воскресенье, 25 марта 2018 г.

მასონები


მასონური მოძრაობის ზუსტი წარმომავლობა და მათი თავდაპირველი სახე დღემდე დავის საგნად რჩება, ამის ერთ მიზეზად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ დროთა განმავლობაში მასონობამ  მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ყველა სავარაუდო საწყისს დაშორდა იდეოლოგიურად, ან სულაც არ გააჩნდა ისინი. „თავისუფალი მასონობა“ (Freemasonry) ზუსტად ნიშნავს ქვისმთლელს. ის ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა რომელიც XVII საუკუნეში მოევლინა მსოფლიოს. როგორც სხვა ორდენების მსგავსად მასონებიც დახურულ სისტემას მიეკუთვნებიან, გააჩნიათ საკუთარი სიმბოლოები და რიტუალები, რომლებიც ნაწილობრივ გადმოღებული აქვთ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფიილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობისპროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე.
როგორც ყველა გასაიდუმოებული ორგანიზაცია ასევე მასონებიც შედგებიან ეკზოთერიული (გარე, ხილული) და ეზოთერიული (შიდა, უხილავი) ორგანიზაციებისგან. ცისფერი ლოჟა შედგება სამი, ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი მასონთა წოდებისაგან. ცისფერ ლოჟას მიეკუთვნება მასონთა 80 პროცენტი. ისინი თავიანთ ლოჯაში ხედავენ სოლომონის ტაძრის შავ-თეთრ ჭადრაკოვან იატაკს, ბიბლიას რომელზე ფარგალი მართკუთხა დევს და აგრეთვე G, რომელიც თითქოს geologia-ად იშიფრება. მხოლოდ იშვითთა და რჩეულთა ხვედრია 32 საფეხურის მასონობამდე დაწინაურებაშოტლანდიური რიტუალური ხელდასმით, თუ პიროვნება სრულიად საიმედოა; იორკის რიტუალური ხელდასმით, თუ პიროვნება ნამდვილი ქრისტიანია. ხელდასმულმა პიროვნებამ უნდა მიიღოს ქრისტეს რწმენის საწიინააღმდეგო სამყაროს ხედვა, რომელიც წარმოადგენს უძველეს კერპთაყვანისმცემულ რიტუალისტიკას და ლუციფერის გაღმერთებას. ქრისტიანებისა და იუდევლების ღმერთი Adonay ბოროტებაა, ლუციფერისინათლის მომფენისიკეთეა. ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით.
არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს.
მასონური ორგანიზაციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ როგორც ქრისტიანულ ასევე მუსლიმურ რელიგიასაც. ბულკაკოვის ერთ-ერთ წიგნში მოსკოვის პატრიარქის მიერ, ნათქვამია: „მასონთა მთავარი მიზანია რელიგიისა და განსაკუთრებით ქრისტიანობის განადგურება მთელს კაცობრიობაში და გაუქმება ყველა ქრისტიანული დაწესებულების. ამის მიხედვით ისინი ცდილობენ კიდეც გააუფერულონ ქრისტიანები, დაუჭირონ მხარი ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს და მწერლებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქრისტიანობას. აქეზებენ ხალხთა უკმაყოფილებას მთავრობების წინააღმდეგ, მხარს უჭერენ ყოველგვარ პოლიტიკურ უწესრიგობას და რევოლუციებს.“ სხვადასხვა ქვეყნის მკლევარების წიგნებში აღნიშნულია, რომ მასონები მიისწრაფვიან მსოფლიო ბატონობისკენ. ამ კრიტიკას გამოეხმაურა, საფრანგეთის დიდი ლოჟის მაგისტრი ფრანსუა სტიფანი, რომელმაც ასეთი ინტერვიუ გააკეთა. „ჩემთვის გაუგებარია, რა შუაშია აქ მსოფლიო ძალაუფლება, ფულისკენ მისწრაფება ან მექრთამეობა.როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი კანონს არღვევს, არ სჯიან მთელ ეკლესიას, ასევე არ შეიძლება, კონკრეტული მასონის დანაშაული მთელ დაწესებულებას გადავაბრალოთ“.
დღევანდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასონური მოძრაობა ოფიციალური ორგანიზაციის სახითაა დარეგისტრირებული, თუმცა გარკვეული წყაროების მიხედვით არსებობდნენ და არსებობენ ახლაც საიდუმლო მასონური ორგანიზაციები ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც მათი გავრცელებისთვის არასათანადო გარემოპირობებია. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ისინი დარეგისტრირებულები არიან, გააჩნიათ თავიანთი რეზიდენციები და სასახლეები.
მასონურ ორდენში გაწევრიანების მსურველი ანუ კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს:
1. 21 წლის მაინც
2. არ იყოს ნასამართლევი
3. არ გააჩნდეს ვალები
4. იყოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი
5. სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის
6. მამაკაცი (ბოლო დროს ქალების მიღებაც დაიწყეს)
7. გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი
8. გააჩნდეს საკუთარი სურვილი, ანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება.

ტექნიკურად საჭიროა მას რეკომენდაცია გაუწიოს საძმოს ერთმა წევრმა მაინც, თუ იგი არავის იცნობს მაშინ შეუძლია მიმართოს ლოჟის მდივანს ოფიციალური წერილით, მას გაესაბუბრება რამდენიმე ძმა და შემდგომ შესაძლოა ლოჟის სხვა წევრებიც. მას შემდგომ რაც კანდიდატი გაივლის გასაუბრებას, მის შესახებ დადგება საკითხი კენჭისყრაზე, თუ ერთი ლოჟის წევრი მაინც ჩააგდებს ფარული კენჭისყრის დროს შავ ქვას ტომარაში, კანდიდატი ლოჟის წევრი ვეღარ გახდება.კენჭისყრის შემდგომ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კანდიდატს უკავშირდება მენტორი და უკვე მასთან ერთად აგვარებს გარკვეულ ტექნიკურ ნიუანსებს.მასონებს უკავშირებენ მსოფლიოში მომხდარ ყველაზე დიდ მოვლენებს. მათ მიერ შობილი საფრაგეთისა და რუსეთის რევოლუციები განსაკუთრებით სისხლიანები იყო, რადგან მათი რეალიზაციის დროს მიმდინარეობდა ვითომდა ლუციფერის თაყვანისცემა. ილუმინატების მსგავსად მასონთა ზოგადი მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება მთელ მსოფლიოში ერთი მიმოქცევის საშუალებითა და ხალხებს შორის განსხვავების წაშლით. მასონთა შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მასონთა გავლენა გავრცელდება საქველმოქმედო, მშვიდობის დამცველი, სამართალდამცავი და სხვა ორგანიზაციების საშუალებით. ყველაზე გავრცელებულ მაგალითად ითვლება ჯორჯ სოროსის ფონდი „კულტურული ინიციატივა“, რომელსაც უკავშირებენ თავისუფალ მასონებს. აქტუალურია ისიც, რომ წამყვანი ქვეყნების (ექს)პრეზიდენტები მასონები არიან.






















































Комментариев нет:

Отправить комментарий