სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი) იყო X-XI საუკუნეების არმენი ისტორიკოსი. მისი უმთავრესი ნაშრომია „მსოფლიო ისტორია“, რომელიც კათალიკოს სარქისის (922-1019) დაკვეთით დაუწერია. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ორი ნაწილი წარმოადგენს კომპილაციას წინა ისტორიკოსთა შრომებისა. პირველი ნაწილი სრულად მოსე ხორენელის ნაშრომზეა დაყრდნობილი უმცირესი ცვლილებებით. მეორე ნაწილი ასევე ხორენელით იწყება თუმცა VI-IX ს-ების მასალები საკმაოდ უხვ წყაროებს ეყრდნობა და თარიღებიც უხვადაა. მართალია ფაქტებს დალაგება აკლია და თარიღებში ბევრი შეცდომებია, თუმცა ეს მასალა მაინც ძალიან ძვირფასია არმენიისა და კავკასიის ისტორიისთვის. მესამე ნაწილი ორიგინალურია, მიძღვნილია ბაგრატუნებისადმი და გადმოგვცემს არმენიის ისტორიის პერიოდს 886-1004 წლებს შორის. ნაშრომი საყურადღებო წყაროა საქართველოს ისტორიული მთელი რიგი საკითხების დასაზუსტებლად. კერძოდ შეიცავს ცნობებს ტაო-კლარჯეთისა და საქართველოს სხვა კუთხეების, აგრეთვე ბაგრატიონთა მოღვაწეობის შესახებ.
სტაფანოს
ტარონელი,
ასოღიკი
„მსოფლიოს
ისტორია“
წიგნი II
თავი 8
...სპარსელი მარზპანის ვარაზდატის (560–564) შემდეგ, სპარსელთა მეფე ხოსრომ არმენიის მარზპანად დანიშნა ერთ-ერთი თავისი ნათესავი სურენი (564–572), რომელსაც ჭიჰორვ-ვიშნასპი (გუშნასპი?) ეწოდებოდა. იგი მოვიდა და დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და არმენიელ ნახარარებს ყვლეფდა. იგივე მრუშობდა აზატთა ცოლებთან... რის გამოც განრისხდა ბდეხში ვარდანი ვასაკის ძე, რომელიც იყო მამიკონიანელთა გვარიდან, და ხელსაყრელ დროს მოკლა მარზპანი სურენი და ქვეყანა განაოხრა, ხოსროს მეფობის 41 წელს, რომელიც ემთხვევა იუსტინეს მეფობის მეშვიდე წელს, თებერვლის 22-ში, სამშაბათს. არმენიის ყველა იშხანნი აჯანყდნენ სპარსელთა წინააღმდეგ და იონთა (ე.ი. ბერძენთა) მხარეზე გადავიდნენ. ვარდანი თავისი ოჯახით და
სხვა დიდებულებით გაიქცა კონსტანტინოპოლში ავგუსტ იუსტინესთან. ეს იყო დრო ომების,
ურიცხვი მკვლელობების, ქალაქების აღების, ციხის პატიმართა ბუნტების, საშინელი შიმშილის,
ქალაქების გაპარტახების, შენობების დაწვის და საერთოდ ყოველგვარი უბედურების, რომელიც
ჩვენმა ოლქებმა განიცადეს ორივე მხრიდან...
თავი - 2
...ჰამაზასპის (654-661) სიკვდილის შემდეგ ნერსესმა ნახარარებთან ერთად თხოვა ხალიფას დაენიშნა არმენიის მმართველად (პირველ იშხანად) ჰამაზასპის ძმა
გრიგორი მამიკონიანი (661-684), რომელიც ჰყავდა მას მძევლად...
... 10 წლიანი (სინამდვილეში 20 წლიანი 641-661) მმართველობის შემდეგ ნერსეს (III) პატრირაქის ტახტზე შეცვალა ანასტასიმ (I) 120 (671) წელს... ანასტასის (661-667), რომელიც 10 წელი (სინამდვილეში 6 წელი,
ოვანეს კათალიკოსის ცნობით) შემდეგ იყო მფლობელი (საპატრიარქო ტახტისა) მფლობელი გახდა საჰაკ (III), რომელიც მართავდა 25 წელს (667-703). მისი პატრიარქობის მეხუთე წელს,
130 (681-2) წელს, მთავარი გრიგორი მოკლეს ხაზირებთან ომში. (ოვანეს კათალიკოსის ცნობით „საჰაკის პატრიარქობის მეშვიდე წელს /683-4/ დაესხნენ ხაზარები საშინელი ომით დიდ იშხან გრიგორს, რომელიც იქნა მოკლული და დაკრძალული წინაპრების გვერდით. იმ პერიოდიდან დაირღვა მშვიდობა და არმენია მოიცვა საშინელმა არეულობამ.“).
135 (686) წელს აშოტ
ბაგრატუნი (685-689) გახდა არმენიის მართველი და
მართავდა 3 წელი. ამ
დროს არმენიას დაატყდა საშინელი დევნა და
განადგურება, რადგან 134 (685) წელს ჩრდილოელთა არმია, ისინი ხაზირები, დაეულფნენ არმენიას, იბერიას და
ალვანიას, და ომში
მოჰკლეს არმენიისა და იბერიის მთავრები.
თავისი მეფობის მესამე (688) წელს იუსტინიანმა (II) გაგზავნა არმენიაში ძლიერი არმია, ცეცხლით და
მახვილით გაანადგურა 25 ოლქი და
გაჰყიდა 8000 ტყვე მონა.
შემდგომ (689) წელს იმპერატორმა გამოგზავნა ახალი 40000 კაციანი არმია: ეს
იყო არმენთა მიწაზე დიდი არეულობის დრო,
რადგან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ასევე მოვიდნენ ტაჭიკთა (არაბთა, მუსლიმთა), რომლებმაც ტყვედ წაიყვანეს რამდენიმე ოლქის მოსახლეობა. აშოტი, არმენიის მთავარი გავიდა მეომრებით ტაჭიკების წინააღმდეგ და
მოკლულ იქნა ბრძოლაში.
მეოთხე წლის (თავისი მეფობის, ე.ი. 690 წ.) დასაწყისში პირადი მეთაურობით მრავალრიცხოვანი არმიით დაიძრა არმენიაზე და
ე.წ. არარტაკის მთასთან (ბასეანის ოლქში) დაჰყო თავისი არმია სამ
რაზმად, გაგზავნა ისინი არმენიაში, იბერიასა და
ალბანიაში. მან გამოიძახა თავისთან ამ
ქვეყნების მთავრები, რომლებიც, თავისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული გახდნენ გამოცხადებულიყვნენ მასთან: ერთი
ნაწილი მთავრებისა მან წაიყვანა თავისთან, სხვებს კი
მოთხოვა ვაჟები თავისთან მძევლებად; ისინი და
არმენიის კათალიკოსი საჰაკი 5 ეპისკოპოსთან ერთად წაიყვანა თავისთან პატიმრობაში; ზოგიერთი მთავარი დააჯილდოვა საჩუქრებით, დანიშნა ისინი მოხსენიებული ქვეყნების მმართველებად: ნერსეჰი მფლობელი შირაქისა, კომსისა და
ციხე კაპუტრუსი (კაპო-ტიროცი), არმენიის მმართველად; მორე
მთავარი ალბანთა მეფისა, პატრიკოზი ვარაზდატი, ეკზარქად, დაუტოვა მას დასახმარებლად 30000 მეომარი და თვითონ დაბრუნდა კონსტანტინეპოლში.
... 290 (841) წელს ხატლიბ იეზიდი მოვიდა არმენიაში ემირად და მრავალრიცხოვანი არმიით გაეშურა იბერიაში, დაიღუპა ჯავახეთში სოფელ ხოზაბირში (თომა
არწრუნით ხოზაბერკი)...
ბუღას ლაშქრობა
...ამ დროს ოვანესის (დრასხნანკერტელი) პატრიარქობის დროს, 300 (851) წელს, ხალიფა ჯაფრიმ (აბუ-ჯაფარი) გაგზავნა არმენიაში ოსტიკანად (სანდო კაცი, ე.ი. მეფის ახლო პირი, ამ შემთხვევაში არმენიის მმართველის აღმნიშვნელი) აბუ-სეტი (აბუ-სეიდი). მივიდა ტარონში, მან შეიპყრო მთავარი ბაგარატი და გაგზავნა იგი ჯაფრთან. მაშინ ტავრის მთების მოსახლეობა შეიკრიბა ერთად, დაესხა ოსტიკანს, რომელიც მოკლეს და გაჟლიტეს მისი ჯარი; ცოცხლად გადარჩენილი მცირერიცხოვნი მებრძოლები დაბრუნდნენ შინ და სამწუხარო ამბავი ჩაუტანეს ჯაფრს. განრისხებულმა ჯაფრმა შეკრიბა უთვალავი მეომრები თავისი კარისკაცის, ბუღას სარდლობით, დავალებით მიეყვანა მასთან არმენიის მთავრები, ხოლო მათი ჯარები გაეჟლიტა. თუ ვინმე გადმოვა მუჰამედის რწმენაზე, პატივი მიანიჭა და ჩემთან წამოიყვანეო. მივიდა რა ტარონში ბუღა, შეიპყრო ბაგარატის 3 ძე და ხუიტის (?) მთელი მოსახლეობა გაჟლიტა ვაშგინაკის მთაზე. შემდეგ განაგრძო რა გზა, შეიპყრო არმენიის ყველა მთავარი: არწრუნის მთავარი აშოტი, დერენიკის მამა, არმენიის სპარაპეტი სემბატი, მეფე აშოტის მამა, სიუნიქის მთავარი ვასაკი, გარდმანის მთავარი კარიჭი, ხაცენის მთავარი ატრპერსეჰი, ალბანეთის მტავარი ისაია, სევორდიკის მთავარი სტეფანოსი, მეტსახელად კონი, რომელმაც მიიღო წამებულის გვირგვინი ქრისტესგან სამეფო სასახლეში ქალაქ სამარაში (ტიგროსის სანაპიროზე, ბაღდადიდან 15 კმ-ზე). ყველა ისინი და ბევრი სხვა ჯაჭვებით შეკრულნი ბუღამ გაგზავნა სამარაში და დაიპყრო მთელი ჩვენი ქვეყანა. რასაც მოჰყვა უამრავი ადამიანის დახოცვა ქრისტიანობის ერთგულების გამო...
ამის შემდეგ ბუღა სასწრაფოდ წავიდა თეფლისზე, სადაც საჰაკ ისმაილის ძე გააკრა ჯვარზე; იქედან გაემართა პარტავში, სადაც ხმლით მოჰკლა მოკატლ ვანანდელი ქსრისტეს აღმსარებლობის გამო...
302 (853) წელს ... სპარაპეტი სემბატი ბუღასთან ერთად გაემგზავრა ხალიფა ჯაფრთან. მის შემდეგ არმენიის სპარაპეტად დაინიშნა სემბატის ძე აშოტი, რომელიც შემდეგ გახდა არმენიის მეფე.
არმენიის მთავრები, წაყვანილი ბუღას მიერ ტყვედ, რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ სამფლობელოებში, გარდა სემბატისა და სტეფანოს კონისა, რომლებმაც ქრისტიანული აღმსარებლობის გამო დატოვეს სიცოცხლე სამარაში.
311 (862) წელს ხალიფას ტახტზე ავიდა ამირ-ალ-მუმინინ აჰმადი, რომელმაც სამართავად არმენია მისცა ალი იაჰიას ძეს, რომელმაც ერისთავთა-ერისთავად დანიშნა სემბატის ძე აშოტი, რომელიც იყო ერისთავთ-ერისთავად 27 წელი, ე.ი. 336 წლამდე (887) ვიდრე არ გახდა მეფე (მ. ჩაჩმიანის /1738-1823/ ცნობით ეს მოხდა 885 წელს).
წიგნი IIIთავი 8
აბასის
შვილის
აშოტის
მეფობის,
მის
დროს
მომხდარი
ამბებისა
და
მწინდა
ადგილების
აშენების
შესახებ
...
ბერძენთა მეფის რომანოზის (რომანოზ II 959-963) დროს მაგისტროსად იყო ნიკიფორე და პატრიკოზად კიურ-ჟანი (იოანე ციმისხი). ისინი თავიანთი ძლიერებით შიშის ზარს სცემდნენ ყველა ტაჭიკს (არაბს, მუსლიმს). რომანოზის გარდაცვალებისას მათ ალყა შემოარტყეს ანაბარზსა (ანაზარბა) და ჰალპს (ჰალები, ალეპო), რომლებიც აიღეს კიდეც. კონსტანტინეპოლში გამეფდა ვინმე მარინოსი (მარიანოს აპამბასი, იტალიის ჯარების სარდალი. იგი ტახტზე არ ასულა. მას ტახტი რომანოზის სიკვდილის შემთხევაში დაჰპირდა მისმა კონკურენტმა ნიკიფორემ მისავე დასაღუპად), ხოლო ნიკიფორე და კიურ-ჟანი მთელი თავისი ჯარით მივიდნენ ბერძენთა ზღვის ნაპირთან. კიურ-ჟანი შევიდა კონსტანტინეპოლში ჩამოაგდო მარინოსი და 412 (963) წელს ტახტზე აიყვანა ნიკიფორე, რომელმაც იმეფა 7 წელი (963-969). მან სასტიკად დაამარცხა ისმაიტელთა ჯარი და მრავალი ქალაქი წაართვა მათ: მესისი (სამოსტია ან სამოსატა=შამშატი, კომაგენას დედაქალაქი) 413 (964) წელს, ტარსონი 414 (965) წელს. 415 (966) წელს მზე დაბნელდა; გარდაიცვალა ტარონის მთავარი აშოტი. ტარონს დაეუფლა ჰორომნი (ბიზანტიელები).
417
(968) წელს ნიკიფორეს ძმისშვილი ბარდა (ფოკა) დიდძალი ჯარით მოვიდა აპაჰუნიქში, ალყა შემოარტყა ქალაქ მანაზკერტს, აიღო იგი, ძირფესვიანად ამოაგდო და დაანგრია მისი ზღუდე. 418 (969) წელს კი აიღო ასურელთა დიდი ქალაქი ანტიოქია.
იმავე წელს კიურ-ჟანმა ბასილის დედის, დედოფლის ღალატის საშუალებით სასახლეში მოკლა ნიკიფორე და თვითონ გამეფდა. მას ხელისუფლება ეპყრა 6 (სინამდვილეში 7) წელი (696-976). ხოლო ნიკიფორეს ძმისშვილი, დიდი დუქსი (ე.ი. საზღვაო ძალების სარდალი) ბარდა (ფოკა) აჯანყდა და გამეფდა ჟრუნგში. მას შეებრძოლა ძლევამოსილი კიურ-ჟანი, დაამარცხა ბარდა, შეიპყრო და დაამწყვდია კუნძულზე.
თვითონ კიურ-ჟანი წავიდა ბულგარელთა ქვეყანაში მათთან საბრძოლველად. ბულგარელებს დაეხმარნენ რუსები, რომლებმაც ბრძოლა გამართეს მათ წინააღმდეგ. ურთიერთთან ბრძოლისას რუსებმა უკუაქციეს ბერძენთა ჯარის ორივე ფრთა, ხოლო მეფე არმენიის მთელი ქვეითი ჯარით ურყევად იდგა ბრძოლის ველზე. ქვეით მეომართა რაზმმა, რომლებსაც სალარებს („სალარ“ ნიშნავს სარდალს. ეტყობა გულისხმობს
რჩეულთა რაზმს) უწოდებენ, დიდი სიმხნე და გამბედაობა გამოიჩინა. მან მეფის წინაშე დაამსხვრია მოწინააღმდეგე, რომელიც ფარებით დაცული მათ წინააღმდეგ მოემართებოდა. მეფესთან და ცხენოსან ჯართან ერთად ისინი შეიჭრნენ მტრის რიგებში, მახვილი აამოქმედეს, თავს დააცხრნენ მათ და ბევრი ამოხოცეს, სხვები კი გაფანტეს სხვადასხვა მხარეს. ასე დაიმორჩილეს და დაიპყრეს ბულგართა ტომი.
კიურ-ჟანი სიყრმიდანვე ბევრს ანცვიფრებდა მრავალი საგმირო საქმეებით და როცა კი გამეფდა, მას თავისივე ნებით დაემორჩილნენ ხარკის გადახდით. ტაჭიკები სამხრეთის მხრიდან, სარმატები ჩრდილოეთიდან და იბერიელები აღმოსავლეთიდან.
თავი 11
აშოტის ძის სემბატის გამეფების; დავით კურაპალატის შირაქში მოსვლის შესახებ.
ამ პერიოდში მოკვდა არმენიის მეფე, ღვთივდალოცვილი აშოტი, 426 (977) წელს, და იმავ დღეს გამეფდა მისი ძე სემბატი (II დამპყრობელი 977-989), რომელიც მართავდა 13 წელი. ამ პერიოდში არმენიაში სუფელვდა მშვიდობა და კეთილდღეობა. ამის შემდეგ სემბატმა დაიწყო ომი თავის ბიძაშვილთან მუშეჰთან, ყარსიდან, და აიღო სიმაგრე შატიკი ჭაკატკის ოლში აირარატის პროვინციაში. ამის გამო ტაოს კურაპალატი დავიდი მთელი იბერიის მეომრებით დაიძრა სემბატზე და მივიდა შირაქში, დადგა სოფელ ბავაც-ძორში (შირაქის ოლქში); მას ახლდა მუშეჰი, რომელმაც მოიწვია ის დასახმარებლად. სემბატმა დაუბრუნა მათ სიმაგრე და მათ დადვეს ზავი მასთან, არ მიაყენეს სემბატის სამფლობელოებს ზიანი, რადგან კურაპალატი იყო მშვიდობისმოყვარე და სამართლიანი ადამიანი.
თავი 14
ბასილის გამეფება საბერძნეთში; - ბარდას ტირანია და ბერძენთა მიწის გაპარტახება.
როცა გამეფდა 425 (976) წელს ბასილი (II ბულგართმმუსვრელი),ბარდა მეტსახელად სკლეროსი განდგა და დაიწყო მეფობა ჯაჰანისა და მელიტენას მხარეებში (მესამე არმენია). ბარდა იყო მამაცი და სამხედრო საქმეში განსწავლული კაცი. გადმოიბირა არმენიული მხედრობა, რომელიც იყო არმენიის ბერძნულ ნაწილში, გაჰყო ბერძენთა სამეფო ორ ნაწილად, მივიდა ბითინიამდე და განაგრძობდა ომს 4 წლის მანძილზე მეფე ბასილთან და სისხლით რწყავდა მთელს ქვეყანას. მეფე ბასილიმ შეკრიბა ბიზანტიის, თრაკიისა და მაკედონიის და მთელი დასავლეთ მხარეების ჯარები და გაგზავნა ის ტირან ბარდას წინააღმდეგ. არმენიული არმია იბრძოდა მამაცურად: ტარონის მთავრის ძეებმა - გრიგორმა და ბაგარატმა და მოკის მთავარმა აპრანიკმა შიშის ზარი დასცეს ბერძნულ ჯარებს, რომელიც დაიბნა და მისი ნაწილი დაიღუპა მათი ხმლებით, ნაწილი კი ტყვედ ჩაუვარდათ. ამ ბრძოლაში მოკლეს ბერძენი სარდალი ევნუხ პეტრანოსი (სავარაუდოიდ პეტრე ფოკა, გაგზავნილი
ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ). ბარდამ შეიწყალა ისინი (ტყვეები), როგორც ქრისტიანები და აჩუქა მათ სიცოცხლე. ასე რომ არა ორ, არა სამ, არამედ მრავალ ბრძოლაში დაამარცხეს მათ დასავლეთის ჯარები და ომი გავრცელდა მთელს საბერძნეთზე ისე, რომ სოფელი სოფელთან, ქალაქი ქალაქთან აწარმოებდა ომს და სისხლი იღვრებოდა ყველგან. საშინელი სიშილი გამეფდა მთელს სამეფოში; ყოველ დღე მკვდების რაოდენობა იზრდებოდა გზებსა და მოედნებზე; ცოცხლად დარცენილები მკვდრებზე უფრო მეტ სიბრალულს იწვევდნენ და ველური მგლები, მიჩვეული ცხედრებს, გლეჯდნენ ცოცხალ ადამიანებსაც.
სანამ საბერძნეთის სამეფო ასეთ არეულობაში იმყოფებოდა, ბათი, ამირა ხელატისა (ახლატ, ქალაქი ტურუბერანის პროვინციის ბეზნუნიკის ოლქში) და ნეპერკერტისა (ცოპკის ანუ სოფენას ოლქში, მეოთხე არმენიაში) ბერძნები ეძახდნენ მარტიროპოლისსა და იუსტინიანოპოლისს, არაბები კი მიუფარახანს), აღადგინა ქალაქი მანაზკერტი, ხმლითა და გაანადგურა ტარონის მთელი ოლქიდა გაძარცვა ქალაქი მუშ (ტურუბერანის პროვინციის ტარონის ოლქში) და ყველაზე სასტიკი გზით დახოცა მღვდლები ეკლესიისა, რომელსაც ერქვა „სურბ-პერკიჩი“ (ეკლესია „წმინდა მხსნელის“ სახელობის), სადაც დღემდე იხილვება სისხლის კვალი
სანამ საბერძნეთის სამეფო ასეთ არეულობაში იმყოფებოდა, ბათი, ამირა ხელატისა (ახლატ, ქალაქი ტურუბერანის პროვინციის ბეზნუნიკის ოლქში) და ნეპერკერტისა (ცოპკის ანუ სოფენას ოლქში, მეოთხე არმენიაში) ბერძნები ეძახდნენ მარტიროპოლისსა და იუსტინიანოპოლისს, არაბები კი მიუფარახანს), აღადგინა ქალაქი მანაზკერტი, ხმლითა და გაანადგურა ტარონის მთელი ოლქიდა გაძარცვა ქალაქი მუშ (ტურუბერანის პროვინციის ტარონის ოლქში) და ყველაზე სასტიკი გზით დახოცა მღვდლები ეკლესიისა, რომელსაც ერქვა „სურბ-პერკიჩი“ (ეკლესია „წმინდა მხსნელის“ სახელობის), სადაც დღემდე იხილვება სისხლის კვალი
თავი
15
ბერძენთა
საბოლოო
ბრძოლისა
და
მოძალადე
ბარდას
გაქცევის
შესახებ.
ყველა ამ თავგადასავალთა შემდეგ ბერძენთა მეფე ბასილმა თორნიკე სარდალი, ტომით იბერიელი, წმინდა მთის (ათონის) ბერი გამოიძახა და წარგზავნა ტაოელთა კურაპალატთან დავითთან, რომელსაც აღუთქვა, რომ მისცემდა ხახტო-იარიჭს (ხალტო-არეჭი) კელე-სირიით, ჩორ-მაირს, კარინს, ბასენს (ბასიანი), პატარა ციხეს სევუკს მარდაღში, ჰარქსა და აპაჰუნიქს (ხალტო არიჭი და ჩორ-მაირი იყო სიმაგრეები
კარინის ოლქში. სევუკი მდებარეობდა ტურუბერანის პროვინციის მარდაღის ოლქში. იგივე პროვინციაში
იყო ჰარქისა და აპაჰუნიქის ოლქები) - რომლებიც გადასცა კიდეც შემდეგში, - თუკი დავითი მას ჯარს გაუგზავნიდა დასახმარებლად.
დავით კურაპალატმა შეკრიბა იბერიელთა ჯარი ჯოჯიკ მხედართმთავრის სარდლობით და თორნიკესთან ერთად გაგზავნა მოძალადე ბარდას წინააღმდეგ საბრძოლველად. ტაოელთა ქვეყნიდან მოკიდებული მათ დაანგრიეს და ააოხრეს ბერძენთა მთელი ქვეყანა, რომელიც მოძალადის ხელთ იყო. აგრეთვე ბასილ მეფემ საპყრობილედან გამოიყვანა ბარდა, ასევე ფოკად წოდებული, რომელიც ადრე კიურ-ჟანმა კუნძულზე გააძევა, მისცა
მას ბერძენთა მთელი დასავლეთის ჯარი და იბერიელთა ჯართან ერთად წარგზავნა ორ ბანაკად
მოძალადე ბარდას წინააღმდეგ.
თავი
25
ბარდა
ფოკას
გამოსვლისა,
მეფე
ბარდას
შეპყრობისა
და
ბარდა
ფოკას
გამეფების
შესახებ
ბასილ კეისრის ბრძანებით ბარდა ფოკა ბერძენთა და იბერიელთა
მთელი ჯარით მოვიდა ბარდას (სკლიაროსის) წინააღმდეგ საბრძოლველად. მან ბარდას მოციქულის
პირით შემდეგი მაცდური სიტყვები შეუთვალა: „მოდი ჩემთან, ურთიერთშორის მშვიდობა ჩამოვაგდოთ,
ერთმანეთში გავიყოთ ბერძენთა ქვეყანა და აღვკვეთოთ ბასილის ბრძანებლობა“. მეფე ბარდა (სკლიაროსი) დაეთანხმა ბარდა ფოკას და გაუშვა თავისთან მყოფი ტაჭიკთა ჯარები. ბარდასთან შეხვედრისას ბარდა ფოკამ დაარღვია თავისი ფიცი, 7 დღის შემდეგ შეიპყრო ბარდა სკლიაროსი და ბრძანა შეიარაღებული მცველის თანხლებით მისი ჟერავსის ციხეში (ტიროპეია?) წაყვანა. ხოლო ტაჭიკთა ჯარმა, რომელიც სკლიაროსისგან განტევებული თავის სამკვიდრო ადგილს უახლოვდებოდა, რა შეიტყო სკლიაროსის ქალაქ ჟერავსში ჩამწყვდევის ამბავი, იწყო ირგვლივ დარბევა სამხრეთიდან აპაჰუნიქამდე.
ბარდა ფოკამ 435 (986) წელს დამპყრობელ მეფედ გამოაცხადა თავი და ბერძენთა და იბერიელთა ერთიანი ჯარით სამეფო ქალაქ კონსტანტინეპოლს გაუმართა ბრძოლა, რომელმაც 2 წელი გასტანა. სამეფო ქალაქის წინააღმდეგ მან ააგო ციხე-სიმაგრე და იქ მაგისტროსად დანიშნა დელფინასი, რომელსაც მისცა მცველი ჯარი და უბრძანა, რომ არავინ გამოეშვათ ქალაქიდან და არც გარეშე ვინმე შეეშვათ შიგ. ხოლო კონსტანტინეპოლის ნავსადგურის ზედამხედველმა სამშვიდობო შეთანხმება დასდო ბასილ მეფესთან და ქალაქსა და დასავლეთ მხარეებში მყოფი ჯარები ერთ ღამეს აქეთ გადმოიყვანა. ჯარებმა უკანა მხრიდან შემოუარეს ციხეს და დაიმალნენ ჩირაღდნებით განთებული სამხედრო ხომალდები. ამის დანახვისას ციხეში მყოფნი მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ. ხოლო ზურგში დამალული ჯარი თავს დააცხრა მათ და მახვილით ამოწყვიტა და ზღვაში გადაყარა დელფინასის ჯარები. ჯარების მეთაური დელფინასი კი შეიპყრეს და მიჰგვარეს ბასილ მეფეს, რომელმაც მას ძელზე გასმა მიუსაჯა. ეს მოხდა 437 (988) წელს.
თავი
26
ბარდა
ფოკას
ზღვის
ნაპირზე
ჯარით
მოსვლისა,
მის
წინააღმდეგ
ბასილის
გამოსვლისა
და
ბარდას
მოკვლის
შესახებ.
ბარდა ფოკამ გაუშვა იბერიელთა ჯარები და თვითონ ბერძენთა
მთელი ჯარით ზღვის სანაპიროსკენ დაიძრა. მეორე წლის დამდეგისას, ვიდრე ჯერ კიდევ გაზაფხული იყო, ბასილ მეფე თავისი ძმის კონსტანტინესა და მთელი ჯარის თანხლებით გარეთ გამოვიდა, ჯარი ორ ნაწილად დაჰყო, რომელთაგან ერთი ნაწილი ზღვით გაგზავნა ბარდას ბანაკის წინააღმდეგ. ისინი მოვიდნენ და ცეცხლს მისცეს მისი ხომალდები, რომლებიც ზღვის ნაპირას იდგნენ. თვით ბასილი მეფე კი ხმელეთით მივიდა და მიუახლოვდა ბანაკს. ხომალდების ცეცხლით ავარვარებისას, რაც ნიშანი უნდა გამხდარიყო შემდგომი მოქმედებისა, ბასილ მეფემ ბრძანა დაეკრათ სამხედრო საყვირები. ბარდას შეშფოთებული ბანაკი შიშმა შეიპყრო და გაიქცა. თვითმპყრობელი მეფე ბარდა კი ტანჯვით მოკვდა 438 (989) წელს.
თავი
27
მეამბოხე
ჩორტვანელის
სიკვდილის
ამბავი
ბარდა ფოკასთან ერთად მეამბოხეთაგან ჯერ კიდევ იყვნენ ზოგიერთები შემორჩენილნი, როგორც მაგალითად თორნიკე ბერის ძმისშვილი მაგისტროსი ჩორტვანელი, რომელიც გაბატონებული იყო დერჯანისა და ტარონის მხარეებში. მის წინააღდეგ ბასილი მეფემ გაგზავნა პატრიკოზი ჟანი, რომელიც პორტეზად იწოდებოდა. მოსვლისას ჯანი ერთხელ შეებრძოლა ჩორტვანელს, მეორეჯერ შეტაკებისას კი მოკლა იგი ბაგარიის ველზე, დერჯანის გავარში 439 (990) წელს. ამიერიდან დამშვიდდა ბერძენთა ქვეყანა ბასილის ხელისუფლებას დამორჩილებული.
თავი 37
ეგვიპტელთა ჯარების ხელმეორედ გამოლაშქრების, ბაბილონისა და დალასანოსის აღსასრულის სესახებ.
437 (988) წელს ეგვიპტის ამირას, აზაზის შვილმა მამის გარდაცვალების შემდეგ იერუსალემსა და ბაბილონში შეკრიბა დიდძალი ჯარი, გაცილებით მეტი, ვიდრე მამამისმა და კვლავ ბერძენთა ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად წარგზავნა.
მოსხენებული ბაბილონი ის არის, სენეარის მიწაზე ქალდეველთა ქვეყანაში რომ მდებარეობს, სადაც აშენდა კოშკი, და რომელსაც ნაბუქოდონოსორმა შვილმა ნაბუფალასარისა 15 წლის განმავლობაში ზღუდე შემოავლო და რომელმაც ამჟამად ქალაქის ადრინდელი მდგომარეობისაგან ცოტა მოშორებით გადაინაცვლა და ბაღდადად იწოდება. არა, ეს არის რარაც ციხე-სიმაგრე ეგვიპტელთა ქვეყანაში, ბაბილონად წოდებული, როგორც ამის შესახებ მოგვითხრობს ეპიფანე თავის თხზულებაში. ამ ბაბილონში ახლა აშენებულია სამეფო სასახლე და დიდად აქვს სახელი განთქმული. ამ ადგილიდან წამოვიდა ჯარი და თავს დაესხა ასურელთა ანტიოქიის მიდამოებს მათ ასაოხრებლად.
ბერძენთა მეფის ბრძანებით მათ წინააღმდეგ გამოვიდა მაგისტროსი დამიან დალასანოსი, რომელიც შეებრძოლა ეგვიპტელთა ჯარებს, დაამარცხა ისინი და უკუაქცია. ხოლო შემდეგ, როცა ბერძენთა ჯარმა ხელი მიჰყო ეგვიპტელთა ბანაკის ძარცვას, ტაჭიკთა ჯარი კვლავ უკან მობრუნდა მათ წინააღმდეგ და კარგად მოზიდული მშვილდებითა და ბასრი მახვილებით ამოწყვიტა ბერძენთა ჯარი. იქ დაიღუპა მაგისტროსი დალასანოსი თავის ძმასთან და შვილთან ერთად, ხოლო ბერძენთა მთელი ჯარი უკუიქცა. ხოლო დიდი ნაწილი შეიპყრეს და თორნიკე ბერის ძმისშვილთან პატრიკოზ ჩორტვანელთან და სხვებთან ერთად ტყვედ წაასხეს.
თავი 38
ამირა ბათის სიკვდილის; მანაზკერტის გაპარტახების; მამლანის მოსვლის; დავიდ კურაპალატთან შეხვედრის შესახებ
ჯერ კიდევ ამამდე რამდენიმე წლით ადრე მოკვდა აპაჰუნიკისა და ნეპერკერტის ამირა ბათი უდაბნოს არაბებთან ბრძოლაში და მისი ადგილი დაიკავა მისმა დისწულმა მერვანმა. როცა ბათი მოკვდა, არმენიელმა კურაპალატმა დავიდმა ალყაში მოაქცია მანაზკერტი და ხმლითა და შიმშილით აიძულა დანებება. მან გამოიყვანა ქალაქიდან ტაჭიკები და გაავსო ქალაქი არმენიელებით და იბერიელებით, რომლებიც აღიარებდნენ მის ხელისუფლებას. სპარსელებმა და ტაჭიკებმა გაუგზავნეს დავიდ კურაპალატს ელჩები და მოთხოვეს დაებრუნებინა ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიძრებოდნენ მის წინააღმდეგ მეომრებით.
ელჩებმა მიიღეს რა უარი, დაიწყეს დიდი არმიის შეკრება ატერპატაკანის ამირა მამლანთან ერთად, შეიჭრნენ წოკხო-ოტენის ოლქში (აირარატის პორვინცია) სოფელ კოსტიანსკში. დავიდ კურაპალატი, არმენიის მეფე გაგიკი აბასთან და იბერიის მეფე ბაგრატთან (III) ერთად დაიძრნენ მათ წინააღმდეგ ბაგრევანდის ოლქში და ქალაქ ვაღარშაპატში მოაწყვეს დიდი ბანაკი. სპარსელთა ჯარი, რომელიც ერიდებოდა პირდაპირ ბრძოლას, გამოეყო და მთელი ღამე ცეცხლს აძლევდა ბაგრევანდის მთელ მხარეს და მის აღმოსავლეთ მდებარე სოფლებს; რის შემდეგაც ისინი წავიდნენ თავის მიწაზე.
ელჩებმა მიიღეს რა უარი, დაიწყეს დიდი არმიის შეკრება ატერპატაკანის ამირა მამლანთან ერთად, შეიჭრნენ წოკხო-ოტენის ოლქში (აირარატის პორვინცია) სოფელ კოსტიანსკში. დავიდ კურაპალატი, არმენიის მეფე გაგიკი აბასთან და იბერიის მეფე ბაგრატთან (III) ერთად დაიძრნენ მათ წინააღმდეგ ბაგრევანდის ოლქში და ქალაქ ვაღარშაპატში მოაწყვეს დიდი ბანაკი. სპარსელთა ჯარი, რომელიც ერიდებოდა პირდაპირ ბრძოლას, გამოეყო და მთელი ღამე ცეცხლს აძლევდა ბაგრევანდის მთელ მხარეს და მის აღმოსავლეთ მდებარე სოფლებს; რის შემდეგაც ისინი წავიდნენ თავის მიწაზე.
თავი 39
იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ბათის დისშვილი ამირა, გამოიყვანა ნეპერკერტიდან ტაჭიკები და მისი სიკვდილი ამიტში.
ბათის დისშვილი აბუმასრი გახდა ამირა, ეშინოდა რა ნეპერკერტში მცხოვრები ტაჭიკების, მიმართა შემდეგ ხერხს: მათი დღესასწაულის დროს, რომლის დროსაც მართავდნენ მსხვერპლშეწირვას, ქალაქის მამაკაცებს უბრძანა გამოსულიყვნენ ქალაქიდან და იქ გაემართად მსხვერპლშეწირვა „იმიტომ რომ ელოდებოდა საბერძნეთის მეფისგან დიდ ელჩობას“. როცა ისინი გამოვიდნენ ქალაქის კედლებს გარეთ, გაგზავნა ჯარით მისი ძმა, თავად დაიკავა ქალაქი კარები: ერთნი მისცა ხმალს, მეორენი კი გაუშვა - სადაც გინდა იქეთ წადითო, ისე რომ ქალაქში აღარ დარჩა არცერთი ტაჭიკი; ის იყო მხოლოდ დასახლებული არმენებით და სირიელებით. მაშინ ტაჭიკები განსახლდნენ სხვადასხვა ადგილას: ერთნი წავიდნენ ამიტში. ქალაქ ამიტის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს დაესაჯათ ამისთვის ამირა, მოტყუებით მოიწვიეს თავისთან და მოკლეს იმ დროს როდესაც ქალაქის კარიდან გადიოდა.
თავი 40
იბერიის მეობრების განადგურება ქალაქ ხლათში.
ცოტა ხნის შემდეგ დავიდ კურაპალატმა, გაიგო რა ამის შესახებ, გაგზავნა იბერიული არმია და ქალაქი ხლათი ალყაში მოაქცია. ის მოვიდა ზამთარში 446 (997) წლისა, და ხმლითა და შიმშილის გამოწვევით ბევრი უბედურება მოუტანა ქალაქს. არმენიული ეკლესია, რომელიც მდებარეობდა ქალაქის კედლის გარეთ, არქიერის სასახლე, ადგილები სადაც მათი აყვავების ხანის დროს დადიოდნენ არმენიელები სალოცავად, ეკლესიები წმინდა ჯვრისა და წმინდა გამილიილის - ყველა ესენი გადაქცეულ იქნა იბერიელთა მეომრების ცხენთა სადგომად. ქალაქის კედლებიდან ტაჭიკები ყვიროდნენ: „თქვენ განა ქრისტიანები ხართ? პატივს სცემთ ქრისტიანულ სიწმინდეებს“? იბერიელები პასუხობდნენ: „ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ არმენიულ ეკლესიასა და თქვენს მეჩეთს“. ამის შედეგად დაეცათ მათ ღვთის რისხვა. მერვანის ძის ნაცვლად ამირა გახდა მისი ძმა, ასევე ბათის დისწული, რომელიც დაეუფლა ამიტს, და 447 (998) წლის აღდგომა დღეს მცირე რაზმით დაიძრა იბერთა წინააღმდეგ, რომელსაც ჰქონდა ხლათი ალყაში. როცა ბრძოლა დაიწყო ტაოელმა მამაცმა მშვილდოსნებმა ბევრ მათგანს ამირას მებრძოლებიდან მიაყენეს ჭრილობა, რითაც აიძულეს დაეხიათ უკან და სადგომებში განლაგებულიყვნენ. ღამით აღდგომის შემდეგ იბერიელი მეომრები ინახულა ღმრთის რისხვამ; ანდა ღამით მათი მეომრები გარბოდნენ ერთიმეორის მიყოლებით უბრძოლველად. ტაჭიკები და ქალაქელები, გაიგეს რა ამის შესახებ, დაედევნენ მათ და მიაყენეს სასტიკი მარცხი და მოსპეს ბევრი მათგანი ხმლით. ამ გაქცევის დროს დაიღუპა მაგისტროსი ბაგარატი, ბერ თორნიკეს ძმისწული და ტყვედ ჩავარდნენ: ერისთავ-ერისთავი ბაკურანი და ბევრი სხვა.
თავი 41
აპაჰუნიკის ოლქში მომხდარი დიდი ბრძოლის შესახებ სპარსელებსა და ქრისტიანებს შორის.
იმავ 447 (998) წელს კვლავ შეკრიბა მეომრები მამლანმა, აბელ ჰაჯის ძემ, ატროპარაკანის ამირას შვილიშვილმა, რომ წამოსულიყო საომრად დავიდ კურაპალატზე. შეკრიბა თავის ირგვლივ მრავალრიცხოვანი მეომრები სპარსელებისა და მარების (მიდიელები), ის ფიქრობდა ხორასანის ამირასა და სხვა ბარბაროსების დახმარებით დაიპყრობდა არმენიასა და იბერიას, აღადგენდა ქალაქ კარინს და გააცამტვერებდა ტაოს მიწას, იმის გამო რომ ქრისტიანებმა მანაზკერტში დაანგრიეს მათი სალოცავი სახლი. გამოვიდა თავისი ქალაქ თავრიზიდან, რომელიც ხერის მიდამოებშია, უზარმაზარი ურდოთა და დიდი ბანაკით, გაიარა ვასპურაკანის მიწა და გაჩერდა აპაჰუნიკის ოლქში. დავიდ კურაპალატი უკვე ხანდაზმული იყო და ამიტომ თვითონ არ გამოვიდა მტრის წინაარმდეგ ომით, მაგრამ დასახმარებლად მოუხმო არმენიის მეფე გაგიკს და იბერიის მეფე გურგენს - მისი მამა ბაგარატი (II) უკვე გარდაცვლილიყო და მის ადგილას გურგენი გამეფებულიყო - და მათი ჯარები გამოგზავნა. გაგიკმა დავითის მოწოდებაზე დასახმარებლად გამოგზავნა 6000 რჩეული და კარგად აღჭურვილი არმენიელი მებრძოლი რომელსაც ხელმძღვანელობდნენ: ბაჰრამი, ძე გრიგორ ფახლავუნისა, რომელმაც ააგო მარმარაშენი (მარმაშენი, შირაქის ოლქში) და ბერენგერი, მაგისტროსი სემბატი ბაჰრამის ძე და მარზპანი აშოტი ვანანდის მეფის აბასის ჯარების თანხლებით. იბერიის მეფე გურგენმა გამოაგზავნა 6000 ბრწყინვალე მხედრობა ჯოჯიკის ძე ერისთავთ-ერისთავ პერსის სარდლობით. დავიდ კურაპალატის მთელს მხედრობას კი სარდლობდა გაბრიუელ ოჩოიპინტრეს ძე. ყველა ისინი ავიდნენ სუკავუს მთაზე (სუკავეტი, ჯერაბახში დღევ კესე.
ბაგრევანდის ოლქის ჩრდ-დას ნაწილში, დღევ. ბაიაზეთის ილში) ახტიც-ძორში და დაიკავეს ყველა გასასვლელი, ფიქრობდნენ, რომ სპარსთა ჯარი შევა ჯერ ბაგრევანდში. შეთანხმებულ დროს არმენიის და იბერიის ჯარები შეერთდნენ და წავიდნენ აპაჰუნიკის ოლქში და დაბანაკდნენ მამლანის ბანაკის პირდაპირ, სოფელ წემბოსთან მდებარე შემაღლებულ, მიუდგომელ ადგილზე. დიდი ხნის მანძილზე რცებოდნენ ისინი იქ და ვერ გამოდიოდნენ ბანაკს გარეთ, რადგან უფრთხოდნენ სპართა ლაშქრის მრავალრიცხოვნებას. ისინი მხოლოდ ილოცებოდნენ და ცრემლიანი თვალებით მოუხმობდნენ ღმერთს საშველად. მეფეები უხვად ურიგებნენ ღატაკებს წყალობას და პატრიარქთან ერთად ატარებდნენ ღამეებს წმინდა ფსალმუნების კითხვაში.
როცა სპარსთა ჯარმა გაიგო, რომ მათ არ სურთ ჩამოსვლა სიმაღლიდან საომრად და დარწმუნდა მათ თავისთან შედარებით მცირერიცხოვნებაში, მაშინ არეგის თვეში, სამშაბათს, გამთენიისას შეუდგა ბრძოლისთვის მზადებას. მოაწყვნენ გაშლილ ველზე ბევრი რიგი მეომრებისა დაცულნი დედუმის ფაროსნებით, სპარსელები დაიძრნენ და დაიწყეს ბორცვთან მიახლოება, რომელთანაც იდგა არმენიელთა და იბერიელთა ბანაკები. ერთი შეხედვაც კი შიშს გვრიდა მათი მრავალრიცხოვნების მნახველს, ამბობენ რომ სპარსელთა მხედრობისა და ქვეითთა საერთო რიცხვი 100000 კაცს არწევდა. ისინი ყვირილით იწვევდნენ ბრძოლაში ბრძოლის ველზე, გაშლილ ადგილზე მოწინააღმდეგეს. მაგრამ შიშის ზარდაცემულმა არმენიელებმა და იბერიელებმა შემოუთვალეს, რომ არ გამოვლენ საბრძოლველად არც დღეს და არც სხვა დროს. სპარსელებმა თვიანთი ქედმაღლობით გაუგზავნეს მათ ელჩები წინადადებით: „თქვენი ნებით ან ნების გარეშე თქვენ უნდა გამოხვიდეთ დღეს საბრძოლველად“. მაგრამ ისინი არ დათანხმდნენ და არ შესხდნენ ცხენებზე, რჩებოდნენ რა თავიანთ ბანაკებში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა სპარსელებთან ორთაბრძოლებისთვის, რომლის დროსაც დაიღუპა 5 კაცი იბერიელთაგან. მაშინ სპარსელებმა დაივიწყეს ბრძოლა, მოშალეს ფრონტი და სამხედრო წყობა და ცხენებზე ამხედრებულებმა დაესხნენ თავს ქრისტიანთა ბანაკს, რომ გაეძარცვად იგი, რადგან თვლიდნენ, რომ ისინი გაიქცნენ ან დაიხოცნენ.
არმენიელმა და იბერიელმა მებრძოლებმა დაივიწყეს თავიანთი მეფეების შესახებ, ერთი ხმით მოუწოდეს ქვეყას მეფეს - ქრისტეს, როგორც თავიანთ მეთაურსა და დამხმარეს, აისხეს იარაღი, შეხდნენ ცხენებზე და სამხედრო ხელოვნების წესების გარეშე, რაზმებად როგორც ლომები ეძგერნენ სპარსელთა მრავალრიცხოვან ბანაკს, როგორც ტყეს მათ წინაშე მდგარს. არმენიელთა ჯარმა საოცარი სიმამაცით შეუტია მტრის მარჯვენა ფლაგს და აიძულა ბარბაროსები გაქცეულიყვნენ. ამასობაში საამაყო ძმები კამრაკელ-მესხუნები იბერიელთა ჯარიდან საოცარი ძალით შეიჭრა მტრის რიგებში, გააპო ისინი და სრული არეულობა შეიტანა. პანიკაში ჩავარდნილი სპარსელები სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ, რომლის დროსაც გზაში ხვდებოდათ ტაოელი მეომრები, რის შემდეგაც ეცემოდნენ მკვდრები მიწაზე. სისხლი მდინარეებივით მოედინებოდა დაწოლილი ნახევრადმკვდარი და მკვდარი სპარსელების რიგებიდან. მაშინ შეშინებულმა მამლანმა გადაწყვიტა დარჩენილ სპარსელებთნ ერთად გაქცეულიყო. მაგრამ არმენები და იბერები დაედევნენ ხოცვით და მისდევდნენ მზის ჩასვლამდე, სდიეს რა ქალაქ არჭეშის კარამდე. უკან მობრუნებულებმა აიღეს მტრის ბანაკში დარჩენილი დიდი რაოდენობის საგანძური, ცხენები და მდიდრული ტანსაცმელი. მაგრამ განსაკუთრებით მათ ახარებდათ ის ფაქტი, რომ გარდა იმ ორთაბრძოლებში დაღუპული 5 იბერიელისა არავინ დაღუპულა არმენიელთა და იბერიელთა ამდენი მებრძოლიდან და მხოლოდ ცოტა მათგანი დაიჭრა. ამიტომ დიდი სიხარულით თითოეული მათგანი და ღმერთის დიდებით მოხსენიებით დაბრუნდნენ საკუთარ მიწაზე.
თავი 43
დიდი კურაპალატის დავითის სიკვდილისა და აღმოსავლეთის ქვეყანაში ბერძენთა მეფის ბასილის მოსვლის შესახებ.
დიდი კურაპალატის დავითის სიკვდილისა და აღმოსავლეთის ქვეყანაში ბერძენთა მეფის ბასილის მოსვლის შესახებ.
მე ჩემს მოვალეობას ჩავთვლიდი ხანგრძლივი გოდებით გადმომეცა დიდი კურაპალატის სიკვდილის ამბავი, მაგრამ რადგანაც გრძელი სიტყვა მსურდა შემემოკლებინა, ამიტომ ხოტბის შესხმის დრო არ არის და მხოლოდ გაკვრით მოვიხსენიებ მას. თავისი უწყინარობითა და სიმშვიდით დავით კურაპალატი ჩვენი დროის ყველა მეფეს აღემატებოდა. მან დაამყარა მშვიდობა და წესრიგი მთელს აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი არმენებსა და იბერიელებში. მან შეწყვიტა მძინვარე ომები ყოველი მხრიდან და დაამარცხა ყოველი გარშემო მყოფი ხალხი. ყველა მეფე ნებით დაემორჩილა მას. დავითი აღივსო რა დღეებით, ღრმა მოხუცებულობის ჟამს გარდაიცვალა 449 (1000 წლის 21 მარტიდან 1001 წლის 21 მარტამდე) წელს, მხსნელი აღდგომის დიდ დღეს (ე.ი. 31 მარტს 1000 წლისა). რადგან დავითს არ ჰყავდა არც შვილი და არც ძმა, რომელიც კი მემკვიდრეობით დაეუფლებოდა მის სამეფო ტახტს, ამიტომ მან თავისი ქვეყნისა და აზნაურების პატრონობა მიანდო ბერძენთა მეფე ბასილს.
ბასილი მეფემ კი შეიტყო დავით კურაპალატის სიკვდილის ამბავი კილიკიის ტარსონში, იჩქარა ჩვენს ქვეყანაში მოსვლა. იგი გამოემართა მელიტენეს მხარეებით და მასთან შესახვედრად მოსულ სებასტიელ მღვდლებს უბრძანა გაბედულად აღესრულებინათ ღვთისმსახურება და თავიანთი სამწყსოსთვის მოეხმოთ ხის დაფაზე დატყმით (მუსლიმების ამ მხარეში გაბატონების შემდეგ აქაურ არმენიელებს აუკრძალეს ზარის დარეკვა ეკლესიაში ხალხის მისაწვევად და ის შეიცვალა ამ ხერხით. სემდეგ ბიზანტიელებმა ერთმორწმუნე ძმების დასაცინად ესეც აუკრძალეს), რაც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აკრძალული იყო მიტროპოლიტის მიერ. ბასილ მეფე გადმოვიდა ჰანძითა და ბალუთი და ფერიცვალების დღესასწაულის დღეს (6/19 აგვისტო) მოვიდა კოჰერის მთასთან (ახძნიკის მთებში, მეოთხე არმენიაში), რომელიც მდებარეობს ჰაშტიანქის, ცოფქისა (სოფენა) და ხორძენის შორის. აქედან იგი წამოვიდა და მოაღწია არშამუნიქის გავარში ქალაქ ერიზაში. მას ქალაქ ერიზაში ეახლა ნეფრკერტის ამირა, ბათის დისშვილი, რომელსაც ბასილმა პატივი სცა სამეფო ძღვენით და მაგისტროსის ტიტულიც უბოძა. მეოთხე არმენიასა და ტარონში განლაგებულ ჯარებს კი ბასილმა უბრძანა მოსულიყვნენ მასთან დასახმარებლად რა საჭიროებისთვისაც არ მოუხმობდა მათ.
თვითონ კი წავიდა და მიაღწია ჰავ-აჭიჩის მთას, იმავე
სახელწოდების ქალაქს (იმიერ ტაოში). აქ მას შეხვდნენ აფხაზთა მეფე ბაგრატი და მისი
მამა იბერიელთა მეფე გურგენი. ბასილი მეფემ დიდი პატივითა დიდებით მიიღო აფხაზთა მეფე,
უბოძა მას კურაპალატის ტიტული, ხოლო მამამისს მაგისტროსის წოდება მიანიჭა და გამოისტუმრა
ისინი თავიანთ ქვეყანაში.
ბასილ მეფის წასვლის დღეს ბერძენთა ბანაკში მოხდა დიდი ბრძოლა სრულიად უბრალო მიზეზის გამო: დავით კურაპალატის მთავრები და აზნაურები მოვიდნენ და დაბანაკდნენ ბერძენთა ბანაკის ახლოს. რუსთა ქვეითი ჯარიდან ერთ-ერთ მეომარს თივა მიჰქონდა თავისი ცხენისათვის. ხოლო ერთმა იბერიელთაგანმა მოისურვა მისთვის თივის წართმევა. რუსმა ატეხა ყვირილი. მასთან დასახმარებლად მოვიდა ერთი მისიანთაგანი. იბერიელმაც მოუხმო თავისიანებს, რომლებიც მოვიდნენ და მოკლეს პირველი რუსი. მაშინ იქ მყოფი ყველა რუსი აღდგა საბრძოლველად. ისინი იყვნენ 6000 ქვეითი, შუბებითა და ფარებით აღჭურვილი. ეს მეომრები ბასილ მეფემ ითხოვა რუსთა მეფისგან (ვლადიმერ იაროსლავის ძე, კიევის დიდი მთავარი), როდესაც მას ცოლად მიათხოვა თავისი და (ანნა), სწორედ ამ დროს ირწმუნეს რუსებმა ქრისტე. ყველა ტაოელი მთავარი და აზნაური გამოვიდა მათ წინააღმდეგ და დამარცხდნენ. აქ დაიღუპნენ დიდი მთავარი, პატრიკოზად წოდებული, ოჩოპინტრეს ორი შვილი გაბრიელი და იოანე, აბუჰარბის შვილიშვილი ჩორტვანელი და სხვანი მრავალნი. ღვთის რისხვა თავს დაატყდა მათ თავიანთი ამპარტავნობისათვის.
მეფე ბასილმა გააგრძელა თავისი გზა. მასთან შესახვედრად მოვიდა ცხენზე ამხედრებული ვანანდის ყმაწვილი მეფე აბასი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და ვასპურაკანის მეფე სენექერიმი, გურგენის ძმა. იმპერატორმა გაიხარა მათი მოსვლით და დაასაჩუქრა ისინი ცხენებით, ჯორებით, მდიდრული სამოსით და ბევრი ოქროთი და გაუშვა თითოეული თავიანთ ქვეყანაში. თვით ბასილ მეფე კი წავიდა და გადავიდა ჰარქის გავარში ქალაქ მანაზკერტში და იქიდან ბაგრევანდში; იგი დაბანაკდა ველზე ქალაქ ვალაშკერტის მახლობლად და დარჩა იქ გაგიკ არმენთა მეფის მოსვლის მოლოდინში. გაგიკმა დამამცირებლად ჩათვალა მასთან მისვლა. გაგიკის დისშვილმა აბუსაჰლმა ცილი დასწამა გაგიკს ბასილ მეფის წინაშე, რის გამოც გაგიკმა უბრძანა თავის შვილს იოანეს აეხორებინათ აბუსაჰლის გავარები კოგოვიტი და წაღკოტი.
ბასილ მეფე გაემგზავრა ქალაქ უხტიქში (იმიერ ტაოში), ტაოელთა ყველა ციხე-სიმაგრე თავის ხელქვეით დაიმორჩილა და სანდო პირებს ჩააბარა ისინი. დარჩენილი ტაოელი აზნაურები კი თან წაიყვანა, რათა დაესახლებინა ისინი ბერძენთა ქვეყანაში. თვითონ კი კარინითა და ხალტო-იარიჭით კონსტანტინეპოლში დაბრუნდა.
იბერიელთა მეფემ გურგენმა თავის შეურაცხყოფად მიიჩნია მაგისტროსის ტიტული, რომელიც მას ბასილ მეფემ უბოძა და რადგანაც მსუბუქი ჭკუის პატრონი იყო, განუდგა მას და მთელი თავისი ჯარით მოვიდა და გაბატონდა ტაოელთა ქვეყანაზე. იგი შეებრძოლა მცირე ციხეს უხტიქს, მაგრამ ვერ შეძლო მისი დაპყრობა, ვერც სხვა რომელიმე ციხე აიღო, ამიტომ შეკრიბა ჯართა სიმრავლე და დაბანაკდა მამრუანის ხეობაში (ტაოში).
ეს რომ ბასილ მეფემ შეიტყო, უბრძანა მაგისტროსს, სახელად კანიკლს, ბერძენთა მთელი ჯარით გამოსულიყო გურგენის წინააღმდეგ, რომელიც იმავე გზით მოვიდა და დაბანაკდა ბასიანის გავარში არმენთა წელთაღრიცხვის 450 (1001) წელს. ორივე მხარე მთელი წელი ამ ადგილას იდგა დაზამთრებამდე. კანიკლმა სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო გურგენთან, რომელსაც ამცნო, რომ ბასილი მეფე აღასრულებდა გურგენის ნება-სურვილს. გურგენი და მაგისტროსი ერთმანეთს შეხვდნენ მეწოფის ტყიან მთასთან, „სურბ-ასტუაწაწინად“ („წმინდა ღვთისმშობელი“) წოდებულ სოფელში, რომელსაც ეს სახელი იქვე მდებარე ეკლესიის მიხედვით აქვს შერქმეული. მათ ერთმანეთს შორის მშვიდობა დაამყარეს და თავიანთ ადგილებში წავიდნენ.
თავი 45
იმის შესახებ თუ როგორ გააპარტახა გაგიკმა ტაშირის ოლქი იბერიის ვაკეზე.
დავიდი (დავიდ I, ტაშირ-ძორაგეტის მეფე 989-1048), გაგიკის (ანისის მეფე გაგიკ I 989-1020) ძმისწული, გაამაყდა და გადაწყვიტა განდგომოდა თავის ბიძა გაგიკს. ამით გაბრაზებული მეფე გაგიკი თავისი ჯარებით დაესხა ტაშირს, შამშულდზე და იბერიის ვაკეზე, ანადგურებდა და ძარცვავდა გზაზე ყველაფერს. მან გაატარა იქ ზამთრის 3 თვე 450 (1001) წელს და გაგის სიმაგრის გავლით მივიდა ახსტევის ოლქში, (ხახბატის მონასტერთან ახლოს, გუგარქის პროვინციაში). მართალია დავიდი ორჯერ ეცადა გაემარტა მისთვის ბრძოლა, მაგრამ არმიის მცირერიცხოვრნობის გამო ვერაფერი მოასწრო გაგიკის მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ. მაშინ პატრიარქ სარგისის (სარქის I 992-1019) შუამდგომლობით გაგიკის უზენაესობა აღიარა და შეხვდა მას შირაკავანში (პატარა ქალაქი, დღევ. ერაზგავორკი შირაქის ოლქში). სარგისმა დაამტკიცა სამშვიდობო შეთანხმება, რომლის მიხედვით დავითს უნდა ეცხოვრა მორჩილებაში გაგიკის მიმართ, როგორც შვილს მამის მიმართ, ხოლო გაგიკს უნდა ყვარებოდა იგი როგორც მამას შვილი.
ბასილ მეფის წასვლის დღეს ბერძენთა ბანაკში მოხდა დიდი ბრძოლა სრულიად უბრალო მიზეზის გამო: დავით კურაპალატის მთავრები და აზნაურები მოვიდნენ და დაბანაკდნენ ბერძენთა ბანაკის ახლოს. რუსთა ქვეითი ჯარიდან ერთ-ერთ მეომარს თივა მიჰქონდა თავისი ცხენისათვის. ხოლო ერთმა იბერიელთაგანმა მოისურვა მისთვის თივის წართმევა. რუსმა ატეხა ყვირილი. მასთან დასახმარებლად მოვიდა ერთი მისიანთაგანი. იბერიელმაც მოუხმო თავისიანებს, რომლებიც მოვიდნენ და მოკლეს პირველი რუსი. მაშინ იქ მყოფი ყველა რუსი აღდგა საბრძოლველად. ისინი იყვნენ 6000 ქვეითი, შუბებითა და ფარებით აღჭურვილი. ეს მეომრები ბასილ მეფემ ითხოვა რუსთა მეფისგან (ვლადიმერ იაროსლავის ძე, კიევის დიდი მთავარი), როდესაც მას ცოლად მიათხოვა თავისი და (ანნა), სწორედ ამ დროს ირწმუნეს რუსებმა ქრისტე. ყველა ტაოელი მთავარი და აზნაური გამოვიდა მათ წინააღმდეგ და დამარცხდნენ. აქ დაიღუპნენ დიდი მთავარი, პატრიკოზად წოდებული, ოჩოპინტრეს ორი შვილი გაბრიელი და იოანე, აბუჰარბის შვილიშვილი ჩორტვანელი და სხვანი მრავალნი. ღვთის რისხვა თავს დაატყდა მათ თავიანთი ამპარტავნობისათვის.
მეფე ბასილმა გააგრძელა თავისი გზა. მასთან შესახვედრად მოვიდა ცხენზე ამხედრებული ვანანდის ყმაწვილი მეფე აბასი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და ვასპურაკანის მეფე სენექერიმი, გურგენის ძმა. იმპერატორმა გაიხარა მათი მოსვლით და დაასაჩუქრა ისინი ცხენებით, ჯორებით, მდიდრული სამოსით და ბევრი ოქროთი და გაუშვა თითოეული თავიანთ ქვეყანაში. თვით ბასილ მეფე კი წავიდა და გადავიდა ჰარქის გავარში ქალაქ მანაზკერტში და იქიდან ბაგრევანდში; იგი დაბანაკდა ველზე ქალაქ ვალაშკერტის მახლობლად და დარჩა იქ გაგიკ არმენთა მეფის მოსვლის მოლოდინში. გაგიკმა დამამცირებლად ჩათვალა მასთან მისვლა. გაგიკის დისშვილმა აბუსაჰლმა ცილი დასწამა გაგიკს ბასილ მეფის წინაშე, რის გამოც გაგიკმა უბრძანა თავის შვილს იოანეს აეხორებინათ აბუსაჰლის გავარები კოგოვიტი და წაღკოტი.
ბასილ მეფე გაემგზავრა ქალაქ უხტიქში (იმიერ ტაოში), ტაოელთა ყველა ციხე-სიმაგრე თავის ხელქვეით დაიმორჩილა და სანდო პირებს ჩააბარა ისინი. დარჩენილი ტაოელი აზნაურები კი თან წაიყვანა, რათა დაესახლებინა ისინი ბერძენთა ქვეყანაში. თვითონ კი კარინითა და ხალტო-იარიჭით კონსტანტინეპოლში დაბრუნდა.
თავი
44
გურგენის
ტაოელთა
ქვეყანაში
და
ბერძენთა
ჯარის
ბასიანის
გავარში
მოსვლის
შესახებ.იბერიელთა მეფემ გურგენმა თავის შეურაცხყოფად მიიჩნია მაგისტროსის ტიტული, რომელიც მას ბასილ მეფემ უბოძა და რადგანაც მსუბუქი ჭკუის პატრონი იყო, განუდგა მას და მთელი თავისი ჯარით მოვიდა და გაბატონდა ტაოელთა ქვეყანაზე. იგი შეებრძოლა მცირე ციხეს უხტიქს, მაგრამ ვერ შეძლო მისი დაპყრობა, ვერც სხვა რომელიმე ციხე აიღო, ამიტომ შეკრიბა ჯართა სიმრავლე და დაბანაკდა მამრუანის ხეობაში (ტაოში).
ეს რომ ბასილ მეფემ შეიტყო, უბრძანა მაგისტროსს, სახელად კანიკლს, ბერძენთა მთელი ჯარით გამოსულიყო გურგენის წინააღმდეგ, რომელიც იმავე გზით მოვიდა და დაბანაკდა ბასიანის გავარში არმენთა წელთაღრიცხვის 450 (1001) წელს. ორივე მხარე მთელი წელი ამ ადგილას იდგა დაზამთრებამდე. კანიკლმა სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო გურგენთან, რომელსაც ამცნო, რომ ბასილი მეფე აღასრულებდა გურგენის ნება-სურვილს. გურგენი და მაგისტროსი ერთმანეთს შეხვდნენ მეწოფის ტყიან მთასთან, „სურბ-ასტუაწაწინად“ („წმინდა ღვთისმშობელი“) წოდებულ სოფელში, რომელსაც ეს სახელი იქვე მდებარე ეკლესიის მიხედვით აქვს შერქმეული. მათ ერთმანეთს შორის მშვიდობა დაამყარეს და თავიანთ ადგილებში წავიდნენ.
თავი 45
იმის შესახებ თუ როგორ გააპარტახა გაგიკმა ტაშირის ოლქი იბერიის ვაკეზე.
დავიდი (დავიდ I, ტაშირ-ძორაგეტის მეფე 989-1048), გაგიკის (ანისის მეფე გაგიკ I 989-1020) ძმისწული, გაამაყდა და გადაწყვიტა განდგომოდა თავის ბიძა გაგიკს. ამით გაბრაზებული მეფე გაგიკი თავისი ჯარებით დაესხა ტაშირს, შამშულდზე და იბერიის ვაკეზე, ანადგურებდა და ძარცვავდა გზაზე ყველაფერს. მან გაატარა იქ ზამთრის 3 თვე 450 (1001) წელს და გაგის სიმაგრის გავლით მივიდა ახსტევის ოლქში, (ხახბატის მონასტერთან ახლოს, გუგარქის პროვინციაში). მართალია დავიდი ორჯერ ეცადა გაემარტა მისთვის ბრძოლა, მაგრამ არმიის მცირერიცხოვრნობის გამო ვერაფერი მოასწრო გაგიკის მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ. მაშინ პატრიარქ სარგისის (სარქის I 992-1019) შუამდგომლობით გაგიკის უზენაესობა აღიარა და შეხვდა მას შირაკავანში (პატარა ქალაქი, დღევ. ერაზგავორკი შირაქის ოლქში). სარგისმა დაამტკიცა სამშვიდობო შეთანხმება, რომლის მიხედვით დავითს უნდა ეცხოვრა მორჩილებაში გაგიკის მიმართ, როგორც შვილს მამის მიმართ, ხოლო გაგიკს უნდა ყვარებოდა იგი როგორც მამას შვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий