суббота, 28 апреля 2018 г.

თემური წყობილების დაშლა და პირველი სახელმწიფოების წარმოშობა სლავებში

1. სლავების წარმოშობა.
სლავების წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული იყო მიგრაციის თეორია, რომელიც სლავების ავტოქტონობას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ სლავები არ არიან იმ ტერიტორიის მკვიდრნი სადაც ისინი უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ.
ისტორიკოსები სოლოვიოვი და კლეტჩევსკი თვლიდნენ, რომ სლავების სამშობლო დუნაის ქვედა წელზე მდებარეობდა საიდანაც მოხდა მათი განსახლება მთელ იმ ტერიტორიაზე რომელიც ახლა უჭირავთ.
სლავების დასახლების შესახებ ასეთი ლეგენდაც არსებობს, თითქოს მსოფლიო წარღვნის შემდეგ ნოეს შვილი იაფეთი რომელიც სლავების წინაპრად ითვლებოდა დუნაისპირეთში დასახლდა. აქედან სლავები შემდგომ სხვა ადგილებშიც გადასახლდნენ.
მიგრაციულ თეორიას იზიარებდა რუსი მეცნიერი შახმატოვი. სოლოვიოვისა და კლეჩევსკისაგან განსხვავებით სლავების წინა სამშობლოდ იგი დას დვინისა და ნემანის ქვედა წელის აუზებს მიიჩნევდა, მისი აზრით აქედან დაიწყო სლავების განსახლება.
გერმანელი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ სლავები გერმანიის მიწა-წყლიდან იყვნენ გამოსულნი.
საბჭოთა მეცნიერება მიგრაციის თეორიების საწინააღმდეგოდ სლავების ავტოქტონურ წარმოშობას ამტკიცებს.
სლავი ხალხების ეთნიკური ერთობა და თანამედროვე თავისებურებანი ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია. მეცნიერთა აზრით ეს პროცესი ჯერ კიდევ ძვ . III ათასწლეულის დამდეგიდან იწყება. ამ დროს შუა და ნაწილობრივ აღმ. ევროპაში ცხოვრობდნენ ტომები, რომლებმაც იცოდნენ მიწის დამუშავება და მისდევდნენ მეცხოველეობას. ისინი ძველი ინდოევროპული ენის დიალექტებზე ლაპარაკობდნენ, რომელთა განვითარების შედეგად ინდოევროპული ენების სხვადასხვა ჯგუფები წარმოიშვა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი მოსახლეობდა მდინარეების ვისლისა და დნეპრის შუა წელის აუზებში, ვოლინის მხარეში. პოლონელი, ჩეხი და სლოვაკი ისტორიკოსების უმრავლესობა ტომთა ამ ჯგუფს მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ნიშნების მიხედვით სლავთა წინაპრად მიიჩნევდნენ.
ძვ. . II და I ათასწლეულებში სლავთა წინა ტომებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა. გვიანდელი ნეოლითური ხანის იარაღებიდან ჯერ ბრინჯაოს შემდეგ კი რკინის იარაღები გაჩნდა. ტომებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ თრაკიულ, ილირიულ, სკვითურ და სხვა ტომებთან. ამ ხანაში სლავთა დასახლების ადგილები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის ისინი მოსახლეობდნენ ბაზიის (ბალტიის) ზღვიდან ვიდრე მდ. დუნაიმდე და შავი ზღვის ტრამალებამდე. დასავლეთით მათი ტერიტორია მდ. ოდრამდე ვრცელდებოდა, აღმოსავლეთით კი მდ. ოკამდე. ამ დროისათვის ჩამოყალიბდა ადრინდელი სლავური ტომების ძირითადი ჯგუფები, რომლებიც I და II ანტიკური მწერლების პლინიუს უფროსი, კლავდიუს პტოლემაიოსი, ტაციტუსი და სხვა ნაწარმოებებში ვენეტების სახელით მოიხსენიებიან.
ეს სლავური ტომები ბალტიისპირეთში მდინარეების ლაბისა და ვისლის აუზებში ცხოვრობდნენ. წყაროების ცნობებით ვენედები ამ დროს ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ და როგორც ტაციტუსი გვიმოწმებს მომთაბარე სარმატებისაგან საგრძნობლად განსხვავდებოდნენ.
IV-VI საუკუნეებში ძველი ავტორებისაგან ცნობილი ხდება 2 სლავური გაერთიანება ანტებისა და სკლავინებისა, როგორც ჩანს ესენი ვენედთა ტომებს ეკუთვნოდნენ. სკლავინებისაგან განვითარდნენ აღმოსავლეთის სლავები: ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები, ლაბისპირეთისა და ბალტიისპირეთის სლავები. ანტებმა კი საფუძველი ჩაუყარეს აღმოსავლეთისა და ნაწილობრივ სამხ. სლავებს.
VI . ბოლოსა და VII . დასაწყისში სლავების მიერ დასახლებული ტერიტორია გაფართოვდა როგორც სამხრეთით ისე დასავლეთით. ლანგობარდი ისტორიკოსი ქსტავლე დიაკონის ცნობით სლავები ლანგობარდთა სახელმწიფოსა და ბავარიის მეზობლები იყვნენ, სხვა ცნობები ადასტურებენ, რომ სლავები მდ. ლაბის დას ცხოვრობდნენ, ხოლო მათი ცალკეული დასახლებანი მდ. რაინამდეც კი აღწევდა. IX საუკუნეში ერთი წყარო ჰამბურგს სლავების ქალაქს უწოდებს.
2. სლავების საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობილება IV-VI საუკუნეებში.
IV-VI საუკუნეებში სლავების ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. გამწევ ძალად სლავები ხარებსა და ცხენებს იყენებდნენ, მათი სასოფლო-სამეურნეო იარაღები იყო ხის კავი რკინის სახნისით, გუთანი, ნამგალი და სხვა. მიწათმოქმედების გარდა სლავები მეცხოველეობასაც მისდევდნენ. მსხვილ რქოსან საქონელთან და ცხენებთან ერთად მათ ჰყავდათ ღორები, ცხვრები, თხები და შინაური ფრინველი. მისდევდნენ ნადირობას, მეთევზეობასა და ტყის მეფუტკრეობას. იცნობდნენ მებოსტნეობას და მებაღეობას. წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ სლავებს მოჰყავდათ მრავალი სასოფლო-სამეურნეო და ტექნიკური კულტურა. ძირითადად კი ფეტვსა და ხორბალს სთესდნენ.
სლავების მეურნეობის შესახებ VI -ში ბიზანტიელი ავტორი ფსევდო მავრიკე თავის ტრაქტატში სამხედრო ხელოვნების შესახებ წერდა: „მათ დიდძალი მსხვილი რქოსანი საქონელი და გროვებად დაყრილი მიწის ნაყოფი გააჩნდათ, განსაკუთრებით კი ფეტვი და ხორბალი.
სოფლის მეურნეობის პროგრესი ხელოსნობის განსაკუთრებით რკინის დამუშავების გარეშე წარმოუდგენელი იყო. სლავები კარგად იყვნენ დაუფლებული ხელოსნობას, არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურეს, რომ სლავები რკინის გარდა სპილენძს, ბრინჯაოს, ვერცხლსა და ოქროს ამუშავებდნენ. დიდი რაოდენობით აკეთებდნენ თიხის ჭურჭელს, ამზადებდნენ ქსოვილებს და მათგან ტანსაცმელს იკერავდნენ.
ამ დროს ხელოსნობა სოფლის მეურნეობისაგან გამოყოფილი არ იყო, ამიტომ სლავებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ქალაქები, რომლებიც მხოლოდ VII-VIII საუკუნეებში წარმოიშვნენ. მტრის შემოსევის შემთხვევაში სლავი მოსახლეობა თავს აფარებდა მიწაყრილითა და სხვა ნაგებობებით გამაგრებულ ადგილებს, რომელთაც გოროდიშჩებს უწოდებდნენ. ასეთ ადგილებში თანდათანობით სახლდებოდნენ ხელოსნები. ბევრი გოროდიშჩე შემდეგ ქალაქად გადაიქცა.
სლავები უკვე იცნობდნენ ვაჭრობას. აღებ-მიცემა არა მარტო სლავურ ტომებს შორის არამედ მეზობელ ქვეყნებთანაც წარმოებდა, განსაკუთრებით სამხრეთით. სლავებს გაჰქონდათ ბეწვეული, პური და სხვა, ვაჭრობდნენ მონებითაც. დიდი ხეებისაგან გაკეთებული პრიმიტიული ნავებით სლავები უშიშრად გადიოდნენ ზღვაში.
VI . ბიზანტიელი მწერლების ნაწარმოებებში ასახულია სლავებში იმ დროს გაბატონებული გვაროვნული წყობილების სურათი. ამ ავტორებს, რომლებიც ბიზანტიის ცივილიზაციის სიმაღლიდან უყურებდნენ სლავებს მიაჩნდათ, რომ ბარბაროს ანტებსა და სკლავინებს მეტად პრიმიტიული საზოგადოებრივი წყობილება ჰქონდათ, მაგრამ აშკარაა, რომ ჯერ კიდევ IV საუკუნემდე სლავებში პირველყოფილი თემური წყობილება დაშლის გზაზე დადგა.
საზოგადოების ძირითად სამეურნეო ერთეულს პატრიარქალური საოჯახო თემი წარმოადგენდა, ასეთ დიდ ოჯახებს სლავები ზადრუგებს უწოდებდნენ. ზადრუგა შეიცავდა 4-5 თაობის ახლო ნათესავებს, ერთი მამის შვილებს თავის ოჯახებით. ზადრუგის წევრთა რაოდენობა 200-300 კაცს აღწევდა მის სათავეში ბატონი (დომატინი) იდგა, რომელიც უფრო ხშირად ზადრუგის უხუცესი წევრი იყო. მნიშვნელოვან საქმეებს წყვეტდა ოჯახის საბჭო სადაც ყველა მამაკაცი და ქალი შედიოდა. ზადრუგის წევრები ერთობლივად ამუშავებდნენ მიწას, იკვებებოდნენ საერთო მარაგიდან. სამეურნეო ნაგებობები, საქონელი და სხვა ზადრუგის ყველა წევრის საკუთრებას წარმოადგენდა. ზადრუგები შედიოდნენ გვაროვნულ თემებში, რამდენიმე გვაროვნული თემი ჰქმნიდა ტომს, რომელსაც ჟუპა ეწოდებოდა.
მხნე ტომები, - წერდა ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი ანტებისა და სკლავინების შესახებ - უძველესი დროიდან ხალხთმმართველობით ცხოვრობდნენ, მათ არ მართავს 1 ადამიანი, ამიტომ მათთან ბედნიერება და უბედურება საერთო საქმედ ითვლება.
ტომის საქმეებს საერთო სახალხო კრება ვეჩე წყვეტდა. ვეჩე ირჩევდა უხუცესებს, რომლებიც მართავდნენ ტომს მშვიდობიანობის დროს, ომის დროს სლავები ბელადს ირჩევდნენ.
როგორც ვხედავთ სლავებს ჯერ კიდევ თემური წყობილება ჰქონდათ, მაგრამ ამ წყობილების რღვევის ნიშნები აშკარად ჩანს. საწარმოო ძალების შემდგომმა განვითარებამ სლავებში თანდათან არისტოკრატიული ზედაფენის წარმოშობა განაპირობა, გაჩნდნენ ბელადები, რომლებიც 1 ან რამდენიმე ტომის სათავეში იდგნენ. ომებისა და მიტაცების გზით დიდკაცები, ბელადები დიდ ქონებას აგროვებდნენ, ამ ფაქტს არქეოლოგიური მასალებიც ადასტურებენ, მაგ 1912 პოლტავის ოლქში ნაპოვნი განძიდან მარტო ოქროს ნივთები ოც კგ-ზე მეტი იყო.
V-VI . სლავებში კლასების წარმოშობის პროცესი დაიწყო. გაჩნდნენ მონები, რომელთა მოპოვების წყაროს უმთავრესად ომები წარმოადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონობას სლავებში არასოდეს არ ჰქონია დიდი მნიშვნელობა. სლავებს მოწინააღმდეგე ტყვედ მიჰყავდათ მხოლოდ გამოსასყიდის მიღების მიზნით, გამოუსყიდველ მონებს ტყვეობაში დიდხანს არ ტოვებდნენ და გარკვეული ვადის შემდეგ ათავისუფლებდნენ. ხშირად გათავისუფლებულ მონებს უფლებას აძლევდნენ ტომში დარჩენილიყვნენ თავისუფალი წევრის უფლებებით. საერთოდ მონის შრომა ფართოდ არ გამოიყენებოდა, მონებით ვაჭრობასაც უმნიშვნელო მასშტაბები ჰქონდა, ასე, რომ მონობა სლავებში კლასიკურ ფორმამდე არ განვითარებულა, იგი პატრიარქალურ ხასიათს ატარებდა.
ძველი სლავების რელიგიური რწმენა მათ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას შეესატყვისებოდა, ისინი წარმართნი იყვნენ. . კესარიელის გადმოცემით სლავები ყველაზე დიდ პატივს სცემდნენ ჭექა-ქუხილის ღმერთ პერუნს, რომელიც სამყაროს განმგებლად მიაჩნდათ, მას მსხვერპლს სწირავდნენ და მის სადიდებლად განსაკუთრებულ რიტუალს ასრულებდნენ. სლავები თაყვანს სცემდნენ აგრეთვე მზის ღმერთ სვიატოვისს ანუ ტრიგლასს, მიწისა და ნაყოფიერების ჟივას და ქარის ღმერთ სტრიბოგს.
ასეთი ანიმისტური რელიგიაა დამახასიათებელი საზის განვითარების იმ სტადიისათვის როდესაც გვაროვნული დემოკრატია თანდათან გზას უთმობს ერთპიროვნულ მმართველობას. სლავები ამ დროს სწორედ ამ საფეხურზე იმყოფებოდნენ. ამ სტადიისათვის დამახასიათებელია აგრეთვე სამხედრო საქმის განვითარება, ლაშქრობები.
ბიზანტიელი ისტორიკოსების დახასიათებით სლავები თავისუფლებისმოყვარე, მამაცი და მეომარი ხალხი ყოფილა. სლავი ტომების ცხოვრება განუწყვეტელ ომებში მიმდინარეობდა, მათ ომის წარმოების საკუთარი ხერხები ჰქონდათ შემუშავებული. ფსევდო მავრიკეს გადმოცემით სლავები მტერს ბრძოლებს ხშირ ტყეებში, ვიწროებსა და ხრამებში უმართავდნენ, კარგად უსაფრდებოდნენ და მოულოდნელი თავდასხმებით დღისით და ღამით ებრძოდნენ მტერს. ისინი დაოსტატებული იყვნენ მდინარეების გადალახვაშიც. ფიზიკურად მძლავრ სლავებს გამოფუღურავებული ლერწმის ღეროთი პირში საჭირო შემთხვევაში საათობით შეეძლოთ წყლის ქვეშ ყოფნა.
სლავური ჯარი ძირითადად ქვეითებისაგან შედგებოდა, თუმცა მათ ცხენოსნებიც ჰყავდათ. მეომრები მსუბუქად იყვნენ შეიარაღებული ხის ფარებით, მოკლე შუბებითა და ქვის ისრებით. ხშირი ომები მეტად აჩქარებდა ქონებრივი უთანასწორობის განვითარების პროცესს. თუ ადრე სამხედრო ნადავლი პირველ რიგში ტომის საკუთრებაში გადადიოდა ახლა ლაშქრობებიდან დაბრუნებული ბელადები ნადავლის დიდ ნაწილს თავისთვის იტოვებდნენ, მდიდრდებოდნენ ბელადის რაზმელებიც. ომების დროს საზის ერთი ნაწილის გამდიდრება და მეორის გაღარიბება სწრაფად მიმდინარეობდა.
ქონებრივ უთანასწორობას არ შეიძლებოდა კვალი არ დაეჩნია სოციალურ ურთიერთობაზე, დიდკაცობა უფრო ძლიერდებოდა და მეტ გავლენას იძენდა ვიდრე საზის რიგითი წევრები. ამრიგად ზემონათქვამიდან ჩანს, რომ პირველყოფილი თემური დემოკრატიული წყობილება თანდათან უთმობდა ადგილს კლასობრივ საზს. მათ შორის გარდამავალ საფეხურს სამხედრო-დემოკრატიული წყობილება წარმოადგენდა, სწორედ ასეთი წყობით ცხოვრობდნენ სლავები VI საუკუნეში.
მათ საზში ჯერ კიდევ არსებობდნენ გვაროვნულ ურთიერთობათა ტრადიციული ფორმები, მაგრამ თავისი წინანდელი მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდათ. გვარის უხუცესთა საბჭოს თანდათან ცვლის გვაროვნული დიდკაცობის საბჭო. ვეჩეს (სახალხო კრების) უფლებები მთავრების, ბელადების ხელში გადადის. სამხედრო დემოკრატიის განვითარებამ ყველა პირობა შექმნა სლავების სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის. ასეთი იყო სლავების საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობილება VI საუკუნეში, როდესაც ისინი ბალკანეთის ნკ-ზე იწყებდნენ შეჭრას.
3. სლავები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.
ბალკანეთის ნკ-ზე სლავთა ტომების შეჭრა მათ საზში პირველყოფილი თემური წყობილების რღვევისა და სამხედრო-დემოკრატიული წყობის განვითარების შედეგი იყო და ხალხთა დიდი გადასახლების ნაწილს წარმოადგენდა.
სლავების მიერ ბალკანეთზე ბიზანტიის სამფლობელოების დაპყრობის პროცესი ორ ნაწილად იყოფა I -დან VI -მდე და VI -დან-VII -ის II ნახევრამდე.
პირველ პერიოდში სლავების თავდასხმები ეპიზოდური იყო, სლავები დაპყრობილ ტერიტორიაზე არ რჩებოდნენ და თარეშის შემდეგ კვლავ თავის სამშობლოს დუნაის მარცხენა ნაპირს უბრუნდებოდნენ. პირველ თავდასხმებს ისინი სხვა ხალხებთან სარმატებთან, გუთებდთან და ჰუნებთან ერთად ახდენდნენ. ამ თავდასხმებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ისინი მონათა და კოლონების აჯანყებებს ერწყმოდნენ და ძირს უთხრიდნენ მონათმფლობელურ წყობილებას ბიზანტიის იმპერიაში.
II პერიოდში სკლავინებისა და ანტების თავდასხმებმა მასობრივი და სისტემატიური ხასიათი მიიღო. სლავების ლაშქრობებში ხშირად ავართა ტომებიც მონაწილეობდნენ. ბიზანტია ვეღარ უმკლავდებოდა სლავების შემოსევებს. ასე მაგ: 493 . სლავების დიდი მასა თრაკიაში შეიჭრა. 517 . სლავებმა მაკედონია, თესალია და ეპირი გააჩანაგეს. 527 . სლავების ახალი თავდასხმის შემდეგ დაიწყო სლავთა დასახლება ბალკანეთში. სლავების დიდი მასების შეჭრას ბალკანეთში ადგილი ჰქონდა 535, 540, 546, 547, 550 და 570 წლებში. 540 წელს ლაშქრობის დროს სლავების ნაწილმა იტალიასაც კი მიაღწია.
სლავები ხშირად კონსტანტინეპოლამდე მიდიოდნენ. ერთი ისტორიკოსის ცნობით 558 წელს 100000 სლავი საბერძნეთში შეჭრილა. იოანე ეფესელი სლავთა ერთ-ერთი დიდი თავდასხმის მომსწრე გადმოგვცემს, რომ 586 . ელადაზე, სოლუნის ოლქზე და თრაკიაზე ლაშქრობის შემდეგ სადაც მათ მრავალი ციხე-სიმაგრე და ქალაქი დაუპყრიათ და დიდძალი ტყვე ჩაუგდიათ ხელში სლავები კონსტანტინეპოლს მიადგნენ. დედაქალაქის მახლობლად სლავებს ხელთ უგდიათ იმპერატორის ცხენის ჯოგები და დიდი ნადავლი და აი ეს ხალხი, რომელიც უღრანი ტყეებიდან გამოჩენას ვერ ბედავდა დასახლდა და დღესაც ცხოვრობს რომეების (ბიზანტიელების) ქვეყნებშიო წერდა იოანე 584 წელს.
VI -ის ბოლოს სლავების შეჭრა ბალკანეთზე ძირითადად შეწყდა, თუმცა ასეთ მოვლენებს VII -ის I ნახევარშიც ჰქონდა ადგილი, მაგ. 600 . სლავების დიდი ჯგუფი კვლავ კონსტანტინეპოლთან აღმოჩნდა. 623 . სლავები კუნძულ კრეტას დაესხნნენ, ხოლო 642 . აღნიშნულია სლავების ახალი შეტევა იტალიაზე.
VI ს-ის ბოლოს ბიზანტიას თავს ესხმოდნენ ავართა ტომები, რომელთაც VI 60-ან წლებში დაიპყრეს პანონიაში მცხოვრები სლავები. ბიზანტიელები ავარებს ხშირად იყენებდნენ მოკავშირეებად სლავების წინააღმდეგ ბრძოლაში. ავართა შემოტევანი სლავებით დასახლებულ ტერიტორიაზე ერთგვარად აბრკოლებდა სლავთა თავდასხმებს ბიზანტიაზე, მაგრამ ბალკანეთის დაპყრობას სლავთა მიერ მან მაინც ვერ შეუშალა ხელი. დიდი ხარკის გაღებით ბიზანტიელებმა შეძლეს ავარების თავდასხმების შეჩერება, მაგრამ სლავებისაგან თავის დაცვა ვერ მოახერხეს.
აღმ. რომის იმპერიას არაერთი ხალხის შემოტევა განუცდია, მაგრამ არც ერთს არ ჰქონია ისეთი მნიშვნელობა როგორიც სლავების შემოსევებს. სლავების თავდასხმებს ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც ბიზანტიის მონათმფლობელური წყობილება გამოუვალ კრიზისში იმყოფებოდა. სლავების ბალკანეთში გამოჩენა აძლიერებდა მონებისა და კოლონების აჯანყებებს, აერთიანებდა მათ ბრძოლას და მონათმფლობელობის წინააღმდეგ მიმართავდა მათ. სლავების დასახლებამ ბალკანეთზე საბოლოოდ დაამსხვრია მონათმფლობელობა ბიზანტიის ამ სამფლობელოში.
) კოლონიზაციის შედეგები.
სლავების თავდასხმებმა და კოლონიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა ბალკანეთის ნკ- ეთნიკური შემადგენლობა. მთელი პროვინცია გასლავდა, გაბარბაროსდა, წერდა იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (ძოწითშობილი).
ადგილობრივი მოსახლეობა სხვა ადგილებში გადასახლდა და საგრძნობლად შეთხელდა. ბალკანეთზე თრაკიულ-ილირიული მოსახლეობის გარდა სხვა მრავალი ხალხიც ცხოვრობდა, რომლებიც აქ ხალხთა გადასახლების დროს დასახლდნენ. თანდათან ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კომპაქტურ და მრავალრიცხოვან სლავურ მასას შეერწყა ამ პროცესსა და თრაკიული და ილირიული ენების გადაშენებას ხელი შეუწყო ერთი მხრივ სლავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური წყობილების მსგავსებამ და მეორე მხრივ მათმა ერთობლივმა ბრძოლამ მონათმფლობელობის წინააღმდეგ. ბალკანეთში სლავური ენა გაბატონდა, ძველი ენებიდან სლავურში მხოლოდ ზოგიერთი სიტყვა და გეოგრაფიული ტერმინი შევიდა.
ბალკანეთის ნკ- ძველი მოსახლეობის ნაშთებს წარმოადგენენ ბერძნები, ალბანელები და რომანიზებული მოსახლეობა, რომელთაც სლავებივლახებსუწოდებდნენ.
ბალკანეთზე მოსული სლავები ტომებად დასახლდნენ, დობრუჯაში სევერები ცხოვრობდნენ, მათგან დასავლეთით დუნაისპირეთის დაბლობზე დასახლდა სლავთა დიდი გაერთიანება რომელიც 7 სლავური ტომის კავშირის სახელით არის ცნობილი, უფრო დასავლეთით მდ. ტიმოკზე ტიმორჩანთა ტომი ცხოვრობდა, მდ. მორავოს მახლობლად მორავანები, თრაკიის ჩრდ-დას ნაწილში დრაგოვიჩები, ტრუნის აუზში ტრიმონტები. ბალკანეთის ჩრდ ნაწილში მდინარეების სავას, დრინას, მორავას აუზებში ხორვატებისა და სერბების ტომები დასახლდნენ. მათგან დასავლეთით ალპების მთისწინეთზე სლოვენები დამკვიდრდნენ. ბალკანეთზე დასახლდნენ აგრეთვე საგანდუტები, სმოლიანები, ვაინუტები, ვერბიტები და სხვანი.
) საზოგადოებრივი წყობილება მეურნეობა.
ბალკანეთზე მოსვლის შემდეგ სლავებში კიდევ უფრო დაჩქარდა გვაროვნულ ურთიერთობათა რღვევა. გაძლიერდა კლასების წარმოშობის პროცესი და საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოს წარმოშობას.
VII-VIII -ში ბალკანეთის სლავების მეურნეობის ძირითად ფიგურას თემის თავისუფალი გლეხი წარმოადგენდა. სათემო მიწიდან მას გამოეყოფოდა ნაკვეთი, რომელიც თანდათან კერძო საკუთრებაში გადადიოდა. სათემო მიწების დიდი ნაწილი არ იყო თემის წევრებს შორის დაყოფილი. თემს საერთო საკუთრებაში ჰქონდა ტყეები, სადაც ყველას შეეძლო შეშისა და სამშენებლო მასალის მოპოვება. საძოვრები სადაც თემის საქონელი ბალახობდა და სხვა. ასეთ ადგილებს და დაყოფის გარეშე დარჩენილ სახნავ მიწებს თემის დიდკაცობა იტაცებდა, ამიტომ გლეხთა საკუთრების გვერდით წარმოიშობოდა ტომის ბელადებისა და წარჩინებულთა მსხვილი საკუთრება მიწაზე.
გვაროვნული წყობილების პრინციპები სწრაფად ირღვეოდა და სლავური გვაროვნული თემი მეზობლურ თემად იქცეოდა. ამ პროცესს აჩქარებდა ქონებრივი დიფერენციაცია თემის წევრებს შორის, რასაც ხელს უწყობდა სათემო მიწების კერძო საკუთრებაში გადასვლა. ამავე დროს გვაროვნული წყობილების რღვევა სლავების ადგილობრივ მოსახლეობასთან შერევას აჩქარებდა. ამრიგად შეიძლება დავასკვნათ, რომ VII-VIII -ში სლავების სამეურნეო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან წინსვლას ჰქონდა ადგილი.
ბალკანეთში დასახლებული სლავების შესახებ ცნობებს გვაწვდის VIII . II ნახევრის ბიზანტიური საკანონმდებლო ძეგლისამიწათმოქმედო კანონისადაც კარგად არის ასახული სლავების კოლონიზაციის შედეგად შექმნილი ახალი პროგრესული სათემო წყობილება. ამ ძეგლიდან ჩანს, რომ მთიან და ტყიან ადგილებში დასახლებული სლავები მესაქონლეობას მისდევდნენ. სახნავი მიწების გაფართოების მიზნით ისინი ტყეებს წვავდნენ. სამიწათმოქმედო კანონში ნახსენები სამეურნეო იარაღები მიწათმოქმედების მაღალ განვითარებაზე და დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებენ, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებენ. კანონში ნახსენებია გუთანი, სახნისი, ბარი, თოხი, ნამგალი, ცული, უღელი და სხვა. როგორც ჩანს სლავებმა მიწის განოყიერება არ იცოდნენ, ისინი თესდნენ მარცვლეულს, მოჰყავდათ ცერცვი, რგავდნენ ვაზს და ხეხილს. ძეგლში ხშირად მოიხსენიება მეცხოველეობის სხვადასხვა დარგი.
თანდათან თავისუფალ მეთემეთა შორის გაჩნდნენ ისეთი უქონელი გლეხები ოპორები, რომლებიც სხვის მიწას ამუშავებდნენ და პატრონს მოსავლის ნახევარს უხდიდნენ. გამოიყვნენ მდიდრებიც, რომლებიც სარგებლობდნენ უქონელი და ხელმოკლე გლეხების მდგომარეობით და მათ მიწებს იტაცებდნენ. ყალიბდებოდა ფეოდალური დამოუკიდებლობის I ფორმები, რომელსაც სამიწათმოქმედო კანონიც ახსენებს, ასე მაგ. გლეხს მსხვილი მიწათმფლობელისათვის უნდა გადაეხადა ნოსტა (მეათედი), რომელიც ნატურალური რენტის უძველეს სახეობას წარმოადგენს. კლასთა წარმოშობის პროცესი რაც სლავებში ადრეც მიმდინარეობდა ბალკანეთის დაპყრობის შემდეგ VII-VIII -ში უფრო დაჩქარდა.
სოციალური განსხვავების შინაგანი პროცესი, რომელიც სლავთა საზში შეურიგებელ წინააღმდეგობას წარმოშობდა საჭიროს ხდიდა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელმწიფოს შექმნას.
ტომობრივ სისტემას საზში წარმოქმნილ წინააღმდეგობათა დაშოშმინება-რეგულირება აღარ შეეძლო, რადგან გვაროვნული სისხლით ნათესაობის პრინციპები რომელსაც იგი ეყრდნობოდა არ არსებობდა. ფაქტიურად ტომები ტერიტორიულ და არა გვაროვნულ საფუძველზე ყალიბდებოდნენ.
სახელმწიფოს წარმოშობის აუცილებლობა სხვა ფაქტორებითაც იყო განპირობებული. გვაროვნული წყობილების მარტივი აპარატი ვერ უზრუნველყოფდა დაპყრობილ მოსახლეობაზე ბატონობას და გადასახადის აკრეფას, ამისათვის საჭირო იყო ისეთი ორგანოების შექმნა რომლებიც ამ ამოცანებს წარმატებით გაართმევდნენ თავს.
ბალკანეთის სლავებში სახელმწიფოს წარმოშობას საგარეო საფრთხეც მეზობელთა თავდასხმების საშიშროებაც განაპირობებდა. ასეთი თავდასხმები მოსალოდნელი იყო ბიზანტიის მხრივ, რომელიც ბალკანეთის მიწების დაკარგვას ვერ შერიგებოდა და ავართა ხაკანატის მხრივ, რომელიც სლავებში, ძველ დას. პანონიაში შეიქმნა.
ბალკანეთში დასახლებულ სლავებში არაერთხელ ყოფილა ტომობრივ გაერთიანებათა შექმნის ცდები, მაგრამ ყველა ასეთი გაერთიანება არამყარი აღმოჩნდა, მათგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქვედა მეზიაში შექმნილი 7 სლავური ტომის კავშირის სახელით ცნობილი გაერთიანება, განსხვავებით სხვებისაგან იგი უფრო მყარი აღმოჩნდა და გაუძლო მრავალ თავდასხმას, მათ შორის ბულგართა შემოსევას.
სლავთა საზის განვითარების შედეგად წარმოშობილი ეს გაერთიანება სლავთა I ადრეფეოდალური სახელმწიფო იყო, რომელიც საფუძვლად დაედო მომავალ ბულგარეთის სახელმწიფოს.
4. დასავლეთ სლავები VI-VII საუკუნეებში.
მრავალრიცხოვანი დას სლავური ტომები დასახლდნენ მდინარეების ვისლის, ოდერის, ლაბის და მორავის აუზებში. მდინარე ლაბის შუა და ქვემო წელზე ლაბირისპირეთის სლავები მოსახლეობდნენ, ლაბის ზემო წელსა და მდ ლატვისა და მორავის აუზებში ჩეხურ-მორავული ტომები დასახლდნენ, ოდრის ვაკის ზემო წელსა და ვისლის შუა და ზემო წელზე პოლონური ტომები დამკვიდრდნენ. ბალტიის ზღვის ნაპირებზე მდ ლაბასა და ვისლას შორის პომორიანები ცხოვრობდნენ.
) სოციალურ ეკონომიკური განვითარება.
VI-VII -ში დას. სლავებმა ისევე როგორც სამხ და აღმ სლავებმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. დას სლავების ძირითად საქმიანობას გუთნის მიწათმოქმედება წარმოადგენდა. მეურნეობაში ისინი იყენებდნენ გაუმჯობესებულ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს გუთანს, რკინის სახნისიან კავს და სხვა. უძველესი დროიდან ეწეოდნენ მებაღეობასა და მებოსტნეობას. მიწათმოქმედებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეცხოველეობასა და მეთევზეობას, შედარებით ნაკლები ნადირობასა და ტყის მეფუტკრეობას. მათი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა ფეტვი იყო, თუმცა ქერსა და ხორბალსაც თესდნენ.
სამეურნეო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ხელოსნობას. დას. სლავებმა იცოდნენ რკინის მოპოვება და დამუშავება. მეთუნეობაში იყენებდნენ სამეთუნეო მორგვს. არქეოლოგიური გათხრების დროს მრავლად ნაპოვნი ქსოვილები მოწმობენ, რომ სლავებს ფეიქრებიც ჰყავდათ. შეიქმნა ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები ქალაქები პრაღა, კრაკოვი, გნეზნო, ვროცლავი, გდანსკი, ვოლინი, შჩეცინი და სხვა. განმტკიცდა დას. სლავების სავაჭრო კავშირი სამხ. და აღმ. სლავებთან, ბიზანტიასთან. ფრანკი ჟამთააღმწერლის ფრედეგარის ცნობით დას. სლავებს სავაჭრო ურთიერთობა ფრანკებთანაც ჰქონიათ. ბალტიისპირეთში ნაპოვნი არაბული მონეტები სლავებსა და არაბულ ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო კავშირზე მიუთითებენ.
V-VIII -ში დას. სლავებში გვაროვნული წყობილების უკანასკნელი სამხედრო-დემოკრატიის საფეხურიდან კლასობრივ საზზე გადასვლა ხდებოდა. საწარმოო ძალების განვითარების საფუძველზე ინტენსიურად მიმდინარეობდა ქონებრივი და სოციალური დიფერენციაცია პროცესი, წარმოიშვა დიდკაცობა, პანები, რომელთაც დიდძალი ქონება გააჩნდათ. გვაროვნული დიდკაცობა გაღატაკებული მეთემეების მიწებს იტაცებდნენ, წარმოიშვა ფეოდალური საკუთრება მიწაზე. ამავე დროს მიმდინარეობდა დამოუკიდებელი გლეხობის წარმოშობის პროცესი. საზის კლასებად დაყოფამ სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობა განაპირობა. დას სლავებში I ადრეფეოდალური სახელმწიფოები VII წარმოიქმნენ.
) სამოს სამთავრო.
დას. სლავების I სახელმწიფო სამოს სამთავრო იყო. იგი ავართა წინააღმდეგ ბრძოლაში წარმოიშვა. VI . თურქული მოდგმის ავართა ტომმა პანონია დაიკავა და მეზობელი სლავური ტომები დაიმორჩილა. ავართა ხაკანატის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სლავები შეადგენდნენ, რომლებიც ავარებს ხარკს უხდიდნენ. ავარებთან ერთად სლავები მონაწილეობდნენ ბიზანტიასა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმებში.
VII . დასაწყისში სლავები არაერთხელ აჯანყებულან ავართა ბატონობის წინააღმდეგ. 622 . აჯანყდნენ პანონიის, ჩეხეთის, მორავიისა და სლოვენიის სლავები. ამ ძლიერ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ვაჭარი სამო, ფრედეგარის და სხვა ავტორთა ცნობით სამო ფრანკი იყო, რაც არ უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს. სხვა წყაროებიდან ჩანს, რომ სამო წარმოშობით სლავთა ჰუტანთა ტომიდან ყოფილა და ვაჭრობის მიზნით დიდხანს უცხოვრია ფრანკებთან.
სამოს ხელმძღვანელობით დაწყებული აჯანყება სლავების გამარჯვებით დამთავრდა. აჯანყების მსვლელობაში რამდენიმე ტომობრივი სამთავრო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ, რომლის ბირთვს მორავია წარმოადგენდა. ამ სახელმწიფოს სამოს სამთავრო ეწოდა.
სამოს სამთავროს ფრანკების წინააღმდეგაც მოუხდა ბრძოლა. 631 . ფრანკთა მეფის დაგობერტის ჯარმა გაილაშქრა სამოს სახელმწიფოზე, ბრძოლა ფრანკებსა და სლავებს შორის 3 დღე გაგრძელდა და სლავების სრული გამარჯვებით დამთავრდა. ამან სამოს საშუალება მისცა შემოეერთებინა მთელი დას. ჩეხეთი და ლუჟიცელი სერბები, აგრეთვე ტიურინგია და ფრანკონია.
სამოს სახელმწიფომ 35 წელი იარსება. 658 . სამოს გარდაცვალების შემდეგ იგი ცალკეულ სამთავროებად დაიშალა.
გ) პოლონეთის სახელმწიფოებრიობის დასაწყისი.
VI-IX პოლონეთის მიწებზე სლავების ტერიტორიული გაერთიანებები არსებობდა. ჩვეულებრივ მათ ტომობრივ სამთავროებს უწოდებდნენ. ისინი გამაგრებული დასახლებების გრუდების სისტემას ემყარებოდნენ და სახელმწიფოებრიობის ჩანასახს წარმოადგენდნენ.
პოლონურ ტომებში არსებობდა ვისლიგიანთა, პომორიანთა, მაზოვშანთა, პოლიანთა და სხვა ტომობრივი სამთავროები, რომელთა სათავეში მთავრები იდგნენ. მთავარი თავის ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდა, როგორც ჩანს მთავრის ტახტისათვის ტომის დიდკაცებს შორის გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობდა. ასე მოხდა მაგ. პოლიანთა სამთავროშიც, სადაც გააფთრებული ბრძოლის შემდეგ პოპელიდების ძველი დინასტია გადაყენებულ იქნა და ძალაუფლება პიასტთა დინასტიამ ჩაიგდო ხელში.
IX -ში შეიმჩნევა რამდენიმე ტომობრივი სამთავროს გაძლიერება, მცირე პოლონეთში ვისლიენთა ტომი დაწინაურდა, დიდ პოლონეთში კი პოლიანთა ტომი, რომლის სათავეში ზემოდხსენებული პიასტები იდგნენ.















Комментариев нет:

Отправить комментарий