понедельник, 13 сентября 2021 г.

გენერალ ფონ-კრესის მემუარები და 1918-1921 წლების ქართული სინამდვილე (ო. ჯანელიძე)

1943 წლის 12 ოქტომბერს არტილერიის გადამდგარმა გენერალმა ბარონმა ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინმა გერმანიის სახმელეთო ჯარების არქივს გადასცა მოზრდილი ხელნაწერი, რომელიც ასახავდა 1918 წელს სამხრეთ კავკასიაში გამოგზავნილი გერმანიის მისიის საქმიანობას.
ეს დოკუმენტი ამ ამბიდან 6 ათეული წლის შემდეგ ორმა ქართველმა მკვლევარმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მიუნხენის სამხედრო არქივში მოიძია. ორივე მათგანმა მასალა ყურადღებით შეისწავლა და წყაროს მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიიჩნია მისი გამოქვეყნება. მათგან დავით პაიჭაძემ კრესის მოგონებები გერმანულად გამოსცა(1), ხოლო ნოდარ მუშკუდიანმა მოგონებათა თარგმანი შემოგვთავაზა(2). ორივე გამოცემას წინ უძღვის ისტორიული ნარკვევი, ასევე დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები.
რა ვიცით მოგონებათა ავტორის შესახებ და როგორ აღმოჩნდა იგი საქართველოში?
კრესი წარმომავლობით ნიურნბეგელი წარჩინებული და საკმაოდ ძველი საგვარეულოს შთამომავალი იყო. XIX საუკუნის 10-იან წლებიდან მისი წინაპრები ბარონის ტიტულს ატარებდნენ და დიპლომატიურ თუ მუნიციპალურ ასპარეზზე მოღვაწეობდნენ.
ფრიდრიხ კრესი სამხედრო გზას გაჰყვა და I მსოფლიო ომში პოლკოვნიკის ჩინით ჯერ თურქეთის IV არმიის შტაბის უფროსი იყო, შემდეგ კი სათავეში ედგა მერვე თურქულ არმიას, რომელიც პალესტინის ფრონტზე ინგლისელთა წინააღმდეგ მოქმედებდა (3).
1918 წლის 27 აპრილს კონსტანტინოპოლში გაფორმდა გერმანია-ოსმალეთის საიდუმლო შეთანხმება, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის გავლენის სფეროების განაწილებას ითვალისწინებდა. შეთანხმება მოკლევადიანი იყო, მაგრამ თურქები არ ასრულებდნენ მის მოთხოვნებს და მათთვის ბრესტის ზავით მიკუთვნებული მიწაწყლის გარდა სხვა ქართული და სომხური ტერიტორიების დაუფლებას ესწრაფვოდნენ.
ასეთ პირობებში ბერლინში გადაწყვიტეს (1918 წლის 13 მაისს) გამოეგზავნათ კავკასიაში სამხედრო ნაწილები და სამხედრო-დიპლომატიური მისია. მთავარი ამოცანა ამ აქციისა თურქების პრეტენზიების შეკავება და რეგიონში გერმანიის გაძლიერებისათვის ნიადაგის შეზადება იყო. გერმანია ფრთხილობდა რუსეთთან დამოკიდებულებაშიც, რათა ამ უკანასკნელს არ დაერღვია ბრესტის ზავის პირობები, მით უფრო, რომ რუსეთს არ ეთმობოდა ბაქო და მისი ნავთობი.
ბათუმის ცნობილმა მოლაპარაკებამ, რომელშიც ოსმალეთისა და ამიერკავკასიის წარმომადგენლობების გარდა გერმანიის დელეგაციაც მონაწილეობდა, ვითარება საქართველოს სასარგებლოდ შეცვალა. გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის გარანტობა იკისრა. ჯარების გამოგზავნა დაჩქარდა. 1918 წლის 8 ივნისს პირველი ეშელონი უკვე საქართველოში იყო.
ზურაბ ავალიშვილის სიტყვით, რომელიც იმხანად ბერლინში იმყოფებოდა, „კრესი გერმანიაში იშვიათ, თვალსაჩინო პიროვნებად ითვლებოდა“ (4, 109). როცა საქართველოში გამოსაგზავნად არჩევანი 40 წლის კრესზე შეჩერდა, მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა კავკასიაში ყოფნის ვადით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კრესმა სამსახური რაიხსვერში განაგრძო და გენერლის სამხრეები უვადოდ დაიმსახურა. 1929 წელს იგი რაიხსვერის მესამე საარმიო ჯგუფის სარდლის თანამდებობას გამოემშვიდობა და თადარიგში გავიდა. გარდაიცვალა 78 წლისა, 1948 წელს (5).
გერმანიის სამხედრო შენაერთებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა სამხედრო-დიპლომატიური მისია, რომელსაც სათავეში გენერალი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი ედგა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველ შეხვედრაზე კრესმა განაცხადა: „ჩვენ მოვედით თქვენს ქვეყანმაში როგორც მებრძოლები და დავიცავთ თქვენს ტერიტორიას, შევქმნით ისეთ პირობებს, რომელიც ძლიერ ჰყოფს ქართველ ერს. ...კავკასიის უძველეს მიწაზე ჩვენ მოგვიყვანა არა მარტო სამხედრო მიზნებმა, არამედ უდიდესმა სურვილმა, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, აღიდგინოს თავისი ძველი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. ჩვენ აქ ვიმყოფებით არა როგორც გამარჯვებულები, არამედ როგორც მეგობრები და ეს არის საფუძველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისა“ (6, 106).
კრესმა და მისმა მისიამ საქართველოში 8 თვე დაჰყვეს. როგორც დიპლომატი და უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი, კრესი სისტემატურად აწარმოებდა დღიურს. მასში ყოველდღიურად შეჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრების ამსახველი ცნობები, პირადი შთაბეჭდილებები ნანახისა და განცდილის შესახებ, დაკვირვებები, საქმიანი შენიშვნები და სხვ.
„როგორც ცნობილია, მსოფ¬ლიო ომში ცენტრალურ სახელმწიფოთა ბლოკმა მარცხი განიცადა. ამას გერმანიაში ზედ დაერთო რევოლუციაც, რომელმაც კაიზერ ვილჰელმ II-ის ხელისუფლება დაამხო. ასეთ პირობებში გერმანია იძულებული გახდა საქართველოში მყოფი თავისი ჯარები უკანვე გაეწვია.
„სამხრეთ კავკასია 1918 წლის ნოემბრიდან მოკავშირე სახელმწიფოთა კონტროლქვეშ გადავიდა და რეგიონში ახლა ბრიტანეთის სახედრო შენაერთები გამოიგზავნა. თბილისიდან მიმავალმა ფონ კრესმა თავისი დღიურები ჩექმის ძირში დამალა, ეშინოდა, რომ ინგლისელებს არ ჩეაგდოთ ხელში, როგორც მამხილებელი ნივთმტკიცება. ბრიტანეთის გენშტაბის ოფიცერს კრესისთვის მართლაც პირადი ჩხრეკა ჩაუტარებია, მაგრამ დღიურები ვერ უპოვია. ასე გადარჩა ეს ძვირფასი მასალა, რომლის საფუძველზე ფონ კრესმა კავკასიაში გერმანიის წარმომადგენლობის მოღვაწეობის ამსახველი, მანქანაზე ნაბეჭდი 95 გვერდიანი ანგარიში შეადგინა, უწოდა მას „ჩემი მისია კავკასიაში“ და 1943 წელს, როგორც აღვნიშნეთ, არქივს ჩააბარა.
ეს დოკუმენტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისათვის მეტად საგულისხმო პირველწყაროა. ჩვენ არა ვართ განებივრებულნი ამ პერიოდის ამსახველი უცხოელ ავტორთა მემუარული თუ სხვა სარქივო მასალებით. ამდენად, კრესის მოგონებები ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. იგი ავსებს და ამდიდრებს ჩვენს ცოდნას საქართველოს I რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბების, სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების ავკარგის, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მიმდინარეობის, პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების საქმიანობის, ასევე იმ საშინაო და საგარეო სიძნელეების შესახებ, რომელთა დაძლევა ახლად წარმოშობილი სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანებს წარმოადგენდა.
ჩამოთვლილ საკითხებზე ფონ კრესის შეხედულებები რამდენიმე გარემოების გამოა ფასეული.
1. კრესი მის მიერ აღწერილი ყველა მოვლენისა თუ ამბის ან უშუალო თვითმხილველი და მონაწილეა, ანდა თანამედროვე, რომელსაც თუ პირდაპირი არა, ირიბი შეხება მაინც ჰქონია მათთან.
2. კრესი ჩვენთვის საინტერესო თითქმის ყველა საკითხს მოუკერძოებელი კაცის პოზიციიდან უყურებს, ამიტომაც მისი შეფასებები, რომლებიც დაფუძნებულია პირად შთაბეჭდილებებზე, ფაქტობრივად თავისუფალია ტენდენციურობისაგან. ამის თქმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ეს მოგონებები გამიზნული არ ყოფილა გამოსაქვეყნებლად და იგი მხოლოდ 1918 წელს წარმოებული დღიურის გავრცობილი ვარიანტია. დღიურებს კი, როგორც წესი, ავტორი თავის გულწრფელ განცდებს, ცინცხალ შთაბეჭდილებებს ანდობს და არა იმგვარ მოსაზრებებს, რომელთა ჩამოყალიბებაზე შემდგომში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მრავალმა გარემოებამ, მათ შორის სხვათა შეხედულების გაცნობამ, ამა თუ იმ პიროვნებასთან უფრო დაახლოებამ ან დაშორებამ და სხვ.
3. მოგონებები საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ იგი სხვა კულტურის მატარებელ, უცხოელ ადამიანს ეკუთვნის. კრესი ქართველთა ცხოვრება-საქმიანობის ბევრ ისეთ ნიუანსზეც ამახვილებს ყუ¬რად¬ღე¬ბას, რომ¬ლე-ბიც ჩვენ¬სა¬ვე მე¬მა¬ტი¬ა¬ნეს შე¬იძ¬ლე¬ბა აღ¬ნიშ¬ვნის ღირ¬სად არც კი ჩა¬ეთ¬ვა¬ლა. არა¬და, სწო¬რედ ამ¬გვა¬რი ნი¬უ¬ან¬სე¬ბი გვეხ¬მა¬რე¬ბა, უფ¬რო ღრმად ჩავ¬წვდეთ ეპო¬ქის სულს, გა¬ვა-ცოც¬ხლოთ, ში¬ნა¬არ¬სი¬ა¬ნი და სა¬ხი¬ე¬რი გავ¬ხა¬დოთ ის¬ტო-რია.
4. კრე¬სის მო¬გო¬ნე¬ბე¬ბი გა¬მო¬ირ¬ჩე¬ვა აგ¬რეთ¬ვე ნდო¬ბის მა¬ღა¬ლი ხა¬რის¬ხით. მე¬მუ¬ა¬რის¬ტის მი¬ერ აღ¬წე¬რი¬ლი ფაქ-ტე¬ბის შე¬ჯე¬რე¬ბა სხვა წყა¬რო¬ებ¬თან, დიდ¬წი¬ლად ამ ფაქ-ტე¬ბის სის¬წო¬რეს, მათ უტ¬ყუ¬ა¬რო¬ბა¬სა და სი¬ზუს¬ტეს ცხად¬ყოფს.
სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში ჩა¬მო¬სულ ფონ კრესს კარ¬გად შე¬უმ-ჩნე¬ვია ჩვე¬ნი ქვეყ¬ნის სა¬უ¬კუ¬ნო¬ვა¬ნი კო¬ლო¬ნი¬უ¬რი ყო¬ფის მძი¬მე მემ¬კვიდ¬რე¬ო¬ბა. იგი რამ¬დე¬ნი¬მე ფრა¬ზით, მოკ¬ლედ, მაგ¬რამ ზუს¬ტად აღ¬ნიშ¬ნავს კო¬ლო¬ნი¬უ¬რი მხა¬რი¬სად¬მი მეტ¬რო¬პო¬ლი¬ის და¬მო¬კი¬დე¬ბუ¬ლე¬ბის პო¬ლი¬ტი¬კურ და ეკო-ნო¬მი¬კურ ას¬პექ¬ტებს. მე¬მუ¬ა¬რის¬ტის სიტ¬ყვით: „მო¬სახ¬ლე¬ო-ბა იტან¬ჯე¬ბო¬და რუ¬სუ¬ლი ად¬მი¬ნის¬ტრა¬ცი¬ის კო¬რუფ¬ცი¬ის უღელ¬ქვეშ. ... ყვე¬ლა ჩი¬ნოვ¬ნი¬კი, მას¬წავ¬ლე¬ბე¬ლი და ა.შ. კავ¬კა¬სი¬ა¬ში წმინ¬და სის¬ხლის რუ¬სე¬ბი იყ¬ვნენ; კავ¬კა¬სი¬ე-ლებს მხო¬ლოდ სა¬კუ¬თა¬რი სამ¬შობ¬ლოს გა¬რეთ იყე¬ნებ-დნენ სა¬ხელ¬მწი¬ფო სამ¬სა¬ხურ¬ში. ... ვაჭ¬რო¬ბას და მრეწ¬ვე-ლო¬ბას, ასე¬ვე კავ¬კა¬სი¬ის მდი¬და¬რი ბუ¬ნებ¬რი¬ვი სიმ¬დიდ¬რე-ე¬ბის ექ¬სპლუ¬ა¬ტა¬ცი¬ას რუ¬სე¬ბი არა მარ¬ტო ახა¬ლი¬სებ¬დნენ, არა¬მედ ნა¬ცი¬ო¬ნა¬ლუ¬რი ეკო¬ნო¬მი¬კის ინ¬ტე¬რე¬სე¬ბი¬დან გა-მომ¬დი¬ნა¬რე, შეძ¬ლე¬ბის¬დაგ¬ვა¬რად ძირს უთ¬ხრიდ¬ნენ კი-დეც“ და სხვ. (2, 75-76).
მაგ¬რამ უფ¬რო მნიშ¬ვნე¬ლო¬ვა¬ნია გა¬ვეც¬ნოთ ფონ კრე¬სის ზო¬გი¬ერთ შე¬ხე¬დუ¬ლე¬ბას მის თა¬ნად¬რო¬ულ ქარ-თულ სი¬ნამ¬დვი¬ლე¬ზე და ვნა¬ხოთ რო¬გორ ასა¬ხავს გერ¬მა-ნე¬ლი ავ¬ტო¬რი აქა¬ურ სა¬ზო¬გა¬დო¬ებ¬რივ და პო¬ლი¬ტი¬კურ რე¬ა¬ლო¬ბას სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის არ¬სე¬ბო¬ბის პე¬რი¬ოდ¬ში.
და¬ვიწ¬ყოთ მთავ¬რო¬ბით. კრე¬სი წერს: ,,ყვე¬ლა მი¬ნის-ტრი, ფი¬ნან¬სთა მი¬ნის¬ტრი ჟუ¬რუ¬ლის გა¬მოკ¬ლე¬ბით, ზო¬მი-ერ სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტებს _ მენ¬შე¬ვი¬კებს წარ¬მო¬ად¬გენ-დენ. პრო¬ფე¬სი¬ით, უმე¬ტეს¬წი¬ლად, ლი¬ტე¬რა¬ტო¬რე¬ბი და ჟურ¬ნა¬ლის¬ტე¬ბი [იყ¬ვნენ]. თა¬ვი¬ან¬თი ცხოვ¬რე¬ბის უმე¬ტე¬სი ნა¬წი¬ლი ციმ¬ბირ¬ში ან¬და რუ¬სულ საპ¬ყრო¬ბი¬ლე¬ებ¬ში ჰქონ-დათ გა¬ტა¬რე¬ბუ¬ლი. ისი¬ნი შე¬სა¬ნიშ¬ნა¬ვად გა¬ნათ¬ლე¬ბუ¬ლი, კარ¬გად აღ¬ზრდი¬ლი და საკ¬მა¬ოდ კარ¬გი სა¬ურ¬თი¬ერ¬თო ადა¬მი¬ა¬ნე¬ბი და, ეჭ¬ვგა¬რე¬შეა, კე¬თი¬ლი ნე¬ბით ფრთა¬შეს¬ხმუ-ლი ჭეშ¬მა¬რი¬ტი პატ¬რი¬ო¬ტე¬ბი იყ¬ვნენ” (2, 78-79).
აქ აუ¬ცი¬ლე¬ბე¬ლია რამ¬დე¬ნი¬მე მცი¬რე კო¬მენ¬ტა¬რი: ფონ კრე¬სი ცდე¬ბა, რო¬დე¬საც სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი-უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის მთავ¬რო¬ბას წარ¬მო¬ა¬ჩენს რო¬გორც თით¬ქმის ერ¬თპარ¬ტი¬ულს. სა¬ხელ¬მწი¬ფო¬ებ¬რი¬ვი და¬მო¬უ¬კი-დებ¬ლო¬ბის აღ¬დგე¬ნის დღეს, 1918 წლის 26 მა¬ისს შექ-მნილ სა¬ქარ¬თვე¬ლოს აღ¬მას¬რუ¬ლე¬ბელ ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბა¬ში სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტე¬ბი (მენ¬შე¬ვი¬კე¬ბი) დო¬მი¬ნან¬ტობ¬დნენ, მაგ¬რამ ყვე¬ლა მი¬ნის¬ტრი მა¬თი პო¬ლი¬ტი¬კუ¬რი ორ¬გა¬ნი¬ზა-ცი¬ი¬დან არ ყო¬ფი¬ლა შერ¬ჩე¬უ¬ლი. მთავ¬რო¬ბა კო¬ა¬ლი¬ცი¬უ¬რი პრინ¬ცი¬პით ჩა¬მო¬ყა¬ლიბ¬და და მი¬ნის¬ტრე¬ბის პორ¬თფე¬ლე¬ბი სხვა პარ¬ტი¬ე¬ბის წარ¬მო¬მად¬გენ¬ლებ¬საც ერ¬გოთ. მათ შო-რის, გი¬ორ¬გი ჟუ¬რუ¬ლი ეროვ¬ნულ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი პარ¬ტი-ის წევ¬რი იყო, ივა¬ნე ლორ¬თქი¬ფა¬ნი¬ძე (გზა¬თა მი¬ნის¬ტრი) ესერ¬თა, ხო¬ლო გი¬ორ¬გი ლას¬ხიშ¬ვი¬ლი (გა¬ნათ¬ლე¬ბის) და შალ¬ვა ალექ¬სი-მეს¬ხიშ¬ვი¬ლი (იუს¬ტი¬ცი¬ის მი¬ნის¬ტრი) ფე-დე¬რა¬ლის¬ტურ პარ¬ტი¬ას წარ¬მო¬ად¬გენ¬დნენ.
საბ¬ჭო¬ურ ის¬ტო¬რი¬ოგ¬რა¬ფი¬ა¬ში დამ¬კვიდ¬რე¬ბუ¬ლი თვალ¬საზ¬რი¬სის შემ¬დგომ, რომ ქარ¬თვე¬ლი სო¬ცი¬ალ-დე-მოკ¬რა¬ტე¬ბის _ მენ¬შე¬ვი¬კე¬ბი¬სათ¬ვის და¬მა¬ხა¬სი¬ა¬თე¬ბე¬ლი იყო ნი¬ჰი¬ლიზ¬მი და პრო¬რუ¬სუ¬ლი მიდ¬რე¬კი¬ლე¬ბა¬ნი, შე¬იძ¬ლე¬ბა უჩ¬ვე¬უ¬ლოდ მოგ¬ვეჩ¬ვე¬ნოს კრე¬სის ფრა¬ზა ნოე ჟორ¬და¬ნი¬ას თა¬ნა¬პარ¬ტი¬ე¬ლი მი¬ნის¬ტრე¬ბის „ფრთა¬შეს¬ხმულ“ და „ჭეშ-მა¬რიტ“ პატ¬რი¬ო¬ტო¬ბა¬ზე. მაგ¬რამ აქ სი¬მარ¬თლე მე¬მუ¬ა¬რის-ტის მხა¬რე¬საა. ქარ¬თვე¬ლი მარ¬ქსის¬ტე¬ბის ნა¬წილ¬მა მენ¬შე-ვი¬კე¬ბის სა¬ხით 1917 წლის ოქ¬ტომ¬ბრის სა¬ხელ¬მწი¬ფო გა-დატ¬რი¬ა¬ლე¬ბი¬დან მო¬კი¬დე¬ბუ¬ლი კოს¬მო¬პო¬ლი¬ტუ¬რი¬დან რომ ეროვ¬ნულ ნი¬ა¬დაგ¬ზე გად¬მო¬ი¬ნაც¬ვლა, ეს თა¬ვის დრო¬ზე გე¬რონ¬ტი ქი¬ქო¬ძემ შე¬ნიშ¬ნა. პუბ¬ლი¬ცის¬ტი 1919 წელს გა-მოქ¬ვეყ¬ნე¬ბულ ნაშ¬რომ¬ში „ეროვ¬ნუ¬ლი ენერ¬გია“, წერ¬და: „რო¬გორც იდე¬უ¬რი ბე¬ლა¬დი, ჟორ¬და¬ნია, რა¬საკ¬ვირ¬ვე¬ლია, წინ უს¬წრებს თა¬ვის პარ¬ტი¬ულ ლაშ¬ქარს. მაგ¬რამ მი¬სი პი¬რა¬დი ევო¬ლუ¬ცია არ¬სე¬ბი¬თად მთე¬ლი ქარ¬თვე¬ლი სო¬ცი-ალ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬ის ევო¬ლუ¬ცი¬აა. მსოფ¬ლი ომი და რუ¬სე¬თის რე¬ვო¬ლუ¬ცია კარ¬გი სკო¬ლა იყო ამ ხალ¬ხი¬სათ¬ვის. მათ თან¬და¬თან ის¬წავ¬ლეს სა¬კუ¬თა¬რი თვა¬ლე¬ბით ცქე¬რა და სა-კუ¬თა¬რი ფე¬ხე¬ბით სი¬ა¬რუ¬ლი. ჩვე¬ნი სამ¬შობ¬ლოს მზემ ნელ-ნე¬ლა გა¬ალ¬ხო მა¬თი გა¬ყი¬ნუ¬ლი დოგ¬მე¬ბი~ (7, 140). და¬მო¬უ¬კი¬დე¬ბე¬ლი სა¬ქარ¬თვე¬ლოს ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბა¬ში მოს-ვლი¬სას სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტებს თა¬ვი¬ან¬თი გან¬ვლი¬ლი გზა არ და¬უგ¬მი¬ათ და ერ¬თბა¬შად არც ად¬რინ¬დელ შე¬ხე¬დუ¬ლე-ბებს გა¬მოთ¬ხო¬ვე¬ბი¬ან. კრე¬სის სიტ¬ყვით, „პარ¬ტი¬ის პროგ-რა¬მი¬სად¬მი ან¬გა¬რი¬შის გა¬წე¬ვა ხში¬რად აი¬ძუ¬ლებ¬და მი¬ნის-ტრებს, ჯან¬სა¬ღი აზ¬რის სა¬წი¬ნა¬აღ¬მდე¬გოდ ეთ¬ქვათ უა¬რი სა¬ჭი¬რო და გა¬მარ¬თლე¬ბულ ღო¬ნის¬ძი¬ე¬ბებ¬ზე“. მაგ¬რა¬მო, დას¬ძენს უც¬ხო¬ე¬ლი ავ¬ტო¬რი, „მოვ¬ლე¬ნებ¬მა მათ ძა¬ლი¬ან მა¬ლე აუ¬ხი¬ლა თვა¬ლი თე¬ო¬რი¬ა¬სა და პრაქ¬ტი¬კას შო¬რის გან¬სხვა¬ვე¬ბა¬ზე. ...ჩვენ¬თვის ... სა¬ინ¬ტე¬რე¬სო იყო გვე¬ნა¬ხა, თუ რო¬გორ გახ¬დნენ იძუ¬ლე¬ბულ¬ნი, რე¬ა¬ლო¬ბის და და-კის¬რე¬ბუ¬ლი პა¬სუ¬ხის¬მგებ¬ლო¬ბის სიმ¬ძი¬მის ზე¬გავ¬ლე¬ნით, ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბით აღ¬ჭურ¬ვი¬ლი მარ¬ქსის¬ტი თე¬ო¬რე¬ტი¬კო¬სე¬ბი ერ¬თმა¬ნე¬თის მი¬ყო¬ლე¬ბით გა¬ე¬წი¬რათ თა¬ვი¬ან¬თი ლო¬ზუნ¬გე-ბი და იდე¬ა¬ლე¬ბი“(2, 79, 83.)
სა¬ქარ¬თვე¬ლოს სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი ხე¬ლი¬სუფ-ლე¬ბის ამ¬გვა¬რი ტრან¬სფორ¬მა¬ცია – პარ¬ტი¬უ¬ლი დოგ¬მე¬ბი-დან ცხოვ¬რე¬ბით ნა¬კარ¬ნა¬ხე¬ვი სა¬კით¬ხე¬ბი¬სა¬კენ შე¬მობ¬რუ-ნე¬ბა _ სხვა წყა¬რო¬ე¬ბი¬თაც დას¬ტურ¬დე¬ბა და ეს ჩვენს ის-ტო¬რი¬ოგ¬რა¬ფი¬ა¬ში აღ¬ნიშ¬ნუ¬ლია კი¬დეც. მა¬გა¬ლი¬თად, სა-ქარ¬თვე¬ლო¬ში გან¬ხორ¬ცი¬ე¬ლე¬ბუ¬ლი აგ¬რა¬რუ¬ლი რე¬ფორ¬მა, რო¬მელ¬მაც მი¬წა¬ზე კერ¬ძო სა¬კუთ¬რე¬ბა და¬ა¬კა¬ნო¬ნა, ძი¬რე¬უ-ლად ეწი¬ნა¬აღ¬მდე¬გე¬ბო¬და ამ სა¬კით¬ხზე სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ-რატ¬თა პროგ¬რა¬მულ დე¬ბუ¬ლე¬ბას (8, 246-247) და სხვ.
და¬სა¬მა¬ლი არ არის: ქარ¬თვე¬ლი სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა-ტე¬ბი თა¬ვი¬ანთ სამ¬შობ¬ლოდ კარ¬გა ხანს რუ¬სე¬თის იმ¬პე-რი¬ას მი¬იჩ¬ნევ¬დნენ და მი¬სი დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი გარ¬დაქ¬მნი-სათ¬ვის იბ¬რძოდ¬ნენ, და¬მო¬უ¬კი¬დებ¬ლო¬ბის გა¬მოც¬ხა¬დე¬ბის შემ¬დე¬გაც მცი¬რე ხანს თვა¬ლი კვლავ ჩრდი¬ლო¬ე¬თი¬სა¬კენ ეჭი¬რათ, მაგ¬რამ რო¬ცა გა¬მო¬ერ¬კვნენ, რომ ,,სამ¬შობ¬ლო ერ¬თია ქვე¬ყა¬ნა¬ზე” და იგი მათ¬თვის სა¬ქარ¬თვე¬ლოა, ახ¬ლა სა¬ქარ¬თვე¬ლოს სამ¬სა¬ხურ¬ში ჩად¬გნენ. სა¬ხელ¬მწი¬ფოს გაძ-ღო¬ლა¬ში მმარ¬თვე¬ლი ძი¬რი¬თა¬დი ძა¬ლის მი¬ერ დაშ¬ვე¬ბუ¬ლი ცალ¬კე¬უ¬ლი შეც¬დო¬მა არ იძ¬ლე¬ვა სა¬ფუძ¬ველს, ეჭ¬ვი შე¬ვი-ტა¬ნოთ ნოე ჟორ¬და¬ნი¬ას მთავ¬რო¬ბის კე¬თილ¬სინ¬დი¬სი¬ე¬რე¬ბა-სა და პატ¬რი¬ო¬ტო¬ბა¬ში. ფონ კრე¬სის მოხ¬მო¬ბი¬ლი და¬ხა¬სი-ა¬თე¬ბა გა¬მოთ¬ქმულ მო¬საზ¬რე¬ბას კი¬დევ უფ¬რო ამ¬ყა¬რებს და და¬მა¬ჯე¬რე¬ბელს ხდის.
მო¬ვუს¬მი¬ნოთ ისევ მე¬მუ¬ა¬რისტს. კრე¬სი აღ¬ნიშ¬ნავს, რომ საქ¬რთვე¬ლოს მთავ¬რო¬ბის წევ¬რებს აკ¬ლდათ სა¬ხელ-მწი¬ფო საქ¬მე¬ე¬ბის გაძ¬ღო¬ლის უნარ-ჩვე¬ვე¬ბი. „გა¬მოც¬დი¬ლი რუ¬სი მო¬ხე¬ლე¬ე¬ბი და¬უ¬ყოვ¬ნებ¬ლივ გან¬დევ¬ნეს და ისი¬ნი მო¬უმ¬ზა¬დე¬ბე¬ლი მმარ¬თვე¬ლე¬ბით შეც¬ვა¬ლეს, რომ¬ლე¬ბიც მცი¬რე გა¬მო¬ნაკ¬ლი¬სის გარ¬და, თა¬ვი¬ანთ სამ¬სა¬ხუ¬რებ¬რივ მო¬ვა¬ლე¬ო¬ბას ვერ ას¬რუ¬ლებ¬დნენ. რო¬გორც ყო¬ვე¬ლი რე¬ვო-ლუ¬ცი¬ი¬სას ხდე¬ბა ხოლ¬მე, მა¬თი შერ¬ჩე¬ვის დროს გა¬დამ-წყვე¬ტი იყო არა იმ¬დე¬ნად ვარ¬გი¬სი¬ა¬ნო¬ბა და უნა¬რი, არა-მედ უფ¬რო მე¬ტად მა¬თი პო¬ლი¬ტი¬კუ¬რი პო¬ზი¬ცია” (2, 78), ხაზს უს¬ვამს მო¬გო¬ნე¬ბა¬თა ავ¬ტო¬რი.
ფონ კრე¬სის ეს დაკ¬ვირ¬ვე¬ბაც სი¬ნამ¬დვი¬ლეს შე¬ე¬ფე-რე¬ბა. მე¬ფის რუ¬სე¬თის მო¬ხე¬ლე¬თა უმე¬ტე¬სო¬ბა მარ¬თლაც ჩა¬მო¬ა¬ცი¬ლეს სა¬ხელ¬მწი¬ფო სამ¬სა¬ხურს. მაგ¬რამ უნ¬და ით-ქვას, რომ ამ ჩი¬ნოვ¬ნიკ¬თა მა¬ღალ სა¬პა¬სუ¬ხის¬მგე¬ბე¬ლო თა-ნამ¬დე¬ბო¬ბებ¬ზე და¬ტო¬ვე¬ბა, თუნ¬დაც მა¬თი პრო¬ფე¬სი¬ო¬ნა-ლიზ¬მის გა¬მო, დი¬დად გა¬მარ¬თლე¬ბულ ქმე¬დე¬ბად ვერ ჩა-ით¬ვლე¬ბა. სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის სა¬ხით ყა¬ლიბ¬დე¬ბო¬და სულ სხვა, რუ¬სე¬თის კო¬ლო¬ნი¬უ¬რი უღ¬ლი¬სა¬გან თავ¬დაღ¬წე¬უ¬ლი ქარ¬თუ¬ლი სა¬ხელ¬მწი¬ფო, რომ¬ლის მო¬ხე¬ლე¬თა აპა¬რა¬ტი ძველ იმ¬პე¬რი¬ულ კონ¬ტი-გენტს ვე¬ღარ და¬ეყ¬რდნო¬ბო¬და. ამი¬ტომ სა¬ქარ¬თვე¬ლოს ახალ მეს¬ვე¬ურ¬თა გამ¬ტყუ¬ნე¬ბა ამ სა¬კით¬ხში სწო¬რი არ იქ-ნე¬ბა. თუმ¬ცა ქარ¬თვე¬ლი სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტე¬ბი კად¬რე¬ბის შერ¬ჩე¬ვა¬ში ნამ¬დვი¬ლად ცო¬დავ¬დნენ, რო¬ცა მო¬ხე¬ლე¬თა აბ-სო¬ლუ¬ტურ უმ¬რავ¬ლე¬სო¬ბას მხო¬ლოდ თა¬ვი¬ანთ პარ¬ტი¬ა¬სა და თა¬ნა¬მო¬აზ¬რე¬თა წრე¬ებ¬ში არ¬ჩევ¬დნენ. მაგ¬რამ ამ¬გვა¬რი რამ მხო¬ლოდ მათ¬თვის რო¬დი იყო და¬მა¬ხა¬სი¬ა¬თე¬ბე¬ლი. თუ თვალს გა¬და¬ვავ¬ლებთ სა¬ქარ¬თვე¬ლოს და¬მო¬უ¬კი¬დებ¬ლო¬ბის ხელ¬მე¬ო¬რედ აღ¬დგე¬ნის შემ¬დგომ, 1991 წლი¬დან დღემ¬დე გან¬ვლილ ოც¬წლი¬ან ის¬ტო¬რი¬ას, აღ¬მო¬ვა¬ჩენთ რომ, სამ¬წუ-ხა¬როდ, ყვე¬ლა ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბა, ამ¬ჟა¬მინ¬დე¬ლის ჩათ¬ვლით, ასე მო¬იქ¬ცა. სა¬ხელ¬მწი¬ფო სტრუქ¬ტუ¬რე¬ბის და¬კომ¬პლექ¬ტე-ბი¬სას გა¬მოც¬დი¬ლე¬ბა¬სა და კომ¬პე¬ტენ¬ცი¬ა¬ზე მაღ¬ლა პი-როვ¬ნე¬ბა¬თა პარ¬ტი¬უ¬ლი კუთ¬ვნი¬ლე¬ბა და პი¬რა¬დი ერ¬თგუ-ლე¬ბა და¬ა¬ყე¬ნა.
სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის ხე¬ლი-სუფ¬ლე¬ბის მსგავს შე¬ფა¬სე¬ბას სხვა უც¬ხო¬ე¬ლი დამ¬კვირ-ვებ¬ლის ჩა¬ნა¬წე¬რებ¬შიც ვხვდე¬ბით. მა¬გა¬ლი¬თად იმ ხა¬ნად სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში მყო¬ფი ცნო¬ბი¬ლი ფრან¬გი სამ¬ხედ¬რო მოღ¬ვა¬წე რე¬მონ დი¬უ¬გე შე¬ნიშ¬ნავ¬და: `ამ მთავ¬რო¬ბის სა¬ში-ნაო პო¬ლი¬ტი¬კამ არა¬ვინ და¬აკ¬მა¬ყო¬ფი¬ლა; მი¬წე¬ბი¬სა და რამ¬დე¬ნი¬მე მომ¬გე¬ბი¬ა¬ნი ინ¬დუს¬ტრი¬უ¬ლი სა¬წარ¬მოს ნა¬ცი¬ო-ნა¬ლი¬ზა¬ცი¬ამ მე¬ურ¬ნე¬ო¬ბა გა¬ნად¬გუ¬რე¬ბამ¬დე მი¬იყ¬ვა¬ნა. მენ-შე¬ვი¬კუ¬რი ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბა პარ¬ტი¬ულ ინ¬ტე¬რე¬სებს უფ¬რო მაღ¬ლა აყე¬ნებ¬და, ვიდ¬რე ეროვ¬ნულს. ... მოს¬კოვ¬თან ურ¬თი-ერ¬თო¬ბა¬ში ქარ¬თუ¬ლი მთავ¬რო¬ბა მი¬ა¬მი¬ტი იმე¬დით იკ¬ვე¬ბე-ბო¬და. სჯე¬რო¬და, რომ ბოლ¬შე¬ვი¬კებს გან¬სა¬კუთ¬რე¬ბუ¬ლი და¬მო¬კი¬დე¬ბუ¬ლე¬ბა ექ¬ნე¬ბო¬დათ მენ¬შე¬ვი¬კებ¬თან, თა¬ვი¬ანთ სო¬ცი¬ა¬ლისტ ძმებ¬თან“ (9, 7).
სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში მყო¬ფი გერ¬მა¬ნი¬ის მი¬სია უყუ¬რად¬ღე-ბოდ არ ტო¬ვებ¬და მმარ¬თველ სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬ულ პარ¬ტი¬ას¬თან და¬პი¬რის¬პი¬რე¬ბულ პო¬ლი¬ტი¬კურ პარ¬ტი¬ებს, იც¬ნობ¬და მათ ლი¬დე¬რებს და თვალს ადევ¬ნებ¬და ოპო¬ზი-ცი¬ურ ძალ¬თა საქ¬მი¬ა¬ნო¬ბას. ვნა¬ხოთ, რო¬გო¬რი წარ¬მოდ¬გე-ნი¬სა იყო ფონ კრე¬სი ქარ¬თუ¬ლი ოპო¬ზი¬ცი¬უ¬რი სპექ¬ტრის შე¬სა¬ხებ.
კრესს, რო¬გორც მო¬ნარ¬ქის¬ტუ¬ლი ქვეყ¬ნის წარ¬მო-მად¬გე¬ნელ სამ¬ხედ¬როს, სო¬ცი¬ა¬ლის¬ტებ¬თან შე¬და¬რე¬ბით მე-ტი სიმ¬პა¬თია მე¬მარ¬ჯვე¬ნე ორი¬ენ¬ტა¬ცი¬ის ძა¬ლე¬ბი¬სად¬მი უნ-და ჰქო¬ნო¬და და ეს ასეც იყო, მაგ¬რამ მე¬მუ¬ა¬რისტს მა¬ღა-ლი აზ¬რი არც ეროვ¬ნულ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი პარ¬ტი¬ის მი-მართ გა¬აჩ¬ნდა. აღ¬ნიშ¬ნავს, რომ: ,,პარ¬ტი¬ის წევ¬რებს ყო-ველ¬გვა¬რი ორ¬გა¬ნი¬ზა¬ტო¬რუ¬ლი ნი¬ჭი, ყო¬ველ¬გვა¬რი ენერ-გია და შე¬მოქ¬მე¬დე¬ბი¬თი ხა¬ლი¬სი ეკარ¬გე¬ბო¬დათ და ფუჭ-სიტ¬ყვა¬ო¬ბა¬ში იხარ¬ჯე¬ბოდ¬ნენ. ... ნაც¬ვლად იმი¬სა, რომ მკაც¬რი პარ¬ტი¬უ¬ლი ორ¬გა¬ნი¬ზა¬ცი¬ის, მი¬ზან¬მი¬მარ¬თუ¬ლი პრო¬პა¬გან¬დის, მა¬თი მის¬წრა¬ფე¬ბე¬ბის მხარ¬დამ¬ჭე¬რი პარ¬ტი-უ¬ლი პრე¬სის და¬ფუძ¬ნე¬ბი¬სათ¬ვის სახ¬სრე¬ბის გა¬მო¬ძებ¬ნის სა¬შუ¬ა¬ლე¬ბით პრაქ¬ტი¬კუ¬ლად ემუ¬შავ¬ნათ, ეროვ¬ნულ-დე¬მოკ-რა¬ტე¬ბის მოღ¬ვა¬წე¬ო¬ბა უნა¬ყო¬ფო მე¬ოც¬ნე¬ბე¬ო¬ბით, კრი¬ტიკ-თა და დეკ¬ლა¬რა¬ცი¬ე¬ბით ამო¬ი¬წუ¬რე¬ბო¬და. მმარ¬თვე¬ლი პარ-ტი¬ის ტე¬რო¬რით შე¬ში¬ნე¬ბუ¬ლე¬ბი, ისი¬ნი მთელ იმე¬დებს [მა¬ინც] უც¬ხო ძა¬ლის დახ¬მა¬რე¬ბა¬ზე ამ¬ყა¬რებ¬დნენ, უხ-ვნელ-უთეს¬ვე¬ლად სურ¬დათ მო¬სავ¬ლის მო¬წე¬ვა” (2, 109).
ფონ კრე¬სის სიტ¬ყვით, „ეროვ¬ნულ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი პარ¬ტი¬ის წარ¬მო¬მად¬გენ¬ლე¬ბი ცდი¬ლობ¬დნენ ჩემს წა¬ქე¬ზე-ბას სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი მთავ¬რო¬ბის წი¬ნა¬აღ¬მდეგ და თა¬ვი¬ან¬თი გეგ¬მე¬ბის სა¬სარ¬გებ¬ლოდ გა¬და¬ბი¬რე¬ბას~ (2, 107). ეროვ¬ნულ-დე¬მოკ¬რა¬ტებ¬სა და მო¬სახ¬ლე¬ო¬ბის ფარ¬თო ფე-ნებს სჯე¬რო¬დათ, რომ გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბი მათ და¬ეხ¬მა¬რე¬ბოდ-ნენ სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტე¬ბის წი¬ნა¬აღ¬მდეგ ბრძო¬ლა¬სა სა-კუ¬თა¬რი ჩა¬მორ¬თმე¬უ¬ლი ქო¬ნე¬ბის დაბ¬რუ¬ნე¬ბა¬ში. ისი¬ნი ამ იმე¬დებს სა¬ჯა¬როდ გა¬მოთ¬ქვამ¬დნენ (10, 3).
სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი¬ულ რეს¬პუბ¬ლი¬კა¬ში ხე¬ლი-სუფ¬ლე¬ბი¬სა და ოპო¬ზი¬ცი¬ის ურ¬თი¬ერ¬თდა¬მო¬კი¬დე¬ბუ¬ლე¬ბის გა¬სა¬აზ¬რებ¬ლად ძალ¬ზე სა¬ყუ¬რად¬ღე¬ბოა ფონ კრე¬სის მო-გო¬ნე¬ბებ¬ში და¬ცუ¬ლი ცნო¬ბა, რო¬მე¬ლიც უც¬ხო ძა¬ლის გა-მო¬ყე¬ნე¬ბით არ¬სე¬ბუ¬ლი პო¬ლი¬ტი¬კუ¬რი რე¬ჟი¬მის შეც¬ვლის მცდე¬ლო¬ბას შე¬ე¬ხე¬ბა. კრე¬სი გად¬მოგ¬ვცემს: გერ¬მა¬ნულ მი-სი¬ას¬თან ახ¬ლო მდგომ¬მა სა¬ქარ¬თვე¬ლოს ეროვ¬ნულ-დე¬მოკ-რა¬ტი¬უ¬ლი პარ¬ტი¬ის წარ¬მო¬მად¬გენ¬ლებ¬მა სცა¬დეს ჩვე¬ნით ესარ¬გებ¬ლათ და არც მა¬ლავ¬დნენ, რა¬საც ჩვენ¬გან მო¬ე-ლოდ¬ნენ _ ჩვენ მათ სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი მთავ¬რო-ბის დამ¬ხო¬ბა¬ში უნ¬და დავ¬ხმა¬რე¬ბო¬დით. ,,ეროვ¬ნულ-დე-მოკ¬რა¬ტე¬ბის წარ¬მო¬მად¬გენ¬ლე¬ბი ცდი¬ლობ¬დნენ ჩემს წა¬ქე-ზე¬ბას სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი მთავ¬რო¬ბის წი¬ნა¬აღ¬მდეგ და თა¬ვი¬ან¬თი გეგ¬მე¬ბის სა¬სარ¬გებ¬ლოდ გა¬და¬ბი¬რე¬ბას” (2, 108). ეროვ¬ნულ-დე¬მოკ¬რა¬ტებ¬ში ღრმა იმედ¬გაც¬რუ¬ე¬ბა იჩენ-და თავს ,,იმის გა¬მო, რომ მე სა¬ქარ¬თვე¬ლოს სა¬ში¬ნაო პო-ლი¬ტი¬კურ ამ¬ბებ¬ში უფ¬რო რა¬დი¬კა¬ლუ¬რად არ ვე¬რე¬ო¬დი და მხარს არ ვუ¬ჭერ¬დი მათ ბრძო¬ლას სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა-ტე¬ბის წი¬ნა¬აღ¬მდეგ” (2, 108).
ქარ¬თულ ოპო¬ზი¬ცი¬ურ ძა¬ლებ¬ში რომ მარ¬თლაც იყ-ვნენ მმარ¬თველი სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი პარტი¬ის ხელი¬სუფ¬ლე¬ბი¬სა¬გან სამ¬ხედ¬რო ჩა¬რე¬ვით ჩა¬მო¬ცი¬ლე¬ბის მომ¬ხრე¬ნი, მკა¬ფი¬ოდ მოწ¬მობს გი¬ორ¬გი მა¬ჩაბ¬ლის ერ¬თი გვი¬ან¬დე¬ლი წე¬რი¬ლი სპი¬რი¬დონ კე¬დი¬ა¬სად¬მი, რო¬მე¬ლიც და¬ცუ¬ლია ამ უკა¬ნას¬კნე¬ლის პი¬რად არ¬ქივ¬ში. გი¬ორ¬გი მა-ჩა¬ბე¬ლი იხ¬სე¬ნებს თბი¬ლის¬ში გა¬მარ¬თულ ეროვ¬ნულ-პატ-რი¬ო¬ტუ¬ლი ძა¬ლე¬ბის წარ¬მო¬მად¬გე¬ნელ¬თა (ძი¬რი¬თა¬დად 1914 წელს ევ¬რო¬პა¬ში ჩა¬მო¬ყა¬ლი¬ბე¬ბუ¬ლი სა¬ქარ¬თვე¬ლოს გან¬თა-ვი¬სუფ¬ლე¬ბის კო¬მი¬ტე¬ტის წევ¬რე¬ბის) შეხ¬ვედ¬რას გე¬ნე¬რალ ფონ კრეს¬თან და აღ¬ნიშ¬ნავს: „,,გახ¬სოვს ჩვე¬ნი კრე¬ბა ტფი¬ლის¬ში, რო¬დე¬საც კრეს¬მა დაგ¬ვის¬ვა კით¬ხვა, თუ ჩვე-ნი ჯგუ¬ფი რას ჰფიქ¬რობს სო¬ცი¬ა¬ლის¬ტე¬ბის მთავ¬რო¬ბა-ზედ და თუ ჩვენ გვსურს მათ¬თან თა¬ნამ¬შრომ¬ლო¬ბა?... ლე¬ოს (ლეო კე¬რე¬სე¬ლი¬ძე გერ¬მა¬ნელ¬თა მხარ¬და¬ჭე¬რით ოს-მა¬ლეთ¬ში შექ¬მნი¬ლი ქარ¬თუ¬ლი სამ¬ხედ¬რო შე¬ნა¬ერ¬თის ერთ-ერ¬თი მე¬თა¬უ¬რი იყო, _ ო. ჯ.) სიტ¬ყვე¬ბი დღემ¬დის მის¬ტვე¬ნენ ყუ¬რებ¬ში, თუ რა შეც¬დო¬მას ჩავ¬დი¬ო¬დით, რა-ტომ არ ვსარ¬გებ¬ლობთ გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბით, ჩვე¬ნი ლე¬გი¬ო¬ნით და სხვა“ (11, 47).
ეხე¬ბა რა ამ სა¬კითხს, ფონ კრე¬სი შე¬ნიშ¬ნავს, რომ ,,ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბის ასე¬თი გზით შეც¬ვლა არც გერ¬მა¬ნი¬ის და არც სა¬ქარ¬თვე¬ლოს ინ¬ტე¬რე¬სებს არ შე¬ე¬სა¬ბა¬მე¬ბო¬და, მით უფ¬რო, რომ ახალ¬გაზ¬რდა რეს¬პუბ¬ლი¬კის თან¬და¬ყო-ლი¬ლი ნაკ¬ლის გა¬მოს¬წო¬რე¬ბას მე¬მარ¬ჯვე¬ნე¬ე¬ბი მმარ¬თველ სო¬ცი¬ა¬ლის¬ტებ¬ზე უფ¬რო სწრა¬ფად ვერ შეძ¬ლებ¬დნენ” (2, 37). კრე¬სი ურ¬ჩევ¬და ოპო¬ზი¬ცი¬ას, რომ ,,სა¬ქარ¬თვე¬ლოს სა-ში¬ნაო-პო¬ლი¬ტი¬კუ¬რი ვი¬თა¬რე¬ბის გა¬უმ¬ჯო¬ბე¬სე¬ბა ევო¬ლუ-ცი¬ის და არა რე¬ვო¬ლუ¬ცი¬ის გზით იყო შე¬საძ¬ლე¬ბე¬ლი” (2, 109).
ყო¬ვე¬ლი¬ვე ამას¬თან ერ¬თად, კრე¬სის მახ¬ვილ თვალს არ გა¬მო¬პარ¬ვია ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბას¬თან ყვე¬ლა¬ზე უფ¬რო და-პი¬რის¬პი¬რე¬ბუ¬ლი ეროვ¬ნულ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი პარ¬ტი¬ის ერ-თი, სა¬ხელ¬მწი¬ფო¬ებ¬რი¬ვად სწო¬რი ტაქ¬ტი¬კუ¬რი მოქ¬მე¬დე¬ბა. მო¬გო¬ნე¬ბე¬ბის ავ¬ტო¬რი აღ¬ნიშ¬ნავს: „სა¬ში¬ნაო პო¬ლი¬ტი¬კა¬ში ეროვ¬ნულ-დე¬მოკ¬რა¬ტე¬ბი ...მწვა¬ვე ოპო¬ზი¬ცი¬ა¬ში ედ¬გნენ მთავ¬რო¬ბას და მა¬ინც ძა¬ლი¬ან მო¬სა¬წო¬ნი იყო, რომ ყვე¬ლა ეროვ¬ნულ და სა¬გა¬რეო პო¬ლი¬ტი¬კურ სა¬კით¬ხში ყო¬ველ-გვა¬რი ოპო¬ზი¬ცია დუ¬მილს ირ¬ჩევ¬და” (2, 108).
„ქარ¬თულ ოპო¬ზი¬ცი¬ურ ძა¬ლებ¬თან გერ¬მა¬ნი¬ის მი¬სი¬ის და¬მო¬კი¬დე¬ბუ¬ლე¬ბის სა¬ი¬ლუს¬ტრა¬ცი¬ოდ მნიშ¬ვნე¬ლო¬ვა¬ნია კი¬დევ ერ¬თი დო¬კუ¬მენ¬ტი, რო¬მე¬ლიც 1933 წელს საბ¬ჭო¬თა პრე¬სა¬შიც გა¬მოქ¬ვეყ¬ნდა. ეს არის 1918 წლის 8 სექ¬ტემ-ბრით და¬თა¬რი¬ღე¬ბუ¬ლი გე¬ნე¬რალ ფონ კრე¬სის მოხ¬სე¬ნე¬ბი-თი ბა¬რა¬თი გერ¬მა¬ნი¬ის რა¬იხ¬სკან¬ცლერ გრაფ ფონ გერ-ტლინ¬გი¬სად¬მი. გე¬ნე¬რა¬ლი თა¬ვის მთავ¬რო¬ბას სთა¬ვა¬ზობ¬და: ხალ¬ხმა რომ და¬ი¬ნა¬ხოს _ გერ¬მა¬ნია მხო¬ლოდ ერ¬თი _ თვით მმარ¬თვე¬ლი პარ¬ტი¬ის მხა¬რე¬ზე არა დგას და სურს და¬ეხ¬მა¬როს მთლი¬ა¬ნად ქარ¬თულ სა¬ხელ¬მწი¬ფოს, სა¬სურ¬ვე-ლი იქ¬ნე¬ბა ქვეყ¬ნის ხელ¬მძღვა¬ნელ პირ¬თა მსგავ¬სად გერ-მა¬ნუ¬ლი ორ¬დე¬ნე¬ბით ოპო¬ზი¬ცი¬ის ლი¬დე¬რე¬ბიც და¬ვა¬ჯილ-დო¬ვოთ. კრე¬სი ით¬ხოვ¬და, გან¬სა¬კუთ¬რე¬ბუ¬ლი ყუ¬რად¬ღე¬ბა მიქ¬ცე¬ო¬და `მი¬სი აღ¬მა¬ტე¬ბუ¬ლე¬ბი¬სათ¬ვის ცნო¬ბილ ეროვ-ნულ-დე¬მოკ¬რატ¬თა ბე¬ლადს სპი¬რი¬დონ კე¬დი¬ას“ (12; 13).
იმ პე¬რი¬ო¬დის ქარ¬თუ¬ლი პრე¬სის ფურ¬ცლებ¬ზე, გან-სა¬კუთ¬რე¬ბით 1917-1918 წლე¬ბის ჟურ¬ნალ-გა¬ზე¬თებ¬ში, ხში-რად ვხვდე¬ბით ინ¬ფორ¬მა¬ცი¬ას ძარ¬ცვის, ყა¬ჩა¬ღო¬ბის, ქურ-დო¬ბის, ერ¬თი სიტ¬ყვით, არ¬სე¬ბუ¬ლი მძი¬მე კრი¬მი¬ნა¬ლუ¬რი ვი¬თა¬რე¬ბის შე¬სა¬ხებ. ზო¬გა¬დად, რე¬ვო¬ლუ¬ცი¬ის¬შემ¬დგომი და გარ¬და¬მა¬ვა¬ლი პე¬რი¬ო¬დე¬ბი¬სათვის ნი¬შან¬დობ¬ლი¬ვი ამ-გვა¬რი თა¬ვაშ¬ვე¬ბუ¬ლო¬ბა შე¬უმ¬ჩნე¬ვე¬ლი არ დარ¬ჩე¬ნია ფონ კრეს¬საც. ამას¬თან და¬კავ¬ში¬რე¬ბით მე¬მუ¬ა¬რის¬ტი წერს: „და-მა¬ხა¬სი¬ა¬თე¬ბე¬ლია კავკასი¬ის მაშინ¬დე¬ლი ვი¬თარე¬ბი¬სათ¬ვის შემ¬დე¬გი პა¬ტა¬რა შემ¬თხვე¬ვაც: რო¬ცა ერ¬თხელ ანა¬ნოვ¬თან ერ¬თად გო¬ლო¬ვი¬ნის პროს¬პექ¬ტზე მივ¬დი¬ო¬დი, ჩვენ ერ¬თი პი¬როვ¬ნე¬ბა შე¬მოგ¬ვხვდა, რო¬მე¬ლიც თა¬ვი¬სი კარ¬გი შე¬სა¬ხე-და¬ო¬ბით და ზღაპ¬რუ¬ლი ელე¬გან¬ტუ¬რო¬ბით თვალ¬ში მომ-ხვდა. ბ-ნი ანა¬ნო¬ვიც ხას¬გას¬მუ¬ლი თა¬ვა¬ზი¬ა¬ნო¬ბით მი¬ე-სალ¬მა მას. ჩემს კით¬ხვა¬ზე, თუ ვი¬ნაა ეს ბა¬ტო¬ნი, ბ-ნმა ანა¬ნოვ¬მა მი¬პა¬სუ¬ხა: `ეს არის თა¬ვა¬დი `ხ~. იგი ჩვე¬ნი ერთ-ერ¬თი ყვე¬ლა¬ზე სა¬ში¬ში ყა¬ჩა¬ღია, ორი წლის წინ მან მთებ¬ში და¬მი¬ჭი¬რა, თა¬ვის სა¬სახ¬ლე¬ში წა¬მიყ¬ვა¬ნა და ძა¬ლი-ან დი¬დი გა¬მო¬სას¬ყი¬დი თან¬ხა გა¬მომ¬ძა¬ლა. მე ტყვე¬ო¬ბის გან¬მავ¬ლო¬ბა¬ში, რო¬გორც სტუ¬მარს, დი¬დი პა¬ტი¬ვით მექ-ცოდ¬ნენ, მაგ¬რამ უეჭ¬ვე¬ლად და¬ვი¬ღუ¬პე¬ბო¬დი, გა¬მო¬სას¬ყი¬დი რომ არ გა¬და¬მე¬ხა¬და~. ჩემ კით¬ხვა¬ზე, გან¬თა¬ვი¬სუფ¬ლე¬ბის მე¬რე რა¬ტომ არ გა¬ნუც¬ხა¬და ამ კაც¬ზე ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბას, ანა¬ნოვ¬მა მო¬მი¬გო: `მე არც კი დავ¬ფიქ¬რდე¬ბო¬დი, ამას გა-ვა¬კე¬თებ¬დი, მაგ¬რამ ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბა¬ში რომ გან¬მეც¬ხა¬დე¬ბი-ნა, დღეს ჩე¬მი ოჯა¬ხის არც ერ¬თი წევ¬რი ცოც¬ხა¬ლი არ იქ¬ნე¬ბო¬და“ (2, 103).
სა¬ქარ¬თვე¬ლოს და¬მო¬უ¬კი¬დე¬ბე¬ლი სა¬ხელ¬მწი¬ფო¬ებ¬რი¬ვი აღ¬შე¬ნებ¬ლო¬ბის პრო¬ცეს¬ზე დაკ¬ვირ¬ვე¬ბამ ფონ კრესს ერ¬თი მწა¬რე სი¬მარ¬თლეც ათ¬ქმე¬ვი¬ნა: ,,რამ¬დე¬ნა¬დაც მგზნე¬ბა¬რე იყო ქარ¬თვე¬ლე¬ბის მის¬წრა¬ფე¬ბა და¬მო¬უ¬კი¬დებ¬ლო¬ბი¬სა და თა¬ვი¬სუფ¬ლე¬ბი¬სა¬კენ, იმ¬დე¬ნად ნაკ¬ლებ¬მომ¬წი¬ფე¬ბულ¬ნი იყ-ვნენ ისი¬ნი აქე¬დან გა¬მომ¬დი¬ნა¬რე ამო¬ცა¬ნე¬ბის გა¬და¬საჭ¬რე-ლად” (2, 109). კრესს არ ევა¬ლე¬ბო¬და და იგი არც და¬ინ-ტე¬რე¬სე¬ბუ¬ლა, თუ რით იყო ეს გა¬მოწ¬ვე¬უ¬ლი. ჩვენ შეგ-ვიძ¬ლია ვი¬ლა¬პა¬რა¬კოთ სა¬ქარ¬თვე¬ლოს ხან¬გრძლივ სა¬ხელ-მწი¬ფო¬ებ¬რივ წყვე¬ტილ¬ზე, რუ¬სე¬თის იმ¬პე¬რი¬ულ მფლო¬ბე-ლო¬ბა¬ში მყო¬ფი ქარ¬თვე¬ლი ხალ¬ხის სა¬ხელ¬მწი¬ფო¬სა¬გან გა¬უც¬ხო¬ე¬ბა¬ზე, მმარ¬თვე¬ლო¬ბი¬თი აპა¬რა¬ტის¬გან მის სრულ ჩა¬მო¬შო¬რე¬ბა¬ზე, და¬მო¬უ¬კი¬დებ¬ლო¬ბის გა¬მოც¬ხა¬დე¬ბამ¬დე სო-ცი¬ალ-დე¬მოკ¬რატ¬თა არა¬ქარ¬თულ ცნო¬ბი¬ე¬რე¬ბა¬სა და აზ-როვ¬ნე¬ბა¬ზე და სხვ., მაგ¬რამ ეს იქ¬ნე¬ბა პრობ¬ლე¬მის ახ-სნის მცდე¬ლო¬ბა, რაც ვე¬რაფ¬რით შეც¬ვლის თვით ფაქტს, რო¬მელ¬მაც, რა თქმა უნ¬და, თა¬ვი¬სი უარ¬ყო¬ფი¬თი გავ¬ლე¬ნა იქო¬ნია სა¬ქარ¬თვე¬ლოს შემ¬დგომ ბედ¬ზეც.
და¬ზუს¬ტე¬ბას სა¬ჭი¬რო¬ებს გერ¬მა¬ნე¬ლი ავ¬ტო¬რის ერ¬თი ცნო¬ბა, რომ თით¬ქოს სა¬ქარ¬თვე¬ლოს ეროვ¬ნულ საბ¬ჭოს სა¬თა¬ვე¬ში ედ¬გა ირაკ¬ლი წე¬რე¬თე¬ლი (2, 79). სი¬ნამ¬დვი¬ლე-ში, ეროვ¬ნუ¬ლი საბ¬ჭოს თავ¬მჯდო¬მა¬რე იყო ნოე ჟორ¬და-ნია, ხო¬ლო 1919 წელს არ¬ჩე¬ულ დამ¬ფუძ¬ნე¬ბელ კრე¬ბას ხელ¬მძღვა¬ნე¬ლობ¬და ნი¬კო¬ლოზ (კარ¬ლო) ჩხე¬ი¬ძე.
სწორ თვალ¬საზ¬რის ან¬ვი¬თა¬რებს გე¬ნე¬რა¬ლი კრე¬სი სა¬ქარ¬თვე¬ლოს პირ¬ვე¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის სამ¬ხედ¬რო მშე¬ნებ-ლო¬ბის, კერ¬ძოდ, შე¬ი¬ა¬რა¬ღე¬ბუ¬ლი ძა¬ლე¬ბის ფორ¬მი¬რე¬ბას-თან და¬კავ¬ში¬რე¬ბი¬თაც. წერს, რომ ,,ქარ¬თუ¬ლი არ¬მია 10 ათას კაცს შე¬ად¬გენ¬და და 100-ზე მე¬ტი ქვე¬მე¬ხი ჰქონ¬და შე¬ი¬ა¬რა¬ღე¬ბა¬ში. მი¬სი საბ¬რძო¬ლო თვი¬სე¬ბე¬ბი არაჩ¬ვე¬უ¬ლებ-რი¬ვად მცი¬რე გახ¬ლდათ. რე¬ვო¬ლუ¬ცი¬უ¬რი ზე¬გავ¬ლე¬ნის წყა¬ლო¬ბით, არ¬მი¬ა¬ში დის¬ციპ¬ლი¬ნა მთლი¬ა¬ნად მოშ¬ლი¬ლი იყო: ჯა¬რი¬საკ¬ცე¬ბი უგუ¬ლის¬ყუ¬როდ ეკი¬დე¬ბოდ¬ნენ თა¬ვი-ანთ სამ¬ხედ¬რო ჩაც¬მუ¬ლო¬ბა¬სა და გა¬რეგ¬ნულ იერ-სა¬ხეს, არ ესალ¬მე¬ბოდ¬ნენ თა¬ვი¬ანთ ოფიც¬რებს და ამ უკა¬ნას-კნელთ აშ¬კა¬რად ეში¬ნო¬დათ თა¬ვი¬ან¬თი ხალ¬ხის” (2, 80).
კრე¬სი ყუ¬რად¬ღე¬ბას ამახ¬ვი¬ლებს ერთ, მის¬თვის უჩ¬ვე-უ¬ლო, მაგ¬რამ ჩვენ¬თვის არც თუ უც¬ნობ გა¬რე¬მო¬ე¬ბა¬ზეც. მი¬ვაქ¬ცი¬ოთ ყუ¬რად¬ღე¬ბა მე¬მუ¬ა¬რის¬ტის ნათ¬ქვამს: ,,ქარ¬თვე-ლო¬ბის მი¬ერ ჩემ¬თვის სა¬ექ¬სპერ¬ტი¬ზოდ წარ¬მოდ¬გე¬ნი¬ლი სამ¬ხედ¬რო სა¬მი¬ნის¬ტროს ორ¬გა¬ნი¬ზა¬ცი¬ის გეგ¬მა პა¬ტა¬რა არ¬მი¬ი¬სათ¬ვის ით¬ვა¬ლის¬წი¬ნებ¬და – ნამ¬დვი¬ლად აღ¬მო¬სავ-ლუ¬რი ხელ¬გაშ¬ლი¬ლო¬ბით – ძა¬ლი¬ან დიდ¬სა და ძვი¬რად-ღი¬რე¬ბულ აპა¬რატს” (2, 91). სწო¬რედ ამი¬ტო¬მაც – „მუ¬შა-ო¬ბა არ¬მი¬ის რე¬ორ¬გა¬ნი¬ზე¬ბის ხა¬ზით ნე¬ლა მი¬ი¬წევ¬და წინ”, თუმ¬ცა ბო¬ლოს დაგ¬ვი¬ჯე¬რეს და ჩვე¬ნი ზე¬წო¬ლით საქ¬მე მა¬ინც იმ¬დე¬ნად წარ¬მა¬ტე¬ბით გან¬ვი¬თარ¬და, რომ ქარ¬თვე¬ლებ¬მა სა¬კუ¬თა¬რი ძა¬ლე¬ბით შეძ¬ლეს სომ¬ხე¬ბის უკუგ¬დე¬ბა, რო¬ცა მათ გერ¬მა¬ნი¬ის ჯა¬რე¬ბის თბი¬ლი¬სი¬დან წა¬მოს¬ვლის მე¬ო¬რე დღეს მო¬ღა¬ლა¬ტუ¬რად და ომის გა¬მო-უც¬ხა¬დებ¬ლად გად¬მო¬ლა¬ხეს სა¬ქარ¬თვე¬ლოს საზ¬ღვა¬რი” (2, 91).
სა¬ქარ¬თვე¬ლოს მე¬ფის რუ¬სე¬თის არ¬მი¬ა¬ში ნამ¬სა¬ხუ¬რი, ომებ¬ში გა¬მოწ¬რთო¬ბი¬ლი მრა¬ვალ¬რიც¬ხო¬ვა¬ნი გე¬ნე¬რა¬ლი-ტე¬ტი და ოფიც¬რო¬ბა ჰყავ¬და. ამ პრო¬ფე¬სი¬ო¬ნალ სამ¬ხედ-რო¬თა დი¬დი ნა¬წი¬ლი უყოყ¬მა¬ნოდ ჩად¬გა სამ¬შობ¬ლოს სამ-სა¬ხურ¬ში და მზად¬ყოფ¬ნა გა¬მოთ¬ქვა, თა¬ვი¬სი წვლი¬ლი შე-ე¬ტა¬ნა ქარ¬თუ¬ლი შე¬ი¬ა¬რა¬ღე¬ბუ¬ლი ძა¬ლე¬ბის მშე¬ნებ¬ლო¬ბა¬ში. სამ¬წუ¬ხა¬როდ, ქარ¬თუ¬ლი რე¬გუ¬ლა¬რუ¬ლი ჯა¬რის ფორ¬მი¬რე-ბა ფი¬ნან¬სუ¬რი დე¬ფი¬ცი¬ტის, სა¬გა¬რეო გარ¬თუ¬ლე¬ბე¬ბი¬სა და სამ¬ხედ¬რო შე¬ტა¬კე¬ბე¬ბის ვი¬თა¬რე¬ბა¬ში (ომი სომ¬ხეთ¬თან, თავ¬დაც¬ვა ოს¬მალ¬თა თუ დე¬ნი¬კი¬ნის შე¬მო¬ტე¬ვი¬სა¬გან, საბ-ჭო¬თა რუ¬სე¬თის აგ¬რე¬სია), ნაჩ¬ქა¬რე¬ვად წარ¬მო¬ებ¬და, ხარ¬ვე-ზე¬ბიც ახ¬ლდა, თუმ¬ცა მა¬ინც მო¬ხერ¬ხდა ბრძო¬ლი¬სუ¬ნა¬რი-ა¬ნი და მო¬ბი¬ლუ¬რი, 20-30 ათას კა¬ცი¬ა¬ნი არ¬მი¬ის ჩა¬მო¬ყა-ლი¬ბე¬ბა.
კრე¬სი სწო¬რედ შე¬ნიშ¬ნავს, რომ ქარ¬თვე¬ლებს სომ-ხებ¬ზე მიღ¬წე¬უ¬ლი გა¬მარ¬ჯვე¬ბის გა¬მო¬ყე¬ნე¬ბა¬ში ინ¬გლი¬სე-ლებ¬მა შე¬უ¬შა¬ლეს ხე¬ლი (2, 125). მარ¬თლაც, 1918 წლის 9 დე¬კემ¬ბე¬რი¬დან მიმ¬დი¬ნა¬რე სომ¬ხეთ-სა¬ქარ¬თვე¬ლოს ომი, რო¬მე¬ლიც ბორ¬ჩა¬ლოს რა¬ი¬ონ¬ში სომ¬ხუ¬რი ჯა¬რე¬ბის შე-მოჭ¬რით და¬იწ¬ყო, მა¬ლე ქარ¬თველ¬თა უპ¬რა¬ტე¬სო¬ბა¬ში გა¬და-ი¬ზარ¬და. შუ¬ლა¬ვერ¬თან გა¬დამ¬წყვეტ ბრძო¬ლა¬ში მო¬წი¬ნა¬აღ-მდე¬გემ მი¬ა¬ტო¬ვა პო¬ზი¬ცი¬ე¬ბი და უკან და¬ი¬ხია. სწო¬რედ ამ დროს მო¬კავ¬ში¬რე¬თა არ¬მი¬ის სარ¬დლო¬ბამ მე¬დი¬ა¬ტო¬რო¬ბა იკის¬რა. მი¬სი შუ¬ა¬მავ¬ლო¬ბით, 1918 წლის 31 დე¬კემ¬ბერს სა-ო¬მა¬რი მოქ¬მე¬დე¬ბე¬ბი შეწ¬ყვე¬ტილ იქ¬ნა. სა¬ქარ¬თვე¬ლოს კუთ¬ვნი¬ლი ბორ¬ჩა¬ლოს მაზ¬რის ტე¬რი¬ტო¬რია ლო¬რეს ნე-იტ¬რა¬ლურ ზო¬ნად გა¬მოც¬ხად¬და. სა¬კით¬ხის სა¬ბო¬ლო¬ოდ გა¬დაწ¬ყვე¬ტამ¬დე აქ მო¬რი¬გე¬ო¬ბით უნ¬და მდგა¬რი¬ყო ქარ¬თუ-ლი და სომ¬ხუ¬რი ჯა¬რი, შე¬რე¬უ¬ლი უნ¬და ყო¬ფი¬ლი¬ყო დრო¬ე¬ბი¬თი ად¬მი¬ნის¬ტრა¬ცი¬აც, რო¬მელ¬საც მო¬კავ¬ში¬რე¬თა წარ¬მო¬მად¬გე¬ნე¬ლი ზე¬დამ¬ხედ¬ვე¬ლობ¬და.
სამ¬ხედ¬რო ამ¬ბებ¬ზე კრე¬სის შე¬ხე¬დუ¬ლე¬ბე¬ბი სრუ¬ლი არ იქ¬ნე¬ბა, თუ არ და¬ვი¬მოწ¬მეთ მი¬სი მკა¬ფი¬ოდ უარ¬ყო¬ფი-თი აზ¬რი სა¬ხალ¬ხო გვარ¬დი¬ის შე¬სა¬ხებ.
მთავ¬რო¬ბა ეყ¬რდნო¬ბო¬და ,,წი¬თელ გვარ¬დი¬ას, რო¬მე-ლიც რე¬ვო¬ლუ¬ცი¬უ¬რი ჯა¬რის ყვე¬ლა¬ზე უა¬რე¬სი სა¬ხე¬ო¬ბა იყო”, წერს კრე¬სი. გვარ¬დი¬ას ,,თა¬ვის დრო¬ზე ქვე¬ყა¬ნა¬ში ბოლ¬შე¬ვი¬კუ¬რი ელე¬მე¬ტე¬ბის გა¬ნად¬გუ¬რე¬ბა¬ში გარ¬კვე¬უ¬ლი დამ¬სა¬ხუ¬რე¬ბა მი¬უძ¬ღო¬და, მაგ¬რამ დრო¬თა გან¬მავ¬ლო¬ბა¬ში ქვეყ¬ნის გვე¬მად და ვა¬ე¬ბად გა¬და¬იქ¬ცა”. გვარ¬დია ,,თა¬ვის რი¬გებ¬ში უბო¬რო¬ტეს ელე¬მენ¬ტებს აერ¬თი¬ა¬ნებ¬და, ყოვ¬ლად უსირ¬ცხვი¬ლო, პრე¬ტენ¬ზი¬ულ მოთ¬ხოვ¬ნებს აყე¬ნებ¬და ანაზ-ღა¬უ¬რე¬ბი¬სა და სურ¬სათ-სა¬ნო¬ვა¬გის თა¬ბა¬ზე, ... ატე¬რო¬რებ-და ქვე¬ყა¬ნა¬სა და მთავ¬რო¬ბას ყვე¬ლა¬ზე სა¬ში¬ნე¬ლი ფორ-მით... ყვე¬ლა რეს¬ტო¬რან¬სა და სა¬სა¬დი¬ლოს გვარ¬დი¬ის სა-სარ¬გებ¬ლოდ 20%-ია¬ნი გა¬და¬სა¬ხა¬დი ჰქონ¬და შე¬წე¬რი¬ლი” და სხვა (2, 79-80).
სა¬ხალ¬ხო გვარ¬დი¬ას უფ¬რო ნე¬გა¬ტი¬უ¬რად ახა¬სი¬ა¬თებს და „პრე¬ტო¬რი¬ა¬ნულს“ უწო¬დებს ზე¬მოთ ნახ¬სე¬ნე¬ბი ფრან-გი ავ¬ტო¬რი რე¬მონ დი¬უ¬გე. მი¬სი სიტ¬ყვით: `წი¬თელ გვარ-დი¬ა¬ში რე¬ა¬ლუ¬რად არა¬ვი¬თა¬რი წეს¬რი¬გი არ ყო¬ფი¬ლა. იყო „სა¬კუ¬თა¬რი გუ¬ნე¬ბა-გან¬წყო¬ბი¬ლე¬ბის დის¬ციპ¬ლი¬ნა~. ... გვარ¬დია იყო სრუ¬ლი¬ად არე¬ფექ¬ტუ¬რი ორ¬გა¬ნიზ¬მი. ...…ქარ-თულ გვარ¬დი¬ას ჰქონ¬და არა მარ¬ტო ყვე¬ლა ეპო¬ქის ეროვ-ნუ¬ლი გვარ¬დი¬ის ხარ¬ვე¬ზე¬ბი, არა¬მედ ნელ-ნე¬ლა შე¬ი¬ძი¬ნა სო¬ცი¬ა¬ლის¬ტუ¬რი გვარ¬დი¬ის მან¬კი¬ე¬რე¬ბა¬ნიც~ (9, 18-19).
სა¬ხალ¬ხო გვარ¬დი¬ის, რო¬გორც მებ¬რძო¬ლი სამ¬ხედ-რო შე¬ნა¬ერ¬თის ხარ¬ვე¬ზებ¬ზე და რე¬გუ¬ლა¬რულ არ¬მი¬ას¬თან მი¬სი თა¬ნა¬არ¬სე¬ბო¬ბის უარ¬ყო¬ფით შე¬დე¬გებ¬ზე სა¬ქარ¬თვე-ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი¬ულ რეს¬პუბ¬ლი¬კის არ¬სე¬ბო¬ბის პე¬რი¬ოდ¬ში სა¬უ¬ბა¬რი ქარ¬თულ წყა¬რო¬ებ¬შიც მრავ¬ლად გვხვდე¬ბა. ამ მხრივ აღ¬სა¬ნიშ¬ნა¬ვია გე¬ნერ¬ლე¬ბის გი¬ორ¬გი კვი¬ნი¬ტა¬ძი¬სა და გი¬ორ¬გი მაზ¬ნი¬აშ¬ვი¬ლის, პო¬ლი¬ტი¬კურ მოღ¬ვა¬წე¬თა – რე¬ვაზ გა¬ბაშ¬ვი¬ლის, და¬თა ვაჩ¬ნა¬ძი¬სა და სხვა¬თა მო¬გო¬ნე-ბე¬ბი.
ცნო¬ბი¬ლია, რომ ეროვ¬ნულ¬მა საბ¬ჭომ 1918 წლის 26 მა¬ისს მი¬ღე¬ბუ¬ლი და¬მო¬უ¬კი¬დებ¬ლო¬ბის აქ¬ტით, სა¬ქარ¬თვე-ლო სა¬ერ¬თა¬შო¬რი¬სო ომი¬ა¬ნო¬ბა¬ში ნე¬იტ¬რა¬ლურ სა¬ხელ¬მწი-ფოდ გა¬მო¬აც¬ხა¬და. ამას¬თან და¬კავ¬ში¬რე¬ბით გე¬ნე¬რა¬ლი ფონ კრე¬სი მი¬უ¬თი¬თებს: „ქარ¬თვე¬ლი სო¬ცი¬ალ-დე¬მოკ¬რა¬ტე-ბი გა¬რე¬დან მი¬მარ¬თუ¬ლი ყვე¬ლა სა¬შიშ¬რო¬ე¬ბი¬სა¬გან თავ-დაც¬ვას იმით ფიქ¬რობ¬დნენ, რომ ნე¬იტ¬რა¬ლი¬ტე¬ტი გა¬მო-ეც¬ხა¬დე¬ბი¬ნათ და ეს მე¬ზობ¬ლე¬ბი¬სათ¬ვის ოფი¬ცი¬ა¬ლუ¬რად ეც¬ნო¬ბე¬ბი¬ნათ“. მაგ¬რამ მა¬ლე „სა¬კუ¬თარ ტყვავ¬ზე იწ¬ვნი¬ეს, რომ კე¬თილს არ ძა¬ლუძს მშვი¬დო¬ბა¬ში იც¬ხოვ¬როს, რო¬ცა ეს ბო¬როტ მე¬ზობ¬ლებს არ მოს¬წონთ” (2, 83). უნ¬და და¬ვე-თან¬ხმოთ ბევ¬რის მნახ¬ველ და გა¬მოც¬დილ უც¬ხო¬ელ მოღ-ვა¬წეს.
ისეთ რთულ გე¬ო¬პო¬ლი¬ტი¬კურ რე¬გი¬ონ¬ში, რო¬გო-რიც სამ¬ხრეთ კავ¬კა¬სი¬აა, სა¬დაც უძ¬ვე¬ლე¬სი დრო¬ი¬დან იკ-ვე¬თე¬ბო¬და და დღე¬საც ერ¬თმა¬ნეთს ეჯა¬ხე¬ბა დიდ სა¬ხელ-მწი¬ფო¬თა სტრა¬ტე¬გი¬უ¬ლი, ეკო¬ნო¬მი¬კუ¬რი თუ პო¬ლი¬ტი¬კუ-რი ინ¬ტე¬რე¬სე¬ბი, ნე¬იტ¬რა¬ლი¬ტე¬ტი თავ¬დაც¬ვის ეფექ¬ტუ¬რი სა¬შუ¬ა¬ლე¬ბად ვერ ჩა¬ით¬ვლე¬ბა. სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი-უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კი¬სათ¬ვის მი¬სი გან¬ხორ¬ცი¬ე¬ლე¬ბაც ერ¬თობ არა¬რე¬ა¬ლუ¬რი ჩან¬და, თუმ¬ცა მიმ¬დი¬ნა¬რე მსოფ¬ლიო ომ¬ში ქარ¬თუ¬ლი სა¬ხელ¬მწი¬ფოს მშე¬ნე¬ბელ¬თა სამ¬შვი¬დო¬ბო მის-წრა¬ფე¬ბას ნამ¬დვი¬ლად ცხად¬ყოფ¬და.
ინ¬ტე¬რეს¬მოკ¬ლე¬ბუ¬ლი არ უნ¬და იყოს ფონ კრე¬სის დაკ¬ვირ¬ვე¬ბა აფ¬ხა¬ზე¬თის სა¬კით¬ხზე სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ-რა¬ტი¬ულ რეს¬პუბ¬ლი¬კა¬ში. მე¬მუ¬ა¬რის¬ტის სიტ¬ყვით: ,,აფ¬ხა-ზე¬თის მთე¬ლი მო¬სახ¬ლე¬ო¬ბა ქარ¬თვე¬ლე¬ბის მხა¬რეს იდ¬გა, მხო¬ლოდ ზო¬გი¬ერ¬თმა მსხვილ¬მა მი¬წათ¬მფლო¬ბელ¬მა, რო-მელ¬თაც თბი¬ლი¬სის სი¬ცი¬ა¬ლის¬ტუ¬რი მთავ¬რო¬ბის მი¬ერ მა-თი სამ¬ფლო¬ბე¬ლო¬ე¬ბის კონ¬ფის¬კა¬ცი¬ის ეში¬ნო¬დათ, მი¬მარ-თეს თურ¬ქეთს დახ¬მა¬რე¬ბი¬სათ¬ვის” (2, 88).
იმ დრო¬ი¬სათ¬ვის აფ¬ხა¬ზე¬თის მო¬სახ¬ლე¬ო¬ბის პოლ-ტი¬კუ¬რი ოე¬რი¬ენ¬ტა¬ცია ერ¬თგვა¬რო¬ვა¬ნი არ ყო¬ფი¬ლა. მხა-რის სა¬ზო¬გა¬დო¬ებ¬რივ-პო¬ლი¬ტი¬კურ მოძ¬რა¬ო¬ბა¬ში რამ¬დე¬ნი-მე მიმ¬დი¬ნა¬რე¬ო¬ბა გა¬მო¬ი¬ყო¬ფო¬და. ერ¬თი პრო¬ოს¬მა¬ლურ ორი¬ენ¬ტა¬ცი¬ას ამ¬ჟღავ¬ნებ¬და, მე¬ო¬რე სიმ¬პა¬თი¬ას მთი¬ელ¬თა კავ¬ში¬რი¬სად¬მი იჩენ¬და, მე¬სა¬მე ბოლ¬შე¬ვი¬კურ მო¬წო¬დე¬ბებს თა¬ნა¬უგ¬რძნობ¬და. არ¬სე¬ბობ¬და აფ¬ხა¬ზე¬თის და¬მო¬უ¬კი¬დებ-ლო¬ბის მომ¬ხრე ჯგუ¬ფიც. მთე¬ლი სა¬მურ¬ზა¬ყა¬ნო, გუ¬და¬უ-თელ გლეხ¬თა და სო¬ხუ¬მის მუ¬შა¬თა ნა¬წი¬ლი კი სა¬ქარ-თვე¬ლოს¬თან შე¬ერ¬თბას მო¬ით¬ხოვ¬და.
გერ¬მა¬ნელ¬თა სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში ყოფ¬ნის პე¬რი¬ოდ¬ში, კერ¬ძოდ 1918 წლის 6 ივ¬ნი¬სი¬დან თბი¬ლის¬ში მიმ¬დი¬ნა¬რე-ობ¬და მო¬ლა¬პა¬რა¬კე¬ბა აფ¬ხაზ¬თა სა¬ხალ¬ხო საბ¬ჭოს დე¬ლე-გა¬ცი¬ა¬სა და სა¬ქარ¬თვე¬ლოს მთავ¬რო¬ბას შო¬რის, რო¬მე¬ლიც 11 ივ¬ნისს ხელ¬შეკ¬რუ¬ლე¬ბა¬ზე ხელ¬მო¬წე¬რით დას¬რულ¬და. ამ დო¬კუ¬მენ¬ტის ძა¬ლით, აფ¬ხა¬ზე¬თი რჩე¬ბო¬და სა¬ქარ¬თვე-ლოს შე¬მად¬გენ¬ლო¬ბა¬ში და მას ენი¬ჭე¬ბო¬და სრუ¬ლი ში¬ნა-გა¬ნი ავ¬ტო¬ნო¬მია. სა¬ქარ¬თვე¬ლოს მთავ¬რო¬ბა კის¬რუ¬ლობ¬და, სამ¬ხედ¬რო-ეკო¬ნო¬მი¬კუ¬რი დახ¬მა¬რე¬ბა გა¬ე¬წია აფ¬ხა¬ზე¬თის-თვის, რომ¬ლის პო¬ლი¬ტი¬კუ¬რი მოწ¬ყო¬ბის სა¬კით¬ხი უახ-ლო¬ეს მო¬მა¬ვალ¬ში დე¬მოკ¬რა¬ტი¬ულ საწ¬ყი¬სებ¬ზე მოწ¬ვე¬ულ მთე¬ლი მო¬სახ¬ლე¬ო¬ბის ყრი¬ლო¬ბას უნ¬და გა¬და¬ეწ¬ყვი¬ტა.
1918 წლის ივ¬ნი¬სის მე¬ო¬რე ნა¬ხე¬ვარ¬ში, მას შემ¬დეგ, რაც გაგ¬რა¬სა და გუ¬და¬უ¬თა¬ში ბოლ¬შე¬ვი¬კუ¬რი ამ¬ბო¬ხე¬ბა მო¬ეწ¬ყო ამ კუთ¬ხის სა¬ქარ¬თვე¬ლო¬დან მოწ¬ყვე¬ტი¬სა და რუ-სეთ¬თან შე¬ერ¬თე¬ბის მიზ¬ნით, აფ¬ხაზ¬თა სა¬ხალ¬ხო საბ¬ჭოს ოფი¬ცი¬ა¬ლუ¬რი თხოვ¬ნით, იქ სა¬ხალ¬ხო გვარ¬დი¬ი¬სა და ქარ¬თუ¬ლი ჯა¬რის ნა¬წი¬ლე¬ბი შე¬ვიდ¬ნენ.
სა¬ქარ¬თვე¬ლოს მთავ¬რო¬ბამ ამ საბ¬რძო¬ლო ოპე¬რა¬ცი¬ა-ში მო¬ნა¬წი¬ლე¬ო¬ბა გერ¬მა¬ნი¬ის სამ¬ხედ¬რო მი¬სი¬ა¬საც შეს¬თა-ვა¬ზა. თხოვ¬ნა გან¬პი¬რო¬ბე¬ბუ¬ლი იყო იმ მო¬ტი¬ვით, რომ აფ¬ხა¬ზეთ¬ში თურ¬ქუ¬ლი დე¬სან¬ტის გად¬მოს¬ხმაც იგეგ¬მე¬ბო-და. რა¬კი ოს¬მა¬ლე¬თი გერ¬მა¬ნი¬ის მო¬კავ¬ში¬რე იყო, სა¬ქარ-თვე¬ლოს ხე¬ლი¬სუფ¬ლე¬ბა ვა¬რა¬უ¬დობ¬და, რომ სო¬ხუმ¬ში გერ¬მა¬ნი¬ის ჯა¬რის გა¬მო¬ჩე¬ნა თურ¬ქებს თა¬ვი¬ანთ გან¬ზრახ-ვა¬ზე ხელს აა¬ღე¬ბი¬ნებ¬და.
გა¬ზეთ “სა¬ქარ¬თვე¬ლოს~ ინ¬ფორ¬მა¬ცი¬ით, თურ¬ქულ¬მა დე¬სან¬ტმა აფ¬ხა¬ზე¬თი სწო¬რედ გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბის მოთ¬ხოვ¬ნით და¬ტო¬ვა. „გე¬ნე¬რალ¬მა ფონ კრეს¬მა გა¬ნუც¬ხა¬და ოს¬მა¬ლეთს, რომ ოს¬მა¬ლე¬თის გა¬დად¬გმუ¬ლი ნა¬ბი¬ჯი სრუ¬ლი¬ად ეწი¬ნა-აღ¬მდე¬გე¬ბა სა¬ერ¬თა¬შო¬რი¬სო ხელ¬შეკ¬რუ¬ლე¬ბებს და იმ მო-ვა¬ლე¬ო¬ბას, რო¬მე¬ლიც გერ¬მა¬ნი¬ამ იკის¬რა სა¬ქარ¬თვე¬ლოს რეს¬პუბ¬ლი¬კის მი¬მართ“ (14).
მცი¬რე¬რიც¬ხო¬ვა¬ნი გერ¬მა¬ნუ¬ლი შე¬ნა¬ერ¬თი სო¬ხუმ¬ში შე¬ვი¬და. პორ¬ტსა და საკ¬რე¬ბუ¬ლოს შე¬ნო¬ბის თავ¬ზე გერ¬მა-ნი¬ის დრო¬შა აფ¬რი¬ალ¬და. გა¬ზე¬თის კო¬რეს¬პონ¬დენ¬ტის სიტ¬ყვით, ამან გა¬ა¬ღი¬ზი¬ა¬ნა ად¬გი¬ლობ¬რი¬ვი რუ¬სე¬ბი, რომ-ლებ¬მაც მას¬ხრად აიგ¬დეს გერ¬მა¬ნე¬ლი მა¬ღალ¬ჩი¬ნო¬სა¬ნი სამ¬ხედ¬რო¬ე¬ბი. სო¬ხუ¬მის საკ¬რე¬ბუ¬ლო¬ში შე¬სულ გერ¬მა¬ნე-ლებს მო¬ას¬მე¬ნი¬ნეს მარ¬სე¬ლი¬ო¬ზა და ფეხ¬ზე ად¬გო¬მაც კი აი¬ძუ¬ლეს.
გერ¬მა¬ნე¬ლებ¬მა ჩა¬მოხ¬სნეს თა¬ვი¬ან¬თი დრო¬შა და სო-ხუ¬მი და¬ტო¬ვეს. მარ¬თა¬ლია, სო¬ხუ¬მელ რუ¬სებს ეს ძა¬ლი¬ან გა¬უ¬ხარ¬დათ, მაგ¬რამ გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბის წას¬ვლამ აქეთ¬კენ გზა გა¬უხ¬სნა თურ¬ქებს. მცი¬რე ხან¬ში აფ¬ხა¬ზი თა¬ვა¬დი ალ. მარ¬შა¬ნია გუ¬და¬უ¬თა¬ში გა¬მაგ¬რე¬ბულ ბოლ¬შე¬ვი¬კებ¬თან ბრძო¬ლის სა¬ბა¬ბით, ახალ ათონ¬თან 600 კა¬ცი¬ან თურ¬ქულ დე¬სანტს შე¬მო¬უძ¬ღვა.
ქარ¬თულ¬მა სამ¬ხედ¬რო შე¬ნა¬ერ¬თებ¬მა აფ¬ხა¬ზე¬თი და-იც¬ვეს ოს¬მა¬ლე¬თის აგ¬რე¬სი¬ი¬სა¬გან. მათ გან¬დევ¬ნეს თურქ ას¬კერ¬თა დე¬სან¬ტი, აღ¬კვე¬თეს ქა¬ო¬სი და ანარ¬ქია, მაგ¬რამ ყო¬ვე¬ლი¬ვე ამან 55 მებ¬რძო¬ლის სი¬ცოც¬ხლე შე¬ე¬წი¬რა.
კრე¬სის მო¬გო¬ნე¬ბე¬ბი მნიშ¬ვნე¬ლო¬ვან ცნო¬ბებს შე¬ი-ცავს სა¬ქარ¬თვე¬ლო- გერ¬მა¬ნი¬ის ეკო¬ნო¬მი¬კუ¬რი ურ¬თი¬ერ¬თო-ბის წარ¬მო¬სა¬ჩე¬ნად. ჩვენ აქამ¬დე ვი¬ცო¬დით ამ ორ ქვე¬ყა-ნას შო¬რის 1918 წლის 28 მა¬ისს ფოთ¬ში ხელ¬მო¬წე¬რი¬ლი ხელ¬შეკ¬რუ¬ლე¬ბე¬ბი, ასე¬ვე იმა¬ვე წლის ოქ¬ტომ¬ბერ¬ში გერ-მა¬ნი¬ა¬ში მყო¬ფი ქარ¬თუ¬ლი დე¬ლე¬გა¬ცი¬ის მი¬ერ (აკა¬კი ჩხენ-კე¬ლი, ნი¬კო ნი¬კო¬ლა¬ძე, ზუ¬რაბ ავა¬ლიშ¬ვი¬ლი და სხვ.) მიღ¬წე¬უ¬ლი შე¬თან¬ხმე¬ბე¬ბი, რომ¬ლე¬ბიც გერ¬მა¬ნი¬ა¬ში გან¬ვი-თა¬რე¬ბუ¬ლი მოვ¬ლე¬ნე¬ბის გა¬მო ძა¬ლა¬ში აღარ შე¬სუ¬ლა (15, 37).
კრე¬სის თა¬ნახ¬მად, სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში დიპ¬ლო¬მა¬ტი¬ურ მი¬სი¬ას¬თან ერ¬თად მოვ¬ლი¬ნე¬ბულ¬მა გერ¬მა¬ნუ¬ლი მძი¬მე მრეწ¬ვე¬ლო¬ბის წარ¬მო¬მად¬გე¬ნელ¬მა დოქ¬ტორ¬მა კინ¬დმა მო¬ა-ხერ¬ხა სა¬ქარ¬თვე¬ლოს მთავ¬რო¬ბას¬თან ეკო¬ნო¬მი¬კუ¬რი ხა¬სი¬ა-თის მთე¬ლი რი¬გი ხელ¬შეკ¬რუ¬ლე¬ბე¬ბის ხელ¬მო¬წე¬რა, რომ-ლე¬ბიც ერ¬თნა¬ი¬რად მომ¬გე¬ბი¬ა¬ნი იყო ორი¬ვე ქვეყ¬ნი¬სათ¬ვის. ამ ხელ¬შეკ¬რუ¬ლე¬ბე¬ბის მი¬ხედ¬ვით, გერ¬მა¬ნულ-ქარ¬თულ შე-რე¬ულ კომ¬პა¬ნი¬ებს, რომ¬ლებ¬შიც გერ¬მა¬ნუ¬ლი მრეწ¬ვე¬ლო¬ბა 51 %-ით იყო წარ¬მოდ¬გე¬ნი¬ლი ... ფო¬თის ნავ¬სად¬გუ¬რი¬სა და ჭი¬ა¬თუ¬რის¬კენ მი¬მა¬ვა¬ლი რკი¬ნიგ¬ზის გან¬შტო¬ე¬ბის რე-კონ¬სტრუქ¬ცია უნ¬და ჩა¬ე¬ტა¬რე¬ბი¬ნათ, უპირ¬ვე¬ლეს ყოვ¬ლი¬სა კი მარ¬გა¬ნე¬ცის ყვე¬ლა შახ¬ტის ... მო¬დერ¬ნი¬ზა¬ცია და რა-ცი¬ო¬ნა¬ლუ¬რი და¬მუ¬შა¬ვე¬ბა უნ¬და უზ¬რუნ¬ვე¬ლე¬ყოთ” (2, 121-122). სამ¬წუ¬ხა¬როდ, გერ¬მა¬ნი¬ის და¬მარ¬ცხე¬ბამ ეს წა¬მოწ¬ყე-ბა¬ნიც გა¬ნუ¬ხორ¬ცი¬ე¬ლე¬ბე¬ლი გა¬ხა¬და.
ფონ კრესს იშ¬ვი¬ა¬თად ღა¬ლა¬ტობს ობი¬ექ¬ტუ¬რო¬ბა, იგი არ ცდი¬ლობს შე¬ა¬ლა¬მა¬ზოს სი¬ნამ¬დვი¬ლე და პირ¬და-პირ აღ¬ნიშ¬ნავს, რომ ად¬გი¬ლობ¬რივ მო¬სახ¬ლე¬ო¬ბა¬ში ფე¬ხი მო¬ი¬კი¬და „არც თუ მთლად არას¬წორ¬მა აზ¬რმა“, რომ „ჩვენ, გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბი, მათ ქვე¬ყა¬ნას სის¬ხლსა ვწოვთ და მათ¬თვის ამის გა¬მო არაფ¬რის მი¬ცე¬მა არ გვინ¬და. რად¬გან ჩვენ მხო¬ლოდ ვყი¬დუ¬ლობ¬დით და არა¬ფერს ვყიდ¬დით~ (2, 96-97). მარ¬თლაც, გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბის სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში ყოფ¬ნის პე¬რი¬ოდ¬ში ვერ მო¬ხერ¬ხდა, რომ გერ¬მა¬ნი¬ი¬დან აქ თუნ¬დაც ფარ¬თო მოხ¬მა¬რე¬ბის საგ¬ნე¬ბი მა¬ინც გა¬მო¬ეგ¬ზავ¬ნათ, რომ-ლის დე¬ფი¬ცი¬ტი მე¬ტად საგ¬რძნობი იყო (2, 96). მაგ¬რამ ამას¬თა¬ნა¬ვე გასათ¬ვა¬ლისწი¬ნე¬ბუ¬ლია სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ-რა¬ტი¬უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის ფი¬ნან¬სთა და ვაჭ¬რო¬ბა-მრეწ¬ვე-ლო¬ბის მი¬ნის¬ტრის კონ¬სტან¬ტი¬ნე კან¬დე¬ლა¬კის თვალ¬საზ-რი¬სიც, რო¬მე¬ლიც მან ემიგ¬რა¬ცი¬ა¬ში გა¬მოქ¬ვეყ¬ნე¬ბულ თა-ვის ნაშ¬რომ¬ში შემ¬დეგ¬ნა¬ი¬რად გა¬მოთ¬ქვა: „თუ გერ¬მა¬ნე-ლებ¬მა ჩვენ¬ში შე¬მოს¬ვლით და აქ ყოფ¬ნით იმ დროს (იგუ¬ლის¬ხმე¬ბა 1918 წე¬ლი, _ ო. ჯ.) რი¬თი¬მე ისარ¬გებ¬ლეს, სა¬მარ¬თლი¬ა¬ნო¬ბა მო¬ით¬ხოვს ით¬ქვას, რომ ყვე¬ლაფ¬რის ან-გა¬რი¬ში რი¬გი¬ა¬ნად გა¬ას¬წო¬რეს“ (16, 184-185). მარ¬თლაც, გან¬სა¬კუთ¬რე¬ბუ¬ლი მტკი¬ცე¬ბა არ სჭირ¬დე¬ბა იმ ფაქტს, რომ გერ¬მა¬ნია სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში არც მთლად უან¬გა¬როდ მოქ¬მე¬დებ¬და და მას აქ სა¬ფუძ¬ვლი¬ა¬ნი სტრა¬ტე¬გი¬უ¬ლი, ეკო¬ნო¬მი¬კუ¬რი თუ პო¬ლი¬ტი¬კუ¬რი ინ¬ტე¬რე¬სე¬ბი ამოძ¬რა¬ვებ-და, მაგ¬რამ მთა¬ვა¬რი ის იყო, რომ ეს ინ¬ტე¬რე¬სე¬ბი არ ლა¬ხავ¬და სა¬ქარ¬თვე¬ლოს სუ¬ვე¬რე¬ნი¬ტეტს და ნაკ¬ლებ ეწი-ნა¬აღ¬მდე¬გე¬ბო¬და მის ეროვ¬ნულ მის¬წრა¬ფე¬ბებს (17, 69-77).
მე¬მუ¬ა¬რის¬ტი არ მა¬ლავს, რომ გა¬ჭი¬ა¬ნუ¬რე¬ბულ¬მა ომ-მა გერ¬მა¬ნი¬ის ჯა¬რე¬ბის დის¬ციპ¬ლი¬ნა¬სა და მო¬რალს თა-ვი¬სი კვა¬ლი და¬აჩ¬ნია, სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში შე¬მო¬სულ ზო¬გი-ერთ სამ¬ხედ¬რო შე¬ნა¬ერ¬თში, კერ¬ძოდ ბა¬ვა¬რი¬ის მსუ¬ბუქ კა-ვა¬ლე¬რი¬ა¬ში, პრუ¬სი¬ის მო¬ი¬ე¬რი¬შე¬თა ბა¬ტა¬ლი¬ონ¬ში, დის¬ციპ-ლი¬ნა მო¬ი¬კოჭ¬ლებ¬და და რომ ეს უკა¬ნას¬კნე¬ლი ნა¬წი¬ლი „თა¬ვი¬სი გა¬და¬ჭარ¬ბე¬ბუ¬ლი უხე¬შო¬ბით და თავ¬ზე¬ხე¬ლა¬ღე-ბუ¬ლი საქ¬ცი¬ე¬ლით~ გა¬მო¬ირ¬ჩე¬ო¬და.Fფონ კრე¬სის ინ¬სტრუქ-ცი¬ე¬ბი¬სა და ბრძა¬ნე¬ბე¬ბის მი¬უ¬ხე¬და¬ვად, „ოფიც¬რებ¬მა სა-სიკ¬ვდი¬ლო გა¬ნა¬ჩე¬ნე¬ბი გა¬მო¬ი¬ტა¬ნეს და აღას¬რუ¬ლეს, კონ-ტრი¬ბუ¬ცი¬ე¬ბი და¬ა¬წე¬სეს და საც¬ხოვ¬რებ¬ლე¬ბი გა¬დაწ¬ვეს, ცალ¬კე¬უ¬ლი სოფ¬ლე¬ბი¬დან სა¬ქო¬ნე¬ლი გა¬მო¬რე¬კეს და სხვა ამ¬გვა¬რი~“. გერ¬მა¬ნელ¬თა ავ¬ტო¬რი¬ტეტს სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში, გე-ნერ¬ლის სიტ¬ყვი¬ით, „ყვე¬ლა¬ზე მეტ ზი¬ანს მა¬ინც ის ხში-რი ამ¬ბე¬ბი აყე¬ნებ¬და, რო¬ცა მა¬გარ კავ¬კა¬სი¬ურ ღვი¬ნო¬ებს შე¬უჩ¬ვე¬ვე¬ლი გერ¬მა¬ნე¬ლი ოფიც¬რე¬ბი¬სა და ჯა¬რის¬კა¬ცე¬ბის სიმ¬თვრა¬ლე სა¬ყო¬ველ¬თაო უსი¬ა¬მოვ¬ნო აყალ-მა¬ყალს იწ¬ვევ-და“ (2, 114, 121). ამ¬გვა¬რი ექ¬ცე¬სე¬ბის მი¬უ¬ხე¬და¬ვად, სა¬ქარ-თვე¬ლოს მო¬სახ¬ლე¬ო¬ბის ყვე¬ლა წრე გერ¬მა¬ნელ¬თა მი¬მართ სიმ¬პა¬თი¬ას გა¬მო¬ხა¬ტავ¬და. ქარ¬თველ¬თა კე¬თილ¬გან¬წყო¬ბა გერ¬მა¬ნე¬ლებ¬მა სა¬ქარ¬თვე¬ლოს თა¬ვი¬სუფ¬ლე¬ბის შე¬ნარ¬ჩუ¬ნე-ბი¬სათ¬ვის დაღ¬ვრი¬ლი სის¬ხლით და¬იმ¬სა¬ხუ¬რეს. ცნო¬ბი-ლია, რო¬დე¬საც ბორ¬ჩა¬ლოს მაზ¬რა¬ში თურ¬ქი ას¬კე¬რე¬ბი შე¬მო¬იჭ¬რნენ, ქარ¬თუ¬ლი მხედ¬რო¬ბის მხარ¬დამ¬ხარ მათ წი-ნა¬აღ¬მდეგ გერ¬მა¬ნე¬ლი ჯა¬რის¬კა¬ცე¬ბიც აღი¬მარ¬თნენ და მომ¬ხდურ¬ნი სა¬ქარ¬თვე¬ლოს საზ¬ღვრე¬ბი¬დან უკუ¬აქ¬ცი¬ეს. ამ ბრძო¬ლას რამ¬დე¬ნი¬მე გერ¬მა¬ნე¬ლის სი¬ცოც¬ხლეც შე¬ე¬წი¬რა (17, 73-74). ამას¬თან, ან¬გა¬რი¬ში ეწე¬ო¬და იმ გა¬რე¬მო¬ე¬ბა¬სა, რომ გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბი არ ჩა¬რე¬უ¬ლან სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ-რა¬ტი¬უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის საქ¬მი¬ა¬ნო¬ბა¬ში. გა¬ზეთ „სა¬ლი კლდის“ პუბ¬ლი¬ცის¬ტის სიტ¬ყვით, `გერ¬მა¬ნია თა¬ვის საქ-ცი¬ე¬ლით აქ ყვე¬ლას უჩ¬ვე¬ნებ¬და, რომ სა¬ხელ¬მწი¬ფო¬ში იმ-ყო¬ფე¬ბო¬და. ... სხვე¬ბი რომ პა¬ტივს გვცემ¬დნენ, _ ჩვენც ვიმ¬სჭვა¬ლე¬ბო¬დით სა¬კუ¬თა¬რის პა¬ტი¬ვის¬ცე¬მით. ... ჩვე¬ნი ხალ¬ხიც იზ¬რდე¬ბო¬და ამ სა¬ჭი¬რო გრძნო¬ბა¬სა და შეგ¬რძნე-ბა¬ში“ (18).
ყო¬ვე¬ლი¬ვე ამის მი¬უ¬ხე¬და¬ვად, ქარ¬თულ ის¬ტო¬რი¬ოგ-რა¬ფი¬ა¬ში გა¬მოთ¬ქმუ¬ლია თვალ¬საზ¬რი¬სი, თით¬ქოს გერ¬მა-ნულ სა¬ექ¬სპე¬დი¬ციო კორ¬პუსს სა¬ქარ¬თვე¬ლო `ნ. ჟორ¬და¬ნი-ა¬სა და მი¬სი გუნ¬დის პო¬ლი¬ტი¬კუ¬რი სი¬ბე¬ცის~ გა¬მო და¬ე-ტო¬ვე¬ბი¬ნოს (19, 31, 36, 44). ეს უსა¬ფუძ¬ვლო შე¬ხე¬დუ¬ლე¬ბაა. გერ¬მა¬ნი¬ამ სა¬ქარ¬თვე¬ლო¬დან თა¬ვი¬სი ჯა¬რის ნა¬წი¬ლე¬ბი მსოფ¬ლიო ომ¬ში გან¬ცდი¬ლი მარ¬ცხის გა¬მო გა¬იყ¬ვა¬ნა და არა სა¬ქარ¬თვე¬ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის სო¬ცი-ალ-დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი მთავ¬რო¬ბის მოთ¬ხოვ¬ნით.
გე¬ნე¬რა¬ლი ფონ კრე¬სი ეხე¬ბა რა ამ სა¬კითხს, აღ-ნიშ¬ნავს: „ევ¬რო¬პის და აზი¬ის სამ¬ხედ¬რო მოქ¬მე¬დე¬ბა¬თა არე¬ნა¬ზე მიმ¬დი¬ნა¬რე მოვ¬ლე¬ნე¬ბი, ბულ¬გა¬რე¬თის მარ¬ცხი, პა¬ლეს¬ტი¬ნის და სი¬რი¬ის და¬კარ¬გვა, უი¬მე¬დო მდგო¬მა¬რე¬ო¬ბა ჩვენს და¬სავ¬ლეთ ფრონ¬ტზე და ამას¬თან ერ¬თად _ გერ¬მა-ნი¬ა¬ში პარ¬ლა¬მენ¬ტუ¬რი სის¬ტე¬მის შე¬მო¬ღე¬ბა ჩვენს მდგო¬მა-რე¬ო¬ბა¬ზე მოქ¬მე¬დებ¬და. ... დღი¬თიდ¬ღე უა¬რეს¬დე¬ბო¬და ჩვე¬ნი და სა¬ქარ¬თვე¬ლოს მთავ¬რო¬ბის ურ¬თი¬ერ¬თდა¬მო¬კი¬დე¬ბუ¬ლე-ბა~ (2, 121). მაგ¬რამ ეს უკა¬ნას¬კნე¬ლი გა¬რე¬მო¬ე¬ბა არ გამ-ხდა¬რა მი¬ზე¬ზი გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბის სა¬ქარ¬თვე¬ლო¬დან გამ¬გზავ-რე¬ბი¬სა. მას შემ¬დეგ, რაც 1918 წლის 9-10 ნო¬ემ¬ბერს გერ-მა¬ნი¬ა¬ში რე¬ვო¬ლუ¬ცია გან¬ხორ¬ცი¬ელ¬და, კა¬ი¬ზე¬რი ვილ¬ჰელმ II ტახ¬ტი¬დან გა¬დად¬გა და ქვე¬ყა¬ნა¬ში რეს¬პუბ¬ლი¬კუ¬რი მმარ¬თვე¬ლო¬ბა გა¬მოც¬ხად¬და, 11 ნო¬ემ¬ბერს კი გერ¬მა¬ნი¬ის სა¬გა¬რეო საქ¬მე¬თა მი¬ნის¬ტრმა ხე¬ლი მო¬ა¬წე¬რა კომ¬პი¬ე¬ნის ცნო¬ბილ და¬ზა¬ვე¬ბას, კავ¬კა¬სი¬ა¬ში მყოფ¬მა გერ¬მა¬ნი¬ის ჯა-რე¬ბის სარ¬დლო¬ბამ გე¬ნე¬რა¬ლუ¬რი შტა¬ბი¬სა¬გან მი¬ი¬ღო ჰინ-დენ¬ბურ¬გის ბრძა¬ნე¬ბა, `სწრა¬ფი ევა¬კუ¬ა¬ცი¬ის თა¬ო¬ბა¬ზე“ (2, 122).
ამ მოვ¬ლე¬ნე¬ბის შემ¬დეგ ფონ კრე¬სი ეწ¬ვია სა¬ქარ¬თვე-ლოს დე¬მოკ¬რა¬ტი¬უ¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კის მთავ¬რო¬ბის თავ-მჯდო¬მა¬რეს და გა¬ნუც¬ხა¬და, რომ `გერ¬მა¬ნი¬ას მე¬ტად აღარ აინ¬ტე¬რე¬სებს თა¬ვი¬სი დე¬ლე¬გა¬ცი¬ის შემ¬დგო¬მი ყოფ-ნა კავ¬კა¬სი¬ა¬ში~. ნოე ჟორ¬და¬ნი¬ამ `და¬ჟი¬ნე¬ბით მთხო¬ვა, სა-ქარ¬თვე¬ლოს გუ¬ლი¬სათ¬ვის იმ¬დენ ხანს დავ¬რჩე¬ნი¬ლი¬ყა¬ვი თბი¬ლის¬ში, რამ¬დე¬ნა¬დაც ეს შე¬საძ¬ლე¬ბე¬ლი იქ¬ნე¬ბო¬და~, წერს კრე¬სი (2, 123-124). მე¬მუ¬ა¬რის¬ტი არც იმას მა¬ლავს, რომ ან¬ტან¬ტის წარ¬მო¬მად¬გენ¬ლებ¬მა, რომ¬ლე¬ბიც თბი¬ლის-ში უკ¬ვე 1918 წლის დე¬კემ¬ბრის და¬საწ¬ყის¬ში გა¬მოჩ¬ნდნენ, `სა¬ქარ¬თვე¬ლოს მთავ¬რო¬ბას თავ¬ხე¬დუ¬რად მოს¬თხო¬ვეს ყვე-ლა გერ¬მა¬ნე¬ლის და¬უ¬ყოვ¬ნებ¬ლივ გა¬ძე¬ვე¬ბა ქვეყ¬ნი¬დან, მაგ-რამ ჟორ¬და¬ნი¬ა¬სა¬გან, ჩვენ¬და სა¬სი¬ა¬მოვ¬ნოდ, მტკი¬ცე უა¬რი მი¬ი¬ღეს~, ხო¬ლო მო¬სახ¬ლე¬ო¬ბის ყვე¬ლა წრემ იმ დღე¬ებ¬ში `დაგ¬ვი¬დას¬ტუ¬რა ჩვენ¬და¬მი გულ¬ღია სიმ¬პა¬თია~ (2, 124).
ფონ კრე¬სის სიტ¬ყვით, მი¬უ¬ხე¬და¬ვად იმი¬სა რომ, გერ-მა¬ნე¬ლე¬ბი სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში თავს კარ¬გად გრძნობ¬დნენ (`მთე¬ლი ჩე¬მი სი¬ცოც¬ხლის მან¬ძილ¬ზე არ მიც¬ხოვ¬რია ისე კარ¬გად, რო¬გორც თბი¬ლის¬ში ხან¬მოკ¬ლე ყოფ¬ნი¬სას~), ჯა-რის¬კა¬ცებ¬ში სამ¬შობ¬ლო¬ში დაბ¬რუ¬ნე¬ბის სა¬ყო¬ველ¬თაო სურ¬ვილ¬მა ყვე¬ლა¬ფერს გა¬დას¬ძა¬ლა და უკ¬ვე დე¬კემ¬ბრის დამ¬დეგს პირ¬ვე¬ლი სამ¬ხედ¬რო ნა¬წი¬ლე¬ბი ფო¬თი¬დან ოდე-სის მი¬მარ¬თუ¬ლე¬ბით გავ¬გზავ¬ნე¬თო (2, 105, 123).
ჩვე¬ნი ქვეყ¬ნის ფარ¬გლე¬ბი¬დან გერ¬მა¬ნელ¬თა სწრა¬ფი ევა¬კუ¬ა¬ცია იმი¬თაც იყო გან¬პი¬რო¬ბე¬ბუ¬ლი, რომ აქეთ მო-კავ¬ში¬რე¬თა არ¬მი¬ის შე¬ნა¬ერ¬თე¬ბი მო¬ე¬მარ¬თე¬ბოდ¬ნენ, მათ კი შე¬ეძ¬ლოთ ხი¬ფა¬თი შე¬ექ¬მნათ მო¬წი¬ნა¬აღ¬მდე¬გე ქვეყ¬ნის სამ-ხედ¬რო დაჯ¬გუ¬ფე¬ბი¬სათ¬ვის.
სა¬გუ¬ლის¬ხმოა ისიც, რომ გერ¬მა¬ნი¬ამ თა¬ვი¬სი ჯა¬რე-ბის სა¬ქარ¬თვე¬ლო¬დან გაყ¬ვა¬ნის წინ მძი¬მე შე¬ი¬ა¬რა¬ღე¬ბა, მოწ¬ყო¬ბი¬ლო¬ბე¬ბი და ცხე¬ნე¬ბი ქარ¬თვე¬ლებს გა¬დას¬ცა (2, 123) (მსგავ¬სი რამ მოგ¬ვი¬ა¬ნე¬ბით არც ინ¬გლი¬სე¬ლებს გა¬უ-კე¬თე¬ბი¬ათ და არც რუ¬სებს XX-XXI სა¬უ¬კუ¬ნე¬ე¬ბის მიჯ¬ნა-ზე). ცხა¬დია, გერ¬მა¬ნე¬ლე¬ბი ასე არ მო¬იქ¬ცე¬ოდ¬ნენ თუ მათ აქე¬დან წას¬ვლას ქარ¬თვე¬ლე¬ბი აი¬ძუ¬ლებ¬დნენ.
სა¬ქარ¬თვე¬ლოს, რო¬გორც ახლად შექ¬მნი¬ლი პა¬ტა¬რა და სუს¬ტი სა¬ხელ¬მწი¬ფოს არ¬ჩე¬ვა¬ნი არ ყო¬ფი¬ლა რომ, რო¬ცა მი¬სი სამ¬ხედ¬რო მი¬ნის¬ტრი გერ¬მა¬ნე¬ლებს აცი¬ლებ-და, იმავ¬დრო¬უ¬ლად სხვა მი¬ნის¬ტრე¬ბი ინ¬გლი¬სე¬ლებს მიღების სა¬დილს უმარ¬თავ¬დნენ (2, 126).
გერმანიის სამხედრო ყოფნას საქართველოში ფონ კრესი მთლიანობაში დადებითად აფასებს. მისი სიტყვით: „გერმანიისათვის დიდ და პოზიტიურ წარმატებად ... უნდა ჩაგვეთვალა, რომ კავკასიის ხალხებთან და განსაკუთრებით ქართველებთან, ჩვენდამი – გერმანელებისადმი მეგობრობის, სიმპათიისა და ნდობის ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალი შევიძინეთ, რაც ჩვენთვის სწორად გამოყენებისა და სწორი პოლიტიკისას ამ ომშიც (იგულისხმება II მსოფლიო ომი, – ო.ჯ.) დიდად სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო“ (2, 136).
მართალია, გერმანიასა და საქართველოს შორის ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა 1918 წლის ბოლოდან ვეღარ განვითარდა, მაგრამ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა არ შეწყვეტილა. 1920 წლის სექტემბერში გერმანიამ საქართველოს სუვერენიტეტი დე იურედ აღიარა.
აჯამებს რა თავისი მისიის შედეგებს რეგიონში, გენერალი ფონ კრესი დაასკვნის: „გერმანიის იმპერიის დამარცხებამ ხელი შეუშალა იმ მატერიალურ მიღწევათა გამოყენებასა და განზოგადებას, რაც ჩვენი მოღვაწეობის ნაყოფი იყო კავკასიაში და პირველ ყოვლისა, მომავლისათვის ბევრს გვპირდებოდა“ (2, 136).
ფონ კრესის მოგონებების წიგნი საქართველოს გარდა საგულისხმო ინფორმაციას შეიცავს აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების მდგომარეობის შესახებაც 1918 წლის მეორე ნახევარში.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. Fრიდ¬რიცჰ Kრესს Fრე¬ი¬ჰერრ ვონ Kრეს¬სენ¬სტე¬ინ, Mე¬ი¬ნე მის¬სი¬ონ იმ Kა¬უ¬კა¬სუს, Hე¬რა-უს¬გე¬გე¬ბენ უნდ მიტ ეი¬ნერ Eინ¬ლე¬ი¬ტუნგ ვერ¬სცჰენ ვონ Dა¬ვიდ Pა¬იტ¬სცჰად¬სე, თბი-ლის¬სი, 2001.
2. ბა¬რო¬ნი ფრიდ¬რიხ კრეს ფონ კრე¬სენ¬სტა¬ი¬ნი, ჩე¬მი მი¬სია კავ¬კა-სი¬ა¬ში, გერ¬მა¬ნუ¬ლი¬დან თარ¬გმნა, ის¬ტო¬რი¬უ¬ლი ნარ¬კვე¬ვი და კო¬მენ¬ტა¬რე¬ბი და¬ურ¬თო ნო¬დარ მუშ¬კუ¬დი¬ან¬მა, ქუ¬თა¬ი¬სი, 2002.
3. ჰტტპ://წწწ.ფირსტწორლდწარ.ცომ/ბიო/კრესსენსტეინ.ჰტმ
4. ზ. ავა¬ლიშ¬ვი¬ლი, სა¬ქარ¬თვე¬ლოს და¬მო¬უ¬კი¬დებ¬ლო¬ბა 1918-1921 წლე¬ბის სა¬ერ¬თა¬შო¬რი¬სო პო¬ლი¬ტი¬კა¬ში, თბ., 1925.
5.ჰტტპ://ენ.წი¬კი¬პე¬დია.ორგ/წი¬კი/Fრი¬ედ¬რიცჰ_Fრე¬ი¬ჰერრ_Kრესს_ვონ_Kრეს¬სენ¬სტე¬ინ
6. Г. Пипия, Германский империализм в Закавказье в 1910-1918 гг. М., 1978.
7. გ. ქი¬ქო¬ძე, ეროვ¬ნუ¬ლი ენერ¬გია, თბ., 1919.
8. ა. ბენ¬დი¬ა¬ნიშ¬ვი¬ლი, სა¬ქარ¬თვე¬ლოს პირ¬ვე¬ლი რეს¬პუბ¬ლი¬კა, თბ., 2001.
9. რე¬მონ დი¬უ¬გე, მოს¬კო¬ვი და წა¬მე¬ბუ¬ლი სა¬ქარ¬თვე¬ლო, თბ., 1994.
10. L. Bაკ¬რად¬სე, Bე¬რიცჰტ უბერ დიე თა¬ე¬ტიგ¬კე¬იტ დერ Dე¬უტ¬სცჰენ Dე¬ლე¬გა¬ტი¬ონ იმ Kა-უ¬კა¬სუს 1918. `Kა¬უ¬კა¬სისცჰე ძეიტუნგ“, 1998, # 3.
11. სპი¬რი¬დონ კე¬დია. მა¬სა¬ლე¬ბი პი¬რა¬დი არ¬ქი¬ვი¬დან, შე¬სა¬ვა¬ლი წე-რი¬ლი, შე¬ნიშ¬ვნე¬ბი და კო¬მენ¬ტა¬რე¬ბი და¬ურ¬თო ოთ¬არ ჯა¬ნე¬ლი-ძემ, თბ., 2007.
12. გაზ. `Правда~, 1933 წ., 1 დე¬კემ¬ბე¬რი.
13. გაზ. `კო¬მუ¬ნის¬ტი~, 1933 წ., 9 დე¬კემ¬ბე¬რი.
14. გაზ. `სა¬ქარ¬თვე¬ლო~, 1918 წ., # 128.
15. ო. ჯა¬ნე¬ლი¬ძე, ნი¬კო ნი¬კო¬ლა¬ძე (ბი¬ოგ¬რა¬ფი¬ი¬დან ამო¬ხე¬უ¬ლი ფურ¬ცლე¬ბი), თბ., 1999.
16. კ. კან¬დე¬ლა¬კი, სა¬ქარ¬თვე¬ლოს ეროვ¬ნუ¬ლი მე¬ურ¬ნე¬ო¬ბა, წგნ. მე¬ო¬რე, პა¬რი¬ზი, 1960.
17. ძუმ ჩჰა¬რაკ¬ტერ დერ Bე¬ზი¬ე¬ჰუნ¬გენ ზწის¬ცჰენ Gე¬ორ¬გი¬ენ უნდ Dე¬უტ¬სცჰლანდ იმ ჟაჰ¬რე 1918, Gე¬ორ¬გი¬ცა, Aაც¬ჰენ, 2005.
18. გაზ. `სა¬ლი კლდე~, 1919 წ., 19 მა¬ი¬სი.
19. ლ. ურუ¬შა¬ძე, რო¬გორ არ უნ¬და იწე¬რე¬ბო¬დეს ის¬ტო¬რია, თბ., 2011.

Комментариев нет:

Отправить комментарий