понедельник, 18 июня 2018 г.

აჭარის გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ძეგლები (კ. ქამადაძე)

$ 1. გონიოს ციხის გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობები
გონიოს ციხე მდებარეობს . ბათუმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გარეუბან გონიოს ჩრდილოეთ შესასვლელში, მდ. ჭოროხის მარცხენა მხარეს (2011 წლამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გონიოს ჩრდილოეთ შესასვლელში, . ბათუმიდან 12 კმ-ის მოშორებით). როგორც ცნობილია, ციხე ტიპური რომაული კასტელაა (ზომები: 222x195 ) მართკუთხედის გეგმის (ტაბ.I/1; ტაბ.XXV/1), რომელსაც 22 კოშკი იცავდა. რომის იმპერიამ იგი აღმოსავლეთ საზღვარზე, შავი ზღვის პირას ახ.. I -ში დააარსა. წერილობით წყაროებშიც ციხე პირველად ამ დროიდან იხსენიება რომაელი ავტორის პლინიუს უფროსის (ახ.. 23-79 წწ) მიერ. ჩვენ საკვლევ პერიოდში გონიო-აფსაროსის ციხეს მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი [ვახუშტი 1973: 814], ბერი ეგნატაშვილი [ეგნატაშვილი 1959 : 402-407; 1959 : 477-540] თურქი ისტორიკოსები ევლია [ჩელები 1971: 82] და ქათიბ ჩელები [ჩელები 1978: 173], ფრანგი მოგზაურები ჟან ფრანსუა შარდენი [შარდენი 1975: 259–260], ჟან მურიე [მურიე 1962: 19], გონიოს ციხის დასურათება მოცემული აქვს იტალიელ მისიონერს ქრისტეფორო დე კასტელს [კასტელი 1976: 171, სურ. 442].
XVI -ის შუა ხანებში გონიოს ციხე ოსმალებმა დაიპყრეს და საფუძვლიანად შეაკეთეს. სწორედ, ამ ფაქტს გულისხმობს ვახუშტი ბატონიშვილი როდესაც აღნიშნავს რომ: ოსმალთა აღაშენეს ციხე გონია“ [ვახუშტი 1973: 814]. ამიერიდან, გონიო იქცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ოსმალთა ბატონობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად. აქვე იყო მოწყობილი ოსმალთა საბაჟო პუნქტი [ჩელები 1971:82; შარდენი 1975: 259-260]. ამ პერიოდში ვახუშტი ბატონიშვილი გონიოს მოიხსენიებდა მცირე ქალაქად და ციხედ [ვახუშტი 1973: 814], ხოლო იტალიელი მისიონერის კრისტეფორო დე კასტელის ცნობით, გონიო წარმოადგენდა ტყვეთა სყიდვის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს დასავლეთ საქართველოში. აქ დიდი რაოდენობით იყიდებოდა სულითა და ხორცით საცოდავი ქართველები, აფხაზები და სხვ. [კასტელი 1976: 171]. 1616-1618 წწ-ში გონიოს ციხე წარმოადგენდა კახეთის მეფე თეიმურაზ I-ის სამყოფელს. ბერი ეგნატაშვილის ცნობით, სწორედ აქედან მიიწვიეს თეიმურაზი ქართლში, გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ ირანელთა წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების შემდეგ [ეგნატაშვილი 1959 : 402-407; 1959 : 477-540].
ციხის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური ექსპედიცია 1959 წელს განხორციელდა . ლორთქიფანიძის და . მიქელაძის ხელმძღვანელობით [ლორთქიფანიძე...1960: 761-768], ხოლო მომდევნო წელს გააგრძელა ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციამ . ინაიშვილის ხელმძღვანელობით [გძელიშვილი...1964:59-96; გძელიშვილი...1973: 8-30]. 1994 წლიდან ძეგლზე მუშაობს მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც გონიო-აფსაროსის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისათვის ბევრი ახალი და საინტერესო მასალები გამოავლინა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის შიდა ტერიტორიაზე გამოკვეთილია საკმაოდ მძლავრი რომაული (I-III სს), ბიზანტიური (VI-VII სს) და ოსმალური (XVI-XIX სს) პერიოდის კულტურული ფენები. სახეზეა როგორც წინა ეპოქების, ასევე გვიანი შუასაუკუნეების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები.
გვიანშუასაუკუნეების შენობა-ნაგებობებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი აბანოს უჭირავს. აბანო მდებარეობს ციხის ცენტრალურ ნაწილში (ზომები: 22x11,5). ის დაშენებულია რომაული პერიოდის აბანოზე (ტაბ.I/2; ტაბ.XXV/2) მშენებლობისას მთლიანადაა გამოყენებული რომაული აბანოს საძირკველი და ძველი კედლების ნაწილი, თუმცა ძველი და მოგვიანო აბანოების კედლების წყობა მკვეთრად განსხვავებულია. გვიანი შუასაუკუნეების აბანო ნაგებია შედარებით პატარა ზომის მოშავო კვადრებით. ის შედგება სხვადასხვა განყოფილებებისაგან. პირველი განყოფილება საქვაბეა - Külhan(prefornium), რომელზეც ოსმალური აბანოებისათვის დამახასიათებელი მოზრდილი წყლის სათავსია მიშენებული (6,5x4,6). საქვაბეზე დაშენებულია კასრისებული მოყვანილობის (დმ-1,15 ) საცეცხლე განყოფილება (ტაბ.II/1). საქვაბეს ჩრდილოეთით მდებარეობს ცხელი განყოფილება-“sıcaklık”(caldarium). ის შედგება აღმოსავლეთისა და დასავლეთი ნაწილისაგან (ზომები: აღმოსავლეთის-2,9x2,85; დასავლეთის-2,85x2,85) საქვაბედან თითოეული განყოფილების ქვეშ შედიოდა საგანგებოდ მოპირკეთებული გვირაბი, რომელშიც ჰაერის ცხელი მასა მოძრაობდა. ცხელ აბანოს მოსდევს თბილი აბანო - ılıklık(Tepidarium), ისიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის განყოფილებებისაგან შედგება. ცხელი აბანოს იატაკქვეშა განყოფილება თბილ აბანოსთან დაკავშირებულია 1,05 სიგანისა და 0,65 სიმაღლის ღიობით, საიდანაც ვრცელდებოდა თბილი ჰაერი [კახიძე...2004:11, ტაბ.IX-XIX]. თბილი აბანოს დასავლეთი კედლის მთელს სიგრძეზე მიშენებულია კიდევ ერთი განყოფილება, შესაძლოა ეს ყოფილიყო გასახდელ-მოსაცდელი ოთახი (ზომები: 4,2x2,3 ). აბანოს ქონია ცივი განყოფილებაც - soğukluk(Frigidarium“), რომლის მხოლოდ საძირკვლის კონტურებია შემორჩენილი. ოსმალებს რომაული აბანოს გეგმა შეუცვლიათ (ტაბ.I/2; ტაბ.XXV/2). ის თავისი ფორმით აღმოსავლურია. მართალია, ისლამური სამყაროს აბანოები, რომაული აბანოების მსგავსად შედგება 4 განყოფილებისაგან: ცხელი (sıcaklık), თბილი (ılıklık), ცივი (soğukluk) გასახდელ-მოსაცდელი ოთახისა და საქვაბესაგან (Külhan), მაგრამ განსხვავდებიან გადახურვის ფორმებითა და ტექნიკით. აღმოსავლური აბანოები გადახურულია გუმბათით [აბრამიშვილი...2000: 209; Reyhan 2004: 12; Smolijaninovaitė 2007: 19]. ასეთივე გადახურვა ჰქონია გონიოს აბანოს. გუმბათით გადახურულია აბანოს ცხელი და თბილი განყოფილების ოთხივე ნაწილი. შესაბამისად ქონია 4 გუმბათი. დამატებითი კედლები ამოყვანილია პატარა ზომის აგურით, რომელიც შემდეგ კირხსნარის ფენით არის შელესილი. კედლებზე სხვადასხვა სახის ნახატები იყო თავის დროზე გამოსახული (ცხვარი, ცხენი, აფრიანი გემი და ..). გვიანი შუასაუკუნეების საქართველოში აბანოს კედლებზე მხატვრობის კვალი სხვა ძეგლებზეც შეინიშნება. მაგალითად, თელავის ბატონის ციხის .. ერეკლეს აბანოზე, ამილახორთა აბანოზე ქვემო ჭალაში [ციციშვილი 1955: 85]. როსტომ მეფის აბანოზე ნარიყალას ციტადელში და .. თუმცა, უმეტესად აბანოს კედლები კირით იყო შეთეთრებული ან უბრალოდ შელესილი [კვანტიძე 2012: 120].
გვიანი შუასაუკუნეების აბანოები განსაკუთრებით მრავლად არის შემორჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ პერიოდს განეკუთვნება: თბილისის .. როსტომის აბანო, თელავის .. ერეკლეს აბანოსამშვილდეს, გრემის, ხერთვისის, ქვემო ჭალის, ახალგორის, ნიჩბისის, მძოვრეთის, გორის, ახალციხის და სხვა აბანოები [აბრამიშვილი...2000: 209; სადრაძე...2014: 78-96]. დასავლეთ საქართველოში ისინი ცნობილია ქუთაისის ციხიდან [ისაკაძე 2006: 113-115] და ოზურგეთიდან [სადრაძე...2014: 89-94].

ციხის ტერიტორიაზე გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობათა რიცხვს განეკუთვნება მეჩეთი. მდებარეობს აბანოს ჩრდილოეთით (ტაბ.XXVI/1). მეჩეთი (ზომები: 14,8x11,20 ) ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოშავო-მონაცრისფრო დამუშავებული ქვებით. მათი წყობა არაწესიერია. მშენებლობაში გამოყენებულია რომაული ეპოქის სხვადასხვა ზომის (80x70 სმ; 115x80 სმ) კვადრებიც. ისინი ძირითადად კუთხეებშია ჩართული. მეჩეთი საბჭოთა და თანამედროვე პერიოდში საგრძნობლად არის გადაკეთებული (დღეისათვის იგი საგამოფენო დარბაზადაა გამოყენებული). გვიანდელი შუასაუკუნეების ქვის კედლებში აქა-იქ ჩაშენებულია თანამედროვე ქვის ბლოკები და გათლილი ქვები.
მეჩეთს სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში დატანილი აქვს ორ-ორი სარკმელი, ხოლო ერთი ჩრდილოეთის მხარეს (ზომები: სამხრეთი კედლის სარკმლების 85x100 სმ, 85x80 სმ; დასავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლების - 65x85სმ). მათი ჩარჩოები მოპირკეთებულია ოთხკუთხა ფორმის გათლილი ქვებით. ისინი დღეისათვის რესტავრირებულია თანამედროვე მასალით. სამხრეთი კედელის ცენტრალურ ნაწილში გამართული იყო მუსლიმი ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი ადგილი-მიხრაბი. მეჩეთს ჩრდილოეთის მხრიდან აქვს სამსაფეხურიანი შესასვლელი (კარის ზომები: 1,80x90 სმ).
როგორი იყო თავის დროზე მეჩეთის გადახურვა გაურკვეველია. ზოგადად ოსმალეთის იმპერიისათვის დამახასიათებელი იყო გუმბათოვანი მეჩეთები, რომელიც წარმოადგენდა წამყვან არქიტექტურულ ტიპს ისლამურ სამყაროში [Hoteit 2015: 13552; Buhlfaia 2006: 13-15; Yatim 2011: 492-498]. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად მეჩეთები, ფორმით, ზომით და გადახურვის წესით არ განსხვავდებოდა საცხოვრებელი ნაგებობებისაგან და გარეგნული ფორმითაც არ იქცევდა ყურადღებას, განსაკუთრებით კი სოფლის მეჩეთები, რომელთა უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა მუსლიმური ძეგლებისათვის აუცილებელი კიდევ ერთი კომპონენტი - მინარეთი [ბარამიძე 2008: 153; ზოიძე 2008: 147; ვარშალომიძე 2007: 88]. ასეთივე სურათი ჩანს გონიო-აფსაროსშიც. დასავლეთ საქართველოში, ოსმალების მიერ აშენებული კიდევ ერთი მეჩეთი ცნობილია ქუთაისის ციხიდან, რომლის მშენებლობის თარიღად XVII -ის ბოლო პერიოდი არის მიჩნეული [ისაკაძე 2006:113].
საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული მეჩეთები დმანისის ნაქალაქარზეა მიკვლეული. ამათგან, ერთ-ერთი XII-XIII სს-ით დათარიღებული მინარეთიანია, ხოლო მეორე XIII-XIV სს მიკუთვნებული ჩვეულებრივია. აღსანიშნავია, რომ დმანისის მეჩეთებიც ადგილობრივ გარემოებებსა და მოთხოვნებზე ჩანს მორგებული და დიდად არ განსხვავდება ნაქალაქარზე გამოვლენილ და შესწავლილ სხვა შენობა-ნაგებობებისაგან. ერთადერთი რაც მათ განასხვავებს სხვებისაგან, ეს მეჩეთებისათვის დამახასიათებელი კანონიკურობაა - მექისაკენ ორიენტაცია და სამხრეთ კედელში არსებული მიჰხრაბი [ჩხვიმიანი 2011: 214-246].
მეჩეთების უმნიშვნელოვანეს და ძირითად ნაწილს სამლოცველო დარბაზისა და მინარეთის გარდა, წარმოადგენდა სანიტარულ-ჰიგიენური ოთახი .. აბდესხანა, სადაც იბანდნენ ხელებს, ფეხებს, სახეს, სუფთავდებოდნენ და ემზადებოდნენ სამლოცველო ოთახში შესასვლელად [ბარამიძე 2008: 151-155; Hoteit 2015: 13552; Buhlfaia 2006:13-15; Yatim 2011: 492-498].
გონიოში 2012 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა ამ ტიპის ნაგებობის ნაშთები (ტაბ.II/2; ტაბ.XXVI/2). მისი სამხრეთი მონაკვეთი ოვალური მოყვანილობისაა. შემორჩენილია წყობის ერთი რიგი. ნაგებობის კედლები დუღაბით იყო ნაშენი. ნაგებობის შუაში განთავსებულია მართკუთხედის ფორმის წყობა, რომელიც დუღაბით დაკავშირებული ქვებისა და აგურებისაგან შედგება. წყობის სამხრეთით ოვალურ კედლამდე ფართობი ფლეთილი და რიყის ქვებითაა შევსებული. ნაგებობის აღმოსავლეთ კედლის გაყოლებით მიემართება თიხის მილებისაგან შედგენილი წყალსადენი, რომელიც თანდათან იწევს ზევით და შედის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნახვრეტების მქონე გვერდებდამუშავებული ქვის მონოლითში, რომელიც წყლის გამანაწილებელს წარმოადგენს [თავამაიშვილი...2013: 169]. როგორც ჩანს, ეს შენობა წარმოადგენდა სწორედ აბდესის აღების ადგილს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ გარდა წყალსადენი მილებისა, შენობის აღმოსავლეთ კედელთან ოსმალებს დამატებით გაუკეთებიათ ჭაც.
გვიან შუასაუკუნეებში გადაკეთებულია ციხის სამხრეთი კარიბჭე. რომაულ და ბიზანტიურ პერიოდში ის უფრო ფართო და ოთკუთხა მოყვანილობის იყო. ოსმალების მიერ ორივე მხარის კარი დავიწროვებულია და თაღისებური მოყვანილობა აქვს. ამაღლებულია ზღურბლიც [კახიძე…1999:8]. კარიბჭესთან მდებარე მე-20 კოშკის წინ საგუშაგო პოსტი იყო მოწყობილი (ფართობი: 4,15x2,6 ). კოშკის იატაკი კირხსნარითაა მოგებული. დუღაბის გარეშე, დიდი ზომის კვადრებისაგან სახელდახელოდ ამოყვანილია ოთკუთხა მოყვანილობის კედლები (ტაბ.III/1). მშენებლობაში გამოყენებულია ციხის ჩამონგრეული კვადრები. წყობის პირველი რიგი მთლიანადაა გადარჩენილი, მეორესი ალაგ-ალაგ [კახიძე...2004: 46].
საგუშაგო კოშკის დასავლეთით, ციხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს გვიანი შუასაუკუნეების კიდევ ერთი ნაგებობა - სასახლე. ის ოთკუთხა მოყვანილობისაა. დასავლეთ და სამხრეთ კედლად ციხის გალავნის კედლებია გამოყენებული (ტაბ.III/2; ტაბ.XXVII/1). რაც შეეხება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს, ისინი შემდეგაა მიშენებული. მისი ზომებია: სიგრძე 26 , სიგანე 18 , შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 1,20-1,30 -ია, ხოლო კედლის სისქე 70-80 სმ. ნაგებობას ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლების კვეთაში ჩაშენებული აქვს წინ გამოწეული წრიული ფორმის კოშკი. მისი დმ 3,75 -ია. კოშკს შესასვლელი აქვს შენობის შიდა მხარიდან, რომლის სიგანე 0,70 -ია. ნაგებობის კედლები ნაშენებია სწორხაზოვანი წყობით. წყობაში გამოყენებულია ძირითადად საკუთრივ გონიოს ციხის გალავნის კედლების დამუშავებული კვადრები და ცალმხრივ ზედაპირჩამოსწორებული კლდის ქვები. შეინიშნება აქა-იქ მდინარეული ქვების გამოყენების ტენდენციაც. პერანგებს შორის სივრცე კი შევსილია დუღაბისა და წვრილმარცვლოვანი ქვიშისა თუ ქვების ნარევით. დარჩენილი გვერდითი სიცარიელების და სწორხაზოვანი წყობის მიღების მიზნით შეინიშნება აგურისა და კრამიტის ნატეხების ჩართვის შემთხვევებიც. სასახლეს ქონდა ერთადერთი შესასვლელი, რომელიც ჩრდილოეთის კედელშია დატანებული. შემორჩენილია მისი მხოლოდ ქვედა მონაკვეთი. მისი სიგანე 0,75-80 -ია.
ციხის დასავლეთი კედელი საკმაოდ ბევრ ადგილას ჩანს დაზიანებული და შემდგომ შეკეთებული, რაზეც მეტყველებს კედლების წყობის განსხვავებული ხასიათი. როგორც ჩანს, ციხის დასავლეთი კედელი სხვა კედლების მსგავსად კონტრფორსებით იყო გამაგრებული [თავამაიშვილი 1997: 18-29].
გვიან შუასაუკუნეებში (1590-1595 წწ-ში) გადაკეთება განუცდია ციხის სხვა კედლებსაც. კედლები 85-90 სმ-ით ამაღლებულია და ზემოდან დაშენებულია 140 სმ სიმაღლის ქონგურები. როგორც დამატებული კედლები, ასევე ქონგურები წინა ეპოქებისაგან განსხვავებით ნაშენია სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვებით, კირ-დუღაბზე. ქვებს შორის სივრცე შევსებულია ხურდაქვით. ქვის წყობა მკვეთრად არაწესიერია, ალაგ-ალაგ გამოყენებულია წინა პერიოდების საშენი მასალა და სხვადასხვა სახის კერამიკის ნატეხებიც. ქონგურები ერთმანეთისაგან დაშორებულია 80-85 სმ-ით, ხოლო კოშკებთან 95-100 სმ-ით. (ქონგურების ზომებია: სიგანე - 70-80 სმ, სისქე - 55-60 სმ, კოშკებთან: სიგანე - 110-120 სმ, სისქე - 60-65 სმ). კედლებში და ქონგურების ნაწილზე ალაგ-ალაგ დატანილია სხვადასხვა ზომის სათოფურები (ზომები: შიდა და გარე შევიწროებული მხრიდან - 60x80x65 სმ; 60x80x15 სმ, 55x100x65; 55x100x15 სმ; 50x95x50 სმ, 50x90x20სმ).
მე-20 კოშკის საძირკველთან ახლოს ციხის გარეთ, არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოვლინდა გვიანდელი შუასაუკუნეების ქვაფენილიანი საფეხმავლო ბილიკის ნაშთები. მისი დიდი ნაწილი მორღვეულია. ქვაფენილის წყობაში გამოყენებულია სიპი თუ რიყის მოზრდილი ქვის ფილები. მათი ზედა ნაწილი დამუშავებისა და მოსწორების კვალს ატარებს. როგორც ჩანს, ქვაფენილი თავის დროზე კარიბჭისაგან მოშორებით, შედარებით ფართე უნდა ყოფილიყო. კარებთან მიახლოებისას, როგორც ეს შემონახული ნაშთების მიხედვით ჩანს, თანდათანობით ვიწროვდებოდა და ებჯინებოდა კარიბჭის ზღურბლს [კახიძე...2002: 44, ტაბ.III.1/2]. ქვაფენილის მოზრდილი ნაწილი შემორჩენილია ციხის შიდა ტერიტორიაზეც, რომელიც, ბუნებრივია, გარეთ არსებული ქვაფენილის გაგრძელებას წარმოადგენდა. ის მთელს სიგრძეზე მიემართება სამხრეთი კარიბჭიდან ჩრდილოეთის მიმართულებით (ტაბ.XXVII/2).

სამხრეთ კარიბჭესთან გამოვლენილია ასევე გვიანი შუა საუკუნეების სამშენებლო კერამიკის გამოსაწვავი ქურა-სახელოსნოს ნაშთები (ტაბ.XXVIII/1). ნაგებობა სქელკედლიანი და ოთხკუთხა მოყვანილობისაა (ზომები: 3,1x3,1მ). დასავლეთი კედლის სისქე - 1,6 მ, სამხრეთის - 1 მ, აღმოსავლეთის - 0,98 მ, ხოლო ჩრდილოეთი კედლის - 0,65 მ). ქურას ჩრდილოეთი მხრიდან ქონია მისადგომი, სადაც შემორჩენილი იყო ორსაფეხურიანი კიბე და წინა მოედანი (ზომები: პირველი საფეხურის - 64x45x10 სმ, მეორე საფეხურის - 56x25x10 სმ). საცეცხლური ნაწილის ზომებია: 47x30 სმ, ხოლო ქურის შიდა სივრცის 1,3x2 მ. ქურა ხანგრძლივად ყოფილა მოქმედებაში. არქეოლოგიური გათხრების დროს მისი კედლების შიდა მხარე ცეცხლის ზემოქმედების გამო დაშლის პირას იყო მისული და მოყავისფრო ფერი ჰქონდა მიღებული. ქურის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დატანებული ყოფილა სავენტილაციო ხვრელი, ხოლო იატაკი მოზრდილი ქვებით ყოფილა მოგებული. იგი თავის დროზე ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. ქვედა - საცეცხლე ნაწილი და ზედა - კერამიკის გამოსაწვავი განყოფილება [კახიძე...2004:9, ტაბ.XX-XXI; ხახუტაიშვილი...1995:3].
ორ განყოფილებიანი კერამიკის გამოსაწვავი ქურა-სახელოსნოები გავრცელებული იყო ოსმალეთის იმპერიაში. მაგრამ გონიოს ქურისაგან განსხვავებით სამშენებლო მასალად აგური გამოიყენებოდა, ხოლო ზოგჯერ სითბოს დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ქვედა - საცეცხლე ნაწილი შენდებოდა მიწისაგან. ქურები თავისი ფორმით შეიძლება ყოფილიყო მართკუთხა ან კვადრატული ფორმის და წრიული [Kirmizi 2004: 20].
გვიან შუასაუკუნეებს განეკუთვნება ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ორი ჭაც. ერთი მათგანი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჭა გარედან დუღაბით შეკრული ფლეთილი ქვებითაა ამოყვანილი, ხოლო შიგნით პირმოსწორებული ფილებითა და აგურებით არის შედგენილი. ჭის დიამეტრი 0,6 მ-ია. სიღრმის განსაზღვრა ჭირს. იგი რთული ამოსაწმენდია. ჭიდან ამოკრეფილი მასალაც გვიანი შუასაუკუნეების დროინდელი იყო.
მეორე ჭა მდებარეობს ციხის ცენტრალურ ნაწილში. მეჩეთის წინ. აბდესხანის შენობის ნაშთებთან ახლოს (ტაბ.II/2; ტაბ.XXVI/2). ჭის ზედა ნაწილი წრიული ფორმისაა მისი კედლების წყობაში გამოყენებულია მოზრდილი და საშუალო ზომის ფლეთილი ქვები. დიამეტრი ზედაპირთან შეადგენს 1,9 მ, შიდა მხრიდან - 0,8 მ. მისი ქვედა კედლებიც ასევე ამოყვანილია საშუალო და დიდი ზომის ქვებით. ჭის მშენებლობა აბდესხანის თანადროული ჩანს.
ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა უბანზე გამოვლინდა წყალგაყვანილობის გვიანდელი სისტემებიც (ტაბ.XXVIII/2). ისინი ზედაპირულად მოზრდილი ზომის ქვების წყობითაა დაფარული. ქვების შიგნით მიწაში, დუღაბში ჩასმული მილებია განთავსებული. მილები საკმაოდ სქელ დამცავ პერანგშია მოთავსებული. ზემოდან კი, სადაც მოსალოდნელი იყო მიწის ჩაყრა-ჩაწოლა მთელს სიგრძეზე დალაგებულია დიდი ზომის ქვები. ეს ქვები თავიდანვე ჩანს მილებთან ერთად დაკირული. ხშირად მილსადენისათვის გაჭრილი ხაზი საკმაოდ ღრმადაა ჩაშვებული. იგი ზოგჯერ საერთო დონიდან 75-80 სმ, ხოლო, ოსმალური პერიოდის კულტურული ფენიდან კი 35-40 სმ-ზეა ჩაჭრილი. მილების სიგრძე - 50-52 სმ. შევიწროვებული ნაწილის დმ-7, ფართო მხარის-10 სმ (ტაბ.XXII /7-8).
გვიანი შუასაუკუნეების კულტურული ფენებიდან ცალკე გამოსაყოფია ე.წ. „ოსმალური ორმოები“. „ორმოები“ შიდაციხეში წარმოებული გათხრების შედეგად მეტ-ნაკლები ინტენსივობით, თითქმის ყველა უბანზე ფიქსირდება. მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ორმოების კონტურები ჰუმუსოვანი ფენის აღების შემდეგ იკვეთება, განსაკუთრებით, კი ნათლად ჩანს 70-80 სმ შემდეგ, როცა მიწის ფერი მკვეთრად იცვლება და ღია-ყავისფერი ხდება. აქ, ორმოები თავისი შეფერილობით უფრო ნათლად იკითხება. უმრავლესობა წრიული ფორმისაა. მათი დიამეტრი მერყეობს 1-1,7 მ შორის, სიღრმე კი განსხვავებულია.
ოსმალური ეპოქის ამ ტიპის ორმოებზე გარკვეული წარმოდგენის შექმნის მიზნით მოკლედ დავახასიათებთ რამოდენიმე მათგანს.
2001 წელს ექსპედიციამ საგანგებოდ შეისწავლა ციხის ჩრდილო-დასავლეთ უბანზე გამოვლენილი 8 ოსმალური ორმო, რომელიც შემდეგ სურათს იძლევა:
ორმო #1. წრიული ფორმის. დმ -1 მ, სიმაღლე -1,70 მ. ორმო შევსებული იყო შავი ფერის მიწით. მასში აღმოჩნდა უსისტემოდ ჩაყრილი შემდეგი არქეოლოგიური მასალა: 1. მოჭიქული ჯამის ფრაგმენტი (გ.ა.2001/1757); 2. ღია ყავისფერი თიხის ფეხიანი სასმისი (გ.ა.2001/1750); 3. ყვავილოვანი ორნამენტით გაფორმებული ფაიფურის დოქის ნატეხები (გ.ა.2001/1758); 4. ასევე ყვავილოვანი ორნამენტით გაფორმებული ფაიფურის ხუფის ფრაგმენტი (გ.ა.2001/1755); 5. რკინის ლურსმნები და ნალი (გ.ა.2001/1753); 6. მინის ფეხიანი სასმისის ქუსლი (VI ს); 7. ქვაბ-ქოთნის პირის ფრაგმენტი (გ.ა.2001/1756); 8. სპირალური ორნამენტით გაფორმებული სხვადასხვა მოჭიქული ჯამის ქუსლის, ძირისა და პირის ფრაგმენტები (გ.ა.2001/1766); 9. თვალადი მძივი (გ.ა.2001/1717).
ორმო #2. წრიული ფორმის. დმ - 1,2 მ, სიმაღლე - 1,50 მ. შევსებული იყო შავი ფერის მიწით. მასში აღმოჩენილი ნივთებია: 1. მწვანედ მოჭიქული ჯამის ნატეხები (გ.ა.2001/1714,1710); 2. მწვანედ მოჭიქული ლანგრის პირები (გ.ა.2001/1860,1874, 1875); 3. ყვითელი და ყავისფერი ლაქებით გაფორმებული და ყვითლად მოჭიქული ჯამის ნატეხი (გ.ა2001/1713); 4. ფაიფურის ჭურჭლის მცირე ნატეხი (გ.ა.2001/1711); 5. მწვანედ მოჭიქული დოქის ნატეხები (გ.ა2001/1873); 6. დოქის სადაზედაპირიანი და დახრილი ჭდეებით შემკული ყურები (გ.ა2001/1877,1876); 7. ქოთნის ყურის და ტანის ნატეხი (გ.ა2001/1862); 8. სპირალური ორნამენტით შემკული მოჭიქული ჯამი (გ.ა.2001/1775);
ორმოN#3. დმ - 1 მ, სიმაღლე - 1,3 მ. წრიული ფორმის. შევსებული იყო შავი ფერის მიწით. მასში აღმოჩნდა: 1. მწვანედ და ყვითლად მოჭიქული ჯამის პირები (გ.ა.2001/1607;1608); 2. ფაიფურის ჯამის ნატეხი (გ.ა.2001.1709); 3. დოქის პირის ყელისა და ყურის ნატეხი (გ.ა2001/1705); 4. რკინის ლურსმანი (გ.ა.2001/1706); 5. VI ს-ის ამფორის ყური (გ.ა.2001.1700); 6. VI ს-ის კოლხური წელში გამოყვანილი ამფორის ყური (გ.ა.2001/1704).
ორმო #4. წრიული ფორმის. დმ - 1,2 მ, სიმაღლე - 80 მ. წრიული ფორმის. შევსებული იყო შავი ფერის მიწით, რომელშიც დაფიქსირდა კერამიკის მეტად უსახური ნატეხები.
ორმო #5. წრიული ფორმის. დმ - 1,3 მ, სიმაღლე - 1,2 მ. შევსებულია შავი ფერის მიწით. ორმოში აღმოჩნდა: 1. ღია-მწვანე, ოდნავ მოყვითალო შეფერილობის ჭიქურით დაფარული ჯამის გვერდისა და პირის ნატეხი (გ.ა.2001/1704); 2. ე.წ. „მარმარილოსებური“ ტექნიკით მოჭიქული, ყავისფერი და მწვანე საღებავებით გაფორმებული ჯამის ქუსლისა და ძირის ფრაგმენტი (გ.ა.2001/1975). 3. ანალოგიური დეკორით გაფორმებული ჯამის ქუსლისა და კალთის ნატეხი (გ.ა.2001/1877).
ორმო #6. წრიული ფორმის. დმ - 1,7 მ, სიმაღლე - 1,20 მ. შევსებული იყო შავი ფერის მიწით. ორმოში აღმოჩნდა: 1. ყავისფერკეციანი, წიწვისებური ორნამენტით გაფორმებული ჩიბუხი (გ.ა.2001/1966). 2. თეთრ ფონზე კობალტის ლურჯი სღებავით მოხატული ფაიფურის ჯამის პირისა და კალთის ნატეხი (გ.ა.2001/1967).
ორმო #7. წრიული ფორმის. დმ - 1 მ, სიმაღლე - 1,20 მ. შევსებული იყო შავი ფერის მიწით. ორმოში აღმოჩნდა: 1. მოჭიქული ჯამის პირისა და კალთის ფრაგმენტები (გ.ა.2001/2066); 2. მოჭიქული ჯამის პირისა და კალთის ფრაგმენტი (გ.ა.2001/2067); 3. ბრტყელი აგურის ფრაგმენტი (გ.ა.2001/2065).
ორმო #8. წრიული ფორმის. დმ - 1,2 მ, სიმაღლე - 2 მ. შევსებული იყო შავი ფერის მიწით. ადრე გამოვლენილ ორმოებს შორის ყველაზე უფრო ღრმაა. ორმოში აღმოჩნდა: 1. დოქი; 2. ხელადა; 3. სპილენძის ჭურჭლის ძირი; 4. რკინის თოხი [კახიძე...2001: 11].
მსგავსი სურათია 2014-2015 წლებში ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში შესწავლილი „ორმოების“ მიხედვითაც. ამ უბანზე გამოვლენილი 17 ორმოდან ექსპედიციამ ჯერჯერობით შეისწავლა რამდენიმე:
ორმო #1. (საველე დავთარში II ორმო) წრიული ფორმის. დმ - 1,2 მ, სიმაღლე 1,7 მ. აღმოჩნდა შემდეგი სახის მასალა: 1. რკინის ისრისპირი (გ.ა.2014/1043); 2. ყვითელი და მწვანე საღებავებით გაფორმებული მოჭიქული დოქის კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1044); 3. შავი, მწვანე და ლურჯი საღებავებით სხვადასხვა მცენარეული ორნამენტით მოხატული ფაიანსის ფინჯანი (გ.ა.2014/1045); 3. მწვანედ მოჭიქული ჯამის პირ-კედლის ფრაგმენტი. (გ.ა.2014/1046;1060); 4. მინის სასმისის ძირ-კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1047). 5. კობალტის ლურჯი საღებავით მოხატული ფაიანსის ჭურჭლის ნატეხი (გ.ა.2014/1048). 6. მრავალფრად მოჭიქული და ამოკაწვრის ტექნიკით გაფორმებული სხვადასხვა ჯამის ძირ-ქუსლისა და პირ-კედლის ფრაგმენტები (გ.ა.2014/1049;1050;1052;1053;1054;1055;1058;1059); 7. ღია-მწვანედ მოჭიქული ჯამების ძირის ფრაგმენტები (გ.ა.2014/1051;1057). 8. მრავალფრად მოჭიქული, ყავისფერი და მწვანე საღებავებით გაფორმებული ჯამის პირ-კედლის ფრაგმენტი; 9. ჭურჭლის ყური (გ.ა. 2014/1062); 10. სხვადასხვა ქოთნის ძირ-კედლის ნატეხები (გ.ა.2015/1511;1517;1519;1522); 11. სხვადასხვა ჭურჭლის ძირ-ქუსლისა და კედლის ნატეხები (გ.ა.2015/1512;1513;1516;1518;1525); 12. დერგის ძირისა და კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2015/1514); 13. ყელწიბოიანი ამფორის პირ-ყელი (გ.ა.2015/1515); 14. ჯამის პირ-კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2015/1520); 14. ჭურჭლის პირ-ყელისა და ყურის ფრაგმენტი (გ.ა.2015/1521); 15. შურდულის ქვა (გ.ა.2015/1523); 16. დოქის პირ-ყელისა და ყურის ფრაგმენტი (გ.ა.2015/1524).
ორმო #2. (საველე დავთრის მიხედვით დიდი ორმო). დმ-1,5 მ, სიმაღლე- 2,3 მ. ორმოში აღმოჩნდა შემდეგი სახის მასალები: 1. ხუფი (გ.ა. 2014/1063); 2. ჭურჭლის პირისა და კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1063); 3. ქოთნის პირ-კედლის ფრაგმენტი (გ.ა. 2014/1064); 4. ქვაბ-ქოთნის პირ-კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1065); 5. ლანგრის პირ-კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1066); 6. მოყვითალო-მოყავისფროდ მოჭიქული ჯამის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1067); 7. წითელლაკიანი ჯამის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1068); 8. ჭურჭლის ყურები (გ.ა.2014/1069;1070); 9. ამფორის კედლისა და ყურის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1070); 10. ჭურჭლის პირ-კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1072); 11. ჭურჭლის პირ-ყელისა და ყურის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1073); 12. ლუთერიის პირ-კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1074). 13. ლანგრის პირის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1075); 14. სხვადასხვა ჭურჭლის ყელის, ყურისა და კედლის ფრაგმენტები (გ.ა. 2014/1076;1077;1078;1079;1080;1081;1083;1084;1085;1096;1097;1098); 15. ამფორის ყური (გ.ა.2014/1082); 16. ქვევრის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1086); 17. სოლენის ტიპის კრამიტი (გ.ა.2014/1087;1089;1100); 18. დოქის პირ-ყელისა და ყურის ფრაგმენტი (გ.ა.2014/1088); 19. კეცები (გ.ა.2014.1089;1094); 20. ქოთნის ძირისა და კედლის ნატეხები (გ.ა.2014/ 1091;1092;1093); 21. ამფორის კედელი (გ.ა.2014/1095); 22. ლურსმანი (გ.ა.2014/1099); 23. ჭურჭლის ძირისა და კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2015/1526); 24. ქოთნის ძირ-კედლის ფრაგმენტი (გ.ა.2015/1527); 25. ამფორის ყელისა და ყურის ფრაგმენტი (გ.ა/2015.1528); 26. სხვადასხვა ჭურჭლის ყურები (გ.ა/2015.1529;1530;1532); 27. ქოთნის პირი და ყური (გ.ა.2015/1531;1534); 28. ლუთერიის პირი (გ.ა.2015/1533); 29. სოლენის ტიპის კრამიტი (გ.ა.2015/1535); 30. მრავალფრად მოჭიქული და სპირალური ხვიებით გაფორმებული სხვადასხვა ჯამის ძირ-ქუსლისა და კედლის ფრაგმენტები (გ.ა.2015;1536;1538;1541); 31. მწვანედ მოჭიქული ჯამის პირ-ყელისა და კედლის ფრაგმენტები (გ.ა.2015/1537;1539;1543); 32.ყვითლად მოჭიქული ჯამების ძირ-ქუსლის ფრაგმენტები (გ.ა.2015/1540;1542); 33. მრავალფრად მოჭიქული ლანგრის პირ-კედლის ნატეხი (გ.ა.2015/1544); 34. ყვითლად მოჭიქული ჯამის პირ-კედლის ნატეხები (გ.ა.2015/1545); 35. კოჭობი (გ.ა.2015/1546); 36. ჭურჭლის ძირისა და კედლის ნატეხი (გ.ა.2015/1547); 37. ყური (გ.ა.2015/1548). 38. სხვადასხვა ამფორის კედლის ნატეხები (გ.ა.2015/1549; 1550).
ორმო #3. დმ - 1 მ, სიმაღლე 1,20 მ. მასში აღმოჩნდა შემდეგი სახის მასალა: 1. ფაიანსის მწვანე და ლურჯი საღებავით მოხატული და შავი კონტურით გაფორმებული სხვადასხვა ფინჯნის ნატეხები (გ.ა.2015/1460;1476); 2. მწვანედ მოჭიქული ჯამის ძირ-ქუსლისა და კედლის ნატეხი (გ.ა.2015;1461); 3. ღია-ყვითლად მოჭიქული ჯამის ძირ-ქუსლისა და კედლის ნატეხი (გ.ა.2015/1462); 4. ღია-ყვითლად მოჭიქული ჯამის პირ-კედლის ნატეხები (გ.ა.2015/1463;1464;1488;1489); 5. მწვანედ მოჭიქული ჭურჭლის ყური (გ.ა.2015/1465); 6. ღია-მწვანედ მოჭიქული ჭურჭლის პირ- ყელი (გ.ა.2015/1487); 7. ჭრაქის ყური (გ.ა.2015/1466); 8. ლურსმნები (გ.ა.2015/1467;1469;1471;1473;1474;1475); 9. რკინის ნივთის ფრაგმენტი (გ.ა.2015/1468); 10. ნალი (გ.ა.2015/1472); 11. სხვადასხვა ჭურჭლის პირ-ყელისა და ყურის ფრაგმენტები (გ.ა.2015/1477;1478;1498); 12. სხვადასხვა ჭურჭლის ძირები (გ.ა.2015/1479;1481); 13. დოქის პირ-ყელისა და ყურის ნატეხი (გ.ა.2015/1480); 14. სხვადასხვა ჯამის პირისა და კედლის ნატეხები (გ.ა.2015/1482; 1483;1485;1486;1491); 15. კობალტის ლურჯი საღებავით გაფორმებული ფაიანსის ჭურჭლის პირი (გ.ა.2015/1490); 16. თეთრ ფონზე კობალტის ლურჯი საღებავით მოხატული ფაიფურის ნატეხი (გ.ა.2015/1484); 17. ფაიანსის ჭურჭლის ნატეხი (გ.ა.2015/1485); 18. მინის ძირი (გ.ა.2015/1492); 19. სხვადასხვა ამფორის ძირისა და ყურის ნატეხები (გ.ა.2015/1494;1495;1496;1497;1499); 20. ლუთერიის პირის ნატეხები (გ.ა.2015/1500;1506;1507); 21. ქოთნის პირ-კედელი (გ.ა.2015;1501); 22. ჭრაქის ყურის და კედლის ნატეხი (გ.ა.2015/1502); 23. მინის ფიალა (გ.ა.2015/1503); 24. ამფორის კედელი (გ.ა.2015/1504); 25. ამფორის პირ-ყელი (გ.ა.2015/1505); 26. ჭურჭლის ყური (გ.ა.2015/15071); 27. დერგის პირ-კედელი (გ.ა.2015/1508); 28. ჭურჭლის პირისა და კედლის ნატეხები (გ.ა.2015/1509); 29. ქოთნის ძირ-კედელი (გ.ა.2015/1510). როგორც ვხედავთ, ორმოებში მოპოვებულ მასალებს შორის ქრონოლოგიური სხვაობა არ შეინიშნება (ბუნებრივია აქ არ იგულისხმება რამდენიმე ორმოში ნაპოვნი წინა პერიოდის ნაწარმი, რომლებიც აქ როგორც ჩანს, ორმოს ჩაჭრის დროსაა შემთხვევით მოხვედრილი). ფორმით, ტექნიკითა და მოხატულობის მიხედვით უმეტეს შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთი პერიოდის მასალებთან. მათი ურთიერთშედარების გზით, ყველა ორმო XVII-XVIII სს-ით უნდა დათარიღდეს. ჭრილების მიხედვით კარგად ჩანს, რომ ორმოები ასახავს ციხის ცხოვრების ბოლო ეტაპს. მათი ამოჭრის დროს დარღევეულია ძველი (ბიზანტიური, რომაული) კულტურული ფენები.
ოსმალების მიერ გარკვეული მოსაზრებით ორმოების ამოთხრის ტრადიცია დასტურდება სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლებზეც. კერძოდ მსგავსი სურათი შეინიშნება ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. ქ. აზოვის სხვადასხვა უბნის გათხრების შედეგად გამოვლენილია არაერთი ორმო, მათ შორის ყველაზე ადრეული XIV ს-ითაა დათარიღებული, ხოლო უმრავლესობა გვიანი შუასაუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება [Гончарова...2014:142-162; Широченко...2009: 164-189; Алядинова 2015: 452-480]. მათ დანიშნულებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს: ფიქრობენ, რომ ორმოები ასრულებდა „ჭა-მაცივრების“ (ე.წ. საცივები) დანიშნულებას. უფრო ხშირად კი მათ სანაგვე ორმოების სახელით მოიხსენიებენ [კახიძე...2001: 11; Станчева 1972: 82].
როგორც განხილული მასალებიდან ჩანს ორმოებში გვხვდება უსისტემოდ ჩაყრილი სხვადასხვა დანიშნულების თიხის, მინისა და რკინის ნაკეთობები, სამშენებლო კერამიკა და ა.შ. რაც მათ სანაგვე დანიშნულებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.
$ 2. ბათუმის ციხის გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურა
ბათუმის ციხე მდებარეობს ქ. ბათუმის ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელთან, ზღვის შესართავთან, მდ. ყოროლისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარე ერთ-ერთ მაღალ ბორცვზე.
ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა XX ს-ის 60-იან წლებში დაიწყო, კვლევებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიცია ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით. გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ბორცვზე, სადაც ციხეა აღმართული, ცხოვრება ძვ.წ. VIII-VI სს-დან უწყვეტად მიმდინარეობდა ელინისტური ხანის ბოლომდე, ხოლო ადრე შუასაუკუნეების საწყის პერიოდში, აქ ციხე აუშენებიათ [კახიძე...1989: 42-57]. ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2012 წელს ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა განაახლა. ექსპედიციამ შეისწავლა დასავლეთ ფერდზე არსებული სხვადასხვა ეპოქის კულტურული ფენები [კახიძე...2013: 8-51].
ჩვენამდე ციხე საკმაოდ დაზიანებული სახითაა მოღწეული. მისი ნანგრევები მიმოფანტულია ბორცვის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილო ფერდობებზე. ციხე განსაკუთრებით დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს. აქ გაიმართა ბათუმის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ერთ-ერთი ქვედანაყოფის საცეცხლე პოზიცია. მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის განადგურება კი განაპირობა 1960 წელს კაფე-პავილიონის მშენებლობამ, რომელმაც მისი ტერიტორიის 200 მ2 ფართობი დაიკავა. ციხის ფერდობებზე კულტურული ფენები დააზიანა აგრეთვე გამწვანების ტრესტის მიერ გავლებულმა ტერასებმა [ინაიშვილი 2009 ა:154].
მიუხედავად იმისა, რომ მისი კედლები მრავალგზის არის გადაკეთებული. გამთხრელებმა მშენებლობის ხელოვნების მიხედვით, შესძლეს ორი ფენის გამოყოფა - შემორჩენილი ციხის ნაშთები - „შიდაციხე I და წინამორბედი ციხის ნაშთები „შიდაციხე II“ [კახიძე...1989: 47].
გვიანი შუასაუკუნეების პერიოდის (XVII-XVIII სს) თავდაცვითი სისტემა ბათუმის ციხეზე (შიდაციხე I) წარმოდგენილია სწორკუთხა მოყვანილობის კვადრებითა და დუღაბით ნაგები კედლებით. ციხეს გეგმაში სწორკუთხედის ფორმა აქვს (ტაბ.IV/1-2; ტაბ. XXIX/1). მისი შიდა ზომებია: 18,65 (დას-აღმ) x18,55 მ (სამხ-ჩრდ). თითქმის მთლიანადაა გადარჩენილი ციხის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. ადგილ-ადგილ ორმაგი კედელი გამაგრებულია ნახევარწრიული მცირე კონტრფორსებით; გამაგრების ეს ხერხი დამახასიათებელია სწორედ გვიანი შუასაუკუნეების ხანის ნაგებობებისათვის. ჩრდილო-დასავლეთის კედლის საპირისპიროდ მიემართება სამხრეთ-დასავლეთი კედელი, რომელსაც აქვს რამდენიმე გარე მინაშენი და კონტრფორსი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინაშენი ქმნის სათავსს. ციხის შიგნით აღმოსავლეთ კედელზე, მიშენებული იყო სწორკუთხა კოშკი (ზომები: 6,20x7,30 მ), რომელიც დღეისათვის 1-2 მ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ასევე 2 მ-მდე აღწევს გალავნის შემორჩენილი სიმაღლეც. ციხის ტერიტორიაზე ყველაზე კარგად შემორჩენილი ნაგებობა სასახლეა. იგი თავის დროზე ორსართულიანი ყოფილა. გადარჩენილია ქვედა სართულის საკმაოდ დიდი ნაწილი. სასახლე ნაგებია ქვის კვადრებითა და კირხსნარით. ნაგებობას კარი სამხრეთ-დასავლეთ კედელში აქვს დატანებული, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი იმავე დროს ციხის კედელსაც წარმოადგენდა. ნაგებობის კედლების სიგანე 150 სმ-ია [კახიძე...1989: 47].
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებში გარკვეულ რაოდენობას გვიანი შუასაუკუნეების ნაწარმი ქმნის. კერძოდ გვიან შუასაუკუნეებს მიეკუთვნება მოჭიქული კერამიკა, ფაიანსი, ჩიბუხები, სადა კერამიკა, კეცები, ლითონის ნაწარმი: ნალი, ჭურვები და ა.შ. არქეოლოგიურმა მასალებმა დაადასტურა, რომ ბათუმის ციხე მრავალფენიანი ძეგლია. ურბანიზებულ სამოსახლოს ბევრი გადაკეთება, თავდასხმა და რბევა განუცდია, მაგრამ ციხის მძლავრი რბევა განსაკუთრებით გვიან შუასაუკუნეებისათვის მომხდარა. ამასვე გვიჩვენებს გათხრებისას აღმოჩენილი ქვისა და რკინის ჭურვები. ციხე თავის ფუნქციას საბოლოოდ XIX ს-ში კარგავს [კახიძე...1989: 47; კახიძე... 2013: 8-51].
$ 3. პეტრა-ციხისძირის გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობები
პეტრა-ციხისძირი წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. ციხე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირში, ზღვის პირას არსებულ შემაღლებულ ბორცვზე. იგი მეტად სტრატეგიულ ადგილზეა აშენებული (ტაბ.IV/3; ტაბ.XXIX/2). რუსი კავკასიოლოგი, ბუნებისმეტყველი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და მოგზაური ე. ვეიდენბაუმი, რომელმაც 1878 წ მოინახულა ციხისძირი, აღნიშნავდა რომ: „თვითონ ბუნებამ მიუთითა აქ ციხესიმაგრის ადგილზე, რადგან მანვე ჩაკეტა გასასვლელი ზღვის ნაპირის გასწრივ. სხვა ასეთი ხელსაყრელი ადგილი ციხესიმაგრისთვის, ძველი სამხედრო ხელოვნების თვალსაზრისით აქ არ მოიძებნება“ [ვეიდენბაუმი 2005: 45].
ციხემ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. მისი კედლები XIX ს-ის 90-იან წლებში ბათუმის ნავსადგურის მშენებლობისათვის მთის ძირში მოწყობილმა კარიერმა დააზიანა. დასავლეთი ფერდობი ციხის კედლებითურთ აფეთქების შედეგად დაინგრა [სიჭინავა 1957:42-60]. XX ს-ის 30-იან წწ-ში ბორცვის აღმოსავლეთ და ჩრდილო ფერდობებზე ლიმონარიუმის მშენებლობის შედეგად განადგურდა კულტურული ფენები და ნაწილობრივ დაზიანდა ციხის კედლებიც. სამხრეთ ბორცვზე მდებარე საფორტიფიკაციო სისტემის ერთ-ერთი კოშკი კი XIX ს-ის ბოლოს კერძო აგარაკის მშენებლობის დროს, ადგილის მოსწორების მიზნით, ააფეთქეს [ინაიშვილი 1974: 118-120].
ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა ჯერ კიდევ 1962-1965 წწ განხორციელდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანებული ექსპედიციის მიერ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიური მასალა და შენობა-ნაგებობები. ციხე და აღმოჩენილი არტეფაქტები შესწავლილი იქნა კ. მელითაურის [Мелитаури 1972: 16-20], ვ. ლექვინაძის [Леквинадзе 1973: 169-186], ა. ინაიშვილის [ინაიშვილი 1971: 91-109; 1974:102-153], ნ. ინაიშვილის [ინაიშვილი 1981:122-135; 1987: 118-146; 1988: 76-85; 1991: 62-86;1993; 2009b:277-288], ლ. ჩხაიძის [ჩხაიძე 1978: 59-66] და სხვათა მიერ.
ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წელს განახლდა. ექსპედიციამ შეისწავლა სამხრეთ და ჩრდილოეთ ბორცვს შორის მოქცეული დაბლობი, შიდაციხის აღმოსავლეთ კარიბჭის მიმდებარე ტერიტორია და ციხის დასავლეთ ფერდზე გამოვლენილი ნაგებობის ნაშთები [მინდორაშვილი 2016 ბ: 1-17].
პეტრას ციხე აშენებულია ორ ბორცვზე. ციხის კედლების მშენებლობაში ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა: ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების. VI ს-ს მიეკუთვნება ჩრდილოეთი ბორცვის აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შემორჩენილი ციხის კედლები და კოშკები [Мелитаури 1971:16-20; Леквинадзе 1973:174]. თუმცა, გვიან შუასაუკუნეებში მათაც განიცადეს მნიშვნელოვანი გადაკეთება, რამაც შეცვალა მათი თავდაპირველი სახე. გვიანი შუასაუკუნეებისაა ჩრდილოეთ ბორცვზე სასიმაგრო კედლების უმეტესი ნაწილიც.
ყველაზე უკეთ შესწავლილია ციტადელი, რომლის ჩვენამდე მოღწეული ნაწილი სიგრძით დაახლოებით 200 მ-ია, ხოლო სიგანე-100 მ. სიგანე თავის დროზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, მას აკლია ხელოვნურად ჩამოკვეთილი თუ გადანგრეული დასავლეთი მხარე. ციხის კედლების სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მორღვეულია და მხოლოდ აქა-იქ ჩანს საძირკვლები და კედლის ნაშთები [ინაიშვილი 1974: 102-153;. ზაქარაია 2002: 95-96]. ციხის აღმოსავლეთ კარიბჭისათვის სამხრეთ და ჩრდილოეთ კუთხეზე გვიან შუასაუკუნეებში გარედან (აღმოსავლეთი მხრიდან) მიუშენებიათ აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი მოგრძო კედლები, რომლებიც აღმოსავლეთიდან შეკრულია პერპენდიკულარი კედლით. ამრიგად, აღმოსავლეთ კარიბჭეზე გვიან შუასაუკუნეებში კოშკი მიუდგამთ. კოშკის სამხრეთი კედელი (ტაბ.XXX/1) ჯერ კიდევ 1962 წელს გაიწმინდა [ინაიშვილი 1974: 138-140]. მისი შემორჩენილი ზომებია - სიმაღლე 4მ, სიგრძე 3,30 მ, სისქე 1,40-1,90 მ. ნაშენია ბაზალტის ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით კირხსნარზე. ის დაშენებულია გალავნის ადრეული შუასაუკუნეების კედელზე თუ კონტრფორსზე [მინდორაშვილი 2016 ბ: 6].
კარიბჭის ჩრდილოეთი მინაშენი ერთმანეთზე მჭიდროდ მიდგმული ორი კედელია (ზომები: შემორჩენილი სიგრძე 5,50 მ, სიმაღლე 3,10 მ, სისქე 1,50 მ). სამხრეთი მინაშენიდან დაშორებულია 2,90 მ-ით. ნაგებია ბაზალტის ფლეთილი ქვით კირხსნარზე. კედლის შუა ნაწილი შევსებულია წვრილი ქვებით (ტაბ.XXX/2). კარიბჭის სამხრეთი კედლის მსგავსად ისიც მიდგმულია VI ს-ის კედელზე და მის ორგანულ ნაწილს არ წარმოადგენს. კედელზე სამხრეთიდან მიუშენებიათ მეორე კედელი (ზომები: სიგრძე 5,50 მ, შემორჩენილი სიმაღლე 2,20 მ, სისქე 0,45-0,50 მ) [მინდორაშვილი 2016 ბ: 7].
კარიბჭეზე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიშენებულ პარალელურ კედლებს კრავს კირხსნარზე ნაგები ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე დამხრობილი კედელი, რომელიც კარიბჭის სამხრეთ მინაშენთან კუთხეს ქმნის. კედლის შემორჩენილი ზომებია: სიგრძე 1,50 მ, სიმაღლე 0,45 მ, სისქე 0,50 მ (ტაბ.XXX/3). ირკვევა, რომ აღწერილი სამი კედლით, რომელთაგან ორი უშუალოდ კარიბჭეზეა მიდგმული, თურქებს გვიან შუასაუკუნეებში შეუქმნიათ კარიბჭის დამცავი კოშკი (ფართობი: 3,30x2,90 მ), რითაც ციხეში შესასვლელი ამ მხრიდან საკმაოდ კარგად გაუმაგრებიათ. კოშკის გავლის გარეშე ციხის ტერიტორიაზე აღმოსავლეთი მხრიდან მოხვედრა შეუძლებელი იყო.
კარიბჭეზე ჩრდილოეთი კუთხიდან მიშენებული ორმაგი კედლის პარალელურად, ჩრდილოეთით 2,30 მ-ის დაშორებით, მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი 1,80 მ სიგრძეზე შემორჩენილი 0,50 მ სისქისა და 0,70 მ სიმაღლის მშრალი წყობით ნაგები ტერასის შემაკავებელი ნაგებობის კედელი, რომელიც ასევე გვიანდელი შუასაუკუნეებისაა.
ორმაგ კედელსა და მშრალი წყობით ნაგებ კედელს შორის განთავსებულია ქვითა და კირხსნარით ნაგები და ზემოდან კირხსნარით გადალესილი სტრუქტურა, რომელიც VI ს-ის კედელზეა მიდგმული, ხოლო სამხრეთიდან ორმაგი კედლითაა შემოსაზღვრული (ტაბ.XXXI/1). სტრუქტურა წარმოადგენს დასავლეთიდან აღმოსავლეთით რამდენადმე დაქანებულ ბაქანს (გათხრილი ფართობი 4,50x2,30). ბაქანი შექმნილია VI ს-ის კედლის გამაგრების მიზნით. ამ ადგილიდან ვიდრე ციხის სწორკუთხა კოშკამდე ძველ კედელს გარედან 27 მ სიგრძეზე შემოსდევს გვიანი შუასაუკუნეების კედელი (ტაბ.XXXI/2). ამგვარად აღდგენილია ზღუდის დანგრეული მონაკვეთი [მინდორაშვილი 2016: 7-8].
აღმოსავლეთ კარიბჭის, ჩრდილოეთი კუთხიდან 10 მ-ის დაშორებით, მოგვიანო კედელს ებმის სწორკუთხა კონტრფორსი (5x6 მ) (ტაბ.XXXI/3). მისგან ჩრდილოეთი კუთხიდან მოგვიანო კედელი 6 მ-ზე გრძელდება, აკეთებს კუთხეს, უხვევს ჩრდილო-დასავლეთით და გრძელდება 7 მ-მდე. კედელი დასავლეთით ზღვის მხარეს უნდა გაგრძელებულიყო [მინდორაშვილი 2016 ბ:10]. კონტრფორსიდან სამხრეთით 17 მ მანძილზე მდებარეობს კარი, რომლის სიგანე 2,8 მ-ია. კარიდან სამხრეთი კედელი პირდაპირი ხაზით 33 მ-ზე გრძელდება, შემდეგ უხვევს დასავლეთისაკენ და 20 მ მანძილზე მდებარეობს სამხრეთ აღმოსავლეთი კოშკი, რომელსაც ნახევარწრისებური ფორმა აქვს და მისი გარე მხარე ძირითადი კედლის გაგრძელებაა. სამხრეთი კედლის გასწვრივ მოთავსებულია სამხრეთ-დასავლეთი კოშკი, მისგან მოშორებით 12 მ-ში მდებარეობს კიდევ ერთი, სამხრეთი ოთხკუთხა კოშკი [ინაიშვილი 1974: 102-153; ზაქარაია 2002: 95-96].
ციტადელიდან სამხრეთ-დასავლეთით მიემართება პარალელურად განლაგებული ორი კედელი, რომელიც დაახლოებით 60 მ-ში უერთდება გორაკზე მდგარ კოშკს. კოშკისაგან მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტებია გადარჩენილი. გამთხრელების აზრით ის წრიული მოყვანილობის იყო [ინაიშვილი 1974: 102-153]. პარალელურად მიმავალ კედლებს შორის მანძილი საშუალოდ 3 მ-ია. კედლები ზოგიერთ ადგილზე 5 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი, ხოლო სისქე 2,5 მ-ია.
ორმაგი კედლებიდან დასავლეთით მდებარე შედარებით მაღალია და იგი ძირითად კედელს წარმოადგენს. მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა კარიბჭე, რომელსაც დასავლეთის მხრიდან დამცავი სწორკუთხა კოშკი გააჩნია [Мелитаури 1972: 16-20; Леквинадзе 1973: 174; ინაიშვილი 1974: 102-153].
ციხის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან ზოგიერთს გვიან შუასაუკუნეებში საგრძნობი გადაკეთება განუცდია. კერძოდ, ციხის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნაგებობას. გათხრების შედეგად დადგინდა, რომ თავის დროზე იგი წარმოადგენდა მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიას. რომელიც გვიან შუასაუკუნეებში სამეურნეო სათავსოდ გადაუკეთებიათ. მას შესასვლელი ჰქონდა დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის შესასვლელი გვიან შუასაუკუნეებში ამოუქოლავთ. შენობა ნაგებია დამუშავებული ქვებით და კირხსნარითაა გამტკიცებული. მისი ზომებია: სიგრძე - 9 მ, სიგანე - 9,75 მ, უკეთ შემორჩენილი ჩრდილოეთი კედლის სიმაღლე - 3 მ [ინაიშვილი 1993:10].
გვიანი შუასაუკუნეების ნაგებებობიდან აღსანიშნავია აბანო, რომელიც მდებარეობს ციხის აღმოსავლეთი ჭიშკრის ჩრდილო-დასავლეთით. იგი მიშენებულია (ფართობი 12x8,40 მ) ზღუდის აღმოსავლეთ კედელზე და სწორკუთხა კოშკზე. ამ მხარეს აბანოს კედლის სისქე 1,40 მ-ია. კედლების სისქე აბანოს მხრიდან 4 მ-ია. აბანოს აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილში მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 2,50 მ სიმაღლეზე, შემორჩენილია 0,90 მ სიმაღლის, 1,50 მ სიგანისა და 1,50 მ სიგრძის ღრმული, რომელსაც ქვების ნაწილი აკლია (ტაბ.XXXII/1). აბანოს ჩრდილოეთი კედლიდან შემოჩენილია კედლების კუთხის მოზრდილი ნანგრევი (ტაბ.XXXII/2), რომელიც იმდენად არაბუნებრივადაა დამხრობილი, რომ უეჭველია იგი აფეთქების შედეგად, ძალადობრივი გზით უნდა იყოს დანგრეული. კედლის ამ ნაწილის სისქე 0,70 მ-ია.
თითქმის აღარაა შემორჩენილი აბანოს დასავლეთი კედელი, გარდა მისი სამხრეთი კუთხის პატარა ნაწილისა, რომელიც 1,50 მ სიგრძეზე ფიქსირდება. მისი სიმაღლე გარეპირიდან 3,50 მ-ია, სისქე 0,70 მ (ტაბ.XXXII/3). კედლის წყობაში შეინიშნება აგურისა და ქვის რიგების მონაცვლეობა. კედელს ძირზე შემოუყვება 0,20 მ სიგანის საფეხურ-ჩამოსაჯდომი, რომელიც თავის დროზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, რადგან აბანოს სამხრეთ კედელსაც გაუყვება ასეთივე საფეხურ-ჩამოსაჯდომი, რომლის სრული სიგანე 0,30 მ-ია. აბანოს დასავლეთი კედლის უდიდესი ნაწილი ტერასის ძირასაა გადავარდნილი.
შედარებით უკეთაა შემორჩენილი აბანოს სამხრეთი კედელი (ტაბ.XXXIII/1). მისი სიგრძე 9 მ-ია, სისქე ზედა ნაწილში 0,75 მ. კედელი თავის მხრივ დაშენებულია 1,15 მ სიმაღლისა და 1,30 მ სისქის ცოკოლზე. კედლის საერთო სიმაღლე 3,40 მ-ია. მას სამხრეთ-დასავლეთ კუთხიდან გაუყვება 0,30 მ სიგანის საფეხურ-ჩამოსაჯდომი. სამხრეთი და დასავლეთი კედლის საფეხურ-ჩამოსაჯდომები ერთმანეთს ებმის ამ ორი კედლის კუთხეში [მინდორაშვილი 2016 ბ: 11-12]. აბანოს სამხრეთი კედლის ხილული ნაწილი 6 მ სიგრძეზე ფიქსირდება. ამის შემდეგ, ვიდრე ზღუდის კედლამდე მხოლოდ ცოკოლის ნაშთებია შემორჩენილი.
სამხრეთ კედელს 0,90 მ-ის დაშორებით, პარალელურად გაუყვება ბაზალტის ფლეთილი ქვებითა და აგურით ნაგები, კირით მოლესილი მასიური კედელი, რომელიც ძლიერაა დაზიანებული აფეთქების შედეგად (ტაბ.XXXIII/1). კედლის აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის სისქე 2,20-2,25 მ-ია და შემორჩენილია 3 მ სიმაღლემდე ორგანულადაა ჩაშენებული ზღუდის კედლის წყობაში. ზღუდის კედელი და აბანო თანადროული უნდა იყოს. კედელში ჩაშენებული ყოფილა აგურითა და ბაზალტის ფლეთილი ქვებით ნაგები აბაზანა (ტაბ.XXXIII/1). რომელიც შიგნიდან კირხსნარით ყოფილა მოლესილი (ზომები: 1,5x1,5x0,70 მ). აბაზანაზე ჩრდილოეთი მხრიდან მიდგმული ყოფილა კედელი, რომელიც 1,70 მ სიგრძეზეა შემოჩენილი. მისი სიმაღლე 0,80 მ-ის, სიგანე 0,70 მ. კედლის ზედაპირი და აბაზანის ჩრდილოეთი კედლის მხარე კირხსნარით ყოფილა მოლესილი. როგორც კედლებზე აქა-იქ შემორჩენილი ნალესობის მიხედვით ჩანს, აბანო როგორც გარედან, ისე შიგნიდან კირხსნარით ყოფილა შელესილი.
შენობის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია აღმოსავლეთ მხარეს გადაწოლილი აბანოს გუმბათის ნანგრევები (ტაბ.XXXIII/2). გუმბათს ცენტრში ჰქონია მაღალი ცილინდრული მოყვანილობის ერდო, რომელიც შენობის სინათლის წყარო იყო (ტაბ.XXXIII/3). თუმცა, შენობას დღის განათების სხვა წყაროებიც უნდა ჰქონოდა სარკმლების სახით. ერდოს ზომებია: სიმაღლე 1,80 მ, დმ 0,55 მ. იგი შიგნიდან კირხსნარითაა მოლესილი. გუმბათი, რომელიც ბაზალტის ფლეთილი ქვით, აგურითა და კირხსნარითაა ნაშენი ზემოდან გადალესილია კირხსნარის სქელი ფენით (ტაბ.XXXIII/2). გუმბათის თავი ცენტრალურ ნაწილში, ერდოს თავზე რამდენადმე შემაღლებულია და კვადრატულად ჩაღრმავებული. ამ ჩაღრმავებას სარკმლის მინა ფარავდა.
გუმბათი შედგება ოთხი კედლისაგან, რომელთაგან სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები აგურით ნაშენი თაღებია (ტაბ.XXXIII/2). თაღებს შორის მანძილი 3,60 მ-ია, კედლების სისქე - 0,40 მ. თაღი შიგნიდან კირხსნარითაა ნალესი. გუმბათის საყრდენი დასავლეთი კედელი ჩრდილო-სამხრეთი კედლებისაგან განსხვავებით ვერტიკალურია და აგურისა და ქვების ჰორიზონტალური რიგებითაა ნაშენი. დასავლეთი კედლის ნანგრევების მიხედვით, გუმბათის სიმაღლე 2 მ-ია. აბანო ძლიერაა დაზიანებული ამიტომ დღეისათვის ძნელია იმის გარკვევა, როგორ გადადიოდა გუმბათი ძირითად საყრდენ კედლებზე.
აბანო თავისი დანიშნულებით ციხის აბანოთა რიგს უნდა განეკუთვნებოდეს. როგორც, მისი შემსწავლელი დ. მინდორაშვილი ფიქრობს, ის აფეთქებულ-დანგრეული უნდა იყოს რუსეთ-თურქეთის ომის დროს, კერძოდ 1878 წელს, რუსეთის საარტილერიო ჭურვებით [მინდორაშვილი 2016: 13-14], რაც სავსებით კანონზომიერი ჩანს.
პეტრაზე წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ციხის ტერიტორიაზე ყველაზე გვიანდელი ფენა XVIII-XIX საუკუნეებს განეკუთვნება და დაკავშირებულია აქ ოსმალთა გარნიზონის დგომასთან. გვიანდელ ფენაში აღმოჩნდა: დერგები, ქილები, ქოთნები, დოქები, ფაიანსისა და მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, ჩიბუხები, აგურისა და კრამიტის ნატეხები; ლურსმნები, თოფისა და ზარბაზნის ჭურვები და ა.შ. [ინაიშვილი 1974: 130-132, 137; მინდორაშვილი 2016 ბ: 1-17].
$ 4. ზენდიდის ციხე
ზენდიდის ციხე მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ზენდიდში, აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ბათუმიდან 40 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 380 მ სიმაღლეზე.
საისტორიო წყაროებში თითქმის არაფერია ნათქვამი ციხის აგების თარიღისა და მნიშვნელობის შესახებ, მას არ მოიხსენიებს XIX ს-ის და XX ს-ის დასაწყისის თითქმის არცერთი მოგზაური (დ. ბაქრაძე, გ. ყაზბეგი, თ. სახოკია და აშ). ციხესთან დაკავშირებული ფაქტები დაცულია მხოლოდ ზ.ჭიჭინაძესთან და ისიც, იქ საუბარია იმის შესახებ, რომ როცა შაჰ-თამაზმა XVI ს-ის 70-იანი წლების შუახანებში დალაშქრა სამცხე, იქაურმა ფაქტობრივმა მთავარმა დედისიმედმა ზენდიდის ციხეს შეაფარა თავი და აქედან ახდენდა ქართული ლაშქრის ორგანიზებას, თუმცა ავტორი არ უთითებს, თუ რომელ წყაროს ეყრდნობა [ჭიჭინაძე 1911 ბ]. გამოთქმულია მოსაზრება, ციხის XVI ს-მდე გაცილებით ადრე არსებობის, ხოლო XVI ს-ის II ნახევარში მისი განახლებისა და გაფართოების შესახებ [ბეჟანიძე 2013: 29]. ი. მოსულიშვილი ციხესიმაგრის არქიტექტურულ დეტალებზე დაკვირვებით პარალელს უჯარმის (VI ს), რუსთავის (VIII ს) და ამ ეპოქის სხვა ძეგლებთან ავლებს [მოსულიშვილი 1998: 2]. ხოლო, შ. ვარშანიძის მოსაზრებით, ზენდიდის ციხე XVII ს-ის თურქი მოგზაურის ევლია ჩელების თხზულებაში მოხსენიებული აჭარის ციხეა [ვარშანიძე 1974: 123].
ციხის აშენების თარიღისა და ფუნქციონირების ხანგრძლივობის დადგენის მიზნით 2001 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ზენდიდში კომპლექსური ექსპედიცია მიავლინა (ხელმძღ. შ. მამულაძე). არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამუშაოები ერთდროულად რამოდენიმე უბანზე აწარმოა: ციხის შიდა ტერიტორიაზე - #1, 2, 3 წრიულ და ნახევრადწრიული ფორმის კოშკებში, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში და ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიდი ზომის საცხოვრებელ ნაგებობებში.
ციხე აგებულია ძნელად მისადგომ მთაზე, მეტად ხესაყრელ ადგილზე. გარდა იმისა, რომ იგი აკონტროლებდა საკუთრივ აჭარისწყლის ხეობაზე გამავალ ბათუმი-სამცხის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზას, ის ამავე დროს აკონტროლებდა აკავრეთას ხეობას, რომელიც აჭარისწყლის მარცხენა შენაკადია [მამულაძე...2009:370-371]. მეციხოვნეებს აქედან შეეძლოთ დაეზვერათ სამხრეთისაკენ მიმავალი გზები, რომლებიც ორცვა-ალიქოღლები-მერისის კალთებზე გადიოდა. მას დასავლეთით გვარამკალოს ქედი, ხოლო აღმოსავლეთით სოფ. გულები აკრავს [ვარშანიძე 1974: 123].
ციხის ფართობი 6000 მ2 შეადგენს. მისი გეგმა მისადაგებულია რელიეფს და რამდენადმე წაგრძელებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. ციხესიმაგრე გეგმაზე ჩრდილო აღმოსავლეთის მხარეს ოთხკუთხედი, სამხრეთ დასავლეთის მხარეს კი გაშლილი ოვალური ფორმისაა. ციხის ტერიტორიაზე შემოჩენილია ზღუდის კედლები, კოშკები, კარიბჭეები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები (ტაბ.V/1; ტაბ.XXXIV/1-3).
ციხის მთავარი შესასვლელი მდებარეობდა ზღუდის დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთში (სიგანე 2,15 მ.). მისგან შემორჩენილია სამხრეთი წირთხლი და ზღურბლის ნაწილი. კარიბჭესთან მისასვლელი გზა ორივე მხრიდან შემოსაზღვრული ყოფილა მშრალი წყობით ნაგები ქვის კედლით (ყორით). კარიბჭის სამხრეთი წირთხლიდან 2,2 მ დაშორებით ზღუდის კედელზე გარედან კვადრატული ფორმის მინაშენია (ზომები:2,55x2,18 მ). მის ქვის ფილებით შედგენილ ზედაპირზე ქვათლილებით ამოშენებული ყოფილა გუმბათოვანი მოყვანილობის ფურნე, რომლისგანაც ქვის წყობის მხოლოდ ორი რიგია შემოჩენილი. ფურნე ნაწილობრივ ფარავს ჭიშკარის სამხრეთით, ზღუდის კედლის ქვედა ნაწილში არსებულ ზარბაზნისათვის განკუთვნილ ღიობს (ზომები:0,8x0,7x1,1მ). სამხრეთი კედლის მაქსიმალურად შემორჩენილი სიმაღლეა - 2,25 მ, სისქე - 1,1 მ. სამხრეთი კედლის ბოლოს, ციხის დასავლეთი ჭიშკრიდან 20,85 მ-ის დაშორებით, მდებარეობს წრიული გეგმის #2 კოშკი (ზომები: შემორჩენილი სიმაღლე 2,1 მ, დმ - 2,2-2,5 მ, კედლის სისქე 1,1 მ). ნაგებია ბაზალტის სხვადასხვა ზომის ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით კირხსნარზე. კოშკი ზღუდის კედელზე გარედანაა მიშენებული. შესასვლელი მოწყობილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კოშკის ჩრდილოეთ კედელში სარკმელია (ზომები: შიგნიდან 41x42x52 სმ, გარედან 34x12x18 სმ.). ასეთივე სარკმელი კოშკს უნდა ჰქონოდა სამხრეთ-დასავლეთიდანაც.
#2 კოშკიდან ზღუდის კედელი მიემართება სამხრეთით ამ ნაწილში კედელი შემორჩენილია 1,5 მ სიგრძეზე. ამის შემდეგ ის (დაახ. 10–12 მ სიგრძეზე) იკარგება თანამედროვე სახლის ქვეშ [მამულაძე...2001:3]. ციხეში შესასვლელი თანამედროვე გზიდან, კედელი უხვევს აღმოსავლეთით და ებჯინება ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე #1 კოშკს, რომელიც გეგმაში არაწესიერი ნახევარწრეა (ტაბ.V/1). მისი აღმოსავლეთი კედელი სწორხაზოვანია, სამხრეთით კედელი თანდათან ქმნის ოვალს და ისე ებმის ზღუდის კედელს. კოშკის შიდა ფართობია: 3x2,4 მ. კედლის სისქე 1,2 მ, შემორჩენილი სიმაღლე 4 მ. ნაშენია ბაზალტის მოზრდილი, ნაწილობრივ დამუშავებული ქვებით კირხსნარზე, წყობაში აქა-იქ გამოყენებულია კრამიტის ნატეხები. აღმოსავლეთ კედელში შემორჩენილია სამი სარკმელი (ზომები: პირველის - 1,2x60 სმ, მეორეს - 1,2x40 სმ, მესამეს - 1,2x70 სმ). ერთი სარკმელი შემორჩენილია დასავლეთ კედელზეც (ზომები: 1,2x70 სმ). აღმოსავლეთი კედელი, რომელიც ამავე დროს ზღუდის კედელიცაა, სწორხაზოვანია და გრძელდება ჩრდილოეთით 7,2 მ. სიგრძეზე (სიმაღლე-1,1 მ. სიგანე-1,2 მ). ზღუდის კედელში, კოშკში შესასვლელიდან 2,95 მ დაშორებით ციხეში შესასვლელი 0,95 მ სიგანის კარია. მისგან ჩრდილოეთით, ასევე ზღუდის კედელში არის მცირე ზომის წყალსაწრეტი ხვრელი. ამის შემდეგ კედელი უერთდება მასიური, კარგად გათლილი კვადრებით კირხსნარზე ნაშენ ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს.
ციხის სამხრეთ–აღმოსავლეთი კარიბჭის სიგანეა 2,25 მ. ნაწილობრივ დაზიანებული ზღურბლი შედგენილია ბაზალტის ბრტყელი ქვებით, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ებმის ცხრასაფეხურიანი 3,2 მ სიგანის ქვის კიბე. ციხის აღმოსავლეთი კედელი კარიბჭიდან მიემართება ჩრდილოეთით ებჯინება დიდი ზომის ნაგებობას (ზომები: 12,40x17,40 მ), რომელიც თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული (ტაბ.V/2). შენობა ორსართულიანი ყოფილა. მისი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედელი პირდაპირ გალავანზეა დაშენებული. სწორედ აქ ფიქსირდება ციხის ზღუდის შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე - 5,70 მ. აღმოსავლეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაკეთებულია, ჭრილში კონუსური ფორმის სარკმელი (ზომები: 90x70 სმ). მისი წირთხლები მასიური, გათლილი ქვებითაა შედგენილი. სამხრეთი კედელი (ზომები: 12,80x1 მ) ძლიერ დაზიანებულია. ნაწილი გალავანზეა დაშენებული. თითქმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა ნაგებობის თავდაპირველი შესასვლელი, რომელიც მოგვიანო პერიოდში ახალი იატაკის მომზადების დროს იქნა გაუქმებული (ზომები: 1,37x80). ნაგებობის დასავლეთი კედელიც საპირე მხარეს დამუშავებული ნაგლეჯი, ზოგჯერ კვადროვანი ქვითაა ნაგები. კედლის ცენტრალურ ნაწილში მოცემულია 1,50 მ სიგრძისა და 50 სმ სიგანის ლოდებისაგან შედგენილი მეორე სართულზე ასასვლელი საფეხურების ორი რიგი. სარდაფის ინტერიერში გამოიყოფა ორი დიდი (ფართობი:106,9 მ2) და პატარა სათავსი (ფართობი: 38,11 მ2) რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება 1 მ სიფართის გამყოფი ტიხარით. [მამულაძე...2001:6).
ციხის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარეობს #3 კოშკი (ტაბ.V/1) გეგმით ის წრიულია და ზღუდეზე გარედანაა მიშენებული (ფართობი 3,4x2,75 მ. სიმაღლე 2,1 მ, სისქე 0,9 მ.). კედელი დაფუძნებულია 1,2 მ სიმაღლის საძირკველზე. კოშკის იატაკი მიწატკეპნილია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან (კარის ზომებია: სიმაღლე- 1,7 მ, სიგანე-0,6 მ). კარის ზედა ნაწილი თაღოვანია. ზღურბლი შედგენილია დამუშავებული ქვების ორი რიგით. კოშკში შესასვლელიდან ზღუდის კედელი 7,9 მ გრძელდება და ებმის ციხის დასავლეთ კარიბჭეს.
ციხის კედლები ერთნარი სამშენებლო ტექნიკითაა ნაგები. ნაშენია ბაზალტის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. წყობა თარაზულია. არათანაბარი ზომის ქვებს შორის დარჩენილი სივრცე შევსებულია წვრილი ქვებით ან კრამიტით. კედლის სისქე 1,2 მ-ია. დუღაბი ზომიერადაა გამოყენებული. მწკრივების სიმაღლე თითქმის ყველგან ერთნაირია და აღწევს 25 სმ-ს. კედლის პერანგებს შორის არსებული ნაწილი შედარებით მცირე ზომის ნაგლეჯი ქვებითაა შევსებული. სარკმლები, კარიბჭეები, ნაგებობათა კუთხეები და საწრეტები ნაშენია კარგად დამუშავებული, გათლილი ქვებით [მამულაძე... 2001: 5].
არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადგინა, რომ ზენდიდის ციხე გვიანი შუასაუკუნეების ერთფენოვანი ძეგლია და როგორც არქეოლოგიური მასალები მიუთითებს ის XVII ს-ში უნდა იყოს აგებული. ციხის სხვადასხვა უბნის გათხრებისას გამოვლინდა არც თუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ მრავალფეროვანი მასალა. მათი აბსულუტური უმრავლესობა კერამიკაა და დანიშნულების მიხედვით იყოფა სამეურნეო, სამზარეულო, სუფრის, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაწარმად. თავისი ფორმებით, იერით შემკულობით, დამუშავების ტექნიკით, გამოწვის ხარისხით და სხვ. ეს კერამიკა არის გვიანი შუა საუკუნეების გვიანდელი ეტაპის ნაწარმი და ძირითადად თარიღდება XVII–XVIII სს-ით [მამულაძე... 2001: 24].
$ 5. ხიხანის ციხის გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობები
ხიხანის ციხე მდებარეობს, ხულოს მუნიცპალიტეტში, არსიანის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, აჭარა-შავშეთის საზღვარზე, ხიხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 2235 მ-ზე. მაღალი კლდოვანი მასივის თხემი, რომელზეც ციხეა აშენებული წაგრძელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ – ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით (ტაბ.VI). ციხის სიგრძე 350 მ-ია. სიგანით მისი ტერიტორია საკმაოდ ვიწროა და 15-25 მ შორის მერყეობს. ის ყველა მხრიდან მიუდგომელია, რადგან გარშემო აკრავს მაღალი და ციცაბო კლდეები. ერთადერთი, ისიც საკმაოდ რთული მისადგომი ციხეს თავის დროზე ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან. ამჟამად ციხეზე ასვლა ხდება დასავლეთ ფერდზე ბოლო პერიოდში გაკეთებული ბილიკით. ციხე აგებულია უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას. ის აკონტროლებდა რამდენიმე სავაჭრო-საქარავნო გზას, რომლებიც სწორედ ხიხანის მიდამოებში იყრიდა თავს. სოფ.თხილვანაზე და ბაკოზე, გადიოდა საქარავნო გზა ახალციხისაკენ, სოფ. კალოთასა და ჩირუხზე შავშეთისაკენ, ხოლო ახალციხე- არტაანიდან ხიხაძირის გავლით გზა ბათუმისაკენ მიემართებოდა [მინდორაშვილი 2015 ა:132; მამულაძე 1993: 49].
ხიხანის ციხე სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული აჭარისწყლის ხეობის საფორტიფიკაციო სისტემის მეთაურ ციხედ [მამულაძე 1993: 49]. მკლევართა ყურადღება ციხემ ჯერ კიდევ XIX ს-ის დასაწყისში მიიპყრო. მის შესახებ წერდნენ გ. ყაზბეგი [Казбег 1876: 23-24], პ. უვაროვა [Уварова 1891: 245] თ. სახოკია [სახოკია 1985: 220], შემდგომ პერიოდში ხიხანის ციხის ისტორიის საკითხებს იკვლევდნენ ხ. ახვლედიანი [ახვლედიანი 1955: 29-84], ი. სიხარულიძე [სიხარულიძე 1962: 29-32], შ. მამულაძე [მამულაძე 1993: 48-51].
მიუხედავად მკლევართა ყურადღებისა, ციხეზე პირველი არქეოლოგიური ექსპედიცია მხოლოდ 2013 წელს ჩატარდა დ. მინდორაშვილის ხელმძღვანელობით. ექსპედიციამ შეისწავლა ციხის ტერიტორიაზე არსებული განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეების შენობა-ნაგებობები: სასახლე, ეკლესია, ორი მარანი (მათ შორის ერთი წყლის რეზერვუარია), თონე, ბუხრიანი შენობები და ა.შ. [მინდორაშვილი 2015ა: 132-183; მინდორაშვილი 2015 ბ: 1-19].
ციხის ყველაზე გამორჩეული ნაგებობა სასახლეა, რომელიც მდებარეობს მაღალი გალავნით შემოსაზღვრული ზედა ციხის გარეთ, ქვედა ტერასაზე (კოორდინატები N 41.54172; E 42.56511, სიმაღლე ზღვის დონიდან 2225 მ). სასახლე ერთსართულიანი, გეგმით სწორკუთხა შენობაა. (15,70x8,70 მ). (ტაბ.VI; ტაბ.VII/1; ტაბ.XXXV/1). 90-100 სმ სისქის კედლები ნაშენია კლდის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი. კედლის მაქსიმალური სიმაღლე დასავლეთ კართან 3,80 მ-ია. აქვს ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგებული ორი კარი.
სასახლის ტერიტორიაზე გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობებიდან აღსანიშნავია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩაშენებული პატარა ნაგებობა (5,60X4,70 სმ), კედლების სისქე 60-70 სმ. შენობის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მიდგმულია სასახლის კედლებზე (ტაბ.VII/2; ტაბ.XXXV/1). მათი მაქსიმალური სიმაღლე 1,90 სმ აღწევს. მშრალად ნაგები კედლების წყობაში მეორადი გამოყენებით ჩართულია სასახლის კირხსნარისკვალიანი ქვები და ლორფინები. შენობას 90 სმ სიგანის შესასვლელი აქვს სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ კუთხეში. აღმოსავლეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში ბუხარია (ზომები: სიმაღლე-75 სმ, სიგრძე-85 სმ, სიგანე-53 სმ). ბუხრის ზედა საპირე ქვა ნაწილობრივაა გათლილი და ოვალური მოყვანილობა აქვს. ბუხრის სამხრეთით იატაკიდან 1,30 მ სიმაღლეზე შემორჩენილია პატარა თახჩის ნაშთი (30x50x45 სმ). შენობის დასავლეთი კედლის ჩრდილოეთი ნაწილი 50 სმ შიგნითაა შეწეული. სხვა კედლებისაგან განსხვავებით დასავლეთი კედლის გარე მხარე არაწესიერადაა ნაწყობი. ნაგებობის იატაკზე აქა-იქ შემორჩენილია კირხსნარის ნალესობა, რომელიც თავდაპირველი სასახლის დროინდელია. ისე კი გვიანდელი ნაგებობის იატაკი მიწატკეპნილია. მეორე გვიანდელი შენობა სასახლისათვის აღმოსავლეთის კედელზე გარედან მიუშენებიათ (ტაბ.VII/2; ტაბ.XXXV/1). ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება (4,10x3,40მ). 1,6 მ სიმაღლეზე შემორჩენილი 70-80 სმ სისქის მშრალად ნაგებ კედლებში ჩართულია სასახლის კირხსნარის კვალიანი ქვები და ლორფინები. ნაგებობის 1,30 მ სიგანის კარი ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ კუთხეშია. აღმოსავლეთი კედლის ცენტრში ბუხარია. (ზომები: 80x70x50 სმ). ბუხრის თავსართი ქვა გათლილია და თაღოვანი მოყვანილობა აქვს. ნაგებობის ჩრდილოეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში იატაკიდან 1,45 მ სიმაღლეზე თახჩაა (30x25x40-45 სმ). იატაკი მიწატკეპნილია [მინდორაშვილი 2015 ა: 142].
გადაკეთება განუცდია სასახლის დასავლეთ კედელზე მიშენებულ ნაგებობას (ფართობი 5x7,5 მ). კედელი, რომელიც 5 მ-მდე გრძელდება (შემორჩენილი სიმაღლე - 35 სმ, სისქე-60 სმ). შედგება კირხსნარით შეკრული ქვების მასებისაგან. თავდაპირველი, სასახლის დროინდელი კედლის ადგილას სასახლის ნანგრევებიდან აღებული ქვების მასებით ახალი კედელი აუგიათ (ტაბ.VII/2; ტაბ.XXXV/2). გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობები მდებარეობს ციხის სხვადასხვა უბნებშიც. ერთ-ერთი მათგანი გამართულია ციხის #4 კოშკიდან დასავლეთით 50 მ-ის დაშორებით (კორდინატები: N 41.54218; E 42.56241), ფერდობზე (ტაბ.VIII/1; XXXVI/1). ნაწილობრივ ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე ამოღებულია ქვაბული, რომელშიც შენობის ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლებია აგებული. ნაგებობა ნაშენია კლდის ნატეხი ქვით. წყობა მშრალია. 0,9 მ სიგანის შესასვლელი აქვს დასავლეთი კედლის უკიდურეს სამხრეთ მონაკვეთზე. ჩრდილოეთი კედლის შუა ნაწილში გამართულია ბუხარი (ზომები: სიმაღლე-70 სმ, სიგრძე-80 სმ, სიგანე-60 სმ). მისი გვერდითი და ზურგის კედლები კლდის ნატეხი ქვითაა ამოყვანილი. თავსართად მოგრძო კლდის ქვაა გამოყენებული. ბუხრიდან აღმოსავლეთით კედელში ერთი სწორკუთხა თახჩაა მოწყობილი. (ზომები:30x30 სმ). ნაგებობის კედლების შემორჩენილი სიმაღლეა 1,9 სმ, კედლების სისქე - 0,8-0,9 სმ-ია.
ექსპედიციამ შეისწავლა #1-2 კოშკს შორის მდებარე ნაგებობა (ტაბ.VIII/2; XXXVI/2), რომელიც მდებარეობს #1 კოშკიდან დასავლეთით 23 მ-ის დაშორებით. დასავლეთიდან აღმოსავლეთით მკვეთრად დაქანებულ ფერდობზე, საგანგებოდ მოჭრილ და მოსწორებულ ტერასაზე (კოორდინატები:N 41.54089; E 42.56580). ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. წყობა მშრალია. დასავლეთის კედელი მიდგმულია კლდოვან ფერდობზე. ნაგებობა გეგმაში კვადრატს უახლოვდება (შიდა ზომები: 4,2x4,3 მ). კედლების შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლეა 1,9 მ, სისქე-1 მ. იატაკი მიწატკეპნილია. ნაგებობის ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლები საფასადე მხრიდან თავიდანვე მიწაში იყო გამართული. აღმოსავლეთი კედლის შუა ნაწილში გამართული იყო შესასვლელი (სიგანე-0,7 სმ), რომელიც მოგვიანებით ამოუქოლავთ და შესასვლელი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაუკეთებიათ. შენობის დასავლეთი კედლის შუა ნაწილში გამართულია ბუხარი. (ზომები: სიმაღლე-1,28 მ, სიგრძე-1,8 მ, სიგანე - 0,58 მ).
კიდევ ერთი ბუხრიანი ნაგებობა მდებარეობს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მკვეთრად დაქანებულ ფერდობზე, #2 კოშკის სამხრეთით 50 მ-ის დაშორებით (კოორდინატები: N 41.54096; E 42.56516). ნაგებობა აშენებულია ხელოვნურად მოსწორებულ ბაქანზე (ტაბ.VIII/3; ტაბ.XXXVI/3). შენობა ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. წყობა მშრალია. ნაგებობა გეგმაში კვადრატს უახლოვდება (შიდა ზომები: 3,20x3,45 მ, კედლების სისქე-70-90 სმ, კედლების მაქსიმალური სიმაღლე -1,8 მ). აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები ზურგით ფერდობზეა მიდგმული. შენობა ნახევრად მიწური ყოფილა. შესასვლელი დასავლეთი მხრიდან უნდა ქონოდა. აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში ბუხარი ყოფილა გამართული (ზომები: სიმაღლე-90 სმ, სიგრძე-65 სმ, სიგანე-50 სმ). ბუხრის ჩრდილოეთით, იატაკიდან 1 მ სიმაღლეზე კედელში მოწყობილია ორი მცირე ზომის სწორკუთხა თახჩა (25x25x25 სმ, 27x24x19 სმ), რომლებიც ერთმანეთის თავზეა განლაგებული. #1-2 კოშკს შორის მდებარე ნაგებობიდან 7,2 მ-ის დაშორებით, ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს კიდევ ერთი ბუხრიანი ნაგებობა (ტაბ.XXXVII/1). ნახევრად მიწური შენობა კლდის ფლეთილი ქვებითაა ნაგები. წყობა მშრალია, გეგმა კვადრატული - (3,60x3,50). მისი დასავლეთი კედლის ზურგი მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. (ზომები: სიმაღლე 1,80 მ, სისქე - 0,70 მ). კედლის შუა ნაწილში გამართულია ბუხარი, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია (ბუხრის ზომები: სიმაღლე 1,50 მ, სიგანე 0,85 მ, სიღმე 0,45). ნაგებობის სამხრეთი კედელი ნახევრად მიწაშია ჩადგმული (ზომები: მაქსიმალური შემორჩენილი სიმაღლე 1,80 მ, მინიმალური - 0,60-0,70 მ, კედლის სისქე 0,70 მ). ნაგებობის დასავლეთი და სამხრეთი კედელი ერთმანეთთან ბლაგვ კუთხეს ქმნიან, რაც იმითაა გამოწვეული, რომ, მშენებლებს ამ ორი კედლის გადაბმისას გამოუყენებიათ კლდის ბუნებრივი მასიური შვერილები და მათზე ამოუყვანიათ ნაგებობის კუთხე. სამხრეთი კედლის შუა ნაწილში იატაკის დონიდან 0,90 მ სიმაღლეზე სამკუთხა მოყვანილობის ნიშია (ზომები: სიმაღლე 0,40 მ, სიგანე 0,55, სიღმე 0,60 მ). ნაგებობის ჩრდილოეთი კედლის შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლეა 1,80 მ, მინიმალური - 0,30. 0,90 სისქის კედლის წყობაში ჩართული იყო ლორფინის ერთი მცირე ფრაგმენტი. ნაგებობის აღმოსავლეთი კედელი ყველაზე ცუდადაა შემორჩენილი (ზომები: მაქსიმალური სიმაღლე 0,80 მ, მინიმალური - 0,20 მ, კედლის სისქე 0,80 მ). შენობას შესასვლელი ჰქონია ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კუთხესთან. სავარაუდოდ კარის სიგანე 1-1,10 მ უნდა ყოფილიყო. შენობის იატაკი მიწატკეპნილია.
ციხის ცენტრალურ ნაწილში XI-XII სს-ის 43 ქვევრიანი მარნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გალავნიდან 0,40-0,50 მ-ის დაშორებით (კოორდ. x 0296927; y 4601698), 2015 წელს ექსპედიციამ შეისწავლა კიდევ ერთი მშრალი წყობით ნაგები ბუხრიანი შენობის ნანგრევები (ტაბ.XXXVII/2). შენობა ძლიერ იყო დაზიანებული (ფართობი: 4,10x3 მ). დამხრობილი ყოფილა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩრდილო-დასავლეთ ხაზზე. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში, კუთხესთან ბუხრის ნაშთებია (ზომები: შემორჩენილი სიმაღლე - 0,90, სიგრძე - 1,05 მ, სიგანე - 0,50 მ). ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის სისქე 1,20 მ-ია. აღნიშნული კედელი, რომელიც შუაში 1,50 მ სიგრძეზე მორღვეულია და მისი კვალი თითქმის აღარ შეიმჩნევა, აღმოსავლეთ მხარეს 1,30 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შენობის ამ კედლის დიდი ნაწილი მიწაში იყო მოქცეული. ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთი კედლის მხოლოდ ქვედა ფენაა შემორჩენილი. მისი სისქე 0,70 მ-ია. კედელი შედარებით უკეთ ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ფიქსირდება. აქ მისი სიმაღლე 0,90 მ-ს აღწევს. ნაგებობის ჩრდილო-დასავლეთი კედლის სიმაღლე შემორჩენილია 0,20-0,40 მ-ზე, სისქე 1,40 მ-ია. მას შეასვლელი უნდა ჰქონოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში, რომლის კვალი თითქმის მთლიანადაა წაშლილი. აღნიშნული კედლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია შემორჩენილი შენობის აღმოსავლეთ კუთხესთან. ნაგებობის იატაკი მიწატკეპნილია.
ციხის ცენტრალურ ნაწილში არსებული გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობებიდან აღსანიშნავია ჭიდან დასავლეთით 1 მ-ის დაშორებით (კოორდ. x 0296929; y 4601709) მდებარე შენობა - გალავანზე მიშენებული ე.წ. ოვალურკედლიანი ნაგებობა (ფართობი: 5x3,40 მ). ნაგებია მშრალი წყობით (ტაბ.XXXVII/3). შენობის დასავლეთი კედელი გალავანია. მას 1,20 მ სიგანის შესასვლელი აქვს ჩრდილოეთ მხარეს. გალავანზე მიშენებული მშრალი წყობით ნაშენი კედელი 10,50 მ სიგრძისაა და 1,60 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. მისი სიგრძე 0,80 მ-ია. ის ოვალურად მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით. 5,30 მ სიგრძეზე კედლის სისქე მკვეთრად იცვლება და ის 1,60 მ ხდება. შენობის იატაკი სხვა გვიანდელი ნაგებობების მსგავსად მიწატკეპნილია [მინდორაშვილი 2015 ბ: 12-18]. გვიანი შუასაუკუნეების კიდევ ორი ნაგებობის შესწავლა მოხერხდა 2016 წლის ექსპედიციის დროს. პირველი მათგანი მდებარეობს (ფართობი 3,30x3,10 მ) ეკლესიის სამხრეთ კედელსა და გალავნის კედელს შორის (ტაბ.XXXVIII/1). შენობის სამი კედელი მშრალი წყობითაა ნაგები. რაც შეეხება მეოთხე - სამხრეთის კედელს, ის ციტადელის კირხსნარით ნაშენი კედელია. ამ ადგილას ის 5 მ სიმაღლეზეა შერჩენილი. კედელში იატაკის დონიდან 2,20 მ სიმაღლეზე სამი საკოჭე ღრმულია. შედარებით უკეთ შემორჩენილი ღრმულის ზომა 0,45x0,30x0,35მ-ია. დანარჩენი ღრმულები ჩამოშლილია და თავდაპირველ ზომებთან შედარებით გაცილებით დიდია. ჩანს, მასზე გადებულ კოჭებს ეკავა ნაგებობის სახურავი. ნაგებობის აღმოსავლეთი კედლის თავზე, იქ სადაც შესასვლელი უნდა ყოფილიყო, კარი იატაკის დონიდან 1,70 მ სიმაღლეზე, ციტადელის კედელში გამოუღიათ 1მ სიგრძის, 0,20 მ სიმაღლისა და 0,25 მ სიღმის ღრმული, რომელიც საკოჭე ღრმულებზე 0,35 მ-ით დაბლაა და რომელშიც კარის თავზე გადებული ძელები უნდა დამაგრებულიყო. ღრმულის სიგრძე იმდენივეა, რამდენიც ნაგებობის აღმოსავლეთი კედლის სისქე - 1 მეტრი. ამდენად, კარის თავზე გადებული ძელები ერთი მხრივ გალავანზე, მეორე მხრივ ნაგებობის აღმოსავლეთ კედელზე უნდა ყოფილიყო დაყრდნობილი. ნაგებობის დასავლეთი კედლის შემოჩენილი სიმაღლე 2,20 მ-ია, სისქე - 0,70 მ. დასავლეთი კედლის სიმაღლეზეა შემორჩენილი ნაგებობის აღმოსავლეთი კედელიც, რომლის სისქე 1 მ-ს აღწევს. კედლის სამხრეთ ნაწილში, ზღუდის კედელთან უნდა ყოფილიყო შენობაში შესასვლელი, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია. თუმცა, სავარაუდოდ მისი სიგანე 1,10 მ უნდა ყოფილიყო. მთლიანად მიწურია ნაგებობის ჩრდილოეთი კედელი, რომლის აშენების დროს დაუნგრევიათ ეკლესიის სუბსტრუქციის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთი ნაწილი. დასავლეთ მხარეს მოწყობილია ბუხარი, რომლის ქვედა ნაწილი ვერტიკალურად ჩადგმული გათლილი ქვებითაა შედგენილი 0,80 მ სიმაღლემდე (ზომები: ბუხრის ქვედა ნაწილის სიგანე1,05 მ, სიღმე - 0,50 მ). ამის შემდეგ შედარებით მომცრო ქვებით გამოყვანილია თაღი, რომლის საერთო სიმაღლე დაახლოებით 2 მ უნდა ყოფილიყო. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ბუხრის გვერდზე, გამართულია მოზრდილი თახჩა, რომელიც ბუხრის მსგავსად კედლიდან გარეთაა გამოწეული. თახჩის ქვედა ნაწილი კარგად გათლილი ქვების სამი რიგითაა ამოყვანილი იატაკიდან 0,70 მ სიმაღლეზე. თახჩის სიმაღლე სავარაუდოდ 1,30-1,40 მ უნდა ყოფილიყო, სიგანე 0,90 მ-ია, სიღმე - 0,70 მ. ამ ნახევრად მიწური ნაგებობის კედლების დიდი ნაწილი ნაშენია კარგად გათლილი მოზრდილი ქვებით. ნაგებობის ჩრდილოეთ კედელს ჩაჭრილი აქვს XIII ს-ის 30-იანი წლების ეკლესიის სუბსტრუქციის სამხრეთი კედლის ნაწილი. ამასთან, ნაგებობის მშენებლობაში ეკლესიის ქვებია გამოყენებული.
მეორე ნაგებობა მდებარეობს ციტადელის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ტაბ.XXXVIII/2), ციტადელის ოვალურ კედელსა და ეკლესიას შორის არსებულ ტერიტორიაზე (ფართობი: 2,35x2,40 მ). ნაგებობის ჩრდილო-დასავლეთ კედელს წარმოადგენს ზღუდის კედელი, რომელიც ამ მონაკვეთში 6 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი (კედლის სისქე 1,10 მ). ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი მშრალი წყობითაა ნაშენი და საკმაოდ ცუდად შემორჩენილი. კედლის გარეპირი უსწორმასწოროა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შენობის ეს მხარე მიწური იყო. ეს კედელი ფაქტობრივად ტერასის შემაკავებელი კედელია, რომელიც ზღუდიდან იწყება და ეკლესიის დასავლეთით მდებარე ბაქნისაკენ მიემართება 5,40 მ სიგრძეზე (ზომები: კედლის შემორჩენილი სიმაღლე 0,90 მ, სისქე 0,80). შენობის მშრალი წყობით ნაშენი სამხრეთ-აღმოსავლეთი კედელი მიდგმულია ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე (ზომები: კედლის სიგრძე 4,30 მ, შემორჩენილი სიმაღლე 1,20 მ, სისქე - 0,70 მ). ნაგებობას 0,40 მ სიგანის ვიწრო შესასვლელი ჰქონია სამხრეთ-დასავლეთ კედელში, რომელიც ასევე მშრალადაა ნაშენი. კედელი თითქმის ძირამდეა დანგრეული (ზომები: სიგრძე 0,40, შემორჩენილი სიმაღლე 0,40 მ, სისქე - 0,70 მ). შენობის იატაკი მიწატკეპნილია.
კიდევ ერთი გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობა მდებარეობს #2 კოშკსა და წყლის რეზერვუარს შორის. კედლის აღმოსავლეთი მხარე ქვების უსწორმასწორო რიგია, როგორც ჩანს ამ მხარეს კედელს მიწა ფარავდა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ამ კედელზე მიდგმულია, ასევე მშრალი წყობით ნაშენი პატარა სათავსი, რომლის სამხრეთი კედლის სიგრძე მხოლოდ 1,40 მ-ია, მისი სიმაღლე 0,45 მ-ზეა შემორჩენილი, სისქე 0,70 მ-ია. კედელი ქმნის კუთხეს ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე დამხრობილ ასეთივე მშრალი წყობით ნაგებ კედელთან. კედლის შემორჩენილი სიმაღლე 0,45 მ-ია, სისქე - 0,90 მ [მინდორაშვილი 2016 ა: 1-6].
საფიქრებელია, რომ ბუხრიანი ნაგებობებიდან ყველა ყავრით იყო გადახურული. შესწავლილ ნაგებობებს აერთიანებს შემდეგი ნიშნები: ისინი საკმაოდ პატარა ფართობისაა და მხოლოდ ერთი ოთახისაგან შედგება; 2. ყველა ნახევრად მიწურია; 3. შენობები ნაგებია მშრალი წყობით; 4. ყველა მათგანში, აუცილებლად გვხვდება ბუხარი (გამონაკლის წარომოადგენს მხოლოდ ერთი - ციტადელის ოვალურ კედელსა და ეკლესიას შორის მდებარე ნაგებობა), მაშინ, როცა ციხის უფრო ადრეული ხანის ნაგებობებში გამათბობელი საშუალებები საერთოდ არ ჩანს. ყველა შენობა ერთ პერიოდში - გვიან შუასაუკუნეებშია აშენებული. მათი თარიღი XVII-XVIII სს-ით უნდა განისაზღვროს. ამ ნაგებობებს ციხის ფუნქციონირების ბოლო ეტაპზე XIX ს-ის დასაწყისშიც უნდა ეარსებათ [მინდორაშვილი 2016 ა: 12-18].
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის სხვადასხვა ნაგებობების გათხრებისას გამოვლინდა გვიანი შუასაუკუნეების მასალებიც. კერძოდ: სადა კერამიკა, კეცები, ქოთნები, ჯამები, დოქები, მოჭიქული ჯამების ნატეხები, ფაიანსის სხვადასხვა ჭურჭლის რამდენიმე ნატეხი, კრამიტის ნატეხები, ჩიბუხები, ლითონის ნაწარმი: სხვადასხვა ლურსმნები, ნალები, ასტამი, ზარბაზნის ჭურვები და ა.შ. არქეოლოგიური მასალაც XVII-XVIII სს-ით თარიღდება.
****
როგორც ვხედავთ, ჩვენს მიერ განხილული საფორტიფიკაციო ნაგებობები გვიან შუასაუკუნეებში მნიშვნელოვან გადაკეთებას განიცდის. ცნობილი ხელოვნებათმცოდნის ვ. ბერიძის სამართლიანი შენიშვნით: „საქართველოში არ არსებობს თითქმის არც ერთი ციტადელი და ციხე-სიმაგრე, რომელშიც ამდროინდელი მშენებლობის კვალი არ ჩანდეს. ეს ხანა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არის ციხე-სიმაგრეთა აღდგენის და არა მშენებლობის ხანა“ [ბერიძე 1983: 91; 2014: 405].
გვიანმა შუასაუკუნეებმა წინა დროისაგან მემკვიდრეობით მიიღო ბევრი ციხე-სიმაგრე, რომლებიც განლაგებული იყო საქართველოს უმთავრეს გზებსა და ხეობებში, უმთავრესად კი სტრატეგიულ პუნქტებში. ყველაზე დიდი და სახელგანთქმული ციხეები სხვადასხვა ისტორიულ მხარეებში და მათ შორის აჭარაშიც, თითქმის ყველა ანტიკურ, ადრე შუა და ძირითადად განვითარებულ შუა საუკუნეების ეპოქაშია შექმნილი. რაც შეეხება გვიან შუასაუკუნეებს, უმძიმესი საშინაო და საგარეო პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარების გამო, ციხეების მშენებლობა აღემატებოდა მეფეთა და ფეოდალთა ძალღონეს. სამაგიეროდ დიდი ადგილი უჭირავს ძველი ციხეების აღდენა-განახლებას [ბერიძე 2014: 405]. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იშვიათად მაგრამ მაინც ხდება ახლის აგებაც. აჭარის რეგიონში, სწორედ ამ პერიოდშია აშენებული ზენდიდისა და ნიგაზეულის ციხეები. სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მრავალჯერ გადაკეთება-განახლების გამო ხშირად რთულდება გვიანი შუასაუკუნეების საამშენებლო ფენის გამიჯვნა წინა პერიოდებისაგან. მიუხედავად ამისა, ეს ეპოქა მაინც განსხვავდება ადრეული და განვითარებული შუასაუკუნეების სამშენებლო ხელოვნებისაგან. გვიან შუასაუკუნეებში ქვები უფრო ხშირად უხეშადაა დამუშავებული და წყობაც არაწესიერია. მშენებლობაში გამოყენებულია ნატეხი ქვა და ზოგჯერ აგურიც [ბერიძე 1974: 72; ბერიძე 2014: 406].
გვიანი შუასაუკუნეების მშენებლობის კვალი კარგად ჩანს გონიო-აფსაროსის, ბათუმის, პეტრა-ციხისძირისა და ხიხანის ციხეებზე. ნაგებობათა მშენებლობისას ზოგჯერ გამოიყენება მშრალი წყობა. ასეთი წყობითაა ნაგები ხიხანის ციხეზე შემორჩენილი გვიანი შუასაუკუნეების ყველა ნაგებობა. სხვადასხვა დანიშნულების შენობათა აღდგენა-გამაგრებისათვის, ასევე ხშირად არის გამოყენებული წინა პერიოდის საშენი მასალაც. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება წესიერი წყობით და კარგად დამუშავებული, გათლილი ქვებით ნაგები ციხეებიც. აჭარის ტერიტორიაზე ასეთია ზენდიდისა და ნიგაზეულის ციხეები. მათი კედლები ერთნარი სამშენებლო ტექნიკითაა ნაგები. წყობაში გამოყენებულია შედარებით კარგად დამუშავებული მოზრდილი ქვები. არათანაბარი ზომის ქვებს შორის დარჩენილი სივრცე შევსებულია წვრილი ქვებით ან კრამიტით. მწკრივების სიმაღლე თითქმის ყველგან ერთნაირია, ხოლო კედლის პერანგებს შორის არსებული ნაწილი შედარებით მცირე ზომის ნაგლეჯი ქვებითაა შევსებული.
სიმაგრეთა სათავდაცვო არქიტექტურის თავისებურებებს XV ს-დან განსაზღვრავდა ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენა და გავრცელება. არქიტექტურაზე ამ ახალი ტექნიკის გავლენა საქართველოში განსაკუთრებით შეიმჩნევა XVI ს-დან [აბრამიშვილი... 2000: 188; წურწუმია 2014: 86]. ცეცხლსასროლი იარაღი ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის. სამხრეთ და დასავლეთ საქართველოსათვის ასეთი იარაღის წყარო ოსმალეთის იმპერიაა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსათვის ირანი. სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენასთანაა დაკავშირებული ოსმალების მიერ გონიო-აფსაროსის ციხის კედლების ამაღლება და ქონგურების დაშენება. საკუთრივ ქართველების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მხოლოდ XVI ს-ის მეორე ნახევარშია დადასტურებული, თუმცა მისი გავრცელების ქრონოლოგია სადღეისოთ დასადგენია [წურწუმია 2014: 86].



 ხიხანის ციხე