вторник, 31 июля 2018 г.

სან ფრანცისკოს კონფერენცია. გაეროს შექმნა (თ. პაპასქირი)

ბერნის ინციდენტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ანტიჰიტლერულმა კოალიციამ დიდი დანაკლისი განიცადა. 1945. 12 აპრილს უორმ სპრინგსში გარდაიცვალა აშშ- პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი. ამ ფაქტმა გერმანიის ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში ახალი იმედები გააღვიძა. ჰიტლერმა ეს მოვლენა მიიჩნია იმის ნიშნად, რომ გერმანია გადარჩებოდა. მისი აზრით, რუზველტის სიკვდილის შემდეგ სამხედრო კონფლიქტი ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებს შორის გარდაუვალი იქნებოდა. ჰიტლერის ამ იმედებს თითქოს ჰქონდა კიდეც გარკვეული საფუძველი. აშშ- ახალი პრეზიდენტი ხომ ჰარი ტრუმენი გახდა _ სწორედ ის ჰარი ტრუმენი, რომელმაც გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის პირველ დღეებში შემდეგი განცხადება გააკეთა: თუ ჩვენ ვნახავთ, რომ იმარჯვებს გერმანია, მაშინ უნდა დავეხმაროთ საბჭოთა კავშირს, ხოლო თუ რუსები დაიწყებენ გამარჯვებას, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ გერმანიას, და დაე მათ ხოცონ ერთმანეთი. ასევე ცნობილი იყო ტრუმენის უფრო მკვეთრი ანტისაბჭოური განცხადებაც:ნაციზმთან ომში კომუნისტების გამარჯვება არანაკლებ და უფრო სახიფათოც კი არის, ვიდრე ჰიტლერის მიერ რუსეთის დაპყრობა.1 ბუნებრივია, აშშ- ახალი პრეზიდენტის ამგვარი განცხადებები ჰიტლერსა და მის გუნდს ნამდვილად აძლევდა ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ იმედი, რომელსაც ისინი თეთრი სახლის ახალ პატრონზე ამყარებდნენ, ფუჭი აღმოჩნდა.
1945. აპრილში ტრუმენი სულაც არ აპირებდა გერმანიის ხსნას. 22 აპრილს, მოლოტოვთან შეხვედრისას, აშშ- ახალმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის დაიცავდა რუზველტის მიერ ხელმოწერილ ყველა შეთანხმებას. თუმცა, როგორც სულ მოკლე ხანში გახდა ნათელი, ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ტრუმენი მომავალში გააგრძელებდა რუზველტისეული დათმობების პოლიტიკას. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისართან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრ სახლში შედგა საგანგებო თათბირი, რომელზეც აშშ- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირთან მიმართებაში ის გაცილებით უფრო ხისტ პოლიტიკას გაატარებდა. ტრუმენზე გაცილებით უფრო შორს მიდიოდა ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო თუ პოლიტიკური მოღვაწე, რომლებსაც ღრმად სწამდათ, რომ ცოტა ხანში უკვე სსრკ- წინააღმდეგ მოუწევდათ ომის წარმოება. მათ ასეთი ომის გაჩაღების პროპაგანდაც დაიწყეს, თუმცა მათი აზრი პრეზიდენტმა არ გაიზიარა.
1. დაახლოებით იგივე ტონით საუბრობდა რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერი რობერტ ტაფტი, რომელიც აღნიშნავდა, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის განსხვავება არ იყო. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, კომუნიზმი უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ფაშიზმი, რადგანაც ის უფრო ფართო მასებზე იყო გათვლილი.
ტრუმენის შედარებით უფრო მკაცრმა კურსმა თავისი პირველი რეალური გამოვლინება ჰპოვა 1944. 25 აპრილს სან ფრანცისკოში დაწყებულ გაერთიანებული ერების დამფუძნებელ კონფერენციაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადაწყვეტილება კონფერენციის მოწვევის შესახებ მიღებულ იქნა იალტის სამიტზე.
1945. 5 მარტს აშშ-, დიდი ბრიტანეთის, სსრკ-სა და ჩინეთის სახელით კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევები დაურიგდა 39 სახელმწიფოს2. უკანასკნელ მომენტში კონფერენციის ორგანიზატორ სახელმწიფოთა რიცხვს გამოაკლდა საფრანგეთი, რომლის დროებითი მთავრობის მეთაურმა გენერალმა შარლ დე გოლმა იუკადრისა მისი არმიწვევა ყირიმის კონფერენციაზე და წამოაყენა აპრიორი მიუღებელი წინადადება, რომ დუმბარტონ ოქსში მიღებული გადაწყვეტილებები ყოფილიყო მხოლოდ მოლაპარაკებების, და არა გაეროს წესდების, ბაზისი. შედეგად, კონფერენციაზე საფრანგეთი მონაწილეობდა, როგორც უბრალო წევრი.
2. მოგვიანებით მოსაწვევი გაეგზავნა აგრეთვე სირიასა და ლიბანს. საბოლოო ჯამში, უკვე კონფერენციის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მოწვევის შედეგად მონაწილეთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
სან ფრანცისკოს კონფერენციის დაწყებისათვის უკვე ნათელი გახდა, რომ მოკავშირეებს შორის საკმაოდ სერიოზული პრობლემები არსებობდა. კონფერენციაზე პოლონეთის პროსაბჭოური მთავრობის არმიწვევის გამო სტალინი ჯერ კიდევ მარტში აპირებდა მოლოტოვის შეცვლას გრომიკოთი. რუზველტმა ამასთან დაკავშირებით ისიც კი სთხოვა სტალინს, რომ მოლოტოვი უმნიშვნელოვანეს გახსნით სხდომებს მაინც დასწრებოდა, რათა მი სი არყოფნა არ აღქმულიყო საბჭოთა მხარის მიერ კონფერენციის უგულებელყოფად. მიუხედავად ამისა, სტალინი თავიდან არ აპირებდა დათმობაზე წასვლას, მაგრამ რუზველტის სიკვდილის შემდეგ მან გადაიფიქრა და დელეგაციის სათავეში მაინც მოლოტოვის ჩაყენება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ 24 აპრილს, კონფერენციის გახსნის წინა დღეს, იყო იმის საშიშროება, რომ საბჭოთა დელეგაციას დაეტოვებინა სან ფრანცისკო, რამაც ამერიკელებისა და პრეზიდენტ ტრუმენის ერთგვარი კმაყოფილებაც კი გამოიწვია. სენატორი ვანდერბერგი აღნიშნავდა, რომ ეს საშუალებას მისცემდა ამერიკელებს, მაქსიმალურად განეხორციელებინათ თავიანთი მიზნები კონფერენციაზე. როგორც ჩანს, საბჭოთა მხარე მიხვდა, რომ პროტესტის ამგვარად გამოხატვა მათთვისვე იქნებოდა საზიანო და თავი შეიკავეს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაგან. კონფლიქტის მიზეზი ამ შემთხვევაში იყო კონფერენციის მონაწილეთა საკითხი. მართალია, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებს არ შეუშლიათ ხელი კონფერენციაზე უკრაინის სსრ-სა და ბელორუსიის სსრ- დელეგაციების მოწვევისათვის, რითაც ცნეს ისინი ახალი ორგანიზაციის წევრებად, სამაგიეროდ მათ სავსებით დასაბუთებულად თქვეს უარი პოლონეთის წარმომადგენლების დაშვებაზე. ამის მიზეზი გახდა ყირიმის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომლის თანახმადაც პოლონეთში უნდა მომხდარიყო მთავრობის რეორგანიზება და ახალი არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამან საბჭოთა დელეგაციის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც გადაწყდა კონფერენციაზე არგენტინის მოწვევა3.
3. არგენტინის მოწვევა კონფერენციაზე ნამდვილად შეთანხმებული პირობების დარღვევით მოხდა, რადგანაც ის არ იყო არც გაერთიანებული ერების დეკლარაციის ხელისმომწერი ქვეყანა და იმ მომენტისათვის მას არც გერმანიისთვის ჰქონდა ომი გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, აშშ- დიდი ზეწოლის შედეგად არგენტინა მოიწვიეს კონფერენციაზე. როგორც ჩანს, ამის მთავარი მიზანი იყო ლათინური ამერიკის ქვეყნების დარაზმვა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც, სენატორ ვანდერბერგის თქმით, მან შეძლო.
კონფერენციის მსვლელობა სამ ეტაპად დაიყო: პირველ სტადიაზე, 25 აპრილიდან 2 მაისამდე, შედგა 8 პლენარული სხდომა. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების დელეგაციების მეთაურები ცალკე იკრიბებოდნენ და წყვეტდნენ, თუ რა საკითხები უნდა განხილულიყო პლენარულ სხდომებზე. მეორე ეტაპი, რომლის დროსაც მოხდა გაეროს წესდების შემუშავება და შეთანხმება კომიტეტებში, საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. შედეგად, კონფერენციის დასკვნითი ეტაპი, როდესაც მხარეებს უნდა დაემტკიცებინათ პლენარულ სხდომაზე წესდების პროექტი და ხელი მოეწერათ მასზე, დაიწყო მხოლოდ 1945. 25 ივნისს.
კონფერენციაზე განხილულ იქნა დუმბარტონ ოქსში შემუშავებული წესდება და მასში შეტანილ იქნა მთელი რიგი დამატებები. ასე, მაგალითად, წესდებას დაემატა პრეამბულა, რომელშიც მოკლედ იქნა ჩამოყალიბებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და პრინციპები. უფრო ვრცლად ეს ყველაფერი ჩაიწერა წესდების I თავში. წესდების მეორე თავში _ ორგანიზაციის წევრები _ განსაზღვრულ იქნა, თუ რა პრინციპით მოხდებოდა ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღება. აღინიშნა, რომ დამფუძნებელი წევრები იყვნენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სან ფრანცისკოს კონფერენციაში ან თავის დროზე ხელი მოაწერეს 1942. 1 იანვრის გაერთიანებული ერების დეკლარაციას და მოახდინეს წესდების რატიფიცირება. ამგვარი ფორმულირება პრაქტიკულად მიღებული იქნა მხოლოდ პოლონეთის გამო, რადგანაც ის იყო ერთადერთ სახელმწიფო, რომელსაც ხელი ჰქონდა მოწერილი დეკლარაციაზე, მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, გარკვეული მიზეზების გამო, არ იყო წარმოდგენილი სან ფრანცისკოს კონფერენციაზე. გარდა ამისა, განისაზღვრა, რომ ორგანიზაციაში შესაძლებელი იქნებოდა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს მიღება და მისი წესდების სისტემატურად დამრღვევი ნებისმიერი წევრის გარიცხვა უშიშროების საბჭოს რეკომენდაციისა და გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების საფუძველზე. წესდების III თავში ჩამოყალიბებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა და ორგანოები. აქ თითქმის უცვლელი დარჩა დუმბარტონ ოქსში შეთანხმებული ტექსტი, მხოლოდ ძირითადი ორგანოების ჩამონათვალში გენერალური ასამბლეას, უშიშროების საბჭოს, საერთაშორისო სასამართლოსა და სამდივნოს დაემატა ეკონომიკური და სოციალური საკითხების საბჭო და სამეურვეო საბჭო.


საკმაოდ დაძაბული კამათი გაიმართა გენერალური ასამბლეის ფუნქციების შესახებ. ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, კანადის, ნიდერლანდებისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების წინადადებას, რომ გენერალურ ასამბლეას მინიჭებოდა ყველა უფლება, რაც დუმბარტონ ოქსის შეთანხმებებით უშიშროების საბჭოს უნდა ჰქონოდა, მხარი დაუჭირეს აშშ- და დიდმა ბრიტანეთმაც. მაგრამ მოგვიანებით, საბჭოთა დელეგაციის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, დიდი სახელმწიფოები დაუბრუნდნენ დუმბარტონ ოქსში მიღებულ ფორმულირებებს და მხოლოდ ოდნავ განავრცეს ისინი. შედეგად, გენერალურ ასამბლეას მიენიჭა გამოკვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მიცემის უფლება, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობას, საერთაშორისო სამართლის განვითარებასა და მის კოდიფიკაციას. გარდა ამისა, გენერალურ ასამბლეას მიენიჭა უფლება, მიეცა რეკომენდაციები საყოველთაო კეთილდღეობისათვის ნებისმიერი სახის სახიფათო სიტუაციების დარეგულირებისათვის.

ძირითადი ბრძოლა სან ფრანცისკოში, ბუნებრივია, გაიმართა უშიშროების საბჭოში კენჭისყრის პროცედურის შესახებ საკითხის განხილვისას. გაირკვა, რომ იალტაში შეთანხმებული ფორმულა მხარეებს სხვადასხვანაირად ესმოდათ. კერძოდ, საუბარი ეხებოდა სადავო საკითხის განხილვას უშიშროების საბჭოში. საბჭოთა დელეგაცია აცხადებდა, რომ მუდმივ წევრებს უნდა ჰქონოდათ ვეტო თვით ასეთი საკითხის დღის წესრიგში შეტან ის დროსაც კი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ წამოყენებული ფორმულირება, რომელიც ამგვარ შემთხვევებს განიხილავდა, როგორც საპროცედურო საკითხებს და მასზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო მხოლოდ უბრალო უმრავლესობა. სამაგიეროდ, საბჭოში საკითხის განხილვისას მუდმივ წევრს უკვე შეეძლო ვეტოს გამოყენება, ოღონდ, რასაკვირველია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დავა უშუალოდ ამ სახელმწიფოს ეხებოდა. სწორედ ამ უკანასკნელი მომენტის გამო სურდა საბჭოთა მხარეს ჰქონოდა ვეტოს დადების უფლება საპროცედურო საკითხებზეც. მაისის შუა რიცხვებში კვლავ გაჩნდა საბჭოთა კავშირის მხრიდან კონფერენციის ბოიკოტირების საფრთხე უშიშროების საბჭოში კენჭისყრის საკითხის გამო. სიტუაციის განსამუხტავად ტრუმენმა, ბოლენის რჩევით, მოსკოვში გააგზავნა ჰოპკინსი, რომელმაც შეძლო სტალინის დარწმუნება, რომ აშშ- მიერ წარმოდგენილი ვარიანტი არ შეიცავდა რაიმე ხიფათს საბჭოთა კავშირისათვის. შედეგად მოლოტოვი დაბრუნდა სან ფრანცისკოში და 8 ივნისს მიღწეულ იქნა შეთანხმება ყირიმში შემუშავებული ფორმულის ძალაში დატოვებაზე. სხვა შემთხვევებში დუმბარტონ ოქსში მიღებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად უცვლელად იქნა დამტკიცებული.

წესდების VI თავი დაეთმო დავების მშვიდობიანად მოგვარებას. მასში აღინიშნა, რომ სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში მხარეებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ მის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, ხოლო თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ, საკითხი განსახილველად გადასცენ უშიშროების საბჭოს. გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც წარმოიშობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის სახიფათო კონფლიქტი, უშიშროების საბჭოს მიეცა უფლება, განახორციელოს აუცილებელი ზომები კონფლიქტის მოსაგვარებლად და საჭიროების შემთხვევაში ძალაც გამოიყენოს მშვიდობის დასამყარებლად. ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა წესდების VII თავში.
გარკვეული სირთულეები წარმოიშვა რეგიონალურ შეთანხმებებთან დაკავშირებით. ლათინური ამერიკისა და აშშ- წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ უშიშროების საბჭო არ უნდა ჩარეულიყო ამერიკის კონტინენტის საქმეებში და იქ წარმოშობილი კონფლიქტები ადგილობრივი შეთანხმებებით უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ მოხსნა თავისი მოთხოვნა. საბოლოო ჯამში, წესდების VIII თავში აღინიშნა, რომ გაერო არანაირად არ უშლიდა ხელს რეგიონალური ორგანიზაციების შექმნას, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ უნდა მიეღო უშიშროების საბჭოს.
საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა წესდების IX თავი, რომელშიც ჩამოყალიბდა შესაბამისი პრინციპები. X თავში კი განისაზღვრა სპეციალური საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომელიც დაკავებული იქნებოდა ეკონომიკური და სოციალური საკითხებით. საკმაოდ მძიმე ბრძოლა გაიმართა მეურვეობის საერთაშორისო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. წესდების XI-XIII თავები დაეთმო არათვითმმართველი ტერიტორიების საკითხების განსაზღვრას. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მეურვეობის საკითხზე საკმაოდ დაძაბული დებატები გაიმართა. საფრანგეთის დელეგაციამ წარმოადგინა პროექტი, რომელიც საერთოდ გამორიცხავდა კოლონიებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას, ხოლო საერთაშორისო მეურვეობის სისტემაში უნდა შესულიყო მხოლოდ მანდატსქვეშ მყოფი ტერიტორიები და ის მიწები, რომლებსაც წაართმევდნენ მოწინააღმდეგეს მიმდინარე ომის შედეგად. ბრიტანელებმა ფაქტობრივად ძველი სამანდატო სისტემის აღდგენა მოისურვეს, ხოლო ამერიკელები საკმაოდ საჩოთირო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მათ სჭირდებოდათ იაპონიის მანდატსქვეშ მყოფი კუნძულების დაკავების დაკანონება, ამიტომაც მათი პროექტიდან ამოვარდა კოლონიებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების დებულება. მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობებისა, საბოლოო ჯამში, კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მეურვეობის სისტემის მთავარი ამოცანა იყო სამეურვეო ტერიტორიების პროგრესული განვითარება დამოუკიდებლობისაკენ ან თვითმმართველობისაკენ აღნიშნული ტერიტორიისა და მისი ხალხების სპეციფიკურობის გათვალისწინებით. სამეურვეო სისტემა არ შეიძლებოდა გავრცელდებულიყო გაეროს წევრ სახელმწიფოებზე.
საერთაშორისო სასამართლოს და სამდივნოს საკითხების განხილვისას პრაქტიკულად უპრობლემოდ იქნა დამტკიცებული დუმბარტონ ოქსში შეთანხმებული წინადადებები, რამაც ასახვა ჰპოვა წესდების XIV და XV თავებში. გარკვეული უთანხმოება აქ იყო მხოლოდ გენერალური მდივნის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებში, როდესაც აშშ- დელეგაციამ სცადა, ის გამოეცხადებინა საპროცედურო საკითხად, მაგრამ სხვა დიდმა სახელმწიფოებმა არ დაუჭირეს მხარი ამ წინადადებას.
წესდების დასკვნითი ოთხი თავი მიეძღვნა სხვადასხვა დადგენილებებს, გარდამავალ პერიოდში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს, შესწორებებს და წესდების რატიფიკაციასა და ხელმოწერას. გაეროს წესდება ხელმოწერილი იქნა სან ფრანცისკოში 1945. 26 ივნისს. პროცედურა დილით ადრე დაიწყო. წესდებაზე პირველი ხელმოწერები გააკეთეს ჩინეთმა, საბჭოთა კავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-, როგორც მასპინძელმა სახელმწიფოებმა, შემდეგ საფრანგეთმა, რის შემდეგაც ყველა დანარჩენმა მონაწილე სახელმწიფომ ანბანის მიხედვით. წესდება ძალაში შევიდა 1945. 24 ოქტომბერს, როდესაც ის რატიფიცირებული იქნა უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრისა და ხელისმომწერ სახელმწიფოთა 2/3-ის მიერ.
სან ფრანცისკოს კონფერენციაზე გაეროს წესდების დამტკიცებისა და ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნების მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო. გაერო ერთა ლიგასთან შედარებით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. გაეროს შექმნა დადებითად შეფასდა მთელს მსოფლიოში. მისი შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ დიდი სამეულის სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმებული მოქმედების შედეგად. მათ მიერ თავისთვის დაკანონებულმა ვეტოს უფლებამ საკმაოდ პოზიტიური როლი შეასრულა თავის დროზე და, შესაძლოა, მსოფლიოს თავიდან ააცილა ბირთვული ომი, თუმცა, დღესდღეობით, გაეროს ეფექტურობის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ ერთხმივობის პრინციპია.
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3