пятница, 22 декабря 2017 г.

ფეშანგის (XVI ს.) „შაჰნავაზიანი“ ნაწილი I

ფეშანგი ფაშვიბერტაძე (ნამდვილი გვარი ხითარიშვილი) იყო XVI საუკუნის პოეტი, გორელ ვაჭართა წრიდან. „ფაშვიბერტყა“ პოეტის მამის შერქმეული სახელია. ფეშანგი იმერეთის სამეფო კარის მდივანმწიგნობარი იყო 1660-იან წლებში. როცა არჩილის ხანმოკლე მეფობის შემდეგ იმერეთიდან წამოვიდა, მას თან გამოჰყვა ფეშანგი. მდივანმწიგნობრული საქმიანობა მან ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის, 1658-1675) კარზე გააგრძელა. რაღაც დანაშაულის გამო ფეშანგი ფაშვიბერტაძეთვის ცხვირი მოუჭრიათ: „გებრალებოდეს საბრალო, ცხვირ-მოჭრით თვალცრემლიანი“ (არჩილი). 1664-1965 წლებში დაწერა საისტორიო პოემა „შაჰნავაზიანი“, რომელიც შეიცავს XVII საუკუნის 60-იანი წლების ქართ-კახეთისა და იმერეთის პოლიტიკური ურთიერთობის აღწერას და ვახტანგ V-ის, მარიამ დედოფლისა და უფლისწულთა ხოტბას გვაწვდის საყურადღებო ბიორგაფიულ და ისტორიულ ცნობებს ვახტანგ V-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პოემა დაწერილია თექვსმეტმარცვლიანი შაირით, ავტორი უხვად სარგებლობს რუსთველური პოეტური სახეებით.
შესავალი
1 ესე ამბავი იწყება ქართველთა ხემწიფეთანი;
ვინ ხლმითა ბადრობს, მებძოლთა შეაქნა ყოველმხრით კვეთანი;
ვერვინ დაუდგა სულდგმული, აბჯართა უწყო ფეთანი.
სხვა ვით მოუთქვა სიკეთე, ანუ სისავსე ზნეთანი.
2 ჟამნი გადახდენ, მეფეთა არვის უბძანეს წერასა,
არცავინ ხელჰყო გამოთქმად, ტკბილ საუბართა თქმევასა,
ან მელექსესა რა რჯიდა, ველად დაეწყო რბენასა;
დაუმადლებლად სიტყვანი სად წარმოეთქვა ენასა?!
3 სიბძნით სავსემან რუსთველმან აქო ნესტანჯა, ტარია
იგ თინათინ და ავთანდილ, მართ მათი შესადარია;
მრუდიცა მართლად გამართა, ნახულთა დასადარია.
მთქმელი და გამამეტყველი მისებრი არსად არია.
4 შეაერთა ტკბილ ქართულად, სიტყვა მჭევრი ასად ასო;
მიჯნურთათვი ეშყი გულსა დასათრობლად ასად ასო;
სიტყვა საღმთოდ გასაგონი მსმენელთათვი ასადასო;
თინათინით მოიპოვა, ტყვედ ნესტანჯარ ა სადა სო.
5 როსტომ აქო სერაპიონ, კაცი სრული, არ თუ ნასი;
ხოტბა ჰკადრა ფალავნური, იგ შეამკო მეტად ხასი;
ბევრს მორივა უნებლიედ, ვის შეეძლო სიტყვით ბასი,
მან მელექსე მოიმდურა, აღარ მისცა დასტიფასი.
6 კახთა მეფემან თეიმურაზ იწყო ლექსებსა წერასა;
აქო ლეილი და მაჯნუნი, თვით გაისაჯა მწუე რასა;
უსუფ ზილიხაც შეამკო მიჯნურთა ფეხთა მტვერასა.
მას სიბძნე ჰქონდა ზღვისაებრ, უგბილთა შენამტერასა.
7 მათ შეამკვეს საუბარი; სხვა ცუდია, ნუ მოსცდების;
ნურც ედრების მათ მელექსე, დაიღალვის, ვერ მისწვდების;
შეუმოკლდეს ლექს ქართული, მაშინ ცეცხლი მოედების;
დაიღალვის ცუდად რბენით, სხვას ვერ ავნებს, თვით ივნების.
8 მაგრამ მათ აქეს უცხონი: ინდო და არაბელია:
ზოგი სხვაც ვინმე ახსენეს, ცუდად ნადირთან ვლელია;
------- დაუნახეს ნაქმარნი, იყვნეს რის საქმის მქნელია.
------ სიტყვა სათქმელად, ვერ დაიმაგრებს მთქმელია.
9 მათნი ტკბილნი გონებანი მიკვირს ვისთუ გადააგეს!
რამდენ გვარად სიტყვა მჭევრი ათქმევინეს ტურფა ბაგეს;
გამოჩხრიკეს დაუკლებლად, კარგ სიტყვათა თვალნი აგეს;
უცხოთათვი საბძოლელად მიდგეს, ხმალი არ ჩააგეს.
10 რას ეხელყვის საქებარად ტარიელ და ავთანდილი?
სად იცნობდეს უცხოს უცხო, ან რა ნახეს მათგან ქნილი?
ყველა ტყუილი შეატმასნეს, ყოფილიყო გადავლილი;
აქეს ვინმე უმეცარი, გაიმწარეს მათთვი ძილი.
11 აწ, თუცა ვარ უგუნური, ხემწიფისა ყმა და მონა,
არც სიბძნე მაქვს, შემეტყობის რომე სიტყვა მამეგონა;
პატრონისთვის საქებარად მწარე ტკბილად მამეწონა;
ვდგავარ მათად სამსახურად, დამიყრია ჭკუა და გონა.
12 თვით მინახავს პატრონისა ძალი, სიმხნე, ჯომარდობა,
ხემწიფობა ცისა სწორად: მუდამ იკვრის დაბდაბ, ნობა;
მტერი ყოლმხრით დაიმონა, მათ მიეცა ლახვარ სობა.
ტინი კლდეცა ვერ დაუდგის, შიშისაგან შექნის დნობა.
13 ყველა ვსწერო, ვერ გავალ; მართლად ვიტყვი, არა ჭორად;
სამამაცო მისგან ქნილი, რაც მინახავ გმირთა სწორად.
რაცა ბძანის, მეუნებლემ ვერა ქნის რა ერთი ორად,
თუარემ ცეცხლებ მოეკიდის, წამსვე შექნის დასამორად.
14 თუ მამისმენ ხემწიფისთვი ვით ვაუბნო ტკბილად ენა;
მას ვაქებ და მას ვადიდებ, თუარემ რა მრჯის, ცუდად რბენა?
თავი დამიც საწამებლად, ვერ დამიგმობ, რაცა ვთქვენა;
სიმხნე მითქვამს ხემწიფისა, ვის არ მართებს ამის სმენა?!
15 გიაჯი, სოფელს მყოფელნო, ისმინოთ ჩემგან თქმულია;
რას ვიხელოვნებ უგბილი, ანუ ვით მოვრთმევ გულია;
ვისი მწადს ქება, დიდება, მისთვი ვარ დადაგულია;
ამად მივმართე სიტყვანი, არ იქნას დაკარგულია.
16 ვადიდოთ დამბადებელი, ღმერთი არსიდან ქებული.
წამის ხანს შექმნა ყოველი, მის გამო არდაკლებული;
ცა, მიწა, წყალი შეათხზნა, მზე, მთვარე მიწყივ რებული;
ანგელოზთ დასი შეამკო, ეშმაკი შექმნა ვნებული.
17 ადამ შექმნა მიწისაგან, მას უჩინა გვერდსა ევა.
მათ სამოთხე მიაბარა, ვერ იტვირთა, მით ქნა ჰე, ვა!
ამცნო სიბძნე, სურნელება, რომ ესმინა მისი თქმევა,
მაგრამ დასცდეს გველისაგან, მით მიეცა ეზომ წყევა.
18 რაღას არგებს სინანული, რადგან დარჩენ ბაღსა გარე;
სიტკბოება მოეშალათ, მათ მოჰკრიფეს ხესა მწარე;
სამოთხესა გაეყარენ, დაუბნელდა ყოვლი არე;
ვინ დაბადა, მათ უარყვეს; სხვა ვინ დარჩეს დაუმცდარე?!
19 ვიცი ბძენი ამა პირსა არ დამიგმობს, რაცა ვკადრე,
მართებს შიში მოწყალისა, მემცა ამად შევეკადრე.
ვინცა ეძებს სიმართლესა, უსათუოდ ჰპოოს ადრე,
კაცი ღვთისა მიუნდობლად თუ გამოდგეს, დაცამფადრე!
20 არ დააკლდების სიმაღლე, ვინ გზა მართალსა ვლიდესა;
სავაჭრო ჰქონდეს ძვირფასი, ადვილ არ გადაჰყრიდესა;
სჯობს საუკუნე ეძებოს, სიმშვიდის ბარგსა ჰკვრიდესა,
თუარამ ბოლოჟამ ინანდეს, ამ სოფლის გადამკიდესა.
21 ღმერთო, შენ გაქებს ყოველნი, ხელით შექმნილნი შენითა;
საკურველო და საშიშო, ძნელად საქებო ენითა;
გიაჯი შეწყნარებასა, ცოდვილთა რაცა ვქენითა;
რადგან ადამს აქვს ოხება, ნურც შვილნი შევიჩვენეთა.
22 გავბედე სიტყვა მცირედი, ღმერთო, ძალითა შენითა,
მამეც შეძლება სიტყვის თქმად, ვიყო უსტართა რჩევითა;
არსად შევღონდე, პასუხი უკლებლად მოადენითა;
ხელვყავ ამბავთა წერასა, საქმითა ესოდენითა.
23 დავით, სიბძნითა სავსემან, მოირთო ტკბილნი ებანი;
იესოს ხისა ნაყოფი, შეითხზნა იგ სავსებანი;
ახსენა დამბადებელი, შეასხა მგზავსად ქებანი;
ქრისტიანეთა დაუგდო სიტყვა, ურთიერთებანი.
24 სოლომონ ფილასოფოსმან ზეცით გვირგვინი მოიცა;
მას სიღრმე ჰქონდა სწავლისა, მით საპატრონო მოიცა;
სჭირდა წყალობა ზეგარდმო, ჩამოეფინა, მოიცა;
მცირე სიტყვითა უარ ჰყო, მისგან გაძება მოიცა.
25 ვახტანგ გუარგასალ მეფემან დაიპყრა ხაზარელია;
რუსნი დაჰფანტა, ყივყაჩნი, უომრად მათ არ ელია;
თარაყან მოკლა, ბაღათარ, საქმე ქნა საზარელია;
ყაბარდის მეფე შეიპყრა, თქვა: „წასულას ნუღარ ელია“!
26 ჩერქეზი დაიონავრა, მინდორი სულა დაფანტა,
შეიპყრა ციხე ქალაქი, მებძოლი ყველმხრით დაფანტა;
ხმალს შეაჯერა კვეთანი, დაჭრა, დახია, დაფარტა;
მას არ მიაჩნდა სულდგმული სწორად, მართ ვითა აპანტა.
27 მოვყვეთ მცხეთელსა მირიანს, ვინ მეფე იყო რომელი;
დედაქალაქი ხელთ ჰქონდა, მას ვერა სჯობდა რომელი;
ჰყავდა ურიცხვი ლაშქარი, უანგარიშო რომელი;
გადახდა, გავლო სოფელი, მას ვითღა ნახავ რომელი.
28 აშოთ კურატმა ძლიერმა თურქთ უყო დიდი რიალი;
მათ შეანანა ნაქმარი, ვინცავინ შექნა ყრიალი;
მოსრა, მოწყვიტა ერთობით, გაქცეულთ შექნეს გრიალი;
ქართველნი დაათამამა, ჰქონდათ ზათქი და ზრიალი.
29 მან დიდმა არჩილ მეფემან ირწმუნა წმიდა სამება;
ახსენა არსთა მპყრობელი, ინდომა მისი ამება;
ქართველნი იხსნა თურქთაგან, დაწყვიტა ცრემლთა თქამება,
სამოთხე დაისაკუთრა მით, რომ თავს იდვა წამება.
30 ბაგრატ კურატმა სიმხნითა საქმე ქნა დევთა სადარი,
ჟამნი გადახდენ, მისებრი აღარ იხსენა სად არი,
ქუთათის ყოვლაწმიდისა მანვე შეუმკო სადარი,
და ჰქმნა შეძლება ღთისაგან და საფარველი სადარი.
31 ყოველთა იცით სიდიდით, თუ რა ქნა იმან და ვითა;
სხვა დიდნი მოსრა მეფენი, ურიდლათ იმან დავითა;
სარწმუნოებით სავსემან, არ გასცა იმან დავითა;
მრავლად აშენა საყდარი, არა ქნა იმან დავითა.
32 თამარ მეფემან სიწყნარით მოირთო ყოვლი რიგია;
თავი მამაცად მოირთო, უნდოდა არ დარიგია,
გლახათა მისცის უზომო, თქვა: „სულსა მით მოვიგია“.
სამოთხე ჰპოვა უთუოდ, მისი სამყოფი იგია.
33 იტყოდნენ: „ქალმან ხმალი სამესისხლოდ ვით მოლესა,
სახელმწიფო, ტახტ გვირგვინი მას შეჰფერობს“, -- აგრე თქვესა,
ჩინ მაჩინს და იმა მაშრიყს აქებდნენ მისსა ზნესა,
მის ჟამშია საქართველოს ლომთაც ვერა დააკლესა.
34 სხვანიც გადახდენ მრავალნი, სახელოვანნი მეფენი;
წავიდენ, გავლეს სოფელი; ოხრად დააგდეს სეფენი;
უხნნი, გუნება მდაბალნი, არ სიჩქარითა მცქეფენი,
აწ გამიგონეთ, მსმენელნო, ვის უქო სიიეფენი.
35 უნებლად გავლეს სოფელი, ტახტი დასცალეს მათითა;
ვერა ირგეს რა, საწუთომ ბოლოს გაჰხადა დაგითა;
ვის შიში ჰქონდის უფლისა, ევედრის ტურფა ბაგითა;
აქ დარჩა მათი საჭურჭლე, ვის გესმით, თვალნი აგითა.
აქა ამბავი უებროს ხემწიფიშვილის ვახტანგისა, რომლისა მგზავსი არა ნახულა ადამითგან დღეთამდე.
36 მათგან დარჩა ვაჟი ვინმე, შვილი იმა ხელმწიფეთა;
მის სახელად ვახტანგ დასდვეს, აქებდნენ კაცთა ძეთა;
ცოტა იყო, ხუთის წლისა, ასწავლიდენ გმირთა ზნეთა;
მართ მაშინვე დაამგზავსეს დამრღვეველად სალთა კლდეთა.
37 სულ შეიყარა ქართველნი, თავადი თუ სად არისა;
არჩიეს ბრძენთა სიტყვანი, პლატონის შესადარისა;
თქვეს თუ „გადახდენ მეფენი, ვახტანგ პატრონად კმარისა,
ანუ ვინ სჯობდა წასული, ვაჟი მგზავსია მთუარისა!“
38 შეკრეს პირი ერთობილთა, შეიმოწმეს იგი რჩევა;
ერთგულთა და მისანდოთა არ ინდომეს სხვისა თქმევა;
ვინცა იყო მეუნებლე, მათ დაუწყეს შემოსევა;
დაასრულეს საუბარი, დაშლას ვერვინ გაერევა.
39 კათალიკოზი მოუძღვის, მოსდევს სად რჯული თავია;
დიდთა დიდ გვართა თავადთა დროშა მიუძღვის, ქავია;
მიჰყვების აზნაურები უანგარიშო, ზვავია;
მედგრად მორთულთა მთიულთა ფარი ეკიდა შავია.
40 შემოეხვივნენ გარეშე ამა ხემწიფის ძესა და;
ყველამ შეჰკადრა სალამი ამა უსწოროს მხნესადა;
დაუწყეს სიტყვა ხოშ გვარი ამა კეთილთა მქნესადა;
სადიდებელნი პასუხი, ვინ იცის, სადით თქვესა და.
41 მოახსენეს: „მეპატრონე შენის მეტი არვინ არსა;
შენ შეგფერობს ტახტოსნობა, შეუყვარდი ამად არსა;
აწ დღეიდან შენი ვართო, ეპატრონე ამა სარსა;
ჩვენ გმსახურებთ სარტყელ შერტყმით, საქმისაგან დაუმცდარსა“.
42 კვლავცა ჰკადრეს: „მით მეფეთა შენ დაგიგდეს ტახტი სრული,
ლახტი დიდი ვახტანგისა, ხმალი მკვეთი, იგ ბასრული,
რაში ეტლთა მიმგზავსებით, ღრუბელთაგან ჩამოსული;
მოემართე ლომის მგზავსო, მტერი შეჰქენ გაბასრული“.
43 ვახტანგ ბძანა: „თქვენი სიტყვა დავიჯერე მემცა განა,
მკვიდრი ჩემი საპატრონო მამხდომია, ღმერთმა ბძანა,
ერთგულნო და მისანდონო, თქვენ არ მოგხვდეს ჩემგან ნანა,
ვის არ უნდი სადიდებლად, მას შიგა უც გულსა დანა.
44 ზურგი ყოფილხართ ტახტისა, შემსწრობნი ამა ხანისა;
ხლებიხართ იმა მეფეთა, პატრონთა იმა ხანისა;
აწ გიპოვნივარ სათქვენოდ, ნდომა გაქვს ამა ხანისა;
„სოფელსა მოაქვს სიმუხთლე; ხან ეს არის და ხან ისა“.
45 რა მოიზარდა იგი ყმა, ვით ალვა მიერხეოდა:
„თვალად და ტანად საროსა ჰგავსო, სამოთხის ხეოდა“.
უცხო თემთაგან მოსული საჭურეტლად მიეხვეოდა;
მეტის დაჯრითა მოყმეთა კალთები დაეხეოდა.
46 სიფიცხე ჰქონდის ვეფხისა, ძალად ვით ლომი დგებოდა;
მთვარესა გვანდის გავსილსა, მის უფრო არ ეგებოდა;
მშვილდი ვერ ჰპოვეს ასეთი, საზიდრად მას რომ რგებოდა;
მისნი მჭვრეტელნი სამისოდ სადაღად გარდეგებოდა.
47 სოფლის მორჭმა გაუკვირლად მას მიაჩნდის არცა ჩირად.
შეეტყობის ესე მოყმე მტერსა გახდის ასატირად,
ურჩნი ყველგან გაამწაროს, სინათლე ჩნდეს მათთვის ძვირად.
სათემოზე მას სახელი გაუვიდეს არა მცირად.
48 ამ წესითა იზრდებოდა, ვითა ეტლი ჯავარ სრულად;
ლომს მიმართის საომარად, არც ყოლ ჰქონდის შიში გულად;
ბურთი ჰქონდის სათამაშოდ, ნადირს სდევდის არ დამცდრულად;
იმღერდის და ნადიმობდის, ჭმუნვა იყვის გადასულად.
აქა ქართველნი დიდებულნი შეიყარნენ და არჩიეს ამა ძლიერი ვახტანგის ბატონობა და მომართეს დიდი ვინ იყო, ან წვრილი -----------------------------. აქა ამა მაღლისა და უსწორო ხემწიფის ძე ქართველთა მიიყვანეს მცხეთას მას ღვთივ აღმართულს საყდარსა მათ დიდთა მეფეთა სამარხოანსა და მეფედ აკურთხეს და უწოდეს სახელი მეფე ვახტანგ, დამორჩილდენ ქართველნი ბძანებასა მისა.
49 მეფედ აკურთხეს ლომგული, დასვეს მას ტურფა სეფესა;
უწოდეს გვირგვინოსანი ამა უსწოროს მეფესა;
გადააყარეს ძვირფასი, მათვე ლაშქართა კრიფესა;
ვისცა მიესმათ ყოველმხრით, სამისოდ მოისწრეფესა.
50 შეიქნა შვება, უკუყრა, აღარსად ისმის კვნესანი;
გარიგდა ტახტი მეფეთა, ვის არ მოსწონდეს ესანი.
თავადთა ცხენთა დგენა აქვს, მუშათა იწყეს თესანი;
მონაზონთ წირვა გამართეს, იყვნენ კეთილთა მქნესანი.
51 მის მის ალაგსა მოხელე გარიგდა წინას ყოფილი;
მანდატური დგას ბოლუქად, არ იყო განაყოფილი;
სულად მოვიდენ ყველანი, ვინც იყო გადაყოფილი;
აივსებიან ლარითა, ექნებათ გასაყოფილი.
52 ჭკვიანი და გონიერი მათ ვეზირი დააყენეს;
საკითხავი კაცი ბძენი ტახტსა წინათ წააყენეს
უგბილნი და უსწავლელნი არ მიუშვეს, ააყენეს;
იგი დასვეს საკითხავად, სხვანი კარში გააყენეს.
53 აივსო თემი ლარითა, არვის ასმია წინასა;
ოქროთ მოირთეს ჭურჭელი, არვინ ინდომებს მინასა;
ხმალი მურასად ნაქმარი არტყიათ, სძაგვენ რკინასა;
იტყოდენ: „ქვეყანად სულდგმული ვინ გამოჩნდების გვინასა“.
აქა ამა ყოვლის საქციელ სრულისა და დიდებით სახელ გასულის მეფის ვახტანგის სიმხნე, სისრულე და მშვენიერება მიესმა შაჰ შარიერსა, დიდად იამა და მხატვარი გამოგზავნა მეფის სახის გარდაღებად; ჰქონდა სურვილი მხატვრის დროზე მისვლისა.
54 გაისმა ყოველმხრით ამბავი ამა უსწოროს მეფისა.
თქვეს: „მოსულაო სამოთხით საყნოსლათ სულთ იეფისა;
უსულოს სულსა მიჰბერავს, ვინც მისკენ მოისწრეფისა;
ვინ ეღირსების საჭვრეტლად, დრო მიხვდეს ვარდთა კრეფისა“.
55 ყაენს ჰკადრეს: „საქართველოს მოჰფენია შუქი მზისა;
მას უნათობს, სახემწიფო არ ეყრების, დგას, თუ ზისა;
სულ მოუცავს სრა სამყოფი ელვარებით ანაგზისა;
ვის ძალ ედვას საახლებლად, დავლა მართებს იმა გზისა.
56 ტანი ჭანდარსა მიუგავს, ან აზადსა საროსა;
მისებრ უებრო მამაცი სხვა ნახულიყოს აროსა;
პირი ცისკარსა მიუგავს, უღრუბლოდ მოედაროსა;
ტკბილად საუბრობს, მოყმეთა არ ეტყვის გასამწაროსა“.
57 ყაენს ეამა უზომოდ ამა ამბვისა სმენითა;
თქვა: „მიჩანს დიდად იმედად, ან ვით დავამცრენითა;
რად დამიმალეთ ამბავი, ამდრომდი არა თქვენითა;
სანამდი ვნახო სფაადი, მას ვინატროდე ენითა“.
58 უბრძანა თუ: „ვაშად მოხველ, აწ მიამბე სით ხარ მვლელი;
რამც იცოდე დავედრულად, შეიქენო მისი მთქმელი;
მოჰყევ ადვილ საუბარსა, ნურა გინდა გასაძნელი;
მიმაჩნია საალერსოდ ყაენიდან აქ მამსვლელი“.
59 მოახსენა: „ხემწიფეო, ვით რა გკადრო სიტყვა მცდარი;
გამამგზავნა შარიერმა, ვის უჭირავს მთა და ბარი;
მათ მიესმა ქება თქვენი, ვის გინათობს ესე არი;
მოველ, გნახე, სინათლითა დაგიჩაგრავს მზე და მთვარი.
60 ხელოვნება მაქვს, უებროდ დავხატავ ყოვლსა სახესა;
რა შემოგხედე, სხივთაგან დავები ძნელსა მახესა;
ციაგი შენად სამზერად დავრიდე, ვერა გნახესა;
არ ძალ მიც სახის აღება, კაცთა რაზომცა მძრახესა“.
61 ბძანა მეფემ: „მაემანი გადაუხადოთ ამა ყმასა“.
დაჰპატიჯეს, მიუყვანეს ხემწიფეს წინ იმა სარსა;
თვალს არ გაჰყრის საჭვრეტელად, დაიწყებდის ამოხვრასა;
გაიკვირვა, ეზომ თურე გულმან უწვის ამოთქმასა.
62 მას მხატვარსა საბოძვარი მისცეს მრავლად, დაუთვლელი;
გაისტუმრეს გზასა გძელსა; იგ ადვილად არის ვლელი.
მივა, მიაქვს გასასყიდლად სულ უფასო განძი ძველი;
ჰპოვებს ჭირთა სამუქფოსა, შეიქნების ამბის მთქმელი.
63 მივიდა, ნახა ხემწიფე, მორჭმული, ტახტსა მჯდომარე.
ხელი მოეჭდო მხატვარსა, ეგრეთად იყო მდგომარე.
ყაენმა ბძანა: „მიამბე რა ჰქენ მას გზასა რომ არე,
ან ვით ნახე ლომგული, თუ არ დაგიხვდა მწყრომარე?“
64 მხატვარმა ჰკადრა ყველაი, რაც იყო მისგან ნახული;
თქვა: „არ მასმია მისებრი კაცთა ძე გამოსახული;
თვალნი ვერ შევდგი სხივთაგან, იგ მქონდა სულ დაფახული;
ვეღარ დავხატე, შევიქენ კაცთაგან ამად ძრახული“.
65 გაუკვირდა შარიერსა, მას შეექნა ნახვის ნდომა;
ივახ ვახის წამიერად, ნატრა ჰქონდის ათი ზომა;
თუ წაიდე მისად შეყრად, არ მინდოდეს აქა დგომა,
ვნახო იგი მოყმე ვინმე, არ წამიხდეს ცუდად შრომა.
66 მოახსენეს: „შარიერო, ნურას გვიწყენ ამა თქმათა,
აქა მოსვლა არ ეგების, ნუ გამოვყრით იმა ყმათა;
იგი უვის სასიცოცხლოდ, მას აძლევენ სულთა დგმათა;
ვით ფარვანა ევლებიან, მისით ხედავენ იმა სრათა.
67 გკადრებთ, ისმინეთ თხრობილი, თუ ნახვა მისი გნებავსა,
გავგზავნოთ ვინმე მხატვარი, მცოდნელი კარგა მცნებავსა.
მივიდეს, ნახოს სფაადი, იყოს მის წინა მქებავსა
დახატოს სახე, მოგართვას, ნახო, გულს მოგილებავსა“.
68 რაცა ჰკადრეს შარიერსა, მოუსმინა მათგან თქმული
გამოგზავნეს დიდი ვინმე, ხემწიფისა შინა ყული,
მხატვრობისა დია მცოდნე, კაცადაცა მეტად სრული
შუა დღეს თბილისს შემოვიდა ისპაანიდან წამოსული.
69 მოახსენეს ვახტანგ მეფეს უცხო თემთა კაცთა მოსულა;
ბძანა: „კარგად დააყენეთ, აწ არა ხამს აქ შემოსულა“.
მარტო დასხდეს სავეზიროს, სხვათა უთხრეს კართა გასულა;
მათ არჩიეს რამცა იცის, სიტყვით გვინდა თავსა ასულა.
70 ზოგმან ზოგი თქვა და ზოგმან მიუხვდა რაცა ჰხდებოდა;
კაცი ამგზავსეს მხატვარსა, სხვა რა ჩანს რა მოხდებოდა;
თუ იხმეს მეფე უკადრი, ვითა ქნეს, არ მოხდებოდა;
შეატყუეს ყულის ამბავი ვირემდი ჩამოხდებოდა.
71 რა გათენდა, მეფე შეჯდა, მინდორთაკენ გაემართა;
ჯარი მისდევს უამრავი, მათ ქორები მოემართა;
დაჰპატიჯეს მას მომსულელსა, სიტყვა მისთვის ეწაღმართა.
მოვიდა და ხემწიფესა მუხლთ საკოცნად აემართა.
72 რა შეხედა, ყმასა თვალნი აეშალა, გაავცნობდა;
მისნი ეგზომ გონებანი დაეფანტნეს, ვეღარ ბძნობდა;
დიდ ხანს იყო გაშტერებით, სიტყვას ვერც ყოლ ვერ უბნობდა;
მეფე ტკბილად ეუბნების, გულსა ამით მოულბობდა.
73 თქვა თუ: „ღმერთო, მადლი შენდა, მეფე შეჰქენ ესე შენად;
მზე და მთვარე შეადარე, თვით ხელი ჰყავ ასაშენად;
ვის გამოჰკრთის ელვა მზისებრ, მჭვრეტელთათვი დასაშენად,
ვინ ეღირსოს სიახლესა, დაუკლებლად არის შენად.
74 ან ვიხმოთ სიტყვა ტკბილი, შეუთვალოთ იმა გმირსა;
ნუ თუ მამხვდეს შეყრა მისი, კვლავცა ვნახავ აქა ვლილსა;
სულსა მივცემ გაუყრელად, არ დაუჭერ ოქრო მილსა,
ლალ, ზურმუხტსა გამჭირვალსა, იაგუნდსა განათლილსა“.
75 გამოგზავნეს მოციქული, სიტყვა ტკბილად მოუბარი,
ჭკვიანი და გონიერი, იგი საქმის დაუმცდარი,
შეუთვალეს: „მეფევ ვახტანგ, ვის გიჭირავს ეგე მზღვარი,
ჩვენ გვასმია: შენებრ მოყმე ქვეყნად კაცი არსად არი.
76 მოდი გვნახე, შეგიმცნიო, მიგიჩნიო ძმადა, შვილად;
დიაღ მსვრის შეყრისათვის იქნას სევდა გადავლილად;
მოგცე ჩემი საპატრონო, გაგატანო ლალი თლილად;
გიაჯები, არ დაურჩე, აწ შეიქნა ჩვენკენ ვლილად“.
77 გამოდგა ყორჩი მისითა მოკაზმულობით სრულია;
ცხენი და კაცი კეკლუცად ნაქსოვში გამოსულია;
მოვა ცხენ მალედ, უკუყრით, არ უჩანს აღსასრულია,
სწორამდი მეფეს იახლა იგ, მზისა დასასრულია.
78 მეფეს ჰკადრეს: „უცხო ვინმე ქალაქს შემოსული;
ყორჩი არის, შეეტყობის, შარიერით წამოსული“.
უბძანა თუ: „წადით, ნახეთ, რადგან არის აქ მოსული
უმასპინძლოდ, ჟამიერად სარაიდან ჩამოსული“.
79 ნახეს იგი მოყმე ვინმე, ჩამამხდარი წყლისა პირსა;
უთხრეს: „სით ხარ მომავალი, ჩვენ ამბავი ვკადროთ გმირსა“.
თქვა: „ვახლავარ ხემწიფესა, შორით გზითა გამოვლილსა,
თუ მიბძანებს, ვიახლები, ყველას ვკადრებ, რაცა მჭირსა“.
80 მეფეს ჰკადრეს მონახსენი. ბძანა ხანსა დაყენება,
მეჰმანდარი გაუჩინეს, ხელის წყობად რაც იქნება,
მას დღე იყო თავის წინა, კაცსა მისცეს მოსვენება,
უმასპინძლეს აზნაურთა, მას აჩვენეს დიდად შვება.
81 დილა გათენდა. სალხინოდ მოჰკაზმეს დარბაზებია;
კედელ ყურენი შეამკვეს, გაუბეს ფარდაგებია;
ქვეშ საფენელი უებროდ, ოქსინოთ დანაგებია;
კარზე უდგანან მოკაზმით ყოშუმად სარანგებია.
82 მეფე დაჯდა ტახტსა ზედან მხიარულად, ვითა მთვარე;
მისსა ეგზომ მშვენებასა გაენათლა შინ თუ გარე;
ეხვეოდენ სულად ჯარი, სავსე იყო იგი არე;
უბძანებდის ყოველთავე მუდამ ტკბილად მოუბარე.
83 მოიყვანეს იგი ყორჩი, ეთაყვანა ხემწიფესა.
ტახტის გვერდით დაჰპატიჯეს დიდებულთა, ვითა წესა.
დავედრული მოახსენა, რაც იცოდა, ყველა თქვესა.
წიგნი ჰქონდა, გამოიღო, მან მიართვა ზესთა ზესა.
84 წაიკითხეს სიტყვა ტკბილად ნახეს, მათგან მონაწერი
ეგზომ მისსა სიყვარულსა გაეკვირვა ყმა და ბერი
თავს შეესვა საუბრითა, იგ შეჰქნოდა ვითა მტვერი
ეთქვა: „შენად შეყრამდისინ არ მოუვა ვარდსა ფერი.
85 ვარ მამლოდნე, ნუ იყოვნი, მოდი მნახე ამას რასა;
მიგიჩნევ და პატივსა გცემ, მე მოვრჩები ა მასრასა
თან გაგატან ლალ გვარსა, ან ხელსა ვყრი ამას რასა
შენის ნახვით ვარდი ბაღსა გარდაურჩეს ამას რასა“.
86 მეფემ ბძანა: „მათი სიტყვა არის ჩემგან დასაჯერად;
შარიერსა ჩემი ნახვა სწადის, დავდგე აქა მე რად?
წავალ მათად შესაყრელად, ვიყო გძელთა გზათა ვლელად;
მორჩილი ვარ ბძანებისა მათსა, სიტყვას გარდუვლელად“.
87 ხვალე წასულისა ნდომა აქვს; იქ ხანსა არ დაზმიდესა;
თან წასატანი საჭურჭლე რაც იყო, გამოზიდესა.
ლხინი აჩვენა მას ყმასა, ვით მართებს აგრე ზმიდესა;
რადგან სჩქარობდენ წასვლასა, მით ნელად არ იძროდესა.
88 ქვეყანას მცველი უჩინა; თავადი ვინცა ვინარე.
უბძანა: „ჩემად მოსვლამდი ნუ გინდათ მოსაწყინარე.
მონაპირენი ყოველმხრით იდგენ, არ იყონ მძინარე;
ადრე გაცნობო ამბავი, იყოთ უკუყრით მცინარე“.
89 თან იახლა მცირე ვინმე, მაგრამ კაცად მეტად ხასი;
ნაქებნი და გულოანი, თვალად სრული, არ თუ ნასი.
ხემწიფე და მისი ჯარი მიდიოდენ არც ორასი
თქვა: „მცირე ხამს საახლებად, რად მინდაო ბევრათასი“.
90 გადგა, წავიდა ლომგული იმა სამგზავროს წესითა;
ყორჩი მიუძღვის, მიუბნობს შაქრისგანც უამესითა.
აქლემის ყათარს ოთაღი ჰკიდია, მივლენ კვნესითა;
სადაც დადგიან, ხანები დახვდიან დღივ და დღესითა.
91 „მეფე მოვაო“ -- ყოველმხრით შეიქნა კაცთა მოდენა;
გზასა და უადგილოსა ვინ იცის რას იქმოდენა;
იჯრებოდიან საჭვრეტლად, იქით და აქათ რბოდენა;
მეტის დაჯრითა გვერდები დანებით დაიკოდენა.
92 უმასპინძლებდენ ხანები, არმაღნად მოაქვ სულია;
იყო სევდისა უკუყრა, რა ნახეს კარგ უსულია;
ნატრობდენ თვალის შეკვრასა შორიდან წამოსულია;
ყოშუმად დგიან საჭვრეტლად, მოდის ერანი სრულია.
93 ყორჩმან ჰკადრა: „აშარიერმან თქვენი მისვლა უნდა სცნასა;
წინათ წავალ, მოვახსენებ, მას ვიქმოდი რაცა თქვასა;
ვიცი თვითან მოგეგების, რადგან გიხმობს მისად ძმასა,
ნუ მაყოვნი, გამისტუმრე, მიბძანერა ამა ყმასა“.
94 დასტური მისცა, წავიდა, ყორჩმა ქნა მალედ რბენანი;
მივიდა, ნახა ყაენი, იხმარა ტკბილად ენანი;
ჰკადრა: „მოვაო სფაადი, ვინ ქნა სიტყვათა სმენანი“.
სიხარულითა აივსო, ბძანა: „მწყალობდეს ზენანი!“
95 თქვა: „ხანები მიეგებოს, აქა მყოფი ვინც ვინ არი“.
დაეკაზმნეს მისაგებად, რა ისმინეს საუბარი.
ნახეს, მდაბლად უსალამეს, გაუკვირდათ მისგან ქნარი;
უალერსეს მგზავსიერად, თქვეს: „ვინ ნახა ესე გვარი!“
96 გაუძღვეს, ჩამოახდინეს, სად იყო ტურფა სრებია;
ფაენდაზებად უფენდენ, სად მძიმე სარასებია;
მოვიდენ მოქალაქენი, შეასხეს მრავლად ქებია;
თქვეს: „გვეღირსაო სიახლე, აღარსად გასაშვებია“.
97 შემოვიდა შარიერი, არ აცალა ჩამოხდომა;
უალერსა, პირს აკოცა, თუცა ჰქონდა ნახვის ნდომა.
მეფემ დიაღ მიაშურა, ხელის კოცნა მოინდომა;
ეთაყვანა ხემწიფესა, ქება ჰკადრა თუ რა ზომა.
აქა შაჰ შარიერმა ამა სახელოვანი მეფის ვახტანგის ნახვა მოინდომა. ყორჩი გაგზავნა, დაჰპატიჯა. და წავიდა ესე ახოვანი მეფე და შეიყარნენ. მაშინდელს მათგან სიამოვნესა კაცის ენით თქმად გაუვალია. მოვიდა სრულად ერანი. უკვირდათ მეფის სიმშვენიერე და სისრულე ეზომ, რომ გაყრა ეძნელებოდათ.
98 ბძანა: „მადლი სახიერსა, შენის ნახვით გამახარა;
რომე მესმა ქება შენი, ათი ზომით უფრო ხარა“.
არც ყოლ თვალი არ მოსხლიტის, მზერით თავი არ დახარა;
ეუბნება: „ბევრსა მივცემ, მოსვლა შენი ვინ მახარა“.
99 რაღას ვაგძელებთ, მიეპყრა ყაენი თავის სწორობით;
საუბარს უსმენს სიტყვასა, არა იქს ერთსა ორობით;
არ იყრის, მუდამ თან ახლავს, არცა თუ უნდა შორობით;
მარგალიტს აძლევს გობითა, უყრია წინა გორობით.
100 სხვა თვალ გვარი ურიცხვი, ბადახშანისა ლალია,
ანათობს ვითა სანთელი, არა თუ იყო მქრქალია;
ოქროს შუშები მრავალი უყრია, ვითა სალია,
ჰკვირობდა მისი მნახველი, სად იყო ეზომ მალია.
101 ისპაან შარი სახელოდ უბოძა, ამილბარობით;
მადლსა იხდიდა ლომგული, არ დია სიტყვა მცდარობით;
კისკასად მქცევსა უხდების წავლა, ვის მართებს ჯანობით.
თქვეს: „მტერსა შეიქს საწაყლად, ამისის მემაჯანობით“.
102 გილანი და იგ ხოინი ყაენისა არის ხასი;
შარი მრავლად მოწყობილი, კაცი სახლობს ბევრ ათასი;
იგინიცა საყმოდ მისა, ფალავნისა გარჯის ფასი.
მოდიოდენ სასალამოდ ქვეყნიერნი დასად დასი.
103 ერან თურანი საკითხად, ამრიგად, მოაბარა მან;
მთანი და ბორცვნი ხელთ მისცა, აწ ასე მოაბარა მან;
ჩამოუფინა სიუხვით, თუარ ღმერთმან, მოაბარა მან;
ესე ლომ ვეფხი საერთოდ, ეს მიკვირს, მოაბარა მან!
104 ყაენმა ბძანა: „მეფეო, ვით ვიყო შენგან შორობით;
ტახტი მიგელის მნათობი, სიმაღლით ცისა სწორობით;
გაყრისა სევდა არა ხამს, გზათა შეიქენ წარობით;
ქართველთა მილოდინი აქვთ, არ იქნა მათზე მცდარობით“.
105 მეფემ ჰკადრა: „შორს ყოფნითა შემექნების მეტად ნანა;
ხლება მინდა ხემწიფისა, მსახურებდე მემცა განა;
უკუვიყრი კაეშანსა, არ დამესმის გულსა მანა“.
„გაგიშვებო, წასვლა გიჯობს“, -- შარიერმა კვლავცა ბძანა
106 სახელი გამოუცვალა, უხმო შაჰნავაზ მეფობით;
მისცა ყოველი გაგება, უთხრა თუ: „იყავ იეფობით,
გამართე ლხინი უკლებლად, მორჭმული იჯდე სეფობოთ,
იკარ ბუკსა და ტაბლაკსა, ქარან მალიად მყეფობით“.
107 გამოისტუმრა შაჰნავაზ, მეფე ღვთივ გვირგვინოსანი;
დიდს ხანს გამოჰყვა ყაენი, მორთვითა დოლბანდოსანი;
მოუბნობდენ და ლაღობდენ, წინათ მოუძღვის მგოსანი;
თქვეს: „ნატრა ჰქონდეს უცილოდ, მნახველთა ამა დროსანი“.
108 გამოესალმა ყაენი, ავედრებს სიტყვას ამოსა;
ეტყოდა: „შენი გაყრილი ვით ვიყო თვალთა წამოსა;
მიმაჩან თვალთა საჩენად ნათელსა დაუღამოსა“.
ვინცა იახლა მეფესა, ყველა სტავრითა დამოსა.
109 გამოეყარა ლომგული, ხელ გაშლით გამართულია;
სვე სვიანობით მიშორობს, ვით ალვა ამართულია;
მიუძღვის ეტლი საკეთო, საქმე ღვთივ წაღმართულია;
შუქური ხელსა უწყობდა, სამისოდ მომართულია.
110 მახარობელი გაგზავნა, ქართველთ აცნობა ყოველი
შესთვალა: „ტკბილად მოგვხედა, ცა წყალობისა მთოველი,
ვიშოვე განძი უზომო, რისაცა ვიყავ მთხოველი,
ვპოვე წამისად სიამე, კვლავცა უფროსა მოველი.
111 მოვდივართ, დამხვდით შეყრილი დიდი ვინ, ან წვრილია;
მაშინღა შექნათ აჯაბნი, რა ნახოთ ჩემგან ქნილია;
ქვეყანას მივსცე მშვიდობა, სხვა საქმე გადავლილია;
ვის ღმერთი სწყალობს, ძნელიცა იქნების სულ ადვილია“.
112 კაცი მივიდა, ქართველთა უმახარობლა ყველასა;
გადააყარეს წითელი ამა სიტყვისა მთქმელასა;
გამოემართენ წასავლად, ბარგი გაიღეს ველასა
არ დააკლდების სიმდიდრე კარგთა საქმეთა მცდელასა.
113 თბილისს მოვიდა ხემწიფე; შეიქნა დიდი ყრიალი
სიმხიარულე ვაჭართა; ჰქონდა ერთობით ზრიალი
გადააყრიდენ ოქროსა, ხმასა მიჰქონდა გრიალი
უსუსურს ფეხთ ქვეშ იგებდენ, თეთრს შოულობდა ძლიარი.
114 მოვიდენ სრულად ქართველნი, აივსო იგი არები;
აღარვინ ჰკითხა სარანგთა, ვერ დაიმაგრეს კარები,
მოვიდენ, ნახეს ხემწიფე, ტახტს იჯდა ვით ცისკარები;
სიხარულითა სავსენი ეყარნენ, ვითა მთვრალები.
115 რაღა გითხრა მაშინდელი უკუყრა და ან შვება;
ადიდებდენ ხემწიფესა, მრავლად იწყეს მისი ქება;
ერთგულნი და მისანდონი საჭურჭლითა აივსება;
ორ თვეს იყო შეყრილობა, არსით უჩნდათ მათ დამცრება.
116 შეიქნა ლხინი, უკუყრა, წინწილი ხმობდა ტკბილობით;
მას გვერდით ზმიდენ თავადნი, აყრიდენ ოქროს მილობით;
სულ დიდებულთა სახლისა, ვინც იყო გვარიშვილობით;
საქმე გამართეს ქართველთა მათის ხერხით და ქნილობით.
117 თქვეს თუ: „სცდებისო სოფლსა კაცი ჭკუათ მიუყოლელი,
ხამს მოიძებნოს სიწყნარე, არ ცუდად იყოს მრბოლელი;
მახეს გაებას უთუოდ სიცრუის გადამყოლელი;
სხვაც გვიძეს გამოსარჩევად მეფისა იგ საყოლელი“.
აქა ამა ჭკვიანთა და ბძენთა ვეზირთა მეფისას ესეთ უმეჯუფთოდ ყოფას შეიჭირვებდენ და შექნეს რჩევა და საუბარი.
118 თქვეს თუ: „მეფე უდედოფლოდ ყოფილაო არა ოდეს;
სჯობს რომ ვძებნოთ ქალი სითმე, აწვე თქვი, თუ ვის გასმოდეს“.
ჰკითხევდნენ ყოველსავე, ხემწიფისა ვინცა ჰყმობდეს,
სარჩლა ჰქონდათ ვეზირებსა, რაც მართებდათ, მას იტყოდეს.
119 არჩიეს და ვერსად ჰპოვეს ქალი ყმისა შესაფერი,
მეფე სჭმუნავს უმზეობით, მოჰკლებია გულსა ფერი,
ყმათა ჰკადრეს: „ხემწიფეო, ვით რა გკადროთ მოსაფერი;
ხანი მცირე დაიყოვნე, ნუ თუ ვპოვოთ სითმე ფერი“.
120 კაცმა თქვა: „გეტყვი სიტყვასა, არ გვანდეს დასაგმობელსა;
ზღვათა ხემწიფე მასმია, ლევანს უხმობენ რომელსა;
მას ქალი უვის კეკლუცი, რომ არ ჰყოლია რომელსა;
ნატრა მიხვდების ღვთისაგან, ვის ძალ უც მისსა მთხოელსა.
121 შევყრივარ მისსა მნახველსა, საქებრად ენა დაება;
თქვა თუ: „ანათობს უებროდ, მზემან ვით ჰკადროს დავება,
ან მთვარემა გავსილმან მას თუ უყივლოს დაება;
ბროლსა მკერდზედან ზურმუხტი იგ მისად მგზავსად დაება“.
122 მას მზესა ჰქვიან მარიამ, ვინ ნათლად იცისკარება;
თვითან მორთულა ბულბულად, ვარდისა იცის კარება;
მხევალნი უზის მთიებნი, მათივე იცისკარება;
ტახტი უშვენის, შუქთა ჰფენს, ხან ბაღსა იცისკარება“.
123 რა მოისმინეს ვაზირთა სიტყვა სალხენი გულისა,
თქვეს: „ვპოვეთ სითმე წამალი, მამთელებელი წყლულისა;
მონელდა გული ცეცხლთაგან, აქამდი დადაგულისა;
მეფეს მოვგუაროთ იგი მზე, ვინ არის ჩამდგმელი სულისა“.
124 თქვეს: „მოციქული გავგზავნოთ მის მზისა მათხოვარია:
შევთვალოთ სიტყვა ამონი, არა თუ ვკადროთ მწარია;
მოგვცენ ასული დედოფლად, ვინ ნათლად შემკობარია;
დიდთა მეფეთა საფერი მისმეტი არსად არია“.
125 გამოარჩიეს, გაგზავნეს თავადი, სიტყვა სრულია;
შესთვალეს ტკბილნი სიტყვანი, მას წინ რაც სავარგულია;
ჰკადრეს თუ: „ზღვათა პატრონო, ისმინე ჩვენგან თქმულია;
ამა უსწოროს მეფესა მოეცით თქვენ ასულია.
126 ესე დიდგვარი ხემწიფე არის მტერზედან მორევით;
მაგა პირმზისა ამბავი მოესმა, იქნა მორევით;
უჩანხართ დიდად იმედად, თქვენ ვით შეჰკადროთ მორევით;
ჩალად სჩანს ყოველი მებძოლი, არის გამკვეთი მორევით“.
აქა ლევან დადიანის ასულის ქება ამა დიდსა ხემწიფეს მოახსენეს და სათხოვნელი ერთი ვინმე დიდებული გაგზავნეს და შეუთვალეს სამოყვრო და ტკბილი საუბარი.
127 კაცი გაგზავნეს, წავიდა, არ დადგის თვალის წამესა;
ოდიშს მივიდა იგი ყმა სამს დღეს და ოთხსა ღამესა;
დადიანს ჰკადრეს ამბავი იგ, ძილპირისა ჟამესა.
მათ სიხარული მიეცათ, მის უფრო რა იამესა!
128 დილა გათენდა, მაშინვე მოიხმეს მოციქულია;
უთხრა: „გვიამბე ყველაი, რაც იცი მათგან თქმულია“.
მან მოახსენა: „პატრონო, ვარ თქვენს წინ მონა, ყულია;
მან გამამგზავნა, რომელსა აქვს სახემწიფო სრულია.
129 მოგახსენა ხემწიფემან სიტყვა ტკბილი, არ თუ მქისი,
მათ მიესმათ ქალი ჰყავსო, იგ ანათობს ვითა დღისი,
გთხოვა მისთვის სადედოფლოდ, ნდომა აქვსო აღარვისი,
მოყვრობა ხამს დღეის იქით, თქვენ იქნებით ძმა და თვისი“.
130 ლევან იტყვის: „მათი სიტყვა მოვისმინე დიაღ კარგა;
ვიცით დიდნი მეფენია, ჩვენ არ გვინდა სხვისა დარგა;
ხამს თუ კაცმან გონიერად მას იქმოდეს, სად რა ვარგა;
დამიც პირი მოყვრობისა, წაიტანე თანა ბალგა“.
131 მოვიდა, ჰკადრა მეფესა გულისა დასადებელი;
პირ მხიარულად იგი ყმა იყო მის მზისა მქებელი;
თქვა თუ: „მოგცაო მნათობი, რისაცა იყავ მძებნელი“.
მეფეს მიეცა ლხინება, თქვა: „გამინათლდა მზე ბნელი“!
132 მოახსენეს: „ხემწიფეო, თქვენ არ გინდა დარიგება;
სჯობს ნიშანი გაუგზავნოთ, იწყევ საქმის გარიგება;
მიელიან თქვენს ამბავსა, დაყოვნება არ ეგება“.
მეფე ბრძანებს: „თვალ გვარი იმა მზეზე გარდეგება“.
133 ხელი მიჰყვეს გასაგზანად, მარგალიტი მან დალალა;
დაარჩია საკადრისად, უმჯობესი მანდა ლალა.
თქვეს: „ვპოვეთო ესე გვარი, მზისა ხლებად მანდალალა;
ნახონ უცხო მოსაწონი, ვის არ მართებს მან დალალა“.
134 აამზადეს მენიშნენი, ვით მართებდა ხემწიფესა;
გასაგზავნად ესე გვარი არ ენახოს კაცთა ძესა;
ვინცა ნახა გაუკვირდა, არ მოსჩანსო ამა მხნესა;
არ მიაჩანს დასადებლად მძიმე ლარი მძლეთა მძლესა.
135 წამსვლელსა სიტყვას აბარებს, მხიარულისა პირითა;
ჰკადრე: „სინამდი ვიცოცხლოთ ჩვენ ვიყოთ ამა ნირითა;
გაუყრელნი ვართ მოყვარე, გულ ტკბილად შენამზირითა;
ვინ გამოჩნდების მებძოლი, ადრე ავავსოთ ჭირითა.
აქა ამა ძლიერმა ხემწიფემ დადიანს ლევანს ნიშანი გაუგზავნა იმა პირ მთვარის ქალის შესაბმედლად.
136 ორნი გაგზავნა, თავადი ერი და ერთი ბერია,
წავიდენ, მიაქვს გვარი, კაცთაგან დასაჯერია,
გადაიარეს ლიხეთი, დადგენ სად მთისა წვერია,
ამა ტრფიალთა შეყრასა ბძანება ღვთისა ერია.
137 დადიანს ჰკადრეს: „მოდიან ხემწიფის მოგზავნილია;
ნიშანი მოაქვს უფასო, არიან თქვენს წინ ვლილია;
იაგუნდი და ზურმუხტი, ლალი შაშხანად თლილია;
მარგალიტს სიმსხო კვერცხს უგავს, რას ევარგების წვლილია“.
138 შექნეს მზადება ყოველმხრით, ქნეს საქმის მართებულები;
წიგნი გასწერეს სასწრაფოდ, იქ იხმეს დიდებულები;
ბანოანნი და მოყმენი, ვინც იყო უფლის წულები;
თან წასატანად მრავალი, უცხო აქვს სავარგულები.
139 წინ მიაგება თავადი, მენიშნეს დააყენებდენ;
ღირსნი აახლეს დადიანს, უღირსთა გააყენებდენ,
მათ მანდატური უჩინეს, პატივით მოაყენებდენ;
ისწრაფის იგი მენიშნე, იტყვის: „როცა წამაყენებენ?“.
140 მოვიდენ ყოველმხრით თავადნი, აივსო იგი არები;
ბანოანთ ქება ვით ითქმის, იყვიან ტურფათ დარები;
მოჰფინეს იგი პალატი, დამშვენდა მგზავსად სარები;
ფარდა აუბეს ძვირფასი, ოქსინოთ შენაკარები.
141 ქალი მორთეს მისად ფერად, ვის არ მართებს მისი მზერა!
სულ ციერნი გაუკვირვა, თქვეს: „რასა იქმს მის მეტს მზე რა!“
შეჰფრფინვიდა იქა მყოფი, მჯდომი იყო, ან ზეზერა,
თქვეს: „ეყოფის ეზომ სხივნი, მოიმატოს ამაზე რა“.
142 შეიწვიეს დიდებულნი დასასხდომლად იმა არეს;
ქალთა ჯარი ცალკე ისხდა, სიკეკლუცე მათზე კმარეს;
მარიამ ზის ტახტსა ზედან, იგი სჯობდა მზე და მთვარეს;
მენიშნენი მიართმევდენ, რაც მეფესა დაებარნეს.
143 შეაბეს ბროლსა ყელზედან, რა მარგალიტი, რა თვალი;
ჰკვირობდა იქა მყოფელი, თქვეს: „შეუდგამსო რა თვალი“.
ბძენთა თქვეს: „არის უზომო, ვით გაუხვიდე, რა თვალი;
გვმართებს ნაცვალი შევიზღოთ, ან შევიწიოთ რა თვალი".
144 ლხინი გამართეს, შეიქნა სმა, ლხინი, მეტნი მღერანი;
სიმთვრალე გახდა კაცთაგან, მიაქვს იქი აქ რყევანი;
ღვინომ დალახა ერთობით, მათში შეიქნა მრღვევანი;
ჭკუასა გადურევს, წესია, ღვინოს აქვს მისი ჩვევანი.
145 დილა გათენდა, შეიქნა მენიშნეთ გასტუმრებანი;
აჩუქეს ვერცხლი, ნაქსოვი, მრავლად, არ თურე მცრებანი;
გაემართენ და წავიდენ, დიდად თქვეს მათნი ქებანი;
გამოიარეს გზა გძელი, არსადით უჩნდა ვნებანი.
146 ხემწიფეს წინა მოვიდენ სიხარულითა მეტითა.
მათ მოახსენეს ნახული, ქება თქვეს მეტის მეტითა.
ჰკადრეს მის მზისა ამბავი: „თვალნი ვით გაძღეს ჭვრეტითა;
სრა და სამყოფთა სიკეთე, ტახტი უთქს ოქროს სვეტითა.
147 მოგახსენა დადიანმა სიტყვა შაქრად შენაერთი:
„შენი ვართო გაუყრელად, ამ საქმითა ფიცა ღმერთი;
ქორწილისა სიჩქარესა ბევრჯელ ბძანა, განა ერთი,
აქვს სიმდიდრე ზღვისა მგზავსად, იგი მტერთა წანაერთი“.
148 მეფემ ბძანა: „ეგე სიტყვა არის ჩემგან უკუსაყრად;
მივაშუროთ ვარდის ბაღსა, აღარ დავრჩეთ უკუსაყრად;
მისი ეშყი გულსა ჩემსა შემოჰყრია უკუ საყრად;
იგი მიჩნდეს სასიცოცხლოდ, სხვანი გახდენ უკუსაყრად“.
149 წიგნი გასწერეს ყოველგან, ქნა ქორწილისა გაგება;
შესთვალა: „მოდით ყოველნი, მაქვსო საქმისა წადება;
აწევ იარეთ, ნუ გინდათ ხვალე მოსულისა ქადება;
მივალ, შეყრა მწადს რომლისა, მისებრ არ დაიბადება.
150 „მორთვით წამოდით, იქონეთ საგძალი თვისა ორისა;
ცხენ აბჯარ აკაზმულობით გიხმობდენ გმირთა სწორისა;
მტერთა გასცემდეთ პასუხსა, იგ თქვენგან დასამორისა;
ნუ თუ შორს წასულა მოგვინდეს, გადავლა მთისა, გორისა“.
151 გაგზავნა ორნი თავადნი მის მზისა მოსაყვანებლად;
თან გაატანეს ურიცხვი საქმისა მოსაგვარებლად.
მიდიან, საადუილოსა იყვნენ თავისა მარებლად;
კაცთა, ბძენთა და ჭკვიანთა საქმე ქნეს დაუმცდარებლად.
აქა ამა სახელოვანმა მეფემან შაჰნავაზ მის ქვეყნის მნათის მოსაყვანებლად ორნი დიდებულნი გაგზავნა, თვითან ალს მივიდა.
152 ოდიშს მივიდენ მაყარნი დიდისა ხემწიფისანი;
ლევანს აცნობეს: „მოვიდენ, მოლოდინი გვაქვს ვისანი“.
ბძანა: „უჩინეთ სადგომი, სადაცა იყოს სხვისანი;
გვმართებს გაგება საქმისა, სისწრაფე ამა დღისანი“.
153 შექნეს მზადება ყოველმხრით საქორწილოსა წესისა;
მოვიდეს ჯარი მრავალი, ვინც იყო უზედესისა;
ბანოანთ რიცხვი თან მოჰყვა სხვა და სხვა უკეთესისა;
მათ შექნეს ლხინი, თამაში, ხმა არ ისმოდა კვნესისა.
154 უმასპინძლეს მათ მაყართა ზომისაგან ნამეტნავად;
აჩუქებდენ მრავალ გვარად, კარგადრამე, არ თუ ავად,
გადათვალეს სამჯერ ოცი, გვერდ მოუდვეს ოქრო თავად,
სამზითოსა გამოზიდეს ზღვისა მგზავსად, დაუმცრავად.
155 კუბო მოჰკაზმეს მურასად, საჯდომლად იმა მზისანი;
ოქროთ მოჭედეს კამარა იგი ალვისა ხისანი;
ზედ გადაბურეს ნაქსოვი ძვირფასი, სარასრისანი;
აღარ ხედვიდენ ღამესა, სინათლე ჰქონდის დღისანი.
156 მიაბარეს სადედოფლო, მისი მზითვად წასატანი,
აიყარნენ მასვე წამსა, აღარ დაყვეს იქღა ხანი,
მზე უკადრი გაყრისათვი, ვნახეთ იყო მონავანი,
ისწრაფოდენ წასასვლელად, მათ დაიწყეს გზათა ვლანი.
157 მზესა ჰკადრეს: „შენ შეგფერობს, ვინ იხელთოს, ანუ შენა,
მოაწვივე ვასკვლავთ რიცხვი, შემოისხი ანუშ ენა;
სულ სურნელად საყნოსელო, ვითღა გმართებს ანუ შენა;
მე რა ვირგო შორს ყოფნითა, გაჭრა მამხვდეს, ანუ შენა".
158 შემოვიდა შარიერი, მზეს დაუჯდა მორთვით წინა;
უთხრა: „სულთა უამესო, ძმისა გაყრით მოგეწყინა?
წესი არის სოფლისაგან, ასე მოდის ვინცა ვინა;
აწ ისმინე, უკუყრა სჯობს, რადგან მოხველ შენსა შინა“.
159 მას ღამე მათი მხლებელი მოასხეს, პირობს ჭამასა,
მეფე უკადრი უსულობს, თქვა: „რაღა მიჯობს ამასა!“
მოასხეს მკვრელი, მუტრიბი, ვინ რომ იქმოდა სამასა,
ჰქონდა სოფლისა უკუყრა, თვალს არ მოსხლეტდა წამასა.
160 ლხინი ნახეს უსაზომო, მოემატა ვარდსა ფერი;
დაამშვენეს იგი არე, მოიპოვა ვარდსა ფერი,
მისსა მჭვრეტსა მართებს ღა რა, შეჰკადროს რამ ვარდსა ფერი.
ეტყობის რომ აღარ ხელობს, იშოვნია ვარდსა ფერი.
161 მუღნსა ჰკრეს, ძალსა მოსწივეს, ზილს ჰქონდა მორთვით ებანი;
ქამანჩა მორთეს სატკბობლად, დაჰირამ იწყო ებანი;
წინწილის ხმასა შეემკო სახლი, შუკა და ებანი;
სამოთხის მგზავსად ისმოდა, იმრიგად ხმობდა ებანი.
აქა თბილისს მოვიდა მაღალი ხემწიფე და განაგო ქორწილი თვისი.
162 თბილისს მივიდა ტახტზედა, ქნა ქორწილისა განგება;
წიგნი გასწერეს ყოველმხრით, შეუთვალეს დიდად მზადება:
„ადრე მოდითო, ნუ გინდათ სიგვიანე და კვლადება;
ამა გვირგვინთა დახურვა თვით არის ღვთისა წადება“.
163 მოვიდენ დიდნი თავადნი, თან ბანოანი ჰყვებოდა;
მოსდევს რიგი და გაგება, მის უფრო არ ეგებოდა;
სრულად აივსო ქალაქი, ზოგი ნაპირად დგებოდა;
ერისთავებსა და უფროსთა ხემწიფე გაეგებოდა.
164 თვალ უწთომელსა მინდორსა დადგეს სეფა და კარავი;
გარ შემოავლეს თეჯირი, მას ვერას ავნებს მპარავი;
მოჰფინეს ორხოვებითა, ოქსინოთ შენაკარავი;
ტახტი დაუდგეს მურასა, დაჯდების მტერთა მზარავი.
165 მომართეს რიგი ყოველი, რაცა ლხინისა წესია;
საჭმელი ფერად ფერადი, შაქრისგანც უამესია;
სხვა და სხვა რიგი შილანი, ერთმანეთს უკეთესია;
შეიქნა წვევა, მოწვევა, მასპინძლობს ზესთა ზესია.
166 პირმზე დასვეს ტახტსა ზედა, დაამშვენა იგი არე;
მეფე უზის მხიარულად, გავსილია ვითა მთვარე;
შემოისხეს ბანოანნი, ყველა მნათობთ დასადარე;
შეიწვიეს დიდებულნი, იგი ლხინთა დაუმცდარე.
167 სუფრა მიიღეს, შეიქნა სმა ჭამა, მეტნი შვებანი;
არვის ასმია კაცთაგან, მათ შექნეს შემოკრებანი;
კაცი და ქალი მორთვით ზის, ეტყობის არა კლებანი;
მუღნსა ჰკრეს, ამოდ იუბნეს, იგ ტკბილად ამომღერანი.
168 სწორამდი ლხინი გამართეს უკლებლად, დაუღალავად;
თავისმელნი სმენ ღვინოსა გობითა დაუმალავად;
უფროსი ერთი დაითრო, შეექნა კარში მლალავად;
კალთაში უდგმენ ჩარებსა, ვერ შესმენ დაუძალავად.
169 ლხინი ნახეს ეზომ რომე, არ ნახულა იმ კამათი;
ბანოანნი ტრფიალობენ, ვითა ვინ თქვას ქება მათი;
ლალს უჭირდა ფეროვნება, რას ივარგებს მასთან სათი;
სიმთვრალითა დაიფანტნენ, თუღა იჯდა კაცი ათი.
170 ხემწიფე ლაღი, უკადრი, დასცლის გობსა და თასებსა;
აღარვის ძალუც დალევად იგ დიდებულთა ხასებსა;
შესვამს, უჭირავს მინები, კიდევ და კიდევ ავსებსა;
გასცემს ჯამსა და ჭურჭელსა, იგ ძვირად დასაფასებსა.
171 სუფრა აიღეს, წავიდენ, გავლეს დარბაზის კარესა;
სიმთვრალემ მეტად დალახა, თავსავე დაიბარესა;
ქალნიცა გამოეთხოვნეს იმა უღამო მთვარესა;
წავიდენ საწოლისაკენ, მათ ქმართა მიებარესა.
172 მე ვითა ვთქვა მაშინდელი ლხინი, ან ლართა ცემა!
მეფისაგან ძვირ საფასო დაუყონლად გაიცემა;
სიტკბოება მრავალფერად მათ მიჰფინა, ართუ ცემა;
გაიყარნენ წასასვლელად, წყნარი არსად დაეცემა.
173 საშოებლითა აივსო დიდი ვინ, ან წურილია;
ლარი წაიღეს უზომო, ყველა შეიქნა ვლილია;
დიდებულთ ჰქონდა საჩუქრად ლალი ბადახშანს თლილია;
აღარ სად იყო მოწყენა, ადგა ლომგულის ჩრდილია.
174 ამა ლომგულის ამბავსა მოვყვები, ვათქმევ ენასა;
სიტკბოებითააა სრულია, მით შეუყვარდა ზენასა;
ხე მისად მგზავსად ნაყოფსა დაუწყებს ამოცენასა;
უხვსა, გუნება მდაბალსა მას უქებ რა მოთმენასა.
175 საახლებლად სპათა ჯარი მუდამ იყვის სავსედ სარი;
იმათებრი მეომარი, მამისმინე, არსად არი;
მამაცი და გულოანი, იგი გმირთა დასადარი;
მათსა ხმალსა ვერ დაუდგამს კლდეცა იყოს მეტად სალი.
176 ბევრჯელ შექნის მაემანი, რა მივიდის ტურფა სრასა;
ხელი გაშლით, გული სივრცით, დაიწყებდის ლართა სრასა;
დაარიგა სულ საჭურჭლე, თქვა: „ვაქნეო ამას რასა?“
მეუნებლე მოამდაბლა, მტერნი მისცა დია სრასა.
177 გასცის ურიცხვი ტაიჭი, მოკაზმულობით მერანი;
მოსხმა უბძანა მეჯოგეს, თქვა: „სადაც მყავდეს მერანი;
ერთგულთა ყმათა ბოძებად არ დაუშურო მე რანი;
ამა სპათაგან მენახოს მებძოლთა ზედა მე რანი“.
178 ზოგჯერ დაჯდის სასამართლოდ შემოისხის კაცი ბძენი,
დაიჭირის შიში ღვთისა, თქვის: „რაცა ხამს, იგი ვქენი“.
სამართლითა გაარჩევდის, არა ქნისა შესაჩვენი;
ყველასა მას იქმოდა, რაცა ბძენთა მონასმენი.
179 თბილის ქალაქი შეამკო, არ ითქმის კაცთა ენითა;
დუქან ბაზარი გამართა ბალახანითა ზენითა;
ყოფილა უცხოს თემთაგან, აივსო მუდამ დენითა;
ასი ზომა სჭირს სიკეთე, ამაზე რაცა ვთქვენითა.
180 რა გიამბო, ძვირ საფასო იშოების თუ რა ლალი,
სოტკბოება მრავალ ფერად გამოისმის თურალალი,
ზოგს დაბმია სასაუბრო, რას იძრახებს თურალალი,
ბევრი მივა სავაჭრებლად მათ შეჰქნია თურალალი.
181 სახლი ვაჭართა ვით გიქო, როგორ მორთვით აქვს თალარი;
მორჭმა, სიმდიდრე ზღვასაებრ უყრია იმათა ლარი;
თვალ მარგალიტი უზომო, თუ როგორ განათალარი;
მათ რომე სჭირდა ლართა ყრა, ვერა ვთქვი ნაათალარი.
182 ამ რიგად მორთო ქვეყანა, სიმდიდრით მეტისმეტითა;
იყო ზათქი და ზეიმი, თვალნი ვერ გაძღის ჭვრეტითა;
მინდურად დადგიან კარვები, უფროსი ოქროს სვეტითა;
უცხო თემთაგან მოსულთა ქება თქვეს ნატრა ნეტითა.
183 ხემწიფის ტახტი საკადრად დგას ქალაქს შუაგულოსა;
სრა და ოთაღთა სიკეთე კაცმა ვით განიგულოსა;
ოქრო მელნითა სურათი ტანს მოსვით მას აგულოსა;
ყოლმხრით მოვიდის მნახველი, კარი არ დაეგულოსა.
184 უზის ლალი და ზურმუხტი ტახტსა, ვინ ჰკადრა ამარტა;
ალმასი ღამე მნათობი, მან თავი თვისი ამარტა;
არის უსწოროს ფასისა, სხვათა ერთობით ამატა;
არ იყო ამათ საფერად, სეილანი არვინ ჩამატა.
185 სახლი სალხინოდ ნაგები, მტკვარს ადგა ტურფა თალარი,
ფრანგთ ოსტატთაგან ნაგები, მათგანვე განათალარი,
ჰკრეს მათნი ხელოვნებანი, მომართეს ამო თალარი,
ხემწიფე, ლხინთა ჩვეული, უბოძის მოყმეთა ლარი.
186 იგ ბაღსა შუა სალხინოდ მორთვით დგას აინახანები;
მისსა მნახველსა სარჩლა აქვს, გულო ნუ ხელობ, ხან ები;
ეშყი სურვილთა ბადეა, ხან ძალი მისწევს, ხან ები;
მათ მოსძულდების სამყოფი, რა შევლენ, ნახვენ ხანები.
187 სურა დგას იაგუნდისა, სხვა ზურმუხტისა თასები,
შირაზულისა ღვინითა არის უწყვეტლად სავსები,
სხვა თვალ გვარის ხონები, კაცთაგან დაუფასები;
შევლენ, დალევენ ფიალას იგ დიდებულთა ხასები.
188 გვარით არის მოცული, თვალს აღარა აქვს ტევანი;
ხშირად მიუბამს, ჰკდია მარგალიტისა მტევანი;
ნახჩი აქვს იაგუნდისა და ზურმუხტისა ხევანი;
კარს წინ მოუდგამს საჩრდილად სრავ ზაბარჯისა სევანი.
189 წყალი დის, ავზი სავსეა, მებაღე ვარდსა რწყვიდისა;
რა გაზაფხული მოვიდის, სადენლად არ დასწყვიტისა;
ვარდის წყლით სავსე ყველაი, მინებსა ვერ დასთვლიდისა;
რა დაჭკნის ვარდი, ბულბულმან იმედი გადასწყვიტისა.
190 შევიდის მეფე საწოლსა, განათლდის იგი არენი;
შეიყრებოდენ ტრფიალად, სამისოდ მზე და მთვარენი;
ხორცთ შესხმით მათებრ სულდგმული სოფელს ვინ დავადარენი;
სიამოვნითა სავსენი, ლხინთაგან დაუმცდარენი.
191 ვინ დაბადა ხელ აპყრობით გულსა ჰქონდა მისი ესვა;
ადიდებს და ევედრების, მის კერძ იყო მისთვის ესვა;
ვინ მიენდო სიმართლესა, გულს ლახვარი მას არ ესვა;
თუარამ მიჰყვეს სიმუხთლესა, არ ასცილდეს მას არეს ვა.
192 სოფელს მყოფსა მეფე ვინმე არ ნახულა ამისთანა;
უღმრთოდ საქმეს არ მიმართა, მით არ მიხვდა სოფელს ნანა;
კაცი მიჰყვეს სიმართლესა, თვინიერმა ასე ბძანა;
ვინ უარჰყო ფიცი სრული, მას შიგა უც გულსა დანა.
193 მორთო ყოველი სიმდიდრე, მეფეთ სახლისა წესები;
ოქრო, ვერცხლი და ჩინური რაც იყო უკეთესები;
იაგუნდისა სურები, არვის ჰქონია ესები;
ბროლისა გობა სასმელად ეყარის დასაკვნესები.
194 ფარდა ოქსინოთ ნაკერი მოვლიან კედელ ყურესა;
ქვეშ საფენელი სტავრისა, სხვას ნაქსოვს არ უყურესა;
მარგალიტისა სუზანი საფენსა გადაბურესა;
ამას გავს, სახლი სამყოფი ოქროში გააცურესა.
195 მარიამ უზის დედოფლად, პირად მზე, სარო ტანია;
მისთა სხივთაგან გამოჰკრთის ციმციცმი გასაკმანია;
ბროლსა ყელზედან შეშვენის გიშრისა თმათა მსხვანია;
სურის მჭვრეტელთა ისმინონ ტკბილთა სიტყვათა თქმანია.
196 შეიმკო ტახტი ნათლითა ელვარედ შუქთა მფენემან,
ტკბილ მოუბარმან, მდაბალმან, მუდამ ცისკროვნად მთენემანრ,
სამოთხის ნერგმან მშვენებით სულ სურნელ ამომცენემან,
მთვარისა მგზავსად გავსილმან, ნაზად თავისა მქენემან.
197 ბანოანი გაუწყვეტლად მუდამ ახლდის ქალთა ჯარი;
მათი ეგზომ სიკეკლუცე არის ვასკვლავთ დასადარი;
პატრონს თავსა ევლებიან სამუდამოდ დაუმცდარი;
ვით გაუვალ საქებარად, მათ შეემკო იგი არი.
198 ზღვათა მეფისა ასულმა სინათლით მზესა დარია;
ცასა მოსტაცა კამკამი, ქვეყნად მოჰფინა დარია;
მნათობთა შექნეს ჩივილი, პირმზის სევდამან დარია;
თქვეს: „მისი ვართო მონანი, ვის რომ არა ჰყავს დარია“.
199 ზის უღრუბლოდ ქბეყნის მნათი, მისთა მჭბრეტთა დალალევდა;
ღაწბთა მისთა ელვარება სინათლითა დალალევდა;
გბელნი ხშირად შემოეწნა, ართუ მარტოდ დალალევდა;
ჩაღანა ჰცმობს ამოდ რასმე, აგრე ჩანგი დალალევდა.
200 სრას ავლია ტურფა ბაღი, სულ სურნელობს დღე და ღამე;
ვარდი ყბავის მისებურად, დავადარო სხბა რაღა მე;
ბულბული სცავს მისი ხელი, თქბა: წავიდე სადაღა მე?
ვპოვე ჩემად სასიცოცხლოდ, ამად ვიქენ სადაღამე!“
201 სხვა ყვავილთა ფეროვნება არ იქნების კაცთა ენით;
ზამბახი და იასამან თვით ყაყაჩო ვით ვაქენით;
ნარგიზისა ფერი მამწონს, სხვა რა უქო სულთა დენით;
ვარდი მეფობს ყვავილზედან, ილალვიან ცუდად რბენით.
202 ვერ დავთვალე ოქროს კოკა, დააწყვიან მგონი ასი,
მნახველთაგან მოსაწონი, იგი უცხო დასაფასი;
ჩქარა ძნელად დასალევი, გორად ჰყრია ოქროს თასი,
თვალი უსხდა გამჭირვალი, მოსაწონი არ თუ ნასი.
203 რა ლხინი ბძანის მეფემან, მორთიან ყოვლი რიგები;
უხუცესნი და უმცროსნი, მოხელე თვით იმ რიგები,
რაცა უბძანის, იქმოდენ, არ იყო სიტყვის მიგები;
მოწყალის პატრონისათვი, ყმამა თქვა, გარდავიგები.
204 მოაწვივეს დიდებულნი, აპირებენ ღვინის სმასა;
მოდგა ჯარი უთვალავი, უბან-უბნად, დას და დასა;
იგ იყვიან დევთა სწორი, თვალადაცა მეტად ხასა;
საჯიღე და თავსახვევი მათი ვერვინ დააფასა.
205 ჭამა გარიგდა, მოიღეს უანგარიშო ხონები;
ფერადფერადი ჭამადი უჭირავს, დგანან მონები;
ათასი რიგი შილანი, კაცთაგან მონაგონები;
მეფე მოერთო სალხინოდ, არა სჭირს დასაღონები.
206 მომღერალთა ჩანგი მორთეს, იმღერიან ტკბილის ხმითა:
ჩაღანა და უდ ქამანჩა, მუღნი დაშვრა ამო თქმითა;
დაჰირაზე მოთამაშემ ხლტომა შექნის თურა ქნითა;
ლხინი მათი მაშინდელი ქება წლამდი ვერა ვთქვითა.
207 შეიქნა სმა და გასმევა, მგზავსი მეფეთა წესისა;
დალიეს გობა ოქროსი სხვა და სხვა უკეთესისა;
მეფე ამგზავსეს სოლომონს, ან „დავით არის“, თქვეს ისა;
დამთვრალიც არვინ გაუშვეს, კარს იასაული დგეს ისა.
208 ხანები უსხდა მრავალი, ბეგი, სულთანი აღარა;
ღხინომ დალახა იგინი, სხვა მოითხოვეს აღარა;
ჰყრიან უსულოს მგზავსებით, ხმასა ვერ ასმენს ნაღარა;
გაუკაცრავდენ პირთაგან, კალთა აივსო დაღვარა.
209 სწორამდისინ ლხინი იყო, მათ გაუშვეს კაცი არსა;
ამას გვანდა სიმრავლითა ცას ქვეშეთი იქი არსა;
აქებდნენ ხემწიფესა, შეუქნია იგი არსსა;
მადლი ჰკადრეს შემოქმედსა, პატრონი ჰყავს ამასარსა.
აქა ამბავი ამა უსწოროსა და მაღლის ხემწიფის შიულებისა, რომლისა მგზავსი არა ყოფილა და არცა ხსენებულა ამათებრი.
210 უფროსსა არჩილ უწოდეს, რომელიც ლომსა დარევდა;
ცისკარს უგვანდა ყელყური, გავსით მთვარესა დარევდა;
ედემის მგზავსად მშვენოდა, სურნელებითა დარევდა;
რა მოიზარდა იგი ყმა სულად თემზედა დარევდა.
211 მისსა შედეგსა გიორგი, ვის ტანი უგავ საროსა;
მშვენებით მგზავსი ალვისა, მისებრ ნახულა აროსა;
თვალად და ტანად ტარიელს, ან როსტომს დაედაროსა;
მისსა მნახველთა საქებრად ჰქონდის კაცთაგან კმაროსა.
212 ორთა ზნე სრულსა, მომტანსა შეჰფრფინავს ყოველი სულია;
ხე ნორჩი, ალვა ნაზარდი სამოთხით გამოსულია;
მთვარეა პირგავსებული, ანუ მზე ჩამოსულია;
ვარდია ტურფად გაშლილი, ფეროვნებითა სულ ია.
213 ლევანს უწოდენ სახელსა, არიან მისნი მხმობელნი;
იქა მყოფელთა ლხინი აქვთ გაყრისა ვერ დამთმობელნი;
თვალსა ვერ შესდგმენ სხივთაგან, არიან იგ დამხობელნი;
თქვეს: „ედემს შესულას ამგზავსოს ხანისა აქ დამყოფელნი“.
214 მხატვართა შექნეს ცილება, მაგრამ ვერავინ სახევდა;
მათ ვით ძალ ედვა თვინიერ, მოწყალე გამოსახევდა;
მიდიან თავის უქებნი, ერთი მეორეს სძრახევდა;
ვიცოდით, ესე მთიები მნახავს თვალს დაუფახევდა.
215 ერან თურანის ხემწიფე სიმაღლით ცისა სწორია;
უძრწის და მონებს ყოველი, ახლოს ვინ, ან შორია.
მისის შიშითა მდაბლობენ, მთა ვაკედ გასასწორია;
მეუნებელთა დაამხობს, ექნების დასამორია.
216 მას უჭირავს ჩინ მაჩინი, აგრევ სულად ინდოველი;
არაბნი და ქურთისტანი, მსახურებენ მათი ელი;
დაამდიდრა მისნი ყმანი, ვის უჭირავს გაშლით ხელი;
შემცოდესა არ გაიცდის, იგ უწყალოდ არის მკვლელი.
217 მეფე შაჰნავაზ ყაენსა მიაჩანს ძმად და ძმობილად;
ფიცი სწამს, ამად იმოყუსებს, მუსაფი არ დაგმობილად;
ერთობა უძეს, მიაჩანს, სიტყვა შეჰკადრა ლმობილად;
სხვა პატრონ ყმანიც ყოფილან ამათებრ არა შობილად.
218 არეზს აქეთი სულ მოსცა ხანების ბეგლარ ბეგობა;
ყმათ მოახსენეს: „მეფეო, სიდიდედ კმარის ეგობა;
თქვენ გახლდეს ხანი, სულთანი, გმსახურებდიან ეგობა;
ლხინი აჩვენო შენებრი, სასმლად ეჭიროსთ ე გობა“.
219 მეფის ხელთ არის საკითხად ხემწიფის კარი სრულია;
ისპაან შარი სახელად უჭირავს დასასრულია;
ერთგულთა სწყალობს დიდებით, ორგული გაბასრულია;
თავს ევლებიან ყაჯარნი, არა შურსთ ამო სულია.
220 გილანი და მაზანდარა სხვაც უჭირავს მრავლად შარი;
ბარხანასა დაუდგომლად უზიდევდენ მეტად კმარი;
ხარა, ნახლი, მძიმე სტავრა, სხვა მისებრი არსად არი;
თვალ გვარი ძვირ საფასო, სინათლითა მზისა დარი.
221 თვის თავზე მოვა ხალათი, თაჯი, ჯიღა და თომარი;
თვალ მარგალიტი უზომო და ფლური ასი სომარი;
თავადებს ჯამაგირი აქვს, კარზე ვინ არი მდგომარი;
ყიზილბაშთა სწამს მაჰმადი, ვინღა ახსენა ომარი.
222 მეფე ბძანებს: „რას მიაჩანს თვალთა ჩემთა ეზომ მალი,
სვე სვიანობს ტახტი ჩემი, სხვას ვის მართებს ნასამალი!
მე ვარ გვარად დიდი ვინმე, სოლომონის ნატამალი,
მით მივმართე შარიერსა მოვიძებნე ამად ალი“.
223 სათუთად ზდიდენ მშობელნი, უნდოდათ თვალთა საჩენად
სატრფიალო და სანდომი, ლაშქართა გამოსაჩენად;
მისის შურითა მთვარესა ლები აც პირსა დაჩენად;
თქვეს: „ვაჯობინოთ ზვალსა, ბძენთა შეჰქნია გაჩენად“.
224 მიწის ნაყოფსა ვის ძალუც სხვა იყოს ამისა დარად;
ვისმცა ასმოდეს ნახული, რომლისა გზითა სადარად;
ან ციერი მნათობი ჩამოეფინოს სადარად;
ხამს ყოველთათვის სულთა დგმად, ან თუ იყოს სადარად.
225 ღაწვი ბადახშანს ლალს უგავს, ყირმიზად გამჭირვალია;
წარბი გიშრისა ქამანდსა, მელნის ტბით სრულობს თვალია;
ყელ ყური ბროლ მინაქარსა, მოელვობს, ართუ მქრქალია;
ლეკვი ლომს ბაძავს ზნეობით, ვისგან რომ გამამკრთალია.
226 სხვა უმცროსნი მეფის ძენი მარგალიტსა დავადარე;
დაუხატავს ზეციერსა, მით უშვენის ყოველი არე;
სამოთხისა ყვავილთაებრ სურნელობენ, მშვენის სარე;
ასული ჰყავს მზისა მგზავსი, სულ ანათობს შინ თუ გარე.
227 ხე მისად მგზავსად ნაყოფსა მოისხამს, აგრე თქმულია,
სიტკბოებითა მორთულნი ვით ედემს ამოსულია;
ფეროვნება აქვთ ვარდისა, ანუ არიან სრულია;
თავსა ვლება აქვს ყოველთა, არმაღნად მიაქვს სულია.
228 მეფემ უჩინა შვილებსა თვითო და თვითო თემია;
მუშაითობენ, სწავლობენ, სამამაცოსა ზნენია;
მათ მშვენის ქცევა უსული, ვერ დამგმობ რაცა ვთქვენია;
საფარველი აც ღვთისაგან, არიან მადლის მთქმენია.
აქა შაჰშარიერისაგან მეფის შაჰნავაზის დიდად მოკითხვა.
229 ღმერთი უჩნდეს სადიდებლად ხორციელი ვინცა ვინა;
მას ვესავ და მას ვიგონებ, ან მის მეტი სხვა რა მინა;
მუდამ შიში, მორიდება მისი მქონდეს გულსა შინა;
ქვიშა, გინა მარგალიტი სწორიაო ბძენთა წინა.
აქა ამა ძლიერმა ხემწიფემან სანადიროს წასულმა ბძანა და გაემართა
230 მეფემ ბძანა ველად გასვლა, ნადირთაკენ თავნი ვაროთ;
ვის შეგეძლოს მშვილდოსნობა, იგ ნადირი გავამწაროთ;
კანჯრის ჯოგი ამოვწყვიტოთ, სისხლი მათი ველად ვღვაროთ;
ვინცა ვიყოთ უკეთესი, თავი გმირსა დავადაროთ.
231 გათენდა, გადგა ხემწიფე, გაჰყვა სად დიდებულია;
უანგარიშო თავადი სასროლად, ვინ მორთულია;
ვინც არ იახლა მეფესა, შეიქნა დაკარგულია;
ქორ, ავაზა და სონღული გაჰყვა რაც სავარგულია.
232 იყო ფრინველთა სიმრავლე, მიწის პირს დაფარვიდესა;
უანგარიშო სონღული, მნახველნი ვერ დასთვლიდესა;
მეძებარი და მწევარი იდგიან განაკიდესა;
მხეცთა რა ექნა ფრინველსა, იმათსა გადამკიდესა.
233 მეფემ ბძანა: „ბაზიერი სიახლოეს მამისხენით;
ტაბლი კარგად გააფიცხონ, რაც უბძანო, ისე ქენით;
გავაზს ბარი მივადევნოთ, ჩვენ ვიშვებდეთ მათის ფრენით;
მაგრამ სონღულს სიმაღლითა ვით ვადაროთ რაცა ვთქვენით“.
234 თეთრი ქორი ჰყავს მრავალი, მასთან ვახსენეთ ბარია;
მათ ვერ მოურჩეს ფრინველი, რაზომცა იყოს მალია;
ხოხობსა, ან დურაჯსა, იხვსაცა მეტად დარია;
დაიფორაქეს ერთობით, სხვა სძებნეს არსად არია.
235 ერთი ყათარი აქლემი დაჰვირთეს დანაჭერითა;
უთხრა თუ: „პირმზეს მიართვით, რაც ბძანოს, ისე ჰქენითა;
ჩვენ ყარაიას წავედით მხეცთა სვრად, ცხენთა დგენითა;
ხვალეღა გიძღვნა ნადირი, მოკლული ამა ცერითა“.
236 მოვიდა, მეფემ დახედა, ჯერგასა ჰქონდა ყრილობა;
„მე უკეთ მოვკლავ, მე უკეთ“, ვაჟკაცთა ჰქონდა ცილობა;
კარგთა მესროლთა ღიმი ჰკრეს, შეექნათ მათ სიცილობა;
მეფე მზა არის სასროლად, აქვს მისი გამოცდილობა.
237 ირგვლივ სულად შემოერტყენ, მათ მოიცეს მთა და გორი;
ხელი ხელთა დაეჭირა, არ იდგიან შორი შორი;
სისქით ვერსად გაატანდა, უკან ედგა ერთსა ორი;
ჯარსა შიგან შიში იყო, ვერ ჰკადრიან დასაღორი.
238 შუაზე კარი გამართეს სასროლად შარიერისა;
იქით და აქათ თავადთა ჯრა არის, ყმა და ბერისა;
მარჯვედ უჭირავს ისარი, ვის იმედი აქვს ცერისა;
აწ გამოჩნდების ცხენთაგან ცასა შეწდომა მტვერისა.
239 შეიქნა შემოკივილი, ძახილი მეტის მეტია;
მოვიდა ჯოგი ნადირთა, მინდორად აღარ ეტია;
ცხენთა რა ესმათ სარბენლად ყურები დაუცქვეტია;
მათ პატრონ ყმანი გაუხდენ, გაჰკვირდა მათი მჭვრეტია.
240 მეფე მისდევს გამალებით, მას კანჯარი ურბის წინა;
ჰკრა ისარი, შიგ გაავლო, მასვე წამსა მიაწვინა;
მას უკანის ირმის ჯოგსა მისწვდა, არად მოეწყინა;
ხარი მოკლა ოცამდისინ, რისხვა მათზე მოაწივნა.
241 დახოცეს მხეცი მრავალი, ანგარიშ მიუზომია;
დაშვრა ცხენი და მესროლი, ძლივ არი ფეხზე მდგომია;
მეფეს მოუკლავს ხელ ფიცხად, რაცა კარზე მოხდომია;
შეჯერებულან სროლითა, მხეცთა სრვა აღარ ნდომია.
242 მოიტანეს ყოველთავე მას დღეს, რაცა დაეხოცათ;
დანაცდენთა ისართაგან მიწა ერთობ მოეხოცათ;
მეფისაგან დანახოცი ნახეს, მეტად მათ ეოცათ;
თქვეს: „მოკლულსა ესე ჩვენსა ერთი ღირდეს, მგონი, ოცად“.
243 გაგზავნა პირმზეს წინაშე რაც ხემწიფესა მოესრა;
რაც შეეტყორცა უცილოდ იგ დაუცდენლად მოესრა.
მოაკრფეს მოქალაქენი, თქვეს თუ: „რა ვნახეთ მო ეს რა!“
მოართვეს, ნახა მნათობმა, იგ მისად მგზავსად მოესრა.
244 ბძანა: „კარგად უსროლია ლომგულსა და იმა სპათა;
ტინი კლდეცა ვერ დაუდგამს, თუ მიმართეს რადგან მათა;
ან ნადირი ვით მოურჩეს, ნუ დამიგმობ ამა თქმათა;
მეფისაგან შენატყორცმან, ან ისარმა მოკლას რათა“.
245 კვლავცა ისროლეს ხელ ფიცხად, ნადირთა უყვეს რიალი;
ცხენი დაღალეს რბენითა, შამბსა მიჰქონდა შრიალი;
ისარი სრულად დალივეს, ვის მშვილდი ჰქონდა ძლიარი;
ნადირი სრულად გაწყვიტეს, აღარა ჰქონდათ ყრიალი.
246 მეფემ ბძანა: „რაცა ოდენ კმარის სისხლი შევისხენით;
აწ წასვლა ხამს სახლსა ჩვენსა, ჩამოვხდები ამა ცხენით;
მართებს სპათა მოილხინონ, წყენა უჩანს არცა ხენით;
მივსცე ლარი უთვალავად, დავიჭირო არცახენით.
247 გამობრუნდა მხიარულად მეფე ლაღი ნადირობით;
ლაშქართაგან მოისმოდა სიტკბოება მრავალხმობით;
ადიდებდეს ხემწიფესა: „დავმდიდრდითო მისის ყმობით!“
ისმის ტყავით ავსილ იყვნენ, ნადირისა დანამხობით.
248 ქალაქს მოვიდა, შეიქნა სიხარული და თქარება;
მოაკრფეს ხედვად ყოველნი, თქვეს ეტლსა მშვენის მარება;
მეფე დალოცეს გულტკბილად, ვისღა ეკადრა მწარება;
შევიდა ნახა მისი მზე, მათ რაღა შეეგვანება.
249 მას ღამეს შექნეს ხალვათად სმა, ლხინი, ნადიმობანი;
მზესა შეშვენის უკუყრა, ლომგულის ნადირობანი;
უყურენ ჩანგსა და ჩაღანას, რა ტურფად უხმობს ნობანი;
ნუ ეჭობ სოფელს სულდგმულსა ექნას ამათ დნობანი.
250 ხვალისა ლხინსა აპირობს მეფე ზნით მხნე დამხედარი;
მოერთო ღვინის სასმელად, აგრე გავს მისთვის მხედარი;
გაკვირვებულად ერთობით, ვინც არი მათი მხედარი;
თქვეს: „ვხედავთ ამა ლომგულსა მებრძოლთა დამამხვედარი“!
251 გორი დაგას მარგალიტისა იმა პირმზისა არესა;
არად მიაჩანს მთიებსა წონად ერთისა დრამესა;
გასცემს ლალსა და ზურმუხტსა ერთსა თვალისა წამესა;
თქვა: „სიძუნწეა ნაძრახი, ბძენთაცა ეს იწამესა.
252 ვინ დარჩა კაცი უკვდავი, ან ვინ გაიტანს გვარსა;
თუ ხედავთ ჩარხი მბრუნავი არ დასწყნარდების იქ არსა;
არვინ დაინდო სოფელმან მუხანათი და ცრუ არსა;
მას დარჩა სასუფეველი, ვინცა ვინ ეტყვის უარსა“.
253 ესე გვარი იმა მზემან დაიზრახა გულსა შინა:
„რა ბრალია დასაძრობლად ვარდსა თრთვილმან მოუშინა;
მას ბულბული გაეყაროს, აღარ ჭრიდეს მისთვის მინა;
ბაღი დარჩეს უყვავილო, მცველსა მეტად მოეწყინა“.
254 ლომგულმა ბძანებს: „ჰე მზეო, არა ხამს სოფლის მდურვანი;
ხელის ყრა გვმართებს, იცოდი, ცუდია ეგე ურვანი;
სხვანიც გადახდენ მეფენი, ათი ათასი თუ რვანი;
რაც მათ ივარგეს, ჩვენც მივყვეთ, რას გვიჯობს ცრემლთა წურვანი“.
255 მოუსმინა იგი მზემან, ხემწიფემან რაცა ბძანა;
შექნეს გეშტი სავარდესა, აღარა აქვს გულსა ნანა;
მათ იფრქვივეს სოფლის ეშყი, რაც ისურნეს მან და მანა;
ჰკადრა: „ლომო, მოგყოლივარ, რას იქმოდე მემცა განა“.
256 ბანოანთ ჯარი უწყვეტლად ახლდიან ამა მზესა და;
ილხენდენ მასთან ყოფითა, ვითა პარონთა წესადა;
მათ არა ჰქონდა შეწყენა, არცა უნდომა კვნესა და;
მიჰყვენ სოფლისა წესებსა, იყვნენ ლხინისა მქნესადა.
257 თქვეს: „ვანაცვალოთ სიცოცხლე, ვინ გვივის მზისა სადარი;
ვის შეუმკია კეკლუცად მისი ანათობს სადარი;
ხამს ჩვენგან ხლება სიახლე, ან თუ ვიყოთ სადარი;
ვისგან შეიქნენ მთიებნი დალალვით, ანუ სადარი“.
აქა მეფენი იმერელთანი გადახდენ, რომელსაც ერქვა ალექსანდრე, ძე მისი ბაგრატ მეფედ აკურთხეს. უღალატა დედის ნაცვალმა ნესტანდარეჯან და თვალს მილი შემოავლო და შეირთო ვახტანგ ბაგრატოანთა გვარისა. აწ ნახეთ ბოლო ამისა, თუ რა მოხდება.
258 ვთქვათ რამე მონასმინები იმერელთ ხემწიფისანი:
უხმობდენ ალექსანდრობით, პატრონი იყო მისანი;
მას ჰქონდა მორჭმა, დიდება ლხინი ღამე და დღისანი;
გადახდა, გავლო სოფელი, შუქი მოშორდა მზისანი.
259 მას შვილი ჰყავდა გურიას, იქ იზდებოდა ფარულად;
დედის ნაცვალსა მოსძულდა, მით ექნა გადაფარულად;
მას სხვა ეწადა საქმარი, მით დააცდინა ქალურად;
ღვთის განგებამან მოშალა, შეიქნა განამცდარულად.
260 დედოფალს ჰყავდა ასული მის საყვარლისა ძმისანი;
თქვა: „მოიყვანეთ ბაგრატი, თუცა ნდომა მაქვს მისანი;
მას შევრთო ესე ასული, ვის შუქი უჩანს დღისანი;
ნუღარ იყოვნით, იარეთ, საქმე ხამს სისწრაფისანი“.
261 კაცი გაგზავნეს გურიას დაუყოვნებლად ხანისა;
შეუთვალეს: „მიდი პატრონად გიხმობენ ამა სარისა;
მეფე გადახდა, საჯდომი მოგელის თუ რა ხანისა;
თუცა დაგინდო სოფელმა, ვინ სულად არ უხანისა“.
262 რა მივიდა მიგზავნილი ბაგრატს უთხრა ესე ყველად;
შექნა დიდი სამძიმარი, ხელი იქნა გაჭრა ველად;
მოსთქვა მისი საპატიჯო, იწყო მისთა ჭირთა მთქმელად:
„თუ წავიდე, დედოფალი დამინდობსო, მგონი, ძნელად“.
263 წამოვიდა მასვე წამსა, ხანსა არსად არ დაძმიდა;
მას ეგონა პატრონობა, მაგრამ ეტლი სხვაებრ ზმიდა;
ქალსა ჰქონდა გული მღვრევით, აწ როგორღა მოეწმიდა;
ბედი მისი უკუღმართი სამართავად არ მივიდა.
264 მივიდა, ნახეს ლაშქართა, ქნეს ფეხთა შემოხვევანი;
რადგან მოგვფინე ნათელი, ხამს რომ ისმინო თქმევანი;
გეჭიროს ტახტი, შენ გშვენის, მოგხვდების არა მცრებანი;
გვიპატრონე და გვიმონე, გაქვს მეფობისა ჩვევანი.
265 მამა იტირა მან ყმამან, ახსენა მეფეთ მეფობით;
ხმა მაღლად მოსთქვამს: „რა იქენ, ვინ იყავ ვარდთა მკრეფობით;
გქონდა ლხინი და უკუყრა, საქებო სიიეფობით;
აწ მე რა მართებს უშენოდ, ან ვითღა ვიყო სეფობით!“
266 მკვდარი დამარხეს, გააგეს სამეფოს წესი, რიგები;
ბაგრატი მეფედ აკურთხეს, აღარსად იყო რიდები;
ქორწილი უყვეს, მას შერთეს გულისა დასამშვიდები;
უყურეთ, ბოლოს რასა იქს ქალისგან დასახიდები.
267 დედოფალმა თქვა: „სამეფო ვის მივსცე უჩემობითა;
ქმარსა შევირთავ, მე მშვენის, რომ ვიჯდე სრასა ნობითა;
ბაგრატი ჭირსა შევაპყრა, რომ იყოს ლახვარ სობითა;
ტახტი მე დამრჩენ, თავადნი ილხენდენ ჩემის ყმობითა“.
268 თქვა და აგრე გააპირა, მან განაგო საქმე თვისი;
საქმრო მისი მოიყვანა, ნდომა ჰქონდა თუცა ვისი;
ბაგრატ ხელთა დაიჭირა, დამშავეა ნეტარ რისი?
იტყვის: „დიაღ უბრალო ვარ, მამეხმარე ძმა და თვისი“.
269 აღარ ადროვეს, მაშინვე თვალს შემოავლეს დაღია;
სინათლისაგან დასცალეს, კარი არა ჩანს აღია;
სული დაიღო მან ყმამან, დასთმო სავარდე ბაღია;
გამოიმეტეს საკვდავად, ეგდო უკადრი, ლაღია.
270 შეირთო ვახტანგ, ამეფა ბაგრატოანთა გვარისა;
ტანსა შემოსა ზარქაში, პატრონად იმა სარისა;
უყვარს და იხვევს მკერდზედა, მისთვის სალხენად კმარისა.
თქვა: „ვანაცვალო სულები ჩემთა ნათელთა თვალისა“.
271 ეგონა თუ: დავიჭირე სამეფო და ტახტი სრული,
ჩემიაო სრა სამყოფი, გადიოდეს ჩემგან თქმული;
ვახტანგ მიჩნდეს სასიცოცხლოდ, მას მივანდო სული, გული;
ნახეთ, ბოლოს ცრუმ სოფელმან როგორ შექნა დაკარგული!
აქა ბაგრატის დაშავებაზე ვახტანგის შერთვით ნახეთ თუ დედოფალსა და მის საქმროს ვითარი სიავე დაემართება.
272 რა მიესმათ იმერელთა, მათ შეექნათ დიდი წყენა;
თქვეს: „დავხედით უპატრონოდ, რა გვმართებსო ნეტარ ჩვენა?
ქალმან მისის სირეგვნითა რისხვა ჩვენზე მოაყენა,
მოაოხრა სახემწიფო, ვინ აუბნა ტყუილად ენა“.
273 შეიყარნენ და არჩიეს ვახტანგის დიდი მტერობა;
აგრე გავს რომე დაჰკარგონ დედოფლის ბედნიერობა;
ეტყობის აღარ ინდომეს სამსახური და ფერობა;
აწ დაინანოს რეგვენმა ამა საქმესა მქნელობა.
274 თქვეს: „დადიანი ვინდომოთ, მას მივცეთ ტახტი სრულია;
ხედავთ უმკვიდრო შეიქნა, მეფობა გადასულია;
ერთმანეთს ზურგი მოვაბათ ვირემდი აღსასრულია;
ქალი დავკარგოთ, მივიდეს ვისია იგ ასულია“.
275 დადიანს წიგნი მისწერეს, შეუთვალეს: „მალე მოდია;
შენ გვიპატრონე ამ ჯარსა, რაც გითხრათ, მას იქმოდია;
მეფობა მოგცეთ ქვეყნისა, რას ირგებ ცუდად რბოდია;
უბრალოდ მისი მოყვასი ბძენსა ვის დაუკოდია“.
276 დადიანს ესმა, აჩქარდა, შექნა წამოსულის მზადება;
ცუდად იჭირვის სულდგმული, იქნების ღვთისა წადება;
მაშინვე სწერდენ ჩინელნი, როცა კაცი დაიბადება;
არ ასცილდების ბძანება, ცუდ იქმნა სხვისა ქადება.
277 გამოელაშქრა, მოვიდა სადა სამზღვარი ხონია;
მეგრელი მუქრობს: „ქვეყანა ჩვენ ხლმითა დაგვიმონია;
ახლა მოგვეცა ვისგანცა, ადვილი ნუ ვის გონია“.
იმერელთაგან სიფთხილე ძველთაგან გაგვიგონია.
278 მიეგებნენ იმერელნი, მათებურად მორთეს ენა;
ტყუილი სძულსო მოწყალესა, მთქმელი ამად შეეჩვენა;
მოახსენეს: „ყმანი ვართო, არა გმართებს ამის წყენა;
თქვენც გასმია, ესე ჩვენგან მეფობისა გარდავლენა“.
279 შევამოკლოთ საუბარი, რას უშველის სიტყვის სიგძე,
ხელი მოჰყვეს წასახდენლად, სად მეფობდა ვაჟი ვინ ძე;
როდის იქნა საქმე ესე, წახდებოდენ იქით ვიგძნე,
წყეულმცა ხარ პირველიდან საქმე ასე ვინ დახინძე.
280 დედოფალმა თქვა: „ხემწიფეს შაჰნავაზს შევეხვეწები;
ვახტანგ მეფესა ვაახლებ, ან თვითან გადვიხვეწები;
ციხე ქალაქსა მივართვამ, მონურად მივერეწები“.
სტავრა ნახლისა ტყავებსა გიშერს უგვანდეს ბეწვები.
281 მოციქული გაამზადეს, გაისტუმრეს მასვე წამე;
გაგზავნილმან იმედი სცა, თქვა თუ: „გზასა წავეწამე;
მივალ ტკბილი საუბრითა, მოვახსენებ რაც ვიწამე;
და ნუ ღმერთმან მოაგვაროს, მოვიდოდე მე აწამე“.
282 მივიდა ჰკადრა მეფესა დედოფლის დავედრულები:
„ხარ უზენაესი ყოველთა, თქვენ გეძებს დაკარგულები;
გახლავს და გმონებს მეფენი ერთგულად, არ ორგულები;
უშველე შეჭირვებულთა, ჰქენ შენგან სავარგულები.
283 მოგახსენა დედოფალმა: „ვინ პატრონობ ბევრსა ერსა,
არ დამინდო დადიანმა, იგ ძველიდან შენამტერსა;
ყმანი სრულად გადამბირა, წაუვიდენ ფიცსა ბევრსა;
მამინდომა წასახდენლად, ვით რას ეტყვის შემოქმედსა.
284 ჩვენ თუ წავხდებით, მემკვიდრე დღეს თქვენისმეტი ვინარე?
თქვენ გშვენის ტახტი სამეფო, სჯობს რომ წამოდგე წინარე;
რა მოხვალ, დაიფანტვიან, ეცემის მოსაწყინარე;
თქვენის შიშითა ვერ დადგენ, აღარცა იყონ მძინარე.
285 სალარო და საქონელი, თვალ გვარი მიიხარე;
საპატრონო თქვენ იქონე, სრა სამყოფი, ყოველი არე;
ერთგულთ მიეც ზენაარი, ორგულთ მეტად დააბარე;
ჩვენც რამ გვარგე ნატირალსა, თუცა ვპოვე ტკბილსა მწარე“.
286 მეფეს რა ესმა ნათქვამი, მოციქულს ეუბნებისა:
„რა დააშავა მან ვაჟმა, საქმე თუ ჰკითხა ყმებისა;
დიდნი ყოფილან მეფენი, ახლა ვით დაიმცრებისა;
აგრე ადვილად ხემწიფე ქალთაგან ვით ივნებისა?
287 ქალი მისცა, დაისიძა, თუ ინდომა ძმა და შვილად;
პირი მისცა დანდობისა, მით შეიქნა მისკენ ვლილად;
სულ ქვეყანა დაიმონა, მიირთმევდენ ოქრო, მილად;
ბოლოს ასე გასაწყვეტლად ვინ გამოჩნდა იგ საგზილად?
288 ვინ ურჩია სამესისხლოდ, გვართა ჩემთა საკიცხველად;
ბაგრატოანთ სისხლის დაღვრად, გუბი ადგა ეზომ ველად;
ვეჭვ ცოცხალი არ მამირჩეს, ვინცა იყო ამის მქნელად;
ხვალ წამოვალ, იგინიცა დამხვდენ ჩემად სისხლთა მზღვევად“.
289 დარბაისელთ მოახსენეს: „ჰქენით რამე მოწყალება;
დედოფალსა ნუ უწყრებით, მას ეყოფის გულსა ლება;
თავადთაგან ვინ ურჩია, მათ მიეცეს თქვენგან მცრება;
სულ გავწყვიტოთ ცოლშვილთა, სალაროთა მათ აკლება“.
290 გაისტუმრეს მოციქული, მან დაიწყო მწარედ ვლება;
მივა აბრჭობს გულსა შინა: „საქმე გვიჩანს დანაკლება;
ვინღა გვიჩნდეს მაკურნალი, ჩვენ მოგვეცა ეზომ ვნება;
მათ ხელი ჰყვეს, უგუნურთა, ანთებულთა სანთლის ვსება“.
291 მივიდა, ჰკადრა მან ყმამან ხემწიფის დავედრულები,
რა მოისმინეს, წყენითა შეიქნენ დაკარგულები,
ბედი უკუღმა წასულსა ვის ძალ უც მოსაბრუნები?
მათგან ნაქმარსა საქმესა შეექნათ დასაწუნები.
აქა ამა ღვთივ აღმატებულ მაღალ ხემწიფეს ნესტანდარეჯანის შემოსახვეწები მოციქული მიუვიდა. არა პასუხი მისცა წყრომისა და მუქარობისაგან კიდე. „ესე ვითა მეფეთა სისხლი შეგისხამს, გზას დამხვდით. ჩვენცა შეყრილნი მომავალთა და ვინცა ესე უმგზავსო საქმე გამართა პასუხი გამცეს“, ბრძანა სიტყვა ესე და ხვალისა წასვლა გამართა.
292 ხემწიფეს გაჯავრებულსა ნახე ვინ დააწყნარებსა!
მივა ურიცხვის ლაშქრითა, მათ შეჰყრის გასამწარებსა;
შემცოდე მოკლას ყველაი, ინანდეს მათგან ქნარებსა;
მაშინღა ნახონ ქართველნი, არღვევდენ მთა და ბარებსა.
293 ყოვლმხრით გაგზავნა ამბავი, ლაშქართა სახმობარია;
შეუთვალეს: „დროზე იარეთ, საქმე ჩანს საგმობარია;
კაცს ნუ დაიკლებთ, ზენაარ, მოაგროვეთ ყოველი არია,
იმერეთს წავალ უთუოდ, საწყრომლად მათზე კმარია“.
294 დაუყოვნებლად მოვიდენ, ახლოს ვინ, ან შორია;
სამოსი ჰქონდათ რკინისა, ზოგი ჩანს ვითა გორია;
გამოჩნდეს ვინმე მებძოლი, მათ უნდათ მათი სწორია;
მაშინღა ნახო ქართველნი, მტერს მისცენ დასამორია.
295 მეფე ჯავრობს და იძახის, არ იტყვის სიტყვას წყნარებსა;
გამოდგა მძიმის ლაშქრითა, ჰგავს არვის შეიწყნარებსა;
მათ შემცოდეთა უპირობს გადაყრა, გამწარებასა;
ბძანა: „ვინ შექმნა სიავე, ჭირსა მიეცეს კმარებსა“.
296 ახლავს თავადი მრავალი, უანგარიშო, ულევი;
მათ მათი დროშა, ლაშქარი თან ახლავს განაგულევი;
ათი ათასი წინ მავლად უჩინა კაცი სრულევი;
გვერდ ახლავს ასი ათასი უფროსი, დანასრულევი.
297 მთასა გადახდა, მაშინვე მოეგებოდა ყველანი;
კოლბაურს დასცეს კარავი, აივსო იგი ველანი;
მეწინავესა შეეპყრა მათისა გზისა მცველანი;
ორგულთ მიესმა, მოედვა ცეცხლი უშრეტი, მწველანი.
298 წერეთლები და ვინც იყო, სახვეწრად მოაშურესა;
თავსა მართლობდენ იგინი, იდგიან ერთსა ყურესა;
მათსა საქმესა იმართვენ, შემცოდეს არ უყურესა;
ჰკადრეს: „მეფეო, უვიცთა თქვენ, ლომი, მოგიმდურესა“.
299 მეფემ ბძანა: „უბრალოსა მოსაკლავად ნუ აქვს რიდი;
მეფეთ სისხლი ვინ შეიდვა, მას სარჯელი არ დავრიდი;
ვეჭვობ ზღვაში შევაცურვო, სად წამივა იგი ფლიდი;
გამიძეხით მას ადგილსა, სადაც იყო, მათკენ ვლიდი“.
300 საზანოს დადგა ხემწიფე, მეფე უკადრი, სვიანი;
ლაშქარი ახლავს უზომო, მთა, ვარი, სულ სავსვიანი;
მათსა მებძოლთა შეჰყარონ დასამხობელად ზიანი;
ქათველნი მეტად მუქრობენ, ვინც არის იგი ხლმიანი.
301 მოუვიდენ იმერელნი, თავადები ვინცა ვინა;
მუხლ მოყრილნი სახვეწარად იჯრებოდენ მეფეს წინა;
ერგთულთ მისცა საბოძვარი, ორგულებსა მოაწყინა;
თემი შანით დააწყნარა, არა სადით არ იწყინა.
აქა ვამეყ დადიანს მეფის მისულა უამბეს და შეექმნა წყენა და რჩევა.
302 ვამეყ დადიანს მიესმა ლაშქრობა დიდთა მეფეთა;
მოწყენა შექნა ასეთი, თუ სთქვა, ლახვარსა ეფეთა;
„მოსულა ჩვენად სამტეროდ, ვის ხმობენ სისხლთა მჩქეფეთა;
მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მათის აბჯრისა მკრეფეთა“.
303 არჩიეს: „მივცეთ იმერეთს რაც იყოს, მთა და ბარია;
ძველად მეფეთა ნაქონი, განძი და რაც რამ არია;
თვალ მარგალიტი, გვარი; ან ბადახშანის ლალია;
ნუ თუ მით მოვრჩეთ ლომგულსა, სხვა ღონე არსად არია.
304 ჩვენ და მეფენი ყოფილვართ ნიადაგ მოყვარენია;
მძახობას შევეპატიჯოთ, არ მოგხვდეს მოსაწყენია;
სჯობს მივყვეთ მათსა წადილსა, რაც ბძანოს, მისი მქნელია;
მოციქულს უთხრეს: „ამრიგად შენც მოიხმარე ენია“.
305 გამოისტუმრეს, წავიდენ მოქველი, ბედიელია;
რაცა დავედრეს ამბავნი, შეიქნეს მისი მთქმელია;
გავლეს, სასწრაფოდ მიდიან, დალივეს ტყე და ველია;
ხემწიფეს წინა მივიდენ, გულტკბილად დახვდა ქველია.
306 მოახსენეს: „ხემწიფეო, ხარ ყოველთა უზენაესი;
სიუხვითა ზღვასა გევხარ, ან შირვან უკეთესი;
ერთგულთათვის მოწყალება გჭირს, შაქრისგან უტკბილესი;
რაცა გკადროთ, მოგვისმინე, არ წავიდეთ დანაკვნესი.
307 მოგახსენა დადიანმა სიტყვა ტკბილი, არა მწარე;
ჰე მეფეო, ხელთ გიჭირავს სიმდაბლითა ყოველი არე;
არას გკადრებთ უწადინსა, თუარემ თქვენვე დაგვაბარე;
ვინ ხელი ჰყო სიავესა, იგ არ მორჩა დაუმცდარე.
308 მოიწადინეს ლიხელთა მეფისა გადაშენება;
უწყალოდ მოკლეს ბაგრატი, დაუწყეს ლახურით შენება;
დედოფალს ავად ურჩიეს, მით გაიოხრეს შენება;
გერისა აღარ იკითხა, იწყო თავისა შვენება.
309 აწ შეიქნა იმერეთი უპატრონოდ, ასე ოხრად;
ქალი დარჩა უიმედოდ, ვისგან დაჯდა არე ოხვრად;
დაუბრუნდა სვიანობა მას, დაიწყო ძვალთა მოხვრად;
ტახტიდამე ჩამოაგდო, წაიყვანა ხორცთა მცოხრად.
310 ჩვენ გავიყოთ საპატრონო, რადგან ასე ცუდად ძესა;
პირი დავდვათ მოყვრობისა, ქალი მოვსცა მაგა ძესა;
კაცმა ჰპოვოს სიამოვნე, მაშინ სევდა გაიძესა;
თქვენ ყოფილხართ ჩვენი ზურგი, კვლავცა ვალი ბევრი გვძესა“.
311 მეფემ ბძანა: „ავნაქმარი მათი მათვე გადაჰხდება;
განგებასა რაცა სწადის, უსათუოდ იგ მოხდება;
თქვენცა იცით უმემკვიდროდ ეს ქვეყანა ამოწყდება;
კაცი ღვთისა მიუნდობლად, ეს იცოდი, მალ წახდება.
312 ნათესავი ვარ, მე მმართებს სხვას არვის მივსცე თემია;
სრა და სამყოფი მეფეთა, მკვიდრი ვარ სულად ჩემია;
თქვენ მადლი გმართებს რაც მოგცე, თუარ ცოდად დაიჩემია;
საქართველოსა პატრონი ყოფილა პაპაჩემია.
313 სხვარიგან მოყვარენი ვართ, პირობა დავდვათ ახალი;
ჩვენ ვიყოთ მისის ერთობით, იგ იყოს ჩვენი მძახალი;
ოდიში მკვიდრად ეჭიროს, არა სჭირს სხვაგან სახალი;
ამას არა იქს ავკიდო, ვით ყვავსა მისი ბახალი“.
314 კათალიკოზი შუა ჰყავს, მით ელის დაწყნარებასა;
მან მოახსენა: „მეფეო, რა მოაქვს კაცთა ვნებასა;
ასეთი ბძანეთ, ხდებოდეს სიტყვა, ერთმანეთს ებასა;
ვინც გაიგონოს, ყველამან იტყოდეს დიდად ქებასა.
315 თქვენ ხართ მაღალი ხემწიფე, საქართველოსა თავია;
ერან, თურანი შენ გმონებს, სხვამ ვინ შეგკადროს დავია;
ისპაან შარი გიჭირავს, გილანი სრულად სრავია;
ღმერთსა ნუ აწყენ, გეყოფის მეტის მეტობაც ავია“.
316 მოუსმინა პატრიარქსა, რაც ინდომა მისი თქმევა;
გავლენა აქვს მეფესთანა, თუცა სჭირდა პირველ ჩვევა;
ბძანა: „შენვე გაისტუმრე, გარიგებით შენ ამცნევა;
მიეც მცირე საპატრონო, ბევრიც მქონდეს, რას ვაქნევა“.
317 გაისტუმრეს მოციქული, აუსრულდა მათი ნდომა;
წამოვიდენ მხიარულად, გზაზე უჩანს არ დადგომა;
რადგან ცუდად არ წაუხდათ მათ ეგზომი მათი შრომა;
იგ აივსნენ საბოძვრითა, არ თუ ეცა მათ გაწყრომა.
318 მოვიდენ ვამეყს წინაშე, ამბავი ჰკადრეს არ ავი;
მათ გაიხარენ უზომოდ, შეიქნენ გაუმწარავი;
უთხრეს: „გაგიყო ქვეყანა, გაცემის დაუზარავი;
მოყვრობა შექნა ლომგულმა, ვინა შუქ დაუფარავი.
319 საზღვარი ზუსა დაიდვა, სად წყალი არის, მდინარე;
მას აქეთ მოგცა ქვეყანა, შემცილე არავინარე;
ჩვენ დაგხვდა უხვი გულტკბილად, ნიადაგ მოუწყინარე;
ვის ჰფარავს ჩრდილი მეფისა, იყოს თავისთვი მწინარე“.
320 მათში შექნეს სიხარული, დიდი იყო, ან მცირე;
თქვეს: გავგზავნოთ საჭურჭლენი, წავიდოდეს მეფე ვირე;
მას შეშვენის ლალგუარი, მემცა რატომ დავიჭირე“.
დაუყონლად გაუგზავნეს მეფისათვი ოქრო მილე.
321 მიართვეს მეფეს ურიცხვი, უანგარიშო ლარია;
სხვა არ ნახულა მისებრი, მათ რომ მოიღეს ლალია;
მოლარე ჰკვირობს, ეყარა თვალ მიუწდომი მალია;
თქვეს, თუ: „ეზომი სიმდიდრე ბოლოს იქნების მქრქალია“.
322 იმერელთ ჯარი გვერდ ახლავს, დიდი ვინ, ან წვრილია;
რაც დაიჭირა ქვეყანა, არიან მასთან ვლილია;
ხალათი მისცა ყველასა, კაცთაგან დაუთვლილია;
ბევრს შეკაზმული ცხენები, ვინ რომ თავადიშვილია.
323 დაამდიდრა ერთობილნი, ყველა ლოცავს შარიერსა;
მას ჟამშია უშოვნელად არ დაარჩენს ყმა და ბერსა;
გაერთგულდა ყოველი სული, ვერვინ ნახავ შენამტერსა;
უხვსა მოსდევს ყოველი სული, კვლავცა ვნახავ ბევრთა ბევრსა.
324 პირმზეს წინ კაცი გაგზავნა, ამა ამბისა მთქმელია;
შეუთვალა: „დამრჩა სამეფო, თუცა სამკვიდრო ძველია;
ავიღე მათი საჭურჭლე, მოვალ უკადრი, ქველია;
ღმერთია ჩვენზე წყალობით, მუდამ კეთილთა მქნელია“.
325 მახარობელი მივიდა, ჰკადრა მეფისა ბძანება;
თქვა: „დარჩა მკვიდრი სამეფო, იმას არ დაედარება;
იმერელთ ჯარი გვერდ ახლავს, სიმრავლით გაიკმარება;
ლომსა იახლონ თავადნი, ერთგულს არ უნდა ბარება“.
326 მახარობელსა უბოძეს ხალათი მეტად ხასისა;
ჰკითხა: „სფაადი რასა იქს, მარტო მამსურელი ასისა;
ნიანგთა მაოხრებელი, მამრევი გმირთა დასისა;
მას ვინ დაუდგამს სულდგმული, მებძოლი ყოლგან დასისა?!“
327 პირმზემ ჰკითხა მას მონასა: „დედოფალი სად არია?
მისნი ეგზომ ყოფა, ქცევა, ან სიწყნარე სადარია,
ვინ იხელთა უმგზავსომან იგი ცისკართ სადარია?
ვაი, რომ ვარდი თრთვილისაგან დაიცალა, სადარია!
328 ან პატარ ქალსა რა უყვეს, იმა საწყალსა ბედითა?
მამიდამ მოსრა ყვავილი, თვითც თავი გაიბედითა;
უბრალო სისხლი მეფეთა ქალმა ვით დაიქედითა?
ბაგრატ და ვახტანგ რა იქნენ წამხდარი ცუდის ყბედითა?“
329 მოახსენა: „იგ ქალყმანი დადიანმა წაიყვანა;
ვახტანგ ხელთა დაიჭირეს, მას შეექნა მეტად ნანა;
დედოფალი გამოჰყარეს, საკვდად ჰქონდა ხელთა დანა;
ფიცხლავ ბობოთს მიიყვანეს: ტყვედ ამყოფეთ - ასე ბძანა.
330 დაიფორაქეს საჭურჭლე, დედოფლის სამკაულები:
ყელსაბამი და საყური, ძველად ნაუფლისწულები;
სხვა ამბარჩა და ყელ ჯაჭვი, კოდით წაიღეს ფლურები;
მეგრელებს ვერსად გადაურჩა, რაც ჰქონდა მათ დაფლულები.
331 მხევალნიცა დაგლეჯილნი მისდევდნენ პატრონთანა;
მიტიროდენ უცხოდ რამე, არ მინახავ იმისთანა;
იტყოდენ თუ: „მზე უკადრი საღარიბოდ თანის თანა.
დავთმოთ ჭირი სოფელს ყოფით, ტყვედ ვიყოთო მარტო თანა“.
332 ბძანა: „მიმძიმს ქალისათვის, რომ შეჰქნია დანარევით;
საბრალოა სასიკვდილოდ, შემოჰყრია დანარევით;
სიჩქარემან თვალთა ჩენა აუბნია დანარევით;
ვარდის ნაცვლად მას ეკალი ხელთ უჭირავს, დანარევით“.
333 ხანი გამოხდა მცირედი, მოვიდა მეფე ლაღია;
წინ მიეგებნენ, სამისოდ წყალობის კარნი აღია;
ჩამოხდა, შევა საწოლსა, გავლო სავარდე ბაღია;
წინ შემოჰყარეს ფიალით, ერთი მორთული საღია.
334 შევიდა, ნახა მნათობი, მზისგანაც უფრო დარევდა;
თქვეს: „მოსულიაო სადაგი, მისთვი სალხინოდ დარევდა“.
შემოეგება მცინარედ, ართუ სხვას რამეს დარევდა
მთვარე გავსილი ღიმოდა, მას მზესა მეტად დარევდა.
335 რაღას ვაგძელებთ: მობძანდა მეფე, ღვთივ გვირგვინოსანი;
ახლავს ურიცხვი თავადი, ნაქებნი მეტად ხლმოსანი;
მოსდევდენ მოშაითენი, მომღერალნი და მგოსანი;
სიხარულითა აივსნენ მნახველნი იმა დროსანი.
336 შეიყარნენ მათნი მჭვრეტნი, მათ გაჰხადეს იქარევით;
სხივთა მათთა ელვა ჰკრთომით გაენათა იქ არე ვით;
ცუდ მაშვრალობს მასთან მუშთარ, შეიქნების იქ არევით;
ვინ გამოჩნდეს მაქებარად, თუ არ მზეა იქ არევით.
337 მას ღამე დასხდენ ხალვათად, ლომმა და იმა მზემან და;
იუბნეს ტკბილად სიტყვანი, აფრქვიეს ლამაზემან და;
მორთეს მუტრიბთა ქამანჩა, ძალისა იყვნენ მზემან და;
მადლი შესწირეს, ვინ შექმნა ეტლმან და იმა ზემან და.
აქა ამა სახელოანმა, მაღალმა ხემწიფემან იმერეთი დაიჭირა. იქაური საქმე განაგო და უჭირველად ლარითა სავსე ტახტსა მისსა ტფილისს მობძანდა. ჰქონდა ყოველთა დღეთა ლხინი და ნადიმი.
338 გათენდა, მოდგა ქალაქი, ძალად არ გამოჰყრიდესა;
მეფეს ლოცვიდენ ყოველნი, მარგალიტს გადაჰყრიდესა;
უშოებელი არ დარჩა, ვინც იყო განაკიდესა;
უკუყრა იყო ყოველმხრით, გულ მხიარულად ზმიდესა.
339 დაეთხოვნენ დიდებულნი, წავიდოდენ მათსა შინა;
მადლი ჰკადრა ხემწიფემან, თავადები ვინცა ვინა;
ბძანა: „კვლავცა მოხვიდოდით, დაუყონლად ჩვენსა წინა,
მიმაჩანთო ძმადა შვილად, სიამოვნე თქვენთან მინა“.
340 ყველას უბოძა მრავალი ხალათი სარასრებისა;
მადლიერობდა ლაშქარი, რაღა ვთქვა მათგან ქებისა;
მათ მიაშურეს სამყოფსა, უვნებლად მათის ნებისა.
ვინ პატრონს მონებს გულწმიდად, მას აროს არ ევნებისა.
341 გაიყარნენ და წავიდენ, პატრონის განაყარები;
საშოებლითა სავსენი, არა თუ ცუდად მცდარები;
მიაქვს ძვირ ფასი ნაქსოვი, უფროსი ოქრო მყარები;
სარჯელს მოშორდენ მოყმენი, დალახნეს მათნი არები.
342 მეფე ყოველდღე მეჯლიშსა გადაჰხდის მათსა მონებსა;
იცით, სიმდიდრე ვისცა სჭირს ბევრს რამეს მოაგონებსა;
ხელის შემწყვდევა, სივიწრე კაცს მეტად შეაღონებსა;
სიკვდილს ანატრებს უცილოდ, სამარედ განაგორებსა.
აქა ამა უსწორომან ძლიერმა ხემწიფემან შაჰნავაზ მისი ძის სასურველი არჩილისათვის დაწინდული ვამეყ დადიანის ქალის შესაბმელად ნიშანი გაუგზავნა. ნახეთ ბოლოს საქმე.
343 მეფემ ბძანა: „წესი არის ჩვენგან ნიშნის გასტუმრება;
რაცა ხამდეს აარჩიონ, მათგან ითქვას არა მცრება;
მარგალიტი დაუფასო, რომ იტყოდენ დიდად ქება;
სარძლოს ჩემსა მიართმევდენ, არა ჰქონდეს გულსა კლება“.
344 მოიღეს სავსე გობითა იაგუნდი და ლალია;
ფრანგეთს ნაქმარი, ნაქსოვი, მძიმე მართ ვითა სალია;
არჩიეს: „ეზომ გავგზავნოთ, ვერა ზიდევდეს ქალია;
არ დააკლდების მეფესა, ჰფარვს მოწყალის ძალია“.
345 დიდმან მეფემან სიტყვანი ბძანა, რაც ეფერებისა;
ზის მორჭმული და უკადრი, საქმე სჭირს მისის ნებისა;
შემცოდე საპყრობილესა მისი უწყვეტლად ებისა;
ხმა გახდა ყველგან, მივიდა მისთა სივრცეთა ქებისა.
346 გაისტუმრა მენიშნენი: თავადი და მასთან ბერი;
გაატანა წასაღებლად მარგალიტი ბევრჯელ ბევრი;
ეზომ ლარი გასაცემლად, მოინდომა ვითა მტვერი;
ხემწიფესა ქალი უნდა თვით ძისავე შესაფერი.
347 წავიდენ, მიაქვს სალარო, უანგარიშო, ასები;
ოდიშს ვამეყთან მივიდენ, ვის ჩხუბი სჭირდა სავსები;
მივიდეს, დახვდენ შეყრილი იგ დიდებულთა ხასები;
შექნეს ლხინი და უკუყრა, შესვეს ჯამი და თასები.
348 დადიანმა თქვა: „დღეს გვმართებს მენიშნებთანა ლხინები!“
მოჰფინეს ტურფად პალატი, აწვიეს ვინცა ვინები;
ქალსა შემოსეს კეკლუცად, ხმასა სტკბობს იგ წინწილები;
მოიღეს გობი ოქროსი, სავსე დგას ღვინით მინები.
349 შემოვიდა დედოფალი, თან მისდევდა ქალი ნაზი;
ტახტზე დასხდენ საფერისოდ, მათ აიღეს მზისა ბაზი;
ახლდენ მრავლად ბანოანი, ტურფანი და იქ ლამაზი;
ეშყი ჰქონდათ სამიჯნურო, ვის არ ექნა მათზე ჰაზი.
350 მოაწვიეს დიდებულნი, დასამხობლად შექნეს რიგი;
უფროსნი და უდიდესნი, სიახლოეს დასვეს იგი;
დადიანი შემოვიდა, გულსა ჰქონდა სხვა დარიგი;
აქვს სიმრუდე, თქმა და რჩევა, აწ მართალმა ვით მოვიგი.
351 არ გაათავებს განგება, ვის პირი მართლად არ ება;
კაცს მართებს მისი შორს ყოფნა, არ იწყოს მისკე არება;
ხამს სძულდეს სიტყვა უპირო, არც ხილოს მისი არება;
ნუ მიენდობის გულითა, გააგდოს, შექნას არება.
352 გაისტუმრეს მენიშნები, მათ აჩუქეს დიაღ მცირე;
წამოვიდენ დაუყონლად, გზას არა ჩანს გასაჭირე;
თქვეს: „უძრახოთ დადიანსა, ნუ თუ კვლავცა არ ვებირე;
გონებოდა აქ არ გვევლო, პატრონს იქავ დავეხირე.
353 ვინ აღირსა მას ეგზომნი, ქვეყანა და ან სრანი;
არა მშვენის პატრონობა, ტახტსა მისცეს ამან სურანი;
უფერსა და შეუგვანსა გადახდების გაბასვრანი;
არც ვეზირი უვარგია, ყოფილანო კაცნი რანი“.
354 ხანი გამოხდა, არჩიეს მათ დიდთა ფიცთა ტეხანი;
არ გაიმართვის კაცთაგან საქმის უკუღმა გრეხანი;
ნახოს ღვთისაგან გაწყრომით, სიმრუდით ეცეს მეხანი;
გადახდეს ავთა სანაცვლოდ, მიხვდეს თავისა ტეხანი.
აქა ვამეყ დადიანმა მეფეს შაჰნავაზს ფიცი გაუტეხა და მოყვრობიდან გაეყარა. ამ საქმითა ჰპოვებს დასრულებასა მისსა.
355 დადიანმა თქვა: „ქართველთა არ ვემოყვრები აროსა;
ქალს ქმარს უშოვნი უთუოდ, ვერავინ დამაბაროსა;
ვინ შემეცილოს სიტყვასა, მან თავი გაიმწაროსა;
სულთა ამოვხდი გვამთაგან, მიწასთან გაესწოროსა.
356 დავისიძებ თავადთაგან, ვინ დიდგვართა ისუდარებს;
ასულს მივცემ მზისა მგზავსა, ვინ ციერთა ის უდარებს;
არვის მივსცემ უმისოსა, რაზომ ველად ისუდარებს“.
მაგრამ, ნახეთ სოფლისაგან მზისა ნაცვლად ის უდარებს.
357 კაცი ნუ სცდების, წერილი ვის მისცემს, მისკენ ის არებს;
დახვდების მორთვით უკლებლად, იგ მისად მგზავსად ისარებს;
ბედი მას მისცემს ციერნი, ვის დაუშუენებს ის არებს;
ვინ ხელჰყოფს დიდთა ძაგება, ის მოიპოვნებს ისარებს.
358 მათ განაგეს საქმე ძნელი, ბოლოდ მათი დასამხობი;
ქალი მისცეს ცუდსა ვისმე, იქნა მათთვის დასაგმობი;
ვისცა ესმა გონიერსა თქვეს: „ვართ უჭკუოთ შენასწრობი,
თუ არ შმაგმა, ყულზე მეფე ვინ გასცვალა შენაყმობი.
359 გვასმია იგი ხემწიფე მაღალი, უხვი, მდიდარი,
ყოველთა ზედა მოწყალე, ავის საქმისა მრიდარი,
ლომ, ვეფხთა მაოხრებელი, დევთა საომრად მზიდარი,
უჭკუოთა ქალი წაართვეს, რა იყო დასახიდარი“.
აქა ამა სახელოვან მეფესა ვამეყ დადიანისაგან სიმუხთლე და მოყვრობიდან გაყრა მოახსენეს. ნახეთ, თუ რას უპირობს. შეყარა თვალ უწდომელი ლაშქარი და გაემართა მისად სამტეროდ.
360 მოახსენეს ხემწიფესა სიტყვა მეტად საწყინარი;
თქვეს: „მოყვრობა გაგვიცივა, ვინ არ მორჩა შეუმცდარი;
სარძლო თქვენი გაათხოვა, ყულსა მისცა დასანთქმარი;
დედოფლობა დაუკარგა, ასულს შერთო ეზომ ქმარი.
361 ვამეყ გატეხა ზენარი, ფიცი, სიმტკიცე სრულია;
ვეზირი უჯდა რეგვენი, ჭკუისაგან გადასულია;
არჩია ძნელი საქმარი, მით წაიწყმიდა სულია;
მან მოაოხრა ქვეყანა, მოჰგვარა აღსასრულია“.
362 რა მოისმინა მეფემან ეგზომ ამბავთა თქმულობა;
წყენა შეექნა დიადი, გულსა დაედვა წყლულობა;
ბძანა: „ოდიშსა დავაქცევ, მქონდეს არ საბრალულობა;
ვამეყსა მოვჰკლავ, გადახდეს რეგვნულად მისგან ქნილობა.
363 ლხინისა ნაცვლად ირჩია მან ჩემი ესე მტერობა;
ოდიში ჰქონდა საკუთრად, მართებდა მისი ჯერობა;
აფხაზი ახლდა, თავადთა იწყიან მისი ფერობა;
ესე ყველაი ხელთ ჰქონდა, დაჰკარგა ბედნიერობა.
364 ამა საქმითა მაზედან ნახოს რა მოიწევისა;
თავსა ტიროდეს, მაშინ სცნას, რა ჭირნი მიეპყრობისა;
რა ნახოს ჩემგან ნაქმარი, ცეცხლი ვით მოედებისა;
არ სადით უჩნდეს მეშველი, საწყალსა რა ექნებისა“.
365 თქვა: „დადიანი ხელთა მყავს, პატრონი იმა სარისა;
მემკვიდრე, ძირი ქვეყნისა მისმეტი არსად არისა;
შამადავლე აც სახელად, მოყმე ერთ კაცად კმარისა;
მივსცე ურიდლად ქვეყანა, თავობა იმა ჯარისა“.
366 წიგნი გასწერა ყოველმხრით, ლაშქართა მოსაწვეველად;
აპირობს ლაღი, უკადრი, მტერთა სისხლისა მზღვევლად;
დაუყოვნებლად სწრაფობენ შეიქნან მათკენ მლეველად;
მინდურად გაიღეს კარვები, იყვნენ საქმისა მკვლეველად.
367 კაცი გაგზავნა იმერეთს, შეუთვალა სიტყვა ასეთი;
„მივალ მტერზედა საბძოლად, სისხლით აუვსო თასები;
მზად დამხვდით, მოვალ ლაშქრითა, თქვენ დიდებულთა ხასები;
ერთგულთა მოგცე წყალობა, აღარ გინდოდეს ფლასები.
368 ვამეყ მიმუხთლა რეგვნულად, არჩია ჩემი მტერობა;
ვერ დაინახა სიმუხთლით, იწყო ამ საქმის მქნელობა;
გულში სხვა ედვა თათბირი, გამოჩნდა მისი მელობა;
ვეჭვობ, არ შერჩეს ღმრთისაგან ეზომ ჩემზედა ტრელობა.
369 რა დავმოყვრდით მასუკანით ჩვენ ვაწყინეთ მოაბარა;
მან ასული ძესა ჩემსა, იცით, ჯუფთად მოაბარა;
ზურმუხტი და მძიმე ლალი, მარგალიტი მოაბა რა;
აწ საკვდავად ასე მისგან მიწა ჩუენზე მოაბარა.
370 ზურგი ყოფილხართ, ნიადაგ, დიდთა მეფეთა სარისა;
ხართ ვინმე კარგი მამაცი, მამკვლელი უძებარისა;
ნაქები გულოვნობითა თქვენებრი არსად არისა;
გიაჯი ბძოლად მოერთოთ, მაგა ადრიდგან მცდარისა“.
371 წიგნი მივიდა, მაშინვე შექნეს იმერელთ მზადება;
თქვეს; „ყმანი ვართო მეფისა, ვინ ლომსა დაექადება;
უღმრთოდ ვინ წახდა სულდგმული, რაც ოდენ დაიბადება;
წინ მიუძღვებით ყველანი, ვითაოთ მათი წადება.
372 გადგა მეფისა ქარხანა, მძიმე და ძვირ ლარია;
სამას ყათარსა აჰკიდეს ოქრო და რაც რამ არია;
სახემწიფონი ჭურჭელი კაცთაგან დათვლად კმარია;
მრავლად მურასა იარაღი, რომე არ უჩანს დარია.
373 ამართეს დროშა მაღალი, ქაიანურის ხელისა;
მოვიდენ ყოვლმხრით ლაშქარი, იყვნენ აჯაბთა მთქმელისა;
სახელოვანი თავადნი, მებძოლთა სისხლთა მღვრელისა;
მუქარას ითხოვებიან, ომის მოქმედნი ძნელისა.
374 გადგა, წავიდა ხემწიფე იმა მტერზედა მორევით;
თვალ უწვდომელი ლაშქარი მივა მართ ვითა მორევით;
მათსა შემბმელსა დაჰხოცენ, შეიქნან მათგან მორევით;
დაიონვარონ მებძოლი, ვერვინ შეჰკადროს მორევით.
375 ალს მივიდა მეწინავე, მათ მოიცეს მთა და ბარი;
რკინით იყვნეს შეჭედილნი, იგი დევთა დასადარი;
მიიზიდვენ სამესისხლოდ, მითხარ მემცა რა ვაბარი?
ღმერთი უზამს სამართალსა, ადრე წახდეს ნამტყუნვარი.
376 დროშა მიუძღვის მეფესა, მთასა გადახდა მალია;
იმერელთ ჯარი იქ დახვდა, ჰგავს არ არიან მალია;
სული მიართვეს არმაღნად, ვით დაუშურონ მალია;
ვის სამართალი მიუძღვის, მგზავსად მოჰკრიფოს მალია.
377 უსალამეს ერთობილთა, მუხლს აკოცეს შარიერსა;
ჰკადრეს სიტყვა სასამძიმრო, ვით მართებდათ იმა ბევრსა:
„ვინ გაბედა ესე საქმე უმეცრულად დანაყბედსა“;
თქვეს: „შევაკლათ თავი ჩვენი, რას ხელსა გავყრი ყმა და ბერსა“.
378 მეფე ბძანებს: „სირეგვნითა საქმეს ვერას ვერ მიმხვდარა;
კარგად იცით ნდომით საქმე უგანგებოდ არ მამხდარა;
სამართლისა მოიმედე ვინ სდევს საქმე არ წამხდარა;
მაზე შევჰყრი სულ ციერსა, ვამეყ გულსა ვერ ჩამხდარა.
379 თქვენც იცით, მივეც ქვეყანა მეფისა დანარჩომია:
მოყვრობა შევქენ, იფიცა ვინ შექმნა ცისა ხომია;
ვიყავ გულმართლად საერთოდ, სიავე არა მდომია;
აწ გამიტეხა ზენარი, ირჩია ჩემი ომია“.
380 მოახსენეს: „ხემწიფეო, მოვისმინეთ თქვენგან თქმული;
ვიცით რომე უმართლეხარ, სიმცროდანვე სიტყვა სრული;
ჩვენ მივმართოთ იგ საგზლისა, შეიქნების დაკარგული;
რა შეიგნას მეფე მოვა, არ მოუვა თვალთა ლული“.
381 გადგენ, იქიდან შეიქნენ არგვეთისაკენ ვლილია;
ლაშქარი მისდევს ზღვის ოდნად, სამართალს იგდებს ქველია;
ქვეყანაზედან კაცთაგან ამათი ომი ძნელია;
აწ დადიანი რასა იქმს, ან რის საქმის მქნელია.
382 დაიდანს უთხრეს: „მოვაო, ვინა სჩანს მტერთა ბადია;
გვერდს ახლავს ქვიშისოდენი ლაშქარი დაგეკვლადია;
მოაგრგნის ტყე და მინდორსა, მათ ვერ დაუდგამს ქვა დიაღ;
თუ შეძლება გაქვს მიმართე, შენ ხმლითა დაექადია“.
383 თქვა: „ლაშქარი შევიყაროთ“, ცაგერელსა ეუბნების;
„მივეგებოთ ხელიერთად, არა ვიცი რა მოხდების;
ჩევნ შევებათ შარიერსა, თვით წერილი არ ახდების;
მაგრამ სჯობს რომ გაუფთხილდეთ, უსამართლო მალ წახდების“.
384 შემოიყარა ლაშქარი, მივა წინ მისაგებავად;
გულში სხვა ჰქონდა თათბირი, თავისა წასაგებავად;
იტყვის: „გავტეხე ზენარი, ვინ იყო ჩემად მრჩევავად;
ოხრად დამრჩების საჭურჭლე, რაც მქონდა დასადებავად“.
385 დედოფალი თან მოჰყვების, გვერდ იახლა ქალთა ჯარი.
თქვა: „მეგრელნო, თქვენ დაგიყო საგანძური რაც რამ არი;
ჩვენი ზურგი ყოფილხართო, - იწყო ესე საუბარი;
შეებენით იმა ლომსა, ნურა გინდათ სხვა საქმარი“.
386 ცაგერელს უთხრა: „შეიდევ სისხლი მეფეთა ძნელია;
თქმულა: ვეზირის სიწყნარე არ აგრე უჭკუო ხელია;
შენებრ ცქაფი და უშვერი მიწყი ავისა მქნელია;
მეფე მოსულა, შეები, შეიქენ მათკენ მვლელია“.
387 ბეჟან იტყვის: „რად მოვღორდი, რა ეშმაკი მამეჩვენა?
არა ვიცი უბედომან, თუ რას საქმეს წამაყენა;
ვიუარე, ვერ მოურჩი, დამაყარეს თუ რა ენა;
აწ გადახდეს თავსა ჩემსა სირეგვნითა რაცა ვქენა“.
388 ბერს დაება ენა გძელი, ვეღარ იყო მისებურად;
თან მისდევდა იგ ლაშქარსა, არა იცის რა ქნას თუ რად;
ჯავრით ტვინი დაბნეოდა, შემოჰყროდა გულსა მურად;
თქვა: „შევცოდე შარიერსა, მით შეიქნა ჩემზე მდურვად“.
389 ქუთათისს დადგა ვამეყი, ფიცთაგან შეშინებული;
ზეპირად მაღლა იძახის: „მე ვარ სფაადი ქებული;
ჩემსა შემბმელსა დავამხობ, წავიდეს დია ვნებული!“
ლაშქარს იმედსა უდებდა, თვით გული ჰქონდა ლებული.
390 კაცი გაგზავნეს ჯაშუშად, მართლის ამბვისა მბობელი;
მივიდა, ნახა ლაშქარი, თქვა თუ: „ვერ მოვრჩეთ მთხრობელი;
ვეჭვ დაასრულოს ოდიში, ამა მეფეთა მხმობელი;
თქვა, ამა დღისა შემსწრობმა, დავსწყიო ჩემი მშობელი!“
391 მივიდა, ჰკადრა პატრონსა ეგზომ ლაშქართა ყრილობა:
„მათი ტინი კლდეცა დაადნონ, ამას არ უნდა ცილობა;
იმა მეფეთა მტერობა გეგონათ თქვენ ადვილობა;
სჯობს ზენაარი ოთხოვოთ, შექნათ სიტყვათა ლბილობა“,
392 დადიანმა თქვა: „გააძეთ, ეს არის შეშინებული;
კაცი სულდგმული ჩემზედა ვით შეიქნების ვლებული?
წინ მივეგები ცას ქვეშეთ სულ იყოს შემოკრებული;
იმა მეფესა შევებმი, რაგინდ რომ იყოს ქებული“.
393 დედოფალი იქ დააგდო, უთხრა: „იყავ გულდადებით;
ერთგულთ მიეც საგანძური, ზოგზე იყავ კვლავ ქადებით;
ნუ თუ დაგრჩეს საპატრონო, იყო ჩვენზე ვალდადებით;
თუ დამარცხდეს, გიპატრონონ, არ შეიქნა მათგან ვნებით“.
394 გამოდგენ მეწინავენი იმა მეგრელთა ჯარისა;
ვამეყის დროშა ამართეს, ელვა ჩანს იგ აბჯარისა;
წამოეყარა საომრად, მაგრამ შიში აქვს ჯვარისა;
შორით მუქრობს და იძახის, ახლოს ვერ მიეჯარისა.
395 მეფეს რა ესმა, იამა ვამეყის პირის პირობა;
თქვა: „აწ შევჰყარო სახმილსა, ვიზე მიქნია ყრილობა;
ვეჭვ, დავანანო საგზილსა რეგვნულად მისგან ქნილობა;
სისხლისა ღვარი ვადინო, ვინ იწყო შემოცილობა.
396 სამართლითა მე მიდგია, ვინცა შექნა ზღვა დახ
თვით გააძოს წამის ყოფით, არ უყვარდეს ავის მქნელი;
მას წინ ყველა ადვილად ჩანს, რაგინდ იყოს საქმე ძნელი;
სისხლი მათი ველად მოვრწყო, რადგან დამიც ხმალსა ხელი“.
აქა დადიან ვამეყს ღმერთმა ფიცის ტეხა ჰკითხა და საქმე აიშალა. გაიქცა და სახელოვანი მეფე შაჰნავაზ უკან მისდევს. ნახე იმა პირობა გაუთავებელს რა დაემართოს.
397 წამოუვიდა დადიანს ჭილაძე ჭყოინდელია;
მას თან გამოჰყვა ძმა მისი, რომელსა ჰქვია ქველია;
მიქელაძენი ვინც არის, ყველაი მისკენ მვლელია;
შამადავლესა მომართეს, ერთგულობისა მთქმელია.
398 არეულობა შეექნათ, ოდიშართ იწყეს კლებანი;
ფიცმა შეშალა ვამეყი, მით მიხვდა ეზომ ვნებანი;
ნახეთ სიმუხთლემ რა უყო, ვით ჰპოვა ცეცხლთა დებანი;
დაება ჭირსა უხსნელსა, მას მოეშალა შვებანი.
399 თქვა თუ: „ყმათა მიღალატეს, ვით შევება იმა სპათა;
უკუღმავე მივბრუნდები, დავიჯერებ ამა თქმათა;
ოდიშისკენ დავიკარგვი, თუ მოურჩი ამა ყმათა;
ანამც სადმე მიღალატონ, ვით მივენდო სხვამხრით სხვათა“.
400 ფიცხლავ ქუთათისს მივიდა, სად დედოფალი დგებოდა;
უთხრა: „გვიმუხთლეს მოყმეთა, ვინ სამართალსა ჰყვებოდა;
გვეკითხა ავად ნაქმარი, თუარ ჯარი არ დამცრდებოდა;
ვით მისულვიყავ საომრად ლაშქარი არა მხლებოდა.
401 ჩვენ წავიდეთ, დავიკარგოთ ვინემ მეფე მოვიდოდეს;
მისთა სპათა ვერ გადაურჩეს, რაზომ კაცი მალედ რბოდეს;
შიში ჰქონდათ სფაადისა, არ იცოდენ, რას იქმოდეს;
ან შევსცურდეთ ზღვაშიაო, უფროსიერთ მას იტყოდეს“.
402 თქვეს თუ: „დავჰყაროთ საჭურჭლე, რაც იყოს მძიმე ძვირია;
მოსვენებულთა იხვედრონ, ჩვენ მოგხვდა გასაჭირია;
არ მოხდა ჩვენი თათბირი, არც ცუდი დანაპირია;
ლხინისა ნაცვლად ვიშოვეთ აწ ასე ასატირია.
403 რამანც კაცმა ფიცის ტეხა მოიძებნა მისთვის წესად;
შიში ღვთისა მოიძაგოს, იგი უჩნდეს უკეთესად;
მას სატანა ემოყვრების, ბოლოს დაჯდეს ჩემებრ კვნესად;
ჩვენ ვეყოფით გზა და ხიდად, ნუ ვინ დარჩეს უარესად“.
404 ფიცხლავ წავიდენ, დაადგეს რაც ჰქონდათ სამძიმარია;
ციხეს ვეზირი მიუშვეს, თუცა ჭკუისაგან მცდარია;
უგზოსა ვლიდენ საწყალნი, სიმტყუვნემ ასე არია;
თქვეს: „შარვაშიძეს მივმართოთ, სხვა ღონე არსად არია“.
405 ქუთათის ხიდი ჩაყარეს, ქალაქი დარჩა კიდესა;
იგინებოდენ ყველანი, ვამეყის გადამკიდესა;
მეფეს მომართეს სახვეწრად, მათგანვე დაიმშვიდესა;
ჰკადრეს: „გაიქცნენ, რომელთა სიავეს არ დარიდესა“.
406 ბძანა: „სად წავა გძნეული, ვერ მამრჩეს რაზომ ვლიდესა;
არ მოვასვენო საძილად, ვერცა სალხინოდ ზმიდესა;
შარბათის ნაცვლად მიეცეს მუდამ სამსალას სმიდესა;
მას სამართლისა მოქმედსა რადგან არ დაერიდესა“.
407 ნაღარას ცემენ, იძახის ყვირი, სტვირი და ქოსია;
შემოეყარნენ: მთიულნი, სვანი, დვალი და ოსია;
ლხინი მიეცათ, იშვებენ შემსწრებნი იმა დროსია;
უხვად უბოძა სფაადმა ხალათი შესამოსია;
408 ამა ლაშქართა სიდიდე რა გითხრა, მეტის მეტია;
აავსო მთა და მინდორი, ადგილად აღარ ეტია;
მეფე ამშვენებს ლაშქარსა, ჰკვირობდა მისი მჭვრეტია;
რაზმსა აწყობს და არიგებს, უჭირავს ოქროს კეტია.
409 ქუთათისს დედა ქალაქსა დადგა უკადრი, ლაღია;
დიდთა მეფეთა სამყოფი ნახა იგ ტურფა ბაღია;
სრა და საწოლი დახჩული, კარი ჩანს არსად აღია;
თქვა: „უპატრონოდ ქნისათვი შემქნია გულსა დაღია!
410 მას ნუ მისდევ, რაცა ღმერთმან საქმე ნდომით არ აშენა,
არ გამოდგეს უგანგებოდ, რადგან შენად არ აშენა;
დაერიდე არ მოიღო, შენზე მიწყი არა შენა;
ამით ჰპოვო ზეგარდამო, სიტკბო დიდად არა შენა“.
411 ციხოანთ სროლა დაიწყეს, ეჭირათ ჯაზიარები;
შემცოდე სიკვდილს მოელის, დიდი ვინ, ან წვრილები;
ქვეყანა შემოსდგომია, დაუდგამს ვერ ქვიტკირები;
სჯობს ზენაარი ითხოვონ, შეშლით არიან ვირები.
412 იყო ვინმე ლეჩხუმელი კაცი, ომთა დანაბდი;
გული ედვა სამესისხლო, შალი ეცვა და ნაბადი;
თქვა: „ავიღო ესე ციხე, მათ წაუღო დანაბადი;
ნახოთ, ადრე მოვურღვიო იგი კოშკი დანაბადი“.
413 ხოსია ერქვა სახელად, ვინ რომე მესისხლეობდა;
ხემწიფის ერთგულობასა ცდილობს და მეტად ქველობდა;
მიადგა, ციხე აიღო არ ცუდ მაშვრალად ტრელობდა;
გამოიყვანა შემცოდე, სიკვდილისათვის ჭრელობდა.
414 მოიყვანეს ხელ შეკრული ცაგერელი მეფის წინა;
უთხრა: „ბერო, შენგან არი, რაზომ კაცი მოიყინა;
მოინდომე მოსათხრელად, საქართველო ვინცა ვინა;
ახლა ბძანე საპასუხოდ, ავის ნაცვლად შე რა გინა?“
415 „ჩიქოანი ხარ გვარ მოკლე, იჩემებ თავადობასა;
ბაგრატოანთა საბრძოლად მოგერთო, სცემდი ნობასა;
თავის უფალი შეიქენ, ამბობდი შენსა ბძნობასა;
შმაგი ხარ, უჭკო, რეგვენი, მიგცე ლახვართა სობასა“.
416 თავს მართლობდა იგი ბერი, უარობდა მისგან ქნილსა;
თქვა: „არ ვიცი ეგე საქმე, გუნებაში განავლილსა;
მოინდომეს მათის ნებით, ქალი მისცეს იმ საგზილსა;
ნურას მკითხავთ, არა ვიცი ადრიდგანვე გამოყრილსა“.
417 მეფე გაუწყრა, გააძევა: „რას მეუბნები გძნეული!“
ხელი შეუკრეს თოკითა, შეიქნა გამოძეული.
უთხრა თუ: „სომხითს გაგზავნეთ, მათი შეიქნას წვეული;
საპყრობილესა ჩააგდონ, ლხინი დავიწყდეს წლეული“.
აქა ამა მტერზედა დიდად გამარჯვებულმა ხემწიფემან ქუთაისის ციხე აიღო, შემცოდენი გამოიყვანა. ციხის საქმე გაარიგა და ოდიშისაკენ გაემართა ვამეყის ძებნად.
418 ციხის საქმე გაარიგა, შიგ დააგდო კაცი ქველი;
მოლარები მიუჩინა, რაც ეყარა განძი ძველი;
კოშკები და ნარიყალა, არ გაუშვა დაუვლელი;
გაამაგრეს შინ და გარეთ, მტერისაგან მოუვლელი.
419 რაღას არგებს კაცს ნაქმარი, მისი მასვე გადახდების.
ოდიშს მივა შარიერი, აწ ნახეთ, თუ რა მოხდების;
ვინ მოუვა თავადთაგან, სინანული არ მიხვდების;
ტახტიდამე გადავარდა, ვამეყ ზღვაში ჩავარდების.
420 მას დღეს მაღლაკსა მივიდა მეფე და მისი ჯარია;
მოიცეს იგი ადგილი, აივსო მთა და ბარია;
მეგრელნი ბჭობენ: „მივმართოთ, სხვა ღონე არსად არია;
ჩვენგან თავისა გადარჩენა არ არის დასაზარია“.
421 მოეგება მიქელაძე, ერთგული და მათზე მკვდარი;
მამაცობის იადგარი, ლაშქრობისა დაუზარი;
ომში ხშირად წინ მიმსვლელი, ვერ დაუდგის უზებარი;
ხლება შექნა ხემწიფისა, მრჩევლადაცა მეტად კმარი.
422 ოტიამ ჰკადრა, „მეფეო, სვემცაა შენი სვიანად!
მტერი დაჰკარგე, შეიქნეს ზღვასა მცურავი ყმიანად;
თქვენზე იმტყუვნეს ცთომითა, მათაც ეყოფის ზიანად;
აწ მიაშურე, წასვლა ხამს, ნუ გინდა საქმე გვიანად“.
423 აიყარა მასვე წამსა, მოუსმინა მისგან თქმული;
გაემართა სამესისხლოდ, ვის მოერთო რკინად გული;
რაცა ბძანის, არ გადახდის, მუდამ იყვის სიტყვა სრული;
ფიცა: „ვამეყს არ დავარჩენ, თუღა მახსოვს მისგან ქმნული“.
424 ხონს მივიდა მეგრელები, იქ დაუხდენ დაჯარებით;
ეხვევიან მუხლთ საკოცნად, მეფე იყო გაჯავრებით;
ბძანა: „ვამეყ დამიჭირეთ, მისი მინდა გარჯა, ნებით;
მოველ მისად შესაპყრობლად, უძლეველი ვარჯანებით“.
425 დეისმამა ხემწიფისა პირველ იყო შემცნეურად;
თქვა: „ვმსახურო ხემწიფესა, ვით მართებდეს ყმასა ყმურად;
ნუ თუ მივხვდე ვამეყს სადმე, აღარ მქონდეს გულსა მურად;
ხელ შეკრული მოვიყვანო, იგი იყოს ჩემზე მდურვად“.
426 გაუძახა მეწინავე მეგრელთაკენ იწყეს რება;
გაუტეხეს სიმაგრები, მათ მეცა დიდი ვნება;
სულ აიკლეს ცოლშვილითა, ერთმანეთსა აღარ ება;
ტყვე ალაფი უმარავი, მძიმე ლართა უყვეს კრება.
427 დაიფანტა სრულ ლაშქარი ვამეყისა საძებარად;
ვერსად ჰპოვეს, დაიკარგა, მთას იყო და, ან ბარად;
თქვეს: „წავიდა ხომალდითა, ზღვას მიეცა დასანთქმავად;
აღარ არგებს სინანული, კაცს მოუვა საქმე ავად“.
428 შანა აიღეს მეგრელთა საქმისა დასანდობია;
შიში გავიდა მეფისა, ქვისაცა დასადნობია;
იგინებოდენ, უბნობდენ, ვამეყის დასაგმობია;
„რად მივყევითო რეგვენსა, წყეულმცა, ვინა ჰყმობია!“
429 დედოფალმა თქვა ელენემ: „ნეტარ ვიქმოდე მე რასა?“
თქვა: „დადიანი რა იქნა?“ -- ხშირად ჰკითხავდა ყველასა.
ასული ახლდა საწყალი, გულმან დაუწყის ძგერასა;
თქვა: „რატომ მშობე დედაო!“ -- იგ დაუწყებდის წყევასა.
430 არჩევს: „მივმართო სოლომონს, ის არის ჩემი ღონეო;
მისმეტს ვერავის ვენდობი“ - თქვა: „კარგად მოვიგონეო;
შვილს მივგური, მძევლად დაუგდებ, ამ რიგად დავემონეო.
მისი სიმხნე და სიკეთე წინასვე მოვიწონეო“.
431 როსტომ იყო აფაქიძე, დედოფალი სიძედ ჰხმობდა;
იგ მიაჩნდა დასანდობლად, პირველადცა მისად ჰყმობდა;
ეგონა, თუ მითვისებსო, მაგრამ ბოლოდ არა სჯობდა;
საქმე ედვა გაჭირებით, რას იქმოდა ვერა ჰსცნობდა.
432 ასული როსტომს დაუგდო, თვითან წავიდა მალია;
აფხაზეთს შეჰხდა სოლომონს, ჰკადრეს: „მოვიდა ქალია;
კაცი გაგზავნე, იკითხე, სით არის მომავალია,
ულაშქროდ ეზომ სავალი, მარტომან როგორ დალია“.
433 მოახსენა დედოფალსა: „თქვენ ყოფილხართ მარტოსადა,
ან ყმანი რა გიქნია, გზა გივლია მარტო სადა?
ერთი ვინმე არ იახლე, სასაუბროდ მარტო სადა;
არც მხევალი მოგყოლია, დაგიგდია მარტო სადა?“
434 ქალმან თქვა თუ: „საწუთრომა ხელყო ჩემზე დანასმევით;
მიმაწურვა სატაგრუცედ არ დამრიდა დანასმევით;
სწყურის, არის გაუძღომლად, სისხლთა ჩემთა დანასმევით;
რაზომსაცა დავერიდე, გადავრჩები დანასმევით.
435 ამად ვჩივი, სოფლისაგან არ დამინდო მისობასა;
გამამყარა სიცოცხლესა, არ მაშორვა მისობასა;
ვერ გადავრჩი გაყრა გაცლით, ამად შემქნა მისობასა;
გულსა მაძეს მონასროლი, ვით გაუძლო მისობასა“.
436 კაცსა უთხრა საუბარი ტკბილი რამე, არა მქისი:
„გიაჯები მამეხმარო, ძმა შემექნა, ან მეყვისი;
შემახვეწე შარვაშიძეს, სათნო იყოს არავისი;
მიიბაროს სახემწიფო, ნურა უნდა დასამცრისი“.
437 თქვა თუ: „სოლომონს მოვმართე, ვინა სჩანს მტერთა დარევით;
ბევრის მცემელსა ვიაჯი, ვის არა სჩნია დარევით;
სფაადი მოგვდევს გამწყრალი, მით შევიქენით დარევით;
ყმათ გვიორგულეს, მივეცით ასე ლახვართა დარევით“.
438 მივიდა, ჰკადრა სოლომონს ქალისგან დავედრულია;
თქვა: „გამოჭრილა სახვეწრად, მარტო ვით დაკარგულია;
მას შვილი მძევლად გვერდ ახლავს, ვითა ნასყიდი ყულია;
მოხმარებასა გიაჯის, ფარვა რა სავარგულია“.
439 სოლომონ გაწყრა: „მეფესა ვით გაუმართო ხმალია.
ქალი წაართვა ცთომითა, თავს დასდვა ესე ვალია;
ვინ დაამშვიდებს სულდგმული, თუ გაწყრა პილო მთვრალია?
მეც მასთან წავალ უთუოდ, დღესა თუ ან ხვალია“.
აქა სოლომონმა დედოფლის დაჭერა მოინდომა და ამხილა ერთმა ვინმემ ნამსახურმა კაცმა და გამოიპარა. წავიდა.
440 ეწადა ქალის შეპყრობა, ამას არჩევდა მალებით;
ორსა გაანდო მონასა, ამა საქმესა მალებით:
თქვა: „მეფეს მივგვრი უთუოდ, ამას არ უნდა მალებით,
წყალობას მიზამს ზღვისაებრ, მგონი ამავსოს მალებით“.
441 ერთმან ვინმე ყურად იღო, რომე ასე დაექადა;
თურმე ღმერთსა იგი კაცი მოსახმარად დაებადა;
მალვით უთხრა: „აწევ წადი თქვენ გივლია სადით სადა;
მახსოვს თქვენგან შეწყალება, თუარემ თქმაცა არ მეწადა“.
442 მადლი უთხრა მას მბობელსა, გამოუღო, მისცა რიდე;
თქვა თუ: „გავხარ კარგსა ვისმე, ამად გიძმობ, შენცა მიდე;
თუ შევეპყარ მაგა ყმასა, გასაემლად დავემშვიდე;
მამარჩინე, მადლი ღმერთსა, გზასა სავლად გავეკიდე“.
443 რა შეღამდა, ცხენსა შეჯდა, მალვით გავლო იგი არე;
მას მიეცა სოფლისაგან სარჯელი და ჭმუნვა მწარე;
იტყვის: „ჩემი უბედობა მე მრჯის, ვისღა დავაბარე;
გავეყარე სიცოცხლესა, დამიბნელდა მზე და მთვარე!“
444 მიმართა აფაქიძესა როსტომს, ვის სიძედ სძრახევდა;
უთხრა: „გამწირა სოფელმა“ -- იგ მწარედ ოხვრა ახევდა;
გამოეგება ასული, ტირილით დედას ნახევდა;
ქმარ შვილის გაყრით იწვება, ალმასის დანა დახევდა.
445 შეეხვეწა: „მიპატრონე, არვის მიმცე მე საწყალი!“
უბეს ედვა, გამოიღო სასახელო მისა ლალი;
იქი აქა ჯავრისაგან ეპენტება ვითა მთვრალი;
„მოყვარე ხარ, შემიხვეწე, ღმერთსა დასდევ ესე ვალი.
446 ნუ დამიშლი ციხეს გიჯდე, სასიკვდილოს, ავის მქნელსა;
საგლოველი მამხდომია, სიმძიმილი ეგზომ კვნესა;
არ დავიკლო გაუწყველად ტირილი და მოთქმა ესა;
მე ვიქნები ამ წესითა ვირე ვნახავ იმა მხნესა“.
447 როსტომ მეტად იმედი სცა, იქით ციხეს დააყენა,
თქვა: „ცოცხალმა არვის მიგცე, ან ვის ძალ უც შენი წყენა!“
გულში სხვა აქვს სათათბირო, მაგრამ ამბო ტკბილი ენა.
ნახე, რა ქნა სიცრუემა, ან რას საქმეს წააყენა?
448 ბანძას დგას დიდი ხემწიფე, ლომგული გმირთა გმირია;
სწვენ და არბევენ ყოველმხით, არა ჩანს გასაჭირია;
როსტომ მიმართა მაშინვე, მისულოდა მისაბირია;
ნახა ხემწიფე, იამა, სიტყვები უთხრა ლბილია.
449 როსტომ ჰკადრა: „შარიერო, არ გიტყუო ქადებული;
თუ მიბძანებ ერთსა რამეს, გკადრებ ჩემგან გაგებული;
ასული და დედოფალი მე მაქვს მათი ბადებული;
გავბრუნდები აწევ მოგგვრი, იქნას თქვენი წადებული“.
450 რა მოისმინა მეფემან ეგზომნი მისგან მბობანი,
მადლი უბძანა მას ყმასა, იამა მისგან თხრობანი,
უთხრა: „მოგცეო მრავალი, თვით აგისრულო ყმობანი;
ერთგულობისა ბადე ხარ, ვის ძალუც შენოდნობანი“.
451 ბძანა: „ნუ ჰყოვნი, მამგვარე, ქალი ციხესა მჯდომია;
ასული მისი თან მოჰყვეს, სარძლოდ არ მოსანდომია;
მათი ქონება შენ დაგრჩეს, რაც იყოს უსაზომია;
მხევალი ყველა იახლოს, ერთობით იქი მდგომია“.
452 გამობრუნდა მასვე წამსა, როსტომ მივა თავის შინა;
მოწყენით და მოწიწებით დაჯდა ეგრე ქალსა წინა;
ნახა ეგრე დაღრეჯილი, დედოფალსაც მოეწყინა;
უთხრა: „ძმაო, სამძიმარი შენზე ვინ რა მოაწივნა?“
453 მოახსენა ტყუილი რამე, თავს მართლობდა იგი წბილი;
სხვათა ვისმე აბრალებდა საეშმაკო მისგან ქნილი;
ჰკადრა: „მეფეს შემასმინეს, თქვენი უთქვამს აქა ვლილი;
დედოფალი ხელთა ჰყავსო, მასთან არი ქალიშვილი.
454 უთხარ: მამკალ შარიერო, შემიძლია ეგე არა;
არ მასმია, თუ სად არის, ვინ რომ გკადრა, იგ მამცდარა;
ესე გვარი მოვახსენე, სიტყვა მეტად გამიკმარა;
გამიწყრა და გამამაგდო, მისვლა ადრე დამაბარა“.
455 ქალმან უთხრა: „ეჰა, ძმაო, მე ვით მმართებს შენზე მდურვა;
მამევლინა ზეგარდამო რისხვა მისი შვიდი თუ რვა;
ტახტ გვირგვინსა მამაშორა, ასე საკვდად მიმაწურვა;
ღმერთსა უნდი დასამხობლად, ჩემი გაქვსო ნურც ყოლ ურვა“.
456 უთხრა: „ვიყო წამამსვლელი, არ მიმაჩანს აქა დგომა;
ვარ ბედისა მომდურავი, მიწყი წახდა ჩემი რჩომა;
ამატირა ცხელის ცრემლით, თვალთა მამხვდა არ გაშრომა;
დამიგდია საპატრონო, წყალსა მივეც ჩემი შრომა.
457 წამიძეღ და წამოგყვები, ვითღა ვიყო სრასა მდგომი;
დამითმია სოფლისაგან ჭირი მამხვდეს, თუ რაზომი;
ხემწიფესთან მიმიყვანე, ნურა გინდა გასაწყრომი;
ნუ თუ მამკლას ამ სოფელსა, აღარ ვიყო ფეხზე მდგომი?“
458 თავსა ჩადრი გადაიბურა, მან ტირილით გავლო კარი;
მოსთქვა მისი სვიანობა, იგ ტახტისა გასაყარი;
სოფლისაგან ნაჯავრებმა მისივე თქვას დასაგმარი;
იტყვის: „ტყვე ვარ დაკარგული, რა მინდაო სხვა საქმარი?“
459 მიუძღვის, მისდევს მას ყმასა, ცრემლი სწვეთს ღაწვზე მილევით;
აღარად სავსობს, ეტყობის, მთვარე გამხდარა მილევით;
სიტკბო შეჰქნია სამსალად, უჭირავს, არის მილევით;
მოშორებია სამყოფსა ტახტისა არის მილევით.
აქა ამა მაღალ ხემწიფეს როსტომ აფაქიძემ დედოფალი ელენე და ასული მისი მოჰგვარეს. ნახეთ სამართალი ღვთისა.
460 მოიყვანა მეფეს წინა, თუცა ჰქონდა ქალსა რიდი;
უთხრა: „ტახტი დაგიგდია, უადგილოდ სადა ვლიდი?
ქმარმა შენმა არ დამინდო, სად წამივა იგი ფლიდი;
სარძლო ეგე რად გამიეც, ყულსა შენსა რადა რთვიდი?“
461 დიდხანს იყო გაშტერებით, სიტყვის თქმასა დაეღონა;
უნდოდა, თუ ხემწიფესთან სიმართლე რამ მოეგონა;
ჰკადრა: „ასე გაოხრება ჩემი არც ყოლ არ მეგონა;
ან ოდიშართ თავადები თქვენად საყმოდ დაგემონა.
462 აწ თქვენ დაგრჩა საპატრონოდ, არსთა მხედი მოიგონე;
ნურას აწყენ ქმარსა ------- -------------წადდეს დაიმონე;
შემცოდეთა პატივი გვეც ---------- -------ისაგან მოიწონე;
მრისხანე ხარ, დაგვიწყნარდი, აწ შეიქენ ჩვენი ღონე“.
463 მეფემ ბძანა: „არას გაწყენ, იყავ, ვნახოთ რა მოხდების;
თუ არ მოვა ქმარი შენი, სულ ოდიში გაოხრდების;
მოვა, ვფიცავ, არას ვაწყენ, ყველას უზამ მისის ნების;
მოგცემ შენსა სამკვიდროსა, შვილთა შენთა არ ევნების“.
464 წაქვიჯს მივიდა ლომგული, იმა ციხისა არესა;
შემოეხვივეს ლაშქარი, მოიცეს შიგან გარესა;
მაშიგ ზის ნესტან დარეჯან, ვინ ტახტით გადმოყარესა;
ამა დრომდისინ ტყვედ იყვნენ, მათ ბედი გაიმწარესა.
465 რა შეიტყო მეფეაო, შემოქმედსა მადლი მიცა;
თქვა: „დაიხსნის ბორკილისგან, მეშველე ჰყავ მისებრ ვისცა“.
მიხვდა დიდი გახარება, არ თუ კიდე ცრემლი სდისცა;
აღარა ხამს ჭირთა ხსოვნა, ჩამოხედავს ტკბილად ვისცა.
466 იტყვის: „ყოველთა მოწყალე -------ფლები ზენასა;
შენ შემიწყალე, რომელს --------- სმენასა;
მიშველე ამა ტყვე ქმნილსა ---------- ცრმლთა დენასა;
ვირემ ცოცხალვარ საქებრად, შენთვი ვაუბნებ ენასა“.
467 დაჩხრიკა სულად სალარო, ნდომით აიღო რაცა რა;
სხვა გამოკლიტა საჭურჭლე, იქვე დააგდო რაცა რა;
თვალ მარგალიტი უზომო, მისთვის წაიღო რაცა რა;
ბედი უკუღმა მბრუნავი, არ გაიმართვის რაცა რა!
468 მიუგზავნა კაცი ვინმე, სიტყვა ჰკადრა შარიერსა:
„ლომო, გვიხსენ ტყვეობიდან, რომელი ჰფლობ მაგა ერსა;
ციხე მოგცე, საგანძურსა ჰპოვებ შენსა შესაფერსა;
ლალ გვარსა, მარგალიტსა მოიხელთებ არა მცრესა“.
469 კაცმან თქვა სიტყვა უკლებლად დედოფლის დავედრულია;
უბძანა: „მოველ საშველად, დავიხსნა ალვა რგულია;
ვეცდები უყო პასუხი, ვისგან არის დადაგულია;
დავიწყება სჯობს ჭირისა, ქნას სევდა გადავლილია“.
აქა ამა სახელოვანმა ხემწიფემან წაქვიჯის ციხე აიღო და მაში მჯდომი ნესტანდარეჯან და პატარა ქალი ტყვეობიდან დაიხსნა.
470 ციხისა კარი გაუღეს, მიდგა მისანდო ყმებია;
შევიდა მეფე უკადრი, თან შეჰყვა სარანგებია;
წინ მოეგება მაშინვე ტყვედქმნილი დად დადრებია;
იგ მოიკითხა სფაადმა, სიტყვა თქვა სავარგებია.
471 მეფემ ბძანა: „თქვენც გასმია ლევანისა ხემწიფობა;
მას მონებდენ ოდიშარნი, მებძოლზედა ჰქონდა ფლობა,
მორჭმული და მოვლენილი, ვის ძალედვა იმოდნობა;
მისმა ხმალმა შეაშინა, მტერთა მისცა დია დნობა.
472 რა ის გადახდა, ვის მიეც მისი მორჭმა და დიდება?
ლევანის ტახტი მოშალე, ღვთისა არ შეჰქენ რიდება;
ნათესავობა დაჰკარგე, შექენ ვამეყის მშვიდება;
ავისა ყოლა ვის მართებს, ან მისი გადაკიდება?“
473 უთხრა: „შენგან მორჩენილმან დაგისწავლა დია კარგა;
ავი კაცი, მისად მგზავსად, მას ისაქმებს, რაც არ ვარგა;
ღმერთმან ჰკითხა სიავენი, ამად მისთვის დაიკარგა;
სამყოფთაგან მოიშალა, დამრჩომია მისი ბარგა“.
474 დედოფალმა მოახსენა სიტყვა წყნარად მოუბარი:
„ჰე მეფეო, დაგიპყრია მაგა ხმლითა ყოვლი არი;
შენ შეგფერობს ტახტოსნობა, ჴელთ გეჭიროს მთა და ბარი,
რაცა ბძანეთ უმართლე ხართ რაზომიცა დამაბარი“.
475 იმედი სცა ხემწიფემან, დედოფალსა ეუბნების;
უთხრა: „დავო, ნუღარ სჭმუნავ, რაცა გინდა იგ მოხდების;
მომავალი საქმე ზენა კაცსა ზედა არ აჰხდების;
უღმრთო საქმე ვინ ინდომა ცუდია და ცუდად სცდების“.
476 სალარო გახსნა, წაიღო მათი მძიმე და ძვირია;
ზოგი ლაშქართა დაუყო, აძლევს მართ ვითა ჩირია;
უშოვებელი არ დარჩა დიდი ვინ, ან წულილია;
ასსა აქლემსა აჰკიდეს, ზიდვა აქვს გასაჭირია.
477 დედოფალი იქ დააგდო, ბძანა: „ზუგდიდს წასვლა გვინა;
ტახტი ვნახოთ ლევანისა, მაზე ჯდომა არ გვეწყინა;
დაგვრჩა მტერთა სრა სამყოფი, გავიშალოთ სუფრა წინა;
ამას რაღა უამეა სასმლად ქონდეს სავსე მინა“.
აქა ესე ქვეყნის მპყრობელი მეფე შაჰნავაზ ზუგდიდს მივიდა იმა სახელოვანი ლევან დადიანის სრასა და მოყვარე მისი შამადავლე დადიანად დასვა. მისცა საპატრონო იგი და სახელი უწოდა ლევან და ამორჩილა ეგრი, მეგრი და აფხაზნი.
478 ზუგდიდს მივიდა მორთული, ნახა კაცთაგან საამო,
პალატი ცასა უმაღლე, თქუა თუ: „მივხვდიო საამო“,
უქო პირველი პატრონი, მას შეადარა საამო,
სრა რომთა მეფეს კეისარს ეს მასთან ითქვა საამო.
479 სულ გასინჯა ხემწიფეთა ნაშენები ტურფა სარა;
თქვა: „რეგვენში ჩაიგდების მოიწონოს ვინ ეს არა;
სულ სურნელობს ბაღი, ბახჩა შესაფერობს სულესარა;
ხამს მეფეთა მაემანი, მას აქებდეს ვინ ეს არა.
480 ჩვენ დავთვალეთ სალაროსი სახლი იყო შვიდი, თუ რვა;
ტყვიით იყო შეჭედილი, არ თუ ჩალით დაებურვა,
ფიცხლავ მცველი მიუჩინა, კაცი არვინ მიაწურვა,
ბძანა: „გავცემ ყველასა, არ მინდოდეს კაცთა მდურვა“.
481 ტყვითა აივსო ლაშქარი, მოუდით ჯოგად ჯოგია,
უფროსი აზნაურები, გლეხთა არ იყო ზოგია,
ვერცხლი, ოქრო და ნაქსოვი ვინ იცის, თუ რაზომია!
მეგრელი სულად გალახეს, ვისღა შეეძლო ომია.
482 შამადავლეს შეჰფრფინვიდეს ოდიშარი ვინცა ვინა;
იმედს უდებს იგი ვაჟი: „თქვენი მავნე არა ვინა;
ვამეყ მთხრელმა ქვეყნისამან გვარი ასე მოაყინა,
ამა დრომდი ვის ასმია სხვა მებძოლი ჩვენსა შინა“!
483 მეფემ ბძანა: „საპატრონოდ მიუთვალოთ ამა ყმასა;
გაამაგროს მთა და ბარი, მოსვენებით იჯდეს სრასა;
ბურთობდეს და ნადირობდეს, დაისწავლის ამა თქმასა;
ჩვენ მიგვაჩნდეს შვილის ოდნად, ვინდომებდეთ არა სხვასა“.
484 დადიანობა უბოძა, თუცა მემკვიდრე მისია;
სახელი დასდვა ბიძისა მაღლისა ლევანისია,
მიულოცა და შეარტყა მან ხმალი არა მქისია;
ტახტზედა დასვა, გვრიგვინი უნათობს ვითა დღისია.
485 შექნეს ლხინი, გახარება ზომისაგან ნამეტნავად;
თავს აყრიდენ მარგალიტსა დიდებულნი ვინცა თავად,
ოდიშართა საპატრონოდ ლევან უჩნდა საესავად;
ორგულთა და შემცოდეთა მოუვიდა საქმე ავად.
486 აფხაზნი სრულად მოვიდენ, მუხლს ეხვევიან მეფესა;
ჰკადრეს: „სფაადო გიაჯით, გვამყოფო თქვენსა სეფესა;
ან მოგვეც ლევანს ვმსახუროთ, ამა სისხლისა მჩქეფესა,
ერთგულთა გვიყოს წყალობა, უქებდეთ სიიეფესა“.
487 მეფემ ბძანა: „ოდიშარნი რადგან მივეც მემკვიდრესა,
აფხაზეთი ვით წავართვა, სახემწიფო დაიმცრესა!
თქვენ მსახურეთ ხელიერთად ძველთაგანვე ვითა წესა“.
დაუმადლეს ხემწიფესა მათი სიტყვა რაცა თქვესა.
488 ლევანს უჩინეს ვეზირად იგ დეისმამა ჟოლია;
იცის რიგი და გაგება, არ ცუდად განარბოლია;
საქმისა კარგად შემტყობი, არც სიტყვა განასროლია;
თქვეს: „ჩამამავლად სხვანიცა პატრონსა კარგა ჰყოლია“.
489 ლევან იტყვის: „მასპინძლობა დიაღ გვმართებს პატრონისა;
ლხინი ნახოს ჟამიერად უმაღლეა ვინცა ცისა,
ჩვენ ვიშვებდეთ მისის ხლებით, იმღერდნენ ვინც იცისა;
ვინ წყალობა გვიდიადა, ლხენა მოგვცა ამა დღისა“.
490 რუხის ქალაქი გასინჯეს, ციხისა სიმაგრებია,
დიდი ლევანის ნაშენი, სხვა მასთან რა სადრებია;
კოშკები ცასა უმაღლე, თავს ტურფად რამე სრებია,
გარ გალავანი საფერად, მისგანვე მონავლებია.
491 მაშიგ ძეს ბადალიჩები, სასროლად საზარელია,
შაყალოზი და შიანი მასთანა რა სათქმელია!
დღის სავალს მივა ფინდიხი, უწყლად კაცისა მკვლელია,
აწ ხელ თოფები ვახსენოთ, ანუ რის საქმის მქნელია!
492 მეფემ ბძანა: „სხვა ხემწიფე ლევანისებრ არა თქმულა,
მამაცი და გულოვანი, თვალადაცა ჯავარ სრულა,
მტერი ხლმითა დაუფანტავს, სამუქაროდ სად წასულა,
ურჩნი ადვილ შეუყრია, გაუკიცხავს, გაბასრულა.
493 აფხაზეთი დაუჭირავს ხარაჯისა მოსართმელად;
ზაფხულ სუფუს მივიდოდის, იგი იყვის ხანდაზმულად;
ჯიქისა და ალანისა დაუდგომლად სისხლთა მღვრელად,
ორგულისა მავნებელი, ერთგულთათვის კარგის მქნელად.
494 მთას გავიდის ეილაღად, მას საპატრონო ებარა;
ფასლი მოვიდის აყრისა, სადაც მართებდა, ებარა;
მას უმგზავსოსა წალკოტსა ნაყოფი მცირე ებარა;
აწ მისად ნაცვლად მიმართა, შავთა მიწათა ებარა“.
495 ლევანს უბძანა: „გასინჯე, რა მიაქვს დიდებისაგან;
სოფელსა მოაქვს სიმუხთლე, ადვილად გაჰყრის ძმისაგან;
მოკლე და დაუნდობელი, მამშლელი სულთა დგმისაგან;
სიუხვე მორთე, ესე ხამს ისმინე ამა თქმისაგან“.
496 ლევან ჰკადრა: „ხემწიფეო, მოვისმინე, რაცა ბძანე,
ვითა გფერობს საუბარი, სიკეთესა მიაგვანე;
ხარ მშობლურებ ჩემი მწრთველი, ხემწიფეთა მონავანე;
თქვენი ვნახო დაკლებული, მაშინ მიწა ვიაკვანე.
497 მეც შემიტყუია, საწუთრო უკუღმა არი მბრუნავი,
მისსა მიმყოლსა აროდეს არ დააკლდების იქ ავი;
მას დარჩა განძი უფასო, ვინ იქნა მისი მწუნავი;
ლხინი გავმართოთ, ნუ გვინდა უხანო ხანთა მჩმუნავი“.
498 ლხინი აჩვენა მან ყმამან, მორთო წესი და რიგები,
მეფე მორთვით ზის, აცვია ზარქაში განაზიდები;
მთვარისა მგზავსად გავსილსა მშვენის თავზედა რიდები.
თქვეს: „გასმიაო აროდეს ხემწიფე ეზომ დიდები!“
499 ზუგდიდს სალარო გააღეს ანგარიშ მიუხდომელი;
ყველა გაეყო დადიანს, მისცა არ დაუმცრომელი:
თვალ მარგალიტი უფასო, რაც იყო მათი ყოველი.
ნახე წყალობა ღვთისაგან, რისა შეიქნა მშობელი!
500 ოდიშართ საქმე ამრიგად გარიგდა, დააყენა მან,
პატრონ ყმობისა პირობა დასდვეს და შეაჯერა მან,
აწ იმერეთსა გამართავს იგ ეტლთებრ ამოცენამან,
შეიქნა შვება, უკუყრა, დაწყვიტა ცრემლთა დენამან.
501 მეფემ ბძანა: „წასვლა გვმართებს, ხანი დავყავ იქა რაცა,
ჩამოგვხედა ტკბილად რამე სიუხვითა მადლით რაცა;
კმარის ეზომ სიარული, ჩვენ მოარეთ გზანი რამცა,
სვე ბედი და გამარჯვება მას უმადლი, ვინ რომ მამცა“.
აქა დადიანი ვამეყ სვანებს მიენდო და უღალატეს, მოკლეს, მეფეს მასთან გაყოლილი შვილი მოჰგვარეს და რაცა ქნილიყო ყველა მოახსენეს. იკითხა ეგზომნი სიავენი.
502 გამობრუნდა შარიერი, მხიარულად მივა შინა,
ამაზედა კაცი მორბის, გზასა მეტად აექშინა,
თქვა: „მოკლესო დადიანი, სვანეთს იყო იგ მაშინა;
ვამეყ წახდა ფიცთა ტეხით ღვთისგან არას შეეშინა“.
503 ოხრად დაურჩა სამყოფი, უანგარიშო რა მალი;
წაუხდა მისი თათბირი, აწ მოეკიდა რა მალი;
ბძანება მიდგა ზენითა, მას გაეწყობის რამალი;
უნდა გადახდეს წერილი, რაზომცა იყოს რა მალი.
504 არ დადგის უშოვებელი, ჰქონდის გაჭრა და სურები;
არ გასცის სულად სადებრად, ჰქონდის, ეყარის სურები;
თეთრისა იყო მოყვასი, მისი შეჰქონდა სურები,
აწ ნახეთ მისად სანაცვლოდ ვით ჰპოვა აღსასრულები.
505 არ დაინდო საწუთრომა, რისხვა მაზე მოაყენა;
მან შეიზღო მისად მგზავსად, რადგან ფიცი არ აყენა;
ღვთისა წყრომით გადავიდა, იგ დაიწყო საკვდად რბენა;
ეშმაკს მიჰყვა ავ საქმარად, არა ჰქონდის კაცთა სმენა.
506 შვილი მოჰგვარეს მეფესა, ვამეყთან გაყოლილია,
შიშს დაებნიდა ყმაწვილი, არსად მოსვლოდა ძილია;
გაოხრდა მათი ქონება, სამყოფთათ გადავლილია,
დედოფალი და ასული თან მოჰყავ ვაჟიშვილია.
507 წაქვიჯს იყო დედოფალი, ვინ იმერეთს იჯდა სრასა,
მეფემ ბძანა მოყვანება, ანუ ციხეს იქმსო რასა;
მიუყვანეს დაუყონლად, მისი ნახვით იქმენ ჯრასა;
508 ბრძანა: „ბაგრატ მებრალების, მოიყვანეთ ჩემსა წინა,
ან ვახტანგ სად დავაგდოთ, შეინახავს აქა ვინა?
როდის წახდენ დავიმძიმე, გაოხრება სულ მეწყინა,
წავიყვან და შევინახავ ძმა არიან, არ თუ სვინა“.
509 გამოესალმეს მეფესა ლევან და მისი ჯარია;
წავიდა ოდიშისაკენ, ვინ ეტლთა დასადარია,
ხემწიფემ მისცა ქვეყანა, სამყოფი დაუმცდარია,
მოხმარება ხამს მოყვრისა, ეგზომ სიკეთედ კმარია.
510 ქუთათის დადგა ხემწიფე, ღვთისაგან სავსე დიდებით;
მტერზედან გამარჯვებული იგი უვნებლად მშვიდებით;
შემცოდე მოკლა, წაართვა საჭურჭლე იქ ცოლშვილებით.
ვინ ხელყო ავსა საქნელად შეიქნა გადაშლილებით.
511 შაჰნავაზ მეფის სიჩდომა სულ საქართველო დაფარა,
მებძოლი ყველმხრით გაწყვიტა, დაჭრა, დახია, დაფარა,
დაიონვარა ერთობით, ხმალი სცა, ვერვინ დაფარა,
აიღო მათი საჭურჭლე, თუ რამდენ გვარად დაფარა.
512 შეიყარნენ იმერელნი, მათ არჩიეს რა ქნან თუ რა,
თქვეს: „მეფემან გვიპატრონოს, სხვისა საქმე გვინდა ნურა;
შვილი მოგვცეს სახემწიფოდ, ღმრთულებ შუქი მოაწურვა;
სიკვდილამდი მას მსახუროთ, წელი დავყოთ შვიდი თუ რვა“.
513 მიუგზავნეს მოციქული, მათ შეუთვალეს სიტყვა ტკბილი;
ჰკადრეს: „ლომო, გიაჯებით არ დაგვადნო, ვითა ცვილი;
ნიანგნი და მიწას მყოფნი იკვირვებენ თქვენგან ქნილი;
შვილი მოგვეც საპატრონოდ, არ შევიქნათ გადავლილი“.
514 მეფემ ბძანა: „ეგე საქმე მოიგონეთ დიაღ კარგა;
მარტო ჩვენ ვართ მეპატრონე, სხვა უმკვიდრო სადრა ვარგა?
არჩილ თქვენად საპატრონოდ მოგცე, ედემს ვინ ხე დარგა;
თუ რა ევნოს დაიკარგეთ, წყალს მიეცით თქვენი ბარგა.
515 მათ პატრონ გადავლენილთა ეტლმან უბედა სვემან და
მოჰფინოს შუქი მზისაებრ იმა ხემწიფის ძემან და
ბაგრატ მეფისა გვირგვინი დაიდგას, რასა ძე მანდა
მოვგვაროთ სითმე მნათობი, ვერ აჯობინოს მზემან და“.
516 მეფემ ბძანა: „მახარობლად კაცი გვინდა პირმზეს წინა;
ჩვენ ვაცნობოთ ესე საქმე მტერი როგორ მოიყინა;
დედოფალთა აქა მოსხმა, ვეჭვობ, რომე არ ეწყინა;
ლევანისა ბატონობა იამების ვინცა ვინა“.
517 წიგნი მისწერა შეუთვალა: „ვინ ნათობ მაგა არესა,
ამბავი ჩვენი ისმინე, თუცა არ გკადრებ მწარესა,
ჩვენ ჩამოგვხედა წყალობით, ვინ ჰფარავს მთა და ბარესა;
ნაქმარნი ნახეს ლაშქართა ჩვენ გმირსა დაგვადარესა.
518 რა მივედით, მოგვეგებნენ იმერელთა ჯარი სრულად;
ტახტი დაგვრჩა, იგ მეფენი შექმნილიყვნენ გადასულად;
ციხე ხელთა დავიჭირე, მცველი შევქენ გაბასრულად;
შემცოდენი დაიკარგენ, ზოგნი გახდა სულ წასულად“.

Комментариев нет:

Отправить комментарий