четверг, 10 августа 2017 г.

საქართველო - სომხეთის საზღვრების ცვალებადობა

იბერია ფარნავაზის დროს
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა (შავი ზღვა). ქართლს ჰქონდა ციხენი: ორბისა, რომელსაც აწ ჰქვია სამშვილდე1, მტვერის-ციხე, რომელსაც აწ ჰქვია ხუნანი2, დედა-ციხე და ბოსტან-ქალაქი, რომელსაც აწ ჰქვია რუსთავი“. ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგრისსა ზედა. განამრავლა მხედარნი, განაწესა ერისთავნი რვანი და სპასპეტი.
მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღვითგან მთამდე, რომლის შინა არის ეგრისი და სვანეთი, და დაამტკიცა იგი ერისთავად იქ. ქუჯიმ ააშენა ციხე-გოჯი3.
მეორე გაგზავნა მარგვის (არგვეთის) ერისთავად, და მისცა მცირე მთიდან, რომელიც არის ლიხი, ვიდრე საზღვრადმდე ეგრისისა, რიონს ზემოთ“. არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე. „და ამან-ვე ფარნავაზ ააშენა ორი ციხენი, შორაპანი4 და დიმნა5“.
მესამე გაგზავნა კახეთის ერისთავად, და მისცა არაგვიდან ვიდრე ჰერეთამდე6, რომელიც არის კახეთი და კუხეთი“.
კუხეთი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, არაგვიდან და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდანმდ. იორამდე და გარეჯის უდაბნომდე ვრცელდებოდა. ცენტრი . რუსთავი (ბოსტანქალაქი). ცნობილია აგრეთვე სხვა ცენტრებიც კაწარეთი და ბოდი.
კახეთის მხარეში შედიოდა ტერიტორია კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსაც აწ ჰქვია გულგულა7 და არის საზღვარი ჰერეთისა. კახეთში შედიოდა ციხე ჩელეთი8 (ჟალეთის) ციხე.
მეოთხე გაგზავნა ხუნანის ერისთავად, და მისცა ბერდუჯის (დებედა) მდინარიდან (და მდ. პასანსუდან) ვიდრე მცხეთამდე და გაჩიანამდე (მდ. ძეგამჩაიმდე), რომელიც არის გარდაბანი (იგულისხმება ისტორიული მხარე და საერისთავო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელ ქალაქ გარდაბანთან).
გარდაბანის მხარეს ჰქონდა ციხე ხუნანი და ედო საზღვარი: აღმოსავლეთით მდინარე ბერდუჯისი; დასავლეთით ქალაქი გაჩიანი; სამხრეთით მთა, რომელიც მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელიც მიჰყვების დასავლეთით კერძო, რომლისა წყალი გადმოდის ჩრდილოეთით კერძო და მიერთვის მტკვარსა; ჩრდილოეთით მტკვარი. .. გარდაბანი მოიცავდა მდინარეების ძეგამჩაის, თოუზჩაის, აღსთაფჩაის აუზებს (დღევ. აზერბაიჯანის ტერიტორია) და ქციის და ალგეთის უკიდურესი ქვემო წელის ველს (დღევ. საქართველოს ტერიტორია). ამ ტერიტორიაზე არსებობდა ჯერ ხუნანის, შემდეგ გაგის საერისთავოები.
მეხუთე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა სკვირეთის მდინარიდან (მდ. ვერე) ვიდრე მთამდე, რომელიც არის ტაშირი და აბოცი. მასში იყო ორი ციხე-ქალაქი: გაჩიანი, რომელსაც მაშინ ერქვა სანადირო ქალაქი (სავარაუდოდ მდინარეების მაშავერ-ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა) და ორბის ციხე (ანუ სამშვილდე).
აბოცი ჯავახეთის სამხრეთით მდებარეობდა და ვითარცა მესხეთისა და ქვემო-ქართლის შუა მდებარე თემი ზოგჯერ მესხეთს ეკუთვნოდა. მაგრამ ხშირად XVIIXVIII -ში განსაკუთრებით ქვემო-ქართლის საზღვრებში იყო მოქცული.
აბოცს ვახუშტი ასე ახასიათებს: „ახლა ყაიყული ეწოდება. იგი გამოხვეულია სრულიად მთითა და შუაში ვაკეა. აბოცს ტაშირისაგან იმგვარადვე, როგორც ბერდუჯს, ანუ დებედას ბამბაკისაგან, ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული. მას ჩრდილო-სამხრეთით აქვს მიმართულება, „მდებარეობს სამხრიდამ ჩრდილოთ კერძ“. მაღალია, მარადის თოვლიანი და უტყეო და კალთათა ბალახოვანი“. დასავლეთ-სამხრეთით აბოცს სამზღვრად აღაბას მთა ჰქონდა, რომელიც ერთის მხრით ტბაპალაკაციოს (ჩილდირი) და აბოცსშორის მდებარეობდა და ამასთანავე იყოსაზღვარი ქართლისა და ყარსისა ვიდრე თეთრციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა“.
ამ აბოცში მდებარეობდაყაზანჩი“, რომელიციყო ქალაქი მცირე“. ორივე სახელი ყაიყული და ყაზანჩიც ვითარცა ნაშთი ეხლაც არის საგეოგრაფიო სახელად შენახული რუკაზე. „ყაიყული-ყაზანჩისსახით სწორედ ყარაღაჯის ქედსა და აღაბაბის მთას შორის მდებარე მაღლობ ვაკეზე.
მაშასადამე, აბოცის სამხრეთის სამზღვარი იწყება იქ, სადაც ირჯინის ანუ ყარადაჯისა და ბერდუჯის (ბეზობდალის) მთების შესაყარია აქეთგან ხაზი მიდის ბაბას მთების ქედ-ქედ დიდ აღბაბის მწვერვალამდე, შემდეგ უკვე საკუთრი მესხეთის საზღვარი იწყება და იმ ძველად ყარსის მთებად წოდებული მთავარი წყალთგამყფელი მთების ქედს მისდევს, რომელიც მტკვრისა და ჭოროხის შემდინარეების აუზს არეზის აუზისაგან ჰყოფს და რომელნიც ამ ჟამად ჯერ ყარსის გუბერნიის არტაანის ოლქისა და ხოლო მერმე ოლთისის ოლქის სამხრეთ აღმოსავლეთს სამღვარს ჰქმნის. შემდეგ სამზღვარი მიდის ძველ დროს ირიჯლუს მთებად წოდებულ ჭოროხისა და არეზის შემდინარეების წყალთგამყოფელი მთების ქედზე, მერმე ჩრდილო-დასავლეთით უხვევს, სანამ ლაზისტანის საზღვარს არ მიადგება.
ტაშირი ქვემო ქართლის განაპირა კუთხე იყო. იგი შემოსაზღვრული იყო ლოქის, ლელვარის, ყარაღაჯის და ბამბაკის მთებით, მოიცავდა ტაშირისწყლის ხეობას. ეს მხარე ხშირად XI საუკუნიდან ლორედ იწოდებოდა, რადგან ცენტრი ლორის ციხე იყო.
მეექვსე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფარავნის ტბიდან ვიდრე თავამდე მტკვრისა, რომელიც არის ჯავახეთი, კოლა (ანტიკური წყაროების ხორძენე) და არტანი9. მასში იყო ორი ციხე-ქალაქი: წუნდა და ქალაქი არტანისა (.. არტანის მხარის ქალაქი), რომელსაც მაშინ ერქვა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვია ჰური10.
მეშვიდე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტაშისკარიდან11 ვიდრე არსიანამდე, ნოსტის12 თავიდან ზღვამდე, რომელიც არის სამცხე და აჭარა. ოძრახეს მხარეში შედიოდა ტაშისკარიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა, ქვეყანა კლდოვანი. აგრეთვე ორი ციხე-ქალაქნი: ოძრხე13 და თუხარისი14.
მერვე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანიდან სპერის ზღვამდე.
კლარჯეთის საერისთავოში ანტიკურ ხანაში შედიოდა კლარჯეთი, შავშეთი (ვიდრე არსიანის მთამდე), ნიგალი, ტაო (პარხალით), ქვემო სპერი, ზღვისპირა კლარჯეთი ანუ „ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი“ (ეკექეირების ყოფილი ტერიტორია, ადრე შუა საუკუნეებიდან ჭანეთის ნაწილი). VIII საუკუნისთვის კლარჯეთის საერისთავო უკვე მხოლოდ საკუთრივ კლარჯეთს მოიცავს.
მეცხრე დაადგინა სპასპეტად და მისცა მცხეთიდან და არაგვიდან ვიდრე ტაშისკარამდე და ფარავნამდე, რომელიც არის შიდა-ქართლი. შედიოდა ციხენი: უფლის-ციხე15, ურბნისი16, კასპი17. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდა ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქვეშ, ადგილთა და ადგილთა, დასვა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო“.

შენიშვნები
1. ციხე-ქალაქი სამშვილდეს ნანგრევები მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დღევანდელი სოფ. სამშვილდის მახლობლად. თეთრიწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ის დაშორებით, მდ. ქციისა და ჭივჭავის შესართავს შორის წარმოქმნილ მაღალ კონცხზე.
2. ხუნანის ციხე-ქალაქის ნანგრევები მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდ. თაუზჩაის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იქ, სადაც მტკვრის პირას აღმართულია მთათოფრახ-კალა“, რომლის სახელწოდებაც ზუსტი თურქული შესატყვისია ხუნანის მეორე სახელწოდებისა – „მტვერის ციხე“, რაც ნიშნავს ალიზით, მიწით ნაგებ ციხეს. ასე უწოდებს ხუნანს ქართლის. ნაქალაქარი ხუნანი ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მდებარეობს თაუზის რაიონში, . თაუზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ-ის დაშორებით.
3. მოგვიანებით მას ბერძნებმა არქეოპოლისი (ძველი ქალაქი) უწოდეს, რადგან მისი სახელი არ იცოდნენ. დღეს მისი ნანგრევები . სენაკის რაიონში, სენაკის ჩრდ-აღმ-ით 17 კმ-ზე, მდ. ტეხურის სანაპიროებზე, სოფელ ნოქალაქევში მდებარეობს. არქეოლოგიური მასალებით დგინდება, რომ . . ციხეგოჯი არაუგვიანეს ძვ. . V საუკუნეში უნდა დაარსებულიყო და მისი სახელიჯიხა ქუინჯიუნდა ყოფილიყო, რაც მეგრულ-ლაზურად ციხის ძირს ნიშნავს. ასე რომ სრულიად შესაძლებელია ლეონტის ფარნავაზის თანამედროვე კოლხი ლიდერის სახელი არც სცოდნოდა და ვარაუდით გამოეგონებინა: ჯიხა-ქუინჯიციხე ქუინჯიციხე ქუჯიციხე-გოჯი.
4. შორაპნის ციხე მდებარეობს ზესტაფონის რაიონში, მდ. ყვირილასა და ძირულას ხეობებში, მათ ხერთვისთან, დღევანდელი დაბა შორაპნის ტერიტორიაზე.
5. ვახუშტის ცნობითხანის წყლის აღმოსავლეთით და ყვირილის მდინარის სამხრეთით, ფერსათის კალთას, არის დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არის დაბა“. სოფელი დიმი მდებარეობს ბაღდათის რაიონში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ნაპირზე.
6. ჰერეთის მხარეში შედიოდა ქვეყანა მტკვრისა ჩრდილოეთით, მცირისა ალაზნისა (იორი) შესართავიდან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქვია გულგულა. ცენტრი მხარისა აშენებულ იყო შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა და ეწოდა სახელი ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქვია ხორანთა“.
7. დღევ. სოფელი გულგულა თელავის რაიონში, თელავიდან 6 კმ-ზე, ალაზნის ვაკეზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს.
8. ჩელეთი ვახუშტის აზრით მოგვიანო ხანის ჟალეთია კახეთის პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი. მდებარეობდა მდინარე ივრის შუაწელზე, ამჟამად დაბა სიონის წყლით დატბორილ მიდამოებში.
9. არტანი, არტაანიისტორიული მხარე მესხეთის ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. იგი მოიცავს მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს. მისი თურქული ფორმაა არდაჰანი. თავდაპირველად არტანი მხარის სახელწოდება იყო. პირველად ამ მხარის სახელს მოიხსენიებს პტოლემეოსი (87–165) და უწოდებს მასარტანისა“-.
10. როგორც ირკვევა ქალაქი არტაანი შუა საუკუნეებში უნდა დაარსებულიყო. რაც შეეხება ისტორიული მხარე არტანის ცენტრს: . ჰური მართლაც არსებობდა მოყოლებული ქრისტეშობამდელი პერიოდიდან. დღევანდელი არდაჰანის ვილაიეთის სოფელ ალთაშთან, არდაჰანის ჩრდ-აღმ-ით. აქ დღემდეა შემორჩენილი უძველესი ციხე-სიმაგრე ჰურის ნანგრევები და უფრო ძველი ნასახლარის/ნაქალაქარის კვალი. ერქვა თუ არა ჰურს უფრო ძველად ქაჯთა ქალაქი ძნელი სათქმელია, ფაქტი კი ერთია: ჰურის აღმოსავლეთით, დაბა ჩილდირის ჩრდილოეთით, სოფელ ილდირიმთეფესთან დღემდე ამაყად დგას უძველესი ციხე-სიმაგრე ქაჯის ციხე.
11. ისტორიული სოფელი ტაშისკარი მდებარეობს ხაშურის რაიონში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს.
12. ნოსტე, ნოსტევი მდებარეობს კასპის რაიონში, მდ. თეძმის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ნოსტეს ტერიტორიაზე.
13. ოძრხე, ოძრახე, ციხე-ქალაქის ნანგრევები მდებარეობს ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმნის მახლობლად, მდინარე ოცხისწყლის მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და კურცხალისწყლის ხევებზე გამავალ გზას.
14. თუხარისის ციხე-ქალაქი მდებარეობდა ტაო-კლარჯეთის საზღვარზე. ვახუშტის ცნობითტბეთის პირისპირ, ჩრდილოეთით კერძოდ მდინარის გაღმა, არის ციხე თუხარისი. ბუბა კუდავას მოსაზრებით ციხე-ქალაქი ერკინისთან (Demirkent) მდებარეობს. სავარაუდოდ ის უნდა იყოს დიაოხის ეპოქის უტუხაი.
15. უფლისციხის ნანგრევები მდებარეობს გორის რაიონში, გორის აღმოსავლეთით 8 კმ-ზე, სოფ. ქვახვრელის მოპირდაპირედ, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
16. ციხე-ქალაქი ურბნისი მდებარეობდა ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ურბნისის ტერიტორიაზე.
   17. ასპის ციხის ნანგრევები მდებარეობს კასპის მუნიც-ში, კასპიდან ჩრდილოეთით, 5 კმ დაშორებით, მდ ლეხურას მარჯვენა ნაპირის მაღალ მთაზე. ვახუშტი ბაგრატიონი მამათა მონასტრის აღწერის შემდეგ აღნიშნავს: „მას ზეით არს ციხე, სადითგან გამოიყვანეს ოვსთა გორგასლის დაი“. არშიაზე კი მიწერილია: „კასპის ციხე“. კასპის ციხეს კლდემაღალას ან არსენას ციხის სახელითაც მოიხსენიებენ. ის იცავდა ჩრდილოეთიდან კასპისაკენ მომავალ გზას. ნაგებობა ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილია მართკუთხა გეგმის მქონე კოშკის ერთი კედელი, ნაგები ფლეთილი ქვით. ციხე თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. ფუნქციონირებდა გვიან შუა საუკუნეებშიც.

პირველი ცვალებადობა
სტრაბონის ცნობით: დაახლ. 172165 წლებს შორის არმენებმა იბერებისაგან მიიტაცეს პარიადრეს მთისწინეთი, ხორძენე და გოგარენე.
პარიადრეს მთისწინეთი მოიცავდა ზემო სპერს, ტაოს (პარხლით) ანუ წარმოადგენდა კლარჯეთის საერისთავოს სამხრეთ ნაწილს.
ისტორიული სპერის ტერიტორია ანტიკური ხანიდან მოყოლებული სამ ნაწილად იყო გაყოფილი. არმენიის, იბერიის და ჭანურ ნაწილებად.
არმენიული სპერი (ზემო სპერი) ანუ სპერის ის ნაწილი რომელიც არმენიასთან იყო შეერთებული პროკოპი კესარიელის ცნობებით მოიცავდა ჭოროხის სათავეებს ბაიბურთის ჩათვლით (პროკოპის ცნობით ციხე-სიმაგრე ბაიბერდონი იუსტინიანემ დააარსა). სპერის ეს ნაწილი ჭანური საგვარეულო ბაგრატიონთა სამემკვიდრეო მამულს წარმოადგენდა და სწორედ აქედან წამოვიდნენ ქართველი ბაგრატიონები და გასომხებული ბაგრატუნები.
ჭანური ზონა (შუა სპერი) მდებარეობდა ბაიბურთის ჩრდილოეთით და მოიცავდა ღართის ველს.
იბერიის სპერი (ქვემო სპერი) მოიცავდა ჭოროხის ხეობის იმ ნაწილს სადაც მდებარეობს ქალაქი სპერი (დღევ. ისპირი). ჯუანშერის ქრონიკის ნაწილი, რომელიც 628 წლის ახლო ამბავს ეხება სწერია: „მაშინ კვლავ წაიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვის-პირი“. საერთოდ კისაზღვარი ქართლისა სპერიძირძველი ქართული მხარის კლარჯეთის საერისთავოს ნაწილი იყო.
ხორძენე (იგივე კოტარძენე), მოიცავდა კოლასა და ხორტევანს, ანუ წუნდის საერისთავოს სამხრეთ ნაწილს.
გოგარენე ანუ გუგარქი მოცავდა დაახლოებით ჭოჭკანის, ბოლნისის, დმანისის, და ლოქის ხეობებს, ტაშირს, აბოცს და თრიალეთის სამხრეთ ნაწილს და კანგარქს, ანუ სამშვილდის საერისთავოს უდიდეს ნაწილს. კანგარი იყო გოგარენეს უკიდურესი სამხრეთი მხარე. მოიცავდა მდინარე დებედის (ქურდვაჭრისხევის) სათავეებში მდებარე ტერიტორიას (დღევ. სომხეთი). კანგარის უძველესი ცენტრი უნდა ყოფილიყო დაბა გოგარანი (დღევ. გუგარქი).
მეორე ცვალებადობა
ლეონტი მროველისა და ხორენაცის ცნობით: ძვ.. 40 წლის ახლო ხანებშიმაშინ მეფე იქმნა სომხეთს დიდი იგი მეფე იარვანდ (არტავაზდ II; 55–34), და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა და წაუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკვრამდე“.

ძვ.. 25 წლის ახლო ხანებშიმაშინ სუმბატ გამარჯვებული შემოვიდა ქართლად და მოაოხრა ქართლი, რომელიც აღარა პოვა ციხეთა და ქალაქთა გარეთ, თუმცა ციხე-ქალაქთა არა ებრძოდა, რამეთუ არ იყო მზად მსწრაფლ გამოსლვის გამო. მან ააშენა ციხე ქვეყანასა ოძრხისასა, რომელსაც ეწოდებოდა სამცხე, ადგილსა, რომელსაც ჰქვია დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსა, და დაუტოვა მას შინა ლაშქარი შემწედ წუნდელთა, და ბრძოლად ოძრხელთა წავიდა.
მესამე ცვალებადობა
ლეონტი მროველისა და ხორენაცის ცნობით: ძვ.. 20 წლის ახლოსუკუ-მოსცეს სომეხთა საზღვარი ქართლისა: ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და ამიერიდან იქმნენ მოყვარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი, და სამნივე ერთობით ებრძოდნენ მტერთა“.
მეოთხე ცვალებადობა
ტაციტუსის ცნობით: ახ.. 59 . რომის გადაწყვეტილებით იბერიის მეფე ფარსმანს მოკავშირეობის სანაცვლოდ დაუთმეს არმენიის მიწების ნაწილი. როგორც ჩანს ფარსმანმა მიიღო ტაო (პარხლით), ხორძენე და გოგარენე.
მეხუთე ცვალებადობა
ლეონტი მროველის ცნობით: ახ.. 299 . რომის გადაწყვეტილებით „განუჩინა საზღვარი მირიანს და თრიდატს ასე: რომელთა ქვეყანათა მდინარენი დიან სამხრეთით და მიერთვიან არაქსსა, ესე ქვეყანანი თრიდატის კერძად დაყარა; და რომლისა ქვეყანისა მდინარენი ჩრდილოთ დიან და მიერთვიან მტკვარსა, ესე მირიანის კერძად დაყარნა. ესე რა განუგო კეისარმან და შუამდგომლად ექმნა მათ და წავიდა თვისად სამეფოდ“. როგორც ჩანს არმენიამ ამ ზავით კვლავ წაიღო ტაო, ხორძენე და გოგარენე.
მეექვსე ცვალებადობა
387 წელს სპარსეთის გადაწყვეტილებით დიდი არმენიის დაყოფის დროს იბერიას დაუბრუნდა ხორძენე და გოგარენე. ტაო (პარხლით) და ზემო სპერი დარჩა არმენიას, რადგან ორვე არმენიის დიდი ნახარარებს (შესაბამისად ტაო მამიკონიანებს და ზემო სპერი ბაგრატიონებს) ეკუთვნოდათ, რომელთაც პატივს სცემდნენ როგორც სპარსეთი და რომი, ისე კავკასიის პოლიტიკური ლიდერები. ამდენად 387 წელს არმენიის დაყოფის შედეგად სპერის ეს ნაწილი დასავლეთ (რომაული) არმენიის შემადგენლობაში მოექცა, რომელმაც არსებობა 389–391 წლებში შეწყვიტა და სამუდამოდ ბიზანტიის პროვინციად იქცა.
მეშვიდე ცვალებადობა
მამიკონიანების გვარის თანდათან განადგურების შემდეგ, VIII საუკუნის შუახანებში ტაოს მხარე კლარჯეთის ერისთავმა ადარნასე ბაგრატიონმა იგდო ხელთ.
VIII საუკუნის შუახანებშივე არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თბილისის საამირო ჩამოაყალიბა. 850-იანი წლებიდან შეუერთდა ტაშირი, აბოცი და კანგარი ტაო-კლარჯეთის საკურაპალატომ თბილისის ამირას წაართვა და აშოტ დიდი კურაპალატის უმცროსი ვაჟის გუარამ მამფალის სამფლობელოდ იქცა. გუარამის გარდაცვალების წინ 882 . გუარამმა თავისი ვრცელი სამფლობელოს დიდი ნაწილი თავის ძმებს უანდერძა, ხოლო ერთი განაპირა ქვეყანა (აბოცი) ცოლის ძმასსომხეთის მთავარ აშოტ ბაგრატუნს (მომავალი ანის-შირაქის მეფე აშოტ I-ის, 885–890) მისცა.
მერვე ცვალებადობა
IX საუკუნის მეორე ნახევარში ანისის მეფე, აშოტ III მწყალობელმა (953977) მიიტაცა ტაშირის მხარეც (ძორაგეტით და სამშვილდით) უმცროსი ძე. სიკვდილის წინ მან სამფლობელოები ძეებს დაუნაწილა: უმცროს ძე გურგენს სამფლობელოდ გადასცა ტაშირი, ძორაგეტი, კაენი, კაეწონი და სხვა ტერიტორიები ისტორიულ ქვემო ქართლში. ასე ჩამოყალობდა სომეხ ბაგრატუნთა ტაშირ-ძორაგეტის სამეფო, რომლის ცენტრი სამშვილდე გახდა. აბოცი დარჩა ანისის სამეფოში.
მეცხრე ცვალებადობა
1045 წელს ანისის სამეფო აბოცთან ერთად ბიზანტიამ შეიერთა, შემდეგ კი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. თურქ-სელჩუკები ზამთარს მტკვრისა და იორის პირებში ატარებდნენ, ხოლო ზაფხულს აბოცისა და არარატის მთებზე.
1064 წელს სამშვილდე მიდამოებით ბაგრატ IV- წაართვა ტაშირ-ძორაგეტის მეფე კვირიკე II-, რის შემდეგად საჯდომად უკანასკნელმა . ლორე გაიხადა.
1080-იან წლებშიდიდი თურქობისდროს სელჩუკებმა მთელი ტაშირ-ძორაგეტის სამეფო დაიპყრეს, შემდეგ კი ანისის სამეფოს ყოფილი მიწებიც მიაყოლეს.
მეათე ცვალებადობა
    დავით აღმაშენებელმა 1118–1124 წლებში ლორე-ტაშირის მხარე, აბოცი, კანგარი და ჩრდილოეთ სომხეთის მიწებთან ერთად თურქებს წაართვა და საქართველოს სამეფოს შემოუერთა. ამიერიდან ლორე-ტაშირის მხარე, აბოცი, კანგარი მცირე გამონაკლისების გარდა მუდმივად საქართველოს შემდეგენლობაში იყო. 1918 წლიდან ლორე-ტაშირი და აბოცი საქართველოს რესპუბლიკის ნაწილი გახდა, თუმცა 1921 წლის შემდეგ კომუნისტებმა ისინი თურქეთს გადასცეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий