ჩახრუხაძე (1170-1212) იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე თამარ მეფის კარზე მოღვაწე ქართველი პოეტი, რომელიც ტრადიციულად მიიჩნევა „თამარიანის“ ავტორად.
ბევრი მკვლევარი, რომელთა შორისაც პირველი კორნელი კეკელიძე იყო, ხშირად მას აიგივებს გადამწერ გრიგოლ ჩახრუხაძესთან, რომელიც მოხსენიებულია გელათის მონასტრის ხელნაწერის „დიდი სჯულის კანონის“ ანდერძში, რომელსაც განზრახული ჰქონდა ბერად აღკვეცილიყო ჯვრის მონასტერში, იერუსალიმში. უფრო გვიანდელი მონაცემებით, პოეტი მეფის არჩილ II-ის მიხედვით ჩახრუხაძე იყო წარმოშობით მოხევე იყო (რაც ჩანს კიდეც მისი ტექსტიდან).
ჩახრუხაძის შემოქმედება გამოირჩევა მისი პოეტურობით და მუსიკალურობით. განსაკუთრებით ვირტუოზულად იყენებს რითმებს და ზედსართავებს თამარ მეფისთვის ხოტბის შესასხმელად.
ჩახრუხაძემ 1193-1203 იმოგზაურა იმ დროის ცივილურ სამყაროში. ის კარგად იცნობდა იმდროინდელ რუკებსა და საზღვაო გზებს. მან მოიარა არაერთი ქვეყანა - მოგზაურობა დაიწყო სპარსეთიდან, იქედან ეწვია ინდოეთს, შემდეგ მან ჩინეთისკენ გააგრძელა გზა, მოინახულა პეკინი, გადავიდა მონღოლეთში, იყო ხატაეთში, ხაზარეთში, რუსეთში, იქიდან კიევის რუსეთის გავლით დასავლეთიდან შავ ზღვას დაუყვა, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით გაეცნო საბერძნეთს, იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ქვეყნებს; ეგვიპტესა და არაბულ სამყაროში მოგზაურობისას მიიღო ისლამი, იქიდან წითელ ზღვას შემოუარა, მიაღწია მექას, ბასრას, ბაღდათს და თავრიზს. თავრიზიდან შინ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ კვლავ თვისი ფანტასტიკური მოგზაურობა განაგრძო... მოგზაურობა იყო სახიფათო. ის რამდენიმეჯერ გაძარცვეს.
პოეტი, ძირითადად, ჩერდებოდა დიდ ქალაქებში და ურთიერთობას ამყარებდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სწორედ ამ მოგზაურობის დროს ნანახი და განცდილი გადმოგვცა მან თავის ნაწარმოებში ნახევრად ზღაპრული ფორმით.
დიდია ჩახრუხაძის დამსახურება ისტორიული მეცნიერების, კერძოდ, კი ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაში. მისი თხზულება საინტერესოა, როგორც ისტორიული წყარო. ჯერ ერთი, თხზულებაში გადმოცემულია იმდროინდელი საქართველოს სინამდვილიდან დანახული უცხო ქვეყნები. მეორეც, მას მოტანილი აქვს ნაწარმოებში მრავალი ისტორიული ადგილის სახელწოდება, რომელიც დღეისათვის აღარ არსებობს.
„თამარიანი“ - ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის სახოტბო თხზულებაა. ხოტბის მთავარი ობიექტია თამარ მეფე. თხზულება დაწერილი უნდა იყოს თამარის ზეობის ხანაში, უფრო ზუსტად - ისტორიულ რეალიებზე დაყრდნობით, XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. კომპოზიციურად „თამარიანი“ წარმოადგენს ცალკეული ოდების კრებულს, რომელსაც აერთიანებს საერთო იდეური მიზანდასახულობა და ქების ობიექტები: თამარ მეფე, მისი მეუღლე დავით სოსლანი და ვაჟი ლაშა-გიორგი. თხზულებაში აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები. თამარის გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად, რაც აღნიშნულია იმავე ეპოქის სხვა თხზულებებშიც („აბდულმესიანი“, „ისტორიანი და აზმანი...“), გადმოცემულია მეფის სამაგალითო პირადი ღირსებანი. იგი წარმოდგენილია როგორც სახელოვანი წინაპრების (ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და სხვა) დიდებულ საქმეთა ჭეშმარიტი მემკვიდრე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს ურყევი ბურჯი. თამარის სახელმწიფოებრივ სიბრძნეს მხარს უმშვენებს დავით სოსლანის ბრწყინვალე მხედრული ნიჭი, რაც გამოვლინდა თხწულებაშივე აღწერილ მრავალრიცხოვან ბრძოლებში. ლაშა-გიორგი დასახულია საქართველოს მომავლის იმედად, მან უნდა განაგრძოს მშობლების დიადი საქმიანობა სამშობლოს საკეთილდღეოდ.
„თამარიანის“ ავტორი თავისი დროისთვის სწორ პოლიტიკურ ალღოს ავლენს. მისი აზრით, ქვეყნის ძლერების საფუძველია ერთიანობა და ცენტრალიზებული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში უდგას მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თვითმპყრობელი. ხაზგასმულია საქართველოს როლი საერთაშორისო სარბიელზე. ისევე როგორც „აბდულმესიანში“, აქაც მძლავრადაა წარმოდგენილი მესიანისტური კონცეფცია: ქართული სახელმწიფოს მაღალი მისია თითქოს წინასწარვე იყო განსაზღვრული ღვთის მიერ. ძლიერი ქართული სახელმწიფო მეზობელი შეჭირვებული ქვეყნების დამცველია, ებრძვის მოძალებულ მუსლიმანობას, მეთაურობს იმ დროისთვის მოწინავე ქრისტიანული აღმსარებლობის დამკვიდრებას. თამარის სახეც ასეთი პოზიციიდანაა გაშუქებული: იგი ღვთის სწორია (იზოთეოზისის მოტივი), მეორე მესიაა, რომელსაც დაკისრებული აქვს მუსლიმანური კატასტროფისაგან ქრისტიანული სამყაროს ხსნა. ამ ნიშნით „თამარიანი“ სცილდება სახოტბო თხზულების ვიწრო პანეგირიკულ მიზანდასახულობას და ხატავს ფართო სოციალურ-პოლიტიკურ პანორამას. ავტორი ეროვნული იდეოლოგიის დამცველად გვევლინება. „თამარიანი“ არის აგრეთვე ძვირფასი ისტორიული წყარო, რომელშიც წარმოჩენილია ეპოქის ძირითადი იდეოლოგიის მიმართულებანი, უმთავრესი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები თუ ცალკეული მნიშვნელოვანი ისტორიული რეალიები.
„თამარიანის“ ჟანრული თავისებურება განაპირობებს თხზულების სტილს - პოეტური მეტყველება ზვიადი და მაღალფარდოვანია; თვალში საცემია ეპითეტების სიუხვე („თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა-ნარნარი, პირ-მცინარი, მზე მცინარი, საჩინარი, წყალი მქნარი, მომდინარი...“ და ა. შ.), მოულოდნელი ასოციაციები, ლიტერატურული პარალელები, რომლებიც ავლენს ავტორის ღრმა განსწავლულობას (თხზულებაში მოხსენიებულია პერსონაჟები მსოფლიო მწერლობის სხვადასხვა ნიმუშიდან). სიტყვათწარმოების განსაკუთრებული სითამამე, რასაც ზოგჯერ აშკარად თვითმიზნური ხასიათი აქვს, მნიშვნელოვნად აძნელებს ტექსტის გაშიფვრას.
„თამარიანის“ კომპოზიციური თავისებურების გამო (ნ. მარის მოსაზრებით, თხზულება 11 სახოტბო და 2 ელეგიური ლექსისაგან შედგება; ი. ლოლაშვილი „თამარიანს 12 ოდის, 4 თითოსტროფიანი სახოტბო ლექსისა და 2 ფრანგმენტის კრებულად მიიჩნევს). ვარაუდობენ, რომ ოდები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებით იქმნებოდა და შემდეგ გაააერთიანეს ერთ კრებულად. გამოთქმულია საწინააღმდეგო მოსაზრებაც: თხზულება უნდა წარმოადგენდეს ერთიან პოემას, რომელშიც გადმოცემულია თამარის ცხოვრების ძირითადი ეტაპები.
„თამარიანში“ ჩართული 2 პოეტური ფრაგმენტი, რომლებსაც ნ. მარი „ელეგიებს“ უწოდებდა, გადმოგვცემს უცნობი პოეტ-მოგზაურის რომანტიკულ თავგადასავალს და წარმოადგენს მისი მოგზაურობის ფართო მარშრუტს (ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, ვოლგისპირეთი, აფრიკის ქვეყნები და სხვა) ერთგვარი პოეტური კომენტარით.
პოემა გამართულია შინაგანრითმებიანი ოცმარცვლიანი სალექსო საზომით, რომლის დამკვიდრება ტრადიციულად ჩახრუხაძეს მიეწერება. „თამარიანის“ ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. სამწუხაროდ ტექსტი დაზიანებულია და ცალკეული ადგილები აკლია. მთელი სტროფის ნაკლებობა აღნიშნულია ტირეებით -------------, ხოლო ერთი სიტყვის - (1).
ბევრი მკვლევარი, რომელთა შორისაც პირველი კორნელი კეკელიძე იყო, ხშირად მას აიგივებს გადამწერ გრიგოლ ჩახრუხაძესთან, რომელიც მოხსენიებულია გელათის მონასტრის ხელნაწერის „დიდი სჯულის კანონის“ ანდერძში, რომელსაც განზრახული ჰქონდა ბერად აღკვეცილიყო ჯვრის მონასტერში, იერუსალიმში. უფრო გვიანდელი მონაცემებით, პოეტი მეფის არჩილ II-ის მიხედვით ჩახრუხაძე იყო წარმოშობით მოხევე იყო (რაც ჩანს კიდეც მისი ტექსტიდან).
ჩახრუხაძის შემოქმედება გამოირჩევა მისი პოეტურობით და მუსიკალურობით. განსაკუთრებით ვირტუოზულად იყენებს რითმებს და ზედსართავებს თამარ მეფისთვის ხოტბის შესასხმელად.
ჩახრუხაძემ 1193-1203 იმოგზაურა იმ დროის ცივილურ სამყაროში. ის კარგად იცნობდა იმდროინდელ რუკებსა და საზღვაო გზებს. მან მოიარა არაერთი ქვეყანა - მოგზაურობა დაიწყო სპარსეთიდან, იქედან ეწვია ინდოეთს, შემდეგ მან ჩინეთისკენ გააგრძელა გზა, მოინახულა პეკინი, გადავიდა მონღოლეთში, იყო ხატაეთში, ხაზარეთში, რუსეთში, იქიდან კიევის რუსეთის გავლით დასავლეთიდან შავ ზღვას დაუყვა, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით გაეცნო საბერძნეთს, იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ქვეყნებს; ეგვიპტესა და არაბულ სამყაროში მოგზაურობისას მიიღო ისლამი, იქიდან წითელ ზღვას შემოუარა, მიაღწია მექას, ბასრას, ბაღდათს და თავრიზს. თავრიზიდან შინ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ კვლავ თვისი ფანტასტიკური მოგზაურობა განაგრძო... მოგზაურობა იყო სახიფათო. ის რამდენიმეჯერ გაძარცვეს.
პოეტი, ძირითადად, ჩერდებოდა დიდ ქალაქებში და ურთიერთობას ამყარებდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სწორედ ამ მოგზაურობის დროს ნანახი და განცდილი გადმოგვცა მან თავის ნაწარმოებში ნახევრად ზღაპრული ფორმით.
დიდია ჩახრუხაძის დამსახურება ისტორიული მეცნიერების, კერძოდ, კი ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაში. მისი თხზულება საინტერესოა, როგორც ისტორიული წყარო. ჯერ ერთი, თხზულებაში გადმოცემულია იმდროინდელი საქართველოს სინამდვილიდან დანახული უცხო ქვეყნები. მეორეც, მას მოტანილი აქვს ნაწარმოებში მრავალი ისტორიული ადგილის სახელწოდება, რომელიც დღეისათვის აღარ არსებობს.
„თამარიანი“ - ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის სახოტბო თხზულებაა. ხოტბის მთავარი ობიექტია თამარ მეფე. თხზულება დაწერილი უნდა იყოს თამარის ზეობის ხანაში, უფრო ზუსტად - ისტორიულ რეალიებზე დაყრდნობით, XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. კომპოზიციურად „თამარიანი“ წარმოადგენს ცალკეული ოდების კრებულს, რომელსაც აერთიანებს საერთო იდეური მიზანდასახულობა და ქების ობიექტები: თამარ მეფე, მისი მეუღლე დავით სოსლანი და ვაჟი ლაშა-გიორგი. თხზულებაში აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები. თამარის გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად, რაც აღნიშნულია იმავე ეპოქის სხვა თხზულებებშიც („აბდულმესიანი“, „ისტორიანი და აზმანი...“), გადმოცემულია მეფის სამაგალითო პირადი ღირსებანი. იგი წარმოდგენილია როგორც სახელოვანი წინაპრების (ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და სხვა) დიდებულ საქმეთა ჭეშმარიტი მემკვიდრე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს ურყევი ბურჯი. თამარის სახელმწიფოებრივ სიბრძნეს მხარს უმშვენებს დავით სოსლანის ბრწყინვალე მხედრული ნიჭი, რაც გამოვლინდა თხწულებაშივე აღწერილ მრავალრიცხოვან ბრძოლებში. ლაშა-გიორგი დასახულია საქართველოს მომავლის იმედად, მან უნდა განაგრძოს მშობლების დიადი საქმიანობა სამშობლოს საკეთილდღეოდ.
„თამარიანის“ ავტორი თავისი დროისთვის სწორ პოლიტიკურ ალღოს ავლენს. მისი აზრით, ქვეყნის ძლერების საფუძველია ერთიანობა და ცენტრალიზებული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში უდგას მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თვითმპყრობელი. ხაზგასმულია საქართველოს როლი საერთაშორისო სარბიელზე. ისევე როგორც „აბდულმესიანში“, აქაც მძლავრადაა წარმოდგენილი მესიანისტური კონცეფცია: ქართული სახელმწიფოს მაღალი მისია თითქოს წინასწარვე იყო განსაზღვრული ღვთის მიერ. ძლიერი ქართული სახელმწიფო მეზობელი შეჭირვებული ქვეყნების დამცველია, ებრძვის მოძალებულ მუსლიმანობას, მეთაურობს იმ დროისთვის მოწინავე ქრისტიანული აღმსარებლობის დამკვიდრებას. თამარის სახეც ასეთი პოზიციიდანაა გაშუქებული: იგი ღვთის სწორია (იზოთეოზისის მოტივი), მეორე მესიაა, რომელსაც დაკისრებული აქვს მუსლიმანური კატასტროფისაგან ქრისტიანული სამყაროს ხსნა. ამ ნიშნით „თამარიანი“ სცილდება სახოტბო თხზულების ვიწრო პანეგირიკულ მიზანდასახულობას და ხატავს ფართო სოციალურ-პოლიტიკურ პანორამას. ავტორი ეროვნული იდეოლოგიის დამცველად გვევლინება. „თამარიანი“ არის აგრეთვე ძვირფასი ისტორიული წყარო, რომელშიც წარმოჩენილია ეპოქის ძირითადი იდეოლოგიის მიმართულებანი, უმთავრესი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები თუ ცალკეული მნიშვნელოვანი ისტორიული რეალიები.
„თამარიანის“ ჟანრული თავისებურება განაპირობებს თხზულების სტილს - პოეტური მეტყველება ზვიადი და მაღალფარდოვანია; თვალში საცემია ეპითეტების სიუხვე („თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა-ნარნარი, პირ-მცინარი, მზე მცინარი, საჩინარი, წყალი მქნარი, მომდინარი...“ და ა. შ.), მოულოდნელი ასოციაციები, ლიტერატურული პარალელები, რომლებიც ავლენს ავტორის ღრმა განსწავლულობას (თხზულებაში მოხსენიებულია პერსონაჟები მსოფლიო მწერლობის სხვადასხვა ნიმუშიდან). სიტყვათწარმოების განსაკუთრებული სითამამე, რასაც ზოგჯერ აშკარად თვითმიზნური ხასიათი აქვს, მნიშვნელოვნად აძნელებს ტექსტის გაშიფვრას.
„თამარიანის“ კომპოზიციური თავისებურების გამო (ნ. მარის მოსაზრებით, თხზულება 11 სახოტბო და 2 ელეგიური ლექსისაგან შედგება; ი. ლოლაშვილი „თამარიანს 12 ოდის, 4 თითოსტროფიანი სახოტბო ლექსისა და 2 ფრანგმენტის კრებულად მიიჩნევს). ვარაუდობენ, რომ ოდები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებით იქმნებოდა და შემდეგ გაააერთიანეს ერთ კრებულად. გამოთქმულია საწინააღმდეგო მოსაზრებაც: თხზულება უნდა წარმოადგენდეს ერთიან პოემას, რომელშიც გადმოცემულია თამარის ცხოვრების ძირითადი ეტაპები.
„თამარიანში“ ჩართული 2 პოეტური ფრაგმენტი, რომლებსაც ნ. მარი „ელეგიებს“ უწოდებდა, გადმოგვცემს უცნობი პოეტ-მოგზაურის რომანტიკულ თავგადასავალს და წარმოადგენს მისი მოგზაურობის ფართო მარშრუტს (ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, ვოლგისპირეთი, აფრიკის ქვეყნები და სხვა) ერთგვარი პოეტური კომენტარით.
პოემა გამართულია შინაგანრითმებიანი ოცმარცვლიანი სალექსო საზომით, რომლის დამკვიდრება ტრადიციულად ჩახრუხაძეს მიეწერება. „თამარიანის“ ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. სამწუხაროდ ტექსტი დაზიანებულია და ცალკეული ადგილები აკლია. მთელი სტროფის ნაკლებობა აღნიშნულია ტირეებით -------------, ხოლო ერთი სიტყვის - (1).
შესავალი
1.
1. მო, ფილოსოფნო, სიტყვითა არსნო,
თამარს ვაქებდეთ გულისხმიერსა!
2. დიონოსიდან, ვით ენოსიდან
სრულნი ქებანი ამძლეთ ძლიერსა!
3. სოკრატ სიბრძნითა, სარამა გრძნითა
ვიყვნეთ, ვერა ვიქმთ საწადიერსა;
4. უმიროს, პლატონ სიტყვა დამატონ,
თვით ვერა მიხვდენ შესატყვიერსა.
2.
5. არისტოტელო, ბრძენთა ტომელო,
თუ არა შესძლებ ენა-ძლიერსა,
6. ათინას თქმულა, სიღრმით დანთქმულა:
ვერავინ სრულ-ჰყოფს მას მეცნიერსა.
7. გულისხმის-ყოფად, გონება-ყოფად
მისთანისათვის მაძებნიერსა;
8. ვინ გული ესე სიბრძნითა სთესე,
ანუ ვის ძალ-უძს შენგან მიერსა?
3.
9. ხელ-ვჰყოფ კადრებად, ქებად დარებად,
მჭვრეტთა ვაუწყო გონებიერსა:
10. ღაწვი მწყაზარი - ა, მულღაზარი,
უგავს ელობა კრონოს ციერსა.
11. ნაელვებითა, მზისა ვნებითა
ცისკროვნად ვხედავ შუქ-მოსიერსა.
12. აჰა, მზიანად, მიზეზიანად
მთვარესა გახდი უნათლიერსა.
თავი I
4.
1. ვინ ჩნდა ეგმისად, მსგავსად აწ მისად
წინასწარ მთქმელი მისთა მთქმებულად
2. თუ ვერვინ გნახის, მით ივაგლახის,
შეიქმნებოდის განცვიფრებულად;
3. ვერ მრავლებისა გატევრებისა,
თამარ, შენ გიცნობ განცხადებულად!
4. ჩვენ ვთქვათ: „ეს რად ჰგავ? - ზეციერად ჰგავ
შვიდთა მნათობთა დაშვენებულად“.
5.
5. მოუბარისა მის მდუღარისა
დილარგეთისგან აღშფოთებულად
6. ბროლისა ველსა, თვალ-უწდომელსა,
ინდონი ეყვნეს დამონებულად.
7. შუქნი კრთებიან, ემუქფებიან,
ზუალ იჩინებს დაქადებულად.
8. გულისა ნებო, მზეო, ინებო,
თამარ ჩანს შენად რუსხა მკლებულად.
6.
9. თუ მოვანება გწადდეს, თუ ნება,
ვისგან უფრო აქვს დამეტებულად,
10. ვის ძოწეული, ვარდ-გაწეული.
ღაწვი უმწყაზრობს განბრწყინვებულად,
11. ვინ ჩნდეს სამყაროს, ალვა აყაროს,
ან თამარ ჩნდების განმთავრებულად,
12. მეშურნეობდეს, რად მიმყვანობდეს,
რომე ვინ იყოს მოშორვებულად.
7.
13. ლერწამ ტანისა, საროსა ხისა
მიმსგავსებულ ხარ განკვირვებულად!
14. თავსა კლვად სდებდეს, ხვეჭით ეძებდეს
შენსა ნახვასა მიახლებულად;
15. ვინა შვენებდენ, სულთ აშენებდენ,
სამონოდ მოგცენ ერთ-უფლებულად.
16. ბნელი თუ უყო, ელვა განუყო,
მაშინც არ ითქმი დაბნელებულად.
8.
17. მე თუ ვსტირ ოდე, ვისღა ვსტიროდე,
თუ არ შენ გჭვრეტდე დადუმებულად?
18. დავით მხნე, ბრძენი, რომელსა ზენი
ხდად-ჰყოფენ ზესთა წარჩინებულად,
19. ისრვის ისარსა, - ვიტყვი: „ის არსა
ეფრემის ძირთა აღმორჩებულად,
20. ვინ ხმლითა ბადრობს, უშიშ-უკადრობს
მტერთა სრვისათვის აღმართებულად“.
9.
21. რომლისა ძემან, უბინდოდ მზემან,
ლაშა-ყე გიმზო წარმართებულად, -
22. ვიტყვი: „მას მზესა! ვინ განუწესა
ღმერთსა ღმრთისაებრ შეყვარებულად,
23. ძესა სანდომსა, ვახტანგის ტომსა,
რომელ ენატრა მისად სწრებულად,
24. ვითა იწადა, რა დაიბადა
სპარსთა სიმაღლე და-ცა-დებულად?“.
10.
25. მით ლხინი თქვენი იყვეს საშვენი
ალაბს და მუშკოს დასულტნებულად;
26. მოწონეს თავი, ცნეს მათი ნავი
მაშინ დანთქმისა მიახლებულად;
27. სწრაფით მოხარკე იქმნეს მოხარკე,
თავის მმონები მით შეძლებულად.
28. თვით ამან დავით ქმნა, უნდოდა ვით,
ურჩ-ქმნილთა ძებნად მოწოდებულად.
11.
29. ყარყუმს და არანს, მით ზედა არანს
როსტომ ებრძოდა თვით შეძლებულად.
30. ყოვლითვე მჯობენ სძლო დიდად მჯობენ,
ვინ ჩნდეს მას თემსა განმთავრებულად.
31. სხვაცა ჩანს მათი შარავანდ-მნათი
მისგან ნაოტი დამონებულად.
32. მონებენ ზღვანი, სიტყვაცა-მავნი:
არვინ ჩნდა თქვენად ასწორებულად.
12.
33. გამოჩნდა ზვავი, მძლედ ჰქონდა თავი,
იბრდღვენდა მხეცებრ განძვინებულად.
34. მდედრნი და ცუდნი, ძალ-შეუზღუდნი
კაცნი რომე ყვნეს დატყვევებულად,
35. მათსა ძლევასა და აწ რჩევასა
გაეამაყნეს ალაღებულად.
36. უთხარ მთავართა ესე: „ჰავართა
მათ ზედა განმხნდენ გასახმლებულად!
13.
37. ურიცხვი ერი, მოყმე და ბერი
წამო-ცა-ვიდეს ამდედრებულად.
38. არ ზარ-მოსულსა ეთქვა მოსულსა:
„ქაფარსა ნახავთ გაბასრებულად!“
39. იტყოდა: „ვჰკადრე, მე შევქმენ ადრე
მათი ქვეყანა მოოხრებულად“.
40. რა გესმა მშვიდსა, საქმესა შვიდსა
ხელ-ჰყავ სიბრძნითა არ შფოთებულად.
14.
41. უბრძანე სპათა: „ლხინად ვლი სჯათა,
რომლისაგან ვჩანთ ნათელ-ღებულად!“
42. განამხნენ მხნენი, თავის კლვად მთნენი,
თქვენთა სჯულთათვის სისხლ-წამებულად.
43. დაასკვნეს ომი. წაუძღვა ლომი.
დავით დავითის მიბაძვებულად,
44. მხნედ და სვიანად, აგარიანად;
არა განრისხდა გაზი ვსებულად.
15.
45. ელნი ელნობდეს, ვინ სოკრატ ბრძნობდეს,
იგია მისთვის შემსგავსებულად;
46. გინა უმიროს, გულსა უგმიროს,
ვის ძალ-აქვს ცნობა განმარტებულად,
47. ანუ ენოსა, მე უენოსა.
რად ვინ მაბრალებს ვთქვა დაკლებულად?
48. მათ რომე წიგნნი გასცნეს ჟამისნი,
მცნობნი მით იქმნენ განცვიფრებულად.
16.
49. მოუხდეს ზედა, რა ზედი-ზედა
ცხენს ლომი მელებრ დაჯაბნებულად,
50. მართ ვითა ნახეს, მით ივაგლახეს,
თავი მცდრადა ქმნეს, ცნობა-ვნებულად.
51. მათგანვე ივნეს, მით განიბნივნეს,
განდრკეს მეოტნი განრიდებულად;
52. თანა-მეყოფნი წავიდეს მსრბოლნი,
შეიქმნა შიში ზარ-აღებულად.
17.
53. მან იქალაქა, აღსრულდა აქა
შენით აღთქმული თვით ქადებულად.
54. თქვენგანმან ოცმან, ბევრისა მხოცმან,
სძლო მათთა სპათა დამეტებულად.
55. არ იცის ერთ მან, ათასი ერთმან
მით წარიქცივნა მიდევნებულად.
56. მოჰმადის ტომნი უკრავ-უომნი
მოსრეს, მოსწყვიდეს განქიქებულად.
18.
57. აივსნეს ტყვითა, ლარ-პირუტყვითა,
არ დარჩა კაცი არ შოებულად.
58. ეზინკას მფლობი, არ შენაფლობი,
სეგორს დამქცევად ჰგავს შესწრებულად.
59. უარ-ყვეს თნებით: „არ მოვეთ ნებით,
ვიყავთ უნებლივ მოცთუნებულად“.
60. გვესმინა, სითგან იქმნეს დღესითგან
მოჰმადიანნი მოყვანებულად.
19.
61. ჩვენ, ერნი შენნი, შენ მიერ შენნი,
ერთ-ხმობით ვიტყვით განმარტებულად:
62. „რა არს-ქმნა იყოს, ვირე თვით იყოს,
ღმერთმან თქვენცა გყვნეს ძითურთ გებულად“.
63. საულს მეფობა ართო, მეფობა
დავითს მიჰმადლა შეფიცებულად.
64. შენგან იშვების, პირველ შიშვლდების
სამოთხესავე კვალად შვებულად.
თავი II
20.
1. სიბრძნით ქმნა ღმერთმან, სამებით ერთმან,
ცა და ქვეყანა - არს მეცნიარი! -
2. მნათობთა დასი, სხვა ბევრ-ათასი.
ჰაერი, ეტლი, ქართა მქნიარი.
3. დასდვა ბრძანება და ამცნო მცნება.
თვისად და თვისად შესაშინარი:
4. „აღრაცხენ ტომნი მცთომნი, უმცთომნი,
უსიტყვ-მოსიტყვნი და მოუბნარი!“
21.
5. თამარ! შენ გიძნობ, ასულად გიცნობ:
მზე დაუვალი, შუქ-მომფინარი!
6. მხიარულ იქენ! ნაქმარი გიქენ,
გესმნეს ნატიფნი და მშვიდი, წყნარი,
7. ელვა-ეთერი და სიტყვიერი,
დარმანის ველი, ედემს მაღნარი;
8. არს ცნობათ მოთხე, ვითა სამოთხე,
წყლად წყალი მრწყველი, იქვე მდინარი.
22.
9. სიუხვით ზღვებრი, სიმაღლით ცებრი,
მდაბლად მოწყალე, ჭვრეტად ნარნარი,
10. მძლეთა მძლეველი, თვით უძლეველი,
კედრით კედრამდის მძლედ სასმენარი -.
11. ასეთი ესე არს ეს მოწესე,
ჯვართაცა, ღმერთო, არ მომთმინარი.
12. დიდსა მსაჯულსა ამტკიცებს სჯულსა,
ღმერთმან მით მოგვცა მისი საქნარი.
23.
13. კაცები გმონებს და გიპატრონებს.
ვეფხთა კლდოვანი, ლომთა შამბნარი,
14. არსნი მზედ გხმობენ, შვიდნი გამკობენ,
ვინცა შეგცოდა თავის საქნარი.
15. ვერ მიგწვდენ ქებად - სხდენ თვითვე ვნებად! -
პლატონის ენა, დავითის ქნარი.
16---------------------------------------------------
თავი III
24.
1. თამარ წყნარი, შესაწყნარი,
ხმა-ნარნარი, პირ-მცინარი,
2. მზე-მცინარი, საჩინარი,
წყალი მქნარი, მომდინარი.
3. მისთვის ქნარი რა არს? (1) ქნარი.
არსით მთქნარი, უჩინარი.
4. ვარდ-შამბნარი, შამბ-მაღნარი,
ღაწვ-მწყაზარი, შუქ-მფინარი.
თავი IV
25.
1. ვინ არს ებანი? ვინ არსე ბანი,
არა არს სათნი სახელოვნებად!
2. მან ცათა მარის, მანცა თამარის
გან მზე აბნელა მაცისკროვნებად?
3. ადამეთ ერთა ადამ ეთერთა
დასახა სახებრ მსგავსი პოვნებად.
4. არსა ღაღადი: „რად არს-ღა ღადი
მზე შენგან მრთმევად უეტლოვნებად?!“.
26.
5. შენ არე მთენი! შენ არე მთენი
არ გგვანდეს შუქთა ჰაეროვნებად!
6. არა თუ ზევსი, არათ უზევსი,
არ, შენ ხარ მნათი დაუყოვნებად!
7. მის მიერ მისად მისმი ერმისად,
სხვათა მნათობთა მართ ბინდ-მხდოვნებად.
8. არს ასულ-ტანი არსა სულტანი
არა თუ შინა სამაროვნებად,
27.
9. არამედ გარე, არა მედგარე
თვით და ხალიფას გამკიცხოვნებად.
10. მეტყვის მით ენოს, მეტყვის: „მითენოს
წყვდიად, რომელ ჩანს ვარდი თოვნებად.
11. არ აქა, მანდა არ აქამანდა
არა ნარგისთა შამბი მოვნებად“.
12. ეგე ნათელი! ეგე ნათელი.
რა ნახოს, მზესა აქვს ბნელოვნებად.
28.
13. შენსა სადარსა! შენსა სადარსა.
ვერა ვსჭვრეტ ცხადად და ნახსოვნებად!
14. თქვენა ზენათა, მზეო ზენათა,
თუმც ა მზე ეთერს ნამტკიცოვნებად...
15. ---------------------------------------------
-------------------------------------------------
16. ---------------------------------------------
---------------------------------------------------
თავი V
29.
1. --------------------------------------------
-----------------------------------------------
2. --------------------------------------------
-----------------------------------------------
3. მაგრამ კალ, იბი, რადგან კალიბი
შენთა შუქთა სძლევს შუქ-მტაცებარე.
4. ვინ ნახა სადა, ნასახად სად ა
შენებრ ნათელთა ბნელი მცებარე?
30.
5. ანუ ვის ესმის, ან უვის ეს მის
და არა იქმნეს განმცვიფრებარე?
6. მჭვრეტნი ვიტყვითა, მჭვრეტნი ვიტყვითა:
„ანუ თუ სიზმრად მაოცებარე!“.
7. ანუ ცნა ურად, ან უცნაურად
სოფლისა წყალთა დამშვენებარე,
8. რადგანცა დახვალ, რადგან ცად ახვალ
ზუალი, ეტლი, მთვარე მცებარე.
31.
9. რომელ ვანება, რომ ელვანება
შენ ოდენ გქონდეს მაცისკრებარე!
10. არა გეთნია, არ აგეთნია
მნათობნი, მით ვცნენ დამბნელებარე.
11. მანა თოვლითა, მანა თოვლითა
ღაწვ-მულღაზარობს გამომღებარე.
12. ვინა ტრედია? ვინატრე, დია,
ძე ღმრთისა შენდა მწედ მწოდებარე.
32.
13. ვის აქვს შენებრი და მამშვენებრი
ქცევა, გონება, სული მწლფებარე?
14. ვინ ანისად ა? ვინანი სადა
მისთა მოყმეთა მარცხო მზღებარე?
15. წუხად ანელმან რა თქვას ან ელმან
დღეს მუსულმანთა მოსათნებარე? –
16. აგარის ერთა სალმობიერთა
სხვამცა ვინ იყო სრვად შემძლებარე?
33.
17. არ მით ავნებდა, არმით ავნებდა,
რომე ჩანს ლომებრ შემძახებარე;
18. ოს დიდმან დავით ოს დიდ მან დავით
ფარუხ შემუსრა წინამგებარე,
19. მანგლის პირითა მანგლის პირითა
ოდენ იქით ყო მეოტებარე,
20. შენ მისნი ერნი! შენ მისნი ერნი
გარნისს მოგისხნა, მით გემქებარე.
34.
21. შამბთა ვით ისრი, შენგან ჩანს ნისრი
შენებასავე ძრწოლად ებარე.
22. გამცრობს ერაკლე: სპარსთა ერ აკლე,
მოსრენ, მოსწყვიდენ ანათებარე.
23. წაუღე რანი, წა, უღერანი
ყელსა დაასხენ ჩამომდებარე.
24. მიუშვენოდეს, მიუშვენ ოდეს
ამბერდად, რა ვთქვენ, დვინის მებარე.
35.
25. თუღამე მთენი, თუ ღამე მთენი
აქილოს ჰპოვნე, მამაკლე ბარე;
26. ვინ ეფრემს თვისობს, სიმხნითა ისობს
მბრძოლთა სისხლითა ხმელთა მღებარე.
27. იგი ვარდ-გული, იგი ვარდ-გული,
ხე ედემს რგული, ნაშენებარე.
28. ჯავარ მოწყალე, ჯავარ მოწყალე,
თურქთა მრისხანედ შემრისხებარე.
36.
29. აქა მან დავით აქამანდა ვით,
სხვამცა ვინ ჰგვანდა მეისრე ბარე?
30. ბერთა საჩვენი, ჭაბუკთა მლხენი,
ძმათა შვებისა მოუკლებარე,
31. მეჯლისთა შინა, დიდებულთ შინა
ლაშქართ სიუხვით მამთოვლებარე.
32. ბევრჯელ ნაყოფად არსმცა ნაყოფად
ლაშა თქვენ მიერ ნამორჩებარე.
თავი VI
37.
1. ახალო პირო, მძლეო ნოსრ ვითა, -
ბრძენმან გასახა, ასურმა, ისო.
2. მხნეო და გმირო, ბობქარ ოხრვითა
ითხრის მგოდებმან ფლასურმა ისო,
3. ვაი გაუხშირო მტერთა მოსრვითა,
შენი თქვეს: „შამი, ა სურმა ისო“.
4. ესე ატირო გულსა მოკრვითა,
ხმალი მოფხვრისა ნასურმა ისო.
თავი VII
38.
1. ჰე, ფილოსოფნი დაწყებად მყოფნი,
გონება-ვრცელნი რიტორთა წვევად,
2. ელენთა შვილნი, ელადს სწავლილნი,
ენა-მზეობდეს სიტყვათა რჩევად,
3. ფსალმუნთა მთქმენსა, შენსა სასმენსა
ათძალი ჰქონდეს ქნარ-სიტყვა რევად,
4. ეგრეცა მსგავსად ვერ გძნობდეს გავსად,
ფერო ეთერსა ელვათა სრევად.
39.
5. თუ ვისცა ვუქი შენი ხმა-შუქი,
ელვ ანუ მზევად, ანუ მთვარევად.
6. არა გაქვს ბნელი, ხარ საძებნელი.
ხვეჭით და ნდომით შენამართევად.
7. მესმა ათენით: თქვენ გაათენით,
ცუდად გაიჭრნეს ღამეთა თევად
8. ზენით მნათობნი, ეტლთა მთიებნი,
არ მათად სჭვრეტენ მართ ნამათევად.
40.
9. იტყვიან ფიცით: „რაც ოდენ ვიცით
თქვენგან ნარბევთა სამყაროს რბევად,
10. ცისკრობს მოხედვა, მოკლის, მო ხედვა
ალვისა მორჩთა რტოთა მორჩევად“.
11. ამხედრდეს ოდეს, სხვა ვინღა რბოდეს
ნათლისა სხივთა დაუმალევად?
12. გაბაონს ისო რა გნახა, ისო
ურჩთა გულებსა მახვილი ლევად.
41.
13. აჯა და ლოდნა! ამით ხვდა ლოდნა
მის განძევართა ელვათა ძევად.
14. უბრძანა აქარს: „გაქვს! რაცა აქ არს,
სათნოა ღმრთისა მით განრისხევად“.
15. რა ქმნა ის აჯა, ქოლვით ისაჯა
იქ მოხვეჭითა სახმართა ზღვევად.
16. განატრო ელთა: უმძიმს ტროელთა
არ შენთვის მკვდარ-ქმნა ელენთ სათნევად.
42.
17. ივდითის მწყდარი არს შვიდგზის მცდარი,
რომე ჩანს შენგან არ მონაკვლევად
18. სამფსონ პალატად ჩანს-ყე ღალატად,
თავი დალითას განაპარსევად.
19. დორიადარა რად ვთქვა შენ დარად,
ანუ დებორა გაგულქველევად?
20. არ ჰქონდა ნება, არცა შვენება.
ნათელთა შენთა დასამსგავსევად.
43.
21. იყო ეთერი, მაგრა ეთერი
არა ჰყავდა მასცა სულ-ნახუთევად.
22. რამინს უშენოდ სტკივის: უშენოდ
შვრებოდა ვისის ნამიჯნურევად.
23. ოსან ოს რეტი არს შენამჭვრეტი,
გმო თავის ბედი, თმო ნატანჯევად.
24. სალას სალმობად უჩნს-ყე დალმობად
სხვათათვის ხელ-ქმნა ლხინ-უნახევად.
44.
25. უგავს შატბიერს, გულად ლაყბიერს,
ანალათისა რად დაშვრა ძევად?
26. და სტირს კაენის ეს, ვით კაენის
ძმის მკვლელობისა დანაბრალევად.
27. ამან თავი რად, მართ აზავირად,
შექმნა ლეილის ნამიჯნურევად,
28. ნებით რად არა შენ გემუდარა,
ანუ სამონოდ მოგმართა ძლევად?
45.
29. წყალთა არსთასა, ძალთა სპარსთასა
უძლოდ გიტყვიან, არ შეუძლევად:
30. ხაფად დაგესხნეს, ქმრად რომე გესხნეს,
აწ ძვალთა მათთა გაუხდეს რყევად;
31. ერანს მფლობელი, შეუფლობელი
ბობქარ გახადე ნაცარ-ნასხმევად,
32. ლომთა თავადად, თქმული ავადად
სხვამცა ვინა ჩანს ხლათს ნამარხევად.
46.
33. ვიცით შარვანით, მყოფი არ ვანით,
გაშას გასული ნაგაშპასევად,
34. სხვანი მრავალნი, დაუთვალავნი
მდომელ-ტრფიალნი შვებისა წვევად.
35. უცხოთა მაგით, ჭვრეტითა შმაგით
კალიბათა სჩან შეუსახევად,
36. ფერით ამო მზე, გონებად მომზე,
სწორ-უპოვარი, წყალ-ჯავარ ქცევად.
47.
37. ლაღი მწყაზარი, არად დამზარი,
რაცა ხამს ურჩთა გარდასახდევად.
38. ითქმი უღამო, ტკბილი და ამო
მოწყალებისა ნაუფსკრულევად.
39. სიბრძნითა სავსი, ყოლ არ მოთავსი,
ვინცა იპოვოს ნაორგულევად.
40. არა მაგ ზნითა, არ ამა გზნითა
მჭვრეტნი ვინ იყოს სხვა დაუწვევად?
48.
41. ი ცის კარებით იცისკარებით
შენთა ბროლ-ვარდთა ზრო ნაფუნჩევად.
42. დრუნგილის ფიცრად, მტკიცედ საფიცრად
შენი თავი ჩანს შუბლ-ნაელევად.
43. ატევრებ თმითა, სულისა დგმითა
ანატრებ, გნახოს, ვინ განაძ ლევად.
44. ნაყბიერ პირსა, მზე-დანამჭვირსა,
შვენის ნარგისთა განაცისკრევად.
49.
45. ა, გრძელობს ყელი, დაუნაყელი
სული ვის შერჩა მახვილ-უკრევად.
46. თუ გიქო ტანი, მოწმობს სულტანი,
არ დამაჩნდების ცუდ-ნაჭორევად.
47. ეთერთა მთენნი თქვენგან ნარცხვენნი.
შენვე გეძებენ ღონისა წვევად.
48. ლხინი ითხოვე, თვით რაღა ჰპოვე,
გაუშვენ ჩინნი ეტლ-წანაგვრევად.
50.
49. იტყვიან მნახნი, ხმა-მაღლად მზახნი:
„ილვისოს ველსა ჰგავს ნაჯუფთევად“.
50. ღაწვთა არესა შუქნი მთვარესა,
მელნისა ტბანი დგანან მორევად.
51. ჰე, ნახე სახე: შამბნარისა ხე.
ინდოთა ცვად ყონ ნამუხთალევად!
52. არ ძალ-მიძს ქება, მე დადუმება
მით აღვირჩიენ აღვირ-ნასხმევად.
51.
53. თუ ძნობდეს ენოს, კვლა დაიყენოს.
პლატონ მუსიკი მწყობრ-შენასხმევად;
54. უხმნა უმიროს, სამფსონ და კვიროს
აწ შენთვის აღძრნა გამოსაკვლევად.
55. იპოვნენ მცდარად და ვერ მიმხვდარად
შენის მსგავსების დასასახევად.
56. ნათელი უთქმან, შენვე დაგინთქმან,
თვალნი ვერ გსახვენ სხივ-შესადგმევად.
თავი VIII
52.
1. ასე მეწყალი, რომე თვალთაგან
ცრემლთა ნაკადი ღვარულად მოდის,
2. ვითა მოვკვდები, რომლის ჭირითა
მაგალითები აღარ ითქმოდის,
3. შენთა მოყმეთა რა ჰქმნან, რომელთა
დედა და მამა აღარა სმოდის? -
4. იქ დაიხოცნეს, სადა სახელი
ქვეყანისაცა არა ისმოდის.
53.
5. შენ გულსა ესე იმედად უთხარ:
„ვითამცა შორით კვლა მოვიდოდის“.
6. მაღრიბსა დაყვნეს ჟამნი მრავალნი,
აჰვაზს, მოსულსა ქვა-ოქრო ჰქონდის,
7. ანუ ხაზარეთს, ჩინთა და ხანთა
გზა მოემოკლოს, მოისწრაფოდის,
8. კონსტანტინპოლის ნავნი ააგენ,
ზღვა წყნარად იყვის, ტაროსი ჰქონდის.
54.
9. მობაღდადენი ბარდავს მოვიდეს,
მახარობელი ჩვენთანა რბოდის;
10. ათი ათასი მარ-გაკვეთილი
ბიბი მოჰყვანდის, მოეზაოდის.
11. აქლემთა ტურფათ მძიმედ ტვირთითა
მონა-მხევლები წინა უძღოდის.
12. შენ გაეგებო სურნელთა კმევად,
მუჯამრი გქონდის, ალვა იწოდის.
55.
13. მარა მარმარნი მკლავნი მოგხვივნეს,
სიხარულითა სული იწოდის.
14. მას გაუმთელდეს გული მოკლული,
აღარა ოდეს ლახვარს ისოდის.
15. ქაბასა მფლობი დიდი ემირი
მას შიგან მთხრებლსა თვისად ისმოდის,
16. მოჰმადის ხმობად, მიზგითად შესლვად,
თაყვანის-ცემად მას შიგან გცოდის.
თავი IX
56.
1. ვიცი, გეწყალი: დამნთქამს მე წყალი,
ნოეს ნაკადი, მოქცევი ღვარი.
2. რაღა კვლა მოვკვდე? თუ არა მოვკვდე,
ვაი, მაგალითო, მე ოდენ ვარი!
3. ჩემსა მოყმესა, ლომთა მოძმესა,
ვის არად უჩნდის სახლი და კარი,
4. დამეტეს მქნელად: გაიჭრეს ველად,
სადგურად ჰქონდის ლომთა შამბნარი.
57.
5. არვისად სწორად წავიდის შორად,
ინდოეთს იყვის მისი საზღვარი.
6. ამოვლნის ინდნი, ხანნი და ჩინნი,
არარად უჩნდის მას მათი ზარი.
7. ატალას მოჰყვის, ქვეყანას მოსცვის,
არვისი ჰქონდის შესაპოვარი.
8. ხაზარეთს დაჰყვის, რუსეთსაც გაჰყვის,
ზღვის პირით ქროდის ტაროსთა ქარი.
58.
9. წავიდის ხმელსა, იონთა ველსა,
იქ, სადა მეფედ ზის კეისარი.
10. მოვლნის ქალაქნი, ზღვისა ალაგნი,
სრულად ეგვიპტე, არაბთა მდარი.
11. ამანს მოვიდის, თავი იდიდის,
რა ხამდის, იქნცა ქმნის იგ საქნარი.
12. მოიქცის გარე, მოძებნის მთვარე,
შიშ-ჰაერ პირი, მნათობის დარი.
59.
13. მოჰყვანდის ქალი, საჩემო სძალი,
მორცხვი, მორიდი, ბრძნად მოუბარი.
14. მოვლის სპარსეთი, სხვა ქმნის ასეთი,
სულტანი ნახის ცათა მცთუნარი,
15. იგავნი უთხრნის, მეფენი უქნის,
მათადვე სწორად მათი ლაშქარი.
16. მოყვასთა წინად პირი ქმნის შინად,
ჩემთვის მოჰქონდის ხმელთა ავარი.
60.
17. ოქროსა სწონდის, ტურფები ჰქონდის
ფერად-ფერადი, მრავალი გვარი.
18. ჰყვანდის მოყმები, მონა-მხევლები,
თვალ-მარგალიტი, სურნელ-ამბარი.
19. ვერა შევიგნი, მოვიდის წიგნი (1),
მო-გლახ-ველოდი! დამეცის ზარი,
20. დამტყდიან ცანი! „კვლავ განვვლი ზღვანი“ -
დავრჩი უსულოდ, მართ ვითა მკვდარი.
61.
21. რა მას ვიგონებ, ვერას ვიწონებ,
ველთა გაჭრასა ოდენ მზა ვარი.
22. ---------------------------------------
---------------------------------------------
23. ----------------------------------------
---------------------------------------------
24. ---------------------------------------
--------------------------------------------
თავი X
62.
1. გხმობ, თამარ, მზესა, უმზესად ზესა,
მით რომელ უცხო ხარ სახილველი,
2. უკლებლად სათნი გცისკრობენ ღაწვნი,
გტურფობს მოხედვა, ბროლ-ვარდობს ყელი.
3. გაქვს არსთა წყალი, - თვით მე გეწყალი, -
მშვიდი და წრფელი მოსახვეჭელი.
4. განცვიფრდეს არსნი, ხმა-მაღლად მზახნი,
ამას იტყვიან: „ჰე, საკვირველი!
63.
5. თუ არს მთოვარე, რად მზეობს არე?
რად არა ოდეს შეიქმნა ბნელი?
6. ანუ თუ ელობს, რად დანთქმა გვღელობს,
აწ მსწრაფლ გვეწევის შარავანდელი?!“
7. სამყარო სრული, ედემს ასული
ჩანს შვიდთა მნათთა მანათობელი.
8. ხსნად ადამისად, შექმნად ამისად
უწოდა ღმერთმან, თვით აღძრა ხელი.
64.
9. თუ არვინ იცის, მისებრ ვინ იცის
მიწის ნაყოფი ეტლთა ამსლველი?
10. ბნელთა მთენოსა გკადროთ ენოსა,
ანუ უმიროს ყობადთა მცნელი.
11. ანუ გთქვათ ისი: არს ბრძენთა თვისი,
ასკილიპოსებრ გონება-ვრცელი!
12. არ გგვანდეს დარი, ხოსრო დადარი,
საამ-აქილევ, დებორა ქველი!
65.
13. არცხვენ მოზეთა, მოსამომზღვრეთა
ღმრთად ზევსის ნაქვსთა ვიეთთა მთხზველი.
14. მათ თუ ოცნებით, შენ ღმრთისა ცნებით.
ითქმი საწადად ყოველთა მთქმელი:
15. დადირთა მთოვნი, შენებრთა მხცოვნი.
და მუსულმანთა სიმართლით მსრველი,
16. ურჩთა კლვად მკოდი, სულტანთა მგოდი,
ხალიფას სვისა ჯავართა მშლელი.
66.
17. ბობქარ რადა რბის? - დასდვას, დვინსა რბის,
ოდესმე ლხინთა საზღვარი ბნელი.
18. სხვათა მძლევართა, ხარკთა მძლევართა
ზედა სხვა შიში ჰმატს საშინელი,
19. რომელ დღეს ტაოს მოემატა ოს,
ისპირს და შარვანს მოვლაა ძნელი.
20. მათ გულსა ალმით, მით გაგიალმით
ქოსთავე თანა სანიჭ-საძღვნელი.
67.
21. არს ლხინთა მთმობი, მართ ვითა მგმობი,
ეფრემის ძირთა ისართა მთლელი.
22. თუ ქებად თქვენად ბრძნად ქმნეს მათ ენა
გამომეტყველებრ, რიტორებრ მთქმელი,
23. ბრძნად მაქებართა ვჭვრეტ მქიქებართა:
„მა-შამსსა ჰგავსო“ – მით გძნობდეს ელი,
24. ანუ რა გნახოს, რასა გასახოს
ნათლისგან კიდე სხივ-განსაცდელი?
68.
25. იტყვის: „მწვავს მე ხებრ, მე მცქაფრობს მეხებრ.
დავით ძლიერი, მხნე, უძლეველი,
26. წყნარი და მკრძალი, მოყმეთა ძალი,
მეფეთა სკიპტრა – პორფირთა მცმელი“.
27. თქვენი თქვა რიტოს: „ხმა ყოს, ვინ სჭვრიტოს:
აქვსმცა სუფევად ათასი წელი!“
28. სამებად ქსული საუფლო სული
მისთვის მოგბერა, არს თქვენი მცველი!
თავი XI
69.
1. -----------------------------------------------
--------------------------------------------------
2. -----------------------------------------------
--------------------------------------------------
3. მაშა, მეხელი, მაშა, მეხელი,
მით ვამგებლობდე, და-ცა-ვსცე ნალი!
4. ვინ აშენ ებრად, ვინ ა შენებრად.
თვალთ-შეუდგამი ნათლის მფენალი?
70.
5. ღმრთისაგან ეგე, ოს თამარ ეგე
ნადელოვნებად მისადენალი,
6. ანუ შუქითა, მსგავსად უქითა,
ბნელთა ცისკრულად გამათენალი;
7. არ ავი დია, ა რავი დია
ვიცით ნახული და ნასმენალი!
8. ყოვლითურთ უკლი, ერთგულთა უკლი,
ურჩთა კლვად ზინდანს შემაყენალი.
71.
9. მეფე მთავართა, მფლობი ჯავართა,
სოფლისა წყალთა დამაშვენალი.
10. მიეც ქადილსა, სრულ-ჰყავ წადილსა
ვახტანგს სწორებით შემას-მქენალი;
11. ბობქარ მგოდები, მცდრად ნაწოდები,
დავითის ხმლით ა შემარცხვენალი.
12. მით გააშენე, მით გააშენე,
რომელ გულითურთ მანაყე ნალი.
72.
13. მე ცად ვინები: მეცა დვინები!
თქვენად ვქმნა ნებით, ვჩნდე მოხსენალი:
14. მბრძოლთა მხარკემან გძღვნას მოხარკემან
ელიჯად ოქრო დასატენალი.
15. არ ეც ნასარად, არ ეცნას არად:
ხალიფას სისხლთა რად სდის ტენალი?
16. ბრძნად ლამაზ ენით ვინ ითქმის ზენით
სწორუპოვარი, მძლედ სახსენალი?
73.
17. მოემან გებით, მოე მანგებით
ყავ ბაღდადიცა გასაჩენალი.
18. არსად არსა რა, არსად არს, არა,
შენებრ უკლები და საჩენალი!
19. ---------------------------------------
-------------------------------------------
20. --------------------------------------
-------------------------------------------
თავი XII
74.
1. გულო, აბა, მო, დაუსაბამო,
თამარ ვთქვა ნათლად დასაბამისად,
2. მზეებრ სავანე, სულის სავან
თან-განმწყოდ ძისად, სწორად მამისად!
3. ვძებნეთ ქნა რისთა? - დღე ბნელ ქნარისთა,
მითვე ნათლითა დღე ქმნა ღამისად.
4. უმსგავსო პირი, იესეს ძირი
ასულად ვიცნი აბრაჰამისად!
75.
5. ცად ქმნად უცადი არს განუცადი
ღმრთივ განბრწყინვებად და კამკამისად.
6. მჭვრეტელთა ურჩი, ვარდი ნაფურჩი
გამცდელთა შეიქმს მსგავსად დრამისად.
7. სამყაროდ ისრის, უწყალოდ ისრის,
ქმნადთა მცველია წარბ-წამწამისად
8. ზენათ ცხებული, გამრიცხვებული,
მჯობი ყოვლისა მხნეთა მამისად.
76.
9. ანათობს ის ოს, მით არცხვენს ისოს
შუქის კრთომითა შეუდგამისად.
10. ზნედა სჭირს ესა: არ ეტყვის მზესა:
„სამხარ მელოდე! სჩან მაღლოისად“.
11. არ ენა, სული არენ ასული
შემწედ მესიას აღნათქვამისად.
12. თვით დგას ეტლითა მსწრაფლ მომხვეტლითა
აგარის ტომთა გულსა შხამისად.
77.
13. უცნი ავითა, უც ნიავითა
საუფლო სული ჟამის ჟამისად.
14. მწადდა-რე ძნობა, ვრცელად განბრძნობა
სამუსიკოთა შენასხამისად,
15. მით ვერ ვეგები, მით ვერ ვეგები
პლატონისისა შენასხამისად,
16. რად არ აჩნია, რა მიაჩნია,
ენა ვით სძლებდეს საქებარისად?
თავი XIII
78.
1. შენ მწუნობი ხარ მნათობთა,
არ ისასმენლებ, არიდენ;
2. შენ შუქნი ელვა-ეთერთა
მზისა მწვერვალთა არიდენ;
3. შენ სისხლთა შენთა ურჩთასა
უზღო-უმსგავსოდ არ იდენ;
4. არცა ნათლისა ისარი
მჭვრეტთა გულებსა არიდენ!
თავი XIV
79.
1. გვიან შენებრთა ძებნანი,
რკინისა ხამლთა შესხმანი.
2. შენთვის ხმდა არისტოტელი,
დიონოს წიგნთა შესხმანი,
3. მსგავსად აქილევ-ტროელთა
უმიროსისგან შესხმანი,
4. ვერცა დამეტებს სოფოკლი,
არა თუ ჩემნი შესხმანი.
თავი XV
80.
1. ვინ ჩნდა საწმისად, მსგავსად აწ მისად
წინასწარ-მთქმელი მოსწავებულად
2. ცად, საყდრად, ღრუბლად, ღაწვ-ბროლ-ვარდ-შუბლად,
თამარ, შენ გიცნობ განცხადებულად.
3. გიწოდა შენ თვის, როკვიდა შენთვის
პირველი დავით განცხადებულად.
4. თვალად ძე მისი, შენ რა ემისი,
სოლომონ გხმობდა სახელდებულად:
81.
5. „ასულო ჩემო, მჭვრეტთა შემჩემო,
სჩან სიკეთითა განშვენებულად!“.
6. ფიცითა წამა, მისგან იწამა
ღამე დღის-ფერად განბრწყინვებულად.
7. ვამცნი მსმენელთა, მოსათმენელთა
ნიჭთა ვით მივხვდი შენთ ხელთ გებულად.
8. უკვირდა შენი სიკეთე, შენი
სთნდა ყოვლსა სულსა განკვირვებულად.
82.
9. მოწყალე სული, მშვიდ-წრფელ ასულ
გიცნა გონებით მისად ცხებულად.
10. მოუნდა არსთა, მიდთა და სპარსთა
ერთ-სამწყსოობა ერთ-უფლებულად.
11. მოგყვა, მო, ნებად, შენდა მონებად
აღძრნა ყოველნი თავდადებულად.
12. ვსჭვრეტ ნიშსა ცხადსა: თვით გულითადსა
მისსა სახელ-სდვა მოწოდებულად.
83.
13. მე ვიტყვი ფიცით: „რაც ოდენ ვიცით,
რად ვინ მაბრალობს ვთქვა დაკლებულად?
14. შენი სიშუქე რომელთა ვუქე,
ვითამც ვინ იქმნეს მიბაძვებულად?
15. ცისკრობ შენ ნათლად, ბრწყინვალე სანთლად,
მთიებნი რად ყვენ განქიქებულად?
16. აღმოშენებსა ვინ აშენებსა
მორჩსა ახალსა აღმორჩებულად?“.
84.
17. ნათელი დიდი რადგან დაბინდი,
ვიცი არ ითქმი დაბნელებულად.
18. ედემურია, ვისცა სურია
ანუ სხვავე ჰხვდეს შეძინებულად.
19. მე ვიცი, რომე დავამცირო მე,
ვერავინ გბადრობს გასწორებულად!
20. გინა შობილი, ანუ სწრობილი
შენგან ჩანს მთვარე დასაწყლებულად.
85.
21. ეჩვენებოდა, ეფერებოდა
ეგ თქვენი პირი გაცისკრებულად!
22. მე რომ თქვენ გნახე, ედემის სახე,
მართ სამოთხისა მიახლებულად,
23. ღონე ვიცადი, ვერ განვიცადი,
შენსა შუქს ეყვის დარიდებულად.
24. ვნახე ინდონი, ვითა რინდონი,
რომე ჩნდეს ზანგნი ალაღებულად.
86.
25. ვინ მელნის ტბებად გთქვეს დასახებად,
გიშრისა სარო დანატრებულად,
26. სახედ გსახობდეს: „რა მზე ნათობდეს,
მაშინცა ითქმის დაბნელებულად!“.
27. ვინ გჯობს ბედითა? რად აბედითა
მზე შენმან შუქმან დამეტებულად?
28. ვერვინ გიხილა, ნახვად გიხილა,
ანუ გიჭვრეტდეს გარეტებულად.
87.
29. მე გული შენი ჩემად ვიშენი;
რაღა მიიქცი, ვჩნდი ზარ-ღებულად.
30. არდი მეტია – მომკალ მე, დია! –
ჩემი სიცოცხლე გაცუდებულად.
31. რომელმან ღამე-დღე ყო, თქვა: „ღამე
ჰფენს შუქსა მზეებრ განათებულად!“
32. მოსეს ფიცარსა, მთას ნაფიცარსა,
ეწერნეს თქვენი ძლევა გებულაღ!
თავი XVI
88.
1. იგავთ დამწესი და გმირთა მწესი
იესეს ძისა მით გძნობს ებანი.
2. ერმი რა გნახა, მსწრაფლ დაიძახნა
შენგან უკუნმან კარის ღებანი.
3. ზევსმან მზედ გიცნა, სამყოფი გიქმნა,
სელონის ეტლთა მოგირბევანი,
4. ნარგისნი გიცნა, ზეცას გზა გიქმნა,
თქვა: „გწყლიანობენ შენ ლომ-ნებანი“.
89.
5. ა რეა! კრონოს ენა გარდმკონოს,
ვარდთა გიდარნე ნაშვენებანი.
6. არ შენდა შექმნა, რაც ბრძენთა ექმნა
თქვენზედ სიბრძნისა ხელოვნებანი?
7. მამამან ძე ყო, ძემან უკლებ ყო,
სულმან დაგისხნა სიწრფოებანი.
8. წამწამთა ხრანი ვისკენც ქმენ ცხრანი,
ცხრა ათას ექმნეს ნატირებანი.
90.
9. იპოვნენ წმიდად, შეიცვენ დიდად
სწორუპოვარნი სიტკბოებანი.
10. გტრფიალობს ლომი აბესალომი,
ეფრემის ძირთა ვის გხვდეს თებანი.
11. ნებროთს სჯობს ძალად, ვთქვა შიშით მკრძალად,
დებორს ჰმატიან ახოვნებანი.
12. დანთქა აბირონ, დათან საბირონ
ორგულთა დანთქამს ძლიერებანი.
91.
13. უკლებლობს ლაღი, მბრძოლთ გულის მდაღი,
სპარსთა სისხლისა დანაკლებანი,
14. ბედ-დიდობს მრავლად, აქვს სვე დიდ ავლად,
პონტოს ზღვისითგან არს უფლებანი.
15. უძრწის შამალი, მით თქვა: „შამ ალი!“
მის კერძ მისტაცნა მცბიერებანი.
16. ევლტის ხალიფა, იტყვის შარიფა:
„აწ გაგვიცუდდა სჯულის-დებანი“.
92.
17. თარშით და დალბით, ეგვიპტ-ალაბით.
სძღვნეს ნიჭად თვალნი და მონებანი.
18. მცრობსა აქილევს, მბრძოლთა აქ ილევს,
რა მძლედ ა, ვიდის მოხსენებანი:
19. „ახალო ხვასრო, ბაღდადით სპარსო,
ააელესო, დასვენებანი!“.
20. რომელსა მშვიდნი ვერ გსწორვენ შვიდნი.
წყალ-ჯავარისა დაშვენებანი,
93.
21. უძლე ძლიერთა, ბევრთა სძლი ერთა,
ოს ყვენ ბობქარის მეოტებანი.
22. ვახტანგის ტომსა, მას ვეფხებრ მხლტომსა,
მზისა გშვენიან განშვენებანი.
23. არსად მოსულნი, შენოდნად სრულნი.
არა ყვნა თქვენებრ განკაცებანი.
24. დიდად განძებად, თქვენ მისგან ძებად
გენიშნეს ლაშას აღმორჩებანი.
94.
25. არს უშიშ, ვითა მისითა შვითა
დაუკლებელნი სრულნი შვებანი,–
26. რიტორებრივცა თქვა: „ზენით ვინც ა,
სხვათა ისართა და არს ებანი“.
27. ენოს მწერლობდეს, უშურველობდეს,
ვერცა მან სრულ-ყვნეს თქვენნი ქებანი.
28. ჰე, ფილოსოფთა, გონებად მყოფთა,
ვერ შეუგნიან თქვენნი დრებანი.
თავი XVII
95.
1. ისმინეთ, არსნო! ირწმუნეთ, სპარსნო!
პირველითგანვე გვესწავა ღმრთებად:
2. „დასაბამითგან არ იყვნეს ცანი,
ოდენ ქვეყანა მყოფობდა ზღვებად;
3. მაშინ მან ერთმან უკლებმან ღმერთმან
ერთი ბუნება ქმნა სამად თბებად.
4. არ უცხოთა მით სუფევითა თვით.
ხელითა იწყო, უწოდა ძებად“.
96.
5. გაუწყე საქმე: „ნივთთა შესაქმე.
სიტყვით ყო ხოლო თამარის ცხებად.
6. ნათლითა სრულ ყო, ედემს ასულ ყო
ღამეთა ნათლად, ბნელისა ცებად“.
7. უკლები ესე არს გულსა მთესე.
შიშისა ღმრთისა დაუვიწყებად;
8. მაღალი, დიდი, უკლები, მშვიდი,
წრფელი, უცრუო ცან უზაკვებად.
97.
9. ჯავარ მოცალე, ტკბილი, მოწყალე
ყოველთა კაცთა განურისხებად.
10. ურჩთა მოგვიდებს ცითა ნაწოდებს.
დავითს უწოდა მეფეთა ძებად.
11. ამან ეტლითა, მზის საჭვრეტლითა
მთვარესა ლები ამატა ლებად.
12. მან ახოვანმან, მძლედ სახოვანმან
ხელ-ყო ისლამთა ცეცხლისა დებად.
98.
13. ჯაჭვ-ჭურთა მფრქველი გამოჩნდა ქველი.
და აქილევთა დაუწყო ძლებად;
14. მიწყივ ომითა დაუშრომითა
თურქნი განასხნა დაუყოვნებად.
15. მან ათაბეგსა, ხვარაზმშა მდეგსა,
კეთილ-განრჩევით სჯულ უდვა მცნებად,
16. კაცი ძლიერი, მხნე, მეცნიერი,
შემძლე მელიქსა თვალთა ფერებად.
99.
17. თვით ბრძენი წვართა, მით მოიწვართა
მისდა დიდებად, გასულტანებად.
18. მოყმე სვიანი, იესიანი
ლაშა აძებნა ლხინად და შვებად.
19. შიშითა მკრძალი, ვაზირთა ძალი
მოგზავნა დიდთა ცხენთა ძღვანებად;
20. უდრი ითხოვა, მზე მოითხოვა
ბნელისა კართა ნათელთა ცებად.
100.
21. ვერა დამატონ სოკრატ და პლატონ,
ძნობდეს ორნივე ეფრემის წყებად.
22. აპეტოსესგან მოპოვნებულ არს
ქვეყნისა ზომა ქალდეველებად,
23. ვარსკვლავთ აღრიცხვა – ზოროასტროსგან;
ვერცა მათ ხელ-ყვეს შენდა დარებად.
24. არისტოტელმან მეძიებელმან
თავი თვით მისცა საძიებელად.
თავი XVIII
101.
1. ვთქვი შიშით მკრძალმან: საღმრთომან ძალმან
მობერა სიონს ბრძნად მეცნიერსა;
2. იქ თქმული მან ცნა, მაუწყა-მამცნა,
მისა გასწავებ და მის მიერსა.
3. ფილოსოფოსნი, წინასწარ მგრძნობნი,
იტყვიან ჟამსა შესაქმიერსა:
4. ვირე მოხვალო წადთა მიმყოლო,
ღმერთსა თუ უნდეს სრულ-მყოფიერსა.
102.
5. დასაბამს დადრკა, ცხადად არ დადრკა
რისთვის მიდრიკა მისგან მიერსა?
6. არამედ თვისსა ერსა და თვისსა
მიდრკა მისდამი სალმობიერსა.
7. ეწოდა მამა, ძე ეთამამა,
სული ეწრფელა მთავრობიერსა.
8. სიტყვით ყვნა წყალნი, ზეცისა ძალნი
დაბადნა ხანსა ერთ-წამიერსა.
103.
9. სთნდა შექმნა ცისა შვიდ-სვეტ-მტკიცისა
ერთ-არსებასა სამ-სახიერსა.
10. მოსწონდა ღმრთობა, წინა-განწყობა
ღმრთისა სატანას სალმობიერსა.
11. ქმნა ღმერთ-მთავარმან და მეუფემან:
არ დაეფარა გულთმეცნიერსა.
12. ზეცით იოტნა, ამით იოტნა,
მისცა ნაყოფსა მას სიტყვიერსა.
104.
13. უკუნთა მთენი, მზე-მთოვარ მთენი
მნათობ-ჰყოფს ყოვლსა ქვეყანიერსა.
14. მითა ქმნა სწადა: ადამ მიწადა
შექმნა სახესა თვით სახიერსა.
15. მის თანა გვერდით ყოფად მის გვერდით
ევა უცხოვლა სულ-ცხოვლიერსა;
16. ამცნო: „მის ხისა განმარისხისა
შორს გქმნა ნაყოფსა მას მანკიერსა!“.
105.
17. იწყო მაცთურმან მტერ-უკეთურმან
წვევა ჭამადსა მოსამშიერსა.
18. მზაკვრებ ლაღნა მით, განქიქნა ამით,
ღმერთმან თქვენ მსგავს-გყვნა გულისხმიერსა.
19. მითვე გვეუფლა ჩვენ დამონება,
ცოდვისა კაცთა, ამ სოფლიერსა.
20. გამოგვაყენნა საშვებლისგანა,
მიგვცნა უფსკრულსა უნათლიერსა.
106.
21. შემართეს მართა, ერჩდეს მათ მცთართა,
სცვალეს კურთხევა, უპოვეს ერსა,
22. უსმინეს მტერსა, სამოთხის გველსა,
იმოსდეს ტანსა მადლ-მოსიერსა.
23. ვინ შექმნა ევა, განწყრომით სწყევა,
ქვეშე ყო ხელსა ადამიერსა;
24. რისხვით უბრძანა: „და აწ შენც სცანა:
პურსამც შენსა სჭამ ნაოფლიერსა!“
107.
25. დასწყივა მტერი, საჭმლად სცა მტვერი,
თქვა: „ერთი თავსა და გველი ბრჭალსა“.
26. უმზირდეს მტერსა, გამოეხენესა.
სამოთხესა მას საშვებიერსა.
27. მაცთურმან ომად დაუწყო ცთომად
წამსა ხუთათას ხუთასიერსა.
28. ვინ კაცი იწყო, თვით ნანვად იწყო,
განზრახვით ის სჯის მოსპოლვიერსა.
108.
29. მისისა მხნისა ქმნად კიდობნისა
ნოეს უბრძანა ქმნად, გონიერსა.
30. იძია შური, მით მოსრნა სრულნი
არსნი ურჩებით განდგომიერსა.
31. წყლით რღვნისა შთვილნი კლვად შექმნეს,
შვილნი დაუკლნეს მტერსა მანქანიერსა.
შვილნი დაუკლნეს მტერსა მანქანიერსა.
32. მითვე წესითა დაუწესითა
მაცთურთა იწყეს საძებნიერსა.
109.
33. მყოფსა სიტყვითა ტყვიან, ვიტყვითა
თავითა ყოფად აღნათქმიერსა.
34. წყრებოდა, თუცა დავითს ეფუცა.
მისთა თესლთაგან საშობიერსა.
35. იწყო ნიშისა ქმნად საშიშისა,
მის კერძ ვერ მართებს ხსნა მიწიერსა:
36. მკვდართა აღმდგენი, ბრმა-კოჭლთა მდგენი.
სრულად უვნებლად საწესიერს ა.
110.
37. თავს იდვა ვნება, ყო მიდევნება,
მოკლა სიკვდილი, სძლია ძლიერსა -
38. ადამ პირველსა, შეუჭირველსა
სუფევასავე ღირს-ყო ციერსა.
39. ღირს-ყვნა წარმართნი, წინა-წარმართნი
საქმესა ღირს-ყვნა მას მადლიერსა.
40. ყო-ღა მოზენით, მოხედა ზენით
თამარ შუქ-მფენსა, ნათელიერსა.
111.
41. მისცნა დავალნი, ხმელთა დავალნი,
სკიპტრა-მპყრობელ ყო არსთა მიერსა.
42. სიტყვითა მრჩევსა, ელვათა მრჩევსა
გცისკრობს მოხედვა მონახმიერსა.
43. მტკიცედ აქვს სჯული, ჩანს მართლ-მსაჯული,
მას რომ უხმობენ ღმრთის სახიერსა.
44. უძრწის ჰავარი, სტურფობს ჯავარი
მშვიდსა და წრფელსა და ლმობიერსა.
Комментариев нет:
Отправить комментарий