ამბავი მოწყალისა და მოსამართლისა, სახელოვანისა და მრავალჯერ სახელოვნად გამარჯვებულისა, ბრძნისა რიტორისა და ფილოსოფოსისა, მეფისა თეიმურაზისა, რომელიც სიყმაწვილიდან, გაზრდით, ვაჟკაცობით, სიბერით სიკვდილამდე ეშრომა და გადაჰხდოდა.
1
ისმინე ჩემი ამბავი, სიყრმიდან როგორ ვზივარ გოდებად,
სიბერიდან სიკვდილამდის სამუდმოდ ცეცხლთა მოდებად, –
მართალი არ თუ ტყუილი, არ მიზეზისა მოდებად.
რაც მახსოვს, ყველას გიამბობ, არ მინდა სხვაგან მოძებად.
2
პაპა ჩემი იჯდა ხელმწიფედ კახეთს ღვთისაგან წყალობით,
მშვიდი, მოწყალე, მდაბალი, რჯულზედა ერთობ მკრძალობით;
ქვრივთა, ობოლთა შემბრალე, არ იყო მათზედ ძალობით,
კვლავ მშვილდოსანი უსახო, ცხენ-მალე, მშვილდ-ფიცხელობით.
3
პაპის ჩემისა ქებასა ვერ ვიტყვი მე ერთხელადა,
ღვთის მოშიში და მორწმუნე, იგი არ თუ იყო ხელადა;
მტერთა მძლეველი, ძლიერი, ლომი მიაჩნდა მელადა,
მუდამ მას ჟინად ნადირთ-სრვა აეღო ერთობ ხელადა.
4

ოთხი შვილი ჰყავდა, იმათი აწ მოგახსენო სახელი:
დავით, ერეკლე, გიორგი, იყვნენ სიკეთის მსახველი.
მეოთხე კონსტანტინეა, სხვებ კარგი, ჭკუა-ნათხელი,
გულჯავრიანი, ამაყი, შეუპოვარი და ხელი.
5
მამაჩემსა საპატრონოდ ჭკუას უქებდეს, მერე ბაქეს,
ერეკლესა სიუხვესა უწონებდეს, დიაღ აქეს.
გიორგისას მას უბნობდეს: იქ ტარიელ იყო, აქ ეს.
როსაც არის მასცა ვიტყვი, კონსტანტინეს ბოლოს საქმეს.
6
იგიმც დღე დაიწყევლება, როცა მამამ მისცა ყაენსა,
იგი მან ეშმაკმა გაზარდა, მით დაემსგავსა კაენსა.
ბოლოს გიამბობ თუ ღვთისას საქმეს იქმს როგორ საწყენსა,
მთქმელთა და გამგონთ ორთავე სანაღვლოს ცრემლთა სადენსა.
7
ერეკლე სტამბოლს წავიდა, მამას შემოსწყრა თუ ძმასა,
დიაღ ეწყინა მეფესა, დიდსა ჩავარდა ჭმუნვასა,
თეთრს წვერს იგლეჯდა, გაჰყრიდა, იტყოდა სოფლის მდურვასა,
დედოფალს ვინ შეჰკადრებდა ამბავსა მის საკრულავსა!
8
ამხანშიგან ჟამთა წავლით ალექსანდრე მოცაბერდა,
მას წინადღეს მისის ჟმისას სიკეთესა ვინმც აღწერდა!
ბერნი, მღვდელნი პატივით ჰყვეს, სრულად ჯარი შეყრით, ერ და,
მაშინ მისის ხელმწიფობით მხიარული ყველა მღერდა.
9
რა შვილებმან მამა ნახეს სიბერისგან დანავარდნი,
ბეჭწახრილი მოყვითანოდ, იქით-აქათ განავარდნი,
დრო მოუხდათ ავი რამე ერთმანერთზე შენავარდნი,
სოფლის ქარმა აიტაცეს, მათ შეექმნათ განა ვარდნი?
10
ორნივ ძმანი წამოვიდენ ქართველთ მეფის შესაყარად,
თან იახლეს დიდებულნი დაკაზმული როგორც მაყარად,
წამოიღეს ორთავ ბევრი, მრავალი რამ იქ საყარად,
ბორკილი აქვს თან უმცროსსა უფროსისთვის შესაყარად.
11
მივიდნენ, გაესალამეს ძმისწული მამიდაშვილსა,
მოიკითხავდენ ერთმანეთს, ღიმილით იჩენდენ კბილსა.
კარავს ჩამოსხდენ ნადიმად, ლხინსა ნახავდენ იქ ტკბილსა,
გათენებამდე ზედწართვით მოინდომებდენ არ ძილსა.
12
ახლა მეფე გამოვიდა, ბიძაშვილებს უდარბაზა.
ხილზე დასხდენ, მოიტანეს უცხოები ბევრი მაზა,
ღვინოს სმავდნენ მანაურსა, უკეთეს რომ ეგავაზა.
ასე დახვდენ ორნივ ძმანი, როგორც მამისგან ეანდაზა.
13
ცოტა ხანი ამით წავლეს, ზედ მოაბეს ლხინი და ზმა,
დაღამდა და მოიტანეს სანთლები და მერე ბაზმა;
ლხინი ნახეს დიაღ კარგი, არ მოსწყინდათ ხანთა დაზმა,
დილაზედა ძღვენი უძღვნეს, რაც მათ მისთვის მოეკაზმა.
14
მათ ისაქმეს მათი საქმე ფარული თუ ან, ცხადი,
კვლავ მეფემან დაჰპატიჟა, ლხინი მაქვსო დასაქადი.
გიორგიმ თქვა: «აწ არა მცალს, კვლავ მე წავალ, აწ შენ წადი!»
ჰაი, ძმაო, ძმის ღალატზედ შემოქმედსა რასთვის ხადი?
15
მას ჰქონდა ესე თათბირი ადრიდან გამორჩეულად,
საქმე ერჩია ბოროტი ეშმაკსა მას მისეულად;
ყმათ განდობოდა, ბევრი ჰყავდა ბარამით მას მისეულად,
ბარამ დავითთან ამხილა: «თავს ვერ ვიქ შენგან ეულად».
16
რა მამაჩემს ესე ესმა, მიზმენ მაგას ვით ვითაო?
მტერი მოუკვდეს დავითსა, გიორგი იპყრას ყმითაო.
აგრე ჯაბანი ვგონივარ, უმცროსი მე გავითაო?
რასა იქ, კარგო გიორგი, რას ვთესავთ, მოვიმკითაო!
17
ლხინით ადგა, წამოვიდა ჯავრიანი, გულით ბრაზი,
მივიდა და შეუძახა: «ჩემო ძმაო, მანდა რა ზი?
შენ მე როგორ დამიჭერდი, ბიჭი ვიყავ თუ ხაბაზი?»
თვით შეიპყრა პატრონ-ყმიან, არ წაირთვა ტახტ-დარბაზი.
18
წამოვიდა მასვე წამსა, თუმცა ბარგიც არ დაყარა.
მათ რომ მისთვის შესაპყრობლად მშვილდს ჩაეგდო, გადუყარა,
ძმა ციხეში დაატყვევა, ყმანი კლდესა გადმოყარა,
მამას ტახტი გამოართვა, მაგრამ დიდხანს ვერ ემყარა.
19
საქმე ეს ქნა ღვთის საწყენი, ეშმაკისგან ის იძლია,
მამას ბერსა ხელმწიფესა ბატონობა გამოსძლია;
გიორგისა სიმართლით ქნა, არ მეფობა შეაძლია,
მამაზედ არის დამნაშავე, თორემ ძმაზედ უმართლია.
20
ექვსს თვეს კარგად ბატონობდა, ნადირობდა მოისრითა,
მერე მოკვდა, მისნო მტერნო, მისგან აღარ მოისრითა!
ის სოფელმან გაისტუმრა, მოვაღა როცა, მოისრითა?
ისევ ბერმან ხელმწიფემან დააშვენა ტახტი სრითა.
21
ცოტა დავრჩი მე ობოლი, თუმც არ ვჰყავდი ისევ ძიძას,
პაპამ მასთან დამაყენა, დამანება მე არ ბიძას.
მახაფიფა ნებიერად, ჩამაცმევდა ხამს, არ ძაძას;
ჩემნი სწორნი ყმაწვილები ვერ შვრებოდენ ჩემსა ბაძას.

ამბავი საზარელი და სათქმელად საძნელო, და სასმენელად საძაგელი, მეორეს კაენისა და ლამექის შვიდგზის გამოვრდომილის კონსტანტინესი, რომელმაც ესევითარი განზრახვა გულს იდვა და მოკლა ღვთისმოყვარე ხელმწიფე-მამა ალექსანდრე და ძმა თავისი გიორგი. უყურეთ მანქანებასა ბელიარისასა!
22
ეს ამბავი ყაენს ესმა, კარგა წვრილად გაიგონა,
ამას ზედა ეშმაკისა საქმე იმან მოიგონა.
კონსტანტინეს დაუძახა, ამით თურმე წაიგონა,
აწყა დაგრჩა კახეთიო, მეც შენ მოგცე მგონი, მგონა.
23
გამოგზავნა მან კახეთსა, ბოროტს საქმეს აბარებდა,
მამისა და ძმის სიკვდილსა უეჭველად აბარებდა:
ალექსანდრეს ლალა-ფაშას ძველს საქმესა აბარებდა,
რად იამა უღურსიძსა, ჩქარად მოვა, აბარებდა!
24
მან ხალათი გამოგზავნა საქმისათვის არ საზაროთ:
მას სიბერე მორევია, გიორგია მართლ საზაროთ,
ორთავ ხიშტით დაუშინეთ, შიგან დარჩეს, არ დაზაროთ.
თუ გიყვარვარ, მაგას ნუ იქმთ, ვარდი ადრე არ დაზაროთ.
25
წამოვიდა, მოახლოვდა, მამას ესმა შვილის მოსვლა,
ერთი მკვდარი მოაგონდა და მეორის სხვაგან წასვლა.
დაუკაზმეს ბედაურნი, მარქაფებით რახტით ასვლა.
გაზაფხულის ჟამი იყო, მაგრამ ჯერ ვარდს არ ეფასლა.
26
რა გრემიდამე წაბძანდა და ჩაეგება ბაზარსა,
გულმხიარული, შვებული, თან არ იახლებს ბოზარსა:
შვილს ვჰპოვებ მე დაკარგულსა უკვდავებისა ბაზარსა!
გამოვბრუნდები ალავერდს და წამოვასხამ მაზარსა!
27
მივიდა და შეიყარნენ, მხიარულად უცხოდ რამე,
მეფე იტყვის: «სახარების მამაგონდა ბძანება მე,
აწ უძღები შვილი ვპოვე, ამეხილა თვალთა ბამე,
ზვარაკს დავჰკლავ ჭამებულსა, მეგობარნო, თქვენც იამე».
28
პაპაჩემი ბედნიერი სიბერისგან უძლურობდა,
მხეცთა მსვრელი მონადირე, ველთა ისე ვეღარ რბოდა.
ვინ ბიძად მყავდა მხნე, ძლიერი, იგი პირად მზე, ტანად ზრობდა.
შვილისაგან მამა და ძმა სიკვდილს ვითმცა იაზრობდა?!
29
მეფემ ჩაიცვა ხალათი, ცხენს შეჯდა მისავსეულსა,
ვერას დააზრდა საქმესა შვილს მაზედ გამოსეულსა.
მოვიდენ, დარბაზს გადახდენ ქვეშსაფენ ოქროქსეულსა.
არა ჰკვირს მოჰკლავს მამასა, და კახეთს გაჰხდის ეულსა.
30
მოიგონა, დასუბავდენ, საქმე მაქვსო არ საჯარო.
მისი ჯარი გარეთ იდგნენ ერთმანერთზედ დასაჯარო.
ნიშნად თურმე ესე მისცა, მისნი ყმანი გამოვყარო,
შემოდით და დაუშინეთ თქვენ ხლმები და მე ვხანჯარო.
31
მეფეს შერჩა რუსთველი და იმისი ძმა ყორჩიბაში,
სხვანი სადგომს წამოვიდნენ, კახნი იყვნეს თუ აბაში,
შევიდნენ და დაუშინეს, შიგ დაჩეხეს მის კაბაში,
მამა და ძმა ორივ მოკლა, ერთად დადვეს მოაბაში.
32
რუსთველი და აბელ, ძმანი, ორნივ თავსა დააჩეხეს.
ვის უქნია ამისთანა, ცა რისხვითა მოაქუხეს!
მას ანგელოზს ხელმწიფესა ასე ხელი ვით შეახეს?
მაგრამ იგი ეშმაკისას გაათავებს დანამკვახეს.
33
რა ესე ქნა, ადვილად სჩნდა მას ურწმუნოს ყოვლი ავი,
მოინდომა დედაჩემი უცხო რამე მოსართავი.
მოციქული გაუგზავნა, შეაძლია თურე თავი,
შეუთვალა: «არ შემირთავ, ძალად გშოებ, მითქვამს დავი!»
34
რა მივიდნენ მოციქულნი, მოახსენეს შიშით, ძრწოლით:
«უმართლე ხარ თუ დაგვხოცო, რასთვის იქ არ დავიქოლით,
მაგრამ რა ვჰქნათ, მან ურწმუნომ გამოგვგზავნა დიდის ძალით,
ქრისტიანეთ არ საქნელი, ნასწავლი აქვს იმას მოლით».
35
გაიგონა დედაჩემმა, ბძანა: «ესე ვით დავითმე,
ვინმცა მკადრა უკადრისი, დავივიწყო ან დავით მე?
ვინ ჩიქილა შემირცხვინოს, ან სუმბული რომ დავითმე,
ღმერთმან მისის რისხვით მკითხოს, შემოუშვა ეჭვი სითმე».
36
შეუთვალა: «ღვთის მგმობარო, მამის მკვლელო და ძმისაო,
ავის მქნელო, ავის მთქმელო, შენ უღირსო სულთდგმისაო,
ყოვლის კაცის საძაგელო, სულ მოქმედო ავისაო,
ღვთით ადრე, ვეჭვ, შევანანო ჩემი თხოვნა დავითსაო!»
37
მოციქულთა მიუტანეს მას ეს საქმე, დააჯერეს.
კიდევ ცდასა აპირებდა, მაგრამ სიტყვით შეიჯერეს.
მწევ გაჯავრდა, თათრებიან ჯავრით გული გაიჯერეს.
სხვას ამბავსა ჩამოვეხსნათ, გავათაოთ მოდი ჯერ ეს.
38
ამ საქმეებს წინასხნითვე დედამ ყაენს შემახვეწა,
აქ გიორგის შეეშინდა, ამად მისკენ გარდამხვეწა,
მან შემიტკბო როგორც შვილი, არ თუ შიშით მე დამხვეწა.
გამეხარნეს მასთან მისვლა, ღაწვი ცრემლმან არ მიხეწა.
39
მე შერმაზან თან გამომყვა ზნეობისა სასწავლებლად,
მწვრთნიდა საღვთო-საკაცობოს, თავი ჰქონდა დასავლებად;
ჭირსა შიგან გამამაგრის, გული ჰქონდა როგორც სალებლად,
მაამის და მსახურებდა ღაწვთა მწკეპდის არ სალებლად.
40
კონსტანტინეს თან ხლებოდეს შირვანელნი და ყაჯარი,
ბაზარს იდგა, წამოვიდა, ეშმაკისგან დასაჯარი;
აქათ იმას შეეყარა თვისნი ყმანი, კახთა ჯარი,
შებმულ იყვნენ, მოცაეკლათ, თუმც ეხმარა ხმალ-ხანჯარი.
41
ჩვენცა გვესმა ეს ამბავი, რაც ქმნილიყო და რაც არა.
ყაენს ვეხმე, მიმიყვანეს, მიმატანეს დანაც არა.
შერმაზან თქვა სახლთხუცესმა: «გითქვამს ცოდნა არამც არა,
შენ იმათი დაგრეხილი საბელიო დაგეცა რა».
42
შემომძახა: «მირზავ, იცი კახეთს ქმნილა დიდი ძალა!
შებმულან და კონსტანტინე მათ მოუკლავს მგონი მალა;
მეც მიამა, კარგა ქმნილა, მოინდომა რისთვის რძალა?
ავის მქმნელსა გადაჰხდია, რა იქნება, ჩემი ნალა».
43
მიბრძანა თუ: «აქამდისცა მე მინდოდა შენთვის კარგი,
მოდი, მადლი გადიხადე, ეს წყალობა მტკიცედ დარგი,
რადგან შენი სამკვიდროა, ან მე რისთვის დაგიკარგი?
ჩქარად წადი, მალ მიბძანდი, თუნდა კიდეც დაგრჩეს ბარგი!»
ბატონის თეიმურაზისა ყაენისაგან ტკბილად საუბარი, წყალობის ნიჭისა და მრავლის იმედის დაპირება, და ქადება, გამოსტუმრება და გრძელისა გზისა მოსწრაფებით სიარული, და შემოკლება და მათგან უგრძნობლად ქისიყს მოსვლა.
44
გამომისტუმრა, წამოველ, მიბოძა ბედაურები,
ცხენები ოქროთკაზმული, არ იყვნენ უსუსურები;
შესამოსელი სალუქი, მნახველთგან მოსასურვები,
სუფრისა გაწყობილობა, მურასა თასებ-სურები.
45
წამოვედით მადლიერნი, მხიარულნი დიდად მისგან;
სიარულსა არ ვითმენდით, რა განათლდა ღამე მზისგან.
შევამოკლეთ გრძლად სავლელი ისე ფიცხლად ჩვენის სვლისგან
უეჭველად პატრონობა დავიჭირე მაღლის ღვთისგან.
46
ქისიყს მოველ ერთს სოფელსა უმეცარად, შეუტყობრათ,
ერთი კაცი მოგვეგება, მართ ვეგონეთ ჩვენ მეკობრათ;
რა გამიცნა, თავყვანიმცა, ენა იწყო შესამკობრათ,
მადლი ჰკადრა შემოქმედსა: «ნეტარძი ჩემს ამ დროთ მოყრათ!»
47
დაიძახა: «მე საბრალო არას ვღირსვარ პატრონისას,
მოვახსენო, მობძანდების ჩემსა როგორც სართულისას,
ჩამოხდებით, არას დავჰკლავ, თავსა ვფიცავ შენის მზისას,
მეფევ, უწყი, ისერებდა ქრისტე სიმონ კეთროვნისას!»
48
მან შერმაზანს სახლთხუცესსა უთხრა: «შენა ხარ ჩემი ღონე,
მოახსენე ერთი სიტყვა, უფრო ნუღარ დამაღონე,
თავი, სახლი, საქონელი ყველა თქვენს წინ მოვიძღონე,
ერთი ღვინო დამილიეთ, ხვალ წინ მეფე წამიძღონე!»
49
ვსთქვი თუ, რაღა გაეწყობა ასე გულით მოპატიჯეს,
მო, ვეწვივნეთ მხიარულსა, ნურას უზამთ საპატიჯეს.
გადავჰხდით და კარს შევედით, ღობეს ვერვინ გადაბიჯეს,
დავჯექ, გარე შემომისხდენ, ვგვანდი მთვარე ბაკით იჯდეს.
50
ღმერთს თურმე წყალობა ექმნა, აღარ იღებდა ვახშმითა,
ბევრი რამ ჰქონდა მზას თურმე, არ გვიკეთებდა ხაშმითა;
უცხოდ დაგვიხვდა მებეგრე მცირეს თავისის ვახშმითა,
მან ადრე აღარ გაგვიშვა ღვინითა ერთ სახაშმითა.
51
მოიყვანა ცხრა ყმაწვილი აკვნებითა შიგ ჩაკრული,
«ვიცი არას არ შეიძღვნი ძღვენი გიძღვნა თუმცა სრული,
სრულამც თქვენა გენაცვლება დედმამიან თქვენთვის სრული
შენის ჭირის ჩვენ სანაცვლოდ სული გვქონდეს ამოსული!»
52
დილა გათენდა, ხმა გახდა ყოველგან მოსვლის ჩემისა,
იქ სიხარული შეიქმნა გულით არ შესაჩემისა.
ვინცა მნახევდა მჭვრეტელნი, ნახვამან გააჩემისა,
სხვანი ნახულნი ჩემთანა უკვირდის, არ ეჩემისა.
53
პირველ კაცი გამოვგზავნე, დედაჩემთან მახარობლად:
ღმერთსა დიდი მადლი მიეც, აღარა ხარ საწყალობლად,
შეგვიბრალა რომ გვხედავდა შენ ქვრივად და მე, გლახ, ობლად
ჩემი აქეთ გამოგზავნა არ შეგექმნა საბრალობლად!
54
მახარობელი მისვლოდა, ბევრი რამ მას ებოძა და,
მამული ან სასახლე, ქვიტკირი არ ებოძადა;
კვლავ ტურფა შესამოსელი ცუდ-მუდი არ ეძონძა და,
მას სიუხვითა სხვა ქალი ვერსად ვერ შეებაძადა.
55
თუმც ვაცნობე, ჩემი მოსვლა ასე ადრე არ ეგონათ, –
წყნარად მოვა, შექცევითო, სხვის ვისგანმე გაეგონათ;
სრულად კახნი გრემს მიეხმო დიდებულად ჰყავდა, არ მონათ,
თუ არ მქონდა დამხდომოდა, გამშვენებით მოსაწონათ.
56
დედაჩემსა მოახსენეს ჩემი მოსვლა ისე სწრაფად,
მას ენაღვლა, ვერ დავხვდიო როგორც მინდოდა კარგად აფად,
კახნი ამად მოვაწვივე, მიმეგება, გამყვა სეფად,
მოურავი მამაგება სხვად დიდად და თუმც არ მეფად.
აქა სრულ ერთპირად კახთ სიხარული და ბედისა და ეტლისა ნატრვა თავისის მემკვიდრის ხელმწიფის შვილისათვის. კარგისა და ცხენკეთილ იარაღ-მარჯვეს კაცით წინ მიგებება. მეფისაგანც მზგავსიერად გახარება, ლხინი და მოუწყენელი უჭირველად მხიარულება.
57
მასვე წამს თვით მოურავი თამაზ სულ მისის დროშითა,
სხვა მოხელენი შინაყმით მოვიდენ კრძალვით, შიშითა,
თქვეს: «ვწუხთო აქ არ დამხდომნი, სხვაფერ არა ვართ იშითა,
მე უალერსო მათ შიგან, კაცი დავაგდე იშვითა!»
58
მოვიდენ და ხელს მაკოცეს, ზოგნი თავსა მევლებოდენ,
შენი მტერი ამას იქით, შენის ხლმითო მძლეკლებელობდეს,
თავს ათასჯერ განაცვლითო, დაჩაგრულსა ვინც გგონებდეს!
შენ გასინჯე ამას იქით, თუ გრემს არ მიმესვლებოდეს!
59
ხუთს დღეს იქივ მოვისვენე შორის გზითა დაღალულმა,
თავი კარგად მომაწონეს ჩემს წინაშე მათ მოსულმა;
მაშვრალობა განგვაშორა ზედიზედმან თვალთა რულმა.
დიაღ კარგი ყმანი დამხვდენ, მეტის-მეტად, ჩემმა სულმა!
60
გაღმა გაველ ენისელთა, იქ დამიხვდა მოურავი,
სრულ თავისის დროშის კაცით, სიმრავლითა უამრავი;
კაცი თვალს ვერ გადაწვდენდა, იდგნენ ვით ტბა საცურავი,
რა მოვიდენ, ტკბილად დავხვდი, მათ არ უთხარ სამდურავი.
61
ასე ვთქვი, თუ: ერთს ბატონსა, ამის უფრო რაღა უნდა?
თავადნი და დიდებულნი, მოვიდოდნენ ბუნდა-ბუნდა,
ანგარიში ძნელი იყო, დამთვლელს გული დაუჭმუნდა.
ისინიცა თან ვიახელ, ვინც გვერდ მახლდა, არ გაბრუნდა.
62
დილას ავდექით წასავლად, ცოტადრე წავიარენით,
ალავერდელი დიდებით, მობძანდა ითქმის არ ენით,
მშვიდად ამბორი უყავით, შეყრა არ გავიმწარენით.
მერე სხვათ უთხრა: «მობძანდით, აწე თქვენ შეეყარენით».
63
მამიკითხა: «აჰა, ბრძენო, თქვენ ამბავი თქვენი გვითხარ,
შორის გზისგან დაღალულსა შემოგხედავ, ლომივით ხარ,
ღვთის შიშსა და სიყვარულსა უეჭველად ვიცი მზა ხარ;
ის აკურთხა, შენ რომელი მოხველ და კვალად მოსვლად ხარ».
64
ჭიაურიდან წასულნი, იმ ღამეს არბუხს დავდექით,
წმინდის თევდორეს საყდარსა, ვილოცეთ, ცისკრად ავდექით;
ღმერთსა ვმადლობდით წყალობას, ხვეწნითა ცუდად არ ვდექით,
ავიყარენით, მივხარობთ, იქიდან წინარ წავდექით.
65
იქიდან წავედით გრემისკენ, აწღა რუსთველი მოვიდა,
სრულ ნაპირისა ლაშქრითა წითელი ეცვათ, მოვი და;
მათს ანგარიშსა დამთვლელი დათვლითა ვინ აუვიდა?
თუ მტერს მიადგენ ესენი, ვთქვი, ამათ სად წაუვიდა?
66
მოვიდენ და მომესალმენ, თაყვანისმცენ დას-დასებით,
დიაღ ბევრნი შეყრილიყვნენ სიმრავლითა ათასებით.
მხიარული სიტყვა უთხარ, შევიქმოდი ლხინთა ვსებით,
სიხარულით ენთებოდენ, სიმწუხარე დანავსებით.
67
რუსთველმა თქვა: «ვით ბრძანდები, ღვთის წყალობით შენ მოსულო?
სახლთა შენთა სიმაგრეო, საძირკველო არ დაძრულო,
ვარდო ახლა გაფურჩქნილო, თრთვილისაგან არ დაზრულო,
თვალად მზეო, ძალად ლომო, ნორჩო, ედემს ამოსულო!»
68
დედის ნახვა მწვედ მინდოდა, თუმც გავფრინდე ვით გავაზი.
მომახსენეს: «რად დავაგდოთ ჩვენ ულხინოდ აქ გავაზი?»
დავუჯერე, გადავედით, მოუწონეთ, უქეთ ვაზი.
მათ ბევრი სვეს, მე წვრილად ვსვი, ვაშლი ზედა გავამაზი.
69
მეორე დღეს გრემს მივედით, ჯარი დამხვდა ქალაქისა.
ჩვენი ყოფა, ერთგულთ ლხინი ორგულმანცა მალაქისა.
ფიანდაზსა მიფენდნენ, ხორა იდგა ნაქსოვისა.
თქვეს: «მზე არის ქვეყნიერი, ნეტარ ჰგავსო ესე ვისა?»
70
სრას მივიახლე, გადავჰხედ, დედოფალი დგაა ქალებით,
იქ ბანოვანთა სიტურფე ჯარად იდგენ ბროლ-ფიქალებით;
ღაწვი – ბრწყინვალე ვარდები, არ ჰქონდა ცემა ნალებით.
ტან-ალვა, ნაზნი, ზარიფნი, მდედრნი, არ გულად სალებით.
71
დედა წინ წამომეგება, ღიმილს ცრემლსა ატანებდა.
მამეხვია, გადამკოცნა, პირ-ყელ მკერდსა ატანებდა.
მერე მითხრა წავიდეთო, ხელ-ხელს წამომატანებდა.
შინ შევედით ქალებიან, სხვას ჯარს არ შემატანებდა.
72
მიბრძანა თუ: «შვილო მადლი, ვის შენ მაგ დროთ მოუყრიხარ,
ღვთით, მგონია, არა გჭირს რა, მე რომ გატყობ აგრე რად ხარ?
შენიმც ჭირი შემეყრება, შემოგხედავ, დიდად ვიხარ,
სხვა სარჯელი არ გაჩნია, ცოტად პირზე შეუხრიხარ».
73
გრძლად არ ვიტყვი მაშინდელსა, შვებასა და გახარებას,
დიდთაგან და მცირეთაგან შეჭირვების ცეცხლთა ვსებას,
დედისაგან ხელის წყობას, ნებიერად მოსვენებას,
მალ აღარვინ მოელოდა სოფლისაგან შეჩვენებას.
74
ორს კვირასა დედოფალი ყოველს დღესა მასპინძლობდა,
მაშინ ჭირს და მწუხარებას ათას წილად ლხინი სჯობდა;
მას ჩემგმეტი არვინ შერჩა ძე, ასული, არც ვინ რძლობდა,
მაგრამ ბედს არ ემდუროდა, რა მე მიველ, ღმერთს მადლობდა.

აქა მეფის თეიმურაზისაგან სრულ ერთპირად კახთა, ალავერდელ ეფისკოპოზის, საღმრთოთა კაცთა და დარბაზის ერის შემოყრა. მცხეთას მოსვლა, კათალიკოზ, მთავარეპისკოპოზ და სულ ქართველთ ეპისკოპოსების შეყრა, მეფედ კურთხევა, წირვა, ლხინი და მრავლის გაცემა.
75
ამავ ხანში მცხეთას მიველ და მეფედა დავეკურთხე.
გამოველ და პალატს დავჯექ, ვინ მაღირსა, ის ვაკურთხე;
მამა-პაპათ დანარჩენი დავიჭირე ოთხივ კუთხე,
უსამართლო არვის ვუყავ, ქვრივნი ობლით გავიკითხე.
76
წარმოდგნენ, მამილოცევდეს, თავს მანაცვალეს სულები,
მოყარეს ოქროს ნალბაქნი და ზოგნი მოყვითლულები,
სხვა სურა, თასი, ჯამები, ყოვლფერი ვერცხლეულები,
ათი გოდორი აიღეს მას დღესა იქ დადგმულები.
77
ამათ გარ გამოზიდვიდეს, ივსებენ ფლურით ხელებსა,
მესამეს კათალიკოზსა, მისცემდენ არ მოხელებსა;
ორს წილს სუფრაჩსა, ერთპირად სულ ერთად ჩემს მოხელებსა.
იქ ცუდ-მუდს ვერას ჰპოებდი იარაღს განათხელებსა.
78
წამოველ გვირგვინოსანი, პორფირცმულ, ხელ-სკიპტრიანი,
გამდიდრებული, სვიანი, მაშინ არ ვიყავ მტრიანი;
შეუპოვარი ღმერთს გარდა, არვისგან მქონდა ზიანი.
მოველ და დავჯექ ტახტზედა, ნათელმოსილი მზიანი.
79
ცამეტის წლისა შევიქენ, რა ესეები იყო და,
ვნადირობდი და ვიშვებდი, სხვა საქმე არ შევიტყო და;
საპატრონოსა საქმესა სრულ დედოფალი იტყოდა,
სრულად განვაგე სამეფო, და ურჩი მალ დაიტყოდა.
აქ დედოფლისაგან გურიელთან მოციქულების გაგზავნა და მეფის თეიმურაზისათვის ქალის თხოვნა. მათგან დიდად გახარება. დიდის სიმდიდრითა და მზითვით გამოსტუმრება. მოყვანა, გვირგვინის კურთხევა. მოლოცვა, ქორწილი და მხიარულება, სიმღერა, ბურთაობა და სროლა ყაბახისა.
80
ამ ხანშია მოვიწიფე, სხვას ქებასა ვიტყვი არა,
მაგრა სხვანი მას ამბობდნენ: «მზემ ღრუბელი მოადარა;
მისმან მზემან, ხმელეთზედა ვერვინ პოვოს მისი დარა,
თუ ეს არის ამისთანა, იქნებისო ამის და რა?»
81
დედაჩემი თვისად სასძლოდ დაემძახლა გურიელსა,
მალ მამგვარეს შესართავად, არ უხანეს მას ნათელსა,
შემომყარეს ჟამიერად, მხირულსა ლხინთა მზმელსა,
ეს სოფელი ვეღარ შეიქს სხვას მისებრივ სულიერსა.
82
ენა რომ იტყვის მაშინდელს, ჩემსა ლხინსა და შვებასა?
ორმოცს დღეს ქორწილობასა, სიხარულს არ თუ ვებასა,
სრულ გათავებით არ ითქმის, ზოგთა ვიქმ გადაშვებასა,
მაგრამ სოფელი მიპირებს, ჩემთ სისხლთმსმელთ ზედ მოშვებასა.
83
თორღას ვიდექით როდეს ვქენ, ქორწილი გამოჩვენება.
ცხადათ არ დაიჯერება, თუ იყო ძილ-მოჩვენება!
იქ ორმოც დღემდის ზედი-ზედ, სმა, ლხინი, არ მოსვენება,
ბურთობა, ყაბახის სროლა, ვის რა ასპარეზს ენება.
84
დილას შევსხდით, ვინადირეთ, შუადღისას შემოვიქცით,
აწ ბურთობას ხელი მივჰყვით, იქ საძილოდ არ გავიქცით;
მერე დავსხდით ერთაჭამად, ლხინი ლხინზედ ზედ დავიცით,
ვზეიმობდით, ვმღერდით, ღვინოს ვსვამდით, ვიდრემდისი გადავიქცით.
85
ძლივს ითქმის მაშინდელთ კაცთა სიკეთე, სიბევრენია,
სიმდიდრე, დიდებულობა, სიმძიმით როგორც ბრპენია (=ტყვია),
ქება არ ითქმის ადვილად, არც მსუბუქ მოსასმენია,
აწ ვაი მათსა მგონესა, რა ბევრჯელ ცრემლი მდენია!
86
სიმრავლით იყვნენ მრავალნი, თავადნი დიდებულნია,
კვლავ აზნაურნი მათ მსგავსად, მას ზედან მოკიდულნია,
შინა ყმანი და მონანი ბევრ-ბევრად, დას-დასულნია,
სხვათ ვინ აუვათ სათქმელათ გარეშეთ ვინ მოსულნია?
87
ბანოვანთა სიტურფესა, ვინ შეუძლოს ენამ ქებად?
ღვთის მოშიშნი, რჯულ-მტკიცენი, იესოსა ქრისტეს ნებად,
იქ მოდიან ერთად შეყრას, დუხჭირთ გარე გამოძებად,
ჩარიგდიან მის-მის ალაგს, მთვარე ქმნიან განქიქებად.
88
ზეითა ვთქვი რიცხვი დღეთა, ვიდრე იყო ქორწილობა,
აწ გათავდა მისი საქმე, გაიყარა შეყრილობა;
მაყრებიცა გავისტუმრე, ბევრი მიხვდა ლართ-წილობა,
დატვირთულნი საბოძვრითა, არ შეექნათ მათ ცილობა.
89
ვინ მამგვარა დედაჩემმა, ის რებეკა, თვითან სარა,
ტბა-მელნისა უცხოდ რამე, გარ გიშრითა მოესარა;
ბაღთა შიგან ვყმაწვილობდით, სად რომ გვედგა ტურფა სარა,
ვაჰ გაარმდა ეს სოფელი, ჩემთვის შემრჩა დიდხანს არა.
90
სხვა ქება როგორ ვთქვა, თუ არის აუგი ჩემგან სათქმელად,
არა ვთქვა მთვარე როგორ შევქმნა, ვეშაპის გლახ-ჩასანთქმელად?
ვსთქვა და სირცხვილად დამადვან, არ იყო მისგან საქმნელდ,
როგორ დავმალო მთიები, ჟამი დილისა ვყო ბნელად?!
91
არას ვიტყვი თქვენც გასმია ქება, არ თუ ცუდი ხოტბა:
პირად-ბროლი, ბაგე-ძოწი, თვალებია გიშრის ხოტბა,
ხმა-ბულბული, საფირონი, შაქრისაგან უფრო მოტკბა,
მე არ მითქვამს ნაათალი, ბრძენთა მართებს იქ შემოკრება.
92
სოფელს კარგად დაუწყნარდი, სამეფოსა გავაგებდი,
ერსა ვსჯიდი სიმართლითა, საბოძვარს ზედ წავაგებდი,
ეკლესიას დარღვეულსა საძირკვლიდან აწ ვაგებდი,
ვიშვებდი და ვიხარებდი, ცუდ-მუდს არას შევიგებდი.

მეფისაგან თავისის სიმდიდრისა, ნადირობისა და ლხინის ამბავი.
93
ამის მეტი სხვა რა არის, წლის ბრუნვა და ანუ თარი,
ოთხი არის, როგორც ნივთია, მიწა, ცეცხლი, წყალი, ქარი,
გაზაფხული და ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი.
ამათ გამო იხარებენ, მიწის არსნი რაც რამ არი.
94
პირველ გაზაფხულს გიამბობ, სხვის დროსგან უკეთესია,
ამით იხარებს ყოველი დანერგულ-დანათესია,
ნადირობა და ბურთობა, ლხინიც აქ უკეთესია,
ვარდზედან დაჰყეფს ბულბული, აღარვის ახსოვს ეს ია.
95
რა მარტი დადგის, მოვიდის, შეიქნის ირაობანი,
ჩიტებმან შექნის გალობა, სიმღერა, ჭიკჭიკობანი,
შეაწყვის მაღალ-დაბალი, მობანემ მობანობანი;
იადონი მშვენდებოდა, მჭვრეტთ ვიწყით მისი მკობანი.
96
იქ მოვა ყოვლი მფრინველი ხმელს მჯდომი, წყალში მცურავი;
სონღული, ბარი, გავაზი, შავარდნით მოსასურავი;
ვადევნებდით და ვხარობდით, საწუთრო მოუმდურავი,
ბაზიერთხუცესს უმცროსით უბოძი დასახურავი.
97
ფიცითა მითქვამს არ ვიცი, მე რიცხვი ბაზიერისა,
ბაზიერთ შიგა მდგომელი, ოთხმოცი ანაწერისა,
თავადნი, აზნაურშვილნი, არ ჩოხა ამოწერისა,
ერთი ბაზიერთხუცესი, სიდიდის მქონე ბევრისა.
98
ასე ჰყავდათ დამართული მათ მფრინვლები კმასამყოლი,
ზოგს იქივე დაიჭერდენ, მაღლა ამსვლელს თან ამყოლი,
კვალავ მხვეველს და მოთამაშეს, იქით-აქათ მიმომყოლი,
ხოხბისა და დურაჯისა ზოგთ გამბმელი, ზოგთ მიმყოლი.
99
ბედაურთ ქორთა სიმრავლე, იყვის თუღუნი მალები,
წითლები, მედიდურები, გამძლე, ხან შემომწყრალები,
ახალს მწყაზრებსა შვენოდის, გვარი და ყვითელ თვალები,
მიმინო, ფიღო, მარჯნები, ვადევნეთ ხან ალალები.

მეფის ალექსანდრესგან ფარშავანგის დაჭერისათვის.
100
პაპის ჩემის ბაზიერად ვეჭვობ ქება თქვენც გასმოდეს,
– მისგან იყვნენ დანაზარდნი, იმას აქათ აწ მე მყმობდეს, –
ფხიზელნი და უმთვრალონი, სამსახურს ვერ ამაყობდეს,
იტყვიან ირაობასა, ფარშავანგიც მას მოსლოდეს.
101
ასე მითხრეს მინდვრის მცველმან, ნახა უცხო სანახავი,
მიირბინა მეფესთანა, მოახსენა უნახავი,
«ამ ფრინველმან შექმნა ასე, ბევრნახული უნახავი,
რა თქვენც ნახოთ, არ გაჰკვირდეთ, იყვნეთ ჩემი დამზრახავი».
102
თქვეს თუ მეფე მასვე წამსა, შეჯდა ბრძანა იყოს რამცა,
დაგვიძახეს ბაზიერებს, თან გამომყვეს ყველაკამცა,
სრულ ფრინვლები წამოასხით მედიდურნი, მერე მადლმცა,
დაბლის მპყრობნი და ამყოლნი, მაღლა უნდა მიიცამცა.
103
მიბრძანდა მეფე რა ნახა, გაჰკვირდა მეტად იოდა,
ზოგს ბოლო წამოებურა, ზოგი ხმამაღლა ყიოდა,
ბძანა: «ვის გაუგონია ან ამბად აქამდიო და?»
მეყორუღემან იკადრა: «გეგონათ ტყუილიო და?»
104
ბძანა: «მინახავს სადაღაც სახე ამისი ნახატად,
თვარ ვის ასმია ალონში, კვლავ მოსვლა აქ ამის მეტად?
თვალნი დამიბა მშვენებამ, ვეღარ მოვსხლიტე მე ჭვრეტად».
გვიბძანა: «თუ არ დამიჭერთ, ცემით გაგხადო თქვენ რეტად.
105
მაგრამ ვაჰ თუ ვერ შეიპყრან, ბოლოდიდი იგ მამლები,
მოუტიოთ გავაზები, შავარდნითა სონღულები».
მოვახსენეთ: «დედალს ადრე დაიჭერენ ეს ფრინვლები,
ზეცად იმათ არ აუშვან, დავახვედროთ ძირს ძაღლები».
106
მეფემ ბრძანა: «მე ეს მინდა სულ ცოცხალი დავიჭიროთ,
შევინახოთ, მოვაშენოთ, ლხინად გვყავდეს, არ საჭიროთ,
მო, ასე ვქნათ, გარეშემო შემოვერტყეთ მოუჭიროთ,
აწ ფრინვლები მიუტიოთ, ვეჭვ ეს გვმართებს დავაპიროთ».
107
დავემოწმეთ ამ თათბირსა, ჯარი გარე შემოერტყა,
უბრძანა თუ: «სასიკვდილოდ ჯოხი არვინ არ დაარტყა».
მინდორს ისხდეს გამოჩენით, არ უნდოდა ტყეთა ბერტყა,
იპეპლვიდეს მათს დედლებსა, თან არ ახლდათ წვრილი ბარტყა.
108
გავაზები და ბარები, გავჰყარეთ, მაღლა აუშვით,
მეფე შავარდნით ცხენს ფიცხად, მიუხდა ჩვენცა მიუშვით,
მიბრძანდა, ზოგნი მივჰყევით, და ზოგი ტბაში შეუშვით,
დაფრინდეს, მოუტივეთცა, შესძახა, ვა, თუ გაუშვით!»
109
შავარდენი მასვე წამსა, დედალს მოხვდა, შეცაიპყრა,
სხვა ფრინვლებიც დედლებს იჭერს, მამლებს უწყეს ძირს ჩამოყრა,
მეფე მისდევს სიცილითა, მისაშველად იწყო წაყრა,
წაეხვივნეს, დაიჭირეს, ჯარმანც იწყო იქ შემოყრა.
110
განაღამც გამხიარულდა, მეფეს შეექნა შვებაო,
იცინის, ლაღობს, «კარგად ვჰქმენ ამათი არ გაშვებაო»
ბაზიერთხუცესს უბრძანა: «დღეს ბევრი გეშოვებაო,
ამისგან უკეთ შექცევა არ ოდეს არ ეგებაო».
111
მას აქეთ კახეთს მომრავლდა, ოდიშსაც აქათ მოშენდა,
ქალს გაატანა მზითევად: «მოგართმევ, იყოს მოშენდა».
არა აკლდა რა მას მეფეს, ესეც წყალობით მოშენდა.
ძმანო, იყურეთ, გიამბობ, ისმინეთ, მოდით მოშენდა.

გაზაფხულის ნადირობისა და შექცევა-მხიარულობისა.
112
იცია, ირაობასა, ქოჩობაც თანა მოჰყვება,
მაშინდელს ნადირობასა, სულ წვრილად ვინღა მოჰყვება?
ზოგი საქმე ვთქვა უფროსი, დამრჩება, გარდამეშვება,
თუმცა არ მინდა სათქმელად, მელექსე არ მომეშვება.
113
ქოჩობის სიხარულითა, ყველა ბოძლები მოლესა,
მშვილდსა უგდებენ ფიცხელსა, და ცხენი მოიმალესა;
ქვეყანას გახარებულსა, ვჭვრეტდით ახალსა მოლესა,
ბერნიცა გაჭაბუკდიან, არ თავი მოემოლესა.
114
ალონს ვიწყეთ ნადირობა, და ქვემოთრე ჩავჰყვებოდით,
უკეთ სროლის ბაასითა, ერთმანეთსა ავჰყვებოდით;
იქ ნადირი ვინც ვერ დავსცით, შორს აღარვინ გავჰყვებოდით,
მოვიდით და ლხინად დავსხდით, ვინ ვის რასმე ვლაყბებოდით.
115
რა აქედამე წავიდით, კარამდის მოვინადირით,
იქ განსვენება სად იყო, იმუშაკებდა ნადირით?
ტყეებსა ვრეკდით ყოველდღე შამურით, ბედიყრის თითრით,
გაზფხულისა ჰაერი, შვენოდა კარგა იქ ნირით.
116
მცირე ხანს ბაზარს ვდგებოდით, სალხინოდ, სათამაშოთა,
ჩვენის ბაასის ჯობნაზედ, ნუ ჰგონებთ მალ დამაშოთა!
სად მამეცალა სალექსოდ, მიბძანე, ბრძენო ფაშოთა!
კიდევ ბევრს რამეს უამბობ, ხელიდან არსად უშოთა.
117
მაისი დადგის – ტურფა თვე, ვარდი აყვავდის ბაღებსა,
ველნი ყვავილნით შეიმკვა, ჰგვანდის წითლითა ნაღებსა,
ბულბულთა ყეფა ისმოდა, ვერ ვსჭვრეტდით სულდანაღებსა,
მე ვინ მნახევდია იმ დროსა, ულხინოდ, სუფრა ნაღებსა?
118
იქ მოვიდოდნენ ლეკები, მებატონენი კაცები,
მოკრძალვით, გულ ხელმოჭდობით, მშიშრად, როგორც ცხვართა ვაცები:
ფეშქაშსა მოცაზიდვიდეს, ვერ რბევით რას მომტაცები,
აწ ნახე სოფლის სიმუხთლე, ჩემზედა კვლა-და-კვლაცები!
119
მინდორს ბალახი მომაღლდა, ხბოს დამალევდა ნადირთა,
იმ წამს მიმართა ირემმა, შამბს მალვით იქ დანაპირთა;
ჩვენც თანა გავჰყვით სიმრავლით, გაწყობით არ მებოძირთა,
ალაზანს გავხდით ნავითა, სასროლად ზედ მინაშურთა.
120
ერთი თამაშა არ სჯობდა, ჩვენს მაშინ ნავით გასვლასა,
ბაზრიდან აყრას დიდებით, სამინდოროსა წასვლასა,
კაცი ვერ იტყვის ენითა, ვერცა იქმს თავის ასვლასა,
დილით მწუხრამდე მხეცს სრვიდენ, ვინ ელის მზისა დასვლასა!
121
ოთხმოცს ყათარსა აქლემსა, ცხენს, ჯორსა, აზავერს გარდა,
კარვებს მის მოფენილობით, ჰკიდებენ, იდვის იქ გორ და,
ტყუილი ნურვის გონია ,მართალი არის, არ ჭორ და,
ნუზლიც მრავალი ვიახლით, მინდვრები სოფლებს გაშორდა.
122
შვიდს-რვას დღეს თუ ნავს გავიდით, რაზომ მალე ვისწრაფდითა,
გამოღმართსა ჯერგას გარეთ, ოდენ ისევ გაღმა მხრითა,
აქათურიც ნავზედ დამხვდა, ნაპირელი კვერნაქითა,
გვიან ვერვინ მოვიდოდა, მისთვის რომე დავბაქითა.
123
ჯარის სიმრავლე რა გითხრა, დიდებულთა თუ მცირეთა:
ახალ-ვაჟკაცთა სიმრავლე, ვარსკვლავთა გვანდა ციერთა,
ვინ იგ მოშალა უწყალოდ, მან ღმერთი აღარ იღმერთა!
ვაი, რაზომი სხვა კარგი, სოფელმან გაწამიერთა!
124
იქ იყვის ბედაურთ ცხენთა შეკაზმა, გამოჩვენობა,
შესამოსელთა კეკლუცთა შემოსა, ტურფად ჩვენობა,
ქარქაშის გაწყობილობა, ისარს ორბის ფრთით შვენობა,
ვაჟკაცებისა ხუმრობა, იქ ჩვენს ხელთ იყო ჩვენობა.
125
ასე დადგიან კარვები, კაცი თვალს ვერ გარდაწვდენდა,
იყვნენ შვებით, მშვიდობით, ვერვინ ვერავის აწყენდა,
მესისხლე ჰყვანდა ვინ ვისმე, იქ სისხლსა ვით დაადენდა?
ღვთის წყრომით მოჰხდა, თვარემ და მათ აგრე რა წაახდენდა?!
126
თორმეტი არის მინდორი სხვებისგან უკეთესების:
ირმის, ჯერნისა, დათვისა, ღორის, ტურის და მგელების,
აფთრისა, შვლისა, ფოცხვრისა, კურდღლის, მაჩვისა, მელების,
ბევრს ჯარს რომ მოინდომებდა, მათ სახელები ესების.
127
წინა მინდორი შირაქი და ორივ ტარბანაები,
ორი ელიდრის მინდორი, ჯერან ჩუღურში დაები,
ყაჯირლუხ, ბაიდიგოლი, სამგორი, ჩადივარები,
ყარაიაზე დაშვრიან, მესროლნი კარგ-სადავები.
128
მივიდით, მინდვრებს მივადგით, დაუწყით ჯერგას რიგება,
შუაღამისგან უწინვე ნადირთ ვერ ექნა შეგება;
ასრე შეკრიან სამგნითვე, მხეცნი მათ ვერ გარდეგება,
დაიწყის მოსვლა კარზედა, პირს ვერვინ ვერ შეეგება.
129
დილა გათენდის, შეიქნის დაწერით დაკარებანი,
ვინ არ ვიახლი ჩემთანა, ვერა ქმნის მოკარებანი,
შეიქმნის სროლა უცდური, დანაცდენთ ძვირად ძებანი,
კარგ-სადავენი მომხრედ ვჰყვი, ავისა შორს გაძებანი.
130
ასე უნდა მშვილდოსანი, არა ჰკრევდეს ყოვლსა ასოს,
მართალს მხარსა შუასა ჰკრას, წინ გარდამხტალს – თეთრს დაასოს,
მხეცი სადგომს წამოიღოს, მწყურვალს მინდორს სისხლი ასოს,
ერთს გაზაფხულს თიბათვემდის ოთხმოცისგან უფრო ასოს.
131
ნადირზე ასე მივიდეს, ეგონოს შეეძგერაო,
მერე სადავეს გამოჰკრას, რას ჰქვიან გულის ძგერაო?
ხარსა და კაცსა მოჰკლევდეს, ცუდია მელა-ძერაო,
მოუწონებდეს სიფიცხეს, ინატრონ მისი მზერაო.
132
რა ნადირობა გათავდის, გრემისკენ წავეყრებოდით,
იქ მოყვარულნი ქალ-ყმანი ერთმანეთს შევეყრებოდით;
ვარდი დაგვიხვდის გაშლილი, ვჰკრეფდით და შიგ ვეყრებოდით,
ასე გვიამის იქ მისვლა, მალ აღარ გავეყრებოდით.
133
გრემსა იყო ბევრის ქვეყნის უცხოები იქ მოსული,
ბაღებშიგან კვიპაროზი, ალვის ხითა ამოსული,
ფშოდა სული სულნელისა, ყვავილთაგან ამოსული,
მისის ნახვით გაყმდებოდა სიჭაბუკის ძალწასული.
134
ერთი ბაღი და სასახლე, გრემს იდგა ლევან მეფისა,
მას შენობაზედ ეტყობის, გაცემა სიიეფისა;
ყოველი ყვავილ-ხეხილი, გარმოცულიყო სეფისა,
განცვიფრდებოდა მნახავი, იქმნის სიბრძნისა მკრეფისა.

საზაფხულოს ალაგებისა და შექცევა-სიამოვნისა ამბავი.
135
ბალობა იქავ მოვისთვლით, მერე მივმართით ზეგანსა,
ბარშიგან დაცხის ამა დროს, მზე წამოვიდის ზე განსა.
ჰოედ ჩააგდე ეს ლექსი და მოგახსენებ ზეგ – ანსა,
არას დავაგდებ უთქმელად, ბანზედ მოვაბამ ზე განსა.
136
უწინ შუამთას მივედით, ცოტას ხანს იქ დავდგებოდით,
რა დაცხის უფრო და უფრო, ზედარე შეუდგებოდით;
ორს კვირას გომბორს ნამყოფი საერწოდ ავიყრებოდით,
ვმწყერაობდით და ვკურდღლობდით, სტუმარს წინ მივეგებოდით.
137
ერწოა კაი საკურდღლე, მწყერიც მრავალი დაჯდება,
ჩალებში წერო ბევრი სხედს, საკვერცხედ უნდა დადება.
წვრიმალს ტყეებში ნადირი ბევრს ჯარს არ უნდა მოდება.
მერმე თიანეთს ვინც მივა, კალმახით იქ გაჯერდება.
138
თიანეთს სხვა მთის ალაგი ვერ შეადარონ მას შურით,
სალხინოთა და საბურთლად ერწოდამ იქ მივაშურით,
კალმახი დაულევნელი ბადებითა თუ წყალწურით.
ლხინებს ვნახევდით ასეთსა, შორსმყოფთ იქ მოსვლა ვასურით.
139
ლეკს ზეით სხვა მთის კაცები იქ მოვიდიან, ვინც მყმობდა,
დიდონი, თუშნი, ხევსურნი, ფშაველნი ვერ მეკობრობდა,
ქისტი, ღლიღვი და ძურძუკი ერთპირად ძღვენს შემაძღნობდა,
ჩოხა-ნაბადსა დალისას ფეშქაში არ უნახლობდა.
140
თიანეთს ეს სჭირს სიკეთე – დიდია, მერმე გაშლილი,
მოედანს მწვანით მოსილსა მობურთალი ჰყავს შეშლილი.
მწყერაობაში რას ვარგა უსეფქო კაცი, მოშლილი?
ქალები მკიან ტან-წვრილნი, პირ-თეთრი, შავ-თმა ჩაშლილი.
141
ერთი წყალი საკალმახეთ იორს არსად შეედრება,
სხვა არა სჯობს იმ დროს რამე, იმის წურვას გახარება;
მოწყენილმან კაცმან ნახოს, ჯავრი სხვაგან გაეყრება.
მთიდამ ნადირს მოიტანენ, გორა ხორად დაეყრება.

შემოდგომისა და მყვირალობის, ნადირობისა და შექცევის ამბავი.
142
აგვისტოსი იქ გათავდის ლხინითა და უკუყრითა,
მერმე კახეთს წავიდოდით, გარიგებით, მუნ აყრითა,
მხიარულად ჩავიდოდით, მექორწილე ვით მაყრითა,
აწ მზადება დაიწყვიან სამყვირალოს შემოყრითა.
143
ღვთისმშობლობასა შუამთას მივიდით, იქ გარდვიხადით,
შევეხვეწით სასოებით, ძის მეოხად იმას ვხადით.
მოძღვართ-მოძღვარს მასპინძლობა იმ დღესა აც ქვევრთა ახდით,
ჩვენა ვართო ამ ყოფასა, მტერნო, აბა თქვენ კი წახდით!
144
ჯვართამაღლებას ალავერდს ჩავიდით, იქ ავამაღლით,
ფილიპე ალავერდელი ლხინით ვერავინ მოვღალით,
მან საჩუქრითა აავსის მუნ მყოფნი მდაბალ-მაღალით.
ნაზარხოშევნი ვიყვენით არ მთვრალნი, ღვინო მამბალით.
145
ერთს სიტყვასა ის იტყოდა, არ ვარ სხვისგან განაგონათ,
ისრე იტყვით, საქონლითა ვერ გავძღებით, ვჰყავართ მონათ,
ამდენი მაქვს, აღარ მინდა, ოქრო მიჩანს ჩალის წონათ.
ბევრი გასცის უცხო ფერად, იყვის ყოვლთა მოსაწონათ.
146
მაგას ნუ ეჭვ, რასაც კაცსა ძალად რამე გამოართვის,
ასრე მე ის საშენდობოდ არ მინახავს, არ მომართვის;
მან მამცის და მე რაც მივსცი, კიდევ სხვა რამ ზედ დაურთვის.
ლოცვა ჰქონდის წესისაებრ, მერმე ჯარის ლხინის წართვის.
147
მოკლედა ვჰთქვა, მყვირალობა ალონს ვიწყით მისვე წესით,
უეჭველად ვნადირობდით, სენით ვიყვით არა კვნესით.
ჭაკს ცხენს ზიხარ ჯავახურად, წოტს ხარზედა მოაწევ სით?
ეს თვეც წავა კაის ყოფით, აწ ზამთარი მოაწევ სით.
148
მოვიარით ტყეები და რაც მინდვრები გითხარ პირველ.
ვირ დრო მქონდა, სიხარულსა ხელი ვჰყარე, მწვერვალს აველ,
მყვირალობა გავათავე, აწ საჯერნედ მინდვრად წაველ,
ყარაიას მივადეგით, გარეჯიდამ მტკვრის პირს დაველ.
149
იქ ჯერგას არ წავიტანდი ქვეითს, თუ არ ცხენოსანსა,
ქისიყით წამოიყვანდენ თორმეტჯერათას ოსანსა,
სრულ კარგს ულაყზედ მჯდომელსა, ვინ ნახავს მათ ჭაკოსანსა?
მარტო იმ სოფლით იტყოდის შვიდასსა ჭარმაგოსანსა.
150
ერთის სოფლით ეს მოვიდის, ნახე თუ სხვა რამდენია?
შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ, სათქმელი რამ არ მწყენია,
უტკივრად და უჭირველად, ცხვირთა სისხლიც არ მდენია,
ბოლოს საქმე გამისინჯე, რაზომნი ავნი მსმენია.
151
პირველს ღამესა დიდს-ვარცლას მივიდით სრულად ჯარითა,
დაუწყით ჯერგას რიგება ერთმანეთს დასაჯარითა.
მაშინ იქ მყოფმან ჯერგამან თავი არ გასაჯა რითა?
გათენებისა მომლოდნემ იქ ძილი იაჯა რითა?
152
ალიონმა აიზიის, შევსხდით ცხენსა დაუკარდით,
წყნარა-წყნარა მივჰყვებოდით, ცუდ-მუდს არას გაუვარდით;
ვისაც ჯოგი მოგვივიდის, კარგ სადავეთ ზედ მივარდით,
სროლითა და სიკვდილითა დავიღალით და დავარდით.
153
სულ დიდი ჯოგი მოვიდის, ანგარიშს ვერ ავიღებდით,
ვირ არ მოვიდით ნადირზედ, მშვილდს აქ არ ამოვიღებდით;
მივესროდით და მივჰხოცდით, მინდორს სისხლითა მივღებდით,
ამდენი მოკვდის ნადირი, სრულ თან ვერ წამოვიღებდით.
154
მაშინდელთ კარგ მშვილდოსანთა ამად არ ვამბობ სახელებს.
საბატიოთა კაცთა და ვაჟკაცთა ბევრს ასახელებს,
ვაცთა შიგ რჩევით მოჰკლევდეს, ვერ მომკვლელთ მგონ ეს ახელებს,
ზოგს უქებ მშვილდოსნობასა, უცოდნსა დასდებს სახელებს.
155
სხვა მინდვრები ირმით სავსე, ყარაიას ჯერანია,
კარგს მშვილდოსანს გაახარებს, გულის გასაჯერანია;
ვერვინ სრულყოს ჯოგთა რიცხვი, ესეც დასაჯერანია.
თუ იმდონს ჯოგს შეეყარო, მოვლე კახი, ჯერ რანია.
156
ზოგნი იტყოდეს: აქა ვჰკრავ, მიყურეთ, უსცილოდა.
სხვამ თქვის თუ: იმ ვაცს მე მოვჰკლავ, შევღებო ისრის კილო და,
კვლავ იმ დიდს ჯოგში ხუთს მოვჰკლავ, სროლა არ ვითაკილო და,
ძალიანს მშვილდსა მოვზევდე, მკლაო, არ ისარ-წვრილოდა!
157
მაღალს აკრევდენ ფრთეებსა გრძელს ისრებს მათთა მკლავთასა,
იტყოდეს, ახლოს ესე სჯობს, უკეთ იქმს ხორცთა ფეთასა;
შორს სროლა რა სადავეა, ახლო სჯობს, ეს უკეთასა!
ბევრჯელ მინახავს, იქმოდეს მსხვილ ბარკლის სულ მოკვეთასა.
158
ყმაწვილები არ არჩევდეს არც კვრასა და არც ნადირსა,
თუ სადგომსა ბევრს მივიტანთ, ოსტატობას ჩვენ რა გვრჯისა!
დასულებულს ვინ ნახევდა სიცილითა იმათს პირსა?
ის დრო იყო, რომ წავიდა, სხვა ვეღარვინ ვერ ეღირსა.
159
მინახავს ბევრჯელ მინდვრებში მოკლული უფრო ათასი,
ჩემს მოკლულს სხვანი გეტყვიან, მე მოგახსენო სხვათასი;
ერთს ზაფხულს ზამთრის პირამდის ჩემი თქვან, ვეჭვობ, სხვათ ასი,
ლხინსა ვნახევდით ამოსა, ზოგთ ჯამითა სვეს, სხვათ თასი.
160
ერთს დიდმარხვაში ნაგებს ვდექ, რომელ არს ბოსტან-ქალაქი,
აღდგომაც იქ გარდვიხადენ, ჩვენი ახალი პასაქი.
რას აქნევ ინდსა, არაბსა, ესე სჯობს შენცა ეს აქი!
ვეღარ თამამად ბაასობ, დაყუჩდა ცილების ბაქი.
161
ამ აღდგომის დღის ლხინება ძნელია გამოსათქმელად,
საღვთო წესი და რიგები ნათელ არს, არ დასაბნელად.
ბურთობა, ყაბახის სროლა, გაცემა მქონდა არ ძნელად.
თუმც კიდევ ბევრჯელ მინდოდა, აღარ დამცალდა საქნელად.
162
კურმუხელთ კახთა სიმრავლე ამათ გასინჯე კუხოსი,
ყაბახს ესროდეს ოთხმოცი მარტო ჩერქეზი და ოსი.
მე არ გაუშვი იმ დღესა ჩემი ყმა მუნ შეუმოსი,
ხილზედა ვსვემდი გავაზურს ხვრეტა არ იყო იქ დოსი.
163
ამ დღეს გავეც სხვას გარდაის ასი ჯიღა, ასი ტყავი,
კვლავ ცხენები ბედაური, არ თუ ზურგზედ განატყავი,
ამას გარდა აბრეშუმი სამოცს აქლემს ნატვირთავი,
არ დავაგდე უბოძვარი, ღარიბები მოურთავი.
164
მანამდის არ ჩამომეხსენ, არ მათქმევინე მე ვირ ეს,
მიქებდეს მეტად სიუხვეს, არ მიზრახევდეს სიძვირეს.
კაცი ამ ყოფის პატრონი რად შეგედარო მევირეს?
ჩამოგიყარე ყურები ჯობნისა შენ დანაპირეს.
165
თუმც არის წელიწადშიგან ესე დღეც გასახარონი,
აივსებიან ყოველნი ჭურნი და ბეღელ-ხარონი,
შიმშილისა და წყურვილის არვის აქვს თავის ხარონი.
სიმსუქნე სჭარბობს სიმჭლითა, არვინ არს შენაზარონი.
166
სულ გაძღებიან ღარიბნი, გლახა და მუნ მდიდარია,
თავსსაყრელად აქვს მთხოვართა მათ მათი სამუდარია,
ანგაართაგანც მიიღონ წყალობა-სათხოვარია.
ამ სიკეთესა მოუსწრო, მერმე ზამთარმა დარია.
167
ვით წესია ამ თვეების, მის-მის დროსა ხელსა ვჰყრიდით.
მყვირალობა რა წავიდის, ქორებს ზარში გამოვჰყრიდით.
ვირემ წყალი არ გაყინის, ვერ მოგვყონდა სიცხის რიდით.
რა აცივდის, მოვიყვანით, ფრინველზედა ხელს წაჰყრიდით.
168
აწ ზამთარი შემოვისწრით თოღასა და ბოეთანსა,
შამურსა და ღარნეხშიგა სხვას ვინ ნახავს იმისთანსა?
ყოვლნი რამე სანადირო ასრე ახლავს ინი თანსა.
მაშინ მე რას ვახსენებდი ხანებსა და ან სულთანსა?
169
სრულ წვრილად ვთქვა, ვერ გაუვალ, არც ვინ მართლა დაიჯერებს,
თვარემ ვიტყვი ბევრს ასეთსა კაცისაგან გასაჯერებს:
ცრუი არის ეს სოფელი, ბოლომდისი არ მაჯერებს.
ფიცით მითქვამს, დამიჯერე, მცილეს ფიცი დააჯერებს.
170
რაც მინდოდა, ყველა მქონდა, მე ნაკლები გულს არ მაძე.
მუნ სიმრავლე სპა-ლაშქართა, ჩუმნი მტერნი ყოვლგნით ვაძე;
ჩემის სახლის მეფეებსა წარვემატე, არ წავბაძე,
ეს კი მაკლდა, მართლად გითხრობ, ძმა არა მყვა და არცა ძე.
171
ჩემის სახლისა ჩემს მეტი კახეთს არ მოიძეოდა,
მოწყალემ მომცა ორს წელსა ყმა-შვილი ორი ძეო და,
შემექმნა ლხინ-სიხარული, ვთქვი, დავდეგ ახლა მეო და,
მათის იმედის ქონება, ვა, ადრე დამელეოდა!
172
მაშინდელს მახარობლობას, სრულ კახთა იქ შემოყრასა,
მათ გახარება-ლხინებსა, იმათს იმდრომდი მოყრასა,
მოსალოცავთა ტურფათა, თვალ-გუართ თავს გარდაყრასა,
ძეობა, ღამის-თევასა, ძილად არვისგან წაყრასა.
173
მომეზარდნეს ორნივ შვილნი, ხუთის წლის და მეოთხისა,
ტურფანი და ჭიკჭიკანი, ორნი ნორჩნი სამოთხისა;
ძლივ ვღირსიყავ, გამეზარდნეს ტანად ნაკვთნი სამოთ-ხისა,
ცხენს სხდებოდეს ყინჩიყურით, ცრემლი ღაწვს არ დაენთხისა.
174
ვით წესია სოფლისაგან, ლხინს არავის გაუთავებს,
ჯერეთ მამყვა, მწვეთ მაამა, აწ საქმესა მიზამს ავებს,
ლხინთა ნაცვლად გლოვასა და სიმღერისა მუქფად მავებს,
ლხინს შემიცვლის გლოვა-ფლასად, წითელ-ყვითელს გამიშავებს.

მეფის თეიმურაზისაგან დედოფლის მგლოვიარობა და მწუხარება.
175
ჟამი გარდახდა შვებისა, მოვიდა გლოვა-წუხილი,
ლხინმა მიმრიდა, შემექმნა გულს ურვა, თვალთა წუხილი,
ღვარი მდიოდა სისხლისა, ცრემლთა ისმოდა ქუხილი,
ნადიმი აღკრბა, სერობა, ვეღარ მაჭამეს წუ-ხილი.
176
მოვსთქვამდი: მზეო, დამაგდე, ცეცხლი მომიდევ, წამ ალი,
მე, გლახ, უშენოდ ოხერმან შენი ვერ ვჰპოვე წამალი,
ბროლი და ლალი შეთხზულნი, მიწათა შიგან წა მალი,
სუფევა ჰპოვე უკვდავი, წმიდათა თანა წამალი.
177
წამწამთა რაზმმან დაფარა თვალნი გიშრისა, დალულა,
მშვილდი თავისა კემუხტით, შემოსით ვით მოზეულა,
თმა ამბრის ფერი შეწმასნით მიწამდის ჩამოწეულა,
ვითარ ვსთქვა საქმე საზარო, ჩემზედა რა მოწეულა!
178
ბაგეს, ვით ვარდის ფურცელსა, აწ ვხედავ გაყვითლებულად,
მას შიგნით თეთრსა კბილებსა სადაფ-მარგალიტებულად,
ენასა შაქრის უტკბოსსა ვხედავ უძრავად დებულად,
ჰაი ვაიმე, რაღა ვქმნა, აქა ვზი ცეცხლ-მოდებულად.
179
ცხვირს ზომიერად ჩამოწვდილს სული ფშვის სურნელებისა,
პირი ერთპირად შექმნილი, უალოდ გამთვარებისა,
რომელმან ენამ გამოთქვას სინაზე მკლავ-ხელებისა,
ვითა დაასკვენ გაწირვა შენ ჩემი გულ-ნალებისა.
180
ვაიმე წახდა, ვის ჰქონდა, ყელი ბროლისა სურათა,
ვერ გამოხატოს მხატვარმან ჩინელმან მისი სურათა,
მჭვრეტელთა სატრფიალოთა, უნახთა მოსასურათა,
ვა, რად გამხდე უბრალო სისხლის ცრემლ გასაცურათა.
181
ვა, რად მიეც შავს მიწასა პირი ვარდი, ბროლ-ფიქალი,
ბრწყინვალე და შუქთა მფენი, აწ ეთერი ფერ-გამქრქალი,
შენს საქციელს ვერ აიღებს ბევრის ცდითა სხვაღა ქალი,
შენ გამხადე დასაწვავად, გარ მომეგზნა მე აქ ალი.
182
რად დააგდე ეს სოფელი, რამცა გაკლდა მისი ნივთი?
სახელმწიფო, ქმარი, შვილნი რად გაჰხადე ოხრად ვითი?
სამუდამო ლოცვა-წირვა, ფსალმუნები ან დავითი?
პირსა შენსა შუქი ჰკრთოდა, ეგრე ადრე რად წაირთვი?
183
მე გამწირე, საყვარელო, ლევან რად ჰყავ საბრალობლად?
ალექსანდრე ნებიერი, ვით დამიგდე მე ეს ობლად?
შენ უდროოდ ტახტს აოხრებ, თავსა შეიქ საბრალობლად,
მე გამხადე მტერთ გულისად ბედისა და სოფლის მგმობლად.
184
გვირგვინის ნაცვლად ჩაჩს მბურავ, სკიპტრად მამაძლევ შავს ჯოხსა,
პორფირად მაცმევ ძაძასა, ტახტად დამიდგამ ბნელს ქოხსა,
გამაბედითე, დამაგდე, ვჰკვირვარ მე გუშინ დამნახსა,
უდროოდ ამ ყოფისათვის უბნობენ სოფლის საძრახსა.
185
ვით წესია, გარდვიხადე გლოვა დიდი, სულთ წესები,
სულთქმა, ახი სამუდამო და ტკივილი საკვნესები,
ვიჯექ ბნელსა, ცეცხლ-ნადები, ნათელ შრეტით დანავსები.
ნაღველს ვსვემდი სამსალითურთ, გული მქონდა შენავსები.
186
ორმოცამდისი ბნელს ვიჯე, სინათლეს ძვილ სად ვნახევდი,
თავსა ვიცემდი, ვსტიროდი, ცრემლითა ღაწვთა ვიხევდი,
შენც შემიბრალე, არიფო, მოდი და ჩემთან ახევდი,
ნუგეშინის მეც სიტყვითა, ღონეს რას მომინახევდი!

მეფის თეიმურაზის ყეენისაგან დაპატიჟება და მგლოვიარობიდამ გამოსვლა.
187
მე მგლოვიარე ყეენმა მიმიხმო, მიმიპატიჯა,
თუ გლოვით გამოსასვლელად კვლავ უფრო გამიპატიჯა:
ახდა მიბრძანა შავისა, ხორციცა მან დამპატიჯა,
უარი არ მათქმევინა, არც ხანი დამიდარიჯა.
188
ვით მართებდა, მასთან მისვლა მე და ჩემი სიდიდისა,
ყოვლიფერი თან ვიახელ, ვინ იცის რა მამინდესა!
მას ვმეტობდი გარიგებით, ვინ რომ დავარ მამიდეს ა,
მე რჯულმტკიცედ შეზღუდვილი, იმათ თავი გაინდესა.
189
წაველ, მიველ, მომაგება ომარები კარისკაცნი
ბედაურის ცხენებითა, არ იახლა მათ საკაცნი.
სიმრავლესა ჯარისასა წინ უძღოდეს, ვითა ვაცნი.
გაეკვირვნეს სიკეთესა, ხელთა ჰქონდა მალ-მალ ტკაცნი.
190
მიველ, ვნახე, მიალერსა ხელმწიფემან ვითა შვილსა,
მიბრძანა თუ: «მწოვედ მიმძიმს, გხედავ აგრე შემოსილსა,
მაგრამ რა ვჰქნა, რა გავაწყო, ღვთის ბრძანებას ვინ მოშლისა?
გლოვაზედა რად წაბაძე შენ, ჭკვიანმან, სხვათ შეშლილსა?»
191
დაჯდა ნადიმად უცხოდ რამ, მის ლხინს რა გაეწყობოდა!
მუნ რამდენფერი საკრავი ერთმანეთს შეეწყობოდა.
გაყრას ვინ მოინდომებდა, გული იქ დაეტყვებოდა.
მას დაფარული მტერობა მაშინ არც შეეტყობოდა.
192
გათენებამდი ნადიმად იჯდა და არც მე გამიშო,
მიბრძანა: «გამხიარულდი, ჩემგან არა ხარ საშიშო,
ბევრს კარგსა გიზამ, იცოდი, საქმე არ გიყო საიშო,
გულსა სევდა და ნაღველი უკუიყარე, მოიშო!»
193
პირველი ნახვა გათავდა, მერმე მიმიხმო ხალვათათ,
მითხრა: «ლუარსაბ მეფესა გამოყვრებ მალე ამლათათ,
ორნივ მეფენი გაერთდით, ის შენთვის იყოს, შენ მათათ,
ჩემიცა ქვისლი იქნები, საქმე არ დარჩეს სახლათათ».
194
მოვახსენე: «ხელმწიფეო, ეგ ჩვენს რჯულში არ მოხდება,
ახლო არის ნათესავი, საკანონო დამედება,
თუ შევირთო ნათესავი, საბოლოო წამიხდება».
უარი არ გამიგონა: «ცუდიაო მიდ-მოდება.
195
არ იქნება, დამიჯერე, ქართველთ მეფის უმოყვრობა,
სხვას უკეთესს ვერ შეირთავ, მეც მასმია დიაღ ქება,
ზურგად მე გყვე, ის მოყვარედ, ვისღა ძალუც შენი ვნება?
მე მწადს, მერმე თქვენ მოგხვდებათ ლხინით შეყრა, ერთად ხლება».
196
კიდევ რამე მოვახსენე: «მე ეგ საქმე არ მექნება».
არაფერი არ გავიდა უარისა მოხსენება.
კვლავ მიბრძანა: «ნუღარ იტყვი, თუ არა იქ, არ იქნება».
რადგან ისრე მოინდომა, რაღა მექნა, დავრთე ნება.

შააბაზ ყაენისაგან აბელის-შვილის ადამის თხოვნა და არაკის მბობა.
197
მერმე მითხრა: «აბა მამეც აბელის-ძე კარგი ადამ,
თუ არ მამეც, არ იქნება, ვერ დაიხსნას მაგისმა დამ».
გამიჭირდა მისაცემლად იქ მისვლით და მერმე ხადამ.
ჩემს სიტყვასა დააჭარბა ხელმწიფისა მოსაწადამ.
198
მოვახსენე: ვერ მოგართვამ, ნუ მიბრძანებ, ცრემლს ნუ მადენ,
ნამსახური კაცი არის მამით, ბიძით, თავით რამდენ,
გამორთმასა ნუღარ ბძანებ, წყალობა ჰქმენ შენი ამდენ,
მამა-მისი პაპა-ჩემსა ძმიან ორნივ თავს დააკვდენ.
199
პასუხს გეტყვი მაგისასო, დაჯექ მანდა მამიცადე.
კარგიაო, არ მოგცემო, მართლა სთქვი თუ გამომცადე?
თუ გიყვარვარ, ვიცი მამცემ, წა, მომგვარე, გა მომც ადე!»
მაგრამ კიდევ არ წამოველ, კიდევ ხანი დავაცადე.
200
არაკი მითხრა მართალი, სიტყვა რამ დასაამიო:
«ერთს ხელმწიფესა ვეზირნი მუდამ გვერც უსხდეს სამიო,
ერთი გვარით და თვითანცა, და ორი არ საამიო,
უფროსი ყოვლის სიკეთით გულ-ქველი, ვით საამიო.
201
ერთმან მონამან შეჰკადრა ხელმწიფეს ღარიბობითა:
«ათასი მამეც თუმანი, არ მითქვამს სათნოებითა,
ასეთი რამე შეგიმკო, შენ იყო არ ქონებითა;
რა ის მოგართვა, გაჰკვირდე, ბევრი სხვა მომცე ნებითა».
202
ხელმწიფეს დიდად იამა, უბოძა დაუყოვნებლად.
ხანმა რამ წავლო, მოჰგონდა, რაც ჰქონდა საიმედებლად,
ბრძანა: «მომგვარეთ იმითურ, რბილს აკეთებს თუ სალებლად».
მოვიდეს, წამოიყვანეს, პირი შეექმნა ნალებლად.
203
მივიდა მონა, უბრძანა: «ა ჰქმენ, რა გამიკეთეო?»
მან მოახსენა: «ხელმწიფევ, გწადს თავი მე მამკვეთეო,
ღარიბობამ და შიმშილმა მირჩივა ეს უკეთეო,
ყველა დავხარჯე, შევსჭამე, გინდა ცეცხლს შემიკეთეო.
204
სანამდი მქონდა, ამ სოფელს ყველა რამ მე ვიამეო,
თუ ის არ მექნა, აქამდი ვერ მოვაწევდი სამეო;
ამისთვის ვჰქენი, მეფეო, თუ ღმერთი გიყვარს და მეო,
თვარე რაც გინდა, იგი ჰქმენ, შენ მანდ ზიხარ და ა მეო».
205
ერთხან დაფიქრდა, ვეზირთა უბრძანა: «ხედავთ ამასა,
რას არჩევთ, რისხვა რა უყო ერთსა თვალისა წამასა,
ეს მონამ ვით შემომბედოს, შვილმაც ვერ უყოს მამასა?
შიშით არა ძრწის, თავს იდებს მისის ტყუილით ჭამასა».
206
ხაბაზის შვილმან შეჰკადრა: «თონეში გამოაცხეო»,
მზარეულისამ ესე თქვა: «შეწვი, ზედ ნავთი წასცხეო».
კვლა გვარიანმა ურჩივა: «მწვეთ კარგად შეინახეო», –
მას მიემოწმა ხელმწიფე, ეს უკეთ დავინახეო!
207
მეც მაგისთვის გთხოვ ამ ადამს, გვარად ვარგა და თავადა.
უგვარო კაცი ასე იქს, თუ ძირად არ ითავადა.
იმ ვეზირთ სიტყვა გასინჯე, რომელმან რამ თქვა ავადა?
ჩამომავლობით სიკეთე კარგია, ბევრად გავა და.
208
კაცი უნდა ან გვარად და ან სწავლაში გაიზარდოს,
თუ სიბრძნეში გაიწვრთნების, უგვარომაც გაივარდოს!
თვარ უგვარო გვარიანსა ცუდათ ვინმე შეუცარდოს,
უგვარო თუ არას იწვრთნის, სიკეთე ვით გაიმარდოს?»
209
რაზომ ვიტყოდი უარსა, მან უფრო დაიჟინაო,
ტკბილის სიტყვითა წამართვა, არ ბაქით შემაშინაო,
აღარ მაცალა პასუხი, სულ იმან დამიშინაო.
მივეც, რა მექნა, ვიტყოდი: ნეტამც დამეგდო შინაო!
210
გამომისტუმრა, წამოველ, კაცი თან გამომატანა,
მეც ნება დავრთე, დავასკვენ მე მისი აქ წამოტანა.
კიდევე მას მაბარებდა, სათუო არ დამატანა.
მოველ, ვემოყვრე მეფესა. პირად მზემ ალვა მატანა.
211
რა მოველ, მეფეს ლუარსაბს ვემოყვრე მისი ბძანებით.
მან თურე სხვაფრივ ირჩივა და საქმით კიდეგანებით,
ჩვენ სულ მართალი გვეგონა, ვიყვენით სხვის არ მგვანებით.
ვინ რას მიუხვდა, ლიქნით იქს, ან რასმე მონაგვანებით!
212
ავემზადე საქორწილოდ, მას ქალს ჩემად მოსაგვარად,
პირველისგან უკეთესზე თავითაც და მერმე გვარად.
ქორწილიცა ეგრეთი ჰქენ, შესაფერი მის-მისგვარად:
ყოვლი ნივთი მრავლად იდო, არა მქონდა მოსგვარად.
213
მას თურე მაშინ უნდოდა, რაც ბოლოს ჰქონდა საქნელად
გუნებაშიგან ნარჩევი, პირად არ გამოსათქმელად:
მაგრამ ორნივე მეფენი ჩვენ უნდით მას დასანთქმელად,
არ სიყვარულით შეგვიტკბობს, ჩვენზედა გული ათქს ნელად.
214
ყაზახის ხანსა მოსწერა: «მეფე ლუარსაბ მოკალო,
თავი აქ გამომიგზავნე, ქართლი გალეწე ვით კალო!»
მეფეს სხვა წიგნი მოსწერა: «ეგ ხანი მალვით დაკალო,
შიშით დახეთქე ყაზახნი, შეაქენ თრთოლა-კანკალო».
215
მას ეგონა, თუ ყაზახი ხერხით ამას აჯობებდა,
მოიგონის უცხო რამე, ლიქნით მასა გააგებდა.
მაგრა მეფე არ გაება, ის რომ საფრხეს მოუგებდა;
მეფემ მოკლა, გაუგზავნა, თავსა შუბზედ აუგებდა.
216
თუ მე მაბრალებს პაპისას ძველს რასმე დანაშავებსა,
ლუასაბ მეფეს რადღა ჰკლავს პირად მზეს, არ თუ შავებსა?
სვიმონ მეფემან მსახურა, ურუმებს სთხოვდა დავებსა,
ქართლი სულ ურუმთ ეჭირა, გაუყრის მათ ფაშაებსა.
217
ურუმთ ეჭირა ქართლი და ადრიბეჟანი, შირვანი,
ასრე მათ ეპყრა ციხენი, ვით შიგნით ბასრა, იქ ვანი,
უცილებლად და უომრად არვისგან ჰქონდათ მით ვანი.
არიგებდიან მათს წესზედ, მათი აქ სწერდა მდივანი.
218
ვინ არ მივიდის მათთანა, ყაენთან მივლენ მჩივანი:
დაიპყრეს არდაველს აქეთ ერანელთ მოსაყივანი;
აქა-იქ დაიმალოდეს, ამაყად ვეღარ მყივანი,
ზოგნი განერეს, ივლტოდეს, შორს მყოფნი იყვნეს სვიანი.
219
ეს როდი იყო, დედასა მცირე ყრმა ჰყვნდა შააბაზს.
სვიმონ მეფესა უბრძანა: ტყვეს ხმალი უნდა შააბას.
ქართლს გამოგზავნა საომრად, ურუმთა უნდა შააბას.
არას ნაღლობდენ სვიმონის, თუ ბოლოს ვინმე დააბას.
220
ბეგუმა თქვა: მეფეს სვიმონს შეუძლია გაძებანი,
ამის მეტსა არვის ძალუც გურგასლანის ბაძებანი.
კაცით ჰკადრა: შინ გაგიშვებ, იქმენ ჩემი ძმა-ძებანი,
მრავალს მოგცემ, რა იქ მიხვალ, აღარ გინდა ჯართ ძებანი.
221
სვიმონ მეფემან შესთვალა: საქმე ვქმნა არ უკადრია,
რაცა გმსახურო, მოგესმას, მოწმად მყვეს თქვენი სადრია,
ღვთის ძალით ქართლში ურუმნი მოვსრნე, განვაძო ადრია.
გმსახურო, არ დამისწავლით, ეს თქვენი რა საკადრია?
222
ძველი რამ ვიცი ამბავი მე ვახტანგ გორგასლისაო,
სპარსთ მეფის ლაშქრად წაყოლა და სინდეთს მის მისვლისაო,
მისგან გოლიათთ დახოცა და მერმე ვინ მოშლისაო?
მასავით მიზამთ, მე ვიცი, მოდგმა გაქვს თქვენ ასლისაო.
223
დიდმან ვახტანგ სინდთ მეფისა გოლიათნი ამოსწყვიდა,
ციხე ხელში გამოუღო, მეფობისგანც გამოსწყვიდა;
მერმე უთხრა სინდთ მეფემან: ვახტანგ, შენთვის ავად ჰყვი და,
მისი ხელი დაგემართა, საქმესა იქს რას ყვავი და.
224
ერთმან ყვავმა ქორის ქულა ნახა სადმე დავარდნილი,
მიიყვანა თავის ბუდეს, რად შემცდარა ავარდნილი?
მოიზარდა, ყვავმა ნახა ბახალებზედ მივარდნილი,
დაუჭამა, ახლა დარჩა ყვავზედ დრო შემოვარდნილი.
225
რა ბახალები დაჭამა, გაშალა ბოლო მწვერვალი,
ახლა ყვავს გამოუვარდა, მან თავსა დასდვა ეს ვალი,
რად მოჰყევ ჩემზე ამასა, გრძლად გვქონდა აქეთ სავალი,
მე გამათავა, აწ შენზედ მოიცლის, არ აქვს ზავალი.
226
მისი არ იყოს, მე ვიცი, ჯერ სამსახურსა დამაცლი,
ღვთით, მე მგონია, ურუმთა ქართლიდამ ადრე გაგაცლი;
ჩამზედ მოიცლით მას უკან, მათგან ციხეთა რა დავსცლი,
გამომიმეტებ ადვილად, წყალობა-პატივს ამაცლი.
227
მათ უთხრეს ფიცი საშიში და გამოგზავნეს ხლმიანი,
გამოისტუმრეს მებრძოლი ყაირათ-ნამუსიანი;
მოვიდა, ბევრჯელ შეება და ურუმთ უყო ზიანი,
მუდამ მას გაემარჯვოდა, ბოლოდ ვერ არის სვიანი.
228
რაც ციხე ჰქონდათ, აიღო, არც ერთი არ დაანება,
ურუმნი ქართლით განდევნა, ყაენისა ქმნა მან ნება,
ქართლი იმათვე უშოვნა, თავის თავს უყო სავნება.
მისი არაკი ლუარსაბს მეფეს არ მოეგონება.
229
გორი, ქალაქი, სამშვილდე აღჯაყალა და დმანისი
ურუმთ ეჭირა ერთპირად, ვით კარი, ანუ ანისი;
სულ სვიმონ მეფემ აიღო, რას გარდეკიდა ან ისი?
მალე ჩაივლის მათ წინა ნაქნარი ეს სვიმანისი.
230
მერმე ურუმთ დაიჭირეს მეფე სვიმონ ალგეთს – ფარცხის,
ბევრჯელ ომი კარგად მოხნის, ხან დარჩის რომ ვერ დაფარცხის;
სისხლი იცხის მტერთა მისთა და თავისი მას გარდასცხის,
ბოლო ამით გარდაუწყა, ჩაიყვანეს სტამბოლს მარცხ ის.
231
ასრე იყო ნამსახური პაპითა და თვითან თავით;
მსახურებდის, აამებდა, არვის ახსოვს მაზედ დავით;
არასფერსა არ აწყენდა, მიჰყვებოდა ვით სადავით,
მათ რომ ბევრი კარგიც გიყონ, ბოლო მოაქვს ისრევ ავით.
232
ამას ნუ ბრძანებთ ნურავინ, მე მისთვის რამე მეწყინოს,
უარი მეთქვას რისამე, ან წყენა მე დამეჩინოს;
მაგრამ ესე სწადს, საკუთრად კახეთი მან დაირჩინოს,
ბაგრატიონნი გასწყვიტოს და არსად არ მოარჩინოს.
233
პირველ მიველ, ძმა მივართვი და მერმე დაც იქ ჩავგვარე,
რაც ყმა მთხოვა, ყველა მივეც, იმას რამცა წამოვგვარე!
არ შემჯერდა არას საქმით, ვერაფერი მოუგვარე,
თუმც უფროსი ავი მიყო, მაგრამ მეც სამ გავაჯავრე.
ამბავი პირველი შააბაზ ყაენისა კახეთსა და ქართლს მოსვლა და ორთავ მეფეთა იმერეთს წასვლა – ქართველთ მეფის ბატონის ლუარსაბისა და კახთ მეფის ბატონის თეიმურაზისა, ბატონებისა და ქვეყნის წყრომა, რბევა, ტყვეება და აოხრება მოუკლებელი და დაულევნელი.

234
ოდეს შააბაზ ჩემზედა საქმე ქნა ეს მისეული,აიწყო ჩემი მტერობა, ბოლომდის არ დალეული,
ქვეყანა ამომიწყვიდა, თავადნი მუნ ბევრეული.
არ გაძღა ჩემის სისხლითა, ვირემ არ მოკვდა წყეული.
235
განჯას მოვიდა მოპარვით, ამბავი ვერ ვსცანთ მოსვლისა,
სიტყვა რამ შემოეთვალა იქიდამ სხვაგან წასვლისა.
გამწარდა საქმე სოფლისა, მზე მიდრკა ქედად დასვლისა,
გვიპირებს ბნელი დაფარვას, ჟამი ჩანს ნათლის ჩასვლისა.
236
დაიწყო თხოვა შვილების, უფროსი ერთს, დედის ერთსა;
მივეც ყველა, რაცა მთხოვა, არა ვჰრიდე ცოდვას მათსა.
დედა-შვილთა გაყრისათვის მარისხებდეს ცათა ღმერთსა.
ჰგვანდა მაშინ კახეთშიგან მეგვიპტურსა რისხვას ათსა.
237
მაშინც არ იქნა, არ დასცხრა ზღვა ქარით იძულებული,
პირცეცხლიანი, უწყალო, ვეშაპი განძვინებული,
მრავალჯერ გამარჯვებული, მტერზედან ალაღებული,
მომსრველი, ამომწყვედელი, დამწველი, ცხეცხლ-მოდებული.
238
აწ ესეღა ვთქვა ამბავი, ვაი ამ დღისა მხსენესა!
რა დიდი მტერი ამკიდა, ბოლომდი არ მამხსენ ესა,
როცა დანასკვე ჩემზედა, აროდეს არ გამხსენ ესა,
რომელიც დამრჩეს, ჰკითხევდეთ ამისსა თქვენ მომხსენესა.
239
დედა-მისმა ჩემთვის შობა იგი ასრე ჩანასხამი,
მუდამ ჩემის სისხლის მსმელი, გესლიანი ჩანასხამი;
ტახტზედ იჯდა სამესისხლოდ, არ ეხვია ჩან ას-ხამი,
ტანს იცვემდა სასალუქოს, სხვაგან ედგა ჩანას-ხამი.
240
სულ მოვიდა ერანითა, თურქ-ლორით და არაბითა,
ზახირა თან მოიტანა ურმებით და არაბითა;
ღვინოს სვემდა სისხლად ჩემდა, თრიაქს სჭამდა არ აბითა,
ჩემიმც ცოდვა თქვენ გკიდია, ვინც მოუშვით, არ აბითა!
241
სპანი ბევრი უამრავი ერანიდამ მან მოასხა,
ჩვილნი მოსრნა, ვით ჰეროდემ, მოწიფულნი თან წაასხა;
მან ძველითგან ჩათხეული გესლი მაშინ წარმოასხა
ერთგულები დამიხოცა, ორგულთ ტყავი წამოასხა.
242
მოვიდა მძლავრი, უწყალო, არად არ შემიბრალებდა,
დამიწვა სრულად კახეთი, სახმილსა გამიალებდა;
ვერსად დაუდგა ციხემა, სიმაგრით თუმცა სალებდა.
მას ქურუმთაგან ნასწავლსა საქმესა მე მაბრალებდა.
243
შვილნი ეთხოვნა: მამეცო, გავზრდიო შენებრ სათუთად,
სიტკბოთ და სიყვარულითა, არ მჟავედ, ვითა ხართუთად,
მოიწიფოს და მალ მოგცემ, ასპარეზსშიგან საბურთად.
მესროდა მწარეს სიტყვასა, წინ უჯე სრულად, ვით ბუთად.
244
ვიცოდი არასფერითა დაშლიდა აღარ მოსვლასა,
რაც ქნა, ეს სწადდა საქნელად, ტყუოდა სხვაგან წასვლასა.
მირჩევენ შვილის მიცემას, ჩემთვის მზის შუქთა დასვლასა,
შეხვეწნას, დედის გაგზავნას, უთუოდ მის წინ მისვლასა.
245
მივაგებე დედაჩემი, ალექსანდრე თან წაგვარა.
«ეს ცოტაა, არ მინდაო», დაუწუნა, რა მიგვარა.
აწ უფროსი უნდა მივსცე, საქმე ასრე მამიგვარა.
ეს სწადიან, ამომწყვიტოს თავ-შვილიან, გვარის-გვარა.
246
ეთქვა თუ: «ასე ცოტასა რას ვაქნევ, არ ვარ ძიძაო,
რა გავათ მე გაგიზარდო, ვითამ ვჰყოფილვარ ბიძაო».
გულში სხვა უძევს, ენითა მან წლაკვი გააქინძაო.
მწარესაც ტკბილად იტყოდა, ბადენი დამიხინძაო.
247
მეორე კაცი მოვიდა მათის საფიცრით მტკიცითა:
ერთი ღმერთი და მეორე ჩვენ ფეღამბარი ვიცითა,
აქაც მყოფი და ყოველგან ქვეყნად და კვალად ვიცითა.
თუ ლევან მამცე, ეს მოგცე, ეს დამიჯერე ფიცითა».
248
დედაჩემს შემოეთვალა: «კვლავცა მინახავს ესეო,
წამოსვლა ავად ვარჩივე, მოვიმკე დანათესეო,
უწინ რომ მაპატივებდა, არ არის მის მოწესეო.
– რას ჰქვიან ეგეც არ მოსცე? თვით არის უკეთეს ეო!»
249
ვიცოდი უსაცილობით, რაც იმას სწადდა საქნელად,
მასრულებს ამოსაწყვეტლად ამოდ, წყნარად და ნელ-ნელად;
მაშინ თამამად წახდენა მას ჰქონდა გულ-გასაძნელად;
ორთავე თვალთა სინათლე უნდა შემიქმნას მე ბნელად.
250
უთხარ: «კახნო, დამეხსენით, თქვენი რჩევა არ ივარგსა,
რა ამასაც გამომართმევს, ჩვენ გავასწრებთ ვეღარ ბარგსა,
შემოგვიტევს მასვე წამსა, სრულ წარმოსცლის მისსა დარგსა.
ლევანსა და ალექსანდრეს რად მიკარგავთ ორსავ კარგსა?!»
251
გარდაიცვეს თავს საბელი, კახთ სულ ასრე დაიჟინეს.
«ქვეყნისა და თავისათვის რად არ დასთმო, თქვა ეს ვინ ეს?»
მერმე კიდევ უარი ვსთქვი, გამოჩენით მათ იწყინეს.
გამომართვეს, გაუგზავნეს, გაზაფხული მამიყინეს.
252
ორივ შვილი გამომართვა, მერმე მეცა დამიბარა.
თუ მეც მასთან მივსულიყავ, ჩემ წილ აქღა დამიბა რა?
რა არ მიველ, შემოვიდა, ბარი მთა ყო, მთა მიბარა,
სულ კახეთი ამიოხრა, საძირკველიც დამიბარა.
253
დამიჟინეს მეც ზოგ-ზოგმა: «თუ არ მიხვალ, თემი წახდა».
შიში ათქმევს უქნელს საქმეს, თვარ გუნებას ვინ ვერ ჩახდა?
თუ მეც მასთან მივსულიყავ, კიდევ უფრო არ გაოხრდა?
აგვერია შიგნით საქმე, ღვთის რისხვითა ასრე მოჰხდა.
254
მაშინდელი საქმეები არ იმბობის სრული წვრილად.
ასრე ვამბობ სრულ ნაკლულად, ვითამ იყოს რამე ჩრდილად.
წყნარა-წყნარა მოგვიახლა იგი სადმე სიტყვა-რბილად.
ვიდრე მართლა არ მოვიდა, მოსვლა ჰქონდათ ზოგთ საცილად.
255
აწ ეგების ეს გეგონოს, მაშინ ვერას ვერ შევსძლებდი?
თავს გავრჯიდი სასიკვდილოდ, ზოგს მასაც რას დავაკლებდი,
ქვეყანასა დანდობილსა არც სრულ ისრე ავაკლებდი.
დაგვამშვიდა ტკბილის სიტყვით, ჯებირს არსად არ ვავლებდი.
256
რა შევიტყვე მართლა მოსვლა, სხვა ვეღარა გავაწყევით,
მუკუზნიდამ გაღმა მთამდი სრულ ჯებირი წავავლევით,
გავჯებირეთ ორს მთას შუა, უკან რაზმი დავაწყევით.
რა შეიგნა, მოგვაშურა, ვითა შმაგი მოვა წყევით.
257
ზოგი კიდევ მისვლას მირჩევს და ზოგ-ზოგნი არჩევს შებმას,
რჯულისათვის სისხლთა დაღვრას, კვლავ საომრად ხმლისა შებმას;
ასე მოაქვს რჩევა შიგა ერთმანერთის სიტყვის აბმას.
ომი ვეღარ გაუმართეთ, რა ლამოდეს ჩემს იქ დაბმას.
258
ვინც ან ღმერთი შეიყვარა და ანუ მე მიერდგულა,
წამომყვეს და წამოვედით, ჯებირს კარი დაეგულა,
ვინც იქ დრჩა, სიავკაცით ზოგნი ავად განეგულა.
ამოსწყდეს და დაცატყვევდეს, დარჩეს დამწვარ-დადაგულა.
აქა ჟალეთს ჯარი გაუსივა, წინ დახვდნენ მეფესა, და მეფეს გაემარჯვა.
259
რა შეიტყო ჩვენი წასვლა, ჯარი ჟალეთს გარდგვაგება;
მივედით და წინ დაგვიხვდეს რაც მათ უნდა, არ ეგება.
მივახლოვდით, შემოგვებნეს, ჩვენიც წინა მიეგება,
დავამსხვრივეთ ზედ შუბები, მერმე მათიც მათ ეგება.
260
გაგვემარჯვა უზიანოდ, შევანანეთ წინ დახდომა,
წავიქციეთ წინ მეოტნი, შევაქნენით კლდეთა ხლდომა.
თუ კაცი მხნედ დაუხვდებათ, აგრე იცის მათმან ტომა,
პირველ ესრე გაგვემარჯვა, მახალისა ამა ომა.

აქა მეფე ლუარსაბ და ქართველნი დარბაისელნი და მეფე თეიმურაზ და კახნი დარბაისელნი შეიყარნეს მუხრანს და არჩიეს თავისი და ქვეყნის საქმე, ზოგმან ზოგი თქვა და ზოგმან ზოგი.
261
გავლეთ ერწო და არაგვი, შევეყარეთ მუხრანს მეფეს,
მომილოცა გამარჯვება და მუნ მათსა სისხლთა მჩქეფეს.
მერმე მითხრა სიცილითა: «არ უჯობდა შენსა სეფეს,
კარგს დროს დრო რომ ავი შეგვხვდა, ჩვენ ორთავე ვარდთა მკრეფეს».
262
მიბძანა თუ: «როგორ დახვდი მცირეს სტუმარს უცებ მოსულს?
პურდობას იჩემებდი, არ უჭერდი სტუმარსა სულს,
მხიარულად დახვდებოდი, აწ გეძებენ სადღაც წასულს,
პურად კარგს და გულად უხვსა, ახლა გხედავ შენ დანასულს».
263
მოვახსენე: «შენც გეწვევა, გაგიჩნდება ვით დახვდები,
თუ შენ მაშინც ლხინს აჩვენებ, ჩემგან უფრო გაუხვდები,
ან გაიცდი თვალთა წინა ანუ ხელში მოუხვდები.
ნუ დამცინი, შენმა მზემან, გავს, რომ მარტო მე არ ვხდები».
264
შეგვექნა აქაც რჩევა და ერთად რამ შეყრილობანი,
გაგრძელდა რჩევა ქართული, სიტყვა და ვაზირობანი,
ჩვენს ყმათა მასთან ყოფნა და ჩვენ მეფეთ მით შემცრობანი.
უცოდნი გვაბრალებდიან, გვიზრახეს მართ შემცდრობანი.
265
ქართველთა დიდებულთაგან უფროსი იმას ჰყოლოდა,
არაგვისა და თვით ქსნისა ერისთვებ კაამყოლოდა,
ანდუყაფარ და ფეშანგი, აღათანგც მას აჰყოლოდა,
ნოდარ და დავით კახი ჰყვა, მე ვინღა წამამყოლოდა?
266
მორავიდოდა, ესენი უწინვე მასთან წავიდენ.
ჩემნი ყმანი რომ ვახსენე, ჩემგან გაგზავნით ჩავიდენ.
ვსთქვი სიკვდილს ვერ ავსცილდები, სისხლს ვადენ, ანუ და ვიდენ,
ხორცი აქ მიწად გარდიქცეს, სულები ზეცად ავიდენ.
267
ვერცა რა ერთად გავაწყეთ, რადგან ეს სწადდა ღმერთსაო,
სხვაზედ რაზედამც ვიქადო, ვაბრალებთ ერთი-ერთსაო.
ვეღარც სად ქართლშიგ დავდეგით და ვეღარც ქვე ერეთსაო,
ავიყარენით, ვიარეთ, მივმართეთ იმერეთსაო.
268
გარდავლეთ ლიხი, მივედით ადგილსა იმერელთასა.
გიორგი მეფე მობრძანდა სამყოფსა წერეთელთასა,
წინ მოგვეგება, გვესალმა საჩხერეს, ადგილს ველთასა.
დავივანენით სამყოფსა მუნ სახლსა კარგთა ქველთასა.
269
მიგვიპატიჟა ქუთაისს მუნ ტახტსა მეფეთ დგმულებსა,
გვიალერსებდა ვით შვილთა, გვანაცვალებდა გულებსა,
შეჭირვებისა სევდასა უკუგვყრის მუნ მისულებსა.
მასთანა მყოფნი მეფენი ვგვანდით მართ უფლისწულებსა.
აქა შააბაზ ყაენისაგან გორს მოსვლა და მეფის გიორგის მოციქულობა.

270
მაშინ შააბაზც თან მოგვყვა, მოვიდა დადგა ში-გორსა.
მეფეს დაუწყო ელჩს გზავნა: «ნუ შეიხიზნავ შენს გორსა,
რაც გინდა, ფიცით აღგითქვამ, თუ ხელთა მამცემ მაგ ორსა,
თვალ-მარგალიტსაც ესეთსა, მოედანს ბურთებრ იგორსა.
271
თუ არ მამცემ, უსაცილოდ მთის ძირს მოვალ სომანეთსა,
კარგი თურმე არ გნდომია, მაშ შევებნეთ ერთმანერთსა,
სხვა რაზმი რომ აქავ იდგეს, წინა მოვა სავანეთსა,
მანდ კი ვეღარ დამიდგები, წაბრძანდები თუ სვანეთსა».
272
მეფეს ასმოდა მუნ მჯდომსა, ჭანდარს ქვეშ სდგმოდა სელია,
გაჰკვირვებოდა: «ამაზედ ელჩი რა მოსასვლელია?»
კაცი გაგზავნა. მობძანდნენ დადიან-გურიელია, –
უმათოდ ელჩს არ შევიყრი, მათცა ცნან რა ყრიელია.
273
მოვიდენ გეგუთს, სამნივე მეფენიც მუნვე ჩავედით.
გიორგი მეფე მაშინღა მდიდარი იყო სვე-ბედით.
სხვას მისებრ მჯდომსა ხელმწიფეს ტყუის, ვინ აქებს გაბედით.
ჯავრი კაჟს ჰკრევდა, ცეცხლს ჰყრიდა, ჩვენ მოგვიდებდა აბედით.
274
მერმე ელჩი მოიყვანეს, ჩვენ რამ საქმე ეს მოგვიხდა.
მოახსენა რაც იცოდა, მას სიტყვის თქმა არ მოუხდა.
უბრძანა თუ: «ვაჟო, რა სთქვი, მეფეს აგრე ვინ მოუხდა?
ნუღარ იტყვი მაგ სიტყვასა, ჯავრით გული შემიწუხდა.
275
ვით მოჰხდება ეგე აგრე, ძმა და შვილი ადვილ გავსცე,
ლიხს იქითი საქართველო ავიღო და პირქვე დავსცე?
ხელდაკრული არათ უნდა, ამათ ყმასა მე ვითა ვსცე,
სმა, ლხინი და გახარება უამათოდ მე თავსა ვსცე?»
276
არჩივეს, მეფემ დაასკვნა თავისის ელჩის გაგზავნა,
აფხაზთა კათალიკოზი, ვინ ანგელოზსა ეგვანა,
სხვა აბაშიძე ლევანცა, თვით სიტყვით მას შეეგვანა.
დილა გათენდა, ელჩიცა მოიხმეს სად დაევანა.
277
აბარებდა: «მოახსენე ხელმწიფესა მას მაღალსა,
სამართალი მეფეთ ეს არს, შენახვეწს კაცს შეიწყალსა.
თუ რამ ამათ დააშავეს, ვხედავთ თავსა დანაბრალსა,
რისხვა დიდი გარდაჰხდია, გეხვეწები აწ წამალსა.
278
თვით იცით, დიდო ხელმწფევ, ჩვენცა კაცნი ვართ სეფენი,
გვარი გვაქვს დავითიანი, მას მონდა ყოვლი მეფენი;
აწ უპატიოდ ნუ გაგვხვდით, ხვეწნით ვართ შემომყეფენი:
უბოძე ორთავ თვის-თვისი, უცხო ჰქენ სიიეფენი.
279
აწ ეს შეიძღვენ ფეშქაშად ხვეწნა და მუდარებანი,
შენ, ბრძენო, კარგად ისმინე ეს ჩემი უმეცრობანი;
უხვად წყალობა მოჰფინე ხმა-ტკბილი, ვითა ებანი,
პატივი დამდე, წაბძანდი, ამათ ქნან მანდეთ რებანი».
280
დააბარა ესე სიტყვა, ფეშქაშიცა გაუგზავნა:
«ესე არის ჩემი ხვეწნა, ნუღარ არის ძალით თხოვნა».
სულ არც რბილი შეუთვალა, ნება ძალსა დააგვანა.
«ესეც ჰკადრეთ ბოლო სიტყვა: «არ ეგების ძალად შოვნა».
281
მერმე უთხრა კათალიკოზს, ვის ეწოდა მალაქია:
«მიდი, სიტყვა გაუსინჯე, ბრძენი ხარ და მალ აქია.
ამათს ბაღსა ვარდი დარგე, მოგესწრების მალ აქია,
ჰკადრე, თუ კი არ უბოძებ, ოხრად გახდეს ქალაქია».
282
რა მოვიდა, კარგად დახვდა კათალიკოსს და ელჩებსა.
აწ უყურე მას გრძნეულსა ვით მოიხმარს მის ხლათებსა,
უალერსებს ტკბილად რამე, სიტყვას ეტყვის საამებსა.
ძალის საქმე გარდასწყვიტა, ხელს მიიყოფს ილათებსა.
283
მოახსენეს ელჩთ მათი და თვითან არის ამის მთქმელი:
«ლუარსაბის სამდურავსა, კათალიკოზო, ნუ მელი,
ჩემი არის თეიმურაზ ძველითგანვე სისხლის მსმელი,
პაპა-მისმა ქალი მამცა, რად წამართვა, რად მყო მელი?
284
რადგან ორნივ აღარ მამცა, მაშ ლუარსაბ შემარიგოს,
თეიმურაზს ნუ აჰყვები, მეფემ ასრე დაარიგოს.
ფიცი მივსცე საშინელი, გრძლად რაც სიტყვა წაარიგოს,
ქართლიც მივსცე, სხვა წყალობაც, შევანატრო აწ არ იგ ოს».
285
აავსო საჩუქარითა ბერი და ერი ორივე.
ჰოი ბოროტო, მაცთურო, სიმართლეს ვითა ო რივე.
გული დამგვრიმე საკვდავად, ლახვარი ესრეთ ო რივე.
ამხანაგსა და მოყვარეს რადა მყრი, ხნით ვართ სწორივე.
286
ესენი გამოისტუმრა და აწ მიიხმო შადიმან
ბარათაშვილი, სუფრაჩი, უბრძანა: «შიგნით შადი» – მან.
მეფე სახელით ახსენა, ცრემლად ადინა შადი მან;
«ეს რა ქნა ჩემმა ლუარსაბ, აღარ მახსენა შად იმან?»
287
უბრძანა: «მისო გამზრდელო, რა უყავ ლუარსაბ-ხანო?
რად ააყოლეთ კახთ მეფეს, პირუტყვნო, დასაძრახანო!
ჩემი სევ გული მისი და, ჩემი გულისა საფხანო,
უბესა მივსებს ცრემლითა სამუდმოდ, არ ხანდახანო.
288
აწ, ამათ წაჰყევ, ამ ფიცით მაჰმადმცა მამითხრიაო,
ღორიმც მის საფლავს ჩამიკლავს და მის წილ ჩამიყრიაო,
იმ სახელმწიფოს წამართობს და ჭკვაზედ გარდამრიაო».
სიტყვით ეს უთხრა, დაწერა, რაყამში განამრიაო.
289
მალ მისვლასა აბარებდა: «სხვასაც მივსცემ, ქართლს ვინ უჭერს?
პაპის მისის შვილის-შვილი აჰყოლია რად ის ჩემს მტერს?
მას არ ახსოვს, სვიმონ მეფემ თუ რა უყო ურუმთა ერს?
არა სჯერა ამ საფიცარს, იმას მივცემ, რას ის დასწერს».
290
ერთი ხოჯა მუსაიბი, შანად ხმალი მურასობდა,
ამათთანვე გამოგზავნა, ერთმანერთთან ამგზავრობდა.
არა გვანდა გათავებას, ბოლოდა ჩანს რას აობდა.
დამაც წიგნი მიუწერა, ვინ ყაენსა ბაასობდა.
291
რა ეგონა შადიმანსა, კაცი თუ ცრემლს ტყუილად ღვრის?!
წამოვიდნენ მხიარულნი, თან სვლა იწყეს მათ წინამძღვრის.
გარდმოვიდნენ იმერეთსა დამგდებელნი ქართლის სამძღვრის.
ბოლოდა ცნა, ცრემლის წვეთა ჯავრით თურე მან აამღვრის.
292
რა მოვიდენ, ეს ბრძანება ჩვენ და მეფეს მოგვიტანეს.
ლუარსაბის შეწყნარებას სათუო არ დაატანეს.
მალ დაჰპირდა ესეც წასვლას, სხვა სიტყვა არ გაატანეს.
მეფე უშლის ასე ძალზედ, მართ ხელებიც წაატანეს.
293
არ დაშალა იმან წასვლა მეფის თქმით და ჩემის ჭკვითა.
– «ამ საფიცარს ვით არ ვენდო, შეუშინდე ნეტარ ვითა?
ანუ ქართლი ავაოხრო დახოცით და მერმე წვითა».
გვითხრა: «წავალ უსაცილოდ, აბა თქვენ კი აქა სვითა!»
294
ლუარსაბ მეფეს ადამის ერთი არ სჯობდა ნაყოფი,
თვალად და ტანად უცხო რამ, მართ მზისა გამონაყოფი,
უხვი, ზნესრული, მამაცი, ლახვრულებრ მტერთა ნაყოფი.
მაგრამ მას დაჟინებაზედ დაედგა მისი სამყოფი.
295
მეფე უშლიდა, უცხოდ რამ შვილებსა იმას არჩევდა,
მტერზედა ეხმარებოდა, მის წილად თავსა უსევდა.
თვით ლევან დადიანიცა წაუსვლელობს ურჩევდა,
და აძლია და მოყვრობა, მაგრამ ის კიდევ ურჩევდა.
296
რაღას უშველა ამ ამბის ვრცელად თქმა-გამოკიდება,
გული განფიცხა, მაშინ ყო ნავთმა ცეცხლ გამოკიდება;
არ დაიშალა ავად ქნა ჩვენგან მან გამო კიდება.
უთხრა: ჩემს ხმალსა უმისოდ აწ ვით გაამო კიდება?
297
რა ბრალია ბევრს კარგს შიგან მცირე ავი გაერიოს,
ანუ რჯულის სიმტკიცესა წვალება რამ შეერიოს,
ან რიტორად ლექსის მთქმელსა ზოგან სიტყვა აერიოს!
ზვაობა და ამაყობა სხვას სიკეთეს მოერიოს!
298
სიჩქარით კარგად ნაქმარი საქმე არ მოვა ბოლოსა,
ვინც აუჩქარდეს სოფელსა, აკომლდეს, აებოლოსა,
დაჟინებისა მოყვასი დაემხოს და ებოლოსა.
სჯობს ავის საქმის შემოცდა, კარგსა არ დაებრკოლოსა.
299
ზოგი სხვა რამ იმწვიტინა, მისგან იყო რა საწყენი,
მეფე გვიჯდა შუაშიგან, არ ზეზედ წამონაყენი,
ერთხან ქუდი მოიხადა, იქმნა ამათ მონაწყენი,
თქვა: «თუ არის ამხანაგი, რად შემექმნა ეს ყაენი?»
300
მოვახსენე: თავის წინა არ სჯობს ეგრე გაიზიდო,
თუ სოფელი შენ არ მოგყვეს, შენ გიხმს მისკენ მიიზიდო.
აქანამდი თუ მაღლოდი, ახლა ცოტა დაიზიდო,
გულიც გქონდეს ფოლადისა, ზოგჯერ მშვილდებრ მოიზიდო.
301
რა მომხდარა მაგისთანა სათუოშიგ თავი იგდო,
შენ წახდე და საბოლოოდ საძრახისი რამ დაიგდო?
დამიჯერე, აგრე გიჯობს გულიდაღმე გარდაიგდო,
ეგზომ მტერნი შენნი მოსწყდეს, ადრე შენ დრო შემოიგდო.
302
შიხი-შვილთ და ყიზილბაშთა ამბავი თუ შენ არ იცი,
მამისმინე ყველას გითხრობ, თუ როგორ სწამს იმათ ფიცი;
ძველად უთქვამთ მათ ანდერძად, სიტყვა ესე დანამტკიცი:
«რითაც მტერი მოატყუო, ნუ უზოგავ და მე ვიცი».
303
ამას ბძანებ: «თუ არ მივალ, ქართლს კახეთებრ წაახდენენ», –
შენი მისვლით რომ წახდების, თუ არ მიხვალ, არ მაგდენენ.
რას წამს მიხვალ, თან წაგიყვანს, თვალთა ცრემლთა დაგადენენ,
ქრისტიანეთ მეფეთა წილ კვლა ხანებსა დაადგენენ.
304
თუ შენს მეტი სხვა პატრონი ქართლს რამ უჩნდეს შენიანი,
ანუ ძმა გყვეს, ანუ შვილი, გიყვაოდეს შენ იანი,
არ დაგიშლი, მაშინ წადი სიტყვა-მჭევრი, ენიანი;
არა გყავს რა თავის მეტი, სოფელია სენიანი.
305
მართ ეგრევე მე გამხადა, რაცა მყვანდა ხელთა მივე,
მაგრამ არათ შემიწყნარა, რაზომ მისკენ მივიზივე.
დავრჩომილვართ ორნივ მარტო, აწ შენც მისკენ გაიწივე,
თუ ეგ კარგად მოგივიდეს, მემც მოვჰკვდე და შენც კი მივე!
306
აწ მეფემან დადიანი, გურიელიც თან იახლა,
მოვიდეს და დაუშალეს, მის წინ იწყეს თავის დახლა:
«ბევრჯელ უწინც მოგახსენეთ, დაგვიჯერე, მოდი, ახლა
ნუ წახვალ და მოგვეხმარე». მან ძველივე განაახლა.
307
მან მადლი ჰკადრა მეფესა წესისაებრ მართებული:
«ღმერთმან ადიდოს, ვით დიდ არს, სვე თქვენი დოვლათებული!
ვით შენს სიკეთეს შეჰფერობს, ეგრე ხარ ძმაზედ ძმებული,
მაგრა, რაღა ვქნა მას უკან, ქართლი ყონ ცეცხლ-მოდებული?!»
308
კვლაც უთხრეს: «ცუდი მიზეზი აიწყე დაჟინებული,
შენს იქით ქართლს რას ხელსა ჰყრი, რა დარჩე სახლ-დავსებული?»
მიხვიდე, მოგკლას, ან ტყვე გყოს, შენ იქმნე დანაღვლებული,
ნუ წახვალ, ეს სჯობს, ხმალი ვჰკრათ, გავაძოთ ვაგლახ-ვებული.
309
რას უშველა გრძლად სიტყვის თქმა, თუ კაცი არ გაიგონებს?
კაცი ბრძენი, გონიერი ერთის წვრთნითაც შეიგონებს.
დაჟინების ეტლზე მჯდომი მისვე მისსა წაიგონებს,
დასჯერდება მის რჩევასა, სხვას აღარას მოიგონებს.
310
დაშლის სიტყვა არ ისმინა, ვერ დაჰყარეს დგომის ღონე.
წამოვიდა, თან გამოჰყვა მეფე, მისი წინამძღონე.
კვლავღა ჰკადრეს: «არ გვისმინე, შენის წასვლით დაგვაღონე,
რადგან წახველ, გაემჩვენე, თავი კარგად მოაწონე».
311
გამოგვესალმა, წავიდა, დაგვყარნა ღვიძლ-დაკოდილნი.
ვინცა გვიჭვრეტდეს, იტყოდეს: «ერთად ყოფილან დაზრდილნი».
მზე გარდეფარა გორს სამე, ქვეყანა იქმნეს აჩრდილნი,
ეგრეთ დაბნელდა ჩემთვის დღე, ბინდად მჩნდა დილა-სადილნი.
312
მივიდა, გორს დგა ყაენი, შექნეს თურ შეყრის ცილება:
«არ მივეგებო ცხენითა, ვით შევქმნათ ცივთა თბილება?
მივეგებო და არ ხამდეს, მით საქმე დაიჩრდილება».
ეს თურმე გამოარჩიეს, იქეს მათ მათი ზრდილება.
313
«დილას შევსხდეთ სამინდოროთ და მიზეზით ნადირობის,
ისრე ცხენზე შევიყაროთ, ჯარი შესხდეს ერთპირობის,
განით სითმე მოვიყვანოთ, ვითამ ზედა მოგვესწრობის,
მიგებებად ჩამოგვართვამს და სხვათა თქვან არაობის».
314
შეიყარა ამ წესითა, მიიჩნივა თავი სწორათ,
პირველ ყველა გაუგონა, სიტყვა მისი არ ყო ორათ,
მუსაიბად ლხინობდიან, არ დაისვის მისგან შორათ.
თურმე უნდა სასიკვდილოდ დასტურობით, არ თუ ჭორათ.
315
დაყვეს ხანი გორს მცირედი ლხინითა და დიდის შვებით,
მგოსნებით და მუშაითით, მწუხრი ქნიან გათენებით
ალერსით და ტკბილის სიტყვით, ფერობით და მისი თნებით.
რაც იამის, აამებდის, ხელს უწყობდის მოსვენებით.
316
ვა თუ თავი შეგაწყინე გრძლად სიტყვისა მოხსენებით!
აიყარა გორიდამე, მეფეც მიჰყავს ვითამ ნებით.
აწ შეიქმნა მწუხარება, ბევრ-გზის ჭირი, ცხრო და სნებით.
უთხრა: «ქალაქს დაგაგდებო მტერთა შენთა მოყივნებით».
317
ქალაქიდამც წაიტანა ყარაიას სანადიროთ,
უთხრა: «არ მით ვინადიროთ, მნათობთ წინა თავი ვგმიროთ;
რაც ვესროლოთ ჩვენ ორთავე, კარგ სადავეთ მხეცთა ვგმიროთ,
ნუღარ მოვშლით ამ რჩევასა, ესე ასრე დავაპიროთ».
318
აიყარნეს და წავიდნენ, მათ შექმნეს მინდორობანი,
გარ შემოერტყნეს ველებსა, ნადირთა უყვეს სწრობანი.
თვითან შუაზედ დაკარდეს, სროლით ქნეს მკლავთა შრობანი.
ქალნი ჩიხიდამ აჭვრიტნეს, ვინც ქნის ისრისა სობანი.
319
მათ მოსლოდა ჯოგი მრავლად და ესროლათ ქალთა ჭვრეტით.
უცხოდ თურმე მოიწონეს, შექმნილიყვნენ ცნობა რეტით.
მიემსგავსა, როსტენ მეფეს ენადირა როს სპასპეტით:
იმ ერთის დღის მეფის მოკლულს დასთვლიდიან ოცზედ კენტით.
320
უბძანა, თუ: «მეფე, გხედავ ნანადირევს კარგ დამალით,
ამ მინდვრისა შენ შექცევა დაგავიწყო ყარაბაღით.
იქამდიცა თან მიახელ, იქ ვისროლოთ კვლავ ნასაღით».
რა ეს ესმა, ჩემი სიტყვა მოაგონდა გულსა-დაღით.
321
წაიყვანა. დაბრუნება აღარ მოხვდა გამოშვებით,
აწ აშრაფი მაზანდარა უქო, ლხინზედ ისხდეს შვებით:
«ისიც ნახე, ვინადიროთ, იქ ვისროლოთ კვლავ დავებით».
ამან სულთქვნა: «მე არ მინდა, მაგრამ ვიცი არ მეშვებით».
322
ყარაბაღით ჩვენ წატანა გავიგონეთ დასტურობით,
ეთქვა: «მიკვირს იმერეთსა რა მიჭირდა მე სტუმრობით!
ღმერთმან იცის, კარგათ მითხრეს ზოგთ ჭკუით და ზოგთ მოყრობით.
მაგრამ რა ვქნა, წარსულს საქმეს ახლა რითღა მოვესწრობით?»
323
მიიყვანა მაზანდარას, მუნ შეიტყო მან სიკვდილი,
მომიტირეთ ცოცხალივე, ვირე გიჩნდეს ჩემი ჩრდილი,
უთხრა თურმე მისთა ყმათა: «სიკეთისა ვით ვარ ზრდილი,
გამიცუდდა ყოვლი კარგი და ძალისა მე ქადილი».
324
დაჯდა, ყმათა მიუტირეს, გამზრდელთა და ვინ ჰყვა ზრდილი:
«ყოვლთ ხელმწიფეთ უმჯობესო, აღგვისრულე ჩვენ წადილი,
უბინდოვ და მოწმენდილო, ვით ღამდები ძოღან დილი?
ოდეს მოჰსრენ თათარხანი ხელთ მახვილი გქონდა წვდილი».
325
ეტირათ ვითა მართებდათ, უქეს საქებსა საქები:
«მშვიდო, მდაბალო, მოწყალევ, კვლავ ურჩს გალევდა ბაქები,
ვინ შენი მჭვრეტი, ეტყოდა მჭვრეტთა: «ნუ მიხვალ, აქ ები».
ყოვლის სიკეთის უკლებო, რაღა ვსთქვათ იქით-აქები?»
326
ეზიარა, გარდასწყვიტა სიცოცხლისა მან იმედი,
ემდუროდა დაჟინებას, დაიწყევლა ჭკვა და ბედი:
«ვინ მირჩიეთ აქ წამოსვლა, რა მწვე ავად დაიყბედი?»
ყმათ გაჰყარეს, მზეც ჩავიდა, დააჩრდილა აქეთ ქედი.
327
რაცა სწადდა, გაათავა, მტერობისა მანა დასო,
ხორცი ჩვენი მაძღრივ ჭამა და სისხლიცა ხარბად ასო,
მაგრამ ქართლს და კახეთშიგან საპატრონოდ ვერვინ დასო.
ემდურვოდეს მას, ქალები, ვით ნესტანჯარ მამიდასო.
აქა ნოდარ ჯორჯაძისაგან და დავით ასლანის-შვილისაგან ბატონის თეიმურაზის კახეთში ჩაყვანა.

328
კახეთი ნოდარს და დავითს მან მიაბარა სულობით,
მაგრამ მათ მისი ბრძანება მალ გაუცუდეს წბილობით;
მესამეს თვესა ორთავე მოგზავნეს კაცი ყრილობით:
«მობძანდი შენსავ ტახტზედა, მონა ვართ გვარისშვილობით».
329
რა მოვიდენ მოციქულნი და ეს სიტყვა გაგვაგონეს,
ზოგთა შექნეს სიხარული, ზოგთ იჭვი რამ მოიგონეს.
მაგრამ მე ვსთქვი, ყმათა ჩემთა რად არ თავი დამამონეს?
აწ მეფესაც მოახსენეს, მათნი თქმულნი მოაწონეს.
330
მეფემ ბრძანა: «კარგად ქმნილა ამ ამბისა ასრე მოსვლა,
მეცა თანა წამოგყვები, ადრე გვმართებს იქითა სვლა,
დადიანს და გურიელსა მალ ვაცნობოთ ჩვენი წასვლა».
ორთავ კაცი გაუგზავნე, არ ვაცალე მზისა დასვლა.
331
იგინიცა მალ მობძანდენ მათის ჯარით დაკაზმულნი,
თავს შეედვათ ჩვენი სიტყვა, ვერა ვნახეთ ხანდაზმულნი,
შეიყარნეს მუნ სიმრავლე დიდებულნი ცხენთა სმულნი.
აღარ ვჰყოვნეთ, წამოვედით, ვეღარც გვნახეს მუნღა სმულნი.
332
გარდმოვიარეთ ლიხის მთა, ქართლისა სიგრძე ჩავლევით,
მოვისწრაფოდით მალ მისვლას, არ ხან-ყოვნებით, მალევით.
ყოვლგნით გაისმის მისვლის ხმა, მე მაშინ დავიმალე ვით?
დიდხანს ყოველი ორგული შიშითა მყვანდა გალევით.
333
თვით არაგვამდის თან მომყვეს მეფე და სხვა ბატონები,
იგინიც იქით გაბრუნდეს, მათიც ჯარ-მონატანები.
არაგვს გამოველ, გამომყვა მამია საროტანები,
მითხრა თუ: «მათზე მეტი ვქენ, მე არაგვს გამომყვანები».
334
რა კახეთს ჩაველ, დამიხვდა დამწვარი, გამტვერებული.
ვჰკირობდი გუნებაშიგა, რად მექმნა ამტერებული?
რაც მორჩომოდეს, მოვიდეს მტირალნი, დაშტერებული.
ვერას ვარგებდით, თვარემ და ვიყვენით ვაგლახებული.
335
რაც ხამდა მაშინ რიგება ჩვენგან ქვეყნისა ჩვენისა.
გავარიგეთ და გათავდა მუნ სიმძიმილი წყენისა.
აწ არაგვისა ომზედა ხმარება გვიხამს ენისა,
მრავალთ ყიზილბაშთ გაწყვეტა. სისხლი რუდ მინადენისა.
აქა ერანის ხელმწიფემ ყაენმა გაიგონა მეფის თეიმურაზის იმერეთიდან გადმოსვლა და კახეთს ჩასვლა, და ალიყულიხან და სრულ ყიზილბაშნი გამოგზავნა და არაგვზედ წინ გაუყენა. შეიბნეს და ბოლოს ბატონს თეიმურაზს გაემარჯვა.

336
ესმა შააბაზს მუნ ჩასვლა, განრისხდა უსამართლობით,
ალიყულიხან მიიხმო დილას, არ თურე მთვრალობით:
«კვლა თეიმურაზ მოსულა, უყურე, თავის ძალობით!
სრულ ყიზილბაშთა გაახლებ, იარე მუხლად-მალობით.
337
მიდი და წინ გარდაუდეგ, შეუკარ კარგად გზებია,
იმერეთს არ გარდაგასწრას, დაცევ ტყე ან უგზებია;
მეც მოვალ ადრე, შევიპყრობთ, ცეცხლით ვჰყოთ ანაგზებია,
მას ყმას მას უკან სათქმელი რაღა აქვს მიზეზებია?»
338
გამოგზავნა ერანითა, არ დააკლო ყულის მეტი,
თოფხანა და ჯაბახანა მოემზადა მეტის-მეტი;
სხვას საომარს იარაღსა მოუმატა რკინის კეტი,
მაგრამ ღმერთი გაურისხდათ, არ ჰფარევდა ნათლის სვეტი.
339
ალიყულიხან არაგვზე მოვიდა, დაივანებდა,
კარავს და ოთაღს იდგემდა, სხვასა წინ მოივანებდა,
ვისი ეგონა «შევიპყრობ», ის უფრო დიდად ავნებდა.
ცოტა მაცალე, გიამბობ, მოსვლას ვით დაინანებდა!
340
რა შევიგნეთ მისი მოსვლა, ავემზადეთ ჩვენც საომრათ,
შეყრილთ მუნვე მივაშურეთ, არ გავყავით ჯარი ორათ;
ყარაული დაეყენათ მათ ახლორე, არ თუ შორათ.
მაშინდელი ჩვენი სიმხნე თუ ყველა ვსთქვათ, შენ თქმა ჭორათ.
341
შუადღისას მიუხედით მათ ცხენიდამ გარდამხდართა,
მაგრამ მაშინც ადრე იგრძნეს და გაეწყვნეს მარცხნივ მხართა,
ჩვენ მივედით, მეწინავე ზედან შეჰხდა დიდთა ჯართა.
ქისიყელთა გაუჭირდათ, მიკვირს, ან კი ვით შეჰმართა?
342
მიეშველნენ მემარცხნენი ენისნელთა დროშა მალე.
კვლავ შეიქმნა ცემა დიდი, ვეღარ პოვეს მათ წამალე;
ასწავლიდეს ერთნმანერთსა: «მკვდარშიგ თავი მო წამალე».
გულნი მათნი დავაცვილე, ჩემთა ყმათა გავასალე.
343
შეუზახე, ჩემნო ყმანო, თავნი თქვენნი ისაამეთ,
მოიგონეთ მოწამენი, თქვენც ეწამეთ, ისა ამეთ,
არ ისმინოთ ესე სიტყვა, მიჟამშიგან მეღადამეთ,
მათ რომ შუბი ჩვენთვის სწადის, ბარემ თქვენნი თქვენვე დამეთ.
344
მათ მიყივლეს: «ჰე, მეფეო, ნუ ეჭვ თავნი დავიზოგოთ;
ამოვსწყვიტოთ უმრავლესნი, არ წვრილად გამოვიზოგოთ;
თუ სრულ თავს ვერ აუვიდეთ, ღვთით მგონი რამ გან ვაზოგოთ,
მკვდართა მათთა მხეცნი სჭამდეს, არ საფლავი განუგოზოთ».
345
პირველ შუბი მოვიქნივე, მერმე მივჰყავ ხმალსა ხელი,
ხმალმოწვდილი გავერივე, ვაქნევინე ომ-სახელი;
კვლაცა ლახტი დავამსხვრიე, ვინ ახლოს მყვა მონახელი,
სრულ ლაშქარნი გაცაჰკვირდეს თქვეს: «არისო ესე ხელი».
346
მიმესივნეს ერთპირობით, ვითა ვეფხვი კანჯრის ჯოგსა,
დახოცნეს და ამოსწყვიტნეს, არათ გვანდეს დანაზოგსა;
მოლებსაცა უწყლოდ ჰხოცდეს, თილისმიან მათსა მოგვსა.
ამის მთქმელი მართალს უბნობს, ნურვინ ჰგონებთ ცუდად ბორგსა.
347
რაც გარდაგვჩა, მალ გაგვექცნეს, ვინ-ვის წინა წაუსწრობდა.
ჩვენ შეგვექმნა ცა უღრუბლო, მათზედ მეხი ავდარობდა.
გაქცეულნი წიწამურის ღელეს ღრმასა აავსებდა,
ცხენით ზედა გარდვიარეთ, ვით ვაკეზედ ეგრე რბოდა.
348
ბინდამდისი არ მოვეშვით, ვხოცდით მეტად ჩვენც უწყალოდ,
არ შეგვწყალდათ ნაჯავრებთა, რაზომ ვსჭრიდით მათ საბრალოდ.
ცხენნი მათნი მუხლად-მალე დაუზანტდეს მათ სამალოდ,
იარაღსა გარდმოჰყრიდეს, გვითხრეს: «სიკვდილს აღარ მალოდ».
349
ნაომართა და ნადევნთა გვეტყობის მაშვრალობანი,
ვის რა ენების, იშოვნის, ვის განძთა ჰქონდის ცნობანი.
შური იძიეს მტერზედა, ქმნეს მრავლად ლხვარ-სობანი.
გამარჯვებულთა გვიხარის, რადგან არ გვიყვეს ნდობანი.
350
მამილოცვიდეს, მასხმიდეს ქებასა, არ გინებასა:
«მგონი, მეფეო, ინანდეს ყაენი შენს გაძებასა.
აწ ამას იქით მებრძოლი, ნეტარ, ვსთქვათ, ვინ შეგებასა?
ნიადაგმც გაგმარჯვებია ასე, ნუ შეიქ ვებასა!»
351
მას დღესა მოყმე მართალი დამაკლდა არცერთი არა,
კახთ შეანანეს მათ ლაშქართ მოსვლა, თუ ადრე იარა,
დამწვართა, ამოწყვეტილთა მათ ჭირნი გაეზიარა.
ამოსწყვიტეს და დახოცეს, ვინ ზეით გამომიარა.
352
მას დღესვე გაამაყდნენ, იწყეს დიდი სეფურობა,
უსაზომო ლხინს შევიდნენ, მათ ჰქმნენ საამო პურობა,
დიდ-დიდითა როქებითა, ქონდათ ფრიად მოსმურობა,
ჩანგთა მღერა კახთ სიმღერა, და ოდესმე თან ხუმრობა.
353
უწინ მოსვლას ყაენისას, ვსთქვი თუ, ომსა შეუძლებდით,
აქ გასინჯეთ თუ ვიკვეხდი, ან სიტყვასა ცუდად ვდებდი!
გალახულთ და ამოწყვეტილთ მარტო კახთ ქნეს, ვინ სხვა ჰკვდებით?
ყველა განვლით ამ სოფელსა, თქვენც სახელსა ეძიებდით!
354
აივსნენ სრულად ლაშქარნი საჭურჭლე, ცხენ-აქლემითა,
მეტყოდეს: «შებმა კარგად ჰქენ ჯარითა შენ აქ ლემითა».
სხვა არ ვინდომე მის მეტი, სარდლის კარავი ჰემითა,
სრულ მისის გაწყობილობით ვერავინ დაეჩემითა.
355
მიუვიდა ეს ამბავი, საცა იყო ყაენს მყოფსა:
ამოსწყვიტა სრულ ლაშქარნი, თეიმურაზ შუა ჰყოფსა,
ხმალი ბასრი, მძიმე ლახტი, უფროს მახვილს შუბსა ჰყოფსა,
თუ გაგზავნი სხვას ლაშქარსა, კიდევ ხმალსა ხელს მიჰყოფსა.
356
გაგულისდა, წამოვიდა მასვე წამსა გულ-მესისხლე,
თქვა, თუ: «ჩემთვის, მისო ხორცი, ივაშლე და გინა ისხლე,
თეიმურაზ, თეიმურაზ, კახთა ჯარი აწ გაისხლე!»
ჰე, შააბაზ, გაგიჩნდება ყიზილბაშნი ვით ისისხლე.
357
რა მოვიდა, განჯას აქეთ გამოსცილდა, დაგვახლოვდა,
ვინც შეიძლო, აიყარა, წამოვიდა, მუხლ-მალოვდა.
ვინც იქ დარჩეს საბრალონი, თავთა, შვილთა მათთა გლოვდა.
ამოსწყვიტნა სამესისხლოდ, აჰყარა და დაბოლოვდა.
358
კიდევ ბევრი გადაურჩათ, ფეიქარხანს მიაბარა.
კვლავ ქართლზედა დაუთხანის-შვილი ბაგრატ, ვსთქვა, ა ბარა.
ორთავ ჩემის მტერობისა საქმე იმან დაუბარა.
თვით გაბრუნდა თავის გზასა, ჩემი იყო ვით უბარა.
მეორეთ მეფის თეიმურაზისაგან იმერეთს გადასვლა.

359
წამოვედით იმერეთსა, ისრევ ჩვენსა სახიზარსა,
ჩვენად ღონედ იგივ გვქონდა, ვით ჭურს ქონი სახიზარსა.
მეფეც წინა მოგვეგების, ჩვენს მისვლასა არ იზარსა.
რა მივიდით, შევისვენით, ვით ქორი ჯდის სახიზარსა.
360
რა დავჰყავით ხანი რამე, სასყიდელი დაგვიძვირდა,
ვერ ვიშოვნით დიდის ფასით, ნახევრად რომ არა ღირდა.
ხვანთქარს ელჩი გაუგზავნე და ფეშქაში, მნახავთ ჰკვირდა.
მას ებოძა სანჯახები, კიდევ სხვასაც ბევრს დაგვპირდა.
361
აქ გასინჯეთ იმერეთსა სასყიდლისა დაძვირება!
ვეღარ გავსძლეთ უღომობა, გურიისკენ ვიწყეთ რება.
რა მივედით, მუნ მამია გურიელი იფერება,
რაცა ჰქონდა, არა შურდა, ხელს გვიწყობდა, იფერება.
აქა გურიიდან საათაბაგოს მისვლა და იქიდან ხვანთქართან წასვლა, ოლთის ამირგუნახანისაგან დედოფლის თავს დასხმა და ჯორჯაძის, დედოფლის სახლთუხუცესისაგან, გამარჯვება მათზედა. უყურეთ განგებასა მოსამართლისას თუ რას მცირედის კაცით გაიმარჯვა.

362
მივედით ოლთისს, დავყარეთ იქ დედოფალი ქალებით,
დიდროვანთ კაცთა ჯალაბნი დედამთილ-პატარძალებით,
წყნარნი, მშვიდნი და ტურფანი, საქციელ-განაკრძალებით.
ნოდარ დავაგდეთ სახლისა გამგებლად, გულით სალებით.
363
დედოფალი ოლთისს იდგა და ვინც ახლდეს ბანოვანნი,
თუმც ღარიბად ვის ვეგონეთ, მაგრამ არ გვყვეს უმცნობანნი,
ტურფანი და დარჩეულნი, ლამაზნი და არ სადავნნი,
მლოცავნი და ღვთის მოშიშნი, ცუდის საქმით არსად ავნნი.
364
ესე ყველაი შააბაზს მიესმა მართ დასტურობით,
ერევანს ამირგუნახანს მოსწერა მანაშურობით:
«იქ თეიმურაზ არ არის, მიუსწარ მტრად, არ სტუმრობით,
ქალები ვერ შეგებმიან, ვერც დაგხვდენ კაის პურობით».
365
ესე ჟამი ზამთრის იყო, ჩვენ იმედი თოვლის გვქონდა,
ერევანს და ოლთისს შუა მთებს შეჰკრავსო, ვთქვით ოღონ და.
ჩვენ ამისსა მოიმედეს არც სრულ გული შეგვიღონდა,
მაგრამ თოვლის გასათხარათ ნიჩაბი თურ თან მოჰქონდა.
366
გარდმოთხარა, სადაც დახვდა თოვლი ცხენთა დასაყენად,
მაგრამ ღმერთი მათვე შეიქს მხიარულთა მოსაწყენად.
უყურეთ თუ, ვითარ ხვდება მათ ჩემი ყმა სისხლთა მდენად,
მოგახსენებ ამ ამბავთა, ყური უგდე შენ მოსმენად.
367
დედოფალს სიზმარ ჩვენებით ენახა რაც იქნებოდა,
დაბლა ქალაქით ციხეში მას ასვლა მონებებოდა,
ვინც ახლდა, თან აეტანა, არვისთვის დაენებოდა,
ვაი, რომ იქ არ ვიყვენით, სცნობდით თუ რა ევნებოდა.
368
ნოდარ იყო სახლთუხუცეს დედოფლისა, განა ჩემი,
მისანდო და გულითადი, არ თუ ცუდი განაჩემი.
მართალია ეს ამბავი, ნუ გგონია განაჩემი,
იმასა მწვეთ გაემარჯვა, იგინი ქმნა განაჩემი.
369
გამარჯვებოდა მას ასრე, მათ მიჰყოლოდა კარამდი,
ურიათ ჯარიც შველობდეს იგ რაბანანი კარამდი;
კვლა ზოგნი წინ გარდაუდგეს, გზა უკვე განაკარამდი,
შუბი ვინ ნახის, გარდვარდის მისვლამდის, მინაკარამდი.
370
შვიდასი მოყმე ჯიღითა და მარქაფებით თან ჩამყვა.
რა მიველ, იბრაიმ სულთან ყიზილბაშთ ბრძოლად არ ამყვა,
სხვის ქვეყნისაკე ლაშქრობდა, მაღალი დაბლა არ დამყვა.
გამოვბრუნდი და წამოველ, რაც ჩამყვა, თანავ გამამაყვა.
371
მიბოძა, საათაბაგოს რაც მაშინ მისთვის ხასობდა:
გონია, ყარაისარი, სხვა სანჯახები ასობდა;
სხვა საბოძვარი ხალათი, თქვეს თუ, ძლივ დაიფასობდა.
მაგრამ კახთ კახეთის გაყრა გულსა ლახვარსა ასობდა.
372
წამოველ, გზაზედ ჯალალი შვიდჯერ შემებნეს ერთს დღესა,
შვიდჯერვე მე გამემარჯვა, ვამგზავსე ცუდს მებეგრესა,
ვერც ყმა დამაკლეს და ოდენ ვერცავინ დამიკოდესა,
თუცა მოეგდოთ კარები, იმათვე მალ გააღესა.
373
მივედით ოლთისს, დაგვიხვდენ უჭირვლად ყოვლი საყოლი,
იქიც უნებლივ მოვიდეს სულ ჯარი ჩემი თანმყოლი,
გახარებულნი მადლობდეს, თქვეს: «მოგვყვა აქათ წამყოლი».
ადიდეს ქრისტე მოქენეთ, მსმენელთა მალ ჩამამყოლი.
374
რა მოვედით, კახთა გული არ დასჯერდა სანჯახებსა,
ემდუროდეს ამ სოფელსა: «აქა-იქი გვაჯახებსა,
ჩვენ კახეთს ვართ ლხინ-ნაჩვევნი, რას ხელსა ვჰყრით ჯავახებსა?»
გულდიდობა ძირად მოუთქს, ეს ასრე სჭირს ჩემს კახებსა.
375
წამოვედით, ოლთისიდამ, ჩამოვედით გონიასა,
კიდევ ბევრი ყმა მიახლა, ნუ ეჭვ ოთხმოცს, გონ იასა,
რუსეთისკენ გავემზადე, ეს რა მოსაგონია, სა?
შავს ზღვაშიგან ნავში ჯდომა დიდად დასაღონიასა.
376
ამ ხანშიგან ბაგრატ მეფე სომხითს მოკვდა, გარდიცვალა,
ვით თავს ვინმე შემომავლო, ასრე ვითა მენაცვალა,
მოურავმან ქართველთ კითხვით ჩემი ჯობნა მან გაცვალა,
მემსახურა უსაზომოდ, ვა სოფელმან არ გვაცალა.
აქა ყაენმა მოურავს და ზურაბ ერისთავს ბაგრატის შვილი სვიმონ და ყარჩიხან და უსუფხან გამოატანა: კახთ ყათლავი უყაო და ქართველნი აჰყარე და აქ ჩამამისხიო. და განგებამა და უსამრთლოდ ქვეყნის ამოწყვეტის მდომებამ რა მოახდინა ისიც ისმინეთ, და ყური მიუპყართ, სიტყვის მსმენელნო.

377
ყაენმა სთქვა მოურავსა: «გული მართლა მე დამყარე,
წადი, კახნი ამოსწყვიტე და ქართველნი ამიყარე;
კახთა ცოცხალს ნუ დაარჩენ და ქართველნი აქ მოყარე,
მე ამისი აღვირი მიც, შენ გენუკავ ეს წამყარე.
378
პატარას სვიმონს გაგატან, ვითამ ქართლსა დაიპყრობდეს
ჩემს შვილის-შვილს ყორჩიბაშის ქალს მივსცემ და მე მოყრობდეს;
ყარჩიხან და უსუფხანცა თან გაახლო, ვინ აზრობდეს,
ამ მიზეზით ვერას მიხვდენ, თქვან: «ესენი მათ მაყრობდეს».
379
დაასკვნეს და გამოგზავნეს ამ მიზეზით სულ ესენი.
აწ უყურეთ მოურავსა, ვით შეჰყაროს მძიმე სენი!
ზურაბს თურმე იქივ უთხრა: «ვერ სჭვრეტ არის რის მთესენი?
მე სხვა რამე გამიგია, ხმალი აქავ მოლესენი».
380
რა მოვიდნენ ამ ჯარითა, თქვეს თუ: «ბევრი მაყარია».
მაგრამ სიტყვით დაამაშეს, ეს საწყენი არ არია.
კახნი მუხრანს შეიყარნეს, ქართველებში არ არია.
უღალატეს, ამოსწყვიტეს, არ უთხარეს სამარია.
381
უთხრა თურმე მოურვმა: «ზურაბ, კარგად ყური მიგდე,
მტერობა და ამოწყვეტა მე ბოლომდის ვით დავიგდე?
– კახთა უყავ ყათლავიო, ქართველთზედა ცხენი იგდე –
რა ესენიც იქ ჩავგვარო, მაშინ ვისღა შეურიგდე?»
382
ზურაბს ეთქვა: «რას აპირებ, მითხარ, ბრძანე, გაამხილე,
საქნელია, თუ არა ვჰქნა, ჩემი საქმე მუნ იხილე,
მაშინ ჩემი სისხლი შესვი, ხორცი ზედან გაიხილე,
ხმალი ჩემი ბასრი არის, გაატყვიე, გამირბილე.
383
რასაც ვაპირებთ, ეს საქმე არ არის ჩვენგან საქნელი,
ამ სოფელს შემარცხვენელი და საუკუნოს დამნთქმელი,
მან დაგვატყუა, რად შეგვქნა, ჩვენ ჩვენის ხორცის ამქნელი,
დამამხობელი ქვეყნისა, ჩვენის ბოლოსა დამქნელი?»
384
«კახეთი ხომ ამოვსწყვიტეთ, კვლა ქართველნიც იქ ჩაგვაროთ,
მონასტერნი ავაოხრნეთ, შერცხვენილთა ვგვარის-ვგვაროთ,
მაგას ნუ ვიქთ ნურას საქმით, სხვაფერ რამე მოვაგვაროთ!
ჯერ ამ ლაშქარს უღალატოთ, მერმე მეფე აქ მოვგვაროთ».
385
ზურაბ უთხრა: «მართალია, მაგრამ რისთვის იქ არ მითხარ,
ცოლიც თანა მამეყვანა, ავმრჩეველი შენ ამით ხარ!
აწ რაღა ვჰქნა, ცოლის სირცხვილს თავს მადებ და სამარს მითხარ,
თვარემ ქართველთ სისხლს დავიდებ, არ ვიქნები გასაკითხარ!»
386
«იქ ამისთვის არ გაცნობე, ცოლს თან არ გამოგატანდენ,
ვთქვი: თუ უთხრა და არა ქნას, ბოლოს რასთვის დავინანდენ?
იქ მივიყვან, საქართველოს წახდენაზედ ცრემლს დავადენ.
მე შვილს დავსთმობ ქვეყნისათვის, ამან ეს ყოს, იყოს აზდენ».
387
ტკბილის სიტყვითა ეხვეწა, თავს მას ადებდა ყველასა:
«საქართველოსთვის დაცასთმე, დამხსენ ღამესა ბნელასა!
ცოლს უკეთესსა გიშოვნი, ბატონისშვილსა ლელასა,
აქ მოვჰკლავ ხარჩიხახანსა, კახეთს ფეიქარ მელასა».
388
ზურაბ უთხრა: «შენ შვილს დასთმობ, მეც მოვითმენ ქართლისათვინ,
მაგრამ როგორ გაარიგებ, თქვი მართალი შენ ღვთისათვინ!»
უთხრა: «ზურაბ, შენგან მიკვირს, ეგ მიბრძანე მე რისათვინ?
გამიგონე, ყური მიგდე, ტკბილი გითხრა მწარისათვინ».
აქა მოურავისა და ზურაბისაგან ყარჩიხანისა და უსუფხანის ღალატის გამორჩევა. ქართველთ განდობა, ანდუყაფარ ამილახორის დაჭერა. ნახეთ, თუ როგორი გამარჯვება მოჰხდების და რას ძნელს განსაცდელს მორჩებიან კახნი და ქართველნი მოწყალის ძალითა და შეწევნითა.

389
«ასე ვჰქნათ, უთხრათ ქართველთა, რაცა ჩვენ დაგვბარებია,
ვაფიცოთ ღვთით, რომ არა ქნან საქმენი საზარებია;
ანდუყფარ კი შევიპყრათ, უთხრათ: შენ არშას ებია!
ქართველთ რისხვისა ღრუბელი შეუქნათ ღვთით დარებია.
390
მე ლაშქარშიგან ვიქნები მარტო ოთხისა მოყმითა,
ვერას იაზრებს საქმესა, რა სუბათ მნახავს ამითა.
როს პაემანი დაგიდვა, თქვენ მოდით შუაღამითა,
ღმერთმან მას მისცეს, მოხვიდეთ, გავჰხადო რას სიამითა».
391
სულ ქართველნი შეიფიცეს, რა ეს საქმე დააპირეს,
ანდუყაფარ არაგვზედა შეიყვანეს, დაიჭირეს.
მოურავი ლაშქარშიგან იყო, მათცა მუნით ირეს.
აწ უყურე მას ლომგულსა და ოთხთ მოყმეთ ვით იგმირეს!
392
პაატა ხერხეულიძე, ავთანდილ ძითა თვისითა,
ელია დიასამიძე, პაპუნა ვაშაყისითა, –
ოთხის კაცითა ესე ქნა, რას ეჭვ იქმოდა ასითა!
ამის მქნელს კაცსა სხვა ვინმე ვით შეუდარი ფასითა?!
393
მოურავი მასთან დადგა, ზურაბ ქართველთ წინ წაუძღვა,
მიახლოვდეს ლაშქარს, შავად იდგეს, ჰკვირდათ: ვით არს უ ზღვა?
ღვთით გვგონია მცირეთა ვსძლოთ, დრო მოვიდა კახთ სისხლთ მოზღვა.
რა ამათი ხმა შეიგნა, ყარჩიხახანს უწყო დაღვა.
394
გაიგონეს ყიზილბაშთა მათ კიჟინა ქართველების,
უთხრა: «ჰკადრეთ მოურავსა, ეს ხმა მასცა ეყურების?
თეიმურაზს გონიიდამ ასრე მალ ვით მოესვლების?»
მიუბრუნა მოციქული: «უთხარ, ასერ გიახლების».
395
მოურავი შეკაზმული მივა ოთხის ცხენოსნითა,
რა მოვიდა სარდალთანა, შემოსძახა მან კვნესითა,
უთხრა: «მითხარ რა ხმა არის, ან ამ საქმეს ვით დამხსნითა?»
ჰკადრა: «არის თეიმურაზ, არ გვეხსნების არას ხსნითა».
396
შეერია რა ლაშქარი, მან შესძახა ყარჩიხანსა,
შუბი ჰკრა და მუნვე მოკლა, ჯარს ასმენდა მუნ ჩახანსა;
გულს დაასო სამესისხლოდ, არ თუ ცოტად ხორცსა ფხანსა,
გააქცივნა მან ლაშქარნი, არ აყოვნებს მუნვე ხანსა.
397
იმის შვილსა მოურავის შვილმა უყო საქმე ესევ:
«მამაჩემმა მამაშენი მოკლა, მე შენ სხვას არ გისევ,
საქართველოს ამოწყვეტის მდომნო, ბევრის ავის მთესევ!»
მანცა შუბი ძალიანი ჰკრა, შესძახა: «მაგრა ესევ».
398
ხმალს ქვეშ დაავლეს, ლაშქარნი აივსნეს საშოვარითა,
უკან მისძახდეს მეოტთა: «თუ აქეთ გაიარითა,
კიდევ უარეს დაგმართებთ სიცოცხლე გასამწარითა,
მიდით, შააბაზს შესჩივლეთ, მალ ყაზმინს ჩაუსწარითა».
აქა ეს ომი რომ გარდასწყვიტეს, ფეიქარხანზედ წავიდნენ; ბატონისშვილი ლელა უნდოდათ ეშოვნათ, მეფის ლუარსაბის და, ზურაბისათვის შეერთოთ. ვეღარ მიუსწრეს და ბარდამდინ სდივეს, და მრავალი ქვეყანა მოარბიეს, და დიდად გამარჯვებულნი და ნაშოვარით სავსენი შემოიქცეს ქართლად.

399
რა ეს ომი გაათავეს, გამობრუნდეს ლომნი მხნედა,
ფეიქარხანს, კახეთს მდგომსა, მსწრაფლ მიუხდეს იმას ზედა;
ადრე ეგრძნათ, გასწრობოდეს, ვერ მიუსწრეს, დარჩეს ქვედა,
ზურაბს იგი ვერ უშოვნეს, ფეიქარხანს ვინ ჰყვა მზედა.
400
ვერ მიუსწრეს ფეიქარხანს, უკან სდივეს ბარდამდისა,
მოარბივეს არაზს აქათ, მოსრეს, თქვიან: «სისხლი გვდისა».
მათ მტერობა ყაენისა თავს დაიდვეს მარადისა,
თავი კარგად მოიხმარეს, ვერ სცოცხლებდენ აქამდისა.
401
ესე საქმე მოურავმა უცხო ქნა დ ა საკვირვალი,
ვით შემართა ამ საქმესა, არის თუცა გულად რვალი!
ეს ყველასგან უძნელეა, სხვა სახელიც ქნა მრავალი,
უსაცილოდ მართალია, არ ტყუილი, არ საკრძალი!
402
სახელისთვის მათ ცოლ-შვილი ორთავ დასთმეს, ეს იცოდეთ!
ვინ არ მიჰყვეთ მათ საქმესა, არ იცით რომ დიდად სცოდეთ?
რჯულისა და ქვეყნისათვის რა იქნების, რასაც ჰყოფდეთ?
აწც ეს ქენით, ქართველებო, ანდერძსავით შვილს ეტყოდეთ.
აქა მოურავმა და ზურაბ ქართველთ მეფე თეიმურაზ ჩამოიყვანეს გონიიდამე და ქართლი და კახეთი ორივ დააჭერინეს, გააბატონეს და დაემორჩილნეს, და მოურავმა მრავალი სახელმწიფო იარაღი ოქროსა და ვერცხლისა და კარავ-ორხოვანი და ბედაურნი ცხენი უძღვნა.

403
გადაწყვიტეს რა ეს საქმე, გამოგზავნეს ჩემთან კაცი,
მობძანდიო, გვიპატრონე ჩვენ ლომებსა, არ ვართ ვაცი;
ჩვენ მოგართვათ სალარო და საჭურჭლენი, თქვენ კი გასცი.
მოგვივიდა ღვთის წყალობა გახარება ხელ-სატკაცი.
404
წამოვედით მხიარულნი, რუსეთს წასვლა მოიშალა,
დედოფლიან ქალებითა თმა გიშერი ჩაიშალა,
დაკაზმულნი განჩვენებით ტანსაცმელი არ იშალა,
ჩვენ ვიმღერდით ბულბულთაებრ, მაისს ვარდი გაეშალა.
405
მიველ მცხეთას, მამილოცეს, ღმერთს ვმადლობდი, მან მაღირსა.
მათ მომართვეს ბევრი რამე, თქვიან: «ქართლად ესეც ღირსა».
მერმე მითხრეს: «მიგვისივე, ვინ სამტეროდ ხმალს გაღირსა».
არ იქადდენ ცუდკაცურად, ათავებენ დანაპირსა.
406
შემომფიცეს დიდებულთა, თავადთა და გინდ მომცროთა:
«შენის მეტი, ხელმწიფეო, არ გვინდოდეს ჩვენ შენს დროთა,
ვირე გჭვრეტდეთ შენ ცოცხალსა პირად მზესა, ტანად ზროთა,
ჩვენი თავი მტერთა ზედა ვამსახუროთ დასაზროთა».
407
დავიჭირე ორივ ტახტი სამეფო და ქვეყნის გარე,
უთხარ სოფელს: მუხანათო, გამითავე, მოდი ბარე!
ხან სიმაღლე, ხან სიდაბლე, ეს ზნედა გჭირს მოსაგვარე,
ახლა ყველა დამავიწყე, რაც წამართვი, რაც წამგვარე!
408
გამოვიდა ხანი რამე სიმდიდრეს და სიხარულში,
ლხინს, ნადიმს და გახარებას, მოსვენებას, ძილს რამ რულში,
ბურთობას და ნადირობას, აქა-იქი სიარულში.
ჩვენ კაცისა შეპოება რასა ჰქვიან გვქონდა გულში?
აქა შააბაზ ყაენისაგან ისახან ყორჩიბაშის გამოგზავნა სულ ყიზილბაშის ლაშქრითა და ბევრის ხანებით. ალგეთზედ მარაბდის თავს შეებნეს ქართველნი თვესა ივნისსა, და ორგნითვე მრავალი ჯარი დაიხოცა და ამოსწყდა, და ბოლოს ყიზილბათშ გაემარჯვა.

409
მაგრამ კიდევ ჩვენ შააბაზ არ დაგვიშვრა მტერობითა,
ამ ყოფაზედ ყორჩიბაში ჩვენ მოგვიხდა მოსწრობითა,
სრულ ერანი შეეყარა სოფლებიან მას ობითა,
გაუჩნდების აწ შუბებსა, თუ არ გატყდეს დასობითა.
410
ის მოვიდა ალგეთზედა, ჩვენ ავედით ტაბახმელას,
მე გიამბობ, თუ მომისმენ, ომის საქმეს საქებელას;
მოდი, დაჯექ, გაიგონე, ახლო გიდგამ მაღალ სელას,
რაც არჩივა ათაბაგმა, ქართველთ და კახთ გეტყვი ყველას.
აქა დავით ასლანისშვილისა და აღათანგის ხერხეულიძის ყარაულად დაყენება, რომელნი იყვნენ კაცნი მეომარნი, ორთავ თვითო თვალი აკლდა, მაგრამ გულსრულად და მხნე-კაცად იბრძოდეს, და ორნივე ამ ომში დაიხოცნენ მეწინაეში მისვლითა.

411
დავითსა და აღათანგის ორთავ აკლდა თვითო თვალი,
ყარაულად იგინი გვყვეს, რა ჭკვა იყო, თქვი მართალი?
შემოსთვალეს: «თუ არ მოხვალთ, ჩვენ შევებმით, არ ვართ მთვრალი».
არ გიკვირსთ, რომ დავიჯერეთ ნახევარზედ დანათვალი?
412
აღათანგის ყორნელთა და დავითს ეთქვა გლდანელებით,
«შევებნეთო, რა გგონიათ, სიმრავლე აქვთ აქლემებით!»
დაეხოცათ მათ თათრები, გამოგზავნეს მკვდარ დილებით,
წამოდითო თქვენ ამათგან დაკოდილთა სადილებით.
413
შეიქნა რჩევა ომისა, იქ შებმისა და მოცდისა,
კაცსა მხნესა და ჯაბანსა დღე ამისთანა დასცდისა.
ზოგთა უცდურად არჩიეს და ზოგისა კი დასცდისა,
ზენა არს გამმარჯვებელი, თვარემ კაცთ რჩევა მოსცდისა.
რჩევა მოურავის გიორგისა სააკაძე შიოშის-შვილისა.

414
მოურავმა თქვა: «დრო არის მართლის თქმა ხანდახანისა,
გეტყვი, კახნო და ქართველნო, ხან ესე ვსთქვათ და ხან ისა,
მაგრამ იცით ხომ, ყაენთან ვარ დამყოფელი ხანისა,
სრულ ერანს გამოგზავნიდა, იქ არ დამჭერი ხანისა.
415
ქვეითობა იქ არ ვარგა სიცხეა და მისჭირდება,
ღმერთმან ნუ ქნას, დაგვიმარცხდეს, სრულ ერთპირად ამოსწყდება.
მართლის თქმა სჯობს ტყუილისას, ცუდი არის მიდ-მოდება,
ეს არ სჯობდეს, დაისწავლეთ, რჩევა ნურვის დაგვიწყდება.
416
მე ამას ვარჩევ, მინდორად ნუ ჩავალთ, ნუ შევებმითა,
ჩვენს აქ დგომასა ვერ სცნობენ, თუ აწვე არ წავებმითა;
ქალაქს შემოვლენ თავწვრილად, აქ დაგხვდეთ, შევიქთ ვნებითა,
მე ეს მითქვამს და აწ თქვენ თქვით, თუ იქ ომს არ ეშვებითა».
რჩევა ზურაბ არაგვის-ერისთავისა, ნუგზარის შვილისა.

417
ზურაბ უთხრა: «კარგად ბძანე, თუ იქ ხანი არ დაჰყოვნოს,
მაგრამ იცით მათი საქმე, ხანგრძლივ დგომამ ვერ აღონოს,
არ მოვიდენ სიმაგრეთა, ჭკუა მათი მოგვეწონოს,
ეგ არ მინდა, თუღუნითა მინდვრად უკან არ მედევნოს».
რჩევა ბარათასი ბარათაშვილისა, რომელი იყო ბარათიანთ სარდალი.

418
ბარათა ბარათაშვილი მეწინავეთა სარდალი,
კარგ სარდლად იმას აქებდეს, მტერს მალ შეაქმნის ბანდალი:
«შეყრილის საქართველოსა ყოვნა არს არ სამართალი,
აქა-იქ დაგვეფანტვიან». უქეს: «ამან თქვა მართალი».
რჩევა მუხრანის ბატონის თეიმურაზისა და მისის ძმის ქაიხოსროსი და იესე ქსნის-ერისთავისა.

419
თეიმურაზ, ქაიხოსრომ, ორთავ ძმებმა მუხრანს მჯდომთა,
კვლა იესე ერისთავმან, სხვათ ქართველთა ომის მდომთა:
«თუ შეგვაბამთ, შეგვაბითო, რას ხელსა გვხდით აქა მდგომთა?
დროა დასდგეთ ერთს რჩევაზედ, თვარემ წავალთ ჩვენ სადგომთა!»
რჩევა ბაადურ ციცისშვილისა, და იქ გულოვნად შეიბა და მათვე შეაკვდა.

420
ბაადურ თქვა ციცისშვილმან, ამ რჩევაზედ არ დაჭმუნდა:
«ჟამი არის მუნ სიცხისა, მზემ ჰაერი დააბუნდა,
დაგვიმარცხდეს ქვეითობა, სადღა მორჩეს, თქმა არ უნდა,
თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა».
რჩევა კახთ საბატიოს კაცთა და დარბაისელთა.

421
კახნი იქ ომსა ისწრაფდეს, უფროსი ჯავრიც ახსონდა,
თქვეს: «მათ იქიდამ რა დასძრავს, ვნახეთ ზახირი მოჰქონდა;
ორჯელ გალახულს თათრებსა საომრად ვინ შეუღონდა?
დილას შევებნეთ სიგრილით, ამას სხვა რჩევა არ უნდა».
422
კახთა არჩიეს ერთპირად, შებმა და მათი ომია,
თქვეს: «არსად წავლენ მუნითგან, ეს ადვილ მისახდომია;
ორჯელ გალახულთ შევებნეთ, ვინცა ხართ ომის მნდომია,
ზოგთა გვწადს ომი ახალი, ზოგს ბევრი გარდაგვხდომია».
რჩევა მანუჩარ ათაბაგისა და მესხთ დარბაისელთა.

423
თვით ათაბაგი მანუჩარ, ურუმთა გამოძებული,
ჩემთან მობრძანდა იმ ხანად ომ-ნახულ, სახელდებული,
ამ დღეებზედა ნაქები, მრავალჯერ გამარჯვებული,
სამასის მოყმით, არ ბევრით, რაც ახლდა მისებრ ქებული.
424
მოახსენეს ათაბაგსა: «რად არ ბრძანებ უმჯობესსა?
თქვენგან უფრო ნაომარი არვინ არის ჩვენში დღესა!»
მან უბძანა: «კარგად არჩევთ, მე რას ვიტყვი უკეთესა,
მაგრამ ძველად ნათქვამია, ომი სამზღვარს მესამზღვრესა.
425
მერმე არის ორი რაზმი, დაახლოვდეს ერთმანერთზედ,
ვინც მოუხდეს მეორესა არ ყოვნებით იმავ დღეზედ,
მისი ჯარი გათამამდეს, მდგომთა დადგეს ძლივღა ფეხზედ.
ხანგრძლივ რჩევა ცუდი არის, გამარჯვება არის ღმერთზედ».
რჩევა კახთა და ქართველთა ვაჟკაცებისა და ომისა წადილი.

426
ვაჟკაცები ისწრაფოდენ, თითქმის კბილთა იმსხვრევდიან:
«ჰე, რად ჰყოვნით მათზედ მისვლას, ისინი აქ არ მოდიან;
მეფის მზემა, უსაცილოდ ჩვენგან იმათ სისხლნი სდიან,
მინდვრადა სჯობს ომი ცხენზედ, სიმაგრეში რასა ჰქვიან?»
427
ამ რჩევაზედ ბარათიანთ წასვლის ეჭვი შეგვივიდა,
არ ჭორად თქვეს ეს ამბავი, მედასტურე მოგვივიდა.
თქვეს თუ: «ღვთის მადლს ამ ჯარშიგა არამც ეს ხმა გაგვივიდა,
ამად გვიჯობს ადრე შებმა, თუ ესენი წაგვივიდა».
428
დავასკვნეთ ომი ალგეთზედ, მივმართეთ გულით მაგართა,
კაცთა სამების უცნობთა, მაჰმადიანთა, აგართა;
ჩვენ ვეზიარნეთ ქრისტესა ხორც-სისხლსა, მისთა ამართა,
რისხვით მოგვხედნა მოწყალემ, იგ დაცემულნი აღმართა.
429
ავიყარენით, რა მზემა მწუხრად ქმნა დანასულობა,
დავდევით ქრისტეს რჯულზედა ჩვენი ხორცი და სულობა
მხიარულად და თამამად, რას ჰქვიან დანასულობა?!
აწ გამოჩნდების მოყმეთა სიმხნისა მათ ლომ-გულობა.
430
დღისით ჩავლევით ავი გზა, ღამე ჩავედით ვაკესა,
ცოტას ხანს შემოვიცადეთ, არ თუ ყანები დამკესა,
კახნი ამბობდეს: «ვიაროთ, მოუხდეთ ფურებს მაკესა!»
რაზმი დავაწყვეთ, ვიარეთ, მეთოფემ ტალი დაკვესა.
431
რა ღამეს ბნელსა ნათელმან მომართა, ამან დარიდა,
მზე რა უღრუბლოდ აღმოჰხდა, ქვეყნად მოჰფინა დარი და,
ამ დღეს მოყმესა, მამაცსა სხვას ზნით ვინ შევადარი და?
არ სხვას ზნეობის დრო არის, ჟამი არს საომარი და!
432
გათენდა და დავინახეთ ერთმანერთი მუნ შორიდამ,
დავაწყევით ორთავ რაზმი, ჩვენ აქათ და მათ იქიდამ.
მათი იდგა თვალუწდომი, სიმრავლე სჭირს მათ გვარიდამ,
მაგრამ ვერც სულ დაგვაღონა სიბევრისა ჩვენ არიდამ.
433
მან თურე ასრე გააწყო მეთოფე თოხანიანად,
ჯერ ზარბაზნები გარშემო მიმართა არაბიანად,
მას ქვეშ მუხლ-მჯდომი მეთოფე, მეორე ზედე დგიანად,
მესამე ცხენოსანია, მეოთხე აქლემიანად.
434
მივახლოვდით, კომლისაგან მზე დაბნელდა, ჰაერიცა,
ჰგვანდა, თუცა ჩამოვარდა ცა ქვეყანად, ან დაიქცა;
მოწმენდილი მზისა შუქი ჩვენს წინ ღამედ გარდაიქცა,
ვირემ კვამლი არ განქარდა, მათკე ვერვინ ვერ გაიქცა.
435
რა განქარდა თოფის კვამლი, შეუტიეთ ერთპირობით,
გულსრულად და ჯავრიანად, ვინ ვის წინა წაუსწრობდით,
ვჰხოცდით, ვლეწდით, ჩამოვჰყრიდით, არ ცოცხალთა შევიპყრობდით,
არ მოსწრობდა შაბანდახან, სულ გაწყვეტას უპირობდით.
436
გავაქცივეთ დიდი რაზმი, ის მოგვიხდა აწ მოგანეთ,
მათს ურდოსა გავაცილვეთ, მოსვლა ერთხან შევანანეთ;
უკან ჩვენს რაზმს თავრიზელთა უწყეს ცემა, დიდად მავნეთ,
გაგვიქციეს უკან ჯარი, დაიზახნეს «გაათავნეთ».
437
ამასზედა «თეიმურაზ, – ვინ მუხრანსა ბატონობდა –,
მოკლეს» თურე დაიზახეს. ზოგი კაცი ჩემსა სცნობდა,
გამობრუნდეს, უფრო ამით გულსა სალსა დამიდნობდა,
გამარჯვების სიხარული აღარ ჩვენთვის დაბდაბ-ნობდა.
438
ორისავე პაატასი თქვეს, თუ მოვა მოციქულად,
ასრე ჯარსა წინ მოგვიძღვნენ, დაიჯერე უსაცილად.
გაათავეს თვისი თქმული, სადგომსვე თქვეს დაქადილად,
ორნივ თოფით ჩამოყარეს, სიცოცხლე აქვს არ სიკვდილად.
439
ქვეითობა ურდოშიგა ალაფობდეს, იტვირთოდეს,
მათ, გლახ, თურე ის ეგონათ, მარტყოფს შოეს ლარნი ოდეს.
დაგვიმარცხდა, გამარჯვებულთ მართ სრულ ვითმე მოისროდეს,
სიცხისაგან ძალწართმულნი, ისარს ვეღარ მოისროდეს.
440
კვლავ მოისრნეს დიდებულნი ქართველნი და კახნი ბევრი,
აღათანგის სახლის კაცი შვიდი მოკვდა, კარგი ევრი,
სხვა ბაადურ ციცისშვილი, კახი დავით, გულად სვერი,
კიდევ ბევრი კარგი მოყმე დამიკაფნეს, ვითა ტევრი.
441
ჩოლაყაშვილი შვიდი და ცხრა კარგი მაჩაბელია,
სულ ვინ სთვლის აზნაურშვილთა, რაც მოკლეს, საქებელია;
სხვა ბევრი იპყრეს ცოცხალი, მოაბეს ყელს საბელია,
ძლივ მორჩა ალავერდელი, გარდაგდეს ხარჭაშნელია.
442
ათაბაგი ამირგუნხანს იმ დღეს შეხვდა ერევნისას,
შუბი პირველ გასტეხოდა, მინდობოდა ქნევას ხლმისას,
სამი, თურე, ზედისზედა შემოჰკრის და შესძახისას:
«ვარ მანუჩარ ათაბაგი, თავს არ ვფიცავ ყაენისას!»
443
მოურავმა იმ ომზედა მუზარადი არ დაიდგა,
თქვა: «რა მიცნას ყიზილბაშმა, ბრძოლად ახლოს ვინ მამიდგა?
თუ დავირქვა ანჩხაბერი, ვეღარ მიცნან, ვინც წინ მიდგა,
არ დამიშვრეს ხელი ცუდად, სანამ პირში სული მიდგა».
444
ზურაბ ადრე დაგვიკოდეს, თურე სისხლმან შეაწუხეს,
იმისმა ძმამ დათუნამა და ავთანდილ დაიქუხეს.
რაზმი განვლეს, უკან სდივეს მუნამდისი, სად დგა მუხეს,
ფრეწდეს მათსა საჭურველსა, ყოფილიყვნეს ვითამ უხეს.
445
თუ ჩემიც რამ მოგახსენო, მგონ არ ვიყავ უსუარი,
საკვეხურად ნუ ჩამიგდოთ, ამად თქმისა მაქვს უარი,
არა ვთქვა და, ისრე დარჩეს, აღარ იყოს მახსუარი, –
«რა უქნია თეიმურაზს» თქვან, რად არ თქვა ვით სა ვარი?
446
ამის მეტსა ვერას გეტყვი, რაცა მქონდა საომარი,
თუ ყველა არ დამემტვრიოს, ვიქნებიმცა მე ომარი,
შუბი, ხმალი, ლახტი გატყდა, მოვიხმარე კვლა ხანჯარი.
სომეხადმცა ჩაგიგდივარ, მათებრ ვიყო მეომარი.
447
მას დღეს მოკვდა ყიზილბაში ათოთხმეტი ათასიო,
ცხრა ათასი საქართველოს, ზურაბის ყმა ცხრაასიო;
მაშინდელთა დახოცილთა კაცთ ვითა ვთქვა საფასიო?
ამოგვწყვიტეს, მაგრამ კიდევ მინდა ვინმე მიუსიო.
448
რას ვაგრძელებ, დაგვიმარცხდა, და ღვთის რისხვა მოგვევლინა.
არ დაბრუნდეს ღვთის ბრძანება, ერთხელ თუ გამოევლინა.
მადლი მასვე, ადრე ხანად კიდევ მათზედ გაგვევლინა.
აწ უყურე ქსანზედ მოსულთ, თუცა რაზომ გარდავლინა!
აქა მოურავი გაბრუნდა მესამეს დღეს ნოსტიდამე. ლისს ქალაქისა და ციხის თათრები გამოვიდეს. ლისი რომ დაარბიეს, მოუხდა და მოურავს გაემარჯვა.

449
მოურავს ეთქვა: «ციხისა თათრები ლისს დამირბევენ,
ტყვეს წაასხამენ და სახლებსა ზოგს დასწვენ, ზოგს დააქცევენ;
არ უშველი, საბოლოოს თავს და შვილსა დამიწყევენ.
მივალ, ვნახავ მინბაშები მეთოფეებს რად მისევენ».
450
მესამეს დღეს ნოსტედამე ლისს გაბრუნდა, მიაშურა.
არ გიკვირს, რომ ამ დიდს ომსა ბრძოლისაგან არ დაუშვრა?
გარდახედა, ლისს არბევენ, ჯავრისაგან სისხლი უშრა.
რა გიჭირდეს, სიფიცხე სჯობს სიზანტესა, აჰა, მაშ რა?
451
დახოცა და გააქცივნა, კვლა მისდია ვერემდისა:
«რაც გიქნიათ, ის გეყოფისთ, მოვიდოდი ვირემდისა.
ასრე თქვენ ვით მიძაბუნეთ, კიდევ სული ამომდისა!
ყორჩიბაშმა გამაქცია, ციხის კაცნო, თქვენ რა გრჯისა?!»
აქა ყორჩიბაშმა ანდუყაფარ ამილახორის ცოლის გამოსაყვანად არშიდან ზურაბს საფიცარი სთხოვა და მისცა საფიცარი: ქალი მოგცე და არცა რა ჩემს მამულში ლაშქარს დაუმარცხდესო და მოის ჩემს მამულზედ ნუ წამოვა ლაშქარი, ქსანზედ ჩამოიარონო. დასჯერდა ყორჩიბაში და გაგზავნა თორმეტიათასი კაცი. და როსტომ რომ ქართლს გაბატონდა, დაუთ, სვიმონ მეფის ძმისწული, მაშინ ხოსრო-მირზა ერქვა და ის უთავა. და აწ უყურეთ თუ რას ყოფით ჩამოივლიან.

452
როს შეიპყრეს ანდუყაფარ, ცოლიც არშას დაუტყოეს,
ყაენისგან მოცემული იყო, ამით შეიტყოეს;
ეს ლაშქარი ამით უფრო გამოგზავნა, ის იპოეს.
აწ დაუწყეს ლაპარაკი ზურაბის ძმებს, დაუყოეს.
453
შეუთვალა ყორჩიბაშმა ზურაბსა და მისსა ძმებსა:
«რად არ იცით შეპყრობილსა ხანუმს ყაენი ეძებსა?
თვით შვილისა-შვილი არის, ურჩევნია თავის ძებსა,
ეგ მომეცით, გავბრუნდები, თორემ ვერვინ გამაძებსა.
454
ფიცსა მოგცემ, შენს მამულსა მე ვაწყინო არა რამე,
თქვენც აგრევე შემომფიცეთ, საფიცარი მოგცე რა მე,
ჩემს ლაშქარსა თქვენს მამულში არა ევნოს თქვენიდამე,
მერმე დიდს ჯარს გამოვგზავნი, გამოვიყვან ციხიდამე».
455
რა მოსლოდათ ეს ამბავი, ეთქვათ: «კაი რჩევა არის».
მისცეს ამათ საფიცარი. თქვეს თუ: «ფიცად მგონივ კმარის,
ჩვენს მამულში არა ევნოს, მაგრა მოის გზა არ არის,
მოის ქსანზედ წამოვიდენ, შიში ნუ აქვთ ავის დარის».
456
გამოგზავნილთა არაგვი შევლეს, მივიდენ არშასა,
გიორგი არჩევს სხვას თათბირს და ერიდება არ შასა,
ისარს დაუწყებს სროლასა, თოფსა დაუძრავს მაშასა,
ხანებს დაუხოცს ყაენსა, ხონთქარს არც ერთსა ფაშასა.
457
მივიდა არშას ლაშქარი, გამოიყვანეს ხანუმი,
საგძალი არ შეიტანეს, ხან მწვარი ჭამეს, ხან უმი.
ავს დღეს შეასწრო გიორგიმ ქალი გამდელი, ხადუმი.
რა გამოსცილდეს ლომისას, ხმა არის მო დასადუმი.
458
გამოსცილდეს ლომისასა, უკან მოჰყვა მათ გიორგი.
გამოიქცნენ, არ უყურეს, რაც მოსდევდა უკან ბარგი;
მოჰხოცდეს და მოსძახოდეს: «წინ დამხდომნო, აწ ივარგი!
ეს სახელი მე მიქნია, ნუგზარის შვილს, ჩემთვის დარგი».
459
ეს ამად ქნეს, თუმცა ფიცი გასტეხოდათ ამათ არა,
მოსწეოდეს სხვის მამულში, დაეზახა იმათ არა.
ყიზილბაშთ ჭკვა დაეცდინათ, არ ხლებოდათ ი მათარა,
კარგად სჯობდა გაესინჯა, მოეხაზა, მოეთარა.
460
წინ დაუხვდა მოურვი და იასე, ქსნის მპყრობელი,
ქაიხოსრო, მუხრანისა ბატონია, ხლმის მსობელი,
ზურაბ, ქველი მეომარი და დათუნა საქებელი, –
წინ დაუხვდენ გამოქცეულთ, აწყევლინეს მათ მშობელი.
461
ჩაიყარეს ორთავ შუა უკან მამყოლთ, წინ დამხდომთა.
ყორჩიბაშსა ამ რჩევისთვის აგინებდეს ვერ მიმხდომთა:
«ცოცხალს რაღა მოგვარჩენდა, არშას ციხის ჩვენ მიმხდომთა?»
უფროს ჰხოცდეს მახვილითა, სხვათ აქა-იქ კლდეზედ მხლტომთა.
462
წასვლის ღონე აღარ ჰქონდათ, მათ მოეღოთ სულ ხელ-ფეხი,
გაურისხდათ შემოქმედი, მოევლინათ ზეცით მეხი,
ვეღარც ხმასა იღებდიან, არ ისმოდა მათგან ჭეხი,
ქარქაშიდან მათს ისრებსა ართმევდნენ, ჰქონდათ ჩეხი.
463
წინ შეუკრეს ასრე გზები, არსით კარი გაეღება,
იგინი დგეს უჩუმარად, ამათ ხმა არ შეეღება;
სისხლთა მათთა მინადენთა სამ დღეს ქსანი შეეღება,
ცხენი, მათი საჭურველი ამათს სახლში შეიღება.
აქა ყორჩიბაში წავიდა და ბაგრატ მეფის, როსტომ მეფის ძმისწული, პატარა სვიმონ ქალაქს ციხეში დასვა საბატონოდ.

464
ამ საქმეებით გაბრუნდა, სვიმონ-ხან ქალაქს დააგდო,
სხვა ვერა გაარიგა რა, ვერცა ვინ სხვაგან გააგდო,
ქართველთ და კახთა დაჭერა მართ ისრევ ჩემზედ მააგდო,
ისევ დავიპყარ ორივე, სვიმონ ქვა ვეღარ ჩააგდო.
აქა შააბაზ ყაენის სიკვდილი და შასეფის ტახზედ დაჯდომა.

465
აწ გარდიცვალა შააბაზ, ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებსა,
მის მტერობისა ბორიოს სიკვდილი მომიმყუდრებსა,
მის შვილის-შვილსა შაჰ-სეფის იმის წილ ამიყუდებსა,
პირველ წყალობით მომხედა, ბოლოს კი გამიცუდებსა.
აქა მოურავისა და ზურაბის დაქიშპება და მოურავის უკუდგომა.

466
ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინა მცირეთა,
აზვავდებიან, იტყვიან: «უჩემოთ ვინ იმღერეთა?»
დაბალს კაცს არ ახსენებენ, იტყვიან «დამიჭირეთა».
კაცი სჯობს საქმე კეთილი ანგაარ, მოგულძვირეთა.
467
ზურაბ და შიოშის-შვილი იყვნეს სიძე-ცოლის ძმანი,
გაეზარდა მოურავსა, ყოფილიყვნეს ვით მამანი.
აწ დაქიშპდეს უსაზომოდ, შუა დასდვეს მათ სამანი,
დაემტერნეს ერთმანერთსა, აღარ მისცეს წამსა მანი.
468
მოურავი უფროსობდა მასზედა და ქართვლთაზე,
თუ ეტყოდა, დასხდებოდენ, თვარ იდგნიან სულ ყველა ზე.
ქეშიკშიგაც უწვებოდეს თავითაც და სხვა შუაზე,
ვინც შესცოდის, ყველამ უთხრის: დაჰკარგეო, გალალა ზე.
469
მე ზურაბსა მოურავმა დამამოყვრა, გამიერთა,
თქვა: «უბოძეთ ზურაბს ქალი, გაიგონეთ სრულ ამერთა».
მოიყვანა, მუხლს მაკოცა და გამყარა იმიერთა.
მაშინდელთა იმათს საქმეს სულ ვერ დავსწერთ, ცუდათ ვსწერთა.
470
რას უშველა, გარდიკიდნენ, მე ზურაბსა მიმიყენა,
სულ ქართველნი შემომძარცვა, ერთიც აღარ მომიყენა;
ზურაბს უთხრა: «შინ წაბძანდი, ამ სიტყვასა ნუ მიწყენა».
პირველ იგი გაისტუმრა და მეც უკან წამიყენა.
471
მე ეს მითხრა: «ღმერთმან იცის, ქართლი მოგეც, ჩემი თავიც,
მაგრა რა ვჰქნა, არ განდომეს ჩემი თავი, მით ვარ ავიც;
მაგით თავსა ვერ მოვიკლავ, ან გულს დანა როგორ დავიც?
თქვენც წაბძანდი ზურაბთანა, იქიც მოვალ მითქვამს დავიც».
472
აღარ იყო გაცლის მეტი ღონე, სხვა რა მომეღონა?
გავეცალე ჯავრით სავსე, მისმა საქმემ დამაღონა.
მიველ დუშეთს ზურაბისას, იმანც თავი მომაწონა,
მითხრა: «ნახავ, ხელმწიფეო, მათ ყველაზე არ მოწონა?»
აქა მოურავმა იმერელთ მეფეს გიორგის შვილი სთხოვა ქართლს საბატონოდ. და მეფემ მამუკა ბოქაულთუხუცესი, ამილღაბარა აბაშიძე და ზემომხრის ლაშქარი მოსცა, და ათაბაგმა საფარფაშამაც ლაშქარი აშველა; და ქართველნიც მას ახლდენ, ზურაბ ერისთვისა და იოთამ ამილახორის მეტი. მოუხდა მოურავი და რაზმით შეიბნეს ბაზალეთს.

473
აწ დაუწყო მეფეს თხოვნა შვილს ქართლისა საბატონოდ,
აჰყვა მეფეც, დაიყოლა, ბრძანა, არ აქვს დასაღონოდ.
ათაბაგსაც ჯარი სთხოვა ქრთამით რასმე მოსაწონოდ,
ორთავ მოსცეს მას ლაშქარი ჩემად სამტროდ არ საყოვნოდ.
474
მოვიდა, დუშეთს მოგვიხდა, ქართველთ და სხვას ამ ჯარითა,
საკვდავად გამოგვიმეტა გულითა საომარითა.
უთხარ ზურაბს და ჩემს კახთა: «ერთს ომად თქვენცა ჰკმარითა,
მე ჩემი ქრისტე შემწედ მყავს, არ ვიბრძვი მე ომარითა».
475
ზურაბ თქვა და ერთპირ კახთა: «ვიცით, ღმერთი გვყავს მფარველად,
ყმას პატრონზედ გაემარჯოს, არ გვასმია ესე ძველად!
თქვენს წინ თავი სასიკვდილოდ დაგვიც, იდვას მძორი ველად,
ღმერთმან ქნას და სამართალმა, გაგემარჯოს ძოღანდელად».
476
ედიშამ თქვა: «ღვთის მადლს, კახნო, ეცადენით, მას ვინ მოხვდეთ,
საქართველოს ის როგორ რევს, სხვანი ეგრე როგორ წავხდეთ?!
თუ ვინ მოხვდეთ მამაცურად, კარგად გმართებს, რომ მას დახვდეთ,
თუ ცოცხალი გარდგვირჩება, კიდევ გაგვრჯის, უნდა ვახდეთ.
477
თუმც არიან უმრავლესნი, ეგრე დგიან ვითა ტევრი,
ღვთის წინაშე სწორი არის შავი ზღვა და ისერ ძევრი;
ბევრს ხუვილსა მოერევის, ჟამერთ გალეწს ერთი კევრი,
ერთმან სძლიოს ასეულსა, ორმან მოსრას ბევრის-ბევრი».
478
რა მოვიდენ, ბაზალეთსა დაუკიდეს მათ ცეცხლები,
ავი დარი დასცემოდა, დახუთოდათ მათ ხელები.
დავინახეთ, მსწრაფლ მივმართეთ ჩვენ სახლებსა ნათბილები,
შეჭურვილთა მეომართა ცხენი გვყვანდა ფიცხელები.
479
მე მახლდენ ქართლით ესენი: ზურაბ და ამილახორი,
ხან წამივიდის იოთამ, ხან დამრჩის მწვე ნამსახური,
ზნე-კეთილი და საჭვრეტლად სრულ კარგი, არ უსახური,
ხან ჯარით მახლდის, ხან ასრე, თუ შერჩის ორი მსახური.
480
მივედით, ორგნით შეიქნა შეტევა, შემოტივილი,
ხმის ბაიბური არ იყო, ზახილი, არცა კივილი.
დაუკოდველი ვერ მოვრჩით, იმ წამს არ იყო ტკივილი,
თუმც მაშინ ვერ შევიგნევით, მერმე შეგვექნა ჩივილი.
481
მოურავს რა დავენახე, შეჰბრალოდა ჩემი კახნი:
«ჩემი – ეთქვა – უღირსი ძმა, ამოსწყვიტნა მწიფით მკვახნი».
ღვთით ამათვე მუზარადნი დაუმსხვრიეს, ვითა კვახნი.
დახოცნეს და ხელთ დაიპყრეს, ის წავიდა ცუდ-მომკვახნი.
482
გოგორისშვილს დაუთბეგსა მისი კურტაკი ჩააცო,
თვისსავ ლურჯსა ცხენსა შესვა, უთხრა: «აბა, კაი კაცო,
ზოგი შუბით ჩამოაგდე, ზოგს ზუჩზედა ლახტი სტკაცო.
ვინ მოგიხდეს, კარგად დახვდი, ვითა გმართებს შენ მამაცო».
483
პირველზედვე შემეყარა ეს დაუთბეგ, შუბ ხელთ-მქონსა,
შუბი ვჰკარით ერთმანერთსა, მაგრამ ვერც ერთს დაგვიმონსა,
მერმე საამ კობიას ძე მოგანებით შუბს მოსწონსა,
მოვიდა და გვერდს შემოსცა მას, მორევის ჩემსა მგონსა.
484
ვეღარც იმან ჩამოაგდო და ცოტადრე გარდახარა,
მას კვლა ზურაბ შეუზახა: «მოურაო, თქვი თუ ხარა?»
– შიშველს ბარკალს ხმალი დაჰკრა – «ეგრე მაგრად რად სდგახარა?»
სრულ მოჰკვეთა, გარდააგდო, იცოცხლაღა მან, გლახ, არა.
485
მერმე შემხვდა აბაშიძე, იგ ღონენა ქვიშხეთელი,
თავი ფარში ჩამოეყო, მოეხარა ვითა თელი,
ფარის კუბოს შუბი მიკრა, მაგრა ვერ მყო მიწის მთელი,
სამკლავეცა გამიტეხა და დამკოდა მე ნათელი.
486
ედიშას თქმული გათავდა, ეპოვნა მოურავია,
გულსრულად თურმე მოვიდა, მან აღასრულა დავია,
უმუზარადოთ ომს შესვლა კარგთა კაცთაგან ავია, –
ამანც შუბი ჰკრა, მაგრამე მან კი გაუპო თავია.
487
რა ედიშა ჩამოაგდო, ადგა, უნდა მოეწვა და,
მან დაასწრო, თავსა დაჰკრა, ხმალი ძლივღა მოეწვადა,
შუა პირი მოეხვედრა, არ თუ მჯიღი მოეწვადა;
ეს მოკლა და გარდიხვეწა, გლახ, გრძლად წყლული არ ეწვა და.
488
ერთს ომს უფრო გასაჭირსა მართ აღარსად დავხდომივარ,
ჩემს ჯარშიგა დაუკოდი ძვირად მორჩა, და არც მე ვარ.
გამემარჯვა ღვთის ძალითა, არ მოვჰკვეხდი, სულ ომში ვარ,
ყმანი მყვანდეს ნაომარნი, ვით ამირანს მისი სავარ.
489
მამილოცეს იმერელნი, ქართველები, მერმე მესხით,
შეუზახე: «დიდებულნო, რას საქმეზედ თავს დამესხით?
თქვენგან იყო რა საქნელი, ჩემზედ იმას თქვენ მოესხით?»
ვბრძანე: «მანდა ნუღარ გიდგან, ასრე აქეთ წამოასხით!»
490
ხოსუა მაჭავარიანს, მიყურე, რა მოვაწიო,
ყურებს დავსჭრი შიგ ძირშიგან, ნუ ეჭვ ახლოს დავიწვიო,
შემეხვეწა: «სულ ნუ დამჭრი, ცოტა იქით მიიწიო»,
როდეს დასჭრეს, შემომზახა: «არ მეგონე გულპილწიო».
491
მოურავი ვეღარ დადგა, ახლა ხონთქარს მიაშურა,
ვერ კარგად ქნა ორგულობა, ვერ ომი და ვერა შურა;
ხვანთქარმან სცა მწვედ პატივი და წყალობა არ უშურა,
ერთს თავს-ვეზირს გარდაისად მას წინ დგომით სხვად უშურა.
492
ქაიხოსრო და იესე, კვლა სხვა ბევრი ქართველები
თან გარდაჰყვნენ სააკაძეს, თავადები ძირძველები;
იქაც ბევრი სახელი ქნა, მაგრამ თავს გარდავევლები,
იქ დახოცეს ქიშპობითა, ვეზირმა ქნა ეს ნავნები.
აქა ზურაბ ბატონს წაუვიდა და სვიმონს მოუვიდა. ქართლი დააჭერინა, მერმე მოკლა და თავი კახეთს ბატონს გაუგზავნა, და ისევ მეფეს თეიმურაზს დააჭერინა ქართლი სრულიად.

493
რა წავლეთ ხანი, ზურაბთან დამიწყეს ჩხუბს ჩამოგდება,
რად ვერ მოუხვდა, ეს მიკვირს, ცრუს კაცს თავისა აგდება?
სიძე იყო და შვილად მჩნდა, მახსოვს ვალისა დადება,
ადრე ამყოლის სიტყვისა მე აღარ მეიმედება.
494
გავეცალე, კახეთს ჩაველ, ის სვიმონ-ხანს მიუვიდა,
ფიცითა და თავდებითა ქალაქს ციხით გამოვიდა,
წამოუძღვა ზემო-ქართლზე, თან მოჰყვა და წამოვიდა.
თუ მე ზურაბ მიორგულა, რად ვერა სცნა თავს მოსჭრიდა?
495
ცოტას ხანს სვიმონ ქართლითა ზურაბს ხელთ ჰქონდა ამარად,
ესეც მოსწყინდა, ასრე თქვა: «აწ ეს მაქვს მე საომარად».
მამას უხმობდა სვიმონ-ხან და ფიცი არ იწამა რად?
მოკლა მან ჩემად უგრძნობლად, მიწა ძლივ მისცა სამარად.
496
თავი უფადარს მამწივა ყაენთან წასვლის მნდომელსა:
«ვით გაგიშვებდი ხელითა, ვირ გხედავ სულთა-მდგომელსა,
ყაენთან წასვლას ესე სჯობს, ქართლითგან შემომწყრომელსა,
ბოლო არ გაუთავდების ბატონის სისხლში მჯდომელსა!»
497
აღარ წაველ ყაენთანა, ისრევ ქართლსავ მოუბრუნდი,
აწ სრულ ერთპირ დავიჭირე სომხითიან, არ დავჭმუნდი;
ხან სიმაღლეს, ხან სიმდაბლეს მიმცა ვინ მე, ასრე უნდი,
ორსავ კარგად ვიტვირთევდი, არცერთ არას შეუღონდი.
498
ამ დროს ვთქვი «ლეილ-მეჯნუნი», «ზილიხან-იოსებისა»,
ქება, შვენება, სიტურფე, მიჯნურთა ცეცხლებრ დებისა,
გაჭრა მინდორად, ხელობა, გულთა ლახვრულად სობისა.
ტკბილად რომ აღმოვმეტყველე ლექსები სხივ-შუქებისა.
499
გამოვარჩინე ნათქვამი მე ჩემის მუსიკობისა,
არ დაშვრა ენამეტყველი ტკბილად მაზედა მკობისა,
განმარტვითა ვთქვი ქართულად, თქმული სპარსთ არაკობისა,
არ დამორჩილდა მეძავსა იოსებ იაკობისა.
500
აღარა მყავდა მტერი მოღმა, მეომარი შემომბმოდა,
დამმორჩილდა ყოვლი ურჩი, ყელსაბელი ვითა ბმოდა.
ყოვლგან ისმა ეს ამბავი და შეიქმნა საამბოდა,
შვება იყო სამუდამო, ლხინ-სობათი შეიმკოდა.
აქა ბატონმა თეიმურაზ ლეკის-წახეთის მიხდომა მოინდომა სარუბაშს, და ცხენი წაექცა, თვითან ვეღარ წავიდა და ზურაბ უთავა ქართველთა და კახთა, და მიუხდენ.
501
გამიწყრა ოდეს ყაენი, მას მოჰყვა წახეთს ვინ ზისა,
ალიბეგ სახელდებული, პატრონი სარუბაშისა;
მისი მომინდა პასუხი, ჩვენება ჩემის რაზმისა,
მალ შევანანე სიკვდილით მოყოლა შააბაზისა.
502
ალონში ცხენი წამექცა, თავს მტვერი გარდავიყარე,
ძალიან დამცა მიწასა, მაჯები ამოვიყარე;
ვეღარ შევიძლე ლაშქრობა, ვერ წაველ, ვერ ავიყარე,
ზურაბ, კახნი და ქართველნი მათად სამტეროდ წავყარე.
503
ევლოთ, მისლოდეს სარუბაშს, მას შეუტყობრად მყოფარსა,

ასრე შეპარვით მიუვლენ ძაღლებსა მათსა მყეფარსა.
ვეღარ გაუსწრეს, წახეთსა გარ ჯებირს შემოიფარსა,
ქვეითად შეუხდებიან, აგლეჯენ ხმალსა და ფარსა.
504
ზურაბ ცხენიდან გადაუხდა, შეუზახა სრულ ლაშქართა:
«გადმოხედით ყველა ცხენიდან, ვით ბრძანებით აქა ხართა!
ვითღა მიხვალთ მეფესთანა, თავს ვერ ნახავთ განახართა?
ვსძლევთ ომითა, ვერ დაგვიდგმენ ხმალ-მოწვდილთა, დანა ფართა».
505
ამ სარდლობით მალ აეღოთ ჯებირი და სხვა სიმაგრე,
თავი მოსჭრეს ალიბეგსა, შეუზახეს: «იდევ აგრე,
ვით გმართებდა შექნილიყავ შააბაზის შენ მოსაგრე?
სარუბაშმა ვერ დაგვიდგა, წა, წახური გაამაგრე!»
506
მოვიდეს, თავი მომართვეს და საშოვრის ფანჯიაკი,
ექმნათ ბევრი საშოვარი, დაეცალათ ცხავრთა ბაკი,
მომილოცეს, მოულოცე, თქვეს: «გათავდა თქმული აკი».
აწ შეიქნა ნადიმობა, არ თუ ცუდი რამ ტაკ-ტაკი.
აქა ზურაბ ერისთავის სიკვდილი.
507
ენის ძალი შენ გითქვამს და ცოტა მეც რამ მოგახსენო,

ტკბილი ასპიტს მოამდოვრებს, მწარე ძირში გარდახსენო.
თუ კარგგვარად გაგასინჯო, მგონივ ავად არ მახსენო,
ავმა ენამ საქმე მიყო, ავი, ღვთის მადლს, ჩამომხსენო!
508
ენას აქვს გესლი ბოროტი უმწარე ასპიტისაგან,
თვით დამიცდია აგრევე, ვითა მასმია სხვისაგან.
წინასწარმეტყველთ ასე თქვეს და მტკიცედ თვის და თვისაგან.
მათი მესმინა, მიჯობდა, ეწვართა ავს ავისაგან.
509
ენა მლიქვნელი გონებას მყუდროსა, მშვიდად დებულსა,
გულსა განმსჭვალავს და ღვიძლსა გააპობს, სიბრძნით ქებულსა,
ანაზდად აღსძრავს რისხვასა, შეიქს ცეცხლ-მოკიდებულსა,
ადუღებს ნაღველს ცეცხლთაებრ, ცნობაზედ ზედ მიწებულსა.
510
ყურსა ლახვრულად ეცემა, უმაგრეს გრდემლ ნაკრავისა,
თვალსა აამღვრევს წმინდასა, ხედვიდეს ავს არ ავისა,
თმათ აშლის, ხელ-ფეხთ ფრჩხილებსა გასწვავს ცეცხლ-განაკრავისა,
შფოთს ააყოლებს ვინც ისმენს, უმშვიდეს იყოს კრავისა.
511
თუ ვინ ჩავარდეს წყალსა და აღმოხდეს დაუსველებლად?
წიაღში მკვრელი ცეცხლისა ვით დარჩეს დაუმწველებლად?
ან ბადეს ვინღა განერეს, აცლიდეს გამოსადებლად?
ვინ ისმენს მლიქვნელს ენასა, არ უნდა ცუდად სადებლად.
512
ვისცა არ უნდა აყოლა სიტყვა ავისა, ცუდისა,
ვით ნაკვერჩხალი კალთასა დაგეცეს, შეშა უდისა,
ანაზდად თუ არ გარდაგდებ, ნატისუს ალი უდისა.
აგრევე ენას თუ უსმენ, დაგრჩება, დაიბუდისა.
513
რადგან ეს ვიცი, რად ავყვე ენას ავისა მბობელსა,
ლბილისა გამსალებელსა, ფოლადის დამადნობელსა,
უცებთა შეუტყობარსა, ბრძენთაცა ძლივ საცნობელსა,
ყელშიგან წამჭირებელსა, საბელსა დამარჩობელსა?
514
რას მიშველა, ვინანი და ღმერთს ვიაჯი მოტევებას,
მაგრამ ძნელად გაეძლების ყმის პატრონზედ აზვავებას.
ორივ ერთად შემეყარა, ამად ვერ ვიქ ჯავრთა ვსებას.
ავი ენა, იგ ამაყი, ასრე შემიქს მე დავსებას.
515
სჯობდა, თუ ორივ დამეთმო ღვთის წინ და ამ სოფლისადა,
ვირე ცოცხალ ვარ, ვინანი, სამუდმოდ ცრემლი მდისა და...
რად მოვჰკალ, ვით შემოვიკალ, შვილის უმჯობე, ძმისა და,
ნამსახური და კვლავ სიძე, სიკეთე აქვს მოდგმისადა?!
516
ღვთისა მეშინის, კაცთაგან მრცხვენის ამისსა მყოფელსა!
გული გაშმაგდეს და ხელნი შემხმეს მის ლახვრის მყოფელსა!
სახელმწიფონი ოხრად მიჩნს, რას ვაქნევ მე საყოფელსა?
იმ სოფელს ნუმც მეკითხება, გარდამხდეს ამავ სოფელსა!
517
ამისგან უგრძედ ამის თქმა ავია, ამად გაუშო.
გვერდს მიჯდა, ვბრძანე სიკვდილი, სისხლი მან ჩემს წინ გაუშო,
დედამ მისთანა თავადსა შვილი ვეღარ ვისღა უშო.
რადგან ის მოვჰკალ, ამაყი არ მმართებს სხვაღა აუშო.
ამას ზეით ლექსები სამისა ერთგვარი იამბიკოთ რომ თავბოლო ლექსად აქვს, ერთს კიდევ სხვის იამბიკოთ ზეითი-ქვეითი სტრიქონი და თავბოლო ლექსი აქვს; ცხრა ლექსი ანბანთ ქებისა ოსეთს არის ნათქვამი, ქრონიკონის ლექსით ორმოცს დღეს.
518
ამას ზეით ოსეთს მითქვამს, ამას ქვეით ვიტყვი რუსეთს,
სოფლისაგან არას მიკვირს, მობალხენიც მივლენ მისრეთს.
კარგად მიყო, არ ვემდურვი, ასრე უნდა საქმეს ისრეთს.
კიდევ ღმერთი კარგად შესცვლის, მოწყალებით ისრევ იღმერთს.
519
ნაღვლის რასმე საქარვებლად მე ეს საქმე ვიმეგობრე,
ქვეყანაა მჭიდრო რამე სამესისხლო, სამეკობრე.
ზოგთ ვაქებ და ზოგთ ვაძაგებ, ავის საქმის მე დამგმობრე.
ასე ამან შემიქცია, აღარა რამ ვისალმობრე.
აქა მეფის თეიმურაზისაგან ულუკოსორს მიხდომა.
520
ამას უკან გავილაშქრე და მიუხე ულუკოსორს,
თუ ამირან გაბედავდა, არ უქნია ეს არ ნოსორს.
სამ-დღე შევლე დაღისტანი, ოთხისაგან უფრო მოშორს.
რას ეჭვ ამის შემმართველი, შევებმოდი დვალს ან ოსორს?
521
დავსწვი, დავსტეხე კოსორი, უწინ არვისგან ქნილიყო,
თუ არ ისევე ჩემგანვე, უთუოდ სხვისგან ძნელ იყო.
ნატყვენავი და ალაფი მოის მუხრანსა განიყო.
ვეღარ მემტერნეს მას აქეთ, მერმე მშვიდობა დამიწყო.
აქა არეზს აქათის მორბევა მეფის თეიმურაზისაგან.
522
აწ ღა ჩაველ არეზს აქეთ, მოვაოხრე, მოვარბიე,
ორგული და ურჩი ჩემი ვინც გამოჩნდა, დავაბივე.
ამ ორისავ ტახტის მჭერმა მეფეც მოყვრად მოვიბივე,
ურჩსა მივე არაფერი, ერთგულებსა ბევრი მივე.
523
დაუთხან იჯდა განჯასა, უნდილაძე ბეგლარბეგად.
წამოვიდა, მამივიდა, თვით ჩემთანვე იყო მდეგად;
სრულ ყაჯარი თან იახლა, იორზედა დადგეს ბეგად,
მერმე კახნი თავს დაასხა მოსასრველად, გარდაგებად.
523
ყაენმა მთხოვა ბევრითა წყალობა უსაზომითა:
«დასწყნარდი, მამეც დაუთხან, გაძეღ ჩემითა ომითა,
წყლობა გიყო მრავალი არ ხერხად შემამდგომითა».
ამად ვერა ვქენ, ვერ მივეც, რომ ხმალზედ მამენდო მითა.
აქა სააკაძე როსტომხან სპასალარი გამოგზავნა შასეფიმ ყაენმა და როსტომ, ბატონის სვიმონის ძმის დავითის შვილი, გამოატანა ქართლს გასაბატონებლად და კახეთს სელიმხან.
525
აქ სააკაძე როსტომხან ერანზე ასპასალარა,
კვლა დაუთხანის შვილს მისცა, მას როსტომ ერქვა სალარა,
ქართლი მისცა და სხვაც ბევრი საჭურჭლე მათ ასალარა.
მოვიდეს, თუმცა გამაგდეს, მოისვენებდა მალ არა.
526
რა მოვიდენ, ბარათიანთ ფიცი სტეხეს, მიუვიდენ,
რა დათუნა ერისთავი მისის ძმებით შეთაბუნდენ,
ხმალი ვეღარ გაუმართე, ყმათ რა მიყვეს საქმე ესდენ!
მეც წაველ და ჩემნი ყმანი იმერეთსვე გარდმოვიდენ.
527
ქართლი როსტომ დაიჭირა და კახეთსა დასვეს სალიმ,
ჩემი ქრისტე ადრე მამრევს, გამიმაგროს ის ვერ ალიმ.
რა მიუხე, მოარჩინა ცხენმა მისმა მუხლად მალიმ.
ისრევ ფეხზედ დამაყენის გაბედვამ და ჩემა ძალიმ.
აქა როსტომ მეფისაგან დათუნა ერისთვის სიკვდილი. და საერისთოს შეხდომა და დამარცხება. და ზაალ ერისთვისაგან მეფის თეიმურაზის ანანურს დვალეთზე მიყვანა.
528
როსტომმა მოკლა დათუნა და თავი ყაენს გაუგზავნა,
რა შეუხდა საერისთოს, სხვათ ძმათ აღარ დაეზავნა.
ზაალ, მისმა უმცროსმა ძმამ, გამოქცევით გამოგზავნა,
რომელიც რამ თან რამ ახლდა, ისიც დარჩა, დიდად ავნა.
529
გამოგზავნა ჩვენთან კაცი ფიცითა და თავდებითა:
«ვირ ვცოცხალვართ, მუნამდისი ჩვენ ამ პირზე დავდგებითა,
არ გიტყუოთ არას საქმით, არას მიზეზ დადებითა,
არ სიტყვით და არა ტრელით, არ იქი-აქ მოდებითა».
530
შემიჯერეს ფიცითა და, წაველ მთისკენ ანანურსა,
დვალეთზე გარდავიარე, რა გზა მექნა სადაურსა.
მამეგებნეს მხიარულად, ვეღარ გვანდეს დანამდურსა,
მერმე წვრილად მიამბობდეს მუნ ამბავსა იქაურსა.
531
სალიმისა თქვეს მოსაბრუნს დგომა, სახლისა აგება,
კვლავე როსტომის ტფილისსა სამუდმოდ სუფრის დაგება:
«გვმართებს როსტომის მტერობა, სალიმის მალ გარდაგება».
«მაგრა სალიმის გაგდება» – ზოგთა თქვეს – «სჯობდეს ეგება».
532
თქვეს, თუ «როსტომ ციხესა ზის, სალიმ არის კახეთშია».
ესე მესმა გაჯავრებულს, ლომს ნადირზე მომეშია.
გარდუხე და გავისტუმრე ფეხშიშველა, უმაშია,
ჩემთა ყმათა წინ მიმასწრეს, პაღური ჰკრეს დუმაშია.
533
კახეთი იყო უკაცო კვერნაქიანად გაღმართი.
ასე მოგვეპყრნენ თათრები, ვით ისრაელთა წარმართი.
ანანურს ვიდეგ სამს წელსა, ვიარე აღმართ-დაღმართი,
მრავალი მტერი ამიტყდა, მართალი, არ უკუღმართი.
აქა ოხიაყორჩის დავით ასლანისშვილისა და გარსევან ჭავჭავაძის, გულბათის შვილის, ანანურით სათოფეთ წასვლა და ლეკების დახდომა.
534
ანანურიდან წავიდენ გარსევან და მამუკაი,
თუმც მამუკა უმჯობეა, მაგრამ არის ისიც კაი,
თვითანც კარგნი მეთოფენი და იმათი სააკაი,
აქათ მივლენ თვით ესენი, მთიულს დახვდა ბაკაკაი.
535
რა მოვიდენ სანადიროს, ორნივ წავლენ ერთას მხარეს,
ლეკნი თურე მზირად უსხდეს, ორმოცია არემარეს;
ბუსუნი ქნეს, ჩაცაუსხდენ, არ თუ შორით მოუარეს,
მათ ერთი ლეკი ხეზედ ჰყავს, ახლოაო, არ თუ შორეს.
536
ლეკი ნახეს ხეზედ მყოფი, მისმა ნახვამ გააცინა,
ერთმანერთსა დაპატიჟეს სროლა მისი, სისხლთა მდინა.
ჰგავს გარსევანს უსროლია, მგონი, კიდეც დაეცდინა:
რად ვერ მიხვდნენ სხვათაც ყოფნას, კარგნი კაცნი რამ აცდინა?
537
რა თოფის ხმა გაიგონეს, მზირთ ფარული გააცხადეს,
ორნი დარჩეს მოდაბლებით, ლეკნი ზეით წარმოადგეს;
გამორიდეს, უკან მიჰყვნეს, ვინც დაეცა ვეღარ ადგეს.
აწ უყურეთ მამუკასა, ჭკუა როგორ გამოადგეს!
538
გარსევანს თოფსა დაცლილსა ფეხი წაუბრკმა, დაეცა,
ერთი უძახის მეორეს: «კა მაგას, დანა დაეცა».
მამუკა თოფსა აიღებს, არ ესვრის, ჭკუა მოეცა.
გიუნა ნატრობს: «მამუკას ვხლებოდი ნეტაი მეცა!»
539
მამუკასაც თუ ესროლა, მოეკლამცა მას ერთიცა,
მასც მოჰკლავდენ უსაცილოდ, ჩაივლიდა იმათიცა,
კაცმან უნდა იმ დღეს ჭკუა მოიხმაროს და ღმერთიცა.
მოსულიყო სადგომს, ეთქვა დიდი რამე მას ფიციცა.
540
მამუკა ერთათ სიფიცხით და მერმე ჭკვითაც მოურჩა,
ესე სასირცხოდ დაიდვა, რისთვის გარსევან დაურჩა.
თქვა: «მივსდევ დაღისტანამდი, იმას ვეღარვინ დაურჩა,
სად მიიყვანენ, მივჰყვები, მე თეიმურაზ დამირჩა».
541
გავიდა გაღმა სოფლებში, დავლო ფშაველი ართანა.
ვინც პოვა, არვინ დააგდო, მან არ იახლა ართანა,
უკან გაუდგა გარსევანს, ამხანაგს ნაომართანა.
იმ ტოლი კაცი იმ დროსა მე აღარ მყვანდა მისთანა.
542
ლაგოდეხად წაეწივნენ, გარსევან ჰყვათ ხელშეკრული,
ნახა წინამ ამხანაგმა, აუფეთქდა მწოვედ გული.
მამუკამ თქვა: «არ შესძახოთ, დაიღევით ასე სული,
თორემ იმას იქავ მოჰკლვენ, მეც დავრჩები დაკარგული».
543
შეეპარნენ ტყის ბედითა, რა მოვიდენ, შეუზახა.
თვითან მივა ყველას წინა, სხვა არავინ წაუძახა.
ხლმით დახოცა მან ლეკები, აღარც სულთქვნა, აღარც ახა.
გარსევანც ლეკი შეიპყრა, რა ესენი დაინახა.
544
ზოგთა თქვეს, თუ: ესე საქმე მამუკამა ვერ ქნა კარგა,
განა თუ არ მოსწეოდა, მას უკან რადღა ევარგა.
შენ რას იტყვი, მე კი მომწონს, ჩემწინ იმან კარგა დარგა.
კაი საქმე წახდებოდა, თუ ლეკთ აქ არ დაებარგა.
აქა მეფის თეიმურაზისაგან კახეთში ჩასვლა და შენობის დაგდება.
545
რამდენჯერ ლეკთა შევები, არ მახსოვს მე სათვალავი,
ან აზმით, ან წინ დახდომით, ან მდევრად დასაღალავი;
ვერ წაგვივიდის ჯარი და, ვერცა იქი-აქ მალავი.
უფროსი ერთხან უჩემოდ ყმანი მყვეს მათი მძალავი.
546
ხისიყის ნაცვალს ჯიმშიტას, ხისიყელთ არ მოურავსა,
ორჯელ ლეკთ რაზმის ომზედა უყურე სისხლში მცურავსა!
დიაღ სარდლობდა ჯიმშიტა, ომის ოფლს მოიწურავსა,
ორჯელვე გამარჯვებოდა მას სიხრდლის არ მიმწურავსა.
547
კახეთს ჩავედით ბატონყმით მემკვიდრე, არ თუ ახლები.
რასაც ვით გავწვდით, დავსახლდით, დავიდგით ყოვლგან სახლები.
არაგვისა და ქსანისა ერისთვებთანა ნახლები
იყვნეს კახნი და, ისინი ერთმანეთს მოყვარ-მძახლები.
548
ერთგნით ყაენის ლაშქარი მებრძოდა არ ხანდახანდა,
დაუმადლებდა ჩემს წყენას, ასე სულთნები დახანდა,
მეორედ როსტომ, ქართველი, ვინ კარგი, ან ვინ და ხანდა,
მესამედ ლეკი მტერობდა, სამუდმოდ ვინც გაშამხანდა.
549
მაგრამ ვერათ შემაწუხეს, ჩემგან იმათ ეშინოდეს,
ვლაშქრობდი და ვნადირობდი, ლხინს ვნახავდი მე შინ ოდეს.
«მოვიდაო თეიმურაზ» – როსტომს კაცი მიურბოდეს,
ხან გორს იჯდის, ხან ქალაქსა, ციხეებში მწვე ლხინობდეს.
550
ქართველთა ჩემი ერჩია, მაგრა ყაენი მას ება,
არეზს აქეთი ლაშქარი ხან ნაცვლით ექეშიკება,
ციხეში იჯდა, ფრთხილობდა, გაძნელდა მისი გაძება.
რა საქმე დაგვიანდება, სხვაც რამე დაეწმასნება.
551
ხანდახან დავზავდებიდი, ყაენს შევსძღვნიდი ფეშქაშსა,
გამოგზავნიდა ხალათსა, მის შესაფერსა ზარქაშსა.
კვლავ რუსეთიდამც მოვიდის, ფლურით ავსებენ ბარქაშსა.
როსტომ მეფესაც გავრიგდი, უხარის ჩემსა დამაშსა.
აქა დიდოეთის მოსაქცევლად წასვლა მეფის თეიმურაზისაგან.
552
დიდოთ ვსჭვრეტდი ყოვლთ წარმართზედ უღვთოთა, უუსჯულესსა,
ღვთისგან შორს და მის უცნობლად კვლავ ეშმაკთა მემსხვერპლესა;
არ უსმენდენ ებისკოპოზთ, რაც რომ მათთვის დააწესა.
თქვი, აწ წავალ, ძალს უჩვენებ სულელთა და ჭკვამოკლესა.
553
ამად წაველ მათ წარმართზედ, მინდოდა რომ მამექცია,
მერმე, თუ არ დაეჯერათ, ციხეები მამექცია,
ვამე, მათგან კარგთა ყმათა სისხლი კლდეთა მამექცია
მათ ასეთი საქმე მიყვეს, დასარჩომლად მამე ქცია.
554
მიველ, ჩაუდეგ, ავიღეთ ზოგზოგის კოშკებიანად,
უთხარ: «არ მოხვალ რჯულზედან, ყათლანს არ გიზამ გვიანად».
მათ დაბალი თქვეს ერთხანად, ვთქვი აწ არიან ჭკვიანად.
მერე მომიკლეს მამუკა, სარგებელი ვქენ ზიანად.
555
მამუკა მოკლეს თოფითა, ისროდეს შხამიანებსა
ისარსა მათებრ უკუღმა, უცდურად დასანანებსა.
რუსთველი მირჩევს წამოსვლას, მე ვეტყვი მას უარებსა,
მან მითხრა: «მეფევ, ესე სჯობს ამისგან უუარებსა».
556
არ დაუჯერე, ავად ვქენ, მიჯობდა გაბრუნებანი.
მათ იხმეს ლეკი საშველად, მალ მოვლენ, ექნათ რებანი?
შეიქნა ომი სასტიკი. კარგთა ვინ შესძლოს ქებანი?
საგორვით გამოგვაქცივნეს, ხრდალს დაუკარგეს ცნებანი.
557
ალავერდელი, რუსთველი, მოკლეს ჩემ წინა და ახლო,
პაპუა აშრაპიშვილი, კაი ყმა, მუდამ საახლო,
სულხან ბაზიერთ-ხუცესი, ჟამ წარვლილ ვინღა აახლო?
მასთან ნათანელ მდივანი, მისთვის ვინ შეგკრას ნაახლო.
558
რევაზ დაჭრეს სახლთხუცესი, მე ცხენი ქვეშ გამომიკლეს,
კვლავ თამაზი, ჯაზდანისძე, მათ იმატეს, ჩვენთა იკლეს,
მე ცხენს შემსვა გიორგიმა უკეთესსა, არ მუხლ-მოკლეს.
რადგან ბევრი მტერი მყვანდა, რას ვებრძოდი ჭკუათ მოკლეს?
559
ებისკოპოზთ, დარბაზის ერთ ამოწყვეტილი შინ მიველ.
ისინი ღმერთსა ვერ სცნობენ, ვით გაუმარჯვა სამოველ?
დიაღ დავსუსტდი მას აქეთ, ცოცხლი რადღა წამოველ?
სხვაც ბევრი მოჰკლეს მსახური, მგონივ ერთს ერქვა იოველ.
560
მამუკა ბოქაულთხუცეს, ლაღობით ეთქვა «იშიო»,
იმ ძაღლთა ვით შეურჩიეს, ღაწვს მცირეს, კანჭსა წვრილშიო.
რევაზს ლოყას ჰკრეს ისარი და თამაზასა წვივშიო.
აგრე ისპანი ყოფილან, რად არა ჰქონდათ შიშიო?
აქა ამილახორი და ზაალ არაგვის ერისთავი მეფეს თეიმურაზს ახლდენ და კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ. გოჩაშვილი გიორგი და ნოდრ ციცისშვილი შიგნით გაუორგულდენ როსტომ მეფესა და, სანამდის ბატონი თეიმურზ მოასწრობდა, ნოდარ უკუუდგა როსტომ მეფესა, მიასწრო ნოდარზედ როსტომ მეფემა და გაემარჯვა.
561
ამილახორი იოთამ და ზაალ მაშინც მე მახლდენ,
კათალიკოზი ევდემოზ და გოჩაშვილი გაახლდენ,
კვლავ ციცისშვილი ნოდარ და სხვა ქართველები ვთქვა რამდენ? –
მიმიხმეს, ლაშქრით რა წაველ, ჩემად მისვლამდის გაცუდდენ.
562
ნოდარ ფიცეთს შეიყარა, ჩხეიძენიც მასთან იყვნენ,
როსტომს უთხრეს: «ესე ასრე ნოდარზედ მალ წაიყვანენ,
ნუ შევჰყრითო, მივაშუროთ, თორემ ბოლოს შეინანენ,
ვინ მუხრანსა ჰპატრონობდი, ცუდ-მადები მოიხმარნენ».
563
მივიდენ ფიცეთს ნოდარზედ, უვიცად, შეუტყობარად,
მას ყარაული არ ჰყვანდა, ნეტაა ზვართა საბარად?
ჩხეიძეებმა რა ნახეს ესენი მართ საშუბარად,
მოვიდენ, მოიქნივესცა, ზოგთა ჰკრეს მწვე გასამწარად.
564
მეც მუხრანს მიველ, მიმასწრო და გაემარჯვა ნოდარზედ,
ბეჟია დარჩა იორამს, მოურავის-შვილს, იმ ომზედ;
ოტია თვითან ოტიას რატიშვილს უჯდა გავაზედ;
საციციანო კაცები ცხენს სხედან მათს კვიციანზედ.
აქა მაღაროს მისვლა როსტომ მეფისაგან დიდის ლაშქრითა.
565
ამ საქმემ გამითამამა როსტომ, წამოდგა საომრად
ქართველთა მეფე ქართველით, ჰყვანდა ხანებიც თან ლაშქრად.
მე ბაზარს ვიყავ გაზაფხულ სანადიროსა, მათ შორად.
მითხრეს: «მოვაო ლაშქარი», არ დავიჯერე ნაჭორად.
566
ქალაქიდამ გამოვიდა, მოვიდაო მედასტურე.
მალ დავაგდე სანადირო კარგები და სხვა ასტურე,
შვილი ზეით გამოვგზავნე, მუზარადი არ დავხურე,
ლაშქრისათვის შესაყრელად ვერ მამასწრეს მათ, უყურე!
567
მამაშურეს მათ ხისიყსა, ეგონათ თუ მამისწრებდენ,
მაგრამ კიდევ მე მიუსწარ ცოტას კაცით, ასიოდენ.
რა მე მიველ, იგინიცა კელმეშურში რაზმს აწყობდენ.
სულ ხისიყელთ ვერ მამისწრეს, რაზომ კაცი კაცზედ რბოდენ.
568
მოვიდენ რაზმ-დაწყობილნი ჭოტორის გზითა მაღაროს,
სრულ ერთს გზაზედა მოაწყვეს, ჯარი სხვა გზაზედ არ აროს
სცემდეს ქოსსა და ზურნასა, ჰგონებდეს მათ სანაღაროს,
გაბრუნდებიან იმგვარად, ამ გზაზედ მოვლენ აღაროს.
569
შეიქნა სროლა ორგნითვე უმცროთგან უფრო ფიცხადე,
მოკლეს და დაჭრეს ჩვენგანთა, სისხლი შენ გარდაიხადე;
ყაფლანს ჰკრეს ზუჩის საცხვირეს, ხმა გამოვიდა ჯახადე,
ჯაჭვმა დაუდგა სადგომსა, მიჰყავს და მალე აჰხადე.
570
ბოვნელსა ეფისკოპოზსა ჰკითხე, რად მოჰყვა ჩემზედა?
მე ქრისტიანე მეფე ვარ, იგ არის თათრის რჯულზედა.
თუ უსამართლო ბერია, ღმერთი გამივლენს მას ზედა,
თოფი ჰკრეს, ორივ თვალები წააყრევინეს ქვაზედა.
571
ორი ქისიყელი კაცი, მსახურები რომ იქ იყვნეს,
გონასა მანგოსაშვილი, ერთად მსროლნი არ გაიყვნეს,
გლეხნი იყვნეს, მაგრამ იმ დღეს დარბაისლადაც კმარ იყვნეს,
იმ დღეს იმდენს მეომართა პირი მართ იმ ორთ დაუყვნეს.
572
გაბრუნდნენ, ავად გაყარეს ბარგი და მაფრაშებია,
იმდენთ ლაშქართა ცოტათი ღვთითა მე მალ შევებია;
ქართველნი ახლდენ, სხვა ხანიც, აკლია თუ ფაშებია.
ნეტამც გეჭვრიტა, ვინ მახლდეს, შენ ვისმე იქ დაებია!
573
ვეღარც ლაშქარმა მამისწრა და ვეღარც შვილმა, თორემე
თუ მათ მოესწრო, ან აქა შემყროდა გლეხი მერე მე,
მათ ქალაქამდი მივსდევდი, მაგრა რა მექნა მორემე?
აქედან გავაქციე და ვეღარ მივსდიე შორე მე.
ჰსჯა მეფისა თეიმურაზისა
574
ეს როდის გითხარ არ მოკვდი, უღმრთოდ თავს ვინ მოიკლავდეს,
ეს ჭკუათ მყოფმა ვინა ჰქმნა, თუ არ ეშმაკი დასძლევდეს,
მაგრამ ლექსთა თქმას რას გიშლის, შენს შორს ვინ ნინმეს აძლევდეს,
ბატონი ხარ თუ სარდალი, ეგ სხვას საქმესა ნაძლევდეს.
575
გამგონეთ აბჭონ მართალი, ვის ჰმართებს დარჩეს ნაძლევი,
არ გამოგართვა რასა იქმ, შენ ჩემი შემანაძლევი,
ვა თუ ზამთარმა მოგისწროს, შემოდგომა გაქვს დამლევი,
ვინ გვაბაასებს ის არის, შენის სისხლისა დამლევი.

576
ჩემნი ნაქნარნი წინანი გითხარ სარჯელი ამადა,
გარჯა, ჯავრი და ნაღველი ცნობას წაუხვამს ავადა,
გულს ჯანგად ასრე მოეკვრის, ვით ოქროს შავი სავადა.
ბოლოსიც გითხრა ყოველი, საქმე ვინ გამითავა და.
577
მტერი რას უზამს იმდენსა, რომ ყმა პატრონზე მიიღებს?!
მძლავრისა მტრისაც კიდევე ერთს რასმე გზასა გაიღებს.
თუ კაცი შიგნით საქმესა აიშლის, იმას მიიღებს,
ვინ გარდაჰკიდებს ამათა, ჩემთ სისხლით ხელსა შეიღებს.
578
სახლთხუცესი და სუფრაჯი, განაყოფი სახლეული,
კარგნი კაცნი, კარგნი ყმანი, ნამსახური და ერთგული,
ვინ იმათში ჩხუბს დასთესავს, წაუწყმდება იმას სული,
ამით წავხდი, ღმერთს გარდაის დავრჩი ასრე სახლ ეული.
579
სახლთხუცესი რევაზ იყო, კაცი სრული ყოვლის ზნითა,
სამღვთოთა და საკაცობოთ, მერმე ჭკვითა მწვე დამზნითა,
ბიძინაცა კარგი კაცი, გულმართალი, ტოლივ ხნითა,
მათ ოთხ-ოთხი შვილი ჰყვანდათ, ერთი დაკალ, მო დანითა!
580
ცუდი რამე სიტყვა ითქვა, ამად ჰკადრეს უკადრისი,
რევაზისგნით არა თქმული, სუფრაჯის შვილს მანდა რისი;
დილას ცხენით კარს მიუხდა, ავ საქმედ ა საკმარისი,
რევაზ გავა ახალუხით, უმჯობესი სავარისი.
581
უბრალომ კაცმან რა იცის, თუ ავს ვინ რასმე უზმიდეს?
ცხენი ჰკრა რევაზს ფარემუზ, სხვას ვერას ვერ მოურთვიდეს.
შეიგნეს ჯართა, საშველად ყველა იქ შეკრბა, მივიდეს.
აღარ მიუშვეს, გაჰყარეს, მოსული ისევ წავიდეს.
582
გავაბრჭევ, დავსხი სრულ კახნი, არ მარტო ეს პაატიო,
სუფრაჯს დაედვა სახლთხუცის არ სისხლი საუპატიო;
უთხრეს ეს: «მოგცეს მამული, და ზოგი ჩვენ გვაპატიო,
ჩვენ სულს ქვეშ ამას მიმხვდარვართ, აწ გინდა დასვი რატიო».
583
აღარ იქნა გაშველება, უფრო ჩხუბი გაძლიერდა,
კახნიც შუა გაიყარნენ, დიდნი, მცირენი, სულ ერ და,
ზოგის მისკენ, სხვა ამისკენ, ვაჟკაცები, ან ვინ ბერდა,
რევაზ წუხდა მის საქმესა, მხიარული არვის მზერდა.
584
იოთამ და ზაალ ორნივ ხან აქ იყვნენ და ხან იქა,
მოვიდიან, წავიდიან, დაგმობდიან, ავად იქა,
გულმართალი კაცი ყველა უზრახევდა, უფრო მიქა.
ამ ჩხუბმა და მათმა წასვლამ საქმე ასრე გააქიქა.
585
როსტომ მეფე შეიყარა, საომარად მოვა უღლის,
ეს გზა იმან რა იცოდა, ან გაწევა ჩემის უღლის?
ვიცოდი, რომ არ შეეძლო მას შემართვა ისრე შუღლის,
ბოლოც ამან გამითავა, გაწყვეტა ხამს აწ საუღლის.
586
თიანეთს ვიდექ შეყრილი, რაღაც რამ ყმა დამრჩომოდა,
ბიძინამა თქვა: «ერწოზედ მოვლენ, აქ ვიყო მეო და,
მე ნახევარი ლაშქარი მიბოძე, მივეშველო და».
ამბობს რევაზის ქიშპობით, მტერობა დაეჩემოდა.
587
უთხრეს ბიძინას: «რას ამბობ, რას ჭკუით მოგიყვანია,
ახლა ლაშქრისა გაყოფა რას ჭკუის შესაგვანია?
შენ ჭკვათამყოფი რად ამბობ მაგ სიტყვას, ვითა სვანია?
აქ კარზედა გვითქს ლაშქარი, ვერა ვართ ათისთავნია».
588
მან თქვა: «აქ მოვჰკვდე რევაზთან, იქ წახდეს ჩემი სახელო,
რასთვის ვიქ მაგას, რა არის, დამრჩება არ სასახელო!
ეგ თავისას კი ინახავს, მე ჩემი რად გავათხელო?
ეგ თუ თიანეთს მოუარს, მე ერწოს წავალ მით ხელო».
589
რაღას მიშველის, კარს მტერი მომადგა ჩემს უმძლავრესი?
წამართვა შვილი, ლაშქარი, საქმე ქნა ავს უარესი;
დავრჩით თუ კაცი ათასი, არა ვართ მტერთ საკმარესი.
რა კაი ვალი დამადვა, გაუწყრა საბა ლავრესი.
590
ესენი ერწოს წავიდეს, ისინი უღლის მოადგეს.
მოვიდა კაცი: «მოვიდნენ, თუ ბატონი ზის, მო ადგეს!»
შევსხედით, რანიც ვიყავით, მეთოფეები წინ წადგეს.
იქ რევაზ არის სარდალი, თავს მუზარადი დაადგეს.
591
ყარაულმან თქვა: «ვიაროთ, თვარ მოვლენ უღლისს უწინა,
თუ მოგვისწრობენ, არ ვარგა», – ეს სახლთხუცესმა უწყინა,
ეს ავადა ქნა, ჯებირზედ მეთოფე არ დაუდგინა.
წავედით, იმათ მოგვასწრეს, რევაზ რა ნახა, აგინა.
592
წადგა რევაზ მეთოფებთან, ასროლინებს, არიგებდა,
ბრუნავს ჯარშიგ ხმალმოწვდილი, ქარქაშიგან არ იგებდა,
ერთხან ჯარი უკუფანტეს, ჩვენი შუბსა მათ აგებდა,
გათამამდეს და ისროდეს, ვირე ამას შეიგებდა.
593
გაგრძელდა ომი, რევაზს ჰკრეს ორი ფინდიხი ტყუბადა,
შვილებს უთხრა თუ: «მაცალეთ, მე ბატონს ვნახავ სუბადა,
მივალ, წინ წამოვაყენებ, სისხლი ვადინოთ გუბადა,
ღვთით გამარჯვება ჩვენია, წინ წავიქციოთ ჯგუფადა».
594
მოვიდა რევაზ თამამად, მითხრა: «ძლევა შენიაო,
მაგას ჯარს ნუ დაახედვებ, უჩემობით შენიაო,
წინ დაუდეგ, ვარდი მათი მოუყინე, შენ იაო,
შენმც კახეთს ნუ მოეშლები, ოხერი თუ შენიაო».
595
მოვიდა, ხელზედ მაკოცა, ვიდრეღა იყო სულდგმულად,
მითხრა: «მინახავ პირ-ნათლად, როს ქრისტე დაჯდეს მსაჯულად,
შენ ღმერთმან დიდხანს გაცოცხლოს გამარჯვებული კარგრჯულად»,
გაბრუნდა, საცა თოფი ჰკრეს, მუნვე გარდახდა სიკვდილად.
596
რა ლაშქარმან დაინახა, რევაზ ცხენით გარდავარდა,
ვინცა ნახა, ერთმაერთსა უთხრეს, ყოვლგან ხმა დავარდა,
დაგვიმარცხდა, გამოიქცნენ, ერთი თოფიც არ გავარდა.
რა ზურგები დაგვინახეს, მათი ჯარი ზედ მოგვარდა.
597
ვეღარ დაუდეგ თიანეთს და ჩაველ შიგნით კახეთსვე,
მომყვეს უკანა ესენიც, მაშინ წამიხდა სრულა სვე.
ხისიყსაც ხმა დაგვივარდა, ამბობდეს ლაშქრის მოსვლასვე,
დათუნა იქით გავგზავნე, მტერს ხმალი ვეღარ დავასვე.
598
აქათ ესენი მოვიდენ, ხისიყს მოუხდეს ყაზახნი,
ამას ვინ ახლდენ მაგდენი სხვა, არ თუ ისევ კახნი?
მაგრამ რაც ახლდენ, ყველანი მამაცნი, გულითა მკვახნი,
სრულ ვაჟკაცები დაგროვდენ, არ იყვნენ ბევრ ომ-ნანახნი.
599
შეუტივეს იმავ წამსა, ქვეითობას არ აცალეს,
ვინ ვის წინა გაასწრობდა, ან ცხენს ვინ ჯდა უმუხლმალეს,
ხევი დახვდათ შუაზედა, მათ თოფები ზედ დასცალეს,
ცოტა ვინმე გაუვიდა, სხვანი ცხენით გარდასცალეს.
600
ჩემი შვილი ხევს ასლოდა, სხვას მეთოფეს შემოჰყროდა,
შუბი ეკრა ამას მისთვის, იმას თოფი დაესწრო და,
ეკრა გულსა, ჩამოეგდო, ვაი, რას დროს შევესწრო და!
თვით მოკლეს და ყმანი კარგნი იმ დღეს მასთან მოესროდა.
601
ბიძინა დიასამიძე მიუძღვა მეწინავესა,
უცხოფრად თურმე შეიბა, ელიას გულად გავ ესა.
ერთი შვილი მყავს, რად ვჰხირი, უყურე ჩემს სიავესა?
რას სამზღვარზედან მამიკვლენ, სამართლით ვისა დავესა?
602
ქაიხოსრომ მაყაშვილმან, მან სუფრაჯმა დედუფლისამ.
წამოსულმა სხვასა ჰკითხა, მოიხოცა მან ოფლი სამ:
«ბატონისშვილი მორჩა, თუ მოკლა საქმემ ამ სოფლისამ?»
უთხრეს: «მოკლეს, ეს მოიღო უსაზომომ რისხვამ ღვთისამ».
603
თქვა: «მოკლეს დავით თათართა, დედოფალს ვით გაუცხადო?
ამას იქით მე სიცოცხლე ჩემი ღმერთსა აღარ ვხადო;
მივბრუნდები, შევაკვდები, მგონ, სირცხვილი მოვიხადო».
მიბრუნდა და შეცააკვდა, სასახელოდ თავი დადო.
604
იესეცა სახლთხუცესი ამასვე იქს მორჩენილი,
ვირემ იარაღთ დაუდგნეს, სცემენ არვის დარჩენილი.
ბევრი მოკლეს, სხვა დააგდეს, მათგან ლახვარ-დაჩენილი,
მერე თვითანც ზედ შეაკვდენ, რაზომ იყვნენ თავჩენილი.
605
როსტომ მეფეა ძე მხევლის და არა აზნაურისა,
სვიმონ მეფის ძმის, დავითის, შვილი, გვარ ჩვენებურისა,
მას დედოფალი დათ ხვდება, სვიმონით მამეურისა,
მხევლის ნაშობმან მეფემან საქმე ქმნა ბედაურისა.
606
აღარ იყო სხვათა ღონე, დედოფალი ნახავს ძმასა,
მოვიდა და შეეხვეწა, შეიხვეწებს ძმა მის დასა,
იმერეთის გზის მოცემას ემუდარა, არა სხვასა.
საქმე მან ქნა მოსაწონი, უქებდიან ყველა მასა.
607
უთხრა თურმე დედოფალსა: «ღმერთმან იცის, არ მინდოდა,
თუმც არ ვღირსვარ, მაგრამ თვით ვარ მე ძმა თქვენი და შენო და,
ჩვენსა შუა ჩხუბის მნდომთა თქვენგან უნდა, რომ შენოდა,
ამათთანას ღვთის მგმობართა ჭკუისმყოფი ვით ენდო და?
608
არა ქნეს იმ ღვთის მგმობართა, ურცხვინოთ ფიცის მტეხართა,
თქვენ აგიყოლეს ჩემზედა სამტეროდ, მათ განახართა,
აწ ზურგი შემოგაქციეს, გრქვიან: «აქ ნუღარ ხართა»,
ესენი მხიარულობენ, ჩვენ გვხედვენ ორთავ მწუხართა.
609
ახლა რა გიყო მის მეტი, გზას მთხოვ და მომირთმევია,
ვინ გარდმოგყვების თქვენი ყმა, არავინ წამირთმევია,
არც შვილის-შვილებს გიხსენებ, არა ვარ ავ სადევია,
ქართველთა შემოგაფიცებ, სახერხო არ ურევია».
610
ქართველნი წამოაყენა და შეაფიცა მტკიცეთა:
«ჩემგან აღარა ევნოს რა» თქვენ ასრე დაუფიცეთა.
კათალიკოზი აახლა: წინ მძღოლად გზები მისცეთა.
ამ ყოფით წავალთ იმერეთს, იქ უნდა თავსა ვიცეთა.
611
როსტომ ამტკიცებს შენს სიტყვას, მტრის მორეულის ყოვნებას,
არ სიკვდილს მორეულისას, სადაღაც უნდა გაშვებას;
საბოლოოდაც იხედავს, ვერ ხედავს კარგად ჩვენს ვნებას,
თუ ჩემთვის ბოლო მოეღო, ჰპოებდა ვერ მოსვენებას.
612
თუ დავესრულე სრულობით, ასრე ჩნდა საქმე ბოლოსი,
მასაც ხელს ჰყოფდა ყაენი, მოეხმაროდა არ ოსი;
ის ჩემდენს ვერ გაუძლებდა, ვით მოთხე ტანისამოსი.
ასრეა, მე დამიჯერე, მიხვდების კაცი სალოსი.
613
რა მივედით იმერეთსა, ჩვენი საქმე მათცა ნახეს,
მოვიდეს და მოგვიტირნეს, მათცა სულთქვნეს ჩვენთან, ახეს;
ცოცხალთ საზღო, მკვდართ სამარხი ყოვლიფერი მოგვინახეს,
დაგვიტირეს გულმწუხარედ, სასიცოცხლო შეგვინახეს.
614
დამრჩა ოთხი შვილისშვილი: სამი ვაჟი, ერთი ქალიც,
სულ უფროსი ხუთის წლისა, ცქვიტნი, კარგნი, მუხლად მალიც,
ყმაწვილურად თამაშობდეს, ხან საქციელ განაკრძალიც.
სულ უმცროსსა მეფემ შვილად ზრდა დაუწყო, არს ობოლიც.
615
ვიყავ გლოვაში წლამდისი, გათავდა წელიწადია,
დადიანს დაეპატიჟა, მეფემაც ბრძანა: «წადია».
წაველ უფრორე ამისთვის, სხვა საქმეც რამე მწადია,
ბატონისშვილი მამუკა ხელთა ჰყავს, ვინ არს დადია.
616
ოდეს ლევან დადიანი აქ ლაშქრითა მოსულიყო,
თვით გიორგი მეფე ხელთა დაერჩინა, მგონ კმარიყო,
მას თავი დაახსნევინა, მობძანდა და მომკვდარიყო,
აწ მეფისა ალექსანდრეს საქმე მისგან წამხდარიყო.
617
იყო ამათში მტერობა, ყოვლთ მტერთა უბოროტესი,
მიხდომ-მოხდომა, ხმლისა კვრა პირისა, არა კოტესი.
აწ აქვს დადიანს მეფეზედ ძალი მწვე უუმეტესი,
დადიანსა აქვს ნარჩევი პაატა, წუწკი კუტესი.
618
აწყა კიდევ მოსულიყო და მამუკა დაერჩინა,
დაეშინა შუბი, მაგრამ სალამაზოს მოერჩინა,
არ მოეკლა, წაეყვანათ, ოდიშს კარგად დაერჩინა,
ჩემს მოსვლაზედ დაეტყვევა, ეს წუწკ კუტანს გაეჩინა.
619
წაველ, მინდოდა მამუკას შუამავლობა, აშვება,
ამათი გარიგება და იქ ნადირობა, აქ შვება.
დადიანს ჩამოვიყოლებ, სულძაღლი არ მოეშვება,
წუწკი არ მისცემს თავს ხელთა: «რას ჰქვიან, არ გაიშვება!»
620
მიველ, ვნახე დადიანი, უტირე და მომიტირა,

მას ცოლ-მკვდარსა, მე შვილ-მკვდარმა, მიუმჩნივეთ მწარედ ვირა,
ჩვენმა შეყრამ, მოთქმის ხმამან მუნა მყოფნი გააკვირა,
სიტყვა ისმა იქით-აქათ, თქვეს: «რუსთველი გაავირა».
621
რა გარდავსწყვიტეთ ტირილი, კვლა იმანც მოიფოჟოლა,
წავედით სანადიროდა, ტყეები ვრეკეთ მუნ ჟოლა,
შემოღობილთა დადგომა, გრძლად ტყეთა ჯილგის მიყოლა.
ჩვენ და-ძმათ შვილთა გვიხარის ერთმანეთისა თან-ყოლა.
622
პაპა-ჩემსა ალექსანდრეს დავამსგავსე მშვილდოსანად,
მშვილდისა და ისრის სიგრძე სისხო ჰონდა ვითა მანად;
სამამაცო ყოვლი საქმე ბევრი სჭირდა კიდეგანად,
მაგრა ვერცხლის-მოყვარება გულსა ესვა, ვითა დანად.
623
ლხინი მაჩვენა კარგები, სალაროს კარი გამიღო,
ვნახეთ ტურფანი ეგზომნი, მე ანგარიში წამიღო:
მურასა იარაღები უანგარიშო, საჯიღო.
გამოველ, ჯაზაირი და ერთი სამოგვე მამიღო.
624
ვეცადე მათს გარიგებას, გამეწყობოდა რითაცა,
ხვეწნით და შემუდარებით, კვლა ფიცით მისით რითა ცა.
ასეთი სიბრძნე უამბე, მოამშვიდებდა გმირთაცა,
წუწკი ეტყოდა პაატა: «ამდენი სიტყვა ვით აცა?»
625
მან მიზეზი უარისა მითხრა ცუდი ბევრი რამა,

რას უჯერა ერთს კუტს კაცსა, ან შეიპყრა ისე რამა?
რა შესცოდა მაგისთანა, შვილს მოუკლავს მამიდამა?
საქართველოს დაასუსტებს, ასე უღვთო საიდამა?
626
თუ ისინი შემერიგა, რაც მინდოდა მას ვიქმოდი:
ორთავ ბევრი ლაშქარი ჰყავს, გამიგონე, ახლოს მოდი,
ვალაშქრებდი ჩემს მტერზედა და ბოლოსაც დავაქმოდი,
არ იქნა და მეც დავეხსენ, ვერ ავიღე ჩემი მოდი.
627
ამად მინდა მათი შეყრა, ის ძმა იყო და იგ სიძე,
ეს არ იცი, ვით ძმა არის დადიანი, ან ვისი ძე?
მე ძმის-შვილი ვარ, ის დისა, შუაზედ ღობე ისი ძე.
დარეჯან მამიდაჩემი და დავით მას გაუბიძე.
628
არ გაერთდენ არას საქმით, ორთავ ბევრჯელ შევეხვეწე,
მათი საქმე დაკორდვილი რაზომ წმიდად ჩამოვხვეწე,
გარდავსწყვიტე მათით ღონე, ახლა სხვაგნით გარდვიხვეწე.
ვაიმე თუ ვერც რამ იქ ვქნა და ცუდადრე წავეწეწე!
629
თუ ყმა ბატონს მოერევა, აჯას აღარ გამოართომს,
ბევრია რომ ღმერთსაცა ჰგმობს, პირში სულსაც ამოართომს;
მამუკასა თვალებს დასწვავს, კარგს ვაჟკაცსა, არ თვალ-სადგომს.
მერე მოჰკლავს დიდის სარჯლით ციხესა და ერთს ავს სადგომს.
630
არ მომიკვდა მე გიორგი, მეფე ზრდიდა რომელს შვილად!
ჯერ ყმაწვილი ხუთის წლისა, უსუარი, ისრევ ჩვილად.
კრულმცა არის ჩემი ეტლი, არ მამესწრო პაპას ზრდილად!
ჭირი ჭირზედ დამეტმასნა, თავს გარდავსდებ სასიკვდილად.
631
ვთქვი, თუ: ეტლი უკუღმართი ჩემი ბრუნავს მუდამ ასე,
არ მაჯერებს იმდონს ავსა, რომელ ათსა უფრო ასე.
რაღაც დარჩა სასიკვდინე, შენ ლახვარი მე დამასე,
რად არ მამკლავ, რად გინდივარ, დამაბერე, დამანასე!
632
ძნელი არის გამოშვება, რა შეიპყრობს კაცსა ჭირი,
უკუღმართის ჩარხის ბრუნვა მაგრა ექმნას მონაჭირი,
ლხინი, შვება, სიხარული მისთვის იქმნას გასაჭირი.
ასე ძნელად მოურჩება, გალამაზდეს ვით დუხჭირი.
633
თუ მოსავალი არ მოვა, კალო რით გაილეწება?
უბრალოდ ვინმე შემოკრავს ლოყას, გამიხდეს ლეწება,
მარჯვენეც უნდა მიუპყრა, საქმე ვქნა შესახვეწება,
როდეს ის ბადე შეიპყრობს, მას ვერვინ გარდეხვეწება.
634
რასაც ვამბობ, კარგად სინჯავ და გაარჩევ, ვიცი, კარგ-ავს,
ეტლმან მიპყრა კირჩხიბისამ, ჩემთვის კარგი არასა გავს.
მას მოისთვლებს მემუშაკე, ძირად რასაც ნერგსა დარგავს.
თუ ვერ ვირგებ ამ სოფელსა, ღმერთი მუნ არ დამიკარგავს.
635
სვე და ბედი გარდმეხვეწა, ვხედავ სხვაგან განაქცევსა,
სახელმწიფო დამეკარგა, ვსჭვრეტ ოხერსა, მონაქცევსა;
თვალთა ჩემთა ცრემლთა ხშირად შიგან ვცურავ მონაქცევსა,
ჩემთ საყოლთა სიკვდილისგან არ მოველი მონაქცევსა.
636
ორნიღა დამრჩენ ძმისწულნი, რამე ვქმნა, ამას ვგონობდი,
ვთქვი: ერთს რუსთ მეფეს მივართმევ, წინაშე მიუძღონობდი,
ეგება კარგად მომიხდეს, თათართ წილ იმას ვმონობდი;
თუ ორნივ ჩემთან ვამყოფო, ავად მომიხდეს, ვღონობდი.
637
რაც მყვანდა, ყველა თათართა წამართვეს, მივეც თუ ნებით,
იგ მეტად ავად მამიხდა, ჭკუითა ვქმენ თუ ცთუნებით.
ურჯულოთ წილად მორწმუნეს აწ ამას დავემონებით.
ერეკლე რუსეთს გავგზავნოთ, ხელმწიფეთ მოსაწონებით.
638
შვიდს წელიწადს მოვიცადე, კიდევ რასმე შევეცადე,
მაგრამ ბედსა უკუღმართსა ასე რიგად დავებადე:
ვერა ვირგე მე მათითა, ღმერთს ამ სვეზედ დავებადე.
აწყა რუსეთს გავემზადე, იქით წასვლა დავიქადე.
639
ახლა ვსთქვი შვიდის კრებისა, მამათა წმინდათ დასება,
სჯულის სიმტკიცე ნათლისა, მით მიერ შეიმოსება,
სარწმუნოება მართალი მუნითგან დაეთესება,
ჯერკვალთა, დრკუთა, მწვალებელთ ოდითგან ეყო დავსება.
640
ვარდს ბულბული გავაუბნე, შემოდგომა გაზაფხულსა,
კვლავ სანთელსა პეპელაი, მისგან დამწვარ, დადაგულსა.
ამ დროს ლექსი ვით გავაწყევ, ძლივღა მხედავ მე სულდგმულსა?!
იქ «მაჯამას» შეყრილს ხედავ, არ იქი-აქ დაკარგულსა.
641
ეს ვეჭობ შენცა იცოდე, კაცს რას დროს სიბრძნე უწესებს!
ოცდათს წელიწადს იმატებს ძალ-ჭკუას, ცოდნას დას-დასებს;
ორმოცამდისი დადგება, არ იკლებს, ამად ითავსებს,
მერეღა წავა კლებაზე, ოდითგან ვეღარ ისავსებს.
642
დასტურ თქმულა, სიკვდილამდის კაცი ცოდნას ხამს იწვრთიდეს,
მაგრამ მოუძლურებული ჭაბუკისდენს ვით შესმიდეს?
თუ უცოდნი დაიწვართოს, ზოგი წვრთნილი დაავიწყდეს.
მე ეს დრო და მწუხარება შემომესწრო, ცრემლი მდინდეს.
643
გითხარ სალექსე დროები აროდეს არ შემომესწრო,
ან მოსვენება მენახა, ან ჯავრისათვის დამესწრო,
მაშინ მნახევდი თამამად, თუ შენთვის მე არ წამესწრო!
ხელმწიფეს ვნახავ, თანხლება ვის გვართებს, შეგრცხვეს, არ მესწრო.
სიტყვა მეფისა
644
ხანგრძლად სხვათა კართა ყოფა კაცსა ცეცხლად მოედება,
მუდამ მოყვრის პურის ჭამა საყვედურად დაედება;
რა გინდ რომე არა აკლდეს, მაშინც გაუგემურდება,
ვეღარ გასძლებს შემოცდასა, ამად სხვაგან გარდეგება.
645
მამეწყინა ამდენს ხანსა მე მოყვრისას პურის ჭამა,
აწ მივმართე რუსთ ხელმწიფეს, ვინ მწერს «ხარო ჩემთვის მამა».
განვლე ზღვა და ხმელეთიცა, მამაწყინა ხანთა ზმამა.
მისი სიტკბო, თავმდაბლობა კაცს ვერ უყოს ვერა ძმამა.
646
მიველ, დამიხვდა ხელმწიფე დიდისა მოწყალებითა,
სამართლიანი, რჯულ-მტკიცე, სხვათ მეფეთ უმაღლებითა;
დიდად პატივმცა, შემიტკბო გულითა მუნ მდაბლებითა,
ვითა მართებდა მამასა, შვილურად ალერსებითა.
647
პირველს ნახვაზედ არ ადგა, ხელს ვჰკოცე, თავსა მაკოცა,
დამსვა მის ახლოს, ალერსით სიტყვები კარგად ამკოცა;
მამიკითხა და სიტყვითა თვალთ ცრემლი ტკბილად მამხოცა
თუ ღმერთს სწადს შენი სასჯელი, არ წახდეს, არ დაგამხოცა.
648
მეორეზედ კვლა მიმიხმო, მიველ, იჯდა თავის წინა,
ადგა ტახტით, მამეგება მე ხელმწიფე კარგა წინა,
ხელი მიპყრა, მერმე ბრძანა: «ეს მმართებდა მე უწინა,
ამად ვერ ვჰქენს მაშინ, რომე დიდრონს რუსეთს არ ეწყინა».
649
ამიყვანა თავის ტახტზედ, დამსვა, შუღლი არ შეგვექნა,
დავითისა ნათესავსა ვიცი ბოლო არ დაექნა;
არ ვღირსვიყავ, გული ჩემი შემიწუხდა, ვითა მექნა?
რადგან ისრე მოინდომა, ან მე რაღა ძალი მექნა?
650
მოატანინა ვახშამი და შეჰყვა წვრილადა სმასა,
უცხოდ თავმდაბლად მამეპყრა, ვით ჰფერობს ტახტზედ დასმასა.
მუხლ-და-მუხლ უჯე, თუ ვღირსვარ პირსა მის ფეხთ-მტვერთა სმასა.
რაც გარდამხდოდა, მკითხევდა, მე მოვახსენებ აწ მასა.
651
მიბრძანა: «იმედი გქონდეს, ილოცე, ღმერთს ეხვეწეო».
მე ლაშქრის მოცემა მინდა, მით მისკე გარდვიხვეწეო,
არც დრო მაქვს საქმის მოცდისა, სიბერით დავიხვეწეო,
ვერ მოვიცადე, წამოველ, ვეღარ ვიშოვნე შემწეო.
652
ვნახე სიდიდე უფროსი, სხვა რაც ხელმწიფე მენახა.
მიბოძა ბევრი სალარო, რა უყო რად შემენახა?
შენად სასმენლად გიამბე, რასთვის არ ისმენ შენ ახ ა?
აშთარხანს მოველ, მომირთე, სოფელო ვაი შენ ახა.
653
სამოცდათის წლისა ვიყავ, როს რუსეთსა გავემართე,
წაველ შორეს ქვეყანასა, ზღვა-ხმელეთსა დავემართე;
რაცა მწადდა ღონისძება, იგ ვერცერთი ვერ მოვმართე,
ცუდ-მაშვრალმა, დაღალულმა, ისრევ იმერეთს მოვმართე.
654
ასტრახანს მოველ, საზარო ამბავი მაშინ მომესმა,
აწ ნუღარც შენ შემიბრალებ, გულსა ლახვრისა მომე სმა,
მწუხარებისა საწდევსა სამსალით მმართებს მომე სმა!
ყოვლი იმედი გარდმიწყდა, რად, ღმერთო, ძისა მომესმა?
655
მიამბეს, თუცა ძნელია აწ ჩემგან კიდე სათქმელად,
მაშინ მივჰქონდი ღელვასა უფსკრულთა მე დასანთქმელად;
ნათელი თვალთა დამიშრტა და გარდამექცა ცა ბნელად,
აწ ამას იქით მეშველმან მიშველოს მედა მწვე ძნელად.
656
პირველ ჩემს ყმათ გაეგონათ, დასტეხოდათ მწარე ზარი,
მოევაჭრათ ღვთის რისხვის დღე, გაეშალათ მათ ბაზარი,
ყოფა ექნათ საკვირველი, გაეკვირნეს მით ხაზარი.
რა ეს მითხრეს, დასამხობი ამოუშვეს მაღლა ზარი.
657
მოცვიოდიან საზარლად, მაგრამ დავაზრდი ვერასა,
თავსცემით პირსისხლიანნი იგლეჯდეს თმათ და წვერასა:
«ვაი დაგვსია ნათელი, მზე არ ჩანს დანაწვერასა,
გული დარია ლახვარმა, არა გვჩხვლეტს დანა წვერასა».
658
დამიჩოქეს, შემომზახეს მაღლის ხმით და ცრემლთ დათხევით:
«ჰე, მეფეო, მოგკდომია, ვის უჭვრეტდი სამოთხე ვით,
პაპას ბიჭი ახალ ნორჩი, ჯერ არ სრული მაღალს ხე ვით,
ზღვას დაუნთქმან პატრონ-ყმიან, არ დამრჩვალან მცირეს ხევით».
659
გარდავიქეც მასვე წამსა, ამის სმენა ვით გამეძლო?

გულიც მქონდეს მაღნიტისი, მის ჩამოღმა ან გამეძლო?
მასვე წამსა მობრუნება ჩემი არვის არ შეეძლო.
გამოვემხვე ყოვლს კეთილსა და დამეხშა ვითა სასძლო.
660
ცოტად რითმე მომაბრუნეს თვალ-ფახული, გულ-დნობილი,
ვთქვი: «რა რისხვა მამევლინა, ესდენ ვიქმენ მე ცნობილი?»
კვლავცა მითხრეს საზარელი სიტყვა ერთად შეწყობილი.
ავიოხრე, მადლი ვჰკადრე, ვინ ქალწულის არს შობილი.
661
ვჰკადრე: «ღმერთო, კურთხეულ არის გაგებული შენი ნება,
მაგრა მამხვდა სიბერის დროს უხოიშნო დიდი ვნება;
მით მეწია რისხვა შენი, ვერ ვათავე შენი მცნება.
სულს ნუ წარსწყმედ, ხორცს გაჰყარე, სხვაღა ღონე არ ექნება».
662
ეგზომ ცეცხლში გამომდნარსა, სთქვა თუ, რაღა დაეწოდა?
არ თუ ჩემი ყოფილიყო, სხვის ვისგანმე მომეწოდა,
შვილისშვილად არ მყოლოდა, შვილობილი დამეწოდა,
მაშინც ხამდა სიკვდილზედა ზე სიცოცხლე დამეწო და.
663
არ მინახავს მე მისთანა არც ჩემი და არცა სხვისა,
თვით მნახავი ბევრის კარგის ვარ, როგორცა დღის ავისა,
არსად მახსოვს იმისთანა მენახის და ვჰკითხო ვისა?
თუ ეს ვისსა შესწრებოდა, შეჰნერწყვიდა მის რამინსა.
664
მისნი მნახნი მას იტყოდეს, ნაშობია მო ეს რისა?
ხედავ, ჰკრთება სხივი მზისა, ვით ისარსა მოისრისა,
გულიც გვქონდეს ალმასისა, დაჭრა მისგან მოისრისა.
ვარდი ვარდსა დაუჩაგრავს, ვითა ხელით მოისრისა.
665
სხვა მისებრი ცხენოსანი, ვის უნახავს მოისარე?
ვით წავიდის მხიარული, მჭვრეტელთ გულს ჰკრის მო ისარე,
ჯერ უწვერულს პირსა მზესა წარბ-წამწამი მოისარე,
ყოვლთ სულდგმულთა სატრფიალო, მსწრაფლ გული რად მოისარე?
666
ხორცი უმანკო დაიცევ, სული მით გაგწრფელებია,
მკლავს ძალი ამჟამ ურკენი გულ-მაგრობ, გაგსალებია,
ფიცხელნი ფერხნი, კისკასნი, სიკეთე არსად გკლებია,
სხვა ამის მეტი რადა ჰყავ ოხერი პაპა-ბებია?
667
თუ პატიჟი სიკვდილს აწვევს, მაშ სად არის, რად არ მოვა?
რაც მყვა, ყველა დამიხოცა, მე, გლახ, მარტო მისთვის მპოვა;
ყმანი ჩემნი დიდებულნი შემომძარცვა, შემომძოვა,
მწიხნა ფიცხლად საწერტლითა, გაუძღომლად სისხლი მწოვა.
668
მეფეს ექნა საკვირველი გლოვა დიდი მეტის-მეტით,
გამცხადებელნი მოვიდენ, სულ იმედ-არ-გარდაწყვეტით.
ვიცი ჩემთვის ურგებია, მამიშინე თავსა კეტით,
აწ ერეკლე წამომგვარე, სულ არა ხარ ამოწყვეტით.
669
მეფის ელჩებიც გავგზავნე და ჩემიც თან გავატანე,
ხელმწიფეს ვსთხოვე ერეკლე, სათუო არ დავატანე.
მწუხარებისა კანკალი ჩემს გულსა ხორცსა ვატანე,
რაღაც წამომყვა რუსეთით სალარო, თან მოვიტანე.
670
მოველ იმერეთს, დამიხვდა კვლავ მკვდარი დედოფალია,
თუ გზას ვჰკითხევდი კამათელს, სულ მამდის ავი ფალია;
მართ დაჰკდომოდა ლუარსაბს, მიწათა დანაფალია,
დამტირებელთა ვიტირებ, ჭირისა მე უფალია.
671
აღარ ვიტყვი მაშინდელსა, ეგებ გული არ გეტკივნოს,
ვით გაუძლო ამ საქმესა, მიწაც ვინმე გამარკინოს?
წყეულმც არის ეს სოფელი, თუ კიდევე არ მერკინოს,
ნაძლევი ვარ, ამის უფრო თუღა ვინმე დამაკნინოს!
აქა ლევან დადიანის სიკვდილი და მეფის ალექსანდრესგან ოდიშისა და გურიის და აფხაზეთის დაჭერა.
672
დადიანი მოკვდარიყო, მეფეს ეპყრა ლიხს იქითი,
სულ აეღოთ ციხეები რუხ-ნაქალაქევ-ჭაქვითი,
სალარო თან წამოეღო ცუდ-მუდებსა მას იქითი.
აფხაზეთიც დაეჭირა, სრულ სვანეთი საქვეითი.
673
ვამიყ იყო დადიანის ბიძაშვილი, არ მის გვანი,
ის დაესვათ დადიანად, ვინ არს ლიპარიტიანი,
ბატონობის შეუფერი, ვითა დვალი, ანუ სვანი.
ვერ მოევლო ოდიშისთვინ, გლახას მართებს რცხვენოვანი.
674
კვლა დადიანსა ძმისწულნი ჰყვანდა მამუკა, ლიპარი,
წასრულიყვნეს როსტომ-ხანთან, მოეხმარა მას ლაშქარი,
როსტომ-ფაშას, ათაბაგსა, კვლა იმასაც მისი ჯარი,
ქაიხოსრო გურიელი და ერთპირად ოდიშარი.
675
შეყრილიყვნენ მეფეს ზედა, ამათ ექნათ ერთპირობა,
მოსულიყვნენ ბანძას, მაგრამ მეფე წყალს კი გაესწრობა.
მეფე მარტო იმერელთად ხლმითა ავად მიეპყრობა.
გამარჯოდა სასახელოდ, საქართველო მით ეპყრობა.
676
უწინც ჰქონდა, ამ ომს უკან დაეჭირა უფრო მაგრა,
დაეხოცა ორგულები და ზოგი კი დაეჩაგრა;
სამღრთო საქმეც ახლა ეწყო, სინანული მოესაგრა,
აწ მარგებდა უსაცილოდ, არ დასცალდა ხანი მაგრა.
677
როსტომ მეფეც მომკვდარიყო, ვახტანგს ეწყო ქართლის პყრობა,
ყაენმა სიყვარულითა უწოდა შანავაზობა,
კაცი მხნე, ზნეობიანი, სიფიცხით ვით ავაზობა,
მამაცი, კარგი სარდალი, კარგად იცოდა რაზმთ წყობა.
678
ამ ხანად მეფეც მამიკვდა, ვეღარ გასძლო წელიწადი,
ჭკუათმყოფი დიდად ტირან, ეძახოდეს, თუ: «სა წადი?
საქართველო დაემხობა, მტერთ მიხვდება სულ საწადი,
ჩვენ წახდენად ქვე დაგვყარენ, შენ სუფევის ტახტსა ადი».
679
მეფე მოკვდა ლიხს იქითსა, საქართველოს თან ჩაიტანს,
ალაღდებიან თავადნი, ერთი-მეორეს აიტანს,
ერთი-მეორის სიკვდილად მოვა, ამხანაგს მოიტანს.
ერთმანერთს ხოცა დაუწყეს, თავს აშორვებენ მო ი ტანს.
680
წამოდგა მეფე ქართლისა და ვამიყ დადიანიცა,
იმერეთზედა ილაშქრეს, მთიდამ ალაღდა სვანიცა;
დამოყვრდენ, შუა გაიყვეს მთა-ბარი, შუაგანიცა,
მო, ისიც გითხრა, ვამიყის საქმენი შეუგვანიცა.
681
მე დავრჩი ყოვლგნით ოხერი არგვეთს, ციხესა სკანდისას,
ვამიყთან როგორ მივიდე, პურს ვსჭამდე უხლმოს კაცისას?
ქართველს ბატონსვე მივენდევ, მისივ ვარჩიე იმისას,
გზას ვსთხოვდი საფიცარითა ყაენის კარზედ წასვლისას.
682
მომცა მეფემ საფიცარი: «არ დაგიშლი მე მაგასა».
ამად ვჰქენ, რომ ყაენი არ უმადლოდეს ამას სხვასა,
ჩემის ნებით მივენდობი, ვნახო, რას იქს მუქაფასა.
მაგრამ არას დამიმადლებს და დაარქვამს გაგზავნასა.
683
მიველ ვახტანგთან, ვით მართებს, დამხვდება ეგრე თავმდაბლად,
ხელი შემიწყო, კვლავ იყო ყოფაქცევითა საკრძალად;
ხმალი, ძალგული, ნამუსი მას ჰქონდა მისად მასალად.
ნებით გამგზავნა ყაენთან, მე მინდა, განა მან ძალად?
684
რაზომ გამსაჯა სოფელმან, ცდა არ დავაკელ სიკვდიმდი,
არ გავსტყდი, არც შეუზარდი, ვირე არ მოვჰკვდი, მანამდი;
მოსკოვს, სტამბოლს და ისპაანს, მას შიგნით მთა და ბარამდი,
ჩემის სახელის ძეგლები ყოვლგან დავასევ მანამდი.
685
რაც ვამიყ ქნა, ვის უქნია, სხვას კაცს ასე საქმე ცუდი?
აეშალა ამ კარგს კაცსა ეშმაკის გულს დანაბუდი,
მოყრობიდამ გაეყარა ცუდი, ავად დანაყუდი.
ამ ხლმიანსა ხელმწიფესა სამამაცო ბურავს ქუდი.
686
ასრე უნდა, მტერმა მტერის თუ სირცხვილი გარდიხადოს,
ჯერ ეს ჭკუა მოიგონოს, მისად შემწედ ღმერთსა ხადოს,
კვლა მიუხდეს ზედა მტერსა, ყოფა ავად გაუხადოს,
მტერი მისი შეარცხვინოს, სასახელოდ მისთვის დადოს.
687
მიუხდა, ყველა წაართვა სამეფო, სადადიანო,
გურია, აფხაზეთიცა, ჰე, კაცო, ხლმიან-სვიანო!
შვილი მან მეფედ აკურთხა, მოყმე, ჯერ ახალიანო,
ვამიყ და მისნი მიმდგომნი, უყურე, სად დადიანო?
688
ოდიშს ჩავიდა, იქ დასვა იესეს შვილი ზუგდიდსა.
მოყვარე იყო ამისი, მეცხედრე ე მამიდისა;
მუნ ინადირა ტყეები გარშემო დინაბოდისა.
აფხაზიც შემოიყარა, შიშით ამასთან მოდისა.
აქა ბატონი თეიმურაზ მეორე შააბაზ ყაენთან წაბრძანდა ქალაქით, სიბერით მოუძლურებული.
689
გამისტუმრა ყაენთანა, მიველ, დამხვდა დიაღ კარგა.
რას დღეს მიველ, მასვე ღამეს, ჯერ მართლაც არ დამებარგა,
მოვიდა და მიდარბაზა, ეს რისთვისღა დამიკარგა?
ძველის მტრისა სიკეთემა ბოლომდისი არ ივარგა.
690
ის ღამე და მეორე დღე ჩემს სადგომს სვა მხიარულად,
დაღალულსა, შორიელსა არ მაცალა ძილად, რულად;
მიალერსა მამასავით თავმდაბლად და ტკბილად სრულად,
კვლავ მიბოძა უსაზომო, მას არ ექნა დაკარგულად.
691
რას ვაქნევ გრძლად მის ამბავსა, მარხვაა, განა აღება?
მოცემას ანუ პატივსა ძნელია ხელით აღება.
რას ხელს ვჰყრი ასეთს საქმესა, თუ ბოლო მალ მოღება?
კლდოვან ღირღატთა ადგილთა ვის შეუძლია ბაღება?
692
დღე ერთ იყო ორშაბათი, როს ჯვარსმცმელთა ექნათ რჩევა,
ამ დღეს ერთი დიდებული ყაენს თურმე ენაძლევა:
«მას თუ ხორცი შენ აჭამო, ჩამოგართვას შენა ძლევა,
ნაძლევი ვარ, რაც მიბძანო, ჩემგან წამერთ მოგერთმევა».
693
მიველ, ხორცი მომიტანეს, მითხრა: «ხანო, ესე ჭამე».
მოვახსენე: «მარხვა არის, სად ეგ სიტყვა სადიდამე?»
მიბრძანა თუ: «რა იქნება, დამიჯერე, მე მაამე».
კვლავ ხმა-მაღლა უარი ვსთქვი, ვჭამო, ღმერთი არ ვისამე.
694
გაგულისდა, თასი სავსე ღვინო პირსა შემაქცია,
მეც მაღალი სიტყვა უთხარ: ვინც გნაძლეობს, თვალთმაქცია,
მე როგორ და მარხვის ჭამა, სხვას რჯულზე ვინ მიმაქცია?
მერე მოტკბა, მიალერსა, კიდე რითმე შემაქცია.
695
აწ უყურე ხელმწიფობას, გაათავებს ლხინს რა, სობათს,
თვითან წავა აშრაფსა და მე გამგზავნის ასტარაბათს;
დამაშხამებს მის სიტკბოსა, შარბათის სმას, მერმე ნაბათს.
ამავ ზამთარ მივიცვლები, წელსა დავჰყოფ ვეღარ აბ ათს.
696
გულსა სწადდა, თუცა კიდევ ვაჟკაცობა მომეახლა,
ხანთ გამოსვლით დაცავბერდი, უძლურს ვითღა მომეახლა?
ჟამი ჩემი დაილია, სიკვდილის დღე მომეხლა.
ძოღან რომე ნაძლევი ვთქვი, დრო მოვიდა, მომეახლა.
697
სოფელი ჩემის ცემითა არ დაშვრა, რაზომ დამჯიღა,
ვეღარ გაგიძლებ სიცოცხლეს, რა მოვკვდე, იქაც დამრჯი-ღა,
ყოვლის ლახვრითა დამკოდე, ერთი გაკლია ბარჯი-ღა,
ჩოხა ჩამიცვამს, მივცვლილვარ, აღარ დამასვა თავს ჯიღა.

* * *
698
ამავ წელს მომცა კახეთი ყაენმა მე, ამის მთქმელსა,
წაველ გზაზედ, თქვეს სიკვდილი, ვინ ეახლების ნათელსა.
თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ, უნთებენ სანთელსა,
თავპირს იცხებენ მიწასა მის ნალახ, მის დანათელსა.
699
დადუმდა ენა რიტორი, ორღანო მზახი, წინწილი,
აქ გამოგზავნა ყაენმა იგ წმიდათ მსგავსი ნაწილი.
სამება მან აღიარა, იგ ერთღვთაება სამწილი.
მას კარ-განხმულნი დაუხვდა, სასძლო მზა იქ საქორწილი.
700
ალავერდსა მოასვენეს, შეკრბეს სრულად მღვდელთ-მოძღვარნი,
კათალიკოზი დომენტი, მათ განახვნეს საყდრის კარნი.
მიასვენეს, მუნ დაკრძალეს მოწამეთა თანაკმარნი.
მოწამეთა აღიარეს, აღუვლნა ცისა კამარნი.
701
თავად ბატონი მეც ვნახე სიბერით მჯდომი კუბოსა,
ვეღარ ცხენს ჯდომის შემძლები, მტერზედა ვა უშუბოსა!
მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერვინ შობოსა.
კაცი რას გაიგონებდა მისის სიტყვისა უტკბოსა?
703
მეფეთ ამბავი მეფემა შევჰკრიბე საქართველოთა,
ვეჭობ გაამოს სასმენელთ, ვით კარგა მოისთველოთა;
ხან გაიხაროთ ლხინზედა, ხან თვალიც დაისველოთა.
გვედრივარ, სული საკოდი თქვენ ლოცვით გამიმთელოთა!
704
დიდება ყოვლი სოფლისა განქარდეს, ვითარცა ავლი.
თუ სოფლის საქმეს ავჰყვები, სასუფეველში ვერ ავლი,
ვითარ მოვსულვარ შიშველი, აგრევე აქადამ გავლი.
მიჯობს წამალი სულისა, საძებრად მისდა სამ დავლი.
705
არა გამართლდეს ყოველი ცხოველი წინაშე შენსა,
დღე ერთ იყოს თუ ცხორება, ნუ ხანგრძლად ვინმე მოშენსა,
აურაცხელი წყალობა გაქვს, ზოგჯერ რისხვაც მოშენსა,
რაღა ვთქვა, ტვირთი ცოდვისა მამძიმებს, ერთობ მაქშენსა.
706
უქმი სიტყვისა ჩემისა, ვამე, თუ პასუხი მთხოვო!
ვიცი, ნაცვალსა არ მაგებ, ბოდიში თუ მოვითხოვო.
მე ნუ განმანქრევ დაწვადა, შენ, პურო, ცხოვრების ხოვო,
რა მაქვს პასუხი მოგიგო, თანანადებნი მკითხოვო.
707
ცუდად ყოფნით ამის მეტი სხვა ვერარა ვიმუშაკე,
ორსა წელსა მთა ვიარე, ვერსად ვნახე ერთობ ვაკე.
ყველა ვინმე კარგად დამხვდა, ვის ბერწი ჰყვა, ან ვის მაკე.
მომიძიე შეცთომილი, ქრისტე, შენვე მომიბაკე.
708
ნათქვამია ესე ასრე, კაცს რომ მარტოობა ექნას,
წინ დაედვას ქუდი მისი, გაბრჭობოდეს, ასრე ექნას.
ერთი ცუდი რამ მიზეზი სუბაობას შემოექნას.
იმას ესევ ვამჯობინე, ბოლოც ადრე არ დაექნას.
709
უნაყოფო არ დავაგდო მე სოფელი, თუმც ვინ მაქოს,
უგბილთაგან მოწონებას, ეს დია სჯობს, ბრძენმან მაქოს;
ჩემს თქმულზედან ყიბარჩობდენ, გაიგდებენ ვითა მაქოს,
იშვებდენ და იხარებდენ, ჰკრებდენ დაბდაბს ზედა მაქოს.
710
იცით, საუნჯეს უხმარსა სჯობს გაცემული ყოველი,
ვით ცის გამხმარსა ჰაერსა ზომირ წვიმით სოველი.
მართ უტყვი ბრძენიც ცუდია, თქვენც დაგმოთ, ამას მოველი.
ვითა მცონარსა მოღვაწე, სჯობს უტყვსა გამომეტყველი.
711
ქვეყანა არის ნაყოფთა მომცემი, გამომღებელი,
ზოგი ერთს ბევრად მომცემი და ზოგი გამბიცებელი.
ეგრეთვე კაცი იქმნების მართ კარგის შეუძლებელი,
სხვა ბრძენი, ტკბილად მეტყველი, წვრთნილობის მაუწყებელი.
712
მართებს ბრძენსა გონიერსა, რაც იცოდეს, არ მალევდეს,
ესრეთ ბრძანებს სახარება, აღორძინდეს, არ გალევდეს;
დაცადევით ტალანტიო, სავაჭროსა მოიძლევდეს,
სახიერი შესძინებდეს და მედგარი დამალევდეს.
713
ეთქვა: გამართე ლექსები, მომწყინდა სიტყვის ძებანი.
მას ეთქვა ტკბილად გაწყობით, ვის აქვს მეფისა ძებანი.
მწერალსა ვეღარ ევარგა დაღრმობილთ გამოძებანი.
სახლსა ვერ ამკობს სართული, სწორებით თუ არ ძებანი.
714
თქვა ესე ვინმე უგბილმან: «რაღაცა მინდეს სხვისაო?
წვეთი მე სვისა არ მნებავს, ღრმა ჭური მებრ სიბრძნისაო».
სხვამ გონიერმან მიუგო: «არა ვარ მე მაგ ჭკვისაო,
ცვხარი სიბრძნისა ჩემდა და, თუ გინდა, შენ ზღვა სვისაო».
715
მწვირეშიგ მჯდომმან აყვედრა, ვიც ცვარი აჯდა ზედაო,
შესძახა: «დასველებულხარ, მე გხედავ ავ-სახედაო»
კვლავ თვალში ბეწვი უპოვნა, ვის თვითან ჰქონდა ხედაო,
მიუგეს: «შენსა ვერ ჰხედავ, საწყალო, ცრუ-სახედაო».
716
ბევრი საქმე უნდა სცადო, თუ გინდა გამოიცადო:
ბევრი უნდა მოითმინო, ავი კარგად მოიცადო,
ავი საქმე, ავი სიტყვა გულით აღარ გაიცადო.
რა ესე ჰქნა, დახალასდე, ნაწველმან გამოიცა დო.
717
ეგ ნუ გგონიათ, სხვა ენა მეც არ ვიცოდი სხვასავით,
მაგრამ ცუდია გარევა ქართულს ენაში სხვას ავით!
იესო ქრისტე ვის არ გრწამს, მიკვირს, სხვას ღმერთსა ესავით.
თუ იგ არ შეგწევს, ცუდია, მარტო ვერას ვიქთ ესავით.
718
ორს მელექსეს ჩამოისად სხვა მელექსე მე ამებით,
არა მძულხართ, ყველა გაქე, თქვენის თქმულით მეამებით.
რაც თქვენ დაგრჩა, მე ავჰკრიბე, ამას ნურვინ მედავებით.
სტუმარს დავხვდე ნახორხალით, თქვენით უკეთ მე ამებით.
719
რაც მასმოდა, ან მენახა, ამბავი ვთქვი მე მართლები,
ანუ ლხინი, ანუ ჭირი ერთმანერთზედ დანათვლები,
სიმართლე და კვლავ სიმრუდე, ვინ ბნელი ქმნა, ან ნათლები.
თუ შენდობას არ მიბრძანებ, წყევლას არვინ მემართლები.
720
ცხრა თვეს ყველა გავათავე, სულ ამაზედ არ მოცლილმა.
ოსეთს ვიყავ ფაიქომში, საქართველოს გამოცლილმა.
რად ამაზედ მამაცალა სოფლის ბრუნვამ, ვითა ჩრდილმა?
აქ ასტრახანს გავათავე არჩილ მეფემ ასე ზრდილმა.
721
მჭირდება ესე ჩემი ნათქვამი ვთქვა ყოვლთა მოსაწონარად,
ფასად მომცემდენ ქებასა, სიბრძნესა მოსაწონარად;
დავაგდო ჩემად სახსოვრად, შენდობის მოსაგონარად,
თუ არვინ მითხრას შენდობა, ვერა მთქვან ცუდად მცონარა
ეს ლექსი დასაბამიდან ამ წიგნის გალექსვამდისინ რამდენი წელიწადი ჩამოსულა, და ამის დაწყებაზე რამდენის წლის ვიყავ, და აწ თქვენამდი რა მოვა სოფლის დასასრულამდი, გაუწყებთ. ამის უწინ ქართულის ლექსით არ თქმულა, ესეც იცოდით, ქორონიკონი ლექსად.
722
ვიწყე ოდეს ესე წიგნი წლისა ვიყავ სამათოთხ-ტნით,
დასაბამით წელიწადი ეს წასულა ჩემ არ ბასტნით,
შვიდიათას ასოთხმოც ცხრას, საფლავს ნურას დასტმასნით,
ეს ჯდებოდა ქორონიკონად, სხვას ასოსა ნუ დამეტნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий