სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოლოგიური შესწავლის საქმეში მეტად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ, გვიანშუასაუკუნეების უცხოელ მოგზაურთა და მისიონერთა ნაშრომები. ცნობილია, რომ მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ კათოლიკე მისიონერებს, რომლებიც XVII საუკუნეში მთელი გულმოდგინებით სწავლობდნენ რეგიონის ამა თუ იმ სოციალურ-კულტურულ პარამეტრებს. ამ პერიოდის მისიონერული მოღვაწეობა ევროპელთა აღმოსავლური ექსპანსიის აღმავლობას ემთხვევა და მათ ინტერესებს ისახავდა მიზნად. საქართველოსადმი, როგორც სტრატეგიული სამეურნეო-ეკონომიკური და სავაჭრო-სატრანზიტო შესაძლებლობების მქონე ქვეყნისადმი ინტერესი მოგვიანებით კიდევ უფრო გაიზარდა, რაც XVIII ს-ში გამოიხატა ცარიზმის ადმინისტრაციის მიერ კავკასიაში საგანგებოდ დაგეგმილ და განხორციელებულ რუსი აკადემიკოსების სამეცნიერო-დაზვერვითი ხასიათის ექსპედიციებსა და სამხედრო-დიპლომატიურ მისიებში. ესენი გახლდათ სამუელ გმელინი, იოჰან გიულდენშტედტი, პეტრე პალასი, ალექსანდრე იაკოვლევი, სტეფანე ბურნაშოვი და ა.შ. აღნიშნულ მოგზაურ-მკვლევართა, დიპლომატთა, ცარიზმის აპარატის მოხელეთა თუ ახალდაპყრობილი ქვეყნების მონახულების რომანტიკული ხიბლით შეპყრობილი საზოგადო მოღვაწეთა ნაშრომებსა და ჩანაწერებში, გარკვეულ პოლიტიკურ დაკვეთებთან ერთად, უხვი და მრავალფეროვანი ცნობებია დაცული ადგილობრივ ხალხთა ყოფისა და კულტურის სხვადასხვა ასპექტებზე.
კათოლიკე მისიონერებმა თავიანთი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე, იმდენად სრულყოფილად აღწერეს სამეგრელოს სოციალურ-კულტურული ვითარება, რომ თამამად შეიძლება განზოგადდეს XVIII საუკუნესა და შემდგომ პერიოდზე, თუმცა აღნიშნულ ეპოქას თავისი გამორჩეული წარმომადგენლები ჰყავს. სახელდობრ, იოჰან გიულდენშტედტი და იაკობ რაინეგსი, რომლებიც უფრო საქართველოს აღმოსავლეთ პროვინციებში მიმდინარე პროცესებს ადევნებდნენ თვალს, ხოლო დასავლეთი რეგიონები მათი ინტერესის მიღმა დარჩა. ი. გიულდენშტედტის ცნობით, სამეგრელოში მის მოგზაურობას ხელი შეუშალა მთავარ კაცია დადიანის რუსეთისადმი არაკეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ. `ამასთან მისი მიწები უფრო უკეთ არ იყო უზრუნველყოფილი მეზობელთა ძარცვისა და თავდასხმებისაგან, ვიდრე ორივე ქართველი მეფის ქვეყნები... ქვეყნის ბატონის განსაკუთრებული დაცვის და ამალის გარეშე აქ მოგზაურობაზე ფიქრიც ზედმეტი იყო~.
XVIII საუკუნის წყაროთა ამ ძუნწ ნაკადში, არსებული ხარვეზი შეიძლება შეივსოს მოგზაურ ვასილია ზუევას ჩანაწერებით, რომელიც 1777 წლით თარიღდება. იგი ბევრს სესხულობს მისი წინამორბედი შარდენისაგან, მაგრამ საკუთარი დაკვირვებებიც აქვს. განსახილველ პერიოდში სამეგრელო პოლიტიკურად უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. გარეშე მტრის დაპყრობა-ძალადობას თან სდევდა შინაფეოდალური თავდასხმები და ტყვის სყიდვის ბარბაროსული პროცესი. დატყვევება და უცხოეთში გაყიდვა ემუქრებოდა სოციალური კატეგორიის თითქმის ყველა წარმომადგენელს. ცხადია, მოიშალა სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგები, შევიწროვდა ქრისტიანული რელიგია, ე.ი. რჯულის მსახურება გაძნელდა; მოსახლეობის სოციალური პროტესტის ფორმამ, აყრა-გადასახლებამ ფართო ხასიათი მიიღო. მხარის ასეთი გავერანების ძირითადი მიზეზი, თურქების მოძალება იყო, მაგრამ მოსახლეობის ძლიერი ანტითურქული განწყობილების გამო, თურქეთის მთავრობას დასავლეთ საქართველოში ვასალური მორჩილების დამამტკიცებელ პირობად, მოსახლეობის გამაჰმადიანება არ მოუთხოვია.
მოგზაურ ვ. ზუევას ჩანაწერებში ყველაზე შემზარავი ტყვედ ჩავარდნილი ადამიანების გასაყიდი ფასებია, რომლებიც იმდენად დაბალი იყო, ცხენის ფასსაც კი ჩამოუვარდებოდა. მოგზაურის აზრით, ტყვის ასეთი სიიაფე გამოწვეულია იმით, რომ გამყიდველი ცდილობს სწრაფად მოიშოროს არასასურველი `სავაჭრო საქონელი~. მიმოქცევაში ამ დროს იყო თურქული ფულის ერთეული, `სხვა ფულს დადიანი არ სჭრიდა~ (გიულდენშტედტი) ვაჭრობის საგანს აგრეთვე წარმოადგენდა აბრეშუმი, ბამბა, ტყავეული, ხე-ტყე, თაფლი, ცვილი და მისთანა. ვაჭრობა ისეთი ფართომასშტაბით არ ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობა სოციალური კრიზისიდან გამოეყვანა. შეიძლება ითქვას, მას მხოლოდ სეზონური ხასიათი ჰქონდა. კერძოდ, აბრეშუმი რა მოიწევდნენ ივნისსა და ივლისში; აბრეშუმის ნაქსოვი _ შემოდგომაზე; ბეწვეულობა ზამთარში, სიმინდი გაზაფხულზე, ღომი და თამბაქო ზამთარში, სანთელი _ მარტში. XVIII ს-ში, სიმინდი და თამბაქოს კულტურა ჯერ კიდევ არ იყო სამეგრელოში შემოსული; ზემოთ აღნიშნული გვიანდელ სურათს ასახავს, ხოლო ვ. ზუევას დროს, მეგრელების ძირითადი საკვები ღომი (იგივე ღომის ღომი) და ლობიოა, ზამთარში _ ხორცეული, ჩვეულებრივ საქონლის და ღორის ხორცით ინახავდნენ თავს, ხოლო მარხვაში შებოლილი თევზით და ხიზილალათი იკვებებოდნენ. ნიშანდობლივია, ვ. ზუევას თანამედროვე ი. რაინეგსის შენიშვნა, რომ მეგრელებისთვის უცხო იყო ვაჭრობა, ნაოსნობა და თევზჭერა. ი. რაინეგსის ცნობას ამ შემთხვევაში ობიექტურად უნდა შევხედოთ, ვინაიდან ვაჭრობა მაშინ მთლიანად თურქთა ხელში იყო მოქცეული. სახმელეთო გზებზეც სულ უფრო ხშირად თურქი ვაჭრები ჩანდნენ, რომლებსაც შემოჰქონდათ იარაღი, მშვილდ-ისრები, ცხენის აკაზმულობა, თავსაფრები, სუფრები, სპილენძი და რკინა (რომმელი).
გაუთავებელ შინაფეოდალურ ომებში ჩაბმული მოსახლეობისათვის, იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა უდავო საჭიროებას წარმოადგენდა. ვ. ზუევას მიხედვით, ამ ხანებში ცეცხლსასროლ იარაღს ცოტანი თუ იყენებდნენ. სამაგიეროდ, შუბის ხმარებაში იყვნენ დაოსტატებულნი. მათ შეიარაღებას მშვილდ-ისარი, ხმალი და დიდი ჯოხი _ კომბალი წარმოადგენდა. მშვილდ-ისარი საქართველოსი უძველესი დროიდან გავრცელებული სასროლი იარაღია, რომლის სროლას ოთხი წლიდან ასწავლიდნენ ბავშვებს, რომლებიც, `ისე კარგად ეუფლებოდნენ მას, რომ გაფრენილ პატარა ჩიტსაც კი ახვედრებდნენ ისარს~ (შარდენი). Aმგვარი წვრთნის შემდეგ, არავის გაუკვირდება მამაკაცების კარგ მხედრებად და მეომრებად ჩამოყალიბება, რომლებიც მაღალ საბრძოლო ხელოვნებას ფლობდნენ. სამწუხაროდ, ეს მეომრული სულისკვეთება შინაფეოდალურ ომებს ეწირებოდა. თავადები შეიარაღებული ჯარით თავს ესხმოდნენ ერთმანეთს. სახლს, მინდვრებს _ ყველაფერს არბევდნენ, წვავდნენ და სპობდნენ. ვ. ზუევას ცნობით, მოსალოდნელი ძარცვა-რბევის შესახებ, ერთმანეთს წინასწარ არ აფრთხილებდნენ. მათი ურთიერთთარეში ერთ კვირას გრძელდებოდა. ტყვედჩავარდნილ ქალებსა და ბავშვებს თურქებზე ჰყიდდნენ, ხოლო მამაკაცებს და საქონელს ადგილზე ხოცავდნენ. ჟ. შარდენის მიხედვით, მეგრელებისა და მათი მეზობლების ომები არსებითად თავდასხმას და ძარცვას წარმოადგენს, რომელიც ხანგრძლივი არ არის და ნახევარ თვეში ყველაფერი მთავრდება. `ტყვეები რაც შეიძლება მეტი მიჰყავთ. თუ მხედარი გადმოაგდეს უნაგირიდან, მაშინვე ჩამოხტებიან ცხენიდან, დამარცხებულს შებოჭავენ იმ თოკით, რომელსაც ქამარზე ატარებენ და საკუთარ მხლებელს მიაბარებენ ხოლმე. შეპყრობილის სიკვდილსიცოცხლის საქმე დამტყვევებლის ხელთაა, რომელსაც თავისი სურვილის მიხედვით შეუძლია მოექცეს. მას ჩვეულებრივ ტყვედ აქცევს და შემდეგ თურქებს მიჰყიდის.
ადვილი წარმოსადგენია სასამართლო პროცესი და სამართლის წარმოების დონე. ამის შესახებ მოგზაურმისიონერთა ნაშრომებში ისედაც მცირეოდენი ცნობები გვხვდება, ვინაიდან იმდროინდელი მძიმე საშინაო და საგარეო პირობების გამო, კლასობრივ ურთიერთობათა მოწესრიგება ფეოდალური სამართლის ნორმების მიხედვით იშვიათად ხდებოდა. ფაქტობრივად, აშკარა ძალმომრეობა ბატონობდა. ჩვენთვის საკვლევ პერიოდში, ვახტანგის კანონი დიდი ხნის შემოღებული უნდა ყოფილიყო სამეგრელოში, დაახლოებით 1744 წელს, ოტია დადიანის დროს. თუმცა, სამეგრელოს მთავარი თავის სამთავროში სამართალს თვითონ აწარმოებდა, რომელიც მაინცდამაინც ლმობიერებით არ გამოირჩეოდა. საქმე იმაშია, რომ მთავარ დადიანს განუზომელი უფლება ჰქონდა თავის ქვეშევრდომებზე, როგორც იტყვიან მათ სიკვდილ-სიცოცხლეზე, ისევე როგორც აზნაურებს თავიანთ მამულებში. ასეთი მმართველობა, რომელიც არ ეყრდნობოდა მტკიცე კანონმდებლობას, ქვეშევრდომებს საცოდავი პირუტყვის მდგომარეობაში აგდებდა; აუტანელ სიტუაციას გაქცევით თუ დააღწევდნენ თავს (შარდენი).
გარდა ოფიციალური გადასახადებისა, გლეხი ვალდებული იყო ყოველწლიურად რამდენიმე დღე შეენახა თავისი ბატონი, რომელიც მრავალრიცხოვანი ამალით (ქალები, ბავშვები, მოსამსახურეები, სტუმრები) მოგზაურობდა და მთელი წლის მანძილზე ადგილიდან ადგილზე გადადიოდა. ბარგი მიჰქონდათ ცხენოსნებს (ზუევა). შარდენის ცნობით კი, ტვირთი მიჰქონდათ ქვეითად მავალ მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც ნახევრად შიშველი, თავზე და მხრებზე მოდებული ბარგით, სირბილით მისდევდნენ მათ. სწორედ ამგვარი მოგზაურობისას, დადიანი გზადაგზა არჩევდა სადავო საკითხებს და დაადგენდა სამართალს. ხალხით გარშემორტყმული მთავარი მუდმივად მზად იყო სადავო საქმე სიტყვიერად გაერჩია. `მეგრელები ბედნიერები არიან იმით, რომ მათი მთავარი ყოველთვის და ყოველგან მზად არის მოისმინოს საჩივარი და მოუძებნოს წამალი თავის ქვეშევრდომთა საჭიროებას. გინდ თათბირობდეს და და გინდ პურის ჭამად იჯდეს, თუნდაც ცხენით სეირნობდეს ან ნადირობდეს, მთავარი ყოველთვის მოისმენს საქმეს და შესაფერის განჩინებას დასდებს~ (ა. ლამბერტი). იმდროინდელი სამეგრელოს მოსახლეობა მთავრის სამართლის წარმოების პრინციპით, როგორც ჩანს, უკმაყოფილო არ ყოფილა და რუსი მოხელეების მტკიცება იმის შესახებ, რომ სამეგრელოში რუსეთის შემოსვლამდე არავითარი სასამართლო ინსტიტუტები არ არსებობდა არ შეეფერება სინამდვილეს. საჩივრის წარდგენის მარტივი წესი არსებობდა. კერძოდ, მომჩივანი დგებოდა შუა გზაში, მთავრის პირისპირ და როდესაც იგი მას მიუახლოვდებოდა, მომჩივანი და მისი თანმხლებნი მაშინვე იწყებდნენ ხმამაღალ ყვირილს. ისინი ზეცისკენ ხელაპყრობილნი ოხრავდნენ, ჯოხებს ურტყამდნენ მიწას. ორივე მხარე ცდილობდა, ერთიმეორისთვის გადაეჭარბებინა. მთავარს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება გამოჰქონდა. ყოველივე ეს ხდებოდა გზადაგზა, რადგანაც მთავარი არ ჩერდებოდა, მაგრამ მიდიოდა ძალიან ნელა, რომ ადვილად მისდიონ მას. სხვადასხვა ბატონის გლეხების დავა წყდებოდა მათივე ბატონების მიერ ზემოაღნიშნული წესით... თვით ბატონებს შორის დავას ძალა წყვეტდა. იმარჯვებდა ის, ვინც უფრო ძლიერი იყო. თუ მთავრამდე მიაღწევდა მომჩივანთა საჩივარი, მას დადიანისადმი მირთმეული საჩუქრებით გამოისყიდდნენ და გამოასწორებდნენ (შარდენი, ზუევა).
ამდენად, სამეგრელოს სამთავროში უმაღლეს მსაჯულს მთავარი წარმოადგენდა, რომელიც ყოველწლიური მოგზაურობის დროს აწარმოებდა სადავო საკითხების გარიგებას. მეგრელები სთვლიდნენ, რომ ფეხით მოსიარულე ამალა, რომელიც ახლდა ამ შემთხვევაში მთავარ დადიანს, უფრო სანაქებო იყო, ვიდრე ცხენოსანი მხლებლები. მეგრელები, რომ ძალზე მამაცი ცხენოსნები იყვნენ ამაზე ი. რაინეგსიც მოგვითხრობდა, რომელიც მათ ერთადერთ სასახელო საქმიანობად მიიჩნევდა; მოგზაურის ცნობით, ცხოვრობდნენ რა ძალზე რბილ ჰავიან და უნაყოფიერეს ნიადაგიან მხარეში, რომელსაც უწვალებლადაც კი ჭარბად მოჰქონდა ყველა საჭირო და აუცილებელი რამ ცხოვრებისათვის, მიჩვეულნი იყვნენ უდარდელობასა და უსაქმურობას (რომმელი). ქართველები, რომლებსაც მიწის მუშაკობა (დამუშავება) კეთილშობილურ საქმედ მიაჩნდათ, ოფლით მოპოვებული ნაშრომ-ნაღვაწით ირჩენდნენ თავს და მცირედითაც კმაყოფილნი იყვნენ, მათ უსაქმურობაზე ფიქრსაც კი გამორიცხავს. იმდროინდელი საშინაო და საგარეო ვითარება, მწარმოებელ მოსახლეობას მეტ გასაქანს არ აძლევდა. ი. რაინეგსის ცნობები წინააღმდეგობაში მოდის ვ. ზუევას ჩანაწერებთან: სახელდობრ, ვ. ზუევას მიხედვით, მეაბრეშუმეობას და ბამბის კულტურის მოყვანას აქტიურად მისდევდნენ (ზუევა), ხოლო ი. რაინეგსი წერდა, რომ აბრეშუმის წარმოება ამ ქვეყანაში ძალზე შემოსავლიანი და აყვავებული იქნებოდა, მაგრამ ის არის მხოლოდ უსაქმური თავადის ქალებისა და ზარმაცი აზნაურის ცოლების საქმიანობა, ამდენად, არა აქვს დიდი სარგებელი (რაინეგსი). ერთადერთი, რაშიც შეთანხმებას აღწევენ აღნიშნული მოგზაურები, იმაში ვლინდება, რომ მეგრელები არიან დიდად მორწმუნე ქრისტიანები. საქმე იმაშია, რომ მაჰმადიანური აგრესიის გარემოცვაში მყოფ მოსახლეობას განსაკუთრებით გაფაქიზებული ჰქონდა ქრისტიანული რჯულის მიმდევრობა და მსახურება. თუმცა, ხშირად დამახინ-ჯებული ფორმით ასრულებდნენ. შესაძლებელია ზოგიერთი ავანტიურისტული ბუნების მქონე მოგზაური, სარწმუნოებრივ პრინციპებს განგებ აუფერულებდა, მაგრამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში, რჯულისადმი ერთგულებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.
მოსახლეობის სარწმუნოებრივი ყოფის შესახებ წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, ქორწინებისა და დაკრძალვის წესებს უნდა შევეხოთ. ვ. ზუევას ცნობით, დაკრძალვისა და გლოვის რიტუალი რელიგიური წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. კერძოდ, განსვენებულს გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს კრძალავდნენ, დაკრძალვამდე მას ტაძარში გადაასვენებდნენ, იქ წესს აუგებდნენ, საფლავს აკურთხებდნენ, ერთი წლის შემდეგ გლოვას შეწყვეტდნენ.
ერთ-ერთი თავისებურება, რაც უცხოელების გაოცებას იწვევდა, ჭირისუფალი მანდილოსნების მწუხარების გამოხატვის გადაჭარბებული ფორმა გახლდათ, რაც ვლინდებოდა ლოყებისა და გულმკერდის ფრჩხილებით დაკაწრვაში, თმების დაგლეჯვასა და ხმამაღალ კივილში. ხშირად ქალებს ჭირისუფალი კაცებიც აჰყვებოდნენ თავიანთი ხმამაღალი გოდებით. გლოვის აღნიშნული ჩვეულება გვიანობამდე შემორჩა და მთელი დასავლეთი საქართველოსთვის ტრადიციად დამკვიდრდა. ასე, მაგ.: XX ს-ის დასაწყისში, ფრანგი ეთნოგრაფი შარლ ლეფორი ბათუმსა და გურიაზე დატოვებულ მოგონებებში, ამ საკითხსაც შემდეგნაირად ეხება. იგი ჭირისუფალს მიმართავს, რომ ღრმად მოხუცებული მიცვალებულის დროს ასეთი ვაიუშველებელი იმართება და წარმოდგენილი მაქვს რა მოხდება მაშინ, თუ ახალგაზრდა გარდაიცვლება-მეთქი. მან მიპასუხა, რომ ასეთი ტრადიცია აქვთ და მას ყველა იცავსო.
რაც შეეხება ქორწინების საიდუმლოებას, არსებული წყაროების მიხედვით, მას სამეგრელოში `სავაჭრო ხელშეკრულებას~ უწოდებდნენ. მაჭანკლის შუამავლობით მოგვარებულ კავშირს, ქალის ტრადიციულ მზითევს და სასიძოს საჩუქრებს, უცხოელები სავაჭრო გარიგებად აღიქვამდნენ, ვინაიდან მზითევიც დაახლოებით იმავე ღირებულების იყო, რაც სასიძოს საჩუქრების სახით მოჰქონდა. ქორწინების ცერემონიალში მრავალი ნიუანსი იქცევს ყურადღებას. მათ შორის აღსანიშნავია პატარძლის ახალ ოჯახში შემოყვანისას, მის მიერ მთელ დარბაზში ღვინის მიმოქცევა იატაკზე და ღომის ფაფის ნაჭრებად მიმობნევა. ჯვრისწერა ჩვეულებრივ ეკლესიაში სრულდებოდა, მაგრამ დასაშვები იყო ოჯახშიც აღსრულებულიყო (ზუევა).
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველდღიურ ყოფაში აღმოსავლური წესების გავლენა არ შეიმჩნეოდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სამეგრელოში არსებული წესების თანახმად, სადილ-ვახშმობისას სუფრის წევრები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და აღმოსავლეთის ხალხის წესისამებრ, ფეხმორთხმით სხდებოდნენ (ზუევა).
ამრიგად, განსახილველ პერიოდში სამეგრელოს ტრადიციული ყოფის თავისებურებებზე ვ. ზუევას ჩანაწერებს წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს, ვინაიდან ავტორს მის წინამორბედებთან ყოველმხრივ გამართული და შეჯერებული მონაცემები გამოაქვს. ჩვენ არ მოგვეპოვება XVIII ს-ის II ნახევრის უფრო ორიგინალური და სრულყოფილი ხასიათის აღწერილობა, ამიტომ ვ. ძუევას ცნობები თავისი ობიექტურობით და სიზუსტით მკვლევართა სათანადო ყურადღებას იმსახურებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий