четверг, 10 мая 2018 г.

აბუ უბაიდი (VIII-IX ს-ბი): უძველესი ცნობა ჰაბიბ იბნ მასლამას სიგელის შესახებ

აბუ უბაიდ ალ-კასიმ იბნ სალლამ (იბნ მისქინ იბნ ზაიდი), სხვადასხვა ნისბით ალ-ბაღდადი, ალ-ხურასანი, ალ-ანსარი და ალ-ჰარავი, ცნობილი არაბულენოვანი ფილოლოგი, ყურანისმცოდნე და იურისტი, დაიბადა ჰერათში დაახლ. 154 (770) წელს წარმოშობით ბერძენი მონის აზდის ტომის მავლას ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ ჰერათში. შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ჯერ ბასრაში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი არაბი ფილოლოგები აბუ საიდ აბდ ალ-მალიქ იბნ კურაიბ ალ-ასმაი ალ-ბაჰილი (740-828), აბუ უბაიდა მაამარ იბნ  ალ-მუსანა ათ-თაიმი (728-825) და აბუ ზაიდ საიდ იბნ ავს იბნ საბით ალ ანსარი (გარდ. 830 .).
ბასრიდან აბუ უბაიდი ქუფაში გადასახლდა სწავლის გასაგრძელებლად. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ცნობილი ფილოლოგები ალი იბნ ჰამზა იბნ ალი იბნ ბაჰმან იბნ ფაირუზ ალ-ქისაი (გარდ. 805 ) და აბუ ალი მუჰამად იბნ ზიად იბნ ალ-არაბი (767-844).
გარდა ამისა, აბუ უბაიდი სწავლობდა მართლმორწმუნე მუსლიმთა შორის საყოველთაოდ აღიარებული ოთხი იურიდიული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იურიდიული სკოლის შაფიელთა თეორიას. ამ იურიდიული სკოლის დამაარსებელი იყო მუჰამად იბნ იდრის აშ-შაფიი (767-820).
807 წელს . ტარსუს გამგებელმა კილიკიაში საბით იბნ ნასრ იბნ მალიქმა აბუ უბაიდი დანიშნა ქალაქის ყადად და მან ამ თანამდებობაზე დაჰყო 18 წელი.
825 წლის შემდეგ ათი წლით აბუ უბაიდი დასახლდა ბაღდადში, სადაც აბდ ალაჰ იბნ ტაჰირის, ტაჰირელთა ერთ-ერთი წარმომადგენლის (828-844) მფარველობით სარგებლობდა. 834 წელს აბუ უბაიდმა ჰაჯი შეასრულა და სიკვდილამდე (838 .) დარჩა მექაში.
აბუ უბაიდს მეცნიერების 3 დარგში 19 ნაწარმოები შეუქმნია, რომელთაგან ჩვენს ყურადღებას იურიდიული ტრაქტატიქითაბ ალ-ამვალ“ („წიგნი ქონების შესახებ“) იმსახურებს. ეს ნაშრომი პირველად 1934 წელს გამოსცა კაიროსი მუჰამად ალ-ფაკიმმა, რომელმაც გაუკეთა სესავალი და დაურთო შენიშვნები. თანამედროვე ამერიკელმა მკვლევარმა . როზენტალმა ტექსტის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ აბუ უბაიდს გამოყენებული აქვს სათანადო საარქივო მასალა, რომელსაც იმდროინდელი ისტორიკოსები, როგორც წესი, იშვიათად იყენებდნენ, რაც ზრდის მისი შრომის ღირსებას.
ასწორედ ამგვარი ხასიათის იურიდიულ ტრაქტაში მოუთავსებია აბუ უბაიდს ჰაბიბ იბნ მასლამასდაცვის სიგელისტექსტი თბილისელთათვის არაბი მხედართმთავრის მიერ გაგზავნილ ბარათთან ერთად.
ტექსტი
ესაა ჰაბიბ იბნ მასლამას სიგელი არმინიის ქვეყნის თაფლისის მცხოვრებთათვის1.
ამბობს აბუ უბაიდი: აჰმად იბნ აზრაკი2 - არმინიის მცხოვრებთაგან მომიყვა: მან თქვა: წავიკითხე ჰაბიბ იბნ მასლამას სიგელი, ანდა წაკითხულ იქნა და მე ვუყურებდი მას, თაფლისის მცხოვრებთა დაზავების შესახებ.
სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
ესაა ჰაბიბ იბნ მასლამას სიგელი ალ-ჰარმანის3 ქვეყნის ტაფლისის მცხოვრებთათვის: (გეწყალობათ)
თქვენ, თქვენს შვილებს, ოჯახებს. ქონებას, სენაკებს, ეკლესიებს, სარწმუნოებას, სალათს შეუვალობა და დამცირება ჯიზიას აღიარებით. ყოველ კომლზეა სრული დინარი. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გააერთიანოთ სხვადასხვა ოჯახები ჯიზიას შესამცირებლად. არც ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დავყოთ კომლი ჯიზიას გასადიდებლად. ჩვენ გვექნება თქვენი გულწრფელობა და შეწევნა ალაჰის, მისი მოციქულისა და მორწმუნეთა მტრის წინააღმდეგ, რამდენადაც თქვენ შეძლებთ.
გაჭირვებული მუსლიმის გამასპინძლება.
ამბობს აბუ უბაიდი: ასეა იგი ჰადისში - მუსლიმის გამასპინძლება: ალეფითაა. არ ვიცი, შესაძლებელია, იგი სწორი წაკითხვაა. ეს არის მუსლიმის გამასპინძლება. ღამით კეთილად წიგნის ხალხთათვის ნებადართული საჭმლითა და მათთვისვე ნებადართული სასმლით; მითითება გზისა თქვენთვის ზიანის მიუყენებლად. თუკი ვინმე ჩამორჩება თქვენთან მორწმუნეებს, თქვენზეა მისი მიყვანა მართლმორწმუნეთა და მუსლიმთა უახლოეს რაზმამდე. თუ ეს მათთვის შეუძლებელი არ არის და თუ თქვენ მოინანიებთ, შეასრულებთ ლოცვას და გადაიხდით ზაქათს, მაშინ ჩვენი ძმები ხართ სარწმუნოებით. ვინც კი ზურგს შეაქცევს ფიცს, ისლამსა და ჯიზიას, ალაჰის, მისი მოციქულისა და მორწმუნეთა მტერია. ალაჰია ის, ვისაც შესთხოვენ შემწეობას. და თუ მორწმუნეებს არ ეცლებათ თქვენთვის და თქვენ დაგიმორჩილებთ მტერი, ამის გამო არ დაისჯებით და ეს არ იქნება თქვენი პირობის დარღვევა მას შემდეგ, რაც თქვენ დაუბრუნდებით მორწმუნეებსა და მუსლიმებს. ესაა თქვენი მოვალეობანი და ესაა თქვენი უფლებანი. მოწმეა ალაჰი, მისი ანგელოზები, მოციქული და მორწმუნენი. საკმარისია ალაჰის მოწმობა.
ეს არის ბარათი „თაფლის“-ის მცხოვრებლებისადმი.
ჰაბიბ იბნ მასლამასგან „ტაფლის“-ის მცხოვრებლებს: მშვიდობა თქვენ! მე ვადიდებ თქვენთან ალაჰს. გარდა რომლისა არ არს ღვთაება. შემდეგ კი, აი რა: თქვენი წარმოგზავნილი თუფილა4 მოვიდა ჩემთან და ჩემს თანამორწმუნეებთან და თქვენი სახელით თქვა: ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც ალაჰმა მიანიჭა სიცოცხლე და განადიდა. ამგვარად მოგვეპყრო ჩვენ ალაჰი სიბეჩავის, სიმცირისა და უმეცრების შემდეგ. დიდება ალაჰს. უფალს სამყაროთა, მოწყალისა, მწყალობლისა. მშვიდობა მის მოციქულს. კურთხევა მისი, რამეთუ წარგვიგძღვა სწორი გზით. თქვენი სახელით თუფილამ თქვა: ალაჰმა დასცა ჩვენ მტერს შიშის ზარი ჩვენგან და ჩვენ არ გვაქვს არც ძალი და არც ღონე, თუ არ ალაჰით. მან თქვა, რომ თქვენ მოისურვეთ ჩვენი მშვიდობა, და მე და მორწმუნეებმა, რომლებიც ჩემთან არიან, მოვიწონეთ თქვენი ეს საქმე. თუფილა მოვიდა ჩემთან თქვენი საჩუქრით. მე და ჩემთან მყოფმა მორწმუნეებმა შევაფასეთ იგი. მისი საქონელი და ნაღდი ფულია ასი დინარი, გარდა თქვენზე დადგენილისა, მაგრამ ყოველ კომლზეა სრული დინარი, ჯიზია და არა გამოსასყიდი5. და მე არ დაგიწერეთ მართლმორწმუნეთა დიდებულების თანდასწრებით თქვენი ვალდებულებისა და შეუვალობის სიგელი, რომელიც თქვენ გამოგეგზავნათ აბდ არ-რაჰმან იბნ ჯაზ ას-სულამისთან ერთად.
ეს არის ჩვენი ცნობა ავტორიტეტულ პირთაგან და ალაჰის საქმის შესახებ ცნობა არის მისი სიგელი. თუ თქვენ სცნობთ, რაც მასშია, მაშინ იგი თქვენ გადმოგცემთ მას და თუ უარყოფთ, იგი გამოგიცხადებთ ომს ალაჰის, მისი მოციქულისა და მორწმუნეთა სახელით განურჩევლად. მართლაცდა ალაჰს არ უყვარს მოღალატენი. სალამი მას, ვინც სწორ გზას მიჰყვება.
უბაიდის განმარტებანი
ამბობს აბუ უბაიდი: არაბები ყველაფერს, რასაც სპარსელები „თა“-თი წარმოსთქვამენ, მას გარდაქმნიან „ტა“-დ. როგორც უმარ მატრასის შემთხვევაში და მსგავსად „თაფლის“-ისა, რომელიც ჰაბიბმა „ტაფლის“-ად გარდაქმნა.
იგი ამბობს: „ას-სალავათუნ“ ქრისტიანებისათვის უდაბნოებში აშენებული სახლებს ეწოდება, რომლებშიც ისინი თავისი მოგზაურობის დროს ლოცულობენ. „სალუთა“, გაარაბულდა „სალავათ“-ად. ამის შესახებაა სიტყვა ალაჰისა, მაღალიმც არს: დაინგრეოდა სენაკები, ეკლესიები და „სალავათუნ“ და მეჩეთები. მას მხოლოდ ეს სახლები ჰქონდა მხედველობაში, როგორც გადმოცემულია „ათ-თაფსირ“-ში.
ამბობს აბუ უბაიდი: ეს „ჯაზ“, როგორც საფიქრებელია, ჰამზიანია და თეშდიდიანი „ჯაზზ“ აგრეთვე მამაკაცის სახელია, გარდა ამისა.
შენიშვნები
1. წინადადება „ესაა ჰაბიბ იბნ მასლამას სიგელი არმინიის ქვეყნის თფლისის მცხოვრებთათვის“ აბუ უბაიდს ეკუთვნის.
2. მხოლოდ უბაიდა ახსენებს კონკრეტულ პიროვნებას, რომელსაც პირადად უნახავს და წაუკითხავს მასლამას სიგელი.
3. ბალაზურთან აქ სწერია ალ-კირმიზ, ტაბარისთან „ალ-ჰარმაზ“, ამიტომ ფიქრობენ, რომ უბაიდას ტექსტში შეცდომა უნდა იყოს და „ალ-ჰარმან“-ის ნაცვლად „ალ-ჰარმაზ“ უნდა ეწეროს, რასაც ადასტურებს ქვემოთ მოცემული სხვა წყარო.
4. ელჩის სახელი უნდა იყოს თეოფილე.
5. პირველად არაბულ წყაროებში ნაჩვენებია საჩუქრის ოდენობა, რომელიც თეოფილემ მიართვა მასლამას.


ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი“ ჰუმაიდ იბნ ზანჯუვაიჰის „ქონების წიგნში“

ჰაბიბ იბნ მასლამა ალ-ფიქრის (614-662) ლაშქრობის შესახებ მასალა შემონახულია კიდევ ერთი არაბი იურისტის, ჰუმაიდ იბნ ზანჯუვაიჰის ნაშრომშიქითაბ ალ-ამვალ“ („ქონების წიგნი“).
ჰუმაიდ იბნ მახლად იბნ კუთაიბა იბნ აბდ ალაჰ ალ-აზდი ან-ნასა აბუ აჰმად იბნ ზანჯუვაიჰი დაიბადა ნასაში 796 წელს და გარდაიცვალა 865 წელს. როგორც ტექსტიდან ჩანს მას მასალა აბუ უბაიდისგან გადმოუწერია და იგი მას ხელთ უკეთესი ხელნაწერი ჰქონია, ვიდრე ჩვენ შემოგვრჩა უბაიდისა.
ტექსტი
ესაა ჰაბიბ იბნ მასლამას სიგელი არმინიის ქვეყნის თაფლისის მცხოვრებთათვის.
ამბობს აბუ უბაიდი: აჰმად იბნ ალ-აზრაკი, არმინიის მცხოვრებთაგან მომიყვა: მან თქვა: წავიკითხე ჰაბიბ იბნ მასლამას სიგელი, ანდა წაკითხულ იქნა და მე ვუყურებდი მას, თაფლისის მცხოვრებლებთან მისი დაზავების შესახებ და აი, მასშია:
სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
ესაა ჰაბიბ იბნ მასლამას სიგელი ალ-ჰარმაის ქვეყნის აფლისის მცხოვრებთათვის: (გეწყალობათ) თქვენ, თქვენს შვილებს, ოჯახებს, სენაკებს, ეკლესიებს, სარწმუნოებას, სალათს შეუვალობა დამამცირებელი ჯიზიას აღიარებით. ყოველ კომლზეა სრული დინარი. თქვენ არ გაქვთ უფლება გააერთიანოთ სხვადასხვა ოჯახები ჯიზიას შესამცირებლად. არც ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დავყოთ კომლი ჯიზიას გასადიდებლად. ჩვენ გვექნება თქვენი გულწრფელობა და შეწევნა ალაჰის, მისი მოციქულისა და მორწმუნეთა მტრის წინააღმდეგ, რამდენადაც თქვენ შეძლებთ.
გაჭირვებული მუსლიმის გამასპინძლება.
ღამით კეთილად წიგნის ხალხთათვის ნებადართული საჭმლითა და მათთვისვე ნებადართული სასმლით; მითითება გზისა თქვენთვის ზიანის მიუყენებლად. თუკი ვინმე ჩამორჩება თქვენთან მორწმუნეებს, თქვენზეა მისი მიყვანა მართლმორწმუნეთა და მუსლიმთა უახლოეს რაზმამდე. თუ ეს მათთვის შეუძლებელი არ არის და თუ თქვენ მოინანიებთ, შეასრულებთ ლოცვას და გადაიხდით ზაქათს, მაშინ ჩვენი ძმები ხართ სარწმუნოებით. ვინც კი ზურგს შეაქცევს ფიცს, ისლამსა და ჯიზიას, ალაჰის, მისი მოციქულისა და მორწმუნეთა მტერია. ალაჰია ის, ვისაც შესთხოვენ შემწეობას. და თუ მორწმუნეებს არ ეცლებათ თქვენთვის და თქვენ დაგიმორჩილებთ მტერი, ამის გამო არ დაისჯებით და ეს არ იქნება თქვენი პირობის დარღვევა მას შემდეგ, რაც თქვენ დაბრუნდებით მორწმუნეებსა და მუსლიმებს. ესაა თქვენი მოვალეობანი და ესაა თქვენი უფლებანი. მოწმეა ალაჰი, მისი ანგელოზები, მოციქული და მორწმუნენი. საკმარისია ალაჰის მოწმობა.
იგი (აბუ უბაიდი) ამბობს: ესაა მისი (ჰ. იბნ მასლამას) ბარათითაფლის“-ის მცხოვრებლებისადმი.

ჰაბიბ იბნ მასლამასგანაფლის“-ის მცხოვრებლებს: მშვიდობა თქვენ! მე ვადიდებ თქვენთან ალაჰს, გარდა რომლისა არ არს ღვთაება. შემდეგ კი, აი რა: თქვენი წარმოგზავნილი თუფილა მოვიდა ჩემთან და ჩემს თანამორწმუნეებთან და თქვენი სახელით თქვა: ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც ალაჰმა მიანიჭა სიცოცხლე და განადიდა. ამგვარად მოგვეპყრო ჩვენ ალაჰი სიბეჩავის, სიმცირისა და უმეცრების შემდეგ. დიდება ალაჰს, უფალს სამყაროთა, მოწყალისა, მწყალობლისა. მშვიდობა მის მოციქულს. კურთხევა მისი, რამეთუ წარგვიგძღვა სწორი გზით. თქვენი სახელით თუფილამ თქვა: ალაჰმა დასცა ჩვენ მტერს შიშის ზარი ჩვენგან და ჩვენ არ გვაქვს არც ძალი და არც ღონე, თუ არ ალაჰით. მან თქვა, რომ თქვენ მოისურვეთ ჩვენი მშვიდობა, და მე და მორწმუნეებმა, რომლებიც ჩემთან არიან, მოვიწონეთ თქვენი ეს საქმე. მე და ჩემთან მყოფმა მორწმუნეებმა შევაფასეთ იგი. მისი საქონელი და ნაღდი ფული ასი დინარი, გარდა თქვენზე დადგენილისა, მაგრამ ყოველ კომლზეა სრული დინარი, ჯიზია და არა გამოსასყიდი. და მე არ დაგიწერეთ მართლმორწმუნეთა დიდებულების თანდასწრებით თქვენი ვალდებულებისა და შეუვალობის სიგელი, რომელიც თქვენ გამოგეგზავნათ აბდ არ-რაჰმან იბნ ჯაზ ას-სულამისთან ერთად. ეს არის მისი სიგელი. თუ თქვენ სცნობთ, რაც მასშია, მაშინ იგი თქვენ გადმოგცემთ მას და თუ უარყოფთ, იგი გამოგიცხადებთ ომს ალაჰის, მისი მოციქულისა და მორწმუნეთა სახელით განურჩევლად. მართლაცდა ალაჰს არ უყვარს მოღალატენი. სალამი მას, ვინც სწორ გზას მიჰყვება.




Комментариев нет:

Отправить комментарий