четверг, 3 мая 2018 г.

საამილახორო. ამილახორთა საგვარეულო

ამილახვრების გვარი წარმოდგა ამილახორის სამოხელეო თანამდებობისაგან. ამილახორი არაბულად საჯინიბოს ამირას, მეჯინიბეთუხუცესობას ნიშნავ (არაბ. ამირ ახურსაჯინიბოს ამირა). ის იყო ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელეამირსპასალარის თანაშემწე, სავაზიროს წევრი სათათბირო ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ მეაბჯრეთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი. დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახურთუხუცესთან იყო გათანაბრებული. საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დაშლის (XV .) შემდეგ ამილახორი ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და, როგორც წესი, გორის მოურავიც იყო. ამ მემკვიდრეობითი თანამდებობის სახელწოდებიდან წარმოიშვა ახალი გვარი ამილახვარი.
ამილახვარი უძველესი წარჩინებული გვარია ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ამილახვრების გვარის გენეალოგიას უძველეს თავადურ გვართანზედგენიძესთან (ზევდგინიძეები) მივყავართ. ამილახვრების სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV საუკუნის დამდეგს. ამ გვარმა აღზევება დაიწყო XIV საუკუნიდან, როცა მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე დამკვიდრდა. გადმოცემის თანახმად, იოთამ ზედგენიძემ შემთხვევით გაიგო, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. მან შესთავაზა გიორგი VIII-, რომ იმ ღამეს თავად დაწვებოდა მეფის ლოგინში, ხოლო რომ მოკლავდნენ, არ დაევიწყებინა მისი შვილები. მეფემ მიიღო იოთამის რჩევა. შეთქმულებს მეფის ლოგინში მყოფი იოთამ ზედგინიძე მეფე ეგონათ და მოკლეს იგი. გიორგი VIII- დამნაშავენი დასაჯა, ხოლო იოთამის უფროს ვაჟსმიუბოძა ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და სასაფლაო სამთავისი და კარისა თვისისა ამილახორობა მსახურებისათს მამისა მისისა“. ეს ისტორიული ფაქტი ამილახვრების ღერბში ცენტრალურ ალაგზეა განთავსებული, რომელსაც იოთამ ზედგენიძის შთამომავლები ატარებდნენ. XV-XVI საუკუნებში სათავადოს მფლობელნი ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებოდნენ, XVII საუკუნიდან კი ამილახვრებად.
ამილახორთა სათავადოს ანუ საამილახვრო ტერიტორია მოქცეული იყო მდინარეებს ლეხურასა და ლიახვს შორის. წარმოიშვა XIV საუკუნის დასაწყისში, როდესაც ზევდგენიძეებმა სამემკვიდრეოდ მიიღეს სხვილოური მამული. XIV საუკუნის ბოლოს მათ ებოძათ ახალციხე (არაგვის ხეობაში) და შიომღვიმე საგვარეულო საძვალედ (გვიანდელ ხანაში ამილახვრები სამთავისშიც იმარხებოდნენ).
1429 წელს ზევდგენიძეების ხელში გადავიდა კასპი, იგოეთი, ნადარბაზევი, გომი, უფლისციხე, გვერდიძირი. XV საუკუნის I ნახევარში ზევდგენიძეებმა მიიღეს ამილახორის სახელი. 1470-იან წლებში ისინი ყმა-მამულებს ფლობდნენ მცხეთაში, კარსანში, ძაგნაკორნაში, ახატანში, ხატისწობენში. ზევდგენიძე-ამილახორთა უფლებები განმტკიცდა XV-XVI საუკუნეებში, როდესაც ქართლი დაიყო სადროშო-სასარდლოებად და მემარჯვენე სასარდლოს მეთაურად ამილახორი დაინიშნა. ამილახორთა ძლიერებას ზრდიდა ისიც, რომ XV საუკუნის დასაწყისიდან ისინი ფლობდნენ გორის მოურავის სახელოს. XIV–XVI საუკუნეებში ცენტრი იყო სხვილო, ხოლო XVII საუკუნის დასაწყისიდან ქვემო ჭალა. საამილახორო განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის II ნახევრიდან და XVIII საუკუნის I ნახევარში, მაგრამ გივი ამილახვრის აჯანყების დამარცხების შემდეგ მისი ძლიერება თანდათან დაეცა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მნიშვნელობა დაკარგა ამილახორის სახელომ და საამილახორო, როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული, უკვე აღარ არსებობდა.
ახალდაბის ციხე, შიომღვიმის და სამთავრისის მონასტრები ამილახორთა საგვარეულო მფლობელობაში შედიოდა. ჰქონდათ აგრეთვე საგვარეულო სასახლეები, ხელისუფლების ინსიგნიები და ოთხი საომარი დროშა, რომელთაგან ერთი – „ამილახვრიანთ საომარი დროშადაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში და დაახლოებით XV საუკუნით თარიღდება.
ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. სათავადოს უფროსიამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები, ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივად, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავიც იყო. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ ეშიკაღასბაშის, ბოქაულთუხუცესის, ყორჩიბაშის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები.
ზედგინიძე-ამილახვართა სახლის განშტოებები იყო: გურამიშვილები და ტუსიშვილები კახეთში, ხიდირბეკიშვილები სამცხესა და შიდა ქართლში, და ემუხვარები აფხაზეთში.
უძველესი ისტორიული წყაროდან ვიგებთ, რომ გორის მოურავი იყო ავთანდილ I ზედგენიძე, რომელიც დასახელებულია მეფე ალექსანდრე დიდის 1425 წლის სიგელში. საუკუნეების მანძილზე ამილახვრებს მემკვიდრეობით გადაეცემოდათ სადროშოს სარდლობა და გორის მოურავობა.
XVI საუკუნის შუა წლებში მოიხსენიება ქართლის დიდებულად ბარძიმი, რომელიც ქართლის მეფე სიმონ I-ის წინააღმდეგ გამოდიოდა და მხარს უჭერდა კახთა მეფე ალექსანდრე II-, რომელსაც მისი ასული თინათინ ამილახვარი ჰყავდა ცოლად. 1578 წელს, როცა ოსმალებმა თბილისი აიღეს, ბარძიმ ამილახვარი ვახტანგ მუხრანბატონთან და ქსნის ერისთავ ელიზბართან ერთად ოსმალთა სარდალ მუსტაფა-ლალა-ფაშასთან გამოცხადდა და მორჩილება აღუთქვა, რითაც ქართლი განადგურებისგან იხსნა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, სიმონ I-მა ბარძიმი შეიპყრო, მაგრამ დედოფლის თხოვნის შემდეგ გაათავისუფლა. სამაგიეროდ, ჩამოერთვა გორის მოურავობა და მამულების ერთი ნაწილი. ბარძიმის შვილიშვილი თამარ ამილახვარი მოგვიანებით შაჰ-აბასის ცოლი გახდა. თავადი ამილახვრები იყვნენპატივცემული მეფეთაგან მთავრობით, ვითარცა აჩენს გუჯარნი მათნი“. მათ დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ამ გვარის ისტორიიდან აღსანიშნავია გივი იოთამის ძე ამილახვარი, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, საამილახოროს მთავარი, სადროშო ზემო ქართლის სარდალი და გორის მოურავი იყო. მას ცოლად ჰყავდა ვახტანგ V შაჰნავაზის ასული თამარი.
გივი ამილახვარი გარკვეული დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ირანში. 1726 წელს მისი გავლენის წყალობით თბილისის სიონის ტაძარი გადაურჩა მეჩეთად გადაკეთებას. მიტროპოლიტ დომენტის ცნობით: ამის შემდეგ შვილიშვილთა დაუვიწყებლად იხსენიება პატივსაცემად გივის სახელი. ყოველწლიურად სიონის ეკლესიაში ჟამს სწირავდნენ.
1744 წელს შაჰმა ქართლის მეფე თეიმურაზ II- დამხმარედ 4 ათასი კაცი გამოუგზავნა და დაავალა, შეეპყროთ გივი ამილახვარი, რომელიც სურამის ციხეში იყო გამაგრებული. რამდენჯერმე სცადეს მისი აღება, მაგრამ ამაოდ. დედოფალ თამარის მიბრძანების შემდეგ ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და შემორიგებას დასთანხმდა. შაჰმა მაინც არ აპატია თავადს და ბრძანა მისი ირანში წარგზავნა, სადაც ფორმალურად მუსულმანობა მიიღო. საკმაოდ დიდ თანამდებობაზე იგი შაჰ-ყული-ხანის სახელით განაგრძობდა მოღვაწეობას. შემოსავლის უმეტეს ნაწილს მეფეს და ქართველ დიდებულებს უგზავნიდა.
შაჰის გარდაცვალებით ისარგებლა თავადმა ამილახვარმა, შეკრიბა ირანში მყოფი ქართველები, შეურიგდა კახეთის ბაგრატიონებს და დაიბრუნა ძველი მდგომარეობა სამშობლოში. პაპუნა ორბელიანი ასე ახასიათებდა: იყო მდიდარი და დიდებული კაცი, ყოველგან სახელგანთქმული, მნახავთათვის სასიამოვნო, დიდის დიდებითა და გამოჩენითსიბრძნით და მხნედა ქცევით თვისთა.
თავადი გივი ამილახვარი დაკრძალულია შიომღვიმის მონასტრის, მის მიერვე აღდგენილ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. მისი მეუღლე იყო ბანგუა ორბელიანი, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა.
ერეკლე II-ის პოლიტიკას მისი თანამედროვეების გარკვეული ნაწილი არ იზიარებდა. ამიტომ მეფის წინააღმდეგ ხშირად ხდებოდა აჯანყებები. ერთ-ერთ ასეთ შეთქმულებაში, რომელსაც პაატა ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობას იღებდნენ სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი და მისი 15 წლის ვაჟი ალექსანდრე, რომლებიც სასტიკად დასაჯეს. ალექსანდრე ამილახვარი დააპატიმრეს, ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს. მამამისს კი ყმები და მამულები ჩამოართვეს. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, ერეკლემ ეკატერინე II- თავისი მოწინააღმდეგეების შეპყრობა სთხოვა. ალექსანდრე დააპატიმრეს და ვიბორგის ციხეში ჩასვეს. 1802 წელს, ამნისტიით გათავისუფლებული, სამშობლოსკენ მომავალი, ასტრახანში გარდაიცვალა. თავად ამილახვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მოცემულია მისსავე თხზულებაში გეორგიანული ისტორია, რომელიც ავტორისავე სიცოცხლეში პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა. პოლიტიკურ ტრაქტატში ბრძენი აღმოსავლეთისა თავადი აყალიბებს თავის მოსაზრებას სახელმწიფოებრივ მოწყალებაზე, აგრეთვე, აღწერს იმ პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, სადაც უარყოფითად აფასებს ერეკლე II-ის პოლიტიკას.
თავადაზნაურთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ მეგობრული ხელშეკრულების მიუხედავად, გეორგიევსკის ტრაქტატი დიდ საშიშროებას უქმნიდა ქვეყნის სუვერენობის შენარჩუნებას. 1832 წლის შეთქმულება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა XIX საუკუნის პირველი ნახევრის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ეს იყო პროგრესული ძალების სერიოზული ცდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის. თავადი ბარძიმ და თეიმურაზ ამილახვრებიც ამ აჯანყების მონაწილენი იყვნენ. მათ ვერ მოახერხეს ჩანაფიქრის განხორციელება, რადგან იასე ფალავანდიშვილმა შეთქმულება გასცა. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით, მთავრობის საგანგებო კომისია შეუდგა საქმის გამოძიებას. აჯანყებულები ავლაბრის ყაზარმებში დაატუსაღეს. პატიმრები ღირსეულად იქცეოდნენყოველმხრივ ცდილობდნენ, დაეფარათ თანამზრახველები. ალექსანდრე ამილახვრის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ მათ საშინლად ეპყრობოდნენ. თვეების განმავლობაში მხოლოდ წყალზე და პურზე ჰყავდათ. არსებობს საარქივო მასალა, სადაც თეიმურაზ ამილახვარი უარყოფს ბარძიმისა და სხვათა მონაწილეობას და ამტკიცებს, რომ ისინი მეფის ერთგულნი იყვნენ. იგი შეახვედრეს თავის მეუღლეს, სალომე ფავლენიშვილს, რომლის მოკვლითაც ემუქრებოდნენ თავადს, თუ ჩვენებას არ შეცვლიდა. თავადი ამილახვარი მოგვიანებით იხსენებდა: წელსა 1832 დეკემბრის 17- დამიჭირეს. ცხრა თვეში მზეც არ მინახავს, კლიტები გვედო კარებზედ. 1834 წლის 10 დეკემბერს ყველა ბრალდებული გაასამართლეს თბილისში სამხედრო წესდების მიხედვით. მათ სიკვდილი მიესაჯათ. მთავარმართებელმა როზენმა პეტერბურგში გაგზავნა მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების შესახებ. სენატმა მსჯავრდებულნი შეიწყალა და სასჯელი რუსეთში გადასახლებით შეუცვალა. თეიმურაზ ამილახვარი ციმბირში გარდაიცვალა. მას და სალომე ფავლენიშვილს დარჩათ ორი ქალიშვილიელისაბედი და ეკატერინე და ერთი ვაჟიივანე (იოანე), რომელიც მომდევნო პერიოდში დიდ ზეწოლას განიცდიდა მთავრობის მხრიდან, რადგან რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო. ასევე წინააღმდეგობა შეხვდა თავადაზნაურთა საკრებულოში, ვინაიდან რუსეთის იმპერია ეწინააღმდეგებოდა, დაემტკიცებინა მისთვის თავადის ტიტული, რაც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა.
ივანე ამილახვრის ნათლია იყო სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი, რომელიც ჩაერია ამ საქმეში და 1850 წელს გაიცა შესაბამისი მოწმობა ივანე ამილახვრის სახელზე, რის შემდეგაც მისი გვარი შეიტანეს თავადთა გვარშთამოების წიგნში. თავად ამილახვართა საგვარეულო სასახლე იდგა გორის მაზრის სოფელ ჭალაში, მაგრამ დროებით ივანე ამილახვარმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და კასპში დასახლდა. მან სამხედრო სამსახურში დაიწყო მუშაობა. მისი მეუღლე იყო ნინო ივანეს ასული. ამ ქალბატონის გვარი არქივში მითითებული არ არის. მათ რვა შვილი შეეძინათ: სალომეა, ალექსანდრა, გიორგი, თეიმურაზი, სემირამიდა, ბარბარე, მარიამი და კონსტანტინე. თავად ივანე დაკრძალულია სამთავისის საგვარეულო ეკლესიაში.
გვარში დარჩენილი გადმოცემით, როცა საქართველოში ჩამობრძანდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II, საქართველოს თავადაზნაურობამ დიდი შეხვედრა მოუწყო. პროტოკოლის მიხედვით, მეფის უკან, ყოველ საფეხურზე, განსაზღვრული იყო ადგილი თითოეული წარჩინებული გვარის წარმომადგენელთათვის. თავადი ამილახვრები პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ. ადგილი შესამჩნევად ცარიელი დარჩა, რაც თავად იმპერატორმაც შენიშნა. ამ ფაქტის გამო მათ რუსეთის მეფის კარზე თავადის წოდებით აღარ მოიხსენიებდნენ. ივანე ამილახვრის შვილიშვილი ლევანი ძლივს გადაურჩა თბილისის გიმნაზიიდან გარიცხვას. მოგვიანებით ქართველ დიდგვაროვანთა მოთხოვნით თავადმა ამილახვრებმა დაიბრუნეს პირვანდელი მდგომარეობა.
მაგრამ დადგა ჯერ 1917, შემდეგ 1921 წელი. თავადმა ამილახვრებმა ქართველ დიდგვაროვანთა ბედი გაიზიარეს. მათი საგვარეულო სასახლე საშუალო სკოლად გადაკეთდა. ჩამოართვეს მამულები, საგვარეულო ნივთები. მათი ქონების ნაწილი დაწვეს და გაანადგურეს. თვითონ კი ისჯებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავადიშვილები იყვნენ. თავად ივანე ამილახვრის უმცროსი ვაჟი კონსტანტინე პრაპორშჩიკი იყო და კასპის რკინიგზის სადგურის უფროსად მუშაობდა. მას ორი ვაჟი ჰყავდაშალვა და ლევანი. თავადი ლევან ამილახვარი ირიცხებოდა თბილისის ცხენოსანთა რაზმში, მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც პრაპორშჩიკის ჩინამდე დაწინაურდა. მას ცოლად ჰყავდა თავად ნიკოლოზ შერვაშიძის ასულინინო, რომელთანაც შვილი არ დარჩენია, რადგან შეუღლებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1922 წელს, 26 წლის თავადი ლევან ამილახვარი ბოლშევიკებმა მოკლეს.
1924 წელს კი ლევანის მამა, კონსტანტინე ამილახვარი სამსახურიდან წაიყვანეს და ყოველგვარი გასამართლებისა და ბრალდების წაყენების გარეშე კასპის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს. გადმოცემის თანახმად, მასთან ერთად იყვნენ ამილახვრის ნათესავები ყიფშიძე, საყვარელიძე და ჟღენტი, რომელთაც იგივე ბედი გაიზიარეს. წინა დღეს გლეხებს გაუფრთხილებიათ კონსტანტინეს ოჯახი მოსალოდნელი უბედურების შესახებ, მაგრამ მათ მიმალვა ვერ მოასწრეს.
თავად კონსტანტინეს უფროსი ვაჟი შალვა ამილახვარი რეპრესიებამდე მსახურობდა გენერალ დადეშქელიანთან შტაბის კაპიტნად მესტიასა და ბეჩოში. მას სცოდნია საგვარეულო წამლებისა და მალამოების დამზადება, რითაც სამედიცინო დახმარებას უწევდა ადგილობრივ მოსახლეობას და დიდი სიყვარულით სარგებლობდა.
როცა საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, თავადი შალვა ამილახვარი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს და გაგზავნეს სკოლაში რუსული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად. მოგვიანებით მესტიის მილიციის უფროსად მუშაობდა. როცა შალვას დასაჭერად სვანეთში ასულან, მისმა ძმადნაფიცმა ისმაილ კვიციანმა და მესტიის მოსახლეობამ თავადი ამილახვარი გადამალეს. ასე გადაურჩა რეპრესიებს კონსტანტინეს უფროსი ვაჟი. შალვას მეუღლე გახლდათ ელენე ციციშვილი. იგი ერეკლე II-ის ქალიშვილის, მარიამის შვილთაშვილი იყო. ელენეს მემკვიდრეობით ერგო მარიამ ბატონიშვილის მარგალიტის ყელსაბამი. სამწუხაროდ, საგვარეულო ნივთები, საბუთები და ფოტოებიც კი განადგურდა.
შალვა ამილახვარსა და ელენე ციციშვილს სამი შვილი შეეძინათ: ლევანი, დოდო და გულნარა. მოგვიანებით ელენეს მსახური ქალი იგონებდა, რომ 1922 წელს ქარელში ბოლშევიკები მათ დასაჭერად მისულან. გლეხებს გადაუმალავთ ელენე და მისი მცირეწლოვანი შვილები და შემდეგ გაუპარებიათ. შალვა ამილახვარი მოღვაწეობას განაგრძობდა სვანეთში, რადგან იქ შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი ვინმე გელოვანთან ერთად მუშაობდა ექიმად. ომის მიწურულს კი სამხრეთ საქართველოს სოფელ ოკამში გახსნა საავადმყოფო. ამავე დროს ადგილობრივ მოსახლეობას ამ სფეროში მუშაობას ასწავლიდა. შალვა ამილახვრის ოჯახი საბოლოოდ დასახლდა თბილისში. ქვეყნისა და ხალხის წინაშე შალვას დიდი დამსახურების მიუხედავად, მისი ვაჟი ლევან ამილახვარი შევიწროებას განიცდიდა მთავრობის მხრიდან. წინააღმდეგობა ხვდებოდა სასწავლებელში, ძნელად მოსაპოვებელი იყო მისთვის სამსახური, არ უშვებდნენ საზღვარგარეთ. ლევან ამილახვარსა და ოლღა დალაქიშვილს ოთხი შვილი შეეძინათ: ზაური, ნუგზარი, ზურაბი და გურანდა.
ასეთი დევნა და რეპრესიები განიცადეს სამშობლოში დარჩენილმა თავადმა ამილახვრებმა, მაგრამ ამ გვარის გარკვეულმა ნაწილმა 1921 წლის შემდეგ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა. მათი უმრავლესობა დასახლდა საფრანგეთში, სადაც განაგრძეს ცხოვრება და მოღვაწეობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თავადი დიმიტრი ამილახვარი, რომელმაც საფრანგეთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. იგი 14 წლამდე საქართველოში იზრდებოდა. 1922 წელს მისმა მშობლებმა გიორგი ამილახვარმა და ნინო ერისთავმა მოახერხეს სამშობლოდან წასვლა, ისინი საბოლოოდ პარიზში ცხოვრობდნენ. დიმიტრი ამილახვარმა განათლება მიიღო საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ, სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში. 1936 წელს სიმამაცისა და გამოჩენილი გმირობისთვის მიანიჭეს კაპიტნის წოდება. იგი ამ რანგის ყველაზე ახალგაზრდა ოფიცერი იყო მთელ საფრანგეთში. საარაკო სიმამაცის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახლდათო, – წერდა თავის მემუარებში დიმიტრი ამილახვრის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის თავად ამილახვარს დე გოლმა გადასცა გათავისუფლების ჯვარი და საფრანგეთის ეროვნულ გმირად აღიარა. 1942 წელს იგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. მისი შვილების აღზრდა-განათლებაზე იზრუნა საფრანგეთის მთავრობამ. სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 1955 წლის გამოშვებას კოლონელ-ლეიტენანტ დიმიტრი ამილახვრის სახელი მიენიჭა.
















სქემები და განმარტებები შეადგინა ი. ჩიქოვანმა










ნუსხა 1-ის კომენტარები
1. ავთანდილ. ჩანს (1419-1430). გორის მოურავი და ეზოს ჩუხჩარხი (1425-1430). ჰყავს ძმისწულები: თაყა, ზევდგინ და მამისა.
2. თაყა. ჩანს (1425-1459). მოლარეთუხუცესი (1429-1459), ამილახორი. იყო ვახტანგ მეფის ქვისლი (თაყას მეუღლე მამქაან და ვახტანგისა სითი ხათუნ იყვნენ ალალი დები, შვილები ციცი ციციშვილისა).
5. ამირინდო (ვარ. ამარინდო). (1455-1481). ამილახორი. ცოლად ჰყავდა მეფის და ელენე. დაიღუპა 1481 . 26 წლის ასაკში.
7. მამისა (მამია, სულმამა). ჩანს (1475-1508) ამილახორი (1504-1508). მისი მეუღლე გულქან (ჩანს 1475).
ნუსხა 2-ის კომენტარები
2/1. სიაოშ (ვარ. შიაოშ, ბერობაში სიმონ) მამისას ძე. (?-1510). ~ იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ის მამიდა, გაიანე (ჩანს 1508).
4/1. თაყა მამისას ძე. ჩანს (1511-1543). გორის მოურავი, ამილახორი. ~ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ასული ოლიმპია (ულუმპია) (ჩანს 1523).
6/4. თომა თაყას ძე. (ჩანს 1518). მონაზონი.
7/4. ბარძიმ (ბარზი) თაყას ძე. ჩანს (1518-1578). ამილახორი. მისი სიძეა კახთა მეფე ალექსანდრე II, რომელსაც იგი აქტიურად ეხმარებოდა კახეთში გამეფებაში 1574 წელს.
12/7. თაყა ბარძიმის ძე. (ჩანს 1550). ამილახორი.
13/7. თინათინ ბარძიმის ას.; (?-1594). ~ (12.03.1574). კახეთის მეფე ალექსანდრე II. (1674-1605).
14/9. ანდუყაფარ ფარემუზის ძე. (?-1561). მოკლეს ციხედიდის ბრძოლაში 1561 წლის 6 აპრილს.
15/10. პაპუნა იოთამის ძე. (?-1625) ამილახორი 1605 წლიდან 1625 წლამდე, ინტერვალებით. 1625 წელს იგი იქნა მოკლული იესე ერისთავის მიერ, როგორც ვარაუდობენ, მისივე ნათესავის, ანდუყაფარის წაქეზებით (იხ. ნუსხა 2,№ 23/7). შემდგომში მისმა შვილებმა, პაატამ და იოთამმა შური იძიეს მამის მკვლელზე. ჩაუსაფრდნენ მას და მოკლეს სპარსეთში 1642 . ~ თამარ, დაუდხანის ძმის, ვახტანგ ბატონიშვილის ასული, როსტომ მეფის ბიძაშვილი. იგი ბოლოს ჩანს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად 1629 .
18/14. ანა ანდუყაფარის ას.; ჩანს (1560-1619). იგი დედაა ქართლის მეფე სიმონ II-ისა (1619-1630 წწ). ~ ქართლის მეფე ბაგრატ VII (1616-1619 წლებში).
19/15. იოთამ პაპუნას ძე. (?-1649). გორის მოურავი, ზემო ქართლის სარდალი, ამილახორი.
21/15. ბეჟან პაპუნას ძე. ჩანს (1619-1656). ამილახორი. ზემო ქართლის სარდალი.
23/17. ანდუყაფარ ფარემუზის ძე. (?-1626). ანა დედოფლის ძმისწული და, აგრეთვე, ქართლის მეფე სიმონ II-ის ქვისლი. მათი ცოლები, ისა-ხან ყორჩიბაშის შვილები და დედით შაჰ-აბასის შვილიშვილები იყვნენ (ისა-ხან ყორჩიბაშის მეუღლე, ზუბეიდა ბეგუმ ასული იყო შაჰ-აბასისა). ანდუყაფარი ამილახვრად ჩანს 1614-1619 და 1620-1625 წლებში. სავარაუდოდ, მისი წაქეზებით მოიკლა მისი მთავარი მეტოქე პაპუნა ამილახვარი. (იხ. ნუსხა 2,№15/10).
24/19. ანდუყაფარ იოთამის ძე. (?-1656). იოთამის უფროსი შვილი. როსტომ მეფემ მას განუახლა სადროშოს სარდლობა და გორის მოურავობა, მაგრამ წყალობის წიგნზე ბეჭდის დასმამდე იგი გარდაიცვალა (1656.) და, ამიტომ, ეს თანამდებობები როსტომმა გადასცა მის ძმას გივის (1656).
25/19. გივი იოთამის ძე. (?-1.09.1700). გორის მოურავი, ზემო ქართლის სარდალი, ამილახორი. ~ (1661) თამარ (მონაზვნობაში გაიანე). ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰ-ნავაზის ასული. (?-1695).
26/19. დემეტრე იოთამის ძე. (ჩანს 1669). ყორჩიბაში.
27/19. ნიკოლოზ იოთამის ძე. (?-1695). კათალიკოსი.
28/19. ბარძიმ იოთამის ძე. (ჩანს 1669). ბოქაულთ-უხუცესი.
29/19. პაატა იოთამის ძე. (ჩანს 1698). ყორჩიბაში.
30/24. იოთამ (ოთია) ანდუყაფარის ძე. ჩანს (1654-1698). ბოქაულთ-უხუცესი, ზემო ქართლის სარდალი. ამილახორი.
31/24. ავთანდილ ანდუყაფარის ძე. ჩანს (1654-1715). ეშიკაღაბაში, გორის მოურავი, ამილახორი.
33/24. ათანასე ანდუყაფარის ძე. მონაზონი.
34/25. ანდუყაფარ გივის ძე. ჩანს (1665-1683). ამილახორი.
35/25. დემეტრე გივის ძე. (?-1728). ~ თამარ, დავით ქსნის ერისთავის ასული.
37/25. გიორგი გივის ძე. (?-1724). იასაული. ეშიკაღაბაში. ამილახორი. დაიღუპა ბრძოლაში 1724 წელს.
38/25. ვახტანგ გივის ძე. (?-1723). სახლთუხუცესი.
39/26. რევაზ დემეტრეს ძე. ჩანს (1665-1715). ბოქაულთ-უხუცესი.
40/28. ბეჟან ბარძიმის ძე. ჩანს (1683-1723). ბოქაულთ-უხუცესი.
42/29. ბარძიმ პაატას ძე. ჩანს (1693-1715). ყორჩიბაში.
43/29. ედიშერ პაატას ძე. (რუსეთში Елисей Потапьевич). ჩანს (1715-1770). გაყვა რუსეთში ვახტანგ VI-. გენერალ-ლეიტენანტი. იყო ქართული ჰუსართა პოლკისმეთაური. ~ გულქან (გუქა), თავად ნოდარ ჯორჯაძის ასული. (1707 ახლო-1745).
47/30. ელენე იოთამის ასული; (?-1745). ~ თავადი გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი. ჩანს (1755-1780).
48/32. რევაზ ერასტის ძე. (ჩანს 1760). მინბაში.
49/34. ოთარ ანდუყაფარის ძე. (?-1741). ქეშიკჩიბაში (ჩანს 1704), ზემო ქართლის სარდალი, ამილახორი. ~ მარიამ ერისთავის ასული. (ჩანს 1736).
50/34. გივი ანდუყაფარის ძე. (შაჰ-ყული-ხან). (1689-1754). სახლთ-უხუცესი, ზემო ქართლის სარდალი, თბილისის მოურავი, ამილახორი. ~ I N. N. ; ~ II (1732), ბანგუა, ვახუშტი ორბელიანის ასული (?-1766).
52/37. დიმიტრი გიორგის ძე. (1719-1773). ეშიკაღაბაში, სახლთ-უხუცესი, ზემო ქართლის სარდალი, გორის მოურავი, ამილახორი. ეჭვმიტანილი იყო, როგორც 1765 წლის შეთქმულების მონაწილე, მაგრამ გამოძიებამ ვერ დაუმტკიცა შეთქმულებასთან უშუალო კავშირი. ~ მარიამ, თავად დიმიტრი ორბელიანის ასული. (1730-1763). დაიღუპა საკუთარ სახლში მისი ჩამონგრევის შედეგად.
56/40. თევდორე ბეჟანის ძე. ჩანს (1723-1738). ზებედე სამთავნელი.
58/45. იესე (იასე) დავითის ძე. (?-30.09.1787). ქიზიყის მოურავი, მდივანბეგი, სარდალი. ~ ხორეშან ბატონიშვილი, იესე მეფის ასული. (?-1790).
60/48. ნიკოლოზ რევაზის ძე. (?-1797). უზბაში. (ჩანს 1762).
61/49. რევაზ ოთარის ძე. ჩანს (1738-1765). კეშიკჩიბაში. სარდალი. ~ (1743), N., ბეჟან არაგვის ერისთავის ასული.
62/49. ბეჟან ოთარის ძე. (ჩანს 1794). სურამის მოურავი.
63/49. N. ოთარის ას.; ~ რამაზ რუსიშვილი-ყორჩიბაში.
65/50. თამარ გივის ას.; დანიშნული იყო ბატონიშვილ თეიმურაზზე, იესეს შვილზე. ~ (1735), თამაზ-ხანი.
66/50. გიორგი (გოგია) გივის ძე. ჩანს (1739-1805). მინბაში. ~ ეფემია, თავად დიმიტრი ორბელიანის ასული. (ჩანს 1777).
68/50. იოანე გივის ძე. ჩანს (1792-1812). ეშიკაღაბაში.
69/58. მარიამ გივის ას. ~ თავადი ელიზბარ თაქთაქიშვილი. (?-1765).
70/58. მარიამ იესეს ას.; (ჩანს 1770). ~ იესე აღაბაბა, იესე ქსნის ერისთავის ძე. ჩანს
(1758-1778).
ნუსხა 3-ის კომენტარები
2/1. ერასტი ნიკოლოზის ძე. ჩანს (1754-1808). იასაული.
4/1. დემეტრე ნიკოლოზის ძე. ჩანს (1754-1795). ~ ხორეშან ზაქარიას ას. N (1768-1.03.1838).
5/1. ქაიხოსრო ნიკოლოზის ძე. ჩანს (1754-1799). ერეკლეს ბრძანებით მას დასთხარეს თვალები. ~ ელენე N.; (ჩანს 1842).
6/1. ოთარ ნიკოლოზის ძე. ჩანს (1776-1789). მინბაში.
7/2. ავთანდილ ერასტის ძე. ჩანს (1775-1814). ~ ანა (ანანა), თავად ეგნატე თუმანიშვილის ასული. (1788-p. 1825).
8/2. ედიშერ ერასტის ძე. ჩანს (1789-1816). აჯანყების მონაწილე. ამნისხირებულია 1816 წელს.
9/3. იოსებ ივანეს ძე. (1769-21.03.1850). ~ ელისაბედ, თავად აღათანმ ხერხეულიძის ასული. (1788-1851).
10/4. მაგდანა დემეტრეს ას.; (?-21.01.1872). ~ თავადი როსტომ დავითის ძე ამირეჯიბი. (1781-1835).
11/5. გიორგი ქაიხოსროს ძე (1795-15.03.1836) ~ (1825., ნოემბერი). ეკატერინე, თავად დავით ავალიშვილის ას.
12/5. მელანია ქაიხოსროს ას.; (1797-p. 1823). ~ (31.05.1816), თავადი ივანე ელიზბარის ძე ბაგრატიონ-დავითიშვილი. (?-a. 1832).
13/5. ლუარსაბ ქაიხოსროს ძე. (1800-7.01.1875). პრაპორშჩიკი. ~ ნინო, თავად ივანე გედევანიშვილის ასული. (1813-1876).
14/5. სიდონია ქაიხოსროს ას.; (ჩანს 1836). ~ (1833) თავადი ქაიხოსრო ზაზას ძე ხერხეულიძე. (1808-1835).
15/7. ნინო ავთანდილის ას.; (?-6.09.1839). ~ (19.01.1820), თავადი დავით რაფიელის ძე ერისთავი (არაგვის). (1795-1875).
16/7. ალექსანდრე ავთანდილის ძე. (1805-21.01.1834). პოდპორუჩიკი.
18/8. ელენე ედიშერის ას.; (1809-16.10.1832). ~ (10.11.1825) თავადი დავით ივანეს ძე აფხაზი. (1796-1848).
19/9. გიორგი იოსების ძე. (1809-20.09.1860). ~ I (1830), სოფიო, თავად გაბრიელ მაღალაშვილის ასული. (1816-1846). ~ II (13.02.1848), მარიამ, აზნაურ დავით პავლიაშვილის ასული (1828-2.08.1848). ~ III (4.06.1854), ანასტასია იაკობის ას. პაული (Анастасия Яковлевна Пауль). (1821-4.06.1890). (კათოლიკ. სარწმ.)
21/13. ბარბარე ლუარსაბის ას. (1833-?). ~ თავადი პაპუნა როსტომის ძე წერეთელი. (1821-1895).
24/13. ევა ლუარსაბის ას.; (10.04.1841-27.03.1908) ~ (26.01.1866), თავადი ნიკოლოზ ლევანის ძე ერისთავი (ქსნის). (1842-1876).
25/13. ივანე ლუარსაბის ძე. (1844-21.04.1906). ~ (9.02.1873), მარიამ (ნინო), თავად ივანე ბარათაშვილის ასული (საამის სახლიდან). (1842-p.1914).
26/13. დავით ლუარსაბის ძე (5.06.1848-1918). ~ I, ნინო, აზნაურ მიხეილ თუხარელის ასული. (1864-24.03.1885). ~ II (15.05.1885), ანასტასია (ანა), მღვდელ დიმიტრი ხმიადაშვილის ასული. (1865-26.04.1920). საკუთარი შვილები არ ჰყავდა. იშვილა ძმისწულის, ელენე ივანეს ასულის (იხ. ნუსხა 3,№39/25) ვაჟი, თავადი ალექსანდრე იასონის ძე ჯავახიშვილი.
27/19. რევაზ გიორგის ძე. (16.05.1832-30.10.1903). ~ ეკატერინე (ალექსანდრა) ომანის ას. N.; (1837-22.11.1908).
28/19. ივანე გიორგის ძე. (20.09.1833-24.11.1888). პოდპორუჩიკი ~ (2.11.1864), მარიამ, თავად ირაკლი მაჩაბლის ასული. (1846-1924).
29/19. მარიამ (მართა) გიორგის ას.; (20.02.1835-29.11.1899). ~ (4.02.1851), პოდპოლკოვნიკი, აზნაური გიორგი სვიმონის ძე ყაზიბეგი (1825-?).
30/19. ანასტასია გიორგის ას.; (6.08.1839-?) ~ (9.07.1878), აზნაური ივანე ივანეს ძე კერესელიძე. (1831-?).
31/19. გრიგოლ გიორგის ძე. (20.12.184213.04.1917). გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად. ~ (13.11.1874), ეკატერინე (კონია), თავად დიმიტრი ავალიშვილის ასული (. ბრეთი). (1851-1915).
32/19. მიხეილ გიორგის ძე. (16.09.184410.08.1876). ~ (31.10.1963), ეკატერინე, თავად კონსტანტინე გურგენიძის ასული (1849-1873).
33/19. ალექსანდრე გიორგის ძე. (185023.11.1919). ქორწინების გარეშე შვილი. ~ I (16.10.1883), ანა, აზნაურ ივანე პარკაძის ასული (1864-?); ~ II (29.05.1905), ევდუკია პეტრეს ას. სუშინსკაია. (პოდპოლკოვნიკის შვილი).
39/25. ელენე ივანეს ას. (28.02.18821961). ~ (18.04.1903), თავად იასონ (იაშა) ივანეს ძე ჯავახიშვილი (1882-1945).
   42/28. გიორგი ივანეს ძე. (4.11.1870p.1904). 1896 წელს მოკლა იოსებ ქარუმიძე, რის გამოც მას ჩამოერთვა თავადის წოდება და გადასახლებულ იქნა ციმბირში. გაათავისუფლეს 1904 წელს.
44/28. ალექსანდრა ივანეს ას.; (9.10.1873-?). ~ (12.11.1889), თავადი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ფალავანდიშვილი. (1856-?).
46/28. ნინო ივანეს ას.; (25.05.1878-1959). ~ (20.10.1904), თავადი ალექსი ნიკოლოზის ძე ამილახვარი. (1876-1929). (იხ. ნუსხა 8,№31/15)
47/28. მარიამ ივანეს ას.; (14.01.1880-7.07.1906). მშობიარობას გადაყვა. ~ (17.02.1899), თავადი მიხეილ რამაზის ძე ხიმშიაშვილი. (1871-?).
48/28. ელენე (ელო) ივანეს ას.; (14.01.1880-p.1925). ~ (15.02.1897), თავადი ნიკოლოზ ივანეს ძე წერეთელი. (1875-1975).
   49/28. სოფიო ივანეს ას.; (6.10.1884-1968). ~ თავადი ნიკოლოზ ლევანის ძე მელიქიშვილი. (1867-1924).
ნუსხა 4-ის კომენტარები
2/1. ოთარ რევაზის ძე. (1756მარტი 1828). გენერალ-მაიორი. ~ ელისაბედ, თავად ჯარდან ჩოლოყაშვილის ასული. (ჩანს 1800).
5/1. სალომე რევაზის ას.; (1766-1827). ~ (28.07.1778), იულონ ბატონიშვილი, მეფე ერეკლეს ძე. (1760-1816).
6/1. ანა რევაზის ას.; ჩანს (1775-1809). ~ თავადი იოანე ნიკოლოზის ძე აბაშიძე. (?-1795). დაიღუპა კრწანისის ომში.
8/1. აღათონე (თორნიკე) რევაზის ძე. (17761826). დანიშნული იყო ნაზირ ივანე რუსიშვილ-ყორჩიბაშის ასულ ეფემიაზე, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ მიატოვა იგი, რის გამოც სასტიკად დაისაჯა მეფე გიორგის მიერ. 1799 წელს ჩამოართვეს მამული (.. მთელი სისხლი), რომელიც გადაეცა დაზარალებულ მხარეს. ~ მართა, თავად ავთანდილ მელიქიშვილის ასული. (1786-1854).
9/2. ელენე ოთარის ას.; (1783-10.03.1866). ~ (1800), თეიმურაზ ბატონიშვილი, მეფე გიორგის ძე. (1782-1846).
10/2. ანასტასია ოთარის ას. (1786-?) ~ თავადი დავით იოანეს ძე აბაშიძე (კახ.შტო). (1776-1854).
11/2. რევაზ ოთარის ძე (1788-a. 1834). ~ თავადი ზურაბ ელიზბარის ძე ერისთავი (ქსნის). (1788-1838).
13/2. გიორგი ოთარის ძე. (1794-1853). ~ I (10.12.1816), (ბექამი), სოფიო, თავად პაატა აბაშიძის ასული (1802-1835); ~ II. ელენე იოანეს ას. N;
14/2. ანა ოთარის ას. (1800-1866, მოსკოვში). ~ I. თავადი ყაფლან (ივანე) ზაალის ძე ორბელიანი (1780-1820); ~ II. ივანე ოსიპის ძე სიმონიჩი (Иван Осипович Симонич) (1793-1851).
15/8. სოფიო აღათონეს (თორნიკეს) ას.; (1809-1845). ~ (23.03.1822), თავადი თადია გიორგის ძე ჩოლოყაშვილი. (1790-1839).
17/11. თამარ რევაზის ას.; (1811-a. 1861). ~ (1827), თავადი ასლან სვიმონის ძე წერეთელი. (1801-1878).
18/13. ივანე გიორგის ძე. (1.01.1819-10.10.1874). გვარდიის როტმისტრი. ~ (17.04.1868); მერლინ ლეტიცია (იტალიელი, კათოლიკ. სარწმ.). (1848-1881).
19/13. დავით გიორგის ძე. (2.10.1823-23.01.1870). პრაპორშჩიკი. ~ (2.09.1852), ანასტასია დავითის ას. თაზიშვილი. (1832-29.05.1903).
20/13. ოთარ გიორგის ძე. (24.12.1827-2.03.1877). ~ I (29.10.1857), თამარ, თავად იოანე ამილახვრის ასული, (1829-?). (იხ. ნუსხა 8),№10/8). [I თავად ივანე (ოქრო) დავითის ძე ერისთავი (ქსნის]; ~ II (22.01.1870), ქეთევან (ელისაბედ), თავად იოსებ ჯორჯაძის ასული. (1845-?) (. საბუე).
21/13. ნინო გიორგის ას. (1829-p. 1895). ~ (26.08.1869), თავადი ზაალ ივანეს ძე ციციშვილი. (1833-1894).
22/13. რევაზ გიორგის ძე. (5.10.1831-7.06.1857). პრაპორშჩიკი. მოკლულ იქნა მისივე გლეხების მიერ.
23/13. კონსტანტინე გიორგის ძე. (3.10.1834-10.02.1905). ~ (12.10.1856), ელენე, თავად დიმიტრი ციციშვილის ასული (1836-1905).
25/20. გიორგი ოთარის ძე. (10.11.1870-1924). ~ ნინო, თავად კონსტანტინე ქსნის ერისთავის ასული. (1876-1935).
29/25. ოთარ გიორგის ძე. (28.07.1904-1924). დახვრიტეს. ~ ნინო ალექსანდრეს ასული მაისურაძე.
30/25. დიმიტრი (ბაზორკა) გიორგის ძე. (30.10.1906-23.10.1942). პოდპოლკოვნიკი. ~ (1927) ირინე, თავად იოსებ დადიანის ასული (1904-1944).
32/25. ნატალია (დოდო) გიორგის ას.; (5.01.1912-1945). ~ ლევან გიორგის ძე კერესელიძე. (1908-1979).
33/29. მარინე (ფაციკო) ოთარის ას.; (20.09.1924-2000). ~ შოთა მათეს ძე ნათაძე. (1917-1993).
35/30. ოთარ დიმიტრის ძე. (1931-2000). ~ (1968), მარგერიტ ჟანნე მაიე (ფრანგი). (დაბ.1933).
36/30. თამარ დიმიტრის ას.; (დაბ.1935). ~ (1958), გრაფი რადოსლავ ჟორჟ ფრანსუა მარი ჟოზეფ კინსკი (დაბ.1938).
ნუსხა 5-ის კომენტარები
2/1. გივი გიორგის (გოგიას) ძე. (ჩანს 1777-1850). ცხინვალის მოურავი (1781წ.). ~ მარეხ N.; (1766-20.03.1836).
3/1. ანდუყაფარ (ანანია) გიორგის (გოგიას) ძე; (ჩანს 1777-a.1850). ცხინვალის მოურავი. ~ I. N.N.; ~ II (20.04.1818) (ჭალა), მაკრინე, თავად ქაიხოსრო ჯავახიშვილის ასული.
4/1. ივანე (იოვანე) გიორგის (გოგიას) ძე. (1782-28.04.1842). ~ მელანია, თავად ვახუშტი ჯავახიშვილის ასული. (1788-1831).
5/2. ანა გივის ას. (?-13.04.1812). მოკლულ იქნა ქმართან ერთად გლეხების მიერ. ~ I. N.N.; ~ II. თავადი ზაალ დავითის ძე ბარათაშვილი (ზურაბის სახლი). (1781-13.04.1812).
6/2. გიორგი გივის ძე. (1786-?). ~ I, ეკატერინე, თავად ჩოლოყაშვილის ასული; ~ II, ნატალია სოლომონის ასული N. (1811-13.09.1847). გარდაიცვალა ქოლერისგან.
7/3. დავით ანდუყაფარის ძე. (1790-ჩანს 1837). ~ სოფიო, აზნაურ გაბრიელ (გლახა) ჭილაძის ასული. (1806-13.11.1869).
8/6. თამარ გიორგის ას..; (1811-26.01.1869). ~ თავადი ივანე გიორგის ძე აბაშიძე. (1799-1862), (ქართლი).
9/6. დიმიტრი გიორგის ძე. (1818-10.10.1877). ~ I. (1837), მარიამ (მაია), თავად მიხეილ შერვაშიძის ასული. (1819-1869), (ქართლი). ~ II (2.05.1870), ელისაბედ, გლეხ ნიკოლოზ გოცირიძის ასული. (1845-?).
10/5. დავით გიორგის ძე. (21.11.1820-27.12.1862). ~ (15.07.1856), ეკატერინე, თავად ბესარიონ ფავლენიშვილის ასული. (1838-p.1890).
11/6. გივი გიორგის ძე. (1822-1853). ~ რახილ, თავად ზაქარია ფავლენიშვილის ასული. (1823-?).
12/6. ნიკოლოზ გიორგის ძე. (1824-1862). პორუჩიკი. ~ (13.01.1857). ნატალია ივანეს ას. შერგილაშვილი. (1839-9.03.1875).
18/6. იესე გიორგის ძე. (10.11.1840-a.1868). ~ (10.02.1864), ნინო, თავად დავით თაქთაქიშვილის ასული. (1847-?).
20/7. მაკრინე დავითის ას.; (1810-12.04.1838). ~ (1825), თავადი გიორგი პაპუნას ძე ფავლენიშვილი. (?-1860).
21/7. ელისაბედ დავითის ას.; ~ (1834), სულხან სულხანიშვილი.
22/7. ანასტასია დავითის ას.; ჩანს (1837-1900). ~ N. ნუდმენსკი (Нудменский).
23/7. გიორგი დავითის ძე. (1.01.1822-1.02.1861). ~ I (7.01.1849) (ცხინვალი), ეკატერინე, თავად თეიმურაზ მაჩაბლის ასული. (1826-1858). ~ II (21.10.1858), პელაგია, თავად გიორგი ფალავანდიშვილის ასული (1841-1908).
24/7. მიხეილ დავითის ძე. (20.06.1828-8.07.1861). ასისთავი. ~ (20.08.1858), ანა, თავად გიორგი ჩოლოყაშვილის ასული (1836-1872).
25/7. მარიამ (მაია) დავითის ას.; (10.01.1832-?). ~ აზნაური ბესარიონ დიმიტრის ძე აბელიშვილი.
28/7. ნინო დავითის ას.; (1842-?). ~ I, N. დუბროვსკი (Дубровский); ~ II (7.04.1874), აზნაური ესტატე დიმიტრის ძე ყიფიანი. (1847-?).
29/10. გიორგი დავითის ძე. (20.11.1857-1917). პოდპოლკოვნიკი. მსახურობდა ფოთის პოლკში. ~ (14.01.1890), ეკატერინე, აზნაურ ზაალ ტერიშვილის ასული. (1870-?).
39/12. ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. (10.03.1859-23.06.1905). მოკლულია მასობრივი არეულობის დროს. ~ (8.02.1880), რახილ (ხახე), თავად სარდიონ ციციშვილის ასული (1855-1904).
43/23. სალომე გიორგის ას.; (2.02.1861-1948). ~ (31.01.1874), თავადი გიორგი შანშეს ძე ძე ბაგრატიონ-დავითიშვილი (1852-1892).
44/24. მარიამ მიხეილის ას.; (8.06.1859-?). ~ (17.10.1872), თავადი ნიკოლოზ ათანასეს ძე მაყაშვილი. (1843-?).
46/29. ელენე გიორგის ას.; (30.08.1890-?). ~ (15.01.1912); თავადი რევაზ (ვარლამ) ალექსანდრეს ძე მაჩაბელი, (1886-?) (ს. ქურთა).
48/29. ნინო გიორგის ას.; (20.10.1893-1967). ~ თავადი ალექსანდრე რევაზის ძე მაჩაბელი. (ს. დგვრისი).
50/29. მარიამ გიორგის ას.; (1898-1986). ~ ალექსანდრე ვაჩეიშვილი.
52/39. ნატალია ალექსანდრეს ას.; (25.10.1882-?). ~ სერაფიონ მაჭარაშვილი.
53/39. სოფიო ალექსანდრეს ას.; (18.08.1884-?). ~ N. ბახტაძე.
55/39. რომანოზ (რევაზ) ალექსანდრეს ძე. (1.01.1890-1963). ~ ნინო კონსტანტინეს ას. აღნიაშვილი.
ნუსხა 6-ის კომენტარები
2/1. ნინო ივანეს ას.; (1806-ჩანს 1853) ~ I (1831), თავადი ქაიხოსრო ზაზას ძე ბარათაშვილი (1791-?); გოსტაშაბის სახლიდან. ~ II (10.11.1833), თავადი ზაალ სულხანის ძე ბარათაშვილი. (1793-1848). (გერმანოზის სახლიდან).
4/1. ალექსანდრე ივანეს ძე. (1816-1852). ~ I, N.N.; ~ II, ქეთევან, თავად ბაგრატიონ-დავითიშვილის ასული; ~ III (27.01.1845), ქეთევან, აზნაურ ქრისტეფორე ანანიაშვილის ასული. (1826-8.06.1889).
5/1. მელიტონ ივანეს ძე. (1818-1848). ~ სოფიო ფარემუზის ას. N.; (1827-p.1860).
6/1. ეფემია ივანეს ას. (1820-1.01.1858). ~ (18.10.1834), თავადი ანდუყაფარ ბეციას ძე ფალავანდიშვილი. (1812-?).
7/1. ბარბარე ივანეს ას.; (1822-22.12.1877). ~ თავადი როსტომ დავითის ძე ერისთავი (ქსნის) (1811-1847).
9/4. სალომე (ლუბა) ალექსანდრეს ას.; (1843-?). ~ (30.01.1870), თავადი დავით ალექსანდრეს ძე თარხან-მოურავი. (1844-1908).
11/4. ზაქარია ალექსანდრეს ძე. (12.01.1848-1921). ~ (11.06.1872), ნატალია, აზნაურ როსტომ თუხარელის ასული. (1853-1919).
12/4. მარიამ (მაშო) ალექსანდრეს ას.; (26.09.1850-?). ~ N. თაზიშვილი.
15/11. სალომე (ლუბა) ზაქარიას ას.; (23.01.1875-1943). ~ ანდრია გაბრიელის ძე ჩუბინიშვილი. (?-1934).
19/11. ნინო ზაქარიას ას.; (29.03.1883-1924). ~ იოსებ ფანიაშვილი.
21/11. ნიკოლოზ ზაქარიას ძე. (17.03.1887-1957). ~ (6.05.1912), ბარბარე, აზნაურ ილია (ილარიონ) გვერდწითელის ასული. (1891-1955).
24/21. გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე. (7.01.1916-?). უგზო-უკვლოდ დაიკარგა (1942 წელს) მეორე მსოფლიო ომში. ~ თამარ ალექსანდრეს ას. გულიაშვილი. (1921-?).
25/21. ნინო ნიკოლოზის ას.; (7.11.1918-1993). ~ გრიგოლ ნიკიფორეს ძე მიქაუტაძე. (1912-1943).
27/21. ზაქარია (ჯაბა) ნიკოლოზის ძე. (დაბ.1924). ~ ზინაიდა ივანეს ას. მღებრიშვილი. (დაბ.1925).
28/21. გივი ნიკოლოზის ძე. (1927-2007). ~ ნადეჟდა ლავრენტის ას. გავაშელიძე. (დაბ.1927).
29/24. ვაჟა გიორგის ძე. (დაბ.1940). ~ I, ლია მიხეილის ას. მარკოზია (დაბ. 1940); ~ II, ლია N.; ~ III. მანანა მძინარიშვილი (დაბ.1949).
30/27. ფარიმან ზაქარიას ძე. (დაბ.1949). ~ I, ლუიზა ჯანგულაშვილი; ~ II, ციცო ხატიაშვილი.
31/27. ნაირა ზაქარიას ას.; (დაბ.29.08.1952). ~ აკაკი გოგიბედაშვილი.
32/27. ბარბარე ზაქარიას ას.; (დაბ.1956). ~ ალექსანდრე ილურიძე.
33/28. რევაზ გივის ძე. (დაბ.1950). ~ ქეთევან ამირანის ას. ტატიაშვილი. (დაბ.1958).
34/28. ნატალია გივის ას.; (დაბ.1952). ~ დემურ დავითის ძე კახიანი. (დაბ.1954).
35/28. ქეთევან გივის ას.; (დაბ.1959). ~ თამაზ გიორგის ძე არჩვაძე. (დაბ.1949).
39/29. ნათია ვაჟას ას.; (დაბ.1975). ~ ვაჟა ბორტიშვილი. (დაბ.1969).
ნუსხა 7-ის კომენტარები
2/1. ბარძიმ დავითის ძე. (1781-16.04.1861). ~ მაია, თავად გიორგი ფალავანდიშვილის ასული. (?-a.1856).
3/1. გრიგოლ დავითის ძე. ჩანს (1799-1801). ქორწინების გარეშე შვილი.
4/2. ანასტასია ბარძიმის ას.; (1807-24.02.1862). ~ თავადი ივანე ზაზას ძე ციციშვილი. (1787-1833), სოფ. ნიჩბისი.
6/2. გივი ბარძიმის ძე. (1810-19.07.1877). პრაპორშჩიკი. ~ I (12.05.1827) (ს. ტყვიავი), ანასტასია, თავად ლუარსაბ ქსნის ერისთავის ასული. (1809-1886). ~ II, ანასტასია დავითის ას. თაზიშვილი. (?-18.11.1886).
7/2. სოფიო ბარძიმის ას.; (1812-10.11.1866). ~ (25.05.1830), თავადი დავით ივანეს ძე ანდრონიკაშვილი. (1809-?).
8/2. იოსებ ბარძიმის ძე. (20.05.1814-23.08.1859). ~ (10.02.1838, სოფიო, თავად მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული. (1819-1880).
11/6. ივანე (ნიკო) გივის ძე. (6.01.1829–27.08.1905). გენერალ-ლეიტენანტი. ~ ანა, თავად ალექსანდრე ქსნის ერისთავის ასული. (1848-1934).
13/6. მიხეილ (მიხაკო) გივის ძე. (10.04.1833–15.12.1883). პრაპორშჩიკი. ~ (26.05.1873), ანა (ანასტასია), თავად ესტატე ქსნის ერისთავის ასული. (1844-1920).
14/6. ელისაბედ (ხორეშან) გივის ას.; (5.04.1836-?). ~ (17.02.1872), თავადი დავით ივანეს ძე აბაშიძე. (იმერეთის აბაშიძეთა შტო, სოფ. დილიკაური). (1830-1892).
18/6. ნატალია გივის ას. (1843-1925). ~ N ტერიშვილი.
21/6. მარიამ გივის ასული. (7.07.1847-9.01.1881). ~ (7.11.1871), თავადი იოსებ ადამის ძე ქობულაშვილი (1847-?).
22/8. ნინო იოსების ას.; (7.01.1839-?). ~ (23.02.1861). თავადი მიხეილ ლევანის ძე ერისთავის (ქსნის). (1833-?).
23/8. ეკატერინე იოსების ას.; (14.01.1841-?). ~ (15.04.1871) თავადი დიმიტრი ზაალის ძე ფალავანდიშვილი. (1837-?).
24/8. ალექსანდრე იოსების ძე (16.08.1842–20.12.1888). ~ I, ნინო გაბრიელის ას. N.; (1861-28.10.1884). დაიხრჩო მტკვარში. ქმართან იყო განქორწინებული. ~ II (24.02.1882), ქეთევან, თავად ირაკლი ბაგრატიონის ასული (ბაგრატიონ-მუხრანელთა შტო), (1852-1918).
28/8. ზაქარია იოსების ძე, (11.03.1849-11.09.1876). ~ (8.02.1876), ნინო, თავად იოსებ ფავლენიშვილის ასული (1844-1908).
32/11. ნინო ივანეს ას.; (11.06.1873-1933). ~ თავადი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი. (1864-1921).
33/11. გივი ივანეს ძე. (25.05.1874-5.11.1943, პარიზი). გენერალ-მაიორი. ~ I; ანა გრიგოლის ას. კუზნეცოვა; ~ II; N. იუნგერი (юнгер).
34/11. მართა ივანეს ას.; (31.08.1875-1937). ~ I (17.12.1895), თავადი დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი. (1868-p.1916). განქორწ. 1906წ.; ~ II; აზნაური ვლადიმერ გიორგის ძე თურქია. (1873-1948).]
36/11. კონსტანტინე ივანეს ძე. (ოქტ. 1877-1927). ~ (17.08.1916), ნინო, თავად ნიკოლოზ შერვაშიძის ასული. (1887-1938). განქორწინდნენ 1922 წ.
43/13. ნინო მიხეილის ას.; (20.09.1880–16.10.1918). ~ (25.04.1911) თავადი სოლომონ მიხეილის ძე ჩოლოყაშვილი. (1883-1944).
44/24. მარიამ ალექსანდრეს ას.; (19.02.1877–23.05.1910). ~ N. ეგაძე.
ნუსხა 8-ის კომენტარები
2/1. გიორგი დიმიტრის ძე. ჩანს (1749-1805). 1759წ. დაინიშნა ელისაბედ ბატონიშვილზე, მეფე ერეკლეს დაზე. ქორწინება ჩაიშალა. 1765 წ-ს ელისაბედი მისთხოვდა სამეგრელოს მთავარს კაცია დადიანს, ხოლო გიორგიმ იშვილა თავისი ბიძაშვილის, გოგია მინბაშის შვილი იოვანე ამილახვარი. (იხ. ნუსხა 5,№4/1).
4/1. ალექსანდრე (ჭაბუკი) დიმიტრის ძე. (20.10.1750–1802, ასტრახანი). პოლიტიკური მოღვაწე. მწერალი. ერეკლეს წინააღმდეგ ცნობილი შეთქმულების დროს (1765წ.) ალექსანდრე მხოლოდ 15 წლის იყო. მიუხედავად ამისა იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეთქმულებაში და გადაურჩა სიკვდილით დასჯას მხოლოდ მცირეწლოვანების გამო. 1772 წელს გაემგზავრა რუსეთს.
5/1. ნიკოლოზ (კიკოლა) დიმიტრის ძე. (?-1819). ისპაჰანის მოურავი (1910წ.). ~ ნინო, თავად გიორგი აბაშიძის ასული. (1785-1847).
6/1. ევგენი (ტიმოთე) დიმიტრის ძე. (22.01.1760-15.05.1790, ქ. ვიბორგი).
7/1. დავით დიმიტრის ძე. ჩანს (1798). ქორწინების გარეშე შვილი.
8/5. იოანე (ივანე) ნიკოლოზის ძე. (1809-21.12.1877). პოდპორუჩიკი. ფოსტის დაყაჩაღების ინიციატორი 1849 წელს. ათი წლით იყო გადასახლებული ციმბირში. გაათავისუფლეს 1866წ. ~ I (1829), მართა, აზნაურ იოსებ კალატოზიშვილის ასული. (1814-a.1833). ~ II (10.10.1838) (საჩხერე), დესპინე (დაფინა), თავად სიმონ წერეთლის ასული, (1821-1909).
9/5. ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. (10.10.1916-6.11.1877). ~ (31.06.1842) (საჩხერე), ეფროსინე, თავად როსტომ წერეთლის ასული. (1829-1880).
10/8. თამარ იოანეს ას.; (1829-?). ~ I (24.09.1846), თავადი ივანე (ოქრო) დავითის ძე ერისთავი (ქსნის). (1818-1858); ~ II (29.10.1857), თავადი ოთარ გიორგის ძე ამილახვარი, (1827-1877). (იხ. ნუსხა 4,№20/13).
11/8. დიმიტრი იოანეს ძე. (10.02.1840-4.06.1915). პოდპოლკოვნიკი. ~ (21.10.1884), ანასტასია, თავად რევაზ ქსნის ერისთავის ასული. (1862-1942).
12/8. ნინო იოანეს (ივანეს) ას.; (4.10.1844-31.10.1889). ~ თავადი ნიკოლოზ ბეჟანის ძე თარხან-მოურავი. (1828-1900).
13/8. ვლადიმერ იოანეს ძე. (15.11.1846-28.04.1902). ტიტულარული მრჩეველი (титулярный советник). ~ (1866), მარია ალექსანდრეს ას. პრევოსტი (Мария Александровна Превост), მარკიზ პრევო სანსაკ დე-ტრავერსეს შვილიშვილი. (1850-ჩანს 1899).
15/9. ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე. (14.03.1848-13.02.1913). ~ (3.02.1874), ანა ზაქარიას ას. ფიოდოროვა (Фёдорова). (1856-26.03.1918).
17/9. ივანე ალექსანდრეს ძე. (5.04.1862-p.1916). ~ (6.01.1880), ოლღა, თავად რამაზ ხიმშიაშვილის ასული. (1863-?).
20/9. ილია (ილიკო) ალექსანდრეს ძე. (23.04.1869-28.12.1923). ~ I, სოფიო ალექსანდრეს ას. N.; ~ II, მარიამ ზაქარიას ას. N.; (ჩანს 1923).
21/9. სიმონ ალექსანდრეს ძე. (4.07.1870-1924). დახვრიტეს. ~ ეკატერინე, აზნაურ მიხეილ ქარუმიძის ასული. (ჩანს 1916).
24/13. თამარ ვლადიმერის ას.; (1868-?). ~ (22.04.1890), კარის მრჩეველი (надворный советник), ექიმი ფედოტ თეოფილეს ძე კრასოვსკი (Федот Феофилович Красовский). (1855-?).
25/13. ლიუდმილა ვლადიმერის ას.; (ჩანს 1900). ~ N. კუზანოვი.
29/13. ალექსანდრე ვლადიმერის ძე. (20.10.1880-1968). ~ (1902), ბარონესა სესილია ელენა ფონ გროტგუს. (1872-1934).
31/15. ალექსი ნიკოლოზის ძე. (2.01.1876-1929). ~ (20.10.1904), ნინო, თავად ივანე ამილახვრის ასული. (1878-1959). (იხ. ნუსხა 3,№46/28).
34/15. ანა (ნინო) ნიკოლოზის ას.; (6.12.1881-1926). ~ (29.07.1916), პორუჩიკი ლევან ლევანის ძე ნინიძე. (1893-1970).
36/15. ტერეზია ნიკოლოზის ას.; (9.10.1886-1974). ~ (11.07.1908), თავადი ივანე გრიგოლის ძე ჯავახიშვილი. (1884-1952).
41/20. ალექსანდრე ილიას ძე. (4.01.1886-?). ~ (25.02.1918), მელანია ათანასეს ას. ჯიმშელაშვილი. (1898-?).
43/20. ნინო ილიას ას.; (20.04.1891-p.1923). ~ (10.12.1908), გიორგი ივანეს ძე ხაჩიტიევი. (1886-?).
45/21. ვახტანგ სიმონის ძე. (1.01.1891-2.06.1916). კორნეტი, გმირულად დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში.
46/21. ირაკლი სიმონის ძე. (24.11.1894-1924). დახვრიტეს მასობრივი რეპრესიების დროს.
50/29. რუსუდან (დანა) ალექსანდრეს ას.; (1906-?) ~ (1927), ჰენრი გეესტერანუს. (1894-?).
51/31. ირინე ალექსის ას.; (24.07. 1905-1986, პარიზი). ~ (1929), აზნაური სიმონ ვლადიმირის ძე მაღალაშვილი. (1900-1962).
52/31. მარინე (მართა) ალექსის ას.; (1907-1988). ~ I, (1930), შალვა ნებიერიძე. (1903-?); ~ II, თავადი არჩილ მიხეილის ძე დადიანი. (1911-1976).
ნუსხა 9-ის კომენტარები
2/1. ბეჟან ბარამის ძე. ჩანს (1732-1804). მინბაში, მოურავი. ასპინძის ომის მონაწილე (1770). 1804 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. ცოლი შეირთო 40 წლის ასაკში. ~ N. N.;
3/1. ომან ბარამის ძე. ჩანს (1796-1811). ~ N., დიმიტრი (მეჰრ-ალი-ბეგ მირალიბეგ) ციციშვილის ასული.
4/2. იოანე ბეჟანის ძე. (?-1816). ~ ელისაბედ, თავად მამუკა ხიდირბეგიშვილის ასული.(1771-1819).
5/3. იოვანე (ნინია) ომანის ძე. ჩანს (1796-1812). ~ I, N., ივანე ბარათაშვილის ასული (?-a.1803); ~ II, ელისაბედ, თავად ზაალ ანდრონიკაშვილის ასული. (ჩანს 1812).
7/4. იოსებ იოანეს ძე. (1788-21.03.1850). ~ მარიამ N.; (1816-1833).
8/4. სოფიო (თუთა) იოანეს ას.; (?-1821). მშობიარობას გადაყვა. ~ თავადი იოანე რევაზის ძე მაჩაბელი. (1787-1835).
9/4. თეიმურაზ იოვანეს ძე. (1802-10.07.1839). პრაპორშჩიკი. 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. ~ (30.08.1820), სალომე, თავად ივანე ფავლენიშვილის ასული. (1806-p.1850).
11/4. ბეჟან იოანეს ძე. (1806-9.08.1847). პოდპორუჩიკი. გარდაიცვალა ქოლერისგან. ~ (3.09.1833), ქეთევან, თავად მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული. (1815-?).
12/4. ამირინდო იოანეს ძე. (1808-10.08.1847). პრაპორშჩიკი. გარდაიცვალა ქოლერისგან. ~ I, თინათინ, თავად ზაქარია ციციშვილის ასული; ~ II, ქეთევან ზაალის ასული N.; (1826-p.1853).
13/4. თინათინ იოანეს ას.; (1811-30.10.1856). ~ (1823), თავადი ზაქარია დავითის ძე ციციშვილი. (1803-1868).
16/9. ივანე (იოანე) თეიმურაზის ძე. (29.03.1829–23.03.1887). ~ (19.07.1854), ნინო, გლეხ ივანე ალადატოვის ასული (სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობისა), (1836-?).
17/9. ეკატერინე თეიმურაზის ას.; (28.04.1823-?). ~ (11.11.1845), თავადი სოლომონ ზურაბის ძე ერისთავი (ქსნის). (1816-1880).
19/11. ივანე ბეჟანის ძე. (18.06.1834–1855). პრაპორშჩიკი. გარდაიცვალა ნიყენებული ჭრილობებისგან.
20/11. გრიგოლ (გივი) ბეჟანის ძე. (1835-5.03.1855). პრაპორშჩიკი.
21/12. ამირინდო ამირინდოს ძე. (9.07.1848–12.11.1886). ~ (4.02.1873), მარიამ (მაშო), თავად დავით ქსნის ერისთავის ასული. (1851-1888).
24/16. ალექსანდრა ივანეს ას.; (2.02.1858-?). ~ თავადი ალექსანდრე სიმონის ძე ავალიშვილი. (1849-?).
25/16. გიორგი ივანეს ძე. (3.01.1859–1925). პორუჩიკი.
26/16. თეიმურაზ (გენო) ივანეს ძე. (12.10.1860–29.09.1905). მოკლეს მასობრივი არეულობების დროს. ~ (14.04.1885), ანასტასია (ანა), თავად გიორგი ფალავანდიშვილის ასული. (1864-1912).
28/16. კონსტანტინე ივანეს ძე. (30.10.1865–1924). დახვრიტეს მასობრივი რეპრესიების დროს. ~ (23.07.1889), მარიამ გაბრიელის ასული ნონიაშვილი. (1871-1857).
29/16. სოფიო (სემირამიდა) ივანეს ას.; (7.04.1868–p.1905). ~ (28.08.1897), არშაკ ივანეს ძე ბუდუგოვი. (1859-?).
34/21. ნიკოლოზ ამირინდოს ძე. (17.12.1879–3.03.1915). დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში.
41/26. ნიკოლოზ თეიმურაზის ძე. (6.05.1897-1923, დაიღუპა ძალადობრივი სიკვდილით). ~ (29.10.1916), ნინო, თავად ესტატე თარხან-მოურავის ასული. (1895-1947).
44/26. რუსუდან თეიმურაზის ას.; (10.02.1902-1989). ~ აზნაური იაკინთე ალექსი-მესხიშვილი. (?-1924). დახვრიტეს.
46/28. შალვა კონსტანტინეს ძე. (6.101894-1977). ~ (28.05.1917), ელენე, თავად არჩილ ციციშვილის ასული. (1890-1984).
47/28. ლევან კონსტანტინეს ძე. (16.05.1896-1922). ~ (21.11.1920), რევეკა (რივა) მიხეილის ას. სრიბნერი (Срибнер). (1903-?).
49/41. თეიმურაზ (ზაზა) ნიკოლოზის ძე. (1919-1986). ~ I, ლია (Ляля) მესგისერი (Месгисер). (1919-?); ~ II, მარინა სვერჟევსკაია. (1911-1995); ~ III, ირინა შაპოვალოვა. (დაბ.1929).
50/41. გაიანე ნიკოლოზის ას.; (1920-1989). ~ ტელემაკ მასიკოს ძე მეგრელიშვილი. (1915-1977).
51/46. მაგდალინა (დოდო) შალვას ას.; (1918-2008) ~ ვლადიმერ ივანეს ძე ზაალიშვილი. (1905-1949).
52/46. ლევან (ბიჭიკო) შალვას ძე. (1922-1986). ~ ოლღა ანდროს ას. დალაქიშვილი. (დაბ. 1921).
53/46. გულნარა შალვას ას.; (დაბ. 1931). ~ გურამ მარღანია. (?-1964).
54/49. მალხაზ თეიმურაზის ძე. (1940-1994). ~ ფატიმა ჯიოევა (დაბ. 1942).
55/52. ზაურ ლევანის ძე. (1941-1977). ~ ლიანა იოსების ას. აკოპოვა. (დაბ. 1942).
56/52. ნუგზარ ლევანის ძე. (დაბ. 1946). ~ იზო ყაზარაშვილი. (დაბ. 1946).
57/52. ზურაბ ლევანის ძე. (დაბ. 1949). ~ მარინე ოთარის ას. გიორგობიანი. (დაბ. 1952).
58/52. გურანდა ლევანის ას.; (დაბ. 1957). ~ დავით გოგოლაძე.
59/54. ირინა მალხაზის ას.; (დაბ. 1966). ~ დათო გეგეჭკორი.
60/54. ნონა მალხაზის ას.; (დაბ. 1968). ~ დავით N.
61/55. ზაზა ზაურის ძე. (დაბ. 1964). ~ ნატო N.
63/56. მარეხ ნუგზარის ას.; (დაბ. 1970). ~ გია აბულაძე. (დაბ. 196...).
ნუსხა 10-ის კომენტარები
2/1. ვახტანგ (რუსეთში ვასილი) ავთანდილის ძე. (?-1739). გაყვა ვახტანგ VI-ს რუსეთში. გარდაიცვალა ასტრახანში. ~ ელენე, თავად ლუარსაბ ორბელიანის ასული. ჩანს (1724-1769).
4/1. ამირინდო ავთანდილის ძე. (o1707-1.02.1772). ზემო ქართლის სარდალი, გორის მოურავი, ამილახორი. ~ ელენე, თავად საზვერელ ჩოლოყაშვილის ასული. (o1723-1771).
5/1. ათანასე ავთანდილის ძე. (1705-1774). მროველეპისკოპოსი, რუისის მიტროპოლიტი, თბილელი. 1752წ. გაგზავნეს ელჩად რუსეთში. იქედან არ დაბრუნებულა. გარდაიცვალა მოსკოვში.
6/2. გიორგი (ეგორ) ვახტანგის (ვასილის) ძე. (1715-16.07.1779). ძმასთან ერთად ჩავიდა რუსეთში 1752 წელს. ჰქონდა „ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის“ („действительный тайный советник“) მაღალი ჩინი. 1778-79 წლებში იყო „სამემკვიდრეო მამულის (вотчина) კოლეგიის პრეზიდენტი“.
7/2. ავთანდილ (ევგენი) ვახტანგის (ვასილის) ძე. (1717-11.12.1786). ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი (действительный статский советник) “პრემიერ-მაიორი”. იყო მოსკოვის გუბერნიის სამოქალაქო სასამართლო პალატის თავმჯდომარე.
8/2. ანა ვახტანგის (ვასილის) ას.; (10.04.1720-6.03.1794). ~ ბატონიშვილი ათანასე ლევანის (ლეონის ძე) გრუზინსკი. (1707-1784).
9/4. ქაიხოსრო ამირინდოს ძე. ჩანს (1744-1780). ~ I, ნინო N.; ~ II, თუთა, რაჭის ერისთავის ასული. (ჩანს 1815).
10/4. ელენე ამირინდოს ას.; ~ თავადი დავით მამუკას ძე ჯორჯაძე. ჩანს (1761- 1802).
11/4. თინათინ ამირინდოს ას.; ~ თავადი დიმიტრი (ჯიმშერ) როშაქის ძე ჩოლოყაშვილი. (?-1756).
12/4. თამარ ამირინდოს ას.; ჩანს (1754-1776). ~ თავადი დიმიტრი (ტეტია) ელიზბარის ძე ორბელიანი. (?–1777).
13/9. გიორგი ქაიხოსროს ძე. (1775-1815). პოდპოლკოვნიკი გორის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი. ~ I, ეკატერინე, თავად დავით ორბელიანის ასული. (1782-1813); ~ II, თინათინ (კონია), თავად ზაზა თარხან-მოურავის ასული. (1780-1843). (II ~, თავადი ივანე ზაქარიას ძე ციციშვილი).
14/9. ვახტანგ ქაიხოსროს ძე.; (?-2.11.1825). ~ (12.02.1819), ანა, თავად ბეცია გედევანიშვილის ასული. (1796-1850).
15/9. ელენე ქაიხოსროს ას.; გიორგი ავალიშვილის ბებია. ~ N.N.;
16/9. ივანე ქაიხოსროს ძე. (?-a.1823), ~ ქეთევან, თავად ნიკოლოზ ბარათაშვილის ასული. (?-a.1836).
17/9. ნინო ქაიხოსროს ას.; (?-11.02.1839). მონაზონი. სამთვისის მონასტრის წინამძღვარი.
18/13. იასე გიორგის ძე. (?-17.03.1841). ~ I, ელისაბედ, თავად ლუარსაბ მაჩაბლის ასული. (?–a.1824). ~ II, ქეთევან იოსების ას. ყორღანოვა. (?-1828); ~ III, ელენე, თავად ქაიხოსრო ბარათაშვილის ასული. (1807-p.1846).
19/13. მარიამ გიორგის ას.; (1798-15.01.1843). ~ (12.11.1915. თავადი სიმონ ფარსადანის ძე მაჩაბელი. (1794-1858).
20/13. თინათინ (კონია) გიორგის ას.; (1801-14.05.1873). ~(5.04.1818), თავადი ივანე ელიზბარის ძე ერისთავი (ქსნის) (1786-1851).
21/13. ელისაბედ გიორგის ას.; (1803-?). ~ (4.05.1818). თავად ოთარ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილი. (1799-?).
22/13. სოფიო გიორგის ას.; (13.08.1812-1834). ~ (16.08.182...) თავადი გიორგი ელიზბარის ძე თაქთაქიშვილი (1800-1847).
23/14. ნატალია ვახტანგის ას.; (26.08.1822-17.02.1894). ~ (25.08.1835), აზნაური იაკინთე დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი.
24/16. ქაიხოსრო ივანეს ძე. (1814-a.1845). პრაპორშჩიკი. ~ (6.01.1840), ქეთევან, თავად თეიმურაზ მაჩაბლის ასული. (1819-?).
25/16. ელენე ივანეს ას.; (1819- p.1892). ~ (12.11.1839), თავადი იოსებ ქაიხოსროს ძე ფავლენიშვილი. (1818-1892).
26/16. გიორგი (პაჭუა) ივანეს ძე. (11.01.1821-28.03.1895). ~ (16.02.1842), მარიამ გიორგის ას. სარაჯიშვილი. (1823-11.01.18.).
27/16. ანა (მონაზვნობაში ნინო) ივანეს ას.; (1826-p.1854). ~ თავადი ზაზა იოანეს ძე ციციშვილი (ქმართან იცხოვრა სამი წელი).
28/19. ეკატერინე (კეკელა) იასეს ას.; (1817-p.1854). ~ (1831) თავადი ზაალ გიორგის ძე ბაგრატიონ-დავითიშვილი (1814-1894).
29/19. ნატალია იასეს ას.; (1819-9.02.1855). მონაზონი.
30/19. ივანე იასეს ძე. (21.09.1824-1849). ~ (29.10.1844). თინათინ, თავად დავით მაჩაბლის ასული. (1825-1881).
32/27. ქეთევან გიორგის ას.; (10.04.1844–12.06.1912). ~ (15.05.1864), კოლეგიის ასესორი (коллежский фсессор) მატვეი ფადეის ძე კოშკო (Матвей Фадеевич Кошко) (1808-?).
33/27. ალექსანდრე გიორგის ძე. (8.03.1845–16.08.1876). ~ (12.11.1869), ეფემია, აზნაურ სოლომონ საყვარელიძის ასული (1850-15.05.1904).
35/27. სოფიო გიორგის ას.; (1.04.1851-p.1914). ~ N. ჩერნიკოვა.
36/27. ნინო გიორგის ას.; (5.07.1853-1924). აზნაური ალექსანდრე სავანელი.
39/27. გრიგოლ გიორგის ძე. (10.09.1859-?). ~ თამარ, თავად სარდიონ მაჩაბლის ასული. (1865-1941).
40/27. დავით გიორგის ძე. (9.04.1862–9.11.1905). მოკლა გლეხმა ჩუხაშვილმა.
41/27. ვასილ გიორგის ძე. (10.05.1865-1935). ~ (7.01.1912), ნინა ნიკოლოზის ას. მარჩუკოვა. (1885-?). (I ~, ბარონი კონსტანტინე პეტრეს ძე დე-პორტეჟი).
44/31. ნადეჟდა ივანეს ას.; (4.10.1849–2.08.1875). ~ (9.02.1867), გენერალ- ლეიტენანტი, თავადი დავით ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი. (1831-1920).
49/40. ლევან გრიგოლის ძე. (3.03.1894-1942). ~ თამარ, თავად ვასილ ბაგრატიონ- დავითაშვილის ასული. (1899-1961).
50/40. მარიამ გრიგოლის ას.; (13.03.1895-1985). ~ აზნაური ვასილ გრიგოლის ძე ფურცელაძე. (1875-1956).
52/40. მაგდალინა გრიგოლის ას.; (11.01.1903-1972). ~ სამუელ (ბაჭუა) კუპრაშვილი. (?-1937). რეპრესიების მსხვერპლი.

Комментариев нет:

Отправить комментарий