თბილისის საამირო
„ქართლის საერისთმთავრომ“ არაბთა უღელი დაიდო და ხარკის გადახდას შეუდგა 654 წლიდან. 697 წლიდან ეგრისის სამთავრომ გადაიგდო ბიზანტიის უღელი და არაბებს დაექვემდებარა. ქართული წყაროებით თბილისში არაბთა ამირა დაჯდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროიდან, თუმცა აშკარაა რომ VIII ს-ის დასაწყისიდან აქ უკვე ზის არაბთა წარმომადგენელი, რადგან არაუგვიანეს 704 წლიდან თბილისში იჭრება ომეიადების დინასტიის მონეტები.
თბილისის ამირათა დინასტიები
შუაბისძენი
ალ-ჰაისამ იბნ-შუაბი 750-იანი წლები.
საიდ იბნ-ალ-ჰაისამ იბნ-შუაბი 780-იანი წლები.
ისმაილ იბნ-შუაბი ?–813
მუჰამედ იბნ-ათაბი 813–829
ალი I იბნ-შუაბი 829–830
ისჰაკ იბნ-ისმაილ იბნ-შუაბი (საჰაკ) 830–853
შაბანიანები
მოჰამედ იბნ-ხალიდა იბნ-შაბანი, 853–870; 878
ისე იბნ-აშ-შეიხ აშ-შაბანი 870–875 (მოჰამედის ნათესავი)
აბრაჰამ შაბანი 875–878
გაბულოცი 878–880
ჯაფარიანები
ჯაფარ I იბნ-ალი 880–914
მანსურ I იბნ-ჯაფარი 914–954
ჯაფარ II იბნ-მანსური 954–981
ალი II იბნ-ჯაფარი 981–1011
ჯაფარ III იბნ-ალი 1011–1045
აბდულ ჰეიჯა იბნ-ჯაფარი 1045–1046; 1065–1068
მანსურ II იბნ-ჯაფარი 1045–1046
მუსლიმი „ბერების“ (დიდებულების) 12 კაციანი საბჭოს მართველობა, 1046–1065
ფადლონ შადადიანი განძელი 1068–1069
სითილ არაბი ჯაფარიანი 1069–1082
მუსლიმი „ბერების“ (დიდებულების) 12 კაციანი საბჭოს მართველობა, 1082–1122
1122 წელს თბილისის საამირო დავით აღმაშენებელმა გააუქმა და იგი უშუალოდ საქართველოს სამეფოს შემოუერთა.
ანალოგიური ტექსტებია შემდგომი ამირების მონეტებზე, უბრალოდ იცვლება ამირას სახელი და გამოშვების წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий