ამასიის საზავო ხელშეკრულებით (1555 წ.) ირანმა დასავლეთ საქართველო ოსმალეთის მფლობელობაში აღიარა და დიდი ხნის მანძილზე მისი ამ ხელშეკრულების ფარგლებში შეკავებას ცდილობდა.
ოსმალეთს ირანთან ომის დროს (1578-1590 წწ.) აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა უნდოდა და ქართლ-კახეთის სამეფოების მიმართ მკაცრ ღონისძიებებს მიმართავდა. სვიმონ I იარაღით ებრძოდა ოსმალებს, ხოლო ალექსანდრე II ხარკით, დიპლომატიური საშუალებებით და დაპირებებით კვებავდა აგრესორს და მოძალადეს ბოლომდე არც ის დაემორჩილა. სტამბოლის ზავით (1590 წ.) ომის დამთავრების შემდეგაც ქართლის ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში ოსმალთა ჯარი იდგა, მაგრამ ქართლის სამეფო და ირანი ამის შეგუებას არ აპირებდა.

მართალია, ირანის მიერ საქართველოს დასავლეთ ნაწილზე ოსმალეთის უფლების აღიარებას, ამ უკანასკნელისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მას თავის წილხვედრილზე რეალური ხელისუფლების გავრცელება ნომინალურად უხდებოდა. დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები მხოლოდ სიმბოლურ მორჩილებაზე თანხმდებოდნენ. ამიტომ ოსმალეთი იძულებული იყო მათთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, მშვიდობიანად, მოლაპარაკებებით მოეგვარებინა თეიმურაზი, სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას დიპლომატიას ანიჭებდა. მას სხვადასხვა ან ერთსა და იმავე პერიოდში დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ირანთან, ოსმალეთთან, რუსეთთან, ესპანეთთან, რომთან, ჩრდილო კავკასიის სამთავროებთან და, რა თქმა უნდა, ქართულ სამეფო-სამთავროებთან. მაგრამ დასახელებული ქვეყნებიდან მაინც განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ სამი სახელმწიფო, რომლებთანაც მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე უხდებოდა ურთიერთობა. ესენი იყო ირანი, ოსმალეთი და რუსეთი. ამათგან, მაინც გამორჩეულად ინტენსიური და სახიფათო (სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური) ურთიერთობა ჰქონდა ირანთან. შესასწავლ პერიოდს წითელ ხაზად გასდევს თეიმურაზ მეფის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ბრძოლა ირანის შაჰების _ შაჰ აბას I-ის, შაჰ სეფის, შაჰ აბას II-ის _ წინააღმდეგ. ქართველი მეფე სწორს არ უდებდა საყოველთაოდ აღირებულ ირანის პოლიტიკოსსა და სამხედრო მოღვაწეს შაჰ აბას I-ს. როგორი უნდა ყოფილიყო პატარა კახეთის მეფის პოლიტიკური და შეიარაღებული ბრძოლა უზარმაზარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ მის უდიდეს მბრძანებელს, ირანის `ლომად~ შერაცხულ შაჰ აბას I-ს არ მორიდებოდა იმის აღიარება, რომ მას, თეიმურაზის სახით, ერთადერთი მტერი ჰყავდა.
თეიმურაზ მეფის დიპლომატიის მთავარი საზრუნავი ოსმალეთის ან რუსეთის შეიარაღებული ძალითა და დიპლომატიით ირანის განეიტრალება იყო. რუსეთს, თეიმურაზის მეფობის ხანაში, საქართველოს გამო ირანთან შეიარაღებული დაპირისპირების საშუალება არ ჰქონდა და არც მის ინტერესებში შედიოდა. რუსეთისათვის ირანი იმდენად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო და იმდენად უფრთხილდებოდა მასთან ურთიერთობას, რომ ცდილობდა ევროპის სახელმწიფოებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე გავლით ირანთან დაკავშირებისათვის ხელი შეეშალა.
ოსმალეთთან მიმართებაში რუსეთი მხოლოდ თავდაცვით პოლიტიკას ახორციელებდა და, თუ არ ჩავთვლით დონელი კაზაკების საზღვაო ექსპედიეცებსა და თავდასხმებს ოსმალეთისა და ყირიმის სანაპირო ქალაქებზე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს ირანი, ობიექტურად, ოსამალეთის წინააღმდეგ მოკავშირედ ეგულებოდა.
ამგვარი ვითარება აიძულებდა თეიმურაზ მეფეს ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად მოკავშირე შორეულ დასავლეთ ევროპაშიც ეძებნა.
ირანმა XVII საუკუნეში, დასუსტებულმა და ოსმალეთის მიერ დამარცხებულმა შეაბიჯა. აღმოსავლეთიდან მას ოზბეგები ავიწროებდნენ დასავლთიდან კი ოსმალები. ირანს, კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლა, მოკავშირეების გარეშე არ შეეძლო. შაჰ აბას I ხედავდა, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მოკავშირენი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ევროპის ის ქრისტიანული სახელმწიფოები, რომლებსაც ოსმალეთის დაპყრობითი და საგადასახადო პოლიტიკით, ზოგს ეკონომიკური ინტერესები ელახებოდათ, ზოგი კი ოსმალეთის პირდაპირ აგრესიას განიცდიდა. Aმავე დროს, ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოები ირანთან ვაჭრობითაც ძლიერ დაინტერესებულნი იყვნენ. თავისი შორს მიმავალი გეგმების განსახორციელებლად.
შაჰ აბასმა ქვეყანაში ჯერ სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა და ახალი საუკუნის დასაწყისისათვის, ოზბეგების საშიშროების ლიკვიდაციის შემდეგ, სამი ამოცანის გადაწყვეტას შეუდგა: 1. ოსმალების მიერ დაპყრობილი ირანის მიწების განთავისუფლება; 2. ოსმალეთისათვის საქართველოს წართმევა და მისი მუსლიმანურ სახანოდ გადაქცევა; 3. რუსეთის გავლენის ზრდის შეჩერება კავკასიაში.
შაჰ აბასმა ისარგებლა ოსმალეთის ეკონომიკის დაცემით, ევროპაში მისი სამხედრო წარუმატებლობით და იმპერიის შიგნით ფეოდალური ომებით (ჯელალიების აჯანყება). ოსმალეთის არმია იმდენად დემორალიზებული იყო, რომ დაიწყო დეზერტირობა იმ დონეზე, როდესაც ცალკეული ნაწილები სპარსელების მხარეზეც კი გადადიოდნენ. ჭკვიანმა შაჰმა ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ისეთი პოლიტიკაც შეიმუშავა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, წინასწარ განაპირობა თეიმურაზ I-ის პროევროპული პოლიტიკის ჩავარდნა.
გასათვალისწინებელია, ისიც, რომ XVII ს. დასაწყისში შაჰ აბასმა ოსმალეთთან ომის განახლებაზე დროებით ხელი აიღო და მთელი ყურადღება ქრისტიანულ სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად დიპლომატიურ ღონისძიებებზე გადაიტანა. დასავლეთის ირანისადმი კარგი განწყობისა და ინტერესის კიდევ უფრო გააქტიურებისათვის აუცილებელი იყო ქრისტიანულ სახელმწიფოებში ისეთი სახელის დამკვიდრება, თითქოს არც ირანში და არც მის საზღვრებს გარეთ ირანის ხელისუფლება ქრისტიანებს კი არ დევნიდა, არამედ, პირიქით, მათ მიმართ კეთილად განწყობილი იყო.
აბას I-ს ვიდრე იმედი ჰქონდა რომის პაპი, გერმანიის იმპერატორი და ესპანეთის მეფე საერთო მტრის, ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარებას აღმოუჩენდნენ, მანამდე ქრისტიანების მიმართ შემწყნარებელი იყო. `შაჰი ვერ დაუშვებდა ქრისტიანთა დევნას იმ დროს, როცა თვითონ იგი ევროპის ხელმწიფეებს თურქთაგან ქრისტიანების დაცვასა და იერუსალიმში ქრისტეს საფლავის გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდა~. იგი მფარველობდა და ეხმარებოდა კათოლიკე მისიონერებსა და სხვა ქრისტიანებს, იყენებდა მათ სხვადასხვა მიზნით: კომერციულ აგენტებად, ელჩებად აგზავნიდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის და ევროპის სავაჭრო კომპანიებთან კავშირის დასამყარებლად.
შაჰ აბასის ამგვარმა პოლიტიკამ მრავალი მკვლევარი შეცდომაში შეიყვანა. როგორც ვ. გაბაშვილი წერდა, შაჰი რომ ქრისტიანებს მფარველობდა, ამის მაგალითად ხშირად ასახელებდნენ მის კარზე დაწინაურებულ ქართველებს, მაგრამ ამას იგი უმეტესად აღზევებული ყიზილბაში ამირების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და გასანეიტრალებლად აკეთებდა. აბას I ქართველების როგორი `მოყვარული~ იყო და როგორ გაანადგურა აღმოსავლეთ საქართველო, იმავე ევროპაში ძალიან კარგად იყო ცნობილი.
როგორც შემდეგში ითქმევა, შაჰ აბას I-ს, სხვადასხვა დროს სთხოვდნენ ქართველებისა და საქართველოს დანდობას იმ ქვეყნების მეთაურები (რომის პაპი, რუსეთის ხელმწიფე, ესპანეთის მეფე), რომლებსაც იგი ქრისტიანების მოყვარულად აჩვენებდა თავს. შაჰ აბასმა ქრისტიანებისადმი თავისიQდამოკიდებულება ოთხი მუხლის სახით ნათლად ჩამოაყალიბა საგანგებოდ შემუშავებულ ანტიოსმალურ გეგმაში, რომელიც პაპ კლემენტი VIII-ს (1592-1605) გაუგზავნა. ქრისტიანობისადმი მისი კეთილგანწყობის დასადასტურებლად აღნიშნავდა, რომ მისი ერთ-ერთი ცოლი, მრავალი კარისკაცი და ირანის მაღალი მოხელე ქრისტიანი იყო. `...ირანის მეფე გავლენიანი პირების რჩევით თანახმა არის მოლაპარაკებები აწარმოოს ქრისტიანებთან, _ წერდა აბას I პაპს _ და მათ მიმართ თავაზიანობა და კეთილი განწყობა გამოხატოს. იგი თავისი სურვილით გამოხატავს მათდამი პატივისცემას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ცოლად შეირთო ქართველების მეფე სვიმონ ხანის ქრისტიანი ასული1. ამის გამო მის სამეფო კარზე მრავალი ქრისტიანი დაწინაურდა. უფრო სწორად რომ ითქვას ყოველივე ქრისტიანთა განკარგულებას ექვემდებარება. მაგალითად, ასეთია მისი ჯარის სარდალი ალაჰ ვერდი2 და მრავალი სხვანი~3. ეგეც არ იყოს, შაჰის აზრით, პაპისათვის სასარგებლო იქნებოდა იმის ცოდნა, რომ ალის მოძღვრებაზე დამყარებული მუსლიმანური სამართალი (განსხვავებით ომარის მოძღვრებისაგან, რომელსაც ემყარება თურქების სამართალი), ქრისტიანობისადმი შემწყნარებლურია. საყურადღებოა მესამე მუხლი, რომელშიც კარგად ჩანს შაჰ აბასის, როგორც დიპლომატის ნიჭი: მან კარგად იცის აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი პაპის დამოკიდებულება და პირდებოდა ირანსა და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში მცხოვრები არაკათოლიკე ქრისტიანებს, მათ შორის ქართველებს, მის ტახტს დაუმორჩილებდა.
თეიმურაზ მეფის დიპლომატიის მთავარი საზრუნავი ოსმალეთის ან რუსეთის შეიარაღებული ძალითა და დიპლომატიით ირანის განეიტრალება იყო. რუსეთს, თეიმურაზის მეფობის ხანაში, საქართველოს გამო ირანთან შეიარაღებული დაპირისპირების საშუალება არ ჰქონდა და არც მის ინტერესებში შედიოდა. რუსეთისათვის ირანი იმდენად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო და იმდენად უფრთხილდებოდა მასთან ურთიერთობას, რომ ცდილობდა ევროპის სახელმწიფოებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე გავლით ირანთან დაკავშირებისათვის ხელი შეეშალა.
ოსმალეთთან მიმართებაში რუსეთი მხოლოდ თავდაცვით პოლიტიკას ახორციელებდა და, თუ არ ჩავთვლით დონელი კაზაკების საზღვაო ექსპედიეცებსა და თავდასხმებს ოსმალეთისა და ყირიმის სანაპირო ქალაქებზე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს ირანი, ობიექტურად, ოსამალეთის წინააღმდეგ მოკავშირედ ეგულებოდა.
ამგვარი ვითარება აიძულებდა თეიმურაზ მეფეს ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად მოკავშირე შორეულ დასავლეთ ევროპაშიც ეძებნა.
* * *
გასაგები რომ გახდეს თეიმურაზ I-ის ევროპასთან (იგულისხმება რუსეთიც) დიპლომატიური ურთიერთოების წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზები, ძალიან მოკლედ მაინც უნდა განვიხილოთ შაჰ აბას I-ის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობა XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, იმ ევროპულ სახელმწიფოებთან, რომელთა შორისაც ქართველები ანტიირანულად განწყობილ მოკავშირეს ეძებდნენ.ირანმა XVII საუკუნეში, დასუსტებულმა და ოსმალეთის მიერ დამარცხებულმა შეაბიჯა. აღმოსავლეთიდან მას ოზბეგები ავიწროებდნენ დასავლთიდან კი ოსმალები. ირანს, კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლა, მოკავშირეების გარეშე არ შეეძლო. შაჰ აბას I ხედავდა, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მოკავშირენი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ევროპის ის ქრისტიანული სახელმწიფოები, რომლებსაც ოსმალეთის დაპყრობითი და საგადასახადო პოლიტიკით, ზოგს ეკონომიკური ინტერესები ელახებოდათ, ზოგი კი ოსმალეთის პირდაპირ აგრესიას განიცდიდა. Aმავე დროს, ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოები ირანთან ვაჭრობითაც ძლიერ დაინტერესებულნი იყვნენ. თავისი შორს მიმავალი გეგმების განსახორციელებლად.
შაჰ აბასმა ქვეყანაში ჯერ სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა და ახალი საუკუნის დასაწყისისათვის, ოზბეგების საშიშროების ლიკვიდაციის შემდეგ, სამი ამოცანის გადაწყვეტას შეუდგა: 1. ოსმალების მიერ დაპყრობილი ირანის მიწების განთავისუფლება; 2. ოსმალეთისათვის საქართველოს წართმევა და მისი მუსლიმანურ სახანოდ გადაქცევა; 3. რუსეთის გავლენის ზრდის შეჩერება კავკასიაში.
შაჰ აბასმა ისარგებლა ოსმალეთის ეკონომიკის დაცემით, ევროპაში მისი სამხედრო წარუმატებლობით და იმპერიის შიგნით ფეოდალური ომებით (ჯელალიების აჯანყება). ოსმალეთის არმია იმდენად დემორალიზებული იყო, რომ დაიწყო დეზერტირობა იმ დონეზე, როდესაც ცალკეული ნაწილები სპარსელების მხარეზეც კი გადადიოდნენ. ჭკვიანმა შაჰმა ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ისეთი პოლიტიკაც შეიმუშავა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, წინასწარ განაპირობა თეიმურაზ I-ის პროევროპული პოლიტიკის ჩავარდნა.
გასათვალისწინებელია, ისიც, რომ XVII ს. დასაწყისში შაჰ აბასმა ოსმალეთთან ომის განახლებაზე დროებით ხელი აიღო და მთელი ყურადღება ქრისტიანულ სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად დიპლომატიურ ღონისძიებებზე გადაიტანა. დასავლეთის ირანისადმი კარგი განწყობისა და ინტერესის კიდევ უფრო გააქტიურებისათვის აუცილებელი იყო ქრისტიანულ სახელმწიფოებში ისეთი სახელის დამკვიდრება, თითქოს არც ირანში და არც მის საზღვრებს გარეთ ირანის ხელისუფლება ქრისტიანებს კი არ დევნიდა, არამედ, პირიქით, მათ მიმართ კეთილად განწყობილი იყო.
აბას I-ს ვიდრე იმედი ჰქონდა რომის პაპი, გერმანიის იმპერატორი და ესპანეთის მეფე საერთო მტრის, ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარებას აღმოუჩენდნენ, მანამდე ქრისტიანების მიმართ შემწყნარებელი იყო. `შაჰი ვერ დაუშვებდა ქრისტიანთა დევნას იმ დროს, როცა თვითონ იგი ევროპის ხელმწიფეებს თურქთაგან ქრისტიანების დაცვასა და იერუსალიმში ქრისტეს საფლავის გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდა~. იგი მფარველობდა და ეხმარებოდა კათოლიკე მისიონერებსა და სხვა ქრისტიანებს, იყენებდა მათ სხვადასხვა მიზნით: კომერციულ აგენტებად, ელჩებად აგზავნიდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის და ევროპის სავაჭრო კომპანიებთან კავშირის დასამყარებლად.
შაჰ აბასის ამგვარმა პოლიტიკამ მრავალი მკვლევარი შეცდომაში შეიყვანა. როგორც ვ. გაბაშვილი წერდა, შაჰი რომ ქრისტიანებს მფარველობდა, ამის მაგალითად ხშირად ასახელებდნენ მის კარზე დაწინაურებულ ქართველებს, მაგრამ ამას იგი უმეტესად აღზევებული ყიზილბაში ამირების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და გასანეიტრალებლად აკეთებდა. აბას I ქართველების როგორი `მოყვარული~ იყო და როგორ გაანადგურა აღმოსავლეთ საქართველო, იმავე ევროპაში ძალიან კარგად იყო ცნობილი.
როგორც შემდეგში ითქმევა, შაჰ აბას I-ს, სხვადასხვა დროს სთხოვდნენ ქართველებისა და საქართველოს დანდობას იმ ქვეყნების მეთაურები (რომის პაპი, რუსეთის ხელმწიფე, ესპანეთის მეფე), რომლებსაც იგი ქრისტიანების მოყვარულად აჩვენებდა თავს. შაჰ აბასმა ქრისტიანებისადმი თავისიQდამოკიდებულება ოთხი მუხლის სახით ნათლად ჩამოაყალიბა საგანგებოდ შემუშავებულ ანტიოსმალურ გეგმაში, რომელიც პაპ კლემენტი VIII-ს (1592-1605) გაუგზავნა. ქრისტიანობისადმი მისი კეთილგანწყობის დასადასტურებლად აღნიშნავდა, რომ მისი ერთ-ერთი ცოლი, მრავალი კარისკაცი და ირანის მაღალი მოხელე ქრისტიანი იყო. `...ირანის მეფე გავლენიანი პირების რჩევით თანახმა არის მოლაპარაკებები აწარმოოს ქრისტიანებთან, _ წერდა აბას I პაპს _ და მათ მიმართ თავაზიანობა და კეთილი განწყობა გამოხატოს. იგი თავისი სურვილით გამოხატავს მათდამი პატივისცემას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ცოლად შეირთო ქართველების მეფე სვიმონ ხანის ქრისტიანი ასული1. ამის გამო მის სამეფო კარზე მრავალი ქრისტიანი დაწინაურდა. უფრო სწორად რომ ითქვას ყოველივე ქრისტიანთა განკარგულებას ექვემდებარება. მაგალითად, ასეთია მისი ჯარის სარდალი ალაჰ ვერდი2 და მრავალი სხვანი~3. ეგეც არ იყოს, შაჰის აზრით, პაპისათვის სასარგებლო იქნებოდა იმის ცოდნა, რომ ალის მოძღვრებაზე დამყარებული მუსლიმანური სამართალი (განსხვავებით ომარის მოძღვრებისაგან, რომელსაც ემყარება თურქების სამართალი), ქრისტიანობისადმი შემწყნარებლურია. საყურადღებოა მესამე მუხლი, რომელშიც კარგად ჩანს შაჰ აბასის, როგორც დიპლომატის ნიჭი: მან კარგად იცის აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი პაპის დამოკიდებულება და პირდებოდა ირანსა და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში მცხოვრები არაკათოლიკე ქრისტიანებს, მათ შორის ქართველებს, მის ტახტს დაუმორჩილებდა.
შენიშვნები
1. შაჰ აბასს ცოლად ჰყავდა სვიმონ I-ის შვილიშვილი, გიორგი X-ის ასული, ლუარსაბ II-ის და თინათინი.
2. ირანელი ისტორიკოსი ნასროლა ფალსაფი, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა შაჰ აბას I-ის ცხოვრება და მოღვაწეობა (გამოქვეყნებულია ოთხ ტომად), წერს: `ალავერდი-ხანი შაჰ-აბასის ერთ-ერთი სახელოვანი, ერთგული და საქმის მცოდნე სარდალთაგანი იყო... იგი ახალგაზრდობისას მონად გაყიდული, ერთი ბატონიდან მეორის ხელში გადადიოდა, ვიდრე შაჰ-თამაზის სამსახურში ჩადგებოდა და მისი ღოლამთაგანი გახდებოდა. რადგანაც სანდო, ერთგული და ჭკვიანი ახალგაზრდა იყო, ყულარაღასობას, ანუ შაჰის პირადი ღოლამების მეთაურობას მიაღწია. შაჰაბასმა 1004 (1595 _ე.მ.) წელს ჰიჯრით იგი ყიზილბაშ სარდლებს დაუპირისპირა და ფარსის პროვინციის მმართველად (ამირთ-ამირად) და ირანის სპასალარად დანიშნა... ალავერდი-ხანი მამაცი, საქმისმცოდნე წინდახედული, სულგრძელი და შაჰის ერთგული სარდალი იყო. ამ თვისებათა წყალობით მან მცირე ხანში მთელი ფარსის პროვინცია დაიმორჩილა, დაამარცხა ავშარისა და ბახთიარის ტომები, რომლებიც ქილუიეს მთასა და ფარსის პროვინციის სხვა ადგილებში შაჰს განდგომოდნენ. 1010 (1602 _ე.მ.) წელსაც ლარის ვილაიეთი, ომანის ზღვის სანაპირო ზოლთან ერთად, ასევე კუნძული ბაჰრეინი ხელთ იგდო. შაჰ-აბასი ალავერდი-ხანს ირანის ყველა სხვა დიდ სარდალზე უფრო მეტად აფასებდა და პატივს სცემდა. რადგანაც იგი ხანდაზმული კაცი იყო, შაჰი მას მამას ეძახდა. ვერც ერთი სარდალი ვერ უტოლდებოდა მას ჩინისა და თანამდებობის მხრივ. იგი კარგად შეიარაღებული, ომში გამოწრთობილი ოცდაათათასიანი ცხენოსანი ჯარით, ირანის სამხრეთით მდებარე ყველა ვილაიეთზე, ირანის ყურის სანაპიროსა და და კუნძულებზე მბრძანებლობდა. შაჰ-აბასი დიდი ომებისას, რომელსაც ოსმალეთთან აწარმოებდა, უმეტესად მის სამხედრო ძალას ეყრდნობოდა ხოლმე... ალავერდი-ხანის სიკვდილის შემდეგ შაჰმა ფარსის ამირთ-ამირობა მის უფროს ვაჟს იმამყული-ხანს უბოძა, ხოლო მისი მეორე ვაჟი დაუდ-ხანი ყარაბაღის ამირთ-ამირად და ყალართა ტომის მეთაურად დანიშნა~.
3. შაჰ აბას I-ის კარზე დაწინაურებულ ქართველთაგან პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ისინი, ვინც პოლიტიკურ ამინდს ქმნიდნენ ირანში XVII საუკუნის პირველ მესამედში. ესენი იყვნენ: უნდილაძეთა გვარის სამი წარმომადგენელი _ ალავერდი ხანი და მისი ორი ვაჟი _ იმამყულიხანი და დაუდ-ხანი, სააკაძეების გვარიდან _ გიორგი და როსტომი, ქართლის მეფე დავით XI-ის (დაუდ-ხანის) უკანონო შვილი ხოსრო მირზა (შემდეგში ქართლის მეფე როსტომ ხანი). იმავე ნასროლა ფალსაფის თქმით, `რადაგანაც სახელმწიფოს ბევრი გამგებელი, სამეფო კარის დიდებული, ჯარის სარდალი, მეგობრები და ახლობელნი შაჰ-აბასისა ქართველები იყვნენ და ჰარამ-ხანაშიც უამრავი ქართველი ქალი ჰყავდა, რომელნიც თავიანთი სილამაზის გამო მის სხვა ცოლებს შორის მისთვის უფრო სასურველნი და მასთან უფრო დაახლოებულნი იყვნენ, შაჰი ქართულ ენასაც დაუფლებოდა. დონ გარსია (ესპანეთის მეფის ელჩი...) თავის მოგზაურობის წიგნში წერს, რომ ერთ დღეს აუდიენციისას მან ოსმალეთის ელჩი, რადგანაც მას თავზე ჩალმა ეხურა, ირანის სასულიერო წოდების დიდ პირად ჩათვალა. შაჰმა მისი შეცდომა რომ გაიგო, ბევრი იცინა. ოსმალეთის ელჩი რომ არაფერს მიმხვდარიყო, შაჰმა ესპანეთის ელჩს ქართულად აუხსნა საქმის ვითარება. საუბარს თარგმნიდა ესპანური და ქართული ენების მცოდნე თარჯიმანი~.
* * *
შაჰ აბასი პაპს პირდებოდა, აგრეთვე, მის სამფლობელოებში კათოლიკე ქრისტიანებს ექნებოდათ თავიანთი ღვთისმსახურების თავისუფლად შესრულების, ქადაგების და პრივილეგიების უფლება.Bბოლო, მეოთხე მუხლში, შაჰი იმედს გამოსთქვამდა, რომ პაპს შეკითხვები და, შეიძლება, პრეტენზიებიც გაუჩნდებოდა. მათი მოგვარება მოხდებოდა პაპსა და შაჰს შორის შემდგომი მოლაპარაკებით. ისიც საინტერესოა, რომ შაჰმა თავის მიერ შემუშავებული ანტიოსმალური გეგმა პაპს ქრისტიანი ენტონი შირლის ხელით გაუგზავნა.
ენტონი შირლი თავის ძმა რობერტთან ერთად, საკუთარი ინიციატივით, 1598 წელს გაემგზავრა ირანში ინგლის-ირნს შორის სავაჭრო კავშირის განმტკიცებისა და შაჰ აბასის ევროპის სახელმწიფოებთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ ომისათვის წასაქეზებლად. 1599 წლის 25 იანვარს ენტონი შაჰს შეხვდა და გააცნო თავისი გეგმა ირანის ევროპის სახელმწიფოებთან ანტიოსმალური ლიგის შექმნის შესახებ. შაჰს მოეწონა ენტონის გეგმა. მაგრამ ოსმალეთის წინააღმდეგ წარმატებული ომის საწარმოებლად აუცილებელი იყო ყიზილბაშური ლაშქრის გარდაქმნა. ძმებმა შირლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შაჰ აბასის ჯარის რეორგანიზაციის საქმეში. მათ ირანში ჩაიყვანეს ზარბაზნების ჩამომსხმელი ოსტატები, რომლებიც შაჰს ჯარის გადაიარაღებაში დაეხმარნენ. სულ მალე შაჰს ჰყავდა 500 ზარბაზნითა და 60 ათასი ხელთოფით შეიარაღებული რეგულარული არმია. შაჰმა, ანტიოსმალური ლიგის შესაქმნელად, ენტონი შირლის ევროპის სახელმწიფოებთან მოლაპარაკება დაავალა. ელჩობას მეორე მეთაურიც ჰყავდა _ სპარსი ჰუსეინ ალი ბეგი. ელჩობა 25 კაცის შემადგენლობით, 1599 წლის აპრილის დასასრულს ან მაისის დასაწყისში ისპაანიდან გავიდა. შირლის შაჰის წერილები მიჰქონდა დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მეთაურთან: რომის პაპთან, იმპერატორ რუდოლფ II-სთან, საფრანგეთის, ესპანეთის, შოტლანდიის, რეჩ პოსპოლიტის მეფეებთან, ინგლისის დედოფალთან, ესექსის გრაფთან, ვენეციის სენიორიასთან და ტოსკანის დიდ ჰერცოგთან. ელჩობა რუსეთის გავლით წავიდა და 1600 წლის 11 ოქტომბერს უკვე პრაღაში იყო 1601 წლის 25 აპრილს ე. შირლიმ პაპ კლემენტი VIII-ს შაჰ აბასის წერილი გადასცა. საინტერესოა, რომPპაპმა 1601 წლის 24 თებერვალს შაჰის ქართველ მეუღლეს, თინათინს, ეპისტოლე გაუგზავნა. ჩანს, როდესაც პაპი თინათინს წერილს უგზავნიდა ჯერ მიღებული არ ჰქონდა შაჰის ის წერილი, რომლის შინაარსსაც ზემოთ გავეცანით. მაგრამ პაპის წერილი, გამოხმაურებაა სწორედ შაჰის წერილისა. პაპმა იცის შაჰის წერილის შინაარსი. Eეს გარემოება საფიქრალს ხდის, რომ ან პაპმა მიიღო შაჰის წერილი აღნიშნულ თარიღთან შედარებით ადრე ან მისი წერილია დაწერილი გვიან. უეჭველია, რომ რომელიღაც თარიღი არასწორია. ამ ეჭვის გამოთქმის საფუძვლიანობაში დავრწმინდებით პაპის მიერ თინათინისათვის გაგზავნილი წერილის შინაარსის გაცნობის შემდეგ.
კლემენტი VIII-ის წერილი, რელიეფურად გვიჩვენებს შაჰ აბასისა და პაპის ინტერესებს. Pპირველი ცდილობს რადაც არ უნდა დაუჯდეს აამოქმედოს ევროპელები ოსმალეთის წინააღმდეგ, მეორეს კი უნდა ირანის კრიტიკული მდგომარეობით ისარგებლოს და მიაღწიოს რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენის გაფართოებას აღმოსავლეთში. ისიც ნათლად ჩანს, როგორი მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპაში შაჰ აბასის პიროვნებაზე, მის დამოკიდებულებაზე ქრისტიანობისა და ქრისტიანების მიმართ. პაპი ცდილობს უბიძგოს თინათინს ქმარზე ზემოქმედებისაკენ კათოლიციზმის სასარგებლოდ და როგორ გულუბრყვილოდ სჯერა პაპს, რომ ქართველი მეუღლის შთაგონებით შაჰ აბასმა შეიძლება ქრისტიანობა აღიაროს.
მიუხედავად იმისა, რომ პაპის წერილი თინათინისადმი თარგმნილი და გამოქვეყნებულია ქართულად, მაინც მიზანშეწონილად მიმაჩნია მისი შემოკლებით ციტირება. `პაპ კლემენტ VIII-ის წერილი ქრისტეს სჯულის მიმდევარ სათნო ქალწულს, ირანის ბრწყინვალე დედოფალს! ...თქვენი მეუღლე (აბას I), ირანის ყველაზე გულადი მეფე ქრისტიანმა დედამ შვა (ჩემთვის ცნობილ წყაროებში, პირველად შევხვდი ცნობას შაჰ აბას I-ის დედის ქართველობის შესახებ.) და, როგორც ჩვენ შევიტყვეთ მეუღლეც (თინათინი) ქრისტიანი ჰყოლია ... ასე, რომ თქვენის მეშვეობით ირანის მეფეც ქრისტიანული ჭეშმარიტებითა და რწმენითაა სხივმოფენილი. როგორც ჩვენ შევიტყვეთ, თქვენი მეუღლე დაჯილდოვებულია კეთილშობილური ბუნებით, შესანიშნავი აგებულებითა და მახვილი გონებით, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებისადმი... უნდობლობას იჩენს. Mმას, სამეფო კარზე თქვენს გარდა, რომელიც მის დიდებულ გვირგვინს შებილწვისაგან იცავს, ჰყავს მაღალ თანამდებობაზე დაწინაურებული მისთვის საყვარელი ქრისტიანები, ან კიდევ ისეთნი, რომელნიც ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილს გამოთქვამენ. Mმეფე, ღვთის ნებართვითა და სურვილით ჩვენდამი კეთილად განეწყო; ჩვენთან ნამდვილი და მტკიცე მეგობრობა სურს; კათოლიკური ეკლესია ხომ მამა და მწყემსია მთელი საქრისტიანოსი. მეფის სურვილია ჩვენი მღვდლები გაუგზავნოთ, რომლებიც მეფისავე ნებართვით ააგებენ ეკლესიებს და აღიარებენ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც შექმნა სამყარო.
ჩვენამდე მოღწეული სასიამოვნო ცნობების საფუძველზე, თუკი ისინი სინამდვილეს შეესაბამება, ირანის მპყრობელმა გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს ქრისტიანთა მიმართ. Aმის შემდეგ კი, ღმერთის წყალობით აღზევდება ქრისტიანული სარწმუნოება იმ საქვეყნოდ ცნობილ სახელმწიფოებში, სადაც ძველად მუჰამედამდე ცოდვილი ცდუნება ზეიმობდა. ღმერთის მადლით, დიდია სახელი და ქება-დიდება თქვენი მეუღლის. Yყოველივეს გამო, და თქვენი ბრძნული შორსმჭვრეტელობის წყალობით, შაჰი ადვილად შესძლებს ჩვენთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას და მისი ჰუმანური ქმედებანი მაღალშეფასებული იქნება ჩვენს მიერ. როგორც თქვენც მოგეხსენებათ, პირველყოვლისა საჭიროა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარება მეფის მხრიდან... ადამიანი მხოლოდ ნათლობითა და ქრისტეს სჯულზე მოქცევით შედის ქრისტეს სამწყსოში და ეს ადგილი კათოლიკური ეკლესიაა.
მის შემდეგ, მეუღლე თქვენი გახდება ქრისტეს თაყვანისმცემელი და წმინდა საქმისადმი სულისკვეთებით გამსჭვალული. თუ თქვენი ყველაზე მედგარი მეფე და მეუღლე... დიდ წყალობას გაიღებს თავისი თავის, მთელი თავისი სამეფოს და იქ მცხოვრები ხალხებისათვის, და მიაღებინებს მათ ქრისტეს სჯულს, ამაზე სახარბიელო და ბრწყინვალე საქმე სხვა არა იქნებოდა რა... ყოველივესთან ერთად, მეფეს ზურგს გაუმაგრებს ჩვენი ძლიერი რწმენა, ღვთის საყვარელი შვილების, ქრისტიანი მეფეებისა და დიდგვაროვანთა უშუალო დახმარებით თქვენი მეუღლე საძულველი თურქების დიდი რისხვა გახდება. Oორივე მხარისათვის სასტიკი მტერი _ თურქეთი, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის მთელს საქრისტიანოს, თავზარდაცემული იქნება ჩვენი მეგობრული კავშირით. ასეთი გზით, მეფე გაანადგურებს ტირანს, რომელიც მიისწრაფვის მთელი აზიის დამორჩილებისაკენ, ხოლო თქვენს მეუღლეს, ღვთის წყალობით შესაძლებლობა ექნება გაათავისუფლოს ის მრავალრიცხოვანი ხალხები, რომლებიც თურქების უღლის ქვეშ იტანჯებიან...“
საეჭვოა, რომ პაპის წერილმა დედოფლამდე მიაღწია. გინდაც რომ დედოფალი გასცნობოდა პაპის თხოვნასა და მოწოდებებს, იმაზე მეტი მაინც ვერ გაკეთდებოდა, რასაც შაჰი თავის სამფლობელოებში ევროპელი და რუსი მბრძანელების დასანახად ქრისტიანების მიმართ აკეთებდა. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ირანიდან დასავლეთში კიდეც იგზავნებოდა.
XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ერთ-ერთმა პორტუგალიელმა ემანუელ დე სანტოსმა, რომელიც გოაში ცხოვრობდა, იმოგზაურა ირანში, თავისი თვალით ნახა და ყურით მოისმინა შაჰის ბრძანება იმ ქრისტიანების შესახებ, ვინც ირანში ცხოვრებას მოისურვებდნენ. ასეთ პიროვნებას `ექნებოდა მშვიდობიანი ცხოვრება და შეძლებდა და თავისუფლად შეასრულებდა რელიგიურ წესებსა და წირვა-ლოცვას~. ვროპამდე მიღწეულ ამგვარ ცნობებს, ფორმალური რექცია მოსდევდა. მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა შაჰ აბასს. მას რეალური დახმარება სჭირდებოდა.
ენტონი შირლის ევროპაში წარუმატებელი ელჩობის შემდეგ შაჰ აბასის უკმაყოფილება უფრო გაძლიერდა. საფრანგეთის მეფემ შაჰის ელჩი არ მიიღო. უფრო მეტიც, 29 ოქტომბერს ანრი IV-მ თავის ელჩს კონსტანტინოპოლში მისწერა, რომ შაჰის ელჩის ევროპაში ჩასვლა, დაუყოვნებლივ შაჰის მტრის, სულთნისათვის ეცნობებინა. 7 ნოემბერს შაჰის ელჩი პრაღაში იმპერატორმა რუდოლფ II-მ მიიღო. მან თანხმობა განაცხადა ირანთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ვენეციის სენიორიამ შირლი არ მიიღო. 1601 წლის 5 აპრილს ელჩობა რომში მივიდა, 25-ში შირლიმ პაპთან აუდიენციისას, შაჰის წერილი გადასცა. ინგლისის დედოფალმა შირლი ინგლისში არ შეუშვა. საფრანგეთის მთავრობამ უარი განაცხადა ატიოსმალურ ლიგაში მონაწილეობაზე. Aმის შემდეგ ენტონი შირლი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც მეფის სამსახურში შევიდა და სამუდამოდ იქ დარჩა. 1611 წელს იგი მადრიდში შეხვდა თავის ძმას რობერტს, რომელიც შაჰ აბასის ელჩის სახით ესპანეთის მეფე ფილიპე III-ს (1598-1621) ეწვია. Mმისი მიზანი იყო ესპანეთის მეფე და ევროპის სხვა მეფეებიც ირანთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარების სარგებლიანობაში დაერწმუნებინა. რობერტი შაჰს მოუწოდებდა ოსმალეთთან ზავის დადების აუცილებლობისაკენ. მაშასადამე, ძმების პოლიტიკა ოსმალეთის მიმართ რადიკალურად განსხვავდებოდა.
როგორც გამოჩნდა, დასავლეთმა, სხვადასხვა მიზეზით, შაჰ აბასის ოსმალეთთან ბრძოლის გეგმას მხარი არ დაუჭირა. Mიუხედავად ამისა, შაჰმა მაინც სერიოზულ სამხედრო წარმატებას მიაღწია 1602-1606 წლებში. ირანმა დაიბრუნა ყველა ის ტერიტორია, რომელიც 1590 წლის სტამბოლის ზავით დაკარგა.
1604 წლის 22 აპრილს ირანში ჩავიდა ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის ელჩობა, რომელსაც მეთაურობდა პორტუგალიელი დიპლომატი ლუიშ პერეირა დე ლასერდა. ელჩობაში იმყოფებოდნენ ავგუსტინელთა ორდენის ბერები ბელშიორ დუშ ანჟუში და გილიერმ დი სანტო აგოშტინიო. ისპაანში მისულ ელჩებს შაჰ აბასი დედაქალაქში არ დახვდათ. იგი ოსმალებთან ომის გამო არზრუმთან იდგა. ელჩები მასთან გაემგზავრნენ. შაჰმა ისინი დიდი პატივით მიიღო, შემდეგ კი ყაზვინში მიიწვია. ესპანეთის მეფის ეს ელჩობა იმითიც არის საინტერესო, რომ მისი წევრები ირანში შეხვდნენ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს, რომელმაც ერთ-ერთი მათგანი, თავის სამეფოში მიიპატიჟა, მაგრამ უარი მიიღო. ბელშიორ დუშ ანჟუშმა შაჰის კარზე გაიცნო სამცხის ათაბაგი მანუჩარ II, რომელიც რ. გულბენკიანს ოდიშის მთავარი მანუჩარ I (1590-1611) ეგონა.
ირან-ოსმალეთის ომის მსვლელობის დროს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ინტერესები ამ ომის მოსალოდნელი შედეგებისადმი, ერთნაირი არ იყო. პაპი, გერმანიის იმპერატორი, რეჩ პოსპოლიტისა და ესპანეთის მეფეები დაინტერესებულნი იყვნენ ირანის გამარჯვებით ან ორივე მებრძოლი მხარის დასუსტებით. იმისათვის, რომ შაჰ აბასი წაექეზებინათ ოსმალეთის წინააღმდეგ, პაპმა კლემენტ VIII-მ 1604 წელს კარმელიტი ბერები _ პავლე სიმონი, იოანე თადეუში და ვინსენტი _ ირანში გაგზვნა. მათ წაიღეს ევროპის სახელმწიფოთა მეთაურების წერილებიც. წერილებში საუბარი იყო ირანისადმი დახმარების დაპირებაზე და იყო მოწოდება ოსმალეთთან ომის არ შეწყვეტისათვის. მისიონერებს როგორც სამხედრო ექსპერტი, მიჰყვებოდა სამხედრო საქმის მცოდნე და გამოცდილი მეომარი, ფლანდრიის ბრძოლების მონაწილე ესპანელი (არაგონელი) რაინდი ფრანჩესკო რიოდოლოდი. მას უნდა შეესწავლა ირანის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა, და როგორ შეიძლებოდა მისთვის დახმარების გაწევა.
მისიონერები ირანში რუსეთის გზით გაემგზავრნენ. ასტრახანში გარდაიცვალა რიოდოლოდი. 1607 წლის ბოლოს ელჩები ისპაანში მივიდნენ. იმავე დღეს მათ ეწვიათ `ქალაქის მმართველი შაჰის მონა... ეროვნებით ქართველი, რომელიც ბავშვობიდან განდგომია თავის სარწმუნოებას... მან უხვად გამოგვიგზავნა სხვადასხვა პროდუქტი, ვახშმად გვეწვია, ბევრი გვაქო და გვითხრა, რომ თვითონაც ქრისტიანი იყო~, წერს ელჩობის მეთაური პავლე სიმონი. Pპაპის ელჩი გულისხმობს შაჰ აბასის გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, ფარსის ბეგლარბეგს, ალავერდი-ხანს.
1608 წლის 3 იანვარს შაჰმა პაპის ელჩები მიიღო. Aუდიენციის დროს მან უკმაყოფილება გამოთქვა 1606 წელს ოსმალეთ-ავსტრიის მიერ სიტვატოროკში დადებული ზავის გამო, რომლითაც ოსმალებმა, არა მხოლოდ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, არამედ ავსტრიის მიერ ყოველწლიურად გადასახდელ ხარკზე, 30 ათას დუკატზეც კი უარი თქვეს. შაჰი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ ავსტრიას წარმატების შანსი ჰქონდა და ამ დროს მან ზავი დადო ოსმალეთთან. პაპის ელჩებმა შაჰთან საიდუმლო შეხვედრა მოითხოვეს. შაჰმა ელჩების ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა იმ პირობით, რომ პავლე სიმონი წერილობით ჩამოაყალიბებდა რომის პაპის ოსმალეთის საწინააღმდეგო წინადადებებს.
პავლე სიმონმა შაჰის მოთხოვნა დააკმაყოფილა და წერილობით წარუდგინა თავისი ელჩობის მომზადების, მისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ის რაც პაპმა შაჰს შემოუთვალა შეთანხმებული იყო დასავლეთ ევროპის მეფეებთან და მთავრებთან. ისინი მზად არიან ერთობლივად გამოვიდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. პაპი შაჰს სთავაზობს სამხედრო საქმის ოსტატების გაგზვნას, მუდმივი ელჩების ყოლას რომსა და ისპაანში, რათა შესაძლებელი იყოს საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება და ერთმანეთისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. როგორცPპავლე სიმონი გადმოგვცემს, `შაჰ აბასმა განაცხადა, რომ პაპის მიერ გამოგზავნილ წინადადებებს პასუხს წერილობით გასცემს და საიდუმლო ბეჭედს დაუსვამს. ეს ბეჭედი რომის პაპისა და ქრისტიანი მეფეებისადმი გაგზავნილ წერილებს გასაიდუმლოებულ სახეს მისცემს.

მომავალში იგი აღარ ენდობა იმ წერილებს, რომელთაც ასეთი საიდუმლო ბეჭედი არ ექნება დასმული. შაჰმა აღმითქვა, რომ უახლოეს მომავალში, მომცემდა ჩემი უწმინდესობისა და ქრისტიანი მეფეებისათვის წასაღებად წერილებს. მან ვაზირს უბრძანა, რომ ევროპიდან (გამოგზავნილ) წერილებზე პასუხები სასწრაფოდ დაწერილიყო და ჩემთვის გადმოეცათ. როდესაც ვაზირმა შაჰს პაპის მითითებების მეექვსე პუნქტი წაუკითხა, მან აღნიშნა, რომ თვით მე ვიყავი მოწმე ქრისტიანებისადმი მისი ლმობიერი მოპყრობისა და იქვე დაუმატა, რომ პაპის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი ჯვარი მან საქართველოს მეფეს გაუგზავნა, ხოლო საკუთარი ხელით დამზადებული ხის ჯვარი კი პატრიარქს~.
ევროპაში საომარი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სულთანმა დაიწყო ჯარების გადმოყვანა აღმოსავლეთში ირანის ფრონტზე. შეშფოთებულმა შაჰმა მოკავშირის მოსაძებნად ევროპაში გააგზავნა ორი ელჩობა: ერთი, 1607 წელს ჯულფელი ვაჭრის შიოშის მეთაურობით, მეორე კი 1608 წელს პრაღაში. ანტიოსმალური კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით პაპის წინადადებებზე თავისი პასუხი შაჰ აბასმა გაატანა ენტონი შირლის ძმას რობერტს, რომელიც ენტონის ევროპაში გაგზავნის შემდეგ მძევლად დაიტოვა. შაჰ აბასს კვლავ გამოცდილი ქრისტიანი დასჭირდა, რომელიც პაპთან უშუალო კონტაქტს დაამყარებდა. ასეთ პიროვნებად მან რობერტ შირლი მიიჩნია. მასთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა ჩენგიზ-ბეგ რუმლუ და სომეხი ვაჭარი ახალი ჯულფიდან ხოჯა საფარი.
შაჰმა პაპს გაუგზავნა ანტიოსმალური ლიგის შექმნის გეგმა, რომლის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში: შაჰის აზრით: 1) ოსმალეთზე დარტყმის მთავარი ძალა ესპანეთი უნდა ყოფილიყო. ამ სახელმწიფოს შეუძლია თავისი უზარმაზარი ფლოტის საშუალებით სერიოზული ზიანი მიაყენოს ოსმალეთის იმპერიის სამფლობელოებს ხმელთაშუა ზღვაში და როცა სირიასა და ალეპოს შეუტევენ, მაშინ მოხდება ირანისა და ესპანეთის ჯარების გაერთიანება; 2) ყველა ქრისტიანი ხელმწიფე ოსმალეთს ეომოს თავისი ტერიტორიიდან; 3) პაპმა გამოიყენოს თავისი ავტორიტეტი და გავლენა, რათა აღიკვეთოს ქრისტიანული სახელმწიფოების მეგობრული ურთიერთობა ოსმალთთან. მათი მთელი ენერგია წარიმართოს ოსმალეთის წინააღმდეგ; 4) ზოგიერთ ქრისტიანულ სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობის შედეგად სულთანი იღებს შეიარაღებას და მდიდრდება ქრისტიანი ვაჭრების ფულით; 5) ქრისტიანი ვაჭრების საშუალებით სულთანი ყოველგვარ ინფორმაციას მოიპოვებს იმაზე, რაც მის მოწინააღმდეგე ბანაკში ხდება; 6) ქრისტიანების ასეთი ურთიერთობა სულთანთან პაპმა უნდა აღკვეთოს; 7) შაჰს მიზანშეწონილად მიაჩნია ქრისტიანული მოკავშირე სახელმწიფოების დედაქალაქებში სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნა, რათა მოკავშირეებმა სრული ინფორმაცია იქონიონ ერთმანეთის შესახებ. პაპის ელჩი, იმავე დროს, შაჰის სამფლობელოებში მცხოვრები ქრისტიანების წინამძღოლი იქნება; 8) შაჰი პაპს სთავაზობს ეჩმიაძინში დასვას არქიეპისკოპოსი, რომელიც სომხებს დაარწმუნებს და პაპს დაუმორჩილებს; 9) ირანში გაიგზავნონ კათოლიკე მისიონერები, რომლებიც თავიანთი კეთილი ქცევით სამაგალითონი იქნებოდნენ შაჰის ქვეშვრდომებისათვის; 10) კვლავ ხაზგასმულია ანტიოსმალური კავშირის შექმნის აუცილებლობა და მნიშვნელობა.

შენიშვნა
1. მიუხედავად იმისა, რომ ენტონი შირლიმ შაჰის ნდობა ვერ გაამართლა და ირანში აღარ დაბრუნდა, მისი ძმა რობერტი პატიოსნად მსახურობდა შაჰის ჯარში, ხელს უწყობდა მის გადაიარაღებასა და გაწვრთნას. უფრო მეტიც, მან თავი გამოიჩინა 1605 წლის 6 ნოემბერს ოსმალებთან ჩალდირანის ბრძოლაში და სამჯერ დაიჭრა კიდეც. შაჰ აბასმა რობერტი დააქორწინა ჩერქეზების ბელადის ისმაილ-ხანის ასულზე და ამის შემდეგ იგი ევროპაში ელჩად გაგზავნა.
* *
*
დასავლეთ ევროპაში Aარც შაჰ აბასის ამ ანტიოსმალურ გეგმას დაუჭირეს მხარი, რამაც შაჰი დიდად აღაშფოთა. 1609 წლის 5 მაისს მან ავგუსტინელ მისიონერებს პირდაპირ უთხრა: თუ ესპანეთის მეფე ოსმალეთთან ომს არ დაიწყებს, მაშინ მათ შეუძლიათ დატოვონ ირანი, რადგან მას ისინი აღარ სჭირდება. ქრისტიან ხელმწიფეებს მხოლოდ ის სურთ, რომ ოსმალებმა და სპარსელებმა ერთმანეთი გაანადგურონ და ამით მუსლიმანური რელიგია მოისპოს.
უკვე ითქვა, რომ შაჰ აბასი დასვლეთ ევროპასთან დიპლომატიური ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით რომის პაპთან გაგზავნილ წერილებში, ქრისტიანობის საკითხის განხილვისას, ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებდა თავის სამფლობელოებში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანებზე და მათი კათოლიკური ეკლესიისადმი დამორჩილებას არ გამორიცხავდა. საინტერესოა გაირკვეს, რატომ მიდიოდა შაჰი ასეთ დათმობაზე, როგორც ამის შესახებ ნათქვამია მის წერილებსა თუ ზეპირ განცხადებებში. შაჰ აბასი რომ კარგად ერკვეოდა რელიგიის საკითხებში, ამას ერთხმად აღნიშნავენ თანამედროვე ევროპელი დამკვირვებლები და მის მიერ ქრისტიანული დოგმების ცოდნის გამო გაოცებას ვერ მალავდნენ. აბასის ქრისტიანული რელიგიის საკითხებში ასეთ განსწავლულობას, ქრისტიან ქართველებთან მისი ნათესაობით ხსნიდნენ.
შაჰ აბასი კარგად ერკვეოდა სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობში, იმაში თუ რითი განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისაგან, როგორი წინააღმდეგობა არსებობდა მათ შორის და ცდილობდა ხელოვნურადაც გაემწვავებინა რელიგიური დაპირისპირება სხვადასხვა ხალხებს შორის ისე, რომ თავისი პოლიტიკური მიზნები განეხორციელებინა.
ვ. გაბაშვილი აღნიშნავდა, რომ შაჰისათვის რუსთა ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ქართველის გაკათოლიკება უფრო სასურველი იყო, ვიდრე მართლმადიდებლობაში დარჩენა. Gამორიცხული არ იყო, შაჰ აბასს ქართველების სწორედ კათოლიკობასთან დაახლოების მიზნით, ევროპაში მიმავალი კათოლიკე მისიონერი თადეუშისათვის დაევალებინა აუცილებლად თეიმურაზ მეფის სამფლობელოზე გაევლო. თეიმურაზ მეფემ თადეუშს სთხოვა რომის პაპთან ეშუამდგომლა, რათა მას საქართველოში კათოლიკეთა მისიონი გაეხსნა. ასვე, საფიქრებელია, შაჰს უნდოდა თეიმურაზს თადეუშის ხელით ეპისტოლეები გაეგზავნა როგორც რომის პაპთან, ისე ევროპის ქრისტიან ხელმწიფეებთან. შაჰ აბასი ამით, სავარაუდოა, ორი მიზნის მიღწევას აპირებდა: `თეიმურაზ მეფის კათოლიკურ დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობა მოსკოვის მეფეს მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან დაკავშირებულ იმ კოზირს დააკარგვინებდა, რომელიც მის კავშირს კახეთთან მტკიცე საფუძველს უქმნიდა. Aმას შეიძლებოდა ის შედეგიც მოჰყოლოდა, რომ კათოლიკე მისიონერთა საქართველოში მოღვაწეობას აქ მართლმადიდებლობა შეესუსტებინა~. შწორედ ამ მიზნით უნდა ყოფილიყო შაჰ აბასის მიერ ის ნათქვამი, რომელსაც ანტონიო გოვეა1 1611 წელს თავის `სამახსოვრო ირანში ქრისტიანობის საკითხების შესახებ~, გადმოგვცემს. იგი თავად შესწრებია შაჰ აბასი როგორ არიგებდა (ალბათ, ანტონიო გოვეას დასანახად და გასაგონად) ქართველთა ელჩებს: `უთხარით თქვენს მეფეს, თუ ის ქრისტიანია, უნდა ემორჩილებოდეს რომის უწმინდეს პაპს, ვინაიდან მე კარგად ვიცი, რომ ის, ვინც ამას არ აკეთებს _ ის არ არის კარგი ქრისტიანი~.

1. გოვეა ფრანსისკო, ანტონიო დე (1575_1628), პორტუგალიელი მისიონერი და ისტორიკოსი, ავგუსტინელი ბერი. 1597 წ. გაემგზავრა ინდოეთში. Mონაწილეობდა ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის მიერ 1604 წელს გაგზავნილ ელჩობაში, რომელსაც დაევალა სავაჭრო ურთიერთობის დამყარება ირანთან. 1611-ში გოვეამ თავისი მოგზაურობის `ცნობები~ ლისაბონში გამოაქვეყნა. მასში არის უაღრესად საინტერესო ცნობები ირანში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველებზე _ ალავერდი ხანზე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-სა და მის შაჰ აბასთან ურთიერთობაზე, გიორგი X სიმონ პირველის ძეზე (1600-1606), კონსტანტინე I კახთა მეფეზე (1605) ქართლისა და კახეთის ჯარების მონაწილეობაზე ერევნის ციხე-სიმაგრის აღებაში (1604), კონსტანტინეს ლაშქრობაზე შირვანში, მის მიერ მამის, ალექსანდრე II-ის და ძმის _ გიორგის მოკვლაზე, ქართველების მიერ კონსტანტინეს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზე და მის დაღუპვაზე, თეიმურაზ I-ის გამეფებაზე, სტამბოლში ტყვეობაში მყოფი სვიმონ I-ის მონახულებაზე მისი მეუღლის მიერ და სხვ., სამცხის ათაბაგ მანუჩარ II-ზე. იქვეა ზოგიერთი ცნობა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.
* * *
შაჰ აბასისათვის ნათელი იყო, რომ მართლმადიდებლური საქართველოს და რუსეთის კავშირი, ირანის მომავლისათვის, უდიდეს საშიშროებას შეიცავდა. რადგან საქართველოს მუსლიმიზაციას პერსპექტივა არ ჰქონდა,Aამიტომ შაჰი ცდილობდა ეს ორი ქრისტიანული სახელმწიფო ერთმანეთთან იდოლოგიურად დაეპირისპირებინა, რაც მათ შორის ირანის საწინააღმდეგო კავშირს გამორიცხავდა. შუა საუკუნეებში ამა თუ იმ ქვეყანაში გაბატონებული რელიგია რადგან, იმავე დროს, იდეოლოგიაც იყო, შაჰის ვარაუდით, საქართველოში კათოლიციზმის გამარჯვება თავისთავად გამორიცხავდა მართლმადიდებელ, კათოლიციზმისადმი მტრულად განწყობილ რუსეთთან მის ურთიერთობასა და კავშირს.
მას შემდეგ, რაც საქართველო კათოლიკური ქვეყანა გახდებოდა, იგი ირანისათვის ნაკლებად სახიფათო იქნებოდა. Iგი ირანისათვის მიუღებელ კავშირს ერთმორწმუნე ევროპის ქვეყნებთან ვერ დაამყარებდა. ამის საშუალებას არ მისცემდნენ მის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები, რომელთა რიგებს რუსეთიც შეემატებოდა. ევროპისაგან იზოლირებული საქართველო იოლად დასამორჩილებელი იქნებოდა. შაჰ აბასმა ამ გეგმის განხორციელება ვერ შესძლო. ქართველებმა არც კათოლიკობა მიიღეს და არც შაჰს დაემორჩილნენ. საქართველო-რუსეთის დაახლოება კი, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. შაჰ აბასის ამ კავშირისადმი შიშისა და საფიქრალის სისწორე მომავალმა დაადასტურა.
მიუხედავად იმისა, რომ შაჰ აბასმა დაკარგა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო ბლოკის შექმნის იმედი, მათთან ურთიერთობას მაინც აგრძელებდა. 1608 წლის ივნისში ისპაანში მივიდა ესპანეთის მეფის ელჩი ანტონიო გოვეა, რომელმაც შაჰს აცნობა, რომ შაჰის მიერ ესპანეთში გაგზავნილი ელჩი ფაქიზე იმამ ყული-ბეგი, რომელიც პორტუგალიის ელჩ ლუი პერეირა დე ლასერდასთან ერთად გაემგზავრა, 1607 წლის იანვარში ჯერ კიდევ ადგილამდე არ მისულიყო.
1608 წლის ნოემბერში გოვეა შაჰის დავალებით გაემგზავრა ესპანეთში, რათა ფილიპე III დაეყოლიებინა ოსმალეთის წინააღმდეგ კავშირზე ირანის ელჩების ევროპაში მოლაპარაკებების წარუმატებლობა შეიძლება აიხსნას რამდენიმე მიზეზით. ერთ-ერთი და, შეიძლება, უმთავრესი, იყო ელჩობის ხანგრძლივობა. ჩვეულებრივ, ვიდრე ელჩი უკან დაბრუნდებოდა საშუალოდ 5 წელი გადიოდა. ამ დროის განმავლობაში კი ბევრი რამ იცვლებოდა როგორც ირანში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში და ხშირად მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელობა ეკარგებოდა; XVII ს. პირველ ათწლეულში უთანხმოება და დაპირისპირება ევროპის სახელმწიფოებს შორის იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ ხანგრძლივი დროით ოსმალების თავდასხმის შიშიც კი ვერ აერთიანებდა; მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ევროპის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოები ესპანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი და სხვები Lძლიერ დაინტერესებულნი იყვნენ ოსმალებზე დამოკიდებული ლევანტის ვაჭრობით.
ამდენად, თავიანთი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ოსმალეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდნენ. იგივე მიზეზები განაპირობებდნენ ქართული დიპლომატიის წარუმატებლობას XVII საუკუნის პირველ ნახევარში.
ანტიოსმალური კოალიციის შექმნის გარდა, ირანს ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობის სხვა მოტივაციაც ჰქონდა, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური. ირანს ევროპაში დიდ რაოდენობით ნედლი აბრეშუმი გაჰქონდა. მაგრამ იარანული აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში დიდ მოგებას აძლევდა ოსმალეთის სახელმწიფოსაც, რადგან სავაჭრო-სატრანზიტო გზები მის ტერიტორიაზე გადიოდა. ეს კი ეწინააღმდეგებოდა შაჰის ანტიოსმალურ პოლიტიკას. ირანიდან აბრეშუმის გატანა ხდებოდა სამი ტრადიციული გზით: მოსკოვის, ალეპოს და ორმუზის. რუსეთში არეულობების გამო პირვალი გზა აღარ ფუნქციონირებდა, მეორე გზა, რომელიც ოსმალეთზე გადიოდა, შაჰისათვის მიუღებელი იყო. Oორმუზის გზაზე სპარსელ ვაჭრებს დიდ დაბრკოლებებს უქმნიდნენ აქ გაბატონებული პორტუგალიელები.

შაჰის აზრით, ევრპასთან ვაჭრობა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ოსმალეთის საზიანოდ. საჭირო იყო ახალი სავაჭრო გზების გამონახვა, რომელსაც ირანი გააკონტროლებდა და სასურველ მიმართულებას მისცემდა. დღის წესრიგში დგებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნა და რუსეთთან უშუალოდ დაკავშირება, ის დაპყრობა და იქიდან პორტუგალიელების განდევნა. ამ გეგმის განხორციელებაში ირანის მოკავშირე შეიძლებოდა ყოფილიყო ესპანეთთან და პორტუგალიასთან დაპირისპირებული ინგლისი, რომელიც თვითონაც გაფაციცებით ეძებდა აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ გზებს. ამ მხრივ ინგლისის ყურადღებას იპყრობდა რუსეთის კასპიისპირეთთან დამაკავშირებელი გზა. ივანე IV-ის მიერ ყაზანის (1552 წ.) და ასტრახანის (1556 წ.) სახანოების დაპყრობამ, რუსეთი უშუალოდ გაიყვანა კასპიის ზღვაზე. ჯერ კიდევ 1555 წელს ინგლისელებმა დააარსეს `მოსკოვის კომპანია~, რომელსაც განზრახული ჰქონდა სავაჭრო კავშირების დამყარება ირანთან, შუა აზიასთან და აღმოსავლეთ ამიერკავკასიასთან1.
შენიშვნა
1. `მოსკოვის კომპანიის~ აგენტების ენტონი ჯენკინსონისა და ედუარდ კლარკის ცდაზე XVI ს. 60-ან წლებში, კავშირი დაემყარებინა საქართველოს აბრეშუმით მდიდარ რაიონებთან.
* * *
რუსეთის ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო მის ტერიტორიაზე გავლით ინგლისი კომერციული მიზნებით დაკავშირებოდა ირანს მაშინ, როდესაც მოსკოვს შეწყვეტილი ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან და ირანის აგრესიას აღმოსავლეთ საქართველოში იყენებდა თავისი ეკონომიკური მიზნების პოლიტიზირებისათვის.
1614 წლის აგვისტოში მოსკოვში ჩავიდა ინგლისელი ვაჭარი ჯონ მერიკი. Mმან რუს დიპლომატებს გააცნო თავისი მეფის სურვილი, რომ მოსკოვის ხელმწიფეს ინგლისელი ვაჭრებისათვის ვოლგის გზით ირანთან ვაჭრობის უფლება მიეცა. Mმას უპასუხეს: `ხელმწიფემ უკვე მისცა ნება ინგლისელ ვაჭრებს მივიდნენ ხოლმოგორის ნავსადგურსა და სხვა ადგილებში და ბაჟის გარეშე ყოველგვარი საქონლით თავისუფლად ივაჭრონ... მაგრამ მოსკოვის სახელმწიფოზე გავლით ვოლგით ირანსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში… მგზავრობა საშიშია... ხოლო ირანის შაჰი ჩვენს ქვეშევრდომი საქართველოს მიწა-წყალში შეიჭრა, ამჟამად ჩვენ ამის თაობაზე მიმოწერა გვაქვს და ჩვენი ვაჭრები ეხლა ირანში აღარ დადიან. ხოლო როცა ღმერთი ინებებს, ასტრახანის გზა გაიწმინდება და ირანის შაჰთან საქართველოს მიწა-წყალზე მოვრიგდებით, ჩვენი ხელმწიფე მეფე იაკობს ამის შესახებ აცნობებს~.
რუსეთის ხელისუფლებას თითქოს შაჰ აბასის მიერ აკლებული საქართველოს გამო ირანთან სავაჭრო ურთიერთობა შეჩერებული ჰქონდა, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. საქართველოს საკითხის წინ წამოწევა მოსკოვს იმისათვის დასჭირდა, რომ ინგლისელი ვაჭრები ირანში არ გაეშვა. Mმოსკოვის ასეთი პოზიცია სრულებითაც არ ნიშნავდა `მოსკოვ-საქართველოს ურთიერთობის გულწრფელ ხასიათს~, როგორც ნ. ნაკაშიძე ფიქრობდა.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საინტერესოა რომელ ადგილს ანიჭებდნენ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოები თავიანთ სავაჭრო-ეკონომიკურ პროექტებში საქართველოს XVII საუკუნის პირველ მეოთხედში. ოსმალეთის მიერ შავი ზღვის `თურქეთის ტბად~ გადაქცევამ XV ს. 50-70-იან წლებში სერიოზულად დაძაბა საერთაშორისო ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. აღმოსავლეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელიც საქართველოზეც გადიოდა, დაიკეტა1. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ოსმალეთის მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ, 1461 წელს ტარაპიზონის საკეისროს გაუქმებამ, ხოლო 1475 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობამ, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ევროპელების მიერ ინდოეთთან, ჩინეთთან, ირანთან დამაკავშირებელი გზების აფრიკის გარშემოვლით ძიება.

1. განსაკუთრებით დაზარალდა ის საქარავნო გზა, რომლითაც საქართველო ცხუმისა და ფოთის საშუალებით ჩრდილო იტალიის და ყირიმის სავაჭრო ცენტრებს უკავშირდებოდა. საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო ვაჭრობაში კონსტანტინოპოლის დაცემამდე.
* * *
ოსმალეთისა და ირანის ხანგრძლივმა ბრძოლამ კავკასიაში ბატონობისათვის, კიდევ უფრო შეასუსტა საქართველოს მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობაში. მათ შორის ხანგრძლივი ბრძოლის ერთი ეტაპი დასრულდა 1555 წელს საქართველოს გაყოფით. Aმ დროიდან მოყოლებული, ირანის საგარეო ვაჭრობაში საქართველოს შეზღუდული მნიშვნელობა ჰქონდა. მდგომარეობა მხოლოდ მაშინ გამოსწორდებოდა, ე.ი. აღუდგებოდა სატრანზიტო ფუნქცია, როცა იგი გაერთიანებული და დამოუკიდებელი იქნებოდა, ან მთლიანად მხოლოდ ირანს დაემორჩილებოდა. მაგრამ ამის განხორციელება შეუძლებელი იყო ვიდრე ძალაში რჩებოდა ირან-ოსამალეთს შორის დადებული 1555 წლის ამასიის საზავო ხელშეკრულება. მართალია, საქართველოში შემოდიოდა აღმოსავლური (სპარსული, ინდური...) საქონელი, მაგრამ იგი მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა. ირანსა და ოსმალეთს შორის გახლეჩილი საქართველო ძირითადად ამ ორ ქვეყანასთან ვაჭრობდა.
შაჰ აბას I-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოცოცხლებულ ირანის ვაჭრობასთან ერთად, გამოცოცხლდა საქართველო-ირანის ვაჭრობაც, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. ირანთან ვაჭრობდა დასავლეთ საქართველოს ქალაქებიც. საქართველოს შიდა და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ამსახველი საინტერესო მასალები დაგვიტოვეს უცხოელებმა - არქანჯელო ლამბერტიმ, დონ ჯუზეპე ჯუდიჩემ, ჟან შარდენმა.. XVI საუკუნის ბოლოდან საქართველოდან ირანში ნედლი აბრეშუმი1 და სხვა საქონელიც გაჰქონდათ. Nნედლი აბრეშუმით ვაჭრობის თავის ხელში კონცენტრირებით დაინტერესებული იყო შაჰ აბასი, რადგან ამ საქონელზე დიდი მოთხოვნილება იყო დასავლეთ ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებში. შაჰ აბასის აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკის გამანადგურებელი ღონისძიებები ნათელს ხდის, რომ იგი მისი სახით ირანის სავაჭრო კონკურენტებს ხედავდა. `ვინაიდან აბრეშუმი წარმოადგენდა (ღვინისა და პურის კულტურებთან ერთად) საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურას, სწორედ ამიტომ შეეცადა შაჰ აბასი ამ კულტურის განადგურებას პირველ ყოვლისა კახეთში, რომელიც განსაკუთრებით იყო ეკონომიკურად ძლიერი და რომლის მესვეურნი სხვა ქართველ მმართველებზე მეტად ისწრაფოდნენ რუსეთთან კავშირის დამყარებისაკენ. სომხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს გავერანება, აბრეშუმის კულტურის განადგურება, სომეხთა და ქართველთა აყრა და ირანის პროვინციებში ჩასახლება, მართლმადიდებლობის დევნა _ ყველაფერი ეს წარმოადგენდა ერთი და იგივე გეგმის სხვადასხვა მხარეს; ხოლო ეს გეგმა მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ეკონომიურ გაჩანაგებას და დაუძლურებას, ირანის ძირითადი პროვინციების ეკონომიური და კულტურული განვითარებისათვის ხელი შეწყობას, ქართველთა გამაჰმადიანება-გასპარსელებას, აღმოსავლეთ საქართველოზე ოსმალეთისა და რუსეთის პრეტენზიების აღკვეთასა და აბრეშუმის გზის ირანისათვის ხელსაყრელი მიმართულებით გადანაცვლებას~. ამგვარად, ამ მოკლე ნარკვევიდანაც ჩანს, რომ შაჰ აბასის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა და იგი ყველა ღონეს მიმართავდა მასზე ერთხელ და სამუდამოდ გაბატონებისათვის.

1. ერთ-ერთი ინგლისური წყაროს მიხედვით: `კონორე, რომელიც არის მესამე და ყველაზე უარესი ხარისხისა. იგი იწარმოება გურჯისატანის პროვინციაში, რომელიც ისპაანს დაშორებულია დაახლოებით 30 (35) დღის მანძილით, და ჩვეულებრივად ერთი შაჰური მანი 220 შაჰად იყიდებოდა. ამ პროვინციაში წინათ ყოველწლიურად იწარმოებოდა დაახლოებით 60000 მანი იგივე შაჰის აბრეშუმი, მაგრამ ამჟამად, უკანასკნელი ომების შედეგად ქვეყნის ის ნაწილები ისე აოხრდა და გაუკაცრიელდა, რომ ახლა იქ იწარმოება მხოლოდ 30.000 ხსენებული მანი~. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, კ. კუციამ გამოიანგარიშა, რომ შაჰ აბასის ლაშქრობებამდე საქართველოში აბრეშუმის წლიური მოსავალი აღწევდა დაახლოებით 360 ტონას, რომლის რაოდენობა 1618 წლისათვის შემცირდა 180 ტონამდე. როგორც კათოლიკე მისიონერი მელშიორ დუშ ანჟუში წერდა (1614 წ.) აბრეშუმი საქართველოს მთავარი სიმდიდრე იყო.
* * *
ირან-ოსმალეთის ომი (1603-1612) განახლდა. 1605 წ. 25 ოქტომბერს ურმიის ტბასთან შაჰ აბასმა ოსმალები დაამარცხა, რამაც მოწინააღმდეგის ძალების შესუსტება გამოიწვია ამიერკავკასიაში. მაშინვე შაჰი თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა. მან ჯერ ყარაბახი და განჯა დაიპყრო და შემდეგ ქართლში შემოიჭრა, ჯერ დმანისი, შემდეგ თბილისი დაიკავა. ოსმალების ხანგრძლივ ბატონობას ქართლში ბოლო მოუღო. ოსმალები ყიზილბაშებმა შეცვალეს.თეიმურაზ I-ის (1606-1658), ისევე როგორც მისი შემდგომი ქართლ-კახეთის მეფეების, მმართველობის მნიშვნელოვანი მომენტები, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა მთლიანად აბას Iტან (1587-1629) და მის მემკვიდრეებთან (სეფი I _ 1629-1642, აბას II _ 1642-1666) ურთიერთობით იყო განპირობებული. თეიმურაზ I-ის გამეფების წინა პერიოდში კახეთის სამეფოსა და, საერთოდ, საქართველოს საგარეო ორიენტაციის შედარებით სრული წარმოდგენისათვის, აუცილებელია მოკლედ მაინც ითქვას საქართველოს რუსეთთან და ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობაზე. თუმცა ეს საკითხი ქართულ და რუსულ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ სრულადაა შესწავლილი.
შაჰ აბასმა ალექსანდრე II-ისა და ტახტის მემკვიდრე გიორგის დაღუპვით თავიდან მოიშორა არასასურველი ადამიანები კახეთის ტახტზე. და, რაც მთავარია, მათი დაღუპვით კახეთის სამეფოს რუსეთთან ურთიერთობა კარგა ხნით შეწყდა. Aლექსანდრე II-ისა და გიორგი უფლისწულის დაღუპვა ეს იყო შაჰის გამარჯვება (იგი არავითარ საშუალებას არ ერიდებოდა: მოსყიდვა, შეიარაღებული შანტაჟი, მკვლელობა), მაშინ როდესაც, როგორც იმდროინდელი დიპლომატიური მიმოწერიდან და ელჩების განცხადებებიდან ჩანს, რუსეთი ჯერ მხოლოდ კახეთის სამეფოზე, შემდეგ კი დანარჩენ საქართველოზე თავისი გავლენის გავრცელებას მხოლოდ დაპირებებით ცდილობდა. ალექსანდრე II-ის და უფლისწული გიორგის მკვლელობა იყო რუსეთის დიპლომატიის დიდი მარცხი. როგორც ნ. ბერძენიშვილი წერდა, `რუსეთმა წააგო. შაჰ აბასმა გაბედული დაკვრით გააქარწყლა კახეთში მოსკოვის მეფის ოცი წლის დიპლომატიურ-პოლიტიკური მონაპოვარი და ჩრდილოელ მოკავშირეს ენერგიულად აგრძნობინა, რომ ირანი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არ მოითმენს არა მარტო მოსისხარ ოსმალეთს, არამედ `მეგობარ~ რუსეთსაც კი~. რუსეთი ამის შემდეგაც, ირანის მოქმედების გამო მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით კმაყოფილდებოდა. დგება კითხვა: შეეძლო თუ არა რუსეთს XVII ს. პირველ ათწლედში სხვაგვარად მოქმედება?. რა თქმა უნდა, არა. მისი საშინაო და საგარეო მდგომარეობა სხვაგვარად მოქმედების საშუალებას არ აძლევდა. თუმცა რუსეთი ამგვარ პოლიტიკას ადგა სხვა პერიოდებშიც და იგი საქართველოს მიმართ ირანის აგრესიის შეკავებას ხელმწიფესა და შაჰს შორის `არსებული კარგი ურთიერთობისა და სიყვარულის~ ხშირ-ხშირად შეხსენებით აპირებდა. ამას გვიჩვენებს ირანსა და რუსეთს შორის ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია. სინამდვილეში რუსეთი და ირანი მეგობრები არ იყვნენ. გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ერთმანეთს მხოლოდ ითმენდნენ. მათ არანაკლები წინააღმდეგობები ჰქონდათ ერთმანეთში, ვიდრე თითოეულ მათგანს ოსმალეთთან და ყირიმის სახანოსთან. როგორც თ. ბოცვაძე წერდა, თურქეთ-ყირიმის სახანოს გლობალური სტრატეგიის ერთ პირველ მიზანთაგანს შეადგენდა ირანის მორჩილებაში მოყვანა, კავკასიის დაპყრობა იმიერში ადიღე-ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილო ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის, ამიერში საქართველოსომხეთ-აზერბაიჯანისა, ხოლო შემდეგ კი ვოლგა-ასტრახან კასპიის ზღვის დიდი მაგისტრალით შუა აზიასთან (ბუხარა) მჭიდრო კავშირის დამყარება.
ირანის სტრატეგიულ მიზანს შეადგენდა ამიერკავკასიისა და დაღესტნის დაპყრობა, ვოლგა-ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალზე გასვლა და, საერთოდ, კასპიის ზღვაზე გაბატონება, ოსმალეთ-ყირიმის სახანოსათვის როგორც ჩრდილო კავკასიის, ისე სამხრეთის გზის გადაკეტვა შუა აზიასთან დასაკავშირებლად. ოსმალეთის დამარცხების შემდეგ რუსეთიც კასპიის ზღვაზე გაბატონებაზე ოცნებობდა, კერძოდ ვოლგა-ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალზე თავისი მდგომარეობის საბოლოოდ განმტკიცებას და შემახა-ბაქო-დერბენტ-საშამხლო-თერგის ხაზზე გაბატონებას. ამგვარად, გასაგებია, რომ ირანისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არანაკლებ უპირისპირდებოდნენ, ვიდრე მათი ინტერესები ოსმალეთ-ყირიმის სახანოსას. მაგრამ, ვიდრე მათ საერთო მტრად ოსმალეთი მიაჩნდათ ურთიერთგაგება გარეგნულად მაინც უნდა შეენარჩუნებინათ.
`ამრიგად, რუსეთ-ირანის მეგობრობა, როგორც ვხედავთ, აშკარად იძულებითი და ანგარიშიანი მეგობრობა იყო~ რუსეთ-ირანის წინააღმდეგობა განსაკუთრებით მკვეთრად კახეთისა და საშამხლოს საკითხისადმი დამოკიდებულებაში მჟღავნდებოდა. საქართველოზე ბატონობით დაინტერესებული რუსეთი და ირანი ცალ-ცალკე, ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდნენ, მაშინ, როდესაც კახეთის სამეფო ირანთან თავისი პრობლემების მოგვარების დროს რუსეთისა და ოსმალეთის გამოყენებას ცდილობდა.
საშამხლო, ჯერჯერობით არავის არ ეყმობოდა და იგი რუსეთს, ირანსა და ოსმალეთს შორის ლავირებდა. მას უფრო რუსეთისა და ირანის შიში ჰქონდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მისი ბატონი გახდებოდა. იგი ოსმალეთისკენს უფრო იხრებოდა და ყოველნაირად ცდილობდა ხელი შეეშალა რუსეთ-ირანის და კახეთ-რუსეთის ურთიერთობისათვის. ამიტომ იყო, რომ ქართველი დიპლომატები დიდად დაინტერესდნენ რუსეთის ჩრდილო კავკასიაში გავლენის გაძლიერებით. 1603 წელს კახეთის მეფის ელჩები, კირილე ქრისტეპული და მდივანი საბა მოსკოვში რუსების მიერ საშამხლოს დალაშქვრასა და ტარკში, ტუზლუკში და მოინაკში ციხე-სიმაგრეების ჩადგმას მოითხოვდნენ. კახეთის მეფის ელჩების მოთხოვნა მოსკოვის მთავრობამ მისაღებად ჩათვალა და სამხედრო მოქმედებაც დაიწყო. უფრო მეტიც, რუსეთმა ბატონიშვილ გიორგის (ალექსანდრე II შაჰ აბასთან ირანში იმყოფებოდა) კახეთის მხრიდან საშამხლოზე შეტევა მოსთხოვა. რუსეთის სამეფო კარმა ეს მომენტი არა იმდენად კახეთისათვის დასახმარებლად გამოიყენა, რამდენადაც უფრო ფართო მიზნებისათვის: დერბენტ-ბაქო-შემახას დაუფლებისათვის. რუსეთის ამგვარი მოქმედება არ აწყობდათ არც ოსმალეთ-ყირიმის სახანოს, არც ირანსა და არც დაღესტნელ ფეოდალებს. მათთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის, რასაც ქართველები რუსეთისაგან მოითხოვდნენ: საქართველოში რუსული ჯარის გამოგზავნას და ორისამი ციხე-სიმაგრის ჩადგმას.
კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის და უფლისწულ გიორგის რუსეთთან ერთად საშამხლოში აქტიურობა და რუსების მოპატიჟება კახეთში, შაჰ აბასის წაქეზებულ უფლისწულ კონსტანტინეს მიერ მათი ამოწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. 1605 წელს, კახეთის კარზე დატრიალებული უბედურებიდან მცირე ხნის შემდეგ, მოსკოვში საიდუმლოთ გაუგზავნიათ ელჩობა ქართველი უფლისწულის ბაგრატის1 მეთაურობით. ამ ელჩობის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, გარდა პ. პ. ბუშევის მიერ გადმოცემული რამდენიმე წინადადებისა. ბაგრატი ასტრახანში შაჰის ელჩებს უცვნიათ. იგი ასტრახანიდან ყაზანში გადავიდა, სადაც ელოდებოდა ნებართვას მოსკოვში მეფე ვასილი შუისკისთან გასამგზავრებლად.

1. ამ დროისათვის კახეთის უფლისწული ბაგრატი არ არის ცნობილი. დიდად საეჭვოა, რომ მოსკოვში გაეგზავნათ ელჩად დაუთხანის ვაჟი ბაგრატი, რომელიც 1615-1619 წლებში ბაგრატ-ხანის სახელით კახეთს განაგებდა.
* * *
1606 წლის დასასრულს ან 1607 წლის დასაწყისში, მეფემ ბაგრატი მოსკოვში დაიბარა. ბაგრატმა შუისკის მოუთხრო კახეთის ამბები, რის შემდეგ მოსკოვის სამეფო კარმა გადაწყვიტა 1607 წლის გაზაფხულზე ირანში გაეგზავნა ელჩობა. ფორმალურად ამ ელჩობის მიზანი იყო, შაჰ აბასისათვის ვასილი შუისკის გამეფება ეცნობებინა. სინამდვილეში ელჩს, ი. პ. რომოდონოვსკის, პროტესტი უნდა გამოეთქვა ალექსანდრე II-ისა და გიორგის მკვლელობის გამო და იმავე დროს მოეთხოვა ირანს ეღიარებინა ერთმორწმუნე საქართველოზე მოსკოვის მფარველობის უფლება. მაგრამ ელჩობამ ირანამდე ვერ მიაღწია. მისი წევრები 1607 წ. ზაფხულში აჯანყებულმა გლეხებმა სარატოვში დახოცეს.
კონსტანტინეს წინააღმდეგ ამბოხებულმა კახელებმა, თეიმურაზის დედა ქეთევანით სათავეში, მიაღწიეს იმას, რომ კონსტანტინე მოიშორეს და თეიმურაზი ქრისტიანობით გაამეფეს, მაგრამ კახეთის სამეფოს და მისი ახალგაზრდა მეფის მდგომარეობა მყიფე რჩებოდა. გამოსავლის მონახვა ძნელი იყო. კახეთის სამეფო ირანის აგრესისაგან მხოლოდ საკუთარი ძალით თავს ვერ დაიცავდა. თეიმურაზი ალექსანდრე II-ის გზას უნდა დადგომოდა და მუდმივად გარეშე დამხმარე ძალის ძიებაში ყოფილიყო. მაგრამ ამ მიზნის წარმატებით განხორციელებას შეუძლებელს ხდიდა მეზობელი დიდ სახელმწიფოების ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესები, რომლებიც საქართველოშიც იკვეთებოდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий