ორმუზის კრიზისი და ქართველი პოლიტიკოსების ირანის განადგურების გეგმა
ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I-ის ესპანეთთან სამხედრო სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარებისათვის ელჩობის გაგზავნის მაპროვოცირებელი, გარკვეული გაგებით, შეიძლება ითქვას, იყო კ. ორმუზის გამო შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი.
ორმუზი, მისი აყვავების პერიოდში ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი იყო, რომელიც პორტუგალიელების მიერ დაპყრობამდე, XVI საუკუნის დასაწყისში, აკონტროლებდა ინდოეთსა და აღმოსავლეთ აფრიკას შორის სავაჭრო გზებს. ორმუზი იყო ქალაქი-სახელმწიფო _ აყვავებული დამოუკიდებელი სამეფო. სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარეობის გამო, ის გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი. პორტუგალიელები ამ ქალაქსა და მის პორტს აკონტროლებდნენ 1515-1622 წლებში.
შაჰ აბას I დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ორმუზის დასაპყრობად. იგი ამ ქალაქს თუ დაეუფლებოდა, ფაქტობრივად გააკონტროლებდა მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილს. ორმუზი მტკიცედ გამაგრებული ჰქონდათ ესპანეთის მეფის ქვეშევრდომ პორტუგალიელებს. კუნძულის მისადგომებს და თვით ქალაქს, ესპანეთ-პორტუგალიის ძლიერი ფლოტი და ჯარი იცავდა. დამოუკიდებლად შაჰს მათი დაძლევა გაუჭირდებოდა. ამიტომ მან დაახლოება დაიწყო ესპანეთ-პორტუგალიის მეტოქე ინგლისელებთან, რომლებიც ძლიერ დაინტერესებული იყვნენ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონიდან მათი გაძევებით.
შირაზის გამგებელმა იმამყული-ხან უნდილაძემ ინგლისის ოსტინდოეთის კომპანიის ესკადრის დახმარებით პორტუგალიელებს კუნძულზე სტრატეგიული ციხე-სიმაგრე ქეშმი წაართვა და ალყა შემოარტყა ორმუზს, რომელიც ათი კვირის შემდეგ, 1622 წლის მაისში დანებდა. მაგრამ პორტუგალიელები თავიანთი პოზიციის აღდგენისათვის ბრძოლას განაგრძობდნენ და ცალკეულ წარმატებებსაც აღწევდნენ. ასე რომ, იმამყული-ხანმა კუნძულის დაპყრობა მხოლოდ 1625 წელს შეძლო.
უეჭველია, იარანთან დაპირისპირებული თეიმურაზ მეფე და მისი კარისკაცები საქმის კურსში იყვნენ იმისა, თუ რა ხდებოდა ირანის სამხრეთ რეგიონში და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს იქ შემდგომ განვითარებას მოვლენებისა, რომელსაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა შაჰ აბას I-ის ანტიქართულ პოლიტიკაზე. სავარაუდოა, ქართველი პოლიტიკოსები საჭირო ინფორმაციას იღებდა ირანში მცხოვრები მაღალჩინოსანი ქართველებისგანაც. უფრო მეტიც, თეიმურაზ მეფეს შაჰ აბასის საწინააღმდეგო კავშირი უნდა ჰქონოდა ალავრდი-ხან უნდილაძის ვაჟებთან _ იმამყული-ხანთან და მის ძმასთან, განჯა-ყარაბახის გამგებელ დაუდ-ხანთან.
ტრადიციულად, ქართული დიპლომატია ცდილობდა ამ ორი აგრესორის ერთმანეთთან დაპირისპირებით აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების გადარჩენას და მიზანს თითქმის ყოველთვის აღწევდა. თეიმურაზ მეფეც ამგვარი საგარეო პოლიტიკური კურსის გამაგრძელებელი იყო. იმავე დროს, იგი ცდილობდა ორ აგრესორს შორის კიდევ უფრო მოხერხებულად ლავირების მიზნით მესამე ძალაც შემოეყვანა საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის პოლიტიკური პრობლემების ქართველების სასარგებლოდ გადასაჭრელად. ქართველ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს ისიც კარგად ეცოდინებოდათ, რომ ქრისტიანულ სამყაროში ვერ მოძებნიდნენ ისეთ ქვეყანას, რომელიც, ერთდროულად, ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ომის მომხრე იქნებოდა. ისინი ახლო აღმოსავლეთში თავიანთი პოლიტიკური თუ სამხედრო ინტერესებისათვის ან ერთს ანიჭებდნენ უპირატესობას ან მეორეს.
მოცემულ პერიოდში, თეიმურაზ მეფისაგან ანტიოსმალური მოქმედება სრულიად მოულოდნელი იყო. იგი, შაჰისაგან დევნილი, ჯერ კიდევ დიდ იმედს ამყარებდა ოსმალეთისაგან დახმარების მიღებაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ შეთქმულების მხოლოდ შაჰის საწინააღმდეგო მიმართულებაზე გვაქვს პირდაპირი და ირიბი ცნობები და სამეცნიერო გამოკვლევებიც.
საყურადღებოდ მიმაჩნია ჯ. ვათეიშვილის მიერ მარტყოფის ბრძოლისა და ნიკიფორე ირბახის ევროპაში გაგზავნის ერთ ასპექტში განხილვა და პორტუგალიელების მიერ დაკარგული ორმუზისათვის ირანელებთან და ინგლისელებთან ბრძოლის განახლებასთან დაკავშირება. მაგრამ არასწორად მიმაჩნია თითქოს თეიმურაზმა და მისმა თანამზრახველებმა ნიკიფორეს ერთდროულად ანტისპარსული და ანტიოსმალური კოალიციის შექმნა დაავალეს, რის დამტკიცებასაც ჯ. ვათეიშვილი ცდილობს. მივყვეთ ჯ. ვათეიშვილის მსჯელობას: ინგლისელების ტყვეობიდან გაქცეულმა პორტუგალიის ესკადრის მეთაურმა რუი ფრეირე დ’ანდრადამ სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა. პორტუგალიელების წარმატებას, გარკვეული გაგებით, ხელი შეუწყო მარტყოფში ყიზილბაშთა ჯარის განადგურებამ, რამაც შაჰს არ მისცა საშუალება დროულად მოეხდინა რეაგირება რუი ფრეირეს მოქმედებაზე. პორტუგალიელების ძალაუფლება გავრცელდა ორმუზის ახლომდებარე ზოგიერთ მნიშვნელოვან რეგიონზე.
მარტყოფის მარცხის შემდეგ შაჰ აბასის მთელი ყურადღება მიმართული იყო ქართველებზე შურისძიებისაკენ და მან ვერ უზრუნველყო ორმუზისათვის მებრძოლების დახმარება. რუი ფრეირემ იმდენად შეძლო ძალების მობილიზება, რომ მან თავისი ესკადრით დახმარება გაუწია იმავე ირანის ყურეში იმამყული-ხანის ჯარის წინააღმდეგ მებრძოლ ბასრის ოსმალო ფაშას, რომელიც პორტუგალიელებს, თავიანთ ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ. როცა იმამყული-ხან უნდილაძემ ორმუზი საბოლოოდ (1625 წ.) დაიპყრო, ამის შემდეგ გადაწყდა ნიკიფორე ირაბახის ელჩობის გაგზავნა დასავლეთ ევროპაში. `ქართველი შეთქმულები ჩქარობდნენ გაერკვიათ არა მხოლოდ ესპანეთის მთავრობის დაინტერესებისა და მზადყოფნის ხარისხი (მათ მიერ ქართველი ელჩის საშუალებით შეთავაზებული კონკრეტული სამხედრო მოქმედების გეგმის შესაბამისად) ორმუზის რეგიონში ირანის ინტერესების საწინააღმდეგო საიდუმლო სამხედრო კავშირის შეკვრის შესახებ, არამედ დაეზუსტებინათ აღმოსავლეთ ქართული სამეფოების პოლიტიკური გარანტიებიც ირანის ყურეში ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული წარმატების შემთხვევაში~.
ქართველი ელჩის ესპანეთის მეფესა და მის ნდობით აღჭურვილ პირებთან გასაიდუმლოებული ზეპირი მოლაპარაკების არსი, ჯ. ვათეიშვილის აზრით, დაახლოებით, უნდა ყოფილიყო შემდეგი: თუ ესპანეთის მთავრობა მზად იყო სამხედრო თანამშრომლობისათვის (რის შესახებ ნიკიფორე ირბახს დაუყოვნებლივ შეთქმულთათვის უნდა ეცნობებინა), მაშინ იმამყული-ხანი, როგორც ირანის ჯარების მთავარსარდალი, ხელს შეუწყობდა ესპანეთ-პორტუგალიის ჯარების წარმატებას ორმუზის რეგიონში.
მადრიდში მოლაპარაკებების დროს ორმუზის საკითხი განხილვის საგანი რომ უნდა ყოფილიყო, ამაზე მიუთითებს თეიმურაზ მეფის წერილი და იერუსალიმის პატრიარქის სარეკომენდაციო ბარათი, რომელშიც ნათქვამია: `ეგენი (ესპანელ-პირტუგალიელები) მოეტივნენ სპარსთა და აქათ ჩვენ უყოთ დევნა ძლიერი და აღვხოცოთ იგი პირისაგან ქვეყანისა ყოვლად უღმრთო იგი საძაგელი~.
მართალია თეიმურაზ მეფე არ მიუთითებს საიდან უნდა `მოეტივნენ~ ესპანელები სპარსელებს, მაგრამ უნდა იგულისხმობოდეს სპარსეთის ყურე და ორმუზის რეგიონი და ასეც გაიგებდა ფილიპე IV და მისი მთავრობა, სხვა მხრიდან ესპანელები ირანს ვერ მიუდგებოდნენ. ის რაც შეთქმულმა ქართველებმა ხმამაღლა ვერ სთქვეს და ამის შესახებ მხოლოდ მათს ელჩს უშუალოდ ესპანეთის მეფისა და მის სანდო ადამიანებისათვის სიტყვიერად უნდა მოეხსენებინა, თავის წერილში გაახმოვანა იერუსალიმის პატრიარქმა: თეიმურაზ მეფე `ამიტომ ითხოვს, რომ დაეხმარო მას... ან სპარსელებისათვის შიშის მომგვრელი სიტყვებით ან (შეიარაღებული) ძალებით ორმუზის მხრიდან~.
ორმუზ-ირანის პრობლემასთან ოსმალეთის პრობლემის მიბმა და პირველის უფრო მწვავედ დაყენება, ვიდრე მეორისა, ჩემი აზრით, მაშინდელი ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკური კონიუნქტურას თუ გავითვალისწინებთ, მივიღებთ სრულ შეუსაბამისობას ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესებთან.
ჯ. ვათეიშვილმა თავისი ნაშრომის მნიშვნელოვანი მონაკვეთი მიუძღვნა იმის ახსნას, თეიმურაზ მეფე და ირანში მოღვაწე ძმები უნდილაძეები როგორ დაინტერესებულნი იყვნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომით. მკვლევრის მსჯელობიდან ისე გამოდის, რომ ისინი ანტიოსმალური კოალიციის ჩამოყალიბებას უფრო მეტ უპირტესობას ანიჭებდნენ, ვიდრე ირანის აგრესიისაგან საქართველოს დაცვას. მას განხილული აქვს თეიმურაზის მიერ ესპანეთის მთავრობისათვის `შეთავეზებული~ ანტიოსმალური `ჯვაროსნული ლაშქრობის~ გეგმა, რომელიც თითქოს ნიკიფორე ირბახმა ჩაიტანა მადრიდში და რომელსაც აქტიურად იხილავდა ესპანეთის მთავრობა. ვფიქრობ მეტი კრიტიკული მიდგომა იყო საჭირო ამგვარი გეგმის საფუძვლიანობის მიმართ, შეესაბამებოდა თუ არა იგი თეიმურაზ მეფისა და მისი სამეფოს ინტერესებს და თუ არა, მაშინ რატომ და ვის მიერ შეიქმნა იგი. ამ საკითხის ჩემეულ გააზრებას შემდგომში წარმოვაჩენ.
იმის გამო, რომ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი) რიგითი მოვლენა არ იყო ქართული დიპლომატიის ისტორიაში, შევეცდები შედარებით სრულად წრმოვაჩინო ეს უაღრესად საინტერესო, წინააღმდეგობებით აღსავსე მრავალმხრივი მოღვაწე.
ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი _ 1585-1659) XVII ს. 20-50-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი საეკლესიო, პოლიტიკური და კულტურის მოღვაწეა. მასზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ, ეს ისტორიული პიროვნება და მისი საქმიანობა მაინც ჯერ კიდევ სრულყოფილად შესწავლილი არ არის. ზოგიერთი მომენტი მისი ბიოგრაფიიდან, რაც თითქოს დადგენილია, ეჭვს იწვევს. დღეისათვის ცნობილი წერილობითი წყაროების საფუძველზე, ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიის რამდენადმე შევსება ან სხვაგვარად გააზრება შეიძლება.
ნიკიფორე ირბახის მოღვაწეობაზე ცნობები უმთავრესად თეიმურაზ I-ის მიერ მისი დასავლეთ ევროპაში ელჩად გაგზავნის დროიდან (1626 წ.) გვაქვს. თანამედროვეების მიერ დატოვებული ფრაგმენტული ცნობებიდან იქმნება ირბახის მიახლოებითი ბიოგრაფია, რომლის შედარებით სრულყოფა შეიძლება მხოლოდ იმ ისტორიული რეალიების გახსენებითა და ანალიზით, რომლებშიც ის უშუალოდ მონაწილეობდა.
მართალია, წინამდებარე ნარკვევში ნიკიფორეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის თითქმის ყველა მხარეს ვეხები, მაგრამ წინა პლანზე წამოწეულია მისი დიპლომატიური საქმიანობა, განსაკუთრებით კი, ევროპაში მოგზაურობა თავისი შედეგებით. საკითხისადმი ინტერესს აძლიერებს ჩვენი და უცხოელი ისტორიკოსების მიერ დასავლეთ ევროპის საცავებში მიკვლეული საკმაოდ მდიდარი წერილობითი ცნობები.
ნიკიფორე ირბახის დასავლეთ ევროპაში მოგზაურობის ამსახველი მასალების გამომზეურება-შესწავლაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მ. თამარაშვილს, ჯ. ვათეიშვილს, ი. ტაბაღუას და ზ. გამეზარდაშვილს.
აღნიშნულ საკითხზე მრავალმა მკვლევარმა გამოთქვა თავისი მოსაზრება. მოკლედ რომ ვთქვათ, სხვადასხვანაირად არის შეფასებული თეიმურაზ I-ის მიერ დასავლეთ ევროპაში ელჩობის გაგზავნის მიზანშეწონილობა და მისი შედეგები.
ს. კაკაბაძეს თეიმურაზ მეფის მიერ ევროპის სახელმწიფოებთან დაკავშირების მცდელობა ავანტიურისტულ ნაბიჯად მიაჩნდა. ბ. გიორგაძე იხილავდა რა XVII ს. 20-იან წლებში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას, ასკვნიდა: `ასეთ არახელსაყრელ პოლიტიკურ ვითარებაში ელჩის გაგზავნა იმ სახელმწიფოთა კარზე, რომელთა ინტერესები სრულიად საწინააღმდეგო ორიენტაციას მოითხოვდა, მოწმობს, რომ საქმე უნდა გვქონდეს არაშორსმჭვრეტელ პოლიტიკური მსოფლმხედველობის მქონე სახელმწიფოს ხელმძღვანელთან, რომელსაც საერთაშორისო ვითარებისათვის თავი ვეღარ გაურთმევია~.
გ. აკოფაშვილი, რომელმაც პირველმა სცადა დაეწერა მონოგრაფია ნიკიფორე ირბახზე, ამართლებდა თეიმურაზის საგარეო პოლიტიკას ევროპასთან მიმართებაში და მიაჩნდა, რომ ნიკიფორეს ელჩობის მთავარი მიზანი იყო, მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის პრესტიჟის აღიარება ევროპის მეთაურების მიერ.
დაახლოებით ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა თ. ტივაძემ. ნ. ნაკაშიძე დარწმუნებული იყო, რომ თეიმურაზ მეფე ევროპაში მოკავშირეს ეძებდა ირანის წინააღმდეგ, რაშიც ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები იმაში, რომ თეიმურაზი კარგად ინფორმირებული იყო ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ირანთან გართულებული ურთიერთობის შესახებ, რაც მათთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებისა და იქიდან შეიარაღებული დახმარების მიღების იმედს უსახავდა.
ჯ. ვათეიშვილი ამტკიცებს, რომ ელჩობა იარანის კი არა ოსმალეთის წინააღმდეგ მოკავშირეობას სთავაზობდა ესპანეთის მთავრობას (ამის შესახებ ვრცლად ქვემოთ).
ი. ტაბაღუას მიაჩნდა, რომ ესპანეთის სამეფო კარზე ურჩიეს ნიკიფორეს ანტისპარსული კოალიციის იდეა შეეცვალა ანტიოსმალური იდეით (ვრცლად ქვემოთ). M
მ. სვანიძე ფიქრობს, რომ ნიკიფორე ირბახის ელჩობა თავიდანვე ანტიოსმალური კოალიციის შექმნას ისახავდა მიზნად (ვრცლად ქვემოთ). ასეთივე აზრი გამოსთქვეს გ. ჟორდანიამ და ზ. გამეზარდაშვილმა (ვრცლად ქვემოთ).
ელჩობა რომ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით გაიგზავნა ევროპაში ეჭვი არ ეპარება დ. კაჭარავას.

ნიკიფორეს ოჯახური გარემო, განათლება და მოღვაწეობის I პერიოდი (1626 წლამდე)
ნიკიფორე ჩოლოყაშვილი კახეთის ძველი, ძლიერი და ცნობილი თავადების გვარიდან იყო. კ. კეკელიძემ დაადგინა, რომ მისი მამა ომან ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი იყო გამოჩენილი სარდალი, დედა ბარბარე, არაგვის ერისთავის ასული. ომანის სახელიდან შეიქმნა გვარი – ომანიშვილ-ჩოლოყაშვილი. რაც შეეხება ნიკიფორეს მეორე გვარს – ირუბაქიძე, რომლითაც მას ევროპაში იცნობდნენ, წარმოსდგებოდა ჩოლოყაშვილების ადრეული გვარსახელიდან – ირუბაქიძე. ასე იწოდებოდა ეს გვარი XV საუკუნეში და XVI ს. დამდეგს.
ნიკიფორეს დაბადების ზუსტი თარიღი არ ვიცით. იგი უნდა დაბადებულიყო 1585 წლის ახლოხანებში, რაც გამოანგარიშებულია იტალიელი მისიონერი ჯუზეპე-მარია ძამპის ერთ ცნობაზე დაყრდნობით, რომ დაახლოებით 1655 წელს (როცა ძამპი თავის მოგონებებს სწერდა სამეგრელოზე) ნიკიფორე 70 წლისა იყო.
ნიკიფორე, როგორც მ. თამარაშვილს ერთ-ერთი თეატინელი ისტორიკოსის ნაშრომში ამოუკითხავს, ამაყობდა თავისი წარმომავლობითა და ნათესავებით. მას ქცევაზეც ეტყობოდა, რომ დიდებულთა შთამომავალი იყო. `თავის მამისას ამბობდა, რომ ერთი უპირველესი თავადთაგანი და საქართველოს ჯარის უფროსი იყო. მრავალგზის დაუმარცხებია სპარსელები და სხვათა შორის, ერთხელ 20000 ქართველით ამოუწყვეტია 90000 კაცი სპარსელების ჯარისა. ევროპაში ამის წასვლის დროს, საქართველოს ჯარის უფროსად ყოფილა მისი ბიძაშვილი1, რომელიც არანაკლებ მხნეობას იჩენდა ომში~.

1. ალბათ, ნიკიფორეს ძმა ქაიხოსრო, თეიმურაზ I-ის გამოჩენილი სარდალი.
* * *
ნიკიფორეს მშობლებისა და ძმის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ვხვდებით იერუსალიმისა ჯვრის მონასტრის ტაძარში, ჩრდილო დასავლეთი სვეტის სამხრეთ მხარეს მოთავსებულ წარწერაში: `ჯვარო პატიოსანო და წმინდანო მთავარ ანგელოზნო მიქაელ და გაბრიელ შეიწყალეთ ჩოლოყაშვილი ომან და ძე მათი მოურავი ქაიხოსრო და თანა-მეცხედრე მათი ბარბარ. ამინ~.
ნიკიფორე, იმავე ტაძრის დასავლეთი კედლის წარწერაშიც, მოიხსენიებს თავის მამა ომანს, ძმას ქაიხოსროს კი ჩრდილოეთის კედლის წარწერაში წამებულად მოიხსენიებს: `მოწამე ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი~.
ტიმოთე გაბაშვილს იგი შაჰ აბასის მიერ წამებულად მიაჩნდა, პირდაპირი გაგებით, მის დროს (XVIII ს. შუა ხანები) იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ქაიხოსროს პორტრეტი. ტიმოთე წერდა: `წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელი აწამა ყენმან შაჰაბაზ წმიდათა ხატთათვის ქორონიკონსა ტ~. ტიმოთეს ნათქვამი ისე უნდა გავიგოთ, რომ ქაიხოსროს სიკვდილში Aშაჰ აბას I-ის ხელი ერია. თეიმურაზ მეფის მიერ ქაიხოსროს მოკვდინება, რომ შაჰ აბასის ინტრიგების შედეგად მოხდა, ამაზე საკმაოდ ვრცლად გადმოგვცემს პიეტრო დელა ვალე.
როგორც ჩანს, ნიკიფორემ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში თავის პორტრეტთან ერთად ძმის პორტრეტიც დაახატვინა. ტიმოთე გაბაშვილი არ გვამცნობს, მაგრამ სავარაუდოა, ისინი ერთმანეთის სიახლოვეს ეხატნენ. სამწუხაროდ, ტაძარში მათი პორტრეტები აღარ არსებობს.
რატომ იყო ნიკიფორეს თანამედროვეთა და მისი შემდგომი თაობების გაგებით ქაიხოსრო წამებული? მიზეზებს შემდეგ გავეცნობით.
მანამდე უნდა ითქვას, რომ ნიკიფორეს დედა ბარბარა, როგორც სხვა წყაროდან ირკვევა, შემონაზვნებულა, მაგრამ არ ჩანს როდის მოხდა ეს, მეუღლის _ ომანის გარდაცვალების, თუ შვილის _ ქაიხოსროს ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ. ბარბარას შემონაზვნებაზე ვიგებთ იქიდან, რომ იმავე ჯვრის მონასტერში ნიკიფორემ თავის ახლობლებს 4 დეკემბრისათვის დაუდგინა წირვა და აღაპი: `ამავე დღესა წირვაÁ და აღაპი ჩოლაყასშვილისა ომანისა და მეუღლისა მისისა მონაზონისა ბარბარასი და ძისა მისისა ქაიხოსროსი და მისის ძმისა იოვანესი გაუჩინეთ ჩვენ ჯვარის მამან ნიკიფორემ და ეპისკოპოსმან თეოდოსემ...~
უნდა ითქვას, რომ ჩოლოყაშვილების გვარს, ტრადიციულად, ურთიერთობა ჰქონდა იერუსალიმის წმინდა ადგილებთან და ამაგსაც არ აკლებდა. ეს განსაკუთრებით ითქმის ქართულ ეკლესია-მონასტრებზე.
ჯვრის მონასტერთანაა დაკავშირებული ამ გვარის ცნობილი წარმომადგენლები – ბეჟანი, ბაადური, გარსევანი, ბეენა (XVI ს.), ომანი, ქაიხოსრო და განსაკუთრებით კი ნიკოლოზ/ნიკიფორე. მათი სახელები შემოგვინახა ჯვრის მონასტრის ფრესკებმა და წარწერებმა. ტიმოთე გაბაშვილის მიხედვით ბეჟანსა და ბაადურს წმ. თედორეს მონასტერი აუშენებიათ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების მიხედვით კი, გარსევანსა და ბაადურს ჯვრის მონასტრისათვის ფული შეუწირავთ.
ნიკიფორეს ბავშვობასა და მის აღზრდაზე არავითარი ცნობა არ გაგავაჩნია. დადგენილად ითვლება, კ. კეკელიძის გამოკვლევის მიხედვით, რომ მშობლებმა ყმაწვილი ნიკოლოზი განათლების მისაღებად იტალიაში გაგზავნეს და ერთ-ერთ ბერძნულ სკოლაში მიაბარეს, სადაც 12 წელი გაატარა1. 1608 წლის მახლობლად იგი პატრ გვილელმოსთან2 ერთად დაბრუნდა სამშობლოში. თავდაპირველად რამდენიმე წელიწადი დასავლეთ საქართველოში დარჩა `და სწორედ ამ დროს დაუთესია მას გურიაში თესლი კათოლიკობისა, რომლის შესახებ ლუდოვიკე გრანჯერიოსი მოგვითხრობს~.
ის რაც ნიკიფორეს იტალიაში სწავლაზე ითქვა, დამყარებულია მ. თამარაშვილის მიერ მოპოვებულ არაპირდაპირ წყაროებზე. მაგრამ, მაინც ვცადოთ გავარკვიოთ რამდენად გვაძლევს ისინი ნიკიფორეს ბიოგრაფიის აღდგენის საშუალებას.
ნიკიფორემ, რომ 12 წელი იტალიაში სწავლაში გაატარა ამის საბუთად მოჰყავთ ფრანგი მისიონერის ლუი გრანჟეს (მ. თამარაშვილის მიხედვით, ლუდოვიკე გრანჯერიოსი), მიერ 1615 წლის 2 მარტს სამეგრელოდან (სოფ. მოქვი) გაგზავნილ წერილში ნათქვამი, რომ როდესაც ის გურიაში იმყოფებოდა, გაკვირვებული დარჩა გურულების სიმპათიებით კათოლიკობისა და რომის პაპის მიმართ. ამგვარ განწყობილებას ის მიაწერს ერთი ქართველი მონაზონის მოღვაწეობას `რომელმაც 12 წელი გაატარა რომაში, დათესა კეთილი თესლი ამ ნაყოფიერ მიწაზედ, რომელსაც ახლა ჩვენ ვრწყავთ და ნაყოფსაც ვაღებინებთ ღვთის კურთხევით~3.

1. ნიკიფორეს რომში სწავლასთან დაკავშირებით სკეპტიკური მოსაზრება გამოსთქვა ი. ტაბაღუამ. რაზეც გ. ჟორდანიამ, მისთვის დამახასიათებელი ლოგიკით უპასუხა და სცადა დაესაბუთებინა ნიკიფორეს მიერ რომში განათლების მიღება.
2. 1629 წ. 27 აპრილს ავგუსტინელი ბერის ამბროზიოს წერილში ნათქვამია, რომ გვილელმი 20 წლის წინათ ჩამოვიდა საქართველოში, კერძოდ, გორში, შემდეგ `აღმსარებლობითი მოვალეობის გამო~ ისპაანში გაემგზავრა. იგი როცა გორში ბრუნდებოდა ოსმალებისაგან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
3. მ. თამარაშვილი. იგივე მცირე განსხვავებით: `ერთმა ქართველმა ბერმა, რომელმაც 12 წელი გაატარა რომში, კეთილი თესლი დათესა ამ კეთილ მიწაზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვრწყავთ და ნაყოფსაც ვღებულობთ ღვთის კურთხევით~3. ი. ტაბაღუამ იქვე სქოლიოში დასვა კითხვა და უპასუხა კიდეც: `ვინ იყო ეს ქართველი? დღემდე არაა ცნობილი. ცხადია, იგი არ იყო ნიკიფორე ირბახი, როგორც ზოგიერთ ავტორს ჰგონია~.

მ. თამარაშვილმა, კ. კეკელიძემ, გ. აკოფაშვილმა, გ. ჟორდანიამ და ზ. გამეზარდაშვილმა დასახელებულ ქართველ მონაზონში ნიკიფორე დაინახეს და მისი რომში სწავლაც 12 წლით ამიტომ განსაზღვრეს. ასეთი მოსაზრების გამართლების დამატებით საფუძვლად მათ მიიჩნიეს 1629 წელს სხვა მისიონერის _ ივანეს ლევან II დადიანთან სტუმრობისას, რომ `ვახშამს დაესწრო ეგრეთვე მამა ნიკოლოზ ქართველი, რომელიც რომის ბერძნების სკოლაში იყო ნამყოფი~. პირველი და მეორე ცნობის ერთმანეთთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული მკვლევრების მოსაზრების გამართლება შეიძლება. მაგრამ ასახავს სიმართლეს ამგვარი დაკავშირება? უეჭველია, რომ მეორე, პატრი ივანეს მიერ დასახელებული ნიკოლოზ ქართველი, ნიკიფორე ჩოლოყაშვილია.
1639 წელს ევროპიდან დაბრუნებული ნიკიფორე გავლით იმყოფება სამეგრელოში და დადიანს სტუმრობს. მაგრამ მისი გაიგივება დიდი ხნის წინათ სამეგრელოში მოღვაწე ლუი გრანჟეს `ქართველ მონოზონთან~, ვერ მოხდება, რადგან, ჯერ ერთი, არ ჩანს მონაზონმა როდის `დათესა კეთილი თესლი~ და, მეორეც ის, რომ საიდან ვიცით, რომ ნიკიფორე პორტუგალიელ პატრ გვილიელმოსთან ერთად დაბრუნდა 1608 წელს. დომინიკანელი პატრი გრეგორიო ორსინი 1626 წელს პროპაგანდა ფიდეში წარდგენილ მოხსენებაში წერს: `ესევე გულ-მხურვალება სამოციქულო საყდრისადმი გავლილ წლებში, ესე იგი 1613 წ. კახეთის მეფე თეიმურაზმა და სხვა ქართველმა თავადებმა დაუმტკიცეს პორტუგალელს პატივცემულ პატრი გვილელმოს წმიდა აგვისტინეს წესისას და კატალანიელს პატრი თადეოზს კარმელიტანს, რომელიც დღესაც ცოცხალია~. მ. თამარაშვილი გულიელმოზე შენიშნავს: პროპაგანდის ერთ წერილში ნათქვამი ყოფილა, რომ გვილელმო საქართველოში მოსულა 1608 წელს. გრეგორიო ორსინის ნათქვამიდან გამომდინარე კი ძნელია იმის დაჯერება, რომ გულიელმო 1608 წლიდან საქართველოში იყო.
ჩვენამდე მოღწეული მასალებიდან ჩანს, რომ ნიკიფორე მრავალ ენას ფლობდა, რომელთა ცოდნას მას მიაწერენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი თანამედროვენი. არსებული მოსაზრებით, იგი ენებს იტალიაში სწავლის პერიოდში დაეუფლა. მაგრამ თუ თვალს გავადევნებთ მის მოგზაურობას ევროპაში, მის ურთიერთობას საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებთან და მოგზაურებთან, უეჭველია, რომ მან იცოდა იტალიური, რომელიც შეისწავლა 1628 წელს რომში ყოფნისას და გამოიყენა კიდეც ქართულ-იტალიური ლექსიკონის შედგენის დროს. მისი თურქულის (თათრულის) ცოდნა ჩანს მაშინ, როდესაც პატრი ჯოვანი ჯულიანო და ლუკამ (მ. თამარაშვილის მიხედვით _ ივანე) დადიანთან ვახშმობის დროს (1629 წ. 12 ივლისი) ნიკიფორეს სთხოვა, რომ მას თათრულად ელაპარაკა, რადგან ქართულად მოლაპარაკე ნიკიფორეს და ლევან დადიანის საუბარს ვერ იგებდა1. თურქულ და იტალიურ ენებზე ურთიერთობდა იგი საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებთან2. სავარაუდოა, ნიკიფორემ იცოდა ბერძნული, თურქული და არაბული, რომელთა მაღალ დონეზე ათვისებას ის იერუსალიმში 12 წლის განმავლობაში ყოფნის დროს შესძლებდა. ნიკიფორეს ესპანეთში ესპანური ენის დაუფლების შანსი ჰქონდა.
ასე რომ სიმართლეს გადმოგვცემენ იერუსალიმის ჯვრის მონას ტრის დიაკვანი და ნიკიფორეს თანამოღვაწე გრიგოლი (ნიკიფორე მცოდნე იყო `ენისა ვითარ შვიდისადმდე~) და თეატინელთა ორდენის ბერი სამეგრელოში ჯუზეპე მარია ძამპი, რომელიც ახლოს იცნობდა ნიკიფორეს. მისი თქმით, ნიკიფორემ `ქართულისა და მეგრულის გარდა იცის მრავალი ენა: ბერძნული, თურქული, არაბული, რუსული, ფრანგული, ესპანური და იტალიური~.

1. ევროპიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნიკიფორეს სამეგრელოში, კერძოდ, ლევან დადიანთან სტუმრობას უარყოფს ი. ტაბაღუა და მიაჩნია, რომ პატრი ჯოვანი ჯულიანო და ლუკას (მ. თამარაშვილის მიხედვით ივანე) მიერ დასახელებული ნიკოლოზ ქართველი არ არის ნიკიფორე ჩოლოყაშვილი. Lლუკას ნაშრომიდან მის მიერ მოყვანილ ციტატაში პატრი ლუკას და ნიკიფორეს შეხვედრა დათარიღებულია 1630 წლის 12 ივლისით. მ. თამარაშვილის ნაშრომში ლუკა იგივე ამბავს 1629 წლის 12 ივლისის ქვეშ გვაძლევს. ვფიქრობ, ლუკას ნამდვილად ნიკიფორე ჩოლოყაშვილი ჰყავს მხედველობაში, რომელიც ევროპიდან ახლადდაბრუნებული, მცირე ხნით დადიანთან სტუმრობს და იმავე 1629 წლის 14 აგვისტოს უკვე გორშია. ძლიერ საეჭვოა, რომ ნიკიფორე 1630 წელს ლევან II დადიანის კარზე ყოფილიყო. თუ ნიკოლოზ ქართველში ნიკიფორე ჩოლოყაშვილს დავინახავთ, რაშიც მე ეჭვი არ მეპარება, მაშინ ნიკიფორეს და ლუკას შეხვედრა დადიანთან ვახშამზე უნდა მომხდარიყო 1629 წლის 12 ივლისს.
2. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის მიერ ენების ცოდნასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოსთქვეს გ. ჟორდანიამ და ზ. გამეზარდაშვილმა, რომელსაც შემდგომში გავეცნობით.

არავითარი ცნობა არ გაგავაჩნია იმის სათქმელად, თითქოს მტკიცდება, რომ იტალიიდან დაბრუნებული ნიკიფორე რამდენიმე წლის განმავლობაში (1608 წლის შემდეგ 1614 წლამდე განვლილ პერიოდში) დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა. არ გაგვაჩნია არავითარი საბუთი, რომ ნიკიფორე დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და თეიმურაზის მოძღვარი გახდა. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ევროპაში გამგზავრებამდე პერიოდიდან გვაქვს მხოლოდ ერთადერთი ქართული ცნობა, ეს არის შაჰ აბას I-ის საქართველოში შემოჭრის წინ, თეიმურაზ I-ის და დედოფალ ხორეშანის მიერ მეტეხის ღვთისმშობლისათვის მიცემული სიგელი, რომელშიც ნათქვამია: `შემოგწირეთ უჯარმას მონასტერი სიონი და ხორაუგს ქუაბნი... მას ჟამსა, ოდეს სასურველი ასული მეფისა... დაიწერა ხელითა მოძღვრისა ჩოლოყაშვილის ნიკოლოზისათა~. ასეთი ცნობა დაცულია, აგრეთვე, იერუსალიმში ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში: `ღმერთო, შეიწყალე ცოდვილი ნიკიფორე ქალაქს მეტეხთ წინამძღურად ყოფილი და ჯვარის იერომონახოს. ამინ. ომანისშვილი ჩოლოყაძე~. ტიმოთე გაბაშვილს ჯვრის მონასტრის ეს წარწერა უნდა ჰქონებოდა მხედველობაში, როდესაც ამბობდა, რომ ნიკიფორე მეტეხის ყოფილი წინამძღვარი იყოო. კ. კეკელიძის აზრით, ციტირებული სიგელის მიხედვით, ნიკიფორე თეიმურაზის კარის მოძღვარი ყოფილა. თუ გავითვალისწინებთ ომან ჩოლოყაშვილისა და მისი ოჯახის სამეფო კართან სიახლოვეს, ნიკიფორეს თეიმურაზის კარისა და მეფის მოძღვრობა, მოულოდნელი არ უნდა იყოს. ნიკიფორე, რომ მეფის მოძღვარი და სულიერი მამა იყო და თეიმურაზი სრულ ნდობას უცხადებდა, ამას აღნიშნავდა თვით ნიკიფორე ესპანეთის მეფისათვის მირთმეულ, თეიმურაზ I-ის ესპანურად თარგმნილ წერილში (სინამდვილეში იგი სრულიად სხვა წერილია): `ვაგზავნით თქვენს დიდებულებასთან ღირსეულ მამას დონ ნიკიფორე ირბახის, რელიგიურ პიროვნებას, რომლის მშობლები იყვნენ ერთ-ერთი თავადთაგანი ჩემი ვასალებიდან. ამ ადამიანის ოსტატობა და გულმოდგინება, რომლითაც იგი ემსახურება ღმერთისა და გვირგვინის დიდების სამსახურს, კიდევ უფრო მაღლა აყენებს მის ღირსებას. დიდი თავდადებულობა, რომელიც მსგავსი მისიის დროს გამოიჩინეს მისმა წინაპრებმა, კიდევ უფრო მარწმუნებს ვენდო მას. ამ მიზეზით იგი გახდა ჩემი მოძღვარი და სულიერი მამა. მან იცის ჩემი უძვირფასესი იმედებისა და ინტერესების შესახებ, რასაც იგი მოახსენებს თქვენს დიდებულებას, მისთვის დამახასიათებელი გულახდილობით. ამიტომ თქვენს დიდებულებას შეუძლია ერწმუნოს მას ყველაფერში, რასაც იგი ჩემი სახელით თქვენ მოგახსენებთ~1. ნიკიფორე, რომ თვითონ უწოდებდა თავის თავს მეფის სულიერ მამას, ეს აღნიშნულია მადრიდში სამეფო საბჭოსადმი წარდგენილ მოხსენებაში: `როგორც დიდად პატივცემული რელიგიური პიროვნება _ დონ ნიკიფორე ამბობს, თეიმურაზ მეფემ მისი სულიერი მამა _ ნიკიფორე ირბახი გამოგზავნა თქვენს დიდებულებასთან თავის სამეფო წერილებით...~ ნიკიფორეს თეიმურაზ I-ის სულიერ მამად მოიხსენიებს ბერძენი კონსტანტინე სოფია _ თარჯიმანი მადრიდის სამეფო კარზე2.
1. თეიმურაზ მეფის წერილის და მისი ესპანური თარგმანის არაიდენტურობის შესახებ ვრცლად ითქმევა ქვემოთ.
2. ჯ. ვათეიშვილის მიხედვით, ნიკიფორე ირბახს კონსტანტინე სოფია გაუცვნია ნეაპოლში, როდესაც თეატინელი ბერების შუამდგომლობით მან კავშირი დაამყარა ადგილობრივ კათოლიკებთან და ბერძენ-უნიატორებთან. ეს უკანასკნელნი იმდენად აღფრთოვანებულან ქართული ელჩობის ევროპაში ჩასვლით და იერუსალიმის პატრიარქ თეოფანისის სარეკომენდაციო წერილით, რომ თავიანთი წრიდან სპეცია ლურად გააყოლეს განათლებული მღვდელი, წარმოშობით ბერძენი სმირნიდან, ბერძნული კოლეგიის წევრი რომში და თეოლოგიის დოქტორი, რომელიც იმავე დროს ესპანელთა სამსახურში იმყოფებოდა - კონსტანტინე სოფია.

ნიკიფორე ირბახის მოგზაურობა ევროპაში (1626-1629 წწ.)
იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს იერარქებს და თვით საკმაოდ ცნობილ პოლიტიკოსს პატრიარქ თეოფანის III-ს, არ შეიძლებოდა არ შეენიშნათ ნიკიფორეს დიდად განსწავლულობა, მისი სხარტი გონება და დიპლომატისათვის აუცილებელი მოქნილობა.
ლათინებთან დაძაბული ურთიერთობისას, ქართველი ბერისაგან საპატრიარქო გარკვეულ რჩევებსაც მიიღებდა. უეჭველია ნიკიფორეს წვლილი პატრიარქ თეოფანისის საქართველოში მოგზაურობის ორგანიზებაში 1618-1619 წლებში, პატრიარქისა და თეიმურაზ მეფის დაახლოებასა და პატრიარქის საქარველოდან დიდად კმაყოფილის გასტუმრებაში, იერუსალიმის საპატრიარქოსათვის თეკლას მონასტრის გადაცემასა და პატრიარქ თეოფანისის თეიმურაზ I-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკით დაინტერესებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ თეიმურაზ I თავისი პოლიტიკური და დიპლომატიური მიზნების განხორციელებისათვის ინტენსიურად იყენებდა იერუსალიმში მოღვაწე ქართველ და ბერძენ განათლებულ, ენების მცოდნე სასულიერო პირებს. ნიკიფორე ჩოლოყაშვილამდე რუსეთში ორჯერ და ერთხელ ოსმალეთში ელჩად იმყოფებოდა `გოლგოთისა და წმ. ჯვრის მონასტრის წინამძღვარი~ თეოდოსე მანგლელი რევიშვილი, ნიკიფორე ჩოლოყაშვილის თანამზრახველი და თანამებრძოლი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. თეოდოსესთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა ქართველი არქიმანდრიტი არსენი; ნიკიფორე ბერძენი _ რუსეთის საკითხებში დიდად გაწაფული, ასევე იერუსალიმში მოღვაწეობდა ნიკიფორე ირბახი.
საინტერესოა გაირკვეს, საიდან (საქართველოდან თუ იერუსალიმიდან) გაემგზავრა ნიკიფორე ევროპაში. გ. აკოფაშვილმა ამასთან დაკავშირებით გამოსთქვა ორი ვარაუდი: `საფიქრებელია, რომ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი 1626 წლის ნოემბრის დამლევს წამოვიდა საქართველოდან. მაგრამ შესაძლებნელია ისიც, რომ ნიკოლოზმა, რომელიც, როგორც ვიცით, 1626 წლამდე იმყოფებოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, მიიღო თეიმურაზის წერილი და დავალება გამგზავრებულიყო რომში და რომის პაპსა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა მესვეურებს სწვეოდა“. ამ ორი ვარაუდიდან გ. ჟორდანიამ გაიზიარა მეორე და თავის მხრივ დაუმატა, რომ თეიმურაზს ირბახი იერუსალიმიდან საქართველოში არ დაუბარებია და მეფემ წერილების ნიმუშები იერუსალიმში გადაუგზავნა. ამ მოსაზრებას იგი ამაგრებს დონ პიეტრო ავიტაბილეს ერთ-ერთ წერილში ნათქვამითაც, რომ ნიკიფორე ირბახმა პაპისათვის გადასაცემი წერილი იერუსალიმში დაწერა. ნიკიფორეს მიერ პაპისათვის გამიზნული წერილის წმინდა ქალაქში დაწერა, ვფიქრობ, არ ნიშნავს იმას, რომ თეიმურაზ მეფემ 12 წლის წინათ საქართველოდან წასული ნიკიფორე თავისთან არ დაიბარა, პირადად ერთი-ერთზე, არ გაანდო თავისი გულის ნადები და ყველაფერი წერილს მიანდო, რომლის მტრის ხელში ჩავარდნა გამორიცხული არ იყო. ნიკიფორეს, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესასრულებლად, სამშობლოდან დიდი ხნის განმავლობაში მოწყვეტილს, აუცილებლად ადგილზე უნდა შეესწავლა, გარკვეულიყო არა მხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, არამედ ქართული სახელმწიფოების ურთიერთობებშიც.
საქართველოში მისი არ ყოფნის 12 წლის განმავლობაში რამდენი რამ შეიცვალა და რამდენ რამეს სჭირდებოდა ღრმად შესწავლა. ამიტომ საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო ნიკიფორესათვის და მისი დიპლომატიური მისიის წარმატებისათვის. ნიკიფორეს ამგვარად მოქმედების გონივრულობა ჩვენთვისაც გასაგები გახდება თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნიკიფორეს არ შეეძლო წერილობით, მუხლობრივად ჩამოყალიბებული დაწვრილებითი დავალებები წაეღო და დანიშნულების ადგილზე ამით ეხელმძღვანელა, რისი შესაძლებლობაც ძლიერი სახელმწიფოების ელჩებს ჰქონდათ. ნიკიფორე, თითქმის მთლიანად თავის ცოდნას, მოხერხებულობას და ალღოს უნდა დაყრდნობოდა. ამგვარად, ნიკიფორეს იერუსალიმიდან საქართვერლოში ჩამოსვლა მისი, როგორც დიპლომატის, ინტერესებშიც შედიოდა.
ნიკიფორეს საქართველოდან ესპანეთში იერუსალიმზე გავლით მგზავრობა მრავალ სხვა მიზეზთან ერთად, იმის გამოც სჭირდებოდა, რომ სწორედ საერთაშორისო მნიშვნელობის ამ ქალაქში შეიძლებოდა მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვება ევროპის ყველა სახელმწიფოს და, მათ შორის, ესპანეთისა და ვატიკანის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებაც.
ნიკიფორემ იერუსალიმის პატრიარქ თეოფანის III-ს სარეკომენდაციო წერილი დააწერინა თუ, უკანასკნელმა, თავისი ინიციატივით დაუწერა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ნიკიფორესთვის ორივე ვარიანტი ხელმისაწვდომი იყო. თეოფანისი პირადად იცნობდა თეიმურაზ მეფეს და გარკვეული წარმოდგენაც ჰქონდა მის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე. პატრიარქს გამორჩეულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა და, შეიძლება ითქვას, თავის თანამოაზრედ მიაჩნდა ნიკიფორე, მაშასადამე, ქართველი დიპლომატისათვის იერუსალიმის პატრიარქის სარეკომენდაციო წერილის მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენდა.
თეოფანისი ქართველ დიპლომატს რეკომენდაციას უწევდა ესპანეთის მეფის წინაშე და იმავე დროს ფილიპე IV-ს სთხოვა რომ თეიმურაზ მეფისათვის დახმარება აღმოეჩინა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეოფანისმა ნიკიფორეს თან გააყოლა ბერძენი არქიდიაკონი ათანასიო. თუ გავითვალისწინებთ XVII საუკუნის პირველ ნახევარში მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის დაპირისპირების მაღალ დონეს, მაშინ დგება კითხვა: რამდენად სწორი და გონივრული იყო თეიმურაზ მეფის ამ დიპლომატიურ წამოწყებაში იერუსალიმის პატრიარქის ჩაბმა, ქართლ-კახეთის პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად? ეს ცალკე მსჯელობის საგანია.
საფიქრებელია, თეიმურაზ I-მა ნიკიფორე ჩოლოყაშვილი იერუსალიმიდან გამოიძახა, რომის პაპისათვის და ესპანეთის მეფისათვის განკუთვნილი წერილები ჩააბარა, სიტყვიერადაც გაანდო მათთან ურთიერთობის დამყარების პრინციპები და ნდობის სიგელიც გადასცა. ამის შემდეგ ნიკიფორე წმინდა ქალაქში დაბრუნდა, მოელაპარაკა იერუსალიმის პატრიარქსა და ევროპის საკითხებში გარკვეულ სხვა სანდო ადამიანებს. მან ესპანეთის მეფე ფილიპე IVსთან წაიღო პატრიარქის სარეკომენდაციო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: `...უწყოდე, უძლიერესო მეფეო, რომ შენი სამეფო ყველგან სახელგანთქმული და ძლიერია ქრისტიანთა შორის და რამეთუ შეიყვარა ხალხთა ღვთისმოსაობა და თავისუფლება; ამიტომ იბერთა მეფემ თეიმურაზ ხანმა გამოგზავნა, ამჟამად აქ მყოფი, ეს მღვდელ-მონაზონი (ნიკიფორე ირბახი), რომელსაც აქვს მისგან თქვენი უდიდებულესობისადმი გაგზავნილი წერილები, გთხოვს რა დახმარებას, რადგანაც იგი სპარსელისაგან მრავალმხრივ შევიწროვებულია.
ამიტომ ითხოვს, რომ დაეხმარო მას (რამდენადაც იგიც კეთილი და ღვთისმოსავი ქრისტიანია), ან სპარსელისათვის შიშის მომგვრელი სიტყვებით, ან ძალით ორზრუმის მხრიდან... ვევედრეები შენს ხელმწიფობას არ უგულებელჰყო ეს თხოვნა...~ (გასათვალისწინებელია, რომ პატრიარქის ამ წერილის ესპანურ თარგმანში ირანი შეცვლილია თურქეთით).
ნიკიფორემ საპატრიარქოს წარმომადგენელი წაიყვანა და ესპანეთის გზას დაადგა. ნიკიფორემ რომ საქართველოდან წაიღო თეიმურაზის წერილები, რომლებიც დათარიღებულია 1625 წლის 20 ნოემბრით, ხოლო პატრიარქ თეოფანისის სარეკომენდაციო წერილი კი 1626 წლის 1 სექტემბრით, მაჩვენებელია იმისა, რომ ნიკიფორეს მოგზაურობა ევროპისაკენ დაიწყო 1625 წლის დასასრულს შემდეგი მარშრუტით: იერუსალიმი-საქართველო-იერუსალიმი-სიცილია (მესინა) და მადრიდი.
არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც: ნიკიფორე წერილებისათვის საქართველოში კი არ ჩამოვიდა, არამედ წერილი – ნიმუშები გადუგზავნეს იერუსალიმში1; ნიკიფორე იერუსალიმიდან ჯერ ქართლში ჩამოვიდა, და აქედან პირდაპირ სიცილიისკენ, იერუსალიმის გვერდის ავლით, გაემგზავრა. ესპანელი მკვლევრების მიხედვით კი ნიკიფორე იერუსალიმიდან საქართველოში კი არ მოვიდა, არამედ, საქართველოდან დაიწყო მისი მოგზაურობა იერუსალიმზე გავლით, რადგან ეს იყო `ყველაზე მოკლე გზა ხმელთაშუა ზღვისაკენ“. მათ, როგორც ჩანს, არ იცოდნენ და ამიტომ ნახსენებიც კი არ აქვთ, რომ ნიკიფორე ევროპაში წასვლამდე დიდი ხნის განმავლობაში იერუსალიმში ცხოვრობდა.
საქართველოდან იერუსალიმისაკენ ირბახის მოგაზაურობის სრულიად განსხვავებული მარშრუტი, ყოველგვარი საბუთის გარეშე, შემოგვთავაზა ჯ. ვათეიშვილმა. მისი ვარაუდით, ნიკიფორე მომლოცველის სახით იერუსალიმს გაემგზავრა შემოვლითი გზით _ ირანისა და ბაღდადის გავლით, რათა შაჰ აბას I-ის წინააღმდეგ შეთქმულ თეიმურაზ მეფესა და იმამყული-ხან უნდილაძეს შორის `მოკავშირის~ როლი შეესრულებინა. `მომლოცავს~ სავსებით შეეძლო ყოფილიყო შირაზში, შეხვედროდა იმამყულიხანს, მისთვის გადაეცა რაიმე გზავნილი ან ინფორმაცია“.
ვფიქრობ, შაჰ აბასის დროს, ქართველი `პილიგრიმის` მიერ წმინდა ადგილებში წასვლა,თუნდაც მხოლოდ მოსალოცად, ირანსა და ბაღდადზე გავლით, უაღრესად სახიფათო და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მით უმეტეს პილიგრიმად შენიღბული დიპლომატისათვის. იმ დროს საყოველთაოდ ცნობილი იყო საქართველო-იერუსალიმს შორის მიმოსვლის ისტორიული გზები.
ნიკიფორე, რომ ნამდვილად საქართველოდან პირდაპირ იერუსალიმში გაემგზავრა, ამაზე მიუთითებს იერუსალიმის პატრიარქის თეოფანისის ბერძნულ ენაზე დაწერილი და ნიკიფორეს მიერ ესპანეთის მეფესთან წაღებული წერილი. მასში ვკითხულობთ: `...იმერთა1 მეფემ თეიმურაზ ხანმა გამოაგზავნა, ამჟამად აქ (იერუსალიმში) მყოფი, ეს მღვდელ-მონაზონი (ნიკიფორე ირბახი), რომელსაც აქვს მისგან თქვენი უდიდებულესობისადმი გამოგზავნილი წერილები, გთხოვს რა დახმარებას, რადგან იგი სპარსელებისაგან მრავალმხრივ შევიწროვებულია“. პატრიარქის იმავე ეპისტოლიდან ჩანს, რომ წერილის შინაარსი შეთანხმებული იყო ნიკიფორე ირბახთან. როგორც თეიმურაზის წერილის `თარგმანში`, ისე პატრიარქის წერილში ლაპარაკია ესპანეთის მეფისათვის ბიზანტიის საიმპერატორო ტახტის შეთავაზებაზე, მღვდელ-მონაზონი ნიკიფორეს მაგიერ ესპანეთში ელჩად საერო პირის გაუგზავნელობის მიზეზზე.
ისეთი აქტიური პიროვნებისათვის, როგორიც თეიმურაზ მეფე იყო, არანაკლებ აქტიური და განათლებული ნიკიფორეს სამეფო კარის სიახლოვეს ყოლა დიდად სასურველი და აუცილებელი იქნებოდა.
ძნელია თქმა, რომელ წლებში იყო ნიკიფორე კარის მოძღვრად. საფიქრებელია, რომ წმინდა მიწაზე გამგზავრებამდე მოძღვარ ნიკიფორესა და მეფეს შორის ახლო და თბილი ურთიერთობა არსებობდა და შეიძლება ამ დროს ნიკიფორე უკვე მეტეხის წინამძღვარიც იყო. ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით (შევეცდები ქვემოთ გაირკვეს) ნიკიფორემ მიატოვა მეფე თეიმურაზი და იერუსალიმში წავიდა. როდესაც მეფეს ნიკიფორე დასჭირდა, იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან წამოიყვანა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ირანის წინააღმდეგ მოკავშირეების მოპოვება დაავალა და თავისი ყოფილი მოძღვარი ამ უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად ევროპაში გაისტუმრა.

1. ეპისტოლეს ქართულ თარგმანში კორექტურული შეცდომაა. ბერძნულ დედანსა და მის ესპანურ თარგმანში არის „იბერია“.
* * *
მ. თამარაშვილი, იმ მისიონერების ცნობებზე დაყრდნობით, რომლებიც მესინაში შეხვდნენ ესპანეთისაკენ მიმავალ ნიკიფორესა და მის თანამგზავრებს1, აღნიშნავს, რომ ნიკიფორეს `ახლდა თან ორი თავისი წესის მონაზონი (ცხადია, ქართველები) და ერთიც მოენე~. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ელჩობის შემადგენლობაში შემავალი ადამიანების ფუნქციონალურ დატვირთვას, თუ ვინ იყვნენ და რა ევალებოდათ მათ, პირველად ყურადღება მიაქცია გ. ჟორდანიამ. მისი აზრით, ელჩობის წევრთა შორის ერთი აუცილებლად ის ბერძენი დიაკვანი უნდა იყოს, რომელიც იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანის III-მ ნიკიფორეს გააყოლა. მეორე ბერი და თარჯიმანიც იმავე პატრიარქმა გააყოლა და ისინიც ბერძნები იყვნენ. რადგან ნიკიფორემ ლათინური არ იცოდა, ამიტომ თარჯიმანი ლათინური ენის მცოდნე უნდა ყოფილიყო, რომელიც ლათინურიდან ბერძნულად და ბერძნულიდან ლათინურად გადათარგმნიდა. `ამგვარ თარჯიმანს კი ნიკიფორე ქართველთა შორის ვერ მოძებნიდა არა მხოლოდ თეიმურაზის სამეფოში _ ქართლსა და კახეთში, არამედ იერუსალიმში მცხოვრებთა შორისაც~. ბერძნებში უფროსი იყო იერუსალიმის ეკლესიის არქიდიაკონი ათანასიოსი.
1. ჯ. ვათეიშვილის მიერ მოპოვებული ცნობებით ნიკიფორეს და მისიონერების შეხვედრა მოხდა ნეაპოლში.
* * *
გ. ჟორდანიასა მიერ ნიკიფორეს თანამგზავრებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებაზე უნდა ითქვას შემდეგი: შეიძლება მაშინდელ საქართველოში მართლაც არ იყვნენ ლათინური ენის მცოდნე ქართველები, მაგრამ იერუსალიმში აუცილებლად იქნებოდნენ. ამ ენის ცოდნის აუცილებლობას, იქაური ქართველების წინაშე, ყოველდღიური ცხოვრება აყენებდა. XVII საუკუნის პირველ ნახევარში განათლებული ევროპელი სასულიერო პირებისათვის ლათინური ჯერ კიდევ საურთიერთობო ენას წარმოადგენდა. წმინდა მიწაზე ქართველები სისტემატიურად ურთიერთობდნენ ლათინ სამღვდელოებასთან, ხშირად კამათობდნენ თავიანთი ეკლესიის ინტერესების დასაცავად. ქართველებსა და ლათინებს ზოგჯერ ერთ ტაძარში, ერთ სამლოცველოში, ერთმანეთის გვერდისგვერდ უხდებოდათ თავიანთი რელიგიული რიტუალის შესრულება. ამგვარად, როგორც იერუსალიმელ ბერძნებს ესაჭიროებოდათ ლათინური ენის ცოდნა, იგი ასევე საჭირო იყო ქართველებისთვისაც. მაშასადამე, ლათინური ენის ცოდნის მიხედვით თარჯიმნის ეროვნების დადგენა ვერ მოხერხდება. იგი, შეიძლება, იერუსალიმელი ქართველი იყო.
ყველაფერი ზემოთქმულის მიუხედავად, მაინც ეჭვის ქვეშ დგება ნიკიფორე ირბახის თანამგზავრთა რაოდენობა და ვინაობა. ეჭვის გამომწვევი მიზეზები კი უაღრესად საყურადღებოა. 1628 წლის იანვრის ბოლოს ნიკიფორე რომში ჩავიდა. ქართველ ელჩს რომში საკმაოდ ცივად შეხვდნენ. ამის მიზეზი სხვადასხვა იყო. ჯერ ერთი, ნიკიფორე პაპთან უნდა წარედგინა ესპანეთის ელჩს გრაფ დე ონიატეს (ასეთი დავალება ჰქონდა მას ფილიპე IV-ისაგან), მაგრამ ვერ წარადგინა პაპთან დაძაბული ურთიერთობის გამო და ნიკიფორე მხოლოდ საელჩოს მდივანმა წარადგინა.
აუდიენციის დროს ნიკიფორესადმი გულგრილი მოპყრობის მიზეზი პიეტრო დელა ვალეს შემდეგნაირად განუმარტეს: `რამდენადაც ბატონი ნიკიფორე იყო მარტო, თანმხლები პირების გარეშე და ამასთანავე, რომში ჩამოვიდა ინკოგნიტოდ, ამიტომ ჩათვალეს არამიზანშეწონილად მისი ყოფნა რომში დიდი პატივით შეემოსათ~.
პიეტრო დელა ვალეს ნათქვამი ეჭვის ქვეშ აყენებს, ყველაფერ იმას, რაც ცნობილია ნიკიფორე ირბახის თანამგზავრების და, საერთოდ, ელჩობის შემადგენლობის შესახებ. როგორ გავიგოთ ნიკიფორეს რომში მარტო ჩასვლა? ზემოთ აღინიშნა, რომ მას იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წარმომადგენლის გარდა, თან ახლდა ორი მონაზონი და ერთიც თარჯიმანი. რა დაემართათ ნიკიფორეს თანამგზავრებს? რატომ მიატოვეს იგი? დღეისათვის ცნობილი წყაროები არ იძლევა საშუალებას პასუხი გაეცეს დასმულ კითხვებს. იმის დადგენაც არ ხერხდება ისინი ესპანეთში მაინც თუ იყვნენ ნიკიფორესთან ერთად. ის რაც პიეტრო დელა ვალეს უთხრეს ქართველი ელჩის რომში მარტო მისვლის შესახებ, რომ სიმართლეს შეეფერებოდა, ჩანს ნიკიფორეს 1628 წლის 3 აგვისტოს წერილიდან. იგი პაპს, სამშობლოში გაშვებასთან ერთად, სთხოვს: `თქვენო უნეტარესო უწმინდესობავ, სხვა მოწყალებათა შორის, რომლებზედაც თქვენ (ჩემთვის) სთხოვდით ნეაპოლის ვიცე-მეფეს, გთხოვთ დამდოთ პატივი და თხოვოთ მას, როგორც თავისი ვასალის პატრონმა, შეიწყალოს სევასტო, რომელიც მონობაშია ჩავარდნილი ნეაპოლში. ჩემთვის იგი აუცილებელია ამ მოგზაურობაში, ვინაიდან იგი არის გამოცდილი და კეთილი ადამიანი. ამჟამად იგი მოხუცია და ღარიბი, მაგრამ მე იგი სწორედ ასეთი მჭირდება. თუ მას შეიწყალებენ, მაშინ ამ მოწყალებით მას ჩემთან მივიღებ, როგორც ჩემთვის დიდ პატივს, რამდენადაც სხვა არავინ მყავს~. როგორც სავარაუდოა, ნიკიფორეს სევასტო არ დაუთმეს, სამაგიეროდ წმ. კონგრეგაცია ფიდემ მას სხვა გამყოლი, ვინმე ჯაკომო ბერძენი გააყოლა, რომელმაც გზაში დიდი უსიამოვნება შეამთხვია. ნიკიფორესთან ვარშავაში ჯაკომო აღარ ჩანს. ამ ქალაქში მას ემსახურებოდა ორი ადგილობრივი _ სომეხი და გაქრისტიანებული ებრაელი, რომლებიც მან თან წაიყვანა, მაგრამ სად დაშორდნენ, ამის ცნობა არ გაგვაჩნია. ჯაკომო ნიკიფორესთან ერთად ყოფილა მოლდავეთსა და კონსტანტინოპოლში. მაგრამ იგი თავის მსახურად ასახელებს ძმა დიაკონ მარმატორის, რომელმაც ასევე დიდი უსიამოვნება მიაყენა კონსტანტინოპოლში. ნიკიფორე, წმ. კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს მდივანს ფრანჩესკო ინგოლის, აცნობებდა: `თქვენმა ღირსებამ იცოდეს, რომ ბერძენმა ჯაკომომ, რომელიც წმინდა კონგრეგაციამ თანამგზავრად მომცა, გზაში დიდი წყენა მომაყენა, როგორც მოლდავეთში, ისე კონსტანტინოპოლში. იგივე ჩაიდინა კონსტანტინოპოლში ქრისტესმიერმა ძმამ დიაკვანმა მარმატორიმ~.
ზემოთ რომ ნიკიფორეს თანამგზავრები დავასახელეთ, მათ შესახებ მ. თამარაშვილს `თეათინელი წესის ისტორიკოსების~ თხზულებებში ამოუკითხავს, მაგრამ არ უთითებს, კერძოდ, რომელი თეატინელი ისტორიკოსი ჰყავს მხედველობაში. ამიტომ იყო, რომ ი. ტაბაღუა ეჭვის ქვეშ აყენებდა ნიკიფორესთან ერთად ორი ბასილიანელი ბერის ყოფნას. ქ. მესინაში ჩასულ ნიკიფორეს ახლდა მხოლოდ ერთი ბერი, იერუსალიმის პატრიარქის მიერ გაყოლებული დიაკონი ათანასიოსი.
ძლიერ საინტერესოა გაირკვეს, თეიმურაზ მეფის მიერ ნიკიფორეს ელჩობის ამგვარად მწირი შემადგენლობით დასავლეთ ევროპაში გაგზავნის მიზეზი თუ მიზეზები. ჩვეულებრივ, ელჩობის წევრთა მრავალრიცხოვნებისათვის სხვადასხვა პირობა არსებობდა: პირველ რიგში, ელჩობის გამგზავნის ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობა. თეიმურაზის მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი ელჩობების შემადგენლობას თუ გადავხედავთ (რა თქმა უნდა, რომლებზეც ცნობები გაგვაჩნია), ნათელი გახდება, რომ მისი დევნილობის ხანაშიც კი, ელჩების თანამგზავრები, მსახურებს თუ არ ჩავთვლით, უფრო მეტნი იყვნენ ხოლმე. ნიკიფორე როდესაც ევროპაში მიემგზავრება, თეიმურაზის შესაძლებლობები განუზომლად მეტი იყო. იგი, მართალია, ძლიერ დასუსტებული, მაგრამ მაინც ქართლ-კახეთის მეფეს წარმოადგენდა.
იმის გარდა, რომ ელჩობის წევრთა მრავალრიცხოვანება მეფის სიძლიერის მაჩვენებელი იყო, ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ ელჩობის წევრები ერთმანეთს ზღუდავდნენ, თვალყურს ადევნებდნენ და მეფის მიერ მიცემული დავალების სწორად შესრულებას აკონტროლებდნენ. მთავარი ელჩის გვერდით შეიძლებოდა ყოფილიყო მეორე ელჩი, მდივანი და ა.შ. სხვათა შორის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნიკიფორე ირბახის მიერ, თავისი დავალების შესრულების დროს დაშვებული შეცდომები, იმითიც იყო გამოწვეული, რომ იგი მარტო, ქართველი კოლეგის ან თანაშემწის მხარდაჭერისა და მეთვალყურეობის გარეშე, მისთვის უცნობი მენტალობის ადამიანების გარემოცვაში მოქმედებდა. ნიკიფორე ირბახის ევროპაში მარტო, მსახურის გარეშეც კი, გაშვება, შეიძლება აიხსნას ელჩობის გასაიდუმლოებით. როგორც შემდგომში მრავალჯერ აღინიშნება, თეიმურაზის ელჩი ესპანეთსა და იტალიაში ყოველი მოლაპარაკების დროს ითხოვდა, რომ მისი იქ ყოფნა საიდუმლოდ შეენახათ. ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს არც ერთი მეზობელი მათ არ მოუწონებდა დასავლეთ ევროპაში მოკავშირის ძიებას, ვის წინააღმდეგაც არ უნდა ყოფილიყო იგი მიმართული.
* * *
ქართველი პოლიტიკოსების აზრით, ესპანეთი ირანის წინააღმდეგ ბრძოლით და აღმოსავლეთში მოკავშირის მოპოვებით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო, იგი მის დაქვემდაბარებაში მყოფი პორტუგალიისათვის ირანის მიერ წართმეული (1622 წ.) კუნძულ ორმუზის დაბრუნებას ცდილობდა. ეს კი სხვა მიზეზებთან ერთად, თეიმურაზ I-ს ესპანეთთან ანტისპარსული კოალიციის შექმნის იმედს უსახავდა.
ზემოთ აღინიშნა, რომ კ. ორმუზის დაპყრობით, შაჰ აბას I-ს ოსმალეთის ტერიტორიაზე გავლით აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის დამაკავშირებელი გზების გადაკეტვა ანEდასუსტება უნდოდა, რის შედეგადაც ოსმალეთის სახელმწიფოს ეკონომიკურ დასუსტებასაც მიაღწევდა. ამასთან ერთად, იგი ფიქრობდა ახალი სავაჭრო გზის გაჭრას ჩრდილოეთის მიმართულებით, კერძოდ, რუსეთზე გავლით, რაც დასავლეთ ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების (ინგლისი, საფრანგეთი, ნიდერლანდები) ინტერესებში შედიოდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ამ ახალი გზით დაინტერესებულიყო პირენეის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები, რომლებიც აღმოსავლეთთან ვაჭრობაში უპირატესობას მხოლოდ სამხრეთის სავაჭრო გზებს აძლევდნენ. ამგვარად, თეიმურაზ I-ისა და მისი პოლიტიკური თანამოღვაწეების გაგებით, ირანსა და ესპანეთს შორის სერიოზული წინააღმდეგობა არსებობდა, როგორც სტრატეგიული (შაჰ აბასის მიერ ესპანეთის დაქვემდებარებაში მყოფი პორტუგალიისათვის ორმუზის წართმევა) და ეკონომიკური (ესპანეთის სავაჭრო ინტერესების შელახვა _ სავაჭრო-სატრანზიტო გზის ჩრდილოეთისკენ გადატანის მცდელობა). მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს მხედველობიდანმ გამორჩათ ის გარემოება, რომ, როგორც მრავალჯერ ითქვა, ესპანეთის მთავრობა დიდად აფასებდა ირანს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და ანგარიშსაც უწევდა მის ინტერესებს. მისთვის ირანთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პორტუგალიელების ორმუზის გამო ახლო აღმოსავლეთის მდიდარ ქვეყანასთან _ ირანთან დაპირისპირება, რომელიც შეიძლებოდა ოსმალეთთან ომის შემთხვევაში მოკავშირეც ყოფილიყო. შაჰ აბას I რომ ოსმალეთის წინააღმდეგ მოკავშირეებს ქრისტიანულ ევროპაში ეძებდა, ესპანეთის სამეფო კარისათვისათვის დიდი ხანია ცნობილი იყო და ამაზე ზემოთაც საკმაოდ ითქვა.
ესპანეთ-პორტუგალიის აღმოსავლეთში ვაჭრობიდან, კარგი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე და მდიდარი ირანის გამოთიშვა, შეუძლებელი იყო. ესპანეთი ამ ქვეყნებისათვის ბუნებრივ სტრატეგიულ მოკავშირედაც გამოდიოდა, იმდენად რამდენადაც ირანის მუდმივი ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ მდგომარეობას უმსუბუქებდა იმავე ოსმალეთთან მებრძოლ ჰაბსბურგების სახელმწიფოს, რომლის მმართველი დინასტია ესპანელი ჰაბსბურგების ნათესავი იყო. ამას გარდა ესპანეთი თვითონაც დაინტერესებული იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლით. უფრო მეტიც, იგი ხელმძღვანელობდა პროჰაბსბურგულ კოალიციას, რომელშიც შედიოდა თვით ესპანეთი, ავსტრია და რეჩ პოსპოლიტა. დასახელებული კოალიცია ამ დროს უკვე ებრძოდა ოსმალეთს. ეს ის პერიოდია, როდესაც აღნიშნული კოალიციის მოწინააღმდეგენი საფრანგეთის მეთაურობით და უშუალოდ საფრანგეთი დაინტერესებულია, აღმოსავლეთში ოსმალეთს არ ჰყავდეს დაპირისპირებული ძალა, რათა იგი თავისუფლად იყენებდეს თავის შეიარაღებულ ძალებს ესპანეთის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. შაჰ აბასი ევროპელი ვაჭრების ირანში მისაზიდად, უბოძებდა მათ პრივილეგიებს, უფლებას აძლევდა თავისუფლად აღესრულებინათ თავიანთი რელიგიური წესები, აძლევდა პიროვნებისა და ქონების ხელშეუხებლობის გარანტიას, ინგლისელებს, ფრანგებს და ჰოლანდიელებს უფლებას აძლევდა დაეარსებინათ თავიანთი სავაჭრო ფაქტორიები ბენდერ-აბასში. ამგვარად, ევროპელებისათვის სრულიად ნათელი იყო შაჰ აბას I-ის დროინდელი ირანის მნიშვნელობა მაშინდელი მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზემოთ უკვე ითქვა, რომ ესპანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1604 წელს ირანში გაგზავნა ელჩობა, რომელსაც პორტუგალიელი დიპლომატი ლუიშ პერეირა დე ლასერდა მეთაურობდა.
ზოგიერთი მკვლევარი ნიკიფორეს რომზე წინ ესპანეთში წასვლას სერიოზულ შეცდომად უთვლის და მიაჩნია, რომ ქართველი ელჩი ჯერ რომს უნდა სწვეოდა და მისი მისია უკეთესი შედეგით დასრულდებოდა: `ნიკიფორე ირბახი ჯერ რომში რომ ჩასულიყო, ხოლო შემდეგ, პაპის სარეკომენდაციო წერილით აღჭურვილი, მადრიდში, ალბათ საქმე სულ სხვანაირად წარიმართებოდა. ამ დროს პაპის განკარგულებით საქართველოში გაგზავნილი თეატინელი მისიონერები უკვე საქართველოს უახლოვდებოდნენ და პაპი, ცხადია, კარგად მიიღებდა საქართველოს მეფის ელჩს და კარგი სარეკომენდაციო წერილით გაისტუმრებდა მადრიდისაკენ. მაგრამ ახლა თეიმურაზის ელჩმა თითქოს გვერდი აუარა მის უწმინდესობას და უგულებელყო პირველი მღვდელმთავრის ხელისუფლება კათოლიკურ სამყაროში~.
როგორც ჩანს, ნიკიფორე ირბახმა თვითნებურად შეცვალა ესპანეთისაკენ მარშრუტი და იგი ჯერ პაპს არ ეწვია. თეიმურაზ მეფე ნიკიფორესათვის მიცემულ წერილ-პროექტში (ასეთებად მიაჩნდა თეიმურაზის წერილები გ. ჟორდანიას) პირდაპირ უთითებდა, რომ ელჩი ჯერ რომში მისულიყო, პაპისათვის გაეცნო ქართველების გეგმა ირანის წინააღმდეგ ესპანეთის მოკავშირეობის შესახებ და მისთვისაც ეთხოვა, მიეწერა წერილი ესპანეთის მეფისათვის, რათა მას მხარი დაეჭირა თეიმუირაზ I-ის გეგმისათვის. მაგრამ, როგორც ითქვა, ნიკიფორემ, ალბათ, დასავლეთში არსებულ სიტუაციაზე დაკვირვებით შეცვალა თავისი მეფის ბრძანება.
ფიქრობენ, რომ რადგან მადრიდის კარზე პაპის აზრს ანგარიშს უწევდნენ, ამიტომ ქართველ დიპლომატებს უნდა სცოდნოდათ როგორ პოზიციას დაიკავებდა პაპის კურია ანტიირანული კოალიციის შექმნის იდეისადმი. ამის გარეშე ესპანეთი თეიმურაზ I-ს არ დაეხმარებოდა.
ზოგიერთი წყაროს მინიშნებებს თუ ვენდობით, იმ აზრამდე მივალთ, რომ ნიკიფორეს ესპანეთში გამგზავრება მესინაში ურჩიეს. მესინაში ნიკიფორეს თეატინელმა ბერებმა უმასპინძლეს, ამის შემდეგ, ალბათ, იმავე ბერების რჩევით იგი გადავიდა ნეაპოლში, ისევ იმავე ორდენის ბერებთან. ნიკიფორე ნეაპოლში შეხვდა ესპანეთის მეფის ვიკარიუსს ანტონიო ალვარესს და ნეაპოლის ვიცე მეფეს ჰერცოგ ალბას. ამის შემდეგ ნიკიფორე მიემგზავრება ესპანეთში. ჩემი ეჭვი უსაფუძვლო არ არის. ნიკიფორეს ესპანეთში წასვლის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ესპანელებმა შეასრულეს. მაშინ რატომ იყო, რომ ესპანელმა დიპლომატებმა და ნიკიფორეს პაპის შუამდგომლობა მოსთხოვეს და ის რომში გაგზავნეს? ვფიქრობ ამითი ქართველთა ელჩობის ესპანეთის ინტერესებისათვის გამოყენება სცადეს და დიპლომატიური თამაში წამოიწყეს. ზოგიერთმა ესპანელმა პოლიტიკოსმა ნიკიფორეს რომზე წინ მადრიდში მისვლა კათოლიკურ სამყაროში გარკვეული სუბორდინაციის დარღვევად გამოაცხადა. მათი თქმით, ქართველ მეფეს ჯერ რომის პაპისაგან უნდა მიეღო თანხმობა ესპანეთის მეფესთან მოლაპარაკებაზე და მერე მიემართა მისთვის, ეს აზრი პირველად გამოსთქვა ესპანეთის მეფის კარისკაცმა დონ ავგუსტინმ მესიამ, რომლის აზრს დაეთანხმნენ მარკიზ დე მონტესკლაროსი, გრაფი ჰერცოგი დე სან ლუკარი და `სულიერი მამა~. როგორც ისინი აცხადებდნენ, ესპანეთის მეფისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პაპის აზრს.
ესპანეთის კარისკაცები, როდესაც ნიკიფორეს მიმართ ამგვარ პრეტენზიას აყენებდნენ, ვფიქრობ, მათ სერიოზული დიპლომატიური ჩანაფიქრი ჰქონდათ. ამით პაპის პროვოცირება სურდათ. პაპი ამ დროს კარდინალ რიშელიეს მიერ შექმნილ საფრანგეთის, ვენეციის და ჰოლანდიის ანტიესპანურ კოალიციაში იმყოფებოდა და თუ ის ესპანელთა აღმოსავლურ პოლიტიკას მხარს აუბამდა, მაშინ კოალიცია დაშლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებოდა. ასეთ ვითარებაში პაპს რა თქმა უნდა, არ შეეძლო თეიმურაზისათვის ეშუამდგომლა ესპანეთის მეფის წინაშე და არც უშუამდგომლა. მაშასადამე ნიკიფორე ირბახი ჯერ რომის პაპთან რომ მისულიყო, ის მაინც იგივე შედეგით დაასრულებდა თავის დიპლომატიურ მოგზაურობას.
ყოველივე ზემონათქვამის შემდეგ, მართებული იქნება გავიხსენოთ ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის მიერ ესპანეთსა და რომში გაგზავნილი ელჩი ხუცესი ნილოც რომ ჯერ ესპანეთის მეფეს ეწვია, შემდეგ კი რომის პაპს. Nნიკიფორეს ირბახს, რა თქმა უნდა, ეცოდინებოდა ხუცესი ნილოს განვლილი გზა და თვითონაც, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით იგივე გაიმეორა.
ნიკიფორე ირბახი მადრიდში თეიმურაზისთვის განსაკუთრებით მიუღებელი უნდა ყოფილიყო მისი სახელით დაწერილ წერილებში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მოთხოვნა. 1625 წლის ბოლოს, მაშინ, როდესაც ნიკიფორე ევროპაში გაემგზავრა, თეიმურაზს ჯერ ისევ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოსმალეთის სულთანთან და ირანის წინააღმდეგ მის მოკავშირედაც მიაჩნდა თავი. ნიკიფორეს ანტიოსმალური დიპლომატიური აქცია თეიმურაზს საგარეო პოლიტიკაში დამატებით პრობლემას უქმნიდა. უნდა შევნიშნო, რომ არც თეიმურაზის ქართულ და არც იერუსალიმის პატრიარქის ბერძნულ წერილებში, ოსმალეთი ნახსენები არ არის. ქართულ დედანში ვკითხულობთ: `...მოვახსენოთ ჩუენ უსჯულო იგი პერსი შაჰაბას ვირკინებით ბრძოლითა სასიკუდინოთა, რომლისა ღონე და წამალი არა რა არს, თვინიერ მახვილისა აღლესულისა და ძალითა ქრისტეს ჯუარისათა და მეოხებითა უბიწოდ მშობლისა მისისათა არა ძალვსცემთ ლხინებად და არცა ვიკადრებთ მონებად, არამედ მაგთდა მოვსწერთ, რათა სამონოდ გყუნენ მაგათდა და ეგენი (ესპანელები) მოეტივნენ სპარსთა და აქათ ჩვენ უყოთ დევნა ძლიერი და აღვხოცოთ იგი პირისაგან ქუეყანისა ყოვლად უღმრთო იგი (შაჰი) საძაგელი... ჩუენ ყოველნი ძმანი ვართ და ერთ არს ღმერთი ჩვენი. საქმისა ამის ცნობითა და სიტყუისა ამის აღმოკითხვათა ვკადრეთ (ესპანეთის მეფეს) ძმად წოდება და მონაგებთა სესხება. აწე უკეთუ ჯერ უჩნდეს ხელმწიფებასა მაგათსა და ანუ თავნი ჩუენნი უნდოდენ, ეს ჩუენი გულითადი მღვდელ-მონაზონი ნიკიფორე გვიახლებია და ჩუენი საქმე და გულის პასუხი ამისის პირით მოგვიხსენებია. ჩვენი სარწმუნო და მისანდო კაცი ეს არის და (ესპანეთის მეფემ) წარმოიგუივლინოს ერთი მაგათი მისანდო და საყუარელი კაცი და სახმარი, რათა შებმა უყოთ მტერთა ქრისტესთა ძლიერად და მაგათ (ესპანელებს) სათნო ვეყუნეთ მორჩილებად მაგათ და სჯობსო სახელი კეთილი მოსახვეჭელსა _ იტყვის წერილი...~
ამგვარად, თეიმურაზ მეფის წერილში ირანის წინააღმდეგ შეწევნის მოთხოვნაა: `უსჯულო იგი პერსი შაჰაბას ვირკინებით ბრძოლითა სასიკუდინოთა... ეგენი მოეტივნენ სპარსთა და აქათ ჩვენ უყოთ დევნა ძლიერი და აღვხოცოთ იგი პირისაგან ქუეყნისა ყოვლად უღმრთო იგი საძაგელი~. იგივე თხოვნა გაისმის იერუსალიმის პატრიარქის თეოფანისის წერილში ფილიპე IV-ისადმი: `გთხოვს რა (თეიმურაზ) დახმარებას, რადგან იგი სპარსელისაგან მრავალმხრივ შევიწროებულია~. ქართველი მეფის სათხოვარი მხოლოდ ირანის წინააღმდეგ დახმარებაა.
როდესაც მკვლევრებს უნდათ, რომ თეიმურაზის მიერ ევროპაში გაგზავნილი ელჩობის უმთავრეს მიზნად ანტიოსმალური კოალიციის შექმნა წარმოაჩინონ, მგონია ეს არის ქართლ-კახეთისა და დასავლეთ ევროპის ინტერესების ერთმანეთზე მექანიკურად მიბმის მცდელობა. ეს არის თეიმურაზ მეფის მთელი პოლიტიკური და დიპლომატიური მოღვაწეობის არასწორად გააზრება. თეიმურაზმა თავისი სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობა ირანის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ძირითადად ამ მიზანმა განაპირობა მისი ურთიერთობა ოსმალეთთან, დასავლეთ ევრპასთან, რომთან, რუსეთთან და ჩრდილო კავკასიის სამთავროებთან.
გაკვირვებას იწვევს გ. ჟორდანიას მიერ იმის დასაბუთების მცდელობა, რომ თეიმურაზისა და იერუსალიმის პატრიარქის წერილებში ესპანეთის მეფისათვის თხოვნა ირანის აგრესიისაგან დასაცავად დახმარების შესახებ, დაწერილია ოსმალეთის დაზვერვის შეცდომაში შესაყვანად, თითქოს ისინი, სინამდვილეში, ოსმალეთისაგან დაცვას ითხოვდნენ. `გასათვალისწინებელია ის მდგომარეობა, _ წერს გ. ჟორდანია, _ რომ ნ. ირბახს თეიმურაზის წერილით და იერუსალიმის არქიდიაკონ ათანასეს პატრიარქ თეოფანიოსის წერილით უნდა გაევლოთ ოსმალების სამფლობელოები, სადაც საჭირო იყო დიდი სიფრთხილის დაცვა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ოსმალეთის ხელისუფლებას გინდაც ხელთ ეგდოთ წერილები, რომლებიც ნ. ირბახსა და არქიდიაკონ ათანასეს მიჰქონდათ, ეს არავითარ ვნებას არ მიაყენებდა არც ქართველ ელჩს და არც იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელს: თეიმურაზის და იერუსალიმის პატრიარქ თეოფანისის წერილები თუ ხელში ჩაუვარდებოდა ოსმალეთის ხელისუფლებას და გაეცნობოდა მათს შინაარსს, ისინი მტრულად არ განეწყობოდნენ არც ნიკიფორე ირბახისა და მასზე დაკისრებული დიპლომატიური მისიის მიმართ; უფრო პირიქით, თეიმურაზის და თეოფანეს მიერ წერილებში ესპანეთის მეფის მიმართ, ნიკიფორე ირბახის მისიის ანტიირანულ ხასიათზე ხაზგასმა, გამოიწვევდა ოსმალების დადებით დამოკიდებულებას ამ მისიის მიმართ, რადგანაც ყოველგვარი საერთაშორისო აქცია ირანის _ ოსმალეთის იმპერიის, დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ, ოსმალებისათვის მისაღები იყო. შეიძლება თეიმურაზისა და პატრიარქ თეოფანისის წერილებში სწორედ ამიტომ იყო ხაზგასმული ნიკიფორე ირბახის მისიის ანტიირანული ხასიათი~. უფრო მეტიც, როგორც ითქვა, ჯ. ვათეიშვილმა თეიმურაზ მეფის ანტიოსმალურ გეგმას ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა. წინასწარ, ვიდრე თეიმურაზ მეფის საგარეო პოლიტიკას დაწვრილებით და ბოლომდე განვიხილავდეთ მხოლოდ ერთს გავიხსენებ ქართველი მეფის მიერ მოსკოვში XVII ს. 50-იანი წლების ბოლოს, მისი მოღვაწეობის დასასრულს ნათქვამს: მას, მთელი თავისი მოღვაწეობის დროს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოსმალეთის სახელმწიფოსთან, მისი დაუძინებელი მტრები ირანის შაჰები იყვნენ. ასე რომ, რაც თეიმურაზისა და იერუსალიმის პატრიარქის წერილებში ირანის შესახებ ეწერა, სრული სიმართლე იყო. თუ რატომ შეიცვალა ირანის წინააღმდეგ დახმარების თხოვნა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილით, ნათელს ჰფენს მადრიდში იერუსალიმის პატრიარქის ესპანურად პერიფრაზირებული წერილი: `იერუსალიმის პატრიარქის დონ თეოფანეს წერილში, კეთილშობილი პიროვნების დონ ნიკიფორეს შესახებ ნათქვამი, რომ იგი გამოგზავნილია იბერიის მეფის თეიმურაზის მიერ თქვენს დიდებულებასთან და რატომ არ უნდა გაეზიარებინა აზრი, საიდუმლოებისა და განზრახვის მთავარი ცდა სულთანის წინააღმდეგ. მხოლოდ იქნებ იმიტომ, რომ ასევე ამბობენ, რომ იყო უთანხმოებები, რომლებიც მას სპარსელებთან აქვს~. როგორც ჩანს, ესპანეთის სამეფო კარზე გარკვეული ზეწოლა იყო ნიკიფორეზე, რომ ქართველ ელჩს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მოთხოვნა შეეცვალა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნით.
ე. ი. ქართველების ირანთან დაპირისპირება ხელის შემშლელი არ უნდა ყოფილიყო ოსმალებთან დასაპირისპირებლად. როგორც მოვლენების შემდგომი განვითარებიდანN ჩანს, ნიკიფორე იძულებული გახდა, შეეცვალა თვისი მეფის დანაბარები. ასევე, ნიკიფორესთან შეთანხმებით, უნდა შეცვლილიყო თეიმურაზ მეფის სიგელის შინაარსი. ამაში გვარწმუნებს თეიმურაზ მეფის ზემოთ ციტირებული სიგელისა და მისი `თარგმანის~ ერთმანეთთან შედარება. სიგელი ესპანურად თარგმნილია კონსტანტინე სოფიას მიერ, მადრიდში. მაგრამ წინასწარ უნდა ითქვას, რომ `თარგმანი~ სულ სხვა სიგელია, მასში თეიმურაზის სიგელიდან მხოლოდ მეფისა და მისი ელჩის სახელებია დატოვებული, ტექსტი კი სულ სხვაა: ამჯერად, ნიკიფორე ირბახი, ესპანეთის სამეფო კარზე შთაბეჭდილების მოსახდენად, თეიმურაზის პირით აცხადებს, რომ იგი არის იბერიის, ალბანეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, ჩერქეზთის მეფე. ამას მოსდევს ესპანეთის მეფის _ ფილიპე IV-ის ქება: `თქვენ ფლობთ დავითის სიმშვიდეს, სოლომონის სიბრძნეს, ალექსანდრე დიდის მონარქიას და კონსტანტინე დიდის ღვთისმოსაობას და ამრიგად, თქვენ სამოთხის ყვავილისა და ციური ვარსკვლავის ღირსი ხართ, ციური სათნოებით შემკული. შემკობილი ხართ იმდენი კეთილშობილური და ციური ნიჭით. თქვენ ხართ მეფეთა მეფე, სამართლიანი კანონებში და წარმოადგენთ სამაგალითოს თქვენი ვასალებისათვის~.
ამის შემდეგ წერილის `თარგმანში~ მოკლედ დახასიათებულია საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. კერძოდ ნათქვამია, რომ იგი მოქცეულია საქრისტიანოს დაუძინებელ ორ მტერს _ ირანსა და ოსმალეთს შორის. ირანის პრობლემა თეიმურაზს უკვე გადაუწყვეტია. მან ორ ბრძოლაში ისე სასტიკად დაამარცხა სპარსელები, რომ მათმა მეფემ გაქცევით უშველა თავს. ამ გამარჯვებების შედეგად ქართველი მეფის სამფლობელოები გადაიჭიმა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და მისი ჯარი ასი ათასი მებრძოლისაგან შედგება.
რაც შეეხება საქართველოს მეორე მტერს _ ოსმალეთის სახელმწიფოს, ის სუსტია და შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე. ასე რომ, ქრისტიანთა გაერთიანებული ძალით მისი მთლიანად განადგურება შეიძლება. თავის მხრივ, ვითომდაც, თეიმურაზ მეფე, პოტენციურ მოკავშირეებს პირდება, მთელი თავისი შეიარაღებული ძალით შეიჭრას კაპადოკიასა და ბითინიაში და კონსტანტინოპოლის აზიურ ნაწილამდე, სკუტარამდე მივიდეს. აქედან კი, ესპანეთის მეფისაგან დახმარების შემთხვევაში, შეიძლება სრუტეზე გადასვლა და კონსტანტინოპოლის აღება. `იმისათვის, რათა დაინახოს თქვენმა დიდებულებამ, რომ არა პირადი ინტერესებისათვის და არა იბერთა გაფართოებისათვის და გაზარდოს თავისი სახელმწიფო, ხდება ეს ლაშქრობა, არამედ მხოლოდ ჩვენი ღმერთის, ჩვენი უფალის სამსახურისათვის და ქრისტიანობის აყვავებისათვის~.
ბოლოს, თეიმურაზ მეფე ესპანეთის მეფეს სთავაზობდა, რომ თუ მას რაიმეში ეჭვი შეეპარება, შეუძლია თავისი წარმომადგენლები საქართველოში გაგზავნოს, `რათა მათ შეისწავლონ საკითხები და საკუთარი თვალით ნახონ ჩვენი ძალები და შეაფასონ ჩვენი წარმატებები და საქმეები, ხოლო გაიგებენ რა ამას, მოახსენებენ თქვენს დიდებულებას და იმათ, ვინც ამის შესახებ არ იცის, თუ რამდენად ძლიერი და მებრძოლები არიან იბერები მტერთან შეჯახების დროს და შეუძლიათ თუ არა მათ შეასრულონ მიცემული დაპირება~.
თეიმურაზ მეფის სიგელის `თარგმანი~ ნიკიფორეს და კონსტანტინე სოფიას შემოქმედების ნაყოფი უნდა იყოს. კონსტანტინე სოფია საბერძნეთის გასათავისუფლებლად ესპანეთის შეიარაღებული ძალების ოსმალეთის წინააღმდეგ წარმართვით პირადად დაინტერესებული იყო. ნიკიფორე ირბახის მადრიდში ჩასვლა მან თავისი ამ მიზნისა და მისწრაფების შესრულებისათვის გამოყენება სცადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტანტინე სოფიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიკიფორე ირბახის ესპანეთში ელჩად ყოფნის დროს ქართველთა ანტიირანული გეგმისა და სათხოვარის შეცვლა-დამახინჯებაში. ამ პიროვნების ბიოგრაფიული ცნობები და მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი გადმოცემულია 1627 წელს, ნიკიფორე ირბახის მადრიდში ყოფნის დროს, მის მიერვე დაწერილ ფილიპე IV-ისათვის წარდგენილ `ცნობაში~. ვიგებთ, რომ მან ბერძნული კოლეჯი დაამთავრა რომში და რომის პაპის კლიმენტი VIII-ის ბრძანებით 1603 წელს გაიგზავნა მადრიდის სამეფო კარზე გარკვეული პოლიტიკური ხასიათის დავალებით, `რათა სამეფო გვირგვინს (ესპანეთის მეფე) განეხილა საბერძნეთის წმ. ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ~. კონსტანტინე სოფიამ იმდენად გამოიჩინა თავი თავისი მისიისათვის გაწეული საქმიანობით, რომ იგი მეფის სამსახურში აიყვანეს, `რამდენადაც იგი ფლობდა ენებს, კარგად წერდა და სარგებლობდა ბერძნების პატივისცემით... მაგრამ მთავარი მიზანი, რომელსაც იგი მისდევდა და მისდევს... არის სამსახური უფალი ღმერთისა და თქვენი უდიდებულესობისადმი და მთელი მისი ძალები მიმართულია ამ ლაშქრობის განხორციელებისაკენ (ე. ი. საბერძნეთის ოსმალთა უღლისაგან გათავისუფლებისაკენ)~. `თარგმანში~ თეიმურაზი ფილიპე IV-ს პირდება, რომ მტრის განადგურების შემდეგ, ყველაფერს, მთელ ცოდნასა და ძალას გამოიყენებს რათა ესპანეთის მეფემ კონსტანტინოპოლის იმპერატორის ტახტი დაიკავოს1. `ჩვენ კი _ ნათქვამია `თარგმანში~ _ დავბრუნდებით ჩვენს სამფლობელოებში და ვიქნებით უკვე ბედნიერი იმით, რომ იმპერატორის ტახტზე ზის ნამდვილი ქრისტიანი და კათოლიკე მმართველი, თქვენი დიდებულება, ხოლო ჩვენი სახით, თქვენ მუდამ გეყოლებათ თქვენი სამსახურისათვის მზადმყოფი კარგი მეგობარი~.
`თარგმანში~, ნიკიფორეს პიროვნებისა და დამსახურების შესახებ, თეიმურაზ მეფის სახელით, ნათქვამია: `ვაგზავნით თქვენს დიდებულებასთან ღირსეულ მამას დონ ნიკიფორე ირბახის, რელიგიურ პიროვნებას, მეტად უნარიანს და სანდოს, რომელიც გარდა ამისა, ცნობილი წარმოშობისაა, რომ მისი მშობლები იყვნენ წარჩინებულები და თავადები ჩვენი ვასალებიდან. ამ ადამიანის უნარიანობა და გულმოდგინება, რომლითაც იგი ემსახურება ღმერთსა და გვირგვინს, კიდევ უფრო მაღლა აყენებს მის ღირსებას. დიდი ერთგულება, რომელის მსგავსი საქმეების დროს გამოამჟღავნეს მისმა წინაპრებმა, კიდევ უფრო მარწმუნებს ვენდო მას. ამ და მისი მხრიდან სხვა მიზეზით იგი გახდა ჩემი მოძღვარი და სულიერი მამა. მან იცის ჩემი გულის საიდუმლოება, ჩემი განზრახვები და შეუძლია მისთვის დამახასიათებელი გულახდილობით მოახსენოს თქვენს დიდებულებას. ამიტომ თქვენს დიდებულებას შეუძლია ერწმუნოს მას ყველაფერში, რასაც იგი ჩემი სახელით მოგახსენებს. მინდოდა თქვენს დიდებულებასთან გამეგზავნა ჩემი ვასალებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული საერო პიროვნება უფრო საზეიმოდ, მაგრამ მას უნდა გაევლო ბევრ მტერს შორის და შეიძლებოდა ყურადღება მიექციათ და საქმე წახდებოდა, ჩავარდნილიყო მათ ხელში და თქვენი უდიდებულესობის წინაშე ვერ წარმსდგარიყო. ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ ეს ბერი, ჩემი სულიერი მამა და ჩვენი სანდო პიროვნება, რათა მან შეძლოს ფარულად გაიაროს მტრებს შორის და შეძლოს უფრო ადვილად ჩავიდეს თქვენს დიდებულებასთან და აცნობოს მას ჩვენი განზრახვები მთელი საიდუმლოებით, როგორც ეს მას აქვს დავალებული~.

1. იერუსალიმის პატრიარქი თეოფანისიც თავის წერილში ესპანეთის მეფეს სწერდა: `ამას ერთვის ვედრება ჩვენისა სიმდაბლისა, რათა ღირსი გახდე შენ, დაიკავო ტახტი სახელოვანთაგან გამოჩენილი დიდი კონსტანტინესი და იუსტინიანესი~.
ამგვარად, ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა ესპანეთის სამეფო კარს თავისი მეფის წერილის იმდაგვარი `თარგმანი~ წარუდგინა, რომ მეფის კარისკაცების მიერ მისი განხილვის შემდეგ, ქართლკახეთის სამეფოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას და ანტიოსმალური სამხედრო კავშირის შეკვრას წინ აღარაფერი დადგომოდა. მართლაც, `თეიმურაზის წერილის~ საფუძველზე, სახელმწიფო საბჭოში წარსადგენად დაიწერა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ქართველი მეფის სურვილები და ესპანეთის მეფისათვის სათხოვარი კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა ესპანეთის სახელმწიფოს ინტერესებს და ამის შემდეგ გადაწყდა ნიკიფორე ჩოლოყაშვილს სამეფო საბჭოში გასაუბრებოდნენ. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა. ქართველმა ელჩმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ესპანელ დიდებულებზე. ყოველივე ამის შესახებ ქვემოთ ითქმევა. მანამდე კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნიკიფორე ირბახის ელჩობამ უბიძგა კონსტანტინე სოფიას მეფისთვის წარედგინა 32 მუხლად ჩამოყალიბებული `მოხსენება~, რომელშიც განმარტა ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნებისა და ხალხების განთავისუფლების ის მისია, რომელიც ესპანელ ხალხს ეკისრებოდა. იქვე დასაბუთებულია ის გარდაუვალი წარმატება, ესპანეთის მონარქის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლება, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, რასაც ესპანეთის მონარქია მიიღებს ოსმალეთის დამარცხების შემდეგ. წარმატების მოპოვება კი ადვილი იქნება, რადგან თურქების სახელმწიფო დასუსტებულია შინაგანი წინააღმდეგობებით და მეზობლების თავდასხმების შედეგად. `როგორც ცნობილია, ისინი განიცდიან თავდასხმებს სპარსელებისა და ამბოხებულების მხრიდან... თავს ესხმიან კაზაკები, რეჩ პოსპოლიტის მეფის ქვეშევრდომები, რომლებიც შავი ზღვით აღწევენ კონსტანტინოპოლამდე. თურქები დამარცხებულ იქნენ ქართველი მეფისა და სხვების მიერ და ამიტომ მათ არ შეუძლიათ აღსდგნენ და შეაგროვონ დიდი ჯარი~.
კონსტანტინე სოფია ესპანეთის მეფეს უიოლებს ოსმალეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას და მოახსენებს, რომ ქრისტიანული ქვეყნები, თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით მხარში ამოუდგებიან მას საქრისტიანოსათვის ამ უმნიშვნილევანეს ბრძოლაში.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა `მოხსენების~ დასასრული, სადაც ავტორი ესპანეთის მეფეს მიმართავს: `და დასკვნით ნაწილში მინდა აღვნიშნო იბერიის ქართველთა მეფის გადაწყვეტილება და მისწრაფება, მისცეს უკანასკნელი ძალები წმინდა კათოლიკურ ეკლესიას და მთელი ქრისტიანობის სამსახურს, როგორც ამის შესახებ მოახსენა ნიკიფორე ირბახმა, რომელიც ამ ვითარებაშია გამოგზავნილი ჩვენთან ღმერთის მიერ. აუცილებელია, რომ მას დახმარების ხელი გაუწოდოთ თქვენი კათოლიკური სახელისათვის შესაფერისი დიდების მოვალეობით. თქვენი უდიდებულესობისა და მთელი ესპანელი ერის დიდება სამუდამო იქნება ყველა ხალხთა შორის. დე განდიდდეს თქვენი უდიდებულესობის და თქვენი მხედართმთავრების სახელი, დე სამუდამოდ იყოს ჩაწერილი ისტორიაში. თქვენ დიდებულ საქმეებს აუგებენ ძეგლებს ბერძნები და აღმოსავლეთის სხვა ხალხები. და დალოცოს უფალმა ღმერთმა თქვენი უდიდებულესობის საქმე, რომელიც მიმართულია მისი დიდებისაკენ.
ამის მთხოვნელმა, რომელსაც ამოძრავებს მისწრაფება ემსახუროს უფალ ღმერთს და თქვენს დიდებულებას... მას ამოძრავებს სურვილი, განთავისუფლდეს მისი სამშობლო (საბერძნეთი), შეადგინა და წარუდგინა ეს წერილი თქვენს დიდებულებას განსახილველად...~.
`მოხსენების~ გაცნობის შემდეგ, ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რატომ შეიცვალა თეიმურაზის წერილის `თარგმანში~ ირანი ოსმალეთით, და როგორი გავლენა ექნებოდა კონსტანტინე სოფიას ნიკიფორე ირბახზე, რათა ქართველი მეფის მოთხოვნები უფრო საბერძნეთის ინტერესებში ჩაეყენებინა, ვიდრე იგი ქართლ-კახეთის სამეფოს წაადგებოდა. მიჭირს გაზიარება იმ მოსაზრებისა, `თითქოს ირბახის ცნობების საფუძველზე კონსტანტინე სოფია თვითონ თხზავდა ამ ამბებს და რადგან ქართველმა ელჩმა ესპანური არ იცოდა, არც თარგმნის შემოწმება შეეძლო~.
თეიმურაზ მეფის წერილის `თარგმანიდან~ და კონსტანტინე სოფიას `მოხსენებიდან~ ჩანს, ქართული სამეფოსადმი მიმართებაში მთავარი ცვლილება იყო ესპანეთის მეფის ყურადღების მიპყრობა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე, რაც მხოლოდ ნიკიფორესთან შეთანხმებით დაიწერა. Aამაზე, პირველ რიგში, მიუთითებს ნიკიფორეს მოხსენებითი ბარათი ფილიპე IV-ისადმი, რომელშიც აღნიშნულია მხოლოდ წელი (1627), რიცხვის გარეშე. სავარაუდოა, იგი წარდგენილი იყოს 1627 წლის 26 ივნისამდე, როდესაც საქართველოსა და ქართველ ელჩთან დაკავშირებული მასალები, ნიკიფორეს მეფესთან აუდიენციისათვის მოსამზადებლად, გადასცეს გრაფ ჰერცოგ დონ ხუან დე ვილიელას.
მოხსენებითი ბარათი დაწერილია ნიკიფორეს მიერ, მესამე პირში და არ შეიცავს ქართლ-კახეთის მეფის ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მზადყოფნას. მასში მხოლოდ ზოგადად აღნიშნულია, რომ `ზემოხსენებულ მეფეს (თეიმურაზს) მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მის განკარგულებაში დარჩენილი ჯარი მოახმაროს კათოლიკური რწმენის გადარჩენის საქმეს, წმ. კათოლიკური რწმენისა და ქრისტიანის სახელის უდიდესი მტრის განადგურებას~.
მოხსენებითი ბარათიდან მოყვანილ ამ ამონარიდში, საქმით დაინტერესებულმა ადამიანმა, ამ შემთხვევაში ესპანეთის მეფემ, შეიძლება მხოლოდ ოსმალეთი იგულისხმოს, მაშინ, როდესაც იმავე დოკუმენტში, ცოტა ქვემოთ, გამოკვეთილად ნათქვამია, რომ თეიმურაზ მეფე `თქვენი სამეფოს სამსახურისათვის სთავაზობს თქვენს დიდებულებას თავის სამეფოს, თავის ჯარს და მთელ თავის ძალებს თქვენი უდიდებულესობის ნებისმიერი მტრის წინააღმდეგ, კერძოდ, ირანის წინააღმდეგ იმ ღონისძიებებში, რომლებსაც ამჟამად თქვენი დიდებულება ახორციელებს აღმოსავლეთ ინდოეთში~.
ნიკიფორე ჩოლოყაშვილის მოხსენებით ბარათში ლაპარაკია ესპანეთის მეფის მიერ ირანთან ომის დაწყების შემთხვევაში ქართველების დახმარებაზე. ესეც ისეა მიწოდებული, თითქოს ირანის პრობლემა ესპანეთის მეფის თავის ტკივილია და მისი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, თეიმურაზი მზადაა მეგობრობის ვალდებულებიდან გამომდინარე, მას დაეხმაროს.
ამგვარად, 1627 წლის 10 ივლისის შემდეგ, ნიკიფორე ირბახსა და კონსტანტინე სოფიას შორის შეთანხმებით, ქართველი მეფის მოწოდება ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ომის შესახებ, შეიცვალა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოწოდებით. როგორც ჩანს, იმავე 10 ივლისს ან შემდეგ დღეს (11 ივლისი) კონსტანტინე სოფიამ გრაფ ჰერცოგ დე ვილიელას ზემოთ განხილული ის `მოხსენება~ გადასცა, რომელშიც მან ჩამოაყალიბა მოსაზრებები ოსმალთა უღლისაგან საბერძნეთის განთავისუფლებისა და იმავე ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველებისათვის დახმარების შესახებ. ამის გამო ხუან დე ვილიელამ მეფეს აცნობა შემდეგი: `ერთმა ბერძენმა ბერმა, რომელსაც ჰქვია კონსტანტინე სოფია, გადმომცა მოხსენება, რომელიც ეხება საბერძნეთის განზრახვას და მისდამი კეთილგანწყობას იბერიის ანუ საქართველოს მეფისა, რომელიც მისი სიტყვებით, არის ბერძნული წესის ქრისტიანი და რომლისგან ჩამოიტანეს წერილი, სადაც მოთხრობილია მისი სურვილზე გამოხატოს, შექმნილი ხელსაყრელი ვითარების პირობებში, თავისი მორჩილება მისი უდიდებულესობისადმი. როდესაც მე მას (კონსტანტინე სოფიას) ვუთხარი, რომ ამის შესახებ საჭირო იყო ჯერ გეთქვათ ნუნციოსათვის1, ჩანს, რომ მან ეს არ მიიღო კარგად და დიდი სიამოვნება არ გამოუმჟღავნებია იმ წინადადებებისადმი, რაც აქ ჩამოიტანეს (საქართველოდან). ამიტომ მე მიმაჩნია გადაეცეს ყველაფერი ეს თქვენს ბრწყინვალებას, ამ რუკასთან ერთად, იგი გადაეცეს განსახილველად საბჭოს, რათა პირველ რიგში განხილულიქნეს ის, რაც წერია ამ მოხსენებაში~. ჩანს, რომ ხუან დე ვილიელამ იცოდა სინამდვილეში რაც ეწერა თეიმურაზ მეფისა და იერუსალიმის პატრიარქის სიგელებში.
1. რომის პაპის წარმომადგენელი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობასთან.
საქართველოს ელჩმა და მეფის წერილმა წარმოშვა საქართველოზე მეტის ცოდნის აუცილებლობა. ამიტომ შეიქმნა მიმოხილვითი ხასიათის `ცნობები იბერიაზე, იბერებზე და ქართველებზე, მათ საზღვრებზე, ქრისტიანობაში მათ მოქცევაზე, წესჩვეულებებზე, სამხედრო ძალებზე, მათ განზრახვებზე და სხვა~, რომელსაც უნდა შეევსო ცოდნის ის ხარვეზი, რაც ესპანეთის სამეფო კარზე არსებობდა საქართველოს შესახებ. მიმოხილვა დაწერილი უნდა იყოს, ერთობლივად, ნიკიფორე ირბახისა და კონსტანტინე სოფიას მიერ. მასში მოკლედ განხილულია ანტიკურ ავტორთა ცნობები საქართველოზე, საინტერესოა მოსაზრებები დასავლეთისა და აღმოსავლეთის იბერების ურთიერთობასა და ნათესაობზე, საქართველოს საზღვრების, მეზობლების, მისი გაქრისტიანების, ეკლესიის, შეიარაღებული ძალების, ოსმალეთთან მტრული ურთიერთობისა და ქართველი მეფის სულთნის წინააღმდეგ ამბოხებულებთან კავშირის შესახებ. ხაზგასმულია ოსმალეთის სახელმწიფოს სისუსტე. `ამ და სხვა მოსაზრებით, იბერიის მეფე მოგიწოდებთ, _ მიმართავს მოხსენებების ავტორი (ავტორები) ფილიპე IV-ს, _ წმიდა წამოწყებისაკენ და განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამჟამად თურქებს არა აქვთ არც ძალა და არც შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიონ თუნდაც ზოგიერთ შეტაკებასაც კი... სწორედ ამიტომ იბერთა მეფეს გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს ლაშქრობა კონსტანტინოპოლზე და თავის მხრივ თვითონ ჩაუდგეს სათავეში ამ საერთო მტრის წინააღმდეგ ლაშქრობას და გამოიყენოს თავისი უკანასკნელი ძალები წმინდა კათოლიკური სარწმუნოებისა და მთელი ქრისტიანობის სასარგებლოდ, რათა განდევნოს ამ დესპოტურად დაპყრობილი მიწებიდან ტირანი და მთელი ქრისტიანობის მტერი~.
ვიდრე `მოხსენების~ განხილვას გავაგრძელებდე, მანამდე უნდა ითქვას ოსმალეთში მომხდარი იმ აჯანყების შესახებ, რომელთანაც, თითქოს კავშირი ჰქონდა თეიმურაზ მეფეს: `მეფე ასევე დაკავშირებულია დიდი ბატონის (სულთნის) წინააღმდეგ ამბოხებულ ამბასა (აბაზა) ფაშასთან. ეს ფაშა ქართველია, წარმოშობით იბერიიდან (სხვა ცნობით იგი კოლხეთიდან), ქრისტიანობისა და ხსენებული მეფის (თეიმურაზის) დიდი მეგობარია. ამიტომ მის ლაშქარში ბევრი ქრისტიანი ჯარისკაცია.
მთელი მისი ფეხოსანი 80 ათასი კაცისაგან შედგება; და, რომ ეს ამბოხებული ფაშაA ცდილობს მიიღოს თანხმობა და თხოვს იბერიის მეფეს შეუტიოს კონსტანტინოპოლს, მაგრამ მეფე მას მაინცდამაინც არ ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აერთიანებდნენ თავიანთ ძალებს და გამარჯვებას აღწევნენ თურქებთან და სპარსელებთან ბრძოლაში და მათ დაიკავეს როგორც ერთის, ისე მეორე მხარის ბევრი ქალაქი. ასე რომ, თუ მეფე მოისურვებს და განახორციელებს ამ ლაშქრობას, ამბასა ფაშა დაემორჩილება მის ბრძანებებს და ყველგან მიჰყვება მას.
ყველა ამ მოსაზრების გამო, დაინახა რა ქართველთა მეფის შესანიშნავი ძალები, დიდმა ბატონმა გაუგზავნა მას ელჩები და თხოვა მეგობრობა და გამოთქვა მზადყოფნა დაუბრუნოს მას მის მიერ ადრე დაპყრობილი ყველა მიწა და პროვინცია და ასევე აჩუქოს ქალაქი სესარეა (დღ. კაისერი) კაპადოკიაში... მაგრამ მეფე არაფერს დაპირდა ელჩებს, მხოლოდ რამდენიმე კეთილი სიტყვა უთხრა~. შემდეგ აზრი იმგვარად არის განვითარებული, თითქოს თეიმურაზმა იმიტომ არ გასცა გარკვეული პასუხი სულთნის ელჩს, რომ ამის შესახებ ჯერ ესპანეთის მეფეს უნდა მოლაპარაკებოდა და ნიკიფორე ირბახი ამიტომ გააგზავნა მასთან ელჩად.
საეჭვოდ მეჩვენება, რომ ის რაც ნათქვამია `მოხსენებაში~ თეიმურაზ მეფის აჯანყებულ აბაზა ფაშასთან კავშირის შესახებ, სიმართლეს შეეფერებოდეს1. თეიმურაზ მეფეს შეიძლება სიამოვნებდა სულთნის წინააღმდეგ აჯანყება და უთანაგრძნობდა კიდეც, მაგრამ პოლიტიკური და სამხედრო მოსაზრებით არ შეიძლებოდა აჯანყებულებს დხმარებოდა. მისი ასეთი მოქმედება შაჰ აბასის დახმარების ტოლფასი იქნებოდა, რასაც იგი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა. ამიტომ გაუგებარია მან რატომ `გადაწყვიტა გამოეყენებინა აბაზა ფაშა ოსმალეთის სულთნის წინააღმდეგ საბრძოლველად~, მაშინ, როდესაც ყველაფრიდან ჩანს, რომ თეიმურაზი ირანის საწინააღმდეგოდ ოსმალთთან დაახლოებას ცდილობდა და ამის გამო შაჰ აბასი, როგორ აქეზებდა მოსკოვის ხელმწიფეს თეიმურაზის, როგორც არასაიმედო პოლიტიკური პარტნიორის წინააღმდეგ. მოსკოვის მთავრობაც, თავის მხრივ თავის აგენტებს მუდმივად ავალებდა ფხიზლად ედევნებინათ თვალი თეიმურაზ-სულთნის ურთიერთობისათვის და მოსკოვში ეცნობებინათ რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ის, რასაც შაჰი ხელმწიფეს სწერდა, ან რა დონეზე იყო თეიმურაზ მეფის ურთიერთობა სულთნის კართან. უფრო მეტიც: `განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს ის, რომ თეიმურაზ მეფის გეგმით ანტიოსმალურ კოალიციაში უნდა ჩაებათ ირანიც, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნიკიფორე ირბახს არ ჰქონდა დავალებული ირანის წინააღმდეგ კოალიციის ორგანიზაცია. მართალია, თეიმურაზ მეფე არ იყო დარწმუნებული, რომ ირანელები ხალისით ჩაებმებოდნენ ამ კოალიციაში, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ოსმალეთთან ომში შესაძლო წარმატების შემთხვევაში ირანიც შეეცდება ოსმალეთს წაართვას ის ქვეყნები, რომელთა ხელში ჩაგდებაზე დიდი ხანია ოცნებობდა~. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, შემდეგი: ბუნებრივია, შაჰ აბასი სიხარულით შეუერთდებოდა ანტიოსმალური კოალიციას, რომლის შექმნასაც იგი მთელი მონდომებით ცდილობდა XVII ს. პირველ მეოთხედში, რაც თეიმურაზს სრულებით არ აწყობდა. ერთია რას ამბობდნენ ესპანეთის სამეფო კარზე ნიკიფორე ირბახი და კონსტანტინე სოფია და მეორე, რა ხდებოდა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

გ. ჟორდანიამ, ზემოთ განხილულ ესპანურ წყაროს, გამოქვეყნებულს ჯ. ვათეიშვილის მიერ გაზეთ `კომუნისტში~, სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. იმის გამო, რომ მან აბაზა ფაშა, `მოხსენების~ მიხედვით, წარმოშიბით ქართველი, გამუსლიმანებული, ქრისტიანი და, განსაკუთრებით, თეიმურაზ მეფის მეგობარი და დიდი ჯარის პატრონი იყო, გ. ჟორდანიამ მასში ირანის შაჰ აბას I-ის კარზე აღზევებული იმამყული-ხანი ივარაუდა.
`უკეთუ ეს ჩვენი ჰიპოთეზური მოსაზრება მართებულია, _ წერდა გ. ჟორდანია, _ `ამ ბახა ბახა რებელდეს~ (აბაზა ფაშა) სახით ნიკიფორეს მართლაც იმამყული-ხანი უგულისხმია, გამოდის, რომ სწორედ შირაზის ხანი ყოფილა მთავარი ინიციატორი ირანის შაჰისა და ქართლ-კახეთის მეფის ერთობლივი ანტიოსმალური კავშირის შეკვრისა, ხოლო ირანის შაჰის მხრივ ამ ანტიოსმალურ ლაშქრობაში მონაწილეობას თვით იმამყული-ხანი კისრულობდა, რისთვისაც მას მზად ჰყოლია დიდი ლაშქარი~.
როგორც ზემოთ ითქვა, თეიმურაზ I-ის დიპლომატია არ იყო მიმართული იქითკენ, რომ აბაზა ფაშა ოსმალეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა, ან ირანთან შეეკრა ანტიოსმალური კავშირი. აქედან გამომდინარე ვერც აჯანყებულ ფაშას დაუჭერდა მხარს. რაც შეეხება იმამყული-ხანის და თეიმურაზ მეფის კავშირს, უფრო მეტიც, ამ გამუსლიმანებული ქართველი დიდებულის ინიციატივით ანტიოსმალური საქმიანობაზე ვარაუდის დაშვების საფუძველი არ არის.
`მოხსენებაში~ გადმოცემულია მიზანი, რომლისთვისაც თეიმურაზ მეფემ თავისი სულიერი მამა ესპანეთის მეფესთან გაგზავნა. ელჩს დაევალა აცნობოს მას თავისი მეფის განზრახვები, და თუ იგი მხარს დაუჭერს მათ, მაშინ იბერთა მეფე მის სამსახურში იქნება თავისი ხალხით.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ იბერთა მეფეს დადგენილი ჰქონია ოსმალეთის წინააღმდეგ ომის დაწყების თარიღი და ლაშქრობის მიმართულება: `იბერთა მეფემ მოხაზა ამ წმ. წამოწყების დრო და დაწყების შემდეგი გეგმა და ამბობს შემდეგს: თუ ელჩი (ნიკიფორე) დროულად დაბრუნდება და ჩამოიტანს მისი უდიდებულესობის თანხმობას, ლაშქრობის დაწყება შეიძლება მომავალი _ 1628 წლის გაზაფხულზე, ხოლო თუ არა, შეიძლება იგი გადაიდოს შემოდგომამდე რამდენადაც იბერები, ქართველები აღზრდილნი არიან ისე, რომ შეუძლიათ იომონ როგორც ზამთარში, ისევე ზაფხულში. ისინი ოქტომბერში ჯერ გაილაშქრებენ ტრაპიზონში და იქიდან განაგრძობენ გზას, გასწევენ კაპადოკიასა და ბითინიიდან წინ და მივლენ ქალაქ ბურსამდე, კაბესამდე ხსენებულ პროვინციაში, რომელიც მდებარეობს კონსტანტინოპოლიდან სამი დღის სავალზე და ამ ქალაქში იბერები ფიქრობენ ჯარმა ზამთარი გაატაროს, მისი უდიდებულესობის დახმარებისა და ესკადრის მოლოდინში~.
შემდეგ აღნიშნულია, ესპანეთის მხრიდან სამხედრო ექსპედიციაში როგორი გალერები მიიღებს მონაწილეობას. `ერთდროულად შეიძლება იმედი გვქონდეს კაზაკებისა და რეჩ პოსპოლიტის მეფის სხვა ქვეშევრდპომებისა, რომლებიც დაგვეხმარებიან თავიანთი ნავებით ხალხის გადასაყვანად სრუტეებზე~. იქვე გამოთქმულია იმედი, რომ ოსმალეთზე საომრად მიმავალთ შეუერთდებიან სხვა ქრისტიანები, კერპთაყვანისმცემლები, `რომლებსაც სურთ დაინახონ რომელიმე ქრისტიანი მეფის დროშა, რათა გაერთიანდნენ მის ქვეშ~. `ცნობების~ მკითხველს ავტორები ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიან, რომ ლაშქრობისათვის სამზადისი, თითქოს, ისეთ ფაზაშია, რომ `მიუხედავად თავისი გადაწყვეტილებისა და გეგმისა, იბერთა ანუ ქართველთა მეფე მზად იქნება მიიღოს მისი კათოლიკური უდიდებულესობის რჩევა და მისი თანხმობის გარეშე არ გადადგამს არც ერთ ნაბიჯს ამ წმიდა წამოწყების მიმართ~.
მას შემდეგ რაც თეიმურაზ მეფის `სურვილები და მოსაზრებანი~ ესპანეთის ხელისუფლების ინტერესებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი1, ამის შემდეგ, მეფის ბრძანებით, თეიმურაზ მეფის წერილის თარგმანი და ნიკიფორეს მიერ წარდგენილი სხვა წერილებიც, გადაეცა სახელმწიფო საბჭოს. წარდგენილი მასალები საბჭომ 1627 წლის 29 ივლისს გულდასმით განიხილა და მისი თითოეული წევრის მოსაზრება მეფეს წარუდგინა. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, საბჭოს წევრების წინადადებები და მოთხოვნები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
1. მეფეს რეკომენდაციას აძლევენ განსახილველად მიიღოს საქართველოს მეფის წინადადება (დონ ავგუსტინ მესია, ჰერცოგი დე ფერია).
2. საბჭოს სამი წევრისაგან შემდგარმა კომისიამ მოუსმინოს ნიკიფორე ირბახს (დონ ავგუსტინ მესია, გრაფი დე მონტერეი, გრაფი დე ჩინჩო).
3. აუცილებებლი იყო ქართველ მეფეს ჯერ პაპისათვის შემდეგ კი ესპანეთის მეფისათვის მიემართა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პაპის აზრს (დონ ავგუსტინ მესია, მარკიზ დე მონტესკლაროსი, გრაფი ჰერცოგი დე სან ლუკარი, სულიერი მამა).
4. იბერიის მეფეს გაეგზავნოს ესპანეთის მეფის წერილი, რომელშიც აისახება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (დონ ავგუსტინ მესია).
5. იბერიის მეფეს უპასუხონ დამაკმაყოფილებელი დაპირებებით (მარკიზ დე მონტესკლაროსი, გრაფი ჰერცოგი დე სან ლუკარი, დონ ხუან დე ვილიელა).
6. არის თუ არა ნიკიფორე ირბახი იბერიის მეფის ელჩი? ამის გარკვევა დაევალოს ესპანეთის ელჩს რომში გრაფ დე ონიატეს ან ნეაპოლის ვიცე მეფეს ჰერცოგ ალბას. ამ უკანასკნელს დაევალა, აგრეთვე, ინფორმაციის შეგროვება საქართველოზე (მარკიზ დე მონტესკლაროსი, გრაფი ჰერცოგი დე სან ლუკარი, მარკიზი დე ლა ინოხოსა, გრაფი დე მონტერეი, სულიერი მამა, დონ ხუან დე ვილიელა, ჰერცოგი დე ფერია, გრაფი დე ჩინჩო).
7. ოსმალეთის წინააღმდეგ ომზე თავშეკავება, რამდენადაც ის ქვეყანა (საქართველო), რომელიც ომში დახმარებას ითხოვს არ არის კათოლიკური. ამდენად ომი სარგებელს არ მოუტანს კათოლიკურ ეკლესიას (მარკიზ დე მონტესკლაროსი, გრაფი ჰერცოგი დე სან ლუკარი).
8. იბერიის მეფისათვის დახმარება გამოიწვევს ოსმალეთის ყურადღების აღმოსავლეთით გადატანას, რაც სასარგებლო იქნება ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი გერმანიისათვის (მარკიზი დე ლა ინოხოსა).
9. იბერიაში გაიგზავნოს ერთი ან რამდენიმე კაცი, რომლებიც შეისწავლიან ქვეყნის მდგომარეობას და მის სამხედრო პოტენციალს (მარკიზ დე მონტესკლაროსი, გრაფი ჰერცოგი დე სან ლუკარი, მარკიზი დე ლა ინოხოსა, ჰერცოგი დე ფერია).
10. ესპანეთის ომმა, ოსმალეთის წინააღმდეგ შეიძლება გამოიწვიოს მუსლიმანური ქვეყნების ანტიესპანური კოალიციის შექმნა, რაც არასასურველია (დონ ფერნანდო ხირონი, გრაფი დე მონტერეი).
11. ელჩის დასაჩუქრება და სამგზავრო ფულით უზრუნველყოფა (მარკიზი დე ლა ინოხოსა, სულიერი მამა, გრაფი დე სეგორბე, გრაფი დე ჩინჩო).

როგორც ითქვა, სახელმწიფო საბჭოს მოთხოვნით შეიქმნა სამკაციანი კომისია, რომელმაც წინასწარ მომზადებული კითხვები დაუსვა ნიკიფორეს და მისგან მიიღო შესაბამისი პასუხები. ყველაფერი ეს აისახა დოკუმენტში, რომელიც, თარგმნილია ქართულად და გამოქვეყნებულია ლუის ხილი ფერნანდესისა და ი. ტაბაღუას მიერ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო იგი ვერ მოხვდა ჩვენს სამეცნიერო მიმოქცევაში. რამდენადაც ეს დოკუმენტი წარმოდგენას გვიქმნის ნიკიფორე ირბახზე, როგორც პოლიტიკოსსა და დიპლომატზე, ასევე ესპანეთის სამეფო კარის დიპლომატების საქართველოს მიმართ ინტერესებსა და უცხოელ დიპლომატთან ურთიერთობის მეთოდებსა და ნორმებზე, მას მოვიყვან კუპიურების გარეშე:
`1627 წლის 20 სექტემბერი.
კომისიის მოხსენება ფილიპე IV-ს.
ხელმწიფევ:
ვასრულებთ რა იმას, რაც თქვენმა დიდებულებამ უზრუნველჰყო ბრძანებით, შევიკრიბეთ დონ ავგუსტინ მესიას სახლში გრაფი დე ლემოსი და ჰერცოგი დე ფერია (ავადმყოფობის გამო კომისიას ვერ დაესწრო ხუან დე ვილიელა). განვიხილეთ^ სახელმწიფო საბჭოზე წარდგენილი რეკომენდაციები და ყველა დოკუმენტი, სადაც ლაპარაკია თქვენი უდიდებულესობისადმი იბერიის მეფის სახელით მისი ელჩის ნიკიფორე ირბახის მიერ წარდგენილ წინადადებებზე. კომისიამ აღნიშნული შემადგენლობით განიხილა მასალა, გაეცნო დოკუმენტებს და შემდეგ საჭიროდ ჩათვალა მოესმინა ხსენებული დონ ნიკიფორესათვის, რათა დაესვათ მისთვის ის კითხვები, რომლებიც აქვე იქნება ჩამოყალიბებული, რათა გვქონდეს ცნობები მის პასუხებზე და შეგვეძლოს მივმართოთ რჩევისათვის თქვენს დიდებულებას უფრო ზუსტი ცნობებით და ცოდნით ამ წინადადებების არგუმენტებზე, რომლებსაც გვთავაზობენ.
1. მოვიდა რა კომისიაზე ხსენებული ელჩი, თქვენი უდიდებულესობის მსახურის კონსტანტინე სოფიას საშუალებით მას უთხრეს, თუ რამდენად სასიამოვნო იყო თქვენი უდიდებულესობისათვის იბერიის ელჩობის ჩამოსვლა და იმდენადვე სასიამოვნო [წერილების ჩამოტანა] გონიერი და კეთილი პიროვნების მხრიდან, როგორიცაა ზემოხსენებული ელჩი და რომ იგი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ როგორც კი შესაძლებლობა იქნება, დაკმაყოფილდება მისი თხოვნა, იქნება მხარდაჭერა და, რომ ასეთი იყო თქვენი უდიდებულესობის განზრახვა.
2. გაითვალისწინეს რა ყოველივე, ელჩს უთხრეს, რომ წამოწყება, რომელზედაც ლაპარაკია, დიდია და რომ თქვენი დიდებულება ჩაწვდა რა მის არსს, ძალიან სურს პირველ რიგში გათვალისწინებული იყოს იბერიის მეფის ინტერესები და ყველაფერი რის შესახებაც აქ ელჩი ამბობდა ლაშქრობის განზრახვაზე სკუტარში 100-ათასიანი ცხენოსნით, რაც შეადგენს მთელს მათ ძალას და რომ დაბლობებზე ეს შეტევა უნდა იყოს იმდენად მოულოდნელი და სწრაფი, რომ დიდმა ბატონმა (ოსმალეთის სულთანმა) ვერ შეძლოს მისი ვერც გათვალისწინება და ვერც მოგერიება. მხედველობაში მისაღებია, რომ დიდი ბატონის ძალები იმდენად დიდია, რომ მოკლე ხანში მას შეუძლია თავი მოუყაროს დიდ არმიას იბერიის მეფის თავდასხმის მოსაგერიებლად.
3. გარდა აღნიშნულისა კიდევ ითქვა, რომ თუ იბერები მიაღწევენ სკუტარიმდე და გაივლიან კაპადოკიას და ბითინიას, ისინი ზურგში დატოვებენ დიდი ბატონის ბევრ ციხე-სიმაგრეს და, რომ თურქებს განზრახული არა აქვთ მათი დაკარგვა. როგორ შეიძლება ამ ადგილების შენარჩუნება.
4. ელჩს ასევე ჰკითხეს, ისინი თავს დაესხმიან რა დიდ ბატონს, ხსენებული 100-ათასიანი ცხენოსნით, ისინი იმდენად მოწყდებიან თავიანთ პროვინციებს, დატოვებენ თუ არა ძალებს უშიშროებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ირანის შაჰი, რომელთანაც ადრე ომი ჰქონდათ, თავს დაესხმება და შეიჭრება საქართველოში დიდი სომხეთის ტერიტორიიდან ან სხვა მხრიდან.
5. როგორ შეიძლება დაებრუნებინათ ირანის შაჰის მიერ დაპყრობილი სამეფოები, რომელზეც ელჩი თავის ერთ-ერთ წერილში ამბობს, რომ იბერიის მეფემ ირანის შაჰს გაუმართა ორი ბრძოლა და ორივე ბრძოლაში გაიმარჯვა.
6. რომ ყოველთვის, როცა თქვენი დიდებულება იწყებდა ლაშქრობას სხვა სარწმუნოების მეფის წინააღმდეგ, ყოველთვის აკეთებდა ამას კეთილგონიერებით, მისი უწმინდესობის (რომის პაპის) ლოცვა-კურთხევით. ამიტომ კომისიას სურდა ცოდნოდა: როგორც ითქვა, ელჩს მიაქვს თუ არა იბერიის მეფის წერილი მისი უსამღვდელოესობასთან და იბერიის მეფე რა ფორმით ემორჩილება მის უსამღვდელოესობას, რომის პაპს.
7. იმ შემთხვევაში თუ თქვენი დიდებულება გადაწყვეტს გაგზავნოს ეს ელჩი ნეაპოლის ვიცე-მეფესთან იმისათვის, რათა მათ გაგზავნონ ადამიანები, რათა გაეცნონ იბერიის მეფის ძალებსა და სხვა დანარჩენი ცნობების მისაღებად, რაც აინტერესებს თქვენს დიდებულებას, როგორ ფიქრობს ელჩი, რა გზით შეიძლება აღნიშნული პირთა გაგზავნა და რამდენად უშიშარია ეს გზა.
1. პირველ კითხვაზე ელჩმა უპასუხა თავაზიანობით და პატივით, თქვა რა, რომ მისმა მეფემ და ბატონმა იგი აქ გამოგზავნა, რათა წარედგინა თქვენი უდიდებულესობისათვის თავისი სურვილები და განზრახვები; დაერწმუნებინა თქვენი დიდებულება, მისდამი თავისი ვასალურ მორჩილებაში.
2. ამ ნაწილში ჩამოყალიბებულ კითხვას ელჩმა უპასუხა, რომ იბერების მიერ თურქებთან ომის წარმოების მეთოდი ძალიან განსხვავდება იმ მეთოდისაგან, რომლითაც სარგებლობენ ჩრდილოელები იმიტომ, რომ აქ არის ციხე-სიმაგრეები, ხოლო იქ ისინი არ არის. ამასთანავე, იბერებს ბევრჯერ უბრძოლიათ დიდი ბატონის ჯართან და ამ ბრძოლებში იმარჯვებდნენ მათზე; რომ ამჟამად თურქეთის იმპერია ძალიან შელახულია და რამდენადაც იბერიის მეფის მიერ შეტევა მიყენებული იქნება ფარულად და სწრაფად, რათა დიდმა ბატონმა ვერ შეძლოს თავიდან აიცდინოს ეს და რომ პროვინციები, რომლებზედაც ჯარი გაივლის, გაიგებენ, რომ თქვენი დიდებულება მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში, აჯანყდებიან და იარაღს მიმართავენ დიდი ბატონის წინააღმდეგ, რაშიც ელჩი ძლიერ გვარწმუნებდა ჩვენ; ელჩმა დასძინა: იმ ტერიტორიაზე, სადაც მეფემ უნდა შეუტიოს, ვერ მოინახება ისეთი ციხე-სიმაგრე, რომელიც შეაჩერებს იბერიის მეფის ჯარს, რაშიც ჩვენ არა ერთხელ დავრწმუნდით; და რომ იბერები არასოდეს უკან არ დაიხევენ დაწყებული საქმიდან.
3. როგორც უკვე ზემოთ ითქვა, თავდასხმა უნდა მოხდეს იმდენად მოულოდნელად და ფარულად, რომ მტერს არ მიეცეს მომზადების საშუალება და ყველაფერი ეს უკან დარჩება, დაემორჩილება მეფეს, როგორც მიზანშეწონილად, ისევე სურვილით, განსაკუთრებით იქ მცხოვრები ქრისტიანები, რომლებსაც ეს სურთ და აქეთკენ მიისწრაფიან.
4. რაც შეეხება მებრძოლებს, მეფეს ბევრი ხალხი ჰყავს. Dიდ ბატონზე თავდასხმისათვის მას ეყოლება ასი ათასი კაცი, ხოლო დანარჩენი მისი ძალები დაიცავენ მის სამფლობელოს. იბერიის მეფემ იმდენად უყურადღებო როდია, რომ გაილაშქრებს რა ისეთი ძლიერი მტრის წინააღმდეგ, როგორიცაა დიდი ბატონი, დატოვოს თავისი სამფლობელო არა საკმაო დაცვის გარეშე. გარდა ამისა, იბერიის მეფე ფიქრობს, მოელაპარაკოს ირანის შაჰს, რომელიც ეჭვის გარეშე, დაინახავს რა, რომ იბერიის მეფე უტევს მტერს, შეეცდება წაართვას თურქებს (რომლებთანაც ისინი ეწევიან სისხლიან ომს) ის პროვინციები, რომლებიც მათ უფრო უნდათ, ვიდრე ისინი, რომლებიც უნდა დაიკავოს იბერიის მეფემ. ირანს დიდი ხანია თვალი უჭირავს მისი მოსაზღვრე ისეთ ადგილებზე, როგორიცაა სირია, ალეპო და დამასკო.
5. რაც შეეხება ირანის შაჰისაგან ბრძოლით დაბრუნებულ სამთავროებს, მათ დაბრუნებაში მას ეხმარებოდა იბერიის მეფის მეამბოხე ვასალი, ომი გრძელდებოდა ორი წელი, მაგრამ აი უკვე ორი წელია, ამ პროვინციებში სიმშვიდეა.
6. ელჩს ჩამოტანილი აქვს წერილები მისი უწმინდესობისათვის და მათ წარმოადგენს, რათა ცხადი გახდეს, თუ როგორ წერს მას იბერიის მეფე და თუ როგორ გამოხატავს მისადმი მორჩილებას; და რომ თუ ელჩმა ეს წერილები არ წარადგინა ადრე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას ჰქონდა მისი მეფის ბრძანება: შეესრულებინა მისი დავალება ჯერ თქვენი უდიდებულესობის წინაშე, ხოლო შემდეგ, გაჰყვებოდა რა თქვენი უდიდებულესობის ბრძანებას, დაემორჩილებოდა მას მთელი პატივისცემითა და ყურადღებით.
7. რომ ელჩი დიდი სიამოვნებით გაემგზავრება ნეაპოლში ან იქ, სადაც მისი დიდებულება ისურვებსს მის გაგზავნას. Aსევე მასთან ერთად შეუძლიათ გაემგზავრნონ პიროვნებებეს, რომლებსაც შევარჩევთ გასაგზავნად და რომლებსაც შეუძლიათ დარწმუნდნენ მათი წინადადებების გულწრფელობაში და ისინი მოწყალებით და სიხარულით იქნებიან მიღებული მისი მეფის მიერ. აღინიშნა, რომ ნეაპოლზე გავლის დროს ელჩს გაუგია, რომ იბერიაში მიემგზავრებოდა ორი თეატინელი ბერი, იქაური ხალხის თავის სარწმუნოებაში მოსაქცევად და იქ მისიონის შესაქმნელად. ელჩმა მათ მისცა სარეკომენდაციო წერილები მეფისათვის, რომელიც მიიღებს რა ამ წერილებს, მათ კარგად შეხვდება და კარგად მიიღებს.
8. კომისიამ საჭიროდ ჩათვალა წარედგინა თქვენი უდიდებულესობისათვის მოლაპარაკების მთელი შინაარსი და რომ ელჩი როგორც პიროვნება ჩანს ძალიან ჭკვიანი და სავსებით გონივრული პასუხები მოგვცა ყველა შეკითხვაზე და წინადადებაზე; და რომ სამართლიანი იქნება აღმოუჩინოთ მას პატივისცემა და პატივი.
რაც შეეხება მთავარ საკითხს, კომისია შეეცადა გაეკეთებინა სამართლიანი დასკვნები, ელჩის წინადადებების სიძნელეების მიუხედავად, ჩვენ მაინც გვგონია, რომ საქმე შეიძლება წარმართო ისე, რო ამ მეფესთან მეგობრობისაგან და მიწერ-მოწერისაგან შეიძლება მიღებულიქნეს მოგება. რამდენადაც ეს ელჩი ამბობს, რომ შეიძლება აქედან გაიგზავნოს ადამიანები, რათა მათ გაეცნონ და გაიგონ, თუ რამდენად სწორია მათი წინადადებები. Kომისია თვლის, თუ ერთადერთი მოგება აქედან იქნება თუნდაც მხოლოდ ზუსტი და მართალი ცნობები ლევანტის შესახებ, რომლებიც გვაკლია მათი მეტად საჭიროების დროს; თქვენი უდიდებულესობის მხრიდან დიდი სამსახური იქნება გაგზავნოთ მასთან ერთად მეტად კეთილშობილი, გამოცდილი ადამიანი, რათა მან შეისწავლოს ამ ქვეყნის ვითარება და მდგომარეობა, შეაფასოს მათი ძალები და დაადგინოს ყოველივე ის, რაც შეიძლება ჩვენთვის სასურველი იყოს, ჩამოიტანოს განსაკუთრებული ცნობები და წარადგინოს მოხსენებითი ბარათი. ამიტომ ამ ელჩს სურს, რომ ეს მოლაპარაკება მიმდინარეობდეს მეტად საიდუმლოდ და არ უნდა გახდეს ცნობილი; თუ რომელიმე საკითხი გაიგზავნება ნეაპოლისა და სიცილიის ვიცე-მეფეებთანთან, არ გაიპაროს საიდუმლოება და არ გაიგონ ჯაშუშებმა, რომლებიც ორივე ადგილას ბევრნი არიან. ამ სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით კომისიამ იმსჯელა და უკეთ მიიჩნია ამ განზრახვისათვის ბანლიოს გრაფის ხუან ვისენსო დე სან ფელიჩეს კანდიდატურა, რომელსაც თქვენმა დიდებულებამ უბოძა წყალობა _ მომავალში არმადის ერთი მესამედის სარდლობა, შეუძლიათ მას მისცენ ორი სხვა თანამგზავრი, ასევე იტალიელი, რომლებიც დაემორჩილებიან მის განკარგულებას და პიროვნებები, რომლებიც სასურველი იქნება მისთვის.
ამასთანავე, კომისია თვლის, რომ უკეთესია, თუ ისინი იქნებიან მიტალიელები და ესპანელები; ამ პიროვნებებს და ელჩს შეუძლიათ გაემგზავრონ იმ თეატინელებთან1 ერთად, რომლებიც როგორც ცნობილი გახდა, ახლა მიემგზავრებიან რომიდან იბერიაში, რათა იქ იქადაგონ წმინდა სახარება. საიდუმლოების დაცვის მიზნით, საჭიროა მათ იგივე ბერების ტანისამოსი ჩაიცვან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დიდებულება საჭიროდ ჩათვლის მიიღოს ეს გადაწყტვეტილება, საჭირო იქნება ხსენებულ ხუან ვისენსიომ და იმათ, ვინც მასთან ერთად გაემგზავრება, მიეცეთ ყოველივე აუცილებელი ასეთი ძნელი მოგზაურობისათვის.
კომისია ასევე თვლის, რომ თქვენს დიდებულებას შეეძლო ეპასუხა იბერიის მეფის წერილზე საუკეთესო ფორმით და დაპირებებით გულწრფელ მეგობრობაზე და თქვენი უდიდებულესობის კარგ ურთიერთობაზე, რომელიც ხედავს და განჭვრეტს, რომ მომავალში უკეთ იქნება უზრუნველყოფილი.
მადრიდი, 1627 წლის 20 სექტემბერი.

1. თეატინელების ორდენი დააარსა კაეტან თიენელმა 1480 წელს. 1516 წელს მან დაარსა ბერების მცირე თემი ერთობლივი ლოცვის, განსჯისა და მქადაგებელთა მომზადებისათვის. თემის მთავარი მიზანი იყო ბრძოლა ერესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საშუალებებით. მოძრაობამ გაძლიერდა მაშინ, როდესაც წმ. კაეტანი გაეცნო თეატინელ ეპისკოპოსს ჯოვანი პიეტრო კარაფას, მომავალ პაპს პავლე VI-ს. წმ. კაეტანის იდეა მდგომარეობდა რეგულარული ბერების ორდენის დაარსებაში, რომლებიც არ სდებდნენ ტრადიციულ აღთქმას. ორდენში შესვლისას ბერები სდებდნენ სიღარიბის, კეთილგონიერების და მორჩილების აღთქმას, მაგრამ ისინი იმავე დროს აგრძელებდნენ სამრევლო მღვდლების მოვალეობას. ორდენი დარსდა 1524 წელს, მისი წესდება კი დაამტკიცეს 1540 წელს.
კონვერტზე: `კომისია, რომელიც შეიკრიბა დონ ავგუსტინ მესიას ბინაზე, იბერიის მეფის წინადადებების განსახილველად~. რა შეიძლება ითქვას ესპანეთის სამეფო საბჭოს კომისიის მიერ დასმულ, კარგად მოფიქრებულ, კითხვებზე და ქართველი ელჩის მიერ გაცემულ პასუხებზე. სრულიად გასაგებია, რომ ნიკიფორეს პასუხები არ ასახავდა ქართულ სინამდვილეს. ისინი შეესაბამებოდა კონსტანტინე სოფიას ავანტიურისტულ ზრახვებს. გასათვალისწინებელია, რომ ეს უკანასკნელი თარჯიმნობდა კითხვა-პასუხის დროს. თუ ნიკიფორეს გამართლება გვინდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ელჩის პასუხებს თარჯიმანი ამახინჯებდა და მათში სულ სხვა შინაარსს დებდა. მაგრამ ეს დაუჯერებლად მეჩვენება.
იტალიურის მცოდნე ნიკიფორე არ შეიძლებოდა არ მიმხვდარიყო, რომ კ. სოფია მის ნათქვამს არასწორად გადასცემდა მსმენელებს. საეჭვოა, რომ თარჯიმანი ამგვარ რისკზე წასულიყო და შეგნებულად დაემახინჯებინა ნიკიფორეს ნათქვამი. მას შემდეგ რაც გავეცანით, კონსტანტინე სოფიას მიერ `თარგმნილ~ თეიმურაზ მეფის წერილსა და სხვა დოკუმენტებს, რომლების თარგმანსა თუ შექმნაში ასევე ნიკიფორეს ხელიც ერია, უეჭველი ხდება, რომ მან შეძლო ნიკიფორეს დარწმუნება, რომ სინამდვილის ამგვარად გაყალბებით სიკეთეს მოუტანდა საქართველოსა და მის მეფეს. ნიკიფორე ასეთ დათმობაზე წავიდა მას შემდეგ, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სიმართლის თქმით საქართველო ესპანეთის ხელისუფლებისათვის სრულიად უინტერესო გახდებოდა.
ქართველ ელჩთან გასაუბრების შემდგომი პერიოდის მასალები ნათელს ხდის, რომ ნიკიფორემ შეძლო ესპანეთის მთავრობა საქართველოსათვის დახმარებისათვის განეწყო. ნიკიფორე ჩოლოყაშვილთან გასაუბრებით კმაყოფილი ფილიპე IV-ის კარისკაცების მიერ `გამოითქვა აზრი, რომ აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ეს შესაძლებლობა მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად საქართველოს მეფესთან~. საელმწიფო საბჭომ განიხილა ნიკიფორეს მიერ კომისიის წინაშე, თავისი მეფის სახელით, გამოთქმული მოსაზრებანი და 1627 წლის 1 სექტემბერს წარდგენილ მოხსენებაში მეფეს ურჩია მის კარისკაცებს შეესწავლათ ქართველი მეფის წინადადებები. გადაწყდა გაერკვიათ რამდენად სწორად ასახავდა ქართველი ელჩის ინფორმაცია მისი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებს. იქვე წამოაყენეს წინადადება ნიკიფორესთან ერთად საქართველოში გაეგზავნათ გამოცდილი ადამიანი, რომელიც შეაგროვებდა ინფორმაციას `აღმოსავლეთზე~. აირჩიეს კიდეც ის ადამიანები ვინც ნიკიფორესთან და თეათინელ მისიონერებთან ერთად საქართველოში წამოვიდოდნენ, გადაწყდა წარგზავნილთა დაფინანსების საკითხიც.
იმავე წლის 22 ოქტომბერის მოხსენებითი ბარათიდან უკვე ჩანს, რომ მეფესთან კონსულტაციის შემდეგ `საბჭომ გადაწყვიტა და ჰგონია, რომ შეიძლება მიიღოს წინადადებები, რომლებიც თქვენს დიდებულებას შესთავაზა იბერიის მეფის სახელით მისმა ელჩმა~.
როგორც ითქვა საქართველოში გასაგზავნი პიროვნებაც შეირჩა `ელჩის (ნიკიფორეს) თანამგზავრად~. ეს იყო ხუან ვისენსიო დე სან ფელიჩე. მეფემ საბჭოს დაავალა იმ ადამიანების შერჩევა, რომლებიც ესპანეთის ელჩს საქართველოში გაჰყვებოდნენ.
1627 წლის 11 ნოემბრის მოხსენებითი ბარათიდან ჩანს, რომ სახელმწიფო საბჭომ გადწყვიტა ნიკიფორე დააჯილდოვოს 2 ათას დუკატად შეფასებული ოქროს ჯაჭვით, ხოლო ესპანეთის ელჩი, საქმის კარგად დამთავრების შემდეგ დააწინაუროს და პრივილეგიებიც მიანიჭოს4. ამის შემდეგ რატომღაც შეიცვალა თავდაპირველი გეგმა ქართველი და ესპანელი ელჩების თანამგზავრობის შესახებ და 1628 წლის 4 იანვარს სახელმწიფო საბჭო მეფეს მოახსენებდა, რომ მისი ბრძანების შესაბამისად ნიკიფორე ირბახს უნდა აცნობონ, რომ მას შეუძლია სამშობლოში დაბრუნდეს. `გარდა ამისა, ხსენებულ დონ ნიკიფორეს სიტყვიერად მოახსენებენ, რომ თქვენი დიდებულება გაგზავნის იბერიაში პიროვნებას წერილით, რომელშიც გამოთქვამს მისი დიდებულება თავის სურვილებს და, რომ (ფილიპე IV-ის წარმომადგენლის) გამგზავრება მოხდება მოსკოვის გავლით; ამ პიროვნებას მიეცემა საშუალება იბერიის მეფესთან გაეცნოს მდგომარეობას, ხსენებული ელჩის (ნიკიფორეს) გამოგზავნაზე და მის მიერ ჩამოტანილ ცნობებზე~.
გაუგებარია რამ გამოიწვია, იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ქართველი და ესპანელი ელჩები სხვადასხვა გზით წასულიყვნენ. შეიძლება ეს მოხდა ნიკიფორეს მიზეზით, რადგან ის აუცილებლად უნდა სწვეოდა პაპს რომში და თავისი მეფის სახელით მასთან მოლაპარაკება გაემართა. Mნიკიფორეს რომში წასვლას მოითხოვდა ესპანეთის სახელმწიფო საბჭოც. მეფე თეიმურაზს პაპისადმი მორჩილება და კათოლიკობა უნდა ეღიარებინა.
1628 წლის 8 იანვარს დონ ხუან დე ვილიელა ნიკიფორე ირბახს სწერდა: `გაეცნო რა მეფე, ჩვენი ბატონი, იბერიის ბატონ მეფის წერილს მისი უდიდებულესობისადმი თქვენი მოწყალების საშუალებით და ასევე წერილებს, რომლებიც თქვენ წარმოადგინეთ იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებმაც თქვენ ამ სასახლეში მოგიყვანათ, მისმა დიდებულებამ ბრძანა გადავცე თქვენს მოწყალებას შემდეგი:
_ რომ მისი დიდებულება უპასუხებს წერილზე, რომელიც თქვენმა მოწყალებამ გადასცა მას ხსენებული ბატონი მეფის სახელით და ბრძანებს ეს წერილი გადასცენ თქვენს მოწყალებას1.
_ რომ მისი დიდებულება სულ მოკლე ხანში გაგზავნის თავის ელჩს, რომელიც საფუძვლიანად განიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც თქვენმა მოწყალებამ აქ წარმოადგინა და, რომ ეს ელჩი გაემგზავრება მოსკოვის გზით.
_ რომ მისი დიდებულება ასევე მისწერს წერილებს ნეაპოლისა და სიცილიის ვიცე მეფეებს, რათა დაგეხმარონ და მფარველობა აღმოუჩინონ თქვენს მოწყალებას იქ ყოფნის დროს2.
_ რომ ეს წერილები დაუყოვნებლივ გადაეცემა თქვენს მოწყალებას, რათა შეძლო გაემგზავროთ, როგორც ეს შესაძლებელი იქნება~.

1. 11 იანვარს უკვე არსებობდა განკარგულება მოემზადებინათ თეიმურაზ მეფისათვის გასაგზავნი წერილის ლათინური თარგმანი, რათა იგი მეფისათვის წარედგინათ ხელმოსაწერად. Aმგვარად 11 იანვარს ჯერ კიდევ არ არსებობდა წერილის ლათინური თარგმანი და ვერც იქნებოდა იგი მზად მეფისათვის ხელის მოსაწერად წარსადგენად.
2. სახელმწიფო საბჭომ მეფეს ურჩია წერილი გაეგზავნა ესპანეთის ელჩისათვის რომში, რათა იმასაც ჯეროვანი ყურადღება გამოეჩინა ნიკიფორეს მიმართ.

ორი დღის შემდეგ, 10 იანვარს ნიკიფორემ სამადლობელო ბარათი გაუგზავნა ხუან დე ვილიელას: `... მისი უდიდებულესობის (ფილიპე IV-ის) მითითებით და თქვენი მოწყალების მოქმედებით, გამომიგზავნეს ყველაფერი ზუსტად1 და რომ თქვენი მოწყალება მატყობინებს, რომ მისი დიდებულება აგზავნის საგანგებო ელჩს მოსკოვის გზით, მე ეს მეჩვენება ძალიან საჭიროდ.
1. ყველაფერში არ იგულისხმება წერილები, როგორც ი. ტაბაღუა ფიქრობდა. არსებობდა 21 იანვრის ბრძანება, რომელსაც ქვემოთ გავეცნობით, რომ ნიკიფორესათვის წერილები უნდა გადაეცათ მოგვიანებით.
ასევე მე ძალიან გახარებული ვარ მისი უდიდებულესობის წერილით რომში მისი ელჩისადმი და ვიქნები ბედნიერი მივიღო მისი უდიდებულესობის წერილი მისი უწმინდესობისადმი ჩემს პიროვნებაზე რეკომენდაციით და, თუ გარდა ამისა არის კიდევ რაიმე განსაკუთრეებული, რაზედაც ლაპარაკია ჩემი მეფის (თეიმურაზ I) მისი უწმინდესობისადმი, ბედნიერი ვიქნები მივიღო მითითებები.
რაც შეეხება წერილებს ნეაპოლისა და სიცილიისათვის, ვევედრები მის დიდებულებას მათ მოკლე შინაარსზე, რათა ჩემი გამგზავრების დაგვიანება იყოს რაც შეიძლება მოკლე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მზადა ვარ გასამგზავრებლად როგორც კი მოისურვებს თქვენი მოწყალება...~
21 იანვარს ხუან დე ვილიელა გრაფ ჰერცოგს მოკლე ბარათით ატყობინებს, რომ ქართველი ელჩისათვის საჩუქრად გადასაცემი ოქროს ჯაჭვი დროულად უნდა მოამზადონ, ხოლო `წერილები, რომლებიც (ნიკიფორემ) უნდა წაიღოს რომში და თავის ბატონთან, მას გადაეცემა უფრო გვიან~.
ფილიპე IV-ის წერილი თეიმურაზ II-ისადმი დათარიღებულია 1628 წლის 31 იანვრით. `ფილიპე IV-ის პასუხი თეიმურაზს. თქვენი ბრწყინვალების წერილიდან, დონ ნიკიფორე ირბახის მიერ გადმოცემული ეპისტოლედან და აგრეთვე მის მიერ სიტყვიერად მოხსენებულიდან ჩანს, თქვენი ბრწყინვალების კეთილი განზრახვები და მათი განხორციელების სურვილი და როგორც ხსენებული დონ ნიკიფორე გეტყვით, მე გამოვთქვი ჩემი განსაკუთრებული კმაყოფილება და თანხმობა და ვთქვი ეს; გარდა ამისა, თქვენი ბრწყინვალება ამასთან დაკავშირებით გამოხატავს თავის მეგობრობას და სურვილს, რომლებსაც ასევე სამართლიანად გამოხატავს ჩვენი ღირსეული და წმიდა განზრახვა და გეგმა, რომლებიც ჩვენ ვიმედოვნებთ შევასრულოთ, ვუყურებთ რა თქვენი ბრწყინვალების სიმამაცეს და სიმტკიცეს, ხოლო ჩემს მხრიდან დაგეხმარებით და მხარს დაგიჭრეთ იმ სახით, როგორც ამას გეტყვით მოკლე ხანში, იქ (საქართველოში) გამოგზავნილი პიროვნება. ამდენად, მე მგონია, რომ ხსენებული დონ ნიკიფორე დაბრუნდება და მოგახსენებთ, თუ რა შევთავაზეთ, როგორი სურვილით იყო იგი ჩემს მიერ მიღებული, როგორც თქვენი ბრწყინვალების მსახური~1
იმავე 31 იანვრით არის დათარიღებული რომში ესპანეთის ელჩის გრაფ დე ონიატესათვის და ნეაპოლისა და სიცილიის ვიცე მეფეებისათვის განკუთვნილი წერილები. მეფე აცნობებდა ონიატეს ნიკიფორეს მადრიდში ჩასვლის მიზანსა და სამეფო განზრახულობაზე გაეგზავნა თავისი ელჩი საქართველოში მოსკოვზე გავლით. `რამდენადაც ხსენებულ დონ ნიკიფორეს განზრახული აქვს ჩაიტანოს მის უწმინდესობასთან (პაპთან) იბერიის მეფის წერილი, ამ სამეფო კარზე (მადრიდში) ყოფნისას მიღებულ პასუხთან დაკავშირებით, მინდოდა თქვენთვის დამევალებინა, რომ ელჩს სურს ესაუბროს მის უწმინდესობას და ემთხვიოს მის წმინდა ფეხებს, გააცნოს მისი საქმე, მიიღოს მისი რჩევა, უჩვენოს გზა და აღმოუჩინოს დახმარება. გარდა ამისა, მას დახმარებას აღმოუჩენს ეს (ესპანეთის) სამეფო კარი; რაც თქვენი მხრიდან მის მიმართ დიდი სამსახური იქნება~.
ფრიად საყურადღებოა, რომ ფილიპე IV-მ ნიკიფორესადმი ყურადღება და მფარველობა დაავალ ნეაპოლისა და სიცილიის ვიცე-მეფეებს. წერილი გამსჭვალულია ქართველი ელჩის მიმართ სითბოთი. მეფე ამბობს: `მე ძალიან მინდა დაგავალოთ თქვენ, როგორც ვამბობ, თუ იგი (ნიკიფორე) იქ (ნეაპოლსა და სიცილიაზე) გაივლის, აუცილებლად აღმოუჩინოთ მას სამსახური, როგორც ჩამოსვლის, ისე იქ ყოფნის დროს, დახმარება და მფარველობა იმ დღეებში; გასცეთYგანკარგულება მას ჰქონდეს ყველა პირობა და კარგი მგზავრობა, თუ ისურვებს სადმე გავლას (როგორც იგი ამას იმსახურებს თავის კარგი მხრიდან, წარმატებით და გონივრულად, როგორც აქ იყო), რაც მის მიმართ თქვენი მხრიდან დიდი სამსახური იქნება~.
ესპანეთის მეფე რომის პაპს წერდა: `დონ ნიკიფორე ირბახი აქ ჩამოვიდა რამდენიმე ხნის წინ, რათა ჩემთვის ეცნობებინა იბერიისა და ქართველების მეფის, მისი ბატონის განზრახვები, რომლებიც მისი ცნობის თანახმად გზას უხსნიან ჩვენი წმიდა რელიგიის გავრცელებას და ზიანს მიაყენებენ დიდ ბატონს (ოსმალეთის სულთანს), საერთო მტერს. გაიგო, რომ მოსკოვის გზით მალე გავგზავნი პიროვნებას, რომელიც წაიღებს ჩემს პასუხს ხსენებულ მეფესთან, მან თქვა, რომ იგი თვითონ წაიღებს ჩემს პასუხს ხსენებულ მეფესთან. მან თქვა, რომ იგი თვითონ წაიღებს წერილს და ითხოვს გამგზავრების წინ მივცე ასევე წერილი თქვენი უწმინდესობასთან წასაღებად, იმავე საკითხზე და კოცნის თქვენს წმიდა ფეხებს.
ამ შემთხვევის გამო წერილს ვწერ გრაფ დე ონიატეს, ჩემს ელჩს, რათა წარუდგინოს თქვენს ნეტარებას ხსენებული დონ ნიკიფორე და დაეხმაროთ მას და გასცეთ განკარგულება მისი საქმის მალე დამთავრებაზე და უკან დაბრუნებაზე. Vევედრები თქვენს უწმინდესობას, მოუსმინოთ მას სიამოვნებით, როგორც ამას იმსახურებს მისი წინადადებები და მისი წმიდა განზრახვა, ვენდობი მშობლიურ სიყვარულს, რომლითაც თქვენი ნეტარება ისმენს და მფარველობს მსგავს საქმეებს და ხელს უწყობს ჩვენი რწმენის დიდ გავრცელებას~.
იმისათვის, რათა ირანი ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაებათ და ამ გზით აელაგმათ მისი ანტიქართული განწყობილება, სავარაუდოა, ნიკიფორეს რჩევით, შედგენილი იქნა ფილიპე IV-ის წერილი შაჰ აბას I-სათვის. წერილში ნათქვამი იყო, რომ მყარდებოდა მეგობრული კავშირი ესპანეთისა და ქართლ-კახეთის მეფეებს შორის. გ. ჟორდანია ფიქრობდა, რომ ნიკიფორეს აზრით, თუ ირანი იმ ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაებმეოდა, რომელშიც ჰეგემონი ესპანეთი იქნებოდა, მიიღწეოდა ქართლ-კახეთის სამეფოს საერთაშორისო აღიარება და ირანი და ქართული სამეფო თანაბარი უფლებებით იქნებოდნენ კოალიციის წევრები, რაც თეიმურაზის სამეფოს ირანის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიდა. არ მგონია, რომ თეიმურაზი და მისი პოლიტიკოსები ამგვარად ფიქრობდნენ. მათი წინაპრების გამოცდილება სულ სხვაგვარ, აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოზე მიუთითებდა.
XVI საუკუნის 80-90 წლებშიც იყო მცდელობა, რომ საქართველო და ირანი თანაბარ პირობებში შეეყვანათ ანტიოსმალურ კოალიციებში, მაგრამ ამგვარ დიპლომატიურ მანევრებს შაჰის კარის გაღიზიანება და საქართველოს მიმართ მტრული აქციების გახშირება მოსდევდა. ალბათ, ამიტომ იყო, რომ თეიმურაზ მეფე ესპანეთის მეფეს სთხოვდა თუ მოლაპარაკებიდან არაფერი გამოვიდოდა, მაშინ ნიკიფორეს ესპანეთში ყოფნა სრულიად საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების წარმატებით დამთავრებისა და ქართულ-ესპანური შეიარაღებული ძალების ერთობლივი მოქმედებების დაწყების შემდეგ თეიმურაზს დასამალი აღარაფერი ექნებოდა.
თეიმურაზ I-ის მეფობის მთელი პერიოდი ეს არის შეუპოვარი, სისხლისმღვრელი ბრძოლა ირანის აგრესიის შესაკავებლად. ამიტომ ქართველი ხელისუფლის მიერ ანტისპარსული კოალიციის შექმნის გეგმის ანტიოსმალურით შეცვალა, კათოლიკური სახელმწიფოების საამებლად, ეს იქნებოდა თვითმკვლელობა. საღ აზრში არ ჯდებოდა გამოსვლა ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელიც თეიმურაზს, ჯერჯერობით, ერთ-ერთ (ერთადერთი თუ არა) მოკავშირედ მიაჩნდა და სინამდვილეში ეს ასეც იყო. ასევე გამორიცხულად მიმაჩნია თეიმურაზის რამენაირი კავშირი სულთნის წინააღმდეგ აჯანყებულ აბაზა ფაშასთან, რომელთანაც შაჰ აბასმა `თავისი ელჩები გაგზავნა... ელჩების პირით შაჰმა აბაზა ფაშას შეუთვალა, რომ იგი, აბაზა ფაშა, შაჰის ხელქვეითი გახდეს და მას, შაჰს, ემსახუროს, თავის მხრივ კი, შაჰი წყალობას მოიღებს.
აბაზა ფაშამ მისივე ელჩების მეშვეობით უპასუხა: თუ მას თურქეთის უსმან სულთანი დიდ ვაზირობას არ უბოძებს, იგი, აბაზა ფაშა, თურქეთის მურად სულთანთან ცარგოროდში არ წავა და შაჰის ქვეშევრდომი გახდება, მის სამსახურში შევა~.
თეიმურაზ მეფის მიერ აჯანყებულთა მიმართ თავშეკავების დადებითად შეფასების შედეგი უნდა იყოს სულთნის მიერ გიორგი სააკაძისათვის მხარის არ დაჭერა, როდესაც მან ქართლში შემოჭრა განიზრახა. ასევე არასწორია თითქოს თეიმურაზ I 1624 წელს კავშირში იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ამბოხებულ ყირიმის ხან მეჰმედ II-სა და მის ძმა შაჰინ გირეისთან, რომელიც ანტიოსმალური კოალიციის შექმნას ცდილობდა. მას მხარს უჭერდა რეჩ პოსპოლიტა, რომლის წარმომადგენელი მოლაპარაკებას აწარმოებდა ქართველი მეფის ელჩთან. ქართველი მეფის სახელი ცნობილი არ არის. მაგრამ ფიქრობენ, რომ ის უნდა ყოფილიყო თეიმურაზ I. `ქართველი მეფე~, რომელიც დიდი ჯარით დახმარებას პირდებოდა ანტიოსმალური კოალიიცის სავარაუდო წევრებს, ჩემი აზრით, შეიძლება ყოფილიყო იმერეთის მეფე ან დასავლეთ საქართველოს რომელიმე მთავარი და არა თეიმურაზ I, რომელიც ამ დროს დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ირანის წინააღმდეგ აჯანყებისათვის დიდი სამზადისი მიმდინარეობდა.
ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, თეიმურაზი ოსმალეთის საწინააღმდეგო მოქმედებაზე თავს შეიკავებდა. მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთს ებრძოდნენ ფარულად თუ დაუფარავად.“
ყოველივე ამაზე ყურადღებას ვამახვილებ იმიტომ, რომ სარწმუნო გავხადო თეიმურაზ მეფის დიპლომატია მიმართული იყო არა ოსმალეთის, არამედ ირანის წინააღმდეგ. Aმაზე მეტყველებს თეიმურაზ I-ის მიერ სპარსელებთან გადახდილი ბრძოლები თუნდაც მხოლოდ 1625 წელს. თეიმურაზ მეფე პროსპარსული ორიენტაციისა ვერ იქნებოდა და ამავე წელს დასავლეთ ევროპაში გაგზავნილ თავის ელჩს შაჰის ინტერესების განხორციელების ამოცანას არ დაუსახავდა.

ნიკიფორე ირბახი რომში
ნიკიფორე ჩოლოყაშვილი, მადრიდში მიღწეული `წარმატებების~ შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნით, რომში მიემგზავრება კათოლიკობის აღიარებისა და პაპისაგან სარეკომენდაციო ბარათის მისაღებად. მას თან მიაქვს თეიმურაზ მეფის წერილი პაპისათვის გადასაცემად. ამ წერილს, ძლიერ დაზიანებულს, ვატიკანის არქივში პირველად მ. თარხნიშვილმა მიაკვლია და მთლიანად გამოაქვეყნა კიდეც1. მოგვიანებით იგივე წერილი გამოაქვეყნა ი, ტაბაღუამ ვატიკანის არქივში არსებულ ლათინურ და იტალიურ თარგმანებთან ერთად. ორიგინალსა და თარგმანებს შორის არის ზოგიერთი სერიოზული განსხვავება. თეიმურაზ მეფის სიგელს მოვიყვან შემოკლებით. იგი პაპ ურბან VIII-ს წერდა: `...მხიარულებით ქრისტეს მიმართ მდგომობით, ღმრთისა მიერ დაცული, ეტლსა მეფობისასა აღსრული, მეფე ქართველთა ღმრთის მოყვარებით ძლიერად მპყრობელი, და შეურყეველად მტერთა მებრძოლი, და ქრისტეს უარის მყოფელთა უებრად მომსრველი თეიმურაზ აღმოსავლით მივსწერ რომს შინა... მერე ესე მოვახსენებთ დიდ[........]ბლსა მაგათსა, რამეთუ ყოველი დამტკიცება ქვეყნისა ზედათა თვით უპყრიეს და რომელთაც [...დაამტკიცებს, აწე მადლმა ქრისტესმან მეფე გუვყვნა და ლოცვითა მაგათითა დამტკიცება ჯერ გიჩნს და სათნო.... სახელსა მაგათსა აღვამაღლებთ. სხუა კვალადი ხელყოფა და მითხრობა ესე არს ჩვენ მიერ: უღვთო (?) ... და ჩუენ ვიბრძვით წელ თორმეტ არს ჩვენ მადლთა თქვენთა და მეოხებითა არა ვყოფთ ნებასა მათსა..... შენთა მცნებისა მდებელთა ვიდებთ და მით სრულ ვყოფთ მოქალაქობასა ჩვენისა ღირსებისასა. ....ბრწყინვალედ აღმოცენებულსა თავსა შევერდებით, რათა თანაშემწეობა ყოს ჩვენი სახელისათვის იესოსა..... ვითარცა იტყვის: ჩვენ ყოველნი ძმანი ვართ და ერთ არს ღმერთი ჩვუენი. ესე ვითარისა ხმისა სმენა ....ნ. და ერთი წიგნი ხელმწიფეს სპანიას ვაახლეთ და ერთი მაგათ მისწერონ, რომ იყვენ და მან სიყვარ (?).... და აქედაღმა ჩვენ, და სახელითა იესოს ქრისტესითა აღვხოცოთ პირისაგან ქვეყნისა, რამეთუ [....] უსჯულო წინაშე ღმრთისა, და ჯერ არს ურთიერთას სიყვარული და თანამწყობა, ვითარცა ......სიყვარული არს ქრისტე იესოისა და სიყვარულითა მისითა მოვსწერეთ საყვარელი ესე ქარტა და ვიგულისხმეთ შესაყვარლება პირველ მოსაყდრობისა მაგათისა. და ესე ჩუენი გულითადი მღვდელ-მონაზონი... ნიკიფორე გვიახლებია ჩვენ მიერად ხილვისა მაგათისა განსაცდელად და ლოცვათა მაგათთა თანა ......რთ მოსახმელად. და ესრეთ მსწრაფლად მოგვენიჭენინ მადლნი მაგათნი, რათა ვიყვნეთ ურთიერთას...... საღმრთოდ მოყვარულნი და მარადის მხსენებელნი უმეტესად კურთხეულისა საყდრისა მაგათისა, და.....სა ჩემისა (?) და წმიდისა სახელისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დაიწერა ეპისტოლე ესე ქრონიკონსა სამას თოთხმეტსა (=1626 წელს.) ნოემბერსა ოცსა ქვეყანასა ქართლისასა, მეფეთ მეფე თეიმურაზ ქართველთა. (ბეჭედი)~.
თეიმურაზ მეფის სიგელში სრულიად გასაგებად ჩამოყალიბებულია მისი პაპთან სათხოვარი.
1. თეიმურაზი I ქართველთ მეფეა და იგი ასეთად სცნოს პაპმა და იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც პაპის ავტორიტეტს აღიარებენ.
2. თორმეტი წელიწადია ვიბრძვით, მაგრამ მათს ნებას არ ვემორჩილებით. ჩვენ უკვე მივწერეთ ესპანეთის ხელმწიფეს და პაპმაც მისწეროს რომ პაპმა და ესპანეთის მეფემ შეუტიონ საქარველოს მტერს.
თეიმურაზი პაპს სთხოვს კათოლიკურმა სახელმწიფოებმა აღიარონ იგი მეფედ და დაეხმარონ მტრისაგან თავდაცვაში. Mმის მიერ პაპისათვის გაგზავნილ ქართულად დაწერილ სიგელში არ ჩანს რომელი მტრის წინააღმდეგ იბრძოდა იგი თორმეტი წლის განმავლობაში, ქართლ-კახეთის მეფე ვისთან ბრძოლაში ითხოვდა დახმარებას. სამაგიეროდ, ქართველებისათვის და ქართველთა საქმით დაინტერესებული პოლიტიკოსებისათვის სრულიად გარკვეული იქნებოდა, რომ 12 წლის განმავლობაში, 1614-1625 წლამდე, ე.ი. სიგელის დაწერის დრომდე, თეიმურაზ მეფე მხოლოდ შაჰ აბას ებრძოდა.
ნიკიფორე ირბახმა სიგელი ვატიკანში მიიტანა. რათა თეიმურაზის სიგელი მღვდელმთავრებისათვის გასაგები ყოფილიყო, საჭირო გახდა მისი თარგმნა ლათინურ და იტალიურ ენებზე. როგორც მადრიდში წარდგენილ თეიმურაზის სიგელში, ამჯერადაც, თარგმანში, ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნი ცვლილება შეიტანეს.
ორიგინალში წერია, რომ ნიკიფორე თეიმურაზის მხოლოდ წარმომადგენელია. თარგმანებში კი ვკითხულობთ: (ლათინურში) `ამ წერილს სუფთად გადაწერილს, გადმოგცემს შენ მღვდელი ნიკიფორე~; (იტალიურში) `ჩვენი ქვეყნიდან თქვენს ნეტარებასთან მოვა მღვდელი ნიკიფორე. ის მოგიტანთ ამ წერილს, ალალ მართლითა და რწფელი გულით დაწერილს~.
მთარგმნელები, სიგელის თარგმანებში, თეიმურაზ მეფეს ათქმევინებენ: (ლათინურში) `ჩვენ საქმე გვაქვს თურქებთან და სპარსელებთან, ხშირად გვიხდება მათთან შეჯახება, მაგრამ ღმერთის დახმარებით არც ერთ მათგანს არ დავემორჩილებით, შენი მორჩილი კი ვიქნებით და შევასრულებთ ყოველივე იმას, რასაც გვიბრძანებ~; (იტალიურში) `ჩვენ ვიმყოფებით თურქებსა და სპარსელებს შორის. განუწყვეტლივ უნდა ვიომოთ მათთან... არ დავემორჩილებით მათ და არც სხვას ვინმეს. Yყველაფერი ის რასაც თქვენი ნეტარება ისურვებს გვიბრძანოს, შევასრულებთ~. როგორც ჩანს, ქართლ-კახეთის სამეფოს მტრებად გამოცხადებულნი არიან თურქები და სპარსელები და მათ მიმართ ტონიც შერბილებულია. ამოგდებულია თეიმურაზის თხოვნა ერთობლივად ებრძოლონ ქართველების მტერს. ქართველები მხოლოდ პაპს დაემორჩილებიან.
დავუბრუნდეთ თეიმურაზ მეფის პაპთან გაგზავნილი სიგელის იმ ადგილს, სადაც აღნიშნულია, რომ `ჩვენ ვიბრძვით წელ თორმეტ არს ჩვენ მადლთა თქვენთა და მეოხებითა არა ვყოფთ ნებასა მათსა..... შენთა მცნებისა მდებელთა ვიდებთ და მით სრულ ვყოფთ მოქალაქობასა ჩვენისა ღირსებისასა~. მასში რომ მხოლოდ სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაზეა მინიშნება, ამის ახსნაში დაგვეხმარება თეიმურაზის მიერ ესპანეთის მეფესთან გაგზავნილი სიგელის შემდეგი ადგილი: `უსჯულო იგი პერსი შაჰაბას ვირკინებით ბრძოლითა სასიკუდინოთა... ეგენი (ესპანელების და პაპის ჯარი) მოეტივნენ სპარსთა (ირანის ყურიდან) და აქათ ჩვენ (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) უყოთ დევნა ძლიერი და აღვხოცოთ იგი პირისაგან ქუეყნისა ყოვლად უღმრთო იგი საძაგელი~.
იგივე თხოვნა გაისმის იერუსალიმის პატრიარქის თეოფანისის წერილში ფილიპე IV-ისადმი: `გთხოვს რა (თეიმურაზ) დახმარებას, რადგან იგი სპარსელისაგან მრავალმხრივ შევიწროებულია~.
ამგვარად, თეიმურაზ I ესპანეთის მეფეს და რომის პაპს მხოლოდ ირანის წინააღმდეგ დახმარებას სთხოვდა.
* * *
ნიკიფორე რომში ცივად მიიღეს, რის შესახებაც პიეტრო დელა ვალესგან უკვე ვიცით. ვატიკანში ნიკიფორეს მიმართ, როგორც თეიმურაზ I-ის ელჩისადმი სიფრთხილის გამოჩენის და ცივი დამოკიდებულების გამომჟღავნების მთავარი მიზეზი მისი აღმსარებლობა უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად, ნიკიფორეს საქმესთან დაკავშირებით შედგენილ მოხსენებაში, გამოითქვა მოკრძალებული სურვილი, რომ ნიკიფორეს `არ უნდა გაკვირვებოდა თუ სამოციქულო ტახტი მოისურვებს, მან წარმოსთქვას თავისი რწმენის ფორმულა, მანამდე ვიდრე ვატიკანში მისი წინადადებების განხილვას შეუდგებოდნენ. ქართველების შესახებ ჩანაწერებში, რომლებიც ინახება წმ. კონგრეგაციის არქივში, არაფერია ნათქვამი ქართველების ცდომილებაზე, პირიქით, ისინი გამოყვანილნი არიან, როგორც სამოციქულო ტახტისა და პაპის ძალიან ერთგულნი~. როგორც სავარაუდოა, მოხსენებაში აღნიშნული საეჭვოდ ჩათვალეს და 1628 წ. 21 ივლისის დოკუმენტში უკვე პირდაპირ არის მითითებული ნიკიფორე ირბახის კათოლიკობაზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. ქართველ ელჩს ისეთი რწმენის ფორმულა უნდა წარმოეთქვა, რომელშიც იგი პირდაპირ იტყოდა ქართველთა სარწმუნეობრივი დაბნეულობის შესახებ.
რადგან ევროპაში მოგზაურობისას ნიკიფორეს მოიხსენიებდნენ როგორც წმ. ბასილის მოწესეს1, ამიტომ ფიქრობენ, რომ მან ეს აღმსარებლობა რომში სწავლის პერიოდში მიიღო. Bასილიანობა კათოლიკურ ქვეყნებში გაგებული იყო, როგორც რომაული კათოლიკობა და ასეთი აღმსრებლობის ადამიანის მიმართ, რელიგიური თვალსაზრისით, იქ არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ. ამიტომ საოცარია, რომ ნიკიფორე თუ მართლა ბასილანთა ორდენს ეკუთვნოდა, მაშინ მადრიდსა და რომში რატომღა სთხოვდნენ კათოლიკობის აღიარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვ ქვეშ დგება, რომ რომის ბერძნულ სკოლაში, თუ იგი იქ მართლა სწავლობდა, თუ იქ ბერად აღიკვეცა, თუ ბასილიანელობა იქვე აღიარა და ნიკიფორე დაირქვა, მაშინ დაჟინებით რატომ მოსთხოვეს კათოლიკობის აღიარება? ბასილიანელები ხომ უმთავრეს კათოლიკურ პოსტულატებს (პაპის პრიმატს და ფილიოკვეს) აღიარებდნენ. Nიკიფორეს ბიოგრაფიის ამ მომენტების ასახსნელად სარწმუნო საბუთები მკვლევრებმა რომში ვერ ნახეს1. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიის ისეთ მნიშვნელოვან დეტალს როგორიც მისი რწმენა იყო, არ აღნიშნავენ ის ადამიანები, ვინც მას პირადად იცნობდნენ და მისი დახასიათებებიც დაგვიტოვეს. ამიტომ, შეიძლება დავუშვათ ორი პირობა: 1. ნიკიფორე რომში მივიდა როგორც ბასილიანელი, 2. ნიკიფორე რომში მივიდა როგორც მართლმადიდებელი.

1. ბასილიანელთა მიმდინარეობა დააფუძნა ბერძენმა საეკლესიო მოღვაწემ ბასილი დიდმა კესარიელმა 330-379 წწ. ორდენი კი დაარსდა 1579 წ. 1 ნოემბერს. ეს იყო ერთადერთი ორდენი, რომელიც იღვწოდა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების შეერთებისათვის. ბასილიანელები თითქმის ყველაფერში იცავდნენ აღმოსავლური ეკლესიის პრინციპებს, ხელმძღვანელობდნენ ნიკეის კრების სიმბოლოთი, ჩაცმულობით, ღვთისმსახურების ყველა დეტალით, რელიგიური საიდუმლოებისა და მარხვის დაცვით მთლიანად ეყრდნობოდნენ აღმოსავლური ეკლესიის ტრადიციებსა და წესდებას. ამასთანავე, ბასილიანელთა ორდენის მესვეურები მოითხოვდნენ, ორდენის ახალ წევრს აღმოსავლურ ღვთისმსახურებასთან ერთად ეღიარებინა რომის პაპი და ნიკეის სიმბოლოსათვის დაემატებინა, რომ სულიწმიდა გამოდის არა მარტო მამისაგან, არამედ `ძისაგანაც~. ბასილიანელთა ორდენის წევრი ყველა ნიშნის მიხედვით, სამოსით, ღვთისმსახურების შესრულებისა და მარხვის დაცვით მართლმადიდებლური ეკლესიის წევრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხოლო ის ფაქტი, რომ ის პაპს აღიარებდა, იცოდა თვითონ მან და ორდენის ხელმძღვანელმა, გარეშე მორწმუნეთათვის ეს შეუმჩნეველი რჩებოდა.
ნიკიფორემ, შეიძლება, ბასილიანობა აღიარა ევროპაში გამგზავრების წინ (ნიკიფორე ბასილიანელად გაეცნო მესინაში საქართველოსკენ მომავალ კათოლიკე მისიონერებს) მოჩვენებით, რასაც მას ესპანეთსა და რომში ამჩნევდნენ (მაგრამ ნათლად გამოჩნდა მისი რომიდან წამოსვლისა და საქართველოსა და იერუსალიმში საქმიანობის დროს) და, ალბათ, ამის გამო მას ამ ორდენის წევრობა არ დაუჯერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რომში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ნიკიფორეს ბასილიანელობა. ნიკიფორე რომში მიიღეს, როგორც მართლმადიდებელი ქართველი და მის მიმართ წაყენებულ პრეტენზიას, რომ მას ჯერ კათოლიკობა უნდა ეღიარებინა და ამის შემდეგ მოხდებოდა მისი პაპთან აუდიენციაზე დაშვება და მოლაპარაკების დაწყება, შესაბამისი ახსნაც მოუძებნეს: `ქართველებმა, რომლებიც შორს იყვნენ სამოციქულო წმ. ტახტიდან, ბერძნების თითქმის ყველა დაბნეულობა და ზოგიერთი ცრუმორწმუნეობა შეითვისეს.
ანტიოქიის პატრიარქმა კი მათ სქიზმა დაუნერგა... ამრიგად, არ უნდა გაგვიკვირგეს, რომ ახლანდელი მეფის _ თეოფილეს ელჩს _ ბატონ ნიკიფორეს, სამოციქულო ტახტმა მოთხოვა სარწმუნოების (კათოლიკობის) აღიარება, ვიდრე შეთავაზებული მოლაპარაკება დაიწყებოდა~. წერილის ტონი ისეთია, რომ მისი ავტორი ვიღაცის წინაშე ცდილობდა გაემართლებინა პაპის კურიის მიერ ნიკიფორესადმი წაყენებული პრეტენზიის საფუძვლიანობა. ნიკიფორე რომში, ხანგრძლივი თავშეკავების მიუხედავად, ბოლოს იძულებული გახდა ეღიარებინა კათოლიკური რწმენა და დაეგმო ქართველთა ცდომილება. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ამ ნაბიჯს გ. აკოფაშვილი შემდეგნაირად ხსნის და აფასებს: `შემოთავაზებულ წინადადებას, კათოლიკური სარწმუნოების მიღებას, ნიკოლოზი, როგორც ჩანს, შედარებით ადვილად დაყაბულდა. შინაგანად ის უკვე მომზადებული იყო ამისათვის, რომში გატარებული სიყმაწვილისა და ჭაბუკობის წლებს, მთელ 13 წელს სწავლა-განათლებისა, უკვალოდ არ ჩაუვლია. რომში ცხოვრებას, ევროპული პროგრესული კულტურისადმი, ზნე-ჩვეულებებისა და განათლებისადმი ღრმა სიმპათიები ჩაუნერგავს მის გულში. ხოლო იმდროინდელი ევროპული კულტურის გამოხატულება, კათოლიკური სარწმუნოება ხომ იგივე ქრისტიანული სარწმუნოება იყო და ამდენად ნიკოლოზს მართლმადიდებლობის დატოვება და კათოლიკობის მიღება არსებითად სარწმუნოებრივ ღალატად არ ჩაეთვლებოდა. და, რაც მთავარია, ნიკოლოზი უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსი იყო, პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც თავის ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის დაუღალავად იღწვოდა და რაკი მისი პოლიტიკური მისიის წარმატებების ინტერესები მოითხოვდნენ ამ ნაბიჯს, ნიკოლოზიც მზად აღმოჩნდა გადაედგა ის. ქართველი ელჩი დათმობაზე წავიდა და დიპლომატიური მოსაზრებით მიიღო პაპის მიერ შემოთავაზებული კათოლიკობა~.
არ ვიცით ნიკიფორემ როდის აღიარა კათოლიკობა, მაგრამ ის კი ცნობილია, როგორი სიფრთხილით მოეკიდნენ კარდინალები მის `აღიარებას~. ვინმე პაოლოს, ფეხშიშველა კარმელიტს, დაევალა შეემოწმებინა, რამდენად სიმართლეს შეეფერებოდა ის, რაც ნიკიფორემ ქართველთა რელიგიის შესახებ განაცხადა.
ნიკიფორე ჩოლოყაშვილის მიერ რომში სარწმუნოების შეცვლას თითქმის ისევე აფასებს გ. ჟორდანია, როგორც გ. აკოფაშვილი და ფიქრობს, რომ `ნიკიფორეს ამ ნაბიჯს უადვილებდა ის გარემოება, რომ იგი პირველ რიგში პოლიტიკოსი და დიპლომატი იყო (თავისი დასკვნების ამ ნაწილში გ. აკოფაშვილი, ვფიქრობთ სრულიად მართალია); მაღალი საეკლესიო წოდების მიუხედავად, მისთვის კონფესიურ საკითხებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა, და ის მზად იყო ისინი პატრიოტული ინტერესებისათვის შეეწირა, მით უმეტეს, თუ ამას მოითხოვდა მისი დიპლომატიური მისია, რომელიც უნდა გამოსდგომოდა მის მხურვალედ საყვარელ სამშობლოს~.
ნიკიფორეს მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა, ვფიქრობ, საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. ის უპირველესყოვლისა სასულიერო მოღვაწე იყო და როდესაც მისთვის ნათელი გახდა, რომ მისგან ასეთი მსხვერპლის გაღებას აზრი არ ჰქონდა, მაშინვე დაუბრუნდა თავის ადრინდელ მდგომარეობას. `ნიკიფორე იყო კარგი მღვდელი, მაგრამ საეჭვოა, რომ ის იყო კარგი ელჩი~ _ ეს სიტყვები მ. თარხნიშვილს ეკუთვნის.
ვერ დავეთანხმები გ. აკოფაშვილს თითქოს ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ნიკიფორე სარწმუნოების შეცვლას იოლად დაყაბულდა. ცნობილი წყაროები სრულიად საწინააღმდეგოს აღნიშნავენ.
საყურადღებოა ისიც, რომ ნიკიფორე მთელი სიცოცხლის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა რომში ქართველთა ცდომილების აღიარებას და, როგორც სავარაუდოა, საქართველოში დაბრუნებულმა თეიმურაზ მეფესაც კი არ გაუმხილა ამის შესახებ. ნიკიფორეს ეს საიდუმლო იცოდნენ საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებმა, მაგრამ ისინი არ ამხელდნენ. საქართველოში მისიონერების გამომგზავნი და მათი საქმიანობის ორგანიზატორი პიეტრო დელა ვალე, გორის მისიის ხელმძღვანელს, დონ პიეტრო ავიტაბილეს აფრთხილებდა: `შესაძლებელია თვითონ ნიკიფორესაც არ სურს, რომ ეს (კათოლიკობის აღიარება) ცნობილი გახდეს მისი თანამემამულეებისათვის~. Mისიონერებმა კარგად იცოდნენ ქართველი მართლმადიდებლების დამოკიდებულება რწმენის შეცვლისადმი. საქართველოს ეკლესიის მესვეურნი, პოლიტიკური წრეები ინფორმირებულნი იქნებოდნენ იერუსალიმში ქართველებსა და კათოლიკებს შორის არსებულ საუკუნოვან დაპირისპირებაზეც, რაც მისიონერებისადმი არასასურველი განწყობილების ფორმირებას გამოიწვევდა.
მკვლევრები უმთავრესად ყურადღებას ამახვილებენ პაპისა და ნიკიფორეს შეხვედრის პოლიტიკურ და რელიგიურ ასპექტებზე. მაგრამ, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნიკიფორეს ვატიკანში შეაყოვნებდნენ მანამდე ვიდრე, შეძლებისდაგვარად, არ მოიპოვებდნენ ინფორმაციას საქართველოს შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე, თეიმურაზ I-ის შესაძლებლობებსა და გავლენაზე და, რაც მთავარია, იყო თუ არა ნიკიფორე ნამდვილად ქართველი მეფის წარგზავნილი და რას წარმოადგენდა იგი. ყოვლივე ამის დადგენის შემდეგ, როგორც მ. თარხნიშვილი აღნიშნავდა, `პაპმა კრება მოახდინა 27 ივლისს 1628 წ. ყველა ამ საკითხის გადასაწყვეტად~.
ნიკიფორეს მიერ კათოლიკობის აღიარებისა და ამის გამო მისადმი პაპის განწყობილების შეცვლის შემდეგ, რომში ქართველი ელჩის მიმართ ინტერესი გაიზარდა. იგი თბილად მიიღო თეატრინელთა ორდენის ხელმძღვანელმა ფილო მარია გუადანიომ. თეატინელთა ხელმძღვანელობა ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ დესპანის ღირსეული მიღება ხელსაყრელი იქნებოდა საქართველოში ამ ორდენის წევრების მოღვაწეობისათვის. `მან გასცა განკარგულება, რომ ყველა იმ სახლში, რომელიც ჩვენს ორდენს ეკუთვნოდა, ელჩისათვის აღმოეჩინათ გულითადი მიღება და მოპყრობოდნენ მას, როგორც საპატიო სტუმარს~ _ წერდა ბ. ფერო. რომში პაპთან და სხვა მაღალ იერარქებთან მოლაპარაკების დროს ნიკიფორეს თეიმურაზის სახელით მოუთხოვია: 1. Pაპს თეიმურაზისათვის ეპასუხა წერილზე და მას დაედასტურებინა, რომ თეიმურაზს სცნობდა კანონიერ მეფედ; 2. პაპმა ქართლ-კახეთის მეფეს გაუგზავნოს შენდობა და მიიღოს იგი რომაული ეკლესიის წიაღში, როგორც კათოლიკე მეფე; 3. პაპმა რეკომენდაცია გაუწიოს ქართველ მეფეს ესპანეთის მეფის წინაშე, როგორც თავის შვილს; 4. პაპი სარეკომენდაციო წერილებს გაუგზავნის ნეაპოლის მეფის ნაცვალს, იმპერატორსა და რეჩ პოსპოლიტის მეფეს ნიკიფორეს შესახებ და ამ უკანასკნელს მისცემს საერთო პასპორტს.
იმის გამო, რომ თეიმურაზ I-ს კათოლიკობა ჯერ კიდევ არ უღიარებია, პაპს არ შეეძლო ნიკიფორეს ყველა მოთხოვნაზე ზუსტი პასუხი გაეცა. როცა თეიმურაზ მეფე პაპის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, ისიც, თავის მხრივ, მას, როგორც კათოლიკე მეფეს, მის სამეფოს დაუმტკიცებდა.
იმისათვის, რათა რომში დაეკმაყოფილებინათ თეიმურაზ I-ის მოთხოვნები, იქაურ პოლიტიკოსებს საკმარისად არ მიაჩნდათ მხოლოდ ნიკიფორე ირბახის გაკათოლიკება, ისინი თვით მეფის გაკათოლიკებას მოითხოვდნენ. კონგრეგაციის სხდომაზე განიხილეს სპეციალურად შედგენილი „მდივან ინგოლის მოსაზრებები ქართველი ელჩის მოთხოვნებზე~, რომელთა არსი, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობდა თეიმურაზ მეფის, მისთვის გაგზავნილი სპეციალური კათოლიკური ლიტერატურით `განათლებაში~. ე.ი. თეიმურაზ მეფე, რომ ფლორენციის მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებათა საფუძველზე რომის წმინდა ტახტს შეერთებოდა, ელჩისათვის უნდა გაეტანებინათ წმინდა სამოციქულო ტახტის მიერ აღიარებული საეკლესიო კრებების დაბეჭდილი `აქტები~, რომლებსაც მეფე და მის იერარქები გაეცნობოდნენ. ნიკიფორე ირბახისათვის შედგენილი იქნა სპეციალური ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მას, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კათოლციზმის სასარგებლოდ უნდა ემოქმედა.
როგორც ჩანს, ნიკიფორესთვის რომში, ისევე, როგორც მადრიდში, აქტუალური იყო თეიმურაზის ელჩის რანგში მისი აღირება და შესაფერისად მოპყრობა. 1628 წლის 22 აგვისტოს წმ. Kონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს სხდომაზე მიიღეს `ზოგიერთი გადაწყვეტილება იბერიის ელჩის ნიკიფორე ირბახის (იტალიაში) მოგზაურობის შესახებ~. სხდომის ოქმის 26-ე პარაგრაფში ნათქვამია: `ბოლოს და ბოლოს იბერიის მეფის ელჩის ნიკიფორეს თხოვნით, წმ. Kონგრეგაციამ დაადგინა: პირველი _ შესაძლებლად ჩათვალა გაეგზავნოს წერილი ნეაპოლის ვიცე-მეფეს, ნეაპოლის სამეფოში პაპის ნუნციოს საშუალებით, ნიკიფორეს საქმეების შედარებით იოლად მოგვარების შესახებ; მეორე, ეს წერილი გაეგზავნოს ხსენებულ ნუნციოს ინსტრუქციასთან ერთად, რომელშიც მიეთითოს, რომ ხსენებული ელჩის პიროვნების დადასტურებისათვის მოხსენდეს ვიცემეფეს, რომ ბატონი ნიკიფორე მიღებულ იქნა ესპანეთის კათოლიკე მეფის მიერ, როგორც იბერიის მეფის ელჩი, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა მისი უდიდებულესობის ხარჯზე...~
წმ. კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდემ რომში მისდა უნებურად შეყოვნებული ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ყოფნით ისარგებლა და თავისი მისიონერებისათვის სასარგებლო საქმის მოგვარება განიზრახა.
* * *
კათოლიკე მისიონერებს სხვადასხვა ქვეყნებში სერიოზულად ეშლებოდათ ხელი ადგილობრივი მოსახლეობის ენის უცოდინრობის გამო. ამ პრობლემის უარყოფით შედეგს ხშირად აღნიშნავდნენ საქართველოში მოღვაწე მისიონერებიც. მათმა მოხშირებულმა ვიზიტებმა საქართველოში და მისიონერთა რიცხვის ზრდის პერსპექტივამ დღის წესრიგში დააყენა მისიონერთა საქმიანობისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის გაიოლების მიზნით, შესაბამისი ლიტერატურის შექმნა. პროპაგანდა ფიდეს ხელმძღვანელობას თავისი მისიონერებისათვის ქართულ-იტალიური ლექსიკონის და, საერთოდ ქართული წიგნის ბეჭდვის აუცილებლობა დაანახვათ ნიკიფორე ირბახის მიერ რომში ჩატანილმა თეიმურაზ მეფის წერილმა. ამასთან დაკავშირებით, ვატიკანის სტამბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აკილე ვენერიო პაპ ურბან VIII- სადმი (1623-1644) `მიძღვნაში~ `ქართულიტალიური ლექსიკონის~ შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს: ნიკიფორე ირაბხმა, რომ ქართველი მეფის წერილი ჩამოგიტანათ, ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გაარჩია და ამიტომ გადავწყვიტეთ სხვა შრიფტებთან ერთად გავაკეთოთ ეს დახვეწილი ულამაზესი შრიფტიც. იქვე აღნიშნულია ნიკიფორეს როლი და დამსხურებაც ამ დიდებულ საქმეში: `მას შემდეგ რაც პადრე ნიკიფორემ რომში ყოფნისას გაგვაცნო (ქართული) ალფავიტი და მრავალი ათასი ქართული სიტყვა _ მისიონერთა სასარგებლოდ, რომლებიც გაიგზავნებოდნენ და გაიგზავნებიან საქართველოში, საბოლოოდ დაიბეჭდა ალფავიტი და დავითნი ამ ლექსიკონთან ერთად~. საინტერსოა, რომ ნიკიფორეს მიერ შეთავაზებული მრავალი ათასი ქართული სიტყვიდან სტეფანო პაოლინის მხოლოდ ყველაზე უფრო სახმარი სიტყვები შეურჩევია. აკილე ვენერიო იქვე იმედს გამოსთქვამს, რომ ალფავიტი და ლექსიკონი ბრწყინვალედ მოემსახურება მისიონერებს მოთხოვნილების მიხედვით.
ჯ. ვათეიშვილის მიერ ვატიკანის `სამოციქულო ბიბლიოთეკაში~ მოძიებული დოკუმენტებითა და მისი გამოკვლევით, დადგინდა, რომ ნიკიფორე ირბახის ავტორობით რომში ქართულად დაიბეჭდა კიდევ ერთი, არა ორიგინალური ნაწარმოები, არამედ ლათუნურიდან ქართულად თარგმნილი ერთფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი მიძღვნილი ღვთისმსობლისადმი _ `ლაუტერანული ლიტანია~ (ლოცვამ სახელწოდება მიიღო იტალიის ქალაქ ლორეტოდან).
ამგვარად, მისიონერთა წარმატებული საქმიანობით დაინტერესებულმა `წმ. კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს~ ხელმძვანელებმა ხელსაყრელად ჩათვალეს ნიკიფორეს რომში ხანგრძლივად ყოფნა (1628 წ. იანვრის დასასრული _ სექტემბრის შუა რიცხვები), რომლისგანაც შეიძლებოდა კონსულტაციების მიღება ლექსიკონის შედგენისას და მცირე დროში წიგნი გამოსაცემად მოამზადეს. ამის გამო იყო მ. თამარაშვილი რომ წერდა: `მისი რომაში დიდხანს დარჩენა უნაყოფო როდი ყოფილა. გარდა იმ საქმისა, რისთვისაც იყო მისული, დიდად ხელი შეუწყო შედგენას ქართულ-იტალიურის ლექსიკონისას, რომელიც დაიბეჭდა რომაში 1629 წ. საკმაოდ შეისწავლა იტალიური და მასთანვე ცოტა ქართული ასწავლა სტეფანე პაოლინის, რომალმაც ნიკიფორესთან ერთად შრომა მიიღო იმ ლექსიკონის გამოცემისათვის. Nიკიფორემ დიდი მონაწილეობა მიიღო აგრეთვე რომაში ქართული სტამბის დაარსების საქმეში. პაპს და კარდინალებს კარგად გააცნო საქართველო და მოუთხრა თეიმურაზ მეფის თავგადასავალი~.
სტეფანო პაოლინის მიერ 1629 წელს რომში შედგენილი პირველი ქართული წიგნის – ქართულ-იტალიური ლექსიკონის სატიტულოზე სათანადოდ აღნიშნულია ნიკიფორეს წვლილი. ნათქვამია, რომ სტეფანო პაოლინის ლექსიკონის შედგენაში ეხმარებოდა ქართველი ნიჩეფორო ირბახი, წმ. ბასილის ბერი. წიგნი დაიბეჭდა წმინდა პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის სტამბაში, მისიონერების სასარგებლოდ. პაოლინის წიგნის სატიტულოში ნათქვამი არ არის, მაგრამ პიეტრო დელა ვალე გვამცნობს, რომ ნიკიფორეს `მეშვეობით და დახმარებით გამზადებულ იქნა ქართული შრიფტი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო წიგნის დაბეჭდვა~.
რომში ქართული წიგნის შედგენასა, გამოცემასა და მასში ნიკიფორე ირბახის მონაწილეობას, პიეტრო დელა ვალე დონ პიეტრო ავიტაბილესათვის საქართველოში გაგზავნილ წერილში შემდეგნაირ შეფასებას აძლევდა: `ბატონ ნიკიფორეს აქ ყოფნის დროს, მისი მეშვეობით და დახმარებით გამზადებულ იქნა ქართული შრიფტი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო წიგნის დაბეჭდვა. ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად გაკეთდა. გარდა ამისა, გაკეთდა პატარა ლექსიკონი ამ ენის ანბანით სხვა ზოგიერთ საკითხზე, რომლებიც ქრისტიანულ დოქტრინას შეეხებოდა. იგი შეიცავდა ძირითად ლოცვებს, წმინდა ზიარებას და მათს მსგავს საკითხებს. ისინი ყველა დაიბეჭდა ქართული ენაზე. როდესაც ბერები თქვენთან ჩამოვლენ, არ დაავიწყდეთ თან წამოუღონ თქვენს მეურვეობას ბევრი წიგნი. სიტყვანი საკმაოდ პატარაა და ამიტომ მით უფრო არ შეიძლება არ იყოს უზუსტო და არ შეიცავდეს შეცდომებს. მაგრამ ეს ხომ პირველი გამოცემაა ქართული ენაზე. მით უფრო იმათ ვინც იგი გამოსაცემად მოამზადა, ე. ი. Bატონმა დონ ნიკიფორემ, მბეჭდავმა და ბერძენმა მთარგმნელმა სამივემ კარგად არ იცოდნენ ქართული ენა. მაგრამ დასაწყისისათვის ესეც საკმაოდ კარგია. თუ ამ წიგნს სამშობლოში გაგზავნიან, იქ შეუძლიათ ისინი უკეთ შეამოწმონ, გაასწორონ, შეავსონ და მოამზადონ უფრო სრულყოფილად ხელახლა გამოსაცემად~.
რა თქმა უნდა, დელა ვალეს წერილი ძალიან საინტერესოა რომში ქართული წიგნის გამოცემის ისტორიის შესასწავლად, მაგრამ გაოცებას იწვევს მისი ერთი წინადადება; `იმათ, ვინც იგი გამოსაცემად მოამზადა, ე. ი. ბატონმა დონ ნიკიფორემ, მბეჭდავმა და ბერძენმა მთარგმნელმა სამივემ კარგად არ იცოდნენ ქართული ენა~, ამიტომ არის წიგნში უზუსტობანიო – ამას წერს დელა ვალე. ამას წერს კაცი, რომელიც პირადად კარგად იცნობდა ნიკიფორეს. ეს ცნობა იმიტომაცაა საკვირველი, რომ ნიკიფორე ჩოლოყაშვილი, თანამედროვეების გადმოცემით იყო პოლიგლოტი, შესანიშნავი ორატორი და როგორ დავიჯეროთ, რომ მან მშობლიური ქართული ჯეროვნად არ იცოდა. წიგნის ნაკლი, რაც მას მართლაც ახასიათებს, მკვლევრებმა სხვადასხვაგვარად ახსნეს: პ. გუგუშვილი ფიქრობდა, რომ ნიკიფორე `ლექსიკონის ბეჭდვის დროს, რათა კორექტურა გაესწორებია, და, იქნებ, თვით საბოლოო ტექსტის სასტამბოდ მომზადების დროსაც, რომში უკვე აღარ იყო... და, ამგვარად, ლექსიკონში დაშვებული შეცდომები და დამახინჯებანი ნაკლებად გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ ნიკიფორე ირბახმა ქართული არ იცოდა და რომ მაშასადამე, ის ვითომ ბერძენი იყო~. ი. ტაბაღუას აზრით, ლექსიკონში არსებული მრავალრიცხოვანი შეცდომების არსებობა, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ნიკიფორეს, თავისი უმთავრესი დავალების შესრულება, ე. ი. დიპლომატიური საქმიანობა, დიდ დროს ართმევდა და იგი აქტიურად ვერ მონაწილეობდა ლექსიკონის შედგენაში.
არნ. ჩიქობავას ვარაუდით, ლექსიკონზე მუშაობისას სტ. პაოლინი, რომელიღაც სიტყვანს მიჰყვებოდა, ქართულ სიტყვებს კი ნიკიფორესაგან ისმენდა და ხან იტალიური ტრანსკრიფციით, ხან ქართული ასოებით იწერდა, ხოლო როცა ლექსიკონი ქართულ ანბანზე გააწყო, ნიკიფორე რომში აღარ იმყოფებოდა. თ. უთურგაიძე კი ფიქრობს, რომ `შეცდომები თვით ლექსიკონში შედეგია ქართულ ასოთა აღრევისა, რაც იმას უნდა დავაბრალოთ, რომ სტ. პაოლინი ლექსიკონზე მუშაობის ბოლო მომენტში მოკლებული იყო ქართული ბგერების მოსმენის საშუალებას და ნ. ირბაკის მხრივ ქართულ სიტყვათა მართლწერის კონტროლსაც~. აღნიშნული მოსაზრებები გასაზიარებელია, მაგრამ ვფიქრობ, ნიკიფორე, შეგნებულად არიდებდა თავს ლექსიკონზე მუშაობას, რის დასაბუთებასაც ქვემოთ შევეცდები. მანამადე კი, მოკლედ ვიტყვი მართლმადიდებელ ქვეყნებში წიგნის ბეჭდვის დაწყების რელიგიურ და პოლიტიკურ ასპექტებზე.
მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის დაპირისპირებისას ნაბეჭდმა წიგნმა განსაკუთრებული რელიგიური და პოლიტიკური იარაღის დატვრთვა მიიღო. კათოლიკურმა ეკლესიამ და მისმა სხვადასხვა მიმდინარეობებმა, თავიანთი ეკონომიკური და ტექნიკური უპირატესობის შედეგად, ბეჭდვური წიგნის გავრცელებას ფართო მასშტაბი შესძინეს და აღმოსავლეთში თავიანთი იდეების გავრცელებისათვის იყენებდნენ. აღმოსავლეთის საპატრიარქოები ცდილობდნენ იგივე იარაღით შებრძოლებოდნენ კათოლიციზმს, მაგრამ ამის გაკეთება იოლი საქმე არ იყო. ისინი ძირითადად ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყვნენ და სულთნის, მისი კარისკაცებისა და მოხელეების მკაცრ მეთვალყურეობას განიცდიდნენ. ოსმალეთის მთავრობა წიგნის ბეჭდვას მართლმადიდებლურ ქვეყნებში ეჭვის თვალით უყურებდა და მიაჩნდათ, რომ წიგნის საშუალებით მართლმადიდებელი ეკლესია, მეცნიერები და მწერლები ანტიოსმალურ პროპაგანდას გასწევდნენ.
ჯერ კიდევ XVII ს. პირველ ნახევარში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კირილე ლუკარისმა კონსტანტინოპოლში დააარსა საპატრიარქოს სტამბა. იეზუიტებისაგან წაქეზებულმა თურქებმა სტამბა მთლიანად გაანადგურეს. ამის შემდეგ ოსმალეთის სახელმწიფოში ბერძნული სტამბა დიდხანს აღარ იყო. მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოს II-მ შეძლო იერუსალიმის საპატრიარქოს სტამბის დაარსება, მაგრამ არა იერუსალიმში ან კონსტანტინოპოპლში, არამედ მოლდავეთის ქალაქ იასში 1682 წელს. ის ასევე ცდილობდა სასტამბო საქმე აღორძნებულიყო სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში. დოსითეოსი ერთსა და იმავე დროს იყო სხვადასხვა ავტორების თხზულებათა მთარგმნელი, კომენტატორი და გამომცემელი. მის მიერ გამოცემული სხვადასხვა ავტორების წიგნებსა და მის ორიგინალურ თხზულებებში მოცემული იყო კათოლიციზმის და მისი ცნობილი მოღვაწეების თხზულებათა კრიტიკა.
XVII ს. 80-იან წლებში, როგორც წყაროებიდან ჩანს, პატრი არქ დოსითეოსსა და ქართლის სამეფოს მოღვაწეებს გადაუწყვეტიათ ქართული წიგნის ბეჭდვა, მაგრამ როგორც საფიქრებელია, არა საქართველოში, სადაც ამ დიდი საქმის განხორციელებისათვის შესაფერისი პირობები არ იყო, არამედ მის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არ არის კონკრეტულად სად. მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ იდეამ ხორცი ვერ შეისხა.
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემას მაღალი შეფასება მისცა კ. კეკელიძემ, რომელიც 1935 წ. წერდა: `პირველი წიგნი ქართულად... 1629 წელს დაიბეჭდა. ვფიქრობთ, ყველასათვის ნათელია, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზოგადად ქართული კულტურის და კერძოდ მწერლობის განვითარებისათვის ქართული სტამბის დაარსებას, რომელსაც 1929 წელს სამასი წლის თავი შეუსრულდა: ის გახდა ქვაკუთხედად ქართული კულტურის რენესანსისა, რომელიც მე-17 საუკუნიდან იწყება. ამასთან დაკავშირებით საყურადღებო ხდება ვინაობა აღნიშნული წამოწყების ინიციატორისა საქართველოში. ამიტომ ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს დაკითხულ იქნეს Dყველა დღესდღეობით ცნობილი დოკუმენტი, რათა დაჩრდილული და მიჩქმალული არ იქნეს ვისიმე ღვაწლი ამ დიად საქმეში~.
კ. კეკელიძე ის უდიდესი მკვლევარია, რომლის დამსახურება ქართული კულტურის ისტორიის შესწავლასა და პროპაგანდაში საყოველთაოდ აღიარებუილია. მაგრამ მეცნიერება მაინც განვითარებადია. დიდი მეცნიერი იმ წყაროებსა და ლიტერატურას ეყრდნობოდა, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდა. დღეისათვის არსებულ წყაროები და ლიტერატურა კი სხვაგვარი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
პირველ რიგში უნდა გაირკვეს, როგორი გავლენა მოახდინა რომში დაბეჭდილმა პირველმა ქართულმა წიგნმა საქართველოში კულტურის განვითარებასა და სტამბის დაარსების სურვილის გაჩენაზე, როგორ შეხვდა ამ უდიდესი მნიშვნელობის ფაქტს (პირველ ნაბეჭდ წიგნს) იმდროინდელი ქართული საზოგადოება და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული მწერლობა? პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემის მნიშვნელობა საქართველოში თითქოს იმითიც უნდა გაზრდილიყო და გახმაურებულიყო, რომ მის გამოსაცემად მომზადებაში მონაწილეობა მიიღო XVII საუკუნის ერთ-ერთმა პოპულარულმა ქართველმა, ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტს საქართველოში რეზონანსი არ ექნებოდა და ამდენად ის გავლენას ვერ მოახდენდა მაშინდელი საზოგადოების აზრის ფორმირებაზე ქართული წიგნის საქართველოში ბეჭდვის აუცილებლობის შესახებ.
ჯერ ერთი, რომიდან საქართველოში დაბრუნებულმა ნიკიფორემ და არც სხვა ვინმემ საქართველოში დარწმუნებით არ იცოდა, იხილა თუ არა წიგნმა დღის სინათლე, გამოქვეყნდა იგი თუ არა, რადგან როცა ნიკიფორემ რომი დატოვა წიგნი გამოცემული არ იყო. ის გამოიცა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ნიკიფორე საქართველოში (გორში) დაბრუნდა (1629 წ. 14 აგვისტო).
საინტერესოა, შემოვიდა თუ არა პირველი ქართული ნაბეჭდი პროდუქცია მისი ერთ-ერთი ავტორის სამშობლოში საქართველოში? ზოგადად ცნობილია, რომ პროპაგანდა ფიდე გამოქვეყნებულ ლიტერატურის ერთ ნაწილს საქართველოში აგზავნიდა.
1631 წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოში მიმავალ მისიონერებს შეეძლოთ თან წაეღოთ პროპაგანდის სტამბაში დაბეჭდილი ის ლიტერატურა, რომელიც ნათელს ხდიდა ბერძნული ეკლესიის შეცდომებს. ამგვარი ლიტერატურით, როგორც რომში ფიქრობდნენ, ადვილად და წარმატებით მოხერხდებოდა ქართველთა რელიგიური `დაბნეულობის~ გამომჟღავნება.
1630 წ. 7 სექტემბრის `ინსტრუქციაში~ ნათქვამია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნილ მისიონერებს ყოველთვის ემუქრება შავი ჭირი და გაძარცვის საშიშროება. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმავალი მისიონერები _ პიეტრო ავიტაბილე, ჯაკომო სტეფანო და ნიკიფორე ირბახი გაძარცვეს, მათ წაართვეს თითქმის ყველაფერი. იმავე `ინსტრუქციაში~ პირველ ნაბეჭდ ქართულ წიგნებთან დაკავშირებით მისიონერებისადმი თხოვნაა, რომ როდესაც ისინი საქართველოში ჩავიდოდნენ, ადგილზე შეემოწმებინათ, რა შეცდომები ახლდა წიგნებს, აღენიშნათ ისინი და რომში გაეგზავნათ, რათა შემდგომ გამოცემებში მომხდარიყო მათი გასწორება.
ყურადღებას იპყრობს პროპაგანდა ფიდეს ხელმძღვანელების ინტერესი იმ ლიტერატურის მიმართ, რომელიც საქართველოში არსებობდა. მისიონერებს დაევალათ შეედგინათ იმ წიგნების სია. სავარაუდოა, ქართული წიგნი, მცირე ტირაჟით დაიბეჭდა. არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია, რომ რომელიმე მისიონერმა ისინი საქართველოში ჩამოიტანა. მ. თამარაშვილს ბევრი უძებნია იტალიურ-ქართული ლექსიკონი და რომში ძლივს უშოვია ერთი ეგზემპლარი, რაც საეჭვოს ხდის, რომ ლექსიკონის შესახებ ვინმემ რაიმე იცოდა საქართველოში თუნდაც XVIII საუკუნის დასაწყისში. არსებობს მხოლოდ ერთი საბუთი, რომელიც მ. თამარაშვილს უნახავს. ეს არის `პროპაგანდა ფიდეს~ არქივში დაცული წერილი 1706 წლისა, რომლის მიხედვით, საქართველოში მომავალ კაპუცინ პატრს, ლავრენტი მილანელს მოუთხოვია ოთხოთხი ეგზემპლარი ქართული ლექსიკონი და ქართული კათეხიზისი, მაგრამ არ ჩანს დააკმაყოფილეს თუ არა მისი მოთხოვნა, შესძლო თუ არა დასახელებული წიგნების საქართველოში წამოღება.
სხვა რამე ცნობა აღნიშნული წიგნების საქართველოში წამოღების ან ასეთი სურვილის შესახებ არ გაგვაჩნია. Mოყვანილი ცნობა წიგნების გამოცემიდან 80 წლის შემდეგ არის დაწერილი. თუ გავითვალისწინებთ ნიკიფორეს საქართველოში დაბრუნების შემდგომ ცხოვრებას და საქმიანობას, არ გამოვრიცხავ, რომ ნიკიფორე წინააღმდეგი იყო რომში გამოცემული იმ წიგნის საქართველოში გავრცელებისა, რომლის სატიტულოზე აღნიშნული იყო მისი დამსახურების შესახებ. ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩახედული და მოსახლეობის კათოლიკობისადმი დამოკიდებულებაში გარკვეული მისიონერებიც მოერიდებოდნენ, ნიკიფორეს სიცოცხლეში მაინც, საქართველოში წიგნის გავრცელებით მისი რეპუტაციის შელახვას.
რომთან და, საერთოდ, კათოლიკებთან ურთიერთობა მაშინ კარგ ტონად არ ითვლებოდა. საქართველოში მცხოვრები ბერძენი სამღვდელოება, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრირქოებიდან მითითებით, მკაცრად ადევნებდა თვალს საქართველოს ხელისუფებისა და თავადაზნაურობის კათოლიკებთან ურთიერთობას და გარკვეულად რეაგირებდნენ კიდეც, რისი დამადასტურებელი მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
სრულიად საწინააღმდეგოს გვამცნობს მ. თარხნიშვილი ისევ იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით. 1628 წლის 11 აგვისტოს ნიკიფორე ნეაპოლში გაემგზავრა, საიდანაც 19 სექტემბერს, 27 სექტემბერს შეხვდა ვიცე მეფეს, რომელმაც, ნიკიფორეს სიტყვით, ის ცივად მიიღო. ნიკიფორე რომში დაბრუნდა, სადაც პაპისგან მიიღო 50 სკუდო და სარეკომენდაციო წერილი იმ მეფეებისადმი, რომელთა სამფლობელოებზეც უნდა გაევლო და რომიდან ფლორენციაში წავიდა. ნიკიფორე თეატინელებთან გაჩერდა. Pაპის ნუნციომ ის კარგად მიიღო, მაგრამ არა როგორც ელჩი. Nუნციო დაეხმარა შეხვედროდა ფლორენციის ჰერცოგს, ვიცე ჰერცოგს, მის ცოლს და კარდინალ მედიჩის. მან დაათვალიერა ქალაქი. ჰერცოგმა მას საჩუქრად გადასცა მრავალი რელიკვია და სხვ.
იმავე წლის 29 დეკემბერს ნიკიფორე დაადგა ავსტრიისა და რეჩ-პოსპოლიტის გზას, სადაც შეხვდა იმპერატორსა და მეფეს. 1629 წლის 14 აპრილს ნიკიფორემ რეჩ პოსპოლიტა დატოვა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიკიფორეს ყოფნა და საქმიანობა რეჩ პოსპოლიტაში, საიდანაც გვაქვს ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები. 1629 წ. 14 აპრილს, როდესაც ნიკიფორემ ვარშავა დატოვა, იმავე დღეს სელევკიის (ეს არის ვარშავის არქიეპისკოპოსი სალონიკი) არქიეპისკოპოსმა რომში გაგზავნა წერილი, რომელშიც მოცემულია ნიკიფორეს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა, მისი მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილების შესახებ. წერილში ვკითხულობთ: `აქ მოვიდა მამა ნიკიფორე ირბახი, ქართველი. როგორც კი შემატყობინა ჩამოსვლის ამბავი, მის წამოსაყვანად ჩემი ბინიდან მაშინვე რამდენიმე კაცი გავაგზავნე ეტლებით, რადგან აქედან ცოტა შორს დამდგარიყო. მამა ნიკიფორე ჩვენთან დავაბინავე და თავაზიანობა და სიყვარულით სავსე მასპინძლობა არ მოგვიკლია მისთვის. შევახვედრე მის დიდებულებას, თან გავაყოლე პატივსაცემი ხალხი და გავაგზავნე ყველა მთავარ მოხელესთან, ვისთანაც შეხვედრა და საუბარი სურდა. გამგზავრებისას მივეცით საგზალი და ეტლი რამდენიმე დღით. ვეცადე, წმინდა კონგრეგაციის სურვილებისათვის მეპასუხა; მათ გამომიგზავნეს სარეკომენდაციო წერილი. როგორც ჩანს, ჩემით კმაყოფილი გაემგზავრა, რადგან აქ ყოფნისას წმ. კონგრეგაციიდან განუწყვეტლივ იღებდა წყალობასა და პატივისცემას და განსაკუთრებით კრძალვით იხსენიებდა თქვენგან მიღებულ წყალობებს. როცა მიემგზავრებოდა დამიტოვა დამტებითი წერილები, რომლებსაც ჩემს სხვა წერილებთან ერთად გიგზავნით~.
ვარშავის არქიეპისკოპოსის წერილის შინაარსის საწინააღმდეგო ინფორმაციას ვნახულობთ წმ. კონგრეგაციის ვარშაველი ნუნციოს წერილიდან. მასში გადმოცემულია ნიკიფორეს კათოლიკესათვის შეუფერებელ და უღირს მოქმედებაზე იმავე ქალაქში.
პაპის ნუნციო რომში აცნობებდა: `მე მგონია, რომ არაა საჭირო გაჩუმება იმის შესახებ, რაც ჩემთვის ამასწინათ გახდა ცნობილი: ამ მამამ თავის თავზე ცუდი სახელი დატოვა ქალაქში, ვინაიდან ამბობენ, რომ მან მისცა ხელოსნებს წმინდანების რელიკვიები, აგნუს დეი1, მედლები _ ყოველივე ეს სხვადასხვა საგნებზე გაცვალა2; ცვლიდა წმინდანთა გამოსახულებებს და ძვირფას საგნებს სხვა საგნებზე და სურათებზე... ერთ-ერთი სომხისა და გაქრისტიანებული ებრაელის დახმარებით; და ფიქრობენ, რომ ისინი წაიყვანა თან. ისინი წავიდნენ საიდუმლოდ და დატოვეს დიდი ვალი...
მოკლედ, ეს ყველაფერი შესაძლებელია ეხება არა მას, არამედ მის მსახურებს~. იმავე წერილზე მიწერილი ყოფილა სხვა ხელით: `რომ ის (ნიკიფორე) ცუდ რამეებს ამბობდა უნიატებზე. სულ არ უნდოდა მათ შეხვედროდა; მიტროპოლიტმა რუტსკიმ გამოთქვა სინანული, რომ არ მიეცა შესაძლებლობა მასთან დაედო სამოკავშირეო შეთანხმება. ის წავიდა~.

ნიკიფორე ირბახის სამშობლოში დაბრუნება
ურბან VIII-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნის _ შვეციის, საფრანგეთის, უნგრეთის, ბოჰემიისა და რეჩ პოსპოლიტის _ მეთაურებთან სარეკომენდაციო წერილებით აღჭურვილი ნიკიფორე რომიდან სამშობლოსკენ გამოემართა. მისი მოგზაურობის შესახებ გვაქვს ზოგიერთი ცნობა.
არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, `იტალიაში მოგზაურობის დროს ნიკიფორე მოამარაგეს წერილებით _ ეს გააკეთა მისმა უწარჩინებულესობამ პაპმა და ასევე ბარბერინიმ. ამ წერილების მეშვეობით იგი ყველგან მიიღეს დიდი პატივით, განსაკუთრებით კი ტოსკანასა და მანტუას ჰერცოგმა... იგი ყველგან ზეიმით იყო მიღებული, როგორითაც მოვალენნი არიან ხოლმე მიიღონ სამეფო ელჩები~.სრულიად საწინააღმდეგოს გვამცნობს მ. თარხნიშვილი ისევ იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით. 1628 წლის 11 აგვისტოს ნიკიფორე ნეაპოლში გაემგზავრა, საიდანაც 19 სექტემბერს, 27 სექტემბერს შეხვდა ვიცე მეფეს, რომელმაც, ნიკიფორეს სიტყვით, ის ცივად მიიღო. ნიკიფორე რომში დაბრუნდა, სადაც პაპისგან მიიღო 50 სკუდო და სარეკომენდაციო წერილი იმ მეფეებისადმი, რომელთა სამფლობელოებზეც უნდა გაევლო და რომიდან ფლორენციაში წავიდა. ნიკიფორე თეატინელებთან გაჩერდა. Pაპის ნუნციომ ის კარგად მიიღო, მაგრამ არა როგორც ელჩი. Nუნციო დაეხმარა შეხვედროდა ფლორენციის ჰერცოგს, ვიცე ჰერცოგს, მის ცოლს და კარდინალ მედიჩის. მან დაათვალიერა ქალაქი. ჰერცოგმა მას საჩუქრად გადასცა მრავალი რელიკვია და სხვ.
იმავე წლის 29 დეკემბერს ნიკიფორე დაადგა ავსტრიისა და რეჩ-პოსპოლიტის გზას, სადაც შეხვდა იმპერატორსა და მეფეს. 1629 წლის 14 აპრილს ნიკიფორემ რეჩ პოსპოლიტა დატოვა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიკიფორეს ყოფნა და საქმიანობა რეჩ პოსპოლიტაში, საიდანაც გვაქვს ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები. 1629 წ. 14 აპრილს, როდესაც ნიკიფორემ ვარშავა დატოვა, იმავე დღეს სელევკიის (ეს არის ვარშავის არქიეპისკოპოსი სალონიკი) არქიეპისკოპოსმა რომში გაგზავნა წერილი, რომელშიც მოცემულია ნიკიფორეს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა, მისი მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილების შესახებ. წერილში ვკითხულობთ: `აქ მოვიდა მამა ნიკიფორე ირბახი, ქართველი. როგორც კი შემატყობინა ჩამოსვლის ამბავი, მის წამოსაყვანად ჩემი ბინიდან მაშინვე რამდენიმე კაცი გავაგზავნე ეტლებით, რადგან აქედან ცოტა შორს დამდგარიყო. მამა ნიკიფორე ჩვენთან დავაბინავე და თავაზიანობა და სიყვარულით სავსე მასპინძლობა არ მოგვიკლია მისთვის. შევახვედრე მის დიდებულებას, თან გავაყოლე პატივსაცემი ხალხი და გავაგზავნე ყველა მთავარ მოხელესთან, ვისთანაც შეხვედრა და საუბარი სურდა. გამგზავრებისას მივეცით საგზალი და ეტლი რამდენიმე დღით. ვეცადე, წმინდა კონგრეგაციის სურვილებისათვის მეპასუხა; მათ გამომიგზავნეს სარეკომენდაციო წერილი. როგორც ჩანს, ჩემით კმაყოფილი გაემგზავრა, რადგან აქ ყოფნისას წმ. კონგრეგაციიდან განუწყვეტლივ იღებდა წყალობასა და პატივისცემას და განსაკუთრებით კრძალვით იხსენიებდა თქვენგან მიღებულ წყალობებს. როცა მიემგზავრებოდა დამიტოვა დამტებითი წერილები, რომლებსაც ჩემს სხვა წერილებთან ერთად გიგზავნით~.
ვარშავის არქიეპისკოპოსის წერილის შინაარსის საწინააღმდეგო ინფორმაციას ვნახულობთ წმ. კონგრეგაციის ვარშაველი ნუნციოს წერილიდან. მასში გადმოცემულია ნიკიფორეს კათოლიკესათვის შეუფერებელ და უღირს მოქმედებაზე იმავე ქალაქში.
პაპის ნუნციო რომში აცნობებდა: `მე მგონია, რომ არაა საჭირო გაჩუმება იმის შესახებ, რაც ჩემთვის ამასწინათ გახდა ცნობილი: ამ მამამ თავის თავზე ცუდი სახელი დატოვა ქალაქში, ვინაიდან ამბობენ, რომ მან მისცა ხელოსნებს წმინდანების რელიკვიები, აგნუს დეი1, მედლები _ ყოველივე ეს სხვადასხვა საგნებზე გაცვალა2; ცვლიდა წმინდანთა გამოსახულებებს და ძვირფას საგნებს სხვა საგნებზე და სურათებზე... ერთ-ერთი სომხისა და გაქრისტიანებული ებრაელის დახმარებით; და ფიქრობენ, რომ ისინი წაიყვანა თან. ისინი წავიდნენ საიდუმლოდ და დატოვეს დიდი ვალი...
მოკლედ, ეს ყველაფერი შესაძლებელია ეხება არა მას, არამედ მის მსახურებს~. იმავე წერილზე მიწერილი ყოფილა სხვა ხელით: `რომ ის (ნიკიფორე) ცუდ რამეებს ამბობდა უნიატებზე. სულ არ უნდოდა მათ შეხვედროდა; მიტროპოლიტმა რუტსკიმ გამოთქვა სინანული, რომ არ მიეცა შესაძლებლობა მასთან დაედო სამოკავშირეო შეთანხმება. ის წავიდა~.
1. ღვთის ანგელოზი.
2. ითქვა, რომ ნიკიფორე მადრიდიდან ძვირფასი საჩუქრებით გამოისტუნრეს. კერძოდ, 1627 წლის 11 ნოემბერს ესპანეთის სახელმწიფო საბჭომ განიხილა ნიკიფორეს საქართველოში დაბრუნების საკითხი და დონ ავგუსტინ მესიას წინადადებით გადაწყვიტა, რომ ქართველი ელჩის გამგზავრების წინ, დონ ხუან დე ვინსენსიო მეფის სახელით, სახელმწიფოს საბჭოს შენობის წინ მოედანზე, ნიკიფორეს საჯაროდ გადასცემდა საჩუქარს: 2 ათასი დუკატის ღირებულ ოქროს ჯაჭვს. ი. ტაბაღუასთან ოქროს ჯაჭვის მაგიერ ოქროს ფურღული ანუ მარგალიტის ყელსაბამია. ღოგორც ჩანს, ნიკიფორე მოგზაურობის დროს ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა საგნებითაც დაუსაჩუქრებიათ.

არის იმის თქმის საფუძველი, რომ ნიკიფორემ, სამშობლოში დაბრუნებამდე, გზაშივე უარყო კათოლიკობა. სხვა რით უნდა აიხსნას მისი საქციელი ვარშავაში, სადაც ის აძაგებდა უნიატებს და უარი თქვა მათთან შეხვედრაზე? იქვე, სხვადასხვა საგნებზე გადაცვალა ფლორენციის ერცჰერცოგის მიერ ნაჩუქარი რელიკვიები, წმინდანთა გამოსახულებები და საეკლესიო საგნები.
შეიძლება ვთქვათ, რომ ნიკიფორე ისევე ჩუმად დაუბრუნდა მართლმადიდებლობას, როგორც ჩუმად, პოლიტიკური მოსაზრებით, იძულებით `განუდგა~. იგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი ამ მოქმედების შესახებ ქართველთაგან არავინ იცოდა. როგორც ცნობილია ის დიდი ხნის განმავლობაში იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრის იღუმენი (ჯვარისმამა) იყო. ის ამ რანგში გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში და იქიდან დაბრუნების შემდეგაც შეინარჩუნა ეს თანამდებობა. ნიკიფორეს არაკეთილმოსურნეებს (ასეთი მას საკმაოდ ჰყავდა) მისი ცდომილება რომ სცოდნოდათ, არ დამალავდნენ და ქვეყანას გააგებინებდნენ. მისი ლოიალური დამოკიდებულება საქართველოში მოღვაწე კათოლიკე პატრებისადმი, უნდა აიხსნას როგორც დიპლომატის პრაგმატული აზროვნების ნაყოფი, დიპლომატისა, რომელიც პატრებთან კარგი ურთიერთობით ცდილობდა თუნდაც სუსტი კავშირი მაინც შეენარჩუნებინა რომთან და, ამ უკანასკნელის საშუალებით, დასავლეთ ევროპასთან.

განხეთქილება თეიმურაზსა და ნიკიფორეს შორის
ნიკიფორე ჩოლოყაშვილის, როგორც პოლიტიკოსის და დიპლომატის საქართველოში მოღვაწეობაზე, თითქმის არაფერი ვიცით. ამ მნიშვნელოვანი პიროვნების საქმიანობა XVII საუკუნის დიდ მონაკვეთში რელიეფურად არ ჩანს და, ალბათ, ვერ გამოჩნდება აუცილებელი ქართული წერილობითი წყაროების გარეშე, რომლებიც, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ გაგვაჩნია. Aმიტომ ნიკიფორეს მოღვაწეობის ამ მხარეზე მსჯელობა, ძირითადად, ვარაუდებზეა აგებული.
ხელცარიელი ნიკიფორეს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თეიმურაზს ევროპის სახელმწიფოებისა და პაპის მიმართ გუნება-განწყობილება შეეცვალა, რაც მეფის ნიკიფორესთან შემდგომ ურთიერთობაზეც აისახა. ამ მოსაზრების დამადასტურებელი უნდა იყოს 1628 წლის 5 იანვრის მეფის მიერ წმ. Kონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდესათვის გაგზავნილ წერილში გამოთქმული სურვილი, რომ მას განზრახული აქვს რომში თავის ელჩად გაგზავნოს არა ნიკიფორე, არამედ კათოლიკე მისიონერი. თეიმურაზი პაპს აცნობებს: დონ ჯაკომო დი სტეფანოს `თქვენს მაღალ დიდებულებასთან გამოვგზავნით, სიტყვიერი დაპირებითა და პატივისცემით ვაუწყებთ, ავუხსნით და დავუდასტურებთ თქვენს მეუფეობრივ უწმინდესობას, თუ როგორაა საქმეები ჩვენს ქვეყანაში~. ასევე ფრიად საყურადღებოა არქანჯელო ლამბერტის ერთი ცნობა, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს 1631 წლის მაისის თვეში. 12 მაისს გორში მოვიდნენ არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე ჯუდიჩე. მისიონერები ორი დღის შემდეგ მეფე თეიმურაზს ეწვივნენ საფურცლეში (არაგვის პირას), სადაც მეფე თეიმურაზი იმერეთის მეფე ალექსანდრეს ელოდა, რათა მისთვის თავისი დაქვრივებული ასული, ზურაბ ერისთავის ნაცოლარი, დარეჯანი მიეთხოვებინა. საფურცლეში მივიდა სამეფოს თავადაზნაურობა, კათალიკოსი და ეკლესიის ყველა იერარქი, მაგრამ იქ არ იყო ნიკიფორე ჩოლოყაშვილი. ნიკიფორე არ დასწრებია არც ჯუდიჩეს და ლამბერტის მეფესთან მიღებას. მანამდე ნიკიფორეს გარეშე ამგვარი არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დასახელებულ მისიონერებს რომიდან გამოატანეს სარეკომენდაციო წერილი ნიკიფორესთან, რათა მას მისიონერებისათვის ჯეროვანი დახმარება აღმოეჩინა. მისიონერებმა მეფეს პაპისა და `პროპაგანდა დე ფიდეს~ წერილები გადასცეს.
აუდიენციის დროს მისიონერებმა, ალბათ, გაიხსენეს თეიმურაზის მიერ პაპთან გაგზავნილი წერილი, რომლითაც იგი კათოლიკური ეკლესიის მეთაურის უზენაესობას აღიარებდა და პაპს მეფედ დამტკიცებას სთხოვდა: `ჩვენც ჩვენის მხრით გპირდებით მორჩილებას და პატივისცემას... მხოლოდ თქვენი ქვეშევრდომნი ვართ, რაც გნებავთ, გვიბრძანეთ და ყველაფერს აღვასრულებთ... მღვდელი ნიკიფორე მოგართმევსთ ამ წერილს, რომელიც აღვწერეთ ძლიერ მარტივად~ _ ნათქვამი იყო ნიკიფორეს მიერ პაპისათვის მირღმეულ თეიმურაზ მეფის სიგელის `თარგმანში~.
მისიონერებმა, მოსალოდნელია, აღნიშნული წერილის ასლი თან მოიტანეს სააქართველოში, რადგან მისი შინაარსიდან გამომდინარე, მეფეს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პაპისა და მისი წარმომადგენლების – მისიონერების წინაშე. Mეფემ უარყო ამგვარი წერილის პაპთან გაგზავნა და განაცხადა: მე მაგისთანა წერილი პაპისათვის არ მიმიწერია და მისიონერებს აგრძნობინა, შეიძლება ის ნიკიფორემ შეთხზა და ამდენად მე არავითარი პასუხისმგებლობა არ მეკისრებაო. არქანჯელო ლამბერტი შემდეგნაირად გადმოგვცემს მეფის პასუხს: `შეიძლება კაცმა ეჭვი შეიტანოს, რომ ნამდვილი მისი (თეიმურაზ I) დაწერილი იყოს, რადგან როდესაც ჩვენ მივედით საქართველოში და გადავეცით პაპის წიგნები, მან ცხადად უარჰყო, პაპისათვის არასოდეს მიმიწერია წიგნი... ვერ დავიჯერებ, _ წერს არქანჯელო ლამბერტი, _ რომ ნიკიფორეს ის წიგნი გაეყალბებინოს, რადგან მასთან ათი წლის განმავლობაში დაახლოებული ვიყავ და დავრწმუნდი, რომ იგი იყო გულწრფელი, წყნარი თავის საქმეში და ყოვლად მტკიცე რომის მღვდელმთავრისადმი პატივისცემაში~.
თეიმურაზს, როგორც ჩანს, მორალური უფლება ჰქონდა ბრალი დაედო ნიკიფორესათვის მეფის დავალებების ესპანეთის მეფის სასახლემდე და რომის პაპის კურიამდე არასწორად მიტანის შესახებ. ნიკიფორეს მიერ შედგენილ წერილებსა და მეფის მიერ გატანებულ სიგელებს შორის (მათი ლათინური და იტალიური თარგმანები ცნობილია) სერიოზული შინაარსობრივი განსხვავებაა, რაც უკვე აღინიშნა.
ნიკიფორე სამშობლოში სხვა გზით დაბრუნდა. როგორც გ. აკოფაშვილი აღნიშნავდა, ნიკიფორემ `ნაკლებ სახიფათო და, რაც მთავარია, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდად მოსახერხებელი გზა აირჩია... ამრიგად, იტალიიდან ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ჩრდილოეთის მიმართულებით წავიდა, გადალახა რა ალპები, ე. წ. `წმინდა რომის იმპერიაში აღმოჩნდა... გერმანიაზე გავლით ნიკოლოზი ლიტვა-რეჩ პოსპოლიტის სამეფოში ჩავიდა, ხოლო ლიტვიდან რუსეთში გადასულა და მოსკოვშიც ყოფილა~1.

1. 1639 წელს ნიკოლოზმა ოდიშის სამთავროში მყოფ რუს ელჩებს თეოდოტე ელჩინსა და პავ ლე ზახარინს განუცხადა, რომ ის თითქოს ოცდაათი წელი იერუსალიმში იმყოფებოდა, იერუსალიმიდან გერმანიაში და ლიტვაში იყო, ლიტვიდან გადავიდა მოსკოვში, სადაც მოინახულა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ფილარეტი და სრულიად რუსეთის ხელმწიფე და დიდი მთავარი მიხეილ თედორეს ძე, მაგრამ, როგორც პ. ზახარინი შენიშნავს, ნიკიფორეს არ უთქვამს რომელ წელს იმყოფებოდა მოსკოვში. ღუსი ელჩების ნათქვამზე დაყრდნობით გ. ჟორდანიამ და ზ. გამეზარდაშვილმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ნიკიფორემ შეიძლება რუსეთში იმოგზაურა სამეგრელოში ყოფნის ჟამს. მაგრამ მკვლევართა ამგვარი ვარაუდი, როგორც წინამდებარე ნაშრომიდანაც გამოჩნდება, არ ჯდება ნიკიფორეს მიერ სამეგრელოს მთავრის კარზე ცხოვრების ქრონიკაში.
გვაქვს სხვა მოკლე, მაგრამ უაღრესად საინტერესო ცნობა საქართველოში (გორში) მოღვაწე კათოლიკე მისიონერის დონ პიეტრო ავიტაბილესი, რომელიც ნიკიფორეს მოქმედებას რომში სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩენს და ნათელს ხდის თეიმურაზ მეფის თავისი დიპლომატისადმი უკმაყოფილების მიზეზს. ვიდრე წერილს გავეცნობოდეთ მანამდე აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი: ჩვენს წინაშეა ერთი წერილი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, რომელთა შესახებ ქვემოთ ითქმევა, მკვლევრებს ორ წერილად მიაჩნიათ. ერთს ათარიღებენ 1629 წლის 22 ოქტომბრით, მეორეს კი, 1630 წლის 22 ოქტომბრით. მაგრამ ეს თარიღი, წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ეჭვს იწვევს. ვფიქრობ, მეორე წერილის თარიღი (1630 წ. 22 ოქტომბერი) მცდარია და ეს `ორივე~ წერილი დაწერილია ერთსა და იმავე დროს - 1629 წლის 22 ოქტომბერს. `პირველი~ წერილი „მეორესთან“ შედარებით ვრცელია. მასში აღნიშნულია რამ უბიძგა ავიტაბილეს სასწრაფოდ გაეგზავნა წერილი თეატინელთა ორდენის გენერლისათვის რომში. ავიტაბილე წერს: `ამჟამად გორში იმყოფება ნიჩეფორო-ბერი, რომელიც გასულ წელს ჩვენი მხრიდან (გორი) წასული, ისევ დაბრუნდა ჩვენს მხარეში; ის მოვიდა იმიტომ, რომ გააგზავნოს ის, ვინც მოწყალებას ეზიდება საქართველოდან იერუსალიმში. ის მიემგზავრება ხვალ დილას გათენებისას.
ხსენებული ნიჩეფორო მას ატანს წერილებს რომში რამდენიმე სინიორისათვის და მე ვისარგებლე ამ კარგი ხელსაყრელი შემთხვევით, რათა მივწერო თქვენს უსამღვდელოსეობას და თქვენი სახით _ ყველა დანარჩენ ჩვენს საყვარელ მამასა და ძმას~1.
წერილში შემდეგ აღნიშნულია, რომ ნიკიფორე ისე დაბრუნდა
რომიდან, რომ მისიონერებისათვის განკუთვნილი წერილები არ
მოიტანა და განაცხადა, რომ წერილები კონსტანტინოპოლში ჩამოართვეს1.
1. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უარყოფით დამოკიდებულებაზე კათოლიკე მისიონერების მიმართ აღნიშნულია ავიტაბილეს წერილში, რომელიც გაუგზავნა წმ. პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის~ მდივანს.
ავიტაბილე ვერ მალავს თავის გაოცებას ნიკიფორეს ცოდნის გამო თეატინელთა ორდენის შესახებ. ისეთი დაწვრილებით მოგვითხრო ჩვენს ორდენზე, რომ თავდაპირველად ის ჩვენი ერთ-ერთი ბერი გვეგონაო _ წერს ავიტაბილე.
აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ნიკიფორეს ნათქვამზე, რომ მას მისიონერებისათვის რომიდან გატანებული წერილები კონსტანტინოპოლში ჩამოართვეს. ეს ფაქტი სხვა ცნობითაც დასტურდება და ნიკიფორესადმი ამგვარი მოპყრობის ზოგიერთი ინიციატორიც და მონაწილეც ცნობილია. მაგრამ ეს ფაქტი სხვა მხრივაც იპყრობს ყურადღებას. წყაროები არ აღნიშნავს ნიკიფორეს მიერ სხვა, იმ დოკუმენტების დაკარგვაზე, რომლებიც მას ესპანეთიდან და რომიდან მოჰქონდა. Aავიტაბილე, ნიკიფორე ირბახის მიერ რომში გაგზავნილი წერილის მინაწერში აღნიშნავს, რომ ნიკიფორემ პაპის წერილი თეიმურაზ მეფეს მიართვა. ჩანს ნიკიფორეს კონსტანტინოპოლში ყველა წერილი არ ჩამოართვეს, ალბათ, მათ სხვადასხვა ადგილას ინახავდა. ამიტომ იყო, რომ თეიმურაზ მეფე ნიკიფორეს სიტყვიერ ინფორმაციას უნდა დაყრდნობოდა, რაც შემდეგ მათ შორის გაუგებრობის მიზეზი გახდა.
ავიტაბილე იმასაც აღნიშნავს, რომ მეორე დღეს (23 ოქტომბერი) ნიკიფორე გაემგზავრა მეფე თეიმურაზთან, რათა მოეთხრო ის, რაც მოიმოქმედეს პაპმა და თეატინელმა ბერებმა თეიმურაზის პატივისცემისათვის მისი ელჩის _ ნიკიფორე ირბახის რომში ყოფნის პერიოდში1. ავიტაბილე იქვე წერს, რომ `ნიკიფორე მაჩქარებს, რადგან მისი კაცი უკვე მიემგზავრება~, მაგრამ არ უთითებს, რას მოითხოვდა ნიკიფორე მისგან.
1. ავიტაბილე იმავე წერილით რომში აცნობებს, როგორ გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ გორში მისიონერები ნიკიფორეს ევროპიდან დაბრუნებამდე. ავიტაბილე წერს: `აქ (გორში) ღვთის შეწევნით მოსვლის შემდეგ, ისეთ უკიდურეს გაჭირვებაში აღმოვჩნდით, რომ ამის წარმოდგენაც კი ძნელია. ჩვენ აქამომდე გაუხდელად გვძინავს მიწაზე, გაფენილ ტყავზე, ფიცრების გარეშე. ასეთია ჩვენი საწოლი. სიცივისაგან რომ არ დავიხოცოთ, ტყეში დავდივარ შეშისათვის, მდინარეზე პერანგის გასარეცხად, მინდორში მწვანილის მოსაკრებად, რათა ვიკვებოთ. Aმგვარი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვიმყოფებით რა უარეს მდგომარეობაში, ვიდრე მოველოდით, მაგრამ გულს სრულებითაც არ ვიტეხთ. სამწუხაროა რომ არ შეგვიძლია ენის შესწავლა დავიწყოთ, რათა იმ საქმეს შევუდგეთ, რისთვისაც ღმერთმა აქ გამოგვამწესა; მაგრამ ჩვენ ამითიც სრულიად კმაყოფილნი ვართ, რადგან ვიცით, რომ ამგვარად ვემსახურებით უზენაესს. ვცხოვრობთ რა ამგვარ გაჭირვებაში და ვხედავთ, რომ საარსებო არა გვაქვს, დავიწყეთ მოწყალების მოთხოვნა, მაგრამ ავადმყოფებისაგან მკურნალობის საფასურს კი არ ვითხოვთ, არამედ ვიჩენთ გულმოწყალებას ღვთის სიყვარულით, იმედი გვაქვს, რომ ღმერთი მათ გულებში გააჩენს ჩვენს მიმართ თანაგრძნობას, რათა მოწყალების სახით მოგვცენ პური ან სხვა რაიმე~.
ახლა გავეცნოთ `მეორე~ წერილს, რომელსაც ავიტაბილე თითქოს 1630 წლის 22 ოქტომბერს წერს: `ბატონი ნიჩეფორო იმ კაცთან ერთად იყო, რომელიც უნდა წავიდეს წმინდა მიწაზე, უკვე გაემგზავრა, მას არ შეეძლო დალოდებოდა სარეკომენდაციო წერილს, რომელიც მისთვის უნდა გამემზადებინა ბატონ კონსულთან (წარსადგენად) ალეპოში; მაგრამ მან ჩემთან დატოვა მსახური, რომელიც ხვალ გაემგზავრება, ჩემთან შემოივლის1. თქვენს უსამღვდელოესობას ვთხოვ გადასცეთ იმ ბატონებს წმინდა კონგრეგაციიდან, რომ ნიჩეფერომ ისინი შეცდომაში შეიყვანა, მან ზუსტად არ მოუთხრო (მეფის) წერილი ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა თარჯიმანს; როდესაც ვეკითხებოდით, როგორ უნდა მოიქცეს (ნიკიფორე), ყოველთვის გაურკვეველ პასუხს იძლეოდა. ეჭვგარეშეა, რომ მას საუკეთესო ზრახვები აქვს, და მსჯელობის ოსტატია. მე მოხერხებულად ვათქმევინე, რომ ის წერილი, რომელიც მან ჩვენს მბრძანებელს თავისი მეფის სახელით წარუდგინა, სინამდვილეში თვითონ დაწერა იერუსალიმში, მისი ნებართვის გარეშე~.
1. საფიქრებელია, წმ. კონგრეგაცია ნიკიფორეს მოქმედებაზე აცნობებდნენ ესპანეთის ხელისუფლებასაც.
ვფიქრობ, ჩვენს წინაშეა არა ორი, არამედ ერთი წერილი და აი რატომ:
1. მეორე წერილს არა ჰყავს ადრესატი, მაგრამ მისი შინაარსიდან ჩანს, რომ ისიც, პირველის მსგავსად, იმავე ორდენის გენერლისთვის არის განკუთვნილი;
2. იგი პირველის გაგრძელებაა და არა ერთი წლის შემდეგ, 1630 წელს, დაწერილი. ამაზე მიუთითებს ორივე წერილის შინაარსი;
3. ნიკიფორე ჩოლოყაშვილი ახალი დაბრუნებული ევროპიდან, `ორივეჯერ~ (სინამდვილეში ერთხელ) ერთი მიზნით მივიდა გორში: გააგზავნოს თავისი კაცი იერუსალიმში.
4. ნიკიფორე აჩქარებს ავიტაბილეს დაუწეროს მის კაცს სარეკომენდაციო წერილი, რასაც მისიონერი, სავარაუდოა დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებს. ნიკიფორე და მისი თანმხლები ვეღარ ელოდებიან, ამიტომ (`მეორე~ წერილის მიხედვით) ნიკიფორემ ავიტაბილესთან გორში დასტოვა თავისი მსახური, რომელიც სარეკომენდაციო ბარათს მეორე დღეს წაუღებდა იერუსალიმში მიმავალს.
5. ავიტაბილემ, როგორც პირველი წერილიდან ირკვევა, სარეკომენდაციო ბარათთან ერთად თავისი წერილებიც გაატანა იერუსალიმში მიმავალ კაცს (ერთ-ერთი წერილი დათარიღებულია იმავე 1629 წლის 22 ოქტომბრით.).
6. ორდენის გენერლისათვის განკუთვნილ წერილს ავიტაბილემ, პოსტსკრიპტუმის სახით, მიაწერა ის, რაც გ. ჟორდანიას მეორე წერილად მიაჩნდა.
7. თითქმის ერთნაირია აგებულებითა და სტილით ნიკიფორე ჩოლოყაშვილისა და ავიტაბილეს 1629 წლის 22 ოქტომბრის წერილები. ეჭვგარეშეა, ორივე დაწერილია ავიტაბილეს მიერ. ნიკიფორეს წერილს აქვს ისეთივე მინაწერი (კომენტარი), როგორიც ავიტაბილეს წერილს, რომელშიც ლაპარაკია ნიკიფორეს არასწორ მოქმედებაზე რომში. ნიკიფორეს წერილის მინაწერშიც ავტორი (ჩემი აზრით, ავიტაბილე) ადრესატისათვის განმარტავს ნიკიფორეს საქართველოსაკენ მგზავრობის დროს კონსტანტინოპოლში განცდილ უსიამოვნებას, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგდროინდელ საქმიანობას და ამ მოქმედების მოსალოდნელ შედეგებს.
8. დაბოლოს, ავიტაბილე 1630 წლის 22 ოქტომბერს გორში ვერ დაწერდა წერილს თუნდაც იმიტომ, რომ იგი 3 აგვისტოს მეფე თეიმურაზისა და კათალიკოს ზაქარიას წერილებით გორიდან რომში გაემგზავრა.
ავიტაბილეს წერილიდან, ამჯერად, საინტერესოა ის ადგილი, სადაც აღნიშნულია ნიკიფორეს მიერ რომსა და მადრიდში თეიმურაზის წერილების შინაარსის არასწორად გადაცემა, რაც თეიმურაზ მეფესა და ნიკიფორე ჩოლოყაშვილს შორის განხეთქილების კიდევ ერთი მიზეზი უნდა გამხდარიყო.
`რამდენადაც ცნობილია, _ წერდა თ. ტივაძე, _ ელჩს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს იგი, კატეგორიულად ეკრძალება ასე რადიკალურად, თვითნებურად, გაემრუდებინა თავისი მთავრობის მიერ შემუშავებული კურსი, რა ვითარებითაც არ უნდა ყოფილიყო იგი გაპირობებული და რა პირობებიც არ უნდა დახვედროდა მას იმ ქვეყანაში, რომელშიაც იგი იქნებოდა მივლენილი. გამოდის, რომ ან თეიმურაზს და მის თანამოაზრეებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ესპანეთის საერთაშორისო მიზნებზე (კერძოდ, ოსმალეთთან დამოკიდებულების თაობაზე) ან საქართველოს მესვეურთათვის იმჟამად იმდენად აუცილებელი იყო ვის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიმხრობდნენ ესპანეთსა და რომს. ასეთ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ირბახს საგანგებო უფლებები ჰქონდა მინიჭებული _ ემოქმედა ადგილზე ჩასვლისას თავის შეხედულებისამებრ. თუ გავიხსენებთ, რომ თანამედროვე უცხოელები თეიმურაზისეულ წერილს პაპისადმი ნიკიფორეს მიერ დაწერილად მიიჩნევდნენ, ხოლო ბეჭედს _ ნაყალბევად, ჩვენი ვარაუდი მთლად უსაფუძვლო არ გამოჩნდება~1. ზემოთ უკვე ითქვა, რომ ნიკიფორეს მეფისაგან მინიჭებული ჰქონდა უფლება ადგილზე ემექმედა თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ, საფიქრალია, რომ ამ თავისუფლებას არ უნდა გამოეწვია მეფის მიერ მიცემული დავალების სრულიად შეცვლა და მისი მორგება (მეფის სახელით) ესპანეთისა და რომის ინტერესებისათვის, რაც, როგორც მაშინდელი საბუთებიდან ჩანს, ნიკიფორემ მადრიდსა და რომში, შეიძლება, ვიღაცების ჩაგონებით, ან თავისი ინიციატივით მოიმოქმედა.
1. გ. ჟორდანია, რომელიც კარგად იცნობდა თეიმურაზ მეფის მიერ ნიკიფორესათვის გატანებულ სიგელებს, ესპანეთის მეფისა და რომის პაპისათვის განკუთვნილი წერილების და მადრიდსა და რომში წარდგენილი წერილების თარგმანების შინაარსს, ის მაინც ამბობდა, რომ ნიკიფორემ თვითნებურად კი არ შეცვალა მათი შინაარსი, არამედ ეყრდნობოდა თეიმურაზის წერილ-ნიმუშებს. როგორც დონ პიეტრო ავიტაბილეს წერილიდან, აგრეთვე თვით თეიმურაზ მეფის წერილებისა და მათი თარგმანების შედარება ამგვარი დასკვნის საშუალებას არ იძლევა.
თ. ტივაძის შეფასებით, მართალია, ნიკიფორეს ელჩობის შედეგად ქართლ-კახეთის სამეფომ დახმარება ვერ მიიღო ევროპიდან, მაგრამ ელჩობის შედეგები მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. `საქართველოს პოლიტიკოსები არ ელოდნენ ტერიტორიულად ასე დაშორებით მყოფი ქვეყნებისაგან ქმედით დახმარებას. უმთავრესი მიზანი თეიმურაზისა მაინც საერთაშორისო აღიარების მიღწევა უნდა ყოფილიყო. ამით იგი ორივე აგრესორის _ ირანისა და ოსმალეთის დაშინებას ცდილობდა~.
ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ელჩობის უმთავრეს მიზნად გ. ჟორდანია ასევე ქართლ-კახეთის სამეფოს საერთაშორისო აღიარებას მიიჩნევდა: `მთავარი ამოცანა, რომელსაც თეიმურაზი ამ დიპლომატიური აქციების წინაშე აყენებდა, იყო ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო დიპლომატიური იზოლაციიდან გამოყვანა და მისი დაახლოვება დასავლეთის სახელმწიფოებთან, უპირველეს ყოვლისა კი, ესპანეთთან და პაპობასთან. პირველი მათგანი, ესპანეთი, თავისი მფარველობით, ახლად შეძენილი ვასალურ სახელმწიფოს, მეორე, პაპობა კი, თეიმურაზის სამეფო ღირსების აღიარებით, თეიმურაზს შეიყვანდნენ დასავლეთის ქრისტიანული სახელმწიფოების თანამეგობრობაში და განამტკიცებდნენ მის საერთაშორისო ავტორიტეტს~.
ძნელია ამ დასკვნების გაზიარება: თეიმურაზ I-ს, მაშინდელი საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის გათვალისწინებით, საეჭვოა, ამგვარი ძვირადღირებული და სახიფათო დიპლომატიური თამაში წამოეწყო. ვინმეს დასაშინებლად გამიზნულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ აქციას კი არ ასაიდუმლოებდნენ ხოლმე, არამედ, პირიქით, ფართო რეზონანსს აძლევდნენ. ნიკიფორეს მთელი ელჩობა კი საიდუმლოების საფარველქვეშ მიმდინარეობდა. თეიმურაზ I ესპანეთის მეფეს პირდაპირ სთხოვდა, რომ ესპანეთი თუ მხარს არ დაუჭერდა მის გეგმას, მაშინ `ყოველივე ეს საიდუმლოდ შეენახა~. მადრიდში სამეფო საბჭოზე, თეიმურაზის სათხოვრის განხილვისასაც ხაზი გაესვა მოლაპარაკების გასაიდუმლოების აუცილებლობას, რომელსაც კატეგორიულად მოითხოვდა ქართველი მეფე. `სახელდობრ იმის თაობაზე, რაც შეეხება (ჩანაფიქრის განსახორციელებლად ხელსაყრელ) ვითარებას, დროსა და მოქმედების თანმიმდევრობას, ყოველივე ეს დაცული უნდა იყოს როგორც უდიდესი მნიშვნელობის საიდუმლოება, რადგან საქმე ეხება ბევრი ქრისტიანის ყოფნა-არყოფნასა და არაერთი პროვინციის თუ სამეფოს დაღუპვასა ან აღდგენას. ელჩს თავისი მეფისაგან აკრძალული აქვს ვინმესთან, ვინც უნდა იყოს, იმსჯელოს ამ საქმეზე, გარდა თქვენი სამეფო უდიდებულესობისა, და იმ პირობით, ვისაც თქვენი დიდებულება ზედმიწევნით ენდობა~. ამ ელჩობის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მის დასასრულს, კონსტანტინოპოლში.
ზემოთ მოხმობილი ორივე (თ. ტივაძის და გ. ჟორდანიას) მოსაზრება, გარკვეულ წილად, სწორია. ქართლ-კახეთის მეფის სურვილი, მის სამეფოს მოეპოვებინა საერთაშორისო აღირება და ავტორიტეტი, ბუნებრივია, თეიმურაზის შორეული ოცნება იქნებოდა. მაგრამ ნიკიფორეს ელჩობის წინაშე დაყენებული ამოცანა, მაშინდელი საქართველოს, კერძოდ, ქართლ-კახეთის გადარჩენა იყო. ამაზე მეტყველებს ელჩობის გაგზავნის წინ, მისი მსვლელობისა და შემდგომი პერიოდის, მდგომარეობა. თეიმურაზს თავისი სახელმწიფოს გარანტირებული დაცვა უნდოდა. იგი ხელსაყრელად მიიჩნევდა ესპანეთ-ირანის დაპირისპირებას და ესპანეთში პოტენციურ მოკავშირეს ხედავდა. პაპი კი, ავტორიტეტული ფიგურა იყო ქრისტიანულ სამყაროში. მაშინ, როდესაც რომი მისიონერების საშუალებით ცდილობდა თავისი გავლენა გაევრცელებინა საქართველოზე, პაპის მხარდაჭერის მოპოვება თითქოს რეალური ჩანდა.
დავუბრუნდეთ თ. ტივაძის და გ. ჟორდანიას მოსაზრებას, რომ თეიმურაზს თავისი სამეფოს და ხელისუფლების საერთაშორისო აღიარება უნდოდაო. თუ თეიმურაზი მხოლოდ საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ცდილობდა, მაშინ მის ამ სურვილს რა ეღობებოდა? ცნობილი ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ ესპანეთის მთავრობამ თავდაპირველად, ვიდრე ლაპარაკი იყო მხოლოდ მეგობრობასა და ქართლ-კახეთის სამეფოს ესპანეთის ტახტის მიმართ ქვეშევრდომობაზე, დაზვერვითი ხასიათის ნაბიჯების გადადგმაც კი განიზრახა. სავარაუდოა, როდესაც ცნობილი გახდა (გავიხსენოთ, დონ პიეტრო ავიტაბილეს სიტყვები: თქვენს უსამღვდელოესობას ვთხოვ გადასცეთ იმ ბატონებს წმინდა კონგრეგაციიდან1, რომ ნიჩეფერომ ისინი შეცდომაში შეიყვანა, მან ზუსტად არ მოუთხრო (მეფის) წერილი ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა თარჯიმანს~) ქართველი პოლიტიკოსების ნამდვილი ზრახვები და ისიც, რომ ნიკიფორეს მიერ წარდგენილი წერილების თარგმანში არასწორად იყო გადმოცემული მისი მეფის სურვილები, რაც თვითონ თეიმურაზ მეფემ (წერილი მე არ დამიწერიაო) და ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა გაახმოვანეს მისიონერებთან საუბარში. ამის შემდეგ ესპანეთის მთავრობამ თავი შეიკავა ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებაზე.

რაც შეეხება, რომთან კავშირს, თეიმურაზისთვის თუ მთავარი პაპის მიერ და მისი საშუალებით საერთაშორისო აღიარება იყო, ხელს რა უშლიდა? ევროპის ქვეყნებისაგან აღიარების სანაცვლოდ, პაპი სრულიად გასაგებად, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მისგან და მისი ქვეშევრდომებისაგან კათოლიციზმზე გადასვლას მოითხოვდა, რაზეც თეიმურაზმა დიპლომატიური უარი უთხრა. ამის შემდეგ ისიც, სხვა ქართველ ხელისუფალთა მსგავსად, პაპს მხოლოდ ექიმებსა და ხელოსნებს სთხოვდა.
საინტერესოა, როგორ გაიგო მეფემ ნიკიფორეს მიერ მისი პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის ევროპაში არასწორად წარდგენის შესახებ. ამ საკითხის გასარკვევად არავითარი პირდაპირი ცნობა არ გაგავაჩნია და ამიტომ ჩემი მსჯელობა ძირითადად ლოგიკური იქნება.
პირველ რიგში საფიქრებელია, რომ ნიკიფორემ თავად მოუთხრო თეიმურაზს რატომ გახდა მადრიდში იძულებული ანტიირანული კოალიციის შექმნის იდეა შეეცვალა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იდეით. როგორც ჩანს, ნიკიფორეს მიერ მადრიდში წარდგენილი ანტიოსმალური პროექტის შესახებ ცნობილი გახდა კონსტანტინოპოლში და იგი ამის გამო ხიფათს ძლივს გადაურჩა.
ნიკიფორე რომში სწერდა, რომ `ეპისკოპოსმა მეტიმიმ კონსტანტინოპოლში ჩემზე დასაბეზღებელი წერილი გაუგზავნა პატრიარქ კირილეს, თითქოს მე იქ (არ ჩანს სად: კონსტანტინოპოლში? რომში? მადრიდში?) ვაწარმოებდი მოლაპარაკებას სულთნის წინააღმდეგ; ასე რომ მხოლოდ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ლოცვებით გადავრჩი~. ირბახის მიერ კონსტანტინოპოლში გადატანილ დიდ უსიამოვნებაზე უფრო ვრცელ ინფორმაციას აგზავნის რომში დონ პიეტრო ავიტაბილე მისივე წერილის მინაწერში: `მგზავრობის დროს და კონსტანტინოპოლში მას (ნიკიფორე) დიდი უსიამოვნება ჰქონდა ძმა დიაკონ მალმატუროსგან, რომელიც მას თანამგზავრად გამოაყოლეს; ეპისკოპოსმა მეტიმემ პატრიარქ კირილეს მისწერა, რომ ის (ნიკიფორე) მოსულია რათა ხრიკები მოაწყოს სულთნის წინააღმდეგ... ის (ნიკიფორე) ითხოვს, რომ ყველა ზემოთ დასახელებული კარგად დაისაჯოს~.
რათა გასაგები გახდეს კონსტანტინოპოლის იერარქების და პატრიარქ კირილე ლუკარისის რეაქცია რომიდან საქართველოსკენ მომავალი ნიკიფორეს მიმართ, ორიოდე სიტყვით მაინც უნდა ითქვას პატრიარქ კირილეზე, თავისი დროის ერთ-ერთ ცნობილ მოღვაწეზე. კირილე ლუკარისი ჯერ ალექსანდრიის პატრიარქი იყო (1602-1621) შემდეგ კი კონსტანტინოპოლისა (1621-1638). იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იბრძოდა ლათინების, კერძოდ იეზუიტების წინააღმდეგ. მისი მტრების ოინების გამო იგი ოსმალეთის მთავრობამ ოთხჯერ ჩამოაგდო საპატრირქო ტახტიდან, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ყოველთვის ახერხებდა რეაბილიტაციას. Mან ერთი პირობა შეძლო კიდეც იეზუიტების განდევნა ოსმალეთის სახელმწიფოს საზღვრებიდან. კირილე ლუკარისის სახელთანაა დაკავშირებული კონსტანტინოპოლში სტამბის დაარსება 1627 წელს სასულიერო წიგნების დასაბეჭდად. მან დაბეჭდა, აგრეთვე, პოლემიკური წიგნი ლათინების წინააღმდეგ. მტრებმა საბოლოოდ მაინც მიზანს მიაღწიეს. მათ ლუკარისი დაასმინეს ხელისუფლების წინაშე, თითქოს კაზაკებმა აზოვის ციხე-სიმაგრე დაიპყრეს წაქეზებით პატრიარქისა, რომელიც ელოდება თავისი თანამორწმუნეების მოსვლას კონსტანტინოპოლთან, რათა ააჯანყოს ბერძნები თურქების წინააღმდეგ. სულთან მურად IV-ის ბრძანებით 1638 წლის 28 ივლისს კირილე ლუკარისი მოგუდეს და მისი გვამი ზღვაში გადააგდეს.
კირილე ლუკარისის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ირგვლივ კამათი მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არ წყდებოდა მისი სიკვდილის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში. 1638 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ მას ანათემა გამოუცხადა. მისი რეაბილიტაცია მოხდა მხოლოდ 1672 წელს იერუსალიმის საეკლესიო კრებაზე1. საინტერესოა, რომ 1633 წლის 3 ივნისს კირილე ლუკარისმა ამხილა ლათინები ბეთლემის ტაძარში ქართველების პრივილეგიების დამადასტურებელი საბუთების გაყალბებაში.
1. როგორი მწვავე და დაუნდობელ იყო კათოლიკების და მართლმადიდებლების დაპირისპირება, წარმოდგენას შეგვიქმნის დონ პიეტრო ავიტაბილეს მიერ განცდილი სიხარული სულთნის მიერ პატრიარქ კირილე ლუკარისის დასჯის გამო, რაც მისი აზრით, `ღვთიური სამართლიანობის ნიშანი იყო~.
ალბათ, გასაგებია, პატრიარქ კირილე ლუკარისის და კონსტანტინოპოლის იერარქების შიში. ოსმალეთის ხელისუფლებას შეიძლებოდა მათთვის ბრალი დაედო იერუსალიმის პატრიარქის თეოფანის III-ის სარეკომენდაციო ბარათით მოგზაურ ნიკიფორე ჩოლოყაშვილთან კავშირის შესახებ, რომელიც ანტიოსმალურ კოალიციის შექმნას გეგმავდა. როგორ გაიგეს კონსტანტინოპოლში ნიკიფორეს პიროვნებისა და მისი მოგზაურობის მიზნების შესახებ, დღეისათვის ამის დადგენა, შეუძლებელია. შეიძლება ვარაუდი, რომ საიდუმლოებით მოცული ელჩობის ამბავი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იერუსალიმის საპატრიარქოდან გაიგეს. როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ნიკიფორეს მოგზაურობის მიზანი სულთნის მოხელეებამდე არ მიიტანა, თორემ ქართველი დიპლომატი კონსტანტინოპოლიდან თავს ვეღარ დააღწევდა. Aქვე შეიძლება იმ ვარაუდის გამოთქმაც, რომ კათოლიკების წინააღმდეგ მებრძოლი კირილე ლუკარისი უკმაყოფილო იქნებოდა ქართლში კათოლიკე მისიონერების ყოფნითა და მათი საქმიანობით. ამიტომ ჩამოართმევდნენ ნიკიფორეს რომიდან მისიონერებისათვის გაგზავნილ წერილებს. მაგრამ, როგორც ჩანს, კონფისკაცია არ შეეხო კათოლიკური ესპანეთის მეფისა და რომის პაპის მიერ ქართველ მეფესთან გაგზავნილ წერილებს.
განსჯას მოითხოვს, აგრეთვე, ნიკიფორეს მიერ მესინაში საქართველოსკენ მიმავალი კათოლიკე მისიონერებისათვის გადაცემული გიორგი სააკაძის სახელზე დაწერილი სარეკომენდაციო წერილის საკითხი, რომელსაც სერიოზული უსიამოვნებანი მოჰყვა მისიონერებისათვის და, სავარაუდოა, ნიკიფორესთვისაც.
ირანის გზით საქართველოში მომავალი მისიონერები ადგილობრივმა მოხელეებმა დიდად შეავიწროვეს. თავდაპირველად მისიონერები ეჭვობდნენ, რომ სპარსელები მათ სიმდიდრეს აგულებდნენ და ასე იმიტომ ექცეოდნენ. შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ისინი ნიკიფორე ირბახის მიერ სააკაძის სახელზე დაწერილ სარეკომენდაციო წერილს ეძებდნენ. ამასთან დაკავშირებით დონ ბართოლემეო ფერო წერს: `ქართველი დესპანი _ ნიკიფორე ირბახი ..., ხსენებული მოურავის (გიორგი სააკაძის) ახლო ნათესავი, დარწმუნებული იყო, რომ კეთილ სამსახურს აღმოუჩენდა, როგორც დონ პიეტრო ავიტაბილეს, ისევე წმიდა მამებს, რომელთაც განზრახული ჰქონდათ საქართველოში წასვლა, როდესაც მოურავს წერილს სწერდა (და გადასცა დონ პიეტრო ავიტაბილეს), რითაც მოურავთან რეკომენდაციას უწევდა წმიდა მამებს.
ამ წერილს წმიდა მამები ინახავდნენ ყველაზე უძვირფასეს ნივთებს შორის და მხოლოდ შემდგომში, როდესაც უკვე მეტად გვიან იყო, დარწმუნდნენ, რომ ეს წერილი, ურიისადმი ღვთის წერილის მსგავსად, თან სიკვდილს ატარებდა~1. ირანელმა მოხელეებმა წერილი ვერ იპოვეს და მისიონერები დაღუპვას გადაურჩნენ.
დგება კითხვა: თუ მისიონერებმა გიორგი სააკაძე კონსტანტინოპოლში ინახულეს, აუცილებლად შეიტყობდნენ ამ ცნობილი მხედართმთავრის სამშობლოდან გადახვეწის ამბავს. მაშინ რაში სჭირდებოდათ ნიკიფორეს მიერ სააკაძისათვის გაგზავნილი, მისიონერებისათვის მფარველობის თხოვნის სარეკომენდაციო ბარათი? რატომ იგდებდნენ თავს განსაცდელში? თუ ასეთი ბარათი მართლა არსებობდა, რის სინამდვილეში ეჭვის შეტანა ძნელია, მაშინ გამოდის, რომ საფრანგეთის ელჩმა რომ მისიონერებს `მაუროსთან~ რეკომენდაცია გაუწია ის მოურავი გიორგი სააკაძე კი არა, არამედ სხვა ქართველი იყო. სხვა ცნობით, ნიკიფორეს, მისიონერთა სარეკომენდაციო წერილები მეფე თეიმურაზისათვის გაუგზავნია. მასში ნათქვამია, რომ ნიკიფორეს ნეაპოლში გაუგია საქართველოში მიმავალი ორი თეატინელი ბერის შესახებ და მან `მათ მისცა სარეკომენდაციო წერილები მეფისათვის, რომელიც მიიღებს რა ამ წერლებს მათ კარგ მიღებას აღმოუჩენს~1. ეს ცნობა სიმართლეს არ უნდა შეეფერებოდეს.
1. ამონარიდის უკანასკნელ ფრაზაში დონ ბართოლემეო ფერო გულისხმობს ურია ხეთელის ცოლზე შეყვარებული დავით წინასწარმეტყველის მიერ იმავე ურიის ხელით მთავარსარდალთან გატანებულ წერილს, რომელშიც მეფე ითხოვდა წერილის მიმტანი ბრძოლის დროს ისეთ ადგილას დაეყენებინათ, რომ დაღუპულიყო და ასეც მოხდა.
დონ ბართოლემეო ფერო კომპეტენტური ისტორიკოსი იყო, მაგრამ უფრო სანდო ის მისიონერები არიან, რომლებიც ნიკიფორეს მესინაში შეხვდნენ და მისგან წერილიც მიიღეს. ისინი არაფერს ამბობენ ნიკიფორეს მიერ მათთვის ამგვარი წერილის თუ წერილების გადაცემაზე. დონ პიეტრო ავიტაბილე პირდაპირ და გარკვევით ამბობს, რომ ნიკიფორემ მათ სარეკომენდაციო წერილი მორავთან (მოურავთან), ანუ გიორგი სააკაძესთან გაატანა.
დონ პიეტრო ავიტაბილე, როცა ნიკიფორე ჩოლოყაშვილისა და გიორგი სააკაძის ნათესაობაზე მიუთითებს, მას მხედველობაში უნდა ჰქონდეს, როგორც უკვე ითქვა, ნიკიფორეს დედის არაგვის ერისთავის ოჯახიშვილობა. ამავე ოჯახიდან იყო გიორგი სააკაძის ცოლი რუსუდანი _ ზურაბ ერისთავის და. ზურაბი და რუსუდანი ნიკიფორეს ბიძაშვილები იყვნენ, ასე რომ ნიკიფორე და გიორგი სააკაძე ახლო ნათესავებად ითვლებოდნენ.
თუ გავითვალისწინებთ თეიმურაზ I-ისა და შაჰ აბასის გიორგი სააკაძისადმი მტრობას (ამ დროს უკვე მომხდარია, ყიზილბაშების ამოწყვეტა მარტყოფის ველზე, ქსნის ხეობასა და სამცხეში და მარაბდის ბრძოლა _ რომელთა ინიციატორი და მეთაური გიორგი სააკაძე იყო, რის გამო შაჰი მას სასტიკად დევნიდა. თეიმურაზ მეფისა და გიორგი სააკაძის ლაშქარს შორის მომხდარი იყო ბაზალეთის ბრძოლა. სააკაძე დამარცხდა. ამის შემდეგ იგი მეფისათვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო, როგორც სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე). მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ გიორგი ვალში იყო ირანში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების წინაშე (მათ უპატრონეს ხევში გადაგდებული სააკაძის ვაჟის _ პაატას თავმოკვეთილ გვამს), რაც ცნობილი იქნებოდა საქართველოში და, რა თქმა უნდა, თეიმურაზსაც ეცოდინებოდა. თეიმურაზ მეფე პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც დაკავშირებული იყო გიორგი სააკაძის მკვლელობასთან. მუსტაფა ნაიმას გადმოცემით, ხუსრევ ფაშამ სააკაძე სულთანთან შეთანხმების გარეშე, ვითომდა, იმიტომ მოაკვლევინა, რომ იგი საქართველოში გაქცევას აპირებდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სააკაძემ სულთნისაგან თეიმურაზის წინააღმდეგ დახმარება კი არა, თანამდებობა (კონიის ბეგლარბეგობა) მიიღო, რაც მის ინტერესებში არ შედიოდა.
შეიძლება ბოლომდე ვერ ვენდოთ თეიმურაზ მეფეს, როგორც გიორგი სააკაძის მოწინააღმდეგეს და მისი პიროვნების უარყოფითად წარმოჩენით დაინტერესებულს, მაგრამ მოვლენების, რომლებიც ახლა გადმოვეცი, ახსნისათვის მისი ნათქვამი ანგარიშ გასაწევია. თეიმურაზ მეფემ 1658 წ. 31 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დროს ისეთი რამ განაცხადა, რომელიც ნაწილობრივ მაინც ადასტურებს მუსტაფა ნაიმას ნათქვამს, კერძოდ, იმას, რომ სააკაძე საქართველოში გაქცევას აპირებდა. რუსული დოკუმენტის მიხედვით, თეიმურაზ მეფეს უთქვამს: `ოცდაათიოდე წლის წინათ მისმა ერთმა ბოიარმა გიორგიმ სიოს1 უღალატა, გამუსლიმანდა თურქეთის სულთან მურატთან გაიქცა და მის (თეიმურაზის) წინააღმდეგ ჯარი წამოიყვანა. თეიმურაზ მეფე მის შესახვედრად წავიდა თავისი ჯარით და იმ მოღალატეს და მის თურქებს შეებრძოლა ქართლისა და მისი სამეფოს (კახეთის) საზღვარზე. მოღალატესთან იყო ორმოცი ათასი თურქი, მეფესთან კი სამი ათასი. ის შეებრძოლა ველზე. ორივე მხარეს ცხენოსნები ჰყავდა, ქვეითები არ იყო. იმ ბრძოლაში თეიმურაზ მეფეს ღმერთი შეეწია და მოღალატე და თურქები დაამარცხა... ის მოღალატე (სააკაძე) ბრძოლიდან გაიქცა თურქების (სულთანთან) და თურქების სულთნის ღალატიც და დადიანის სახელმწიფოში გაქცევა უნდოდა. როცა ეს შეიტყო ვაზირმა, იგი სიკვდილით დასაჯა.
1. არ არის გარკვეული, რას ნიშნავს ქარაგმა `Сиос~. Mისი გაშიფვრა ვერც ამ დოკუმენტის მეორე გამომქვეყნებელმა ვ. მაჭარაძემ შეძლო. ვფიქრობ, `სიოს~ გიორგი სააკაძის მამის სიაუშის დამახინჯებული სახელია. რუსულ დოკუმენტებში პიროვნების მამის სახელის აღნიშვნა აუცილებელი იყო. მაშასადამე, უნდა დაეწერათ Георгий Сияушевич (გიორგი სიაუშის ძე).
ამის შემდეგ მეფე თეიმურაზს თურქი (სულთნისგან) არავითარი დევნა და რაიმეზე გზავნილი არ ჰქონია~. ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით, ასტრახანის ვოევოდას ირანის შაჰის ელჩთან, მაჰმედ სალი ბეგთან საუბრისას გაუგია, რომ თეიმურაზ მეფესა და შაჰს შორის მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ელჩმა არ იცოდა რამდენი ხნით. თეიმურაზს ქ. აშრაფში (მაზანდერანში) ორი თურქის, ოთხი ქართველის და 100 მოკლული ადამიანის გვამი გაუგზავნია და შაჰისათვის შეუთვლია, რომ ეს ადამიანები დახოცა თავის ქვეყანაში, როცა ისინი შაჰის მოღალატე მოურავის მეთაურობით თურქებთან და ქართველებთან ერთად თეიმურაზ მეფის წინააღმდეგ მოვიდნენ. თუ რუსული წყარო სიმართლეს ასახავს, მაშინ გამოდის, რომ გიორგი სააკაძეს ბაზალეთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავის ერთგულ ქართველებისა და ოსმალთა რაზმებზე დაყრდნობით საქართველოში დაბრუნება უცდია, მაგრამ კვლავ მარცხი განუცდია. მაჰმედ შალი ბეგის თქმით, თეიმურაზ მეფეს ეს სამხედრო წარმატება, რაც სააკაძის დამარცხებაში გამოიხატა, ისპაანში უცნობებია, როგორც საერთო მტერსა და შაჰის მოღალატეზე გამარჯვება.
ამგვარად, თეიმურაზ მეფის მიხედვით, ერთი პირობა, სულთანმა სააკაძეს მხარი დაუჭირა, მაგრამ თეიმურაზმა მისი დამარცხება შესძლო და ამის შემდეგ სააკაძე ოსმალეთში გაიქცა. თეიმურაზის ნათქვამიდან ისიც ჩანს, რომ ამ შემთხვევის გარდა მას ოსმალებთან დაპირისპირება არ ჰქონია და რაც მოხდა ისიც მხოლოდ სააკაძის ბრალი იყო. ამის შემდეგ სააკაძეს სულთნის ღალატი და დადიანის ქვეყანაში გაქცევა განუზრახავს, მაგრამ ვაზირმა გაუგო და სიკვდილით დასაჯა. `ჩანს დიდმა მოურავმა, რომელმაც ვერ მიაღწია ოსმალეთის დახმარებას თავისი გეგმების შესასრულებლად, სხვა ძალის მოძებნა დააპირა თვით საქართველოში და ამ მიზნით `დადიანის ქვეყანაში~, ე.ი. ოდიშში, ლევან II დადიანთან დააპირა გაქცევა. ეს დროზე შეიტყო დიდვაზირმა ხუსრევ ფაშამ, რომელიც ისედაც შურით იყო გამსჭვალული გამოჩენილი სარდლისადმი, სათანადო საბაბი მას უკვე ჰქონდა და სააკაძე სიკვდილით დაასჯევინა კიდეც~.
თუ გავითვალისწინებთ დასავლეთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას XVII ს. 20-იანი წლების მეორე ნახევარში, გიორგი სააკაძეს და ლევან დადიანს ერთმანეთი ძალიან ჭირდებოდათ. სააკაძე ეძებდა მხარდამჭერს საქართველოში, ლევან II დადიანს ჭირდებოდა დიდი სამხედრო გამოცდილების ადამიანი სააკაძის სახით. მაგრამ დასავლეთ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ოდიშის მთავრისათვის არასასურველად შეიცვალა. როგორც ითქვა, ბაზალეთის ბრძოლის დროს იმერეთის მეფე გიორგი III-მ თავისი შეიარაღებული ძალით მხარი დაუჭირა სააკაძეს, ახლა კი იგი თეიმურაზს დაუნათესავდა (მისმა ვაჟმა ალექსანდრემ თეიმურაზის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი, დარეჯანი შეირთო) და მისი მოკავშირე გახდა. ლევან დადიანი კი თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო გიორგი III-სთან თეიმურაზთან დაპირისპირებული იყო. მოსალოდნელია, რომ თეიმურაზმა, რომელსაც სულთანი თავის მოკავშირედ თვლიდა და ოსმალეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა, თავისი აგენტების საშუალებით იცოდა სააკაძისა და ლევან დადიანის კონტაქტების შესახებ.
გასაზიარებელია ი. ანთელავას ვარაუდი, რომ გიორგი სააკაძეს შეიძლებოდა შეეცვალა თავისი დამოკიდებულება ირანის მიმართ, სადაც შაჰ აბას I-ის სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა მისი ფავორიტი, ისპაანის ტარუღა, ხოსრო-მირზა, რომლის კარიერაში დიდი წვლილი ჰქონდა დიდ მოურავს. ირანის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილება იმდენად სერიოზული მომენტი იყო, რომ ამას შეიძლებოდა სააკაძის პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება გამოეწვია და ეს გამხდარიყო მიზეზი ოსმალეთის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის განახლების წინ, მთავარსარდლად დანიშნულ პირველ ვაზირს იგი მოეკვლევინებინა.
ყოველვე იმას, რაც ზემოთ ითქვა, თუ დავუმატებთ ნიკიფორე ჩოლოყაშვილის და გიორგი სააკაძის ნათესაობას და იმასაც, ნიკიფორემ რომ თამამი დიპლომატიური ნაბიჯები გადადგა მადრიდსა და რომში, ნათელი გახდება, რომ ისედაც ფრთხილი მეფე თეიმურაზი, ამის შემდეგ ნდობას აღარ გამოუცხადებდა ნიკიფორეს და ვერც ნიკიფორე ენდობოდა თეიმურაზს.
თეიმურაზ მეფესა და ნიკიფორეს შორის დაძაბული ურთიერთობაზე საუბრისას აუცილებლად დგება კითხვა: რატომ გაუგზავნა ნიკიფორემ მისიონერების მფარველობისათვის სარეკომენდაციო წერილი გიორგი სააკაძეს და არა თეიმურაზ მეფეს, ვისი დავალებითაც იგი კათოლიკურ ქვეყნებში საქართველოს მტრების წინააღმდეგ მოკავშირის მოსაპოვებლად წავიდა? რა თქმა უნდა, როცა ნიკიფორემ სარეკომენდაციო წერილი დაწერა მესინაში (1626 წ. ნოემბრის დასასრული-დეკემბრის დასაწყისი), მაშინ გიორგი სააკაძე ქართლში აღარ იმყოფებოდა, ის უკვე ლტოლვილი იყო და ოსმალეთში აფარებდა თავს, რაც ნიკიფორემ არ იცოდა. მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, ნიკიფორე როგორი აზრით წავიდა ევროპაში, მისთვის რას წარმოადგენდნენ თეიმურაზ I და გიორგი სააკაძე (ყიზილბაშების წინააღდეგ ბრძოლის გმირი), ვისკენ იხრებოდა მისი პოლიტიკური სიმპათია? არ გამოვრიცხავ, რომ ნიკიფორემ იცოდა გიორგი სააკაძის საქართველოს გაერთიანების გეგმის შესახებ. გიორგი სააკაძე ამ მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა იმერეთის მეფესთან და ოდიშის მთავარ ლევან II დადიანთან და ერთი პირობა, ქართლ-კახეთის გაერთიანებაც შეძლო, რომლის სათავეში თეიმურაზ I იდგა. ახლა დღის წესრიგშია იმერეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების გაერთიანება. ევროპაში გამგზავრებამდე, ნიკიფორე ჩოლოყაშვილს, როგორც პოლიტიკოსს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა (მიუხედავად იმისა, სად იმყოფებოდა იგი საქართველოში თუ იერუსალიმში) გიორგი სააკაძის გეგმის შესახებ. ამგვარ პოლიტიკურ ვითარებათა კონტექსტში უნდა განვიხილოთ ნიკიფორეს მიერ კათოლიკე მისიონერების ხელით გიორგი სააკაძისათვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც, სავარაუდოა, მისიონერების მიმართ მფარველობის გარდა საუბარი იყო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.
ზემოთ დასახელებული მიზეზები სრულიად საკმარისი იყო, იმისათვის, რომ ნიკიფორეს გამოეტანა დასკვნა: თეიმურაზ მეფე არ იყო ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც შესძლებდა ქვეყნის გაერთიანებას. Aამიტომ ნიკიფორე მეფესა და მოურავს შორის ორმაგ თამაშს ეწეოდა. სხვანაირად ვერ აიხსნება მის მიერ თეიმურაზის გვერდის ავლით კათოლიკე მისიონერების მფარველობის სააკაძისათვის თხოვნა.
ნიკიფორე ჩოლოყაშვილს თეიმურაზ I-ის მიმართ სერიოზული უკმაყოფილების (მტრობის) მიზეზიც ჰქონდა. როგორც ითქვა, თეიმურაზმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნიკიფორეს ძმა, ცნობილი მხედარეთმთავარი და პოეტი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი მოაკვლევინა. ისიც ითქვა, რომ თეიმურაზ I-ის და დედოფალ ხორეშანის მიერ მეტეხის ღვთისმშობლისათვის მიცემული სიგელი, რომელიც შედგენილია 1614 წელს, ნიკიფორეს უნდა დაეწერა შაჰ აბასის კახეთში ლაშქრობის წინ. ყიზილბაშები კახეთში შეიჭრნენ 1614 წლის დასაწყისიდან მარტის თვემდე პერიოდში. მაშასადამე, ქაიხოსროს მკვლელობა უნდა მომხდარიყო აღნიშნული წლის დასაწისიდან მარტის თვემდე და იმავე პერიოდში უნდა წასულიყო ნიკიფორე იერუსალიმს.
ვფიქრობ, ნიკიფორეს იერუსალიმში წასვლა (შეიძლება ითქვას _ გაქცევა) გამოწვეული იყო თეიმურაზის რეპრესიებისაგან თავის გარიდების სურვილით და არა სპარსელთა საქართველოში შემოჭრით. იგი, ალბათ, სამუდამოდ იქ, ჯვრის მონასტერში, დარჩებოდა, ისევ თეიმურაზს, რომ 12 წლის შემდეგ არ გამოეწვია რომსა და ესპანეთში ელჩად გასაგზავნად. ცნობილი არ არის, როგორ, რა პირობებში დაიყოლია იგი თეიმურაზ მეფემ, რომ კვლავ მის სამსახურში ჩამდგარიყო. ეგეც რომ არ ყოფილიყო, ნიკიფორეს არ შეეძლო გარკვეულ დრომდე მაინც არ დამორჩილებოდა თეიმურაზის ბრძანებას, რომელიც კვლავ ქართლ-კახეთის მეფე გახდა (1625-1633).
ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა, დიპლომატმა, იცოდა რა თავისი ქვეყნის, კონკრეტულად, ქართლ-კახეთის, რეალური ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი, ითვალისწინებდა იმ ქვეყნების პოლიტიკური და სასულიერეო წრეების ინტერესებსა და ტენდენციებსაც, სადაც იგი წარგზავნილი იყო. რა თქმა უნდა, მივლინების ადგილზე მისული ნიკიფორესათვის ბევრი რამ სრულიად ახლებურად წარმოჩინდა. ამიტომ იგი იძულებული გახდა შორეულ საქართველოში სრული და სწორი ინფორმაციის დეფიციტის პირობებში შემუშავებულ პოლიტიკურ პროექტში, ადგილზე გაცნობილი სინამდვილის მიხედვით, ცვლილებები შეეტანა. მისი აზრით, დანიშნულების ადგილამდე დიდი ხარჯებით და ხიფათით მისული ელჩობა მთლად უშედეგოდ არ უნდა დასრულებულიყო და მინიმალური სარგებელი მაინც მიეღო. მაგრამ გასაჭირში მყოფ სამშობლოში დაბრუნებულ ხელმოცარულ დიპლომატს ვინ გაუგებდა.
1629 წლის 14 აგვისტოს, როგორც ითქვა, ნიკიფორე ჩოლოყაშვილი გორში დაბრუნდა და მაშინვე კათოლიკე მისიონერები მოინახულა. `ნიკოფორე ირბახი, _ წერს დონ ბართოლემეო ფერო, _ ხედავდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდნენ მისიონერები. ამიტომ იგი გაჩუმებული იყო, მაგრამ გრძნობდა იმ სიხარულსა და სიამოვნებას, რომელიც მან მათ მიაყენა და მათ ასევე გამოამჟღავნეს ნიკიფორეს მიმართ. ნიკიფორე ირბახი მეტად შეაწუხა კათოლიკე მისიონერების წინააღმდეგ ბერძენი ბერების მოქმედებამ, მაგრამ გულის სიღრმეში იგი ბედნიერად თვლიდა თავს, რომ თავისი ჩამოსვლითა და ახალი ამბების ჩამოტანით, მათ სიამოვნება მოუტანა. ნიკიფორე ფიქრობდა თუ როგორ გამოეხატა თეიმურაზ მეფესთან შეხვედრის დროს თავისი სიმპათიები თეატინელი მორწმუნეებისადმი და როგორ აღენიშნა მათი სამართლიანი დამსახურება~.
რამდენიმე დღის შემდეგ ნკიფორემ თეიმურაზ I-ს მოახსენა ევროპაში მოგზაურობის შედეგების შესახებ. მეფის იმედის გაცრუება ნიკიფორეს ელჩობის შედეგებით ნათელი გახდებოდა მაშინვე, როდესაც იგი გაეცნობოდა პაპის ურბან VIII-ის 1628 წლის 2 დეკემბრით დათარიღებულ წერილს. მასში არაფერი იყო თქმული იმაზე, რაც მეფეს განსაკუთრებით აინტერესებდა. იყო მხოლოდ მოწოდება, რომ ქართული ეკლესია შეერთებოდა რომის ეკლესიას, თეიმურაზსა და მის ქვეყანას კათოლიკობა მიეღო. აი რას წერდა პაპი თეიმურაზს: `კარდინალთ წმინდა კონგრეგაციამ, რომელიც დაკავებულია სარწმუნოების გავრცელების საქმით, მიუთითა ზემოხსენებულ ნიკიფორეს, სახელდობრ თუ რას მოელის და რას მოითხოვს შენი უმაღლესობისაგან რომის ეკლესია. საჭიროა მთელი ძალით იზრუნო, რათა ეკლესიის მეთაურები და მღვდელმსახურები, იბერიის სამეფოს სულის მწყემსები, რომლებიც უფლის სახლში ცხოვრეობენ, შენთან ერთად ერთსულოვნად აღიარებდნენ პეტრეს სახელმწიფოს _ ეკლესიის ხილულ მეთაურს რომის სახით~.
წერილის გაცნობის შემდეგ, თეიმურაზი, ბუნებრივია, თავისი დიპლომატისაგან მოითხოვდა მისი წარუმატებელობის მიზეზების დაწვრილებით ახსნა-განმარტებას. სავარაუდოა, ნიკიფორემ თვითონვე მოუთხრო მეფეს თავისი მოგზაურობისა და მოლაპარაკებების შესახებ და იმაზეც, რამაც აიძულა იგი ცვლილებები შეეტანა როგორც წერილობით ისე ზეპირად დანაბარებში. საქართველოში მოსული მისიონერები, მადრიდსა და რომში ნიკიფორეს ნალაპარაკევით დაიმედებულნი, სამეფო კარისგან დიდ მხარდაჭერას ელოდებოდნენ და ამაში ხედავდნენ თავიანთ საქმიანობაში წარმატების საწინდარს. ავიტაბილე ნიკიფორეს დანაპირებზე დაიმედებული, მომავალს ოპტიმისტურად რომ უჭვრეტდა, ეს ჩანს კიდეც მის მიერ `წმინდა კონგრეგაცია პროპაგანდა ფიდეს~ მდივნის ფრანჩესკო ინგოლისათვის გაგზვნილი წერილის მინაწერის ერთ ფრაზაში. ნიკიფორე, როგორც მას თვითონვე უთქვამს ავიტაბილესათვის, ხელსაყრელ მომენტს ელოდება, რათა შეუდგეს იმ საქმეს, რომელიც მას რომში დააკისრესო.
დანაბარებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისიონერებისათვის მხარდაჭერა იგულისხმებოდა. სავარაუდოა, ქართველ დიპლომატს დრო გაჰყავდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა როგორც მეფისათვის ისე გაჭირვებაში მყოფი გორის მისიის ხელმძღვანელ დონ პიეტრო ავიტაბილესათვის სიმართლე ეთქვა. თეიმურაზ მეფის ნიკიფორე ჩოლოყაშვილისადმი უკმაყოფილებაზე უნდა მიგვანიშნებდეს მის მიერ, ნიკიფორეს დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ, 1630 წლის აგვისტოში რომში გაგზავნა ახალი ელჩობისა, რომლის შემადგენლობაში ნიკიფორეს ვერ ვხედავთ. თუმცა, ხმა ყოფილა გავრცელებული, რომ ის მეორედ მიემგზავრებოდა ევროპაში, როგორც ელჩი. ალბათ, ეს ხმა მისწვდა პიეტრო დელა ვალეს და ამიტომაც ეგონა, რომ ნიკიფორემ კიდევ ერთხელ იმოგზაურია იერუსალიმში და მეფე თეიმურაზს განზრახვა ჰქონდა ნიკიფორე კვლავ ელჩად გაეგზავნა ევროპაში.
ძნელია დადგენა, რამდენად შეეფერებოდა თეიმურაზის განზრახვა სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ მან უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა პატრ დონ პიეტრო ავიტაბილეს, რომელმაც მეფისა და კათალიკოს ზაქარიას წერილები წაუღო პაპსა და წმინდა კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს კარდინალებს.
თეიმურაზ მეფესა და მის დიპლომატს შორის, რომ სერიოზული უთანხმოება არსებობდა როგორც რომთან მიმართებაში გასატარებელი პოლიტიკური კურსის საკითხში (პირველ რიგში ეს გამოიხატებოდა კათოლიკე მისიონერებისადმი სამეფო ხელისუფლების დამოკიდებულებაში), ისე საგარეო პოლიტიკის გენერალურ ხაზში. კერძოდ, ვინ იყო მაშინდელი ქართლ-კახეთის სამეფოს საშიში მტერი, ვის წინააღმდეგ იყო საჭირო მოკავშირის გამონახვა და ა.შ. ეს ყველაფერი უთანხმოებას კიდევ მეტად გაამწვავებდა. ზემოთ აღნიშნული მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მომენტების გამო, ნიკიფორეს თეიმურაზის გვერდით ყოფნა აღარ შეიძლებოდა.
იმას რომ თავი დავანებოთ, რაც უკვე ითქვა, თეიმურაზ I-ს წესად ჰქონებია, მისი სურვილისა და დანაბარების სისრულეში არ მოყვანისათვის თავისი ელჩების მიმართ მკაცრად მოპყრობა. 1635 წელს თეიმურაზის ელჩს მოსკოვში ნიკიფორე ბერძენს რუსთ ხელმწიფისთვის უთხოვია: `დროულად გამიშვით საქართველოში, თუ არა ისევე იქნება ჩემს მიმართაც, რაც არქიეპისკოპოს თეოდოსეს დაემართა: გაწბილება და შერცხვენა~, რადგან, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა, ვერავითარი პასუხი ვერ მიუტანა. თეიმურაზს ნიკიფორე ბერძენისთვის უთქვამს: `ახლა სხვას ვერავის ვენდობი შენს გარდა, შენც ისე ნუ მოიქცევი, როგორც ხარიტონი და თეოდოსე, მალე ერთ წელიწადში დაბრუნდები და (რუსეთის) დღეგრძელი ხელმწიფის ზეპირ პასუხს მომიტან... თეოდოსეც აქ (მოსკოვში) ოთხი წელი შეაკავეს და გაუშვეს. როცა ჩემს ხელმწიფე (თეიმურაზთან) მივიდა, ჩემს ხელმწიფეს რაიმე ჭეშმარიტი ბრძანება არ მიუტანა, ამიტომ ჩემს ხელმწიფეს მისი (თეოდოსის) დასჯა სურდა. ისიც ადგა და თურქეთში1 გაიქცა~.

1. თურქეთში იერუსალიმი იგულისხმება. ეს ქალაქი უკვე ერთი საუკუნის წინათ ოსმალებმა დაიპყრეს და იგი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლებოში შედიოდა. თეოდოსი დიდი ხნის განმავლობაში იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა.
რატომ არაფერს ამბობს ნიკიფორე ბერძენი ნიკიფორე ირბახზე, რომელსაც იგი, რასაკვირველია, იცნობდა და მას კარგად ეცოდინებოდა თეიმურაზსა და ირბახს შორის იმ გართულებული ურთიერთობის შესახებ, რამაც ეს უკანასკნელი ლევან II დადიანის ბანაკში გადაიყვანა? პირველ რიგში საფიქრებელია, რომ ნიკიფორე ბერძენი რუსეთის მეფეს მხოლოდ იმ ქართველ ელჩებს შეახსენებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მოუქნელობის გამო დაისაჯნენ.
ნიკიფორე ბერძენის მიერ ნიკიფორე ირბახის მოუხსენებლობა ნაკარნახევი იქნებოდა, შემდეგი მომენტების გათვალისწინებით: 1. ნიკიფორე ირბახი დიპლომატიური მისიით რუსეთში არასოდეს ყოფილა; 2. თეიმურაზის მიერ ევროპაში გაგზავნილ ელჩზე საუბარი რუსთ ხელმწიფეს სასიამოვნოდ არ დარჩებოდა; 3. დიპლომატიური თვალსაზრისით,Aარც იმის თქმა იქნებოდა გამართლებული, რომ იმ დროს, როდესაც ნიკიფორე ბერძენი მოსკოვში იმყოფებოდა, თეიმურაზისაგან წასული ნიკიფორე ირბახი კვლავ მოქმედი დიპლომატი იყო ლევან II დადინის კარზე, რაც მის შაჰისადმი მომხრეობასაც ნიშნავდა.
როდესაც თეიმურაზ მეფეს კათოლიკე მისიონერების ჩამოსვლა შეატყობინეს, მან ისინი სამეფო კარზე, საფურცლეში მიიწვია. პატრები მეფემ და პატრიარქმა ზაქარიამ (1623-1632) დიდი კმაყოფილებით მიიღეს. პაპის დესპანების მეთაური დონ პიეტრო ავიტაბილე წერს: `ამრიგად, ჩვენ წარვსდექით მეფის წინაშე და წარვუდგინეთ მისი უწმინდესობის წერილი, რომელიც მან დიდი პატივით მიიღო1 და ჩვენც დიდი პატივი დაგვდო. ასევე მოიქცა პატრიარქი ზაქარიაც, რომელიც ამ სამეფოს ყველა პრელატიდან ყველაზე უმაღლესი პიროვნებაა, გამოიჩინა რა დიდი პატივი თქვენი უგანათლებულეს მეუფეთა წერილისადმი და გამოხატა დიდი სიხარული ჩვენი ჩასვლის გამო~. მისიონერები აუდიენციით კმაყოფილნი დარჩნენ. მათ მეფესთან და პატრიარქთან პირველი შეხვედრისთანავე მიიღეს ის, რაც მათ განსაკუთრებით აინტრესებდათ: ეკლესიის აშენების, წირვა-ლოცვის დაყენების და თავისუფლად ქადაგების უფლება, რისი მიღწევაც კათოლიკებისათვის სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში შეუძლებელი ან უკეთეს შემთხვევაში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. უფრო მეტიც, მეფემ და პატრიარქმა პატრები მართლმადიდებლურ წირვაზე მიიწვიეს და დაპირდნენ, რომ თვითონაც დაესწრებოდნენ კათოლიკურ მესას. ისინი მომავალშიც ყურადღების არმოკლებას დაპირდნენ პატრებს. აუდიენციის დროს პატრებმა მეფესა და პატრიარქს გადასცეს რომიდან წამოღებული წერილები, რომელთა საპასუხოდ მეფისა და პატრიარქისაგან მიიღეს ორ-ორი წერილი რომის პაპისა და წმინდა კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს სახელზე.

1. თეიმურაზ მეფისა და კათალიკოს ზაქარიას მიერ რომში გაგზავნილი წერილების მოკლე შინაარსში ნათქვამია, რომ როდესაც დონ პიეტრო ავიტაბილემ და დონ ჯაკომო დი სტეფანომ მეფეს პაპის წერილი გადასცეს, მან წერილს აკოცა, თავზე დაიდო და ასე მოისმინა მისი შინაარსი.
თეიმურაზ მეფისა და პატრიარქ ზაქარიას წერილების გაცნობის შედეგად გასაგები ხდება როგორი დიდი განსხვავებაა, ადრესატების ინტერესებსა და პრობლემების გადაჭრის გზებისადმი მიდგომაში. დაკვირვებულ ქართველ დიპლომატებს რომიდან ჩამოტანილი წერილების გაცნობის შემდეგ, ალბათ ეჭვი აღარ უნდა გასჩენოდათ, რომ წარუმატებლად დამთავრდებოდა ნიკიფორე ირბახის ელჩობა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ სამშობლოში არ დარუნებულიყო.
პაპი ურბან VIII-ის საქართველოსთან ურთიერთობაში უმთავრეს ინტერესს წარმოადგენდა ამ ქვეყანაში პაპის პრიმატის აღიარება და კათოლიციზმის გავრცელება. წერილში იკითხება ნიკიფორე ირბახის ელჩობის გამოძახილი. პაპი თვითონვე აღნიშნავს, რომ `ჩვენ მშობლიური სიყვარულით შევხვდით საყვარელ შვილს, წმინდა ბასილის ბერს ნიკიფორე ირბახს, რომელიც შენ გამოგზავნე ჩვენთან წერილით, როგორც შენი ძლიერების დამადასტურებელი და შენი ღვთისმოსაობის თავდები~.
პაპის ეპისტოლედან ამონარიდის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ დაისმის პასუხგაუცემელი კითხვა: თუ ნიკიფორე ბასილიანელი იყო და რომში სცნეს მისი აღმსარებლობა, მაშ რატომ მოსთხოვეს კათოლიკობის ოფიციალურად აღიარება?
პაპი მეფეს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება მალე შევიდეს `დედა რომის ელკესიის წიაღში... ხოლო, როდესაც შენ ყველა წესის დაცვით აღიარებ ორთოდოქსულ სარწმუნოებას და საზეიმოდ განაცხადებ მორჩილებას, და ეს ცნობა ჩვენთან მოვა, მაშინ სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც ყოვლისშემძლე მოსამართლის ჩაგონებით ახდენს მეფეების ტახტზე დასმას და სამფლობელოების გადანაწილებას, დაამტკიცებს შენს მონარქიულ მმართველობასაც პაპის საზეიმო ლოცვა-კურთხევით. შემდეგ შევეცდებით ძმურად განვაწყოთ ქრისტიანი მეფეები, განსაკუთრებით დავიყოლიოთ შენთვის სასურველ მეგობრობაზე ესპანეთის მეფე~.
თეიმურაზისათვის ნათელი უნდა გამხდარიყო, რომ პაპი და მასთან ერთად კათოლიკური ქვეყნები, დახმარებას კი არ პირდებოდნენ, არამედ, ჯერ-ჯერობით მეფედაც კი არ აღიარებდნენ. ისინი მას მეფედ აღიარებას პირდებოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი საზეიმოდ გამოაცხადებდა პაპისადმი მორჩილებას და მიიღებდა კათოლიკურ სარწმუნოებას. პაპი არც მალავდა, წმინდა კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს კარდინალთა კოლეგიამ მუსლიმანთა აგრესიისაგან დაცვისათვის თხოვნით რომში ჩასულ ნიკიფორე ირბახს ასეთი მოთხოვნები რომ წაუყენა.
ურბან VIII საჭიროდ თვლის შეახსენოს თეიმურაზ მეფეს, `მთელი ძალით იზრუნოს, რათა ეკლესიის მეთაურები და მღვდელმსახურები, იბერიის სულის მწყემსები, რომლებიც უფლის სახლში ცხოვრობენ, შენთან ერთად აღიარებდნენ პეტრეს სახელმწიფოს _ ეკლესიის ხილულ მეთაურს _ რომის ტახტის სახით~.
ნიკიფორე ირბახის ელჩობის წარუმატებლობა და დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაგრძელების უაზრობა რომ ცხადი იყო, ნათლად გამოჩნდა თეიმურაზ მეფის პაპისადმი წერილში.
1629 წლის 5 იანვრით დათარიღებულ წერილში, რომელიც მარტში იმ დომინიკანელ ბერს გაატანეს რომში, რომელმაც ავიტაბილე და მისი თანამგზავრები ალინჯიდან გორში ჩამოიყვანა, სიტყვაც კი აღარ არის პოლიტიკური ხასიათის საკითხებზე, ანტიოსმალური ან ანტისპარსული კოალიციების შექმნასა და საქართველოს მტერთაგან დაცვაზე. წერილის გაცნობის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პაპის მიერ რჯულის შეცვლისაკენ მოწოდებით _ `ვიყოთ (კათოლიკობაში) მტკიცე, შეურყეველი და მედგარი რწმენისადმი, ქრისტესადმი და მისი მიმბაძველი~ _ გაღიზიანებული თეიმურაზი (და პატრიარქი ზაქარიაც თავის წერილში), დიპლომატიური ეთიკის დაცვით, წერს: `ამაზე გიპასუხებთ, რომ მადლობას ვუძღვნით უფალ ღმერთს იმისათვის, რომ იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროიდან დღემდე, ღმერთისა და მისი ციური სამყოფელის შემწეობით, მოწყალებამ და ადამიანთა სიყვარულმა ნამდვილი რწმენისა და ქრისტესადმი მტკიცედ, შეუპოვრად და ღრმად გაიდგა ფესვი ჩვენს ორგანიზმში და ვინახავთ მათ ჩვენს გულში...~ თეიმურაზი პაპს იმასაც მოახსენებს რა უბედურება დაატეხა მტერმა მის ქვეყანას, მაგრამ ქრისტესადმი რწმენა შეინარჩუნეს მტკიცედ და უცვლელად. ქრისტიანობას შეეწირა მისი დედა. რაც შეეხება ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას ამაზე თქვენი მისიონერები მოგახსენებენო, წერს თეიმურაზ მეფე. იმის გამო, რომ ყიზილბაშებმა ეკლესიები დაანგრიეს და გაძარცვეს, `ამიტომ გევედრებით გამოგვიგზავნოთ ეკლესიაში სამსახურისათვის აუცილებელი ნივთები, თუნდაც ცოტაოდენი. ეს არის სულ ის, რასაც ვთხოვთ თქვენს უწმინდესობას~.
წმ. კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდესათვის წერილში თეიმურაზი გამოთქვამს მადლობას იმის გამო, რომ მან საქართველოში გამოგზავნა თავიანთი წარმომადგენლები _ კათოლიკე მისიონერები, რომლებსაც ყოველმხრივ შეუწყეს ხელი და მომავალშიც ასევე გაგრძელდება.
იმავე ორგანიზაციას მეფე აცნობებს, რომ განზრახული აქვს თავის ელჩად რომში გაგზავნოს დონ ჯაკომო დი სტეფანო, რომელიც ჩაიტანს ინფორმაციას საქართველოს მდგომარეობის შესახებ. თეიმურაზ მეფის მიერ გამოთქმული სურვილი იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ იგი აღარ აგრძელებს რომთან დიპლომატიურ ურთიერთობას კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებას მხოლოდ უცხოელს, ამ შემთხვევაში დონ პიეტრო ავიტაბილეს, არ მიანდობდა. იგი რომში გაგზავნიდა თავის რომელიმე გამოცდილ დიპლომატს, დონ ჯაკომოს კი მას გააყოლებდა, რათა რომში მოეთხრო თავისი თვალით ნანახი საქართველოს მდგომარეობის შესახებ. მეორე მხრივ, თეიმურაზ მეფის მიერ უცხოელის რომში გაგზავნა და ნიკიფორე ირბახის უგულებელყოფა, რომლის შესახებ მხოლედ საქებარი სიტყვები მოდის რომიდან, მეფის უარყოფით განწყობას ნიკიფორესადმი კიდევ უფრო ზრდიდა.
თეიმურაზ მეფის სათხოვარი პროპაგანდა ფიდეს კარდინალებისადმი მხოლოდ გამოცდილი ექიმის საქართველოში, მის კარზე, გაგზავნა იყო. `სხვათა შორის, რაც ამჟამად აუცილებლად სჭირდება ჩვენს ქვეყანას _ ეს არის ექიმი, რომელიც ზედმიწევნით ფლობს თავის პროფესიას, ვინაიდან ჩვენს მხარეში მძვინვარებს საშიში ავადმყოფობანი~ _ წერდა თეიმურაზ I.
შინაარსობრივად თეიმურაზ მეფის წერილის იდენტურია პატრიარქ ზაქარიას წერილი რომის პაპისადმი. ისინი ავიტაბილეს წერილებთან ერთად ჩააბარეს რომში მიმავალ დომინიკანელ ბერს.
თეიმურაზ I-ის დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის დამყარების უკანასკნელი ცდა, მის მიერ რომში ელჩად თეათინელთა ორდენის მისიონერის, გორის მისიის ხელმძღვანელის, დონ პიეტრო ავიტაბილეს გაგზავნა იყო. მასვე გაატანა ნიკიფორე ირბახის ჩამოტანილი პაპისა და `წმინდა კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს~ კარდინალებისათვიე საპასუხო, თავისი და კათალიკოსის წერილები.
რამდენადაც წერილებში პოლიტიკური ხასიათის საკითხებზე არ იყო საუბარი, მათზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ რათა გასაგები გახდეს ავიტაბილეს ელჩობის მიზანი, მოვიყვან ამონარიდს დონ ჯაკომო დი სტეფანოს მიერ დონ პიეტრო ავიტაბილესათვის გაგზავნილი წერილიდან: მეფე თეიმურაზი ავიტაბილეს აგზავნის რომში, `რათა დაადასტუროს მეფის პატივისცემა პირველი მღვდელმთავრისადმი და აგრეთვე მოაგვაროს ჩვენი მისიონის საქმეები, მისიონისა, რომელიც შეიქმნა თქვენი ინიციატივით და რომელსაც ხელმძღვანელობს თქვენი აღმატებულება. ამ მისიონს, როგორც ვიმედოვნებ, ექნება წარმატებები ღვთის დიდებისათვის და ადგილობრივი მოსახლეობის სულის ჯანმრთელობისათვის. მაგრამ საჭიროა აუჩქარებელი მუშაობა, ვინაიდან გზა არც ისე იოლია და ფართო, როგორც ამის შესახებ რომში ლაპარაკობენ~.
ავიტაბილე გაემგზავრა 1630 წ. 3 აგვისტოს. გორში დარჩა მხოლოდ დონ ჯაკომო დი სტეფანო, რომლის მიერ ავიტაბილესთან გაგზავნილმა საინტერესო წერილებმა ჩვენამდე მოაღწია.
სხვათა შორის, იგი ავიტაბილეს სთხოვდა, რომ როცა საქართველოსკენ გამობრუნდებოდა თან წამოეყვანა ექიმი, მხატვარი და დურგალი, ხოლო თავისთვის კი ლათინელ კლასიკოსთაY ნაშრომების წამოღებას სთხოვდა1.

1. დონ ჯაკომო დი სტეფანოს აინტერესებდა ვირგილიუსის, ჰორაციოს, ოვიდიუსის, კატულის, ტუბილას, პროპერციუსის, სანაძიროს, ციცერონისა და ჯუსტ ლიპსის თხზულებების სრული გამოცემები.
1631 წლის მაისის ბოლოს ავიტაბილე რომიდან საქართველოსკენ გამოეშურა და თან წამოიყვანა ახალი მისიონერები. ისინი გორში მოვიდნენ 1632 წლის 10 ივლისს.
ავიტაბილემ თეიმურაზ მეფეს და კათალიკოს ზაქარიას პაპის ურბან VIII-ის 1631 წლის 14 ივლისს შედგენილი საპასუხო ეპისტოლე ჩამოუტანა. პაპი, კმაყოფილებას გამოსთქვამდა მათ მიერ მისიონერების მოღვაწეობისათვის კარგი პირობების შექმნისათვის. ავიტაბილეს მონათხრობის მიხედვით, პაპი მოხარულია და კმაყოფილებას გამოხატავს იმ წარმატებების გამო, რომელსაც თეიმურაზმა გამეფების დღიდან იარაღის საშუალებით მიაღწია. Aმის შემდეგ, პაპის აზრით, დარჩენილია ის, რომ ვატიკანის ტაძარში ქართველი ელჩის მიერ გამოცხადდეს თეიმურაზ მეფის სურვილი პაპისა და პეტრეს ტაძრისადმი მორჩილების შესახებ: `დე, იყოს შენი ღვთისმოსაობის მოწმე ვატიკანის ტაძარი, რომელშიც რომის ტაშისცემის ქვეშ მოსმენილი იქნება ელჩობის სურვილი, რომელიც მოუტანს ხარკს ღვთისმოსაობის მორჩილებას ნეტარ პეტრესადმი, რომელსაც მეფეები აჰყავს მუდმივი ნეტარების ტრიუმფალურ ტახტზე. ვიმედოვნებთ, რომ პაპის ლოცვებით ყოვლისშემძლე უფალი, მიგიყვანს ნატვრის აღსრულებამდე, ხოლო ჩვენ, ჩვენს ლოცვებში ვანდობთ უფალს შენ და შენს სამეფოს~.
პაპმა ქართველების ის თხოვნაც კი არ დააკმაყოფილა თუნდაც მხატვრის და ექიმის გამოგზავნას რომ ეხებოდა. იგი კათალიკოს ზაქარიას ამის გამო წერდა: ავიტაბილესგან `შეიტყობთ, თუ რატომ ვერ წამოიყვანა მან თანამგზავრებად ეგზომ საშიშ გზაზე თქვენს მიერ ნათხოვნი მხატვრები და ექიმები~. Aმის თქმა უხერხული იყო მაშინ, როდესაც, როგორც ითქვა, ავიტაბილემ შესძლო საქართველოში ჩამოეყვანა მისიონერთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ერთი სიტყვით, პაპი და, საერთოდ ვატიკანი, თავისი ინტერესებისათვის იღვწოდა და მას ნაკლებად აწუხებდა ქართველთა სატკივარი. ასეთი შედეგით დამთავრდა თეიმურაზ მეფის რომთან სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის დამყარების კიდევ ერთი ცდა. იგი ირანთან ურთიერთობის მოგვარების სხვა გზას დაადგა.

Комментариев нет:
Отправить комментарий