воскресенье, 8 апреля 2018 г.

საქართველოში არაბთა ბატონობის პერიოდიზაცია (ი. ფაღავა)

ნუმიზმატიკური მონაცემების გათვალისწინებით 
არაბთა ბატონობა საქართველოში ჩვენი ერისა და ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულად მნიშვნელოვან პერიოდად გვესახება, ვინაიდან არაბების მიერ შემოტანილმა ისლამმა, როგორც ჩანს, საკმაოდ ღრმა ფესვები გაიდგა საქართველოშიარაბულ-ისლამურმა (სამოხელეო?) კულტურა დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის განთავისუფლების შემდგომაც არსებით ზეგავლენას ახდენდა ქართულ საზოგადოებაზე. არ არის გასაკვირი, რომ ქართულ-არაბული კავშირების შესწავლას არაერთმა მკვლევარმა მიაქცია ყურადღებააღნიშნულ თემაზე ათობით ნაშრომია შექმნილი. კვლევა ამ მიმართულებით XXI საუკუნეშიც არ შენელებულა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო წლების ნუმიზმატიკური აღმოჩენები. მიუხედავად ამისა, მრავალი საკითხი, ბუნებრივია, საბოლოოდ გარკვეულად ვერ ჩაითვლება.
ასეთებს, ჩვენი აზრით, მიეკუთვნება საქართველოში არაბთა ბატონობის პერიოდიზაციაც (საქართველოში არაბობის განზოგადებულად განხილვის აუცილებელი წინამორბედი). ვფიქრობთ, რომ ახალი ნუმიზმატიკური მასალის გათვალისწინება, ისევე, როგორც უკვე არსებულის ხელახლა გააზრება, მოგვცემს საშუალებას რამდენადმე განსხვავებულად მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს.
წინამდებარე შრომაში ჩვენი ამოცანა სწორედ საქართველოში არაბთა ბატონობის პერიოდიზაციის დადგენის მცდელობაა, სხვასთან ერთად, ნუმიზმატიკურ მონაცემებზე დაყრდნობითაც.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში თავისი მოსაზრება ძალიან მკაფიოდ და მწყობრად ჩამოაყალიბა მარიამ ლორთქიფანიძემ ჯერ კიდევ 1963 წელს გამოცემულ ნაშრომშიმოვიყვანთ ვრცელ ციტატას (ლორთქიფანიძე): „აღმოსავლეთ საქართველოში, არაბთა მფლობელობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, დამპყრობელთა და დაპყრობილთა ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის გათვალისწინებით, არაბთა მფლობელობის ხანა ძირითადად სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს.
პირველი მოიცავს პერიოდს არაბთა საქართველოში შემოსვლიდან თბილისის საამიროს დაარსებამდე (VII . 50-იანი წელები – VIII . 30-იანი წლები). ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ბრძოლა არაბთა მფლობელობის დასამყარებლად საქართველოში.
მეორე პერიოდი გრძელდება თბილისის საამიროს დაარსებიდან ვიდრე თბილისის ამირების მიერ სახალიფოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე (IX . I ნახ.). ამ ხნის განმავლობაში ხალიფას ადგილობრივ მოხელეს საქართველოში თბილისის ამირა წარმოადგენდა.
მესამე პერიოდი უკვე ის ხანაა, როდესაც თბილისის საამირო სახალიფოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროს წარმოადგენს და თავის საკუთარ პოლიტიკას აწარმოებს“.
პირადად ჩვენი შეხედულება რამდენადმე განსხვავებულია; მსჯელობისას ვითვალისწინებთ რამდენიმე ფაქტორს: ქართველებისა და არაბების ურთიერთობის ხასიათს; თბილისის არაბობის პოლიტიკურ დამოკიდებულებას სახალიფოს ცენტრთან, შემდგომში კისხვა მაჰმადიანურ ერთეულებთან; თავად თბილისში და სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას. ინფორმაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ნუმიზმატიკური მასალა გვევლინება.
ჩვენი აზრით, საქართველოში არაბთა ბატონობა შეიძლება შემდეგ პერიოდებად დაიყოს:
I – მოხარკეობის პერიოდი.
ეს პერიოდი, ბუნებრივია, დაიწყო არაბთა პირველი გამოჩენით საქართველოში (სალმან იბნ რაბიასა და ჰაბიბ იბნ მასლამას ლაშქრობები) 640-650-იან წლებში (ცქიტიშვილი, 1984; სილაგაძე, 1991). ქართველების (საქართველოს ზოგიერთი რეგიონის) დამოკიდებულება არაბებზე ამ პერიოდში შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ხარკის გადახდით. ეს პერიოდი დასრულდა მაშინ, როდესაც არაბებისთვის მხოლოდ ხარკის აკრეფა არასაკმარისი აღმოჩნდა, უფრო საფუძვლიანად დამკვიდრდნენ საქართველოში, და იქ საკუთარი ადმინისტრაციის შემოღება (და, ბუნებრივია, გარნიზონების განთავსება) დაიწყეს. ამ პერიოდის განმავლობაში, რაიმე სახის საფასე საქართველოში არაბების მიერ არ მოჭრილა.
II – კონსოლიდაციის პერიოდი.
ეს პერიოდი იწყება საქართველოში არაბების უშუალოდ დამკვიდრება-განსახლებით. 697 წლისთვის მათ მფლობელობაში გადადის დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი; არაბები იქ 710-იან წლებშიც ჩანან (სილაგაძე, 1991). ბუნებრივია, შეუდარებლად უფრო მყარი ხდება არაბების ხელისუფლება აღმოსავლეთ საქართველოშიც, განსაკუთრებით, საფიქრებელია, მუჰამმად იბნ მარვანის 701-704 წლების ლაშქრობის შემდეგ. და აქ უკვე შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ისეთ სადისკუსიო საკითხს, როგორიცაა თბილისის საამიროსანუ, სახალიფოს შედარებით გამოცალკევებული ჯერ ადმინისტრაციული, შემდგომში კი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეულის, ცალკე მოხელით, შემდეგ კი მმართველით, თბილისის ამირით სათავეშიდაარსების (თუნდაც მიახლოებითი) თარიღი.
ქართულ ისტორიოგრაფიაში მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული იყო მოსაზრება (იქნებ უფრო ჰიპოთეზა), რომ თბილისის საამიროს დაარსება მურვან იბნ მუჰამმადის ლაშქრობის შემდეგ/შემდგომ პერიოდში მოხდა (ალასანია, 2007). ბენიამინ სილაგაძემ ის რამდენადმე უფრო გვიანი პერიოდით, უფრო VIII საუკუნის II ნახევრით დაათარიღა (სილაგაძე, 1991). გიული ალასანიას ეკუთვნის ნოვატორული მოსაზრება: „ვფიქრობთ, მეტი საფუძველია ალ-ქუფისთან აღნიშნული ფაქტი ჯურზანის ანუ ქართლის არაბი გამგებლის იბრაჰიმ იბნ ალ-ჰასან იბნ კაჰტაბას დანიშვნის შესახებ თბილისის საამიროს დასაწყისად მივიჩნიოთ“; პატივცემული მკვლევარი ამ მოვლენას 770-იანი წლების დასაწყისით ათარიღებს.
პირადად ჩვენ რამდენადმე განსხვავებული მოსაზრება გვაქვს .. თბილისის საამიროს დაარსებასთან და ამ მოვლენის დათარიღებასთან დაკავშირებით. საზოგადოდ, გვეჩვენება, რომ მაინცდამაინც თბილისის საამიროს დაარსების დროის დადგენა არ უნდა შეიქმნას, ასე ვთქვათ idée fie. თბილისის საამიროს დაარსების დათარიღებაც, მხოლოდ თბილისის ამირად მოხსენიებული ან საქართველოში მოვლენილი ყველაზე ადრინდელი არაბი მხედართმთავრის სახელის მოძიება-ინტერპრეტაციამდეც არ უნდა დავიყვანოთ. ჩვენი აზრით, წყაროების შედარებითი სიმწირის პირობებში, ამ მიდგომის ეფექტურობა შეზღუდულია. ვერ გამოვრიცხავთ თბილისის რომელიმე ადრეული ამირის არსებობას, რომელიც მეტ-ნაკლებად თანადროულმა ნარატიულმა წყაროებმაც კი ვერ დააფიქსირეს. უფრო მეტიც, თბილისის საამიროს მმართველი პირველი ამირას მოძიებას აღარ ექნება ესოდენ პრინციპული მნიშვნელობა, თუკი გავიხსენებთ ამ სამოხელეო თანამდებობის მრავალგვარ ფუნქციურ დატვირთვასთბილისის ამირა, როგორც კარგად არის ცნობილი, თავიდანვე როდი წარმოადგენდა თბილისისა (თუ ქართლის?) საამიროს, როგორც ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის ერთპიროვნულ მმართველს; დასაწყისში მაინც, თბილისის ამირა სახალიფოს ადმინისტრაციული აპარატის ერთ-ერთ (თუმცა კი, საფიქრებელია, იერარქიული კიბის შედარებით მაღალ საფეხურზე მდგომ) მოხელეს წარმოადგენდა.
ჩვენი აზრით, უფრო მართებული, და პერსპექტიულიც, იქნებოდა გვესაუბრა (და გვეკვლია) არა თბილისის საამიროს დაარსებაზე, არამედ საქართველოში არაბული ადმინისტრაციის შემოღებაზეროგორც არაბული ბატონობის გამყარების უდავო მაჩვენებელზე. ეს ორი ცნება არ არის ერთმანეთის ტოლფასიძნელი დასადგენია, თუ როდის დაარსეს არაბებმა საქართველოს ტერიტორიაზე თბილისის საამირო, როგორც ცალკეული (თუმცა პროვინცია არმინიის შემადგენლობაში შემავალი) ადმინისტრაციული ერთეული. საზოგადოდ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არ არის სრულად გარკვეული პროვინცია არმინიის ადმინისტრაციული დაყოფა, კერძოდ, ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქართველოს თუ რა კავშირი ქონდა პროვინცია არმინიის სხვა შემადგენელ ტერიტორიებთან, არაბული ძალაუფლების განმტკიცების ადრეულ სტადიაზე მაინც (თუნდაც, შეესაბამებოდა თუ არა საქართველოში არაბული ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრები საქართველოს ეთნიკურ საზღვრებს, ან, პოლიტიკური თვალსაზრისით, ქართლის ერისმთავრის სამფლობელოებს?).

ამრიგად, უფრო უპრიანი იქნებოდა, ჩვენი აზრით, მსჯელობა საქართველოს ტერიტორიაზე უბრალოდ არაბული ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე. წყაროების პირდაპირი ჩვენების არარსებობის პირობებში კი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე უნდა ვიმსჯელოთ შესაბამისი ადმინისტრაციული ინსტიტუტების არსებობის საფუძველზე, მათ მიერ დატოვებული კვალის მიხედვით (ასეთის ჩვენამდე მოღწევის შემთხვევაში). და აი, ჩვენს განკარგულებაში უკვე კარგა ხანია არის უტყუარი მოწმობა საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი არაბული ინსტიტუტის მოქმედებისა, როგორიც ზარაფხანაავგულისხმობთ ომაიანთა სახელით თბილისში . 85 წელს (704/5) მოჭრილ დირჰემს (Пахомов, 1970). ნუმიზმატ-ისტორიკოსისდა გასაკვირად, ეს გარემოება, მართალია, კარგად იყო ცნობილი ქართულ-არაბული ურთიერთობების ყველა მკვლევრისთვის, მაგრამ მისი მნიშვნელობა, ჩვენი აზრით, დაუფასებელი რჩებოდა. ზოგიერთი მეცნიერი ცნობდა ამ მონეტას, როგორც თბილისში არაბების ყოფნის საბუთს, მაგრამ მაინც თვლიდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ცენტრი დამპყრობლებს მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ უნდა დაეკავებინათ (მაგალითად, ლორთქიფანიძე, 1951). ჩვენი აზრით, ზარაფხანის დაარსება უკვე აღნიშნავს თბილისის დაპყრობა-დამორჩილებას, ხოლო საბოლოოდ თბილისის დაპყრობა ვერც მურვან ყრუს ლაშქრობამ უზრუნველყო (მომდევნო ათწლეულებში არაბებს თბილისს, როგორც ჩანს, ხაზარები ართმევენ). არსებითად განსხვავებული მოსაზრება წამოაყენა გიული ალასანიამ. პატივცემულმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ . 85 წლის შემდგომ თბილისში . 210 წლამდე (825/6) მონეტა აღარ იჭრებანაშრომის გამოქვეყნების დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო დაწერილი სტატიები მურვან ყრუს თბილისური ფელსებისა და იაზიდ იბნ უსაიდის ფელსების შესახებ (Paghava-Turkia, 2009b; Schindel, 2010; Turkia-Paghava, 2009) – და მსჯელობა შემდეგი მიმართულებით გააგრძელა: „... რამდენად გამოდგება საამიროს ინსტიტუტის დასათარიღებლად თუნდაც არაბული მონეტის მოჭრის ფაქტი? ის, რომ უცხო მონეტის, ან ეროვნული მონეტის უცხოური სიმბოლიკით მოჭრა მუდამ არ არის პოლიტიკური დამოკიდებულების ნიშანი და უცხოური ძალის ბატონობის სინქრონული, ამის მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ დავით IV შემდგომი გამგებლობის ხანა, ან XIV საუკუნის საქართველო.“ (ალასანია 2007). რამდენადმე განსხვავებული აზრი გაგვაჩნია. თბილისში მოჭრილი ომაიანური ფული, ჩვენი აზრით, ვერ ჩაითვლებაეროვნულ მონეტად უცხოური სიმბოლიკით“; ეს სწორედ რომუცხო ფულია“, მოჭრილი უცხო ძალის, არაბების მიერის, ბუნებრივია, არ წარმოადგენს არაბებზე ქართველებისპოლიტიკური დამოკიდებულების ნიშანსამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, არ წარმოადგენს ქართული ადმინისტრაციის, როგორც სამონეტო წარმოების სუბიექტის, მოქმედების ნაყოფს, არამედ საქართველოში არაბების პოლიტიკური უზენაესობის ნიშანია; ასევე საქართველოში არაბების დამკვიდრების, საქართველოში არაბების ზარაფხანის გახსნის მოწმობაა; თბილისში, ზარაფხანის სახელის მითითებით, არა მინაბაძის, არამედ მეტროლოგიურ-კალიგრაფიული კუთხით სრულყოფილი მონეტის გამოშვება ქართული ადმინისტრაციის მიერ ვერ განხორციელდებოდა, უცხოური ბატონობის არც სინქრონულად და არც ასინქრონულად.

გარკვეული სკეპტიციზმი თბილისის ზარაფხანის მიერ გამოშვებული ომაიანური ფულისადმი მისი იშვიათობითაც უნდა ყოფილიყო განპირობებულიევგენი პახომოვისათვის ცნობილი იყო ამ მონეტის ერთადერთი ეგზემპლარი (Пахомов, 1970). მაგრამ დღეისთვის ცნობაში მოყვანილია საჯარო კოლექციებში შენახული 6 ეგზემპლარი (Klat, 2002: 90), ასევე კიდევ 1 ცალი კერძო კოლექციიდან (ანუ, სულ 7 მონეტა). უფრო მეტიც, სულ ახლახანს, 2014 წლის შემოდგომაზე, გამოჩნდა კიდევ ერთი თბილისში მოჭრილი ომაიანური დირჰემი, ოღონდ დათარიღებული ჰიჯრის უკვე არა 85, არამედ 86 წლით (705) (Paghava typescript). 2009-2010 წლებიდან სამეცნიერო მიმოქცევაში ფართოდ შევიდა დაუთარიღებელი, მაგრამ თბილისში მოჭრილი არაბული სპილენძის ფულიცქუფური ფელსი, მოჭრილი მურვან იბნ მუჰამმადის (მურვან ყრუს) სახელით (Paghava-Turkia, 2009b; Schindel, 2010). ეს უკანასკნელი, ჩვენი აზრით, უფრო არა მურვან ყრუს ლაშქრობას უნდა დავუკავშიროთ (რომლის მნიშვნელობაც ქართველმა მემატიანემ ერთობ გააზვიადასილაგაძე, 1991: 98-106), არამედ ამ არაბი მმართველის ზოგადი ადმინისტრაციული საქმიანობით (ცნობილია სპილენძის ფული მოჭრილი მისივე სახელით სამხრეთ კავკასიის სხვა ურბანულ ცენტრებშიც: ალ-ბაბში და არმინიაში – Schindel, 2010).
ამრიგად, დავასკვნით, რომ საქართველოში არაბული ადმინისტრაცია დაახლოებით VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე ყალიბდება, და, ჩვენი აზრით, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოში არაბთა ბატონობის II, კონსოლიდაციის პერიოდი. აქვე განვმარტავთ, რომ კონსოლიდაცია, ბუნებრივია, არ ნიშნავდა არაბთა ბატონობის მხოლოდ და მხოლოდ განვრცობას. პირიქით, ადგილი ქონდა, რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემონახული ცნობებით, ურთიერთსაპირისპირო ორი ვექტორის ურთიერთქმედებასტერიტორიულად საქართველოში არაბული სამფლობელოების შეკვეცას თან ახლავდა შემორჩენილ ტერიტორიაზე არაბული ხელისუფლების განმტკიცება და არაბული ადმინისტრაციის შემოღება (სილაგაძე, 1991: 71-137): უკვე, როგორც ჩანს, VIII საუკუნის მეორე მესამედისთვის არაბებს დაკარგული აქვთ დასავლეთ საქართველო, II ნახევრისთვის მეტ-ნაკლებ დამოუკიდებლობას აღწევს ტაო-კლარჯეთი, კახეთი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს წანართა ფაქტორი. თავად საქართველოში არაბული სამფლობელოების ბირთვიც კი არ არის მტკიცედ შემოერთებულისაუკუნის I მესამედში აუცილებელი ხდება ალ-ჯარრაჰის ლაშქრობების წამოწყება, შემდგომში თბილისს არაბები დროებით მაინც საერთოდაც კი თმობენ (მას ხაზარები იკავებენ). მიუხედავად ამისა, კონსოლიდაციის პერიოდის დამახასიათებელი ნიშანია საქართველოს, მით უფრო, ქართლის, ტერიტორიაზე არაბული ადმინისტრაციის ფუნქციონირება (სახალიფოს სათავეში კი ომაიანებსაბასიანები ენაცვლებიან) – თუნდაც ქართული ადმინისტრაციის, ერისმთავრის ინსტიტუტის ფუნქციონირების პარალელურად (ლორთქიფანიძე, 1963: 84).
ნუმიზმატიკური თვალსაზრისით აღვნიშნავთ აგრეთვე, რომ, შესაძლოა, სწორედ თბილისში იჭრებოდა იაზიდ იბნ უსეიდის ფელსების ერთი სპეციფიური ტიპი, . 164 წელს (780/1) (Turkia-Paghava, 2009).
III – პარტიკულარიზმის პერიოდი.
კონსოლიდაციის პერიოდი დაახლოებით IX საუკუნის დასაწყისისთვის გადადის, როგორც ჩვენ მას ვუწოდებდით, პარტიკულარიზმის პერიოდში. ამ უკანასკნელის ძირითადი მახასიათებელია არა საქართველოში არაბთა (ამ დროისთვის უკვეთბილისის საამიროდჩამოყალიბებული) სამფლობელოების შეკვეცა საგარეო ფაქტორების ზემოქმედებით (ხაზარები, ბიზანტია, ქართველი და სხვა კავკასიელი ერების განმანთავისუფლებელი ბრძოლა), არამედ ადგილობრივი მმართველების, თბილისის ამირების მცდელობები, შეძლების-და გვარად მოიპოვონ და შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა ხალიფის ხელისუფლებისაგანპირველ რიგში, ფინანსური; თბილისის ამირების მცდელობებს, ბუნებრივია, მოყვება სახალიფოს ცენტრალური ხელისუფლების კონტრზომები. პარტიკულარისტულ ტენდენციებს უკვე ისმაილ იბნ შუაიბი ამჟღავნებს, ხალიფა ალ-ამინის მმართველობის პერიოდში (809-813) (სილაგაძე, 1991: 138-168), და პარტიკულარიზმის პერიოდიც, ალბათ, შეგვიძლია ამ დროიდან ავითვალოთ.
ამ პერიოდში თბილისში იჭრება ასე ვთქვათ, სტანდარტული აბასიანთა ტიპის საფასე, . 210 წლიდან (825/6) მოყოლებული, ვიდრე . 335 წლამდე (946/7) (Пахомов, 1970: 39-46; Turkia-Paghava, 2008: 6). პარტიკულარისტი ამირები ჯერ ვერ ბედავენ სიქას უფლების მითვისებას.
IV – ჯაფარიანთა სეპარატიზმის პერიოდი.
შემდგომი პერიოდი, ფაქტობრივად, წარმოადგენს გამარჯვებული პარტიკულარიზმის ეპოქას. თბილისის ამირების ბოლო დინასტია, ჯაფარიანები წინამორბედებზე უფრო წარმატებული სეპარატისტები აღმოჩნდნენ, რასაც, ბუნებრივია, სახალიფოს დასუსტებამ და ცენტრიდანულმა ტენდენციებმაც შეუწყო ხელი.
ინფორმაცია ამ ეპოქაში საქართველოში არაბულ ხელისუფლებაზე უკიდურესად მწირია. მით მეტ მნიშვნელობას იძენს ნუმიზმატიკური მონაცემები; როგორც ადრეც აღნიშნულა, ზოგიერთი ჯაფარიანი ამირას სახელიც კი მხოლოდ სამონეტო მონაცემებით გახდა ცნობილი (ჯაფარიძე, 1991: 132). უფრო მეტიც, სწორედ ნუმიზმატიკური მონაცემები ცალსახად მიუთითებს, თუ რამდენი გაბედეს ჯაფარიანებმათავისი სახელის მონეტაზე განთავსებით მათ მიისაკუთრეს უწინ ექსკლუზიურად ხალიფას სიქას უფლება და საჯაროდ გამოაცხადეს თავისი სუვერენობა.
ჯაფარიანთა პირველი მონეტა მოჭრილია მანსურ იბნ ჯაფარის მიერ და . 342 წლით (953/4) არის დათარიღებული (Пахомов, 1970: 46-47). ჩვენი აზრით, IV პერიოდი სწორედ აქედან უნდა ავითვალოთ. აღვნიშნავთ, რომ ნუმიზმატიკური მასალა წარმოადგენს რა ჯაფარიანთა გვარის შესანიშნავ პოლიტიკურ (ასევე ეკონომიკურ) მატიანეს, ასევე იუწყება დინასტიის აღსასრულის ამბებსაც. ბოლო წლების აღმოჩენებმა დაგვანახა, რომ თავის საფასეს ჭრიდნენ ბოლო ჯაფარიანი ამირებიცჯაფარ III იბნალი და მისი ვაჟიშვილებიმანსური და აბულ-ჰეიჯა (Mayer, 2005: 110-11; Пагава-Туркиа, 2014; Paghava-Turkia, 2012; Gogava-Paghava-Gabashvili-Turkia typescript).
V – თბილისის თვითმმართველობის (დიდ სელჯუკთა უზენაესობის ცნობით) პერიოდი
აღნიშნული პერიოდი, ალ-ფარიკის ცნობის თანახმად, დაიწყო თბილისის დავით IV აღმაშენებლის მიერ აღებამდე დაახლოებით 40 წლით ადრე, ანუ 1080-იან წლებში.
ამ პერიოდის ცალკე გამოყოფის საფუძველია არსებითი ცვლილებები როგორც ჯერ კიდევ არაბთა ხელში მყოფი თბილისის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაში, ასევე მის საგარეოპოლიტიკურ მდგომარეობაში: ერთის მხრივ, ბოლო მოეღო ჯაფარიანთა დინასტიას და თბილისში, როგორც ჩანს, თვითმმართველობა დაწესდა, მეორეს მხრივ კიპრაქტიკულად ქალაქის უშუალო ჰინტერლანდამდე დაკნინებულმა არაბულმა პოლიტიკურმა ერთეულმა პოლიტიკური ორიენტაცია რეგიონში გამოჩენილ ახალ, ძლევამოსილ და მაჰმადიანურ ძალაზედიდ სელჯუკებზე აიღო (Cf. Turkia-Paghava, 2008: 9). ამას მოწმობს ახალაღმოჩენილი (Paghava-Turkia typescript) ნუმიზმატიკური მასალაორი სხვადასხვა ტიპის თბილისური მონეტები, მოჭრილი ხალიფა ალ-მუსთაზჰირისა (1094-1118) და, როგორც ჩანს, მუჰამმად იბნ მალიქშაჰის სახელით. ფაქტია, რომ თბილისი კვლავინდებურად უშვებს სამონეტო ემისიებს ქართველების მიერ დაპყრობამდე.
1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელი, რამაც დაასრულა საქართველოში არაბთა ბატონობის დაახლოებით 480-წლიანი ისტორიის V და ბოლო პერიოდი.
თბილისის ამირათა დინასტიები
შუაბისძენი
ალ-ჰაისამ იბნ-შუაბი  750-იანი წლები.
საიდ იბნ-ალ-ჰაისამ იბნ-შუაბი  780-იანი წლები.
ისმაილ იბნ-შუაბი ?–813
მუჰამედ იბნ-ათაბი  813–829
ალი I იბნ-შუაბი  829–830
ისჰაკ იბნ-ისმაილ იბნ-შუაბი (საჰაკ)  830–853
შაბანიანები
მოჰამედ იბნ-ხალიდა იბნ-შაბანი, 853–870; 878
ისე იბნ-აშ-შეიხ აშ-შაბანი 870–875 (მოჰამედის ნათესავი)
აბრაჰამ შაბანი 875–878
გაბულოცი 878–880
ჯაფარიანები
ჯაფარ I იბნ-ალი  880–914
მანსურ I იბნ-ჯაფარი  914–954
ჯაფარ II იბნ-მანსური 954–981
ალი II იბნ-ჯაფარი  981–1011
ჯაფარ III იბნ-ალი 1011–1045
აბდულ ჰეიჯა იბნ-ჯაფარი 1045–1046; 1065–1068
მანსურ II იბნ-ჯაფარი 1045–1046
მუსლიმი „ბერების“ (დიდებულების) 12 კაციანი საბჭოს მართველობა, 1046–1065
ფადლონ შადადიანი განძელი 1068–1069
სითილ არაბი ჯაფარიანი 1069–1082

მუსლიმი „ბერების“ (დიდებულების) 12 კაციანი საბჭოს მართველობა, 1082–1122













Комментариев нет:

Отправить комментарий