понедельник, 13 сентября 2021 г.

ისმირიქა * ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის პოლიტიკური გაერთიანება (ნინო ჩარექიშვილი)

      ძვ.წ. II ათასწლეულში ძველ ანატოლიაში ჩამოყალიბდა ხეთების სამეფო, რომელმაც ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხეთების ურთიერთობას სტრატეგიულად მნიშვნელოვან სხვადასხვა რესურსებით მდიდარ აღმოსავლეთ პერიფერიასთან და აქ არსებულ პოლიტიკურ ერთეულებთან თუ გაერთიანებებთან. ეს რეგიონი უმეტესად მთიანი იყო და გამორჩეული იყო სხვადასხვა რესურსების სიმდიდრით (ხე-ტყე, სპილენძის და რკინის საბადოები და ა.შ.), რითაც დაინტერესებულნი იყვნენ ხეთებისა და ასურელების გარდა ურარტელებიც. მადანთა საბადოებით მდიდარი ტერიტორიების ხელში ჩაგდებისთვის ძვ. წ. III-II ათასწლეულებიდან მოყოლებული იბრძოდნენ ძლიერი სახელმწიფოები და აქედან გამომდინარე უპირველესად მიიტაცებოდა ხოლმე მადნეული საბადოებით მდიდარი და სამთო-მეტალურგიული წარმოებით ათვისებული მხარეები, ეს მხარეები იყო სწორედ ხეთების სამეფოს აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული ქვეყნები თუ გაერთიანებები, რომელთა დიდი ნაწილი ქართველური წარმოშობის ტომებით იყო დასახლებული. ამასთან ერთად, სამხრეთ კავკასიასა და წინა აზიას შორის კავშირების დასამყარებლად მოხერხებულ გზას წარმოადგენდა ზემო ევფრატიც. 
    ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ პუნქტს - ესაა ისმირიქა. განსაკუთრებით საყურადღებოა ისმირიქას ხელშეკრულება, რომელიც ხეთების მეფემ დადო ისმირიქას ხალხთან. ისმირიქას ხელშეკრულება KUB და ABოთ სერიითაა გამოქვეყნებული, აღნიშნული ტექსტები და ფრაგმენტები დაცულია ბოღაზქოის არქივში. მისი ადრინდელი დამუშავება ო. რანოსცეკს ეკუთვნის3. შემდეგ ტექსტზე იმუშავა ა. გოტცემ4, რომელმაც დაადგინა KUB 26.41-ისა და KUB 23.68 + ABოთ 1.585-ის დამოკიდებულება, ასევე დაემატა KUB 23.113. საერთოდ ეს ხელშეკრულება საკმაოდ დაზიანებულია. ხელშეკრულების შემდგომი დამუშავება ეკუთვნის ა. კემპინსკის და ს. კოშაკს6. 
    ისმირიქას სახელწოდებას ტექსტებში ვხვდებით სხვადასხვა სახით. ისმირიქას ხელშეკრულების ქართულ ენაზე გადმოთარგმნის და ანალიზის საფუძველზე განვიხილავთ ხეთების ისტორიას და ახლებურად წარმოვაჩენთ ამ პერიოდის სადავო საკითხებს. შევეხებით მის სავარაუდო ადგილმდებარეობას, ტოპონიმიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე სიახლეს წარმოადგენს ის, რომ პირველად არის სპეციალურად შესწავლილი ისმირიქა - ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანება, რითაც შესაძლოა ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის სამხრეთ კავკასიასთან მიმართების საკითხებსაც მოეფინოს მომავალში ნათელი. არსებობს მოსაზრება, რომ ისმირიქელებს ქასქების მსგავსი ცხოვრების წესი და შესაბამისად მსგავსი ტიპის ტომობრივი სახელმწიფო ჰქონდათ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. ასევე გავაანალიზებთ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება რომელი ხეთი მეფის - არნუვანდა I-ის თუ არნუვანდა II-ის - მმართველობის პერიოდს უკავშირდება.
არნუვანდა I
    არნუვანდა I-ის მმართველობის პერიოდი ძვ.წ. 1402-1360 წლებს შორის ივარაუდება. არნუვანდა I-ის მეფობა იმპერიის ხანის დასაწყისი პერიოდია. იგი მეფობდა თუთხალია I/II-სა და ხათუსილი II-ს შორის. არნუვანდა I უნდა ყოფილიყო თუთხალია I/II-ის ვაჟი, რომელთან ერთადაც ხშირად მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. ამ დროს იგი ხეთების სამეფო ტახტზე არ იყო ასული. ტახტზე ასვლისას კი თავის დაზე - აშმუნიქალზე ქორწინდება. საერთოდ ხეთებში სისხლის აღრევა სასტიკად იყო აკრძალული და ნათესავებს შორის ქორწინებები ყოვლად დაუშვებელი, მაგრამ ამგვარი ფაქტი გამოწვეული უნდა ყოფილიყო ხურიტული გავლენით, რომლის დამკვიდრებაც სამეფო კარზე შესაძლოა ხათუსილი I-ის დროიდან მოდიოდეს. მისი მეუღლე - ფუდუხეფა - ქიცუვათნელი ქურუმის ქალიშვილი იყო, ანუ წარმოშობით ხურიტმა დედოფალმა, შესაძლოა, გარკვეული ხურიტული წესებით გავლენა იქონია სასახლის კარზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თუთხალია I/II-ის მეუღლე - ნიკალმათიც ხურიტული წარმოშობის იყო, მაშინ იოლი წარმოსადგენია, როგორი ძლიერი იქნებოდა სამეფო კარზე ხურიტული გავლენა. ასე რომ, არნუვანდა I დედის გავლენით და საერთოდ გავრცელებული ხურიტული წესით ხეთების წმიდათა წმიდა წესს არღვევს. ეს როგორც ჩანს, ამ დროს უკვე არც ისე ტრაგიკულად აღიქმება, ვინაიდან ამ ფაქტის თუ ფაქტების საწინააღმდეგოდ არავითარი წინააღმდეგობები არ არსებობდა, ყოველშემთხვევაში არცერთ წყაროში ამაზე საუბარი არაა. როგორც ჩანს, ხეთების სამეფო კარზე უკვე კარგად დამკვიდრებულ ტრადიციადაა ქცეული სისხლით ნათესაური ქორწინებები.
    არნუვანდა I-მა გამოსცა ინსტრუქციები, რომელიც წესრიგის დამყარებას ითვალისწინებდა. მისი მეფობის დროს ხეთების სამეფო ჩრდილოეთიდან მუდმივად განიცდიდა ქასქების თავ- დასხმებს, არნუვანდა ცდილობდა როგორმე მოეგვარებინა ეს პრობლემა, რადგან იგი გრძნობდა, რომ ქასქები ამ მომენტისათვის სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ. არნუვანდა I გადადის შეტევაზე, თავდასხმებს იერიშებით პასუხობს, მაგრამ მან მაინც ვერ შესძლო ქასქების აგრესია საბოლოოდ აღეკვეთა. მთელი ისტორიის მანძილზე ქასქები ხეთების დაუმარცხებელ მტრებად ითვლებოდნენ. არნუვანდა მხურვალედ ლოცულობდა და შეს- თხოვდა ღმერთებს დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. ჩრდილოეთიდან პრობლემას ემატებოდა პრობლემა სამხრეთიდანაც _ არნუვანდა I ამარცხებს ქ. ადანას; დასავლეთით _ თავის მოწინააღმდეგე მადუვათას წინააღმდეგ უწევს ბრძოლა; სამხრეთ- აღმოსავლეთით კი _ ფახუვასა და ისუვას უტევს; ხელშეკრულე- ბებს აფორმებს ისმირიქასთან. ასე რომ, მთელი თავისი მეფობა არნუვანდა I-მა საბრძოლო მოქმედებებში გაატარა. მას ყველა მიმართულებით უხდებოდა ბრძოლა და ცდილობდა ხეთების სახელმწიფოს გავლენა კვლავ აღედგინა გააქტიურებულ მეზო- ბელ პოლიტიკურ ერთეულებზე, მაგრამ ეს პერიოდი იმდენად რთული პერიოდი იყო ხეთების ისტორიაში, რომ გააქტიურებულ პოლიტიკურ ერთეულებზე გავლენის აღდგენა კი არა, ქვეყნის საზღვრების დაცვაც კი პრობლემას წარმოადგენდა. არნუვანდა I აშმუნიქალზე ადრე გარდაიცვალა. მეუღლემ, რა თქმა უნდა, ხურიტული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით დაკრძალა და მისი სახელის უკვდავსაყოფად დიდი აკლდამაც ააგო.
    როგორც დავინახეთ, არნუვანდა I-ის მეფობის დროს ხეთების აღმოსავლეთ პერიფერია აქტიურდება, ასპარეზზე გამოდიან ცალკეული პოლიტიკური ერთეულები. როგორც ჩანს, ამ დროს ხეთების გავლენა მათზე საკმაოდ შესუსტებული იყო და ისინიც ამ შემთხვევის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ.
არნუვანდა I თუ არნუვანდა II
    ჩვენთვის უკვე ცნობილია არნუვანდა I-ის მეფობის პერიოდი. ახლა საჭიროა მივუბრუნდეთ იმ პრობლემას ისმირიქას ხელშეკ- რულებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ავტორის ვინაობას ხდის სადავოს. ჩვენ კი შევეცდებით ამ პრობლემაში გავერკვეთ.
    ტექსტი KUB 26.41 + KUB 23.68 + ABოთ 58 წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ხეთმა მეფემ არნუვანდამ ისმირიქას მცხოვრებლებთან დადო, რომელიც ასევე მეომრებისათვის იყო დადგენილი, ხეთი სამეფო წყვილის დასაცავად განსაზღვრული და ა.შ.
    ტექსტის პრეამბულა ასახელებს მეფე არნუვანდას, რომელმაც ეს ხელშეკრულება დადო, იყო თუ არა იგი არნუვანდა I, რომელიც მეფობდა სუფილულიუმა I-მდე თუ არნუვანდა II _ სუფილუ- ლიუმა I-ის ვაჟი?
    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არნუვანდა I, რომელსაც უნდა ემეფა დაახლოებით ძვ.წ. 1402-1360 წლებში, თუთხალია I/II-ის ვაჟი უნდა ყოფილიყო. არნუვანდა II კი სუფილულიუმა I-ის ვაჟი იყო. როგორც დავინახეთ, არნუვანდა I გამეფებამდე თუთხალია I/II-სთან ერთად ხშირად მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. არნუვანდა I-ს ძალიან ცუდ დროს მოუხდა მეფობა, რადგან მისი მმართველობის დროს ხეთები პოლიტიკურად ძალიან არიან დასუსტებულები. ამით სარგებლობენ ერთის მხრივ, მის გავ- ლენაში მყოფი პოლიტიკური ერთეულები და აქტიურდებიან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პერიფერიიდან და მეორეს მხრივ, მეზობელი სახელმწიფოები თუ პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც იერიშზე გადმოდიან. ისინი ყველა მხრიდან უტე- ვენ ხეთებს. არნუვანდას ბრძოლები უხდება ჩრდილოეთით, დასავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქვეყნის შიგნითაც და ასე რომ, მისი მეფობა გაუთავებელი ბრძოლების ისტორიაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უფრო წარუმატებელი იყო, ვიდრე წარმატებული.
    რაც შეეხება არნუვანდა II-ს (ძვ.წ. 1322-1321წ.წ.), მან არ- ნუვანდა I-თან შედარებით მხოლოდ მცირე ხნით იმეფა. მისი საქმიანობა მურსილი II-ის ანალებში აისახა. არ არის ცნობილი მის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები. მას რომ რაიმე მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაციები ჩაეტარებინა მურსილი II თავის ანალებში აუცილებლად აღნიშნავდა. არნუვანდა II ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის _ შავი ჭირის მსხვერპლი გახდა. მისი გარდაცვალებით მეზობელმა მტრებმა ისარგებლეს და ხეთებს შეუტიეს.
    ჯერჯერობით არნუვანდა I-სა და მის მეუღლე აშმუნიქალზე უფრო მეტი მასალაა ხელმისაწვდომი, ვიდრე არნუვანდა II-ზე: არნუვანდა I-ისა და აშმუნიქალის ლოცვა არინას მზის ღვ- თაებისადმი16; არნუვანდასა და აშმუნიქალის ინსტრუქცია წარ- ჩინებული პირისათვის17; მიწის ჩუქების დოკუმენტი, რომელზეც დასმულია არნუვანდასა და აშმუნიქალის ბეჭედი18; დედოფალ აშმუნიქალის ინსტრუქცია საფლავის მეთვალყურისთვის19; არნუ- ვანდა I-ის ანალები20; არნუვანდა I-ის ინსტრუქციები ქ. ხათუსას მეთაურს21; „მეფეთა ნუსხა“, სადაც ნახსენებია არნუვანდა I და აშმუნიქალი22.
    ზემოთ ჩამოთვლილი ტრაქტატების დებულებები საუბრობენ სამეფო წყვილის ვაჟებსა და შთამომავლებზე. არსებობს მოსაზ- რება, რომ არნუვანდას ჰყავდა ერთი ვაჟი „მეფეთა ჩამონათ- ვალი“23 ცალკე ნაწილში არნუვანდას და აშმუნიქალის შემდეგ ასახელებს უფლისწულ აშმიშარუმას _ არნუვანდას ვაჟს. იმის- ათვის, რომ შეყვანილი ყოფილიყო „მეფეთა ჩამონათვალში“, მას უნდა ჰქონოდა რაიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა. არნუვანდა I-მა, აშმუნიქალის მეფე-მეუღლემ დატოვა საკმაო რაოდენობის ტექსტები, რაც გვაფიქრებინებს მის საკმაოდ გრძელვადიან მეფობის პერიოდზე (რასაც მოჰყვა ხათუსილის მოკლევადიანი მეფობა). არნუვანდა I-ს ჰყავდა ვაჟი, ტახტის მემკვიდრე, მაგრამ როგორც ჩანს, იგი გარდაიცვალა მამაზე ადრე. მეორეს მხრივ აშმიშარუმა _ ზრდასრული ვაჟი _ ვერ იქნებოდა არნუვანდა II-ის შვილი, რომელიც სავარაუდოდ უფრო ახალგაზრდა გარდა- იცვალა, ვიდრე აშმიშარუმა. როგორც ჩანს, არნუვანდა II-ს მემ- კვიდრე არ ჰყოლია. არნუვანდა II-ს თავისი მეფობის მცირე ხნის მანძილზე არ ჩაუტარებია არც ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციები, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენთვის საინტერესო რეგიონში _ ანატოლიის აღმოსავლეთ პერიფერიასთან იქნებოდა დაკავშირებული. 
    ასე რომ, ხეთების ისტორიისა და წერილობითი წყაროების ანალიზის საფუძველზე, ჩვენს მიერ, გაკეთებულია შემდეგი დასკვნები:
1.  არნუვანდა I უფრო დიდი ხნით მეფობდა ვიდრე არნუვანდა II.
2.  არნუვანდა I მთელ თავის მეფობას საბრძოლო ოპერაციებში ატარებს, რასაც არნუვანდა II-ზე ვერ ვიტყვით.
3.  სუფილულიუმა თავის ანალებში არ ასახელებს არნუვანდა II-ს. ამგვარ ფაქტს თუ ფაქტებს რომ ჰქონოდა ადგილი იგი აუცილებლად აღნიშნავდა.
4.  წყაროებით დასტურდება, რომ აღმოსავლეთ პერიფერია არნუვანდა I-ის მეფობის დროს აქტიურდება.
5.  არნუვანდა I-ს, რომელმაც დადო ხელშეკრულება, ცნობილია რომ ჰყავდა მეუღლე და ვაჟიშვილი.
6.  არნუვანდა II, უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა და თანაც უფრო ახალგაზრდა, ვიდრე არნუვანდა I-ის შვილი. წყაროები არც მის მეორე ნახევარს არ ასახელებს. ასე რომ, აშმიშარუმა ვერ იქნებოდა არნუვანდა II-ის ვაჟი, უფრო მისაღებია განვიხი- ლოთ არნუვანდა I-ის ვაჟიშვილად.
    ჩვენ შევეცადეთ, დამატებითი არგუმენტებითა და ფაქტე- ბით გაგვემყარებინა მოსაზრება იმის შესახებ რომ, სამხედრო ოპერაციები სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში უკავშირდება არნუვანდა I-ის სახელს და ხელშეკრულებაც ისმირიქასთან მისი დადებულია. როგორც ჩანს, ისმირიქა ხეთების სამეფოს აღმოსავლეთ პერიფერიის სხვა ქალაქებთან, სახელმწიფოებთან თუ გაერთიანებებთან ერთად მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებდა ხეთების სამეფოსა და მითანს შორის.
    ხელშეკრულება დასრულებულია ერთი პუნქტით, სადაც მითანი-ქიცუვათნა, შეგვიძლია ასე ვუწოდოთ ამ კავშირს _ ისმირიქამდეა განვრცობილი. ხეთი მეფე იღვწოდა, რათა ეს ექსპანსია შეეჩერებინა, ის თავის მხრივ ისმირიქასა და ხეთების შეკავშირებას ცდილობს. საინტერესოა ის, რომ ხეთი მეფე მოგვიანებით მითანი-ქიცუვათნას კავშირს, როგორც მხოლოდ „ქიცუვათნას“ ისე გვიჩვენებს.
    მთელი ისტორიული დამოკიდებულებით თითქოს მისაღები უნდა იყოს ა. გოტცეს ჰიპოთეზა „დიდი ქიცუვათნას“ შესახებ, რომელიც ამ დროს ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ამის დასტურია ამ პერიოდის ამარნას მასალები, ქიცუვათნას და მითანის ხელშეკრულებები, მაგრამ მეორეს მხრივ ისტორიული ფაქტი გვიჩვენებს ამის საწინააღმდეგო სურათს, კერძოდ შუნშურას ხელშეკრულება, სადაც ქიცუვათნა მითანის გავლენაშია.
    საერთოდ ხელშეკრულებები ისმირიქასთან, ფახუვასთან ქასქებთან, იმ დროინდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გვიჩვენებს ანატოლიაში სტაბილიზაციის შენარ- ჩუნების ან აღდგენის ცდას, რისთვისაც მთელი თავისი მეფობა იბრძოდა არნუვანდა I.
    ისმირიქას ხელშეკრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხეთების ისტორიისათვის. იგი იმ მხრივაცაა საყურადღებო, რომ ძველ ხეთურ ტექსტებთან ბევრი საერთო აქვს. ასევე მნიშვნელოვანი პარალელები მოეძებნება სუფილულიუმა I-ის ხელშეკრულებებთანაც.
      ეთმა მეფემ ისმირიქას ხალხთან დადო ხელშეკრულება, რომელშიდაც ჩადებულია გარკვეული მოთხოვნები ხეთი სამეფო წყვილის და მემკვიდრეთა დასაცავად. ტექსტის ამ ვალდებულებებს ასრულებს წყევლის ფორმულა და მუქარა, რომელიც ხეთური ტექსტებისათვის უცხო არაა. ყველაზე მეტად გამაოგნებელი ნაწილი ამ დოკუმენტისა არის ის, რომ ისმირიქას დიდგვაროვნები და მათი ახლობლები, რომელთაც არნუვანდა I-თან მეკავშირეობის ფიცი დადეს, ამბობენ, რომ ცხოვრობდნენ ქიცუვათნას სხვადასხვა ოლქებში, რომელთა შორის ურუშა და ვაშუქანია ნახსენები. ტექსტის გეოგრაფიული ჰორიზონტი ადგენს, რომ ვაშუქანი არის მესოპოტამიაში. ეს არის ერთად- ერთი შემთხვევა, სადაც ნათქვამია, რომ ვაშუქანი მდებარეობს ქიცუვათნაში. ასეთი რამ თითქოს შეუძლებელია იმ დროს, როცა ვაშუქანი იყო ძლევამოსილი მითანის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ ტექსტი - არნუვანდა I-ის მარტო მეფობის პირველი ეტაპიდან - გვიჩვენებს, რომ არნუვანდას ჯერ კიდევ შესწევდა უნარი დაესახლებინა ისმირიქას მოსახლეობა ქიცუვათნას სხ- ვადასხვა ქალაქებში. ამ ქალაქების სახელებია ვაშუქანისა და ურუშას გარდა ცაცლიფა, ციაცია, არანა, ტერუშა, ურიგა. ამ დროს ქიცუვათნა ფორმალურად ეკუთვნოდა მითანს. ვაშუქანი კი, მითანის ტრადიციული დედაქალაქი, ამ ტექსტის მიხედვით ეკუთვნოდა ქიცუვათნის ტერიტორიას. ჩანს, რომ მითანის დიდი ნაწილი, დედაქალაქის ჩათვლით, მიუერთდა ქიცუვათნას მას შემდეგ, რაც ეს სახელმწიფო თუ გაერთიანება გახდა ხეთების ქვეყნის ნაწილი. 
    ასე რომ, არნუვანდა I-ის დროს ქიცუვათნა უკვე ხეთების იყო და ისმირიქას შესაძლოა ჰქონოდა ცოტა მეტი პოლიტიკური როლი ხათსა და მითანს შორის. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქიცუვათნა ფორმალურად ეკუთვნოდა მითანს, რომელიც შემდეგ ხეთების გავლენაში მოექცა, მაშინ ვაშუქანის _ მითანის დედაქალაქის _ არსებობა ქიცუვათნასთან კავშირში სავსებით ნათელია.
    შესაძლოა ხეთების პოლიტიკიდან გამომდინარე, ისმირიქას დაპყრობის შემდეგ ხურიტები აღმოჩნდნენ ქიცუვათნას განსაზ- ღვრულ დასახლებულ პუნქტებში, როგორც დეპორტირებულები. ამას ადასტურებს ხელშეკრულებაში მოყვანილი საკუთარი სახელები, რომელთაგან ზოგი ხურიტულია, ზოგიც ლუვიური. ხურიტული სახელების დიდი რაოდენობა სამეფო ოჯახში და ლუვიური სახელების ზრდა ზოგადად მოსახლეობაში ორივე თვალში მოსახვედრია. ისმირიქას ხელშეკრულების დასკვნით ფორმულარში მოცემულნი არიან ხურიტული და ლუვიური სახელებით არამარტო უბრალო ქალები და მამაკაცები, არამედ მაღალი რანგის პირებიც. ხურიტული სახელებია Eḫალტეš (ღს. 11) და Aკიჯაš (ღს. 19), Ḫურლანნიš (ღს. 18) თითქოს ხურიტული უნდა იყოს, მაგრამ მისი წარმომავლობა ხეთურ-ლუვიური ფორმა ḫურლა- დან უფრო მისაღებია. დანარჩენი სახელები უფრო ლუვიურია: U̯ არლაუ̯ ალუ (ღს. 13), Nანიš (ღს. 17), Aლიუ̯ აšუš (ღს. 17), Ḫუḫანანიš (ღს. 19), ძარდუმანნიš (ღს. 20), Pარიჯამუუ̯ აš (ღს. 24).28
    ტექსტი მკვეთრად ასხვავებს მონაკვეთებს შორის სამ ჯგუფს და უდავოდ აქვს ამ განსხვავებას ხელშეკრულებისათვის თავისი მნიშვნელობა. პირველ ჯგუფს შეადგენს ხალხი, რომლებიც, რო- გორც ისმირიქელები ისეა აღნიშნული, რომელთაც კავშირი აქვთ ქიცუვათნასთან და ქალაქ ვაშუქანთან. ასევე მეორე ჯგუფის პირებსაც წარმოადგენენ ისმირიქელები, რომლებიც ქიცუვათნას ქალაქებს ფლობენ _ სახელწოდება ვაშუქანი აღარ ჩანს. მესამე ჯგუფს ავსებს პირები, რომლებიც არ არიან ისმირიქელები, არ- ამედ წოდებული მხარეების მიხედვით ქიცუვათნადან არიან. აქ შესამჩნევია ერთი განსხვავება, კერძოდ პირველი მონაკვეთის პირები ცალკეული სახელებით არიან ფიქსირებული, სხვა მონ- აკვეთში კი თავიანთი ინდივიდუალური სახელებით. შესაძლოა, აქ საქმე გვქონდეს რანგთა სიასთან. წარმოდგენილი პირები, რომლებიც ვაშუქანთან არიან დაკავშირებულნი სავარაუდოდ მითანელი დიდებულები უნდა იყვნენ, რომლებიც გარკვეულ ძალას წარმოადგენდნენ ქიცუვათნასა და ისმირიქაში.
    ტექსტიდან გამომდინარე ისმირიქა უფრო შეიძლება მივ- იჩნიოთ პოლიტიკურ გაერთიანებად და არა რაღაც ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულად. ვინაიდან ისმირიქას პოლიტიკური გაერთიანება შედგებოდა რამდენიმე პოლიტიკური ერთეულის- გან, თუ სამთავროსგან: ციაცია, ათარა და სხვები, რომლებიც ხელშეკრულებაში არიან მოხსენიებულნი და რომლებსაც მთავრე- ბი ან უხუცესები უფრო განაგებდნენ, ვიდრე მეფეები. ამიტომაც თვითონ ისმირიქას შემთხვევაშიც მეფე-მმართველთან არ უნდა გვქონდეს საქმე, ყოველ შემთხვევაში ხელშეკრულება ისმირიქაში მეფის არსებობას არ ადასტურებს. არნუვანდა I მიმართავს არა ისმირიქას მეფეს, არამედ ისმირიქას მცხოვრებლებს და მათ უდებს ხელშეკრულებას: „ისმირიქას ხალხნო! ამ სიტყვ(ებ)ით მოგ- მართავთ!“29; „თქვენ ისმირიქას ხალხნო, ყველანი მეფესთან ფიცით ხართ (დაკავშირებულნი)!“30; „თქვენ, ისმირიქას ხალხნო, ყველასთვის ფიცითაა დადგენილი!“31 და ა.შ. აქედან გამომდინარე, ისმირიქას ხელშეკრულება ძალიან ჰგავს იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც დადებულია ქასქებთან, ფახუვასთან, აცი-ხაიასასთან. ყველგან ხელშეკრულების ერთ მხარედ ხეთი მეფე, ხოლო მეორე მხარედ კი „ხალხი“, ამ შემთხვევაში „ისმირიქას ხალხი“ და არა ისმირიქას მეფე ან მმართველი ან უხუცესი გვევლინება. ანალოგიურადაა ქასქების შემთხვევაშიც, როდესაც ხეთები ზავს დებდნენ ქა- სქებთან, ხელშეკრულებას ხელს აწერდა ერთ მხარეს ხეთი მეფე, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენდა N რაოდენობის „ქასქი კაცი“, რომლებიც შესაძლოა იყვნენ თემის „უხუცესები“. როგორც ისმირიქა, ქასქაც ზოგადი დასახელება უნდა ყოფილიყო იმ 12 თემისგან შემდგარი კავშირისა, რომელიც ხეთების წინააღმდეგ ერთიანდებოდა ხოლმე.32 ტექსტების მიხედვით, ქასქები ცხოვ- რობდნენ „მცირე კავკასიონის“ მთიან სისტემაში, კერძოდ პონ- ტოს მთებში, ანუ ლაზისტანის ქედზე (ხეთ. ქასიარის მთა, თურქ. კაჩკარის მთიანეთი), რომლის აღმოსავლეთითა და სამხრეთით მდ. ჭოროხი (ხეთ. ქუმესმახა), ხოლო ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპირო ესაზღვრება. ქასქებით უნდა ყოფილიყო დასახლებული ცენტრალური ჩრდილოეთ ანატოლია, მაგრამ ძნელია განვსაზ- ღვროთ აღმოსავლეთით სადამდე მიდიოდა მათი საზღვარი. 
    რაც შეეხება ისმირიქას სავარუდო ადგილმდებარეობას, ის შესაძლოა მოვათავსოთ მალატიას ჩრდილოეთით, ისუვასა (დღ. ელაზიგი) და ფახუვასთან (დღ. ტუნცელი) ახლოს, მითანის საზ- ღვარზე, დაახლოებით დღ. ერზურუმის პროვინციის ტერიტორი- აზე, აცი ხაიასასთან ახლოს (ან შესაძლოა მის შემადგენლობაშიც კი შედიოდა). სავარაუდოდ ისტორიული სპერის ტერიტორიაზე.
    ვფიქრობ, ამ მხრივ საყურადღებოა თავად ტოპონიმიც ისმირი-ქა/გა, სადაც ისმირი- ფუძეა, -ქა/-გა დაბოლოებაა (სუფიქსი)33, მ/პ- ბგერ- ათმონაცვლეობა ქართველურ ენებში დასაშვებია, შესაბამისად, შესაძლოა „ისმირი-“ ფუძისგან იყოს მიღებული ისპირი-//სპერი ფონეტიკური ვარიანტები. დამაფიქრებელია ისმირიქას ეტი- მოლოგიაც, ამ მხრივ საინტერესოა ის ტერმინები, რომლებიც ხეთურ ენაში გვხვდება, მაგალითად: *34 (KUŠ)იšმერ–, იšმან-, (KUŠ)იšმერი- (ნ.) აღვირი, ლაგამი35, სადავე. Išმერიყა- (I) აღვირის/ლაგამის ამოდება; Išმერიყანტ- აღვირამოდებული, ლაგამამოდებული; LÚ იšმერიყაš _ მეეტლე, მეეტლეთა უფროსი/მეთაური. აქედან გამომდინარე შეი- ძლება ვივარაუდოდ, რომ ისმირიქას ეტიმოლოგია უკავშირდება იმ კონკრეტულ საქმიანობას, რომელსაც აქაური მაცხოვრებლები _ ისმირიქელები მისდევდნენ, მაგ.: მეცხენეობას36 და შესაძლოა იყვნენ კიდეც კარგი მეეტლეები.37
    ეს კიდევ ერთხელ გვიმყარებს იმ მოსაზრებას, რომ ისმირიქა შესაძლოა ერთ-ერთი ქასქურ-მუსქური სახელმწიფო ყოფილიყო, ანუ ქართველური ტომებით დასახლებული. რა თქმა უნდა გეოგრაფიული არეალის და პოლიტიკური სიტუაციის გათვალ- ისწინებით დასაშვებია მოსახლეობაში ხურიტული ელემენტის არსებობაც. 
     ისმირიქას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამაზე მეტყველებს ის, რომ ხეთი მეფეები ცდილობენ, კონკრეტუ- ლად კი არნუვანდა I, შეეჩერებინათ მითანი-ქიცუვათნას ექსპან- სია და ამის საპირისპიროდ ცდილობენ ისმირიქასა და ხეთების შეკავშირებას, ზემოთ ისმირიქასთან დადებული ხელშეკრულებაც ამის დასტურია. ეს არის ანატოლიაში სტაბილიზაციის შენარჩუ- ნების მცდელობა ან პოზიციების აღდგენისთვის ბრძოლა. 
    ასე რომ, ხეთების აღმოსავლეთ პერიფერია ძალიან საყურ- ადღებოა როგორც ხეთების ისტორიის, ასევე ამ რეგიონის შესასწავლად და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველოს უძველესი ისტორიის საკვლევად.
ხელშეკრულება ისმირიქასთან
KUB 26.41
წინა მხარე:
1-5:  ასე (ამბობს) არნუვანდა, დიდი მეფე, მეფე ხათის ქვეყნი- სა: ისმირიქას ხალხნო! ამ სიტყვ(ებ)ით მოგმართავთ! ღმერთების წინაშე ვფიცავ! . . . მეფის, დედოფლის, უფლისწულების, და ხათის ქვეყნის (წინაშე)! შეხედეთ, ათასი ღვთაება . . . მოწმედ . . . ! 
6-11:  მზის ღმერთი, ამინდის ღვთაება, ქალაქ არინას მზის ქალღმერთი, . . . ამინდის ღვთაება, ღვთაება ზაბაბა, ღვ- თაება . . . ქალაქ ხალაფის ამინდის ღვთაება, ღვთაება . 
. . ქალაქ ანქუვას ღვთაება ქათახას (ამინდის ღვთაება) ქალაქ ხალაფის ამინდის ღვთაება, თეშუბი, ღვთაება ხეფათი . . . ცისა და მიწის ღვთაებები . . .
12-18:  მეფის, დედოფლის, უფლისწულების . . . ღვთაებრივი სამართლიანობის ერთგულნი, თავად . . . ცუდი არავინ არ უნდა ჩაიდინოს, (მაგრამ თუკი ვინმე მაინც) . . . ცუდს ჩაიდენს, ამ ღვთაებრივი ფიცით (დაისაჯოს) . . . ერთიანად, (მისი) სახლ-კარი, (სახნავ-სათესი) მინდვრები, ბაღ-ვენახები . . . მისი სახელი და მისი თესლი (შთამომავლობა) . . . განადგურდეს!
19-22:  . . . მაგრამ, მეფის, დედოფლის (და) უფლისწულების . 
. . მათ წინააღმდეგ (ბოროტება) . . . არავინ არ უნდა დაგეგმოს (გაუტეხოს სახელი, მაგრამ თუ ვინმე ცუდს ჩაიდენს მათ წინააღმდეგ), დაე, (ისინი) ცოლ-შვილიანად განადგურდნენ! . . . ყოველი . . .
KUB 23.68
წინა მხარე:
3-12:  . . . უნდა იყოს! და . . . სადაც . . . ბრძოლაზე უარს იტყ- ვის და . . . (საკუთარი ნებით მტრის ქვეყნის) არც ერთ საელჩოში არ უნდა (გაიგზავნოს, მაგრამ თუკი ვინმე როგორც ელჩი რომელიმე მტრის ქვეყნიდან) მოვა, არ დამალოთ, (არამედ ) შეიპყარით (და მეფეს მიჰგვარეთ!) 
. . . ხოლო ქიცუვათნასკენ (?) როცა მტერი . . . თქვენ . . . თქვენ მოემზადებით სული . . . დაწყნარდება . . . ჩვენ ის 
. . . და თანამზრახველს ეტყვის . . . ამავდროულად ... არ უნდა გაუშვათ . . . მეფეს მიჰგვარეთ! 
13-16:  უკეთუ . . . მეზობელი ქვეყნიდან . . . ლტოლვილი . . . ადამიანი, . . . ან ვინმეს მამა (ან დედა, და ან ძმა) ვინმეს გაექცევა, შემდეგ ის . . . (როგორც) ლტოლვილი . . . მოვა, და მან არ დადო . . .
17-20:  ხათის ქვეყნის ლტოლვილები არ შეიძულოთ. (მრა- ვალჯერ) ეს თქვენ . . . ხოლო ჯარი თქვენს ლაშქარს ამის შესახებ (ასე) მიმართავს: . . . „ისინი (იქნებიან) დაცულები! სხვათა (მფარველობის) ქვეშ (კი) დაცულები ვერ იქნებიან! (თქვენ) . . . დაიცავით კარგად!
21-24:  თუკი თქვენგან ვინმე ცუდ სიტყვას იტყვის, ეს იქნება საზღვრის დაცვის უფროსი . . . (თუ) ეს იქნება ხათი (ხათელი) თუ ეს იქნება ქიცუვათნელი . . . თუკი ადამიანი საკუთარ მამას, თავის დედას, თავის ძმას, თავის დას ან ძეს, საკუთარ დის ქმარს (სიძეს) . . . ვინც (მსგავს) სიტყვას ეტყვის, ის არავინ დამალოს, (არამედ) ის შეიპყრონ და წარუდგინონ (მეფეს)!
25-28:  თუკი ჩემს ქვეყანაში ერთი ქალაქი შესცოდავს, (მაშინ თქვენ), ისმირიქას ხალხნო, შედით და ეს (ქალაქი) მამაკ- აცებიანად გაანადგურეთ, დაპყრობილი მოსახლეობის მოქალაქენი (დეპორტირებულნი) გაუგზავნეთ მეფეს, ხოლო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი თქვენ დაიტოვეთ! ხოლო თუკი ქალაქში ერთი სახლი (ოჯახი) შესცოდავს, (ეს) სახლი (ოჯახი) მამაკაცებიანად (უნდა) განადგურდეს! მსახურები (გაუგზავნეთ მეფეს)! ხოლო მსხვილფეხა და წვრიფეხა საქონელი დაიტოვეთ. თუკი ერთი ადამიანი შეცოდავს, ის (უნდა მოკვდეს)!
უკანა მხარე:
1-6:  და (რაც შეეხება) თქვენს მძიმე შეიარაღებას, ადრე 150 კაცი იყო ისმირიქადან გამოსული, (ახლა) თქვენთვის (ახალი დადგენილება) გამოვეცი და ეს თქვენგან 60 მძიმედ შეიარაღებულს ითვალისწინებს, მწყობრად მხ- ოლოდ თავისუფლებმა უნდა იარონ, (ხოლო) მონა და დაქირავებული მძიმეშეიარაღებულის სახით არ (უნდა) გაიგზავნოს, ეს ღმერთების ფიცითაა დადგენილი. თუკი ქვეყანა (ისევ) დიდი გახდება, მძიმეშეიარაღებულები (უფრო მეტი უნდა) გაიგზავნ[ოს . . . თუკი მძიმეშეი- არაღებულებში მონას ან დაქირავებულს (იპოვის) . . . ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ისმირიქას მცხოვრებლებო (ამით) ცოდვა ჩაიდინეთ! . . .
7-10:  შეხედეთ, თქვენ ისმირიქას ხალხნო, ყველანი მეფესთან ფიცით ხართ (დაკავშირებულნი), (ამით) მეფის, დე- დოფლის, უფლისწულების და ხათის ქვეყნის მომავალი დაცული იქნება! მოგვიანებით კი თქვენი შვილებიც მეფის შვილებთან ფიცით (უნდა იყვნენ დაკავშირებულნი), (ასევე) თქვენი შვილიშვილები მეფის შვილიშვილებთან ფიცით (უნდა იყვნენ შეკავშირებული). მხოლოდ თქვენ ზემოთ ცაა თავისუფალი და თქვენ ქვეშ მიწაა თავისუფ- ალი. (თქვენ) მომავალში მეფე, დედოფალი, უფლისწულე- ბი, (მათი) შვილიშვილები და შვილთაშვილები დაგიცავენ!
11-16:  და თქვენ, ისმირიქას ხალხნო, ყველასთვის ფიცითაა დადგენილი: (სახელდობრ) Eḫალტე-სათვის ისმირიქელები, ქიცუვათნაში არიან, ცაცლიფაა მათი ქალაქი, ის იყო ვაშუქანში, [ ] ისმირიქელები ქიცუვათნაში არიან, ვაშუქა- ნში მათ ქალაქშია ვარლავალუ. ისმირიქელების ქალაქია ვაშუქანი [მათი] ქალაქი . . . ისმირიქელების ქალაქია ციაცია, ქიცუვათნაში კი არის ვაშუქანი მათი ქალაქი. . . ისმირიქელების ქალაქია ციაცია, ის არის ქიცუვათნაში, (სახელდობრ) ვაშუქანში.
17-21:  . . . , ნანი, ალივაშუ, 4 ისმირიქელი ქიცუვათნაშია, მათი ქალაქია მაცია, ხურლანის (და) 2 ისმირიქელის ქალაქია ადარა, ქიცუვათნაშია არანა მათი ქალაქი: აქიიას, სუხანის და 2 ისმირიქელის. ქიცუვათნაშია თერუშა მათი ქალაქი: ზარდუმანის და . . . , 2 ისმირიქელის ქალაქია . . . , ქიცუ- ვათნაშია ურიგა მათი ქალაქი.
22-24:  . . . -დან ფურია, ქიცუვათნაში არის ურუშა მათი ქალაქი. . 
. . -დან ქალაქი ირითა, ქიცუვათნაშია ურუშა მათი ქალაქი 
. . . (და) ფარიამუვას (და), 2 ცაცლიფანელის, თე- . . . 25-26:  . . . თქვენ ისმირიქელები მოდიხართ დასაფიცად, 
(აგრეთვე) თქვენი ცოლები, შვილები . . . დგებით თქვენ ამ ფიცის ქვეშ და ყველანი (დებს ფიცს!)
27-28:  . . . თუკი ვინმე ღმერთების ფიცს გატეხს, მაშინ ღმერ- თების ფიცი უნდა აღსრულდეს . . . და ისინი სახლ- კარიანად, მინდვრიანად (სახნავ-სათესი მიწებიანად), ბაღ-ვენახიანად (განადგურდნენ!). . . ისინი მოისპონ! . .“

Комментариев нет:

Отправить комментарий