воскресенье, 22 апреля 2018 г.

თემისტოკლე

















თემისტოკლესს (დაახლ. ძვ. . 524-459 წწ.), ლამის დემოკრატიისმამადიხსენიებენ. როგორც დემოკრატი, იგი გამოხატავდა მსხვილი ვაჭრების ინტერესებს და ათენის სავაჭრო ბაზრის გაფართობით იყო დაინტერესებული. იგი კარგად გრძნობდა სპარსეთის მხრიდან საშიშროებას და სამხედრო ფლოტის შექმნას ესწრაფვოდა. მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მსხვილი მიწათმოქმედები, პირველ რიგში, შიშობდნენ, რომ ფლოტის შექმნა დემოკრატებს გააძლიერებდათ და ამიტომ სახმელეთო ჯარის გაფართოებას მოითხოვდნენ. თემისტოკლესის პოლიტიკურმა რეფორმებმა (ძვ.. 487-486წწ.) ხელი შეუწყო ათენის სახელმწიფო წყობის შემდგომ დემოკრატიზაციას. მისი რეფორმით, არქონები წილისყრით უნდა აერჩიათ, მხედრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეკავებინათ ეს თანამდებობები, სტრატეგოსების კოლეგია გათავისუფლდა არეოპაგის კონტროლისაგან, გაფართოვდა პირევსის პორტი, ლავრიონის ვერცხლის საბადოებიდან შემოსული შემოსავალი სამხედრო ფლოტის შექმნას მოხმარდა, რამაც საბოლოოდ დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყო ხელი.


Комментариев нет:

Отправить комментарий