„ცხოვრება საქართველოისა“ ანუ „პარიზის ქრონიკა“
„პარიზის ქრონიკა“ კომპილაციაა. მისი უმთავრესი წყაროებია: „ქართლის ცხოვრების გადაკეთებული გაგრძელება (1587 წლამდე), „მესხური მატიანე“, ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრება“ (ბოლო ნაწილი), გრიგოლ დოდორქელის „ცხოვრება და წამება ქეთევან დედოფლისა“, იოსებ თბილელის პოემა „დიდმოურავიანი“, როსტომ-ხანის 1648 წლის სიგელი, არჩილ მეფის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“. ბევრი წყარო არ არის მოღწეული თავდაპირველი სახით და შემონახულია „პარიზის ქრონიკაში“ ჩართული მათი ზოგიერთი ნაწყვეტი. ავტორი გურიიდან ან იმერეთიდან უნდა ყოფილიყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий