понедельник, 13 сентября 2021 г.

ქალაქთმშენებლობა ძველ რომის სახელმწიფოში

რომაულმა ცივილიზაციამ ისევე როგორც ყოფა-ცხოვრების სხვა სფეროში, მათ შორის არქიტექტურულ საქმიანობაშიც მნიშვნელოვან დაწინაურებას მიაღწია. მან კაცობრიობას უანდერძა არაერთი ახალი, რომაელთა ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობის განსაკუთრებული სტილი. რომაულ ქალაქებს გააჩნდა საერთო სახე – ფორუმების, ტაძრების, ბაზილიკების, ამფითეატრების და სხვ.
ფორუმები – ფორუმი იყო საერთაშორისო ცენტრი, რომელთა ახლოს აგებდნენ ტაძრებს, ბაზილიკებს, ტრიბუნებს ორატორებისათვის, ტრიუმფალურ თაღებს. რომში იყო რამდენიმე ფორუმი, რომელთაგან გამოირჩეოდა რესპუბლიკური ფორუმი, ანუ რომანუმი. აქვე იყო სავაჭრო ადგილი. ძვ. წ. II ს-ში იგი იქცა სახალხო კრებების ადგილად, ხოლო იულიუს კეისრის დროიდან სახალხო კრებები იმართებოდა მარსის ველზე. ფორუმზე იყო იანუსის, დიოსკურების, ვულკანის, სატურნის, ვესტას ტაძრები. ძვ. წ. II ს. აიგო ემილიას ბაზილიკა, ხოლო ძვ. წ. I ს. ტაბულარიუმი (არქივი); სატურნის ტაძარში ისხდნენ ქვესტორები, მიწისქვეშა ნაგებობებში კი სახელმწიფოს სამდივნო. ფორუმზე იყვნენ სენატორები, მათ შორის იულიუსის კურია, სადაც ძვ. წ. 44 წ. მოკლეს კეისარი. იულიუსის დროსვე დაიწყეს იულების ბაზილიკის აგება. კეისრის სიკვდილის შემდგომ, ფორუმზე, სადაც დაწვეს მისი სხეული, ააგეს კეისრის ტაძარი.
უამრავი ნაგებობა იდგა რესპუბლიკურ ფორუმზე იმპერიის ხანაში – ვესპასიანეს ტაძარი, ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, ანტონიუსის ტაძარი, კონსტანტინეს ტაძარი და ა.შ.
იმპერატორები აგებდნენ თავიანთ ახალ ფორუმებს. განსაკუთრებით მდიდრული იყო ტრაიანეს ფორუმი – არქიტექტორ აპოლოდორის მიერ აგებული. ტრაიანეს ფორუმში შედიოდნენ ტრიუმფალური თაღიდან. მის მოპირდაპირედ იდგა იელპიას ბაზილიკა. იგი დაფარული იყო მოოქროვილი ბრინჯაოს ფოთლებით და ძეგლებით; ასევე ორი შენობა ლათინურ-ბერძნული ბიბლიოთეკებისა, მათ შორის ეკიდა ტრაიანეს 38 მ კოლონა. ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ. აზოში ააგეს ტრაიანეს ტაძარი. კედლებიც და იატაკიც ნაგები იყო ვარდისფერი მარმარილოთი. აქვე იყო 5-სართულიანი ბაზარი. საიმპერატორო პერიოდის რომში 8-ზე ნაკლები ფორუმი არ იყო. ქ. პომპეიში იყო 2 ფორუმი ე.წ. სამკუთხა და დიდი. დიდს გააჩნდა სწორკუთხა მოედანი; იუპიტერის ტაძარი და სხვა სახალხო ნაგებობები. სამკუთხა ფორუმმა მიიღო თავისი სახელი უცნაური ფორმის გამო, მის მოედანზე იდგა დორიული ტაძარი შადრევანით, თეატრით და გლადიატორთა სკოლით.
ტაძრები – მრავალი ნაგებობა აშენდა რესპუბლიკურ ფორუმზე იმპერატორების დროს. მათ შორის ვესპასიანეს ტაძარი და ტიტუსის ტრიუმფალური თაღი იუდეველთა ომში (ახ. წ. I ს.) გამარჯვების აღსანიშნავად. ანტონინე პიუსისა და ფაუსტინის ტაძრები, კენერისა და რომის ტაძრები (II ს.), რომულის ტაძარი და სეპტიმიუს სევერუსის თაღი სპარსელებთან ომში გამარჯვების აღსანიშნავად (III ს.), კონსტანტინეს ბაზილიკა (IV ს.) და სხვა.
ამას გარდა, რესპუბლიკური ფორუმის სიახლოვეს იმპერატორები აშენებდნენ ახალ ფორუმებს. ჩვეულებისამებრ, ისინი წარმოდგენილნი იყვნენ სწორკუთხა მოედნით და ტაძრით. განსაკუთრებით მონუმენტური და მდიდრულად მორთული იყო ტრაიანეს ფორუმი, აგებული აპოლოდორე დამასკელის მიერ. იმპერატორების რომში მთლიანად რვა ფორუმი იყო. შედარებით მოკრძალებული ფორუმები იყო პრივინციულ ქალაქებში, მაგალითად, პიმპეიში იყო ორი ფორუმი, ე.წ. სამკუთხა და დიდი.
რომაული ტაძრების დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს: ტაძრის წინა კვადრატული ან კვადრატთან მიახლოებული ფორმის ნაკვეთის არსებობა. მუდმივი ორიენტაციის არარსებობა ბერძნული ტაძრებისგან განსხვავებით. დიდი უმრავლესობა შესასვლელით ოერიენტირებულია აღმოსავლეთისკენ; სტილობატის ნაცვლად საფეხურებს ყოველი მხრიდან მაღალი პლატფორმა ჰქონდათ, ასევე კიბეები, რომელიც ერთი, შესასვლელის მიმართულებით იყო აშენებული. ზოგიერთ ტაძარს ფანჯარაც ჰქონდა. ტაძარს ირგვლივ ერტყა პორტიკებიანი ეზო.
საბერძნეთის შეერთების შემდეგ რომაელებმა იწყეს ბერძნული ტიპის ტაძრების მშენებლობა. მეტად დამახასიათებელი იყო პროსტილი, ფსევდოპერიპტერი. ვხვდებით თოლოსებსაც. რომში კაპიტოლიუმის ბორცვზე იდგა იუპიტერის ტაძარი, მიძღვნილი სამი ღმერთისადმი: იუპიტერის, იუნონასა და მინერვას სახელზე.
ბაზილიკები წარმოადგენდნენ შენობას, რომელიც იყო ადგილი საქმიანი შეხვედრებისათვის, კომერციული საქმიანობისათვის. აქ წყდებოდა სავაჭრო საქმესთან დაკავშირებული სასამართლო დავა. მოსამართლე და სხვ მაგისტრატები შენობის ერთ ნაწილში იყვნენ, აბსიდებში ან შემაღლებულ ნაწილში – ტრინუნალში. ყველაზე მეტად შემონახულია პომპეის ბაზილიკა დიდ ფორუმზე, აგებული ძვ. წ. II ს-ში.
თეატრი პირველი ქვის თეატრი აიგო პომპეიში ძვ. წ. 59 წ. იტევდა 17000 კაცს. მანამდე აგებდნენ ხის თეატრებს. დასაჯდომები იგებოდა რელიეფის მიხედვით. ზემოდან გადაჭიმული იყო მზისა და წვიმისაგან დამცავი სქელი ნაჭერი. თეატრში ამატებდნენ მარმარილოს სავარძლებს, სენატორთათვის. პომპეის დიდი თეატრი აგებულია ჯერ კიდევ ელინიზმის ეპოქაში; ძვ. წ. I ს. თეატრს დაემატა გრძელი დერეფანი, რომელმაც დაიტია კიდევ 5000 მაყურებელი. პომპეის მცირე თეატრი აიგო ძვ. წ. I ს. მიმიკური წარმოდგენებისათვის. მას ჰქონდა მუდმივი გადახურვა და იტევდა დაახ. 1500 კაცს. ძვ. წ. I ს-ის ბოლოს, რომში ფუნქციონირებდა 3 ქვის თეატრი, მათ შორის ყველაზე დიდი იყო პომპეის თეატრი.
რომაელთა სპეციფიკურ ნაგებობებს წარმოადგენენ ამფითეატრები – ნაგებობანი გარეულ ცხოველთა და გლადიატორთა სანახაობათა მოსაწყობად. ისინი მომდინარეობენ ძველი რომაული თეატრებიდან. ძვ.წ. 46 წელს იულიუს კეისარმა მხეცების ბრძოლების მოსაწყობად ააგებინა ხის ამფითეატრი. ძვ.წ. 29 წელს. ავგუსტუსის დროს, რომში ჩნდება ქვის ამფითეატრი. ყველაზე მასშტაბური იყო ფლავიუსის ამფითეატრი, ანუ კოლიზეუმი აგებული I საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ტუფისა და ბეტონისაგან, აგურითა და მარმარილოი. გეგმაში ელიფსური მოყვანილობისაა, ზომები 156X188 მ, კედლის გარეთა სიმაღლეა 48,5 მ. არენას ზომებია: 54X86 მ. საფიქრებელია, რომ იტევდა 50000 მაყურებელს.
არენის ქვეშ მოწყობილი იყო სათავსოები ცხოველთა და გლადიატორთა მოსათავსებლად. პუტეოლაქის ამფითეატრის ზომები იყო: 190X44 მ, კაპუესი – 170X140 მ. პომპეის კი იტევდა 15000 კაცს.. ოფიციალური გახსნისას ტიტუსის დროს (80 წ.) ზეიმი გრძელდებოდა 100 დღე, რომლის დროს დაიკლა 9000 მხეცი.
ცირკი – ეტლების შეჯიბრი ცირკის არენაზე, იგი ჰგავდა ბერძნულ იპოდრომს. გააჩნდა ელიფსური არენა – მის ერთ მხარეს იყო თაღოვანი სათავსო ცხენებისათვის. ასევე კარები გამარჯვებულთა საზეიმო გამოსვლისათვის. პუბლიკის ადგილი განთავსებული იყო სიგრძეზე. რომში 4-ზე ნაკლები ცირკი არ ყოფილა, მათ შორის ყველაზე დიდი იყო ცირკუს მაქსიმუსი – განთავსებული პალატინის და ავენტინის გორებს შორის. გააჩნდა 568 მ. სიგრძის არენა, 80 მ. სიგანე. პლინიუსის მიხედვით ამ ცირკში იტეოდა 250000 მაყურებელი, სხვა ავტორები კი 190000 კაცს. დიდი ცირკის გარდა, იყო ასევე 3 ცირკი: ფლამინიების, ნერონის და მაქსენციის.
ნავმასიები ხელოვნური წყალსაცავების არეალი, სადაც იმართებოდა საზღვაო ბრძოლები მაყურებელთათვის. ძვ. წ. 46 წელს კეისარმა ააგო პირველი ნავმასია მარსის ველზე. ძვ. წ. II ს. ავგუსტუსმა ააგო ქვის ნავმასია – ტიბრის მარჯვენა ნაპირას და მოაწყო იქ ჩვენებითი ბრძოლები. შემონახულია ცნობა დომიციანეს მიერ I ს. ნავმასიის აგებისა, ასევე ფილიპე არაბის მიერ 247 წელს.
სტადიონები ათლეტური შეჯიბრებებისათვის, გლადიატორთა ბრძოლებისათვის აიგო მარსის ველზე კეისარის და ავგუსტუსის მიერ. ისინი ბერძნულის ანალოგიური, მაგრამ საიმპერატორო პერიოდში კი სპორტული კი სპორტული შეჯიბრებების პოპულარობა ეცემა.
თერმები – ესაა სახალხო აბანოები, რომელშიც შედის ბაღები, სპორტული მოედნები. თერმებს გააჩნდათ ცივი წლის სათავსო – ფრიგიდიუმი; ცხელი წყლის – კალდარიუმი, თბილი წყლისათვის – ტეპიდარიდარიუმი. ამას გარდა იყო გასახდელი ოთახი – აპოდიტერიუმი, ოთახი მასაჟისათვის, ეზო გიმნასტიკური ვარჯიშებისათვის. თერმები თბებოდა ჰიპოკაუსტებით. ცხელი ჰაერი გადიოდა იატაკქვეშ, ასევე კედლებში კერამიკის მილებით. ბინძურ წყალს უშვებდნენ კანალიზაციაში.
ძვ. წ. III ს. აბანოები იყო ნაკლებად მოწყობილი. პომპეის ყველაზე ძვ. თერმები იყო სტაბიევები – ქალთა და მამაკაცთა აბანოები, საერთო საპირფარეშოთი. ასევე იყო ორი სხვა აბანო – ცენტრალური და ფორუმის თერმები. რომში IV საუკუნეში იყო 11 საიმპერატორო თერმა და 800 საერთო აბანო. ყველაზე დიდია კარაკალების თერმები (12 ჰა), რომელიც იტევდა 1500-ზე მეტ ადამიანს. მთავარი შენობა იკავებდა 216X112 მ. ჰქონდა სტადიონი. იყო წყალგაყვანილობის სრული სისტემა. იყო სხვა ცნობილი აბანოები: ფრიგიდარია და ტეპიდარია, კალდარია. უფრო გრანდიოზული იყო დიოკლეტიანეს თერმები – იტევდა 3000 ადამიანს. მასში იყო ბიბლიოთკა, ტრაიანეს ფორუმიდან გადმოტანილი. თერმებში ატარებდნენ მთელ დღეებს, იქ ნიშნავდნენ შეხვედრებს და ა.შ.
ბიბლიოთეკები – აღმოჩენილი ბიბლიოთეკა იტევდა დაახ. 1860 გრაგნილს ფილოსოფოსის ნაშრომებით. III ს. იმპერატორ გორდიანეს უმცროსის დროს იყო 62000 გრაგნილი. პირველი, სახალხო ბიბლიოთეკა აიგო ძვ. წ. 39 წელს აზიმუს პოლინის მიერ. ძვ. წ. 29 წელს ავგუსტუსმა ააგო ბიბლიოთეკა პალანტინის მთაზე. მოგვიანებით საერთაშორისო ბიბლიოთეკას აგებენ – ტიბერიუსი, ვესპასიანე, დომიციანე და ა.შ. რომში IV ს. ითვლიდნენ 28 სახალხო ბიბლიოთეკას. ეფესოში ბიბლიოთეკა აიგო 135 წელს. მისი სიგანე იყო 25 მ. გაჩნდა კიბე, ეზო და დარბაზი (10,92X16,72 მ) ხელნაწერი ინახებოდა კედლის ნიშებში. ფასადი აღწევდა 16 მ. იგი არ ჩამოუვარდებოდა ტიმგადას (ალჟირი) ბიბლიოთეკას.
ტრიუმფალური თაღები – თავიდან იგებოდა ტრიუმფატორთათვის. მიდიოდა ტრიუმფალური პროცესია. იგებოდა ქვისაგან, რელიეფებით და სკულპტურებით. ხშირად იყო ერთთაღოვანი, ასევე სამთაღოვანებიც (იშვიათად ოთხთაღოვანი), ერთთაღიანია ტიტუსის თაღი – რესპუბლიკის ფორუმზე (5,33 მ სიგანე). მის თავზე იდგა იმპერატორის ბრინჯაოს ქანდაკება. სამთაღოვანია სეპტიმუს სევერისა, იმპერატორის ლაშქრობის ამსახველი პართა-არაბებზე. ასევე კონსტანტინეს თაღი (315 წ.). მისი გამარჯვება აღსანიშნავია მაქსცენიუსთან. ოთხთაღოვანი თაღებით აფორმებდნენ გზაჯვარედინებს.
ქუჩები – ყველაზე ფართო არსიტოკრატიული ქუჩა პომპეიში ე.წ. მერკურის ქ. (10 მ) სტაბიას და ნოლანის ქუჩების სიგანეა 6,3–8,6 მ. ოსტოს მთავარი ქუჩის სიგანეა 9 მ. რომში ქუჩის სიგანე არ აღემატებოდა 4,5 – 5 მ. წმ. გზა, რომელიც გადიოდა ფორუმიდან იყო 6,5 მ. ქუჩების მოპირკეთება დაიწყეს ძვ. წ. II საუკუნიდან. ღრმა თხრილს აკეთებდნენ, სრამდენიმე ფენად სხვადასხვა ზომის ქვებით მოტკეპნიდნენ და ბოლოს ფილებს მჭიდროდ მოალაგებდნენ.
წყალგაყვანილობა და კანალიზაცია – პომპეიში ნაპოვნია 21,75 – 98,25 მეტრის ჭები. კერძოც და საერთოც. რომში პირველი წყალკანალი გაიყვანეს 313 წელს (ძვ. წ.) პომპეიში ძვ. წ. I საუკუნეში წყალი მოჰქონდათ აკვიდუკიდან. იყო კოშკურები, სადაც წყალი იფილტრებოდა და მილებით ნაწილდებოდა სახლებში. წყალგამტარი მილები პომპეიში ნაკეთია კალოს ფირფიტებისაგან, მოღუნული და ერთმანეთზე შედუღებული (0,16X0,22 მმ) სისქე (0,02 მ). პომპეის მდიდრულ ვილებში იყო შადრევნები. მთავარი მიწისქვეშა კანალი ქვის თაღით – „კლოაკა მაქსინა“, რომში – იგი გადიოდა რომში, მდ. ტიბრზე. იყო საერთო საპირფარეშოები თერმებთან, თეატრებთან, ფორუმებზე. საპირფარეშოებს გააჩნდათ მარმარილოს დასაჯდომები, გაფორმებული იყო ძეგლებით, გრაფიკებით. მაგ. პომპეის საპირფარეშო არის სწორკუთა ოთახი, რომლის კედლის გასწვრივ არის 2 მეტრის სიგრძის მილი, რომელზეც მიერთებულია სავარძლები, საიდანაც ძლიერი წყლის ნაკადს გაჰქონდა სიბინძურე.
ქალაქები – რომი აღმოცენდა ძვ. წ. VIII-VII სს-ში მდ. ტიბრზე (ზღვის დონიდან 20 კმ). რამდენიმე დასახლების შერწყმით – პალანტინის, ესკვილინის და კვარინალის ბორცვზე. ბორცვი ძირში დაახ. 525 წელს აგებული სახლების და სასაფლაოს ტერიტორიაზე იყო დასახლება – ციხე-სიმაგრე. ძვ. წ. VI ს. აიგო ქვის დამცავი კედელი. ტარქვინიუსს მიაწერენ „კლოაკა მაქსიმას“ ნაგებობის აგებას. ფორუმის ამაღლებულ ნაწილს ეწოდება „კომიცია“, სადაც იმართებოდა შეკრებები. იქვე იყო კურია, ტრიბუნა და კათედრა. ფორუმის მეორე მხარეს იყო სამეფო რეზიდენცია, ვესტას ტაძარი და ვესტალიების საცხოვრისი, ქალაქს არ ჰქონდა ერთიანი გეგმა. ქუჩები იყო დახვეული, ვიწრო. ინტენსიური შენება დაიწყო ძვ. წ. V ს. კაპიტოლიუმის ბორცვიდან, როდესაც აიგო სატურნის ტაძარი, პალატინზე – იუპიტერის ტაძარი და სხვა მრავალი სხვა. ძვ. წ. II ს. რომში აგებენ ახალ ტაძრებს, ბაზილიკებს, თეატრებს, ცირკებს. ავგუსტუსმა ააგო ახალი ნაგებობანი, ნერონმა მოაწყო ხანძარი და ხელახლა ააგო თავისი გემოვნებით იგი. გადმოცემით რომში იყო 400 მოედანი უზარმაზარი ნაგებობები, შესანიშნავი ფორუმები. უბრალო ხალხის საცხოვრისები იდგა არაკეთილმოწყობილ სახლებში, ბინძურ რაიონებში, რომელიც მუდამ ხანძარსაშიში ზონა იყო.
პომპეი განთავსებულია ქ. ნეაპოლის ახლოს. მისი ისტორია იწყება ძვ. წ. VIII საუკუნეში. ძვ. წ. VI საუკუნეში იგი შედის კამპანიის ბერძნულ საქალაქო ნაკრებში. ქალაქს ძვ. წ. VI-V ს-ში არ გააჩნდა რეგულარული დაგეგმარება; ძვ. წ. V ს-ის ბოლოს ქალაქი დაიპყრეს სამნიტებმა, ამ დროს ქალაქის ზომა იზრდება, იგება აპოლინის ტაძარი, იცვლება მშენებლობის სისტემა. ძვ. წ. II საუკუნეში ტული იქცა ძირითად სამშენებლო მასალად. ძვ. წ. 80 წელს პომპეი დაიპყრო რომმა და მიიღო სახელი – „კოლინია კორნელია ვენარია“ პომპეიში იყო 2 ფორუმი, გლადიატორთა სკოლა, 2 თეატრი, ტაძრები და ა.შ. საცხოვრებელი სახლებიდან თვალსაჩინოა – ვილა მისტერია, არიეტის, ლაბირინთის, ფავნის, ქირურგის სახლები. 79 წელს ვეზუვიის ამოფრქვევისას როცა ქალაქი დაიფარა ლავით, მისი არსებობა დაივიწყეს. XVII ს-ში იპოვეს ქალაქის ნაშთები. 1748 წელს დაიწყო გათხრები, ხოლო რეალური არქეოლოგიური სამუშაოები 1863 წელს ჯ. ფიორელის ხელმძღვანელობით.

Комментариев нет:

Отправить комментарий