четверг, 26 июля 2018 г.

ამონარიდები წიგნიდან „თბილისის დაპყრობის წიგნი“ - გურჯიზადე

თბილისის დაპყრობის წიგნი, ოსმალო ავტორისგურჯიზადეს თხზულება. დაწერილია 1724. მასში აღწერილია 1723–24 ოსმალთაგან თბილისისა და, საერთოდ, ქართლის (გორის, ქსნის, ყარაკალკანის ანუ არაგვის საერისთავოს, თრიალეთისა და სხვ.) დაპყრობის ისტორია, ატენისა და ცხინვალის ბრძოლები, შამშადილისა და ყაზახის დაპყრობა, ლეკებთან შეჯახება დიღომში. სტრატეგიული თვალსაზრისით დახასიათებულია თრიალეთი და საბარათიანო, გუჯარეთი და ქსნის საერისთავო. აქტ. მოქმედი პირები არიან: ვახტანგ VI, ბაქარი, იესე, კონსტანტინე II (მაჰმად-ყული-ხანი), გივი ამილახვარი, არაგვისა და ქსნის ერისთავები; აღწერილია განჯისა და ერევნის ციხეთა დაპყრობა. ვრცლად არის წარმოდგენილი ოსმალთა წინააღმდეგ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხების გაერთიანებული ძალით მოქმედების გეგმა (ხელმძღვ. მაჰმადყულიხანი). თხზულება შინაარსით ფართოა და მასშტაბური, იგი გასათვალისწინებელი ძეგლია XVIII . I მეოთხედის ქართლისა და საერთოდ სამხრ. კავკასიის ხალხთა პოლიტ. ისტორიის მრავალი საკითხის გასარკვევად.
ამავე წიგნში არის ცნობები ქუჩუქ-ჩელები ზადეს ისტორიიდან. ჩელებიზადე ისმაილ ასიმ ეფენდი იყო თურქი პოეტი და ისტორიკოსი, სამართლისმცოდნე (1685-1760). ცნობილია ქუჩუქ ჩელებიზადეს სახელითაც. 1723-30 ოფიც. ჟამთააღმწერლის თანამდებობა ეკავა. მის თხზულებაში მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული 1723-29 წლების საქართველოში ოსმალობის საკითხის შესასწავლად. ავტორი თხზულების დასაწყისში საგანგებოდ აგვიწერს ოსმალთა ლაშქრის მიერ 1722-23 თბილისის და გორის ციხეების აღებას და ვახტანგ VI-ის მიერ ოსმალეთისადმი მორჩილების ცნობის გაგზავნას.
*   *   *
გურჯიზადეს, თხზულებაში დაცულია სომხების თბილისში დასახლების ცნობა. იბრაჰიმ ფაშამ 1723 წელსგანჯიდან თბილისისკენ მოაბრუნა სადავე, დამორჩილებულ და დაქვემდებარებულ სომეხთა ტომიდან 3000 რეია წამოიყვანა და თბილისში დაასახლა“.
გურჯიზადეს ცნობით, 1724 წელს გამარჯვებულმა და ძლევამოსილმა მუსლიმმა გმირებმა გორის ციხეს მიაღწიეს. ის ღამე ციხის წინ გაათიეს და მეორე დღეს... მის აღმატებულებასთან გამობრუნდნენ _ ხელცარიელი როგორ წავალთო _ თქვეს და, რთველიდან დაბრუნებული გლეხებივით, მოკლულთა თავებით დატვირთეს 50-60 ურემი, თბილისისკენ წამოვიდნენ და თან წამოიღეს საჩუქარად. ზემოთხსენებული მის აღმატებულებასთან კი მახარობლები მოვიდნენ... ქალაქის მოსახლეობამ, სასოწარკვეთილი რომ იყო, ახალი სიცოცხლით იწყო ცხოვრება. ღარიბი სომხები თვითონ ანთებდნენ სახლებში ჩირაღდანს და ისე მომეტებულად მხიარულობდნენ და ზეიმობდნენ, რომ აღწერა შეუძლებელია“.
გურჯიზადე თბილისის დაპყრობის წიგნშიასე აღწერს ოსმალების ქართლში შემოსვლის ამბავს: რა ჰსცნა მაჰმად ყულიხან მოსულა ურუმთა და მიგებება ბაქარისა, ღონე აღარ იქნებოდა, წავიდა ქალაქიდამ, მიეგება სარასკარს სონღალუხს, მიართვა კლიტენი ციხისანი“.
როცა თბილისის ციხისაკენ ფრთებგაშლილი წავიდნენ, ხსენებულ ქალაქში იჯდა ერთი სპარსელი ხანი, უსჯულო ვახტანგი (იგულისხმება ვახტანგ VI _ ..) სწორედ მის წინ მეფობდა. იგი გაიქცა, რადგან მაჰმად-ყულიხანი სპარსეთის შაჰის მიერ გაბედნიერებული ხანი იყო, ძლევამოსილი ისლამის ლაშქრის თბილისისაკენ გამგზავრების ამბის გაგონებამ და ამ ცნობის სისწორის დადასტურებამ წვრილი ლურსმანივით შეაწუხა. აიღო აღნიშნული ციხის კლიტე-გასაღები, ზემოხსენებულს გზაზე შეეგება და უომრად და უბრძოლველად ჩააბარა, რამეთუ თავდაცვის ძალა და ღონე არ შესწევდა“.
ყარსის ხანმა 1723 წლის ივნისში თბილისი აიღო. მან ქართლში ბაქარის გამეფება მოინდომა და თბილისიც მას დაუმკვიდრა „... ხსენებულ ვახტანგის შვილს, სახელად შაჰნავაზს, ახლახან რომ ისლამის მიღებით გაპატიოსნდა და იბრაჰიმად იწოდა, ხაზინისათვის წელიწადში გარდაკვეთით 40000 ყურუშის გადახდის პირობით, თბილისის მმართველობა საჩუქრად უბოძა ოჯაკლიკის წესით“.
თურქებს კონსტანტინეს სახელის გაგონებაც არ სურდათ და ჭირის დღესავით სძულდათ იგი, როგორც ირანის ორიენტაციის მომხრე. ამიტომ, თბილისში შემოსვლისთანავე მათ კონსტანტინე დააპატიმრეს და ციხეში ჩაამწყვდიეს. ამ ფაქტის შესახებ ქუჩუქ ჩელები ზადე ასე მოგვითხრობს:
ხსენებული ხანი (კონსტანტინე..) დიდი ხანია ერევნის ეიალეთის ვალია და შორსმჭვრეტელი გონებისა და მტკიცე აზრის გამო ირანის ხანებს შორის მაღალი ღირსებითა და პატივით გამოირჩევა. ადრე გაწეული სამსახურის პასუხად მაღალი პორტის მხრიდან პატივისცემა და კეთილი განწყობა დაიმსახურა, როცა გამოვლინდა, რომ სხვების დამორჩილების მსურველია და მორჩილებისკენ წამქეზებელია, სწორედ მაშინ ხსენებულმა სერასქერმა შაჰნავაზის მხარდაჭერა იტვირთა იმ ვარაუდით, რომ შაჰნავაზის გამგებლობის ჟამს სიმშვიდე მაჰმად-ყული-ხანის გაქცევასთან იქნებოდა დაკავშირებული. ხანი იგი მდაბიურთა მსგავსად იყო მოკლებული დარბაზობასა და ტკბილ საუბარს, მეგობრობასა თუ საკუთარ წრეს და ტიკინებით მოთამაშეს ჰგავდა. გული ატკინეს, რადგან ერთ ვიწრო და ბნელ კარავში დასვეს. მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოსდა მოსათათბირებლად მისი ღირსების შესაფერისად ჩამოსვლას, ნიჭსა და საბოძვარს ყურადღებას არ აქცევს. საკვებად მხოლოდ იმდენი განუსაზღვრეს, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, რითაც უზომოდ შეურაცხყვეს. ხსენებულ ხანს თავი მოაბეზრა ამგვარმა ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბებულმა მტრულმა მოქმედებამ. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ერთ ღამეს შაჰისაგან ოჯაკლიკის წესით ბოძებული კახეთისაკენ მოაბრუნა სადავე და გაიქცა“.
კონსტანტინეს გამოჩენამ განჯაში შიშის ზარი დასცა ოსმალებს. ამ ამბავს თურქი მემატიანე ქუჩუქ ჩელები ზადე ასე გადმოგვცემს: ,,ამასობაში ჯოხის გარეგნობის ერთმა წყეულმა უსჯულომ მაღალი ბანიდან იწყო ყვირილი _ მაჰმად-ყულიხანის ლაშქარი მოულოდნელად თავს დაგვესხა და დაგვარბიაო _ შველას ითხოვდა. ეს გახდა მიზეზი ალაფობასა და ნადავლის მოხვეჭაში გართული ჯარის შეკრთომისა და შიშით შეპყრობისა; რადგანაც ლაშქრის სიმხნევის ძალა შესუსტდა და შემცირდა, თოფები დაყარეს. სერასქერი, რომელმაც დაინახა, რომ ჯარისაკენ ნიაღვარივით წამოვიდნენ, ხსენებული ადგილიდან დაიძრა და ათასი გაჭირვებით ლაშქარი კვლავ ქალაქს გაგზავნა, ნადავლი გადარჩენილი თოფების შეკრება იყო“.
1724 წლის 6 აპრილს განჯაში დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოხდა ამიერკავკასიის ხალხების პოლიტიკური და საბრძოლო გაერთიანება. ეს ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა „...при посредничестве главы грузинских феодалов Закавказья Махмет Кули-Хана (Константина)“. ამრიგად, როგორც ირკვევა, კონსტანტინე კახთა მეფე ამ ეტაპზე გამოდიოდა მთელი ამიერკავკასიის ანტიოსმალური ძალების დამრაზმველად და ხელმძღვანელად.
ანტიოსმალური კავშირის მონაწილეებმა შეიმუშავეს ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნის ერთიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ოსმალთა წინააღმდეგ შეტევა ერთდროულად უნდა დაწყებულიყო აღმოსავლეთიდან (განჯაშამსედდინლუს მხრიდან) და დასავლეთიდან (გორხანეს უღელტეხილიდან მცხეთის მახლობლად). მოკავშირეები უნდა გაერთიანებულიყვნენ სოღანლუღის ველზე და შეეტიათ თბილისისათვის, ქალაქის აღების შემდეგ ერთიანი ძალებით უნდა დაძრულიყვნენ ერევნისკენ და გაენთავისუფლებინათ იგი ოსმალთა ალყისაგან“.
ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის ეს გეგმა მოხერხებულად იყო შემუშავებული და გულისხმობდა მოკავშირეთა ერთობლივ და თანადროულ მოქმედებას. მაგრამ განჯელები აჩქარდნენ, რადგანაც ერევნის მოსახლეობამ განჯას, შამსედდინლუსა და მაჰმადყული-ხანს დახმარება სთხოვა. ასეთ ვითარებაშიგანჯელები ერევნის დასახმარებლად ჩქარობდნენ და ქართველებზე ადრე ამოქმედდნენ. ადგილებიდან დაიძრნენ და თბილისზე განზრახვით წამოვიდნენ. ყაზახში მდებარე სოფლები დაი პყრეს და სახელდებულ დაბას მიადგნენ ალაფობითა და ნადავლის ხვეჭით“.
ოსმალობისწინააღმდეგ გაერთიანდნენ სპარსული ორიენტაციის მიმდევრები კონსტანტინე კახთა მეფის მეთაურობით და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქართველოში დარჩენილი ხელმძღვანელები, რომელთაც გივი ამილახორი მეთაურობდა. ქართლში ასევე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის მოთავეებად გამოდიან შანშე ქსნის ერისთავი და ოთარ არაგვის ერისთავი. ამ ამბავს გურჯიზადეთბილისის დაპყრობის წიგნშიასე მოგვითხრობს: „თუმცა ქართლის ვილაიეთი გარეგნულად სრულ მორჩილებაში იყო, თითქოსდა საზრუნავი მოიცილესო, მაგრამ თბილისს დაქვემდებარებული ყარაკალკანისა (არაგვის საერისთავო..) და ქსნის ერისთავები, სადაც ცხოვრობდნენ იმ მთების მსგავსად, სადაც დათვის თანავარსკვლავედამდე წევდნენ მაღლა მეამბოხე თავებს, იყვნენ ურჩები და ფანატიკურად ქედუდრეკნი ... აღვივებდნენ ეროვნულ ნაპერწკალს, დაუმორჩილებელი, მკაცრი ბუნების დიდებულები ერთგულების ფიცის ქვეშ სულმდაბლად ჯანყდებიან და ეშმაკობასა და თვალთმაქცობის დაწყევლილ საქმეში შეუდარებელნი არიან“.1 აქვე გურჯიზადე კონსტანტინე მაჰმადყული-ხანის შესახებ გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობას, რითაც კვლავ დასტურდება, რომ კონსტანტინე ამ დროს იმყოფებოდა თვალივს და არა თელავს: „ხსენებული მაჰმად-ყული-ხანიც ყარაკალკანის მთებში ცხოვრობდა და ელოდა, როდის დადგებოდა ღალატის მწარე თესლის მკის დრო“.
თურქი მემატიანე ქუჩუქ ჩელები-ზადე ამ დროს ქართლში დაწყებული აჯანყების შესახებ წერს: მაჰმად-ყული-ხანად წოდებულმა ურჯულომ სარწმუნეობა შეიცვალა და ქართველ ხუცებისაგან კონსტანტინედ იწოდა. ხელისუფლების ადგილი დაიკავა და გურჯისტანის ხანის სამოსი ჩაიცვა. ერისთავებმა, თავადებმა და აზნაურებმა მორჩილება გამოუცხადეს. ქართველები, ოთხივე მხრიდან რომ გარს ედგნენ, მასთან მივიდნენ და კავშირი შეკრეს. ყარაკალკანისა და ქსნის ერისთავები 10000-ზე მეტი მოლაშქრით ... გორის ციხის ასაღებად წავიდნენ“.
გურჯიზადეც იგივეს წერს: მაჰმად ყული-ხანიც რადგან წარმართთა მეთაური გახდა, ძველ სარწმუნეობას განუდგა, იგი ქრისტიანობაზე გაცვალა, სახელადაც კონსტანტინე დაირქვა და ქრისტიანი ბერებისაგან ქრისტეს მოძღვრება ჩაინერგა. ადათწესებს ასი წლის მოხუც ბერებზე უფრო დახელოვნებული ურწმუნო ასრულებდა, იმ ზომამდე, რომ კათალიკოსებიც კი მას ეთათბირებოდნენ ხოლმე ქრისტიანობის საკითხებზე“.
აჯანყებულმა ქართველებმა მოქმედების გეგმა შეიმუშავეს: მათ გადაწყვიტეს ოსმალთა წინააღმდეგ შეტევა გორიდან დაეწყოთ, გაეთავისუფლებინათ გორის ციხე, იქიდან კი თბილისისათვის შეეტიათ, გაედევნათ ოსმალები დედაქალაქიდან და გაეწმინდათ ქართლი მტრისაგან. ამ ამბების თვითმხილველი გურჯიზადე წერს: „ურჯულოთა ტომი ურიცხვი ლაშქრით ყარაკალკანისა და ქსნის მთებიდან ჩამოვიდა ... ხვალ თუ არა ზეგ გორის ციხეს ალყა უნდა შემოარტყან. ქართლის ვილაიეთში ყველა, ვინც ადრე მორჩილებას უცხადებდა, ახლა აშკარად თუ ფარულად ფიცს დაარღვევს და ხსენებულს დაექვემდებარება. გორის ციხის რაბათში თავიანთი დამპყრობი ფეხი ერთხელ თუ შედგეს, ხსენებული ციხისაგან ხეირი აღარ იქნება“.
ამრიგადოსმალობისწინააღმდეგ გაერთიანდნენ სპარსული ორიენტაციის მიმდევრები კონსტანტინე კახთა მეფის მეთაურობით და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქართველოში დარჩენილი ხელმძღვანელები, რომელთაც გივი ამილახორი მეთაურობდა. ქართლში ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის მოთავეებად გამოდიან შანშე ქსნისერისთავი და ოთარ არაგვის ერისთავი. ამ ამბავს გურჯიზადე თბილისის დაპყრობის წიგნშიასე მოგვითხრობს: თუმცა ქართლის ვილაიეთი გარეგნულად სრულ მორჩილებაში იყო, თითქოსდა საზრუნავი მოიცილესო, მაგრამ თბილისს დაქვემდებარებულიყარაკალკანისა (არაგვის საერისთავო..) და ქსნის ერისთავები, სადაც ცხოვრობდნენ იმ მთების მსგავსად, სადაც დათვის თანავარსკვლავედამდე წევდნენ მაღლა მეამბოხე თავებს, იყვნენ ურჩებიდა ფანატიკურად ქედუდრეკნი... აღვივებდნენ ეროვნულ ნაპერწკალს, დაუმორჩილებელი, მკაცრი ბუნების დიდებულები ერთგულების ფიცის ქვეშ სულმდაბლად ჯანყდებიან და ეშმაკობასა და თვალთმაქცობისდაწყევლილ საქმეში შეუდარებელნი არიან“. აქვე გურჯიზადე კონსტანტინე მაჰმადყული-ხანის შესახებ გვაწვდის მნიშვნელოვანცნობას, რითაც კვლავ დასტურდება, რომ კონსტანტინე ამ დროს იმყოფებოდა თვალივს და არა თელავს: „ხსენებული მაჰმად-ყული ხანიც ყარაკალკანის მთებში ცხოვრობდა და ელოდა, როდის დადგებოდა ღალატის მწარე თესლის მკის დრო“.

საკმაოდ დიდძალმა ჯარმა მოიყარა თავი; აქვეარიან უაღრესად გამოცდილი სარდლებითვითონ კახი ბატონიკონსტანტინე, მისი ძმა თეიმურაზი, გივი ამილახვარი, შანშე ქსნის ერისთავი, ოთარ არაგვის ერისთავი, ციციშვილი და თუშ-ფშავ-ხევსურთა მეთაურნი.
თურქი მემატიანე ქუჩუქ ჩელები-ზადე ამ დროს ქართლში დაწყებული აჯანყების შესახებ წერს: „მაჰმად-ყული-ხანად წოდებულმაურჯულომ სარწმუნეობა შეიცვალა და ქართველ ხუცებისაგან კონსტანტინედ იწოდა. ხელისუფლების ადგილი დაიკავა და გურჯისტანის ხანის სამოსი ჩაიცვა. ერისთავებმა, თავადებმა დააზნაურებმა მორჩილება გამოუცხადეს. ქართველები, ოთხივე მხრიდან რომ გარს ედგნენ, მასთან მივიდნენ და კავშირი შეკრეს. ყარაკალკანისა და ქსნის ერისთავები 10 000-ზე მეტი მოლაშქრით... გორის ციხის ასაღებად წავიდნენ“.
აჯანყებულმა ქართველებმა მოქმედების გეგმა შეიმუშავეს: მათ გადაწყვიტეს ოსმალთა წინააღმდეგ შეტევა გორიდან დაეწყოთ, გაეთავისუფლებინათ გორის ციხე, იქიდან კი თბილისისათვის შეეტიათ, გაედევნათ ოსმალები დედაქალაქიდან და გაეწმინდათ ქართლი მტრისაგან. ამ ამბების თვითმხილველი გურჯიზადე წერს: „ურჯულოთა ტომი ურიცხვი ლაშქრით ყარაკალკანისა და ქსნის მთებიდან ჩამოვიდა...ხვალ თუ არა ზეგ გორის ციხეს ალყა უნდა შემოარტყან. ქართლის ვილაიეთში ყველა, ვინც ადრე მორჩილებას უცხადებდა, ახლა აშკარადთუ ფარულად ფიცს დაარღვევს და ხსენებულს დაექვემდებარება. გორის ციხის რაბათში თავიანთი დამპყრობი ფეხი ერთხელ თუ შედგეს, ხსენებული ციხისაგან ხეირი აღარ იქნება“.

Комментариев нет:

Отправить комментарий