воскресенье, 16 января 2022 г.

აბელ იანსზონ ტასმანი (ქრისტინე გაბიანი, გოგა ღვინჯილია)

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა წარმატებით დაიწყო. ქრ. კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, ვასკო და გამამ აფრიკის გარშემოვლით მიაღწია ინდოეთს, . მაგელანმა პირველად ისტორიაში შეძლო დედამიწის შემოვლა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი თეთრი ლაქა იყო ჩვენი პლანეტის რუკაზე. სრულიად გამოუკვლეველი რჩებოდა პოლარული მხარეები. ბევრი მკვლევარი ვარაუდობდა, რომ პოლუსებს ირგვლივ უნდა არსებულიყო დიდი კონტინენტები (ჩრდილოეთის მიწა და სამხრეთის მიწა). სამხრეთში ხმელეთის არსებობაზე უძველესი დროიდანვე მიუთითებდნენ. მაგალითად, არისტოტელე ასაბუთებდა, რომ ეს ხმელეთი უნდა აწონასწორებდეს ჩრდილოეთის კონტინენტებსო. პტოლემაიოსმა მსოფლიოს რუკაზე გამოსახა კიდეციდუმალი სამხრეთის მიწა“.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ექსპედიცია ეხებოდა სამხრეთის მიწას, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ  XVII -ის დასაწყისში ჰოლანდიელმა ვილემ იანცმა (იანსზონმა) მიაღწიაიდუმალიკონტინეტის ჩრდილოეთ სანაპიროს. შემდგომში მას უწოდეს ავსტრალია. ამგვარად, ხმელეთი ნაპოვნი იყო, მისი მოსახლეობა და ბუნება კი ძველებურად საიდუმლოებით იყო მოცული. ამ საკითხების შესწავლა დაეკისრა ექსპედიციას, რომელსაც საათვეში ედგა  აბელ ტასმანი.

გამოჩენილი ნიდერლანდელი ზღვაოსანი აბელ იანსზონ ტასმანი დაიბადა 1603 წელს სოფელ ლიუტგეგასტში (გრონინგემის პროვინცია). როგორ ჩანს საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან იყო. მის შესახებ დოკუმენტებში პირველი მოხსენიება 1631 წლიდან იწყება, როდესაც დაქვრივებული მეორედ დაქორწინდა ღარიბ და გაუნათლებელ გოგონაზე.

1627 წელს ტასმანი ნიდერლანდის საზღვაო-სავაჭრო ოსტ ინდოეთის კომპანიაში უბრალო მატროსად იწყებს მუშაობას. 1633 წელს მას ტექსელიდან გზავნიან ნიდელანდელთა კოლონია ბატავიაში (დღევ. ჯაკარტა) და 1634 წელს გემის მეთაურად (შკიპერად) ხდება. ზღვაოსანთა ძირითადი საქმიანობა ამ დროს სანელებლებისა გადაზიდვა იყო, რასაც კარგი მოგება მოჰქონდა. 1634 წელს ის სანელებლებისთვის გაგზავნეს . სერამზე (მოლუკის -ბი, დღევ. ინდონეზია), სადაც მტრულად შეხვდნენ და რამდენიმე კაცი დაუხოცეს.

1637 წლის აგვისტოში დაბრუნდა ამსტერდამში, მოაწერა კომპანიასთან ახალ 10 წლიან კონტრაქტს ხელი და მეუღლესთან ერთად გადასახლდა ბატავიაში.

ტასმანმა 1638 წელს გემის მეთაურის რანგში პირველად იცურა ინდოეთში. 1639 . ოსტ ინდოეთის კომპანიამ იაპონიის გამოსაკვლევად და მის მოსახლეობასთან სავაჭრო შესაძლელობების გამოსარკვევად ორგემიანი ექსპედიცია გაგზავნა ტასმანისა და . კვასტის მეთაურობით. ეს ექსპედიცია წარუმატებელი გამოდგა და 90 კაციდან 40 დაკარგა, რის შემდეგაც დაბრუნდა ნიდერლანდულ ფორტ ზელანდიაში კუნძულ ფორმოზაზე (დღევ. ტაივანი). ამ მოგზაურობისას აღმოაჩინეს ბონინის პაწაწინა კუნძულები.

1640 წელს ტასმანი 11-იდან ერთ გემს ხელმძღვანელობდა და ამჯერად კომპანიის გემებმა მიაღწიეს იაპონიის პორტ ჰირადოში (. კიუსიუ) და იქ სამი თვე გაატარეს.

 1642 14 აგვისტოს . ტასმანი სათავეში ჩაუდგა ორგემიან ექსპედიციას, რომლის მიზანი იყო წყნარი ოკეანის სამხრეთი და აღმოსავლეთი ზღვების გამოკვლევა, სამხრეთის ხმელეთის საზღვრების დადგენა, მისი სამხრეთიდან შემოვლა და ინდოეთიდან ჩილესაკენ  ახალი საზღვაო გზის აღმოჩენა. ექსპედიცია ბატავიიდან ორი ნახევრად უვარგისი გემით გავიდა, გადაკვეთა ინდოეთის ოკეანე, გასცილდა იმ დროისათვის არსებულ საზღვაო გზებს და მიაღწია მორისიუსის კუნძულს. აქ ექსპედიციამ დაჰყო ერთი თვე, შემდეგ გაემართა სამხრეთისაკენ. ამ მიმართულებით გემები მიცურავდნენ 22 ოქტომბრამდე, შემდეგ მათ აიღეს კურსი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. „გემი, – წერს . ტასმანი, – 17 ნოემბრამდე მიიწევდა სქელ ნისლში, ბობოქრობდა სეტყვიანი და თოვლიანი შტორმი“. ვეებერთელა ტალღები მოდიოდა სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან. . ტასმანმა გადაწვიტა, რომ იქ არ უნდა ყოფილიყო სამხრეთის კონტინენტი. ექსპედიციამ განაგრძო გზა ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებით და 24 ნოემბერს ჰორიზონტზე გამოჩნდა უცნობი მიწა. ამ დღეს . ტასმანმა დღიურში ჩაწერა: „ეს პირველი ხმელეთია, რომელსაც ჩვენ  შევხვდით სამხრეთის ზღვაში იგი უცნობია ევროპელებისთვის. ჩვენ მას უწოდეთ ვან-დინემის მიწა“ (ვან დიმენი ოსტ ინდოეთის კომპანიის გუბერნატორი იყო. 1853 . ტასმანის დაბადების 250 წელთან დაკავშირებითვან-დინემის მიწას უწოდეს ტასმანია).

რამდენიმე დღის განმავლობაში გემები მიჰყვებოდნენ კუნძულის კლდოვან ნაპირს, შემოუარეს სამხრეთიდან და მის აღმოსავლეთ სანაპიროზე შედარებით მოხერხებული წყნარი უბე. მეზღვაურები გადასხდნენ ხმელეთზე. სანაპიროზე დასვეს ბოძი, რომელზეც დააწერეს თავიანთი გვარები. მოგზაურები ადამიანებს არ შეხვედრიან, მაგრამ კუნძული რომ დასახლებულ იყო, ეჭვი არავის ეპარებოდა. ამას ადასტურებდა ხეებზე ამოჭრილი საფეხურები, რომელთა საშუალებით ადგილობრივი მცხოვრები ალბათ ხეებზე ძვრებოდნენ და ფრინველთა ბუდეებიდან კვერცხებს აგროვებდნენ. საფეხურებს შორის მანძილი მეტად დიდი იყო, რამაც მეზღვაურებს აფიქრებია, რომ კუნძულზე გოლიათებს უნდა ეცხოვრათ. შეშინებულმა მეზღვაურებმა უარი განაცხადეს ნაპირიდან შორს წასვლაზე. ამის გამო . ტასმანმა ამ ხმელეთის დეტალური შესწავლა და დაყმაყოფილდა მხოლოდ მისი სანაპიროს ზოლის აღწერით. მან რუკაზე დაიტანა კუნძულის საერთო მოხაზულობა ფრეისინეს ..-მდე, რომელიც მდებარეობდა დაახლოებით აღმოსავლეთ სანაპიროს შუაში.

3 დეკემბერს . ტასმანმა გადაწყვიტა ნაპირზე გადასვლა, მას სურდა კუნძულზე ჰოლანდიის დროშა აღემართა, მაგრამ დიდი ღელვის გამო ნავი ვერ მიადგა სანაპიროს. მაშინ გემის დურგალი, ჰიტერ იაკობსი, დროშით ხელში, ცურვით გაემართა ნაპირისაკენ. აღმოჩენილი მიწა ჰოლანდიის სამფლობელოდ გამოაცხადეს და განაგრძეს გზა ჩრდილოეთით კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით. . ტასმანმა შეისწავლა იგი: აღმოაჩინა კუნძულები, უბეები, უწოდა მათ სახელები, რომელთა უმრავლესობა დღესაც შემორჩა რუკას.

მთელი 150 წლის განმავლობაში . ტასმანის მიერ აღმოჩენილ ვან-დიმენის მიწას ავსტრალიის სამხრეთ ნახევარკუნძულად თვლიდნენ. მხოლოდ 1798 წელს ინგლისელმა . ბასმა დაადგინა, რომ ეს იყო კუნძული, კონტინენტიდან გამოყოფილი სრუტით, რომელსაც ახლა ბასის სრუტე ქვია.

ვან-დიმენის მიწიდან  . ტასმანის გმებმა გზა განაგრძეს აღმოსავლეთით და 13 დეკემბერს  .. 42 * 10–ზე  წააწყდნენ ხმელეთს, რომელიც შტატების მიწად მიიჩნიეს (. ტასმანი ფიქრობდა, რომ ის დაკავშრებული იყო არგენტინის სამხრეთით მდებარე შტატების კუნძულთან). სინამდვილეში ეს იყო ახალი ზელანდიის სამხრეთი  კუნძულის დასავლეთი სანაპირო. საქმე იმაში რომ  . ტასმანის თანამშრომლებმა . ლე-მერმა და . სხოუტენმა 1616 ჰორნის კონცხის ჩრდილო აღმოსავლეთით აღმოაჩინეს ხმელეთი და მას შტატების მიწა (. ესტადოსი უწოდეს). ისინი ვარაუდობდნენ რომ შტატების მიწა სინამდვილეში მეტად დიდია, სამხრეთიდან ფარგლავს  წყნარ ოკეანესა და ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მთავრდება.

სამხრეთ კუნძულთა დგომისას ევროპელები პირველად შეხვდნენ ახალი ზელანდიის აბორიგენ მოსახლეობა მაორებს, თუმცა ეს შეხვედრა სტუმართათვის ტრაგიკულად დასრულდა. მაორები თავს დაესხნენ ხმელეთზე გადმოსულ მატროსებს, დახოცეს რამდენიმე და დაიმალნენ. ამით დამწუხრებულმა ტასმანმა უბესმკვლელთა უბეუწოდა (დღესოქროს უბექვია) და გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღო.

20 დეკემბერს ახალი ზელანდიის სამხრეთ და ჩრდილოეთ  კუნძულებს შორის არსებული  სრუტიდან სულ 6 მილით იყვნენ დაშორებული. . ტასმანმა რუკაზე უწყვეტი ნაპირი აღმოაჩნა, (ახლა კუკის სრუტე) დიდ უბედ მიაჩნდათ. მხოლოდ 127 წლის შემდეგ ინგლისელმა ზღვაოსანმა დაადგინა, რომ ზელანდია ორი დამოუკიდებელიჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულისაგან შედგებოდა).  15 დღის განმავლობაში . ტასმანის გემები მიიწევდნენ ჩრდილოეთი კუნძულის სანაპიროს გასწვრივ. კუნძულის დასავლეთ დაბოლოებას . ტასმანმა მარია ვან-დიმენის კონცხი შეარქვა. გემებმა გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღეს. აღმოჩენილი ხმელეთი უკან დარჩა. წინ გადაიშალა ოკეანე, რომელშიც მრავალი პატარა კუნძული აღმოაჩინეს. 1643 წლის 21 იანვარს ტონგის არქიპელაგს მიადგნენ და მისი რამდენიმე უცნობი კუნძულიც აღმოაჩინეს. აქ შეივსეს წყლისა და საკვების მარაგი და განაგრძეს გზა. 6 თებერვალს მივიდნენ ფიჯის არქიპელაგში და აღმოაჩინეს მისი აღმოსავლეთ  კუნძულების ჯგუფი. შძემდეგ ჩრდილოეთიდან გაუარეს ახალ გვინეას და 1643 . 15 ივნისს მშვიდობით დაბრუნდნენ ბატავიაში.

მართალია, . ტასმანი არ გაცნობია მის მიერ აღმოჩენილ მიწების ბუნებასა და მოსახლეობას, მაგრამ ექსპედიციამ მაინც ჩამოიტანა ბევრი ძვირფასი და საინტერესო ცნობა გეოგრაფიული მეცნიერებისათვის; აღმოჩენილ იქნა ხმელეთის დიდი მასივებიტასმანია, ახალი ზელანდია, ტონგის არქიპელაგი და სხვ. ექსპედიციამ დაასაბუთა, რომ ავსტრალიის კონტინეტი – „ახალი ჰოლანდიაროგორც მას იმ დროს უწოდებდნენ, არ უკავშირდება ჰიპოთეზურსამხრეთ კონტინენტს“, არ გრძელდება  .. 42*-ის სამხრეთით.

ტასმანი კაპიტანის ჩინში აღაზევეს და ხელფასი მოუმატეს. ამავე დროს აირჩიეს ბატავიის იურიდიულ საბჭოში.

ექსპედიციის დაბრუნებიდან 4 თვის შემდეგ დაიწყო ახალი ექსპედიციის დაწყება, რომლის ხელმძღვანელობა კვლავ . ტასმანს დაეკისრა. 1644 29 იანვარს . ტასმანის ექსპედიცია გაემართა ახალი ჰოლანდიისაკენ სამი ხომალდიით („ლიმენე“, „ზემეივედაბრაკე“). 6 თვის მოგზაურობის შემდეგ აღმოჩენილ და გამორკვეულ იქნა კარპენტარიის უბის სამხრეთი და დასავლეთი სანაპიროები, . გრუტაილენდი, განხორციელდა იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი ავსტრალიის ჩრდილოეთის აგეგმვა. დადგინდა, რომ  „ახალი ჰოლანდიაერთიანი კონტინენტია, იმ დროისთვის ეს  გამოკველევა უდიდესი აღმოჩენა იყო.

ოსტ-ინდოეთის კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ტასმანის 1642-44 წლების აღმოჩენებს არაფერი ღირებული არ მოუტანია, რადგან არ აღმოჩენილი ვაჭრობის განვითარებისთვის საჭირო მდიდარი ქვეყნები და ნედლეულის მარაგები.

ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ ბატავიაში ტასმანს მიანიჭეს მეთაურის წოდება და მოუმატეს ხელფასი. ამასთან შეიყვაეს ბატავიის იურიდიულ საბჭოში. 1647 წელს გაგზავნეს კომპანიის ელჩად სიამის მეფესთან. 1648 წელს დანიშნეს 8 გემიანი ფლოტის მეთაურად, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ესპანეთის წინააღმდეგ ომში.

გარდა ამისა . ტასმანი ხელმძღვანელობდა ჰიდროგრაფიულ ექსპედიციებს მალაის არქიპელაგსა და ფილიპინის კუნძულებზე. 1651 წელს დატოვა კომპანია და ჯერ ვაჭრობით დაკავდა, შემდეგ კი მიწათმფლობელი გახდა და მეურნეობის აწყობას ეცადა.

ღვაწლმოსილი მეზღვაური 1659  წლის ოქტომბერში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ბატავიაში. მის საპატივცემულოდ ზღვაოსნის სახელი უწოდეს კუნძულსა და ზღვას ავსტრალიასთან, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე უბეს, ხოლო . ტასმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ნახევარ კუნძულს და სხვა ობიექტებს.





















1 комментарий:

  1. Tritanium-Arteco & Italian Steel vs Titanium - ITIA-ART
    Tritanium-Arteco & Italian Steel vs titanium eyeglasses Titanium babylisspro nano titanium hair dryer - titanium apple watch ITIA-ART - compare prices titanium welding from online stores to garmin fenix 6x pro solar titanium find the lowest prices for Tritanium-Arteco & Italian

    ОтветитьУдалить