XVII ს. პირველ ნახევრის, საქართველოს ურთიერთობა ირანთან, რუსეთთან და ოსმალეთთან აისახა იმ მასალებში, რომლებიც ელჩების მოგზაურობებს, მოხსენებებსა და მეფეების დიპლომატიურ სიგელებს შეიცავენ. რუსი ელჩების ცნობები, მათში არსებული უზუსტობების მიუხედავად, წარმოდგენას გვიქმნის ირანში, შაჰის კარზე და უცხოელ დიპლომატებს შორის გავრცელებულ ხმებზე, საქართველოს წინააღმდეგ ომის მიზეზების შესახებ. ამავე დროს გასაგები ხდება მოსკოვის ინფორმირებულობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რუსეთის ხელისუფლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შაჰის მიზნების გარკვევა ჩრდილო კავკასიაში. თერგ-ქალაქისა (ეს ქალაქი აგებული იქნა მდ. თერგის შესართავთან 1588-1589 წლებში ყაბარდოს მთავრისა და კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის თხოვნით) და ასტრახანის მმართველები ამგვარ ინფორმაციას საგულდაგულოდ აგროვებდნენ. შაჰ აბასის საქართველოში პირველი ლაშქრობისთანავე თერგის სარდალი პ. გოლოვინი 1614 წლის აგვისტოში მეფეს აცნობებდა, რომ შაჰი ჯერ ყაბარდოზე, შემდეგ კი ყუმუხეთზე ლაშქრობას და მტკიცედ ფეხის მოსაკიდებლად ტარკში ციხე-სიმაგრეების ჩადგმასაც აპირებდა. შაჰს კავკასიაში სალაშქროდ თავისებური მარშრუტი ჰქონდა შემუშავებული: ქართლკახეთი-ყაბარდო-ყუმუხეთი-დერბენტი, რაც წარმატების შემთხვევაში ცენტრალური და აღმოსავლეთ კავკასიის რკალში მოქცევას გამოიწვევდა. მაგრამ შაჰმა თუ ამ განზრახვის განხორციელება ვერ შეძლო, ამის უმთავრესი მიზეზი ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლა იყო. რა თქმა უნდა, ირანისათვის მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისა და ოსმალეთის იმ მკაცრ პოზიციას, რომელიც მათ ჯერ კიდავ შაჰის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის გამო დაიკავეს. მათ პირდაპირ მოითხოვეს, რომ შაჰს ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობაზე ხელი აეღო1, შაჰ აბასის საქართველოში ინტერვენციის დაწყებაზე საინტერესო ცნობები დაგვიტოვეს რუსეთის ელჩებმა ირანში მ. ტიხანოვმა და ალ. ბუხაროვმა, რომლებიც ისპაანში მივიდნენ 1614 წლის 4 ოქტომბერს. შაჰ აბასს, მაშინ როდესაც საქართველოს იკლებდა, ოსმალეთის ელჩისათვის უთქვამს, რომ საქართველოში შეჭრის მიზეზი ქართველების მიერ ერთგულების ფიცის გატეხვა იყო. სულთნის ელჩი ქართველებს გამოესარჩლა: საქართველო არავის არ ეომებოდა და ქართველები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ დიდი სახელმწიფოების _ ოსმალეთის, რუსეთისა და ირანს შორის. ყველა მეზობელი სახელმწიფო მას პატივს სცემდა და უფრთხილდებოდაო. ელჩის სიტყვებით გაღიზიანებულ შაჰს უთქვამს: შემახა, დერბენტი და სხვა ქალაქები ხმლით დავიპყარი, რომლებიც სულთანმა ხმლით წამართვა. საქართველო კი დიდი ხანია ჩემი ხელქვეითია, ახლა კი ღალატისათვის დავიმორჩილე და სულთანს, რომელსაც წინათ მასთან ომები ჰქონდა, ახლა არაფერი ესაქმებაო.
რუსმა ელჩებმა, თურქი ელჩის ნათქვამს დაუმატეს, რომ ქართლის მეფე გიორგის ძენი _ ლუარსაბი და იესე, შაჰს ემსახურებოდნენ. შაჰი საქართველოში ჯარით მოვიდა, თეიმურაზს დედა და ორი ვაჟი მოსთხოვა. როცა თეიმურაზმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ამის შემდეგ მან ქართული მიწები დაიპყრო. ზემოხსენებული პეტრე გოლოვინის გადმოცემით, თეიმურაზს შაჰისათვის შეუთვლია: ჩემი მიწა-წყალი რომ არ დაგელაშქრა, ამის სათხოვნელად შენთან ჩემი დედა, ძმა და შვილები გამოგიგზავნე, შენ კი ისინი აღარ დამიბრუნე და ქვეყანაც ამიოხრე. ერთიღა დამრჩა _ გული და სული, სანამ ცოცხალი ვარ, არც ერთს მოგცემ და არც მეორეს და არც შენ გეახლებიო. თეიმურაზმა ბევრი იბრძოლა, მაგრამ იძულებული გახდა ცოლითა და დარჩენილი მომხრეებით დასავლეთ საქართველოში (ბაშიაჩუკში) გადასულიყო. შაჰმა მისი დედა და ვაჟები ისპაანში გაგზავნა. იმ დროისათვის თეიმურაზის უფროსი ვაჟი ოთხის, უმცროსი კი სამი წლის ყოფილა. ელჩები აღმოსავლეთ საქართველოში დატრიალებულ უბედურების შესახებ აღნიშნავენ, რომ შაჰმა იგი მთლიანად გაანადგურა, საუკეთესო ადამიანები ირანში გაგზავნა, ქალაქებში თავისი ვოევოდები დასვა, ეკლესიები მოსპო.
ირან-ოსმალეთის დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, აისახა 1614 წლის 16 ივლისს ირანიდან ასტრახანში დაბრუნებული ერთ-ერთი კაზაკის მონათხრობში. აქაც ლაპარაკია იმაზე, როგორ ცდილობდა შაჰი თავისი ქვეშევრდომი საქართვველოს მეფის დასჯის უფლება დაესაბუთებინა. იგი ამიტომაც სთხოვდა ოსმალეთის სულთანს დასავლეთ საქართველოში თავშეფარებული თეიმურაზი მისთვის გადაეცა და ამის შემდეგ შაჰსა და სულთანს შორის საუკუნო ძმობა და სიყვარული დამყარდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ მოხდებოდა. ამავე მოხსენებიდან ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ საქართველოში ლაშქრობის დროს ყუმუხელებმა შაჰ აბასისთვის დახმარების მოსურნე ტარკის მთავარ გირეისათვის 1500 მებრძოლის მიცემაზე უარი უთხრეს. რუსეთისაგან ჩამოშორებულ გირეის, ერთის მხრივ იარანელების, მეორეს მხრივ კი, ყუმუხელებს შიშის გამო, გადაუწყვეტია შაჰს ხლებოდა და დაცვა ეთხოვა.
თერგის ვოევოდაც მოსკოვში აცნობებდა სულთნის ელჩის მიერ შაჰისათვის დასმული კითხვის შესახებ: რატომ დაიპყრო მან საქართველო და მეფე თეიმურაზი გააძევა, მაშინ, როდესაც საქართველოს მიწა მისი მოხარკე, ხოლო ყუმუხელები კი, მის სამსახურში არიან. სხვა დოკუმენტში ნათქვამია, რომ თეიმურაზ მეფე 12 ათას თუმანს უხდიდა სულთანს ხარკის სახით. ამგვარად, ოსმალეთის პრეტენზია საქართველოზე, კიდევ უფრო ამწვავებდა შაჰის რეაქციას შეუპოვარი ქართლისა და კახეთის სამეფოების მიმართ.
ვიდრე ყიზილბაშების ლაშქრობა საქართველოში დაიწყებოდა, მანამდე შაჰმა ხელთ იგდო თეიმურაზის ორი ვაჟი _ ლევანი და ალექსანდრე და ქეთევან დედოფალი. ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი ბატონიშვილი თეიმურაზის მიერ შაჰთან მძევლების გაგზავნას, თითქმის ერთნაირად გადმოგვცემენ. ოსმალეთზე საომრად მიმავალმა შაჰმა განჯიდან თეიმურაზს შემოუთვალა, რათა შენს ერთგულებაში მშვიდად ვიყო, მძევალი მომეციო. თეიმურაზმა ვერ დაიჯერა შაჰის შემონათვალი, რადგან მაშინ ირანსა და ოსმალეთს შორის მშვიდობა იყო. მეფემ ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვიტა და შაჰის მოთხოვნა თავის კარისკაცებსა და დიდებულებს გაანდო. `მაშინ თეიმურაზ ეზრახა კახთა და მათ ყოველთა განუზრახეს წარვლინება ძისა. გარნა არა ინება თეიმურაზ. არამედ იძულებითა კახთაგან წარუვლინა უმრწემსი ძე ალექსანდრე და წარიტანაცა დედა თÂსი ქეთევან და ნოდარ ჯორჯაძე... ხოლო შააბაზ რა იხილნა იგინი, განრისხებულმან მოუთხრა კვალად თეიმურაზს: `არათუ ვარ ძიძა და მზრდელი ძისა შენისა, წარმომივლინე ძე შენი უხუცესი (რამეთუ ენება სრულიად ყოველთა Ãელთგდებად), უკეთუ გნებავს ერთობა ჩემთანა, და მე ვსცე პატივი დედასა შენსა და უკუნ-ვიქცე~.
თეიმურაზ მეფეს შაჰის ამ ბრძანების შესრულება არ უნდოდა, მით უმეტეს, რომ დედა ქეთევანმაც შეუთვალა მეორე ვაჟი აღარ გაეგზავნა, მაგრამ კახელებმა აიძულეს. `მაშინ უღონო ქმნილმან თეიმურაზ წარუვლინა უხუცესიცა ძე თÂსი ლევან და წარატანა დავით ასლანიშვილი~. ამის შემდეგ შაჰ აბასმა თეიმურაზს შემოუთვალა: `აწ ვსცან, რამეთუ ხარ ერთგული დიდი ჩემი, ვინაÁთგან არა რიდე ძეთა შენთა ჩემთÂს, მოვედი შენცა და აღგავსო ნიჭითა და განგიტეო ქუეყნითურთ მშÂდობით~. ამის შემდეგ ყველასთვის ნათელი შეიქმნა შაჰ აბასის განზრახვა, კახეთის მეფის ოჯახის ხელში ჩაგდებით უნდოდა სამეფოს დაჩოქება და განადგურება.
არ შეიძლებოდა ამ გარემოებასაც თავისებურად უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა თეიმურაზ მეფისა და, საერთოდ კახელების ბრძოლისუნარიანობაზე ომის დაწყების პირველ ეტაპზე მაინც, როდესაც კახელებმა თითქმის ბრძოლის გარეშე დათმეს პოზიციები. თეიმურაზმა და ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ იმერეთს შეაფარეს თავი.
შაჰ აბასი მაშინვე შეუდგა თავისი გეგმის _ კახეთის აოხრების და გაუკაცრიელების განხორციელებას. მან კახეთის გამგებლობა ჩააბარა თეიმურაზ მეფის ბიძაშვილს გამუსლიმანებულ ისა (იესე) ხანს. მოგვიანებით, თეიმურაზ მეფის ელჩი მოსკოვში, არქიეპისკოპოსი თეოდოსე მანგლელი რევიშვილი, ისა-ხანის გამეფებას კახეთში შემდეგნაირად ჰყვებოდა: შაჰ აბასი ზაგემში მივიდა ჯარით, თეიმურაზ მეფე განდევნა და მის ადგილას დასვა გიორგი მეფის შვილი, თეიმურაზის ღვიძლი ბიძაშვილი, უფლისწული იესე. შაჰმა იესეს დაუტოვა მრავალი მებრძოლი. მან იესეს სამსახურში დატოვა ყველა ის ქართველიც, რომლებიც შაჰს მიემხრნენ და თეიმურაზს უღალატეს. ამის შემდეგ შაჰმა საქართველო დატოვა.
თეიმურზ I-მა იმერეთის სამეფოდან სცადა დიპლომატიური კონტაქტების დამყარება მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებთან და ირანის წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. მის გვერდით დადგნენ დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები. თეიმურაზმა მთიელთა მთავრებს მიმართა, თავს დასხმოდნენ ისა-ხანს, მის მომხრეებს და კახეთში დაბანაკებულ ყიზილბაშებს და ამით საქართველოს დახმარებოდნენ. მათ მართლაც შეგროვეს 10 ათასი კაცი, თეიმურაზმაც შეკრიბა თავისი ჯარი და ერთობლივად შეებნენ ისა-ხანს. ისა-ხანი და მასთან ერთად მრავალი ყიზილბაში დაიღუპა. თეიმურაზმა ყველა მოღალატე ქართველი ამოწყვიტა და თავისი სამეფო დაიბრუნა. თეიმურაზ მეფემ შაჰის ვაჭრებიც ამოხოცა და მის ქონებას დაეპატრონა.
ჩრდილო კავკასიელი მთიელების თიმურაზისათვის დახმარება, იმითიც იყო ნაკარნახევი, რომ სამხრეთ კავკასიაში ფეხმოკიდებული ირანი იმათაც საფრთხეს უქმნიდა და, მათი ვარაუდით, ისა-ხანი გადაიქცეოდა შაჰის ამ გეგმის დასაყრდენი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. შაჰი თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსა და ჩრდილო კავკასიელების, განსაკუთრებით დაღესტნელების მიმართ, მათი პროთურქული ორიენტაციით ხსნიდა. სინამდვილეში შაჰი კავკასიიდან როგორც ოსმალეთის ისე რუსეთის გაძევებას ფიქრობდა.
კავკასიაში თეიმურაზ მეფის ავტორიტეტის ზრდის მაჩვენებელია ისიც, რომ მასთან მივიდა შაჰის წინააღმდეგ ამხედრებული შირვანელების მეთაური დელუ-მელიქი (მელიქ ფირმა) და სამხედრო დახმარება სთხოვა ქალაქების _ არეშისა და ყაბალას დასაპყრობად. თეიმურაზმა მას 10 ათასი მეომარი მისცა. დელუმელიქმა დასახელებული ქალაქები მართლაც დაიპყრო და დიდი ნადავლითა და ტყვეებით დაბრუნდა თეიმურაზთან მესხეთში.
ქართველი დიპლომატის, თეოდოსე მანგლელის ნათქვამს, თეიმურაზ მეფისა და დელუ-მელიქის მოკავშირეობის შესახებ, ადასტურებს ისქანდერ მუნში. არქიეპისკოპოს თეოდოსეს სიტყვით, შაჰ აბასმა, როდესაც აჯანყების ამბავი შეიტყო, თავის ერთ-ერთ სარდალს, ალი ყული-ხანს დიდი ჯარით საქართველოში წასვლა `თეიმურაზის შეპყრობა და ცოცხლად მიყვანა უბრძანა~. თეიმურაზმაც შეკრიბა ჯარი, წავიდა ყიზილბაშების წინააღმდეგ, დაამარცხა ისინი, ხელთ იგდო მათი ალმები და ნაბათები და 2500 ყიზილბაშის მოკვეთილ თავებთან ერთად აჰმედ სულთანს გაუგზავნა. თეიმურაზმა ჯარი დაშალა, მცირე რაზმით სურამში დადგა. ამის შემდეგ, შაჰი უჩუმრად მოვიდა საქართველოში. თეიმურაზი სულთანთან გაიქცა.
შაჰ აბასმა საქართველოში ბოლო, მეოთხე შემოსევის შემდეგ, აოხრებული კახეთი ორად გაყო: მდ. იორის აღმოსავლეთი მხარე განჯის მმართველ ფეიქარ-ხანს, დასავლეთი კი ქართლის მმართველს, სვიმონ I-ის ძმის დაუდ-ხანის (დავით XI) შვილს, გამუსლიმანებულ ბაგრატ-ხანს (ბაგრატ VII, 1615-1619), ჩააბარა. `ის ყიზილბაშთა შორის აღიზარდა, სიბრძნესა და მეცნიერებაში განსწავლული იყო~. მისი ძმა იყო ქართლის მეფე ხოსრო-მირზა (იგივე როსტომ-ხანი _ როსტომ მეფე). ქართველი ისტორიკოსის დახასითებით, `დაჯდა ქართლსა ბაგრატ, რომელი გარდაქცეულიყო სჯულსა მაჰმადისასა, და არცა იყო ღირსი მეფობისა, და ზურგად განჯის ხანი და მისნი შემდგომნი ჰყვეს. და მაშინ ამან ბაგრატ ვერ დაუჭირა თავი ქართველსა და ვერცა ეუფლა ქალაქს ზევით ზემო ქართლსა და არცა ჰყუარობდნენ ქართველნი და არცა-რად ახსენებდენ თათრობისათÂს და ეძახდენ საბარათაშვილოს ბატონსა და იყოფებოდა ეგრეთ~.
პიეტრო დელა ვალეს მიხედვით, `ეს ბაგრატი იყო ლუარსაბის გვარისა, მისი ბიძა, თუ ბიძაშვილი, მაგრამ თავის სარწმუნოებას უარ ჰყო ირანში და დიდი ხნის წინედ გაჰხდა მაჰმადიანი~. შაჰმა კახეთში გამაჰმადიანებული იესე (ისა-ხანი), თეიმურაზის ბიძის გიორგის ძე დასვა და მოადგილეებად დავით ჯანდიერი და ნოდარ ჯორჯაძე დაუნიშნა.
1615 წელს კახეთში აჯანყება დაიწყო, რომელსაც მეთაურობდნენ ნოდარ ჯორჯაძე და დავით ჯანდიერი. ყიზილბაშების ამოწყვეტის შემდეგ მათ ტახტზე თეიმურაზი დააბრუნეს. მან სერიოზული მარცხი მიაყენა შაჰის მიერ გამოგზვნილ ყიზილბაშთა ჯარს. თეიმურაზის დიპლომატიური საქმიანობის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ირნის წინააღმდეგ აჯანყებული კახელების დახმარებას აპირებდნენ ყაბარდოელები და ყირიმის ხანი, მაგრამ წამოწყება ჩაიშალა. 1616 წლის გაზაფხულზე შაჰის მეთაურობით წამოსულGლაშქარს ვეღარ გაუძლო და თეიმურაზი ისევ იმერეთში გადავიდა.
* * *
ცნობილი წყაროებით, დასავლეთ საქართველოს სამთავროების ოსმალეთთან საზავო მოლაპარეკებებში თეიმურაზ I-ის მონაწილეობა არ ჩანს, მაგრამ ცხადია, მის მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი ამ პროცესისადმი გულგრილი ვერ იქნებოდა. დასავლეთ საქართველოს სამთავროების და ოსმალეთის მორიგება, მათ შორის მშვიდობის დამყარება, გზას უხსნიდა კახეთის მეფეს ანტიირანული კავშირის შექმნისათვის ოსმალეთთან ურთიერთობის დასაწყებად. მოლაპარაკება სამთავროების მიერ ოსმალეთისათვის ხარკის გადახდაზე მიმდინარეობდა, მაგრამ, მოცემულ ვითარებაში, მსჯელობის საგანი ირანთან ურთიერთობაც იქნებოდა, რაც ხმამაღლა, საქვეყნოდ არ გაცხადდებოდა. მოვლენების შემდგომი განვითარება ამ ვარაუდის დაშვების უფლებას იძლევა.
გურიისა და სამეგრელოს მთავრებს, ფორმალურად სულთნის ვასალებს, კახეთის დევნილ მეფესთან მაშინ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თეიმურაზის ინტერესებში შედიოდა ოსმალეთთან მოლაპარაკებაში პირდაპირ თუ არა ირიბად მონაწილეობა მიეღო და მისთვის ანტიირანული მიმართულება მიეცა. თეიმურაზი ისეთი ანტიირანული კოალიციის შექმნას ცდილობდა, რომელშიც იქნებოდა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო. Eეს მიზანი თითქმის მიღწეული იყო. როგორც შემდეგ ვრცლად ითქმევა, ქართველმა მეფე-მთავრებმა ერთობლივი ელჩიც კი გაგზავნეს მოსკოვში და ირანის წინააღმდეგ დახმარებას ითხოვეს. თეიმურაზ მეფის ელჩმა სიდეგ-მაჰმუდმა 1615 წლის დეკემბერში ყუმუხეთში ჩაიტანა ცნობები საქართველოზე, რომლებიც რუსეთის აგენტის საშუალებით ცნობილი გახდა მოსკოვში.
ხელმწიფეს ყუმუხეთიდან ატყობინებდნენ, რომ თეიმურაზი `ამჟამად თავის საქართველოს მიწა-წყალზე მივიდა, შეაგროვა თავისი სამხედრო ძალები და თავისი ქართული მიწა-წყალი შაჰ აბასის ხალხისაგან გაწმინდა. ხელმწიფე (თეიმურაზმა), ის შაჰ აბასის ხალხი, რომლებიც მის ქართულ მიწაზე ისხდნენ, ყველა ამოწყვიტა და მათგან გაწმინდა თავისი ქვეყანა. არეშში მჯდომი შაჰ აბასის ვოევოდა თეიმუირაზ მეფემ შვილთან ერთად სიკვდილით დასაჯა და არეშში მყოფი შაჰ აბასის 500-მდე კაცი მოკლა... ამჟამად ქართველი მეფე თეიმურაზი თავის მიწა-წყალს ძველებურად ფლობს და ძეგამშია. თეიმურაზ მეფესთან, ყიზილბაში შაჰ აბასის წინააღმდეგ ამჟამად გაერთიანდა 6 ქრისტიანი მეფე. ამ გაზაფხულზე შაჰ აბასთან საომრად თურქეთის მეფესაც სურს მათ ხალხის მისცეს~.
შაჰის აგენტურას, ალბათ, არ გაუჭირდებოდა იმის დადგენა, რომელი ძალები იკრიბებოდნენ ირანის წინააღმდეგ და ვინ გამოდიოდა ახლად შექმნილი კოალიციის ლიდერად. ისქანდერ მუნში აღნიშნავს, რომ `საქართველოს მეფეების, ლუარსაბისა და თეიმურაზისგანაც ხონთქარს მიუვიდა უმდაბლესი არზები. ისინი თავის თავს ოსმალეთის ხელმწიფის ქვეშევრდომებად აცხადებენ და ოსმალებს აქეზებენ ამ მხარესთან (ირანთან) ზავი დაარღვიონ~. იმავე ისტორიკოსის მიხედვით, ამგვარმა ცნობამ შაჰ აბასი შეაშფოთა, მან სასწრფოდ ელჩი გაგზავნა სულთანთან და წერილი გაატანა. მასში `მეგობრული თავაზის, ხელმწიფური წესისა და ჩვეულების მიხედვით [მოკითხვის] და ხელშეკრულებისა და პაემნის მტკიცედ დაცვის [სურვილის] გამოხატვის შემდეგ ეწერა... ზოგი ურწმუნო ქართველი, რომელნიც ძველი დროიდანვე ჩვენი სამეფო გვარის ქვეშევრდომნი და მოხარკენი იყვნენ, აჯანყდნენ და ურჩობა იწყეს, ისლამის დროშის ამაღლებისათვის და ჭეშმარიტ გზას აცილებულ მეამბოხეთა დასასჯელად იმ მხარეს (საქართველოზე) გავემართეთ და საღვთო ომის [წარმოების] ბედნიერებას ვეწიეთო~. წერილში შემდეგ აღნიშნული იყო ყიზილბაშების მიერ საქართველოში ჩადენილ `გმირობებზე~. წერილთან ერთად შაჰს სულთნისათვის გაუგზავნია თორღის ციხეში (პანკისის ციხე) მოპოვებული ნადავლიდან `ძვირფასი ქვებით შემკული გვირგვინი სხვა საჩუქრებთან და მისართმეველთან ერთად~.
საქართველოს დაცვა სცადა რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძემაც. მან, 1615 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა შაჰ აბასს, რომელშიც საქართველოზე თავისი უფლებას ამტკიცებდა და ძირითადად აქცენტს აკეთებდა კახთა მეფე ალექსანდრე II-ის მიერ 1587 წელს რუსეთთან გაფორმებულ საქვეშევრდომო ხელშეკრულებაზე. `ივერთა ქვეყანა ოდითგანვე ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენისაა _ სწერს მოსკოვის ხელმწიფე. _ ალექსანდრე მეფემ მთელ ივერთა ქვეყანასთან ერთად ქვეშევრდომობა სთხოვა ჩემს ბიძას დიდ ხელმწიფე მეფეს და სრულიად რუსეთის დიდ მთავარს თედორე ივანეს ძეს, შემდეგ სრულიად რუსეთის მეფესა და დიდ მთავარს ბორის თედორეს ძეს და მათ მემკვიდრეებს, იმათ ვინც შემდეგში დიდი ხელმწიფეები იქნებიან ჩვენი დიდ რუსეთის სახელმწიფოსი. და თქვენ, ჩვენი დიდი ხელმწიფების ძმა შაჰ აბასის დიდებულება ივერთა ქვეყანაში აღარ შეიჭრეს და ივერთა ქვეყნიდან ჯარის გაყვანა ბრძანოს~. მიხეილ თედორეს ძე საყვედურობს შაჰ აბასს, რომელიც თავის წერილებში რუსეთის ხელმწიფესთან მეგობრობისა და სიყვარულში ყოფნის სურვილს გამოხატავდა, მაშინ როდესაც ივერთა მოსკოვის ქვეშევრდომ ქვეყანას, საქართველოს იკლებდა. ამიტომ გვინდა იცოდეთ, რომ ივერიის მეფეები და მთავრები ოდითგანვე ბერძნული რწმენის ქრისტიანები არიან. `მას შემდეგ, რაც ცარგრადში ქრისტიანი მეფეები გადაშენდნენ, ივერთა ქვეყანის მეფეებსა და მთავრებს შორის ჩამოვარდა უთანხმოება. ივერიის მეფე ალექსანდრე ლევანის ძემ დაინახა რა თავისი უმწეობა და თურქებისაგან განადგურების შიში ჰქონდა, ჩვენს ბიძას, სრულიად რუსეთის დიდ ხელმწიფეს და დიდ მთავარს თედორე ივანეს ძეს შეევედრა, ქრისტიანული რწმენისათვის მიეღო თავისი მფარველობის ქვეშ და სულთნისა და შამხალისაგან დაეცვა. სამაგიეროდ დაპირდა, რომ თავისი შვილებით, უფლისწული დავითით და უფლისწული გიორგით, შვილიშვილებითა და ივერიის მთელი ქვეყნით საუკუნოდ რუსეთის ხელმწიფეთა ერთგული იქნებოდა. მან, ჩვენი ქრისტიანული წესის მიხედვით, ჯვარს ემთხვია და სამგიეროდ თურქებისაგან განთავისუფლდა. ამიტომ იყო, რომ მისმა ზოგირთმა მტერმა მრავალი წლის განმავლობაში ვეღარ გაბედა ივერთა ქვეყნაზე თავდასხმა. თქვენ, ჩვენმა ძმამ შაჰ აბასმა იცით, თედორე ივანეს ძემ თერგზე კოსაზე ქალაქები ჩადგა და ჯარი ჩააყენა ივერიის ქვეყნის თურქებისა და ყუმუხებისაგან დასაცავად. მისი ბრძანებით, თურქების, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ირანს ებრძოდნენ, დასახელებულ ქალაქებში ჩაყენებულ ჯარს, თერგის, ვოლგისა და იაიცკის კაზაკები თავს ესხმოდნენ. ამგვარად, დიდ დახმარებას გიწევდათ და სხვაც მრავალი დახმარება გაუწევია და სიყვარული და ძმობა გამოუხატავს. როდესაც თედორე ივანეს ძე გარდაიცვალა, ალექსანდრემ თავისი შვილებითა და შვილიშვილებით ერთგულების ფიცი მისცა მეფე ბორისს. ამიტომ იყო, რომ მეფე ბორისმა მონაპირე ქალაქების ვოევოდებს შამხალსა და ყუმუხებზე ლაშქრობა უბრძანა. მეფე ბორისის ბრაძანებით ალექსანდრე შენთან ერთად იბრძოდა, მაშინ როდესაც სულთნის ბრძანებით შამხალი ივერიას თავს ესხმოდა~.
1615 წ. თებერვალში თერგის ვოევოდა პ. გოლოვინი მეფე მიხეილ თედორეს ძეს უგზავნის ირანიდან დაბრუნებული პიროვნებისაგან მიღებულ ინფორმაციას, გასულ წელს შაჰის მიერ საქართველოში ლაშქრობის შესახებ. ეს ცნობები, ადრე განხილული ცნობებისაგან განსხვავებული და რეალობასთან უფრო მიახლოებულია. პ. გოლოვინის `მიწერილობაში~ ნათქვამია: როდესაც შაჰ აბასი დიდი ჯარით საქართველოში შეიჭრა, მეფის აზნაურებმა და ხალხმა, ვისაც შაჰისადმი სამსახური არ უნდოდათ, თავი შეაფარეს სხვა ქართულ სახელმწიფოს ჩარის (ბაში აჩუკის? = იმერეთს), რომელიც მთების იქით, შავი ზღვისკენ მდებარეობს,. შაჰ აბასმა 200 ყიზილბაში გააგზავნა და ჩარის მეფეს დევნილების დაბრუნება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ომის დაწყებით დაემუქრა. იმ ქართველმა მეფემ შაჰის ელჩები დაახოცინა და შაჰს შეუთვალა: თუ ჩემს ქვეყანაზე საომრად წამოხვალ, მოხარული ვიქნები შენ შეგებრძოლოო.
ირანიდან თერგში მისულებს ისიც უთქვამთ, სულთანმა შაჰს ელჩი გაუგზავნა და იმის პასუხი მოსთხოვა, რატომ შეიჭერი ჩემს კუთვნილ ქვეყანაში, ახლა მეც თავს დავესხა ჩვენს საზღვრებთან მდებარე შენს ქალაქებსო? შაჰმა მოისმინა, რა სულთნის შენათვალი, მთელი ჯარით თავის ქვეყანაში დაბრუნდაო. ირანის ხელისუფლება ცდილობდა, დაუმორჩილებელი ქართველებისათვის ყველა გზა გადაეკეტა და მათს მეზობლებში ისეთი განწყობილება ჩამოეყალიბებინა, რომ თავშესაფარი, მოკავშირე ვერსად ეშოვათ და სამუდამოდ დაეკარგათ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამგვარ მცდელობას შაჰ აბასის მხრიდან ვხედავთ რუსეთთან ურთიერთობის დროს. 1615 წლის 27 ოქტომბერს შაჰ აბასი მოსკოვის მეფეს სწერდა: `... საქართველოს მიწა-წყალი, რა დასამალია, დასაბამიდან ჩვენი, შაჰის მოსამსახურე და ქვეშევრდომი იყო. ჩვენ ყოველთვის მისი მწყალობელი ვიყავით და ვუფრთხილდებოდით. მართალია, ზოგიერთ იქაურ ადამიანში ცბიერება ბევრია, მაგრამ ზოგი მათგანი გულმართალი და ერთგულია. თუ ისე მოხდება, რომ რაღაცა საქმის გამო სასჯელს დავადებთ, ჩვენ გაგვიჯიუტდებიან და თქვენ მხარეზე გადმოვლენ, შენ სწორედ ამ დროს უნდა გამოავლინო ჩვენდამი ძმური ერთგულება და სიყვარული და ისინი ჩვენთან დააბრუნო~.
ირანის დიპლომატია ამგვარ პოლიტიკას ატარებდა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაშიც. ჯერ კიდევ 1614 წლის 4 აგვისტოს ვოევოდა გოლოვინი თერგიდან მოსკოვში აცნობებდა: `შაჰ აბას ყიზილბაშელი საქართველოსა და დადიანის მიწაწყლიდან გამოვიდა და ახლა შავ ზღვასთან დგას, (მან) თურქეთის მეფეს თავისი ელჩი გაუგზავნა და შეუთვალა, რომ თურქეთის მეფეს ებრძანებინა მისთვის (შაჰისათვის) მისი ქვეშევრდომი ქართველი მეფეები: მეფე თეიმურაზი და და სიმონის ვაჟი იური ბატონიშვილი (იგულისხმება ლუარსაბ II) დაებრუნებინა. თუ იგი, თურქეთის მეფე, მათ გადაცემას არ ბრძანებს, მაშინ შაჰ აბასი თვითონ დაიჭერს, ცარგრადშიაც რომ იყვნენ ისინი. თურქეთის მეფემ კი ელჩს უთხრა: ყმებს კუდში კი არ დასდევენ და მეფეები თვითონ კი არ დარბიან მათ დასაჭერადო~. რა თქმა უნდა, რუსულ წყაროში სერიოზული უზუსტობებია, მაგრამ მათზე ყურადღერბას არ გავამახვილებ. ამჯერად, საინტერესოა ის, რასაც შაჰი სულთნისაგან ითხოვდა. ამგვარი პრეტენზია შეიძლება მართლაც ჰქონოდა ირანის მთავრობას ოსმალეთის მიმართ, მაგრამ მისი დამადასტურებელი ანალოგიური ხასიათის სხვა ცნობები არ გაგვაჩნია.

ისქანდერ მუნში და ფარსადან გორგიჯანიძე თითქმის ერთნაირად გადმოგვცემენ ლუარსაბ მეფის იმერეთიდან ქართლში გადმოსვლის და შაჰ აბასთან გამოცხადების მიზეზს. ისქანდერ მუნშის მიხედვით, იმერეთის მეფეს და დედოფალს შაჰისთვის, მისივე ელჩის ხოჯა მოჰამედ-რეზას პირით შეუთვლიათ, რომ ქართლის სამეფოს ის ტერიტორიები, რომლებიც იმერეთს ემეზობლება, მათი შვილი ალექსანდრესათვის გადაეცა. იმერეთის მეფედედოფლის სურვილი როცა შეიტყო, შაჰს ჭკუაში დაუჯდა და თავისი გადაწყვეტილების შესატყობინებლად ლუარსაბს იაყუბხან-ბეგ ყარამანლუ გაუგზავნა. შეშფოთებული მეფე ლუარსაბი ქართლში გადმოვიდა.
ფარსადან გორგიჯანიძეც ლუარსაბის იმერეთიდან გადმოსვლის მიზეზად სამეფოს დაკარგვის შიშს ასახელებს, მაგრამ ამ ინტრიგის მოწყობას შაჰ აბასს მიაწერს: `რა ეს ამბავი (იმერეთის მეფის მიერ თეიმურაზისა და ლუარსაბის შაჰისათვის გადაცემაზე) ყაენს მოუვიდა, მეფეს ლვარსაბს დისაგან საფიცრისა და მოსანდოს წიგნები გაუგზავნა, სარუ ხოჯას Ãელითა იმერეთს გაგზავნა და ერთი წიგნი მეფეს გიორგის მისწერა... თქვენი შვილი ალექსანდრე გამოგვიგზვნეთო, ქართლის მეფობას მივცემთო და ასრე დააბარა _ ეს წიგნებიო მალვით მეფეს ლუარსაბს აჩვენეთო; თუ წამოსვლა მოინდომოსო, იმ წიგნს გიორგი მეფეს ნუღარ აჩვენებო~. მეფე ლუარსაბი შეშფოთდა, როდესაც სარუ ხოჯამ თავისი დის წერილები და შაჰის მიერ მეფე გიორგისთვის გადასაცემი წერილი უჩვენა. სარუ ხოჯამ მეფეს ისიც უთხრა, რომ ამ წერილის შინაარს რომ გაიგებს გიორგი მეფე შეგიპყრობს და შენს თავს უფლისწულ ალექსანდრეს გაატანსო, მაგრამ ოსმალეთში გაქცევას თუ გადაწყვეტ მეც თან წაგყვებიო. ლუარსაბი მიენდო სარუ ხოჯას `გულწრფელ~ სიტყვებს და უვნებლობის ფიცი ითხოვა. ფარსადან გორგიჯანიძე ამბობს: `ლვარსაბ მეფე სარუ ხოჯისგან მოტყუებული შეიქნა და წავიდა ყაენსთან~.
ქართული საისტორიო ლიტერატურა ლუარსაბის შაჰთან მისვლის განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. ბერი ეგნატაშვილით, როდესაც შაჰმა გორში იმერეთის მეფის უარყოფითი პასუხი მიიღო მეფეების გაცემის შესახებ, ამის შემდეგ მან ვერაგობას მიმართა. იმერეთის მეფის წარმოგზავნილებს უთხრა, მე ლუარსაბს არ ვემდური, თეიმურაზია ჩემი მტერი. თუ მოვა წყალობას ვუზამო. ამის შემდეგ მოიხმო შადიმან სუფრაჯი, ლუარსაბის გამზრდელი და ტირილით უთხრა: მე მეფე სვიმონის შვილიშვილს როგორ წავახდენ, ის თეიმურაზმა შეაცდინა. შაჰმა `მისცა ფიცი საშინელი და საფიცარი და იტირა ბევრი~. შადიმანმა დაიჯერა შაჰის სიტყვები, რომელმაც თავისი ერთგული კაცი ხოჯა გააყოლა. `რა მივიდნენ ესენი მეფესა ლუარსაბსა თანა და გიორგი იმერეთის მპყრობელთანა, მოახსენეს ამბავი ესე, ყაენისაგან დანაბარები, და აუწყეს ყოველივე. და შადიმან საფიცარი აჩუენა, და ხოჯამან ხმალი მიართუა, და მიართვეს დის მისისაგან მიწერილი წიგნი, მაშინღა დააჯერა გული მეფემან ლუარსაბ და აემზადა წამოსასვლელად~.
გიორგი მეფემ ლუარსაბის განზრახვის შესახებ, მაშინვე შეატყობინა დადიანსა და გურიელს, რომლებიც მოვიდნენ და თეიმურაზთან ერთად ლუარსაბს შეეხვეწნენ: `რომ ყიზილბაშთ მრავალი ტყუილი იციანო და დაუნდობარნი კაცნი არიანო, არც შენ დაგინდობენო, ნუ წახვალო~. მაგრამ მეფე ლუარსაბმა არ შეისმინა `და მოვიდა შააბაზ ყაენთანა გორს~.
რ. ბურჭულაძეს ლუარსაბ II-ის შაჰ აბასთან გადმოსვლის მიზეზად, `არჩილიანზე~ დაყრდნობით, იმერეთის სამეფო კარზე ყიზილბაშთა დიპლომატიური დემარში კი არ მიაჩნია, არამედ მეფე გიორგის მიერ სამეფო ეთიკეტის დარღვევა, რაც საინტერესოდ და საყურადღებოდ მეჩვენება.

შაჰ აბასმა, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა. მიუხედავად ამისა, ცნობილი გახდა თუ არა ოსმალეთის ჯარის ირანის საზღვრებთან მისვლის შესახებ, მაშინვე საქართველოსა და შირვანში `ყველგან შფოთი დაიწყო. ყველა ხალხის მეამბოხეებმა დამოუკიდებლობა და ურჩობა მოინდომეს და ისინი გახდნენ მუსლიმანების კეთილდღეობის დამანგრეველნი...~
ქართველი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მთავარი საზრუნავი ირან-ოსმალეთის სტამბოლის საზავო ხელშეკრულების ჩაშლა და საომარი მოქმედების განახლება იყო. ისქანდერ მუნში, ალბათ, შაჰის კარზე არსებული აზრის მიხედვით, ირანის წინააღმდეგ ომის წამოწყების ინიციატორებად ქართველ მეფეებს _ ლუარსაბსა და თეიმურაზს ასახელებს. ამათი წაქეზებით სულთანმა `ზავი და პირობა დაშლისა და დავიწყების თახჩაზე შესდო~.
როგორც ითქვა, 1612 წლის ზავით, მართალია, გამარჯვებული ირანი დარჩა, მაგრამ ოსმალეთის ხელისუფლების გაგებით, ეს დროებითი მოვლენა იყო. შაჰ აბასის მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში 1614-1615 წლებში წარმოებული სამხედრო ოპერაციები, ბუნებრივია, მას მხედველობის მიღმა არ დარჩენია. სწორედ აღნიშნულ პერიოდში სულთანმა არაერთხელ მოსთხოვა შაჰს დაებრუნებინა მისთვის შემახა, დერბენტი, განჯა და სხვა ადგილები. ამასთან ერთად, სულთნის ელჩები გადაჭრით მოითხოვდნენ განმარტებას თუ რატომ დალაშქრა ირანმა საქართველო, მაშინ როდესაც იგი ოსმალეთის მოხარკეა, ხოლო ყუმუხელი მფლობელები ჩემს სამსახურში იმყოფებიანო. ოსმალეთი ასეთსავე პრეტენზიას აყენებდა ყაბარდოზე. ოსმალეთის პრეტენზიები ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე, ირანისაგან სიფრთხილეს მოითხოვდა.
პოლიტიკურ ასპარეზზე იმყოფებოდა რუსეთიც, რომელიც დაუფარავ ინტერესს ამჟღავნებდა სამხრეთ კავკასიისადმი. ირანის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ჩრდილო კავკასიელებმაც მას მიმართეს. 1616 წელს თერგ-ქალაქის სარდლის პრიკლონსკის მიერ მეფისათვის გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ ყაბარდო-დაღესტნის მმართველებს მიხეილ თედორის ძისთვის დახმარება უითხოვიათ. მეფემ მათი თხოვნა შეისმინა, ირანში ელჩი გაგზავნა და შაჰისათვის ყაბარდო-დაღესტანზე ლაშქრობის გაუქმება მოსთხოვა.
`ასეთ საერთო ვითარებაში შაჰს არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწია რუსეთისათვის მით უფრო, რომ ქართლ-კახეთის თავდადებული ბრძოლის პირობებში მისი `თხოვნა~ კარგი გამოსავალი იქნებოდა, რამდენადაც მას ყაბარდო-დაღესტანზე ლაშქრობა აღარ შეეძლო და მისი მოშლა ამით გამართლდებოდა, ხოლო მეორე მხრივ კი თვით, რუსეთს დაუმტკიცებდა თავის `ძმობასა და მეგობრობას~.
სხვათა შორის, შაჰმა აოხრებული საქართველოდან წასვლაც რუსეთისადმი ამ `ძმობისა და მეგობრობის ნიშნად გაასაღა~. ირანის უკან დახევამ ყაბარდო-დაღესტნის საკითხში, ბუნებრივია, კავკასიაში რუსეთის ავტორიტეტის ზრდა გამოიწვია.
1616 წლის თებერვალში თეიმურაზ მეფემ თერგის სარდალს პრიკლონსკის და თავად მუნდარის წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღწერდა შაჰის მიერ მის სამეფოში ჩადენილ სისასტიკეს და იმავე დროს ადრესატს შეახსენებდა, რომ `იგი მოსკოვის ძველ ხელმწიფეთა და ასევე ახალი მიხეილ თედორის ძის მსახურია~. (თ. ტივაძე იზიარებს ნ. ბერძენიშვილის ვარაუდს, რომ ქართველმა მეფეებმა _ თეიმურაზმა და გიორგიმ, გურიის მთავარმა მამიამ ერთობლივად გააგზავნეს წერილები მოსკოვში).
რა თქმა უნდა, თეიმურაზის აზრით, რომელსაც ის პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ადრესატისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ `მსახურისადმი~ დახმარება პატრონის ვალია. პრიკლონსკიმ, როგორც ჩანს, თეიმურაზის წერილი რუსეთის სამეფო კარამდე მიიტანა და მას გამოხმაურებაც მოჰყვა: რუსეთიდან თეიმურაზთან წერილით კაცი გაგზავნეს, მაგრამ წერილმა მეფემდე ვერ მიაღწია შაჰ აბასის საქართველოში მეორედ ლაშქრობის გამო.
თეიმურაზ მეფემ თავისი ელჩი ხარიტონი 1615-1616 წლებში ორჯერ გაგზავნა ოსმალეთსა და ყირიმის სახანოში და ირანის წინააღმდეგ დახმარება ითხოვა. სულთანმა ქართველი ელჩი კარგად მიიღო და დაპირდა, რომ ყირიმის ხანის ლაშქარი ყაბარდოდაღესტანზე გავლით წავიდოდა ქართველების დასახმარებლად.
თუ გავითვალისწინებთ XVII ს. პირველ ნახევარში რუსეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობას (XVII ს. 10-იან წლებში გლეხთა აჯანყებები, `დიდი შინაურული არეულობა~, რეჩ პოსპოლიტა-შვეციის ინტერვენცია 1606-1618 წლებში), მაშინ გასაგები გახდება, რომ იგი იძულებულია ანგარიში გაუწიოს კავკასიის მიმართ ირანისა და ოსმალთის განსაკუთრებულ ინტერესს, როდესაც რუსეთი გაჭირვებით ცდილობს დაიკავოს ადგილი ამ რეგიონში ბატონობისათვის დიდ პოლიტიკურ თამაშში. იგი თავს არიდებს დასახელებულ ორ ძლიერ ახლოაღმოსავლურ სახელმწიფოსთან სერიოზულ შეეჯახებას. მას არ შეუძლია აქტიურად იმოქმედოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრობლემების თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად. საქართველოს საკითხზე რუსეთისათვის ხელჩასაკიდი ისლამის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის დროს, ქართველების ქრისტიანობა იყო, რაც მას მორალურ უფლებას აძლევდა, ერთმორწმუნეთა დამცველის როლში გამოსულიყო. ამდენად, მოცემულ ეტაპზე, რუსეთს ქართველებისათვის მხოლოდ დაპირებების მიცემა შეეძლო და, ხელსაყრელ დრომდე, მოთმინებისა და მეზობლებთან ურთიერთობის მოგვრებისაკენ მოუწოდებდა. საქართველოს მეზობელი ოსმალეთი და ირანი კი, ბუნებრივია, შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ საქართველოს და რუსეთის დაახლოების მნიშვნელოვანი პირობა (ერთმორწმუნეობა) მართლაც არსებობდა. მაგრამ ეს მომავლის საქმე იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთს არც შეძლება და არც სურვილი ჰქონდა საქართველოს დახმარებოდა. ამის მიზეზი რუსეთ-ირანს შორის კარგი ურთიერთობა იყო, კერძოდ, ურთიერთგაგება ჩრდილო კავკასიის ხალხებისადმი დამოკიდებულებაში, მომგებიანი ვაჭრობა და სხვ. რუსმა პოლიტიკოსებმა მშვენივრად იცოდნენ ირანის ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები.
რუსეთს არ შეეძლო ირანთან სამხედრო დაპირისპირება. ამდენად, არასწორად მიმაჩნია იმის მტკიცება, თითქოს `რუსეთს გარკვეული საფუძველი ჰქონდა საქართველოსადმი დახმარებისაგან თავი შეეკავებინა~. რუსეთი თავს მხოლოდ იმოტომ `იკავებდა~, რომ მას ხვაგვარად მოქმედება არ შეეძლო. მართალია, იმგვარი ანტიირანული კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ, ზემოთ რომ ითქვა, პირდაპირი ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც 1615 წლის მაისში ოსმალთა ჯარი ირანის საზღვრებისაკენ წავიდა, თეიმურაზ I იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ჯარებით კახეთისაკენ დაიძრა.
თეიმურაზს, ჩანს, კავშირი ჰქონდა ანტისპარსულად განწყობილ კახელებთან და შირვანელებთან. ისინი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. 1615 წლის 15 მაისს კახეთში ნოდარ ჯორჯაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყება დაიწყო. `გარნა შემდგომად სამისა თთÂსა წარუვლინეს ნოდარ და დავით ბატონს თეიმურაზს კაცი და მიუთხრეს: `მოვედ და ეპატრონე კახეთს საბატონოსა შენსა~. თეიმურაზი კახეთისკენ წავიდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იგი იმერეთის მეფე გიორგი III-მ, ლევან დადიანმა და მამია გურიელმა არაგვამდე მიაცილეს, სადაც კახელები `სრულიად~ შეეგებნენ. დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები უკან გაბრუნდნენ. `თეიმურაზ დაიპყრა კვლავ კახეთი~.
აჯანყებულებმა თავდაპირველად წარმატება მოიპოვეს. თეიმურაზმა არეშიც აიღო, შაქის მმართველი მოკლა და ყიზილბაშები ამოწყვიტა. აქედან ის დაუკავშირდა დაღესტნელ მთავრებს და ირანის წინააღმდეგ მოკავშირეობა შესთავაზა. მაგრამ მთავარი ძალა _ ოსმალეთი ირანთან ომის დაწყებას არ ჩქარობდა. მართალია, 1616 წლის აპრილში მან სამხედრო მოქმედება დაიწყო, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე, კვლავ დაიდო ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის, რომლითაც შენარჩუნებულ იქნა 1612 წლის მდგომარეობა.
ეს ზავი დიდი დარტყმა იყო ირანის წინააღმდეგ მებრძოლი თეიმურაზისა და მისი მოკავშირეებისათვის. შაჰ აბასი ოსმალეთთან ომის შეწყვეტის შემდეგ, 1616 წლის გაზაფხულზე, ხელახლა საქართველოს განადგურებას შეუდგა.
რა თქმა უნდა, შეფასებული უნდა იქნას ქართველმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა რამდენად სწორად შეიმუშავეს მოქმედების გეგმა: სწორად გათვალეს თუ არა თავიანთი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, როგორ მიიყვანეს ისინი პოტენციურ მოკავშირეებამდე და დაარწმუნეს თუ არა დასახული მიზნის განხორციელების აუცილებლობაში? თვითონ თუ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კოალიციის მთავარი ძალა _ ოსმალეთი ბოლომდე ანგარიშს გაუწევდა მოკავშირეების ინტერესებს?
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა სწორად ვერ გათვალეს ძალთა ცვლილება და განლაგება ახლო აღმოსავლეთში, სწორად ვერ შეაფასეს ირანის შესაძლებლობები. შაჰ აბასის ირანი ის სახელმწიფო აღარ იყო, რომელსაც ოსმალეთი, ტრადიციულად, ათწლეულების განმავლობაში, თითქმის ყოველთვის ჯაბნიდა ბრძოლის ველზე. ოსმალეთის იმპერია დასუსტების გზაზე იყო. ირანი ოსმალეთის ინტერესებს კავკასიაში ანგარიშს რომ აღარ უწევდა მაშინაც გამოჩნდა, როცა შაჰმა სულთანს თეიმურაზის გადაცემა მოსთხოვა და იქვე დაემუქრა, თუ მის ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, მაშინ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა და მეგობრობა არასოდეს დამყარდებოდა. ოსმალეთის მიმართ მკაცრი განცხადება-მოთხოვნის მიუხედავად, შაჰს ოსმალეთის იმპერიასთან დიდი ომი არ აწყობდა.
ირანისა და ოსმალეთის ჯარები ერთმანთის პირისპირ იდგა. `თეიმურაზი ვარაუდობდა, რომ ოსმალეთის ლაშქარი, რომელიც განლაგებული იყო ალეპოს მიდამოებში, 1616 წლის გაზაფხულიდან შეტევას დაიწყებდა ირანის წინააღმდეგ და მნიშვნელოვნად შეავიწროებდა ირანელებს. ეს კი საგრძნობლად გააუმჯობესებდა კახეთის მდგომარეობას და ქართველებს საშუალებას მისცემდა დაეცვათ თავი შაჰის აგრესიისაგან. მაგრამ თეიმურაზის იმედები არ გამართლდა~. დიდმა ვაზირმა მეჰმედ ფაშამ წარმატებას ვერ მიაღწია და 1616 წელს შაჰ აბასს დაუზავდა. გაფორმდა ხელშეკრულება 1612 წლის სტამბოლის ზავის პირობების განახლების შესახებ.
ქართველი ხალხის თავდადებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. შაჰმა კახეთის აჯანყება ჩააქრო, მთელი აღმოსავლეთ საქართველო სასტიკად გაანადგურა. მტრის წარმატების მიზეზი მხოლოდ მისი მრავალრიცხოვნება არ იყო. დიდი როლი შეასრულა საგარეო და საშინაო გართულებებმა, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელმა. მრავალმა კახელმა დიდებულმა ყიზილბაშებთან ბრძოლაზე უარი სთქვა და შაჰს დანებდა. `მაშინ კახთა მგონებელთა, ვითარცა უყოთ წინარე შააბაზ უვნებლობა და ბოძნი, მისთვის არცა აწ ინებეს ბრძოლა და მაგრება. ამით უღონოდ იქმნა თეიმურაზ, წარვიდა იმერეთსავე, გარნა განჰყვნენ მრავალნი დიდნი და მცირენი დედაწულითურთ~.
როგორც ითქვა, თეიმურაზმა კვლავ თავი გაარიდა გააფთრებულ ყიზილბაშებს და იმერეთში გადავიდა. რუსეთის ხელმწიფე ამ პერიოდში შაჰისათვის, ან ირანში თავისი დიპლომატებისათვის გაგზავნილ წერილებში, რომლებიც იმავე დროს ამ უკანასკნელთათვის სახელმძღვანელოსაც წარმოადგენდა, მხოლოდ განცხადებებითა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისტორიული ექსკურსებით შემოიფარგლებოდა.
რუსეთის ხელმწიფე, ისევე როგორც XVI ს. 80-90-იან წლებში, სულთანს უმტკიცებდა თავის უფლებას საქართველოზე, ახლაც იგივეს ცდილობდა შაჰთან მოლაპარაკების დროს. რუსეთის ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება საქართველოს საკითხისადმი და ისიც, რომ ირანი პატივს უნდა სცემდეს და ანგარიშს უწევდეს რუსეთის ინტერესს საქართველოს მიმართ და მათ ერთობლივად უნდა დაიცვან თავი ოსმალეთისაგან, ნათლად აისახა ორ რუსულ დოკუმენტში. ერთი არის მოსკოვში, საელჩო პრიკაზში, შაჰ აბასის დიპლომატიურ შიკრიკთან (დაბალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენელი) ხოზა მურთაზასთან მოლაპარაკების ანგარიში (დრო პირობითია. ჩაწერილი უნდა იყოს 1616 წ. 10 ივლისამდე), მეორე კი, ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძის წერილი მეფის დესპან ი. ფ. ლეონტიევთან.
ხოზა მურთაზას საელჩო პრიკაზში განუცხადეს, რომ ხელმწიფემ თერგის ვოევოდა გოლოვინისაგან შეიტყო შაჰ აბასის მიერ ივერიის ქვეყნის აკლებისა და მეფე თეიმურაზის გაძევების შესახებ. შაჰ აბასმა იცის, რომ ივერია და მისი თავადები ოდითგანვე რუსეთის ხელდებულნი არიან. ამის შემდეგ შაჰის დიპლომატიურ შიკრიკს შეახსენეს ვის დროს და როგორ მიიღეს ივერიელებმა რუსეთის მფარველობა, რა საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ხელისუფლება ივერიის ჩრდილო კავკასიელებისაგან დასაცავად და, რომ ეს ღონისძიებები ირანის ინტერესებსაც მიესადაგებოდა. რუსეთის მოქმედების შედეგად, ოსმალებს ეკეტებოდათ დერბენტთან დამაკავშირებელი გზა. ამიტომ იყო, რომ როცა `ჩვენმა დიდმა ხელმწიფე მეფემ და სრულიად რუსეთის თვითმპყრობელმა დიდმა მთავარმა გაიგო თქვენი დიდი ხელმწიფე შაჰ აბასის მოქმედების შესახებ, გაუკვირდა, რომ მან, ჩვენმა ძმამ დიდმა ხელმწიფემ (აბასმა), არ აცნობა ჩვენს დიდ ხელმწიფეს, რომ დიდი ხელმწიფის ქვეშევრდომი ივერიის მიწა-წყლის განადგურება ბრძანა და ჩვენი დიდი ხელმწიფის მუდმივი ყმებს ყაბარდოელ ჩერქეზებს თქვენი დიდი ხელმწიფის ჯარი ეომებოდა. თქვენ დიდ ხელმწიფეს არ ეკადრება ასე მოქცევა, რომ არ გააგებინა ჩვენს დიდ ხელმწიფეს განადგურება საქართველოსი, იქ სადაც ღვთის წმინდა ეკლესიები იყო ციხეები ჩადგა. არ ეკადრება, რომ ყაბარდოსა და ყუმუხების მიწა-წყალზე ჯარი გაგზავნა... ყიზილბაშმა შიკრიკმა უპასუხა: საქართველო შაჰმა იმიტომ დაიპყრო, რომ იგი თურქებს მიემხრო, მას განუდგა და (სულთანს) ეპატიჟება. ახლა დიდი ხელმწიფე მეფე და სრულიად რუსეთის დიდი მთავარი მიხეილ თედორეს ძე საქართველოს მიწა-წყალს თავისთვის ითხოვს, ხოლო თურქეთის მეფე სწერს, რომ საქართველო მისია~.
1616 წ. დასაწყისში რუსეთის დესპანს ფ. ი. ლეონტიევს გაეგზავნა `დარიგება~ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარემართა მოლაპარაკება შაჰთან საქართველოს საკითხზე. `დარიგების~ უდიდესი ნაწილი შედგება იმის დასაბუთებისაგან, რატომ აქვს რუსეთს პოლიტიკური და მორალური უფლება შაჰთან მოლაპარაკების დროს, იყოს საქართველოს დამცველი, რამდენი რამ გაუკეთებია მისთვის და ა.შ. `გარდაიცვალა თუ არა მეფე ბორისი, რეჩ პოსპოლიტის მეფის წაქეზებით მოსკოვის სახელმწიფოში დაიწყო არეულობა და ხალხის დაპირისპირება. ყუმუხები შეუთამხმდნენ თურქებს, რომლებიც მაშინ ყუმუხების ქვეყანაში იყვნენ, ჩვენს დიდ სახელმწიფოს ესხმოდნენ და ორივე მხრიდან ბევრი სისხლი დაიღვარა. ყველაფერი ივერთა ქვეყნის გამო მოხდა. ახლა კი დიდი ხელმწიფე შაჰ აბასის დიდებულება შეიჭრა ივერთა ქვეყანაში, დაიპყრო და გაანადგურა, მეფე თეიმურაზი საქართველოდან გააძევა, იქ სადაც ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის მონასტრები და ეკლესიები იყო, სადაც უფლის სახელს ადიდებდნენ, შაჰ აბასის დიდებულებამ ციხეების ჩადგმა ბრძანა~.
შემდეგ ნათქვამია, რომ თუ საქართველოს მეფესა და შაჰს შორის რაიმე გაუგებრობა იყო შაჰს რუსეთის ხელმწიფესთვის უნდა გაეგებინებინა. იქვე ფ. ლეონტიევის აფრთხილებენ, რომ ის უფლებამოსილი არ არის რაიმე მოლაპარაკება აწარმოოს. ასეთი მოლაპარაკება მაშინ შედგება, როცა `დიდი~ ელჩები, ორივე მხრიდან. ერთმანეთს შეხვდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ ხელმწიფეები გააფორმებენ ხელშეკრულებას ივერთა ქვეყანის შესახებ.
თეიმურაზის მეთაურობით კახეთსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მომხდარი აჯანყების შესახებ, ზოგიერთ ცნობას ვხვდებით 1616 წ ივნისში მოსკოვის საელჩო პრიკაზში დაკითხული Dდიპლომატიური შიკრიკის გ. შახმატოვის და თარჯიმან ერმოლკის საქართველოს ამბების მონათხრობში. მათ სთქვეს, რომ მათი ირანში ყოფნისას, შაჰთან იმყოფებოდნენ სულთნის დიპლომატიური შიკრიკი, საფრანგეთის მეფის დესპანი, ყირიმის სახანოს უფლისწული და ქართველი უფლისწული ლუარსაბი (ლევერხანი), რომ კახეთსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ანტიირანული აჯანყების დროს თეიმურაზმა შაჰის მიერ ჩადგმული ციხეები დაიკავა, შიგ ჩაყენებული მეციხოვნეები გაწყვიტა და ძველებურად საქართველო მის ხელშია. შაჰმა ახალი ჯარი გაგზავნა 12 ათასი კაცის ოდენობით, რომელიც თეიმურაზმა დაამარცხა და ყიზილბაშებმა გაქცევით უშველეს თავს.
შახმატოვმა და ერმოლკმა არდებილში გაიგეს, რომ შაჰს განზრახული აქვს პირადად წავიდეს თეიმურაზის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ სთქვეს რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს. მათ ისიც გაიგეს, რომ შემახასა და დერბენტში თავდაცვას აძლიერებენ და სურსათ-სანოვაგეს იმარაგებენ, რადგან თეიმურაზის თავდასხმას ელოდებიან, თანაც ამბობენ, რომ ოღონდაც შაჰი ნუ მოვა და თეიმურაზისაგან თავს ჩვენ თვითონ დავიცავთო. არეში თეიმურაზმა აიღო და შაჰის ხალხი ერთიანად ამოწყვიტა. აამჟამად თეიმურაზი საქართველოში თავის ქალაქ ზაგემში იმყოფება.
რუსეთის ხელისუფლება ხედავდა, რომ მისი დიპლომატიური აქტიურობის მიუხედავად, შაჰ აბასის პოზიცია საქართველოსადმი სასიკეთოთ კი არ იცვლებოდა, არამედ უფრო მკაცრდებოდა. თავის მხრივ თეიმურაზიც რუსეთის მთავრობის გააქტიურებას ცდილობდა და, როგორც ჩანს, მიხეილ თედორეს ძეს წერილებს უგზავნიდა. რუსეთის ურთიერთობას ირანთან საქართველოს საკითხის გამო და თეიმურაზის მიერ რუსეთის მეფესთან წერილის გაგზავნის შესახებ, ვიგებთ მეფე მიხეილ თედორეს ძის 1616 წ. 22 მარტს, ირანში, თავის ელჩ თედორე ლეონტივისა და დიაკ ბოგდან ტიმოფეევისათვის 27 ივნისს გაგზავნილი წერილებიდან. მიხეილ თედორეს ძე ირანში თავის წარმომადგენლებს წერდა: `გასულ 123 (1615) წელს შაჰთან გაიგზავნა ჩვენი დიპლომატიური შიკრიკის გრიგოლ შახმატოვის ხელით საქართველოს შესახებ წერილი იმის თაობაზე, რომ შაჰმა არამეგობრული საქციელი ჩაიდინა: ჩვენთან, დიდ ხელმწიფესთან, შეუთანხმებლად ჩვენი ქვეშევრდომი საქართველოს მიწა-წყალზე შეიჭრა, დაიპყრო და მისი განადგურება ბრძანა, თეიმურაზ მეფე საქართველოდან განდევნა და სადაც კი ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოების ეკლესია-მონასტერი იყო, რომლებშიც ღვთის საგალობელს სწირავდნენ, იქ თავისი ქალაქები ააშენა. შაჰ აბასი ჩვენთან, დიდ ხელმწიფესთან, ნუ იქნება ცუდ განწყობაში, ივერიის მიწა-წყლიდან თავისი ხალხის გაყვანა ბრძანოს. ამა წლის 15 ივნისს გრიგოლ შახმატოვი ჩვენთან დაბრუნდა და ჩვენი წერილის საპასუხოდ შაჰის წერილი ჩამოიტანა, რომელშიც შაჰი გვწერდა, რომ საქართველოს მიწა-წყალი დასაბამიდან ირანის ქვეშევრდომი და მსახური იყო და ყოველთვის ირანის მიწა-წყლის ხელმწიფენი სწყალობდნენ და მფარველობდნენ მას. ამიტომ თუ შაჰს მათთან რაიმე საქმე ექნება და მისი შიშით ქართველები ჩვენს სახელმწიფოში მოვლენ, ჩვენ ისინი უკან უნდა გავუგზავნოთ. იმავე თვის, ივნისის 15-ში თერგის ვოევოდა პეტრე პრიკოლსკიმ მოგვწერა და წერილიც გამოგვიგზავნა ქართველთა ქვეყნის მეფის თეიმურაზისა, რომელიც შაჰმა საქართველოს მიწაწყლიდან გააძევა. თეიმურაზი ჩვენთვის გამოგზავნილ თავის წერილში სწერს, რომ ამჟამად ღვთის წყალობით, ჩვენი მეფური ბედნიერებისათვის თავის საქართველოს მიწა-წყალზე შეიარაღებული ხალხით დაბრუნდა და ყიზილბაშები გააძევა. ამის შემდეგ მისი საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდა მრავალი მეფე, უფლისწული და შაჰის ვოევოდა მრავალრიცხოვანი ჯარით. როცა მან ამის შესახებ გაიგო, მათ წინააღმდეგ წავიდა და ღვთის წყალობით და ჩვენი მეფური ბედნიერებისათვის ისინი დაამარცხა, ვინც გადარჩა თბილისს შეაფარა თავი. მას ხელში ჩაუვარდა დიდძალი ოქრო, ვერცხლი, საჭურველი და კარვები, აურაცხელი ცხენები და აქლემები1. (თეიმურაზი უნდა) იყვეს ჩვენი მეფური მოწყალების ქვეშ, ისევე, როგორც იყვნენ ადრინდელი (რუსი) მეფეების მოწყალების ქვეშ მისი პაპა ალექსანდრე თავისი შვილებით და მას იცავდნენ თურქებისა და სხვა მისი მტრებისაგან, რომ მივწეროთ შაჰს, რათა ჩვენი, დიდი ხელმწიფის (ქვეშევრდომობის) გამო დევნასა და თავდასხმას არ განიცდიდეს. რომ ჩვენ შაჰს წერილი გავუგზავნოთ. ჩვენი წერილი (შაჰისთვის გაგზავნილი) სისტყვა-სიტყვით გეგზავნებათ ამ წერილთან ერთად. როცა ეს ჩვენი წერილი მოგივათ, და როცა თქვენ შაჰთან იქნებით, ეს წერილი ჩვენს ადრინდელ წერილთან ერთად შაჰს გადაეცით... როცა შაჰი და მისი ახლობელი ადამიანები საქართველოზე ლაპარაკს დაგიწყებენ, ილაპარაკეთ ისე, როგორც ნაბრძანები გაქვთ, როგორც ჩვენს ბრძანებაში წერია საქართველოს შესახებ. შესაბამისობაში მოიყვანეთ ჩვენს იმ წერილთან, რომელიც შაჰს მივწერეთ, ადგილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ჩვენს მეფური სახელის ღირსების და მისი ამაღლებისათვის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შემატებისა და გავრცობისათვის იქნება უკეთესი~.

შენიშვნა
1. ქართველთა ეს ბრწყინვალე გამარჯვება თეიმურაზ მეფის მეთაურობით, საკმაოდ დაწვრილებით აღწერა ისქანდერ მუნშიმ. ვახუშტი ბატონიშვილი კი გადმოგვცემს: `სცნა თეიმურაზ მოსლვა ალი-ყულიხანისა არაგვსა ზედა, შემოიკრიბნა სპანი და დაესხა შუადღე წიწამურს ზევით და ძლიერითა ბრძოლითა ივლტოდნენ ყიზილბაშნი და მოსრვიდნენ კახნი, რამეთუ მცირედნიღა გარდაეხვეწნენ და აღიღო ალაფი და საჭურველი და საჭურჭლე მათი თეიმურაზ~.
* * *
მარცხმა საშინლად განარისხა შაჰ აბასი და 1616 წლის ადრიან გაზაფხულზე უზარმაზარი ლაშქრით საქართველოსკენ წამოვიდა. `ხოლო შემოვლო კახეთი და მოვიდა ქართლს და დასვა აქ ქართლში ბატონად ძმისწული მეფის სვიმონისა ბაგრატ... კახის ბატონის გვარის ქალისაგან~. Aამის შემდეგ შაჰი კახეთში შეიჭრა და მის განადგურებას შეუდგა. თეიმურაზ მეფე კვლავ იმერეთში გადავიდა.
რუსეთის ხელისუფლება შეაშფოთა იმ ცნობამ, რომ ყუმუხელები შეშინებულები იყვნენ გავრცელებული ხმით, შაჰ აბასი ტარკუსა და ენდერში სიმაგრეების ჩადგმას აპირებსო. მაგრამ განსაკუთრებით არასასიამოვნო იყო 1617 წლის 2 თებერვალს თერგიდან მიღებული ის ცნობა, რომელიც შემახელ ვაჭარს ქემალს მიუტანია: შაჰ აბასმა ეკონომიკური ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს, საქართველოსა და ავარებს. კერძოდ მან ბრძანა: თავის სამფლობელოების ყველა ქალაქში გამოეცხადებინათ, რომ ვაჭრები არანაირი საქონლით არ წასულიყვნენ დასახელებულ სამ ქვეყანაში. შაჰის ბრძანება თუ მართალი გამოდგებოდა, მაშინ სერიზულად დაზარალდებოდა რუსეთის ქალაქების ვაჭრობა.
იმავე ქემალის ნათქვამიდან განსაკუთრებით საყურადღებო იყო თეიმურაზ I-ის ოსმალეთთან დაახლოების შესახებ. მაგრამ ის რაც ამ დაახლოების დასასაბუთებლად იყო მოყვანილი, სინამდვილეს არ შეეფერებოდა. კერძოდ, ქართველ მეფეს შაჰის წინააღმდეგ საომრად თითქოს სულთინასათვის 40 ათასი მებრძოლი უთხოვია. იქვე ხაზგასმული იყო ირანისათვის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ამის გამო შაჰის ცბიერებაზეც. ქემალის ნათქვამის მიხედვით მოვლენები განვითარდა შემდეგნაირად: ოსმალეთის სულთანმა ქართველ მეფეს, მისივე თხოვნით, ორმოცი ათასი მოლაშქრე მისცა. სანდარ ფაშა კი დანარჩენი ხალხით დიარბექირში წავიდა. შაჰ აბასმა თეიმურაზს შეუთვალა, შევრიგდეთო. თეიმურაზმა დაუჯერა შაჰს და დაზავების იმედით ოსმალთა სულთანს მისი ლაშქარი დაუბრუნა, თვითონ კი, სვიმონის ქვეყანის რომელიღაც სიმაგრეებში ქალაქ ოსტასოვეში (?) ცხოვრობდა. როცა შაჰ აბასმა გაიგო ქართველთა მეფე თეიმურაზმა თურქთა ჯარი გაუშვაო, მას თავისი ელჩი გაუგზავნა, რომელსაც გააყოლა რუსეთის ელჩის, ლეონტიევის, კაციც.
ქემალის მონათხრობიდან ისე გამოდის, რომ შაჰ აბასი თეიმურაზზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ხელმწიფის ავტორეტეტის გამოყენებასაც ცდილობდა, რომელსაც, შაჰის აზრით, თეიმურაზ მეფე ანგარიშს გაუწევდა. ქემალის ყველა ცნობა ეჭვს იწვევს, მაგრამ მათი გადამოწმების საშუალება არა გვაქვს. მხოლოდ ერთი რამე ცხადია: ამ დროს იწყება თეიმურაზის ოსმალეთთან დაახლოება, რაზეც ქვემოთ ვრცლად ითქმევა. ამჯერად კი შეიძლება ის აღინიშნოს, რომ თეიმურაზმა სულთან აჰმედ I-ს (1603-1617) მართლაც სთხოვა ჯარი ყიზილბაშებთან საბრძოლველად. ქემალის ნათქვამს ადასტურებს თეიმურაზ მეფის ელჩი მოსკოვში არქიეპისკოპოსი თეოდოსე მანგლელი. მან საელჩო პრიკაზის მწერალ ა. შახოვსა და თარჯიმან ს. კამენევს ბერძნულად მოკლედ მოუთხრო თეიმურაზის ცხოვრების ბოლო პერიოდზე, შაჰ აბასის საქართველოში ლაშქრობების დაწყებიდან 1623 წლამდე. თეოდოსემ სთქვა: შაჰ აბასმა როცა თეიმურაზი გააძევა, მან ოსმალეთის სულთან აჰმედთან არქიეპისკოპოსი თეოდოსე გაგზავნა, რომელმაც სთხოვა, რომ კახეთის მეფე შაჰისაგან დაეცვა და იგი მისთვის არ გადაეცა. თეიმურაზმა ჯარიც ითხოვა. სულთანმა თეოდოსე კარგად მიიღო, თეიმურაზის დასახმარებლად კი სამი ფაშა 300 ათასიანი (ამ რაოდენობას ასახელებს შემახელი ქემალიც) ჯარით გაგზავნა. შაჰი იმ დროს თავრიზში იმყოფებოდა და, როცა ოსმალთა ჯარის წამოსვლა გაიგო, არდებილში გაიქცა. სულთან აჰმედს საქართველოს საზღვრის მახლობლად თეიმურაზისათვის მიუცია ქალაქები _ ოლთისი, ნამურდანი (ნამურაკიანი?) და არტაანი თავიანთი დაბებითა და სოფლებითურთ.
ახლად გამეფებულმა სულთანმა ოსმან II-მ (1618-1622) თეიმურაზ მეფე თავისთან დაიბარა. სულთანმა თეიმურაზი კონსტანტინოპოლში ღირსეულად მიიღო და მეოთხე ქალაქი, კარაისარი გადასცა.
რუსეთის სამეფო კარი და დიპლომატები ქართველების თვალში ავტორიტეტის შენარჩუნებას ცდილობდნენ. ისინი კვლავ და კვლავ შაჰის წარმომადგენლებს უმეორებდნენ საქართველოზე თავიანთი უფლების შესახებ. 1617 წლის 18 ნოემბრიდან 1618 წლის 24 მაისამდე მოსკოვში, საელჩო პრიკაზში, რუს და ირანელ დიპლომატებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. განხილვის ერთერთი მნიშვნელოვანი საგანი შაჰ აბასის საქართველოს მიმართ პრეტენზიები იყო. მოლაპარაკების დროს, როგორც წინათ, ისე ახლაც რუსული მხარე ერთსა და იგივეს იმეორებდა, რომ საქართველო მისი ქვეშევრდომია და იწყებდნენ იმის მოყოლას, როგორ მიიღეს ქართველმა მეფე ალექსანდრე II-მ და მისმა მემკვიდრეებმა რუსთა ხელმწიფისადმი ერთგულების ფიცი. როგორც ჩანს, მოთმინება დაკარგულმა ირანის ელჩმა განაცხადა: `მან (ელჩმა) არც ქართული სიგელის შესახებ და არც იმის შესახებ იცის მასში რა წერია. შაჰმა არ იცოდა ქართველთა მიწა-წყალი რომ მეფის უდიდებულესობის ქვეშევრდომი იყო. ახლა რაც მან (ელჩმა) საქართველოს შესახებ გაიგო, შაჰს აცნობებს~. რუსმა დიპლომტებმა შაჰის ელჩის ეს ნათქვამი არ მიიღეს და მისი გაბათილების მიზნით მაშინვე განაცხადეს: `როგორ თუ შაჰმა არ იცოდა საქართველოს მიწა-წყალი რომ მეფის დიდებულებას ემსახურებოდა.
შაჰი არ იყო, ხელმწიფე მეფეს და სრულიად რუსეთის დიდ მთავარს თედორე ივანეს ძეს რომ სწერდა, მეფის დიდებულებას ქართველი ალექსანდრესათვის მიეწერა, რათა იგი მასთან ერთად ყოფილიყო სულთნის წინააღმდეგ, შაჰის ასეთი წერილები ამჟამადაც მეფის უდიდებულესობის ხაზინაში ინახება~.
რუსმა დიპლომატებმა, შემდეგი მოლაპარაკების დროს, შაჰის ელჩებს ქართველი მეფეების რუსთა ხელმწიფეებისადმი ქვეშევრდომობის ფიცის სიგელი აჩვენეს. ამის შემდეგ მათ უფრო დაბეჯითებით მოითხოვეს, რომ შაჰი, ჩვენი ხელმწიფისადმი მეგობრობისა და სიყვარულისათვის, საქართველოს მიწა-წყალზე აღარ შეიჭრეს, აღარ გაანადგუროს და ელჩმა ბულატ ბეგმა ამის შესახებ შაჰს აცნობოსო. ელჩმა პირობა დასდო, რომ ყველაფერს აცნობებს შაჰს და კარგი იქნება თუ ამის სათქმელად რუსი ხელმწიფის ელჩებიც წავლენ შაჰთან. ბულატ ბეგმა საქართველოზე საუბარი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: ქართველთა `მიწაწყლიდან შაჰის დიდებულებას დიდი სარგებელი არა აქვსო~.
Комментариев нет:
Отправить комментарий