вторник, 24 июля 2018 г.

ქუთაისის მეფეები და მათი სამფლობელო XIII-XVI საუკუნეებში (გ. არახამია, მ. ქარდავა)

წარმოდგენილი სტატია ნაწილია შრომისა, სადაც განიხილება XV-XVI სუკუნეებში ქართული სეპარატისტული პოლიტიკური ერთეულების ბრძოლა შიდა ქართლში გასაბატონებლად და, ამ გზით, თბილისის ტახტის დასაუფლებლად. ამ მხრივ თავიდან ქუთაისის (იმერეთის) სამეფო აქტიურობდა, მოგვიანებით, 1466 წლიდან ამ ბრძოლაში ახალშექმნილი კახეთის სამეფოც ჩაერთო. მესამე სეპარატისტული რეგიონის, სამცხე-საათაბაგოს მთავრები, სიტყვით თუ საქმით, ორსავე სამეფოს შეეწეოდნენ თბილისის ტახტის პოზიციების შესასუსტებლად. ეს პროცესი რამდენადმე ჩამოჰგავს IX-X საუკუნეებში ქართული სამეფო-სამთავროების ქიშპობას შიდა ქართლის ხელში ჩასაგდებად1. ეს ბრძოლა, როგორც ცნობილია, X-XI საუკუნეების მიჯნაზე ორი ქართული სამეფოსაფხაზთადაქართველთაგაერთიანებით და, საბოლოოდ (XII -ის I მეოთხ.), კახეთ-ჰერეთის, ქვემო ქართლისა და თბილისის მასთან შემოერთებით და საქართველოს პოლიტიკური გამთლიანებით დაგვირგვინდა, მაგრამ XV-XVI საუკუნეებში მიმდინარე ბრძოლა შიდა ქართლისა და თბილისის დასაუფლებლად ამ შედეგით არ დამთავრდა. მსგავსი პროცესების განსხვავებული შედეგებით დასრულება აღნიშნულ ორ ეპოქას შორის სამხრეთ კავკასიის გარშემო განსხვავებული საგარეო პოლოტიკური ვითარების არსებობამ განაპირობა. X-XII საუკუნეებში სამხრეთ კავკასიაში გასაბატონებლად ერთი პოლიტიკური ძალა (ჯერ ბიზანტია, შემდეგ თურქ-სელჩუკები) აქტიურობდა, რომელიც ქართული სამეფო სამთავროების გაერთიანებას ყველა შესაძლო საშუალებით აბრკოლებდა, მაგრამ გაერთიანებისთვის მებრძოლმა ქართულმა ფეოდალურმა ელიტამ ეს წინააღმდეგობა საუკუნოვანი ბრძოლით გადალახა. სხვაგვარი გეოპოლიტიკური ვითარება ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის გარშემო XVI საუკუნის დასაწისიდან, როდესაც აქ გასაბატონებლად ორი მზარდი აგრესორი - ირანი და ოსმალეთი დაუპირისპირდა ერთმანეთს, რომლებმაც 1555 წელს დადებული ამასიის ზავით სამხრეთ კავკასია გავლენის სფეროებად გაინაწილეს: ქართული სამეფო-სამთავროების ერთი ნაწილი (ქუთაისის სამეფო, სამცხე-საათაბაგო) ოსმალეთს ერგო, მეორე (ქართლისა და კახეთის სამეფოები) - ირანს. ამიერიდან ყოველგვარი მცდელობა ერთი აგრესორის ხელდებული ქართული სამეფოს გაბატონებისა მეორე აგრესორის ხელდებულ ქართულ სამეფოზე ძირშივე აღიკვეთებოდა საგარეო ძალის მიერ. ამ ვითარებამ ცალკეული სამეფო-სამთავროებისურთიერთშთანთქმისგზით საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, რაც ამასიის ზავის დადებამდე ჯერ კიდევ არსებობდა, უიმედოდ მოსპო. ამ პროცესის შემაფერხებელ ორ აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გასამკლავებლად საქართველოს ძალები არ ეყო. ქვემოთ შევეხებით ამ რთული პროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის, ქუთაისის სამეფოს ისტორიის ცალკეულ საკითხებს ზემოაღნიშნული რაკურსით.
ქუთაისის მეფეთა ქრონოლოგიური რიგი
X-XI საუკუნეების მიჯნაზე დაწყებული ქართული პოლიტიკური ერთეულების ერთიან მონარქიად გაერთიანების პროცესი XII საუკუნის პირველ მეოთხედში წარმატებით დაგვირგვინდა. ამ დროს მიღწეული პოლიტიკური მთლიანობა მონღოლთა ბატონობის პირველ ხანებშიც, ძირითადად, შენარჩუნებულ იქნა. საქართველოს, მართალია, ყმადნაფიცი ქვეყნები ჩამოშორდა, მაგრამ საკუთრივ საქართველო მონღოლებმა სრულიად პრაგმატული მოსაზრებით ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმად, ქართული სამეფო დინასტიით სათავეში, დატოვეს. ბიუროკრატიული აპარატის განუვითარებლობა კარნახობდა მათ დაპყრობილი ქვეყნების ადგილობრივი სახელმწიფო აპარატის შენარჩუნების საჭიროებას და გამოყენებას თავიანთი უმთავრესი მიზნის (ხარკი და სამხედრო ბეგარა) განსახორციელებლად. ასეთ ვითარებაში, როგორც . ბერძენიშვილი შენიშნავს, სრულიად შემთხვევით ქუთაისში შეიქმნა (თბილისის პარალელურად) მეორე სამეფო ტახტი, რამაც ბზარი გაუჩინა ქვეყნის პოლიტიკურ მთლიანობას, შემდგომში კი ლომის წილი დაიდო ამ მთლიანობის მოშლაში.
მონღოლთაგან დევნილმა დავით ნარინმა 1248 წელს თავი შეაფარა დასავლეთ საქართველოს1, სადაც მონღოლთა საოკუპაციო ადმინისტრაციას თითქმის ხელი არ მიუწვდებოდა (აქ არ იდგა მონღოლთა განრნიზონები და არც მონღოლი ნოინები). დავით ნარინის გამეფებას ქუთაისში, ბუნებრივია, მოჰყვა შესაბამისი სამეფო კარის შექმნა ცენტრალური უწყებებით (ადგილობრივი მმართველობის აპარატი მზამზარეულად მიიღო) და, რაც თავისთავად იგულისხმება, საბრძანებლის შემოსაზღვრა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიით.
დავით ნარინი გარდაიცვალა 1293 წელს. ვახუშტი ბაგრატიონისა და, მის კვალდალვალ, სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული თვალსაზრისით, დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ 1327 წლამდე ქუთაისის ტახტზე მისი მემკვიდრე კონსტანტინე იჯდა, რომელიც უმცროსმა ძმამ მიქაელმა (1327-1329 წწ.) შეცვალა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრედ დარჩა მისი მცირეწლოვანი ძე ბაგრატი. გიორგი V ბრწყინვალემ (1318-1346 წწ.) ეს სიტუაცია კარგად გამოიყენა ქვეყნის პოლიტიკური მთლიანობის აღსადგენად, 1330 წელს ქუთაისის სამეფო ტახტი გააუქმა და ლიხთიმერეთში ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია აღადგინა2. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებზე დამყარებული მოტანილი თვალსაზრისის ქრონოლოგიაში მნიშვნელოვანი კორექტივი შეაქვს ერთი ქართული ხელნაწერის გადამწერის, აბრაჰამ სავანის ანდერძის ცნობას, რომლის განხილვას ამ ბოლო დროს საგანგებოდ შეეხო . ჯოჯუა. აღნიშნული ანდერძის თანახმად, დასახელებულ აბრაჰამს ხელნაწერი გადაუნუსხავს 1336 წელს, „()()ბასა (მრ)თივგვირგვინ{}სნისა კოსტანტინესა“. . ჯოჯუა, სავსებით მართებულად, ამ კონსტანტინეს აიგივებს დავით ნარინის ძესთან და, აქედან გამომდინარე, გიორგი ბრწყინვალის მიერ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების უკიდურეს ქვედა ქრონოლოგიურ ზღვარს 1336 წელზე დებს3. ეს გარემოება, ბუნებრივია, მოითხოვს დავით ნარინის მემკვიდრეთა ვახუშტისეული ქრონოლიგიის გადასინჯვას. ვინაიდან უცნობი რჩება კონსტანტინე იმერთა მეფის გარდაცვალების ზუსტი თარიღი, ამ უკანასკნელისა და მისი ძმის, მიქაელის მეფობის დასასრული პირობითად 1330-ინი წლების მიწურულით უნდა განისაზღვროს.
იმის შესახებ, თუ რა ფორმით აღდგა პოლიტიკური მთლიანობა გიორგი ბრწყინვალის დროს და ამის შემდეგ რა ბედი ეწია ქუთაისის სამეფო ტახტს, სამეცნიერო ლიტერატურაში ორი განსხვავებული თვალსაზრისია გამოთქმული. . ნინიძის აზრით, ბაგრატ V-ის (1360-1393 წწ.) მეფობის დროიდან, დასავლეთ საქართველოს შემომტკიცების მიზნით, ერთიანი საქართველოს მეფეები ამ რეგიონში მეფის ტიტულით მმართველებად თავიანთ შვილებს ნიშნავდნენ4. . კახაძე ფიქრობს, რომ გიორგი ბრწყინვალის გამაერთიანებელი პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბდა ქვეყნის თავისებური პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სისტემა, რომელმაც იარსება XV საუკუნის 60-იან წლებამდე. მისი აზრით, გიორგი ბრწყინვალის დროიდან მოკიდებული ცენტრალური ხელისუფლების სანქციით დავით ნარინის შთამომავალთა საპირისპიროდ და მათი მეფური პრეტენზიების გასანეიტრალებლად დასავლეთ საქართველოს მეფის ტიტულით და მეფისნაცვლის უფლებით განაგებდნენ თბილისის სამეფო სახლის წარმომადგენლები, რაც ლიხთიმერეთის აღმოსავლეთ საქართველოსთან პოლიტიკური ერთიანობისა და ცენტრისთვის დაქვემდებარების თავისებურ ფორმას წარმოადგენდა5.
. ჯოჯუას აზრით გიორგი ბრწყინვალის, დავით X (1346-1367 წწ.) და ბაგრატ V (1367-1393 წწ.) მეფობათა ხანაში მათი სანქციით ქუთაისის ტახტზე მეფის დასმა პრაქტიკულად არ ხდებოდა. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველო ცენტრალური ხელისუფლების მიერ უშუალოდ იმართებოდა6.
1. . სილაგაძე, მონღოლთა მეორედ გამოჩენა ამიერკავკასიაში და საქართველოს დაპყრობა-დანაწილება, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 3 (თბილისი, 1992), გვ. 82-84.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით .ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ. 257, 802; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, თხზულებანი 12 ტომად, III (თბილისი, 1982), გვ. 170-171; . ლომინაძე, საქართველო XIV საუკუნის პირველ ნახევარში, ღონისძიებები ქვეყნის აღდგენისთვის, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III (თბილისი, 1979), გვ. 629; . კიკნაძე, საქართველი XIV საუკუნეში (თბილისი, 1989), გვ. 90.
3. . ჯოჯუა, აბრაჰამ სავანის მიერ 1336 წელს გადაწერილისაკვირაოს“ (H-1328) ანდერძი დასავლეთ საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის მოხსენიებით და საქართველოს XIV საუკუნის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, საისტორიო კრებული, III (თბილისი, 2013), გვ. 126-153.
4. . ნინიძე, „პროვინციის მეფეები“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში (თბილისი, 1995), გვ. 128.
5. . კახაძე, დასავლეთ საქართველოს უცნობი მეფეები, კლიო, 11 (თბილისი, 2001), გვ. 49.
6. . ჯოჯუა, ეცერის მოძღვრის ანტონ ონოფრიანის მიერ 1380 წელს იერუსალიმშისპარსთაგან დახსნილი“ XII-XIII სუკუნეების უღვალის საწელიწდო სახარება (H-171) და მისი მინაწერი საქართველოს მეფეების, ბაგრატ V-ისა (1366/1367-1387 წწ.) და გიორგი VII-ის (1387-1407 წწ.) მოხსენიებით, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, XII-XIII (თბილისი, 2012/2013), გვ. 129-168.
როგორც ქვემოთ დავინახავთ, დღეისთვის ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით, 1330 წლიდან XIV საუკუნის 80-იან წლებამდე დასავლეთ საქართველოში არ ჩანს არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ დასმული და არც თვითნებურად აღზევებული მეფე, რომლის ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით მოიცავდა დასავლეთ საქართველოს ან ამაზე პრეტენზია ჰქონდა. ფაქტია, რომ გიორგი V ბრწყინვალემ ტახტს ჩამოცილებული ბაგრატ მიქაელის ძე, ვახუშტის ცნობით, შორაპნის ერისთავად დასვა, რომლის გარდაცვალების (1362 .) შემდეგ მის შვილს, ალექსანდრეს იგივე სტატუსი მიანიჭა ერთიანი საქართველოს მეფემ ბაგრატ V- (1367-1393 წწ.)1. ვახუშტი ბაგრატიონის აღნიშნული ცნობებით სარგებლობისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა შემთხვევაში უწოდებს ის მეფის შთამომავალს ერისთავს. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ვახუშტი ბაგრატიონი ბაგრატ II-ის სტატუსს იმერეთში ჩიხორის ბრძოლამდე (1463 .) ერისთავობით განსაზღვრავს2, მაშინ, როდესაც ბაგრატ II 1463 წლამდეც მეფის ტიტულს ატარებდა (იხ. ქვემოთ). ვახუშტის წარმოდგენით, ბაგრატი, სანამ თბილისის ცენტრალური ტახტის მფლობელის მორჩილებაში იმყოფებოდა, ერისთავი იყო, ხოლო ცენტრალური ტახტის მორჩილებიდან გამოსვლის მომენტიდან მეფეა. აქ გვახსენდება ძველი ქართველი მემატიანეების კონცეფცია, რომლის თანახმად, დაქვემდებარებული ვასალი-მეფე პროვინციის გამგებლის _ ერისთავის სტატუსს უთანაბრდება3. შესაძლოა, „იმერელ მეფეთაშტოს წარმომადგენლები (დავით ნარინის შთამომავლები), ბაგრატ მიქაელის ძე და ალექსანდრე გიორგი V ბრწყინვალის, დავით IX-ისა და ბაგრატ V-ის ნებით მეფის ტიტულსაც ატარებდნენ ცენტრალური ტახტისადმი მორჩილების პირობით და ლიხთიმერეთში არგვეთის მხარე (შორაპნის საერისთავო) „სარჩომადჰქონდათმინებებული“. როგორიც არ უნდა ყოფილიყო რეალური ვითარება, „იმერელ მეფეთაშტოს წარმომადგენლებმა ქუთაისის ტახტის აღდგენაზე ანუ ლიხთიმერეთში დამოუკიდებელ მეფობაზე პრეტენზიის გაცხადება მხოლოდ ოთხი ათეული წლის შემდეგ შეძლეს.
საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც მეფე ბაგრატ V და მისი თანამოსაყდრე, უფლისწული გიორგი აღმოსავლეთ საქართველოში შემოჭრილი თემურ-ლენგის ურდოების წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში იყვნენ ჩაბმული, დავით ნარინის შთამომავალმა ალექსანდრე ბაგრატის ძემ, ისარგებლა რა შექმნილი ვითარებით, 1387 წელს თავი მეფედ გამოაცხადა, მაგრამ ქუთაისი ცენტრალური ხელისუფლების მომხრე მოხელეებმა არ დაანებეს. ალექსანდრე, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, გარდაიცვალა 1389 წელს4, რაც ზუსტი არ უნდა იყოს, ვინაიდან ალექსანდრე მეფის სიგელი დავით გორგაძისადმი გაცემულია 1392 წელს5. აქედან გამომდინარე, მისი უმცროსი ძმა, გიორგი, რომელიც, ვახუშტის ცნობით, 1389 წელს, ლიხთიმერელ ერისთავებთან ბრძოლაში დაიღუპა6, გამეფებულა 1392 წელს ან მის ახლო ხანებში7. 1396 1401 წლებში იმერეთში მეფობდა ამ უკანასკნელის ძმა კონსტანტინე8.
XV საუკუნის 30-იან წლებში, ალექსანდრე I-ის (1412-1442 წწ.) მეფობის ხანაში, ქუთაისში მეფედ ჩანს ვახტანგ გორგასალი და თამარი. მოღწეულია მათი ერთობლივად და ცალ-ცალკე გაცემული რამდენიმე სიგელი. კოტრიძეთა და ჭარელიძეთა სასისხლო საქმის გადაწყვედილობის სიგელი, რომელიც 1432 წლის 14 მაისით თარიღდება, გვაუწყებს: ...ჩუენ დავითიან-იესიან-სოლომონიან-ბაგრატოანისა მეფეთ-მეფისა ვახტანგ გორგასლისაგან..., მოვიდეს ქუთაისსა ჭარელიძენი და ბაქრისძენი და კოტრიძენი მეფეთ-მეფისა ვახტანგ გორგასლისა [წინაშე] და მისითა ბრძანებითა დასხნეს მართალნი მოურავნი9.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 802-803.
2. იქვე, გვ. 805.
3. . ბერაძე, . სანაძე, საქართველოს ისტორია, I (თბილისი, 2003), გვ.55.
4. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 803.
5. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი
. ჟორდანიას მიერ, II (ტფილისი, 1897), გვ. 195.
6. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 803.
7. . ჟორდანიას აზრით, გორგაძისა და მცხეთის 1392 წლის სიგელები გაცემულია იმერთა მეფის ალექსანდრეს მიერ, რომელიც, წინააღმდეგ ვახუშტი ბაგრატიონის მტკიცებისა, ცოცხალი იყო 1392 წელს, როდესაც ის ძმის, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ მეორედ გამეფებულა და აღნიშნული საბუთებიც ამ დროს გაუცია (ქრონიკები და სხვა მასალა..., გვ. 193). ამ მოსაზრებას არ იზიარებს . ნინიძე, რომელიც თვლის, რომ შესაძლოა, გორგაძისა და მცხეთის ტაძრის სიგელების გამცემი მეფე ერთი და იგივე იყოს, მაგრამ არა იმერეთის მეფე ალექსანდრე, რომელიც ვახუშტის ცნობით, 1389 . გარდაიცვალა, არამედ სხვა ალექსანდრე, თუმცა, პროვინციის მეფე (. ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 98-112).
8. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 803-804; . ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 124-125.
9. საქართველოს სიძველენი, II, . თაყაიშვილის რედაქტორობით (ტფილისი, 1909), გვ. 34; . არახამია, ქართული დიპლომატიკის შესწავლისთვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, XII (თბილისი, 2010), გვ. 45.
1437 წლით არის დათარიღებულიმეფეთ-მეფე ვახტანგისმიერ ჩარაჩე გურალიძისადმი მიცემული სასისხლო სიგელი. საბუთი დასავლეთ საქართველოშია გაცემული, რაზედაც მიუთითებს არა იმდენად ადრესატის სადაურობა (ოდიშელ აზნაურს გურალიძეს სიგელი შეიძლებოდა თბილისში მჯდომი მეფისგანაც მიეღო), რამდენადაც მეფის ნების დამამტკიცებელთა და მოწმეთა ვინაობა. ასეთებად ვახტანგ მეფე ასახელებს ჭყონდიდელ, დრანდელ-მოქველ, ცაიშელ-ხოფელ ეპისკოპოსებსა და ამირეჯიბ აფაქიძეს1. ასე რომ, გურალიძის სიგელის გაცემის ადგილი და თარიღი გვიბიძგებს იქითკენ, რომ მისი მბოძებელი მეფეთ-მეფე ვახტანგი გავაიგივოთ ზემოთ ნახსენებ სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის სიგლის გამცემ მეფეთ-მეფე ვახტანგ გორგასალთან.
ქველი და არდაშელ ასათიანებისადმი ბოძებულ სასისხლო სიგელში ვკითხულობთ: ...ჩუენ იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატონიანმან... მეფეთ-მეფემან გორგასალ და დედოფალთდედოფალმან ბატონმა თამარ...2.
საბუთის გამცემი მეფის ზედწოდება გორგასალი და საბუთის თარიღი გვაძლევს საფუძველს გორგასალი გავაიგივოთ ზემოთ ხსენებულ ქუთაისში მჯდომ მეფე ვახტანგ გორგასალთან (იმავე საბუთში დასახელებული თამარ დედოფლის ვინაობის შესახებ იხ. ქვემოთ).
ვახტანგ გორგასლის პიროვნებასთან კავშირში უნდა განვიხილოთ გელათისადმი შეწირულობის ერთი უთარიღო სიგელის ცნობა, რომელიც ასე იკითხება: ...მე დავითიან ბაგრატიონმან ღმრთივგვირგვინოსანმან ხუასროთანგმან მეფეთ-მეფემან ვახტანგ გკადრე და შემოგწირე...3.
ვახტანგ მეფის ზედწოდებახუასროთანგი“, როგორც ქვემოთ ვნახავთ, გორგასლის სინონიმური ცნებაა. ეს გარემოება და გელათისადმი შეწირული სოფლების მდებარეობა დასავლეთ საქართველოში (კვაშხიეთი და საწირე - რაჭაში, რიონი - ქუთაისთან ახლოს) გვკარნახობს ხოსროთანგ მეფეთ-მეფე ვახტანგის იგივეობას ზემოთ ხსენებულ ვახტანგ გორგასალთან.
იკორთის ჟამ-გულანის ქრონიკის არშიაზე მიწერილი ძველი შეწირულობის სიგელის პირი, შესრულებული XVIII საუკუნეში, მეფე გორგასლის აღმოსავლეთ საქართველოში, სახელდობრ, შიდა ქართლში მოღვაწეობის შესახებ გვამცნობს: . იკორთის მთავარანგელოზს შევსწირე მეფემ გორგასალმან სულისა ჩემისა სამეოხედ, რათა მსახურონ წმიდასა შენსა ეკლესიასა4.
გორგასლის შიდა ქართლშივე საქმიანობის შესახებ ცნობა დაცულია 1565 წელს რობამ ფავნელიშვილის მიერ ნიქოზის ეკლესიისადმი მიცემულ შეწირულობის წიგნშიც, სადაც აღნიშნულია, რომ მეფე ვახტანგ გორგასალმა ნიქოზის ტაძარს შესწირა სოფელი ზემო ნიქოზი5. იკორთისა და ნიქოზის ტაძრებზე მზრუნველი აღნიშნული პირების იგივეობაზე მიუთითებს ზედწოდება გორგასალი. ცხადი უნდა იყოს ამ უკანასკნელის მიმართება ქუთაისის მეფე ვახტანგ გორგასალთან. ქართლის სახელგანთქმული მეფის ვახტანგ I გორგასლის შემდეგ ამ ზედწოდების მატარებელი ვახტანგ მეფე, გარდა ქუთაისის ზემოთ დასახელებული მეფისა, საქართველოს გვირგვინოსანთა შორის ცნობილი არ არის. ეს გარემოება გარკვეულ საფუძველს იძლევა ქუთაისის მეფის ვახტანგ გორგასლისა და იკორთა-ნიქოზის ტაძრებზე მზრუნველი მეფის ვახტანგ გორგასლის გაიგივებისთვის.
ვახტანგ გორგასლის გენეალოგიას სხვადასხვა დროს შეეხო . კაკაბაძე. ერთხანს ის ვარაუდობდა, რომ კოტრიძეთა და ჭარელიძეთა სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის წიგნის, გურალიძეთა სასისხლო და გელათის ტაძრისადმი შეწირულობის სიგელების გამცემი მეფე ვახტანგ გორგასალი დავით ნარინის ძის მიქაელის შთამომავალი უნდა ყოფილიყო6. . კაკაბაძემ სცადა ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების თარიღის დადგენა ვახუშტი ბაგრატიონის შემდეგი ცნობის საფუძველზე: ვახტანგ მეფე გარდაიცვალა ქრონიკონსა რლგ. დაჯდა მეფედ ძმა ვახტანგ მეფისა და ძე ალექსანდრე მეფისა გიორგი7. სინამდვილეში, ვახუშტის მოტანილი ცნობა ეხება საქართველოს მეფის ვახტანგ IV-ის გარდაცვალებას და გიორგი VIII-ის გამეფებას. მხოლოდ თარიღია არაზუსტი. აღნიშნული ფაქტი მოხდა 1446 წელს8. ამიტომ უმართებულოა ვახტანგ გორგასლის იმერეთის ტახტზე მეფობის ხანგრძლივობის განსაზღვრა ვახუშტის მოტანილი ცნობის საფუძველზე. თუმცა, როგორც ქვემოთ დავინახავთ, იმერთა მეფე ვახტანგ გორგასალი და ერთიანი საქართველოს მეფე ვახტანგ IV ერთი და იგივე პიროვნებაა, მაგრამ ის დავით ნარინის შთამომავალი არ ყოფილა. მოგვიანებით . კაკაბაძემ უარყო ადრინდელი მოსაზრება და ამჯერად ვახტანგ გორგასალი მიიჩნია 1392 წლით დათარიღებული გორგაძეთა სასისხლო სიგელის9 გამცემ ალექსანდრე მეფის ძედ10. საბოლოოდ . კაკაბაძე ძველ მოსაზრებას დაუბრუნდა11.
1. . კაკაბაძე, პატარა წერილები და შენიშვნები, საისტორიო მოამბე, I (ტფილისი, 1925), გვ.61-62.
2. იქვე, გვ. 14.
3. . კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი და მისიმემკვიდრე მეფე გიორგი (ტფილისი, 1912), გვ. 3-4.
4. . კაკაბაძე, უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარი (ტფილისი, 1913), გვ. 16.
5. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I, გამოსაცემად მოამზადეს: . კლდიაშვილმა, . სურგულაძემ, . ცაგარეიშვილმა, . ჯანდიერმა (თბილისი,1991), გვ. 294.
6. . კაკაბაძე, ბაგრატ მეფე, XV საუკუნის რაჭა-არგვეთის მფლობელი (ტფილისი, 1913), გვ. 3-30; . კაკაბაძე, განჩინება მთის ყმათა სისხლის შესახებ, საისტორიო მოამბე, II (ტფილისი, 1924), გვ. 3-23.
7. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 283.
8. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III..., გვ. 272.
9. ქრონიკები და სხვა მასალა..., გვ. 193.
10. . კაკაბაძე, სვანები XV საუკუნეში, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, I (ტფილისი, 1914), გვ. 131.
11. . კაკაბაძე, პატარა წერილები და შენიშვნები..., გვ. 243.
ვახტანგ გორგასლის გენეალოგიის საკითხი განიხილა დ. ნინიძემ, რომელიც მას „პროვინციის მეფედ“ მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში, მაგრამ მისი წარმომავლობის საკითხს ღიად ტოვებს1. კ. კახაძის აზრით, ვახტანგ გორგასალი ერთიანი საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის (1413-1442 წწ.) ძეა, რომელიც მამის სიცოცხლეში მეფის ტიტულით განაგებდა დასავლეთ საქართველოს, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ ცენტრალური (თბილისის) ტახტი დაიკავა (1442-1446 წწ.). ჩვენ ეს მოსაზრება მისაღებად მიგვაჩნია. ამის სასარგებლოდ მეტყველებს „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების შემდეგი ცნობა: „ოდეს აღესრულა მეფე ალექსანდრე, მაშინ მოვიდა მეფე ბაგრატ იმერეთს, ძე იმერელ მეფისა კონსტანტინესი. გამოაძო ვახტანგ, ძე ალექსანდრე მეფისა და დაიპყრა იმერეთი“2. წყაროს ციტირებულ ფრაგმენტში მოტანილი ყველა ფაქტი სინამდვილის ადექვატური არ არის. კერძოდ, არ დასტურდება დავით-ნარინის შთამომავლის, ბაგრატ კონსტანტინეს ძის მეფობა და, შესაბამისად, მის მიერ ვახტანგ ალექსანდრეს ძის გაძევება, მაგრამ განსახილველი საკითხისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ფრაგმენტის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრე მეფის (იგულისხმება ალექსანდრე I) სიცოცხლეში ლიხთიმერეთში მეფობს მისი ძე ვახტანგი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ტოვებს დასავლეთ საქართველოს ტახტს, რაც ეხმიანება ვახტანგ გორგასლის მამისშვილობის შესახებ ჩვენს მიერ ზემოთ გაზიარებულ მოსაზრებას.
ვახტანგ გორგასალთან ერთად დასავლეთ საქართველოში მეფედ ჩანს თამარი. ზემოთ დასახელებული იყო ორივეს სახელით გაცემული სასისხლო სიგელი ასათიანებისა. მოღწეულია ცალკე თამარის მიერ 1433 წელს ბოძებული სასისხლო სიგელი იაკობიძეებისადმი, სადაც თამარი თავის თავს „მეფეთ-მეფეს“ და „ლიხთიმერისა და ლიხთამერისა ორისავე სახელმწიფოსა მპყრობელს“ უწოდებს3. ფაქტია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვახტანგ გორგასალი და თამარი ერთდროულად მეფობდნენ დასავლეთ საქართველოში.
თამარის ვინაობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. ს. კაკაბაძე ერთხანს ფიქრობდა, რომ აღნიშნული თამარი დავით-ნარინის შთამომავალი, კერძოდ, კონსტანტინე ბაგრატის ძის (1401 წ.) ასული და ტახტზე მისი მონაცვლე იყო4. მოგვიანებით მან, ზემოთ ხსენებულ ასათიანთა სასისხლო სიგელის ცნობების გათვალისწინებით, თამარი მიიჩნია ვახტანგ გორგასლის თანამეცხედრედ და საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის ასულად5. ამ გარემოებით ხსნიდა მკველევარი ვახტანგ მეფის ზედწოდების _ გორგასლის წარმოშობასაც. მისი აზრით, ვახტანგ მეფეს ეს ზედწოდება უნდა მიეღო თემურ ლენგის ტიტულის „გურგანის“ (ყაენის სიძეს ნიშნავს) ანალოგიით, რაც ამ უკანასკნელმა ჩინგიზ-ყაენის შთამომავლის ცოლად შერთვის შემდეგ მიიღო. მკვლევარი ფიქრობდა, რომ ვახტანგ მეფე, რომელსაც ის დავითნარინის შთამომავლად თვლიდა, თამართან შეუღლებით ერთიანი საქართველოს მმართველ დინასტიას სიძეობით დაუნათესავდა, რის ხაზგასასმელად ზემოთ აღნიშნული გურგანის ქართულ ნიადაგზე (ვახტანგ I-ის ზედწოდების გავლენით) გააზრებული ფორმა „გორგასალი“ მიიღო6. ქვემოთ ვნახავთ, რომ თამარი არც ვახტანგ გორგასლის მეუღლე ყოფილა და არც საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის ასული, რაც საფუძველს აცლის ს. კაკაბაძის მიერ წარმოდგენილ უამისოდაც რთულ კონსტრუქციას.
ჩვენი აზრით, ვახტანგ მეფე თავის თავს გორგასალს უწოდებდა დიდი წინაპრის, ვახტანგ I-ის (V ს.) მიბაძვით. ამითვე აიხსნება ერთ-ერთ ზემოთ დასახელებულ სიგელში დაფიქსირებული ხოსროთანგი, როგორც ვახტანგ მეფის მეტსახელი, რომელიც მომდინარეობს V საუკუნის დიდი ქართველი მეფის სახელის ამოსავალი ფუძე-სიტყვიდან „ვარანხუასროთანგი“7.
    ე. თაყაიშვილი, დ. ნინიძე და კ. კახაძე აღნიშნულ თამარს ალექსანდრე I-ის თანამეცხედრესთან აიგივებენ8, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, დავით ნარინის შთამომავალი, ალექსანდრე იმერთა მეფის ასული იყო9. თამარ ალექსანდრეს ასული, ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, ალექსანდრე I-ის მეორე თანამეცხედრე იყო, რომელთანაც ჰყავდა ძეები, გიორგი და დავითი, ხოლო პირველი მეუღლისგან _ პირმშო ვახტანგი და მომდევნო დიმიტრი10. აქედან გამომდინარე, ვახტანგ გორგასლის თანადროული მეფე თამარი მისი დედინაცვალია და არა თანამეცხედრე (ს. კაკაბაძე) ან დედა (კ. კახაძე)11.
1. დ. ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 150-153. 2. ჯ. ოდიშელი, ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები (თბილისი, 2010), გვ. 476. 3. საქართველოს სიძველენი, II..., გვ. 371. 4. ს. კაკაბაძე, უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარი..., გვ. 3-8. 5. ს. კაკაბაძე, პატარა წერილები და შენიშვნები..., გვ. 243. 6. იქვე, გვ. 243. 7. ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის რედაქციით (თბილისი, 2008), გვ. 155. 8. საქართველოს სიძველენი, II..., გვ. 371; დ. ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 141-142; კ. კახაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 56. 9. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 804. 10. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV (თბილისი, 1967), გვ. 252-254. 11. კ. კახაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 56.     განსახილველი პერიოდის ქუთაისის მეფეთა ქრონოლოგიაზე მსჯელობისას გვერდს ვერ ავუვლით დიმიტრის პიროვნებას, რომელიც სწორედ ამ ხანაში ჩანს მეფედ დასავლეთ საქართველოში. ამას მოწმობს ლიხთიმერეთში შექმნილი რამდენიმე წერილობითი წყარო.     ცაიშის საწინამძღვრე ჯვრის წარწერაში ვკითხულობთ: „სისხლითა შენითა მოგებულსა ნუ უგულებელს-მყოფ დღესა მას განკითხვისასა მე დიმიტრი მეფეთა მეფესა, ძე[ს]ა ალე[ქსანდ]რეს(ს)ა, რომელმან წარ[ვუ]ძღვანე ჯუარი ესე დანიელ ჩაისელს... ამინ“1. დანიელ ცაიშელი ლაბსყელდაშის (სვანეთი) ტაძრის დაწერილში გვაუწყებს: „მე, ცაიშელი მთავარეპისკოპოსი დანიელი, ლაბსყელდასა მივედი. ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსყელდაშისა, დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ-ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა...“2. დავით კაპანაძის სასისხლო სიგელი გაცემულია „მეფეთ-მეფის დიმიტრის“ მიერ, რომლის ბრძანების ერთ-ერთი დამამტკიცებელია მეფის „მეავჟანდე დადიან-გურიელი“3.     სამივე წყარო უთარიღოა, რაც ართულებს მათში დასახელებული დიმიტრის ადგილის განსაზღვრას ქუთაისის მეფეთა რიგში.     ცნობილია დიმიტრი მეფის სახელით აღმოსავლეთ საქართველოში გაცემული რამდენიმე სიგელი, მათ შორის, თარიღიანიც. ესენია: 1. ნასყიდობის წიგნი ზაქარია დარიბეგაშვილისადმი ქალაქში, მეფის ზვრის თავში მდებარე სავენახე მიწის მიყიდვის შესახებ, რომელიც გაცემულია 1445 წლის 26 აგვისტოს4; 2. შეწირულობის განახლების სიგელი შიომღვიმის მონასტრისადმი, გაცემული 1451 წელს5; და 3. წყალობის წიგნი ბერძენი მიტროპოლიტის ხრისანთესადმი ზაქარია დარიბეგაშვილისეული მიწის ბოძების შესახებ6.     როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთ საქართველოში გაცემული თარიღიანი საბუთების მიხედვით, დიმიტრი მეფედ ჩანს 1445-1451 წლებში, მაგრამ ამ საბუთების რეგულაციის თემა და ადრესატები არ შეიძლებოდა მოქცეული ყოფილიყო მისი, როგორც მეფის იურისდიქციის სფეროში. განვმარტავთ ნათქვამს: ქალაქში (თბილისში) დარიბეგაშვილისათვის მიყიდული, მოგვიანებით კი ბერძენი მიტროპოლიტისთვის ბოძებული მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა მოქცეული ყოფილიყო დიმიტრის სამეფოს ტერიტორიულ საზღვრებში, ვინაიდან თბილისი ამ დროს ერთიანი საქართველოს მეფის ვახტანგ IV-ის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. აშკარაა, რომ დიმიტრი აღნიშნული მიწის ნაკვეთს განკარგავს როგორც კერძო მესაკუთრე და ეს კერძო საკუთრება მისი საგანმგებლო ტერიტორიის გარეთაა.     მეფე დემეტრე, ალექსანდრე I-ის ძე, შიო-მღვიმის მონასტერს ყმა-მამულების შეუვალობას უმტკიცებს, რაც მიუთითებს მის მეფობაზე შიდა ქართლში, სადაც იყო განლაგებული, ძირითადად, აღნიშნული მონასტრის მამულები7.     დიმიტრი ალექსანდრეს ძის სამფლობელო ტერიტორიის შესახებ ცნობა დაცულია ჯავახიშვილების საჩივრის წიგნში (XV ს-ის ბოლო მეოთხ.), სადაც ნათქვამია, რომ „ოდეს ვახტანგ მეფობა დაიჭირა, წყალს იქით მისსა ძმასა პატრონსა დემეტრეს მიანება“8. ნ. ბერძენიშვილის გამოკვლევით, საბუთში მოხსენიებული ვახტანგ მეფე ერთიანი საქართველოს მეფე ვახტანგ IV-ეა (1442-1446 წწ.), „წყალს იქით“ მდებარე ტერიტორია კი, რომელიც ახალგამეფებულმა ვახტანგმა ძმას დემეტრეს „მიანება“ ანუ სრულ განკარგულებაში გადასცა, შიდა ქართლის ნაწილია მტკვრის მარჯვენა მხარეს (გვიანდელი წყაროების „გაღმა მხარი“) და მოიცავდა თეძმისა და ატენის ხეობებს9. 1. ქრონიკები და სხვა მასალა..., გვ.270. 2. სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ვ. სილოგავამ, I (თბილისი, 1989), გვ. 104. 3. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ..., გვ. 10. 4 ქრონიკები და სხვა მასალა..., გვ. 257. 5. თ. ჟორდანია, ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰანის ქვაბთა (ტფილისი, 1896), გვ. 74. 6. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I..., გვ. 27. 7. ბ. ლომინაძე, შიომღვიმე (თბილისი, 1953), გვ. 35-36. 8. ნ. ბერძენიშვილი, ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში (დოკუმენტები კრიტიკული წერილით), მასალები საქართველოსა დაკავკასიის ისტორიისთვის, I (თბილისი, 1937), გვ. 50. 9. იქვე, გვ. 11, 25; დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (თბილისი, 1955), გვ. 121-131; დ. ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 134-138.     ზემოთ დასახელებულ წყაროებში დასახელებული დიმიტრი (დემეტრე) მეფის გენეალოგიისა და მოღვაწეობის ქრონოლოგიის საკითხებმა დიდი ხანია მიიქცია მკვლევართა ყურადღება. ს. კაკაბაძის მოსაზრებით, კაპანაძის სასისხლო სიგელის გამცემი მეფეთ-მეფე დიმიტრი უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის შვილი, რომელიც ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში 1429 წელს იხსენიება მეფედ1. ს. კაკაბაძე, ამოდის რა ალექსანდრეს მიერ შვილებს შორის ქვეყნის სამეფოებად დანაწილების შესახებ ერთ დროს ფართოდ ფეხმოკიდებული კონცეფციიდან, თვლის, რომ დასავლეთ საქართველო სამეფოდ მიუღია დიმიტრი უფლისწულს, რომელიც აქ მეფობდა 1429 წლიდან გარდაცვალებამდე (1452 წ.)2.     დანიელ ცაიშელის სიგელი ლაბსყელდაშის ტაძრისადმი ე. თაყაიშვილმა, უნებლიე შეცდომით, დავით ნარინის დროს გაცემულად მიიჩნია და, შესაბამისად, ის 1258-1293 წლებით დაათარიღა3. პ. ინგოროყვას აზრით, საბუთში ნახსენები მეფეთ-მეფე დემეტრე ალექსანდრე I დიდის ძეა, რომლის ზეობა, რატომღაც, ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დავით ნარინის შთამომავლის, დიმიტრი ალექსანდრეს ძის ერისთავობის წლებით (1414-1455 წწ.), საბუთის გაცემა კი 1442-1452 წლებით განსაზღვრა4. ი. დოლიძემ სიგელი დემეტრე II თავდადებულის მეფობის წლებით 1271-1289 დაათარიღა5. ვ. სილოგავაც თვლის, რომ საბუთის გამცემია ალექსანდრე I დიდის ძე დიმიტრი და იზიარებს მისი მეფობის ჯ.ოდიშელის მიერ6 დადგენილ ქრონოლოგიას _ 1445-1452 წლებს7. დ. ნინიძის აზრით, ზემოთ დასახელებულ დასავლურ-ქართულ და აღმოსავლურ-ქართულ წყაროებში (საბუთებსა და წარწერაში) დასახელებული მეფე დიმიტრი ერთი და იგივე პიროვნებაა და ის ალექსანდრე I-ის ძეა, რომლის ძირითად სამფლობელოს ძმის, ვახტანგ IV-ის მიერ „მინებებული“ „გაღმა მხარი“ წარმოადგენდა და, ამავე დროს, მას გავლენა ჰქონდა დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე8.     ზემოთ აღნიშნულ აღმოსავლურ-ქართულ და დასავლურ-ქართულ წყაროებში დასახელებული დიმიტრი მეფის ერთმანეთთან მიმართება მთლად ნათელი არ არის. მათი გაიგივება, არსებითად, სახელისა და მამის სახელის იგივეობას ემყარება. ამავე საფუძვლით, დასავლურ-ქართულ წყაროებში მოხსენიებული მეფე დიმიტრი შეიძლება გავაიგივოთ დავით ნარინის შთამომავალ დიმიტრი ალექსანდრეს ძესთანაც, რომელიც, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ალექსანდრე I-მა იმერეთის ერისთავად დასვა და ამ სტატუსით გარდაიცვალა 1455 წელს8, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული დროით იმერეთის მეფობა მოეხვეჭა. დიმიტრი ალექსანდრე I-ის ძის სამფლობელო გამოკვეთილად ჩანს „გაღმა მხარი“ შიდა ქართლში, დასავლეთ საქართველოში კი მისი მეფობა ჰიპოთეტურია. ამიტომ ჩვენ ღიად ვტოვებთ სამ დასავლურ-ქართულ წყაროში (დანიელ ცაიშელის დაწერილი, ცაიშის საწინამძღვრე ჯვრის წარწერა და კაპანაძის სასისხლო სიგელი) დასახელებული უდაოდ დასავლეთ საქართველოს მეფის დიმიტრი ალექსანდრეს ძის წარმომავლობის საკითხს.     რაც შეეხება იმერეთში დიმიტრი ალექსანდრეს ძის მეფობის ქრონოლოგიას, ის უნდა განისაზღვროს 1442-1443/1444 წლებით. ამას მოწმობს შემდეგი: 1432 წლიდან (თუ უფრო ადრეული წლებიდან არა) 1442 წლამდე (ალექსანდრე I-ის ტახტიდან გადადგომამდე), როგორც ზემოთ ვნახეთ, ქუთაისის მეფეა ვახტანგ გორგასალი (მასთან ერთად გარკვეული დროით მეფობს თამარიც). 1443/1444 წლიდან 1466 წლამდე, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ქუთაისის ტახტზე ზის ბაგრატ II (1466-1478 წწ-ში ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI). ასე რომ, დიმიტრის მეფობისთვის ადგილი რჩება მხოლოდ აღნიშნულ წლებში.     1442 წელს ალექსანდრე I-ის ტახტიდან გადადგომისა და ბერად აღკვეცის შემდეგ, ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი მისმა პირმშო ძემ, ვახტანგ IV-მ დაიკავა, რომელიც აქამდე ქუთაისის მეფედ იჯდა გორგასლის ზედწოდებით. 1. ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, III (ტფილისი, 1913), გვ. 14. 2. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ..., გვ. 12. 3. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, დაბრუნება, 2 (თბილისი, 1991), გვ. 458. 4. პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, II, ტექსტები (თბილისი, 1941), გვ. 28. 5. ქართული სამართლის ძეგლები, II, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ (თბილისი, 1965), გვ. 172. 6. ჯ. ოდიშელი, დასახ. ნაშრომი, გვ. 175. 7. სვანეთის წერილობითი ძეგლები...,გვ. 64. 8. დ. ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 134-138. 9. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 804-805.     ვახტანგ IV-ისა და გიორგი VIII-ის (1446-1465 წწ.) მეფობის ხანაში იმერეთში მეფის ტიტულით ჩანს ბაგრატი, რომელზეც ცნობებს გვაწვდის რამდენიმე საბუთი. ერთ-ერთი მათგანია თულასძეთა სასისხლო სიგელი, რომელიც გასცა „მეფეთ-მეფემან ბაგრატ გორგასლისაგან ბრძანებულ“-მა1. სიგლის გამცემი მეფის ხელისუფლება დასავლეთ საქართველოზე ვრცელდება, რასაც მოწმობს როგორც სიგელის ადრესატის (თულასძის) სადაურობა (თულასძეები რაჭის აზნაურები იყვნენ), ისე საბუთში მეფის ბრძანების დამამტკიცებელთა ჩამონათვალი, სადაც ქართლის კათალიკოსის გარდა, მხოლოდ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო იერარქები (გელათის მოძღვართ-მოძღვარი, მოქველი, ბედიელი, დრანდელი, ცაიშელი, ცაგარელი) და დიდებულებია (დადიანი, გურიელი, ჭლაგიანი, გერგესელიანი) წარმოდგენილი2.     სიგელი გაცემულია 1446 წელს, ბაგრატის მეფობის „ინდიკტიონსა ბ-სა“ (2)3. რადგანაც საბუთის გაცემის დროს ბაგრატის გამეფებიდან ორი სრული წელიწადია გასული და მიმდინარეობს მესამე, ის 1444 წელს გამეფებულა. ამ თარიღს ემოწმება ბაგრატ მეფის მიერ ახალბედი და გიორგი ავჟანდაძეებისადმი ბოძებული სასისხლო სიგელი, რომელიც გაცემულია 1452 წელს ბაგრატის მეფობის მეათე ინდიქტიონს4, ე. ი. 1452 წელს დასრულებულა ბაგრატის მეფობის სრული ცხრა წელიწადი და დაწყებულა მეათე, ხოლო ტახტზე ასულა 1443 წელს. როგორც ვხედავთ, ინდიქტიონებით ნაჩვენები თარიღები ერთი წლით სხვაობს. საკონტროლო მასალის უქონლობა შეუძლებელს ხდის გაირკვეს, თუ რომელი საბუთის შემდგენელმა დაუშვა შეცდომა ინდიქტიონის გამოანგარიშებაში. ამ სფეროში შეცდომები, ზოგადად, იშვიათი მოვლენა არ არის. რადგან ზემოთ აღნიშნულ ორ თარიღს შორის ზუსტის გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ბაგრატის იმერეთში გამეფების თარიღად 1443 ან 1444 წელი უნდა მივიღოთ.     თულასძეთა სასისხლო სიგელის მიხედვით, ბაგრატის მეფობა „გორგასლისაგან ბრძანებული“ ყოფილა. ამ ფრაზის შინაარსი ს.კაკაბაძეს და კ. კახაძეს ამგვარად ესმით: ბაგრატი გორგასლის ნებით გამეფებულა5.     როგორც ზემოთ ვნახეთ, დასავლეთ საქართველოში გორგასლის ზედწოდებით ცნობილი იყო უფლისწული ვახტანგი (შემდგომში თბილისის ტახტის მფლობელი ვახტანგ IV), რომელიც მამის, ალექსანდრე I-ის სიცოცხლეში მეფობდა იმერეთში.     ბაგრატის შესახებ ცნობა დაცულია ზაქარია ჯავახიშვილისა და მისი ძმების საჩივრის წიგნში (შედგენილია არაუადრეს 1563 წ-ისა) რომლის თანახმად, გიორგი VIII-ის მეფობის (1446-1465 წწ.) დროს „პატრონი ბაგრატ მეფე ქართლს ჩამოვიდა და თაყა ციციშვილის წინააღმდეგ გაილაშქრა. გამრეკელ ჯავახიშვილმა და მისმა შვილებმა გიორგი მეფისგან თაყა ფანასკერტელისთვის დახმარების ნებართვა ითხოვეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა თანხმობა არ მისცა. მიუხედავად ამისა, ჯავახიშვილები გიორგი მეფის ნების წინააღმდეგ („მისად უნდომად“) თაყა ციციშვილს მაინც მიეშველნენ და ბაგრატ მეფეს ციციშვილის „მამულისა ალაფი“ დააყრევინეს“6.     საჩივრის წიგნში ამ ამბის თარიღი მითითებული არ არის. ნ. ბერძენიშვილი, რომელიც ბაგრატ მეფის ლიხთიმერეთში გამეფების თარიღად 1453/1454 წლებს მიიჩნევდა (ამაზე ადრე ბაგრატი, მისი აზრით იმერეთის ერისთავი იყო), აღნიშნულ ფაქტს 1453/1454 წლის შემდგომ ხანაში ათავსებდა7.     ვფიქრობთ, არის რამდენიმე გარემოება, რომელიც აღნიშნული დათარიღების გადასინჯვას მოითხოვს. ზაქარია ჯავახიშვილისა და მისი ძმების საჩივრის წიგნიდან აშკარად ჩანს, რომ გიორგი VIII თაყა ფანასკერტელის წინააღმდეგ ბაგრატის განზრახვასა და ქმედებას მხარს უჭერს და ბაგრატის შესაჩერებლად ფანასკერტელისათვის მხარდაჭერის წინააღმდეგია. თუ ამ დროს თაყა ციციშვილი გიორგი VIII-ის ვასალია, ხოლო ბაგრატი - მისი მოწინააღმდეგე, როგორც ნ. ბერძენიშვილი ფიქრობს, აუხსნელი რჩება გიორგი VIII-ის საქციელი. დავუშვათ, რომ თვითონ არ შეეძლო დაეცვა თავისი ვასალი, მაგრამ გაუგებარია, სხვებისთვის (ჯავახიშვილებისთვის) რატომ უნდა დაეშალა მისთვის დახმარების გაწევა? მართალია, უცნობი რჩება, თუ რა ანგარიში ჰქონდა გიორგი VIII-ს თაყა ფანასკერტელთან, მაგრამ აშკარაა, რომ ფანასკერტელის მიმართ გიორგი VIII-ისა და ბაგრატის დამოკიდებულება მათ შორის თანხმობისა და ინტერესთა თანხვედრის მაჩვენებელია. ასეთი თანხმობა წარმოუდგენელია 1453 წლის შემდგომ, როდესაც გიორგი VIII-მ ბაგრატს „ქუთაისი წაართო“ და დაიწყო ხანგრძლივი და შეურიგებელი ბრძოლა მათ შორის (ამის შესახებ იხ. ქვემოთ). 1. საქართველოს სიძველენი, II, გვ. 12. 2. იქვე, გვ. 15. 3. იქვე. 4. იქვე, გვ. 44. 5. ს. კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი XV საუკუნის..., გვ. 6; კ. კახაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 57. კ. კახაძეს თულასძეთა სიგელის გამცემი ბაგრატი მიაჩნია ვახტანგ IV-ის უფროს ძედ (იქვე), მაგრამ, როგორც ცნობილია, ვახტანგ IV-ს შვილი არ ჰყოლია. 6. ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 51. 7. იქვე, გვ. 20-21.     ეს გარემოება ბაგრატის გალაშქრებას თაყა ციციშვილის წინააღმდეგ ათავსებს 1453 წლის წინა პერიოდში. აღნიშნული ფაქტის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი გასაგებს ხდის გიორგი VIII-ის პოზიციას თაყა ფანასკერტელის მიმართ - ეს უკანასკნელი 1442-1452 წლებში დიმიტრი ალექსანდრე I-ის ძის ვასალია. დიმიტრი ალექსანდრეს ძეს ვახტანგ IV-მ თბილისის ტახტზე ასვლისთანავე (1442წ.) „წყალს იქით მიანება“. „წყალს იქით“ ტერიტორია (გვიანდელი ნომენკლატურით „გაღმა მხარი“) ფანასკერტელ-ციციშვილების მამულსაც მოიცავდა. ამ „მინებებულ“ რეგიონს დიმიტრი ალექსანდრეს ძე მეფის ტიტულით ფლობდა და ამ პროვინციის ფეოდალები, მათ შორის, თაყა ფანასკერტელი მისი ყმა-ვასალი იყო1.     ასე რომ, თაყა ფანასკერტელის წინააღმდეგ ბაგრატის გალაშქრების თარიღის უკან (1453 წ-ის წინა ხანაში) გადაწევისას პასუხს ვპოულობთ იმაზეც, იყო თუ არა აღნიშნული ლაშქრობის დროს თაყა ფანასკერტელი გიორგი VIII-ის ვასალი. პასუხი ცალსახაა - ამ დროს თაყა ფანასკერტელი არა გიორგი VIII-ის, არამედ პროვინციის მეფის, დიმიტრის ვასალია. ეს მომენტი, თავის მხრივ, იმასაც გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული გალაშქრება ბაგრატისა და გიორგი VIII-ის შეთანხმებული ქმედება იყო მიმართული ფანასკერტელისა და მისი პატრონის დიმიტრის წინააღმდეგ.     ზემოთ ვნახეთ, რომ ჯავახიშვილების საჩივრის წიგნის განხილულ ცნობაში ბაგრატი იწოდება პატრონად და მეფედ („პატრონი ბაგრატ მეფე ქართლს ჩამოვიდა“). ვინაიდან აღნიშნული საჩივრის წიგნი იწერება მასში აღწერილი ამბებიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ბაგრატი უკვე კარგა ხნის მეფეა, ან შეიძლება გარდაცვლილიც იყო. ასეთ პირობებში აღნიშნავს, ნ. ბერძენიშვილი, შესაძლებელია საჩივრის წიგნის ავტორმა ერისთავი ან სხვა სტატუსის მქონე, ოღონდ არა მეფე ბაგრატი, მის მიერ მოგვიანებით მოპოვებული „მეფობით“ მოიხსენია. მაგრამ ეს შესაძლებლობა ნ. ბერძენიშვილმა მიუღებლად ცნო 1454 წლის შემდგომი ხანისთვის, როდესაც ბაგრატი, სხვა წყაროების მონაცემებით, უდაოდ მეფედ იწოდება2. ზუსტად იგივე ვითარება იქმნება აღნიშნული ეპიზოდის ჩვენს მიერ წარმოდგენილი თარიღის შემთხვევაშიც. როგორც ვნახეთ, 1446 წლის თულასძეთა და 1452 წლის ავჟანდაძეთა სასისხლო სიგელებში ბაგრატი მეფედ იწოდება, ხოლო ჯავახიშვილების საჩივრის წიგნში ნახსენები „პატრონი ბაგრატ მეფე“ სწორედ ამ წლებს შორის მოქცეულ პერიოდში „ქართლს ჩამოვიდა“ და შეუტია თაყა ფანასკერტელს. ასე, რომ ორი სასისხლო სიგელის ჩვენებას 1553/1454 წლამდე იმერეთში ბაგრატის მეფის ტიტულით გამგებლობის შესახებ მხარს უჭერს მესამე საბუთის ცნობაც. ეს გარემოება ცხადყოფს, რომ ბაგრატი პოლიტიკური მოღვაწეობის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ერისთავი, რაც იმასაც გვიჩვენებს, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა გარკვეულ ეტაპზე ერისთავობის შესახებ სინამდვილეს არ შეეფერება.     შემდგომი ხანის მოვლენების, კერძოდ, ბაგრატისა და გიორგი VIII-ის ურთიერთობის შესახებ ცნობა დაცულია ზევდგინიძეთა საჩივრის წიგნში (XV ს. ბოლო მეოთხ.), რომლის თანახმად გიორგი VIII-მ ბაგრატს „ქუთაისი წაართო“3. ეს ფაქტი ნ. ბერძენიშვილის გამოკვლევით, 1453 წელს მომხდარა4. ნ. ბერძენიშვილი ამ დრომდე ბაგრატს მიიჩნევდა რა იმერეთის ერისთავად, აღნიშნული კონფლიქტის მიზეზად ბაგრატის მიერ მეფობაზე პრეტენზიის გაცხადებას და გიორგი VIII-ის მორჩილებიდან გამოსვლას ვარაუდობდა5.     როგორც ზემოთ ვნახეთ, ბაგრატს ერისთავის სტატუსი იმერეთში პოლიტიკური მოღვაწეობის არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია. ის იმთავითვე, 1443/1444 წლიდან, მეფის ტიტულით მართავდა. ამიტომ 1453 წლის კონფლიქტის მიზეზი არ შეიძლებოდა მის მიერ მეფობის ტიტულის მითვისება ყოფილიყო. „ქუთაისის წართმევა“ ბაგრატისთვის მეფობის ჩამორთმევასაც ნიშნავდა. საქმის ვითარება ჩვენ ასე წარმოგვიდგება: ბაგრატი ქუთაისში მეფედ დასვა ერთიანი საქართველოს მეფემ ვახტანგ IV-მ, სახელმწიფოს პოლიტიკური მთლიანობის „მჭირავი“ თბილისის ცენტრალური ტახტისადმი ერთგულებისა და მორჩილების პირობით, რათა განეიტრალებულიყო დავით ნარინის მემკვიდრეთა პრეტენზიები და სწრაფვა ლიხთიმერეთში დამოუკიდებელი მეფობისაკენ. ბაგრატი გარკვეული დროის განმავლობაში ცენტრალურ ტახტთან თანხმობასა და მორჩილებაში განაგებდა მისთვის „მინებებულ“ ლიხთიმერეთს. მხოლოდ ასეთი თანხმობის ვითარებაში შეეძლო ვახტანგ IV-ს ღალატის გამო შეპყრობილი ქართლელი თავადი ამილახორი „ლიხთიმერში“ გაეგზავნა საპატიმროდ, რაზედაც მოგვითხრობს ჯავახიშვილთა ზემოხსენებული საჩივრის წიგნი1 . ბაგრატ ქუთაისის მეფე გიორგი VIII-ის მეფობის პირველ წლებშიც ცენტრალური ტახტის „მორჩილებასა შინა“ იყო, რასაც მოწმობს ფანასკერტელთა წინააღმდეგ მისი გალაშქრებისადმი გიორგი VIII-ის ყრუ თანხმობა (იხ. ზემოთ). 1. იქვე, გვ. 25; დ. ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 136-137. 2. ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 20. 3. იქვე, გვ. 41. 4. იქვე, გვ. 14, 19. 5. იქვე, გვ. 15. 6. იქვე, გვ. 41.     ასეთ ვითარებაში კონფლიქტი შეიძლებოდა გამოეწვია ქუთაისის მეფის გამოსვლას ცენტრალური (თბილისის) ტახტის მორჩილებიდან. გიორგი VIII-მ ურჩი პროვინციის მეფე დასაჯა და ქუთაისიდან გააძევა. მალე 1454 წელს ბაგრატმა „ქუთაისს გაილაშქრა“, რასაც გიორგი VIII-ის საპასუხო ლაშქრობა მოჰყვა. ბრძოლაში გიორგი VIII დამარცხდა. შეტაკება მეტად სისხლისმღვრელი ყოფილა. მისი ერთ-ერთი მონაწილე მოგვითხრობს, რომ ბრძოლის ველიდან „გიორგი მეფე მე წამოვიყვანე და ოცდაოთხი შუბი და ისარი და ხრმალი მესო, ისეთმან წამოვიყვანე“-ო1. გამარჯვებულ ბაგრატს ტყვედ ჩავარდნია გიორგი მეფის აზნაურები, რომლებიც ამ უკანასკნელმა მოგვიანებით დიდი გაჭირვებით დაიხსნა2. ნათელია, რომ ბრძოლის შედეგის გადამწყვეტ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებდა ორივე მხარე - ცენტრალური ხელისუფლებაც და სეპარატისტული ძალებიც, რაც განაპირობებდა მის სისასტიკეს.     ამ გამარჯვების შემდეგ ბაგრატი დამოუკიდებელი მეფე გახდა. ამას მოწმობს „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში დაცული ცნობა: „ქორონიკონსა რმბ დაჯდა მეფედ ძე გიორგისა ბაგრატ და ძმა მეფისა ალექსანდრესი. და ჰყუანდა ცოლად დედოფალი ელენე, და ესხნეს ამათ ძენი ალექსანდრე და დავით“3. ამ ცნობაში გვაქვს ზოგიერთი უზუსტობა, კერძოდ, ბაგრატი იყო მეფე ალექსანდრეს არა ძმა, არამედ ძმისწული, 1454 წელს ბაგრატსა და ელენეს ჯერ კიდევ არ ჰყავდათ შვილები ალექსანდრე და დავითი. მაგრამ მითითება იმერეთში ბაგრატის მეფედ დაჯდომის შესახებ გვიჩვენებს შედეგს, რაც მოჰყვა, ამილახორთა ზემოთ მოტანილი საჩივრის წიგნის ცნობით, იმავე 1454 წ. ბაგრატსა და გიორგი VIII-ს შორის გამართულ ბრძოლას. ამიერიდან ის თავს თვლის ცენტრალურ ტახტზე მჯდომი მეფის თანასწორად და ცდილობს ხელისუფლების განმტკიცებას.     წერილობითი წყაროებით ცნობილია და, შესაბამისად, სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია გარკვეულია, რომ ბაგრატი, რომელმაც 1454 წელს ქუთაისისთვის ბრძოლაში გიორგი VIII დაამარცხა, არის შემდგომში, 1466-1478 წლებში ქართლისა და იმერეთის მეფე ბაგრატ VI4. მაგრამ გასარკვევია, ბაგრატი, 1443/1444-1452 წლებში ლიხთიმერის მეფე და ბაგრატი, რომელსაც 1453 წელს გიორგი VIII-მ „ქუთაისი წაართო“, ხოლო 1454 წელს ამ უკანასკნელთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ „დაჯდა მეფედ“ (მოგვიანებით თბილისის ტახტის მფლობელი) ერთი და იგივე ბაგრატია თუ სხვადასხვა. პირდაპირი და ცალსახა მითითება ამის შესახებ წყაროებს არ შემოუნახავთ, მაგრამ არის რამდენიმე გარემოება, რაც მათ იგივეობას ადასტურებს, სახელდობრ, თულასძეთა (1446 წ.) და ავჟანდაძეთა (1452 წ.) სასისხლო სიგელებში ბაგრატის გამეფების ინდიქტიონებით ნაჩვენები თარიღების სიახლოვე (პირველის მიხედვით - 1444 წ., მეორის თანახმად - 1443 წ.), რაც ორივე სიგლის გამცემი ბაგრატის გაიგივებისკენ გვიბიძგებს. ამ ბაგრატის თანამეცხედრის ავჟანდაძეთა სიგელში მითითებული სახელის დამთხვევა 1454 წელს გამეფებული ბაგრატის თანამეცხედრის „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებულ გაგრძელებაში მითითებულ სახელთან (ელენე), აგრეთვე, ორივეგან ბაგრატ-ელენეს შვილის სახელის (ალექსანდრე) იგივეობა5.     ბაგრატის გენეალოგიის საკითხი წერილობით წყაროებში განსხვავებული ვერსიებითაა წარმოდგენილი. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების ავტორის ცნობით, ბაგრატი, რომელიც 1454 წელს გამეფდა, გიორგის ძე და ალექსანდრე I დიდის ძმაა6. ვახუშტი ბაგრატიონს ბაგრატი მიაჩნია იმერეთის მეფის დავით-ნარინის (1248-1293 წწ.) შთამომავლის - დიმიტრის ძედ, რომელიც გიორგი VIII-მ 1455 წელს დასვა იმერეთის ერისთავად7. 1. იქვე, გვ. 42. 2. იქვე. 3. ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1959), გვ. 477. 4. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 320, 349; ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 63; დ. ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 173-176. 5. ამ ბაგრატ მეფეს, სხვა წყაროების მიხედვით, ამ დროს (1454 წ.) არა, მაგრამ მოგვიანებით მართლაც ჰყავდა ძე ალექსანდრე, ხოლო დავითი მის შვილებს შორის სხვაგან არ ჩანს, მაგრამ ამ ცნობის ნამდვილობა არ გამოირიცხება. 6. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 476. 7. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 804.     სამეცნიერო ლიტერატურაში ბაგრატის გენეალოგიის შესახებ სხვადასხვა დროს განსხვავებული თვალსაზრისები გამოითქვა1. დღეისათვის ჯვრის მონასტრის აღაპებისა და თვით ბაგრატ მეფის მიერ 1466 წელს გაცემული საბუთის ცნობის საფუძველზე ე. მეტრეველის მიერ გარკვეულია, რომ ბაგრატის მამა გიორგი კონსტანტინე I-ის (1407-1412 წწ.) ძე და ალექსანდრე I-ის (1412-1442 წწ.) უმცროსი ძმაა2.     გიორგი VIII-ის ბრძოლას ბაგრატ იმერთა მეფის დასამხობად და ქვეყნის პოლიტიკური მთლიანობის აღსადგენად ქუთაისთან მარცხიანი შეტაკების შემდეგაც განაგრძობდა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1563 წელს სოფელ ჩიხორთან, სადაც ბაგრატ II-მ გაიმარჯვა3 და ტახტი შეინარჩუნა.     1465 წელს გიორგი VIII მეორე სეპარატისტული რეგიონის, სამცხე-საათაბაგოს მეთაურთან, ყვარყვარე ჯაყელთან ბრძოლაში დამარცხდა და გამარჯვებულს ტყვედ ჩაუვარდა. ამით დაუყონებლივ ისარგებლა ქუთაისის მეფემ ბაგრატ II-მ და თბილისის ტახტი დაიკავა (ერთიანი საქართველოს მეფეთა სათვალავით, ბაგრატ VI)4. ჯაყელის ტყვეობიდან გათავისუფლებული გიორგი მეფემ თბილისის ტახტის დაბრუნება ვერ შეძლო და კახეთში დამკვიდრდა მეფის ტიტულით. ბაგრატ VI-ს დაუპირისპირდა გიორგი VIII-ის ძმისწული კონსტანტინე დემეტრეს ძე, რომელიც მეფის ტიტულითაც აღიჭურვა, მაგრამ ბაგრატ VI გარდაცვალებამდე, 1478 წლამდე თბილისის ტახტზე უპირატეს მდგომარეობას ინარჩუნებდა და ქართლსა და იმერეთს ფლობდა. ის კახეთის ახალშექმნილი სამეფოს დასამორჩილებლადაც იბრძოდა, თუმცა, ამაოდ4.     ბაგრატის მიერ თბილისის ტახტის დაუფლებით ქუთაისის სეპარატისტული ტახტი მოიშალა, მაგრამ მხოლოდ დროებით. ბაგრატ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-იმერეთის მეფე კონსტანტინე II (1478-505 წწ.) გახდა, მაგრამ მას მალე დაუპირისპირდა ბაგრატ VI-ის ძე ალექსანდრე, რომელმაც ქუთაისის ტახტის აღდგენასა და იქ გამეფებაზე პრეტენზია განაცხადა. 1479 წელს კონსტანტინე II ჯარით შევიდა ქუთაისში, ალექსანდრე გაიქცა და „წარვიდა სიმაგრეთა შინა“, მაგრამ მოგვიანებით, სახელდობრ, 1484 წელს მან რაჭა-ლეჩხუმიდან გამოყვანილი ჯარის დახმარებით ქუთაისი დაიკავა და მეფედ ეკურთხა5. მალე კონსტანტინე II-მ ოდიშის ერისთავის ლიპარიტ დადიანის თანადგომით ალექსანდრე ქუთაისიდან კვლავ გააძევა და ლიხთიმერეთზე თავისი ძალაუფლება აღადგინა. ამ ფაქტს ვახუშტი ბაგრატიონი 1487 წლით ათარიღებს6.     ს. კაკაბაძე ვარაუდობს, რომ ეს ამბავი 1486 წელს უნდა მომხდარიყო7. ალექსანდრემ ქუთაისის ტახტი კიდევ ერთხელ დაიბრუნა, რაც ვახუშტისავე ცნობით, 1489 წელს მოხდა8. ვახუშტის მიერ მითითებული თარიღი მართებულად შეასწორა ს. კაკაბაძემ ალექსანდრე მეფის მიერ ფალავანდიშვილებისადმი ბოძებული სიგელის საფუძველზე, რომლის ცნობითაც 1488 წლის 1 ივლისს ალექსანდრე მეფე ქუთაისში ზის და სასისხლო საქმის გასარჩევად აქ სასამართლო სხდომას იწვევს9. საამისო ხელსაყრელი ვითარება ალექსანდრესთვის შეიძლება შეექმნა იაყუბ-ყაენის სარდლის, ხალილბეგის აღმოსავლეთ საქართველოში შემოჭრას 1487 წლის შემოდგომაზე, როდესაც მან თბილისი აიღო, ციხე კი ალყაში მოაქცია. ბრძოლა თბილისის ციხის ასაღებად და ქართლში თარეში გაგრძელდა 1489 წლის თებერვლამდე10. ალექსანდრეს მიერ ტახტის დაბრუნება 1487-1488 წლების მიჯნაზე უნდა მომხდარიყო. ამჯერად, კონსტანტინე II-ის გაბატონება იმერეთში ხანმოკლე ჩანს. 1. ს. კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი XV საუკუნის..., გვ. 1-7; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 303-306; ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 63. 2. ე. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (თბილისი, 1962), გვ. 170-171; ჯ. ოდიშელი, დასახ. ნაშრომი, გვ. 177. 3. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III..., გვ. 309. 4. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნასრომი, გვ. 348; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 336; ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 16-17; დ. ნინიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 168; ბ. ლომინაძე, საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III (თბილისი, 1979), გვ. 563-564. ბაგრატმა პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე სამჯერ შეცვალა თავისი მეფობის ინდიქტიონების ათვლის საწყისი წერტილი. 1454 წლამდე, ანუ ცენტრალური ხელისუფლების მორჩილებიდან გამოსვლამდე თავისი მეფობის ათვლას 1443/44 წლიდან იწყებდა (ასეა თულასძისა და ავჟანდაძის სიგელებში), თბილისის ტახტის დაუფლებამდე (1466 წ.) _ 1454 წლიდან (ასეა 1466 წ. მცხეთის საკათოლიკოსოსადმი ბოძებულ საბუთში იხ. ქრონიკები და სხვა მასალა..., გვ. 287), შედგომ - თბილისის ტახტზე ასვლიდან (ასეა 1468 წ. 21 ნოემბრის სიგელში ჯავახიშვილებისადმი და 1472 წლის საბუთში (საქართველოს სიძველენი, II, გვ. 40-41). 5. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 355,365. 6. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.808. 7. ს.კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ..., გვ. 26. 8. იქვე, გვ. 809. 9. იქვე, გვ. 23. 10. რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის II ნახევარში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII (თბილისი, 1963), გვ. 126-129.     ს. კაკაბაძე ვარაუდობს, რომ კონსტანტინემ იმერეთში თავისი ძალაუფლების აღდგენის შემდეგ აქ მეფედ დასვა თავისი უფროსი ვაჟი დავითი. ამიტომ მკვლევარი ფიქრობდა, რომ დავით მეფე, მაღნარაძეთა სიგელის გამცემი, იყო ამ კონსტანტინეს შვილი, რომელიც, ალბათ, მეფის ტიტულით იმერეთის მმართველად ყოფილა გამოცხადებული1. ეს მოსაზრება, მართალია, მხოლოდ მაღნარაძეთა სიგელს ემყარება, მაგრამ მას ამაგრებს, ერთი მხრივ, ალექსანდრე II იმერთა მეფის მიერ გაცემული ფალავანდიშვილების სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის წიგნისა (1488 წ.) და თოფურიძეების სასიხლო სიგელში (1484-1487 წწ.)2 მოწმეებად დასახელებული პირების - XV საუკუნის 80-იანი წლების იმერეთის სამეფო კარის ვაზირ-მოხელეების და, მეორე მხრივ, დავით მეფის მიერ გაცემულ მაღნარაძეთა სიგელში დასახელებული ვაზირ-მოხელეების პერსონალური შემადგენლობის იდენტურობა3. ამრიგად, დავითის იმერეთში მეფობა 1486-1487 წლებით შეიძლება შემოიფარგლოს.     1491 წლის 20 აგვისტოს კონსტანტინე II სიგელს აძლევს მთის წმ. გიორგის ეკლესიას ულაყის ამოკვეთის შესახებ4, რაც მოწმობას იმას, რომ მას კვლავ აღუდგენია იმერეთში თავისი ძალაუფლება.     ალექსანდრემ იმერეთის ტახტზე მეფობა მხოლოდ XV საუკუნის 90-იან წლებში განიმტკიცა. იგი გარდაიცვალა 1510 წელს. ალექსანდრე II-ის შემდგომ მისი ტახტი დაიკავა ბაგრატ III, რომელიც 1565 წლამდე მეფობდა5.     განსახილველ პერიოდში ქუთაისის მეფეთა ქრონოლოგია და გენეალოგია ასე წარმოგვიდგება: • დავით ნარინი - 1248-1293 წწ. • კონსტანტინე, დავით ნარინის ძე - 1293-1336 წწ. • მიქაელ, დავით ნარინის ძე და ბაგრატ I, მიქაელის ძე - 1330-1340-იანი წწ-ის მიჯნა. • ალექსანდრე I, ბაგრატ I-ის ძე - 1387-1392 წწ. • გიორგი I, ბაგრატ I-ის ძე - 1392 წ. • კონსტანტინე, ბაგრატ I-ის ძე - 1396-1401 წწ. • ვახტანგ გორგასალი, ალექსანდრეს I დიდის ძე - 1429-1442 წწ. (ერთიანი საქართველოს მეფე ვახტანგ IV 1442-1446 წწ.). • დიმიტრი ალექსანდრეს ძე - 1442-1443/1444 წწ. • ბაგრატ II, გიორგის ძე - 1443/1444-1466 წწ. (ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ VI (1466-1478 წწ.)). • ალექსადრე II, ბაგრატ II-ის ძე - 1484-1487, 1488-1510 წწ. • დავით, კონსტანტინე II-ის ძე - 1487-1488 წწ. • ბაგრატ III, ალექსანდრე II-ის ძე - 1510-1565 წწ.
ქუთაისის მეფეთა განსაგებელი
დავით ნარინისა და მისი მემკვიდრეების - კონსტანტინესა და მიქაელის გამგებლობის ხანაში ქუთაისის ტახტის იურისდიქციის გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიით შემოიფარგლა. ამ პოლიტიკური ერთეულის საზღვრები ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთითა და დასავლეთით საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის ხანაში არსებულ საზღვრებს ემთხვეოდა (კავკასიონის მთავარი ქედი, ნიკოფსია, შავი ზღვა). საზღვარი აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით ანუ მიჯნა თბილისის ტახტის კონტროლირებად ტერიტორიასთან ლიხის ქედს მიჰყვებოდა, რომელიც ბუნებრივი მიჯნაა, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოსა და, მეორე მხრივ, ქართლ-სამცხე-აჭარას შორის. ლიხის ქედის აღმოსავლეთით მის ძირობაზე დავით ნარინის სამეფოს ფარგლებში ჩანს მოქცეული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ძირითად გზაზე მდებარე საბაჟო ციხე-ქალაქი ალი. ამაზე მიუთითებს „ხელმწიფის კარის გარიგების“ ცნობა, რომლის თანახმად, დავით-ნარინი აქ (ალში) ორჯერ შეხვდა თავის შვილს, თბილისის ტახტის მფლობელს ვახტანგ II-ს6. უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთით დავით ნარინისა და მისი მემკვიდრეების სამფლობელოს გაფართოებას მონღოლები, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში მყარად გრძნობდნენ თავს, არ დაუშვებდნენ. ასე რომ, აღნიშნული მეფეების ხანაში იმერეთის სამეფოს საზღვარი აღმოსავლეთით, ძირითადად, ლიხის ქედს გასდევდა. სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის სანაპიროზე, მაკრიალსაც მოიცავდა.
1. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, გვ. 22.
2. საქართველოს სიძველენი, II, გვ. 38.
3. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 20-22.
4. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, გვ. 25.
5. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 213, 262.
6. ქართული სამართლის ძეგლები, II, გვ. 90; ი. ანთელავა, XI-XIV საუკუნეების ქართული ისტორიული წყაროები (თბილისი, 1988), გვ. 83.
როგორც ითქვა, გიორგი ბრწყინვალემ (1318-1346 წწ.) ქუთაისის სამეფო ტახტი გააუქმა და ლიხთიმერის მეფეთა საგამგებლო თბილისის ტახტს დაუქვემდებარა. 1387 წელს აღდგენილი ქუთაისის სამეფო ტახტის (ალექსანდრე I, გიორგი I, კონსტანტინე II) სამფლობელოს საზღვრები იმეორებდა თუ არა დავით ნარინისა და მისი ძეების (კონსტანტინე I, მიქაელი) დროს ჩამოყალიბებულ კონფიგურაციას, ცნობების უქონლობის გამო, გაურკვეველი რჩება.
ქუთაისის სამეფო ტახტის სამფლობელო ტერიტორიის მოცულობის შესახებ ხელშესახები და კონკრეტული ხასიათის ცნობები XV საუკუნის 30-იანი წლებიდან - ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანიდან გაგვაჩნია. ამ დროს აშკარად იკვეთება ქუთაისის ტახტის იურისდიქციის გაფართოების ტენდენცია შიდა ქართლის მიმართულებით. ქუთაისის მეფის ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთ ზემოთ ხსენებულ საბუთში, სახელდობრ, კოტრიძეთა და ჭარელიძეთა სასისხლო საქმის გარდაწყვეტილობის სიგელში აღნიშნული მეფის ვასალ-ქვეშევრდომთა შორის, რომელთა უმრავლესობა ლიხთიმერის დიდებულებია, დასახელებულია „ქართლის ერისთავი ქვენიფნეველი“1. საყურადღებოა, გვიანდელი საბუთებიც. 1565 წელს რობამ ფავნელიშვილის მიერ ნიქოზის ეკლესიისთვის მიცემული შეწირულობის წიგნში აღნიშნულია, რომ მეფე ვახტანგ გორგასალს ნიქოზის ტაძრისთვის შუწირავს ზემო ნიქოზი2. იკორთის ძლისპირის მინაწერ საბუთში ვკითხულობთ: „ქ. იკორთის მთავარანგელოზს შევსწირე მეფემ გორგასალმან სულისა ჩემისა სამეოხოდ, რათა მსახურონ წმინდასა შენსა ეკლესიასა: იკორთა, ფლავი, ქვეში, ფლა[ვ]ისმანი. მხილველნო წმიდისა ამის ეკლესიისანო, შენდობა ითხოვეთ ჩემ[თვის]“ (საბუთი ძველი დედნიდან გადმოწერილია XVIII ს-ში)3. ვახტანგ გორგასლის მიერ ზემოთ დასახელებული სოფლები შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარეობს.
ლიხთიმერის მეფე ბაგრატ II-მ 1457 წელს მცხეთის საკათალიკოსო საყდრის ყმა-აზნაურს მამისთვალა ელიოზისძე-სეფიშვილს განუახლა სასისხლო სიგელი4. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ელიოზისძე-სეფიშვილები ცხინვალისა და მის მიმდებარე სოფელ დღვრისში ფლობდნენ მამულებს, ცხადი ხდება, რომ აღნიშნული სიგელის გაცემის დროსაც ქუთაისის მეფეს შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილზე ხელი მიუწვდებოდა. ამასვე ადასტურებს ბაგრატ II-ის მიერ მთის წმ. გიორგის მონასტრისათვის (რაჭაში) მიცემული შეწირულობის უთარიღო სიგელი5 რომლის ცნობებით, მისი ხელისუფლება შიდა ქართლის ციხე-ქალაქ სურამზე ვრცელდებოდა6.
ბაგრატ II-მ ქუთაისის ტახტზე ასვლის ახლო ხანებშივე, როგორც ჯავახიშვილების (XV ს-ის 60-70-იანი წწ.) საჩივრის წიგნი გვაუწყებს, „[თაყა] ციციშვილს ლაშქარი გაუძახა“, თავს დაესხა სამწევრისს და აილაფა იქაურობა, მაგრამ თაყა ციციშვილს ჯავახიშვილები მიეშველნენ და ბაგრატ მეფეს ციციშვილების ალაფი დააყრევინეს7. იმერთა მეფის მცდელობა მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარე საციციანოზე თავისი სუვერენიტეტის გავრცელებისა მარცხით დამთავრდა, მაგრამ მოგვიანებით, ქუთაისის მეფები ამ განზრახვას სისრულეში მოიყვანენ.
1. ს. კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი XV საუკუნის, გვ. 10; გ. არახამია, დასახ. ნაშრომი, გვ. 45.
2. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I..., გვ. 294.
3. ს. კაკაბაძე, ქრონიკა იკორთის #6 ჟამნ-გულანისა (ტფილისი, 1912), გვ. 19-20.
4. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, გვ.17-19.
5. სიგელს ს.კაკაბაძე 1455-1467 წლებით ათარიღებს (ს. კაკაბაძე, განჩინება მთის ყმათა სისხლის შესახებ..., გვ. 252), ნ. ჟღენტი 1465-1467 წლებით (ნ. ჟღენტი, მთის წმ. გიორგის მონასტრისადმი გაცემული XV საუკუნის საბუთის თარიღის დაზუსტებისთვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, XII (თბილისი, 2010), გვ. 152). ჩემი აზრით, საბუთი გაცემულია ბაგრატის იმერეთში მეფობის პერიოდში, არაუგვიანეს 1466 წლისა.
6. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, გვ. 249.
7. ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 51.
ალექსანდრე II-ის მიერ 1484-1486 წლებში გაცემულ თოფურიძეთა სასისხლო სიგელში, ლიხთიმერეთის დიდებულებთან ერთად მოწმედ დასახელებულია დავით ციციშვილი1. ციციშვილების სათავადო, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, მდებარეობდა შიდა ქართლში მტკვრის მარჯვენა მხარეს, ქუთაისისა და თბილისის სამეფო ტახტებისა და ჯაყელთა სამფლობელოების საზღვრების შესაყარზე და მოიცავდა ძამის ხეობის სოფლებს: ხვედურეთს, ორბოძალს, ყინწვისს, კეხიჯვარს, სხვილოსს, სამწევრისს (აწინდელი ხაშურისა და ქარელის რაიონების სოფლებს)2. ციციშვილების სათავადოზე სუვერენიტეტის გასავრცელებლად ჯერ კიდევ ოთხი ათეული წლის წინ ბაგრატ II-ის მიერ დაწყებული ბრძოლა ალექსანდრე II-ის მეფობის პირველ წლებში წარმატებით დამთავრებულა. ამასვე ადასტურებს ქუთაისის ტახტზე დავით კონსტანტინეს ძის ხანმოკლე მეფობის (1487-1488 წწ.) დროს მაღნარაძეებისათვის ბოძებული სასისხლო სიგელი, სადაც მეფის ბრძანების მოწმე და დამამტკიცებელ ლიხთიმერის დიდებულებთან ერთად დასახელებულნი არიან „ქართლის ამირეჯიბი [და] ციციშვილი დავით“3. მიუხედავად იმისა, რომ დავით მეფე ქუთაისის ტახტზე მამის, თბილისის ცენტრალური ტახტის მფლობელის კონსტანტინე II-ის ნებით იყო გამეფებული, ქუთაისის ტახტის სამფლობელო უცვლელი დარჩა. დამამტკიცებელთა შორის მოხსენიებული „ქართლის ამირეჯიბი“ გულისხმობს გაბელიძე-ამირეჯიბთა ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელს. მათი მამულები განლაგებული იყო, როგორც ლიხთიმერეთში, ისე შიდა ქართლში, ლიხის ქედის მიმდებარედ. ამ უკანასკნელ რეგიონში გაბელიძე-ამირეჯიბები ყმა-მამულებს ფლობდნენ სოფლებში: წაღვლში, ალში, ბროლოსანში, აძვისში, ნაბახტევში, უწლევში, სტკოცაში, დუმაცხოში, ფლევში (აწინდელი ხაშურის რაიონი), ღოღეთში, აბანოში, ატოცში, ფრცაში, ზემო ბრეძაში, საღოლაშენში (აწინდელი ქარელის რაიონში), ახალდაბაში (აწინდელი გორის რაიონი), ქალეთში, აგრეთვე, ოქონას მონასტერს (ცხინვალისა და ყორნისის რაიონი)4. გაბელიძე-ამირეჯიბთა სათავადო სენიორია რომ ამ დროს ქუთაისის ტახტის ყმა-ვასალია, ამაზე მიგვითითებს გაბელიძეებისა და ფალავანდიშვილების სასისხლო საქმის შესახებ მეფის სასამართლო განაჩენი, რომელიც დათარიღებულია 1488 წლის 1 ივლისით. საქმე ეხებოდა იმას, რომ აბულახსარ გაბელიძეს5 მოუკლავს სიაოშ ფალავანდიშვილის მამა. მკვლელი და მისი ორი ბიძა საქართველოდან გაიქცა6, ამიტომ ფალავანდიშვილებისათვის სისხლის დაურვება აღუსრულებელი რჩებოდა. საქართველოში დარჩენილმა რამინ გაბელიძემ, მკვლელის ძმამ, როგორც სისხლის დაურვებისთვის პასუხისმგებელმა ახლო ნათესავმა, გადაწყვიტა თავისი წილი სისხლის საზღაური გადაეხადა ფალავანდიშვილებისათვის და ამით პირადად რამინ გაბელიძესა და ფალავანდიშვილებს შორის დავა დამთავრებულიყო. მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი კარისკაცების შუამდგომლობითა და მოწმობით რამინ გაბელიძემ ფალავანდიშვილებს სისხლი საზღაურად გადასცა „ოქონა მონასტერი და სოფელი სხვითა ეკლესიებითა, გლეხებითა“, რაც ქუთაისის მეფემ დაამტკიცა7. სიგელში საუბარია ყორნისთან ახლოს მდებარე სოფელ ოქონასა8 და მის მონასტერზე9.
აქამდე ფალავანდიშვილები ზემო იმერეთში მკვიდრობდნენ. 1401 წლით დათარიღებული სიგელის მიხედვით, გიორგი VII-მ (1393-1407 წწ.) ფალავანდ ფალავანდიშვილს უბოძა სოფლები ჩიხა და დუნთა (დღევანდელ საჩხერის რაიონში)10. გაბელიძეთა სასისხლო საქმის განხილვა და საბუთის დამტკიცება ქუთაისის მეფის მიერ კიდევ ერთხელ ადასტურებს გაბელიძეთა ვასალურ დამოკიდებულებას ლიხთიმერის მეფის მიმართ და, შესაბამისად, ამ უკანასკნელის ხელისუფლების გავრცელებას შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილზე. ამასვე ეხმიანება გაბელიძე-ამირეჯიბთა გაერთიანებული სიგელი, რომლის თანახმად, ფალავანდიშვილის მკვლელობის გამო ალექსანდრე მეფემ გაბელიძე-ამირეჯიბებს სოფელ ალის შემოსავალი დაუყადაღა („შეხუთა ალი“)11. ალექსანდრე II-ის მეფობის მთელ მანძილზე ვითარება უცვლელი რჩება: მის მიერ გაცემულ საბუთებში, სახელდობრ, ფონჯავიძეთა (1497 წ.) და მაღლაქუელიძეთა (1504 წ.) სასისხლო სიგელებში მოწმე-დამამტკიცებულთა შორის დასახელებულნი არიან: პირველში - „ამირეჯიბი ხაზინადარი რამინი“ (გაბელიძე-ამირეჯიბთა საგვარეულოს წარმომადგენელი), ხოლო მეორეში - „ქართლის ერისთავები“12
1. საქართველოს სიძველენი, II, გვ. 38.
2. დ. გვრიტიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 122-129.
3. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, გვ. 21.
4. გ. ოთხმეზური, შეწირულობის წიგნი ქუცნა ამირეჯიბისა ულუმბოს ღვთისმშობლისადმი, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, 321 (თბილისი, 1996), გვ. 197-206; ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, გვ. 23-24.
5. საბუთში ამ გაბელიძის სახელი არ ჩანს. ის მეფე გიორგი VIII-ის 1451 წლის სიგელის საფუძველზე დაადგინა გ. ოთხმეზურმა (გ.ოთხმეზური, წყალობის განახლების სიგელი გიორგი VIII-ისა გაბელიძე-ამირეჯიბისადმი, ანალები, 3 (თბილისი, 2008), გვ. 556-557).
6. გ. ოთხმეზური, წყალობის განახლების სიგელი, გვ. 557-558.
7. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, გვ.23.
8. სოფელი და ტაძარი ოქონის სახელწოდებით ცნობილია, აგრეთვე, გორთან და ლიხთიმერეთში.
9. გ. ოთხმეზური, XV-XVI სს. ქართული წყაროების ცნობები ფალავანდიშვილთა სათავადოზე, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, 328 (თბილისი, 1999), გვ. 22.
10. იქვე, გვ. 29.
11. გ. ოთხმეზური, შეწირულობის წიგნი ქუცნა..., გვ. 199.
12. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ..., გვ .67; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერტა ეროვნული ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,საისტორიო საბუთების Qდ კოლექცია, საბუთი№7877.
ალექსანდრე II იმერთა მეფემ შიდა ქართლში პოზიციების განსამტკიცებლად და სამფლობელოს გაფართოების მიზნით, 1508 წლის აგვისტოში შიდა ქართლზე გაილაშქრა და გორი აიღო. ალექსანდრე მეფე ჯერ კიდევ შიდა ქართლის ამბებით იყო დაკავებული, როდესაც იმავე წლის ნოემბერში ოსმალები იმერეთში შემოიჭრნენ, გადაწვეს ქუთაისი და გელათი1, რითაც ისარგებლა ქართლის მეფემ დავით X-მ და გორი დაიბრუნა2, მაგრამ შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი გორი-ცხინვალის ხაზის დასავლეთით, მდ. მტკვრის მარცხენა მხარე და საციციანო (ციციშვილების სათავადო) მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს („გაღმა მხარში“) ამის შემდგომაც ქუთაისის მეფეთა მფლობელობაში რჩებოდა. ეს კარგად ჩანს იმერთა მეფის, ბაგრატ III-ის (1510-1565 წწ.) მეფობის პირველი წლების სინამდვილიდან. 1511 წელს ბაგრატ III-მ ზაქარია, ციცი და თაყა ფანასკერტელ-ციციშვილებს უწყალობა ყმა-მამულები სოფლებში რუისსა და ტინისხიდში3. ციციშვილებს ბაგრატ III „ჩუენზედან დიდად ვალდებულ, თავადთა შიგან საჩინოს“ უწოდებს და იქვე მიმართავს მათ შემდეგი სიტყვებით: „ობლობაშიგან დიდი ვალი დაგვადევით და მოგვეხმარენით. აწე თქუენთვის ვალის სამსახურის სამუქფოდ ესე ოდენ მამულნი მოგახსენეთ“4. ყოველივე ეს კარგად უჩვენებს, რომ ბაგრატ III იმერთა მეფეც თავის წინამორბედთა მსგავსად, ფლობს შიდა ქართლს ზემოთ აღნიშნულ ხაზამდე (რუისი და ტინისხიდი ამ ხაზთან ახლოს, მის დასავლეთითაა) და თავადი ციციშვილებიც მისი ვასალები არიან. ეს გარემოება, თავის მხრივ, ნიშანდობლივად ეხმიანება ზემოთ დასახელებულ თოფურისძეთა და მაღნარაძეთა სიგელების ცნობებს დავით ციციშვილის იმერთა მეფის ალექსანდრე II-ის ყმავასალობის შესახებ5. 1526 წელს ბაგრატ იმერთა მეფე და დავით X ქართლის მეფე შეთანხმდნენ სამფლობელოთა გამიჯვნაზე: „ქორონიკონსა სიდ მოსცეს ბაგრატს ქართლი არადეთის წყალს გადმოღმა, ალი, სურამი და ახალდაბა“6.
ბაგრატ III-მ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელო სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ირან-ოსმალეთის 1514 წლიდან მიმდინარე ომი განახლდა 1534 წელს, როდესაც ირანის წინააღმდეგ შეტევაზე გადასული ოსმალეთი სამცხე-საათაბაგოსაც დაემუქრა. სამცხის ათაბაგს ყვარყვარე III-ს (1516-1535 წწ.) შინააშლილობის გამო არ შეეძლო გამკლავებოდა მოსალოდნელ საფრთხეს. ბაგრატ III-მ დაასწრო ოსმალეთს, 1535 წელს საათაბაგოში ილაშქრა, ახალქალაქთან (სოფ. მურჯახეთი) ბრძოლაში ყვარყვარე ათაბაგი დაამარცხა და ტყვედ წაიყვანა, საათაბაგოს დიდი ნაწილი (ჭოროხის ხეობის მხარეები) დაიკავა, მეორე ნაწილი, კერძოდ, ჯავახეთი ქართლის მეფეს ლარსაბ პირველს (1527-1556 წწ.) დაუთმო. ბაგრატ მეფე დაუყოვნებლივ შეუდგა შემოერთებული მიწა-წყლის სამხრეთ საზღვრებზე ციხეების გამაგრებას. ამ და სხვა ზომებით, მან შეძლო საათაბაგოს აღნიშნული ნაწილის შენარჩუნება ათი წლის განმავლობაში. 1545 წელს ბასიანში, სოხოისტას ველზე გამართულ ბრძოლაში ბაგრატ III და ლუარსაბ I დამარცხდნენ ოსმალეთთან ბრძოლაში და ბაგრატ იმერთა მეფის მფლობელობას მესხეთში ბოლო მოეღო7.
1. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 487; ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ (თბილისი, 1980), გვ.40; გ. ალასანია, სელიმ I და საქართველო, საისტორიო კრებული (თბილისი, 2007), გვ. 147-148. თარიღის სიზუსტისათვის იხ. იქვე, გვ. 138-149. ალექსანდრე II-ის მიერ გორის აღებისა და იმერეთში ოსმალთა შემოსევის შესახებ თარიღები წყაროებში განსხვავებულია. ქრონიკალური ჩანაწერები, გარდა 1508 წლისა, 1509, 1510 და 1512 წლებს უჩვენებენ (იხ. მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები), ტექსტები გამოსცა და შესავალი წერილი დაურთო ჯ. ოდიშელმა (თბილისი, 1968), გვ. 37, 55, 68, 74). ვახუშტი ბაგრატიონი გორის აღებას 1509 წლით, ხოლო ოსმალთა („ჩიხთა“) შემოსევას იმერეთში 1510 წლით ათარიღებს (ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 809); ივ. ჯავახიშვილი აღნიშნული ფაქტების თარიღად 1509 ან 1510 წელს მიიჩნევდა (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 209-212), მ. სვანიძე ჯერ - 1510 წელს (მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.) (თბილისი, 1971), გვ. 44), ხოლო შემდგომ - 1509 წელს (მ. სვანიძე, უფლისწულ სელიმის ლაშქრობები საქართველოში, პერსპექტივა, 8 (თბილისი, 2006), გვ. 105-110).
2. ვ. გუჩუა, ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთაწინააღმდეგ XVI ს. I ნახევარში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV (თბილისი, 1973), გვ. 94.
3. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, გვ. 30-31.
4. იქვე.
5. იქვე, გვ. 29.
6. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 493; ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა)..., გვ. 41.
7. ვ. გუჩუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 56-57.
1526 წელს თბილისისა და ქუთაისის ტახტებს შორის შიდა ქართლში გავლებული მიჯნა ძალაში დარჩა 1555 წლამდე, როდესაც ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით ორმა აგრესორმა საქართველო (და კავკასიის სხვა ქვეყნები) გაინაწილეს: ქუთაისის სამეფო შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილითურთ და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი წილად ხვდა ოსმალეთს, სამცხე საათაბაგოს აღმოსავლეთი ნაწილი, თბილისის ტახტის სამფლობელო და კახეთის სამეფო ირანს1, რამაც ამიერიდან საზღვარი გაავლო არა მხოლოდ ქუთაისისა და თბილისის სამეფოებს შორის, არამედ ორ იმპერიას შორისაც2. ამ განაწილებამ ძირფესვიანად შეცვალა განცალკევებულ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის ბრძოლა-დაპირისპირებისა და თანხმობა-თანამშრომლობის აქამდე მიმდინარე პროცესის ხასიათი.
ქუთაისის მეფეთა მფლობელობის ხასიათი და მისი ევოლუცია
აღნიშნულ მეფეთა მფლობელობის ხასიათში ვგულისხმობთ სუვერენიტეტის გავრცელების დონეს გეოგრაფიულ სივრცესა და სოციალურ ვერტიკალში. კონკრეტული ფაქტები გვიჩვენებენ, რომ აღნიშნული დონე ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ცვალებადი იყო, რაც, არსებითად, ამა თუ იმ მეფის ხელისუფლების წარმოშობის წინაპირობებით იყო განსაზღვრული. ფეოდალური ვასალიტეტის პირობებში, რომლის იერარქიული კიბის უმაღლეს საფეხურზე მონარქი დგას, ერთმეფობის წიაღში მეორე მეფის ხელისუფლების დამყარება ერთიანი მონარქიის გარკვეულ ნაწილში, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მეფობას აღიარებს და მას პატრონად ცნობს მიწათმფლობელ და მოლაშქრე-მეომარ ვასალთა კონტიგენტი. ეს კი მიიღწევა როგორც მშვიდობიანი (მოლაპარაკება-შეთანხმების) გზით, ისე ძალმომრეობით (ან ორივე საშუალების კომბინაციით). გარკვეულ მნიშვნელობას იძენს ფსიქოლოგიური მომენტიც, კერძოდ, პრეტენდენტის მემკვიდრეობითი მიმართება სამეფო ტახტთან, მოქმედი კანონიერი მონარქის დამოკიდებულება მისი პრეროგატივების თანამოზიარის მიმართ და ა.შ. ქუთაისის სამეფო ტახტი 1248 წელს, როგორც ითქვა, შემთხვევით წარმოიშვა. დავით ნარინი, რომელიც ჯერ კიდევ 1230 წელს დედის, რუსუდანის თანამოსაყდრედ ნაკურთხი იყო და ორდინალურ ვითარებაში მეფე უნდა გამხდარიყო, მონღოლთა ყაენმა, მიანიჭა რა უპირატესობა დავით ლაშას ძეს, ტახტს ჩამოაშორა და მეფობის რიგში ჩააყენა. ასეთი „უპატიოდ ყოფნა“, ცხადია, დავით ნარინის უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ ამას მეორე ტახტის გაჩენა და ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობის ხელყოფა არ გამოუწვევია - დავით ნარინი ასე თუ ისე ბედს ურიგდებოდა. ვითარება იცვლება მას შემდეგ, რაც, მონღოლებთან კონფლიქტის გამო, დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, სადაც მან თავი მეფედ გამოაცხადა და ქუთაისში მეორე სამეფო ტახტი შექმნა. თავისთავად იგულისხმება, რომ დასავლეთ საქართველოში იძულებით და მცირერიცხოვანი ამალით გახიზნულ დავით ნარინს ძალა არ შესწევდა იარაღით დაემორჩილებინა, კანონიერი მეფის დავით ლაშას ძის ვასალობიდან თავის ვასალებად და მოხელეებად ექცია ლიხთიმერეთის დიდებულ-აზნაურები და ერისთავები. ძნელია, არ ვენდოთ „ასწლოვანი მატიანის“ ავტორს, რომლის მიხედვით, ლიხთიმერეთის დიდებულებმა და ერისთავებმა ერთსულოვნად „მეფე ჰყვეს დავით რუსუდანის ძე აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე“3. არც დავით ლაშაც ძის მხრიდან ჩანს წინააღმდეგობა, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ წყაროებს ცნობა არ შემოუნახავს. დავით ნარინის მშვიდობიანად, ერთიანი სამეფო ტახტის ვასალებთან და მოხელეებთან მოლაპარაკება-შეთანხმების გზით, გამეფებამ განაპირობა მისი სრული სუვერენიტეტის დამყარება ლიხთიმერეთში. აქ გვერდს ვერ ავუვლით „ასწლოვანი მატიანის“ ავტორის თვალსაზრისს დავით ნარინსა და დავით ლაშას ძეს შორის ქვეყნის გაყოფის ერთობ უცნაური ფორმის შესახებ. ჟამთააღმწერელი ირწმუნება, რომ დავით ნარინის ქუთაისში მეფედ დაჯდომას მაშინათვე არ მოჰყოლია ორ მეფეს შორის საბრძანებლის გამიჯვნა, გარკვეული დროის განმავლობაში, მემატიანის სიტყვებით ლიხთიმერეთში გადასასვლელად გამზადებულ დავით ლაშას ძეს სარგის ჯაყელი მიმართავს, რომ „სწორად ორთავე არს სამეფო, იგი და ესეცა“4. მოგვიანებით (1259 წ.), როდესაც მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებაში დამარცხებულმა დავით ლაშას ძემ ლიხთიმერეთს შეაფარა თავი, ქუთაისში საქართველოს ორი მეფე ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდა. როგორც კი სიუზერენის არჩევანში ალტერნატივა გაჩნდა, დასავლეთ საქართველოს დიდებულები ორად გაიყვნენ - ერთმა ნაწილმა დავით ლაშას ძის გამეფება მოინდომა, მეორემ დავით ნარინის მხარე დაიჭირა, რამაც იმერეთში „აშლილობა და შფოთნი მრავალნი“ გამოიწვია. ასეთ ვითარებაში, ჟამთააღმწერლის ცნობით, „დაამტკიცეს რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინნეს თავადნი სამეფოსანი, და განყვეს ორად, ტფილისი ორად, ქუთაისი ორად, და თავადნი და ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს, ნიკოფსიით დარუბანდამდე, და განყვეს სამეფო საჭურჭლენი... და აქათგან იქმნა ანყოფა სამეფოსა, და მიერითგან შეიქმნა ორ სამეფოდ“5. მემატიანის მიხედვით, გამოდის, რომ დავით ნარინის სამეფო ტერიტორიულად მკვეთრი ფარგლებით შემოსაზღვრული არ ყოფილა. ორ მეფეს შორის ქვეყნის მიწაწყალი მისი ქალაქებით, დიდებულ-ერისთავებით ისე გაიყო რომ ქუთაისში მეფედ მჯდომ დავით ნარინს თბილისის ნახევარი ეკუთვნოდა, ისევე როგორც თბილისის ტახტის მფლობელ დავით ლაშას ძეს ქუთაისის ნახევარი, ანალოგიურად განაწილდნენ ვასალებიც - ლიხთიმერეთის დიდებულ-ერისთავთა ნაწილი დავით ლაშას ძეს ერგო, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულ-ერისთავთა ნაწილი დავით ნარინს.
1. იქვე, გვ. 61. მ. სურგულაძე, ეპიზოდები XVI საუკუნის საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხები, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 23 (თბილისი, 2010).
2. მ. სურგულაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 176.
3. ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის რედაქციით, გვ. 575.
4. იქვე, გვ. 587.
5. იქვე, გვ. 589.
ჟამთააღმწერლის მიერ წარმოდგენილი სურათი შორსაა რეალობისგან. მემატიანე ცდილობს ერთიანი ქვეყნის ორ სამეფოდ გაყოფა, რაც, უწინარეს ყოვლისა, ტერიტორიების გამიჯვნას ნიშნავდა, ისე წარმოაჩინოს, თითქოს აქამდე ერთიანი ქვეყანა ცალკეულ ნაწილებად კი არ გაიხლიჩა, არამედ ორმა მეფემ ქვეყნის მთელი ტერიტორია (იმიერიც და ამიერიც) მასზე განსახლებული ვასალებით თანაბრად გაინაწილეს.
რეალობა ისაა, რომ დავით ნარინი ქუთაისში გამეფების დროიდან ლიხთიმერეთს სრულად აკონტროლებდა და თბილისის ტახტის მფლობელებს ამ ტერიტორიაზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ამ თვალსაზრისით, სხვათა შორის, ყურადსაღებია ის გარემოება, დავით ნარინის სიცოცხლეში გარდაცვლილი თბილისის ტახტის მეფეები დავით ლაშას ძე და დემეტრე II თავდადებული დასაფლავდნენ მცხეთაში და არა გელათში - ერთიანობის ხანის (დავით IV აღმაშენებლის დროიდან) საქართველოს მეფეთა საძვალეში (თბილისის ტახტის მეფეთა მცხეთაში დაკრძალვის ტრადიცია ამ დროიდან იღებს სათავეს).
დავით ნარინის ქუთაისში გამეფებამ მეფობის ლეგიტიმაცია შეუქმნა მის მემკვიდრეებს: მეფის შვილზე მამის ტახტის გადასვლა, ფეოდალური საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ქვაკუთხედის - მემკვიდრეობის წესის მიხედვით, ბუნებრივი მოვლენაა. ორდინალურ ვითარებაში ასეც მოხდა. დავით ნარინის ბერად აღკვეცის შემდეგ ქუთაისის ტახტზე მეფობდნენ მისი ძეები კონსტანტინე და მიქაელი, რომლებიც მამის მსგავსად სრულად აკონტროლებდნენ ლიხთიმერეთს. ძმებს შორის გაჩაღებული ბრძოლის პირობებშიც კი, როდესაც ქუთაისის ტახტის ვასალებიც ორად გაიყვნენ, ლიხთიმერეთზე კონტროლი იმავე სამეფო სახლის შიგნით რჩებოდა და თბილისის სამეფო სახლს ლიხთიმერეთზე, კვლავინდებურად, ხელი არ მიუწვდებოდა.
როგორც ითქვა, 1340 წლის ახლო ხანებში ქუთაისის ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრის, ბაგრატ მიქაელის ძის ნაცვლად, ლიხთიმერეთის დიდებულებმა და ერისთავებმა გიორგი ბრწყინვალე ცნეს თავიანთ სუვერენად, რითაც აღდგა ქვეყნის პოლიტიკური მთლიანობა ანუ თბილისის ცენტრალური ტახტის კონტროლი დასავლეთ საქართველოზე. „იმერელ მეფეთა“ შტოს წარმომადგენელმა ალექსანდრე ბაგრატის ძემ, როგორც ითქვა, პრეტენზია განაცხადა დავით ნარინის მემკვიდრეობაზე და 1387 წელს მეფედ ეკურთხა. მის გამეფებას მხარი დაუჭირა ლიხთიმერეთის ფეოდალთა მხოლოდ ნაწილმა. მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა არ აღმოჩნდა საკმარისი არა თუ ლიხთიმერეთის სრული დაუფლებისათვის, არამედ ქუთაისის დასაკავებლადაც კი. ქუთაისის გარნიზონი და მისი მეთაური მტკიცედ დადგა ცენტრალური ხელისუფლების ერთგულებაზე, რომელსაც ბაგრატ V-ის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მისი მემკვიდრე, გიორგი VII განასახიერებდა. ამის გამო მეფის გვირგვინზე მეოცნებე ალექსანდრე ბაგრატის ძემ ქუთაისის ტაძარში კურთხევა ვერ მოახერხა და ეს ცერემონიალი გელათში აღასრულა. ახალნაკურთხი მეფე ლიხთიმერეთის სამეფო ციხე-სიმაგრეებიდან ცენტრალური ხელისუფლების ერთგული გარნიზონების გამოყვანას ან თავის მხარეზე გადმობირებას შეუდგა, მაგრამ უშედეგოდ. მან მხოლოდ რამდენიმე ციხე-სიმაგრის ხელში ჩაგდება მოახერხა. ქუთაისის და სხვა ძირითადი ციხე-სიმაგრეების დაკავება ვერ შეძლო. ალექსანდრე „ეზრახა“ ოდიშის, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის ერისთავებს, რათა ეცნოთ მისი მეფობა, მაგრამ ეს მცდელობაც ამაო აღმოჩნდა (ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 803). ალექსანდრე ისე გარდაიცვალა, რომ მისი მეფედ აღიარება იმერეთის ფეოდალური ელიტის ვიწრო წრეს არ გასცილებია. შედარებით „წარმატებული“ იყო ალექსანდრეს შემდგომ გამეფებული მისი ძმის, გიორგის მცდელობა ლიხთიმერეთში ყმა-ვასალების წრის გაფართოებისა. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვაუწყებს, „ამან გიორგი უმეტესად დაიპყრა იმერეთი და აღიხუნა ციხენი ბაგრატ მეფისა და გიორგისანი და უმეტესად მცდელობდა დამორჩილებასა და შეერთებასა მათ მთავართასა“1. მიუხედავად ამისა, გიორგი მეფემ მაინც ვერ დაამყარა სრული კონტროლი ქუთაისის ტახტის ოდინდელ სამფლობელოზე. მის მეფობას არ ცნობდა ლიხთიმერეთის ერთ-ერთი გავლენიანი ფეოდალი და ცენტრალური ხელისუფლების დიდმოხელე ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი ვამიყ დადიანი, რომელთან ბრძოლას ის შეეწირა კიდეც2. თემურ-ლენგის ურდოებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულმა გიორგი VII-მ ხანმოკლე მშვიდობის ჩამოვარდნისთანავე მოიცალა დასავლეთ საქართველოში სეპარატისთთა ასალაგმავად. იმერელი მეფის, გიორგი ბაგრატის ძის დადიანთან ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ გიორგი VII-მ აღადგინა ცენტრალური ხელისუფლების პოზიციები რეგიონში. იმერელ მეფეთა შტოს წარმომადგენლებს, კონსტანტინე ბაგრატის ძეს და დიმიტრი ალექსანდრეს ძეს ლიხთიმერეთში აღარ დაედგომებოდათ და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ საზღვრებთან მდებარე მხარეს, ბასიანს შეაფარეს თავი3. თემურ-ლენგის მორიგი შემოსევის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებით კიდევ ერთხელ ისარგებლეს ბასიანში გახიზნულმა „იმერელ მეფეთა“ წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა და „შთამოიყვანეს იმერთა კონსტანტინე, ძე ბაგრატისა, და ყვეს მეფედ იმერთა. ამან კონსტანტინემ დაიპყრა კუალად იმერეთი და აღიხუნა ციხენი, რამეთუ იყო გიორგი მეფე უცალო თემურ-ლენგისაგან და კონსტანტინე ამით მცდელობდა გამკვიდრებასა იმერეთისასა და შეერთებად თვისად დადიან-გურიელისა და სუანთასა“4. როგორც ვხედავთ, იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილს, გურიას, ოდიშს (აფხაზეთითურთ) და სვანეთს კვლავ ცენტრალური ტახტი აკონტროლებდა და ამჯერადაც „იმერელი მეფის“, კონსტანტინეს პრეტენზია იმერეთის სრულ სუვერენიტეტზე განუხორციელებელი რჩებოდა.
კონსტანტინეს მოკვლის შემდეგ (1401 წ.) „იმერელი მეფის“ ტახტი დაიკავა მცირეწლოვანმა დიმიტრი ალექსანდრეს ძემ, რომლის მეფობა სიმბოლური ხასიათისა იყო, რამდენადაც „იყო ყმა და ვერა ღონიერ და არღარა ვინ დაემორჩილებოდნენ მეფობისათვის“5. დიმიტრი ალექსანდრეს ძე მცირერიცხოვანი მომხრეების ხელში ფაქტობრივად მეფის კრეატურას წარმოადგენდა, ამიტომ გიორგი VII-მ, როგორც კი მოიცალა თემურ-ლენგთან ბრძოლისაგან, „ჩამოვიდა სპითა თვისითა იმერეთს, მიერთო დადიანი მამია და ყოველნი იმერნი, შეიპყრეს დიმიტრი და მისცეს მეფესა გიორგის6. შეპყრობილი დიმიტრი ალექსანდრეს ძე გიორგი VIII-მ იმერეთს მოაშორა და „დაასადგურა“ ქვემო ქართლში, სადაც იმყოფებოდა მანამ, სანამ ალექსანდრე I-მა 1414 წელს არ „მისცა კუალად ერისთაობა იმერეთს“. ამის შემდეგ დიმიტრი, ვახუშტის მტკიცებით, ცენტრალური ტახტის მორჩილებასა და „ერისთაობასა შინა“ გარდაიცვალა 1455 წელს7.
ალექსანდრე I დიდის მეფობის ხანაში, როგორც ითქვა, იმერეთს მეფედ მოევლინა ამავე მეფის პირმშო ვახტანგი, ზედწოდებით გორგასალი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან ერთად ლიხთიქეთში მეფობს მისი დედინაცვალი, ალექსანდრე I-ის მეორე თანამეცხედრე, „იმერელ მეფეთა“ შტოს წარმომადგენელი თამარი. იმერეთში მათი მეფობა სანქცირებულია ცენტრალური ტახტის მიერ. ვახტანგ გორგასლის ხელისუფლება ვრცელდება როგორც ლიხთიმერეთზე, ისე შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილზე, რომელსაც ის მართავს როგორც ვიცე-მეფე.
ცენტრალური ხელისუფლების მორჩილება არ იწვევს ვიცე-მეფის განსაგებელ ტერიტორიაზე ვასალების დაყოფას დაპირისპირებულ ბანაკებად ცენტრალური ტახტისა და ადგილობრივი მეფის მომხრეებად და ანეიტრალებს „იმერელ მეფეთა“ შტოს წარმომადგენლების დამოუკიდებელი მეფობისკენ სწრაფვას. დავით ნარინის შთამომავალთა ამგვარი სწრაფვა ფეოდალ-ვასალებს არჩევანის წინაშე აყენებს და არღვევს ქვეყნის პოლიტიკურ მთლიანობას. ასეთ ვითარებაში ვახტანგ გორგასალი და თამარი ფაქტობრივად ცენტრალურ ხელისუფლებას განასახიერებდნენ სახელმწიფოს განსაზღვრულ ტერიტორიაზე. როგორც აღვნიშნეთ, მმართველობის ეს მოდელი (ცენტრალური ტახტის ოჯახის წევრის გამეფება ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში), დ. ნინიძისა და კ. კახაძის დაკვირვებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიმუშავა ქვეყნის პოლიტიკური მთლიანობისა და შინაური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, რაც კარგად გვიჩვენებს ვახტანგ გორგასლისა და თამარის მეფობის ხასიათს ქუთაისის ტახტზე.
1. ვახუშტი გვ. 803.
2. იქვე, გვ. 804.
3. იქვე.
4. იქვე.
5. იქვე.
6. იქვე.
7. იქვე, გვ. 805.
1442 წელს, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გორგასალმა ცენტრალური სამეფო ტახტი დაიკავა, ქუთაისის სამეფო ტახტზე ვიცე-მეფის უფლებით და მეფის ტიტულით დასვა დიმიტრი ალექსანდრეს ძე, რომელიც თავდაპირველად სჯერდებოდა უფლებამოსილების იმ მოცულობას და ცენტრალური ტახტისადმი მორჩილების პირობას, რაც ალექსანდრე I დიდის დროს განისაზღვრა ქუთაისის ტახტისათვის. დიმიტრის მხრიდან ამ მოდელით გათვალისწინებული პირობისაგან თავის დაღწევისა და დამოუკიდებელი მეფობისკენ სწრაფვის გამო ვახტანგ IV-მ ის გადააყენა ქუთაისის ტახტიდან და 1443/1444წელს ვიცე-მეფედ დასვა ცენტრალური სამეფო სახლის წევრი, თავისი ბიძაშვილი ბაგრატ გიორგის ძე, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ვიცე-მეფის უფლებამოსილების ფარგლებში მართავდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ მისთვის „მინებებულ“ ტერიტორიას. ვითარება იცვლება მას შემდეგ, რაც 1453 წელს ბაგრატმა თავი გამოაცხადა დამოუკიდებელ მეფედ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მიუხედავად მცდელობისა, მისი ტახტიდან გადაყენება ვერ შეძლო. დაიწყო გამუდმებული ბრძოლა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ბრძოლა ვასალებისათვის. ცენტრალური ტახტი ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ვასალებისა და საქვეყნოდ გამრიგე მოხელეების (ერისთავები და მათი ხელქვეითნი) ლოიალობა და სეპარატისტი მეფისგან გამიჯვნა, ხოლო ბაგრატი არაფერს ერიდება იმისათვის, რომ გაიმრავლოს მისი მეფობის მცნობი ვასალები, გამოიყვანოს ისინი ცენტრალური ხელისუფლების მორჩილებიდან და ამ გზით დაამყაროს სრული კონტროლი თავის სამფლობელოდ მოაზრებულ ტერიტორიაზე. სეპარატისტი მეფისა და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთბრძოლის სწორედ ამ ეტაპს ასახავს ვახუშტი ბაგრატიონის მონათხრობი იმის შესახებ, რომ ბაგრატმა როგორც კი „დაიპყრა იმერეთი, და ვინაითგან მეციხოვნენი გიორგი მეფისანი არა ეკრძალოდნენ ბაგრატს, რამეთუ ბიძა იყო მეფისა და სანდო, გამოასხნა ყოველნი და დაიპყრა თვით და შეაყენა მეციხოვნე გუშაგნი თვისნი“1. ბაგრატს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ბრძოლისაკენ აქეზებდა და სათანადო რჩევა-დარიგებით სეპარატისტულ მისწრაფებას უღვივებდა მეორე სეპარატისტული რეგიონის, სამცხე-საათაბაგოს მეთაური ყვარყვარე ჯაყელი2. რთული და ცვალებადი იყო ბაგრატის ურთიერთობა ლიხთიმერეთის ერისთავებთან (დადიანი, გურიელი, შერვაშიძე) მეფედ აღიარებას ბაგრატმა თითქმის ათი წლის განმავლობაში ვერ მიაღწია, მას შედარებით მყარად ჰქონდა ფეხი მოკიდებული რაჭაში. ვასალობაზე დაითანხმა ლეჩხუმის გავლენიანი აზნაურები ყიფიანები და ქვემო სვანეთის ერისთავი გელოვანი, რასაც მოწმობს მის მიერ თემნა ყიფიანისა და აბესალომ გელოვანისადმი ბოძებული სასისხლო სიგელები3. ძირითადად ლიხთიმერეთის ამ კუთხეებიდან გამოყვანილი შეიარაღებულ რაზმებს ემყარებოდა ბაგრატის ხელისუფლება. გიორგი VIII ცდილობს პოზიციების განმტკიცებას სწორედ იქ, სადაც მისი მოწინააღმდეგე ყველაზე მყარად გრძნობს თავს, კერძოდ რაჭაში, რის გამოხატულებად მოჩანს მის მიერ სასისხლო სიგელის ბოძება რაჭველი აზნაურების - გამყრელიძეებისა (1458 წ.) და ორალელისძე-კვიტაშვილებისადმი (1463წ.)4. მიუხედავად გულმოდგინე მცდელობისა, რომ მისი სუვერენიტეტი ეცნო ლიხთიმერეთის ფეოდალურ ელიტას, ბაგრატმა ქუთაისში მეფობის ხანაში აღიარების სასურველ მასშტაბს მაინც ვერ მიაღწია _ ლიხთიმერეთში კვლავ დიდი იყო ცენტრალური ტახტის სუვერენიტეტის მცნობი ფეოდალების ხვედრითი წილი. ამის დასტურია 1454-1465 წლებში გიორგი VIII-ის მიერ ლიხთიმერეთის ეკლესიამონასტრებისა და წარჩინებულებისადმი გაცემული საბუთები5. უნდა ითქვას, რომ ქუთაისის მეფისთვის არც ჩიხორთან (1463 წ.) ბრძოლაში გამარჯვებას მოუტანია სასურველი შედეგი - მისი სუვერენიტეტი თავისთვის საბატონოდ გამოცხადებულ ტერიტორიაზე ამის შემდეგაც არასრული რჩებოდა. გიორგი VIII ლიხთიმერეთში ვასალების შენარჩუნება-განმტკიცებაზე ზრუნავდა, ბაგრატ II მათს გადმობირება-გამრავლებაზე. შექმნილი ძალთა ბალანსი იმგვარი იყო, რომ გიორგი VIII-ს ძალა არ შესწევდა სეპარატისტი მეფის დასათრგუნად, ბაგრატ II-ს კი - საპრეტენზიო ტერიტორიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
ბაგრატი ცდილობს გავლენის შენარჩუნებას შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილში და იქაურ მსხვილ აზნაურებს, ელიოზისძე-სეფიშვილებს სასისხლო სიგელს უბოძებს (1557წ.)6. ამირეჯიბ-გაბელიძეთა საგვარეულო, რომელთა მამულების დიდი ნაწილი შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილში იყო, უკვე ბაგრატის ყმაა7.
1. იქვე.
2. იქვე.
3. საქართველოს სიძველენი, II, გვ. 398, 513.
4. იქვე; საქართველოს სიძველენი, III, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით (ტფილისი, 1910), გვ. 435.
5. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I, 244-246.
6. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ..., გვ. 17.
7. ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 48.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბოლო მოეღო უზურპატორი მეფის ხელისუფლებისათვის. გიორგი VIII შეიარაღებული ძალებით ლიხთიმერეთში გადავიდა ბაგრატის დასასჯელად. 1463 წელს ჩიხორთან გამართულ ბრძოლაში ბაგრატმა და მისმა მომხრეებმა გიორგი VIII-სა და მის ლაშქარზე გაიმარჯვეს, მაგრამ ამას არ შეუნელებია გიორგი VIII-ის ბრძოლა ქუთაისის ტახტის წინააღმდეგ. ის მორიგი ლაშქრობისათვის ემზადებოდა და თავისი მომხრეებისათვის მზაობის ბრძანება იმერეთშიც შეუთვლია. იმერეთის მეფის, ბაგრატის სახლთუხუცესი ჩხეტიძე `მისის კერძით მოყვრით შეიყარა~ და გიორგი VIII-ის „იმედეული“ ჩხარს დადგა1. გიორგი მეფის განზრახვა, უცნობი მიზეზებით, ჩაშლილა. ჩხარს დაბანაკებულ ჩხეტიძეს კი ბაგრატ მეფემ, რომელსაც „აბაშიძე და სრულად რაჭველნი ეახლნენ“, უთანასწორო ბრძოლა გაუმართა2.
მიუხედავად დიდი მცდელობისა, ბაგრატმა ლიხთიმერეთში მეფობის ვერც ერთ ეტაპზე ცენტრალური ხელისუფლების სრული განდევნა და თავისი ძალაუფლების გავრცელება მთლიანად ლიხთიმერეთსა და შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილზე ვერ შეძლო. ამას თვალნათლივ მოწმობს, ერთი მხრივ, გიორგი VIII-ის და, მეორე მხრივ, ბაგრატის, ასე ვთქვათ, პარალელური სიგელები გაცემული 1454-1465 წლებში. გარდა უკვე დასახელებულისა, აღნიშნულ პერიოდში გიორგი VIII-მ სიგელი უბოძა გელათის მონასტერს (1464 წ.)3, ბაგრატმა - აზნაურებს, გირგალიძეებსა და გუგუნბერიძეებს4, მთის წმ. გიორგის ტაძარს რაჭაში5.
ნ. ბერძენიშვილის აზრით, იმერეთში მეფობის ხანაში ბაგრატს ქუთაისი არ ეჭირა6. ჩვენი აზრით, ძნელი დასაჯერებელია, ქუთაისისთვის ბრძოლაში გამარჯვებულ ბაგრატს ის არ დაეკავებინა. ბაგრატი ამ დროს ქუთაისს რომ ფლობს, ამაზე მიუთითებს ვენეციის დოჟისადმი ყვარყვარე ჯაყელის მიერ გაგზავნილი წერილი (1460 წ.), სადაც ანტიოსმალური კოალციის წევრ ქართველ მეფე-მთავრებს შორის დასახელებულია „ბაგრატი ქუთაისის მეფე“7. ქუთაისი მას მცირე ხნით დაუკარგავს 1465 წელს, როდესაც სამცხის ათაბაგის მიერ გიორგი VIII-ის შეპყრობის უმალ მისმა ძმისწულმა კონსტანტინე დიმიტრის ძემ სასწრაფოდ დაიკავა გორი, შემდეგ კი ქუთაისის ციხე, რის შესახებაც ის მოგვითხრობს ჯავახიშვილებისადმი ბოძებულ სიგელში (1466წ.)8. ივ. ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ კონსტანტინემ გორისა და ქუთაისის ციხეები მას შემდეგ დაიკავა, რაც ბაგრატი თბილისში გადმოვიდა9. ვფიქრობთ, რომ ბაგრატის თბილისში გადმოსვლისა და აქ ტახტზე ასვლის შემდეგ კონსტანტინეს ძალა არ შესწევდა გორისა და ქუთაისის ციხეების ასაღებად. ბაგრატმა, ცხადია, ჯერ ქუთაისის ციხე დაიბრუნა და შემდეგ, 1466 წელს, თბილისიც დაიკავა. ბაგრატის თბილისში გამეფების შემდეგ ქუთაისის სამეფო კარი გაუქმდა.
ქართლისა და ლიხთიმერეთის პოლიტიკური მთლიანობა, რომელიც ბაგრატის პიროვნებას ემყარებოდა, მისი გარდაცვალებისთანავე დაირღვა. თბილისის ტახტი კონსტანტინე დიმიტრის ძემ დაიკავა. ბაგრატის მემკვიდრე ალექსანდრე, რომელიც გვირგვინის გარეშე დარჩა, ბრძოლას იწყებს ქუთაისის ტახტის აღსადგენად და იქ განსამტკიცებლად. 1479-1491 წლებში ბრძოლა ალექსანდრესა და კონსტანტინე II-ს შორის პირველის გამარჯვებით დამთავრდა. ამის შემდეგ ალექსანდრე II-ის სრული კონტროლი გავრცელდა დასავლეთ საქართველოს ერთ ნაწილზე, კერძოდ, ლიხის ქედიდან ცხენისწყლამდე - გვიანდელ იმერეთზე. ოდიშის, გურიისა და აფხაზეთის საერისთავოებზე მისი ხელისუფლება გაშუალებული იყო დადიანის, გურიელისა და შარვაშიძის ძალაუფლებით. ალექსანდრე II-ს და შემდგომ ბაგრატ III-ს ამასიის ზავამდე ჯერ კიდევ მიუწვდებოდათ ხელი აღნიშნული საერისთავოების აზნაურთა გარკვეულ ნაწილზე (მაგ. ჭილაძეები, შერგელაძეები, ქორთოძეები, ლიპარტიანი, გოშოძე, ანჩაბაძე - ოდიშში, ბერიძე, მაჭუტაძე, მახაძე - გურიაში), ამასთან, დადიანი, გურიელი და შარვაშიძე აღიარებდნენ მათ მეფედ. ამ უკანასკნელებს არჩევანი ცენტრალურ ტახტსა და ქუთაისის ტახტს შორის უკვე გაკეთებული აქვთ უკანასკნელის სასარგებლოდ. მაგრამ ისინი უკვე თავიანთი საგამგებლო ქვეყნების ფეოდალების სიუზერენები (`პატრონები~) არიან, ერთ დროს მეფის ვასალები უკვე მათი ვასალები არიან და ქუთაისის მეფეს ეს უკანასკნელნი თავიანთი პატრონების მეშვეობით უკავშირდებიან და არა უშუალოდ. ოდიშ-გურია-აფხაზეთის ფეოდალები ქუთაისის მეფის პირდაპირი ვასალები უკვე აღარ არიან. ერისთავების მიერ საგანმგებლო ტერიტორიებიდან აკრეფილი სამეფო გადასახადები სამეფო ხაზინაში კი აღარ შედის, როგორც ამას კანონი მოითხოვდა, არამედ ერისთავების განკარგულებაში გადადის. ეს იყო მნიშვნელოვანი ტეხილი, რაც გურია-ოდიშ-აფხაზეთის ერისთავების ხელისუფლებამ განიცადა გახელმწიფებისაკენ ტრანსფორმაციის გზაზე XV საუკუნეში. დასახელებული ერისთავები ქუთაისის მეფის მხოლოდ ლაშქრობით სამსახურის ვალდებულებას აღიარებდნენ. ეს იყო ის „მონაპოვარი“, რაც დასავლეთ საქართველოს ერისთავებმა თავიანთ სასარგებლოდ მოიხვეჭეს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქუთაისის ტახტს შორის მიმდინარე ხანგრძლივ ბრძოლაში10. ამასიის ზავის შემდეგ კი ოსმალეთმა საერთაშორისო გარანტიები შეუქმნა დადიანისა და გურიელის გახელმწიფებას და იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებელ მმართველებად ჩამოყალიბებას.
1. ქრონიკები და სხვა მასალა..., გვ. 281-282.
2. იქვე.
3. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I, გვ. 245.
4. ს. კაკაბაძე, კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ (ტფილისი, 1920), გვ. 1-3; ი. ცინცაძე, გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი, საქართველოს არქივი, II (ტფილისი, 1927), გვ. 16-19.
5. ს. კაკაბაძე, განჩინება მთის ყმათა..., გვ. 247.
6. ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 19-20.
7. დ. პაიჭაძე, ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო XV საუკუნის 60-იან წლებში (თბილისი, 1989), გვ. 94.
8. საქართველოს სიძველენი, III, გვ. 20-21.
9. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 313-314.
10. ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 27.
ამრიგად, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში (1248-1340 წწ.) ქუთაისის სამეფოს, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა, განაგებდნენ ამ სამეფოს ფუძემდებელი დავით ნარინი და მისი მემკვიდრეები. დაახლოებით 1340 წელს თბილისის სამეფო ტახტის მფლობელმა გიორგი V-მ ქუთაისის მეფის ხელისუფლება გააუქმა და დასავლეთ საქართველოზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია აღადგინა. ამ დროიდან 1387 წლამდე დავით ნარინის შთამომავლები ცენტრალური ხელისუფლებისადმი მორჩილების პირობებში დასავლეთ საქართველოში მცირე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის მმართველის სტატუსს სჯერდებოდნენ, თუმცა, შესაძლოა, როგორც მეფეთა შთამომავლები, მეფის ტიტულსაც ატარებდნენ. მოგვიანებით, აღმოსავლეთ საქართველოში თემურ-ლენგის პერმანენტული ლაშქრობების პერიოდში, სახელდობრ, 1387-1401 წლებში დავით ნარინის შთამომავლებმა მოახერხეს ქუთაისის სამეფო ტახტის განახლება და დასავლეთ საქართველოს ცალკე სამეფოდ შექმნაზე პრეტენზიაც განაცხადეს, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ცენტრალური ტახტის ვასალი ფეოდალების დამორჩილება და, შესაბამისად, თავიანთ საბრძანებლად მოაზრებულ ტერიტორიაზე (მთელ დასავლეთ საქართველოზე) კონტროლის დამყარება ვერ შეძლეს. შემდგომ ხანებში, დავით ნარინის შთამომავლების პრეტენზიების განეიტრალების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლება ქუთაისის ტახტზე, მორჩილების პირობით, ცენტრალური დინასტიის წარმომადგენლებს სვამდა. ვერც ამან მოიტანა სასურველი შედეგი და ქუთაისის სამეფო XV საუკუნის ბოლოს ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბდა. ქუთაისის მეფეების საგამგებლო ტერიტორიის საზღვრები და სუვერენიტეტის მოცულობა ყოველთვის ერთნაირი არ იყო. ეს ყოველთვის დამოკიდებული იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე მკვიდრი ფეოდალების პოზიციაზე, თუ რამდენად სცნობდნენ ისინი მეფობის პრეტენზიის მქონე პრეტენდენტის უზენაესობას. 1248-1340 წლებში ქუთაისის მეფეები სრულად აკონტროლებდნენ დასავლეთ საქართველოს და ცენტრალურ ხელისუფლებას იქ არანაირი გავლენა არ ჰქონდა. 1387-1401 წლებში ისინი მხოლოდ იმ ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებდნენ, რომლის მეფობაზეც პრეტენზია ჰქონდათ. XV საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ქუთაისის ტახტზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დასმული მეფეები, ფაქტიურად ვიცე-მეფეები, ისხდნენ, მათი სამმართველო ტერიტორია გაფართოვდა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის - შიდა ქართლის ერთი ნაწილის ხარჯზე. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მათი ძალაუფლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სრულად ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის ერთ ნაწილზე, რაც განპირობებული იყო ცენტრალური ხელისუფლებისადმი მორჩილებით და მათ შორის ინტერესთა მეტ-ნაკლები ჰარმონიზაციით. ვითარება იცვლება 1453 წლიდან, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ ქუთაისის ტახტზე დასმული მეფე გამოვიდა ცენტრის მორჩილებიდან და თავი დამოუკიდებელ მეფედ გამოაცხადა, რასაც მოჰყვა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი დაპირისპირება ცენტრალურ სამეფო ხელისუფლებასა და ქუთაისის მეფეებს შორის. ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ვასალი ფეოდალების ორად დაყოფა და დაჯგუფება ორი სამეფო ტახტის გარშემო. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც ვერც ერთი მხარე სრულად ვერ აკონტროლებდა სადავო ტერიტორიას. გარკვეულ ეტაპამდე გაიმარჯვა ქუთაისის ტახტმა, რომლის მეფეც ამა თუ იმ ფორმით თავიანთ სიუზერენად სრულად ცნეს სადავო ტერიტორიის (დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის დასავლეთი ნაწილის) ფეოდალებმა.
ბიბლიოგრაფია
1. გ. ალასანია, სელიმ I და საქართველო, საისტორიო კრებული (თბილისი, 2007).
2. ი. ანთელავა, XI-XIV საუკუნეების ქართული ისტორიული წყაროები (თბილისი, 1988).
3. გ. არახამია, ქართული დიპლომატიკის შესწავლისთვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, XII (თბილისი, 2010).
4. თ. ბერაძე, მ. სანაძე, საქართველოს ისტორია, I (თბილისი, 2003).
5. ნ. ბერძენიშვილი, ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში (დოკუმენტები კრიტიკული წერილით), მასალები საქართველოსა დაკავკასიის ისტორიისთვის, I (თბილისი, 1937).
6. დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (თბილისი, 1955).
7. ვ. გუჩუა, ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს. I ნახევარში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV (თბილისი, 1973).
8. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973).
9. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, დაბრუნება, 2 (თბილისი, 1991).
10. პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, II, ტექსტები (თბილისი, 1941).
11. ს. კაკაბაძე, ბაგრატ მეფე, XV საუკ. რაჭა-არგვეთის მფლობელი (ტფილისი, 1913).
12. ს. კაკაბაძე, განჩინება მთის ყმათა სისხლის შესახებ, საისტორიო მოამბე, II (ტფილისი, 1924).
13. ს. კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი და მისი მემკვიდრე მეფე გიორგი (ტფილისი, 1912).
14. ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, III (ტფილისი, 1913).
15. ს. კაკაბაძე, კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ (ტფილისი, 1920).
16. ს. კაკაბაძე, პატარა წერილები და შენიშვნები, საისტორიო მოამბე, I (ტფილისი, 1925).
17. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, საისტორიო მოამბე, II (ტფილისი, 1924).
18. ს. კაკაბაძე, სვანები XV საუკუნეში, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, I (ტფილისი, 1914).
19. ს. კაკაბაძე, უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარი (ტფილისი, 1913).
20. ს. კაკაბაძე, ქრონიკა იკორთის #6 ჟამნ-გულანისა (ტფილისი, 1912).
21. კ. კახაძე, დასავლეთ საქართველოს უცნობი მეფეები, კლიო, 11 (თბილისი, 2001).
22. ვ. კიკნაძე, საქართველი XIV საუკუნეში (თბილისი, 1989).
23. რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის II ნახევარში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII (თბილისი, 1963).
24. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერა ეროვნული ცენტრი, საისტორიო საბუთების QD კოლექცია, საბუთი №7877.
25. ბ. ლომინაძე, საქართველო XIV საუკუნის პირველ ნახევარში, ღონისძიებები ქვეყნის აღდგენისთვის, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III (თბილისი, 1979).
26. ბ. ლომინაძე, საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III (თბილისი, 1979).
27. ბ. ლომინაძე, შიომღვიმე (თბილისი, 1953).
28. ე. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (თბილისი, 1962).
29. მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები), ტექსტები გამოსცა და შესავალი წერილი დაურთო ჯ. ოდიშელმა (თბილისი, 1968).
30. დ. ნინიძე, „პროვინციის მეფეები“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში (თბილისი, 1995).
31. ჯ. ოდიშელი, ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები (თბილისი, 2010).
32. გ. ოთხმეზური, XV-XVI სს. ქართული წყაროების ცნობები ფალავანდიშვილთა სათავადოზე, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, 328 (თბილისი, 1999).
33. გ. ოთხმეზური, შეწირულობის წიგნი ქუცნა ამირეჯიბისა ულუმბოს ღვთისმშობლისადმი, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, 321 (თბილისი, 1996).
34. გ. ოთხმეზური, წყალობის განახლების სიგელი გიორგი VIII-ისა გაბელიძე-ამირეჯიბისადმი, ანალები, 3 (თბილისი, 2008).
35. დ. პაიჭაძე, ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო XV საუკუნის 60-იან წლებში (თბილისი, 1989).
36. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა (თბილისი, 1991).
37. თ. ჟორდანია, ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰანის ქვაბთა (ტფილისი, 1896).
38. ნ. ჟღენტი, მთის წმ. გიორგის მონასტრისადმი გაცემული XV საუკუნის საბუთის თარიღის დაზუსტებისთვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, XII (თბილისი, 2010).
39. საქართველოს სიძველენი, II, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით (ტფილისი, 1909).
40. საქართველოს სიძველენი, III, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით (ტფილისი, 1910).
41. სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ვ. სილოგავამ, I (თბილისი, 1989).
42. მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.) (თბილისი, 1971).
43. მ. სვანიძე, უფლისწულ სელიმის ლაშქრობები საქართველოში, პერსპექტივა, 8 (თბილისი, 2006).
44. ბ. სილაგაძე, მონღოლთა მეორედ გამოჩენა ამიერკავკასიაში და საქართველოს დაპყრობა-დანაწილება, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 3 (თბილისი, 1992).
45. მ. სურგულაძე, ეპიზოდები XVI საუკუნის საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხები, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 23 (თბილისი, 2010).
46. ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1959).
47. ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის რედაქციით (თბილისი, 2008).
48. ქართული სამართლის ძეგლები, II, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ (თბილისი, 1965).
49. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, II (ტფილისი, 1897).
50. ი. ცინცაძე, გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი, საქართველოს არქივი, II (ტფილისი, 1927).
51. ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ (თბილისი, 1980).
52. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, თხზულებანი 12 ტომად, III (თბილისი, 1982).
53. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV (თბილისი, 1967).
54. თ. ჯოჯუა, აბრაჰამ სავანის მიერ 1336 წელს გადაწერილი „საკვირაოს“ (H-1328) ანდერძი დასავლეთ საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის მოხსენიებით და საქართველოს XIV საუკუნის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, საისტორიო კრებული, III (თბილისი, 2013).
55. თ. ჯოჯუა, ეცერის მოძღვრის ანტონ ონოფრიანის მიერ 1380 წელს იერუსალიმში „სპარსთაგან დახსნილი“ XII-XIII სუკუნეების უღვალის საწელიწდო სახარება (H-171) და მისი მინაწერი საქართველოს მეფეების ბაგრატ V-ისა (1366/1367-1387 წწ.) და გიორგი VII-ის (1387- 1407 წწ.) მოხსენიებით, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, XII-XIII (თბილისი, 2012/2013).

Комментариев нет:

Отправить комментарий