воскресенье, 16 января 2022 г.

ამერიგო ვესპუჩი (დიანა ნაყოფია, მაგდა გოგოხია)

გამოჩენილი ზღვაოსანი ამერიგო ვესპუჩი დაიბადა 1451 წლის 9 მარტს ფლორენციაში. მამამისი ანასტაზიო ვესპუჩი რესპუბლიკის სახელმწიფო ნოტარიუსი იყო. ამერიკოს უფროსი ძმა ანტონიო პიზას უნივერსიტეტდამთავრებული სწავლული იყო, ხოლო უმცროსი ძმა ჯერონიმე ვაჭრობდა სირიაში. განათლება ამერიგოს ბიძამისმა ანტონიო ვესპუჩიმ მისცა, რომელიც ბერი იყო ფლორენციის წმინდა მარკის სახელობის დომინიკელთა მონაწტერში. ვესპუჩის წარმეტებები ჰქონდა ფიზიკაში, საზღვაო ასტრონომიასა და გეოგრაფიაში.

როდესაც წამოიზარდა, სამსახური დაიწყო გამოჩენილი ფლორენციელი ვაჭრის მედიჩის სავაჭრო სახლში. 1490 წელს ამერიგო ვესპუჩი თავის ძმისშვილთან (ჯოვანი ანტონიოს ძე) გაემგზავრა ესპანეთის ქალაქ სევილიაში, როგორც მდიდარი ფლორენციული სახლის დანოტო ბერარდის წარმომადგენელი. ეს პიროვნება აფინანსებდა კოლუმბის მეორე (1493 წლის) მოგზაურობას, რისი შუამოვლობითაც უეჭველია ამ ხანებიდან ვესპუჩი იცნობდა კოლუმბს. პირდაპირი ცნობა ამის შესახებ არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ სიკვდილის წინ კოლუმბმა შვილს უთხრა, რომ წასულიყო ვესპუჩისთან სამსახურში, რადგან ის ღირსეული და სანდო ადამიანი იყო.

1492 წელს ვესპუჩის სახლმა დონატო ნიკოლინისთან ერთად გაგზავნა თავის წარმომადგენლად ესპანეთის ქალაქ სევილიაში. 1495 წელს გარდაიცვალა სევილიაში იტალიელი მდიდარი ვაჭარი ჯუანოტო ბერარდი, რომელსაც ესპანეთის სამეფო ოჯახთან კავშირები ჰქონდა და მისი საქმეების გაძღოლა ვესპუჩის დაევალა, რამაც გზა გაუკვალა სამეფო კარამდე და ესპანელთა დაფინანსებულ საღვაო ექსპედიციებამდე.

 ამერიგო ვესპუჩის ოთხი მოგზაურობიდან ორი ეჭვმიუტანლადაა დადასტურებული, რომელთა  შესახებ დაწვრილებით არის მოთხრობილი მის წერილებში.

ვესპუჩის პირველი მოგზაურობა ამერიკის მიმართულებით 1497-1498 წლებში მოხდა კასტილიურ ექსპედიციასთან ერთად, რომელსაც ხუან დიას დე სოლისი, ვისენტე იანეს პინსონი და ხუან დე ლა კოსა მეთაურობდნენ. ექსპედიცია 4 კარაველათი 10 მაისს გავიდა, კანარები გაიარა და ამერიკაში ჩავიდა, თუმცა ზუსტად ვერავინ ამბობს რომელ ტერიტორიას მიადგნენ. უკან მათ 250 ტყვეინდიელიჩამოიყვანეს.

1499 . 20 მაისს . ვესპუჩი შტურმანის სტატუსით ცნობილი ზღვაოსნის ალონსო ოხედას ხელმძღვანელობით (4 გემიანი ექსპედიცია) პუერტო დე სანტა მარიადან (კადისთან ახლოს) დასავლეთისკენ გაემგზავრა და 23,5 დღეში სამხრეთ ამერიკის უცნობ ნაპირებს (ახლანდელი სურინამი ) მიადგნენ. ჩრდილო-დასავლეთით, მარაკაიბოს ყურეში მათ დაინახეს სოფელი, რომელშიც სახლები ხიმინჯებზე იდგაამ ადგილსვენესუელაუწოდეს (ესპანურად – „პატარა ვენეცია“). ამჟამად აქ ამ სახელწოდებით მოზრდილი სახელმწიფო  მდებარეობს. აქედან მათ კურსი აიღეს ჩრდილოეთით, მოინახულეს კუნძული ესპანიოლა (დღევ. ჰაიტი), შემდეგ ბაჰამის კუნძულები და 1500 . თებერვალში ესპანეთში დაბრუნდნენ. თან ჩამოიყვანეს 200 ინდიელი მონად.

ამრიგად, . ვესპუჩიმ აღმოაჩინა ახლანდელი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. ახლად აღმოჩენილ  „კუნძულსპირველად ეერაკრეშს (ჭეშმარიტი ჯვარი), შემდეგ სიხტაკრეშს (წმინდა ჯვარი) უწოდებდნენ; ხშირად იგითუთიყუშის  ქვეყანადაც“  იხსენიებოდა, რადგან იქიდან ესპანეთის მეფეს რამდენიმე თუთიყუში გამოუგზავნეს. მეფე  ამ აღმოჩენით კმაყოფილი დარჩა, ფიქრობდა ეს ადგილები დეტალურად გამოეკვლიათ და აეთვისებინათ, რადგან ეს იქნებოდა საყრდენი პუნქტი ინდოეთისა და ჩინეთის გზაზე.

1500 წელს ვესპუჩი დათანხმდა პორტუგალიის მეფე მანუილ I-ის მიწვევას გადასულიყო მის საზღვაო სამსახურში. მალე დაიწყო ახალი ექსპედიციითვის სამზადისი. გონსალუ კოელიუს ხელმძღვანელობით 1501 . მაისში პორტუგალიის დროშით სამი გემი ლისაბონიდან სამხრეთითმწვანე კონცხისაკენ გაემართა. აქედან ზღვაოსნებმა სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით გადაჭრეს ატლანტის ოკეანე და 16 აგვისტოს მიადგნენ ახლანდელ სამხრეთ ამერიკის უცნობ ნაპირს. ადგილს, სადაც გადავიდნენ, წმ. როკის კონცხი უწოდეს. მოზაურები იქ დიდხანს არ შეჩერებულან, რადგან, როგორც ამერიგო იუწყება, ადგილობრივი მცხოვრებნი მტრულად შეხვდნენ (მათი ეკიპაჟის სამი წევრი რომლებიც ხმელეთზე გადავიდნენ დახოცეს). . ვესპუჩი იქაურმა ბუნებამრბილმა ჰავამ, ნაყოფიერმა მიწებმა, მდიდარმა მცენარეულობამ აღტაცებაში მოიყვანა და თქვა, რომ ეს არის სამოთხე, რომლის შასახებ მას ბავშვობაში მხოლოდ ზღაპრებში სმენია.

1501 წლის 13 ნოემბერს ექსპედიცია სამხრეთით მიადგა ყურეს, რომელსაც ბაია-დი-ტოდუშ-უშ-სანტუში (ყოვლად წმინდის ყურე) უწოდეს (ახლა ამ ყურის ნაპირას მდებარეობს ქალაქი სალვადორი). 1502 . 1 იანვარს იგი უფრო სამხრეთით, მეორე არანაკლები სილამაზის ყურეში შევიდა. მოგზაურებს ყურე მდინარის შესართავი ეგონათ და რიო-დე-ჟანეირო (იანვრის მდინარე) უწოდეს (ახლა მის ნაპირზე ამავე სახელწოდების ქალაქია გაშენებული). ცნობა იმის შესახებ რომ 1502. აპრილის დასაწყისში მათ . . 52*- (. სამხრეთ გეორგია) მიაღწიეს, ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნიეს. დადგა ზამთარი, გახშირდა ქარშხალი, ნისლი, გზა ყინულმა გადაკეტა; სხვა გამოსავალი არ იყო, გარდა უკან დაბრუნებისა. გემები მაისში აფრიკის ნაპირებთან იყვნენ, ხოლო 1502 . სექტემბერში ლისაბონში დაბრუნდნენ.

. ვესპუჩი თანდათან დარწმუნდა, რომ მან ნახა კონტინენტიახალი ქვეყანადა არა აზია, როგორც ქრისტოფერ კოლუმბი ფიქრობდა. . ვესპუჩის ცნობებით გაქარწყლდა მანამდე გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ ეკვატორის სამხრეთით კონტინენტი არ არის და თუ აღმოჩნდა, მასზე ადამიანის საცხოვრებლად საჭირო კლიმატური პირობები არ უნდა იყოსო.

1503 წლის 10 მაისს ვესპუჩი მეორედ გაყვდა ლისაბონიდან გასულ კოელიუს მეორე ექსპედიციას, რომელმაც კანარისა და კაბოვერდეს გავლით კვლავ მიაღწია ბრაზილიას, თუმცა გზაში 6-დან 4 გემი დაიკარგა. ბრაზილიის სანაპიროზე მათ ააგეს ციხე-სიმაგრე, რომელშიც დატოვეს 24 კაცი და სავაჭრო ურთიერთობები გააბეს ადგილობრივებთან. 1504 წლის 18 ივნისს ექსპედიცია მშვიდად დაბრუნდა სამშობლოში.

1505 წელს ესპანეთის მეფე ფერდინანდ II არაგონელის მიწვევითა და კოლუმბის რეკომენდაციით ვესპუჩი დაბრუნდა ესპანეთის საზღვაო სამსახურში. 1508 22 მარტს იგი დაინიშნა ინდოეთისაკენ მიმავალი ექსპედიციების მთავარ ორგანიზატორად.

. ვესპუჩის წერილები, რომელშიც აღწერილი იყო მისი მოგზაურობანი საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ისინი 1505-10 წლების მანძილზე მრავალჯერ გამოიცა სხვადასხვა ენაზე. ამ წერილებით . ვესპუჩი გაიცნო ფართო საზოგადოებამ და დიდი პოპულარობა მოიპოვა მაშინ, როცა კოლუმბის მიღწევებს საიდუმლოდ ინახავდნენ. 1507 წელს გერმანელმა ჰუმანისტმა მარტინ ვალდზეემიულერმა სამყაროს კოსმოგრაფიის შესავალში ამ მეოთხე ქვეყნის ნაწილის აღმოჩენა შეცდომით ამერიგო ვესპუჩის მიაწერა და სამხრეთის კონტინენტსამერიკოს მიწაუწოდა. ამ წლებში  შექმნილ რუკებსა და გლობუსებზე გამოსახული კონტინენტის სამხრეთ ნაწილი გაჩნდა წარწერაამერიკა“.

1538 . გამოჩენილმა კარტოგრაფმა მერკატორმა ეს სახელი კონტინენტის  ჩრდილოეთ ნაწილზეც გაავრცელა. მან 1541 წელს შედგენილ რუკაზე ეს სახელწოდება გაყო: სამი ასოამედააწერა ჩრდილოეთს. ხოლორიკა სამხრეთ ნაწილს. ასემოინათლაახალი ქვეყნის ნაწილიამერიკა“.

ამ საქმეში, როგორც აღნიშნავენ, ამერიგო ვესპუჩი უცოდველია. მას აზრადაც არ მოსვლია და არც არავის ატანდა ძალას მისი სახელი განედიდებინათ, რაშიც  ბრალს სდებდნენ და აუგი სიტყვებით იხსენიებდნენ.

ასე თუ ისე, ინდოეთის ძიებნაში  ქრისტოფერ კოლუმბის მიერ შემთხვევით აღმოჩენილმა ქვეყნის ნაწილმა ასევე შემთხვევით მიიღო სახელწოდება იმ ადამიანისა, რომელსაც . კოლუმბთან შედარებით უფრო ნაკლები დამსახურება  მიუძღვის დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორიაში.

ამერიგო ვესპუჩი გარდაიცვალა 1512 წლის 22 თებერვალს სევილიაში.














Комментариев нет:

Отправить комментарий