1851
წლის 23 ოქტომბერს
გაზეთ – „L’Illustration, Journal Universel”-ში დაიბეჭდა
თბილისში საფრანგეთის მეორე
კლასის კონსულის,
ედმონ დე
ბარერის, წერილი
(„მავრიტანული სტილის თეატრი, შექმნილი
და განხორციელებული
ტიფლისში თავად
გრიგორი გაგარინის
მიერ“). – წერილს ერთვის ორი
ილუსტრაცია: ერთზე
ასახულია 1851 წლის
12 აპრილს თეატრის გახსნასთან დაკავშირებით გამართული მეჯლისი,
მეორეზე წარმოდგენილია
თეატრის მთავარი
დარბაზი „დასაბამითგან პირველად,
ქართველებმა თავიანთი
დედაქალაქის შუაგულში
აღმართული თეატრი იხილეს.
ეს თეატრი ალბათ
ერთადერთია, რომელის
ინტერიერი მთლიანად
მავრიტანულ სტილში
იყო ნაგები და
დეკორირებული. ის
უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე
ელეგანტური და
დიდებულია, როგორიც კი ამ ჟანრში
შეიძლება წარმოიდგინო.
მართლაც, საოცრებაა
ამ მარგალიტის
ბრწყინვალების ცქერა ჭაღებისა და მოხდენილი,
მსუბუქი არაბული
შანდლებში სინათლის
შუქზე.
ზოგადი ფორმა წარმოადგენს
ნახევარწრეს, რომელშიც
პარტერის გარდა
ლოჟების ორი
რიგი და ამფითეატრია, ყოველივე კი
უზარმაზარი შეისრული
თაღით ბოლოვდება.
სცენის მოპირდაპირე მხარეს,
შესასვლელი კარის
თავზე აღმართულია
საიმპერატორო ლოჟა.
ეს ლოჟა და
ისინიც, რომლებიც
საიმპერატორო ლოჟის
დონეზე სიმეტრიულადაა
განლაგებული ორი მარჯვნივ და ორი
მარცხნივ, აგრეთვე
მათ ქვევით
განლაგებული ლოჟები,
ყველა ჭეშმარიტად აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი
და შესანიშნავი
ეფექტი აქვთ.
ანსამბლი წარმოადგენს ელეგანტურ ორსართულიან პავილიონს,
რომელიც დომინირებს
მთელი თეატრის
ძირითად ნაწილზე. პირველ რიგში (ზევით
მდებარე) შეისრული
თაღებია (ოგივეს);
მეორე რიგში
(პარტერის დონეზე) შეერთების ადგილები დაფარულია
კრისტალიზაციით, რაც
ამ ლოჟების
თაღებს ქმნის.
ყოველივე დაგვირგვინებულია წვეტიანი და
მოოქროვილი სამყურებით,
რომელთა შუა
ნაწილში, საიმპერიო ლოჟის თავზე ვხედავთ
ნატიფ სპარსულ
გუმბათს.
სხვა ლოჟების კედლებს
ოქროს ვარაყიანი
შეისრული (გოთური)
თაღები, მრავაფეროვანი
და დახვეწილი გემოვნების
არაბესკები ამკობენ.
რაც შეეხება ავანსცენის
ლოჟებს, ქანდაკებების
სიმდიდრე და
სიუხვე, რომლებითაც
მოფენილია თაღები, დახვეწილი
კონტურები და
მოხდენილი ხაზები
სცენის კედლებთან
თაღების გადაკვეთას მიანიშნებენ. სინათლისა და
ფერების ჰარმონიული
შერწყმა, რომლითაც
დაფარული სვეტების შვერილი და შიდა
პრიზმები, ისევე
როგორც ლოჟების
ინტერიერი, ათას
ერთი ღამის
იმ მომხიბვლელ სურათს ქმნიან, რისი
წარმოდგენის საშუალებასაც
გვაძლევენ არაბი
პოეტები თავიანთ
სანუკვარ ოცნებებში. ის
ოქროთი და
ლაჟვარდით მბრწყინავი
ალგამბრას 1 ერთ-ერთი ყველაზე
მომხიბვლელი სიუჟეტის გაცოცხლებას
ჰგავს.
პირველი ლოჟების გარშემო
და წინ
პატარა სვეტებზე
დაყრდნობილი რელიფიური
შეისრული თაღებია. ყოველ
ნიშაში, ოქროს
ფონზე ამობურცული
აღმოსავლური ფორმის
(ქართული, არაბული, და სხვ.) ვერცხლის
ლარნაკი გამოიყოფა.
ამ ორი
ელვარე ლითონის
ერთმანეთზე დადება,
რაც არ შეურაცხყოფს ჰერალდიკის ხელოვნებას,
ლამაზ ეფექტს
ქმნის. ყოველი
ლარნაკიდან აგრეთვე რელიეფურად გამოდის ნატურალური
ფერის ყვავილი,
ჟასმინი, ვარდი,
ფუქსია, შროშანი,
ზამბახი და ა.შ. და
ა.შ.
და მონაცვლებით
ჩნდებიან ამ
მსუბუქ, მბრწყინავ
და ლამაზ
თაღებზე.
მთელი ამფითეატრის გარშემო
არაბული ფორმის
(თეთრი და
ოქრო) რკინის
ცხაურია; მოხდენილ, მოოქროვილ
სვეტებზე დამაგრებული
მსუბუქი და
არაჩვეულებრივი კანდელაბრები ცხაურის რკალს მიჰყვება
და მთელ
თეატრს თავზე
სინათლის მოციმციმე
გვირგვინად ადგას. დარბაზის დიდი, საიმპერატორო
ლოჟისა და
ავანსცენის მცირე
ზომის ჭაღები,
ერთი სიტყვით ყველაფერი, კორიდორების ნახატებისა
და ორნამენტების
ჩათვლით, სუფთა
მავრიტანული სტილისაა, მეტად მდიდრული და
მეტად ელეგანტური.
ორნამენტები და ნახატები,
რომლებითაც ფოიეს
კედლებია შემკული,
სპარსულ სტილშია გადაწყვეტილი. ჭერის ორნამენტებსა
და ფოიეს
კედლებზე ერთმანეთის
პირდაპირ მდებარე
ორ დიდ სარკეზე ფასეტები განსხვავებული
ნახატებით ციალებენ.
თეატრის თაღი მთლიანად
დაფარულია ვრცელი
და მდიდრული
არაბესკებით, რომელთა ირგვლივ ოქროს ასოებით
ბრწყინავს მთელ
მსოფლიოში ცნობილი
დრამატურგების გვარები:
ესქილე2, პლავტუსი3, შუდრაკა4,
შექსპირი5, კალდერონი6,
მოლიერი7, გოლდონი8,
გოეთე 9, გრიბოედოვი
10.
ფერების განლაგების ეფექტი
მეტად ჰარმონიული
და დიდებულია,.
დომინანტი ფერია
ოდნავ მომწვანო ცისფერი,
ნაზი ელფერით,
რომელსაც ცერულეუმი
(ცoeრულეუმ)
ეწოდება; ოქრო,
თეთრი და ვერცხლი სავსებით შეესაბამება
გემოვნებით გადაწყვეტილ
პროპორციებს.
დაწეული თაღები და
კორიდორების აგურის
წითელი ფერი,
რომლებიც დარბაზში შესასვლელად უნდა გაიარო,
წინააღმდეგობრივი და კონტრასტულია,
რაც დამატებით
ეფექტს სძენს ფორმებისა და ფერების
ამ დიდებულ
ჰარმონიას.
კორიდორები დაყოფილია სამ
თანაბარ ნაწილად
თეატრის შესასვლელებით
ქვედა და
ზედა კორიდორებისთვის და
სართულების დამაკავშირებელი
კიბეების შესაყარი
წერტილით. ამ
წერტილში მდებარეობს ნერვიურებით
11 გაყოფილი მშვენიერი კაბინეტები.
არაბესკებით დაფარული
მათი თაღების მოოქროვილი
ნერვიურები ქმნიან
კონტურს; შემდეგ,
მოხერხებული გეომეტრიული კონბინაციით, ისინი სრულდებიან
ელეგანტურ კონსოლთან
(ცულ-დე-ლამპე), რომელიც განსაზღვრავს მათი შეერთების
წერტილს. კაბინეტების
კარნიზები შექმნილია
პრიზმული კრისტალიზების შედეგად.
შუა კაბინეტს
(რომლზეც გადის
საიმპერატოტო ლოჟის
შესასვლელი) და სხვა, მისგან მარჯვნივ
და მარცხნივ
მდებარე კაბინეტებს
შორის, კორიდორის
ნახევარწრის უკიდურეს ნაწილებში, ვხედავთ არაბული
სტილის ორ
სვეტს. ამ
სვეტების უკან
თლილი ქვის
კიბეა, რომლის აღსანიშნავი ორგინალურობის თაღები,
ისევე, როგორც
თეატრის შენობა,
ხელოვანი არქიტექტორის,
ბ-ნი
სკუდიერის, ქმნილებაა.
ამ მოკლე კორიდორების
გარშემო თეთრი
და შავი
კუფიური წარწერა
ქმნის ფრიზს12.
ეს ნატიფი და მშვენიერი წარწერა
აღმოსავლეთმცოდნეებსა და განათლებულ
მუსლიმებს ამცნობს
დარბაზის აშენების თარიღს,
თავად ვორონცოვის,
– რომლის განმანათლებლური მმართველობის
დროს და რომლის თაოსნობითაც აშენდა
ეს დარბაზი,
– თავად გრიგორი გაგარინისა
13 და სხვათა გვარებს.
მეცნიერმა აღმოსავლეთმცოდნემ ბ-ნმა
ხანიკოვმა14 თვითონ
განახორციელა თავად
გრიგორი გაგარინის ეს
გენიალური იდეა.
მშვენიერი დეკორაცია (ალგამბრას
ლომების დარბაზი)
იშვიათი ნიჭიერებითაა განხორციელებული ჩვენი თანამემამულის,
ბ-ნი
ერბის მიერ
თეატრის გახსნის
წინ და
მანვე გადააკეთა სცენა მდიდრულ მავრიტანულ
დარბაზად. დარბაზთან
სრულ ჰარმონიაში
მოყვანილმა ამ
დეკორაციამ და აღსანიშნავი
სინატიფის ნამუშევარმა
მშვენიერი ეფექტი
გამოიწვია.
მთელი დარბაზი ჩაფიქრებული,
შესრულებული და
დასრულებული იქნა
თავად გრიგორი გაგარინის მიერ.
ისეთი ძეგლის შექმნა,
რომელიც არ
უნდა ყოფილიყო
დასავლეთ ევროპის
მონუმენტების არასრულყოფილი და
უმნიშვნელო ასლი;
აღმოსავლური წარმოდგენის გაოცება
ამ მდიდრული,
ელეგანტური და
შესანიშნავი არქიტექტურის არაჩვეულებრივი
მაგალითით, რომლსაც
შეუძლია მოხიბლოს
ამ ქვეყნების
ხალხები;
ამგვარად გამოაღვიძოს გემოვნება
და სილამაზისადმი
სიყვარული ძეგლით,
რომლის ელეგანტურობა და
მშვენიერება გასაგები
და შეფასებული
იქნება ხალხის
მიერ, რომლის
მეზობლობამ სპარსეთსა და
ბიზანტიასთან ოდესღაც
დაამკვიდრა ამ
სახის არქიტექტურული
სილამაზე, როგორც ამას მოწმობს ზოგი
სასახლე, მრავალრიცხოვანი
მეჩეთები და
უამრავი ეკლესია,
რომელთა კეთილშობილი და
მოხდენილი იერსახე
მოულოდნელად აოცებს
და აღაფრთოვანებს
მოგზაურს;
ერთი სიტყვით, წინააღმდეგობათა
გადალახვის შედეგად
შექმნილმა უნიკალურმა
ქმნილებამ, რომელიც დასავლეთის
მხრიდან აღფრთოვანებასა
და მიბაძვას
იმსახურებს, აზიაში
ხელოვნების განვითარება და
გამოცოცხლება შეუძლია
გამოიწვიოს; ამგვარია
ორმაგი სამსახური,
რაც თავადმა გრიგორი გაგარინმა გაუწია
ზოგადად ხელოვნებას
და განსაკუთრებით
აღმოსავლეთს.
ამ ბოლო წლებში
თავად გაგარინის
მიერ ჩატარებული
ღრმა და
მრავალმხრივი (პრაქტიკული
და თეირიული) კვლევა
ერთ დღეს,
– იმედი მაინც უნდა
ვიქონიოთ, – კიდევ
უფრო მეტ
სამსახურს გაუწევს ხელოვნებას
და ხელოვანთა
სამყაროს ისეთსავე
აღმოჩენას აზიარებს,
როგორიცაა ბ-ნი ზიეგლერის ბერძნული
არქიტექტურის საშუალო
დიამეტრი.
კომპეტენტური ხალხის ნათქვამიდან
ჩანს, რომ
თავადმა გაგარინმა
დღეს მიაგნო
სპარსული, ბიზანტიური და
მავრიტანული არქიტექტურისა
და ორნამენტაციის
დაკარგულ და
უგლებელყოფილ კანონებს, რომლებიც
არაჩვეულებრივი სიმარტივისა
უნდა ყოფილიყო
და რომელთა
ფარგლებიც დიდი სიზუსტით
იქნებოდა წარმოდგენილი.
ღირსებით სავსე ახალგაზრდა
არქიტექტორმა, ბ-ნმა გრიმმა
15, რომელსაც უკვე ჰქონდა საშუალება ადგილზე ადგილზე
აეგეგმა მთელი
რიგი ქართული
და სომხური
ეკლესიები, თავის
მხრივ მათი კონსტრუირების
საგანგებო კანონები
აღმოაჩინა. ბ-ნი გრიმი
ფარგლით ხელში
ამტკიცებს, რომ
ამ საგანგებო კანონებს
დიდი მსგავსება
აქვთ თავად
გაგარინის მიერ
მოძიებულ ზოგად
კანონებთან და ერთიცა და მეორეც
კარგად ესადაგება
არქიტექტურის იმ
კანონებს რომლებიც,
როგორც ცნობილია, სწორედ ბიზანტიური არქიტექტურის
განშტოებას წარმოადგენენ.
თუ როგორც სავარაუდოა,
ეს ფაქტები
დადასტურდება და
თავადი გაგარინი
თავის, ბ-ნი გრიმი კი თავის მხრივ,
მათ საზოგადოებას
წარუდგენენ, ეს
ნამდვილად შესანიშნავი
აღმოჩენა იქნება
და მნიშვნელოვან სამსახურს
გაუწევს ხელოვნებას“.
შენიშვნები
1. ალგამბრა – (ესპ.
ალჰამბრა, არაბ.
ءارمحلا – ალ-ჰამრა – „წითელი“)
-– XIII საუკუნის არქიტექტურულ-საპარკო
ანსამბლი სამხრეთ
ესპანეთში, გრანადის
აღმოსავლეთ ნაწილში.
ვრცელი კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა ციხესიმაგრის
კედლები კოშკებითურთ,
მეჩეთები, საცხოვრებელი სახლები, აბანოები, ბაღები,
საწყობები, სასაფლაო.
ამჟამად ალგამბრა
ისლამური არქიტექტურის მუზეუმია.
2. ესქილე (ძვ.
წ. აღ.
525 – ძვ. წ. აღ.
456) – ძველი ბერძენი დრამატურგი,
ევროპული ტრაგედიის
მამა.
3. ტიტუს მაკციუს
პლავტუსი (ძვ.
წ. აღ.
254 – ძვ. წ. აღ.
184) – გამოჩენილი რომაელი დრამატურგი.
4. შუდრაკა – ინდოელი
პრინცი, დრამატურგი,
სანსკრიტული ლიტერატურის
კლასიკოსი. ცხოვრობდა ძვ. წ. აღ.
VII საუკუნემდე.
5. უილიამ შექსპირი
(1564?-1616) – მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე
დიდებული წარმომადგენელი.
6. პედო კალდერონი
დე ლა
ბარკი (1600-1681) – ერთ-ერთი უდიდესი
ესპანელი მწერალი,
მისი შემოქმედება ბაროკოს
ლიტერატურის მწვერვალია.
7. მოლიერი (ჟან-ბატისტ პოკლენი,
1622-16730) – ფრანგი დრამატურგი და
თეატრალური მოღვაწე.
8. კრლო გალდონი
(1707-1793) – ვენეციელი დრამატურგი და
ლიბრეტისტი.
9. იოჰან ვოლფგანგ
გოეთე (1749-1832) – გერმანელი
მწერალი და
მოაზროვნე.
10. ალქსანდრე გრიბოედოვი
(1795-1829) – რუსი მწერალი და
დიპლომატი.
11. ნერვიურა – თაღის
გამობურცული წიბო.
12. ფრიზი – დეკორატიული
კომპოზიცია ჰორიზონტალური
ზოლის ან
ლენტის სახით,
რომელიც აგვირგვინებს ან
გარს აკრავს
არქიტექტურული ნაგებობის
ამა თუ
იმ ნაწილს.
13. გრიგოლ გაგარინი
(1810-1893) — თავადი, რუსი მხატვარი,
ხელოვნებათმცოდნე, რუსეთის იმპერიტორის კარის
ობერგოფმეისტერი.
14. ნიკოლაი ხანიკოვი
(1822-1878) – ცნობილი რუსი მეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე.
15
დავიდ გრიმი
(1823-1898) – რუსი არქიტექტორი, „რუსული
სტილის“ ერთ-ერთი შემქმნელი, აკადემიკოსი, 1888-1890 წლებში პეტერბურგის
არქიტექტორთა კავშირის
თავმჯდომარე.
Комментариев нет:
Отправить комментарий