1 ქართლი XVII საუკუნეში.
ქართველი ხალხის ისტორია სამშობლოს კეთილდღეობისათვის, მისი პატივისა და ღირსებისათვის ბრძოლის ისტორიაა. ქართველი მამულიშვილები თავგამოდებით იბრძოდნენ ქვეყნის ეროვნული სახის შენარჩუნებისათვის, მისი პოლიტიკური და კულტურული დამოუკიდებლობისათვის, მოძალებულ მრავალრიცხოვან დამპყრობლებთან ბრძოლაში ჩვენი სახელოვანი წინაპრები არნახულ ვაჟკაცობასა და სასწაულებრივ გმირობას იჩენდნენ.
იშვიათად თუ განუცდია რომელიმე ხალხს ის ჟამთა სიავე, ძნელბედობა, რომელიც ქართველთ ხვდათ წილად ძველ ხანაში. ქართველებს ახსოვთ ნათელი ეპოქებიც, მაგრამ უფრო ის ძაძით მოსილი შემზარავი საუკუნეები ახსოვთ, როდესაც მათ ქვეყანას საფრთხე ელოდა. საბედნიეროდ შავბედობა ვერ ტეხდა ქართველობას, ვერ აჯაბანებდა ლომგულ ვაჟკაცებს, ვერ ანელებდა ჩვენი მხედრების შემმართებლობას, ვერ ახშობდა რაინდების ომახიან შეძახილს. ქართველობა არ ეძლეოდა სასოწარკვეთილობას, ინარჩუნებდა სულიერ მხნეობას, მტკიცედ იცავდა და არ თმობდა მამა - პაპათა სისხლით მორწყულ მამულს, არ ელეოდა ღვაწლმოსილ წინაპართა ძვლებით მოფენილ მიწა - წყალს და შეუპოვრად უმკლავდებოდა თავდამსხმელებს.
სამშობლოს უანგარო სიყვარულის უწმინდესი და უფაქიზესი გრძნობით აღვსილმა მამულიშვილებმა უცხოელ მომხდურთ თავისი ძალა აჩვენეს, ღირსეული პასუხი გასცეს და ქართველთა დამონების სურვილის ვერაგული განზრახვის განხორციელებაზე ხელი ააღებინეს.
ეს გარემოება განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა XVII ს 30 - ან წლებში, როდესაც აღმ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. ქართველთა ენერგიულმა ბრძოლამ სათანადო შედეგი გამოიღო. ირანი იძულებული გახდა ანგარიში გაეწია ადგილობრივი მოსახლეობის განწყობილებისათვის და თავისი ძველი კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველობის სრულ განადგურებასა და ქართული სახელმწიფოებრივი ორგანიზმის მოსპობას არსებითად შეეცვალა.
ირანის შაჰი ქართველთა გადაშენებასა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყიზილბაშური სახანოების შექმნას აპირებდა, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ აიძულა უკან დაეხია და განსხვავებულ პოლიტიკას მოჰკიდებოდა. მისთვის ცხადი გახდა, რომ ქართლის სამეფოს გაუქმებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, ამიტომ მან ერთგვარი დათმობა ირჩია, ქართლის სახანოდ გადაქცევაზე ხელი აეღო და მის გამგებლად თავის მოადგილედ ირანში გაზრდილი ქართველი ბატონიშვილი როსტომი გამოგზავნა.
როსტომი 1632-58 წ თავისებურად მართავდა ქართლს, შაჰ სეფის 1629-42 წ დაუკითხავად თითქოს არაფერს აკეთებდა, ამიტომაც აქუნდა ძალი ყიზილბაშთა და ქართველნი მცირეთაგან კიდე ყოველნი ერთგულებდნენ. მისი ერთგულება ირანისადმი მოჩვენებითი იყო, წინდახედული დიპლომატი მოქნილად ატარებდა თავის პოლიტიკას და შაჰის ნდობას იმსახურებდა. მისი მოხერხებული პოლიტიკის შედეგად სამეფოში შედარებით მშვიდობა დამყარდა, ყიზილბაშთა თარეშს როგორც იქნა ბოლო მოეღო. შენიღბული პოლიტიკურ - დიპლომატიური მოღვაწეობით როსტომმა მოირთო ქართველნი ყოველნი და ყიზილბაშნი მონებდნენ ვითარცა ყეენს.
როსტომი მაჰმადიანურ - ყიზილბაშური წესებით იყო აღზრდილი და რამდენამდმე ჩვენშიც შეუდგა აღმოსავლური ჩვევების დაკანონებას. ამასთანავე ირანიდან დაბრუნდნენ ქართველი დიდებულები, რომლებიც წლების მანძილზე უცხო სამყაროში იმყოფებოდნენ და არა მარტო გამაჰმადიანდნენ არამედ ეზიარნენ აღმოსავლურ კულტურას და შეითვისეს ყიზილბაშური წეს - ჩვეულებანი და სამშობლოში დაბრუნებულებმა უცხო ზნეობათა დამკვიდრება იწყეს.
დიდკაცობის ერთი ნაწილის ზნეობრივი დაცემულობის შედეგად შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა - ჭამა, ყიზილბაშური სიძვა - მრუშება, ტყუვილი, ხორცთ განსვენება, ვახუშტი.
როსტომმა მართალია გაატარა სამოხელეო რეფორმები, ახლებური წესი დაამკვიდრა, მაგრამ ამას ქართლსის პოლიტიკურ ორგანიზაციაზე რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის გავლენა არ მოუხდენია.
ქართულ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს სახელები შეეცვალათ, მოხელეებმა ყიზილბაშური სახელები მიიღეს, მაგრამ ქართული სოციალურ - პოლიტიკური სისტემა, ადგილობრივი ადმინისტრაციული წყობა თითქმის უცვლელი დარჩა.
განუწყვეტელი საგარეო ომებით თავმობეზრებული და სისხლისმღვრელი ბრძოლებით ილაჯგაწყვეტილი ხალხი გატაცებითა და დიდი მონდომებით შეუდგა მუშაობას. ირანელთა საექსპედიციო დამსჯელი რაზმები აღარ თარეშობდნენ, თავადებს შორისაც შედარებით დაცხრა შუღლი და გახიზნული გლეხობა თავის სამკვიდროს დაუბრუნდა. აღდგა დაცემული სამეფო, გამოცოცხლდა გაპარტახებული ქვეყანა, გაცხოველდა ხელოსნობა, იმატა ვაჭრობამ, გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი.
ქართლში როგორც ავღნიშნეთ შედარებით მშვიდობა ჩამოვარდა, მაგრამ ქართველთა მორჩილება ირანელებისადმი მოჩვენებითი და დროებითი იყო.
არსებითად ჩვენი ხალხისათვის ეს იყო მცირეხნიანი შესვენება ხანგრძლივი, მრავალწლიანი ბრძოლების შემდეგ, რადგან ჯიქურმა წინააღმდეგობამ ქვეყანა გააპარტახა და ზოგი კუთხე სულ გააუკაცრიელა. ქართველობამ დროებითი კომპრომისი ირჩია და ძალის მოსაკრებად დრო იგდო ხელთ.
როსტომის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილობილი თეიმურაზ მუხრანბატონის ძე ვახტანგი. მისი გამეფებით დაიწყო მუხრანბატონების ბაგრატიონთა გვარეულობის უმცროსი შტოს ბატონობა ქართლში, ამ შტომ მრავალი გამოჩენილი მოღვაწე მისცა სამშობლოს: არჩილი, გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი.
მემატიანეთა დახასიათებით ვახტანგი იყო სახელდიდებული, სვეამაღლებული, ახოვანი ტანითა, ძლიერი ძალითა, უძლიერესი სიმახვილითა, მხეიძე.
„მხნე, ახოვანი, ჰაეროვანი, გამოცდილი, ბრძოლითა შინა შემმართებელი, მოისართ - მოასპარეზე, რჩეული, ღრმადგამგონე“ ვახუშტი.
მან ადრევე გაითქვა სახელი როგორც ჩინებულმა მეომარმა, ის ჯერ ქართლის გამგედ დანიშნეს, ხოლო როსტომის გარდაცვალების შემდეგ ქართლის მეფედ.
ვახტანგ V 1658-75 წ თავდადებით იბრძოდა ქვეყნის მთლიანობისა და თავდაცვისათვის, ენერგიულად უტევდა ურჩ დიდებულებს და ამავე დროს ერთგულთა შემოკრებასა და სათავადოების შემომტკიცებას ეზრახვოდა. მომხრეთა შოვნისა და შემდგომი ძლიერების მოპოვების მიზნით მან ნათესაური კავშირი დაამყარა დიდ გვარეულობებთან,სახელგანთქმულ ფეოდალურ ოჯახებთან, ცოლად ჯერ ყაფლან ორბელიანის ასული როდამი ჰყავდა, ხოლო შემდეგ ლევან დადიანის და მარიამი, თავის უფროს ძმას არჩილს ვახტანგმა შერთო თეიმურაზ I -ს 1589-1663 წ შვილიშვილი ქეთევანი, ლევანს ქაიხოსრო გურიელის ასული თუთა, ლუარსაბს რევაზ არაგვის ერისთავის ასული მარიამი და ა შ. ახლო კავშირი ჰქონდა შაჰის კართანაც, მისი ვაჟი ალექსანდრე ისპაანის მოურავი იყო.
ვახტანგ V არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ქართლის მართვით, მან კახეთსა და დას საქართველოსაც მიხედა, ქართლის გავლენა ქართულ სამეფო - სამთავროებზე საგრძნობლად გაიზარდა, ვახუშტის თქმით თავისი საქმიანობით ვახტანგმა მოიწყო ქართლი და კახეთი, იმერნი ჟამად ეპყრნეს, ჟამად მსახურებდნენ და უსმენდნენ მესხნი მორჩილებდნენ.
ვახტანგის საქმიანობა მრავალმხრივი იყო, მან აღაშენა და განავრცო ქართლი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი, მისი მეფობის დროს ქვეყანას გარეშე მტერი არ შემოსევია, მაგრამ ჩამოსახლებულ ყიზილბაშთა თვითნებობა და ადგილობრივ თავადთა ძალმომრეობა კვლავ სულს უხუთავდა მოსახლეობას.
ირანელთა ბატომობამ საზის მაღალი ფენების ხრწნა გამოიწვია, გამაჰმადიანებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი 1643 - 1713 ქ, რომელიც XVII ს 70 - ან წლებში იყო საქართველოში წერდა „ქართველთა კეთილშობილნი გარეგნობით უმეტეს ნაწილად მაჰმადიანები არიან, ეს სარწმუნოება ზოგს იმიტომ მიუღია, რომ მეფის კარზე ადგილი ეშოვა და სახელმწიფო ჯამაგირი ჰქონოდა“.
ქართველი ფეოდალების გახრწნა-გადაგვარება კათოლიკე მისიონერებსაც აქვთ აღნიშნული, პატრი კარლოს სანმარინელი 1668 წ წერდა რომს „ბევრი მათგანი მაჰმადიანობას იღებს თუ სიგლახაკის მიზეზით და თუ ხარისხის შეძენისათვის და თუ კიდევ იმისთვის რომ შაჰს აამოს“.
ქართველი მებატონეები უმოწყალოდ ყვლეფდნენ მოსახლეობას, სამეფოში შექმნილი მძიმე მდგომარეობა ყველაზე მეტად გლეხკაცობას ვნებდა, უცხოელთა ბატონობისა თუ ადგილობრივ დიდგვარიანთა თავაშვებულობის გამო ყველაზე მეტად ის იტანჯებოდა. ჟან შარდენის ცნობით მებატონეებს ძლიერ დიდი უფლება ჰქონდათ ყმებზე, ისინი მთელი თვეების განმავლობაში რამდენიც უნდოდათ იმდენს ამუშავებდნენ ყმებს და არც ჯამაგირს და არც საზრდოს აძლევდნენ. მებატონეებს ხელი მიუწვდებოდათ ყმების ქონებაზე, თავისუფლებასა და სიცოცხლეზედაც კი.
მეორე უცხოელიც აღნიშნავდა, რომ ქართველ დიდებულებს განუსაზღვრელი უფლება ჰქონდათ თავიანთ ქვეშევრდომებზე, მათ ხელში იყო ყმათა ქონება, სიცოცხლე და ნამუსი. მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა სახელმწიფო და მძიმე საბატონო ვალდებულებანი, ეკლესიაც დაუნდობლად ყვლეფდა მათ. მიუხედავად აღნიშნულისა სამეფოში შედარებით მშვიდობისა და მწარმოებელთა ინტენსიური მუშაობის შედეგად ქართლი ეკონომიკური აღმავლობის გზას დაადგა, გამრავლდა მოსახლეობა, გაცხოველდა ვაჭრობა, გაძლიერდა ხელოსნური წარმოება, მეტი ყურადღება მიექცა ქალაქების კეთილმოწყობას.
იმდროინდელ თბილისს ვრცლად აღწერს შარდენი „თბილისი ერთი უმშვენიერესი ქალაქია, უმეტესი ნაწილი სახლებისა სალ კლდეებზე დგას, ქალაქი შემოზღუდულია მშვენიერი და მაგარი კედლით, მდინარისაკენ კი უკედლოა. თბილისში რამდენიმე ეკლესიაა, 6 მათგანი ქართველებისაა, დანარჩენი სომხებისა, დედა ეკლესია რომელსაც სიონს უწოდებენ დგას მდინარის პირზე, მშვენიერი თლილი ქვით არის ნაშენი. თბილისში რამდენიმე კარგი საჯარო შენობაა, აქ არის ქვით ნაშენი და კარგად შენახული დიდი საბაზრო შენობები, ასეთივეა ქარვასლებიც რომლებშიც უცხოეთიდან მოსული ხალხი ბინავდება დროებით. თვითონ ქალაქში აბანოები ცოტაა და ხალხი ბანაობს იმ თბილ წყალში, რომელიც ციხეშია, ამ აბანოების წყალი გოგირდიანია და ძლიერ ცხელი, კარგად მყოფთა გარდა აქ ბანაობენ სნეულებიც. დუქნებიც კარგად არის მოწყობილი, სუფთად შენახული და მაღლობზე დგას დიდი მოედნის პირას.
მეფის სასახლე ერთ უმშვენიერეს შენობას წარმოადგენს თბილისში, სასახლეში არის დიდი დარბაზები, რომელნიც მდინარეს და ბაღებს გადასცქერიან, ბაღები ძალიან ფართოა, სასახლის წინ არის ოთხკუთხედი მოედანი რომელზეც ათასამდე ცხენი დაეტევა, მოედანი დუქნებით არის შემოზღუდული და ბოლოს გრძელი ბაზარია სასახლის პირდაპირ. მშვენიერი სანახავია მოედანი და სასახლის ფასადი ამ ბაზრის თავიდან. თბილისის მიდამო შეკრულია რამდენიმე სალხინო სახლით და მშვენიერი ბაღებით, ყველაზე დიდია მეფის ბაღი“.
ვახტანგ V-ს დროს შესამჩნევად გაძლიერდა და განმტკიცდა სამეფო კარი, რომლის დიდებასა და ბრწყინვალებას აღტაცებაში მოჰყავდა უცხოელი მოგზაურებიც კი. სასახლეში მომრავლდნენ მგოსნები და მომღერლები, განვითარდა სახოტბო პოეზია.
ხალხის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად შემოქმედებითი ძალების გამოცოცხლება შესამჩნევი გახდა, საზოგადოებრივ - კულტურულ ცხოვრებაშიც გაიზარდა ინტერესი მეცნიერებისა და კულტურისადმი, მეტი ყურადღება მიექცა სწავლა-განათლების საქმეს, იმატა ქართველ მწიგნობართა რიცხვმა. სხვათა შორის იმ ხანის ქართველთა განსწავლულობას საგანგებოდ აღნიშნავდნენ უცხოელები, მაგ ერთი უცხოელის სიტყვით ქართველებს აქვთ დიდი და საოცარი ცოდნა, თუმცა თავისი სამშობლოდან არსად გადიან, როგორც ჩანს მაჰმადიანური გარემოცვისა და უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის შესუსტების მიუხედავად ქართველები მაინც ახერხებდნენ განათლების დონის ამაღლებას.
ვახტანგ I - ს კარზე დროის შესაფერად საკმაოდ კარგად იყო დაყენებული სწავლა - აღზრდის საქმე, მემატიანის ცნობით ვახტანგმა თავისი შვილები აღზარდა სახელმწიფოსა სწავლითა და სიბრძნე - მეცნიერებითა, პირველად განსწავლნა საღმრთოთა წერილთა სწავლა - თარგმანებათა და განმარტებათა მიერ, ხოლო უმეტესად საეროთა და სავაჟკაცოთა მხედრობითა გამოცდილებითა ყოვლითურთ სამამაკაცო ზნეობითა ესრეთ, სახედ რომ არასოდეს არ აღზრდილ არს საქართველოსა შინა მათებრნი არცა ძენი მეფეთანი და არცა დიდებულთა მით. დამოწმებულ სიტყვებს ნათლად ადასტურებს ვახტანგის ძეთა ჩინებული და განათლება და კულტურულ - ლიტერატურული მოღვაწეობის მრავალმხრივობა.
მეფის შვილები ფიზიკურად ძლიერი, გონებაგახსნილი და ფრიად განათლებული მოღვაწენი იყვნენ, მათგან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ არჩილი, გიორგი და ლევანი.
არჩილი 1647-1713 წ იყო კისკას, შუენიერ მობურთალი, მოისარი, ფიზიკურ სიძლიერესთან და მოხდენილ გარეგნობასთან ერთად მას ამშვენებდა ლიტერატურული ნიჭი და მაღალმხატვრული გემოვნება.
ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ისტორიაში არჩილს ფრიად თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, ის ცნობილია როგორც ახალი ლიტერატურული მოძრაობის მეთაური, ისტორიულ-ეროვნული თემატიკის შესანიშნავი დამმუშავებელი, მშობლიური ენის სიწმინდისათვის მებრძოლი გამოჩენილი პოეტი და დიდაქტიკოს - მორალისტი.
არჩილი ძველი ქართული მწერლობის კარგი მცოდნე და მის სახელოვან ტრადიციებზე აღზრდილი შემოქმედი იყო, მისი მეცენატობაც საკმაოდ ცნობილია.
გიორგი იყო დაუცხრომელი სულის, შეუდრეკელი ნებისყოფისა და მტკიცე ხასიათის მამულიშვილი.
ძლიერი გოლიათებრ სამხედროთა საქმეთა სრული და ხელგამომავალი, ასეთი სიტყვა ჰქონდა მტერნი მოყვრად შეეცვალნის. ვახუშტი გიორგის ასე ახასიათებდა „მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, შვენიერ - ჰაეროვანი, პირმხიარული, ენატკბილი, უხვი და მრისხანე, მოისარ მოასპარეზე, უებრო“.
გიორგი ლიტერატურით საკმაოდ დაინტერესებული იყო და თვითაც იღებდა მონაწილეობას ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. მას უნდა ეკუთვნოდეს 1 საინტერესო თხზულება „თხრობანი სულთა და ხორცთანი ურთიერთას“ რომელიც ლექსნარევი პროზაა და ვრცლად გვაცნობს ავტორის ნაფიქრ - ნააზრევს. გიორგი ცნობილია მეცენატობითაც, მისი დავალებით იაკობ დუმბაძემ გალექსა ბაგრატ ბატონიშვილის პოლემიკური ნაწარმოები „უსჯულოს მაჰმადიანთა და ქრისტიანთა გაბაასება“.
ენერგიულად ზრუნავდა ქართულ ხელნაწერთა გასამრავლებლადაც, მოღწეულია ვეფხისტყაოსნის ერთი ძვირფასი ხელნაწერი, რომელიც 1680 წ მისი ბრძანებითაა დამზადებული.
მესამე ძმა ლევანი მემატიანეთა ცნობით იყო ბრძენი და მეცნიერი, შორდამნახავი საქმისა და განსწავლული სამეცნიეროთა წიგნითა, ღრმად გამსინჯველი და მოუბარი. იგი განათლებული მწიგნობარი, გაწაფული მეომარი და შორსმხედველი სახელმწიფო მოღვაწე იყო. არჩილი, გიორგი და ლევანი მგზნებარე პატრიოტები იყვნენ და დღენიადაგ სამშობლოს კეთილდღეობის სადარაჯოზე იდგნენ. მათი ყოველი ნაბიჯი ხალხის დიდი სიყვარულით იყო შთაგონებული. მთელი თავისი ძალა და ენერგია მათ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და უკეთესი მერმისისათვის ბრძოლას შეალიეს.
ვახტანგ V შაჰს თითქოს ერთგულად მორჩილებდა და როსტომის კურსს აგრძელებდა, მაგრამ თავის პოლიტიკას ისე მოქნილად ვეღარ ატარებდა და ანტიირანულ საქმიანობას მოხერხებულად ვეღარ ნიღბავდა. ამასთანავე მან ხელი მიჰყო როსტომის დროს დანერგილი წესების ნაწილობრივ შეცვლას და ყიზილბაშურ ჩვევათა შერბილებას. ირანელთა ზეგავლენის შესუსტება ისევე როგორც ვახტანგის მთელი ეროვნულ - სახელმწიფოებრივი პოლიტიკა შეშფოთებასა და უკმაყოფილებას იწვევდა შაჰის კარზე. ყოველი ღონისძიება ქართლის გაძლიერებისა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისაკენ წინააღმდეგობას აწყდებოდა, როგორც ჩანს სასახლეში ისე ადგილობრივ დიდებულთა წრეშიც, დაეჭვებულმა შაჰ სულეიმანმა 1666 - 94 წ ვახტანგი ისპაჰანში იხმო, ქართლის გამგებლობა გიორგიმ მიიღო.
გიორგიმ ადრევე გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე, მან ჯერ კიდევ ჭაბუკობაში მოაკვლევინა საბარათიანოს სარდალი ზაზა ციციშვილი, რომელიც იქცეოდა ამაყად მეფესსა ზედა, ვახტანგი რომ შაჰის კარს გაემგზავრა გიორგის დაავალა უკუმდგარი ქსნის ერისთავის დასჯა, გიორგიმ ლევანი გაგზავნა შიდა ქართლის მხედრობით და იესე ერისთავი გააძევებინა. ქსნის ერისთაობა გიორგის ერთგულმა დათუნამ მიიღო შალვა ერისთავის ძემ.
ვახტანგ V 1675 წ გარდაიცვალა, სოლეიმანმა გიორგი დაიბარა, მისთვის ტახტის ბოძება განიზრახა,გიორგიმ ქვეყნის გამგებლად ლევანი დატოვა, ხოლო თვითონ შაჰს ეახლა. იმ დროს ისპაანის სასახლეში მოღვაწეობდა დაწინაურებული დიდებული შიხალი ხანი, რომელსაც საკმაო გავლენა ჰქონდა მოპოვებული, მის სიტყვას შაჰი ანგარიშს უწევდა, შიხალი ხანი ქართლის სამეფო კარს მტრობდა, როც სულეიმანმა ავაგ II - ს ცოლის ანუკა ვახტანგის ასულის გაჩუქება მოინდომა ორმა დიდებულმა ითხოვა ქართველი მეფის ასულის ხელი , ლურისტანის ხანმა და შიხალი ხანმა, ვახტანგის თხოვნით შაჰმა ანუკა ლურისტანის ხანს მისცა, შიხალი ხანმაც წყენა გულს ჩაიხვია და ქართველებს მტრობა დაუწყო.
მან ხელი შეუშალა გიორგის გამეფებას, მისი რჩევით შაჰმა გადაწყვიტა ქართლი თეიმურაზ I -ს შვილიშვილის ერეკლესათვის მიეცა. აქტიურად ამოქმედდა არჩილი, ის ჯერ იმერეთში მეფობდა 1661-63 წ შემდეგ კახეთში 1664-75 წ, 1675 წ კვლავ სცადა იმერეთის ხელში ჩაგდება, მაგრამ რადგან გიორგი შაჰის კარზე დაყოვნდა ჩამოვიდდა ქართლში და მისი დაპყრობა დაიწყო, მას ქართლში გამეფება არ ჰქონდა განზრახული, იგი ქართლს იპყრობდა არა თუ თვისად არამედ რათა სცნას ყეენმა და მოსწრაფედ წარმოავლინოს გიორგი, ამ ხერხმა გასჭრა, არჩილის მოქმედებამ სასარგებლო ნაყოფი გამოიღო, შეშფოთებულმა შაჰმა გიორგის მისცა ქართლის მეფობა და სამშობლოსაკენ გამოისტუმრა, ახალი მეფე ქართლს მოვიდა, თბილისს დასათბურდა 1676 წ და ქვეყნის მართვას შეუდგა.
2 ვახტანგის დაბადება და აღზრდა.
«საღვთოც ვიცოდი საეროც» ვახტანგ VI.
ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, განსწავლული მეცნიერი და პოეტი ვახტანგ ბაგრატიონი დაიბადა 1675 წ 15 სექტემბერს. მამამისი ლევან ბატონიშვილი როგორც ავღნიშნეთ განათლებული მწიგნობარი იყო, მან თავისებური წვლილიც კი შეიტანა ძველი ქართული მწერლობის საგანძურში, კერძოდ შექმნა საყურადღებო საგალობლები. დედა თუთა იყო ასული ქაიხოსრო გურიელისა, იგი ადრე გარდაიცვალა 1678 წ, შემდეგში ვახტანგს დედინაცვალი თინათინ ავალიშვილი ზრდიდა.
ვახტანგმა უნივერსალური განათლება მიიღო, საფუძვლიანად გაიცნო და შეისწავლა ძველი ქართული სასულიერო საეკლესიო მწერლობაც და საერო მხატვრული ლიტერატურაც, ღრმად შეისწავლა აგრეთვე ღვთისმეტყველება და საეკლესიო ისტორია, გაიარა სათანადო რაინდული წვრთნა, შესაფერისად გაიწაფა იგი სამხედრო - პრაქტიკულ დისციპლინებში. საეკლესიო მოძღვრებისა და საერო შესანიშნავი ცოდნა ვახტანგს უფლებას აძლევდა ამაყად ეთქვა საღმრთოც ვიცოდი საეროც, ან კიდევ «არ ვიყავ სულაც უცოდნი, ვიცოდი ენა მძიმები მეკითხა წიგნი საღვთო და საეროც».
თანამედროვეთა ცნობითაც ვახტანგი იყო საღვთოდაც და საეროდაც ორკერძოდვე ზნეობითა და სწავლით გარემოზღუდვილი, თუმანიშვილი.
ვახტანგმა საკმაოდ კარგად შეისწავლა ენები, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, სამართალი, ასტრონომია, გეოგრაფია და ა შ. თავისი ხალასი ნიჭით, ფხიზელი გონებით, მუყაითობითა და შრომისმოყვარეობით მან ადრევე მიიქცია საზის ყურადღება.
პატრი რეჯინალდო აღნიშნავდა « რა გულმოდგინედ მეცადინეობდა ვახგტანგი ასტრონომიაში და დასძენდა საკმაოდ მაღალნიჭიერი და სწავლისმოყვარეაო.
ვახუშტის დახასიათებით ვახტანგი იყო «ცოდნისმოყვარე, ბრძენი მხნე და ახოვანი, შვენიერ - ჰაეროვანი, მუშაკი უხვი და მშვიდი».
ვახტანგს შესანიშნავი პირობები ჰქონდა სწავლისათვის, იგი სარგებლობდა სასახლის წიგნთსაცავით, იყენებდა უძველეს ხელნაწერებს, ახლო ურთიერთობაში იყო ცნობილ მწიგნობრებთან, იზრდებოდა მწერალთა და მეცნიერთა წრეში, მის აღზრდას ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი პირები, ზედამხედველობას უწევდნენ განსწავლული მეფე - ბატონიშვილები, სასახლეში ყველა ცდილობდა ვახტანგისათვის დახმარების აღმოჩენას. იგი ძალზე დაიახლოვა გიორგი მეფემ...
მისი ლიტერატურული ინტერესის გაღვივებას ხელი შეუწყო არჩილმა, მათ შორის მუდამ მტკიცე კავშირი და ტკბილი ნათესაური ურთიერთობა იყო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი ამაგი რომელიც ვახტანგისათვის მიუძღვის სახელოვან ქართველ მწერალსა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს სულხან ორბელიანს, ის ძალზე ახლოს იყო სამეფო კართან, მეფე ბატონიშვილებთან, სხვათა შორის მისი აღზრდა - განათლების საქმეს მამამისთან ვახტანგ მდივანბეგთან ერთად ქართლის უფლისწულებიც ხელმძღვანელობდნენ. გიორგი ბატონიშვილი მის საპატიო აღმზრდელად ითვლებოდა, ვახტანგი ერთს წყალობის წიგნში სულხანს მეფის გიორგის გაზრდილს უწოდებდა, თვით სულხანიც ქილილა და დამანას ანდერძში საგანგებოდ აღნიშნავდა რომ ის გიორგი მეფის დედის ძმისწული იყო და მისგანვე შვილურად გაზრდილი და განსწავლული. მათ შორის მუდამ კეთილგანწყობილება იყო.
მეფე-ბატონიშვილთა მფარველობას სულხანი ერთგულებით უპასუხებდა, თავდადებით ემსახურებოდა ვახტანგ V -ს მემკვიდრეებს და დიდად ეხმარებოდა მათ ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებული ბრძოლების დროს.გიორგი მეფე და მისი ახლობლები ხშირად აღნიშნავდნენ სულხანის დამსახურებას და ღვაწლს, ვახტანგის ცნობით სულხანი მის მამა - ბიძათა ზედა დიდად ნამსახური და გარჯილი იყო, სამეფო კარმა სულხანს ვახტანგის აღზრდა დაავალა, მან ამ საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი.
ვახტანგის შემდგომი კულტურულ - შემოქმედებითი საქმიანობა ცხადყოფს, რომ სულხანმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა რითაც კიდევ უფრო მეტი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა, მისიონერი რიშარი 1713 წ საგანგებოდ აღნიშნავდა «ამ თავადმა აღზარდა ვახტანგი და მისი სახლობა, ამისათვის დიდად პატივს სცემენ და ისე უყვართ როგორც საკუთარი მამა, აგრეთვე მთელ საქართველოსაც მამად მიაჩნია».
ვახტანგი მთელი არსებით მიენდო თავის აღმზრდელს, თავისი მამის ბიძაშვილს და მრავალი წლის მანძილზე მეგობრობდა სულხანს. სულხანის სიტყვით ის იყო ვახტანგ მეფისა ბიძად და გამზრდელად წოდებული და დიდად საყვარელი, ხოლო ვახტანგი ყოვლად საყვარელი ბატონის ბიძის უმდაბლეს ძმისწულს უწოდებდა თავის თავს.
სულხან ორბელიანი არა მარტო პირადად ასწავლიდა ვახტანგს არამედ საერთოდ ხელმძღვანელობდა მის აღზრდას, განათლებასა და შეძლებისდაგვარად ყოველი დისციპლინის შესწავლას თვალს ადევნებდა, მისი ყურადღების გარეშე არ დარჩენილა ისეთი დარგიც კი როგორიც ასტრონომიაა. ჩვენამდე მოაღწია ვახტანგისათვის განკუთვნილმა კოსმოგრაფიის სახელმძღვანელომ აღმზრდელის მინაწერებით, შენიშვნებითა და განმარტებებით. იმავე პერიოდში სულხან ორბელიანი მუშაობდა თავის სიბრძნე სიცრუისაზე, როგორც ცნობილია ამ კრებულის პრაქტიკულ - აღმზრდელობითი მნიშვნელობა ძალზე დიდია. სიბრძნე სიცრუისა განსაკუთრებით გამოირჩევა სულხანის კულტურულ - ლიტერატურულ მემკვიდრეობაში, ის ქართული მხატვრული ლიტერატურის შედევრია, ხოლო მისი ავტორი უკვდავი შემოქმედი. სიბრძნე სიცრუისაზე მუშაობისას მწერალს სხვა მიზნებთან ერთად კონკრეტული პირის ვახტანგის სასწავლო - აღმზრდელობითი ამოცანებიც ამოქმედებდა, უბადლო იგავთმწერალი თავის პრაქტიკულ საქმიანობას წიგნში თეორიულად ასაბუთებდა და ამართლებდა, თავის კრებულში მან მეფის იდეალი დასახა, მისი აზრით მეფე უნდა ყოფილიყო მორალურად და ფიზიკურად სრულყოფილი, დიდბუნებოვანი ადამიანი, ეროვნულ - სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით გამსჭვალული ერთსულოვანი საზის ღირსეული წინამძღოლი, აი ასეთ მეფედ ზრდიდა და ამზადებდა იგი ვახტანგს. ამრიგად ვახტანგი განსაკუთრებულ პირობებში აღიზარდა და ენციკლოპედიური განათლება მიიღო, ბუნებრივია ვახტანგის როგორც მომავალი სახელმწიფო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის ჩამოყალიბებაზე, მის სულიერ თვისებათა წრთობასა და ხასიათის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა როგორც ქართლის პოლიტიკურ - ეკონომიურმა მდგომარეობამ ისე მისმა კულტურულმა გარემომ.
ჩვენ ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ გიორგი ბატონიშვილი ანუ გიორგი XI 1676 - 1703 და 1703-09 წ საკმაოდ იყო დაინტერესებული ლიტერატურით, მისი ყურადღება მწერლობისადმი გარკვეულ იერს აძლევდა თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას, მის კარზე თავი მოიყარეს მწიგნობრებმა,პოეტებმა, მეხოტბეებმა, გარდა სულხან ორბელიანისა თბილისში მოღვაწეობდნენ სხვა გამოჩენილი მწერლებიც, პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ გიორგის ერთგული მოკავშირე იოსებ სააკაძე, რომელიც აქტიურად იღწვოდა როგორც სასულიერო - საეკლესიო მწერლობის დარგში ისე საერო მხატვრული ლიტერატურის სფეროშიც, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ვრცელი საისტორიო პოემა დიდმოურავიანი, ავტორი მიუხედავად თავისი სოციალური მდგომარეობისა არ მოერიდა თანამოდასეთა მხრივ კიცხვას, მან გაბედულად მოჰკიდა ხელი საერო თემატიკის დამუშავებას და სახელოვანი სარდლის გ. სააკაძის რეაბილიტაციას.
იმ ხანის სახოტბო მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია მდივანი ბეგთაბეგ თანიაშვილი, მან დაწერა გიორგი მეფის პროზაული ქება რომელიც ანდერძის სახით დაურთო საკუთარი ხელით გადაწერილ ვეფხისტყაოსანს, მანვე დაწერა გიორგის ქება ლექსად, ბეგთაბეგმა განაგრძო მისი ზმის სულხანის მიერ წამოწყებული საქმე და დაასრულა ამირან - დარეჯანიანის გალექსვა.
გიორგის კარზე მოღვაწეობდა და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ისტორიკოს სეხნია ჩხეიძეს, რომელმაც თავის ნაშრომში მეფეთა აღწერა 1653 - 1739 წ ამბები აღწერა და სათანადო ადგილი მიუჩინა გიორგისაც.
აი ასეთ ეპოქაში დაიბადა და აღიზარდა ვახტანგი,ასეთ ვითარებაში დაუნჯდა მისი გონება, ასეთ კულტურულ ვითარებაში გაიშალა მისი შემოქმედებითი ნიჭი.
3 მონაწილეობა ქართლის ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში.
«მე ჩემმან ბედმან არ მომცა, ჟამი ნებისა ჩემისა», ვახტანგ VI.
გიორგის გამეფებისთანავე ქართლში მკვეთრად იჩინა თავი ანტიირანულმა განწყობილებამ. ვახტანგ V - ს შვილები მამის გზით აღარ მიდიოდნენ, ისინი შაჰის თუნდაც მოჩვენებითი მორჩილების წინააღმდეგნი იყვნენ და დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვოდნენ. სულ მალე საგრძნობი გახდა, რომ სეფიანთა სახელმწიფო პოლიტიკური და ეკონომიური დაქვეითების გზას ადგა, შაჰ სოლეიმანს ერთობ გაუჭირდა მეამბოხე ხანები ს დამორჩილება და ხელისუფლების განმტკიცება, ქართველმა მამულიშვილებმა დრო იხელთეს, არჩილი რუსეთს დაუკავშირდა, გიორგიმ აღმ საქართველოს მოთავეობა იკისრა, ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ქართული სამეფო - სამთავროების შეკავშირების იდეა რეალურად ისხავდა ხორცს.
გიორგი მეფემ ძირითად ამოცანად ურჩი დიდებულების დათრგუნვა, ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით შეკავშირება და დამპყრობელთა წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის გაჩაღება დაისახა. მან ენერგიულად მოჰკიდა ხელი სამეფოს მართვას, იწყო ორგულთა დასჯა და ერთგულთა შემოკრება. ქსნის საერისთაო უფრო რომ შემოემტკიცებინა თავისი ასული მარიამი დათუნა ერისთავს შერთო, არაგვის ერისთავად იასონ გიორგის ძე დასვა და ა შ. მალე შაჰ სოლეიმანმა გიორგის ძმა მოსთხოვა, მან ლუარსაბი აახლა, ამ დროს 1678 წ არჩილმა იმერეთი დაიპყრო, შიხალი ხანმა ვერაგობა არ მოიშალა, შაჰს შეასმინა გიორგი ოსმალეთს გვიმხედრებსო, არჩილმა მისი დახმარებითა და ხელშეწყობით დაიჭირა იმერთა ქვეყანაო.
1679 წ. შაჰმა სპასალარი აჯი ალი ხანი გამოგზავნა რათა გარდააბირნოს ქართველნი გიორგი მეფისაგან, შაჰმა ქართლის მეფეს არჩილის დასჯა, იმერეთიდან გაძევება ან შეპყრობა და ისპაჰანს გაგზავნა დაავალა, გიორგიმ ყოველივე აუწყა არჩილს, ეს უკანასკნელი დვალეთს გადავიდა 1681 წ მაგრამ სოლეიმანი მაინც არ დაცხრა და არჩილის დვალეთიდან გაძევებაც მოითხოვა.
არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინების საფუძველზე არჩილმა დაასკვნა, რომ იმერეთის ტახტის დაბრუნება და შენარჩუნება მისთვის შეუძლებელი იყო, ამიტომაც ადრევე შეუდგა დამხმარე ძალების ძებმას, უთანასწორო ბრძოლაში რამდენჯერმე ძლეული არჩილი რუსეთისკენ ისწრაფვოდა, რამდენჯერმე ტახტმიხდილს რუსეთიღა დარჩა საიმედოდ. სამშობლოდან გახიზნულმა ელჩები გაგზავნა მოსკოვში, ხელმწიფე თეოდორე ალექსის ძეს 1672-82 წ საქართველოს მდგომარეობა აუწყა, საკუთარი უბედურება აცნობა და მფარველობა რუსეთს გამგზავრების ნებართვა და მგზავრობაში დახმარება სთხოვა.
მალე არჩილი ოჯახითა და ამალით გაუდგა ჩრდილოეთის გზას და 1682 წ 1 სექტემბერს დიდი გაჭირვებით ჩავიდა ასტრახანში. იქ იგი დიდხანს დარჩა და მოთმინებით ელოდა რუსეთის სამეფო კარზე მისვლის ნებართვას, ბოლოს ეს ნებართვაც მიიღო და 1685 წ 14 დეკემბერს რუსეთის სატახტოს ეწვია.
ქართლში მდგომარეობა კვლავ დაძაბული იყო, შაჰ სოლეიმანმა სპასალარს გიორგის მტრობა უბრძანა, ამ უკანასკნელმა აამოძრავა მეფისა და ტახტის ორგულნი, აამოქმედა შინაგამცემნი. მეფეს გაუდგნენ იასონ არაგვის ერისთავი, სომხითის მელიქი ქამარ ბეგი, ერეკლე მუხრანბატონი და ძმანი მაჩაბელნი. გიორგი არ შეშინდა, არ დაიბნა, მან სიმტკიცე გამოიჩინა მოღალატენი მკაცრად დასაჯა, მისი ბრძანებით ქამარ ბეგი კოჯორს მოკლეს, ერეკლე მუხრანბატონი და მაჩაბლები შეიპყრეს, იასონ არაგვის ერისთავი საბლით მოაშთვეს.
გიორგიმ უფრო ფართოდ გაშალა ანტიირანული საქმიანობა, მალე თავისი გეგმა გააცნო არჩილს და იმერთა და კახთა მეფედ მოიწვია. მოსკოვს ჩასული არჩილი არ ფიქრობდა იქ სამუდამოდ დარჩენას, მას სურდა რუსეთის სამეფო კართან უშუალო კონტაქტი დაემყარებინა გარეშე მტრებისა თუ შინაური მოღალატეების თვალში თავისი ავტორიტეტი აემაღლებინა, ფინანსური და სამხედრო - პოლიტიკური დახმარება მიეღო და დაკარგული სამფლობელო დაებრუნებინა. გახიზნულ მეფეს კავშირი ჰქონდა თავის სამშობლოსთან, როდესაც მოსკოვს მიაღწია გიორგის მოწოდებამ მაჰმადიანთა წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღების შესახებ არჩილი აღფრთოვანებული შეეგება ამ წინადადებას და სამშობლოში წამოსასვლელად იწყო მზადება, მისი აზრით დადგა დრო ქართველთა განთავისუფლებისა და თურქ - ოსმალთა თუ ირანელთა ძლევისა, ეს აზრი იმანაც განუმტკიცა რომ რუსეთი, პოლონეთი და ვენეცია თურქ - ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ და რუსეთი ყირიმზე გასალაშქრებლად ემზადებოდა.
არჩილმა რუსეთის მთავრობისაგან მიიღო ფინანსური დახმარება და 1688 წ 30 ივნისს საქართველოსკენ აიღო გეზი, ის იმედოვნებდა, რომ გიორგისთან ერთად სათავეში ჩაუდგებოდა თანამემამულეთა ბრძოლას დამპყრობთა წინააღმდეგ და სამშობლოს დამოუკიდებლობას მოუპოვებდა.
შაჰი ფხიზლად ადევნებდა თვალს გიორგისა და არჩილს, ახლა მან ახალი ხერხი იხმარა, დაიბარა ლევან ბატონიშვილი, რამეთუ ეუწყა არს იგი საქმისა მისისა გიორგისა წარმმართებელიო, როგორც ჩანს ვახტანგის მამა გიორგის ერთგული მოკავშირე, გულითადი მრჩეველი და საიმედო თანამზრახველი იყო ამიტომაც დაიბარა იგი ვერაგმა შაჰმა, გიორგის ძალზე გაუჭირდა ლევანის გაგზავნა და შაჰს შეუთვალა ჩემს ვაჟს ბაგრატს გაახლებო, სოლეიმანმა ორივე იწვია, აღშფოთებულმა გიორგიმ აშკარად იწყო აჯანყებისათვის სამზადისი.
კახნიც მიიმხრო მაგრამ შინაღალატმა ჩაშალა ეს წამოწყება, ჩიხში მომწყვდეულმა მეფემ ძმა და პირმშო 1688 წ მარტში აახლა შაჰს, მაგრამ ამან ვეღარ უშველა, განრისხებულმა სოლეიმანმა ქართველი ბატონიშვილები შორეულ პროვინციებში გაგზავნა, ბაგრატი და ლევანი ჰერათს ავღანეთში, ხოლო ლუარსაბი კი ქირმანს, შაჰმა ეს არ იკმარა, ქართლის სამეფო გვარეულობის ტახტი ჩამოართვა გიორგის და ერეკლეს გადასცა, გიორგი ცხინვალს მივიდა ხოლო იქიდან რაჭას გადავიდა, შემოდგომაზე იქ მივიდა არჩილიც, იქვე იყვნენ ლევანის ვაჟებიც, ქაიხოსრო, დომენტი, ვახტანგი, არჩილი იმერეთის ხელში ჩაგდებას შეეცადა, ბევრი მომხრეც გაიჩინა, მაგრამ იმერთა მეფე ალექსანდრე ვერ დაამარცხა და ტახტი ვერ დაისაკუთრა და მალე იძულებული გახდა გასცლოდა იმერეთს და დვალეთს გადასულიყო, მან თან წაიყვანა ვახტანგი და მისი ძმები.
ერეკლე I კახთა მეფის თეიმურაზის ვაჟის დავითის, დათუნას შვილი იყო, მამამისი ყიზილბაშებთან ბრძოლაში დაეცა, 1648 წ თეიმურაზ I -მ თავისი შვილიშვილი რუსეთს გაგზავნა 1652 წ, 1659 წ კახეთი რომ აჯანყდა ერეკლე ჩამოვიდა და ტახტის ხელში ჩაგდება სცადა, მაგრამ ამაოდ და 1666 წ კვლავ მოსკოვს დაბრუნდა, ხოლო შემდეგში ირანს მიაშურა და იქ დარჩა რამდენიმე წელს, გამაჰმადიანდა და ბოლოს ქართლის ტახტიც მიიღო 1688 წ, ის იყო ქართლის უცნობელი და მეფობისა გამოუცნობელი, სმის მოყვარე, მან ქართლში ახალი წესები დაამკვიდრა, განადიდნა ირანელნი. შეუტია დევნილი მეფის მომხრეებს, დაამდაბლა გივი ამილახორი, აშოთან მუხრანბატონი და სხვანი, მისმა მეომრებმა არჩილის შვილებს დიდგორამდე სდიეს, ერეკლეს რომ აუწყეს ლევან ბატონიშვილის სახლობა გიორგი ავალიშვილის მამულშიაო მან ქაიხოსრო, ლოპინა ციციშვილი მიუგზავნა შესაპყრობად, მაგრამ ლევანის სიმამრმა გიორგიმ თავისი ხიზანნი წარიყვანნა სამცხეს ლოგათხევსა შინა ძმისა თვისსა თანა, ციციშვილი გაწბილებული დარჩა და იავარჰყო ქონება ლევანისა სრულად.
ერეკლე ემყარებოდა ირანელთა სამხედრო ძლიერებას, ავიწროებდა ეროვნულ ძალებს, ნერგავდა ყიზილბაშურ ტრადიციებს, მისი პოლიტიკით შეწუხდა ქართველობა, გლეხები კახეთს გარბოდნენ.
1690 წ არჩილმა კიდევ ერთხელ სცადა იმერეთის ტახტის დაკავება, გიორგიმ მასთან ერთად შეუტია იმერთა მეფე ალექსანდრეს და დაამარცხეს ის და ხონთქარმაც არჩილს დაუმტკიცა იმერეთი, ოსმალეთს მძევლად ერთხანს ვახტანგი გაიგზავნა, რომელიც უკვე ჩაბმული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში და თავის ბიძებთან არჩილთან და გიორგისთან ერთად აქტიურად იბრძოდა სამშობლოს გადარჩენისათვის.
შაჰმა ახლა სხვა ღონე იხმარა, ხონთქარს ქალბალი ხანი მიუგზავნა და გიორგის თავი სთხოვა, ქართლის დევნილი მეფე ენგიჩარებს შეეფარა ახალციხეში, მას დაუკავშირდნენ ერეკლეს პოლიტიკით აღშფოთებული ქართველები, მატერიალურად დაეხმარენ და ქართლს მოიწვიეს, გიორგი მივიდა ოშორას, აყარა თავისი და ლევანის სახლეული დედოფალი თინათინ ავალიშვილი ლევანის მეუღლე მისი შვილები ქაიხოსრო, დომენტი, ვახტანგი, ისე, სვიმონი, თეიმურაზი დააბინავა სადგერს და თვით ქართლს მოვიდა 1691 წ შემოიკრიბა თანამებრძოლები, შეყარა ჯარი, ქართველობა აღაფრთოვანა აჯანყების დაწყებამ.
ერეკლე თბილისის ციხეში გამაგრდა, გიორგი მივიდა დიდგორსა და კოჯორს, მდგომარეობა დაიძაბა, გიორგის ბევრი უჭერდა მხარს, მაგრამ ერეკლეს ირანისგან ჰქონდა მტკიცე ზურგი, გიორგის მოქიშპენიც არ ცხრებოდნენ, ქაიხოსრო ციციშვილმა შემოიკრიბა ხელქვეითნი და თავს დაესხა ახალდაბას დედოფალს, მაგრამ ვერა გააწყო რა, ვახტანგმა გაბედულად შეუტია და უკუაქცია ის.
გიორგის მოქმედებამ ჩააფიქრა შაჰი, მისი ქართლს დაბრუნება რომ შეიტყო შაჰმა გეგმები შეცვალა, დაიბარა მისი ძმები ლევანი და ლუარსაბი, მეფის ძე ბაგრატი ჰერათს გარდაცვლილიყო, ქართლს მოვიდა შაჰის მიერ გიორგის ძმების შეწყალების ამბავი, გიორგი არ ეპუებოდა ყიზილბაშთ და სულ ზიანის მიყენებას ცდილობდა მათთვის, ის თბილისს მოადგა და ენერგიულად ამოქმედდა, ბარძიმ მსაჯულთუხუცესი იმერეთს გაგზავნა არჩილის დასახმარებლად,გივი ამილახორი და თამაზ ორბელიანი კახეთს გაისტუმრა, პაპუა მუხრანბატონი და გიორგი ერისთავი აბასყული ხანის წინააღმდეგ გაგზავნა თიანეთს და ა შ, გიორგი ძლიერ მოკავშირეს ეძებდა, მან თავისი ძმისწული ვახტანგი მძევლად გაგზავნა დაღესტნის მფლობელთან, შამხალი ადრევე იყო დაკავშირებული ქართველებთან და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების იმედსაც იძლეოდა, აი სწორედ მისკენ გაეშურა ვახტანგი, ხევში მან გერგეტის სამება ინახულა და იქაურ სულთა მატიანეში ჩაწერა, «ჰე ყოვლად ძლიერო ღმერთო რომელმან ქართლის მთავრად ჰყმენ გიორგი, სძლე სპარსთა და გადავარდა, დაყო წელი ღარიბობაში 4 და მოვიდა და დაიჭირა ქართლი, სთხოვა სპარსთა და არ მოსცეს და მე ვახტანგ გამგზავნა ზეეთში, შემოვიარე აქ და მოვედი რათა შეგვეწიოს სპარსთა ზედა ძალი ამა სამებისა წმინდანი და აწ გევედრები რათა წარმიმართო სავალნი ჩემი», ვახტანგი დაიმედებული გაეშურა ჩრდილოეთისაკენ, მაგრამ დაღესტანს აღარ გადავიდა, რადგან გზაზე გაიგო შაჰის მიერ მოსყიდული შამხალის ღალატი და მთიელების მიერ არჩილის შეპყრობა, შეძრწუნებული ვახტანგი ხევიდან გამობრუნდა და გორს თავის ძმასთან ქაიხოსროსთან მივიდა 1692 წ.
გარდაცვლილი სოლეიმანის ადგილი შაჰ სულთან ჰუსეინმა დაიკავა 1694 - 1722 წ, მან იწყინა გიორგის მიერ ქართლის ძალით დაჭერა და თბილისელ ყიზილბაშებს დამხმარე ძალა მოაშველა, ქართველებმა ახალმოსულნი მოსრნეს, თბილისისათვის გამართულ ბრძოლაში ვახტანგმა საკმაოდ გამოიჩინა თავი, მტერს გაბედულად შეუტია და რაინდული შემართებითა და თავგანწირულობით თანამებრძოლები აღაფრთოვანა, მან იცოდა რომ გიორგი მანამდე ვერ გაიმარჯვებდა ვიდრე თბილისის ციხეს ხელში არ ჩაიგდებდა. ქართლის განთავისუფლებაზე ფიქრი ფუჭი ოცნება იქნებოდა თუ ქალაქის ციხეში ყიზილბაშები დარჩებოდნენ, ამიტომ მათ გამეტებით შეუტია, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო მაგრამ განსაცდელს გადაურჩა და თბილისელ მეციხოვნეთა მაშველ ლაშქარს ბრძოლის ველი დაათმობინა.
ქართლის ტახტისათვის ბრძოლა ამით არ დამთავრებულა, მალე ერეკლეს ახალი ჯარი მოუვიდა ქალბალი ხანის მეთაურობით, გიორგის მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა, მართალია ის უკვე რამდენიმე წელია ბატონობდა ქართლში, მაგრამ ქალბალი ხანს ურიცხვი ჯარი ახლდა და მასთან ბრძოლა ერთობ ძნელი იყო.
1695 წ ზაფხულს მტრის ლაშქარი ხუნანს მიადგა, ერეკლე თბილისის ციხიდან გამოვიდა, მას შეუერთდა ზოგი გამდგარი ფეოდალი, გიორგი დიდგორს მივიდა, საომრად გაემზადა, მაგრამ არაგვისა და ქსნის ერისთავებმა გაშლილ ველზე ბრძოლა არ ისურვეს, ერეკლე და ქალბალი სომხითს მივიდნენ, გიორგი კლდეკარს დადგა, ქართველი თავადები ბრძოლას ერიდებოდნენ, დაზამთრებას ელოდნენ,თოვლი გააქცევს ყიზილბაშებსო, მრავლად იყვნენ მოღალატენიც, გიორგი საბრძოლველად იწევდა, მაგრამ ძლიერმა დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს, გულნატკენი მივიდა კრეკორს, წაიყვანა იქ მყოფი სახლეული და იმერეთს გადავიდა.
1695 წ თავისი ვაჟის საცოლედ ჩამოყვანილი ჩერქეზთა ბატონის ასული რუსუდანი და ვახტანგი ჯერ ქაიხოსრო ჩხეიძის სახლში დააბინავა (ქაიხოსროს ვაჟი თეიმურაზი ლევან ბატონიშვილს ახლდა ისპაანში), ხოლო შემდეგ როცა ჩხეიძეს ერეკლეს წყრომა მოუვიდა გიორგი აბაშიძესთან გადაიყვანა ხარაგაულის ციხეში. იმერეთს გახიზნულ მეფეს თან გაჰყვნენ ერთგული თანამებრძოლები, გიორგი ამილახორი, კათალიკოსი, ნიკოლოზ ყორჩიბაში, მუხრანის ბატონიშვილი დათუნა ზურაბიშვილი, სულხანი და მისი ძმებიც გიორგის მხარეზე იბრძოდნენ.
გიორგის მოკავშირეებს ქართლში სდევნიდნენ, ამიტომ ისინიც იმერეთს და სამცხეს გარბოდნენ.
ვახტანგი ერთხანს ხარაგოულში ცხოვრობდა, იქვე შეირთო ჩერქეზი ბატონის ასული რუსუდანი, გიორგი აბაშიძის ხიზნებმა გადაიხადეს ქორწილი არა დიდებული, რასაკვირველია ეს ქორწინება შემთხვევითი ხასიათისა არ იყო, მას წმინდა პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, რუსუდანი გიორგის ვაჟის ბაგრატის საცოლედ იყო მოყვანილი, მაგრამ რადგან ბაგრატი ირანს გარდაიცვალა გიორგიმ იგი ძმისწულს მიათხოვა და ამით ნათესაური კავშირი დაამყარა ჩერქეზებთან.
ტახტისათვის ბრძოლაში გიორგიმ ვერ გაიმარჯვა, მისი მომხრენი დაიქსაქსნენ, გაძლიერებულმა ერეკლემ გიორგის მამულები ჩამოართვა, ზოგი მებრძოლი მოტყდა, ერეკლეს ქედი მოუხარა და ირანელებს ჩაბარდა, ქალბალიმ შემორიგებულები შაჰს აახლა, ხოლო მან დაატყვევა და ქირმანს წარგზავნა, ისპაანის გზას გაუდგა ქაიხოსრო ლევანის ძეც.
ბრძოლა მინელდა, გიორგის მომხრეთა რიცხვი შემცირდა, მეფემ პოლიტიკა შეიცვალა და ყიზილბაშებთან შერიგება გადაწყვიტა, მარცხის მთავარი მიზეზი ქართველთა შეუთანხმებლობა და შინაომი იყო, გამარჯვებას კი ერთიანობა სჭირდებოდა.
გიორგი გადმოვიდა იმერეთიდან, მას გადმოჰყვნენ თანამებრძოლები რომელთაც ერეკლემ სამკვიდრო დაუბრუნა, ასეთი იყო შაჰის ბრძანება, დიდებულები გიორგის გაჰყვნენ და შაჰთან გამოცხადდნენ.
ვახტანგი ბიძას არ გაჰყვა, დაშთა სახლეულით იმერეთს, ეს არჩია ისპაანს წასვლას. ჩანს ის არ თანაუგრძნობდა გიორგის ახალ პოლიტიკას.
1696 წ გიორგის მომხრენი ქართლს დაბრუმნდნენ, დაბრუნება გადაწყვიტეს სულხანმა და მისმა ძმებმაც შეუდგნენ ერეკლეს გულისწყრომის დაცხრომას, სულხანის ბიძის ასლანის მეუღლემ თამარ დიასამიძე ორბელიანისამ თავის დისწულს ერეკლე მეფეს გახიზნულთა შემორიგება და დანაშაულის პატიება სთხოვა, ერეკლემ შეიწყნარა ისინი და თავის სამკვიდროშიც დაბრუნდნენ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობაზე ხელი აიღეს და მამულებში ჩაიკეტნენ.
ვახტანგი კვლავ იმერეთს იყო, მალე იქ დვალეთიდან მივიდა არჩილი და ვახტანგი თავის ოჯახიანად ჩრდილო კავკასიაში წაიყვანა.
დვალეთს რომ გადავიდნენ რუსთა მცველ ჯარს დაუწყეს ცდა, არჩილს გადაეწყვიტა ვახტანგის რუსეთს წაყვანა, მაგრამ ჯარმა დაიგვიანა, ზამთარი მოლოდინში დაჰყვეს შემდეგ არჩილი კვლავ იმერეთს დაუბრუნდა და 1698 წ დაიჭირა ტახტი, თუმც 6 თვის შემდეგ სამუდამოდ გამოეთხოვა საქართველოს და რუსეთისაკენ აიღო გეზი.
ვახტანგიც თან უნდა წაჰყოლოდა, მაგრამ კავკასი თოვლით კრულ იყო და დედაწულით ვერღარა ვიდოდა, არჩილი გაუდგა მოსკოვის გზას, ვახტანგი კი რაჭაში დარჩა.
ქართველობას ირანისაკენ ეჭირა თვალი და მოუთმენლად ელოდა გიორგის დაბრუნებას, ის კი იგვიანებდა, შაჰი თავის საქმეს აკეთებინებდა და სამშობლოში გამოსტუმრებას არც უპირებდა,ერეკლეც გაძლიერდა, ირანელთა თავგასულობას საზღვარი არ ჰქონდა, იყო ტყვეთა სყიდვა დაიწყო გიორგის მომხრეთა დევნაც, მამულების ჩამორთმევა. არაგვის ერისთავად ბაინდური განაჩინა, მუხრანბატონად კონსტანტინე,ამილახორად იოთამი, სომხით საბარათიანოს სარდლად ლუარსაბ ყაფლანიშვილი, შეავიწროვეს ვახტანგ მდივანბგის ოჯახი და აქედან 1698 წ ბერად აღიკვეცა სულხანი და 1699 წ ზაალი და მერე მესამე ძმა ნიკოლოზიც.
ქართველობას ირანისაკენ ეჭირა თვალი და მოუთმენლად ელოდა გიორგის დაბრუნებას, ის კი იგვიანებდა, შაჰი თავის საქმეს აკეთებინებდა და სამშობლოში გამოსტუმრებას არც უპირებდა,ერეკლეც გაძლიერდა, ირანელთა თავგასულობას საზღვარი არ ჰქონდა, იყო ტყვეთა სყიდვა დაიწყო გიორგის მომხრეთა დევნაც, მამულების ჩამორთმევა. არაგვის ერისთავად ბაინდური განაჩინა, მუხრანბატონად კონსტანტინე,ამილახორად იოთამი, სომხით საბარათიანოს სარდლად ლუარსაბ ყაფლანიშვილი, შეავიწროვეს ვახტანგ მდივანბგის ოჯახი და აქედან 1698 წ ბერად აღიკვეცა სულხანი და 1699 წ ზაალი და მერე მესამე ძმა ნიკოლოზიც.
გიორგი ირანს დიდ პატივში იყო, მას 600 ქართველი ახლდა რომელთაც გამაჰმადიანება ან საქართველოში დაბრუნება მოსთხოვეს ოთხასმა უარი თქვა, ირანი სუსტდებოდა, იზრდებოდა გადასახადები, დაიწყო აჯანყებანი მაგ ავღანელთა მირ ვეისის წინამძღოლობით, ამბოხება 1699 წ ჩაახშო გიორგიმ რომელსაც შაჰნავაზი ეწოდა და ქირმანის ბეგლარბეგი იყო, ლევანი კი ნაიბი რომელსაც 1701 წ ისპაჰანის მდივანბეგობა მის ძეს ქაიხოსროს კი ისპაჰანის მოურაობა მისცა, ვახტანგს კი შაჰის ბრძანებით დაუბრუნეს საუფლისწულო მამული.
1703 წ შაჰმა გიორგის უბოძა ქართლი, ირანის სპასალარობა, ყანდაარის ბეგლარბეგობა და გირიშკი, მან ქართლის საქმეთა გასარიგებლად ლევანი გამოგზავნა.
ერეკლეს ძალმომრეობას აქ ბოლო მოეღო, შაჰმა ის მეფობიდან გადააყენა და ისპაანს ჩაიყვანა და უბოძა კახეთი და ყულარაღასობა სასახლის გვარდიის მეთაურობა, ერეკლე ირანს დარჩა ხოლო კახეთის მმართველობა მის ნაცვლად მისმა ძემ დავით იმამყულიხანმა მიიღო.
ქართლში ამ დროს არეულობა იყო, ვახტანგი მამას ტაშირს შეეგება. ლევანს ევალებოდა ქართლის საქმეთა გარიგება და ირანს ჯარის გაგზავნა, თუმც ის 1704 წ ისევ დაიბარა შაჰმა თან წაიყვანა თავის ვაჟი იესე ხოლო ქართლის განმგედ ვახტანგი დატოვა, გიორგი მეფის ახალი მოადგილე და ნაცვალი ჯანიშინი მართვას შეუდგა.
4 ვახტანგი ქართლის გამგებელი.
«ვახტანგ აღაშენა და განავრცნო ქართლი», ვახუშტი.
ქართლის ახალი გამგებლის მოღვაწეობა მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო. ვახტანგი გულით ეკიდებოდა როგორც პოლიტიკურ საკითხებს ისე ადმინისტრაციულ, ეკონომიკურსა და პრაქტიკულ სამეურნეო საქმეებს. მთელი მისი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული მოღვაწეობა ღრმად იყო გააზრებული, იგი ორიგინალურად მოფიქრებული გეგმითა და პროგრამით მოქმედებდა და ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის პოლიტიკური გაძლიერების, ეკონომიური მოძლიერებისა და კულტურული დონის ამაღლებისათვის.
ვახტანგის მიზანი სავსებით გარკვეული და კონკრეტული იყო, ირანელთა მოჩვენებითი მორჩილების ნიღბითა და მისი ოსტატური გამოყენებით ეროვნული პოლიტიკის გატარება, ქართული პოლიტიკური სახელმწიფოებრიობის აღდგენა და განმტკიცება, შინაგანი ბრძოლით გაწამებული და გაპარტახებული ქვეყნის ცხოვრების გარდასაქმნელად აუცილებელი იყო ახალი რეფორმების გატარება, მაჰმადიანთა ბატონობის დროინდელ წეს - ჩვეულებათა უარყოფა და დარღვევა.
ირანის აწეწილ საქმეებს აღმოსავლეთის პროვინციებში ქართლის სამეფო სახლის გამოჩენილი წარმომადგენლები გიორგი XI, ლევანი, ქაიხოსრო აგვარებდნენ და არსებითად მათ ხელში იყო ქვეყნის ბედი, ამიტომ შაჰი მეტ დათმობაზე მიდიოდა, ქართლს ნაკლებ აწუხებდა, ვახტანგს არ ბორკავდა, ხელს არ უშლიდა და ზოგჯერ იძულებით მხარსაც კი უჭერდა.
ვახტანგმა დასახული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ერთი მხრივ ქართული სამეფო-სამთავროების შეკავშირებასა და დას საქართველოს ჩაბმას საერთო ქართულ საქმეში, ხოლო მეორე მხრივ საიმედო დამხმარე ძალისა და მოკავშირის ძებნას, გადაუდებელ ამოცანად დაისახა ყიზილბაშთა თვითნებობის ალაგმვა, ტყვის სყიდვის მოსპობა და გამგეობის მოწესრიგება, სამართლის ნორმების დადგენა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ვახტანგი ყოველ ღონეს ხმარობდა მშვიდობიანი შრომისათვის სათანადო პირობების შექმნისათვის, მოქალაქეობრივი ცხოვრების მოწესრიგების, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისა და ეროვნული ძალების გამოცოცხლებისათვის. მან თბილისელ მეციხოვნეებს შეუტია და ერეკლეს მიერ გათამამებული ყიზილბაშები შეავიწროვა, ირანელთა მიერ დამკვიდრებული წესები შეცვალა და ნაწილობრივ აღმოფხვრა კიდეც. რასაკვირველია მისი მოქმედება არც ქართლში ჩამოსახლებულ დამპყრობლებს მოსწონდათ და არც შაჰს ახარებდა, მაგრამ სულთან ჰუსეინს ქართველი მეომრების დახმარება ჯერ კიდევ სჭირდებოდა და ვახტანგთან ურთიერთობის გამწვავება ხელს არ აძლევდა, ხოლო მეციხოვნეებს აშკარად გამოსვლა ვერ გაებედნათ, რადგან არც საკუთარი ძალის იმედი ჰქონდათ და არც ირანიდან ელოდნენ დახმარებას, როდესაც მათთვის თითქოს ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ყიზილბაშებმა არ დააყოვნეს და ვახტანგის საზიანო საქმიანობა წამოიწყეს, განდგნენ და დახშნეს კარნი ციხისა და იწყეს სროლა თოფ - ზარბაზანთა, ვახტანგმა კარგად განჭვრიტა შექმნილი ვითარება და მეამბოხე მეციხოვნეთა გამოსვლა შაჰს აუწყა, ამ უკანასკნელმა მეციხოვნენი მკაცრად დასაჯა 1709 წ ეს ვახტანგის დიდი გამარჯვება იყო.
შაჰის მხარდაჭერამ კიდევ უფრო გაზარდა მისი სახელი და ავტორიტეტი მოწინააღმდეგეთა თვალში,ვახტანგმა სასტიკად დათრგუნა მოწინააღმდეგე დიდებულები, ერეკლეს მომხრენი დასაჯა და გადააყენა, ხოლო გიორგის ერთგულნი ძველ უფლებებში აღადგინა. თავისი დიდი გეგმის განხორციელებაში მას ხელს უშლიდა თავადთა არაერთსულოვნება და დაუმორჩილებლობა, ცენტრალური ხელისუფლებისადმი ღალატი და გამცემლობა, საერთო სახალხო ინტერესების უგულვებელყოფა, ამის გამო მას ხშირად უხდებოდა შეტაკება პატივმოყვარე ფეოდალებთან და ერისთავებთან იმ მიზნით რომ მეტად განემტკიცებინა ცენტრალური ხელისუფლება და დროულად დაესაჯა ორგულნი და განდგომილნი, ვახტანგმა შექმნა მცველთა ჯარი, რომელიც არსებითად მის პოლიტიკას ახორციელებდა. მცველთა ჯარში ჯანიშინის ერთგული თავადიშვილები, აზნაურიშვილები და მსახურები ირიცხებოდნენ, ამ დაქირავებულ ლაშქარს ევალებოდა ვახტანგის დაცვა ქვეყნის შინაგანი უშიშროების უზრუნველყოფა, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება. ამ ჯარმა კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, განამტკიცა ვახტანგის ხელისუფლება, შეზღუდა თავაშვებული დიდებულები.
ვახტანგის ბრძოლა ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა, ეს მისი გეგმის ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო, მისთვის ადრევე სავსებით ნათელი გახდა, რომ მოძალებული მტრის უკუსაგდებად და მშობლიური ქვეყნის გამოსახსნელად საჭირო იყო ქართველთა ერთხმივობა, ქართული სამეფო - სამთავროების გაერთიანება და მამულის მოყვარულთა მძლავრი ლაშქრის შეკრება, მაგრამ საქართველოს შინაგანი და საგარეო მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გამორიცხავდა, რეაქციონერი ქართველი თავადები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ გაერთიანებისათვის, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის, ერთიანი ხელისუფლების განმტკიცება მათი წესების შეზღუდვასა და თვითნებობის ალაგმვას მოასწავებდა, რაც მათ ხელს არ აძლევდათ.
ვახტანგის საქმიანობა რასაკვირველია ფეოდალური სისტემის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, მას მიზნად არ დაუსახავს სოციალური უსამართლობის გამოსწორება, მხოლოდ ფეოდალური ურთიერთობის მოწესრიგება და დიდგვარიანთა მოდრეკა სურდა, ყოველივე ამას ის ქვეყნის ეკონომიური მოღონიერებისა და სამხედრო თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამოცანების წინაპირობად თვლიდა. ერეკლეს დროს კლასობრივი ბრძოლის გამწვავებისა და გლეხთა შეუზღუდველი ექსპლუატაციის გამო მათი ნაწილი გამოეთხოვა თავის სამკვიდროს და გაეცალა მებატონეებს, კახეთს მიაშურა და იქ დასახლდა, აღნიშნულმა მოვლენამ კახეთს მუშახელი შემატა, მაგრამ ქართლი საგრძნობლად დააზარალა.
ვახტანგმა გაითვალისწინა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები, ასევე გაბატონებული კლასის სურვილები და გახიზნულ გლეხთა დაბრუნება დაიწყო.
ქართლის დაცემული მეურნეობის აღდგენისა და ქვეყნის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისათვის მან აუცილებლად მიჩნია კახეთს დამკვიდრებულ ქართლელ გლეხთა დაბრუნება, მაგრამ ეს ადვილი არ იყო, კახელ მებატონეებს არ სურდათ ხიზანთა გაშვება და არც გლეხებს ეხალისებოდათ ძველ ბატონებთან დაბრუნება. ვახტანგმა ამჯერადაც შაჰის ძალა გამოიყენა 1707 წლიდან შაჰის დასტურით დაიწყო მყრელობა კახეთს გახიზნულ ქართლელთა აყრა - დაბრუნება.
ბევრი უკან დააბრუნეს ძალით, ამის შედეგად ქართლში მოსახლეობა მომრავლდა, დასახლდა გაუკაცრიელებული ადგილები აღდგა უშენი ადგილები თრიალეთი, გუჯარეთის ხეობა, ტაშირი და სხვა.
ქვეყანა ეკონომიურად მოღონიერდა, განვითარდა სოფლის მეურნეობა.
ვახტანგმა შეუტია ტყვის სყიდვას, შეუტია როგორც თბილისელ მეციხოვნეებს ისე ქართველ ფეოდალებს ვინც დაკავებული იყო ამ საქმით და შედეგსაც მიაღწია.
მან ჯეროვანი ყურადღება დაუთმო ეკლესიას, მოაწესრიგა საეკლესიო საქმეები, სარწმუნოებრივი გრძნობის განმტკიცებას, რელიგიურ - ზნეობრივი ნორმების აღდგენას, მას კარგად ჰქონდა გათვალისწინებული რომ ეკლესია იყო ფეოდალური სახელმწიფოს ერთერთი ძირითადი კომპონენტი, მისი მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გარეშე არ შეიძლებოდა წინსვლა, ამის გამო ქვეყნის მომავალზე მზრუნავი ვახტანგი ეკლესიასაც არ ივიწყებდა და ამით საერთო საქვეყნო საქმეს აკეთებდა. მან აღადგინა დარღვეული საეკლესიო სამართალი, გადააყენა ერეკლესდროინდელი მღვდელთმთავარნიდა ქართლის კათოლიკოსად თავისი ძმის დომენტის არჩევით ეკლესია შემოიმტკიცა 1705 წ, შაჰის დასტურით დომენტიმ ფეოდალებს ჩამოართვა და ეკლესიას დაუბრუნა დატაცებული ყმა - მამული, ეკლესია გამდიდრდა და გაძლიერდა, მისი ავტორიტეტი გაიზარდა.
ვახტანგი დიდი მასშტაბით აღმშენებლობით საქმმიანობას ეწეოდა, მან ააგო და აღადგინა სარწყავი არხები და ხიდები, სასახლეები და ეკლესია - მონასტრები, გაამაგრა ქალაქები, მთელ ქვეყანაში გაჩაღდა აღდგენითი სარესტავრაციო მუშაობა.
მან გაითვალისწინა ირიგაციის დიდი მნიშვნელობა ქართლის ეკონომიური აღმავლობისათვის, მოშლილი სასოფლო მეურნეობის გამოცოცხლებისათვის და მას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, აღადგინა ძველი არხები, წამოიწყო ახალი არხების მშენებლობა ქციის ველზე, ხუნანის ველზე, ყარაიის ველზე, გორისჯვარს, ხუნანს.
დიდია ვახტანგის დამსახურება ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენის საქმეშიც, სახელდობრ მან განაახლა თბილისის სიონი, სვეტიცხოველი, აგრეთვე ურბნისის, სადგერისა და სხვა ეკლესიები,რომლებიც მტრის ძალმომრეობისა თუ ჟამთა სიავის გამო შემუსვრილი და ნახევრად დანგრეული იყო და რესტავრაციას საჭიროებდა, ასევე გარეჯის მონასტრებისადმი. გარკვეული წილი მიუძღვის ვახტანგს სასახლეთა აღდგენა - მშენებლობაშიც მის სახელთანაა დაკავშირებული რამდენიმე სასახლის აღდგენა მშენებლობა, ერთერთი მათგანი მან თბილისში ააგო.
თბილისი გაშენდა და გალამაზდა სასახლეებით დამშვენდა, გაიზარდა ვაჭრობა, განვითარდა შინამრეწველობა,, მომრავლდნენ ხელოსნებიც, გაჩნდა მოზრდილი საწარმოები წიაღისეულ სიმდიდრეთა ამოღებამ ტაშირი დმანისის ხეობა, სარკინეთი, ლიახვის ხეობა და სხვა დამუშავებამ სისტემატიური ხასიათი მიიღო, გაიზარდა შემოსავლები, მოწესრიგდა საგლეხო გადასახადების აკრეფა.
ქართლი დაწინაურდა კულტურულადაც.
ვახტანგი იყო შესანიშნავი პოეტი, დახელოვნებული მთარგმნელი და მეცნიერი, მან ათარგმნიმნა ქილილა და დამანა, ბახთიარნამე, ბარამგულანდამიანი, ამრავლებინებდა ხელნაწერებს იოფიტარეს, იესე გარსევანიშვილს, გაბრიელ საგინაშვილსა და სხვა.
თბილისი იქცა კულტურულ - შემოქმედებით ცენტრად. ვახტანგის კარზე თავი მოიყარეს მეცნიერებმა და მწერლებმა, მთარგმნელებმა და კალიგრაფებმა, მეხოტბეებმა და კარის მემატიანეებმა, მომღერლებმა და მუსიკოსებმა. მის მხარდამხარ მოღვაწეობდნენ სულხან საბა ორბელიანი, ონანა ქობულაშვილი, გივი თუმანიშვილი, დომენტი ბაგრატიონი და სხვა.
თბილისის კულტურულ გარემოში აღიზარდნენ ქართველი მწერლები და მეცნიერები ვახუშტი და ბაქარ ბაგრატიონები, ერასტი თურქესტანიშვილი, დიმიტრი ორბელიანი, მამუკა ბარათაშვილი და სხვა.
ვახტანგმა დააარსა პირველი სტამბა საქართველოში 1709 წ. მოაწესრიგა სახელმწიფო სამართალი და დაადგინა კანონთა კრებული, სწავლულ კაცთა კომისიას გაამართვინა საქართველოს ისტორია და სხვა.
ყოველივე ეს აღტაცებას იწვევდა თანამედროვეებში.
ირანში მყოფი ქართველები კვლავ შეუპოვრად ებრძოდნენ ავღანელებს და ბელუჯებს, გიორგის მხედრობა ყოველთვის წინა ხაზზე იბრძოდა.
გიორგიმ შეიპყრო მეამბოხეთა მოთავე მირ ვეისი, მაგრამ მან ვეზირები მოქრთამა და თავი დააღწია ტყვვეობას და სამაგიერო მიუზღო გიორგის 1709 წ 21 აპრილს ღალატით მოკლა იგი.
1709 წ 13 ივნისს ისპაჰანში გარდაიცვალა ვახტანგის მამა ლევან ბატონიშვილიც.
შაჰმა ირანის სპასალარობა უბოძა ქაიხოსრო ლევანის ძეს, რომელიც 1711 წ გიორგის მსგავსად შეაკვდა ავღანელებს.
ქაიხოსროს სიკვდილის შემდეგ ქართლის ტახტი განთავისუფლდა და შაჰმა ვახტანგი დაიბარა, რომელმაც ქართლის გამგებლად სვიმონი დატოვა,ვახტანგმა ჯერ ქალიშვილები დაათხოვა, ანუკა ვახუშტი აბაშიძეს, ხოლო თამარი კახთა უფლისწულ თეიმურაზ II - ს შერთო, შემდეგ კი ისპაანის გზას გაუდგა.
5 ირანში.
«დავუტევე სახლ - სამყოფი თვისნი ტომნი მონაძები, დავკარგულვარ უცხო თემსა ვარ არვისგან მონაძები», «მკვიდრი უმკვიდრო შევიქენ ცალყოფთგან გარე ვარდია», ვახტანგ VI.
1712 წ 4 ივლისს ვახტანგი ისპაანს ჩავიდა, ცბიერმა შაჰმა კარგად მიიღო, პატივი სცა, ლხინი გაუმართა, მალე კი მამა - პაპური რჯულის დათმობა, ქრისტიანობის დაგმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. ეს იყო წინაპირობა ქართლის ტახტის მიღებისათვის, ცხადი გახდა,რომ შაჰის კარზე გადაწყვეტილი ჰქონდათ ქართლი მხოლოდ მაჰმადიანისათვის მიეცათ.
ვახტანგი ვაჟკაცურად შეხვდა განსაცდელს და თამამად მოახსენა შაჰს «მე მოვედ რათა არა დამართონ მტერთა და შეირყეს ქართლი გარნა არიან ყმანი ჩემნი მაჰმადიანნი და რომელი გნებავს წარავლინე და მე ვიყო წინაშე შენსა», შაჰს იმდენად ჭირდებოდა ვახტანგი ამიერკავკასიაში ირანის ზეგავლენის განსამტკიცებლად და ლეკების წინააღმდეგ ბრძოლის მოთავედ, რომ ერთხანს აპირებდა რჯულის შეუცვლელად გაემეფებინა იგი, თუ ადრე ვახტანგს უთქმიდა მაჰმადიანობასა და უქადებდა ნიჭსა დიდსა და მსწრაფლ გამოტევებასა», შემდეგში ინება წარმოვლინება ვახტანგისა სჯულითა თვისითა.
სარწმუნოების დაუტევებლად ტახტის მიღება ვახტანგისა და მისი დასის დიდი გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ შაჰს წინ აღუდგნენ მრჩევლები და განზრახვაზე ხელი ააღებინეს, შაჰი არც იმის წინააღმდეგი იყო რომ ვახტანგს მოჩვენებით მიეღო მაჰმადიანობა, მაგრამ ვახტანგი არც ამაზე დაეთანხმა, მან იცოდა, რომ საკითხი უფრო რთული იყო ვიდრე იგი გარეგნულად ჩანდა. მთავარი იყო არა სარწმუნოებრივ - აღმსარებლობითი საკითხი ქრისტე თუ მაჰმადი არამედ პოლიტიკური მიმართულება,თუ ვახტანგი შეინარჩუნებდა მშობლიურ სარწმუნოებას ეროვნულ - სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას უკეთ გაშლიდა და წარმართავდა, სჯულის შეცვლა კი შაჰის სამსახურში ჩადგომას და ირანელთა საქმის კეთებას მოასწავებდა.
ვახტანგს ჰყავდა მრავალი მტერი როგორც შაჰის კარზე ისე სამშობლოშიც. სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებამ მას მოწინააღმდეგეთა რიცხვი უფრო გაუზარდა. შაჰის მრჩევლები ქართლის რეაქციონერი თავადები, თბილისის ყიზილბაში მეციხოვნენი ვახტანგს მტრობდნენ და მის საზიანოდ მოქმედებდნენ, საგონებელში იყვნენ ვახტანგის ერთგული მხლებლებიც, მათ რასაკვირველია სურდათ ვახტანგს სჯულის შეუცვლელად მიეღო ტახტი, მაგრამ ამ წინასწარ შემუშავებული აზრისა და ადრევე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება რომ ძნელდებოდა და გვიანდებოდა ეს შიშს ჰგვრიდა მათ, აღნიშნული გარემოება ახარებდა ვახტანგის მტრებს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ვახტანგი წინააღმდეგობაზე ხელს არ აიღებდა და რჯულის დაუტევებლად კი ვერ გამეფდებოდა, საჭირო გახდა სასურველი კანდიდატის დაძებნა, ასეთ პირად მიჩნეულ იქნა ვახტანგის ძმა გამაჰმადიანებული იესე, ის ყიზილბაშებში, კერძოდ თბილისის მეციხოვნეთა შორის გავლენით სარგებლობდა, როდესაც ვახტანგი შაჰის კარზე იყო და განსაცდელის პირზე იდგა მან უღალატა და თბილისის მეციხოვნენი აუჯანყა.
ყიზილბაშებმა ვახტანგს ცილი დასწამეს, ყურანის დაწვა დააბრალეს, ირანის საწინააღმდეგო ქმედება მიაწერეს. შაჰმა თავისი წარმომადგენელი ხოლოფა გამოგზავნა საქართველოს შესასწავლად და ვითარების გასარკვევად. კიდევ უფრო გააქტიურდნენ ვახტანგის მოქიშპენი, დაუკავშირდნენ ხოლოფას და შაჰსაც აუწყეს არ გვსურს ვახტანგი მეფედ იესე მოგვივლინეო.
ხოლოფას თვითაც სურდა ხელის მოთბობა და ქართლის დაპყრობა, ამოქმედდნენ ტახტის სხვა პრეტენდენტებიც, მალე შედგა ქართველ სამღვდელოთა კრება კათოლიკოს დომენტის მეთაურობით, მან დაგმო და გაკიცხა , გაწბილებული უკუაქცია ხოლოფა და მეფედ ვახტანგი მოითხოვა, საეკლესიო კრებამ ნება დართო ვახტანგს მიეღო მაჰმადიანობა ქვეყნის ინტერესებისათვის, ასეთმა გადაწყვეტილებამ შეაძრწუნა ვახტანგი, იგი გულგატეხილი, გულნატკენი და გაოცებული წერდა ისპაანში,
«ერთი ღმერთი არ იწამეს,
ბერთა რჯული შეურაცხყვეს,
არაც კერპსა არ უქმნია
ჩემს საქმეზე იმათ რაც ყვეს,
მოლა ღმერთსა მახვეწებდა,
ჩემთა მკვლელთა ბერნი დაყვეს,
ჩემს ცოლ - შვილსა ტყვედ ეძებდნენ,
საქონელი იავარყვეს,
თუმცა ვიყავ ამათს სჯულზე,
მაშ ესენი რას მტელობდნენ,
თუ ქრისტესთვის თავი დავსდე,
მაშ ისინი რად მაქობდნენ,
უცხო არის ჩემი საქმე,
საარაკო თუ ფიქრობდნენ,
მილთონთა ვჩან მეფედ მათად,
თვის ტომსა სწადს რომ მაქრობდნენ».
ვახტანგი აღაშფოთა ქართველ სამღვდელოთა მოულოდნელმა და გაუგონარმა გადაწყვეტილებამ, მან არც ამჯერად შეიცვალა აზრი და არ უღალატა თავის რწმენას. ერთხანს კვლავ ისპაანში დარჩა, შაჰის კართან ჯერჯერობით კიდევ ახლოს იყო და ერთგვარად ქართლის საქმეთა მრჩევლის როლს ასრულებდა, მაგრამ შაჰი ძველებურად აღარ ენდობოდა «დაღაცათუ პატივცემულ ვარ, არამედ მწირვა» შენიშნავდა ვახტანგი ერთ ანდერძში.
შეჭირვებულმა ვახტანგმა ადრევე გადაწყვიტა ევროპაში ელჩის გაგზავნა და იქაურ ხელისუფალთათვის დახმარების თხოვნა, მისი არჩევანი სულხან საბა ორბელიანზე შეჩერდა, ვახტანგმა თავისი აღმზრდელი მალე გამოისტუმრა ირანიდან.
საფიქრებელია ვახტანგმა და სულხანმა ელჩობის იდეა ადრევე შეიმუშავეს და მისი განხორციელებისათვის გეგმაც შეადგინეს, მაგრამ ნაბიჯებს ძალზედ დინჯად და მოფიქრებულად დგამდნენ და არ ჩქარობდნენ, ჩანს ვახტანგს კიდევ ჰქონდა იმედი რომ შაჰი ჩამოეხსნებოდა და მაჰმადიანობის მიღებას აღარ დააძალებდა, ვახტანგი ადრევე კეთილი თვალით იცქირებოდა ევროპისაკენ და ეხმარებოდა კიდეც ევროპელებს, კერძოდ ფრანგებს, ამ მხრივ აღსანიშნავია მისი დახმარება ირანში ფრანგთა ელჩის ფაბრის მხლებელი ქალი სმარიტისადმი როგორც კონსტანტინეპოლში საფრანგეთის ელჩისადმი გაგზავნილი წერილიდან ჩანს ვახტანგი ამ ქალს დახმარებია დასავლეთისკენ გამგზავრებაში.
თავის მხრივ საფრანგეთს ამოძრავებდა საკუთარი მიზანი ზღვებზე ინგლის - ჰოლანდიის გაძლიერებამ და ინდოეთთან საზღვაო გზით ურთიერთობის გაძნელებამ საჭირო გახადა სახმელეთო გზის დაძებნა აღმოსავლეთში, ამ გარემოებამ გააღვივა ფრანგთა ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენში მომრავლდნენ მისიონერები, პოლიტიკური და სავაჭრო აგენტები, რომელთაც ვახტანგი მფარველობას არ აკლებდა.
ისპაანში ჩასვლისთანავე ვახტანგი ფრანგ მისიონერებს დაუახლოვდა, სხვათაშორის მისიონერთა ცნობებში საგანგებოდაა ხაზგასმული თუ რა მტკიცედ იდგა ვახტანგი ქრისტიანობის სადარაჯოზე და რა თავგამოდებით იცავდა თავის სარწმუნოებას.
1713 წ აპრილში ფრანგმა მისიონერმა ვახტანგს გადასცა საფრანგეთის იმპერატორის , სამწუხაროდ მისი შინაარსი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მომდევნო ამბებითა და მოვლენების შემდგომი განვითარებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წერილი ფრიად მნიშვნელოვანი იყო, ყოველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ამ წერილს მალე მოჰყვა სულხან საბას ელჩობა.
დას. ევროპასთან ქართველებს ძველთაგანვე ჰქონდათ კავშირი, მაჰმადიანთა რკალში მოქცეული ჩვენი წინაპრები ყოველი საშუალებით ცდილობდნენ ქრისტიანი მოკავშირეების შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული დასავლეთი ურცხვად ატყუებდა ქართველობას ურიცხვ მტერთან ბრძოლით ღონემიხდილი ქართველი მეფე - მთავრები კვლავ იმედით უკავშირდებოდნენ დას ევროპის სახელმწიფოების მმართველებს, რომის პაპს, აღსანიშნავია რომ პაპსაც არაერთხელ მოუმართავს ქართველებისათვის, დახმარება უთხოვია და შეკავშირებისაკენ მოუწოდებია. საგულისხმოა რომ პაპი ძნელბედობაში არ ეხმარებოდა ქართველებს, ხოლო დასახმარებლად და სალაშქროდ თამამად იწვევდა.
XV ს. თურქ-ოსმალთა მომძლავრებამ შეაშფოთა ქრისტიანული სამყარო, კონსტანტინეპოლის დაცემამ 1453 წ შიშის ზარი დასცა ქრისტიან ხალხებს, პაპი აპირებდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას და კონსტანტინეპოლის განთავისუფლებას, პიუს II - მ მოკავშირეთა შემოკრება იწყო, მას ესმოდა, რომ დასავლეთის ქრისტიანებთან ერთად საჭირო იყო ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული სამეფო - სამთავროების ამოძრავებაც, ამ მიზნით მან აღმოსავლეთში გამოგზავნა ლუდოვიკო ბოლონიელი, ქართლის მეფე გიორგი VIII 1446-66 წ და ქართველი მთავრები სიხარულით შეხვდნენ მოწოდებას და ჯარით აღუთქვეს დახმარება თუ პაპის მიზანი კონსტანტინეპოლის აღება იყო ქართველები უფრო დიდ მიზანს ისახავდნენ მათ ოსმალეთის დამხობა - განადგურება სურდათ.
ლუდოვიკო ბოლონიელს ქართველი დესპანები გაჰყვნენ, ისინი ჯერ უნგრეთს მივიდნენ, შემდეგ გერმანიის იმპერატორთან, ხოლო 1460 წ რომს ჩავიდნენ, პაპმა ისინი კარგად მიიღო მაგრამ სანუგეშო ვერა უთხრა რა, მას დასავლეთის მეფე - მთავრები ვერ აემხედრებინა რადგან მათ კონსტანტინეპოლი ეშორებოდათ და ოსმალეთის ძლიერებაც არ აფიქრებდათ. პაპმა ქართველ დესპანებს საფრანგეთის მეფისა და ბურგუნდიის მთავრის ნახვა ურჩია, 1461 წ ქართველი დესპანები თხოვნით წარუდგნენ საფრანგეთის მეფეს კარლოს VII - ს, მაგრამ თურქ - ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმაზე ვერ დაითანხმეს. ქართველთა პარიზში ყოფნისას კარლოსი გარდაიცვალა, გამეფდა მისი ვაჟი ლუდოვიკო, ქართველები მასაც ეახლნენ მაგრამ ამაოდ. უნაყოფო გამოდგა ბურგუნდიის მთავართან ელჩობაც, ქართველები გაწბილებული გამობრუნდნენ.
აღნიშნული ფაქტი ნათლად გვამცნობს იმ დახმარებას რომელსაც დასავლეთის მეფენი და პაპი უწევდნენ ჩვენს ქვეყანას.
მოძალებულ მტერთან უთანასწორო ბრძოლამ ქართლის მეფე კონსტანტინესაც 1479 - 1505 წ აფიქრებინა მოკავშირეთა ძებნა, მან წერილი გაუგზავნა რომის პაპსა და ესპანეთის დედოფალ იზაბელას და ოსმალთა წინააღმდეგ გალაშქრება და კონსტანტინეპოლის დახსნა შესთავაზა, მაგრამ არც ამ ცდამ გამოიღო შედეგი.
ესპანეთის მეფესთან დაკავშირება თეიმურაზ I -მაც სცადა, მან პაპთან და ესპანეთის მეფესთან გაგზავნა ელჩები, მაგრამ უშედეგოდ.რადგან ირანი ოსმალეთს ებრძოდა და ამით დას ევროპის ერთი დიდი მტრის ძალებს აბანდებდა, დას ევროპას არ სურდა ქართველთათვის დახმარების აღმოჩენით ოსმალეთი ან ირანი გადაემტერებინა, ევროპელი მმართველები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ქართველთა მდგომარეობით, მათი ინტერესი საქართთველოსადმი მხოლოდ კულტურულ - ეკონომიური და სარწმუნოებრივი საკითხებით იყო შემოფარგლული, ხოლო ქართველებს ამაზე მეტად ურთიერთობის პოლიტიკური მხარე და სამხედრო დახმარება აინტერესებდათ. ერთ დროს ქართველები ჩვენში მოსულ კათოლიკე მისიონერთა მიერ დაიმედებულნი ევროპისკენ იმედით იცქირებოდნენ, ბევრმა ქართველმა მეფე - დიდებულმა მიიღო კათოლიკობა, ეს შემთხვევით არ მომხდარა, ქართველებს სურდათ კათოლიკური დასავლეთის პოლიტიკური დახმარება მიეღოთ და მაჰმადიანთა რკალი გაერღვიათ.
ქართველთა მიერ კათოლიკობის აღიარება იმდენად რელიგიური გრძნობის გამოხატვა არ იყო რამდენადაც პოლიტიკური ნაბიჯი, სამწუხაროდ არც ამან გამოიღო სასურველი შედეგი, მიუხედავად ამისა მრავალრიცხოვან მტერთან გაუთავებელი ომით გადაღლილი ქართველები დახმარებას კვლავ დასავლეთიდან ელოდნენ, ამ იმედით გაემგზავრა ევროპაში სულხანი.
1713 წ 17 აგვისტოს ის უცხოეთისაკენ გაემგზავრა საფრანგეთისკენ წავიდა, მისი გამგზავრების შესახებ ცნობებს გვაწვდის ფრანგი მისიონერი რიშარი, რომელიც მას გორში შეხვდა, სულხანმა გორში რიშარის ხელით მიიღო ვახტანგის წერილი და საგანგებო დავალება, აგრეთვე მისი წერილები საფრანგეთის მეფისა და დიდებულებისადმი. რიშარი და სულხანი გაემგზავრნენ კონსტანტინეპოლისაკენ, სადაც ფრანგმა ის საფრანგეთის ელჩს წარუდგინა, მართალია ვახტანგი მეთვალყურეობის ქვეშ იყო მაგრამ წერილებს მაინც იღებდა, თუმც მისი წერილები მტრებს რომ ჩავარდნოდათ და ვერ მიმხვდარიყვნენ ავტორს ვახტანგი ხელს არ აწერდა მათ.
თუმც მისი მოქმედებები შაჰის კარისკაცებს არ გამოეპარათ და ის კიდევ უფრო მძიმე პირობებში ჩააყენეს.
სულხანი პაპს დახმარებას სთხოვდა თავის წერილში და აღუთქვამდა საქართველოში კათოლიკობის გავრცელებას.
ისპაანში ვახტანგმა ნაყოფიერი მეცნიერული და კულტურულ - შემოქმედებითი მუშაობა ჩაატარა დაწერა მგრძნობიარე ლექსები სალბუნად გულისა, თარგმნა ვარსკვლავთა კატალოგი, შეადგინა კვინკლოსი, დაიწყო მუშაობა ქიმიის სახელმძღვანელოზე, ათარგმნინა ქილილა და დამანა და სხვა.
იესე ლევანის ძეს გულით სურდა ქართლში გამეფება და მიზნის მისაღწევად ყოველგვარ ხერხს მიმართავდა, მაგრამ აფიქრებდა ვახტანგის ბედი და მომავალი, ცხადია თუ ის ისპაანს დარჩებოდა შაჰის ახლოს იქნებოდა და ქართლის საქმეებში მრჩევლის როლს შეასრულებდა, მაშინ იესე თავისუფლად ვერ გაშლიდა ფრთებს. შაჰმა მეფედ იესე გამოგზავნა და საგანგებო დავალებაც მისცა, ახალ მეფეს ირანს უნდა გაეგზავნა ვახტანგის სახლობა, სიმონ ბატონიშვილი და 500 ქართული ოჯახი, შაჰმა ვახტანგი თავის კარზე დაიტოვა გადაბირების იმედით, თუმც ის ისევ უარობდა.
1714 წ იესემ ტახტი დაიკავა და შეუდგა ვახტანგის მოკავშირეების შევიწროებას, მაჰმადიანური წესების აღდგენას, თუმც ვახტანგის შაჰთან სიახლოვე არ სურდა და შაჰს მისწერა ვიდრე ეგ მანდ არის შენს ვერცერთ ბრძანებას ვერ შევასრულებო, ამიტომ ვახტანგი ქირმანს გადაასახლეს, სადაც ის უარეს პირობებში ცხოვრობდა, თუმც ევროპელთაგან დახმარების იმედს არ კარგავდა.
მართალია სულხანი შეხვდა ლუდოვიკო XIV - ს საფრანგეთის მეფეს1638 - 1715 წ და დახმარება სთხოვა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.
ის მეფეს სთხოვდა შაჰთან ეშუამდგომლა რათა ვახტანგი ტახტზე დაესვა გამაჰმადიანების გარეშე.
იმედგაცრუებულმა სულხანმა რომს მიაშურა, სულხანმა ინახულა პაპი კლემენტ XI 1700 - 1721 წ და დახმარება სთხოვა მაგრამ ისევ უშედეგოდ.
ვახტანგისა და ქართლის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდებოდა, იესეს მეფობა 1714 - 16 წ აუტანელი გახდა, მან ქართული ქრისტიანული წესები დაივიწყა, ნათესაობაც შეშალა და ცოლად შეირთო ახლობელი ნათესავის ერასტი ორბელიანის ასული მარიამი, ხოლო შემდეგ 1715 წ ერეკლე I - ს ასული ელენე, მისმა უზნეობამ, ირანელთადმი მიკერძოებამ და მტარვალობამ აღაშფოთა ქართველობა, ქვეყანა ანარქიამ მოიცვა.
პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ დაცემულობას მოჰყვა ეკონომიური დეგრადაცია, სოფლის მეურნეობის დონის დაქვეითება. შაჰის ერთგულ მეფეს ქართველი მამულიშვილები არ ენდობოდნენ, ერიდებოდნენ, სახელმწიფო შემოსავლებს უმალავდნენ.
იესემ თავი ვერ გაართვა ქვეყნის მართვას, ლეკიანობა ვერ მოსპო, 1715 წ ლეკებმა ამოწყვიტეს კახელები, კახთა მეფემ ვერაფერი გააწყო მტერთან, იესემ ქართლის მხედრობა მიაშველა, შეიბნენ, გაიმარჯვეს ლეკებმა. შაჰისთვის ნათელი გახდა, რომ ლეკთა თარეშის აღკვეთა და ირანის პოზიციების განმტკიცება ამიერკავკასიაში იესეს ძალას აღემატებოდა, იმ დროისათვის რამდენადმე შეიცვალა აზრი ვახტანგმაც, იგი დარწმუნდა რომ ჯიუტობას აზრი აღარ ჰქონდა და ქართლის მდგომარეობაც რთულდებოდა, ევროპის იმედი აღარ იყო, 1716 წ ვახტანგი დათანხმდა გამაჰმადიანებას ფორმალურად, შაჰმა გაანთავისუფლა, დააჯილდოვა და მისცა ქართლის მეფობა და ირანის სპასალარობა, ის ირანში უნდა დარჩენილიყო, ქართლის გამგებლად კი ბაქარი დაინიშნა, რომელიც გადმოვიდა დას საქართველოდან და დადგა მცხეთას, იესე კახეთს გაიქცა მაგრამ შეიპყრეს და თბილისის ციხეში გამოკეტეს.
მალე ვახტანგს დაევალა ხორასანს წასვლა და იქ საქმეთა მოგვარება, ის ებრძოდა ავღანელთა მარბიელ ლაშქარს.
ბაქარის მეფობაში 1717 - 19 წ ქართლი კვლავ მძიმე მდგომარეობაში იყო, ლეკები მოსვენებას არ აძლევდნენ ქვეყანას, ლეკები ზიანს აყენებდნენ ირანის სხვა ყმადნაფიც ქვეყნებსაც, შაჰს ეს საკუთარი ღირსების შელახვად მიაჩნდა, საჭირო იყო ეფექტური ღონისძიების გატარება, ირანის ხელისუფლებამ ვახტანგის ქართლს გამოგზავნა გადაწყვიტა ლეკთა ასალაგმავად.
6 სამშობლოში დაბრუნება.
1719 წ ვახტანგი სამშობლოში დაბრუნდა, ბაქარი მრავალრიცხოვანი ამალითა და დიდძალი ლაშქრით ლორეს საზღვარზე შეეგება. მეფე დიდებით შემოვიდა თბილისში.
შრომას მოწყურებული ვახტანგი ენერგიულად გაუძღვა დაცემულ სამეფოს, დაიწყო ძველი საქმიანობის განახლება.
ცალკე უნდა მოვიხსენიოთ მისი ზრუნვა სახელმწიფო შემოსავლის ზრდაზე, დაწესებული გადასახადის წესიერად და უკლებლივ აკრეფის უზრუნველსაყოფად მან ვახუშტის და გივი თუმანიშვილს საგანგებოდ აღაწერინა საბარათიშვილო და სომხითი. მეფემ ძველებური სიმტკიცით შეუტია მოწინააღმდეგეებს, მართალია იესე შეიწყალა და ტყვეობიდან გაათავისუფლა და მუხრანბატონად და მდივანბეგად განაჩინა, მაგრამ, სხვები მაგ სომხითის მელიქი ციციშვილი სასტიკად დასაჯა.
ტახტზე დამკვიდრების შემდეგ ვახტანგი ლეკთა წინააღმდეგ ბრზოლას მეთაურობდა და მხოლოდ ქართლის უშიშროებაზე კი არ ზრუნავდა მეზობელ ქვეყნებსაც მფარველობდა. მან კავშირი დაამყარა კახთა მეფე დავითთან 1703 - 22 წ და ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა.
ქართლის ჯარი რამდენჯერმე გადავიდა კახეთის ტერიტორიაზე და ლეკებს შეება, ჯერ კიდევ 1720 წ გაზაფხულზე ქართლელნი გაგზავნა კახეთს ერასტი ყაფლანიშვილ - ორბელიშვილის მეთაურობით, ხოლო შემდეგ თვითაც მიიღო მონაწილეობა ბრძოლაში.
1720 წ ზამთარში შაჰმა შარვანის ბეგლარბეგი გაგზავნა ჭარის შესამუსრად, კახთა მეფეს ბეგლარბეგისათვის უნდა ეუწყებინა ვითარ ჯერ იყო მისვლა, დავითი საქმეში არ გაერია, არც რაიმე ურჩია ვაითუ დამარცხდეს და ჩვენ დაგვბრალდესო. შარვანის ბეგლარბეგი წამოვიდა ლაშქრით, დაესხნენ ჭარელნი, მოკლეს ბეგლარბეგი, ამოწყვიტეს მისი ჯარი. შაჰმა ჭარელთა დასჯა ვახტანგს დაავალა, იმავე დროს ქართლის მეფეს კახელებმაც სთხოვეს დახმარება და ჭარელთა დალაშქვრა.
1721 წ იანვარში ვახტანგი წარემართა ჭარს, იმ დროს ლეკნი მოვიდნენ გარეკახეთში, მაგრამ კახელებმა ეს ვახტანგს არ აცნობეს, შეეშინდათ ვახტანგმა რომ ესენი აქვე დაამარცხოს ჭარს აღარ დალაშქრავსო, კარგა ხანს მაღაროს გააჩერეს ქართლელნი, ამასობაში ჭარელნი უბრძოლველად დამორჩილდნენ ვახტანგს და შაჰმა მას უკან დაბრუნება უბრძანა.
შაჰის გადაწყვეტილება გასაგები იყო, ირანელთ ეშინოდათ, რომ თუ ვახტანგი ჭარს დაიჭერდა ქვეყანასაც დაიჭერდა და ჭარის დალაშქვრის შემდეგ ვახტანგს ადვილად შეეძლო შეეტია დაუძლურებული ირანისათვის და მძიმე მდგომარეობაში ჩაეყენებინა ძველი მოსისხლე.
შაჰის ბრძანებით აღშფოთებულმა ვახტანგმა 1 უცხოელის ცნობით მოიხმო შაჰის დესპანი, ამოიღო ქარქაშიდან ხმალი და დაიფიცა, რომ ამიერიდან აღარ იბრძოლებს შაჰისა და ირანის დასაცავად, ამის შემდეგ მან დაშალა თავისი ჯარი და დაიხია თბილისისაკენ, მან კარგად გაიგო თუ რატომ დაუშალა შაჰმა ჭარის დაჭერა, წყენა გულს ჩაიხვია და ირანის საწინააღMდეგო საქმიანობა უფრო ფართოდ გაშალა, მალე ირანის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, მირ ვეისის ვაჟი მირ მაჰმუდი უფრო გააქტიურდა, შაჰის უმწეობამ მოწინააღმდეგეებს ფრთები შეასხა, მეამბოხეები აღარ დასჯერდნენ ირანის აღმ პროვინციების განთავისუფლებას შაჰისაგან, მათ შიდა პროვინციებს შეუტიეს და შიშის ზარი დასცეს ისპაანს, 1720 წ მირ მაჰმუდი დაეცა ქირმანს, მართალია მალე დატოვა ეს მხარე, მაგრამ არ დაცხრა.
მალე აჯანყებამ მოიცვა ლურისტანი და ქურთისტანი.
1721 წ ბელუჯნი დაეცნენ ბენდერ აბასს, ავღანელებმა დაიკავეს ხორასნის ნაწილი, მათ ბრძოლას განმათავისუფლებელი ხასიათი ჰქონდა და მიმართული იყო სეფიანთა დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ, ახლა მან სხვა ხასიათი მიიღო, ავღანელთა სხვადასხვა ტომები ღილზაელები,, აბდაელები, ბელუჯნი და სხვანი შემოიკრიბნენ მირ მაჰმუდის გარშემო და ისიც დაიძრა ლაშქრით 1722 წ იანვარში ქირმანი დაიჭირა და ისპაანისკენ გაემართა 8 მარტს სოფ გიულნაბადთან 25 კმ - ზე ქალაქიდან ავღანელებმა გაანადგურეს ირანელთა არმია და ალყა შემოარტყეს ისპაანს. ირანში მყოფი ქართველთა ლაშქარი კვლავ თავგამოდებით ებრძოდა შაჰის მტრებბს ისპაანისათვის გამართულ ბრძოლაში ბევრი ქართველი დაეცა, მათ შორის ვახტანგის ძმა როსტომიც.
გაჭირვებაში ჩავარდნილმა შაჰმა ვახტანგს დახმარება სთხოვა, ინგლისელი მოღვაწის ჰანვეის სიტყვით შაჰი დიდ იმედს ამყარებდა ქართველებზე, რომელთა ძლევამოსილება კარგად იყო ცნობილი როგორც ირანელთა ისე ავღანელთათვის და არავითარი ეჭვი არ არსებობდა იმისა რომ მტერი დაიხევდა უკან, როგორც კი მიიღებდა ცნობას მათი მოახლოების შესახებ, თუმც ვახტანგი არ დაეხმარა შაჰს.
მის უარს შესაბამისი შედეგი მოჰყვა შაჰმა კახთა მეფედ კონსტანტინე ერეკლეს ძე დაამტკიცა და კახეთთან ერთად ადრე ქართლის მეფის კუთვნილი მიწა შამშადილუ და ყაზახი უბოძა, ეს რამდენადმე ვახტანგის დასჯა და შევიწროება იყო, ვახტანგმა სცადა კახთ ბატონთან საერთო ენის გამონახვა, შეხვედრაც მოიწადინა, მაგრამ კონსტანტინემ უქცია პირი, მალე შაჰმა ვახტანგს ლაშქრით გამოსვლა და ლეკთაგან შეწუხებული განჯელების დახმარება დაავალა, განჯელებმაც სთხოვეს ეს და ვახტანგიც გაემართა ჯარით შამქორს მივიდა, შეშინებული ლეკები განჯას გაეცალნენ, 1722 წ მაისში მეფე თბილისს დაბრუნდა.
აგვისტოში შაჰმა მას აზერბაიჯანის სპასპეტობა უბოძა და შირვანს გალაშქრება და იქიდან ლეკთა განდევნა დაავალა.
თუმც ვახტანგმა შეიტყო რუსთა ჯარის მოახლოების ამბავი.
რუსებთან კავშირი ქართველებს ადრეც ჰქონდათ და მართალია ამ კავშირის გამო ბევრი უსიამოვნება შეხვდათ ირან - ოსმალეთისაგან სხვადასხვა დროს მაგრამ ქართველები რუსეთის დახმარების იმედს მაინც არ კარგავდნენ.
რუსეთთან ურთიერთობა ჰქონდათ კახთა მეფეებს ალექსანდრე I - ს, ლევანს, ალექსანდრე II - ს, რისთვისაც შაჰ აბასმა დასაჯა კახელები.
შემდეგ რუსეთთან კავშირს ეძიებდა კახთა მეფე თეიმურაზ I, რომელმაც მოსკოვს თავისი შვილიშვილი ერეკლე I გაგზავნა.
ასევე რუსეთთან კავშირს ცდილობდა მეფე არჩილიც.
XVIII ს I მეოთხედში რუსეთ - საქართველოს ურთიერთობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მათი ინტერესების თანხვდენილობამ მოამზადა ხელსაყრელი პირობები დაახლოებისა და ერთობლივი მოქმედებისათვის, რუსეთი წინა აზიის პოლიტიკურ სარბიელზე გამოვიდა და ქართველთა ორიენტაციაც თვალსაჩინო გახდა. ქართველები ეროვნული კატასტროფის წინაშე იდგნენ, მტერს თავის ძალებით ვეღარ იგერიებდნენ და გადაწყვიტეს რუსეთთან კავშირი.
აღნიშნულ პერიოდში რუსეთს მართავდა ნიჭიერი მმართველი პეტრე I 1682 - 1725 წ (ვარაუდობენ რომ ის იყო ერეკლე I -ს შვილი), ებრძოდა შვედებს, რათა ხელთ ეგდო საზღვაო გზა ევროპისაკენ, გააძლიერა ქვეყანა ეკონომიკურად და სამხედრო კუთხითაც, ის დაინტერესდა კასპიისპირა მხარეებითაც, ამიტომ რუსეთის ხელისუფალთა მოსაზრებით კასპიისპირეთში სამხედრო - პოლიტიკური გამარჯვების მისაღწევად აუცილებელი იყო ამიერკავკასიის ხალხთა მხარდაჭერა და მოკავშირეობა, ქართველებს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭებოდათ რადგან მათ შეეძლოთ რუსთათვის მიეწოდებინათ სურსათი და დაეხმარებინათ ჯარი, ასე რომ ორივე ქვეყნის ინტერესი ერთობლივ მოქმედებას მოითხოვდა, პეტრე და ვახტანგი ერთმანეთს დაუკავშირდნენ.
პეტრემ ვახტანგთან კავშირი ელჩ ვოლინსკის საშუალებით დაამყარა 1715 წ ისპაანში.
1719 წ ვოლინსკი დაინიშნა ასტრახანის გუბერნატორად და დაიწყო მზადება კასპიისპირეთში ლაშქრობისათვის.
1720 წ პეტრემ ვოლინსკის ნება დართო წერილობითი კავშირი დაემყარებინა ვახტანგთან, მოლაპარაკება გაჩაღდა.
1721 წ ვახტანგი პეტრეს უკვე აცნობებდა მზადყოფნას და რუსთა დახმარების იმედს გამოთქვამდა.
ამ დროს ირანს დაღესტნელები აუჯანყდნენ დაიპყრეს შამახია და იქ მბრძანებლად ოსმალეთის ხონთქარი მოიწვიეს, რაც რუსეთისთვის არ იყო ხელსაყრელი. პეტრემ ლაშქრობა დაგეგმა 1722 წ ზაფხულისათვის კასპიისპირა პროვინციების შეერთების მიზნით, რუსები ზაფხულში ასტრახანში შეიკრიბნენ და დაიძრნენ.
პეტრემ ვახტანგს ივნისში ასტრახანიდან წერილი გამოუგზავნა და აუწყა ოპერაციის დაწყება. გახარებულმა ვახტანგმა შეკრიბა ქართველ - სომეხთა 40 ათასიანი ჯარი (მასში 10 ათასი იყო მხოლოდ სომეხი) და ლაშქრობის საბაბად შაჰის დავალება გამოიყენა რომელიც განჯაზე ლაშქრობას უბრძანებდა ლეკთა წინააღმდეგ, შემდეგ ის განჯას დადგა და პეტრეს ლაშქარს დაუწყო ცდა.
ერთობლივი მოქმედებით რუსებს დარუბანდი და ბაქო უნდა აეღოთ, ხოლო ქართველებს და სომხებს შამახია, მაგრამ ვახტანგს ცდამ ამაოდ ჩაუარა. პეტრემ რომელსაც ირანმა დაუთმო კასპიისპირა ტერიტორიები მოიმიზეზა ჯარში ეპიდემიის გავრცელება, სურსათის უკმარისობა და უკან გაბრუნდა 1722 წ ასტრახანს და ლაშქრობა მომავალ წელს გადადო ამაში ვახტანგის დასარწმუნებლად პეტრემ მას აახლა ელჩი ტოლსტოი.
ვახტანგმა ჯარი დაშალა და თბილისში დაბრუნდა, რაც შემდგომში მას ძვირად დაუჯდა.
ქართლს ერთი მხრივ ოსმალეთი, მეორე მხრივ კი ირანი დაემუქრა.
ვახტანგს კი ჯარი რომ არ დაეშალა შეეძლო ირანის დაპყრობაც რომელიც ამ დროს მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ავღანელთაგან შევიწროებული.
1722 წ შაჰად გამოცხადდა ერთის მხრივ ავღანელი მირ მაჰმუდი და მეორეს მხრივ შაჰ ჰუსეინის ვაჟი თამაზი, რომელმაც ვახტანგს ჯარი მოსთხოვა დახმარების მიზნით მაგრამ უარი მიიღო, რისთვისაც მან ვახტანგი დასაჯა, ქართლი ჩამოართვა და კახთა მეფეს კონსტანტინეს გადასცა 1723 წ, რომელმაც ვახტანგს ქართლი მოსთხოვა. ვახტანგმა სახლობა გორს გახიზნა და თვითონ თბილისში გამაგრდა, კონსტანტინე ჯარით მივიდა ავლაბარში, მისმა ძმამ თეიმურაზმა (შემდგომში ვახტანგის სიძე თეიმურაზ II, ერეკლე II - ს მამა) მცხეთა დაიჭირა და იქიდან აპირებდა თბილისში შემოჭრას, კახელებმა კლდისუბანი დაიკავეს. ამოქმედდა ვახტანგის ჯარიც, ბაქარმა კლდისუბანი კახთაგან გაათავისუფლა, შემდეგ კი დაამარცხა ისინი თაბორს და ტაბახმელას, ხოლო ვახუშტიმ დაამარცხა ბორჩალოელები და ლეკები, შემდეგ კი მცხეთაც გაათავისუფლა.
თბილისისათვის ბრძოლების დროს არზრუმის ფაშამ ვახტანგს მოსთხოვა მორჩილება, რაზეც ვახტანგი დათანხმდა რადგან ორ ფრონტზე ბრძოლა არ შეეძლო, მან ეს დროის მოგების მიზნით გააკეთა, რადგან ეგონა რუსები დაეხმარებოდნენ.
ამის შემდეგ კონსტანტინემ ლეკთა დაქირავებული ჯარი მოიყვანა, დაეცა თბილისს და ნარიყალაში მდგარი ყიზილბაშების დახმარებით დაამარცხა ქართლის ჯარი 1723 წ მაისში, ვახტანგმა ძლივს დააღწია თავი ხიფათს, კონსტანტინემ თბილისი აიღო და ლეკებს გააძარცვინა.
ვახტანგი შიდა ქართლისაკენ წარემართა, გორსა და ცხინვალს მიაშურა, მალე თბილისისაკენ დაიძრა თურქთა ჯარი, ვახტანგმა გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით, მისი მითითებით თურქებს ბაქარი და იესე ტაშირში შეხვდნენ და თბილისისაკენ გამოჰყვნენ, მაგრამ კონსტანტინემაც ალღო აუღო სიტუაციას, თბილისი ოსმალთ უომრად ჩააბარა, ოსმალთ ხელთ იგდეს მთელი ქართლი და მეფედ ბაქარი დაადგინეს, ხოლო კონსტანტინე ციხეში ჩააგდეს.
ვახტანგი ერთხანს ცხინვალს იდგა და იქიდან ეხმარებოდა ბაქარს ქვეყნის მართვაში, განდგომილი გიორგი არაგვის ერისთავის ნაცვლად ერისთაობა ოთარს მისცა, შეუტია ლეკთა მოთარეშე ბრბოებს გრემისხევს, წილკანს, შიოსუბანს, თუმც საქმეების ოსმალთა დახმარებით მოგვარების მოიმედე ვახტანგი მოტყუვდა.
მალე ოსმალობა აუტანელი გახდა, მათგან შეჭირვებულმა ბაქარმა დატოვა თბილისი და ანტიოსმალური პარტიზანული საქმიანობა გააჩაღა.
ოსმალებმა ქართლის მეფედ იესე დაადგინეს, მან შეუტია ვახტანგს და მის შვილებს, ცხინვალში დარჩენა გაძნელდა, ვახტანგს კვლავ რუსთა იმედი ჰქონდა და რადგან ქართლში აღარ ედგომებოდა მან ჩრდილოეთისაკენ გამგზავრება დააპირა.
1724 წ რუსეთ - ოსმალეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ოსმალეთმა შეწყვიტა ირანის ტერიტორიის დაპყრობა, ხოლო რუსეთმა ცნო ოსმალეთის უფლება აღმ საქართველოზე და ირანის ჩრდ - დას პროვინციებზე, ვახტანგმა ამ ხელშეკრულებაზე არაფერი იცოდა და რუსეთს გასამგზავრებლად ემზადებოდა, ამან ქართველობა ძალიან შეაშფოთა. მიუხედავად ქართველთა თხოვნისა ის აღარ დარჩა ქართლში და 1724 წ რუსეთის გზას დაადგა რაჭის გზით, ის იმედოვნებდა რუსეთის დახმარებით ტახტის დაბრუნებას.
ვახტანგის წასვლით ქართველთა მდგომარეობა უფრო გართულდა, გაძლიერდა შინაომი, რამაც მძიმე შედეგები გამოიღო, ქართლი გავერანდა, დაქვეითდა სოფლის მეურნეობა, ჩაკვდა ვაჭრობა - ხელოსნობა.
7 რუსეთში.
ვახტანგის მრავალრიცხოვანი ამალა რუსეთისაკენ დაიძრა, რაოდენობით 1208 ქართველი, მათ შორის ბევრი გამოჩენილი პიროვნება და უამრავი მსახური, ასევე სულხან - საბა ორბელიანი და მისი ძმები და სხვა.
ვახტანგი ცხინვალიდან რაჭას გადავიდა, ხოლო იქიდან ჩრდილოეთის გზას გაუდგა ძნელად სავალს, გადალახეს კავკასიონი, გადაიარეს ზეკარი და პირიქით მხარეს გადავიდნენ, ხშირად ესხმოდნენ ავაზაკები, ჩრდილო კავკასიელი ტომები, ვახტანგი მათ დიდძალ საგანძურს აძლევადა და გაჭირვებით მიიწევდა წინ, ერთგან ხიდი ჩაუშალეს და მძევალი მოსთხოვეს, ნებით გაჰყვა მისი ქვისლი ორბელიანი მოძალადეებს და ერთხანს მათთან იყო, ვახტანგმა გაჭირვებით მიაღწია დიდგორს სადაც შეხვდა ჩერქეზთა ბატონიშვილი რომელმაც ის ამალით ჩერქეზეთს, დიდ ყაბარდოში მიიყვანა, ჩერქეზებმა თავისი სიძე და მისი მხლებლები დიდი პატივით მიიღეს, მეფემ მასპინძლებიც უხვად დააჯილდოვა და შემდეგ რუსთა ჯარის თანხლებით გაიარა მეფემ ეს ადგილები, ჯარის შემადგენლობაში იყვნენ ყალმუხი და ნოღაელი მეომრები, რუსები ზარ - ზეიმით ეგებებოდნენ ქართველებს. ვახტანგმა ელჩობა გაუგზავნა პეტრე I - ს და პეტერბურგში ჩასვლის ნება და მიღება სთხოვა, თავად კი ასტრახანს ჩავიდა.
მას ირანთან მოლაპარაკება დაავალა პეტრემ თუმც ამაზე მეფე უარს იყო რადგან შაჰს ნორმალური მრჩევლები არ ჰყავდა და მოლაპარაკებაც არ ღირდა მისი აზრით.
ვახტანგმა პეტრესთან შეხვედრა ვერ მოახერხა რადგან 1725 წ იმპერატორი გარდაიცვალა.
ამავე წელს მოსკოვში არჩილის ქალიშვილ დარეჯან დედოფლის სასახლეში სოფ ვსეხვიატსკოეში გარდაიცვალა ვახტანგის მიერ იქ გაგზავნილი სულხან - საბა ორბელიანიც. შემდგომში ვახტანგიც დარეჯანთან დაბინავდა.
ვახტანგმა რუსეთის მთავრობას მოქმედების შემდეგი გეგმა შესთავაზა მისი წინადადებით რუსეთს ხელი უნდა გაეწვდინა შაჰ თამაზისათვის და იგი თავის მხარეზე გადაებირებინა, კავკასიაში ჯარის გაგზავნით ოსმალეთი დაეშინებინა, ქართლი გაეთავისუფლებინა და კახეთი, იმერეთი და ყაბარდო თავის მოკავშირეებად გაეხადა, რუსეთის ხელისუფლებამ ვახტანგს აგრძნობინა რომ იმ ეტაპზე მათ ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავება ხელს არ აძლევდათ, მით უმეტეს რომ შაჰის გადაბირებაც ჯერჯერობით შეუძლებელი ჩანდა.
ეკატერინე I - მ 1725 - 27 წ ვახტანგის შესანახად თანხა გაიღო, ცხადი გახდა, რომ ვახტანგი ერთხანს რუსეთში უნდა დარჩენილიყო.
მისი ამალის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასტრახანში ცხოვრობდა, მათი მდგომარეობა მძიმე იყო.
რუსუდან დედოფალი საკუთარ ნივთებს აგირავებდა და ყიდდა, მთავრობამ შემდეგ დედოფალი და ამალის ნაწილი მოსკოვს გადაიყვანა და იქ დაასახლებინა 1726 წ. დედოფალს და მის ამალას მალე პეტერბურგიდან ჩამოსული ვახტანგიც შეუერთდა, მას სასახლე მისცეს პრესნაზე და სახლი არბატზე.
მთავრობამ ვახტანგს და მის ამალას მამულებიც უბოძა ეხლანდელი გორკის ახლოს და ყოველწლიური სარგოც დაუნიშნა, როგორც ფულადი დახმარებით 24 000 მანეთი ისე სურსათით.
ვახტანგმა დაიწყო შაჰ თამაზთან მოლაპარაკებაც. 1725 წ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა შაჰისთვის ხელი გაეწოდებინა და ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში დახმარება აღმოეჩინა, ამის გამო რუსეთმა კასპიისპირეთში მდგომარეობა განიმტკიცა, შექმნილმა ვითარებამ ქართლის საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში.
1726 წ რუსეთის საიდუმლო საბჭომ გადაწყვიტა ვახტანგის გამოგზავნა სამხრეთში, მას დაევალა ირანთან მოლაპარაკების წარმოება, რუსეთის პოზიციების განმტკიცება, ქართველებისა და სომხების დაიმედება. ვახტანგმა მეტი მოითხოვა ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გეგმა შეიმუშავა და რუსეთის ხელისუფალთ წარუდგინა, ის იმედს გამოთქვამდა რომ როგორც კი ქართლში რუსთა ჯარი შევიდოდა ადგილობრივი მოსახლეობა ოსმალთა წინააღმდეგ ამხედრდებოდა, დას საქართველოც მხარს დაუჭერდა და ოსმალთა ბატონობასაც ბოლო მოეღებოდა. ვახტანგი რუსეთს 1724 წ ხელშეკრულების დარღვევისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამაზე უარი თქვა და ამ ოპერაციის წამოწყება ნაადრევად მიიჩნია, ვახტანგს გილანს წასვლა დადაკისრებული მოვალეობის შესრულება მოსთხოვა, ვახტანგი დათანხმდა, მაგრამ გამგზავრების წინ თავისი უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცება და დადასტურება ითხოვა 1726 წ.
ეკატერინე I -მ ის ქართლის მეფედ ცნო, ირანთან ურთიერთობის მოწესრიგების და აღმ ამიერკავკასიაში შაჰის ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ ტახტის დაჭერაში დახმარება აღუთქვა, მატერიალურად უზრუნველყო, ანდრია პირველწოდებულის ორდენი უბოძა და გილანისკენ გაისტუმრა.
ვახტანგს უნდა შეეცვალა ამიერკავკასიის სამხედრო - პოლიტიკური ვითარება, გაერკვია ოსმალთა მდგომარეობა, მოლაპარაკება დაეწყო შაჰთან და დაერწმუნებინა ის რომ მისთვის უმჯობესი იყო რუსეთთან დაკავშირება და რუსეთ - ოსმალეთის 1724 წ ხელშეკრულების ცნობა, ამით შეეძლო დროის მოგება, ძალის მოკრება, ტახტზე დამკვიდრება და დაკარგული პროვინციების დაბრუნება.
რუსთა მიზნით ვახტანგის მისია ირანთან ურთიერთობის მოწესრიგებას და ამიერკავკასიის დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებაში მდგომარეობდა, ვახტანგს კი აღნიშნული დავალების შესრულებით თავისი ქვეყნის საქმეთა მოგვარება სურდა.
1726 წ აგვისტოში ვახტანგი დარუბანდს ჩავიდა, მას თამაზმა მალე შეახვედრა თავისი წარმომადგენელი მოჰამედ რეზა, მოლაპარაკება კარგად წარიმართა, შაჰმა გადაწყვიტა ეცნო რუსეთ - ოსმალეთის შეთანხმება, ოღონდ რუსეთს ხელი უნდა აეღო მაზანდერანზე, გილანსა და ასტრაბადზე, ხოლო შაჰს ოსმალთა განდევნის შემდეგ ვახტანგი უნდა ეცნო ქართლის მეფედ.
1727 წ მარტისთვის ვახტანგმა საკმაო წარმატება მოიპოვა, მაგრამ გენერალმა ლევაშოვმა ტერიტორიულ დათმობაზე უარი განაცხადა ვახტანგის საქმიანობას ეჭვის თვალით შეხედა და მოლაპარაკება ჩაშალა.
მალე მდგომარეობა გაუარესდა, ოსმალეთი ამოძრავდა, რუსეთი ირანთან ოფიციალური ურთიერთობის დამყარებას მოერიდა და მოლაპარაკება გააჭიანურა, რუსეთის ტახტზე პეტრე II 1727-30 წ ავიდა, ინტერესი ამიერკავკასიისადმი საგრძნობლად შენელდა, უმაღლესმა საიდუმლო საბჭომ თავისი დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია, სასოწარკვეთილი ვახტანგი ჩრდილოეთის გზას დაადგა და გაჭირვებით დაბრუნდა 1728 წ მოსკოვს და შეუერთდა თანამემამულეებს.
მან ხელსაყრელ პოლიტიკურ მომენტს დაუწყო ცდა, გადიოდა ხანი და ქართლის განთავისუფლების ჟამი არ დგებოდა, მომავალი სანუგეშოს არას აჩენდა, უმოქმედობა გულსუკლავდა ქართველ ემიგრანტებს.
ვახტანგმა შემოქმედებითი მუშაობა წამოიწყო, დაწერა ლექსები კაეშანი, სატრფიალონი, მაჯამა, გალექსა ამირნასარიანი და სიბრძნე მალაღობელი, გადადგა ნაბიჯები მოსკოვში ქართული წიგნების ბეჭვდვის განახლების მიზნით, განაგრძო მუშაობა ქიმიის სახელმძღვანელოზე და ა შ, მისი მიბაძვით და ხელმძღვანელობით კულტურულ - შემოქმედებით საქმიანობას ხელი მიჰყო მოსკოვის ქართული კოლონიის ბევრმა წევრმა, სახელდობრ ვახუშტი ბაგრატიონმა, მამუკა ბარათაშვილმა პოეტმა, ასევე მეცნიერმა დიმიტრი ორბელიანმა, სტამბის მუშაკმა ნიკოლოზ ორბელიანმა, ზოსიმე ორბელიანმა, მთარგმნელმა ერასტი თურქესტანიშვილმა, კალიგრაფმა მელქისედეკ კავკასიძემ. 1729 წ ამ კრებულს შეემატა დავით გურამიშვილიც.
საბედნიეროდ ოსმალეთმა მალე დაკარგა ძველი ძლიერება,დადგა დრო ამოქმედებისა, დამპყრობელთა დაუძლურებით გახარებული ქართლელები საომრად ემზადებოდნენ და რუსეთისკენ იცქირებოდნენ, დიდებულთა ნაწილმა დროებით აიღო ხელი თანამემამულეებთან ბრძოლებზე და თავისი საქმიანობა საერთო საქვეყნო ინტერესების შესაბამისად წარმართა.
ბარძიმ არაგვის ერისთავმა 1734 წ ვახტანგს წერილი გაუგზავნა, ქვეყნის მდგომარეობა აცნობა და ქართლში მოიწვია.
ვახტანგი გამოცოცხლდა, ქართული ემიგრაცია ამოძრავდა, პეტერბურგის სამეფო კარმაც დაღმარება აღუთქვა მეფეს, გახარებული ქართველობა სამზადისს შეუდგა, ემიგრანტები ნავებში ჩასხდნენ, ვოლგას აუყვნენ მაგრამ დანიშნულ ადგილამდე მისვლამდე ვითარება შეიცვალა, მათ გზაში გაიგეს ირანის გააქტიურებისა და შამახიის დაკავების ამბავი, შეწუხდა ვახტანგი თუმც უკან გაბრუნებას ისევ დარუბანდს მისვლა არჩია.
1734 წ ირანის სარდალმა ნადირმა ვახტანგს მორჩილებისაკენ მოუწოდა, წყალობას პირდებოდა და ქართლის ხელშეუხებლობას აღუთქვამდა მაგრამ ვახტანგი არ წავიდა, არ მიენდო, ყმობა ითაკილა, მერე ნადირი გაძლიერდა და აღმ ამიერკავკასია დაიჭირა 1735 წ თამაზი ჩამოაგდო და შაჰად გამოაცხადა თავი 1736 წ.
ახალი შაჰის გაძლიერების გამო რუსეთის მხედრობამ დარუბანდი დაცალა, ქოლაგის ციხე დაანგრია და უკან დაიხია, ვახტანგი ჩრდილოეთისაკენ გაემგზავრა, მისი ოცნება აუსრულებელი დარჩა, სამშობლოს ხსნის იმედი დაიფერფლა.
მან გვიან გაიგო როგორც ირანის გაძლიერება, ისე აღმ. საქართველოს ოსმალთაგან განთავისუფლება.
1736 - 37 წლისთვის ვახტანგისთვის ნათელი გახდა, რომ ქართლში მისი დაბრუნება შეუძლებელი იყო, კახელი ბაგრატიონების გაძლიერების გამო, ისედაც გამწარებულ ვახტანგს რუსეთის ქვეშევრდომობის მიღება მოსთხოვეს, ეს კი საქართველოში დაბრუნებაზე უარის თქმასა და ჩრდილოეთში სამუდამო დამკვიდრებას ნიშნავდა.
ვახტანგმა არ მიიღო შეთავაზებული წინადადება, არ ისურვა სხვა ქვეყნის ქვეშევრდომობა, მან მოსკოვს წასვლა აღარ ისურვა, ასტრახანს დასახლდა, მხლებელთა ჯგუფი ბაქარს ჩააბარა და სრული თავისუფლება მიანიჭა ყველას, ბაქარი თავისი მხლებლებით მოსკოვისაკენ გაემართა.
მალე მოსკოვიდან ასტრახანს ჩავიდა რუსუდან დედოფალიც.
ასტრახანში დასახლებული ვახტანგი მწვავედ განიცდიდა სამშობლოდან დაშორებას და მარცხს, გოდებდა საქართველოზე თავის ლექსებში.
1737 წ 26 მარტს ვახტანგი გარდაიცვალა, იგი პატივით დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში და ახლაც იქ განისვენებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий