ალ უმარი (დაიბ. 1301 წ.)
შიჰაბ-ად-დინ აბუ ლ-აბბას აჰმად იბნ იაჰია იბნ ფადლ ალლაჰ ალ-უმარი დაიბადა 1301 წ. 11 ივნისს, დამასკოში, მაგრამ აღიზარდა და განათლება მიიღო ეგვიპტეში. ოჯახური ტრადიციით მისი გვარი თითქმის ასი წლის განმავლობაში განაგებდა ეგვიპტის სახელმწიფო სამდივანმწიგნობროს. ალ-უმარს სულტან ალ-მალიქ ან-ნასირ ად-დინ მუჰამმადის (1292-1294; 1298-1302; 1305-1340) კარზე სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა, რომელზეც მამამისი შეცვალა. გარდაიცვალა ალ-უმარი 1349 წელს.
ალ-უმარის მიაკუთვნებენ თერთმეტ ნაშრომს, რომელთაგან გამოირჩევა „ათ-თარიფ ბი-ლ-მუსტალაჰ აშ-შარიფ“ („მაღალი ტერმინოლოგიის განმარტება“). თხზულება ძირითადად განკუთვნილია კანცელარიის მოხელეთათვის სახელმძღვანელოდ, დაიწერა 1340 წლის შემდეგ და შედგება შვიდი თავისაგან: 1. მუსლიმი და არამუსლიმი გამგებლებისათვის გასაგზავნი ეპისტოლეების ფორმულარები; 2. დიპლომების და ბრძანებების ნიმუშები; 3. სხვადასხვა სახის ფიცის ნიმუშები; 4. საგარანტიო დოკუმენტებისა და კონტრაქტების ნიმუშები; 5. მამლუქთა სახელმწიფოს (ეგვიპტისა და სირიის) ადმინისტრაციული დაყოფის აღწერა; 6. ქვეყნის საფოსტო სამსახური; 7. სხვადასხვა მცირე რეალიების აღწერა.
ალ-უმარის „თარიფ“-ში მოცემულია საქართველოს ზოგადი გეოგრაფიული მიმოხილვა, დახასიათებულია იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება. განსაკუთრებით საინტერესოა თხზულების ის ნაწილი, სადაც დაცულია საქართველოს მეფეებთან ეგვიპტის სულტნების მიმოწერის ნიმუშები. გარდა ამისა, თხზულებაში ვხვდებით ცნობებს ჰულაგუიანთა ირანის საქართველოსთან დამოკიდებულებისა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განთავისუფლების შესახებ.
„ქართველთა სამეფო“
„ქართველთა ქვეყნის დედაქალაქია თფილისი. ეს ქვეყანა მდებარეობს მოხსენიებულ არ-რუმსა და არმენიას შორის. იგი დიდი ქვეყანა და სახელგანთქმული სახელმწიფოა, და თითქოს გამოყოფილია ამ ორი (რუმი, არმენია) ქვეყნისაგან. მას ჰყავს მეფე და მეფობა იქ მუდმივია. მასზე ბატონობს ირანის სამეფოს ჰულაგუიანთა სახლის სულტანი, რომლის ფირმანები მოდის (საქართველოში), მაგრამ მისი (სულტნის) ფირმანების ნიაღვარი ნაპირებს არ ლეკავს და არ დაძრწიან ამ ქვეყნის სანახებში მისი მხედრები გაჩაღებული ომის გამო. მას (სულტანს) იქ ჰყავს მხოლოდ ერთი დუმანი ლაშქარი, რომელსაც იყენებს ამ ქვეყნის საზღვრების დასაცავად და მის საქმეთა სამართავად. მათი (ქართველების) მიწა-წყალი ვრცელია. მის დაბლობში ბინადარი მოსახლეობაა და არიან მომთაბარენიც, რომლებიც გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე.
უკანასკნელი, რომელსაც ჰქონდა ამ ქვეყანაში სახელი და რომელსაც პატივისცემის გამო მიეტევა დაცემა, იყო შეიხი მაჰმუდი ძე ჯუბანისა (ჩობანი). იგი იყო მამაცი ადამიანი, მოუხელთებელი და მკაცრი მტრებისათვის. როდესაც მამამისს შეემთხვა უბედურება, იგი მფარველობას ეძებდა სულტან უზბეკ-ხანის კარზე, მაგრამ არ დასცალდა, არ გაეხსნა განსაცდელის რგოლები და ეწია აღსასრული, რომლის უკუგდება ვერ შეძლო.
რაც შეეხება ქართველთა ლაშქარს, იგი მტკიცედ დგას ჯვრის სარწმუნოებაზე და გულადი და მამაცი ხალხია. მუსლიმები მათ უწოდებენ „ქურდ“, ქრისტიანები კი - „ქურჯ“. ისინი ჰულაგუიანთა ლაშქრის ძალას და სიმდიდრეს წარმოადგენენ, ხოლო (ჰულაგუიანები) ენდობიან მათ და ეყრდნობიან, განსაკუთრებით ჯუბანის შვილები, შვილთაშვილები და სხვა შთამომავალნი ქართველებისადმი ჯუბანის წარსული სიკეთისა და ქველი საქმეების გამო, რომელიც იყო მათი მეფის ბარტილმას გულწრფელი მეგობარი. იგი ნერგავდა მასთან სიკეთეს და მოუწოდებდა თვალყური ედევნებინა მინდობილი განძისათვის.
იგი (ჯუბანი) იყო მისთვის ყველაზე საყვარელი რჩეულთა შორის და ყველაზე გულწრფელი გულწრფელ მეგობართა შორის. მოუხმობდა მეფე მას (ჯუბანს) მნიშვნელოვანი ამბის დროს და სთხოვდა დახმარებას გაჭირვების ჟამს. მიიჩნევდა მას თავისი ლაშქრის საყრდენად და უბედურების განმშორებლად. ბარტილმა, რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია, კარგადაა, ყველაზე დიდებულია ქრისტიან მეფეთა შორის და უკეთილშობილესი წარმოშობისაა ნათლისღებულთა შორის.
მან დაიწყო მიმოწერა სულტნის მაღალ კართან ჯვრის მონასტრის გამო, რათა აეღოთ მასზე დამპყრობლური ხელი, რის შედეგადაც გამოიცა სულტნის ფირმანები ქართველებისათვის მისი დაბრუნების შესახებ (1305 წ.). ადრე ეს მონასტერი წაართვეს (ქართველებს) და გადააკეთეს მეჩეთად. იგი მდებარეობს დიდებული იერუსალიმის ფარგლებს გარეთ. მონასტრის ქრისტიანებისათვის დაბრუნება ტყუილ-უბრალოდ არ მომხდარა. არ იშურებდა ქართველთა მეფე მისთვის (ჯუბანისათვის) მის (სულტნის) წინააღმდეგ ძველსა და ახალ ქონებას და ამბობენ, რომ აქეზებდა ჯუბანს ამ ქვეყნის წინააღმდეგ.
საქართველოს მეფესთან მიმოწერის წესი:
დიდებულმა ალლაჰმა დღეგრძელ ჰყოს ბრწყინვალება მისი მეფური უდიდებულესობისა, სახელოვნისა, გულადისა, მამაცისა, ლომისა, კეთილშობილისა, დაუცხრომელი მებრძოლისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვათა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამწყსოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა მემკვიდრისა, რუმისა და სპარსეთის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, იესოს სარწმუნოების შემწისა, საქრისტიანოს გმირთა მკურთხეველისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულტანთა მეგობრისა.
(ზოგჯერ) ითქმის მუსლიმთა გულწრფელად მოყვარული, მეფეთა და სულტანთა სწორი.
კეთილი სურვილი, რომელიც შეეფერება (საქართველოს მეფეს)

დაე, დაიცვას (ქართველთა მეფემ) სამეფო თვისი სიყვარულით და არა ლაშქრით, აღთქმის შესრულებით და არა სპითა და ალმის ფრიალით, იმ კეთილი თვისებებით ჩვენში რომ არის და არა იმ (თვისებებით) თავისად რომ მიაჩნია, ჩვენი გამჭრიახი განსჯით და არა იმით რომ ცეცხლს ანთებდეს თავისი კვესით.
ალ მუჰიბბი (გარდ. 1384 წ.)
ალ-მუჰიბბი - სირიელი სწავლული თაკი ად-დინ აბდ არ-რაჰმან ალ-კადავი ალ-მუჰიბბის (გარდ. 1384 წ.) ლაშქრის ნაზირის თანამდებობა ეკავა. მისი ნაშრომი „თასკიფ ათ-თარიფ ბი-ლ-მუსტალაჰ აშ-შარიფ“ („მაღალი ტერმინოლოგიის განმარტების სრულყოფა“), რომელიც წარმოადგენს ალ-უმარის თხზულების შევსებულ რედაქციას, წარმოადგენს სახელმძღვანელოს ეგვიპტის მამლუქი სულტნების კარზე მოღვაწე სამდივანმწიგნობროს მოხელეთათვის, მათ მიერ საკანცელარიო საქმის წარმოებისა და დიპლომატიური მიმოწერისათვის.
ალ-მუჰიბბის თხზულებაში სხვა მასალასთან ერთად, მოცემულია წერილების ნიმუშები, განსაკუთრებით სულტან ან-ნასირ მუჰამმადის
(1292-1294; 1298-1302; 1305-1340) ზეობიდან მოყოლებული, სულტან ალ-აშრაფ ნასირ ად-დინ შაბანის
(1363-1377) მმართველობის ბოლომდე.
* * *
„ქართველებს ჰყავთ ორი მეფე - დავით (VIII) მეფე, რომელიც თბილისს განაგებს და დადიმანი - მეფე, რომელიც განაგებს სუხუმსა და აბხასს. ყოველ მათგანთა მიმოწერის წესი ნახევარ ფურცელზეა.
მაღალი ალლაჰი დღეგრძელ ჰყოფს მის მეფურ უდიდებულესობას, დიადს, დიდებულს, მამაცს, რაინდს, წმინდანს, მორწმუნეს, მავანს, ქრისტიანული სარწმუნოების დიდებას, ჯვრის რელიგიური საზოგადოების განძს, ქრისტიანობის სიამაყეს, აბხაზთა, ქართველთა და ჯურჯანელთა მეფეს, მეფეთა და სულტანთა მეგობარს. ყოველ მათგანს ეწოდება ქართველთა მეფე.
აღნიშნა აწ განსვენებულმა ყადიმ შიჰაბ ად-დინმა მიმოწერაში მომხდარი ცვლილებები, რომელთა გამეორება აქ არ არის საჭირო, რადგანაც რაც მე აღვნიშნე დარჩენილია მტკიცედ მიმოწერაში უკანასკნელ დრომდე“.
ალ კალკაშანდი (1355-1418)
შიჰაბ-ად-დინ აბულ-აბბას აჰმად იბნ ალი ალ-კალკაშანდი* * *
„აღმოსავლეთის მხარის ურწმუნო მეფეებთან მიმოწერის შესახებ. სულ ორი სახელმწიფოს ქრისტიან მეფეებს ეგზავნებათ წერილები ეგვიპტის სახელმწიფოდან.
პირველია მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველების ქვეყანა. აღინიშნა „ათა-თარიფში“, რომ მუსლიმები მას უწოდებენ „ალ-ქურდ“, ქრისტიანები - „ალ-ქურჯ“. „ათა-თარიფ“-ში ნათქვამია აგრეთვე, რომ ეს ქვეყანა მდებარეობს რუმისა და არმენიის ქვეყნებს შორის. იგი დიდი ქვეყანაა და სახელგანთქმული სახელმწიფოა. ის თითქოს გამოყოფილია ამ ორი (რუმი, არმენია) ქვეყნისაგან. მას ჰყავს მეფე და მეფობა იქ მუდმივია. მისი დედაქალაქია თბილისი. მართავს მას ირანის სამეფოს ჰულაგუიანთა მოდგმის სულტანი, რომლის ფირმანები მოდის საქართველოში, მაგრამ მისი ნიაღვარი ნაპირებს არ ლეკავს და არ დაძრწიან ამ ქვეყნის სანახებში მისი მხედრები გაჩაღებული ომის გამო. მას იქ ჰყავს მხოლოდ ერთი დუმანი ლაშქარი, რომელსაც იყენებს ამ ქვეყნის საზღვრების დასაცავად და მის საქმეთა სამართავად. მათი (ქართველების) მიწა-წყალი ვრცელია, მის დაბლობებში ხალხი ბინადარი და მომთაბარეა, რომელიც გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე.
უკანასკნელი, ვისაც ჰქონდა ამ ქვეყანაში სახელი და რომელსაც პატივისცემის გამო მიეტევა დაცემა, იყო შეიხი მაჰმუდი ძე ჯუბანისა. იგი იყო მამაცი ადამიანი, მოუხელთებელი და მკაცრი მტრებისათვის. როდესაც მამამისს შეემთხვა უბედურება, იგი მფარველობას ეძებდა სულტან უზბეკ-ხანის კარზე, მაგრამ არ დასცალდა, არ გაეხსნა განსაცდელის რგოლები და ეწია აღსასრული, რომლის უკუგდება ვერ შეძლო.
შემდეგ აღინიშნა „ათ-თარიფში“: ქართველთა ლაშქარი მტკიცედ დგას ჯვრის სარწმუნოებაზე, გულადი და მამაცი ხალხია. ისინი ჰულაგუიანთა ლაშქრის საიმედო ძალას და სიმდიდრეს წარმოადგენენ, ხოლო ჰულაგუიანები ენდობიან მათ და ეყრდნობიან, განსაკუთრებით ჯუბანის შვილები, შვილთაშვილები და სხვა შთამომავალნი, ქართველებისადმი ჯუბანის წარსული სიკეთისა და ქველი საქმეების გამო. ის იყო მათი მეფის ბარტილმას გულწრფელი მეგობარი, ნერგავდა მასთან სიკეთეს და მოუწოდებდა დაეცვა მინდობილი საგანძური. იგი (ჯუბანი) იყო მისთვის ყველაზე საყვარელი რჩეულთა შორის და ყველაზე გულწრფელი გულწრფელ მეგობართა შორის. მოუხმობდა მეფე მას (ჯუბანს) მნიშვნელოვანი ამბის დროს და სთხოვდა დახმარებას გაჭირვების ჟამს. მიიჩნევდა მას თავისი ლაშქრის საყრდენად და უბედურების განმშორებლად.
ამის შემდეგ ალ-უმარიმ დაურთო, რომ ზემოხსენებული ბარტილმა, რომელიც ყველაზე დიდებულია ქრისტიან მეფეთა შორის, რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია, კარგადაა, უკეთილშობილესი წარმოშობისაა ნათლისღებულთა შორის. მან დაიწყო მიმოწერა ეგვიპტის სულტნის მაღალ კართან ჯვრის მონასტრის გამო, რათა აეღოთ მასზე დამპყრობლური ხელი, რის შედეგადაც გამოიცა მბრძანებლის ფირმანები ქართველებისათვის მისი დაბრუნების შესახებ. ადრე ეს მონასტერი, რომელიც მდებარეობს დიდებული იერუსალიმის ფარგლებს გარეთ, წაართვეს ქართველებს და გადააკეთეს იგი მეჩეთად. მონასტრის ქრისტიანებისათვის დაბრუნება მძიმე იყო ულემებისა და ღვთის მოშიში ხალხისათვის, თუმცა მონასტრის დაბრუნება უმიზნოდ არ მომხდარა. ითქვა, რომ იგი (ქართველთა მეფე) აქეზებდა ჯუბანს ამ ქვეყნის წინააღმდეგ და არ იშურებდა მისთვის (ჯუბანისათვის) მის (სულტნის) წინააღმდეგ ძველსა და ახალ ქონებას.
ალ-უმარიმ აღნიშნა ეგვიპტის სულტნებსა და საქართველოს მეფეებს შორის მიმოწერის შემდეგი ნიმუში:
დიდებულმა ალლაჰმა დღეგრძელ ჰყოს ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, დიდებულისა, რაინდისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვებისა და სრუტეების სამფლობელოთა განძისა, რაინდთა სამწყოს დამცველისა, წინაპართა ტახტ-გვირგვინების მემკვიდრისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ბერძნების შთამომავლისა, სირიელ მეფეთა რჩეულისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლებს შორის რჩეულისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, იესოს სარწმუნოების შემწისა, საქრისტიანოს გმირთა მკურთხევლისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულტანთა მეგობრისა.
მისი (ქართველთა მეფის) შესაფერისი დალოცვა, რომელიც გადმოსცა „ათ-თარიფ“-ში ალ-უმარიმ:
დაე, დაიცვას ქართველთა მეფემ სამეფო თვისი სიყვარულით და არა ლაშქრით, აღთქმის შესრულებით და არა სპითა და ალმის ფრიალით, იმ კეთილი თვისებებით ჩვენში რომ არის და არა იმ თვისებებით თავისად რომ მიაჩნია, ჩვენი გამჭრიახი განსჯით და არა იმით რომ ცეცხლს ანთებდეს თავისი კვესით. ზოგჯერ ითქმის: „მუსლიმთა გულწრფელად მოყვარული“, ნაცვლად „მუსლიმთა ერთგული მეგობრისა“.
რაც შეეხება „ალ-თასკიფს“, იქ აღნიშნულია, რომ ქართველებს ჰყავთ ორი მეფე, ერთი მათგანია ზემოხსენებული თბილისის გამგებელი და აღნიშნა ალ-მუჰიბბიმ, რომ მისი სახელი იყო მაშინ „დავითი“, მეორე „სუხუმისა და აბხასის გამგებელი“. ეს არის ყირიმის ძღვის სამხრეთით მდებარე ორი ქალაქი, როგორც აღინიშნა ზემოთ „ჩრდილოეთის მხარის გზებისა და სახელმწიფოების“ თავში. მაშინ მის გამგებელს ეწოდებოდა დადიანი. აღნიშნა ალ-მუჰიბბიმ, რომ ყოველ მათგანთა მიმოწერის წესი ნახევარ ფურცელზეა: „მაღალი ალლაჰიმც დღეგრძელ ჰყოფს არსებობას მისი მეფური უდიდებულესობისა, დიადისა, კეთილშობილისა, მამაცისა, რაინდისა, წმინდანისა, აღსავსისა მადლითა, მავანისა, ქრისტიანული სარწმუნოების დიდებისა, ჯვრის რელიგიური საზოგადოების განძისა, ქრისტიანობის სიამაყისა, აბხაზთა, ქართველთა და ჯურჯანელთა მეფისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა. ყოველ მათგანს ეწოდება ქართველთა მეფე.
შემდეგ მიუთითა ალ-მუჰიბბიმ: კიდეც აღნიშნა აწ განსვენებულმა ყადიმ შიჰაბ ად-დინ იბნ ფადლ ალლაჰმა მიმოწერაში მომხდარი ცვლილებები, რომელთა გამეორება არ არის საჭირო, რადგან რაც მე აღვნიშნე, შემორჩენილია მტკიცედ მიმოწერაში უკანასკნელ დრომდე.
მე (ალ-კალკაშანდი) ვამბობ ამას იმიტომ, რომ უბრწყინვალეს შიჰაბ იბნ ფადლ ალლაჰის დროს ის (საქართველოს მეფე) იყო დაცული თათრების კეთილი განწყობილებისა და ქართველების ჯუბანისადმი მიმხრობის გამო, როგორც ეს ითქვა ზემოთ. ეგვიპტის სულტნის საქართველოს მეფესთან მიმოწერა მაშინ იყო უმაღლესი და უდიადესი.
ხოლო როდესაც მოისპო თათრების სახელმწიფო ირანში და ჩაქრა მათი სიმტკიცე, დაქვეითდა საქართველოს მეფესთან არსებული მიმოწერის ხარისხი. „გზებსა და სახელმწიფოებში“ ქალაქ თბილისზე თხრობის დროს კიდეც აღინიშნა, რომ ის ეკუთვნის არრანის იკლიმს და რომ დაიპყრეს ის მუსლიმებმა, შემდეგ კვლავ სძლიეს მათ ქართველებმა და დაეუფლნენ მას. მის პატრონს უწოდებენ თბილისის მფლობელს, ისევე როგორც სომხეთის სისის გამგებელს სისის მფლობელს, ხოლო კვიპროსის გამგებელს - კვიპროსის მფლობელს“.

Комментариев нет:
Отправить комментарий