ღევონდი იყო VIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, „ხალიფების ისტორიის“ ავტორი, რომელმაც აღწერა სომხეთის პოლიტიკური ისტორია 640-დან 788-მდე. წიგნის ბოლო თავი დაწერა როგორც მოწმემ იმ ამბებისა. წიგნში მოთხრობილია არაბების მართველობის დამყარების შესახებ სომხეთში, სომხების ბრძოლის შესახებ არაბების წინააღმდეგ. წიგნში მოყვანილია ცნობები 703, 748, 762 და 774–775 წწ. აჯანყებების შესახებ. წიგნი შეიცავს არაბეთის ხალიფის ომარ II-ის და ბიზანტიის იმპერატორის ლეონ III-ის მიმოწერას.
ღევონდის ცხოვრების შესახებ არაფერი არაა ცნობილი. წიგნი „ხალიფების ისტორია“ ღევონდის მიერ დაწერილია შაპუჰ ბაგრატუნის (გარდ. 818 წ.) შეკვეთით. ასე რომ, დარწმუნებით შეიძლება ჩაითვალოს რომ ღევონდი ცხოვრობდა და წერდა VIII საუკუნის დასასრულს. არც ერთი სომეხი მწერალი თუ ისტორიკოსი არ გვატყობინებს რაიმე დეტალებს მისი ცხოვრებიდან. ცნობილია მხოლოდ რომ ის იყო ვარდაპეტი, ანუ ღვთისმეტყველების დოქტორი, ბერი მეცნიერი. ასოღიკი და კირაკოსი მას მღვდელს უწოდებენ.
„ხალიფების ისტორიის“ ტექსტი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად და მხოლოდ XIX საუკუნის 40-იან წლებში იქნა აღმოჩენილი. ამასთან ბევრი სომეხი მწერალი იხსენიებს ღევონდს როგორც ამ „ისტორიის“ ავტორს და განსაზღვრავენ ეპოქას, რომელშიც ის ცხოვრობდა. იოანე კათალიკოსმა, რომელიც წერდა IX საუკუნის ბოლოს და Х საუკუნის დასაწყისში, ბევრი რამ ისესხა მისგან პირველი ხალიფების შესახებ; სტეფან ასოღიკი (Х ს. ბოლო) მას აყენებს დროის მიხედვით სებეოსსა და (VII ს.) და შაპუჰ ბაგრატუნს (IX ს.) შორის.
კირაკოს განძაკეცი (XIII ს.) ასევე მოიხსენიებს მას, და ამბობს: ღევონდი წერს რომ, „როგორ მოიქცნენ მუჰამადი და მისი მემკვიდრეები მთელ ქვეყნიერებას, განსაკუთრებით სომხეთს“.
ღევონდი თავის ისტორიას იწყებს მუჰამადის სიკვდილით, ე. ი. 632 წ. და მიდის თავისი თხრობით სტეფანოზ I კათოლიკოსად კურთხევამდე, ე.ი. 788 წ-მდე. აქედან გამომდინარე პერიოდი რომელსაც ის აღწერს მოიცავს 156 წელს, ან მიახლოებით პერიოდს. თავიდან ის მოგვითხრობს არაბების პირველ შემოსევებს სპარსეთში და სომხეთში; შემდეგ ის საუბრობს სომხებისა და სხვა კავკასიელი ერების არაბების მიერ დამორჩილებაზე. ომების შესახებ არაბებსა და სომხებს, ბერძნებს და ხაზარებს შორის. „ისტორიის“ ეს ნაწილი იწვევს დიდ ინტერესს რადგან აქ მოთხრობილია ისეთი ისტორიული წვრილმანები ვრცლად არაბებისა და ხაზარების შესახებ, რაც აქამდე საერთოდ არ იყო ცნობილი.
განსაკუთრებით დაწვრილებით აღწერს ღევონდი არაბთა დაპყრობებისა და მძიმე საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების შედეგად სომხეთში შექმნილ ეკონომიკურ გაჭირვებას და ამით გამოწვეულ გამოწვეულ აჯანყებებს, რომლებიც ხშირად საქართველოსა და ალბანეთშიც პოულობდა გამოძახილს.
წიგნის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს პასუხი ლეონ III ისავრიელისა ხალიფ ომარ II-ის წერილზე, რომელიც იმედოვნებდა იმპერატორის ისლამის მიღებაზე. ომარის წერილი ჩვენამდე მთლიანობაში არაა მოღწეული, თუმცა იმპერატორის პასუხი მთლიანადაა მოღწეული და წარმოადგენს მეტად საინტერესო ნიმუშს რელიგიურ-პოლემიკური შინაარსის წერილებისა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის ახსნისას ღევონდი ტენდენციურობასა და ვიწრო ისტორიულ თვალთახედვას ამჟღავნებს, მაინც მისი „ისტორია“ საინტერესო პირველწყაროს წარმოადგენს ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის აღსაწერად.
ხალიფების ისტორია
თავი II
არაბთა პირველი შემოსევა არმენიაში
ერთობლივი აჯანყება და ხაზართა დამარბეველი ლაშქრობა
არაბთა პირველი შემოსევა არმენიაში
შემდგომ წელს1 ისმაიტელებმა დაიწყეს შეტევა სპარსეთის მეფეზე. შეკრიბეს დიდი
ლაშქარი, ისინი დაიძრნენ სპარსეთის მეფე
იაზკერტის2, ხოსროს შვილიშვილის წინააღმდეგ. იაზკერტმა აგრეთვე შეკრიბა თავისი ჯარები და ომობდა მათთან მაგრამ ვერ
შეძლო გამკლავებოდა მათ.
მისი მთელი ლაშქარი განადგურდა, ხოლო თვით მეფე
მოკლეს, და იმ
დროიდან დაინგრა სპარსეთის სამეფო, რომელიც ბატონობდა 481 წელი.
ისმაიტელებმა გაძარცვეს ქვეყანა და
სამეფო საგანძური წაიღეს თავიანთ მიწაზე. გამოყო თავისი არმიიდან დიდი
ნაწილი სპარსეთის მხრიდან არმენიაზე თავდასასხმელად, მათ გაანადგურეს მიდიის სოფლები, გოღთნის ოლქი3 და
ნახიჩევანის მიდამოები. მამაკაცთაგან ბევრი დახოცეს, სხვები კი ცოლებთან და შვილებთან ერთად წაიყვანეს ტყვედ, გადაიყვანეს არაქსზე ჯულფინის ფონით4. მაშინ ლაშქარი გაიყო ორ რაზმად, ერთი აცილებდა ტყვეებს, მეორე კი დაესხა არტაზის ოლქს5 და ბერძენ სარდალ პროკოპის, რომელიც იყო ინკოზოვტის ოლქში6 ბაზუცორისა და მარტუცის მიმდებარედ. თეოდოროსმა7 რშტუნის გვარიდან გაიგო მომხდარის შესახებ და აცნობა პროკოპის, რომ ისმაიტელთა მარბიელი ჯარი მოემართება ჩვენსკენო. თუმცა იმან, ენდობოდა რა თავის ჯარის მრავალრიცხოვნებას და არა ღმერთს, რომ წარმატებით დაასრულებდა ომს, უკუაგდო არმენთა მთავრის სიტყვები. თეოდოროსი არ დამშვიდდა და კიდევ არაერთხელ გაუმეორა ბერძენთა სარდალს. მაშინ განრისხდა პროკოპი და შეურაცხყოფა მიაყენა. ნაწყენი თეოდოროსი გამოეყო თავისი ჯარით ეხბარკის ბორცვთან ხეობაში შესასვლელი დაიკავა, სადაც ბევრი მტერი მოსრა, რის შემდეგაც წავიდა გარნის მხარეში8. მაშინ უბრძანა პროკოპიმ თავის ჯარებს მეტრზე შესატევათ, თუმცა მტერმა დაასწრო, თავს დაესხა და გაჟლიტა ბერძენთა ჯარის დიდი ნაწილი, დანარჩენი კი გააქცია, რომელთაც ბანაკამდე სდიეს, რომლებიც შემდეგ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ამბობენ, რომ ბერძენთა ჯარის რაოდენობა აღწევდა 60000-ს, ხოლო ისმაიტელებს 10000. მეორე დღეს აიღეს მთელი ნადავლი ბანაკიდან არაბები დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ყველაფერი ეს მოხდა 22-ე წელს აბუბექრის, ომარისა და ოსმანის მმართველობისა9. 3 წელი ისინი აღარ დასხმულად არმენიას. მაგრამ 26-ე წელს კვლავ მოემზადნენ არმენიაზე თავდასასხმელად ძლიერი ჯარით.
მეორე წელს კონსტანტინეს მეფობისა (კონსტანტ II, აკურთხეს 641 წ. სექტემბერში) ბერძენთა იმპერატორისა, ჰერაკლეს შვილიშვილისა, გააფრთხილა თეოდოროს მთავარმა, რომ უცხოტომელები მოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაზე. მაშინ მან შეკრიბა ჯარები და სურდა ჩაეკეტა ვიწრობებში გასასვლელები, მაგრამ ვერ შეძლო, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან მტერმა მოუარეს მათ და გაემართნენ დედაქალაქ დვინზე. ქალაქი დაცლილი იყო ხალხისგან, რომელთაც შეეძლოთ იარაღის ტარება, რადგან ისინი თეოდოროსთან ერთად იყვნენ. ქალაქში მტერს დახვდა მხოლოდ ცოლები, შვილები და უბრალო ხალხი, რომელთაც ბრძოლა არ შეეძლოთ. შედეგად ქალაქი თავდასხმისთანავე აიღეს, ციხე-სიმაგრეში მყოფი მამაკაცები გაჟლიტეს, ხოლო მათი ცოლები და შვილები 30000 რაოდენობის (31) წაიყვანეს ტყვედ.
შენიშვნები
1. „შემდგომ წელს“ გაურკვევლად
არის
ნათქვამი. ქრონოლოგიურად მოსდევს იარმუქის ბრძოლას (636 წ. აგვისტო) და გამოდის 637 წელი. ამ წელს არაბებს მართლაც ჰქონდათ სპარსეთში ბრძოლები და ძველი დედაქალაქი ქტესიფონიც (ამდროისთვის
საზაფხულო
რეზიდენცია
მადაინი)
კი
აიღეს,
თუმცა
არმენიაში
ლაშქრობა
ყველა
წყაროთი
უფრო
გვიან
ჩანს,
მინიმუმ
ორი
წლის
შემდეგ
მაინც.
2. იეზდიგერდ III, სპარსეთის
შაჰინშაჰი
632 წლის
16 ივნისიდან.
642 წლის
გაზაფხულზე
ნეჰავენდის
გადამწყვეტ
ბრძოლაში
დამარცხების
შემდეგ
მან
დაკარგა
ირანის
დიდი
ნაწილი
და
ქვეყნის
აღმოსავლეთ
ნაწილში
გადაიხვეწა,
სადაც
მოკლეს
651 წელს.
3. ვასპურაკანის
36 ოლქიდან
ერთ-ერთი. სიუნიქის
მიმდებარედ.
4. ჯულფა იყო ქალაქი
გოღთნის
ოლქში.
5. ვასპურაკანის
ერთ-ერთი ოლქი.
6. ინკოზოვტი უნდა იყოს კოგოვიტის გადამწერის
მიერ
შერყვნილი
სახელი,
აირარატის
ერთ-ერთი ოლქი.
7. თეოდოროს რშტუნი
636 წელს
ნახარარებმა დავიდ საგარუნის განდევნის
შემდეგ აირჩიეს მარზპანად.
არაბთა
შემოსევების
დაწყების
დღიდან
იგი
მუდმივად
ეხვეწებოდა
ბიზანტიას
დახმარებას
და
როდესაც
ვერაფერს
მიაღწია,
643 წელს
გადავიდა
არაბთა
მხარეს
და
დარჩა
მათთან
სიკვდილამდე
(654 წ.).
მისი
შვილი
ვარდ
პატრიკი
უკანასკნელი
რშტუნი
იყო.
რშტუნები
ფლობდნენ
მამულს
ვანის
ტბის
სამხრეთით
ვასპურაკანის
პროვინციაში.
8. გარნი (გარნისი) იყო გეგაკუნის
ოლქის
მთავარი
ქალაქი,
სიუნიქის
პროვინციაში.,
სევანის
(გეგამის,
გოგჩის)
ტბის
ახლოს.
9. ისინი 618 წელს გამაჰმადიანდნენ და მაღალი თანამდებობები დაიკავეს მუჰამედის გარემოცვაში, შესაბამისად ისლამით მათი მმართველობა აქედან აითვლება და 22 წელი =640 წ.
თავი III9. ისინი 618 წელს გამაჰმადიანდნენ და მაღალი თანამდებობები დაიკავეს მუჰამედის გარემოცვაში, შესაბამისად ისლამით მათი მმართველობა აქედან აითვლება და 22 წელი =640 წ.
ერთობლივი აჯანყება და ხაზართა დამარბეველი ლაშქრობა
… გრიგორ არმენთა მთავარმა თავისი მმართველობის დროს (662-683) არმენთა ქვეყანა ყველა მძარცველთა თავდასხმებისგან დაიცვა. იგი იყო ღვთის მოშიში, კაცთმოყვარე, სტუმართმოყვარე, ღატაკთა მასაზრდოებელი, ეწეოდა ღვთისმსახურებას. მან არაგაწოტნის1 გავარში, დაბა არუჭში2 აღმართა სამლოცველო, ღმრთის დიდებისა და სახელის ტაძარი და მორთო და შეამკო იგი თავისი სახელის უკვდავსაყოფად. ტაჭიკთა (ე.ი. არაბთა) შორის შიდაბრძოლის დროს არმენებმა, ქართველებმა და ალბანელებმა3 30 წლიანი მორჩილების შემდეგ შეწყვიტეს ხარკის გადახდა. მათმა ამბოხებამ სამ წელს გასტანა (679-682). მეოთხე წელს (683) არმენია დაიპყრო ჩრდილოელმა ხალხმა ხაზარებმა. ბრძოლაში მოკლეს გრიგორ მთავარი და ბევრი ქართველი და ალბანელი ნახარარი და მთავარი. თვითონ მათ კი მარბიელი მოჰფინეს არმენიის ქვეყანას, დაიპყრეს მრავალი გავარი და დაბა, ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი და ტყვეები და თავიანთ ქვეყანაში წავიდნენ.
შენიშვნები
1. არარატის პროვინციის 20 გავარიდან ერთ-ერთი. ეკუთვნოდა ამატუნებს. იქ იყო ქალაქები ოშაკანი და ფარპი.
2. სოფელი არაგაწოტნში.
3. თუ პირდაპირ გამოვიანგარიშებთ, 643 +30=673, თუმცა სხვა წყაროებით ეს მოვლენები მინიმუმ 10 წლით მოგვიანებით უნდა მომხდარიყო.
თავი V
... ასურეთში წასვლის წინ მუჰამედმა არმენიაში თავის ნაცვლად დასტოვა ერთი მთავარი ისმაიტელთაგან, რომელმაც ბოროტება განიზრახა - არმენიელთა ქვეყანაში აზნაურთა და მხედრების მოსპობა. მაგრამ მისი განზრახვა მალე გამჟღავნდა სმბატ ბაგრატუნის (არმენიის კურაპალატი 695-704 წლებში), სხვა ნახარარებისა და მათი მხედრების მიერ. სმბატმა შეიტყო რა ამ ვერაგობის ამბავი, მოიხმო თანამზრახველი აზნაურები - აშოტ მთავრის შვილი და სმბატი, თეოდოროს მთავრის შვილი ბარდა, თავისი ძმა აშოტი და სხვა ნახარარები. მათ მოითათბირეს, რომ ეპოვათ ხსნის საშუალება. გადაწყვიტეს დაეტოვებინათ არმენია და გამგზავრებულიყვნენ ბერძენთა მეფესთან...
მთავრებმა მდინარე არაქსის ნაპირზე გადალახეს უღაიეს საზღვარი და მიაღწიეს დაბა აკორს. ისმაიტელთა ჯარი, 5000-ზე მეტი კაცი, რომელიც ნახიჭევანში იმყოფებოდა, დაედევნა მათ და სურდა შეპყრობა. როცა ამ დადევნების ამბავი არმენთა ჯარამდე მიაღწია, ისინი გადავიდნენ მდინარე არაქსზე და დაბა ვარდანაკერტში დამკვიდრდნენ. ხოლო ტაჭიკთა ჯარი ფეხდაფეხ მისდევდა მათ... მაშინ თვით ყოვლისშემძლე ღმერთი დაეხმარა არმენთა ჯარს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ 2000 კაცზე ნაკლები იყო, მოწინააღმდეგეთა დიდძალი რაოდენობა ამოწყვიტა. ძალიან ცივი დღეები იდგა. ცივი ქარის ქროლვა ხელს უშლიდა ისმაიტელთა ჯარს გამოემჟღავნებინა თავისი მხნეობა და ძლიერება. ისინი მთელი რამე არ ჩამომხდარან ცხენებიდან, გათენებისას კი მახვილის მსხვერპლნი შეიქნენ. ისინი, რომლებიც გადაურჩნენ მახვილს, გადაეშვნენ მდინარე არაქსში, რომელიც იმ დროს გაყინული იყო სასტიკი ყინვების გამო. მაგრამ როცა ჯართა სიმრავლემ თავი მოიყარა ყინულზე, ყინული ჩატყდა და დაიღუპა ყველა ვინც მახვილს გადაურჩა...
ხოლო მტრის ნადავლით გამდიდრებულმა არმენთა ჯარმა თავისი გამარჯვების შესახებ ბერძენთა მეფეს აცნობა. მტრის ნადავლიდან მათ ბერძენთა მეფეს გაუგზავნეს რჩეული არაბული ცხენები და დაცემულთა გვამებიდან ნესტოები.
მიიღო რა საჩუქრები, იმპერატორმა ქება-დიდებით მოიხსენია ღმერთი და მადლობა გადაუხადა სმბატს, მასთან მყოფ ნახარარებსა და მათ ჯარებს. მანვე კურაპალატის პატივი უბოძა სმბატს სამეფო წესისამებრ. მიიღო რა ასეთი პატივი იმპერატორისგან, სმბატი თავის ჯართან ერთად გაემგზავრა ტაოს ქვეყანაში, ჩაიკეტა თუხარისის ციხეში და ერიდებოდა ისმაიტელებს.
თავი VI
ვალიდ I-ის ხანა (705-715)
ვალიდ I-ის ხანა (705-715)
... ნახარარები ჩაამწყვდიეს საპყრობილეში და აწამეს წარმოუდგენელი ტანჯვა-წამებით. ითხოვდნენ მათგან დიდძალ ვერცხლსა და ოქროს და პირდებოდნენ განთავისუფლებას გამოსაღები ვერცხლის მიღების შემდეგ. მწვალებლები ფიცით ამტკიცებდნენ თავიანთ ყალბ დანაპირებს. ხოლო მთავრებმა ტანჯვა-წვალების შიშით მისცეს მათ დიდძალი განძი, რომელიც მძარცველთაგან გადამალული ჰქონდათ ზღვასა და ხმელეთზე. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მისცეს რა განძი მტერს, თავს იხსნიდნენ. მთავრებმა გადასცეს მტერს თავისი ქონება, ურჯულოებმა კი მაინც შეუკრეს მათ ხელები და სიკვდილს მისცეს, აწამეს რა ისინი სახრჩობელით. ასე დაიღუპნენ აშოტ ბაგრატუნის შვილი სმბატი, გრიგორი და კორიუნი არწრუნთა გვარიდან, ვარაზ-შაპუჰი და მისი ძმა ამატუნთა გვარიდან და სხვა მრავალნი არმენ ნახარართაგან, რომელთა სათითაოდ დასახელება მე არ შემიძლია. ყველა ისინი ამოწყვიტეს და ასე უმემკვიდრეო ქმნეს ქვეყანა ნახარართაგან.
მას შემდეგ რაც არმენთა ქვეყანაში ამოწყდა სანახარარო საგვარეულო, მცხოვრებლები, როგორც ცხვრები, მგლებს ჩაუვარდნენ ხელთ. მტერმა ყოველნაირი ბოროტება, დიდი უბედურება და საფრთხე თავს დაატეხა არმენთა ქვეყნის მცხოვრებლებს, რომლებიც ძალიან შეაწუხა გაჭირვებამ და მოუსვენარმა ცხოვრებამ. მათი კვნესა და ოხვრა ცას წვდებოდა. სუმბატ კურაპალატმა და სხვა ნახარარებმა დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და ბერძენთა მეფეს სთხოვეს ქალაქი საცხოვრებლად და საძოვრები თავიანთი ჯოგებისთვის. მეფემ მისცა მათ ქალაქი ფოთი ეგრისელთა ქვეყანაში. სადაც 6 წელი დაჰყვეს.
ეს ბოროტებანი მუჰამედმა აღასრულა. საჩივრებმა ისმაიტელთა გამგებლის ვალიდის ყურამდე მიაღწია. მან სასწრაფოდ მოიწვია იგი და მის ნაცვლად გამოგზავნა ვინმე აბდალ-აზიზი, რომელიც ყრუ იყო, მაგრამ ძალიან გაიძვერა და უყვარდა ლაპარაკი არაკებით. ხელისუფლების დაუფლებისთანავე მან შეუთვალა არმენ ნახარარებს, რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში. მან ფიცის წიგნიც მისცა მათ ჩვეულებისამებრ. მთავრებმა დაიჯერეს მისი ფიცი, დაიტაცეს საგანძურები და გაძარცვეს იმ ქალაქის ეკლესიის საკურთხეველი, სადაც ცხოვრობდნენ, შემდეგ კი გაუდგნენ რა კეისარს, დაბრუნდნენ არმენიაში. ეს რომ ბერძენთა მეფემ შეიტყო, შეწუხდა მათი ბოროტმოქმედების გამო, მოიხმო ეკლესიის წინამძღვრები, მიტროპოლიტი და არქიეპისკოპოსები, უბრძანა დაეწერათ ანათემა და ზატიკის დღესასწაულის (აღდგომის კვირეული) აღსრულებისას წაეკითხათ იგი, რადგანაც ეს ბოროტმოქმედება ამ დღესასწაულის დღეს ჩაიდინეს. ამის შემდეგ დაწესდა ამ დღესასწაულისათვის დღეს ყოველ წელს ანათემისათვის გადაეცათ ბოროტმოქმედნი. ეს წესი დღემდე ხორციელდებოდა. ყოველივე ამან ძლიერ იმოქმედა მათზე და იგი შეიქნა მათი დაღუპვის მიზეზი.
თავი VII
მის შემდეგ ხელისუფლებას დაეუფლა სულეიმანი (715-717), რომელიც 2 წლისა და 8 თვის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ასეთი იყო:
თავისი გამგებლობის მეორე წელს მან შეკრიბა დიდძალი ჯარი, ხელთ მისცა ჯარების სარდალს მსლიმს (მოსლემაჰ ან
მასლამა) და გაგზავნა იგი კასპიის კარისკენ. ისმაიტელთა ჯარები მოვიდნენ და ქალაქ დარუბანდთან შეებრძოლნენ ჰონების (საბირების) ჯარებს, დაარბიეს და ააოხრეს ციხის კოშკი და ზღუდეები. ციხის ზღუდის ნგრევისას, მის საძირკველში მათ იპოვეს ერთი დიდი ქვა, რომელზედაც ამოკვეთილი იყო შემდეგი წარწერა: „თვითმპყრობელმა კეისარმა მარკიანემ აღაშენა ეს ქალაქი და კოშკი თავისი საგანძურებიდან დიდძალი ტალანტის დახარჯვით. შემდეგში კი ისმაიტელები დაანგრევენ მას და აღადგენენ თავიანთი საგანძურებიდან“. იპოვნეს რა ეს წარწერა ქვაზე, ისმაიტელებმა შეწყვიტეს ნგრევა, დააყენეს ხელოსნები და კვლავ ააშენეს დანგრეული ზღუდე.
მსლიმი დიდძალი ჯარით გადავიდა ჭორის გასასვლელით, მარბიელი მოჰფინა ჰონთა ქვეყანას და დაიბანაკა ჰონთა ქალაქ
თარგუსთან (დღევ. ტარკი). ქვეყნის მცხოვრებლებმა რა დაინახეს ავაზაკები, რომლებიც
თავს დაესხნენ მათ, სასწრაფოდ აცნობეს ამის შესახებ ხაზართა მეფეს, ხაკანს. ხოლო
ხაკანი დიდძალი ჯარისა და უძლეველი ბუმბერაზების თანხლებით, რომელთა სიმამაცე და
სიძლიერე ყველა ხალხისთვის ცნობილი იყო, მოვიდა და მის ახლოს დაიბანაკა. დიდი ხნის
განმავლობაში ერთმანეთს ებრძოდნენ არა გუნდი გუნდს, არამედ მებრძოლი მებრძოლს.
ხოლო ხაკანი აყოვნებდა ბრძოლაში ჩაბმას ალფ-თარხანის მოსვლის მოლოდინში, რომელსაც
მოუხმო დასახმარებლად. ჯართა სიმრავლის დანახვისას მსლიმმა აღარ იცოდა რა
მოემოქმედა და გადაწყვიტა გამოენახა რაიმე საშუალება მათგან თავის დასაღწევად. მან
უბრძანა თავის ჯარებს ძლიერი ცეცხლი
მოედოთ ბანაკისათვის. მსლიმმა იქ დასტოვა ბანაკის ქონება, მძევლები,
მსახურები, მონები და სხვა ავლა-დიდება და გაემართა კავკასიის მთით, გაჩეხა ტყეები
და ასე გაიკვალა გზა, დიდი სიძნელით იხსნა თავი მტრის ხელთაგან. ასე შერცხვენილი
და შეძრწუნებული იგი ჰონთა ქვეყანაში დაბრუნდა.
აღასრულა რა ყოველივე ეს მსლიმი
გარდაიცვალა.
თავი XXI
ამ დროს ისმაიტელთა
გამგებელმა ჰეშიმმა (ხალიფა ჰიშამი, 724-743) არმენიაში გამოგზავნა სეთის ნაცვლად, რომელსაც ჰარაშს უწოდებდნენ, მუჰამედის შვილი მურვანი (მომავალი ხალიფა მერვან II 744-750 წლ-ში). როდესაც მურვანმა ქალაქ დვინს მიაღწია, მას მიეგებნენ არმენი ნახარარები, რომლებსაც მურვანი მშვიადობიანად ესაუბრა. მან თავისთან მოიხმო ვასაკის შვილი აშოტ ბაგრატუნი (732-745; 746-748. გარდ. 761 წ.), უბოძა მას პატრიციობა (ე.ი. ხელისუფლება) არმენთა ქვეყანაზე ჰეშიმის ბრძანებით და დიდი პატივით განადიდა იგი. სმბატის (მამიკონიანის) შვილებმა (გრიგორი და დავიდი) რა დაინახეს ის პატივისცემა, რომლითაც სარგებლობდა აშოტი ჰეშამისა და სარდალ მურვანის თვალში, შეიძულეს აშოტი. როდესაც ეს შეიტყო მუჰამედის შვილმა, მაშინვე ბრძანა შეეპყროთ გრიგორ და დავიდ მამიკონიანები, რომლებიც ისმაიტელთა გამგებელს გაუგზავნა და დაწერა მათზე დაბეზღება, რომ ისინი აჯანყდნენ და არ ემორჩილებიან აშოტის ხელისუფლებასო. ჰეშამმა ბრძანა მათი წაყვანა ემანის უდაბნოში და იქ სატუსაღოში ჩამწყვდევა სიკვდილამდე.
განიმტკიცა რა ხელისუფლება, აშოტი გაემართა ისმაიტელთა გამგებელთან ჩვენი ქვეყნის დასუსტების გამო, რადგანაც უკვე 3 წელია ხაზინიდან არ უხდიდნენ ხელფასს არც არმენ ნახარარებს და არც მათ მხედრებს. წარსდგა რა ჰეშიმის წინაშე, აშოტი მოწიწებით და გონივრულად ელაპარაკებოდა მას, ამიტომ ხალიფამ განადიდა იგი ღირსებისამებრ და შეუსრულა თხოვნა. ბრძანა მიეცათ მისთვის ფული 3 წლის მანძილზე, წელიწადში 100000 მონეტის რაოდენობით. ამ დროიდან მოკიდებული მისი მმართველობის დასასრულამდე არმენიის ცხენოსანი ჯარი ღებულობდა ვერცხლის ამ გამოსაღებს.
თავი XXII
ამის შემდეგ მუჰამედის
შვილმა მურვანმა დიდძალ ჯარს მოუყარა თავი, თან წაიყვანა აშოტ მთავარი, სხვა
ნახარარები, მათი ცხენოსნები და მათთან ერთად დაესხა ჰონებს1. ამოჟლიტა რა ქალაქის ჯარები, დაეუფლა ქალაქს (იგულისხმება ქ. ვარაჩანი).
როდესაც ქალაქის მცხოვრებლებმა დაინახეს, რომ მძარცველებმა დაიპყრეს ქალაქი,
დაიწყეს თავიანთი ქონების გადაყრა ზღვაში, სხვები კი თვითონ გადაეშვნენ ზღვაში და
დაიღუპნენ მის სიღრმეში. შეიპყრეს რა გადარჩენილები თავიანთი ქონებით, ისმაიტელთა
ჯარები და მურვანი აშოტთან ერთად დიდძალი ქონებით ავსებულნი დაბრუნდნენ
გამარჯვებული ჰონთა მხარეებიდან. მიაღწიეს რა შაჰასტან-პარტავს (პარტავი, ბარდა),
მურვანმა ნადავლის მეხუთედი ნაწილი და ტყვეები თავის გამგებელს ჰეშამს გაუგზავნა
წერილთან ერთად, რომლითაც მას გამარჯვებას აუწყებდა.
მიიღო რა საჩუქრები
ნადავლიდან, ხალიფამ დიდი მადლობა გადაუხადა მურვანსა და მის ჯარებს, ხოლო მისი
ძმა მსლიმი დატუქსა, მოჰყავდა რა მაგალითად მხნე მურვანის გამარჯვება. ასეთ
საყვედურზე მან უპასუხა: „მე ხალხთან კი არ მიხდებოდა ბრძოლა, არამედ ღმერთთან,
ხოლო იგი ებრძოდა პირუტყვებს“. დანარჩენი ნადავლი და ტყვეები მურვანმა თავის
ჯარებს დაუნაწილა. ნაწილი მონებისა მან აშოტსა და სხვა საპატიო ნახარარებს უბოძა...
არმენიაში თავისი
განმგებლობის პერიოდში ეზიდმა (იაზიდ იბნ ასიდი, 752-754, 759-769, 775-780) ელჩობა გაუგზავნა ჩრდილოეთის მეფეს ხაკანს,
რომელთანაც დამოყვრებას ცდილობდა, რათა ამ გზით მშვიდობიანობა დაემყარებინა მასთან
და ხაზართა ჯარებთან. ხაზართა მეფე დასთანხმდა ცოლად მიეცა მისთვის თავისი და,
სახელად ხათუნი, რომელთანაც ერთად ეზიდს გაუგზავნა დიდძალი რიცხვი მონათა,
მსახურთა და მოახლეთა, მაგრამ ხათუნი მალე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაირღვა მათ შორის
თანხმობა, რადგანაც მისი სიკვდილს ვერაგობასა და ბოროტებას მიაწერდნენ. ხაკანმა
დიდძალი ჯარი შეკრიბა, ხელთ მისცა იგი თავის სარდალს ხათირლითბერის ტომიდან,
სახელად რაჟუ-თარხანს და გაგზავნა იმ ქვეყანაზე თავდასასხმელად, რომელსაც ეზიდი
განაგებდა. ხაზარებმა მარბიელი მოჰფინეს უდიდესი მდინარე მტკვრის ჩრდილოეთ მხარეს.
მათ ალბანელთა ქვეყანაში მრავალი გავარი დაიპყრეს: ჰეჯარი, ქაღა, ოსტანი,
მარზპანიანი (მარცპაკანი ან იმარცპანი), ჰაბანდი, გეგავუ (დეგაიგე), შაქი, ბიესი (ბეხი),
ხენი (ეხნი), კამბეჩოვანი, ხოზმასი. ხელთ იგდეს აგრეთვე ბაგასანის მომხიბვლელი ველი, საიდანაც გარეკეს ცხვრისა და საქონლის ურიცხვი ჯოგები. ხაზარებმა ქართველთა 7 გავარიც დაიპყრეს: შუჩქი (შურჩქი ან შალკი), ქვეგ-გაფორი (ქველდაფარა), ჩელდთი (ძეგდი), წუქეთი, ველისციხე, თიანეთი და ერკი (ერპა ან ხერკი). შეაგროვეს რა დიდძალი ტყვე და ნადავლი, ისინი თავიანთ სამკვიდრებელში დაბრუნდნენ...
შენიშვნა
1. საბირი ჰუნები VI საუკუნეში ჩრდ-აღმ. კასპიისპირეთიდან გადმოსახლდნენ დღევ. დაღესტანში სადაც VII ს-ში შექმნეს სახელმწიფო, რომელმაც იარსება VIII ს-ის დასაწყისამდე.
თავი XXXIV
ეხლა უნდა მოგითხროთ
დაუნდობელ ისმაიტელთა მიერ ჩადენილი მხეცური და ულმობელი საქციელის შესახებ. თავს
დამტყდარი გაჭირვებისა და შევიწროების გამო არმენი ნახარარები იძულებული შეიქნენ
ხსნის ისეთი ღონისძიებისთვის მიემართათ, რომლის განხორციელებაც არ შეეძლოთ
მცირერიცხოვნების გამო. გაჭირვებულ ცხოვრებას მათ მხნედ სიკვდილი ამჯობინეს:
გადაწყვიტეს აჯანყება და უარი თქვეს ისმაიტელთა მორჩილებაზე. ყოველივე ეს წამოიწყო
არტავაზდ მამიკონიანმა. იგი წავიდა დედაქალაქ დვინს, თავი მოუყარა დიდძალ ჯარს,
შეიძინა იარაღი და საბრძოლო საშუალებანი და შეჭურვა რა ჯავშნით, მუზარადითა და
იარაღით ისმაიტელთა ჯარის ერთგულად მოაჩვენა ყველას თავი, თითქოს მათი მტრის
წინააღმდეგ ემზადებოდა საბრძოლველად. მაგრამ იგი მალე განშორდა ისმაიტელებს და
წავიდა შირაკის გავარში, სოფელ კუმაირში, სადაც მოკლა ხარკის ამკრები, ხელთ იგდო
მთელი მისი ქონება და იქიდან ქვეყნის სხვა ნახარარებთან ერთად იბერიელთა ქვეყნის
მხარეებისკენ გაემართა. როდესაც ქალაქ დვინში მიაღწია ამბავმა ჰმაიაკის შვილების
მიერ ჩადენილი დიდი ბოროტმოქმედების შესახებ, მუჰამედმა სწრაფად შეკრიბა დიდძალი
ჯარი და არმენთა სპარაპეტის სმბატ აშოტის ძისა (მთავარი 761-772 წლებში) და სხვა ნახარართა თანხლებით
დაედევნა მათ. მუჰამედმა მიაღწია იბერიელთა ქვეყანას, სამცხის გავარს, დაიპყრო
გასასვლელები, დაიბრუნა ნადავლის ნაწილი, ხოლო აჯანყებულები გააძევა არმენიის
ქვეყნიდან. ხოლო ისინი წავიდნენ და თავშესაფარი ჰპოვეს ეგრისელთა ქვეყანაში.
არტავაზდმა კი თვით მიიღეს ხელისუფლებმა ეგრისისა და იბერიისა.
თავი XXXX
... ეს მოხდა მუსას (აბუ მუჰამად მუსა ალ-ჰადი, ხალიფა 785-786) გამგებლობის დროს ხაზმის მმართველობისას, წმინდა ღმრთის გამოცხადების დღეს, არმენთა წელთაღრიცხვის 233 (785 წ. იანვარი) წელს. ერთი წლის გამგებლობის შემდეგ გარდაიცვალა მუსა. მის
დროს ტანჯვით მოკლეს ქართველთა მთავარი: ხელებითა და ფეხებით ასწიეს მაღლა და
შუაზე გააპეს. ასე მოუსპეს მას ახალგაზრდა სიცოცხლე. ასე დაიღუპა იგი, როგორც
ცხვარი სასაკლაოზე. აღასრულა რა ყველა ეს ბოროტებანი, ერთი წლის შემდეგ იგი
გარდაიცვალა.
თავი XXXXI
მას შემდეგ ხელისუფლებას
დაეუფლა მუჰამედის შვილი, მუსეს ძმა, აჰარონი (ჰარუნ ალ-რაშიდი, ხალიფა 786-809), ხარბი და ანგარი პიროვნება. თავისი
გამგებლობის დროს აჰარონს წინააღმდეგობას უწევდა მისი ძმა ოვბედლა (უბეიდ ალლაჰ);
სწორედ ამ უთანხმოებამ აიძულა აჰარონი დაეთმო თავისი ძმისთვის ატრპატაკანი,
არმენია, ქართლი და ალბანეთი და ქვეყნის მმართველობა, თავისი ჩვევისა და ბუნების შესაბამისად აღვირახსნილ და ბოროტ უღმრთო გამგებლებს მიანდო, რომლებსაც არ გააჩნდათ ღმრთის შიში და მორიდება - პირველად ეზიდს, მიზდის შვილს (ეზიდ იბნ-მუზიდ შეიბანი, იგივე მეზიდი, 788-788; 799-801), ხოლო ცოტა ხნის შემდეგ აბდალქებირს, რომელიც არც სიკეთეს სჩადიოდა, არც ბოროტებას, მაგრამ უფრო სიკეთის იმედს იძლეოდა. აბდალქებირი შეცვალა ვინმე სულეიმანმა, რომელმაც ყველას გადააჭარბა ვერაგობითა და ბოროტმოქმედებით. ამის შემდეგ თვითონ ოვბედლა მოვიდა ქალაქ პარტავში და სულეიმანი ქვეყნის მთავრად დაამტკიცა, მას ხელთ ჩაუგდო უფლის ხალხი, როგორც ცხვარი ქვეყნის ამაოხრებელ მგლებს.
მან ხალხს გადასახადების მძიმე და აუტანელი უღელი დაადგა, რომლის ატანა აღარ შეეძლოთ. მცხოვრებლებმა
მთელი თავიანთი ქონება მათ მისცეს და მაინც ვერ შეძლეს ისმაიტელთაგან თავის
გამოსყიდვა. სულეიმანმა არმენიაში გამოგზავნა ერთი ურჯულო კაცი, სახელად იბნდოკი,
ჰორომი, რომელიც იყო დაბალი წარმოშობით, მხევლის შვილი, სულეიმანის სიძე. იგი
მოვიდა ქალაქ დვინში და საშინელი და შემავიწროვებელი გადასახადებით შეაწუხა
ქვეყნის მოსახლეობა. მასთან თავი მოიყარეს ნახარარებმა და რამიკებმა სასულიერო პირთა
და ესაია კათალიკოსის თანხლებით. და სთხოვეს იბნდოკს იმ ხარკის აუტანელი სიმძიმის
შემსუბუქება, რომელსაც იგი ითხოვდა, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს, რადგანაც უფლის
რისხვამ ქრისტიანთა ტომი ხელთ მისცა ულმობელთ. მან ქვეყნის მხარეებში დაგზავნა
ხარკის ამკრეფნი და უბრძანა მათ, რომ ორმაგად მოეთხოვათ გადასახადი, თან მოკლე
დროში. მისი ბრძანება აღსრულდა. ამ ბრძანების აღსრულებისას, ეშმაკის შვილმა
სასწრაფოდ სხვა ბოროტება მოიგონა; ბრძანა ყველა მცხოვრებისათვის ყელზე ჩამოეკიდათ
ბეჭედი და თითოეულ ბეჭედში გამოერთმიათ ბევრი ზუზი, ვიდრე ხალხი უკიდურეს
გაჭირვებამდე არ მივიდა ამ საშინელი გადასახადისაგან.
თავი XXXXII
ოვბედლას არმენიაში
მოსვლის მეორე წელს კიდევ უფრო იმატა გაჭირვებამ და უბედურებამ, რადგანაც ამიერიდან ყველამ დაკარგა თავისი ქონება.
არაფრის მქონენი, ტიტველნი, ფეხშიშველნი, მშივრები, იძულებულნი შეიქნენ გაქცეულიყვნენ ბერძენთა ქვეყანაში. მათი რიცხვი, მამაკაცებისა ცოლებითა და შვილებითურთ, როგორც ამბობენ, 12000 იყო. მათი წინამძღოლები იყვნენ შაპუჰი ამატუნთა ტომიდან, მისი შვილი ჰამამი, სხვა არმენი ნახარარები და მათი მხედრები. ურჯულო და ბოროტმოქმედი მტერი თავისი ჯარით უკან დაედევნა გაქცეულებს და დაეწია ქართველთა ქვეყნის საზღვრებთან, კოლის გავარში. მაგრამ ისინი ბრძოლაში ამოწყდნენ, გადარჩენილები კი უკუქცეულ იქნენ, ხოლო გაქცეულება გადალახეს მდინარე აკამსისის (ჭოროხი), რომელიც მიედინებოდა ტაოს მხარეში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ეგრისელთა ქვეყნის გავლითა და ერთვის პონტოს ზღვას, როგორც კი მათ გადალახეს მდინარე, ამის შესახებ სასწრაფოდ შეიტყო ბერძენთა მეფე კონსტანტინემ, რომელმაც თავისთან მოიხმო ისინი, ნახარარები და მათი ცხენოსნები პატივით განადიდა, ხოლო სხვა ხალხი ნოყიერ და მდიდარ ქვეყანაში დაასახლა...
არაფრის მქონენი, ტიტველნი, ფეხშიშველნი, მშივრები, იძულებულნი შეიქნენ გაქცეულიყვნენ ბერძენთა ქვეყანაში. მათი რიცხვი, მამაკაცებისა ცოლებითა და შვილებითურთ, როგორც ამბობენ, 12000 იყო. მათი წინამძღოლები იყვნენ შაპუჰი ამატუნთა ტომიდან, მისი შვილი ჰამამი, სხვა არმენი ნახარარები და მათი მხედრები. ურჯულო და ბოროტმოქმედი მტერი თავისი ჯარით უკან დაედევნა გაქცეულებს და დაეწია ქართველთა ქვეყნის საზღვრებთან, კოლის გავარში. მაგრამ ისინი ბრძოლაში ამოწყდნენ, გადარჩენილები კი უკუქცეულ იქნენ, ხოლო გაქცეულება გადალახეს მდინარე აკამსისის (ჭოროხი), რომელიც მიედინებოდა ტაოს მხარეში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ეგრისელთა ქვეყნის გავლითა და ერთვის პონტოს ზღვას, როგორც კი მათ გადალახეს მდინარე, ამის შესახებ სასწრაფოდ შეიტყო ბერძენთა მეფე კონსტანტინემ, რომელმაც თავისთან მოიხმო ისინი, ნახარარები და მათი ცხენოსნები პატივით განადიდა, ხოლო სხვა ხალხი ნოყიერ და მდიდარ ქვეყანაში დაასახლა...
Комментариев нет:
Отправить комментарий