суббота, 12 мая 2018 г.

სამუელ ანეცის რამდენიმე ცნობა


1018 წელს უფალი პეტრე დაადგინეს კათალიკოსად და იყო 42 წელი. ბასილ მეფე წავიდა ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად, ააოხრა საქართველო და მახვილით, ცეცხლითა და შიმშილით გააუკაცრიელა 24 გავარი. იყვნენ იქ ქართველი სარდლები რატი და ზვიადი. რატი განგმირეს ჭაობიან ადგილას შირაკის ველზე. ხოლო ბასილი დაბრუნდა და დაიზამთრა ჰორომებთან, შემდეგ კი კვლავ წამოვიდა ქართველების წინააღმდეგ. რატიმ და ზვიადმა, ლიპარიტის ღვიძლმა ძმებმა, მრავალჯერ გამოიჩინეს გმირობა ბასილი ბერძენთა კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ სემდეგ რატი განგმირეს ჭაობიან ადგილას და მოკლეს, ხოლო შეპყრობილი ზვიადი წაიყვანეს. ქართველმა მეფემ მძევლად მისცა ვაჟი და გაანთავისუფლა ზვიადი.

1124 წლის აგვისტო. ანისისა და შირაკის ოლქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს გამოსავალი ეპოვათ იმით, რომ თხოვნის ხელი გაეწოდათ ქართლის მეფის დავითისთვის, მათ უღალატეს აბულსუვარ მანუჩეს ძეს, რომელიც ფლობდა ქალაქს მამის სიკვდილის შემდეგ და გაუღეს რა ქალაქის კარი შემოუშვეს შიგნით ის მეფე დავითი. „ერთ სულსაც არ მოსვლია სისხლის ზიანი“. დავითს მანუჩეს შვილები ანისიდან გაუძევებია, თბილისს გაუგზავნია.

1130. 5771 წელს მეფე დემეტრემ დაამარცხა ხარასნდურ2 ათაბაგი ნორბერდში მრავალრიცხოვანი ჯარით. ამავე წელს აპულეთმა და მისმა ძემ ივანემ დმანისი აიღეს, აგრეთვე ამავე წელს აიღეს ხუნანი ივანემ და სმბატმა.

ყარა-სონყურთან დაპირისპირებაზე ინფორმაცის შემოგვინახა ერთმა ქართულმა ქრონიკამ, რომელიც XVIII -ის კრებულში ჩაკერებული იპოვა . თაყაიშვილმა. იგი გვამცნობს: ამასვე ქორონიკონსა, 345-სა (1125 ) მიუხდა დმანისს, წაუღო ციხე და ამოსწყვიტნა ყარსსუღუღიანი“. ამ წყაროს ცნობით უსარგებლია ვახტანგის კომისიას და შესაბამისად ეს თარიღი დიდი ხნით დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში დმანისის აღების თარიღად.
ამ საკითხზე სტეფანოზ ორბელიანი წერს: „დაიპყრეს იოანემ და სუმბატმან ხუნანი, რომელიც ადრით ჟამითგან ეპყრათ თათარტა, ესეცა ამათ მიეცათ მამულად რიცხვსა ფოზ (577). შემდგომად აიღოცა მეორემან ივანემ, ძემან აბულეთისამან, დმანისი
ვარდან არეველცი (XIII .) წერს: „დემეტრე მეფემ დაამარცხა ღარასენთურ ათაბაგი ნორბერდში. აბულეთმა აიღო დმანისი და ხუნანი“. მართალია ეს ცნობები ვარდანს 1131-41 წლებში აქვს მოთავსებული შეცდომით, თუმცა ერთმანეთის მიყოლებითაა.

სამუელ ანეცისა და მხითარ გოშით განძის მიწისძვრა მოხდა 1139 წლის 30 სექტემბერს. მხითარ გოშით განძაზე ქართველთა სარდალი იყო ივანე. არაბი ისტორიკოსი იმად ად დინ ალ-ისფაჰანი ასახელებსივანი იბნ აბულკ-ლეისი“.
მხითარ გოშის ცნობით: როდესაც ყარასონყურმა გაიგო განძაზე ლაშქრობის ამბავი, საპასუხოდ ორჯერ გამოილასქრა საქართველოზე: „შეაშფოთა ისინი და შეაძრწოლა“, „აიღო მათი გამაგრებული ციხე-სიმაგრეებიდა უკან გაბრუნდა.
ალ-ისფაჰანი: ქართველებმა თავიანთ ქვეყანაში ააგეს ახალი ქალაქი, სახელად განძა, რომელსაც შეაბეს განძიდან ცამოტანილი კარი, შემდეგ ყარასონყურმა ილაშქრა ამ ქალაქზე, დაანგრია ის და უკან დააბრუნა ქალაქის კარები.
სამუელ ანეცი აღწერს 1139 წლის მიწისძვრას და აგრძელებს: „და იმავე წელს ხარასანდურმა ივანე დაამარცხა განჩენქში“.
განჩენქი სომხურ წყაროებში გაჩიანის აღსანიშნავად გამოიყენება. . ჟორდანის კვლევებით გელათში არსებულ კარებს ორივეს დარუბანდის კარს უწოდებდნენ. შემდგომში ერთი მათგანი, რომელიც უფრო დიდი და განსხვავებული იყო, რკინის მასალად აქციეს და მონასტრის განსაახლებლად გამოიყენეს. სწორედ ეს კარი უნდა ყოფილიყო დავითის მიერ დარუბანდის ლაშქრობიდან ჩამოტანილი.
გელათში დღემდე შემორჩენილი კარი აშკარად გაძიდანაა, მაგრამ არ არის გამორიხული მეორე კარიც ყოფილიყო ჩამოტანილი, რომელიც შესაზლოა მართლა გაჩიანში დაჰკიდეს და იქედან დაიბრუნა ყარა-სონყურმა.

შენიშვნები
1. სომხური წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან, რომელსაც იყენებს სამუელ ანეცი, ორი წლით უსწრებს საყოველთაოდ მითებულ წელთაღრიცხვას ქრისტეს დაბადებით, ამიტომ 577 წელი რეალურად სომხური საეკლესიო კალენდრით დაიწყო 1128 წლის 18 თებერვალს და დასრულდა 1129 წლის 16 თებერვალს.
2. საუბარია არანის ათაბაგ ყარა-სონყურზე (1127-1140/41).

Комментариев нет:

Отправить комментарий