დო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და უმოწ­ყა­ლო გან­წყო­ბის მქო­ნე­თა გუ­ლის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ ქრის­ტეს ასო­ებს სას­ტი­კად ეპ­ყრო­ბოდ­ნენ.

III

   ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მო­წა­მე­თა ეს წე­რი­ლი სხვა რამ მოხ­სე­ნი­ე­ბის ღირს ის­ტო­რი­ა­საც შე­ი­ცავს, რომ­ლის გად­მო­ცე­მა მკით­ხველ­თა სა­ცოდ­ნე­ლად არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი. იგი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: რო­დე­საც მათ შო­რის იყო ვინ­მე ალ­კი­ბი­ადე, რო­მე­ლიც მე­ტად მკაცრ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და და სრუ­ლი­ად არა­ფერს იხ­მევ­და, არა­მედ მხო­ლოდ პურ­სა და წყალს, და ცდი­ლობ­და ასე ეც­ხოვ­რა საპ­ყრო­ბი­ლე­ში. ატა­ლუსს ამ­ფი­თე­ატ­რში პირ­ვე­ლი ბრძო­ლის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ გა­ნუც­ხა­დე­ბია, რომ ალ­კი­ბი­ა­დე კარ­გად არ იქ­ცე­ვა, რო­დე­საც არ იხ­მევს ღვთის ქმნი­ლე­ბებს და სხვე­ბის­თვის ცთუ­ნე­ბის მა­გა­ლი­თად რჩება. ალ­კი­ბი­ა­დემ და­უ­ჯე­რა და ყვე­ლა­ფერს და­უბ­რკო­ლებ­ლად ღე­ბუ­ლობ­და და ღმერთს მად­ლობ­და. რად­გან არ იყ­ვნენ ღვთის მად­ლი­სა­გან უყუ­რად­ღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბულ­ნი, არა­მედ სუ­ლიწ­მინ­და იყო მა­თი მრჩე­ვე­ლი. ვიკ­მა­როთ ეს ამ­ბე­ბი.
   რო­დე­საც მონ­ტან­თან, ალ­კი­ბი­ა­დეს­თან და თე­ო­დო­ტეს­თან7 და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვალ­მა პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მო­ამ­ჟღავ­ნა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის შე­სა­ხებ (რად­გან ღვთის მად­ლით მრა­ვა­ლი სხვა სას­წა­ულ­მოქ­მე­დე­ბა სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სი­ებ­ში იმ დროს ჯერ კი­დევ სრულ­დე­ბო­და, და მრა­ვალს უჩნდე­ბო­და რწმე­ნა, რომ ისი­ნიც წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი იყ­ვნენ) და ასე­ვე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ უთან­ხმო­ე­ბე­ბი იწ­ყე­ბო­და, გა­ლი­ა­ში მყოფ­მა ძმებ­მა წინ­და­ხე­დუ­ლი და ყვე­ლა­ზე მართლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­კუ­თა­რი მსჯავ­რი გა­მო­ი­ტა­ნეს მათ შე­სა­ხებ. გად­მოს­ცეს მათ­თან აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი მო­წა­მე­ე­ბის სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ები, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ბორ­კი­ლებ­ში მყო­ფებ­მა ასი­ა­სა და ფრი­გი­ა­ში მყოფ ძმებს მის­წე­რეს, არა მხო­ლოდ მათ, არა­მედ ელევ­თერ­საც, იმ დროს რო­მის ეპის­კო­პოსს. ისი­ნი ეკ­ლე­სი­ა­თა მშვი­დო­ბის გუ­ლის­თვის შუ­ა­მავ­ლობ­დნენ8.

IV

   იმა­ვე მო­წა­მე­ებ­მა ირი­ნე­ო­სიც, იმ დროს უკ­ვე პრეს­ვი­ტე­რი ლუგ­დი­ნის დი­ო­ცეზ­ში, წა­რუდ­გი­ნეს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ რო­მის ეპის­კო­პოსს, მრა­ვალს მოწ­მობ­დნენ ამ კაც­ზე, რო­გორც ამას ცხად­ყოფს შემ­დე­გი სიტ­ვყე­ბი: "კვლავ და მა­რად გვსურს ღმერ­თში შე­ნი სი­ხა­რუ­ლი, მა­მაო ელევ­თერ. ამ ნა­წე­რე­ბის მო­ტა­ნა ვთხო­ვეთ ჩვენს ძმა­სა და თა­ნა­ზი­არს, ირი­ნე­ოსს და გთხოვთ გყავ­დეს იგი შენს სი­ახ­ლო­ვეს, რად­გან არის ქრის­ტეს აღთქმის მო­შურ­ნე. რად­გან რომ ვი­ცო­დეთ, თით­ქოს ხა­რის­ხი რა­ი­მე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას იქმს, რო­გორც ეკ­ლე­სი­ის პრეს­ვი­ტერს (რაც არის მი­სი ხა­რის­ხი) პირ­ველ­თა შო­რის წარ­მო­გიდ­გენ­დით".
   რა სა­ჭი­როა, გად­მოვ­ცეთ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი­დან იმ მო­წა­მე­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა­გან ზო­გი თა­ვის მოკ­ვე­თით აღეს­რუ­ლა, ზო­გი მხე­ცებს მი­უგ­დეს საჭ­მე­ლად, ზო­გიც საპ­ყრო­ბი­ლე­ში და­ი­ღუ­პა, და ჯერ კი­დევ ცოც­ხალ აღ­მსა­რე­ბელ­თა რიც­ხვი? ვი­საც სურს, შე­უძ­ლია ამის ად­ვი­ლად და ყვე­ლა­ზე სრუ­ლად წა­კით­ხვა მი­ღე­ბუ­ლი ნა­წე­რე­ბის ხელ­ში აღე­ბით, რაც ჩვენს მი­ერ მო­წა­მე­თა კრე­ბულ­ში იქ­ნა ჩარ­თუ­ლი, რო­გორც უკ­ვე ვთქვი. ასე­თი ამ­ბე­ბი მოხ­და ან­ტო­ნი­ნუ­სე­ბის დროს.

V

   გად­მო­ცე­მით მი­სი ძმა მარ­კუს ავ­რე­ლი­უს9 კე­ი­სა­რი გერ­მა­ნე­ლე­ბი­სა და სარ­მა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სათ­ვის იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­დე­საც მის ჯარს წყურ­ვი­ლი ტან­ჯავ­და, და გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მე­ლი­ტე­ნედ წო­დე­ბუ­ლი ლე­გი­ო­ნის ჯა­რის­კა­ცე­ბი იმ რწმე­ნის მეშ­ვე­ო­ბით, რაც იმ დრო­ი­დან აქამ­დეც გა­ნამ­ტკი­ცებ­და მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, მი­წა­ზე მუხ­ლებ­ზე დად­გნენ ჩვე­ნი ლოც­ვის ჩვე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით და ღვთი­სად­მი მი­მარ­თეს ვედ­რე­ბე­ბი. ასე­თი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი სა­ნა­ხო­ბა წარ­მო­უდ­გათ, გად­მო­ცე­მით სხვა - უფ­რო სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მი­ი­ღეს მა­ში­ნათ­ვე, მტერს მო­ევ­ლი­ნა ელ­ვა გან­სა­დევ­ნე­ლად და და­სა­ღუ­პა­ვად, თავსხმა წვი­მა კი ღვთი­სად­მი მლოც­ველ­თა ჯარს და გა­მო­ა­ცოც­ხლა ყვე­ლა წყუ­რი­ვი­ლი­სა­გან და­ღუპ­ვის მომ­ლო­დი­ნე.
   ამ ამ­ბავს გად­მოს­ცემს ჩვე­ნი მოძღვრე­ბი­სა­გან შორს მდგო­მი მწერ­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც თავს იდ­ვეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ზე­ო­ბის აღ­წე­რა, და გად­მო­ი­ცა ჩვენს მი­ე­რაც. მაგ­რამ გა­რე­შე ის­ტო­რი­კო­სე­ბიც, რწმე­ნი­სა­გან უც­ხო­ნი, გად­მო­ცე­მენ ამ სას­წა­ულს, თუმ­ცა არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რომ ჩვე­ნი­ან­თა ლოც­ვე­ბით მოხ­და; ჩვე­ნი­ა­ნებ­მა კი, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა, უბ­რა­ლო და უმ­ზაკ­ვრო ჩვე­უ­ლე­ბით გად­მოს­ცეს მომ­ხდა­რი. მათ შო­რის არის აპო­ლი­ნა­რი­ოსი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ იქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ლოც­ვის გზით სას­წა­უ­ლის მოქ­მედ­მა ლე­გი­ონ­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლი მი­ი­ღო იმ­პე­რა­ტო­რი­სა­გან, და ლა­თი­ნურ ენა­ზე ეწო­და "მეხ­თამ­ტე­ხე­ლი". ამ ამ­ბე­ბის ღირ­სე­უ­ლი მოწ­მე იყო ტერ­ტუ­ლი­ანე, რო­მელ­მაც რო­მის სე­ნატს მი­მარ­თა სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მო აპო­ლი­გი­ით, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ. იგი ამ ამ­ბავს გა­ნამ­ტკი­ცებს უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ცხა­დი სა­ბუ­თე­ბით. თა­ვის ნა­წერ­ში ისიც ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე გო­ნი­ე­რი იმ­პე­რა­ტო­რის მარ­კუ­სის ეპის­ტო­ლე­ე­ბი ახ­ლან­დელ დრომ­დე არის მოღ­წე­ული, რომ­ლებ­შიც იგი მოწ­მობს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში მი­სი ჯა­რი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ღუპ­ვი­სა­გან ქრის­ტი­ან­თა ლოც­ვებ­მა იხ­სნა. ამ­ბობს, რომ იგი სიკ­ვდი­ლით და­ე­მუქ­რა მას, ვინც შე­ეც­დე­ბო­და ჩვენ­ზე ბრა­ლის და­დე­ბას. "ეს რა კა­ნო­ნე­ბია, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მის­დე­ვენ უღ­მერ­თო, უსა­მარ­თლო და სას­ტი­კი ადა­მი­ა­ნე­ბი? რომ­ლებ­საც არც ვეს­პა­სი­ა­ნე იცავ­და, თუმ­ცა იუ­დე­ვე­ლე­ბი და­ა­მარ­ცხა, ნა­წი­ლობ­რივ უგუ­ლე­ბელ­ყო ტრაი­ა­ნემ, ვინც აკ­რძა­ლა ქრის­ტი­ა­ნე­ბის ძებ­ნა, არც ჰად­რი­ანე, თუმ­ცა იგი ყვე­ლა უმ­ნიშ­ვნე­ლო საქ­მით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, და არც ღვთის­მო­სა­ვად წო­დე­ბუ­ლი ამ­ტკი­ცებ­და მათ". მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი ვი­საც რო­გორ სურს, ისე იყოს. ჩვენ კი გა­და­ვალთ მომ­დევ­ნო ამ­ბავ­ზე10.
   რო­დე­საც პო­თი­ნუ­სი სრუ­ლი ოთ­ხმოც­და­ა­თი წლის ასაკ­ში მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა გა­ლი­აში, ეპის­კო­პო­სო­ბა ირი­ნე­ოს­მა მი­ი­ღო ლუგ­დი­ნის დი­ო­ცეზ­ში, რო­მელ­საც წი­ნამძღვრობ­და პო­თი­ნუ­სი. ვი­ცით, რომ იგი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში პო­ლი­კარ­პეს მსმე­ნე­ლი იყო. მან "მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" თხზუ­ლე­ბის მე­სა­მე წიგ­ნში გად­მოს­ცა რო­მის ეპის­კო­პოს­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბა ელევ­თე­რამ­დე, რომ­ლის [მოღ­ვა­წე­ო­ბის] პე­რი­ო­დი ჩვენ გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ, ალ­ბათ მის დროს ამ ნაშ­რო­მის შექ­მნი­სას შე­ად­გი­ნა მა­თი ნუს­ხა, რო­დე­საც წერს:

VI

   "ეკ­ლე­სი­ის სა­ძირ­კველჩამ­ყრელ­მა და აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ნე­ტარ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა ეპის­კო­პო­სო­ბის მსა­ხუ­რე­ბა ლი­ნუსს ჩა­ა­ბა­რეს. ამ ლი­ნუსს პავ­ლე მო­იხ­სე­ნი­ებს ტი­მო­თეს მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში. იგი შეც­ვა­ლა ანენ­კლე­ტუს­მა, მის შემ­დეგ, მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მე­სა­მე ად­გილ­ზე ეპის­კო­პო­სო­ბა წი­ლად ხვდა კლი­მენ­ტის, რო­მე­ლიც იყო ნე­ტარ მო­ცი­ქულ­თა მხილ­ვე­ლი და მათ­თან მო­სა­უბ­რე, და უფ­რო კი თვალ­წინ ედო მო­ცი­ქულ­თა­გან მომ­დი­ნა­რე ქა­და­გე­ბა და გად­მო­ცე­მა. და არა მხო­ლოდ ის, რად­გან ჯერ კი­დევ იმ დროს მრა­ვა­ლი იყო შე­მორჩე­ნი­ლი მო­ცი­ქულ­თა მი­ერ გან­სწავ­ლუ­ლი. ამ კლი­მენ­ტის დროს, რო­დე­საც კო­რინ­თო­ში არა მცი­რე­დი ამ­ბო­ხი შე­იქ­ნა ძმებ­თან, რომ­ში მყოფ­მა ეკ­ლე­სი­ამ ძლი­ე­რი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა კო­რინ­თე­ლებს, სამ­შვი­დო­ბოდ შე­ა­გო­ნებ­და მათ და გა­ნუ­ახ­ლებ­და მათ რწმე­ნა­სა და გად­მო­ცე­მას, რაც ახ­ლა­ხან მო­ცი­ქულ­თა­გან ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი".
   მცი­რე ხნის შემ­დეგ ამ­ბობს: "ეს კლი­მენ­ტი შეც­ვა­ლა ევა­რეს­ტოს­მა, ევა­რეს­ტო­სი კი - ალექ­სან­დრემ, შემ­დეგ მო­ცი­ქულ­თა­გან მე­ექ­ვსე და­ად­გი­ნეს ქსის­ტუ­სი, მის შემ­დეგ ტე­ლეს­ფო­რი, რო­მე­ლიც სა­ხე­ლოვ­ნად ეწა­მა, შემ­დეგ ჰი­გი­ნი­უსი, შემ­დეგ პი­უსი, მის შემ­დეგ ანი­კე­ტი. ანი­კე­ტი შეც­ვა­ლა სო­ტერ­მა, ახ­ლა კი მო­ცი­ქულ­თა­გან მე­თორ­მე­ტე ად­გილ­ზე ეპის­კო­პო­სო­ბის ხა­რის­ხი ელევ­თერს უპ­ყრია. ამ წე­სით და ამ მოძღვრე­ბით მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ცი­ქულ­თა გად­მო­ცე­მამ და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ქა­და­გე­ბამ"11.

VII

   ამ ამ­ბებ­ზე ჩვენს მი­ერ ზე­მოთ მი­მო­ხი­ლუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის თა­ნახ­მად მი­სი იმ ნაშ­რო­მის მე­ო­რე წიგ­ნში, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა "ცრუ ცოდ­ნის მხი­ლე­ბა და დამ­ხო­ბა" და შედ­გე­ბა ხუ­თი წიგ­ნი­სა­გან, ირი­ნე­ო­სი წერს, რომ მის დრომ­დე ეკ­ლე­სი­ებ­ში შე­მორჩე­ნი­ლი იყო საღ­ვთო და სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლის გა­მოც­ხა­დე­ბე­ბი, შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით აღ­ნიშ­ნავს და ამ­ბობს: "მაგ­რამ იმ­დე­ნად დაკ­ნინ­და მკვდრე­თით აღ­დგო­მის ძა­ლა, რო­გორც უფა­ლი აღად­გენ­და და მო­ცი­ქუ­ლე­ბიც ლოც­ვის მეშ­ვე­ო­ბით და რო­გორც საძ­მო­ში ხში­რად მომ­ხდა­რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გა­მო, რო­დე­საც მთე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია ით­ხოვ­და, მარ­ხვი­თა და ლოც­ვით მრა­ვა­ლი გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლი მო­აბ­რუ­ნეს და ადა­მი­ა­ნი მი­ე­მად­ლა წმინ­დან­თა ლოც­ვებს"12. კვლავ ამ­ბობს სხვა­გან: "თუ ამ­ბო­ბენ, რომ უფა­ლი ზმა­ნე­ბი­თად იქ­მო­და ამას, წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა წიგ­ნე­ბის­კენ წა­ვუძ­ღვე­ბით მათ, მათ­გან ვაჩვე­ნებთ, რომ მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ასე იქ­ნა ნა­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი და ნამ­დვი­ლად მოხ­და, და, რომ მხო­ლოდ იგი არის ძე ღვთი­სა. მის გა­მო და მი­სი სა­ხე­ლით მის­მა ჭეშ­მა­რიტ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა მის­გან მი­ი­ღეს მად­ლი და მას იყე­ნებ­დნენ და­ნარჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ქველ­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის ისე, რო­გორც თი­თოე­ულ მათ­განს მის­გან ჰქონ­და ნი­ჭი მი­ღე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი დე­მო­ნებს დევ­ნი­და თავ­და­ჯე­რე­ბით და ჭეშ­მა­რი­ტად ისე, რომ ხში­რად თვით უკე­თურ სულ­თა­გან გან­წმენ­დი­ლებს უჩნდე­ბო­დათ რწმე­ნა და ახ­ლაც არი­ან ეკ­ლე­სი­აში; ზოგს კი ჰქონ­და მო­მავ­ლის წი­ნას­წარ­მცოდ­ნე­ობა, ხილ­ვე­ბი და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლუ­რი სიტ­ყვე­ბი; სხვე­ბი კი ხე­ლის და­დე­ბით კურ­ნავ­დნენ სნე­უ­ლებს და ჯანმრთე­ლო­ბას უბ­რუ­ნებ­დნენ, უფ­რო მე­ტიც, რო­გორც ვთქვით, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დგე­ბოდ­ნენ და ჩვენ­თან ერ­თად რჩე­ბოდ­ნენ საკ­მა­ოდ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. და სხვა რა­ღა უნ­და ით­ქვას? ენა ვერ იტ­ყვის იმ ნი­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მელ­საც იღებს მთელს ქვე­ყა­ნა­ზე [გავ­რცე­ლე­ბუ­ლი] ეკ­ლე­სია ღვთის­გან პონ­ტო­ე­ლი პი­ლა­ტეს დროს ჯვარ­ცმუ­ლი იე­სო ქრის­ტეს სა­ხე­ლით და ყო­ველ დღე წარ­მარ­თთა ქველ­მოქ­მე­დე­ბას აღას­რუ­ლებს, არც არა­ვის ატ­ყუ­ებს, არც ვერცხლს ით­ხოვს; რად­გან უსას­ყიდ­ლოდ მი­ი­ღო ღვთის­გან და უსას­ყიდ­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა"13. სხვა ად­გი­ლას იგი­ვე მწე­რა­ლი წერს: "რო­გორც გვსმე­ნია მრა­ვალ ძმა­ზე, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მად­ლი ეკ­ლე­სი­ა­ში და სუ­ლის მი­ერ სხვა­დას­ხვა ენებ­ზე მეტ­ყვე­ლებ­დნენ, და ადა­მი­ან­თა და­ფა­რუ­ლი [საქ­მე­ები] სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოჰ­ქონ­დათ სარ­გებ­ლო­ბის მო­სა­ტა­ნად; და გან­მარ­ტავ­დნენ ღვთის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს"14. ეს ით­ქვა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პე­რი­ოდ­ში ღირ­სე­ულ პი­როვ­ნე­ბებ­თან შე­მორჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ.

VIII

   ამ შრო­მის დაწ­ყე­ბი­სას შეგ­პირ­დით, რომ თა­ვის დრო­ზე გა­გაც­ნობ­დით ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცე­სე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის სიტ­ყვებს, რომ­ლებ­შიც კა­ნო­ნი­კურ წე­რილ­თა შე­სა­ხებ მათ დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი გად­მო­ცე­მა წე­რი­ლო­ბით არის და­ცუ­ლი; მათ შო­რის იყო ირი­ნე­ო­სიც. მო­დით, მი­სი სიტ­ყვე­ბიც გად­მოვ­ცეთ, პირ­ვე­ლად წმინ­და სა­ხა­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ იგი ასე ამ­ბობს: "მა­თემ ებ­რა­ელ­თა შო­რის მათ სა­კუ­თარ ენა­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ხა­რე­ბის წე­რი­ლიც, რო­დე­საც პეტ­რე და პავ­ლე რომ­ში სა­ხა­რე­ბას ქა­და­გებ­დნენ და ეკ­ლე­სი­ას სა­ძირ­კველს უყ­რიდ­ნენ. მა­თი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მარ­კოზ­მა, პეტ­რეს მო­წა­ფემ და გან­მმარ­ტე­ბელ­მა, პეტ­რეს მი­ერ ნა­ქა­და­გე­ბი თვი­თონ გად­მოგ­ვცა წე­რი­ლო­ბით. ლუ­კამ კი, პავ­ლეს მიმ­დე­ვარ­მა, მის (პავ­ლეს - მთარგ.) მი­ერ ნა­ქა­და­გე­ბი სა­ხა­რე­ბა თა­ვის წიგ­ნში მო­ა­თავ­სა. შემ­დეგ იო­ა­ნემ, უფ­ლის მო­წა­ფემ, და მის მკერ­დზე მიყრდნო­ბილ­მა, მა­ნაც გად­მოს­ცა სა­ხა­რე­ბა, რო­დე­საც ცხოვ­რობ­და ასი­ის ეფე­სო­ში"15.
   მწე­რალ­მა ეს თქვა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მის მე­სა­მე წიგ­ნში, მე­ხუ­თე წიგ­ნში კი იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბი­სა" და ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ლის რიც­ხვის შე­სა­ხებ ასე მსჯე­ლობს: "რო­დე­საც ეს ასე არის და ყვე­ლა ძვე­ლი ნაშ­რო­მის ას­ლშიც მოყ­ვა­ნი­ლია ეს რიც­ხვი, თვით იო­ა­ნეს პი­რის­პირ მხილ­ველ­ნიც მოწ­მო­ბენ და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბაც გვას­წავ­ლის ჩვენ, რომ მხე­ცის სა­ხე­ლის რიც­ხვი ბერ­ძნუ­ლი რიც­ხვე­ბის მი­ხედ­ვით ამა­ვე ასო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოჩნდე­ბა"16. შემ­დეგ აგ­რძე­ლებს და მის შე­სა­ხებ ამ­ბობს: "ამ­რი­გად ჩვენ არ ჩა­ვიგ­დებთ თავს საფრთხე­ში, რომ გა­ვა­კე­თოთ უეჭ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ლის შე­სა­ხებ. რად­გან თუ მი­სი სა­ხე­ლი გაც­ხა­დე­ბუ­ლად უნ­და იქა­და­გოს ჩვენს დრო­ში, მა­შინ ის გა­მოც­ხა­დე­ბის მხილ­ვე­ლის მი­ერ ით­ქმე­ბო­და; რად­გან არ­ცთუ დი­დი ხნის წინ უხი­ლავს, არა­მედ და­ახ­ლო­ე­ბით ჩვენს თა­ო­ბა­ში, დო­მი­ცი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რულს"17.
   ამას "გა­მოც­ხა­დე­ბის" შე­სა­ხებ მოგ­ვით­ხრობს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწე­რა­ლი, ახ­სე­ნებს იო­ა­ნეს პირ­ველ ეპის­ტო­ლეს და იქი­დან მო­ყავს მრა­ვა­ლი მოწ­მო­ბა, მსგავ­სად­ვე პეტ­რეს პირ­ვე­ლი ეპის­ტო­ლი­და­ნაც. მან არა მხო­ლოდ იცის, არა­მედ კი­დე­ვაც ღე­ბუ­ლობს (რო­გორც წმ. წე­რილს - მთარგ.) "მწყემ­სის" თხზუ­ლე­ბას, და ამ­ბობს: "ამ­რი­გად, მშვე­ნივ­რად ამ­ბობს წე­რი­ლი, "უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ირ­წმუ­ნე, რომ ერ­თი არის ღმერ­თი ყო­ვე­ლი­ვეს შე­მოქ­მე­დი და წარ­მარ­თვე­ლი"18 და ა. შ. იგი აგ­რეთ­ვე იყე­ნებს `სო­ლო­მო­ნის სიბრძნი­დან~ ზო­გი­ერთ გა­მო­ნათ­ქვამს, თით­ქმის ყვე­ლას სიტ­ყვა-სიტ­ყვით: "ღვთის ხილ­ვა არის უხრწნე­ლე­ბის შემქმნე­ლი, უხრწნე­ლე­ბა კი ღმერ­თთან გვა­ახ­ლო­ვებს" (სიბრძნე 6,20). და რო­მე­ლი­ღაც მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვი პრეს­ვი­ტე­რის (რომ­ლის სა­ხელ­საც დუ­მი­ლით გად­მო­ცემს) ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, მო­იხ­სე­ნი­ებს და საღ­ვთო წე­რი­ლის მი­სე­ულ გან­მარ­ტე­ბებს გვამ­ცნობს. უფ­რო მე­ტიც, ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ებს იუს­ტი­ნე მო­წა­მე­სა და ეგ­ნა­ტეს, კვლავ მათ მი­ერ და­წე­რილ­თა­გან მო­იხ­მობს მოწ­მო­ბებს და სა­კუ­თარ ნაშ­რომ­ში გვპირ­დე­ბა მარ­კი­ო­ნის თხზუ­ლე­ბა­თა გან­ქი­ქე­ბას19.
   მო­ის­მი­ნე "სა­მოც­და­ათ­თა" მი­ხედ­ვით ღვთივ­შთა­გო­ნე­ბულ წე­რილ­თა გან­მარ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რას წერს სიტ­ყვა­სიტ­ყვით: "ღმერ­თი გახ­და ადა­მი­ა­ნი და თვით უფალ­მა გვიხ­სნა ჩვენ, მოგ­ვცა ქალ­წუ­ლის ნი­შა­ნი, მაგ­რამ არა რო­გორც ზო­გი­ერ­თე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ახ­ლა ბე­და­ვენ წე­რი­ლის გან­მარ­ტე­ბას, "აჰა, ახალ­გაზ­რდა ქა­ლი მუც­ლად იღებს და შობს ძეს“ (ეს. 7,14). რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ თე­ო­დო­ტე ეფე­სე­ლი და აკ­ვი­ლა პონ­ტო­ელი, ორი­ვე იუ­დე­ვე­ლი პრო­ზე­ლი­ტი, რო­მელ­თა მიმ­დე­ვა­რი ები­ო­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იგი იო­სე­ბის­გან იშ­ვა"20.
   მცი­რე ხნის შემ­დეგ დას­ძენს: "რო­მა­ე­ლე­ბის მი­ერ თა­ვი­ან­თი მმარ­თვე­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბამ­დე, რო­დე­საც ასია ჯერ კი­დევ მა­კე­დო­ნე­ლებს ეპ­ყრათ, პტო­ლო­მე­ოს­მა, ლა­გუ­სის ძემ21, მო­წა­დი­ნე­ბულ­მა შე­ემ­კო მის მი­ერ ალექ­სან­დრი­ა­ში შემ­ზა­დე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის თხზუ­ლე­ბით, რაც კი სა­უ­კე­თე­სო მო­ი­პო­ვე­ბო­და, იე­რუ­სა­ლი­მელ­თა­გან მო­ით­ხო­ვა, ბერ­ძნულ ენა­ზე ეთარგმნათ მა­თი წე­რი­ლე­ბი. მათ კი, რად­გან იმ დროს ჯერ კი­დევ მა­კე­დო­ნე­ლებს ემორჩი­ლე­ბოდ­ნენ, მათ­თან მყოფს ორი­ვე ენა­ზე მწე­რალ­თა­გან ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი, სა­მოც­და­ა­თი უხუ­ცე­სი, გა­უგ­ზავ­ნეს პტი­ლე­მე­ოსს, და ღმერ­თმა ქმნა ის, რაც ენე­ბა. მას (პტო­ლე­მე­ოსს - მთარგ.) სურ­და თვი­თონ გა­მო­ე­ცა­და ისი­ნი, ფრთხი­ლობ­და არ შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ და წე­რილ­ში არ­სე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა გან­მარ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არ და­ე­ფა­რათ, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­ნა­შო­რა და უბ­რძა­ნა ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი თარ­გმა­ნი და­ე­წე­რა; და ეს ყო­ვე­ლი­ვე წიგ­ნი­სათ­ვის გა­ა­კე­თა. რო­დე­საც ისი­ნი ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ პტო­ლე­მე­ოს­თან და თი­თოე­ულ­მა თა­ვი­სი თარ­გმა­ნი შე­ა­და­რა, გან­დიდ­და ღმერ­თი, ხო­ლო წე­რი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ღვთი­უ­რად იქ­ნა შე­რაც­ხი­ლი, ყვე­ლას ერ­თი და იგი­ვე ად­გი­ლი ერ­თი და იმა­ვე სიტ­ყვე­ბი­თა და სა­ხე­ლე­ბით ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­საწ­ყი­სი­დან და­სას­რუ­ლამ­დე, ისე რომ იქ მყოფ­მა წარ­მარ­თებ­მა შე­იც­ნეს, რომ წე­რი­ლე­ბი ღვთის­გან მო­ბერ­ვით იყო ნა­თარგმნი. არა­ფე­რია საკ­ვირ­ვე­ლი, რომ ეს მო­ი­მოქ­მე­და ღმერ­თმა, რად­გან ნა­ბუ­ქოდ­ნო­სო­რის დროს ერის დატ­ყვე­ვე­ბი­სას, რო­დე­საც გა­ნად­გურ­და წე­რი­ლე­ბი და სა­მოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ იუ­დე­ვე­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ მათ ქვე­ყა­ნა­ში, შემ­დეგ სპარ­სთა მე­ფის არ­ტაქ­სერ­ქსეს დროს შთა­ბე­რა ეზ­დრას, მღვდელს ლე­ვის ტო­მის­გან, რომ აღედ­გი­ნა წი­ნათ მცხოვ­რებ წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა სიტ­ყვე­ბი და ერის­თვის აღედ­გი­ნა მო­სეს მეშ­ვე­ო­ბით [გად­მო­ცე­მუ­ლი] რჯუ­ლი"22. ესო­დენს ამ­ბობს ირი­ნე­ოსი.

IX

   რო­დე­საც ან­ტო­ნი­უსს კმა ეყო იმ­პე­რა­ტო­რო­ბის ცხრა­მე­ტი წე­ლი, კო­მო­დუს­მა23 მი­ი­ღო ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რომ­ლის პირ­ველ წელს ალექ­სან­დრი­ა­ში ეკ­ლე­სი­ე­ბის ეპის­კო­პო­სად იუ­ლი­ა­ნე24 და­ად­გი­ნეს, მას შემ­დეგ, რაც აგ­რი­პი­ნემ აღას­რუ­ლა მსა­ხუ­რე­ბის თორ­მე­ტი წე­ლი.

X

   ამ დროს ად­გი­ლობ­რივ მორ­წმუ­ნე­თა ცხოვ­რე­ბას წი­ნამძღვრობ­და გა­ნათ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე სა­ხე­ლო­ვა­ნი კა­ცი, სა­ხე­ლად პან­ტე­ნო­სი25. ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბით მათ­თან არ­სე­ბობ­და წმინ­და მოძღვრე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი26, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წია და გვსმე­ნია, რომ ას­წავ­ლი­ან სიტ­ყვა­სა და საღ­ვთო სა­კით­ხე­ბის მი­მართ მო­შურ­ნე­ო­ბა­ში ძლი­ე­რი [კა­ცე­ბი], მათ შო­რის კი, გად­მო­ცე­მით, იმ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ბრწყი­ნავ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი [კა­ცი], რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო სტო­ი­კო­სე­ბად წო­დე­ბულ­თა ფი­ლო­სო­ფი­ის სკო­ლით. ამ­ბო­ბენ, რომ მან მგზნე­ბა­რე სუ­ლის­კვე­თე­ბით ესო­დე­ნი გულ­მოდ­გი­ნე­ბა გა­მოიჩი­ნა საღ­ვთო მოძღვრე­ბის გარ­შე­მო, რომ ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბის მქა­და­გებ­ლად წარ­მოჩნდა აღ­მო­სავ­ლე­თის წარ­მარ­თებ­თან და ინ­დო­ელ­თა ქვეყ­ნამ­დე იქ­ნა წარ­გზავ­ნი­ლი. რად­გან მა­შინ ჯერ კი­დევ იყო [ღვთის] სიტ­ყვის მრა­ვა­ლი მა­ხა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც საღ­ვთო მო­შურ­ნე­ო­ბით მო­ცი­ქულ­თა მბა­ძა­ვი წინ­და­წინ ზრუ­ნავ­და ღვთის სიტ­ყვის ზრდი­სა და აღ­შე­ნე­ბი­სათ­ვის. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი იყო პან­ტე­ნო­სი, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ინ­დო­ე­ლებ­თან წა­ვი­და, გად­მო­ცე­მით იქ ზო­გი­ერთ ქრის­ტეს მცოდ­ნეს­თან მან აღ­მოაჩი­ნა მა­თეს სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც წინ უს­წრებ­და მის იქ მის­ვლას, მათ­თვის ექა­და­გა ერთ-ერთ მო­ცი­ქულს, ბარ­თლო­მეს, და და­ე­ტო­ვე­ბია ებ­რა­უ­ლი ან­ბა­ნით მა­თეს ნა­წე­რი, რო­მე­ლიც შე­მორჩა იმ დრომ­დე. პან­ტე­ნო­სი დი­დი წარ­მა­ტე­ბით წი­ნამძღვრობ­და ალექ­სან­დრი­ის სას­წავ­ლე­ბელს აღ­სას­რუ­ლამ­დე, ცოც­ხა­ლი სიტ­ყვი­თა და ნა­წე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გან­მარ­ტავ­და საღ­ვთო დოგ­მა­ტე­ბის სა­უნ­ჯეთ.

XI

   მის დროს მას­თან ერ­თად საღ­ვთო წე­რილ­ში იწვრთნე­ბო­და და ალექ­სან­დრი­ა­ში ცნო­ბი­ლი იყო კლი­მენ­ტი, მო­ცი­ქულ­თა მო­წა­ფის, ძვე­ლად რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამძღვრის თა­ნა­მო­სა­ხე­ლე. იგი მის მი­ერ შედ­გე­ნილ "ჰი­პო­ტი­პო­სებ­ში" პან­ტე­ნოსს რო­გორც მის მას­წავ­ლე­ბელს სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს. ვფიქ­რობ, მას­ზე მი­ა­ნიშ­ნებს "სტრო­მა­ტე­ბის" პირ­ველ წიგ­ნში, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნავს იმ სა­მო­ცი­ქუ­ლო მი­ნაც­ვლე­ო­ბა­ში გა­მოჩე­ნილ პი­როვ­ნე­ბებს, რო­მე­ლიც მან მი­იღო; იგი ამ­ბობს: "ეს ნაშ­რო­მი არ არის საჩვე­ნებ­ლად შეთ­ხზუ­ლი ნა­წე­რი, არა­მედ მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბი­სას და­ვა­უნ­ჯე ჩა­ნა­წე­რე­ბი, გულ­მა­ვიწ­ყო­ბის წა­მა­ლი, და­უხ­ვე­წა­ვი ქან­და­კე­ბა და აჩრდილთმწერ­ლო­ბა იმ რე­ა­ლუ­რი და ნა­თე­ლი სიტ­ყვე­ბი­სა, რო­მელ­თა სმე­ნის ღირ­სი გავ­ხდი, და ასე­ვე იმ ნე­ტა­რი და ნამ­დვი­ლად ღირ­სე­ულ კაც­თა. მათ­გან ერ­თი იო­ნი­ე­ლი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში, მე­რე კი დიდ სა­ბერ­ძნეთ­ში, ერ­თი მათ­გა­ნი კი კო­ე­ლე­სი­რი­ა­ში იყო, ერ­თი კი - ეგ­ვიპ­ტე­ში; სხვე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ერ­თი მათ­გა­ნი იყო ასი­რი­ელი, ერ­თი კი იყო პა­ლეს­ტი­ნა­ში წარ­მო­შო­ბით ებ­რა­ელი. შევხვდი უკა­ნას­კნელს, რო­მე­ლიც სიძ­ლი­ე­რით პირ­ვე­ლი იყო, და გან­ვის­ვე­ნე, რო­დე­საც მო­ვი­ნა­დი­რე იგი ეგ­ვიპ­ტე­ში და­მა­ლუ­ლი. მაგ­რამ ნე­ტა­რი მოძღვრე­ბის ის ჭეშ­მა­რი­ტი გად­მო­ცე­მა შე­ი­ნა­ხეს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ პეტ­რეს­გან და ია­კო­ბის­გან, იო­ა­ნეს­გან და პავ­ლეს­გან, წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი­სა­გან მო­დის, შვი­ლის მი­ერ მა­მი­სა­გან მი­ღე­ბით (მცი­რედ­ნი არი­ან მა­მის მსგავ­სნი) ღმერ­თთან ერ­თად ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წი­ეს და წი­ნა­პარ­თა და მო­ცი­ქულ­თა თეს­ლე­ბი ჩა­ნერ­გეს"27.

XII

   მათ დროს იე­რუ­სა­ლიმ­ში ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სად ცნო­ბი­ლი იყო მრა­ვალ­თან დღემ­დე სა­ხელ­განთქმუ­ლი ნარ­კი­სო­სი28. იგი ჰად­რი­ა­ნეს დროს იუ­დე­ველ­თა ალ­ყის შე­მორტყმი­დან რი­გით მეთ­ხუთ­მე­ტე მო­ნაც­ვლე იყო, და გან­ვმარ­ტეთ, რომ აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ად­გი­ლას ეკ­ლე­სია წი­ნა­დაც­ვე­თილ­თა­გან მოქ­ცე­ულ ქრის­ტი­ან­თა შემ­დეგ პირ­ვე­ლად წარ­მარ­თთა­გან შე­იკ­რი­ბა, და რომ წარ­მარ­თთა­გან მა­თი პირ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სი იყო მარ­კო­ზი. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნაც­ვლე­ო­ბის ნუს­ხა გვა­უწ­ყებს, რომ შემ­დეგ ეპის­კო­პო­სობ­და კა­სი­ანე, მის შემ­დეგ პუბ­ლი­უსი, შემ­დეგ მაქ­სი­მე, მათ შემ­დეგ ივ­ლი­ანე, შემ­დეგ გაი­უსი, მის შემ­დეგ სვი­მა­ხო­სი, და სხვა გა­უსი, და კვლავ სხვა იუ­ლი­ანე, და მათ შემ­დეგ კა­პი­ტო, ვა­ლენ­ტი და დო­ლი­ხი­ა­ნო­სი, და ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, ნარ­კი­სო­სი, მო­ცი­ქულ­თა­გან თან­მიმ­დევ­რუ­ლი მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით მე­ცა­მე­ტე29.

XIII

   ამ დროს რო­დო­ნი, წარ­მო­შო­ბით ასი­ი­დან, რო­გორც თვი­თონ მოგ­ვით­ხრობს, რომ­ში იყო მო­წა­ფე ტა­ტი­ა­ნე­სი, რო­მე­ლიც ზე­მოთ გა­ვი­ცა­ნით. მან შე­ად­გი­ნა სხვა­დას­ხვა წიგ­ნე­ბი და მათ შო­რის მარ­კი­ო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბის30 სა­წი­ნა­აღ­მდე­გოც. ეს მწვა­ლებ­ლო­ბა, რო­გორც მოგ­ვით­ხრობს, მის დროს გა­ყო­ფი­ლი იყო სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბად; მან ზედ­მი­წევ­ნით აღ­წე­რა ამ გან­ყო­ფა­თა შემქმნე­ლე­ბი და მათ­გან თი­თოე­უ­ლის მი­ერ მო­გო­ნი­ლი ცრუ მოძღვრე­ბა ამ­ხი­ლა. მო­უს­მი­ნე, თვი­თონ რას წერს: "ამი­ტომ თა­ვის­თავ­თან შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი გახ­დნენ და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ აზ­რებს იცავ­დნენ. მა­თი ჯო­გი­დან იყო აპე­ლე­სი31, ცხოვ­რე­ბის წე­სი­თა და მხცო­ვა­ნი ასა­კით გა­მოჩე­ნი­ლი. იგი აღი­ა­რებ­და ერთ საწ­ყისს, მაგ­რამ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა­ზე ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სუ­ლის­გან იყო, იგი უჯე­რებ­და ეშ­მა­კე­უ­ლი ქალ­წუ­ლის, სა­ხე­ლად ფი­ლო­მე­ნეს გა­მო­ნათ­ქვა­მებს. სხვებს კი, რო­გორც თვი­თონ მე­სა­ჭეს (მარ­კი­ონს - მთარგ.), შე­მო­ყავ­დათ ორი საწ­ყი­სი. მათ შო­რის იყ­ვნენ პო­ტი­ტო­სი და ბა­სი­ლი­კო­სი. ისი­ნი იყ­ვნენ პონ­ტო­ე­ლი მგლის მიმ­დევ­რე­ბი და მის მსგავ­სად ისი­ნიც ვერ ამჩნევ­დნენ სა­კით­ხთა გან­ყო­ფას, და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­დაწ­ყვი­ტეს და გა­მო­აც­ხა­დეს ორი საწ­ყი­სის არ­სე­ბო­ბა მარ­ტი­ვად და და­უმ­ტკი­ცებ­ლად. სხვე­ბი კი მათ­ზე უფ­რო უა­რეს ცთო­მი­ლე­ბა­ში გა­და­ვარ­დნენ, და არამ­ხო­ლოდ ორი, არა­მედ სა­მი ბუ­ნე­ბა ივა­რა­უ­დეს. მა­თი ბე­ლა­დი და წი­ნამ­ძღო­ლი არის სი­ნე­რო­სი, რო­გორც ამ­ბო­ბენ მი­სი სას­წავ­ლებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი"32.
   იგი­ვე მწე­რა­ლი ამ­ბობს, რომ აპე­ლეს­თან ისა­უბ­რა, და მოგ­ვით­ხრობს შემ­დეგს: "რო­დე­საც მო­ხუ­ცი აპე­ლე­სი გვე­სა­უბ­რე­ბო­და ჩვენ, მხი­ლე­ბულ იქ­ნა მრა­ვალ მცდარ გა­მო­ნათ­ქვამ­ში. ამი­ტომ ამ­ბობ­და, რომ სა­ერ­თოდ არ უნ­და გა­მო­იკ­ვლიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ თი­თოე­უ­ლი იმ აზ­რზე უნ­და დარჩეს, რაც იწა­მა; რად­გან ჯვარ­ცმულ­ზე და­ი­მე­დე­ბუ­ლე­ბი ცხონ­დე­ბი­ან, მხო­ლოდ მა­შინ, თუ კე­თილ საქ­მე­ებს გა­ა­კე­თე­ბენ. მაგ­რამ, რო­გორც ვთქვით, ღმერ­თის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ბუნ­დო­ვან მოძღვრე­ბას აყა­ლი­ბებ­და. რად­გან აღი­ა­რებ­და ერთ საწ­ყისს, რო­გორც ჩვე­ნი მოძღვრე­ბა". შემ­დეგ გად­მო­ცემს მთელ მის მოძღვრე­ბას და დას­ძენს: "რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბო­დი მას, "სად გაქვს ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ან რო­გორ შე­გიძ­ლია ერ­თი საწ­ყი­სის თქმა? გვით­ხა­რი ჩვენ", ამ­ბობ­და, რომ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა თა­ვის თავს ამ­ხელს, რად­გან სრუ­ლად არ გა­მოთ­ქვამს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, შე­უ­თან­ხმებ­ლე­ბი არი­ან და ცრუ, და თა­ვი­ანთ თავს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. ხო­ლო თუ რო­გორ არ­სე­ბობს ერ­თი საწ­ყი­სი, ამ­ბობ­და, რომ არ იცო­და, უბ­რა­ლოდ და­ჟი­ნე­ბით იმე­ო­რებ­და ამას. შემ­დეგ რო­დე­საც ვა­ფი­ცებ­დი, რომ ეთ­ქვა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, იფი­ცებ­და, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ამ­ბობ­და, არ იცო­და, თუ რო­გორ არის ერ­თი შე­უქ­მნე­ლი ღმერ­თი, მაგ­რამ ეს სწამ­და. მე კი გა­მე­ცი­ნა და გავ­კიც­ხე იგი, რად­გან ამ­ბობ­და, რომ მოძ­ღვა­რი იყო, და არ იცო­და იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რა­საც ას­წავ­ლი­და".
   ამა­ვე ნაშ­რომ­ში კა­ლის­ტი­ონ­თან33 სა­უბ­რი­სას აღი­ა­რებს, რომ თვი­თონ იყო ტა­ტი­ა­ნეს მოს­წავ­ლე რომ­ში და ამ­ბობს იმა­საც, რომ ტა­ტი­ა­ნემ შე­ად­გი­ნა "პრობ­ლე­მე­ბის" წიგ­ნი. მას­ში ტა­ტი­ა­ნე გვპირ­დე­ბა, რომ წარ­მოაჩენს საღ­ვთო წე­რილ­ში რაც ბუნ­დო­ვა­ნი და და­ფა­რუ­ლი არის, თვი­თონ რო­დო­ნი კი სა­კუ­თარ თხზუ­ლე­ბა­ში გვპირ­დე­ბა, რომ ტა­ტი­ა­ნეს "პრობ­ლე­მე­ბის" ახ­სნას გად­მო­ცემს. მოღ­წე­უ­ლია ასე­ვე მი­სი შრო­მა ექვსთა დღე­თა­ზე. ის აპე­ლე­სი კი მო­სეს რჯულ­ზე ათას­გვარ უღ­მერ­თო­ბას ამ­ბობ­და, მრა­ვალ ნაშ­რომ­ში გმობ­და ღვთის სიტ­ყვებს, ვგო­ნებ მათ სამ­ხი­ლებ­ლად და და­სამ­ხო­ბად არ­ცთუ მცი­რე­დი შრო­მა გას­წია. ეს ით­ქვა მათ შე­სა­ხებ.

XIV

   მშვე­ნი­ე­რე­ბის მო­ძუ­ლე­სა და უკე­თუ­რე­ბის გან­საკ­თრე­ბუ­ლად მოყ­ვა­რეს, და ღვთის ეკ­ლე­სი­ას­თან მებ­რძოლს ადა­მი­ან­თა წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბის არ­ცერ­თი სა­ხე­ო­ბა არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია, ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კვლავ უც­ხო მწვა­ლებ­ლო­ბებს აღ­მო­ა­ცე­ნებ­და. ამ შხა­მი­ან ქვე­წარ­მა­ვალ­თა­გან ასი­ა­ში და­ხო­ხავ­დნენ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც იქა­დოდ­ნენ, რომ მონ­ტა­ნი იყო ნუ­გე­შის­მცე­მე­ლი*, მი­სი მიმ­დე­ვა­რი ქა­ლე­ბი კი - პრის­კი­ლა და მაქ­სი­მი­ლა - მონ­ტა­ნის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი იყ­ვნენ.
   * ე.ი. სულიწმინდა - მთარგ.

XV

   ისი­ნი აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ რომ­ში. მათ წი­ნამ­ძღო­ლობ­და ფლო­რი­ნუ­სი34, ეკ­ლე­სი­ი­დან განვრდო­მი­ლი პრეს­ვი­ტე­რი. მას­თან ერ­თად კი იყო ბლას­ტუ­სი35, მის მსგავ­სად და­ცე­მუ­ლი. მათ მრა­ვა­ლი გა­და­ი­ბი­რეს ეკ­ლე­სი­ი­დან და თა­ვი­ანთ აზ­რზე გა­და­იყ­ვა­ნეს; თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნი ცდი­ლობ­და, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გარ­შე­მო სა­კუ­თა­რი სი­ახ­ლე შე­მო­ე­ტა­ნა.

XVI

   ჰი­ე­რო­პოლ­ში ე. წ. კა­ტაფ­რი­გი­ელ­თა* მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მო მებ­რძოლ­მა ძა­ლამ ამ დროს აღად­გი­ნა ძლი­ე­რი და უძ­ლე­ვე­ლი სა­ჭურ­ვე­ლი აპო­ლი­ნა­რი, რო­მე­ლიც ზე­მოთ მო­ვიხ­სე­ნი­ეთ, და მას­თან ერ­თად სხვა მრა­ვა­ლი გან­სწავ­ლუ­ლი კა­ცი. მათ­გან ჩვენ ის­ტო­რი­ი­სათ­ვის უამ­რა­ვი თე­მა შე­მოგვრჩა. მათ წი­ნა­აღ­მდეგ ნაშ­რო­მის დაწ­ყე­ბი­სას ერთ-ერ­თი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ მხი­ლე­ბე­ბით ზე­პი­რად გა­მო­დი­ოდა. წი­ნა­სიტ­ყვა­ო­ბა არის შემ­დე­გი სა­ხის: "ესო­დენ ხანგრძლი­ვი და საკ­მა­ოდ დი­დი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, საყ­ვა­რე­ლო აბერ­კი­უს მარ­კე­ლუს, შენს მი­ერ მოთ­ხოვ­ნი­ლი სიტ­ყვა დავ­წე­რე მილ­ტი­ა­დეს36 მიმ­დევ­რე­ბად წო­დე­ბულ­თა მწვა­ლებ­ლო­ბა­ზე. ამ დრომ­დე თავს ვი­კა­ვებ­დი, არა იმი­ტომ, რომ არ ძალ­მიძ­და სიც­რუ­ის მხი­ლე­ბა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­მოწ­მე­ბა, არა­მედ ვში­შობ­დი და ვფრთხი­ლობ­დი, ვინ­მეს არ ეფიქ­რა, რომ ვა­მა­ტებ­დი ან ვას­წო­რებ­დი ახა­ლი აღთქმის სა­ხა­რე­ბის სიტ­ყვას, რი­სი არც შე­მა­ტე­ბა, არც დაკ­ლე­ბა ძა­ლუძს სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ამრჩევს. მაგ­რამ რო­დე­საც ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი გა­ლა­ტი­ის ან­კი­რი­ა­ში და გა­ვი­გე, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია ამ ახა­ლი, არა, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის, უფ­რო კი, რო­გორც ნაჩვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა, ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მი­ერ ორად იყო გახ­ლეჩილი; რამ­დე­ნა­დაც შე­მეძ­ლო, რაც უფალ­მა მო­მა­ნი­ჭა, მათ შე­სა­ხებ და მათ მი­ერ წა­მოჭ­რი­ლი სა­კით­ხე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეუჩე­რებ­ლად ვსა­უბ­რობ­დი ეკ­ლე­სი­აში; ისე რომ, ეკ­ლე­სი­ამ გა­ი­ხა­რა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში გაძ­ლი­ერ­და, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე კი შე­ი­მუს­რა და და­პი­რის­პი­რე­ბულ­ნი დამ­წუხრდნენ. რო­დე­საც ად­გი­ლობ­რივ­მა ხუ­ცე­სებ­მა მთხო­ვეს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სიტ­ყვა, რა­საც ვამ­ბობ­დი წი­ნა­აღმდგომ­თა მი­მართ, რა­ი­მე ჩა­ნა­წე­რით და­მე­ტო­ვე­ბია, იქ ეს­წრე­ბო­და ჩვე­ნი თა­ნა­ხუ­ცე­სი ძო­ტი­კუ­სი ოტ­რე­ნი­დან37. მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თეთ, შევ­პირ­დით, შინ დავ­წერ­დით და რო­დე­საც უფა­ლი ინე­ბებ­და, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მათ გა­ვუგ­ზავ­ნი­დით".
   წიგ­ნის და­საწ­ყის­ში სხვა მსგავ­სი შე­ნიშ­ვნე­ბის შემ­დეგ, გა­და­დის ხსე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის მი­ზე­ზის შე­სა­ხებ თხრო­ბა­ზე: "მათ ახალ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­სა და ეკ­ლე­სი­ა­ში ახ­ლან­დე­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მწვა­ლებ­ლო­ბის წარ­მო­შო­ბას შემ­დე­გი მი­ზე­ზი ჰქონ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ფრი­გი­ის მი­სი­ა­ში არის რა­ღაც სო­ფე­ლი, სა­ხე­ლად არ­და­ბა­ვი. იქ ვინ­მე ახალ­მოქ­ცე­ულ­მა, სა­ხე­ლად მონ­ტან­მა, ასი­ა­ში გრა­ტუ­სის პრო­კონ­სუ­ლო­ბის38 დროს პირ­ვე­ლო­ბის უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლით, სუ­ლის წა­დილ­ში თა­ვი­სი თა­ვის­კენ შე­სას­ვლე­ლი გზა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს (ე. ი. სა­ტა­ნას - მთარგ.) და­უთ­მო და ამ სუ­ლის­გან შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გო­ნე­ბა და­კარ­გა და გან­კვირ­ვე­ბა და­ეცა. აღ­ტა­ცე­ბა­ში მყოფ­მა და­იწ­ყო ლა­პა­რა­კი და უც­ნა­უ­რად მეტ­ყვე­ლე­ბა, და და­სა­ბა­მი­დან ეკ­ლე­სი­ის გად­მო­ცე­მი­სა და მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით ჩვე­უ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­და. ამა­ვე დროს მათ­გან, რომ­ლე­ბიც უს­მენ­დნენ ამ ცთო­მილ გა­მო­ნათ­ქვა­მებს, ზო­გი­ერ­თი მიიჩნევ­და, რომ იგი აღ­ძრუ­ლი იყო ეშ­მა­კის­გან სიც­რუ­ის სუ­ლით და აშ­ფო­თებ­და ხალხს; ისი­ნი კიც­ხავ­დნენ მას და უკ­რძა­ლავ­დნენ სა­უ­ბარს, შე­ახ­სე­ნებ­დნენ უფ­ლის მი­ერ გა­კე­თე­ბულ გარჩე­ვას და მის გაფრთხი­ლე­ბას, რომ ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა მოს­ვლი­სა­გან ფხიზ­ლად დაგ­ვეც­ვა თა­ვი. მაგ­რამ ისი­ნი თით­ქოს სუ­ლიწ­მინ­დით და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მად­ლით აღ­ძრულ­ნი და არა­ნაკ­ლებ თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი ივიწ­ყებ­დნენ უფ­ლის­მი­ერ გარჩე­ვას [სუ­ლე­ბი­სას] (იხ. მათ. 7,15), მო­უ­წო­დებ­დნენ გო­ნე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ და და­მაკ­ნი­ნე­ბელ, და ხალ­ხის მაც­თუ­ნე­ბელ სულს მის მი­ერ მო­ჯა­დო­ე­ბულ­ნი და მოტ­ყუ­ე­ბულ­ნი, ისე რომ და­დუ­მე­ბა აღარ შე­ეძ­ლოთ. ეშ­მაკ­მა რა­ღაც ხე­ლოვ­ნე­ბით, უფ­რო კი ბო­რო­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის ასე­თი ხრი­კით გა­ნიზ­რა­ხა ურჩთა და­ღუპ­ვა და მათ მი­ერ და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად პა­ტივ­დე­ბუ­ლი აქე­ზებ­და და აღაგ­ზნებ­და ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მათ და­ძი­ნე­ბულ აზ­როვ­ნე­ბას. ასე აღ­ძრა ვი­ღაც ორი ქა­ლი და აღავ­სო ცრუ სუ­ლით, რა­თა ემეტ­ყვე­-ლათ უგუ­ნუ­რად, უჯე­როდ და უც­ნა­უ­რად, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის მსგავ­სად. მათ, რომ­ლე­ბიც მას შე­ხა­როდ­ნენ და თავ­და­ჯე­რე­ბით იყ­ვნენ აღ­ვსილ­ნი, სუ­ლი აკურ­თხებ­და და ბე­რავ­და დი­დი აღთქმე­ბით. ზოგ­ჯერ კი რო­დე­საც ვა­რა­უ­დით გან­სჯი­და, და­მა­ჯე­რებ­ლად უპი­რის­პირ­დე­ბო­და მათ, რა­თა ეფიქ­რათ, რომ მამ­ხი­ლე­ბე­ლი იყო (მცი­რედ­ნი იყ­ვნენ ფრი­გი­ელ­თა­გან მოტ­ყუ­ე­ბულ­ნი). რო­დე­საც კა­თო­ლი­კე და ცის ქვეშ [მყო­ფი] მთელ ეკ­ლე­სი­ის გმო­ბას ას­წავ­ლი­და მზვა­ო­ბა­რი სუ­ლი, რა­მე­თუ ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის სუ­ლი მას­ში ვერ პო­უ­ლობ­და ვერც პა­ტივს და ვერც შე­სას­ვლელს; რად­გან მას შემ­დეგ, რაც ასი­ის მორ­წმუ­ნე­ე­ბი მრა­ვალ­გზის ასი­ის მრა­ვალ ად­გი­ლას შე­იკ­რიბ­ნენ ამ მიზ­ნით და გა­მო­იკ­ვლი­ეს ახა­ლი მოძღვრე­ბა, იგი გა­მო­აც­ხა­დეს უწ­მინ­დუ­რად და უარ­ყვეს მწვა­ლებ­ლო­ბა, ამ­გვა­რად გან­დევ­ნეს ეკ­ლე­სი­ი­დან და აუკ­რძა­ლეს თა­ნა­ზი­ა­რე­ბა"39.
    მას შემ­დეგ, რაც და­საწ­ყის­ში ეს მოგ­ვით­ხრო და მთელ თხზუ­ლე­ბა­ში მა­თი სიც­რუ­ის მხი­ლე­ბა გად­მოს­ცა, მე­ო­რე წიგ­ნში ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პირ­თა აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ ამ­ბობს: "მას შემ­დეგ ჩვენ გვი­წო­დებ­დნენ წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა მკვლე­ლებს, რად­გან არ ვღე­ბუ­ლობ­დით მათ ყბედ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებს (რად­გან ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი არი­ან, ვი­სი ხალ­ხთან გა­მოგ­ზავ­ნაც აღ­გვით­ქვა უფალ­მა), დე, პა­სუ­ხი გაგ­ვცენ უფ­ლის წი­ნა­შე. ო, კე­თი­ლო ხალ­ხო, არის ვინ­მე მათ­გან, ვინც მეტ­ყვე­ლე­ბა და­იწ­ყო მონ­ტა­ნი­სა და ქა­ლე­ბი­სა­გან, იუ­დე­ველ­თა­გან დევ­ნი­ლი, ან ურ­ჯუ­ლო­თა ხე­ლით მოკ­ლუ­ლი? არ­ცერ­თი. ან რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი სა­ხე­ლის გა­მო თუ შე­უპ­ყრი­ათ და ჯვარს უც­ვი­ათ? არა, ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა. ან იუ­დე­ველ­თა სი­ნა­გო­გებ­ში რო­მე­ლი­მე ქა­ლი გა­უ­მათ­რა­ხე­ბი­ათ და ჩა­უ­ქო­ლავთ? არა­სო­დეს, არ­სად. ამ­ბო­ბენ, რომ სხვა სიკ­ვდი­ლით აღეს­რუ­ლა მონ­ტა­ნი­ცა და მაქ­სი­მი­ლაც. გო­ნე­ბის შემ­შლე­ლი სუ­ლის მი­ერ აღ­ძრუ­ლებ­მა თა­ვი ჩა­მო­იხრჩვეს, თუმ­ცა არა ერ­თად, და თი­თოე­უ­ლის აღ­სას­რუ­ლის ჟამს მრა­ვა­ლი ჭო­რი და­დი­ოდა. ასე აღეს­რულ­ნენ და და­ღუ­პეს თა­ვი­ან­თი სი­ცოც­ხლე მო­ღა­ლა­ტე იუ­დას მსგავ­სად. მრა­ვა­ლი გად­მო­ცე­მა გვი­ამ­ბობს, რომ ვინ­მე თე­ო­დო­ტი­ონი, ეს გა­მოჩე­ნილ კა­ცი, მა­თი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი გან­მგე­ბე­ლი, ზოგ­ჯერ ზე აი­წე­ო­და და ცა­ში მაღ­ლდე­ბო­და; და ერ­თხელ, რო­დე­საც ექ­სტაზ­ში ჩა­ვარ­და და თა­ვი­სი თა­ვი მი­ან­დო სიც­რუ­ის სულს, ჩა­მო­ვარ­და და სა­ცო­და­ვად აღეს­რუ­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ასე მოხ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი თვა­ლით ხილ­ვის გა­რე­შე არ მიგ­ვაჩნია, რომ რა­ი­მე ვი­ცით, მე­გო­ბა­რო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ამ­გვა­რად, ან შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად აღეს­რულ­ნენ მონ­ტა­ნი, თე­ო­დო­ტე და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ქა­ლი".
   კვლავ იმა­ვე წიგ­ნში სა­უბ­რობს იმ დრო­ინ­დელ ეპის­კო­პო­სებ­ზე, რომ­ლებ­მაც სცა­დეს მაქ­სი­მი­ლა­ში მყო­ფი სუ­ლის მხი­ლე­ბა, მაგ­რამ ხე­ლი შე­უ­შა­ლეს სხვებ­მა, რომ­ლე­ბიც, ცხა­დია, სუ­ლის თა­ნა­შემ­წე­ნი იყ­ვნენ. იგი წერს ამ­გვა­რად: "ნუ იტ­ყვის მაქ­სი­მი­ლეს მეშ­ვე­ო­ბით სუ­ლი, ას­ტე­რი­უს ურ­ბა­ნუ­სის მი­ხედ­ვით იმა­ვე წიგ­ნში: "ვი­დევ­ნე­ბი რო­გორც მგე­ლი ცხვრე­ბის­გან. მე არ ვარ მგე­ლი, მე ვარ სიტ­ყვა, სუ­ლი და ძა­ლა". მაგ­რამ დე, სულ­ში ძა­ლა ცხა­დად წარ­მოჩნდეს და დამ­ტკი­ცე­ბულ იქ­ნას და სუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით აი­ძუ­ლოს, მა­შინ აღი­ა­რონ მო­ლა­პა­რა­კე სულ­თან სა­უბ­რი­სა და გა­მოც­დი­სათ­ვის იქ დამსწრე­ებ­მა, გა­მოც­დილ­მა კა­ცებ­მა და ეპის­კო­პო­სებ­მა, ძო­ტი­კოს­მა კუ­მა­ნის და­ბი­დან და იუ­ლი­ა­ნემ აპა­მე­ა­დან40, რომ­ლებ­საც პი­რი და­უხ­შეს თე­მი­სო­ნის გარ­შე­მო მყო­ფებ­მა და არ და­უშ­ვეს, რომ ცრუ და ხალ­ხის მაც­დუ­ნე­ბე­ლი სუ­ლი მათ მი­ერ მხი­ლე­ბუ­ლი­ყო".
   იმა­ვე წიგ­ნში მაქ­სი­მი­ლე ცრუ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა­თა სხვა მხი­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნავს იმ დროს, რო­დე­საც ამას წერ­და და მის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბებს ახ­სე­ნებს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით მო­მა­ვალ ომებ­სა და ამ­ბო­ხე­ბებს წი­ნა­მო­ას­წა­ვებ­და, რო­მელ­თა სიც­რუ­ეს გა­მარ­თავს და ასე ამ­ბობს: "ჯერ კი­დევ რო­გორ არ გახ­და ცხა­დი, რომ ესეც სიც­რუეა? რად­გან ამ ქა­ლის აღ­სრუ­ლე­ბი­დან დღემ­დე ცა­მეტ წელ­ზე მე­ტია გა­სუ­ლი და ქვეყ­ნი­ე­რე­ბის არც რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ზე და არც სა­ერ­თოდ არ მომ­ხდა­რა ომი, არა­მედ პი­რი­ქით, ღვთის წყა­ლო­ბით ქრის­ტი­ა­ნებს აქვთ ხანგრძლი­ვი მშვი­დო­ბა".
   ესეც მე­ო­რე წიგ­ნი­დან არის. მე­სა­მე­დან კი მცი­რე ამო­ნა­რიდს გად­მოვ­ცემთ, რო­მელ­შიც ამას ამ­ბობს მათ წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც იქა­დი­ან, რომ თით­ქოს მათ უფ­რო მე­ტი მო­წა­მე ჰყავთ: "რო­დე­საც ყვე­ლა გა­მო­ნათ­ქვამ­ში მხი­ლე­ბულ იქ­ნენ და ვერ გას­ცეს პა­სუ­ხი, ცდი­ლო­ბენ მო­წა­მე­ე­ბის­კენ გა­იქ­ცნენ; ამ­ბო­ბენ, რომ მრა­ვა­ლი მო­წა­მე ყავთ და ეს არის მა­თი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის სუ­ლის ძა­ლის სარ­წმუ­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მაგ­რამ სწო­რედ ეს არის, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ზე მე­ტად არა­ჭეშ­მა­რი­ტი. რად­გან ზო­გი­ერთ სხვა მწვა­ლებ­ლო­ბას მრა­ვა­ლი მო­წა­მე ჰყავს, მაგ­რამ ამის გა­მო არ შე­ვუ­ერ­თდე­ბით მათ, არც იმას ვა­ღი­ა­რებთ, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ფლო­ბენ ისი­ნი. უპირ­ვე­ლე­სად მარ­კი­ო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბის­გან მომ­დი­ნა­რე ე. წ. მარ­კი­ო­ნის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქრის­ტეს უამ­რა­ვი მო­წა­მე ჰყავთ, მაგ­რამ თვით ქრის­ტეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მი­ხედ­ვით არ აღი­ა­რე­ბენ".
   მცი­რე ხნის შემ­დეგ დას­ძენს: "ამი­ტომ, რო­დე­საც ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მო­წა­მე­ო­ბის­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი შეხ­ვდე­ბო­დე­ნენ ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბი­დან რო­მე­ლი­მე ეგ­რეთ წო­დე­ბულ მო­წა­მეს, გა­ნე­შო­რე­ბოდ­ნენ მას და აღეს­რუ­ლე­ბოდ­ნენ მას­თან თა­ნა­ზი­ა­რე­ბის გა­რე­შე, რად­გან არ სურ­დათ შე­ერ­თე­ბოდ­ნენ მონ­ტან­ში და ქა­ლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სულს. და რომ ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, ცხა­დია იქი­დან, რაც მოხ­და ჩვენს დრო­ში მე­ან­დერ­ზე აპა­მე­ა­ში ევ­მე­ნე­ე­ლი გაი­ო­ზი­სა და ალექ­სან­დრეს გარ­შე­მო მყოფ­თა მო­წა­მე­ო­ბი­სას".
   * ე.ი. მონტანისტთა - მთარგ.

XVII

   ამა­ვე წიგ­ნში მწე­რალ მილ­ტი­ა­დე­საც მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­მელ­მაც რა­ღაც თხზუ­ლე­ბა და­წე­რა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. გად­მოს­ცემს მის რამ­დე­ნი­მე ნაწ­ყვეტს და დას­ძენს: "ეს ამო­ნა­რი­დი აღ­მო­ვაჩი­ნე მათ ნაშ­რომ­ში, რო­დე­საც ისი­ნი უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ ძმა ალ­კი­ბი­ა­დეს ნაშ­რომს, რო­მელ­შიც იგი აჩვე­ნებ­და, რომ წი­ნას­წარ­მეტ­ყველს არ სჭირ­დე­ბა ექ­სტაზ­ში სა­უ­ბა­რი". ამა­ვე ნაშ­რომ­ში გა­და­დის ახა­ლი აღთქმის წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ზე, რო­მელ­თა შო­რის აღ­რიც­ხავს ვინ­მე ამი­ა­ნე­სა და კოდ­რა­ტოსს, და ასე ამ­ბობს: "მაგ­რამ ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა ექ­სტაზ­ში, რა­საც მოყ­ვე­ბა უკ­რძალ­ვე­ლო­ბა და უში­შო­ბა, რო­დე­საც იწ­ყებს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი უმეც­რე­ბით, მაგ­რამ გა­და­იქ­ცე­ვა სუ­ლის უნე­ბურ სიშ­ლე­გედ, რო­გორც ით­ქვა. ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლის ჩვე­ნე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ, ვერც ძველ და ვერც ახალ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა­ში, ვერ და­ი­ქა­დე­ბენ ვერც აგა­ბო­სით, ვერც იუ­და­თი, ვერც სი­ლა­თი, ვერც ფი­ლი­პეს ასუ­ლე­ბით, ვერც ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში მყო­ფი კოდ­რა­ტო­სით და ამი­ა­ნე­თი, ვერც სხვე­ბით, რომ­ლე­ბიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ მათ"41. კვლავ მცი­რე ხნის შემ­დეგ ამ­ბობს: "რად­გან თუ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში კოდ­რა­ტე­სა და ამი­ა­ნეს შემ­დეგ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მონ­ტან­თან მყოფ­მა ქა­ლებ­მა იმემ­კვიდ­რეს წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ნი­ჭი, დე, აჩვე­ნონ მონ­ტა­ნი­სა და ქა­ლე­ბის მიმ­დე­ვარ­თა­გან მათ­თან მყოფ­მა, ვინ იმემ­კვიდ­რა; რად­გან მო­ცი­ქუ­ლი თვლის, რომ მთელ ეკ­ლე­სი­ა­ში უნ­და იყოს წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ნი­ჭი უკა­ნას­კნელ მოს­ვლამ­დე (ე. ი. მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე - მთარგ.). მაგ­რამ მათ ამის ჩვე­ნე­ბა არ ძა­ლუძთ, მას შემ­დეგ, რაც მაქ­სი­მი­ლას აღ­სას­რუ­ლი­დან უკ­ვე თოთ­ხმე­ტი წე­ლი არის გა­სუ­ლი".
   იგი წერს ამ­გვა­რად. მის მი­ერ ნახ­სე­ნებ­მა მილ­ტი­ა­დემ კი საღ­ვთო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­შურ­ნე­ო­ბის სხვა ძეგ­ლი დაგ­ვი­ტო­ვა იმ თხზუ­ლე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც შე­ად­გი­ნა ბერ­ძნე­ბი­სა და იუ­დე­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თი­თოე­ულ სა­კითხს ცალ-ცალ­კე ორ თხზუ­ლე­ბა­ში პა­სუ­ხობს, გარ­და ამი­სა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მმარ­თვე­ლე­ბის მი­მარ­თაც ქმნის აპო­ლო­გი­ას იმ ფი­ლო­სო­ფი­ისა, რო­მელ­საც მის­დევ­და42.

XVIII

   აგ­რეთ­ვე აპო­ლო­ნი­ოს­მა43, სა­ეკ­ლე­სიო მწე­რალ­მა, რო­დე­საც ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბა აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყო ფრი­გი­აში, შე­ად­გი­ნა მა­თი მხი­ლე­ბა, მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცალ­კე თხზუ­ლე­ბა და­წე­რა, მათ ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბებს სიტ­ყვა-სიტ­ყვით ას­წო­რებს რო­გორც სიც­რუ­ეს და სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­აქვს ერე­სის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა, ვი­საც რო­გო­რი ჰქონ­და. მო­ის­მი­ნე, რას ამ­ბობს მონ­ტა­ნის შე­სა­ხებ: "მაგ­რამ იმას, თუ რას წარ­მო­ად­გენს ეს ახა­ლი მოძ­ღვა­რი, მი­სი საქ­მე­ე­ბი და მოძღვრე­ბა აჩვე­ნებს. იგი არის ის, ვინც ას­წავ­ლი­და ქორ­წი­ნე­ბის დარ­ღვე­ვას, ად­გენ­და მარ­ხვის კა­ნო­ნებს, პე­პუ­ზას და ტი­მი­ონს იე­რუ­სა­ლიმს უწო­დებ­და (ესე­ნი არის ფრი­გი­ის მცი­რე ქა­ლა­ქე­ბი), სურ­და, ყვე­ლა მხრი­დან იქ გა­ე­მარ­თა კრე­ბა, ნიშ­ნავ­და ფუ­ლის ამ­კრე­ფებს, ძღვე­ნის მი­ღე­ბას შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხე­ლით აწ­ყობ­და, ხელ­ფასს უხ­დი­და მი­სი მოძღვრე­ბის მქა­და­გებ­ლებს, რა­თა მოძღვრე­ბის სწავ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ნაყ­რო­ვა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით".
   ეს თქვა მონ­ტა­ნის შე­სა­ხებ. შემ­დეგ გა­და­დის მის წი­ნას­წარ­მეტ­ყველ ქა­ლებ­ზე და ასე წერს: "ვამ­ტკი­ცებთ, რომ თვით იმ პირ­ველ­მა წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­მა ქა­ლებ­მა მას შემ­დეგ, რაც სუ­ლით აღივ­სნენ, მი­ა­ტო­ვეს ქმრე­ბი. რო­გორ ცრუ­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც პრის­კი­ლას ქალ­წულს უწო­დებ­დნენ". შემ­დეგ ამ­ბობს: "არ ფიქ­რობ, რომ მთე­ლი წე­რი­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყველს უკ­რძა­ლავს ძღვე­ნი­სა და ფუ­ლის მი­ღე­ბას? ამი­ტომ რო­დე­საც კი ვხე­დავ, რომ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი ქა­ლი იღებს ოქ­როს, ვერცხლს და ძვირ­ფას სა­მო­სელს, რო­გორ არ უარ­ვყო იგი?"
   კვლავ გა­და­დის მა­თი მოძღვრე­ბის ერთ-ერთ აღ­მსა­რე­ბელ­ზე და ამას ამ­ბობს: "უფ­რო მე­ტიც, თე­მი­სონ­მა, ნამ­დვი­ლად მომ­ხვე­ჭე­ლო­ბით შე­მო­სილ­მა არ და­ით­მი­ნა აღ­მსა­რებ­ლო­ბის ნი­შა­ნი, არა­მედ დი­დი ფუ­ლით თა­ვი და­აღ­წია ბორ­კი­ლებს. ამი­ტომ მას თა­ვი უნ­და და­ემ­დაბ­ლე­ბია, მაგ­რამ, იგი იქა­დო­და თით­ქოს მო­წა­მე ყო­ფი­ლი­ყო და მო­ცი­ქუ­ლის მი­ბაძ­ვით რა­ღაც კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლის შედ­გე­ნა გა­ბე­და და მას­ზე უმ­ჯო­ბე­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მქო­ნეთ ას­წავ­ლი­და, ეჯიბ­რე­ბო­და ფუ­ჭი სიტ­ყვე­ბით, გმობ­და უფალს, მო­ცი­ქუ­ლებ­სა და წმინ­და ეკ­ლე­სი­ას". კვლავ სხვა მათ მი­ერ მო­წა­მედ შე­რაც­ხი­ლის შე­სა­ხებ ამას წერს: "რა­თა მათ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე არ ვი­სა­უბ­როთ, წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­მა ქალ­მა მოგ­ვით­ხროს ჩვენ ალექ­სან­დრე­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის თავს მო­წა­მეს უწო­დებ­და, ვის­თან ერ­თა­დაც იგი ცხოვ­რობ­და, ვი­საც მრა­ვა­ლი თაყ­ვანს სცემს. სა­ჭი­რო არ არის სა­უ­ბა­რი მის ავა­ზა­კო­ბა­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რის­თვი­საც და­ი­სა­ჯა, არ­ქივ­ში მო­ი­პო­ვე­ბა ეს ცნო­ბე­ბე­ბი. ვინ ვის შე­უნ­დობს ცოდ­ვებს? წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი მო­წა­მეს შე­უნ­დობს ქურ­დო­ბას, თუ მო­წა­მე წი­ნას­წარ­მეტ­ყველს - მომ­ხვე­ჭე­ლო­ბას? რად­გან რო­დე­საც უფალ­მა თქვა, "ნუ მო­ი­მა­რა­გებთ ნურც ოქ­როს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ მო­სას­ხამს" (მათ. 10,9-10), მათ ყვე­ლა­ფე­რი სა­პი­რის­პი­როდ გა­ა­კე­თეს, შეს­ცო­დეს ამ აკ­რძა­ლუ­ლი საგ­ნე­ბის მოხ­ვე­ჭით. რად­გან ვაჩვე­ნებთ, რომ მა­თი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი და მო­წა­მე­ე­ბი ით­ხოვ­დნენ არა მხო­ლოდ მდიდ­რე­ბის­გან, არა­მედ ღა­რი­ბე­ბის­გან, ობ­ლე­ბის­გან და ქვრი­ვე­ბის­გა­ნაც. და თუ შე­უძ­ლი­ათ, ამა­ზე შეჩერ­დნენ და შე­თანხმდნენ იმა­ზე, რომ თუ მხი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, და­ნარჩე­ნი ცოდ­ვე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვონ. რად­გან წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ნა­ყო­ფი უნ­და გა­მო­ი­ცა­დოს, რად­გან ნა­ყო­ფის­გან შე­იც­ნო­ბა ხე (იხ. მათ. 12, 33). მაგ­რამ, მათ­თვის, ვი­საც სურს ამის შეტ­ყო­ბა, ცნო­ბი­ლი რომ იყოს ალექ­სან­დრეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, იგი ეფე­სო­ში პრო­კონ­სულ ემი­ლი­უს ფრონ­ტი­ნუს­მა გან­სა­ჯა, არა სა­ხე­ლის გა­მო, არა­მედ ძარ­ცვის და­ნა­შა­უ­ლის გა­მო, იგი მა­ნამ­დეც კა­ნონ­დამრღვე­ვი იყო. მან უფ­ლის სა­ხე­ლით მოტ­ყუ­ე­ბით ისარ­გებ­ლა და გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან მო­ატ­ყუა იქა­უ­რი მორ­წმუ­ნე­ები; და სა­კუ­თარ­მა დი­ო­ცეზ­მა, სა­ი­და­ნაც იყო, არ მი­ი­ღო იგი, რად­გან ქურ­დი იყო. ვი­საც სურს მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის შეს­წავ­ლა, ხელთ აქვთ ასი­ის სა­ჯა­რო არ­ქი­ვი. ეს არ იცო­და წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­მა, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მას ვამ­ხელთ ჩვენ და მი­სი მეშ­ვე­ო­ბით ვამ­ხელთ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის ბუ­ნე­ბას. მსგავ­სი ამ­ბე­ბის წარ­მოჩე­ნა შეგ­ვიძ­ლია მრა­ვა­ლი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ, და თუ გა­ბე­და­ვენ, დე, აი­ტა­ნონ მხი­ლე­ბა".
   კვლავ წიგ­ნის სხვა ად­გი­ლას წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბით მო­ქა­დუ­ლებ­ზე ამას დას­ძენს: "თუ უარ­ყო­ფენ, რომ მა­თი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი საჩუქ­რებს ღე­ბუ­ლო­ბენ, მა­შინ თუ­კი მხი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, აღი­რონ, რომ ისი­ნი არ არი­ან წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი, და მათ შე­სა­ხებ ათა­სო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას გა­დავ­ცემთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის ყო­ვე­ლი ნა­ყო­ფის გა­მოც­და. მით­ხა­რი, წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი იღე­ბავს თმებს? წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი იხა­ტავს თვა­ლებს? წი­ნას­წარ­მეტ­ყველს უყ­ვარს სამ­კა­უ­ლე­ბი? წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი თა­მა­შობს კა­მა­თელს? წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი მე­ვახ­შე­ობს? აღი­ა­რონ, არის თუ არა ეს ნე­ბა­დარ­თუ­ლი, მე კი იმას ვაჩვე­ნებ, რომ მათ­თან ეს ხდე­ბო­და".
   თვით ეს აპო­ლო­ნი­ო­სი თა­ვის ნაშ­რომ­ში მოგ­ვით­ხრობს, რომ მონ­ტა­ნის მი­ერ მი­სი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის დაწ­ყე­ბი­დან მი­სი (აპო­ლი­ნა­რი­ო­სის - მთარგ.) წიგ­ნის და­წე­რამ­დე ორ­მო­ცი წე­ლი იყო გა­სუ­ლი; და კვლავ გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ და­აბ­რკო­ლეს ძო­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც პირ­ველ­მა მწე­რალ­მა მო­იხ­სე­ნია, მი­სი (მაქ­სი­მი­ლეს - მთარგ.) სიტ­ყვე­ბის მიმ­ღე­ბებ­მა, რო­დე­საც და­უ­პი­რის­პირ­და მაქ­სი­მი­ლეს ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბას და ცდი­ლობ­და მას­ში მოქ­მე­დი სუ­ლის მხი­ლე­ბას. იგი იმ დრო­ინ­დელ მო­წა­მე­თა­გან მო­იხ­სე­ნი­ებს ვინ­მე თრა­სე­ას. გარ­და ამი­სა ამ­ბობს, რომ გად­მო­ცე­მით მაც­ხო­ვარ­მა მო­ცი­ქუ­ლებს უბ­რძა­ნა თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გან­შო­რე­ბოდ­ნენ იე­რუ­სა­ლიმს, ხო­ლო მოწ­მო­ბებს იყე­ნებს იო­ა­ნეს `გა­მოც­ხა­დე­ბი­დან~ და მოგ­ვით­ხრობს იმა­ვე იო­ა­ნეს მი­ერ ეფე­სო­ში ღვთის ძა­ლით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის აღ­დგი­ნე­ბას, და გვიყ­ვე­ბა სხვა ამ­ბებ­საც, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის სიც­რუ­ეს საკ­მა­ოდ ღრმად და მთე­ლი სი­სავ­სით გა­ნი­ხი­ლავს. ამას გვი­ამ­ბობს აპო­ლო­ნი­ოსი.

XIX

   ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აპო­ლი­ნა­რის შრო­მებს მო­იხ­სე­ნი­ებს სე­რა­პი­ონი, რო­მე­ლიც გან­სა­ხილ­ველ პე­რი­ოდ­ში, რო­გორც გად­მო­ცე­მა გვამ­ცნობს, მაქ­სი­მი­ნეს44 შემ­დეგ ეპის­კო­პო­სი გახ­და ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­აში. მას ახ­სე­ნებს სა­კუ­თარ ეპის­ტო­ლე­ში კა­რი­კო­ნი­სა და პონ­ტი­ო­ნის მი­მართ, რო­მელ­შიც თვი­თო­ნაც ამ­ხი­ლებს ამ მწვა­ლებ­ლო­ბას, და ამ­ბობს: "რა­თა ესეც უწ­ყო­დეთ, რომ ამ ცრუ წე­სის ე. წ. ახა­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა იგ­მო­ბა მთელს ქვე­ყა­ნა­ზე მცხოვ­რებ ძმებ­თან, გიგ­ზავ­ნით კლავ­დი­უს აპო­ლი­ნა­რის, ასი­ის ჰი­ე­რო­პოლ­ში უნე­ტა­რე­სი ეპის­კო­პო­სის, წიგ­ნებს". სე­რა­პი­ო­ნის ამ ეპის­ტო­ლე­ში შე­მო­ნა­ხუ­ლია სხვა­დას­ხვა ეპის­კო­პო­სე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი ასე აწერს ხელს: "მე, ავ­რე­ლი­უს კი­რი­ნი­უსი, მო­წა­მე, ვლო­ცუ­ლობ თქვე­ნი გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის", ეს კი ასე: "მე, ელი­უს პუბ­ლი­უს იუ­ლი­უსი, ეპის­კო­პო­სი დე­ბელ­ტო­დან თრა­კი­ის კო­ლო­ნი­ი­დან. ცხო­ველ არს ღმერ­თი ცა­ში, ნე­ტარ სო­ტას ენ­ხი­ელ­ში სურ­და პრის­კი­ლას­გან დე­მო­ნის გან­დევ­ნა, და თვალ­თმაქ­ცმა [ადა­მი­ა­ნებ­მა] არ და­უშ­ვეს". და სხვა მრა­ვა­ლი მათ­თან თან­ხმო­ბა­ში მყო­ფი ეპის­კო­პო­სის ხელ­მო­წე­რა და­ცუ­ლია ხსე­ნე­ბულ წიგ­ნებ­ში. მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით სულ ეს იყო.

XX

   რომ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ღი წე­სის ამ­შლე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ირი­ნე­ოს­მა შე­ად­გი­ნა სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ები, ერ­თი და­ა­სა­თა­უ­რა "ბლას­ტო­ნის მი­მართ გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ", მე­ო­რე კი "ფლო­რი­ნუ­სის მი­მართ ერ­თი საწ­ყი­სის შე­სა­ხებ ანუ იმის შე­სა­ხებ, რომ ღმერ­თი არ არის ბო­რო­ტე­ბის შე­მოქ­მე­დი", რად­გან ჩან­და, რომ ამ აზრს იცავ­და ფლო­რი­ნუ­სი; ვის გა­მოც კვლავ შე­ად­გი­ნა ირი­ნე­ოს­მა შრო­მა "ოგ­დო­ა­დის შე­სა­ხებ", რო­დე­საც იგი ვა­ლენ­ტი­ნეს საც­თურ­მა მი­ი­ზი­და. ამ ნაშ­რომ­ში იგი აღ­ნი­შანვს, რომ მან მი­ი­ღო მო­ცი­ქულ­თა რი­გით პირ­ვე­ლი მო­ნაც­ვლე­ობა. აქ­ვე, წიგ­ნის ბო­ლო­ში აღ­მო­ვაჩენთ მის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღებ შე­ნიშ­ვნას, და მას აუ­ცი­ლებ­ლად გად­მოვ­ცემთ ამ თხზუ­ლე­ბა­ში, იგი არის შემ­დე­გი სა­ხის: "გა­ფი­ცებ, შენ, ამ წიგ­ნის გა­დამ­წერს ჩვენს უფალ იე­სო ქრის­ტეს და მის დი­დე­ბით მოს­ვლას, რო­მე­ლიც მო­დის ცოც­ხალ­თა და მიც­ვა­ლე­ბულ­თა გან­სას­ჯე­ლად, რომ რა­საც გა­და­წერ, შე­ა­და­რე და ყუ­რად­ღე­ბით გა­ას­წო­რე იგი ამ ნუს­ხის მი­ხედ­ვით, სა­ი­და­ნაც გა­და­წერ. მსგავ­სად­ვე გა­და­წე­რე ეს ფი­ცი და ჩარ­თე ას­ლში". ეს მის მი­ერ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ იყოს ნათ­ქვა­მი, ჩვენ­გან კი გად­მო­იცა, რა­თა გვქო­ნო­და ამ ძვე­ლი და ნამ­დვი­ლად წმინ­და კა­ცე­ბის ყვე­ლა­ზე მო­შურ­ნე მზრუნ­ვე­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში.
   ფლო­რი­ნუ­სის მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ, ირი­ნე­ო­სი კვლავ იხ­სე­ნებს პო­ლი­კარ­პეს­თან ერ­თად ყოფ­ნას, და ამ­ბობს: "ეს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ფლო­რი­ნუს, რბი­ლად რომ ვთქვა, არ არის სა­ღი აზ­რის მქო­ნე. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ ეთან­ხმე­ბა ეკ­ლე­სი­ას და უდი­დეს უღ­მერ­თო­ბა­ში აგ­დებს მის მიმ­დევ­რებს. ამ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მოთ­ქმა­საც კი ვე­რა­სო­დეს ბე­დავ­დნენ ეკ­ლე­სი­ის გა­რეთ მდგო­მი მწვა­ლებ­ლე­ბი. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჩვენს უწი­ნა­რეს მყოფ პრეს­ვი­ტე­რებს, მო­ცი­ქუ­ლებ­თან ერ­თად მა­ვალ­თაც არ გად­მო­უ­ცი­ათ შენ­თვის. რად­გან რო­დე­საც ჯერ კი­დევ ყრმა ვი­ყა­ვი გხე­დავ­დი შენ, ქვე­მო ასი­ა­ში პო­ლი­კარ­პეს­თან ერ­თად, სა­მე­ფო კარ­ზე ბრწყი­ნავ­დი და ცდი­ლობ­დი მი­სი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბას. ახ­ლა­ხანს მომ­ხდარ­ზე კარ­გად მახ­სოვს მა­შინ­დე­ლი ამ­ბე­ბი (რად­გან ბავ­შვო­ბი­დან ნას­წავ­ლი სულ­თან ერ­თად იზ­რდე­ბა და უერ­თდე­ბა მას), ისე რომ შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო ად­გი­ლი, სა­დაც იჯ­და ნე­ტა­რი პო­ლი­კარ­პე და სა­უბ­რობ­და, მი­სი გას­ვლა და შე­მოს­ვლა, ცხოვ­რე­ბის წე­სი, სხე­უ­ლის შე­სა­ხე­და­ობა, სა­უბ­რე­ბი, რა­საც მარ­თავ­და ხალ­ხთან, რო­გორ გვამ­ცნობ­და თა­ვის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იო­ა­ნეს­თან და უფ­ლის სხვა თვით­მხილ­ვე­ლებ­თან, რო­გორ იხ­სე­ნებ­და მათ სიტ­ყვებს, და უფ­ლის შე­სა­ხებ რას ის­მენ­და მათ­გან, მი­სი სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მოძღვრე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც სი­ცოც­ხლის სიტ­ყვის თვით­მხილ­ველ­თა­გან მიმ­ღე­ბი პო­ლი­კარ­პე ყვე­ლა­ფერს წმინ­და წე­რილ­თან თან­ხმო­ბა­ში გვა­უწ­ყებ­და. ამას მა­შინ ღვთის­გან ჩემ­და­მი გა­მოჩე­ნი­ლი წყა­ლო­ბით გულ­მოდ­გი­ნედ ვის­მენ­დი, და ჩა­ვი­ნიშ­ნავ­დი არა ქარ­ტა­ზე, არა­მედ ჩემს გულ­ში. და ღვთის მად­ლით ამ სიტ­ყვებს მუ­დამ მარ­თლაც რომ ვცოხ­ნი, და შე­მიძ­ლია ღვთის წი­ნა­შე და­ვა­მოწ­მო, რა­ი­მე ასე­თი რომ მო­ეს­მი­ნა ნე­ტარ და მო­ცი­ქუ­ლებ­რივ ხუ­ცესს, ალ­ბათ და­იყ­ვი­რებ­და და ყუ­რებს და­ი­ცობ­და, და მის­თვის ჩვე­ულ სიტ­ყვებს წარ­მოთ­ქვამ­და: "ოჰ, კე­თი­ლო ღმერ­თო, რა დროს მო­მას­წა­რი, ეს რომ ამე­ტა­ნა?" რო­დე­საც ამ სიტ­ყვებს მო­ის­მენ­და ალ­ბათ გა­იქ­ცე­ო­და იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც იჯ­და ან იდ­გა. ამის ჩვე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი ეპის­ტო­ლე­ე­ბი­დან, რომ­ლებ­საც უგ­ზავ­ნი­და მე­ზო­ბელ ეკ­ლე­სი­ებს, გა­ნამ­ტკი­ცებ­და მათ, ან რო­მე­ლი­მე ძმას, შე­ა­გო­ნებ­და მათ და მო­აქ­ცევ­და". ამას ამ­ბობს ირი­ნე­ოსი.

XXI

   კო­მო­დუ­სის მე­ფო­ბის ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა სიმ­შვი­დით შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ღვთის მად­ლთან ერ­თად მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ეკ­ლე­სი­ამ მი­ი­ღო მშვი­დო­ბა. მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი სიტ­ყვა ადა­მი­ან­თა მთე­ლი მოდ­გმი­დან ყო­ველ სულს მი­უძ­ღო­და ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის მსა­ხუ­რე­ბი­სა­კენ, ისე რომ უკ­ვე რომ­ში სიმ­დიდ­რი­თა და გვა­რიშ­ვი­ლო­ბით გა­მოჩე­ნი­ლი მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ერ­თბა­შად მთე­ლი სახ­ლი­თა და სა­ნა­თე­სა­ვო­თი მა­თი ცხო­ნე­ბი­სა­კენ მი­ყავ­და. მაგ­რამ ეს სი­კე­თის მო­ძუ­ლე და ბუ­ნე­ბით შუ­რი­ა­ნი დე­მო­ნი­სათ­ვის აუ­ტა­ნე­ლი იყო, და კვლავ შე­უდ­გა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სხვა­დას­ხვა მზაკ­ვრო­ბე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას. რო­მა­ელ­თა ქა­ლაქ­ში გან­სწავ­ლუ­ლო­ბი­თა და ფი­ლო­სო­ფი­ით სა­ხელ­განთქმუ­ლი მორ­წმუ­ნე კა­ცი, აპო­ლო­ნი­ო­ნი სამ­სჯავ­რო­ში მი­იყ­ვა­ნა, ამ საქ­მი­სათ­ვის გა­მო­სა­დე­გი ერ­თი მი­სი მსა­ხუ­რი ბრალ­დე­ბი­სათ­ვის აღ­ძრა. მაგ­რამ მხდა­ლი კარგ დროს არ შე­ვი­და [სამ­სჯავ­რო­ში], რად­გან სა­იმ­პე­რიო დად­გე­ნი­ლე­ბით ასეთ საქ­მე­ზე ცნო­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი ცოც­ხა­ლი არ უნ­და დარჩე­ნი­ლი­ყო. მას (მსა­ხურს - მთარგ.) მყის­ვე გა­და­უმტვრი­ეს წვი­ვე­ბი, რად­გან მსა­ჯულ­მა პე­რე­ნი­უს­მა45 ასე­თი გა­ნაჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ღვთის­სათ­ნო მო­წა­მემ რო­დე­საც მსა­ჯუ­ლი დიდ­ხანს და­ჟი­ნე­ბით ევედ­რე­ბო­და და სთხოვ­და თა­ვი და­ეც­ვა სე­ნა­ტის წი­ნა­შე, ყვე­ლას წი­ნა­შე გად­მოს­ცა იმ რწმე­ნის ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი აპო­ლო­გია, რომ­ლის გა­მოც მო­წა­მე­ობ­და, და თა­ვის მოკ­ვე­თით და­ი­სა­ჯა სე­ნა­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად. რად­გან სამ­სჯავ­როს წი­ნა­შე ერ­თხელ წარმდგა­რი და ად­რინ­დე­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის არ­შემცვლე­ლი სხვაგ­ვა­რად ვერ გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და მათ­თან არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით. ამ მსა­ჯუ­ლის წი­ნა­შე წარ­მოთ­ქმულ სიტ­ყვებს და პე­რე­ნი­უ­სის დას­მულ კით­ხვებ­ზე პა­სუ­ხებს, და სე­ნა­ტის მი­მართ მთელ აპო­ლო­გი­ას46, ვი­საც სურს მი­სი წა­კით­ხვა, გა­ეც­ნო­ბა ჩვენს მი­ერ აღ­წე­რილ ძვე­ლი მო­წა­მე­ე­ბის კრე­ბულ­ში.

XXII

   კო­მო­დუ­სის იმ­პე­რა­ტო­რო­ბის მე­ა­თე წელს ელევ­თე­რის სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპის­კო­პო­სად მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ იგი შეც­ვა­ლა ვიქ­ტორ­მა47. მის დროს, რო­დე­საც იუ­ლი­ა­ნემ მე­ა­თე წე­ლი აღას­რუ­ლა, ალექ­სან­დრი­ის დი­ო­ცეზ­ში მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის და­ი­ნიშ­ნა დე­მეტ­რი­ო­სი48, რომ­ლის დროს, ზე­მოთ უკ­ვე ხსე­ნე­ბუ­ლი სე­რა­პი­ო­ნი ჯერ კი­დევ მა­შინ ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ის მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მერ­ვე ეპის­კო­პო­სი იყო. პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­ას მარ­თავ­და თე­ო­ფი­ლე49, მსგავ­სად­ვე ნარ­კი­სოს­საც, რო­მე­ლიც ნაშ­რომ­ში ზე­მოთ მო­ვიხ­სე­ნი­ეთ, მა­შინ ჯერ კი­დევ ეპ­ყრა მსა­ხუ­რე­ბა იე­რუ­სა­ლიმ­ში მყოფ ეკ­ლე­სი­აში. მა­თი [მოღ­ვა­წე­ო­ბის] დროს სა­ბერ­ძნეთ­ში კო­რინ­თოს ეპის­კო­პო­სი იყო ბაკ­ხი­ლო­სი50, ეფე­სოს დი­ო­ცე­ზის კი - პო­ლიკ­რა­ტე. რა თქმა უნ­და, მათ დროს ათა­სო­ბით სხვა გა­მორჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, რო­მელ­თა­გან, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხე­ლო­ბით ისი­ნი ჩა­მოვ­თვა­ლეთ, რო­მელ­თა რწმე­ნის მართლმა­დი­დებ­ლო­ბამ ჩვე­ნამ­დე წე­რი­ლო­ბით მო­აღ­წია.

XXIII

   ამ დროს არამ­ცი­რე­დი გა­მო­ძი­ე­ბა და­იწ­ყო, რად­გან ასი­ის ყვე­ლა დი­ო­ცე­ზი თვლი­და, რომ მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი პა­სე­ქის დღე­სას­წა­უ­ლი უფ­რო ძვე­ლი გად­მო­ცე­მით მთვა­რის მე­თოთ­ხმე­ტე დღეს უნ­და აღე­ნიშ­ნათ, რა დღე­საც იუ­დე­ვე­ლე­ბის­თვის ნაბ­რძა­ნე­ბი იყო ცხვრის შე­წირ­ვა. ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლი იყო ამ დღეს, კვი­რის რო­მელ დღე­საც არ მო­უ­წევ­და, მარ­ხვა გა­ეხ­სნი­ლათ. ამ სა­ხით [დღე­სას­წა­უ­ლის] აღ­ნიშ­ვნა ჩვე­უ­ლე­ბად არ ჰქონ­და ეკ­ლე­სი­ებს მთელ და­ნარჩენ მსოფ­ლი­ოში, რომ­ლებ­საც მო­ცი­ქუ­ლე­ბის გად­მო­ცე­მით ახ­ლან­დელ დრომ­დე და­ცუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბა ისე ეპ­ყრათ, რომ ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის აღ­დგო­მის დღის გარ­და სხვა დღეს არ ესა­და­გე­ბო­და მარ­ხვის გახ­სნი­ლე­ბა. ამის­თვის იმარ­თე­ბო­და ეპის­კო­პოს­თა კრე­ბე­ბი, და ყვე­ლა ეპის­ტო­ლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ეკ­ლე­სიო დოგ­მა­ტი ყველ­გან მყოფ [ეკ­ლე­სი­ებს] ერ­თსუ­ლოვ­ნად წერ­და, რომ უფ­ლის მკვდრე­თით აღ­დგო­მის სა­ი­დუმ­ლო არ აღ­სრულ­დე­ბო­და უფ­ლის დღის გარ­და სხვა დღეს, და რომ მხო­ლოდ ამ დღეს და­ვი­ცავ­დით პა­სე­ქის მარ­ხვის გახ­სნი­ლე­ბას. ახ­ლან­დელ დრომ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პა­ლეს­ტი­ნა­ში შეკ­რე­ბილ­თა წე­რი­ლი, რო­მელ­თაც თავმჯდო­მა­რე­ობ­და კე­სა­რი­ის დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პო­სი თე­ო­ფი­ლე და იე­რუ­სა­ლი­მის - ნარ­კი­სო­სი. მსგავ­სად­ვე არის ამა­ვე სა­კით­ხის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ რომ­ში მყოფ­თა სხვა ეპის­ტო­ლე, რო­მე­ლიც ცხად­ყოფს, რომ ეპის­კო­პო­სი იყო ვიქ­ტო­რი; და ასე­ვე [ეპის­ტო­ლე] პონ­ტოს ეპის­კო­პო­სე­ბი­სა, რო­მელ­თაც, რო­გორც უხუ­ცე­სი, თავმჯდო­მა­რე­ობ­და პალ­მა­სი; და ასე­ვე გა­ლი­ის დი­ო­ცე­ზე­ბი­სა, რომ­ლის ეპის­კო­პო­სი იყო ირი­ნე­ოსი; გარ­და ამი­სა ოს­რო­ე­ნი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლა­ქე­ბის; სა­კუთ­რივ ბაკ­ხი­ლუ­სის კო­რინ­თოს ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის, და სხვა მრა­ვალ­თა ეპის­ტო­ლე­ები, - მა­თი, ვინც ერ­თი და იგი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბა და გა­ნაჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს, და ერ­თი და იგი­ვე ხმა მის­ცეს51.

XXIV

   მა­თი განჩი­ნე­ბა იყო ერ­თი, რო­მე­ლიც ზე­მოთ გად­მო­ვე­ცით. ასი­ა­ში კი პო­ლიკ­რა­ტე წი­ნამ­ძღო­ლობ­და ეპის­კო­პო­სებს, რომ­ლე­ბიც და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ძველ­თა­გან მათ­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბის დაც­ვა. თვი­თონ პო­ლიკ­რა­ტემ ვიქ­ტორ­სა და რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ას მი­წე­რა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც მის დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი გად­მო­ცე­მა აღ­წე­რა შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "ამ­გვა­რად, ჩვენ უზ­რუნ­ვე­ლად არ ვა­ტა­რებთ ამ დღეს, არც ვუ­მა­ტებთ, არც ვაკ­ლებთ. რად­გან ასი­ა­ში დიდ მნა­თო­ბებს სძი­ნავთ, რომ­ლე­ბიც აღ­დგე­ბი­ან უფ­ლის მოს­ვლის დღეს, რო­დე­საც მო­ვა ცი­დან დი­დე­ბით და მო­ი­ძი­ებს ყვე­ლა წმინ­დანს. თორ­მეტ მო­ცი­ქულ­თა­გან ერთ-ერ­თი, ფი­ლი­პე, რო­მელ­მაც და­ი­ძი­ნა ჰი­ე­რო­პოლ­ში და მი­სი ორი ასუ­ლი, რომ­ლე­ბიც ქალ­წუ­ლე­ბად და­ბერ­დნენ, და მი­სი სხვა ასუ­ლი სუ­ლიწ­მინ­დით მცხოვ­რე­ბი ეფე­სო­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ. უფ­რო მე­ტიც, ასე­ვე იო­ანე, რო­მე­ლიც უფ­ლის მკერდს იყო მიყრდნო­ბი­ლი, და გახ­და პე­ტა­ლო­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი მღვდე­ლი, მო­წა­მე და მოძ­ღვა­რი; იგიც ეფე­სო­ში გა­ნის­ვე­ნებს. ასე­ვე ეპის­კო­პო­სი და მო­წა­მე პო­ლი­კარ­პე - სმირ­ნა­ში; აგ­რეთ­ვე თრა­სე­ა­სი ეპის­კო­პო­სი და მო­წა­მე ევ­მე­ნე­ა­დან, რო­მელ­საც სძი­ნავს სმირ­ნა­ში. რა უნ­და ით­ქვას სა­გა­რის­ზე, ეპის­კო­პოს­ზე და მო­წა­მე­ზე, რო­მელ­მაც ლა­ო­დი­კი­ა­ში და­ი­ძი­ნა, გარ­და ამი­სა ნე­ტარ პა­პი­რი­ონ­ზე და მე­ლი­ტონ სა­ჭუ­რის­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად სუ­ლიწ­მინ­და­ში მო­ქა­ლა­ქე­ობ­და, რო­მე­ლიც სარ­დე­ში წევს და ელო­დე­ბა ცა­თა­გან მო­ხედ­ვას, რო­დე­საც მკვდრე­თით აღ­დგე­ბა? ისი­ნი ყვე­ლა იცავ­და პა­სე­ქის მე­თოთ­ხმე­ტე დღეს სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, არა­სო­დეს გა­და­უხ­ვე­ვი­ათ, არა­მედ მის­დევ­დნენ სარ­წმუ­ნო­ე­ბის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით. აგერ­თვე მეც ყვე­ლა თქვენ­ზე უმ­ცი­რე­სი პო­ლიკ­რა­ტე, ჩე­მი ნა­თე­სა­ვე­ბის გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით [ვცხოვ­რობ], და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მიმ­დე­ვა­რი ვი­ყა­ვი. შვი­დი ეპის­კო­პო­სი იყო ჩე­მი ნა­თე­სა­ვი, მე კი ვარ მერ­ვე; და ყო­ველ­თვის ჩე­მი ნა­თე­სა­ვე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ იმ დღეს, რო­დე­საც ხალ­ხი უარს ამ­ბობ­და სა­ფუ­არ­ზე. ასე რომ, მე, ძმე­ბო, სა­მოც­და­ხუ­თი წე­ლი ვიმ­ყო­ფე­ბი უფალ­ში*, მი­სა­უბ­რია ძმებ­თან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი­დან და მთე­ლი წმინ­და წე­რი­ლი შე­მის­წავ­ლია, არ მე­ში­ნია მუ­ქა­რე­ბის, რად­გან ჩემ­ზე უფ­რო დიდ ადა­მი­ა­ნებს უთ­ქვამთ: "უფ­რო ღმერთს უნ­და და­ე­მორჩილო, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნებს" (საქ­მე. 5,29).
   შემ­დეგ ეპის­კო­პო­სე­ბის შე­სა­ხებ დას­ძენს, რომ­ლე­ბიც წე­რის დროს მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მი­სი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იყ­ვნენ, და ამ­ბობს შემ­დეგს: "შეგ­ვეძ­ლო აქ დამსწრე­თა მოხ­სე­ნი­ება, რო­მელ­თა მოხ­მო­ბა ჩემ­გან მო­ით­ხო­ვეთ თქვენ და მო­ვუხ­მე კი­დე­ვაც. მა­თი სა­ხე­ლე­ბი რომ და­მე­წე­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მო­მი­ვი­დო­და. მათ კი იცი­ან ჩე­მი კნი­ნი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა, ეთან­ხმე­ბი­ან ეპის­ტო­ლეს, და იცი­ან, რომ ამა­ოდ არ ვა­ტა­რებ ჭა­ღა­რას, არა­მედ ყო­ველ­თვის ქრის­ტე იე­სო­ში ვმო­ქა­ლა­ქობ­დი".
   ამ ვი­თა­რე­ბა­ში რო­მა­ელ­თა [ეკ­ლე­სი­ის] წი­ნამ­დგო­მელ­მა ვიქ­ტორ­მა სცა­და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ეკ­ვე­თა ზი­ა­რი ერ­თო­ბის­გან მთე­ლი ასი­ის დი­ო­ცე­ზე­ბი მო­საზღვრე ეკ­ლე­სი­ებ­თან ერ­თად რო­გორც სხვაგ­ვა­რად მა­დი­დებ­ლე­ბი. წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აღ­ნიშ­ნავ­და და აც­ხა­დებ­და, რომ ყვე­ლა იქა­უ­რი ქრის­ტი­ა­ნი სრუ­ლი­ად გან­კვე­თი­ლი იყო თა­ნა­ზი­ა­რე­ბი­სა­გან. მაგ­რამ ეს ყვე­ლა ეპის­კო­პოსს არ სი­ა­მოვ­ნებ­და, და მას მო­უ­წო­დებ­და, ეფიქ­რა მახ­ლო­ბელ­თა მი­მართ მშვი­დო­ბა­ზე, ერ­თო­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე, მოღ­წე­უ­ლია მა­თი სიტ­ყვე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც მკაც­რად კიც­ხავ­დნენ ვიქ­ტორს. მათ შო­რის იყო ირი­ნე­ო­სიც, რო­მე­ლიც წი­ნამძღვრობ­და გა­ლი­ა­ში მყოფ ძმებს, რო­მელ­თა სა­ხე­ლით წერ­და ეპის­ტო­ლე­ებს, აც­ხა­დებ­და, რომ მხო­ლოდ უფ­ლის დღეს უნ­და აღეს­რუ­ლე­ბი­ათ უფ­ლის აღ­დგო­მის სა­ი­დუმ­ლო, ვიქ­ტორს კი სა­თა­ნა­დოდ და მრა­ვა­ლი სიტ­ყვე­ბით შე­ა­გო­ნებ­და, რომ არ გა­ნეკ­ვე­თა უფ­ლის მთე­ლი ეკ­ლე­სი­ები, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბის გად­მო­ცე­მას იცავ­დნენ, და დას­ძენს შემ­დეგ სიტ­ყვებს: "რად­გან არა მხო­ლოდ დღე­ე­ბის შე­სა­ხებ არის უთან­ხმო­ება, არა­მედ თვით მარ­ხვის წე­სის შე­სა­ხებ. რად­გან ზო­გი­ერ­თე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ ერ­თი დღე უნ­და იმარ­ხუ­ლონ, ზო­გი­ერ­თე­ბი კი - ორი, ზო­გი კი - მრა­ვა­ლი, ზო­გი­ერ­თე­ბი კი მათ დღეს დღი­სა და ღა­მის ორ­მო­ცი სა­ა­თით ან­გა­რი­შო­ბენ. მარ­ხვის დამ­ცველ­თა ასე­თი სიჭ­რე­ლე ახ­ლა არ წარ­მოქ­მნი­ლა, არა­მედ ჩვე­ნამ­დე დი­დი ხნის წი­ნათ, რო­დე­საც, რო­გორც ჩანს, სი­ზუს­ტის და­უც­ვე­ლო­ბით მარ­ტი­ვი და ლი­ტო­ნი ჩვე­უ­ლე­ბა ეპ­ყრათ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად. და ყვე­ლა ისი­ნი არა ნაკ­ლებ მშვი­დო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ და ახ­ლაც მშვი­დო­ბით ვცხოვ­რობთ ერ­თმა­ნეთ­თან, და მარ­ხვა­ში უთან­ხმო­ე­ბა სარ­წმუ­ნო­ე­ბის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას შე­ამ­ტკი­ცებს".
   ამას და­ურ­თავს ის­ტო­რი­ას, რა­საც ჯე­როვ­ნად გად­მოვ­ცემ. იგი შემ­დე­გი სა­ხი­საა: „მათ შო­რის აგ­რეთ­ვე იყ­ვნენ სო­ტე­რამ­დე მცხოვ­რე­ბი პრეს­ვი­ტე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წი­ნამძღვრობ­დნენ ეკ­ლე­სი­ას, რო­მელ­საც ახ­ლა შენ წი­ნამძღვრობ, ვგუ­ლის­ხმობ ანი­კეტს და პი­უსს, ჰი­გი­ნი­უსს და ტე­ლეს­ფო­როსს, და ქსის­ტუსს. არც ისი­ნი იცავ­დნენ, არც მათ­თან მყო­ფებს შე­ა­გო­ნებ­დნენ, და მა­ინც მათ, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ, არა ნაკ­ლე­ბი მშვი­დო­ბა ჰქონ­დათ დი­ო­ცე­ზე­ბი­დან მათ­თან ჩა­მო­სუ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ**; თუმ­ცა მი­სი დაც­ვა უფ­რო მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მათ­თვის, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ. და არა­სო­დეს არა­ვინ არ ყო­ფი­ლა უარ­ყო­ფი­ლი ამ მი­ზე­ზით, არა­მედ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ, შე­ნამ­დე მცხოვ­რე­ბი პრეს­ვი­ტე­რე­ბი, დი­ო­ცე­ზე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლებს, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ, უგ­ზავ­ნიდ­ნენ ევ­ქა­რის­ტი­ას, და რო­დე­საც ანი­კე­ტის დროს ნე­ტა­რი პო­ლი­კარ­პე ცხოვ­რობ­და რომ­ში, რა­ღაც სა­კით­ხე­ბის გარ­შე­მო ერ­თმა­ნეთ­თან მცი­რე უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ, მაგ­რამ მყის­ვე შე­რიგ­დნენ, არ სურ­დათ რა ამ სა­კით­ხის გარ­შე­მო ერ­თმა­ნეთ­თან კა­მა­თი. რად­გან არც ანი­კეტს შე­ეძ­ლო და­ერ­წმუ­ნე­ბია პო­ლი­კარ­პე, რომ არ და­ეც­ვა, რამ­დე­ნა­დაც ჩვე­ნი უფ­ლის მო­წა­ფეს­თან, იო­ა­ნეს­თან და სხვა მო­ცი­ქუ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ყო­ველ­თვის იცავ­და; ვერც პო­ლი­კარ­პე არ­წმუ­ნებ­და ანი­კეტს, რომ და­ეც­ვა, რად­გან იგი ამ­ბობ­და, რომ უნ­და და­ეც­ვა მის წი­ნა­რე პრეს­ვი­ტე­რე­ბის ჩვე­უ­ლე­ბა. და მა­შინ რო­ცა ასე­თი ვი­თა­რე­ბა იყო, ერ­თმა­ნეთ­თან ჰქონ­დათ ზი­ა­რე­ბა, და ანი­კე­ტი ეკ­ლე­სი­ა­ში ევ­ქა­რის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბის ნე­ბას რთავ­და პო­ლი­კარ­პეს, ცხა­დია, პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო. და ერ­თმა­ნეთს მშვი­დო­ბით და­შორ­დნენ, რად­გან მთე­ლი ეკ­ლე­სი­ის მშვი­დო­ბას იცავ­დნენ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ [მარ­ხვის ამ წესს], და ისი­ნიც, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ".
   და ირი­ნე­ო­სი მი­სი სა­ხე­ლი­თაც და ქცე­ვი­თაც მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი, ეკ­ლე­სი­ა­თა მშვი­დო­ბის გა­მო ასე მო­უ­წო­დებ­და და შუ­ამ­დგომ­ლობ­და52. იგი არა მხო­ლოდ ვიქ­ტორს, არა­მედ ეკ­ლე­სი­ა­თა მრა­ვალ სხვა მე­თა­ურ­საც აღ­ძრუ­ლი ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ეპის­ტო­ლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ესა­უბ­რე­ბო­და.
   * ე.ი. მონათლული ვარ - მთარგ.
   **იგულისხმება "კვარტოდეციმანური" პრაქტიკა - მთარგ.

XXV

   პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა კი, რომ­ლე­ბიც ახ­ლა­ხან ვახ­სე­ნეთ, ნარ­კი­სოს­მა და თე­ო­ფი­ლემ, მათ­თან ერ­თად კა­სი­უს­მა, ტვი­რო­სის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პოს­მა და კლა­რუს­მა, პტო­ლე­მა­ი­და­ში ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პოს­მა, და მათ­თან ერ­თად შეკ­რე­ბი­ლებ­მა მო­ცი­ქულ­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბით მათ დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი პა­სე­ქის გად­მო­ცე­მის შე­სა­ხებ ბევ­რი იმ­სჯე­ლეს, და წე­რი­ლის ბო­ლო­ში ეს სიტ­ყვე­ბი და­ურ­თეს: "ეცა­დეთ, ჩვე­ნი ეპის­ტო­ლის ას­ლე­ბი ყვე­ლა დი­ო­ცეზ­ში დაგ­ზავ­ნოთ, რომ არ ვა­გოთ პა­სუ­ხი მათ­თვის, რო­მელ­თა სუ­ლი შეც­დო­მა­ში ად­ვი­ლად შე­დის. თქვენ კი გან­გი­მარ­ტავთ, რომ ამ დღეს ალექ­სან­დრი­ა­შიც ზე­ი­მო­ბენ, რო­გორც ჩვენ. რად­გან ჩვენ­გან მი­დის მათ­თან წე­რი­ლე­ბი და მათ­გან ჩვენ­თან, ისე რომ ამ წმინ­და დღეს ჩვენ თან­ხმო­ბა­სა და ერ­თო­ბა­ში აღ­ვნიშ­ნავთ"53.

XXVI

   ირი­ნე­ო­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბე­ბი­სა და ეპის­ტო­ლე­ე­ბის გარ­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ბერ­ძნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­სი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე და გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თხზუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­თა­უ­რია "მეც­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ", და სხვაც, რო­მე­ლიც მი­უძღვნა ძმას სა­ხე­ლად მარ­კი­ა­ნოსს, "სა­მო­ცი­ქუ­ლო ქა­და­გე­ბის წარ­მოჩენა", და სხვა­დას­ხვა მსჯე­ლო­ბე­ბის შემ­ცვე­ლი მცი­რე წიგ­ნი, რო­მელ­შიც ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლეს და ე. წ. "სიბრძნე სო­ლო­მო­ნი­სას" მო­იხ­სე­ნი­ებს, მათ­გან მო­ყავს ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი. ეს ვი­ცით ირი­ნე­ო­სის მოღ­წე­უ­ლი შრო­მე­ბის შე­სა­ხებ.
   რო­დე­საც კო­მო­დუს­მა ცა­მეტ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა და­ას­რუ­ლა, მი­სი აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ სრუ­ლი ექ­ვსი თვე პერ­ტი­ნაქსს ეპ­ყრა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, შემ­დეგ იმ­პე­რა­ტო­რი გახ­და სე­ვე­რუ­სი54.

XXVII

   მრა­ვალ [ძმას­თან] ახ­ლან­დელ დრომ­დე არის შე­მო­ნა­ხუ­ლი ძვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო კა­ცე­ბის სათ­ნო­ე­ბი­თი მო­შურ­ნე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მრა­ვა­ლი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლე­ბიც თვი­თონ წა­ვი­კით­ხეთ. ასე­თე­ბი არის ჰე­რაკ­ლი­ტეს ნა­წე­რე­ბი მო­ცი­ქულ­ზე და მაქ­სი­მუ­სის - ბო­რო­ტე­ბის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ, რაც მწვა­ლებ­ლებ­თან მრა­ვა­ლი გან­სჯის სა­გა­ნი იყო და იმის შე­სა­ხებ, რომ ნივ­თი შექ­მნი­ლი არის; კან­დი­დუ­სის შრო­მე­ბი ექვსთა დღე­თა­ზე, და აპი­ო­ნო­სი­საც ამა­ვე თე­მა­ზე, მსგავ­სად­ვე სექ­სტუ­სის "აღ­დგო­მის შე­სა­ხებ", და სხვა თხზუ­ლე­ბა არა­ბი­ა­ნუ­სის, და ათა­სი სხვა­თა, რო­მელ­თა შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას არა­ვი­თა­რი საყ­რდე­ნი არ გაგ­ვაჩნია, არც თხზუ­ლე­ბის და­წე­რის დრო­ის გან­სა­საზღვრა­ვად, არც ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. და სხვა მრა­ვალ­თა თხზუ­ლე­ბებ­მა მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე, მაგ­რამ მა­თი სა­ხე­ლე­ბის ჩა­მოთ­ვლაც კი არ ძალ­გვიძს; ისი­ნი არი­ან მართლმა­დი­დე­ბე­ლი და სა­ეკ­ლე­სიო [მწერ­ლე­ბი], რო­გორც ეს ჩანს საღ­ვთო წე­რი­ლის თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­ერ [შეს­რუ­ლე­ბუ­ლი] გან­მარ­ტე­ბი­დან, მაგ­რამ ისი­ნი ჩვენ­თვის არ არი­ან ცნო­ბი­ლი, რად­გან შრო­მა­თა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი არ არის მო­ცე­მუ­ლი.

XXVIII

   მათ­გან ერთ-ერ­თი თა­ვის ნაშ­რომ­ში არ­ტე­მო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბა ჩვენს დრო­ში კვლავ სცა­და პავ­ლე სა­მო­სა­ტელ­მა55, შე­მო­ნა­ხუ­ლია ჩვენს მი­ერ საკ­ვლევ ის­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მწვა­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ მაც­ხო­ვა­რი იყო ლი­ტო­ნი ადა­მი­ანი, გა­ნა­ქი­ქებ­და რო­გორც ახ­ლად შექ­მნილ­სა და არ­ცთუ დი­დი ხნის წი­ნან­დელს, რად­გან სურ­დათ, რომ იგი პა­ტივ­სა­ცე­მი ყო­ფი­ლი­ყო და მას აც­ხა­დებ­დნენ რო­გორც ძველს. მა­თი მკრე­ხე­ლუ­რი სიც­რუ­ის მრა­ვალ სხვა რა­მე­საც გად­მო­ცემს სამ­ხი­ლებ­ლად თხზუ­ლე­ბა და სიტ­ყვა­სიტ­ყვით ამას მოგ­ვით­ხრობს: "რად­გან ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა, ვინც უწინ ცხოვ­რობ­და, და თვით მო­ცი­ქუ­ლე­ბიც, ღე­ბუ­ლობ­დნენ და ას­წავ­ლიდ­ნენ იმას, რა­საც ახ­ლა ესე­ნი ამ­ბო­ბენ, და ქა­და­გე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას იცავ­დნენ ვიქ­ტო­რის დრომ­დე, რო­მე­ლიც იყო პეტ­რეს­გან მე­ცა­მე­ტე ეპის­კო­პო­სი რომ­ში; ხო­ლო მი­სი მო­ნაც­ვლის ზე­ფი­რი­ნუ­სის56 მი­ერ და­მა­ხინ­ჯდა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. შე­საძ­ლოა, ნათ­ქვა­მი სარ­წმუ­ნო ყო­ფი­ლი­ყო, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მათ საღ­ვთო წე­რი­ლი რომ არ გა­ნაგ­დებ­დეს, და მო­ი­პო­ვე­ბა ზო­გი­ერ­თი ძმის ნაშ­რო­მე­ბი, ვიქ­ტო­რის დრო­ზე უხუ­ცე­სი, რომ­ლე­ბიც მათ და­წე­რეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მო წარ­მარ­თე­ბი­სა და იმ­დრო­ინ­დე­ლი მწვა­ლებ­ლებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვგუ­ლის­ხმობ იუს­ტი­ნეს, მილ­ტი­ა­დეს, ტა­ტი­ა­ნეს, კლი­მენ­ტის და სხვა მრა­ვალ­თა ნაშ­რო­მებს, რომ­ლებ­შიც ყვე­ლა­ში ქრის­ტე ღმერ­თად ით­ვლე­ბო­და. რად­გან ვინ არ იც­ნობს ირი­ნე­ო­სის, მე­ლი­ტო­ნი­სა და სხვა­თა წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც ღმერ­თად და ადა­მი­ა­ნად აც­ხა­დე­ბენ ქრის­ტეს, ხო­ლო სა­თა­ვე­ში მყო­ფი მორ­წმუ­ნე ძმე­ბის მი­ერ რამ­დე­ნი ფსალ­მუ­ნი და სა­გა­ლო­ბე­ლი და­ი­წე­რა, რომ­ლებ­შიც ღვთის სიტ­ყვას, ქრის­ტეს რო­გორც ღმერთს უგა­ლობ­დნენ? რო­დე­საც ამ­დე­ნი წე­ლი გაც­ხა­დე­ბუ­ლი იყო ეკ­ლე­სი­ის აზ­რი, რო­გორ ღე­ბუ­ლობ­და ვიქ­ტო­რამ­დე ასე ნა­ქა­და­გებს, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ? რო­გორ არ რცხვე­ნი­ათ, ვიქ­ტორს რომ ასე სწა­მე­ბენ ცილს, რომ­ლებ­მაც ზედ­მი­წევ­ნით იცი­ან, რომ ვიქ­ტორ­მა ზი­ა­რე­ბი­სა­გან გან­კვე­თა ეს ღვთის უარ­მყო­ფე­ლი გან­დგო­მი­ლე­ბის მა­მა და და­მა­არ­სე­ბე­ლი თე­ო­დო­ტე მე­წა­ღე, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა თქვა, რომ ქრის­ტე ლი­ტო­ნი ადა­მი­ა­ნი იყო? რად­გან თუ ვიქ­ტო­რი მათ შე­სა­ხებ ასე ფიქ­რობ­და, რო­გორ გა­ნაგ­დებ­და თე­ო­დო­ტეს, ამ მწვა­ლებ­ლო­ბის გა­მომ­გო­ნე­ბელს?"
   ასე­თი ამ­ბე­ბი მოხ­და ვიქ­ტო­რის დროს. იგი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უძ­ღო­და მსა­ხუ­რე­ბას, მო­ნაც­ვლედ დად­გი­ნე­ბულ იქ­ნა ზე­ფი­რი­ნუ­სი სე­ვე­რუ­სის მე­ფო­ბის მეც­ხრე წელს. ხსე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის და­მა­არ­სებ­ლის შე­სა­ხებ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წიგ­ნის შემ­დგე­ნე­ლი და­ურ­თავს ზე­ფი­რი­ნუ­სის დროს მომ­ხდარ სხვა ამ­ბავ­საც, და წერს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "მრა­ვალ ძმას შე­ვახ­სე­ნებ ჩვენს დრო­ში მომ­ხდარ ამ­ბავს, რაც ვფიქ­რობ, სო­დო­მელ­თა შო­რის რომ მომ­ხდა­რი­ყო, მათ, ალ­ბათ, შე­ა­გო­ნებ­და. იყო ვინ­მე ნა­ტა­ლი­ოსი, აღ­მსა­რე­ბე­ლი, არა ძვე­ლი, არა­მედ ჩვენს დრო­ში გა­მოჩე­ნი­ლი. იგი მოტ­ყუ­ე­ბულ იქ­ნა ას­კლე­პი­ო­დო­ტო­სი­სა და სხვა თე­ო­დო­ტეს, ვინ­მე მე­კერ­მეს მი­ერ. ისი­ნი იყ­ვნენ თე­ო­დო­ტე მე­წა­ღის მო­წა­ფე­ები, რო­მე­ლიც ასე­თი აზ­როვ­ნე­ბი­სათ­ვის, უფ­რო კი უაზ­რო­ბი­სათ­ვის, რო­გორც ვთქვი, მა­შინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სის ვიქ­ტო­რის მი­ერ პირ­ვე­ლად იქ­ნა გან­კვე­თი­ლი ზი­ა­რე­ბი­სა­გან. ნა­ტა­ლი­უ­სი და­ე­თან­ხმა მათ, რომ თან­ხის სა­ფა­სუ­რად წო­დე­ბუ­ლი­ყო მა­თი მწვა­ლებ­ლო­ბის ეპის­კო­პო­სად, ისე რომ ყო­ველ თვე მათ­გან მი­ი­ღებ­და ასორ­მოც­და­ათ დი­ნარს. რო­დე­საც მათ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, უფა­ლი ხში­რად შე­ა­გო­ნებ­და ხილ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რად­გან გულ­მოწ­ყა­ლე ღმერთს და ჩვენს უფალს, იე­სო ქრის­ტეს არ სურ­და, რომ მი­სი ვნე­ბე­ბის და­მა­მოწ­მე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­რეთ მყო­ფი და­ღუ­პუ­ლი­ყო. მას შემ­დეგ, რაც ის ამ ხილ­ვებს გულ­გრი­ლად ეპ­ყრო­ბო­და მათ­თან თავმჯდო­მა­რე­ო­ბი­თა და მრა­ვალ­თა დამ­ღუპ­ვე­ლი სი­ხარ­ბით ცთუ­ნე­ბუ­ლი, ბო­ლოს, წმინ­და ან­გე­ლოზ­თა მი­ერ იქ­ნა გა­მათ­რა­ხე­ბუ­ლი და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცთუ მცი­რედ იტან­ჯა, ისე რომ დი­ლით ად­გა, ძა­ძა შე­ი­მო­სა და ნა­ცარ­დაყ­რი­ლი დი­დი მოს­წრა­ფე­ბი­თა და ცრემ­ლე­ბით და­ემ­ხო ეპის­კო­პოს ზე­ფი­რი­ნუ­სის წი­ნა­შე, ეხ­ვე­ო­და ფე­ხებ­ზე არა მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, არა­მედ სა­ე­რო­თაც, მი­სი ცრემ­ლე­ბით შეძ­რუ­ლი იყო მოწ­ყა­ლე ქრის­ტეს თა­ნამგრძნო­ბი ეკ­ლე­სია. და თუმ­ცა მრა­ვალს ევედ­რე­ბო­და და უჩვე­ნებ­და წყლუ­ლებს, რაც ცე­მის­გან მი­ეღო, ძლივს მი­ი­ღეს ზი­ა­რე­ბა­ში".
   ამ ამ­ბავს და­ვურ­თავთ მათ შე­სა­ხებ იმა­ვე მწერ­ლის მი­ერ და­წე­რილ სხვა სიტ­ყვებ­საც, რაც შემ­დე­გი სა­ხი­საა: "საღ­ვთო წე­რი­ლის უშიშ­რად ყალ­ბისმქმნე­ლე­ბი, სარ­წმუ­ნო­ე­ბის ძვე­ლი კა­ნო­ნე­ბის უარ­მყო­ფე­ლე­ბი, ხო­ლო ქრის­ტეს უმე­ცარ­ნი არა­თუ იმას იკ­ვლე­ვენ, თუ რას ამ­ბობს საღ­ვთო წე­რი­ლი, არა­მედ ბე­ჯი­თად ამუ­შა­ვებ­დნენ, თუ სი­ლო­გიზ­მის რო­გო­რი სქე­მა გა­მოდ­გე­ბო­და უღ­მერ­თო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. თუ­კი ვინ­მე წინ და­უ­დებ­და საღ­ვთო წე­რი­ლის გა­მო­ნათ­ქვამს, იკ­ვლევ­დნენ შე­მა­ერ­თე­ბე­ლი, თუ გამ­ყო­ფი სი­ლო­გიზ­მის სქე­მის შექ­მნა შე­ეძ­ლო. მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ღვთის წმინ­და წე­რი­ლი, და სწავ­ლობ­დნენ გე­ო­მეტ­რი­ას*, რო­გორც მი­წი­ერ­ნი და მი­წი­ერ­ზე მო­სა­უბ­რე­ნი და ზე­მო­დან მო­მა­ვა­ლის უმე­ცარ­ნი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გულ­მოდ­გი­ნედ სწავ­ლობ­და ევ­კლი­დეს გე­ო­მეტ­რი­ას, უკ­ვირ­დათ არის­ტო­ტე­ლე­სი და თე­ოფ­რას­ტე­სი. ზო­გი­ერ­თი, ალ­ბათ, გა­ლენ­საც სცემ­და თაყ­ვანს. ისი­ნი თა­ვი­ან­თი მწვა­ლებ­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობ­დნენ ურ­წმუ­ნო­თა ხე­ლოვ­ნე­ბე­ბით და უღ­მერ­თო­თა მზაკ­ვრო­ბით რყვნიდ­ნენ საღ­ვთო წე­რი­ლის მარ­ტივ რწმე­ნას. რა სა­ჭი­როა იმის თქმა, რომ რწმე­ნის სი­ახ­ლო­ვე­საც არ დგა­ნან? ამი­ტომ, საღ­ვთო წე­რილს უშიშ­რად ჰკი­დებ­დნენ ხელს, ამ­ბობ­დნენ, რომ მას ას­წო­რებ­დნენ. და ის, რომ მე ამას მათ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბით არ ვამ­ბობ, ვი­საც სურს, შე­უძ­ლია შე­ის­წავ­ლოს. რად­გან თუ ვინ­მე მო­ი­სურ­ვებს, შე­აგ­რო­ვოს თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის ას­ლი და შე­ა­და­როს ერ­თმა­ნეთს, აღ­მოაჩენს მრა­ვალ შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბას. ას­კლე­პი­ო­დო­სის ას­ლი არ ეთან­ხმე­ბა თე­ო­დო­ტი­სას; შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვა­ლი [ას­ლის] აღ­მოჩენა, რად­გან მა­თი მო­წა­ფე­ე­ბი მონ­დო­მე­ბით გა­და­წერ­დნენ თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­ერ, რო­გორც ისი­ნი უწო­დე­ბენ, გას­წო­რე­ბულს, რაც ნიშ­ნავს გა­ნად­გუ­რე­ბულს; მაგ­რამ ამათ ჰერ­მო­ფი­ლეს [ას­ლი] არ ეთან­ხმე­ბა. აპო­ლო­ნი­ა­დო­სის ას­ლე­ბიც არ ეთან­ხმე­ბა ერ­თმა­ნეთს. რად­გან მათ მი­ერ პირ­ვე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ას­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­და­რე­ბულ იქ­ნას მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლებ­თან და აღ­მოჩნდე­ბა მრა­ვა­ლი უთან­ხმო­ება. ეს ცოდ­ვა ესო­დე­ნი კად­ნი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლია თა­ვისთავ­ში, რომ უნ­და ვი­ფიქ­როთ, მა­თაც არ უწ­ყი­ან. რად­გან ან არ სწამთ, რომ საღ­ვთო წე­რი­ლი სუ­ლიწ­მინ­დით არის გა­მოთ­ქმუ­ლი, და არი­ან ურ­წმუ­ნო; ან თა­ვი­ანთ თავს სუ­ლიწ­მინ­და­ზე უფ­რო ბრძე­ნად მიიჩნე­ვენ, და სხვა რა იქ­ნე­ბი­ან თუ არა დე­მო­ნის­გან შეპ­ყრო­ბილ­ნი? რად­გან არ ძა­ლუძთ უარ­ყონ, რომ ეს მა­თი და­ნა­შა­უ­ლია, მა­შინ რო­ცა მა­თი ხე­ლით არის და­წე­რი­ლი, და ვის­გა­ნაც გან­სწავ­ლულ იქ­ნენ, ასე­თი წე­რი­ლე­ბი არ მი­უ­ღი­ათ; და არც იმის ჩვე­ნე­ბა ძა­ლუძთ, თუ სა­ი­დან გა­და­ი­წე­რეს ეს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი არც მო­ით­ხოვ­და მათ და­მა­ხინ­ჯე­ბას, არა­მედ მარ­ტი­ვად უარ­ყოფ­და რჯულ­სა და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებს, და ურ­ჯუ­ლო და უღ­მერ­თო მოძღვრე­ბის სა­ბა­ბით და­ღუპ­ვის უკი­დუ­რეს გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე და­ეც­ნენ".
და ეს ამ სა­ხით იქ­ნას ნამ­ბო­ბი.
  * აქ არის სიტყვათა თამაში, გეომეტრია ბერძნულად "მიწისმზომელობას" ნიშნავს - მთარგ.

კომენტარები

1 - მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის (ან­ტო­ნი­უს ვე­რუ­სი) მმარ­თვე­ლო­ბის მეჩვიდ­მე­ტე წე­ლი მო­დის 177 წელ­ზე. მი­სი მე­ფო­ბის და­საწ­ყი­სი არ გა­მო­ირჩე­ვა ქრის­ტი­ან­თა მა­სობ­რი­ვი დევ­ნით. ხო­ლო მმარ­თვე­ლო­ბის ბო­ლო წლებ­ში მარ­კუს ავ­რე­ლი­უს­მა გა­მოს­ცა მთე­ლი რი­გი ბრძა­ნე­ბე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც მკვეთ­რად შეც­ვა­ლა ქრის­ტი­ან­თა მდგო­მა­რე­ო­ბა (ტექ­სტე­ბი არ შე­მორჩე­ნი­ლა).
2 - ლუგ­დუ­ნი - ახ­ლან­დე­ლი ლი­ონი; რო­და­ნი - ახ­ლან­დე­ლი რო­ნა.
3 - ლე­გა­ტი (ლე­გა­ტუს) - (ლათ.) პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თვე­ლი.
4 - მე­ფე თი­ეს­ტემ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი სუფ­რა­ზე მი­ი­ტა­ნა საჭ­მე­ლად. მე­ფე ოი­დი­პოს­მა სა­კუ­თარ დე­და­ზე იქორ­წი­ნა.
5 - ყო­ველ­წლი­უ­რი დღე­სას­წა­ული, რო­მელ­ზეც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ მთე­ლი გა­ლი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. იგი იწ­ყე­ბო­და 1 აგ­ვის­ტოს და რამ­დე­ნი­მე კვი­რას გრძელ­დე­ბო­და.
6 - მო­წა­მე­თა: სან­ქტუ­სის, მა­ტუ­რუ­სის, ატა­ლუ­სის, ბლან­დი­ნას, ბიბ­ლი­დას, ეპა­გა­თო­სის, ალექ­სან­დრეს, წმ. მო­წა­მე პო­თი­ნო­სის და სხვა ორ­მოც­და­სა­მი მო­წა­მის, რომ­ლე­ბიც ეწამ­ნენ 177 წ. ლი­ონ­ში, ხსე­ნე­ბის დღეა 25 ივ­ლი­სი.
7 - ალ­კი­ბი­ა­დე და თე­ო­დო­ტი - მო­წა­მე­ები, მონ­ტა­ნის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი თა­ნა­მოღ­ვა­წე­ე­ბი (იხ. შნშ. 73. წ. 4).
8 - ლუგ­დუ­ნის ეპის­კო­პო­სის ეპის­ტო­ლე რო­მის ეპის­კო­პოსს მი­უ­ტა­ნეს ელჩებ­მა პრეს­ვი­ტერ ირი­ნე­ო­სის, ლი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი ეპის­კო­პო­სის მე­თა­უ­რო­ბით.
9 - ზე­მო აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბა თვით მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის მმარ­თვე­ლო­ბას. მი­სი ძმა და თა­ნამ­მარ­თვე­ლი ლუ­ცი­უს ვე­რუ­სი აღეს­რუ­ლა 169 წ.
10 - სა­უ­ბა­რია მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის რეს­კრიპ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც და­მოწ­მე­ბუ­ლია წმ. იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სის პირ­ვე­ლი აპო­ლო­გი­ის და­ნარ­თში. მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის, "ღვთის­მო­სა­ვად" წო­დე­ბუ­ლის, სწო­რედ ეს რეს­კრიპ­ტი აქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში ტერ­ტუ­ლი­ა­ნეს (აპო­ლო­გია, V, 7). სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მას ნა­ყალ­ბე­ვად თვლის. ვ. ბო­ლო­ტო­ვი წერს: "სა­კითხს, რო­მე­ლიც წა­მოჭ­რა მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ედიქ­ტმა ქრის­ტი­ან­თა სა­სარ­გებ­ლოდ, ორი მხა­რე აქვს. სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლოა ეხე­ბო­დეს: 1) ფაქტს, რო­მელ­მაც თით­ქოს­და ეს ედიქ­ტი გა­მო­იწ­ვია, და 2) თვით ედიქ­ტის ში­ნა­არსს. რაც შე­ე­ხე­ბა ფაქტს, მის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მხო­ლოდ ის, რომ კვა­დებ­თან ბრძო­ლის დროს 174 წ. მარ­კუს ავ­რე­ლი­უსს ჯარ­თან ერ­თად ნამ­დვი­ლად შე­ექ­მნა წყურ­ვი­ლის სიფრთხი­ლე, მაგ­რამ დრო­უ­ლად წა­მო­სულ­მა წვი­მამ რო­მა­ე­ლე­ბი და­იხ­სნა გა­სა­ჭი­რი­სა­გან. მაგ­რამ ფი­ლო­სო­ფო­სი იმ­პე­რა­ტო­რი არ იყო იმ­გვა­რად გან­წყო­ბი­ლი, რომ საქ­მის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის მი­ე­წე­რა. ამის სა­პი­რის­პი­როდ, არ­სე­ბობს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ წარ­მარ­თუ­ლი გად­მო­ცე­მის ორი ვა­რი­ან­ტი, ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის მი­ხედ­ვით, წვი­მა წა­მო­ვი­და ეგ­ვიპ­ტე­ლი მა­გის არ­ნუ­ფი­სის ჯა­დოქ­რო­ბით, მან ილო­ცა ჰა­ე­რის ღმერ­თის ჰერ­მე­სის წი­ნა­შე, მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი კი ამ წვი­მას მი­ა­წერს თვით იმ­პე­რა­ტორ მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ლოც­ვის ძა­ლას. სა­ეჭ­ვოა ის, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი იმ­დე­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ჯარ­ში, რომ მათ არა მხო­ლოდ შე­ეძ­ლოთ შე­ედ­გი­ნათ მთე­ლი ლე­გი­ონი, არა­მედ მარ­თლა შე­ად­გენ­დნენ ერთ ლე­გი­ონს. ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი მოწ­მე, აპო­ლი­ნა­რი ჰი­ე­რო­პო­ლე­ლი, ამ­ბობს, რომ ამ მოვ­ლე­ნის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ ლე­გი­ონ­მა მი­ი­ღო სა­ხელ­წო­დე­ბა "ელ­ვი­სე­ბუ­რი". რო­მის სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­თორ­მე­ტე ლე­გი­ო­ნი ატა­რებ­და ამ სა­ხელ­წო­დე­ბას (ლე­გიო დი­ო­დე­ცი­მა ფულ­მი­ნა­ტა); მაგ­რამ ეს იყო ჯერ კი­დევ ავ­გუს­ტუ­სის დროს არ­სე­ბუ­ლი ცხრა ლე­გი­ო­ნი­დან ერთ-ერ­თი. ის ასეთ სა­ხელ­წო­დე­ბას ატა­რებ­და უკ­ვე დი­დი ხნის წი­ნათ, უდა­ვოდ ნერ­ვა­სა და ტრაი­ა­ნეს პე­რი­ოდ­ში. ალექ­სან­დრე სე­ვე­რუ­სის დროს Legio XII fulminata იდ­გა ჯერ კი­დევ ასი­აში. ის რომ, 174 წ. ის დუ­ნა­ი­ზე იქ­ნა გაწ­ვე­ული, - ამის სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.
ამ­გვა­რად, მარ­კუს ავ­რე­ლი­უსს არ ჰქონ­და სა­ბა­ბი, გა­მო­ე­ცა ედიქ­ტი ქრის­ტი­ან­თა სა­სარ­გებ­ლოდ და კი­დევ, ედიქ­ტის ში­ნა­არ­სი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის საზღვრებს სცდე­ბა: ნაბ­რძა­ნე­ბი იყო ქრის­ტი­ან­თა დამ­სმე­ნე­ბის ცოც­ხლად დაწ­ვა, პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თვე­ლებს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რწმე­ნის­გან პირ­ვან­დელ (წარ­მარ­თულ) სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე მოქ­ცე­ვა - ეს იყო ედიქ­ტში, რო­მე­ლიც წარ­დგე­ნილ იქ­ნა რომ­ში ფო­რუმ­ზე.
ასე­თი დო­კუ­მენ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლია უკ­ვა­ლოდ გამ­ქრა­ლი­ყო, და არ ასა­ხუ­ლი­ყო ქრის­ტი­ან­თა მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ყო­ველ შემთხვე­ვა­ში გა­ლი­ა­ში 177 წ. შე­უძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო დევ­ნუ­ლე­ბა" (ლექ­ცი­ე­ბი ძველ ეკ­ლე­სი­აზე. ტ. 2. გვ. 81‑82).
11 - მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, III, 3, 3.
12 - იქ­ვე, II, 31, 3.
13 - იქ­ვე, II, 32, 4.
14 - იქ­ვე, II, 32, 4.
15 - იქ­ვე, III, 1, 1.
16 - იქ­ვე, V, 30, 1.
17 - იქ­ვე, V, 30, 3.
18 - იქ­ვე, II, 28, 2.
19 - იქ­ვე, I, 28, 4.
20 - იქ­ვე, III, 21, 1.
21 - პტო­ლე­მე­ოს ლა­გო­სი (ქ. შ.-მდე 367/66-285 წწ.) - ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლის ჯა­რის ბერ­ძე­ნი მხე­დართმთა­ვა­რი, ეგ­ვიპ­ტის მე­ფე, პტო­ლე­მე­ოს­თა დი­ნას­ტი­ის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი.
22 - წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლი (მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, III, 21, 2) თვლის, რომ 72 ებ­რა­ე­ლი მთარგმნე­ლის მოწ­ვე­ვა ძვე­ლი აღთქმის ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის შე­საქ­მნე­ლად მოხ­და პტო­ლე­მე­ოს ლა­გოს I სო­ტე­რის დროს. მაგ­რამ სხვა ძვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: იო­სებ ფლა­ვი­უ­სი (იუ­და­უ­რი სიძ­ვე­ლე­ნი, XII, 2) ტერ­ტუ­ლი­ა­ნე (აპო­ლო­გია, XVIII, 5-7), წმ. იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი (აპო­ლო­გია, I 31) და ფი­ლონ ალექ­სან­დრი­ე­ლი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მთარგმნელ­თა მოწ­ვე­ვა მოხ­და პტოლე­მე­ოს I-ის შვი­ლი­სა და მემ­კვიდ­რის - პტო­ლე­მე­ოს II ფი­ლა­დელ­ფო­სის (285-246 წწ. ქ. შ.‑მდე) მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.
23 - კო­მო­დუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (180-192 წწ.).
24 - იუ­ლი­ა­ნე - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (179-189 წწ.).
25 - პან­ტე­ნო­სი - ალექ­სან­დრი­ის კა­ტე­ხი­ზა­ტო­რუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ხელმძღვა­ნე­ლი. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი. ქრის­ტი­ა­ნო­ბა იქა­და­გა ინ­დო­ეთ­ში.
26 - ალექ­სან­დრი­ის კა­ტე­ხი­ზა­ტო­რუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი - აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ერთ-ერ­თი უმსხვი­ლე­სი ცენ­ტრი. თავ­და­პირ­ვე­ლად რჩევა-და­რი­გე­ბას აძ­ლევ­დნენ მათ, ვი­საც მო­ნათ­ვლა სურ­და (კა­თაკ­მევ­ლე­ბი), შემ­დეგ და­იწ­ყეს კა­თაკ­მე­ველ­თა დამ­მოძღვრე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სას­წავ­ლებ­ლის ხელმძღვა­ნელ­თა შო­რის იყ­ვნენ: წმ. ათე­ნა­გო­რა ფი­ლო­სო­ფო­სი, მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სი­სად­მი მიძღვნი­ლი აპო­ლო­გი­ის ავ­ტო­რი, წმ. პან­ტე­ნო­სი, ინ­დო­ე­თის გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, წმ. კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ელი, ორი­გე­ნე, წმ. დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ელი, პი­ე­რი­უსო, თე­ოგ­ნოს­ტე, სე­რა­პი­ონი, წმ. მო­წა­მე პეტ­რე.
27 - კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ელი. სტრო­მა­ტე­ბი, I, 1.
28 - წმ. ნარ­კი­სო­სი - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (და­ახ. 196 წ.)
29 - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პოს­თა ნუს­ხა მარ­კო­ზამ­დე იხ.: შნშ. 9, წ. 4. მოგ­ვყავს სია მარ­კო­ზი­დან ნარ­კი­სო­სამ­დე: მარ­კოზ I (135-143 წწ. ან 156 წ.); კა­სი­ა­ნე (5 წე­ლი); პუბ­ლი­ო­სი (5 წე­ლი); მაქ­სი­მე (18 წე­ლი); იუ­ლი­ა­ნე (4 წე­ლი); გაი­ოზ I (3 წე­ლი); სვი­მა­ქო­სი (2 წე­ლი); გაი­ოზ II (1 წე­ლი); იუ­ლი­ა­ნე II (4 წე­ლი); კა­პი­ტო­ნი (3,5 წე­ლი); ილია I (და­ახ. 3,5 წე­ლი); მაქ­სი­მე II (4 წე­ლი); ან­ტო­ნი­ნუ­სი (5 წე­ლი): ვა­ლენ­ტი (3 წე­ლი); დო­ლი­ქი­ა­ნე (4 წე­ლი); წმ. ნარ­კი­სო­სი (და­ახ. 196 წ.). კურ­სი­ვით გა­მო­ყო­ფა არ არ­სე­ბობს ევ­სე­ბის ნუს­ხა­ში.
30 - რო­დო­ნი - ტა­ტი­ა­ნეს მო­წა­ფე, სა­ეკ­ლე­სიო მწე­რა­ლი. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი შე­მორჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ევ­სე­ბის "ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­აში". მი­სი შრო­მე­ბი ჩვე­ნამ­დე არ არის მოღ­წე­ული.
31 - აპე­ლე­სი - მარ­კი­ო­ნის ერე­სის მიმ­დე­ვა­რი. რომ­ში სწავ­ლობ­და II ს-ის 80‑იან წლებ­ში. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი შე­მო­ნა­ხუ­ლია მხო­ლოდ ევ­სე­ბის "ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­აში".
32 - პო­ტი­ტი, ბა­სი­ლის­კო, სი­ნე­რო­სი - მათ შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ არის აღ­მოჩე­ნი­ლი.
33 - კა­ლის­ტო­ნი - მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.
34 - ფლო­რი­ნო­სი (II ს-ის მე-2 ნახ.) - გნოს­ტი­კოს ვა­ნელ­ტი­ნეს მიმ­დე­ვა­რი, სქიზ­მა­ში მყო­ფი, რო­მელ­საც ჩა­მო­არ­თვეს პრეს­ვი­ტე­რის ხა­რის­ხი. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ­სე­ბობს მხო­ლოდ ევ­სე­ბის „ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­აში“. იგი არის ად­რე­სა­ტი ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლის ორი შრო­მი­სა: „ფლო­რი­ნოსს ერ­თი საწ­ყი­სის შე­სა­ხებ, ანუ იმის შე­სა­ხებ, რომ ღმერთს არ შე­უქ­მნია ბო­რო­ტე­ბა" და „ოგ­დო­ა­დის შე­სა­ხებ“ (V, 20, 1).
35 - ბლას­ტო­სი (II ს-ის და­სას.) - რო­მა­ე­ლი პრეს­ვი­ტე­რი. მას მი­ე­მარ­თე­ბა წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლის ეპის­ტო­ლე „გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ“. ბლას­ტო­სის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შემ­ტა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ჩანს, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო რო­მი­სა და მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ებს შო­რის აღ­დგო­მის შე­სა­ხებ წარ­მო­შო­ბილ და­ვას­თან.
36 - ავერ­კი მარ­კე­ლი­ო­სი - მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. მონ­ტა­ნის ერესს შე­საზ­ლოა ეწო­დოს „მილ­ტი­ა­დეს ერე­სი“ მი­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის, აპო­ლო­გეტ მილ­ტი­ა­დეს სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი გა­მო­ვი­და მონ­ტა­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ.
37 - ძო­ტი­კო­სი ოტ­რი­ი­დან - მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ არის აღ­მოჩე­ნი­ლი.
38 - გრა­ტუ­სის (II ს-ის 50-ე წე­ლი) პრო­კონ­სუ­ლო­ბა­ზე მი­თი­თე­ბა არ გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვად­გი­ნოთ ზუს­ტი თა­რი­ღე­ბი.
39 - შე­მორჩე­ნი­ლია ცნო­ბე­ბი ფრი­გი­ის ჰი­ე­რა­პოლ­ში ეპის­კო­პოს აპო­ლი­ნა­რის თავმჯდო­მა­რე­ო­ბით გა­მარ­თულ 26 ეპის­კო­პო­სის კრე­ბა­ზე (70-ია­ნი წლე­ბი). ეპის­კო­პოს­თა ამ კრე­ბამ მოგ­ვცა მკვეთ­რი შე­ფა­სე­ბა ფრი­გი­ელ­თა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.
40 - ძო­ტი­კოს კო­მა­ნე­ლი და იუ­ლი­ა­ნე აპა­მი­ე­ლი - პამ­ფი­ლი­ის ოლ­ქის ეპის­კო­პო­სე­ბი.
41 - მო­ცი­ქუ­ლი იუ­და - 12 მო­ცი­ქულ­თა­გან, რომ­ლე­ბიც იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ა­ში "პირ­ვე­ლობ­დნენ ძმებს შო­რის" (საქ­მე 15:22). წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი (იხ.: საქ­მე 15:32).
მო­ცი­ქუ­ლი სი­ლა - 70 მო­ცი­ქულ­თა­გა­ნი. ან­ტი­ო­ქი­ის მკვიდ­რი, სი­ლა თან ახ­ლდა პავ­ლე მო­ცი­ქულს მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს და მას­თან ერ­თად იყო ჩამწყვდე­უ­ლი ფი­ლი­პი­ის დე­ლეგ­ში. მო­ცი­ქულ­თა "საქ­მე­ში" (15:32) იგი იწო­დე­ბა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლად. გად­მო­ცე­მით მი­ხედ­ვით, იგი გახ­და კო­რინ­თოს ეპის­კო­პო­სი.
ფი­ლი­პე მო­ცი­ქუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მო­ცი­ქულ­თა "საქ­მე­ში" (21:9) იწო­დე­ბი­ან "წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბად". მათ იხ­სე­ნი­ებს ასე­ვე ეფე­სოს ეპის­კო­პო­სი პო­ლიკ­რა­ტე რო­მის ეპის­კო­პოს ვიქ­ტო­რი­სად­მი მი­წე­რილ ეპის­ტო­ლე­ში (და­ახ. 190 წ.). ევ­სე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი აღეს­რულ­ნენ იე­რო­პოლ­ში იმ­პე­რა­ტორ ტრაი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის დროს (ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რია, III, 39).
კოდ­რა­ტე­სა და ამი­ო­სის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.
42 - მილ­ტი­ა­დეს აპო­ლო­გია ეძღვნე­ბო­და მარ­კუს ავ­რე­ლი­უსს.
43 - აპო­ლო­ნი (II ს.) - სა­ეკ­ლე­სიო მწე­რა­ლი, ცხოვ­რობ­და მცი­რე აზი­აში.
44 - სე­რა­პი­ო­ნი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (192-212 წწ.). მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი მაქ­სი­მე მე­თა­უ­რობ­და ან­ტი­ო­ქი­ის კა­თედ­რას 179-192 წწ.
45 - მო­წა­მე აპო­ლო­ნი ევ­ნო რომ­ში კო­მო­დის მმარ­თვე­ლო­ბი­სა და პე­რე­ნი­უ­სის პრე­ფექ­ტო­ბის დროს (183-186 წწ.). რო­მის სე­ნა­ტო­რი აპო­ლო­ნი შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა თა­ვი­სი მსა­ხუ­რის დას­მე­ნით. დამ­სმე­ნის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა, რო­მელ­საც აღ­წერს ევ­სე­ბი, ეჭვს იწ­ვევს: იმ­პე­რა­ტორ ნერ­ვას კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც უკ­რძა­ლავ­და მო­ნას ბა­ტო­ნის დას­მე­ნას, გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ბრალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და გა­მარ­თლე­ბუ­ლი. მაგ­რამ მო­ცე­მულ შემთხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ დამ­სმე­ნი იყო მო­ნა. ევ­სე­ბი, ალ­ბათ, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ყალ­ბმა რეს­კრიპ­ტმა (იხ.: შნშ. 10. წ. 5).
46 - სა­უ­ბა­რია იმ­პე­რა­ტორ ტრაი­ა­ნეს რეს­კრიპ­ტზე.
47 - ვიქ­ტო­რი - რო­მის ეპის­კო­ო­სი (190-202 წწ.).
48 - დი­მიტ­რი - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (189-231 წწ.).
49 - თე­ო­ფი­ლე - კე­სა­რი­ის ეპის­კო­პო­სი, თავმჯდო­მა­რე­ობ­და პა­ლეს­ტი­ნელ ეპის­კო­პოს­თა კრე­ბას, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლო­ბის სა­კით­ხის შე­სა­ხებ (და­ახ. 196 წ.).
50 - ბაკ­ხი­ლო­სი - კო­რინ­თოს ეპის­კო­პო­სი, თავმჯდო­მა­რე­ობ­და ბერ­ძენ ეპის­კო­პოს­თა კრე­ბას აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით (და­ახ. 186 წ.).
51 - აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნის თა­რი­ღის შე­სა­ხებ და­ვა წარ­მო­იშ­ვა 190-192 წწ. ერთ მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და რო­მის, ალექ­სან­დრი­ის, კო­რინ­თო­სა და პა­ლეს­ტი­ნის ეკ­ლე­სი­ები, მე­ო­რეს - მცი­რე აზი­ის რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია ეფე­სოს ეპის­კო­პო­სის, პო­ლიკ­რა­ტეს მე­თა­უ­რო­ბით. მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ები, ეყრდნო­ბოდ­ნენ რა პირ­ველ მო­ცი­ქულ­თა ავ­ტო­რი­ტეტს, იცავ­დნენ მათ­თან დამ­კვიდ­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­იც ემთხვე­ვა იუ­დე­ველ­თა ტრა­დი­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით აღ­დგო­მა აღი­ნიშ­ნე­ბა 14 ნი­სანს. რო­მი­სა და მი­სი მომ­ხრე ეკ­ლე­სი­ე­ბი მო­ით­ხოვ­დნენ თა­ვი­სი პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნას (14 ნი­სა­ნის შემ­დეგ პირ­ველ კვი­რას). ეს კა­მა­თი უშუ­ა­ლოდ ეხე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ ის­ტო­რი­ო­სო­ფი­ას. ვ. ბო­ლო­ტო­ვის შე­ნიშ­ვნით, "მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ე­ბის­თვის აღ­დგო­მა არ იყო ახალ აღ­თქმი­სე­უ­ლი დღე­სას­წა­ული. ამ სიტ­ყვის ვიწ­რო გა­გე­ბით ეს იყო გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი ძველ აღ­თქმი­სე­უ­ლი პა­სე­ქი. აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრძო­ლა­ში ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ორი მიმ­დი­ნა­რე­ობა: იუ­და­უ­რი და ან­ტიი­უ­და­უ­რი (ამ სიტ­ყვე­ბის ყვე­ლა­ზე ზო­მი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით). მცი­რე აზი­უ­რი წე­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას იუ­და­უ­რი გად­მო­ნაშ­თე­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­სი­ა­თი ჰქონ­და". III ს‑ის და­სას­რულს მცი­რე აზი­ის ელე­სი­ე­ბი შე­ურთდნენ სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ პრაქ­ტი­კას.
52 - ირი­ნე­ო­სი - მშვი­დი (ბერძ.).
53 - ალექ­სან­დრი­ის ეკ­ლე­სი­ის რო­ლი ამ სა­კით­ხში გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ თვი­თონ კა­მა­თი გაჩაღ­და, ალ­ბათ, 189 წ.‑ის აღ­დგო­მის გა­მო, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრი­ა­ში აღი­ნიშ­ნე­ბო­და 20 აპ­რილს, ხო­ლო მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ებ­ში - 20 მარტს.
54 - პერ­ტი­ნაქ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (193 წ.).
სე­ვე­რუს სეპ­ტი­მუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (193-211 წწ.).
55 - სა­უ­ბა­რია ან­ტიტ­რი­ნი­ტა­რუ­ლი, ანუ მო­ნარ­ქის­ტთა ერე­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა მცი­რე აზი­ა­ში რო­გორც რე­აქ­ცია მონ­ტა­ნის მოძღვრება­ზე. გა­დაწ­ყვი­ტა რა გა­მო­ე­ცა­ლა დოგ­მა­ტუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი ამ მოძღვრე­ბის­თვის, მონ­ტა­ნიზ­მის ზო­გი­ერ­თმა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა და აპო­კა­ლიფ­სი ნა­ყალ­ბე­ვად გა­მო­აც­ხა­და და უარ­ყო თვით ლო­გო­სის ცნე­ბა. უარ­ყვეს რა ლო­გო­სი, მო­ნარ­ქის­ტებ­მა ერ­თარ­სე­ბის ცნე­ბაც უარ­ყვეს. შემ­დგომ­ში ეს მოძღვრე­ბა გა­ი­ყო ორ მი­მარ­თუ­ლე­ბად: 1) იე­სო ქრის­ტეს ღმერ­თად აღი­ა­რე­ბის უარ­ყო­ფა და ღმერ­თად მხო­ლოდ მა­მა ღმერ­თის ცნო­ბა, იმის მტკი­ცე­ბა, რომ ქრის­ტე "ბუ­ნე­ბით ღმერ­თი არ არის, არა­მედ არის მხო­ლოდ ღმერ­თის ძა­ლით აღ­ვსე­ბუ­ლი ადა­მი­ანი" მა­მა ღმერ­თი­სა და ძე ღმერ­თის შერწყმა და იმის მტკი­ცე­ბა, რომ "მა­მა და ძე ერ­თმა­ნე­თის­გან განსხვავ­დე­ბი­ან მხო­ლოდ სა­ხე­ლით, ცნე­ბით, იმ სა­ხით, მო­დუს, რომ­ლი­თაც ჩვენ გა­მოგ­ვეც­ხა­და... ხო­ლო არ­სე­ბით, თა­ვი­სი ყო­ფით მა­მა და ძე - ერ­თია" (იქ­ვე).
   სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მო­ნარ­ქის­ტე­ბი იყო­ფოდ­ნენ დი­ნა­მის­ტე­ბად და მო­და­ლის­ტე­ბად. "არ­ტე­მო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბას" ევ­სე­ბი უწო­დებს დი­ნა­მის­ტე­ბის მოძღვრე­ბას. მი­სი წარ­მო­შო­ბის პე­როდ­ში (და­ახ. 190 წ.) რომ­ში იგი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო თე­ო­დო­ტე მეტ­ყა­ვის სა­ხელ­თან, რომ­ლის მოძღვრე­ბა­საც მხარს უჭერ­და თე­ო­დო­ტე ბან­კი­რი (და­ახ. 200 წ.) და არ­ტე­მო­ნი (და­ახ. 220 წ.). ყვე­ლა­ზე გა­მოჩე­ნი­ლი დი­ნა­მის­ტი იყო პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლი, ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (და­ახ. 260-269 წწ.). იგი გან­კვე­თილ იქ­ნა რო­გორც მწვა­ლე­ბე­ლი რომ­ში ეპის­კო­პოს­თა კრე­ბის მი­ერ 268 წ.
56 - ზე­ფი­რი­ნუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (202-218 წწ.).

წიგ­ნი VI

I

   რო­დე­საც სე­ვე­რუს­მა ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრა დევ­ნუ­ლე­ბა1, ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო მებ­რძო­ლებ­მა ყველ­გან აღას­რუ­ლეს ბრწყინ­ვა­ლე მო­წა­მე­ობა, გან­სა­კუთ­რე­ბით მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი ისი­ნი იყ­ვნენ ალექ­სან­დრი­აში. ეგ­ვიპ­ტი­დან და მთე­ლი თე­ბა­ი­და­დან აქ, რო­გორც უდი­დეს არე­ნა­ზე ღვთის­გან წარ­გზავ­ნილ­მა მებ­რძო­ლებ­მა მრა­ვალ­ნა­ი­რი სა­ტან­ჯვე­ლე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის სა­ხე­ო­ბა­თა ახოვ­ნად დათ­მე­ნის გზით ღმერ­თთან გვირ­გვი­ნე­ბი და­იდ­გეს. მათ შო­რის იყო ლე­ო­ნი­დეც, "ორი­გე­ნეს მა­მად" წო­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც თა­ვი მოკ­ვე­თეს, მან და­ტო­ვა სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ვა­ჟიშ­ვი­ლი; და თუ რო­გო­რი სწრაფ­ვა ჰქონ­და მას (ორი­გე­ნეს - მთარგ.) ამ ასა­კი­დან ღვთის სიტ­ყვის მი­მართ, უჯე­რო არ იქ­ნე­ბა, თუ მოკ­ლედ გად­მოვ­ცემთ ამ­ბავს მის შე­სა­ხებ, რაც ბევ­რთან გან­სა­კუთ­რე­ბით არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.
II
   მრა­ვა­ლი რამ ექ­ნე­ბო­და სათ­ქმე­ლი მას, ვინც მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს სცდი­და ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბის წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მას, მის შე­სა­ხებ შედ­გე­ნილ თხზუ­ლე­ბას დას­ჭირ­დე­ბო­და ცალ­კე წიგ­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ წარ­მოდ­გე­ნილ თხზუ­ლე­ბა­ში ჩვენ ბევრს გა­მოვ­ტო­ვებთ და მის შე­სა­ხებ მოკ­ლედ გი­ამ­ბობთ, ცნო­ბებს მო­ვიყ­ვანთ ეპის­ტო­ლე­ე­ბი­დან და ჩვენს დროს ჯერ კი­დევ ცოც­ხა­ლი მი­სი ნაც­ნო­ბე­ბის გად­მო­ცე­მი­და­ნაც.
   ვფიქ­რობ, ორი­გე­ნეს ცხოვ­რე­ბა ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვია თვით, რო­გორც იტ­ყვი­ან, აკ­ვნის სახ­ვე­ვე­ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი. სე­ვე­რუ­სის ზე­ო­ბის მე­ა­თე წე­ლი იყო, ალექ­სან­დრი­ას და და­ნარჩენ ეგ­ვიპ­ტეს კი მარ­თავ­და ლე­ტუ­სი, ხო­ლო ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ო­ცე­ზე­ბის ეპის­კო­პო­სო­ბა იუ­ლი­ა­ნეს2 შემ­დეგ იმ დროს ახა­ლი მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და დე­მეტ­რი­ოსს, რო­დე­საც დევ­ნუ­ლე­ბის ცეც­ხლი დი­დად აღეგ­ზნო და ათა­სო­ბით [ქრის­ტი­ან­მა] მო­წა­მე­ო­ბის გვირ­გვი­ნი და­იდ­გა. მა­შინ ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ყრმა ორი­გე­ნეს სუ­ლი მო­იც­ვა მო­წა­მე­ო­ბი­სად­მი ისეთ­მა ტრფი­ალ­მა, რომ სწრაფ­ვა გაუჩნდა, მი­ახ­ლო­ე­ბო­და საფრთხეს, წინ გა­ვარ­დნი­ლი­ყო და ბრძო­ლა­ში შეჭ­რი­ლი­ყო. უკ­ვე ცო­ტა აკ­ლდა და სი­ცოც­ხლის და­კარ­გვა შორს აღარ იყო, საღ­ვთო და ცი­ურ წი­ნა­გან­გე­ბას მრა­ვალ­თა სა­სარ­გებ­ლოდ რომ არ გა­და­ე­ღო­ბა მი­სი გუ­ლის­წა­დი­ლის გზა მი­სი დე­დის მეშ­ვე­ო­ბით. იგი ჯერ სიტ­ყვე­ბით ევედ­რე­ბო­და, სთხოვ­და დე­დობ­რი­ვი გრძნო­ბის მოფრთხი­ლე­ბას, მაგ­რამ და­ი­ნა­ხა, რომ წა­დი­ლი უფ­რო გა­უძ­ლი­ერ­და და მო­წა­მე­ო­ბი­სად­მი მი­სი სწრაფ­ვა სრულ იქ­მნა, რო­დე­საც გა­იგო, რომ მა­მა შე­იპ­ყრეს და საპ­ყრო­ბი­ლე­ში იყო ჩამწყვდე­ული; მან მთე­ლი მის ტა­ნი­სა­მო­სი გა­და­მა­ლა და იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, სახ­ლში დარჩე­ნი­ლი­ყო. მან კი, ვი­ნა­ი­დან სხვა არა­ფე­რი შე­ეძ­ლო, და ასაკ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ძა­ლის მქო­ნე წა­დი­ლიც არ ას­ვე­ნებ­და, მა­მას გა­უგ­ზავ­ნა მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ შე­მა­გო­ნე­ბე­ლი ეპის­ტო­ლე, რო­მელ­შიც სიტ­ყვა­სიტ­ყვით ამას ურჩევ­და: "მტკი­ცედ დექ, ჩვენს გა­მო სხვა რამ არ იფიქ­რო". ეს იყოს ორი­გე­ნეს ყმაწ­ვილ­კა­ცუ­რი საზ­რი­ა­ნო­ბი­სა და ღვთის­მო­სა­ო­ბის მი­მართ ნამ­დვი­ლი გან­წყო­ბის პირ­ვე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. რად­გან სარ­წმუ­ნო­ე­ბის შეს­წავ­ლი­სათ­ვის კარ­გი სა­ძირ­კვე­ლი ჰქონ­და ჩაყ­რი­ლი, ჯერ კი­დევ სიყ­რმის ასა­კი­დან იწვრთნე­ბო­და საღ­ვთო წე­რილ­ში. მას­ში იგი ზო­მა­ზე მე­ტად ბე­ჯი­თობ­და, რო­დე­საც მა­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის გარ­და ამის მი­მარ­თაც არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ზრუნ­ვას იჩენ­და. ყო­ველ­თვის ელი­ნურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვის უწი­ნა­რეს იგი შე­ყავ­და წმინ­და გა­ნათ­ლე­ბა­ში, მო­ით­ხოვ­და მის­გან ყო­ველ­დღე ემე­ცა­დი­ნა და ნას­წავ­ლი გად­მო­ეცა. ეს ბავ­შვი­სათ­ვის არ იყო არა­სა­სურ­ვე­ლი, არა­მედ უფ­რო წა­დი­ე­რად ირ­ჯე­ბო­და ამი­სათ­ვის, ისე რომ არ ყოფ­ნი­და მას წმინ­და სიტ­ყვე­ბის მარ­ტი­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წა­კით­ხვა, არა­მედ უკ­ვე ამ ასა­კი­დან­ვე იკ­ვლევ­და ფარ­თო და უფ­რო ღრმა ხედ­ვებს; და საზ­რუ­ნავს უჩენ­და მა­მას შე­კით­ხვე­ბით, თუ რა აზ­რი სურ­და გა­ეც­ხა­დე­ბია ღვთივ­შთა­გო­ნე­ბულ წე­რილს. მა­მა კი მის საჩვე­ნებ­ლად კიც­ხავ­და მას, შე­ა­გო­ნებ­და, რომ მი­სი ასა­კი­სათ­ვის შე­უ­ფე­რებ­ლად, არც ცხა­დი აზ­რის მიღ­მა არ ეკ­ვლია; მაგ­რამ ფა­რუ­ლად გულ­ში დი­დად ხა­რობ­და, და ყო­ვე­ლი სი­კე­თის მი­ზეზს, ღმერთს უდი­დეს მად­ლო­ბას სწი­რავ­და, რომ იგი ასე­თი შვი­ლის მა­მად გახ­დო­მის ღირ­სი გა­ხა­და. ამ­ბო­ბენ, ხში­რად იდ­გა მძი­ნა­რე ვა­ჟიშ­ვილ­თან, გა­უ­შიშ­ვლებ­და მკერდს, რო­გორც მას­ში შიგ­ნით საღ­ვთო სუ­ლის მკვიდ­რო­ბით გან­წმენ­დილს, კრძალ­ვით ეამ­ბო­რე­ბო­და და სა­კუ­თარ თავს ნე­ტა­რად მიიჩნევ­და ასე­თი კარ­გი შვი­ლის გა­მო. იხ­სე­ნე­ბენ ამას და სხვა ამის მსგავ­სსაც, ორი­გე­ნეს ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბი­სას მომ­ხდარს.
   რო­დე­საც მი­სი მა­მა მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა, იგი დე­და­სა და ექვს მცი­რეწ­ლო­ვან ძმას­თან ერ­თად მარ­ტო დარჩა, მა­შინ ჯერ კი­დევ ჩვიდ­მე­ტი წლი­საც არ იყო. მა­მის ქო­ნე­ბა სა­იმ­პე­რიო ხა­ზი­ნი­სათ­ვის ჩა­მო­არ­თვეს და ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად საა­არ­სე­ბო სახ­სრე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა­ში აღ­მოჩნდა. მაგ­რამ ღვთის შე­წევ­ნის ღირ­სი შე­იქ­ნა და წი­ლად ხვდა გუ­ლი­თა­დი მი­ღე­ბა და გან­სვე­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და სხვა რა­მი­თაც გა­მოჩე­ნი­ლი ქა­ლის მხრი­დან, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემ­და იმ დროს ალექ­სან­დრი­ა­ში [მცხოვ­რებ] ერთ-ერთ სა­ხელ­განთქმულ მწვა­ლე­ბელს. იგი წარ­მო­შო­ბით ან­ტი­ო­ქი­ე­ლი იყო, და რო­გორც ნაშ­ვი­ლე­ბი თა­ვის­თან ჰყავ­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეპ­ყრო­ბო­და მას. მაგ­რამ ორი­გე­ნე იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, და ამ ასაკ­ში რწმე­ნა­ში მართლმა­დი­დებ­ლო­ბის ნა­თელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს იძ­ლე­ოდა. რად­გან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი არამ­ხო­ლოდ მწვა­ლე­ბელ­თა­გან, არა­მედ ჩვე­ნი­ან­თა­გა­ნაც პავ­ლეს­თან (ეს იყო ამ კა­ცის სა­ხე­ლი) შე­მოკ­რე­ბილ­ნი, რომ­ლე­ბიც მას სიტ­ყვა­ში ძლი­ე­რად მიიჩნევ­დნენ, ვე­რა­სო­დეს ვერ არ­წმუ­ნებ­დნენ ორი­გე­ნეს, მას­თან ერ­თად ლოც­ვა­ზე დამ­დგა­რი­ყო; იგი სიყ­მაწ­ვი­ლი­დან­ვე იცავ­და ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნებს და რო­გორც თვი­თონ ერ­თგან ამ­ბობს ამ სიტ­ყვას, "სძაგ­და" მწვა­ლე­ბელ­თა მოძღვრე­ბა. მა­მა მი­უძ­ღო­და მას ელინ­თა სწავ­ლე­ბებ­ში, მი­სი აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ კი მწერ­ლო­ბა­ში წვრთნას კი­დევ უფ­რო გულ­მოდ­გი­ნედ სრუ­ლად მი­უძღვნა თა­ვი, ისე რომ გრა­მა­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი; მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან არ­ცთუ დი­დი ხნის შემ­დეგ ამას მი­უძღვნა თა­ვი და რო­გორც მის ასაკ­ში მყო­ფი პი­როვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით უხ­ვად იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.
 III
   რო­გორც თვი­თონ წე­რი­ლო­ბით მოგ­ვით­ხრობს ერ­თგან, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და არა­ვინ იყო ალექ­სან­დრი­ა­ში და­სა­მოძღვრა­ვი (ყვე­ლა გაქ­ცე­უ­ლი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის ში­შით), მას­თან ღვთის სიტ­ყვის მო­სას­მე­ნად მო­ვი­და ზო­გი­ერ­თი წარ­მარ­თი. აღ­ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი იყო პლუ­ტარ­ქე, რო­მე­ლიც სათ­ნო­ე­ბე­ბით ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ საღ­ვთო მო­წა­მე­ო­ბი­თაც გამ­შვენ­და, მე­ო­რე ჰე­რაკ­ლა­სი, პლუ­ტარ­ქეს ძმა, რო­მელ­მაც თვი­თო­ნაც ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ას­კე­ზის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი აჩვე­ნა, და დე­მეტ­რი­ო­სის შემ­დეგ ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სო­ბის ღირ­სი გახ­და. თვრა­მე­ტი წლის იყო ორი­გე­ნე, რო­დე­საც კა­ტე­ხი­ზი­სის სას­წავ­ლებ­ლის3 წი­ნამძღვა­რი გახ­და და აკ­ვი­ლას მმარ­თვე­ლო­ბის დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბი­სას წარ­მა­ტე­ბით იღ­ვწო­და ალექ­სან­დრი­აში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­განთქმუ­ლი გახ­და ყვე­ლა რწმე­ნით აღ­ძრულ­თან იმის გა­მო, რომ თბი­ლადღე­ბუ­ლობ­და ყვე­ლა წმინ­დანს, უც­ნობ­სა თუ ცნო­ბილ მო­წა­მეს და მათ­და­მი გუ­ლი­თა­დო­ბას იჩენ­და. რად­გან არა მხო­ლოდ საპ­ყრო­ბი­ლე­ში მყო­ფებ­თან, არც უკა­ნას­კნე­ლი გა­ნაჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე და­კით­ხუ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, არა­მედ შემ­დე­გაც სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­მა­ვალ წმინ­და მო­წა­მე­ებ­თა­ნაც დიდ კად­ნი­ე­რე­ბას იჩენ­და და საფრთხეს არ ეპუ­ე­ბო­და, ისე რომ მო­წა­მე­ებს ვაჟ­კა­ცუ­რად უახ­ლოვ­დე­ბო­და და დი­დი კად­ნი­ე­რე­ბით ამ­ბო­რით ესალ­მე­ბო­და, ხში­რად გაშ­მა­გე­ბულ წარ­მარ­თთა ბრბო წრედ შე­მო­ერტყმო­და, ცო­ტა აკ­ლდა და ქვე­ბით ჩა­ქო­ლავ­დნენ, ღვთის მარ­ჯვე­ნის შემ­წე­ო­ბას მა­შინ­ვე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად რომ არ და­ეხ­სნა. იგი­ვე საღ­ვთო და ცი­უ­რი მად­ლი სხვა დროს, რო­დე­საც შეთ­ქმუ­ლე­ბას აწ­ყობ­დნენ კვლა­ვაც და კვლა­ვაც, - შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა შემთხვე­ვა აღი­ნიშ­ნოს, - ქრის­ტეს მოძღვრე­ბის მი­მართ მე­ტი წა­დი­ე­რე­ბი­სა და კად­ნი­ე­რე­ბის გუ­ლის­თვის იცავ­და. ურ­წმუ­ნო­ებს ომი ჰქონ­დათ გაჩა­ღე­ბუ­ლი მის მი­მართ და ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი მი­სი სახ­ლის გარ­შე­მო, სა­დაც რჩე­ბო­და, რად­გან მრა­ვა­ლი ღე­ბუ­ლობ­და მას­თან და­მოძღვრას წმინ­და სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში. ასე ყო­ველ­დღე აღეგ­ზნე­ბო­და მის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა, რომ მთელ ქა­ლაქ­ში აღარ­სად და­ედ­გო­მე­ბო­და, სახ­ლი­დან სახ­ლში გა­და­დი­ოდა, ყვე­ლა ად­გი­ლი­დან დევ­ნი­ლი იყო მი­სი მეშ­ვე­ო­ბით საღ­ვთო მოძღვრე­ბის მიმ­ღებ­თა სიმ­რავ­ლის გა­მო. რად­გან მის მი­ერ ნა­მოქ­მე­და­რი ყვე­ლა­ზე ნამ­დვი­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის მარ­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი მე­ტად საკ­ვირ­ვე­ლი იყო (რო­გორც ნათ­ქვა­მია, "რო­გო­რიც იყო მი­სი სიტ­ყვა, ისე­თი იყო მი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი"* და "რო­გო­რიც იყო მი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი, ისე­თი იყო მი­სი სიტ­ყვა"), გან­სა­კუთ­რე­ბით ამი­ტო­მაც, ღვთის ძა­ლის შე­წევ­ნით, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ყავ­და თა­ვის მო­შურ­ნე­ო­ბა­ში.
   რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ მრა­ვა­ლი მო­წა­ფე მო­დი­ო­და მას­თან, მა­შინ რო­ცა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამძღვრის დე­მეტ­რი­ო­სის­გან მხო­ლოდ მას ება­რა და­მოძღვრა, ჩათ­ვა­ლა, რომ გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა არ ეთან­ხმე­ბო­და საღ­ვთო გა­ნათ­ლე­ბა­ში წვრთნას. უყოყ­მა­ნოდ ჩა­მო­შორ­და უსარ­გებ­ლო და წმინ­და საგ­ნე­ბის სა­პი­რის­პი­რო მწერ­ლო­ბის სწავ­ლე­ბას. შემ­დეგ გო­ნივ­რუ­ლად მო­ი­ფიქ­რა, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა რომ არ დას­ჭირ­ვე­ბო­და, რაც აქამ­დე ძვე­ლი მწერ­ლო­ბის თხზუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და სიყ­ვა­რუ­ლით მოვ­ლი­ლი, გას­ცა და მის­თვის საკ­მა­რი­სი იყო, მყიდ­ველს დღე­ში ოთ­ხი ობო­ლი მი­ეცა. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ლო­სო­ფოს­თა ცხოვ­რე­ბის ასეთ წესს მის­დევ­და: ყმაწ­ვი­ლუ­რი გუ­ლისთქმე­ბის მთე­ლი ნივ­თი სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან გა­ნი­შო­რა, მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­კე­ტიზ­მის არა მცი­რე­დი ღვაწ­ლი ეტ­ვირ­თა, ღა­მით კი დი­დი ხნით საღ­ვთო წე­რილ­ზე ზრუნ­ვას უძღვნი­და თავს; ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფი­ლო­სო­ფი­ურ წესს, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლო იყო, იცავ­და, ზოგ­ჯერ მარ­ხვა­ში წვრთნით, ზოგ­ჯერ ძი­ლის ხანგრძლი­ვო­ბის გა­მო­ზომ­ვით, რა­საც მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მო სა­ერ­თოდ არ ატა­რებ­და სა­წოლ­ზე, არა­მედ ია­ტაკ­ზე. ყვე­ლა­ზე მე­ტად ფიქ­რობ­და იმა­ზე, რომ უნ­და და­ეც­ვა მაც­ხოვ­რის სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სიტ­ყვე­ბი, რო­მე­ლიც შე­ა­გო­ნებ­და იმის შე­სა­ხებ, რომ არც ორი მო­სას­ხა­მით, არც ფეხ­საც­მე­ლით ესარ­გებ­ლათ, არც მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რით და­ტან­ჯუ­ლიყ­ვნენ. მის ასაკ­ზე უფ­რო დი­დი გულ­მოდ­გი­ნე­ბის გა­მოჩე­ნით, სი­ცი­ვეს ტან­შიშ­ვე­ლი უძ­ლებ­და და უპო­ვა­რე­ბის ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი მწვერ­ვა­ლის­კენ ის­წრა­ფო­და. მის გარ­შე­მო მყოფთ ძლი­ერ ან­ცვიფ­რებ­და, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ევედ­რე­ბო­და მას, გა­ე­ზი­ა­რე­ბია მა­თი ქო­ნე­ბა, რო­დე­საც ხე­დავ­დნენ საღ­ვთო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სას მის მი­ერ ნა­კისრ ღვაწლს. თვი­თონ კი არ თმობ­და ამ­ტა­ნო­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წა­ზე და­დი­ო­და ფეხ­საც­მლის გა­რე­შე, უფ­რო მე­ტიც, ღვი­ნის სმი­სა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბის გარ­და სხვა რა­მის­გა­ნაც თავს იკა­ვებ­და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე რომ მუც­ლის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის საფრთხე­ში ჩა­ვარ­და.
   ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ასეთ მა­გა­ლი­თებს იძ­ლე­ო­და მა­ყუ­რე­ბელ­თათ­ვის, ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი მო­შურ­ნე­ო­ბის მი­მართ აღ­ძრავ­და მრა­ვალ მო­წა­ფეს, ისე რომ უკ­ვე ურ­წმუ­ნო წარ­მარ­თე­ბის­გან, და გა­ნათ­ლე­ბა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გან­სწავ­ლულ­თა­გან თა­ვი­სი და­მოძღვრით არა მცი­რედს წა­რი­ტა­ცებ­და. თვით ისი­ნი კი მი­სი მეშ­ვე­ო­ბით სუ­ლის სიღ­რმე­ში ღვთის სიტ­ყვი­სად­მი რწმე­ნის ნამ­დვი­ლად მიმ­ღებ­ნი სა­ხელს იხ­ვეჭ­დნენ მო­წევ­ნუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბის დროს, ისე რომ ზო­გი მათ­გა­ნი შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა და მო­წა­მე­ობ­რი­ვა­დაც აღეს­რუ­ლა.
    * შდრ. პლატონი, სახელმწიფო, 400 d - მთარგ.
 IV
   მათ­გან პირ­ვე­ლი იყო ახ­ლა­ხან ნახ­სე­ნე­ბი პლუ­ტარ­ქე, რო­მე­ლიც რო­დე­საც სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­ყავ­დათ, მას­თან ერ­თად სი­ცოც­ხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და ის (ე.ი. ორი­გე­ნე - მთარგ.), ვის შე­სა­ხე­ბაც ვსა­უბ­რობთ; და მის­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კი­ნა­ღამ მოკ­ლეს [ორი­გე­ნე], რო­გორც მი­სი სიკ­ვდი­ლის ცხა­დი მი­ზე­ზი; მა­ში­ნაც ღვთის გან­ზრახ­ვამ და­იც­ვა იგი. პლუ­ტარ­ქეს შემ­დეგ ორი­გე­ნეს მო­წა­ფე­თა­გან მე­ო­რე მო­წა­მედ წარ­მოჩნდა სე­რე­ნი­უსი, მან ცეც­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ა­ბა­რა იმ რწმე­ნის გა­მოც­და, რაც მი­იღო. იმა­ვე სკო­ლი­დან მე­სა­მე მო­წა­მე გახ­და ჰე­რაკ­ლი­დე, მის შემ­დეგ მე­ოთ­ხე - ჰე­რო­ნი, პირ­ვე­ლი ჯერ კი­დევ კა­თაკ­მე­ვე­ლი იყო, მე­ო­რე კი - ახ­ლად მო­ნათ­ლუ­ლი, რო­მელ­თაც თა­ვი მოკ­ვე­თეს. მათ გარ­და ნა­ქა­და­გე­ბი იქ­ნა ამა­ვე სკო­ლის მე­ხუ­თე მებ­რძო­ლი ღვთის­მო­სა­ვო­ბი­სა, სე­რე­ნი­უსი, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­სა­გან განსხვა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მით მრა­ვა­ლი წა­მე­ბის დათ­მე­ნის შემ­დეგ თა­ვის მოკ­ვე­თით და­ი­სა­ჯა. ქალ­თა­გან კი იყო ჰე­რა­ისი, ჯერ კი­დევ კა­თაკ­მე­ვე­ლი, რო­გორც თვი­თონ [ორი­გე­ნე] ამ­ბობს ერ­თგან, "ცეც­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ნათ­ლო­ბის მიმ­ღე­ბი" წა­ვი­და ამ­ქვეყ­ნი­დან.
                                                     V
   მათ შო­რის მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე უნ­და აღი­რიც­ხოს ბა­სი­ლი­დე, ვი­საც თან ახ­ლდა სა­ხელ­განთქმუ­ლი პო­ტა­მი­ანე, რომ­ლის შე­სა­ხებ გად­მო­ცე­მას დღემ­დე გა­ლო­ბენ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ები, მი­სი სხე­უ­ლის სიწ­მინ­დი­სა და სი­ქალ­წუ­ლის გა­მო, რი­თაც გა­მო­ირჩე­ოდა, და ებ­რძო­და მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს (რად­გან იგი ყვა­ო­და სუ­ლი­თაც და სხე­უ­ლის გა­რეგ­ნო­ბი­თაც), და მრა­ვა­ლი რამ და­ით­მი­ნა. და­სას­რულ, სათ­ქმე­ლად სა­ში­ნე­ლი და შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი წა­მე­ბის შემ­დეგ ცეც­ხლით აღეს­რუ­ლა დე­დას­თან მარ­კე­ლეს­თან ერ­თად. ამ­ბო­ბენ, რომ მას შემ­დეგ, რაც მსა­ჯულ­მა (მი­სი სა­ხე­ლი იყო აკ­ვი­ლა) მთე­ლი მი­სი სხე­უ­ლი მძი­მედ ტან­ჯა, ბო­ლოს, თავ­ხე­დუ­რად და­ე­მუქ­რა, რომ მის სხე­ულს გლა­დი­ა­ტო­რებს გა­დას­ცემ­და. თა­ვის თავ­ში მცი­რე ხნით ჩა­ფიქ­რე­ბის შემ­დეგ ჰკით­ხეს, თუ რა გა­დაწ­ყვი­ტა; მან ისე­თი პა­სუ­ხი გას­ცა, რაც მა­თი აზ­რით რა­ღაც უწ­მინ­დურს გუ­ლის­ხმობ­და. სიტ­ყვის წარ­მოთ­ქმას­თან ერ­თად მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლოს გა­ნაჩენი, და ბა­სი­ლი­დემ, ერთ-ერ­თმა ჯარ­ში მსა­ხურ­თა­გან, წა­იყ­ვა­ნა იგი მო­საკ­ლა­ვად. რო­დე­საც ბრბო შეკ­რე­ბი­ლი იყო მის გარ­შე­მო და ცდი­ლობ­და ბილ­წი სიტ­ყვე­ბით მის შე­უ­რაც­ხყო­ფას, იგი აკა­ვებ­და მათ და დევ­ნი­და შე­უ­რაცხმყო­ფელთ, დიდ წყა­ლო­ბა­სა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას იჩენ­და მის­და­მი. ის კი მის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნილ თა­ნაგრძნო­ბას ღე­ბუ­ლობ­და და ჭა­ბუკს სიმ­ტკი­ცი­სა­კენ მო­უ­წო­დებ­და, რის­თვი­საც, აქე­დან რომ წა­ვი­დო­და, მის თავს თა­ვი­სი უფ­ლის­გან გა­მო­ით­ხოვ­და და მცი­რე ხან­ში მის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლის გა­მო სა­მა­გი­ე­როს მი­უზ­ღავ­და. ეს უთ­ხრა და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რად და­ით­მი­ნა აღ­სას­რუ­ლი, რო­დე­საც ადუ­ღე­ბულ ფისს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ასო­ზე ფე­ხის წვე­რე­ბი­დან თა­ვის მწვერ­ვა­ლამ­დე ნე­ლა და წვეთ-წვე­თად ას­ხამ­დნენ მას. ასე­თი იყო ამ ქა­ლიშ­ვი­ლის ბრძო­ლა, რა­საც უმ­ღე­როდ­ნენ. მცი­რე დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ რა­ღაც მი­ზე­ზის გა­მო ბა­სი­ლი­დეს მას­თან ერ­თად მყოფ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მოს­თხო­ვეს და­ფი­ცე­ბა, მან და­ი­ჟი­ნა, რომ მას სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და და­ფი­ცე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, რად­გან ქრის­ტი­ა­ნი იყო და ამას ცხა­დად აღი­ა­რებ­და. პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დნენ, რომ ხუმ­რობ­და, ხო­ლო რო­დე­საც მტკი­ცედ გა­ნაც­ხა­და, წა­იყ­ვა­ნეს მსა­ჯულ­თან, ვის წი­ნა­შე წარ­დგო­მილ­მაც აღი­არა, და გა­დას­ცეს საპ­ყრო­ბი­ლე­ში. რო­დე­საც ღვთის­მი­ერ მი­სი ძმე­ბი მას­თან მი­ვიდ­ნენ და მი­სი მეყ­სე­უ­ლი და სას­წა­უ­ლებ­რი­ვი აღძვრის მი­ზე­ზი გა­მო­ი­კით­ხეს, ამ­ბო­ბენ, მან თქვა, რომ მო­წა­მე­ო­ბის შემ­დეგ მე­სა­მე დღეს ღა­მით გა­მო­ეც­ხა­და პო­ტა­მი­ანა, მას თავ­ზე გვირ­გვი­ნი ედ­გა და ამ­ბობ­და, რომ უფალს სთხო­ვა მად­ლი მის­თვის, თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მი­ი­ღო და არ­ცთუ მრა­ვა­ლი ხნის შემ­დეგ მას წა­იყ­ვან­და. ამის შემ­დეგ ძმებ­მა მას უფ­ლის ბე­ჭე­დი გა­დას­ცეს*, მომ­დევ­ნო დღეს უფ­ლი­სათ­ვის მო­წა­მე­ო­ბით გა­მორჩე­ულს თა­ვი მოკ­ვე­თეს. მოგ­ვით­ხრო­ბენ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის დროს ალექ­სან­დრი­ა­ში სხვა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ერ­თბა­შად მი­ვი­და ქრის­ტეს სიტ­ყვას­თან, რო­დე­საც სიზ­მარ­ში ეც­ხა­დე­ბო­დათ პო­ტა­მი­ა­ნე და მო­უ­წო­დებ­და მათ. მაგ­რამ ვიკ­მა­როთ ეს ამ­ბე­ბი4.
    * იგულისხმება ნათლისღება - მთარგ.
                                                      VI
    პან­ტე­ნო­სი შეც­ვა­ლა კლი­მენ­ტიმ, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრი­ა­ში იმ­ჟა­მად წი­ნამძღვრობ­და კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრას, მი­სი მოს­წავ­ლე იყო ორი­გე­ნე. რო­დე­საც კლი­მენ­ტი "სტრო­მა­ტე­ბის" ნაშ­რომს ქმნის, პირ­ველ წიგ­ნში გად­მო­ცემს ქრო­ნო­ლო­გი­ას, კო­მო­დუ­სის5 აღ­სას­რუ­ლით შე­მო­საზღვრავს თა­რი­ღებს; ასე რომ, ცხა­დია, სე­ვე­რუ­სის დროს შე­ად­გი­ნა ნაშ­რო­მი, რომ­ლის ზე­ო­ბის ხა­ნა­ზე მოგ­ვით­ხრობს აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი თხზუ­ლე­ბა.
 VII
   ამა­ვე დროს აგ­რეთ­ვე იუ­დამ6, სხვა მწე­რალ­მა, და­ნი­ელ­თან [ნახ­სე­ნებ] შვიდ შვი­დე­ულ­ზე წე­რი­ლო­ბით ისა­უბ­რა; ჟამ­თა აღ­წე­რას იგი წყვეტს სე­ვე­რუ­სის მე­ფო­ბის მე­ა­თე წელ­თან. იგი ფიქ­რობ­და, რომ უკ­ვე იმ დროს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა, რა­ზეც შეუჩე­რებ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ. ასე ძლი­ერ აშ­ფო­თებ­და მრა­ვალ­თა გო­ნე­ბას ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბა.
 VIII
   ამ დროს, რო­დე­საც ორი­გე­ნე კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრის საქ­მეს აღას­რუ­ლებ­და ალექ­სან­დრი­აში, მან ჩა­ი­დი­ნა მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი და ყმაწ­ვი­ლუ­რი გო­ნე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი საქ­ცი­ელი, თუმ­ცა, რწმე­ნი­სა და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბის უდი­დე­სი მა­გა­ლი­თის შემ­ცვე­ლი. რად­გან გა­მო­ნათ­ქვა­მი: „არი­ან სა­ჭუ­რი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ცა­თა სა­სუ­ფევ­ლის გა­მო და­ი­სა­ჭუ­რი­სე­ბენ თავს“ (მათ. 19,21), - მან მარ­ტი­ვად და ყმაწ­ვი­ლუ­რად მი­იღო, ფიქ­რობ­და, რომ მაც­ხოვ­რის სიტ­ყვას ას­რუ­ლებ­და, და ასე­ვე, რა­თა ურ­წმუ­ნო­ებ­თან სა­მარცხვი­ნო ცი­ლის­წა­მე­ბი­სათ­ვის ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვი გა­მო­ე­რიც­ხა (რად­გან ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში არა მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს, არა­მედ ქა­ლებ­საც ესა­უბ­რე­ბო­და საღ­ვთო სა­კით­ხებ­ზე), იჩქა­რა, მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი სიტ­ყვა საქ­მით აღეს­რუ­ლე­ბია; ფიქ­რობ­და, რომ ეს მრა­ვა­ლი მი­სი მო­წა­ფის­თვის და­ფა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ არ შე­ეძ­ლო მი­უ­ხე­და­ვად სურ­ვი­ლი­სა ასე­თი საქ­მის და­ფარ­ვა. რო­დე­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­მეტ­რი­ოს­მა შე­იტ­ყო, ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ო­ცე­ზის წა­ნამძღვარ­მა, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და მი­სი გამ­ბე­და­ობა, მო­ი­წო­ნა მი­სი რწმე­ნის გულ­მოდ­გი­ნე­ბა და სიწ­რფე­ლე, ამ­ხნე­ვებ­და, მო­უ­წო­დებ­და ახ­ლა უფ­რო მე­ტი მგზნე­ბა­რე­ბით შეს­დგო­მო­და და­მოძღვრის საქ­მეს.
   იმ დროს იგი ასე­თი იყო. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი, რო­დე­საც მან და­ი­ნა­ხა, რომ იგი წა­რე­მა­ტე­ბო­და და ყველ­გან იყო სა­ხელ­განთქმუ­ლი რო­გორც დი­დი და ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ანი, მან ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტით ძლე­ულ­მა სცა­და მსოფ­ლი­ოს ეპის­კო­პო­სე­ბი­სათ­ვის ეს საქ­ცი­ელი, რო­გორც ყვე­ლა­ზე უმ­სგავ­სო, ისე აღე­წე­რა; რო­დე­საც პა­ლეს­ტი­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოც­დილ­მა და გა­მოჩე­ნილ­მა ეპის­კო­პო­სებ­მა კე­სა­რი­ი­სა და იე­რუ­სა­ლი­მი­სა* გა­დაწ­ყვი­ტეს, რომ ორი­გე­ნე უმაღ­ლე­სი პა­ტი­ვის ღირ­სი იყო, და პრეს­ვი­ტე­რად და­ას­ხეს ხე­ლი7. ამ­გვა­რად, რო­დე­საც ესო­დენ გა­ი­ზარ­და მი­სი დი­დე­ბა და ყველ­გან ყვე­ლას­თან არა მცი­რე სიბრძნი­სა და სათ­ნო­ე­ბის სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა, დე­მეტ­რი­ოსს სხვა არა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბა რომ არ შე­ეძ­ლო, ძვე­ლად ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მის მი­ერ ჩა­დე­ნილ საქ­მე­ზე სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა შეთ­ხზა, და გა­ბე­და ბრალ­დე­ბებ­ში ჩა­ეთ­რია მი­სი ხუ­ცე­სის ხა­რის­ხში ამ­ყვან­ნი.
   ეს ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და. მა­შინ ორი­გე­ნე ალექ­სან­დრი­ა­ში საღ­ვთო საგ­ნებ­ში და­მოძღვრის საქ­მეს ყვე­ლა­სათ­ვის, ვინც მას­თან მო­დი­ოდა, თავ­და­უ­ზო­გა­ვად აღას­რუ­ლებ­და დღი­სი­თაც და ღა­მი­თაც, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო საღ­ვთო საგ­ნე­ბი­სა და მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და­უ­ღა­ლა­ვად ჰქონ­და მიძღვნი­ლი.
   თვრა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ვე­რუ­სის მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ იგი შეც­ვა­ლა ვა­ჟიშ­ვილ­მა ან­ტო­ნი­ნუს­მა8. მის დროს გაჩა­ღე­ბუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბი­სას გა­მოწ­რთო­ბილ­თა­გან და აღ­სა­რე­ბებ­ში ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ ღვთის წი­ნა­გან­გე­ბით გა­დარჩე­ნილ­თა­გან ერ­თი ვინ­მე ალექ­სან­დრე, ვინც ახ­ლა­ხანს იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სად მო­ვიხ­სე­ნი­ეთ, ვინც თა­ვი გა­მოიჩი­ნა ქრის­ტეს გა­მო აღ­სა­რე­ბე­ბით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ეპის­კო­პო­სო­ბის ღირ­სი გახ­და, რო­დე­საც მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი, ნარ­კი­სო­სი, ჯერ კი­დევ ცოც­ხა­ლი იყო.
  * თეოკტისტემ და ალექსანდრემ - მთარგ.
                                                    IX
   სამ­რევ­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ნარ­კი­სო­სის მრა­ვალ სხვა სას­წა­ულს იხ­სე­ნე­ბენ მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით ძმე­ბის გად­მო­ცე­მით. მათ შო­რის მოგ­ვით­ხრო­ბენ მი­სი მეშ­ვე­ო­ბით მომ­ხდარ ასეთ საკ­ვირ­ვე­ლე­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თხელ აღ­დგო­მის დი­დი ღა­მის­თე­ვი­სას, დი­აკ­ვნებს და­აკ­ლდათ ზე­თი, რის გა­მოც მთე­ლი ხალ­ხი სა­ში­ნელ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, ნარ­კო­სოს­მა უბ­რძა­ნა მათ, რომ­ლებ­საც მზად­ყოფ­ნა­ში მო­ყავ­დათ გა­ნა­თე­ბა, ჩა­მო­ეს­ხათ წყა­ლი და მო­ე­ტა­ნათ. რო­გორც კი ეს თქვა და მა­თაც გა­ა­კე­თეს, მან ილო­ცა წყალ­ზე და უფ­ლი­სად­მი ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნით ბრძა­ნა ჩა­ეს­ხათ კან­დე­ლებ­ში. რო­დე­საც ესეც გა­ა­კე­თეს, ყო­ველ­გვა­რი სა­ღი აზ­რის სა­პი­რის­პი­როდ ღვთის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლით წყლის ბუ­ნე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა ზე­თად, და აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩვენს დრომ­დე ბევრ იქა­ურ ძმას­თან შე­მო­ნა­ხუ­ლია მა­შინ­დე­ლი საკ­ვირ­ვე­ლე­ბის მცი­რე რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.
   მაგ­რამ ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვალ რა­მეს მოხ­სე­ნი­ე­ბის ღირსს აღ­ნუს­ხა­ვენ, რო­მელ­თა შო­რის არის შემ­დე­გი. მის ძა­ლა­სა და ცხოვ­რე­ბის სიმ­ტკი­ცეს ვერ იტან­დნენ ზო­გი­ერ­თი უკე­თუ­რი კა­ცუ­ნე­ბი, ეში­ნო­დათ, არ შე­ეპ­ყრათ და წა­ეყ­ვა­ნათ სამ­სჯავ­რო­ზე (აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ, რომ მრა­ვა­ლი ბო­რო­ტი საქ­მე ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი), მოვ­ლე­ნებს და­ას­წრეს და მის წი­ნა­აღ­მდეგ მო­აწ­ყვეს შეთ­ქმუ­ლე­ბა და სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა გა­ავ­რცე­ლეს. შემ­დეგ მსმე­ნე­ლე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად ფი­ცით გა­ნამ­ტკი­ცეს ბრალ­დე­ბე­ბი. ერ­თმა და­ი­ფი­ცა, რომ "[თუ ეს სიც­რუეა], ცეც­ხლით და­ვიწ­ვა", მე­ო­რემ კი, - "სა­ში­ნე­ლი სნე­უ­ლე­ბით და­ი­ტან­ჯოს სხე­ული", მე­სა­მემ კი, - "თვა­ლე­ბი და­მიბ­რმავ­დეს". მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იფი­ცე­ბოდ­ნენ, მორ­წმუ­ნე­ებ­მა არ მი­აქ­ცი­ეს მათ ყუ­რად­ღე­ბა, რად­გან ყვე­ლას წი­ნა­შე ბრწყი­ნავ­და ნარ­კი­სო­სის ბრძნუ­ლი და ზნე­ობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წე­სი. მან კი ვერ აი­ტა­ნა ის უზ­ნე­ობა, რა­საც ამ­ბობ­დნენ, და თუმ­ცა დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­დევ­და ფი­ლო­სო­ფი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს, გა­ექ­ცა ეკ­ლე­სი­ის მთელ კრე­ბულს, უდაბ­ნო­ებ­სა და უც­ნობ ად­გი­ლებ­ში იმა­ლე­ბო­და და იქ მრა­ვა­ლი წე­ლი გა­ა­ტა­რა. მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დი­დი თვა­ლი მშვი­დად არ უყუ­რებ­და ამ საქ­მე­ებს, მა­ლე მო­ევ­ლი­ნა უღ­მერ­თო­ებს იმ უბე­დუ­რე­ბე­ბით, რი­თაც თა­ვი­ან­თი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ფი­ცით შეკ­რულ იქ­ნენ. პირ­ვე­ლის შემთხვე­ვა­ში, ყო­ველ მი­ზეზ გა­რე­შე პირ­და­პირ ასე, პა­ტა­რა ნა­პერ­წკა­ლი და­ვარ­და სახ­ლში, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და, ღა­მე მთლი­ა­ნად წა­ე­კი­და მას ცეც­ხლი და ყვე­ლა ნა­თე­სავ­თან ერ­თად და­იწ­ვა. მე­ო­რე კი მთე­ლი სხე­უ­ლით ფე­ხის წვე­რე­ბი­დან თა­ვამ­დე და­ი­ფა­რა იმ სნე­უ­ლე­ბით, რაც თვი­თონ მი­უ­სა­ჯა თა­ვის თავს. მე­სა­მემ, რო­დე­საც მიხ­ვდა, რა შე­ემთხვათ პირ­ველ ორს, ყოვ­ლის­მხედ­ვე­ლი ღმერ­თის გარ­და­უ­ვა­ლი სა­მარ­თლი­სა­გან შე­ში­ნე­ბულ­მა აღი­ა­რა მათ მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად მოწ­ყო­ბი­ლი მზაკ­ვრო­ბა. ესო­დენ იტან­ჯე­ბო­და მო­ნა­ნუ­ლი და მოთ­ქმა-გო­დე­ბით ცრემ­ლე­ბის ღვრას არ წყვეტ­და, ვიდ­რე ორი­ვე თვა­ლი არ და­უ­ზი­ან­და.
   და მათ ასე­თი სას­ჯე­ლი მი­ეზ­ღოთ სიც­რუ­ი­სათ­ვის.
                                               X
   რო­დე­საც ნარ­კი­სო­სი წა­ვი­და და არა­ვინ იცო­და, სად შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო, მო­საზღვრე ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნამძღვრებ­მა სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს სხვა ეპის­კო­პო­სის ხელ­დას­ხმა. მი­სი სა­ხე­ლი იყო დი­ოსი, რო­მე­ლიც არა მრა­ვა­ლი ხნის შემ­დეგ შეც­ვა­ლა გერ­მა­ნი­ონ­მა, ხო­ლო იგი - გორ­დი­ოს­მა9, რომ­ლის დრო­საც რო­გორც გა­ცოც­ხლე­ბუ­ლი სა­ი­დან­ღაც გა­მოჩნდა ნარ­კი­სო­სი და კვლავ მო­უხ­მეს მას ძმებ­მა წი­ნამ­დგო­მე­ლო­ბი­სათ­ვის. ყვე­ლა უფ­რო მე­ტად იყო აღფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მი­სი წას­ვლი­სა და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­მო და, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, იმით, რომ ღვთის­გან სა­მა­გი­ე­როს მიზ­ღვის ღირ­სი გახ­და.
 XI
   და რო­დე­საც მე­ტად აღარ შე­ეძ­ლო მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის გა­მო, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ალექ­სან­დრეს10, სხვა დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პოსს, ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბამ მო­უხ­მო ნარ­კი­სოს­თან ერ­თად მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის და მას ღა­მით ხილ­ვა­ში გა­მო­ეც­ხა­და. ამ­გვა­რად, იგი ღვთის ნე­ბით კა­ბა­დო­კი­ელ­თა ქვეყ­ნი­დან, სა­დაც პირ­ველ ეპის­კო­პო­სად იყო ღირსქმნი­ლი, იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მო­ლოც­ვი­სა და [წმინ­და] ად­გილ­თა გაც­ნო­ბის მიზ­ნით აღას­რუ­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა. იქა­უ­რებ­მა ყვე­ლა­ზე გუ­ლი­თა­დად მი­ი­ღეს და არ­წმუ­ნებ­დნენ, შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სხვა გა­მოც­ხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რაც მა­თაც ეჩვე­ნა ღა­მით და ერ­თი­და­ი­გი­ვე ხმა ყვე­ლა­ზე ცხა­დად მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით მო­შურ­ნე­ებს ეუწ­ყა. მან გა­ნუც­ხა­და, რომ უნ­და გა­სუ­ლიყ­ვნენ კა­რიბ­ჭის გა­რეთ და მათ­თვის ღვთის­გან წი­ნა­გან­საზღვრულ ეპის­კო­პოსს უჩვე­ნებ­და. რო­დე­საც ეს გა­ა­კე­თეს, ეპის­კო­პოს­თა სა­ერ­თო აზ­რთან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მარ­თავ­დნენ მახ­ლობ­ლად მყოფ ეკ­ლე­სი­ებს, აუ­ცი­ლებ­ლო­ბით აი­ძუ­ლეს იგი, რომ დარჩე­ნი­ლი­ყო. თვი­თონ ალექ­სან­დრეც იხ­სე­ნებს მას­თან ერ­თად ნარ­კი­სო­სის თავმჯდო­მა­რე­ო­ბას სა­კუ­თარ ეპის­ტო­ლე­ებ­ში ან­ტი­ნო­ი­ტე­ლე­ბის მი­მართ, რაც ახ­ლაც არის ჩვენ­თან შე­მო­ნა­ხუ­ლი, ამას სიტ­ყვა­სიტ­ყვით ეპის­ტო­ლეს ბო­ლო­ში წერს: "მო­გე­სალ­მე­ბათ თქვენ ნარ­კი­სო­სი, ჩემს უწი­ნა­რეს აქ ეპის­კო­პო­სო­ბის ხა­რის­ხის მქო­ნე და ახ­ლაც ჩემ­თან ერ­თად მყო­ფი ლოც­ვებ­ში, ას­თექვსმეტ წელს მი­წევ­ნუ­ლი, მო­გი­წო­დებს თქვენ, მსგავ­სად­ვე მეც, რომ ვი­ყოთ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი"11.
   ასე­თი ამ­ბე­ბი იყო. რო­დე­საც ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ნის­ვე­ნა სე­რა­პი­ონ­მა, ეპის­კო­პო­სო­ბა მი­ი­ღო ას­კლე­პი­ა­დემ12, მა­ნაც დევ­ნუ­ლე­ბი­სას აღ­სა­რე­ბე­ბით გა­მოიჩი­ნა თა­ვი. ალექ­სან­დრე ასე­ვე იხ­სე­ნებს მის დად­გი­ნე­ბას და ასე წერს ან­ტი­ო­ქი­ე­ლებს: "ალექ­სან­დრე, მო­ნა და ტყვე იე­სო ქრის­ტე­სი, ან­ტი­ო­ქი­ელ­თა ნე­ტარ ეკ­ლე­სი­ას გი­ხა­რო­დეთ უფალ­ში. ჩემ­თვის მსუ­ბუ­ქი და ად­ვი­ლი გა­ხა­და ბორ­კი­ლე­ბი უფალ­მა, რო­დე­სად საპ­ყრო­ბი­ლე­ში თა­ვის დრო­ზე გა­ვი­გე, რომ თქვე­ნი, ან­ტი­ო­ქი­ელ­თა წმინ­და ეკ­ლე­სი­ა­ში საღ­ვთო წი­ნა­გან­გე­ბით ეპის­კო­პო­სო­ბა გა­და­ე­ცა ას­კლე­პი­ა­დეს, რწმე­ნის ღირ­სე­ბით ყვე­ლა­ზე გა­მო­სა­დეგ კაცს".
   აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ეპის­ტო­ლე კლი­მენ­ტის ხე­ლით გაგ­ზავ­ნა, ბო­ლო­ში კი ამას წერს: "ჩემო, ძმე­ბო, ეს წე­რი­ლი გა­მოვ­გზავ­ნე ნე­ტა­რი პრეს­ვი­ტე­რის კლი­მენ­ტის, სათ­ნო და გა­მოც­დი­ლი კა­ცის, მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­ზეც გსმე­ნი­ათ და მას გა­იც­ნობთ კი­დე­ვაც. მან აქ მყოფ­მა მე­უ­ფის წი­ნა­გან­გე­ბი­თა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გა­ნამ­ტკი­ცა და გა­ნამ­რავ­ლა უფ­ლის ეკ­ლე­სია".
 XII
   სე­რა­პი­ო­ნის მწერ­ლო­ბა­ში წვრთნის სხვა ჩა­ნა­წე­რე­ბიც ნამ­დვი­ლად არის შე­მორჩე­ნი­ლი სხვებ­თან, ჩვე­ნამ­დე კი მხო­ლოდ "დომ­ნო­სის მი­მართ" თხზუ­ლე­ბებ­მა მო­აღ­წია, ეს დომ­ნო­სი დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს ქრის­ტე­სად­მი რწმე­ნი­დან გა­და­ვარ­და იუ­და­ურ ცრუ მსა­ხუ­რე­ბა­ში; და აგ­რეთ­ვე "პონ­ტი­უ­სი­სა და კა­რი­კუ­სის მი­მართ", რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი; და სხვა­თა მი­მართ მი­წე­რი­ლი სხვა ეპის­ტო­ლე­ე­ბიც. მან შე­ად­გი­ნა სხვა თხზუ­ლე­ბა "პეტ­რეს სა­ხა­რე­ბად წო­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც ამ­ხი­ლა მას­ში გა­მოთ­ქმუ­ლი სიც­რუე იმ პი­როვ­ნე­ბე­ბის გა­მო, ვინც რო­სო­ნის დი­ო­ცეზ­ში ხსე­ნე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბის მი­ზე­ზით სხვაგ­ვა­რად­მა­დი­დე­ბე­ლი მოძღვრე­ბი­სა­კენ გა­და­ი­ხა­რა13. გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა აქე­დან მო­ვიყ­ვა­ნოთ მცი­რე ამო­ნა­რი­დი, მი­სი მეშ­ვე­ო­ბით წარ­მო­ვაჩენთ იმ აზრს, რაც მას აქვს ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ, და წერს შემ­დეგს: "რად­გან ჩვენ, ძმე­ბო, ვღე­ბუ­ლობთ პეტ­რე­საც და სხვა მო­ცი­ქუ­ლებ­საც რო­გორც ქრის­ტეს, მაგ­რამ მა­თი სა­ხე­ლით გა­ყალ­ბე­ბულ თხზუ­ლე­ბებს, რო­გორც გა­მოც­დილ­ნი, უარ­ვყოფთ; ვი­ცით, რომ ასე­თე­ბი არ მიგ­ვი­ღია. რად­გან მე, რო­დე­საც თქვენ­თან ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი, რომ ყვე­ლა მარ­თალ სარ­წმუ­ნო­ე­ბას ატა­რებ­დით და არ გა­ვე­ცა­ნი მათ მი­ერ პეტ­რეს სა­ხე­ლით მო­ტა­ნილ სა­ხა­რე­ბას; ვთქვი: თუ გგო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ ეს იწ­ვევს თქვენ­ში სულ­მოკ­ლე­ო­ბას, მა­შინ იკით­ხეთ. მაგ­რამ ახ­ლა, რო­დე­საც ჩემს მი­მართ ნათ­ქვა­მი­დან შე­ვიტ­ყვე, რომ მა­თი გო­ნე­ბა რა­ღაც მწვა­ლებ­ლო­ბა­ში ჩაძ­ვრა, ვიჩქა­რებ, კვლავ თქვენ­თან გავჩნდე. ასე რომ, ძმე­ბო, ცო­ტა ხან­ში მე­ლო­დეთ. ჩვენ კი, ძმე­ბო, რომ­ლებ­მაც გა­ვი­გეთ, თუ რო­გო­რი იყო მარ­კი­ა­ნუ­სის მწვა­ლებ­ლო­ბა (რო­მე­ლიც თა­ვის­თავს უპი­რის­პირ­დე­ბა, და არ იცის რა თქვას, რა­საც შე­ის­წავ­ლით იქი­დან, რაც თქვენ მოგ­წე­რეთ), ეს შევ­ძე­ლით სხვე­ბის, თვით ამ სა­ხა­რე­ბის შემ­სწავ­ლელ­თა მეშ­ვე­ო­ბით, ანუ ამ [მწვა­ლებ­ლო­ბის] წა­მომ­წყებ­თა მო­ნაც­ვლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლებ­საც ვუ­წო­დებთ დო­კე­ტებს14 (რად­გან მა­თი მოძღვრე­ბი­დან მო­დის მრა­ვა­ლი აზ­რი); და მა­თი დახ­მა­რე­ბით გა­და­ვი­კით­ხეთ და აღ­მო­ვაჩი­ნეთ მრა­ვა­ლი რამ მაც­ხოვ­რის მარ­თა­ლი სწავ­ლე­ბი­დან, ზო­გი რამ კი და­მა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და, რაც ქვე­მოთ გად­მო­ვე­ცით თქვენ­თვის".
 XIII
   ეს არის სე­რა­პი­ო­ნის ნა­წე­რე­ბი.
   კლი­მენ­ტის "სტრო­მა­ტე­ბი" კი, ყვე­ლა რვა­ვე, შე­მო­ნა­ხუ­ლია ჩვენ­თან, რო­მელ­საც ასე­თი სა­თა­უ­რი გა­ნუ­კუთ­ვნა: "ტი­ტუს ფლა­ვი­უს კლი­მენ­ტის ჭეშ­მა­რი­ტი ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ხედ­ვით გნოს­ტი­კო­სე­ბის მო­სახ­სნებ­ლე­ბის სტრო­მა­ტე­ბი", ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის წიგ­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა მი­სი თხზუ­ლე­ბა სა­თა­უ­რით "ჰი­პო­ტი­პო­სე­ბი", რო­მელ­შიც სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს მის მას­წავ­ლე­ბელს, პან­ტე­ნოსს და გად­მო­ცემს წმინ­და წე­რი­ლი­სა და გად­მო­ცე­მის მი­სე­ულ გან­მარ­ტე­ბებს. მას ეკუთ­ვნის ასე­ვე "ელი­ნე­ბის მი­მართ სიტ­ყვა მო­მაქ­ცე­ვე­ლი", სა­მი წიგ­ნი სა­თა­უ­რით "პე­და­გო­გი" და "ვინ არის მდი­და­რი, რო­მე­ლიც ცხონ­დე­ბა?" (ასე­თი არის მი­სი მე­ო­რე თხზუ­ლე­ბის სა­თა­ური), ასე­ვე თხზუ­ლე­ბა "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", სა­უბ­რე­ბი "მარ­ხვის შე­სა­ხებ" და "ცი­ლის­წა­მე­ბის შე­სა­ხებ", აგ­რეთ­ვე "შე­გო­ნე­ბა დათ­მე­ნი­სათ­ვის", ანუ "ახ­ლად მო­ნათ­ლულ­თა მი­მართ", და წიგ­ნი სა­თა­უ­რით "სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი", ანუ "იუ­და­უ­რად მო­აზ­როვ­ნე­თა წი­ნა­აღ­მდეგ"*, რო­მელ­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ეპის­კო­პოს ალექ­სან­დრეს უძღვნის.
   "სტრო­მა­ტებ­ში" იგი არამ­ხო­ლოდ საღ­ვთო წე­რი­ლის ნა­ირ­გვა­რო­ბას წარ­მოაჩენს, არა­მედ აგ­რეთ­ვე ბერ­ძენ­თა თხზუ­ლე­ბე­ბი­სა­საც; რა­საც კი მიიჩნევ­და, რომ მა­თაც თქვეს რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლო; და მო­იხ­სე­ნი­ებს მრა­ვალ­თა რო­გორც ელი­ნე­ბის, ასე­ვე ბარ­ბა­რო­სე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, გან­მარ­ტავს მათ, და მე­ტიც, მწვა­ლე­ბელ­თა მე­თა­უ­რე­ბის ცრუ მო­საზ­რე­ბებს გა­მარ­თავს, მოგ­ვით­ხრობს მრა­ვალ ამ­ბავს და ჩვენ გვაძ­ლევს მრა­ვალმხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბის შემ­ცველ შრო­მას. ამ ყო­ვე­ლი­ვეს­თან შე­ა­ზა­ვებს ფი­ლო­სო­ფოს­თა შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ამ­გვა­რად, შრო­მის შე­სატ­ყვისს ხდის "სტრო­მა­ტე­ბის" სა­თა­ურს. მათ­ში იგი იყე­ნებს მოწ­მო­ბებს სა­ეჭ­ვო წე­რი­ლე­ბი­დან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ე. წ. "სიბრძნე სო­ლო­მო­ნი­სა" და "სიბრძნე იე­სო ზი­რა­ქის ძი­სა", "ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლე", ასე­ვე ბარ­ნა­ბას, კლი­მენ­ტი­სა და იუ­დას ეპის­ტო­ლე­ებს; იხ­სე­ნი­ებს ტა­ტი­ა­ნეს თხზუ­ლე­ბას "ელი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" და კა­სი­ა­ნეს - მა­ნაც შე­ად­გი­ნა ჟამ­თა­აღ­წე­რა; გარ­და ამი­სა ფი­ლო­ნის, არის­ტო­ბუ­ლეს, იო­სე­ბის, დე­მეტ­რი­ო­სი­სა და ევ­პო­ლე­მო­სის, - იუ­დე­ვე­ლი მწერ­ლე­ბის, რომ­ლებ­მაც, ყვე­ლა მათ­გან­მა წე­რი­ლო­ბით და­ამ­ტკი­ცეს, რომ ელინ­თა მოდ­გმის წარ­მო­შო­ბა­ზე უფ­რო უხუ­ცე­სია მო­სე და იუ­დე­ველ­თა მოდ­გმა15. და სხვა მრა­ვა­ლი გან­სწავ­ლუ­ლო­ბით არის სავ­სე ამ კა­ცის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი. მათ­გან პირ­ველ­ში თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ აჩვე­ნებს, რომ მო­ცი­ქულ­თა მო­ნაც­ვლე­ებ­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ­ში გვპირ­დე­ბა, რომ "შე­საქ­მის­თვი­საც" და­წერ­და გან­მარ­ტე­ბებს.
   მის თხზუ­ლე­ბა­ში "პა­სე­ქის შე­სა­ხებ" აღი­ა­რებს, რომ მე­გობ­რებ­მა აი­ძუ­ლეს ძვე­ლი პრეს­ვი­ტე­რე­ბი­სა­გან მოს­მე­ნი­ლი გად­მო­ცე­მა წე­რი­ლობ­თი გა­და­ე­ცა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის; მას­ში კი იხ­სე­ნი­ებს მე­ლი­ტონს და ირი­ნე­ოსს და ზო­გი­ერთ სხვა­საც, რო­მელ­თა ამ­ბებს მოგ­ვით­ხრობს.
   * ან "მიმართ" - მთარგ.
 XIV
   "ჰი­პო­ტი­პო­სებ­ში", მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მთე­ლი კა­ნო­ნი­კუ­რი წმინ­და წე­რი­ლის შე­მოკ­ლე­ბულ თხრო­ბას გად­მო­ცემს, არც სა­ეჭ­ვო წიგ­ნებს უვ­ლის გვერდს, ვგუ­ლის­ხმობ იუ­დას და და­ნარჩენ კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ებს, ბარ­ნა­ბას ეპის­ტო­ლე­სა და პეტ­რეს ე. წ. "გა­მოც­ხა­დე­ბას". ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლე­ზე ამ­ბობს, რომ ეკუთ­ვნის პავ­ლეს და ებ­რა­ე­ლე­ბი­სათ­ვის ებ­რა­ულ ენა­ზეა და­წე­რი­ლი, ხო­ლო ლუ­კამ გულ­მოდ­გი­ნედ გა­და­თარგმნა იგი და გა­დას­ცა ბერ­ძნებს, რის გა­მოც ერ­თსა და იმა­ვე სტილს აღ­მო­ვაჩენთ თარ­გმა­ნის მი­ხედ­ვით ამ ეპის­ტო­ლე­შიც და "საქ­მე­ებ­შიც"; ბუ­ნებ­რი­ვია ის, რომ და­საწ­ყის­ში არ წე­რია "პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი". იგი ამ­ბობს: "რად­გან რო­დე­საც მი­წე­რა ებ­რა­ე­ლებს, რომ­ლებ­საც მის წი­ნა­აღ­მდეგ ჰქონ­დათ წი­ნას­წარ აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზ­რი და ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ მას, სავ­სე­ბით გო­ნივ­რუ­ლად მო­იქ­ცა, რომ თა­ვი­დან­ვე არ გა­ნი­შო­რა ისი­ნი თა­ვი­სი სა­ხე­ლის წარ­წე­რით".
   შემ­დეგ ქვე­მოთ დას­ძენს: "ახ­ლა კი, რო­გორც ნე­ტა­რი პრეს­ვი­ტე­რი ამ­ბობ­და, მას შემ­დეგ, რაც უფა­ლი, ყოვ­ლისმპყრო­ბე­ლის მო­ცი­ქუ­ლად მყო­ფი, ებ­რა­ე­ლებ­თან წა­რიგ­ზავ­ნა, პავ­ლე თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გა­მო, რო­გორც წარ­მარ­თებ­თან წარ­გზავ­ნი­ლი, არ წერ­და თა­ვის თავ­ზე რო­გორც ებ­რა­ელ­თა მო­ცი­ქუ­ლი, უფ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის მი­გე­ბის გა­მო და იმის გა­მოც, რომ ებ­რა­ე­ლებს მი­წე­რა მი­სი სი­სავ­სის­გან, მა­შინ რო­ცა თვი­თონ წარ­მარ­თე­ბის მქა­და­გე­ბე­ლი და მო­ცი­ქუ­ლი იყო" (შდრ. ებრ. 3,1; საქ­მე 22, 21; 1 ტიმ. 2,7; 2 ტიმ. 1,11; რომ. 11, 13).
   კვლავ იმა­ვე წიგ­ნში კლი­მენ­ტი სა­ხა­რე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის შე­სა­ხებ გვა­უწ­ყებს პირ­ვე­ლი ხუ­ცე­სე­ბის გად­მო­ცე­მას შემ­დე­გი სა­ხით. ამ­ბობს, რომ სა­ხა­რე­ბე­ბი­დან პირ­ვე­ლად და­ი­წე­რა ისი­ნი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს გვარ­ტო­მო­ბას; მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბას კი ასე­თი გან­გე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და: რო­დე­საც პეტ­რე რომ­ში სა­ხალ­ხოდ ქა­და­გებ­და სიტ­ყვას და სუ­ლიწ­მინ­დით სა­ხა­რე­ბას წარ­მოთ­ქვამ­და, იქ მყო­ფი მრა­ვა­ლი მო­უ­წო­დებ­და მარ­კოზს, რო­გორც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მიმ­დე­ვარ­სა და მი­სი ნათ­ქვა­მის მეხ­სი­ე­რე­ბით შემ­ნახ­ველს, აღე­წე­რა წარ­მოთ­ქმუ­ლი [სიტ­ყვა]. მან შექ­მნა სა­ხა­რე­ბა მი­სი მთხოვ­ნელ­თათ­ვის გა­და­სა­ცე­მად. რო­დე­საც ეს პეტ­რემ გა­იგო, არც ბრძა­ნე­ბით აუკ­რძა­ლა, არც წა­ა­ქე­ზა. ბო­ლოს კი იო­ა­ნემ, რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ერა, რომ სა­ხა­რე­ბებ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია სხე­უ­ლებ­რი­ვი* ამ­ბე­ბი, მო­წა­ფე­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბით სუ­ლიწ­მინ­დით ღმერ­თშე­მო­სილ­მა შექ­მნა სუ­ლი­ე­რი სა­ხა­რე­ბა. ამას გვა­უწ­ყებს კლი­მენ­ტი.
   კვლავ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ორი­გე­ნეს მი­მართ რო­მე­ლი­ღაც ეპის­ტო­ლე­ში იხ­სე­ნი­ებს კლი­მენ­ტის და მას­თან პან­ტე­ნოს­საც, რო­გორც მის­თვის ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებს, და წერს ამ­გვა­რად: "რო­გორც იცი, ესეც ღვთის ნე­ბა იყო, რა­თა წი­ნა­პარ­თა­გან მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უბ­ღა­ლა­ვი დარჩე­ნი­ლი­ყო, უფ­რო მე­ტად თბი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და მტკი­ცე, რად­გან ვიც­ნობთ, რო­გორც ნე­ტარ მა­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს უწი­ნა­რეს გა­ემ­გზავ­რნენ, და რომ­ლებ­თა­ნაც ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჩვენც ვიქ­ნე­ბით: პან­ტე­ნოსს, ჭეშ­მა­რი­ტად ნე­ტარ­სა და ჩემს უფალს, და წმინ­და კლი­მენტს, ვინც იყო ჩე­მი უფა­ლი და შემ­წე, და სხვა მსგავსთ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით შენ გა­გი­ცა­ნი, ყვე­ლა­ფერ­ში სა­უ­კე­თე­სოვ, ჩე­მო უფა­ლო და ძმაო". ასეთ არის ეს ამ­ბე­ბი.
   ადა­მან­ტი­ო­სი (რად­გან ესეც იყო ორი­გე­ნეს სა­ხე­ლი), რო­დე­საც ზე­ფი­რი­ნუ­სი იმ დროს წი­ნამძღვრობ­და რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ას, მის რომ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე ერ­თგან თვი­თონ­ვე წერს, და ამ­ბობს: "მსურ­და მე­ნა­ხა რო­მა­ელ­თა უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სია". იქ დიდ­ხანს არ დარჩე­ნი­ლა და წა­ვი­და ალექ­სან­დრი­აში, და იქა­უ­რო­ბა და­მოძღვრის ჩვე­უ­ლი საქ­მის მთე­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით აღავ­სო, რო­დე­საც დე­მეტ­რი­ოსი, ად­გი­ლობ­რი­ვი ეპის­კო­პო­სი, ჯერ კი­დევ აღ­ძრავ­და მას და თით­ქმის ევედ­რე­ბო­და, და­უ­ღა­ლა­ვად ეღ­ვა­წა ძმე­ბის შე­წევ­ნი­სათ­ვის.
   * გარეშე საქმეთა ამსახველი, ე.ი. ისტორიული - მთარგ.
                                                    XV
     მან კი, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ მას აღარ შე­ეძ­ლო საღ­ვთო საგ­ნე­ბის უფ­რო ღრმად შეს­წავ­ლა, წმინ­და წე­რი­ლის გა­მოკ­ვლე­ვა და გან­მარ­ტე­ბა, გარ­და ამი­სა მას­თან მო­მა­ვალ­თა და­მოძღვრა არ აძ­ლევ­და სუ­ლის მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას (მო­წა­ფე­ე­ბი ერ­თი მე­ო­რის მო­ნაც­ვლე­ო­ბით დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­წავ­ლე­ბელ­ში), მან ჯგუ­ფე­ბად და­ყო მა­თი სიმ­რავ­ლე. მო­წა­ფე­თა­გან გა­მო­არჩია ჰე­რაკ­ლა­სი, რო­მე­ლიც საღ­ვთო საგ­ნებ­ში მო­შურ­ნე იყო, გარ­და ამი­სა - ყვე­ლა­ზე გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი კა­ცი და არც ფი­ლო­სო­ფი­ის უმე­ცა­რი, და მას გა­უ­ნა­წი­ლა და­მოძღვრის საქ­მე: მას გა­ნუ­კუთ­ვნა მოძღვრე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის შემ­სწავ­ლელ­თა პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის შე­სა­ვა­ლი, თა­ვის­თვის კი შე­მო­ი­ნა­ხა და­მოძღვრის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი მსმე­ნე­ლე­ბი.
XVI
    საღ­ვთო სიტ­ყვე­ბის ი­სე­თი ზედ­მი­წევ­ნით კვლე­ვა შე­მო­ი­ტა­ნა ო­რი­გე­ნემ, რომ ებ­რა­უ­ლი ე­ნა შე­ის­წავ­ლა და იუ­დევ­ლებ­თან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წმინ­და წე­რი­ლის თვით ებ­რა­უ­ლი ა­სო­ე­ბით და­წე­რი­ლი დედ­ნე­ბი შე­ი­ძი­ნა. მი­აგ­ნო "სა­მოც­და­ათ­თა" გარ­და წმინ­და წე­რი­ლის სხვა მთარგმნელ­თა გა­მო­ცე­მე­ბის კვალს, და აკ­ვი­ლას, სვი­მა­ქო­სის და თე­ო­დო­ტი­ო­ნის16 ცნო­ბი­ლი თარ­გმა­ნე­ბის გარ­და სხვე­ბიც აღ­მოაჩი­ნა, რო­მელ­თა, ძველ დრო­ში და­მა­ლულ­თა, კვალს მი­აგ­ნო და, არ ვი­ცი რა სიღ­რმე­ე­ბი­დან, დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ი­ტა­ნა. მათ შე­სა­ხებ მა­თი და­ფა­რუ­ლო­ბის გა­მო (არც ი­ცო­და, ვი­სი ი­ყო) მხო­ლოდ ეს აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­მოაჩი­ნა აქ­ტი­უ­მის მახ­ლობ­ლად, ნი­კო­პოლ­ში, სხვა კი სხვა ა­სეთ­სა­ვე ად­გი­ლას. ფსალ­მუ­ნე­ბის ჰეგ­ზაპ­ლებს შო­რის ოთ­ხი ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მის შემ­დეგ ა­რა მხო­ლოდ მე­ხუ­თე, ა­რა­მედ მე­ექ­ვსე და მეშ­ვი­დე თარ­გმა­ნიც გა­მოს­ცა; ერ­თი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ კვლავ აღ­ნიშ­ნა, რომ იე­რი­ქონ­ში ქვევ­რში ი­პო­ვა სე­ვე­რუ­სის ძმის ან­ტო­ნი­ნუ­სის დროს. მათ ყვე­ლას ერ­თად მო­უ­ყა­რა თა­ვი, და­ყო სვე­ტე­ბად და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით მო­ა­თავ­სა თვით ებ­რა­ულ ტექსტთან ერ­თად და ჩვენ ე. წ. "ჰეგ­ზაპ­ლე­ბის" ას­ლე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა, ცალ­კე მო­ამ­ზა­და აკ­ვი­ლას, სვი­მა­ქო­სი­სა და თე­ო­დო­ტი­ო­ნის გა­მო­ცე­მე­ბი "სა­მოც­და­ათ­თან" ერ­თად "ტეტ­რაპ­ლა­ში"17.
XVII
   თვი­თონ ამ მთარგმნელ­თა­გან ცნო­ბი­ლია, რომ სვი­მა­ქო­სი ები­ო­ნე­ლი იყო. ეგ­რეთ წო­დე­ბულ ები­ო­ნელ­თა სა­ხე­ლის მქო­ნე მწვა­ლებ­ლო­ბის მიმ­დევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქრის­ტე იშ­ვა იო­სე­ბის­გან და მა­რი­ა­მის­გან და მას ლი­ტონ ადა­მი­ა­ნად ღე­ბუ­ლობ­დნენ, და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ რჯუ­ლის დაც­ვა სა­ჭი­რო იყო მკაც­რი იუ­და­უ­რი წე­სით, რო­გორც ეს ვნა­ხეთ წი­ნა­რე ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლი­ღაც ად­გი­ლას. სვი­მა­ქო­სის ჩა­ნა­წე­რე­ბი კი ახ­ლან­დელ დრომ­დე არის მოღ­წე­ული, რო­მელ­შიც, რო­გორც ვფიქ­რობ, მა­თეს სა­ხა­რე­ბას და­პი­რის­პი­რე­ბულ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მწვა­ლებ­ლო­ბას უჭერს მხარს. ამას ორი­გე­ნე სვი­მა­ქო­სის მი­ერ წმინ­და წე­რი­ლის სხვა გან­მარ­ტე­ბებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე იუ­ლი­ა­ნეს­გან მი­იღო, და ამ­ბობს, რომ მან თვით სვი­მა­ქო­სის­გან18 იმემ­კვიდ­რა ეს წიგ­ნე­ბი.
XVIII
   ამა­ვე დროს ამ­ბრო­სიც ვა­ლენ­ტი­ნეს მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი, ორი­გე­ნეს მი­ერ წარ­მოჩე­ნი­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან მხი­ლე­ბუ­ლი და რო­გორც სი­ნათ­ლით გო­ნე­ბა­გაბრწყი­ნე­ბუ­ლი შეუ­ერ­თდა სა­ეკ­ლე­სიო მართლმა­დი­დებ­ლო­ბის მოძღვრე­ბას. რო­დე­საც ორი­გე­ნეს სა­ხე­ლი ყველ­გან გა­ნით­ქვა, მრა­ვა­ლი სხვა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაც მი­ვი­და მას­თან და გა­მოს­ცა­და ამ კა­ცის სიძ­ლი­ე­რე წმინ­და წიგ­ნებ­ში. ათა­სო­ბით მწვა­ლე­ბე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩე­ნილ ფი­ლო­სო­ფოს­თა­გან არა მცი­რე­დი მო­შურ­ნედ მი­აპ­ყრობ­დნენ მას ყუ­რად­ღე­ბას და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ საღ­ვთო საგ­ნებ­შიც და გა­რე­შე ფი­ლო­სო­ფი­ა­შიც მის­გან ღე­ბუ­ლობ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას. რადგან ხედავდა, რომ მრავალი იყო ბუნებით ნიჭიერი, ფილოსოფიის სწავლაში შეჰქონდა გეომეტ­რია და ა­რით­მე­ტი­კა და სხვა დაწ­ყე­ბი­თი საგ­ნე­ბი, წინ მი­უძ­ღო­და ფი­ლო­სო­ფო­სებ­თან არ­სე­ბულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­ში და გად­მოს­ცემ­და მათ ნაშ­რო­მებს, თი­თოე­ულ მათ­განს შე­ნიშ­ვნებს უ­კე­თებ­და და გა­ნი­ხი­ლავ­და. ა­სე რომ, თვით ე­ლი­ნებ­თა­ნაც დიდ ფი­ლო­სო­ფო­სად იყო სა­ხელ­განთქმუ­ლი. მრა­ვა­ლი უფ­რო გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლიც შე­ყავ­და ჩვე­უ­ლებ­რივ დაწ­ყე­ბით საგ­ნებ­ში, ამ­ბობ­და, რომ ა­მათ­გან ა­რა­ნაკ­ლე­ბი სარ­გე­ბე­ლი ექ­ნე­ბო­დათ მა­თაც საღ­ვთო წე­რი­ლის გან­ხილ­ვი­სა და შეს­წავ­ლი­სათ­ვის. ა­მი­ტომ თა­ვის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ა­უ­ცი­ლებ­ლად მიიჩნევ­და სა­ე­რო ფი­ლო­სო­ფი­ურ სწავ­ლე­ბებ­ში წვრთნას.
 XIX
   ამ საქ­მე­ში მის წარ­მა­ტე­ბას და­ა­მოწ­მე­ბენ თვით ელინ­თა­გან მის დროს აღ­ზე­ვე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, რო­მელ­თა ტრაქ­ტა­ტებ­ში ამ კა­ცის შე­სა­ხებ მრა­ვალ მო­სახ­სე­ნე­ბელს აღ­მო­ვაჩენთ. ზოგ­ჯერ მას უძღვნიდ­ნენ თა­ვი­ანთ წიგ­ნებს, ზოგ­ჯერ კი, რო­გორც მოძ­ღვარ­თან, სა­კუ­თა­რი შრო­მე­ბი მი­ქონ­დათ გან­სას­ჯე­ლად. მაგ­რამ რა უნ­და ით­ქვას, რო­დე­საც ჩვენს დრო­ში სი­ცი­ლი­ა­ში მცხოვ­რებ­მა პორ­ფი­რიმ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ად­გი­ნა წიგ­ნე­ბი19 და მა­თი მეშ­ვე­ო­ბით სცა­და საღ­ვთო წე­რილ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბა და მო­იხ­სე­ნია მი­სი გან­მმარ­ტებ­ლე­ბი? ვერ შეძ­ლო რა ვე­რა­ნა­ი­რი უკე­თუ­რი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბა მოძღვრე­ბებ­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით შე­უდ­გა მათ გმო­ბა­სა და გან­მმარ­ტე­ბელ­თა, - მათ­გან კი გან­სა­კუთ­რე­ბით ორი­გე­ნეს,- ცი­ლის­წა­მე­ბას. ამ­ბობს, რომ მას იც­ნობ­და სიყ­მაწ­ვი­ლე­ში, ცდი­ლობს ცი­ლი დას­წა­მოს, მაგ­რამ ვერ ამჩნევს, რომ აქებს, ზოგ­ჯერ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ამ­ბობს, რო­დე­საც სხვაგ­ვა­რად არ ძა­ლუძს თქმა. ზოგ­ჯერ ცრუ­ობს, რო­დე­საც ფიქ­რობს, რომ შე­უმჩნე­ვე­ლი დარჩება; ერ­თხელ ბრალს დებს რო­გორც ქრის­ტი­ანს, სხვა დროს კი აღ­წერს ფი­ლო­სო­ფი­ურ სწავ­ლე­ბებ­ში მის წარ­მა­ტე­ბებს.
   ის­მი­ნე სიტ­ყვა­სიტ­ყვით, რას ამ­ბობს: "ზო­გი ადა­მი­ა­ნი იუ­და­ურ წე­რილ­თა მან­კი­ე­რე­ბას არა­თუ გა­ნაგ­დებს, არა­მედ გულ­მოდ­გი­ნედ პო­უ­ლობს მის ახ­სნას, და გან­სა­მარ­ტა­ვად იყე­ნებს ნა­წერ­თან შე­უ­თავ­სე­ბელ და შე­უ­სა­ბა­მო ად­გი­ლებს, მო­ყავთ უფ­რო არა გა­მარ­თლე­ბა იმის, რაც უც­ხო­უ­რია, არა­მედ მო­წო­ნე­ბა და ქე­ბა თა­ვი­ან­თი შრო­მე­ბის. იქა­დი­ან, რომ მო­სეს­თან ცხა­დად ნათ­ქვა­მი გა­მო­ცა­ნე­ბია და იფი­ცე­ბენ, რომ ისი­ნი და­ფა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით აღ­სავ­სე წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბია და ბუნ­დო­ვა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხიბ­ლა­ვენ სუ­ლი­ერ გან­სჯას; და ასე შე­მო­აქვთ გან­მარ­ტე­ბე­ბი".
   შემ­დეგ სხვა­გან ამ­ბობს: "მაგ­რამ ამ უმ­სგავ­სო­ბის სა­ხე სა­თა­ვეს იღებს იმ კა­ცის­გან, ვი­საც ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ყმაწ­ვი­ლი შევხვდი, რო­დე­საც ძა­ლი­ან სა­ხელ­განთქმუ­ლი იყო და ახ­ლაც არის იმ შრო­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რაც და­ტო­ვა, ვგუ­ლის­ხმობ ორი­გე­ნეს, ვი­სი დი­დე­ბაც ამ­გვარ სწავ­ლე­ბა­თა მოძღვრე­ბა­ში ძა­ლი­ან განთქმუ­ლი იყო. იგი იყო ამო­ნი­ო­სის20 მსმე­ნე­ლი. ამო­ნი­ოს­მა ჩვენს დრო­ში დი­დად მი­უძღვნა თა­ვი ფი­ლო­სო­ფი­ას. ორი­გე­ნემ სიტ­ყვებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მრა­ვა­ლი შემ­წე­ო­ბა მო­ი­პო­ვა მას­წავ­ლებ­ლი­სა­გან, ცხოვ­რე­ბის სწო­რი არჩე­ვა­ნის­თვის კი მი­სი სა­პი­რის­პი­რო გზა გან­ვლო. რად­გან ამო­ნი­ო­სი ქრის­ტი­ა­ნი იყო, ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში მშობ­ლე­ბის მი­ერ მოქ­ცე­ული; და რო­დე­საც ფი­ლო­სო­ფი­ურ აზ­როვ­ნე­ბას შე­უდ­გა, კვლავ კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქო­ბა­ზე გა­და­ვი­და. ორი­გე­ნე კი ელი­ნი და ელი­ნუ­რი სწავ­ლე­ბე­ბით აღზრდი­ლი, ბარ­ბა­რო­სულ უგუ­ნუ­რე­ბა­ში გა­და­ვარ­და. ამა­ზე გაც­ვა­ლა თა­ვი­სი თა­ვი­ცა და სამ­წერ­ლო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბაც, ცხოვ­რობ­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ღმერ­თი­სა და საგ­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ელი­ნობ­და და ელინ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შეჰ­ქონ­და უც­ხო­ურ მი­თებ­ში. რად­გან მუ­დამ იმ­ყო­ფე­ბო­და პლა­ტონ­თან ერ­თად, და ესა­უბ­რე­ბო­და ნუ­მე­ნი­უ­სის და კრო­ნი­უ­სის, აპო­ლი­ფა­ნის და ლონ­გი­ნო­ზის, მო­დე­რა­ტო­სის და ნი­კო­მა­ქეს, და პი­თა­გო­რელ­თა შო­რის სა­ხე­ლო­ვან კაც­თა თხზუ­ლე­ბებს, სარ­გებ­ლობ­და სტო­ი­კოს ხე­რე­მო­ნო­სი­სა და კორ­ნუ­ტუ­სის21 წიგ­ნე­ბით, მა­თი მეშ­ვე­ო­ბით ეც­ნო­ბო­და ელინ­თა მის­ტე­რი­ე­ბის სა­ხის­მეტ­ყვე­ლე­ბას და [მათ] იუ­დურ წიგ­ნებს უსა­და­გებ­და".
   ეს თქვა პორ­ფი­რიმ ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­რილ თა­ვის მე­სა­მე თხზუ­ლე­ბა­ში. მან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა თქვა ამ კა­ცის წვრთნი­სა და მრა­ვალ­სწავ­ლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ აშ­კა­რად ცრუ­ობს (რას უნ­და მო­ე­ლო­დე ქრის­ტი­ა­ნო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გი­სა­გან?) მას­ში, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ იგი ელინ­თა­გან გად­მო­ვი­და, ხო­ლო ამო­ნი­ო­სი ღვთის­მო­სა­ვუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან წარ­მარ­თულ­ში გა­და­ვარ­და. რად­გან ორი­გე­ნემ ქრის­ტეს მოძღვრე­ბა მშობ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­ი­ნარჩუნა, რაც ცხა­დი გახ­და ზე­მოთ გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­ი­დან, ამო­ნი­ო­სი კი ღვთი­ურ ფი­ლო­სო­ფი­ას წმინ­დად და უშეც­დო­მოდ ინარჩუ­ნებ­და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე*, რო­გორც ერ­თგან მოწ­მობს ახ­ლან­დელ დრომ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი ამ კა­ცის შრო­მე­ბი, და დი­დად არის სა­ხელ­განთქმუ­ლი იმ ნაშ­რო­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც დაგ­ვი­ტო­ვა; მა­გა­ლი­თად, თხზუ­ლე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით "მო­სე­სა და იე­სოს თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ" და მრა­ვა­ლი სხვაც მო­ი­პო­ვე­ბა.
   ეს გად­მო­ი­ცა ცი­ლის­წა­მე­ბის, სიც­რუ­ი­სა და ელი­ნურ სწავ­ლე­ბებ­ში ორი­გე­ნეს იმ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბის საჩვე­ნებ­ლად, რის შე­სა­ხე­ბაც ამის მი­მართ მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მო მო­კიც­ხარ­თა­გან თავს იცავს და რო­მე­ლი­ღაც ეპის­ტო­ლე­ში ასე წერს: "მას შემ­დეგ, რაც ჩე­მი თა­ვი სიტ­ყვას მი­ვუძ­ღვე­ნი, და ჩვე­ნი უნა­რის შე­სა­ხებ ხმა გავ­რცელ­და, ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ მწვა­ლებ­ლე­ბი, ზოგ­ჯერ კი ელი­ნუ­რი გან­სწავ­ლუ­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ლო­სო­ფი­ის მიმ­დევ­რე­ბი. მე ვფიქ­რობ­დი, გა­მო­მეკ­ვლია მწვა­ლე­ბელ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც და ის გან­ცხა­დე­ბაც, რომ ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ. ეს გა­ვა­კე­თეთ ჩვენს უწი­ნა­რეს მრა­ვალ­თა შემ­წე პან­ტე­ნო­სის მი­ბაძ­ვით, ვინც ამ სა­კით­ხებ­ში არა ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, და ახ­ლაც ალექ­სან­დრი­ელ­თა პრეს­ვი­ტე­რებს შო­რის მჯდო­მი იმ ჰე­რაკ­ლა­სის მი­ბაძ­ვი­თაც, რო­მე­ლიც ვი­პო­ვე ფი­ლო­სო­ფოს­თა სწავ­ლე­ბა­თა მოძ­ღვარ­თან, მას­თან უკ­ვე ხუ­თი წე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და გა­ნუყ­რე­ლად, ვიდ­რე მე და­ვიწ­ყებ­დი ამ სწავ­ლე­ბე­ბის მოს­მე­ნას. ამი­ტომ მა­შინ, რო­ცა ად­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ტა­ნი­სა­მოსს ატა­რებ­და, ახ­ლა გა­ი­ხა­და და ფი­ლო­სო­ფო­სის ტა­ნი­სა­მო­სი22 მო­სავს, რა­საც დღემ­დე ატა­რებს, და ელინ­თა წიგ­ნე­ბის შეს­წავ­ლას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად არ წყვეტს".
   და ამას ამ­ბობს ელი­ნუ­რი წვრთნის გა­მო თა­ვის დაც­ვი­სას. ამა­ვე დროს, რო­ცა იგი ცხოვ­რობ­და ალექ­სან­დრი­აში, გა­მოჩნდა ერ­თი ჯა­რის­კა­ცი და გა­დას­ცა დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პოს დე­მეტ­რი­ოსს და ეგ­ვიპ­ტის მა­შინ­დელ პრე­ფექტს წე­რი­ლე­ბი არა­ბე­თის მმარ­თვე­ლი­სა­გან, რა­თა სწრა­ფად გა­მო­ეგ­ზავ­ნა ორი­გე­ნე მას­თან სა­სა­უბ­როდ. და წა­ვი­და არა­ბეთ­ში, მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­ზანს მცი­რე ხან­ში მი­აღ­წია და კვლავ ალექ­სან­დრი­ა­ში დაბ­რუნ­და23. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ქა­ლაქ­ში არა მცი­რე ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა24, მან მა­ლუ­ლად და­ტო­ვა ალექ­სან­დრია და გა­ე­მარ­თა პა­ლეს­ტი­ნის­კენ, და და­სახ­ლდა კე­სა­რი­აში. იქ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრეს­ვი­ტე­რად ჯერ არ იყო ხელ­დას­ხმუ­ლი, ად­გი­ლობ­რივ­მა ეპის­კო­პო­სებ­მა სთხო­ვეს ეკ­ლე­სი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ესა­უბ­რა და საღ­ვთო წე­რი­ლი გა­ნე­მარ­ტა. ეს რომ ასე იყო, ცხა­დია იქი­დან, რომ რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი ალექ­სან­დრე და კე­სა­რი­ის ეპ­სი­კო­პო­სი თე­ოკ­ტის­ტე დე­მეტ­რი­ო­სის შე­სა­ხებ წე­რენ, ასე იცა­ვენ თავს: "წე­რილს და­ურ­თო, რომ ეს არც არა­სო­დეს გა­გო­ნი­ლა, არც ახ­ლა ხდე­ბა, რომ ეპის­კო­პო­სე­ბის თან­დას­წრე­ბით ერის­კა­ცებ­მა იქა­და­გონ. არ ვი­ცი, რო­გორ ამ­ბობს იმას, რაც აშ­კა­რად არ არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. სა­დაც კი მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ძმე­ბის შე­წევ­ნი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო პი­როვ­ნე­ბე­ბი, წმინ­და ეპის­კო­პო­სე­ბი მათ მო­უხ­მობ­დნენ ერ­თან სა­სა­უბ­როდ. მა­გა­ლი­თად, ლა­რან­დო­ში ეველ­პისს მო­უხ­მო ნე­ონ­მა, იკო­ნი­ა­ში პავ­ლი­ნუსს - კელ­სუს­მა, და სი­ნა­და­ში თე­ო­დო­რეს - ატი­კუს­მა, ჩვენ­მა ნე­ტარ­მა ძმებ­მა. მსგავ­სად­ვე ხდე­ბო­და ეს სხვა ად­გი­ლებ­შიც, თუმ­ცა, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის"25.
   ამ სა­ხით მი­ა­გებ­დნენ პა­ტივს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პირს, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა იყო, არა მხო­ლოდ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი, არა­მედ უც­ხო­ე­ლე­ბიც. მაგ­რამ რად­გან დე­მეტ­რი­უს­მა კვლავ მო­უხ­მო წე­რი­ლით და კა­ცებ­მა, ეკ­ლე­სი­ის დი­აკ­ვნებ­მა, და­არ­წმუ­ნეს, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ალექ­სან­დრი­აში, იგი დაბ­რუნ­და და შე­უდ­გა საქ­მეს ჩვე­უ­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით.
 XX
   ამ დროს აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყო მრა­ვა­ლი გან­სწავ­ლუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო კა­ცი. მა­თი ეპის­ტო­ლე­ები, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთს სწერ­დნენ, ჯერ კი­დევ არის შე­მორჩე­ნი­ლი და იო­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი არის. ისი­ნი ჩვენს დრომ­დე ინა­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის ალექ­სან­დრეს მი­ერ მოწ­ყო­ბი­ლი აე­ლი­ას (იე­რუ­სა­ლი­მის - მთარგ.) ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში; სა­ი­და­ნაც ჩვენც შეგ­ვეძ­ლო ამ თე­მი­სათ­ვის მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბა.
   მათ­გან ბე­რი­ლოს­მა26 ეპის­ტო­ლე­ებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა მშვე­ნი­ე­რი თხზუ­ლე­ბე­ბიც დაგ­ვი­ტო­ვა. იგი იყო არაბ­თა ეპის­კო­პო­სი ბოს­ტრა­ში. ასე­ვე ჰი­პო­ლი­ტე­მაც, იგიც სად­ღაც სხვა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­დგო­მე­ლი იყო.
   ჩვე­ნამ­დე აგ­რეთ­ვე მო­აღ­წია გაი­ო­ზის, ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცის, დი­ა­ლოგ­მა, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა რომ­ში ზე­ფი­რი­ნუ­სის დროს ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბის გა­მო მო­კა­მა­თე პროკ­ლეს­თან. მას­ში იგი ლა­გამს ამო­დებს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სწრაფ­ვას და კად­ნი­ე­რე­ბას, შექ­მნას ახა­ლი წმინ­და წე­რი­ლი და წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის (ე. ი. პავ­ლეს - მთარგ.) მხო­ლოდ ცა­მეტ ეპის­ტო­ლეს ახ­სე­ნებს, ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლეს არ აღ­რიც­ხავს და­ნარჩე­ნებ­თან ერ­თად, მას შემ­დეგ, რაც რო­მა­ელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი ახ­ლან­დელ დრომ­დე არ მი­ა­კუთ­ვნებს მას მო­ცი­ქულს.
 XXI
   მაგ­რამ ან­ტო­ნი­ნუ­სი შვი­დი წლი­სა და ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ფო­ბის შემ­დეგ შეც­ვა­ლა მაკ­რი­ნუს­მა. რო­დე­საც მან ერ­თი წე­ლი იმე­ფა, კვლავ სხვა ან­ტო­ნი­ნუს­მა27 მი­ი­ღო რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა. მის პირ­ველ წელს გარ­და­იც­ვა­ლა რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სი ზე­ფი­რი­ნუ­სი, რო­მელ­საც მთე­ლი თვრა­მე­ტი წე­ლი ეპ­ყრა მსა­ხუ­რე­ბა. მის შემ­დეგ ეპის­კო­პო­სო­ბა ჩა­ა­ბა­რეს კა­ლის­ტუს, რო­მელ­მაც იც­ხოვ­რა ხუ­თი წე­ლი და ურ­ბა­ნუსს28 და­უ­ტო­ვა მსა­ხუ­რე­ბა.
   ამ დროს იმ­პე­რა­ტორ­მა ალექ­სან­დრემ29 იმემ­კვიდ­რა რო­მა­ელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ან­ტო­ნი­ნუს­მა მხო­ლოდ ოთ­ხი წე­ლი იმე­ფა. ამ დროს ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში ას­კლე­პი­ა­დე შეც­ვა­ლა ფი­ლე­ტოს­მა30.
   ორი­გე­ნეს სა­ყო­ველ­თა­ოდ განთქმულ­მა სა­ხელ­მა მი­აღ­წია იმ­პე­რა­ტო­რის დე­დის, სა­ხე­ლად მა­მე­ას (ნე­ტავ, თუ იყო ვინ­მე სხვა ასე­თი ღვთის­მო­სა­ვი ქა­ლი) ყუ­რამ­დეც. მან მრა­ვა­ლი რამ მო­ი­მოქ­მე­და, რომ ამ კა­ცის ხილ­ვის ღირ­სი გამ­ხდა­რი­ყო და ყვე­ლა­სათ­ვის საკ­ვირ­ვე­ლი საღ­ვთო საგ­ნე­ბის შე­მეც­ნე­ბის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ეღო. იმ დროს იგი ან­ტი­ო­ქი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და შუ­ბო­სა­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­ხლე­ბით მი­იყ­ვა­ნა თა­ვის­თან, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი დრო დაჰ­ყო და მრა­ვა­ლი რამ უფ­ლი­სა და საღ­ვთო მოძღვრე­ბის სათ­ნო­ე­ბის სა­დი­დებ­ლად აჩვე­ნა. შემ­დეგ კი და­ე­შუ­რა ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.
XXII
   ამა­ვე დროს ჰი­პო­ლი­ტემ სხვა მრა­ვალ თხზუ­ლე­ბას­თან ერ­თად შე­ად­გი­ნა ტრაქ­ტა­ტი "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც იძ­ლე­ვა თა­რი­ღე­ბის აღ­წე­რას და ასე­ვე გად­მო­ცემს პა­სე­ქის შე­სა­ხებ თექვსმეტ­წლი­ა­ნი ციკ­ლის კა­ნონს, თა­რი­ღებს იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრეს პირ­ვე­ლი წლით გარ­შე­მო­წერს. მის და­ნარჩენ თხზუ­ლე­ბა­თა­გან ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია შემ­დეგ­მა: "ექვსთა დღე­თათ­ვის", "იმის­თვის, რაც იყო ექ­ვსი დღის შემ­დეგ", "მარ­კი­ო­ნის მი­მართ", "ქე­ბი­სათ­ვის"*, "ეზი­კი­ე­ლის ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის", "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", "ყვე­ლა მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", და მრა­ვა­ლი სხვაც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩნდეს მრა­ვალ ადა­მი­ან­თან შე­მორჩე­ნი­ლი.
   * ძვ. ქართ. თარგმანი იხ. "შატბერდის კრებული" - მთარგ.
 XXIII
   ამ ჟა­მი­დან საღ­ვთო წე­რი­ლის ორი­გე­ნე­სე­ულ­მა გან­მარ­ტე­ბებ­საც და­ე­დო სა­თა­ვე, რო­დე­საც ამ­ბრო­სიმ აღ­ძრა იგი არამ­ხო­ლოდ ათა­სო­ბით სიტ­ყვი­ე­რი შე­გო­ნე­ბე­ბით და მო­წო­დე­ბე­ბით, არა­მედ სა­თა­ნა­დო საგ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე უშურ­ვე­ლად მო­მა­რა­გე­ბი­თაც. რად­გან მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და მი­სი კარ­ნა­ხით მო­მუ­შა­ვე შვიდ­ზე მე­ტი სწრაფჩამ­წე­რი, რომ­ლე­ბიც და­წე­სე­ბულ დროს ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ; არა­ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის გა­დამ­წე­რი და ასე­ვე კა­ლიგ­რა­ფი­ა­ში გაწვრთნი­ლი გო­გო­ნე­ბი. ყვე­ლა მათ­განს ამ­ბრო­სი ამა­რა­გებ­და უხ­ვად, რაც სა­ჭი­რო იყო. და ჭეშ­მა­რი­ტად, საღ­ვთო წე­რი­ლის შეს­წავ­ლა­სა და მო­შურ­ნე­ო­ბა­ში ენი­თა­უ­წე­რე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბას უნერ­გავ­და მას, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქე­ზებ­და გან­მარ­ტე­ბე­ბის შე­სად­გე­ნად.
   ასე­თი იყო საქ­მის ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ურ­ბა­ნუ­სი რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის რვაწ­ლი­ა­ნი ეპის­კო­პო­სო­ბის შემ­დეგ შეც­ვა­ლა პონ­ტი­ა­ნუს­მა, ან­ტი­ო­ქი­ელ­თა [ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის] ფი­ლე­ტო­სის შემ­დეგ მო­ვი­და ძე­ბე­ნო­სი31. მა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს სა­ეკ­ლე­სიო საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მო ელა­და­ში პა­ლეს­ტი­ნის გავ­ლით წარგზნავ­ნი­სას ორი­გე­ნემ კე­სა­რი­ა­ში ად­გი­ლობ­რივ ეპის­კო­პოს­თა­გან პრეს­ვი­ტე­რის ხელ­დას­ხმა მი­იღო. ამ საქ­ცი­ე­ლის გა­მო მის გარ­შე­მო წარ­მოქ­მნი­ლი მღელ­ვა­რე­ბა და ამ აღ­ძრუ­ლი სა­კით­ხე­ბის გა­მო ეკ­ლე­სი­ა­თა წი­ნამ­დგო­მე­ლე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი, და ის, თუ რამ­დე­ნი სხვა რამ საღ­ვთო სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მო­ი­ტა­ნა მან, რო­დე­საც აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყო; - ყო­ვე­ლი­ვე ამას ცალ­კე თხზუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა და ჩვენ მის გა­მო შექ­მნი­ლი "აპო­ლო­გი­ის" მე­ო­რე წიგ­ნში საკ­მა­რი­სად აღ­ვწე­რეთ.
 XXIV
   მაგ­რამ ამ ამ­ბებს უნ­და და­ვურ­თოთ, რა­საც "იო­ა­ნეს [სა­ხა­რე­ბის] გან­მარ­ტე­ბა­თა" მე­ექ­ვსე წიგ­ნში აღ­ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლი ხუ­თი ჯერ კი­დევ ალექ­სან­დრი­ა­ში ყოფ­ნი­სას შე­ად­გი­ნა. მაგ­რამ მთე­ლი სა­ხა­რე­ბი­სათ­ვის ამ შრო­მი­დან ჩვე­ნამ­დე მხო­ლოდ ოც­და­ორ­მა ტომ­მა მო­აღ­წია. "შე­საქ­მი­სათ­ვის" (სულ არის ოცი) მეც­ხრე წიგ­ნში აღ­ნიშ­ნავს, რომ არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი რვა წიგ­ნი და­წე­რა ალექ­სან­დრი­აში, არა­მედ ასე­ვე პირ­ვე­ლი ოც­და­ხუ­თი ფსალ­მუ­ნი­სათ­ვის და "გო­დე­ბა­თათ­ვის"* გან­მარ­ტე­ბე­ბი, რო­მელ­თა­გან ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია ხუთ­მა ტომ­მა; მათ­ში მო­იხ­სე­ნი­ებს თხზუ­ლე­ბას "აღ­დგო­მის შე­სა­ხებ", ეს არის ორი ტო­მი. არა მხო­ლოდ ესე­ნი, არა­მედ "საწ­ყი­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც" ალექ­სან­დრი­ი­დან გა­დას­ვლამ­დე და­წე­რა. და ასე­ვე "სტრო­მა­ტე­ბად" და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბა, რიც­ხვით ათი, ამა­ვე ქა­ლაქ­ში ალექ­სან­დრეს ზე­ო­ბის დროს შე­ად­გი­ნა, რო­გორც ამას ცხად­ყოფს ტო­მე­ბის თავ­ში თა­ვი­სი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი.
   * "იერემიას გოდებანი" - მთარგ.
 XXV
   რო­დე­საც გან­მარ­ტავს პირ­ველ ფსალ­მუნს, გად­მო­ცემს ძვე­ლი აღთქმის წმინ­და წე­რილ­თა ჩა­მო­ნათ­ვალს, და სიტ­ყვა-სიტ­ყვით წერს შემ­დეგს: "უც­ნო­ბი არ უნ­და იყოს, რომ არ­სე­ბობს ოც­და­ო­რი კა­ნო­ნი­კუ­რი წიგ­ნი, რო­გორც ებ­რა­ე­ლე­ბი გად­მოგ­ვცე­მენ, რამ­დე­ნი ასოც არის მათ­თან".
   შემ­დეგ დას­ძენს: "ებ­რა­უ­ლის მი­ხედ­ვით არის ოც­და­ო­რი წიგ­ნი: ჩვენ­თან "შე­საქ­მედ" ზე­და­წარ­წე­რი­ლი, ებ­რა­ე­ლებ­თან კი, წიგ­ნის და­საწ­ყი­სი­დან, "ბრე­სით", რაც ნიშ­ნავს "და­სა­ბამ­ში"; "გა­მოს­ვლა" - "უე­ლე სმოთ", რაც ნიშ­ნავს "ეს არის სა­ხე­ლე­ბი"; "ლე­ვი­ან­ნი", - "უეკ­რა", "და მო­უ­წო­და"; "რიცხვნი", - "ამეს ფე­კო­დე­იმ". "მე­ო­რე რჯუ­ლი", - "ელ­ლე ად­დე­ბა­რე­იმ", "ეს სიტ­ყვე­ბია"; "იე­სო ძე ნა­ვე­სი", - "იო­სუე ბენ ნუნ"; "მსა­ჯულ­ნი", "რუ­თი", - მათ­თან არის ერთ წიგ­ნად, "სოფ­ტე­იმ"; "მე­ფე­თა" I, II, მათ­თან არის ერთ წიგ­ნში "სა­მუ­ელი, - "ღვთივრჩე­ული"; "მე­ფე­თა" III, IV, ერთ წიგ­ნშია, "უა­მელქ და­ვიდ", რაც ნიშ­ნავს, "და­ვი­თის სა­მე­ფო"; "ნეშ­ტთა" I, II, ერთ წიგ­ნშია, "დაბ­რე ია­მე­ინ", რაც ნიშ­ნავს, "დღე­თა სიტ­ყვე­ბი", "ეზ­რა" I, II, ერთ წიგ­ნშია, "ეზ­რა", რაც ნიშ­ნავს "შემ­წე"; ფსალ­მუნ­თა წიგ­ნი, - "სფარ თელ­ლე­იმ". "სო­ლო­მო­ნის იგავ­ნი", - "მე­ლოთ"; "ეკ­ლე­სი­ას­ტე" - "კო­ელთ"; "ქე­ბა ქე­ბა­თა" (არა რო­გორც ზო­გი­ერთს მიაჩნია "ქე­ბა­ნი ქე­ბა­თა") - "სირ ას­სი­რე­იმ"; "ესაია" - "იეს­სია"; "იე­რე­მია" "გო­დე­ბას­თან" და "ეპის­ტო­ლეს­თან" ერ­თად არის ერთ წიგ­ნში, - "იე­რე­მია"; "და­ნი­ელი" - "და­ნი­ელი"; "ეზე­კი­ელი" - "ეზე­კი­ელი"; "იობი" - "იობი"; "ეს­თე­რი" - "ეს­თე­რი". ამათ შო­რის არ არის "მა­კა­ბე­ლე­ბი", რო­მე­ლიც და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლია "სარ ბეთ სა­ბა­ნაი ელ".
   ამას გად­მო­ცემს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ნაშ­რომ­ში. "მა­თეს სა­ხა­რე­ბის [გან­მარ­ტე­ბე­ბის]" პირ­ველ წიგ­ნში, სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნის დაც­ვით, და­ა­მოწ­მებს, რომ იც­ნობს მხო­ლოდ ოთხ სა­ხა­რე­ბას, და ასე წერს: "რო­გორც გად­მო­ცე­მით ვის­წავ­ლეთ ოთ­ხი სა­ხა­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც არის ერ­თა­დერ­თი უეჭ­ვე­ლი ცის ქვეშ არ­სე­ბულ ღვთის ეკ­ლე­სი­აში, რომ პირ­ვე­ლი და­ი­წე­რა ოდეს­ღაც მე­ბა­ჟის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იე­სო ქრის­ტეს მო­ცი­ქუ­ლის მა­თეს მი­ხედ­ვით, ვინც ეს ებ­რა­ულ ენა­ზე შედ­გე­ნი­ლი გა­მოს­ცა იუ­და­იზ­მი­დან გად­მო­სუ­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბი­სათ­ვის. მე­ო­რე კი არის მარ­კო­ზის. რო­გორც პეტ­რემ უამ­ბო მას, მა­ნაც ისე და­წე­რა, ვი­საც [თა­ვის] ძედ აღი­ა­რებს კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ში, რო­დე­საც ამ­ბობს: "მო­კით­ხვას გით­ვლი­ან ბა­ბი­ლონ­ში თა­ნარჩე­უ­ლი და მარ­კო­ზი, ძე ჩემი" (1 პეტ. 5, 13). მე­სა­მე კი არის ლუ­კას მი­ხედ­ვით, პავ­ლეს მი­ერ ნა­ქე­ბი სა­ხა­რე­ბა წარ­მარ­თთა­გან გად­მო­სულ­თათ­ვის შექ­მნი­ლი. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს კი [სა­ხა­რე­ბა] იო­ა­ნეს მი­ხედ­ვით".
   "იო­ა­ნეს [სა­ხა­რე­ბა­ზე] გან­მარ­ტე­ბე­ბის" მე­ხუ­თე წიგ­ნში იგი­ვე პი­რი მო­ცი­ქულ­თა ეპის­ტო­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ამას ამ­ბობს: "ის, ვის­თვი­საც საკ­მა­რი­სი იყო გახ­დო­მა მსა­ხუ­რად ახა­ლი აღთქმის არა ასოს, არა­მედ სუ­ლის, - პავ­ლე, ვინც სა­ხა­რე­ბით აღავ­სო იე­რუ­სა­ლი­მი­დან მრგვლივ­შე­მოვ­ლით ილი­რი­კი­ამ­დე, ყვე­ლა იმ ეკ­ლე­სი­ებს რო­დი წერ­და, რომ­ლებ­საც ას­წავ­ლი­და, მაგ­რამ რომ­ლებ­საც წერ­და, მუხ­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას უგ­ზავ­ნი­და. პეტ­რემ კი, რო­მელ­ზეც ქრის­ტემ ეკ­ლე­სია და­ა­ფუძ­ნა, რო­მელ­საც ჰა­დე­სის ბჭე­ნი ვერ დაძ­ლე­ვენ, დაგ­ვი­ტო­ვა ერ­თი აღი­ა­რე­ბუ­ლი ეპის­ტო­ლე, შე­საძ­ლოა მე­ო­რეც; რად­გან ის სა­ეჭ­ვოა. რა უნ­და ვთქვა იე­სოს მკერ­დზე მიყრდნო­ბი­ლის, იო­ა­ნეს შე­სა­ხებ, ვინც დაგ­ვი­ტო­ვა ერ­თი სა­ხა­რე­ბა, ვინც აღი­ა­რებ­და, რომ შე­ეძ­ლო იმ­დე­ნის შექ­მნა, რი­სი და­ტევ­ნა­საც ქვეყ­ნი­ე­რე­ბა ვერ შეძ­ლებ­და; მან და­წე­რა "გა­მოც­ხა­დე­ბაც", ვი­საც ნაბ­რძა­ნე­ბი ჰქონ­და და­დუ­მე­ბუ­ლი­ყო და არ და­ე­წე­რა შვი­დი ქუ­ხი­ლის ხმე­ბი? მან აგ­რეთ­ვე დაგ­ვი­ტო­ვა ძა­ლი­ან მცი­რე­რიც­ხო­ვა­ნი მუხ­ლე­ბი­სა­გან შემ­დგა­რი ეპის­ტო­ლე, შე­საძ­ლოა მე­ო­რეც და მე­სა­მეც; რად­გან ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა ესე­ნი არ არის ნამ­დვი­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ორი­ვე ერ­თად არ შე­ი­ცავს ას მუხ­ლსაც".
   მათ გარ­და "ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლეს" შე­სა­ხებ მას­ზე და­წე­რილ "ქა­და­გე­ბებ­ში" ასე მსჯე­ლობს: "ის, რომ "ებ­რა­ელ­თა მი­მართ" ზე­და­წარ­წე­რი­ლი ეპის­ტო­ლის სიტ­ყვა­თა წყო­ბის ხა­სი­ა­თი არ აქვს მო­ცი­ქუ­ლის უბ­რა­ლო­ე­ბას სიტ­ყვა­ში, რაც ნიშ­ნავს სტილ­ში, არა­მედ ეპის­ტო­ლე სიტ­ყვა­თა წყო­ბით უფ­რო ელი­ნუ­რია; ამას ალ­ბათ ყვე­ლა აღი­ა­რებს, ვი­საც შეს­წე­ვა უნა­რი გან­სა­ჯოს სიტ­ყვათ­წყო­ბის განსხვა­ვე­ბა. მაგ­რამ კვლავ, რად­გან ეპის­ტო­ლის აზ­რე­ბი საკ­ვირ­ვე­ლი არის და არ ჩა­მორჩე­ბა მო­ცი­ქუ­ლის აღი­ა­რე­ბულ ნა­წე­რებს; იმას, რომ ესეც არის ჭეშ­მა­რი­ტი ალ­ბათ და­ე­თან­ხმე­ბა ყვე­ლა, ვინც ყუ­რად­ღე­ბით წა­ი­კით­ხავს მო­ცი­ქუ­ლის ნა­წე­რებს".
   შემ­დეგ დას­ძენს: "მე კი, თუ გა­ვაც­ხა­დებ ჩემს მო­საზ­რე­ბას, ვიტ­ყვი, რომ აზ­რე­ბი მო­ცი­ქუ­ლის არის, სტი­ლი და სიტ­ყვათ­წყო­ბა კი ვინ­მე მო­ცი­ქუ­ლის [სწავ­ლე­ბე­ბის] მეხ­სი­ე­რე­ბით აღმდგე­ნე­ლის და რო­გორც მოძღვრის მი­ერ ნათ­ქვა­მის ჩამ­წე­რის. ამ­გვა­რად, თუ რო­მე­ლი­მე ეკ­ლე­სი­ას ეს ეპის­ტო­ლე უპ­ყრია რო­გორც პავ­ლე­სი, იგი შე­ქე­ბულ უნ­და იქ­ნას ამის გა­მოც; რად­გან და­უ­ფიქ­რებ­ლად არ გად­მო­უ­ცი­ათ იგი ძველ კა­ცებს რო­გორც პავ­ლეს კუთ­ვნი­ლე­ბა. მაგ­რამ ის, თუ ვინ და­წე­რა ეს ეპის­ტო­ლე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღმერ­თმა იცის. ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ის­ტო­რი­ის მი­ხედ­ვით, ზო­გი ამ­ბობს, რომ ეპის­ტო­ლე და­წე­რა კლი­მენ­ტიმ, ვინც იყო რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სი, ზო­გი კი, - რომ ლუ­კამ, ვინც და­წე­რა სა­ხა­რე­ბა და "საქ­მე­ები".
XXVI
   მაგ­რამ ეს ვიკ­მა­როთ. ეს იყო ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის მე­ა­თე წელს, რო­დე­საც ორი­გე­ნე ალექ­სან­დრი­ი­დან კე­სა­რი­ა­ში გა­და­ვი­და, ად­გი­ლობ­რივ მაც­ხოვ­რე­ბელ­თა კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრის სას­წავ­ლე­ბე­ლი და­უ­ტო­ვა ჰე­რაკ­ლასს. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი აღეს­რუ­ლა ალექ­სან­დრი­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი დე­მეტ­რი­ო­სიც, რო­მე­ლიც სრუ­ლი ორ­მოც­და­სა­მი წე­ლი ეწე­ო­და მსა­ხუ­რე­ბას. იგი შეც­ვა­ლა ჰე­რაკ­ლას­მა32.
 XXVII
   ამ დროს გა­მოჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო ფირ­მი­ლი­ა­ნე33, კა­პა­დო­კი­ელ­თა კე­სა­რი­ის ეპის­კო­პო­სი. მას ორი­გე­ნე­სად­მი ისე­თი მო­შურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და, რომ ზოგ­ჯერ მას მო­უხ­მობ­და თა­ვის მხა­რე­ში ეკ­ლე­სი­ე­ბის შე­წევ­ნი­სათ­ვის, ზოგ­ჯერ კი თვი­თონ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და იუ­დე­ა­ში და გარ­კვე­ულ დროს მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და საღ­ვთო საგ­ნებ­ში სრულ­ყო­ფის მიზ­ნით. არა მხო­ლოდ იგი, არა­მედ იე­რუ­სა­ლი­მელ­თა წი­ნამ­დგო­მე­ლი ალექ­სან­დრეც და თე­ოკ­ტის­ტეც, კე­სა­რი­ა­ში [ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­დგო­მე­ლი], მთე­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან რჩე­ბოდ­ნენ, რო­გორც ერ­თა­დერთ მოძ­ღვარ­თან, და საღ­ვთო წე­რი­ლი­სა და სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის სხვა სა­კით­ხე­ბის გან­მარ­ტე­ბას მას უთ­მობ­დნენ.
 XXVIII
   რო­მა­ელ­თა იმ­პე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ცა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის პყრო­ბის შემ­დეგ შეც­ვა­ლა კე­ი­სარ­მა მაქ­სი­მინ­მა34. მან დევ­ნუ­ლე­ბა აღ­ძრა ალექ­სან­დრეს სახ­ლი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლის გა­მო, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი მორ­წმუ­ნი­სა­გან შედ­გე­ბო­და. ბრძა­ნა, და­ე­ხო­ცათ მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ე­ბის მე­თა­უ­რე­ბი რო­გორც სა­ხა­რე­ბის სწავ­ლე­ბის მო­თა­ვე­ნი. მა­შინ ორი­გე­ნე­მაც შექ­მნა "მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ" თხზუ­ლე­ბა და მი­უძღვნა ამ­ბროსს და პრო­ტოქ­ტე­ტუსს, კე­სა­რი­ა­ში სამ­რევ­ლოს ხუ­ცესს; რად­გან ორი­ვეს არაჩვე­უ­ლებ­რი­ვად მძი­მე ვი­თა­რე­ბა შე­ექ­მნათ დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს. გად­მო­ცე­მით ამ დროს არა უმე­ტეს სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც მაქ­სი­მი­ნი მე­ფობ­და, ამ კა­ცებ­მა აღ­მსა­რებ­ლო­ბით გა­ნით­ქვეს სა­ხე­ლი. დევ­ნუ­ლე­ბის ამ ჟამს ორი­გე­ნე აღ­ნიშ­ნავს "იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბის" ოც­და­მე­ო­რე წიგ­ნში და სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ებ­შიც.
 XXIX
   რო­დე­საც მაქ­სი­მი­ნის შემ­დეგ რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა მი­ი­ღო გორ­დი­ა­ნემ35, რომ­ში ეკ­ლე­სი­ის ექვსწლი­ა­ნი ეპის­კო­პო­სო­ბის შემ­დეგ პონ­ტი­ა­ნუ­სი შეც­ვა­ლა ან­ტე­როს­მა, ეს კი ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ - ფა­ბი­ა­ნემ36. ამ­ბო­ბენ, რომ ან­ტე­რო­სის აღ­სრუ­ლე­ბის შემ­დეგ ფა­ბი­ა­ნე სხვებ­თან ერ­თად სოფ­ლი­დან რომ­ში ჩა­მო­ვი­და და და­სახ­ლდა, სა­დაც ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად საღ­ვთო და ცი­უ­რი მად­ლის მი­ერ ამ ხა­რის­ხზე ავი­და. რად­გან რო­დე­საც ყვე­ლა ძმა ეპის­კო­პო­სი მო­მა­ვა­ლი შემცვლე­ლის ხელ­დას­ხმის გა­მო იყო შეკ­რე­ბი­ლი, და მრა­ვა­ლი გა­მოჩე­ნი­ლი და სა­ხე­ლო­ვა­ნი კა­ცი მრა­ვალს ედო გულ­ში, ფა­ბი­ა­ნე არც ერთ იქ დამსწრეს არ მოს­დი­ო­და აზ­რად. მაგ­რამ იხ­სე­ნე­ბენ, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზე­მო­დან ჩა­მოფ­რინ­და მტრე­დი და დაჯ­და მის თავ­ზე, მტრე­დის სა­ხით მაც­ხო­ვარ­ზე სუ­ლიწ­მინ­დის გად­მოს­ვლის აშ­კა­რა მი­ბაძ­ვით; რის­თვი­საც მთელ­მა ხალ­ხმა, რო­გორც ერ­თი ღვთის სუ­ლის მი­ერ აღ­ძრულ­მა, მთე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით ერ­თსუ­ლოვ­ნად შეს­ძა­ხა "ღირს არს", და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აიყ­ვა­ნეს და დას­ვეს სა­ე­პის­კო­პო­სო საყ­დარ­ზე.
   რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი ძე­ბე­ნო­სი, მმარ­თვე­ლო­ბა ბა­ბი­ლამ37 მი­იღო. ალე­სან­დრი­ა­ში კი, რო­ცა დე­მეტ­რი­ო­სის შემ­დეგ ჰე­რაკ­ლას­მა მი­ი­ღო მსა­ხუ­რე­ბა, კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრის ად­გი­ლობ­რი­ვი სას­წავ­ლებ­ლის მმარ­თვე­ლო­ბა გა­და­ვი­და დი­ო­ნი­სე­ზე, ისიც ორი­გე­ნეს ერთ-ერ­თი მო­წა­ფე იყო38.
 XXX
   რო­დე­საც ორი­გე­ნე კე­სა­რი­ა­ში მის­თვის ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ოდა, მრა­ვა­ლი მი­ვი­და მას­თან, არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ობა, არა­მედ ათა­სო­ბით უც­ხო­ე­ლი მო­წა­ფე, რომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს თა­ვი­ან­თი სამ­შობ­ლო. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩე­ნილს ვიც­ნობთ თე­ო­დო­რეს, რო­მე­ლიც არის იგი­ვე ეს, ჩვენს დრო­ში ეპის­კო­პოს­თა შო­რის სა­ხელ­განთქმუ­ლი გრი­გო­ლი, და მი­სი ძმა ათე­ნო­დო­რი39. ისი­ნი, ორი­ვე ძლი­ერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ ელი­ნუ­რი და რო­მა­უ­ლი სწავ­ლე­ბე­ბით, მან (ორი­გე­ნემ - მთარგ.) კი მათ­ში ფი­ლო­სო­ფი­ის ტრფი­ა­ლი შე­ი­ტა­ნა და და­არ­წმუ­ნა, რომ მა­თი პირ­ვე­ლი მო­შურ­ნე­ო­ბა საღ­ვთო საგ­ნებ­ში წვრთნა­ზე გა­და­ეც­ვა­ლათ. სრუ­ლი ხუ­თი წე­ლი დაჰ­ყვეს მას­თან ერ­თად, ასე მი­ვიდ­ნენ საღ­ვთო საგ­ნებ­ში სრულქმნამ­დე, ისე რომ ორი­ვე პონ­ტოს ეკ­ლე­სი­ე­ბის ეპის­კო­პო­სო­ბის ღირ­სი შე­იქ­ნა.
 XXXI
   ამ დროს ცნო­ბი­ლი იყო "კეს­ტე­ბით" და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის მწე­რა­ლი აფ­რი­კა­ნუ­სიც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მის მი­ერ ორი­გე­ნე­სად­მი მი­წე­რი­ლი ეპის­ტო­ლე; იგი გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იყო თუ არა ყალ­ბი და ნათ­ხზი და­ნი­ე­ლის წიგ­ნში სუ­სა­ნას ამ­ბა­ვი40. ორი­გე­ნე მას ყვე­ლა­ზე სრულ პა­სუხს სწერს. ჩვე­ნამ­დე ასე­ვე მო­აღ­წია ამა­ვე აფ­რი­კა­ნუ­სის სხვა ზედ­მი­წევ­ნით ნაღ­ვაწ­მა შრო­მამ "ჟამ­თა­აღ­წე­რე­ბის" რიც­ხვით ხუთ­მა წიგ­ნმა. მას­ში ამ­ბობს, რომ იგი გა­ემ­გზავ­რა ალექ­სან­დრი­ა­ში ჰე­რაკ­ლა­სის დი­დი სა­ხე­ლის გა­მო, ვინც ფი­ლო­სო­ფი­ურ სწავ­ლე­ბებ­სა და ელინ­თა სხვა მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში საკ­მა­ოდ გა­მოჩე­ნი­ლი იყო და მინ­დო­ბი­ლი ჰქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სო­ბა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია იმა­ვე აფ­რი­კა­ნუ­სის სხვა ეპის­ტო­ლეც არის­ტი­დეს მი­მართ, მა­თეს­თან და ლუ­კას­თან ქრის­ტეს გვარ­ტო­მო­ბის სა­ვა­რა­უ­დო უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ; მას­ში ყვე­ლა­ზე ნათ­ლად ად­გენს მა­ხა­რე­ბელ­თა თან­ხმო­ბას მას­თან მოღ­წე­უ­ლი ის­ტო­რი­ი­დან, რაც წი­ნამ­დე­ბა­რე შრო­მის პირ­ველ წიგ­ნში ჯე­როვ­ნად გად­მო­ვე­ცით.
 XXXII
   ამა­ვე დროს ორი­გე­ნე­მაც შე­ად­გი­ნა "გან­მარ­ტე­ბე­ბი ესაი­აზე" და ეზე­კი­ელ­ზეც. მათ­გან ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია გან­მარ­ტე­ბე­ბის ოც­და­ათ­მა ტომ­მა ესაი­ას მე­სა­მე ნა­წილ­ზე, უდაბ­ნო­ში მხეც­თა ხილ­ვამ­დე, ეზე­კი­ელ­ზე კი - ოც­და­ხუთ­მა; მხო­ლოდ ეს თხზუ­ლე­ბე­ბი შექ­მნა ყვე­ლა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის [გან­მარ­ტე­ბე­ბი­სათ­ვის]. რო­დე­საც იმ­ყო­ფე­ბო­და ათენ­ში, და­ას­რუ­ლა ეზე­კი­ე­ლის, და და­იწ­ყო "ქე­ბა ქე­ბა­თას", და იქ მი­ვი­და მე­ხუ­თე წიგ­ნამ­დე. რო­დე­საც დაბ­რუნ­და კე­სა­რი­აში, ესეც ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნა, - რიც­ხვით ათი. რა სა­ჭი­როა, წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რომ­ში ჩა­მოვ­თვა­ლოთ ამ კა­ცის თხზუ­ლე­ბე­ბი, რაც სა­გან­გე­ბო შეს­წავ­ლას ით­ხოვს? ეს ჩვენ ჩავ­წე­რეთ პამ­ფი­ლის, ჩვე­ნი დრო­ის წმინ­და მო­წა­მის, ცხოვ­რე­ბის აღ­წე­რა­ში, რო­მელ­შიც წარ­მო­ვად­გი­ნეთ პამ­ფი­ლის საღ­ვთო მო­შურ­ნე­ო­ბის საქ­მე­ები; გად­მო­ვე­ცით მის მი­ერ შე­მოკ­რე­ბი­ლი ორი­გე­ნეს და სხვა სა­ეკ­ლე­სიო მწერ­ლე­ბის შრო­მა­თა ბიბ­ლი­ო­თე­კის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ვი­საც სურს, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი­გე­ნეს ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი შრო­მე­ბის უს­რუ­ლე­სი ცოდ­ნა41. ახ­ლა კი გა­და­ვი­დეთ მომ­დევ­ნო ამ­ბავ­ზე.
 XXXIII
   ბე­რი­ლი­ოს­მა, ახ­ლა­ხან ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ­მა არა­ბე­თის ბოს­ტრას ეპის­კო­პოს­მა, გა­და­უხ­ვია სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნებს და სცა­და სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სათ­ვის უც­ხო რამ [სწავ­ლე­ბის] შე­მო­ტა­ნა. კად­ნი­ე­რად ამ­ბობ­და, რომ ჩვე­ნი უფა­ლი და მაც­ხო­ვა­რი უწი­ნა­რეს ადა­მი­ა­ნებ­თან დამ­კვიდ­რე­ბი­სა სა­კუ­თა­რი არ­სის გარ­შე­მო­წე­რის მი­ხედ­ვით არ არ­სე­ბობ­და, არც სა­კუ­თა­რი ღმრთე­ე­ბა გააჩნდა, არა­მედ მხო­ლოდ მა­მა მკვიდ­რობ­და მას­ში. ამის გა­მო ამ კაც­თან მრა­ვა­ლი ეპის­კო­პო­სი აწარ­მო­ებ­და ძი­ე­ბებ­სა და დი­ა­ლო­გებს. მათ­თან ერ­თად მოწ­ვე­უ­ლი ორი­გე­ნე მი­ვი­და მას­თან სა­სა­უბ­როდ პირ­ველ რიგ­ში იმი­სათ­ვის, რომ გა­ერ­კვია, თუ რა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და; რო­დე­საც შე­იტ­ყო, თუ რას ამ­ბობ­და, მან შე­უს­წო­რა, რაც არ იყო მართლმა­დი­დებ­ლუ­რი, მსჯე­ლო­ბით და­არ­წმუ­ნა, დოგ­მა­ტის შე­სა­ხებ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ად­გი­ნა და თავ­და­პირ­ველ საღ შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე და­აბ­რუ­ნა. ახ­ლან­დელ დრომ­დე არის მოღ­წე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რი ბე­რი­ლი­უ­სის და მის გა­მო შემ­დგა­რი სი­ნო­დის, მას­თან ერ­თად მის მი­მართ თა­ვის დი­ო­ცეზ­ში ორი­გე­ნეს კით­ხვე­ბი­სა და სა­უბ­რე­ბის, და ყო­ვე­ლი­ვე იმი­სა, რაც იმ დროს მოხ­და. სხვა მრა­ვალ­საც გად­მოგ­ვცე­მენ ზე­პი­რად ორი­გე­ნეს შე­სა­ხებ ჩვე­ნი დრო­ის მო­ხუ­ცე­ბი, რა­საც ვფიქ­რობ, რომ გვერ­დი უნ­და ავუ­არო, რად­გან წარ­მოდ­გე­ნილ ნაშ­რომს არ ეხე­ბა. რაც კი მის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ცო­დეთ, ესე­ნი მის გა­მო ჩვე­ნი დრო­ის წმინ­და მო­წა­მის პამ­ფი­ლის და ჩვენს მი­ერ ნაღ­ვა­წი აპო­ლო­გი­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­რი­ბოს. იგი სა­ბა­ბის მა­ძი­ე­ბელ­თა გა­მო ერ­თად მო­შურ­ნე­ო­ბით შევ­კრი­ბეთ.
 XXXIV
   რო­დე­საც სრუ­ლი ექ­ვსი წლის შემ­დეგ გორ­დი­ა­ნემ და­ას­რუ­ლა რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­და­ვი­და ფი­ლი­პე­ზე, მის ვაჟ­თან ფი­ლი­პეს­თან42 ერ­თად. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, იგი იყო ქრის­ტი­ა­ნი და პა­სე­ქის უკა­ნას­კნე­ლი ღა­მის­თე­ვის დღეს ისურ­ვა, ეკ­ლე­სი­ა­ში ხალხს ზი­ა­რე­ბო­და ლოც­ვებ­ში, მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დელ­მა წი­ნამ­დგო­მელ­მა არ შე­უშ­ვა, ვიდ­რე არ აღი­ა­რა და აღ­რაც­ხა თა­ვი­სი თა­ვი ცოდ­ვა­ში მყო­ფებს შო­რის, და და­ა­ყე­ნა იგი სი­ნა­ნუ­ლი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას; რად­გან სხვაგ­ვა­რად, თუ ამას არ გა­ა­კე­თებ­და, არა­სო­დეს არ იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი [ეკ­ლე­სი­აში] მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ბრალ­დე­ბის გა­მო. ამ­ბო­ბენ, რომ წა­დი­ე­რად და­ე­მორჩილა, და ღვთის ში­ში­სად­მი ნამ­დვი­ლი და კე­თი­ლი გან­წყო­ბა საქ­მე­ე­ბით აჩვე­ნა.
 XXXV
   მე­სა­მე წე­ლი იყო, რო­დე­საც ალექ­სან­დრი­ის ეკ­ლე­სი­ე­ბის თექვსმეტ­წლი­ა­ნი თავმჯდო­მა­რე­ო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა ჰე­რაკ­ლა­სი და ეპის­კო­პო­სო­ბა დი­ო­ნი­სემ მი­იღო.
 XXXVI
   მა­შინ, რაც ბუ­ნებ­რი­ვი იყო, რო­დე­საც გამ­რავლდნენ მორ­წმუ­ნე­ები, ჩვე­ნი მოძღვრე­ბაც ყვე­ლას­თან კად­ნი­ე­რად იქა­და­გე­ბო­და, ამ­ბო­ბენ, რომ ორი­გე­ნე სა­მოც წელ­ზე მე­ტი ხნის იყო, და რამ­დე­ნა­დაც ხანგრძლი­ვი მზა­დე­ბი­სა­გან უკ­ვე უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და დაგ­რო­ვი­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მი­სი სა­უბ­რე­ბის ჩა­წე­რის ნე­ბა მის­ცა სწრაფჩამ­წე­რებს, აქამ­დე ამის გა­კე­თე­ბის ნე­ბას არ იძ­ლე­ოდა.
   ამა­ვე დროს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ [შედ­გე­ნი­ლი] თხზუ­ლე­ბის, - სა­თა­უ­რით "ეპი­კუ­რი­ე­ლი კელ­სუ­სის ჭეშ­მა­რი­ტი სიტ­ყვა"43, - სა­პა­სუ­ხოდ რვა წიგ­ნი შე­ად­გი­ნა, [გან­მარ­ტე­ბე­ბი] მა­თეს სა­ხა­რე­ბი­სათ­ვის ოც­და­ხუ­თი ტო­მი, ასე­ვე თორ­მეტ წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­ზე, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ოც­და­ხუ­თი ვი­პო­ვეთ. ასე­ვე მო­ი­პო­ვე­ბა მი­სი ეპის­ტო­ლე თვით იმ­პე­რა­ტორ ფი­ლი­პეს მი­მართ და სხვა ეპის­ტო­ლე მი­სი მე­უღ­ლის სე­ვე­რას მი­მართ; და სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის მი­მართ. მათ­გან სხვა­დას­ხვა პი­რებ­თან გაბ­ნე­უ­ლად შე­მორჩე­ნი­ლე­ბი რამ­დე­ნიც შეგ­ვეძ­ლო შევ­კრი­ბეთ და ცალ­კე­ულ ტო­მე­ბად და­ვა­ლა­გეთ, რა­თა მე­ტად არ გაბ­ნე­უ­ლი­ყო. ეპის­ტო­ლე­ე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ასს აღე­მა­ტე­ბო­და. იგი წერს ფა­ბი­ა­ნეს, რო­მის ეპის­კო­პოსს და ეკ­ლე­სი­ა­თა სხვა მრა­ვალ წი­ნამ­ძღოლს მართლმა­დი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ44. შე­გიძ­ლია, ნა­ხო მა­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩემს მი­ერ ამ კა­ცის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი "აპო­ლო­გი­ის" მერ­ვე წიგ­ნში.
 XXXVII
   შემ­დეგ კვლავ არა­ბეთ­ში ზე­მოხ­სნე­ნე­ბულ დროს გა­მოჩნდნენ სხვე­ბი, რომ­ლებ­მაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან განსხვა­ვე­ბუ­ლი დოგ­მა­ტე­ბი შე­მო­ი­ტა­ნეს. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი სუ­ლი, ვიდ­რე ეს ჟა­მი დგას, კვდე­ბა სხე­ულ­თან ერ­თად და მას­თან ერ­თად იხრწნე­ბა; მაგ­რამ აღ­დგო­მის ჟამს მას­თან ერ­თად გა­ცოცხლდე­ბა. მა­ში­ნაც არ­ცთუ მცი­რე სი­ნო­დი შე­იკ­რი­ბა, კვლავ ორი­გე­ნე მო­იწ­ვი­ეს. მან სა­ძი­ე­ბე­ლი სა­კით­ხის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­მოთ­ქვა სიტ­ყვე­ბი, და იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ შეც­ვა­ლა ის აზ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი პირ­ვე­ლად შეც­დო­მა­ში შე­ყავ­და45.
 XXXVIII
   მა­შინ სხვა მან­კი­ე­რე­ბა­საც და­ე­დო სა­თა­ვე, ე. წ. ჰელ­კე­სა­ი­ტე­ბის მწვა­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც დაწ­ყე­ბის­თა­ნა­ვე გან­ქარ­და46. ორი­გე­ნე მას იხ­სე­ნი­ებს ორ­მოც­და­მე­ო­რე ფსალ­მუნ­ზე სა­ჯა­რო სა­უბ­რი­სას, და ამ­ბობს შემ­დეგს: "აქ ახ­ლა­ხან მო­ვი­და ერ­თი კა­ცი, რო­მე­ლიც მზვა­ობ­რობ­და, რომ შე­ეძ­ლო პირ­ვე­ლი გა­ე­ხა­და უღ­მერ­თო და ყვე­ლა­ზე უზ­ნეო შე­ხე­დუ­ლე­ბა, ე. წ. ჰელ­კე­სა­ი­ტე­ბის, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან წინ აღუდ­გა ეკ­ლე­სი­ებს. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა რა ბო­რო­ტე­ბა­საც გა­მო­ხა­ტავს, გა­უწ­ყებთ, რა­თა არ წარ­გი­ტა­ცოთ. მთე­ლი წმინ­და წე­რი­ლი­დან უგუ­ლე­ბელ­ყოფს ზო­გი­ერთ სა­კითხს; კვლავ, იყე­ნებს გა­მო­ნათ­ქვა­მებს მთე­ლი ძვე­ლი აღთქმი­დან და სა­ხა­რე­ბე­ბი­დან; მო­ცი­ქულს* სრუ­ლი­ად უგუ­ლე­ბელ­ყოფს. ამ­ბობს, რომ [რწმე­ნის] უარ­ყო­ფი­სად­მი გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და გქონ­დეს და მიიჩნევს, რომ იძუ­ლე­ბის შემთხვე­ვა­ში პი­რით ხდე­ბა უარ­ყო­ფა, და არა გუ­ლით. ატა­რე­ბენ რა­ღაც წიგნს, რო­მელ­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ ცი­დან ჩა­მო­ვარ­და და მი­სი მსმე­ნე­ლე­ბი და მორ­წმუ­ნე­ე­ბი ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბას ღე­ბუ­ლო­ბენ, იმ მი­ტე­ვე­ბის­გან განსხვა­ვე­ბულს, რაც იე­სო ქრის­ტემ მი­უ­ტე­ვა".
   * იგულისხმება პავლე - მთარგ.
                                                       XXXIX
   ხუთ­წლი­ა­ნი მე­ფო­ბის შემ­დეგ ფი­ლი­პე შეც­ვა­ლა დე­კი­უს­მა47. მან ფი­ლი­პე­სად­მი მტრო­ბის გა­მო ეკ­ლე­სი­ებ­ზე დევ­ნუ­ლე­ბა აღ­ძრა48, რომ­ლის დრო­საც ფა­ბი­ა­ნე რომ­ში მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა და ეპის­კო­პო­სო­ბა კორ­ნე­ლი­ოს­ზე49 გა­და­ვი­და.
   პა­ლეს­ტი­ნა­ში კი იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი ალექ­სან­დრე ქრის­ტეს გა­მო კვლავ წარსდგა კე­სა­რი­ა­ში მმარ­თველ­თა სამ­სჯავ­რო­ში და მე­ო­რე­ჯერ თა­ვი გა­მოიჩი­ნა აღ­სა­რე­ბით50 გა­მოს­ცა­და საპ­ყრო­ბი­ლე ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბი­თა და მო­წი­წე­ბის აღმძვრე­ლი ჭა­ღა­რით მო­სილ­მა. რო­დე­საც მან მმარ­თველ­თა სამ­სჯავ­რო­ში ბრწყინ­ვა­ლე და ცხა­დი და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ საპ­ყრო­ბი­ლე­ში მი­ი­ძი­ნა, იე­რუ­სა­ლიმ­ში ეპის­კო­პო­სის მო­ნაც­ვლედ მა­ძა­ბა­ნე­სი51 წარ­მოჩნდა.
   რო­დე­საც ალექ­სან­დრეს მსგავ­სად ან­ტი­ო­ქი­ა­ში აღ­სა­რე­ბის შემ­დეგ საპ­ყრო­ბი­ლე­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ბი­ლა, ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის თავმჯდო­მა­რე გახ­და ფა­ბი­უ­სი52.
   ამ­გვა­რად, ის, თუ რა და რამ­დე­ნი რამ შე­ემთხვა ორი­გე­ნეს დევ­ნუ­ლე­ბი­სას და რო­გო­რი იყო მი­სი აღ­სას­რუ­ლი, რო­დე­საც უკე­თურ­მა დე­მონ­მა ამ კა­ცის ჯიბ­რით მთე­ლი ჯა­რე­ბი და­რაზ­მა, და ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბი­თა და ძა­ლით მის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­დლობ­და, და ვი­საც კი მა­შინ ეო­მე­ბო­და, ყვე­ლას­გან გა­მორჩე­უ­ლად მას ეს­ხმო­და თავს; თუ რა და რამ­დე­ნი რამ და­ით­მი­ნა ამ კაც­მა ქრის­ტეს სიტ­ყვის გა­მო, ბორ­კი­ლე­ბი და ტან­ჯვა-წა­მე­ბა იწ­ვნია სხე­ულ­ზე, რკი­ნა­ზე წო­ლა და საპ­ყრო­ბი­ლის ში­და ჯურ­ღმუ­ლებ­ში ტან­ჯვა, და მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წა­მე­ბე­ლი ხის მე­ოთ­ხე და­ნა­ყოფ­ზე გა­ჭი­მუ­ლი ფე­ხე­ბი, დაწ­ვის მუ­ქა­რა, და რამ­დენ სხვა რა­მე­საც მტრის­გან მოვ­ლე­ნილს ახოვ­ნად იტან­და; თუ რო­გო­რი იყო ამის და­სას­რუ­ლი, რო­ცა მსა­ჯუ­ლი მთე­ლი ძა­ლით შე­უ­პოვ­რად წინ აღუდ­გა მის მოკ­ვლას; და ამის შემ­დეგ, თუ რა თხზუ­ლე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა, ხე­ლის აპ­ყრო­ბის მსა­ჭი­რო­ე­ბელ­თათ­ვის სარ­გე­ბე­ლით სავ­სე, - [ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­სა­ხებ] ჭეშ­მა­რიტ და ზედ­მი­წევ­ნით [ცნო­ბებს] შე­ი­ცავს ამ კა­ცის მრა­ვა­ლი ეპის­ტო­ლე.
 XL
   რაც დი­ო­ნი­სეს შე­ემთხვა, გამ­ცნობთ გერ­მა­ნეს53 წი­ნა­აღ­მდეგ მი­სი ეპის­ტო­ლე, სა­დაც იგი თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ მოგ­ვით­ხრობს შემ­დეგს: "მე კი ღვთის წი­ნა­შე ვსა­უბ­რობ და მან იცის, თუ ვცრუ­ობ. ჩე­მით არა­ფე­რი გან­მიზ­რა­ხავს, არც უღ­მერ­თოდ გავ­ქცე­ულ­ვარ, არა­მედ პირ­ვე­ლა­დაც, დე­კი­უ­სის დროს გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბი­სას, იმა­ვე სა­ათს სა­ბი­ნუს­მა გაგ­ზავ­ნა ფრუ­მენ­ტა­რი­უ­სი54 ჩემს სა­ძებ­რად, მე კი ორ­მო­ცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში ვი­ყა­ვი ფრუ­მენ­ტა­რი­უ­სის მოს­ვლის მო­ლო­დინ­ში. მან ყვე­ლა­ფე­რი მოი­არა, იკ­ვლევ­და გზებს, მდი­ნა­რე­ებს, ველ-მინდვრებს, სა­დაც კი ფიქ­რობ­დნენ, რომ და­მა­ლუ­ლი ვი­ყა­ვი ან გზად გა­მევ­ლო; სიბ­რმა­ვე და­მარ­თნო­და, და სახლს ვერ პო­უ­ლობ­და, რად­გან არ სჯე­რო­და, რომ მე, დევ­ნუ­ლი, სახ­ლში დავრჩი. და ოთ­ხი დღის შემ­დეგ, რო­დე­საც ღმერ­თმა მიბ­რძა­ნა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­მარ­თა გზა, მეც და ჩე­მი შვი­ლე­ბიც, და მრა­ვა­ლი ძმა ძლივს შე­ვიკ­რი­ბეთ ერ­თად. და რომ ეს საქ­მე ღვთის წი­ნა­გა­გე­ბით მოხ­და, ამას მომ­დევ­ნო [მოვ­ლე­ნე­ბი] ცხად­ყოფს, რომ­ლის დრო­საც მა­ლე გავ­ხდით ზო­გი­ერ­თე­ბი­სათ­ვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი".
   შუ­ა­ლედ­ში გარ­კვე­ულ სა­კით­ხებ­ზე სა­უ­ბარს მო­ა­ყო­ლებს და გაქ­ცე­ვის შემ­დეგ მის თავ­ზე შემთხვე­ულ ამ­ბებს წარ­მოაჩენს, და ამას დას­ძენს: "რად­გან მე და­ახ­ლო­ე­ბით მზის ჩას­ვლი­სას ჩემს თანმხლებ პი­რებ­თან ერ­თად ჯა­რის­კა­ცე­ბის ხე­ლით წაყ­ვა­ნილ ვი­ქე­ნით ტა­პო­სი­რინ­ში. ტი­მო­თე კი, ღვთის წი­ნა­გა­გე­ბით მოხ­და, რომ არც იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, არც შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა; მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვი­და და ნა­ხა ცა­რი­ე­ლი სახ­ლი და მსა­ხუ­რე­ბი იცავ­დნენ მას, ჩვენ კი შეპ­ყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვით".
   შემ­დეგ ამ­ბობს: "და რა არის მი­სი საკ­ვირ­ვე­ლი გან­გე­ბუ­ლე­ბის სა­ხე? რად­გან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ით­ქმე­ბა. სოფ­ლე­ლი ვინ­მე შეხ­ვდა გაქ­ცე­ულ და შეშ­ფო­თე­ბულ ტი­მო­თეს, და აჩქა­რე­ბის მი­ზე­ზი გა­მო­კით­ხა. მან კი სი­მარ­თლე უთ­ხრა, მან მო­უს­მი­ნა (იგი მი­დი­ო­და ქორ­წილ­ში სა­ნა­დი­მოდ, რად­გან მა­თი ჩვე­უ­ლე­ბა იყო ასე­თი, თავ­ყრი­ლო­ბებ­ზე ღა­მის თე­ვა), შე­ვი­და და შე­ატ­ყო­ბი­ნა მე­ი­ნა­ხეთ. ისი­ნი კი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი აღძვრით, რო­გორც რამ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ნი­შან­ზე, ყვე­ლა წა­მოდ­გა და მთე­ლი სის­წრა­ფით გა­ე­შურ­ნენ; და რო­დე­საც ჩვენ­თან შე­მო­ვარ­დნენ, და­იყ­ვი­რეს. მცვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მყის­ვე გა­იქ­ცნენ, ხო­ლო ისი­ნი მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, რომ­ლე­ბიც უქ­ვე­შა­გე­ბო სა­წოლ­ზე ვი­წე­ქით. ღმერ­თმა იცის, რომ პირ­ვე­ლად ავა­ზა­კე­ბი მე­გო­ნა, გა­სა­ქურ­დად და სა­ძარ­ცვა­ვად მო­სულ­ნი. ვი­წე­ქი სა­რე­ცელ­ზე, შიშ­ვე­ლი - სე­ლის სა­მო­სელ­ზე, და­ნარჩე­ნი სა­მო­სე­ლი, გვერ­დით და­დე­ბუ­ლი, გა­ვუ­წო­დე მათ. მათ კი მიბ­რძა­ნეს ავმდგა­რი­ყა­ვი და სწრა­ფად გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. და მა­შინ მივხვდი, თუ რის­თვის იყ­ვნენ აქ მო­სუ­ლე­ბი, და­ვიყ­ვი­რე, ვთხოვ­დი მათ და ვე­ვედ­რე­ბო­დი, წა­სუ­ლიყ­ვნენ და ჩვენ და­ვე­ტო­ვე­ბი­ნეთ; თუ სურ­დათ ჩემ­თვის რა­ი­მე სი­კე­თე, და­ეს­წროთ ჩე­მი წამ­ყვა­ნე­ბის­თვის და მათ გა­ვე­ხა­დეთ ჩვენ თა­ვის მოკ­ვე­თის ღირ­სი. და რო­დე­საც ამას გავ­ყვი­რო­დი, რო­გორც იცი­ან ჩემ­მა თა­ნა­მო­ზი­ა­რე­ებ­მა და ყვე­ლა­ფერ­ში წილ­მქო­ნე­ებ­მა, ძა­ლით ამა­ყე­ნეს. მე კი გა­და­ვარ­დი და ძირს და­ვე­ცი, მათ ამ­წი­ეს ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით და გა­მათ­რი­ეს. მე გა­მომყვნენ ყვე­ლა ეს მო­წა­მე­ები, გაი­უსი, ფა­უს­ტუ­სი, პეტ­რე და პავ­ლე. მა­თაც ამიყ­ვა­ნეს სას­წრა­ფოდ და გა­მიყ­ვა­ნეს და­ბი­დან, შიშ­ვე­ლი დამ­სვეს ვირ­ზე და გა­მიშ­ვეს". ეს მოგ­ვით­ხრო დი­ო­ნი­სემ თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ.
 XLI
   იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა ან­ტი­ო­ქი­ელ­თა ეპის­კო­პო­სის ფა­ბი­უ­სის მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში მოგ­ვით­ხრობს მო­წა­მე­თა ბრძო­ლებს დე­კი­უ­სის დროს შემ­დე­გი სა­ხით: "არა­თუ იმ­პე­რა­ტო­რის ედიქ­ტით და­იწ­ყო ჩვენ­თან დევ­ნუ­ლე­ბა, არა­მედ მთე­ლი ერ­თი წლით ად­რე უს­წრებ­და მას. და ამ ქა­ლა­ქის­თვის ბო­რო­ტე­ბა­თა მჩხი­ბავ­მა და შე­მოქ­მედ­მა, რა­საც წარ­მო­ად­გენ­და იგი, და­ას­წრო (ედიქტს - მთარგ.), აღ­ძრა და აღაშ­ფო­თა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მარ­თთა ბრბო, აღაგ­ზნო მა­თი მშობ­ლი­უ­რი ცრუ­მორ­წმუ­ნე­ობა. ისი­ნი კი მის მი­ერ გა­წით­ლე­ბუ­ლე­ბი და უწ­მინ­დუ­რი საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა უფ­ლე­ბის მიმ­ღებ­ნი, თვლიდ­ნენ, რომ ერ­თა­დერ­თი ღვთის­მო­სა­ობა, დე­მონ­თა ეს მსა­ხუ­რე­ბა, იყო ჩვე­ნი მოკ­ვლა.
   "ამ­რი­გად, პირ­ვე­ლად შე­იპ­ყრეს მო­ხუ­ცი კა­ცი სა­ხე­ლად მეტ­რა­სი და უბ­რძა­ნეს უღ­ვთო სიტ­ყვე­ბის წარ­მოთ­ქმა, რო­დე­საც იგი არ და­ე­მორჩილა, ჯო­ხით სცე­მეს მი­სი სხე­ული, წვე­ტი­ა­ნი ლერ­წმის ღე­რო­ე­ბით დაუჩხვლი­ტეს სა­ხე და თვა­ლე­ბი, გა­იყ­ვა­ნეს ქა­ლა­ქის გა­რეთ და ჩა­ქო­ლეს.
   "შემ­დეგ მორ­წმუ­ნე ქა­ლი, სა­ხე­ლად კვინ­ტა, მი­იყ­ვა­ნეს კერ­პთან, და აი­ძუ­ლებ­დნენ, თაყ­ვა­ნი ეცა; ხო­ლო რო­დე­საც ზურ­გი შე­აქ­ცია და დაგ­მო, შე­უკ­რეს ფე­ხე­ბი და მთელ ქა­ლაქ­ში უხეშ ქვა­ფე­ნილ­ზე და­ათ­რევ­დნენ, იგი ეხეთ­ქე­ბო­და დიდ ქვებ­ზე, და ამას­თან ერ­თად მათ­რა­ხით სცემ­დნენ; შემ­დეგ მი­იყ­ვა­ნეს იმა­ვე ად­გი­ლას და ქვე­ბით ჩა­ქო­ლეს. შემ­დეგ ყვე­ლა ერ­თსუ­ლოვ­ნად ეცა ღვთის­მო­სავ­თა სახ­ლებს, და, რო­მელ­საც თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნი მე­ზობ­ლის კუთ­ვნი­ლე­ბად იც­ნობ­და, შე­ვარ­დე­ბო­და, იტა­ცებ­და და ძარ­ცვავ­და; ძვირ­ფას ქო­ნე­ბას ით­ვი­სებ­დნენ, იაფ­ფა­სი­ანს კი, რაც ხის­გან იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, ამტვრევ­დნენ და ქუჩებ­ში წვავ­დნენ, ვიდ­რე მტრე­ბის მი­ერ ქა­ლა­ქის დაპ­ყრო­ბის სა­ნა­ხა­ო­ბა არ წარ­მო­ად­გი­ნეს*. ძმე­ბი (ქრის­ტი­ა­ნე­ბი - მთარგ.) გზას უთ­მობ­დნენ და ტო­ვებ­დნენ, სი­ხა­რუ­ლით ღე­ბუ­ლობ­დნენ ქო­ნე­ბის და­ტა­ცე­ბას, მათ მსგავ­სად, ვი­საც პავ­ლე და­ე­მოწ­მე­ბა (ებრ. 10, 34). და არ ვი­ცი, თუ იყო ვინ­მე, შე­საძ­ლოა ერ­თი ვინ­მე და­ცე­მულ­თა­გა­ნი, რო­მელ­მაც ამ დრომ­დე უარ­ყო უფა­ლი.
   "გარ­და ამი­სა, შე­იპ­ყრეს მა­შინ ყვე­ლა­ზე საკ­ვირ­ვე­ლი ქალ­წუ­ლი, მო­ხუ­ცი აპო­ლო­ნია. მას ჩა­უმტვრი­ეს ყვე­ლა კბი­ლი, სცე­მეს ყვრი­მა­ლებ­ზე, ქა­ლა­ქის წინ აა­გიზ­გი­ზეს კო­ცო­ნი და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ ცოც­ხლად დაწ­ვავ­დნენ, თუ მათ­თან ერ­თად არ წარ­მოთ­ქვამ­და უღ­ვთო სიტ­ყვებს. მან ით­ხო­ვა, მცი­რე ხნით გა­ეშ­ვათ და რო­დე­საც გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს, მთე­ლი ძა­ლით გა­დახ­ტა ცეცხლში და და­იწ­ვა.
   "სე­რა­პი­ო­ნი შე­იპ­ყრეს სა­კუ­თარ სახ­ლში, სას­ტი­კი სა­ტან­ჯვე­ლე­ბით აწა­მეს და სხე­უ­ლის ყვე­ლა ასო შე­უ­მუს­რეს, და ზე­და სარ­თუ­ლი­დან თავ­ქვე გად­მო­აგ­დეს.
   "არ­ცერ­თი გზა, არც გა­სას­ვლე­ლი, არც სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი არ იყო ჩვენ­თვის ხსნი­ლი, არც ღა­მით და არც დღი­სით: მუ­დამ ყველ­გან გაჰ­ყვი­როდ­ნენ, რომ ვინც არ იგა­ლო­ბებ­და [ღვთის] მგმო­ბე­ლი სიტ­ყვე­ბით, იგი მყის­ვე უნ­და გა­მო­ეთ­რი­ათ და და­ეწ­ვათ. საქ­მის ასე­თი ვი­თა­რე­ბა დიდ ხანს გაგ­რძელ­და. შემ­დეგ კი ამ საბ­რა­ლოთ თავს და­ატ­ყდათ ამ­ბო­ხე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, და ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სი­სას­ტი­კე მათ მი­მართ შეტ­რი­ალ­და. მცი­რე ხნით სუ­ლი მო­ვით­ქვით, რო­დე­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მრის­ხა­ნე­ბის­გან ვერ იც­ლიდ­ნენ. მაგ­რამ მა­ლე­ვე ხმა გა­ვარ­და, რომ ჩვენ­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მმარ­თვე­ლო­ბა** შე­იც­ვა­ლა და ჩვენ მუ­ქა­რის დი­დი ში­ში დაგ­ვაწ­ვა. გარ­და ამი­სა გა­მო­ვი­და ედიქ­ტი, თით­ქმის ისე­თი, რო­გო­რიც იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლა ჩვენ­მა უფალ­მა, თით­ქმის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი, ისე­თი, - თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რჩე­ულ­თა ცთუ­ნე­ბაც (მათ. 24, 24)*** და მა­ინც, ყვე­ლა შე­შინ­და. მრა­ვალ გა­მოჩე­ნილ პი­როვ­ნე­ბა­თა­გან ზო­გი მა­შინ­ვე გა­მოჩნდა შე­ში­ნე­ბუ­ლი, ზო­გი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი აქეთ­კენ მი­იყ­ვა­ნა მათ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ; სხვე­ბი კი მათ გარ­შე­მო მყო­ფებ­მა გა­მო­ათ­რი­ეს. მათ სა­ხე­ლე­ბით იძა­ხებ­დნენ და უღ­ვთო და უწ­მინ­დუ­რი მსხვერპლს მი­ეხ­ლე­ბოდ­ნენ, ზო­გი გა­ფით­რე­ბუ­ლი და ძრწო­ლით, არა­თუ რო­გორც შემ­წირ­ვე­ლი, არა­მედ რო­გორც თვი­თონ შე­სა­წი­რი და მსხვერ­პლი კერ­პე­ბი­სათ­ვის, ისე­თი სა­ხის, რომ მრა­ვა­ლი გარ­შე­მომ­ყო­ფი დას­ცი­ნო­და მათ. ცხა­დი იყო, ყვე­ლაფ­რის ში­ში ჰქონ­დათ, სიკ­ვდი­ლი­საც და მსხვერპლშე­წირ­ვი­საც. ზო­გი­ერ­თი კი ბო­მო­ნე­ბის­კენ უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლი მირ­ბო­და, მხნედ ამ­ტკი­ცებ­და, რომ მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა ქრის­ტი­ანი, მათ შე­სა­ხებ უფალ­მა უჭეშ­მა­რი­ტე­სად იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლა, რომ ძნე­ლად ცხონ­დე­ბოდ­ნენ. და­ნარჩენ­თა­გან კი, ზო­გი მათ მის­დევ­და ერ­თი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით, ზო­გი კი გარ­ბო­და; ზო­გი შე­იპ­ყრეს, მათ­გან ზო­გი ბორ­კი­ლე­ბამ­დე და და­ტუ­სა­ღე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, და მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ დამწყვდე­ული, შემ­დეგ, ვიდ­რე სამ­სჯავ­რო­ში წა­იყ­ვან­დნენ, ფი­ცით უარ­ყოფ­დნენ; ზო­გი გარ­კვე­ულ ხანს ით­მენ­და, შემ­დეგ კი უარ­ყოფ­და.
    "უფ­ლის მტკი­ცე და ნე­ტა­რი სვე­ტე­ბი, მის მი­ერ განმტკი­ცე­ბულ­ნი მათ­ში არ­სე­ბუ­ლი ძლი­ე­რი რწმე­ნის ღირ­სსა და შე­სატ­ყვის ძა­ლა­სა და გამ­ძლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­დნენ, და მი­სი სა­სუ­ფევ­ლის საკ­ვირ­ვე­ლი მო­წა­მე­ე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. მათ­გან პირ­ვე­ლი იყო იუ­ლი­ანე, პო­დაგ­რით დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი კა­ცი, ვი­საც არც დგო­მა, არც სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლო. იგი სხვა ორ მის მომ­ვლელ­თან ერ­თად წა­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ერ­თმა მა­შინ­ვე უარ­ყო, მე­ო­რემ კი, სა­ხე­ლად კრო­ნი­ონ­მა, ზედ­წო­დე­ბით კი ევ­ნუს­მა, და თვი­თონ მო­ხუ­ცე­ბულ­მა იუ­ლი­ა­ნემ აღი­ა­რეს უფა­ლი. მათ აქ­ლე­მე­ბით და­ა­ტა­რებ­დნენ მთელ ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც, რო­გორც იცით, უდი­დე­სია, და ამ­ხედ­რე­ბუ­ლებს ამათ­რა­ხებ­დნენ, ბო­ლოს მთე­ლი ხალ­ხის გა­რე­მოც­ვა­ში ჩა­უმ­ქრა­ლი კი­რით დაწ­ვეს. ჯა­რის­კა­ცი, რო­მელ­საც ისი­ნი მი­ყავ­და, გვერ­დით იდ­გა და არ ანე­ბებ­და მათ, რომ­ლე­ბიც ამათ შე­უ­რაც­ხყოფ­დნენ. რო­დე­საც ისი­ნი უყ­ვი­როდ­ნენ, მიყ­ვა­ნილ იქ­ნა ღვთის ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი მებ­რძო­ლი, ბე­სა­სი და ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო დიდ ომ­ში სა­უ­კე­თე­სო ბრძო­ლის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ თა­ვი მოკ­ვე­თეს. და ერ­თი სხვაც, წარ­მო­შო­ბით ლი­ბი­ელი, სა­ხე­ლი­თაც და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი­თაც ჭეშ­მა­რი­ტად მა­კა­რი55, რო­დე­საც მას დიდ­ხანს შე­ა­გო­ნებ­და მსა­ჯუ­ლი უარ­ყო­ფი­სათ­ვის, ვერ და­ი­ყო­ლია და ცოც­ხლად დაწ­ვეს. მათ­თან ერ­თად დიდ­ხანს იყ­ვნენ ბორ­კი­ლებ­ში ეპი­მა­ქე და ალექ­სან­დრე; მათ მრა­ვა­ლი მტკივ­ნე­უ­ლი საფ­ხე­კე­ბი და მათ­რა­ხე­ბი გა­და­ი­ტა­ნეს, და ისი­ნიც ჩა­უმ­ქრა­ლი კი­რით და­იწ­ვნენ.
   "და მათ­თან ერ­თად იყო ოთ­ხი ქა­ლი. ამო­ნა­რი­ონ­მა, წმინ­და ქალ­წულ­მა, მას შემ­დეგ, რაც მსა­ჯულ­მა დიდ­ხანს გულ­მოდ­გი­ნედ ტან­ჯა, რად­გა­ნაც წი­ნას­წარ ჩან­და, რომ არა­ფერს იტ­ყო­და ისეთს, რა­საც იგი უბ­რძა­ნებ­და; მან ჭეშ­მა­რი­ტი გა­ხა­და და­ნა­პი­რე­ბი და გაყ­ვა­ნილ იქ­ნა; დანრჩე­ნე­ბი კი, პა­ტივ­ცე­მუ­ლი მხცო­ვა­ნი ქა­ლი მერ­კუ­რია და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დი­ო­ნი­სია, ვი­საც შვი­ლე­ბი უფალ­ზე მე­ტად არ უყ­ვარ­და, რო­დე­საც და­უს­რუ­ლებ­ლად ტან­ჯვის გაგ­რძე­ლე­ბით ქა­ლე­ბის მი­ერ შერცხვე­ნილ და და­მარ­ცხე­ბულ იქ­ნა მმარ­თვე­ლი, მახ­ვი­ლით და­ხო­ცეს, მე­ტად აღარ გა­ნუც­დი­ათ ტან­ჯვა; რად­გან წი­ნამბრძოლ­მა ამო­ნა­რი­ონ­მა ყვე­ლას გა­მო აი­ღო თა­ვის თავ­ზე.
   "ჰე­რი­ონი, ატე­რი და ისი­დო­რე, ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი, და მათ­თან ერ­თად ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი, და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მე­ტი წლის დი­ოს­კო­რე, გა­ცე­მულ იქ­ნენ. პირ­ვე­ლად [მმარ­თვე­ლი] ცდი­ლობ­და ყმაწ­ვი­ლის, რო­გორც შეც­დო­მა­ში ად­ვი­ლად შე­საყ­ვა­ნის მოტ­ყუ­ე­ბას და რო­გორც ად­ვი­ლად და­სა­ყო­ლი­ე­ბე­ლის ტან­ჯვით იძუ­ლე­ბას. მაგ­რამ დი­ოს­კო­რე არ და­ე­მორჩილა, არც და­ნებ­და. და­ნარჩე­ნე­ბი მხე­ცუ­რად დაგ­ლი­ჯა, და რო­დე­საც და­ით­მი­ნეს, ისი­ნიც ცეცხლს მის­ცა. დი­ოს­კო­რე კი ხალ­ხის წი­ნა­შე გაბრწყი­ნე­ბუ­ლი და პი­რად სა­უ­ბარ­შიც კით­ხვებ­ზე ყვე­ლა­ზე ბრძნუ­ლად მო­პა­სუ­ხე [მსა­ჯულს] აკ­ვირ­ვებ­და; მან იგი გა­უშ­ვა, უთ­ხრა, რომ აძ­ლევ­და სი­ნა­ნუ­ლის­თვის გან­საზღვრულ დროს მი­სი ასა­კის გა­მო. და ახ­ლა ყვე­ლა­ზე ღვთივმშვე­ნი­ე­რი დი­ოს­კო­რე ჩვენ­თან არის, უფ­რო ხანგრძლი­ვი ბრძო­ლი­სა და და­სათ­მე­ნი შერ­კი­ნე­ბი­სათ­ვის დარჩე­ნი­ლი.
   "ვინ­მე ნე­მე­სი­ოსს, მა­საც ეგ­ვიპ­ტელს, ცი­ლი დას­წა­მეს, რომ ავა­ზა­კებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და. რო­დე­საც იგი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქ­ნა ასის­თა­ვის წი­ნა­შე ამ მის­თვის უც­ხო ცი­ლის­წა­მე­ბის­გან, იგი რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი და­ას­მი­ნეს და ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს მმარ­თვე­ლის წი­ნა­შე. მან ყვე­ლა­ზე უს­მარ­თლოდ ავა­ზა­კებ­ზე ორ­ჯერ უფ­რო ძლი­ერ აწა­მა და მათ­რა­ხე­ბით სცე­მა და ნე­ტარს ქრის­ტეს მსგავ­სად ავა­ზა­კებს შო­რის დაწ­ვით პა­ტი­ვი სცა (იხ. მათ. 27, 38; მარკ. 15, 27; ლუკ. 23, 33; იოან. 19, 18).
   "ჯა­რის­კაც­თა მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ამო­ნი, ზე­ნო­ნი, პტო­ლე­მე­ო­სი და ინ­გე­ნი­უსი, და მათ­თან ერ­თად მო­ხუ­ცი თე­ო­ფი­ლე, და­ა­ყე­ნეს სამ­სჯავ­რო­ში. რო­დე­საც იმ დროს ერ­თი კა­ცი გა­ნის­ჯე­ბო­და რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი და უკ­ვე უარ­ყო­ფის­კენ იხ­რე­ბო­და, ხო­ლო ისი­ნი ამ დროს იქ ეს­წრე­ბოდ­ნენ, და­იწ­ყეს კბი­ლე­ბის ღრჭი­ალი; ისი­ნი თავს აქ­ნევ­დნენ, ხე­ლებს აღაპ­ყრობ­დნენ და სხე­უ­ლის მოძ­რა­ო­ბით ნიშ­ნებს გა­მო­სა­ხავ­დნენ. რო­დე­საც ყვე­ლამ მათ­კენ იქ­ცია პი­რი, ვიდ­რე ვინ­მე მათ მი­უხ­ვდე­ბო­და, [სამ­სჯავ­როს] ზღურ­ბლი­სა­კენ გა­იქ­ცნენ და გა­ნაც­ხა­დეს, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ისე რომ მმარ­თველს და იქ მსხდომთ შე­ე­შინ­დათ, და ნა­თე­ლი გახ­და, რომ გან­სას­ჯე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ახოვ­ნად შეხ­ვდე­ბოდ­ნენ სა­ტან­ჯვე­ლებს, მსა­ჯუ­ლე­ბი კი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნიც სა­ზე­ი­მოდ გა­ე­მარ­თნენ სამ­სჯავ­რო­დან და გა­ხა­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ მა­თი მოწ­მო­ბით, ღმერ­თი მათ დი­დე­ბით ამარ­ჯვე­ბი­ნებ­და.
   * იგულისხმება, რომ ქალაქში მცხოვრები ქრისტიანები ისე დაარბიეს, რომ გეგონებოდა, მტერი შემოიჭრა და ქალაქი დაიპყრო - მთარგ.
   ** იმპერატორ ფილიპეს მმართველობა - მთარგ.
   *** ევსებიმ მათეს "პლანასთაი" შეცვალა "სკანდალისაი" - მთარგ.
 XLII
   "და სხვა მრა­ვალს ქა­ლა­ქებ­სა და და­ბებ­ში წარ­მარ­თე­ბი ნა­წი­ლე­ბად გლეჯ­დნენ, მათ­გან ერთს გა­ვიხ­სე­ნებთ მა­გა­ლი­თი­სათ­ვის. ის­ქი­რი­ო­ნი მო­უ­რა­ვად ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთ მმარ­თველს. დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა მას მსხვერ­პლის შე­წირ­ვა უბ­რძა­ნა; რო­დე­საც არ და­ე­მორჩილა, გა­მო­ლან­ძღა; იგი კვლავ თა­ვის აზ­რზე დარჩა, მან შე­უ­რაც­ხყო­ფა მი­ა­ყე­ნა; იგი მტკი­ცედ იდ­გა; მა­შინ მან აი­ღო დი­დი ჯო­ხი და გა­უ­ყა­რა შიგ­ნე­უ­ლო­ბა­ში და ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ში. ასე მოკ­ლა იგი.
   "რა უნ­და ით­ქვას უდაბ­ნო­ებ­სა და მთებ­ში მო­ხე­ტი­ა­ლე­თა სიმ­რავ­ლე­ზე, რომ­ლე­ბიც შიმ­ში­ლით, წყურ­ვი­ლით, სი­ცი­ვით, სნე­უ­ლე­ბე­ბით, ავა­ზა­კე­ბის­გან და მხე­ცე­ბის­გან იღუ­პე­ბოდ­ნენ? მათ­გან გა­დარჩე­ნი­ლე­ბი არი­ან მა­თი რჩე­უ­ლო­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის მოწ­მე­ები. მათ­გან ერთ საქ­მე­საც წარ­მო­გიდ­გენთ საჩვე­ნებ­ლად. ხე­რე­მო­ნი იყო ნი­ლო­პო­ლი­სად წო­დე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის ღრმად მო­ხუ­ცი ეპის­კო­პო­სი. იგი არა­ბე­თის მთა­ზე გა­იქ­ცა თა­ვის თა­ნა­მეც­ხედ­რეს­თან ერ­თად, უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ამის შემ­დეგ ძმებ­მა, რომ­ლებ­მაც დიდ­ხანს ეძე­ბეს, ვერ შეძ­ლეს თვა­ლი მო­ეკ­რათ მათ­თვის ან მა­თი სხე­უ­ლე­ბი­სათ­ვის. ამა­ვე არა­ბე­თის მთა­ზე მრა­ვა­ლი და­ატ­ყვე­ვეს ბარ­ბა­როს­მა სარ­კი­ნო­ზებ­მა. მათ­გან ზო­გი­ერ­თი ძლივს გა­მო­ის­ყი­დეს დი­დი თან­ხის სა­ფა­სუ­რად, ზო­გი კი დღემ­დე არ არის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.
   "ეს, ძმაო, ამა­ოდ არ მო­მი­ყო­ლია, არა­მედ რა­თა იცო­დე რამ­დე­ნი სა­ში­ნე­ლე­ბა გარ­დაგვხდა თავს. მათ­გან, რომ­ლებ­მაც მე­ტი გა­მოს­ცა­დეს, მეტ­საც შე­იტ­ყობთ".
   ცო­ტა ქვე­მოთ დას­ძენს: "ამი­ტომ ჩვენს შო­რის თვი­თონ საღ­ვთო მო­წა­მე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ახ­ლა ქრის­ტეს­თან სხე­დან მი­სი სა­სუ­ფევ­ლის ზი­არ­ნი, მი­სი გან­სჯის წილ­მქო­ნე­ნი და მას­თან ერ­თად მსა­ჯულ­ნი, მათ თა­ვის თავ­ზე აი­ღეს ზო­გი­ერ­თი და­ცე­მუ­ლი ძმის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მსხვერპლშე­წირ­ვის ბრალ­დე­ბა­ზე; რო­დე­საც ხე­დავ­დნენ მათ მოქ­ცე­ვა­სა და სი­ნა­ნულს, გან­სა­ჯეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მი­სა­ღე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ მის­თვის, რო­მელ­საც სრუ­ლე­ბით არ სურს ცოდ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი, არა­მედ სი­ნა­ნუ­ლი (შდრ. ეზეკ. 33, 11; 2 პეტ. 3, 9), მი­ი­ღეს, და­უშ­ვეს კრე­ბულ­ში რო­გორც თა­ნამ­დგო­მელ­ნი*, ლოც­ვებ­ში და ნა­დი­მებ­ზე თა­ვი­ანთ თა­ნა­ზი­არს ხდიდ­ნენ. ამ­რი­გად, ძმე­ბო, მათ შე­სა­ხებ რას გვირჩევთ ჩვენ? ჩვენ რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ? [ჩვენ] მათ მსგავს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა­ზე და აზ­რზე დავ­დგე­ბით, მათ მსჯავ­რსა და მადლს და­ვი­ცავთ, და მათ მი­ერ შეწ­ყა­ლე­ბუ­ლებს ტკბი­ლად მო­ვეპ­ყრო­ბით, თუ მათ მსჯავრს უსა­მარ­თლოდ მი­ვიჩნევთ და მა­თი აზ­რის გან­მკით­ხვე­ლე­ბი გავ­ხდე­ბით, სიტ­კბო­ე­ბას და­ვა­ნაღ­ვლი­ა­ნებთ და მათ წესს ავ­შლით?"56
ეს დი­ო­ნი­სემ ჯე­როვ­ნად დას­ძი­ნა, რო­ცა სა­კით­ხი წა­მოჭ­რა დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს მო­უძ­ლუ­რე­ბულ­თა შე­სა­ხებ.
   * ლათ. consistentes - ესენი იყვნენ ყველაზე მაღალი ხარისხის მონანულნი. მათ უშვებდნენ ევქარისტიულ ლოცვებზე, მაგრამ არ აზიარებდნენ - მთარგ.
 XLIII
   რად­გან იმ დროს რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცე­სი, ნო­ვა­ტუ­სი მათ წი­ნა­აღ­მდეგ მზვა­ობ­რი­ო­ბით აღ­დგა, თით­ქოს მათ მე­ტად აღარ გააჩნდათ ცხო­ნე­ბის სა­სო­ება, არც მა­შინ, თუ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­დნენ ნამ­დვი­ლი მოქ­ცე­ვი­სათ­ვის და უმ­წიკ­ვლო აღ­სა­რე­ბას აღას­რუ­ლებ­დნენ. ისი­ნი გო­ნე­ბით მო­ქა­დულ­ნი თა­ვი­ანთ თავს კა­თა­რებს57 უწო­დებ­დნენ, რო­მელ­თა ცალ­კე მწვა­ლებ­ლო­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­და ნო­ვა­ტუ­სი, რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის პრეს­ვი­ტე­რი. ამის გა­მო რომ­ში უდი­დე­სი სი­ნო­დი შე­იკ­რი­ბა, სა­მო­ცი ეპის­კო­პო­სის, უფ­რო მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი პრეს­ვი­ტე­რე­ბი­სა და დი­აკ­ვნე­ბი­სა­გან შემ­დგა­რი, და­ნარჩენ პრო­ვინ­ცი­ებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მწყემ­სე­ბი ამ საქ­მეს ცალ-ცალ­კე იკ­ვლევ­დნენ. ყვე­ლამ გა­ნაჩინა, რომ ნო­ვა­ტუ­სი, და მას­თან ერ­თად მზვა­ო­ბარ­ნი და ამ კა­ცის ძმათ­მო­ძუ­ლე და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი აზ­რი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის უც­ხო­თა შო­რის ყო­ფი­ლიყ­ვნენ მიჩნე­ული, გან­საც­დელ­ში და­ცე­მუ­ლი ძმე­ბი კი გან­კურ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ და გა­მო­ჯანმრთე­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ სი­ნა­ნუ­ლის წამ­ლე­ბით.
   ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პოს კორ­ნე­ლი­უ­სის ეპის­ტო­ლე­ებ­მა ან­ტი­ო­ქელ­თა ეკ­ლე­სი­ის [ეპის­კო­პო­სის] ფა­ბი­ა­ნეს მი­მართ, რომ­ლე­ბიც წარ­მოაჩენს რო­მა­ელ­თა სი­ნო­დის ირგვლივ მომ­ხდარ ამ­ბებს და მათ მი­ერ იტა­ლი­აში, აფ­რი­კა­სა და მახ­ლო­ბელ ქვეყ­ნებ­ში მი­ღე­ბულ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებს. აგ­რეთ­ვე მო­აღ­წია სხვა ეპის­ტო­ლე­ებ­მაც, კვიპ­რი­ა­ნე­სა და მას­თან ერ­თად აფ­რი­კა­ში მყოფ­თა, ლა­თი­ნურ ენა­ზე შედ­გე­ნი­ლებ­მა, რომ­ლებ­შიც ისი­ნი თანხმდე­ბი­ან, რომ გან­ცდი­ლებს უნ­და აღ­მოუჩი­ნონ დახ­მა­რე­ბა და, რომ სა­ჭი­როა კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლად კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ი­სა­გან გან­კვე­თი­ლად გა­მოც­ხად­დეს მწვა­ლებ­ლო­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლი და მსგავ­სად­ვე ყვე­ლა მას­თან ერ­თად წა­სუ­ლი. ამათ და­ერ­თვის კორ­ნე­ლი­უ­სის ერ­თი სხვა ეპის­ტო­ლე სი­ნო­დის ნე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე სხვა [ეპის­ტო­ლე] ნო­ვა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც ნა­წი­ლის გად­მო­ცე­მას არა­ფე­რი და­აბ­რკო­ლებს, რა­თა მის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ ამ წე­რი­ლის წამ­კით­ხვე­ლებ­მა. კორ­ნე­ლი­უ­სი ფა­ბი­უსს აც­ნო­ბებს, თუ რო­გო­რი ხა­სი­ა­თის იყო ნო­ვა­ტუ­სი, და წერს: "ამის თქმა მსურს, რა­თა იცო­დე, რომ დი­დი ხნის წინ ეს საკ­ვირ­ვე­ლი კა­ცი ეს­წრა­ფო­და ეპის­კო­პო­სო­ბას და თა­ვის თავ­ში მა­ლავ­და მის ამ აუ­ლაგ­მავ გუ­ლისთქმას და თა­ვი­სი უგუ­ნუ­რე­ბის სა­ფარ­ვე­ლად თა­ვი­დან­ვე მას­თან მყოფ აღ­მსა­რებ­ლებს იყე­ნებ­და. ჩვენ­თან მყოფ­თა­გან პრეს­ვი­ტერ­მა მაქ­სი­მუს­მა და ურ­ბან­მა, ორი­ვემ აღ­სა­რე­ბით სა­უ­კე­თე­სო დი­დე­ბის მომ­ნა­ყო­ფე­ბელ­მა, სი­დო­ნი­უს­მა და კე­ლე­რი­ნუს­მა, კაც­მა, რო­მელ­მაც ღვთის წყა­ლო­ბით ყვე­ლა სა­ტან­ჯვე­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი მოთ­მი­ნე­ბით აი­ტა­ნა და და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლი ხორ­ცი თა­ვი­სი რწმე­ნის ძა­ლით გა­აძ­ლი­ერა, და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხი აგე­მა, - ამ კა­ცებ­მა შე­იც­ნეს იგი და მას­ში აღ­მოაჩი­ნეს მზაკ­ვრო­ბა და მერ­ყე­ობა, ცრუ­ფი­ცე­ბი და ცრუ­მეტ­ყვე­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბი­სად­მი თა­ვის არი­დე­ბა და მგლუ­რი მე­გობ­რო­ბა, და და­უბ­რუნ­დნენ წმინ­და ეკ­ლე­სი­ას. მი­სი ყვე­ლა მზაკ­ვრო­ბა და უკე­თუ­რე­ბა, რა­საც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის თავ­ში მა­ლავ­და, აუწ­ყეს იქ მყოფ საკ­მა­ოდ მრა­ვალ ეპის­კო­პოსს, პრეს­ვი­ტერ­სა და ერის­კაცს, მწა­რედ მოთ­ქვამ­დნენ და ნა­ნობ­დნენ იმის გა­მო, რომ და­უ­ჯე­რეს ამ ცბი­ერ და ავ მხეცს და მა­ლე­ვე და­ტო­ვეს ეკ­ლე­სია".
   ცო­ტა ქვე­მოთ ამ­ბობს: "საყ­ვა­რე­ლი ძმე­ბო, რა­ო­დენ სა­ო­ცა­რი შეტ­რი­ა­ლე­ბა და ცვლი­ლე­ბა და­ვი­ნა­ხეთ, რაც მოკ­ლე ხან­ში მას­ში მოხ­და! რად­გან ეს უბრწყინ­ვა­ლე­სი კა­ცი58, სა­ში­ნე­ლი ფი­ცე­ბით და­მარ­წმუ­ნე­ბე­ლი, რომ სრუ­ლი­ად არ ეს­წრა­ფო­და ეპის­კო­პო­სო­ბას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თით­ქოს რა­ღაც გრძნე­ბით ჩვენს შუ­ა­ში ამოტ­ყორ­ცნი­ლი, ეპის­კო­პო­სად წარ­მოჩნდა. რად­გან ამ დოგ­მა­ტე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­ეკ­ლე­სიო წე­სის დამ­ცველ­მა, რო­დე­საც სცა­და მის­თვის ზე­მო­დან არ­მო­ცე­მუ­ლი ეპის­კო­პო­სო­ბის დაპ­ყრო­ბა და მი­ტა­ცე­ბა, ამო­ირჩია მას­თან ორი თა­ნა­ზი­ა­რი კა­ცი, რომ­ლებ­მაც უარ­ყვეს თა­ვი­ან­თი ცხო­ნე­ბა, რა­თა იტა­ლი­ის ერთ მცი­რე და ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო კუთ­ხე­ში წა­რეგ­ზავ­ნა და რა­ი­მე მზაკ­ვრო­ბით ეცა­დათ, შე­ეც­დი­ნათ იქა­უ­რი სა­მი ეპის­კო­პო­სი, - უს­წავ­ლე­ლი და ლი­ტო­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. იგი არ­წმუ­ნებ­და და უმ­ტკი­ცებ­და მათ, რომ სწრა­ფად უნ­და ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ რომ­ში, რა­თა ნე­ბის­მი­ე­რი უთან­ხმო­ება, ოდეს­მე წარ­მოქ­მნი­ლი, სხვებ­თან ერ­თად მა­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო. რო­დე­საც ჩა­მო­ვიდ­ნენ, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ვთქვით, ძა­ლი­ან ლი­ტო­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ უკე­თუ­რი ხერ­ხე­ბი­სა და მზაკ­ვრო­ბე­ბის მი­მართ, მის (ნო­ვა­ტუ­სის - მთარგ.) მსგავ­სმა უწე­სო ადა­მი­ა­ნებ­მა ისი­ნი ჩა­კე­ტეს, და ათ სა­ათ­ზე მთვრა­ლე­ბი და შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლე­ბი ძალ­და­ტა­ნე­ბით აი­ძუ­ლა, რომ ყალ­ბი და ფუ­ჭი ხელ­დას­ხმით მი­ე­ცათ მის­თვის ეპის­კო­პო­სო­ბა, და ცბი­ე­რე­ბი­თა და მზაკ­ვრო­ბით მი­ით­ვი­სა ის, რაც არ ეკუთ­ვნო­და. ერ­თი მათ­გა­ნი ცო­ტა ხნის შემ­დეგ დაბ­რუნ­და ეკ­ლე­სი­აში, მწა­რედ მოთ­ქვამ­და და აღი­ა­რებ­და თა­ვის ცოდ­ვას. იგი მი­ვი­ღეთ ზი­ა­რე­ბა­ში რო­გორც ერის­კა­ცი, მის გა­მო ლო­ცუ­ლობ­და მთე­ლი იქ მყო­ფი ერი. და­ნარჩე­ნი ეპის­კო­პო­სე­ბის მო­ნაც­ვლე­ე­ბი ხელ­დას­ხმუ­ლე­ბი წარვგზავ­ნეთ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც იყ­ვნენ ისი­ნი.
   "სა­ხა­რე­ბის ამ მცველ­მა არ იცის, რომ კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ა­ში ერ­თი ეპის­კო­პო­სი უნ­და იყოს, რი­სი უმე­ცა­რიც არ ყო­ფი­ლა (რად­გან რო­გორ არ იცო­და?), რომ არის ორ­მოც­და­ექ­ვსი პრეს­ვი­ტე­რი, შვი­დი დი­ა­კო­ნი, შვი­დი იპო­დი­ა­კო­ნი, ორ­მოც­და­ო­რი აკო­ლუ­თი, ორ­მოც­და­თორ­მე­ტი შემ­ფუ­ცე­ბე­ლი, წიგ­ნის­მკით­ხვე­ლი კა­რის მცვე­ლებ­თან ერ­თად, ქვრი­ვე­ბი დავ­რდო­მი­ლებ­თან ერ­თად ათას ხუ­თას­ზე მე­ტი, რომ­ლებ­საც ყვე­ლას მე­უ­ფის მად­ლი და კაც­თმოყ­ვა­რე­ბა ასაზ­რდო­ებს. მაგ­რამ ვერც ესო­დენ­მა სიმ­რავ­ლემ, ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის ასე აუ­ცი­ლე­ბელ­მა, ღვთის წი­ნა­გან­გე­ბით გამ­დიდ­რე­ბულ­მა და გამ­რავ­ლე­ბულ­მა უამ­რავ და ურიცხვ ხალ­ხთან ერ­თად, მო­აქ­ცია იგი ასე­თი უსა­სო მან­კი­ე­რე­ბი­სა­გან და უკუ მო­უხ­მო ეკ­ლე­სი­ი­სა­კენ".
   და შემ­დეგ კვლავ დას­ძენს: "მო­დი, გეტ­ყვით შემ­დეგ რა საქ­მე­ე­ბით ან რა მო­ქა­ლა­ქო­ბით იხ­ვეჭ­და ეპის­კო­პო­სო­ბას. გა­ნა იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის გა­მო ბევ­რი იბ­რძო­ლა და ღვთის­მო­სა­ო­ბის გუ­ლის­თვის მრა­ვალ­სა და დიდ საფრთხე­ებ­ში იგ­დებ­და თავს? მაგ­რამ ეს ასე არ არის. მის­თვის რწმე­ნის აღმძვრე­ლი იყო სა­ტა­ნა, რო­მე­ლიც მას­ში შე­ვი­და და საკ­მაო ხანს სახ­ლობ­და მას­ში. რო­დე­საც მას შემ­ფუ­ცებ­ლე­ბი შე­ე­წე­ოდ­ნენ, მძი­მე სნე­უ­ლე­ბამ დას­ცა და რო­დე­საც ფიქ­რობ­დნენ, რომ მოკ­ვდე­ბო­და, თვით იმ სა­რე­ცელ­ზე, რო­მელ­ზეც იწ­ვა, ნათ­ლო­ბა მი­ი­ღო დას­ხმით, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასეთ­ზე ით­ქვას, რომ მი­იღო. მან თა­ვი და­აღ­წია სენს, მაგ­რამ არ მი­ი­ღო და­ნარჩენი, რი­სი მი­ღე­ბაც სა­ჭი­როა სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, - ეპის­კო­პო­სის მი­ერ აღ­ბეჭ­დვა. რო­დე­საც ეს არ მი­იღო, რო­გორ მი­ი­ღებ­და სუ­ლიწ­მინ­დას?"
   და კვლავ ცო­ტა ხნის შემ­დეგ ამ­ბობს: "სიმ­ხდა­ლი­სა და სი­ცოც­ხლის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო მან დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს უარ­ყო, რომ პრეს­ვი­ტე­რი იყო. რად­გან რო­დე­საც დი­აკ­ვნე­ბი მას ით­ხოვ­დნენ და მო­უხ­მობ­დნენ, რა­თა გა­მო­სუ­ლი­ყო ოთა­ხი­დან, სა­დაც ჩა­ი­კე­ტა, და შე­წე­ო­და ძმებს, რამ­დე­ნა­დაც მო­ვა­ლეა და რამ­დე­ნა­დაც ძა­ლუძს ხუ­ცესს, საფრთხე­ში მყო­ფი და შვე­ლის მთხოვ­ნე­ლი ძმე­ბის შე­წევ­ნა, მან ისე შორს და­ი­ჭი­რა დი­აკ­ვნე­ბის მო­წო­დე­ბი­სად­მი და­მორჩი­ლე­ბა, რომ გან­რის­ხე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და და [იქა­უ­რო­ბას] გა­ე­ცა­ლა; რად­გან თქვა, რომ მე­ტად აღარ სურ­და პრეს­ვი­ტე­რად ყოფ­ნა, და რომ სხვა ფი­ლო­სო­ფი­ით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი"59.
   ცო­ტა ქვე­მოთ დას­ძენს: "რად­გან რო­დე­საც ამ გა­მოჩე­ნილ­მა კაც­მა და­ტო­ვა ღვთის ეკ­ლე­სია, რო­მელ­შიც მორ­წმუ­ნედ გამ­ხდა­რი პრეს­ვი­ტე­რო­ბის ღირ­სი გახ­და ეპის­კო­პო­სის კე­თილ­გან­წყო­ბით, რო­მელ­მაც ხე­ლი და­ას­ხა პრეს­ვი­ტე­რის ხა­რის­ხზე, და რო­მელ­საც ხელს უშ­ლი­და ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი, ასე­ვე მრა­ვა­ლი ერის­კა­ცი, რად­გან არ იყო ნე­ბა­დარ­თუ­ლი სა­რე­ცელ­ზე სნე­უ­ლე­ბის გა­მო დას­ხმით მო­ნათ­ლუ­ლი, რო­გო­რიც იყო იგი, [სა­სუ­ლი­ერო] ხა­რის­ხში აეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ იგი (ეპის­კო­პო­სი - მთარგ.) ით­ხოვ­და, რომ მხო­ლოდ მი­სი ხელ­დას­ხმა და­ეშ­ვათ".
შემ­დეგ ამ ამ­ბებს ამ კა­ცის სხვა ყვე­ლა­ზე უა­რეს უმ­სგავ­სო­ბას და­ურ­თავს და გვი­ამ­ბობს შემ­დეგს: "რო­დე­საც აღას­რუ­ლებ­და წირ­ვას და თი­თოე­ულს უნა­წი­ლებ­და და აძ­ლევ­და წილს, სა­ცო­დავ ადა­მი­ა­ნებს კურ­თხე­ვის ნაც­ვლად აი­ძუ­ლებ­და, და­ე­ფი­ცათ, ორი­ვე ხელს ჩას­ჭი­დებ­და [ზი­ა­რე­ბის] მიმ­ღებს და არ უშ­ვებ­და, ვიდ­რე არ და­ი­ფი­ცებ­და და იტ­ყო­და (მის სიტ­ყვებს გა­ვი­მე­ო­რებ): "შე­მომ­ფი­ცე მე ჩვე­ნი უფ­ლის სის­ხლი­თა და ხორ­ცით, რომ მე არა­სო­დეს მი­მა­ტო­ვებ და არ მი­იქ­ცე­ვი კორ­ნე­ლი­უ­სის­კენ". და საბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი მა­ნამ­დე ვერ იგე­მებ­და, სა­ნამ თავს არ და­იწ­ყევ­ლი­და, და პუ­რის მი­ღე­ბი­სას "ამინ"-ის თქმის ნაც­ვლად ამ­ბობ­და: "არ დავ­ბრუნ­დე­ბი კორ­ნე­ლი­უს­თან".
   ზო­გი რა­მის თქმის შემ­დეგ კვლავ ამ­ბობს: "იცო­დე, რომ შიშ­ვე­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი გახ­და, რო­დე­საც ძმე­ბი ყო­ველ­დღე ტო­ვებ­დნენ მას და ეკ­ლე­სი­ა­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მო­სემ, ნე­ტარ­მა მო­წა­მემ, ახ­ლა­ხანს ჩვენ­თან მშვე­ნი­ე­რი და საკ­ვირ­ვე­ლი რამ მო­წა­მე­ო­ბის და­მა­მოწ­მე­ბელ­მა, ჯერ კი­დევ ამ­ქვეყ­ნად მყოფ­მა, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა მი­სი თავ­ხე­დო­ბა და სიშ­ლე­გე, თა­ნა­ზი­ა­რე­ბა გაწ­ყვი­ტა მას­თან და მას­თან ერ­თად ხუთ პრეს­ვი­ტერ­თან, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი თა­ვი ეკ­ლე­სი­ი­დან გან­კვე­თეს".
   ეპის­ტო­ლის ბო­ლოს კი რომ­ში მყო­ფი და ნო­ვა­ტუ­სის სი­სუ­ლე­ლის გამ­კიც­ხვე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს აკე­თებს, ამას­თან აღ­ნიშ­ნავს მა­თი და იმ სამ­რევ­ლო­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბებ­საც, რომ­ლებ­შიც თავმჯდო­მა­რე­ობ­დნენ, და მო­იხ­სე­ნი­ებს მა­თაც, რომ­ლე­ბიც რომ­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ე­თანხმნენ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას; მათ სა­ხე­ლებ­საც და ქა­ლა­ქებ­საც, სა­ი­და­ნაც მო­წე­რა თი­თოე­ულ­მა60. ეს მი­წე­რა და გა­ნუ­მარ­ტა კორ­ნე­ლი­უს­მა ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პოს ფა­ბი­უსს.
 XLIV
   მაგ­რამ ამა­ვე ფა­ბი­უსს, რო­გორ­ღაც გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში მიდ­რე­კილს, აგ­რეთ­ვე დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ელ­მა მი­წე­რა მრა­ვა­ლი სხვა [ეპის­ტო­ლე] სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ. მის მი­მართ წე­რი­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­უთ­ხრობს ახ­ლა­ხანს ალექ­სან­დრი­ა­ში მათ ბრძო­ლებს, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეწა­მენ. სხვა ამ­ბავ­თან ერ­თად საკ­ვირ­ვე­ლე­ბით სავ­სე რამ ამ­ბავს ამ­ცნობს, რი­სი ამ შრო­მა­ში გად­მო­ცე­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. იგი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: "შენ კი ჩვენ­თან მომ­ხდარ ამ ერთ მა­გა­ლითს გად­მოგ­ცემ. ჩვენ­თან იყო ვინ­მე სე­რა­პი­ონი, მხცო­ვა­ნი მორ­წმუ­ნე, მრა­ვა­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­წიკ­ვლოდ მცხოვ­რე­ბი, მაგ­რამ გან­საც­დელ­ში და­ეცა. იგი ხში­რად ით­ხოვ­და [შენ­დო­ბას], და არა­ვინ აქ­ცევ­და ყუ­რად­ღე­ბას, რად­გან მსხვერ­პლი შე­წი­რა. ერ­თხელ დას­ნე­ულ­და, და სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­ა­მო­უ­ღებ­ლად და უგრძნობ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ოთ­ხე დღეს ცო­ტა­თი გა­მომ­ჯო­ბინ­და და მო­უხ­მო შვი­ლიშ­ვილს, და უთ­ხრა: "შვი­ლო, ვიდ­რემ­დე შე­მა­კა­ვებთ? გთხოვთ, იჩქა­რეთ, და მო­მე­ცით სიკ­ვდი­ლის ნე­ბა, რო­მე­ლი­მე პრეს­ვი­ტერს უხ­მე". რო­დე­საც ეს თქვა, კვლავ და­დუმ­და. ყმაწ­ვი­ლი გა­იქ­ცა ხუ­ცეს­თან. ღა­მე იყო, პრეს­ვი­ტე­რი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი იყო, და ვერ შეძ­ლო მოს­ვლა. მე ბრძა­ნე­ბა მქონ­და გა­ცე­მუ­ლი, რომ ამ ცხოვ­რე­ბი­დან წამსვლე­ლებს, თუ ით­ხოვ­დნენ, და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ად­რეც ევედ­რე­ბოდ­ნენ, შენ­დო­ბა მი­ე­ღოთ, რა­თა და­ი­მე­დე­ბულ­ნი გა­რა­დაც­ვლი­ლიყ­ვნენ; ამი­ტომ მან ყმაწ­ვილს მის­ცა ევ­ქა­რის­ტი­ის მცი­რე ნა­წი­ლი, უბ­რძა­ნა და­ეს­ვე­ლე­ბია და მო­ხუ­ცის პირ­ში ჩა­ედო. ყმაწ­ვილ­მა წა­მო­ი­ღო და უკან დაბ­რუნ­და, მო­ახ­ლო­ე­ბი­სას, ვიდ­რე შე­ვი­დო­და, სე­რა­პი­ო­ნი კვლავ გა­მო­ცოცხლდა და თქვა: "მოხ­ვე­დი, შვი­ლო? ხუ­ცეს­მა ვერ შეძ­ლო მოს­ვლა, მაგ­რამ შენ გა­ა­კე­თე სწრა­ფად, რაც და­გი­წე­სა და გან­მი­ტე­ვე". ბიჭ­მა და­ალ­ბო და ჩა­ას­ხა პირ­ში, და რო­დე­საც მან მცი­რე­დი გა­დაყ­ლა­პა, მყის­ვე აღ­მოხ­და სუ­ლი. გა­ნა აშ­კა­რა არ არის, რომ და­ცუ­ლი და შე­ნა­ხულ იქ­ნა, ვიდ­რე არ გან­თა­ვი­სუფ­ლდა და შე­საძ­ლე­ბე­ლი არ გახ­და მრა­ვა­ლი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბით ცოდ­ვის წარ­ხოც­ვის აღი­ა­რე­ბა?".
 XLV
   ეს მოგ­ვით­ხრო დი­ო­ნი­სემ. მაგ­რამ ვნა­ხოთ, ამა­ვე პი­როვ­ელ­თა საძ­მო. მას შემ­დეგ, რაც გან­დგო­მი­სა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზად (ნო­ვა­ტუს­მა - მთარგ.) გა­ხა­და ზო­გი­ერ­თი ძმა, თით­ქოს მათ და­ა­ძა­ლეს აქამ­დე მი­სუ­ლი­ყო, ნა­ხე რას სწერს: "დი­ო­ნი­სე ძმა ნო­ვა­ტუსს, მო­კით­ხვა. რო­გორც ამ­ბობ, თუ შენ­და უნე­ბუ­რად წა­გიყ­ვა­ნეს, და­ამ­ტკი­ცე ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი დაბ­რუ­ნე­ბით. რად­გან ყვე­ლა­ნა­ი­რად უნ­და ევ­ნო, რომ არ გა­თი­შო ღვთის ეკ­ლე­სია, და კერ­პთაყ­ვა­ნის­ცე­მა­ზე უა­რის თქმის გა­მო მო­წა­მე­ო­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი დი­დე­ბა იქ­ნე­ბო­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის გა­მო მო­წა­მე­ობა, ჩე­მი აზ­რით უფ­რო მე­ტიც. რად­გან ერთ შემთხვე­ვა­ში ერ­თი კა­ცი სა­კუ­თა­რი სუ­ლის გა­მო მო­წა­მე­ობს, მე­ო­რე შემთხვე­ვა­ში კი - მთე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­მო. ახ­ლა კი, თუ ძმებს ნდო­ბით ან ძალ­და­ტა­ნე­ბით ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი­სა­კენ წა­რუძ­ღვე­ბი, და­ცე­მა­ზე უფ­რო დი­დი წა­მოდ­გო­მა გექ­ნე­ბა, ერ­თი ნე­ბა არ ჩა­გეთ­ვლე­ბა, მე­ო­რე კი შე­ქე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ თუ არ და­გე­მორჩი­ლე­ბი­ან და ვერ შეძ­ლებ, აც­ხო­ნე შე­ნი სუ­ლი. ვლო­ცუ­ლობ, რომ გაძ­ლი­ერ­დე და მშვი­დო­ბით იყო უფალ­ში".
                                              XLVI
   ესეც ნო­ვა­ტუსს მი­წე­რა. და აგ­რეთ­ვე ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ­თაც მი­წე­რა ეპის­ტო­ლე "სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც და­ცე­მულ­თა შე­სა­ხებ თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებს გად­მო­ცემს, და აღ­წერს და­ცე­მულ­თა ხა­რის­ხებს. აგ­რეთ­ვე კო­ლო­ნის მი­მართ (იგი იყო ჰერ­მო­პო­ლი­სელ­თა სამ­რევ­ლოს ეპის­კო­პო­სი) სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ მი­სი პი­რა­დი ეპის­ტო­ლეა მოღ­წე­უ­ლი და სხვაც ალექ­სან­დრი­ა­ში თა­ვი­სი სამწყსოს მი­მართ მი­წე­რი­ლი შე­მა­გო­ნე­ბე­ლი [ეპის­ტო­ლე]. მათ შო­რის არის ასე­ვე ორი­გე­ნეს მი­მართ "მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ" და­წე­რი­ლი; და ლა­ო­დი­კი­ის ძმე­ბი­სად­მი, რო­მელ­თაც წი­ნამ­დგომ­ლობ­და ეპის­კო­პო­სი თე­ლი­მიდ­რე; აგ­რეთ­ვე სომ­ხეთ­ში მყოფ­თაც, მსგავ­სად­ვე "სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ" მის­წე­რა, რო­მელ­თა ეპის­კო­პო­სი იყო მე­რუ­ძა­ნი. ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან და­მა­ტე­ბით კორ­ნე­ლი­უს რო­მა­ელ­საც მი­წე­რა, რო­დე­საც მი­ი­ღო ნო­ვა­ტუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ მი­სი ეპის­ტო­ლე, რო­მელ­შიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს ცხა­დად, რომ იგი მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნა ჰე­ლე­ნუ­სის მი­ერ, კი­ლი­კი­ის ტარ­სუს­ში [ეკ­ლე­სი­ის] ეპის­კო­პო­სის, და მას­თან ერ­თად და­ნარჩე­ნე­ბის მი­ერ (კა­ბა­დო­კი­ა­ში ფირ­მი­ლი­ა­ნეს, პა­ლეს­ტი­ნა­ში თე­ოკ­ტის­ტეს), რა­თა სი­ნო­დი­სათ­ვის შეხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ ან­ტი­ო­ქი­აში, სა­დაც ზო­გი­ერ­თე­ბი ცდი­ლობ­დნენ ნო­ვა­ტუ­სის61 სქიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას. გარ­და ამი­სა წერს, რომ მას შე­ატ­ყო­ბი­ნეს ფა­ბი­უ­სის მი­ძი­ნე­ბა და მის მო­ნაც­ვლედ ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სო­ბა­ზე დე­მეტ­რი­ა­ნეს62 დად­გი­ნე­ბა. იგი აგ­რეთ­ვე წერს იე­რუ­სა­ლიმ­ში [ეკ­ლე­სი­ის] ეპის­კო­პო­სის შე­სა­ხებ შემ­დეგ სიტ­ყვებს: "რად­გან საკ­ვირ­ველ­მა ალექ­სან­დრემ, საპ­ყრო­ბი­ლე­ში მყოფ­მა, ნე­ტა­რე­ბით გა­ნის­ვე­ნა".
   ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დი­ო­ნი­სეს სხვა ამის მომ­დევ­ნო "დი­ა­კო­ნი­კე" ეპის­ტო­ლე რომ­ში მყოფ­თათ­ვის ჰი­პო­ლი­ტეს ხე­ლით [გაგ­ზავ­ნი­ლი]. მათ მი­მართ სხვაც მი­წე­რა "მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ", და მსგავ­სად­ვე "სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ", და კვლავ სხვა იქა­ურ აღ­მსა­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ იზი­ა­რებ­დნენ ნო­ვა­ტუ­სის აზრს. ასე­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მათ მი­წე­რა სხვა ორიც. მსგავ­სად­ვე მრა­ვალ სხვა­საც ესა­უბ­რე­ბო­და წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და ახ­ლაც მი­სი თხზუ­ლე­ბე­ბი­სად­მი მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მომჩენთ მრა­ვალ­გვა­რი სარ­გე­ბე­ლი და­უ­ტო­ვა.
                                             შენიშვნები
1 - იმ­პე­რა­ტო­რი სეპ­ტი­მუს სე­ვე­რო­სი თა­ვი­სი მე­ფო­ბის და­საწ­ყის­ში ფრი­ად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი. ტერ­ტუ­ლი­ა­ნეს თა­ნახ­მად, იგი უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნის­გან გან­კურ­ნა ქრის­ტი­ან­მა პროკ­ლემ. მაგ­რამ თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის მე­ა­თე წელს, ე. ი. 203 წ., აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს იმ­პე­რა­ტორ­მა გა­მოს­ცა დეკ­რე­ტი (სრუ­ლი ტექ­სტი ჩვე­ნამ­დე არ არის მოღ­წე­ული), რო­მე­ლიც უკ­რძა­ლავ­და ვინ­მეს სას­ჯე­ლის სიმ­ძი­მის ში­შით იუ­და­იზ­მში ან ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში გა­დას­ვლას. იუ­და­იზ­მი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის აღ­რე­ვა მოწ­მობს ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა და იუ­და­იზ­მის რე­ლი­გი­ურ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის სი­ახ­ლო­ვე­თა შე­სა­ხებ რო­მის მმარ­თვე­ლო­ბის ცრუ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად ევ­ნო ალექ­სან­დრი­ის ეკ­ლე­სია. ეს დევ­ნუ­ლე­ბა ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­შიც გავ­რცელ­და. კარ­თა­გენ­ში 203 წ. 7 მარტს სკა­პუ­ლის პრო­კონ­სუ­ლო­ბის დროს და­სა­ჯეს რამ­დე­ნი­მე ქრის­ტი­ანი.
2 - 203 წლის­თვის დი­მიტ­რი­ო­სი ალექ­სან­დრი­ის კა­თედ­რას მარ­თავ­და უკ­ვე 14 წე­ლი.
3 - 204 წ., დევ­ნუ­ლე­ბის დროს, კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ალექ­სან­დრი­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი. კა­ტე­ხი­ზა­ტო­რი, ანუ სას­წავ­ლებ­ლის ხელმძღვა­ნე­ლი გახ­და ორი­გე­ნე. ორი­გე­ნეს მო­წა­ფე­თა შო­რის ევ­სე­ბი ასა­ხე­ლებს ჰე­რაკ­ლეს, ალექ­სან­დრი­ის მო­მა­ვალ ეპის­კო­პოსს (231-246 წწ.), და მის ძმა პლუ­ტარ­ქეს, რო­მელ­საც იხ­სე­ნი­ებს რო­გორც მო­წა­მეს.
4 - ამ მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ ცნო­ბებს გვაწ­ვდის მხო­ლოდ ევ­სე­ბი. მო­წა­მე პო­ტა­მი­ე­ნის ხსე­ნე­ბის დღეა 28 ივ­ნი­სი.
5 - კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ელი. სტრო­მა­ტე­ბი, I, 21.
6 - იგუ­ლის­ხმე­ბა იუ­და - ქრო­ნოგ­რა­ფი, რომ­ლის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რი არ ვი­ცით. მას იხ­სე­ნი­ებს ნეტ. იე­რო­ნი­მე (ალ­ბათ, ევ­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ).
7 - ევ­სე­ბიმ და პამ­ფი­ლიმ ერ­თობ­ლი­ვად და­წე­რეს ორი­გე­ნეს და­სა­ცა­ვად გან­სკუთ­რე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი - "აპო­ლო­გია". იგი არ არის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ული. IX ს‑ში ის წა­ი­კით­ხა კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის პატ­რი­არ­ქმა ფო­ტი­ოს­მა და მის­გან ვრცე­ლი ამო­ნა­წე­რე­ბი გა­ა­კე­თა თა­ვის ნაშ­რომ "ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში" (PG, C III). აი, რას წერს ფო­ტი­ო­სი ორი­გე­ნეს დევ­ნის შე­სა­ხებ: "ამ დრო­ი­დან დი­მიტ­რის სიყ­ვა­რუ­ლი სი­ძულ­ვი­ლად გარ­და­იქ­მნა, ქე­ბა კი შე­იც­ვა­ლა გა­კიც­ხვით. ორი­გე­ნეს წი­ნა­აღ­მდეგ მოწ­ვე­ულ იქ­ნა ეპის­კო­პოს­თა და ზო­გი­ერთ პრეს­ვი­ტერ­თა კრე­ბა, რო­მელ­მაც, რო­გორც პამ­ფი­ლი ამ­ბობს, მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ ორი­გე­ნე უნ­და გა­ე­ძე­ვე­ბი­ნათ ალექ­სან­დრი­ი­დან, ნე­ბა არ უნ­და და­ერ­თოთ მის­თვის იქ ცხოვ­რე­ბი­სა ან სწავ­ლი­სა; მაგ­რამ სამღვდე­ლო ხა­რის­ხი მას არ ჩა­მო­ერ­თმე­ო­და კრე­ბის მი­ერ, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და 230 წლის და­სას­რულს ან 231 წლის და­საწ­ყის­ში, მი­ღე­ბულ­მა დად­გე­ნი­ლე­ბამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ალექ­სან­დრი­ის ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი პა­პი (ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი­ო­სი - რედ.), და მან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ახა­ლი კრე­ბა მო­იწ­ვია, მაგ­რამ უკ­ვე პრეს­ვი­ტერ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე".
8 - სეპ­ტი­მუს სე­ვე­რუ­სის (გარდ. 211 წ.) მემ­კვიდ­რე­ე­ბი იყ­ვნენ მი­სი შვი­ლე­ბი: ჰე­ტუ­სი და კა­რა­კა­ლა. 212 წ. კა­რა­კა­ლამ მოკ­ლა ძმა და ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი გახ­და. კა­რა­კა­ლას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი იყო ან­ტო­ნი­ნე. კა­რა­კა­ლა იყო შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი. 
9 - დი­უ­სი - იე­რუს­ლა­ი­მის ეპის­კო­პო­სი იყო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
გერ­მა­ნე - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი იყო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
გორ­დი­ო­სი - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი იყო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
10 - ალექ­სან­დრე - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (212-250 წწ.).
11 - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სის ალექ­სან­დრეს წე­რი­ლი ეგ­ვიპ­ტის ქა­ლაქ ან­ტი­ნო­ეს ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი, პრო­ტეს­ტან­ტი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რის მი­უ­ხე­და­ვად, არა­პირ­და­პი­რად მოწ­მობს ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რის არ­სე­ბო­ბას ჯერ კი­დევ III ს‑ის 30‑იან წლებ­ში.
12 - ას­კლე­პი­ა­დე - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (213-221 წწ.).
13 - და­ახ. 200 წ. ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პოს­მა სე­რა­პი­ონ­მა მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ რო­სის სამ­რევ­ლოს (კე­ლე­სი­რია) მი­მარ­თა შე­გო­ნე­ბით, რომ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ე. წ. "პეტ­რეს სა­ხა­რე­ბა". აპოკ­რი­ფე­ბის შე­სა­ხებ იხ.: შნშ. 46. წ. 3.
14 - დო­კე­ტის­ტე­ბი - დო­კე­ტიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი, ანუ მოძღვრე­ბა ქრის­ტეს მოჩვე­ნე­ბი­თი სხე­უ­ლის შე­სა­ხებ. დო­კე­ტიზ­მი შე­ად­გენ­და გნოს­ტი­კუ­რი მოძღვრე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს. რო­გორც ცალ­კე სექ­ტა დო­კე­ტის­ტე­ბი მოიხ­სე­ნი­ე­ბი­ან მხო­ლოდ იპო­ლი­ტე რო­მა­ე­ლის „ფი­ლო­სო­ფუ­მე­ნებ­ში“.
15 - კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ელი. სტრო­მა­ტე­ბი, I, 21.
კა­სი­ა­ნე იუ­ლი­უ­სი (II ს.) - დო­კე­ტის­ტი და მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია "სტრო­მა­ტებ­ში" და ევ­სე­ბის­თან.
არის­ტო­ბუ­ლე - ალექ­სან­დრი­ე­ლი მწე­რა­ლი, წარ­მო­შო­ბით იუ­დე­ვე­ლი, პტო­ლე­მე­ოს IX მას­წავ­ლე­ბე­ლი. ხუთ­წიგ­ნე­უ­ლის მი­სე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბა, და­წე­რი­ლი ბერ­ძნულ ენა­ზე, მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლი­სა და ევ­სე­ვის მი­ერ.
დი­მიტ­რი­ო­სი (III ს. ქ. შ.-მდე) - იუ­დე­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, ავ­ტო­რი თხზუ­ლე­ბი­სა "იუ­დე­ველ მე­ფე­თა ის­ტო­რია", რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლია ფრაგ­მენ­ტუ­ლად, სხვა ავ­ტო­რე­ბის მი­ერ და­მოწ­მე­ბუ­ლი.
ევ­პო­ლე­მი­ო­სი (II ს. ქ. შ.-მდე) - იუ­დე­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, ავ­ტო­რი ტრაქ­ტა­ტი­სა "იუ­დე­ველ მე­ფე­თა შე­სა­ხებ".
16 - აკ­ვი­ლა - იუ­და­იზ­მის პრო­ზე­ლი­ტი, წარ­მო­შო­ბით იყო ეფე­სო­ში მცხოვ­რე­ბი წარ­მარ­თუ­ლი ოჯა­ხი­დან. იგი ცხოვ­რობ­და ად­რი­ა­ნეს მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში. და­ახ. 129 წ. თარგმნა წმ. წე­რი­ლი იმ იუ­დე­ვე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ ბერ­ძნულ ენო­ვან გა­რე­მო­ში. თარ­გმან­მა იუ­დე­ვე­ლე­ბის დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამ თარ­გმა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბებს გვაწ­ვდის ბევ­რი უძ­ვე­ლე­სი ავ­ტო­რი: წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლი, ნეტ. იე­რო­ნი­მე, ორი­გე­ნე, ნეტ. ავ­გუს­ტი­ნე, ეპი­ფა­ნე კვიპ­რე­ლი და სხვ. ეპი­ფა­ნეს მტკი­ცე­ბით, აკ­ვი­ლამ წმ. წე­რი­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლით თარგმნა. ამ მო­საზ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბო­და ნეტ. იე­რო­ნი­მე, თვლი­და რა, რომ „აკ­ვი­ლა არა პა­ექ­რო­ბის სუ­ლით, რო­გორც ზო­გი­ერ­თე­ბი ფიქ­რო­ბენ, არა­მედ ზედ­მი­წევ­ნით სიტ­ყვა-სიტ­ყვით თარგმნის“.
სვი­მა­ქო­სი - სწავ­ლუ­ლი სა­მა­რი­ტე­ლი, ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ი­ღო და მა­ლე ები­ო­ნელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბა­ში ჩა­ვარ­და. მთარგმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო 201‑203 წწ‑ებ­ში. სვი­მა­ქო­სის თარ­გმანს იყე­ნებ­დნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბიც.
თე­ო­დო­ტი­ო­ნი - ები­ო­ნელ­თა ერე­სის მიმ­დე­ვა­რი. და­ი­ბა­და ეფე­სო­ში. შემ­დეგ გა­და­ვი­და იუ­და­იზ­მში. წმ. წე­რი­ლი თარგმნა იმ­პე­რა­ტორ კო­მო­დის მმარ­თვე­ლო­ბის მე­ო­რე წელს, ე. ი. 181 წ.
17 - ჰეგ­ზაპ­ლე­ბი, შედ­გე­ნი­ლი ორი­გე­ნეს მი­ერ 230-240 წლებ­ში, თა­ვის­თა­ვად წარ­მო­ად­გენს ექვს სვეტს: 1) ებ­რა­უ­ლი ტექ­სტი ებ­რა­უ­ლი შრიფ­ტით; 2) ებ­რა­უ­ლი ტექ­სტი ბერ­ძნუ­ლი შრიფ­ტით; 3) სა­მოც­და­ათ მთარგმნელ­თა თარ­გმა­ნი; 4) აკ­ვი­ლას თარ­გმა­ნი; 5) სვი­მა­ქო­სის თარ­გმა­ნი; 6) თე­ო­დო­ტი­ო­ნის თარ­გმა­ნი. ჰეგ­ზაპ­ლე­ბი არის წმ. წე­რი­ლის ტექ­სტე­ბის ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი პირ­ვე­ლი კრი­ტი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა. 280 წ. წმ. წე­რი­ლის ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის კი­დევ ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა შეს­რულ­და - ლუ­კი­ა­ნე ან­ტი­ო­ქი­ე­ლის "რე­ცენ­ზია". ცნო­ბი­ლია წმ. წე­რი­ლის ტექ­სტის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბერ­ძნუ­ლი თარ­გმა­ნი, რომ­ლე­ბიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ორი­გე­ნეს პე­რი­ოდს ან წინ უძ­ღვის მას: (ქ. შ.‑მდე III ს.‑ქ. შ. III ს.).
18 - ამის შე­სა­ხებ მოთ­ხრო­ბი­ლია პა­ლა­დინ ჰე­ლე­ნო­პო­ლე­ლის "ლავ­სა­ი­კონ­ში".
19 - პორ­ფი­რი (232/233-301/305 წწ.) - ფი­ლო­სო­ფო­სი, ად­რე­უ­ლი რო­მა­უ­ლი ნე­ოპ­ლა­ტო­ნიზ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ავ­ტო­რი მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი შრო­მე­ბი­სა ფი­ლო­სო­ფი­აში, რე­ლი­გი­აში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, ის­ტო­რი­აში, რი­ტო­რი­კა­ში, ას­ტრო­ლო­გი­ა­ში და ა. შ. და­წე­რა თხზუ­ლე­ბა "ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", რო­მე­ლიც ფრაგ­მენ­ტე­ბის სა­ხით არის შე­მორჩე­ნი­ლი ავ­ტო­რებ­თან.
20 - ამო­ნი­ოს სა­კა­სი (175-242 წწ.) - ნე­ოპ­ლა­ტო­ნიზ­მის სკო­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი, პლო­ტი­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას თხზუ­ლე­ბე­ბი არ და­უ­ტო­ვე­ბია.
21 - ნუ­მე­ნო­ის აპა­მი­ე­ლი (II ს.) - სი­რი­ე­ლი ნე­ო­პი­თა­გო­რე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი, იხ­რე­ბო­და პლა­ტო­ნის ფი­ლო­სო­ფი­ის­კენ (იხ.: იქ­ვე, გვ. 132-134).
კრო­ნი­ო­სი (II ს.) - ჰო­მე­რო­სის კო­მენ­ტა­ტო­რი, ნუ­მე­ნი­ო­სის მე­გო­ბა­რი.
აპო­ლო­ფა­ნი (III ს.) - სტო­ი­კო­სი, ცხოვ­რობ­და ან­ტი­ო­ქი­აში. ლონ­გი­ნოს კა­სი­ო­სი (213-273 წწ.) - ათე­ნე­ლი რი­ტო­რი და ფი­ლო­სო­ფოს-ნე­ოპ­ლა­ტო­ნი­კო­სი, ამო­ნი­ოს სა­კა­სის მო­წა­ფე. სიკ­ვდი­ლით დას­ჯილ იქ­ნა იმ­პე­რა­ტორ ავ­რე­ლი­უ­სის ბრძა­ნე­ბით. ლო­გი­ნოსს მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­წე­რე­ბო­და ავ­ტო­რო­ბა ცნო­ბი­ლი ტრაქ­ტა­ტი­სა "ამაღ­ლე­ბუ­ლის შე­სა­ხებ".
მო­დე­რა­ტოს ჰა­დე­სე­ლი (I ს. ქ. შ.-მდე.-I ს. ქ. შ.) - ფი­ლო­სო­ფოს-ნე­ო­პი­თა­გო­რე­ლი. ცნო­ბი­ლია პორ­ფი­რის თხზუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით "პი­თა­გო­რას ცხოვ­რე­ბა", რო­მელ­შიც მოყ­ვა­ნი­ლია ფრაგ­მენ­ტე­ბი მო­დე­რა­ტო­სის შე­სა­ხებ. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი მო­ი­პო­ვე­ბა სიმ­პლი­ცი­უს­თან და სტო­ბე­ოს­თან.
ნი­კო­მა­ქე გე­რა­სე­ლი (II ს.) - ნე­ო­პი­თა­გო­რე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი. მა­თე­მა­ტი­კო­სი, ავ­ტო­რი თხზუ­ლე­ბი­სა "არით­მე­ტი­კის შე­სა­ვა­ლი" და "არით­მე­ტი­კუ­ლი ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბა".
ხე­რი­მო­ნი _ ეგ­ვიპ­ტე­ლი ის­ტო­რი­კო­სი და ფი­ლო­სო­ფოს-სტო­ი­კო­სი, ალექ­სან­დრი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კის ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი. ავ­ტო­რი თხზუ­ლე­ბი­სა "ეგ­ვიპ­ტის ის­ტო­რია". იმ­პე­რა­ტორ ნე­რო­ნის მოძ­ღვა­რი.
კორ­ნუ­ტუ­სი (I ს.) - ფი­ლო­სო­ფოს-სტო­ი­კო­სი.
22 - სა­უ­ბა­რია "ფი­ლო­სო­ფო­სის მან­ტი­ის" შე­სა­ხებ - ტან­საც­მლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ობა, რო­მელ­საც ატა­რებ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რი­ტო­რე­ბი, სო­ფის­ტე­ბი, სწავ­ლუ­ლე­ბი (იხ.: იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. `დი­ა­ლო­გი ტრი­ფონ იუ­დე­ველ­თან, I, 1‑2).
23 - არა­ბე­თი იყო რო­მის პრო­ვინ­ცია, მას­ში შე­დი­ო­და მთე­ლი იორ­და­ნი­ის გაღ­მა მხა­რე და პეტ­რია. მათ მარ­თავ­და ლე­გა­ტი-სე­ნა­ტო­რი. ლე­გა­ტის მი­მარ­თვა ატა­რებ­და ოფი­ცი­ა­ლურ ხა­სი­ათს. ეპის­კო­პო­სი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი ეპის­ტო­ლე მოწ­მობს იმის შე­სა­ხებ, რომ იმ დროს რო­მის მო­ხე­ლე­ე­ბი იც­ნობ­დნენ სა­ეკ­ლე­სიო იე­რარ­ქი­ას. ორი­გე­ნე მოგ­ზა­უ­რობ­და 215-216 წწ.
24 - 215 წ. ალექ­სან­დრი­ე­ლე­ბი აჯანყდნენ იმ­პე­რა­ტორ კა­რა­კა­ლას წი­ნა­აღ­მდეგ. კა­რა­კა­ლამ მათ­ზე მკაც­რად იძია შუ­რი: ქა­ლა­ქი მე­ომ­რებს გა­დას­ცა და­სარ­ბე­ვად, გა­ა­ძე­ვა ყვე­ლა უც­ხო­ელი, და­ხუ­რა სკო­ლე­ბი.
25 - ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ იხ.: Лоллий (Юрьевский), ар­хи­еп. Алек­сан­дрия и Египет. გვ. 210‑211.
26 - ბე­რი­ლი­ო­სი - არა­ბე­თის ბოს­ტრი­ის ეპის­კო­პო­სი. მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და მო­ნარ­ქის­ტთა ერესს.
27 - ან­ტო­ნი­ნუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი კა­რა­კა­ლა (211-217 წწ.); მაკ­რი­ნუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (217-218 წწ.); "ან­ტო­ნი­ნუ­სის მე­გო­ბარს" ევ­სე­ბი უწო­დებს იმ­პე­რა­ტორ ჰე­ლა­გა­ბალს (218-222 წწ.).
28 - კა­ლის­ტუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (218-223 წწ.).
ურ­ბა­ნუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (223-230 წწ.).
29 - ალექ­სან­დრე სე­ვე­რუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (222-235 წწ.).
30 - ფი­ლე­ტო­სი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (223-230 წწ.).
31 - პონ­ტი­ა­ნუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (230-235 წწ.).
ძე­ბე­ნო­სი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (230-238 წწ.).
32 - ჰე­რაკ­ლა­სი - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (231-246 წწ.).
33 - ფირ­მი­ლი­ა­ნე (გარდ. 260 წ.) - კე­სა­რია-კა­ბა­დო­კი­ის ეპის­კო­პო­სი. თავმჯდო­მა­რე­ობ­და ერე­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ რამ­დე­ნი­მე კრე­ბას. შე­მორჩე­ნი­ლია მი­სი ეპის­ტო­ლე კვიპ­რი­ა­ნე კარ­თგე­ნე­ლის მი­მართ.
34 - მაქ­სი­მი­ნი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (235-238 წწ.).
35 - გორ­დი­ა­ნე - რო­მის ეპის­კო­პო­სი (235-244 წწ.).
36 - ან­ტე­რო­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (235-236 წწ.).
ფა­ბი­ა­ნე - რო­მის ეპის­კო­პო­სი (236-250 წწ.).
37 - ბა­ბი­ლა - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (238-250 წწ.).
38 - დი­ო­ნი­სე - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (246-265 წწ.); კა­ტე­ხი­ზა­ტო­რულ სას­წავ­ლე­ბელს ხელმძღვა­ნე­ლობ­და 223 წლი­დან.
39 - წმ. გრი­გო­ლი (გარდ. და­ახ. 270 წ.) - ნე­ო­კე­სა­რი­ის ეპის­კო­პო­სი, საკ­ვირ­ველ­თმოქ­მე­დი. 231 წ. წარ­მარ­თი თე­ო­დო­რე ორი­გე­ნეს და­ე­მო­წა­ფა. რვაწ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­ნათ­ლა გრი­გო­ლის სა­ხე­ლით. მა­ლე ნე­ო­კე­სა­რის ეპის­კო­პო­სი გახ­და. მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა და უკ­ვე ბა­სი­ლი დიდ­მა და გრი­გოლ ნო­სელ­მა უწო­დეს მას საკ­ვირ­ველ­თმოქ­მე­დი. მან შე­ად­გი­ნა: სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლო (240 წ.), რო­მე­ლიც მო­წო­ნე­ბულ იქ­ნა პირ­ველ მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე (325 წ.); კა­ნო­ნი­კუ­რი ეპის­ტო­ლე პონ­ტოს ეპის­კო­პოს ათე­ნო­დო­რეს მი­მართ, 12 კა­ნო­ნის ჩათ­ვლით (262 წ.); ორი­გე­ნეს შეს­ხმა. მი­სი ცხოვ­რე­ბის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი იხ. ნა­ნა მრევ­ლიშ­ვი­ლი, გრი­გოლ ნო­სე­ლის "გრი­გოლ საკ­ვირ­ველ­თმოქ­მე­დის ცხოვ­რე­ბის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ები, თბი­ლი­სი, 2001 წ.
ათე­ნო­დო­რე - პონ­ტოს ეპის­კო­პო­სი, წმ. გრი­გოლ საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დის ძმა. წმ. გრი­გოლ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ კრე­ბას ან­ტი­ო­ქი­ა­ში (264 წ.).
40 - სუ­სა­ნას შე­სა­ხებ (დან. 13:1-64) ამ­ბა­ვი გად­მო­ცე­მუ­ლი არ არის ძვე­ლი აღთქმის ებ­რა­ულ ტექსტში. იგი არის მხო­ლოდ 70 მთარგმნელ­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ ბერ­ძნულ თარ­გმან­ში.
41 - წმ. პამ­ფი­ლის ცხოვ­რე­ბა და­ცუ­ლია ევ­სე­ბის ნაშ­რო­მის, "პა­ლეს­ტი­ნელ მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ", ფრაგ­მენ­ტში. ევ­სე­ბის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი კა­ტა­ლო­გი და­კარ­გუ­ლია. მი­სი ნა­წი­ლი და­მოწ­მე­ბუ­ლია ნეტ. იე­რო­ნი­მეს მი­ერ პავ­ლე­სად­მი მი­წე­რილ ეპის­ტო­ლე­ში (ეპის­ტო­ლე 23), სა­დაც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ორი­გე­ნეს და­ახ. 800 ნაშ­რო­მი. ევ­სე­ბის კა­ტა­ლოგ­ში ისი­ნი შე­ად­გენ­და 2000.
42 - ფი­ლი­პე არა­ბი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (244-249 წწ.). არ იყო ქრის­ტი­ანი, მაგ­რამ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი.
43 - კელ­სუ­სი - ბერ­ძე­ნი რი­ტო­რი. და­ახ. 170 წ. და­წე­რა ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი თხზუ­ლე­ბა "ჭეშ­მა­რი­ტი სიტ­ყვა", რომ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი აცუ­ლია ორი­გე­ნეს ტრაქ­ტატ­ში "კელ­სუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ". კელ­სუ­სი არ იყო ეპი­კუ­რე­ლი. კელ­სუ­სის წიგ­ნის ფრაგ­მენ­ტე­ბი.
44 - ფა­ბი­ა­ნე­სად­მი მიძღვნილ ეპის­ტო­ლე­ში (და­ახ. 241 წ.) ორი­გე­ნე ასე ხსნის თა­ვის თხზუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ ბო­ლომ­დე არა­მარ­თე­ბუ­ლი გან­საზღვრე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას: მის­მა მე­გო­ბარ­მა მე­ცე­ნატ­მა ამ­ბრო­სიმ აღ­მოაჩი­ნა მი­სი პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ აზ­რებს.
45 - ამ კრე­ბი­სა და მას­ზე დაგ­მო­ბი­ლი ერე­სე­ბის შე­სა­ხებ ჩვენ ვი­ცით მხო­ლოდ ევ­სე­ბის­გან.
46 - ელ­კე­სა­ი­ტე­ბი - სექ­ტა, "ფი­ლო­სო­ფუ­მე­ნე­ბის" (VIII, 8‑11) თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე უც­ნა­ური, გა­მო­ნა­გო­ნი ამ­ბე­ბის აღ­მსა­რე­ბე­ლი. ელ­კე­სა­ი­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ძე ღმერ­თი გა­მო­ეც­ხა­და მა­თი სექ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელს ელ­კსას (I ს‑ის და­სას.-II ს‑ის და­საწ.) ან­გე­ლო­ზის სა­ხით, რო­მე­ლიც სი­მაღ­ლით იყო 96 რო­მა­უ­ლი მი­ლი (რო­მა­უ­ლი მი­ლი უდ­რის 1 480 მ.). ეს მოძღვრე­ბა არ­სე­ბობ­და საკ­მა­ოდ დიდ­ხანს: IV ს‑ში ელ­კსას გვა­რი­დან ჩა­მო­მა­ვალ ორ სექ­ტანტს, მარ­ფუს­სა და მარ­თა­ნას კი­დევ ჰყავ­დათ თა­ვი­ან­თი მიმ­დევ­რე­ბი.
47 - დე­კი­უ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (249-251 წწ.).
48 - დე­კი­უ­სის დევ­ნუ­ლე­ბა, რომ­ლის დაწ­ყე­ბა და­უ­კავ­შირ­და ქრის­ტი­ან­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ცე­მულ ედიქტს (249 წლის დე­კემ­ბე­რი, ან 250 წლის იან­ვა­რი), იყო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მკაც­რი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­აში. ეს ედიქ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ბრძა­ნებ­და სა­ყო­ველ­თაო დევ­ნუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მათ­ზე, ვინც თაყ­ვანს არ სცემ­და რო­მა­ელ­თა ღმერ­თებს. იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა მაც­ხოვ­რე­ბელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი ხუ­თი პი­რის­გან შემ­დგა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის თვალ­წინ უნ­და აღეს­რუ­ლე­ბი­ნა მსხვერპლშე­წირ­ვა. მათ, ვინც ამას შე­ას­რუ­ლებ­და, ეძ­ლე­ო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი "მოწ­მო­ბე­ბი" (ლი­ბელ­ლი). შე­მო­ნა­ხუ­ლია ზო­გი­ერ­თი მსგავ­სი მოწ­მო­ბის ტექ­სტი, აი, ერ­თი მათ­გა­ნი: "ალექ­სან­დრეს კუნ­ძუ­ლის სოფ­ლის მსხვერპლშე­წირ­ვი­სათ­ვის, სა­ტა­უ­ტის ძის, აფ­რე­ლი­უს ლო­გე­ნეს­გან, რო­მე­ლიც არჩე­ულ იქ­ნა ალექ­სან­დრეს კუნ­ძუ­ლის სოფ­ლი­დან, შო­ბი­დან 72 წლი­სა, მარ­ჯვე­ნა წარ­ბზე ნაი­ა­რე­ვით. მე ყო­ველ­თვის ვწი­რავ­დი მსხვერპლს ღმერთს და ახ­ლაც თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით, ედიქ­ტის თა­ნახ­მად, შევ­წი­რე მსხვერ­პლი და შე­ვას­რუ­ლე ზე­დე­შეს შე­წირ­ვა და ვი­გე­მე სამსხვერ­პლო ხორ­ცი. იმ­პე­რა­ტორ კე­ი­სარ გაი­უს მე­სი­უს ტრაი­ა­ნე დე­კი­უს ღვთის­მო­სა­ვი სვი­ა­ნი ავ­გუს­ტუ­სის პირ­ველ წელს. 2 ეპიფსს (ანუ 25 ივ­ნისს -რედ.)".
49 - წმ. ფა­ბი­ა­ნე მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 250 წლის 20 იან­ვარს.
კორ­ნე­ლი­უ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (251-252 წწ.). ფა­ბი­ა­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რო­მის კა­თედ­რა დაქ­ვრი­ვე­ბუ­ლი იყო ერთ წელ­ზე მეტ ხანს.
50 - პირ­ვე­ლად ეპ. ალექ­სან­დრე ევ­ნო იმ­პე­რა­ტორ სეპ­ტი­მუს სე­ვე­რუ­სის დროს.
51 - მა­ძა­ბე­ნუ­სი - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (250-266 წწ.).
52 - ფა­ბი­უ­სი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (251-256 წწ.).
53 - ეპ. გერ­მა­ნემ ბრა­ლი დას­დო იმა­ში, რომ მან მი­ა­ტო­ვა თა­ვი­სი სამწყსო ვა­ლე­რი­ა­ნეს დევ­ნუ­ლე­ბის დროს.
54 - სა­ბი­ნი­უ­სი იყო იმ დროს ეგ­ვიპ­ტის პრე­ფექ­ტი.
ფრუ­მენ­ტა­რი­უ­სი (ფრუ­მენ­ტა­რი­უს) - ად­რი­ა­ნეს დრო­ი­დან სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ის მო­ხე­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა (ლათ.).
55 - მა­კა­რი - ნე­ტა­რი (ბერძ.).
56 - ალექ­სან­დრი­ელ მო­წა­მე­თა ხსე­ნე­ბის დღე, რომ­ლე­ბიც დე­კი­უ­სის დევ­ნუ­ლე­ბის დროს ეწამ­ნენ - 6 სექ­ტემ­ბე­რი.
57 - რო­მის ეკ­ლე­სი­ის პრეს­ვი­ტერს, რო­მე­ლიც რწმე­ნის მო­ღა­ლა­ტე­თა შეწ­ყა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ო­და და გან­ხეთ­ქი­ლე­ბას იწ­ვევ­და, ერ­ქვა ნო­ვა­ტი­ანე. თუმ­ცა ევ­სე­ბის შეც­დო­მა აიხ­სნე­ბა არა მხო­ლოდ სა­ხელ­თა მსგავ­სე­ბით. ნო­ვა­ტი ასე­ვე ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. კარ­თა­გე­ნის პრეს­ვი­ტე­რად მყო­ფი, იგი 248 წ. შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა კარ­თა­გე­ნის ეპის­კო­პო­სად კვიპ­რი­ა­ნეს და­ნი­შვნას. დე­კი­უ­სის დევ­ნუ­ლე­ბის დროს და მას შემ­დე­გაც, იგი, ისე­ვე რო­გორც ნო­ვა­ტი­ანე, სპე­კუ­ლი­რებ­და რწმე­ნის მო­ღა­ლა­ტე­თა სამწყსო­ში მი­ღე­ბის შე­სა­ხებ სა­კით­ხით. ნო­ვა­ტის მომ­ხრე­თა თვალ­საზ­რი­სი სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ნო­ვა­ტი­ა­ნეს მომ­ხრე­თა აზრს: თუ პირ­ველ­ნი თვლიდ­ნენ, რომ ყვე­ლა გან­დგო­მი­ლი, რო­მე­ლიც მი­ი­ღებ­და წე­რი­ლო­ბით შენ­დო­ბას რო­მე­ლი­მე მო­წა­მის­გან ან აღ­მსა­რებ­ლის­გან, ხე­ლახ­ლა უნ­და მი­ე­ღოთ სამწყსო­ში, მე­ო­რე­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ არა­ვინ გან­დგო­მილ­თა­გან არ შე­იძ­ლე­ბო­და შენ­დო­ბი­ლი და მი­ღე­ბუ­ლი სამ­რევ­ლო­ში ყო­ფი­ლი­ყო. ეკ­ლე­სი­ი­სა და იე­რარ­ქი­ის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტავ­და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა წმ. კვიპ­რი­ა­ნე კარ­თა­გე­ნე­ლი და რო­მის ეპის­კო­პო­სი კორ­ნე­ლი­უსი, შორს იყო უკი­დუ­რე­სო­ბის­გან და ცდი­ლობ­და თი­თოე­უ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი შემთხვე­ვის ყუ­რად­ღე­ბით გან­ხილ­ვას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკი­დუ­რე­სო­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სია: ნო­ვა­ტი და ნო­ვა­ტი­ა­ნე კარ­გად იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, უფ­რო მე­ტიც, ნო­ვა­ტი­ა­ნე კორ­ნე­ლი­უ­სის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და ნო­ვა­ტის წა­ქე­ზე­ბით. ორი­ვე გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში მყო­ფი პრე­ტენ­ზი­ას აც­ხა­დებ­და სა­ე­პი­კო­პო­სო კა­თედ­რა­ზე, ერ­თიც და მე­ო­რეც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად სარ­გებ­ლობ­დნენ ან­გა­რე­ბის მიზ­ნით ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სი­ცოც­ხლო სა­კით­ხე­ბით.
58 - ნო­ვა­ტი­ა­ნე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც სა­ეკ­ლე­სიო მწე­რა­ლი, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ლა­თი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი თე­ო­ლო­გი. მი­სი ეპის­ტო­ლე­ე­ბის გარ­და, ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია წმ. კვიპ­რი­ა­ნეს წე­რი­ლებ­ში და­ცულ­მა მის­მა ნაშ­რო­მებ­მა: "სა­მე­ბის შე­სა­ხებ" და "იუ­დე­ველ­თა საზ­რდოს შე­სა­ხებ".
59 - ამ ბრალ­დე­ბებს, შე­საძ­ლოა გაზ­ვი­ა­დე­ბულს, უყე­ნებს მხო­ლოდ ეპის­კო­პო­სი კორ­ნე­ლი­უსი. არც წმ. კვიპ­რი­ა­ნეს, არც ტრაქ­ტა­ტის "De novatianum" -ის ავ­ტორს (სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­პი ქსის­ტუ­სი II), - ორი­ვე იყო ნო­ვა­ტი­ა­ნეს შე­უ­პო­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, - არ მო­ყავთ კორ­ნე­ლი­უ­სის არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბა.
60 - ეს სია არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.
61 - ნო­ვა­ტი­ა­ნეს გან­ხეთ­ქი­ლე­ბას თავ­და­პირ­ვე­ლად მხარს უჭერ­და ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ეპის­კო­პო­სი, "ნო­ვა­ტი­ა­ნელ­თა პარ­ტი­ის მკაც­რი წე­სე­ბი­სა და, შე­საძ­ლოა, ნო­ვა­ტი­ა­ნეს პი­რა­დი ხა­სი­ა­თის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ". შე­საძ­ლოა, სწო­რედ ნო­ვა­ტი­ა­ნეს რი­გო­რიზ­მა უზ­რუნ­ველ­ყო მა­თი საკ­მა­ოდ ხანგრძლი­ვი ის­ტო­რი­უ­ლი არ­სე­ბო­ბა. VI ს‑ში მათ წი­ნა­აღ­მდეგ იწე­რე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრაქ­ტა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, ალექ­სან­დრი­ის პატ­რი­არქ ევ­ლო­გის (597-607 წწ.) ნაშ­რო­მი. ნო­ვა­ტი­ა­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს VIII ს‑ის ცნო­ბე­ბი.
62 - დე­მეტ­რი­ა­ნე - ანტიოქიის ეპისკოპოსი (256-260 წ.წ.).