„ახალი ისტორია“
ქორონიკონს ულბ (1744), ჟამსა ამას იქმნა ესეთი განსაცდელი, რომელ არასად შემთხვეულ არს ესევითარი მით, რამეთუ ყოველთა შორის უბოროტესმან თაზისშვილმა ტარიელ მოკლა ხანჯლითა კათოლიკოზი ნიკოლაოზ ხერხეულიძე და იგი, განლტოლვილი, განიტვინა ქვემო სატიოისა რიყესა ზედა და ნაცვლად მისსა ჰყვეს კათოლიკოზად ანტონი - მეფის იესეს ძე.
ხოლო წელსა ჩღმზ, ქორონიკონს ულე (1747), განძვინდა გული ნადირისა ყოველსა სპარსეთსა ზედა და აღწერა არბაბი (მიწათმფლობელნი). ხვედრსა ამას ქართველთაცა შეხვდათ ორმოცდაათი ათასი თუმანი, რომლისა გამო მიეცნენ ერნი ჭმუნვასა და იწყეს გაბნევად უცხოთა ქვეყანათა. მხილველი ამისი მეფე თეიმურაზ წავიდა იძულებული წინაშე ყაენისა, რათა განარიდოს სამეფო თვისი ესევითარისა სიმძიმისაგან და ოდეს მიიწია თავრიზს, იქ სცნა სიკვდილი ნადირისა, რომელიცა მოიკლა მაჰმად-ხან-ყაჯარისა, მუსა-ბეგ ირილელისა და ყოჯა-ბეგ გუდუზლელისაგან, ბირებითა ძმისწულისა მისისა ალი-ყულ-ხანისათა. რომელ მასცა შეხვდა არბაბსა ამას ურიცხვი ჯურუმი. და იქმნა ალი-ყული-ხან ყაენად, რომელსაცა უწოდეს ადილ-შაჰად. მაშინ თეიმურაზ მეფე არღარა მოიქცა ტფილისად, არამედ წავიდა წინაშე ყაენისა, ვინაიდგან იყო სიძე მისი.
ჟამსა ამას ორგულ ექმნა ადილ-შაჰს ძმა მისი იბრეიმ-ხან, რომელიცა იყო ბეგლარ-ბეგი ისპაანისა. ამან მოკლა ზორაბ-ხან სააკაძე, ვეზირი ადილშაისა. ხოლო ესე იქმნა დასაბამი სიძულილისა ძმათა შორის. მოვიდა ესე ადრიბეჟანს და მიუწოდა თვისთა თანა ამირ-ასლან-ხანს, რომელიცა იყო ესე დადგენილ ბეგლარ-ბეგად ნადირისაგან ადრიბეჟანსა შინა; ესე მივიდა მის თანა. სცნა რა ესე ადილშამ, მოვიდა ზანგანს. იკვეთნენ იქ, იძლივა ადილშა. უკანასკნელ შეიპყრეს და აღმოხადა თვალნი იბრეიმ-ხანმან, ხოლო დაუტევა იქ ამირ-ასლანხან განმგედ და თვით წავიდა ჰამადანს. სცნეს რა ესე ხორასნელთა, მაშინ გამოიყვანეს ციხით შარუხ-მირზა, ძე რიზა-ყული-მირზასი და ძის ძე ნადირისა, რომელიცა ჰყავდა პყრობილად მაშინ ადილშას შემდგომად ამოწყვეტისა ძეთა ნადირისათა, რომელიცა ამოსწყვიტა მან და დასვა ესე განზრახვითა ამით, უკეთუ ერანელთა არა ინებონ მონება ადილშასა და მოითხოვონ მეფედ ძევე ნადირისა, მაშინ გამოიყვანოს ესე და დააცხროს ამით რუდუნი ერთა ამათ.
ჟამსა ამას მოვიდა ყილიჯლი ალი-ხან განჯით მხედრებითა. ესე ალი-ხან, რომელიცა პირველ იმყოფებოდა ტფილისს ხანად, მოიყვანა ამან საამ ვინმე, რომელსაცა უწოდდა სეფევიანთა შთამომავლობათაგან და შეუგზავნა კაცი მოსულმან კუმისს მეფესა ირაკლისა, რათა ემონოს და წარუგზავნა დაბეჭდილი თეთრიცა სახელსა ზედა საამისასა, მაგრამ იძლივა რა მეფისაგან, მსწრაფლ უკუნ იქცა.
ჟამსა ამას ორგულ ექმნა იბრეიმ-ხანს ამირ-ასლან-ხან და მოადგა შუშის. ხოლო ციხეცა ქალაქისა გაამაგრა დურა-ხან-ბეგმან, რომელიცა იყო დადგენილ სპარსთაგან მცველად და ციხესა ამას შეერთდნენ ციხელნი თათარნი. სცნა რა ესე აბდულა-ბეგმან, ძემან მეფისა იესესამან, რომელიცა ჟამსა მას დადგენილ იყო განმგედ ბარათიანთა ზედა მეფისა თეიმურაზისაგან, ესე ორგულ ექმნა მეფესა ირაკლის და სთხოვა ამირ-ასლან-ხანს მხედრობა, ხოლო მანცა წარმოუგზავნა. მაშინ მოვიდა სოლოლაკსა ზედა უვეცრად. გავიდა მეფე მცირედითა მხედრებითა, ვინაიდგან მაშინ მცირე ჰყავდა მხედრობა. გავიდნენ ერთისა უკვე მხრით მოქალაქენიცა, რომელთაცა იბრძოლეს ფრიად მხნედ. იძლივნენ მხედრობანი სპარსთა და ბარათიანთანი ესრეთ, რომელ ერთი იპყრობდა ათსა, ხოლო ერთმან მებაღემანცა შეიპყრა ცხრა ყიზილბაში და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი, და შეიქცა მეფე ქალაქად გამარჯვებული.
მაშინ გამოვიდა ლეკი და მოარბივა ავჭალა და მარტყოფი და წავიდა. ხოლო მეფე გავიდა საყინულესა თანა წყალსა ტიკებითა, ვინაიდგან არა ძალ-იდებოდა კარსა ავლაბრისასა გასვლა, რომელ მეტეხიცა ქონდათ გამაგრებულ ციხელებსა, ჩავიდა ქიზიყს, შემოიკრიბა მხედრობანი კახთანი, ეწია ლეკთა დანღისს და სძლო. ეჰა საკვირველი, რომელ დევნასა მას ლეკთასა წამოიქცა ფლატე ივრისა და ამოსწყვიტა უმეტეს სამასისა ლეკნი ცხენითურთ მოტანითა ქვეშ. და სძლო და უკმოქცეული მოვიდა ღამესა მას და დადგა დედოფლის-წყალსა ზედა, ხოლო ლტოლვილნი იგი ლეკნი მიიწივნენ რა ალაზანს, იქ იხილეს ხოჯახ ლეკი ვინმე, რომელსაცა ჰყავდა შეყრილობა ლეკთა და სწადდა გამოსვლა კახთა ზედა. მაშინ შეერთდნენ ესენი ღამესა მას და დაეცნენ განთიად თავსა ზედა მეფესა, მაგრამ იძლივნენ ლეკნი.
მაშინ შემოიკრიბა იქ მეფემან მხედრობანი კახთანი სრულიად, გორიდამაცა ჩამოატანინა ზარბაზანი იგი დიდი, ბოჭორმისად წოდებული, და აიღეს მეტეხი, ხოლო უკანასკნელ თაბორი და თაბორითა იწყეს რა ცემა ზარბაზანითა მით, შეჭირვებულთა მათ ერთა მოსცეს ციხე მეფესა.
სცნა რა იბრემ-ხანმან ორგულება ამირ-ასლან-ხანისა, წამოვიდა მას ზედა, სძლო, ხოლო ძლეული ამირ-ასლან-ხან შეიპყრეს ყარადაღს და მიიყვანეს იბრეიმ-ხანისა წინაშე, რომელმანცა წარჰკვეთა თავი და იწოდა იბრეიმ-ხან ყაენად, ესე იგი იბრეიმ-შაჰად, და წავიდა შარუხსა ზედა, სადაცა მხედრობათა მისთა შეიპყრეს იგი გზასა ზედა და მიიყვანეს შარუხანისა წინაშე და მან წარკვეთა მას თავი, ხოლო შარუხსაცა ქურთთა ხაბუშანისათა აღმოჰხადეს თვალნი და ჰყვეს მაშათსა შინა ხელმწიფედ. და იქმნა ერანსა შინა ფრიადი არეულება. ხოლო მეფე თეიმურაზცა მოვიდა წელსა ჩღმთ, ქორონიკონს ულზ (1749).
ჟამსა ამას მოადგა მამად-ხან-ყაჯარი, ერთი იგი მკვლელთაგანი ნადირისა, ერევანს და ლამოდა დაპყრობასა მისსა. ევედრნენ ერევნელნი მეფესა თეიმურაზს და წავიდა ესე მხედრებითა, სძლო მამად-ხანს, აიღო ფრიადი ალაფი და განარიდა ერევანი მოოხრებისაგან, თუმცა მოხარკე ჰყო მან ერევნელნი და მოვიდა ტფილისს.
ხოლო წელსა ჩღმზ, ქორონიკონს ულე (1747), განძვინდა გული ნადირისა ყოველსა სპარსეთსა ზედა და აღწერა არბაბი (მიწათმფლობელნი). ხვედრსა ამას ქართველთაცა შეხვდათ ორმოცდაათი ათასი თუმანი, რომლისა გამო მიეცნენ ერნი ჭმუნვასა და იწყეს გაბნევად უცხოთა ქვეყანათა. მხილველი ამისი მეფე თეიმურაზ წავიდა იძულებული წინაშე ყაენისა, რათა განარიდოს სამეფო თვისი ესევითარისა სიმძიმისაგან და ოდეს მიიწია თავრიზს, იქ სცნა სიკვდილი ნადირისა, რომელიცა მოიკლა მაჰმად-ხან-ყაჯარისა, მუსა-ბეგ ირილელისა და ყოჯა-ბეგ გუდუზლელისაგან, ბირებითა ძმისწულისა მისისა ალი-ყულ-ხანისათა. რომელ მასცა შეხვდა არბაბსა ამას ურიცხვი ჯურუმი. და იქმნა ალი-ყული-ხან ყაენად, რომელსაცა უწოდეს ადილ-შაჰად. მაშინ თეიმურაზ მეფე არღარა მოიქცა ტფილისად, არამედ წავიდა წინაშე ყაენისა, ვინაიდგან იყო სიძე მისი.
ჟამსა ამას ორგულ ექმნა ადილ-შაჰს ძმა მისი იბრეიმ-ხან, რომელიცა იყო ბეგლარ-ბეგი ისპაანისა. ამან მოკლა ზორაბ-ხან სააკაძე, ვეზირი ადილშაისა. ხოლო ესე იქმნა დასაბამი სიძულილისა ძმათა შორის. მოვიდა ესე ადრიბეჟანს და მიუწოდა თვისთა თანა ამირ-ასლან-ხანს, რომელიცა იყო ესე დადგენილ ბეგლარ-ბეგად ნადირისაგან ადრიბეჟანსა შინა; ესე მივიდა მის თანა. სცნა რა ესე ადილშამ, მოვიდა ზანგანს. იკვეთნენ იქ, იძლივა ადილშა. უკანასკნელ შეიპყრეს და აღმოხადა თვალნი იბრეიმ-ხანმან, ხოლო დაუტევა იქ ამირ-ასლანხან განმგედ და თვით წავიდა ჰამადანს. სცნეს რა ესე ხორასნელთა, მაშინ გამოიყვანეს ციხით შარუხ-მირზა, ძე რიზა-ყული-მირზასი და ძის ძე ნადირისა, რომელიცა ჰყავდა პყრობილად მაშინ ადილშას შემდგომად ამოწყვეტისა ძეთა ნადირისათა, რომელიცა ამოსწყვიტა მან და დასვა ესე განზრახვითა ამით, უკეთუ ერანელთა არა ინებონ მონება ადილშასა და მოითხოვონ მეფედ ძევე ნადირისა, მაშინ გამოიყვანოს ესე და დააცხროს ამით რუდუნი ერთა ამათ.
ჟამსა ამას მოვიდა ყილიჯლი ალი-ხან განჯით მხედრებითა. ესე ალი-ხან, რომელიცა პირველ იმყოფებოდა ტფილისს ხანად, მოიყვანა ამან საამ ვინმე, რომელსაცა უწოდდა სეფევიანთა შთამომავლობათაგან და შეუგზავნა კაცი მოსულმან კუმისს მეფესა ირაკლისა, რათა ემონოს და წარუგზავნა დაბეჭდილი თეთრიცა სახელსა ზედა საამისასა, მაგრამ იძლივა რა მეფისაგან, მსწრაფლ უკუნ იქცა.
ჟამსა ამას ორგულ ექმნა იბრეიმ-ხანს ამირ-ასლან-ხან და მოადგა შუშის. ხოლო ციხეცა ქალაქისა გაამაგრა დურა-ხან-ბეგმან, რომელიცა იყო დადგენილ სპარსთაგან მცველად და ციხესა ამას შეერთდნენ ციხელნი თათარნი. სცნა რა ესე აბდულა-ბეგმან, ძემან მეფისა იესესამან, რომელიცა ჟამსა მას დადგენილ იყო განმგედ ბარათიანთა ზედა მეფისა თეიმურაზისაგან, ესე ორგულ ექმნა მეფესა ირაკლის და სთხოვა ამირ-ასლან-ხანს მხედრობა, ხოლო მანცა წარმოუგზავნა. მაშინ მოვიდა სოლოლაკსა ზედა უვეცრად. გავიდა მეფე მცირედითა მხედრებითა, ვინაიდგან მაშინ მცირე ჰყავდა მხედრობა. გავიდნენ ერთისა უკვე მხრით მოქალაქენიცა, რომელთაცა იბრძოლეს ფრიად მხნედ. იძლივნენ მხედრობანი სპარსთა და ბარათიანთანი ესრეთ, რომელ ერთი იპყრობდა ათსა, ხოლო ერთმან მებაღემანცა შეიპყრა ცხრა ყიზილბაში და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი, და შეიქცა მეფე ქალაქად გამარჯვებული.
მაშინ გამოვიდა ლეკი და მოარბივა ავჭალა და მარტყოფი და წავიდა. ხოლო მეფე გავიდა საყინულესა თანა წყალსა ტიკებითა, ვინაიდგან არა ძალ-იდებოდა კარსა ავლაბრისასა გასვლა, რომელ მეტეხიცა ქონდათ გამაგრებულ ციხელებსა, ჩავიდა ქიზიყს, შემოიკრიბა მხედრობანი კახთანი, ეწია ლეკთა დანღისს და სძლო. ეჰა საკვირველი, რომელ დევნასა მას ლეკთასა წამოიქცა ფლატე ივრისა და ამოსწყვიტა უმეტეს სამასისა ლეკნი ცხენითურთ მოტანითა ქვეშ. და სძლო და უკმოქცეული მოვიდა ღამესა მას და დადგა დედოფლის-წყალსა ზედა, ხოლო ლტოლვილნი იგი ლეკნი მიიწივნენ რა ალაზანს, იქ იხილეს ხოჯახ ლეკი ვინმე, რომელსაცა ჰყავდა შეყრილობა ლეკთა და სწადდა გამოსვლა კახთა ზედა. მაშინ შეერთდნენ ესენი ღამესა მას და დაეცნენ განთიად თავსა ზედა მეფესა, მაგრამ იძლივნენ ლეკნი.
მაშინ შემოიკრიბა იქ მეფემან მხედრობანი კახთანი სრულიად, გორიდამაცა ჩამოატანინა ზარბაზანი იგი დიდი, ბოჭორმისად წოდებული, და აიღეს მეტეხი, ხოლო უკანასკნელ თაბორი და თაბორითა იწყეს რა ცემა ზარბაზანითა მით, შეჭირვებულთა მათ ერთა მოსცეს ციხე მეფესა.
სცნა რა იბრემ-ხანმან ორგულება ამირ-ასლან-ხანისა, წამოვიდა მას ზედა, სძლო, ხოლო ძლეული ამირ-ასლან-ხან შეიპყრეს ყარადაღს და მიიყვანეს იბრეიმ-ხანისა წინაშე, რომელმანცა წარჰკვეთა თავი და იწოდა იბრეიმ-ხან ყაენად, ესე იგი იბრეიმ-შაჰად, და წავიდა შარუხსა ზედა, სადაცა მხედრობათა მისთა შეიპყრეს იგი გზასა ზედა და მიიყვანეს შარუხანისა წინაშე და მან წარკვეთა მას თავი, ხოლო შარუხსაცა ქურთთა ხაბუშანისათა აღმოჰხადეს თვალნი და ჰყვეს მაშათსა შინა ხელმწიფედ. და იქმნა ერანსა შინა ფრიადი არეულება. ხოლო მეფე თეიმურაზცა მოვიდა წელსა ჩღმთ, ქორონიკონს ულზ (1749).
ჟამსა ამას მოადგა მამად-ხან-ყაჯარი, ერთი იგი მკვლელთაგანი ნადირისა, ერევანს და ლამოდა დაპყრობასა მისსა. ევედრნენ ერევნელნი მეფესა თეიმურაზს და წავიდა ესე მხედრებითა, სძლო მამად-ხანს, აიღო ფრიადი ალაფი და განარიდა ერევანი მოოხრებისაგან, თუმცა მოხარკე ჰყო მან ერევნელნი და მოვიდა ტფილისს.
ხოლო მოვიდა წელსავე ამას ფანა-ხან შუშისა განჯას. მაშინ წავიდა მეფე თეიმურაზ ძითურთ თვისით მეფე ირაკლით შველად განჯისა. სცნა რა ფანა-ხანმან მიმავალობა მათი, დაუტევა გარმოდგომა განჯისა და უკუნ-იქცა ყარაბაღად. სცნეს რა ესე მეფეთა, შეუდგნენ უკანა ამას და ჩავიდნენ ყარაბაღს. ეკვეთნენ ყარათაფად წოდებულსა ადგილსა, იქ იძლია ფანა-ხან, სადაცა მხედრობამან ქართველთამან მოარბიეს ვიდრე ხუდაფერინადმდე, და ესეოდენი იშოვეს ალაფნი, რომელ ცხვარი იყიდებოდა აბაზად, ხოლო ცხენი, კამეჩი და ძროხა ხუთ აბაზად, და უკ-მოიქცნენ ალაფითა გამარჯვებულნი.
წელსა ჩღნა, ქორონიკონს ულთ (1751), შეერთდნენ მეფენი აჯი-ჩალაბისა შაქისა ხანისა თანა, სადაცა შემოიკრიბეს მხედრობანი, და წავიდნენ ჭარსა ზედა და რაოდენ ევედრნენ ჭარელნი მონებასა, არა უსმინეს მეფეთა და მივიდნენ რა ჭარსა ზედა, მაშინ აჯიჩალაბიცა შეუერთდა ჭარელთა და გატეხა აღთქმა თვისი. იძლივნენ იქ ფრიად მეფენი, თუმცა მეფენი განერიდნენ მშვიდობით, ხოლო ალაზანსა შინა, ვინაიდგან გაუჭირდა მეფესა ერეკლეს გამოსვლა, რომელ ქვეითნი იგი ქართველთანი, რომელნიც მოქონდა წყალსა, ეხვეოდენ ცხენთა განრიდებისათვის, მაშინ თავადმან ბებურისშვილმან პაპამ ამოსწყვიტა კაცნი იგი და გაიყვანა მეფე მშვიდობით. ხოლო ვინაიდგან ნაპირი მდინარისა ალაზნისა არს ფლატოან, ამად პაპამ იქ ვერღარ აიყვანა ცხენი მეფისა და, ვიდრე მოატარებდა შორს, ქვევითისა მყოფსა მეფესა შეხვდა ბოსტაშვილი მაჩხაანელი და მიართვა ცხენი და ესრეთ განერიდა მეფე.
ხოლო ამავე წელსა გაძლიერდა აზატ-ხან ავღანი სპარსეთსა შინა, წამოვიდა ერევანსა ზედა. ევედრნენ უკვე ერევნელნი მეფესა თეიმურაზს, რომელმანცა წარუგზავნა ძე თვისი ერეკლე შესაწევნელად სამი ათასითა მხედრებითა. მიიწივნენ რა ყირიხბულახს, იგიცა მოვიდა, რომელსაც ჰყავდა უმეტეს თვრამეტი ათასის კაცისა, იკვეთნენ იქ, იძლია აზატ-ხან ქართველთაგან და განარიდეს ერევანი და მოიქცნენ გამარჯვებულნი ფრიადითა ალაფითა ესრეთ, რომელ მრავალთა მოლაშქრეთა იშოვნეს ყათრობით აქლემი და ჯორი.
მაშინ მეფე თეიმურაზმან, მდგომმან მარაბდას, სძლო ლეკთა და მოიკლა ბრძოლასა შინა ქალაქის მოურავი თარხნისშვილი იორამ. და ჟამსა ამას გარდაიცვალა დედოფალი აბაშიძის ზაალის ასული ანა და იქორწინა მეფემან ირაკლიმ დადიანის ასულსა ზედა.
მხილველთა ხანებთა ადრიბეჟანისათა ძლევისათვის აზატ-ხანისა, სთხოვეს მეფესა თეიმურაზს, რათა წავიდეს მხედრებითა დასაპყრობელად ადრიბეჟანისა და თანა წარიტანოს ესენიცა თანხმობილი. ამას ზედა მეფე თეიმურაზ ჩავიდა რა განჯას ძითურთ ერეკლეთი, მაშინ მოვიდა წინაშე მეფისა ხანი განჯისა, შუშისა და ყარადაღისა. ნებითა მეფისა ირაკლისათა შეიპყრეს ხანი ესე, თუმცაღა არასადა სწადდა მეფესა თეიმურაზს ესევითარისა უგვანისა საქმისა ქმნა და ვერცაღა აღუდგა ძესა თვისსა. სცნა რა ესე ძემან აჯი-ჩალაბისამან აღა-ქიშიმ, გამოვიდა მტკვარსა, ეკვეთა მეფეთა, რომელთაცა ამხილა ღმერთმან ესევითარისა უსამართლოებისა ქმნა და დაჰყარეს იქ პყრობილნიცა და ივლტოდნენ. რომელთაცა მიეცათ ფრიადი ნაკლულევანება, ხოლო იქმნა ესე წელსა, ქორონიკონს უმ (1752).
მაშინ ძლევაშემოსილი აღა-ქიში მიიწივა რა სახლად თვისად, შეკრიბა იქ მხედრობანი შაქისა, შირვანისა და ლეკთა და წამოვიდა წელსავე ამას, ამოვლო განჯა, თან წამოიყვანა ხანი განჯისა მხედრებითა თვისითა, ამოვლო შამშადილი და ყაზახი და მოვიდა ბაიდარს. სცნა რა ესე მეფემან თეიმურაზ, წარგზავნა ძე თვისი ირაკლი სტეფანწმინდას და მოუწოდა მხედრობასა ჩერქეზთასა. მაშინ მოვიდნენ მხედრობანი ჩერქეზთანი. გავიდნენ რა მეფენი ტფილისიდან, მცნობმან აღა-ქიშიმ იწყო უკუნ-ქცევა, მაშინ მეფენი ეწივნენ შამშადილსა შინა, თულქი-თაფად წოდებულსა ადგილსა, იკვეთნენ იქ, იძლივა აღა-ქიში, რომელსაცა მიჰყვნენ კაფით შანქორამდინ.
ხოლო წელსა, ქორონიკონს უმა (1753) მოვიდა ნურსალ-ბეგ ავარელი ფრიადითა მხედრებითა და მოადგა მჭადიჯვარს. ერთმა მოხუცმა დედათაგანმა დაუწვა მათ შვიდი საფარი, მიტანილი ციხესა ზედა და მოკლეს იგიცა ლეკთა მერვესა საფარსა ზედა. ხოლო სძლეს იქ მეფეთა მათ და ამოსწყვიტნეს ფრიადნი ლეკნი და სირცხვილეული უკუნ იქცა სახლადვე თვისად. ხოლო წელსა, ქორონიკონს უმბ (1754) შეიკრიბა ამანვე მხედრობანი ლეკთანი და მოადგა ყვარელს. მაშინ შეაშველეს მეფეთა დაუთალაბად ბებურისშვილი პაპა, მდივანი სოლომონ ქობულისძე. თაყაშვილი ფარენუზ, რატიშვილი ბეჟან, ნამორაძე ერასტი და სხვანი კეთილშობილნი და განარიდეს ციხე ესე და ლეკთა, ვინიადგან ვერარა ჰყვეს, უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი.
ხოლო წელსა, ქორონიკონს უმგ (1755) იქმნა კათოლიკოზი ანტონი, ძე მეფისა იესესი, შეცთომილ და მიიღო სარწმუნოება რომისა კათოლიკისა, რომელიცა განძებულ იქმნა მეფისა თეიმურაზისაგან რუსეთად და მიიწია რა იგი რუსეთად, იქ ეწყალობა ელისაბედ პეტროვნასაგან არხიერობა ვლადიმერიისა.
ჟამსა ამას მოვიდნენ ლეკნი ჩამოსულნი მთით და მოაოხრეს რუისპირი, გარდავლეს გონბორი და ჩამვლელნი მიიწივნენ დედოფლის-წყალს. ჩასულთა თოფყარაღაჯს ჩაეწივნენ კახნი ქიზიყელითურთ, თუმცა იძლივნენ კახნი და ამოსწყდნენ უმრავლესნი იქ რაოდენიმე თავადთა ძეებითურთ.
ჟამსა ამას აიყარნენ ბორჩალოელნიცა და დასახლდნენ ყარასუსა ზედა ერევანს. მაშინ მეფემან ირაკლიმ შეიყარა მხედრობა, მოვიდა ერევანს და აჰყარა იგინი და გარდმოასახლნა ბორჩალოდვე.
კვლავ შეყრილობანი ლეკთანი მოვიდნენ ღართისკარს, წარტყვენეს ქარავანი ქართლისა და მოკლეს იქ მუხრანის ბატონი კოსტანტინე მიმავალთა მათ ლეკთა კახეთს. მსმენმან მეფემან ირაკლი შეუკრა მათ გზანი და ამოსწყვიტა სრულიად.
კვლავ მოვიდნენ ლეკნი და მოაოხრეს ჯუგაანი. მაშინ მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლი იმყოფებოდნენ ქიზიყს და შეუდგნენ მეფენი უკანა, მიეწივნენ მახლობელ დანღისისა და ამოსწყვიტნეს ლეკნი და წაართვეს ყოველი იგი ნატყვენავი.
ხოლო წელსა ჩღნზ, ქორონიკონს უმე (1757), იქმნა ფრიადი შიმშილი, ესრეთ, რომელ ერნი იზრდებოდნენ მდელოითა და გაიბნივნენ მრავალნი მცხოვრებნი.
მაშინ გამოვიდა მაჰმად-ასან-ყაჯარი, რომელმანცა დაიპყრა უმეტეს ნახევარი სპარსეთისა და მოადგა შუშის. ამან იხმო თვის თანა მეფე თეიმურაზ რომელმანცა იწყო მზადება წასვლად მის თანა. ხოლო გამოჩნდა რა შირაზს ქარიმ-ხან, მაშინ წავიდა ესე მაჰმადასან-ყაჯარი მისს ზედა, სადაცა გარმოდგომასა ქალაქისასა დაეფანტნენ მხედრობანი და თვითცა ლტოლვილი მოიკლა მსახურისა მისისაგან, რომელმანცა მოჰკვეთა თავი და მიართვა ქარიმ-ხანს და ნაცვლად ესევითარისა ბოროტმოქმედებისათვის ბრძანა ქარიმ-ხანმან მონისაცა მის სიკვდილი.
ჟამსა ამას განავრცეს ლეკთა ხდომვა და გამოხდა ჩონჩოლმუსა. მაშინ ორნივე მეფენი იყვნენ ქრცხინვალს. მოვიდნენ ლეკნი ზღუდერს. ხოლო მეფეთა ვერ თავს იდეს პირისპირ გამოსვლა, ვინაიდგან არა ჰყვადათ მხედრობა. იქ იქმნა მცირედი კინკლაობა, გატრიალდნენ იქიდან ლეკნი, მივიდნენ და აიღეს ალი და ავიდნენ ახალციხეს. კვლავ იქიდან ჩამოვიდნენ, სადაცა გაიყვნენ ორად: ჩონჩოლ-მუსა მოადგა აკნევს, ხოლო კოხტა - ატოცს. მაშინ მეფეთა იხმეს შველად მეფე სოლომონ, რომელიცა გადმოვიდა იმერთა მხედრებითა. მეფემან თეიმურაზ და ირაკლიმ მოიკრიფნეს მხედრობანი ქართლისა და კახეთისანი, შეერთდენ იმერთა თანა, დაეცნენ ატოცს და ამოსწყვიდნეს ფრიად ლეკნი და ჩონჩოლ-მუსა მხილველი ამისი განივლტო ღამე და ესრეთ განერა. ესე იქმნა წელსა ხღნჱ, ქორონიკონს უმვ (1758), უწინარეს ერთისა წელსა ამისს, ოდეს აშენებდა მეფე თეიმურაზ ციხესა პატარძეულისასა, იქ მოვიდნენ ლეკნი, ხოლო მეფემან ირაკლიმ მოსწყვიტნა აზამბურს უმეტეს სამასისა. იქ მოიკლა ბრძოლასა შინა საამისშვილი ედიშერ.
ხოლო წელსა ჩღნთ, ქორონიკონს უმზ (1759) მოვიდნენ ლეკნი ტეზერს. იქ სძლო მეფემან თეიმურაზ, მაგრამ ბრძოლასა შინა მოიკლა ციცისშვილი გლახა, გერი მეფისა თეიმურაზისა.
წელსა ჩღჲ, ქორონიკონს უმჱ (1760) წავიდა მეფე თეიმურაზ რუსეთს. მეფემან ირაკლი კვლავ სძლო სუხყულიანსა შინა ფრიადთა ლეკთა. და მეფე თეიმურაზცა გარდაიცვალა წელსა ჩღჲბ, ქორონიკონს უნ (1762) და დაფლეს ასტრახანს.
და იწოდა ირაკლი მეფედ ქართლისადცა. ამან მოიყვანა კათოლიკოზი ანტონი რუსეთით და განაწყვეს შკოლა ახლისა ფილასოფიისა ბაუმეისტერისა, რომელიცა რუსეთს ყოფასა სთარგმნა კათოლიკოზმან რუსულიდან ქართულად.
და გაძლიერდა რა ქარიმ-ხან ზანდი სპარსეთსა შინა, მაშინ ლტოლვილი და დაცემული აზათ-ხან მოვიდა მეფისა წინაშე და ევედრა შეწევნასა, ხოლო ამან შეიპყრა და წარუგზავნა ქარიმ-ხანს, რომელმანცა ნაცვლად სამსახურისა ამის უძღვნა მეფესა მადლობა საბოძვარითურთ.
ჟამსა ამას აღდგა ფათალი-ხან ავშარი, მოიკრიბა მხედრობანი ადრიბეჟანისანი და მოადგა შუშის და სთხოვა მეფესა შეწევნა. ამან მიაშველა მხედრობა და ოდეს წარმოემართა ამათ ზედა ქარიმ-ხან, მაშინ არღარა წარჰყვნენ მხედრობანი ქართველთანი და მოიქცენ უკანვე. და შავერდი-ხან, ხანი განჯისა, რომელიცა ჰყვა ფანას პყრობილად და განათავისუფლა ფათალი-ხანმან, იგი მოვიდა მეფისა წინაშე, რომელმანცა წარატანა მხედრობანი ქართველთანი. აიღეს კვლავ განჯა და ჰყვეს ესე ხანად. მაგრამ განჯელმან მსახურმან უკვე შავერდი-ხანისამან მოკლა ხანი და გამოაძეს განჯელთა ძენი მისნი, რომელნიცა მოვიდნენ მეფისა ირაკლისა წინაშე, ხოლო ამან წარატანა მხედრობანი, აიღეს განჯა და ჰყვეს პირმშო ძე შავერდი-ხანისა მაჰმადასან-ხან ხანად.
მაგრამ სძლო კვლავ მეფემან ყარაიასა ზედა ლეკთა, რომელთაცა განერყვნათ გორისა გარემონი და დააყრევინა იქ ყოველი ნატყვენავი. კვლავ სძლო ახმეტას ლეკთა და ამოსწყვიდნა ფრიად, რომელნიცა დაეცნენ ახმეტას. კვლავ შეიკრიბენ შეყრილობანი ლეკთანი და სწადდათ ზედა დასხმა სამაჩაბლოსა. სცნა მეფემან, შეუკრა კეხვი და ამოსწყვიდა სრულიად.
კვლავ მოვიდნენ შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ ბორჩალოს და მოსტყვენვეს აღმამადლი, მაგრამ იძლივნენ ფრიად ბორჩალოველთაგან. იქ იყო მხნედ თარხანი გიორგი, მოურავი ბორჩალოსი, რომელთაცა ამოსწყვიტეს უმრავლესნი ლეკნი და წავიდნენ სირცხვილეულნი.
ხოლო წელსა ჩღჲე, ქორონიკონს უნგ (1765), შეითქვნენ მეფესა ზედა თავადი ამილახვარის შვილი დიმიტრი, სახლთხუცესი, და ესე იყო მძახალი მეფისა, რამეთუ და მეფისა ელისაბედ ჰყავდა ძესა მისსა გიორგის, და გლახა ციციშვილი და თაქთაქიშვილი ელისბარ. ამათ მისცეს პირობაა პაატას ბატონისშვილს, რომელიცა იყო ესე არარჯულიერი ძე მეფისა ვახტანგისა, რომელიცა იმყოფებოდა მეფისა წინაშე დიდითა პატივითა, მაგრამ იყო კაცი ესე ფრიად მეცნიერ, რათამცა წარსწყმინდონ მეფე. სცნა რა ესე მეფემან, შეიპყრა ესენი. შეიკრიბენ ქართველნი და მოჰკვეთეს პაატას თავი და დაწვეს ცეცხლსა შინა თაქთაქიშვილი ელისბარ და დიმიტრი პატიმარ ჰყვეს და შეურაცხ-ჰყვეს აღჯდომითა მისითა კარაულსა ზედა, და მოჰკვეთეს ძესა მისსა ალექსანდრეს ცხვირი, და გლახა ციციშვილსაცა მოჰკვეთეს ენა.
მოიკრიბა კვლავ მეფემან მხედრობანი და დაეცა ქურთთა ერევნისათა, წარტჰყვენა და მოიქცნენ ქართველნი ალაფითა დიდითა. მაშინ ბამბაკი იყო რა ოხერ, გამოსთხოვა პირმშომან ძემან მისმან გიორგიმ და აღაშენა.
კვლავ შეიყარნენ ფრიადნი ლეკნი, დაეცნენ თუშეთს, გარდაეშველნენ ფშაველნი, სძლეს და ამოსწყვიტეს უმეტეს ორისა ათასისა და წარივლტნენ სირცხვილეულნი.
განძებულ იყო რა მეფე იმერთა სოლომონ იმერთაგან და ჩაიყვანეს რა მხედრობანი თურქთანი იმერთა, რომელთაცა ჰყვეს თეიმურაზ ბიძაწული მისი მეფედ, თუმცაღა განსდევნა მეფემან სოლომონ თურქნი და შეიპყრა თეიმურაზ და შესვა ციხესა, რომელსაცა დაეცა მეხი და მოკვდა, თუმცა კვლავ თურქთავე ეპყრათ რამდენიმე ციხენი. და ვინაიდგან ერისთავი რაჭისა როსტომ არა ემორჩილებოდა, რომლისა გამო მეფემან იმერთამან იხმო მხედრობა ლეკთანი და წარსტყვენა რაჭა და ალაფითა სავსენი ლეკნი უკუნ იქცნენ რა თვისად, მაშინ მცნობმან მეფემან ირაკლიმ შეუკრა იორი, სადაცა ამოსწყვიტნა სამასნი და წაართვა ყოველი ნატყვენავი.
ხოლო მეფე სოლომონ ევედრა კარსა რუსეთისასა, რათა მოსცენ მხედრობა შესაწევნელად. და მოვიდა გრაფ ტოტლებენი ექვსი ათასითა მხედრობითა რუსთათა, წელსა ჩღჲთ, ქორონიკონს უნზ (1769). სცნა რა მოსვლა მათი მეფემან ირაკლიმ, მიეგება კოპს, შეითქვნენ მეფე და ტოტლებენი, რომელიცა აღარა წავიდა იმერეთად, არამედ წავიდენ ორნივე ახალციხესა ზედა. წარმოიშვა შორის მეფისა და გრაფისა სამდურავი, სადაცა აწყუერით დაბრუნდა გრაფი, ხოლო იხილეს რა დაბრუნება რუსისა, ქართველთა იწყეს ლტოლვად, სადაცა გზასა ზედა შეემთხვა მეფესა მხედრობა დელუბაშებისა, რომელსაცა სძლო მეფემან, მოვიდა და დაიბანაკა ასპინძას. სცნეს თურქთა უკუნ ქცევა ქართველთა და რუსთა, ჰგონეს თურქთა, რეცა ქართველნი შიშისაგან ივლტიან და შეუდგნენ უკანა მრავალნი მხედრობანი ლეკთანი და თურქთანი. ჟამსა იმას მრავალნი ლეკნი იმყოფებოდენ ახალციხესა. ღამესა მას გამოვიდნენ უკუე ნახევარნი ხიდსა ასპინძისასა და ნახევარიცა ლამოდნენ მეორესა დღესა გამოსვლად. ხოლო ღამესა მას წარგზავნა მეფემან ერისთავის შვილი აღაბაბა, სვიმონ მუხრანბატონისშვილი ნასაღჩიბაში და ხუდია ბორჩალოელი, ჩინებული და მამაცი ყოვლისა საქართველოსა შინა და ამცნო მათ, რათა აჰყარონ ხიდი ასპინძისა და მათ სრულ ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მეფისა. დღესა მეორესა, იქმნა რა ბრძოლა, იძლივნენ ლეკნი და თათარნი. ჰგონეს მათ ხიდისა მის კვლავ გება, რომელნიცა მიივლტნენ იქ, ესრეთ უკვე იყვნენ შიშნეულ, რომელ ერთი მეორესა ჰყრიდა ხიდისაგან ისრებით მტკვარსა შინა. დღესა მას მოკლა მეფემან ირაკლი ხელითა თვისითა კოხტა ბელადი, რომელიცა იყო ჩინებული მძღვანი ლეკთა და მოიშთვნენ უმეტეს წყალთა შინა ორისა ათასისა ლეკნი და თათარნი და მოიქცნენ ქართველნი ალაფითა სავსენი სახლად თვისადვე.
ჩავიდა რა გრაფი სურამსა, გარდავლო მთა საფიჩხიისა და ჩავიდა იმერეთს, მოეგება მეფე იმერთა სოლომონ, მიუძღვა და აიღეს ციხე ცუცხვათისა, შორაპანისა და ქუთაისისა, რომელიცა ეპყრა თურქთა. ხოლო ჟამსა ამას იქმნა საშინელი მომსრველი ჟამი საქართველოსა შინა, და მოადგილედ მოვიდა ამა გრაფისა წილ აქ ღენერალი სუხატინი, და გრაფი წავიდა როსიად, ხოლო სუხატინი ჩავიდა ფოთს, მაგრამ როდესაც ვერ უძლო დაპყრობა, უკ-მოიქცა.
ხოლო ჟამსა ამას წავიდა კვლავ მეფე ირაკლი ქურთთა ზედა, მოარბივნა იგინი და მოვიდნენ ქართველნი ფრიადითა ალაფითა. ხოლო რუსნიცა უკუნ იქცნენ რუსეთადვე წელსა ჩღობ, ქორონიკონს უჲ (1772), რომლისა გამო მეფემან წარგზავნა რუსეთად ძე თვისი ლევან და კათალიკოზი ანტონი, ძე მეფისა იესესი.
მოვიდნენ კვლავ შეყრილობანი ლეკთანი ქართლში. მაშინ ქართლისა და კახეთისა მხედრობანი იყვნენ შეყრილ, იკვეთნენ უფლისციხეს. იძლივნენ ქართველნი და ამოსწყდნენ მრავალნი. განვიდნენ ლეკნი გორის ბოლოს ლიახვსა და წავიდენ ახალციხეს. განივლტო ხიდირბეგისშვილი როსტომ ახალციხესა და მოუხდა ლეკისა შეყრილობითა და შევიდა ქრცხინვალს, მოაოხრა გარე ციხისა და მრავალნი ტყვენი წარასხა. ხოლო იყვნენ თურქნი განძვინებულ საქართველოსა ზედა და იყოფოდენ ლეკნი მრავალნიცა ახალციხესა შინა და სტყვენვიდიან ქართლსა. მაგრამ ჩვენიცა მარადის უხდებოდიან და აოხრებდიან ჯავახეთსა ესრეთ, რომელ ძეთა მელიქისათა გიორგიმ და ავთანდილ შეიპყრეს უმეტეს ხუთასისა ორასითა კაცითა მდევარნი თურქთანი. კვლავ უხდებოდის და აოხრებდის ჯავახეთს და ზედა დასხმასა უყოფდის ლეკთა ხუდია და სხვანი ბორჩალოელნი და სხვანი ელნი ჩვენნი, რომელთაცა მოიყვანეს კერძო ახალციხისა და ყარსისა ძრწოლასა.
ხოლო შეიკრიბენ ყაზახნი, ბორჩალოველნი და ბამბაკელნი, მოსტყვენვეს ნახჩევანი და სძლეს ხანსა იქნებურსა შუქურლას, რომელიცა ეწივა მდევრად და მოიქცნენ ალაფითა დიდითა.
შემთხვევასა ამას ექმნა ორგულ ფაშასა ახალციხისასა სულეიმანს ათაბაგსა იბრეიმ-ბეგ ხერთვისელი, რომელმანცა მოსცა ციხე მეფესა, და ვინაიდგან შეაყენა იქ მეფემან მცირენი ტალანი, კვლავ მიუღეს ციხე თურქთა, და ტალათა მათთაგანი რომელნიმე ტყვე ჰყვეს და რომელნიმე განივლტნენ, რომლისათვის მეფემან მოუწოდა მეფესა იმერთასა სოლომონს და შემოიკრიბეს ორთავე მეფეთა მჴხედრობანი ქართველთა და იმერთა, მივიდნენ ახალქალაქს და მოერტყნენ გარს იქმნა უძლებ იქ მეფე იმერთა სოლომონ, რომლისა გამო უკ-მოიქცნენ, გარნა ქართველთა მოსტყვენვეს ჯავახეთი; იქიდან წამოსულნი, ჩამოვიდა მეფე ირაკლი ქრცხინვალს. ოდეს ჯდა სადილად მეფე, მოვიდა ფრიადი შეყრილობანი ლეკთანი და დაესხნეს ხვითებს.
აღმხედრდა თვით მეფე ამალითა თვისითა და სძლო ფრიად და ამოსწყვიდნეს მრავალნი. იქ იყო მხნედ ქიზიყის მოურავის პაპუას შვილი იესე ენდრონიკოვი, რომელმანცა მოკლა ოთხი ლეკი, ხოლო აბაშიძესა იოანეს ამოსწყვიტა თითი ლეკმა ხმლითა. განვრცნა რა ხდომვა შორის ქართლისა და ახალციხისა და იქმნენ ორნივე კერძონი შემჭირვებულ ფრიად, ამად ზავ ჰყვეს ურთიერთარს და წარგზავნა მეფემან ირაკლიმ კარსა ზედა სულტანისასა სტანბოლს დესპანი თვისი ორგზის მირზა გურგინაჲ ენაკოლოფაშვილი რომელსაცა მოერთვა სულთანისაგან აჰმადისა ორგზისვე ქურქი, ხმალი, აღკაზმული ოქროითა ჰუნე და უმეტეს ათორმეტი ათასისა ოქროი, ხოლო ვეზირისაგან საათი ძვირფასი მოვაჭვილი.
ხოლო ახალქალაქსა ყოფასა მეფისასა მოვიდნენ ლეკნი ჭარისა კერძოით და წარსტყვენვეს სოფელი ფხოველი და წაიყვანეს ტყვედ მოურავის შვილის პაატას მეუღლე, რომელიცა შეირთო უსეინ-ხანმან შაქისამან.
კვლავ შეიყარა ხუნძახის ბატონმან ნურსალი ბეგმან მხედრობა დიდი ლეკთა და ჩავიდა შაქი-შირვანისა კერძო, იქიდან უეცრად წამოვიდა და დაესხა ბოდბეს და იავარჰყო რაოდენიმე უბანი. მაშინ მხნედ იყვნენ ბაღაანი, რომელთაცა სიმხნითა თვისითა დაიცვეს ბოდბე. ამოვიდა სიღნაღიდან მოურავი რევაზ ენდრონიკასშვილი მაღაროს, სადაცა შემოკრიბნენ ქიზიყელნი, სძლეს და ამოსწყვიტეს უმეტეს ათასისა ლეკნი, და იქ ლეკმან ერთმან ჰყო ტყვედ დიაცი ერთი, სწადდა რა დამდაბლება მისი, წააძრო ხანჯალი და მოკლა ლეკი იგი დიაცმან მან და ესრეთ განერა დიაცი იგი. და წავიდა ნურსალ სირცხვილეული.
კვლავ ჩამოვიდა ნურსალ-ბეგ და წავიდა შამახიას, რომელსაცა ესტუმრა ფათალი-ხან ყუბელმა, უღალატა და მოკლა იგი. ჟამსა ამას მოვიდა ფათალი-ხან დარბანდისა უსეინ-ხან შაქელსა ზედა. ესე ევედრა შეწევნისათჳს მეფესა, ამან მიაშველა მხედრობანი თვისნი და განარიდა უსეინ-ხან.
იქმნა კვლავ საკვირველი შემთხვევა ჟამსა ამას, რომელ ბირებითა ეშმაკისათა განივლტო დავით-გარეჯისა მონასტერით მონოზონი დაყუდებული ლეკთა შინა, მოუძღვა ლეკთა და ვინაიდგან ციხის კარნი იყვნენ დახშულ, იქ ვერა შესულმან აღმოიყვანნა ლეკნი წმიდისა ნიკოლაოზისა ეკალესიისა ხვრელისა დაფარულისა გზით და წარსტყვენეს წმინდა ესე მონასტერი.
ხოლო შეითქვნენ მეფე ირაკლი და შუშის ხანი იბრაიმ და წელსა ჩღოჱ (1778), ქორონიკონს უჲვ, აიღეს განჯა და შეიპყრეს მამად-ხან განჯისა სახლეულითურთ, რომელიცა წაიყვანა იბრეიმ-ხანმა შუშისამან ტყვედ, და დაადგინნეს ორთავე განმგენი თვისნი განჯასა შინა. ხოლო ჟამსა ამას ქართლით მომავალს ქისიყის მოურავის ასულს მეფის რძალს ქეთავანს, მეუღლესა პირმშოსა მეფის ძის გიორგისასა, დაუხვდნენ ლეკნი ღართის-კარს ვიდრე ხუთასადმდე, და მეფის რძალსა ქეთავანს არა ჰყავდა თანა უმეტეს სამასისა მხედრობანი მორიგედ წოდებულნი, რომელნიცა თანგამყოლად ახლდენ მას, და არცა ვინ ჰყვა თვისთანა მეცნიერი ბრძოლისა, მაშინ თვით იქმნა თავ მხედრობისა თვისისა და განამხნო მორიგენი, ეწყო და იძლივნენ ლეკნი და ამოსწყვიდნეს მორიგეთა მათ უმრავლესნი ლეკთანი. ხოლო სცნა რა მეფემან ირაკლი ესევითარი სიმხნე რძლისა თვისისა, მხიარულ-ქმნილმან შეიყვანა ტფილისს დიდებითა დიდითა და ზარბაზნის სროლითა, და ღამესა მას ყოველსა ქალაქსა იყო ჩირაღდანი.
ჟამსა ამას უკუ უდგა ყულარაღასი გიორგი, ერისთავი ქსნისა; ამას ზედა წარგზავნა მეფემან ძე თვისი გიორგი და ლევან, რომელიცა შეიპყრეს და ჩამოიყვანეს პყრობილად, თუმცაღა მეფემან მიუტევა შეცოდება, მაგრამ მიუღო ქსანი და მოუბოძა ძესა თვისსა გიორგის და ლიახვი იულონს.
ვინაითგან ლეკნი მარად აოხრებდენ ქართლსა, იღონისძია მეფემან და განაწესა ყოველთა სახლთაგან კაცის თავს ერთი, რაოდენიცა იყვნენ სახლსა მას შინა, რათა მსახურონ თვითოსა თვესა მამულსა, მორიგედ წოდებული, და ეგრეთვე განაწყო თოფხანა, მებრ რუსეთისა კანონითა და განასწავლა თოფჩები, რომელიცა განაწყო ესენი ქიზიყის მოურავის შვილმან პაატა, ესე განსწავლილ იყო მოსკოვს, და თვითცა მეფე ძეებითურთ თვისით დაეწერა მორიგედ და იხდიდა თვითოსა თვესა; უკეთუ გლეხთა დაიყოვნიან, მაშინ იგინი წკეპლასა შინა განივლიდიან რამდენსა დღესაც დაიყოვნიან, ეგოდენ გზის, და უკეთუ თავადთა და აზნაურთა დაიყოვნიან, ეგოდენ დღე პატიმარ იქმნებოდიან. ხოლო ესე ექმნა ქართლსა სარგებელ ფრიად ამით, რამეთუ თვით მეფემან რამდენმე გზის აოტნა ლეკნი, ეგრეთვე მეფის ძემ გიორგიმ რაოდენმე ღართის-კარსა შინა, ეგრეთვე იორსა ზედა, და ლევანმაცა მისაქციელსა და ქიზიყსა შეიმოსა ფრიადი ძლევა ლეკთა ზედა და მსგავსადვე თვით მორიგენიცა აოტებდიან მარადის გამომსვლელთა ლეკთა; ესრეთ იქმნენ შიშვნეულ ლეკნი, რომელ ვერღარასადა იკადრეს გამოსვლა და ესრეთ დამშვიდდა ქართლი, რომელ ღართის-კარსა შინა დიაცნი გარეშე მამაკაცისა ვიდოდიან.
წელსა ჩღოთ, ქორონიკონს უჲზ (1779), არღარა ინება ხანმან ერევნისამან უსეინ-ყული ხარკისა მოცემად ქართველთა, რომლისა გამო წავიდა მეფე მას ზედა. იქმნა იქ ბრძოლა, სადაცა იქ მხნედ აღმოჩნდა მეფის ძე გიორგი. მუნ სძლო მეფემან ერევნელთა მხედრობასა, მოხარკე ჰყო და მსწრაფლ უკ-მოიქცა ამად, ვინაიდგან იყო სამდურავი მეფესა შორის ირაკლისა და მეფისა შორის იმერთასა სოლომონისა, და ამან სოლომონ მოიყვანა ძე ბაქარისა და ძის ძე მეფისა ვახტანგისა ალექსანდრე შირაზით. ურჩ ექმნ უკვე ძე თვისი მეფესა იმერთასა სოლომონს, რომელსაცა ეწოდა ალექსანდრე და რომლისა კიდე არა უვიდოდა სხვა ძე, და მოვიდა მეფისა ირაკლისა წინაშე. ამან შეიწყნარა, პატივსცა და დააგო კვლავ მამასა, რომლისა გამო ზავ ჰყვეს და მეფემანცა სოლომონ განუტევა ძე ბაქარისა ალექსანდრე წელსა ჩღპა, ქორონიკონს უჲთ (1781).
ჟამსა ამას მოვიდა თავრიზით მცბიერი ვინმე. ამან იჩემა გაკეთება ქიმიისა, რომლისა გამო უწოდეს შაზადად. და ოდეს ვერარა აღმოაჩინა მოქმედება თვისი და სცნეს სიცბილი მისი, ამად შეჭამა თრიაქი და წარიწყმიდა თავი თვისი.
შეედვა მწუხარება სახლსა მეფისასა სიკვდილისა გამო მეფის ძის ლევანისა.
წელსა ჩღპდ, ქორონიკონს უობ (1784) გარდაიცვალა მეფე იმერთა სოლომონ და ჰყვეს მეფედ დავით ძე გიორგისა, ბიძაწული მეფისა სოლომონისა.
და მოკვდა ხანი ერევნისა უსეინ-ყული და ჰყვეს ხანად ძე მისი ყულამალი. ვინაიდგან ესე იყო გონება-მსუბუქ, მოკლეს ესე ერევნელთა, სადაცა იძულებულმან მეფემან წარგზავნა მირზა გურგინა ენაკოლოფაშვილი და ჰყვეს უმრწემესი ძე უსეინ-ალი-ხანისა მაჰმად-ხან ხანად, და განამტკიცეს ესე ბრძანებითა მეფისათა ხანად ერევანს.
წელსა ჩღპგ, ქორონიკონს უოა (1783), შევიდა მეფე ირაკლი საფარველსა ქვეშე რუსეთისასა, რომელსაცა წარმოუგზავნა იმპერატრიცა ეკატირინამ ნიშანნი სამეფონი, გრამმატა და ორი ბატალიონი მხედრობა, რომელნიც შეიკრნენ უცვალებელითა პირობითა და წარგზავნა კარსა რუსეთისასა ორნი ძენი თვისნი ანტონი და მირიან.
ამას ზედა განძვინდა ფაშა ახალციხისა სულეიმან ათაბაგი, აღუწოდა ლეკთა და იყო ოხრება ქართლისა. ჟამსა ამას მოვიდა ღიარანალ-პორუჩიკი პოტემკინი. ამან დაუტევა მეფესა თანა ღენერალ-მაიორი სამაილოვი და თვით წავიდა რუსეთადვე. შეითქვნენ უკვე ესენი ჭარსა ზედა და წავიდნენ საქართველოსა და რუსთა მხედრებითა. მიიწივნენ რა ურდოს, იქ შეხვდათ მცირედნი მხედრობანი ლეკთანი, სადაცა უქმნეს მათ მხდრობათა ქართველთა და რუსთასა მცირედ რამ ვნება და მოკლეს პრინცი ღესსენ რეინჶელსისა პოდპოლკოვნიკი და იქიდან ვინაიდგან ვერღარა გავიდნენ მდინარესა ალაზნისასა სიდიდისა გამო, უკმოიქცნენ და წავიდა სამაილოვიცა რუსეთად.
განვრცნა უკვე ტყვენვა ახალციხით ლეკთაგან, სადაცა კვლავ შეიკრიბენ უმეტეს ორი ათასისა მხედრობისა. მოვიდნენ და აიღეს საქაშეთი და ტყვე ჰყვეს სახლეული დიასამიძისა. სცნეს სურამს მყოფთა რუსთა და ქართველთა მყოფთა მორიგეთა, მოეგებნენ ჭალას, იქმნა იქ ბრძოლა, მხნედ იბრძვეს ქართველთა, იძლივნენ ლეკნი და ესრეთ შიშვნეულ იქმნენ, რომელ მტკვართა შიგან შესულნი მოიშთვნენ უმეტეს ათასისა კაცისა. იქ დიაცმან ერთმან ტყვეთაგანმან ქართველმან შეიპყრა შემპყრობი თვისი ლეკი და მოიყვანა მხედრობასა შინა ქართველთასა.
კვლავ შეიკრიბენ ლეკნი და თათარნი და მოვიდნენ ფხვენისს და ვინადგან იქ ვერარა ჰყვეს, უკუნ იქცნენ, სადაცა მოხისს შეემთხვათ რუსნი და ქართველნი და ძლევა შეიმოსეს ფრიად მათ ზედა და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი.
წელსა ჩღპე, ქორონიკონს უოგ (1785) გამოვიდა ომარ-ხან ავარელი, ძე ნურსალ-ბეგისა, გამოვლო იორი და ყარაია, გავიდა მტკვარს, მივიდა და აიღო ახტალა და მივიდა ახალციხეს. იქიდან ჩამოვიდა, აიღო ვახანი და ტყვე ჰყო სახლეულნი აბაშიძისანი.
ჟამსა ამას უკუდგა განჯაცა და გამოყარეს მოურნენი მეფისა და იბრეიმ-ხანისანი, განივლტო შუშით ძე შავერდი ხანისა რაიმ-ხან, რომელიცა მაშინ ჰყავდა იბრეიმ-ხანს პყრობილად, მივიდა და იქმნა ხანად განჯასა შინა, ხოლო მოსულმან იბრეიმ-ხან განჯასა ზედა სთხოვა შემწე მეფესა, აიღეს კვალად განჯა და ჰყვეს ძე შავერდი ხანისა ჯამად-ხან ხანად, რომელიცა მაშინ ჰყავდა მას პყრობილად; ხოლო ომარ-ხანმანცა განვლო გოგჩა, მივიდა მოაოხრა შამქორი და წავიდა.
წელსა ჩღპვ, ქორონიკონს უოდ (1786) მაშინ ნახჩევნელთა ჰყვეს შფოთი და გამოაძეს ნახჩევანთა ხანი თვისი ქალბალი, იგი მივიდა და ევედრა ხანსა ერევნისასა მაჰმადს, და მამად-ხან ევედრა მეფესა, რათა შემწე ექმნას. მაშინ მეფემან წარავლინა მუხრანის ბატონი იოანე მხედრებითა და ზარბაზნებითა, შეერთდენ ესენი ერევნელთა თანა, მივიდნენ ნახჩევანს და ეკვეთნენ, იძლივნენ ნახჩევნელნი და ევედრნენ მხედრობასა ქართველთასა უკეთუ უკუნ-იქცევიან ნახჩევნით, კვლავ ჰყოფენ ნახჩევნელნი ხანად თვისად თაზა ქალბალის, და პირობითა ამით მოიქცნენ ერევანსა და ერევნით ქართლადვე ძლევაშემოსილნი.
აიყარა სრულიად ყაზახი და წავიდა შუშას და შამშადილი განჯას. შემდგომად ერთისა წლისა წავიდა მეფე ირაკლი მხედრებითა რუსთა და ქართველთათა, რათა აჰყაროს ელნი თვისნი და სომხისა მელიქნიცა, რომელთაცა ქონდათ პირობა მეფისა თანა. მიიწია რა განჯას, წარგზავნნა მხედრებითა ძე თვისი იულონ. მიიწივნენ რა ზეიბას, შეხვდათ მათ მხედრობანი ყარაბაღელთანი. იძლივნენ ყარაბაღელნი და ამოსწყვიდნეს უმრავლესნი ყარაბაღელნი ქართველთა. შემთხვევასა ამას მოვიდა ჩაფარი განჯას რუსეთიდან, სადაცა იხმეს მხედრობანი რუსთანი. უკუნ იქცა რა რუსი, აღარა რაცხა მეფემან წასვლა ყარაბაღსა ზედა და უკმოიქცა მეფეცა განჯიდან, და დარჩა ელნი აუყრელნი და წავიდა რუსი წელსა ჩღპზ, ქორონიკონს უოე (1787).
წელსავე ამას მოკვდა კათალიკოზი ანტონი, ძე იასე მეფისა ხოლო მოვიდა რუსეთით ძე ირაკლი მეფისა ანტონი, რომელიცა ჰყვეს იქ როსიას ეპისკოპოსად, ესე უკვე გამოირჩიეს და ჰყვეს კათალიკოზად.
წელსა 1789 ქორონიკონს უოზ წარგზავნა მხედრობანი თვისნი განჯასა ზედა მეფემან. მივიდენ შამქორს, მოარბივეს ჩინგილი და აჰყარეს შამშადილი და მოიყვანეს. ბოლოს მეფეცა ჩავიდა შამქორს. იქ მოვიდა ფათალი-ხანი დარუბანდისა და მაჰმად-ხან შაქისა, დაასკვნეს წასვლა სამთავე ყარაბაღსა ზედა ამად, ვინაიდგან დაივიწყა იბრეიმ-ხანმან კეთილობა მეფისა ირაკლისა, რამდენ გზის განარიხა იგი ხელისაგან ფათალი-ხანისა და ანუ ვითარ შემწე ექმნა, ოდეს დაიპყრა მან ყარადაღი და გილანი. ამათ შეიერთეს ჯავათ-ხანცა, რომელსაცა ეპყრა კერძო იბრეიმ-ხანისა, მაგრამ ეგანრეზომა განზრახვასა მათსა უძლებ-ყოფა ფათალი-ხანისა და უკუნ იქცნენ თვის-თვისად.
ძე არჩილისა, ძმისწული მეფისა სოლომონისა დავით, იპოებოდა მაშინ გამოდევნილი მეფისა დავითისაგან, და იზრდებოდა სახლსა შინა მეფისასა, ვინაიდგან იყო ასულის წული მისი, იქმნა უკვე სამდურავი ორთავე მეფეთა შორის და შორის მეფისა დავითისა და დადიანისა გრიგოლისა იქმნა შური, და გავიდა მეფე დავით და მოსწვა ოდიში. შემთხვევასა ამას წარატანა მეფემან ირაკლი ძის ძესა თვისსა, ძესა გიორგისასა დავითს ძე არჩილისა დავით, რათა წარგზავნოს იგი ოდიშს, და მან წარგზავნა. იხილეს რა ოდიშართა ძე არჩილისა, შეიკრიბენ მასთანა. სცნა რა ესე მეფემან დავით, ამანცა შეიკრიბა მხედრობანი იმერთანი და მივიდა ხუნწს. მაშინ ძის ძემანცა დავით ჰყო მოძრაობა საზღვართა ზედა, ზემო იმერთა ჰგონეს ვითარმედ ქართველთა რეცა სწადთ გადასვლა იქ. ჟამსა ამას შინა სახლიცა წერეთლისა იყო ორგულ მეფისა დავითისა. იკვეთნენ ხუნწს, იძლივა მეფე დავით და განივლტო ახალციხეს. შემდგომად ძე არჩილისა ჰყვეს იმერთა მეფედ და უწოდეს სახელად სოლომონ მეორე. და მეფე დავით მოვიდა მეფისა ირაკლისა წინაშე და ამან დააგო მეფისა იმერეთისა წინაშე და ჰყვეს ზავი.
კვლავ მოვიდნენ ახალციხიდან შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ ძევერას, მაგრამ მეფის ძის ძემ დავითმან სძლო მათ სდია გააბნივნა.
იყო უკვე ხდომვა ლეკთაგან ახალციხიდან და რყვნიდიან ქართლსა და სომხითსა მით, რამეთუ აღვიდნენ ძენი ერისთვისანი ახალციხეს და ზაქარია ციციშვილი, სალთხუცესი დედოფლისა, მოვიდნენ და დაეცნენ ხელთუბანს და წარტყვენვეს იგი.
კვლავ მოუხდნენ ქიზიყს ჭარელნი, სძლეს ქიზიყის მოურავს ზაქარიას და ამოსწყვიტეს უმეტეს სამასისა ქიზიყელნი.
მაშინ შეყრილობანი ლეკთანი ფრიადნი მოვიდნენ და დაეცნენ ყარაღაჯს, სადაცა გორს მყოფნი მეფის ძენი იულონ ირაკლისა და ძის ძე მეფისა იოანე გიორგისა გავიდნენ, იქმნა უკვე ბრძოლა ზედაველას. იქ მხნედ იყო მეფის ძის ძე იოანე, იძლივნენ ლეკნი და წავიდნენ სირცხვილეულნი, რომელნიცა იყვნენ მოყვანილ ერისთვის ძის მიხაილისაგან.
კვლავ მოიყვანა არღუთაშვილმან მიქელამ ლეკნი, მოუძღვა და წაიღეს კრწანისი, თუმცაღა განვიდნენ მდევარნი ქალაქით, მაგრამ ვერღარა ეწივნენ. კვლავ მოუძღვა არღუთაშვილი მიქელა და მოსტყვენვეს ყალაჩა, სადაცა წარიყვანეს უმეტეს ორასისა ტყვენი სომეხთანი.
კვლავ შეიკრიბა ლეკთა და თათართა მხედრობა, მოვიდა და აიღო რუსთავი და მეფე იძულებული წავიდა მათ ზედა, სადაცა წარგზავნა ძის ძე თვისი დავით, რათა უყოს ზედა დასხმა ჯავახეთს, ხოლო მან წარგზავნა გატეხილს ხიდ ზევით შეყრილობა თათართა და მოარბიეს ჯავახეთი და მოვიდნენ გამარჯვებულნი ალაფითა დიდითა, და ლეკთა მათ განვლეს ტყით და წავიდნენ მშვიდობით ახალციხეს, მით რამეთუ მეფემან აღარა ამჯობინა მისვლა ტყეთა შინა ლეკთა ზედა.
წელსავე ამას 1789 ბრძანებითა მეფისათა მიუხდა მეფის ძის ძე დავით ყარსს ათასითა კაცითა და მოსტყვენა ინჯადარა, ფალდერევანი და ჯომუშლი და აიალაფეს უმეტეს ათასისა ტყვისა, მაშინ მოეწივათ უკანა მხედრობა დიდი თურქთა მძღვანელობითა ალიბეგისა და მამად-ბეგისა ძეთა ხათუნისათა. იქ თვით მეფის ძის ძე დავით იყო ფრიად მხნეთ, რომელმანცა ხელითა თვისითა მოკლა თიქნისელი ხანი თოფითა, რჩეული მხედარი თურქთა შორის. უკანასკნელ მოვიდა მას ზედა იშიყ-ბეგ, გამოჩენილი მხედარი ყოველსა ყარსსა და ქურთსა ზედან, სადაცა მეფის ძესა სცა მან შვიდი ხმალი, მაგრამ დაიცვა იგი ჯაჭვმან, ვინაიდგან ქონდა დაფარვით ტანსა ჯაჭვი, ბოლოს მოკვდა ესეცა ხელითა მეფის ძისათა. ესე იყო საკვირველ, რომელ ყრმა წლისა ოცდა სამისა და გამოუცდელი ბრძოლისა ესრეთ იყო დღესა მას მხნედ, რომელ განაკვირვა ვითარცა ქართველნი და ეგრეთვე თურქნი. მაგრამ ბრძოლასა მას დაეფლა ლიასა ცხენი და გადმოვარდა, გაექცა ცხენი, რომელიცა შეიპყრა და მოართვა გულმაჰმადა სარვანმან, ძემან შარიფისამან, და აღჯდა კვლავ. იქ ამოსწყდნენ ბრძოლასა წინაშე მისსა ორნი ყრმანი ბებურისშვილები, რომელნიცა იყუნენ მხნენი, მამაცნი.
კვლავ მოუძღვა არღუთაშვილი მიქელა ახალციხით ლეკთა, მოსტყვენვა გიაურარხი, სადაცა ეკვეთა საბარათიანოსა მხედრებითა სარდალი დავით ორბელიანი დურნუკს. იქ იძლივა სარდალი და მოკვდა უმეტეს ასისა და შეპყრობილ იქმნენ უმეტეს ასისავე.
შემოვიდნენ საგურამოსა შინა ლეკნი კვლავ უმეტეს ათასისა კაცისა, რომელნიცა გაიყვნენ ორად: ნახევარმან წაიღო პირუტყვი მახლობელ ქალაქიდან, სადაცა ქიზიყს მყოფმან მეფის ძემან იულონ შეუკრა იორი, განაბნია ლეკნი იგი და მიუღო მათ ნატყვენავი მათი. და ნახევარმან აიღო ფრეზეთი და წავიდა საგურამოით დაღისტნად. მაშინ მეფის ძის ძემან დავითმან, მყოფმან მატანსა შინა, მოიკრიბა ახმეტელნი ვიდრე ას კაცამდე, შეუკრა გზანი ჭინჭარისა, სძლო მათ და მიუღო ყოველივე ნატყვენავი და ტყვენი. ესრეთ შიშვნეულ იქმნენ ლეკნი, რომელ ოდეს იწყეს რა ლტოლვა, ერთი-მეორესა ჰყრიდიან ფლატესა ზედა ილტოსასა, ვინ წინა უსწრას ურთიერთარს, რომელნიცა იყვნენ უმეტეს ხუთასისა. სისხლმან მათ ლეკთა დახოცილთამან სრულიად შეღება წყალი იგი ილტოსი წითლად.
იქმნა კვლავ სამდურავი მეფისა სოლომონისა და დავითისა. მაშინ დავითმან შემოიკრიბა მცირედნი ლეკნი ახალციხით წელსა ჩღჟ, ქორონიკონს უოჱ (1790), სძლო მეფესა სოლომონს და დაიპყრა კვლავ იმერეთი. შემოიკრიბენ ამასთანა ოდიშარნი და აფხაზნი, მით რამეთუ მანუჩარს დადიანის ძესა ქონდა ამასთანა შეკრულება და ორგულ იყო ვითარცა ძმისა თვისისა დადიანის გრიგოლისა, ეგრეთვე მეფისა სოლომონისა. მხილველმან ამისმან მეფემან ირაკლიმ მიაშველა ძის ძე თვისი იოანე მეფესა სოლომონს. მაშინ მეფე სოლომონ დამაგრებულ იყო სახლსა წერეთლისასა, ვინაიდგან, წერეთელი პაპუნა და ზურაბ იყო ორგულ მეფისა დავითისა. იქმნა ლოსიათ-ხევს ბრძოლა, იძლივა იქ მეფის ძის ძისა იოანესაგან მეფე დავით, რომელსაცა ჰყავდა უმეტეს ათი ათასისა იმერნი. აფხაზნი და ოდიშარნი, და ქართველნი არა იყვნენ უმეტეს ხუთასისა, მით რამეთუ ზარბაზანმან დასცა მათ ზარი.
ამავე წელსა მეფის ძემან დავით შემოიკრიბა ქიზიყელნი, მიუხდა ბაიამათლოს და ფადარს და მოსტყვენვა. დღესა მას სამჯერ სძლო გამოსულთა ლეკთა მდევართა და მოვიდა გამარჯვებული და ალაფითა სავსე.
ხოლო ვინაიდგან ქონდა შური ხანსა განჯისასა ჯავადს ალი-სულთანისა შამშადილისა ზედა, რომელიცა არა მორჩილებდა და ძმასა მისსა მაჰმად-ხანს უკუუდგა პირველ ხანობასა მისსა, აჰყარა შამშადილი და მოიყვანა შულავერს. ხოლო იქიდან მისულსა შამშადილადვე, დაესხა მაჰმად-ხან მხედრებითა, მაგრამ სძლო მან მაჰადხანს და გარდა ამისსა მრავალგზის იძლივა ვითარცა ხანი, ეგრეთვე განჯელნი ალი-სულთანისაგან.
თუმცაღა მრავალგზის უკუ უბრუნა და მისცა მეფემან განჯელთა შამშადილი, მაგრამ არ ემონენ. ამად დაიცა დრო და მოუხდა ჯავად-ხან განჯურითა მელიქებისა მხედრებითა და მოსტყვენა შანშადილი, რომელსაცა ჰყავდა უმეტეს სამი ათასისა მხედრობანი. მაშინ გარდეშველნენ ყაზახნი, სადაცა შეიკრიბნენ ყაზახნი და შამშადინელნი უმეტეს არა სამასისა, სძლეს ჯამად-ხანს და შეიპყრეს უმეტეს რვაასისა განჯელნი და დარჩა ჯამად-ხანს თვისი ყოველივე ბარგი, ჯორი და აქლემი და განივლტო სირცხვილეული. კვლავ მიუხდა ბაიამათლოველთავე მეფის ძე ალექსანდრე და მოსტყვენვა იგინი.
ხოლო გარდაიცვალა რა ქარიმ-ხან სპარსეთს და ზაქი-ხანცა, ძმა მისი, მოკლეს სპარსთა ბარბაროზებისა და ტირანობისათვის, რომლისა შემდგომად დაიპყრა სპარსეთი ალი-მურად-ხან ზანდმან. და ოდეს გარდაიცვალა ესე, მაშინ გამოჩნდა აღა-მამად-ხანად წოდებული ძე მაჰმად-ასან-ხანისა, გვარით ყაჯარი, რომელიცა ჰყო საჭურისად ადილშამ, ძმისწულმან ნადირისამან. ამან სძლო ჯაფარ-ხანს ზანდსა და დაიპყრა ერაყი და მოვიდა ადრიბეჟანს, მუშკანბარსა ზედა, იქიდან აბირა მეფე ირაკლის მეგობრობასა თვისსა ზედა და უკუნ იქცა შირაზად ამად, ვინაიდგან შირაზსა შინა იპოვებოდა მაშინ ლუთვალი-ხან, ძე ჯაფარ-ხანისა; ესე გამოვიდა პირისპირ ამისა. იქმნა ამბოხი შორის მხედრობასა ამისსა, რომლისა გამო გაიბნივნენ მხედრობანი ლუთვალი-ხანისანი და მივიდა ქირმანს, განვლო ხოჯამან, აიღო შირაზი. წავიდა და მოადგა ქირმანს და დაიპყრა იგი. განივლტო იქიდან ლუთვალი-ხან, რომელმანცა გაარღვია ერთი კერძო მხედრებისა ხოჯასი, ვინაიდგან იყო ესე ლუთვალი-ხან ჟამსა ამას ესრეთი მხედარი და მხნე, რომელ მსგავსი მისი ყოველსა შინა სპარსეთსა არა იპოვებოდა. ხოლო მისრული ბამს, შეიპყრეს ესე ბამელთა და მოიყვანეს ხოჯასა წინაშე, რომელსაცა აღმოხადნა თვალნი.
მოიცალა რა ხოჯამ საქმისაგან სპარსეთისა, მოვიდა და მოადგა შუშის, მით რამეთუ არა ერჩდა მას ხანი შუშისა იბრეიმ, გარნა ვერა აიღო ციხე ესე და მოვიდნენ ელნიცა ქართლისანი განლტოლვილნი ძველნი და ახალნი და სხვაცა მრავალნი ყარაბაღისა მცხოვრებთაგანი შიშისაგან ხოჯასა. მაშინ ძენი მეფისანი იულონ და ალექსანდრე მიუხდნენ განჯას და მოსტყვენვეს, რომლისა გამო განძვინებული ხოჯა წარმოემართა ტფილისსა ზედა. ჟამსა მას ძე არჩილისა მეფე იმერთა სოლომონ იმყოფებოდა ტფილისს შემწედ პაპისა თვისისა.
პირველსა დღესა ეკვეთნენ ველსა კრწანისისასა მეწინავენი სპარსთა და ქართველთანი, სადაცა მეწინავეთა შორის იმყოფებოდა მეფისა ძის ძე დავით, წერეთელი ზურაბ, მუხრანის ბატონი იოანე, მოურავი ქიზიყისა ზაქარია და ამილახვარი ოთარ. დღესა მას იყვნენ მხნედ ქართველნი, რომელთა ძლით იძლივნენ სპარსნი, ხოლო დღესა მეორესა, ვინაითგან იმერთა იწყეს ტყვენვა აყრილთა მათ მცხოვრებთა ტფილისისათა, აღარა ყავდათ ორთავე მეფეთა მხედრობა უმეტეს ათას ხუთასისა კაცისა.
იქმნა ბრძოლა ველსა ზედა კრწანისისასა, იძლივნენ ქართველნი და იმერნი, განივლტნენ მეფენი და აიღეს ტფილისი წელსა ჩღჟე, ქორონიკონს უპგ (1795), სეკდენბრის ია. და მიუღეს ყოველივე თოფხანა მეფესა. დღესა ამას იყო მხნედ მეფის ძის ძე იოანე, ესრეთ, უკეთუ იგი არა იპოვებოდა იქ, კინაღამ შეიპყრეს მეფე ირაკლი. ხოლო მეფის ძემ დავითმა ჩაყარა ხევსა შინა საგუბრისათა ზარბაზანნი იგი, რომელიცა ქონდა მას თაბორისა კერძო, რათა არა დარჩეს სპარსთა, და ესრეთ განარიდა; აიღეს ტფილისი და მოწვეს, და თვით მეფე განივლტო მთიულეთს. დაჰყო უკვე ხოჯამან რვა დღე სოღალუხს. იქიდან აიყარა და ჩავიდა მუღანსა და იქიდან წავიდა ხორასანს ზედა.
მაშინ მოვიდა შემწედ ორი ბატალიონი რუსეთისა მხედრობათაგანი. იხილეს რა ლეკთა უძლურება ქართველთა, შეიკრიბენ უმეტეს ათასხუთასისა, მივიდნენ ნორიოს, მაგრამ იძლივნენ ფრიად მოურავისაგან მათისა ზაალ ენდრონიკაშვილისაგან, რომელიცა იყო სიმხნითა აღმოჩენილ ყოველსა საქართველოსა შინა. იქიდან განვლეს დიღომი, ავლეს დიდგორი და მივიდნენ კოთელიას, იქიდან წამოსულნი მივიდნენ და დაეცნენ იედიბოლუქსა ზედან დემურჩიასანს. მაშინ მეფის ძის ძე დავით იმყოფებოდა ბორჩალოსა შინა. სცნა რა მან, მოიკრიბნა ბორჩალოველნი ვიდრე ასს კაცადმდე, ეწია იედიბოლუქს, სძლო მათ და მიუღო ყოველივე ნატყვენავი. ესრეთ შიშვნეულ იქმნენ ლეკნი, რომელ მოიშთვნენ მტკვარსა შინა უმეტეს სამასისა. და დღესა მეორესა შემოვიდა ტფილისად გამარჯვებული, რომელმანცა შემოიტანა ჯორთა ზედან აღკიდებული საპალნითა თავნი ლეკთანი. ამას ზედა გამოხდნენ ტფილისელნი და დაიწყეს კვლავ აოხრებულისა ქალაქისა შენებად. და იბრეიმ-ხან შუშისა მოვიდა განჯასა ზედა. ვინაიდგან ხანი განჯისა იყო მიზეზ აოხრებისა ყარაბაღისა და ტფილისისა, სთხოვა მეფესა ირაკლის შემწე, რომელმანცა წარუვლინა ძე თვისი ალექსანდრე და ძის ძე დავით. მივიდნენ ესენი განჯასა ზედა, აიღეს ქალაქი და მოსწვეს და რამდენ გზის გამოვიდოდიან ციხით განჯელნი, ეგოდენ იძლეოდიან, სადაცა ფიცხელად იბრძოდიან ქართველნი, რომელ სიმხნესა მათსა გაკვირვებულ იყვნენ ყარაბაღელნი და ლეკნი. ბოლოს ჩავიდა თვით მეფე ირაკლიცა გამოართვა ყოველნი ტყვენი საქართველოსანი, დროსა ხოჯაისასა ტყვედ ქმნილნი, უმეტეს ათასისა, ზავჰყო განჯელთა თანა და უკუნ იქცა.
ჟამსა ამას მოვიდა მზედრობა რუსთა მძღვანელობითა უვალერიანე გრაფ ზუბოვისათა. ამათ დაიპყრეს დარბანდი, შამახია, ბაქო და სალიანი წელსა ჩღჟვ ქორონიკონს უპდ (1796). მაშინ აღა-მამად-ხან ხოჯა იპყრობდა ხორასანს, დაპყრობისათვის მისისა რომელმანცა აიღო მაშათი, ტყვე ჰყო ძის ძე ნადირისა შარუხ და მიუღო უმრავლესი ნაქონები. უკანასკნელ მოიკლა ესეცა.
ხოლო ზუბოვმანცა წარმოგზავნა მხედრებითა ღენარალ-მაიორი კორსიკოვი. ამან დაიპყრა განჯა, იქ დაუტევა მცირედი მხედრობა და მოვიდა თვით ტფილისს მხედრობითა.
წელსა ამას გარდაიცვალა ეკატირინა იმპერატრიცა და იქმნა ძე მისი ხელმწიფედ პავლე. ამან უკუნ აქცია ყოველნი მხედრობანი რუსთანი რუსეთადვე. ოდეს მოიცალა აღა-მამად-ხან საქმისაგან ხორასანისა, წარმოემართა და მოვიდა შუშის. სცნა რა იბრეიმ-ხანმან მომავალობა მისი, განივლტო სახლეულითურთ თვისით ბელაქანად და აღა-მამად-ხანმან დაიპყრა ციხე. იქ მოიკლა ესე მონათა თვისთაგან წელსა ჩღზ, ქორონიკონს უპე (1797) და უკუნ იქცნენ სპარსნი თვისთვისად.
წელსა ამას იქმნა მეფე ირაკლი უძლებ წყლისა მანკიერებითა. ჟამსა ამას ჩამოვიდა ომარ-ხან, მოწვა ველისციხე და მუკუზანი და უკუნ იქცა და ჩავიდა შაქად:
და მეფეცა ირაკლი გარდაიცვალა წელსა ჩღჟჱ, იანვრისა კა, ქორონიკონს უპე (1798) და იქმნა მეფედ ძე მისი გიორგი.
ჟამსა ამას მოვიდნენ კვლავ შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ ქრცხინვალს და ვერა რაიმე ჰყვეს და წავიდნენ. უკუნქცეულთა შეხვდა მეფის გიორგის ძე იოანე დირბს და იძლივნენ მათგან. იქ მოიკლა ბრძოლასა შინა წინამძღვანი ლეკთა ჩინებული ალი ფოლადად წოდებული.
წარმოიშვა კვლავ სამდურავი შორის ქართლისა და ყარსისა. მაშინ წარგზავნა მეფემან გიორგიმ ძენი თვისნი დავით და იოანე, მიუხდნენ ყარსს, მოსტყვენვეს გარემონი ყიზილჩახჩახისანი, მაგრამ გამოვიდა მხედრობითა დიდითა ალი-ბეგ და იძლივა ქართველთაგან ოსმალნი ესრეთ, რომელ უმეტეს ორისა აღაჯისა სდევნეს ქართველთა ოსმალნი ხოცითა და ჭერითა. და შემოიქცნენ ქართველნი ალაფითა დიდითა მძლეველნი თურქთანი.
ჟამსა ამას იყო ყაენად ბაბა-ხან, ძმისწული აღა-მამად-ხანისა და ვინაიდგან ესე აწვევდა მეფესა გიორგის მონებასა, ამად იძულებულმან შეიტანა თავი თვისი მონებასა ქვეშე იმპერატორისა პავლე პეტროვიჩისასა. ხოლო ამან წარმოუგზავნა დესპანი და სამეფონი ნიშანნი და ერთი პოლკი იეგირისა და შემდგომად მოვიდა ერთი პოლკიცა მუშკატრისა.
კვლავ ჩამოვიდა ომარ-ხან ავარელი ბირებითა იბრეიმ-ხანისათა და დაიბანაკა კიდესა ალაზნისასა. იქ მივიდა მეფის ძე ალექსანდრე, ვინაიდგან იყო ურჩი მეფისა. წამოვიდნენ და მოვიდნენ პირისპირ ნიახურისა. იქ ეკვეთა მეფის ძე იოანე და ბაგრატ კახეთისა მხედრებითა და ექვსასისა რუსითა და რაოდენ იყო თვით მხნედ ეგრეთვე მხედრობანი კახთანი. იძლივნენ ლეკნი და ამოსწყდნენ უმრავლესნი, რომელიცა შეყრილობა ესე იყო ვიდრე ათი ათასისა კაცადმდე და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი, ჩავლეს იორი, მიუხდნენ განჯას, გარნა იქვეცა იძლივნენ. და მეფე გიორგიცა გარდაიცვალა წელსა ჩყ დეკემბრის კჱ, ქორონიკონს უპჱ (1800). და დაფლეს მცხეთას სამარხოსა მეფეთასა.
ხოლო შემდგომად მისსა ჰყვეს განმგედ და მმართებლად ქართლისა პირმშო ძე მისი დავით ბრძანებითა იმპერატორისათა, ვინაიდგან ჯერ იყო მებრ ტრაკტატითა, ესე იგი აღთქმისა პირობათასა, დადებულითა შორის ეკატერინა იმპერატრიცისა და მეფის ირაკლისათა, რათა ბრძანებითა რუსეთისა კარისათა დაიდგინებოდეს მეფე. ამან იწყო მართვად ქართლისა ფრიად გონიერად, ვინაიდგან იყო ესე აღზრდილ მეცნიერებასა შინა ვითარცა საღმრთოთა და ფილასოფიათა, ეგრეთვე სამხედროსაცა შინა, ვინაიდგან უწყოდა მან ვითარცა კანონი სამოქალაქო და სამხედრო აზიისა, ეგრეთვე ევროპისა.
ამან ანიჭა კვლავ ძეთა ქსნის ერისთვისათა მამულივე მათი სრულიად მიღებული მეფისა ირაკლისაგან, ერთგულებისა გამო მათისა, მით რამეთუ ქონდათ ფრიადი შეკრულება მის თანა და ერთგულება, და მოელოდა მეფობისა დამტკიცებასა როსსიით. ამან განაახლა შუა თვალი გატეხილისა ხიდისა, რომელიცა ჩასჭრა აღამამად-ხანმან მოსლვასა თვისსა ტფილისს.
გარდაიცვალა მყის პავლე პეტრეს ძე წელსა ჩყა, ქორონიკონს უპთ (1801) და ვერღარა სრულ იქმნა საწადელი მისი, ვინაიდგან იმპერატორმან ალექსანდრე, ძემან პავლესმან, წარმოგზავნა ღენარალ-ლეიტენანტი კნორინგი. მაშინ მხედრობანიცა რუსთანი უმეტეს ათისა ათასისა შემოსულ იყვნენ ქართლში. მოვიდა იგი. მაშინ ორგულ ექმნენ მეფის ძეს დავითს რაოდენიმე მახლობელნი თვისნი ბირებითა კნორინგისათა, რომელმანცა აღუთქვა მათ სასყიდელი დიდი. სიკვირველი, რომელ თვით მათ იწყეს უკანასკნელ სარჩელად რუსთა ზედა და ხადოდენ თავსა თვისსა ახლად იუდად, ვინაიდგან შესცდნენ იგინი ვერცხლისათვის, მაგრამ ვერარამე მიიღეს სასყიდელი და იქმნენ საკიცხველ ყოველთაგან. მან განაწესა კანონისა მათისა ვითარცა მას სწადდა ყოველივე კანონი სამოქალაქო და უკუნ იქცა რუსეთად.ხოლო წელსა მეორესა მოვიდა კვლავ კნორინგი. ამან აფიცა ერნი ერთგულებასა ზედა როსსისასა, რომელთა შეკრებილთა სიონსა შინა შემოახვივა მხედრობა და ქართველთა შიშვნეულთა ჰყვეს ფიცი მსწრაფლ. და მოასვენა ჯვარი იგი წმინდისა ნინასი წელსა ჩყბ, ქორონიკონს უჟ (1802), რომელიცა პირველ მოიპარა და წაიღო არშას ციხით რუსეთად მთავარ-ეპისკოპოსმან რომანოზ, არაგვის ერისთვის ძემან. ხოლო აწ კვლავ მოსცა იმპერატორმან ალექსანდრე ქართველთა. დაუტევა აქ კავალინცკი განმგედ და თვით უკუნ იქცა რუსეთადვე.
კვლავ აღდგნენ ლეკნი და იწყეს ტყვენვა ქართლისა, დაესხნენ ორგზის ქარელსა და ამოსწყჳდნეს მრავალნი იქნებურნი. კვლავ მიუხდნენ და წარტყვენეს ყელქცეული, ეგრეთვე ქენფერი; მსგავსისავე სახითა კახეთიცა, წაიღეს მელაანი. კვლავ შეიკრიბენ ჭარელნი, მოვიდნენ და წაიღეს ივრით ცხვარი თუშთა ვიდრე ოცდა ათი ათასამდე, რომლისა გამო გამოსცვალნეს კნორინღი, და ნაცვლად მისსა განაწესეს ღენარალ-ლეიტენანტი ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე, რომლისა მამა დროსა ვახტანგ მეფისა გადასულ იყო რუსეთად. კაცი ესე იყო გონება-ვნებულ და ცნობა-მიხდილ, ვინაიდგან გვართა მათ შორის ზოგად არა იშვიათ არს ესე სენი. ესე მოვიდა წელსა ჩყგ, ქორონიკონს უჟა (1803), იანვრის ვ (6) ტფილისს.
ჟამსა ამას იყვნენ ძენი ქართველთ მეფისანი მოწოდებულნი როსიად. იწყეს რა მათ მზადება წასლვისათვის რუსეთად, ციციშვილმან აღარა აცადა მათ მომზადება, არამედ დაესხა ღამე ვითარცა ავაზაკთა ზედა და წარგზავნა რუსეთად. შემდგომად ამისა შეუსივა მხედრობანი ღენერალ-მაიორის ლაზაროვითურთ დედოფალსა, ციციშვილის ასულსა მარიამს, მეუღლესა მეფისა გიორგისასა, რათა იძულებით და გამოთრევით წარგზავნოს რუსეთად. იქმნა იქ შფოთი, სადაცა რუსთა დაკოდეს ფრიად ხმლითა ორსა ადგილსა მკლავსა შინა დედოფალი მარიამ და ამა შფოთსა შინა მოკვდა ღენარალ-მაიორი ლაზარევი ხანჯლითა, რომელ არა სადა ცხად იქმნა მკვლელი მისი, და დედოფალი დაკოდილი ბრალეულ-ჰყვეს. რეცა მან მოკლა იგი და შვილებითურთ თვისით წაიყვანეს რუსეთად, რომლისა ჭვრეტა მჭვრეტელთათვის იყო საზარო და დააპატიმრეს მონასტერსა შინა ბელოღოროდისასა, ვინაიდგან ციცისშვილმან დასწამა სიკვდილი მისი მას. ხოლო დედოფალი დარეჯან, დადიანის ასული, მეუღლე მეფის ირაკლისა, დარჩა უძლებობისა გამო ტფილისს.
ხოლო ამან ციციშვილმან წარგზავნა მხედრობა ბელაქანსა ზედა და მოწვეს ბელაქანი, მაგრამ მაშინ ვერ აღვირ-ასხა ლეკთა კადნიერებასა, მით რამეთუ მოვიდენ ქარელს და ამოსწყვიტნეს რუსნი უმეტეს ასისა, ეგრეთვე წაიღეს ჩივაძიანთა კარი და წარასხეს უმეტეს ასისა ტყვისა. კვლავ ბელაქანის მახლობელ წაიღეს რუსთა ცხენნი, უმეტეს ხუთასისა, და ეგრეთვე მახლობელ ქალაქისა წაიღეს უმეტეს ოთხასი ცხენი, და იყო მრავალი ვნება ლეკთაგან; კვლავ სიფიცხითა და ბოროტებითა ციცისშვილისათა ვნებულ იქმნენ უმრავლესნი თავადნი და აზნაურნი კახეთისანი და წარივლტნენ სპარსეთად, ეგრეთვე მეფის გიორგის ძე თეიმურაზცა, ვნებული ციცისშვილისაგან, წავიდა სპარსეთად.
და ჟამსა ამას იქმნა მომსრველი სენი ყოველსა საქართველოსა შინა რომლისა გამო შეედვათ ფრიადი სრვა; ხოლო დედოფალი დარეჯანცა წაიყვანეს როსიად. და ოდეს ლეკთაგან იყო ოხრება ქართლისა, მის გამო ჯეროვნად რაცხა ციცისშვილმან შენება წალკისა, რათა ამით აღვირ ასხას ლეკთა, და დაასახლა იქ რაოდენიმე მოსახლენი; ხოლო მოვიდნენ ლეკნი და წაასხეს ტყვეთ ყოველნივე. ამაზედ განრისხებულმან ციციშვილმან წარგზავნა მათ ზედან მხედრობა საკირეს, სადაცა იდგნენ ლეკნი. იქმნა ბრძოლა მათ შორის, სადაცა იძლივნენ რუსნი და ამოსწყდნენ მრავალნი და დანარჩენი მოვიდენ თბილისად.
კვლავ მოვიდენ ლეკნი და წარტყვენეს ნიჩბისი, კვლავ მოვიდნენ სოღანლუხს და წაიყვანეს ტყვე უმეტეს ორასისა, რუსნი. ხოლო არა ოდეს მოიხსენების და ვერცა დაიტევს ისტორიაჲესე, თუ ვითარი ოხრება იყო ლეკთაგან საქართველოსა შინა.
და წელსა 1804, ქორონიკონსა უჟბ შეკრიბა ამან მხედრობანი და მოადგა განჯას. ვერ წინა აღუდგა ხანი განჯისა ჯავად, ამად, რომელ აღარა იპოვებოდა იქ უმეტეს ხუთასისა მეთოფე მომსვრელისა გამო სენისა, ვინაიდგან მათცა შეედვათ სენი და გაწყვიტა მრავალნი იქ მცხოვრებელნი ჭირმან. ამის გამო აიღეს უკვე მიტევებითა განჯისა ციხე რუსთა, სადაცა მიტევებასა ზედან ამოსწყდენ უმეტეს ხუთასისა სალდათნი. განძვინებულთა სალდათთა და ტკივნეულთა ქართველთა განჯელთაგან, რაცა უსამართლოება იხმარეს თვისთა მეზობელთა ზედა ჟამსა მოსლჳსა აღა-მაჰმად-ხანისასა, ამოსწყვიდნეს უმრავლესნი მცხოვრებნი განჯელთანი, მოსრეს დედა-წულნი და იავარჰყვეს ნაქონები მათი. ეჰა უუსჯულოესი, რომელ ტირანმან ციცისშვილმან ჰსცა ნება მხედრობათა შებილწებისათვის ტყვეთასა, ხოლო თვით ექმნა მაგალით უსჯულოსა ამის განზრახვისა მით, რამეთუ პირველად მან შეაბილწა სახლეულნი ხანისანი.
ხოლო ამავე წელსა წარგზავნა იარანალი გულაკოვი დასასჯელად ჭარელთა. მიიწია რა ზაქათალას, იძლივა გულაკოვი ჭარელთაგან, რომელიცა თვით დასჩეხეს ხმლითა და ამოსწყვიდნე უმრავლესნი მხედრობანი მისი და ესრეთ შიშნეულ იქმნენ, რომელ უმეტეს ხუთასისა რუსნი გადასცვივდენ კლდესა ზაქათალისასა და ამოსწყდენ, ეგო უვნოდ იარანალი ყაფლანისშვილი დიმიტრი, მეორე მძღვანი ამა რუსთანი შემდგომად გულაკოვისა, რომელ იგიცა გადავარდა კლდესა მას.
ხოლო გაზაფხულსა წელსა ამასვე წავიდა ციციშვილი ერევანსა ზედა დასაპყრობლად ქალაქისა მის. მიიწია რა ეჩმიაძინს, იქ შეხვდა ძე ყაენისა აბაზ, მცირედითა მხედრებითა, თუმცაღა წარმოიშვა მათ შორის მცირერე ბრძოლა, მაგრამ უძალო ქმნილნი სპარსნი გაეცალნენ და მივიდნენ გარნისს, ხოლო ციციშვილიცა გავიდა ზანგის მდინარესა, და მიადგა ციხესა ერევნისასა. მცნობმან ამისმან ყაენმან ბაბა-ხან მოირთო ძალი, მოვიდა გარნისსა ზედა. ჟამსა ამას დაემშა მხედრობა ციციშვილს, წარგზავნა მან მანტრეზორი მაიორი ორასითა მხედრობითა და ერთითა ზარბაზნითა ბანბაკად, რათა მოართვას მან იქიდან საკვები. სცნა რა ყაენმა, შეუყენა უკანა მეფის ძენი ალექსანდრე და თეიმურაზ ათასითა მხედრებითა სპარსთათა, რომელიცა ეწია მას მახლობელ დარბაზისა და ამოსწყვიტნეს სრულიად მანტრეზორ მაიორითურთ, მიუღეს ზარბაზანნი და მივიდეს წინაშე ყაენისა. ამად პატივ სცა მას ყაენმან და ანიჭა საბოძვარი დიდ-დიდნი. შემდგომად რამდენისამე დღისა წარმოიშვა ბრძოლა შორის ციცისშვილისა და ბაბა-ხანისა, იძლივა ციცისშვილი ესრეთ, რომელ გამოიპარა ღამით მცირედითა მით მხედრებითა, რომელიცა გადაურჩნენ სპარსთა ხელთაგან ბრძოლასა მას. ხოლო ამათ არაღარა შეუდგა უკანა ბაბა-ხან, ვინაიდგან სცნა ორგულება სპასპეტისა თვისისა სულეიმანისაგან, რომელსაცა ჰსწადდა სიკვდილი მისი იდუმალ, და წავიდა ყაენი თეირანად. ხოლო ციცისშვილიცა მოვიდა თბილისს. მაშინ ძე მეფისა იულონ, ლტოლვილი რუსთაგან, შეიპყრეს ულევს, და ფარნაოზიცა კახეთით მისული ყაზახად შეიპყრეს ყაზახელთა და მიიყვანეს წინაშე ციცისშვილისა, და მან წარგზავნა იგინი როსიად. პირველი უკვე დააყენეს ტულს, ხოლო მეორე ვარონიშს, და შემდგომად თვით ციციშვილიცა ჩავიდა განჯას.
ხოლო წელსა 1805, ქორონიკონს უჟგ მოვიდა ბაბა-ხან არდაველს. შიშნეული მისგან ხანი შუშისა იბრაიმ შევიდა საფარველსა ქვეშე რუსეთისასა, სთხოვა ციცისშვილს მხედრობა დასაცველად ციხისა თვისისა, რომელნიცა მისცა ხუთასნი მხედრობანი რუსთანი. მოვიდა ბაბა-ხანცა არმიასა ზედა, იქიდან წარმოგზავნა ძე თვისი აბაზ საქართველოსა ზედან, არა ძლიერითა მხედრობითა. მოიწივნენ რა თართარს, წარგზავნნა ციცისშვილმან ათასნი უკვე რუსნი კარაგინისა პოლკოვნიკის მძღვანველობითა. შეიმთხვივნენ ქურაგს, იძლია კარაგინი, რომელ კნიღა გარდაურჩა ოცდაათითა სალდათითა და თვითცა დაჰკოდეს კარაგინი. ჰსცნა რა ესე ციციშვილმან, წავიდა ოთხი ათასითა მხედრობითა მას ზედან, მაგრამ სპარსთა გადავლეს ზემო გზა და რუსნი დაუტევეს ქვემოსა გზასა ზედან. მოვიდნენ განჯას და გადაასახლეს იქიდან მცხოვრებნი განჯელნი მახმედიანნი, რომელიცა წარგზავნა თავრიზად, ხოლო თვით მიიწია შამშადილს, თუმცაღა სწადდა მისლვა თბილისსა ზედან, მაგრამ არა იქმნა სრულ საწადელი მისი მით, რამეთუ მოერთო ბაბა-ხანისაგან მამისა თვისისა ბრძანება უკუნქცევისათვის. შევლო მან აღსტაფა ვიწროსა მას კალთასა მთისასა, დახვდა იქ ყაზახნი და ფრიადი ვნება მისცეს სპარსთა, ხოლო ბაბა-ხან უკუნ იქცა გილანად, ამად, რომელ რუსთა მხედრობანი გავიდნენ გილანად მძღვანველობითა ღენარალ ზავალიშინისათა, მაგრამ მისლვამდე ბაბა-ხანისა, იქ იძლივნენ გილანელთაგან რუსნი და ლტოლვილნი იქიდან ნავითა მივიდნენ მახლობლად ბაქოსა.
ხოლო წელსა 1806, ქორონიკონსა უჟდ, გავიდა ციცისშვილი მტკვარსა მხედრობითა, ჩავლო შირვანი და მივიდა ბაქოს. საწადელი მისი იყო ესრეთ, რათა დაიპყრას ბაქო და იქიდან გამოიტანოს აზუღა ასტრახანით შესაწევნელად საქართველოსა შინა მყოფთა მხედრობათათვის, ვინაიდგან ვერ კმა უყვეს აზუღისა მიცემითა ქართველთა რუსნი. და მისულმან მახლობელ ბაქოსა დაიბანაკა ერთსა ფარსანგსა და მიუწერა ხანსა ბაქოსასა ჰუსეინს, რათა მან მოართვას კლიტე ქალაქისა, რაოდენ ევედრა ხანი, რათა არა დასდოს ესეთარი სირცხვილი, რომელიცა სირცხვილად აღუჩნდა ხანსა მორთმევა ხელითა თვისითა კლიტისა, და არა თანახმა ექმნა ციცისშვილი; და უკანასკნელ მიუწერა ხანმან: „ვინაიდგან ვიშიშვიო და არა ძალმიძს მოსვლად მხედრობასა თქვენსა, ამად გთხოვ მოხვედ შენ ორითა უკვე კაცითა მახლობელ ციხისა და მეცა მოვალ ორითა მონითა ჩემითა და შემთხვევასა ურთიერთისასა მოგართმევ კლიტესა“. ვერ ჰსცნა უგუნურმან მცბიერობა ხანისა და მსწრაფლ წავიდა ორითა ყაზახითა ხანისა კერძ, ხოლო ხანიცა მოვიდა ორითა მონითა, გარდახდნენ ორნივე ცხენითა, უამბორეს ურთიერთას, მოართვა რა ხანმან კლიტე, მაშინ მათ ორთა მონათა სტყორცეს თოფი ციცისშვილს და მოკლეს, და წარჰკვეთეს თავი და წარუგზავნეს ბაბა-ხანს. ხოლო მხედრობანი რუსთანი, რომელნიცა იყვნენ ბაქოსა, გავიდენ ყიზლარად ზღვით. და შემდგომად ნაცვლად ციცისშვილისა წარგზავნეს საქართველოსა მართებლად გრაფ ივან ვასილიჩი ღუდოვიჩი, ღენარალ-ფერთმაშალი.
ვინაითგან შორის რუსთა და თურქთა იყო ბრძოლა, ამად გრაფ გუდოვიჩმა მოკრიფა სრულიად რუსთა და ქართველთა მხედრობა, მივიდა და მოადგა ჯავახეთს ციხესა ახალქალაქისასა. მიუდგეს რუსთა კიბენი და ლამოდნენ გადასლვასა ციხესა შინა. განმხნდნენ თურქნი, აოტეს რუსნი მეციხოვნეთა და ამოსწყვიტეს ვიდრე ხუთასადმდე და ოდეს ვერ-უძლო დაპყრობა ციხისა გუდოვიჩმან, უკუმიქცეული მოვიდა ალგეთად.
და ამავე წელსა, 1807, მოერთვა ამბავი ნესვეტაევისა ღენერალ-მაიორისაგან ყარსით, რომელიცა წარეგზავნა გუდოვიჩს ოთხი ათასისა მხედრებითა ყარსსა ზედან, ვითარმედ იძლივა იგი უსუფ-ფაშისაგან და ძლეული მისგან შეივლტო მცირედით გარდარჩომილითა მხედრობითა ციხესა გუმრისასა და სთხოვა შეწევნა. წავიდა გუდოვიჩი, მიიწია რა არფა-ჩაის, იქ წარმოიშვა ბრძოლა შორის თურქთა და რუსთა, იძლივნენ თურქნი და უსუფ-ფაშა და მივიდნენ ყარსს, ხოლო გუდოვიჩი მივიდა ტფილისს, თუმცაღა თურქთა სწადდათ კვლავ ბრძოლა, მაგრამ მოერთვა უკუე ამბავი უსუფ-ფაშასა არეულებისათვის კონსტანტინეპოლეს იენიჩართაგან, რომელთაცა მოკლეს სულთან სელიმ მესამე და ნაცვლად მისსა ჰყვეს სულთნად ბიძაწული მისი მუსტაფა, ძე ჰამიდისა და შემდგომად ექვსისა თვისა მოკლეს იგიცა და ჰყვეს სულთნად მაჰმუდ.
და წელსა 1808 გუდოვიჩმან მოკრიბა მხედრობანი რუსთანი და ქართველთანი და წავიდა და მოადგა ციხესა ერევნისასა, მიუდგა კიბენი და უბრძანა სალდათთა, რათამცა ავიდენ, ხოლო სალდათნი რა ავიდენ კიბეთა ზედან, იწყეს ყიზილბაშთა წარმოებად მათ ზედან ფიცხელად თოფითა და ზარბაზნითა, იძლივნენ რუსნი და ამოსწყდნენ უმეტეს ორისა ათასისა და ვინაიდგან გუდოვიჩი ვერღარა დადგა იქ, წამოვიდა აბარანისა გზით და ოდეს ყინული იყო მძაფრი, უმეტეს ათასისა სალდათთა მოსძრათ ხელი და ფერხი, ეწივნენ სპარსნი და მიუღეს ყოველი ურმები და ავადმყოფნიცა მრავალნი ტყვეთ შეიპყრეს. გამოსცვალეს ამად გუდოვიჩი და ჰყვეს ნაცვლად მისსა იარანალ-შეფი ტორმასოვი, ხოლო მანცა დაიწყო მართვა ვითარცა მოსაყდრეთა თვისთა, მაგრამ მანცა ვერა ძალ-იდვა აღვირსხმად მტაცებლობასა ლეკთასა, რომელნიცა მარადის რყვნიდიან დაბებსა და სოფლებსა საქართველოსასა და მარადის სტაცებდიან რუსთა და მათთა ყაზახთა ცხენთა პოლკებთასა და იყო ფრიადი განუსვენებლობა და ოხრება მათგან, თუმცაღა ზოგად რუსნიცა ამარცხებდიან, მაგრამ იგინი არასოდეს განეყენებოდიან ჩვეულებათა თვისთა, ვითარცა მგელნი მტაცებლობისაგან ცხვართასა. ესე ვითარსა უბედურსა შემთხვევასა ზედა დაერთო ესეცა, რომელ წელსა 1810, ქორონიკონსა უჟჱ, მოვიდა ძეი ყაენისა ბაბა-ხანისა მაჰმად-ალიხან. ამან გარდაასახლა სრულიად ბანბაკი ერევნად, იქიდან მოვიდა აღჯაყალას, მოსტყვენა დმანისადმდე და კოდადმდე და უკუნ იქცა, თუმცაღა რუსთა მხედრობა იდგა გატეხილსა ხიდისა თანა, მაგრამ არა წარმოიშვა მათ შორის ბრძოლა მით, რამეთუ სპარსთა ვერა იკდრეს რუსთა ქვევითთა ბრძოლა და ეგრეთვე რუსთაცა შიშითა სპარსთათა ვერ წარგზავნეს მათ ზედა ცხენოსანი თვისნი მით, რამეთუ ფრიად არიან უხმარ ცხენოსანნი რუსთანი.
წელსავე ამას მოინდო ფიცითა ტორმასოვმან მეფე იმერთა სოლომონ, რომელიცა შეიპყრა და რეცა ბრალეულ ჰყო მან ესე ვითარითა ოღალოობითა, ოდეს აიღეს რუსთა ფოთის ციხე, მაშინ რუსთა მიქონდათ ფოთს მხედრობისათვის ტყვია-წამალი და მცირედი ხაზინა, მიიწივნენ რა ლეღოანსა, დახვდათ მათ გზასა ზედან მცირედითა ლეკთა მხედრობითა აბაშიძე ლეონ, რომელიცა განლტოლვილი იყო ახალციხეს მით, რამეთუ მოკლა მან ბიძაწული თვისი დავით და კიკნაძენიცა იყვნენ მონაწილენი მათნი; მათ მოსრეს უმეტეს ორასისა რუსნი და წაიღეს რაჲცა ქონდათ რუსთა, ამას ზედა ბრალეულ ჰყვეს მეფე, რეცა ნებითა მისითა ქმნეს მათ იგი და სწადდა რუსეთად წარგზავნა მეფისა, რომელიცა ჰყავდა პატიმრად სახლსა მეითრიანთასა ტფილისს, მაგრამ განივლტო შემწეობითა იმერლისა ვისმე წერეთლის ყმისაგან, რომელიცა იყო ტფილისს კერკეტონად და იყო იგი მიჩნეულ ტოლმაჩად მეფისა, რომელმანცა უწყოდა ენა რუსული: მან ჩააცვა მას ტანისამოსი თვისი ღამე და რუსთა დარაჯთა ჰგონეს იგი კერკეტონად მით, რამეთუ ჟამსა მას ტფილისს ყოველნივე კერკეტონნი იყუნენ იმერთაგანნი.
ხოლო კერკეტონმან მან ხელოვნებითა ამით ღამე გაიყვანა ტფილისით მეფე და ავიდა ახალციხესა. ჟამსა მას ტორმაზოვი არა იმყოფებოდა ტფილისს, არამედ წასულ იყო ყარაბაღად ზავ-ყოფისათვის სპარსთა თანა, გარნა სპარსეთისა კერძოით მოვიდა მასთანა ყაენისაგან ნებითა სრულითა მირზა ბუზურგ, შეხვდნენ იქ, მაგრამ არა მოუხდათ მათ ზავ-ყოფა, მირზა უკუნ იქცა სპარსეთადვე, ხოლო ტორმაზოვი მოვიდა ტფილისად. სცნა რა მან ლტოლვაჲ მეფისა ტორმაზოვმან, განძვინდა ფრიად, ვინაიდგან კაცი ესე იყო მძვინვარე, ამპარტავან და უწყალო. ამან დაახვრეტინა თოფითა ოთხნი კენკეტონნი, კაცნი უბრალონი, ამად რომელ, ვინაიდგან იგინი იყვნენ დღისა მორიგენი ქალაქისანი ჭვრეტისათვის კარგისა რიგისა ჩუქათა შინა, რეცა დაუდვა მათ ბრალად, რომელ თანამდებობა იყო მათი ჭვრეტაცა მეფისა. კვლავ მოაშთო რაოდენიმე უბრალონი ოვსნი, რომელნიცა ერისთვიანთა შეასმინეს, ვინაიდგან სწადდათ გახრეკა ოვსთა მათ მსგავსად ჩვეულებისა მათისა. და კვლავ მოაშთო რაოდენიმე თათარნი კაცნი უბრალონი, რომელთაცა შესწამეს არა მართლად ქურდობა. კვლავ შეიპყრა ამან ჯავახიშვილი და თარხნისშვილები და წარმოგზავნა პყრობილად როსიასა შინა, რომელნიცა ესენი შემჭირვებულნი რუსთა ბეგართაგან განივლტვნენ უცხოთა ქვეყანათა, მაგრამ შეინანეს და უკ მოიქცნენ მამულადვე თვისად, დარწმუნებულნი ფიცითა რუსთაგან არა რასა საყვედურობისათვის.
ხოლო ჟამსა ამას შარიფ-ფაშამან მოიკრიბა უმეტეს სამი ათასისა კაცისა, ჩამოვლო ბედენი, მოვიდა და მოადგა ბორბალას. იქ გაუმაგრდნენ სოლაღაანი და მხნედ იბრძოლეს, მაგრამ სცნა რა ფაშამან ტფილისით მიშველება რუსთა, აიყარა იქიდან და უკუნ იქცა.
სცნეს რა იმერთა მეფისა აღსლვა ახალციხეს, შეიქმნა მათ შორის არეულობა და ადგილ-ადგილ ამბოხი, უმეტეს ზემო მხარსა შინა, რომლისა ამბოხისა თავ იქმნა ქაქუჩელა აბაშიძე, საქარელი. მაშინ სიმონოვიჩმან იარანალმან, ვინაიდგან იგი მართავდა იმერეთსა შემდგომად შეპყრობისა იმერთა მეფისა, წარმოგზავნა მას ზედა მაიორი კალატოზისშვილი ორასითა მხედრებით, მოვიდა იგი საქარას, იქ წარმოიშუა შორის მათსა ბრძოლა, იძლივნენ რუსნი და მოკლეს მაიორი იგი. მას ჟამსა შინა მეფემანცა სოლომონ მოიკრიბა რაოდენნიმე ახალციხესა მყოფნი ლეკნი და ჩავიდა იმერეთს დვალიშვილებში. იქ მოერთვნენ სრულიად იმერნი და გაძლიერდა შფოთი, იარანალი სიმონოვიჩი, შიშნეული იმერთაგან, დამაგრდა ქუთაისს და იხმო შემწედ თვისსა დადიანი ლეონ, მით რამეთუ დადიანსა და მეფესა შორის იყო ფრიადი მტერობა ამად, რომელ მეფემან უწინარეს რუსთა ჩასლჳსა, მოწვა სრულიად ოდიში და ჰსწადდა აღწყვედა დადიანთა სახლისა, რომლისა გამო იძულებული და შიშნეული სახლი დადიანისა შევიდა საფარველსა ქვეშე რუსეთისა. სცნა რა ესე ტორმაზოვმან, წარგზავნა საშველად სიმონოვიჩისა ღენერალ მაიორი დიმიტრი ყაფლანიშვილი. ავიდა რა სურამს, იქ განჰყო მხედრობა თვისი, ნახევარი წარგზავნა კორტოხის მთისა კერძ საშველად წერეთლისა ზურაბ, უპირველესისა გვამისა იმერთასა და სახლთუხუცისა მეფისასა, რომელიცა ესე ზურაბ ორგულ ექმნა მეფესა და მივიდა რუსთა თანა, და თვით დიმიტრი ყაფლანიშვილი მივიდა ზედუბანს. ხოლო ნახევარნი ესე, მივიდნენ რა კორტოხს, დახვდა იქ ანდრონიკაშვილი მელქისედეკ, სიძე მეფისა და წერეთელი როსტომ, ძეი პაპუნასი, იმერთა მხედრებითა. იქმნა იქ ბრძოლა ძლიერი, იძლივნენ რუსნი და ამოსწყდნენ უმეტეს ხუთასისა რუსნი და დანარჩენი დამაგრდნენ სიმაგრეთა შინა, და მოადგნენ გარს იმერნი. სცნა რა ყაფლანისშვილმან, წავიდა ზედაუბნით საშველად მათდა და, მივიდა რა, გაეცალნენ იმერნი; მოიკრიბა ყაფლანიშვილმან დანარჩენი მხედრობანი რუსთანი, მოვიდა სურამს და იქიდან წავიდა საფიჩხეს გზით. იმერთა უკვე ჩაეხერგათ საფიჩხე, განვლო სროლითა და მივიდა ნებოსძირს, იქიდან აიყარა, ჩავლო სროლით და მივიდა ზედუბანს. იქ სცნა იმერთაგან გარმოდგომა ჩხერის ციხისა, მაშინ რომელიცა ეპყრათ რუსთა, ვინაიდგან მეფესა ჟამსა პატიმრობისასა გამოართვეს ყოველნი ციხენი. წავიდა საშველად მათდა წითელ-კლდის გზით, ჩავლო დიდისა გაჭირვებითა, ვინაიდგან იმერნი მარადის იბრძოდიან, და მივიდა ჩხერს. იქ მოვიდა ბარონ როზენი, ღენერალ-ლეიტენანტი, მთავრად დიმიტრისა მხედრობასა ზედან მით, რამეთუ დიმიტრი ყაფლანიშვილი, ვინაიდგან იყო კაცი უმეცარი და მსგავსი პირუტყვთა, და ვერა უძღოდა მხედრობასა მას კარგითა მძღვანველობითა. იქმნა მახლობელ ჩხერისა ომი ფრიადი, იძლივნენ იმერნი, იქ მოკლეს მძღვანი იმერთა დიმიტრი აბაშიძე, რომელიცა იყო განლტოლვილ მით, რამეთუ მოკლა მან ძმითურთ თვისით ლეონით, ბიძაწულნი თვისნი დავით და იოსებ. ბარონმა იქ მოიბირნა რამდენიმე კიკნაძენი და მოვიდა იქიდან ლომსიათ-ხევადვე, გზასა ზედან დასწვეს რუსთა ჩხეიძენი, იქიდან ჩავლეს ზესთაფონს და მივიდნენ ცხრაწყაროს იქვეცა იქმნა ბრძოლა, და ოდეს რუსთა ვერღარა იშოვეს გზა მისასვლელად ქუთაისს, მივიდნენ იქიდან ბურღნალს და იქიდან ჭიშურას. იქმნა იქ ბრძოლა ძლიერი, მაგრამ იძლივნენ იმერნი. მაშინ მეფე იმყოფებოდა ვაკეში და იდგა მაღლაკს, პირისპირ დადიანისა, ვინაიდგან იგი მოვიდოდა შველად რუსთა. ხოლო დადიანიცა მოვიდა ჯიხაიშს, იქ მოერთვა აფხაზთა მხედრობა და იქიდან მოვიდა კუსას-წყალსა და იქიდან ნამაშევს. იქ ჩავიდა დადიანისა თანა ხუთასი რუსი პირისპირ მეფისა, წარმოიშვა იქ ბრძოლა შორის იმერთა და ოდიშართა, იქ იძლივნენ ოდიშარნი. იქიდან დადიანი და წერეთელი ამოვიდენ ქუთაისს; იქ მივიდა ბარონცა სიმონოვიჩთან, მაშინ წარუძღვა დადიანი და წერეთელი რუსთა მეფესა ზედან. სცნა რა მეფემან, უღონო ქმნილი, ვინაიდგან ვერ ძალ ედვა ბრძოლა, წავიდა ხანის მთით ახალციხედ, ხოლო ოდიშართა მოსწვეს სრულიად ვაკე და მოსტყვენეს, და სახლიცა აგიაშვილთა დასწვეს. მაშინ დედოფალი მარიამ, ასული დადიანისა და ცოლი მეფე სოლომონისა, ხანით ვინაიდგან ვერ ძალ-ედვა წასლვა ახალციხეს, მივიდა სახლთა დადიანისათა. მაშინ ტორმასოვმან წარგზავნა ბრძანება და გადაიყვანეს ტფილისს დითურთ მეფისა მარიამით, რომელიცა ესე მეუღლე იყო მელქისედეკ ენდრონიკაშვილისა და იქიდან ორივე წარგზავნეს რუსეთად და დააყენეს ქალაქსა შინა ვარონიჟს.
ხოლო ოდეს მეფე ჩავიდა იმერეთს, თანა ჩაიყვანა მეფის ძის იულონის ძე ლეონ, და შეგზავნა რაჭით მთათა ლიახვისათა, რათა მან აღძრას ოვსნი პირისპირ რუსთა. ესე ავიდა და შემოიყარა ოვსნი და მოვიდა მახლობელ ცხინვალისა. სცნა რა ესე ახვერდოვმან, გუბერნატორმა ქართლისამან, აღვიდა ცხინვალს რუსთა მხედრებითა და ოდეს ვერ უძლო ბრძოლა ოვსთა, დამაგრდა ციხესა ცხინვალისასა; მაშინ ოვსთა მოწვეს და მოარბიეს გარემონი ცხინვალისანი და თვით ცხინვალი და უკუნ იქცნენ. მაშინ ტორმასოვმან შეგზავნა ჭვრივს ფრიადი მხედრობა რუსთა და მათ მოწვეს ჭვრივი და ვერღარა დადგა ლეონ კოშკს და ავიდა ნარას. ნარელთა სცეს მათ პატივი, ვითარცა პატრონსა თვისსა.
შემდგომად შეიპყრეს რუსთა მაჩაბელი ლუარსაბ და ბაადურ ბორტიშვილი. მაჩაბელი ლუარსაბ წარგზავნეს პყრობილად რუსეთსა შინა და ბაადურ მოკვდა ციხესა ტფილისისა პყრობილად, და ჩამოართვეს თავიანთი კერძი ყმა და მამული და დადვეს სახელმწიფოდ, ვითარცა ჯავახიშვილს და თარხნიშვილებს, ძეთა დემეტრესთა.
ხოლო ლეონ, ვინაიდგან ვეღარა დადგა ოვსეთს, წავიდა ახალციხეს. მიიწია რა ხეობას, მოკლეს ლეკებმა მომავალთა ქართლს სადავლაოდ, მინდობით. სცნა რა ფაშამან ახალციხისამან შარიფ, მოაშთვნა ლეკნი იგი.
და ამავე წელსა 1810, წამოვიდა სპარსეთით მთავარი ერევნისა ჰუსეინ ორი ათასითა მხედრებითა სპარსთათა და მოვიდა ახალქალაქს, ჯავახეთს. იქ მოელოდა ფაშასა ახალციხისასა შარიფს მხედრობითა თვისითა და მეფის ძესაცა ალექსანდრეს, და სწადდათ ზედა დასხმა სომხითისა. წავიდა ტორმასოვი რუსთა მხედრობითა და მივიდა წალკას, იქიდან წარგზავნა იტალიელი იარანალი მარკიზად სახელდებული, რომელიცა ჰყავდა მას დეჟურნად იარანალად ათასითა სალდათითა და ხუთასითა ქართველითა. მივიდნენ ღამით და დაეცნენ ახალქალაქს ღამე თავსა და გააბნიეს სპარსნი. მხილველი ამისი ფაშა ვეღარა მოვიდა სარდალსა თანა, და სარდალიცა უკუნ იქცა ერევნადვე. მაშინ ძე ყაენისა იდგა გარნისს, იქიდან განივლტო მეფის ძე თეიმურაზ, რომელიცა იმყოფებოდა ძესა ყეენისასა აბაზ-მირზასთანა დიდითა პატივითა, თავად რვა ათასითა მხედრობითა რეგულთა ზედან სპარსთასა და მივიდა ტორმასოვთანა, რომელსაცა იდუმლად ტორმასოვი ეზრახვოდა, რათა დასტოვოს სპარსეთი და მივიდეს მასთანა და მივიდა რა ტფილისს წარგზავნა მან იგიცა როსიად.
ხოლო წელსა 1811 მოიკრიბა ტორმასოვმან ამერ-იმერნი და მხედრობანი რუსთანი თვესა ნოემბერსა, ავიდა და მოადგა ახალციხეს, გარმოდგომილ-ჰყო იგი თვე ერთ ოდენ და აწარმოეს ციხეთა ზედან ყუმბარის სროლა, განმხნევდნენ თურქნი და იძლივნენ რუსნი და ამერ-იმერნი და მიუღეს თურქთა ორი ზარბაზანი და ბავრაყი დავით აღმაშენებელისა, რომელიცა თანა ქონდათ იმერთა მით, რამეთუ კერძოსა ძლით იმერთასა იძლივნენ რუსნი. უკმოქცეულთა რუსთა ვერღარა დევნა უყვეს თურქთა. მაშინ ქართველნი რუისით და ქარელით და სხვით წასულ იყვნენ ასაყრელად კოთელიისა, ვინაიდგან კოთელიელთა სწადდათ გარდმოსახლება ქართლად. სცნეს რა მათ უკუნქცევა ტორმასოვისა, დაუტევეს კოთელია და უკ-მოიქცნენ, ამცნეს კოთელიელთა ფაშას უკუნქცევა იქ მყოფთა ქართველთა მიზეზითა ამით, რათამცა განიმართლონ თავნი თვისნი თურქთა წინაშე, ბრძანა ფაშამან შედგომა უკანა, ეწივნენ მათ თურქნი და მოსრეს სრულიად ვიდრე სამას კაცადმდე ქართველნი, ხოლო თავნი მათნი და რუსთა მხედრობათაცა თავნი, რაოდენიცა მოსრეს ახალციხეს, ბრძანა ფაშამან გატენა მათ თავთა ბზითა და წარუგზავნა სულთანსა. ხოლო ტორმასოვმან ძლევა თვისი თურქთგან მიაწერა ჭირსა და შემდგომად ტორმასოვისა სხვათაცა მიიღეს თქმაობა ესე ნამდვილად, რომელ ჩვეულებითი საოფლეა, რომელიცა არს ჩვენსა ქვეყანასა და რომელიცა იყო, არს და იქმნების, შერაცხეს ნამდვილად მომსვრელ სენად.
და წელსა 1812 გამოსცვალეს ტორმასოვი და წარგზავნეს ნაცვლად მისსა ზემოხსენებული მარკიზი პავლუჩი, კაცი ელამი რაგვარადაც თვალითა, ეგრეთვე სულითა და მოქმედებითა, ვინაიდგან ქონდა მას სული იტალიური, რამეთუ კაცი ესე იყო აღგებული ბოროტად ბუნებისაგან. და იწყო ამან მართვა საქართველოსა. ამან წარგზავნა მხედრობანი რუსთანი ზამთარს ახალქალაქსა ზედა და თანა წაიღეს კიბენი. გორით მიეპარნენ ახალქალაქსა, მიუდგეს კიბენი და აიღეს ციხე ახალქალაქისა, ვინაიდგან ზამთრისა გამო დაყმინებულ იყვნენ თურქნი და შეაყენეს მხედრობა თვისი ციხესა მას. შემდგომად აღებისა ახალქალაქისა მარკიზი ეზრახა იდუმალ ბეგლარბეგსა ერევნისასა ჰუსეინს, რომელსაცა რწმუნებდა ერევანისა მიცემასა ჰუსეინისათვის ყმად, რათა მისცეს ციხე, აღუთქვა უსეინ მიცემა, ხოლო ვერა სცნა უგუნურმან იტალიელმან სიცბილი მისი და წარგზავნა იარანალ მაიორი ლისანოვიჩი ორი ათასითა მხედრებითა. მაშინ უსეინ მოიკრიბა იქ გარემოისა მხედრობა და დამალა ეჩმიაძინს. მიიწივნენ რა რუსნი, ეკვეთნენ სპარსნი და აოტნეს რუსნი და სირცხვილეულ იქმნა მარკიზი ესევითარის უგუნურისა შეცთომისათის.
იყო ფრიად შემჭირვება რუსთაგან ესრეთ, რომელ ძვირადღა დარჩა ხარი საქართველოსა შინა რუსის ბეგარის ზიდვისა ძლით, და მსგავსად ხარკითაცა იქმნენ დამძიმებულ და ოდეს აზუხასა მოიყიდვიდენ, ნაცვლად კოდისა ერთისა იწონდიან კოდნახევარსა, და ფასს აძლევდიან კოდში ხუთ აბაზს, ოდეს კოდი იყო ექვს მინალთუნად, მით რამეთუ წელსა 1812 იქმნა ფრიად შიმშილი საქართველოსა შინა და ჭირიცა ფრიად გაძლიერებულ იყო, რომელიცა ტორმასოვმან ჩამოიტანა ახალციხით. და ოდეს არღარა ქონდათ პური მცხოვრებთა და ვერ ძალ იდვეს მისყიდვად, ნაცვლად პურისა ევედრებოდენ მცხოვრებნი რათა მიიღონ წულნი მათნი; მაშინ ტირანმან მარკიზმან ჩაუყენა ყოველსა სოფელსა ეკზეკუცია ესე იგი იასაულად სალდათნი, და იყო ჭირვება და ვაება ერთა ზედან. თვით წავიდა ყარაბაღს და რა მივიდა, იქ მოეგება მეჰთი-ხანი იქნებური, და მიართვა ძღვენი დიდი, ვინაიდგან ყარაბაღიცა ეპყრა რუსთა და ჰმართებდა თავისივე ხანი. ხოლო ბირებითა მეჰთისათა შეიპყრა მარკიზმან ძმისწული მისი, ძე მაჰმად-ასანისა ჯაფარ-ყული-აღა, ვინაითგან ბიძა მისი იყო მისა მტერ, ოდეს იგი ცდილობდა მემკვიდრეობასა ზედან, ვინაიდგან იყო იგი უფროსისა ძმისა შვილი, ხოლო იგი განივლტო საპყრობილით და მივიდა წინაშე აბაზ-მირზისა თავრიზს, და მარკიზიცა განვიდა მტკვარს მოსახილველად შაქისა, შირვანისა, დარბანდისა და ბაქოისა მით, რამეთუ დაეპყრათ ყოველი ესე ადგილნი რუსთა.
მაშინ მახლობელ შუშისა იდგა, ასკარან წოდებულსა ადგილსა, რვაასი რუსი, დასაცველად ყარაბაღისა. წარმოუძღვა აბაზ-მირზასა ზემოხსენებული ჯაფარ-ყული. მოვიდა აბაზ და დაესხა თავს რუსთა. იქმნა იქ ბრძოლა, იძლივნენ რუსნი სპარსთა რეგულთა სალდათთაგან, სარბასტად სპარსებრ წოდებულად, რომელიცა თანა ჰყვა აბაზ-მირზასა მით, რამეთუ შემოიღეს სპარსთა განსწავლება ფრანგთა მსგავსად მხედრობისა. იქ იძლივნენ რუსნი, ოთხასნი უკვე ამოსწყვიდეს, ხოლო ოთხასნი შეიპყრეს ტყვედ და წაიყვანეს თავრიზად და ჰყვეს თვისად სალდათად, მით რამეთუ სხვაცა მრავალი ჰყავდა აბაზ-მირზასა რუსნი, რომელნიცა მარადის განივლტოდიან ქართლით და მივიდოდიან წინაშე მისსა, რომელიცა ფრიადსა პატივსა უყოფდა მათ.
ხოლო მისლვადმდე მარკიზისა ყუბას წარმოიშვა მცირედი ბრძოლა შორის ხანბუთაისა, ფათალი-ხანის შვილის შიხალისა -- დარბანდის ხანისა, და რუსთა. ხოლო ესე შიხალი იყო ხანი დარბანდისა, რომელსაცა რუსთა მიუღეს ყოველივე ადგილნი, მაგრამ იძლივნენ მცირედრე რუსნი და იგინიცა უკუნ იქცნენ დაღისტანადმდე.
მაშინ იყო შემჭირვება დიდი ქართველთა ზედან მარკიზისაგან. ესრეთ ართმევდიან ხშირად ურემთა და ხართა სახმარად მხედრებისა, რომელთაც კნინღა დარჩა ხარი სოფელთა შინა; ეგრეთვე სადაც განივლიდიან რუსნი, ამჭირვებდიან სოფელთა ცემითა, ტაცებითა და რთმევითა გარდა თეთრისა და იყო ესრეთიცა შიმშილი, რომელ კოდი პური იყო ექვს მინალთუნად თეთრ ფულად; მაშინ მარკიზმან უბრძანა წასულისა ორისა წლისა პურისა მოკრეფა სურსათისა კახთაგან, ვინაიდგან სიმცირისა გამო მოსავლისა ვერ ძალ-ედვათ მიცემა, და ბრძანა ყოველსა სოფელსა ეგზეკუციისა ჩაყენება (ესე იგი იასაულთა), ორასისა და სამასისა თვითოეულთა სოფელთა, და სადაცა მოვიდოდიან, იყო ვაება მათ ზედა მით, რამეთუ სცემდიან დედაკაცთაცა, და ხელითა ჰკიდიან და ართმევდიან პურთა ძალით, თუმცაღა კახნი ევედრებოდიან რომელ მიიღონ ნაცვლად პურისა ექვსი მინალთუნი კოდში და რომელთაცა არა ქონდათ თეთრი, მაშინ ძეთა და ასულთა თვისთა აძლევდიან, მაგრამ უქმი იყო ვედრება მათი, და იყო ვალალება ერთა შორის. სხვათაცა ბოროტმოქმედებათა შორის ესეცა ქმნეს, რომელ თიანეთს მთვრალთა აფიცართა შეიპყრეს დედაკაცი და საშოსა ჩაასხეს ძაბრითა ღვინო. ვერღარა მოითმინეს თიანელთა ესევითარი სირცხვილი და იქმნა შფოთი შორის რუსთა და ქართველთა. ხოლო პირველად მისცეს მიზეზი შფოთისა რუსთა მით, რამეთუ დაკოდეს თიანეთს ამბოხსა მას თიანელნი რაოდენიმე. იხილეს რა ესე თიანელთა, ამოსწყვიდეს ყოველნივე რუსნი, ვიდრე ასორმეოცდაათამდე და იქიდან ჩავიდნენ მატანს. მაშინ არაგვისპირმანცა აღადგინა შფოთი პირისპირ რუსთა. დაეხმარნენ ფშაველნი და ამოსწყვიდეს ყოველნი იქ მყოფნი რუსნი ფასანაურს და ანანურს და კამენდატი ანანურისა გამაგრდა ციხეთა შინა. მაშინ ბარონ კლოტმა იარანალმან, რომელიცა იყო მოადგილე მარკიზისა ტფილისს, ვინაიდგან მარკიზი ჟამსა მას იმყოფებოდა ბაქოს, წარავლინა არაგვიანთა ზედა პოლკოვნიკი უშაკოვი ათასითა მხედრებითა და მუხრანბატონისშვილი კონსტანტინე წარატანა თანა, რამეთუ ესე კოსტანტინე იყო ფრიადი ერთგული რუსთა და არა კეთილობისა მოსურნე საპყართა ქართველთა, და მოვიდა კობიანთ-კარსა და დაესხა კობიანთ თავსა. იქმნა იქ ბრძოლა, იძლივნენ რუსნი და მოკლეს რუსთ ასორმოცდაათი კაცი და სიღამემან გაჰყარა. მაშინ კონსტანტინემ დაუწყო ტკბილი საუბარი, მოიტყუა ფიცით სამოცდაათნი კაცნი არაგვსპირისანი. უსჯულო სვინიდისი, მოასვრევინა იგინი რუსთა და მოწვა კობიანთ-კარი და დუშეთი. იქიდან გადავიდა რუსთა მხედრობითა, მოწვა ანანური, პავლეური და ციხისძირი. ჟამსა ამას მოვიდა ბულაჩაურზედ სხვა ახალი სამასი კაცი რუსთა მხედრობა. იქმნა იქ ბრძოლა, იძლივნენ რუსნი ბულაჩაულერთაგან, მოკლეს წინამძღვარი მათი მაღალაშვილი სოლომონ და დაჰკოდეს კაპიტანი საგინაშვილი ზურაბ. სცნა რა კოსტანტინემან, გარდაუძღვა ანანურით რუსთა და მოაწვევინა ბულაჩაური სრულიად.
ხოლო ოდეს ჩავიდნენ თიანელნი მატანს, შემოეყარნენ მათ მატანელნი და ახმეტელნი და ამოსწყვიდეს სრულიად იქ მყოფნი რუსნი და რამდენიმე ტუსისშვილებიცა დახოცეს მით, რამეთუ ეპყრათ მათ კერძო რუსთა. სცნეს რა ესე ყოველივე კახთა, აღდგა შფოთი დიდი სრულიად კახეთსა შინა და იწყეს სრვა ყოველთა სოფელთა რუსთ, რომელიცა იდგა მათ შორის იასაულად, ეგზეკუცია წოდებულად; მივიდნენ და მოადგნენ თელავს. მაშინ გადაიყვანეს მეფის ძის იოანეს შვილი გრიგოლ ქართლით კახთა და მოიკრიბენ ლეკნიცა ვიდრე ოთხიათასადმდე შველად კახთა და ჰყვეს თვის ზედან კახთა თავათ ქობულოვი ოთარ. სცნა რა ესე პორტნეგინმა იარანალმან, რომელიცა იმყოფებოდა საგარეჯოს, გარდააშველა თელავს მყოფთ რუსთ სამასი სალდათი. მივიდნენ რა რუის-პირას, იქმნა იქ ბრძოლა, მოისრნენ რუსნი კახთაგან და რუსთა მძღვანიცა მაიორი ესიპოვი მოკლეს და ერთი სხვა მაიორი და ორი აფიცარნი და მცირედნი დანარჩენი შევიდნენ ციხესა თელავისასა.
მაშინ ქიზიყელთაცა ამოსწყვიდნეს რუსნი და დანარჩენი გამაგრდნენ ციხესა სიღნაღისასა ორდღე. შემდგომად ორისა დღისა აიღეს სიღნაღიცა, მოკლეს კამენდატი და სუდიები (ესე იგი მდივანბეგი რუსთანი) და ისპრავნიკი, აიკლეს ხაზინა რუსთა, ტყვია-წამალი და პური, რომელიცა ქონდათ ამბართა მხედრობისათვის. იქიდან ჩავიდნენ ყარახაჩს მძღვანელობითა მამაცისა სვიმონ ბებურისშვილისათა და მოადგნენ ყარახაჩს და ლამოდნენ გამოყვანასა მათსა, მაგრამ მოუსწრო ყაფლანმა ყაფლანისშვილმა, მაიორმან, ვაკით ათასითა მხედრებითა, დაუწყო ტკბილი საუბარი და ვედრება, და ვედრებითა მისითა განარიდა ყარახაჩს მყოფნი რუსნი, იქ მოკლეს სიმონ ბებურიშვილი.
ჟამსა მას გადავიდნენ კახნი საგარეჯოს, მოკრიბენ საგარეჯოელნი, ებრძვეს პორტნეგინს. იძლივა პორტნეგინი და მივიდა ხაშმს; და კახთა მოსწვეს სადგურნი და თივანი რუსთანი და მიუხდნენ ხაშმზედ. იქმნა იქ ბრძოლა შორის მიშველებულთა მხედრობათა რუსთასა, რომელსაცა მიაშველა პორტნეგინსა ირანალ კლოტმან ხუთასნი უკვე მხედრობანი რუსთანი. მაშინ იძლივნენ რუსნი და ამოსწყდნენ მრავალნი და დანარჩენი წავიდნენ ტფილისად და კახნიცა ავიდნენ სამებას.
მაშინ მარკიზი მოსულ იყო ტფილისს ბაქოდან. სცნა რა ესე, მოიკრიბა ყოვლის ადგილით რუსნი, წარემართა და მივიდა ხაშმს, შეესივა ხაშმსა და მოასრვევინა უბრალონი ქრისტიანენი მარკიზმან ვიდრე ასადმდე ჩვილითურთ, მსგავსად იროდისა. და იქ მოკლეს ხიშტითა მონოზონი აბაშიძის ასული მარიამ, ოთხმეცისა წლისა დედაკაცი.
სცნეს რა კახთა, სამებას მყოფთა, ძალისა მორთვა მარკიზისა, გადავიდნენ მთასა და მიიქცენ თვის-თვისად და მარკიზი მივიდა პატარძეულს, მოერთვა პატარძეული. გადავიდა საგარეჯოს - მოერთვა საგარეჯო, მანავი და კაკაბეთი. იქიდან ჩავიდა ქიზიყს წინამძღვანველობითა ანდრონიკაანთათა, ვინაიდგან მათ ეპყრა კერძო რუსთა და ონანაანთაცა ეპყრათ კერძო რუსთა, ვინაიდგან გლეხთა სცნეს რა სიცბილი თავადთა, მოსწვეს სახლი სიმონ ანდრონიკაშვილისა და მოკლეს ონანაშვილი ოთარცა და მოსტყვენეს სახლი სოლომონ ანდრონიკაშვილისა. იქ მოერთვნენ ქიზიყელნი და წავიდა კახეთისა კერძ. მივიდა რა ჩუმლაყს, იქმნა ბრძოლა, იძლივნენ რუსნი, იქ მოკლეს კახთა ყაფლანიშვილი ვახტანგ, სიძე მეფის ირაკლისა, და დასჭრეს მუხლსა მამუჩიშვილი ალექსანდრე, ძე გარსევანისა, ვინაიდგან მათ ეპყრათ კერძო რუსთა და პირისპირ მამულისა თვისისა იყვნენ მტერად.
მაშინ დაჭმუნდა ამას ზედან მარკიზი. წარდგა ზურაბიშვილი ნინია და უთხრა მარკიზს: „გიჩვენო მე გზა ვაკე, უკეთუ მომცე ნიჭი რაიმეო“. ამაზედან მხიარულ იქმნა მარკიზი, გაუძღვა მინდვრის გზით და მიიყვანა ჩუმლაყს. მივიდა რა ჩუმლაყს, იქ სოფელსა შინა შეიპყრა კაცნი ხუთნი და გამოჰკიდა ხეთა ზედან. იხილეს რა კახთა ტირანული საქმე ესე, შეიპყრეს მათცა ხუთი სალდათი და ერთი აფიცარი და მათცა მოჰკიდეს ძელსა ზედან, პირისპირ მარკიზისა, რომელსაცა სჭვრეტდა თვით თვალითა თვისითა. მაშინ ზაზაცა, ძმა ნინიასი, შეუჩინეს გრიგოლს და გრიგოლ მოცთუნა ზაზამ ანდრონიკაშვილმან და მივიდა მარკიზის წინაშე. იხილეს რა გლეხთა ღალატი თავადთაგან, განრისხდნენ და დაეცნენ თავსა რუსთა ჩუმლაყის ბოლოს. კვლავ იძლივა მარკიზი, ხოლო გლეხნი შეეცალნენ ჩუმლაყისა სოფელსა. დღესა მეორესა მივიდა მარკიზი ჩუმლაყს. იქმნა სოფელსა შინა ბრძოლა ძლიერი და მოწვეს რუსთა ჩუმლაყი. მაგრამ იხილა რა მარკიზმან, ვინაიდგან ვერ ძალუძს პირისპირობა კახთა, ევედრა ზავსა და აღუთქვა კახთა, რომელ მოგგვრიო მეფის ძეთა თქვენთა რუსეთით. ამას ზედან მხიარულ იქმნენ კახნი და ჰყვეს ზავი და მოჰგვარეს გაღმა-მხრელთ უმეტეს სამასისა სალდათნი შეპყრობილნი აფიცრებითურთ, რომელნიცა შეიპყრეს ამბოხსა მას, აღპარსულნი თმათანი, მით რამეთუ კახთა აღპარსეს პყრობილთა მათ თავნი კიცხევისათვის, ვინაიდგან გრძელისა თმისა ქონება რუსთა ჩუეულება არს, და მოყვანასა ზედა მეფის ძეთასა არწმუნა რა გული მარკიზმან კახთა, და დამყუდროვდნენ კახნი, მომლოდნელნი აღთქმისა მისისანი, რომელ განერებიან ხელთაგან მოსამართლეთა და კაპიტან-ისპარავნიკთა რუსთასა. ჟამსა ამას გამოსცვალეს მარკიზი და ნაცვლად მისსა წარგზავნეს ღერანალ-ლეიტენანტი რტიშჩევი და მას თანა წარატანეს შემწედ ღენარალ-მაიორი ახვერდოვი. პირველ ყოფილი ტფილისის ღუბერნატორად, გვარით პუპულაშვილი, ტფილისელი სომეხი.
ოდეს მოვიდა ღენერალი რტიშჩევი ტფილისს, აღდგა კვლავ შფოთი კახეთსა შინა. ხოლო მიზეზი შფოთისა იყო ვერაგობა მაიასი, გარსევან ეშიკაღაბაშის მამუჩიშვილის ცოლისა, ამად რომელ ვინაითგან მარკიზმან დააყენა ძმა მისი სოლომონ კახეთსა შინამმართებლად, ხოლო კაცი ესე იყო სულელი, რომელიცა გამოსცვალა რტიშჩევმა მმართებლობისაგან და დედაკაცმან ამან პირველად ამისათვის დაიდვა ძვირი გულსა და მეორე ამად, რომელ ვინაითგან ქმარი მისი გარსევან მოიყიდეს რუსთა, და აღუთქვეს ორი ათასი სული ყმა, ოდესაც ხელთ უგდოს ქართლი რუსთა და გარსევან ჟამსა ელჩობისა თვისისასა როსიად ორგულ ექმნა მეფესა გიორგის და მიაგო სახლსა მეფისას ნაცვლად კეთილისა ბოროტი მით, რამეთუ მეფემან ირაკლი აღადგინა სახლი მისი, მისცა ეშიკაღაბაშობა, და ნაფარეული, ყმად მუღანნი და ყაზახის მოურავობა და ჰყვანდა ვეზირად, წარგზავნილი ელჩად როსიად, მაგრამ კაცი ესე იდუმალ იყო ორგულ მეფისა და ქვეყნისა, ეგრეთვე შემდგომად მეფისა ირაკლისა მეფემან გიორგიმ აღამაღლა, განადიდა და განამდიდრა და ნაცვლად სამსახურისა შეუდგა კვალსა იუდასსა და მსგავსად მისსა გაჰყიდა საქართველო გარეშე ვერცხლისა ვითარცა მან მოძღვარი თვისი და შემდგომად სიკვდილისა მეფის გიორგისა, ოდეს ხელთ იგდეს რუსთა საქართველო, აღარა აღუსრულეს აღთქმა, ჰყავდათ პეტერბუღს გოზ-ტუსაღად, ამად რომელ რუსთაცა ორგულ ექმნა ჟამსა ერევანს ბრძოლასა რუსთა და ყიზილბაშთასა.
ხოლო დედაკაცმან ამან მოიბირა თავადნი და იხმია ორღანოდ რაფაილ არაგვის ერისთავის შთამომავლობათაგან და იოანე ჯორჯაძე ენისელთ მოურავი და ქვემო კახეთში ნინია ზაალის ძე ანდრონიკაშვილი, ამათ მოიმხრეს თავადნი კახთანი - ჩოლოყაშვილი დიმიტრი ძითურთ, ომან მაყაშვილი და სხვანი რამდენიმე კეთილშობილნი. ამათ შეიწივნეს დიდონი და ანწუხელნი რიცხვით ხუთ ათასამდე, მაგრამ ქისიყელნი ვერა მიიმხრეს; მხედრობა რუსთა არა მრავალი იყო მას ჟამსა იქ და წინამძღვარიცა მათი არა დიდ გამოჩენილ. წარგზავნეს თელავით ორასადმდე ქვეითნი ზარბაზნებითა მეშფოთეთა მათ ზედა დასასხმელად, რომელნიცა ჟამსა მას იმყოფებოდეს ლალის-ყურსა შინა.
პირველად იძლივნენ რუსნი და შემდგომად მიაშველნეს ახალი მხედრობა რუსთა ზარბაზნებითურთ და შევიდნენ რუსნი ხსენებულსა ამა სოფელსა და გაჰყარეს იქიდანკახნი და ლეკნი.
მაგრამ შემდგომად არ დამცველნი კანონისა კახნი განფანტულ იქმნენ სასმელად, რომელიცა აქვთ ჩვეულებად ესე ვნება, რომელთაცა მოაკლდათ მაშინ მათ ორმეოცდაათადმდე კეთილშობილნი გარეშე ომისა და კვლავ დანარჩენთა სძლეს რუსთა ნაფარეულსა შინა. ვნებამან ამან რუსთამან განამხნო კახნი, რომელთა განიგულეს წარვლენად უწყებითა ამით მეფის ძის ალექსანდრესადმი ერევნად თავადი მაყაშვილი ომან და ანდრონიკაშვილი იოსებ ერთად ყოველთა მათგან ხელმოწერილითა წერილითა, რომლითაცა ულოცვიდენ მას კეთილ წარმართებასა და აწვევდნენ მოსლვად მისთვის განმზადებულსა ქვეყანასა შინა.
მაშინ წარავლინა ღენერალმა რტიშჩევმა ღენერალ შტალი ათას ორასითა მხედრობითა ქიზიყით კერძო და შემდგომად თავადი ორბელიანი დიმიტრი გომბორით კერძო.
ხოლო ღენარალმან შტალმან თანა წაიყვანნა ქისიყით კერძონი თავადნი დასამშვიდებლად მეშფოთართა მათ თავადთა გარდუხდევნებლობისა აღთქმითა სახელითა მთავარმმართებელისათა. ესე წინამიღება ღენარალსა მას კეთილად წარემართა და შემოიზავნა თავადნი ვითარცა აღთქმითა, ეგრეთვე თეთრითა და მოიყვანა იგინი თელავად, სადაცა გომბორით შემდგომად მცირისა ომისა გადმოსულ იყო თავადი ღენერალი ორბელიანი დიმიტრი, ძე ზაალისა, და იქ აღასრულებინესცა მათ კვლავ ერთგზის ფიცი. (აჰა დასრულდა შფოთი იგი).
ხოლო წარგზავნილნი იგი ზემოხსენებულთა კახთაგანნი მიიწივნენ რა მეფის ძის ალექსანდრესადმი ერევანს, მყისვე სპარსნი შეუდგნენ მღვიძარედ პოლეტიკებრსა მოქმედებასა ზავისა დასამტკიცებლად, მიიწვიეს ღენერალი რტიშჩევი არეზის კიდედ. რათა განაშორონ იგი მხედრობითურთ საქართველოსა და ესე მოქმედება წარემართაცა მათ კეთილად, მიხედვისამებრ დაწყობილებისა მათისა და შემოუშვეს ალექსანდრე მეფის ძე კახთესა შინა გარეშე ჯარისა და ხაზინისა, რომელმანცა გარდმოვლო თრიალეთი და გავიდა კოწახურას და მივიდა თიანეთს.
ესე მივიდა რა თიანეთს, პირველთა შინა რიცხვთა სეკდემბრისათა შეკრიბა იქ სპანი ფშავთა, ხევსურთა, თუშთა და ვლიდა იგი სოფლითი სოფლად, რომელთაცა მცხოვრებნი განამრავლებდიან რიცხვსა სპათა მისთასა. გარდა მათსა, მოუწოდა ლეკთა და მივიდა ალი სკანტი, ნათესავი ომარ-ხან ავარელისა, სამი ათასის კაცითა და შეეყარნენ იგინი ალექსანდრეს და შემდგომად ერთისა კვირისა ბრძოლა უყვეს მისულს პოლკოვნიკს ტიხანოვსკის და დამარცხდა ტიხანოვსკი ყვარელში.
მერმე კვლავ მივიდა კახეთს ქისიყით კერძო ღენერალი ორბელიანი დიმიტრი ჯარითა, ხოლო რუსნი და კახნი შეიბნენ მხნედ ერთ-გზის შილდას და შემდგომად - ველისციხეს, ხან რუსნი იძლევოდიან და ხან კახნი.
შემდგომად შეიბნენ ფაფრის მინდორს. იქ ვერა რომელმანმე სძლო ურთიერთას და ბოლოს ჩავიდა ალექსანდრე ქიზიყს. შეიბნენ ნუკრიანში და გამოყარეს რუსნი, კვლავ სიღნახის ბაზარსა შინა ამოსწყვიტნეს დანარჩენი რუსნი და იქ ორგულ ექმნენ ქისიყელნი ალექსანდრეს და კახთა ამად, რომელ იოსებ ენდრონიკაშვილი და ნინია ერასტისშვილი მოსიყიდა რტიშჩევმან თეთრითა და იოსებს მისცა მოურაობა ქისიყისა. იქიდან მოვიდა ალექსანდრე ქოდალას. იქ შეიბნენ რუსნი და კახნი და იძლივნენ რუსნი.
ჟამსა ამას მოიბირა რტიშჩევმან ყაზახთა ელნი საშუალობითა სომხისა ბუბუთაშვილის იოსებ მისკარბაშისათა, რომელიცა იყო იქ მოურავად და წარსწყვიტეს ამათა გარე კახეთი. ამან მოაკლო დიადი ძალი კახთა და მხნური ესე მოძრავობა მათი იწარმოვა ვიდრე ახლორე მანავისა, სადაცა ღენერალი სვიმონოვიჩი მოვიდა შესაწევნელად შესვენებულითა ჯარითა თვისითა, და იქ იქმნა ბრძოლა ძლიერი, სადაცა იძლივნენ ქართველ-ლეკნი, ხოლო მიზეზი ძლევისა კახლეკთასა იყო ესე, მით რამეთუ ელევთერი, წინამძღვარი კარისა, ზუკაკისშვილი შეუჩინა რტიშჩევმან ყვარელელთა და შილდელთ და გააცალა ამან იგინი და ალექსანდრე მაყაშვილმან, მეფის გიორგის ეშიკაღაბაშმან ძემან სვიმონისამან, კაცმან მამულისა ორგულმან.
ხოლო ლეკთა განვლეს იორი და მეფის ძე ალექსანდრე გადავიდა და სწრაფით თიანეთად წავიდა, იქიდან ფშავად და იქიდან ხევსურად და აწ იმყოფება ანწუხსა შინა.
ოდეს მიიწია რტიშჩევი არეზად, იქიდან წარგზავნა ღენერალი კიტლარევცკი ძლიერითა მხედრობითა შაჰზადა აბაზ-მირზასა ზედა, იქ დაესხა კიტლარევცკი ღამით უეცრად სპარსთა ასლანდუზ მყოფთა და სძლო მათ, ვინაიდგან სპარსნი დანდობილ იყვნენ ლაპარაკსა რტიშჩევის შერიგებისას, და იქიდან წარგზავნა ლანქარანსა ზედა. იქ იყო სანგარი, სადაცა იდგა მცირე მხედრობა სპარსთა, რომელიც შეებნენ და მოუხდათ ომი და დაიკოდა თვითონ იარანალი კიტლარევცკი პირში საშინლად და ოცდაათამდი აფიცარი მოკვდა და დაიკოდა და ათასი სალდათი მოკვდა, მაგრამ ბოლოს აიღეს რუსთა სანგარი იგი. შემდგომად ჰყვეს პაემანითა ზავი რუსთა და სპარსთა და წარუგზავნეს სპარსთა რუსეთისა კარსა ელჩი თვისი აბულ-ასან-ხან შირაზელი.
ოდეს წავიდა რა ალექსანდრე ფშავსა, უკანა გაეკიდნენ ღენერალნი სიმონოვიჩი და სტალი ძლიერითა მხედრობითა, ავიდნენ ფშავს, მით რამეთუ ფშავნი არა წინა აღუდგნენ და თუშებითურთ გარდაუძვღნენ მხედრობათა რუსთასა ხევსურეთს და წარატყვენვინეს ვიდრე კისტანადმდე. ხევსურთა ვერა იკადრეს ბრძოლა მათი, ვინაითგან სოფელთა და სოფელთა ქონდათ ურთიერთარს მტერობა. ოდეს დაბრუნდა იქიდან რუსთა მხედრობა, მოასწრეს წყალ-წყულში ხევსურთა, იძლივნენ რუსნი და მოკვდა უმრავლეს ხუთასისა და დასჭრეს იქ ყაფლანიშვილი ყაფლან, მაიორი.
მოიწია რა რტიშჩევი ტფილისად, მოინდო ფიცით კახნი თავადნი და გლეხნი და მოენდვნენ, ვინაითგან რტიშჩევი ჩემობდა მლოცაობასა და ესე ვერა სცნეს ცუდმორწმუნეთა მათ, რომელ მგელი ესე მოსილ იყო ტყავითა ცხვართათა და აღსავსე ყოვლითა სიდრკვითა და სიცრუითა.
შეიპყრა მან მრავალნი თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი და გლეხნი და წარგზავნა ციმბირად, და ვიეთნიმე უბრალონიცა მრავალნი მოკლა მით, რამეთუ წინადღეს ყანდაარელი გოგია მოაკვლევინა წკეპლითა და მეორესა დღესა, ოდეს სცნა უბრალოება მისი, მიუტევა დანაშაული თვისი; და მოკლედ ვსთქვა, კაცი ესე იყო ფრიად მოქრთამე - ვინცა მისცემდის ქრთამსა, გაუშვებდა, და ვინცა არა - წარგზავნიდა ციბირსა; და გარდა ამისსა იყო შტერიცა.
გაგზავნა ამან, მეორემან შაჰ-აბაზ, იანარალი ყაფლანიშვილი დიმიტრი კახეთს და გარდააწვევინა კახეთი და მრავალი აიღო ჯარიმა, თუმცა ხელმწიფემან მოიღო მოწყალება და უკანვე მიცემა ბრძანა წანართმევისა, მაგრამ რტიშჩევმან ამან, სიმონოვიჩმა და დიმიტრი ყაფლანიშვილმან გაიყვეს წანართმევი ესე თეთრი და არწმუნეს კარსა რუსეთისასა უკუნ ზღვევა წანართმევისა სიცრუით.
გამოსცვალეს რტიშჩევი და წარგზავნეს იარანალი ერმალოვი. კაცი ესე არა იყო უგუნურ, არამედ იყო ქვეგან მხილველ, ქვებუდან, მცბიერ და ფიცხელ; ესე წავიდა რუსეთისა კარისაგან ელჩად ყაენისა ბაბა-ხანისა წინაშე და იქიდან მოვიდა რა ტფილისს, შემოარღვია ამან ზღუდენი ტფილისისანი, და რამდენი ნაწილნი ციხენიცა დააქცია და გარდა ამისა, მოჰყვა ნგრევასა ტფილისისასა, რათა აღაშენოს მან პლანითა. ამას ზედა ფრიად ურვეულ იქმნენ და შეჭირვებულ ტფილისსა შინა მცხოვრებნი.
ამან წარგზავნა მაღლა მდოვლეთსა ზედა ერისთავის შვილი გიორგი ირანალი სამასითა რუსითა, ერთითა ზარბაზნითა და ათასადმდე ქართველითა. მიიწივნენ რა ტბასა მაღლა მდოვლეთისასა, ეკვეთნენ იქ ოსნი, იძლივნენ იქ რუს-ქართველნი და მოკვდა იქ უმეტეს ას ორმოცისა რუსი და სამასამდე ქართველნი და მიუღეს ოვსთა ზარბაზანი, რომელიცა დაახსნევინეს უკანვე სამოც თუმნად თეთრს ფულად.
გამოსცვალეს რუსთა ექსარხოზი ვარლაამ ერისთვის ძე, რომელიცა ნაცვლად კათალიკოზის ანტონისა წარეგზავნათ განკარგვისათვის ეკლესიურთა საქმეთასა, მაგრამ იხილეს რა რუსთა უღვწელობა და უვარგებლობა მისი ყოველსა შინა საქმესა, გამოსცვალეს იგი და მიიყვანეს როსიად და ნაცვლად მისსა წარგზავნეს არხიეპისკოპოსი რეზანისა თეოჶილაკტე, კაცი მეცნიერ და ფილოსოფოსი და გამოჩენილი სწავლასა და სიბრძნესა შინა ყოველსა ევროპასა.
ხოლო წელსა ჩყუჱ-სა (1818), იარანალი ერმოლოვი შევიდა ჩაჩანსა შინა ქერა ვერა რა ჰყო იქ, მით რამეთუ შეებნენ ჩაჩნელნი მხნედ და მოკლეს მრავალნი კაცნი და იქიდან გამოსულმან აღაშენა საზღვარსა ზედა მათსა ციხე მცირე და უწოდა სახელად გროზნა ესე იგი მემუქარე.
და ვინაითგან სწადდათ ლეკთა გამოდევნა შამხალისა ამისთვის წავიდა საშველად, მივიდა ანდრიას და თარღუს, დაჰყო რა იქ მცირედი ჟამი, წარემართა დაღისტანზედ და შევიდა მამულთა სულთან აჰმად-ხანისათა და მოწვა რამდენი სოფელნი ლეკთანი გარდა ყოვლისა საგანისა. მას ჟამსა შეიკრიბენ ლეკნი, უყვეს მას ბრძოლა, იძლივნენ რუსნი და დაჰკარგეს უმეტეს ათასისა კაცისა და წამოვიდა ერმოლოვი უკან და გადავიდა თვით ტფილისს.
ამავე წელსა წარავლინეს სპარსთა ევროპასა შინა კარსა კეისრისასა ფრანცუზისა და ლონდონისასა, სპარსი მირზა აბულ-ასლან-ხან და კარსა რუსეთისასა მამად-ასან-ხან ავშარი. ამა უკანასკნელსა წარატანა ყაენმან რუსეთის იმპერატორისათვის რამდენიმე მშვენიერნი ცხენი და სთხოვა რუსეთის კარსა, რათა მემკვიდრედ სპარსეთისა შემდგომად ბაბა-ხანისა აღსარებულ იქმნეს მემკვიდრედ ძე მისი აბაზ.
ხოლო ვინაითგან კაცთა საქართველოსა იწყეს ლტოლვა ციმბირიდან და განივლტნენ შამშადილის აღალარნი ალი-ყული-ბეგ, ალაიარ-ბეგ და სხვანი ბუხარადმდე და იქიდან სპარსეთად, ამისათვის რუსთა განუტევეს ციმბირიდან ყოველნი ქართველნი თავიანთა სახლთა შინა, მაგრამ რომელნიმე დარჩნენ იქვე.
Комментариев нет:
Отправить комментарий