понедельник, 30 июля 2018 г.

ვაშინგტონიდან თეირანამდე. ერთიანი სტრატეგიული კურსის შემუშავების ცდები აშშ-ინგლისის დიპლომატიაში. ვაშინგტონის, კვებეკის, მოსკოვისა და კაიროს კონფერენციები

აფრიკული კამპანიის წარმატებით დასრულებისა და ამ რეგიონზე მოკავშირეთა სრული კონტროლის დამყარების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საომარი მოქმედებების ევროპის კონტინენტზე გადატანის საკითხი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, აშშ-ინგლისის დიპლომატიური საქმიანობა ძირითადად ამ მიმართულებით წარიმართა. 1943 . 12 მაისს ვაშინგტონში დაიწყო რუზველტისა და ჩერჩილის მორიგი შეხვედრა, რომელზეც უნდა განხილულიყო მოკავშირეთა მოქმედების სტრატეგია სიცილიის აღების შემდეგ. ამ კონფერენციისთვის (კოდური სახელწოდებატრაიდენტი“) ორივე მხარე საგულდაგულოდ მოემზადა. განსხვავებით წინა შეხვედრებისაგან, ამერიკელებს ვაშინგტონში გააჩნდათ მოქმედების კარგად ჩამოყალიბებული გეგმა. ისინი მტკიცედ იყვნენ განწყობილი, რათა გამოეგლიჯათ ინგლისელებისათვის თანხმობა 1944 . გაზაფხულზე ლა-მანშის ფორსირების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რუზველტი პირდაპირ დაჰპირდა თავის სამხედროებს 1944 . გაზაფხულზე საფრანგეთში შეჭრის პროექტის მტკიცე დაცვას. თავის მხრივ, არც ინგლისელები აპირებდნენ დათმობაზე წასვლას. მათ სურდათ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გაფართოება. კონფერენციის წინ ბრიტანელმა სამხედროებმა ჩამოაყალიბეს ამ რეგიონში მოკავშირეთა შესაძლო ოპერაციების სამი ვარიანტი: 1) იტალიაში შეჭრა; 2) სარდინიისა და კორსიკის დაკავება; და 3) ოპერაციების ჩატარება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩერჩილს განსაკუთრებით იზიდავდა პირველი და მესამე ვარიანტები. ამასთან, ის არ გამორიცხავდა მათ ერთდროულ განხორციელებასაც. სარდინიას კი ბრიტანეთის პრემიერი თვლიდა მხოლოდ კიდევ ერთ საჭირო კუნძულად, რომლის დაკავებაც, სხვა მხრივ, არანაირ პერსპექტივებთან არ იყო დაკავშირებული. რაც შეეხება ამერიკელებს, მათ სხვა ვარიანტებზე მეტად სწორედ სარდინია-კორსიკის ხელში ჩაგდება იზიდავდა. გენერალ ჯორჯ მარშალს ეშინოდა, რომ ოპერაციები ხმელთაშუაზღვისპირეთში მოითხოვდა სულ უფრო მეტ რესურსებს და საბოლოო ჯამში შეუძლებელს გახდიდა ლამანშის ფორსირებას. ამიტომ ის პრიორიტეტს ანიჭებდა სარდინია-კორსიკის ვარიანტს, რადგანაც ამ კუნძულების დაკავება არ მოითხოვდა დიდი ძალების მობილიზებას. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში მოკავშირეები ხელთ იგდებდნენ საჭირო აეროდრომებს და არ იყო გამორიცხული, რომ მოხერხდებოდა იტალიის ნეიტრალიზება აპენინის --ზე შეჭრის გარეშეც. აქვე ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას: სარდინიისა და კორსიკის დაკავების შემთხვევაში შეიქმნებოდა უაღრესად ხელსაყრელი სიტუაცია სამხრეთ საფრანგეთში შესაჭრელად. ჩვენი აზრით, სწორედ ამიტომ არ მოსწონდა ეს ვარიანტი ჩერჩილს, რომელიც უკვე არ მალავდა, რომ სურდა ბალკანეთის --ის დაკავება.
მაგრამ ბრიტანეთის პრემიერს ვაშინგტონში გარკვეული იმედგაცრუება ელოდა. რუზველტმა, რომელმაც პირველსავე სხდომაზე მოიწონა ჩერჩილის წინადადება ლა-მანშის ფორსირების 1944 წლამდე გადადების შესახებ, წინააღმდეგობა გაუწია ბალკანურ სტრატეგიას. უფრო მეტიც, ის შიშობდა, რომ საკუთრივ აპენინის --ზე შეჭრაც ხელს შეუწყობდა გერმანული დივიზიების გამოთავისუფლებას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კონფერენციის წინ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუზველტი დაჰპირდა სამხედროებს 1944 . საფრანგეთში შეჭრის პროექტის მტკიცედ დაცვას,1 როგორც ჩანს, აშშ- პრეზიდენტმა გადასინჯა თავისი დამოკიდებულება ხმელთაშუაზღვისპირა სტრატეგიისადმი და უარყო ის. უნდა ითქვას, რომ ისტორიოგრაფიაში გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა რუზველტის პოზიციის ასეთი მკვეთრი შეცვლა. მაგალითად, საბჭოთა მკვლევარი . უნდასინოვი თვლის, რომ ეს ძირითადად განპირობებული იყო აღმოსავლეთის ფრონტზე ზამთრის კამპანიაში გერმანელების მიერ განცდილი სერიოზული მარცხით. კერძოდ,მას მოჰყავს რუზველტის ვაჟის _ ელიოტის ცნობა, რომლის თანახმადაც თურმე მამამისი (. . _ ფრ. რუზველტი) საბჭოთა ჯარების წარმატებების ფონზე მისულა იმ დასკვნამდე, რომ ომი ევროპაში შეიძლებოდა დასრულებულიყო უკვე 1944 . ამიტომ რუზველტი აუცილებლად თვლიდა საომარი ოპერაციების დაწყებას დასავლეთ ევროპაში 1944 . გაზაფხულზე, რათა ინგლისამერიკის შეიარაღებულ ძალებს მოესწროთ აქ საკვანძო პოზიციების დაკავება. მეორე მიზეზად მკვლევარი ასახელებს თურქეთის უარს მოკავშირეთა წინადადებაზე, ჩაბმულიყო ომში გერმანიის წინააღმდეგ.
1. როგორც ვხედავთ, ლა-მანშის ფორსირებაზე უარის თქმა მოკავშირეებს ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყებამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამასთან, აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი: „ტრაიდენტისწინ გამართულ თათბირზე რუზველტმა რატომღაც ახსენასლეჯჰამერი“, როგორც 1944 . შესაძლოდ განსახორციელებელი ოპერაცია („განისაზღვროსსლეჯჰამერიანრაუნდაპი“, როგორც 1944 . გაზაფხულზე ჩასატარებელი ოპერაცია“, რითაც გააოგნა მარშალი, რომელიც ყოველთვის მოითხოვდარაუნდაპს“.
ჩვენ არ მიგვაჩნია დამაჯერებლად . უნდასინოვის არგუმენტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რუზველტმა ეს სიტყვები თავის ვაჟს უფრო გვიან, 1943 . სექტემბერში უთხრა, როდესაც კურსკის ბრძოლის მოგების შემდეგ საბჭოთა მხარემ უკვე საბოლოოდ ხელთ იგდო ინიციატივა ფრონტზე. ამასთან, ის მოვლენების ამგვარ განვითარებას (.. 1944 . ევროპაში ომის დასრულებას) შესაძლებლად თვლიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთელი მოკავშირეები განახორციელებდნენ მძლავრ დარტყმას საფრანგეთში (რუზველტი არ გამორიცხავდა ჰოლანდიის, ნორვეგიის და საკუთრივ გერმანიის ვარიანტებსაც). ასე რომ, . უნდასინოვის მიერ აშშ- პრეზიდენტის ამ გამონათქვამის, თანაც არასრული სახით გადატანა 1943 . მაისზე უბრალოდ ფაქტების გაყალბებას წარმოადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტიც: . რუზველტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან ხშირ შემთხვევაში არ არის სწორი, რის გამოც ის არ ითვლება სანდო წყაროდ დასავლურ ისტორიოგრაფიაში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა არმიის წარმატებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. რაც შეეხება თურქეთის არმიის ომში ჩაბმას, ეს უდავოდ გააძლიერებდა მოკავშირეთა პოზიციებს ბალკანეთის ფრონტზე, მაგრამ ამის აუცილებლობა მხოლოდ მაშინ დგებოდა, თუ ინგლის-ამერიკელთა სარდლობა დაგეგმავდა საომარ ოპერაციებს ბალკანეთსა და დასავლეთ ევროპაში ერთდროულად. ამ შემთხვევაში თურქეთის არმია მართლაც იქცეოდა მოკავშირეთა მთავარ დამრტყმელ ძალად ბალკანეთში. პრეზიდენტ რუზველტსა და აშშ- არმიის შტაბს კი ეს ვარიანტი საერთოდ არ განუხილავთ, ვინაიდან ასეთი ერთდროული ოპერაცია ევროპაში გამოიწვევდა წყნარ ოკეანეში იაპონიასთან მეომარი ამერიკული ძალების შესუსტებას.
ჩვენი აზრით, რუზველტი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდა ამ ფაქტორებს, მაგრამ მისი პოზიციის შეცვლა ძირითადად განპირობებული უნდა ყოფილიყო ინგლისისა და აშშ- სტრატეგიული ინტერესების შეჯახებით. ამ დროისათვის უკვე ნათელი გახდა, რომ გერმანიის მარცხი გარდაუვალი იყო. მოკავშირეებმა უკვე ომისშემდგომი მსოფლიოს გადანაწილებაზე დაიწყეს ფიქრი. სწორედ ეს ედო საფუძვლად ჩერჩილის ბალკანურ სტრატეგიას. როგორც სავსებით სწორად შენიშნავს აკად. . ტრუხანოვსკი, ბალკანეთი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის ინტერესების სფეროს და ახლა აშკარა იყო, რომ ჩერჩილის გეგმების განხორციელებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე ინგლისური გავლენის დამყარება მოჰყვებოდა. ეს კი ნამდვილად ვერ იქნებოდა მოსაწონი თეთრი სახლისათვის. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი მომენტიც _ 1943 . II ნახევრისათვის მოკავშირეთა შორის ძალთა თანაფარდობა უკვე შეიცვალა. თუ ადრინდელი გეგმით სადესანტო ოპერაცია ევროპაში ძირითადად ინგლისური შენაერთებით უნდა ჩატარებულიყო (იგულისხმებასლეჯჰამერიდარაუნდაპი“, რომლებიც არ განხორციელდა), ახლა უკვე მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებში ამერიკელები სჭარბობდნენ. ამიტომ, ბუნებრივია, რუზველტი სულაც არ აპირებდა ინგლისელთა სასარგებლოდ მოქმედებას. მით უმეტეს, რომ აშშ- თავისი ინტერესები ჰქონდა სწორედ დასავლეთ ევროპაში და არა ბალკანეთში.
ვაშინგტონის კონფერენციაზე ჩერჩილმა ვერც იმას მიაღწია, რომ დაეთანხმებინა ამერიკელები სამხრეთ იტალიაში ოპერაციის ჩატარებაზე. რუზველტზე არ იქონია გავლენა ბრიტანეთის პრემიერის განცხადებამაც, რომ არ შეიძლებოდა სიცილიის აღების შემდეგ მოკავშირეთა ჯარების 7-8 თვით უმოქმედოდ დატოვება. აშშ- პრეზიდენტი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა იტალიაში მოკავშირეთა მნიშვნელოვანი ძალების გაგზავნას და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოების ყველაზე ეფექტური საშუალება იყო ლა-მანშის ფორსირება. უაღრესად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა გაერთიანებული შტაბის სხდომებიც. ინგლისელთა მიერ წარმოდგენილი გეგმა ხმელთაშუაზღვისპირეთში საბრძოლო მოქმედებების გაფართოების შესახებ ამერიკელებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. მარშალის აზრით, ყოველივე ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ 1943 და, შესაძლოა, 1944 წელსაც მოკავშირეები იძულებული იქნებოდნენ, გაეტარებინათ ხმელთაშუაზღვისპირა სტრატეგია, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად გააუარესებდა აშშ- მდგომარეობას წყნარი ოკეანის ფრონტზე. კამათი სამხედროებს შორის 10 დღეს გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, დასრულდა კომპრომისით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოკავშირეთა მთავარ შეტევით ოპერაციად ჩაეთვალათ ლა-მანშის ფორსირება, რომელიც უნდა განეხორციელებინათ არა უგვიანეს 1944 . 1 მაისისა. მოკავშირეთა ნებისმიერი სხვა სამხედრო აქციის ჩატარება შესაძლებლად იქნა ჩათვლილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელს არ შეუშლიდა საფრანგეთში შეჭრას. გადაწყდა, რომ ლა-მანშის ფორსირება უნდა მომხდარიყო 29 დივიზიის ძალებით, ასე რომ, ეს იქნებოდასლეჯჰამერზეუფრო დიდი, მაგრამრაუნდაპზეუფრო მცირე მასშტაბის ოპერაცია და ამიტომ მას პირობითად უწოდესრაუნდჰამერი“.1
1. სულ მალე ამ ოპერაციამ მიიღო კოდური სახელწოდებაოვერლორდი“.
ყოველივე ამის სანაცვლოდ ინგლისელებმა ამერიკელებისაგან მიიღეს დაპირება იტალიის ომიდან გამოთიშვის შესახებ, თუმცა ამისათვის საჭირო ღონისძიებები კონფერენციაზე არ იქნა დაკონკრეტებული. დეტალები უნდა განესაზღვრა ეიზენჰაუერს, რომელსაც მიეცა კიდეც შესაბამისი მითითება. ამასთან, მარშალის მოთხოვნით, კონფერენციის მონაწილეებმა საჭიროდ ჩათვალეს სიცილიის დაკავების შემდეგ მოკავშირეთა 7 დივიზიის ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ბრიტანეთის -ბზე გადასროლა. ყოველივე ეს, აშშ- არმიის შტაბის უფროსის აზრით, საგრძნობლად შეამცირებდა იტალიის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციის მასშტაბებს. მიუხედავად ამისა, ამგვარი გადაწყვეტილება ინგლისელებისათვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ შემდგომში დაიყოლიებდნენ ამერიკელებს აპენინის --ზე ფართომასშტაბიანი სადესანტო ოპერაციის ჩატარებაზე, მით უმეტეს, რომ ამ რეგიონში ბევრად მეტი ბრიტანული ნაწილი იყო განლაგებული.1 მათი აზრით, ყოველივე ამას მოჰყვებოდა იტალიის კაპიტულაცია და თურქეთის ომში ჩაბმა, რის შემდეგაც ინგლისელებს უკვე არ გაუჭირდებოდათ ბალკანური ვარიანტის გატანა.

1. ინგლისში 7 დივიზიის გადასროლის შემდეგაც კი ხმელთაშუაზღვისპირეთში 27 დივიზია დარჩებოდა, რომელთაგან 19 იქნებოდა ბრიტანული და მხოლოდ 4 _ ამერიკული. უნდა აღინიშნოს, რომ ჩერჩილს კიდევ უფრო მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებლები მოჰყავს. მისი თქმით, 1943. 31 მაისისათვის ამ საბრძოლო თეატრზე იმყოფებოდა 40 დივიზია: 27 2/3 ბრიტანული, 9 ამერიკული და 3 1/3 ფრანგული.

სწორედ ამ მიზანს ისახავდა ჩერჩილი, როდესაც ვაშინგტონის კონფერენციის დასრულებისთანავე გაემგზავრა ალჟირში, ეიზენჰაუერის შტაბში, სადაც 29 მაისიდან 3 ივნისამდე რამდენიმეჯერ ესაუბრა მოკავშირეთა მთავარსარდალს. ბრიტანეთის პრემიერთან ერთად ალჟირს გაფრინდნენ . ბრუკი და . მარშალი. ჯორჯ მარშალის ალჟირში გაგზავნა რუზველტს თვითონ ჩერჩილმა სთხოვა. როგორც ჩანს, ის იმედოვნებდა, რომ მოახერხებდა ერთდროულად ორი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი სამხედრო პირის დარწმუნებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს მისი გეგმების რეალიზებას. აშშ- პრეზიდენტიც უმალ დაეთანხმა ამ წინადადებას, თუმცა, ვფიქრობ, მისი დასტური სრულიად საპირისპირო მოსაზრებით იყო განპირობებული. კერძოდ, არ არის გამორიცხული, რომ რუზველტს ერთგვარი შიში ჰქონდა, რომ ჩერჩილი შესძლებდა, ასე ვთქვათ, ეიზენჰაუერის გადმობირებას და სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარების აღკვეთის მიზნით დაამგზავრა ინგლისის პრემიერს . მარშალი. უნდა აღინიშნოს, რომ რუზველტის შიში ნამდვილად არ იყო საფუძველს მოკლებული. . ეიზენჰაუერს _ მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალს, მართლაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ როგორ მოქცეულიყო: ერთი მხრივ, მას სურდა, შეენარჩუნებინა ძალები დასავლეთ ევროპაში ძირითადი ოპერაციის განსახორციელებლად, მაგრამ, მეორე მხრივ, ეშინოდა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა 1944 წლის მაისამდე გერმანელებს ხელ-ფეხს გაუხსნიდა. ამასთან, მოკავშირეებს სჭირდებოდათ სამხრეთ იტალიაში განლაგებული აეროდრომები. გარდა ამისა, საჭირო იყო ზეწოლა იტალიაზე მისი ომიდან გამოთიშვის მიზნით, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვებოდა იტალიური ნაწილების გამოყვანა ბალკანეთიდან, რაც გერმანიას აიძულებდა, კიდევ უფრო დაეფანტა თავისი ძალები.1

ყოველივე აქედან გამომდინარე, ეიზენჰაუერი შესაძლოა მართლაც დასთანხმებოდა ჩერჩილის გეგმას, მით უმეტეს, რომ ბრიტანეთის პრემიერი საგანგებოდ ხაზს უსვამდა, რომ მას სულაც არ ჰქონდა სურვილი, ხელი შეეშალაოვერლორდისმომზადებისათვის, მაგრამ ამას წინ აღუდგა მარშალი. აშშ- არმიისა და მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის უფროსი თვლიდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სიცილიის აღებამდე ნაადრევი იყო. მას იმედი ჰქონდა, რომ იტალიის ომიდან გამოთიშვა საჰაერო დაბომბვებითაც მოხერხდებოდა. ამასობაში კი ინგლისელებმა ორი შეცდომა დაუშვეს: მოლაპარაკებების მსვლელობისას ჯერ . იდენს (ის ასევე იმყოფებოდა ალჟირში) წამოსცდა მისი მთავრობის ნამდვილი გეგმები, როდესაც ხაზი გაუსვა, რომ თურქეთთან ურთიერთობა უფრო მეგობრული გახდებოდა, როგორც კი მოკავშირეთა არმიები ბალკანეთს მიადგებოდნენ, შემდეგ კი ბრუკმა ეიზენჰაუერთან საუბარში აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს სურდა მოკავშირეთა სტრატეგიიდან საერთოდ ამოეღო ლა-მანშის ფორსირების იდეა. ამის გამო ჩერჩილი იძულებული გახდა, უკან დაეხია და განეცხადებინა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას არც ახლა ჰქონდა განზრახული ბალკანეთში ჯარების გაგზავნა და არც ახლო მომავალში აპირებდა ამას. საბოლოო ჯამში, თათბირი კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა და აპენინებზე შეჭრის საკითხი სიცილიის აღებამდე გადაიდო, როგორც ამას ითხოვდა მარშალი.

ვაშინგტონის კონფერენციის შემდეგ რუზველტი და ჩერჩილი კიდევ ერთი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ უნდა ეცნობებინათ სტალინისათვის, რომ ლა-მანშის ფორსირება გადაიდო 1944 . გაზაფხულამდე. საბჭოთა ლიდერისათვის ამ არასასიამოვნო ინფორმაციის მიწოდება თავის თავზე აიღო რუზველტმა. მისი წერილი სტალინმა 1943 . 4 ივნისს მიიღო და ამ დროიდან დაიწყო კრიზისი მოკავშირეთა ურთიერთობაში. საბჭოთა ლიდერმა 11 ივნისს პროტესტი განუცხადა აშშ- პრეზიდენტს და ბრიტანეთის პრემიერს, რომ მათ ცალმხრივად გადაწყვიტეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც დიდი გავლენა შეეძლო მოეხდინა ომის შემდგომ მსვლელობაზე. სტალინის შედარებით თავშეკავებული პასუხი სულაც არ ნიშნავდა, რომ მისი რწმენა მოკავშირეებისადმი შერყეული არ იყო. სწორედ ამის შესახებ აცნობა 14 ივნისს ჩერჩილს არჩიბალდ . კერმა _ დიდი ბრიტანეთის ელჩმა მოსკოვში. მისი თქმით, საბჭოთა ლიდერი უკიდურესად აღშფოთებული იყო მოკავშირეთა მოქმედებით. მაგრამ ბრიტანეთის პრემიერს, როგორც ჩანს, ოდნავადაც არ აწუხებდა ყოველივე ეს. განსხვავებით 1942 წლისაგან, როდესაც მან საჭიროდ ჩათვალა, თვითონ ჩასულიყო მოსკოვში, რათა აეცილებინა კრიზისი მოკავშირეთა ურთიერთობაში, ამჯერად ის სულაც არ აპირებდა უკან დახევას.1 პირიქით, ჩერჩილმა აცნობა ელჩს, არანაირი ბოდიშები არ მოეხადა და შესაფერის მომენტში ეთქვა სტალინისათვის, რომ არ ღირდა დასავლეთის სახელმწიფოების გაღიზიანება მაშინ, როდესაც მათი სამხედრო ძლიერება დღითიდღე იზრდებოდა და მათ შეეძლოთ მომავალში დიდი სარგებლობა მოეტანათ საბჭოთა კავშირისათვის. უფრო მეტიც, ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მის მოთმინებასაც ჰქონდა საზღვარი.

1. როგორც ჩანს, მას უკვე არ ეშინოდა ომის წაგების.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩერჩილის ეს განცხადება უბრალოდ გაოცებას იწვევს. თუ ვინმეს მოთმინებას შეიძლება ეწოდოს უსაზღვრო, სწორედ რომ სტალინისას. მიუხედავად მრავალგზისი დაპირებისა, დასავლეთელმა მოკავშირეებმა 1943 . არ გახსნეს მეორე ფრონტი საფრანგეთში და მათ სრულებითაც არ ამართლებს არანაირი ობიექტური მიზეზები. ჩერჩილს და რუზველტს თავისუფლად შეეძლოთ, არ მიეცათ პირობა საბჭოთა ლიდერისადმი მეორე ფრონტის საფრანგეთში გახსნის შესახებ. მათი პრეროგატივა იყო, დაეგეგმათ და ეწარმოებინათ საომარი ოპერაციები გერმანიის წინააღმდეგ იქ, სადაც მათ მოესურვებოდათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც აშშ- პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა აღუთქვეს სტალინს, რომ მოახდენდნენ ლა-მანშის ფორსირებას 1943 წლის განმავლობაში, მათ ან უნდა შეესრულებინათ ეს პირობა, ანაც პირდაპირ ეთქვათ საბჭოთა ლიდერისათვის, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ ოპერაციის დროულად ჩატარებას. და ეს უნდა მომხდარიყო არა 1943 წლის ივნისში, არამედ თებერვალში, კასაბლანკის კონფერენციის შემდეგ. ეს ბევრად უფრო პატიოსანი საქციელი იქნებოდა მათი მხრიდან. მაგრამ ჩერჩილი არც ამით დაკმაყოფილდა და 19 ივნისს სტალინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც დემაგოგიურად აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირს არანაირ დახმარებას არ აღმოუჩენდა მოკავშირეთა შეტევა ლა-მანშზე ასი ათასი მეომრით, რომელსაც მოჰყვებოდა გარდაუვალი მარცხი. მისი თქმით, დახმარების საუკეთესო გზა იყო ბრძოლების მოგება და არა მათი წაგება. თავის მხრივ, რუზველტმაც აცნობა სტალინს, რომ სავსებით იზიარებდა ჩერჩილის წერილში გამოთქმულ აზრებს.1 ყოველივე ამან აღავსო სტალინის მოთმინების ფიალა და 24 ივნისს მან ბრიტანეთის პრემიერს გაუგზავნა კიდევ ერთი, ამჯერად უკვე ბევრად მკაცრი ტონით დაწერილი საპროტესტო ბარათი. ამ წერილის ასლი რუზველტმაც მიიღო საბჭოთა ლიდერისაგან.

1. . შერვუდი წერს, რომ წერილის ტექსტი ჩერჩილს რუზველტთან წინასწარ არ შეუთანხმებია, მაგრამ, გაუგებარია, ასეთ შემთხვევაში რაში დასჭირდა რუზველტს სტალინისათვის ამ ბარათის გაგზავნა.
სტალინმა გაახსენა მოკავშირეებს, რომ ისინი ჯერ კიდევ 1942 . დაჰპირდნენ მას ლა-მანშის ფორსირებას 1943 . არა ასი ათასი მეომრით, როგორც ამას ახლა აცხადებდა ჩერჩილი, არამედ 1 მილიონი ჯარისკაცის გამოყენებით. საბჭოთა ლიდერს არ დაავიწყდა ისიც, რომ 1943 . თებერვალში მას აცნობეს საფრანგეთში აგვისტო-სექტემბერში სავარაუდო შეჭრის შესახებ. აქვე სტალინმა განაცხადა, რომ მთელი ეს ცრუ დაპირებები სერიოზულად არყევდა საბჭოთა კავშირის რწმენას მოკავშირეებისადმი და რომ საჭირო იყო ამ რწმენის შენარჩუნება. მიუხედავად ასეთი მკაცრი პასუხისა, ჩერჩილმა მაინც არ დაიხია უკან და სტალინისადმი 27 ივნისის წერილში განაცხადა, რომ ის ყოველთვის გულწრფელი იყო საბჭოთა ლიდერთან ურთიერთობაში და რომ მოკავშირეთა მხრიდან პირობის შეუსრულებლობის მიზეზი იყო უბრალოდ მოვლენების განვითარება, რის გამოც შეიცვალა სამხედრო გეგმები. როგორც ჩანს, სტალინს მობეზრდა ეს უსარგებლო კამათი და უპასუხოდ დატოვა ინგლისის პრემიერის ეს ბარათი. სამაგიეროდ, მან საკმაოდ მკაცრ დიპლომატიურ დემარშს მიმართა. კრემლმა ივლისის დასაწყისშიკონსულტაციისათვისგაიწვია სსრკ- ელჩები ლონდონსა და ვაშინგტონიდან. გარდა ამისა, სტალინმა თვენახევრით საერთოდ შეწყვიტა მიმოწერა ჩერჩილსა და რუზველტთან და მხოლოდ კურსკის ბრძოლის მოგების შემდეგ განაახლა ის.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ინგლისელები და ამერიკელები აზუსტებდნენ გეგმას სიცილიაში შეჭრისათვის. ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ამ მომზადებაში იყო . პანტელერიის აღება. ამ კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა თავისი ადგილმდებარეობისა და მასზე განლაგებული აეროდრომების გამო. მოკავშირეებმა პრაქტიკულად უბრძოლველად აიღეს პანტელერია. ისინი 6 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ბომბავდნენ კუნძულს, ხოლო შემდეგ დაიწყეს დესანტის გადასხმა. მოკავშირეთა ძალები საიერიშო ნავებში სხდებოდნენ, როდესაც იტალიურმა გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა.1
1. აღსანიშნავია, რომ პანტელერიაზე მოკავშირეთა მხრიდან ერთადერთი დაზარალებული აღმოჩნდა ამერიკელი ჯარისკაცი, რომელსაც უკბინა ვირმა. იტალიელთა მორალური დონის დაცემაზე ნათლად მეტყველებს კიდევ ერთი ფაქტი: პატარა კუნძულ ლამპედუზას იტალიური გარნიზონი დანებდა მფრინავს, რომელიც იძულებით დაჯდა ამ -ზე საწვავის ნაკლებობის გამო.
1943 . 10 ივლისს მოკავშირეებმა მოახდინეს გადასხმა სიცილიაზე. გერმანელებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა მოვლენების ამგვარი განვითარება. მათ ეგონათ, რომ მოკავშირეთა მთავარი დარტყმა (ოპერაციაჰასკი) მიმართული იქნებოდა საბერძნეთის, ხოლო მეორე დარტყმა კი _ სარდინიის წინააღმდეგ. სიცილიაზე შეტევა, მათი აზრით, მიტანილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ თვალის ასახვევად. ყოველივე ეს გახლდათ შედეგი ინგლისელთა მიერ ბრწყინვალედ ჩატარებული სადეზინფორმაციო ოპერაციისა. მათ მოახდინეს ესპანეთის ნაპირებთან თავისი კურიერის დაღუპვის ინსცენირება. გერმანელებმაც .. კურიერის გვამთან ერთად აღმოაჩინეს მოკავშირეთა გეგმები, რამაც ისინი შეცდომაში შეიყვანა. შედეგად, მათ გააძლიერეს პელოპონესის -- და სარდინია, მოკავშირეებმა კი სიცილიას შეუტიეს. მათ კუნძულზე გადასხეს გენერალ . პატონის მე-7 ამერიკული არმია და გენერალ . მონტგომერის მე-8 ბრიტანული არმია. გარდა ამისა, მათ გამოიყენეს საჰაერო დესანტიც.1 იტალიელებს არც აქ გაუწევიათ დიდი წინააღმდეგობა. მოკავშირეებმა 38 დღეში აიღეს კუნძული, მაშინ როდესაც გეგმით გათვალისწინებული იყო 3 თვე. უფრო მეტიც, ნაწილი სამხედროებისა უმტკიცებდა ეიზენჰაუერს, რომ იტალიური გარნიზონის ბრძოლისუნარიანობის სწორად შეფასების შემთხვევაში ოპერაციის დასრულება 10-15 დღეშიც იყო შესაძლებელი, თანაც გერმანელთა ძირითადი ნაწილები ტყვედ ჩავარდებოდნენ. მთავარსარდალი ასეთ მოქმედებას სარისკოდ თვლიდა. ის თავის პოზიციას ამაგრებდა იმით, რომ მისი ოპონენტების გეგმა, რომელიც მოწინააღმდეგის ჯარების ალყაში მოქცევაზე იყო აგებული, გაამართლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იტალიელები არავითარ წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ მოკავშირეებს, რისი გარანტიაც არ იყო.
1. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა გერმანელმა გენერალმა _ კარლ შტუდენტმა მოკავშირეთა ოპერაციის სრული წარმატებით დასრულების მთავარ მიზეზად დაასახელა სწორედ საჰაერო-სადესანტო ძალები, რომლებმაც გზა გადაუღობეს სატანკო დივიზია გერმან გერინგს. მისი თქმით, რომ არა ეს ფაქტი, გერმანელები გაანადგურებდნენ საზღვაო დესანტის პირველ ეშელონს.
მოკავშირეთა სიცილიაში გადასხმის შემდეგ მუსოლინი იძულებული გახდა, გერმანელებისათვის სასწრაფოდ ეთხოვა დახმარება, მაგრამ ამის ნაცვლად მიიღო ჰიტლერის დირექტივა, რაც შეიძლებოდა გაეჭიანურებინათ კუნძულის ჩაბარება. ეს თითქოს გასაგებიცაა: აღმოსავლეთის ფრონტზე დაწყებული საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის გამო მას არ შეეძლო დამატებითი ნაწილების გამოგზავნა მოკავშირისათვის, თუმცა ჰიტლერმა იტალიის საზღვრებთან მაინც გადმოისროლა ესესელთა შენაერთები, რამდენიმე საპარაშუტო დივიზია და ა.შ. საკუთრივ სიცილიაში კი გაგზავნილ იქნა მხოლოდ 2 დივიზია. ბერლინის პოზიცია იმით აიხსნება, რომ სიცილიაში თავდაცვის ორგანიზება უპერსპექტივო საქმე იყო, ხოლო აპენინებზე დაწყებულ პროცესებს შეიძლებოდა მოჰყოლოდა იტალიის ომიდან გამოსვლა. ამიტომ გერმანელებმა დაიწყეს ძალების თავმოყრა, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეკავებინათ იტალიის სასიცოცხლო ცენტრები. გარდა ამისა, აქვე ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას: ჰიტლერს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, დაეცვა თუ არა აპენინის ნ-კ-ის სამხრეთი ნაწილი მოკავშირეთა შემოჭრის შემთხვევაში. ვერმახტის მთავარსარდლობაში ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობდა. მაგალითად, ფელდმარშალი ერვინ ფონ რომელი მოითხოვდა მხოლოდ ჩრდილოეთ იტალიის დაცვას, ხოლო ფელდმარშალი ალბერტ კესელრინგი მხარს უჭერდა თავდაცვითი ზღუდის მოწყობას რომის სამხრეთით. საბოლოო ჯამში, ჰიტლერმა კესელრინგის აზრი გაიზიარა და სწორედ ის დანიშნა იტალიაში გერმანული ნაწილების უმაღლეს მთავარსარდლად.
ივლისის ბოლოსათვის იტალიურმა გარნიზონმა სიცილიაში მთლიანად დაყარა იარაღი, ხოლო გერმანელებმა დაიხიეს პორტ მესინას მიდამოებში, საიდანაც მოახდინეს თავისი ნაწილების ევაკუაცია. 16 აგვისტოს ამერიკელებმა დაიკავეს მესინა და ამით სიცილია მთლიანად გადავიდა მოკავშირეთა ხელში.1 ამასობაში კი აპენინის ნ-კ-ზე მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. მოკავშირეთა იმედები და გერმანელთა შიში გამართლდა. 24 ივლისს „დიდმა ფაშისტურმა საბჭომ“ უნდობლობა გამოუცხადა მუსოლინის, ხოლო 25 ივლისს მეფე ვიქტორ-ემანუილ III-მ გადააყენა დუჩე, რომელიც ამ აუდიენციის შემდეგ დააპატიმრეს კიდეც. ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ფელდმარშალი პიეტრო ბადოლიო. ამ ფაქტმა ჰიტლერის გაცოფება გამოიწვია. მისი პირველი რეაქცია იყო, გაეგზავნა სპეციალური შენაერთი რომში, რათა დაეპატიმრებინა მეფე, ბადოლიო და ყველა ის პირი, ვინც კი მუსოლინის გადაყენებაში მიიღო მონაწილეობა. რომში ეს კარგად ესმოდათ და ახალმა მთავრობამ სასწრაფოდ გააკეთა განცხადება გერმანიასთან თანამშრომლობისა და ომში მონაწილეობის გაგრძელების შესახებ. ბადოლიოს მხრიდან ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგანაც მუსოლინის მმართველობის ბოლო პერიოდში გერმანელებს საკმაოდ მრავლად ჰყავდათ თავიანთი ხალხი სამთავრობო სტრუქტურებში და იქ საკვანძო ადგილები ეკავათ. ამიტომ გერმანიასთან კავშირის გაწყვეტის პირველივე მცდელობისთანავე ისინი თავის კონტროლს დაამყარებდნენ ქვეყანაში.
1. აღსანიშნავია, რომ მე-7 ამერიკული არმიის სარდალმა ჯ. პატონმა არც კი დაუცადა ინგლისური ნაწილების მოსვლას მესინაში (მე-8 ბრიტანული არმიის შენაერთები 17 აგვისტოს შევიდნენ ქალაქში) და მარტომ მიიღო გერმანელთა კაპიტულაცია.
6 აგვისტოს ტარვისში შედგა მოლაპარაკება, რომელზეც მესამე რაიხს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ი. რიბენტროპი და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი ფელდმარშალი ვ. კაიტელი, იტალიას კი _ საგარეო საქმეთა მინისტრი რ. გუარილია და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ამბროზიო. მიუხედავად იტალიელთა მტკიცებისა, რომ ისინი თავისი მოკავშირის ერთგული დარჩებოდნენ, გერმანელები მაინც არ ენდობოდნენ მათ. ამან აიძულა ბადოლიო, ეძებნა გზები ინგლის-ამერიკასთან სეპარატული ხელშეკრულების დასადებად. 4 აგვისტოს ლისაბონში იტალიის დიპლომატიური მისიის მრჩეველი დ’აიეტა შეხვდა ბრიტანეთის ელჩს პორტუგალიაში რ. კემპბელს და ამცნო მას იტალიის მთავრობის სურვილი გერმანიასთან კავშირის გაწყვეტისა და ომიდან გამოსვლის შესახებ. ამის შემდეგ მოლაპარაკება მადრიდში გაგრძელდა, სადაც ჩავიდა ბადოლიოს მთავრობის ახალი წარმომადგენელი გენ. კასტელანო. 18 აგვისტოს ის შეხვდა ეიზენჰაუერის შტაბის წევრებს, რომლებმაც განუცხადეს მას, რომ იტალიის კაპიტულაცია მოხდებოდა დაზავების ე.წ. „შემოკლებული“ პირობების მიხედვით. 31 აგვისტოს, ახალი შეხვედრისას, რომელიც სიცილიაში შედგა, კასტელანომ იტალიის მთავრობის სახელით თანხმობა მისცა მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენლებს, მაგრამ ამასთან გადასცა მათ ბადოლიოს თხოვნა დაზავების გამოცხადების გადადების შესახებ, მანამ, სანამ ინგლის-ამერიკის ჯარები არ მიადგებოდნენ რომს, ან უფრო ჩრდილოეთით არ აღმოჩნდებოდნენ. მოკავშირეებმა იტალიის პრემიერის ეს წინადადება არ მიიღეს და მას მხოლოდ ის აღუთქვეს, რომ კაპიტულაციის გამოცხადებას იტალიაში ინგლისელებისა და ამერიკელების ძირითადი ძალების გადასხმამდე გადადებდნენ. ამ დროისათვის უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება სამხრეთ იტალიაში სადესანტო ოპერაციის განხორციელების შესახებ. გაერთიანებულმა ინგლისურ-ამერიკულმა შტაბმა ჯერ კიდევ 1943 წ. 20 ივლისს დართო ნება ეიზენჰაუერს სამხრეთ იტალიაში შეჭრაზე, მაგრამ საბოლოოდ ეს ოპერაცია დამტკიცებულ იქნა კვებეკში, რუზველტისა და ჩერჩილის მორიგ შეხვედრაზე.
კვებეკის კონფერენციამ (კოდური სახელწოდება „კვადრანტი“) მუშაობა დაიწყო 14 აგვისტოს.1 აქაც, ისევე როგორც ვაშინგტონში, ძირითადი ადგილი ეკავა კამათს ევროპაში სრულფასოვანი მეორე ფრონტის გახსნის ადგილის განსაზღვრის საკითხზე. ჩერჩილმა, უკვე მუსოლინის გადაყენების შემდეგ, კიდევ ერთხელ სცადა, თავს მოეხვია რუზველტისათვის ბალკანური ვარიანტი, რომელსაც აშშ-ს სამხედრო წრეებშიც გამოუჩნდა მომხრეები. 1943წ. ივნისში სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებულმა კომისიამ მთლიანად მოიწონა ინგლისური პროექტი ომის დასკვნით ეტაპზე მცირე ძალებით ლა-მანშის ფორსირებისა და ურჩია პრეზიდენტს, უარი ეთქვა ოპერაცია „ოვერლორდზე“. კომისია წინ აღუდგა აგრეთვე ხმელთაშუა ზღვიდან ინგლისში 7 დივიზიის გადაყვანასაც. სულ სხვა აზრზე იდგა აშშ-ს არმიის შტაბის ოპერატიული განყოფილება, რომელიც რეკომენდაციას იძლეოდა, ხმელთაშუაზღვისპირეთში საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ იტალიის აღებით შემოეფარგლათ, ხოლო 1944 წ. გაზაფხულზე ძირითადი ბრძოლები დასავლეთ ევროპაში გაემართათ. აშშ-ს შტაბების უფროსების კომიტეტმა სწორედ ოპერატიული განყოფილების თვალსაზრისი გაიზიარა და პრეზიდენტთან ერთად განიხილა ეს გეგმები. რუზველტიც დაჰპირდა თავის სამხედრო მრჩევლებს, რომ მტკიცედ გაილაშქრებდა ბალკანური ვარიანტის წინააღმდეგ და დაიცავდა „ოვერლორდს“, რაც შეასრულა კიდეც.
1. რუზველტი კვებეკში მხოლოდ 17 აგვისტოს ჩავიდა.
კონფერენცია დაიწყო ჯ. მარშალის გამოსვლით. მან ხაზი გაუსვა, რომ ლა-მანშის ფორსირება უნდა ქცეულიყო ევროპაში მოკავშირეთა უმთავრეს ოპერაციად. ამისათვის უნდა მომხდარიყო მთელი ძალების მობილიზება. მარშალი თვლიდა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში ოპერაციები უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ იმ ჯარებით, რომლებიც საფრანგეთში შეჭრისათვის არ იყო საჭირო და ამიტომ აქ განლაგებული 7 დივიზია ინგლისში უნდა გადაესროლათ ძირითადი არმიის გასაძლიერებლად. მიუხედავად ამერიკელთა ასეთი მტკიცე პოზიციისა, ინგლისელებმა მაინც სცადეს თავისი ვარიანტის გატანა. ა. ბრუკი, ერთი შეხედვით, თითქოს დაეთანხმა აზრს, რომ „ოვერლორდი“ ყოფილიყო მოკავშირეთა მთავარი ოპერაცია ევროპაში, მაგრამ აქვე მან განაცხადა, რომ ლა-მანშის ფორსირება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დასავლეთ ევროპაში განლაგებული გერმანული ძალების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ. ეს კი, ბრუკის თქმით, სავარაუდო იყო მხოლოდ სამხრეთ ევროპაში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების შემთხვევაში. ამიტომ ის წინააღმდეგი იყო ბრიტანეთის კუნძულებზე 7 დივიზიის გადასროლისა, რადგანაც ეს, მისი აზრით, საფრთხის ქვეშ დააყენებდა იტალიაში შეჭრას. ანალოგიური განცხადებები გააკეთა უმაღლეს დონეზე შეხვედრისას ჩერჩილმაც, მაგრამ რუზველტის პოზიცია უცვლელი დარჩა. აშშ-ს პრეზიდენტი უპირველეს ამოცანად კვლავ საფრანგეთში შეჭრას მიიჩნევდა. რაც შეეხება იტალიას, იქ ოპერაციები ქვეყნის სამხრეთი ნაწილის ოკუპაციით უნდა დასრულებულიყო. ერთ-ერთ სხდომაზე რუზველტმა პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის არმიებს უნდა მიეღწიათ ბერლინამდე მანამ, სანამ საბჭოთა ჯარები აიღებდნენ გერმანიის დედაქალაქს. ყოველივე ამან აიძულა ჩერჩილი, ეცნო „ოვერლორდი“ მოკავშირეთა ძირითად ოპერაციად, მაგრამ, ამასთან, ინგლისის პრემიერმა მთელი რიგი პირობების გათვალისწინება მოითხოვა, კერძოდ: დესანტის გადასხმის მომენტში არ უნდა ყოფილიყო ქარი; მთვარე უნდა ყოფილიყო საჭირო ფაზაში; უნდა ყოფილიყო შესაფერისი მოქცევა; გერმანელთა თავდაცვა არ უნდა გაძლიერებულიყო; მოწინააღმდეგეს არ უნდა ჰყოლოდა რეზერვში 12 დივიზიაზე მეტი; მას არ უნდა შეძლებოდა პირველ 2 თვეში (დესანტის გადმოსხმის შემდეგ) აღმოსავლეთის ფრონტიდან 15 დივიზიაზე მეტის გადმოსროლა და ა.შ. ამრიგად, ინგლისელებს სურდათ, დაეტოვებინათ უფლება, უარი ეთქვათ „ოვერლორდზე“, თუ მისი განხორციელების დროისათვის ყველა ეს პირობა შესრულებული არ იქნებოდა.
ჩერჩილის სტრატეგიამ კვებეკში კიდევ ერთი დარტყმა მიიღო: კონფერენციაზე დაადგინეს, რომ ძირითად ოპერაციას დახმარებოდნენ სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ: ტულონსა და მარსელს შორის, _ დესანტის გადასხმით (კოდური სახელწოდება ამ ოპერაციისა იყო „ენვილი“, შემდგომში ის შეიცვალა „დრაგუნით“).1 ამ დესანტის შემადგენლობაში უნდა შესულიყო ხმელთაშუაზღვისპირეთში განლაგებული ნაწილები, რომელთა გამოყენებაც ჩერჩილს ჩრდილოეთ იტალიასა და ბალკანეთში სურდა. „ენვილის“ წარმატების უზრუნველსაყოფად მოკავშირეებმა საჭიროდ ჩათვალეს სარდინიისა და კორსიკის დაკავება, რითაც ისინი მიიღებდნენ ხელსაყრელ პლაცდარმს სამხრეთ საფრანგეთში შესაჭრელად. ბრიტანეთის პრემიერი ამ ოპერაციის წინააღმდეგ მისი განხორციელების დღემდე იბრძოდა, რადგანაც თვლიდა, რომ ეს გამოიწვევდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რაიონში სამხედრო მოქმედებების შესუსტებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.2 ერთი სიტყვით, კვებეკის კონფერენცია დასრულდა ტრანსლამანშური სტრატეგიის მომხრეთა გამარჯვებით. ერთადერთი, რასაც მიაღწია ჩერჩილმა კვებეკში, იყო ის, რომ კონფერენციის მონაწილეებმა დაადგინეს, გადაესხათ დესანტი სამხრეთ იტალიაში, უზრუნველეყოთ იტალიის გამოსვლა ომიდან, დაეკავებინათ აპენინის ნ-კ-ი რომის ჩათვლით და მუდმივი ზეწოლა ეწარმოებინათ ჩრდილოეთ იტალიაში განლაგებულ გერმანელთა ჯარებზე. და მაინც, სწორედ ეს გადაწყვეტილებები აძლევდა იმედს ბრიტანეთის პრემიერს, რომ მოგვიანებით ის მაინც შესძლებდა თავისი სურვილის განხორციელებას და მეორე ფრონტს საფრანგეთის ნაცვლად ბალკანეთში გახსნიდა. ასე რომ, ბრძოლა ამ საკითხის გარშემო ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული.
1. სახელწოდების შეცვლა ჩერჩილის ინიციატივით მოხდა. ამით ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ის აიძულეს, ჩაეტარებინა აღნიშნული ოპერაცია (სიტყვათა თამაში: a dragoon _ დრაგუნი, to dragoon _ იძულება).
2. ჩერჩილს აქტიურად უჭერდა მხარს ბ. მონტგომერიც, რომელიც თვლიდა, რომ „ენვილი“ დაასუსტებდა იტალიურ ფრონტს, მაშინ, როდესაც იქ მიღწეული წარმატებები შესაძლებელს გახდიდა საბჭოთა ჯარებზე ადრე ვენის აღებას.
1943 წ. 3 სექტემბერს ერთბაშად ორი დიდი მნიშვნელობის მოვლენა მოხდა: სიცილიაში ხელი მოეწერა იტალიასთან დაზავებას (იტალიის მხრიდან ეს გააკეთა გენ. კასტელანომ, ხოლო მოკავშირეთა სახელით _ გენ. ბ. სმიტმა) და დაიწყო მოკავშირეთა ჯარების გადასხმა სამხრეთ იტალიაში _ კალაბრიაში. დაზავება ძალაში უნდა შესულიყო 8 სექტემბერს, როდესაც ეიზენჰაუერსა და ბადოლიოს ერთდროულად უნდა გაეკეთებინათ განცხადება იტალიის კაპიტულაციის შესახებ, მაგრამ ბოლო მომენტში იტალიის მთავრობამ, გერმანელების მხრიდან მოსალოდნელი აქციის შიშით, სცადა, გადაევადებინა განცხადების გამოქვეყნება. ბადოლიომ აცნობა მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალს, რომ დაზავების გამოცხადების შემთხვევაში გერმანელები დაიკავებდნენ რომს და მთავრობის მიმართ ძალისმიერ აქციას გაატარებდნენ. ამაზე ეიზენჰაუერმა უპასუხა, რომ ის ყველა ვარიანტში გააკეთებდა განცხადებას იტალიის კაპიტულაციის შესახებ 18 საათსა და 30 წუთზე და თუ ამას არ მოჰყვებოდა ანალოგიური აქცია იტალიის მთავრობის მხრიდან, მაშინ ამ უკანასკნელთ ომში მოკავშირე უკვე აღარ ეყოლებოდათ. მართლაც, მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალმა აღნიშნულ დროს რადიოთი გამოაცხადა იტალიის კაპიტულაციის შესახებ. შიშითა და ყოყმანით შეპყრობილმა ბადოლიომ საათნახევრის შემდეგ, როგორც იქნა, მიბაძა ეიზენჰაუერის მაგალითს.
გერმანელებს სრული ინფორმაცია ჰქონდათ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რისი წყალობითაც მათ სასწრაფოდ განახორციელეს საპასუხო ზომები: დაიკავეს ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია, სამხრეთ იტალიის დიდი ნაწილი და განაიარაღეს იტალიური არმიის ძირითადი ძალები. ბადოლიოს მთავრობამ და მეფემ გაქცევით უშველეს თავს და ბრინდიზიში დაიდეს ბინა. გერმანელებმა გადაწყვიტეს, აღედგინათ ფაშისტების ძალაუფლება იტალიაში და გაათავისუფლებინეს მუსოლინი, რომელმაც გამოაცხადა ე.წ. „იტალიის სოციალური რესპუბლიკა“ და სათავეში ჩაუდგა მის მთავრობას. ამასობაში მოკავშირეებმა 8 სექტემბერს გადასხეს დესანტი სალერნოს ყურეში, რაც საჭირო იყო ნეაპოლზე შეტევის განხორციელებისათვის, ხოლო 9 სექტემბერს მათ დაიკავეს პორტი ტარანტო, საიდანაც დაიწყეს წინსვლა ფოჯასაკენ. სწორედ ნეაპოლის პორტისა და ფოჯაში განლაგებული აეროდრომების აღება იყო მოკავშირეთა უმთავრესი ამოცანა ამ ეტაპზე.
8-14 სექტემბრის განმავლობაში სალერნოს ყურეში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. გერმანელები ცდილობდნენ, გაენადგურებინათ დესანტი, მაგრამ ვერ შეძლეს ეს. შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა კალაბრიაში მყოფმა გენ. მონტგომერიმ და სწრაფად წაიწია წინ. 16 სექტემბერს მისი ძალები მარცხენა ფლანგზე შეუერთდნენ სალერნოსთან მებრძოლ ნაწილებს. მარჯვენა ფლანგზე მონტგომერი განაგრძობდა წინსვლას ფოჯასაკენ ბრძოლებით მიმავალ საჰაერო-სადესანტო დივიზიასთან შესაერთებლად. რამდენიმე დღის შემდეგ მოკავშირეებმა აიღეს კიდეც ფოჯა და მთელი ყურადღება ნეაპოლისაკენ გადაიტანეს. აქაც საკმაოდ სწრაფად მიაღწიეს მათ საწადელს და 1 ოქტომბერს გენ. მ. კლარკის ნაწილები შევიდნენ ქალაქში.5 ამავე პერიოდში, კერძოდ 29 სექტემბერს, კ. მალტაზე ბადოლიომ ხელი მოაწერა კაპიტულაციის „გაშლილ“ ვარიანტს, ხოლო 13 ოქტომბერს კი მისმა მთავრობამ ომი გამოუცხადა გერმანიას, რის შემდეგაც მოკავშირეებმა _ აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ _ იტალია თანამებრძოლ მხარედ სცნეს. ამრიგად, ევროპაში ჰიტლერის მთავარი მოკავშირე _ იტალია _ უკვე მისი მტრების ბანაკში აღმოჩნდა. რასაკვირველია, იტალიის ფაშისტური ბლოკიდან გამოსვლას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ფაქტს დიდი გავლენა უნდა მოეხდინა ჰიტლერის დანარჩენ სატელიტებზე, რომლებიც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ გერმანიის მარცხი ამ ომში გარდაუვალი იყო. გარდა ამისა, გერმანია იძულებული გახდა 20-მდე დივიზია განელაგებინა აპენინებზე, რათა შეეჩერებინა მოკავშირეთა წინსვლა ამ რეგიონში.1 უნდა ითქვას, რომ გერმანელებმა აქ მართლაც მიაღწიეს თავის მიზანს და ინგლის-ამერიკის ჯარები რომიდან 120 კილომეტრზე შეაკავეს, მაგრამ ამან მნიშვნელოვნად დაასუსტა მათი პოზიციები სხვა რეგიონებში.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩერჩილი ძალ-ღონეს არ იშურებდა მოკავშირეთა სტრატეგიის შესაცვლელად. ამჯერად ის პირდაპირ არ ითხოვდა „ოვერლორდის“ უარყოფას და ცდილობდა ბალკანეთში შესაჭრელად ხმელთაშუაზღვისპირეთში განლაგებული ძალების გამოყენებას. მას იმედი ჰქონდა, რომ ბალკანეთში განლაგებული 24 იტალიური დივიზიის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა აიძულებდა გერმანელებს, დაეტოვებინათ ნახევარკუნძული და შესაძლებელი გახდებოდა მცირე ძალებით მისი ოკუპაცია.
1. სხვათა შორის, ინგლისელთა მტკიცება, რომ იტალიაში ოპერაციების წარმოება ხელს შეუწყობდა „ოვერლორდს“, ნაწილობრივ გამართლდა, რადგანაც 1943 წ. სექტემბერში გერმანელებმა საფრანგეთიდან იტალიაში გადაისროლეს 7 საუკეთესო დივიზია.
სექტემბრის დასაწყისში ინგლისის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ჩავიდა და შესთავაზა რუზველტს იტალიის კაპიტულაციის გამოყენება აპენინისა და ბალკანეთის ნ-კ-ებზე ახალი ოპერაციების საწარმოებლად. ამავდროულად მან წამოაყენა დოდეკანესის კ-ბის (როდოსი, კოსი, ლეროსი, სამოსი და სხვ.) დაკავების ვარიანტი. რუზველტი აშკარად მიიზიდა ბალკანეთის მცირე ძალებით აღების გეგმამ და ეს საკითხი შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე დააყენა. მისი ზეწოლით კომიტეტმა ნაწილობრივ მიიღო ჩერჩილის პროექტი და დაამტკიცა დოდეკანესის არქიპელაგის დაკავების გეგმა. ამ ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოკავშირეები დაამყარებდნენ კონტროლს ეგეოსის ზღვაზე და მიიღებდნენ ბრწყინვალე საზღვაო და საჰაერო ბაზებს. ამასთან, ეს მოუხსნიდა თურქეთს გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდასხმის საფრთხეს, თუ ის ჩაებმებოდა ომში მესამე რაიხის წინააღმდეგ. ამიტომ ჩერჩილი, რომლის გეგმებში თურქეთის პოზიციას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, აუცილებლად მიიჩნევდა ამ კ-ბის, განსაკუთრებით კი როდოსის ოკუპაციას. გარდა ამისა, ინგლისელი სამხედროები თვლიდნენ, რომ დოდეკანესის არქიპელაგის დაკარგვა აიძულებდა გერმანელებს, დაეტოვებინათ საბერძნეთი, რაც გახსნიდა გზას ბალკანეთში. ასე რომ, ამ შედარებით მცირე მასშტაბის ოპერაციას, მათი აზრით, შეეძლო დიდი შედეგები მოეტანა და მოკავშირეთა სტრატეგიაც კი შეეცვალა. დოდეკანესის კ-ბისათვის ბრძოლა დაიწყო 10 სექტემბერს, როდესაც ინგლისელებმა საჰაერო დესანტი გადასხეს როდოსზე, მაგრამ გერმანელებმა დაატოვებინეს მათ კუნძული. 13-18 სექტემბერს კიდევ ერთი შეტევა იქნა მიტანილი არქიპელაგზე. მოკავშირეებმა ხელთ იგდეს მთელი რიგი კუნძულებისა: კოსი, ლეროსი, სამოსი და ა. შ., _ მაგრამ როდოსის ასაღებად მათ ძალები არ ეყოთ. 25 სექტემბერს ჩერჩილმა ეიზენჰაუერს სთხოვა დამატებითი ძალების გამოყოფა ოპერაციის წარმატებით დასასრულებლად. ოქტომბრის დასაწყისში მან ანალოგიური სახის მიმართვა გაუგზავნა რუზველტს, მაგრამ იტალიაში მდგომარეობის გაუარესებამ აიძულა შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი, რომის აღებამდე უარი ეთქვა როდოსის შტურმზე. ყოველივე ამის შედეგად, გერმანელებმა დოდეკანესის არქიპელაგის სხვა კუნძულებიც დაატოვებინეს მოკავშირეებს. ამ მარცხმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ჩერჩილის გეგმებს. სწორედ ეგეოსის ზღვაში მოკავშირეთა დამარცხებით ახსნა ინგლისის პრემიერმა თურქეთის უარი 1943წ. შემოდგომაზე გერმანიასთან ომში ჩაბმაზე. ჩერჩილს იმედები გაუცრუა იტალიის არმიამაც, რომელმაც არ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები გერმანელთა წინააღმდეგ, ამ უკანასკნელებმა კი ბალკანეთის ნ-კ-ი არ დაცალეს. ამის შემდეგ ინგლისის პრემიერს თითქოს ხელი უნდა ჩაექნია თავისი პროექტის განხორციელებაზე, მაგრამ ის მაინც ჯიუტად განაგრძობდა დინების წინააღმდეგ ცურვას და თავს არ ანებებდა ბალკანურ ვარიანტს. ჩერჩილის გეგმების საბოლოო უარყოფა მოხდა მხოლოდ სსრკ-ს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა მეთაურების თეირანის კონფერენციაზე, რომლის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა 1943 წ. 13-30 ოქტომბერს მოსკოვში გამართული ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა.
მოსკოვის კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მოლოტოვი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონი იდენი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი, განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი, რომელთა შორის ძირითადი ადგილი ეკავა გერმანიისა და მისი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ომის უმოკლეს ვადაში დამთავრებისათვის საჭირო ღონისძიებების დაზუსტებას. კონფერენციის გახსნის პირველსავე დღეს საბჭოთა დელეგაციამ მოსთხოვა ინგლისისა და აშშ-ს მხარეს, დაედასტურებინათ მათი განზრახვა 1944 წ. გაზაფხულზე საფრანგეთში შეჭრის თაობაზე. საპასუხოდ გენ. ჰ. ისმეიმ (დიდი ბრიტანეთი) და გენ. ჯ. დინმა (აშშ), რომლებიც სამხედრო მრჩევლების რანგით ესწრებოდნენ სხდომებს, გააცნეს საბჭოთა დელეგაციას კვებეკის კონფერენციის გადაწყვეტილება ამ საკითხის გარშემო. ამ განცხადებამ საბჭოთა მხარე მაინც არ დააკმაყოფილა, რადგანაც მასში მოყვანილი იყო უამრავი პირობა, რომელთა შესრულების გარეშე ოპერაცია „ოვერლორდის“ განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. უკმაყოფილებამ კიდევ უფრო იმატა მას შემდეგ, რაც იდენმა, ჩერჩილის ინსტრუქციით, აცნობა სტალინს, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ მისცემდა სსრკ-ს მტკიცე გარანტიებს მეორე ფრონტის 1944 წ. მაისში გახსნის შესახებ. ინგლისის პრემიერი სწერდა თავის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ის ვერ გასწირავდა მარცხისათვის ოპერაციებს იტალიაში მხოლოდ იმიტომ, რომ დაეცვა „ოვერლორდის“ დაწყების თარიღი. გარდა ამისა, იდენმა სასწრაფოდ გადასცა სტალინს გენ. ჰ. ალექსანდერის ცნობა, რომ მოკავშირეთა წარუმატებლობა იტალიაში ალბათ შეაფერხებდა ლა-მანშის ფორსირებას.
ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა (ასევე ჩერჩილის დავალებით) მოსკოვში სცადა, აგრეთვე, გაეგო, თუ რას ფიქრობდა საბჭოთა მხარე ბალკანური ვარიანტის შესახებ და დააინტერესებდა თუ არა ეს გეგმა სტალინს, მაგრამ უარყოფით რეაქციას წააწყდა. უფრო მეტიც, საბჭოთა მთავრობის მტკიცე პოზიციამ აიძულა იდენი და ჰალი, დაედასტურებინათ კვებეკის კონფერენციის გადაწყვეტილება 1944 წ. ლა-მანშის ფორსირების შესახებ. მათ აგრეთვე განაცხადეს, რომ ამ ოპერაციის მომზადება მიმდინარეობდა იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. საერთოდ ამ შეხვედრაზე ოპერაცია „ოვერლორდის“ განხორციელებასთან დაკავშირებით ამერიკელებმა სრული მხარდაჭერა აღმოუჩინეს საბჭოთა მხარეს, რითაც სტალინი ძალიან
კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მთლიანობაში ისინი მაინც პასიურობდნენ და ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ინგლისისა და საბჭოთა დელეგაციებს შორის მიმდინარეობდა, ჰალი კი შემდეგ ეცნობოდა მისი ორი კოლეგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არსს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბოლო შეხვედრა იყო, როდესაც სწორედ ინგლისელები, და არა ამერიკელები, ასრულებდნენ წამყვან როლს საბჭოთა მხარესთან მოლაპარაკებების დროს.
საბოლოო ჯამში, მოსკოვის კონფერენციის შედეგებით მასში მონაწილე სამივე მხარემ კმაყოფილება გამოთქვა. აქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კიდევ უფრო განამტკიცეს კავშირი სამივე ქვეყანას შორის და შექმნეს კარგი პირობები ამ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრის ჩატარებისათვის. სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი შეთანხმდნენ, რომ ასეთი კონფერენცია ჩატარებულიყო 1943 წ. ნოემბერში თეირანში. თეირანის კონფერენციის მომზადების პერიოდში კვლავ გააქტიურდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ერთხელ კიდევ სცადა თავს მოეხვია მოკავშირეებისათვის ბალკანური პროექტი. ამ მიზნით მან შესთავაზა რუზველტს, შეხვედროდნენ ერთმანეთს და შეემუშავებინათ საერთო სტრატეგია თეირანში განსახილველი საკითხების გარშემო. აშშ-ს პრეზიდენტი ერთხანს უარზე იდგა, მაგრამ ჩერჩილის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დათმო და დათანხმდა თეირანში ჩასვლამდე გზად კაიროში შეჩერებულიყო და იქ შეხვედროდა ინგლისის პრემიერს. რუზველტი კარგად ხვდებოდა ჩერჩილის განზრახვას და რადგანაც არ სურდა, მოსკოვში ჩაეთვალათ, რომ აშშ და ინგლისი სსრკ-ს ზურგს უკან რაიმე შეთანხმებაზე წავიდოდნენ, მიიწვია კაიროში მოლოტოვი და ჩან კაი-ში. ჩერჩილი, რომელიც საგულდაგულოდ მოემზადა ამ შეხვედრისათვის და ჩამოიტანა საგანგებო გეგმა ხმელთაშუაზღვისპირეთში მოკავშირეთა შესაძლო მოქმედებების შესახებ, ძალიან უკმაყოფილო დარჩა აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ის თვლიდა, რომ ინგლისელებს და ამერიკელებს ჰქონდათ უფლება, თვითონ განეხილათ საკუთარი შეიარაღებული ძალების ოპერაციები. გარდა ამისა, მას ეშინოდა, რომ ჩინეთის საკითხი დიდ დროს წაიღებდა და ხელს შეუშლიდა ევროპული სტრატეგიის განხილვას. ჩერჩილი იმედოვნებდა, რომ უშუალო მოლაპარაკებების დროს ის, ისევე როგორც ადრე, დაიყოლიებდა რუზველტს თავის გეგმაზე.
კაიროში ინგლისის პრემიერი საკმაოდ ფრთხილად აპირებდა მოქმედებას. ის „ოვერლორდის“ პირდაპირ უარყოფას კი არ მოითხოვდა, არამედ უბრალოდ მისი დაწყების ზუსტი ვადის დადგენის წინააღმდეგი იყო. ჩერჩილი და ინგლისელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო ხმელთაშუაზღვისპირეთში შექმნილი შესაძლებლობების გამოყენება. პრემიერ-მინისტრს სურდა, რომ მოკავშირეებს იტალიაში პიზა-რიმინის ხაზზე მოეხერხებინათ გასვლა; უფრო ინტენსიურად მოემარაგებინათ პარტიზანები იუგოსლავიაში, საბერძნეთში, რუმინეთსა და ალბანეთში; შეექმნათ პლაცდარმი დალმაციაში ან ალბანეთში; მიეღწიათ, რომ თურქეთი ჩაბმულიყო ომში, გაეხსნათ დარდანელის სრუტე და შეერყიათ გერმანელთა პოზიციები ბალკანეთში. ჩერჩილს იმედი ჰქონდა, რომ ყოველივე ამას მოჰყვებოდა ბალკანეთში ფრონტის გახსნა. ინგლისის პრემიერს სწამდა, რომ ის მიაღწევდა საწადელს, რადგანაც შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე, კერძოდ 1943 წ. 4 ნოემბერს, რუზველტი დათანხმდა, მოეხდინა ზეწოლა თურქეთზე ამ უკანასკნელის გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის მიზნით, რაც ფაქტობრივად ბალკანეთში ფრონტის გახსნას ნიშნავდა. ყოველივე ამას ჩერჩილი თავისი გეგმების განხორციელებისათვის გამოიყენებდა, მაგრამ მისი პროგნოზები და რეალობა ერთმანეთისაგან ძალიან შორს აღმოჩნდა. კაიროში ჩასვლის დღიდანვე ჩერჩილი წააწყდა ამერიკელთა მტკიცე გადაწყვეტილებას, არ გადაედოთ ლა-მანშის ფორსირება. ის დიდხანს ესაუბრა ეიზენჰაუერს, გაუზიარა მას თავისი გეგმები და სცადა მისი მომხრობა, მაგრამ, ამერიკელი გენერლის თქმით, არაფერი გამოუვიდა.1 ამერიკელი სამხედროები, პირველ რიგში, მარშალი კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ, განეხორციელებინათ ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც ხელს შეუშლიდა „ოვერლორდს“.
1. უნდა აღინიშნოს, რომ ეიზენჰაუერის ეს მტკიცება ერთგვარ ეჭვს იწვევს, რამეთუ კაიროში მან მხარი დაუჭირა ინგლისელთა წინადადებას, დაეტოვებინათ იტალიაში ლა-მანშის ფორსირებისათვის გამოყოფილი 7 დივიზია, რადგანაც, მისი აზრით, მოკავშირეები ყველაზე დიდ საფრთხეს გერმანელებს სწორედ აპენინებზე (და არა საფრანგეთში) შეუქმნიდნენ.
1943 წ. 22 ნოემბერს კაიროში გაიხსნა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ჩინეთის ლიდერი გენერალისიმუსი ჩან კაიში. ავადმყოფობის მიზეზებით კაიროში არ ჩავიდა ვ. მოლოტოვი, მაგრამ ეს უფრო „დიპლომატიური ავადმყოფობა“ იყო. როგორც ცნობილია, სტალინმა რუზველტისადმი 10 ნოემბრის წერილში თანხმობა მისცა კაიროში მოლოტოვის ჩასვლაზე, მაგრამ უკვე 12 ნოემბერს მან გადაიფიქრა და აცნობა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი, ზოგიერთი მიზეზის გამო, რომელთაც სერიოზული ხასიათი ჰქონდა, ვერ მიიღებდა მონაწილეობას კონფერენციის მუშაობაში. საბჭოთა მეთაურის პოზიციის შეცვლა განაპირობა 12 ნოემბერს მიღებულმა ჩერჩილის წერილმა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კაიროში სავარაუდო იყო ჩან კაი-შის ჩამოსვლა და იაპონიის წინააღმდეგ ომის წარმობის გეგმების განხილვა.1
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინეთის დელეგაციის მიწვევა ეგვიპტის დედაქალაქში რუზველტის სურვილით მოხდა. სავარაუდოა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს უნდოდა კაიროში გადაეწყვიტა ამერიკის მხარისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, კერძოდ: მას სურდა მიეღო საბჭოთა კავშირისაგან თანხმობა იაპონიასთან ომში ჩაბმაზე. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ აცნობა მან სტალინს კონფერენციაზე ჩან კაი-შის მოწვევის ამბავი, რადგანაც ეს დააფრთხობდა საბჭოთა ლიდერს, მაგრამ ჩერჩილის წერილის შემდეგ სტალინი მიხვდა რუზველტის ჩანაფიქრს და რადგანაც არ იყო დაინტერესებული იაპონიასთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებით, უარი თქვა კაიროში საბჭოთა დელეგაციის გაგზავნაზე.2 მისი გადაწყვეტილება სავსებით სწორი აღმოჩნდა. კაიროში მართლაც მიიღეს კომუნიკე, რომელშიც აშშ-ს, ინგლისისა და ჩინეთის მეთაურები აცხადებდნენ, რომ ისინი აწარმოებდნენ ომს იაპონიის წინააღმდეგ, რათა შეეჩერებინათ და დაესაჯათ აგრესორი და რომ მათ მიზანს ამ ომში წარმოადგენდა იაპონიისათვის 1914 წლის შემდეგ წყნარ ოკეანეში დაპყრობილი ყველა კუნძულის წართმევა და ჩინეთის რესპუბლიკისათვის იაპონელთა მიერ დაკავებული ყველა ჩინური მიწის დაბრუნება. ეს კომუნიკე გამოქვეყნდა 1943 წ. 1 დეკემბერს, თეირანის კონფერენციის დასრულების შემდეგ და მან „კაიროს დეკლარაციის“ სახელწოდება მიიღო. რასაკვირველია, მოლოტოვი კაიროში რომ ჩასულიყო, მას მოუწევდა ამ კომუნიკეზე ხელის მოწერა, რაც, შესაძლოა, გახდებოდა საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის ომის დაწყების მიზეზი. სტალინისთვის კი ეს მიუღებელი იყო. მას ესმოდა, რომ ასეთ შემთხვევაში შორეულ აღმოსავლეთში ომის მთელი სიმძიმე ისევ საბჭოთა ჯარებს დააწვებოდა, გერმანიის დამარცხება კი გაცილებით უფრო ძნელი გახდებოდა. ასე რომ, მოლოტოვის კაიროში გამგზავრებაზე საბჭოთა ლიდერის მიერ უარის თქმა სავსებით გამართლებული იყო,3 რაც, სხვათა შორის, ჩერჩილმაც აღნიშნა თავის მემუარებში.
საკუთრივ კონფერენციას რაც შეეხება, მისი პირველი ნაწილი 26 ნოემბრამდე გაგრძელდა4, მაგრამ ევროპული სტრატეგიის განხილვა მხოლოდ 24-ში დაიწყო, პირველი დღეები კი დაიკავა ჩინეთის საკითხმა. დარჩენილ სხდომებზე ჩერჩილი ძალიან ცდილობდა თავისი პროექტის გატანას, მაგრამ ამერიკელებმა თავი აარიდეს თეირანის შეხვედრის წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. ისინი საჭიროდ თვლიდნენ საბჭოთა თვალსაზრისის გაგებას აღნიშნულ საკითხებზე.4 ასე რომ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა და ინგლისისა და აშშ-ს დელეგაციები კაიროდან თეირანს გაემგზავრნენ.
1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩერჩილს არ სურდა, რომ კაიროს კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობა მიეღო საბჭოთა დელეგაციას და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც აცნობა სტალინს ჩან კაი-შის მოწვევის ამბავი.
2. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მკვლევარი ვ. ისრაელიანი ასევე თვლის, რომ მოლოტოვის არჩასვლა კაიროში მართლაც გამოწვეული იყო იაპონიასთან ურთიერთობების გაუარესების შიშით, მაგრამ ის არაფერს ამბობს კონკრეტულად რუზველტის დაინტერესებაზე, დაეყოლიებინა სტალინი იაპონიის წინააღმდეგ გამოსვლაზე.
3. აღსანიშნავია, რომ კაიროში ამ დროს იმყოფებოდა ვ. მოლოტოვის მოადგილე ა. ვიშინსკი, მაგრამ მას არ მიუღია მონაწილეობა კონფერენციის იმ ნაწილში, რომელიც იაპონიასთან ომს ეხებოდა.
4. კაიროს კონფერენცია დროებით შეწყდა 26 ნოემბერს, როდესაც რუზველტი და ჩერჩილი გაემგზავრნენ თეირანს სტალინთან შესახვედრად, და განახლდა 2 დეკემბერს, მათი ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ.
ავტორი: თეიმურაზ პაპასქირი
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3






Комментариев нет:

Отправить комментарий