სელჩუკთა ქრონიკა „ზუბდატ ატ-ტავარიჰ აჰბარ უმარა ვა-ლ-მულუკ ას-სალჯუკიია“ (ისტორიული ამბები სელჩუკთა დინასტიის ემირებისა და მეფეების შესახებ).
ხორეზმშაჰ ალა-ად-დინ თექიშის (1172-1200) ჩინოვნიკ სადრ-ად-დინ აბუ-ლ-ჰასან იბნ ალი იბნ ნასირ ალ-ჰუსაინის (XII-XIII ს-ბი) შრომა.
ათაბაგმა ფახლევანმა დანიშნა აზერბაიჯანისა და არანის მმართველად თავისი ძე აბუ ბაქრი. რეი, ისპაჰანი და ერაყის დარჩენილი ნაწილი დაუნაწილა თავის შვილებს ინანჯ მაჰმუდს და ემირ ემირან უმარს. ჰამადანი მისცა ძე უზბეკს.
ინანჯ მაჰმუდი გაემართა აზერბაიჯანში და გაჩერდა თავრიზთან ახლოს. მასთან იმყოფებოდა მისი ძმა ემირი ემირან უმარი. როდესაც მათ შეკრიბეს იმდენი ლაშქარი, რამდენიც სურდათ, დაიძრნენ ემირ აბუ ბაქრის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა ნახიჩევანში. ის გამოვიდა მათ წინააღმდეგ და შეხვდა ბრძოლაში. ემირმა აბუ ბაქრმა შეუტია მათ და ისინი გაიქცნენ მისგან სამარცხვინო სირბილით.
ემირ ემირან უმარი გაემართა შირვანში. აქ მას შეხვდა შირვან შაჰი [ახსიტან - 1156-1196], რომელმაც მიიღო პატივით, მიათხოვა თავისი ქალიშვილი, მისცა ფული და აჩუქა ცხენი, იარაღი და ყველაფერი რაც სჭირდებოდა. მან აღჭურვა იგი და ის გაემგზავრა ქართველთა მეფე [თამართან]. მან უბრძანა თავის ემირებს და მეომრებს რომ პატივით მოპყრობოდნენ ყველგან სადაც იქნებოდა და მათ შეასრულეს ეს. ისინი ბრწყინვალედ შეხვდნენ მას, განათავსეს სადაც შეთანხმდნენ, პატივით მოეპყრნენ და მიაწოდეს ყველაფერი რაც სჭირდებოდა პროვიზიიდან, ფურაჟი, ფული და ტანსაცმელი. მათ განადიდეს ის კითხეს მათთან მისვლის მიზეზი.
მან უპასუხა: „ჩემი ძმა - ემირი აბუ ბაქრი, როცა ჩვენ უკანდახევისას გავჩერდით მის მიწაზე და დავიწყეთ მასთან თავშესაფრის ძებნა, არ იუზრუნა ჩვენზე, როგორაც შეეფერებოდა ჩვენს მდგომარეობას, არ გაგვიწია მფარველობა. ის არ წამოვიდა ჩვენთან ჩვენი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და მის მოსაგერიებლად, რომ წაგვერთმია ჩვენი სამფლობელოები, რათა დავრჩენილიყავით ერაყში. მან იზრუნა მხოლოდ საკუთარ თავზე აზერბაიჯანში და გაგზავნა იქ თავისი მოხელეები. მან გაგვდევნა ჩვენ, დამხარების მთხოვნელნი და გვაიძულა წავსულიყავით ჩვენი ქვეყნიდან. და მე გამოვემართე თქვენს ქვეყანაში, რომ მე დამეხმაროთ ადამიანებით და გამატანოთ მეომრები, რომ მე შევძლო მის წინააღმდეგ გამოსვლა და ბრძოლა. თუ მე მოვიპოვებ გამარჯვებას და გავდევნი მას ქვეყნიდან, ფლობდნენ როგორც გინდათ, აიღეთ მისგან რაც გინდათ, რადგან იგი უდავოდ თქვენია“.
მათ მიიღეს მისი წინადადება და დაიწყეს მეომართა შეკრება და აღჭურვა. მათ მისწერეს შირვანშაჰს, რომელიც ემორჩილებოდა მათ და უხდიდა ხარაჯას, რომ იგი მომზადებულიყო მათთან შესახვედრად. მათ შეუერთდათ მეომართა რაზმი არანიდან. შეიკრიბა აგრეთვე თურქმენთა ჯგუფი და მივიდა მათთან. ისინი დაიძრნენ და გაემართნენ ემირ აბუ ბაქრის წინააღმდეგ ჯარებით, რომლისგანაც იძვროდა მიწა, ხოლო მათგან ადენილი მტვერით დაიფარა ზეცა.
როცა ისინი მიუახლოვდნენ ბაილაკანს, მათ წინააღმდეგ გამოვიდა აბუ ბაქრი, რომელსაც შეეკრიბა მეომრები, გაჩერდა მათ წინ და მოემზადა ბრძოლისთვის.
როცა ორივე არმია შეხვდა და გმირთა ხმებმა ზეცას მიაღწია, ხოლო მეომრები ერთმანეთში შეერივნენ, ქვეითებმა შეუტიეს ემირ აბუ ბაქრს ისე, რომ ის იძულებული გახდა დაეხია თავისი პოზიციიდან. მისი გმირთა და გავლენიან ადამიანთა ნაწილი გაჟლეტილ იქნა ქვეითების შემოტევის შედეგად. ემირებმა მოითხოვეს ბრძოლიდან გამოსვლა, მაგრამ მას არ შეეძლო ამის გაკეთება, რადგან იგი გარსშემორტყმული იყო ქართველი მეომრებით და მუსლიმი მეომრებით (ემირ ემირანისა და შირვანშაჰის) ყველა მხრიდან. მან დაიწყო გამაგრება და მის ირგვლივ იდგნენ ღულიამები (ღულამი - მსახური). მათი ნაწილი გაჟლეტილ იქნა და მხოლოდ მცირეოდენმა ნაწილმა შეძლო გაქცევა. ემირი აბუ ბაქრი დაეცა მკვდრებთა შორის. მას მიუდხა მისი ძმის ერთი ღულიამი და სურდა მისი მოკვლა. მან ვერ იცნო ის, თუმცა აბუ ბაქრმა იცნო და უთხრა: „მე - ის ვარ!“. ღულიამი ჩამოვიდა ცხენიდან, დასვა მასზე, თვითონ კი სხვა ცხენზე შეჯდა. ყველა ვინაც დაინახა ეს, ჩათვალა, რომ მას მიჰყავდა ტყვე თავის ბატონთან. როცა ის გამოვიდა ბრძოლის ველიდან, მიჰყავდა იგი, ვიდრე არ ჩაიყვანა ბაილაკანში. ისინი რჩებოდნენ იქ იქამდე ვიდრე მათთან არ შეიკრიბნენ ისინი ვინც ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გაიქცნენ და ის გაემართა დამარცხებული ნახიჩევანში.
რაც შეეხება მის ძმა ემირ ემირან უმარს, იგი ქართველ და მუსლიმ მეომრებთან ერთად დაბრუნდნენ და მივიდნენ განჯამდე და გაჩერდნენ მასთან ახლოს. მათ მოითხოვეს ქალაქის მისთვის გადაცემა... მათ არ მისცეს მას ქალაქი. [აბუ ბაქრის] უკან დახევის დროს ქალაქ განჯაში თავი შეაფარა გაქცეული ემირების ნაწილმა და ისინი (ქართველები) მიხვდნენ, რომ ვერ შეძლებენ ქალაქის ძალით აღებას და არ აქვთ შესაძლებლობა ბრძოლით მისი დაპყრობით.
ემირმა ემირანმა გაუგზავნა მათ წერილი [რომელშიც] სწერდა: „მომეცით ქალაქი და მე შემოვალ მარტო და ჩვენ მოვიშორებთ ამ მტერს“. მათ უპასუხეს: „ჩვენ გემორჩილებით შენ და ვართ შენი ერთგულნი“. მან შეატყობინა ქართველებს, თუ რა საუბარი გაიმართა მასსა და ქართველებს შორის და უთხრა მათ: „თუ მე შევალ ქალაქში, მაშინ იქ დამყარდება თქვენი ძალაუფლება, თქვენ მოგეცემათ მისგან ხარაჯა და თქვენ შეძლებთ მიიღოთ მისი შემოსავლები. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ავიღოთ განჯა ხმლის ძალით და წავალთ ქალაქიდან, მაშინ ისინი მოიწვევენ ჩემს ძმას და ჩააბარებენ ქალაქს. თუ მე ვიქნები მასში, თქვენთვის უკეთესი იქნება, ვიდრე ის თუ მასში აღმოჩნდება ჩემი ძმა!“.
ქართველებმა უთხრეს მას: „მთავარი პირობა იქნება ის, რომ შენთან ერთად ქალაქში შევა ერთ-ერთი ჩვენი ემირი, რომელიც დაგსვამს შენ სახელმწიფოს ტახტზე“.
მან გაუგზავნა მცხოვრებლებს მათი წინადადების შესახებ. მათ უპასუხეს მას: „პრობლემა არ არის, თუ [შენთან იქნება] ერთი მათგანი, რომლის ღალატში ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და რომლის ტყუილსა და ბოროტებას ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ!“.
როდესაც დადგა ქალაქის ჩაბარებისთვის დანიშნული დღე, ის დაჯდა ცხენზე და მასთან იყვნენ მისი ღულიამები და მისი ჯარის ემირები. მასთან ერთად ქალაქში შევიდა სამი ქართველი ემირი ახლობლებით გარშემორტყმული, [რომლებიც] მივიდნენ მასთან ერთად სულთანის სასახლეში და დასვეს ის სახელმწიფოს ტახტზე.
როდესაც ის დაჯდა ტახტზე, მათ აიძულეს დაეფიცა, რომ არ მოატყუებს მათ და იქნება მათთან თანხმობაში საიდუმლოდ და ღიად და ყველაფერს მათ მოახსენებს, არ უღალატებს მათ, როცა ისინი მოვლენ მასთან. მან დაარწმუნა ისინი ამასი და ისინი გავიდნენ ქალაქიდან. ქართველმა მეომრებმა მოიარეს განჯის გარეუბნები.
მათი (ქართველთა) წასვლის შემდეგ ემირმა ემირანმა იცოცხლა 22 დღე და მოკვდა. ხოლო განჯის მცხოვრებლები დაეუფლნენ ქალაქს და გაუგზავნეს ემირ აბუ ბაქრს ცნობა: „მოდი და ჩვენ ჩაგაბარებთ ქალაქს! ხოლო შენი ძმა მოკვდა!“. იგი გავიდა ნახიჩევანიდან და სწრაფად ჩაფრინდა განჯაში. მათ ჩააბარეს ქალაქი. მან მოაწესრიგა ქალაქის საქმეები და მისცა თავის ძეს ემირს.
ქართველებმა როგორც კი გაიგეს ემირ ემირან უმარი მოკვდა და ქალაქს მისი ძმა აბუბაქრი დაეუფლაო, აღიჭურნენ და დაიძრნენ.
მათ მიაღწიეს განჯას და გაჩერდნენ მის გარეუბნებში. ემირი... გამოვიდა და მიაყენა დარტყმა მაშინ, როდესაც განთავსდებოდნენ და არ ელოდნენ თავდასხმას. მან გაჟლიტა მათი 300 კაცი და შებრუნდა ქალაქში.
როდესაც ქართველებმა დაინახეს, რომ განჯასთან ვერ გახდებოდნენ ვერაფერს, წავიდნენ და დაესხნენ ნახიჩევანს. ემირა აბუ ბაქრი წავიდა აქედან თავრიზში. ქართველები დაესხნენ თავრიზს, მაგრამ ზახიდა-ხათუნმა (ათაბეგ ფეხლევანის ცოლმა) დადო მათთან ზავი, გადასცა მათ გარკვეული გამოსასყიდი. ისინი დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში მის შემდეგ, რაც გაანადგურეს თავრიზის მიდამოები, აივსნენ ნადავლით და წაიყვანეს ტყვედ იმედნი ადამიანი, რომელთა რიცხვი ალაჰის - დიდება მას! - არავინ იცის. მათ გადევნეს ქვეყნის მთელი პირუტყვი და წავიდნენ, ესხმოდნენ რა გზაში ოლქებს, იპყრობდნენ ციხე-სიმაგრეებს და ძარცვავდნენ ქალაქებს. ასე დაეუფლნენ ისინი ციხე-სიმაგრეთა უმრავლესობას და დააკისრეს ხარკი ნახიჩევანსა და ბაილაკანს. ისინი დაეუფლნენ დვინის [ოლქს] და მის მიდამოებს, დაესხნენ მარანდს და დაიპყრეს იგი ძალით, გაჟლიტეს მამაკაცები და ტყვედ გარეკეს ქალები.
მათ განაგრძეს მოქმედება ასეთი გეგმით, ხოლო ემირი აბუ ბექრი დაკავებული იყო ლოთობით და გარყვნილებით სვამდა რა ღვინოს ღულიამების გარემოცვაში.
ქართველებმა გაიგეს რა, რომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას არავინ ფიქრობს და არავინ უშლით ხელს ქალაქების დაპყრობაში, კიდევ მეტად გათამამდნენ და მოედვნენ ქვეყანას, ალყაში აქცევდნენ ციხე-სიმეგრეებს მანამ, სანამ სანამ სრულად არ დაეუფლნენ არანის ქვეყანას. არავინ მუსულმანთაგან არ იცავდა თავს მათგან, გარდა განჯისა, მისი ოლქისა და სიმაგრეებისა. როგორც მოვიხსენიეთ, ისინი დაეუფლნენ შამქორსა და ბაილაკანს, რომელიც იყო არანის ქალაქები, გაძარცვეს მარანდი და დაიპყრეს ძალით არდებილი, მოაწყვეს მასში ის, რაც გააკეთეს მარანდში.

Комментариев нет:
Отправить комментарий