понедельник, 16 апреля 2018 г.

ებლა – უძველესი ცივილიზაცია სირიის ტერიტორიაზე (ძვ.წ. 3000-2000 წლ.)

1. სახელმწიფო ებლა
1964 ლს ახალგაზრდა იტალიელმა არქეოლოგმა პაოლო მატიემ სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დაბლობებზე გათხრებას ჰალაბიდან (ალეპო) სამხრეთით 53 კილომეტრზე მდებარე სოფელ თელ-მარდიხში ორი წლიანი გათხრების შემდეგ აღმოაჩინ მანამდე უცნობი ცივილიზაცია.
უძველესი წარწერები ადასტურებს, რომ ერთ დროს არსებობდა ქალაქი ებლა, მაგრამ არავინ იცოდა, ახლო აღმოსავლეთის რომელი შემაღლებული ადგილის ქვეშ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩამარხული ეს ქალაქი. ერთ-ერთ ნაპოვნ წარწერაში მოხსენიებულია აქადის მეფის, სარგონის, გამარჯვებამარიზე, იარმუთსა და ებლაზე“. სხვა წარწერის თანახმად შუმერების მეფე გუდეა მოიხსენიებს ძვირფასი ხის მასალას, რომელსაც მისთვისიბლას [ებლას] მთებიდანეზიდებოდნენ. სახელი ებლა აგრეთვე გვხვდება ფარაონ თუტმოს III-ის მიერ დაპყრობილ იმ უძველესი ქალაქების სიაში, რომელიც კარნაკში (სატაძრო კომპლექსი ძველ ეგვიპტეში) იპოვეს. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ ცდილობდნენ არქეოლოგები ებლას აღმოჩენას.
შემდგომი გათხრები უფრო ნაყოფიერი გამოდგა. 1968 წელს აღმოაჩინეს ებლას მეფის, იბით-ლიმის, ქანდაკების ნაწილი. მასზე აქადურ ენაზე ამოკვეთილი იყო ფიცის სიტყვები, საიდანაც ჩანდა, რომ ეს ქანდაკება ეძღვნებოდა ქალღმერთ იშთარს, რომელიცებლას მშვენებაიყო. მართლაც, არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი მოჰფინაახალ ენას, ისტორიასა და კულტურას“.
19741975 წლებში აღმოჩენილ ფირფიტაზე, რომელზეც ლურსმული წარწერა იყო გაკეთებული, რამდენჯერმე მეორდებოდა ქალაქის ძველი სახელი, რამაც დაადასტურა, რომ თელ-მარდიხი იგივე ებლა იყო. გათხრებმა ასევე ცხადყო, რომ ეს ქალაქი ორჯერ მაინც იყო ნამოსახლარი. პირველი დაპყრობის შემდეგ ებლა გაპარტახდა. შემდეგ ქალაქი აღადგინეს, მაგრამ კვლავ განადგურდა და საუკუნეების განმავლობაში დავიწყებას მიეცა.
ქალაქი მდიდარი ისტორიით
უძველესი ქალაქების უმეტესობა გაშენებული იყო პლატოებზე, რომლებსაც ქმნიდა დანალექი ქანები, როგორიც იყო მაგალითად, მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. ვარაუდობენ, რომ სახელი ებლა ნიშნავსთეთრ ქვას“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქალაქი კირქვიან ნიადაგზე იყო გაშენებული. როგორც ჩანს, ქალაქის აქ გაშენება იმიტომ არჩიეს, რომ კირქვიანი შრეების გამო ეს ადგილი ბუნებრივი წყლით მდიდარი იყო, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრა მდინარეებისგან დაშორებული ტერიტორიებისთვის.
ნალექების სიმცირის გამო ებლას მიდამოებში მოჰყავდათ ქერი, ხორბალი, ფინიკი, ყურძენი ზეთისხილი, ბროწეული და სხვა კულტურები. ამ ადგილზე აგრეთვე კარგი საძოვრები იყო შინაური ცხოველებისთვის, განსაკუთრებით კი ცხვრისთვის. ქალაქში აწარმოებდნენ ქსოვილებს, სხვადასხვა მეტალებს, ზეითუნის ზეთს, ღვინოს და ლუდს.
ებლაელებს სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ ოქრო, ვერცხლი, თაფლი, კალა, ძვირფასი ქვები და აგრეთვე ცხვარი.
კომერციული თვალსაზრისით ებლას ტერიტორია, რომელიც შუამდინარეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთს შორის მდებარეობდა, კარგი ადგილი იყო ხის მასალით, ლითონებითა და ნახევრად ძვირფასი ქვებით ვაჭრობისთვის. მასზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები სპარსეთიდან, ანატოლიიდან და კიპროსიდან შუმერისა და ეგვიპტისაკენ. გათხრების შედეგად აღმოჩენილი დოკუმნტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ აყვავებული ქალაქის მთელ რეგიონში დაახლოებით 260000 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 22000 დედაქალაქშ იყო. გათხრებმა დაადასტურა, რომ XXV საუკუნეში ქალაქის კედლებს 30000 მცხოვრების დატევა შეეძლო.
გათხრების შედეგად აღმოჩენილი დიდი სასახლის ნანგრევები (ძვ.. III ათასწ) და მის მახლობლად მდებარე ზიკურათი (4400 წლის, 6 მეტრი სიმაღლის) ადასტურებს, რომ ქალაქი ცივილიზაციის გზას ადგა. სასახლის შესასვლელი კარიბჭის სიმაღლე 1215 მეტრი იყო. ხელისუფლებაში მყოფ მოხელეთა რიცხვის ზრდის გამო დროთა განმავლობაში სასახლე უფრო გააფართოეს. იქ იერარქიული წყობა იყო; ხელისუფლების მოხელეები თავიანთიბატონებისადამმართველებისდავალებებს ასრულებდნენ, რომლებიც თავის მხრივ მეფე-დედოფალს ემორჩილებოდნენ. ქვეყნის მეთაურს მეფე-ქურუმს „მალლიკუმი“-ს ტიტული ჰქონდა. მისი ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ იყო და გარკვეული ვადით განისაზღვრებოდა. მეფესთან ერთად გადაწყვეტილების მიღებაში  აქტიურად მონაწილეობდა „უხუცესთა საბჭოც“. არსებობდნენ აგრეთვე განსაკუთრებული სამხედრო მეთაურები - ლუგალები.
ებლაში დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებას. მათ შუმერულის მსგავსი სკოლები ჰქონდათ, სადაც ზრდიდნენ სახელმწიფო მოხელეებს.
აღმოჩენილია 17000-ზე მეტი თიხის ფირფიტა და ფრაგმენტი. თავდაპირველად აღმოაჩინეს დაახლოებით 4000-ზე მეტი მთლიანი ფირფიტა, რომლებიც ხის თაროებზე ელაგა. ეს დოკუმენტები მოწმობდა, რომ ებლას ვაჭრობის მხრივ საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდა. მაგალითად, ქალაქ ებლას სავაჭრო კავშირები ჰქონდა როგორც შუამდინარეთთან, ისე ეგვიპტესთან, რაზეც ორი ფარაონის სამეფო ნიშნები მეტყველებს. ეს ფირფიტები უმთავრესად ლურსმული დამწერლობით იყო შესრულებული შუმერულ ენაზე. მაგრამ ზოგზე ებლაური წარწერები იყო გაკეთებული, რის წყალობითაც შესაძლებელი იყო ამ დოკუმენტების გაგება. აღმოსავლეთმცოდნეები გაოცებულები იყვნენ ამ უძველესი სემიტური ენის აღმოჩენით. საინტერესოა, რომ ზოგ ფირფიტაზე ერთი და იგივე ჩამონათვალი როგორც შუმერულ, ისე ებლაურ ენებზე იყო შესრულებული. ერთი წიგნი ამ მონაპოვარსჩვენამდე მოღწეულ ყველაზე უძველეს ლექსიკონსუწოდებს („Ebla-Alle origini della civiltà urbana“).
როგორც ჩანს, ებლას ძლიერი ჯარი ჰყავდა. ამ დასკვნის გაკეთება იქიდან შეიძლება, რომ გათხრების დროს აღმოჩენილ სხვადასხვა საგანზე ამოკვეთილი იყო სცენები, რომლებშიც ასახული იყო, თუ როგორ სჯიდნენ ებლელი მეომრები თავიანთ მტრებს, ზოგან კი ისინი მტრის მოკვეთილ თავებთან ერთად იყვნენ გამოსახული. მაგრამ ებლას ძლევამოსილებას მაშინ დაესვა წერტილი, როცა მსოფლიო არენაზე ასურეთი და ბაბილონი გამოჩნდა. ძნელია ზუსტად დავასკვნათ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, თავდაპირველად აქადის მეფე სარგონ I-მა (2334–2284) და გაილაშქრა ებლას წინააღმდეგ და ქვეყანა აქადის ქვეშევდომად აქცია. შემდგომ მისმა შვილიშვილმა ნარამსუენმა (2254–2218) საშინელი იერიშების შედეგად ბოლო მოუღო ებლას სიდიადეს.
გარკვეული დროის შემდეგ ქალაქი აღდგა ჩამოსახლებული ამორეველების მიერ და კვლავ მნიშვნელოვანი რეგიონი გახდა. ახალი ქალაქი დეტალური გეგმით გააშენეს, რამაც ებლას უფრო მეტი გრანდიოზულობა შემატა. ქალაქის ქვედა ნაწილში ერთი წმინდა ადგილი ჰქონდათ, რომელიც ქალღმერთ იშთარისთვის იყო განკუთვნილი; ბაბილონელები იშთარს ნაყოფიერების ქალღმერთად მიიჩნევდნენ. შესაძლოა გსმენიათ იშთარის ჭიშკრის შესახებ, რომელიც ბაბილონის ნანგრევებშია აღმოჩენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ებლაში იყო შენობა, სადაც ლომები ჰყავდათ; ეს ქალღმერთ იშთარისთვის მიძღვნილ წმინდა ადგილად ითვლებოდა. ახლა კი ყურადღება ებლაში გავრცელებულ რელიგიაზე გავამახვილოთ.
ებლა და რელიგია
ისევე როგორც ძველ აღმოსავლეთში, ებლაშიც იყო ღმერთების პანთეონი. მათ შორის იყო ბაალი, ჰადადი (სახელი, რომელიც სირიის სხვადასხვა მეფის სახელების შემადგენელი ნაწილი იყო) და დაგონი. ებლას მოსახლეობა პატივს მიაგებდა როგორც ამ, ისე სხვა ხალხის ღმერთებსაც. არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ძვ. . მეორე ათასწლეულში ხალხი მეფის წინაპრებს აღმერთებდა და თაყვანს სცემდა.
ებლას მოსახლეობა ბოლომდე არ ენდობოდა თავიანთ ღმერთებს. ახალ ქალაქს ორმაგი შთამბეჭდავი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული, რაც ალბათ მტრებსაც კი ანცვიფრებდა. გარეთა კედლის გარშემოწერილობა დაახლოებით 3 კილომეტრი იყო. გალავნის ნანგრევები დღესაც აშკარად შესამჩნევია.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი აღადგინეს, ებლა კვლავ განადგურდა. შესაძლოა ხეთელებმა ძვ. . დაახლოებით 1600 წელს საბოლოო იერიში მიიტანეს ერთ დროს ძლევამოსილ ქალაქზე. ერთი ძველი პოემის თანახმად ებლათიხის ვაზასავით დაიმსხვრა“. მალე ებლა დავიწყებას მიეცა. 1098 წელს იერუსალიმში შესული ჯვაროსნების მიერ დაწერილი დოკუმენტი ადგილს, სადაც ერთ დროს ებლა მდებარეობდა, მარდიხის სახელმწიფო ავანპოსტად მოიხსენიებს. ქალაქი ებლა დავიწყებული იყო საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე მას კვლავ აღმოაჩენდნენ.
მოსახლეობა
მკვლევართა აზრით, ებლა დაარსეს ებლაიტებმა, სემიტური წარმოშობის უძველესმა ხალხმა, რომლებიც თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე არაბეთის ნეხევარკუნძულის სამხ-აღმოსავლეთიდან დაახლოებით ძვ. . აღ.-ის IV ათასწლეულის შუა პერიოდში გადასახლდნენ. გასული საუკუნის 60–70-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქალაქ ებლას ნანგრევებში აღმოჩნდა მთელი კორპუსი მანამდე მკვლევართათვის უცნობ ენაზე შესრულებული ლურსმნული ტექსტებისა. ამ ენას ებლაური/ებლაიტური ეწოდა. აღმოჩენილი ტექსტების (დაახ. 15000 ფირფიტა) 80% წარმოადგენს ეკონომიკურ-ადმინისტრაციული შინაარსის დოკუმენტებს, რომლებიც უკავშირდება მიწათმოქმედებას (მათ შორისმევენახეობას), მესაქონლეობას, ძვირფასი ქვებითა და ხე-ტყით ვაჭრობას, გადასახადების აკრეფვას, მსხვერპლშეწირვასა და სხვ. არქივში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეფის ბრძანებებსა და დიპლომატიურ კორესპონდენციებს; რაც შეეხება ლიტერატურულ თხზულებებს, მათი რაოდენობა დიდი არ არის და ძირითადად ჰიმნებსა და შელოცვებს წარმოადგენს. ებლაური ტექსტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ებლაური ენა ძველი აქადურის დიალექტს წარმოადგენს და შესაბამისად, სემიტური ენის ჩრდილო-აღმოსავლურ შტოში უნდა გაერთიანდეს და ამდენად იგი არ არის ებრაელთა ენის ახლომონათესავე, რომელიც თავის მხრივ სემიტურ ენათა ჩრდილო-დასავლურ შტოს ეკუთვნის უგარიტულთან, ამორეულთან, ფინიკიურთან და არამეულ ენებთან ერთად).
ებლას პირველი სამეფო
ქალაქი ებლა დაარსებული უნდა იყოს დაახლ. 3500 წელს. ადრეულ პერიოდში (3000–2400 წლ) აგებულ იქნა პირველი სამეფო სასახლე. ამ პერიოდის ბოლოს მიმდინარეობდა ასწლიანი ომი მეზობელ ქალაქ-სახელმწიფო მარისთან (დღევ. აბუ-ქემალი). დასაწყისში მარის ლუგალმა (მეფემ) საʿუმუმ დაიპყრო ებლაელთა რამდენიმე სამფლობელო, თუმცა XXV -ის შუაში ებლას მეფე კუნ დამუმ დაამარცხა მარი.
XXIV -ით დათარიღებულისამეფო არქივიშეიცავს სოფლის მეურნეობის დოკუმენტაციას და დიპლომატიურ მიმოწერებს დაწყებული იგრიშ-ხალამის მმართველობიდან, რომელიც კვლავ მარის მოხარკე გამხდარიყო. ებლა კვლავ გადავიდა შეტევაზე მეფე ირკაბ-დამუს დროს; მისი ხელშეკრულება ქალაქ-სახელმწიფო აბარსალთან წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ხელშეკრულებას ისტორიაში. ამ პერიოდში, განსაკუთრებულად ირზდება როლი ვაზირებისა განს. იბრიუმისა და მისი ძის იბბი-სიპიშის, მეფეების ირკაბ-დამუს და ისარ-დამუს დროს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სამხედრო კაპანიას მარისა და ამბოხებული ვასალების წინააღმდეგ. იბბი-სიპიშის მეთაურობით ებლაელებმა ქიშისა (დღევ. ტელ ალ-უჰაიმირ) და ნაგარის (დღევ. ტელ-ბრაკ) ჯარების დახმარებით მოიპოვეს გადამწყვეტი გამარჯვება მარელებზე ტერქასთან (დღევ. ალ-აშარა).
აყვავების ხანაში ებლა წარმოადგენდა წამყვან ძალას ჩრდ. და აღმ. სირიის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის და ეკავა დაახლ. თანამედროვე სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიის ნახევარი. მას ექვემდებარებოდა 60-ზე მეტი ქალაქი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანს არმი. პოლიტ-ეკონომიკური გავლენა ებლასი ვრცელდებოდა ფინიკიური ბიბლოსიდან მარიმდე და ურსაʿუმიდან (ევფრაზის ზემო წელზე) დამასკიმდე. ქალაქს აქტიური სავაჭრო და პოლიტიკური კავშირები ჰქონდა როგორც მესოპოტამიის შუმერულ და სემიტურ ქალაქებთან, ისე ელამსა და ეგვიპტესთან. ქალაქის სიმდიდრემ მიიქცია აქადის იმპერიის დამფუძნებლის სარგონის (შარუმქენი) ყურადღება. სარგონისვე ცნობით ებლამ მისცა მას ქალაქის მთავარი ღმერთი დაგანი და იკისრა ხარკი. მისმა შვილიშვილმა ნარამ-სუენმა (2254–2218) საბოლოოდ დასცა ებლას სიდიადე და სავარაუდოდ შემოიერთა მისი დიდი ნაწილი. მანვე გადაწვა ქალაქი და მისი სამეფო სასახლე.
ებლას მეორე სამეფო
როგორც ურის მესამე დინასტიის ტექსტები გვამცნობენ, ებლა მალევე აღდგენილა ადგილო სამწუხაროდ ამ პერიოდზე ცნობები მხოლოდ მეზობელთა ტექსტებიდან გვაქვს და ისიც ძალიან მცირე. ლაგაშის ენსი (მეფე) გუდეა თხოვს მიაწოდოს კადარიებლას მთებიდან“, რომელიც მდებარეობდა . ურშუს მახლობად. აქედან ვგებულობთ, რომ ეს ტერიტორია მდებარე ქარხემიშის ჩრდილოეთით ებლას სამეფოს შეამდგელობაშია. ურის მეფე ამარ-სუენი თავის მეფობის მეშვიდე წლით (დაახლ. 2040 .) დათარიღებულ ტექსტში მოხსენიებულია ებლას ენსი (მეფე) რომელმაც ხარკი მიუტანა ურს.
ებლას მეორე სამეფო გადამწვარ და დანგრეულ იქნა ცეცხლით 20501950 წლებს შორის. როგორც ჩანს ეს იყო დაახლ. 2030 წელს ხურიტული თავდასხმის შედეგი. ხეთ-ხურიტული ეპიკურისიმღერა ტყვეობიდან განთავისუფლების შესახებმოგვითხრობს ებლას განადგურების შესახებ. მასში მოთხრობილია, რომ ებლაელთა სახალხო კრება ვინმე ზაზალის მეთაურობით არ აძლევს უფლებას მეფე მექას შეიწყალოს ტყვეები ქალაქ იკინკალისიდან, რამაც გამოიწვია ხურიტთა ჭექაქუხილის ღმერთ ტეშუბის განრისხება, რომელმაც დაანგრია ქალაქი.
ებლას მესამე სამეფო
ადგილობრივი დინასტიის დაცემიდა და ქალაქის დაცარიელების შემდეგ ებლას ტერიტორია დაიკავეს ამორეველებმა, რომლთაც დასვეს საკუთარი დინასტია და აღადგინე სამეფო სასახლე და ტაძრები. 20001800 წლებში ქალაქი აღდგენილ იქნა, ხოლო 1800–1600/1550 წლებში კი გაფართოვდა, თუმცა XXIV საუკუნის აყვავების დონეს ვეღარასოდეს მიაღწია. ეს იყო ებლას სახელმწიფოებრიობის ბოლო პერიოდი. ამ დროს მისი მოკავშირე იყო იამხადის სამეფო (ცენტრი ალეპო). იამხადის მეფე იარიმ-ლიმა III- ვასალურად ებლა ვასალურად ექვემდებარება. . ალალახის ტექსტების ცნობით ამ პერიოდში ებლას პრინცესა გაჰყვა ცოლად ალალახის მეფე ამმიტაკუმს. ამ პერიოდის ერთ-ერთი მეფე იყო იმეია, რომელმაც მიიღო ეგვიპტის ფარაონ ჰოტეპიბრესგან (დაახლ. 17911788 წლ) სამეფო კვერთხი.
ებლაელთა სამეფო საბოლოოდ გაანადგურა ხეთების მეფე მურსილი I-მა (დაახ. 15561526 ან 16201590). ქალაქ ებლას აღსასრულს კი მიაწერენ კასიტებს, რომელთაც, ზაგროსის მთებიდან მოსულებმა, XVI საუკუნეში დაიპყრეს მესოპოტამია და გაანადგურეს მისი მიმდებარე რეგიონები. ებლას ბოლო ოთხი დასახლებამარდიხ IV“ (16001200 წლ), „მარდიხ V“ (535 წლამდე), „მარდიხ VI“ (ახ.. 60 წლამდე) დამარდიხ VII“ (ახ.. IIIVII -ბი წარმოადგენდნენ პატარა სოფლებს. ბოლოს ისინიც მიტოვებულ იქნა.
ებლას მეფეთა სია
„პირველი სამეფო“
კუმე                        დაახ. 3100
სუ (.) (..)                               სახელი შერყვნილია
ლადაუ
აბუგარ
ნამნელანუ
დუმუდარ
იბლა
კულბანუ
ასანუ
სამიუ 
ზიალუ       
ენმანუ                  . 2740
ნამანუ                 . 2720
და (.) (ი)              . 2700  სახელი შერყვნილია
საგისუ                 . 2680
დანეუმ              . 2660
იბინი-ლიმ         . 2640
იშრუტ-დამუ    . 2620
ისიდუ              . 2600
ისრუტ-ჰალამ   . 2580
ისკუდ                . 2560   
ტალდა-ლიმ     . 2540
აბურ-ლიმ         . 2520
აგურ-ლიმ          . 2500
იბ-დამუ             . 2480
ბაგა-დამუ         . 2460
ენარ-დამუ        . 2440
ეშარ-მალიკ      . 2420
კუნ-დამუ          . 2400
ადუბ-დამუ      . 2380    მცირე ხნით მეფობდა
იგრიშ-ჰალამ   . 2360    მეფობდა 12 წელი
ირკაბ-დამუ     . 2340    მეფობდა 11 წელი.
ისარ-დამუ        . 2320   მეფობდა 35 წელი.
ირაკ-დამუ                           პრინცი. ცოტა ხანს მართავდა?
მესამე სამეფო
იბიტ-ლიმ        . 2000
იმეია                   . 1750
ჰამმუ (....)                      სახელი შერყვნილია

იდილიმმა       . 1600










2. ებლას ქალაქ-სახელმწიფო (ნ. ჩარექიშვილი)


3. ებლას ცივილიზაცია (ე. ასტახიშვილი)













































Комментариев нет:

Отправить комментарий