ინგლისელ მოგზაურთა 26 კაცისაგან შემდგარი ჯგუფი პირველად 1599 წლის დასასრულს ეწვია შაჰ-აბას I-ის სამეფო კარს, მეთაურობდა ცნობილი დიპლომატი ანტონი შერლი. იგი 6 თვეს დარჩა შაჰის კარზე. შემდეგ შაჰის ელჩის რანგში ევროპაში გაემგზავრა, სადაც გარდაცვალებამდე, 1635 წლამე, ცხოვრობდა – რუსეთში, ცენტრალურ ევროპაში, იტალიაში, ესპანეთში და აქტიურად იყო ჩართული ევროპისა და სპარსეთის პოლიტიკურ ურთიერთობებში.
როგორც ანტონი შერლის მოგონებებიდან ჩანს, XVI საუკუნის დამლევის ინგლისური ექსპედიციის უმთავრესი მიზანი იყო სპარსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება. ანტონი შერლის წიგნი ქართველოლოგიურ მეცნიერებებისათვის ბევრ მნიშვნელოვან ცნობას იძლევა. მივუთითებთ მხოლოდ ერთ მათგანზე, რომელიც ეხება მის ურთიერთობას ალავერდი ხანთან და ამ უკანასკნელის ეროვნული სადაურობის საკითხს:
პირველმა აუდიენციამ შაჰ-აბასთან შერლი დაარწმუნა, რომ მისთვის უპირველესი ამოცანა შაჰის ნდობის მოპოვება უნდა ყოფილიყო. იგი წერს „ამიტომ მე გარკვეული დრო მოვანდომე იმაზე ფიქრს, თუ რა გზას უნდა დავდგომოდი, და გამეგო მისი (მეფის) მოქმედების მიზანი, მის ბუნებასა (ხასიათზე) და მიდრეკილებებზე დაკვირვებით; გარდა ამისა, არა მხოლოდ უნდა მიმეღწია იმისთვის, რომ მას (მეფეს) შინაგანად მოვწონებოდი, არამედ ყველა მისი დიდი თანამდებობის ადამიანს – განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ჩემი წარმოდგენით იქნებოდნენ ყველაზე უკეთესი და ძლიერი დამხმარეები ჩემი მიზნის მიღწევაში. ასეთებად მე მივიჩნიე ალავერდი ხანი – მისი გენერალი, და შაჰთამას ყული ბეგი – ორივე ქართველი. და თუმცა ისინი მაჰმადიანებად აქცია მეფის მამამ, რომელსაც მიუყვანეს ახალგაზრდობაში, მაინც მათ მუდამ ქრისტიანული გულები ჰქონდათ და უსაზღვროდ კეთილად იყვნენ განწყობილნი ყველაფრისადმი, რასაც შეეძლო ქრისტიანთა წამოწყობისათვის ხელის შეწყობა, და საჯაროდ უსურვებდნენ კარგს მათ (ქრისტიანებს) საქმიანობაში და ყველა შემთხვევას იყენებდნენ, რომ მათთვის სახელი და პატივი მიეგოთ“.
შერლის ექსპედიცია ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვაო ქალაქ საუთჰამპტონიდან გაემგზავრა. მას ესექსის დიდი პროვინციის გრაფი რობერტ დევერეუქსი აფინანსებდა. ამ ვოიაჟის პოლიტიკური მისია იყო სპარსეთის მიერ აღმოსავლეთში დიდი ომების წამოწყება, ევროპის ოსმალთაგან დასაცავად სპარსეთის ოსმალეთის წინააღმდეგ ამხედრება. ოსმალეთი, რომელმაც XV-XVI საუკუნეებში წარმატებული სამხედრო ექსპანსიით გააფართოვა და განამტკიცა თავისი საზღვრები მცირე აზიასა და კავკასიაში, უკვე წარმატებით იბრძოდა აღმოსავლეთ ევროპაში და ამით აღელვებდა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით უნგრეთს, ტრანსილვანიის სამთავროს, პორტუგალიას, ესპანეთს. XV საუკუნიდან დაწყებული ოსმალეთი ქართული სახელმწიფოს ერთიანობას დამანგრეველ დარტყმას აყენებდა, რაც ამავე საუკუნის დასასრულისთვის არსებითად დასრულდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორიის ოტომანთა იმპერიაში მოქცევით და გაგრძელდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ოსმალთა გავლენის თანდათანობით გაზრდით. ქართველთა ეროვნული ინტერესი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს დასავლეთ ევროპის ქრისტიანი მეფეებისგან დახმარებაში და ევროპასთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციურ ომებში ხედავდა. ქართველთა მეფეების ეს მიზნებია გამოვლენილი ესპანეთის მეფეებისა და რომის პაპთა წინაშე გაგზავნილ წერილებში: გიორგი VIII-ის ელჩობა რომის პაპთან (XV საუკუნის მეორე ნახევარი), კონსტანტინე II ელჩობა და წერილი ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან (1495წ.), ქართლის მეფის სიმონ პირველის წერილები ესპანეთის მეფე ფილიპე II, გერმანიის იმპერატორთან, რომის პაპთან (1596-98 წწ.). XVI საუკუნის დამლევს ქართლის მეფის აქტიური მოქმედება ოსმალეთის წინააღნდეგ სამხედრი ოპერაციების წამოსაწყებად ინსპირირეული იყო ევროპაში დაწყებული ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობით, რაც გერმანიის იმპერატორმა რუდოლფ II და რომის პაპმა კლიმენტი VIII ითავეს. როგორც სიმონ I წერილებიდან ჩანს, ამ ინიციატივას ქართლის სამეფოს გარდა მხარს უჭერს კახეთის მეფე ალექსანდრეც და თვით სპარსეთის შაჰიც.
ასე რომ, ანტიოსმალური განწყობილება შაჰ-აბასის სამეფო კარზე, როცა იქ 1599 წელს ინგლისელთა დელეგაცია ჩავიდა, ნამდვილად არსებობდა. მეორე მხრივ, ამ დროისათვის სპარსეთსა და ოსმალეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა სუფევდა, რაც წინა ათწლეულებში ოსმალთა სპარსეთის ტერიტორიაზე წარმატებული ბრძოლების შედეგად დადებულ ზავს მოჰყვა. სპარსეთისთვის სამეფო კარზე ოსმალთა წინააღმდეგ ხელახალი ომების წარმოწყების საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ პრობლემური იყო. ეს წინააღმდეგობა იგრძნო ანტონი შერლიმ სპარსეთის სამეფო კარზე პირველი ვიზიტისთანავე და ამიტომ ეძებდა იგი მხარდამჭერებს შაჰის დიდებულთა შორის. ასეთი დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა ალავერდი ხანი. ამ პოზიციაზე მტკიცედ დგომისკენ მას, ჩემი ფიქრით, მამა-პაპეული ქართული ქვეყნის ინტერესებიც ეწეოდა.
შერლის დიპლომატიურმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო. შაჰ-აბასმა მრავალწლიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ოსმალეთის წინააღმდეგ, რაც თანდათანობით სპარსეთის მიერ ათეული წლების წინ დაკარგული რეგიონების დაბრუნებით და ქვეყნის პოზიციების განმტკიცებით დასრულდა. შაჰის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას წინ უძღოდა ცხარე დისპუტი, რასაც ანტონი შერლი დეტალურად აღწერს:
გადამწყეტი თათბირი შაჰის კარზე მას შემდეგ გაიმართა, რაც შერლიმ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შაჰის დიდ ვეზირთა შორის მხარდამჭერებს მიაგნო. შაჰისა და ინგლისელი მოგზაურის საუბარს ესწრებოდნენ ვეზირები: ჰალდენ ბეგი (Haldenbeague), ბეფთან აღა (Beftan-Aga) და ალავერდი ხანი (Oliver di-Can). შერლი შეეცადა შაჰის დარწმუნებას ევროპის ქრისტიან მეფეებთან კავშირისა და მათთან ერთად თურქთა წინააღმდეგ გალაშქრების აუცილებლობაში. ვეზირებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს. ჰალდენ ბეგიმ და ბეფთან აღამ არ მოიწონეს ეს წინადადება. მათ მსჯელობას სათანადო არგუმენტაციაც ახლდა: სერ ანტონი შერლი, როგორც ვაჭარი, არაკომპეტენტურად მსჯელობს პოლიტიკურ საკითხებზე; სპარსეთს უწინაც ხშირად შეხვედრია უსიამოვნება ქრისტიან მეფეებთან კავშირის გამოც და ახლაც საშიშია მათთან კავშირის დაჭერა; მართალია, თურქებთან მეზობლობა არ არის ადვილი, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში სპარსეთს მათთან კონფლიქტი აღარა აქვს; თურქებთან ომი ძალზე ძნელი იქნება, რადგან მათ სპარსეთის საზღვრებთან - თბილისში, ვანსა და თავრიზში ციხე-სიმაგრეები აქვთ გამაგრებული; უმჯობესი იქნება თურქებთან მშვიდობის შენარჩუნება და იმ ტერიტორიების დალაშქვრა, სადაც სპარსელთა რელიგიის მიმდევრებს ავიწროებენ. ამ ვეზირთა შემდეგ სიტყვა წარმოთქვა ალავერდი ხანმა.
ვეზირების მსჯელობის საპასუხოდ ალავერდი ხანი შაჰის წინაშე შემდეგი სიტყვით წარდგა:
დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან რჩევის მიცემა და საკუთარი აზრის თავზე მოხვევა. [სერ ანტონი შერლის] შაჰისთვის რამე კი არ ურჩევია და, მით უმეტეს, მის დაყოლიებას კი არ ცდილა, არამედ ოდენ განსახილველად შესთავაზა ხსენებული საკითხი მის უდიდებულესობას. შესაძლოა [შერლის] მიერ წამოყენებული გეგმის სისრულეში მოყვანა შეუძლებელი იყოს სახელმწიფოში ამჟამად არსებულ რიგ გარემოებათა გამო, რომელთა შესახებაც მას ნაკლებად მოეხსენება. მიუხედავად ამისა, იგი მაინც არ იმსახურებს კრიტიკის ასეთ ქარ-ცეცხლში გატარებას. დიდებულთა ვალია მრავალი მოსაზრება მოისმინონ და უპირატესობა მათგან საუკეთესოს მიანიჭონ. ამას კი ისე ვერ შეძლებენ, თუ თავიანთ ქვეშევრდომებს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება არ მისცეს. დღეს თქვენც, მეც და თითოეულ ჩვენთაგანს წილად გვხვდა დიდი შაჰის წინაშე სიტყვით წარდგომის პატივი. ამიტომაც, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, მას გულახდილად მოვახსენოთ, რასაც ვფიქრობთ. ჩვენ გადაწყვეტილებების მიღება კი არ გვევალება, არამედ მისი უდიდებულესობის წინაშე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მსჯელობა. ნებისმიერ ღირსეულ ადამიანს, მიუხედავად იმისა, ქრისტიანი იქნება ის, იუდეველი თუ თავისი განსხვავებული პოზიციით ყველაზე ცუდი კაცი ამქვეყნად, უნდა შეეძლოს შაჰისთვის თავის მოსაზრებათა გაზიარება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი მსჯელობა საღი იქნება, ჩვენ კი არ შევეწინააღმდეგოთ, არამედ, პირიქით, მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ, როგორც ვეზირებს, გვევალება, რომ მოვუსმინოთ ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა თუ მდგომარეობისა და ოდენ მისი რჩევანი ვიღოთ ყურად, ვისაც ნამდვილად შესტკივა ქვეყანაზე გული. ეს ქრისტიანი ირწმუნება, რომ ესოდენ შორი გზა იმისთვის გამოიარა და მრავალი განსაცდელი იმისთვის გადაიტანა, რომ ერთგული სამსახური გაეწია ჩვენი დიდი ხელმწიფისათვის, რომლის ძალმოსილებისა და სიქველის შესახებ მრავალი სმენია. მართლაც, რა გასაკვირია, რომ უდიდებულესობის სახელი საქვეყნოდ იყოს განთქმული? როგორც წესი, ვაჭარნი საკუთარი დადებითი მხარეების შესახებ საუბრისას თავის ზნეს არ ივიწყებენ და ისე აზვიადებენ ყველაფერს, თითქოს გასაყიდი საქონლის გასაღებას ცდილობდნენ. [სერ ანტონი შერლი] კი სრულიად საპირისპიროს ჩადის: იგი არ ითხოვს, რომ, როგორც შორიდან წარმოგზავნილ ელჩს, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ან რაიმე წოდება თუ პრივილეგიები მივანიჭოთ. საოცარია, რომ იგი ასე იქცევა ქვეყანაში, სადაც სხვა არავინ გაუშვებდა ხელიდან უკეთ ან უფრო უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას. ეს ქრისტიანი გონების კარნახით მოქმედებს და ღირსეული მიზანი დაუსახავს: სურს, რომ ჩვენს ხელმწიფეს ემსახუროს მანამ, სანამ ამას მისი უდიდებულესობა ინებებს. სანაცვლოდ კი ქონებას, პირად სარგებელს ან რაიმე სხვას კი არ გამოელის, არამედ ოდენ დიდი შაჰის კეთილგანწყობას. თუმცა, ეს დიადი განზრახვა იმთავითვე დასაღუპად იქნება განწირული, თუ [შერლი] შაჰის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, როგორც გარეშე პირი, ისე შეუდგება. სულ სხვაგვარად იქნება საქმე, თუ ხელმწიფე მას თავისი ღირსებისა და ერთგულებისათვის დააჯილდოვებს და დიდებულის წოდებას უბოძებს. (ტიტული და მიწა [შერლის] წინსვლაში დაეხმარება და შედეგად იგი კიდევ უფრო მეტად გამოადგება ჩვენს ქვეყანას. ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მსურს დიდმა შაჰმა, ჩვეულებისამებრ, სამართლიანად განსაჯოს ყოველივე და შესაფერი პატივი მიაგოს ღირსეულთ. გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ არ უნდა ვუღალატოთ ჩვენს ადათს, რომელიც სტუმართმოყვარეობას, კეთილშობილური ზრახვებით მოსულთა, განსაუკთრებით კი ჩვენი მეფის ერთგულთა, საკადრის მიღებასა და დაცვას გვიქადაგებს).
რაც შეეხება [შერლის] წინადადებას: მიუხედავად იმისა, რომ ვეზირებს გონიერ და ბრძენ პირებად მივიჩნევ, მაკვირვებს ამ საკითხისადმი მათი უარყოფითი დამოკიდებულება. როგორც წესი, ხალხის გარკვეულ წრეს ძალუძს ინდივიდის შეცდომაში შეყვანა და მისთვის განზრახულსა თუ ნაფიქრალზე ხელის აღებინება. როგორც ჩანს, ამჟამადაც სწორედ ასე მოხდა: მისმა უდიდებულესობამ დიდებულთა აზრი გაითვალისწინა და სწორედ ამიტომ გაიგო არასწორად [შერლის მიერ] წამოყენებული წინადადების უმთავრესი მიზანი. კაცს იმის გაკეთება არ უნდა მოსთხოვო, რაც მის ძალ-ღონეს აღემატება. [სერ შერლის აზრით], ჩვენს ქვეყანას ესოდენ საპატიო მისიის შესრულება დიდძალ სიმდიდრეს მოუხვეჭს და სახელსაც გაუთქვამს. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ ისეთ ბრძენსა და გონიერ შაჰს, როგორიც ჩვენ გვყავს, ამ რთულ საქმესთან შეჭიდება არ გაუჭირდება. ამისთვის მას დიდძალი განძი, იარაღი და ჯარი დასჭირდება, მაგრამ მათ მოძიებას იოლად შეძლებს. დრო გადაწყვეტილების მიღებაზე კი არ უნდა დავხარჯოთ, არამედ დასახული ამოცანის სისრულეში მოყვანას უნდა მოვახმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო ზომების დროულად მიღებას ვერ შევძლებთ. მთავარი ახლა ფული კი არაა, არამედ ის, რომ შაჰმა თურქების ამჟამინდელი დაბნეულობითა და დაქსაქსვით ისარგებლოს, მის ხელთ არსებული ძალები გააერთიანოს: მოუხმოს როგორც თავის თიმარებში, ასევე მის მიერ დაქირავებულ საზღვრებთან განლაგებულ ჯარებს და თურქთა დასალაშქრად მოემზადოს (თუნდაც ამისთვის რაიმე კონკრეტული საბაბი არ ჰქონდეს). მართალია, ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ დავუშვათ, რომ შაჰი უნგრების არახელსაყრელ პირობებს დასთანხმდეს და მათთან მშვიდობის დამყარება გადაწყვიტოს. აღნიშნული საკითხის განხილვას, ზავის დადებას, ჯარების გაწვევასა და ა. შ. ძალზედ დიდი დრო დასჭირდება. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ რაიმე ახალი დაბრკოლება იჩენს თავს და დაზავებას ხელს შეუშლის. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, მაინც აჯობებს, შაჰი დროებით ზავს დასთანხმდეს, ვიდრე მომავალში იძულებული გახდეს, უარეს დათმობებზე წავიდეს: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი უმთავრესი მოკავშირენი უნგრელებს ემხრობიან. გარდა ამისა, არც ისაა გამორიცხული, რომ უნგრეთმა თავისი საზღვრები კონსტანტინოპოლამდე განავრცოს. თურქებთან ბევრი რამ გვაქვს საერთო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რელიგიები მცირედ განსხვავდება ერთმანეთისაგან. შესაბამისად, შეუძლებელია, ომმა სამუდამო მტრებად გადაგვკიდოს და ერთურთის მიწისაგან აღგვა გვასურვებინოს. არაერთი გარემოება შეგვიწყობს ხელს მომავალში მათთან ურთიერთობის აღდგენაში. კარგად ვიცი, რომ თავრიზი, და ვანი ძლიერი ქალაქებია. მაგრამ ძალისა და ნებისყოფის მობილიზების საშუალებით ნებისმიერი ადგილის აღებაა შესაძლებელი. თანაც, არა მგონია, გაჭირვების ჟამს ჩვენს მოწინააღმდეგეს ვინმე ამოუდგეს მხარში. თათრები, როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხანი არაა, რაც დამარცხდნენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე აჯანყდებიან. ჩვენც შემთხვევით უნდა ვისარგებლოთ და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ. უკმაყოფილება მხოლოდ მაშინ შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ საფრთხეში, როდესაც მას წინ უძღვის ამაო და ხანგრძლივი ბრძოლა გათავისუფლებისათვის. მის უდიდებულესობას შეუძლია ოცდაათიათასი ჯან-ღონით აღსავსე თათარი გაიწვიოს ომში, შედეგად კი არა მარტო პროვინციაში დაისადგურებს სიმშვიდე, არამედ ჩვენი ჯარიც განახლდება და შეივსება. თათრები, რომელთაც ეცოდინებათ, რომ მათი ცოლ-შვილისა თუ მშობლების ბედი შაჰის ხელთაა, იძულებულნი გახდებიან, რომ ერთგულად ემსახურონ მას. არაა გასაკვირი, რომ ჩვენს ხელმწიფეს აქამდე არ უფიქრია თურქებთან ომის დაწყება და საკუთარი სამეფოსა და ხალხის საფრთხეში ჩაგდება. თუმცა, ცხადია, რომ იგი ამ სარისკო წამოწყებით არა მარტო ამჟამად არსებული უსამართლობისა და ბოროტების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, არამედ მომავალში მოსალოდნელ სირთულეთაც აიცილებს თავიდან. როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი წინასწარ განჭვრეტს ხვალინდელ დღეს და საჭირო ზომებს დროულად მიიღებს, მისი ქმედება სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს. ხოლო თუ იგი მანამ არ გაანძრევს ხელს, სანამ სავალალო შედეგების წინაშე არ აღმოჩნდება, ვეღარაფერი უშველის. ექიმების თქმისა არ იყოს: საწყის ეტაპზე ციებ-ცხელების განკურნება ადვილია, შემჩნევა კი - რთული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა დროულად არ მიაკითხა მკურნალს, მდგომარეობა რადიკალურად იცვლება: ავადმყოფობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, მისი განკურნება კი - შეუძლებელი. სახელმწიფოს შემთხვევაშიც ხშირად სწორედ ასეა საქმე: თუ კაცი წინასწარ განჭვრეტს მოსალოდნელ პრობლემებს, მათი თავიდან აცილება არ გაუჭირდება; ხოლო სირთულეთა უგულებელყოფის შემთხვევაში კი მათ აღმოფხვრას ვერასდროს შეძლებს. ყოველივე ზემოთქმულს შემდეგ დასკვნამდე მივყავართ: მიუხედავად იმისა, რომ თურქებთან შეტაკება მის უდიდებულესობას არაერთ უსიამოვნებას მიაყენებს, მან უკან არ უნდა დაიხიოს და ბრძოლაზე უარი არამც და არამც არ უნდა თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგე ჩამოიშოროს, მას წინსვლის საშუალებას მისცემს. მოგეხსენებათ, ომის თავიდან აცილება შეუძლებელია - ოდენ მისი გადადებაა შესაძლებელი. ეს კი ისევ და ისევ ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს. არ დავეთანხმები იმ ბრძენთ, რომლებიც მუდამ იმას გვირჩევენ, რომ არ ავჩქარდეთ. პირიქით, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ნებისმიერმა დიდებულმა თუ უბრალო მოკვდავმა თავისი გონებისა და ღირსებების სრული რეალიზება დროულად უნდა მოახდინოს, ვინაიდან დრო სწრაფად გარბის და ხშირად სიკეთეს ბოროტებით ცვლის და ბოროტებას - სიკეთით. როგორც წესი, ხელმწიფეთა რეპუტაციას მათი სამართლიანი ქმედება განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შაჰის სახელს ამ ქრისტიანის თავის სამსახურში ჩაყენება ოდნავადაც კი არ მიაყენებს ჩრდილს. პირიქით, ამ ეტაპზე უგნრეთთან და ესპანეთთან კავშირი მას სასიკეთოდ წაადგება. მიუხედავად იმისა, რომ თურქებთან მრავალი საერთო გვაქვს, ამჟამად ის უფრო მართებული და იოლი იქნება, რომ შაჰმა ესპანეთი და უნგრეთი მასთან კავშირის აუცილებლობაში დაარწმუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც თავად აღმოვჩნდებით სირთულეთა წინაშე და დახმარება დაგვჭირდება, შესაძლოა ამ ქვეყნების მმართველებმა ჩვენი საუბარი ყურად აღარც კი იღონ. მიუხედავად თქვენ მიერ გამოტანილი დასკვნისა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ ყოველივე. ხელმწიფე თურქებთან ომის დაწყების შემთხვევაში დიდძალ იარაღსა და ხაზინას კი არ დაკარგავს, არამედ, პირიქით, სიმდიდრეს მოიხვეჭს და ჯარის შენახვა აღარ გაუჭირდება. ხოლო მაშინ, თუ ომზე უარს იტყვის, თავისი მეომრების განლაგება ისეთ შორეულსა და უნაყოფო მიწებზე მოუწევს, როგორებიც ლორე და ორმუზია. იქ კი ჯარისკაცთა გამოკვება ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იარაღის შესყიდვა და ბრძოლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი.
გარდა ამისა, საფრთხეს არც ესპანეთის მეფე შეგვიქმნის, რომელიც პრიორიტეტს თავისი ტერიტორიების განვრცობას კი არ ანიჭებს, არამედ მათ დაცვას. როგორც წესი, იგი ცდილობს შექმნას იმის ილუზია, რომ ქვეყნის საზღვრების გაფართოებას აპირებს. სინამდვილეში კი ამისათვის არც საკმარისი რაოდენობის მეომრები ჰყავს და არც – ცხენები. ერთადერთი, რისი იმედიც აქვს, თავისი კარაპებია, რომლებითაც ფორტებს ამაგრებს. ესპანეთის მეფესთან ბრძოლა ჩვენს ხელმწიფეს დიდძალი სიმდიდრისა და ჯარისკაცების დაკარგვის ფასად დაუჯდება, რაც, რასაკვირველია, თურქებს მეტად აამებს და მათ კიდევ უფრო გააძლიერებს. საქმე ისაა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი ზღვასთან არიან გამაგრებულები, სადაც ჩვენ საფორტო ნაგებობანი არ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, შაჰს დიდი სიფრთხილე მართებს გადაწყვეტილებების მიღებისას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას მეტად არახელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა უკავია: თურქების იმპერიასა და ესპანეთის სამეფოს შორის მდებარეობს. როგორც წესი, თურქები მუდამ სარგებლობდნენ ჩვენსა და ესპანელებს შორის არსებული უთანხმოებით და ჩვენ მიერ დაკარგულ ტერიტორიებს თავად იერთებდნენ. წინაპრების მაგალითმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველს ესპანეთთან კავშირი და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა წარმოადგენს. უფლისა და დიდი შაჰის წყალობით არ უნდა გაგვიჭირდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრების განვრცობა. ამისათვის აუცილებელია, მისმა უდიდებულესობამ თურქების მიერ მიტაცებული პროვინციები დაიბრუნოს (რაშიც მას ვერაფერი დაეხმარება ისე, როგორც ქრისტიან მეფეებთან, განსაკუთრებით კი ესპანეთის ხელმწიფესთან კავშირი და მისი საზღვაო ფლოტით სარგებლობა). სწორედ ამიტომ ვერ გამიგია, რატომ ცდილობთ შაჰის დარწმუნებას იმაში, რომ მას ებრძოლოს, ვისთან თანამშრომლობაც სიკეთის მეტს არაფერს მოუტანს. გარდა ამისა, ესპანეთის მტრად მოკიდებით დანარჩენ ქრისტიან მონარქებსაც განვარისხებთ. შედეგად თურქებს თავადვე შევუწყობთ ხელს გაძლიერებაში. ისინი კი, რასაკვირველია, პირველივე ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლებენ და ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედებენ. თურქნი სწორედ იმიტომ ცდილობენ ჩვენთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, რომ დრო მოიგონ, ძალების მობილიზება მოახდინონ, საჭირო აღჭურვილობა მოიმარაგონ და ჩვეულებისამებრ აგვიჯანყდნენ (ისე, როგორც, მაგალითად, მისი უდიდებულესობის მოხარკე არმესელი დიდებული მუმბარაგი და არაერთი მისთანანი, რომლებიც არც თავიანთი მდგომარეობით გამოირჩევიან და არც – ქმედებით). მართალია, ვეზირები თურქებთან ომის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ, აშკარაა, რომ შეტაკების შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ამაში კი, უპირველეს ყოვლისა, თურქთა სულთანის ამჟამინდელი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა დაგვეხმარება. სრული ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი მეფეთა მრჩეველნი ხშირად თავიანთი ხელმწიფის დადებით თუ უარყოფით მხარეებთან ასოცირდებიან. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სხვა პიროვნებას, თუნდაც იგი განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩეოდეს, ისინი ეჭვის თვალით უყურებენ და მოქმედების დროსა და საშუალებას უზღუდავენ. ასე ისინი იმიტომ იქცევიან, რომ თავიანთზე ნიჭიერ და ღირსეულ პირთა კონკურენცია აშინებთ. ჩემს ნათქვამში დასარწმუნებლად აღარ მოვიყვან იმ უამრავ მაგალითს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა და არც მათი სახელების ჩამოთვლას მოვყვები, ვინც, ზემოხსენებული მიზეზის გამო, საწყალობლად დაასრულა საკუთარი სიცოცხლე. ერთადერთი სურვილი მაქვს: მის უდიდებულესობას ვთხოვო, მკაცრად ნუ განსჯის ამ ქრისტიანს, რომელმაც ესოდენი გაბედულება მხოლოდ იმისთვის გამოიჩინა, რომ შაჰისათვის თავისი ერთგულება დაემტკიცებინა. შირლიმ ოდენ თავისი მოსაზრებანი გაგვიზიარა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ მისი გეგმის სისრულეში მოყვანა კიდევ უფრო გაუთქვამდა სახელს შაჰს, მის სამეფოსა და ქვეშევრდომებს; და მათთვის უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავლის გარანტი გახდებოდა. შერლის არ უსაუბრია თურქთაგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელზედაც ზემოთ მოგახსენებდით, ვინაიდან ეს ისედაც აშკარაა. შაჰმა მადლობა გადაუხადა ალავერდი ხანს და უბრძანა ბოსტან აღას თავისი აზრი გამოთქვა. მან ჯერ ყველას მადლობა მოახსენა გულახდილობისათვის, შეაქო ისინი (ვინაიდან მას საჯარო კრიტიკა არ სჩვევია: ოდენ თავად უწყის, რას ფიქრობს სინამდვილეში), შემდეგ კი ისაუბრა როგორც თურქებთან ომის, ასევე ჩემ [სერ ანტონი შერლის] შესახებ...

Комментариев нет:
Отправить комментарий