суббота, 28 июля 2018 г.

დუმბარტონ ოქსის კონფერენცია. 1944 წ. 21.08–07. 10. უმნიშვნელოვანესი ეტაპი გაეროს შექმნის გზაზე თ. პაპასქირი

1944 . შემოდგომაზედიდი სამეულისდიპლომატიაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საკითხს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესახებ. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ანტიჰიტლერული კოალიციის აშკარა სამხედრო უპირატესობა, მოკავშირეებმა სულ უფრო სერიოზულად დაიწყეს ფიქრი ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ერთა ლიგაზე უფრო ეფექტურად იმოქმედებდა მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობის პრინციპებზე საუბარი ჯერ კიდევ 1941 . დაიწყო, ჩერჩილისა და რუზველტის პირველ კონფერენციაზე არჯენტიაში, მაგრამ ყოველივე ეს ზოგად ხასიათს ატარებდა და იმ პერიოდში მოკავშირეები ვერც იცლიდნენ ამ საკითხის უფრო კონკრეტული განხილვისათვის. მხოლოდ 1943 . ოქტომბერში მოსკოვში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე დაუბრუნდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი პრობლემის განხილვას და მიიღეს კიდეც დეკლარაცია, რომელსაც მოგვიანებით ჩინეთიც შეუერთდა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებლად შეიქმნებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფდა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას. მოგვიანებით თეირანში სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა 1943 . 1 დეკემბრის დეკლარაციით დაადასტურეს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებები.
1944 . მაისში დღის წესრიგში დადგა კონკრეტული მოლაპარაკებების ჩატარება საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 30 მაისს აშშ- სახელმწიფო მდივანმა . ჰალმა შესთავაზა სსრკ- და დიდი ბრიტანეთის ელჩებს, განეხილათ აღნიშნული პრობლემები ვაშინგტონში3. თავდაპირველად ამერიკელებს სურდათ, რომ კონფერენციაზე მონაწილეობა მიეღოთ ჩინეთის წარმომადგენლებსაც4, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა ჩინელებთან მოლაპარაკებები გაემართათ ცალკე _ საბჭოთა მხარის მონაწილეობის გარეშე1. დადგინდა კონფერენციის მოწვევის თარიღიც _ 1944 . 21 აგვისტო.
1. აშშ-, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო 1944 . 29 სექტემბერს და დასრულდა 7 ოქტომბერს.
კონფერენციისათვის მზადების პერიოდში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს განსახილველი საკითხების თავიანთი თვალთახედვა. 1944. 18 ივლისს ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთის, სსრკ-  და ჩინეთის წარმომადგენლებს გაუგზავნეს დოკუმენტი სახელწოდებით: „წინასწარი წინადადებები საყოველთაო საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის შესახებ“. აღნიშნულ დოკუმენტში გაცხადებული იყო, რომ მოსკოვის დეკლარაციის ხელისმომწერ ოთხ სახელმწიფოს უნდა მიეღწია შეთანხმებისათვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე, ხოლო შემდეგ, უკვე შეჯერებული პროექტი, გადაეცა დანარჩენი გაერთიანებული ერების1 მთავრობებისათვის. დასკვნითი ეტაპი, ამერიკელების აზრით, გახდებოდა გაერთიანებული ერების კონფერენცია, რომელზეც საბოლოოდ იქნებოდა შეთანხმებული ორგანიზაციის ძირითადი დოკუმენტები.
22 ივლისს მოკავშირეებს თავისი იდეები გააცნეს ბრიტანელებმაც, რომლებმაც 5 მემორანდუმი შეიმუშავეს. ინგლისელებს მიაჩნდათ, რომ ოთხ სახელმწიფოს _ აშშ-, დიდ ბრიტანეთს, სსრკ-, ჩინეთს _ უნდა დაეკავებინათ განსაკუთრებული ადგილი ორგანიზაციაში და სწორედ მათ უნდა აეღოთ, ძირითადად, პასუხისმგებლობა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად.
1. ტერმინიგაერთიანებული ერებიგაჩნდა 1942. 1 იანვარს ვაშინგტონში 26 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად.
12 აგვისტოს თავისი მემორანდუმი უკვე გაავრცელა საბჭოთა მხარემ. მასში ყურადღება გამახვილებული იყო ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე, შემადგენლობაზე, ძირითად ორგანოებზე და აგრესიის აღკვეთისა და ჩახშობის საშუალებებზე. კონფერენციის დაწყების შემდეგ, 23 აგვისტოს, ჩინეთმაც წარმოადგინა თავისი წინადადებები.
კონფერენცია დანიშნულ დროს, 1944. 21 აგვისტოს დაიწყო ვაშინგტონის გარეუბან დუმბარტონ ოქსში. მოლაპარაკებები საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა. დუმბარტონ ოქსის კონფერენციაზე ფაქტობრივად შემუშავებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება. განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო უშიშროების საბჭოში კენჭისყრის პროცედურას. კამათის მთავარი მიზეზი იყო საბჭოთა მხარის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი კენჭისყრისას დაცული ყოფილიყო ერთხმივობის პრინციპი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მუდმივი წევრი იქნებოდა მოდავე მხარე, მას ჰქონოდა ხმის მიცემის უფლება. ბუნებრივია, ამის წინააღმდეგ გაილაშქრეს ბრიტანეთისა და აშშ- დელეგაციებმა, რომელთაც ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ უნდა ჰქონოდა დავის მონაწილე ქვეყანას ხმის მიცემის (ფაქტობრივად კი ვეტოს დადების) უფლება. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს აღმოჩნდა თითქმის ერთადერთი საკითხი, რომელზეც დუმბარტონ ოქსში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული1.
1. ეს საკითხი დაზუსტდა ყირიმის კონფერენციაზე და შეთანხმებას საფუძვლად ამერიკელებისა და ბრიტანელების წინადადება დაედო, თუმცა საბოლოო რედაქცია მაინც მიღებული იქნა უშუალოდ სან ფრანცისკოს კონფერენციაზე.
გარკვეული კამათი წარმოიშვა ორგანიზაციაში გაწევრიანების პრინციპის განსაზღვრისასაც. საბჭოთა მხარემ წამოაყენა წინადადება, რომ დამფუძნებელი წევრების რიცხვში შესულიყო ყველა სახელმწიფო, რომელმაც ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების დეკლარაციას ან მოგვიანებით შეუერთდა მას. საკუთრივ ამ დებულებას არ გამოუწვევია არანაირი წინააღმდეგობა კონფერენციაზე, მაგრამ მოგვიანებით საბჭოთა დელეგაციამ მოითხოვა დამფუძნებელთა რიცხვში შეეყვანათ 16-ვე საბჭოთა რესპუბლიკა1. ბუნებრივია, ამან ამერიკელებისა და ბრიტანელების გაოცება გამოიწვია. რუზველტმა ვერ დამალა თავისი გაღიზიანება ამ ფაქტით და სტალინისათვის გაგზავნილ წერილში შეშფოთება გამოთქვა აღნიშნული მოთხოვნის გამო. საბოლოო ჯამში, ეს წინადადება არ იქნა მიღებული და მისი განხილვა შემდგომისათვის გადაიდო2. გარდა ამისა, საბჭოთა მხარეს სურდა, რომ წესდებით აკრძალულიყო ორგანიზაციაში ფაშისტური ტიპის სახელმწიფოების გაწევრიანება, მაგრამ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს წინადადება. მათი თქმით, ძნელი განსასაზღვრი იქნებოდა, იყო თუ არა ესა თუ ის სახელმწიფო ფაშისტური ტიპის. ამიტომაც გადაწყვეტილებებში ჩაიწერა, რომ ორგანიზაციის წევრობა შეეძლო ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს.
1. ამით საბჭოთა კავშირს გენერალურ ასამბლეაზე ავტომატურად ექნებოდა 17 ხმა, რაც საკმაოდ სერიოზული წინაპირობა იქნებოდა ამ ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად.
2. ყირიმის კონფერენციაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება ექნებოდათ უკრაინის სსრ- და ბელორუსიის სსრ-.
კონფერენციაზე შეთანხმებულ იქნა ახალი ორგანიზაციის, რომელსაც პირობითად ეწოდაგაერთიანებული ერები“, სტრუქტურა და ორგანოები. გადაწყდა, რომ ძირითადი ორგანოები ყოფილიყო: გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, საერთაშორისო სასამართლო და სამდივნო. დამხმარე ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში, თავად ორგანიზაცია შექმნიდა. განისაზღვრა აგრეთვე მათი ფუნქციები. მსოფლიოში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა დაეკისრა მუდმივმოქმედ უშიშროების საბჭოს, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებით უნდა ეხელმძღვანელა ორგანიზაციის ყველა წევრს. განისაზღვრა უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობაც _ 11, რომელთაგან 5 _ აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი _ მუდმივი წევრი იქნებოდა, დანარჩენები კი აირჩეოდნენ 2 წლით 6-დან სამი მათგანის ყოველ წელს გადარჩევით. გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიღების უფლება ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს მიენიჭა. ასამბლეის ფუნქციებში შევიდა უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღება და ნებისმიერი წევრის გარიცხვა, თუ ეს უკანასკნელი სისტემატურად დაარღვევდა სტატუტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს. გარდა ამისა, გენერალურ ასამბლეას მიეცა ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევის უფლება, თუმცა ყოველივე ეს ასევე უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით უნდა მომხდარიყო. აღნიშნული ორგანოს ფუნქციებში შევიდა აგრეთვე უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრების არჩევა და ორგანიზაციის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები. საორგანიზაციო საკითხების გარდა, ყველა გადაწყვეტილება ასამბლეას უნდა მიეღო 2/3-ით. დებატები ასამბლეასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა მხოლოდ ერთხელ და ეს გამოიწვია ამერიკელთა წინადადებამ, რომ ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას სახელმწიფოთა ხმების რაოდენობა ყოფილიყო ორგანიზაციის ხარჯებში მათი მონაწილეობის პროპორციული, მაგრამ ეს შემოთავაზება უარყოფილი იქნა.

დუმბარტონ ოქსში ჩამოყალიბდა დებულებები საერთაშორისო სასამართლოს შესახებ, თუმცა არ იქნა საბოლოოდ განსაზღვრული მისი სტატუტი. გადაწყდა, რომ მომავალში შემუშავებულიყო ახალი სტატუტი, ან შექმნილ ვითარებასთან შესაბამისობაში მოეყვანათ ერთა ლიგის მიერ 1922. დამტკიცებული სტატუტი. დელეგატებმა გადაწყვიტეს აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შექმნა, რომლის წევრები ირჩეოდნენ 3 წლით და საკითხები უნდა გადაეწყვიტა უბრალო უმრავლესობით. საბჭოს ასევე მიენიჭა საჭირო კომისიების შექმნის უფლება.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ორგანიზაციის მთავარ ადმინისტრაციულ პირზეც. გადაწყდა, რომ ეს ფუნქცია დაეკისრებოდა გენერალურ მდივანს, რომელსაც აირჩევდა გენერალური ასამბლეა ხმების 2/3-ით უშიშროების საბჭოსაგან რეკომენდაციის მიღების შემდეგ. მისი უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა მომავლისათვის გადაიდო.
შეთანხმებულ დოკუმენტში აგრეთვე შევიდა ახალი ორგანიზაციის სტატუტში ცვლილებების შეტანის დებულებაც. ეს დასაშვებად იქნა მიჩნეული, თუ შესწორებას მხარს დაუჭერდა ასამბლეის მონაწილეთა 2/3 და შემდგომ მოხდებოდა შეცვლილი სტატუტის ხელახალი რატიფიკაცია.
დუმბარტონ ოქსში მიღებული გადაწყვეტილებები აისახა მონაწილეების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც ეწოდაწინადადებები უსაფრთხოების საყოველთაო საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებითდა რომელიც გამოქვეყნდა 1944. 9-10 ოქტომბერს. კონფერენციის შედეგებით სამივე მხარე მეტად კმაყოფილი დარჩა, რაც აისახა კიდეც როგორც მის მონაწილეთა მემუარებში, ისე ისტორიოგრაფიაში. მართლაც, კონფერენცია გამოირჩეოდა სხვა მაღალი დონის შეხვედრებისაგან შედარებით მშვიდი ატმოსფეროთი და საკითხების სწრაფი გადაწყვეტით, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დუმბარტონ ოქსში წამოჭრილი პრობლემების უმრავლესობას პრინციპული მნიშვნელობა მხარეებისათვის არ ჰქონდა. იქ კი, სადაც მართლაც პრინციპული იყო ამა თუ იმ მხარისათვის თავისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება, იმართებოდა საკმაოდ მწვავე დებატები, რომლებსაც ზოგჯერ შედეგი არ მოჰქონდა. საბოლოო ჯამში, კონფერენცია წინგადადგმული ნაბიჯი იყო მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის გზაზე და, ალბათ, მართალი გახლდათ . ბოლენი, როდესაც აცხადებდა, რომდუმბარტონ ოქსის გარეშე არ იქნებოდა სან ფრანცისკო და შეიძლება არ ყოფილიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“.
ავტორი. თეიმურაზ პაპასქირი
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3

Комментариев нет:

Отправить комментарий