ქართლსა და კახეთში გამეფების შემდეგ თეიმურაზმა და ერეკლემ შეთანხმებულად დაიწყეს ერთიანი ეროვნული პოლიტიკის გატარება, რის შემდეგაც ფაქტიურად არაოფიციალურად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოს ორივე სამეფოს გაერთიანება. დავით გარეჯის უდაბნოსადმი 1749 წ. 12 მაისს მიცემულ „სახლის ალაგის შეწირულობის წიგნში“ თეიმურაზი ამბობს: „მას ჟამსა ოდეს ორისავე ტახტისა და სამეფოს მპყრობელობა ხელთ გვედვა ღვთის ნებითა და ორივე სამეფონი გაერთდენ“...
ასევე „ორისავ სამეფოს“ გაერთიანებაზე და თეიმურაზ-ერეკლეს თანამეფობაზეა ცნობა დაცული თეიმურაზის მიერ გარეჯის დოდოს მონასტრისათვის მიცემულ სიგელში: „... ჟამისა ოდეს ორისავე ტახტისა და სამეფოისა ნებითა ღმრთისათა მპყრობელ ვიქმენით და ნეტარხსენებულის მეფის ასული დედოფალი თამარი მიიცვალა (1746 წლის აპრილი), ჩვენ მისმან თანამეცხედრემან საქართუელოს მეფემ პატრონმან თეიმურაზ და ძემან ჩვენმან კახეთის მეფემ პატრონმან ირაკლიმ ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და შემოგწირეთ სასახლის ადგილი სიონს აქათ ნათლისმცემლიან დავით-გარეჯელთ სასახლემდის“...
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად თეიმურაზი ქართლის მეფე იყო და ერეკლე კახეთის, ისინი ორივენი აქტიურად ერეოდნენ ერთმანეთის საქმეებში, ეს იქნებოდა ქვეყნის თავდაცვა გარეშე თუ შინაური მტრებისაგან, სასამართლო გარიგებანი, შეწირულობის განახლება თუ სხვა. გვხვდება ორივე მეფის მიერ ერთად გაცემული და დამტკიცებული საბუთები. ამ მხრივ აღსანიშნავია 1748 წელს ერეკლე II-ის მიერ გაცემული წყალობის წიგნები, სადაც ერეკლე თავის თავს ,,ქართლისა და ყაზახ ბორჩალოს გამგებელს უწოდებს“; მეორეგან კი ერეკლე თავის თავს ასე იხსენიებს: „ჩვენ საქართველოს (ე.ი. ქართლის) გამგებელმან და კახეთის არაგვის პყრობელ მქონებელმან მეფემ ერეკლემ ამ განაჩენის წყალობა გიყავით თქვენ ჩოლოყაშვილს თუშთ მოურავს ჯიმშერს“... ასევე აღსანიშნავია თეიმურაზ მეფის წერილი ვაჩნაძეებთან და 1751 წ. ერეკლე მეფის მიერ გაცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი ასლან ვაჩნაძისათვის, სადაც ერეკლე თავის თავს ასე მოიხსენიებს: „...ძირ მოდგმით იესიან, დავითიან, სოლომონიან, შარავანდიან, პანკრატოვანთა რტოთაგან აღმოცენებულმან, საქართველოს მეფეთ მეფის, სკიპტრა პირფირობით სახელდებულის ცხებულის და ორისავე ტახტისა და სახელმწიფოსა მპყრობელთა თეიმურაზის ძემან, კახთ მეფეთ მეფემან და თვით ხელმწიფემან პატრონმან ირაკლიმ და თანამეცხედრემან ჩუენმან დადიანის ასულმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან დარეჯან“...
თეიმურაზ-ერეკლეს თანამეფობის შესახებ ასევე განსაკუთრებით საინტერესოა 1757 წ. 17 იანვარს თვით თეიმურაზისა და ერეკლეს პირობის წიგნი ნიკოლოზ ალავერდელისა და იოსებ კათალიკოსის რიგისა და პატივის განწესების შედგენის შესახებ: „ამასწინათ ბატონების დროსაც კათალიკოზსა და ალავერდელს პატივის მიცემისა და რიგის საქმეზე ლაპარაკი ჰქონებოდათ და ახლა ბატონიშვილს კათალიკოზ ანტონის ერთი წიგნი მივეცით ალავერდელის საქმეზედ. ამ წიგნს ალავერდელი არ დასჯერდა. მას უკან ჩვენ ის წიგნი მოვიკითხეთ და მცხეთელებმა დამალეს, აღარ გამოაჩინეს. ის ჩვენგან მიცემული წიგნი უხმარი და გაცუდებული არის. ღვთით ბატონი ალავერდელი ამ ცოტას ხანში რომ ქალაქს ჩამოვა, ჩვენ პატრონი მეფეთ-მეფე თეიმურაზ და ძე ჩვენი პატრონი მეფე ირაკლი ერთად დავსხდებით და ეფისკოპოზ-დარბაისელთ გვერდთ ვიახლებთ და ბატონის კათალიკოზის იოსებისა და ბატონის ალავერდელის ნიკოლოზის რიგსა და პატივისდების საქმეს, როგორც მართებული არის, იმრიგათ გავარიგებთ და სამართალს უზამთ“. ამ საბუთიდან კარგად ჩანს, რომ ქართლ-კახეთის ეკლესიის საქმეებსაც თეიმურაზ-ერეკლე ერთობლივად განაგებენ იმ რიგად, როგორც ეს საერთო საქმეს შეეფერებოდა: ისინი წინააღმდეგნი არიან მცხეთის ეპარქიისაგან ალავერდელის გამოყოფისა, რის გამოც ნიკოლოზ ალავერდელს თავის ,,რიგსა და პატივისდებას” ჰპირდებიან. თეიმურაზისა და ერეკლეს თანამეფობა განსაკუთრებით კარგად ჩანს გარეშე მტრებთან ბრძოლის დროს. ისინი ძლიერ მტერს ყოველთვის ქართლ-კახეთის გაერთიანებული ლაშქრით ებრძვიან.
1746-1747 წლებში ლეკები და ოსმალები ერთობლივად ესხმიან თავს ბოლნისს, დმანისს, ყაზახს, ლორეს, ტაშირს, ბამბაკს, ბაიდარს, სომხითს, თრიალეთ-ჯავახეთს და სხვა. როგორც XVIII საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორი გადმოგვცემს „1746 წ. თებერვალში საერისთაოს ოსნიც გასდგომიან ერისთავებს და ზემო ქართლისათვის დაუწყიათ რბევა. მათ წინააღმდეგ ერეკლეს დაუბარებია „ლეკნი-ანწუხელნი, თებელნი და ყირაზულნი, ესენი ჰმონებდნენ კახთ ბატონს, მოვიდა მათი ჯარი და დააყენეს ავჭალას. გაისტუმრეს და ააკლებინეს ოსეთი, უთავეს ამილახორის შვილი იესე”. იესეს მეთაურობით ამ ლაშქარს სასტიკად დაუმარცხებია ოსები და მრავალი ტყვე და საქონელიც ჩამოუყვანიათ ქართლში. 1746 წ. ივლისში მეფე თეიმურაზი ძეგვთან შეტაკებია ლეკთა რაზმს და სასტიკად დაუმარცხებია.

ამ პერიოდში, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კახეთი ქართლთან შედარებით გარეშე მტრების შემოსევებისაგან უფრო დაწყნარებულია და ამიტომ ერეკლესაც უფრო ხშირად ქართლში უწევს ყოფნა და მტერთან ბრძოლა, კახეთი კი თავისი სანდო პირებისათვის აქვს ჩაბარებული. ამის დამადასტურებელია 1747 წლით დათარიღებული ერეკლე მეფის წერილი სალთხუცეს გრიგოლთან: „... სალთხუცეს ბატონს გრიგოლს მრავალი მოკითხვა და ამოდ ყოფნის სიხარული მოეხსენოს. მერმე წიგნი მოგეწერა, რაც მოგეხსენებინა, ყველა შევიტყევ მანდაურობისა შენზედ კიდია. მანდ გვირჩევნიხარ. ჩვენც ამ ცოტახანში მოვალთ და მასუკან თან წამოგიყვანთ. მანდ მაგრათ და ძალიანათ იყავით თადარიქით ლეკის ჯარები გავაზზედ ნუ ამოივლის და ნურც აგაროინებთ. ფრთხილად იყავით და მართებულად. შენ მანდ ყოფნის ჯავრი ნუ გაქვს, ეგ უფრო ერთგულობა და სამსახური არის რომ მანდაურობას კარგათ და მართებულად მოუაროთ“.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდში, დაღესტნელი ფეოდალები და ტომთა ბელადები ოსმალებისაგან დამოუკიდებლადაც ხშირად ესხმოდნენ თავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და სასტიკად აოხრებდნენ. მოთარეშე ლეკებს თეიმურაზისსარდლობით ებრძოდნენ ქართველი და ირანელი მეომრები. მართალია ყიზილბაშთა ლაშქარი აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა, რადგანაც ის მას სურსათითა და ტრანსპორტით ამარაგებდა, მაგრამ ეს ლაშქარი იმჟამად ადგილობრივი მეფის ნებას ემორჩილებოდა და მისი თვითნებობა გარკვეულად შეზღუდული იყო, რის გამოც, მათდაუნებურად, ირანის სამხედრო ძალები თავის მხრივ შველოდნენ ქართლ-კახეთის ლაშქარს ლეკთა გამუდმებული შემოსევების მოგერიებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პერიოდში ადგილი ჰქონდა აგრეთვე დაღესტან-საქართველოს დაახლოების ცდას ირანის წინააღმდეგ. ასე მაგალითად, 1746 წელს ნადირ-შაჰისაგან შეწუხებულმა დაღესტან-ჭარმა, როგორც ჩანს, გარკვეული კოალიციის შექმნა და თვით ირანზე ლაშქრობაც მოინდომა. ასეთ კოალიციაში, ბუნებრივია, ერთ-ერთი პირველადგილთაგანი ქართლ-კახეთს უნდა მიკუთვნებოდა. ცნობა ამის შესახებ მოეპოვება პაპუნა ორბელიანს: „გამოვიდა, დაღისტნით დიდი ჯარი ლეკისა. ამას თაობდა სურხავისა შვილი, დადგნენ ბელაქანში, იტყოდენ, „თხუთმეტი ათასი კაცი იყო“, დაუწყეს კახ ბატონს ლაპარაკი „შეგვირიგეო და ყაენს ხმალი დავკრათო“. თეიმურაზ-ერეკლემ ყაზიყუმუხელთა ამ წინადადებაზე გარკვეული მოსაზრების გამო უარი განაცხადეს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 1740 წლიდან ნადირ-შაჰის სახელმწიფოს მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. Aმ დროიდან იგი ვეღარ ახორციელებდა ფართო დამპყრობლურ გეგმებს აღმოსავლეთის ქვეყნებში. 1740 წლიდან ნადირ-შაჰის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო წარუმატებელი იყო: იგი უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვდა, სანაცვლოდ კი სამხედრო დავლა და ახალი დაპყრობილი ტერიტორიები აღარ მოჰქონდა. ნადირ-შაჰი აშკარად გადაჭარბებით აფასებდა თავისი სახელმწიფოს სამხედრო პოტენციალს და ფინანსურ შესაძლებლობებს, ამიტომაც მისი სამხედრო გეგმები სულ უფრო და უფრო ავანტიურისტული ხდებოდა. 1746 წელს ოსმალეთთან დადებულმა ზავმაც ვერაფერი მისცა ირანის მრისხანე ხელმწიფეს. თანდათანობით დღე ელეოდა ნადირის იმპერიას, რომელიც არამყარ სამხედრო-ფეოდალურ გაერთიანებას წარმოადგენდა. იმპერიაში ძალით ჩართული ქვეყნები და ხალხები ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირებული ეკონომიკური და კულტურული ცხოვრებით. სხვადასხვა იყო მათი ინტერესები და მიზნები, ისტორიული წარსული და აწმყო. ასეთი ხელოვნური გაერთიანება, დაკავშირებული პოლიტიკურ-ეკონომიკურსა და სოციალურ-რელიგიურ ჩაგვრასთან, როცა სისხლში ახშობდნენ გამათავისუფლებელსა და კლასობრივ ბრძოლას, უარყოფით გავლენას ახდენდა დაპყრობილი ქვეყნების საწარმოო ძალებზე, აფერხებდა მათ კულტურულ და ეკონომიკურ წინსვლას.
ნადირმა ერანის სახელმწიფოში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება გადასახადების გაზრდით განიზრახა. „1747 წელს ნადირმა მთელ ირანს აუტანელი გადასახადები შეაწერა. Mარტო ქართლ-კახეთს ორასი ათასი თუმანი შემოუკვეთა. ეს ზომა საბედისწერო აღმოჩნდა. ნადირ-შაჰი და მისი მონარქია საშინელ აჯანყებათა მსხვერპლი გახდა“. ქართლ-კახეთი პირველი აჯანყდა. თეიმურაზ მეფე გაიხიზნა და ანანურში გამაგრდა, კახეთის მოსახლეობა კი - ბოჭორმის ციხეში, ლოპოტისა და კალაურის მთებში გაიხიზნა. ერეკლე მეფე თავისი ჯარით თიანეთისკენ დაიძრა. აჯანყდნენ აგრეთვე შაქი-შირვანი, ერევანი, განჯა-ყარაბაღი, ადერბაიჯანი. აჯანყება თვით ერანის მოსახლეობასაც მოედო. განრისხებულმა შაჰმა ჯერ აჯანყებული ქართველების დასჯა გივი ამილახვარს დაავალა და 34 ათასიანი ჯარიც ჩააბარა, მაგრამ იგრძნო, რომ გაერთიანებულ ქართლ-კახეთთან ბრძოლა ადვილი საქმე არ იყო, ამიტომ დამსჯელი რაზმი უკან დააბრუნა, ქვეყანას საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქა და თავისი შეცდომის გამოსწორება სცადა. კრიზისულ მომენტში ნადირმა მოხერხებული მანევრით კიდევ ერთხელ შეძლო ქართლ-კახეთის დაშოშმინება და გამათავისუფლებელი მოძრაობის გათიშვა ამიერკავკასიაში. მან ქართლისა და კახეთის მეფეებს იმედის სიტყვები შემოუთვალა და ანანურში გამაგრებულ თეიმურაზს მოსწერა: ,,არბაბი მიპატიებია, ეგ ქვეყანა როგორც გინდოდეს ისე მამსახურეო“. თეიმურაზმა ჯარი და დარბაისელნი თავთავიანთ მამულებში დააბრუნა. ამით თეიმურაზის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შემდეგ თეიმურაზი მოხერხებულად სარგებლობს ირანის საბრძანებელში შექმნილი საყოველთაო მღელვარებით და კიდევ უფრო აფართოებს თავის უფლებებს. ქართლ-კახეთი ირანის ვასალური დამოკიდებულებისაგან გათავისუფლების გზაზე დგას, თუმცა მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველია. „შერიგების“ გუნებაზე დამდგარი ნადირ-შაჰი ერეკლე II-ს თავისთან იბარებს და ამით, როგორც ჩანს, ქართლ-კახეთზე ბატონობის შესანარჩუნებლად საიმედო გარანტიას ითხოვს, მაგრამ შორსმჭვრეტელმა თეიმურაზმა გამძვინვარებულ ხელმწიფეს თავისი მემკვიდრე მოარიდა და გადაწყვიტა თვითონ წასულიყო მრისხანე შაჰთან.

ნადირ-შაჰისათვის საკმაოდ კარგად იყო ცნობილი ერეკლე II-ის სამხედრო ნიჭი და უნარი, ასევე კარგად იყო ცნობილი ქართლ-კახეთის ძალთა სამხედრო პოტენცია და შესაძლებლობა. თეიმურაზს, როცა ის ირანში გაბოროტებულ ხელმწიფესთან მიდიოდა, ზურგში საკმაოდ ძლიერი და საომრად გამზადებული ქართლ-კახეთი ედგა. მაგრამ თეიმურაზს შაჰის წინაშე პასუხისგება აღარ დასჭირდა. ამ დროს, 1747 წლის ივნისში, ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს ხორასნის ახლოს თავის კარავში. შეთქმულების მეთაური შაჰის ძმისწული, თეიმურაზის სიძე, ალიყული-მირზა იყო. 1747 წელს ხორასანში (მეშჰედში) ნადირ-შაჰის ძმისშვილი ალი-ყული-მირზა ავშარი ადილ-შაჰის (სამართლიანის) სახელით ირანის შაჰად გამოაცხადეს.
ალი-ყული-ხანისათვის თეიმურაზისა და ერეკლეს კეთილგანწყობილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ირანის ახალბედა გამგებელს მაშინ ძლიერი მომხრეები ესაჭიროებოდა. ამიტომაც იყო, რომ თეიმურაზი სიძემ „გულში ჩაიკრა“ და თავისთან გააჩერა. თვითონ თეიმურაზიც ამის წინააღმდეგი არ იყო, რადგან იგი შაჰის კარიდან უფრო მეტად უწყობდა ხელს ერეკლეს წარმატებებს. თეიმურაზის ირანში გამგზავრებამ ქართლში საშინაო-დინასტიური ომის გაღვივებას შეუწყო ხელი. ამ ომს სათავეში აბდულა-ბეგი (გამაჰმადიანებული არჩილ იესეს ძე) ჩაუდგა. ირანში გამგზავრების წინ თეიმურაზი თითქოს გრძნობდა ქართლში მოსალოდნელ ფეოდალურ გართულებებს, სწორედ ამიტომ, მან ქართლის გამგებლობა ერეკლეს ჩააბარა, საბარათიანოს გამგედ კი აბდულა-ბეგი დატოვა. ამის მოტივად მას ის უთქვამს, რომ „მეფე ერეკლე მუდამ ქართლისათვის ვერ მოიცლისო“.
გამაჰმადიანებული აბდულა-ბეგი ქართლის ტახტისათვის ბრძოლაში უცხოელ მტრულ ძალებს დაუკავშირდა. მისი უმთავრესი მომხრეები იყვნენ დაღესტნელი ფეოდალები და მომთაბარე ელები, ბორჩალოს სულთანი და ნადირ-შაჰით უკმაყოფილო ყიზილბაში სარდლები. „აბდულა-ბეგმა ყიზილბაშ სარდლებთან კავშირი გააბა და ქართლის დაჭერა გადაწყვიტა. ამ მიზნით ჯერ საბარათიანოს თავადები შემოიფიცა, სამშვილდის ციხეს ორი დიდი ბურჯი მიაშენა, ციხეში წყლის აუზი მოაწყო, ორი წლის მარაგიც დააგროვა და ერეკლეს მოსწერა: „მეფე არჩილობით ქართლი ჩემიაო, დამანებეო და შენ კახეთს მიეპატრონეო“. ამასობაში აზერბაიჯანში მყოფი ირანელი სარდლისაგანაც ჯარი მიიღო და თბილისის ციხის ყიზილბაშური გარნიზონის დახმარების იმედით თბილისს მოადგა. აბდულა-ბეგმა ერეკლეს წინადადება მისცა _ თბილისი დაეცალა. ქართლის მოსახლეობის უმრავლესობა ერეკლეს მხარეზე იყო, თვითონ ერეკლე კი, როგორც ზემოთ მოტანილი საარქივო დოკუმენტებიდანაც ჩანს (ცსსა, ფ. 1448, ს. 1507; ფ. 1448, ს. 5605), 1747-1748 წლებში გაცემულ სიგელებში თავის თავს კახეთისა და ქართლის პატრონად მეფედ იხსენიებს.
ერეკლემ ენერგიული ზომები მიიღო ქართლის საერისთავოების შემოსამტკიცებლად. ქსანი შანშე ერისთავს დაუბრუნა, მოიმხრო სომხითის მელიქი, ლორეს ქეთხუდები და ძლიერი ლაშქარი შეაგროვა. გარდა ამისა „ოფიციალური ირანიც“ „კანონიერი შაჰის“ ხელისუფლებით თეიმურაზ-ერეკლეს მხარეზე იყო. ირანში მყოფი თეიმურაზი გარეგნულად თითქოს ირანის პოლიტიკური გაერთიანების მომხრე იყო. მისი სწორი მოსაზრებით, ქართლ-კახეთისადმი შაჰის „მოწყალება“ პირადი განწყობილებით კი არა, ქართლ-კახეთის ერთიანობითა და ძლიერებით განისაზღვრებოდა. ამიტომ ქვეყნის პოლიტიკა ისე უნდა წარმართულიყო, რომ ირანელ დამპყრობლებს საქართველოს აღორძინება-გაძლიერებისათვის ხელი არ შეეშალათ. თეიმურაზის ამ პოლიტიკურ კურსს მისდევდა ერეკლე მეორეც, რომელიც ქართლში აბდულა-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში ყაენის ტახტის მაძიებელთა მომხრე ყიზილბაშებს დაუპირისპირდა, დაამარცხა და შეზღუდა ისინი. ასე შეეთავსა ერთმანეთს ირანთან ურთიერთობის მოგვარება და ბრძოლა საქართველოს გამოხსნა-აღდგომისათვის ბრძოლას XVII საუკუნის 40-50-იან წლებში.
ერეკლემ სასტიკად დაარბია აბდულა-ბეგის მომხრე ელები, დასაჯა შფოთის მომხრეები ყაზახ-ბორჩალოში. ყიზილბაშთა ჯარების ძველმა სპასალარმა ამიერკავკასიაში აბდულა-ბეგს 8000 კაცისაგან შემდგარი ლაშქარი მიაშველა, რომელიც ერეკლემ თბილისის კართან 1748 წ. აპრილში დაამარცხა. გარდა ამისა, ერეკლეს ჯარებმა ლეკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარიც სასტიკად დაამარცხა და აბდულა-ბეგის მიერ გამაგრებული სამშვილდის მხარეც ულმობლად დაარბია.
ამ ამბავს დავით ბატონიშვილი „ახალ ისტორიაში“ ასე გადმოგვცემს: „გავიდა მეფე ირაკლი მცირედითა მხედრობითა, ვინაითგან მაშინ მცირე ჰყვა მხედრობაი. განვიდნენ ერთისა უკუე მხრითაცა მოქალაქენიცა, რომელთაცა ბრძოლეს ფრიად მხნედ. იძლივნენ მხედრობანი სპარსთა და ბარათიანთანი... და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი“. დამარცხებულმა აბდულაბეგმა სამშვილდეს შეაფარა თავი.
ერეკლე მეფის მდგომარეობას ის ართულებდა, რომ თბილისის ციხეების ყიზილბაშთა გარნიზონი აბდულა-ბეგს უჭერდა მხარს. ამიტომ აბდულა-ბეგის დამარცხების შემდეგ ბრძოლის ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა, სადაც ყიზილბაშთა გარნიზონი იდგა. ამ ამბავს ომან ხერხეულიძე ასე გადმოგვცემს: „ხოლო მოადგა მეფე ირაკლი ქართლისა და კახეთისა ჯარითა, და უმეტეს ტფილისის მოქალაქენი ჰბრძოდნენ ციხესა და მტკიცედ სდგეს სარწმუნეობასა ზედა და ერთგულებასა ზედა მეფისა ირაკლისასა და აბდულა-ბეგმაც, შემოაშველა ციხეში ხუთასი ლეკი და იყო დღე ყოველ ბრძოლა“. ამ დროს, დაღესტნის ბელადი ხოჯახ დიდის ჯარით ავჭალას შემოესია და უამრავი ტყვე და საქონელი წაიყვანა. როცა ეს ამბავი ერეკლემ შეიტყო მთელი ჯარი თბილისის ციხესთან დატოვა და თვითონ 200 კაცის თანხლებით გაცურა მტკვარი სატიოზედ და ხოჯახ ბელადს გამოუდგა, გზად ქიზიყის ჯარიც შეუერთდა. ერეკლემ მოკლე გზებით გადაასწრო ლეკთა ჯარს და ქიზიყის ბოლოს შირაქში შეება ხოჯახ-ბელადს. ამ ბრძოლაში მრავალი ლეკი დახოცეს და მთელი ნადავლი საქონელი უკან დაიბრუნეს. ერეკლე გამობრუნდა და დასასვენებლად დედოფლის წყაროზედ დადგა. ხოჯახ-ბელადი მცირე გადარჩენილი ჯარით გაბრუნდა უკან, მაგრამ მას გზაში ლეკთა ახალი ჯარი შემოხვდა, ისინი ნადავლის გაყოფაზე შეთანხმდნენ და ერეკლესთან საბრძოლველად უკან გამობრუნდნენ. მთელი ღამე იარეს და გამთენიისას დედოფლიწყაროზედ ერეკლეს თავს დაესხნენ. მეფე პირველი თვითონ ეკვეთა ლეკთა ჯარს, ფიცხელი ბრძოლა გაიმართა და ქართველებმა აქაც სძლიეს ლეკებს. გამარჯვებული მეფე ისევ ტფილისისაკენ გამოეშურა, მალე 1748 წელს ქართველებმა საბოლოოდ გაწმინდეს თბილისის ციხეები უცხოელ დამპყრობთაგან და იქ თავიანთი მეომრები ჩააყენეს. თბილისის ციხეების აღების შემდეგ ერეკლეს ქედი მოუხარეს სომხეთ-აზერბაიჯანის სახანოებმა. ერევნისა და განჯის ხანებმა მას საჩუქრები მიართვეს. ქართლ-კახეთი ფაქტობტივად ამ წლიდან (1748 წ.) გათავისუფლდა ირანის ბატონობისაგან და სახელმწიფოებრივი აღორძინების ფართო გზაზე გამოვიდა.
ამ წელს (1748), როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, ,,ქვეყნის სასიცოცხლო ძალთა უკიდურესი დაჭიმვით საქართველომ შეძლო მტრების განზრახთა ჩაშლა. ქართლ-კახეთმა ჯერ „ოსმალობა“, ხოლო შემდეგ „ყიზილბაშობა“ უკუაგდო და ერეკლე მეფის ბრწყინვალე ხელმძღვანელობით საქართველოს „აღდგომისა“ და „გამოხსნის“ საბრძოლო გეგმა დასახა. მტერთა მიერ მიტაცებული მიწების შემოერთება _ „აღდგომაში“ იგულისხმებოდა, ხოლო „გამოხსნა“ _ აზიელ დამპყრობელთა პოლიტიკური დამოკიდებულებისაგან საბოლოო განთავისუფლებას ნიშნავდა“.
1748 წელს ქართლ-კახეთმა ირანის შაჰს უკანასკნელად მოუხადა ხარკი: ყულის ლაშქარში სამსახურისათვის მას ასიოდე ქართველი მეომარი და რამდენიმე ქალი გაუგზავნა. ერეკლე, რა თქმა უნდა, ამ ხარკს არ გადაიხდიდა, შაჰის კარზე მამამისი – თეიმურაზი რომ არ ყოფილიყო. მაგრამ, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ ხარკს, თეიმურაზ მეფის ირანისადმი ვასალური დამოკიდებულების პერიოდში (1740-1749 წწ.), ერთგვარი „კომპენსაცია“ იმით ჰქონდა, რომ ირანის შაჰი ძალინ ხშირად დიდძალ საჩუქრებს, განძეულობას, ფულს უგზავნიდა ქართველ მეფეებს და აქ მყოფი ირანული სამხედრო ძალაც თეიმურაზის განკარგულებაში იყო. ამრიგად, 1744 წლიდან მაინც, თეიმურაზერეკლეს ირანისადმი ვასალობას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე არსებითი. 1748-1749 წლებიდან კი ქართლ-კახეთი უკვე სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც შაჰისაგან დამოუკიდებლად წარმართავს თავის მომავალ საქმიანობას.

თეიმურაზ II ირანში საშინაო არეულობის ჟამს აღმოჩნდა. ირანში ყოფნის პერიოდში ქართლის მეფე, როგორც ჩანს, კარგად იყენებდა თავის ნათესაობა-ნაცნობობას ირანის გავლენიან წრეებთან ურთიერთობაში, რათა საქმე თავის სასარგებლოდ წარემართა, თუმცა საკმაო სიფრთხილესაც იჩენდა. ასესორი ჩერქეზოვი 1748 წლის 8 იანვარს რეშტიდან რუსეთის მთავრობას ატყობინებდა: „შაჰმა საქართველოს ვალი თეიმურაზ მირზა (თეიმურაზ II), ე.ი. თავისი სიმამრი, რომელიც გამგზავრების დროს თავის (შაჰის) ბანაკში დატოვა, დიდათ დაასაჩუქრა და განზრახული აქვს მალე საქართველოში გამოისტუმროს; მას შაჰმა უბრძანა შეაგროვოს თორმეტი ათასი მეომარი ქართველთაგან, რისთვისაც საკმაო თანხა მისცა; თუმცა მან, თეიმურაზ მირზამ, ამაზე შაჰი ზუსტად ვერ დააიმედა, მაგრამ აღუთქვა, რაც შეუძლია თავის ცდას არ დააკლებს“.
1748 წელს ადილ-შაჰი საკუთარმა ძმამ იბრეიმ-მირზამ დააბრმავა და შაჰის ტიტული თვითონ მიიღო. იბრეიმ-შაჰიც პატივით მოეპყრო თეიმურაზს. იგი ერეკლეს სწერდა – თეიმურაზი ჩემთანაა, ,,შენ ქართლსა და კახეთს კარგად მოუარე“.
ირანის შაჰი ასევე საჩუქრებით ავსებდა ერეკლეს, რადგან, თუ ქართლ-კახეთი მისი მომხრე არ იქნებოდა, „მაშინ ვერც ადრიბეჟანის ქვეყნებს დაიმორჩილებდა, ყველას მეფე ერეკლესთან ჰქონდათ პირი, ხანები ასე უთვლიდნენ: „ვისიც შენა ხარ, ჩვენც იმისი ვიქნებით“. გარდა ამისა, დასძენდა ერეკლეს მოღვაწეობის თვითმხილველი პაპუნა ორბელიანი, მეფემ „ხმალიც აჩვენა“ ირანელებს, შეაშინა ისინი და ამიტომ იყო, რომ მას ირანის „ხელმწიფე ეფერებოდა“. ერეკლემ დროებით, თეიმურაზის დაბრუნებამდე, შეასრულა შაჰის თხოვნა და თბილისის ციხეში ყიზილბაშთა 300 კაცი ისევ ჩააყენა, მაგრამ, როგორც კი თეიმურაზი დაბრუნდა, ყიზილბაშებს ნარიყალას ციხე დააცლევინეს და კვლავ კახელთა რაზმებს ჩააბარეს.
თეიმურაზმა ირანში 2 წელიწადი დაჰყო. 1749 წლის მარტში იგი საქართველოში დაბრუნდა და თან მოიტანა სიგელი იმის შესახებ, რომ ყაზახ-ბორჩალო ქართლ-კახეთის სამეფოს კუთვნილება იყო. ამიერიდან ქართლ-კახეთის სახელმწიფოს საზღვარი ხდება მდინარე აქსტაფის ხეობა და შესაბამისად ფართოვდება მისი ტერიტორიული ფარგლები.
ამრიგად, 1749 წელს ირანიდან დაბრუნებულ თეიმურაზ II-ს ქართლი და კახეთი ერეკლეს გარჯით და მისი დიპლომატიის დამსახურებით, ფაქტობრივად ირანელთა ბატონობისაგან გათავისუფლებული დახვდა.
ირანში კი კვლავ გრძელდებოდა ტახტის მაძიებელთა შორის ბრძოლა. 1749 წ. იბრეიმ-შაჰი ნადირის შვილიშვილმა შაჰ-როჰმა შეცვალა. ირანის პროვინციების მმართველებმა და სარდლებმა მარჯვე დრო ნახეს თავისი სამფლობელოების გასაფართოებლად. XVIII ს-ის 40-50-იან წლებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სახანოებმაც მიაღწიეს ირანისაგან დამოუკიდებლობას. ამ პერიოდში დაახლოებით 18 დამოუკიდებელი სახანო აღმოცენდა. მალე ამ სახანოებს შორის გაჩაღდა ბრძოლა პირველობისათვის. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სიმშვიდეს და აზერბაიჯანულ სახანოებსა და ქართლ-კახეთს შორის ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ორივე ხალხისათვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ ვითარება ამას შეუძლებელს ხდიდა. ჯერ ერთი, ირანის ტახტის მაძიებელთა მიერ კავკასიაში დამკვიდრებისათვის ბრძოლა აიძულებდა ქართლ-კახეთს აქტიურობისაკენ, რასაც მოჰყვა აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე ქართლ-კახეთის გავლენის გავრცელება; მეორეც, აზერბაიჯანელი ხანების პოზიცია შეუძლებელს ხდიდა ჭარ-ბელაქნის საკითხის გადაწყვეტას, რის გამოც საქართველოს ხელიდან ეცლებოდა აღმოსავლეთ კახეთი, რომელიც დაღესტნელ აბრაგთა პლაცდარმად იყო გადაქცეული, საიდანაც ლეკები ადვილად ახერხებდნენ ქართლ-კახეთის რბევას და თურქეთთან კავშირს; მესამე, აზერბაიჯანელი ხანების ნაწილის კავშირი ლეკებთან, რამაც 50-იან წლებში აშკარა ხასიათი მიიღო, ორი მეზობელი ხალხის ურთიერთობას ართულებდა.
ირანში ტახტისმაძიებელთა ბრძოლა არ ცხრებოდა. Iრანის ტახტის მაძიებელთა ნაწილი თავიანთი წარმატების პირობად ამიერკავკასიაში დამკვიდრებას მიიჩნევდნენ, რაც ქართლსა და კახეთს რეალურ საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ თეიმურაზსა და ერეკლეს ამ ბრძოლებიდან განზე დგომა არ შეეძლოთ. ღეალური საფრთხის გამო, როგორც, პ. ბუტკოვი იუწყება, 1749 წლის აგვისტოში თეიმურაზ მეფესთან ერევნისა და განჯის ხანების კაცები მოსულან და დახმარება უთხოვიათ.1 ომან ხერხეულიძე კი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: ,,ამ ჟამად მაჰმად-ხან ვინმე ადრი-ბეჟანის მხარეს განძლიერებული, მრავალს ქვეყნებს ააოხრებდა, რომლისათვისაც მოსწერეს ერევნელებმა მეფე თეიმურაზს და მეფესა ირაკლის. ერანში მეპატრონე აღარ არისო და ეს მაჰმად-ხანი ამ ქვეყანას აოხრებს. მოგვეშველენით, ამას მოგვარჩინეთ და თქვენ გემსახურებით. ამაზედ ორნივე მეფენი თეიმურაზ და ირაკლი წაბრძანდენენ ერევნის მისაშველებლად“.
ქართველთა ჯარი ერევნის დასახმარებლად რომ მიემართებოდა, როგორც პაპუნა ორბელიანი იუწყება, ყაზახში შეჩერებულა, სადაც განჯის ხანის მიერ გამოგზავნილი კაცი მისულა დახმარების სათხოვნელად, რადგან ამ დროს მომთაბარე ტომების მეთაურს ფანა ხანს „შეეყარა ჯარი და გლეჯდა განჯა-ყარაბაღის ქვეყნებსა“; ფანა-ხანის წინააღმდეგ დახმარება ყაბარაღელ მელიქებსაც უთხოვიათ: „მოვიდნენ სიღნახის მელიქის შვილებიც ასიოდენ კაცით და ისინიც შემოეხვეწნენ ფანაზე დახმარებას“. ქართველ მეფეებს ერევნისაკენ აღებული გეზი არ შეუცვლიათ (განჯაზე გალაშქრება გადადეს), მათ სასტიკად დაამარცხეს მაჰმად-ხანი, რომელმაც გაქცევით უშველა თავს. ერევნელებმა ქართველ მეფეებს დახმარებისათვის 5000 თუმანი გადაუხადეს, ხოლო ერევნის სახანომ ხარკი იკისრა და ამიერიდან ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა, მისი პოლიტიკური ცხოვრების მოზიარე გახდა. „სომეხი ხალხი და არისტოკრატია ამ აქტით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ. სომეხთა კათალიკოსი ლუკა აღნიშნულ გამარჯვებას ერეკლეს სახელს მიაწერდა _ ქართლკახეთის მეფემ ,,დაიმორჩილა ბორჩალოს, ყაზახის, ერევნის, განძაკის, არცახისა და სივნიეთის მფლობელნი, გვირგვინი დაიდგა და გამეფდა საქართველოსა და სომხეთში მდინარე ახურიანამდე“... დამახასიათებელია, რომ სომეხი საეკლესიო მოღვაწე ერეკლეს საქართველო-სომხეთის მეფედ აღიარებდა და მის მიერ მოპოვებულ წარმატებებს თანაუგრძნობდა. ეს გასაგებიცაა, რადგან სომეხი მოსახლეობა ქრისტიანი მეფის საფარველში გადასვლას მაჰმადიანთა მძლავრობისაგან გათავისუფლებად მიიჩნევდა“.
ერევნიდან დაბრუნებული ქართველი მეფეები ყაზახში დადგნენ, რათა იქ შევსება მიეღოთ და განჯის ხანს მიშველებოდნენ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ფანა-ხანს უფრო ფართო გეგმები ჰქონია, ვიდრე ეს პ. ორბელიანის ზემოთ აღნიშნულ მონათხრობში იყო აღნიშნული და ან თვით მეფე თეიმურაზს ჰგონებია. კერძოდ, როგორც ასტრახანის გუბერნატორის ბრილკინის 1750 წლის 10 იანვრის მოხსენებიდან ჩანს, ფანა-ხანს 1749 წელს შეუყრია აზერბაიჯანელი ხანები „რომ საქართველოს დასარბევად წასულიყო“. ამ უკანასკნელმა ცნობამ წყაროებში შემდგომი დაზუსტება ვერ ჰპოვა და ცნობის ავტორს განჯის შავერდი-ხანიც ფანა-ხანის მოკავშირედ ჰყავს წარმოდგენილი, რაც საეჭვო უნდა იყოს, მაგრამ ფანა-ხანი რომ მარტო არ იყო, ეს ფაქტია. ამით უნდა აიხსნას, რომ ყაზახში მდგომი მეფეები, რომელთაც ერევანში 25 ათასი კაცი ჰყავდათ, ისევ დაელოდნენ მაშველს ქართლიდან, რომელიც მიუღიათ კიდეც დიმიტრი ორბელიანის სარდლობით. ფანა-ხანს მოლაპარაკება გაუმართავს ქართველ მეფეებთან, თუმცა ვერ შეთანხმებულან, მაგრამ ფაქტია, რომ ფანა-ხანს ბრძოლა ვერ გაუბედავს, განჯას გასცლია და ყარაბაღს დაბრუნებულა. ამასობაში ნახჭევანსაც საფრთხე შექმნია და დახმარება უთხოვია, მეფეებს მისთვის ჯარი მიუშველებია გ. ორბელიანის სარდლობით და ქართლ-კახეთის გავლენა ნახჭევანზეც გავრცელებულა.
ამრიგად, 1749 წელს ერევნის, განჯისა და ნახჭევანის სახანოები ქართლისა და კახეთის სამეფოების ვასალები გახდნენ. ფანა-ხანმა ზავი მალე დაარღვია და 1750 წელს განჯის სახანოს დამორჩილება გადაწყვიტა. განჯის ხანმა შავერდიმ თავისი ძმა რიზა ყული-ბეგი სასწრაფოდ გამოგზავნა ქართლში და თეიმურაზსა და ერეკლეს შემოუთვალა: ,,დამიხსენით ამ კაცისაგანო, მე და ჩემი ქვეყანა თქვენი მონა შევიქმნებითო, ჯარსაც ჯამაგირს მივცემო“. მეფეებთან სომხებიც მოსულან სათხოვნელად: ,,სიღნახის ორი მელიქიც, რომ აქ იყვნენ და ეხვეწებოდნენ: „ქრისტიანე ხელნწიფე ბრძანდებითო, თქვენ დაგვიმონეთო, თათრის ხელისაგან დაგვიხსენითო“. ამა ამბავსა შინა ერთი სომხის ეპისკოპოზიც მოვიდა ფანა-ხან სიღნახში ჩამდგარ იყო, დიდად შეეწუხებინა.
1750 წლის 8 თებერვალს ერეკლე და თეიმურაზი თბილისიდან გატეხილი ხიდის გზით განჯისაკენ დაიძრნენ. მათ ლაშქარში ქართლელებისა და კახელების გარდა, თუშ-ფშავ-ხევსურების, იმერლების, ჩერქეზების და ჩრდილო ოსების რაზმებიც იღებდნენ მონაწილეობას. გატეხილ ხიდთან თეიმურაზ-ერეკლეს ლაშქარს ბორჩალოს ჯარი შეუერთდა, ყაზახში - ყაზახის ჯარი და ასე შევიდნენ შამშადილოში. ერევნის ჯარიც აქ ჰყავდათ დაბარებულიო. ასტრახანის გუბერნატორი ბრილკინი იუწყება, რომ თეიმურაზ მეფეს განჯასთან 12 ათასი კაცი ჰყავდაო. ფანა-ხანმა ქართველთა ჯართან შებმა ვერ გაბედა, ღამით განჯის ციხეს ალყა მოხსნა და ყარაბაღში გადავიდა. განჯელები ციხიდან გამოვიდნენ და ყარაბაღელების მიერ საძირკვლიანად დანგრეული ქალაქის ხელახლა აშენებას შეუდგნენ.
ექვსი დღის შესვენების შემდეგ ქართველთა ჯარი განჯიდან აიყარა და ყარაბაღის სახანოში შეიჭრა. ფანა-ხანმა თავისი ელები არეზის პირისაკენ გაისტუმრა, ხოლო თვითონ ექვსი ათასი კაცით ტყის პირად მთიან ადგილზე გამაგრდა. რადგან ფანახანის ჯარი საფარიდან არ გამოდიოდა, ერეკლემ გადაწყვიტა იერიშზე გადასულიყო. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. ბრძოლის ბედი ქართველების სათადარიგო ჯარის დაძვრას გადაუწყვეტია, რომელსაც გადამწყვეტი შეტევა მოუხდა მტერთან.
ფანა-ხანი დამარცხდა და გაქცევით უშველა თავს. ამ ამბავს ომან ხერხეულიძე ასე გადმოგვცემს: „... მეფე ირაკლი ორასის კაცით ჯარების დასახედავად წავიდა, იმათაც შეიტყვეს და ერთიანად შემოუტივეს. მეფემან ირაკლიმ ამ ამბის საცნობელად ერთი კაცი გაგზავნა მეფე თეიმურაზთან და ეს ამბავი აცნობა. და თვით მეფე ირაკლი ამ ცოტას ჯარით საბრძოლველად დაუდგა ვითარცა მოპირდაპირე ესრეთ გამბედავი არა რიდებდა ომსა და შეექმნათ ომი და განგრძელდა ბრძოლა, მეფე თეიმურაზიცა ჯარებით მოეშველა, გარნა უწინარესვე გაემარჯვა და სანამ მეფე თეიმურაზ მობრძანდებოდა მოჰსცა ძლევა ღმერთმან მეფეს ირაკლის და დაამარცხა იგი მძლავრი ჯარი“. მეორე დღეს ქართველთა ლაშქარი ყარაბაღისკენ დაიძრა. მთელი ყარაბაღი დაარბიეს და უამრავი ნადავლი იშოვეს. ქართველებმა ყარაბაღში ორი თვე დაჰყვეს. გამარჯვებული მეფეები 16 აპრილს თბილისს დაბრუნდნენ.
1750 წლის 19 მაისს ყიზლარის კომენდანტი გენერალ-ლეიტენატი დევიცი რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას ატყობინებდა: ,,შირვანის ფანა-ხანმა განჯა აიღო, ხოლო მასთან, ფანა ხანთან ჯარით მოვიდა ქართველი ირაკლი ხანი და იგი, ფანა ხანი, განჯიდან გააძევა და შევიდა განჯაში, ორი ათასი მეომარი დახოცა, ხოლო თოთხმეტი ათასი ტყვედ ჩაიგდო, უთვალავი პირუტყვით, ხოლო ერევნის, ნახჭევნისა და ყარაბაღის, ასევე თავრიზის მცხოვრებნი გახდნენ მისი, ირაკლი ხანის, ქვეშევრდომნი“. ამ ბრძოლაში ქართველები განჯის ხანს ეხმარებოდნენ, რომელმაც ვერ შეძლო ლაშქრობის საზღაურის დაფარვა და ამის გამო ქართველმა მეფეებმა მას შამშადილოს მხარე ჩამოაცილეს. ამის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს ადმინისტრაციულმა ფარგლებმა აღმოსავლეთით მდ. ძეგამზე გადაინაცვლა. ყარაბაღის დალაშქვრის შემდეგ ერეკლე მეფესა და ყარაბაღის ხანს შორის ბარგუშათში (ყარაბაღშია) დაიდო ზავი. ამ მოლაპარაკებით ყარაბაღის ხანი თავის ხელისუფლებას ინარჩუნებდა, მაგრამ, ამიერიდან, ქართველი მეფის პირველობას ურიგდებოდა და კავკასიის ასპარეზზე მის მოკავშირედ გამოდიოდა.
ყარაბაღის ლაშქრობის ძლევამოსილად დამთავრება უდავოდ გარკვეული ეტაპი იყო ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიერიდან ამ სამეფოების მოსახლეობისათვის შედარებით მშვიდობიანი პერიოდი დადგა. ომი და რბევა არსებითად ქართლ-კახეთის ფარგლებს გარეთ გავიდა.
მაგრამ XVIII საუკუნის შუახანებშიც ჭარ-ბელაქანი, მის მოკავშირე სხვა თავისუფალ თემებთან ერთად, წარმოადგენდა ერთ-ერთ ძლიერ პოლიტიკურ წარმონაქმნს მთელს ამიერკავკასიაში. განსაკუთრებით აქტიურად დაისვა ჭარ-ბელაქნის საკითხი თეიმურაზ II და ერეკლე II საგარეო პოლიტიკაში. ეს საკითხი საქართველოს „აღდგომისა და გამოხსნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ქართლ-კახეთის ამ მეფეებისთვის ჭარბელაქნის საკითხის გადასაწყვეტად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობდა - მისი დაპყრობა, იქ ქართველობის აღდგენა და მისი კვლავ კახეთისათვის შემოერთება. ერეკლეს და თეიმურაზის შეხედულებით ჭარ-ბელაქნის დაპყრობა ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენდა ქართლ-კახეთში ლეკთა თარეშების ამოსაკვეთად. ამ პერიოდში ბრძოლა ჭარელებსა და კახელებს შორის კვლავ მთელი თავისი სისასტიკით გრძელდებოდა. ერეკლე არაერთხელ მიმართავდა მათ საზავო წინადადებით, იგი ხშირად ახერხებდა კიდეც მათ შემორიგებას, მაგრამ ეს დაზავება მეტად მცირე ხანს გრძელდებოდა, საკმარისი იყო ჭარელებთან დაღესტნელები მისულიყვნენ, რომ მათ მაშინვე ზავის პირობები დაერღვიათ და დაღესტნელებს წინ წაძღოლოდნენ ქართლ-კახეთის სოფლების სარბევად. ასე მაგალითად, 1750 წ. ჭარელებმა თბილისში, ერკლესა და თეიმურაზს თავიანთი ქეთხუდები და ელისუს სულთანი მაჰმად-ხანი გამოუგზავნეს ზავის დასადებად. მეფეებმა შერიგებაზე თანხმობა განაცხადეს და მძევლად თავისთან მაჰმად-ხანი დაიტოვეს. მაგრამ, როგორც კი ჭარელი ქეთხუდები თავიანთ ქვეყანში დაბრუნდნენ, ჭარ-ბელაქნელებმა მაშინვე უკუაგდეს თავიანთი წინადადება: ,,მისცეს პირი დაღისტანს და შეიქნა ჯარის მზადება და დააპირეს წამოსვლა ქართლსა და კახეთზე“.
დაღესტნელები მრავალრიცხოვანი ჯარით მოვიდნენ ჭარში, „ჭარელნიც შეეყარნენ, ჯარსაც უსადგურეს, ულუფა მისცეს და გამოვიდნენ ჭარიდამ, ქისიყს ცემა დაუწყეს“. ჭარელებმა საშინლად ააოხრეს ქიზიყის სოფლები: ჯუგაანი, ტიბაანი და მაჩხაანი. ჯუგაანში მათ ცეცხლი წაუკიდეს ციხე-სიმაგრეს, რომელშიც ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ შეხიზნულნი. ახალგაზრდა ერეკლემ, როგორც პაპუნა ორბელიანი გადმოგვცემს, შესძლო ქიზიყზე შემოსეული ჭარელების უკუგდება. 1751 წელს „რადგან ლეკთა, ქართლისა და კახეთის მტრობა არ მოშალეს და ამას სულ ჭარელნი ამტრობდეს, გადმოიყვანდის ჯარი დაღისტნიდამ, უსადგურიან, ბელადი მისციან და აოხრებდიან მუდმისად ქართლსა და კახეთს“, ამის გამო ქართლ-კახეთის მეფეებმა დიდებულებთან ერთად მოლაპარაკების შემდეგ ჭარ-ბელაქნის „უბატონო თემების“ დაპყრობა გადაწყვიტეს. პაპუნა ორბელიანის თქმით „მოინდომეს ქართველთა და კახთა ჩინებულთა კაცთა ჭარზე მისვლა, მეფემან თეიმურაზ და ძემან მისმან ერეკლემ დაამტკიცეს რჩევა ესე და შემოიყარეს ჯარი ქართლისა და კახეთის, ყაზახ-ბორჩალუსი სრულიად და გაემართნეს ჭარზე“.
1751 წლის თებერვალში თეიმურაზ-ერეკლე თავიანთი ჯარებით ჭარის დასაპყრობად დაიძრნენ. (ომან ხერხეულიძე ამ ბრძოლას 1752 წლით ათარიღებს, – ნ.ს.) ჭარელები ზავის გუნებაზე დამდგარან და ქართველ მეფეებთან მოლაპარაკება გაუმართავთ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ქართლ-კახეთის მეფეებმა ჭარელების წინააღმდეგ სალაშქროდ დაიბარეს თავიანთი მოხარკე განჯის ხანი და შაქი-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი.
შაქი-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი, რომელიც ქართველ მეფეებს მოჩვენებით ერთგულებას ეფიცებოდა, ამ ამბავს არ აღუფრთოვანებია. მან ქართველ მეფეებს შემოუთვალა: „თუ გამოეცლებითო ჭარელთა კარგიაო, თუ არა და მე ჩემის ქვეყნით მაგათთან ამოვსწყდებიო“. ქართლისა და კახეთის ჯარები მაშინვე შაქის სახანოსაკენ გაემართნენ. ქართველი მეფეები თოფყარაღაჯში მივიდნენ და მეწინავე ჯარს უბრძანეს სოფ. ფადართან ხიდის გადება და ალაზანს გაღმა გასვლა. როდესაც ქართველთა ლაშქარმა ალაზანი გადალახა, აღმოჩნდა რომ ჭარელები სულ ერთიანად აყრილიყვნენ. ნაწილი კი აჯი-ჩალაბის სამფლობელოში გახიზნულიყო. აჯი-ჩალაბს კარგად შეეფასებინა ის მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც მას ქართველთა მიერ ჭარ-ბელაქნის დაპყრობის შემდეგ მოელოდა. ამიტომ იყო, რომ ქართველი მეფეებისათვის მოულოდნელად მათ ჯარებს პირველ რიგში 1751 წ. 11 თებერვალს შაქის ხან აჯი-ჩელების ლაშქართან მოუხდა ბრძოლა მდინარე აგრი-ჩაიზე, სადაც ქართველები სასტიკად დამარცხდნენ. ბრძოლის ბედი გადაუწყვეტია სათადარიგო ჯარს, რომელიც აჯი-ჩელებს სანგრებში ჰყოლია დამალული. ამ ბრძოლაში მხოლოდ თავად პაპა ბებურიშვილ-ვაჩნაძისა და მაჩხანელი გლეხის – დათუნა ბოსტაშვილის გმირობამ იხსნა განსაცდელში ჩავარდნილი მეფე ერეკლე, რომელსაც დატყვევება მოელოდა. ამ ამბავს თ. ჟორდანია „ქრონიკების“ III ტომში ასე გადმოგვცემს: „1751 წ. ი. იანვარს წაბრძანდნენ მეფენი კარგის ჯარით ჭარელთა დასარბევათ, ჩამოხდნენ ალაზნის პირზედ ფარადში, გადვეს ხიდი და გავიდნენ გაღმა. ჰაჯი ჩაბალმა უღალატა, დიდი ჯარი შეჰყარა, ზოგი აქა-იქ ჩაუსაფრა, დანარჩენი შემოაბა ორშაბათ დილაზე. ერეკლე მეფე მიუძღვა მეწინავე ჯარს და გააქციეს ლეკნი, ამ დროს დამალული ჯარი ლეკისა გამოუხდა საერისთაოების ჯარსა და გააქციეს თებერვლის ია. ყველიერის ორშაბათსა, აირია ჯარი და დამარცხდნენ მეფენი. ჩამოვიდნენ ქალაქში დამარცხებულნი“. ამის შემდეგ „ქრონიკების“ ავტორი შენიშნავს: „ალაზანში ერეკლე გამოიყვანა პაპა ბებურიშვილმა დიდის ცდით. მარჯვენა ნაპირი ალაზნისა ფლატიანი იყო და ვერ ამოვიდნენ, ქვეით უნდა მოევლოთ შორს. ამ დროს ფეხით მომავალ ერეკლეს მოეწია ცხენოსანი მაჩხაანელი დათუნა ბოსტაშვილი, ჩამოხდა და მიართვა ცხენი. ესრეთი ერთგულობისათვის ერეკლემ უბოძა აზნაურობა საშვილიშვილოთ. ამ შემთხვევას მშვენივრად გვისურათებს ხალხში შემონახული შემდეგი ლექსი:

„ერეკლე ჩვენმა ბატონმა შეჰყარა დიდი ჯარია:
ორპირ აავსო ქისიყი, ხელთ მისცა წინამხარია,
ალაზანს გასდო ჯაშირი, ზედ გადის ჩვენი ჯარია.
ალაზან გაღმა გავედით, პატარა ნაბაღჩარია,
შიგ იმაში დამალულა ჭარ-ბელაქნელთა ჯარია.
მივედით გამოგვაქციეს, როგორც ნადირმა ცხვარია.
ბატონსა ცხენი მოუკლეს, ფერდში ჰკრეს ზარბაზანია,
ქვეითი მოჩანჩალებდა ჩვენი ერეკლე ხანია.
ქვეითი მოჩანჩალებდა, ხელში ეჭირა ხმალია, ...
ეს ბოსტაშვილი დათუნი ცით ჩამოსული ჯარია:
ბატონსა ცხენი მიართვა, ოთხითაც დაჭედილია,
- ცხენზედ შებძანდი, ბატონო, თუ გიყვარს ჩემი თავია!
ცხენზედ შებძანდა ბატონი, ქვეშ უქრის ნიავ-ქარია,
ერთი მათრახიც გადაჰკრა, ქიზიყს ამოჰყო თავია.
- დათუნი, ქალაქს ჩამოდი, თუ გინდა საჩუქარია!
ქალაქს ჩავიდა დათუნა, ეხვევა დედოფალია:
შენი ჭირიმე დათუნი, შენ მამირჩინე ქმარია,
აზნაურობა უბოძა, მამული საკუთარია“.

ამ ბრძოლაში „დამარცხების მიზეზები ის იყო, რომ თეიმურაზმა ამჯერად სათანადოდ ვერ შეაფასა შაქის ხანის პოზიცია. განჯის ხანმაც უღალატა მეფეს. ბრძოლის ბედზე უარყოფითი გავლენა იქონია იმანაც, რომ ქართველთა ჯარებს ფაქტიურად ორი სარდალი - თეიმურაზი და ერეკლე ჰყავდა. თეიმურაზი უფრო ნიჭიერი დი პლომატი იყო, ვიდრე სარდალი, ერეკლე კი - პირიქით. მათი ერთდროული სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა ერთიმეორეს ავსებდა, ბრძოლის ველზე კი, რა თქმა უნდა, ერთი სარდალი სჯობდა. ამით აიხსნებოდა, რომ შემდგომ ბრძოლებში თეიმურაზმა სამხედრო ასპარეზი უმთავრესად შვილს დაუთმო“.
აღნიშნულმა დამარცხებამ ქართლ-კახეთის მოწინააღმდეგე ძალები აღაფრთოვანა. ჭარ-დაღესტნელებმა საქართველოში თარეშს მოუხშირეს, მაგრამ მათი ზეიმი ნაადრევი იყო. ერეკლემ მუსრი გაავლო მოთარეშე რაზმებს მანავთან, მარტყოფთან, საგურამოსთან და სხვა.
ამასობაში საქართველოს კვლავ ახალი საშიში მტერი მოევლინა - სარდალი აზატ-ხან ავღანი, რომელიც ავღანელთა და უზბეკთა ჯარით თავრიზს დაეუფლა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დაპყრობას შეუდგა. მან 1751 წ. ივნისის თვეში ერევნის დასაპყრობად დიდი ჯარი გაგზავნა. ამ ამბავს ომან ხერხეულიძე ასე მოგვითხრობს: „ამავე წელსა ივნისის თვეში მოვიდა ძალითა აზატ-ხან და დაუწყო ერევანს რბევა და ააოხრება, ვინათგან აზატ-ხანს ეპყრა მიდია, რომელ არს ადრიბეჟანი და იწოდებოდაცა მპყრობელად. ხოლო ამისთვის მოეწერა ერევნელთ მეფესა ირაკლისათვის, ვინათაგან გაძლევთ ხარკსა და ვართ მორჩილებასა ქვეშე თქვენსა, გაქვვსთცა ვალი და თანამდებობაი რათა გაგვათავისუფლო ესე ვითარისა მძლავრების ხელისაგან და სთხოვეს მოშველებაი“. ერეკლე ქართველთა ჯარით ერევნისაკენ დაიძრა. აზატ-ხანის სარდალმა ერევნის ციხეს ალყა მოხსნა და უკან დაიხია. ერეკლეს ლაშქარი ყირბულახთან (ერევნიდან 12 ვერსზე) დაბანაკდა. აზატ-ხანი დიდი ჯარით (18 - 40 ათასი კაცით) და იარაღით მისკენ დაიძრა.
ქართველთა ლაშქრის მცირერიცხოვნობით (3–4 ათასი) შეფიქრიანებულ დიდებულებს ერეკლე მეორისათვის ურჩევიათ გასცლოდნენ მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ მეფეს მათთვის ასეთი პასუხი მიუცია: „იცოდეთ მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავსდგები, ამაღამ რომ გავიქცეთ ხვალ დილაზედ მოგვეწევიანო და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი ჰსჯობსო. ეს ყველამ იცით, რომ სიკვდილის შვილნი ვართ და ჩვენს გვარსა და სახელს ორის დღის სიცოცხლისათვის ნუ მოვაყოვნებთო“.
ამასობაში მტრის უზარმაზარი არმია ქართველთა ჯარის ირგვლივ რკალს ავიწროებდა. ერეკლე მეფემ თავის ჯარს ჩამოქვეითება უბრძანა და მტრის ძლიერი რაზმისაკენ წარუძღვა, თან გააფრთხილა მისი ბრძანების გარეშე თოფი არ გაესროლათ და ცხენებზე არავინ შემჯდარიყო. როცა მტერი ახლოს მივიდა, ქართველებმა მეფის ნიშანზე მათ ტყვია დაუშინეს, შემდეგ კი ცხენებზე შესხდნენ და მტერს ეძგერნენ. სამარცხვინოდ დამარცხებული მტერი გაიქცა, ხოლო გამარჯვებულ ქართველებს დარჩათ „24 ზარბაზანი, 200 ზამბულაკი თავისის ასის აქლემით და დროშა მრავალი და ორი ათას ხუთასი კარავი“. ირანის ტახტის მაძიებელმა აზატ-ხანმა თავს გაქცევით უშველა, ხოლო გამარჯვებულ ერეკლეს „დაუდგეს აზატ-ხანის კარავი, დაბრძანდა მეფე ერეკლე მას შინა“. ქართველ მეფეს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ხანები გამარჯვებას ულოცავდნენ. აზატ-ხანზე ერეკლეს ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ მოგვითხრობს 1751 წლის 29 ივლისით დათარიღებული თეიმურაზ მეფის წერილი დიმიტრი ციციშვილისადმი, სადაც თეიმურაზი აცნობებს მას აზატ-ხანზე ერეკლეს ბრწყინვალე გამარჯვებას და სთხოვს საციციანოს მხარეში ლეკების წინააღმდეგ ლაშქრობის მოწყობას: „ქ. მესტუმრეს ჩვენ მაგიერათ ჩვენს დიდს იმედს, დიდათ იმედათ მისაჩენელს მისახედავს, არაოდეს არ დასავიწყარს დარბაზ ბატონს ციციშვილს დიმიტრის, მოკითხვა მოახსენეთ. მერე ჩვენის შვილის გამარჯვების ამბავი მოგვივიდა, თვითონ აზატ-ხან მოსულა ოცი ათასი კაცით. შებმულან, გაუქცევიათ, ორი ათას ხუთასი კაცი ავღანი მოუკლავთ და დაუჭერიათ. იმათი ბინა სულ წმინდათ ჩვენს ჯარს დარჩომია. ჯარი ნაშოვრით ყელამდის მოყრილა, ღვთის მოწყალებით ამისთანა გამარჯვება მოხდა. ერთი ეს მაგ საციციანოს მხარეს რომ ლეკი არის და ზემო ქართლს არბევს ამილახორის შვილებს და ზემო ქართლელებს მივწერე, მანდეთ წამოვლენ, ერთად შეიყარენით და ღვთით თამბა უყავით თავდასხმით იყოს, თუ ისე ამჯობინოთ შებმა, როგორც ამჯობინოთ, მკათათვის კთ, ქკს ულთ“. ყირბულახთან გამარჯვების შემდეგ აზატ-ხანსა და ერეკლეს შორის დადებული ზავის მიხედვით ქართლ-კახეთის სახელმწიფოს პოლიტიკური ბატონობის სფერო მდინარე არაქსამდე გავრცელდა.
ამ პერიოდში ძალზე ხშირად იცვლებოდა ძალთა თანაფარდობა ამიერკავკასიაში, სადაც პირველობისათვის იბრძოდა არა მარტო ერეკლე, არამედ გაძლიერებული შაქის ხანი აჯი-ჩელებიც, ხშირად მერყეობდნენ აგრეთვე ერეკლეს ვასალები - განჯისა და ერევნის ხანები. 1752 წლის დასაწყისში ერეკლემ კვლავაც მრავალგზის შემუსრა ლეკ-ჭარელთა მოთარეშე რაზმები და ზავის გუნებაზე დააყენა დაღესტანი. მაგრამ ამავე დროს შაჰის ტახტის მაძიებელი აზატ-ხანი ბრძოლას განაგრძობდა. მან ნახჩევანი დაიკავა. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა განჯას, რომელიც შაქსა და ერევან-ნახჩევანს შორის მდებარეობდა. ქართველი მეფეებისათვის ისიც ნათელი იყო, რომ ჭარის საკითხი ვერ გადაწყდებოდა შაქის ხანთან აჯი-ჩელებთან ბრძოლის გარეშე. ამიტომ ქართველი მეფეები 1752 წლის 9 იანვარს გაემართნენ განჯისაკენ, საიდანაც შაქის სახანოზე გალაშქრება ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამ ომში მონაწილეობის სურვილი გამოუთქვამთ „ყარაბაღის, ყარადაღის, ნახჭევანის, განჯის და ერევნის ხანებს“. ომან ხერხეულიძის მოწმობით, ზემოხსენებულ ხანებს 1752 წლის იანვარში წერილები მოუწერიათ თეიმურაზისა და ერეკლესათვის და შაქის სახანოზე ერთობლივი ლაშქრობა შეუთავაზებიათ.
ქართველთა ლაშქარი განჯაში შესულა, სადაც მათ მოკავშირე ხანებსაც თავიანთი ჯარებით მოუყრიათ თავი. აჯი-ჩელებს ფარული მოლაპარაკება გაუმართავს ხანებთან, რაც ერეკლეს დაზვერვას არ გამოჰპარვია და ხანები დაუპატიმრებიათ. ამის შემდეგ მათი ლაშქრის გამოყენება თეიმურაზ-ერეკლეს ვეღარ მოუხერხებია. ასეთ ვითარებაში ბრძოლის დაწყება მომზადებული მტრის წინააღმდეგ შეუძლებელი გახდა და მეფეებს უკან დაბრუნება გადაუწყვეტიათ. მაგრამ ამით კარგად უსარგებლია შაქის ხანს აჯი-ჩელებს და შირვანისა და დაღესტნის ჯარებით განჯასთან 1752 წლის 15 აპრილს ქართველებს თავს დასხმია. ბრძოლა გარდუვალი გამხდარა. გახურებულ ომში ერეკლესთვის ერევნის ხანსაც უღალატია და ბრძოლის ველს გაცლია. განჯის ომში ქართველები მეორედ დამარცხდნენ აჯი-ჩელებთან ბრძოლაში და უკუიქცნენ. ლეკებმა კი ზემო ქართლის რბევა დაიწყეს.
1752 წლის 11 ივლისს ასტრახანის გუბერნატორი ბრილკინი რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას ატყობინებდა: „1752 წლის 15 აპრილს ქართველმა ირაკლი ხანმა და მასთან ერთად ოთხმა ხანმა, შეაგროვა 14 ათასიანი ქართველთა ჯარი, შაქის ხან აჯი-ჩელებთან მდინარე მტკვარზე ბრძოლა გამართა, ამ დროს ხსენებულმა ოთხმა ხანმა ავღანელებით, მას (ერეკლეს), უღალატეს, რის გამოც მისი, ერეკლეს ქვეითიდან დახოცეს და ტყვედ წაიყვანეს 1000 კაცი, ხოლო თვით ის (ერეკლე) მისი მომხრე ქართველთა ჯარით გაიქცა და ამით დანარჩენი ჯარით თავს უშველა“.
განჯის ბრძოლიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1752 წლის მაისში, აჯი-ჩელების შვილმა აღა-ქიშიმ ყაზახ-ბორჩალო დაიმორჩილა და დიდი ჯარით ბაიდარში გამაგრდა. თეიმურაზმა და ერეკლემ სასწრაფო ზომები მიიღეს მტრის ქვეყნიდან გასადევნად და ამიერკავკასიაში დაკარგული პოზიციების აღსადგენად: დაიწყეს ქვეყნის შიგნით მთელი ძალების მობილიზება, მაგრამ მიხვდნენ, რომ საკუთარი ძალები საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ დიდსა და მცირე ყაბარდოში და ოსეთში კაცი გაგზავნეს ჯარების დასაქირავებლად.
1752 წ. 1 სექტემბერს თეიმურაზი და ერეკლე ქართლ-კახეთის ჯარითა და დაქირავებული რაზმებით აღა-ქიშის წინააღმდეგ დაიძრნენ. მტერმა გაცლა ამჯობინა, მაგრამ ქართველები მათ ყაზახ-შამშადილის საზღვარზე დაეწივნენ და სასტიკად დაამარცხეს (აღა-ქიში შაქს გაიქცა, განჯის ხანი – განჯას), მეფეები ყაზახ-ბორჩალუს საქმეების მოწესრიგებას შეუდგნენ. ასტრახანის გუბერნატორი ბრილკინი 1752 წლის 15 აგვისტოსა და 27 სექტემბერს ყაბარდოდან მიღებული ცნობების საფუძველზე რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას ატყობინებდა: „ყაბარდოში მყოფმა მაიორებმა ბარკოვსკიმ და ტატაროვმა გვიპატაკეს, რომ 2 აგვისტოს დიდ ყაბარდოში მოსულმა ქართველმა თავადმა ესა მეჩებელევმა (იესე მაჩაბელი) და მასთან ერთად ოსმა მფლობელმა ელისეი ილინმა მათ განუცხადეს: ისინი დიდი და მცირე ყაბარდოს მფლობელებთან გამოგზავნა ქართველმა ბატონიშვილმა ირაკლიმ, რათა ითხოვონ დამხმარე ჯარი მტრებისაგან, ავღანელებისა და ჰაჯი ჩელებისაგან, ქვეყნის თავდაცვისათვის; ამასთან ერეკლე ჯარის შესაგროვებლად ოსეთშია; ამ თავადმა და ოსეთის მფლობელმა თხოვეს ბარკოვსკისა და ტატაროვს, რომ მათ არ აუკრძალონ ყაბარდოს მფლობელებს მისცენ ირაკლის დამხმარე ჯარი: მცირე ყაბარდოდან დასახმარებლად წავიდნენ მფლობელები ყაზი და კანჩოკი, ამასთან დიდი და მცირე ყაბარდოს ჩერქეზები ათასამდე კაცი, ხოლო ოსი ხალხისაგან, სხვადასვა პროვინციიდან, კომლიდან ოთხ-ოთხი კაცი წავიდა. ირაკლი ხანმა თავისი ჯარით გზა გადაუჭრა განჯასთან და საქართველოსკენ აღარ გაუშვა, დაამარცხა იგი, აღა ქიში, თავისი ჯარით და ბევრი დაუხოცა, საკმაო რაოდენობით ტყვედ ჩაიგდო, ხოლო ხსენებული აღა-ქიში, ქართველი ბატონიშვილის მიერ დამარცხებული, მცირე რიცხოვანი ხალხით თავის საცხოვრებელ ადგილში წავიდაო.
აზერბაიჯანელ სახანოებს ხშირად ეხმარებოდნენ დაღესტნელი ფეოდალები, რომლებსაც არანაკლები ზიანი მოჰქონდათ ქართლ-კახეთისათვის. 1752 წლის მიწურულს თეიმურაზ II პოდპოლკოვნიკ გნევაშოვს წერდა: „საქართველო მტრისაგან ყოველმხრიდან გარემოცული დიდ რბევას განიცდის, რომლის თავიდან ასაცილებლად ამას წინათ ჩვენი შვილი, ერეკლე მეფე, თქვენს მაღალაღმატებულებას წერდა, რომ მ. ი. უ. (მათი იმპერატორული უდიდებულესობის - ნ.ს.) მფარველობაში მყოფ მთიელი მფლობელების ხალხს აუკრძალოს საქართველოს დასარბევად წამოსვლა; ხოლო ამას წინათ აჯი-ჩელების შვილმა, სცადა საქართველოს დარბევა მრავალრიცხოვანი ჯარით, რომელთა შორის დიდი რაოდენობით იყო მ. ი. უ. მფარველობაში მყოფი მთიელი მფლობელების ხალხი, ამიტომაც განმეორებით გთხოვთ, რომ ხსენებულ მთიელ მფლობელებს აუკრძალოთ, რომ მათი ხალხი საქართველოს დასარბევად არ წამოვიდნენ. საქართველოში მოსული მტრის ჯარის დიდი ნაწილი, ღვთის წყალობით, მოკლულ იქნა და დატყვევებული“.
შაქის ხანზე გამარჯვებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა: საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებულ მაჰმადიან სახანოთა კავშირი დაიშალა, ხანები ქართველი მეფეების მიმართ მორჩილების გზას დაადგნენ, აზატ-ხანმაც ზავი ითხოვა. „ხუთი წლის განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთმა უკუაგდო აზატ-ხანი, წარმატებით მოიგერია მეზობელი ხანების გაერთიანებული შემოტევა და უდავოდ ცხადყო თავისი უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში“. ბრწყინვალე გამარჯვებებმა ირანის ტახტის მაძიებლებსა და აზერბაიჯანელ ხანებზე, ერეკლეს, როგორც სარდალს საყოველთაო აღიარება მოუპოვა აღმოსავლეთსა და ევროპაში. სწორედ ამ დროს ევროპაში გავრცელდა ხმა თითქოს ფრიდრიხ II ეთქვას: „ევროპაში პირველი მე ვარ, ხოლო აზიაში- ერეკლეო“.
1752 წლის შემდეგ ქართლ-კახეთი უმთავრესად დაღისტნის მხრიდან წვრილ-წვრილი და ზოგჯერ საკმაოდ ფართო, ორგანიზებული შემოსევების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. ამის გამო ერეკლე თავისი რაზმით, როგორც ჩანს, ხშირად სალაშქროდ ყოფილა გამზადებული. ამ მხრივ აღსანიშნავია 1753 წლით დათარიღებული ერეკლე მეფის მიწერილობა მდივან გორჯასპისადმი: „ქ. ჩვენს ჟამ ყოველ ქებით დიდებით მოსაგონარს და არაოდეს ჩვენგან არ დასავიწყარს დარბაზს ბატონს მდივანს გორჯასპის და ნაზირს გიორგის მოკითხვა, კარგად ყოფნის წადილი მოეხსენოსთ. მერმე ჩვენს ყალიონყოჩს ყალიონი რომ წამოეღო, მანდ კარგი ყუთი გაეკეთებინეთ, შუშა მინისა შიგ კარგათ ჩადგით თავისის გაწყობილობით, თავით ფიშყამიშით და ამ კაცების ხელით გამოგვიგზავნეთ. ნახევარი ლიტრა კაი თანბაქოც. მეორეც, აქ ქართლის ჯარი არავინ არის, ვინცავინ იყოს ყადაღა უყავით ყველას, რომ მალე ჩამოვიდნენ. ვინცავინ კიდემ კახნი ჩამოსულიყოს ეგენიც წამოვიდნენ იანვრისა გ. ქკს უმა. ცოტა ყურძენი, სხალი, ბარაქიან გვიშოვნეთ და გამოგვიგზავნეთ, უხილოდ ვართ. ბატონს მოახსენეთ დღეს აქ ყულიას სახლში ვართ, ყაზახშიაც კაცი გაგზავნეთ, სულთანი დაიბარეთ. მესამეც, სანთელი მალე გამოგზავნეთ და საყდარი ღვთისამაც, დროიან ხეჩატურას კაცები არიან მანდ დარჩომილი სამი და ერთი ცხენი, ყური მიუგდეთ, არ მოამშიოთ. ედიშერ მდივანიც წამოვიდეს. მარხვისათვის სამარხი და ნიგოზიც გამოგზავნეთ. ჩვენ მაგიერა მოლარეთხუცეს ცოტა ორაგული გვითხოვეთ. ჩვენი თოფის წამალი გოგია ჯანდიერაშვილს შენს სიძეს აქვს, კარგათ დაბეჭდეთ და ისე გამოგზავნეთ. ხუმრობა არ არის გზაზედ არ დაგვიკარგონ, კარგა წამოიღონ“.
ამ დროისათვის ქართველი სახელმწიფო მოღვაწეებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ XVIII საუკუნის II ნახევრისათვის რუსეთს კავკასიაში თავისი პოლიტიკური ინტერესები გააჩნდა. ამიტომ თეიმურაზ-ერეკლემ ორიენტაცია კვლავ რუსეთზე აიღეს. კახი ბაგრატიონებისათვის ისიც კარგად იყო ცნობილი, რომ ქართველ პოლიტიკოსთა რუსულ ორიენტაციას არაერთგზის მოჰყოლია მძიმე შედეგები, მაგრამ მტრული ძალებით გარშემორტყმულ ქვეყანას ხსნისა და გადარჩენის სხვა გზა არ ჰქონდა, როგორი სახიფათოც უნდა ყოფილიყო იგი. ამიტომ, როგორც კი ნადირ-შაჰის მოკვლის შემდეგ საქართველოდან ირანელები განდევნეს და მეზობლები დააწყნარეს, 1752 წელს ერეკლე II და თეიმურაზ II ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის მეთაურობით საგანგებო ელჩობას აგზავნის რუსეთის იმპერიაში. XVIII ს-ის ქრონიკების ავტორის გადმოცემით, ამ ელჩობაში მონაწილებას იღებდა ასევე სიონის ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზი და მღვდელი სვიმონი.
პროფ. ი. ცინცაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ 1752 წლის 27 მაისით დათარიღებული წერილით თეიმურაზი და ერეკლე ასტრახანის გუბერნატორს აუწყებდნენ: ათანასე თბილელი და სიმონ მაყაშვილი გამოვგზავნეთ ხელმწიფესთან „მოციქულად და ჩვენი საიდუმლო სიტყვა ვარწმუნეთ, შენგან ,,კეთილის ყოფას მოველით, რომ სამეფო კარზე ადრე წარავლინოო“. ამ ელჩობის განხილვას ჩვენ აღარ მოვყვებით, რადგანაც იგი დაწვრილებით აქვს განხილული პროფ. ვ მაჭარაძეს წიგნში „მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთსაქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის“. ვიტყვით მხოლოდ, რომ ეს ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა. ქართველ მეფეებს მცირე საჩუქრები გამოუგზავნეს და მომავალში დახმარებით დააიმედეს.
როგორც XVIII საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორი გადმოგვცემს, 1753 წლის იანვარში „მეფენი ჩაბრძანდნენ გატეხილ ხიდზედ, აქედან განჯას, ერეკლე ჯერ ბაიდარში მიბრუნდა ჯარით, იქ სანი (ანგარიში) აიღო ჯარისა, მენაპირე ჯარები ჩაუყენა ყაზახ-ბორჩალოს, შამშადილს, გამოართო მძევლები და ქეთხუდები ცოლ-შვილით და გაისტუმრა ქალაქში. ყაზახიდან გაიპარნენ ბაშან-ხანი და ზურაბ შანშეს ძე ერისთავი განჯაში, აქედან გავიდნენ ჰაჯი ჩაბალთან, მისცა ჯარი ორივეს, ბაშან-ხანს ქართლის ასაკლებად, ზურაბს კახეთისა“. როგორც მოტანილი ციტატიდან ჩანს, მიუხედავად თეიმურაზისა და ერეეკლეს წარმატებებისა საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის შიგნით ფეოდალური საქართველოსათვის დამახასიათებელი შუღლისა და ურთიერთმტრობის გამო, თეიმურაზ-ერეკლეს ჯერ კიდევ მრავლად ჰყავდათ შინაური მტრები და მათ წინააღმდეგაც თავდაუზოგავი ბრძოლა უწევდათ. ქართველი მეფეების დავალებით „მოულოდნელად მოუხდნენ ჰაჯი ჩაბალს შამახიის და ყუბის ხანები, დაამარცხეს და აიკლეს განჯის ხანი. ბაშან-ხანი და ზურაბი გაიქცნენ განჯაში“. ამის შემდეგ აზატ-ხანიც შეურიგდა თეიმურაზ-ერეკლეს და დამოყვრებაც სთხოვა. თეიმურაზმა თავისი დისწული აბდულა-ბეგის და მარიამი მიათხოვა.
1752 წელს შაქის ხანზე გამარჯვების შემდეგ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე კარგა ხნით მშვიდობიანობა დამყარდა, მაგრამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი დაცული არ იყო: ლეკთა საკითხი, იმ დროის ურთულესი საკითხი, კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა.
კახეთის მეზობლად მცხოვრები დაღესტნის მთიელი ტომები თავიანთი ყაჩაღური თავდასხმებით ქვეყანას კვლავ განადგურებას უქადდნენ. ლეკი აბრაგების რაზმები ქურდულად იჭრებოდნენ სოფლებში, იტაცებდნე ადამიანებს, საქონელს, ნივთებს და კვლავ მთებს აფარებდნენ თავს. მთიელ ყაჩაღთა თარეშის შედეგად ნადგურდებოდა ქართლ-კახეთის ინტენსიური მეურნეობა და ქვეყანას გადაშენება ელოდა. როგორც XVIII საუკუნის ქრონიკების ავტორი გადმოგვცემს: 1753 წელს „გამოვიდა დიდი ჯარი ლეკისა, მიუხდნენ ფამბაკს, აიღეს ციხეები, მოაოხრეს გარემონი და მრავალი საქონელით და ტყვეებით გადავიდნენ ყარსისაკენ, დაარბივეს აქაურობა და მოვიდნენ გოგჩას, აიღეს ციხე და იკლებდნენ თბილისის გარემოთა. - მეფენი გავიდნენ ქართლ-კახეთის ჯარით და დადგნენ მარაბდას ალგეთზე. მოვიდა ლეკის ჯარი, შეუტიეს გაარღვიეს შუა, ერთი ბირთვისისაკენ გაიქცა, მეორე იაღლუჯისაკენ. ზევითა ჯარს მეფენი გამოუდგნენ, ხმალ და ხმალ ხოცვითა, ერთს ვიწრო ხევში ჩაყარეს, შემოერტყნენ გარს, იყო საღამომდის სროლა და ყათლამი დამართეს, იაღლუჯისაკენ გაქცეულებს დაედევნა მუხრანბატონი კონსტანტინე, დაერივნენ ხმალ და ხმალ და მცირედიღა გადარჩა“. ამ ბრძოლაში მტრის მხარეზე იბრძოდა მოღალატე შანშე ერისთავიც, რომელიც ქართველებმა შეიპყრეს და დააპატიმრეს. ამ ბრძოლის შემდეგ ერეკლე ბრუნდება თელავში და გალავნის მშენებლობას ამთავრებს. ამ წარმატებების შემდეგ ადირბეჟანის ხანებმა ერეკლეს დაუწყეს თხოვნა-ვედრება - „შეგვირიგე შენი ერთგული ვიქნებითო“.
1754 წელს ერეკლეს შემოურიგდა განჯის ხანი ბაშან-ხანი. ამავე წელს ირანიდან ერევანს მოვიდნენ იოანე მდივანბეგი და ზაალ ორბელიანი, რომლებსაც დიდი ძღვენი მოჰქონდათ აზატ-ხანისაგან ქართველ მეფეებთან. როგორც ქრონიკების ავტორი აღნიშნავს, ამის შესახებ ლეკებსაც შეუტყვიათ და საომრად მომზადებულან: „გავარდა ხმა ადირბეჟანში - ორბელიანებს დიდი ხაზინა მოაქვთო, გადმოვიდა ლეკის თარეში, აიკლეს ერევნის გარემონი, ჩამოვიდნენ ყაზახში და გავიდნენ სამშვიდობოს. - მოვიდა მეორე თარეში ლეკისა სომხით, მესამე ზემო ქართლს ორბელიანების წინ დასახვედრათ. მეფეებმა გაუგზავნეს კაცი ორბელიანებს - „ჯერ მანდ ერევანში იყავით, ნუ წამოხვალთო“. აბრძანდნენ მეფენი ზემო ქართლს ქართლ-კახეთის ჯარით. აცნობეს ორბელიანებს ერევანში, ჯავახეთ-ახალციხეზე გადმოიარეთ და ქართლში შემოგვეყარენითო“. - ტინისხიდი წაახდინა ლეკის ჯარმა, შემოადგნენ დირბს, მიეშველნენ მეფენი და შეიქმნა ომი ფიცხელი, სძლეს ლეკთა და გააქციეს. გადავიდნენ და შემოადგნენ წალკის ციხეს და აიღეს. აქედგან იწყეს საციციანოზე თავდასხმა და აკლება ქართლისა“. ამ სისტემატურ ბრძოლებს დაემატა ისიც, რომ XVIII საუკუნის 50-იან წლებში ლეკებმა, გარდა წვრილი ყაჩაღური თავდასხმებისა, ქართლ-კახეთზე ორი დიდი ლაშქრობაც მოაწყვეს.
1754 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი ლეკთა დიდი ჯარით კახეთში შილდის თავს მოვიდა, თან „მუქარა მოეთხოვა ქართლსა და კახეთს დავიჭერო“. მეფეებმა მოსახლეობა ციხესიმაგრეებში გახიზნეს. ერეკლემ კახეთის ჯარი შემოიკრიბა და თელავის ციხეში დადგა. ნურსალ-ბეგი კახეთში შეიჭრა. „გამოიარა ხუნძახის ბატონმა გაღმა-მხარზე, დაწვა ზოგიერთი ალაგები, გამოვიდა ალაზანს, მოვიდა, დაწვა რუის-პირი, აიყარა, ავიდა, დაწვა ახმეტა, გაიარა, ავიდა ძაგნაკორას. ქართველი ბატონი ჯერ არ მიბრძანებულიყო და მარტო კახეთის ჯარით კახი ბატონი ვერ შეება. მტერმა გადალახა არაგვი, „შემოუშვა ჯარი არაგვის ერისთავის მამულში, დაწვეს, აიკლეს, ააოხრეს, ანანურს აქეთ აღარსად-რა გაუშვეს-რა წაუხდენელი: მივიდნენ დუშეთს, დაწვეს სასახლე ერისთავისა, შებილწეს მონასტერი, ჩამოხდენ იქ დიდი ნაშოვრით ... აიყარა ხუნძახის ბატონი დუშეთიდამ თვესა აგვისტოსა ი (10), გარდმოვიდა, შემოაყენა ჯარი ციხესა მჭადიჯვრისასა“ ... ქართული წყაროები ნურსალ-ბეგის ჯარის რიცხვს არ ასახელებენ. მიუთითებენ მხოლოდ, რომ „ხუნძახის ბატონი კაის დიდებით წამოსულიყო, რაც ლეკობას გაეწყობოდაო“. ყიზლარის მცხოვრები ქართველი თამაზოვი, რომელიც გარემოცვის დროს მჭადიჯვრის ციხეში ყოფილა, იუწყებოდა, რომ ლეკებს 6 ათასი კაცი ჰყავდათ და ციხე 8 დღეს ჰქონდათ გარემოცული; მათ სცადეს ციხის კედლების აფეთქება, რათა ციხეში შეჭრილიყვნენ, ორ ადგილას საამისო ცდა კიდეც ჩაატარეს, მაგრამ მეციხოვნეებმა რამდენჯერმე გამოხდომა მოაწყეს და 200-მდე კაცი მოუკლეს. ამასობაში ერეკლე და თეიმურაზი 5 ათასიანი ჯარით მოეშველნენ ციხესო.

კაპიტან ოთარ თუმანოვის ცნობით, ხუნძახის ბატონი, რომელსაც „სამი ათასამდე ლეკნი ჰყვანდათ, 12 აგვისტოს დუშეთსა და ბაზალეთს მიხდომია, შემდეგ მჭადიჯვრის ციხეს შემოდგომია; 16 აგვისტოს ერეკლე კახეთიდან 2000 კაცით მოსულა და თეიმურაზ მეფესთან ერთად 19 აგვისტოს შებმია ხუნძახელებს. 460-მდე კაცი მოუკლავთ ლეკებსა.
პ. ორბელიანის ცნობით, ერეკლემ ჯარჯით დატვირთული ურმები გაუშვა წინ, ამ საფარით მტერს მიუახლოვდა და სასტიკად დაამარცხა. დამარცხებულ ნურსალ-ბეგს გზადაგზა კახელებიც თავს ესხმოდნენ და ასე შერცხვენილი და დამცირებული დააბრუნეს დაღესტანს.
მჭადიჯვართან ქართველების გამარჯვებამ ლეკთა თარეშები მაინც ვერ ალაგმა. „გარნა არ დასცხრნენ ლეკნი კვალად ქურდულად რბევად ქართლისა და კახეთისაო“, - წერს ომან ხერხეულიძე.
1755 წელს, როგორც ომან ხერხეულიძე აღნიშნავს, „კვლავ შემოიკრიბნა ავარის ხანმა ხუნძახის ბატონმა ომარ-ხანმა (იგივე ნურსალ-ბეგმა – ნ.ს.) დაღისტნის ჯარები, ჩამოვიდა და მოადგა ყვარლის სოფელს, ამას მოერთვნენ ჭარელნი და შაქი-შირვანელნი ვითარცა არს ჩვეულება მათი“. ე.ი. 1755 წელს ნურსალბეგი კვლავ დიდი ჯარით მოადგა საქართველოს, ყვარლის მთაზე დადგა და ამიერკავკასიის ხანებსა და ჭარელებს დახმარება სთხოვა. აჯი-ჩალაბის შვილი და კაკის სულთანი თავიანთი ჯარებით მოვიდნენ, ჭარელებიც იყვნენ, განჯის ხანმაც ჯარი გამოუგზავნა და ეს უზარმაზარი 20 ათასიანი ჯარი ყვარლის ციხისკენ დაიძრა. ოთარ თუმანოვის ცნობით კი „ყვარლის ციხეს ლეკები 18 ათასი კაცით შემოდგომიან 30 აგვისტოს“. ყვარლის ციხე ლეკებს 28 დღე ჰქონიათ ალყაში.
სანამ ნურსალ-ბეგს მოკავშირეები შეუერთდებოდნენ, ქართველ მეფეებს სამზადისი ჩაუტარებიათ. მოსახლეობა ციხეებში დაუხიზნავთ ოთხი თვის მარაგით. ერეკლეს კახეთის ჯარი თელავს მიუყვანია. თეიმურაზი კი, როგორც წყაროები მოწმობენ, ზემო ქართლში წასულა, იქ „შემოიყარა ჯარი ქართველთა, რომ იარაღის ამღები აღარავინ დააგდო შინა. მივიდა ახალგორს, სადაც ქსნის ერისთავი და ბარათაშვილი შეუერთდნენ, და წავიდა ანანურისაკენ, სადაც ერეკლეს ცნობას უნდა დალოდებოდა“. თეიმურაზი და ერეკლე ჩერქეზებისაგან დამხმარე ჯარს მოელოდნენ, მაგრამ ჯარი ვერ მიიღეს, ამიტომ მრავალრიცხოვან მტერთან პირისპირ შებმა მიზანშეუწონლად ჩათვალეს. ამავე დროს ლეკებმა ყვარლის ციხეს მაღალი საფრები შეუკრეს და შიგ მყოფ მეციხოვნეებს თოფის სროლა დაუწყეს. მეციხოვნე ჯარს გაუჭირდა, აუცილებელი იყო მათი სურსათით და ტყვიაწამლით მომარაგება, რათა წინააღმდეგობა გაეგრძელებინათ და მტერს არ დამორჩილებოდნენ. ყვარლის ციხის დაკარგვით ქვეყანას გაღმა მხარი ეკარგებოდა, რაც მთელს კახეთს საფრთხეს უქმნიდა.
ერეკლე მეფემ ჯარს შემდეგი წინადადებით მიმართა: „რომელიც ინებებს და თავისის გულოვნებით მინდომით წარვალს და შევალს ციხესა ყვარელისასა ... თავის გარჯასა და თავს არ დაზოგავს, ჩვენც სამუფქოდ ამ წყალობას უზამთო: თავადის შვილს თავის შესაფერს სახელოს და რომელსაც თავის მუნასიბსა და სამსახურსა მამულს შემოგვიკვეთს, წყალობას უზამთო და აგრევე აზნაურიშვილს და გლეხს კაცს, კაცზე ოთხს თუმანს, ორს საკომლო მამულსა და სითარხნეს მივსცემთო“. ერეკლეს მიმართვის შემდეგ, როგორც ომან ხერხეულიძე აღნიშნავს „გამოერჩივნენ ქართველნი და კახნი მხნენი ვაჟკაცნი ვიდრე ორასამდე და შესწირეს სისხლი თვისი მსხვერპლად ქრისტიანობასა და ერთგულობისა თვის მეფეთასა“. გამოვიდა 200 ვაჟკაცი და მეფის დავალება პირნათლად შეასრულეს - მაშველი ჯარი ალყაშემორტყმულ ციხეში შევიდა. მეციხოვნეებმა მაშველი ჯარის დახმარებით ციხის დაცვა შეძლეს. ამის შემდეგ თეიმურაზ მეფე თელავს დადგა, ერეკლე კი ქიზიყს წავიდა, იქ შემოიკრიბა მარჯვე ცხენოსნები და ჭარს შეუსია. ამის გამო ნურსალ-ბეგს ჭარელები ჩამოსცილდნენ. ქართველთა შიშით კაკის სულთანიც მათ გაჰყვა. მალე თვით ლეკებს შორის ჩამოვარდა უთანხმოება და ყვარლის ალყაც მოიშალა.
ნურსალ-ბეგმა ომი წააგო და ისევ ძველ ნაცად გზას დაადგა - სოფლებს საძარცვავად პერიოდულად ავაზაკთა რაზმებს უსევდა. როგორც ომან ხერხეულიძე აღნიშნავს, 1756 წელს „იწყეს ეგრეთვე რბევა და ოხრება ქართლისა დაღისტნელებმა ქურდულად ჯარებმა ვიდრე ასამდე და ორასამდე განმრავლებით მრავალთა ადგილთა ცალ-ცალკე სიარული შექმნეს და ამით დიდად შეაჭირვეს ქართლი: გარნა არც ირაკლი მეფე დაჰსცხრა დევნითა მათითა, რომელმანც მრავალჯერ სდევნა და დაამარცხა იგი. და ესრეთითა შრომითა აქვნდა ცხოვრებაი და სიმხნითა თვისითა მეფობაი, რომლისა რიცხვი არა იქმნების, თუ რაოდენჯერ გაემარჯვნა ამა წვრილად მოსიარულეთა ზედა მეფესა ირაკლის“.
XVIII საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორის ცნობით, 1755 წელს ერეკლე ლეკებს ებრძოდა კუმისთან, რომელნიც სამღერეთის ტყეში დაამარცხა და დააყრევინა ტყვე და საქონელი.
ამავე წელს ჭარელნი ავლაბრის ბაღებს შემოესივნენ. ნოემბერში ლეკის დიდი ჯარი მიხდომია ქიზიყს და სოფელი ჯუგაანი მთლიანად აუოხრებიათ. ამავე წელს, როგორც ჩანს, მტრის შიშით სოფლებიდან ქალაქში სურსათი ვეღარ შემოუტანიათ და ქალაქში დიდი სიძვირე ჩამოვარდნილა. ამის გამო მეფე თეიმურაზი ქალაქიდან ჯარით გასულა, მცხეთას დამდგარა და გზაზე ყარაულები დაუყენებია. ამის შემდეგ გახსნილა გზები და ქალაქში უამრავი პური, ღვინო და სურსათი შემოუტანიათ.
1756 წელს ლეკები შემოსევიან ნიჩბისს, კარალეთს, საციციანოს, ახალციხეს, ქარელს, სურამს, მაგრამ მათ ყველგან ერეკლეს ჯარი ხვდებოდა და ამარცხებდა. ამავე წელს „ერეკლე მეფემ დალაშქრა ყაზახ-ბორჩალოს ელნი ყაიყულის ღალატის გამო, გამოართვა მძევლები, 5 ათასი ცხვარი, 4 ათასი ძროხა და 100 ცხენი, რათგან ყარსის მხარე აეკლოთ და ურიცხვი საქონელი წამოესხათ. ფაშამ სთხოვა ერეკლეს სამართალი, ერეკლემ დაუბრუნა ფაშას ყოველივე. ამავე ავტორის ცნობით, როგორც ჩანს, არც ქართველები რჩებოდნენ ვალში ლეკებს: „შეიყარნენ გაღმამხრის კახნი და თუშნი, გარდუხდნენ ჯარდან ჩოლოყაშვილის სარდლობით დაღისტნის სოფლებს, წამოასხეს მრავალი ცხვარი და ძროხა, უვნებლათ გადმოვიდნენ შინ. მიუხდნენ ქისიყნი ჭარს, ააოხრეს და წამოასხეს საქონელი, ნარბევი და მოვიდნენ შინ გამარჯვებულნი“. ბრძოლა არ ცხრებოდა, მოთარეშე ურდოებმა XVIII საუკუნის 50-ანი წლებისათვის თითქმის დაასრულეს სომხით-საბარათიანოს საბოლოო განადგურება. ორბელიანთ მამულში ქართველი მოსახლეობა გაქრობაზე იყო. საბარათიანოს ტრაგედია საინგილოს დაკარგვის შემდეგ კიდევ ერთი სისხლიანი ეპიზოდია ქართველი ხალხის არსებობისათვის ბრძოლის ისტორიაში.
1757 წელს დაღესტნელთა 4000 კაცისაგან შემდგარი ლაშქარი ზემო ქართლს შეესია. მეფეებმა ციხე-სიმაგრეები გაამაგრეს და მედგარი ბრძოლა დაიწყეს. იმ ღამესვე ლეკები აყრილან და სოფელ ალს მისდგომიან, მაგრამ მეფეებს ლეკები აქაც დაუმარცხებიათ.
1758 წელს, როგორც მეთვრამეტე საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორი აღნიშნავს, - „გადმოვიდნენ ბელადები – კოხტა და ჩონჩოლმუსა 8 ათასი ლეკის ჯარით, გაიყვნენ ორათ - ჩონჩოლმუსა მიუხდა აჩაბეთს და აიღო, შევლო ლიახვი, დაარბივა ოსეთი, ჩამოვიდა და ავნევს მიადგა. კოხტა ბელადი ატოცს მიუხდა. თეიმურაზ-ერეკლე ქართლ-კახეთის ჯარით მოვიდნენ ყორნისს, მოეშველა იმერთა მეფე სოლომონ ჯარით, მიეშველნენ ატოცს, დილით ადრე დაესხნენ კოხტა ბელადს, დაამარცხეს და მრავალი ლეკი გაწყვიტეს. აქედგან მიუხდნენ ავნევს, აიყარა მაშინვე ჩონჩოლმუსა და დვანში დადგა. მიუხდნენ მეფენი, აიყარა იმ ღამესვე ჩონჩოლმუსა და გაი პარა ჯარით“. ეს ამბავი ომან ხერხეულიძეს 1759 წლით აქვს დათარიღებული და ასე გადმოგვცემს: „კვლავ გამოვიდნენ დაღისტნის ბელადნი კოხტა და ჩონჩორ მუსა დაღისტნის ჯარებით, რომელნიცა ჰყვანდათ ვიდრე 8 ათასამდე კაცნი, ესენი გაიყვნენ, ჩონჩორ მუსა მივიდა აჩაბეთს. აჩაბეთი აიღო და მრავალნი სულნი დაატყვევნა, შევლო ლიახვზედ, სამაჩაბლოს ოსები დაჰრბივა, წავიდა იმერეთს, კუდაროც მოარბივა, გამობრუნდა, მოვიდა და ავნევის სოფელს შემოადგა; კოხტა ბელადი მივიდა და ატოცის ციხეს შემოადგა. მაშინ მივიდნენ ორნივე მეფენი თეიმურაზ და ირაკლი ქართლისა და კახეთის ჯარითა ყორნისსა და მეფე იმერეთისა სოლომონიცა შემწე ექმნა ამა მეფეთა და მოვიდა კარგის ჯარით და სამთავე ამა მეფეთა შეექმნათ რჩევა, თუ რომელს შეეშველნენ ავნევსა ანუ ატოცსა. და უმჯობესად განიგულეს მიშველება ატოცისა. მივიდნენ მსწრაფლად და დილას ადრე თავს დაესხნენ ლეკის ჯარსა ატოცს და აოტეს კოხტა ბელადი და ლეკის ჯარნი. მრავალნი მოსწყვიდნეს და სამთავე ამა მეფეებისა სპათა სიმხნე და სიმარჯვე ყოველთა კაცთაგან მოსაწონი იყო. ჰსდევნეს და ლტოლვილნი იგი ლეკნი მივიდნენ ავნევს ჩონჩორ მუსასთან და აცნობეს ყოველივე ესე ქმნილი მარცხი. ამ საქმეზედ აიყარა ჩონჩორ მუსა, შემოეცალა, ავნევს მოვიდა და დვანს სიმაგრეში დადგა ჯარით, მასვე დღესა მოვიდნენ სამნივე მეფენი ავნევის მოსაშველებლად, გარნა აღარა ადგნენ ავნევს, ჰსცნეს მეფეთა დვანს დადგომა ლეკის ჯარისა, მივიდნენ მეფენიცა და პირდაპირ დაუდგნენ, გარნა ვერღარა იკადრეს ლეკთა გამოსვლა საომრად დასტით, არამედ მცირედთა კაცთაგან მოჰხდა თოფთა ცემა. სიღამემან უსწრათ და არღარა მოხდა ომი და დაადგნენ მეფენი მას ღამესა ახლოდ ლეკის ჯარისა, ხვალისათვის ომისა იმედეულნი. გარნა მას ღამესა აიყარა ჩონჩორ მუსა და გაი პარა ჯარითა და მეორეს დილას ჰსცნეს მეფეთა გაპარვა ლეკის ჯარისა, გამოუდგნენ მაგრამ ვერღარა ეწივნენ“. როგორც ირკვევა, ქართველმა მეფეებმა მძარცველთა ეს პარტიებიც წარმატებით დაამარცხეს და სამშობლოში გადარეკეს.
ქართლ-კახეთის მიერ ზედიზედ მოპოვებულმა გამარჯვებებმა შიშის ზარი დასცა დაღესტანსა და ჭარ-ბელაქანს. ჭარბელაქნის არისტოკრატიული რესპუბლიკა და ელისუს სულთანი უკვე მორჩილებას უცხადებდნენ საქართველოს მეფეებს. ეს იყო დროებითი ქედმოხრა ძალის წინაშე -ფეოდალური სინამდვილის ჩვეულებრივი მოვლენა, როცა „ძლიერის უფლება ბატონობდა“. ჭარსა და კახეთს შორის დროებით მშვიდობა ჩამოვარდა. გაჩაღდა მიმოსვლა მდინარე ალაზნის პირიქითა და პირაქეთა ქართულ სოფლებს შორის. დაღესტნელი მთავრებიც დარწმუნდნენ, რომ ქართლის საბოლოო წახდენის შემდგომ ცდებს მათთვის ზიანის მეტი არაფერი მოჰქონდა და მასობრივ შემოსევებზე ხელი აიღეს.
XVIII ს-ის 50-იან წლებში ასევე საშიში იყო აზერბაიჯანელი ხანების კავშირი ლეკებთან, რადგან ირანში შინაბრძოლები გრძელდებოდა, ხოლო ირანის ტახტის პრეტენდენტი აზატ-ხანი ჩრდილო და დასავლეთ ირანში იყო გაბატონებული და ამიერკავკასიაშიც დამკვიდრებას ცდილობდა, რათა მთელს ირანს დაპატრონებოდა. ამიტომ იყო, რომ ერეკლე II და თეიმურაზ II, როგორც ირანის უპირველესმა მოხელეებმა (ქართლის მეფე ირანის ვალი და ამიერკავკასიაში ირანის ჯარების სარდალი იყო), ირანში წესრიგის დასამყარებლად და ტახტზე სასურველი კანდიდატის ასაყვანად ორჯერ მიმართეს რუსეთის მთავრობას: პირველად 1752–1754 წლებში, ხოლო მეორედ 1760–1762 წლებში. 60-იანი წლების დასაწყისში ქართლ-კახეთის სახელმწიფო კარზე ირანის პრობლემას კვლავ აქტიურად განიხილავდნენ. მრავალწლიანმა გამოცდილებამ თეიმურაზი დაარწმუნა, რომ მისი სამეფოს ბედ-იღბალი მჭიდროდ უკავშირდებოდა ირანში მომხდარ ცვლილებებს. ამიტომ იყო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ირანის საქმის „მოგვარება“ კვლავ რუსეთის დახმარებით სცადეს: ქართველები ფიქრობდნენ, რომ რუსეთისაგან ჯარს ან მის დასაქირავებლად სესხს მიიღებდნენ, ირანში ილაშქრებდნენ და იქ საქართველოსა და რუსეთისათვის სასურველ შაჰს აირჩევდნენ. ამ მიზნით ქართლ-კახეთის გაერთიანებული ელჩობა თეიმურაზ II ხელმძღვანელობით 1760 წლის აპრილის შუა რიცხვებში რუსეთს გაემგზავრა. სამწუხაროდ, ქართლ-კახეთის დიპლომატებმა ვერც ამ ელჩობით მიაღწიეს მიზანს.
XVIII საუკუნის 60-ანი წლებიდან ერეკლე II ფაქტიურად ქართლ-კახეთის ერთპიროვნული ხელმწიფეა. იგი კიდევ უფრო ძლიერი ენერგიით განაგრძობდა ტრადიციულ პოლიტიკას. 1760 წელს ერეკლემ ყარაბაღის ხანს ძლიერი დამარცხება აგემა, განჯაზე ბატონობა განამტკიცა, ხოლო თვით ყარაბაღელი ხანი – ფანა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. ქართლ-კახეთის უზენაესობა საჯაროდ აღიარეს შაქის, შამახიის, ყარაბაღისა და ნახჩევანის მფლობელებმაც. კიდევ უფრო განმტკიცდა ერეკლეს მბრძანებლობა სომხეთში.
1760 წლის დასასრულს ერეკლემ შეი პყრო ირანის ტახტის ერთ-ერთი მაძიებელი დამარხცებული აზატ-ხანი, რომლის აქტივობა XVIII საუკუნის 50-იან წლებში ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა თარაქამის მფლობელის ფანა-ხანის ბრძოლას ყარაბაღგანჯაში გაბატონებისათვის. ერეკლეს 2 წლის განმავლობაში აზატ-ხანი დამწყვდეული ჰყავდა. ამ ამბავს ომან ხერხეულიძე ასე გადმოგვცემს: „ზანდი ქარიმ-ხან განძლიერდა, ყაჯარი მაჰადხან დაამარცხა და ომში მოკლა. ავღანი აზატ-ხან გამოაქცივა, თავის ქვეყნისაკენ ვეღარ წავიდა და ადრიბეჟანისკენ წავიდა ჯარით და ბევრი ავი საქმე ჰქმნა ავაზაკებრ და მოუწერა ქარიმ ხანმა მეფეს ირაკლის ძმობით და სიყვარულით წიგნი: აზატხან ადრიბეჟანის მხრისკენ წამოვიდა, ქვეყნებს აოხრებს და არბევს და უკეთუ მანდეთ გამოჩნდეს სადმე დაიჭირე, გამოგზავნე და ერანზედ დიდი ვალდებულება იქმნება. ამ ჟამად აზატ ხანმაცა იმ ადგილებში ვეღარ მოიცადა და დაღისტნისაკენ წამოვიდა. ჰსცნა, რა ესე მეფე ირაკლიმ, გადაასწრო ყაზახში და თავის ჯარებით სულ ერთიანად დაიჭირა აზატ-ხანი“. ეს საქმე ქერიმხანმა ერეკლეს დიდად დაუფასა, დიდი ძღვენიც გამოუგზავნა და ერევნისა და ადერბაიჯანის ხანებიც დაუმორჩილა. რუსეთში ელჩად წასულმა თეიმურაზ II რუსეთის ხელმწიფისაგან მხოლოდ სიტყვიერი დაპირება მიიღო. ამასობაში იმედგაცრუებული, მოხუცებული მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და 1762 წლის 8 იანვარს სამშობლოსაგან შორს გარდაიცვალა. ასე დაასრულა თავისი სიცოცხლე XVIII საუკუნის ცნობილმა პოეტმა და დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ თეიმურაზ II. იგი ასტრახანში მიძინების ტაძარში თავისი სიმამრის, ვახტანგ VI-ის გვერდით დაკრძალეს. თეიმურაზ II გარდაცვალების შემდეგ ერეკლე II ქართლი და კახეთი ოფიციალურად ერთ სამეფოდ გააერთიანა და თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამით დასრულდა ქართლისა და კახეთის სამეფოების, როგორც საუკუნეების განმავლობაში ცალ-ცალკე არსებული პოლიტიკური ერთეულების ისტორია.
XVIII ს-ის 60-იანი წლებიდან ირანის საშინაო ვითარებაც შეიცვალა. 1762 წლის დეკემბრისათვის ქერიმ-ხანმა თითქმის მთელი ირანი გააერთიანა. სამხრეთ აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ გაძლიერებული ქერიმი საქართველოს საზღვრებს მოუახლოვდა. ირანის ეს გამგებელი ერეკლეს თავისთან იბარებდა და თანაც სამხრეთ აზერბაიჯანის ბატონობას სთავაზობდა. ამავე დროს ირანის ახალი მბრძანებელი თითქოს საქართველოს წინააღმდეგ საომრადაც ემზადებოდა, იგი მდინარე არაქსის ნაპირზე იდგა 60 ათასიანი ლაშქრით. მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ერეკლესთან ომი ადვილი არ იყო. მითუმეტეს, რომ არც მისი მდგომარეობა გამოიყურებოდა მთლად სტაბილურად. მოსალოდნელ შეტაკებას შეიძლებოდა მისთვის საბედისწერო შედეგები მოეტანა. ირანელ დამპყრობელს აზერბაიჯანის სახანოებზე ბატონობის აღდგენის ცდებიც მარცხით დაუმთავრდა. ხანები ერეკლეს გარშემო დაირაზმნენ. შუაგულ ირანშიც ქერიმის წინააღმდეგ ზექი-ხანის მეთაურობით აჯანყება დაიწყო. გასაგებია, რომ ასეთ არახელსაყრელ ვითარებაში ქერიმ-ხანმა უკან დაიხია და ერეკლესთან ურთიერთობის გაუარესებას მოერიდა. ირანის მმართველთან ურთიერთობაში ერეკლეს წარმატებას საგრძნობლად შეუწყო ხელი იმ ფაქტმაც, რომ მას შემდეგ რაც ერეკლემ რუსეთიდან დახმარებაზე უარი მიიღო, ქართლ-კახეთის მეფემ ტყვეობაში მყოფი აზატ-ხანი 1762 წლის ბოლოს ირანის მმართველს ქერიმ-ხანს გაუგზავნა, რითაც ქართლ-კახეთის მთლიანობა და მისი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განამტკიცა და ირანიდან ამიერკავკასიაში შემოსევის საფრთხე კარგა ხნით გაანელა.
ამრიგად, ირანის ახალმა მბრძანებელმა ერეკლე ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა. იგი შეურიგდა ქართველი მეფის გავლენას ამიერკავკასიის სახანოებზეც. ირანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური საზღვარი კვლავაც მდ. არაქსზე გადიოდა. ერეკლეს მიერ ქერიმ-ხანის ვასალობის აღიარება ამ დროს მხოლოდ ფორმალური ხასიათისა იყო და მის დამოუკიდებლობას არაფრით ზღუდავდა. ქერიმ-ხანთან ერეკლეს შეთანხმება არსებითად ორი თანაბარი მხარის ზავს წარმოადგენდა და იმის დადასტურება იყო, რომ ირანის გამგებელი ქართლ-კახეთში ვერ გაბატონდა. პირიქით, ამ დროიდან მოყოლებული, ქართლკახეთის სამეფო ერეკლეს მეფობით კიდევ უფრო განვითარდა და გაძლიერდა. ქართლისა და კახეთის სამეფოების ოფიციალურად ერთ სამეფოდ გაერთიანებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მისი შემდგომი პოლიტიკური გაძლიერებისათვის.

Комментариев нет:
Отправить комментарий