ამ წლის წინად მოვიდა
გენერალი
ტოტლებენი
მხედრობით
საქართველოში,
ეკატერინა
მეორესაგან,
ასამხედრებლად
მეფის
ირაკლისა
ოსმალებზე,
რომელიცა იმ
დროს
შერიგებას
აპირებდა
მეფე
ირაკლი
ოსმალებთან
და
ამაზე
ლაპარაკი
ჰქონდათ
ერთმანეთში.
მაგრამ, როდესაც
მეფე
ტოტლებენმა
ნახა,
დიახ
პატივით
მოეპყრა
მეფეს
და
ბევრი
კარგი
დაპირება
უთხრა
კატერინა
მეორესაგან.
რასაკვირველია,
მეფე
ირაკლიმაც
დიდი
მოდგინებით
მიიღო
გენერალის
დაპირება.
ტოტლებენის
და
მეფის
ირაკლის
ნახვის
შემდეგ
დაწყობილება
მოახდინეს,
რომ
ოსმალებზე
გაილაშქრონ. ტოტლებენმა თავისი ძლიერი
რუსეთის
მხედრობითა
და
მეფე
ირაკლიმ
თავისი რვა
ათასამდი
ცხენიანი
რჩეული
ქართველებით,
სადაც
იმ
ჯარებით
მივიდნენ
და
აწყურს
შემოადგნენ.
ამის მნახველთ ოსმალებმაც
თავიანთ
ოსმალოს
ძალა
მოირთეს
და
იქ
მყოფების
ლეკებისა
– ლეკების წინამძღომელის კორტა ბელადით,
რომლებიცა,
გაერთიანებულნი
ეს
ოსმალ-ლეკები,
მოვიდნენ.
შეიქმნა
ამათში
ომი
და
გაგრძელდა
სამ
დღემდე. ამ
დროს,
ამ
მესამე
დღეს
აიყარა
რუსის
ჯარი
და
ჩქარი
სიარულით
უკან
დაბრუნდა.
მეფე
ირაკლიმ
და
ქართველებმა
ეს
რომ
ნახეს,
დიდად
გაჰკვირდნენ,
არ
იცოდნენ,
რა
მიზეზი
იყო;
მეფე
რამდენიმე
კაცით
გამოუდგა
და
სხვა
ჯარს
უბრძანა
ომის
არ
მოშლა.
მოწევის
უმალ
ტოტლებენს
გზა
გადუჭრა,
ცხენიდან
გადახტა
და
გაკვირვებით
უთხრა:
– მითხარით, რა
მიზეზია
თქვენი
დაბრუნება?..
– ეს არის
ეხლა
ჩემი
ხელმწიფის
წიგნი
მომივიდა,
უნდა
დავბრუნდე.
– ტოლებენის პასუხი.
– ამ ომში
და
ამ
სისხლის
ღვრაში,
რად უნდა
ინებოთ
დაბრუნება?
– ჩვენი ხელმწიფე და
ოსმალოს
სულთანი
შერიგებულან.
– მაშ თქვენი
და
ჩემი
კაცი
გავუგზავნოთ,
რომ
მე
და
იმათშიაც
შერიგება
მოხდეს.
– რა ვქნა,
მე
ეგ
არ
შემიძლია.
– რატომ არ
შეგიძლიათ,
მაშინ
როდესაც
რომ
თქვენის
გულისთვის
ოსმალო
ჩემი
მოსისხლე
მტერია,
თორემ
ოსმალოს
ჩემთან
რა
მტრობა
აქვს?
ვინც
რუსეთიდან
მოდიან
ეკატირინა
ხელმწიფისგან,
დიდი
დაპირებით
მეუბნებიან:
დიდ
წყალობას
ელოდეთ
ეკატირინა
ხელმწიფისაგანო,
და
ამასთან
უთქვამთ:
ქრისტიანობის
და
ჩვენის
სარწმუნოების
გულისათვის
უნდა
გავისარჯოთო. აჰა, ესეც
ქრისტიანობის
გულისათვის
მოვსულვართ
აქ
და
ხედავთ,
ჩემი
ქართველები
როგორ
ომში
არიან
დღეს?
– „თქვენო
დიდებულებავ,
მომიტევეთ,
რომ
ჩემი
ხელმწიფის
ბრძანება
უთუოდ
უნდა
აღვასრულო. ამის ბრძანებისამებრ ეხლავ უნდა
გავტრიალდე
და
წავიდე
ჩემის
ჯარით,
თორემ
თუ
დავიგვიანე,
ჩემს
ხელმწიფეს
ეწყინება.
ამისთვის,
რომ
იქ
ჩემს
ხელმწიფეს
ბევრი
საქმე
გასჩენია
და
ამის
გამო
უთუოთ
ჩქარა
უნდა
წავიდე“.
ამასთან გასწია და
საჩქაროდ
წავიდა
თავის
ჯარით.
იმ
დროს
მეფე
ირაკლის
თვალწინ
წარმოუდგა
თავის
მამულის
დაღუპვა,
ერთის
მუხლით
დაუჩოქა
და
უკან
ვედრებით
მისძახა
დაბრუნებულიყო,
მაგრამ
მაინც
კიდევ
დიდი
ბოდიშით
გაეშურა
ღენერალი.
აქ მყოფთ მოხუცებულებისაგან1 გამიგონია:
ამის
გამგონი
და
მნახველი
მეფე
ირაკლი
ასე
წამოხტა,
რომ
ერთ
ადლზე
მაღლა
შეხტა,
თავის
ცხენს
მოაფრინდა
და
თავის
ქართველებს
შემოსძახაო:
– ქართველებო! რუსები
უკანვე
წავიდნენ.
ეს
იცოდეთ,
ჩვენი
დაბრუნება
უკან
არ
იქნება,
ამიტომ
რომ
თუ
რუსების
ჯარს
ოსმალო
მოეწია,
დიდ
ვნებას
მისცემს
და
მას
უკან
გაქაზებულნი
ოსმალ-ლეკნი
საქართველოს
გაგვიოხრებენ,
ამისთვის
უმჯობესია,
ჩვენ
აქ
გავწყდეთ.
ახლა
ამის
შემდგომ
თქვენ
იცით
და
თქვენმა
ვაჟკაცობამ,
ქართველებო.
ოსმალ-ლეკნი ბევრნი
იყვნენ
და
ქართველები
რვა
ათასამდე, მაგრამ
სამი
დღის
დაუცხრომელი
ომის
შემდეგ
და
ნამეტნავად
ტოტლებენის
იმ
უკანასკნელ
დაბრუნების
დროსა,
იმ
ორ-სამ
საათში,
ასე
შეაჭირვეს
ქართველებმა
ოსმალ-ლეკები,
რომ
გატრიალდნენ
და
სიმაგრეებში
შევიდნენ.2
ამის შემდგომ ამბავი
მოუვიდა
მეფეს
ირაკლის,
რომ
რუსები
სამშვიდობოში
შევიდნენ
ხეობაში.
ამ
შეტყობის
უმალ
აიყარა
და
ასპინძისაკენ
წამოვიდა
თავის
ჯარით. ამ დროს
ოსმალ-ლეკებსაც
მოემატათ
ჯარი
და
გაუხდათ
თხუთმეტი
ათასი,
რომლებიცა
ამით
გაგულისებულები
გამოეკიდნენ
და
ასპინძის
ხრამის
პირები
შეუკრეს
ქართველებსა.
დაუყოვნად
იმ
ღამეს
მეფე
ირაკლიმ
კაცები
გაგზავნა
დიახ
საიდუმლოდ
და
მტკვარზე
გადებული
ხიდი
ააყრევინა
და
აღელვებულ
მტკვარს
მისცეს,
ვინაიდან
კვალად
სხვა
ჯარს
მოელოდნენ
ოსმალისა,
ასე
უთქვამთ:
ოცი
ათასზე
მეტსაო!
– ეს დრო იყო
გაზაფხული.
ასე უშიშრად იყვნენ
ქართველები,
რომ
ამის
მეორე
დილაზე
რამდენიმე
ასი
კაცი
წავიდნენ
სათარეშოთ
საშოვართა,
ამ
განფანტულ
ქართველებს
მოასწრეს
ოსმალ-ლეკთა,
წინ
წამოიარეს
და
სადაც
მეფე
ირაკლი
იდგა
მცირედი
კაცებით,
ზედ
მოარეკეს.
მაშინ
მნახემ
და
უშიშარმა
ირაკლიმ
შემოსძახა
თავის
თანმხლებელს
ქართველებსა,
დაერივნენ
და
მაშინვე
გადრიკეს
მტერი3. დაუყოვნად
ოსმალ-ლეკნიც
წამოვიდნენ
თავის
სრული
ძალით
ქართველებზე
თამამად
და
უეჭველად
ფიქრობდნენ
ერთობ
ქართველების
დანთქმას,
მაგრამ
მეფე
ირაკლი
და
მისი
მხნე
სარდალი
თავადი დავით
ორბელიანი
გადაემატნენ
იმ
დღეს
ვაჟკაცთ-ვაჟკაცობას.
შევიდნენ
ქართველები
ძალიან
ომში,
სადაც
იყო
მოუწყვეტელი
თოფთა
ცემა
ორსავე
მხრითა,
დალესული
ხმლები
ბრიალებდა
ერთმანეთზე.
გაძნელდა
ომი
ქართველებისათვის,
ამიტომ
რომ
ოსმალ-ლეკნი
ბევრნი
იყვნენ
და
ქართველები
იმათზე
ცოტა.
ამ გაძნელებულ ომის
დროს,
მეფემ
უკან
შემოიხედა,
ნახა,
რომ
თავისი
უფროსი
შვილი,
ბატონიშვილი
გიორგი
(შემდგომში მეფე) ერთ
სიმაგრეს
მიჰბჯენია
თავის
ჯარით
და
იქ
გაუმაგრებია
ერთი
მაგარი
ადგილი4.
მეფე ირაკლიმ ეს
რომ
ნახა,
ანტონა
აქიმბაშს
უბრძანა:
– „ანტონა
აქიმბაშო5, ეხლავ
საჩქაროდ
გასწიე,
ჩემს
შვილს
– ბატონიშვილს გიორგის მოახსენე,
რომ
საჩქაროდ
მომეშველოს
თავის
ჯარით,
ხომ
ხედავ
რა
გაჭირვებაში
ვართ
ეხლა... ყველა ასე
მოახსენე“.
მეფე ირაკლიმ ანტონა
აქიმბაში
რომ
გაგზავნა,
თვითონ
თავის
ჯარს
დაუძახა
ამ
სიტყვებით: „გულოვანნო
მხნენო
ქართველებო,
ჩემო
განუყრელნო
ყოველ
საშინელებაში,
ჩემო
გულის
ძმებო!
ეს
ამისთანა
გაჭირვებული
ომი
ჩვენ
თავზე
პირველი
არ
არის.
კარგად
გაარჩიეთ,
დაინახეთ,
რა
სიკვდილის
ლხინი
არის
დღეს!
ვიომოთ
სიკვდილამდე,
ასე
სიკვდილამდე,
რომ
ჩვენი
ზურგი
მტერმა
არ
დაინახოს:
ეს
ჯაბანთა
წესი
არის.
თქვენ
წინ
გადაწყვეტით
ვაღიარებ,
რომ
დღეს
უნდა
გამოვესალმნეთ
ჩვენს
თავს,
აქ
უნდა
გავწყდეთ.
ჩვენს
ცოლშვილში
სირცხვილია
დამარცხებით
მისვლა,
მერე
რა
პირს
დაგვინახვენ
ის
ჩვენი
კარგი
დედაკაცნი?
– შავსა დამარცხებულ პირსა,
თან
გვეტყვიან:
ჯაბნებო,
წადით
დაიკარგენით
ჩვენგნითაო... აბა ჩემო
გულის
ძმებო,
მანამ
იმათ
წინ
ამ
სირცხვილით
წარვდგებოდეთ,
გვიჯობს,
ჩვეს
წმიდა
სიკვდილზე
თმები
ვაწეწინოთ
იმათ,
ჩვენს
დაქცეულს
ჩვენს
სისხლზედა,
ჩვენი
მამულისათვის.
გავწყდეთ,
ქართველებო.
მე
აქ
თქვენში
ვიმყოფები
ერეკლე!“
– „გავწყდეთ,
გავწყდეთ
ერთიანად. დედა შეერთოს
ცოლად, თუ
არ
გავიმარჯვეთ,
ვინც
აქედგან
უსიკვდილოდ
გავიდეს“. ეს ძველ
დროში
აუცილებელი
ფიცი
იყო.
ან
უნდა
გაემარჯვათ
და
ან
გაწყვეტილიყვნენ.
ბევრი
ამისთანა
სიტყვებია,
ამისთანა
გაჭირვებულ
ომში
მეფის
ირაკლისაგან6.
ანტონა აქიმბაშმა საჩქაროდ
გასწია
და
მის
თვალთანვე
მოახსენა.
– „ბატონიშვილო,
მეფე
გთხოვს
საჩქაროდ
მიშველებას
თქვენი
ჯარით.
თქვენს
მზეს
ვფიცავ,
დიდ
გაჭირვებაში
ბრძანდება
მამა
თქვენი
მეფე
და
ქართველები“.
ბატონიშვილი გიორგის პასუხი:
– „ანტონა
აქიმბაშო,
დამიჯერე,
შენც
აქ
იყავ
ჩემთან.
თუ
ისინი
დააბრუნონ,
მას
შემდეგ ჩვენს
ჯარს
ჩვენ
დავიჭერთ“.
აქეთ იქიდან
მეფის
ირაკლის
ოჯახობის
მტრებმა
ანტონას
დაუძახეს7: – გაუგონე, ბატონიშვილი გიბრძანებს,
უნდა
დაუჯერო. ანტონამ იმათ
ყური
არ
ათხოვა
და
კიდევ
ბატონიშვილს
მოახსენა:
– „შენი
ჭირიმე,
ბატონიშვილო,
რას
მიბრძანებ?
მეფე
ირაკლი
იქ
რომ
დაამარცხონ,
აქ
თქვენ
თავს
როგორღა
დაიჭერთ,
მტერი
სულ
ფეხთ
ქვეშ
გაგქნისთ
და
ბოლო
დროს
სულ
ერთიან
საქართველოსაც
გააოხრებენ.
ჩქარა
წამობრძანდით,
შენი
ჭირიმე“.
– „ანტონა
აქიმბაშო,
გირჩევ
შენც
აქ
ჩემთან
დარჩე,
მაშინ
მივეშველნეთ, თუ
რომ
ჩვენი
ჯარი
დაგვიბრუნონ“.
ამასთან კიდევ აქეთ
იქიდან
დაიძახეს:
„აქიმბაშო,
დარჩი
აქა,
გიბრძანებს!“
– თქვენ მზეს
ვფიცავ,
არ
დავრჩები,
ღმერთი
გადღეგრძელებს,
წამობრძანდით“.
– „ანტონა
აქიმბაშო,
დამიჯერე“.
კიდევ აქეთ იქიდან
ხმებმა:
„დაიჯერე,
აქიმბაშო,
დაიჯერე!“8
– „ჩემო
ბატონიშვილო,
ვერ
დაგიჯერებ. წავალ მეც
ჩემს
მეფესთან
და
ჩემს
ძმებ ქართველებთან,
ჩემს
სისხლს
იმათთან
ერთად
დავაქცევ
მამულისათვის“.
ამ სიტყვასთან აქიმბაშმა
ცხენს
ქუსლი
ჰკრა
და
მეფესთან
მოიჭრა.
ამასობაში
ცოტათ
დაეწიათ
და
წყნარ-წყნარად
მოჰყავდათ
ომით,
რომლებსაც
გულოვანი
მეფე
ირაკლი
და
იმის
სარდალი
დავით
განამხნევებდნენ
ქართველებსა
და
მამა-პაპის
ვაჟკაცობას
მოაგონებდნენ
იმათ!9 ამ
დროს
მოხსენდა
სიტყვა
ანტონა
აქიმბაშისაგან:
– „ჩემო
ხელმწიფევ,
ვერ
დავძარ
ბატონიშვილი
გიორგი
იქიდან“.
ამ სიტყვაზე ერთი
შემოიხედა
მეფემ,
მაგრამ
სიტყვის
გაცემის
დრო
აღარ
იყო,
ამისთვის,
რომ
იმ
ჟამს
ერთს
ვიღაზედაც
თვალი
ეჭირა
მეფეს
და
იმას
უმზერდა.
ის
იყო
ლეკების
კოხტა
ბელადი,
რომელიცა
გათამამებული
მიუძღოდა
წინ
თავის
ლეკებს
და
ხმალამოღებული
მოაქროლებდა
ცხენს.
ამ
დროს
მეფე
ირაკლიმ
თავისი ჯარი
თითქმის
დამარცხებული
რომ
ნახა,
მაშინათვე
მკვირცხლად
მიიჭრა
მეფე
კოხტა
ბელადზე,
დასცა
თოფი,
მოკლა
და
თავის
ქართველებს
შემოსძახა
ხმამაღლივ,
ასე
რომ
ყველამ
გაიგონეს
იმისი
დაძახება:
– „ხმალი
ამ
წუნკალებს,
ქართველებო!“
ამ სიტყვაზე თვითონაც
და
სულერთიან
ქართველებმაც
იშიშვლეს
ხმლები
და
მტრის
რაზმებში
დაერივნენ,
თითქმის
ერთი
სამად
მომატებულებში.
ეს აქ, ამ
ამბავში
გავწყვიტოთ
და
ახლა
სხვას
მოვყვეთ.
მეფე
ირაკლის
რუსეთის
ჯარი
რომ
დაუბრუნდა,
ამის
რამდენსამე
დღეს
შემდეგ აქ
ქ. ტფილისში ხმა
დააგდეს
მეფის
ირაკლის
ოჯახობის
მტრებმა,
რომლებიც
აქაც
ბევრნი
იყვნენ:
მეფე
ირაკლი
თავის
ქართველებით
საშინელ
ომში
დაღუპულა
სულ
ერთიანადო.
ამას კიდევ სხვაგვარი
სიტყვებიც
დაუმატეს
და
ამ
ამბავმა
დარეჯან
დედოფლამდე მიაღწია; დარეჯან დედოფალმა
მაშინვე
წუღები
გაიძრო
ფეხებიდან,
ისე
ფეხშიშველა
წამოვიდა
და
სიონთა
ღვთისმშობლის
ეკლესიისაკენ
გასწია.
ამაზე
მთელი
სასახლეც
დაედევნა:
ქალნი
ფეხშიშველანი
და
კაცები
ქუდებ-მოხდილები
თან
წამოჰყვნენ
დედოფალსა.
ასე
დაიცალა
მეფის
სასახლე,
რომ
ერთი
მცირედი
ყრმა
აღარ
იპოვებოდა
სასახლეში, არც ქალი და
აღარც
კაცი
– სულ დედოფალს გამოჰყვნენ.
დედოფალმა და იმის
ერთიან
სახლეულობამ
ბაზარში
გაიარეს
და
სიონთა
ღვთისმშობლის
ეკლესიაში
შევიდნენ.
ბაზრის
ხალხი
ამ
ამბავს
იკითხავდა:
რა
ამბავი
მოსვლია
დედოფალსო?
რომლებიც,
რასაკვირველია,
ერთი
მეორეს
მოუთხრობდნენ
დიახ
საშინელ
საქმეში
ჩავარდნისას
მეფის
ირაკლისას,
თავის
ქართველებით.
ამაზე
ბაზრის ხალხი
წამოცვივდა,
დუქნები
საჩქაროდ
დაკეტეს
და
ეკლესიაში
შევიდნენ,
სადაც
წამსვე
ეს
ამბავი
მთელს
ქალაქს
მოეფინა.
დედანი
ფეხშიშველანი
და
კაცები
ქუდებმოხდილები
სიონთა
ღვთისმშობლის
ეკლესიაში
შეიწიეს,
მაგრამ
ეკლესიაში
ხალხი
რომ
აღარ
დაეტია
ქუჩა
გაივსო
დედაკაცით
და
კაცებით.
ამასთან
რაც
სამღვდელონი
იყვნენ
ქალაქში,
სულ
სიონთა
ღვთისმშობლის
ეკლესიაში
შეიყარნენ
თავიანთი
ეკლესიების
პირველის
ხატებით
და
შემოსილნი
წინ
მოუძღოდნენ,
სადაც
ეკლესიაში
ხატების
წინ
დედაკაცთა
და
კაცთაგან
დიდი
ტირილი
იყო
დაჩოქებულებისაგან ხელაპყრობით და სთხოვდნენ
რამე
შემწეობას
ღმერთსა!
ამ ჟამად დედოფალ
დარეჯანს
მოახსენეს:
– „მთელი
ქალაქის
ხალხი,
ქალნი
და
კაცნი
სულ
ერთიან
გარეთ
შეიყარნენო“.
ეს რომ დედოფალმა
გაიგონა,
სიონთა
ღვთისმშობლის
ხატი
და
სხვები
ქუჩაში
გაასვენებინა;
საღმვდელონი
წინ
გაუძღვნენ
და
თვითონ
უკან
შეუდგნენ
მწარე
ცრემლით.
ეს
სახე
გარეთ
ხალხმა
რომ
დაინახა,
ქალებმა
და
კაცებმა
ქვითინით
ტირილი
ამოუშვეს.
საკვირველი იყო, პარაკლისი
რომ
დასრულდა,
რამდენიმე
კაცი
მოიჭრა
და
დაიძახეს:
– „აღელვებულ
მტკვარსა, ოსმალოს მკვდრები მოაქვს
და
იმათი
ქუდებიო“.
ამ ხმის გამგენეთა,
რაღამაც
გაურბინა
და
ყველანი
გაჩუმდნენ,
პატარახანს შემდეგ კიდევ დაიძეხეს:
– რაღაც ამბავია, რომ აღელვებულ
მტკვარს
ერთი
ერთმანეთზე
მოაქვს
ოსმალოს
მკვდრებიო“.
განცვიფრებით ყველამ ერთპირად
იხმაურეს:
„ნეტავი
შეგვატყობინა,
რა
ამბავი
უნდა
იყოს?”
ამასთანავე საშიში ხმით
დაიძახეს
ხალხში:
– „ოსმალოს
ჯარი
შემოგვესია,
ოსმალოს
ჯარი!“
ამ ხმაზე ძალიან
აღშფოთება
მოხდა
ხალხში,
მაგრამ
თან
ეს
სიტყვა
დაჰყვა:
„ქართველები
ყოფილან,
ოსმალურათ
აცვიათ,
ქართველები
არიან“.
პატარახანს
შემდეგ, ოსმალურად
ჩაცმული,
ცხენიანი
ქართველები
შემოვიდნენ
ხალხში,
სადაც
აღტაცებული
სიხარული
მოხდა
დედაკაცებთა
შორის
და
კაცებში.
მეფე
ირაკლი
კი
ქართულად
ჩაცმული,
ცხენიდან
გადახტა
და
სიონთა
ღვთისმშობლის
წინ
პარაკლისი
ახდევინა
მადლობისა,
ჯერ
ხმა
არავის
გასცა. შემდეგ ლმობიერი
ცრემლით
მეფე
და
დედოფალი
ერთმანეთს
გადაეხვივნენ. ამის შემდეგ
ყველამ
შეიტყვეს
ქართველების
თვითეული
ამბავი
და
გამარჯვება.
მართლა
ასე
გაემარჯვათ
ქართველებსა,
რომ
რამდენიმე
ათასი
ოსმალ-ლეკი
აღელვებულ
მტკვარში
ჩაეყარათ
და
იმათი
დამღვჩვრები
ტფილისის
წინ
ჩამოატარა
აღელვებულმა
მტკვარმა.
ამ ამბავს მეფე
ირაკლიც
რომ თან შემოჰყვა, უფრო
მომატებული სიხარულიც ეს იყო, რომლებიცა
ყველანი
ღმერთს ევედრებოდნენ
იმის
ხანიერს
დღე-გრძელობასა.
იქ
რომ
გაიმარჯვა, მეფე ირაკლის ებრძანებინა: „მე
ვიცი
ქ.
ტფილისში
ამ
ომისა
ცუდი
ამბები
ჩავა
და
იმ
ამბებზე
ვიშიშვი,
რომ
გარეშე
ჩვენი
მტრები
ჩვენზე
არ
ასდგნენ.
ამიტომ
საჩქაროდ
უნდა
გავეშურო
და
ქ.
ტფილისში
ჩავიდე,
იქიდან
ყველგან
კაცები
გავგზავნო
და
ჩვენი
გამარჯვება
ყველას
ვაცნობო“. ამისთვის
ის
თავის
ჯარი
თავ-თავის
მხრებისაკენ
დაითხოვა,
თვითონ
რამდენისამე
თავის
საკუთარის
ამალის10 კაცებით
საჩქაროდ
გამოსწია
მოკლე
გზითა. მთელი ის
ღამე
ეარა
და
მეორე
დღეს,
მზე
კიდევ
მაღლა
იყო,
შუადღის
შემდგომად,
რომ
აქ
ქ.
ტფილისში
მოვიდა,
ისე
როგორც
ზევით
გავიგეთ.
როდესაც რომ მეფე
ირაკლის
გაემარჯვა,
მაშინვე
ბატონიშვილი
გიორგი
მოსულიყო,
მამისათვის
მოელოცა
გულის
წმინდით გამარჯვება
და
ცრემლით
მოხვეოდნენ
ერთმანეთსა.
თურმე
თავის
გამართლება
მოენდომებინა
ბატონიშვილს
გიორგის,
მაგრამ
მეფეს
მოესწრო
ამ
სიტყვით:
– „შენმა
გაზრდამა,
ბატონიშვილო
გიორგი,
ეგ
შენი
განზრახვა
დიახ
კარგი
იყო,
მაგრამ
აქამდე აღარ
გაგვიჭირდა
ღვთის
მოწყალებით
და
ძალიან დავამარცხეთ
მტერი“.
მამაჩემის დროსა და
იმის
შემდგომაც,
ახლად
მკვდარი
რომ
იყო
მამა
ჩემი,
ძველი
თავადები
ხშირად
მოვიდოდნენ
ბატონიშვილ
დედაჩემთან
და
სხვადასხვის
ლაპარაკით
ატარებინებდნენ
დროსა
დედაჩემსა.
ერთ
საღამოს
ჟამზე
კიდევ
მოვიდნენ
მეითარი
თავადი სოლომან
თარხნიშვილი,
მეფის
ირაკლის
მდივანბეგი
ზაალ
ბარათაშვილი,
მეფის
გიორგის
მდივანი,
თავადი ელიზბარ
ფალავანდიშვილი
და
სხვანი.
დასხდნენ
და
ჩვეულებისამებრ
მოჰყვნენ
ძველს
ამბებსა. ბოლოს მდივანბეგ
ზაალს
და
ელიზბარს
სთხოვეს
ასპინძის
ომის
ამბავი
თქვათ.
ორივ
იმ
ყმაწვილი
კაცები
იმ
ამბავში
დასწრებოდნენ11. ჯერ
პირველად
ზაალ
მოჰყვა
და
ის
ამბავი
დაასრულა,
რაც
აქ
მეფის
ირაკლის
ამბავი
ვთქვით,
და
მას
შემდეგ ელიზბარმა
სთქვა
ისა,
რაც
ბატონიშვილ
გიორგისთან
ამბავი
მოხდა.
ბოლოს
მეითარი
სოლომონ
მოჰყვა:
– „მე
იმ
დროს
აქ
ქალაქში
ვიყავ
და
დედოფალ
დარეჯანს
ვახლდი
სასახლეში,
როდესაც
ერთი
პატივცემული
მოხუცებული
მოქალაქის
ქვრივი
საჩქაროდ
შემოვიდა
დედოფალთან
და
გულგახეთქით
მოახსენა:
შენი
ჭირიმე,
დედოფალო,
ჩქარა
ავიყარეთ,
ტყეში
სადმე
დავიხიზნეთ,
მეფე
თავის
ჯარით
დიდ
საშინელებაში
ჩავარდნილაო.
ეს
რომ
თქვა,
მაშინვე
დედოფალი
ფეხშიშველა
გამოვიდა
და
სიონისკენ
წავიდა. ეს ამბავი
მეითარმა
ასე
დაასრულა;
მერე
ბატონიშვილმა
– დედაჩემმა უთხრა:
– „ის
პატივცემული
მოხუცებული
ქვრივი,
თავადის
ბეგთაბეგიანთ ქვრივი
ყოფილა
და
არა
მოქალაქისა.
იმ
დროს
ის
ახლოს
სასახლესთან მდგარა,
ხშირათაც
თურმე
დადიოდა
დედოფალთან
და
სასახლეშიაც დიდი
პატივცემული
ყოფილა
ის.12 ამას გარდა,
ის
ისპინძის
ომის
ამბები
აი
კიდევ
რამდენისაგან
გამიგონია:
მამაჩემის
მამა
დემეტრე
იქ
მეფე
ირაკლის
ჰხლებია
ყოველ
ადგილას
განუშორებლად13 და
იმისი მოსამსახურენი
იმ
ომის
ამბებს
ბევრჯერ
იტყოდნენ
ხოლმე
და
სხვებს: ბევრსა
მოხუცებული
დავითა
დემურაშვილი,
ბერელა
კობახიძე
და
სოლომონა
ხატულაშვილი.
კიდევ
იმათ
გარდა
ყათარჩის
(ე.ი. მეჯორეების) სულეიმანისაგან
გამიგონია,
რომელსაც
მეფის
ირაკლის
ბარგის
ჯორები
ჰბარებია
და
მეფის
საჯდომ
ცხენსაც
თურმე
ის
უვლიდა,
სადაც
იმ
ასპინძის
ომში
თან
მისდევ-მოსდევდა
და
მეფეს
ყველგან
ახლდა. ნაამბობთა და
იმათ
ყურის
მიმგდებლებისგან
ხომ
რამდენისაგან
გამიგონია,
იმ
ასპინძის
ომის
ამბები
და
სხვებიც
ბევრი.
ზაალ მდივანბეგმა ესეცა
სთქვა:
– ჩვენი დამარცხება
შეუძლებელი
იყო,
ამოტომ,
რაც
გამოჩენილი
ვაჟკაცები
იყვნენ
საქართველოში:
თავადები,
აზნაურები
და
გლეხკაცები,
იმ
დღეს
სულ
ვიყავით,
ამისთვის
იმედი
გვქონდა,
რომ
უთუოდ
გავიმარჯვებდით.
გამარჯვების შემდგომად, მეფე
ირაკლიმ
სამი
დაჭერილი
ლეკების
ტყვე
ეკატერინა
ხელმწიფეს
გაუგზავნა
რუსეთში
თავის
წიგნით:
ასე
გავიმარჯვეთ
ასპინძაში,
რომ
სამი
იქ
დაჭერილი
ტყვე
თქვენთვისაც
მომირთმევიაო
და
სხვა.
ალექსანდრე ორბელიანის
კომენტარები
1. იმ მოხუცებულების
სახელები ქვემოთ ბოლოში იქნება. თვით ომან ხერხეულიცეძა სწერს, მაგრამ რიგიანი
გარკვევით კი არა: ტოტლებენისათვცის და მეფე ირაკლისათვის ამბები ეზიდოთ და იმათში
შური ჩამოეგდოთ, რომელიც ამაზე შემოსწყრა ტოტლებენი და ამის გამო წამოსულიყოს.
იქვე სწერს ხერხეულიძე: მოვიდა მეფე ირაკლი, მრავალს ეხვეწა (ტოტლებენს). მაგრამ
მან არ უსმინა და ნებისამებრ თვისა გამობრუნდაო.
2. იმ დროს, სამი დღის ომში
ათი ათასი ოსმალ-ლეკნი იქნებოდნენ და შემდგომად ამ სამი დღის ომისა თხუთმეტი ათასი
გაუხდათ.
3. ომან ხერხეულიძისაგან
არის დაწერილი ისტორია ირაკლი მეორისა, მაგრამ რაც აქ ხსენებულები ჩვენ
მოხუცებულებთაგან გამიგონია იმ ამბისა, იქ უფრო ცოტათ არის ნახსენები და მოკლედ
დაუწერია.
4. ორი ათასზე მეტი ჯარი
ჰყავდა იმ დროს ბატონიშვილ გიორგის. ის გამბედავი მამისებური ვაჟკაციც იყო გულით,
მაგრამ იმ დროს მეფის ოჯახობის მტრებმა მლიქვნელი ენით მოატყუეს და ერთ სიმაგრეში
გაამაგრეს: თუ მეფე ირაკლი თავის ჯარით დააბრუნონ, აქ ჩვენ გავიმარჯვოთ და
მასშემდეგ მტერსაც დავამარცხებთო. ისიც გულით წრფელი იყო, დაუჯერა. იქნება ოდესმე
მეფის ირაკლის ოჯახობის მტრებიო და იმათი ამბები ავწერო, მე სულ წვრილად ვიცი მათი
ამბები.
5. ყარაშვილი, ახლა კარაევი.
6. მეფე ირაკლის ერთი კარგად
გაზრდილი არტილერისტი ჰყავდა, თავადი პაატა ანდრონიკაშვილი, რუსეთსი ნასწავლი,
რომელმაც კარგად გაუმართა არტილერია და რომელთაც - მეფე ირაკლის და იმას ხშირი
რჩევაც ჰქონდათ საქართველოს განათლებაზე. იმისაგან მეფე ირაკლი ევროპულ სამხედრო
საქმეებსაც ისწავლიდა და რეგულარული ჯარების დაწყობაც უნდოდათ, მაგრამ
ბოროტ-განმზრახველები ასე შეუჩნდნენ მეფეს და ამდენი ცბიერობა ქნეს, რომ მეფეს
დააშორეს, ამიტომ რომ მეფე ირაკლის კარგი არა ჰქონოდა რა და ყველაფერში მოშლილი
ყოფილიყო.
7. თავადმა რ. ა. და მისმა
დამოკიდებულებმა.
8. ბატონიშვილ გიორგის
ძალიან ჰყვარებია ანტონა აქიმბაში, მეფე ირაკლისასც ხომ რასაკვირველია, მთელი
სახლობისა და ოჯახობის აქიმიც ის ყოფილა, რომელიცა ფრანგის კათოლიკის
სარწმუნოებისა იყო. დღეს იმის შვილიშვილები ბევრნი არიან აქ.
9. ომან ხერხეულიძის
ისტორიის ხელნაწერი მე მქონდა, რომელშიც დიდად აქებდა ასპინძის ომში სარდალ თავად
დავით ორბელიანს და ახლა დაბეჭდილში რატომ არ მოუხსენიებია იგი ვერ ვხვდები.
10. ამ ამალის კაცებს, ოსმალების
გაცრეცილი ტანისამოსი ჩაეცვათ და ისე ხლებოდნენ მეფეს, რომელსაც ამაზე ბევრი
ეცინა.
11. ზაალი მეფე ირაკლის განუშორებლად
გვერდით ახლდა, და ელიზბარ - ბატონიშვილ გიორგის.
12. მაშინ დედაჩემი ჯერ
დაბადებული არ ყოფილა.
13. მამიჩემის მამა დემეტრე და მეფე ირაკლი მესამე რიგის ნათესავები იყვნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий