„ჩვენ მეფეთ მეფემან გიორგიმ, ძემან ყოველთა შორის წარჩინებულისა მეფეთ მეფის დიმიტრისამან, დავდევით ძეგლი ესე განაჩენი, მას ჟამსა ოდეს შევედით მთიულთა შიგან მოსავლელად ღვთის მოწყალებითა ყოვლგნით უცილებლად ქონებასა შინა სამეფოსა ჩვენისასა და უცილებლად პყრობად ტახტისა და სკიპტრისასა.
წავედით ტახტით ჩვენით ქალაქით და შევედით სასახლესა ჩვენსა ჟინვანს და იქიდან მივედით ხადა ცხაოტს და მოვასხენით ყოველნი იქნებურნი ხევის ბერნი და ჰეროვანნი (=ერი, მოსახლეობა) და გავიგონეთ მათნი საქმენი. დავსხედით მათსა სასაქმოსა.
და მივედით დარიელამდის და ვსცანით ესე, რომელ ღვთივ გვირგვინოსანთა და სანატრელთა ჩვენთა ჩამომავალთა მეფეთაგან ამად არ გასჩენოდა ძეგლითა გაჩენითა და დადებითა სისხლისა და სხვათა და მრავალთა უწესოთა მიმძლავრებულთა საქმეთა რომელნიმე საქმისა, რომლისათვის პრიანებოდათ აღრევით ყოფა ერთმანეთსა შიგან და რომელთამე სხვის ჟამისა შემოსულობისათვის უკვე ყოფა გაჩენა ვერ სწრებოდა-ღა და სრულად მთიულთა მოკლებასა და გაჩენასა.
და ჟამ გვცეს, მოწყალებითა ღვთისათა დარეალით მობრუნებულთა ვილოცეთ ლომისის მთავარ მოწამის წინაშე და ჩამოვიარეთ ცხრაზმის ხევი და მოვიკლევით იქაური სასაქმო.
მოვედით მუხრანს საზამთროსა ჩვენსა და დავდეგით და შემოვედით ქალაქსა და შემოვიტანეთ თემისა და თემისა ერისთავნი და ხევის თავნი და ხევის ბერნი და ჰეროვანნი.
დავსხედით და დავსვით წმიდა მეფე და ქართლისა კათალიკოზი ეფთვიმი და დავსხით ვაზირნი და ეპისკოპოსნი და მოურავნი და გავიგონეთ, რომელ დიდი უსამართლო და მძლავრებულობა ქმნილ იყო ერთმანეთსა ზედა და სისხლის მსუბუქობისათვის ადვილ ჩნდა ჩვენდა ერთმანეთის ღალატად დასმა და დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და უბრალოდ დაგდება და მრავალფერნი ულუსობა და ყოველნივე სამართალი აღარ იყო-ღა.
და დღეისით წინათღა ერთმანეთის საყოფთა საქმეთა ამად აღარ შემოვიღეთ, ერთმანეთის ამოსვლა არ იქნებოდა, განაჩენ-დაუდებლობა ექმნათ.
და აწ ყველა გავაჩინეთ, რა რიგად ვის რა ეყოს, ერთმანეთის ავი სისხლი სდგეს, ანუ სხვა სასაქმო რაგინდარა იყოს, - გარდახდეს.
ჯვართა ყელს აქეთ, ხადა ცხაოტს, ზანდუკის ხევს კიბეთ ქვეშეთ და მენესოს ზემოთ ეს განაჩენი დავდევით.
სასჯულო საქმე და საეკლესიო რისაც გინდა სასაქმოსა. - კაცის მკვლელთა, ეკლესიის მკრეხველთა, ცოლის დამგდებელთა უბრალოსათა, ან წამგვრელთა სხვათაგან. სხვა რაც სასჯულო საკითხავი იყოს, იგი კათალიკოზმან და მათ განაჩენთა მათ ზედა ეპისკოპოსთა მათ ჰკითხონ.
ჩვენ მსოფლიოსა ამის სისხლი, პატივი და სასაქმო გაგვიჩენია.
დღეიდან წაღმა ესეთ იქმნას.
წავედით ტახტით ჩვენით ქალაქით და შევედით სასახლესა ჩვენსა ჟინვანს და იქიდან მივედით ხადა ცხაოტს და მოვასხენით ყოველნი იქნებურნი ხევის ბერნი და ჰეროვანნი (=ერი, მოსახლეობა) და გავიგონეთ მათნი საქმენი. დავსხედით მათსა სასაქმოსა.
და მივედით დარიელამდის და ვსცანით ესე, რომელ ღვთივ გვირგვინოსანთა და სანატრელთა ჩვენთა ჩამომავალთა მეფეთაგან ამად არ გასჩენოდა ძეგლითა გაჩენითა და დადებითა სისხლისა და სხვათა და მრავალთა უწესოთა მიმძლავრებულთა საქმეთა რომელნიმე საქმისა, რომლისათვის პრიანებოდათ აღრევით ყოფა ერთმანეთსა შიგან და რომელთამე სხვის ჟამისა შემოსულობისათვის უკვე ყოფა გაჩენა ვერ სწრებოდა-ღა და სრულად მთიულთა მოკლებასა და გაჩენასა.
და ჟამ გვცეს, მოწყალებითა ღვთისათა დარეალით მობრუნებულთა ვილოცეთ ლომისის მთავარ მოწამის წინაშე და ჩამოვიარეთ ცხრაზმის ხევი და მოვიკლევით იქაური სასაქმო.
მოვედით მუხრანს საზამთროსა ჩვენსა და დავდეგით და შემოვედით ქალაქსა და შემოვიტანეთ თემისა და თემისა ერისთავნი და ხევის თავნი და ხევის ბერნი და ჰეროვანნი.
დავსხედით და დავსვით წმიდა მეფე და ქართლისა კათალიკოზი ეფთვიმი და დავსხით ვაზირნი და ეპისკოპოსნი და მოურავნი და გავიგონეთ, რომელ დიდი უსამართლო და მძლავრებულობა ქმნილ იყო ერთმანეთსა ზედა და სისხლის მსუბუქობისათვის ადვილ ჩნდა ჩვენდა ერთმანეთის ღალატად დასმა და დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და უბრალოდ დაგდება და მრავალფერნი ულუსობა და ყოველნივე სამართალი აღარ იყო-ღა.
და დღეისით წინათღა ერთმანეთის საყოფთა საქმეთა ამად აღარ შემოვიღეთ, ერთმანეთის ამოსვლა არ იქნებოდა, განაჩენ-დაუდებლობა ექმნათ.
და აწ ყველა გავაჩინეთ, რა რიგად ვის რა ეყოს, ერთმანეთის ავი სისხლი სდგეს, ანუ სხვა სასაქმო რაგინდარა იყოს, - გარდახდეს.
ჯვართა ყელს აქეთ, ხადა ცხაოტს, ზანდუკის ხევს კიბეთ ქვეშეთ და მენესოს ზემოთ ეს განაჩენი დავდევით.
სასჯულო საქმე და საეკლესიო რისაც გინდა სასაქმოსა. - კაცის მკვლელთა, ეკლესიის მკრეხველთა, ცოლის დამგდებელთა უბრალოსათა, ან წამგვრელთა სხვათაგან. სხვა რაც სასჯულო საკითხავი იყოს, იგი კათალიკოზმან და მათ განაჩენთა მათ ზედა ეპისკოპოსთა მათ ჰკითხონ.
ჩვენ მსოფლიოსა ამის სისხლი, პატივი და სასაქმო გაგვიჩენია.
დღეიდან წაღმა ესეთ იქმნას.
ერისთავისა ასე განვაჩინეთ
ა. ერისთავის სიკვდილი ვით არასოდეს კადრებულა, აგრე ნუმცა ვისგან იკადრების.და თუ ვის ღმერთი შერისხდეს და შეცოდება ეგზომ დიდი დაემართოს და მოკლას ერისთავი, ვითა უმსგავსო არის და უსაზომო შეცოდება, აგრეთვე დამეტებული დიდი პატივი და გარდახდევინება დარბაზით ეკითხოს, გარდახვეწა, მამულის წაღება და სისიხლი მისი გვარსა ზედა დაიურვოს და გარდაიხვეწოს.
და მამულისა რაზო წლამდის დაიჭირვის, ამად არა გავაჩინეთ, რომე უზომო იყო და არაოდეს ქმნილიყო და არცა ჩვენ წესადვე ვდებდთ, და თუ რამე იქმნას, მის ჟამის მეფემან იკითხოს, რაჟამცა უფრო ძნელად იკითხებოდეს.
განმგებლისა ასე განვაჩინეთ
ბ. განმგებელი თუ ქვეყანამ მოკლას, ერთმან სოფელმან, გინდა ერთმან პირმან, ხევმან, მსახურ იყოს განმგებელად, ექვსი ათასი თეთრი დაიურვოს სისხლთა ფასით და თვითო კაცი დაიპირო სოფლისა და თავადი და რაზდენიცა კაცი იყოს თავადი, თვითო გაიპარსოს.და რაზომიც სოფელი იყოს, ერთი ორი და რაზომიც გინდეს იყოს განმგებელისა რთოდეს, ვითა ძველითგან გაჩენილი არის, თვითო ცხენი ბეგრად დაედვას წელიწადსა შიგან გამოსაყვანელად სასეფეოდ და საუკუნოდ.
გ. და თუ ერთს კაცს ეფათერაკოს განმგებელი კაცი, გაიპატიჯოს და მამულისაგან გაიძიოს და შეუნდობლად მამული სასეფოდ დადვას.
და თუ სისხლის დაურვება არა შეეძლოს ანუ მამული ებოძოს მის კაცისა სისხლის მქნელისა დარბაზით, ანუ განმგებლის სახლს მეფისაგან სისხლი ებოძოს და მამული სასეფეოდ დაიდვას.
და თუ სისხლის დაურვება არა შეეძლოს ანუ მამული ებოძოს მის კაცისა სისხლის მქნელისა დარბაზით, ანუ განმგებლის სახლს მეფისაგან სისხლი ებოძოს და მამული სასეფეოდ დაიდვას.
დ. და თუ აზნაურშვილი იყოს განმგებელად, მოკლან, მის გვარსა ზედან დაიურვონ სისხლი.
ე. და თუ ხევის ბერმან მოკლას განმგებელი, სამს წლამდის მამულისაგან გაიძოს და ციხე და მამული სასეფეოდ დაადვას. ერისთავმან თავიანთი სახლნი დაუწინდნენ.
მესამეს წელიწადს მოვიდეს და ერისთავს შემოეხვეწოს. ერისთავმან ვეზირით დარბაზთ ჰკადროს და დარბაზით მამული ებოძოს ხევისბერსა.
და ამას ზემოთ გაჩენილი სისხლი დაეურვოს განმგებელის სისხლად და ხევისბერობაც წაეღოს.
და თუ მის ხევის ბერის გვარის კაცი იყოს, ასეთი რომ განმგებელის სიკვდილს არ დახვერიყოს და არას ერიოს არა ცხადად და არა იდუმალ, თვით მას ებოძოს ხევისბერობა დარბაზით.
და თუ არვინ იყოს მისი სახლის კაცი, ვინც ერისთავმან და ახალმან განმგებელმან გამოარჩიონ ერთი კაცი, მეფის ერთგული იყოს და ქვეყანასაც უჯობდეს, იგი დააყენონ დარბაზით ხევისბერად.
მესამეს წელიწადს მოვიდეს და ერისთავს შემოეხვეწოს. ერისთავმან ვეზირით დარბაზთ ჰკადროს და დარბაზით მამული ებოძოს ხევისბერსა.
და ამას ზემოთ გაჩენილი სისხლი დაეურვოს განმგებელის სისხლად და ხევისბერობაც წაეღოს.
და თუ მის ხევის ბერის გვარის კაცი იყოს, ასეთი რომ განმგებელის სიკვდილს არ დახვერიყოს და არას ერიოს არა ცხადად და არა იდუმალ, თვით მას ებოძოს ხევისბერობა დარბაზით.
და თუ არვინ იყოს მისი სახლის კაცი, ვინც ერისთავმან და ახალმან განმგებელმან გამოარჩიონ ერთი კაცი, მეფის ერთგული იყოს და ქვეყანასაც უჯობდეს, იგი დააყენონ დარბაზით ხევისბერად.
ხევისბერთა ასე გავაჩინეთ
ვ. ხევის ბერთა ასე გავაჩინეთ: ხევის ბერი თუ მოკლას ხევის ბერმან, სამს წელიწადს მამულისაგან გაიძოს, ერისთავისა და გამნმგებელისაგან თავათი სახლი დაეწინდნენ, მამული სამს წელიწადამდის სასეფეოდ დაეჭირვოს.
მესამეს წელიწადს ერისთავსა და განმგებელს შემოეხვეწონ და მათ ვეზირით დარბაზთ მოახსენონ და მამული ხელთ უბოძონ.
და სისხლთა ფასი ექვსი ათასი თეთრი დაუურვოს.
ზ. თუ ვინ ხევის ბერის კაცის გაუყოფარი მის სახლსა შიგა მოახლე ერთ სახლის კაცთ მოკლან მამა, ბიძა, ძმა ბიძა, ძე ძმისწული, რაგინდარა მისის გვარისა მისი მოახლე, ესევ ექვსი ათასი თეთრი იყოს, მამულისაგან გაძება ორ წელიწადს და თავანთი სახლნი და ეწვნეს ერისთავისა და გამგებელისაგან და იმავე ზემოთ განაჩენით ერისთვისა და განმგებლისაგან.
და იმავე ზემოთ განაჩენით ერისთვისა და განმგებლისაგან დარბაზთ ეურვოს ვეზირთა და მოურავთა პირითა, - მამული ებოძოს.
და იმავე ზემოთ განაჩენით ერისთვისა და განმგებლისაგან დარბაზთ ეურვოს ვეზირთა და მოურავთა პირითა, - მამული ებოძოს.
ჱ. და თუ ქვეყანამ მოკლას ხევისბერი, - გამგებელის სიკვდილის სწორი პატივი, ბეგარი და სისხლი დაეურვოს. და დაედვას ბეგარი საუკუნოდ.
თ. და თუ ხევის ბერის განაყოფი და მისი გვარის კაცი მოკლას ვინმე თუ ძმაც იყოს ანუ სხვა რაგინდარა მეყვისი (მოყვარე, ახლობელი) იყოს, ხევის ბერის მოახლე იყოს განყოფით, განყოფისა კაცისათვის სამი ათასი თეთრი სისხლის ფასად მისცეს და ორ წელიწადს განეძოს და მამული სასეფეოდ დაედვას. ორს წელიწადს უკან იურვოს ერისთვის და გამნმგებლის პირითა იმავე ვეზირთა საურავითა და წესითა დარბაზისათა, მაშინღა მამული ებოძოს.
ი. ხევის ბერის მეყვისისა და მისის მოახლის სისხლისა და მისის განაყოფისა სისხლი, ასეთისა რომე არა ეახლოს, ამად არად სწორად დავადევით, ამიტომ რომე ხევის ბერს დარბაზით ლაშქართ თავადობა ჰბოძებია და იგინი მისნი მოახლენი იქნებიან და საბატიონი და მისნი მოახლენიცა. ამად რომე დარბაზით დაყენებული ხევის ბერს ახლავან, თვარა განაყოფი არიან, მის განაყოფს ხევის ბერის მუახლის სისხლის სწორი არ მართებს, ამად მისი სისხლი გაუნახევრეთ.
ია. ჰეროვანთა ასე გავაჩინეთ. ვინც ჰეროვანი კაცი მოკლას ჰეროვანმანვე კაცმან, სამს წლამდის გარდაიხვეწოს და სისხლი ორასი დრაჰკანი დაეურვოს, ათას ორასი თეთრი და მამული სასეფეოდ დაედვას და თუ დარბაზისა ცნობისა ღირსი იყოს იგი ჰეროვანი, თვით იმავე ზემოთ განაჩენით დარბაზს იკითხონ ერისთავმან და განმგებელმან და აგრევე უბოძონ მამული და თუ დარბაზს არ ღირს იყოს ცნობასა, თვით ერისთავმან და განმგებელმან შეუშვან და მისცენ მამული.
იბ. თუ ხევის ბერმან მოკლას ჰეროვანი მამულის ნდომისათვის ერთს წელიწადს მამულისაგან განიძოს და თუ ისრე იფათერაკოს დაიურვოს ისრე, ვით ზემო გაგვიჩენია.
იგ. ციხის თავნი ორნი იყვნეს. ხადას წესი ასრე არის, რომ ხადელთ თუ ვინ მოკლას ციხის თავი, ხევის ბერმან ანუ სხვამ ვინმემ ესრეთ რომ ციხის თავად იდგეს ბრძანებით და არა გადადგომილ იყოს, სამს წელიწადს მამულისაგან განიძოს და მამული სასეფეოდ დაიჭიროს და სამი ათას ხუთასი თეთრი სისხლად დაეურვოს, სამს წელიწადს უკან შემოიშვას და მამული ებოძოს იმ ზემოთ წესითა და განაჩენითა.
იდ. თუ უციხისთაო ხადელი კაცი მოკლას ვინმე, თუ ციხის თავადაც დგომილ იყოს, დაეგდოს და აღარ იყოს ციხის თავად, ჰეროვანის სისხლი დაეურვოს და მამულისაგან განიძოს ეზომსა ხანსა, ვითა ზემოთ ჰეროვნისათვის გაგვიჩენია. იმავ წესით შემოუშვას და თუ ციხისთავის ძმა ანუ შვილი ვინმე მოკლას, ჰეროვნის სისხლით დაიურვონ.
იე. დედმამათა სიკვდილი შვილისაგან უწესო არის და ღმერთმან ნუ აყოფინოს ამის კადრება და თუ ვის ღმერთი შერისხდეს და დაემართოს რაც უარესია, ყველას დამართება და ყოფა, პირიანი გაპატიჯება, გაძება შეუნდობლად, შემოუშვებლობა, აღმოფხვრა და აღმოწყვეტა. სისხლი გაჩენით ამად არ შევამკვეთეთ, უსახო და უმსგავსო იყო და უწესო, სხვათაგან სასახოდ დაიდებოდა და არცა ესე წესია, რომე დედმამათა სიკვდილისათვის რარიგადრა სააო დაუამოს შვილთა კაცმან, და რაზომიცა კაცი შვილთა თანა ადგეს მამადედათა სიკვდილს, იგიცა ამავე პატივითა იკითხოს და სისხლი ამად არა გავაჩინეთ ამავე ჩვენთა ჟამთა შინა არა ქნილა და ღმერთმან ნუცა აყოფინოს.
ივ. თუ მამა დაუბერდეს და შვილი მოსწიფოდეს და მამას ბატონის სამსახური არ შეეძლოს, უპრიანია ერთგან ყოფნა და თუ რადმე ვერ იქნებოდენ და ნასყიდი ეყოფოდეს, მამამ ნასყიდი დაიჭიროს და შვილი მამულით გვემსახუროს და თუ მამას ნასყიდი არ ეყოფოდეს, მამულისაგანც დაიზიაროს და შვილთან ნების მყოფელი იყოს, ნასყიდიც შვილს დაუგდოს და თუ ნების მყოფელი არ იყოს, ნასყიდში არა ხელი აქვს შვილსა. და თუ უნდა მამა გაჰყიდის და თუ უნდა მონასყიდე შეიტანს. რასაც უზამს, მამამ იცის. შვილი ნასყიდს ვერ ეცილოს.
იზ. ვისაც ღმერთი შერისხდეს და ძმამ ძმა მოჰკლას, იგი მკვლელი ათს წელიწადს მამულიდან გაიძოს და მამული საგამგებელს შემოეხვეწოს, მათ ვეზირთ მოახსენონ, ვეზირთ დაბაზს ჰკადრონ და ესეთი შემოუშვან. რასაც რამ გვარი იყოს, იმ წესით სისხლი დაეურვოს და მამული ებოძოს და თუ მის მოკლულის კაცის შვილი ღა დარჩეს, არც მისი მოახლე გაუყოფელი, მან ძმამ მის ძმის სისხლისათვის ნახევარი მამული მისის სულისათვის წააგოს და ნახევარი სასეფოდ დაედვას და იგი ნახევარი სისხლი მისის სულისათვის გაჩენილი, მას მიეცეს, ვინც მისი მეყვისი დარჩეს სულისათვის სასაუროთ და თუ არვინ დარჩეს, ერისთავმან და გამგებელმან წაუგოს მის ქვეყანისა ხუცესთა და კაცთა ხელითა.
იჱ. და თუ ოთხნი ხუთნი ძმანი იყვნენ და რაზომცა გაყოფით იყვნენ, მოახლემ აიღოს და მოახმაროს მისსა სულსა და თუ ამ მოკლულის კაცის ცოლი დარჩეს და არ გათხოვდებოდეს, მის მოკვლის კაცის სისხლისაგან სასაპყრო მიეცეს ძალისა მსგავსად და თუ დარბაზის ცნობას ღირს იყვნენ, დარბაზს იკითხონ და დარბაზით გაეჩინოს და თუ არ ღირს იყვნენ, ერისთავმან და განმგებელმან გაუჩინოს და სისხლისაგანც მიეცეს და ათისაგანც ერთი.
ით. სალაშქრო საქმე ასე გავაჩინეთ: რომელიც ქვეყანა და თემი აწვივნეს ბრძანებითა ერისთავმან და განმგებელმან და ჟამიერად არ გამოვიდნენ, ქვეყანამან თუ სოფელმან და თუ ერთმან კაცმან და რაზომცა ღა კაცმან დააკლოს ლაშქრობა, ერთს წელიწადს არ შეენდოს და მამული დაეჭიროს სასეფეოდ და თვითო ხარი წაეგვაროს სასეფეოდ და მეორეს წელიწადს მამული ისევ ებოძოს ერისთვისა და გამგებლისაგან საურავითა, ესე ჰეროვნისა და მსოფლიონისა იყოს და თუ ხევის ბერმან დააკლოს და არ გაჰყვეს, ხევის ბერობა და მამული წაეღოს და ერთს წელიწადს უკან მამული ისევ ებოძოს, თუ ნამსახური იყოს და სხვა არა შეეცოდოს რა.
კ. ხევის ბერი თუ უგემურად იყოს ლაშქრობის ჟამს, მისი ძმა და მოახლე კაცი წავიდეს და ხევის ბერს შეენდოს ლაშქარს წაუსვლელობა.
კა. კაცმან თუ ცოლი დააგდოს უბრალოდ და მისი შეუცოდარი იყოს და გაეყაროს, ესეთსა ნახევარი სისხლი დაუურვოს მის დიაცის გვარსა ზედა.
კბ. კაცმან თუ კაცსა ცოლი წაართვას, იგი ცოლწაგვრილი კაცი რასაც ვის ემტეროს ერთს წლამდის, დაწვასა, მოტაცებასა, დარბევასა, არა მიუფასოს, რა რიგად წარუღოს სისხლის ქნისაგან მეტი და ერთს წელიწადს უკან რას ემტერების, იგიც მიეფერების, ნახევარ სისხლის დაურვება მართებს მათს გვარსა ზედა ცოლის წაგვრისათვის და სისხლისა მიეფასების. რასაც მოჰლავს მტერობასა შიგან, ერთს წლამდის სისხლი არასოდეს გაუცუდდების გარდა დამსხმელისა, ისე რომე ქვემო გაგვიჩენია.
კგ. კაცმან თუ გვირგვინ ნაკურთხი ცოლი წაჰგვაროს, თუ არა შეჰყროდეს, ნახევარის სისხლით დაიურვოს მათს გვარსა ზედა.
კდ. კაცმან თუ ჯვარ გაცვლილი ცოლი წაჰგვაროს, სისხლის მეექვსედი დაიურვოს მათსა გვარსა ზედა.
კე. ვინც ცოლი უბრალოდ დააგდოს და ამოჩნდეს რომე არა შეეცოდოს რა, ესეთს უბრალოს გჰყროდეს, სისხლის ნახევარი დაიურვოს მისის სახლის წესსა ზედა.
კვ. კაცმან თუ კაცს ცოლი წაჰგვაროს, იგი ცოლ წაგვრილი კაცი რასაც ემტეროს, ზემოთ გაჩენილია და თუ დაესხას ასეთი რომე არც შეზავებულ იყვნენ, არც დანდობილ იყვნენ, არც სისხლი აღებულ იყოს, დამსხმელი არ იქნების, არც მოიკვლის, სისხლი ორთავე მკვეხველად მივიდეს და შემოებას და ესეთი მოკლან და წირვისა კათალიკოზმან და ეპისკოპოსთ გაუჩინონ და თუ დიაცი მეომრად იყოს და აბჯარი ჰქონდეს და მოკვდეს, გაუცუდდეს მის დიაცის სისხლი და თუ უბრალო მოკლან, ორი სისხლი დაიურვონ დიაცისათვის და გერში ყველასი სწორე არს, მონაზონთა, ხუცესთა, მწირველისა და დიაცისა და თუ არა მწირველია, არ შემოვა ორ სისხლად და სისხლიც სწორეა მონაზონთა, მწირველთა, ხუცესთა და დედათა ორკეცი სისხლი არს. უბრალოდ დაემართოს და მოკვდეს, ანუ დაიკოდონ, მისის გვარის წესით დაიურვოს. შუად მონაზონი ანუ მწირველი ხუცესი ანუ დიაცი მივიდეს, ესრეთ რომ აბჯარი არა ჯქონდეს და ასეთი მოკლან. ვინც მოკლას, ორკეცი სისხლი დაიურვოს მისსა გვარსა ზედა.
კზ. დარბაზით უბრძანებლად ვიცა ციხე დაუქციონ ანუ ხევის ბერმან, კაცმან ანუ ქვეყანამან ქვეყანასა ანუ სწორმან სწორსა და ვინ გინდა ვის დაექციოს და ამათის მტერობისათვის დაქცეოდეს და ამათ შუა სხვა რაც სასაქმო იყოს, როგორაც გაგვიჩენია, აგრე გარდასწყდეს და ციხის დაქცევისათვის დაიურვონ ნახევარი სისხლი, რასაც გვარისა არის და რასაც გუარის ციხის პატრონი იყოს, მისსა გვარსა ზედა ციხე აგრევე ააგოს დამქცეველმან და თუ ბრძანება ჰქონდეს და ბრძანებით დაექციოს და თავით გარდახდეს, არას ემართლებიან.
კჱ. ბეითალმანად (=უწინდელი მეპატრონის
მიერ მიტოვებული) რაც პარტახტი (უპატრონოდ მიგდებული, გაჩანაგებული ადგილ-მამული, სახლ-კარი ძველ საქართველოში) მამული დარჩეს, რომე მემამულე აღარ მიაჩნდეს, თუ მისის გვარის კაცნი გამოჩნდნენ ერთ გვარნი და რომელნი მეუფროსნი, მეყვისნი და მოსამართლენი იყვნენ ჭირსა და ლხინსა, უფრო თან მდგომნი ყოფილიყვნენ, მათ ებოძოს, ასე რომე საჯარო, სალაშქრო და საბეგრო არ დააკლდეს ქვეყანასა და თუ მათის გვარისა აღარა დარჩეს რა კაცი, ამავე საჯარო ბეგარა სალაშქროთ ვინღა შეიწყნაროს და ღირს იყვნენ ბოძებათა, დარბაზით ებოძოს და თუ დარბაზით მისისა ბოძებისა უღირსი იყოს, ერისთავმან და გამგებელმან მისცენ, აგრეთვე მობეგრედ და მოსამსახურედ იყვნენ.
კთ. დამსხმელისა ასე გავაჩინეთ: კაცს ვისმე სხვას კაცთანა საქმე ედვას და მივიდეს იგი მოსაქმე კაცი და მას კაცს სამართალი სთხოოს და არ გამოჰყვეს და მერე მოვიდეს იგი კაცი და გამგებელს ეუბნოს: ამ კაცთან სამართალი მეც გთხოვე და არ გამომყვა. ეს საქმე ერისთავს მოახსენონ გამგებელმან და მან კაცმან ორჯელ სამჯერ გამოიწიოს სამართალსა. თუ არ გამოჰყვებოდეს, არც ერისთვის სიტყვითა, არც გამგებლისათა და მოწმობდენ მართლად, უთნევად და უქრთამოდ, თუ სამჯერ სამართალი ითხოვა და არ გამოჰყოლოდეს, ისეთი კაცი თუ კაცს დაესხას, რაც რომლისა მოკვდეს ან და იკადროს, სისხლი და გერში ორთავე სწორია ზედა დამსხმელისა და შინა მყოფისა, ამისთვის რომ სამართალს სამჯერ აწვია და არ გამოჰყვა. ერისთავი და გამგებელი მოწმობენ, მათი კაცი მოსრულა და არ გამოჰყოლია სასამართლოდ, ამისთვის დამსხმელისა და შინ მყოფისა სისხლი გასწორდების თავისა გვარსა ზედა, რასაც გვარის კაცნი იყვნენ. ესეთი კაცის კაცს დაესხას, რომე საქმესა დარბაზისასა იმეზეზებდეს უკანის და პირველ ერისთვისა და გამგებლის სიტყვით და მოწმობით სამჯერ სამართალს ეწვიოს და ესეთს უბრალოსა ზედა დაესხას, დამსხმელისა სისხლი არ არის, რაზომიცა მოკვდეს, ყველა გაცუდდების და მას კაცსა და ქვეყანას, რომელსაც ზედ დაესხმის, ყველას სისხლი მართალია, რაზომიც უბრალოა, დამსხმელმან კაცმან მოკლას, ყველა დაიურვოს თავის გვარსა ზედა.
ლ. თუ კაცსა ცოლი წაჰგუაროს და ნუ მოკლას, რა უბრალო ასეთი და იგი კაცი დაესხას ზედა მის მამკვლელისასა და ცოლის წაგვრის დასხმისათვის, დამსხმელი არა ჰქვიან. მამულისა ანუ სხვისა რისამე ესე არის: ვისიც თორმეტი ათასი თეთრი სისხლის ფასი, მას ერთი უარზანგობა (უპატიობა) სამასი თეთრი არის, აზნაურთა ხევის ბერთა ასორმოცდა ათი თეთრი არის ერთი უარზანგობა.
ლა. ჰეროვანთა ოცდაათი თეთრი და ამ წესით გაგვიჩენია: ვისიც სისხლი უფროსი იყოს ანუ უმცრო, უარზანგობაც ამ გაჩენით იყოს.
ლბ. გერშის საქმე ასრე იქნას. ვისცა პირსა ზედა გერში აჩნდეს სადაღედ და ანუ ცხვირნი მოეკვეთნეს, სისხლის მეხუთედი დაეურვოს. რასაც გვარის კაცი იყოს, თუ გერში სად საჩინოდ იყოს, ასრე რომე არ დაშავდებოდეს და დააჩნდეს, სამი უარზანგობა დაეურვოს და დასტაქართა წამლის ფასი.
ლგ. ასოთ ფასი ასეთ გავაჩინეთ. მარჯვენა ხელი ვისაც მოეკვეთოს ანუ დაუშავდეს დაკოდილობითა, სისხლის მესამედით დაიურვოს.
ლდ. კაცი თუ ლაყოჩა იყოს და მარცხენას ხელს მარჯვენად იხმარებდეს, მარჯვენის ხელის სისხლი დაეურვოს.
ლე. კაცს თუ თვალი წამოვარდეს ანუ ფეხი დაუშავდეს ანუ მოეკვეთოს, სისხლის მეოთხედი დაეურვოს.
ლვ. ერთს ომში ერთს კაცს ორივ ხელი დაუშავდეს, ანუ ფეხნი, გინა თვალნი წაუხდეს, სისხლის ნახევარი დაეურვოს მისსა გვარსა ზედა და დასტაქართა წამლის ფასი, რაც გასლოდეს და თუ თვითოს ომსა შიგან თვითო დაუშავდეს და არ ერთგან ორი, ისრევე ქნას, როგორც ზემო გაგვიჩენია.
ლზ. კაცმან თუ კაცს ცერი მოჰკვეთოს ანუ დაუშავდეს, ხელის განაჩენითა ნახევრის სისხლით დაიურვოს. ხელის მარჯვენა იყოს თუ მარცხენა მისის განაჩენით და თუ სხვა რომელიც თითი მოეკვეთოს და ანუ დაუშავდეს, ხელის მესამედი და სისხლი დაუურვოს.
ლჱ. სადაც კაცი დაიკოდოს, ასრე რომე არა ჩნდეს ტანისამოსისაგან, არცა რა დაუშავდეს თვითოს დაკოდილობისათვის, თვითო უზანგობით დაიურვოს თავის გვარსა ზედა და დასტაქარსა წამლის ფასი, რაც გასლოდეს, ისიც მისცეს.
ლთ. კაცმან თუ კაცს კბილი ჩააგდებინოს, ოთხთა ზემოთ წინათ, ოთხთა ქვემოთ, საჩინოთა კბილთა ჩაყრევინებისათვის თვითოს კბილისათვის ოროლლი უზანგობა დაიურვოს თავის წესსა და გვარსა ზედა.
მ. ამ ოთხთა კბილთა იქით სხვათა უჩინართა ჩაყრევინებისათვის თვითოს კბილისათვის თვითო უზანგობა დაიურვოს.
მა. ვისაც ასაბია (ამხანაგი, თანამგდგომი)
იახლოს და მოკვდეს ანუ დაიკოდოს, მის მამკვლელის კაცისაგან არც სისხლი დაეურვოს და არც გერში მიეცეს და ვისიც ასაბია ყოფილა, მათი საქმე ასრე იქნას: თუ მათ შუა ამისი პირი იდვას, რომ ერთმანეთის ასაბიანი იყვნენ და დაიხოცებოდენ, უღირდეს სიკვდილი და გაუყრელობა, თვით მათ იციან, შესწორებული საქმე არის და თუ რადმე გაიყრებოდენ და მოყვარენი აღარ იყვნენ მის მომკვდრის კაცის სისხლისათვის, თუ მის ასაბიათ წამყვანელის კაცის სხისხლის კაცი პირველ არ მომკვდარიყოს და ესრეთ ესაბიოს, სისხლის დაურვება მის გვარსა ზედა და მას რბევასა შიგან ოდეს იგი მოასაბე მომკვდარი იყოს, მისის სისხლის კაცთა მისთა ყმათა სანივთოსა ეშოვნოსთ, ასეთი რომ კარგი იყოს, რად სისხლთა შიგან მიეფასოს. ამისთვის მას სისხლსა დააურვებს და ვინც მორბეულა, მას უზღავს და თუ სანივთო არ იყოს, ნურა მიეფასების რა.
მბ. ლომისას ვინც გლეხი მოკლას, თუ მეფეთაგან შეწირულია, გინა სხვათა ვისგანმე, ათას ხუთასი თეთრი დაეურვოს, თვით ძველითგან გაჩენილი არის ლომისის საზღვარსა ზედა, ამიერი ხადა ცხაოტს მიმდგომი არის და აგრევე გაჩენით იყოს.
მგ. ამიერნი ხევის ბერნი და ჰეროვანნი ამიერთ ნუ ოდეს ნუ მიუდგებიან ნურცა სალაშქროდ ნურცა სასაურვოდ ისაქმებენ ერთმანეთთანა თავის თავისასა საერისთაოს და რომელიც მიუდგეს, რომელიც თუ უნდა იმიერი ამიერსა ანუ ამიერი იმერსა, დარბაზით მამული წაეღოსთ და უკუნექციოს.
მდ. სამეკობრე საქმე ასე გაგავაჩინეთ რომე ვინცა ვინ მოიპაროს ცხენი, ცხვარი, ძროხა ანუ სასაქონლო რაიმე, ანუ სახლი გატეხონ და წაიღონ რამე და უკან წაუდგნენ წამოეწივნენ მეკობრენი შემოებნენ და მეკობრე რაზომიცა მოკლას სისხლი გაუცუდდეს ყველასი და ნაპარევისათვის ერთი თვით იგი თავადი დაუურვონ და ორი სხვა, თავითურთ სამი შეიქნას და სახლის პატრონი თუ მოკლას ანუ მისი მოხელე უკან მდევარი, რაზომიცა მოკვდენ, სისხლი სრული დაუურვონ და ნაპარევი ყველა ამ განაჩენით იზღვეოდენ ერთი რაც წახდენოდეს ორი სხვა.
მე. კაცსა რომ მოეპაროს ვისგან რაიმე და მას ჟამს ვერა შეიგნონ რა და უკანის შეამცნიონ ნაპარევი და გამოჩნდეს მართლად, მოვიდნენ და სთხოვონ, ქვეყანა იყოს მეკობრე თუ ერთი კაცი და როდისაც მოვიდეს საქონლის პატრონი და სთხოვოს, იგი უმართლე არის და მისცემენ იმ ზემოთის განაჩენითა. კარგად გარდაუხადოს და თუ არ მისცენ, გამგებელსა და მის ქვეყნის ხევის ბერს აცნობონ, მათ უთხრან და დააურვებინონ ამავე განაჩენითა და თუ არც ამ სიტყვით გამოერთვას და ეთხოვოს ორჯელ სამჯერ. სადა ახლოს ერისთავი იყოს, მასმცა აცნობოს და თუ არც მან დაუურვებინოს, ეს საქონლის პატრონი ზედ დაესხას მას მეკობრესა, დამსხმელი არ ჰქვიან, არც პირით მეკობრეთ ანუ მისთა ასაბიათა და შემომბმელთა მეკობრესთან მოკვდეს, სისხლი ნუ ეზღვევის მათი და რაზომიც საქონლისა პატრონი მოკვდეს, ყველასი სისხლი დაიურვონ, ამიტომ რომე მეკობრეთ დაუთხოვნია. გამგებელი და ხევის ბერნი მოწმობენ არ მომცემია ორჯელ სამჯერ. ამისთვის მათი სისიხლი გაცუდდების.
მვ. ვალის საქმე ესრე გავაჩინეთ: სარგებელი არც ქართველთ სჯულთა სძესთ წესად რომე აიღონ და არც სხვათა სჯულთა უწერია და სარგებელი არის უწესო და თუ რადმე მიმცემი კაცი ასრე ავი იყოს, რომე სარგებელი აიღოს რაგინდარა ხანი გამოსულიყოს, ათსა თეთრსა ზედან ორი თეთრი მიეცეს. რაზომი დიდი ხანი დაეყოს, ამი მეტსა ნურას მისცემს და არც სამართალია მისაცემლად და თუ დია რათმე ავი კაცი არ არის, არც ამისი აღება მართებს. სამართალი ესრეთ ყონ ყოველთა“.
Комментариев нет:
Отправить комментарий