вторник, 18 января 2022 г.

ფრიტიოფ ნანსენი – არქტიკის მკვლევარი (ოთარ ხარაბაძე)

გამოჩენილი ნორვეგიელი მოგზაურის, ოკეანოგრაფის, საზოგადო მოღვაწის, ნორვეგიის ეროვნული გმირის ფრიტიოფ ნანსენის დამსახურება დაკავშირებულია ძირითადად ორ საინტერესო მოგზაურობასთან: მან პირველმა გადაკვეთა თხილამურებით გრენლანდიის სამხრეთ ნაწილი და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ყინულების დრეიფით სცადა ჩრდილოეთ პოლუსისათვის მიეღწია.

ფრ. ნანსენი დაიბადა 1861 . 10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ კრისტიანიის (ახლანდელი ოსლო) მახლობლად. ბავშვობა სოფლად გაატარა. იქ შეიყვარა ბუნება, ზაფხულობით უმეტეს დროს ნადირობასა და თევზისჭერაში ატარებდა, ან აგროვებდა მწერების კოლექციას. არც ზამთარი იყო მისთვის მოსაწყენი, რადგან იგი ციგურებითა და თხილამურებით სიარულის დიდი მოყვარული იყო. 2 წლისამ ისწავლა თხილამურებზე დგომა, 15 წლიდან ტურნირებში მონაწილეობა დაიწყო და 17 წლის ახალგაზრდა უკვე ნორვეგიის ჩემპიონი იყო ციგურებით დიდ მანძილზე რბენაში, ხოლო შემდეგ სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

სკოლის შემდეგ ფრ. ნანსენმა სწავლა განაგრძო სამხედრო სასწავლებელში, რომელიც მალე მიატოვა და შევიდა ქრისტიანიის უნივერსიტეტში ზოოლოგიის სპეციალობაზე. იგი ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როცა მისი აღმზრდელის, პროფ. კოლეცის რეკომენდაციით გაემგზავრა ნორვეგიის ზღვაში გემვიკინგითცხოველთა კოლექციის შესაგროვებლად და ოკეანოგრაფიულ და მეტეოროლოგიური დაკვირვებათა ჩასატარებლად. გემზე ყოფნის პირველი დღეები ისე მძიმე იყო მისთვის, რომ ეგონა ზღვას ვერასოდეს შეეჩვეოდა, ეს იქნებოდა მისი პირველი და უკანასკნელი მოგზაურობა ღია ზღვაში. მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო. გემვიკინგზეოთხი თვის განმავლობაში (მოინახულა კუნძულები: იან მაიენი, სვალბარდი, ისლანდია, გრენლანდია) ფრ. ნანსენმა ისე შეიყვარა ზღვა, ისე შეეჩვია მას, რომ გადაწყვიტა თვითონვე ჩაეტარებინა ექსპედიციები არქტიკული ზღვების შესასწავლად.

პირველი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ფრ. ნანსენმა უნივერსიტეტი მიატოვა და მუშაობა დაიწყო . ბერგენის მუზეუმის მცველად, მაგრამ არქტიკის კვლევის საქმეს არ ღალატობდა. მას სწამდა, რომ ყინულოვანი არქტიკის საიდუმლოების შესაცნობად საჭირო იყო დიდი წინასწარი მოსამზადებელი მუშაობის ჩატარება.

პრაქტიკული განათლების გამო, რომელსაც მის სტატიებში აჩვენებდა, მას ხარისხის დასაცავად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იწვევდნენ, თუმცა მან მუშაობა მშობლიურ უნივერსიტეტში დაიწყო.

ფრიტიოფ ნანსენმა გადაწყვიტა გადაეკვეთა გრენლანდიის ყინულოვანი საფარი და დაფინანსება ნორვეგიის მთავრობისგან მოითხოვა 5000 კრონი. მთავრობამ უარი უთხრა, თუმცა დანიელმა მეწარმემ ავგუსტინ გამელი ამოიუდგა მხარში და 1888 . ზაფხულში ფრ. ნანსენი გემიაზონითგაემგზავრა გრენლანდიის ექსპედიციაში იყო ხუთი წევრთან ერთად. დანია-სკოტლანდი-ისლანდიის გზის გავლის შემდეგ 11 ივნისს გემი გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროს მიადგა. მის გასწვრივ დრეიფით ცურვის შემდეგ გადაწყდა ფეხით გრენლანდიის გადაყვეთა.

15 აგვისტოს ექსპედიციის წევრები თხილამურებით გაემართნენ კუნძულის დაუსახლებელი აღმოსავლეთ სანაპიროდან დასახლებულ დასავლეთ სანაპიროსკენ. „ჩვენ ეს გზა ამოვირჩიეთ იმიტომ რომ უკანდასახევი გზა აღარ გვქონოდა და რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, კუნძულის მეორე ნაპირამდე მივსულიყავით იგონებდა ფრ. ნანსენი. დიდი გაჭირვებისა და მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, 3 ოქტომბერს დასაწყისში ისინი მშვიდობიანად მივიდნენ კუნძულის დასავლეთ სანაპირომდე და დაიზამთრეს სოფ. გოტჰობში. აქ ფრ. ნანსენმა შეისწავლა ესკიმოსების ყოფა-ცხოვრება და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნა ორი წიგნი: „თხილამურებით გრენლანდიის გავლითდაცხოვრება ესკიმოსებთან“.

1889 . მაისის ბოლოს ფრ. ნანსენის ექსპედიციის ყველა წევრი დაბრუნდა კრისტიანიაში, სადაც ისინი დიდი პატივით მიიღეს. ფრ. ნანსენი გამოაცხადეს ნორვეგიის ეროვნულ გმირად. ამ მოგზაურობის შედეგები მან ასახა წიგნშითხილამურებით გრენლანდიის გადაკვეთა“, რომელშიც მოცემულია გავლილი ადგილების დეტალური აღწერა. ამ დროს დამტკიცდა, რომ გრენლანდია დაფარულია მთლიანი ყინულით, ამ კუნძულზე არ აღმოჩნდაოაზისები“, რაც აღნიშნული იყო ლიტერატურაში.

ექსპედიციამ განსაზღვრა ყინულის სისქე, ჰაერის საშუალო წლიური და აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურები და სხვა აღნიშნული მონოგრაფია ითარგმნა მრავალ ენაზე. ამ შრომისათვის ლონდონის გეოგრაფიულმა, შეედეთის ანთროპოლოგიურმა და გეოგრაფიულმა საზოგადოებებმა ფრ. ნანსენი ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ფრ. ნანსენი დაქორწინდა, მაგრამ მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა დაიწყო ჩრდილოეთ პოლუსზე ექსპედიციისათვის მზადება. მისმა განზრახვამ მიეღწია ჩრდილოეთის პოლუსამდე ყინულების დრეიფით დიდი დავა გამოიწვია, ზოგის აზრით ეს თვითმკვლელობა იქნებოდა. მსოფლიო პრესაში ფრ. ნანსენს კიცხავდნენ და ურჩევდნენ ხელი აეღო ამ განზრახვაზე. მოგზაურის სამშობლოში კი მოიწონეს ფრ. ნანსენის გეგმა ექსპედიციის დაფინანსება მეფემ და კერძო პირებმა იკისრეს. სპეციალურად ააგეს გემი, რომლის გვერდები მომრგვალებული იყო, რათა ყინულების შემორტყმის დროს გემს ზევით ამოწევის საშუალება ჰქონოდა. ფრ. ნანსენმაფრამი“ (ნორვეგიელადწინ“) უწოდა.

1893 . 24 ივნისსფრამმადატოვა ნორვეგია და კურსი აიღო ციმბირის ჩრდილოეთი სანაპიროსკენ. ყინულის დრეიფი რომელიც, ფრ. ნანსენის აზრით, ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად გაივლიდა, თან წაიღებდა. გემს და პოლარულ მოგზაურთა უდიდესი დაბრკოლება ზღვის ყინული მისი ექსპედიციისდამხმარეიქნებოდა.

7 სექტემბერს ექსპედიციამ მიაღწია ტაიმირის ნახევარკუნძულს, 9 სექტემბერს ჩელიუსკინის კონცხს. ფრამმამიაღწია ახალი ციმბირის კუნძულების ჩრდილოეთ სანაპიროს და ჩრდილოეთისაკენ აიღო გეზი. მალე გემი ზღვის ყინულში გაიჭედა, ჩაიყინა და 5 ოქტომბრიდან დაიწყო ყინულთან ერთად დრეიფი. ფრ. ნანსენის ვარაუდი გამართლდა, ისინი ნელა ჩრდილო-დასავლეთით მოძრაობდნენ ყინულებთან ერთად.

ექსპედიციის ყველა წევრი მისთვის მიჩენილ საქმეს დიდი ინტერესით აკეთებდა. ჩატარდა ოკეანოგრაფიული, მეტეოროლოგიური, გლაციოლოგიური და სხვა სახის დაკვირვებანი. „ფრამიდა მისი ეკიპაჟი არაერთხელ იდგა დაღუპვის პირას.

1894 წლის 19 მაისს გადაკვეთა ჩრდილოეთ განედის 81°. მომდევნო წლის იანვრის დასაწყისში ექსპედიციამ მიაღწია ჩრდილოეთ განედის 83° 34′-.

1895 . გაზაფხულზე ნათელი გახდა, რომ დრეიფით ისინი ვერ მოაღწევდნენ ჩრდილოეთ პოლუსს. ყინულების დრეიფი ნავარაუდევზე ბევრად უფრო სამხრეთით გადიოდა ფრ. ნანსენმა გადაწყვიტა ფეხით მისულიყო პოლუსამდე. პოლუსამდე კი 778 კმ იყო დარჩენილი.

1895 . 14 მარტს ფრ. ნანსენმა და . იოჰანსენმა დატოვესფრამიდა ძაღლის მარხილით გაუდგნენ გზას. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დიდი გაჭირვების შემდეგ 8 აპრილს მიაღწიეს, ჩრდ. . 86°13’ (ჩრდილოეთის პოლუსამდე 400 კმ რჩებოდა). ეს იყო აქამდე მიუღწეველი მაღალი განედი. შემდომი წინსვლა შეუძლებული იყო და ნანსენმაც გულდაწყვეტილი გამოაცხადა ექსპედიციის დასრულების შესახებ. გამობრუნდნენ უკან ფრანც იოსების მიწისაკენ, რომელსაც მხოლოდ აგვისტოში მიაღწიეს და დაიზამთრეს.

1896 . ფრ. ნანსენი და . იოჰანსენი შეხვდნენ ინგლისელ მოგზაურ . ჯეკსონს, რომელიც ფრანც-იოსების მიწას იკვლევდა. მისი გემით 13 აგვისტოს ფრ. ნანსენი და . იოჰანსენი დაბრუნდნენ სამშობლოში. სექტემბერშიფრამიდა მისი ეკიპაჟი ოტო  სვერდრუპის მეთაურობით სამშობლოში დაბრუნდა. ნორვეგია ზეიმით შეხვდა მოგზაურებს.

ექსპედიციის შედეგები ფრ. ნანსენმა აღწერა თავის თხზულებაშიფრამი პოლარულ ზღვაში“, რომელიც მრვალ ენაზე ითარგმნა და პოლარულ მკვლევართა სახელმძღვანელოდ იქცა. ფრ. ნანსენის აზრით, მისი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო პოლარული ოკეანის დიდი სიღრმის დადგენა. მანამდე მას წყალმარჩხად თვლიდნენ, დაამტკიცა, რომ პოლარულ არეში არ არის ხმელეთი. წყლის ზედაპირი დაფარულია მარადიული ყინულის საფრით. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის მიერ მოპოვებულ მეტეოროლოგიურ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დაზუსტდა დედამიწის ამ რაიონის კლიმატური თავისებურებანი. გარდა ამისა შესწავლილი იქნა ყინულების წარმოშობა და მოძრაობა, შემჩნეულ იქნა ყინულების მოძრაობაზე. დედამიწის დღეღამური ბრუნვის გავლენა.

ფრ. ნანსენი ცნობილია აგრეთვე როგორც დიდი საზოგადო მოღვაწე. იგი იყო ნორვეგიის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და 1905 წელს შვედეთისგან გამოყოფის შემდეგ იყო ნორვეგიის პირველი ელჩი ინგლისში. 1921 წელს ქვეყანას გაუძღვა „ერთა ლიგაში“ მისაღებად და ამ ორგანიზაციის უმაღლესი კომისარიც კი გახდა.

ფრ. ნანსენი გარდაიცვალა 1930 . 13 მაისს ლუსაკერის მამულში, . ოსლოს მახლობლად.

ფრ ნანსენის სახელი უწოდეს კუნძულს და კონცხს ფრანც იოსების მიწის არქიპელაგში; მთას ტაიმირის --ზე, სრუტეს გრანტის მიწასა და . სვერდრუპს შორის, ღრმულს არქტიკულ აუზში.