ტიმოთეს ბიოგრაფიის შესახებ ძალიან მცირე ცნობები არსებობს. არსებული მასალებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმერეთში წასვლამდე იგი მოღვაწეობდა კახეთში გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში, ე.ი. იქ, სადაც 1729 წლამდე ბერად იყო აღკვეცილი და სამწერლო მოღვაწეობას ეწეოდა ბესარიონ ორბელიშვილი. ამას ადასტურებს ტიმოთეს გადაწერილი ბესარიონ ორბელიშვილის „გრდემლი“.
30-იანი წლების დამდეგს ტიმოთე იმერეთში გადავიდა, სადაც ის ქუთათელ მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. ამ წლებში იმერეთში მომძლავრებული ოსმალეთი მეტად ავიწროვებდა როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ხალხსა და ეკლესიას. იმერეთში ჩასულ ტიმოთეს ქუთათელის საეპისკოპოსო ტაძარიც გუმბათმოქცეული და „უწირველ-ულოცველი“ დახვდა. ბუნებრივია, რომ კათალიკოსთან ერთად ქუთათელი მთავარეპისკოპოსიც აქტიურად ჩაება სახელმწოფოებრივ და საეკლესიო საქმეებში. ამ ასპარეზზე მოღვაწეობით ტიმოთემ მალე იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის ნდობა დაიმსახურა. 1737 წელს ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ტიმოთე იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ რუსეთში დიპლომატიურ ელჩად გააგზავნა.
1730-1735 წლებში სპარსეთ-ოსმალეთის ბრძოლაში ქართველები ირანს მიემხრნენ და ქართლ-კახეთიდან ოსმალები განდევნეს. ირანის ბატონობა მათ უფრო ნაკლებ ბოროტებად მიაჩნდათ, ვიდრე ოსმალობა. მაგრამ ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთში ირანული გადასახადები და ყიზილბაშური წყობილება შემოიღო. ეს არა ნაკლებ მძიმე გამოდგა, ვიდრე ოსმალობა იყო. მაშინვე ქართლსა და კახეთში აჯანყებები დაიწყო. ქართლის აჯანყებას სხვებთან ერთად შანშე ქსნის ერისთავიც მეთაურობდა.
1737 წელს აჯანყებულთა წინააღმდეგ ნადირ-შაჰმა თავისი ძმა იბრეიმ-ხანი და აზერბაიჯანის ლაშქარი გამოგზავნა. აჯანყების მეთაურებმა დატოვეს ქართლი. შანშე იმერეთს გაიქცა. აქ მან იმერეთის მეფე ალექსანდრესთან ერთად სპარსეთ-ოსმალეთის მონობისაგან განთავისუფლების ფართო გეგმა დააწყო. როგორც ქართლი, ასევე იმერეთი რუსეთის მთავრობაზე ამყარებდნენ მთელ იმედებს. შანშე რუსეთს გაემგზავრა. მან თან წაიღო ქართლის თავადების ხელმოწერით საერთო თხოვნა. შანშესთან ერთად რუსეთს გაემგზავრა იმერეთის მეფის ელჩი ტიმოთეც. ქართლის თავადები რუს-ხელმწიფისაგან ბაქარს ითხოვდნენ; ალექსანდრე მეფე იმპერატორის ლაშქარს იმერეთში ოსმალთა წინააღმდეგ მოუწოდებდა.
1738 წლის მარტის პირველ რიცხვებში ტიმოთე და შანშე ჩავიდნენ მოსკოვს. შანშეს თამამ პოლიტიკურ გეგმებს რუსეთის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა და ირანთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით მოსთხოვა მას სასწრაფოდ დაეტოვებინა რუსეთი და დაბრუნებულიყო საქართველოში. ტიმოთემ კი ანა იოვანეს ასულს წარუდგინა ალექსანდრე იმერთა მეფის გაგზავნილი რუკა (იხილეთ სტატიის ბოლოში) და წერილი. წერილში ალექსანდრე მეფე აცნობდა რუსეთის იმპერატორს დასავლეთ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობას, მის ბუნებრივ საბადოებს, და, ბოლოს, დასავლეთ საქართველოს ოსმალთაგან განთავისუფლების გეგმას ხედავდა: „ჩვენა გზები და მათი ნავთ-საყუდლები და თათართ ციხეები დაგვიხატავს და გვიახლებია, ან რაც ჩვენ ქვეყანაში ქანია, ვეცხლისა, თუ ოქროსი, თუ სხვისა მრავალფერის კალისა, სპილენძისა, ტყვიისა, რკინისა. სამმაგი ჭაშნიკი მომირთმევია“.
თავის მხრივ ტიმოთე გაბაშვილიც თხოვნით მიმართავდა სახელმწიფო კანცლერს, რათა ალექსანდრე მეფეს „ძველი ულუფა უბოძონ, რომელიც რომ ძველითგან ჰქონებია“. ამას გარდა ტიმოთე ალექსანდრე მეფის დავალებით დამატებით ცნობებს აწვდიდა რუსეთის მთავრობას დასავლეთ საქართველოს შესახებ და აფართოებდა იმ სამხედრო გეგმებს, რომლებიც ალექსანდრე მეფის წერილში იყო ჩამოყალიბებული: ტიმოტეს აზრით, აღნიშნული ციხეების აღება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ასევე შესაძლებელი იქნება ანატოლიაში ადვილად გადასვლა და შემდგომ მისი დაპყრობაც.
ტიმოთე გაბაშვილმა წერილი გადასცა რუსეთის დედოფალს ანა იოანეს ასულს და ალექსანდრე V წერილშივე აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას.
1738 წელს ტიმოთე გაბაშვილი საგანგებო საიდუმლო დავალებით პეტერბურგში ჩავიდა. სინოდის კანცელარიის 1738 წლის 23 მარტის საქმეში ვკითხულობთ: მოსკოვის სინოდალური სამმართველოს კანცელარიის მომწობით სტუმრად იყოფებოდა საქართველოს ორი მიტროპოლიტი: არსენი და ტიმოთე. პირველი მათგანი პირად საქმეზე იყო ჩამოსული ხოლო მეორე კი საიდუმლო წერილები ჰქონდა გადმოსაცემად მოტანილი. მაგრამ, გარდა პოლიტიკური მისიისა, ტიმოთეს ალექსანდრე იმერთა მეფისაგან სხვა დავალებაც ჰქონია მიღებული.
ალექსანდრე მეფის დავალებით ტიმოთეს აღუძრავს საქმე გარდაცვლილი ვახტანგ VI-ის ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელთაც აბრალებდა ალექსანდრესაგან პეტრე პირველისათვის გაგზავნილი საჩუქრების (ოქროს გვირგვიინისა და მარგალიტის მძივის) დაფარვას. ამ საქმეს მეტად უსიამოვნო ხასიათი მიუღია და გაუფუჭებია ვახტანგის ოჯახის წევრებსა და ტიმოთეს შორის დამოკიდებულება, რის გამოც ტიმოთემ ვერ დაამყარა კონტაქტი მოსკოვში მცხოვრებ ვახტანგ VI-ის კოლონიის წევრებთან.
პეტერბურგში ჩასულ ტიმოთეს წირვის უფლება მოუთხოვია. სინოდს ტიმოთეს თხოვნა დაუკმაყოფილებია და მღვდელთმსახურებისათვის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია (ვასილიევის კუნძულზე) მიუჩენია. სინოდის ერთ-ერთი საქმიდან ირკვევა, რომ 1739 წელს ტიმოთემ ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაში მღვდლად აკურთხა ველიკიე ლუკის დიაკვანი ვინმე დოროფეევი.
ტიმოთეს რუსეთში დაყოვნება რუსეთ-ოსმალეთის ომის გახანგრძლივებამ გამოიწვია. ტიმოთეს იმედი ჰქონდა, რომ ომის მსვლელობაში ის რუსეთის მთავრობას იმერეთის ბედით დააინტერესებდა და ზავის დადების დროს რუსეთი ოსმალეთისაგან იმერეთს მოითხოვდა. მაგრამ, რუსის ჯარის საომარი წარმატებებისა, განსაკუთრებით ომის დასასრულს, 1739 წლის ბელგრადის ზავი რუსეთისათვის არახელსაყრელი პირობებით დაიდო. ომის დასასრულს ტიმოთეს სამშობლოში დაბრუნებაზე არ უჩქარია და დაბრუნება მისთვის სახიფათოდ მიუჩნევია და 1739 წლის ივლისის თვეში რუსეთში დარჩენის ნებართვა მოუთხოვია. სამეფო კანცელარიამ შეიწყნარა ტიმოთეს თხოვნა, მას რუსეთში დარჩენის ნება დართო და საცხოვრებლად მოსკოვის დონის მონასტერი მიუჩინა. მაგრამ ტიმოთეს მოსკოვის დონის მონასტერში ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნდა რადგანაც იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მიგრანტები ვახტანგ VI-ის კოლონიიდან. ამიტომ დონის მონასტერში ცხოვრებაზე ტიმოთემ კატეგორიული უარი განაცხადა და საქართველოსაკენ სახიფათო გზა არჩია.
1740 წელს ტიმოთემ რუსეთის მთავრობისაგან მიიღო იმერთა მეფისათვის განკუთვნილი საპასუხო წერილი, საჩუქრები და გამოემგზავრა პეტერბურგიდან სამშობლოსაკენ. ტიმოთე ჯერ მოსკოვში ჩავიდა იქ 1740 წლის აპრილის თვეში მონაწილეობა მიიღო სომეხი მთავარეპისკოპოს მინასის მართლმადიდებლობაზე მოქცევის ცერემონიაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა კრემლის მიძინების ტაძარში.
იმავე წელს ტიმოთე ოთხ მხლებელთან ერთად მოსკოვიდან იმერეთისაკენ გამოემართა. მას თან მოჰქონდა ალექსანდრე იმერთა მეფესთან ანა იოანეს ასულის წერილი, ზეპირი დავალებები და საჩუქრები. სახიფათო გზის გამო ტიმოთეს მთელი ავლადიდება და საკუთარი ეკიპაჟი დაუტოვებია და ისე განუგრძია გზა. გზაში ტიმოთე მხლებლებითურთ ჩერქეზებს ჩავარდნია ხელში, სადაც 6 თვე დაუყვია ტყვეობაში, ხოლო შემდეგ ღამით გაპარულა და 3 დღის მგზავრობის შემდეგ ჩასულა ხრეიტას მაზრაში, საიდანაც ალექსანდრე იმერთა მეფისათვის სანდო კაცის ხელით წერილი გაუგზავნია.
ტიმოთეს 6 თვიანი არგამოჩენის გამო 1740 წლის სექტემბერში ქუთათელად ანტონი იკურთხა, რომელმაც 1742 წელს ტიმოთეს გამოჩენისთანავე დატოვა კათედრა და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში ბერად შედგა.
ამგვარად, რუსეთიდან დაბრუნებული ტიმოთე 1742 წლის მიწურულისთვის კვლავ უბრუნდება თავის ეპარქიას და განაგებს მას 1747 წლამდე. ოსმალთა მიერ იმერეთის დაპყრობის შემდეგ ტიმოთე მისი რუსეთში ელჩობის გამო იძულებული გახდა ქართლში გადახვეწილიყო. 1749 წელს ანტონ კათოლიკოსი ტიმოთეს ბოლნისის ეპარქიის მამულებს ღალასა და კულუხს უბოძებს.
მოსკოვიდან საქართველოში მომავალი ტიმოთე (1740) გზაში ჩერქეზებმა შეიპყრეს და ექვსი თვე ტყვეობაში გაატარებინეს. შემდეგ იგი გაიქცა და საქართველოში 40-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული ტიმოთე თავის ეპარქიას 1747 წლამდე განაგებდა. 1753 იგი ქართლის მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის კულტურულ საქმიანიობაში. მათი ხელშეწყობით ტიმოთე სამოგზაუროდ გაემგზავრა.
ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობანი საბოლოო ჯამში ოთხ წელიწადს (1755-1759) გაგრძელდა. მოგზაურობის მიზანი იყო იმ ადგილების დათვალიერება რომელიც განლაგებული იყო პალესტინაში, მათ შორის იერუსალიმში. ტიმოთეს აინტერესებდა ქართველთა მიერ აგებული ტაძრების ნახვა, ასევე მის ყურადღებას იპყრობდა სხვა წმინდა ადგილების დათვალიერება.
ტიმოთემ აღნიშნული მოგზაურობის შესახებ წიგნი დაწერა, რომელიც 1787 წელს გადაწერა თელავის სემინარიის რექტორმა დავით ალექსის ძე მესხიშვილმა. ეს გადაწერილი მოგვიანებით იპოვა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა, რომელმაც წიგნად გამოსცა და საკუთარი შენიშვნებიც დაურთო. ჩვენს მიერ სწორედ აღნიშნული გამოცემა არის წარმოდგენილი, თანამედროვე ენაზე გამართვით.
პლატონ იოსელიანის წინასიტყვაობა
მწერალი წიგნისა ამის ტიმოთე, იყო ქართველი, გვარით გაბაშვილი. აღიზარდა იგი კათოლიკოზ ბესარიონთან, რომელმანცა დაიპყრო საჭე ეკლესიისა განმგეობისა თურქთა ჟამსა, შემდგომად განდევნისა პატიმრად ტენედოსისა ჭალაკში კათოლოკოზისა დომენტისა.
როდის განვლო ხარისხნი მონოზონებისა, არა სჩანს წერილთაგან. მხოლოდ ვუწყი ძველთა საქმეთაგან უწმინდესისა რუსეთისა სინოდისა, სადაცა განვლე მე ორი წელი მსახურებისა (1843-44), წარგზავნილ-იყო იგი იმერეთიდან რუსეთად 1738 წელსა ხარისხით ქუთათელ მიტროპოლიტისა, იმერთა მეფისაგან ალექსანდრე გიორგის-ძისა დესპანად წინაშე იმპერატრიცა ანნა იოანოვნასსა. მისულმა სანკტ პეტერბურღსა მიართვა არზა უწმინდესსა სინოდსა ივლისისა თვესა 1738 წელსა და ითხოვა, რათა მისცენ მას ნება უსისხლოსა მსხვერპლისა შეწირვისა.
სხვისა საქმისაგან, სახელდობრ თხოვისამებრ ქრისტეფორე წილკნელ მიტროპოლიტისა (საქმე 1761 წლისა), სჩანს, რომ ესე ქრისტეფორე 1764 წელსა, ევედრა არზით სინოდსა, რათა შემთხვევისა გამო გარდაცვალებულისა ამავე წელსა ივლისის თვეში ქალაქსა ასტრახანს ტიმოთე ქართველთ მიტროპოლიტისა, მისცენ მას მისი ადგილი.
სხვისა საქმისაგან, სახელდობრ თხოვისამებრ ქრისტეფორე წილკნელ მიტროპოლიტისა (საქმე 1761 წლისა), სჩანს, რომ ესე ქრისტეფორე 1764 წელსა, ევედრა არზით სინოდსა, რათა შემთხვევისა გამო გარდაცვალებულისა ამავე წელსა ივლისის თვეში ქალაქსა ასტრახანს ტიმოთე ქართველთ მიტროპოლიტისა, მისცენ მას მისი ადგილი.
ამა საქმეთაგან სჩანს, რომ პირველ მოგზაურობისა საბერძნეთად, ტიმოთე იყო რუსეთსა, ვითარცა მღვდელ-მთავარი ქუთაისისა და შემდგომად დაბრუნებისა რუსეთიდან, როგორც თვითცა სწერს, მიიღო მან კათედრა მთავარ-ეპისკოპოსისა, რომელიცა იყო პირველი შემდგომად კათოლიკოზობისა; და ჟამსა განდევნისა ქართლიდან რუსეთად დიდისა კათოლიკოზისა ანტონისა ლათინთა ეკლესიისა თანხმობისათვის, ესე იგი 1754-სა, ამანცა ტიმოთემ, როგორც თანა-აღზრდილმა მისმა, ლტოლვა ჰყო საბერძნეთად და ვჰგონებ უნებლიეთ განეშორა ეპარქიასა თვისსა, ან მიზეზითა მით წყენითითა, რომ არა მას, უპირველესსა იერარქსა, მიენდო განმგეობა კათოლიკოზობისა, არამედ რუისისა არქიეპისკოპოსსა იოსებს.
შემდგომად პალესტინისა და საბერძნეთისა მოხილვისა, უკუმოიქცა ქართლადვე 1757 წელსა, და დარჩენილმა უეპარქიოდ, აირჩია სადგურად დავით-გარეჯის უდაბნო და იწოდებოდა, ან უწოდებდა თვით თავსა თვისსა იერუსალიმელად.
რამდენი წელი დაჰყო აქა, არა სჩანს, მხოლოდ დღესცა არის მას მონასტერსა საფლავისა მისისა ქვა, თვით მისგანვე გამზადებული; და დღესცა ძმათა ამა უდაბნოსა უწყიან მტკიცედ, რომ მთავარ-ეპისკოპოსი ტიმოთე, რომელმანცა შეიმზადა თვისდა ქვა საფლავისა, არ არის იქ დასაფლავებული. შედგომად, წასული რუსეთად, მივიდა ასტრახანსა და გარდაიცვალა იქ თვესა ივლისსა 1764 წელსა.
წიგნისამან ამის, აღწერილისა მისგან, სჩანს, რომ იყო იგი კაცი განსწავლული; მოესმინა კატიღორია, დიალექტიკა და კავშირი პროკლე დიადოქოსისა, მის ჟამისა მეცნიერებისა წიგნნი და ამოვსებისათვის სიბრძნისა წყარონი. – დიდად იყო დახელოვნებული სამღრთოთა შინა და საეკლესიოთა წერილთა და ვჰგონებ, თანამოწაფეცა კათოლიკოზისა ანტონი პირველისა. ესწავლა მცირედ ბერძული და უწყოდა კარგად ენა თათრული.
წიგნი ესე, შემოწმებით ორთა სხვათა ესე ვითართა თანავე, დაიბეჭდა თანხმად იმა ძველისა დედანისა, რომელიცა ვჰპოვე გადაწერილი 1787 წელსა, თელავის სემინარიის რეკტორის დავით ალექსის-ძისა ხელითა1.
გვერდებზე ჰქონდა ამას უძველესსა ხელ-წერილსა, გადანუსხულსა ოც-ოენ წელ შემდგომად გარდაცვალებისა თვით ტიმოთესსა, – მცირედნი შენიშვნანი; და ესენიცა აქავე დაურთე სქოლიოდ, სხვანი ესე-გვარნი, რომელნიცა ვჰგონე ჯეროვან-სასარგებლოდ მკითხველთათვის, განსამარტებელად და დასახსნელად რაოდენთამე სიძნელეთა, ჩემით დაურთე.
ვიმედოვნებ, რომ მკითხველნი ამა წიგნისა, ჩემთა ამათ შენიშვნათა, მიიღებენ არა განკიცხვითა ყურადღებითა.
პლატონ ეგნატის-ძე იოსელიანი. 10 მარტს, 1852 წელსა ქ. ტფილისს.
„მიმოსვლა“
შესავალი
შესავალი
სამარად საგონებელ ჩემდა იყვნეს, თუ ვითარ არა საზღვევო იყოს ზენასთვის მორთვა სიტყვათა, და კვლად დახსნილობათა, და უდებად ცხოვრებულთაგან არა შესამგზავს არის ტკივილთ-მოყვარებით მოსწრაფება სამღვთოსა რაისმე და ღვთივ-მშვენიერთა გამოცხადებათა მითხრობა; და არცა თუ კმა-ყოფად სიტყვათა ქებისათა მიმოგონებად ვერ შემძლეთა და უღონოებათა ენისათა და მრავალ-მღელვარისა სოფლისა გულის-სიტყვათა მომღებთა ესე ვითართა. ვითარცა არა სცონოდის გამოთქმად უზენაესთათვის, რათა არა ვითარცა ლაღსა და კადნიერსა განმზადებული რისხვა და ძვირის-ხილვა მოატყუასთავსა; არამედ უმჯობეს, რათა დუმილითა განვლოს ასპარეზი საწუთოსა, ვითარცა მე ესერა კადნიერად და ურიდად ხელ-ვჰყავ სამღთოთა ლექსთა განმარტებად მონაზონებისა სახისა უღირსმა ტიმოთე იერუსალიმელმა; რამეთუ მიზეზ-დგმა ამათთვის ესე, რამეთუ მაწვევდა შინაგანთა ჩემთა სიყვარული ძმობისა და ერთ-სულობისა ქვეყანისაგანთა ჩვენთა და კვლავ დავიწყებისათვის მათგან მპყრობელობასა წმინდათა ამათ ადგილთასა. ამისთვის მელმოდა, თუ ვითარ მეფენი საქართველოსანი ჟამთა მათ შინა მეპატრონე და მპყრობელ სრულიად იერუსალიმისა და პალესტინისა ქმნილ არიან; და მაღალ და ძლიერ ყოფილ არიან ნათესავნი საქართველოსანი, და აწ ესეოდენ დაკნინებულ-არს; გარეშემონი ჩვენსა მპყრობელნი სიტყვისა რაისამე ჩვენდა მოცემად არა მკადრე არიან. ამათ და ესე ვითარმან მიზეზმან დუმილი აღმისხნა, და ვიწყე მცირეთა რაითმე წიგნაკთა მჩხრეკ-მსიტყველობად, და მიგიძღვანენ თქვენ, ბრძენთა და მეცნიერებით განმჭვრეტთა სამღთოთა და სამეცნიეროთა საქმეთა. ვითარცა სახიერთა ძმათ-მოყვარეთა და მდუმრიად მიმტევებელთა ხილულთა ან სმენილთა ცნობათასა. შედგომილთა სახისაებრობისა კაცთ-მოყვარისა ღვთისათა მამათა და ძმათა სავსებისა შორის საქართველოსათა ღირსად ხსენებულთა და ხარისხთა მეცნიერებისათა მდგომარეთა სამღვდელოთა და საეროთა ამა წიგნაკისა აღმომკითხველთა გევედრები, რათა მოჰყოთ ყური და აღვსწერეთ, რაოდენიცა შევიტყვენით იერუსალიმისათვის და მთაწმინდისა და სხვათა მონასტერთათვის, და ადგილთათვის საწამებელისა წმინდათა მოწამეთასა და სადგურთათვის ღირსთასა; და სხვათა მრავალთა ადგილთა ამბავნი ხილულნი, და ან სარწმუნოდ სმენილნი, აღვსწერენ. სხვანი მამათა მიერნი სწავლანი დაკარგულნი საქართველოთა შინა, მოვიძიენით და აღვსწერეთ, და ზოგნი რამე მე ვიუგბილ-მეტყველენ სწავლანი, დვირისა ვერ განმცდელმან წველისა და ზრახვა რაიმე აღმოვსთქვი; ამისთვის საწად, რათა ჩემებრ უგბილთა სახმარად და სხვანი ზოგიმე უმაღლესი ძალისა ჩემისა რაიმე ღვთის-მეტყველებისათვის და სამღრთოთა სჯულთათვის ვისიტყვე და არა თუ თავით ჩემით შევაწყევ, არამედ ბრძენთა უზენანესთაგანთა მეცნიერთა მიერ გამოკვლევანი, რამეთუ ვიყავ მრავალთა ქვეყანათა მხილველ და მრავალთა ბრძენთა და ფილოსოფოსთა თანა-მომზრახე და ამათ მიერითა კითხვითა და განმარტებითა და კაცთა სულიერთა და სარწმუნოთა სულთა უწყებითა აღვსწერენით. მაშინ ესენი სარწმუნოდ და ქრისტესმი სასოებად განვმარტენ მშვიდობისათვის და სიყვარულისა და ეგრეთ წარუგზავნე საქართველოსა. ამისთვის გევედრებით უფალნო ჩემნო ქრისტეს-მოყვრენო საქართველოსათაგანნო, რათა მიმთხვევისათვის და აღმოკითხვისა შენდობისა თქვენ მიერისა წილ ყვედრება არა მოვიღო; ამისთვის ვიშიშვი და წმინდათა ცხოვრებასა თქვენსა შემოგავედრებ მცირეთა ამათ სიტყვათა ჩემთა, რათა არა უგულვებელს ჰყოთ. უკეთუ სულთა შესამატი სიტყვა იხილნოთ, შენდობასა ჰყოფდეთ სიყვარულისათვის მისისა, რომელმან სისხლითა თვისითა საუკუნო ხსნა მოგვანიჭა, და უკეთუ ცთომილად საგონებელი რამე იხილოთ, პირველად ღრმად განსჩხრიკეთ მეცნიერთა, და კვლავ უკეთუ ცთომილვე იყოს, შენდობასა ვითხოვ; რამეთუ არავინ არის უცთომელ გარდა ღვთისა და მე მას ჟამად, სარწმუნოდ ირწმუნეთ, არავინ უწყოდი უმეცარი და ცოდვილი ჩემებრ; ყოველთა უკნინესი ვიყავ, რამეთუ მას ჟამსა შინა უბრძნესნი საქართველოთანი საზღვრით და მიდმოგონებით განმარტებდეს სწავლისა სიტყვათა და ეგრეთა სწავებდეს ერთა, და უმეცარნი სამღრთოთა მცნებათაებრ მდაბლად მდუმარეობდეს და ორნივე ესე სასყიდელსა მოისთვლიდეს; ხოლო მე ორთაგანვე დაკდემულ ვიქმენ, ნუუკუე კეთილად აღმოვსთქვი და დუმილით სიმდაბლისაგანაცა გამოვეხვი. აღვსწერენით მინდობილმან ღირსებათა თქვენთამან, რათა ნაკლულევანებისათვის მომტევებელ მექმნეთ და შენდობა ცისკროვნებისაებრი გარდამოადინოთ; ერთტომობისათვის მომტევებელ იქმნეთ; თვისებრიობისათვის მოწყალე იქმნეთ, სიმკვდოვნ საარებულება ჩემი ილმოთ, რათა თქვენცა ესრეთთა ძმათ-მოყვარეთა, ნათელმან ნათლისაგანმან განიჭოსთ სიმრავლე მზე-გრძელობათა და იქ წიაღმტედ ინახად აბრაამიანთა ტაბლათა მსუფევთა, უფალმან გასვათ სასმელი მაუკვდავებელი, და ადგილი მწვანედნი გაუნჯეთ სასუფეველსა მკვიდრობისა მისისასა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მიმოსვლა ტფილისიდან ათონის მთამდე.
მარადის სასურვოდ და საწადად დავიდევ თვალთა გონებისა ჩემისათა, უღირსად ცხოვრებულისა ამის თავისა ჩემისათვის ლტოლვა ვინამე. კვლავ ტვირთმძიმეობა ბრალეულობათა ჩემთა სამარად-ხსენებად, რათა მომივიდოდეს ამისთვის მწირობად და უცხოებადმი წარსულის ხელყოფად ვისწრაფდიღა აღსვლად წმინდად ქალაქად იერუსალიმად თაყვანისცემად ცხოველს-მყოფელისა საფლავსა უფლისასა, და მთად წმინდად და მთად სინად, მოხილვად საცხოვრებელთა მათ და სენაკებთა წმინდათა მამათა ჩვენთა და ალაგებსა მას წმინდასა, პირ-მიწა დადებად კვარცხლბეკსა მას ღვთისა განგებათასა და მათ შინა ცხოვრებულთა მამათა შევრდომად ადგილის-მცველთა წმინდათა მამათა ჩვენთასა. რათა განცდითა და კურთხევითა მათითა რუდუნებული და უდები ცხოვრება ჩემი მირულებული ცოდვითა განვაღვიძო და მით საარებული თავი ჩემი ნუგეშეულ ვჰყო და ვირჩიო მე მივრდომა სახლსა ღვთისა ჩემისასა, არამედ სასურვი საწადისა ამის ჩემისათვის, ჯერეთ მოცალება და ჟამნი არა მომეგნეს.
ხოლო წელთა 1755, როდესაც განაგებდა საქართველოსა ცხებული ქრისტეს-მოყვარე მეფე თეიმურაზ და პირმშო სახელოვანი ძე მათი ღვთისმსახური მეფე საქართველოსა უფალი ირაკლი, მომხსენებელ ვიქმენ მეფობისა მათისა და ვიჯმენ იქიდან და მათ მიერითა საბოძვრითა და ქარტიითა განმტკიცებისათვის უცხოებად შორს მგზავრობისა ჩემისა კმასაყოფელი ავიღეთ და მოვიწიენით სამცხეს, ქალაქსა ახალციხესა, სახლსა ფაშა ათაბაგისასა2, და სცნეს რა მისვლა ჩვენი, კაცნი მოგვაგებნეს და განგვიმზადნეს სავანენი და საზრდონი ჯერისაებრნი.
ამისა შემდგომად მოგვიწოდა ფაშამა სადგურად და სრად თვისსა და გვითავაზა წესისაებრ მათისა თვითო ფერითა ნუგეშითა, და კვლავ სხვასა ჟამსა მივედით და ვზრახვიდით გზისა სულისათვის უმჯობესსა და იგი ზღვით დაამტკიცებდა მგზავრობასა ჩვენსა, და დაგვიწერა თურქთა ენათა ზედა ეპისტოლენი კოსტანტინეპოლედ, ერთი ხელმწიფესა სულთანთან3, და ერთი ვეზირთან და კარის კაცთა თანა სხვა შეწყნარებისათვის ჩვენისა და პატივისა და წარმოგვატანა ბეგი ერთი თათარი და წიგნები კმა-საყოფელი და წარმოვედით ახალციხიდან და მოვიწიენით მონასტერ-ყოფილსა ზარზმას4 და გარემო სოფლებსა მისსა; დღე-სასწაულსა ამაღლებისასა იქ დავისვენეთ და გარდავვლეთ მთა აჭარა და ვვლეთ ოთხ დღე და მოვიწიენით მდინარედ ჭოროხად. და ამიერიდან ზღვისა ნაპირსა ყასაბასა ბათომს და დაგვიყოვნდა იქ დღენი თორმეტნი ძიებასა ნავისასა და მოწყალებამან ღვთისამან ინება ჰავა ბორიასა კეთილი და გვეპოვა ნავიცა მარჯვე, ჩავსხედით მადლობელნი მწირთა ხელის-ამპყრობელისა ღვთისანი, დღესა მეერგასესა მოსვლასა სულისა წმინდისასა და დავაგდეთ საზღვარნი საქართველოსანი, და ზღვათა შინა და წყალთა მრავალთა; შევვედრენით სულნი ჩვენნი უფალსა, და ვვლეთ ასორმოცდა ათი მილიონი დღე და ღამე, და გამოვლეთ რიზა, ძველადგან თქმული საქართველოსა საზღვრად, და მოვიწიენით ყოვლად-ქებულსა ტრაპეზუნტას, ტახტსა და სამყოფსა ბერძენთა მეფეთასა, ადგილსა შემკობილსა თვითო-სახითა სიკეთითა, ზღვითა და მთითა და გადავხდით რა ზღვიდან, წარვავლინეთ არქიდიაკონი ჩვენი წინაშე მიტროპოლიტისა მოკითხვად. და მასცა ებოძნეს მღვდელი მომკითხავი ჩვენი, და მიგვიძღვა ზღვისაგან დამაშვრალთა სრასა რასმე ტურფად ნაგებსა და ბაღთა და ზღვისა ჭენებისა ღადოთასა ამოდ შესაქცევსა; დავისვენეთ იქ რა მცირესა ჟამსა, ავედით ხილვად ყოვლად-სამღვდელოსა ანანია ტრაპიზონელისა, ვინა წინა მოგვეგება კაცი ყოვლითა უკუე ქცევითა პატიოსანი და შემკობილი უცხოთ-მოყვარებისა მადლითა მდიდრად აღვსილი, და ფრიად კეთილად შეგვიტკბო და ზედას ზედა გვიწვევდა ტრაპეზად, და ინება ჩვენ მიერ მსხვერპლისა შეწირვა ხარისხისა თვისსა საყდარსა წმინდისა გრიგოლი ნოსელისასა, რამეთუ აია სოფია ტრაპეზუნტისა და სხვანი მრავალნი ეკლესიანი თურქთა დაუპყრიეს, და ვიყვენით იქ მღვდელთ-მთავრისა მიერ და ერთა ქალაქისაგანთა ფრიადსა პატივსა და ნუგეშისა-ცემასა შინა, ჩვენსა მთხოველნი, ჩვენ უღირსთაგან მსხვერპლისა შეწირვისა და აიაზმასანი და უცხოებასა ჩვენსა ჯეროვნად შეიწყნარებდენ და ავედით დედად მონასტრად და მოგვეგებნენ სულიერი დედა წინამძღვარი, და სხვანი დანი და დედანი, ჯვარ შემოსილნი კრებული გალობითა და კეროვანებითა შეგვიძღვნენ და თაყვანის-ვეცით ტრაპეზთა და ადგილთა მათ წმინდათა, რამეთუ იყვნეს გამოკაფულ კლდისაგან ეკლესია და ხელოვნად შემკობილ სადგურნი და სენაკნი მონასტრისა მის, მეფისა ალექსის კომნინოსისაგან5, რამეთუ თვითცა იქვე ესახა დედით და მეუღლით და შეგვიძღვნენ საეროდ ტრაპეზად და დაგვიგეს სანოვაგენი და გვიმასპინძლებდენ ამოდ და ფრიად ვიდრემე სარგებელ გვექმნა ხილვა მათი და ამიერიდან წამოვედით დაუყოვნებელად სადგურადვე ჩვენდა.
ამად ჟამად დაგვიყოვნდეს იქ ჟამნი ერთისა თვისანი და გვეშოვა ნავი მარჯვე და ავედით შენდობისა აღებად მიტროპოლიტისა, რამეთუ ფრიადცა გვიჭირდა განშორება მისი და აღმღებელთა ლოცნათა მათთასა, გვებოძა საგზალნი გზისათვის და ჩამოვედით ნავად და ვვლეთ ზღვით და განვვლეთ ქალაქი ტრიპოლი და მიერ მივიწიენით ქალაქად უნიჯად, მშვენიერსა მას ადგილსა და ქრისტიანეთა მოგვიყვანეს და დაგვასადგურეს სასახლესა და ტაძარსა წმინდისა ნიკოლოზისასა და შეიკრიბენ ერნი და გვიმასპინძლეს და შეგვიწყნარეს კეთილად და ხმელეთით გზა ავირჩიეთ და გვიბოძეს საგზალნი და ცხენნი გზისათვის; და წამოვედით ამიერიდან მავალნი ორ დღე და მოვიწიენით ნეოკესარიად ქალაქსა და ეკლესიასა გრიგორი საკვირველ-მოქმედისასა და თვით თვალითა ჩვენითა ვიხილეთ საკვირველება ქმნილი მის მიერ; რამეთუ ქალაქსა მას მოსდის მდინარე დიდი, რომელსა უწოდენ მგელსა და გარყვნიდა ნაშრომთა მათთა; ხოლო ერნი ევედრეს წმინდასა გრიგორის მისთვის; თვით წავიდა რა ხილვად მისა მდინარე შორს განაყენა და კვერთხი ჩაუსვა, რათა იმიერ აღარა წარმოვლოს მდინარემან და ეტყოდა სახელითა უფლისა იესოს ქრისტესითა; ნურღარა გადახდები ამიერ საზღვრით, და არს კვერთხი იგი ხე დიდ ვიდრე დღეინდელად დღედმდე, და ვითარცა შეშინებული, ეგრეთ განდრეკითა წარვლის იქიდან მდინარე იგი და ხიდი, რომელიცა აუგიათ მას ზედა. წყალი, ვინაიდან წარივლტის უქმად, მდგომარედ იხილვება და ღამესა ერთსა ძველსა მას ხიდსა თანა გავათიეთ და თვით ხარისხი ეკლესია კვლავ ქრისტიანეთავე უპყრიათ და წამოვედით იქედან და მოვიწიენით კომანად, კუკუსოდ სომხითისა, და ვიხილეთ საფლავი წმინდისა მამისა ჩვენი იოანე ოქროპირისა, რაჟამს იქ ექსორია ჰყვეს და იქვე აღესრულა და არის იქიდან მცირედ განშორებულად ქალაქი დიდი კუკუსო სომხითისა, რომელსა აწ თურქნი თოხათად6 უწოდებენ, და იქ მჯდომარებს ყოვლად-სამღვდელო ნეოკესარიისა და პაფლაღონიისა; მივიწიენით რა, ვაცნობეთ მისვლა ჩვენი მიტროპოლიტსა მათსა და მიგვიძღვნენ და დაგვასადგურეს სრასა ეკლესიისასა, და ვიხილეთ ყოვლად სამღვდელო ნეოკესარიელი უფალი გერასიმე და ფრიად ვიდრემე კეთილად დაგვასვენა და ძმებრივად შეგვიტკბო და დავყავით იქ დღენი რაოდენიმე და გარე ქალაქისა აღვედით და ვიხილეთ მონასტერი აღშენებული თეოდორა დედოფლისა მიერ ფრიად პატიოსანი. ჟამი იყო აგვისტო თხუთმეტი; ერნი შეიკრიბენ და დაგვაწვიეს მსხვერპლი საიდუმლოსა და ფრიად შეუწყნარებდეს უცხოებასა ჩვენსა.
აქა ვეძიებდით გზასა იერუსალიმად აღმყვანებელსა და იყო იქ ქარავანი დიდძალი, წამსვლელი ზმირინად7 და გავემზადენით წასვლად და ავიღეთ ლოცვა მღვდელთ-მთავრისა და წარვემართენით, რამეთუ იყო სამოცისა დღისა სავალი გზა და ვვლენით რა დღენი გამოვვლეთ ქალაქი ამასია, ხარისხი წმინდისა ვასილი ამასიელისა, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ აპრილს ოცდაექვსსა და გამოვვლეთ ქალაქი ზილოა და სამწყსო კესარია კაბადუკიისა, და ოცდა ხუთი დღენი უშენნი თურქმანნი ვვლენით და მოვიწიენით ქალაქსა ლუკაონსა, სადაც ეწამა წმინდა ფილიმონ, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ ნოემბრისა ოცდა ცხრასა, და ქალაქსა მას ახლოდ ახლავს მონასტერი წმინდისა ელენესი, რამეთუ ამა მონასტერსა შინა, აღზრდილ-არის ამფილოკე იკონიელი. და ამას მონასტერსა შინა იყო აბანო ბუნებით ცხელთა წყალთა ვრცელად მომდინარე, ვითარ წისქვილსა კმა-ეყოფოდა საბრუნავად და იქიდან ვვლეთ და მოვიწიენით სამწყსოსა იკონიელ-ეპისკოპოზისასა, სადაც წმინდანი მოწამენი კვირიკე და ივლიტა ეწამნეს. და იყო იქ მღვდელთ-მთავარი იკონიისა დიონისიოს და ქრისტიანეთა დიდად შეგვიტკბეს და საგზალითა და საბოძვრითა აღგვავსეს და ამიერიდან წამოვლეთ; გზასა ზედა ვიხილეთ კამარანი რაიმე და იქ ისხდენ მოლანი თურქთანი და იკითხავდენ წიგნსა, და ვჰკითხე რა მათთვის, მეტყოდნენ ვითარმედ ასრადინ მოლის საფლავი არისო იქ და მას წმინდად ეხვენო და განვკვირდი ცრუისა მის და მასხარისა მოსაობასა და ამიერიდან ვვლეთ და მივიწიენით მახლობელ, სადაც წმინდამან მამამან ხარიტონ მონასტერი აღაშენა, რამეთუ ქართველნიცა მრავალნი ცხოვრებულან იქ, და მივიწიეთ უშად და მიერ გულა-ყასაბად, სადა იყო მონასტერი მთავარ-ანგელოზთა, და იქ განვეყარეთ ქარავანსა და დავისვენეთ ქრისტიანეთა-თანა. და შემდეგ წავედით ქალაქად ფილადელფიად, იქ, სადაც ღვთისმეტყველი იოანე მიუწერს შვიდთა ეკლესიათა ასიისათა: ეფესოს, ზმირინს, ან არტირას, სარდეს, ფილადელფის, ლაოდიკიას. ამა ფილადელფიას მივედით და მოგვეგებნენ ქრისტიანენი და დაგვასადგურეს სრასა ეკლესიისასა და კეთილად შეგვიტკბეს და ვიხილეთ ძველი ეკლესია ღვთის-მეტყველისა იოანესი. ესეთ მცორედნი სვეტნი ღია დარჩენილ იყვნენ და ახლოსღა იქ კოლასეს შინა არის ეკლესია მთავარ-ანგელოზისა.
ესე არის ხონას, რომლისა სახსენებელსა ვდღესასწაულობთ სეკდემბროსა ექვსსა. რამეთუ სასწაული ესე არის: წარმართთა მდინარე დიდი გამოსთხარეს და მიუგდეს მონასტერსა მთავარ-ანგელოზისასა, რათამცა წარეღუნა; ხოლო ქრისტიანენი შეიკრიბენ ვედრებად მთავარ-ანგელოზისა და მოიწია რა მდინარე ახლოს, მონასტერსა აღარა მომართა, არამედ განხვრელა ქვეშე ქვეყანა და მას შინა განვლო წყალმან მან. ვიდრე დღეს აქამომდე ესეთ მოსდის წყალი იგი, და იქ ახლოს არის ქალაქი იგი, რომლისა შინა ეწამა წმინდა მარინა და წამოვედით იქედან, და მოვედით შვიდთა მათ ეკლესიათაგანსა ღვთისმეტყველისა სარდეოს, სადაც იჯდა წმინდა მამა8 ევთიმი სარდიისა ეპისკოპოზი, და იყო სრულიად აოხრებული, ვიდრე მცირედნიღა ნაქცევნი თუღა დარჩენილ-იყვნეს და კაცნი სრულიად აღარა იპოებოდენ. და გავათიეთ ღამე ერთი იქ და მეორე დღეს ვვლეთ და მოვიწიენით ქალაქად ყასაბადმ. ქრისტიანეთა თანა დავისვენეთ და იქიდან წავედით ქალაქად მაღნისიად, ძველთა მეფეთა სამყოფსა და შემკულსა მთითა და ბარითა, და ეფესოსა ეპისკოპოზი ნათანაილ იქ მჯდომარე იყო და ძველი საეპისკოპოზო კოდრატე მოციქულისა და მღვდელ-მოწამისა მაღნისიისა, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ სეკდემბრის 27, და იქ ეწამა წმინდა მოწამე ხარალამპი, რამეთუ მღვდელი იყო იქაური, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ ფებერვალის 10 და იქ გავათიეთ ქრისტიანეთა-თანა ჟამნი რამდენიმე და შემდეგ წავიგზავნენით ზმირინად, შვიდთა მათ ეკლესიათაგანსა, სადაც მჯდომარე იყო წმინდა პოლიკარპე ზმირინისა ეპისკოპოზი და ვუკოლე. ესე პოლიკარპე დაიწვა ცეცხლისა მსახურთაგან დასაბამიდან ხუთი ათას ექვსას ორმოცდა სამსა9 და ხსენებასა მისსა ვჰყოფთ ფებერვლის 23.
და ვიხილეთ ქალაქი ესე მჯობი ყოველთა ქალაქთა, ესეთ, ვითარცა ედემსა შინა სამოთხე; პირად-პირადობა შენებულობათა და საწუთოთა ედემებრიობთა გარდაემატა; ერთ კერძო-თეთრი ზღვა აღვსილი მრავლითა ხომალდითა და ნავითა, და ანგანი აღმართებელ იყვნეს ვითა ხე მაღნარისანი და ერთ-კერძო მთანი, და ძირსა ველნი და ჭალანი, ბაღჩა-ბაღითა და წალკოტითა აღვსილ, და ზეთის-ხილთა ტევანრიანობა დახშირებულ და ნარინჯ-თურინჯითა კვიპაროზთა და ალვისა-ხისა მაღნარნი. ნიავწვლილ სულთა ბერუასა საყნოსელნი გაელაღნეს. შევედით შინაგან ქალაქსა, ვიხილეთ სრანი და პალატნი უცხოდ ჩინელთაებრ სეროებულნი, ესეთ ვითა მაისის ველთა ასფო-დელოებნი; და მოგვიძღვნენ სასახლესა იერუსალიმის მეტოქისასა და არქიდიაკონი ჩვენი ვაახელით მიტროპოლიტსა ზმირინისასა უფალსა ნეოფიტეს, და მასცა დიაკონი თვისი ებოძა და მიგვიძღვნენ სრასა მთაწმინდელთა ქართველთა მონასტრისასა და იქ დაგვასადგურეს10; ამისა შემდგომად წავედით და ვიხილეთ ყოვლად-სამღვდელო კაცი დიდად პატიოსანი, რითა და პალატითა მდიდარი და ვიამბორეთ და მოგვიკითხნეს და იყვნენ იქ სხვანი ორნი ეპისკოპოზნი ჯმნილნი სამწყსოსაგან, და შევედით ეკლესიად კათოლიკედ წმინდისა ფოტინე სამარიტელისასა და განვიცდიდით თვითო სახეობასა სამკაულსა უცხოთა ეკლესიისათა, და გვიაწვია პალატად მღვდელმთავარმან მან და განგვიმზადა სერი ბრწყინვალე და პატივს-გვცა ჯეროვნად და დავადგერით იზმირს ჟამ რაოდენმე და იყო მიმდემი განკრძალვით ქრისტიანეთაგან ეკლესიათა შინა სვლა და მხურვალედ ვედრება; ხოლო მე ზიართა მათ სამღვდელოთა და საეროთა სამარადისოდ ლოცვასა განვეკვირვე და ვიხილე იქ აკადემია საფილოსოფოსო, და იეროთეოს ფილოსოფოსი მონაზონი ვინმე ასწავლიდა მრავალთა იქ შვილისაგანთა; რამეთუ იყვნეს იზმირს ბალიოზნი საფრანგეთისანი, და იყო ქალაქი სავანედ მრავალთა დიდ-ვაჭართა უცხოთა, რამეთუ ნავნი იერუსალიმად წასულ იყვნენ ჟამნი იყვნენ ნოემბრისანი და გვასწავლეს ვითარმედ, ქიონად გეშოვოთ ნავი წამსლველნი იერუსალიმად, და აღვიდეთ ლოცვა მღვდელთ-მთავრისაგან და ჩავსხედით ნავსა წასვლად ქიონად, რამეთუ შორევდა ასი ოდენ მილიონი.
ესე არის ხონას, რომლისა სახსენებელსა ვდღესასწაულობთ სეკდემბროსა ექვსსა. რამეთუ სასწაული ესე არის: წარმართთა მდინარე დიდი გამოსთხარეს და მიუგდეს მონასტერსა მთავარ-ანგელოზისასა, რათამცა წარეღუნა; ხოლო ქრისტიანენი შეიკრიბენ ვედრებად მთავარ-ანგელოზისა და მოიწია რა მდინარე ახლოს, მონასტერსა აღარა მომართა, არამედ განხვრელა ქვეშე ქვეყანა და მას შინა განვლო წყალმან მან. ვიდრე დღეს აქამომდე ესეთ მოსდის წყალი იგი, და იქ ახლოს არის ქალაქი იგი, რომლისა შინა ეწამა წმინდა მარინა და წამოვედით იქედან, და მოვედით შვიდთა მათ ეკლესიათაგანსა ღვთისმეტყველისა სარდეოს, სადაც იჯდა წმინდა მამა8 ევთიმი სარდიისა ეპისკოპოზი, და იყო სრულიად აოხრებული, ვიდრე მცირედნიღა ნაქცევნი თუღა დარჩენილ-იყვნეს და კაცნი სრულიად აღარა იპოებოდენ. და გავათიეთ ღამე ერთი იქ და მეორე დღეს ვვლეთ და მოვიწიენით ქალაქად ყასაბადმ. ქრისტიანეთა თანა დავისვენეთ და იქიდან წავედით ქალაქად მაღნისიად, ძველთა მეფეთა სამყოფსა და შემკულსა მთითა და ბარითა, და ეფესოსა ეპისკოპოზი ნათანაილ იქ მჯდომარე იყო და ძველი საეპისკოპოზო კოდრატე მოციქულისა და მღვდელ-მოწამისა მაღნისიისა, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ სეკდემბრის 27, და იქ ეწამა წმინდა მოწამე ხარალამპი, რამეთუ მღვდელი იყო იქაური, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ ფებერვალის 10 და იქ გავათიეთ ქრისტიანეთა-თანა ჟამნი რამდენიმე და შემდეგ წავიგზავნენით ზმირინად, შვიდთა მათ ეკლესიათაგანსა, სადაც მჯდომარე იყო წმინდა პოლიკარპე ზმირინისა ეპისკოპოზი და ვუკოლე. ესე პოლიკარპე დაიწვა ცეცხლისა მსახურთაგან დასაბამიდან ხუთი ათას ექვსას ორმოცდა სამსა9 და ხსენებასა მისსა ვჰყოფთ ფებერვლის 23.
და ვიხილეთ ქალაქი ესე მჯობი ყოველთა ქალაქთა, ესეთ, ვითარცა ედემსა შინა სამოთხე; პირად-პირადობა შენებულობათა და საწუთოთა ედემებრიობთა გარდაემატა; ერთ კერძო-თეთრი ზღვა აღვსილი მრავლითა ხომალდითა და ნავითა, და ანგანი აღმართებელ იყვნეს ვითა ხე მაღნარისანი და ერთ-კერძო მთანი, და ძირსა ველნი და ჭალანი, ბაღჩა-ბაღითა და წალკოტითა აღვსილ, და ზეთის-ხილთა ტევანრიანობა დახშირებულ და ნარინჯ-თურინჯითა კვიპაროზთა და ალვისა-ხისა მაღნარნი. ნიავწვლილ სულთა ბერუასა საყნოსელნი გაელაღნეს. შევედით შინაგან ქალაქსა, ვიხილეთ სრანი და პალატნი უცხოდ ჩინელთაებრ სეროებულნი, ესეთ ვითა მაისის ველთა ასფო-დელოებნი; და მოგვიძღვნენ სასახლესა იერუსალიმის მეტოქისასა და არქიდიაკონი ჩვენი ვაახელით მიტროპოლიტსა ზმირინისასა უფალსა ნეოფიტეს, და მასცა დიაკონი თვისი ებოძა და მიგვიძღვნენ სრასა მთაწმინდელთა ქართველთა მონასტრისასა და იქ დაგვასადგურეს10; ამისა შემდგომად წავედით და ვიხილეთ ყოვლად-სამღვდელო კაცი დიდად პატიოსანი, რითა და პალატითა მდიდარი და ვიამბორეთ და მოგვიკითხნეს და იყვნენ იქ სხვანი ორნი ეპისკოპოზნი ჯმნილნი სამწყსოსაგან, და შევედით ეკლესიად კათოლიკედ წმინდისა ფოტინე სამარიტელისასა და განვიცდიდით თვითო სახეობასა სამკაულსა უცხოთა ეკლესიისათა, და გვიაწვია პალატად მღვდელმთავარმან მან და განგვიმზადა სერი ბრწყინვალე და პატივს-გვცა ჯეროვნად და დავადგერით იზმირს ჟამ რაოდენმე და იყო მიმდემი განკრძალვით ქრისტიანეთაგან ეკლესიათა შინა სვლა და მხურვალედ ვედრება; ხოლო მე ზიართა მათ სამღვდელოთა და საეროთა სამარადისოდ ლოცვასა განვეკვირვე და ვიხილე იქ აკადემია საფილოსოფოსო, და იეროთეოს ფილოსოფოსი მონაზონი ვინმე ასწავლიდა მრავალთა იქ შვილისაგანთა; რამეთუ იყვნეს იზმირს ბალიოზნი საფრანგეთისანი, და იყო ქალაქი სავანედ მრავალთა დიდ-ვაჭართა უცხოთა, რამეთუ ნავნი იერუსალიმად წასულ იყვნენ ჟამნი იყვნენ ნოემბრისანი და გვასწავლეს ვითარმედ, ქიონად გეშოვოთ ნავი წამსლველნი იერუსალიმად, და აღვიდეთ ლოცვა მღვდელთ-მთავრისაგან და ჩავსხედით ნავსა წასვლად ქიონად, რამეთუ შორევდა ასი ოდენ მილიონი.
მივიწიენით ჰავითა კეთილად ქიონიად11, ქალაქსა ისიდორე ქიონელისასა, რამეთუ დეოკლიტიანემ აწამა ისიდორე იქ, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ მაისის თოთხმეტსა. ამა ქალაქსა თურქნი საყისად უწოდებენ, რომელიც არის დანამასტაკი, რამეთუ სხვაგან არა იშოვება თუ არა იქ; რამეთუ არს ესე ჭალაკი ზღვასა შინა და ვიხილეთ ქალაქი ფრიად პატიოსანი, სახლნი ქვითა თლილითა შენებულნი და მტკიცედ მოზღუდვილნი, რამეთუ არა რა შიში იყო დაწვითა ცეცხლისათა და დაგვასადგურეს ქართველთა მონასტრისა მეტოქესა სახლსა და მივედით და ვიხილეთ დიონოსიოს ყოვლად-სამღვდელო ქიონელი და პატივის-ცემით შეგვიწყნარა, რამეთუ ნავნი წასულ იყვნენ იქ. და დავრჩით ქალაქსა შინა და განვიცდიდით პირადობასა ქალაქისასა. გვატყოდენ ქრისტიანენი, ვითარმედ ექვსასი არის ეკლესია დღეს ქალაქსა ამასო და ბაღითა და ხეხილითა აღვსილი იყო ჭალაკი იგი და ვიხილეთ იქ ექსორია ქმნილი ვლახთ მეფე კოსტანტინე. რამეთუ გვეუცხოვა ქცევა და სამეფონი ზრდილობანი მისნი და გვკითხვიდა საქართველოთათვის, და სხვათა მრავალთა საუბართა შევექცეოდით.
ამისა შემდგომად იწვიეს კვლავ სტამბოლად და წარგზავნეს სამეფოდ თვისად. ამად ჟამად მოიწია დღესასწაული ტაძრად მიყვანებისა და მოამზადეს ეკლესია წმინდისა ბიკტორისა, და მოაკრეს ხალასად ნაკერნი ფარდანი კედელ-ყურეთა, და სხვად მრავლად შეამკვეს. და ალმებთა ხალასობა და შეფერება საყდრისა ვითარ აღვსწერო. არა თუ იგი საყდარი, არამედ მრავალნი ერთი მეორისა უსაკვირველესად იყვნეს შემკობილ. ვარ მხილველი მოსკოვისა და პეტერბურღისა, რომელთა შორის თავ-წარსხმულად ჰყვავის ქრისტიანობა დღეს, და იქ არა მიხილავს ესეთ შემკულნი ეკლესიანი. რა საკვირველად თვალითა მარმარითა აღმართებულ იყვნეს სვეტნი და ზედ კამარანი მოჭრილნი ყვავილებად და ნახჩებად კედელთა ზედა მდგომარე იყვნეს სერაფიმნი და ხერუვიმნი მარმარისანი, და კამარეთა ზედა ფრთებ აღპყრობილნი ანგელოზნი, მტვირთველნი სანთლისა ოქროცვებულისანი; კედელთა ზედა ნახვნი მომაღლოდ ამოყვანილნი და შიგ ხატი და წინ ხომლის რტოული სასანთლე და ქვეშედ მძიმედ ნაკერნი ფარდანი ოქრო ნაშვნი. სხვანი სასანთლენი ოქრო-ცურვებულნი შუბივით საჭერნი ხელთა, და სხვანი შუბის თავთა ფარნები ჭიქისანი ფერად-ფერადნი და სხვანი სალამანდროსნი, წინ-საძღოლნი ქორ-კანდელნი და ხომლნი ჭიქისანი. უცხოები, სირაქლემისა კვერცხნი ფერადისა ჭიქისა და ქაშანურისანი იყვნეს, და კამარებად ჩამოკიდებულნი ეკლესიისა კამარათა შინა და აღანთებდნენ რა, მგზავსი იყო ნამდვილ ირისესა; იატაკნი ეკლესიისანი ფერადისა მარმარისანი ჩაწყობით მიჭადრაკულნი; და საკურთხეველისა იატაკნი და ტრაპეზისა და კედელნი ფერადისა ქაშანურისანი და ხარისხი მაღალი საჯდომელი ეპისკოპოზისა. და სალხინებელი ტრაპეზისა, ესოდენ მეუცხოვა, რომ ვერ შევძლე აღწერად; თუ უცხო რამე ხრახნილები და ზედა გვირგვინნი ოქრო-ცურვებულნი და ზედ ჯიღითა და თომარითა რაითმე მგზავსითა განდგმულ და მორთულ. სრულიად მათნი ეკლესიანი ესეთ იყვნენ. კანკლისა სიუცხოვე ვითარღა აღვწერო; კარის ბჭენი და გარეთ ეზონი ფერადითა ქვითა ჩაწყობილნი; ხოლო მგალობელნი მათნი არა გალობდნენ ბერძულად, არამედ ნოტითა იტყოდნენ. ამა საყიზის შუა კუნძულსა შინა არს მთა მაღალი და მას შინა მონასტერი დიდებული, რომელსა აიამონი ეწოდება. დღესა ერთსა ვიწყეთ აღსვლა იქ, და მოგვართვეს ჯორნი და იღუმენიცა მათი თანა გვიახლა; რამეთუ შორევდა ჟამისა ორისა სავალ, და განვლეთ რა შუა გზა მონასტრის ბაღნი და ვენახნი იყვნეს და სულიერი სახილავი იხილვებოდა, რამეთუ მონაზონნი მამანი ხვნიდენ და ბარვიდენ და ნერგსა ასხმიდენ და აღვვლეთ რა აღმართი მთათა შინა ნაძვ-ფიჭვნარიანობა იხილვებოდა, და ტევრთა მათ შინა გამოჩნდა ბრპენითა დაბურვილი მონასტერი ბრწყინვალე და გვეტყოდნენ, ვითარმედ მდიდარ-არის მონასტერი და ძველითა სიმდიდრითა გარდაცემულ.
როდესაც მისვლა ჩვენი სცნეს, ჰკრეს ზართა ძლიერად მონასტრისათა, და მოგვეგებნენ მამანი ორას ორმოცდაათნი სანთლებითა და კეროვნებითა, და მოგვართვეს კვერთხი და მდინარე და შეგვიძღვნენ კმევითა სუნნელთათა, და მგალობელნი გალობდენ ტკბილად, და შევედით ეკლესიად და თაყვანი-ვეცით წმინდათა მათ და აღვედით ხარისხად, მაშინ იწყეს შეგვიწყალენი და მომადლებისათვის ჩემისა სთქვეს მრავალ-ჟამიერობა მეფეთათვის ჩვენთა და ისპოლაეტი მრავალ-ჟამიერი ხმა ამოდ გვეზიარა და უამბორეთ მამათა და ძმათა და მიგვიძღვნენ სადგურად და ვიკითხეთ აღმაშენებელი მისი, რამეთუ გვეტყოდნენ, ვითარმედ კოსტანტინე მეფემან მონომახმან აღაშენაო.
აწ მონასტრისათვის ვიტყოდეთ. იატაკნი ეკლესიისანი ფერადისა არღავანისა ქვისაგან ესეთ ჩაეწყოთ, ვერა ხორასნელი ორხუა ვერ შეეფერებოდა. საყდარი არის რვა-კუთხე და ირგვლივ ოცდა-თორმეტნი არღავნის ფერადნი სვეტნი უდგას. კედელნი არღავნისასა ბალღამისა ქვისა ფერადისა ხონჩურებ ჩაწყობილი, არა თუ კირითა და ღორღითა, არამედ ტყვივითა ჩასხმული და სპილენძით შეძერწილ, თავისის სხვის ფერით აშიებითა ვიდრე მოხრილს კამარადმდე; ხოლო გუმბათი და კამარანი ელვ არის სოფიოს კენჭითა, სხვანი ჩაგულ-ქანდებული. ხატნიცა ბრწყინვალე სოფიის კენჭით იყვნეს; მისი ელვარება და კამკამნი სამყაროსა დღისა ცისასა და ღამისა ლაჟვარდიანსა ფერსა უდრიდა. რაჟამს ჭიქისა და ვეცხლისა ხომლნი აღანთიან, მგზავსი იყო მთვარისა ვეცხლისა სახისა, და ვარსკვლავთა ხელმწიფებად და მნათობად ღამისა მნათთა. სანათურით რა გავსჭვრიტი, ფერადისა წითლისა და ყვავილისა თლილისა მინისა სინათლე მთიებთა შუქთ-მკრთომარეობასა ესახებოდა. კარისბჭეთა იატაკთა რა გავხედი, მეგონეს, ვითარმედ ოქსინოითა მოუფარდაგებიათ გამოსაჩვენებელად. ვიხილენ რა განვკვირდი: ქვანი იყვნენ ჩაწყობილნი; მეუცხოვა სიკეთე მისი და თაყვანი-ვეცით ცერსა ნათლის-მცემელისასა, რომლითა შეახო თავსა მაცხოვრისასა და არის თავი მოციქულისა ფილიპესი, თავი მოციქულისა ტიმოთესი, თავი დიდისა ევთიმისა, თავი ევგენიასი, თეძო წმინდისა გიორგისა, ფეხი ხარიტონისა და სხვანი მრავალნი ნაწილნი. ამა მონასტერსა ვიხილე სასწაული საკვირველი, რამეთუ ერთი შავი არაბი განქურდავად შესულ-არს ეკლესიასა, ზევით აუხედია, მოჰკიდებია ცეცხლი და სრულიად დამწვარა. ცალი მკლავი მორჩენილ-იყო ქურდის არაბისა და იქ მდებარედ ვიხილეთ.
ამა მონასტრისა აღშენებისა მიზეზს ესეთ გვეტყოდენ, რამეთუ მჯდარა ვინმე მონაზონი დაყუდებული იქ და აწ სადაც ტაძარი სდგას, იქ უხილავს ნათელი. მრავალ-გზის წასულ-არის დაყუდებული იგი და უხილავს იქ ხატი ყოვლად-წმინდისა, და სმენია ესე მეფესა კონსტანტინეს და ამისთვის აღუშენებია მონასტერი იგი. ის ხატი აწცა დიდი სასოებით უსვენიათ იქ და გვეტყოდენ მამანი, ვითარმედ ქართველი არაოდეს გვიხილავსო და არცა ენა გვასმიესო, აწ შესწირეთ მსხვერპლი საიდუმლოსა; მე უარი მოვახსენე, არამედ ფრიად მევედრებოდენ და შევწირეთ უღირსითა ბაგითა საიდუმლო და მათცა ვაწირვინეთ მეფეთა ჩვენთა წარსამართებლად და განგვიმზადეს ტაბლა მშვენიერი და გავათიეთ რა იქ ჟამნი რამდენიმე, კვლავ ქალაქად საყისად სადგურად ჩვენდა მოვიწიენით ლოცვისა მომღებნი მათნი და მმადლობელნი ღვთისანი.
აქა ყოფასა ჩვენსა მოვიდა ამბავი რაიმე საკვირველი, რამეთუ წმინდა სფირიდონ საკვირველთ-მოქმედი მრთლივ წაუსვენებიათ კვიპრიით და მოუსვენებიათ ქალაქსა კერკურას, სადაც იჯდა წმინდა არსენი კერკურისა მთავარეპისკოპოზი, და იქ სფირიდონ მრთლივ მგზავსი ცხოველისა, მდგომარე-არის ანაფორით და ქუდ-ბარტყვლით. კაცმან ვინმე ჩააცვა ძვირ-ფასი შესამოსელი და მეორე დღეს იხილეს ახალი იგი მდებარედ ტრაპეზსა ზედა და თვით ძველივე შეემოსა. კვლავ თურქნი შემოადგნენ და იხილეს სფირიდონ, მოსვრიდა თურქთა მათ და წარიოტებდა. ამისთვის დღესასწაულსა დიდსა აღასრულებენ იქ. კვლავ მოგვესმა ვითარმედ, ქალაქსა მას კერკურას. მხმობელმა იძახა ვითარმედ, შეიწრდა ქალაქი ესე საზრდოსაგან და უცხოებად მოსულნი ნურღარა დაადგრებიან, წავიდენ აქედან; ამისთვის შეიწრდენ მრავალნი ქვრივნი და ობოლნი წასვლისათვის; ხოლო იხილეს ღამესა მას, რამეთუ სფირიდონ აღარა იმყოფება იქ და მრავალი ეძიეს და ვერ ჰპოვეს; ვინაცა მწყემსმან მან ვინმე ცხვართამან იხილა მთათა შინა წმინდა სფირიდონ, დავარდა, თაყვანი-სცა. ხოლო სფირიდონ ეტყოდა ვითარმედ ქალაქით გამომდევნეს, რამეთუ მეცა მწირი ვარ და უცხო, კვიპროსიდან მოსული, სადაცა ეგენი ქვრივნი და ობოლნი წავლენ, მეცა წავიდე აქედან, და წავიდა მწყემსი იგი და უთხრა ესე მღვდელთა მათ. ხოლო მათ მხმობელი აძახეს, ვითარმედ უცხოებით მოსულნი ნურღარა სადმე წავლენ, რამეთუ სფირიდონ არის მეოხ მათდა. ამისთვის წავიდენ და ჩამოასვენეს სფირიდონ და არის იქ მდგომარე სასოებით მიმავალთა მეოხად და შიშითა და ლიტანიობითა სახილველი. – კვლავ გვითხრობდენ ვითარმედ, აწ წასულან წელნი ექვსნი, რამეთუ იყო აქა სულიერი მამა მონაზონი სახელით იოაკიმ, დიდი მოწყალე გლახაკთა, სნეულთა და უცხოთა შემწყნარებელი, რამეთუ ტყვეთა გამოიხსნიდა და საპყრობილეთა შინათა ზედას-ზედა მოიხილვიდა და ნუგეშს-ცემდა, და უხვებით გლახაკთა და დავრდომილთა საფასეთა გაუყოფდა, და არა დასცხრებოდა ქველის-მოქმედებისაგან არასოდეს და უკეთუ გადახდის დღე ერთი და არა მისცის გლახაკთა შესწუხდის ფრიად და სცრემლეოდის. ხოლო გარდაცვალებასა მისსა საკვირველად უდიდებია ღმერთსა, რამეთუ მიცვალებულა რა მარჯვენესა ხელსა ჯვარი გამოსახვია, და ხილვად მისსა მრავალნი ურიანი და თურქნი შემოკრებილან და უხილავთ საკვირველი ესე ხილვა.
ამა ჟამად ვერ მპოვნელთა ნავისათა იქ, რათამცა წავიმართენით იერუსალიმად, უმჯობესად ავირჩიეთ დაზამთრება მთა-წმინდად და მოვივაჭრეთ ნავი და მივანდევით თავი უფალსა და წავედით გამომსალმებელნი ქრისტიანეთანი და გამოვლეთ მიტილინი და მივიწიენით ბოხჩადად12, სადაცა ქართლისა კათალიკოზი დომენტი ექსორიად ცხოვრებულ იყო. და მოგვეგებნენ ქრისტიანენი და გვკითხვიდენ ამბავსა მისსა და იქიდან ჩავსხედით ნავსა. რამეთუ აღგვიდგა ღელვაცა ფრიადი, და მივიწიენით ლემენად ჭალაკად13 კვირიაკესა მღვდელ-მთავრისა ლემენისა პართენისა და შეგვიტკბო ფრიად და სადგური განგვიმზადა და ქრისტიანეთაცა პატივ-გვცეს და პირისპირ განვსჭვრედით მთაწმინდასა და ვიხილეთ ყაენისა შვილი ცხვირ-მოკვეთილი თამაზისაგან: იქ დაეყენებინათ თურქთა. ხოლო ნებამან ღვთისამან მოგვცა ჰაერი და ჩავსხედით ნავსა და მივედით მთა-წმინდად მმადლობელნი ღვთისანი, რომელმან დაგვიცვა უცხოებასა შინა ჩვენსა ზღვისა ღელვათა და ხმელთა ამბოხებათაგან. მისაა დიდება. ამინ.
მისვლა მონასტრად საქართველოსა კარისა ღვთის-მშობლად
ავედით მთა-წმინდათ კოშკსა, და ზღვით ნავთსაყუდელსა რომლისამე მონასტრისასა ღამესა მას და წარვავლინეთ კაცნი მონასტერსა ქართველთასა და ვაცნობეთ მისვლა ჩვენი. მსწრაფლ აღეკმაზათ ჯორნი და წარმოემართათ და აღვსხედით და წარვემართენით მონასტრად და გამოსჩნდა ციხე და შენებულობა მონასტრისა, და იხილვებოდა ვითა ქალაქი მთასა ზედა დაშენებული; და მივიახლენით რა, შექნეს რეკა ზართა და მოგვეგებნენ სკეოჶილაკე თეოკლიტე და წინამძღვარი ნათანაილ და უმრავლესნი ღირსნი მამანი და ძმანი, ვგონებ სამასნი ოდენ და მოგვართვეს მდინარე და კვერთხი და შევედით ეკლესიად და თაყვანი-ვეცით ჯერისამებრ და იტყოდენ შეგვიწყალენსა მეფეთა ქართველთათვის და ვეამბორეთ ურთიერთას. შიგნითი ეკლესია ასე გვეუცხოვა, კნინღა აიამონის ეკლესია დაგვავიწყა. რომელმან ხელოვანმან მოქსოვა ათრანგნი ხავედნი, ვითა იმა ეკლესიისა იატაკნი ჩაწყობილ-იყო ფერადითა იასპითა და ეშმისა ქვითა. რამეთუ აუშენებია გიორგი მთაწმინდელსა მეფისა ბაგრატ კურაპალატის საფასითა და გუმბათის ჩამოსწვრივ სინით მოხუცეულს ნახჩზედ ეწერა: გიორგი მღვდელ-მონაზონი ქართველი.
სხვასა ამას ვიტყოდით, ვითა რუკა მეჭანდრაკესა აჩვენებს სვლასა, ეგრეთ იქ იატაკნი აჩვენებენ დღესასწაულსა, სადაც საკურთხნი პური ჯერ-არს დადგომად, სადაც სასანთლეთა დადგომა, სადაც მღვდელთა და დიაკონთა დგომა, სადცა ისოდია მღვდელთა განწყობა. კედელნი აქვნ მარმარილოსა წმინდისა და ქაშანურისანი; კანკელი უცხოდ ყვავილებითა და ხრახნილებით ოქრო-ცურვებულნი; სალხინებელი საკურთხეველისა, ხარისხი წინამძღვრისა ოქრო ცურვებულნი; უცხონი ფანჯარანი თვითო სახისა მინისანი ყვავილებად მოჭრილნი; დიდი პოლიელეო და ხომლნი და ქორ-კანდელნი ჭიქისანი და ვერცხლისანი უცხონი, რამეთუ განსაკვირვებულ იყო მშვენიერება ტაძრისა მის და ეზოსა ტაძრისასა სამარხო ლუსკუმა ღირსთა მამათა ჩვენთა: ევთიმისი, იოანესი, მამისა იოანესი და გიორგი მთა-წმინდელისა, კანდელთა ნთებითა პატიოსნად შემკული. ხოლო გარეთნი მრჩობლ-კეცნი კარის-ბჭენი და გალავანნი, და სხვა ზოგი შენებულობა აუშენებია თორნიკესა: იტყვიან ამისსა ქსნის ერისთავი იყოო14. ესე თორნიკე ყოფილა სპასალარი ქართლისა სახელოვანი და ძლიერი ბრძოლასა შინა. ამისსა შემდგომად უჯემნია მსოფლიოთა დიდებათაგან და მოსულ-არის დის-წულისა თვისისა ევთიმი ქართველისად და მონაზონ ქმნილა. თორნიკეს აქეთ არიან წელნი წასულნი 748 15. მას ჟამად მეფე ცხოვრებულა ქართველთა ზედა დავით მეფე, და ბერძენთა ზედა მიხაილ. იყო რა იგი წლისა შვიდისა და განაგებდა სამეფოსა მას აგვისტინა დედა მიხაილისა თეოდორა, მაშინ სპარსნი ამხედრდენ და მიიწივნენ ვიდრე ბრუსადმდე. დედოფალმა თეოდორამ სხვა ღონის-ძიება ვერა ჰპოვა: თორნიკ ყოფილი იოანე მონაზონი ქართველი აწვიეს სპასალარად კოსტანტინეპოლედ. არა ენება წასვლა, არამედ მამისა ევთიმის შენდობით წავიდა, და აღხადეს მონაზონებისა სახე, და შემოსეს მხედართა და მოერთო სპანი საბერძნეთიდან და საქართველოთ და ებრძოდა სპარსთა და მძლე ექმნა მათ დადევნა უყო ვიდრე შუა სპარსეთადმდე. და იავარ ჰყო იგინი და გამარჯვებული შემოიქცა კვლავ კონსტანტინეპოლედ, და კვლავ აღვიდა მთა-წმინდად და იქმნავე მონაზონ.
აწ ამას ვიტყოდეთ, განვიცადე რა მშვენიერება ხეხილთა, ვენახთა და წყარო-წყალთა და ედემერობა ადგილისა მის. ამა მონასტერსა შინა ნათლის-მცემელის ტაძარია ევთიმისაგან აშენებული ოთხს მწავნე არღავნის სვეტზედ. როდესაც წმინდას ათანასის ლავრიდან გამოვიდნენ, მაშინ ააშენეს სხვა გუმბათიანი ტაძარი პორტაიტისა, განახლებული აშოთანის მიერ მუხრანის ბატონისა.
აწ პორტაიტისა ღვთის-მშობლისათვის ვიტყოდეთ, რომელიც არის კარისა ღვთის-მშობელი; რამეთუ იტყოდენ ვითარმედ ჟამსა თეოფილე მეფისა ბერძენთასა, როდესაც სძულობდენ თაყვანის-ცემასა ხატისასა, და კერპთ-მსახურებად შერაცხდენ, დევნილება აღძრეს ფიცხელი ხატთათვის, მაშინ მალე მსრბოლი წარივლინა მეფისა მიერ ქალაქსა ნიკიას საქმისა რასათვისმე, და მისული იგი შევიდა დავანებად დედაკაცისა ვისიმე ქვრივისა სახლსა, რომელსაც ჰქონდა დაფარვით ხატი ყოვლად-წმინდისა, ხოლო იხილა რა მალე მსრბოლმა ხატი იგი, განრისხდა და იხადა მახვილი, ჰსცა პირსა ხატისასა, და გარდამოეცა სისხლი და აუვსო წიაღი კაცსა მას; ამისთვისცა შეშინებული ივლტოდა იქედან, და ქვრივმა მან შეშინებულმან, ნუ უკუე საცნაურ იქმნას, აიღო ხატი იგი და ჩააგდო ზღვად. ხოლო ამისა შემდგომად გამოსჩნდა ხატი იგი ზღვასა შინა პირის-პირ მთა-წმინდისა, რამეთუ იხილვებოდა მთებარის ცეცხლისა სახედ მრავალ-ჟამ; ამისათვის შემოკრიბეს წმინდანი მამანი მთაწმინდისანი და იტყოდენ, რამე იყოს მთებარე წყალთა მათ შინა; ამისთვის ჩაყარეს ნავნი, და მიივლტოდენ ხილვად მისსა, და რაჟამს მიიახლნეს ნავნი მთებარესა მას, შორს განივლტოდა ბრწყინვლება იგი მათგან და იყვნენ მჭუნვარე. ამისთვის მაშინ ისმა ხმა რაიმე, ვითარმედ გაბრიელ ქართველი-არს გამომყვანებელი ხატისა ყოვლად-წმინდისა ღირს; მაშინ მივიდნენ მონასტერსა ქართველთასა და იკითხვიდენ, თუ ვინმე არის გაბრიილ; სძებნეს და ჰპოვეს მთათა შინა დაყუდებული მონაზონი გაბრიილ და ჩასვეს ნავსა და მიახლოვდენ რა, ცეცხლ-მგზებარეცა იგი მოეახლებოდა, და მოვიდა გაბრიილ და ამოასვენა ხატი ყოვლად-წმინდისა ზღვათა შინა. იტყვიან ფეხითა ვიდოდაო. და პასექსა სამ-შაბათსა ჰყვეს ლიტანია და ვედრება. და დარჩა მონასტერსა ქართველთასა და დაასვენეს ტაძარსა მონასტრისასა.
ესე გვითხრობდენ და თქმულისაებრ მათისა აღვსწერეთ. კვლავ იტყოდენ ვითარმედ, ხატი იგი მიფარულ იქმნა, და ძიებათა შინა ვერ მპოვნელი, ავიდენ სენაკსა გაბრიილისასა და აუწყეს უჩინო-ქმნა ხატისა მის; ხოლო გაბრიილ ეტყოდა, ვითარმედ არა არს ნება ყოვლად-წმინდისა, რათამცა დაკრძალულსა შინა ესვენა ხატი მისი; არამედ მოავლინა ხატი თვისი, რათა კართა ზედა დასვენებულთა ყოველნივე ევედრებოდენ და თაყვანისა-სცემდენო, და წარმოასვენეს სენაკიდან გაბრიილისიდან და დაასვენეს კარის-ბჭესა შინა; ამისთვის კარისა ღვთისმშობელი უწოდეს16. ამისა შემდგომად მოუჭედია მძიმედ ათაბაგსა და ამირ-სპასალარსა სამცხისასა ჯაყელციხის ჯვარელსა ყვარყვარე ათაბაგის-ძესა ქაიხოსროს დედის იმედის მუხრან-ბატონის ასულის-ძესა17; მე ეგრე ვჰგონებ წმინდისა ქეთევან დედოფლის დის-წულსა და კარზედ ხატისათვის გუმბათიანი მცირე ტაძარი აუგია აშოთანს მუხრან-ბატონსა. თვითონაც შიგ ხატია და ძე მისი იესე თან უხატია მაღლა.
ამან იმრავლ-იმოწყალევა ჩემ-ზედა და მივრდომა ჩემი ჯერ იჩინა სახიერებისა გარდამეტებულებითა, და მე ტიმოთე უფროსად მდაბალი ღირს-ვიქმნებოდი სამარად ზიარად მათ-თანა, ზოგად ცხოვრებულებასა და ლოცვასა და აღსარებასა ბაგეთასა, ზიარ და უკლებელად პურის-მტედ და ინახით ჯდომასა მონასტრისათა მათ. ესე ახარებდა სულსა ჩემსა და მშვიდობასა შევსწირავდი ღვთის-მშობლისა მიმართ ქალწულისა, სასოისა ყოველთა ქრისტიანეთასა და უმეტეს ნათესავისა ქართველთასა, და განცვიფრებულ-იყო გონება ჩემი, ამისთვის თუ ვითარმე, ცოდვილი და უმეტეს საქართველოთა კაცთასა ბრალეული მომიწოდა აქა და გზათა სულასა შინა შორეულთა, და ზღვათა ღელვათაგან უვნებელად განმარიდა, და არა უღირს მაჩინა ბრალეულისა ამის აქა აღმოწოდება, და ღირს მაჩინა ღირსთა მამათა ჩვენთა ქართველთა ჭირნახულსა და ტკივილ-მოყვარებით და რუდუნებით ნაღვაწსა მონასტერსა აღრაცხვა ჩემი, რომლისაგან განათლდა საქართველო წიგნთა თარგმანებითა. უკეთუ უნარჩევესისა მისისა სათნო იყო აქა მოვრდომა, რაოდენ უმეტესად სურდეს მეუფესა სულიერთა საქართველოთა მამათა აქა აღმოსვლა, რომელთა სრულიად დავიწყებიეთ დიდებული ესე ადგილი და აღარავინ არის მოწადე აქა მოსვლად; რამეთუ აღმოვიკითხევდი რა იქ წერილთა შინა ძველთა, ეწერა, ვითარმედ მამა ევთიმი ქართველი სნეულობდაო მწოლარე ცხედარსა ზედა და ეჩვენა დედოფალი ღვთის-მშობელი და ეტყოდა: რასა ურვეულ-ხარ, ევთიმი, და მიმგებელი ევთიმი ეტყოდა: სნეულვარ, ყოვლად-წმინდაო დედოფალო მძიმითა რათამე სენითა. ამისა შემდგომად დედოფალი ეტყოდა ქართულითა ენითა მზრახველი: აღსდეგ ევთიმი და იწყე ქართულად, რათა განიკურნო ცხედრისაგან სალმობათასა. ზრახვად მაშინ მსწრაფლ აღსდგა ევთიმი და დავიწყებოდა ენა ქართული, არამედ ესოდენ ვრცლად იწყო ქართულად ზრახვა და რიტორებად, ვითა ომიროს უსწრობდა სიმარჯვითა ენისათა, და მაშინ განმარტა ლექსი ქართული, და იწყო თარგმანებად წიგნთა მრავალთა. იხილე თუ რაოდენი ცხადი სასწაული ჩვენებულ-არის ქართვლთა შეწევნისათვის და სიყვარული წმინდისა ღვთისმშობლისაგან, მისდა წილ-ხდომილთა ერთათვის; ვითარ იგი ზემორე ხატისათვის გესმა. რამეთუ არა მივიდა სხვასა მონასტერსა, არამედ ქართველთასა ხელითა გაბრიილ ქართველისათა18.
კვლავ მომეხსენება წერილი ქართლის-ცხოვრებასა შინა, იტყოდეს რა, ვითარმედ მეფემან სპარსთამან აწვია ლაშქრად ქართველნი და რაჟამს ვიდოდეს გზასა სპანი, ღამესა ერთსა დაკლულ იქმნა მეფე სპარსთა; ამისთვის ცილი სწამეს ქართველთა, ვითარმედ მათ ჰყვესო, და შეიპყრეს ერთ-ბამად ქართველნი, და ენებათ წარკვეთა თავთა. მაშინ ლერწმოანით გამორბოდა კაცი ვინმე, სისხლითა შესვრული და მახვილი წვდილი ხელთა მისთა და იტყოდა, ვითარმედ: მე ვჰყავ საქმე ესე; შეიპყრეს კაცი იგი, და ჰკითხვიდეს, ვითარმედ: ვინ უწყოდა შენი, და ან ვინ გითხრა და გაიძულა; რასათვის სააჯმნოდ აღიარე და გამოხვედ; ხოლო სპარსი იგი კაცი იტყოდა, შემდგომად მოკვლისა მეფისა დავიმალე ლერწამსამ ამას შინა, რამეთუ დედაკაცი ვინმე მსგავსი ცეცხლითა შემოსილისა უწყალოდ მგმერდა მე და მდევნიდა და მეტყოდა: განვედ ამიერ; რასათვის შენ წილ მონანი ჩემნი უწყალოსა სიკვდილისა მიეცემიან მწარითა სატანჯველითა. გამომდევნა მე; ხოლო განუტევნეს ქართველნი შეწევნითა ყოვლად-წმინდისათა.
კვლავ მის ქართველთა-მონასტრისათვის ცხადი სასწაულისა ჩვენება. რამეთუ მოვიხილევდი რა მონასტერთა შენებულობასა, ბურვილნი ზედან ხითა იყვნეს ნახევარ მომწვარნი, ხოლო ვიკითხევდი მე მათთვის; მეტყოდნენ, ვითარმედ ორის წლისა ჟამი-არის, ვინათესე იქმნა, და მაჩვენებდენ მონაზონსა ვისმე, ვითარმედ ამან განაღო ღამე კარი სალოცავად საყდრისა პორტაიტისა; ხოლო განღმასა კარისასა, დედაკაცი ვინმე მოადგა კარსა ბრწყინვალედ მოსილი, და ბერი ეტყოდა და ვინ ხარ შენ, და დედაკაცი ეტყოდა, განმიტევე ამიერ, რამეთუ ვერა ძალ-მიძს აქა დგომად, რამეთუ იწვის მონასტერი ესე, წარვედ და აუწყე მონაზონთა; ხოლო მიიხედა რა, ცეცხლი მოსდებოდა და კვამლი აღვიდოდა; დაიწყო ბერმან მან ღაღადებად და რეკად ზარისა და შეიკრიბენ და ახლად მოდებული ცეცხლი მალიად დაავსეს; ამისთვის არის ნახევარ მომწვარ, რამეთუ ყოვლად-წმინდამან ცხადად დაიცვა სასო და მცველი ქართველთა მონასტერი.
კვლავ მონასტრისათვისვე ვიწყოთ თხრობად. რამეთუ სასნეულო და ამისკერძონი გოდოლნი და სენაკნი განუახლებია მეფესა ალექსანდრე ქართველსა, რუისის საყდრის კარზედ რომ მეფე ალექსანდრე სწერია19. გოდოლნი და გალავანი დადიან-გურიელთა; საზოგადო ცხოვრების ტრაპეზი თავისის ხომლით და გაწყობილობით აუშენებია მუხრანის-ბატონს აშოთანს20; ქულბაქნი, მკერულისა, ჭონისა, მაზმნისა, კალატოზისა და ხუროსი, და სხვათა ქართველთაგან აშენებულნი, სადა აწ მონაზონნი სხედან და მუშაკობენ. იქ ხატია კათოლიკოზი ნიკოლოზ, მგონიეს ბატონისშვილი იყოს, და არის იქ სენაკი გაბრიილ ღირსისა შეყენებულისა ქართველისა, და კვლავცა სცხოვრებდენ სულიერნი დაყუდებულნი იქ ღვაწლსა და მონაზონებასა შინა. ხოლო მონასტერსა მას შინა სცხოვრებდენ კაცნი მონაზონნი ფილოსოფოსნი: მელეტი, იაკობ და ფილოთეოს. ვინაცა მელეტი მაღალ-მხედსა მას განეგდო შორს რიტორთა ელლენთა ღრმა-ცილობა; ესოდენ სულიერისა ღვთისა სათნოებასა აღსრულ-იყო და ივლტოდა კაცთა ხილვისაგან, ვითა ქურციკნი მენადირეთაგან; სამარადისოდ ვზრახვიდით და გამოვიკვლევდით სამეცნოთა და სასჯულიეროთა მმეცნართა ამათ, რამეთუ ღრამმატიკა და ლოღიკა და ფიზიკა საფილოსოფოსო თურქთა ენათა ზედა იპოვებოდა და ზოგს რომელსამე ბერძულად და უფრო ვრცელად თათრულებ ვეზრახებოდი, რამეთუ წიგნის საცავსა მონასტრისასა არის ძველი წიგნი ქართუ მრავალი: განმარტება დაბადებისა, კვლავ წიგნი საშვებელი სამოთხე, ღრმად თქმული და სოფრონის მიერ იერუსალიმელისა, და კვლავ სხვანნი მოძღვრისა ამბა იოანესი ბრძნისა თქმული, რომელიცა თორნიკ-ყოფილსა იოანე მონაზონსა ქართველსა და ძმასა მისსა ვარაზ-ვაჩეს აღუწერინებია. სხვა წიგნი ომილია 21 და სხვანი მრავალნი წიგნნი იპოებიან იქ22, და ვიყავ შვებულცხოვრებულ, და საწად-ყოფასა იქ და იყვნეს ძველთა განწესებასა მონაზონთასა შემტკბო. ტრაპეზობა სულიერი და წინამძღვრისა ჯდომა საზენაოსა ხარისხსა და მონაზონთა კუნკულ-მაზარიანთა მსახურება და გოდრითა ნამუსრევისა შეკრება, და წამის ყოფასა წინამძღვრისასა ეჟვანთა დიდთა ჟღერება და ხარისხსა კითხვა წიგნთა, და ამაღლება ყოვლად-წმინდისა ნაწილისა, და მგალობელთაგან გალობა ღირსა-არსისა და კურთხევა მონაზონთა და განწესება მათი საწადი იყვნეს უფროს ოქროსა და ანთრაკთა, და აღრიცხავდენ შვიდასს მონაზონსა გარეთ მოღვაწესა, თუ იქ მყოფსა და კვირიაკითა კვირიაკედმდე მრავალნი უცხოებასა და მწირებასა შინა მყოფნი შეიკრიბებიან და საზრდელსა და საფასესა განუყოფენ მათ.
მონასტრისა ამის საგანძურსა სძევს მრავალნი ქართველთაგან შემოწირულნი ეკლესიის სამკაულნი და შესამოსელნი, და ასევე სძევს თორნიკის საჭურველნი: ზუჩი, ჯაჭვი, აბჯარი და ხმალი23, რაჟამს იგი მონაზონებასა შინა შეემოსნა და შებმა უყო სპარსთა და განიოტნა იგინი; რამეთუ შემდგომად იოანესსა და ძმისა მისისა ევთიმისა და გიორგისა მთა-წმინდელთა, ცხოვრებულან იქ ღირსნი მამანი: გიორგი ოლთისელი, წინამძღვარი იოანე ნინო-წმინდელი, იოანე რუხვას ძე, საბა თუხარელი, კლიმი მეუდაბნოე, ვასილი ულუმბიელი და ღირსი მღვდელი იაკობ მხატვარი ქართველნი. ამა მონასტერსა შინა არს სამარადისოდ მოხსენება მწუხრად და ცისკრად, და თვით დღესასწაულსა მიძინებისასა ერთობით შემომწირველთათვის; მოხსენება მეფეთათვის ბაგრატოვანთა, დედოფალთა, ერისთავთა და თავადთა დადიან-გურიელთა და მცირედთა კაცთა-თვისცა; ვისცა რამ შემოუწირავს, და არ დასცხრების მოხსენება მათი მარადღე24. მათთვის ნეტარება, ვინცა აქა დაწერილ არიან, და ამათთვიის შური შემშურდა მათთვის და მეფეთა ჩვენთათვის. თეიმურაზისა და ირაკლისათვის საუკუნო მოხსენება დავაწერინე. და ამისა შემდგომად მისულისა ჟამსა ჩვენსა, იქ მოიწია დღესასწაული შობისა და განგვიმზადეს ხარისხი და ბისონი უცხოდ რამ გულქანდებული და გვირგვინი მანიაკისა და გვაწვევდენ მსხვერპლისა შეწირვად. ხოლო მე ვითარცა ცოდვილსა კაცსა, თავი მეუღირსებოდა, და უარსა ვჰყოფდი; არამედ გულსმოდგინებასა მათსა ნება ვეც და იყო ღამის-თევა მიმწუხრი, ვიდრე მზისა აღმოსვლამდე; და კვლავ მოწევნასა დღესსასწაულისასა, რომელიც არის ნათელთა განცხადებისა წინა-დღით მოამზადნეს თალარნი, და შუა მისსა ფავარა წყლისა მჩქეფარე, და ფავარისა მის თავსა ზედა ჩამოაცვეს ფრინველი ვერცხლისა ოქრო-ცურვებული, და ფრინველი იგი ნისკარტით და ფრთებით აღმოუტევებდა ნაკადსა წყალთასა; და მოვიდა წინამძღვარი დიდებულითა მით კრებითა, და აკურთხეს იქ დიდი აიაზმა და იყო ღამის-თევა მწუხრიდან ცისკრამდე და განთიად ჰკრეს დიდთა ზართა და შეიმოსეს წინამძღვარნი და მამანი და გამოასვენეს ხატი პორტაიტისა ლამპრებითა მრავლითა, დროშებითა და ფარნებითა თვითო სახითა და განვედით ზღუ ად ღელესა მუნ წყლისასა, და მოიტანეს დიდი საიაზმე ბადია დიდი ძვირფასი, შემოწირული ქართველთა და კახთა მეფისა ლეონისა მიერ, და ზედან ქოლგა მძიმედ ნაკერი აშოთან მუხრანის-ბატონისა მიერ შემოწირული25 და დაჰკიდეს ფარდა მძიმე სვიმონ ქართველთ ბატონის მიერ შემოწირული; ორი სახარება დიდი მურასა დაასვენეს; ერთი დიდი სახარება მძიმეს თუ ალით შემკული პეტერბურღთა იმპერატორის მიერ შემოწირული26, და მეორე მინანქრისა სახარება მეფის ბაქარისა ვახტანგის მიერ ძის ქართველთ ბატონისა შემოწირული, და იწყეს კურთხევად წყალთა და წინამძღვარი დიდებულისა მონასტრისა ჯვარსა ჩაასვენებდა წყალსა შინა, და მდგომარე იყვნენ გუნდ-გუნდებად და მწყობრად განწყობილნი მონაზონნი, და განშორებულნი და დაყუდებულნი მთიდან და ნაპრალისა კლდიდან გამოსულნი ხილვად ნათელთა, ესოდენ იყო ვით მინდორი ვერ იტევდა და მგზავს იყო ხილვა მათი ზეცისა განწყობილთა სპარაზენთა რჩეულთა მხედრობათასა და აღსრულებისა შემდგომ ზღუდეებით მონასტრისათ და ბურჯებით იყო დიდი ზარბაზანთ ცემა27, ხმა ჭექისა და სიხარულისა მონაზონთაგან ესე-ოდენ, ვიდრეღა იძრვოდა ადგილი და წირვისა შემდგომ ტრაპეზობა და სერი დიდებული დღესასწაულსა მას ღვთისასა.
მისვლა მონასტრად ათანასი ათონელისა
ხოლო ამისა შემდგომად წავედით მონასტრიდან ქართველთასა, მოხილვად და თაყვანის-ცემად წმინდისა მონასტრისა ლავრისა ათანასი ათონელისა, მთა-წმინდელთა უპირველესისა მონასტრისა, და იყო სავალად სიშორე გზისა საათისა ექვსისა სავალი. წარმართებულნი მივიწიენით გზასა ზედა, სადა იყო აიაზმა ათანასე ათონელისა28 და ეკლესია მცირე; რამეთუ გვეტყოდენ იგინი ამისთვის ვითარმედ წმინდა ათანასი, რა მოიწია ტრაპეზუნტიდან მთა-წმინდად, იწყო შენებად მონასტრისა ლავრისა, და შემოაკლდა საფასე და საზრდო მონასტრისათვის; ამისთვის განიზრახა გასვლა მონასტრიდან სოფლად, რათა აშენებისათვის ღვთისმოყვარეთაგან საფასე მოიპოვოს. ხოლო წამოსული, მოიწია რა კლდესა ამას, სადაც აწ აიაზმა ამოდის, ეჩვენა ნათლითა შემოსილი დედაკაცი ვინმე, და ეტყოდა ვითარმედ: უკუნ იქეც უკანვე, რამეთუ სავსებით გვეპოვოს საზრუნავი შენი. მაგრამ ათანასე დაკრთა და ჩვენება რამე არა კეთილი ეგონა და ეტყოდა: ვინმე ხარ შენ? ხოლო ჩვენებული იგი დედად ევმანუილისად დაამტკიცებდა თავსა თვისსა; ამისთვისცა ათანასი მიუგებდა: უკეთუმცა ჭეშმარიტ-არიან სიტყვანი შენნი, მიჩვენე მე აწ სასწაული რაიმე და ან ხმელეთსა ამას კლდესა აღმოაცენე წყალი. მაშინ კვერთხი გამოუღო ათანასის, სცა კლდესა მას და აღმოეცენა წყალი და არის მომდინარედ დღესამომდე, სარწმუნებით მიმავალთათვის მკურნალი და თაყვანი-ჰსცა ათანასი გამოჩინებულსა მას და უკუნ-იქცა რა, სავსედ ეპოვნეს საგანძურნი და საიფქლენი და ააშენა წმინდა მონასტერი ლავრა29. და ვითარ მივიწიენით მონასტრად ლავრად, სცნეს რა მისვლა ჩვენი, ჰკრეს ზარსა და მოგვეგებნენ მამანი ლამპრებითა და კმევითა და მოგვართვეს კვერთხი და მდინარე და შეგვიძღვნენ ტაძრად და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ლუსკუმასა ათანასი ათონელისასა და სიმრავლესა მამათა და ძმათასა, და განვიცადეთ ეკლესიისა მშვენიერება, უცხოდ და დიდებული; კედელ-ყურენი იყვნენ მრთლიად ქაშანურისანი; გუმბათი სოფიას კენჭით ჩაწყობილი; იატაკი ქვითა სამარაგდოთა და მარმარილოთა წითლითა პარიზულითა ფერად-ფერადათ ჩანახჩებულნი; ხომლნი და ქორ-კანდელნი მრავალნი ვერცხლისა, თუჯისა და ჭიქისანი და კანდელთა სიმრავლე და სასანთლეთა სიუცხოვე. რამეთუ აყვავებულისა მინისა სანათურით მზე-შემოსულის ნათელი ესეთ ნათობდა, ვითარმედ ედემებრივთა შუქმკრთომარეობათა ბაძავდა. გარეთ მონასტრის ადგილთა მშვენიერედა და წყარო-წყალთა და ხეხილთა სამოთხიანობა, რაღა მოგითხრა.
ლუსკუმასა ათანასისას ჰქონდა პირსა მოქცეული ნაქცევი და ვჰკითხავდი რა მისთვის, გვითხრობდენ ვითარმედ კაცთა ვიეთმე უკეთურთა შეგვასმინეს სულთანს, ვითარმედ ძველთა მეფეთა საგანძური აქ არის და წარმოავლინეს თურქნი და სძებნეს და ვითარმედ ვერა რა ჰპოვნეს, ჰგონეს ვითარმედ საფლავსა ათანასისსა იქმნება დამარხულად სიმდიდრე, და ვითარ შლად და ქცევად ხელჰყვეს, და დარჩა ნაქცევი ესე. და შეგვიძღვნენ სრასა მონასტრისასა, დიდებულად დაგებულსა და შეიკრიბენ მამანი კაცნი და განვიცადენ წინამძღვარი და სკეოფილაკი და მამანი კაცნი დიდად პატიოსანნი და სრულნი სულიერითა ქცევითა და განვკვირდით მონასტერსა მისსა. სიდიდე-არის ვითა ქალაქი დაფუძნებული ძირსა მთისა ათონისასა ადგილსა მაღალსა, და იქ გავათიეთ აღება, კრება30 და კვირიაკე მარხვისა თევდორობამდე, და იყო სენაკი ღირსისა იოანე შეყენებულისა კუკუსელისა. ამისთვის გვეტყოდენ ვითარმედ მეფესა ბერძენთასა ჰყავდა სიუცხოვისათვის ხმისა მისისა, მაშინ ზეგარდამოსა მადლისა მიერ განბრძნდა და საცთურისაგან სოფლისათა იჯმნა და იდუმალ განივლტოდა და შეიმოსა სამოსელი საგლახაკო და მივიდა ლავრად და ევედრებოდა მათ, რათა ჰყონ მონაზონ, და ჰგონებდენ მონაზონნი იგი ვითარმედ-არის მდაბიო ვინმე და განაჩინეს იგი მწყსად და ძოვნად იგი თხათა მონასტრისათა. ხოლო იგი დამორჩილებული მწყსიდა და აძოვებდა. განიპყრნის ხელნი განთიად მწუხრადმდე და ილოცვიდის გალობითა ხმითა კილოისათა. ხოლო თხანი მსმენნი ხმისა მის, იგინიცა უზმად მდგომარე იყვნენ ვიდრე მწუხრადმდე, ამისთვის დამჭლეს და გახმეს თხანი იგი. ვინაცა მხილველნი მონაზონნი გაკვირვებულ-იყვნენ, თუ ვითარ რამე არის, და იდუმალ უკანა შეუდგეს მასა ხილვად და ვითარ იხილეს ლოცვა და გალობა მისი და თხათა მათ მდგომარეობა, ეგრეთ უზმოდ მსწრაფლ აუწყეს წინამძღვარსა და მიიყვანეს იოანე, და ჰკითხეს თუ ვინ არის. ამისთვის ვერღარა დამმალველი იოანე გამოუცხადებდა წინამძღვარსა საქმესა თვისსა ყოველსავე და ევედრებოდა, რათა მეფისაგან შენდობა ითხოვონ მისთვის, რათა იქ მონასტერსა მკვიდრ იქმნას. ამისთვის ავიდა წინამძღვარი იგი კოსტანტინეპოლედ და ევედრებოდა მეფესა, რათა, რაცა ითხოვოს მეფისაგან მიეცეს. მაშინ აღუთქვა მეფემან ეგრეთ-ყოფა, და გამოუცხადა იოანე კუკუსელისათვის. სმენასა ამას ზედა ფრიად შეწუხდა მეფე, რამეთუ უყვარდა უცხოსა ხმისა მისისათვის, და ნება ჰსცა წინამძღვარსა.
ამისა შემდგომად მოიგო რა იოანემ უზრუნველი ცხოვრება, შეიმოსა სქემა და გარეგან მონასტრისა ააშენა ეკვდერი მთავარ-ანგელოზისა და აიგო სენაკი მცირე და მისცა თავი თვისი ძლიერსა მოღვაწებასა და იტყოდენ ამასცა, ვითარმედ ღამის-თევითა რა განათენებდა იოანე და ცრემლითა ლოცვასა შესწირავდა, მირულებულსა ხელთა შინა ედვა დრაჰკანი ერთი. აღდგა რა იხილა და განკვირვებულმა აიღო და იქვე ტაძარსა მას შესწირა; ხოლო აწ დრაჰკანი იგი შვა განუკვეთიათ ნახევარი რუსეთად წაუღიათ, და ნახევარი იქვე სძევს, და უამბორეთ ლუსკუმასა სამარხოსა31 მისისა და წამოვედით კვლავ მონასტერად და ვიხილეთ თავი დიდისა ვასილისა, თავი მიხაილ სვინადელისა და სხვანი მრავალნი ნაწილი. რამეთუ მონასტერსა ამას შინა არის სამწირველო ოცი, და სავსე არის ყოვლითა სიმდიდრითა სულიერითა და ხორციელითა.
კვირიაკეთა შევიდოდით ტრაპეზად და მჯდომარე იყვნენ სამარად მონაზონნი ხუთასნი მწყობრნი ღვთისა ცხოველისანი, და სავსე იყო საერო იგი ტრაპეზი სანოვაგითა მრავალ-ფერითა, და ტაფა-მწვარნი, და მაზანნი თვითო-ფერნი ნუგეშად ძმათა და წდევა ღვინისა წესისაებრ, და იყო მიმდემი წიგნისა კითხვა ტრაპეზსა მას, და აჟღერუნებდენ დიდსა ეჟვანსა წამის-ყოფისათვის წინამძღვრისა; ღამე მდგომარე იყვნენ ცხრასა ჟამსა ლოცვად და დიდების-მეტყველებად და განკვირვებულ ვიყავ მათსა მას ცხოვრებასა, და ვმადლობდი მრავალსა მოწყალებასა ღვთისასა, რომელმან იქ მივრდომად ღირს-მყო და ხილვად მათდა. იხილე საკვირველება ღვთისა, თუ ჟამსა უსჯულოთასა, ვითარ დაცულ-არის მონასტერი ესე და უვნებელ!
აწ ვიტყოდეთ მთა-წმინდისათვის. ევროპიას რასმე ადგილსა ზღვათა შინა მსგავსად კუნძულისა არის მთაწმინდა, არამედ ხმელითაცა აქვს სავალი. ახლოს არის ქალაქი დიდისა ალექსანდრესი და ზედ მოაბია სტითია ადგილი არისტოტელისა. ამა მთასა წმინდასა პირველ ქრისტეს მოსვლისა ეწოდა აპოლონია, რომელსა ზედა აღმართებულ იყო აპოლონ კერპი, ვინაცა მოვლიდა რა ყოველსა სოფელსა, მოციქულმან პავლე აქაცა განვლო, ვითარცა იტყვის საქმე მოციქულთა, თავი 17. ტროადით მოვიდა სამათრახს და გამოვლო აპოლონია, და მოვიდა თესალონიკედ32, და შემდეგ ბერიად და ბერიიდან ათინად. რამეთუ მისვლითა თვისითა აკურთხა მოციქულმა წინათვე, რათა იქმნას ადგილი სამღვდელო აღსავსე საკვირველებითა და საყოფელად წმინდათა, სასწაულებითა და ნიშებითა ადგილისათვის წმინდისა და მთისათვის რჩეულისა. რამდენნი მონასტერნი, დასაყუდებელნი კელიანი შენებულ არიან და რამდენნი ღირსნი კაცნი, დაწყებით ვიდრე მოაქამომდე სცხოვრებენ ღვთისაგან დაფარულსა ამას ადგილსა. დღესცა ცხადი სახილველი საფარველი ყოვლადწმინდისა იხილვების იქ, რამეთუ თურქნი შიშისათვის ფრანგთა და ქრისტიანეთასა, მცირესაცა ძველსა ნაქცევსა სიმაგრეთასა არა უტევებენ; და მთად-წმინდად დიდნი მონასტერნი ოცნი თოფითა და ზღუდეებითა ციხისა უმაგრესისა გალავნითა არიან, და არცაღა თუ მიხედვენ, საფარველსა ზეგარდამოსა დაუფარავს იგი. მთა და ტყე ნიგვზითა, წაბლითა და თხილთა და ვენახითა, აღვსილნი; კაცნი ვითა ირემნი ბუდობენ იქ და საშუალ ათონი, მთა მაღალი, მგზავსი კავკასიისა, ყინვითა აღსავსე, მადინებელი მდინარეთა. ამა მთისა კალთანი სავსე არიან მონასტრითა მრავლითა და ეკლესიითა ურიცხვითა. რიცხვსა იტყვიან ათას ხუთასსა ოდენ. ზოგნი დიდნი მონასტერნი ზოგად ცხოვრებულთა სამყოფი; სხვანი მცირედნი მონასტერნი კმა საყოფელითა ბაღითა, ვენახითა, მწირის მონაზონითა, წიგნითა და შესამოსლითა სავსე. უკეთუ ვისმე ზოგად ცხოვრებულთა-თანა დგომად ვერ შემძლეა, მონასტრისაგან მცირედ მონასტერს მოიყიდის და მას შინა იცხოვრებს. სხვა სენაკები არის დაყუდებულთა წმინდათა კაცთა, სხვა განშორებულთა მძოვართა და ესეთ აღსავსე არის ადგილი იგი ღვთისა კაცთა ღირსთაგან.
ამისა შემდგომად ლოცვა ავიღეთ მამათაგან და ჯორნი წვივ-მაგარნი დაყუდებულთა ადგილთა სავალად გვიბოძეს და წარმოგვატანეს თან წინამძღვარი კვიპრიანე, და წამოვედით ლავრით, და მივიწიენით იმიერ ათონად, ადგილს და საყოფელსა კაცთა წმინდათა დაყუდებულთასა და მივედით ეკლესიასა და სენაკსა წმინდისა მამისა ჩვენისა პეტრე ათონელისა და ნაწილი და ლუსკუმა მისი იქვე არის აწ 33, რომლისა ხსენებასა ვყოფთ ივნისსა 12 და მიერ მივიწიენით დაყუდებულთა ეკვტერსა წმინდისა მოწამისა არტემისასა, პართენიოს სულიერისა დაყუდებულისა და მართლმადიდებელთა კვირიაკე იქ აღვასრულეთ და შემდეგ წავედით დიდთა მათ დასაყუდებელთა ადგილთა34 სამთა შესაკრებელთა მათთა, სამთავე ეგვტერთა წმინდისა ანნა დედისა ღვთის-მშობლისათა, კლდეთა რათამე ფრიად მაღალთა და საშინელთა; ზე წარმოსდგომია მთა მაღალი ათონი და ქვე ზღვა და მთა შუა, კლდე ქარაფნი და პარეხნი მაღალნი, ვითა საშავარდენონი, სახილველად საზარელნი და კლდე კიბიან აღმოჭრილნი ძლივს ჩავაწიეთ მას ზედა და მივიწიენით შესაკრებელსა ტაძრისა წმინდისა ანნასსა დაყუდებულთასა35, და მიმორა ვიხილვიდით სენაკებსა დაყუდებულთასა, იყვნენ კლდეთა ზედა მიკრულ; ვითა მერცხალნი და შავარდენნი ბუდეთა აიგებენ, ეგრეთ ნაპრალსა კლდეთასა სენაკნი მათნი და განცვიფრებულ-ვიყავ ცხოვრებასა მათსა, და კვლავ უშინაგანესსა ადგილსა არის მღვიძარეთა დაყუდებულთა ადგილი, რომელსა უწოდებენ კაფსოკალიფა. სავსე კაცთაგან ანგელოზებრ ცხოვრებულთა და იყო იქ დაყუდებული ქართველი ჯავახი ღირსი ანთიმოს, შორად მყოფი სენაკებს, ფრიად მოღვაწე და მშრომელი, მაგრამ შიშველი და უპოვარი, და არა ჰქონდა კარი სენაკსა მისსა, არამედ დაეხშო ქვითა და მიგვიძღვნენ და დაგვასადგურეს ეკლესიისა მის სავანედ და მოელოდენ ბერსა ვისმე განმგესა და მმართებელსა მათსა, რამეთუ სხვად სადმე ადგილად წასულ იყო. იქ ცხოვრებულნი წმინდისა ანნასნი დაყუდებულნი იყვნენ ორასნი ოდენ, და მე ეგრეთ ვჰგონებდი, ვითარმედ ამათი განმგე და ზედა-მეურნე ამათსა უმეტეს შვებული და შესამოსლითა უმჯობესითა შემოსილ-იქმნების და ვგონებდით რა უფროს ამათსა. შემდგომად მწუხრისა მოიწია მონაზონი ვინმე მოხუცებული და ჩვენთვის საზრდო სავახშმო ტვირთით ზურგსა მოეკიდა და მითხრეს, ვითარმედ ამათი მამა არის ესე და განვკვირდი სიმდაბლესა მისსა და ვუამბორეთ ხელსა და მოვიკითხეთ. რამეთუ ემოსა სამოსლად ყოველივე, ანაფორა, კუნკული და ბარტყულა აქლემის ყელისა, არამედ ჯუბა თეთრის შალისა, რამეთუ დაყუდებულთა მათცა ესეთ მოსიესთ, და გავათიეთ სულიერთა მათ თანა, ორი დღე და რამცა იყო უამე სენაკთა მათთა მოხილვისა და მათისა განცდისა, რამეთუ არა რა მსოფლიო და საწუთოსა ამბოხებათაგანი რაიმე იხილვებოდა მათ თანა და ვადიდებდი შემკრებელსა და აღმაორძინებელსა მათსა უფალსა. მთა ღვთისა ჭეშმარიტად და საფუძველნი ღვთისა მთათა შინა წმინდათასა. ამას ვასახენ ვითა საწუთოსა სიცრუეთაგან და სოფლისა სახივთა და ამაოებათაგან ლტოლვილნი, აქა ნავთ-საყუდელსა ნათელთასა მოივლტიან ზეცისა მიმსგავსებულსა სამოთხესა სულთა საშვებელსა და უცხო-ქმნილნი ხედვათაგან მავნებელთა ვითა დედალი რამე კატა ანუ ქათამი და ძაღლიცა არა იპოვება მთასა ამას შინა წმინდასა; არამედ არიან მას შინა მონაზონნი სამღვდელო-ქმნილნი გუნდებად და ბანაკებად განწყობილნი ზეცისა ძალთა აღხარისხებულნი, რამეთუ ამათ აღიყვანებს კერძოობითთაგან კაცთა და საყოველთაოსა მიმართ და სამარად-მყოფთა მიწდომილ იქმნნეს.
ეე, სამღვთო ვითარმე არის და სასურველ და კეთილად ითქვა მათთვის. ეგე ვითარი კეთილი არცა მოვიდა კაცთა მიმართ, არც მოვიდეს ოდესცა, რამეთუ სამარად დაუდუმებელსა მსხვერპლსა ბაგეთასა და ღვაწლთა ტკივილთ-მოყვარებისათა შესწირვენ მრგულიდ დასაწველსა წინაშე საბაოთისა, და გალობენ გალობასა ახალსა ძლევისასა მომნიჭებელისადმი მათდა უფლისა, რომელმან განარიდა ესენი საცთურთაგან სოფლისათა და საკიცხელად შეარცხვინა წუთიერი ქორწინებათა გემოთა ამაოთასა, ჩამხდელთა ჯოჯოხეთისათა. ეჰა მხედარნი მეუფისა დიდისანი, რომელნი იტყვიან მარად: მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქვეყანასა მას ცხოველთასა, დაუთმოთ უფალსა, მხნე იყავნ და განძლიერდინ გული ჩვენი.
აწ მიგითხრა ადგილთაცა მშვენიერებისათვის, თუ ვითარ ნუგეშად ჰბოძებიათ მათ ღვთისაგან. რამეთუ სოფელსა შინა განვიცადენ რა მთა-წმინდა და ადგილთა მშვენიერება მისი, ედემისათვის ტკბილ-საშვებელთა ვასახე. ვითა მთა იგი მაღალი ათონი მყინვარე, ვითა სპეტი რაიმე გამომჭვირვალი, სახედ ყარყუმთა და კუდთა სიშავე ესახებოდა; სენაკთა იქით და აქეთ განკარგულნი შენება მყუდროთა მათ მიმო-დადებითა კლდეთა შინა და უღაღთა მთათა მიიჭირვოდეს; ვითა თქვა მეფსალმუნემან: მთანი მაღალნი ირემთა. ეე ნამდვილ მონაზონნი ლტოლვილნი სოფლით აქა სახედ ირემთა და ქურციკთასა იყოფებიან გარე-ქცევითა ვითა ირემნი და გველთა მოისარნი ჩვენთა, ვითა ირემნი პირითა აღსწბობენ და უჩინო იქმენ და ფეხითა დასთრგუნვენ, და ირემთა კუდთა სიმუშკითა სუნთა სიმყრალესა ცოდვათასა ჩვენთასა წარიოტებენ. ითქვა: კლდენი შესავედრებელად ყურდღელთა ვასახენ შესულთა კლდეთა და ნაპრალთა და ხვრელთა ქვეყანისათა. ზე ხელ-აპყრობილნი ან ქვე მთხოველნი მამანი მიმდემსა ლოცვასა შესწირვენ სოფლისა მშვიდობისათვის და ეკლესიათა ერთობისა და კეთილად დაცვისა მართლმადიდებელთასა და კვლავ ჭურ-რჩეულობითნიცა ზრახვანი ვასახენ მათ მთათა შინა და ქვაბთა ქვეყანისათა, ხალენებითა და თხის-ტყავებითა ჭირვეულნი და ძვირ-ხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე.
და კვლავ მშვენიერებისათვის ადგილისა რჩეულისა და წმიდისა, რაღა მოგითხრა, რამეთუ ველთა და ჭალაკთა ედემებრივთა ზე მთისა მისგან ათონისა მჩქებარენი წყალნი გეონისა ან ევფრატის სახედ მომდინარენი, მწვანედ ქუფრვილთა ჩრდილ-ფურცელოვანთა ბურვილთა მთათაგან და ბაღჩა წალკოტთა მათ ზედა ჩამოჩქერებანი ახავერდებულს ადგილს მწვანვილოვანსა და კლდეთა და ღადოთა და კბოდეთა მიმოკვეთებული მჩქებარეთა დუღილთაგან წყალთასა და სტვენისაგან აედონთა და ფრინველთასა ყურთა ხმა გაეზიარა; ველთა ხეხილთა სიხშირე, კვიპაროსთა და ალვის-რტოთა ნაზობა ედემისა შესწორებულ იყო. მთა გორიანი ზეთის-ხილთა და ფიჭვ-ნაძვიანობა და უდაღაჯთა და დაფნთა და პორტოგალთა ნარინჯ-თურინჯთა სუნნი ამონი ხათავეთურსა მუშკსა და კინამოსა უსწრობდეს და ნიავ წულილთა ბერვასა იქ სამოთხისა სახე შემოიღებოდა; კორდნი და ველნი სავსე იყვნენ თვითო ფერითა ასფოდელოებითა; მტილნი განვრცობილ იყვნენ, ვარდთა, იათა და ყარამფილთაგან; შროშან ნარგიზელობა, ზამბახთა, ზაფრანათა და სოსანთა სისავსე, ტაბლად და წიაღად აბრაამიანებად რა დაისახებოდა. შიგ განკარგვით მონასტერნი და კელიანი მამათანი და ნაპირსა ახლოდ ზღვათა, ღადოთა ამონი ღელვანი და მჭევლსა წყალთასა მჩქებარეობა ფრიად ვიდრემე საწადად განიცდებოდა; ნავით მომავალნი მონაზონნი ბერვითა სპეტაქთა იალქანთასა ბორიოს მიმოტაცებულნი თვალთა მხილველთასა განაცვიფრებდა და მენავენნი მონაზონნი, მსგავსნი მფრინველეთა, შემომქონნი სანუკვართა და საზრდოთა, რომელთა მოქონდა მჭელეულები ნაშრომი ზღვიდან მომზიდავნი, ემსგავსებოდა ფუტკართა ცვილ-გოლეულთა მემუშაკეთა; რამეთუ სულიერთა მათ ესე ვითარი ნუგეში მბადისა მიერ, კეთილ-ნაბადთა ამათ შინა იპოვებოდა. მისა დიდება საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.
შესვლა მონასტრად ვატოპედისა
მივიწიენით სხვასა მონასტერსა დიდებულსა ვატოპედს თვით დღესასწაულსა მას ყოვლად-წმინდისა ხარებისასა და იყო შეკრებულ მონაზონთა სიმრავლე და ქულბაქნი განეწყოთ კარსა მონასტრისასა მომავალისათვის სავაჭროდ და მოგვეგებნენ სკეოფილაკი და ძმანი და შეგვიძღვნენ მონასტრად წესისაებრ და ვიხილეთ მონასტერი და ტაძარი მჯობი ყოველთა მონასტერთა მთა-წმინდელთასა, და არა რათ ნაკლული მათგან, და თაყვანი-ვეცით ტრაპეზთა და ნაწილთა36. იქ იყო თავი გრიგორი ღვთის-მეტყველისა და სხვათა მრავალთა ნაწილნი. იქ იყო ხატი იგი მაცხოვრისა, რომელსა თეოფილე მეფის მეუღლე იდუმალ ინახავდა. იქ კარის-ბჭესა შინა არის სახე ყოვლად-წმინდისა, კედელზე სახია. იტყვიან მისთვის: დიაკონი ვინმე გულ-მწყრალი ქმნილა, აუღია დანჲ და უცია სახისათვის ყოვლადწმინდისა და მსწრაფლ მოვადრნია ხელი, და აწცა იქვე სძევს ხელი იგი განხმარი. აუშენებია მონასტერი ესე მეფეს ბერძენთასა არკადის. ხოლო დღესასწაულსა ამას მწუხრად ჰკრეს დიდსა ზარსა, და შეიკრიბენ მამანი და წინამძღვარნი და იყო ღამის-თევა, ვიდრე მზისა აღმოსვლამდე. მორთვა სადღესასწაულოდ ტაძრისა მის რაღა მოგითხრა: მშვენიერისა საყდრისა ქვაფენილისა ქვითა იასპითა და ფერადებითა სამარაგდოთა და უცხოთა ოთხთა მათ სვეტთა მნთებარეთა, რომელიცა აღმაშენებელთა რომით მოუტანიათ და სამყაროდ ცისკროვანსა მას ეკლესიასა აღუნთეს ხომლნი და ქორ-კანდელნი და კანდელნი და აღამკნეს და უცხოდ ხალასად ნაკერნი ფარდანი კედელ-ყურეთა ეკლესიათა მოაფარეს და მოაკრეს საქადაგებელი ხარისხი პატიოსნად და განაწყვეს დას-დასად. ოქრო-ცურვებულნი სასანათლენი მსგავსი იყო ვითა რძლისაგან მშვენებულისა ქორწინებად სიძისადმი. ეგრეთ შვენოდა ეკლესია: თხუთმეტნი წინამძღვარნი და ოთხნი დიაკონნი შემოსილ იყვნენ თევასა მას უცხოთა რაიმე შესამოსლითა; და დიაკონთა მხართა გინგილა ზედა, მუყაიაშნი იაყაშად დაცუდვილნი დიდნი საფარებელნი მხართა ზედა მოედვათ. მარჯვნივ სასაკმევლე, და მარცხენესა ველსა საგუნდრუკენი ოქროცურვებულნი გუმბათიანი და ეგრეთ აკმევდენ. პურის კურთხევისათვის სინი დიდი ოქრო-ცურვებული და შუა სინისა ვერცხლის ბორჯლიანი ხე ამოსული ხუთ-ფურცლოვანი; ერთი პურისა სადები, ერთი ღვინისა, ერთი ზეთისა და ერთი ხორბლისა, და რაჟამს კმევისა ჟამი აღარა იყო სხვასა ჟამსა მაზარიანთა მონაზონთა ხელითა სატვირთავი ფრთიანი საკმევი ეტვირთათ, და მით მურსა და შტახსსა აკმევდენ და იყო იქ საათი მკვრელი ორღანოსა და კრევდა ამოდ და მგალობელნი გალობდენ ხმითა კეთილითა ვრცელად. გათენდა რა და აღსრულდა ლოცვა, ჟამი წირვისა მოიწია. დიდი ფილოსოფოსი ევგენიოს, კაცი ქვეყანისაგან ვენეტიკთასა, განსწავლული სიბრძნითა და ენითა ელლინებრითა და სახითა რაiმე და რომაელებითა უცხოითა და ქცევითა პლატონურითა, რომელსა ძველთა მათ ფილოსოფოსთა სიბრძნენი არა რად შეერაცხა; და იტყოდენ მისთვის ევროპიას შინა ძვირად სადმე პოვნილსა ვისმე შესადარად მისსა, და ახლდენ შკოლისაგანნი ყრმანი მოსწავლენი ასოც ოდენ. ხოლო მე მდინარითა იაზმასა ვასხურებდი ერთა. მაშინ ხმა მიყო მე ბრძენმან ევდენიოს, ვითარმედ, დესპოტი! აწ ჟამი არის მსხვერპლისა შეწირვად; მსწრაფლ აღვედ და დავსდეგ განწესებულსა ადგილსა ხარისხისასა და აღვიდა ხარისხად და განმარტა ხელი და იწყო დღესასწაულისათვის სიტყვად, ვითარმედ შემოკრებილნი საკვირველისა დღესასწაულისათვის მდუმრად მივეგებოდეთ, რამეთუ არა არის ამისთვის გამოთქვად კაცობრივთა სიბრძნეთაგან ანუ თქმად გამოუთქმელთა მათ, არამედ გაბრიილის თანა ვიტყოდეთ, გიხაროდენ მიმადლებულო! უფალი შენ თანა. ესე ოდენ მესწავლეს ენანი ბერძულნი, ესენი გავიგონენ ხოლო იქადაგა ორისა ჟამისადმდე.
შემდგომად წირვისა ავედით ტრაპეზად. დასხდენ წინამძღვრისა-თანა გუნდნი მონაზონთა მრავალი და საერო ტრაპეზობა ბრწყინვალე, და ზურგით მონასტრისად ზარბაზანთა და თოფთა ცემა ძლიერად დღესასწაულისა მისსა. ხვალისა შენდობისა მიმღებელნი მათგან ავედით შკოლად ფილოსოფოსისა ევგენიოსისად, რამეთუ მახლობელ იყო შკოლა და სულიერი დაყუდებული და იერუსალიმელი მონაზონი გერასიმე კაცი სავსე მეცნიერებითა, მეგობარი იყო უცხოებისა ჩვენისა და მოგზაურ და მოენეცა იყო ჩემი. ხოლო სცნა ჩემი ევგენიოსმა მოსვლა, მომეგება წინა და დიდად პატივი გვცა და შეგვითვისა და უცხოთ-მოყვარებისა ჩვენისა წესითა უმაღლესად დიდებულ-გვყო და განგვიმზადა შკოლასა შინა თვისსა სადგური და გავათიეთ მის თანა დღენი რამდენიმე და ზრახვითა და კითხვა-მიგებითა და მოწლითა მით საუბარითა მისითა განვნათლდებოდით.
ხოლო შკოლისაგანნი ზარსა სცემდენ შემოკრებისათვის შკოლისაგანთა და მოიკრბნენ პალატად. ბრძენი ევგენიოს შუასა ადგილსა მჯდომარე იყო და მაწვევდნენ და დავსჯდი მის თანა. ხოლო ორსავე მხარესა ზედა მსხდომარე იყვნენ სტოლზედ შკოლისაგანნი, და იდგნენ ერთი მარჯვენა მხრიდან და ერთი მარცხენა, და იწყეს სიტყვის გებად ურთიერთ-არის მეტაფიზიკურისა ღვთის-მეტყველებისათვის რიგით, და ზედას-ზედა ფილოსოფოსი განუახლებდა მათ და განუმარტებდა და დასასრულსა დასხდებოდნენ და სხვა წარმოსდგებოდა და უქებდა მათ სიბრძნეს და პერიფრასეულებ ქებას შეასხამდა ძალსა ღვთის-მეტყველებისა მათისასა, და ამისა შემდგომად კვლავ ორნი იმიერ და ამიერ წარმოსდგებოდნენ და იწყებდნენ სიტყვის-გებად. ურთიერთ-არის ღვთის-მეტყველებისათვის განგებულებისა, და განუმარტებდა მათ ევგენიოს და დასხდიან რა კვლავ, ერთი ვინმე წარმოსდგებოდა და პერიფრასულებ ქებას შეასხამდა მაღალსა მას ღვთის-მეტყველებასა მისსა. და ამათსა შემდგომად სხვათა და სხვათა სასიბრინოთათვის წარმოსდგებოდნენ მრავალ გზის და მე ამათ ყოველთა მეგობარი ჩემი გერასიმე გამომითარგმანებდა, და ნეტარ თუმცა ეგე ვითარი ხმა მასმინა ოდესმე, ესეთ აგემებდა სასმენელთა ჩემთა. აუშენებია შკოლა დიდად ვრცელი და პატიოსანი ადგილსა რასმე მაღალსა. მრავალი უცხო სასახლე და სრა შენებულ არის იქ, და შემოკრებილან მოსწავლენი საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან და ყოველთაგან ქვეყანათა, და ასწავლიდენ უფროსნი უმცირესთა მათ და მათი ზედა-მხედველი ბრძენი ევგენიოს-არის. ხოლო საფასესა და ხარჯსა ქვეყანა მისცემს და როჭიკი განჩენილი პატრიარქთაგან აქვთ და გამოგვესალმნენ და წავედით ამიერიდან.
მისლვა მონასტრად სიღმენოდ37.
შკოლიდან მივედით მონასტერსა სიღმენოს ამაღლებისა ეკლესიასა და წესისაებრ მონასტერთასა შეგვიძღვნენ მამანი ტაძრად და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და უამბორეთ ძმათა და მამათა. ნაწილი იყო წმინდისა იაკობ სპარსისა და წმინდისა პროკოპისი, და შემდგომად მიგვიძღვნენ სადგურად. ვკითხევდით რა, ვის მიერ აშენებულ-არის, მოგვითხრობდენ, ვითარმედ ააშენა მონასტერი ესე პულხერია ასულმა არკადისამან და ადგილი არის კეთილი, მთითა და ველითა შემკული და ზღვასა ზედა გადაკიდებული, ვითა სამჭედურითა თევზთა იჭირავდენ და გავათიეთ ჟამნი რამდენიმე და დიდი იგი გალობა ანდრია კრიტელისა იქ ძმათა-თანა ვიდღესასწაულეთ. იქ მყოფნი მამანი გვეტყოდენ, ვითარმედ გრიგორი თესალონიკელი, აწ რომელსა წმინდასა მარხვაში მეორე კვირას სახსენებელსა ჰყოფენ მისსა, ამა მონასტრისა წინამძღვარი ყოფილა, და მიტროპოლიტად თესალონიკისად უკურთხებიათ. წინა აღმდგომი იყო რომის ეკლესიისა, რაჟამს იგი ცილობა შემოსულ-არის, ვითარმედ ფერის-ცვალების ბრწყინვალება არა ზეგარდამო იყოო, არამედ მსოფლიო. ამა ცილობათა შინა წინა-აღსდგომია მათ და შეუნდობელი უმყოფებიათ. ამისთვის იგინი შეურაცხ-ჰყოფენ და ბერძენნი ამათ შეიწყნარებენ.
მისვლა მონასტრად ქილანდრად
მივედით მონასტერსა დიდებულსა ქილანდრას, ტაძარსა ყოვლად-წმინდისასა ტაძრად მიუყვანებისასა და ჩვეულებისაებრ მონასტერთასა ჰკრეს ზართა და შემოიკრიბენ მამანი სერბნი და ბულღარნი, რამეთუ იქ ბერძენნი არა იმყოფებიან და არც ენა უწყიან ბერძნული. და შევედით მდინარითა და თაყვანს-ვეცით ნაწილთა: ფეხი იყო მარიამ მაგდანინელისა და ნელსაცხებლისაგან ნაწილი, რომელი სცხო უფალსა, და მიმორა-ვიხილავდით განვკვირდით ქვით-ხუროებულობასა მისსა, რამეთუ ფერადნი მარმარილონი, ბუნებით ყვავილოვნად და ნახჩებად გამოყვანილ იყვნენ. იქ ეკლესია დიდად პატიოსანი, არა რათ ნაკლულევანი სხვათაგან, ვითა მათნი აღვსწერენით და გვიჩვენებდენ სახესა ყოვლად-წმინდისასა. რაჟამს იოანე დამასკელსა ხელი მოჰკვეთეს; ხოლო მოკვეთილი იგი ხელი წინა დაუდვა სახესა ყოვლად-წმინდისასა იოანემ და ევედრებოდა მხურვალედ განკურნებისათვის, და კვლავ მოება ხელი იგი მეოხებითა ღვთის-მშობელისათა. ესე საბა არქიეპისკოპოზმა სერბიისამან, აღმაშენებელმა ამა მონასტრისა ქილანდრისამან, საბას ლავრით აქა მოასვენა. რამეთუ იოანე დამასკელი საბას ლავრის მონაზონი იყო, და თვით იგი ლავრა საბასი სერბთა მიერ აღეშენა, და მიგვიყვანეს სადგურად, და კეთილად განგვისვენეს მშვენიერსა სრასა მონასტრისასა.
და ვკითხავდით რა ვის მიერ აღშენებასა მისსა, გვეტყოდენ, ვითარმედ სვიმეონ სერბთა მეფის ძე საბა, მოვიდა აქა მთად-წმინდად მონასტერთა რომთასა და მოეწონა ადგილისა სიწმინდე და მონაზონთა ცხოვრება და თვითცა მონაზონ-იქმნა აქ. ხოლო სვიმეონ მამა მისი მოუწერდა, რათა წავიდეს ხილვად მისა; მაგრამ საბამ არა ინება წასვლა მთა-წმინდიდან, ამისთვის თვით მეფე სვიმეონ მოიწია ხილვად ძისა თვისისა და იგიცა მონაზონ იქმნა, და ააშენეს მონასტერი ესე ქილანდრისა მათ და უკანასკნელ ხელი დაასხეს საბას სერბიის არქიეპისკოპოზად. ხოლო ესე საბა არის, რაჟამს წმინდამან მამამან არსენი სერბიის არქიეპისკოპოზმა იჯმნა მწყემსობისაგან და მოადგილედ თვისად ესე საბა აკურთხა, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ ოკდონბერსა 28, და აქ მონასტერსა იყო ვინმე ეპისკოპოზი ჯმნილი სამწყსოსაგან და შეეტკბო მონაზონება აქ.
კვლავ გვეტყოდენ სასწაულსა მონასტრისათვის. როცა თურქნი მოვიდენ ოხრებად მონასტრისა და აქა რა მოიწივნენ, ვერღარა ჰპოვეს მონასტერი, რამეთუ სამღრთომან ნისლმა და ალმურმა დაჰფარა და შიში და ზარი დაეცა მათ და ივლტოდენ, და ჟამ-რამდენიმე დავდექით იქ. რამეთუ გერასიმე მეგობარი ჩვენითან გვიახლა, და შემდგომად ლოცვისა მომღებნი მათნი წამოვედით კვლავ შკოლად ევგენიოსისა თანა და ამიერიდან გვენება მოხილვა თვითოეულთა მონასტერთა, და აღვედით შკოლიდან შუა მთად-წმინდად ბაზრად მონაზონთა, რომელსაც ეწოდება ქარესი38 და არის იქ ეკლესია დიდი. იტყვიან დიდმა კონსტანტინემ აღაშენაო, რომლისა გუმბათი დაუქცევია უსჯულოსა ივლიანე განდგომილსა. რამეთუ ესე შესაკრებელი ადგილი არის ყოველთავე მთაწმინდელთა მამათა და თვითოეულთა მონასტერთა ხარისხი იმ დიდსა ეკლესიასა შინა მიცვალებისასა არის და საერთო კრება მამათა იქ იქმნება. იქვე გვეტყოდენ, ვითარმედ დღესასწაულსა მიცვალებასასა, სენაკთ გარედან ბერი ვინმე მოვიდა ღამის-თევად და დაუტევა სენაკსა მონა თვისი, და აღდგა შუა-ღამე მოწაფე ბერისა, დაიწყო ეკვდერსა ლოცვად, და იხილა ანგელოზნი მდგომარენი და განჰკრთა შიშითა დიდითა. მაშინ ანგელოზნი ეტყოდენ: ნუ განჰკრთები, არამედ ზოგად ვილოცოთ და იწყო ბერმან ჩვეულებისაებრ: „უპატიოსნესისა ხერუვიმთასა“ თქმად, არამედ ანგელოზნი ეტყოდენ, ვითარმედ პირველად ჩვენ ვიწყოთ. ხოლო ანგელოზთა იწყეს გალობად: ღირს-არის ჭეშმარიტად და უპატიოსნესი კვლავ ბერმანვე იწყო, რამეთუ იქამდე ღირსარსი არავის სმენია და ამიერიდან იწყეს ღირს-არსისა თქმა წინა უპატიოსნესისა.
და იყო ბაზარი და ქუჩა და ქულბაქნი იქ მრავალნი მონაზონთა და მოხელეთა; და რაცა რა გენების, ვითა ქალაქთა შინა მოიყიდი. ხოლო სულიერთა მათ სახმარება ხორცთა იქ მოებაზრ-მოეფარდულებინათ და კრება შემოკრიბება სამარად შაბათთა. რამეთუ მონასტერნი საქრისტიანოთა შინა მრავალ-არიან სხვათა ადგილთა, არამედ ბაზარი მონაზონთა არა სადა სმენილ-არის. მჯდომარე არის იქ ეპისკოპოზი მთა-წმინდისა ერისოსი, ბრძანებასა ქვეშე თესალონიკელ მიტროპოლიტისასა და არის იქ მჯდომარე თურქი ვინმე ბრძანებასა ქვეშე წინამძღვართასა მათისავე ხარჯითა, რათა თურქნი არა შემოვიდნენ იქ, და მეშფოთეთა და უკეთურთა საშიშრად. და ვიხილეთ იქ განშორებული სახელად ფოტი, ფრიადსა მოღვაწებასა შინა მყოფი, შიშველი და უპოვარი. ერთსა ხისა ღრუსა შინა ზის. არისო ოცდაათი წელი ვინაიდან მოსულ არის იქ. რამეთუ სთლის კოვზთა და მით მოიპოვეს საზრდელთა, დიდათ გაწაფული მოღვაწებითა გუვეტყოდენ მისთვის, რამეთუ ხილვად მისსა მოვიდა უცხოებად მოსული ვინმე მონაზონი და თან მიიყვანა ერისკაცნიცა, მაგრამ თვით წინა წავიდა და ერისკაცნიცა შორს დააყენა, და თვით ამბორებად ხელთა რა მივიდა, ეტყოდა მას ფოტი: შენ მოხვედ, მაგრამ ერისკაცთა მათ ნუ აწვევ აქა მოსვლად. იხილვა ღირსება მისი, ვინა უწყოდა, რამეთუ შორს იყვნენ ერისკაცნი იგი. რამეთუ ესე ვითარნი სხნანიცა არიან იქ. დიდება განმაძლიერებელსა მათსა, და ყოველთა შესულთა წესთა მონაზონთასა; დიდება შემკრებელსა და აღმაორძინებელსა მათსა უფალსა, რომელმან მონაზონნი საოხად სოფლისა დაადგინა; დიდება, რომელმან წინასწარვე გვაუწყა მონაზონთა ცხოვრება ვითა მელქისედეკ და ილია, და ან ეზრასიცა იგი წინასწარ-მეტყველისა თქმული ვითარმედ: ესენი არიან, რომელნი შეიმოსენ სამოსლითა მოკვდავთათა და შეიმოსნენ უკვდავებასა შინა და აწ გვირგვინოსან იქმნენ, და კვალავ ესენი არიან, რომელნიც დედათა თანა არა შეიგინნენ, რამეთუ ქალწულნი არიან ესენი, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდენ (ეზრა 2. 25 აპოკ...).
მისვლა მონასტრად ყუთულამიშად39.
მივედით მონასტერსა ყუთულამიშას, ტაძარსა ფერისცნალებისასა, რამეთუ იქვე ქარესსა არის, და მოგვეგებნენ ძმანი და მამანი წესისაებრ მონასტერთასა, და ჰკრეს ზარსა და შეგვიძღვნენ შიგან ტაძარსა და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ნაწილთა წმინდათასა. ფეხი იყო ანნასი დედისა ღვთის-მშობელისა; იგინი ესეთ გვტყოდენ; ნაწილი ევსტატისა, და ნაწილი ხარალამპისა და განვიცადეთ მონასტერთ არის მომცრო პატიოსანი. ესე აუშენებია ვლახთა მეფესა იოანეს. ხოლო მონასტერი არსა ვაკესა ზედა, შემკული ბაღითა, წყლითა და მთითა და გარეშემო ახლავს მონასტერსა კელიები მრავალი, და აღმღებელნი ლოცვათა მათთა, წავედით იქიდან ფილოთეოსად.
მისვლა მონასტრად ფილოთეოსად
მივედით მონასტერს ფილოთეოსს, ტაძარსა ხარებისა ყოვლად-წმინდისასა და მოგვეგებნენ მამანი და ძმანი, და ჰკრეს ზართა და შეგვიძღვნენ წესისაებრ მონასტერთასა და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ნაწილთა. რამეთუ არის იქ ხელი იოანე ოქროპირისა, და ნაწილი წმინდისა გიორგისა, და ნაწილი წმინდისა იოანე მოწყალისა და ისიდორე პელიოსიოტელისა. ხოლო არა ესე მონასტერი აშენებული40 დავითიან, სოლომონიან, ბაგრატოვანთა ძეთაგანისა ქართლისა და კახეთისა მეფის ლეონისა მიერ, ბატონის თეიმურაზის პაპის მამისა, რამეთუ წარმოუგზავნიათ და თვისითა საფასითა აუშენებიათ სახსენებლად საუკუნოდ და თავს-მდეგ ყოფილა სულიერი ვინმე ფილოთეოს, ამისთვის სახელად უწოდეს მონასტერსა მას ფილოთეოს, რამეთუ აღმაშენებელნი41 მეფენი: ლეონ და ძე მისი ალექსანდრე პალატსა შინა სახიან მტვირთველი მონასტრისა მის. მეფე ლეონ ხატია ტანითა მომაღლო, მოხუცებული, მწითური, ცხვირკავი, თმითა და წვერითა სპეტაკი, მოსილი გვირგვინითა და პორფირითა. ხოლო ალექსანდრე მეფე ჰასაკითა მცირე, მშვენიერ სახილავი, თმითა მოშავო, მოსილი იგიცა გვირგვინითა. წელნი არიან მას აქეთ გადასულნი ორასოცდახუთი და არის მას მონასტერსა შინა მათ მეფეთა მოხსენება სამარადისოდ მწუხრად და ცისკრად. და ესეთ ნეტარება მივეც მათ, და სხვათაცა ესე ვითარსა, ვინცა სულსა თვისსა მოხსენებასა დაუუნჯებენ. და უკეთუმცა აქა არა დაეწესებინათ მოხსენება თვისი, საქართველოთამცა შინა აღხოცილ-იყო სრულიად ვინაობაცა მათი. რამეთუ ამან ღვთის-მსახურმან მეფემან ლეონ განაახლა და ხელ-ახლად ააშენა აოხრებული თურქთაგან საფლავი ქრისტესი და გოლგოთა, რამეთუ არის მათ მეფეთაგან შემოწირული კახეთს სოფელი ხოდაშენი. შენებულ არის მონასტერი ესე ადგილსა მთასა ტყიანსა, ხეხილნარითა და ვენავითა, წყარო-წყლითა და ჰავითა კეთილითა შემკული42.
მისვლა მონასტრად კარაკალოსად
მივედით კარაკალოსა ტაძარსა წმინდათა მოციქულთასა პეტრე და პავლესა. სცნეს რა მისვლა ჩვენი, მოგვეგებნენ ძმანი და მამანი და შეგვიძღვნენ გალობითა და კეროვანებითა წესისაებრ მონაზონთასა და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ნაწილთა. არის იქ თავი მოციქულისა ბართლომესი, სხვა ნაწილი პროკოპისა, მერკვირისი, იოანე მოწყალისა და მარინასი. ესე მონასტერი აუშენებია მეფესა რომთასა კარაკალოსს და მისსა შემდგომად განუახლებია ვლახთა ბატონსა. თვითცა აქა მოსულა და მონაზონ ქმნილა. სახელად პახუმი უწოდებიათ, და დაყუდებულა ტყეთა შინა და კვლავ განშორებულა, და აწ საფლავიცა არა უწყიან, თუ სად მიიცვალა უდაბურთა შინა. ამისა შემდგომად გუმბათი და პალატი დაქცეულა და განუახლებიათ და ტყვიით გადაუჭედიათ არჩილს მეფესი იმერთასა, გიორგის ძმასა მისსა და ვახტანგ ქართველ მეფესა და აშოთანს, და არის დღითი დღე მოხსენება მათი, და არის მონასტერი პატიოსანი მთასა და ტყიანსა ადგილსა, წყლითა და ჰავითა კეთილითა შემკულსა.
აწ კიმიტირისათვის ვიტყოდეთ (რომელიც არის საძცალე მამათა). რამეთუ გარეთ მონასტრისა აქვს მცირე ცადაქნილი პალატი ვითა სახლი, და ზედ საყდარი ადგას. მიიცვალება რა მონაზონი, დაფლვენ და შემდგომად სამისა წლისა ამოიღებენ ძვალთა და სახლსა მას შინა დააწყობენ და ზედეთ ეკლესიასა შინა სამარადისოდ შაბათთა წირვა არ გასწყდება და მოხსენება მათი. ესე კიმიტირისა წესი ყოველთა მონასტერთა არის.
მისვლა მონასტრად პავლესსა
მივედით მონასტერსა პავლესსა, ტაძარსა წმინდისა მოწამისა გიორგისასა. გვეტყოდენ, ვითარმედ მეფეთა ძე პავლე მონაზონ ქმნილ-არის, და აუშენებია მონასტერი ესე და აქა დაყუდებულა, და ამისთვის პავლეს მონასტერს უწოდენ. ადგილსა კლდესა მაღალსა ტაძარია მშვენიერი და პალატნი და სენაკნი ფრიად პატიოსანნი. და არის მას შინა ნაწილი: ფეხი წმინდისა გრიგოლი ღვთის-მეტყველისა და მოგვთაგან მოტანილი მური. ამისა შემდგომად დაძველებულა რა, გაუახლებიათ მეფეთა ბულღართა, რამეთუ რუსთა ენითა ილოცვენ იქ და არის მღვდელთ-მთავარი ვინმე იქ რუსი, ადგილისათვის წმინდისა მონაზონებისა ცხოვრებისა შემტკბობი.
შესვლა მონასტრად დიონისიოსსა
მივედით მონასტერსა დიდებულსა დიონისიოსსა, სახელსა ზედა აღშენებულსა შობისა წინამორბედისასა, და სცნეს რა მისვლა ჩვენი, ჰკრეს ზართა და მოგვეგებნენ მამანი და ძმანი და წესისაებრ მონასტერთასა შეგვიძღვნენ და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და საშინელსა მას თავსა იოანე ნათლის-მცემელისასა, და ვიხილეთ დიდად საწადი თაყვანის-საცემელი იგი. რამეთუ ფრიად შეუმკვიათ ძველთა მეფეთა. უზის შუა კეფასა ზედა, იაგუნდი ერთი მტრედის კვერცხის-ოდენი და სხვა დიდ-დიდი ლალები და მარგალიტნი, და არის ხელი წმინდისა სტეფანე პირველ-დიაკონისა, და მკლავი იოანე მოწყალისა და არის იქ ხატი იგი ყოვლად-წმინდისა, რაჟამს კონსტანტინეპოლეს სკვითნი და ხაღან შემოადგენ და ლიტანიად გავიდა პატრიარქი გერმანე და აღიპყრო ხატი იგი და ოცდახუთი მუხლი აკატისთო წარმოსთქვა, და იხსნა ვედრებითა ღვთის-მშობელისათა ქალაქი იგი წარმართთა მოსვრისაგან. იგი ხატი მეფესა ალექსი კომნინს შემოუწირავს, და არის მონასტერი მომცრო და მშვენიერი, პალატი დიდი და პატიოსანი და მიგვიძღვნენ მამანი და დაგვასადგურეს, რამეთუ ვიკითხვიდით რა, ვითარმედ ვის მიერ აღშენებულ-არის, გვეტყოდენ ვითარმედ, დიონისიო ვინმე სულიერი მამა მვედრებელ იქმნა მეფეთა ქართველთა და მათ აღაშენეს და სახელი თუ რომელი მეფე იყო, ვერ შევიტყევ43; ესე ოდენ შევიგენ; ქართველთ მონასტერი ევთიმისა და გიორგისა აღშენებული, და ესე ორივე ერთი საწინამძღვრო ყოფილა და საზრდოც და ხარჯიცა ერთი ყოფილა. მცირედნი ჟამნი არიან, ვინაითგან ესენი განთვისულან და იქ ყოფასა ჩვენსა იყო მონაზონი ვინმე შეყენებული და ეგრეთ ვგონებდი თუ არის ბერძენი; ხოლო იგი ქართულად მეზრახებოდა და ვჰკითხვიდი რა, თუ ვინ ხარ, მამაო? ხოლო იგი მეტყოდა, ვითარმედ ქართველი ვარ სოფლისაგან უსისტყისა, ყმა საყდრისა სამთავისისა. ოხრებასა ქართლისასა ლეკთაგან დატყვევებულ ვიქმენ და მომიყვანეს კოსტანტინეპოლეს და მიყიდა თურქმან ვინმე უკეთურმან და წამიყვანა სახლად თვისად და მაიძულებდა დატევებასა სჯულისასა და მე შორს განუგდებდი სიტყვასა ამას და მქენჯნიდა და მრავალსა სატანჯველსა მიმცემდა, და სახვნელთა ხართასა შემაგდო ოთხისა წლისა ჟამსა. და მეტყოდა ვითარმედ, უკეთუ იქმნე მაჰმადიანი, განგათავისუფლო და მოგცე საფასეცა; ხოლო მე უარისმყოფელად წადილისა თვისისა რა მიხილვიდა, რამეთუ მგვემდა უწყალოდ და სიქადულსა მექადოდა, და ვეტყოდი: მაცადე ღამესა ამას და სიტყვა გიგო ხვალისად და წავედ და მოვიყიდენ სანთელნი, და შევედ ეკლესიად და აუანთენ და ვევედრებოდი ყოვლად-წმინდასა ღვთის-მშობელსა ცრემლითა და ვეტყოდი: ტყვე-ქმნილისა ამის და გლახაკისა და უცხოებასა შინა მყოფისა ხელის-ამპყრობელო, შენ უწყნი და შენ იცნი უწყალო ტყვეობა და შეჭირვება ჩემი, დამიხსენ მე ტყვეობისა ამისგან მწარისა და შემწე მეყავ მე. ვევედრებოდი რა ამას, მიმერულა, და აჰა, ვიხილენ ორნი მოხუცებულნი ნუგეშს-მცემდეს და მეტყოდენ: მხნე იყავნ თეოდორე, და ნუ გარდახდები სარწმუნოებასა შენსა; რამეთუ ცოდვათათვის ქვეყანისათა მიუშვებს ღმერთი განსაცდელსა და ტყვეობასა; არამედ ღმერთი მოწყალე-არის მვედრებელთა თვისთა ხსნად ჭირთა და მწუხარებათაგან. განვიღვიძე რა, მადლობა შევსწირე ყოვლად-ძლიერსა ღმერთსა, წამოვედ და ვეტყოდი მე თურქსა: ასოეულად დამჭერ; ესე ნებასა შინა შენსა არის, და დატევება ჩემგან სჯულისა არა იქმნება. ამისთვის უმეტეს უწყალოდ იწყო გვემად ჩემდა და აღვდეგ ღამესა მას და წავედ მდინარისა ნაპირსა, და ზღვისა მახლობელად ტყეთა შინა იყო ნაქცევი რაიმე ეკლესია და მას შინა დავიმალე და მოვიდნენ თურქნი იგი და კარსა ნაქცევისა მის ეკლესიისასა და მიხილეს მე და ვერ შეუძლეს შინა შემოსვლად მას კარსა; ძალმან რამე სამღვთომან არა უტევა, და გარედან მიხმობდენ; გამოვედ გარე. ვიდრე დღედმდე სამად, იდგნენ იქ. ხოლო მე შეურვებული აღვსდეგ, რამეთუ მქონდა მცირე რამე ცულაკი და მწადდა მით ცემა თავსა მათსა. ხოლო შუა ადგილად რა მივიწიე, მიპყრა ხელი ძალმან რამე სამღრთომან, და არა მიტევა გარეგან გასვლად. ამისთვის ვერღარა შემოსულნი შინა წავიდეს. ხოლო მე მოვიხილვიდი თუ ვინ არის, რომელმან განმზიდა და არავინ ვჰპოვე. და გამოვედ იქიდან და ნაპირსა ზღვისასა ჩავედ და მომხედა ღმერთმა, რამეთუ დამხვდა იქ ნავი ქრისტიანეთა; ჩამსვეს მათ და გამომიყვეანეს მთად-წმინდად და მიველ სენაკსა ვისმე ბერისასა და ვმსახურებდი. ხოლო ღამესა ერთსა ვსდეგ რა გარეთ, მესმა ხმა რაიმე, რამეთუ მეტყოდა: თეოდორე, თეოდორე, ამიერიდან წახვედ მონასტერსა დიონისისსა, სადაც იქ უფალმა დაგიფაროს; და ვიკითხავდი გზასა მონასტრისასა და მოვაწიე აქა. და იღუმენსაცა ჩვენება ეხილვა მისვლისათვის ჩემისა, რაღა აღმკვეცოს მე მონაზონად და მოვიწიე რა, იღუმენმან მსწრაფლ მონაზონ მყო და დავემკვიდრე სენაკსა რასამე მარტოსა, და იქ ვარ მე მდაბალი მმადლობელი ღვთისა.
და კვლავ გვითხრობდენ ვითარმედ, არიან აქა სხვანიცა ქართველნი მამანი და ვიხილე გაბრიილ მონაზონი იმერელი ღვანკითელი44 და ლეონტი დაღეთელი, და სერაფიმ ქართველი, ფრიადისა მონაზონებისა შემტკბობელნი და ვადიდე ქართველთა ხელის-აღმპყრობელი და ყოველთა მსხნელი წმინდა ღვთის-მშობელი. და ფრიადცა სარგებელ-მეყო ხილვა და ამბავი მათი. – კვლავ ვიტყოდეთ. სჩანს მონასტრიდან უდაბურსა კლდესა შინა ძველი რამე ეკლესია და მეტყოდენ მისთვის, ვითარმე ეგუტერი არის და წლითი-წლად ავალთ და დაგვიკვირდა, თუ ვისიმე იყოს. ამისა შემდგომად მწყემსი ვინმე მოვიდა და გვეტყოდა: ძოვნასა ცხოვართასა ვიხილე ახლო ეგვტერისა მის კლდეთა შინა მონაზონი ვინმე ძონძითა მოსილი მიცვალებულ-არის, ვინ არის იგი? ხოლო ჩვენ უმეცარნი ამისნი აღვედით მსწრაფლ, და წავედით და ვიხილეთ მიცვალებულილ ხელთა ძაფისა იგი კრიალოსანი ეტვირთა და მეორისა ხელითა ქარტა ეტვირთა, და ამოუღეთ ქარტა, რამეთუ იყო რუსული და გვეპოვა აღმომკითხველი რუსულად, რამეთუ ეწერა ესეთ: „მე მდაბალი რუსი ვარ ეპისკოპოსი, რამეთუ შიშისათვის და ხვაიშნისათვის დღისა განკითხვისა დაუტევე ეპისკოპოსობა და აქა მთად-წმინდად მოვიწიე სინანულად და ვინცა იხილოთ გვამი ჩემი სიყვარულისათვის ქრისტეს-მიერისა მიეცით მიწა მიწასა“ და ავიღეთ შიშითა დიდითა და შევმურეთ ჯეროვანად, დავასვენეთ სამარხოსა მამათასა. – იყო კვლავ იქ მცირისა ათონისა კლდეთა შინა შეყენებული ვინმე მონაზონი კეთილი გრიგორიოს კახი საალავერდლო. ამისა შემდგომად ავიღეთ ლოცვა ძმათაგან და წამოვედით სხვად მონასტრად გრიგორიოსსა.
შესლვა მონასტრად გრიგორიოსსა.
მივედით მონასტრად გრიგორიოსსა, ტაძარსა წმინდისა ნიკოლოოზისსა, ზღვასა ზედა გადაკიდებულსა. სცნეს რა მისვლა ჩვენი, მოგვეგებნეს წესისაებრ მონასტერთასა მამანი და შეგვიძღვნენ ტაძრად და თაყვანი-ვეცით წმინდათა ნაწილთა. მთლივ მკლავი და ხელი ანტონი რომაელისა45 იყო იქ, და სხვანი წვრილნი ნაწილნი. გამოვედით ვიხილეთ მონასტერი და ეკლესია მცირე და ადგილი კეთილი, ზღვასა ზედა გარდაკიდებული. ვკითხავდით რა ვის მიერ აღშენებულ-არის? გვეტყოდენ ვითარმედ, გრიგოლი ვინმე შეყენებულმან იწყო შენობად მონასტრისა, საფასითა ბულღართა მეფეთათა46, ამისთვის გრიგორიოსს უწოდნენ, არამედ სახელსა ზედა წმინდისა ნიკოლოზისასა არის აღშენებული და შეგვიტკბეს კეთილად და გვიუცხოთ-მოყვარეს. ხოლო შემდგომად არა მცირედისა, ავიღეთ ლოცვა მათგან და წავედით მონასტრად სვიმონ-პეტრესსა.
მისვლა მონასტრად სვიმონ-პეტრესსა.
მივიწიენით მონასტერსა კეთილ-პატიოსანსა სვიმონ პეტრესსა, რამეთუ ტაძარი არის აშენებული სახელსა ზედა შობისა უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესსა, და ავედით კლდესა ზედა მაღალსა და მოგვეგებნენ მამანი და ძმანი წესისაებრ მონასტერთასა; მოგვართვეს მდინარე და შეგვიძღვნენ შინაგან ტაძრისა და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და წმინდათა ნაწილთა. იყო იქ თავი პავლე აღმსაარებელისა, და მთლივ ხელი და მკლავი მარიამ მაგდალინელისა, და შეგვიძღვნენ სადგურად და მიმო-რა ვიხილვიდით ესეთ მაღალსა კლდესა ზედა, არის ზღვა და მას შინა ხომალდნი უფსკრულსავით სჩნდეს. მონასტერი და ეკლესია კეთილად ნაშენი, და ვკითხევდი რა ვის მიერ აღშენებულობასა მისსა, მათ მითხრეს, ვითარმედ სერბთა ბატონსა იოანეს ესვა ასული უტყვი და მიესმა ამა ადგილსა შეყენებულისა სვიმეონის ღირსება, აწვია კურნებად ასულისა თვისისა და განკურნა უტყვებისა მისგან და მისთვის აღუშენა აქა მონასტერი ესე. ხოლო ეწოდება სვიმონ ბერისა სახელი და პეტრა ქვასა ეწოდება, და შეგვიტკბეს კეთილად და ავიღეთ ლოცვა და წამოვედით იქიდან ქსიროფოტამად47.
მისვლა მონასტრად ქსიროფოტამად48
მივიწიენით მონასტერსა ქსიროფოტამს დიდებულსა მას ტაძარსა წმინდათა ორმოცთა სევასტიელთასა. სცნეს რა მისვლა ჩვენი, ჰკრეს ზართა და მოგვეგებნენ მამანი მდინარითა და კვერთხითა, და შეგვიძღვნენ წესისებრ მონასტერთასა, და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ძელსა მას ჭეშმარიტსა, რომელიც შემოსწირა რომანოზ მეფემან ბერძენთამან, აღმაშენებელმან49, და არის იქ ფეხი წმინდისა მოწამისა პროკოპისა და ნაწილი ორმოცთა და მოგვართვეს ომფორი და მოხსენება აღმაშენებელთა მეფეთა გადავიხადეთ. ხოლო იყო მაშინ თვით დღესასწაული წმინდათა ორმოცდა. მონასტერი და ეკლესია დიდად პატიოსანი, და იატაკთა ქვითა მარმარილოთა ხუროებულობა ჩინელთა ხუროვნებასა ხელოვნებათასა გააცუდებდა და მეტვირთა კვერთხი სრულიად ქარვისა მურასად მოჭედილი, და შეგვიძღვნენ სავანედ და განგვისვენეს სულიერად და ხორციელად. და ვკითხავდი რა, მითხრეს ამა მონასტრისა შენებისა მიზეზ ქმნილ-არის ღირსი პავლე დაყუდებული, ძე მეფეთა50.
ხოლო შემდგომად ორთა ამათ მონასტერთა აღშენებისა პავლე წასულ-არის კიევსა და იქ მიცვლილ-არის პეჩორის მონასტერში. სახე ვნახე მისი უწვერული და უასაკო ყოფილა. გაბრიილ ქართველი და პავლე ერთად ესახნენ და აღმღებელნი ლოცვათა მათთანი წამოვედით მონასტრად როშთასა.
შესვლა მონასტრად როშთასა51.
მივედით მონასტრად როშთასა, ტაძარსა წმინდისა მოწამისა პანტელეიმონისსა მთასა შინა ფრიად მაღნაროვანსა, წყლითა და ვენახითა მდიდრად შემკულსა. მოგვეგებნენ მამანი და ძმანი და შეგვიძღვნენ ტაძრად. შევედით რა, თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ნაწილსა წმინდისა პანტელეიმონისსა, და იყო ეკლესია ფრიად ძველი და დახატულობა უცხო, და შეგვიძღვნენ სავანედ და ვკითხავდი ვის მიერ აღშენებულობასა, და გვეტყოდენ, ვითარმედ ესე აღაშენა სერბთა ბატონმან ლაზარემ, და აღშენებისა შემდგომად არა მრავლისა ჟამისა წარმართთაგან ქრისტეს აღსაარებისათვის მოწამეობისა გვირგვინი მიუღია. და პატივ-გვცეს, და უცხოს-მოყვარებისა პატივითა შეგვიტკბეს. ხოლო ამისა შემდგომად ავიღეთ ლოცვა მათი და წამოვედით ქსენოფს.
მისვლა მონასტრად ქსენოფს
მივიწიენით მონასტერსა ქსენოფს ტაძარსა წმინდისა მოწამისა გიორგისასა, ზღვასა ზედა ფრიად ნაპირსა და კეთილად შემკულსა წყლითა და ტყითალ და სცნეს რა მამათა, მოგვეგებნენ წესისაებრ მონასტერთასა და შეგვიძღვნენ ტაძრად და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ვიხილეთ მონასტერი მომცრო, არამედ ხელოვნად შენებული. ბჭენი ტაძრისანი იყვნენ უცხოსა წითლისა იასპისა ქვისა, რამეთუ ფრანგნი ოცთა და მეტთა ვითარმედ ქისისა თეთრთა აძლევდნენ და არა გაყიდეს. ხოლო სადგურად რა მივედით, ვკითხეთ აღმაშენებელი მისი; გვეტყოდენ, ვითარმედ ესე მონასტერი აღაშენა წმინდამან მამამან ჩვენმან ქსენოფორე, და შემდგომად განუახლებია ვლახთა ბატონსა მატთეს. – შემდგომად არა მრავლისა ჟამისა, ავიღეთ ლოცვა და წავედით.
შესვლა მონასტრად დუქარიოდ53
მივიწიენით მონასტრად დიდებულსა დუქარიოსს, ტაძარსა წმინდათა მთავარ ანგელოზთასა. სცნეს რა მისულა ჩვენი, შეიკრიბენ მამანი და მოვეეგებნენ, და ჩვეულებისაებრ მონასტერთასა შეგვიძღვნენ ტაძრად და ვიხილეთ ტაძარი დიდი და კეთილი შენებულება და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ნაწილთა. რამეთუ იყო თავი დიდისა დიონოსიისა ვისმე ღირსისა, და ვარშამანგი წმინდისა დიმიტრისა, და გამოვედით და შევედით სადგურად და შემოიკრიბენ მამანი, და ვკითხავდი შენებულებასა მონასტრისასა ვისა მიერ. ხოლო იგინი მეტყოდენ, ვითარმედ ადგილსა ამას პირველად ეკვტერი მცირე მთავარ-ანგელოზთა შენებულა და მდგარან ორნი მონაზონნი აქა და ყრმა ერთი მოსწავლე მათ თანა.
დღესა ერთსა ბოსტნისათვის სთხრიდა ყრმა იგი მიწასა ბარითა და იხილა ქვაბი სპილენძისა დაბურვილი მიწათა შინა. ადგა რა, იხილა სავსე დრაჰკნითა. მოუწოდა ყრმამან მან მონაზონთა მათ და უჩვენა საუნჯე დიდძალი და აიღეს მონაზონთა საფასე იგი და დაკრძალეს. ხოლო შეიპყრეს ყრმა იგი, რათა არა განაცხადოს, და მოაბეს ქვა მძიმე და ჩააგდეს ზღვად. ვინაიცა ღამესა მას საკვირველებითა მთავარ-ანგელოზისათა, უმსჯავროდ დასჯილი იგი ყრმა, ზღვიდან გამოყვანებულ-იქმნა ქვითურთ ყელსა ბმელითა, და შიგან ეკვტერისა იპოვა ყრმა მძინარედ. ხოლო ცისკრისა ჟამსა, გარეშემოთაგან ლოცვად შემოიკრიბენ სენაკებიდან მონაზონნი. მოიწინენ რა ეკვტერად, რათა კანონი ცისკრისა აღასრულონ, იხილეს ყრმა მწოლარე მძინარედ შინაგან ეკვტერისა, და დალპობილი სამოსელი წყლითა, და მობმული ქვა დიდი ქედსა მისსა. და განაღვიძეს ყრმა და ჰკითხვიდენ ვინ არის და ვითარ რამე შემთხვეს. ხოლო ყრმა იგი უმსჯავროსა მას დასჯასა თვისსა უკლებლად განუცხადებდა მამათა მათ. ამისთვის მამამან ნეოფიტე იქ მისულმა უბადრუკნი იგი მონაზონნი უნებლიეთ მოაყვანინა და მძიმესა კანონსა ჩაყარა, და სხვაგან ექსორიებით დასაჯა და პოვნილითა მით საფასითა აღაშენა მონასტერი ესე. ხოლო ყრმა იგი, მთავარ-ანგელოზთაგან აღმოყვანილი, იქმნა მონაზონ და იქმნა ფრიად რჩეულ და უკანასკნელ წინამძღვარ მონასტრისა ამის, სადაცა ეწოდა ვარნავა. ხოლო ყელსა ნაბამი იგი ქვა თვალითა ვიხილეთ და ვადიდეთ მცველი და მფარველნი ჩვენი წმინდანი მთავარ-ანგელოზნი. და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა ავიღეთ ლოცვა და წამოვედით სხვად მონასტრად.
შესვლა მონასტრად კოსტამონად54
მოვედით მონასტრად კოსტამონად, ტაძარსა წმინდისა მოწამისა მთავარ-დიაკვნისა სტეფანესსა, და სცნეს რა მისვლა ჩვენი, მოგვეგებნენ მამანი მცირედნი ვინმე და შევედით და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა, და განვიხილვიდი რა, მონასტერი არის მცირე და კეთილი ადგილი მთა. და ვკითხეთ ვის მიერ აღშენებულობა. და იგინი მეტყოდეს: კოსტას მიერ აღეშენა, მეფისა ძისა დიდისა კონსტანტინესსა, და განვისვენეთ ტრაპეზად მათდა, და შემდგომად მცირედისა ჟამისა ავიღეთ ლოცვა და წავედით იქიდან.
შესვლა მონასტრად უზოღრაფად55
მივედით მონასტრად უზოღრაფად, ტაძარსა წმინდისა მოწამისა გიორგისსა, მთასა შინა ფრიად მაღალსა. სცნეს რა მისვლა ჩვენი, მოგვეგებნენ მამანი და ძმანი ბოლღარნი და სერბნი და წესისაებრ მონასტერთასა შეგვიძღვნენ ტაძრად და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ნაწილსა წმინდისა გიორგისსა და წმინდისა დიმიტრისსა, და განვიცადეთ ტაძარი მცირე, არამედ კეთილად შემკული და გამოვედით და დაგვასადგურეს სრასა ფრიად კეთილსა გარდაგებულსა. და ვკითხავდი ვის მიერ აღშენებულებასა მონასტრისასა; გვეტყოდენ, ვითარმედ იუსტინიანე ბერძენთა მეფისა ძმის-წულთა ეჩვენა გამოცხადება რაიმე სამღრთო, ვითარმედ მთას-წმინდად ადგილსა მას რომელსამე აღმიშენოთ მონასტერი. და მოიწივნენ რა აქა, იხილეს ქუა და ზედა ჯვარი მარმარილოსი, და ჩაყარეს საფუძველნი და იწყეს შენებად. და განვისვენეთ ჟამ-რამდენიმე, ავიღეთ ლოცვა და წამოვედით მონასტრად სხვად.
მისვლა მონასტრად პანტოკრატორად56
მივიწიენით მონასტრად პანტოკრატორად ტაძარსა ფერის-ცვალებისასა, მონასტერსა, ზღვასა ზედა გადაკიდებულსა, და კეთილად შემკულსა წყლითა და მთითა. სცნეს რა მისვლა ჩვენი, ჩვეულებისაებრ მონასტერთასა შემოიკრიბენ მამანი და მოგვეგებნენ და შეგვიძღუნენ და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ნაწილთა: რამეთუ იყო ფეხი ანდრია მოციქულისა, თავი დიდისა იოანნიკესი და სახარება იოანე გლახაკისა, რომელსა ჟამადმდე მიცვალებისა თვისისა ქონდა, და იყო ფარი წმინდისა მოწამისა მერკვირისი. არის მონასტერი ძველი და პატიოსანი. ესე აღუშენებია მეფესა ბერძენთასა ალექსი კომნინსა, და შემდგომად პატრიარხთა განუახლებიათ და შეგვიძღვნენ სავანედ და შემოიკრიბენ სულიერნი მამანი და ვიყავით კითხვა-მიგებასა შინა საწადელსა და ღვაწლ-მრავლობისაგანთა მათ კიდეგანობა არა მენება. არამედ შემდგომად დღეთა რამდენთამე ლოცვისა აღმღები მათგან, წავედით მონასტრად სტავრონიკიტად.
შესვლა მონასტრად სტავრონიკიტად.
მივედით მონასტრად სტავრონიკიტად, ტაძარსა წმინდისა მამისა ჩვენისა ნიკოლოზისსა, მთითა და ველითა, წყლითა და ვენახითა კეთილად შემკულსა და ერთ-კერძო ზღვით მოზღუდილსა. სცნეს რა მისვლა ჩვენი, შემოიკრიბენ მამანი და წესისაებრ მონასტერთასა შეგვიძღვნენ ტაძრად და თაყვანი-ვეცით ტრაპეზსა და ნაწილთა. რამეთუ ყბისაგან თავისა ნათლის-მცემელისა იყო, ხელი და მკლავი ელევთერი მღვდელ-მოწამისა. და ვიხილეთ ტაძარი მომცრო, და შეგვიძღვნენ სადგურად მამანი და სკეოფილაკი, და უცხოს-შეყვარების შეწყნარებით შეგვიტკბენ. ხოლო ვკითხავდი აღშენებისათვის მონასტრისა. გვითხრეს სულიერთა მათ, ვითარმედ დიონოსიოს პატრიარქი კოსტანტინეპოლისა, მოივლიდა რა მონასტერთა, მოეწონა ადგილი ესე. და იწყო შენებად ამა მონასტრისა. ხოლო სთხრიდენ რა საძირკველთა, გამოსჩნდა ღრუ ქვეშე კლდისა, ჩახედეს ძირსა, მონაზონი ვინმე შეყენებული, შემოსული ხვრელიდან მჯდომარე იყო. ხოლო იგი ეტყოდა მას ცოდვილი ბერი ნიკიტა ვარ. და უთხრა პატრიარქმა: რასა მუშაკობ მამაო და იგი ეტყოდათ ჯვარსა ვსთლი. ამისა საკვირველისა ხილვისათვის უწოდეს მონასტერსა მას სტავრონიკიტა. სტავრო ბერძნულად ჯვარი და ნიკიტა ბერის სახელი.
დავასრულეთ დიდთა მონასტერთა მოხილვა. ამისთვის წყალობისა მომცემელისა ღვთისა მიმართ ჩვენდა ნიჭმრავლობისათვის მადლობასა აღვაავლებდი. ხოლო ამა მონასტერთათვის რა აღვსწერეთ. ვინაცა წვრილთა მონასტერთათვის და მრავალთა სენაკებთა და ეკვტერთათვის, და შეყენებულთა ძმათათვის ვინმცა უძლო აღწერად თვითოეულად. ნამდვილ თავი მეუღირსებოდა ბაგითა უღირსითა ამბორებად წმინდათა მათ, და მწიკულევანითა ფეხითა დათრგუნვად ადგილთა მათ წმინდათა. ჰე ჭეშმარიტად ესე ადგილი სახე არის მშვენიერებისა ზეცისა სუფევისასა და საწუთოთა შინა ხილვა უსაცთუროთა; და ცხოვრება მათი არა ჟამიერ და წუთებრივი; არამედ ძლიერებითა სამარადისოთა შემოსილნი მამანი სანეტარონი, სახედ ზეცისათა მათ ბანაკებად და გუნდებად განწყობილნი, განშორებულნი ქორწინებითა ძლითთა შებორკილებათაგან და ქვე-მეთრევთა ამათ ამაოთა დამტევებელნი ფრთითა მონაზონებისათა, და ბეჭთ-საშუალითა ჯვარისათა ზე აღფრენილნი და მომლოდნენი აღფრენად ზეცისა მას სუფევად, სადაც არის ოხრა დღე-სასწაულთა ხერუვიმებრი და საშვებელსა უოხჭონოსა გულის-სათქმელსა მას უფროს ოქროსა და ანთრაკთა, და უტკბოსა უმეტეს გოლეულთასა. ჰგებენ შესვლად სასუფეველსა, ღაღადებენ და გალობენ: უფალმან მწყსოს მე და არა მაკლდეს ადგილსა მწვანვილოვანსა, იქ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა განსასვენებელთასასა ზეცისათა, მათ გამომზარდეს ჩვენ.
ამა მონაზონთათვის და სხვათა ადგილთა წესთა ბრწყინვალებისათვის ტობიას მიმართცა ანგელოზი რაფაელ გამოჩინებული მომეხსენება, რაჟამს ეტყოდა: (ტობია 5, 15) მე გაუწყოო, რომელნიც იქორწინებენ და მეძაობასა დაადგებიანო, ვითარმედ ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არის მეცნიერება და შემდგომი. ამისთვის გამოისაჭურეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ღვთისა ამა მონაზონთა დაუტევეს მამა და დედა და აგარაკნი, და აიღეს ჯვარი ძლევისა და შეუდგნენ უკანა ქრისტესა, მწყემსთ-მთავრისა მის ჭეშმარიტისა. და ამათ არვესა მას ზეცისათასა კარი განეღის, ვითარცა თვით იტყოდენ: ამან მეკარემანცა განუღის და ცხოვართა ხმისა ჩემისა ისმინიან. ვითა ამათმან განცდამან ესენი გონებად მომიღო ცხადი და ნამდვილი. რამეთუ სისრულესა შინა სულიერთასა ჭეშმარიტად ესენი აღიხვენ სიტკბოებასა მას მხურვალებისა ღვთისასა გულთა შინა მათთა და კეთილითა მით აღტაცებითა გონებისათა ფრინვენ გულნი იგი მათნი ღვთისა მიმართ და იტყვიან: და ვსთქვ, ვინცა მცნა მე ფრთენი მტრედისანი, აღვფრინდე მე და განვისვენო უდაბნოსა შინა, მოველოდე ღმერთსა მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავ-ქარისა; და შესძინენ ვითარმედ სურინ სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო ძლიერო და ცხოველო, ოდესმე მოვიდე და ვეჩვენო პირსა შენსა. ეჰა მთა ღვთისა, მთა პოხილი და შეყოფილი, ნეკტარითა მით ცრემლთა მათთა ნაკადისა წმინდისა მდინარე; მთა ესე რომელ მოსწონდა ღმერთსა, რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი. ხოლო ღირსნი ესე მთით წმინდიდან გამო მამანი, ვასახენ ვითარცა ვარსკვლავი განთიადისა ღრუბელთა შინა, და ვითარცა მთოვარე სისავსესა ჟამთასა და ვითა აფროდიტი შორის მწყობრისა სამყაროთასა, და ვითარცა შროშანი თანა-წარსადინელსა წყალთასა, ანუ ნორჩი ლიბანისა დღეთა შინა ივლისისათა, და სარო ამაღლებული სისწორესა ღრუბელთასა, და ვითარცა აღმოცენება ნაძვისა ლიბანთა შორის. ხოლო ადგილთა ედემებრიობისათვის და პირადობისათვის მკელებათასა, რა ვინმე სთქვას. ქვეყანათა სამოთხეობა ვასახენ მას, რომელთა შინა მშვიდთა დამკვიდრებასა საუფლო ნეტარება მეტყოდა ჩვენ. ხოლო მე ჭვირობად ამათთვის მტკივნეულითა სულითა, ათასსა მადლობასა აღვავლენდი მწირობათა შინა ჩემთა უფლისა ჩემისა, რომელმან ღირს აღმრაცხა სულიერსა მას მწყობრსა ღვთისა ცხოველისასა.
და აღვასრულეთ რა მოვლა მონასტერთა, და კვლავ მივიწიენით მონასტრად ქართველთასა, იყო მწუხრი ბაიაობისა, და შემოიკრიბენ მამანი და იწყეს რეკად ზარისა, და მწუხრად ვიდრე ამოსვლამდე მზისა აღრიპინა57 გადავივადეთ დიდებული. ხოლო დიდსა მას შვიდეულსა და პარასკევსა სამარადისოდ ეკლესიასა ვსდეგით მიმდეთა მათ ზიართა ლოცვასა და ღამის-თევასა. შაბათად მოიღეს გარდამოხსნა მძიმედ შემკული ორი: ერთი მარიამ დედოფლისაგან ქართველთასა შემოწირული, და მეორე ბაგრატ მუხრან-ბატონისა დაჰფინეს. ვითარ მოგითხრა, თუ მათ იგი ეკლესია ვითარაღამკვეს ბრწყინვალითა შესამოსელითა, მურასითა საყდრის იარაღებითა, სახარებანი დიდ-დიდნი მძიმენი თუ ალითა მოჭედილნი, ბარძიმი თვლებითა მძიმენი მუღან-ბარანი და მორთეს საყდარი ფარდებითა, და სერაფიმ-ქერაფიმნი და ოქრო-ნაცურვებულნი ჯვარებითა და ხატებითა და ალმებითა შინა ტაძრისა და გარეგან დიდის ორღანოს მკვრელის საათებითა ბრწყინვალესა მას ტაძარსა, ვითა სძალსა სასძლოდ შემკულსა. ხმანი ელლინთა ყრმათანი ისახებოდა მგალობლად საბაოთისა და ორღანოთა ხმათა ზედა მისა ტურფად რამ გაეზიარა, და ეგრეთ გადავიხადეთ დედოფალი და უფალი დღე-სასწაულთა ერთ-შაბათი, და იყო ბურჯებით მონასტრისათ ზარბაზანთა ცემა ძლიერი და ტრაპეზობა უხვებით საღმრთოთა სპარაზენთა მათ მონაზონთათვის სერი ბრწყინვალე.
ხოლო შემდგომად თომას კვირისა, ევგენიოს ბრძენსა ებოძა წიგნი მისვლად. ფრიად მომეწონა ესე და აღვედ ქარესად ბაზარსა მონაზონთასა, და შემდეგ შკოლად ევგენიოსისად. მიველ და ვიხილე მრავალ-განთქმული იგი სიბრძნითა და მოგვიკითხა უცხოებისათვის ჩვენისა, და სავანე გვიყო ახლად შემზადებულსა მას სრასა თვისსა და დავყავით მის-თანა ჟამნი არა მცირედნი, და სამარად განვიცდიდი სიმრავლესა მას შკოლისაგანთათა, მჯობესსა პერიპატიულთასა და იყვნენ საღვთის-მეტყველოთა და საფილოსოფოსოთა ზედ-მიწევნილ, რამეთუ რომელსაცა მე ვერ ვისმენდი, თარგმანი გამომიცხადებდა, და გადმოიღო და მომცა ცხრისა შემთხვევითისა სქიმა, სრულიად და ვკითხავდი ევგენიოსს ღვთის-მეტყველებისა-ძლით თხრობისა. მისთვის საუფლოსა მის ამაღლებისა ქრისტეს ხორცთასა სადაობისა. ვინაიდან გარეშეუწერელისა თანა ერთ-არის ხორცი ქრისტესი, ხოლო იგი მეტყოდა, ვითარმედ გამოუთქმელთა გამოთქმა ზღვევა მეცნიერთა, არამედ ესე გვწამს და ვაღიარებთ უთქმთა ამათ ლექსთა, ვითარმედ: „ღმერთი გარე-შეწერილსა კაცსა შორის ესეთ არის, ვითა გონება სულსა შორის, რამეთუ სული ერთსა ადგილსა-არის, ხოლო გონება გარე-შეუწერელად მიიწდომიეს განუჭრელისა თვისებისა ურთიერთ-არის მქონები, გინა ესე სახედ, ვითარცა გვამი ერთსა ადგილსა მდგომად, თვალი ცათა და ქვეყანათა მსწრაფლ მოვლის; ეგრეთვე სიტყვა ღვთისა გვამოვნებით მისდა შეერთებულისა კაცისა უმწვერვალესისა მყოფობისათვის უსაშუალოდ და განუშორებელად ღვთაებით გარე-შემოუწერელ-ჰგიეს“, და კვლავ ჰგმობდა პორფირიოსსა და თავხედად სახელს-ჰსდებდა; რამეთუ იყო ერთ-სულ ორიგენისა და ერთსა შკოლასა აღზრდილნი, ელლენობისაგან იქმნა ურია და ურიაობისაგან იქმნა ქრისტიანეო, და ქრისტიანობისაგან სრულიად უღმრთო.
კვლავ ვჰკითხავდი თუ ვითარ და რასათვის ქართველთა შპანიად ეწოდების და შპანელთა ქართველი. ხოლო იგი უძველესისა ბრძნისა ვისმე მელეტიოსისა წიგნისაგან 58 აღმოიკითხავდა და იტყოდა „ვითარმედ ჟამსა ალექსანდრე მაკედონელისასა შპანელნი მრავალნი მისულან ქართლად, და კვლავ ჟამთა ქართლისა აოხრებისათა, ქართველნი მეფე და დიდებულნი წასულან შპანიად და მათნი მეფენი და მთავარნი ნათესავნი არიან ქართველთა და მდინარესაცა მათსა ქართველითა ეწოდება. ხოლო მე მსმენია, ვითარმედ ალექსანდრე მაკედონელმან აიღო ქართლი და მცველად ფრანგნი განაწესნაო ქართლად და აწ აზნაურნი დანარჩენნი იქიდან არიანო და შეეწამა ესენი ერთად“.
მერე ვკითხავდი გიორგიანობისათვის, თუ რაჲსათვის ფრანგნი და მრავალნი სხვანი ქართლს გიორგიანად უწოდენ და თურქნიცა გურჯად. ხოლო იგი მეტყოდა, ვითარმედ წერილ-არს ამისთვის „მეფენი საქართველოსანი დროშათა ზედა სახესა წმინდისა გიორგისასა აღმართებენ და ამისთვის უწოდეს გიორგიანად59 და კვლავ ცხადთა სასწაულთათვის წმინდისა გიორგისსა ქართლსა ქმნილთათვის“. და სხვასა მრავალსა სიტყვის-გებასა შინა ვიყვენით, რომელი არა ძალ-იდების აღწერად. ამად ჟამამდე კონსტანტინოპოლად მზა ვიქმნებოდი წასვლად, რამეთუ არ მეცნიერ ვიყავ პატრიარხისა, არამედ ევგენიოსისა ფრიად მეგობარ იყო პატრიარხი, და აღგჳწერა შეწყნარებისათვის ჩვენისა უცხოებისა ესოდენ ვრცელი ეპისტოლე უზენაესი ჩემებრთასა. ევგენიოს მრავალ-ფერად ნუგეში და მეგობარი იყო ჩემი, და პატრიარქი იყო მეგობრისა ჩემისა მეგობარი. და ფრიად ვიდრემე ურვეული-ვიყავ და გულ-მტკივან განშორებისათვისცა მისისა, და გამომსალმებელი მისი, წარმოველ შკოლით და მოვიწიე მონასტრად ჩვენდა, დავჰყავით ჟამნი რამდენიმე, და ვეძიებდი საუნჯეთა წიგნთასა ქართულად, რამეთუ მრავალნი წიგნი იყო ქართულნი. ესოდენნი ქართულნი არა იპოვებიან, მაგრამ ვინ აღწერდა ამათ, და არცა მამისა მაკარის წიგნიარს60 საქართველოთა შინა.
ესეთ ნება-დართვითა და ლოცვისა აღებითა მათ მამათათა, აღვემზადენით აღსვლად კონსტანტინეპოლედ, რამეთუ ფრიად მწუხარე ვიყავ დატევებისათვის მთაწმინდისა. გვეპოვა ნავი მარჯვე და წამოვედით მონასტრიდან ქართველთასა გზით ზღვით. და მოჰბერა რა ნოტიომან ქარმან გამოვლეთ სამოთრახე და ნიმრო კუნძულნი; და მოვიწიენით ქვემოსა ტროადას, რომელსა თურქნი ბალაისარს უწოდენ, ზღვასა მას ვიწროდ მდგომსა ვითარ ნახევარ მილიან სივრცესა, რამეთუ გაღმა გამოღმა სდგას ციხენი და მომავალთა განიკითხვენ თურქნი. და იქ წინა აღდგომი ქარი აღგვიდგა და ამოვედით და ხმელეთით მივედით ეპისკოპოსისა გალიპოლელისა უფლისა ნეოფიტესა, და იქ განვათიეთ ღამე იგი და აღვედით დილისას და ვვლეთ ნავითა და მივიწიენით ადგილსა მას, სადა ზღვასა შინა, აია სოფიას ქვა ტრაპეზი61 ჩავარდნილა: ვენეციელთა რა აიღეს კონსტანტინოპოლი, ყოველნივე სამკაულნი ეკლესიისანი წაიღეს, და ქვა იგი ტრაპეზისა ჩამოსხმული საკვირვო იუსტინიანე მეფისა მიერ გამოდნობილი ჩავარდა ზღვად, და აწ ნავით მიმავალნი იხილვენ, რომელ ადგილსა მას ამოდის ზეთი სურნელი რაიმე და გამოვვლეთ მარმარა ჭალაკი და მოვიწიენით საყდარსა და ქალაქსა ერაკლიოსსა. ამა ქალაქსა ეწამეს ორმოცნი დედანი და ამონა მოძღვარი მათი, რომელთა ხსენებასა ვჰყოფთ 1 სეკდემბერს, და მივედით თვით მასვე ეკლესიასა, რაჟამს იგი მოციქულმა ანდრიამ სტაქოს აკვილა მოციქულსა ხელი დაასხა ეპისკოპოსად.
იქიდან მოვიწიენით სილიმიკრიას, სადა ესვენა წმინდა დედა ჩვენი ქსენი, რომელსაც ვდღესასწაულობთ იანვარსა 24-სა და კვლავ აღათონიკე მოწამე და იქვე არის საწამებელი და თვით სახლიცა წმინდისა ქალწულისა ღირსისა პარასკევასა. და შემდეგ მივიწიენით ნაპირსა კონსტანტინეპოლისასა, საყდარსა წმინდისა სტეფანესსა, და იქიდან ცხენით წავედით.
განვლეთ ბარუთხანა სამეფო და დემირ-ყაფისი და სრა იგი დაუთბაშად წოდებული, და მივიწიენით კონსტანტინეპოლად, და განვიცდიდით რა სიდიდესა ქალაქისასა, უცხოდ რაიმე აღგვიჩნდებოდა შენებულება და სიუცხოვე დედა-ქალაქისა და იხილვებოდა აია სოფია, ვითა მთა მაღალი და ადგილისა პატიოსნება, და მთაბარობით შეზავება და ზღვებთა იქ შეერთება, და პირის-პირ აზია და ევროპა, და მათ ზედა ქალაქი მთათა ზედა დაშენებული უპატიოსნესი, დედა ყოველთა ქალაქთა. ტყვეობისა მისისათვის განვიცდიდი რა, ცრემლითა აივსებოდენ წიაღნი ჩემნი, და ვიგონებდი თუ ვითარ ცოდვანი კაცთანი, ვითარცა რისხვასა მოაწევენ ქვეყანასა ზედა; თუ ვითა კონსტანტინეპოლი ქრისტიანობის დასაწყისი, დედაქალაქად სამეუფოდ მეფეთა ქრისტეს მოყვარეთაგან ჭირნახული, და ნაღვაწი ზეგარდამოსა წამის-ყოფითა, აშენებული ღირსთა მამათა ჩვენთა ხარისხი და სჯულისდებათა და წმინდათა კრებათა შესაკრებელი, და თვითო-სახითა კეთილითა სამღვრთოთა და საეროთა შემკული, ვითარ ცოდვათა ჩვენთათვის მიეცა აგარიანთა და საბარბაროსთ მთავრობა იმონებს ეკლესიათა ღვთისათა, და ქვაბ და სავანე ავაზაკთა ქმნილ-არის ვენახი ღვწილი სორექი უფლისა და მომეხსენა მისთვის გოდება იერემიასი: „ხელი განირთხა მაჭირვებელმან ყოველთა ზედა გულის-სათქმელთა თვისთა, რამეთუ იხილა წარმართნი შესვლად სიწმინდესა შინა მისსა, რომელთასა ამცნებდა არა შესვლად ეკლესიად“ და დავით მეტყველი „ღმერთო შევიდეს წარმართნი სამკვიდებელსა შენსა შეაგინეს ტაძარი წმინდა შენი“. და ამათი მომხსენებელი სულთ-ვითქმიდი და მყოვარ-ჟამ განვიცდიდი, სიდიდით და პატიოსნად დააფუძნებულობასა სამეუფოსა ქალაქისასა.
რამეთუ ესეცა უცხოვე არის, შავის ზღვითა ვითა მდინარე ვიწროდ ზღვა შეერთვის ბარისა ზღვასა თეთრსა. ამ ვიწროს მომდინარეობისათვის ექსანოპონტოდ ელინურად ეწოდება, ესე იგი არის, ვიწრო ნაპირი ზღვისა, და ზედა მთა ვიზანტია, ზედა ქალაქნი ძლიერად ანაგებნი ადგილსა მშვენიერსა და მაღალსა, შიგან გაკარგვით სრითა სამეფოითა და გაღმა ანატოლიისავე ოქრო ქალაქი62 და შუასა ზედა გალატა, და ზედამობმით მრავალნი უბანნი და მივიწიენით სტავრაკ მდიდრისასა სოფელსა ბებექს და დაგვასადგურეს იქ.
წარუვლინენით მოსაკითხავად მღვდელი პატრიარქსა უფალსა კირილეს, და მსწრაფლ ენება მისვლა ჩვენი, და აღვემართენით და წავედით და მივიწიენით და შეგვეძღვნენ წინაშე პატრიარქისა და მიუძღვანეთ თაყვანის-ცემა და ამბორი მარჯვენისა და განწესებულსა ადგილსა დაგვსვა და ამოდ მოგვიკითხვიდა. და კეთილად ვიდრემე ფრიად შეგვიტკბო და ზედას-ზედა გვკითხავდა ამბავსა, და თვისსა სრასა შინა განგვიმზადა სადგური, და პურის-მტე იყო მარადის გვერდით თვისით, და ესეთ სიმდაბლე შეეტკბო: ხელითა თვისითა გვიბოძის სანოვაგე და მრავალ-ფერად მითა მითავაზებდა, და ახლოდ მჯდომარე ვიყავ სამარად, და სამღვდელოთა მისთა-თანა სულიერად ვიშვებდით; რამეთუ იყვნენ დიდებულად ცხოვრებითა, ესეთ რომ არა ვიყავ მხილველი ეგე ვითარისა არცა ქალაქისა და არცა არქიეპისკოპოსისა.
ხოლო გავათიეთ კვირიაკე ერთი, და ამისა შემდგომად წავედით ხილვად პატრიარქისა იერუსალიმისა და ვიხილეთ და თაყვანი და ამბორი ხელსა მიუძღვანეთ. იყო კაცი პატიოსანი და განსწავლული სიბრძნითა მრავლითა, და გვიბრძანებდა მრავალსა რასამე და სიტყვის-გებასა ვჰყოფდით სხვათა და სხვათა ამბავთათვის. ხოლო ქვეყანისა ჩვენისა კათალიკოზთათვის იტყოდა: ვითარმედ „ჟამსა კოსტანტინე მეფისასა იქმნენით ქრისტიანენიო და წარმოგივლინათო მეფემან კონსტანტინე წმინდა ევსტატი პატრიარქი ანტიოქიისა, და პირველი საკათალიკოსო საყდარი ამან აღაშენებინაო და ყოვლისა საქართველოსა კათალიკოსი არქიეპისკოპოსი მან აკურთხაო. ამისა შემდგომად მეფე ბერძენთა ირაკლი წავიდა სპარსეთად საომრად და საქართველო მან დაიპყრაო, და ფოთის მიტროპოლიტი აფხაზეთს მან გააკათალიკოსაო, და ქართლისა კათალიკოსი მარტო ქართლისა და კახეთისა და ალვანიის მწყემსად დარჩაო; იმერეთი მაშინ წაერთოო. ამისა შემდგომად მეფემან ქართველთამან ვახტანგ ბერძენთა მეფის კონსტანტინე მონომახის63 დამოწმობით, მცხეთა აღაშენაო, და კათალიკოზი დასვაო, და პირველი ძველი კათალიკოსი, დაჩაგრაო; ამისთვის სამნი არიან კათალიკოზნიო: პირველი ქართლისაო, და მეორე აფხაზეთისაო და მესამე ძველიო. ამისთვის ხრისანთოს პატრიარქმან, ყოვლისა სოფლისა ეპისკოპოზნი რა აღწერა თვითოეულად, ძველი არქიეპისკოპოსი ქართლისა და ახალი ერთად აღწერაო“.
ამგვარსა მრავალსა რასმე გვიბრძანებდა. ამათ ჟამათ კვლავ განვემზადენით მთა-წმინდად, რამეთუ ჟამობა იყო ფრიადი იქ, და ავიღეთ ლოცვა ორთავე პატრიარქთა და ჩავსხედით ნავსა და მივიწიენით სამწყსოსა ერაკლიის მიტროპოლიტისა გერასიმესასა თექირდანს და დავადექით სასახლესა სინის მონასტრისასა, და განვისვენენით ჟამნი რამდენიმე. ამისა შემდგომად წამოვედით ჰავითა კეთილითა, ზღვითა გზათა მათვე ზედა, რომელი წიაღ-მოგვევლო და ვვლენით დღენი რამდენიმე და ივლისის 5 წმინდისა მამისა ჩვენისა ათანასი ათონელისასა წყალობითა ღვთისათა მივიწიენით ლავრად მონასტრად მისსა მთად-წმინდად64. და შევედით მონასტრად და იყო დღესასწაულთა ოხრა დიდებული და სიმრავლე მონაზონთა ურიცხვი. და შემდგომად დღესასწაულისა ავედით მონასტრად საქართველოთასა, და ვიყოფოდი იქ და დავათიეთ მონასტერსა ჩვენსა ჟამნი რამდენიმე და წავედით მიერ შკოლად კეთილ-მეგობრისა ჩვენისა თანა ევგენიოსისა და ვიყოფოდეთ იქ მრავალ-დღე, საწადსა მას სავანესა მაშინ სხვა ვინმე ბრძენი მოსვლოდა სახელით კვიპრიანე, განსწავლილი მრავლითა სწავლითა და თურქთა ენისა იყო სწავლული. რამეთუ ღრამატიკა და არისტოტელისა წიგნნი თურქთა ენასა ზედა ეთარგმნა კეთილად და ენითა მით ვეზრახებოდით, და გამოვიკვლევდი რაცა მენებას. რამეთუ აღმოეკითხა წერილთა შინა ჩვენთა, რომელიც ბერძნულისაგან შპანთა ენასა ზედა ეთარგმნა: ქართველნი მთარგმნელნი სწერენ: ქართველთა უწოდეს სპანიად65, ამისთვის ვკითხავდი ევგენიოსს. ხოლო იგი განგვიმარტებდა: არის ძველთა წერილთა შინა მდებარე, ვითარმედ ქართველნი მოსულან შპანიად და დამკვიდრებულან და უწოდეს მეფესა შპანიისასა ქართველი და კვლავ სპანიელნი წასულან საქართველოთა შინა, და იქ დამკვიდრებულან. ამისთვის ქართველთა და სპანიელთა სახელნი ურთიერთარს ენაცვლებიან. ესერა მესმა, მომეხსენა ქართლში იგი თქმული, ვითარმედ აზნაურნი66 ქართველნი საფრანგეთიდან არიან მოსულნი.
ამისა შემდგომად შკოლიდან ევგენიოსისა წამოვედით მონასტრად ჩვენდა, და მოვემზადენით კვლავ აღსვლად კონსტანტინეპოლედ, და აღვედით ნავსა, საფარველითა ყოვლად წმინდისათა და ლოცვითა მით მამათათა. და მობერა ნოტომან ქარმან ამოდ და ჰავითა კეთილითა კვლავ მივიწიენით კონსტანტინეპოლედ; და სახლთა გადავხედით სტავრაკის-შვილის გიორგისასა პროთო-სპათარისასა ბუღდანის მეფის ვექილისასა. და ფრიად პატივს-გვცა და უცხოთ-მოყვარებისა ღვთისმსახურებითა კეთილი ნუგეში გვიბოძა და ვეზრახებოდი საურავისა ამის ჩემისათვის, ვითარმედ ქვეყანისაგან ჩემისა ამისთვის ვარ წამოსული, რათა იერუსალიმად მივიწიო. არამედ გზისა შიში თათართა მიერ არა მიტევებს ჩვენ წასვლად. არამედ იგი მეტყოდა, ვითარმედ რასათვის არა იახელით ქვეყანისაგან თქვენისა აქა კარსა ზედა მოწერილი წერილი. ხოლო მე მქონდეს ახალციხის ფაშა-ათაბაგის მაჰმადის წიგნი67 გზისა მოცემისათვის და შეწყნარებისა კარზედ მოწერილი ვეზირისა თანა და სხვათა დიდებულთაიდა მივართვი რა, აღმოიკითხა, და განიკვირვა ეგე ვითარსა ჩემთვის გულსმოდგინებითა მონაწერსა და იტყოდა: არა იქმნება უზენაესი ამისა და წაიღო და მიართო ვეზირსა და სხვათა კარის-მოხელეთა. და აღმოიკითხა რა, ეთქვა: ძალი წიგნისა მის წარმოაჩენს, ვითარმედ, სახმარად პატივის-საცემი თურმე ვინმე არის და სტუმარი ხელმწიფისა ჩვენისა და მოვიდეს აქა, რათა ვიხილოთ და პატივს-ვცეთ და მაწვევდეს მე წასულად, გარნა არა ვინებე, არამედ ვმიზეზობდი უძლებად ყოფასა და არღარა მიველ. განგვიმზადეს სასახლე მდიდრად გარდაგებული ნატითა და სუზნითა და დღითი-დღე საზრდოსა ბოძებითა და მეტყოდენ ვითარმედ, სალაროსა ხელმწიფისასა რაოდენსა ითხოვ თეთრსა, მოგეცემის. არამედ მე არა ვინებე საფასითა მათითა გზისა ჩემისა წარმართება და ვევედრებოდი გზისა წიგნისათვის, რომელსა ფარმან უწოდენ.
და დავათიეთ თვენი შვიდნი კონსტანტინეპოლეს ფრიადსა პატივსა და ამოდ ცხოვრებაში, რამეთუ უფროსღა პატრიარხთა თანა ვიყოფოდი კირილესთანა კონსტანტინეპოლისა, და უფროსად ბრძნისა სანატრელისა პატრიარქისა იერუსალიმელისა უფლისა პართენისა, კაცისა ბრძნისა, ადგილობით ათინელისა, და ცხოვრებით იერუსალიმელისა. რამეთუ მოძღვრადცა მოვიგე ჩემთვისდა მარად შენდობასა აღმოვივსებდი წმინდათა ბაგეთაგან მისთა და იყვნენ ნუგეშად და მეგობრად ჩემდა მიტროპოლიტი ქალკიდონისა იოანნიკოს, კიზიკოისა გერასიმე, ნიკომიდიისა გაბრიილ, ნიკიისა იერემია. და სხვანი მღვდელთ-მთავარნი და სამღვდელონი, და ერნი უცხოებასა ჩვენსა შეიწყნარებდენ კეთილად, და განვიცდიდით მათსა ცხოვრებასა, და უჭურეტდით ქალაქისა სიდიდესა და სიუცხოვესა; და მომეწყინა რა, ჩავჯექ ნავად და მივიწიე სასახლესა ჩემსა, და ბაღსა მრავალ-ფერითა შადრევანითა და მჩქეფარეთა ფავარითა, და ბაღსა ედემურებ დასხმულსა. და განვისვენით რა, და მომესურვის რა, კვლავ ნავითა აღვიდი სამეუფოდ ქალაქად ხილვად სასურველთა მათ ჩემთა და ვიუბნით მრავალი რამე და შევექცევოდით, რომელთა თვითოეულად ვერ უძლებ აღწერად. მაშინ ებოძა ვეზირსა ფირმანი ძლიერი, რომელსაც ეწერა ესრეთ და სხუა მრავალი: „გიბრძანებთ მაღლისა ხელმწიფებისა ჩვენისა ბრძანებითა, ჩვენ დიდად ამაღლებული ხელმწიფე, მრავლისა საპატრონოსა და ძლიერებისა მპყრობელი ხონთქარი 68 და ამა ფერმანსა ბრძანებისა ჩვენისასა ვუბოძებთ ამას და ვუბრძანებთ ყოველთავე იერუსალიმად მიმავალთათვის გზათა ზედა ფაშათა, ენიჩართა, სარდალთა, ვოივოდათა 69, ყადთა და ერთობ ყოველთა მორჩილთა ბრძანებისა ჩვენისათა. ესე ტფილისის ქვეყნის რომანი ტიმოთე თავისის მოსამსახურითა ჩვენის ამაღლებულის კარისა სტუმარ-იქმნა, იერუსალიმს წასვლისათვის დასტური ვუბოძეთ; სადაც მოიწიოს პატივი და სამსახური მიეცით; არავინ არა სთხოვოს რა; არავინ რა აწყინოს; თორემ ერთის თეთრის ზიანი ათას ქესად ვერ ადგება; გზაზედ სადაცა შიში იყოს თოფ-იარაღიანნი გზის-მცველნი გაატანოთ; მშვიდობით მივიდეს და მოვიდეს. ეს ჩვენი ბრძანება ასე იცოდეთ“. ამისათვის დიდი მადლობა ვჰკადრეთ ხელმწიფობისა მოხელეთა და გამოვემზადენით და დავეთხოვეთ პატრიარქთა. ხოლო პატრიარქმა კონსტანტინეპოლისამან გზისათვის ესეთი გვიბოძა წიგნი: კირილე, წყალობითა ღვთისათა პატრიარქი კონსტანტინოპოლისა და ყოვლისა სოფლისა, მოგიწერთ ყოველთავე ეპისკოპოსთა, მდიდართა და წარჩინებულთა; მადლი და წყალობა და კურთხევა გამრავლდენ თქვენზედა. ამას საყოველთაოსა ეპისტოლესა მოგიწერთ ამა პირსა ზედა. ეს ყოვლად-სამღუდელო ტიმოთე საქართველოსა მიტროპოლიტი, ძმა და თანა მწირველი ჩვენი თვისის ქვეყნიდამ წმინდად ქალაქად იერუსალიმად წამოსულ არის თაყვანის-ცემად ცხოველსმყოფელისა საფლავისა. ჩვენ ესე წიგნი უბოძეთ, სადაც მოიწიოს, მოეგებენით და კეთილად შეიწყნარეთ, „ვითარცა მამა და მღვდელ-მთავარი, უცხო შორი გზიდან მოსული, და უმეცარი ენისა ჩვენისა და აღსარება მოახსენეთ და წირვა-ლოცვა ამისგან სასოებით მიიღეთ, და იერუსალიმად მიმყვანებელსა გზასა კეთილად მიუძეხვით, ზღვით თუ ხმელეთით, და არა რა დასაბრკოლებელი შეამთხვიოთ“.
ეგრეთვე სინოდთა მათ მიტროპოლიტთა ყოველთავე გვიბოძეს, თუ სადმე გზათა ზედა შევხვდებოდით, სამწყსოსა მათსა წიგნი შეწყნარებისა. და კვლავ ავიღეთ წიგნი იერუსალიმის პატრიარქისა და მივედით დიდად ამაღლებულსა ეკლესიასა კონსტანტინეპოლისასა. და იყო იქ გვამი წმინდისა ევფემიასი, და ნაწილი ღირსად ხსენებულთა მათ თეოფანია დედოფლისა, და პულხერია არკადის ასულისა, და მზა ვიქმნებოდი წასვლად.
აწ მცირედი რაიმე კონსტანტინეპოლისათვის მოგითხრა. რამეთუ ჰაეროვნებასა და სიკეთესა პირად-პირადობასა ქალაქისა მის შორად განეგდო მშვენიერება ყოვლისა სოფლისა ალაგთა, მათ შორის დედაქალქთასა. არსად იპოვება აზია და ევროპა ერთად შეკრებული ვითა აქა, და მათ შორის მდინარედ წარმოქანებული შავით ზღვიდან ვიწრო ზღვა მჩქეფარე პერეულთა კვვეთებითა მომდინარე, და ზედან დაფუძნებული კონსტანტინოპოლი მთათა ზედა ხელითა საბაოთისათა, და მთანი იგი სავსედ შემოსილნი ნაძვითა და კვიპაროსითა ლიბანისათა. ვიწროსა მას ზღვასა მომდინარესა გაღმართ და გამოღმართ ქალაქი შენებულ-არის, ზღუდენი და გოდოლნი და კლდე-ყურეთა უცხო და ფერადად მოფარდაგულნი სრათა სანათურთა, ჯამნი აყვავებულნი თვითო-სახენი ედემს ესახებოდა; პალატთა, სტოვათა და ბაზართა ქალაქისათა ბურვილობა, ზოგნი იყვნეს ბრპენისანი ოქროცურვებულნი, ბურვილნი ზედა სრათა და წყაროთა ვითა მზე ქალაქსა უშუქ-მკრთომარეობდეს, და ზოგნი კეცქაშანურითა ფერითა; სხვანი მეწამულნი წითლისა მაღრიბულისაებრ, ელვაზედ იჭვირვებოდეს. შიგ ხომალდნი ალვისა სტოებრ მდგომნი კეკლუცად მოეზავნებოდეს ქალაქსა ტევრთა შინა კიპაროსთასა შლილსა და ამათ შინა სრათა სახელმწიფოთა ელვანი გამოკრთებოდეს, და გარემოს ფიჭვნართა ნაძვთა მაღნარიანობა ფარდად გარე მოეხვია შენებულობათა; ხოლო დედა ქალაქი ესე ვიმეცენ: ვითა მთიები ვარსკვლავთა შორის ვაგვანენ; ვითა ვარდი ყვავილთა შორის სამოთხისათა; ვითა იაკინთე ქვათა შორის სამარაგდოვანთა; ვითა ირისე ღრუბელთა შორის და ვითა აგვისტოს კეისარი მეფეთა შორის, – ეგრეთ აღვრაცხენ.
წასვლა კონსტანტინოპოლიდან იერუსალიმად.
ხოლო მე ფრიად მიჭირდა და ურვეულ-ვიყავ განშორებისათვის კონსტანტინოპოლისა. რამეთუ საწუთოსა ჭირ-მრავლობითა და ძვირ-ხილულობითა მისული იქ, მათ აღარ მოვიჩვენებდი, რამეთუ უჭვრეტდი რა დიდებულსა მას ქალაქსა, თუ ალი და გონება ჩემი ურთიერთარს უსწრობდეს გაკვირვებასა ხილვისა მისისასა. ამისა შემდგომად წამოვედით, ოქრო-ქალაქსა. ამა ქალაქსა შინა ეწამა ქალწულ-მოწამე ევფემია, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ სეკდემბრის 16. ამა ქალაქსა აწ უსკუდარად უწოდენ სამწყსოსა ქალკიდონისასა, და კეთილად შეგვიწყნარეს ქრისტიანეთა, და შევედი ეკლესიასა მას ქალკიდონისასა, სადაცა კრება იქმნა, და შეიკრიბეს ეკლესიასა ოცდა ათნი მამანი იქ ყოფასა ჩვენსა, მოგვესმა, ვითარმედ განაძეს პატრიარქი კირილე, და დაჯდა კალინიკე.
მსწრაფლ აღვედ ნავითა და მივედ კათოლიკე ეკლესიად და ვიხილე, რამეთუ მღვდელთ-მთავარნი და მდიდარნი ერისანი შემოკრებილ-იყვნენ და კალინიკეს ხელთა დაასხმიდენ. ვკითხავდი, თუ რასათვის განაძეს კირილე; მომიგებდენ იგინი, ვითარმედ იტყოდაო, რამეთუ ფრანგთა და სომეხთა ნათლის-ღება არა აქვთო; მეორეჯერ-არის ნათლის-ცემაო, და ჩვენ ამისთვის წინა-აღუდეგითო და განვაძეთ; არასოდეს გვსმენოდაო ესე.
ამისა შემდგომად ავიღეთ ლოცვა პატრიარქისაგან და წამოვედით და ქალკიდონიდან ვვლეთ და გამოვვლეთ ნავით ვენახსა მას თანა ქვრივისასა ზღვისა პირსა 70, რომლისა მიზეზისათვის ექსორია იქმნა ოქროპირი. და კვლავ გამოვვლეთ მთა იგი, რომელსა შინა განშორებულ იყო წმინდა მამა ავქსენტი, და მივედით ზღვათა შინა კუნძულთა მონასტერსა ქალკისასა, რომლისა წინამძღვრისათვის თეოდორე სტოდიელი მიცვალებასა მოიხსენებს წიგნსა თვისსა. მონასტერნი ესე, აშენებულნი ბერძენთა მეფეთაგან ვიხილეთ და გამოვვლეთ ზღვით სამწყსოსა ქალკიდონისსა ძველთა მეფეთა სამეუფოსა მას ქალაქსა ნიკომიდიას, სამწყსოსა წმინდათა მამათა ჩვენთა გიორგი და ანთიმე ნიკომიდიელთასა. მოგვეგებნენ ქრისტიანენი და კეთილად შეგვიწყნარეს, და გვაწვიეს ჟამისა წირვად მონასტერსა და საფლავსა წმინდისა მოწამისა პანტელეიმონისსა, და მოძღვრისა მათისა ერმალაოს მღვდელ-მოწამისასა. და ჩვენ ამისთვის ვერ მკადრე ვიქმნებოდით და ფრიად ვიშიშვოდით, თუ ვითარ ცოდვილმან, უღირსითა ბაგითა წმინდასა მას ადგილსა მსხვერპლი შევსწირო. არამედ ერნი ჩემსა უღირსებასა არა მეცნიერნი, ვითარცა მღვდელ-მთავარსა მაწვევდეს, და მივედით მონასტრად და ვიხილეთ საწამებელი წმინდისა პანტელეიმონისა, და საფლავიცა მისი და აღვასრულეთ ლოცვა, და უამბორეთ საფლავსა და ალაგთა მათ, და ურიცხვთა წმინდათა მოწამეთა სისხლითა ღებულთა, მოსრვილთა მაქსიმიანეს მიერ და სხვათა უსჯულოთა მეფეთაგან. იქ ახლო იყო სრა მაქსიმიანესი და დიოკლიტიანესი და საწამებელი მოწამეთა მოედანი სასახლისა მისისა ყოფილა. და ვიხილეთ ადგილი იგი მირონ-მომდინარე, სადა ორნი ბევრნი იქ ნიკომიდიას, დასწვა წმინდანი იგი მოწამენი, და იდღესასწაულების დეკემბერსა 28-სა და საწამებელი იგი მღვდელ-მოწამისა ანთიმოსი, რომლისა ხსენება მოვა სეკდემბერსა 3-ს. რამეთუ მაქსიმიანე იქ მოსვრიდა მრავალთა მოწამეთა, და იყო ადგილი დიდად პატიოსანი, ზღვითა და მთითა და ველითა შეზავებული, და წამოვედით იქედან და გამოვვლეთ ცხელნი იგი წყალნი, რომელიცა წმინდა ამბერკიმ აღმოაცენა და მივიწიენით კათრილად და იყო ვინმე იქ მონაზონი შეყენებული ავქსენტი სახელით, კვირიაკედ მცირედ მოხარშულსა მიმღები, და კარი დახშული სამარად ჰქონდა, რამეთუ არავის უტევებდა და შემდეგ წავედით და მივედით ადგილსა, სადაც ეწამნენ წმინდანი დედანი მინადორა, მიტროდორა და ნიმფოდორა, და მივედით გუმლექად სამიტროპოლიტოდ ნიკელ-ეპისკოპოსისა, კეთილად გვისტუმრეს და დაგვაყენეს ფრიად მშვენიერსა სასახლესა, და იყვნენ იქ მრავალნი ქრისტიანენი და მონასტერნი დედათანი და მამათანი.
და გავათიეთ ჟამნი რამდენიმე და წავედით შემდეგ და მივიწიენით ქალაქად ბრუსად, და გვეუცხოვა ადგილი იგი და დედა-ქალაქისა მშვენიერება და ადგას თავსა ქალაქისასა ულუმბო71, სავსე-ყოფილი მონასტრებითა და განშორებულთათა, რომლისათვის მთასა მას თურქნი ქეშიშტალსა უწოდენ, და მივედით სამიტროპოლიტოსა, და მჯდომარე იყო მელეტი ყოვლად-სამღვდელო. დიდად შეგვიტკბო და განგვისვენა, და ხარისხსა თვისსა ჟამის-წირვად მიგვიწოდა, და გავედით ხილვად ცხელთა მათ წყალთა, და ვიხილეთ შემწველი იგი წყალი აბანო წმინდისა მღვდელ-მოწამისა პატრიკისა, რომელი ჩააგდო ივლიანე განდგომილმან ცხელთა მათ წყალთა შინა და აწამა და თავი იქ წარკვეთეს, რომლისა ხსენება არის მაისის 19-სა და იქ მჯდარა წმინდა ტიმოთე ბრუსიის ეპისკოპოსი, რომლისა ხსენება არის ივნისის 10-ს და ვიხილეთ ულუმბისა მთის ძირსა მონასტერი დიდად შესაკრებელი მონაზონთა ულუმბისათა, უცხოთა რათმე ქვითა მარმარილოთა ნაშენი, და დღეს უპყრიეს თურქთა; და ოსმან სულთანი72 ეკლესიისა ეკვტერში მარხია. არის ტაძარი იგი სავსე ძვლებითა მკვდართა მაჰმადიანთათა და ყოვლითა არა-წმინდებითა აღსავსე. და გავათიეთ არა მცირედნი ჟამნი იქ, დიდითა შეწყნარებითა ქრისტიანეთათა.
ამისა შემდგომად ავიღეთ ლოცვა, და წარმგზავნეს მენიად ქალაქად სამწყსოსა ბრუსელისასა და მოგვეგებნენ ერნი და შეგვიძღვნენ სასახლესა პატიოსანსა და იქ დავადექით და ვიხილეთ საკვირველთ-მოქმედი ეკლესია წმინდისა ნიკოლოზისა, თუ საკვირველებისა მისისათვის მოგვითხრობდენ ქრისტიანენი, ვითარმედ ეკლესია ესე დარღვეულ იყო ვიდრე საძირკველათმდე, და გვენება აღშენება და ვზრუნავდით რა მისთვის, დღესა ამას ფოლორცთა ამათ შინა შემოვიდეს ურემნი, სავსე კირითა და ძელითა. მთის კაცთა მოქონდათ და იძახდენ, რომელი არის სახლი ნიკოლოზისა, რათა მივიტანოთ იქ ურემნი ესე. ხოლო ჩვენ უმეცარ-ვიყავით და ვეტყოდით, ვითარმედ არავის ეწოდების აქა ნიკოლოზ. ხოლო იგინი გვეტყოდენ, მოვიდა ჩვენდა კაცი ვინმე მოხუცებული და იყიდა ჩვენგან კირი და ძელი ესოდენი და ამა ქალაქსა მოგვიწოდა და დაგვიტევა ფლური ერთი ბედ73, ამოიღეს და გვიჩვენეს, რამეთუ ძველისა ჟამისა იყო, და არა ახალი ფლური იგი, და მივიყვანეთ და უჩვენეთ ხატი წმინდისა ნიკოლოზისა, ხოლო იგინი გვეტყოდენ, ვითარმედ მსგავს იყო ამისა კაცი იგი. ამისთვის გავკვირდით და საფასე მივეცით, და ავაშენეთ ეკლესია ესე. მესმა რა ესე, განკვირვებულ ვიყავ და მადლობასა შევსწირავდი წმინდასა ნიკოლოზს. – და კვლავ გვითხრობდენ, ვითარმედ არის აქა ეკლესია მთავარ-ანგელოზთა, და იგი მღვდელმა ვინმე განჰკრიხა საბრხითა ეშმაკისათა და იდუმალ ნავსა ჩაუჯდა მწყემსსა ვისმე ცხვართა ნავით მიმყვანებელსა. ხოლო ნავი იგი ზღვით მიადგა ხმელეთსა რამე კუნძულსა და იქ გარდაიქცა ნავი და მპარავი მღვდელიცა გადააგდო ხმელეთად, და ნავი იგი მსწრაფლ მოიქცა აქვე, და იხილვებოდა უცხოდ, რამეთუ ანძისა თავი ჩაჰყვის ზღვასა შინა და კვლავ აღმოჩნდის. მაშინ ქრისტიანეთა ამოიღეს ნავი, იხილეს ნაძარცვი ეკლესიისა, არამედ თათართა წაართვეს ნაძარცვი იგი ძალად.
ხოლო ღამესა მას დაეცა შიში დიდი და ძრწოლა თურქსა მას, აიღო განთიად და თვით ხელითა თვისითა მოიტანა ეკლესიასა მას ნაძარცვი იგი. – ესეთ გვითხრეს ქრისტიანეთა მათსა ჩვენცა ესეთ აღვწერით. ამიერიდან წავედით და მივედით მონასტერსა მთავარან-ანგელოზთასა სიის, და მეორე დღეს წავედით იქიდან ზღვით და განვვლეთ მონასტერი შინოდაკოსა, და კვლავ ახლოს იყო მონასტერი თეოდორე სტოდელისა, სადა იგი ზოგად ცხოვრებულთა მამობა აღასრულა და მივედით სოფელსა ტრილის. მორწმუნეთა ფრიად შეგვიტკბეს, და იქ იყო მონასტერი დიდებული მიდიკისა წმინდისა მამისა ჩვენისა ნიკიტა მიდიკისა მამასახლისისა, რამეთუ თვით სამარხოცა მისი იქ იყო, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ აპრილისა 3, რამეთუ ამაღლებასა უფლისასა იქ ვიყავით. და ამიერიდან წარვვლეთ დღისა ერთისა სავალი და ხმელითა და მივედით ზღვასა მას და ტბასა აპოლონისასა, და არის საშუალ ტბისა ციხე და ქალაქი, აღშენებული ტრაიანეს მიერ მეფისა და მისულ-არის იქ ქადაგებად პავლე მოციქული, და ფრიად ვიდრემე პატივით შეგვიწყნარეს. და შემდეგ წავედით მიხაილს და იქ გავათიეთ მოსვლა სულისა წმინდისა და იქ ვიდღესასწაულეთ და მიერ წარგვგზავნეს ბანდებად და ამიერიდან მივედით ქალაქად კვიზიკოდ და მგზავრ განვიცდიდით ციხე-შენებულებასა ტროადისათა, ადგილთა, ფრიად მშვენიერთა და ვიხილეთ ცხრათა მათ მოწამეთა საწამებელი ტროადისათა ადგილთა ფრიად მშვენიერთა კვიზიკელთა სახელით თეოღნიდოსი, რუფიო, ანტიპატრო, თეოდიხუ, არტემი, მაღნო, თეოდოტე, თამასიე, ფილიმოს, რომელნი იწამეს კერპთ-მსახურთაგან, და ვჰყოფთ ხსენებასა მათსა აპრილის 29. და მივედით კვიზიკო ქალაქად, სადაც ღვაწლი მოწამეობისა აღასრულა წინასწარ მღვდელ-მოწამემან ემმელიანე კვიზიკელმან, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ აგვისტოსა 8. ამათდა ხილვათათვის ვმადლობთ უფალსა. ხოლო მღვდელთ-მთავარმა კვიზიკოსმა გერასიმემ, ფრიად სტუმართ-მოყვარებით შეგვითვისა.
და შემდეგ წავედით, პრიკონისისა ეპარქია განვვლეთ და შემდეგ მირიოფოტისა ეკლესიასა მივედით, და ყოვლადსამღვდელო ნიკომიდიოს, კაცი პატიოსანი, ფრიად შეგვიტკბობდა და მოწლედ გვითავაზებდა. და შემდეგ წავედით ქალაქად კალიოპად, რამეთუ სვლა ესე ჩვენი ზღვის პირს იყო; ახლოს ვიარებოდეთ ამისთვის, რათა გრძელმა გზამან ზღვისამან შეჭირვება და ნავ-დანთქმულობა არა შეგვამთხვიოს, და კალიოპოლით მივედით ლამფსაკო ქალაქად წმინდისა მამისა ჩვენისა პართენი ლამფსაკოსა, რომლისა ხსენება არის ფებერვალს 7-სა, და იქვე ლამფსაკოს არის საწამებელი წმინდისა მოწამისა ტრიფონისა, სადაც იგი ბატთა რა აძოვებდა, და იქვე იწამა, და არის აიაზმა სარწმუნოებით მიმავალთათვის საკურნებელ, რომლისა ვსენება მოვალს ფებერვალსა 1.
და შემდეგ გავედით მაიდოს, და მიერ ბიღაზისარს, ციხესა მას, სადაც შევიწრდება ზღვა ვითარ მცირისა მდინარისა ოდნად. და პირისპირ ციხე თურქთა. რათა არა მტერი ავიდეს კონსტანტინეპოლედ მცველნი არიან იგინი. ხოლო ქრისტიანეთა მათ პატივ-გუცეს დიდად და მიერ წარვიგზავნენით ჭალაკად მიტილინად, ხოლო სამწყსოსა მეთმენიისასა. და მივედით ვიხილეთ ადგილი მთათა და ზღვითა ფრიად შეზავებული, სავსე მონასტრებითა დედათა და მამათათა, და იჯდა იქ მღვდელთ-მთავარი მათი სახელით არსენი, კაცი პატიოსანი და უცხოთ-მოყვარებითა ფრიად შეგვიწყნარა. და ამისა შემდგომად წავედით ქალაქად მიტილინისა ეკლესიასა წმინდისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისასა74, რომლისა ხსენება არის აპრილის 7, და შემდეგ ქრისტიანეთა გზა მოგვცეს და მივედით მოსკონის და კვლავ სამწყსოსა ეფესოსსა, და მერე ვრულს და ვრულიდან ჭალაკსა სამოსს, ქვეყანასა და სოფელსა პითაღორ ფილოსოფოსისასა.
და შევედით ქვეყანასა მას, გვეუცხოვა ადგილთა სიკეთე და მშვენიერება. კუნძული ზღვათა შორის და წალკოტია და ვენახოვანითა აღვსილი და მთა მაღალი ნაძვიანითა ტევრითა დაფარულ იყო და მივედით მღვდელთ-მთავრისა მათისა კალინიკესად, და ქრისტეს მოყვარენი ერნი კეთილად შეგვიტკბობდეს, და იქიდან წარგზავნეს პატმო ჭალაკად, საყოფელსა ღვთის-მეტყველისა იოანესსა. და მივედით რა, სცნეს მისვლა ჩვენი, ჰკრეს ზართა და მოგვეგებნენ წმინდანი წინამძღვარნი მამანი და ძმანი, და ჩვეულებისაებრ მონასტერთასა მოგვართვეს მდინარე და კვერთხი; ლამპრებითა და კეროვანებითა შეგვიძღვეენ და იტყოდენ შეგვიწყალენსა, მრავალ-ჟამიერობით მეფეთა ჩვენთათვის.
და ვიხილეთ ნაწილი მრავალი და ქვაბი იგი აპოკალიფსისა, სადაც მჯდომარე იყო ღვთის-მეტყველი იოანე, და ეჩვენა უფალი და აღსწერა გამოცხადება, და იწყო რა ღვთის-მეტყველებისა მის მაღალისა თქმად: პირველითგან იყო სიტყვა, და აღსწერა იგინი. და ვიხილეთ ჯაჭვი იგი, რომლითა დომენტიანე მეფემან ტყვე-ჰყო რა იქ პატმოსს, და ჯაჭვითა შებორკილა. და სალარო ვიხილეთ მონასტრისა მდიდარი, ფრიად სავსე ქვათაგან ძვირ-ფასთა მრავალთა და მარგალიტთა და ოქროთა და ვერცხლთა, ეკლესიისა წმინდათა ჭურჭელთასა სავსე, და კვერთხნი ძვირ-ფასნი, და იყო იქ ჯვარი ოქროსი მეფისა ქართველთაგან შემოწირული, და გავათიეთ მარხვა მარიამობისა იქ, და დღესასწაულიცა დაძინებისა იქ აღვასრულეთ ჭეშმარიტსა მას სულიერსა ადგილსა ღვთისაგან დაფარულსა მას მონასტერსა, მე უღირსმან მათ თანა ხლებისაგან. და იყო იქ შკოლა საფილოსოფოსო დიდი და ისწავლიდნენ მრავალნი შკოლისაგანნი. და ვიხილეთ ადგილი იგი ზღვისა პირსა, სადა იგი ღვთის-მეტყველმა კვინოპ გრძნეული დანთქა; და კვლავ იხილვება ქვა დაქცეული იქ ზღვათა შინა, და მოვედით დედად-მონასტრად და მოგვეგებნენ ზარის-ცემითა და მდინარითა, და შევედით ეკლესიად და მივედი სახლსა დედათ წინამძღვრისასა, და იყო აღსავალი სულიერთა დათა და დედათა მიერ მონასტერი იგი, და ვმადლობდით უფალსა, რომელმან არა უღირს-იჩინა ჩემ მდაბლისა იქ მივრდომა და იყო მთლივ გვამი წმინდისა ხრისტოდულოსი იქ.
ამისა შემდგომად ავიღეთ ლოცვა და წამოვედით ნავით და მოვედით ჭალაკსა ლეროს, მონასტერსა მას ყოვლად-წმინდისასა, საკვირველ-მოქმედსა, და იქედან კალიმონას, რამეთუ იქ მყოფნი თურქნი საიდუმლოდ ქრისტიანობდენ. მივედით შემდეგ მშვენიერსა მას ჭალაკსა სტანკოვს, ადგილსა და სოფელსა ბრძნისა იპპოკრატისასა, და აღმოქუხს წყალი მრავალი პირით მისით, და რწყავს მრავალ სამოთხეთა, და შემდეგ წავედით კუნძულსა სუბუქსა, და მიერ ჭალაკსა კუნძულსა როდოსს გვესმა რამეთუ ამას დროსა შინა სახლებულან მალთისნი, ხოლო აუგია სულთანსა და გაუყრია კაცნი იგი და მისულან და დასახლებულან სხვანი ჭალაკსა შორს, და ამისათვის ემტერებიან მალთისნი თურქთა. და ვიხილეთ ციხე ძლიერი და კეთილად ნაშენი, რამეთუ კარებთა ზედა ჯვარნი და ხატნი მარმარისანი კვლავადვე იყვნენ. და სცნეს რა მისველა ჩვენი, მიტროპოლიტმან როდოსისმან მოგვაგება არქიმანდრიტი თვისი და კეთილად შეგვიწყნარა და ჯეროვანი პატივი მოგვცა და განიცადებოდა ახლად იქ მირონ ლუკიის ქალაქი და სამარხო წმინდისა მამისა ჩვენისა ნიკოლოზისა. და კვლავ იქვე ახლოს არის ტბა ერთი, და ტბასა შინა ყასაბა და საყდარი წმინდისა მამისა ჩვენისა გრიგორი ნოსელისა ხარისხი, რამეთუ ორნივე ესე, ნიკოლოზ და გრიგორი ეპისკოპოსნი ყოფილან პისიდიისა მიტროპოლიტისა; ხოლო პისიდიაცა ახლოს არის იქვე და დავიყოვნეთ იქ დღენი თექვსმეტნი, რამეთუ თურქნი რა ამოიკითხავდენ ფირმანსა ხონთქრისასა, ფრიადსა პატივსა მოგვიპყრობდენ და არას შეგუარვეუბდენ.
წასვლა მისირად და იერუსალიმად.
ამათ ჟამად მოიწია დიდი გემი იერუსალიმად მომყვანებელი და ჩავსხედით იქ, და მივიწიენით რა ახლოს იაფად ნაპირსა იერუსალიმისასა, აღგვიდგა წინააღმდგომი ქარი ესოდენ ძლიერი კნინღა და დავინთქენით; სამდღე ღელვანი ვითა მთანი იალბუზისანი ეგრეთ იხილვებოდენ, და უკუნ გვაქცია ოთხას მილიონადმდე და მოწყალებამან ღვთისამან დააცხრო ქარი, მივსული ვიყავით უცხოსა რასამე ქვეყანასა, არაბეთს ასურეთისასა. და იყო იქ ქალაქი დიდი და ვკითხავდი; უკეთუ ქრისტიანე ვინმე არის, და მითხრეს, ვითარმედ არაბნი ქრისტიანენი არიან; ენა ბერძნული და არცა თათრული არ უწყიან. ვაუწყე ქრისტიანეთა მათ და ნავითა გამოეგზავნათ მღვდელი ვინმე არაბი და მოგვეგებნენ ქრისტიანენი, და კეთილად შეგვითვისეს და ეკლესიად შეგვიძღვნენ კვერთხითა და მდინარითა. ხოლო იყო კვირიაკე. ხოლო მეუცხოებოდა ენა მათი, რამეთუ არა მსმენოდა, დავათიეთ იქ ჟამნი რამდენიმე, რამეთუ ყოვლად სამღვდელო მიტროპოლიტი პართენი არაბი, ფრიად ნუგეშს-გვცემდა, და ერნი კვლავ უმეტეს, რამეთუ ქალაქსა ამას ტრიპოლის ზეწარმოსდგომია მთა იგი ლიბანი, რომლისაგან სოლომონ ბრძენი ნაძვთა ლიბანისათა იქიდან მოიტანდა ტაძრისა შენებასა. იქ ახლო იყო სოფელი და საწამებელი წმინდისა ბარბარასი, და კვლავ სოფელი იერუსალიმელ პატრიარქისა.
ხოლო მთასა მას შინა მჯდომარე იყო პატრიარქი მარონიტთა მწვალებელთა და სავსე იყო ქვეყანა იგი მარონიტთაგან, რამეთუ სრულიად ლათინთა ეკლესიასა შეერთებოდეს მარონიტნი. ხოლო ღვთის-მოყვარეთა მათ არაბთა მოგვიმზადეს გზისათვის საგზალი და ჯორნი, რამეთუ ზღვით აღარ წავედით, არამედ ხმელეთით და ავიღეთ ლოცვა, და წავედით, და ვვლეთ დღენი სამნი სრულიად მარონიტთა ქვეყანა და მივიწიენით მშვენიერსა ქალაქსა ბეირუთს არაბეთს მშვენიერსა მას ალაგსა75. არაბნი იქაურნი სრულიად ანტიოქიისა პატრიარქისა სამწყსონი არიან და ვაახელით კაცი ყოვლად-სამღვდელოსა ბეირუთისასა უფალსა იოანიკოს, და ფრიად ძმურად და მამურებ შეგვიტკბო და განგვიმზადა სადგური და იქა ყოფასა ჩვენსა ეკლესიასა თვისსა ჩვენ გვამღვდელთ-მთავრა და გვითავაზებდა დიდად. და იყო იქ შიხი დიდებული ვინმე და მდიდარი იოანე და წირვა გვაწვია და ვსწირეთ რა, ქრისტიანეთა დიდად გვემსახურეს; რამეთუ ბეირუთასა თურქნი არა მპყრობელობენ, არამედ მათ შინა არიან უცხო-თესლნი, სახელად დურმნი ეწოდება და იგინი არიან მპყრობელ ქალაქისა მის. რამეთუ დურმნი ესე ვითარნი არიან; ილოცვენ ეკლესიათა ჩვენთა და სწამთ: არცა წინა-დაცვეთენ, და კვლავ თურქთა მეჩითთაცა შევლენ და ილოცვენ. და განვისვენეთ იქ ჟამნი რამდენიმე და ავიღეთ ლოცუვა და გვიბოძეს ჯორნი და საგზალნი და კაცნი მცველნი გზისანი და წარვემართით გზასა ჩვენსა, იერუსალიმად მიმყვანებელსა დავვლეთ დღისა ორისა სავალი და მივიწიენით ზღვის პირსა მას თვით მას ალაგსა, სადავ წინასწარ-მეტყველი იონა ვეშაპმან განაგდო, და საფლავი წინასწარ-მეტყველისა მას უპყრიეს თურქთა. და შემდეგ მივედით ქალაქსა სიდონს და შევედით სრასა ყოვლად-სამღვდელოსა ტვიროსისა და სიდონისასა, და მცირედნი ვინმე იყვნეს იქ ჩვენნი, რამეთუ სრულიად ფლორენციისა კრებასა შეერთოდენ ქრისტიანენი, თუმცა ფრანგთა მღვედელთა არა აწირვინებდენ ეკლესიათა შინა მათთა: სრულიად ჩვენი განწესება ეპყრათ. და ვიხილეთ იქ ადგილი, რომლისათვის იტყვის სახარება: მოვიდა საზღვართა ტიროსისა და სიდონისათა, და აჰა დედაკაცი ვინმე წყაროთა სისხლისათა გვემული შეეხო სამოსელთა უფლისათა და განიკურნა. რამეთუ აწ თურქთა უპყრიათ ადგილი იგი, და არის მცირედ მოშორებით ადგილი, სადაც იგი წინასწარ-მეტყველი ილია მოვიდა სარეფთად სიდონისა დედაკაცისა ქვრივისა და ჭურჭელსა მას საფქვილესა და საზეთესა აღარა მოაკლდა. და წამოვედით იქიდან და მოვიწიენით ქალაქსა ტვიროსს, ვითარცა იტყვის დავით: უცხო-თესლისა მის ტვიროსელისა ასული იყო, რომელიცა მიიყვანა სოლომონ ცოლად და სიყვარულისა მისისათვის კერპსა მას ასტარატეს უზორა. ამისთვის დავით წინასწარ აუწყა, „ვითარმედ და ასულმანცა ტვიროსისამან, ძღვნითა პირსა შენსა ლიტანიობდენ“. და ამიერიდან მივედით სოლომონის მიერ სიბრძნით აღმოყვანილსა მას წყაროსა ქვითა და კირითა ხელით უქმნელსა რათმე საკვირველთ, და აღმოვიდის წყალი ექვსისა წისქვილისა საბრუნავი, და ვიხილავდით რა სიუცხოვესა მისსა ზედა, მოგვადგნენ ქორითა და ძაღლითა დიდი ვინმე კაცნი უცხო-თესლნი ტვიროსისანი და განგვაკრთო შიშმან მათმან, არამედ მსწრაფლ წავედით და ვვლეთ ღამესა მას, დავდექით სოფელსა ზიბს და ზებეეს, რამეთუ თურქნი იყვნენ იქ სრულიად.
მეორე დღეს წავედით და მივიწიენით ქალაქსა პტოლემიდას. ხოლო სცნა რა მისვლა ჩემი ყოვლად-სამღვდელომან პტოლემაიდისამან ფილოთეოს, ფრიად კეთად შეგვიწყნარა და სავანე გვიბოძა. და ეკლესიასა თვისსა ჩვენ გვამღვდელთმთავრა. ესე ქალაქი აღუშენებია პტოლომეოს მეფესა და სახელიცა მისი ჰქვიან, და არის სამწყსო იერუსალიმის პატრიარქისა, და გავათიეთ იქ ჟამნი ერთისა თვისანი, რამეთი ქრისტიანენი კეთილად შეგვიწყნარებდენ. და იყო იქ ახლო ქალაქი ნაზარეთი, სადაცა აღზრდილ იყო უფალი და წავედით ადგილსა მას წმინდასა ლოცვად, რომელიც იყო შორს ვიდრე ჟამისა საცალ. და ახლოდ რა მივიწიენით, გორასა რასმე ზედა იყო სახლი იოაკიმ და ანნასი, რამეთუ ნაქცევნიღა აჩნდეს, რამეთუ მივიწიენით გორასა რასამე ზედა მაღალსა და მივედით ნაზარეთად საყოფელსა უფლისასა. აქა მწუხრი არაბთა მათ ქრისტიანეთა თანა ვილოცეთ ეკლესიასა მას, სადაც წყარო ამოდის და ყოვლად-წმინდა ქალწული წყაროსა მისგან რა ამოივსებდა, ესმა ხმა ანგელოზისა: „გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა“. – მღვდელნი და ერნი იქაურნი ჟამისა წირვად მაწვევდეს და კურნებასა ითხოვდეს ჩემ მიერ, რომელსა მე მიხმდა უღორსსა მათ მიერ შეწევნა, რამეთი ვითარცა მღვდელთ-მთავარსა განმიცდიდენ, და არა უწყოდენ უღირსება შინაგანისა ჩემისა, რამეთუ კრთებოდეს ფერხნი ჩემნი სვლად ადგილთა მათ წმინდათა და ცოდვათა მოტევებისა ვეაჯოდი უფალსა, რომელმან არა ღირს-იჩინა ცოდვილისა თავისა ჩემისა იქ მისვლად. და ვიხილეთ საყდარი იგი, სახლი იოსებისა, სადა მსახური საკვირველებისა გაბრიილ, ქალწულსა ემმანუილისა შობასა უნამდვილებდა; და სადაც მუცელქმნული მჯდომარე იყო სვეტსა ზედა, თაყვანი-ვეცით ადგილსა მას საკვირველსა, და იყო ახლო კანას გალილია, სადაც წყალი ღვინოდ შეცვალა უფალმან, და კლდეცა იგი, სადაც ურიათა ენებათ, რათამცა გადააგდეს მას ზედა. და იყო მახლობელ, სადაც უფალმან ფერი იცვალა: მთა თაბორი, კლდე მაღალი და ზედ მონასტერი. და ოთხი ეკლესია ნაზარეთს ქართველთაგან არსო აღშენებულიო, რაჟამს ვახტანგ გორგასლანმა დაიპყრო იერუსალიმი.
და იყო იქ მცირედ მოშორებით ზღვა ტიბერიისა, და გზასა ზედა ჯურღმული იგი, რაჟამს ფოტინე დედაკაცსა სამარიტელსა ზრახავდა უფალი. და აღვასრულეთ რა ლოცვა უღირსთა იქ, წამოვედით. რამეთუ იერუსალიმს მლოცველი მრავალი მივალს, არამედ ნაზარეთს, მლოცველი ვერ შევლის გზისა სიშორისათვის და შიშისათვის არაბთასა. ინება უფალმან და ჩვენ, რომელსაც არა ველოდით, უფალი მიგვიძღვა და წავედით ნაზარეთით. იყო იქ ვენახი იგი ნაბოთესი და თორმეტი ქვანი, რომელიც ილიამან დასხნა, და მღვდელნი იგი სიცრუისანი მოსრნა, და იქ იდგა, შორად ათისა ჟამისა სავალსა, სრანი იროდი მეფისანი, და სახლი, სადაც ნათლის-მცემელი შებორკილა იროდიმან და თავი წარჰკვეთა. და მოვიწიენით კვლავ პტოლემაიდად და იქმნა ნებითა ღვთისათა ჰავა კეთილი და ჩავსხედით ნავსა და გამოვვლეთ მთა კარმელი, სადგური ილია წინასწარ-მეტყველისა და კესარია ფილიპესი, სადაც უფალი ეტყოდა მოწაფეთა: რა სთქვი ან კაცთა ძისა კაცისა ყოფად. თვით წმინდა მარტინიანე ამა კესარიელია, რომლისა ხსენება არის ფებერვალსა 13. და ამიერიდან მივიწიენით იოპედ, რომელსაც აწ თურქნი იაფად უწოდენ. და იღუმენმან მის მონასტრისა, კეთილად შეგვიწყნარა და ველოდით წასვლად იერუსალიმად: ხოლო იოპეს იყო ვინმე დედაკაცი, რომელსაც სახელი ერქვა ტაბითა და იყო მას დღესა შინა დასნეულებადა სიკვდილი მისი, ესმა მოწაფეთა პეტრესი, რამეთუ იქ არის; მიავლინეს მისსა და ლოცავდეს (საქმ. მოც.). ესე, იგი არის, რაჟამს აქა პეტრე მოციქული კორნილიოსმა მოაწვივა, რათა ტაბითა აღადგინოს მომკვდარი; და კვლავ აქავე ყოფასა იოპედ ეჩვენა პეტრეს ზეციდან ტილო ჩამოკიდებული ქვეწარმავალთა და ცხოველითა აღსავსე; და არის ქულბაქად სახლი იგი, სადაც პეტრემ მოიხილა, და სახლი იგი, სადაც ტაბითა აღადგინა, თურქთაგან მოოხრებულ ჰგიეს. და წარგვიძღვა არაბი თურქი ღაზად, სადაც იჯდა პორფირი ღაზელ ეპისკოპოსი, რომლისა ხსენება მოვალს ფებერვალსა 26, და კვლავ ესე ღაზა არის, რაჟამს სამფსონ გმირმან, თვალ-დაბრმობილმან, სვეტნი წააქცია და უცხო თესლნი მოსრნა. და მოვიწიენით არიმათიად, და აწ რუმლად უწოდენ და დილიდიად და მონასტერსა შეგვიწყნარეს და ლუდიად, ახლოს სადაც არის საფლავი წმინდისა გიორგისა.
ხოლო აწ ლუდიისათვის მოხსენება ისმინეთ. რაჟამს ჯვარცმასა უფლისასა ძელსა ზედა უსულოდ დამოკიდებულ იყო გვამი უფლისა, და იოსებ მშვენიერმან გამოითხოვა გვამი უფლისა პილატესაგან და გარდამოხსნა ძელისაგან და საფლავსა დასდვა, ამისათვის ურიანი შურად აღუდგენ იოსებს, თუ რასათვის გამოითხოვა გვამი მისიო. ამის მიზეზისათვის შეიპყრეს ურიათა და საპყრობილესა შეაყენეს. ხოლო შემდგომად აღდგომისა, საპყრობილესა მას შინა ნათელი გამოუბრწყინდა, და უფალი ეჩვენა, და მშვიდობა მისცა, და ეტყოდა ვითარმედ, პეტრეს უსარწმუნოეს იყავ ჩემდამო, მოვედ რათა ამოგიყვანო საპყრობილიდან და შეიძრა ადგილი იგი, და ორნივე გამოვიდნენ, და ამისთვის იოსებ იტყოდა, ვითარმედ მკვდარნი აღდგომილნი თვით თვალითა ვიხილეო და ზრახვა-ვჰყავ მათ-თანაო. ამისა შემდგომად იოსებისა სახლად თვისად მისვლა რა სცნეს, სელევკოს და აბიბოს ძე გამალიელისა, ნიკოდიმოს და ბალადიოს მისთვის ნუგეშად და სახილველად მისულ-იყვნენ. მაშინ იქ გამოუბრწყინდა ნათელი გამოუთქმელი და გვითხრა მშვიდობაო, და ჩვენზე ვერ აღვემართენით გამოუთქმელისაგან ბრწყინვალებისა. ხოლო უფალმა თვითეულსა თავსა ზედა დაგვადვა და გვეტყოდა, რასათვის ესეთ ურვეულ იქმენით და შეძრწუნდით; ანუ არა მამამან მომავლინა მე, და შემძლებელ-ხართ სახელითა მისითა ქმნად და სთხოვეთ მამასა ჩემსა ნიჭნი სულისა წმინდისანი და აღივსნეთ თქვენ; ხოლო ჩვენ ვუთხარით: უფალო, რა არის სული წმინდა ან ძალი მისი? გვითხრა ჩვენ: ამინ გეტყვი თქვენ, უკეთუ არა მიიღოთ სული წმინდა, ვერ იქმნეთ ძე ნათლისა. ხოლო ჩემ თანა ნიკოდიმს ეტყოდა: უკეთუ არა იშვნეთ წყლისაგან და სულისა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა და აწცა ვუთხარით ჩვენ: აქ უკვე მოგვეც ჩვენ სული წმინდა. მაშინ შთაგვვებერა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან და გვითხრა ჩვენ: მიიღეთ სული წმინდა და აღვივსენით ჩვენ სულისა წმინდისა მადლითა და გვეტყოდა ჩვენ უფალი, ვითარმედ ლუდიასა შინა წავედით და ახარეთ აღდგომა ჩემი და წავიდა უფალი ჩვენგან. „იქცეოდა რა პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, ჩავიდა წმინდათა მათცა, რომელნიც მკვიდრ-იყვნენ ლუდიას და ჰპოვეს იქ კაცი, რომელსაც ერქვა ენეა, რვა წლიდან ქვემდებარე“76. და აღვსდექით და მივედით ლუდიას და უქადაგეთ სიტყვა ჭეშმარიტებისა და მოიქცეს და ნათელ-იღეს და აღაშენეს ეკლესია და აწვიეს იერუსალიმიდან პეტრე, თავი მოციქულთა, და მოვიდა ლუდიას და შესწირა მსხვერპლი საიდუმლოსა და აკურთხეს ეკლესია და ხელი დაასხა ელიას ეპისკოპოსად. ხოლო ჰურიათა სცნეს რა ესე, შეიპყრეს იგინი და ჰგვემნეს და ეკლესია წაართვეს. მაგრამ მაშინ რომაელნი მთავრობდენ იქ, და წაართვეს მათ ეკლესია ჰურიათა, დაბეჭდეს, და იტყოდეს: ორმეოცდა დღეთა არა განეღოს კარი საყდრისა ამის, და ვისიცა სასწაული იპოვოს იქ, ურიათა ან ქრისტეანეთა, მათ მიეცეს.
ხოლო ენეა შეწუხებულ იყო ამისთვის და მოვიდა იერუსალიმად ვედრებად დედისა უფლისა ამათთვის. ხოლო დედა უფლისა ეტყოდა: ნუგეშინინ, რამეთუ ძემან და ღმერთმან ჩემმან სასწაულად სახე ჩემი გამოსახოს იქ. ხოლო შემდგომად ორმოცდა დღეთასა, აღახუნეს კლიტენი კარისა მისგან და ურიანი შინა არა შევიდეს, ხოლო მთავარი რომთა შევიდა შინა და იხილა დედა იესოსი გამოსახული და ეწერა ზედა, ვითარმედ „დედა უფლისა“. ამისთვის მისცეს კლიტე ეკლესიისა ქრისტეანეთა მათ. ვინაცა შემდგომად მრავალთა ჟამთა მეფე უსჯულო დიოკლიტიანე მეფე იქმნა, და ზაფხულს ნიკომიდიას და კესარიას დაათივის დღენი, და ზამთრისა იერუსალიმს და პალესტინეს, და მხედართმთავარი სტრატილატი სამეფოსა მისისა, ვითარცა ჩვეუელება იყო, თანაჰყვებოდა. და მოვიდა რა დიოკლიტიანე იერუსალიმად დაზამთრებად, სტრატილატი იგი მივიდა ლუდიას და იქორწინა იქ და იშვა მათგან წმინდა მოწამე გიორგი ღვაწლით-შემოსილი ხოლო აღიზარდა რა გიორგი, მონაცვალე იქმნა ადგილსა მამისა თვისისა. არამედ ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა ქრისტიანეთა იქცეოდა, და ვინაიდან სცნა რა ესე დიოკლიტიანემ, მრავლითა ლიქნითა ხელ-ჰყო ცდუნება მისი და ვერ-უძლო. და ბრძანა უწყალონი სატანჯველი და სიკვდილი მისი. მაშინ ახოვანი გიორგი მსახურსა თვისსა პარვიკარპოზს ბეჭედსა თვისსა მისცემს, და ეტყვის; ვიცი, რამეთუ დიოკლიტიანეს ეგულვების წამება და სიკვდილი ჩემი, ხოლო შენ ბეჭედი ესე ჩემი განავაჭრე და გვამი ჩემი წაიღე და დამარხე ლუდიას. და ესეთ იქმნა და თვითო-სახეთა სატანჯველთა შემდგომად, თავი წარკვეთეს და წმინდა იგი თავი მისი მოიტანა და დამარხა ღულივერიმან ლუდიას ნოემბრს 3, და კვლავ სწორსა მისსა, ილორის მონასტერსა წმინდისა გიორგისასა სასწაულთა მათთვის, რომელნიც იქმნებიან წლითი-წლად77, დღესასწაულობა განაჩინეს.
ხოლო აწ პირველსავე სიტყვასა მივიდეთ. რამეთუ რუმლს ყოფასა ჩვენსა, შემოიკრბენ თურქნი და მთავარნი არაბთანი, მცველნი გზისანი; იყო შიში ფრიადი გზათა შორის და წარვემართენით გზასა იერუსალიმად მიმყვანებელსა მრავალნი სულნი. და იყო დიდი სატანჯველი არაბთაგან, რამეთუ მას წელსა ფაშა თურქთა არა იყო მჯდომი, და ამისთვის ლაღობდეს არაბნი. რამეთუ გზათა ზედა არაბნი ურიცხვნი ჩამომდგარ-იყვნენ და ეპყრათ კვერთხი ლურსმართა მიერ მოსხმულნი რკინითა და სცემდეს ქრისტიანეთა; და იყო ძახილი და ვაება, და სთხოვდენ საფასეთა, არამედ დამბადებელმან, რომელმანცა სიკვდილი დაითმინა და ჯვარცმა ჩვენთვის თავს-იდვა, და ადგილნი იგი ჯვარცმისა და დაფლვისა მისისანი ქვეყანასა ზედა იხილვების, მისდა მიმავალთა თაყვანის-ცემად სატანჯველთა სახელისა მისისათვის, სახარულევან ჰყო და საწად სარწმუნოებით და სურვილით მიმავალთათვის. და მივედით სოფელსა ევმაოსს, სადაც იგი უფალი ლუკას და კლეოპას სწორად მიმავალთა გამოეცხადა და მათ თანა ზრახვა ჰყო, და მიზეზ-ჰყო მათგან წასვლა. ხოლო იგინი ეტყოდენ, მწუხრ-არის და მიდრეკილ-არის დღე ესე; დაადგერ ჩვენთანა და მოიღო პური და განსტეხა; ხოლო მათ გაახილეს თვალნი მათნი და იცნეს უფალი, მაგრამ თავადი განეშორა მათგან.
და არის ეკლესია მას ადგილსა დიდი და გამოვედით შემდეგ და წამოვედით, რამეთუ სამოც უტევან შორს იყო იერუსალიმი, და ვვლეთ აღმართი ადგილი ქვიანი, და გამოჩნდა გორასა რასმე დიდსა მოგვერდებით იერუსალიმი, ქალაქი მეუფისა დიდისა, შენებულება ციხეთა ძლიერი, და ტაძარი სოლომონისი, მსგავსი ცისაგან გამოკრთომილისა, ფერადი მსგავსი ირისესა, განსაცვიფრებელი მხედველთა; და კვლავ მახლობელ მისსა წმინდა ტაძარი, რომელსა ყოვლად-წმინდა დაემკვიდრა და ტაძრად აიყვანეს. იერუსალიმი შენებულ-არის, ვითარცა ქალაქი და სამყოფელნი მისნი მისთანა, ვითარცა თქვა წინასწარ-მეტყველმან. და მივიწიენით და შევვლეთ კარი და მივედით. რომელთა იგი მითხრეს, ვითარმედ გზათა უფლისათა შევიდეთ: მრავლითა სიხარულითა ავივსე და ვერჩდი მათ, და გალობათა და ლოცვათა შევსწირავდი კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა და სრასა იერუსალიმისასა, და მოგვეგებნენ ეპიტროპე და სხვანი განმგენი ეკლესიისანი, და მორე დღეს წარგვიძღვნენ და მიგვიყვანეს ადგილსა მას, სადაც მარიამ მაგდალინელმა იხილა უფალი იესო და ეწადა ამბორებად ფეხთა, და უფალი ეტყოდა: მარიამ ნუ შემომეხები, რამეთუ არღა აღსრულ-ვარ მამისა ჩემისა; და ზედა ახლო ეკლესია წმინდისა იაკობ მოციქულისა ძმისა უფლისა და პირველისა მღვდელ-მთავრისა. და აწ საპატრიარქო ეკლესია იგი არის. და მივედით იქვე მონასტერსა აბრააამისასა, სადაც ისაკის შეწირვა ენება, რომელიცა აბაშიძეს გიორგის აუშენებია დაქცეული, და თაყვანი-ვეცით ადგილსა მას, და შემდეგ მიგვიყვანეს დიდსა მას კარსა აღდგომისა ქრისტესსა და საფლავისასა. განვიცადეთ დიდი ეკლესია, მაღალი, გუმბათიანი წესისაებრ ეკლესიათასა, და მეორე თავი მორღვეული გუმბათისავით აღმართული, ქრისტეს საფლავისა გასწურივ, და ძირს ორი კარის ბჭე. ერთი იგი არის, რომელშიც მარიამ ეგვიპტელი ვერ შევიდა და მეორე სხვა. და შევედით დიდსა მას ეკლესიასა, და მივიწიენით საფლავსა უფლისასა, და ვიშიშოდი, თუ ვითარ უკადრისითა სულითა და უღირსითა ბაგითა შევკადრო შესველად ცოდვილთაგან შეუვალსა მას ადგილსა, და მომეხსენებოდეს ცოდვანი ჩემნი. თუმცა ხელ-ვჰყავ კადნიერად შესვლად და მუხლნი დავიდგენ და პირი წმინდათა საფლავთა დამდები მოწყალისა მთხოვნელი, გლახაკითა და მოწლითა ხმითა ცოდვათაგან ხსნასა ვეაჯოდი, და ვიტყოდი: გუნდნი ანგელოზთანი განკვირდეს, რაჟამს იხილეს მკვდართა-თანა შერაცხილი; და იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღვთისა ჩვენისა. და მცირესა მას ტაძარსა საფლავისასა, მრავალი კანდელი აღნთებული ელვარედ ეკიდეს, ვითა სიმხურვალე შესწვდა კაცთა. და გამოველ და ვიხილე ადგილი, სადაც ჯვარიდან გადმოსხეს და იქ დასდვეს და წარგრაგნეს. და მივედით დიდსა მას კათოლიკე ეკლესიასა და ვიტყოდი ფსალმუნსა: ვიხარე, რომელთა მითხრეს მე სახლსა უფლისასა შევიდეთ; დადგრომილ იყვნენ ფეხნი ჩემნი იერუსალიმს. და აღველ იქვე გოლგოთად, სისხლითა იესო ქრისტესითა დალპობილსა მას ადგილსა მრავლისათვის სულ-გრძელებისა, და კაცთ-მოყვარებისა მისისა. რამეთუ ცოდვილსა ვითარ არა შემწვიდა პირი უღირსი და ხელი შებღალული, წმინდათა მათ ადგილთა მოხვევად. რამეთუ კლდე იგი გაპობილი იხილვებოდა და ჯვარი ამაღლებული; და ზედ სახე ქრისტესი, ძელსა დამოკიდებული, სისხლითა შესვარული უცხოდ განიცდებოდა. მართალი იგი, მოწყალებისათვის კაცთა ცოდვილთაგან სიმართლისათვის ჯვარცმული იქ რა იხილვება, ვისი გული იყოს მაღნიტისა, რომელიც არა სტიროდეს. და იქ პატრიარქისა ტახტისა საფეხესა ქვაზედ ეწერა ქართულად: მეფემან ქართველთა და კახთამან ლეონ წარმოავლინა იოაკიმ ჯვარის-მამა საფასითა, და საფლავი ქრისტესი დაქცეული და გოლგოთა მან აღაშენაო. მას აქეთ წასულან წელნი 222 აქამომდე: და ვმადლობდი, ჩემ უღირსისათვის იქ მიწევნასა, უფალსა და თაყვანიცემისათვის იქ, და ვიტყოდი ფსალმუნსა ამას: „არა ვეც ძილი თვალთა ჩემთა და რული წამთა ჩემთა და განსვენება ხორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვჰპოვო მე ადგილი უფლისა და საყოფელი ღვთისა იაკობისა, და გაქებდე იერუსალიმ, უგალობდე ღმერთსა შენსავ სიონ“.
და ვიხილეთ ადგილი იგი და ეკლესია, სადაც დედოფალმან ელენე ჯვარი ჰპოვა, და სადაც მოაბეს სვეტსა უფალი და სცემდეს და სხვანი მრავალნი ადგილნი წმინდანი. ანუ ვითარ ძალ-მედვას თვითოეულად აღწერად და იერუსალიმისათვის შესხმად, და თუ ვითარ ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა ღვთისათა აღეშენა და ანუ ახლისა ქრისტესა განხორციელებისა და ჯვარცმისა, თუ ვითარ საკვირველად განიცდებოდა. თუცა ფრიად რიტორება აღუწმასნო და ანუ ჭურ-რჩეულებითა ენა ენისადმი აღმეგო, ეგრეთცა ვითა მეძლო ჯეროვანი აღწერა საიდუმლოთა მათ შინა ქმნილთა. არამედ სულისა მუსთა ენათა მოქცევანი, კნინ თქმულება ესე ჩემ-მიერ ერმაულად იმწვერვალენ პირველიდგან შენებულება ქვეყანისა მის გულის-სათქმელისა, საბაოთისა თითითა განრჩეული და აღმკული ხუროებადი ესე ხუროთ მოძღვრისა და შემოქმედისა მიერ, ვითარცა სთქვა დავით: გამოირჩია უფალმან სიონი სამკვიდრებელად თვისად. ჭეშმარიტად ხერუვიმთა ზედა მჯდომარემან მეუფემან და უფალმან ძალთამან, რომელმანცა აღაშენნა ზღუდენი იერუსალიმისანი სახლად საბაოთისა და წმინდად წმინდათა სახლი იგი სოლომონებრივი და ტაძარი სამეუფო ძალთა იქ განცხადდა, თუ ვითარ სიბრძნითა დაფუძნებულობა მისი მის უცნოსაგან წარმოინერგნეს და ქმნილება საკვირველებისა ამისი მისუქმნოსადმე, აღამკვიდეს; ანუ ვითარ ქართულადმე ამისთვის ვისიბრძნის-მეტყველოთ კნინ-მოუბარ ენითა ჩვენითა. არამედ უსაწად ჩემდა ესე, რათა დავითებრივი ხმანი მეუმუსიკნეთ ზედა ქალაქსა ამას წმინდასა იერუსალიმსა, ქალაქსა მისსა. და ანუ თუმცა ეკმაება შესხმა ფიზიკურთა ხმათამი შკოლისა ებნათამი, დაბურვა ათთა ნამდვილისათა ნამკთა მესთა ზე ქებათა აღტვირფუა მისი, და ღვთის-მეტყველებითთაცა ნიშთამე პოვნად მათ შორის სახლისა ღვთისა იებოსელისათვის, აწ უკვე ანუ უკვე-არის მეა ამისთვის თნება. – ისმინეთ ამის არსებისათვის78.
1. არსებამან და მიზეზმან ზესთა გონიერისა არსებისამან, რომლისა იგივეობა უძრავ. ამან მაუკუ დავებელითა ვნებითა, და ზენივთთა ზავებითა ორძილთა ქალაქი ესე აარსა და იზიარა არსებამან უცხომან. არსებითი ესე და ნივთებრივნი შენება და დიდად ზიარ დიდებულისა თვისისა ჰყო, რომლისადმი სოლომონცა ისიბრძნა წინა-მჭვირობა ესე, და ვენახად ადონაჲსა ამკო, ვითარმედ აღვიმსთოთ ვენახთა. უკეთუ აღყვავნა ვენახი, აღყვავდეს თუ ხილნი, აღყვავდეს თუ ვარდნი, იქ მიგცე შენ ძუძუნი ჩემნი, მან გამოსცეს სუნნელება და ვინ არის რომელი აღმოიჭვირვის, ვითარცა ცისკარი. სადაც კიდობანი მედაბირით და კანთორიდმი, ფიცარნი, კვერთხი და მანანა არსებითნი, ნივთნი და ქვანიცა ათორნი, სამარაგდე და ზმური და ტოპაზიონ განდგმულ უსაშუალოდ განწმედილებ იჩინებოდეს.
2. რაოდენ არა თუ განწვალებით, არამედ შერწყმით, არამედ განუსაზღვრელობისა გადასრულებითა რაითამე ზესთა აღმატებული ყოვლისა საზომისა და რიცხვისა, ვითარ იგი ვიტყვით, ვითარმედ მრავალ-არის მოწყალება ღვთისა, დიდ არის საიდუმლო სიტყვისა ღვთისა, განგებულებისა ღვთისათვის მივიღებთ, ეგრეთვე სოფელსა შინა რაოდენ აღმატებული ყოვლისავე საზომისა ქებათასა, და მრავალ-არის საიდუმლონი ძველნი და ახალნი ქმნილნი იერუსალიმს, რომელთა არა არის რიცხვთა შემოღება.
3. რაისა მიმართ არიან სახელ-მოდგამისა ხმისაებრ, ვითარედ ზე წმინდა იგი იერუსალიმი საყდარი მეუფისა დიდისა უნივთოებისა, ხოლო ესე ნივთიერებითა თქმულებ ქალაქი მეუფისა დიდისა ან ვითარცა მცირე დიდისა მიმართ, ვითარცა მონა და მეფე.
4. ვითარ დიდებულებითა წინასწარ-მეტყველთა და მამათ-მთავართა მშობი, მცხები შაარავანდთა ტაძრისა სამღვდელოსა ძველისა და ახლისა მქონე ზეუვითაროსათვის, აწ იესე ივითარა სახელ-მოდგამად.
5. სადაც ანუ არა ყოველსავე აღავსებსა და ყოველნივე მას შინა, არამედ სამღვთოთათვეს. ხოლო ამისთვის ანუ არა აზიასა ქვეყანასა პალესტინესა საშუალ-ქვეყანისა მოსეს სიტყვის ადგილსა იქ ხედავდეთო, ცხოვრებასა თქვენსა წინაშე თქვენსა დამოკიდებულსა და ვერგულის-ხმა ჰყოთ.
6. ოდესობა არა არის მაღლისათვის პირველ საუკუნეთა და ყოველსა ჟამსა. ხოლო ესე ხელითა მტკიცითა ისრაილთა რა შემოიყვანდა და ზღუდენი იერიქოსნი შეიმუსრვოდეს, მას ჟამად ზღუდენი იერუსალიმისანი აღშენდებოდეს.
7. მდებარეობა მაღლისათვის არა არის ამისი მოღება, არამედ მდებარედ არის იერუსალიმი შუა მთისა ზეთის-ხილთასა და ქვაბსა ბარუქისასა დაეძინა.
8. მქონებელ არს უფალი ყოვლისავე არსისა ხილულთა და უხილავთა, ხოლო ესე მქონე-არს საფლავისა ცხოველს-მყოფელისა, საპკურებელისა სისხლითა მეუფისათა ცხებულ გოლგოთა, წმინდა სიონი. ვითარმედ არქვთ ასულთა სიონისათა: აჰა მეუფე შენი მოვალს მშვიდი.
9. ქმნა მოქმედისათვის, ვითარცა ყოვლისა-მპყრობელი და ჰქმნა იერუსალიმმან აღზრდა უფლისა და ხორცითა იპოვა მხოლოდ-შობილი, შემოქმედი შექმნილსა შორის. აქვს სასწაულება, ქმნილება მათ შორის.
10. ვნება უვნებელისათვის აქა ვნებისა თავს-დება და შეცვალება კეთილისა მის სორექისა, სავენახოსა მის წინა-უკმო, რაჟამს უფალი ეტყოდა: იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან ამოსწყვიდენ და ქვა დაჰკრიბენ მივლინებულთა შენდა და სახლი და სავენახე საყვარელისა ღვთისა მრავალთა ვნებათა მოქმედად გამოსჩნდა, ვითარცა სთქვა უფალმან: რა უყო სავენახესა ჩემსა; მოვარღვიო ზღუდე მისი და იყოს დასატაცებელ; რამეთუ ველოდი, რათამცა ჰყო ყურძენი, ხოლო მან ჰყო კუროსთავი. დახსნად მისა მოსულისა მკვიდრისა, რომლისა ზედა იზრახა, ესე არის მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და ჩვენდა იყოს სამკვიდრებელი: მოჰკლეს სიტყვა და ძე ღვთისა ხორცითა და უარის-მყოფელ მისსა იქმნეს. ამისთვისცა დაუტევა სახლი ისრაილისა ოხრად და წარსატაცებელად, ვითარცა თვით იტყოდა. ესენი თვით მეცა ვიხილე ვნებათა მათ ადგილნი, და სადაც იგი მტილსა გარე ილოცავდა, და მოციქულნი ურველნი მძინარე იყვნეს, სადა მტილი-არის და ხევი ნაძოვანი, და ადგილი იგი შეპყრობისა მისისა, სადაც სცემდეს, და პირქვე სარჯელისაგან დაეცემოდა, და სადაც პილატესა წარადგინეს, და გამოჰყვანდათ რა, დახურეს თავსა და სცემდეს. სადა დედა სასურველსა ძესა ჰყვებოდა და მტარვალთა მათ მისთვის ცრემლით ევედრებოდა, და იგინი განაძებდეს, სადაც მჯდომარე სტიროდა მშობელი სამღვთოსა საწმისისა და სახლი ანნასი და კაიაფასი, და შოლტით საცემსა მას ადგილსა მოვიხილვიდით. რამეთუ ვისი გული იყოს ქვისა და სული ანდამატისა და არა სტიროდეს, სადა ჯვარს აცვეს და კლდე იგი განპებული79, სადა წარგრაგნიდეს და სადა დაიდვა უფალი.
ხოლო რამეთუ არა ვინ მეცნიერ იყო მას ჟამად თვითოეულად, თუ რაოდენი სატანჯველი მიაპყრეს უფალსა და არცა წერით ვინმე გარდამოსცა. არამედ წმინდა ელისაბედ ღირსი საკვირველთ-მოქმედი, რომლისა ხსენება არის აპრილის 24-სა80. ამისთვის ევედრებოდა უფალსა, რათა გამოუცხადოს სატანჯველი თვისი. ხოლო შემდგომად მრავლისა ვედრებისა, ეჩვენა უფალი და ეტყოდა ვნებათათვის ვინაიდან ესოდენ დაშვერ და მევედრებოდი, სიყვარულისათვის ჩემისა, ვნებათა ჩემთათვის გამოგიცხადო.
რამეთუ მტილსა მას ზეთის-ხილთასა ოდეს შემიპყრეს მცეს მე პირსა მჯიღი122 ყვრილის-ცემა მომიპყრეს 30. მტილით ვიდრე ანნას სახლადმდე დავეცი შვიდ-გზის და იგინი აღმადგინებდეს ქვეყანით 7. მცეს თავსა და მკერდსა კვერთხი 205. შემდგომად კისერსა და წელსა მჯიღით 22. კვლავ კისერსა და წელსა მჯიღით 8. თოკი მომაბეს მკლავთა და მათრიეს. მაგლიჯეს თმა თავისა ჩემისა ხმა-ჰვყავ სულისა მიცემადმდე 38 გზის. პირქვე მათრიეს 105 გზის. სვეტსა რა დამაბეს, მცეს შოლტითა 32 გზის. და კვერთხითა მცეს 6663 გზის. ამა წყლულებაზედ მცეს მე ლელწმითა 1 გზის. ეკლისა ხურთითა მცეს 22 გზის. მრავალ-გზის დამადგეს გვირგვინი ეკლისა. შემდგომად კვლავ მცეს კვერთხითა. მერე სამი ლელწამი მცეს. მნერწყვეს პირსა 22 გზის. მხედარნი შეკრებულ იყვნეს ჩემთვის 508. მსახურნი იყვნეს 303. რომელთა შემიპყრეს და შემკრეს იყვნენ ხუთნი 5. სისხლი ჩემი დასწვდა შვიდ-ჯერ ასი ათას ერთ-ჯერ ათი ათას ხუთ-გზის 710005. ვის არა უკვირდეს მეუფისაგან ესეოდენთა სატანჯველთა თავს-დება, ვინ არა სძრწოდეს და არა განკვირდეს?
ამათ სატანჯველთა ადგილი ვიხილეთ და უღირსითა ფეხითა ვსტკეპნიდი, და ადგილთა მათ საკვირველთა და უცნაურთა და საკვირველ-მოქმედთა ხილვისათვის უფალსა მადლობასა შევსწირავდი. მას მხოლოსა მადლობა, რომელმან ღირს-მყო ხილვად მათდა. მისსა დიდება ამინ. უკეთუ გენებოს ცნობად თუ ქართველნი ვითარ იპყრობენ იერუსალიმს, ესეთ ვჰპოვენით იქ წერილთა შინა.
რამეთუ პირველად ქრისტიანე ჰქმნილი მეფე საქართველოსა მირიან ხოსროიანი, ნინოს მიერ წარმოვლენილ-არის; მეფე კონსტანტინე უხილავს და იერუსალიმად მისულარის და ჯვარისა მონასტრის ადგილი მას უშოვნია. რამეთუ ესე არის ადგილი იგი, სადაც ლოთმან სამი ხე: სარო, ფიჭვი და ნაძვი, დარგო სასწაულად, უკეთუ მიეტეოს ცოდვა იგი და სამივე ერთხედიდ აღმოხდა. ამისა შემდგომად მოსჭრა იგი სოლომონმა ტაძრისა შენებასა, არამედ უქმად გამოსჩნდა სახმარება იგი მისი იქ და მდებარე იყო საჯდომელად კაცთა გარე. ხოლო ჯვარცმასა უფლისასა განგებითა ზენათა მას ზედა აცვეს უფალი, რამეთუ მონაკვეთისა მის ხის ძირი ქვეშე წმინდისა ტრაპეზისა დღესამომდე სჩანს. ხოლო ამისა შემდგომად სულიერი ვინმე მონა შავთელი სახელით პროხორე81 მონასტერსა და ლავრასა წმინდისა საბასსა მოსულ-არის დაყუდებულა იქ; და მეფესა საქართველოსასა ბაგრატ კურაპალატსა საფასე დიდძალი წარმოუცემია ღირსისა პროხორესათვის, რათამცა ჯვარის მონასტერი აღაშენოს, და მას აღუშენებია ჯვარისა მონასტერი შესაკრებელად ქართველთა. რამეთუ წერილთა შინა მდებარე-არის იქ, ვითარმედ სულთანი მისრეთ-ეგვიპტისა ევედრა მეფესა საქართველოსასა ვახტანგ გორგასლანსა82, რათა წამოვიდეს ლაშქრითა და იერუსალიმს ფრანგნი, რომელნიც იპყრობენ განდევნოს და თვით დაიპყრას ამისთვის მოვიდა სპითა დიდითა და განიოტნა და თვით დაიპყრა იერუსალიმი და აღაშენა მონასტერნი მრავალნი. მირიან ხოსროიანის მოსველისა შემდგომად, მოსულ არის დიდად სახელოვანი მეფე ვახტანგ გორგასლან, და ეგვიპტელთაგან მას მისცემია, და მრავალ-ჟამ სჭერიათ იერუსალიმი და პალესტინე, და მრავალი მონასტრები აუშენებიათ, და მცველნი ქალაქისა იერუსალიმისანი და მხედარნი, რომელიცა განუწესებია ვახტანგს, იქ დასახლებულან. ენა შესცვლიათ არაბულად, და იგინი ქართველნი არიან გარემოს იერუსალიმისა, და ევფრატისაცა არაბნი არიან., აწ არაბნი იერუსალიმელნი ქართველნი არიან83.
იაკობ ალფესისა მოციქულისა საწამებელი და საფლავისა მონასტერი აღუშენებია საქართველოს მეფესა გიორგის84, აწ რომელიცა სომეხთ უჭირავთ. იტყოდენ, ვითარმედ ზარაფხანა მეფეთა საქართველოსათა ამა დიდს მონასტერში ყოფილა85. კვლავ მოუოხრებიათ სპარსთა და თურქთა იერუსალიმი და ქრისტეს საფლავი, ხოლო კეთილ-მსახურსა მეფესა ქართველთა და კახთასა ლეონს ბატონის თეიმურაზის პაპის მამას, მრავალი საფასე წაუღია და თურქთაგან აუღია ადგილი ქრისტეს ვნებათა, და წარმოუგზავნია ჯვარის მამა იოაკიმ საფასითა, და მას აღუშენებია ახლად ქრისტეს საფლავი მარმარილოთი და გოლგოთა. ესე სწერია, გოლგოთას პატრიარხის ფეხის ქვის მარმარილოსა ზედა ქართულად86. ამისა შემდგომად არაბთა ქრისტიანეთა დაუპყრიათ: დიდი ეკლესია იერუსალიმისა და პატრიარქსა არაბსა87, არამედ ქრისტეს საფლავი და გოლგოთა და გარეთ მონასტრები კვლავ მოოხრებულა ესეთ: რამეთუ სულთანი ვინმე მძლავრი იპყრობდა იერუსალიმს და ტყვე ერთი ქრისტიანე მიაბარა პატრიარქსა და ეტყოდა: მე მნებავს გალაშქრება და ყრმა ეს დამიმარხე მოსვლად ჩემდამდე. ხოლო პატრიარქმან ტყვე იგი წარმოუგზავნა მამასა მისსა იდუმალ. და საფრხითა ეშმაკისათა, კვლავ ტყვე იგი ხელთა სულთანისათა ჩავარდა. და მოვიდა სულთანი იერუსალიმად და სთხოვა პატრიარქსა ტყვე იგი. ხოლო პატრიარქი ეტყოდა ვითარმედ, მოკვდა ტყვე იგი. და არა უწყოდა, ვითარმედ სულთანსა ჰყავს. ამისთვის სულთანი ეტყოდა ვითარმედ დამიფიცე, უკეთუ მოკვდა, და სარწმუნო მიჩნდეს.
მაშინ პატრიარქმა წმინდისა საიდუმლოსა მიერ შეჰფიცა, და წარმოაყენეს ტყვე იგი. ამისთვის სულთანი განრისხდა და პატრიარქსა და ერთობით ქრისტიანეთა თავნი წარკვეთეს და ოხერ-იქმნა წმინდა ეკლესია და წმინდა საფლავი და გოლგოთა; ცხენთა და პირუტყვთა ახურად იყო ვიდრე სამოცთა ათთა წელთა. 1529 წელსა, ჟამსა ქართველთ მეფისა დავით გიორგის ძისასა88, წარმოავლინა ხონთქარმა სულეიმან ელჩი, და მოსწერა, ვითარმედ არის იერუსალიმი ქალაქი სჯულისა თქვენისა, გაყარეთ ფრანგნი იქედან და თქვენ დაიპყრენით, რამეთუ სამკვიდროცა არის თქვენი, პირველისა ვახტანგ გორგასლანისა დაჭერის გამო. ვინაცა ფრიად მოეწონა ესე მეფესა, და შემოიკრიბა ლაშქარნი და ათაბაგი ყვარყვარე89 და წავიდა იერუსალიმს და აიღო იერუსალიმი და დაიმკვიდრეს და განწმინდეს ეკლესია და საფლავი უფლისა და გოლგოთა და მონასტერნი, და ეპყრათ ქართველთა ორმოცდა რვა წელი. კვლავ ჯვარის მონასტერი დაძველებულა და გუმბათის ქვეით სვეტნი განუახლებია, და დაუხატვინებია შოთას რუსთაველს90, მეჭურჭლეთ-უხუცესს. თვითონაც შიგ ხატია მოხუცებული91. ამისა შემდგომად კვლავ დაძველებულა და განუახლებია და აღუშენებია საკურთხეველისა ზევითი კონქი(*) დადიანს ლეონს და მეუღლესა მისსა ნესტან-დარეჯან დედოფალსა, ჭილაძისა ქალსა: ორნივე შიგ ხატიან. ამისი განმგე, ჩოლაყაშვილი, ომანის-შვილი, მეტეხის წინამძღვარი და ჯვარის მამა ნიკოლოზ ყოფილა(*). დადიანს, ამის ხელით გაუკეთებია. ჯვარის-მამა ნიკიფორე თუ ნიკოლოზ შიგ ხატია, და თეოდოსი მანგლელიცა.
აქა, თუ ვის მიერ აღეშენნეს იერუსალიმს მონასტერნი, ისმინეთ.
გოლგოთა, სადა ჯვარს-აცვეს უფალი, ესე ადგილი ბაგრატ მეფეს, ალექსანდრეს ძმის-წულს, უშოვნია დიდის საფასით არაბთაგან და მას უკან რა გაოხრდა, ლეონ ქართველთა და კახთა მეფეს92. ქრისტეს საფლავი და გოლგოთა და წმინდანი ადგილნი და მონასტერნი საფასით დაუხსნია, და მარმარილოთი აღუშენებია. მას აქეთ წელნი არიან 222. იაკობ ალფესის მონასტერი გიორგი კურატ-პალატისა მეფისაგან აღშენებულა.
ჯვარის მონასტერი, ბაგრატ კურაპალატის აღშენებულია. წმინდის ნიკოლოზის მონასტერი კახთ დედოფლის, ელენე ყოფილის ელისაბედისაგან აღშენებულია. წმინდა ნიკოლოზ თვით მჯდარა იქ: სენაკი მისი იქ ყოფილა. ღვთის-მეტყველის იოანეს მონასტერი, საათაბაგოელთ და ათაბაგს აღუშენებია. წმინდისა აბრაამ მამათ-მთავრისა მონასტერი, სადა ისააკ შესწირა, ის დარღვეული აღუშენებია აბაშიძეს გიორგის ლეონის ძესა. გადასულნი წელნი არიან 57.93 წმინდის ვასილის მონასტერი აღუშენებია ამირახორს ამირინდოს და თაყას. დედათ მონასტერი არის. მეორე წმინდის ნიკოლოზისა, ჯვარის მონასტერთან, აღუშენებია წულუკიძეს პაატას და ქაიხოსროს. წმინდის თეოდორეს მონასტერი ბეჟანისაგან და ბაადურ ჩოლაყაშვილისაგან არის აღშენებული. წმინდის თეკლას მონასტერი ჯვარის-მამის ქრისტეფორესა და მისის ნათესავთა ზედგინიძეთაგან აღშენებულა. წმინდის გიორგის მონასტერი ურიათ უბანში დადიანთაგან აღშენებულა, და მოსახსენებელი მათი იქ არის. წმინდის დიმიტრის მონასტერი ქსნის ერისთავს შალვას და ვირშელს იოანეს აღუშნებიათ, და მათი მოხსენება იქ არის. დედათ მონასტერი წმინდისა ეკატერინასი. ფარასკენტელისა ციცის-შვილის ამილღაბარისა და მაჩაბელთ მოხსენება იქ არის.
დედათ მონასტერი მირქმისა რაჭის ერისთავს აღუშნებია, და მათი მოხსენება იქ არის. ეს მონასტერი დედათა ქართველთათვის არის. რამეთუ არის იღუმენიაცა ქართველი, სახელით ხარიტინა, ასული ანაჩაფის-შვილისა. ორნი მონაზონნი კახნი არიან, სხვა რუისელი, იმერელი და გურიელი, იმყოფებიან სულიერად და კეთილად წმინდასა მას ადგილსა. ბეთლემს და გეთსამანიას სამწირველო არის საქართველოთა. კვლავ იერუსალიმში მონასტრები არიან აღშენებულნი ქართველთაგანვე, არამედ მე ვერ შევიგენ, თუ ვის-მიერ აღეშენნეს.
ჯვარის მონასტერში არის ღირსისა პროხორეს ლუსკუმა და ვითცა შიგა ხატია. არის წიგნი მრავალი ქართული ამა მონასტრებთა შინა. მოხსენება არს სამარადისო აღმაშენებელთა მათთა. კანდელნი, ზოგი გოლგოთას, ზოგი ქრისტეს საფლავზე, ჰკიდიან მათი მოსახსენებელნი.
ჯვარის მონასტერში ხატია დიდი და ღირსი მეფე მირიან ხოსროიანი. კვლავ ხატია დიდი და სახელოვანი მეფე ვახტანგ გორგასლან94 ხოსროიანი, რომელმან დაიპყრა იერუსალიმი და პალესტინე და რომელმან აღაშენა მცხეთა და დასვა ყოვლისა საქართველოსა კათოლიკოსი. სამთავრო დაამდაბლა და მცხეთას უმაღლეს უწოდა, ბერძენთა მეფის კონსტანტინე მონომახის მოწმობით. იქ ხატია მეფე საქართველოსა ბაგრატ კურაპალატი დავითიანი95, აღმაშენებელი ქუთათისისა და ჯვარის-მონასტრისა. იქ ხატია დადიანის ასული მარიამ, დედოფალი ქართლისა96. იქ ხატია შოთა რუსთველი, მეჭურჭლეთ-უხუცესი. იქ ხატია დადიანი ლეონ თავისის მეუღლითა. იქ ხატია აფხაზეთის კათოლიკოზი ღირსი მაქსიმე97. იქ ხატია თბილელი ელისე; მანგლელი თეოდოსი; ბედიელი და ჯვარის-მამა ნიკიფორე. იქ ხატია წულუკიძენი პაატა და ქაიხოსრო. ამ მონასტერს ცხოვრებულა არსენი ვაჩნაძე, კაცი ფილოსოფოსი და მთარგმნელი ღრმათა წერილთა, მოძღვარი დავით აღმაშენებლისა98.
ივლისის 20-სა იქ წამებულა წმინდა მოწამე სალომე, რამეთუ შეიპყრეს უსჯულოთა და დატევებასა სჯულისასა აიძულებდენ, განბასრა რა სარწმუნოება მათი მხნემან მან. ამისა შემდგომად ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი. ოკდომბრის 19-სა იქ წამებულა წმინდა მოწამე ნიკოლოზ დვალი. ესე იყო შვილი მშობელთა მორწმუნეთა, რამეთუ სიყრმესავე შესწირეს ღმერთსა მშობელთა და რა მოიზარდა, წავიდა მონასტერსა კლარჯეთისასა და იქ მონაზონ-იქმნა, და მრავალი მოღვაწება აჩვენა. ამისა შემდგომად აღისურვა წმინდად ქალაქად იერუსალიმად აღსვლა, თაყვანის-ცემად ცხოველს-მყოფელისა საფლავისა უფლისასა და დადგომად მონასტერსა ჯვარისასა ქართველთა-თანა. ვინაცა შეპყრობილ იქმნა უსჯულოთაგან და მრავალნი სატანჯველნი თავსისხნა. ამისა შემდგომად ჯვარის-მამისა მიერ, შიშისათვის თურქთასა, კვიპრეს წარიგზავნა, და იქ სამარადისოდ ვედრებასა შესწირვიდა უფალსა, რათა მოწამეობისა ნაწილსა ღირს-ჰყოს. და უხილავს ჩვენება, რათა კვლავ წავიდეს იერუსალიმად, და მამამან გასწაოს შენ, ვითარცა ჯერ არის. და მივიდა რა მონასტერსა ჯვარისასა იერუსალიმად, გამოეცხადა მამასა მონასტრისასა, რათა მაკედონიად წარავლინოს ნიკოლოზ. ამისა შემდგომად წარავლინა მაკედონიად, და მირავიდა, შეურაცხ-ჰყო სჯული წარმართთა მათ, და შეპყრობილ იქმნა და დაეპატიჟა სჯულისა დატევება. და მან ფრიად განბასრა და აგინა სჯული მათი და შეპყრობილი ნიკოლოზ წინაშე ამირისა წარადგინეს. და კვლავ მან ლიქნითა ხელ-ჰყო ცდუნება მისი და ვითარ არა მორჩილ-ექმნა, მახვილითა წარკვეთეს თავი მისი. იქმნა საკვირველი, რამეთუ მოკვეთილმა მან თავმან ხმა-ჰყო: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს-მჰყავ დათხევად სისხლისა შენისათვის. ამისა შემდგომად დასწვეს ცეცხლითა გვამი მისი. ხოლო სცნა რა ესე მამამან ჯვარისამან, შესწუხდა ფრიად და სტიროდა სამარადისოდ და ქონდა ზრუნვა მისთვის, უკეთუ მითვალულ-არიან ღვაწლნი მისნი წინაშე უფლისა. დღესა ერთსა გაკვირვება დაეცა და იხილა გუნდი მოწამეთა, და შორის მათსა მრავალი მოწამეთა გიორგი, და გუნდსა მას შინა ნიკოლოოზ დვალი, შემოსილი ბრწყინვალებითა, და ეტყოდა ბერსა: ამიერიდან დააცხრე მწუხარება ჩემთვის, რამეთუ წამება ჩემი შეწირულ-არის წინაშე უფლისა.
ივნისის 27-სა იქვე წამებულა წმინდა მღვდელმოწამე ლუკა, ჯვარის-მამა მუხიშვილი აბაშიძე, ესეთ, რამეთუ დედა ლუკასი პირველვე მისულ-არის იერუსალიმად და მონაზონ-ქმნილა. ამისა შემდგომად ძე მისი მოიწია და იქმნა მონაზონ და მოღვაწე ფრიად და სათნო მონა უფლისა, და ისწავლა ენა არაბული. და იხილეს რა კრებულთა ღირსება მისი, აკურთხეს მღვდელად, და აიყვანეს მამად ჯვარისა; ვინაცა, განიცდიდის რა მხურვალესა ღვთისა-მოყვარებასა მისსა, თურქნი შურად აღუდგნენ მცირისა რასამე მონასტრისა მიზეზისათვის, და აწვევდეს მას დატევებასა სჯულისასა; და ამირობასა და სიმდიდრესა აღუთქმიდეს. არამედ მან ფრიად განბასრა შეურაცხ-ჰყო სჯული მათი. ამისა შემდგომად აფთითა წარკვეთეს წმინდა თავი მისი; ხოლო მოკვეთილი იგი თავი განიცინებდა და მადლობასა შესწირვიდა ღვაწლისა მისთვის უფალსა. რამეთუ ამათ მოწამეობისა სვინაქსარიცა დაუწერიათ და დღესასწაულიცა განუწესებიათ.
ამისა შემდგომად წავედით მონასტრად სომეხთა და განვკვირდი სიკეთესა მისსა, რამეთუ მე ეგეთი ბრწყინვალე ტაძარი არასოდეს მიხილავს და არცა ეგრეთი შემკობა. ესე მონასტერი არის, რომელიცა ააშენა მეფემან გიორგი, რამეთუ მეფეთა საქართველოსათა სახელოვანთა ხლმითა მით ძლიერითა აღიმაღლეს ხმანი მათნი, და ტყვე-ქმნილი ქრისტეს საფლავი სპარსთა და თურქთა წაართვეს, გამოისხნეს და დაიპყრეს; და ააშენეს წმინდანი ესე ადგილნი და ესეოდენნი მონასტერნი სულისა საოხად, და შემდგომთა ნათესავთა დაუუნჯნეს საუნჯედ წარუპარველად და საქართველოთა შინა აგარაკნი და სოფელნიცა შესწირეს. ხოლო წმინდათა მამათა ჩვენთა ქართველთა სასოებად, ამა ადგილსა წმინდასა ხორცნი განლიეს და მოღვაწებითა სისხლნი დასთხიეს ამა საკვირველთა ადგილთა. სხვათა თარგმანება სამღვთოთა სჯულთა აქედან მიიღეს და აღასრულეს ცხოვრება ორისავე სოფლისა, დიდებისა და ბრწყინვალებისა მომატყვებელნი.
აწ განცვიფრებულ-ვარ, თუ რასათვის უგულებელს-ჰყვეს ქართველთა დიდნი ესე და წმინდანი ადგილნი, და ანგელოზთაგანცა თაყვანის-საცემელი. მრავალნი მეფენი ქრისტიანენი იღწვიან და ყოვლისა სოფლისა ქრისტიანობა, რათამცა ადგილი იქონიეს აქა, აღსანთებელი კანდელთა, და ტრაპეზი მსხვერპლისა შესაწირავი. არამედ იგი სრულიად ქართველთა-არს, და მათი კანდელი და მოხსენება არის ამათ შინა, და მათ ნეტართა აუშენებიათ. რასათვის ერთი ვინმე მათი მღვდელი არა იყოფების აქა? მათის ჯვარის-მამის შემოსავლითა და ხარჯითა მოვიდეს, რათა მათ ძველთა მიცვალებულთა მოხსენება არ მოშალოს და აწ მყოფთა ხსენება დააწესოს და რათა მონასტრებივე დაიპყრან და მათი კანდელნი ქრისტეს საფლავსა ზედა და გოლგოთასა და სხვათა მონასტერთა შინა არ დაავსონ, ვინაიდან მოკვდავნი ვართ. ამისსა უბრწყინვალესსა ადგილსა სადა ვპოვებთ, და სადა მოიხსენებოდეს ჩვენი სული? ანუ რასათვის დაუგდიათ ესოდენი ჭირნახული? კვალავ ამასცა განკვირვებულ ვარ, რასათვის უმეცარ-იქმნენ საქართველოსაგანნი? ერთი ვინმე რასათვის არა მოიწია აქა? აქაური ამბავი შეეტყო, და ან ქვაზედ ან წიგნთა შინა აღმოეკითხათ ესე ამბები და ქართველთათვის ეუწყებინათ? არცა ვის სმენია, თუ იერუსალიმი ქართველთათვის რა არის, არცა მე ვუწყოდი აქაური ესე ვითარი საქმე. ჰოი მე! რა დიდის უგუნურებით არის დამთვრალი ნათესავი ჩვენი! რამეთუ არის იქ ქრისტეს საფლავსა მოხსენება ღვთის-მოყვარეთა მეფეთაა ქართველთა და კახთასა ლეონისა და თეიმურაზისა, და კვლავ ეწერა მეფე, ნიკოლოზ ყოფილი ერეკლე99, და ძე მისი გიორგი და ასულნი მარიამ და ხორაშან, და ამისთვის მეცა ვინებე და ვაწვიე ერთობით კრებულთა მღვდელ-მთავართა და მღვდელთა და ჟამი ვაწირვინე, და მოხსენება განუახლე მეფესა ჩვენსა თეიმურაზს და ძესა მისსა მეფესა ერეკლეს, მეუღლეთა, ძეთა და ასულთა მათთა, და ძალისაებრ ჩემისა ტრაპეზი და სერი განუმზადე და საფასრ მივართვი და ვიდღესასწაულეთ ბრწყინვალეთ. მეფენი საქართველოსანი თეიმურაზ და ირაკლი მრავალჟამიერ-ჰყოს!
და კვლავ იერუსალიმიდან მივედით მონასტერსა ქართველთასა ჯვარს, და განვიცადეთ კედელთა ზედა. წმინდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა ესენი:
წმინდა მღვდელ-მოწამე მოსე ქართველი; წმინდა მარი მღვდელ-მოწამე ქართველი; წმინდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი; რომელიც აწამა ყაენმა შაჰაბაზ წმინდათა ხატთათვის ქორონიკონს ტი100; წმინდა მამა არსენი იბადის ძე ქართველი, გვარად ვაჩნაძე ფილოსოფოსი; ღირსი მამა ევთიმი გრძელის ძე ქართველი; ღირსი მამა მიქელ ჭუას ძე ქართველი; ღირსი მამა იოანე რეხუას ძე ქართველი; ღირსი მამა დანიელ აბაშვილი ქართველი; ღირსი მამა იოანე ჭამჭიმელი, ქართველი, ფილოსოფოსი101; ღირსი კათოლიკოსი ქართლისა არსენი102; ღირსი კათოლიკოზი ქართლისა იოანე; ღირსი ეპისკოპოსი ნუნუს ქართველი; ღირსი ეპისკოპოსი კინდ ქართველი.
და ცხორებულა იქ ჯვარის-მამა ნიკოლოზ ყოფილი, ნიკიფორე, ძე ომან ჩოლაყა-შვილისა, და დედით არაგვის ერისთავის ასულისა, კაცი სახელოვანი, წინამძღვარი მცხეთისა ქალაქს, და მოძღვართ-მოძღვარი კახეთს, ოდიშს სოფლის კოცხერულის, და იერუსალიმს ჯვარის მონასტრისა და გოლგოთის სამკვიდროსა ჩვენისა არქიმანდრიტი, და მისთანა თეოდოსი მანგლელი რევიშვილი, და ნეოფიტე მმართებელი მონასტერთა ქართველთა.
ამისა შემდგომად ჯვარის მონასტერიდან წავედით ბეთლემს და მივიწიენით სოფელსა ბეთსაიდას და მიერ ევფრათას, და ვიხილეთ საფლავი რაქელისა, იოსებ და ბენიამინის დედისა და მიერ მივიწიენით ბეთლემად. და მოგვეგებნენ ძმანი და შეგვიყვანეს ეკლესიასა ბეთლემისასა, იუსტინიანე კეისრისა მიერ აღშენებულსა. რამეთუ ორმოცდა თექსმეტი სვეტნი მარმარისანი იდგნეს, და ზედ ეკლესია სოფიას-კენჭითა აღშენებული; დიდი და საკვირველი ეკლესია, და იატაკნი მარმარითა დაფენილნი და ტრაპეზის ქვეშეთ ჩასწვრივ ქვაბი იგი კლდისა, სადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე იშვა. და ჩავედით კიბითა და ვიხილეთ ქვაბი იგი, და სადაც იგი ბაგა პირუტყვთა იყო იქ, და მიაწვინეს უფალი, და შიშითა ფრიადითა ვუამბორეთ ადგილსა მას წმინდათა უწმინდესსა, რომლისათვის წინასწარ-მეტყველმან წინათ მოასწავა, ვითარმედ: და შენ, ბეთლემ, ქვეყანა ეგე იუდასი, არა სადაც უმრწემეს ხარ მთავართა იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაილი. და განვიცდიდით შობისა მისისა ადგილთა ქალწულისა მიდგომილისა და ემმანუილისა მშობელისა პირველ-საუკუნეთასა ღვთისასა. და მიერ წამოვედით და მივიწიენით ადგილსა მას, სადაც ურიასა ვისმე ქონდა მიწა საყანე და შიგან ეთესა მუხუდო, და მივიდა თხოვად მარიამ, დედა უფლისა მუხუდოსა მის და არა მისცა. ამისა შემდგომად იხილა იგი, რამეთუ სრულიად ქვად შეცვლილ-იყო მუხუდო იგი, და აღუკრიბენით ქვანი იგი, მსგავსნი მუხუდოსანი, და მოვიწიენით მონასტერსა წინასწარ-მეტყველისა ილიასასა, სადა ხესა ქვეშე იწვა იქ ილია. და მიერ მივიწიენით წმინდასა სიონსა, სადაც მოციქულთა ზედა გარდამოხდა სული წმინდა მეერგასესა დღესა, სადა მარხიან დავით და ძე მისი სოლომონ და მიერ ჩავედით ადგილსა მას, რომელი ანნა და კაიაფა მღვდელთ-მოძღვართა მოიყიდეს103, საფლავად უცხოთა, იუდის დაბნეულის თეთრითა, და მიერ წავედით, სადაც ისაია გახერხეს, და შემდეგ, სადაც თიხა შექმნა უფალმა და სცხო ბრმასა, და ვიხილეთ საბანელი სილოამისა, ღრმად მომდინარე, კიბეებითა ჩასასულელი, რამეთუ შუა-დღე განდიდნება წყალი იგი, და განთიად და საღამოდ მოიკლებს. და შემდეგ მივედით გეთსამანიად საფლავსა ყოვლად-წმინდისასა, და ჩავვლეთ ვრცელი იგი კიბე, და ვიტყოდი: „კიდობანი სიწმინდისა შენისა, მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“. და ვუამბორეთ საფლავსა ყოვლად-წმინდისასა, სასოსა ქრისტიანეთასა; და განვიცდიდი რა, მეტყოდენ, ვითარმედ გვსმენია, დაძველებული ეკლესია ესე განუახლებიათ ქართველთა და განვიცდიდი კარით ჩრდილოსათ კლდეთა რათმე. და გვეტყოდენ, ვითარმედ, მდინარე ცეცხლისა აქედან გამოსვლად-არის, რამეთუ არის ესე ღელე გლოვისა, კარსა ზედა გეთსამანიისასა სახლი იგი, სადა შიშისათვის ურიათასა შეკრებილ იყვნენ და დამალულ წმინდანი მოციქულნი, და კართა ხშულთა შევიდა უფალი და თომას გვერდი უჩვენა და მშვიდობა მიანიჭა, და სული წმინდა შეჰბერა და მისცა. და იქვე, ზედა არის ახლო მტილი ზეთის-ხილთა, სადაც უფალი შეიპყრეს, და სადაც ილოცვიდა. და წამოვედით და მოვედით ადგილსა მას კლდესა, სადა წმინდა სტეფანე დაქოლეს და აღმოვვლეთ აღმართი და შევედით ქალაქად და ვიხილეთ ეკლესია იგი, სადაც იშვა ყოვლად-წმინდა და გამოვვლეთ ღელე იგი მწვირისა, სადა წინასწარ-მეტყველი იერემია ჩააგდეს, და მოვიწიენით სადაც უფალსა ჯვარი ეკიდა თვით და ეტყოდა: ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირით ჩემ ზედა, არამედ შვილთა ზედა თქვენთა სტიროდეთ. და შემდეგ მივიწიენით მონასტერსა დედათასა ყოვლად-წმინდისასა, სადაც ყოვლად-წმინდა იჯდა და სცრემლეოდა. ხოლო იქვე არის საფლავი მელანია რომაელისა104, ღირსისა მის ენკრატისისა, და სხვასა დღესა აღვდეგით და მივედით სახლსა დავითისსა, სადაც მჯდომარე იყო და სწერდა ფსალმუნსა. ესე არის სახლი იგი რომლისათვის მოასწავნეს, სახლსა დავითისსა საშინელი სამსჯავრო დაიდგას და ძველი დღეთა დასჯდეს.
ხოლო ამას გეტყვი თქვენ, ღვთის-მოყვარეთა, რამეთუ არიან კაცნი ვიეთნიმე გულ-ცივნი და იტყვიან, ვითარმედ იერუსალიმს განმაცხოველებელთა მათ ადგილთა თაყვანის-ცემა არა რა არის; არამედ ბოროტ-არის სიტყვა ესე. უკეთუ ვისმე უძლურება არა სჭირს, და შემძლებელ-არის სულად, და არა არის ფრიად გლახაკ, და არა მოიწევის აქა ხილვად ამათ ქრისტეს განგებულებისა საიდუმლოთა ადგილთა არა თაყვანის-სცემს, მას ქრისტიანობა განგრილებულად უტვირთავს. რამეთუ წმინდანი მამანი პირველად აქა მოიწეოდეს, და ადგილთა ამათ მიერ განმტკიცებულნი, სხვათა ადგილთა მისულნი მხმედ ქრისტეს-მოყვარედ გამოსჩნდებოდეს. და უფროსად ქართველნი, რამეთუ რჩეულნი მეფენი და მთავარნი და მონაზონნი აქა ცხოვრებითა და მოსულითა განათლდებოდეს. რამეთუ დიდებულ-არის ქალაქისა ამის წინაშე შემოსვლა, ვითარცა ითქვა: ვითარმედ, დიდებული ითქვა შენთვის ქალაქო ღვთისაო; და კვლავ ისაია წინასწარ-მეტყველისა ისმინეთ წინასწარ-მეტყველებით წინათვე მოსწავება იერუსალიმისა თაყვანის-ცემისათვის და შენდობისა მოღება კაცთაგან ადგილისა მისგან წმინდისა და თაყვანის-საცემელისა: და სხვამან სთქვას მივიდენცა და მივიდოდნენ ერნი მრავალნი და ნათესავნი გამოძიებად პირსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისსა იერუსალიმს, და ლხინებისა თხოვად პირისაგან უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და კვლავ: რამეთუ იყოს უკანასკნელთა დღეთა გამოჩინებულ მთა უფლისა და სახლი ღვთისა წვერსა ზედა მთისასა და ამაღლდეს უფროს ყოველთა ზედან ბორცვთა. და მივიდოდიან იქ ყოველნი ნათესავნი, და მოვიდოდიან ერნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა იაკობისსა, და მითხრას ჩვენ გზა თვისი და ვიდოდეთ მას ზედა. იხილეთ ქრისტეს-მოყვარენო ერნო სიტყვანი მეხუთისა მის მახარებლისა ისაიასნი, ვითარ წინათვე უწინასწარმეტყველა ყოველთა ერთა ქრისტიანეთა იქ აღსვლა და ჭეშმარიტისა შენდობისა მოღება იქიდან. ხოლო უკეთუ ვინმე იცილებოდეს, ვითარმედ სნეულება და სიგლახაკე სახივად მძევს და ვითარ უძლო წასვლად წმინდად ქალაქად იერუსალიმად; ეგევითართა არა ეტყვის წინასწარ-მეტყველი, არამედ შენდობისა ღირს-არიან იგინი. ხოლო რომელთა უძლავს და არცა მოხუცებითა და არცა სნეულებითა, და არცა ნამეტნავითა სიგლახაკითა შეპყრობილ-არიან, არამედ უდებებით და დაზარებით გარდაიხდიან ცხოვრებასა თვისსა, და იტყვიან, ვითარმედ ღმერთი ყოველგანვე არის, და არა საჭირო-არის აღსვლა იერუსალიმად, ესენი წინა-აღმდგომად გამოსჩნდებიან ბრძანებისა ღვთისა, პირითა წინასწარ-მეტყველისათა თქმულისა. და კვლავ მომეხსენების მისივე წინასწარ-მეტყველისა მიერ თქმული იერუსალიმად აღსვლვისათვის: ვითარმედ დაჰბერეთ ნესტვს სიონს შინა და შორის ხარისხსა საკურთხეველისასა, სტიროდეთ მღვდელნი და იტყოდეთ, ულხინე უფალო ერსა შენსა, და ნუ მისცემ სამკვიდრებელსა შენსა საყვედრელად.
ესე სიტყვანი ყურად-ეღო განათლებულსა და ღვთის-მოყვარესა მეფესა ქართველთა და კახთასა უფალსა ლეონს, რამეთუ ესმოდა რა ოხრად დაცარიელება წარმართთაგან წმინდისა სიონისა და საფლავისა ქრისტესისა, და არა რა ზრუნვა დაედვათ გულსა თვისსა მისთვის, არცა ბერძენთა, არცა რუსთა და არცა ფრანგთა, ამისთვის შური იშურვა სახლისა ღვთისა საბაოთისათვის მარადის მოხსენებულმან მეფემან და მრავალი საფასე წარაგო, და იოაკიმ ჯვარის-მამა ქართველი წარმოავლინა წინაშე მთავართა და შიხთა არაბთასა. და აავსო საფასითა იგინი და აღაშენა საფლავი ქრისტესი და გოლგოთა და განსწმინდეს წარმართთაგან შეგინებული წმინდანი ეკლესიანი და იწყეს წესისაებრ ქრისტიანეთასა დღესასწაულობა სიონს მთასა წმინდასა უფლისასა. და ვიდრე დღეინდელად დღემდე არის პარისია მოხსენება სამარადისო და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა სანატრელისა მის მეფისა, რომლისათვის მე რა მესმნეს სახელი ლეონისა. ვევედრე წმინდათა სინოდთა იერუსალიმისათა, რათა ესეცა მოსვენება შესძინონ, ვითარმედ ნათესავნი მის მეფისანი მომავალნი, და აწ მსუფევნი საქართველოთა ზედა მეფე თეიმურაზ და მეფე ძე მათი მეფე ირაკლი, მეუღლენი, ძენი და ასულნი მათნი მრავალ-ჟამიერობით, და იქ ცხოვრებად საუკუნოდ მოიხსენებოდეს. ამისთვის, რჩეულნო, ნუ იტყვით და ნუცა სხვათაგან შეისმენთ, ვითარმედ არა რაიმე არის აღსვლა იერუსალიმად შემყვარებელისა მის ჩვნისა ძისა ღვთისა, რომელმან არა ჰრიდა ჯვარსა და სიკვდილსა და დაეფლა იქ. ვითარ საკვირველ-არის, თუმცა მცირედ რაიმე დავშვრეთ და ვიხილოთ საფლავი ცხოველ-მყოფელი და გოლგოთა, სისხლითა ღვთისათა მეწამულ-ქმნილი, და მიწა და ქვანი იქანი, მსმენნი ხმისა ძისა ღვთისა ცხოველისანი.
და აწ კვლავ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. რამეთუ მოიწია დღესასწაული ბაიასა და პასექისა იქ ქალაქსა იერუსალიმსა, სადაც იგი შვენის გალობა და დღესასწაული სიონსა, და ერნი სავსე იყვნენ ასპარეზთა და ურაკპარაკთა წმინდისა მის ქალაქისათა, და უცხოებით მოსულნი ხილვად სიძისა მის უკვდავისა საფლავისა, რაჟამს იგი სძლისა მის მშვენიერისა ეკლესიისა წინდობა მოწურვილ-იყო, და სიძე იგი ხერუვიმთა უწმინდე მშვენიერსა მას სერსა განმზადებდა და მეინახედ მებოძირნი და მწირნი შესვლად ქორწილსა მზა-იქმნებოდეს. და არა თუ მთავარნი ებრაელთანი და აზნაურნი გალილიისანი მხოლოდ წვეულ-იყვნეს, არამედ სავსება სოფლისა. და მოიწია სიძე იგი საკვირველი მშვენებითა, და გარდამატებული ბრწყინვალებითა და სძლისა მის ეწადდა შესულად, რათა ქორწილსა მაც დიდებულსა პურის-მტე იქმნენ ზეცისანი და ქვეყანისანი ერთ-ბამად. მაშინ მექორწინენი განცვიფრდეს და შეიპყრეს სიძე იგი და მრავალსა სატანჯველსა მიუპყრობდეს, სიხარულისა წილ გვირგვინსა კიცხევისასა თავსა; სამსჭვალსა მას ხელთა და ლახვართა გვერდსა, და უმსჯავროდ მოჰკვლიდენ სარძლოდ განმზადებულსა მას მეუფესა.
ამათი მსმენნი და მრწმენნი კაცნი, სარწმუნოებითა და სასოებითა მორბედნი, შორით სურვილით მოსულნი ხილვად ამისა, თუ სადათ დაასხა ვენახი სიძემან მან, და სადა ჰქმნა გოდოლი, და სადაც აღაშენა საწნახელი და დაათრო ნაწნეხითა მით ღვინისათა სავსება სოფლისა, და ანუ სადაც გარეგან ვენახისა მის მოჰკლეს ქველი იგი სიძე. და საკვირვო ხილვად და განცდად ადგილთა მათ განსაცვიფრებელთა, ჭვრეტად ერთი ერთისა წინა-უსწრობდეს და რტო ბაიასა ხელთა ეტვირთათ და იტყოდენ გალობასა: კურთხეულ-არის მომავალი სახელითა უფლისათა, და კვლად, გიხაროდენ სიონ წმინდაო დედაო ეკლესიათაო, რომელმან მოიღე ცოდვათა მოტევება აღდგომისა მიერ, და მგალობელნი ტკბოდეს ძნობითა, და ორღანოთა ხმა შინაგან დიდებულისა მის ეკლესიისა გვრგვინვიდა. იქ მღვდელთ-მთავარნი შემოსილნი და მრავალნი სამღვდელონი. ხოლო პირველსა მღვდელთ-მთავარსა ეტვირთა ჯვარი ძვირ-ფასი ზმურისა, ქვისა საპფირონისა და იაკინთისა თლილისა, და მით ჯვარსა სახავდა ერთა. და შესვლასა უამბორეთ ადგილსა მას, სადაც უფალი წარადგინეს სუდარით. და ანუ ვითმე აღვსწერო მორთვა ტაძრისა მის, და პირად-პირადობა სამკაულთა საკვირველსა მას და განსაცვიფრებელსა ეკლესიასა, სადა ირგვლივ მოეფარდაგათ სტავრითა და ნაახლითა: სახედ გამოყვანილ ნიოქრო-ქსოვილნი ძვირ-ფასნი. და სასანთლენი აღენთოთ ირგვლივად; ხოლო შუასა მას ადგილსა ტკბილისა მის სიძისასა, სადა ანგელოზი ელვარე ეტყოდა, რასათვის მკვდართა თანა ეძიებთ ცხოველსა მას და უკვდავსა, საფლავსა მას გარემო ქოლგანი და ალამნი დას-დასად მოედვათ ოქროსა განაზიდისა, ხომლნი ოქროსანი და ვეცხლისანი მაღრიბულისა, მძიმისა და ძვირისა აღხარისხებით თუ განკარგვით ესეთ ანათობდეს, ვიტყოდი მოღებულ-არსო ედემით შუქ მკრთომარეობა ამისი, და ანუ სამოთხით მოუბაზარმოუფარდულიათო. გოლგოთა აღვსილ-იყო ოქროსა ხომლითა და კანდლითა და თუ ალითა განთქმულითა სამკაულნი ზედან გარდამოსდგომია საფლავსა, და იქ ზემოდგან ესეთ ანათებდა, საწუთოთა ღამეთა ლაჟვარდიანთა მანათად მთვარესა და მთიებთავე შეუდრიდი. აღმართულ-იყვნენ სამნი კანკელნი ოქრო-ცურვებულნი კათოლიკესა მას ეკლესიასა. ესეთ უნათებდა, ვითა ბაზმაკი შორის მღვიმეთა, და ან ვითა ელვარება მზისა დისკოსა, და ირისე ზეცით გარდამოკრთომილი, და სამკაულნი ტრაპეზისანი, სასაკმეველნი და სახარებანი და მრავალ-ფერნი სასანთლენი, ბარძიმ-ფეშხუმნი მუღარბარად აღმკულნი, და რქათა ზედა საკურთხეველისათა ხერუვიმნი აღმართებით განმარტებულ-იყვნენ, და განკრძალულად ერნი შემოკრებილ-იყვნენ ეკლესიად.
მოიწია ჟამი და ჰკრეს სიმანდრათა, ძელთა და თუჯთა, ამოდ და მიმოყოვნებით. ხოლო ორღანოისა ლათინთასა ხმა ისმინებოდა ძლიერი, და სომეხთა მწყობრისა და ძნობისა ხმანი ტკბილად აგემებდეს, ეგრეთვე იაკობითთა, ასურთა, აბაშთა105, მსგავსად მათისა განწესებისაებრ. და ხორონი ბერძენთა მგალობელთანი განწყობილ-იყვნენ, და ჰგალობდენ ამოდ; მოადეგით, ერნო სიონსა და მოიცევით იგი და მიეცით დიდება მას შინა აღდგომილსა მკვდრეთით, რამეთუ იგი არის ღმერთი ჩვენი, რომელმან მიხსნა ჩვენ. და ლოცვასა მას ღამის-თევისასა იყვნენ შემოსილ მღვდელთ-მთავარნი ხუთნი, არქიმანდრიტნი, იღუმენნი პროტოსინკელნი სამოცნი და თორმეტნი დიაკონნი, და იყო ღაღადება მხურვალე ვედრება ქრისტიანეთაგან. და იყო განმზადება დღესასწაულთა საკვირვო, და მსგავსი მეორედ მოსულისა, რამეთუ ძლიერად დაჰბერეს დღესასწაულთასა, მსგავსად ხმისა ნესტვისასა ბრწყინვალესა დღესა ღვთისა ჩვენისასა, რამეთუ მაშინ თვე იყო აპრილი ცხრამეტი, ჟამი და პაემანი ყვავილთა და იატაკთაგან წმინდათა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისა მსგავსად გაზაფხულისა აყვავებულ-იყო; თვითო-ფერთა სუნელებათა ნელსაცხებელთა კმევისა, და უთქმთა და მრავალ-ფერთა მსხვერპლთაგან წმინდათა შეიმკვებოდა დღე იგი უფალი და დედოფალი დღესასწაულთა, წმინდა ერთ-შაბათისა. შემოსილ-იყვნენ ერნი ყვავილთაებრ გაზაფხულისა ფერადობათათა და ასფოდელოებრთაებრ მაისისა ველთა ესახებოდა, ჭირითა და ღვაწლითა მრავლითა მოსულნი ქრისტიანენი ზოგნი ხმელეთით ეგვიპტიდან და პარაშამით, და ზოგნი თარშისა ჭალაკთა ზღვით, უცხოთა ენითა მოუბარნი, და უცხოთა ქვეყანათაგან მოსვლით განკაფულნი უცხოდ ერთბამად იხარებდენ, ვითარცა მარად ერთა ცხოვრებულნი და ნადიმნი და სერნი ბრწყინვალედ მოემზადენ; და ზედა გალობითა იტყოდნენ: ხილვად ჩემდა მშვენიერება უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი, რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა; არა ვეც ძილი თვალთა ჩემთა დარული წამთა ჩემთა, ვიდრემდის ვჰპოვო მე ადგილი უფლისა და საყოფელი ღვთისა იაკობისი, ამისთვის დღესასწაულსა შენსა გვირგვინოსან მყვენ, სხვანი იტყოდეს. ვითარ საყვარელ-არიან საყოფელნი შენნი უფალო ძალთაო და რომელნი შევალთ მას შინა განწმედილნი მადლითა მით გალობითა გიღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა უფალო.
და დიდისა ეკლესიისა მოხელეთა განმზადნეს ტრაპეზნი საერონი და აწვივნეს ქრისტიანენი, ხაჯნი მოსულნი იქ, და სერი ბრწყინვალე და ტრაპეზობა პატიოსანი და ლხინი გადაიხადეს, რამეთუ იყვნენ უცხოებით მოსულნი ხუთასნი ოდენ.
ამისა შემდგომად ავედით მთასა წმინდასა ზეთისხილთასა, სადაც ამაღლდა უფალი, და იქ არის მცირე გალილეა, სადაც უფალი აღდგომილი ეჩვენა; ხოლო დიდი გალილეა კანას, ნაზარეთს და თაბორს შუა არის; სავალი არის იერუსალიმიდან დღისა სამისა. ხოლო მთასა მას ზეთის-ხილთასა ცხოვრებულა წმინდა ევგენია და არის სენაკი მისი იქ. და ამიერიდან წავედით ბეთანიად საფლავსა ლაზარესსა, და იქიდან მოვიქეცით კვლავ იერუსალიმად, და მამანი და მღვდელთ-მთავარნი შემომიკრიბენ, და შეწევნისათვის საფლავისა ქრისტესისა, ვინაიდან თურქთაგან სათხოვარი აძევს, მევედრებოდენ, რათა წავიდე და შევეწიო მათ რასამე. ხოლო მე ვერ ურჩ-ქმნილი მათგან ვიწყებდი ზრუნვად გაყრისათვის მის უცხოსა ადგილისა წმინდისა და იორდანედ წარვედ მლოცველი სრულიად. და იქიდან მოსვლით გავემზადეთ წამოსვლად, და ვამზგავსებდი ედემით განხვებასა იქიდან წამოსვლასა, და სულ-თქმითა მრავლითა ვუამბორეთ საფლავსა ცხოველ-მყოფელსა და გოლგოთასა წმინდასა, და გეთსამანიასა საფლავსა ყოვლად-წმინდისასა. და ავიღეთ ლოცუა სინოდთა მათგან და თვალნი უკანა დგებოდეს, კვლავ ხილვად ადგილისა მისთვის რჩეულისა და მივიწიენით არემათიად, ქვეყანასა იოსებისსა და იქიდან იოპედ.
წასვლა კვიპრეს და ათინად, და უკუმოქცევა საქართველოდ.
აქა გვეპოვა ნავი მარჯვე, ჩავსხედით და ჰავითა კეთილითა მივიწიენით კვიპრესა, ადგილსა სახელად კიტეოსს, მეორესა საფლავსა ლაზარესსა. რამეთუ აღადგინა რა უფალმან ბეთანიიდან, ხოლო შემდგომად ამაღლებისა ურიანი შურად აღუდგნენ ლაზარეს, რამეთუ მკვდრეთით აღდგომილ-იყო ქრისტესაგან და სდევნიდენ მოსაკლავად. ამისთვის აკურთხეს მოციქულთა ეპისკოპოსად კვიპრიისა და მოვიდა კვიპრედ და საეპისკოპოსო ხარისხი თვით აღაშენა. და იყო ეპისკოპოსი იქ, და არის საფლავი მისი იქვე. და შემდეგ წავედით ქალაქად ლევკოსად ხილვად კვიპრიისა კათოლიკოზისა, და მივედით სადაცა მჯდომარე იყო კათოლიკოზი, არქიეპისკოპოსი კვიპრიისა, უფალი ფილოთეოს, კაცი ფრიად პატიოსანი და განთქმული თვითო-სახითა სიკეთითა, და დაგვასვენა და უცხოთ-მოყვარებისა სალბუნი გვაგემა, და ვკითხავდით განთავისუფლებისათვის ხარისხისა მისისა. ხოლო იგი გვეტყოდა ვითარმედ, ჟამთა პირველთა პატრიარქი ანტიოქიისა იცილებოდა, რამეთუ კვიპრე სამწყსო-არსო ჩემი. ხოლო მის ჟამისა არქიეპისკოპოსი კვიპრიისა უარ-ჰყოფდა, ვითარმედ არა არის კვიპრე სამწყსო შენი, ცილობა შემოვიდა; ამისთვის მეფემან ბრძანა ორთავეს აღსვლა კონსტანტინეპოლედ, რათა იქ იხილა ანგელოზი ჩუჱნებით, რომელი ეტყოდა: რასათვის მწუხარებ, აღსდეგ, წახვედ ადგილსა რომელსამე და ამოთხარე, რამეთუ იქ არის საფლავი მოციქულისა ბარნაბასი, და ხელთა უტვირთავს სახარება მარკოზ მახარებელისა, დისწულისა თვისისა; ამოიღე იგი და მიართვი მეფესა. და ვითარცა ჰყო ესეთ, ამას ზედა ფრიად გაიხარა მეფემან და გაათავისუფლა კათოლიკოსი მთავარ-ეპისკოპოსი კვიპრიისა და უბოძა კვერთხისაწილ სამწყემსოსა სკვიპტრა, რათა ეტვირთოს, და მდინარე მეწამული, და რათა მეწამულითა სწერდეს. (ესე დღეისამომდე)106. იქვე არის ლუსკუმა დიდისა ეპიფანე კვიპრელისა, და არის კვლავ საფლავი წმინდისა ტიხონ ამათუნატელისა, რამეთუ იქ ეპისკოპოს-ქმნილ-არის, და იქვე არის სამარხო წმინდისა მამისა იოანე მოწყალისა, რამეთუ იქაურიცა ყოფილ-არის, და მიმავალსა კონსტანტინეპოლედ აღსასრული იქ შემთხვევია, და ერთად ტიხონისა თანა დაუსვენებიათ.
იქ კვიპროსს არის სადგური წმინდისა ქალწულ-მოწამისა ეკატერინასი; იქ არის სამარხო და სამწყსო წმინდისა მამისა ჩვენისა სპირიდონ ტრიმითუნტელისა, და დავყავით ჟამნი რამდენიმე და ამღებელნი ლოცვათა არქიეპისკოპოსისათა წარვიგზავნენით ზღვით ალაიად; ამიერიდან პისიდოსს; მივედით და ვიხილეთ მიტროპოლიტი პისიდიისა და მოვიკითხევდით რა ამბავთა იქაურთა, გვეტყოდენ, ვითარმედ არის აქა ტბა და მას შინა ეკლესია, რამეთუ იქ არის სამარხო წმინდისა მოწამისა ქრისტეფორესი, იქ წამებულისა, და იქვე ახლოს არის ხარისხი წმინდისა გრიგორი ნოსელისა, რამეთუ წმინდა ნიკოლოზ და გრიგორი ნოსელი პისიდიის მიტროპოლიტისა სამწყსოს ეპისკოპოსნი ყოფილან.
პისიდიით ქრისტიანეთაგან წარვიგზავნეთ ზღვით მირონ ქალაქად, ლუსკუმასა წმინდისა მამისა ჩვენისა, ნიკოლოზისსა. და იქიდან მივედით კასტელორიზოს, ჭალაკსა, სადაც მჯდომარე იყო პირველად სვიმონ მეფე ბერძენთა107, და უკანასკნელ მეფობისაგან რა იჯმნა, და იქმნა მიტროპოლიტ სოფრონიოზ, რომელსაც მოიხსენებს ქრონოღრაფი და ამიერიდან წავედით ჭალაკსა როდოსს, ადგილსა წმინდისა მამისა ჩვენისა ისიდორე პელიუსიოტელისასა, და იქაურმა მიტროპოლიტმა წარმგზავნა ჭალაკსა ასტოპალიეს, ციხესა მას ძველთა მეფეთასა. რამეთუ დაგვიზამთრდა, ამისთვის შორად ვერ უძლეთ წასვლად; ახლო ჭალაკითი ჭალაკად ვიდოდით და ამიერიდან წავედით სათნო ირინის ჭალაკსა108, და კეთილად შეგვიტკბო იქაურმა მღვდელთ-მთავარმა. ხოლო ვიხილე იქ საკვირვო რაიმე, რამეთუ ზღვათა შინა ამოსულ-არის კვამლი დიდძალი და ამოსდევნებია მთა შავი და არის ამოსული იგი მთა. თვით ვიხილეთ, და ამიერიდან ზღვით წავედით ჭალაკსა აქსიას და იქით ბაროსს, და ვიხილეთ დიდი იგი ეკლესია, რომელიცა დედამან კონსტანტინე მეფისამან ელენე, რაჟამს ჯვარი იპოვა იერუსალიმს და მოიქცა რა იქ, აღაშენა ეკლესია იგი. რამეთუ იქ ეკლესიასა მას შინა იყო დაყუდებული ღირსი დედა თეოქტისტე.
ამიერიდან ნავით წავედით ჭალაკსა სერფოს, მონასტერსა წმინდისა მთავარ-ანგელოზისასა. ახლოს ამისა იყვნენ იქ მონასტერნი დედათანი, კეთილად მგალობელთა და მედღესასწაულეთა. ამიერიდან მივედით სახელოვანსა მას დედა ქალაქსა ათინას და გადავხდით ნავით ზღვის პირსა, მონასტერსა წმინდისა სპირიდონისსა, რამეთუ შორევდა ათინას სამისა ჟამისა სავალ. და მოგვივიდა მთავართაგან ათინელთა ცხენნი რახტითა აღკაზმულნი, და სხვანი კრებულთა ჩვენთათვის, და მივედით ათინად და შორად მოგვეგებნენ სამღვდელონი მათნი, და წესისაებრ გვითავაზეს და შეგვიძღვნენ სადგურად პერიპატოსა ათინელთასა და დაგვასადგურეს იქ.
ამისა შემდგომად მოვიდნენ ხილვად ჩვენდა მთავარნი და ფილოსოფოსნი ათინელთანი, და ამოდ მოგვიკითხეს და ვითარება მგზავრობისა ჩვენისა იკითხეს. და ამოიკითხეს ბრძანება თურქთა ხელმწიფისა და წიგნი საყოველთაო პატრიარხისა კონსტანტინეპოლისა, რაოდენ ვრცელად ეწერა მოგებისათვის ჩვენისა და თავაზისა და ზედას-ზედა გვეუბნარებოდენ და გვკითხავდენ ქვეყანისა ჩვენისათვის, და ვკითხავდით სამეცნიეროთა და სასიბრძნოთა მათგან, და ფრიად ვიდრემე კეთილად შეგვიტკბეს და გვიჩვენეს შკოლა პლატონისა109 და სხვათა ფილოსოფოსთა, და თორმეტნი ღმერთნი ქვით გამოქანდაკებულნი ათინელთანი. და ვიხილეთ ეკლესიანი და პალატნი ქვითა მარმარითა დაჩარდახებულნი და ქვითა დაფიცრულნი, განსაკვირვებელნი, და სვეტნი მარმარისანი აღმართებულნი მაღალნი ფრიად, მეფისა ქსერქსისანი. რამეთუ ესე ქსერქსი მეფე ელინთა იყო, რომელმანცა შავის ზღვის პირი განჰკვეთა და გარდაუტევა თეთრსა ზღვასა110, რამეთუ უწინ შავი ზღვა ქუთათისამდე მოაწევდა111, და ვიხილეთ იქვე არეოპაგე მახლობელ112, ხარისხი იეროთეოს და დიონისიოს არეოპაგელთა, და კვლავ აკადემია სასწავლო მათი და განვიცდიდით ადგილთა სიუცხოვესა, მსგავსად ედემისასა, ცალ-კერძო ზღვითა მოზღუდვილ და ცალ-კერძო ჭალანი ზეთის-ხილთა და ვენახოვანთა და ბაღთა-ბაღჩათათაგან მომაღნარებულნილ და შიგან მომდინარენი წყალნი; და მთითა და ჰავითა ფრიად განშვენებულნი, და ნამდვილ ბერძენთაგან და ფილოსოფოსთა გამორჩეული ქვეყანა. და იყო ახლოს ათინასა თევაიდა, სოფელი პინდაროს ბრძნისა113 და კვლავ ზღვით-კერძო ტანტალა სოფელი ოვრუტიოს ბრძნისა და მოვიხედვიდით რა, აივსო ცნობა ჩვენი და გონება სახილავთა-მიერ დიდებულთა ათინელთასა. და წავედით მათგან პატიოსნად ხილვად მონასტრისა მის დიდებულისა ფერის-ცვალებისასა ქვეყანასა არნაუტთასა. და მივედით რა, მოგვეგებნენ მამანი არნაუტნი და შეგვიძღვნენ მონასტრად წესისამებრ და ვიხილეთ ეკლესია დიდი და მშვენიერი და დავდექით იქ ჟამ-რამდენიმე. იქ იყო ახლოდ კორინთე, რომელსაც მოციქული პავლე მიუწერს ეპისტოლეთა კორინთელთა.
რამეთუ გვეწადა წმინდისა სპირიდონისა ნაწილის ხილვად კროფოსად, მაგრამ მოგვესმა ამბავი, ვითარმედ თურქთა და არნაუტთა ბრძოლა არის გზათა ზედა, და უკუ-მოვიქეცით, და მოვიწიენით ჭალაკსა ანდროს, მონასტერსა წყაროსა ღვთის-მშობელისასა. და ამიერიდან ნავითა ვვლენით გზანი მრავალნი ზღვით და მივიწიენით მთად-წმინდად მონასტერსა ვათოპეტს, რამეთუ იქ ექსორია ქმნილ-იყო პატრიარქი კირილე, და ფრიად მოეწონა მისვლა ჩვენი და დაგვასადგურა თვის-თანა და შეგვიფარა.
ამისა შემდგომად ავიღეთ შენდობა და წამოვედით და მოვიწიენით მონასტრად ჩვენ ქართველთასა, და ვიყოფოდი მრავალ-ჟამ მათ-თან სამარადისოსა ლოცვასა და ღამის-თევისა მომსმენი. ამისა შემდგომად ვაწვიე ძმანი და მოუმზადე სერი ბრწყინვალე, და შევიმოსეთ და პორტიატისა ღვთის-მშობლისა წინაშე პარაკლისი ვიხადეთ მრავალ-ჟამიერობისათვის მეფეთა ჩვენთასა. ამისა შემდგომად ვინებე ხილვად პატრიარქისა იერუსალიმისა საქმისა რაისათვისმე, და ავიღეთ ლოცვა მამათგან და წარმოვემართეთ კონსტანტინეპოლედ, გამოვვლეთ ჭალაკი თასო, სადაც ექსორიობით მოკვდნენ ნესტორ მწვალებელი და საბელიოს ბიელი. და იქიდან გამოვვლეთ ქალაქი მაკედონია ტახტი ალექსანდრე მაკედონელისა, და ვიდრე აქამომდე იხილვება ახური ქვისა რქიანისა მის ცხენისა დუჩიპალისი114 ალექსანდრეს ცხენისა. და შემდეგ გამოვვლეთ ზღვა ვიწრო ტროადას და შემდეგ ზღვა პროპონტოსა, და მივედით კვლავ კონსტანტინეპოლედ ქველის-მომნიჭებელისა ჩვენისა გიორგი სპათარისადმი.
ხოლო ყოფასა ჩვენსა იქ, მივედით ცხოვრებისა წყაროსა ყოვლად-წმინდისასა, რომელსა ვდღესასწაულობთ თომას კვირიაკის პარასკევსა. და კვლავ მივედით ეკლესიასა მას ყოვლად-წმინდისასა, რომელსა ვდღესასწაულობთ, სადაც ყრმა ამაღლდა ლიტანიობასა ერისასა, და ჩამოვიდა რა, პირით გალობა მოქონდა: წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ.
და იქიდან მივედით ეკლესიასა მას, სადაც აბრაამ ურიასა თეოდორე ქრისტიანემან ხატი მაცხოვრისა თავსმდებად მისცა; და ურია სიცრუით უარ-ჰყოფდა რა თეთრისა მიღებასა, ხატი მყოვარ-ჟამ უჭვრეტდა ურიასა მას. ხატი იგი იქვე არის.
ამად ჟამად აღგვმზადა პატრიარქმა იერუსალიმისა წამოსვლად საქართველოდ, და გვიბოძეს წიგნი, და მზა-ვიქმნენით წამოსვლად. ხოლო ყოფასა ჩვენსა იქ მივედით სალაროდ პატრიარქისა, და ვიხილეთ ძველი სამოსი ეპისკოპოსთა: თავსახურავად შლაპა იისფერი და ჯუბა, და ვიწრო პაჭიჭი, და მაშია წინა აბზინდით შესაკრავი, და რაცა, ყოველივე იისფერი. რამეთუ იტყოდენ მოხუცებულნი მათნი, ვითარმედ ასიოდენ წელი არისო გადასულ, ამისა უწინ ეპისკოპოსთა ესე ემოსათო; ახლა მონაზონთ კუნკული დააწესესო. მომეხსენა, ქართლს მცხეთას სვეტის-ცხოველზე დახატული კათოლიკოსი სამზეურით, და აფხაზეთის კათოლიკოსი მურასა სამზეურით, ჭეშმარიტი ყოფილა115.
წამოვედით კონსტანტინეპოლედ, გამომსალმებელი პატრიარქთა, მთავართა და ერთა, და მოვიწიენით ზღვით სოფელსა შილას, სადაც ასვენია მთლივ ღირსად ხსენებული ევთიმი სარდეოსი, რომლისა ხსენება არის დეკემბრის 27. და შემდეგ ვვლეთ და მოვიწიენით სოფელს ევხაიტს, სადაც ეწამა წმინდა მოწამე თეოდორე სტრატილატი. და შემდეგ ვვლეთ და მივიწიენით ქალაქსა სინოფას116, საწამებელსა წმინდისა მღვდელ-მოწამისა ფოკასსა, რომლისა ხსენებასა ვჰყოფთ სეკდემბრის 22. და იქიდან ზღვით ვვლეთ და მოვედით სამსონას, სადაც ეწამნეს წმინდა ფლოროს და ლავრა, და განვვლეთ ამასია და მივედით კვლავ კომანად, და შემდეგ წარვემართით და მივიწიენით ადგილსა მას, სადაც ეწამნენ წმინდანი ავქსენტი, ევსტრატი, ორესტი და მარდარი. და შემდეგ მივიწიენით მელიტონს სომხითისასა, სადაც ეწამნენ წმინდანი ორმოცდა ხუთნი მოწამენი; და ამიერიდან მივედით ხალდეს, აწ უხმობენ გუმიშხანას117, სადაც ეწამნენ წმინდანი ევგენი, კანდდიდოს და ვალერიანე.
შენიშვნები
1. უკანასკნელ ფურცელზე ამის დედანისა, რომელიცა ეკუთვნის დეისტვიტელნის სტატისკის სოვეტნიკს თავად ნიკოლოოზ იოსების-ძეს ფალავანდოვს, ესეთ იყო თვით მწერალისაგან მიწერილი: ესე წიგნი გაბაშვილის ტიმოთე მთავარეპისკოპოსისაგან გაკეთებული, მთაწმინდისა და იერუსალიმისა და სხვათა ადგილთა მოხილვა, რომელიც თვით ეხილა, ყოველივე აღეწერა და ესთა წიგნად ექმნა. ხოლო მე მაღალ-კეთილშობილმა ალექსის ძემან, სრულიად კახეთის სამეფოს, თელავის ქალაქს რეკტორმა, ფილოსოფიისა და ღუთისმეტყვევლებისა მოძღვარმა დავით აღვწერე წიგნი ესე გადანუსხვით; და ვინცა ამისგან კითხვით და ამბის შეტყობით ირგოთ, ლოცვა-ჰყავთ ჩემ მშრომელისათვის. აღიწერა წიგნი ესე თვესა მარტსა, რიცხვსა ია, ქორონიკონს უოე. მაღალ-კეთილშობილი ალექსის ძე რეკტორი დავით.
2. ამა ჟამსა იყო ფაშად სულეიმან ფაშა, გვარით გურული აზნაური ნიბამე და შემდგომად დიდისა სამსახურისა ეგვიპტეს ტყვეობიდან აღმოყვანილი ფაშად ახალციხისა. – ესე ბრძანებითა სულთანის ოსმან მესამისა მოჭთობილ-იქმნა მეგობრობისა მიზეზით მის დროს გურიისა მთავართანა, რომელსა ეწოდებოდა სვიმონ.
2. ამა ჟამსა იყო ფაშად სულეიმან ფაშა, გვარით გურული აზნაური ნიბამე და შემდგომად დიდისა სამსახურისა ეგვიპტეს ტყვეობიდან აღმოყვანილი ფაშად ახალციხისა. – ესე ბრძანებითა სულთანის ოსმან მესამისა მოჭთობილ-იქმნა მეგობრობისა მიზეზით მის დროს გურიისა მთავართანა, რომელსა ეწოდებოდა სვიმონ.
3. ოსმან III, რომელიცა მეფობდა 1754-გან 1757 წლამდე.
4. ადგილი ესე უპყრიათ დღეს თურქთა: მდებარებს ახლოს ყველისა ციხისა, რომელსაცა ძველად ბერძენნი უწოდებდეს Тирокастра, და რომელიცა მოვიხსენე წიგნსა შინა ჩემსა აღწერილსა რუსულად: Историч. состояние Грузии под властью царей Магометьян. ახლოს ამა ციხისა მთასა შინა, არის მონასტერი, რომლისათვისცა სწერს ვახუშტი, რომელ იყო იგი მისს დროსცა გაუქმებული. შენობანი ამა მონასტრისა დღესცა იხილვებიან. ამა ადგილისაგან წასული გამაჰმედიანებული ქართველი ვიხილე ათონის მთასა. ამან, მრავალთა ქრისტეანეთა წმიდათა ადგილთაგან კურნებისა გამო გაღვიძებულმან, დაუტევა მამული თვისი, მოილოცა იერუსალიმი, შევიდა ათონისა მთასა და ქართველთა მონასტერსა შინა მიიღო ქრისტიანობა და დადგა იქ მორჩილად სახელით პეტრე. დღესცა განაგებს იგი იქ მეწისქვილისა თანამდებობასა.
5. ამა ალექსის კომნენის, ტრაპეზუნტის იმპერატორისა შვილი იოანე მოვიდა საქართველოს, შეირთო ცოლად ქალი ალექსანდრე მეფისა. ესეთ სწერს ბერძენთა მეისტორიე სალკოკონდიდა.
6. აქა მოკლეს დიდი მოურავი გიორგი სააკაძე.
7. ქალაქი სმირნა ანუ იზმირი.
8. ხსენებასა მისსა ვდღესასწაულობთ დეკემბრის 26.
9. სმირნა ქალაქი, სამყოფო იოანე ღვთის-მეტყველისა, რომლისა მოწაფე იყო თვით წმინდა პოლიკარპე და გვირგვინი მოწამეობისა მიიღო ქრისტესთვის ღრმა მოხუცებულმა წელსა 166.
10, 1849 წელსა ვიხილე აქა აჭარიდან ქართველი დაუბრკოლებელად და კანონიერად მოუბარი ქართულად, რომელსაცა შეემოსა მონაზონებისა სახე 17 წლიდან ცხოვრებისა თვისისა. ამას ჰყოლოდა ბიძა გაქრისტიანებული ტრაპეზუნტს, სადაც შრომობდა აბანოთა შინა მუშაკობითა და ლტოლვილი იზმირად შიშისათვის მაჰმადიანთა, მიიმალა იქ ქართველთა მონასტრის მეტოქსა და აიძულა ძმის-წული თვისი, რათა მიეღო მასცა ქრისტიანობა. – ესეთ ბიძა მისი, შემდგომად ქმნილი პროიღუმენად მისვე მეტოქისა, 1822 წელსა წავიდა მთაწმინდას, რომელსაცა გარე ედგა თურქთა ლაშქარი ბრძოლისა ჟამსა ბერძენთათა აღშფოთებულთა და შეპყრობილი გზასა ზედა მოკლულ-იქმნა და ჩაგდებულ ზღვასა. ამა ღირსსა კაცსა ეწოდებოდა თეოდორე. ძმის-წული მისი დარჩენილი ობლად, სიკვდილმან ბიძისამან ქრისტიანობისა-გამო მოკლულმან, უფროს განამტკიცა სიყვარულსა ზედა ქრისტესსა. თურქთა წარიქციეს იგი თვისდა მსახურად და შემდგომად 10 წლისა მსახურებისა, გაჰყიდა იგი მომსყიდველმან მისმან სამოსის ჭალაკის ვაჭარმან სომეხმან. მოსცა მას თავისუფლება და წავიდა პირვეელსა ბიძისა თვისისა სადგომს სმირნასვე და აქ შეიმოსა ამანცა სახე მონოზონებისა და ჰგიეს იქ მოღვაწედ. სახელი ამისი ნეოფიტე მცოდნე ბერძნულისა წიგნისა და წერისა დიდად სწუხდა უმეცრებისათვის ქართველთა ენისა მწიგნობრობისა.
11. ე.ი. ხიოსისა ჭალაკი.
12. ბოჩხადა ეწოდება ტენედოსისა ჭალაკსა, სადაცა თურქთა პატიმარ-ჰყვეს კათალიკოზი დომენტი და საიდგანცა გამოხსნი-იქმნა დიდის-საფასის მიცემითა. – ათონისა მთასა ჩვენ ქართველთა მონასტერში ვჰპოვე სახარება ბერძნული მდიდრად ვერცხლით შეკრული, რომელსა შინა თავს ეწერა ესეთ: „შევსწორე წმინდა ესე სახარება სასოსა ჩვენსა კარის-ღვთისმშობლის ლავრასა საოხად სულისა ჩემისა და გამოხსნისათვის მართლ-მადიდებელისა ქართველთ ეკლესიისა უცხოთა ნათესავთა მონებისაგან. – მე უბადრუკმან კათალიკოზმან დომენტი, ჟამსა ტყვეებისა ჩემისა ბოხჩადადს. და თქვენ წმინდანო მამანო, მეურნენო წმინდის ღვთის-არჩეულისა სავანისაო ლოცვა-ჰყავთ ჩემ-ცოდვილისათვის“. სხვათა ამა დროთა მოთხრობათა ცნობისა მხურველნი წაიკითხავენ რუსულად აღწერილსა ჩემ-მიერ წიგნსა: Историч. взгляд на состояние Грузии под властью царей Магометан. სინოდისა არქივთაგან სჩანან გრამატანი წარდგენილნი იქ განდევნილისა საქართველოდან კათალიკოზის ანტონი I-გან და მოწერილნი სილიბისტრესგან ანტიოქიისა და პართენისაგან იერუსალიმისა პატრიარქთა, პირველი 1 სეკდემბრიდან 1749 წელსა სტამბოლიდან აუწყებს ანტონის I, „რომელ ბიძასა მისსა კათალიკოზს დომენტის 1739 წელსა მარტის 20 უსესხნია 4300 ლევი სტამბოლში (ლევი ანუ პიასტრი არის შაური ჩვენებური, ანუ 5 კაპიკი თეთრი ფული) და აქამდე არ მიცემულა ესე ვალიო. ამაზედ თვით იერუსალიმისა პატრიარქმან მელეტიმაც მოიწერა იმერეთშიაო და თუმცა გამოეგზავნათ აქა ფულიო, მაგრამ დიდად მცირედო. როდესაც განთავისუფლდა დომენტიო, მაშინ წერილიც მისცა ტენედოსში; მაგრამ გაგზავნილმან იმერეთში (?) კაცმან ვერა მიიღო-რა. მხოლოდ სხვისა სარწმუნოებისა კაცისა ხელითა და უგანათლებულესისა მეფისა დიაკონის იოანეს მხატვრისა ხელითა გამოგზავნა მან 17 კაცი ტყვე ურია და ერთი თასი ოქროსი, რომელნიცა გაისყიდნენ 4000 ლევად. – ესე ფული არა ეკმარა ვალსაო: ამისთვის, რომ მას დომენტის ემართა ფრანციისა ვაჭართა ფული 5500 ლევი და მათ წაიღეს და გირაოებიც ამა ვალისა მათთანვე დარჩნენო. – ესეთ ითხოვდა პატრიარხი ანტიოქიისა, რათა გამოიხსნან სული განსვენებულისა მისის ბიძისა.
მეორისა გრამატით, მიწერილი პართენისაგან იერუსალიმისა პატრიარქისა 8 სეკდემბერს 1755 წელსა სთხოვს ანტონის I ესეთ: წერილი მოიტანესო ქრისტეს საფლავისა არქიმანდრიტმა სვიმონმან და მამა აკაკიმან და ითხოვეს რომ ქალაქსა ტფილისს გარდაცვალებულა ჯვარის-მამა არქიმანდრიტი ამბროსი და მოიძებნესო თუ დარჩა მას რაიმეო. და გარდა ამისა ითხოვენ რომ ვალი აღებული კონსტანტინოპოლეში დომენტისაგან კათალიკოზისა გადაიხადონო. ამაზედ წერილიც მოგვირთმევია ხელითა დანიილ არქიმანდრიტისაო. ამა ვალში ჩვენ არა რა მიგვიღიაო, გარდა ძველის ბისონისა, რომლისაც მარგალიტი გაიყიდა 300 ლევად და მესამედი არ ადგა ვალისაო. – ინებეთო ეს ფული არ დაეკარგოს სიღარიბესა შინა მყოფსა ქრისტეს საფლავსა. ვგზავნიო არქიმანდრიტს სვიმეონს შეწევნისა მოსაგროვებელად ქართლში და მამა აკაკის ჯვარის-მამად. – მეფენი ქართველთანი ადრე ყოველთვის გვიგზავნიდეს შეწევნასა. და აგერ 25 წელიწადიაო აღარას გზავნიან სანუგეშოდ წმინდისა ქალაქისა და არჩაღავინ თქვენგან მოსულაო.
13. ლემნოს ჭალაკი, სადიდამაც სჩანს მთა ათონისა მშვენიერად.
14. თორნიკისთვის აღვსწერე მცირედ в кр. Истории Груз. церкви. მისთვისვე ვიტყვი ამასცა, რომ მოიხსენებს მას ბერძენთ მეისტორიე ზონარასი Tom. 2. Pag. 251, რომელიცა სცხოვრობდა 12 საუკუნეში და იყო ახლოსი მედროვე მისი. სიტყვისამებრ მისისა ოდეს ლეონ პატრიკი გაანგებდა ივერიასა ანუ საქართველოსა მაშინ განუდგა აღმოსავლეთისა ნაწილი ივერიისა ესე იგი არტაანი და სხვანი ბერძენთა უფლებისაგან. და როდესაც ბერძენთა, დროსა მეფობისა მათ ზედა კეისრისა კონსტანტინე მონომახისსა (მეფობდა 1042-1054), სცნეს ესე და დასწამეს მას ბოროტ-მოხმარება ხელმწიფებისა მისისა ქართველთა ზედა, განაშიშულეს იგი მთავრობისა პატივისგან და აიძულეს, რათა შემდგარიყო მონოზონად. ამისა მსგავსადვე სწერს კედრინი, მეისტორიევე ბერძენთა, რომელიცა სცხოვრობდა XI საუკუნეში. ამან თორნიკი მრავალი დასდვა ღვაწლი აშენებაზედ ათონისა მთასა ქართველთა მონასტრისა და მისსავე დროსა გარდმოღებულ იქმნა ბერძნულისგან ქართულად დაბადება. 1849 წელსა, ჟამსა ყოფნისა ჩემისა ათონისა მთასა, მოვსთხოვე მონასტრისა ძმათა დაბადება ესე დაწერილი ორნაწილადი ტყავზედ 1078 წელსა და მოვიტანე ტფილისს გადასაწერად. – ერთი გადაწერილი აქა ტფილისს ამა ნამდვილიდან ეკზემპლარი ახლავს აწ უგანათლებულესსა მინგრელიისა მთავარს დავითს ლეონის-ძეს დადიანს და მეორე ეკზემპლარი უქაზითა საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორისა 7 სეკდემბრისა რიცხვით 1851 წელსა № 3238 გადაეცა დასაცველად საკათედროს სიონის ეკლესიასა შინა. არა არის საეჭვეო, მიხედვით ისტორიისა, რომელ თორნიკე იყო მთავართა შვილი ანუ მთავართაგანი არტანუჯის ქვეყანისა, ძველად საქართველის აწილისა, რომელიცა მისს დროს ეპყრათ ბერძენთა. თვით წმინდა ევთიმი მთარგმნელი, ახლო ნათესავი თორნიკისი იყო ქვეყანით არტანუჯით და ძე მთავართა ამა საქართველოს ნაწილისა, როგორც სჩანს ცხოვრებიდან მისისა.
15. წელიწადი ესე დაუსვამს მწერალსა შეცთომით, რადგან მოგზაურობა მისი იყო წელსა 1755-სა და ჟამსა თორნიკისა ცხოვრებისსა კეისრობდა საბერძნეთს მიხაილ VI სახელწოდებით სტრატიოტიკე და რომელმანცა იმეფა წელსა, 1056-გან ვიდრე 1057-მდე ამისთვის წელნი წასულნი თორნიკედან იქმნებოდა მოგზაურობისა მისისა წელსა, არა 748 არამედ 698; ხოლო დღემდე ჩვენისა 1852 წლისა იქმნება 796 წელი.
16. სრულსა და ყოვლადსა მოთხრობისა ესე ვითარისა აღწერასა მსურველნი წაიკითხვენ მამათ-ცხოვრებაში რუსულად: Четьи Минеи 16 Августа და ახლად დაბეჭდილსა რუსულად წიგნში: Сказание о Чудотворной Иверской иконе Божией Матери соч. Графа М. Толстого М. 1847
17. ზედა წერილი ხატისა ამის არის ესე: „დედოფალო დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისა, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ. შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა დიდისა ყვარყვარას შვილისა ქაიხოსროსი და მე მონა შენი და ყოვლითურთ უღონო-ქმნილი საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მჰყავ უღირსი ესე მოჭედვასა და შემკობასა წმინდისა ხატისა შენისასა პორტაიტისა და შეიწირე მცირე ესე ჩემ-ცოდვილისა მიერ კადრება და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისა განხვლისასა შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით-წერილნი და დამადგინე ცოდვილი საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა და ყოვლად-წმინდისა თანადაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლად-წმინდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. სხვათა ძიებათა და ყოვლადსა გამოკვლევით ათონის-მთის ქართველთა მონასტრის აღწერასა, შემზადებულსა რუსულსა ენაზედ, ვიმედეულებ მალე დავბეჭდო.
18. გაბრიილ ქართველი იღწვიდა პირველად მთასა ზედა მწვერვალსა დიონოსიატის მონასტრისსა, რომელიცა შორავს ქართველთა მონასტრიდან მთით კერძო ექვსი საათის სავალით. ხოლო მოვლით ზრვისა პირით და განვლით ათანასი ათონელისა ლავრისა 18 საათით. – ამა უკანასკნელისა გზით აღსრული მაღალსა ტყიანსა მთასა და მომლოცველი საფლავისა წმინდისა პეტრე ათონელისა. ჩავედ უფსკრულსა წმინდის ანნას სკითსა, და აქედან მივედ ზღვიდან დიონისიატის მონასტერსა. ძმათა მონასტრსა არა უნებდათ, რათა მიმეღო შრომა მაო, ნახვისათვის და კურთხევისა მიღებისა მოღვაწებასა შინა დაყუდებულისა ამა მონასტრისა მთასა სქემოსანისა ილარიონისა, რომელიცა სამხოლოესა თვისსა მთისა წვერთა ზედა ჰგიეს უნახავად ძმათაგან. გარნა ღვთისა სახელითა ვაიძულე ნებისა მოცემა, და ესეთ წარვემართე გზად. აღვლე მთა ტყიანი ფრიად მაღალი და შემდგომად ორი საათის ვლენისა მივედ სენაკისადმი მისისა და მივიღე მისგან კურთხევა. მამა გაბრიილ არის გვარით იმერელი აზნაურთაგანი; იყო მოძღვარი იმერთა მეფისა სოლომონ მეორისა და შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა ტრაპეზონტს, სადაც დღესაც სჩანს საფლავი მისი შემკულად, წავიდა რუსეთად და იხილა პეტერბურღს მეუღლე მისი დედოფალი მარიამ კაცია დადიანის ასული, აქედან განმგზავრდა ათონისა მთად და ჰგიეს იქ განმხოლოებულად დიდსა მოღვწებასა – მისგან ვსცან, რომელ ადგილი სამხოლოჲსა მისისა იყო სადგური დიდისა გაბრიილ ქართველისა. აქა არის ეკლესია მცირედი და ორი სენაკი ერთი მის ილარიონისა და მეორე მორჩილისა მისისა საბა ბერძნისათვის. ამა მთისა სიმწვერვალესა გარე-არტყია ორი აწვდილი მაღლად უყავი მთა და გარემო ეკლესიისა სდგას ორი მშვენიერი კაკლისა ხე. მის ილარიონისაგანვე დარგულნი, რომელთაცა უდის მშვემიერი, ცივი და ფრიად გემოვანი წყალი წყაროსი. დიდის სიამოვნით ვიხილე მწვანე ნიახურის მწვანილისა, რომელსაცა უწოდა მან ბერძნულად მაკედონის. შემთხვევით ვსცან, რომელ ამა მწვანილსა სომეხნი უწოდებენ მაგდანოზი, მაშასადამე, ლექსითავე ბერძნულითა.
19. დღესცა სჩანს ამა რუისის ეკლესიის შესავალის კარზე ხუცურად ესეთ: ზე ადიდენ ღმერთმან მეფობა დიდისა ალექსანდრესი, რომლისა მიერ კვლავ აღეშენა საყდარი ესე. ადიდენ ღმერთმან და სული მისი კურთხეულ-იყავნ. მეფე ესე ალექსანდრე I, იყო აღმაშენებელი მცხეთისა და სხვათა ეკლესიათა, შემუსრვილთა თემურლანგისაგან. გარდაიცვალა იგი წელსა 1443.
20. პალატი ესე სიძველისაგან დააქციეს ჩემსა მისულის დროსა ათონის მთაში (1849). აშოთისაგან იყო არა აღშენებული, არამედ დახატული ძირიდან თავამდე, ქვეშე მისსა დიდრონნი სარდაფნი საკუჭნაოდ, ნაცვლად მისსა პროიღუმენმან პროკოპი მოხუცებუმლმან თვისითა ხარჯითა იწყო აღშენება ერთი ორად დიდისა ტრაპეზისა. ვჰგონებ აწ შესრულებულ იყოს. კარისა შესავალისა მარცხნივ, ეხატა სრულ-ტანად თვით აშოთან მუხრანბატონი. სრულსა ამბავსა მოვიხსენებ ცალკედ აღწერასა ჩემსა მონასტრისა ჩვენისა, რომელსაცა მალე დავბეჭდავ რუსულად.
21. ომილია ნიშნავს ქადაგებას (Homilia).
22. სხვათა წიგნთა შორის, ვჰპოვე იქ ცხოვრება ევთიმი ათონელისა ტყავზედ ნაწერი და სხვათა წიგნისა ამის თავზე ხუცურად ესრეთ დაუწერია ტიმოთეს: ღმერთო მაღალო და ხატო დიდებულო პორტაიტისაო. შეიწყალე ცოდვილი ქუთათელ-ყოფილი და არქიეპისკოპოსი ქათლისა ტიმოთე, რომელიცა მოვიწიე მთასა ამას მონასტერსა ქართველთასა. ქორონიკონი იყო უმგ. 1755. აქავე ესერა ესეცა: ღმერთო და პორტაიტისა ღვთის-მშობელო, შეიწყალე უღირსი მონა უფლისა თფილელ-ეპისკოპოზი ელისე, რომელიც მოვაწიე მთასა ამას წმინდასა, ქორონიკონი იყო ტკჱ. ამინ. წელიწადი ესე იქმნებოდა ქრისტესით 1640. ამ დროს მეფობდა ქართლსა მედე როსტომ, ამანვე ელისე აღაშენა ეკუდერი ტფილისის სიონის ეკლესიისა, მიდგმული სამხრეთით. გვარით იყო იგი საგინაშვილი.
23. ჯაჭვისა დიახ მცირეღა დარჩენილა და მონახევი მისი არის ერთი მტკაველისა ოდენი სიგრძით და სიგანით. სხვანი იარაღისაგანი არღა სჩანან გარდა მშვილდისა.
24. დიდსა ეკლესიასა შინა ათონისსა ვჰპოვე ბერძნულად აღწერილნი ძველნი სინოდიკნი ანუ დიპტიხნი, რომელნიცა ექვსს წიგნად არიან შეკრულნი. მათ შინა მოხსენებიან ძველნი ქართველნი სახელნი ამათა და დედათა, რომელთაცა მოხსენება უთხოვიათ ლოცვათა შინა. ამა წიგნთა ნაწილ-ნაწილად წარიკითხვენ დღე-ყოველ ჩამოლოცვისა ჟამსა, შემდგომად მცირისა სერობისა მწუხრად. ამისთვის ვრცლად ვიტყვი ჩემსა აღწერაში.
25. დღესცა არის იქ.
26. დიდისა პეტრე პირველისაგან არის წარგზავნილი, სიმაღლე ამა სახარებისა მშვენიერად მოჭედილისა არის 1 ადლი, და სიმძიმისა-გამო დღესასწაულისა დღეთა გამოასვენებენ საკურთხეველით თაყვანის-ცემის გალობისა ჟამსა ორნი დიაკონნი.
27. ზარბაზნები არღა აქვთ აწ. თურქთა შემდგომად უკანასკნელისა ბრძოლისა ბერძენთა თანა წაიღეს იგინი სრულიად.
28. ათანასი ათონელი, რომელსა დღესასწაულობს ეკლესია ივლისის 5, იყო მოძღვარი წმინდისა ეთიმი ქართველისა მთარგმნელისა, ქართველთ მონასტრის აღმაშენებელისა.
29. ამა წმინდისა ათანასისთანა მოვიდა ქართლიდან კურაპალატთა ძე იოანე და მონაზონ იქმნა იგიც ლავრასა; ხოლო ძე მისი ევთიმი მძევლად მოიყვანეს ბერძენთა მეფისა. სთხოვა იგი იოანე და მისცა მეფემან და მონაზონ იქმნა იგიცა ლავრასა, ამათ მოიღეს შენდობა და აღაშენეს მონასტერი ქართველთა და ძესა თვისსა უწოდა იოანემან ევთიმი. /დავით რექტორი/.
30. ესე იგი ხორცთ-აკრება.
31. წინაშე საფლავისა მისისა ძევს დღესცა რკინისა კვერთხი, რომელსაცა ხმარობდა იგი გზად მავალი. აქავე ჰკიდავს ჯვარი დიდი რკინისა ყელ-საკიდავი. კედელზე წინაშე ლუსკუმისა ანი საფლავისა ხატია წმინდა ათანასი და გვერდით ახლავს მორჩილი თვისი ევთიმი ქართველი, რომლისა ხატზედა სწერია ბერულად: ევთიმი ივერი.
32. თესალონიკიდან ათონისა მთამდე არის 4 დღისა სავალი ჯორით. ამა გზით მეცა შევედ ათონად.
33. ლათინთა მოიპარეს ყოვლადი გვამი დიდისა ამის მეუდაბნოსა შიშველად მოღვაწისა.
34. ამა ადგილთა ეწოდება სკიტი.
35. ამა ადგილსა დავჰყავ მეცა ერთი ღამე, იმა სენაკთა ზღვათა ზედა დაკიდებულთა, რომელნიცა ჭეშმარიტად ემსგავსებიან მერცხლისა ბუდეთა. სენაკისა ჩვენისა და ზღვისა საშუალ იდგა ხე ლეღვისა დიდი და მრავლად მსხმოიალე, გარნა ჯერეთ არა სრულიად მწიფისა ნაყოფისა, თვე იყო მაისისა 22.
36. მონასტერსა ამას შინა არის დაცული ძვირ-ფასად საუნჯედ ნაწილი სარტყელისა ყოვლად-წმინდისა ღვთის-მშობელისა. იგი სძევს ოქროს მშვენიერად ნაკეთს ყუთში ხავერდით შიგნიდან მოდებულში. სიგრძე ამა სარტყლისა არის ორი მტკაველი, სიგანე მისი სამი გოჯი. ნაწილი ამა სარტყელისა ერთ-გვარის ფერისა იპოება ზუგდიდსა მინგრელიის მთავარის სასახლის ეკლესიასა. მირთმეული იმპეტარორის ალექსანდრე I, მთავარის გრიგორი დადიანისაგან, – წარმოიგზავნა ზუგდიდადვე, ვჰგონებ 1840-სა წელსა, ვითარცა საუნჯე და საკუთრება მინგრელიისა ერისა.
37. ესჶიღმენი. – ნიშნავს ადგილსა შევიწრებულსა მთათაგან. ესეთცა არის ადგილი მონასტრისა ამის.
38. კარეა. აქა არც ვრცელი ყოვლისა ათონისათვის შკოლა, სადაცა ასწავებენ ვრცლად ღვთის-მეტყველებასა საბეროდ განმზადებულთა მორჩილთა. სახლი დიდ-შენი ორეტჟიანი შესრულებულ-იყო იმავე, ჩემისა იქ ყოფნისა, წელსა (1849).
39. კოტლომუში. – ესე იწოდა შემდგომად თუქრთა ენითა თავისუფლებისათვის, რომელიცა მიენიჭა მცირეს დროს ენიჩართა აღასაგან იქ ყოფილისა: ყურთურმუშ ნიშნავს თურქულად თავისუფლებასა. – ხოლო დაფუძნდა მონასტერი იმპერატორის ალექსი კომნინისაგან წელსა 1125 წელსა.
40. დავითიანობისათვის პატრიარხი იერუსალიმისა წინა-აღგვიდგებოდა დიდი გმობა არსო. წერილ-არსო: მოკლებასა მთავართა იუდასთა მოვიდესო მოლოდება წარმართთა. რამეთუ ოდეს ქრისტე იშვა, აღხოცილიყო მთავარი იუდასაგან. უკეთუ მისვე ნათესავისა კვლავ მთავრობს. არღარა სადამე მოსულ-არის მოლოდება წარმართთა ქრისტე, და ფრიად ნაცილი არსო სიტყვა ესედა გმობაო. /ტიმოთე/. ამა გვარ-შთამოობისათვის სწერს იმპერატორი საბერძნეთისა კონსტანტინე პორფიროსანი წიგნსა თჳსსა (de administ. imperii cap. 45) აღწერილსა 945 წელსა ქრისტესით. კეისარი ესე სწერს, „რომ ქართველთა მეფენი ჰგონებენ გვარ-შთამოებასა თვისსა წამოსულად მეგისაგან და წინასწარმეტყველისა დავითისა ცოლისაგან ურიისა“. ამა საფუძველსა ზედა ძველადვე ქართველთა მეფეთა ჰქმნეს ღერბი თვისი, რომლისა აღწერასა და თვით სახედ ნაკვეთსა მისსა წარიკითხვენ და იხილვენ მსურველნი რუსულად დაწერილსა ჩემგან წიგნსა: Историч. взгляд на состояние Грузии под властью царей Магометан.
41. ესენი არ იყვნენ აღმაშნებელნი, არამედ განმაახლებელნი. ამათ აღუშნებიათ მხოლოდ მრთლივ დიდი და ვრცელი პალატი სატრაპეზო, რომლისა სიგრძე არის 32 ბიჯი, და თვით აქა ხატიან.
42. ძველი ხოდაშენი იყო მთათა შინა და აწ გაოხრებულია. დღესცა სჩანან მონასტრისა ამის დიდნი შენობანი და თვით ეკლესია ვრცელი. 1730 წელსა მეურნეთა ბერძნისა არქიმანდრიტთა დაუტევეს ადგილი ესე ლეკთა შიშისა-გამო და აღაშენეს მთისა კალთათა საყდარი და კოშკი, სადაცა არის დღეს სამყოფო მათი და ყმათა ამა მონასტრისა არქიმანდრიტი კესარიოს, ერთი ესე ვიღატთა მეურნეთაგანი იმყოფებოდა ხოდაშენს განმგედ ხოდაშნისა შეწირულობათა 15 წელს, და აწ პირველობს ფილოთეოსის მონასტერში ათონისა მთასა. მრავლად შეძინებული ქართლსა და კახეთსა, ამშვენიერებდა მონასტერსა თვისსა, სადაცა დავჰყავ მასთან ერთი ღამე.
43. დიდად მსურდა წერილთაგან ამა მონასტრისა შემეტყო ვინაობა ამა მეფისა. გადაკითხვით ძველთა ბერძნულთა სიგელთა ვსცან მხოლოდ, რომ მონასტერი ესე დაფუძნდა ბერძენთა კეისრისაგან ალექსი კომნინისა, რომელმანცა უბოძა მას გრამატა ოქრობეჭდიანი (ხრიზოვული) წელსა 1375. იმპერატორი ესე მოიხსენებს აქა: „ნებითა ღვთისა მეფე და თვით მპყრობელი აღმოსავლეთისა, ივერთა და პერატისა ალექსი დიდი კომნენი“. ესე ალექსი კომნენი იყო ნამდვილ იმპერატორად ტრაპეზუნტისა და ეპყრაცა დროთა მათ ლმანა, აჭარა და სხვანისა ირისესა გარემო ადგილები, ქართველთა სავანენი. – ვჰგონებ, ამა მიზეზით უწოდებენ მონასტერსა ამას აღშენებულად ქართველთა მეფისაგან.
44. მცირესა დაბასა, რომელსა ძველად ეწოდებოდა აპოლონია და აწ ერისო და რომელიცა შორავს ათონისა მთიდამ 6 საათის სავალით არის კათედრა სამღვდელ-მთავრო, განმგე არიხოჲსა ეპარხიისა და მთისა წმინდისა. ცემს აქა დაბასა ამას ყოფნასა ეპისკოპოსობისა პატივსა 1768 წელსა ამ ერისოჲსა ეპარქიისათვის, და რადგან არა ინება მისვლა კონსტანტინოპოლედ, ამისთვის ხელ-დასხმულ-ქიმნა კარეასა და აღასრულა ცხოვრება თვისი ერისოს შემდგომად 10 წლისა ეკლესიის განმგეობისა, ესე იგი 1778 წელსა, დიდსა ეკლესიასა ერისოჲსსა მიჩვენა მე მან საფლავიცა მისი.
45. ესე შეცთომით დაუწერია ტიმოთეს და ან გადამწერალსა. ნაწილნი არიან არა ანტონისა, არამედ ანასტასია რომაელისა, რომელსა დღესასწაულობს ეკლესია 29 ოკდომბერსა.
46. დიდად მომეწონა მცირისა ვეცხლისა კანდლისა ძველადგან შეწირულისა ზედა წარწერა: „ესე არის ლოცვა კეთილმსახურისა მარიამ პალეპლოღისა მოლდავიისა მთავრინასი“. – იგი ჰკიდია მნთებარედ წინაშე ყოვლად-წმინდისა ღვთისა დედისა ხატისა.
47. სიგელისაგან თვით იოანესსა, რომელსაც ეწოდებოდა უღლეში, სჩანს რომელ ცხოვრებდა იგი წელსა 1623. გარნა სხვათა წერილთაგან იხილვება დაფუძნება მონასტრისა რავდენისამე საუკუნითა უძველეს.
48. ლექსი ესე ნიშნავს ხმელსა მდინარესა ადგილი ესე არის ნაკადად წვიმისა წყალისა და ამისთვის, ოდეს არა მოდის წვიმა, სჩანს ხევი ხმელი ანუ უწყლო.
49. ესოდენისა სიდიდისა ძელი ჭეშმარიტი აარღა სადა იპოვება. სიგრძე მისი არის მტკაველზე მეტი და სიგანე ორის თითის სიგანისა, ფერით მოშავო, მსგავსი ყოვლად იმა ნაწილისა, რომელიცა ასვენია კახეთს ალავერდის ეკლესიის ტრაპესზედ. თვით ესე ალავერდისა ძელი ჭეშმარიტი არის ესოდენ დიდი, რომელ შეინიშნა ევროპაშიაცა.
50. ამა მონასტრისა წიგნთა-საცავში ანუ ბიბლიოთეკაში ვჰპოვე ბერძნული სახარება ტყავზედ დაწერილი 1436 წელსა, რომელზედაც ეწერა რუსულად: Из книг Парфения Небозы. ესე პართენი ნებოზა იყო რუსი და შემდგომად გრძელ-ჟამითისა მოგზაურობისა აღმოსავლეთისა კერძოთა შეესწავლა ენა ბერძნული და მაღალისა ღირსებისათვის მისისა დაიდგინა მიტროპოლიტად ნაზარეთისა და ექსარხად ყოვლადისა გალილიისა. მერეთ გადაყვანილ-იქმნა მიტროპოლიტად ლაოდიკიისა, და აქა ქალაქსა კიზიკლ განაჩინა წირვა და ლოცვა სლავენურისა ენითა. ხოლო წელსა 1688-სა, ოდეს პატრიარქმან კონსტანტინეპოლისა დიონოსიმ განათავისუფლა ეპარქია კიევისა უწყებისაგან თვისისა და ჩააბარა იგი მოსკოვისა პატრიარქსა, დაუტევა მან ეპარქია თვისი და წავიდა მოსკოვსა. დიდმან პეტრე, ოდეს დაიპყრო აზოვი და განაჩინა იქ ეპარქია, მიუბოძა მას იგი და ამან არა მნებებელმან ამა ადგილისა, მიიღო ეპარხია არხანღელისა, სადაცა მსურველი წასვლისა, გზაზედ გარდაიცვალა წელსა 1703. ... აქავე ვიხილე ძველი ხატი წმინდისა დიდისა მოწამისა დიმიტრისა, რომელიცა ესვენა კონსტანტონეპოლეს აია სოფიას ტაძარში და აქედან მოუსვენებია იდუმალ თურქთაგან მოსყიდვით მისს ჟამის პატრიარქის სინკელის გრიგორის. – ესეთ სჩანს ზედა-წარწერისაგან.
51. რუსხიკო, ე.ი. რუსთა მონასტერი. ჩემსა იქ ყოფნასა (1849) შესრულებულ-იყო ახლად აღშენებული მშვენიერი და ვრცელი ეკლესია სახელსა ზედა წმინდისა მიტროფანესსა.
52. აქა არის წყარო მჟავისა წყალისა, რომელსაცა წამლად სხარობენ მთაწმინდისა ძმანი საკურნებელად ზაფრისა.
53. დოსარია. ლექსი ესე ნიშნავს პალატსა სასიამოვნოსა.
54. კოსტამონი ეწოდა წაბლისა ტყისაგან ხშირისა გარემო ადგილისა. კოსტა ბერძნულად ნიშნავს წაბლსა და მონი უდაბნოსა.
55. ზოგრაფი დაფუძნდა მეფობასა ლეონ ბრძნისა წელსა 911. ზოგრაფი ნიშნავს მხატვარს, და მიეცა სახელი ხატისაგან წმინდისა გიორგისა. ნამდვილ სახედ მისსა ძველად მშვენიერად დასატულისა პალესტინეს და იქიდან აქა მოღებულისა სასწაულით.
56. ლექსი ესე ნიშნავს ყოვლისა-მპყრობელსა, რომლისა სახელზე აუშენებიათ მონასტერი ესე.
57. ნიშნავს ღამისთევასა, რომელიცა დიდთა დღესასწაულთა დღეთათვის იწყება 5 საათსა მწუხრისას და დაბოლოვდება წირვიჳთა დილით მზისა აღმოსვლაზე. ესეთი ღამის-თევა დაიწყება დიდის მწუხრისა არა კითხვითა, არამედ გალობითა. მერეთ შეუდგება ცისკარი ესეთისავე განგეძელებულისა გალობითა. ჩემსა ყოფნასა ივერიის მონასტერში (1849 წ.) ესეთი ღამის-თევა განგრძელდა 12 საათსა და შევესწარ ორთა დღესასწაულთა: მაისის 13, დღესა წმინდათა მონასტრისა აღმაშენებელთა იოანესი, ევთვიმისი, გიორგი მთაწმინდელისა და გაბრიილისა ქართველთა, და სულის წმინდის მოსვლისა დღესასწაულსა. სამღრთო მსახურება თხოვითა ჩემითა და მოსახსენებელად მშობელთა ჩემთა და ნათესავთა აღასრულა, მოსულმან აქა ორის დღით წინა სულისა წმინდისა მოსულისა დღესასწაულისა, ეპისკოპოზმან ერისოჲსა და მთისა წმინდისა იოანიკემან.
58. მელეტიოს იყო ბერძენი და ღეოღრაფიისა მწერალი; გარდაიცვალა იგი წელსა 1714. ესე სწერს, ვითარმედ სახელი ქართველთა ივერი ეწოდაო ისპანიისა მდინარესა ე. ი. ებრო მდინარე.
59. ამასვე ყოვლად თანხმად ამისა სწერს ლათინურად კლუვერიოს ნემეცთა გეოგრაფიისა მწერალი, რომელიცა ცხოვრობდა 1595 წელსა.
60. წმინდა ესე მაკარი იყო ზედ-წოდებით ეგვიპტელი. დიდი მეუდაბნოე, მოღვაწე და მკვდართა აღმადგინებელი, რომლია დღესასწაულსა მოიხსენებს ეკლესია 19 იანვარსა, რომელმანცა 60 წელი განვლო უდაბნოსა და 90 წლისა გარდაიცვალა 391 წელსა შობიდან ქრისტესსა. მართლ-მადიდებელთა ეკლესიასა აქვს სიქადულად 50 მისნი სწავლითნი სიტყვანი მოღვაწეობითისა ანუ ასკეტიკურისა ღვთის-მეტყველებისა. ამა წერილთაგან ტიმოთეს მთავარ-ეპოსკოპოსსა ქართლისას გადმოუწერია ქართულად ძველად თარგმნილის წიგნისაგან 16 მოკლენი მუხლნი სხვათა და სხვათა მისთა სწავლათაგან. – თვისსა დროსა ესეც მრთელსა წმინდისა მაკარისა წიგნთან დაიბეჭდა.
61. იტყვიან ყოვლადისა ოქროსი იყოო ჩამოსხმული.
62. ბერძულად ძველად ეწოდებოდა ხრიზოპოლი და აწ სკუტარი, სადაცა იყო დიდისა კონსტანტინესგან აღშენებული ტაძარი წმინდისა ეფემიანის, რომელსა შინა იყო 4 მსოფლიო კრება ხალკიდონისა. აწ ეკლესიისა ამის ძველისა, მოჩანან მხოლოდ საძირკველნი.
63. იმპერატორი კონსტანტინე IX მონომახი მეფობდა 1042-1054.
64. მეორედ მოსვლა ათონის მთად.
65. ორ-ჯერ ვჰკითხე და სხვად მოთხრა, ამისთვის ორჯერ აღვსწერე სპანიისათვის. /ტიმოთე/. ნამდჳლისა ესე ვითარისა მოთხრობისათჳს მეცა აღვსწერე ვრცლად მცირესა წიგნსა ჩემსა დაბეჭდილსა რუსულად: Грузины и различ- ния их наименования. ბრძენი ევგენიოს, რომელიცა მიუთხრობდა ტიმოთეს ძველთა სიტყვათა ქართველთათვის, უეჭველად იგულისხმებდა შემდეგთა მწერალთა: პლინიოს სწერს: რომელ დასავლეთისა ივერნი ანუ ისპანელნი არიან გადასახლებულნი ივერიისაგან აზიისა. ესეთ ჰგონებდა, იტყვის იგი, თვით მწერალიო კარრონი. Plin. lib. III. cap. 1. დიონისო სწერს: „ივერნი აზიელნი არიან გადასახლებულ ივერიისაგან ევროპისა“. სტრაბონ იტყვის: „ოქროსა მადანნი არიან ივერიასა შინა აზიისსა და ივერიასაცა შინა ევროპისსა. ნუ თუ ამას მიზეზით ორთავე ერთი და იგივე მიიღეს წოდება“. Fortasse iberi eodem nomine vocantur, quo occidentales, ab auro, quod apud utrosque reperitur“. Strab.IX.
66. ამით მოიხსენებს ვახტანგის და ვახუშტის ქართლის ცხოვრებათა შინა მოთხრობასა, რეცა აზნაურნი იყვნენ ნეშტნი იაზონისა სპათა, რომელნიცა დასტოვა ქართლსა ალექსანდრე მაკედონელმან. აქა ამისთვის ვიტყვი მხოლოდ ამას, რომ ლექსი აზნაური არის სომხური და ნიშნავს კაცთა თავის-უფალთა, განთავისუფლებულთა, არა ხარჯისა მიმცემთა.
67. წინათ მოხსენებული სახელი ათაბაგისა. არის შეცდომა ჩემის სიისა უკანასკნელთა ათაბაგ-ფაშათა. სია ესე ახალციხისა თუქრთა განმგეთა, შევისწავლე დასახელებითა კაცისა ბრძნისა და განსწავლულისა 87 წლისა ჰასაკისა მექონისა სომეხთ-კათოლიკეთ ეკლესიისა უფროსისაგან პავლე შაჰყულოვისა, რომელმანცა მასწავლა ტფილისს ენა ლათინური. – შემდგომად გამოძიებისა, ვჰპოვე რომ სულეიმან ფაშამან მიიღო განმგეობა თვისი 1758 წელსა.
68. ამა დროსა მეფობდა თურქთა ზედა სულთანი ოსმან III.
69. ვოივოდა რუსული ენააზეა, ქართულად მოურავი ეწოდება. /ტიმოთე/.
70. საცნობელად მკითხველისათვის ამა ადგილისა ვიტყვი, რა არის მოთხრობა ესე. – როდესაც დედოფალმა ევდოკიამ, არკადი იმპერატორის მეუღლემ, მოინდომა მოპოვება ვენახისა ერთისა ახლოს კონსტანტინოპოლისა, მაშინ მფლობელმა მისმა ქვრივმა დედაკაცმა არა ინება გაყიდვა მისი. ამისთვის დედოფალმა ბრძანა წართმევა მისი თჳვისდა სალხინოდ. იოანე ოქროპირმა, ქვრივთა და გლახაკთა და ობოლთა მოწყალემან, სთხოვა დედოფალს, რაღა შეიწყალოს ცრემლნი ქვრივისა მის და კვლავვე მისცეს მას ვენახი იგი. თუმცა დედოფალმა არა ინება. მაშინ იოანე ოქროპირმა ქადაგებასა შინა თვისსა დიდსა ეკლესიასა ხმა-ჰყო, ვითარმედ აწცა არის იეზაბელი, ცოლი მეფისა აქაბისა, რომელმან მისტაცა ვენახი სასურველი არა მდიდარსა წინაბოთეს. განრისხებულმა დედოფალმა აიძულა ქმარი თვისი არკადი, რაღა ჰქმნან კრება და გააძეონ იოანე ოქროპირი პატრიარქობისაგან კონსტანტინოპოლისა. – ესეთ განდევნილი პატრიარქი ცხოვრებდა მცირესა ჟამსა აქა, სადაც იტყვის ტიმოთე და შემდგომად უკუნ-ქცეულიყო თვისსავე ხარისხსა.
71. ულუმბო ანუ ოლიმპო. აქა იყო ძველად ქართველთა მონასტერი. ესე არის ტროადისა ოლიმპო. ხოლო დიდი და თვით ნამდვილი ოლიმპი ანუ ულუმბია, ძველად შესაკრებელი წარმართობისა ღმერთთა არის თესალიაში და მოჩანს დიახ შორიდან მთა ესე ვითარცა კავკასიისა ელბორუსი, ზაფხულსაცა თოვლითა დაბურვილი. კალთათა ამა მთისა ყოფილან ქრისტიანეთა მონასტერნი და ქართველთაცა ჰქონიათ თავისი საკუთარი სამხოლოე. ამ მონასტერსა შინა იყოფოდა ღირსი მამა ილარიონ ქართველი, რომლისა ხსენებასა დღესასწაულობს ქართველთა ეკლესია 19 ნოემბერსა. ესე ილარიონ, ადგილით კახელი, მოვიდა ულუმბიისა მონასტრიდან თესალონიკედ და აქა გარდაიცვალა ვითარცა დიდი საკვირველთ-მოქმედი და აქედან წმინდანი ნაწილნი მისნი მიასვენეს კონსტანტინეპოლეს წელსა 980, და დაკრძალეს მოციქულთა ეკლესიასა მეფობასა ბასილისსა, თესალონიკეს, ტაძარსა წმინდისა დიმიტრისსა, სადაცა არის საფლავიცა მისი წმინდა, და რომელიცა თურქთა შეცვალეს მეჩითად, ვიხილე კედელზე ხატი წმინდისა ილარიონისა ზედ-წარწერით: წმინდა ილარიონ ივერი პატივად, სახედ და მაგალითად ოლიმპისა მონასტრისა, თესალიასა შინა ყოფილისა ძველად აუშენებიათ ქართლსა, არა შორს დაბისა ალისა, მონასტერი ვრცელი ულუმბიისა, და იყო მეტოქი თესალიასა შინა ყოფილთა მამათა ქართველთა, აქა ასაფლავია წმინდა მამა ცამეტთაგანი მიხაილ ულუმბიელი. ამა ტაძარსა შინა, აწ გაუქმებულსა, იყო ძველად ხატი ყოვლად-წმინდისა, ულუმბიისა მონასტრიდან თესალიიდან მოსვენებული განსაკრთომელისა ხელოვნებისა. მერე მტრისა შიშით დაკრძალულ იქმნა სოფელსა შინდისს და აქა, წინ-აღნთებულის სანთლის დარჩენით, დამწვარა შემკულობა მისი; – ამისთვის 1787 წელსა თავადსა ზაზა ამირეჯიბს შეუმკია ხატი იგი და დაუსვენებია საღოლაშენის მცირესა ეკლესიასა. ესე აცხადებს ზედა-წარწერა ხატისა.
72. სულთანი ოთმან, ანუ ქართულად წოდებული ოსმან მეფობდა თურქთა ზედა 1299-1326.
73. ბეი, ქართული ენა არ არის. ქართულად ეწოდების არაონი. /ტიმოთე/.
74. არა ქართველისა, არამედ მიტილინის ქალაქის ეპისკოპოსისა, რომელიცა ცხოვრობდა ჟამსა თეოფილე იმპერატორისსა 829-842.
76. საქმე მოც. თავი 9. მუხ. 33.
77. რამეთუ კაცთა ვიეთმე უმეცართა დღესასწაულსა წმინდისა გიორგისასა, სწორზედ სასწაულთაცა ჩვენება უარყვეს. რამეთუ ნამეტანი დღესასწაული არის დღე ესე ქართვეჱლთა, სიყვარულისათვის და სასოებისა მისისა, ვითარცა რუსნი მაისსა მიცვალებასა წმინდისა ნიკოლოოზისასა დღესასწაულობენ, რომელი ჩვენ არა ვუწყით. /ტიმოთე/. ილორისა წმინდისა გიორგისა დღესასწაულობა 10 ნოემბერს უპყრიათ მხოლოდ ქართველთა ეკლესიასა. არცა ბერძენთა, არცა რუსთა და არცა სხვათა მართლ-მადიდებლობისა შედეგილთა ქრისტიანეთა არა აქვთ დღესასწაული ესე, რომლისა მიზეზისათვის ძველადვე ნოემბრისა თვისა ეწოდა ქართველთაგან გიორგობისთვე. სამ თვეში, დაბეჭდილსა ქ. თფილისს 1791 წელსა მეფის ირაკლის II ჟამსა, გვერდზედ 295 სწერია ესე: აპრილის 23 აღვასრულებთ დღესასწაულსა წმინდისა გიორგისსა, ვინაიდან მას დღესა სრულ-ჰყო ღვაწლი წამებისა თვისისა. ხოლო ნოემბერსა 3 განახლება არის ტაძრისა მისისა, სადაც დაიდვა მრავალ-მოღვაწე წმინდა გვამი მისი და ლიტონად გადაიხდება გარეშე სადიდებელისა და სახარებისა. ხოლო აპრილსა 23 ბრწყინვალედ დღესასწაულობს წმინდა ეკლესია ბერძენთა და რუსთა: მრავალ-გზის იქმნება თვით ბრწყინვალესა ქრისტეს აღდგომისა და ბრწყინვალესა კვირასა, რომელსაცა დღესა ან დიდსა პარასკევსა და შაბათსა დაემთხვიოს, აღესრულება, ვითარცა წმინდისა ხარებისა, ხოლო სხვათა დღეთა საეკლესიოდ განწესებული დღესასწაული წმინდისა გიორგისა ვერ სადა ვჰპვეთ, არცა ბერძნისა და არცა რუსისა წერილსა შინა, ვითარ ჩვენ ქართველნი ვდღესასწაულობთ ნოემბერს 10 და სხვასა და სხვასა ადგილსა, სხვასა და სხვათა დღეთა: შემდგომად აღვსებისა ყოველთა კვირაღა ვიდრე ყოველთა წმინდათა კვირამდე რომელსამე ქაშუეთად უწოდენ, რომელსამე კალაობნად, რომელსამე ზღუდრად, თვით საუფლოსა დღესა ამაღლებისასა თელეთობად სახელს-სდებენ. მე ესე ვჰგონებ: ესენი არცა ერთი სათნო ღვთისა იყოს, არცა დიდის მოწამისა გიორგისა, არამედ ყოველი მოპოვნებული და საეშმაკო. აწ რომელსა ენებოს დიდებილისა მოწამისა სათნო-მსახურება, მომადლება და სულიერისა დღესასწაულისა მისისა აღსრულება, აპრილსა 23 და ნოემბერსა 3 აღასრულონ, ვითარცა წერილ-არის თვისითა წესითა. ვჰგონებ ესე სიტყვანი იყვნეს კათოლიკოზის ანტონის პირველისა, რომელსაცა სურდა შეთანხმება ქართველთა ეკლესიისა ჩვეულებათა ბერძენთა დედა-ეკლესიისა, მიუხედველად იმა ყოველთ-ჟამითისა აზრისა, რომ თვითოეულსა კერძოდ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა დაუბრკოლენელად აქვთ საკუთარნი დღესასწაულნი მოსახსენებელად დიდთა შემთხვევათა. ესე რუსთა ეკლესიასა აქვს დღესასწაულობა საფარველისა ყოვლად-წმინდისა ღვთის-მშობელისა 1 ოკდომბერს და დღესასწაული წმინდისა ნიკოლოოზისა 9 მაისს. რომელნიცა არა აქვთ დღესცა ბერძენთა. ესეთ არა არის საიჭვო, რომელ პატივად რომელთამე ძველად სასწაულთა საქართველოსა შინა, ანუ ენკენიობისათვის და განახლებისათვის ტაძრისა ილორს, სახელსა ზედა დიდისა მოწამისა გიორგისა, დასდვეს დღესასწაულობა ნოემბრის 10. – მაშასადამე არა რა არის დასაწუნებელ და განსაკიცხველ დღესასწაულობა მისი დღესა ამას მართლ-მადიდებელთაგან ქრისტიანეთა წმინდისა ქართველთ ეკლესიისა.
78. ესეთისა ქებისა შესხმა, ათთა კატიღორიისა ხმათა ზედა დაქსული, ჩვეულებად ქონდათ ძველთაცა სქოლასტიკისა ჟამთა მწერალთა ესეთსავე მწერლობისა გვარსა ხმარობდენ ქართველნი მიწერ-მოწერისა წერილთაცა შინა.
79. რამეთუ ორნი საფლავნი არიან ქრისტესნი. ერთი მტილსა, გამოკვეთილი კლდისაგან, სადაც არავინ დადებულ-იყო. იქ რა დასდვეს უფალი, ანნამ და კაიაფამ აიღეს იქიდან და მცველთა მისცეს და სხვასა ადგილსა დასდვეჱს და იქ აღსდგა უფალი. /ტიმოთე/.
80. არ ვიცი, რომლისა მიზეზისათვის არა მოუხსენებიათ საკვირველთ-მოქმედი ელისაბედ ახლად დაბეჭდილთა ქართულთა ჟამნთა შინა. რუსთა და ბერძენთა ეკლესიისა ჟამნში იპოვება იგი მოხსენებულ, ვითარცა იპოვებოდა ჟამნთა შინა ქართულთა ძველთა, ვითა აცხადებს თვით ტიმოთე.
81. პროხორე იყო ადგილიდან შავთიდან, რომელიცა ძველად იყო დიდი სოფელი და აწ გაოხრებული ლეკთაგან ვერის ხეობაზე. აღიზარდა იგი სიყრმიდან ბეთანიის მონასტერსა, ოდესმე ჩინებულსა და აწ გაუქმებულსა აქა ვპოვეთ სახე ანუ პორტრეტი დედოფლის თამარისა და სხვათა, რომელნიცა კავკასიისა, ხელმწიფე იმპერატორის მოადგილემან კნიაზმან მ.ს. ვორონცოვმან ინება გადახატვა და დაბეჭდვით გამრავლება მათი. ამავე შავთა წოდებულისა სოფლიდან იყო აბდულ-მესია შავთელი, რომელმანც აღსწერა ლექსად ქება-შესხმითი პატივად დიდისა დედოფლისა თამარისა. წიგნი ესე მისი დავბეჭდე ქ. ტფილისს 1838 წელსა და მიუძღვენ იმერთა მეფისა სოლომონ მეორის მეუღლეს დედოფალს მარიამ კაცია დადიანის ასულს.
82. რომელსა ეგვიპტისა მპყრობელსა უწოდებს სულთანად, არა ვუწყი. კალიჶთა ანუ მაჰმადისა მოადგილეთა ფათიმითთა დაიპყრეს ეგვიპტე 909 წლიდან შემდგომად ქრისტესსა; ხოლო სულთანნი ეგვიპტისა გამოსჩნდნენ 1171 წლიდან. ამა დროთა შინა ვახტანგ გორგასლან არღა ცხოვრობდა: იგი, ქართველთ მეისტორიეთა-მებრ, მეფობდა ქართველთა ზედა 499 წელსა. ამა დროთა ფრანგთა არა ეჭირათ იერუსალიმი. ამისთვის რომ დაიპყრეს ფრანგთა ანუ ლათინთა 1099 წლიდან, როდესაც გამეფდა იქ გოდფრიდი ბუილიონისა და გაგრძელდა მათი იქ მეფობა 1237-დმდე, ე.ი. დრომდე, როდესაც თურქთა გამოდევნეს ქრისტიანენი პალესტინიდან. – აქედან სჩანს ცხადად, რომ მოთხრობა ესე ტიმოთესო, არის ყოვლად წინააღმდეგი სახოგადოსა ისტორიისა და სრულიად არაჭეშმარიტ მისვლა იქ ვახტანგ გორგასლანისა დროთა ამათ, რომელთაცა ესეთისა გარემოებით უჩვენებს ტიმოთე. აქ ვიტყვი ამასაცა, რომ დროსა მეფობისსა ქართველთა ზედა ვახტანგისსა, ეგვიპტე ეპყრათ ბერძენთა; ჯერეთ არა იყო გამოჩენილი მაჰმად; ლათინნი იყვნენ ერთობასა შინა სარწმუნოებისსა ბერძენთა-თანა და კეისრობდნენ ეგვიპტესა და მისირ-ზედ ანასტასი და იუსტინე პირველი, და ეპყრათ მკლავითა მტკიცითა ყოველი აღმოსავლეთი. უკეთუ თქმულობა ტიმოთესი მოტანილ-არის ძველთა წერილთაგან, ვითარცა სწერს თვით, მაშინ შესამეცნებელ-არის ძიება დროსა მის, როდესაც მეფობდა ვახტანგ სახელ-წოდებით გორგასლან. და ესეთ საეჭვოდ სადმე დაიდება ჭეშმარიტი დრო მისისა მყოფობისა.
83. მოგზაური იერუსალიმსა Nicolas Huen Carlem წიგნსა თვისსა Uoyage en Palestine, დაბეჭდილსა ლიონში 1480 წელსა გვერდი 74, წერს: ქართველნი ესვენ წმინდასა გიორგის თვისდა პატრონად; არიან თურქთაგან დიდსა პატივში და სიყვარულში; აქვთ თავიანთი მონასტერი იერუსალიმში; არა აძლევენ თურქთა ხარკსა; კაცნი და ქალნი არიან შეჭურვილ ვითა ამაზონნი; თმათა და ულვაშთა არა იპარსავენ; ქუდები ჰხურავთ შეღებილნი სხვა და სხვა ფერად; საუბრობენ, გარდა საკუთარისა ენისა, არაბულად, ხალდეურად და თურქულად. კვლავ იხილი წიგნი ჩემი: Ист. Груз. церкви.
84) ესე იყო რიცხვით პირველი და მეფობდა 1027-გან წლისა.
85) ბერძენთა სვინაქსარსა შინა ენკენიისასა, 13 სეკდემბერს აღუწერიათ ხსენება ღირსისა მეფისა ლეონისა დახსნისათვის ქრისტეს საფლავისა. /ტიმოთე/.
86. აჰა წერილი ესე: საქართველოსა ზედა მეფედ ცხებული ქართლისა და კახეთისა ღირსად მოხსენებული მეფე ლეონ, ახლად განმაახლებელი და აღმაშენებელი საფლავისა ქრისტესისა და გოლგოთისა და მაღლისა კათოლიკე ეკლესიისა იერუსალიმისა, აოხრებულისა თათართაგან, მომსყიდველი საფასითა თვისითა, რაჟამს წარგზავნა იაოკიმ ჯვარის-მამა ქართველი და დაიხსნა სახსენებელად საუკუნოდ მისდა და მომავალთა ნათესავთა. რამეთუ არის წასული წელი მაქ აქეთ 227 და კვლავ არის იგივე აღმაშენებელი მთაწმინდისა ფილოთეოსის მონასტრისა, მამა მეფის ალექსანდრესი, პაპისა მეფის თეიმურაზისა. ესე თეიმურაზ იყო პაპა მეფის ერეკლესი, ცხებულის მეფის თეიმურაზის მამისა. ესე სწერია გოლგოთას პატრიარხის ტახტის ფეხთით მარმარილოზე. იქ მისულნი საქართველოსანი დაბრძმობილნი ყოფილან, თუ რასათვის არა აღმოუკითხავთ ესე, და არა უუწყებიათ საქართველოთაგანთათვის. მიკვირს ფრიად, თუ რატომ არის ესე. /ტიმოთე/.
87. ქართველთა მონასტერთათვის თანხმად ტიმოთესა სწერს ნემეცთა მოგზაური ტუ სერნ, წელსა 1456 იერუსალიმსა ყოფილი. … Mehr haber sie inne zween Altar, anf dem Berg Calvarie denn die Georgiten die den Berg innen haber, sind auch von ihrer sect. Sie haber auch in S. Elena capell ein Ampel. ესე გადმოვწერე იმპერატორის ს. პეტერბურღის ბიბლიოთეკაში წიგნიდან, დაბეჭდილისა ნემეცურად ჶრანკჶურტში 1609 წელსა. Beschreiburg der Reiz ins heilig land Hern Ioh. Tüchern von nürnberg ნაწილი I. გვერდი 663. ნემეცთავე მოგზაური ლეონარდი რაუხვოლჶი, ყოფილი იერუსალიმსა 1573 წელსა, სწერს, რომ ქართველთა აქვთ იერუსალიმსა სხვანი და სხვანი სამწირველოდ ადგილნი, სადაცა ხმითა თვისითა გალობენ; ეგრეთვე თვით ქრისტეს საფლავის გვერდზე იქ, სადაც მაცხოვარი ეჩვენა მაგდალინელსა. მისივე ნემეცურის წიგნისა, ნაწილ I, თავი 13. ქართველთათვის. გუჱრდი 633.
88. მეფე ესე იყო რიცხვით მერვე; და შეიმოსა მომოზონება და მოკვდა ქ. ტფილისს 1525 წელსა.
89. ესე ყვარყვარე ათაბაგი იყო რიცხვით ამა სახელისა მეოთხე.
90. ესე იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმა ასწავლა ქართველთა სიწმინდისა წილ ბოროტი ბილწება, და გარყვნა ქრისტიანობა. ხოლო უწინარეს ჩვენთა უმეცართა სამღვთოდ თარგმნეს ბოროტი ლექსი მისი; აღწერა ქალისა ვისთვისმე თვალი მელნისა, პირი ბროლისა, ღაწვე ძოწისა; და ამის-გამო დედანი საქართველოსანი ხატად ღვთისა შექმნილსა სახისა-წილ ფერადთა წამალთა იცხებენ და მიცვალებულთა თმათა მოიბმენ საფრხედ სულთა. /ტიმოთე/. ამა აზრისავე იყო თვით კათოლიკოსი ანტონი პირველი, რომელმანცა მრავალნი დაბეჭდილნი მეფის ვახტანგისა დროსა 1710 წელსა, ვეფხის-ტყაოსანნი დასწვა და ჩააყრევინა მტკვარში და აუკრძალა კითხვა წიგნისა ამის ქართველთა. წყობილ-სიტყვაობასა შინა თვისსა (803) ესეთ იტყვის ანტონი რუსთაველისათვის: შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის-მოყვარე ფრიად, ფილოსოფოსი მეტყველი სპარსთა ენის, თუ სამ სწადდა, ღვთის-მეტყველიცა მაღალ, უცხო საკვირველ, პიიტიკოს მესტიხე, მაგრა ამაოდ დაშვრა, საწუხარ არის ესე.
91. არა ვუწყი არისა დღესცა სახე ესე შოთა რუსთაველისა იერუსალიმს. – აქა ტფილისს მეფის ირაკლის ასულს თეკლას ქონდა ძველად ნაწერი ვეფხის-ტყაოსანი სახით ანუ პორტრეტითურთ თვით რუსთაველისა, ერისკაცისა სამოსით, უფრო ყიზილბაშთა წესით. ესე წიგნი და პორტრეტი წარუდგინე კნიაზს მ.ს. ვორონცოვსა და ამან წარგზავნა სახე ესე ხელითა აქა ყოფილის ფრანცუზის მოგზაურის ჶლერისა საფრანგეთისა ქალაქსა პარიჟსა, რაღა გადაბეჭდონ იგი მრავალრიცხვედ ეკზემპლარებად ხრომო-ლიტოღრაფით.
(*) გუმბათსა თაღად-ნაშენსა ნიშნავს, და არის ლექსი ლათინური (concha).
(**) ესე ცხოვრობდა 1630 წელსა, ამისთვის იტყვის კათოლიკოსი ანტონი პირველი: ჩოლაყაის ძე, ნიკოლოოზ საქები, მრავალ-ფერ ენათ, გამომთქმელ მშვენიერად, აზიას შინა ევროპას და აფრიკას, მავალი სიბრძნით, კაცი სიბრძნის-მოყვარე, ღრამმატიკოსი, რიტორ-ფილოსოფოსი.
ესე ქალაქად, წმინდად იერუსალიმად, მონასტერსა ვანსა, წმინდისა ჯვარისასა, არვეთ მთავრობდა, სწავლათა თვისთა მიერ, განამშვენებდა კახთა, მეგრელ-ქართველთა, ძე ჩინებულთა, მთავართა კახეთისათა. წყობ. -სიტყვა. 784 და 785.
92. ამ წელიწადიდან სჩანს, რომ მეფე ლეონ და ძე მისი ალექსანდრე იყვნენ იერუსალიმსა და ათონისა მთაზე 1533 წელსა, როდესაც მეფობდნენ თურქთა ზედა სულეიმან II და სპარსთა ზედა შაჰ-თამაზ. – ლეონ გამეფდა 1520 წელსა და გარდაიცვალა 1574 წელს ღრმად მოხუცებული და დასაფლავდა გრემის ეკლესიასა. – მეუღლემან მისმან თინათინ, მამია გურიელისა მთავრის ასულმა, აღაშენა, ახლოს ძველისა, ახალი კახეთის შუამთისა მონასტერი, და ასაფლავია შინა ეკლესიასა. ამისთვის იხილე წიგნი ჩემი Путев. записки по Кахетии 1846.
93. ესე იგი წელსა 1698 წელსა.
94. რამეთუ მელეტი, ყოველსა რა აღწერს, საქართველოთა შინა სამთა ეპარხიათა მოიხსენებს. ერთსა ძველსა, ევსტატი ანტიოხელისა მიერ განწესებულსა; ყოვლისა საქართველოსა მთავარ-ეპისკოპოზსა; სხვასა ვახტანგის მიერ ხოსროანისა დასმულსა, შემდგომად ამათსა, სხვასა ირაკლი ბერძენთა მეფისა მიერ ქვემოსა საქართველოსასა იმერეთისსა. ხრისანთო პატრიარქი, ყოვლისა სოფლისა ეპოსკოპოზთა რა აღსწერს, ქართლისას ერთად აღსწერს სამართლად. ხოლო მე ვეტყოდი მცოდნესა ბერძენსა, ვითარმედ არა რა მცირემე არის ქართლისა მთავარ-ეპისკოპოსი, და ბერძენი იგი მეტყოდა: და ვითარ ეგებისო დამცირება მისი, რამეთუ არის დამყარებულ დიდისა ევსტატი პატრიარქისა მოციქულთა სწორისა, და დიდის კონსტანტინე მეფისა მიერ, და ვინ არის უმაღლეს მისსა, რამეთუ მირიან მეფემანცა იქ დასვა ყოვლისა საქართველოსა არქიეპისკოპოსი. პატრიარხი იერუსალიმისა მეტყოდა ამათ. /ტიმოთე/.
95. გამეფდა 1027 წელს.
96. როსტომ მეფისა ცოლი, რომელიცა მარხია მცხეთას.
97. მაქსიმე პირველი, განმგე იმერეთის ეკლესიისა 1630 წელსა. იხილე მისთვის წიგნი ჩემი Ист. Груз. церкви. – ესე მაქსიმე იყო იერუსალიმსა და იქ გარდაიცვალა. – კონსტანტინეპოლის იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ვიხილე მსოფლიოთა წმინდათა მამათ-ცხოვრება, რვეულებად ქართულად აღწერილი, სადაცა იყო მიწერილი ესეთ: ეს მამათ-ცხოვრება მისკუნა ტრაპეზუნტის არქიმადრიტმა პამფილემ, და დავსდევ აქა საპატრიარქოსა იერუსალიმისასა ჩემდამე ცოდვილმან და უღირსმან, სახელით ოდენ კათოლიკოსმან აფხაზეთისა მაქსიმე.
98. ესე ასაფლავია კახეთს იყალთოს მონასტერში, სადაც ქონდა მას დიდი სასწავლებელი, რომლისა შენობანი დღესაც ვრცლად მოჩანან.
99. ირაკლი I ნაზარალიხანი, მოსკოვსა რუსეთის ხელმწიფესთან აღზრდილი.
100. ქრისტესითგან არის წელი 1612.
101. სახელ-წოდებით პეტრიწი, მთარგმნელი კლემაქსისა იოანე სინა-მთის მოძღვრისა და აღმწერი ოროლოგისა ლექსად. იამბიკოდ. წიგნისა ფრიად მშვენიერ-სიტყვაობითისა და სხვათა.
102. ესე ვჰგონებ იგივე არსენი, რომელიცა მოვიხსენე სხოლიოსა 98.
103. აწ სასაფლაოდ ქრისტიანეთა არის წმინდა იგი ადგილი. /ტიმოთე/.
104. რომლისა ხსენებასა დღესასწაულობს ეკლესია 30 დეკემბერსა და რომელიცა, შემდგომად დდიდისა მოღვაწეობისა, გავიდა ამიერ სოფლიდან 434 წელსა.
105. აბისინელნი არიან.
106. ძველადგან სამნი იყვნენ თვით-განმგენი ეკლესიანი: ბოლგარია, კვიპრე და საქართველო. იხილე ჩემი Ист. Груз. церкви.
107. ვჰგონებ, მეფე არა ბერძენთა, რომელთაცა შორის ამა სახელით მეფე არასოდეს ჰყოლიათ, არამედ მეფე ბოლგართა სვიმონ, რომელიცა მეფობდა 888 წლიდგან 937 წლამდე.
108. ამას ჭალაკსა იყო დიდი მონასტერი დედათა უკარო; რამეთუ სარკმლითა მიართმევენ საზრდელსა და არა გამოვლენ. /ტიმოთე/.
109. შკოლისა ან აკადემიისა დიდისა ფილოსოფოსისა და ფილოსოფოსთა მთავრისა პლატონისა შენობა არღა არის. მხოლოდ მოჩანან საძირკველნი და დანაქცევნი დრიად მშვენიერსა ადგილსა ჩრდილოეთით და გარეთ თვით აწინდელისა შემცირებულისა ქალაქისა ათინისა, გარემომისა არის დიდ-ტყედ ზეთის-ხილთა ბაღნი და გარემოვლენ მას მრავალნი წყალთა ნაკადნი, მომდინარენი მთისაგან ლიკაბეტისა. მე ვიყავ აქა ივლისის 2 და დიდისა სიცხისაგან მორიდებული განვისვენებდი მყოვარ-ჟამ სიგრილითა დიდ და ვრცელ-ფურცლოვანთ ხეთა ქვეშე, რომელთა ეწოდება პლატანი და ჩვენებრ ცაცხვი. ძველად პლატონისა ჟამსა, აკადემიისა კარების შესავალთან იყო აღმართულ ანდრიანტი ღმერთასა ამურისა ანუ სიყვარულისა და შინა ეზოში იყვნენ წარმოდგენილ სახენი სხვათა და სხვათა ღმერთაებთა. თვით სადგური პლატონისა იყო მიყრდობილ მცირისა ტაძრისა, რომელიცა აღაშენა მან პატივად მუზათა, სწავლათა და მეცნიერებისა ხელოვნებისა მომცემთა. ორგზის მოვიხილე ადგილი ესე: პირველად თანა-მჰყავდა დიდი ბრძენი და ევროპასა შინა განთქმული მეცნიერებითა პრესვიტერო კონსტანტი ეკონომი, ათინასა მცხოვრები და მეორედ რეკტორი ათინის უნივერსიტეტისა და მასწავლებელი ბერძნულისა ენისა კოროლის ოტტონისა და მეუღლისა მისისა დედოფლისა ამალიასსა. ბრძენი და მრავალთა ენათა მეცნიერი არქიმანდრიტი მიხაილ.
რომისა კონსულმან სილლამან წინათ ქრისტესსა აიკლო პირველ აკადემია ესე და მოაკვეთინა მრავალნი მაგრილობელნი ადგილისა ამის პლატანნი და რაცა იმპერატორმა ადრიანემ 125 წელსა შემდგომად ქრისტესსა ქმნა აქა განახლება. – გააოხრეს იგიცა ბარბაროსთა სხვათა და სხვათა დროთა შინა, მეათესა, მეათერთმეტესა და მეათორმეტესა საუკუნეთა შინა იყო მცირე რამე სწავლა ამა ადგილსა შინა, და ქართველნიცა განისწავლებოდენ აქა სახელსა ზედა დიდისა მეცნიერთა სვეტისა და მისაყრდნობელისა პლატონისა – უკანასკნელ თურქთა დაიპყრეს ათინა და დაჰშტიტეს იქ ბჟუტი ნათლისა მის და ცეცხლისა, რომელიცა დიდთა მეცნიერთა, პლატონმან, სოკრატ და არისტოტელემან მოიტანეს ზეციდან და ამისა ნიშნად აღუმართესთცა ანდრიანტი ღმერთსა პრომეტეოსს. აწა, ამა ადგილთა შინა, სადაცა აღიზარდა და განმტკიცდა გონება კაცისა, – მიმსვლელი იქ ჰხედავს სამწუხაროთა დანაქცევთა და მხოლოდ მარტივსა ადგილსა ამის სახელსა და წოდებასა და ამასცა აწინდელთა ბერძენთა ბაგეთა შინა გარყვნილად „აკათიმია“ (Acathimia. – ესეთ წარმავალს არის დიდება ამა სოფლისა! – Sie transit gloria mundi!
110. თქმულება ესე არის მოღებული ბერძენთა მეისტორიისა ჰეროდოტისაგან. – თვით ამა ადგილსა, რომლისაცა სურდა განკვეთა ქსერქსსა, ეწოდებოდა ყელი მაკედონიისა და ამა გზით შევედ, თესალონიკიდან წასული, ათონისა მთად. სივიწროე ამა ადგილისა არის დიახ მცირე, ვჰგონებ არა უმეტეს 200 საჟენისა. – და განჰყოფს არქიპელაგსა. ქსერქსის უნებდა განკვეთა მისი, რათა პირდაპირ შესულიყო მაკედონიასა და არა მოვლით ათონისა გრძელისა მთისა, თუმცა შეუძლებელ-იყო და არსცა დიახ გრძელ-ჟამითი დროჲსა, დაქცევა დიდისა ქვიანისა მთისა, შესაერთებელად ორთა არქიპელაგისა ზღვათა.
111. დაწევა ქვეით შავისა ზღვისა და დატევება იმერეთისა ზღვის-პირთა თუ ალით სახილველია და უეჭუო თვით პალეოსტომი, ორი ათასისა წლისა წინათ, ზღვასა ეპყრა და ამისთვის ეწოდა აწინდელსა ტბასა პალეოსტომად, ესე იგი ზღვისა ძველ-ყურედ.
112. არეოპაგი ანუ ძველი სამსჯავრო ათინისა არის აღშენებული ბორცვსა ზედა მახლობელ აკროპოლისისა, სადაცა არის განკვირვებელი ტაძარი პატღენონისა, არეოპაგი დაფუძნდა ერთსადა მასვე წელსა, რომელსაცა ეკურთხა მღვდელთ-მთავრად ჰარომ ძმა წინასწარ-მეტყველისა მოსესი 1490 წლით წინათ ქრისტესსა. ამას ადგილსა სოლომონმან სწერა სჯულისდებანი თვისნი. აქა დემმოსთენ ჰქუხდა მჭევრ-მეთქვეობითა თვისითა და განაკვირვებდენ სიტყვითა და სიბრძნითა ესხინი, თემისტოკლე, კიმონი, პერიკლე და ალკიბიადე. ციცერონისა ჟამთა რომისა ელჩნი მიიღებოდენ აქა ბერძენთაგან. აქავე მოციქული პავლე განუმარტებდა სწავლასა თვისსა ძის ღვთისათვის (საქმე მოც. თავი 17) და სიტყვითა თვისითა ქრისტიანე ჰყო პირველი მსაჯული ან მსაჯულთ-უხუცესი არეოპაგისა დიონოსი. ყოვლადი შენობა მისი, აწ თავ-მოქცეული, არის მარმარილოსა ქვათაგან აღგებული.
113. დიდი და სახელოვანი ბერძენთა მოლექსე.
114. ბუკეფალისა, რომელსა მოიხსენებს კვინტოს კურციოს.
115. დღესცა ესე მოჩანან მცხეთის ეკლესიაში მხატვრობანი ესენი.
116. ამა ქალაქიდან იყო ფილოსოფოსი დიოღენი, რომელიცა იხილა ალექსანდრე მაკედონელმა ხისა ხვიმირსა შინა მჯდომარე.
117. გუმიშხანა მდებარებს ბაიბურთისა და ტრაპეზუნტისა შუა. აქედან სჩანს, რომ მოგზაური ტიმოთე სამსუნიდან ხმელეთით მოსულა ამასიას და აქედან ხმელეთითავე ბაიბურთის გზით არტაანს, მერე ახალციხეს და აქედან ქ. ტფილისს.
ტიმოთე გაბაშვილის „იმერეთის სამეფოს რუკა“ 1738 წელი - იხილეთ ლინკზე: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/07/Imereti_kingdom_map_1738.jpg
Комментариев нет:
Отправить комментарий