суббота, 9 декабря 2017 г.

ლევან II დადიანის ავტობიორგაფია წმ. ილორის ხატის წარწერის მიხედვით

   ჰოი ქრისტიანეთა ზღუდეო, მორწმუნეთა და მინდობილთა შენთა ლხინებაო, ბრძოლათა გამარჯვებაო, დიდი ახოვანო გონებითა მხედარო, ძლიერებითა უკვდავი, მიუდრეკელობითა უმხნესი, ღვაწლითა ზეცად ასული, საქმითა რომელიც ჰნათობ სოფელსა და ვლი უფსკრულსა წინაშე მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მდგომარე ხარ. უფალო ყოვლისა სოფლისაო, ვარსკვლავო გაბრწყინებითაო, ქვეყანისა დიდებაო, ღირსებისა ქებაო, კადნიერებისა ყვავილო, წამებისა მუშაკო და სატანჯველითა განთლებულო, მრავალფერითა განსაცდელისა უძლეველო, ძლიერებითა მძლეო, ჭაბუკობითა ლამპარო, ქრისტეს წინამდგომარეო, მეუფისა დიდო დიდებაო, ანგელოსთა დასებაო, მხნეო მდედარო, ღვაწლით შემოსილო, შვიდ-წილ უძლეველო, ახოვანო, მოწამეთა მთავარო, სასწაულთა მოქმედო, წმიდაო გიორგი!
     ჩვენ ცვა-ფარვითა შენთა მონდობილმა ხელმწიფემან, დადიანმან, პატრონმან ლევან, ძემან ხელმწიფისა მანუჩარისამან, ვიგულე და ვიგულისმოდგინე მას ჟამსა როდესაც განრისხდა ღმერთი კურთხეულის მამის, პატრონის მანუჩარისაგან - ზუგდიდს ნადირობასა ცხენისა რბევასა შიგან შეიძგერდნენ ბატონი და გოშაძე ფარუხია და ცხენი წაიქცა, ამიერ სოფლიდან მიიცვალა. მაშინ შემოგწირეთ უწინ მისდა მორჩენისათვის და მერე მისი სულისა სახსრად დასაოხად ჩვენდა გასაზრდელად. ბატონობისა ჩვენისა წარსამართებელად რეკა - ნაეჯიბაო სასახლე და ექვსი მოსახლე კაცი. კიდევე შემოგწირეთ, მოვაჭედინეთ ხატი სახისა შენისა. მას ჟამსა როდესაც შევებით იმერელ მეფესა გიორგის ახალსოფელს მისულაზედ, ოღასკურას გაღმა, ვძლიეთ ძალითა და შეწევნითა შენითა, გამარჯვებული მოვედით და შევწირეთ წალენჯიხას მეფისა ქიანური დროშა, ჯვარი ხალასათ შეკერული, ალმითა და ოქროსა ხატი მოვაჭედინეთ, შევამკეთ პატიოსნის თვალითა და მარგალიტითა და დავასვენეთ წალენჯიხას და თქვენ შემოგწირეთ და მოვაჭედინეთ ხატი თქვენისა სახისა და ერთი მოსახლე შეგუა, მეორე მოსახლე კიკოლ გერმანია. მას ჟამს როდესაც მივუხდით შარვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალს აქათ ავაოხრეთ, კიდევე მეორედ მივუხდით ზუფუს, კაპოეტის წყალს აქათ სრულებით დავწვით და ავაოხრეთ და სადაცა სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ და კაპოეტის წყალზე შემოგვებნენ ზუფარი და სიხუარი მარშანიები და გაგვემარჯვა და დავხოცეთ ზოგი ხელთ დაგვრჩა და გამარჯვენბულნი მოვედით, შემოგწირეთ ერთი მოსახლე ელინჯარი კაჭაბაა მეზეთეთ, კიდევე მას ჟამსა როდესაც შევებენით ბაღდადს იმერელ მეფესა გიორგი და შვილსა მისსა ალექსანდრეს და მამუკას და მისს სიმამრსა კახსა ბატონსა თეიმურაზს ვძლიეთ ძალითა შენითა და გაგვემარჯვა: გიორგი მეფე ხელთ დაგვრჩა. მოვედით ტაძარსა შენსა და შემოგწირეთ კახის ბატონის დროშის თავი - ბროლის ჯვარი, იმ დროშის ბუდე ოქროქსოვილი სარასლისა, გარდაგბურეთ, დასავლეთისა საყდრის კარები ორივე ვერცხლით მოგიჭედეთ და ვერცხლის სასანთლე ქვეშ ნალბაქიანი წინ დაგიდგით და თხალარებისა ბეგარა ორმოცი მოსახლე კაცისა გიორგობას დღესა მოიტანდნენ, სხვა როგორაცა გამირიგებია შეწირულებისა საქმე, სიგელი დამიწერინებია და ის წაიკითხონ. ამავე ჟამსა ავყარეთ სრულებით ქალაქი ჩხარისა, მოვასხით ზუგდიდს და დავასახლეთ ადგილსა რუხისასა. კიდევ მას ჟამსა როდესაც მივუხდით მეფესა ალექსნდრეს ქუთათის ქალაქი დავწვით და ავაოხრეთ და გამარჯვებული მოვდიოდით, მეფის ძმა მამუკა წინ დაგვხვდა და შევიბენით, თვითან მე დავირჩინე და შენსა კარზედა მოვიყვანე მამუკა და შემოგწირე დიდი ვერცხლის სასანთლე ქვეშე დიდ ნალბაქიანი. კიდევე ძალითა და შეწევნითა შენითა მივუხდით მეფესა ალექსანდრეს, რიონს გაღმა ქუთათის ქალაქი დავწვით და ავაოხრეთ და შემოვადექით გეინათელის ციხესა და დავუწყეთ ბრძოლა, დაუშინეთ დიდროვანი ზარბაზნები, დავამტვრიეთ ციხე და ავიღეთ სწორზედა ორმოცის თავადითა და აზნაურშვილებითა სხვითა მრავლითა მეთოფითა მისის საქონლითა ალაფითა ავსებულნი მშვიდობით გამარჯვებულნი შინა მოვედით და ვიწყეთ ხატისა ამის შემკობა და მოჭედვა. სრულ იქმნა ხატი ესე ქორონიკონსა სამას ოცდა ცხრამეტსა (1651 წ.). ამა ხატისა გამომყვანელს, ოქრომჭედელსა ტყავძველიძე ბეჟიას, შეუნდოს ღმერთმა ცოდვანი მისნი: ამინ.


Комментариев нет:

Отправить комментарий