ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთგვარად გაზვიადებულად არის წარმოდგენილი მეფე გიორგი V ბრწყინვალის დამსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. საკითხის გარკვევას ართულებს წყაროთა სიმცირე. სწორედ გიორგი ბრწყინვალის მეფობის წლებში დაიშალა ილხანთა სახელმწიფო, რის შედეგადაც ახლო აღმოსავლეთი, ისევე როგორც მთელი კავკასია, შინაომებმა და დაპირისპირებებმა მოიცვა, ხოლო, სწორედ იმ დროს, როცა გარდაიცვალა გიორგი ბრწყინვალე, – 1346 წელს, რეგიონს შავი ჭირის ეპიდემიამ გადაუარა. ისტორიის წერისთვის ქვეყანაში არცთუ შესაფერისი დრო იყო.
ჩვენთვის საინტერესო ხანაში, XIV ს-ის 30-40-იან წლებში საილხანოში მარიონეტი ყაენების ზურგს უკან იდგნენ ჰასან დიდი (ბოზორგი) ჯელაირი, ჰასან მცირე ჩობანიანი და მისი ძმა აშრაფი. ჯელაირიანთა ტომი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აბუ საიდის (1317-36) გარდაცვალების შემდეგ. ჰასან დიდმა (ჯელაირიანმა) თავი ხელმწიფედ გამოაცხადა, დაიპყრო ერაყი და ბაღდადი დედაქალაქად გამოაცხადა. ჰასან დიდმა აბუ-საიდის შემდეგ ტახტზე პირველი სამი ხანი დასვა. ჯელაირიანთა დინასტიამ იარსება 1410 წლამდე და მათი სახელმწიფო სხვადასხვა დროს მოიცავდა სპარსეთის ერაყის დიდ ნაწილს – ჰამადანით, ყაზვინით და სულტანიეთი და გარდა ამისა, ქურთისტანს, სამხრეთ აზერბაიჯანს, ყარაბახს, არაბეთის ერაყს, სომხეთს, შირვანსა და საქართველოს. ჰასან ბოზორგის (1336-56) შემდეგ მისი შვილები, სულტანი ჰუსეინი და უვეისი ინაწილებდნენ ჯელაირიანთა მიწებს. ჰუსეინის შემდეგ მისი ადგილი მისმა ძმამ, შეიხ უვეისმა (1356-74) დაიკავა, მის შემდეგ იყო ჯალალ ად-დინ ჰუსეინი (1374-81), დაბოლოს – სულტანი აჰმედი (1382- 1410). ჩობანიანებს, ჯელაირიანებსა და ოქროს ურდოს გამგებლებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები ტერიტორიების გადასანაწილებლად. ილხან აბუ საიდის შემდეგ ჩობანიანმა ჰასან მცირემ 1338 წელს თავის ჯელაირიან მეტოქეს თავრიზი წაართვა და თავისი სამეფო განავრცო ჩრდილოდასავლეთით აზერბაიჯანით და სპარსეთის ერაყით, რასაც სიკვდილამდე (1343 წ.) ფლობდა.
საქართველოში მონღოლთა ბატონობის ხანგრძლივობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მეცნიერთა ნაწილი საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას გიორგი ბრწყინვალეს უკავშირებს, სხვები ამ აზრს არ იზიარებენ.

ვახუშტი ბაგრატიონი გიორგი ბრწყინვალის შესახებ.
„ქართლის ცხოვრების“ ძველი რედაქცია სწორედ გიორგი ბრწყინვალის ტახტზე ასვლაზე წყდება. ჟამთააღმწერელი ჩვენთვის საინტერესო წლებზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვით იფარგლება. მოგვიანებით, ეს ხარვეზი ნაწილობრივ შეავსეს „ქართლის ცხოვრების“ გამგრძელებლებმა, ხოლო შემდეგ – ვახუშტი ბაგრატიონმა. როგორც თავის დროზე მ. ბროსემაც შენიშნა, მას, ალბათ, ხელთ ჰქონდა ქრონიკები, რომლებიც არ შევიდა მამამისის, ვახტანგ VI-ის, ინიციატივით შექმნილ ტექსტში.
ვახუშტის ტექსტი, სხვა წყაროებთან შედარებით, უფრო სრულია და ყველა მკვლევარი, ვინც კი ოდესმე შეხებია გიორგი ბრწყინვალის მეფობას, ძირითადად სწორედ მას ეყრდნობა.
ვახუშტის ინფორმაციაში ყურადღებას იქცევს რამდენიმე მომენტი. პირველ რიგში, აქ საყურადღებოა თარიღები. ვახუშტის ცნობით, გიორგი ბრწყინვალის ტახტზე ასვლის თარიღია 1318 წ., ხოლო გარდაცვალებისა – 1346 წ. თავისი მეფობის წლებში გიორგი V-მ „დაიპყრა საქართველონი, სომხითი, ჰერ-კახნი, ქართლი, მესხნი, ტაო, შავშ-კლარჯნი და ვიდრე სპერადმდე და ზღვადმდე“. „შევიდა და შემუსრნა კავკასსა შინა მყოფნი, ურჩნი მოსრნა და დაიმორჩილნა და მოხარკე ჰყვნა“, „დაამშვიდა ქართლი ოვსთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი თვით დაიპყრნა“, „კუალად შემოიკრიბნა სპანი და შევიდა რანს; ვერვინ წინააღუდგა და მუნიდამ შევიდა შირვანს და დაიმორჩილნა იგინიცა. და მოხარკე ჰყვნა დარუბანდამდე ქურდის ლეკითურთ. შემდგომად მოიქცა ტფილისს განძლიერებული“. ვახუშტი გვატყობინებს, თუ როგორ მოუპოვა გიორგიმ ქვეყანას დამოუკიდებლობა: „მაშინ იცა ჟამი ბრწყინვალე გიორგი მეფემანცა და განასხნა თათარნი საქართველოსაგან, რომელნიმე ბრძოლითა და ძლიერებითა და მოსპნა ყოველნი საზღვართაგან თვისთა. მერმე მოიყვანნა ყოველნი ამის ქუეყანისას ერისთავნი და წარჩინებულნი, რეცა დარბაზობად ცივსა ზედა ჰერეთისასა და მოსწყვიდნა მუნ ურჩნი თვისისა მეფობისანი და დაადგინნა ყოველთა ადგილთა წარვლინებულნი ერისთავნი თვისნი მორჩილებისანი და დაიპყრნა ამით უმეტეს ყოველთა“. აქვე არის გადმოცემული ქვეყნის გაერთიანების ამბავიც, წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს ვითარება დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ, დაპირისპირება სამეფო ოჯახში, დასავლეთ საქართველოს ერისთავების მიმხრობა გიორგისადმი, თუ როგორ მიადგა გიორგი მეფე ჯარით ქუთაისს, სადაც მიქაელის შვილი, ბაგრატი, იყო თავშეფარებული: „ევედრა მეფესა გიორგის, რათა არა-რა ევნოს სიკუდილთა ანუ პატიმრობითა და სცეს სარჩო იმერეთსავე მეფემან, მივიდეს წინაშე მისსა და მოსცეს ყოველნი ციხენიცა იმერეთისანი მეფესა, ვინაითგან მოგცა ღმერთმან ძლევა“, „ამისნი მხილველნი დადიანი მამია და გურიელი და სუანთა ერისთავი და აფხაზეთისა შარვაშიძე მიერთნენ ნიჭითა დიდითა და დაულოცეს მეფობა იმერეთსა და ყოვლისა გიორგიისა. მერმე შთავიდა ოდიშს, მუნიდამ აფხაზეთს, განაგნა მუნებურნი და დაიპყრნა ციხენი თვისად და მისცა ცხომის საერისთო ბედიელს, შემოვლო გურია, განაგნა მუნებურნი და მოვიდა სამცხეს...“ „მოკუდა სარგისი (1334 წ.), მიუბოძა ძესავე მისსა ყუარყუარეს ათაბაგობა და დასხნა ერისთავნი თვისნი კლარჯეთს, სპერს, კალმახს, არტანუჯს და სამცხეს არტანისა და წუნისა და ამ საერისთაოთაგან რომელიმე მიუბოძა ბიძათა და ბიძის ძეთა ყუარყუარე ათაბაგისათა...“ აქვეა ცნობა გიორგის საკანონმდებლო საქმიანობაზეც და საეკლესიო საქმეების მოგვარებაზე: „კუალად განიხილნა მეფემან მთიულთა და კავკასთა საქმენი, რამეთუ მრავალნი „უჯერონი იქმნებოდნენ“, „შემოიკრიბნა სპანი, შევიდა და დაიმორჩილნა ყოველნი უმეტეს პირველსა კავკასსა შინა მყოფნი. ხოლო მუნიდამ ჩამოვლო ცხრაზმასა ზედა, მოვიდა მუხრანს და ჩამოიყვანნა მუნ რომელნი კავკასიისა შინა ქრისტიანენი იყვნენ თავნი მათნი და ხევისბერნი შემოვიდა ტფილისს, და შემოიტანნა იგინიცა და განუჩინა მათ სამართალნი და წესნი დაუსხნა წიგნით, რათა ჰყოფდნენ წაღმართ ეგრეთ. მოკუდა კათალიკოზი ეფთვიმე და დასუა ბასილი“. ვახუშტის მოაქვს ცნობები გიორგის საგარეო წარმატებებზეც, რასაც ნაწილობრივ ქვემოთ დავუბრუნდებით.
დასასრულ, გიორგის მეფობის წლებია შეჯამებული: „დაიმონნა ყოველი გიორგია ნებასა შინა თვისსა და კავკასნიცა მორჩილებასა მისსა იყვნენ ნიკოფსიიდამ დარუბანდამდე; კუალად რანი, მოვაკანი და შარვანში მოხარკედ აქუნდა და არღარავინ იყო წინააღმდგომი და ურჩი მისი, შემოიკრიბნა კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ივერიისანი და განაახლნეს წესნი და რიგნი საეკლესიონი და სამღუდელონი განმართნეს, და დაადგინნეს მოწესენი წესსა ზედა თვისსა და უწესურნი განჰკუეთნეს...“ დაბოლოს ვახუშტი გიორგის დავით აღმაშენებელს ადარებს, საუბრობს მის აღმშენებლობით საქმიანობაზე და ამატებს: „რანი, შარვანში და მოვაკანი მოხარკედ ჰყვნა თავისად“.

სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული შეხედულებები გიორგი ბრწყინვალის შესახებ.
ყველა ზემომოტანილი ცნობა გიორგი ბრწყინვალის შესახებ, მცირე განსხვავებებით, მეორდება სახელმძღვანელოებსა და გამოკვლევებში. ამასთან, ვახუშტისთან ჩამოთვლილ გიორგის დამსახურებებს ემატება ინფორმაცია ჯვრის მონასტრის გამოსახსნელად ორჯერ გაგზავნილ ელჩობაზე (1316/7 და 1320 წწ.), ცნობები მონღოლთა ხარკის შეწყვეტისა და მეფის მიერ ახალი საფასის – გიორგაულის მოჭრის შესახებ. ყველა აქ ჩამოთვლილ ცნობაზე სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა.
მ. ბროსე ერთ-ერთ კომენტარში გვაძლევს ილხანთა ჩამონათვალს, ზოგიერთ ინფორმაციას საქართველოში მდგარი მონღოლური ჯარის მეთაურებზე და ილხანების ოლჯაითუს და აბუ საიდის დიდვეზირ ჩობანზე, მისი ერთ-ერთი შვილის განდგომაზე, მისი მოკვლის ბრძანებაზე, პასუხად ჩობანის აჯანყებაზე, მის გაქცევაზე ჰერათში და გუბერნატორის მიერ აბუ საიდის ბრძანებით მის მოკვლაზე, ასევე საქართველოს და სომხეთის გუბერნატორის, ჩობანის მეოთხე შვილის, შეიჰ მაჰმუდის წამებით მოკვლაზე ყარაბაღში; იმავე ყარაბაღში, 1336 წლის 30 ნოემბერს, აბუ საიდის გარდაცვალების შემდეგ (30 ნოემბერს, 1336 წელს), ტახტზე არფა ხანის, ჩინგიზ ყაენის ერთ-ერთი შვილის, თულუს შთამომავლის ტახტზე ასვლაზე და მალევე მეორე კანდიდატის მუსას წამოყენებაზე.
მ. ბროსეს ინფორმაციით, არფა მოკლა და ჩაანაცვლა ჰულაგუს სხვა შთამომავალმა, მუჰამადმა, რომელიც ეყრდნობოდა რუმელთა და ქართველთა ჯარებს, მაგრამ დამარცხდა 1336 წლის 24 ივლისის ბრძოლაში. როგორც ჩანს, მ. ბროსეს აქ უზუსტობა აქვს დაშვებული, რაც მოგვიანებით გამეორდა ნ. ურბნელის ნაშრომში „გიორგი ბრწყინვალე“.
ურბნელი აღნიშნავდა, რომ ვინაიდან „1336 წ. ჩვენს ლაშქარს ბრძოლაში მეთაურობდა მოჰამედი, ულო ყაენის ჩამომავალთაგანი, მაშასადამე იმ დროსაც საქართველოს ვასალური დამოკიდებულება ჰქონდა მონღოლებთან და მხოლოდ შემდეგში განთავისუფლდა“, თუმცა იგივე მკვლევარი არ იზიარებს იმ მეცნიერთა აზრს, რომლებსაც „მეფის თვით-მპყრობელობა არა სწამთ და ამტკიცებენ, ვითომ გიორგი ბრწყინვალე ბოლომდე ვასალი იყო და არა სხვა ვინმეო“. იმის დასასაბუთებლად, რომ საქართველომ გიორგი ბრწყინვალეს დროს მიაღწია დამოუკიდებლობას, ნ. ურბნელი იმოწმებს „ძეგლის დების“ ერთ-ერთ ცნობას, რომელიც ხელთ ჰქონია მ. ბროსესაც, სადაც საუბარია გიორგი ბრწყინვალის ხელისუფლების მთელ სამეფოზე გავრცელების შესახებ („ყოველგნით უცილებლად ქონებასა შინა სამეფოსა ჩუენისასა და უცილებლად პყრობასა ტახტისა და სკიპტრისასა“ ვიმყოფებოდითო). „პირველად იგი, მართალია, ვასალად ირიცხებოდა, მაგრამ ... ნელ-ნელა ვასალობა მოიშორა და სრული დამოუკიდებლობა შეიქმნა“, – დასძენს ნ. ურბნელი. მისი ვარაუდით, ეს მოხდა ილხანებთან დაწყებული არეულობის დროს.
აქვე შევნიშნავთ, რომ თვით მ. ბროსეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, მომდინარეობს ჰაფიზ-ი აბრუს თხზულებიდან, თუმცა ცნობა ამ შემთხვევაში უადგილოდ და არცთუ ზუსტად არის მოტანილი. სპარსულ წყაროში ცნობა ფაქტობრივად ეხება იმ დროს, როდესაც ამირ ჩობანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების ჩატარებამდე დაიძაბა ურთიერთობა აბუ საიდსა და ჩობანის გვარს შორის. ამასთან დაკავშირებით, შეიკრიბნენ ოჯახის წევრები და იმსჯელეს შექმნილი ვითარების შესახებ. მათ გამოთქვეს აზრი, რომ თავისუფლად შეეძლოთ აბუ საიდის დამარცხება, რის შემდეგაც ჩამოთვალეს მათ განკარგულებაში მყოფი ძალები, დაბოლოს აღნიშნეს: „როდესაც ჩვენი ძმები თიმურ-თაში და მაჰმუდი გაიგებენ ჩვენი აჯანყების შესახებ, ისინი გამოიყვანენ საქართველოს და რუმის ჯარებს, აჯანყდებიან ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს იქნება ბრწყინვალე საშუალება სამეფო არმიის შესაჩერებლად ყოველი მხრიდან“. როგორც ვხედავთ, ეს ცნობა სულ სხვა დროს და სხვა მოვლენებს ეხება, ამასთანავე მაჰმუდი, რომელიც ჩობანის შვილია, მარტო არ არის დასახელებული და მასთან ერთად იხსენიება ჩობანის მეორე შვილიც, თიმურთაში. ამდენად, მოტანილი ცნობა არანაირად არ გამოდგება 1327 წლის შემდგომ მონღოლებზე საქართველოს დამოკიდებულების დასასაბუთებლად.
ბრიტანელი მეცნიერი დევიდ ლენგი გიორგი ბრწყინვალის მეფობას 1314 წლით იწყებს და ორ პერიოდად ჰყოფს: 1327 წლამდე, ანუ მისი მფარველის ამირა ჩობანის დაღუპვამდე, და შემდგომ, ქართველი მეფის გარდაცვალებამდე – 1346 წელს. ასეთ დაყოფას შეიძლება დავეთანხმოთ. დ. ლენგის აზრით, მართალია, ჩობანმა გიორგის აღუდგინა კონტროლი მესხეთზე, სამცხე-საათაბაგოზე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე, რომელიც უფრო ადრე ილხანმა აბაღამ ილხანებზე პირდაპირ დამოკიდებულ პროვინციად აქცია, მაგრამ ჩობანის მარცხის შემდეგ მან დაკარგა კონტროლი აღმოსავლეთ საქართველოზე და თბილისზე, რისი კომპენსაციაც იყო დასავლეთ საქართველოს გაერთიანება მისი სკიპტრის ქვეშ, დასავლეთ საქართველოში იძულებითი გადასვლის შემდეგ. აღმოსავლეთ საქართველოზე მისი კონტროლის შესუსტების გამო, 1338 წელს იქ შეიჭრა ჰასან მცირე.
დ. ლენგი არ ენდობა ქართულ წყაროებს, რომელთა მიხედვითაც გიორგიმ შემოიერთა არამარტო დასავლეთი საქართველო – სამეგრელო, აფხაზეთი, და შავი ზღვისპირეთის სხვა რეგიონები, არამედ, აგრეთვე, აზერბაიჯანი, შირვანი, და კასპიისპირეთი დერბენდამდე და რომ მონღოლი ნოინები გავიდნენ საქართველოდან და თათრები აღარ იყვნენ საქართველოში; რომ მთელი საქართველო და კავკასია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გიორგი ბრწყინვალის სკიპტრის ქვეშ მოექცა. ნუმიზმატიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, დ. ლენგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მონღოლთა ბატონობა საქართველოში მთელი XIV საუკუნის პირველ ნახევარში გრძელდებოდა.
თავისი მოსაზრებების დასასაბუთებლად დ. ლენგი, სხვადასხვა წყაროს გამოყენებით სხვადასხვა არგუმენტს იშველიებს, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში არ არის გაზიარებული. სხვადასხვა დროს დ. ლენგის მსჯელობას და დასკვნებს სხვადასხვა პასუხი გაეცა.
წინასწარ ვაცხადებთ, რომ არ ვიზიარებთ დ. ლენგის აზრს იმის შესახებ, თითქოს გიორგი ბრწყინვალემ 1327 წლის შემდგომ დაკარგა კონტროლი აღმოსავლეთ საქართველოზე და რომ იმ დროიდან საქართველო მნიშვნელოვნად დასუსტდა, ამასთან, ყურადღებას შევაჩერებთ წყაროთა ზოგიერთ ცნობაზე, რომლის არასანდოობა, ვფიქრობთ, არასათანადოდ არის დასაბუთებული სამეცნიერო ლიტერატურაში.
პირველი, ვინც ეჭვქვეშ დააყენა დ. ლენგის ძირითადი მოსაზრება საქართველოს მონღოლთაგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ მხოლოდ XIV საუკუნის მეორე ნახევარში, იყო ვ. გაბაშვილი. ვ. გაბაშვილის მსჯელობით, აუცილებელი პირობა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად არის ხარკის შეწყვეტა. აქაც ძირითადად გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში მანამდე მიღებული აზრი (ზოგჯერ ფრთხილი ვარაუდის ფორმით გამოთქმული – „გიორგი ბრწყინვალეს საქართველოში მყოფი მონღოლთა ლაშქრისა და ყველა მათი მოხელეების განდევნა-მოსპობა, რასაკვირველია, არ გაუძნელდებოდა“, ზოგჯერ – უფრო კატეგორიულად, რომ მონღოლებისათვის ხარკის გადახდა, ისევე, როგორც დამპყრობლების ჯარის გაყვანა, შეწყდა XIV ს-ის 20-იანი წლების მიწურულს).
ამასთანავე ვ. გაბაშვილის ნაშრომში განხილულია სპარსული წყაროები, გათვალისწინებულია აგრეთვე ნუმიზმატიკური მონაცემებიც, სადაც განსხვავებული ვითარებაა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ვ. გაბაშვილის დასკვნით, იმის გამო, რომ „1335-1350 წლებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა...“ და ილხანთა სახელმწიფო შინაომებმა მოიცვა, `შინაომების ძირითად ასპარეზს აზერბაიჯანი წარმოადგენდა, მაგრამ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებზეც ვრცელდებოდა. სწორედ ასეთ ვითარებაში... უნდა გაჩენილიყო სათათრო ხარკიც და მონეტაც... მაგრამ... მონღოლებზე დამოკიდებულება ახლა მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელი უნდა ყოფილიყო“.

მონღოლებისთვის ხარკის გადახდის შეწყვეტის თარიღი.
ვ. გაბაშვილის დასახელებულ ნაშრომში განხილულია ჰამდალლაჰ ყაზვინის მონაცემები, რომლის თხზულებაც 1339-40 წლებშია დაწერილი და რომლის მიხედვითაც 1336 წელს საქართველოდან შემოდიოდა 120 თუმანი (1,202,000 დინარი ან 7,212,000 დირჰემი). ამ წყაროში „საქართველოს და აფხაზეთის შესახებ“ ვკითხულობთ: „იქ ხუთი ქალაქია, ხოლო კლიმატი ცივი. ის ესაზღვრება არანის, არმენიის და მცირე აზიის მიწებს; მათი მეფეების დროს შემოსავალი დაახლოებით ხუთ მილიონ დინარს აღწევდა ახლანდელი კურსით, ხოლო ჩვენ დროში ხელისუფლება იღებს მხოლოდ 1,202,999 დინარს, საქართველოს და აფხაზეთის რეგიონების დედაქალაქი თბილისია“. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ავტორი, როგორც ჩანს, მართლაც, თავისი დროის ვითარებას აღწერს და მან კარგად იცის, რომ საქართველო გაერთიანებულია.
ჰამდალაჰ ყაზვინის გარდა ვ. გაბაშვილი ეხება აგრეთვე აბდალაჰ იბნ მოჰამედ იბნ ქია ალ-მაზანდარანის თხზულებას „რესალეი-ე ფალაქია“, რომლის ცნობები, როგორც ლიტერატურაშია ნავარაუდევი, ძირითადად 1333-63 წლებს განეკუთვნება, ყველაზე ადრეული 1333 წ., ხოლო ყველაზე გვიანი ინფორმაცია – 1430-66 წლებისაა.26 ამ თხზულების მიხედვით, 1350 წელს საქართველოს გადასახადია 40 თუმანი – 400,000 დინარი, არანის 82 თუმანი – 820,000 დინარი; არმენიისა 54 თუმანი – 540,000 დინარი. ამ მონაცემებით, მოკლე დროში 120 თუმანი 40 თუმნით შეიცვალა, ხოლო, თავის მხრივ, 120 თუმანი ყაზან-ხანის წლებთან შედარებით განახევრებულია, თუმცა გადასახადი მოხსნილი არ არის.
ამ ორი წყაროს ცნობების მიმართ მკვლევრებს განსხვავებული კომენტარი აქვთ გაკეთებული. ვ. გაბაშვილის აზრით, ჰამდალაჰ ყაზვინის ცნობა სანდოა, თუმცა ხარკის გადახდა უფრო ეპიზოდურ შემთხვევას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე მონღოლური სახარკო სისტემის ბატონობას საქართველოში. რ. კიკნაძის აზრით, ჰამდალაჰ ყაზვინის მონაცემები მოტანილია გადასახადთა წინასწარი განაწილების წიგნიდან („დავთარე კანუნის“ მიხედვით) და შეესაბამება ოლჯაითუს (1304-17) დროინდელ შემოსავალს და არა XIV ს-ის 30-იან წლებს. აქედან გამომდინარე, რ. კიკნაძე ასკვნიდა: „რაკი ვიცით, რომ 1336-40 წლებში, ფეოდალური შინაომებისა და აჯანყებების ხანაში, ხაზინაში იმის ნახევარიც აღარ გროვდებოდა, რაც ყაზან-ხანის დროს შედიოდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში საქართველო ხარკს აღარ უხდიდა მონღოლებს... აბუ-საიდი უძეოდ გარდაიცვალა 1335 წელს და ტახტზე დასვეს მისი შორეული ნათესავი არფა-ხანი, სახელმწიფოში მძაფრი ბრძოლა გაჩაღდა ტახტის მაძიებელთა შორის, ერთმანეთის მოწინააღმდეგე ფეოდალურ დაჯგუფებებს ზედიზედ აჰყავდათ ილხანის ტახტზე თავიანთი მარიონეტები (მუსა-ხანი, მოჰამედ-ხანი, სათი-ბეგი, სოლეიმან-ხანი...), რომელთაც არავითარი რეალური ხელისუფლება არ გააჩნდათ. ცხადია, ასეთ ვითარებაში საქართველო ხარკს აღარ მისცემდა მონღოლებს“, – ასკვნის მეცნიერი. თუ კონკრეტულად როდის შეუწყვიტა საქართველომ მონღოლებს ხარკის გადახდა, მითითებული არ არის.
ჰამდალაჰის ცნობა ასევე არასანდოდ მიიჩნია ვ. კიკნაძემაც, რომლის აზრითაც, ყაზან-ხანის წლებთან შედარებით, ილხანთა შემოსავლის „განახევრების“ ერთ-ერთი მიზეზი იყო XIV ს-ის 30-იან წლებში რამდენიმე რეგიონის და მათ შორის, პირველ რიგში – საქართველოს გამოკლება. თუ ჰამდალაჰის ცნობა, როგორც ეს რ. კიკნაძემ ივარაუდა და რასაც ვ. კიკნაძეც დაეთანხმა, ოლჯაითუს ხანას შეესაბამება, მაშინ, გამოდის, რომ უკვე ოლჯაითუს დროს, ე.ი. აბუ საიდის ტახტზე ასვლამდე, საქართველო დამოუკიდებელი ყოფილა?
ვალტერ ჰინცმა ალ-მაზანდარანის ცნობა აბუ საიდის (1316-35) დროს გადაიტანა; მისი აზრით, გილანი, შირვანი, საქართველო და მცირე აზია 1349-50 წწ. ხარკს ვერ გადაუხდიდნენ შეიხ ჰასან ჯელაირს, უვეისის წინამორბედს, ვინაიდან სწორედ უვეისმა 757-776 (1356-74) წლებში წაართვა ოქროს ურდოს აზერბაიჯანი და თავრიზი (759/1357/58 წ.), შემოუერთა თავის სამფლობელოებს მოსული და დიარბაქრი და დაამყარა კონტროლი საქართველოზე.
დ. ლენგმა სანდოდ მიიჩნია ალ-მაზანდარანის ცნობა, არ დაეთანხმა ვ. ჰინცის ეჭვს და ამასთან აღნიშნა, რომ ალ-მაზანდარანის უნდა ესარგებლა ალ-აშრაფის იმ დავთრებით, რომლებიც ჯელაირიანებს ხელთ უნდა ეგდოთ 1358 წელს, როდესაც მათ თავრიზი დაიპყრეს.
ვ. გაბაშვილმა ალ-მაზანდარანის ინფორმაცია, ისევე როგორც ჰამდალაჰ ყაზვინისა, სანდოდ მიიჩნია, და, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, ივარაუდა, რომ ხარკის გადახდა ამ შემთხვევაშიც ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ს. აშურბეილიმ ვ. ჰინცის მიერ 1363 წლით დათარიღებული ალმაზანდარანის თხზულება, გადაათარიღა და სავარაუდოდ მოათავსა 1467 წელს. მკვლევარმა სავსებით სანდოდ მიიჩნია ჰამდალაჰ ყაზვინის მონაცემები და მათთან შედარებით ალ-მაზანდარანის 40 თუმანი საეჭვოდ ჩათვალა. მისი აზრით, ასეთი რიცხვი უფრო XIV საუკუნის დასასრულისათვის არის სავარაუდო.
ვ. კიკნაძემ სავსებით გაიზიარა ეს ეჭვი და, თავის მხრივ, ივარაუდა, რომ ალ-მაზანდარანის მიერ დასახელებული 40 თუმანი ასახავს ბევრად უფრო გვიანი ხანის ვითარებას, კერძოდ, ის ჯაჰან-შაჰის (1438-67) წლების გადასახადია.

სპარსული წყაროები გიორგი ბრწყინვალისა და მისი მომდევნო წლების საქართველოს შესახებ.
ვ. გაბაშვილი იმოწმებს რაშიდ ად-დინის თხზულების გამგრძელებელთა (ჰაფიზ-ი აბრუ, აბდ არ-რაზაკ სამარყანდი, რომელიც ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთში ჰაფიზ-ი აბრუს ემყარება) საისტორიო ნაწარმოებებს, რომელთა მიხედვითაც, როგორც XIV ს-ის 40- იან, ისე 50-იან წლებში, აზერბაიჯანი და საქართველო ჩობანიანთა და ჯელაირიანების სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა. ჩობანის დაცემისა და ილხანთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, რაც მოჰყვა აბუ საიდის გარდაცვალებას (1336), საქართველო კვლავ ილხანების კონტროლის ქვეშ იყო. ამას ადასტურებს აბუ ბაქრ ალ-კუტბი ალ-აჰარის თხზულება „შეიხ უვეისის ისტორია“, რომლის მიხედვითაც, მოკლული ჩობანის მოკლული შვილის მუჰამადის ნაცვლად, მონღოლებმა საქართველოს გამგებლად ყუთლუღშაჰის შვილი, იკბალშაჰი დანიშნეს, ხოლო 1334 წელს ეს თანამდებობა მიეცა შეიხ ჰასან ჯელაირს, რომელიც ცნობილი იყო როგორც „დიდი“. 734/12.IX.1333-31.VIII.1334 წლის „ზამთარში სულტანი ბაღდადს გაემართა, გაუგზავნა იარლიყი ამირა შეიხ ჰასანს, რომ ის საქართველოში გამგზავრებულიყო. ამირა წავიდა იქ... კურაკი მალიქი ჩავიდა მის უდიდებულესობა ამირა თაჯ ად-დუნიია ვა-დ-დინ შეიხ ჰასანთან, ემსახურებოდა ერთგულად. კვლავ გამოვიდა ფადიშაჰის მითითება იმაზე, რომ მთელი რუმი ეკუთვნის თაჯ ად-დინ შეიხ ჰასანს, რის გამოც ის იქ უნდა გაემგზავროს“ (შეიხ უვეისის ისტორია).
მიუხედავად საკმაოდ დეტალური ინფორმაციისა, აბუ ბაქრ ალ-აჰარ ალკუტბის ცნობა ქართულ ისტორიოგრაფიაში სანდოდ არ არის მიჩნეული. თ. ბერაძის და მ. სანაძის კომენტარით, „1333-1334 წლებში ილხანთა ყაენმა აბუსაიდმა საქართველოში შიჰნად ანუ ყაენის ნაცვლად ჰასან ჯალაირი დანიშნა. გიორგი ბრწყინვალემ ის საქართველოში არ შემოუშვა. ჰასან ჯალაირი საქართველოში მონღოლთა მიერ დანიშნული უკანასკნელი შიჰნა იყო. ამით საქართველო მონღოლთა უღლისაგან ფორმალურადაც განთავისუფლდა“. აღნიშნულ კომენტარში წარმოდგენილი ვითარება აბუ ბაქრ ალ-კუტბი ალაჰარის ცნობას, როგორც ვხედავთ, არ შეესაბამება. ერთადერთი, რის გამოც შეიძლებოდა მკვლევრებს მსგავსი დასკვნა გამოეტანათ, ის არის, რომ შეიხ ჰასანის რუმში გადაყვანის შემდეგ, წყაროში არ ჩანს, თუ ვინ დაინიშნა საქართველოში მის ნაცვლად. თუმცა მანამდე საქართველოში დანიშნული ჰასანი იქ ჩავიდა და მასთანვე გაემგზავრა კურაკი მალიქი, რომელიც მას ერთგულად ემსახურებოდა.
ამავე წლების მოვლენებს ეხება ვ. კიკნაძე, რომელიც შენიშნავს, რომ გიორგი V-მ მონღოლები არა მარტო საქართველოს ტერიტორიიდან განდევნა, არამედ ყოფილ ყმადნაფიც ქვეყნებში, რანსა და შირვანშიც ილაშქრა და ისინიც „მოხარკე ჰყვნა“. ნათქვამის დასადასტურებლად მოტანილია ერთ-ერთი წყარო, კირილე დონაურის „ანდერძი“ (დათარიღებული 1333 წლის 5 მარტით – „ქ-სა კა: თუესა მარტსა ე“, რომლის საფუძველზეც „უცილობელი ხდება, რომ ჯერ კიდევ აბუ საიდის სიცოცხლეში გიორგი V-ს რანსა (განძა) და შირვანში ულაშქრია. მართალია, აქ დამოწმებული დოკუმენტი დათარიღებულია, მაგრამ თვით დოკუმენტში მოტანილ ცნობაში არ ჩანს, როდის მოხდა ჩვენთვის საინტერესო ფაქტი. არ არის გამორიცხული, რომ იქ მოხსენიებული ბრძოლა ყოფილიყო ჯერ კიდევ ამირ ჩობანის დროს, ან თუნდაც ილხანებთან გიორგი ბრწყინვალის ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, უზბეკ ხანის წინააღმდეგ, ხოლო გიორგი ბრწყინვალე ამ შემთხვევაში ილხანების ინტერესების დამცველი ყოფილიყო ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ძალების წინააღმდეგ. მოვიტანთ დამოწმებულ დოკუმენტს: „ოდეს ბრწყინვალემან მეფემან გიორგი გაიმარჯუა აგარიანთა ზედა განძას და შირვანს, მას ჟამსა შინა ჩუენნი სამწყსონი შაქქურმუხისანი ჩინებულად იბრძოდეს ძლევად მტერთა და ამისთვის უძლეველმან გიორგი გვიწყალობნა სიგელ და დაგვიმტკიცნა ჩუენ ქიშელ-ქურმუხელს. ზღვარი ყვ... ლსა... განუხს. მამულნი ყაბალასა ძუარი ვარდთა შენს სავაჭრონი და ვაჭარნი შუიდნი და შირაქისა: საბალახენი და ქართველთა მთასა ზედა საბალახენი და ქართველთა მთასა ზედა საბალახენი და მტკუარსა თევზისა საბაჟენი ახტაშისანი ღმერთმან წარუმართნეს უძლეველსა მეფესა გიორგი ბრწყინვალესა, რომლისა მეოხებითა უმეტესად განძლიერდა ქრისტეანობაი: მთეულთა შორის და კუალად განმტკიცდა ერთობაი საქართველოსა შინა ამინ აღიწერა: ესე ქ-სა კა: თუესა მარტსა: ე“. ცნობაში მოხსენიებული „აგარიანი“ სავსებით შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ოქროს ურდოს ძალებიც.
ჰაფიზ-ი აბრუს (გარდ. 1430/31 წ.) თხზულებაში, 1339 წლის გაზაფხულის მოვლენებს უძღვის ცნობა იმის შესახებ, რომ სპარსეთის ერაყის, აზერბაიჯანის, არანის, მარაღისა და საქართველოს მხარეების დაპყრობის შემდეგ, შეიხი ჰასან ჩობანი ტრიუმფალურად შევიდა სულტანიეში და დარჩა იქ ზამთრის დასასრულამდე. ე.ი. იმ დროს საქართველო დაუპყრია ამირ ჩობანის შვილის – თიმურ-თაშის (რომელიც რეპრესიების დროს ჯერ რუმში დარჩა, ხოლო შემდეგ ეგვიპტეს შეაფარა თავი და მოკლულ იქნა მამლუქთა სულტნის მიერ 1328 წელს. მისი თავი გაგზავნეს უჯანში 1328 წლის თებერვალში) შვილს, ჰასან მცირეს. ამავე მემატიანეს 1347 წლის მოვლენებში მოაქვს ცნობა, რომ მალიქ აშრაფი ბაღდადზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ დაბრუნდა თავრიზში და იქიდან მართავდა იმას, რაც მის მფლობელობაში იყო დარჩენილი. აქ ჩამოთვლილ ერთეულებს შორის – აზერბაიჯანი, სპარსეთის ერაყი, არანი, მუღანი, ქურთისტანი, კვლავ დასახელებულია გურჯისტანი (საქართველო), რომელთა ამირებად, მისი ცნობით, ერთგული პირები იქნენ დანიშნული. ჰაფიზი აბრუს ცნობითვე, 1342 წელს ჰასან მცირეს სხვადასხვა ქვეშევრდომი უჯანყდება, მათი ნაწილი თავს ჰასან ბოზორგთან, ჯელაირიანთან აფარებს და ჰასან ჩობანიანს მათთან გამკლავება უხდება. სწორედ იმ დროს ჰასანის ძმამ მალიქ აშრაფმა გაიმარჯვა პირ-ჰუსეინზე, რომელიც სულტანიეში გაიქცა. ამ ამბის შემდეგ მალიქ აშრაფი, რომელსაც თავისი ძმის ეშინოდა, თავს აფარებს საქართველოს პროვინციას, რასაც დ. ლენგისაგან განსხვავებით, რომელიც ამ ფაქტს აშრაფის მიერ საქართველოს დაუფლებად მიიჩნევს, ვ. კიკნაძე საქართველოს დამოუკიდებლობის არგუმენტად თვლის. ვფიქრობთ, ეს არც ერთია და არც მეორე. აშრაფს, რომელიც ჯერ კიდევ ღიად არ უპირისპირდებოდა თავის ძმას, შეეძლო გარიდებოდა მას ჩობანიანთა კონტროლის ქვეშ მყოფ პროვინციაშიც, კერძოდ საქართველოში, რომელიც 1347 წლის მოვლენებში ჯერ კიდევ ჩობანიანთა კონტროლის ქვეშ მყოფ პროვინციებს შორის არის მოხსენიებული, სადაც ჩობანიანთა ერთგული ამირები დაინიშნენ. თუმცა ვ. კიკნაძეს ამავე მემატიანის ზემომოტანილი 1347 წლის ცნობაც ასევე საეჭვოდ მიაჩნია, რადგან მემატიანე არ ასახელებს კონკრეტულ ბრძოლას. მკვლევარი ეკამათება დ. ლენგს და ვ. გაბაშვილს, რომლებიც ჰაფიზ-ი აბრუს ცნობაზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ დაპყრობილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთი საქართველო, თუმცა საკითხის პრინციპულად გასარკვევად იმის დაზუსტება, თუ საქართველოს რომელი ნაწილი იყო დაპყრობილი, მნიშვნელოვანი არ არის. მხოლოდ ის, რომ წყაროს ცნობაში საქართველო იხსენიება, ხოლო მკვლევრები მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს უთითებენ, არანაირად არ გამოდგება წყაროს ცნობის ეჭვის ქვეშ დასაყენებლად. უფრო მეტიც, ჰაფიზ-ი აბრუს მიერ ზოგადად გურჯისტანის მოხსენიება იმ წლებში, როდესაც საქართველო ერთიანი სამეფოა, სავსებით მოსალოდნელია, ხოლო დ. ლენგის და ვ. გაბაშვილის დაზუსტება გაუმართლებელი.
ჰასან მცირეს მიერ 1338 წელს საქართველოს დაპყრობის შესახებ ჰაფიზ-ი აბრუს თხზულებიდან ზემოთ მოტანილი ნაწყვეტის ეჭვქვეშ დასაყენებლად ვ. კიკნაძეს დამოწმებული აქვს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა, „რომელმან ნოინთაგანმან დაიპყრა ადრაბაგანი, ამანვე იწყო პყრობად სომხითისა, რანისა და მოვაკანისა და მოვიდა განჯას, რათა დაიმორჩილოს გიორგი მეფეცა“. „იქმნა ბრძოლა ძლიერი; გარნა ძალითა ღუთისათა მოსრნა მეფემან ბანაკნი მათნი და ივლტოდნენ და მოსწყუედდნენ სპანი მეფისანი მახვილითა და შემოიქცა გამარჯუებული, ალაფითა დიდითა“. მკვლევარის დასკვნით, ვახუშტის ცნობა „ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების შესახებ სწორი უნდა იყოს“, რადგანაც, მისი ვარაუდით, ვახუშტის თანადროული სანდო წყაროები უნდა გამოეყენებია, `საქართველოსა და ილხანთა მემკვიდრეებს შორის ბრძოლას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა და ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა“. სხვა შემთხვევაში იგივე მკვლევარი აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია საქართველოს მეფეს გიორგი V-ს არ ესარგებლა საილხანოში შექმნილი სიტუაციით და საბოლოოდ არ აღმოეფხვრა მონღოლთა ბატონობა საქართველოში“.

ნუმიზმატიკური მონაცემები.
სამეცნიერო ლიტერატურაში დასაბუთებული მოსაზრებით, გიორგი ბრწყინვალეს არასდროს მოუჭრია ეროვნული ხასიათის მონეტა.
არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ ილხანების დაცემის ხანაში საქართველო კვლავ ილხანებს ექვემდებარებოდა. ზემომოტანილი აბუ ბაქრ ალ-აჰარის ცნობის გარდა, ხსენებული ვარაუდის მყარი საფუძველი არის ილხანების სახელზე საქართველოში მოჭრილი მონეტები: არპა ხანის 736/1335-36, მუჰამედ ხანის 738 /1337-38), სათი ბეგ ხათუნის 739/1338-39, სულეიმან ხანის 740/1339-40, 741/1340-41, 743/1342-43), ანუშირვანის 745/ 1344-45, 748, 750-756/1349-55). როგორც ვხედავთ, 1336 წლის შემდეგაც საქართველოში კვლავ გრძელდებოდა მონეტების ჭრა ილხანების სახელით. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბრწყინვალის წლების გასაშუქებლად გამოყენებულ ნუმიზმატიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, ლიტერატურაში, ხშირ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობაა, სწორედ ნუმიზმატიკური მასალის მოშველიებით ბართოლომეი, ფრენი, ლენ-პული, მარკოვი, პახომოვი, ლენგი, ჯალაღანია, ღვაბერიძე აკეთებენ დასკვნას იმის შესახებ, რომ საქართველო XIV საუკუნის მანძილზეც სხვადასხვა გარეშე ძალის კონტროლს ქვეშაა.
აბუ საიდის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, სპარსეთის ერაყი, აზერბაიჯანი, არანი, მარაღა, ისევე როგორც საქართველო, დაიკავეს ჩობანიანებმა, რომელთა დამარცხებას გარკვეულ დრომდე უშედეგოდ ცდილობდნენ როგორც ჯელაირიანები, ისე ოქროს ურდოს გამგებელი უზბეკ-ხანი. საზღვარი ოქროს ურდოსა და ილხანების სახელმწიფოს შორის გადიოდა დერბენდზე.
წყაროებში არ ჩანს, თუ რა სახის იყო ქართველების დამოკიდებულება ჩობანიანებზე. გარკვეული მინიშნება მათ ურთიერთობაზე არის ალ-‘უმარის თხზულებაში (დაიწერა 1340 წლის შემდეგ), სადაც საუბარია ქართველ მეომრებზე: „ისინი ჰულაგუიანთა ლაშქრის ძალასა და სიმდიდრეს წარმოადგენენ, ხოლო (ჰულაგუიანები) ენდობიან მათ და ეყრდნობიან, განსაკუთრებით ჯუბანის შვილები, შვილთაშვილები და სხვა შთამომავალნი ქართველებისადმი ჯუბანის წარსული სიკეთისა და ქველი საქმეების გამო, რომელიც იყო მათი მეფის ბარტილმას გულწრფელი მეგობარი, ნერგავდა მასთან სიკეთეს და მოუწოდებდა დაეცვა (მინდობილი) საგანძური“. მართალია, სულეიმანის შემდეგ ჰულაგუიანთა სახელმწიფოში ხელისუფლება ხელთ იგდეს ჩობანიანებმა, მაგრამ სამხედრო წარმატებების მიუხედავად, ვერც ჰასანმა და ვერც მისმა ძმამ აშრაფმა სულტნად თავის გამოცხადება ვერ გაბედეს. ამდენად, არ არის ცნობილი არც მათი სახელით მოჭრილი მონეტები. ამასთან, ნაპოვნია მონეტები „სამართლიანი სულტნის“ ტიტულით, სულტნის სახელის გარეშე, რომელთაც ე. პახომოვი ჩობანიან აშრაფს უკავშირებს. როგორც ც. ღვაბერიძე აღნიშნავს, ე. პახომოვის კოლექციაში აღმოჩენილია თბილისში მოჭრილი ამ ტიპის მონეტაც, რომელიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების ქართულ ძირითად ფონდში ინახება. ამდენად, როგორც წერილობითი წყაროები, ასევე ნუმიზმატიკური მონაცემები ადასტურებს საქართველოს დამოკიდებულებას ჩობანიანებზე.
ჩობანიანების მკაცრი რეჟიმის გამო, აზერბაიჯანის ადგილობრივმა ფეოდალებმა დახმარებისათვის ოქროს ურდოს გამგებელს, უზბეკ ხანს (1318-42) მიმართეს, რომელმაც, მიუხედავად არაერთი ცდისა, ვერ მიაღწია მიზანს. ბრძოლები გრძელდებოდა ჯანიბეკის (1342-57) დროსაც, რომელმაც მხოლოდ 758/1356-57 წელს დაამარცხა ჩობანიანი მალიქ აშრაფი, აიღო თავრიზი და შემოიერთა ილხანთა სახელმწიფო. წერილობით წყაროებში მითითებულია 758, მონეტებზე კი – 757 წელი, რაც უფრო ზუსტად არის მიჩნეული. ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებით, ოქროს ურდოს გამგებლებს მცირე ხნით საქართველოს დედაქალაქიც უნდა სჭეროდათ, ვინაიდან 757 წელს თბილისის ზარაფხანაც ახორციელებს სამონეტო რეგალიას ჯანიბეგის და მუჰამედ-ბერდიბეკის სახელით 756-759 წლებს შორის, იმ დროს, როდესაც პარალელურად (759 წ.) თბილისის ვერცხლის მონეტაზე შეიხ უვეისის სახელია აღბეჭდილი. როგორც ცნობილია, სწორედ შეიხ ჰასან ბუზურგის შვილმა, უვეისმა (757-776), დაიპყრო აზერბაიჯანი და საქართველოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მომიჯნავე ტერიტორიები. როგორც ე. პახომოვი აღნიშნავს, იმის გამო, რომ ქართველი მეფეების დამოკიდებულებაზე ჯელაირიანებზე მატიანეები სდუმან, მონეტების მოწმობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
XIV ს-ის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში მიმოქცევაში ილხანთა გარდა, ოქროს ურდოს და ჯელაირიანთა მონეტებიც იყო. დასაბუთებული ვარაუდით, XIV ს-ის 30-იან-იანი წლების დასასრულს ქართველ მეფეთა ქვეშევრდომობაში ჩრდილოეთ ოსეთი შევიდა, რის გამოც ოქროს ურდოს ტერიტორიაზეც გაჩნდა იგივე მონეტები, რაც იყო მიმოქცევაში საქართველოში. მკვლევრის აზრით, სწორედ გიორგი ბრწყინვალის მიერ ოსეთის საქართველოსთან შემოერთების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში, ოქროს ურდოს ტერიტორიაზე ჩნდება უკანასკნელი ილხანებისა და ჯელაირიანების სახელით მოჭრილი მონეტები. ალაგირის ზარაფხანაში ილხანთა სახელით მონეტები იჭრებოდა 739-759/1338-39 – 1357-58 წლებში. ამიერკავკასიაში კი ჩობანიანთა ბატონობის დროს ჩრდილოეთ ურდოს გამგებლის ჯანიბეკის 757/1356 წ. მონეტის პარალელურად იჭრება ჯელაირიანთა მონეტაც. 757 წელს ჯელაირ ჰასან ბოზორგის სახელით ხდება სამონეტო რეგალიის განხორციელება. ც. ღვაბერიძე ჯელაირიანთა სახელით მონეტების გაჩენას იმ დროს, როდესაც ილხანთა ირანში ჩობანიანთა მმართველობა ოქროს ურდომ დაამხო, ხსნის იმით, რომ ჩობანიანი მელიქ აშრაფი ჯელაირიან ჰასან ბოზორგთან დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა თავი ეცნო მის ვასალად.
იმავე წელს ჩობანიანმა მალიქ აშრაფმა აღიდგინა თავი, ხოლო ადგილობრივებმა კვლავ მიმართეს ჩრდილოეთს დასახმარებლად. აზერბაიჯანის დაუფლების შემდეგ ოქროს ურდოს გამგებელი ჯანიბეკი მალევე ბრუნდება უკან, ხოლო აზერბაიჯანში ტოვებს თავის შვილს ბერდიბეკს, რომელიც, მამის ავადმყოფობის გამო, თვითონაც გადის ქვეყნიდან და ტოვებს თავის ვეზირს ახიჩუკს, რომელიც დამოუკიდებლობას აცხადებს. 759/1357-58 წ. სპარსეთის ერაყი და სამხრეთ აზერბაიჯანი დაიპყრეს მუზაფარიანებმა, რომელთაც, ისევე როგორც ახიჩუკს, იმავე წელს ამარცხებს ჯალაირ შეიხ ჰასან ბუზურგის შვილი, შეიხ უვეისი. ე. პახომოვის აზრით, სწორედ ახიჩუკი ჭრის ჯელაიდურ ანონიმურ მონეტებს. ამგვარად, საქართველოში ფულის ემისია ჯელაირიანებს დაექვემდებარა. სწორედ ნუმიზმატიკური მონაცემების გათვალისწინებით გაკეთებულია დასკვნა, რომ გიორგი ბრწყინვალის შვილის, დავით IX-ის და ბაგრატ V-ის მეფობის დროსაც საქართველო კვლავ მონღოლებს ემორჩილება.
აქ განხილული ყველა მონაცემი ადრეც იყო ცნობილი, თუმცა სხვადასხვაგვარად ახსნილი. იმ მკვლევართაგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ გაერთიანების მიუხედავად, საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ იყო მიღწეული XIV საუკუნის მანძილზე („მემატიანის განცხადება, რომ ქართლი სრულიად გაწმენდილია თათართაგან გიორგი VI-ის დროს, აშკარა გაზვიადებაა“ - პახომოვი). მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ „როგორც ჯალაირების, ასევე ოქროს ურდოს ყაენთა სახელით მონეტებს ჭრის თვით საქართველოს სამეფო კარი, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებით“. ასე ფიქრობს ვ. კიკნაძე. ანალოგიური აზრი ადრე გამოთქმული ჰქონდა ზოგიერთ ნუმიზმატს, მაგალითად, დ. კაპანაძეს.

გიორგი ბრწყინვალის მეფობის მეორე ნახევარი (1327 წლიდან).
დავუბრუნდეთ გიორგი ბრწყინვალეს ხანას, კერძოდ იმას, თუ რა ბედი ეწია აღმოსავლეთ საქართველოს მეფეს ამირა ჩობანის და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული რეპრესიების წლებში და შემდგომ? დ. ლენგი მიმართავს პრეცედენტებს საქართველოს ისტორიდან, კერძოდ, რუსუდანის გადასვლას დასავლეთ საქართველოში ჯალალ ად-დინის შემოჭრის დროს, რუსუდანის შვილის, დავით ნარინის გადასვლას იმავე დასავლეთ საქართველოში მონღოლებთან დაპირისპირების გამო, რის შემდეგაც ვარაუდობს, რომ ასევე მოიქცა გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც გადარჩენის მიზნით თავი ასევე დასავლეთ საქართველოს შეაფარა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს, მართლაც, არ არის გამორიცხული, რასაც კვლავ მხარს უჭერს ნუმიზმატიკური მონაცემები.
საინტერესოა, რომ სწორედ 729/1328-29 წლის შემდეგ 1333 წლამდე მონეტები თბილისში აღარ იჭრებოდა. ილხან აბუ საიდს შემოაქვს ახალი წელთაღრიცხვა 733 წლის მონეტაზე – ილხანური ერა, რომელიც 701/1301-02 წლიდან იწყება. მაგრამ ისმის კითხვა: რა ხდებოდა იმ შუალედში და სად იყო იმ დროს გიორგი ბრწყინვალე? არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთ საქართველოში გიორგის გადასვლამდე მოხდა ის ფაქტი, რომელიც იხსენიება „ქართლის ცხოვრების“ რამდენიმე ხელნაწერის (ჭალაშვილისეულის, მაჩაბლისეულის და ჯანაშვილისეულის) მინაწერში: `ამის გიორგი მეფის ჟამში ჩინგიზ ყეენთა მტერობა აღუჩნდათ და წახდენ, და იმერეთს ნარინ დავითის შვილნიც ერთმანერთზეც აღდგენ, და რა დრო დაიცა მეფე გიორგიმ, ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი, რომელნიც ჩინგიზთ მიუდგენ, კახეთს ცივზედ მოაწვივა და ამოსწყვიტა“. გიორგი გადადის დასავლეთ საქართველოში, სადაც 1327 წელს გარდაიცვალა კონსტანტინე დავით ნარინის ძე, რომლის ადგილიც დაიკავა მისმა ძმამ მიქაელმა. უკანასკნელი, თავის მხრივ, 1329 წელს გარდაიცვალა და „დაუტევა ძე მცირე ბაგრატ“. მართალია, ვახუშტის გადმოცემით, საქართველოს გაერთიანების პროცესი მაქსიმალურად მშვიდობიანად წარიმართა, „ამან ბაგრატ სიყრმით თვისით და დაუმორჩილებლობითა მთავართათა ვერ იკადრა მეფობა, რამეთუ არღარა მოერთნენ ერისთავნი“. ამავე დროს იგივე მთავართა „სათნო იჩინეს მეფობა“ გიორგი ბრწყინვალისა, „ვინაითგან განძლიერდებოდა“. სავარაუდოა, რომ ეს პროცესი არც ისე უმტკივნეულო იყო და ყოველივე ამას დიდი სამუშაოც უძღოდა. „შემოიკრიბნა სპანი თვისნი ძლიერნი, გარდავლო მთა ლიხისა სპითა და ამისი მხილველნი იმერნი ყოველნი მოერთნენ სიხარულითა“, „ბაგრატ ძე მიქელ მეფისა შეიყვანეს აღმზრდელთა და ერთგულთა მისთა ქუთათისს და განამაგრეს ციხე. მცნობი გიორგი მეფე მოადგა ქუთათისს. მაშინ ბაგრატ ვერღარა წინააღმდგომი და შეჭირვებული რაოდენსამე ჟამსა ევედრა მეფესა გიორგის, რათა არა-რაი ევნოს სიკუდილითა ანუ პატიმრობითა და სცეს სარჩო იმერეთსავე მეფემან, მივიდეს წინაშე მისსა და მისცეს ყოველნი ციხენიცა იმერეთისანი მეფესა, ვინაითგან მოგცა ღმერთმან ძლევა. ამისმან მსმენელმან მეფემან განიხარა და აღუთქუა ყოველნივე აღსრულებად საწადელნი მისნი. სმენელი პირისა ამის გამოვიდა ბაგრატ და მოვიდა წინაშე გიორგი მეფისა და მისცნა ყოველნი ციხე-ქალაქნი და სიმაგრენი იმერეთისანი“. აქ მითითებულია თარიღი – 1330 წ.: „და დასხნა ერისთავნი თვისნი; ხოლო ბაგრატს მისცა საერისთო შორაპნისა და ჰყო მუნ ერისთავად“.
ვახუშტის გადმოცემითაც კარგად ჩანს, რომ დროის დიდი მონაკვეთის მანძილზე მეფე თბილისში არ იმყოფებოდა. ამ ხნის მანძილზე მან მოიარა ოდიში, აფხაზეთი, „განაგნა მუნებურნი და დაიპყრნა ციხენი თვისად და მისცა ცხომის საერისთო ბედიელს“, „მოვიდა სამცხეს“, სადაც იმ დროს გარდაცვლილი სარგის ათაბაგის ადგილზე დასვა მისი ძე ყუარყუარე 1334 წელს.
ყურადღებას იქცევს კათოლიკური მისიის დაარსება თბილისში დროის სწორედ იმ მონაკვეთში. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 1318 წლიდან სოხუმში არსებულა კათოლიკური საეპისკოპოსო, რომლის ეპისკოპოსად ბერნარ მორე დანიშნულა. 1330 წელს კი ამავე თანამდებობაზე პეტრე გერალდი დაუნიშნავთ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ იმავე 1318 წელს საქართველოში ჩასულა კათოლიკე იოანე ფლორენციელი, რომელიც იქ 30 წელი დარჩენილა, ამათგან 18 წელი ის თბილისში დაარსებული კათოლიკური საეპისკოპოსოს ეპისკოპოსია. არსებობს ორი წერილი, რომელიც გაგზავნილია პაპის მიერ გიორგი მეფისადმი. პირველი წერილი გამოეგზავნა ავინიონიდან 1321 წლის 15 ოქტომბერს „გიორგის, ქართველთა ბრწყინვალე მეფეს და მის თავადებს“ მოწოდებით, შეუერთდნენ რომის წმინდა ეკლესიას. ქართველი მეფის საპასუხო წერილი ცნობილი არ არის. იგივე წერილი ი. ტაბაღუას 1322 წლით აქვს დათარიღებული. 1328 წელს პაპმა გააუქმა თურქებისაგან შევიწროებული სმირნის საეპისკოპოსო და ის თბილისში გადაიტანა. 1329 წლის ბულით, პაპმა თბილისი ეპისკოპოსის სატახტო ქალაქად აქცია და ბრძანა: „მომავალშიც ყოველთვის ეწოდებოდეს ასევე სახელი: ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი“, სადაც ეპისკოპოსად დაინიშნა იოანე ფლორენციელი. შემორჩენილია პაპის 1329 წლის მიმართვა საქართველოს მეფისადმი, კვლავ შემოერთების მოწოდებით, თუმცა აქ არც მეფის სახელი და არც მისი ადგილსამყოფელი მითითებული არ არის. თუ ვივარაუდებთ, რომ გიორგი ამ დროს აღარ არის თბილისში და თავს აფარებს დასავლეთ საქართველოს, შესაძლოა, სწორედ იმ დროს თბილისში საეპისკოპოსოს დაარსება ერთგვარი დიპლომატიური ნაბიჯიც ყოფილიყო. ახლად დაარსებული თბილისის საეპისკოპოსო პაპმა დაუმორჩილა სულტანიეში 1318 წელს დაარსებულ საეპისკოპოსოს, როგორც ჩანს, სწორედ იმის გამოც, რომ პოლიტიკურადაც საქართველოს ილხანთა კონტროლის ქვეშ მიიჩნევდა. არ არის გამორიცხული, რომ იმ დაძაბულ პერიოდში, როდესაც რეპრესიები დიდ ვეზირ ჩობანის ყველა ახლობელს შეეხო, სწორედ კათოლიკები მონაწილეობდნენ საქართველოს მეფის და ილხან აბუ-საიდს შორის მოლაპარაკებაში, რის შედეგადაც გიორგის შესაძლებლობა მიეცა მალევე დაბრუნებულიყო თბილისში. ვ. კიკნაძეს შესწავლილი აქვს ზოგიერთი ევროპული წყარო, სადაც, ერთ შემთხვევაში, მოტანილია გიორგი ბრწყინვალის პასუხი ფილიპე VI ვალუასადმი, რომელიც 1332/3 წწ. თავისი ელჩების, ორი ფრანცისკანელის, რიკარდო მერჩერისა და ალექსანდრე ინგლისელის მეშვეობით სთავაზობდა საქართველოს მეფეს ერთობლივ ლაშქრობას ეგვიპტეზე. აღსანიშნავია, რომ ფრანცისკანელი ელჩები გიორგი V-მ თბილისში პატივით მიიღო და ორი თვის მანძილზე უმასპინძლა. ასეთივე წინადადებით პაპმა მიმართა სპარსეთის ილხან გამგებელს, რომელიც, აბუ საიდს არ გადასცეს იმის გამო, რომ 1323 წელს მას უკვე დადებული ჰქონდა ზავი ეგვიპტის სულტანთან. დოკუმენტი 1919 წ. გამოაქვეყნა ი. ჯ. გოლუბოვიჩმა (კარდინალი იერონიმე), რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს შემდეგ კომენტარს: „მისი (გიორგის) რეზიდენცია იყო თბილისში და იგი დამოუკიდებელი იყო სპარსეთის მონღოლებისაგან“. გოლუბოვიჩის აზრი მონღოლთა კონტროლისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გაიზიარა ჟან რიშარმა. ვ. კიკნაძის მსჯელობითაც, „განა საფრანგეთის მეფე „წმინდა მიწებზე“ გასალაშქრებლად ცალკე მიიწვევდა გიორგი V-ს, თუკი ის აბუ საიდ-ყაენის ვასალი იყო?“ ვ. კიკნაძეს მოტანილი აქვს მარინო სანუტოს 1330 და 1334 წწ. ორი წერილი, სადაც ერთი და იგივე ცნობებია საქართველოზე. მარინო სანუტოს ცნობით, ქართველები „ერთგვარად მორჩილებენ სათათრეთს, (მაგრამ), მეორე მხრივ, ფაქტობრივად არც (ემორჩილებიან მას)“. მარინო სანუტო საქართველოს ორ სამეფოს იხსენიებს. ეს წერილები, როგორც ჩანს, ასახავს იმ დროის ვითარებას, როდესაც ქართველი მეფე ჯერ კიდევ დასავლეთ საქართველოშია და გასულია მონღოლების მორჩილებიდან.
საყურადღებო ცნობებს საქართველოზე ჩვენთვის საინტერესო წლებში გვაძლევს ზემოთ დამოწმებული არაბი ავტორი ალ-‘უმარი (1301-49), რომლის თხზულება 1340 წლის შემდეგ, მის ახლო ხანებში, დაიწერა. აღნიშნული ნაშრომი გამოიყენეს და შეავსეს სირიელმა ავტორმა თაკი ად-დინ ‘აბდ არრაჰმან ალ-კადავი ალ-მუჰიბბიმ (გარდ. 1384 წ.) და ცნობილმა ეგვიპტელმა ენციკლოპედისტმა შიჰაბ ად-დინ აბუ ლ-‘აბბას აჰმად იბნ ‘ალი ალ-კალკაშანდიმ (1355-1418). ალ-‘უმარის ინფორმაციით, „ქართველთა ქვეყნის დედაქალაქია თბილისი... მას ჰყავს მეფე და მეფობა იქ მუდმივია. მასზე ბატონობს ირანის სამეფოს ჰულაგუიანთა სახლის სულტანი, რომლის ფირმანები მოდის (საქართველოში), მაგრამ მისი ნიაღვარი ნაპირებს არ ლეკავს და არ დაძრწიან ამ ქვეყნის სანახებში მისი მხედრები გაჩაღებული ომის გამო. მას (სულტანს) იქ ჰყავს მხოლოდ ერთი დუმანი ლაშქარი, რომელსაც იყენებს ამ (ქვეყნის) საზღვრების დასაცავად და მის საქმეთა სამართავად“. დ. გოჩოლეიშვილის კომენტარით, ალ-‘უმარის ცნობა, რომ ილხანებს საქართველოში მხოლოდ ერთი დუმანი (10,000) ლაშქარი ჰყავდათ, XIV ს. 20-იანი წლების მიწურულს ეხება, რადგან მას უშუალოდ მოსდევს თხრობა ილხანთა ირანის გამგებლის აბუ საიდის (1317-36) ვაზირის, ჩობანის ვაჟის შეიხ მაჰმუდის შესახებ, რომელიც საქართველოში მყოფი მონღოლთა სამხედრო ძალის მეთაური იყო. აღნიშნული კომენტარი მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან ალ-‘უმარი, ამბების გადმოცემისას, სრულიადაც არ იცავს ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. მოტანილი ინფორმაცია ადრეულ ვითარებასაც რომ ასახავდეს, როგორ უნდა ავხსნათ მომდევნო ცნობა, სადაც ავტორი ეხება ქართველთა ლაშქარს, რომელიც, მისი აზრით, „ჰულაგუიანთა ლაშქრის ძალასა და სიმდიდრეს“ წარმოადგენს, „ხოლო (ჰულაგუიანები) ენდობიან მათ და ეყრდნობიან, განსაკუთრებით ჯუბანის შვილები, შვილთაშვილები და სხვა შთამომავალნი“, რომელიც უკვე ნამდვილად ჩობანის განადგურებიდან კარგა ხნის შემდგომ წლებს ეხება. ნაშრომის შექმნის წლებს სავსებით შეეფერება ცნობა იმის შესახებაც, რომ ქართველთა ქვეყნის დედაქალაქი თბილისია, რადგან იმ წლებში საქართველო გაერთიანებულია. როგორც თვითონ დ. გოჩოლეიშვილი შენიშნავს, ეგვიპტის სულტნის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის გამო, ავტორი კარგად იყო ინფორმირებული ირანისა და საქართველოს შესახებ. ვფიქრობთ, ალ-‘უმარის ცნობები სანდოა და ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. როგორც ჩანს, ეჭვის მიზეზია ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ გიორგი ბრწყინვალემ საქართველო არამარტო გააერთიანა, არამედ 20-იანი წლების დასასრულს მას სრული დამოუკიდებლობა მოუპოვა.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ შევეხები ჯვრის მონასტრის გამოხსნის მიზნით 1316/17 და 1320 წლებში საქართველოდან გაგზავნილი ელჩების საკითხს. არაბი ავტორის, ალ-მაკრიზის ცნობით, რომელიც 716/26.III.1316–15.III.1317 წლის მოვლენებშია მოთავსებული, ნათქვამია:
„ამ წელს მოვიდნენ უზბეკის ელჩები, ქართველთა მეფის ელჩები და ტუღაის, უზბეკის ნათესავის, ელჩები საჩუქრებით. მათ პასუხი გაეცა და გაეგზავნა მათ საჩუქრები. და ამ წელს ეგვიპტეში შეიკრიბა 8 ელჩი. ესენია: ჩობანის ელჩები, აბუ სა’იდის, უზბეკის, ტუღაის, ბარსელონას მფლობელის (საჰიბ), სტამბოლის მფლობელის, ნუბიის მფლობელისა და ქართველთა მეფის ელჩები. ყველა მათგანმა გამოხატა მორჩილება. ამის მსგავსი არ მომხდარა თურქების სახელმწიფოში (ად-დავლა ათ-თურქია, ე.ი. ბაჰრელ მამლუქთა სახელმწიფოში). ყველაზე მეტი, 5 ელჩი იყო ზაჰირის (იგულისხმება აზზაჰირ ბეიბარსი, 1260-77) ხელმწიფობის პერიოდში“.
ვინაიდან ცნობაში ჩობანი და აბუ საიდი იხსენიებიან, არ არის გამორიცხული გიორგი მეფის მონაწილეობაც, მაგრამ ელჩების საერთო რიცხვში – 8, საქართველოდან მხოლოდ ერთი ელჩი შეიძლება ვიგულისხმოთ. ეს ერთი ელჩი ცნობაში ორჯერ არის მოხსენიებული. პირველ შემთხვევაში ქართველთა მეფის გარკვეულ კონტექსტში მოხსენიება შესაძლებელს ხდის მის იდენტიფიკაციას. ქართველთა მეფის ელჩის ოქროს ურდოს გამგებლის უზბეკის ელჩთან, მისი ნათესავის, ტუღაის, ელჩთან ერთად მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ აქ, ამ შემთხვევაში, დასავლეთ და არა აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იგულისხმება. იგივე ვითარებაა 1320 წლის ელჩობასთან დაკავშირებით. ალ-‘აინის ცნობით, 1320 წლის 8 მაისს სულტნის წინაშე წარსდგნენ უზბეკის ელჩები, ქართველთა მეფის ელჩები და ლასკარისის ელჩები (ე.ი. კონსტანტინოპოლის მმართველ დინასტიად არაბული წყაროები შეცდომით მიიჩნევენ ლასკარებს, რომლებიც XIII ს-ის 60-იანი წლებიდან პალეოლოგოსებმა შეცვალეს). იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე ილხანების, კილიკიის სომხეთის, რუმის სასულტნოს და რომის პაპის მოკავშირეები არიან, დასავლეთ საქართველო ბუნებრივად გაერთიანებულია ილხანებთან და რომის პაპთან დაპირისპირებულ ძალასთან – ოქროს ურდოსთან, ეგვიპტესთან და ბიზანტიასთან. აღნიშნული არ გამორიცხავს გიორგი ბრწყინვალის წვლილს ჯვრის მონასტრის დაბრუნების საქმეში, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც დაიდო ზავი ილხანთა და ეგვიპტის სულტანს შორის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:
1. 1329-34 წლებში გიორგი ბრწყინვალემ, რომელმაც ისარგებლა ილხანთა სამეფოში შექმნილი ვითარებით, ჩამოიშორა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და აღადგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყანას შეუქმნა მყარი სამართლებრივი საფუძველი, მოაწესრიგა საეკლესიო სფერო. 1329-32/3 წლებში იგი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და გასული იყო მონღოლთა მორჩილებიდან. სწორედ იმ მონაკვეთში საქართველოში ილხანური მონეტა აღარ იჭრებოდა; თუმცა იმ დროისათვის უკვე გაერთიანებული საქართველოს მეფემ მალევე აღიდგინა ილხანებთან ურთიერთობა და დაბრუნდა თბილისში, რაც მონღოლების მორჩილებაში ამჯერად უკვე გაერთიანებული საქართველოს შეყვანას გულისხმობდა.
2. როგორც შესაბამისმა გამოკვლევებმა აჩვენა, გიორგი ბრწყინვალეს არ უკავშირდება ეროვნული მონეტის („გიორგაული“) მოჭრა და მის დროს მიმოქცევაში იყო ილხანური მონეტები, ხოლო მოგვიანებით ჩობანიანთა, ოქროს ურდოსა და ჯელაირიანთა მონეტები;
3. 1338-9 წლებში გიორგი ბრწყინვალემ დაიპყრო ოსეთი, რის შემდეგაც ოქროს ურდოს ტერიტორიაზე ილხანური მონეტები გავრცელდა;
4. მიუხედავად უცხო ხელისუფლებაზე ფორმალური დამოკიდებულებისა, რაზედაც მეტყველებს მონღოლთა 10,000-იანი ჯარის დგომა საქართველოს საზღვარზე, ასევე მიმოქცევაში მყოფი უცხოური მონეტა, საქართველო საკმაოდ ფართო შიდა ავტონომიით სარგებლობდა;
5. ფორმალურად საქართველო კვლავ ილხანთა კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომელთა ჩანაცვლება 1338 წ. მოხდა ჯერ ჩობანიანებით, შემდეგ ოქროს ურდოს გამგებლებით 757/1356 წ., ხოლო პარალელურად და შემდეგ ჯელაირიანებით, რასაც მოწმობს როგორც წერილობითი წყაროები, ასევე ნუმიზმატიკური მონაცემები;
6. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ ქვეყნის შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ჩვენამდე მოღწეული წყაროებით, არ ივარაუდება გიორგი ბრწყინვალის მონაწილეობა 1316/7, 1320 წლებში ჯვრის მონასტრის დახსნის მიზნით მოწყობილ ელჩობაში. იმ წლებში ელჩები გაიგზავნა, როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოს მეფის, კონსტანტინეს მიერ.
ყოველივე ზემოთქმული არ აკნინებს გიორგი V დამსახურებას ქართველი ერის წინაშე და მის ისტორიულ როლს ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების, მისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის, საეკლესიო საქმეების მოწესრიგების თვალსაზრისით, მეფის, რომელიც დამსახურებულად ატარებს „ბრწყინვალის“ სახელს.

მოამზადა გიული
ალასანიამ
გამოყენებული ლიტერატურა
და წყაროები
1. ალასანია გიული. ქართველი მეფეების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში. კრ. ნოდარ შენგელია, 75. თბილისი, 2008.
2. ბერძენიშვილი ნ., დონდუა ვ., დუმბაძე მ., მელიქიშვილი გ., მესხია შ., რატიანი პ. საქართველოს ისტორია. თბილისი, 1958
3. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა.
4. ბერაძე თ., სანაძე მ. საქართველოს ისტორია. თბილისი, 2003
5. გაბაშვილი ვ. საქართველოში მონღოლთა ბატონობის ხანგრძლივობის საკითხისათვის. აღმოსავლური კრებული, I. თბილისი, 1960
6. დუნდუა გიორგი, დუნდუა თედო. ქართული ნუმიზმატიკა. II ნაწილი. თბილისი, 2011
7. თამარაშვილი მ. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდან ვიდრე XX საუკუნემდე, ავტორის მიერ გამოცემული. თფილისი, 1902
8. თამარაშვილი მ. ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე. რედაქცია გაუკეთეს, წინასიტყვაობა დაურთეს და გამოსაცემად მოამზადეს ზაზა ალექსიძემ და ჯუმბერ ოდიშელმა. თბილისი, 1995
9. კიკნაძე რევაზ. მე-14 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიიდან (ჰამდალაჰ ყაზვინის ერთი ცნობის განმარტება). საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის საკითხები, II, თბილისი, 1992
10. კიკნაძე ვაჟა. საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან. მნათობი, 9, 1962
11. კიკნაძე ვაჟა. საქართველოსა და ჩობანიანების ურთიერთობის ერთი ფაქტის შესახებ (XIV ს.). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 93, 2, 1979
12. კიკნაძე ვაჟა. საქართველოს ისტორიის ევროპული წყაროები. მნათობი, 4, 1983
13. კიკნაძე ვაჟა. საქართველო XIV საუკუნეში. თბილისი, 1989
ალ-მაკრიზი. ას-სულუქ ლი-მა‘რიფათ დუვალ ალ-მულუქ. თაჰკიკ მუჰამმად ‘აბდ ალ-კადირ ‘ატა. ალ-ჯუზ’ ას-სანი, ბაირუთ, 1997
14. XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ (ალუმარი, ალ-მუჰიბბი, ალ-კალკაშანდი). არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო დიტო გოჩოლეიშვილმა. თბილისი, 1988
15. ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.). თბილისი, 1984
16. ურბნელი ნ. გიორგი ბრწყინვალე მეფე საქართველოსი. ტფილისი, 1889
17. ჯავახიშვილი ი. ქართველი ერის ისტორია. ტ. III. თბილისი, 1966
18. ქართლის ცხოვრება. ტექსტი, დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიეხდვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბილისი, 1959
19. ღვაბერიძე ც. საქართველოს ურთიერთობა ილხანთა ირანთან და ჯალაირთა სახელმწიფოსთან. თბილისი, 1986
20. ჯანაშვილი მ. საქართველოს ისტორია. თფილისი, 1894

Комментариев нет:
Отправить комментарий