ა
-ა - (კითხვითი ნაწილაკი): მტკიცედ სდგა - მტკიცედ დგეხარ?
აბრალობს: ნუ მაბრალობ - ნუ მისაყვედურებ; აბრალეს - უსაყვედურეს.
აბრამეანი -”ბიბლიური აბრაამის შთამომავალი, ქრისტიანები და ებრაელები და მისგან გამომავალი კურთხევა” (კ. კეკელიძე).
აგარა - სახნავ-სათესი მიწა.
აგარაკი - სახნავ-სათესი მიწა. -
აგარი: აგარის ნათესავი, აგარისტომი, ძენი აგარისნი - იგივეა, რაც აგარიანი.
აგარიანი; აგარეანი - არაბი.
აგბობს: არა ეგბო - არ მოეხარშათ.
აგებს: აგნადღენი - გაატარა დღენი, სიცოცხლე.
აგრძნა - მიხვდა; აგრძნაცავერ - ვერც-კი გაიგო, ვერც-კი იგრძნო; აგრძნეს - გაიგეს.
ადგილდ-ადგილდ - ადგილ-ადგილ, აქა-იქ.
ადრე-ადრე - დაუყოვნებლივ, მაშინვე.
აედონი - იადონი, ბულბული (იხ. ოქრო-აედონი).
აერი - ჰაერი.
აექჳნ ენაჲ სასასა - ენა სასაზე მიეკრა.
ავასხებს: გუავასხენით - გვასესხეთ.
ავლი - ფერფლი.
ავლინებს: ავლინნა - გაატარა.
ავლინი - ”ეზო” (ა. შანიძე).
აზმნო - მიხვდა შეიგნო.
აზნაური - თავისუფალი; დიდგვაროვანი, დიდებული (შდრ. უაზნო).
აზრახებს: აზრახა - ურჩია; აზრახებდა - ურჩევდა; გაზრახებ(თ) - გირჩევ (თ).
აზრზენს: აზრზენდა - აქეზებდა; აზრზენდენ - აქეზებდნენ.
ათსამმეტი - ცამეტი.
ათუალული - დათვლილი, ნაანგარიშევი.
ალაბასტარი - ”ქვა მარმარილოს მჯობი, ჭურჭლად გასთლიან” (საბა).
ალვა - ერთგვარი საკმეველი (სურნელოვანი ნივთიერება).
ალილო - სიტყვა საეკლესიო საგალობელში.
ალო - სურნელოვანი ხე, საკმევლის ხე.
ამბორის-ყოფა - კოცნა.
ამბორს-უყვეს - აკოცეს.
ამბოხი - ბრბო, სიმრავლე ხალხისა; არეულობა, მღელვარება.
ამენ, ამჱნ - ნამდვილად, ჭეშმარიტად.
ამერი - აქეთა.
ამიერ - აქედან; ამიერ სოფლით - ამ ქვეყნიდან; განხვალთ ამიერ - წახვალთ ამ ქვეყნიდან, გარდაიცვლებით.
ამირა - არაბთა ხელისუფლების წარმომადგენელი, მმართველი საქართველოში.
ამრავალწილებს: ვამრავალწილე - ვამრავლე, გავამრავლე.
ამრიზებული - გაბრაზებული.
ამცნებს: ამცნებდა - ასწავლიდა, არიგებდა; ამცნო - დაარიგა; ვინმცა მამცნო - ვინმემ გამაგებინოს, გამაცნოს.
ამჴედრდების - შეჯდება ცხენზე; აჰმჴედრდი ეტლსა - ჩაჯექი ეტლში; რაჟამს ამჴედრდებოდა - ცხენზე რომ ჯდებოდა.
ანაზდაითი - მოულოდნელი.
ანგაჰარი - ხარბი, ანგარი.
ანდერძი - ავტორის (მთარგმნელის, გადამწერის) ბოლოსიტყვაობა ხელნაწერში.
ანთრაკი - ძვირფასი ქვა ერთგვარი.
ანთჳპატი - ქვეყნის მმართველის მოადგილე.
ანიშებს: ანიშებ - სასწაულებით აჩვენებ.
ანჯმანი - საუბარი, ლაპარაკი.
ანჯმნობს: - ანჯმნობდეს - თათბირობდნენ, მსჯელობდნენ.
აოტებს: აოტნეს - გააქციეს, ეოტნეს - გაექცია, გაერეკა.
აპნისი - იანვარი.
აპოთიკი - საწყობი.
აპყრობა: ჴელის აპყრობა - იხ. ჴელი1.
არავე - არა, არ
არამედ - მაგრამ.
არასადა - არასოდეს; არასადა ვინ - არასოდეს არავინ.
არგანი - ჯოხი.
არე - ადგილი, მხარე.
არმაზი - ქართველების ერთ-ერთი მთავარი კერპი (წარმართობის ხანისა).
არტოშანი - ცეცხლთაყვანისმცემლობა.
არქუ, არქუთ - იხ. ჰრქუა.
ასაბია - დამხმარე.
ასერგასისი - ასორმოცდაათი (იხ. ერგასისი).
ასმენს: ასმენდა - აბეზღებდა.
ასმია: ასმიოდა - სმენოდა, გაგონილი ჰქონდა; არა ოდეს გასმია - არასოდეს გსმენია; მასმია; მასმიეს; - მსმენია, გამიგონია; მასმიოდა - მსმენოდა; გუასმიეს - გვსმენია.
ასოეულად - ასო-ასო.
ასტამი - ცეცხლის საჩხრეკი მაშა.
ასწყუედს: ასწყჳდნეს - ამოწყვიტოს, მოსპოს.
ატყუებს: უტყუთა ატყუებს - მუნჯებს ამეტყველებს.
აურვებს: აურვებდეს - აწუხებდნენ; არავის რას აურვებდა - არავის არაფერზე აწუხებდა.
აუფლებს: არა აუფლა - შთასლვად არ მისცა ნება, რომ ჩასულიყო.
აფუცებს აფიცებს; გაფუცებ - გაფიცებ.
აქაჲთ - აქედან.
აქუმული - მონათლული.
აღაბორგებს: აღაბორგნა - გააბოროტა.
აღაგზნებს - დაანთებს; აღუგზნიეს - დაუნთია.
აღაზრზინებს: აღაზრზინნა - გააბრაზა, აღაშფოთა.
აღამტკმობს: აღემტკმო - დაეღო (პირი).
აღაორძინებს: აღგაორძინო - აგამაღლებ, გაგამრავლებ.
აღაპი - ლოცვა და პურის ჭამა მიცვალებულის მოსახსენებლად.
აღასრულებს: აღასრულნა დღენი - დაასრულა სიცოცხლე, გარდაიცვალა; აღმასრულოთ - მომკლათ.
აღატყდების - დაატყდება.
აღაღებს: - აღაღო გააღო (პირი); აღვაღო - გავაღო (პირი)
აღაყუავილებს: აღაყუავილე - ააყვავე.
აღახუამს: - აღახუენ - გახსენ, გააღე (პირი).
აღბორგდების: აღბორგდეს - გაბოროტდნენ, გაცოფდნენ; აღბორგნა - გაბოროტდა.
აღბორგებული - გაბოროტებული.
აღგაორძინო - იხ. აღაორძინებს.
აღგჴოცნეს - იხ. აღჰჴოცს.
აღდებული - მოდებული, მოკიდებული (ცეცხლი).
აღეგზების: აღეგზებოდა - ინთებოდა.
აღეკაზმა1 - იხ. აღეკაზმვის.
აღეკაზმა2 - იხ. აღკაზმავს.
აღეკაზმვის: აღეკაზმა - მოემზადა.
აღემტკმო - იხ. აღამტკმობს.
აღესრულების - სრულდება; აღესრულა - გარდაიცვალა; აღესრულნეს - გარდაიცვალნენ.
აღეტყინების: ცეცხლი აღეტყინა - ცეცხლი აინთო, გაჩაღდა; აღეტყინოს - აინთოს; აღეტყინნეს - აღიგზნენ, გაბოროტდნენ.
აღეცუა - შეერჭო.
აღეხუნეს თუალნი - თვალები აეხილა.
აღვაღო - იხ.აღაღებს.
აღვიტყუელნეთ - იხ. აღიტყუელნეს.
აღვიხუენით - იხ. აღიხუამს.
აღვსება - აღდგომა (ქრისტიანული დღესასწაული); აღვსებისა ზატიკი - აღდგომის დღესასწაული.
აღვჴოცოთ - იხ. აღჰჴოცს.
აღზუავებს: აღზუავა - გააამაყა, გაამედიდურა.
აღთუალული: წელიწადი შჳდად აღთუალული - შვიდი წელი.
აღიზახებს: აღიზახა - დიდი ხმით დაიყვირა.
აღიპყრობს: აღიპყრნა - ასწია ზევით.
აღიტყუა - ამეტყველდა (მუნჯი).
აღიტყუელნეს ჴელნი - ხელი ხელს შემოჰკრეს, ტაში დაუკრეს; აღვიტყუელნეთ - ტაში დავუკრათ.
აღიქუამს: აღიქუა - აიყვანა; აღიქუენით - აიღეთ.
აღიღებს: აღიღო - აიღო; წაიყვანა.
აღიშურვებს: აღიშურვა - შეშურდა.
აღიძრვის - აიყრება, დაიძრება, ადგილიდან; აღიძრნეს - აიყარნენ, დაიძრნენ; აღიძრა - აღელდა, გული აუჩუყდა; გამხნევდა, ამოძრავდა: აღიძრვის - გულის-თქუმად აღელდებოდა, აღტყინდებოდა ხოლმე; აღიძრნეს - ნაწლევნი მისნი ნაწლავები აერია, აეწვა (მეტისმეტი შეწუხებისაგან).
აღიხუამს: აღიხუნა - აიღო; აღიხუნეს - აიღეს; აღვიხუენით - ავიღეთ.
აღკაზმავს: აღეკაზმა - მოემზადებინა.
აღკაზმვა - მომზადება (წასასვლელად).
აღკუეცა - ბერად.კურთხევა.
აღკუეცს: აღკუეცეს - ბერად აკურთხეს.
აღმასრულოთ - იხ. აღასრულებს.
აღმიჩნდა - იხ. აღუჩნდების.
აღმოაცენებს: აღმოაცენა - ამოიყვანა (წყალი).
აღმოგწუადნე - იხ. აღმოწუადა.
აღმოვედ - ამოდი.
აღმომცენარე - აღმომდინარე.
აღმოსავალით - აღმოსავლეთით.
აღმოუეტევებს: აღმოუტევა ჴმაჲ - ხმა ამოიღო; აღმოუტევა სული -სული ამოუშვა, სული დალია მოკვდა.
აღმოფშჳნვა: სულისა აღმოფშჳნვა - ამოსუნთქვა.
აღმოწუადა: აღმოგწუადნე- ამოგგლეჯ.
აღმოჴდების: აღმოჰჴდა- ამოვიდა.
აღმსარებელი - მაღიარებელი, მიმდევარი (ქრისტიანული სარწმუნოებისა).
აღმსთობილი - ადრე ამდგარი.
აღნადგინები - სარგებელი (ვალისა).
აღორძნდების: - აღორძინდებოდა. აღორძნდებოდეს - მრავლდებოდნენ.
აღრაცხს: აღრაცხა - დათვალა, იანგარიშა.
აღსაარება - აღიარება.
აღსრულება - გარდაცვალება.
აღტევება ჴმისა- ხმის ამოშვება, ხმამაღლა დაძახება.
აღტეხს: აღტეხნეს - ატეხეს,აღძრეს, ააღელვეს, ააშფოთეს.
აღუგზნიეს - იხ. აღაგზნებს.
აღუპყრობს: აღუპყარ ჴელი - იხ.ჴელი.1
აღუტევებს: აღუტევე ჴმაჲ - ხმა ამოვუშვი, ხმა აღმომხდა.
აღუჩნდების: აღმიჩნდა - მეჩვენა.
აღუჴსენებს: აღუჴსენებდა - უხსენებდა, უახლებდა.
აღყუავილნა - აყვავდა.
აღცრა - აღმოფხვრა, მოსპობა.
აღძარცუავს: აღსძარცუეს - ააძვრეს.
აღძრავს: აღძრა - გადარია, გონება აურია.
აღძრული - ამოძრავებული, გამხნევებული; აღელვებული, აღტყინებული.
აღჴდების, აჴდების: აღჴდა - ავიდა; აღჴდა - ჰუნესა ცხენზე შეჯდა; აჰჴედ - ადი.
აღჰჴადა - ააძრო, მოხსნა, მოაცილა.
აღჰჴოცს: აღგჴოცნეს - დაგხოცავთ (თქვენ იგი); აღვჴოცოთ - მოვსპოთ.
აყენებს: აყენებ - უშლი, აფერხებ; ნუ აყენებთ - ნუ უშლით.
აჩინებს - აჩენს, გამოაჩენს.
აცილობს: აცილობდა - ეცილებოდა; არა აცილობდეს - არ ეცილებოდნენ; გაცილობენ - გეცილებიან, გედავებიან; არა აცილა - არ შეედავა.
აცხოვნებს: ვაცხოვნო- ვაცოცხლებ, სიცოცხლეს შევუნარჩუნებ.
აწინკანი- ბოშა.
აწუევს, აწუვევს - ურჩევს; აწუევდა - ურჩევდა; აწჳვა - წარსლვად ურჩია, შესთავაზა წასვლა; ვაწჳვე - ვურჩიე; მაწჳე - მაიძულე; მაწუევენ - გვაიძულებენ.
აწურთის: აწურთიდეს - ასწავლიდნენ.
აწყუედს - იხ. ასწყუედს.
აჭირვებს: აჭირვებდეს თავთა თჳსთა- გაჭირვებაში, მძიმე მდგომარეობაში იგდებდნენ თავს.
ახალ-კჳრიაკე - აღდგომის შემდეგი კვირა.
ახოვანი - მხნე, ძლიერი.
ახუმა - აღება.
აჴდების - იხ. აღჴდების.
აჯოჯვა - შტოების მოტეხა, ჩამოცლა (ვაზისათვის), გაფურჩვნა.
აჰა ესერა - აი, აჰა.
აჰმჴედრდი - იხ. ამჴედრდების.
აჰჴდა: ზარი აჰჴდა - იხ. ზარი 1.
აჰჴედ - იხ. აღჴდების.
ბ
ბაალი - ებრაელთა ღვთაება.
ბაბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა).
ბაგინი - წარმართთა მსხვერპლის შესაწირავი ადგილი.
ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა)
ბარძიმი - საეკლესიო ფეხიანი ჭურჭელი (ზიარების შესანახი).
ბარძიმ-ფეშხუმი - ბარძიმი და ფეშხუმი (იხ.)
ბასრობა - ლანძღვა, გინება.
ბასრობს: ჰბასრობნ- კიცხავდა. ლანძღავდა ხოლმე.
ბაყლი - ჩირქი; ბაყლები - უწმინდურება, სიმყრალე.
ბებკული - იგივეა, რაც დაბებკული.
ბევრი - ათი ათასი; სამი ბევრი - ოცდაათი ათასი; ოთხ ბევრადმდე - ორმოც ათასამდე.
ბელიარ - ეშმაკი.
ბივრიტი - ძვირფასი ქვა ლურჯი ფერისა, ბივრილი.
ბირება - დარიგება; მიმხრობა.
ბირებული - დარიგებული; მიმხრობილი.
ბომონი - ამა თუ იმ კერპის სახელობაზე აღმართული სვეტი ან ტაძარი.
ბორგს: ბორგდა - მძვინვარებდა.
ბოძი - საბოძვარი, საჩუქარი.
ბრალეული -.ბრალის მქონე, შემცოდველი.
ბრალობა - ტუქსვა, საყვედური.
ბრგუდ - მეტყუელი- ჩლუნგი (ენა).
ბრგუნვილი: ენითა ბრგუნვილითა - ენადაბმით, ბლუდ; ბრგუნვილი - ტირილი გულამომჯდარი ტირილი.
ბრპენი - ტყვია.
ბრძავს: - რაჲთა ჰბრძოდის- რომ ებრძოდეს.
ბრძანებს: ბრძანოს - მობრძანდეს; ჰბრძანე - მობრძანდი.
ბრწკალი - ”ჯვარედი დასადგამი ფეშხუმზე” (ა. შანიძე).
ბჭე - მსაჯული, მოსამართლე.
გააცადებს: გააცადა - გააცნო.
გაბჭობს: გაჰბჭე - იფიქრე, განსაჯე.
გაგისუენოთ - იხ. გაუსვენებს.
გაგკანონებ - იხ. განკანონებს.
გაზრახებ - იხ. აზრახებს.
გაკუეთილი - გადაწყვეტილი, დანიშნული (ულუფა).
გალიაკი - ”კაცთა საჯდომია” (საბა).
გამო -გან; შინაჲთ გამო- შინიდან შიგნიდან; მუნით გამო - იქიდან; წუერ გამო - უწვერული.
გამოაჴუნეს თავნი - გამოაკლეს თავი, გამოაკლდნენ.
გამოგიღონ - იხ. გამოუღებს.
გამოგუალე - გამოდი.
გამოეტევის: გამოეტევნიან - გამოვიდოდნენ, გამოივლიდნენ ხოლმე.
გამოეჴუების: წესსა... გამოეჴუების - წესი ირღვევა.
გამოვიხუენით - იხ. გამოიხუამს.
გამოვრდომილი - გამოვარდნილი.
გამოისუენის: გამოისუენიან- ისვენებდნენ ხოლმე.
გამოიღებს: გამოიღოს- აიღოს, დაიპყროს (ქალაქი).
გამოიხუამს: გამოიხუნა - გამოიღო, გამოიტანა; აიღო, დაიპყრო; გამოვიხუენით - გამოვიტანეთ.
გამოუგდებს: გამოუგდოს- წაართვას.
გამოუღებს: გამოუღო - წაართვა; გამოუღოს - წაართვას; გამოგიღონ გამოგიტანენ, გამოგიყვანენ.
გამოჴუებული - დაკლებული.
განაგებს: განაგო წესი - დააწესა; განაგნა საქმენი - გაარიგა, მოაწყო საქმე.
განავრცობს: განავრცნა - გაამრავლა.
განაზრახებს: განგაზრახებ - გირჩევ.
განაზრქო: -განაზრქვე- გაასქელე.
განათლებული - განათლული, მონათლული.
განამჴნნის - ამხნევებს.
განაპოხებს - ასუქებს.
განარინებს - გადაარჩენს; განმარინე გადამარჩინე; განგუარინნეთ- გაგვარიდეთ, გვიხსენით.
განასხამს: განასხნა - გარეკა, გააძევა; განასხნეს- გარეკეს.
განაქარვებს: განაქარვნეს -.გაფანტეს, გააბნიეს; განვაქარვე- გავფანტე, გავაქრე.
განაქიქებს: განაქიქა - ”გამოააშკარავა” (ილ. აბულაძე).
განაჩინა: განაჩინნეს.განაჩინეს-.დააყენეს, დანიშნეს; განეჩინა- მიეჩინა (მისთვის).
განაცხოველებს: განაცხოველე - გააცოცხლე, გამოაცოცხლე.
განაწესებს: განეწესა - დაეწესებინა.
განაწყობს: განაწყოს გული - გული მოუვა, გაბრაზდება.
განახებს: არცაღა განვახო - არც გავხსნი, გავაღებ, გადავუშლი (გულს).
განახუამს: განახუნიან -.აღებდნენ ხოლმე; განვახუნეთ - გავაღოთ, გავხსნათ.
განბასრავს: განვბასრნე - გავკიცხე, გავლანძღე.
განბორგებული - გამძვინვარებული.
განბორება განბორებისა სალმობაჲ - კეთრი.
განგაზრახებ - იხ. განაზრახებს.
განგება - გაკეთება.
განგებულება - ღვთის ძალა, განგება.
განგიზრახავს - იხ. განიზრახავს.
განგმობს: არღარა განჰგმნე - აღარ დაგმობ, აღარ დაძრახავ.
განგჳსუენნა - იხ. განუსუენებს.
განგჳტევნა, განგჳტევენით - იხ. განუტევებს.
განგუთხინა - იხ. განთხევს.
განგუკაფნა - იხ. განკაფს.
განგჴდის - იხ. განჴდის.
განდრეკილი - განდგომილი.
განდრკების: განდრკა... ღმრთისაგან - ღმერთს განუდგა, უღალატა.
განეთხზნა - იხ. განთხზავს.
განემარჯუების: კეთილად განემარჯუებოდა შჱნებაჲ - კარგად მისდიოდა შენების საქმე.
განერების: ვერ განერა - ვერ გადაურჩა; განერნეს- გადაურჩნენ; განერებით- გადაურჩებით; განვერე- გადავრჩები, თავს დავაღწევ; განვერე სალმობათაგან თავი დავაღწიო, ავცდე ავადმყოფობას.
განეყენა: განეყენნეს მონაგებთაგან - დატოვეს ქონება, სიმდიდრე; განეყენე ღჳნოსა - დაანებე ღვინოს, სმას თავი.
განეჩინა - იხ. განაჩინა.
განეწესა - იხ. განაწესებს.
განეწესების: მათ თანა განეწესე- მათ შორის დადექი; მცველნი განეწესნეს მის ზედა - მცველები დაადგნენ თავს.
განეწყობის: განეწყო - გადაუდგა, გული აიყარა.
განეხეთქა - იხ. განხეთქს.
განეხუების: განეხუნეს - გაეღო(თ), გაეხსნა(თ); რაჲთა განეხუნენ- რათა გაეღოთ (გაიღოს მათთვის).
განვალს ჴორცთაგან - კვდება; განვიდა ჴორცთაგან - გარდაიცვალა, მოკვდა; განვიდოდის ჴორცთაგან- კვდებოდა.
განვაჭრის: ნუ... განჰვაჭრი- ნუ... გაყიდი.
განვახო - იხ. განახებს.
განვახუნეთ - იხ. განახუამს.
განვბასრნე - იხ. განბასრავს.
განვერე - იხ. განერების.
განვიდა - ჴორცთაგან- იხ. განვალს.
განვისაჯნეთ - იხ. განისჯების.
განვისუენო - იხ. განისუენებს.
განვიჩემებ - იხ. განიჩემებს.
განვლივნე - იხ. განლევს.
განზოგება: - განახევრება; ვიდრე განზოგებადმდე დღისა - შუადღემდე; განზოგებასა გზისასა - ნახევარ გზაზე, შუა გზამდე.
განთენა - გათენდა.
განთხევა - გაგდება.
განთხევს - იხ. განსთხევს.
განთხზავს: განეთხზნა ურთიერთას - ერთმანეთში გაეხლართათ, გადაეწნათ.
განთხზული - გახლართული, გადახლართული.
განიგდებს: განიგდეს წილი - წილი ყარეს.
განიგებს: ვიდრემდის სახჱ განიგის- ვიდრე საქმის ვითარებას გაიგებდა ხოლმე.
განიგულებს: განიგულოს - იფიქროს, მოიფიქროს.
განივრცების: - განივრცნა გავრცელდა.
განიზრახავს: განიზრახა- გაიფიქრა; განგიზრახავს- გირჩევია, აგირჩევია.
განითჳსებს: განითჳსა - მიითვისა, მიისაკუთრა.
განითხინეს: რაჲთამცა არა განითხინეს - რათა არ გაიბნენ, არ გაიფანტონ.
განიკუეთების: არა განიკუეთებოდა - არ იჭრებოდა, არ გაიჭრებოდა.
განილინეს - დაიხოცნენ.
განიმსტურეს - დაზვერეს, დაათვალიერეს.
განიოტა - გაიქცა, გავარდა; განიოტნეს- გარეკეს, გააქციეს; განიოტებდეს - გააგდებდნენ, გააქცევდნენ.
განიპარავს - იპარავს.
განიპატიჟების: განიპატიჟა - დაისაჯა.
განიპოხების: განიპოხა - განაყოფიერდა.
განიპყრობს: განიპყრნა - გაშალა, გაიშვირა (ხელები).
განირთხის თავი თჳსი - დაწვებოდა ხოლმე; განირთხნა - გაჭიმა (ფეხები).
განისუენებს: განვისუენო - დავისვენებ.
განისჯების: განვისაჯნეთ - გაგვასამართლებენ.
განიღებს - გაიტანს, წაიღებს.
განიყარა კრებაჲ - კრება, თავყრილობა დაიშალა.
განიშუებს: განიშუეს - გაიხარეს, განცხრომას მიეცნენ.
განიჩემებს: განვიჩემებ - ჩემად მივიჩნევ.
განიცდის: განიცდიდა - უყურებდა, ხედავდა; განიცდიდეს- უყურებდნენ, ხედავდნენ; განიცადეს - ნახეს; განმიცადე - შემომხედე, დამინახე.
განიძარცუავს: განიძარცუა - გაიხადა (ტანისამოსი, შესამოსელი).
განიწყობს: განიწყო გული - გაბრაზდა, გული მოუვიდა.
განიჭებული - განწირული.
განიჭნა - ”განწირა” (ილ. აბულაძე).
განიხერხების: შურით განიხერხებოდეს - ძალიან შურდათ.
განკანონებს, გაკანონებს: გაკანონა - სასჯელი დაადო, დასაჯა (სამონასტრო წესდების მიხედვით); გაგკანონებ - დაგსჯი.
განკაფს: განკაფოს - გაცვეთს (ხმარებით); განგუკაფნა - დაგვაუძლურა.
განკაფული - ღონეგამოლეული,დაუძლურებული.
განკაცნა - კაცად იქცა (ქრისტე);განჰკაცენ- კაცად იქეცი.
განკრთების: განჰკრთა - განცვიფრდა, გაოცდა.
განკრთომილი - განცვიფრებული.
განკუეთა - უარის თქმა, ხელის აღება (თავის სურვილზე).
განლევს: განვლივნე ჴორცნი შენნი - გაგილევ, დაგიუძლურებ სხეულს.
განმაბრძნობელი - ცოდნის მიმცემი, განმანათლებელი.
განმანათლებელი - ქრისტიანობის შემომტანი.
განმართავს: განჰმართნა - გამოასწორა.
განმართება - სათანადოდ შეკაზმვა (საჭმლისა).
განმარტებს: თუ განჰმარტნე სასმენელნი შენნი - თუ ყურს მომაპყრობ, ყურს დამიგდებ.
განმარტებული - ცხადი, ნათელი.
განმაცხოველებელი - გამაცოცხლებელი.
განმზრახი - მრჩეველი; შთამაგონებელი.
განმიტეო - იხ. განუტევებს.
განმიცადე - იხ. განიცდის.
განმცადა - იხ. განცდის.
განმცდელი - გამომცდელი.
განმწჳსებული - გაზრდილი, ზრდადასრულებული.
განმჴნდების: განმჴნდეს - გამხნევდნენ.
განპატიჟებული - გაპატიჟებული დასჯილი.
განპოხებს: განჰპოხო - გაასუქებ; გაანაყოფიერებ.
განპოხებული - გამშვენიერებული.
განპოხნეს: სიბერითა... - განპოხნეს ”ღრმად მოხუცდნენ” (ივ. იმნაიშვილი).
განრთხმა - დაწოლა.
განრინება - გაქცევა, თავის დაღწევა; ვერ განრინებად იყავ - ვერ გადარჩებოდი.
განრომილი - გადარჩენილი.
განრყუნის: განჰრყუნენ - გააფუჭე, წაახდინე: განჰრყუნის - აფუჭებს.
განსაოტებელად - გასაგდებად, გასარეკავად.
განსარინებელი - გადასარჩენი.
განსთხევს: არა განგუთხინა - არ გაგვრეკა.
განსლვა: განსლვაჲ ამიერ სოფლით; ჴორცთაგან განსლვაჲ - გარდაცვალება; ჟამი განსლვისა თჳსისაჲ - თავის გარდაცვალების ჟამი.
განსმენილ იყო - გაეგოთ, შეეტყოთ.
განტევება - გაშვება.
განტევებული: განტევებულ იქნა - გაუშვეს, გაათავისუფლეს.
განტჳნავს: განტჳნნეს - თავები დაუხეთქეს, ტვინი გამოადინეს.
განუთჳსებს: განუთჳსა - მიაკუთვნა.
განუპარველი - გამოულეველი.
განუსუენებს: განუსუენა - მოასვენა; განგჳსუენნა - მოგვასვენა.
განუტევებს, განუტეობს: განუტევნა - გაუშვა; თუ არა განუტეო - თუ თავს არ დაანებებ; არ... განუტეობდა - არ უშვებდა; განმიტეო - გამიშვა; განგჳტევნა - გაგვიშვა: განგჳტევენით - გაგვიშვით; განეტევა - გაეთავისუფლებინა.
განუღებს: განუღო - გაურჭო, გაუყარა.
განუხუამს: განუხუენ - გავუღე, გადავუშალე.
განფრდილი - გაყიდული.
განქარდების - გაქრება, გაიფანტება, ბოლო მოეღება.
განქარვება - გაქრობა, მოსპობა.
განქარვებადი - წარმავალი.
განქიქნა: ნუუკუე განქიქნეს - ვაი, თუ გამოაშკარავდეს.
განღმრთობილი - ღმერთად ქცეული.
განყარა ჴელი - გაიქნია ხელი.
განყენება - ღალატი, უარყოფა.
განყენებული - მოცილებული, მოშორებული.
განჩინება - განკითხვა.
განჩინებული ბრძანებაჲ - გადაწყვეტილება, განაჩენი.
განცდის: განმცადა - შემაცდინა.
განცოფდების: განცოფნა - გაგიჟდა.
განცხოველება - გაცოცხლება.
განძარცუა - გახდა, გაძრობა.
განძებული - გაძევებული.
განძჳნდების: განძჳნდეს - გამძვინვარდნენ, გამხეცდნენ.
განწესება: განწესებანი - დადგენილი წესები.
განხეთქა - გაწყვეტა, გაგლეჯა.
განხეთქს - გახევს, გაფხრეწს. განეხეთქა მეფობაჲ - დაესუსტებინა, დაეუძლურებინა მეფობა.
განხუმა - გაღება.
განჴდა: განჴდეს - გავიდნენ (ხმელეთზე).
განჴდის: განჴადეს - გააგდეს, გააძევეს; განგჴდის - გაგაგდებს.
განჴმელი - გამხმარი; განჴმელ არს სიყვარული - გამშრალია, გამქრალია სიყვარული.
განჴმობა - დაშრობა (ტბისა).
განჰგმნე - იხ. განგმობს.
განჰვაჭრი - იხ. განვაჭრის.
განჰკრთნა - იხ. განკრთების.
განჰმართნა - იხ. განმართავს.
განჰპოხო - იხ. განპოხებს.
განჰრყუნის - იხ. განრყუნის.
განჰჴდა: ზარი განჰჴდა - იხ. ზარი1.
გაპატიჟებული - იხ. განპატიჟებული.
გარდაგულარძნა: გარდაგულარძნნეს - გაამრუდეს, შეაცდინეს.
გარდაეკუეთა - იხ. გარდაუკუეთს.
გარდაემეტების: გარდაემატა - გადაეფარა.
გარდაეცემის: ოფლნი გარდაეცნეს - ოფლმა დაასხა.
გარდავჰჴედით - იხ. გარდაჴდების.
გარდამატებს: გარდაჰმატა - გადამეტებით, ჭარბად მისცა.
გარდამო: ზეცით გარდამო - ზეციდან.
გარდამოუტევებს: გარდამოუტევნა - გადმოშალა, გაშალა (თმები).
გარდამოჴსნა - ხატი, რომელზეც გამოსახულია ჯვრიდან ქრისტეს გვამის ჩამოხსნა.
გარდარევნულად - იგივეა, რაც გარდარეულად.
გარდარეული - გადამეტებული, მეტისმეტი; გარდარეულად- მეტისმეტად, ძალზე.
გარდაუკუეთს: გარდაეკუეთა - მოესპო (მიზეზი).
გარდაჴდების: გარდაჴდა შჳდეული ერთი - გავიდა ერთი კვირა; გარდავჰჴედით- უგულვებელ ვყავით, არ შევასრულეთ.
გარდაჰმატა - იხ. გარდამატებს.
გარე-თხა - გარეული თხა (ქურციკი, ნიამორი, არჩვი, შველი და სხვ.).
გარე-მიაქცევს: პირი გარე-მიმაქციოსპირი მიიბრუნოს (ჩემგან); გარე-მიაქციე - მიიბრუნე (პირი).
გარე-მიექცევის: გარე-მიექცა - მოეღრიცა.
გარე-მიიქცევს: ნუ გარე-მიიქცევ - ნუ მიიბრუნებ; სასმენელნი გარე-მიიქცინენ - ყური არ ათხოვეს.
გარე-მიმაქციოს - იხ. გარე-მიაქცევს.
გარე-მოიქცევის: გარე-მოიქცა- უკან გამობრუნდა.
გარეს-გარე - გარეთ.
გარესკნელი - გარეგანი, გარეთა მხარე.
გარე-შეადგეს - გარეშემო დადგეს.
გარე-წარიცოდებს: არა გარე.-წარიცოდეთ -”არ აიცილოთ, არ აიცდინოთ” (ივ. იმნაიშვილი).
გარე-წარჴდების: გარე.წარჰჴედ - გვერდი აუარე, მოერიდე.
გარნა - მაგრამ, გარდა; არამედ.
გასარომელი - სარჩო.
გასმია - იხ. ასმია.
გასუენება - მოსვენება.
გაუკუეთს: გაუკუეთეთ - გადაუწყვიტეთ, დაუნიშნეთ (ულუფა).
გაუსუენებს: ვერ გაგისუენოთ - ვერ მოგასვენოთ, ვერ დაგასვენოთ.
გაუჯმნის: გაუჯმენ - გაისტუმრე.
გაფუცებ - იხ. აფუცებს.
გაცილობენ - იხ. აცილობს.
გაჰბჭე - იხ. გაბჭობს.
გგლიან - იხ. გლის.
გება - ყოფნა, არსებობა.
გებს: მგებდით - მაცალეთ, დამაცალეთ.
გებული - არსებული, მყოფი; გებულად - მთლად, სრულად.
გეკდიმების - იხ.ეკდიმების.
გელმის - იხ. ელმის.
გეც - იხ. სცემს.
გეჴსენედ, გეჴსენენ - იხ.ეჴსენა.
გვედია -”მოგებარება”; გვედიან -”მოგებარებიან” (ნ. მარი)
გზა-ჰყვა: გზა-ჰყვეს - გაჰყვეს გზაში; გზა-ჰყევ - გაჰყევი; გზა-გყვე - გამოგყვები; თანა გზა-გუყვა - თან წაგვყვა.
გთნდეს - იხ. თნავს.
გივის - იხ. უვის.
გინა თუ, თუგინდ; - ან, ანდა.
გინათუ - თუგინდ.
გინებს - იხ. უნებს.
გიპყრიეს - იხ. უპყრიეს.
გირჯაკი - ნაბადი.
გიტეონ - იხ. უტევებს.
გიღუაწო - იხ.უღუაწს.
გიჩნ, გიჩნს - იხ. უჩნს.
გიცი - იხ. იცის.
გიძნობ - იხ. უძნობს.
გიწესს - იხ. უწესს.
გიჴმს - იხ. უჴმს.
გლის: ნურარაჲ გგლიან - ნურაფერი გენაღვლებათ.
გოდოლი - მაღალი კოშკი.
გოლეული თაფლი - ფიჭიანი თაფლი
გრივი - მარცვლეულის საწყაო.
გრწმენინ - იხ. ჰრწმენის.
გრწყილი - რწყილი.
გჳოხს - იხ. უოხს.
გჳჴმს - იხ. უჴმს.
გუადრუცი - ყუთი, კოლოფი.
გუავასხენით - იხ. ავასხებს.
გუალაგი -”შთასადებელი”, ”მაფრაშა” (საბა).
გუალე - იარე; გუალეთ - იარეთ.
გუალვეული, გუალული - გამშრალი, გამხმარი (თითქოს გვალვისაგან).
გუასმიეს - იხ. ასმია.
გუელმოდა - იხ. ელმის.
გუემა - ცემა; წამება.
გუემს - სცემს.
გუემულება - ტანჯვა.
გუერთე - იხ. ერთო.
გუზრდიდიან - იხ. ზრდის.
გულად-იხუნა -”გულში მიიღო”, შეითვისა.
გულარძნილება - სიმრუდე, სიბოროტე.
გულარძნილი - მრუდი.
გულდებულად - გულადად, უშიშად.
გულითად გულით, - სულით და გულით.
გულის-თქუმა - სურვილი.
გულის-კლება - წყენა, გულნაკლულობა.
გულის-სიტყუა - განზრახვა, აზრი; საიდუმლო, გულისნადები.
გულის-ხმა, გულის-ჴმა: გულის-ხმა ყო - მიხვდა, გაიგო; გულის ხმა ყვეეს - მიხვდნენ; გულის-ჴმა მიყო - გამაგებინა.მიმახვედრა: გულის-ჴმა გვიყავ - გაგვაგებინე.
გულისჴმის-მყოფელი - გამგები, მიმხვედრი.
გულისჴმის-ყოფა - გაგება,მიხვედრა.
გულ-კლებული - გულნაკლული, ნაწყენი.
გულპყრობილ იყვენით - დამშვიდებული ბრძანდებოდეთ; გულპყრობილ იქმნნეს-”გული დაიმშვიდეს, დამშვიდდნენ” (ნ. მარი).
გულსავსე - კმაყოფილი.
გულძჳრად იყო - გულაყრილი, გაბრაზებული იყო.
გულწყებული - გულმოსული.
გურქუა - იხ. ჰრქუა.
გუცა - იხ. სცემს.
გუწუართნეს - იხ. წუართნის.
გუწურთიდა - იხ. წურთის.
გუხედევდ - იხ. ხედავს.
დააახლებს: უკუეთუ... დააახლნეს - თუ... მიუახლოვებს.
დააბრკოლებს: დაგაბრკოლე- ”გაცთუნე” (ნ. მარი).
დააგებს - შეარიგებს; დავაგე- შევარიგე.
დაადგრების: - რჩება; დაადგრა- დარჩა; დაადგრეს- დარჩნენ; უკუეთუ დაადგრე- თუ დარჩები; დავადგრე- დავრჩე.
დააკუეთებს: დააკუეთა;- დასცა, დაანარცხა; დააკუეთნეს- დაანარცხეს; დამაკუეთა - დამცა, მომკვეთა, დამაუძლურა.
დაალებებს: დაალებნეს - დაალურჯეს (ცემით).
დაალტობს: დაალტობდა - ასველებდა.
დაამცნობს: - დაამცნიან - უბრძანებდნენ ხოლმე; დაემცნა - ებრძანებინა; დამიმცნია - მიბრძანებია.
დაარქუამს: დამარქუა - დამახურავ.
დაასხამს: ლოცვანი ზედა დაასხნა - ლოცვებით უმკურნალა; დაასხნა ჴელნი - ხელები დაადო (თავზე); აკურთხა (მთავარ-ეპისკოპოსად).
დააყენებს: უკუეთუ დავაყენო - თუ შევაჩერებ, ხელს შევუშლი.
დააყუდებს: დააყუდნა - შეაჩერა.
დააცადებს: დააცადა - შეაჩერა, შეწყვიტა; დააცადე - შეწყვიტე, თავი გაანებე; არა დააცადებდა - არ აფერხებდა; არაოდეს დააცადის - არასოდეს არ აცდენდა.
დაახრწევს: დამახრწია- დამაბრკოლა, ხელი შემიშალა.
დაბა: - სოფელი.
დაბებკული - დაგლეჯილი, დაკონკილი, საკერებლებ-დადებული.
დაბუშებული - დასივებული.
დაბძარავს: დაჰბძარნეს - თავნი მათნი დაუტეხეს, დაუხეთქეს თავები.
დაბძარული - დახეთქილი.
დაგება - შერიგება.
დაგვერწყვიან - იხ. დაერწყვის.
დაგირწყა - იხ. დაურწყავს.
დაგისხენ - იხ. დაუსხამს.
დაგიტევებიეს - იხ. დაუტევებს.
დაგიც - იხ. დაუც.
დაგოზს: დაჰგოზა - წასცხო შეგლისა.
დაგჳმრემლნეს - იხ. დაიმრემლებს.
დაგჳმრწემნეს - იხ. დაიმრწემებს.
დაგჳუნჯა - იხ. დაუუნჯებს.
დაგუეჴშა - იხ. დაეჴშების.
დაგუფანჩენ - იხ. დაფანჩავს.
დადეგი - დამდეგი (თვისა).
დაეგების: დაეგო - შეურიგდე.
დაემთხუევის: დაემთხჳნეს - შეხვდნენ, შემოეყარნენ.
დაემოწფა - იხ. დაუმოწფებს.
დაემყარების: დაემყარა - დადგა მყარად.
დაემცნა - იხ. დაამცნობს.
დაერწყვის: დაგვერწყვიან - დაგვეგებიან (მახესავით).
დაესხნეს - იხ. დასხამს.
დაეყუდების: დაეყუდა - დაბინავდა განმარტოებით.
დაეხრწევის: დაეხრწეოდა - ბრკოლდებოდა, ხელი ეშლებოდა.
დაეჴშების: დაგუეჴშა - დაგვეკეტა, დაგვეხურა.
დავადგრე - იხ. დაადგრების.
დავითნი - ებრაელთა მეფის დავითის ფსალმუნთა წიგნი.
დავიყჳნო - იხ. დაიყჳნა.
დავშუერით - იხ. დაშურების.
დათმენა - მოთმენა.
დათრგუნავს: ფერჴითა... დასთრგუნვიდა - ფეხით სცემდა, თელავდა.
დათხევს - იხ. დასთხევს.
დაივლტების: არა დაივლტნეს - არ დასველდნენ.
დაითმენს: დაითმინეს - მოითმინეს; დაითმინო - მოითმინო, გაუძლო.
დაითხევის: დაითხია - დაიღვარა.
დაიმარხავს: დაიმარხენით - შეინახეთ; არა დაიმარხეს - არ შეინახეს.
დაიმთხუევს: დაიმთხჳა - დაიდო.
დაიმოწაფებს: დაიმოწაფოს - მოწაფედ აიყვანოს.
დაიმრემლებს: დაგჳმრემლნეს - თავის მრევლად, სამწყსოდ გვაქცევს.
დაიმრწემებს: დაგჳმრწემნეს - უმცროსად გვაქცევს, ”გაგვაუმცროსებს” (შდრ. მრწემი).
დაიმჭირავს: თჳთ დაიმჭირა- თავისთვის დაიჭირა, აიღო; დაიმჭირნა - ხელთ ჰყავდა; პატივითა დაიმჭირეს - პატივში ჰყავდათ.
დაისაყდრებს: დაისაყდრა - ტახტზე დაჯდა (იხ. საყდარი).
დაისხამს: ზედა დაისხმიდეს - ზედ იდებდნენ.
დაიტყუენვის: დაიტყუენა - გაიძარცვა.
დაიუბნის: მზარეული დაიუბნის - მზარეულს დაელაპარაკებოდა ხოლმე.
დაიუნჯებს - ინახავს; დაიუნჯა - შეინახა.
დაიურვებს: დაიურვნა - იზრუნა, მოაგვარა; დაიურვის - აგვარებს ხოლმე (საზრუნავ საქმეებს).
დაიფარა სოფლით - წავიდა ამ ქვეყნიდან, გარდაიცვალა.
დაიღუაწს: დაიღუაწა - სული მისი მისი სულისთვის იზრუნა.
დაიყავნ, დაიყვნეს - იხ. დაიყოფვის.
დაიყოფვის: დაიყვნეს - დაიხურნენ, დადუმდნენ (ბაგენი); დაიყავნ - დაიხუროს, დადუმდეს (შენი პირი).
დაიყჳნა: დავიყჳნო - მოვიპარსავ.
დაიჴსნების: დაიჴსნა; დაიჴსნეს - დაიშალა, დაირღვა; დაიჴსნნეს - მოისპო (სნეულებანი); დაიჴსნის - დაუძლურდება ხოლმე.
დაკრება: ქვისა დაკრებაჲ - ჩაქოლვა.
დაკრებს: დაჰკრიბა ქვაჲ - ქვები დააყარა, ჩაქოლა; დაჰკრიბეს ქვაჲ - ჩაქოლეს.
დაკრძალავს: დაჰკრძალა - დაკეტა, დაბეჭდა.
დალიჭი: - სამსჯავრო ადგილი; ”ტახტი დიდებულთა დასაჯდომელი” (დ. ჩუბინაშვილი).
დამაკუეთა - იხ. დააკუეთებს.
დამართ - დაბლა, ძირს.
დამაშურალი - დაღლილი, მოქანცული.
დამახრწეველი, დამხრწეველი - დამაბრკოლებელი, ხელის შემშლელი.
დამახრწია - იხ. დაახრწევს.
დამიკჳრდა, დამიკჳრდების - იხ. დაუკჳრდების.
დამოკიდებული - ჩამოკიდებული.
დამოჰკიდებს: დამოჰკიდეს,- ჩამოჰკიდეს.
დამსხმელი - შემქმნელი, დამნთები (ცეცხლისა).
დამტკიცებული - მტკიცე; მტკიცედ დამდგარი; დამტკიცებულად - ნამდვილად; დაჟინებით.
დამუსრავს: დამუსრნა - დაამსხვრია.
დამღიერებულნი - დამუნიანებული.
დამშრშალი - გამშრალი.
დამწუხრდების: დამწუხრდა - დაღამდა.
დამჭირვა - დაჭერა, პყრობა, ხელთ ქონა, შენარჩუნება.
დამხრწეველი - იხ. დამახრწეველი.
დამჴსნელი - მომსპობი
დანაკთა ၛშეცდომაა; კონტექსტით თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ”დათა” (კ.კეკელიძე)ၝ.
დანდალი - ლაგამი.
დარეცილი - დაგებული, გაშლილი (ლოგინი).
დასავალი - დასავლეთი.
დასაყუდებულო - იგივეა, რაც სადაყუდებულო.
დასდებელი - საგალობელი, რომელსაც დაურთავდნენ, ”მიადებდნენ” ხოლმე ფსალმუნებს (კ. კეკელიძე).
დასთრგუნვიდა - იხ. დათრგუნავს.
დასთხევს: დასთხევდეს - ღვრიდნენ; დასთხია - დაღვარა; დასთხინეს - დაღვარეს.
დასხამს: დასხნა - დააწყო, დაალაგა; დაესხნეს - დაედო, დაეწესებინა.
დასხმა - დადება, დაწყობა; ჴელთა დასხმაჲ - იხ. ჴელი1.
დატყუენავს: დატყუენნა - დაარბია, გაძარცვა.
დაუბრკოლდების: დაუბრკოლდა - აღელდა, შეშფოთდა; დაუბრკოლდა - ფერჴი ფეხი გადაუბრუნდა.
დაუთმობს: ვერ დამითმო - გულმან ვერ მოვითმინე.
დაუკჳრდების: დაუკვირდა - გაუკვირდა; დამიკჳრდა - გამიკვირდა; დამიკჳრდების - მიკვირს.
დაუმარხავს: დაუმარხე - შეუნახე.
დაუმოწფებს: დაემოწფა - მოწაფედ მიებარებინა.
დაუმტკიცებელი - განუმტკიცებელი, მერყევი.
დაუნჯება - შენახვა.
დაუნჯებული - შენახული; დაუნჯებულად - შენახულად.
დაურვება - მოგვარება (საზრუნავი საქმეებისა).
დაურწყავს: დაგირწყა - დაგიგო (მახე); დაურწყავს - დაუგია.
დაუსაბამო - უსაზღვრო, უსასრულო (ღმერთის ეპითეტია).
დაუსხამს: დაგისხენ - დაგიწყე, დაგილაგე.
დაუტევებს: დაუტევა - დატოვა, მიატოვა; დაგიტევებიეს- დაგიტოვებია.
დაუუნჯებს: დაგჳუნჯა - შეგვინახა.
დაუყოფს: დაუყვენ პირნი - დაუხურე, დაუდუმე პირნი.
დაუც: დაგიც - გაქვს.
დაუცადებელი - შეუნელებელი, განუწყვეტელი; დაუცადებელად - განუწყვეტლივ.
დაფანჩავს: დაგუფანჩენ- დაგვფანტე, გაგვაბნიე (უპატრონოდ).
დაქენჯნის: დაჰქენჯნიდა - ტანჯავდა.
დაღათუ - თუ; თუმცა.
დაღათუმცა - თუ.
დაღაცათუ - თუმცა; თუ.
დაღაცათუმცა - თუმცა; მაგრამ.
დაყენებული - შეჩერებული.
დაყინებული - გაყინული, გამაგრებული.
დაყო - დახშა, დახურა.
დაყუდება - განცალკევებით ცხოვრება (ბერისა); დაყუდებით - განცალკევებით.
დაყუდებული - მარტოდ მცხოვრები, განდეგილი (ბერი).
დაყჳნა: დაყჳვნნეს - გაპარსეს; დაჰყჳნეთ - მოპარსეთ.
დაყუდნა - გაჩერდა, შედგა.
დაყუენა - გაპარსვა.
დაშრეტა - ჩაქრობა.
დაშრეტს: დაშრიტა - ჩააქრო; დაშრიტე - ჩააქრე.
დაშურების: დაშურა - დაიღალა; დავშუერით - დავიღალეთ.
დაჩურჩნის: დაჩურჩნიან- ”ჩურჩულებენ, ხმადაბლა ლაპარაკობენ ხოლმე” (ა. შანიძე).
დაჩხუეპს: დაჩხუეპა- დაჩეხა, დაჭრა.
დაწერტილი - დაჩხვლეტილი.
დაწუხნა - დაიხუჭა (თვალი).
დაწყლული - დაჭრილი, დაკოდილი.
დაჭირვება: დაჭირვებაჲ..., რომელი დაჰჭირდა - გაჭირვება, რომელიც შეემთხვათ.
დაჴდების: დაჴდის - დავიდოდა, ჩავიდოდა ხოლმე; დაჰჴდა ჩავიდა (მნათობი).
დაჴსნა - მოსპობა.
დაჴსნდების: დაჰჴსნდეს - ძარღუნი მოდუნდნენ (მისი) ძარღვები; რათა... მოისპოს (ეჭვი); დაჴსნდის - დაუძლურდებოდა ხოლმე.
დაჴსნილი - დაუძლურებული; და-მცა-ჴსნილ არს - მოისპოს.
დაჴსნის: დაჰჴსნა - მოადუნა, დააუძლურა; მოსპო; დაჰჴსნი - არღვევ, აბათილებ; დაჰჴსენ - მოსპე (მომისპე); დაჰჴსნიდეს - მოსპობდეს.
დაჴშავს: დაჰჴშა - დაკეტა.
დაჯეჯკილი - დაჩეჩქვილი, დახეთქილი.
დაჰბძარნეს - იხ. დაბძარავს.
დაჰგოზა - იხ. დაგოზს.
დაჰკრიბა - იხ. დაკრებს.
დაჰკრძალა - იხ. დაკრძალავს.
დაჰქენჯნიდა - იხ. დაქენჯნის.
დაჰყჳნეთ - იხ. დაყჳნა.
დაჰჴსენ, დაჰჴსნა, დაჰჴსნი, დაჰჴსნიდეს - იხ. დაჴსნის.
დაჰჴშა - იხ. დაჴშავს.
დედა ქალი, დედაკაცი; დედანი - ქალები; მონასტერი დედათაჲ - ქალთა მონასტერი.
დედაზარდლი - ობობა.
დედა-მძუძე - გამზრდელი (ქალი).
დიალოღონი - წიგნის სახელია.
დიდროება: მდინარისა... დიდროებაჲ - მდინარის ადიდება.
დიდროის: დიდროოდა - ადიდებული იყო (მდინარე).
დიმოსი - ხარკი.
დისიძე, დის სიძე -”დის ქმარი” (კ. კეკელიძე).
დორიასად -”მუქთად, უსასყიდლოდ, ტყუილად” (კ. კეკელიძე).
დრამა - წვრილი ვერცხლის ფული.
დრაჰკანი - ოქროს ფული.
დრისტი: დრისტი ტურფაჲ -”საუცხოო რამ, საუკეთესო” (ა. შანიძე).
დრკუ -”მრუდი, უსწორო, ვერაგი” (ნ. მარი).
დროებს: არღარა დროებენ - აღარ აყოვნებენ, აღარ ბრკოლდებიან.
დრომონი - ხომალდი ერთგვარი.
დღენდელად, - დღემდე დღევანდლამდე.
დღივ - დღიურად, დღეში.
ე
ებანი - საკრავი დოლივით, დაფი.
ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი.
ებისტოლე - იხ. ეპისტოლე.
ეგბო - იხ. აგბობს.
ეგების: ეგო- იყო; ეგოს- იყოს; ეგნენ- იყვნენ ვეგო- ვიყო.
ეგჳტერი., ეგუტერი - პატარა სამლოცველო, ჩვეულებრივ, ეკლესიასთან მიშენებული.
ევანგელე - სახარება.
ევლოგია - ნაკურთხი რამ (საჭმელი, სასმელი, ზეთი და სხვა); საჭირო, სახმარი რამ.
ევლტის: ევლტოდა - გაურბოდა.
ეზრახების: ეზრახოს - გაესაუბროს, გაეკამათოს; ვეზრახნეთ - მოველაპარაკოთ.
ეკდიმების: არა გეკდიმებისა? - არა გრცხვენია? ვიდრემდის ჰკდემებოდაცა - ვიდრე შერცხვებოდათ.
ეკლესიასტე - ებრაელთა ბიბლიური მეფე.
ელენნი - ბერძნები.
ელმის - სტკივა; გელმის - გტკივა; მელმის - მტკივა; გუელმოდა - გვტკიოდა.
ემბაზი - სანათლავი ჭურჭული.
ემზახების: ემზახა - დაემოყვრა, დაუმოყვრდა.
ემთხუევის: ემთხჳა - შეხვდა, შემოხვდა.
ენკომი - ქება, ხოტბა, შესხმა.
ეპარხოზი - ეპარხოსი ეპარქიის (ქვეყნის საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეულის) მეთაური.
ეოტნეს - იხ. აოტებს.
ეპისტატი - მუშების უფროსი ზედამხედველი.
ეპისტოლე, ებისტოლე - წერილი.
ეპიტირიტისი - ზედამხედველი.
ეპიტროპი - მზრუნველი.
ერგასისი - ასის ნახევარი, ორმოცდაათი.
ერთბამად - ერთად, ერთბაშად.
ერთგან - ერთად.
ერთგუამი- ერთიანი, მთლიანი.
ერთ-ზრახვა იყვნეს - ერთსულოვანი იყვნენ; ერთზრახვად - ერთსულოვნად.
ერთ-კერძო - ერთის მხრივ; ერთკერძონი - ერთ მხარეს მყოფნი.
ერთო: გუერთე - შეგვიერთდი, შემოგვიერთდი.
ერთობით - ერთად.
ერი - ხალხი.
ერისაგანი საერო, არა სასულიერო პირი; ერისაგან ყოფაჲ - ერისაგანად გახდომა.
ერის-კაცი - საერო, არა სასულიერო პირი.
ერის-კრება - ხალხის თავშეყრა, აურზაური.
ერის-მთავარი - მმართველი კუთხისა, ერისთავი.
ერქუმის - ჰქვია.
ერჩის: ერჩდეს - ემორჩილებოდნენ; ერჩდი - დაემორჩილე; ვერჩდეთ - დავემორჩილოთ; მერჩდი - დამემორჩილე.
ესავს: ვესავ - იმედი მაქვს, ვიმედოვნებ; ესვენ - იმედი აქვთ, იმედოვნებენ.
ესათნოების: ესათნოებოდა - თავს აწონებდა, მის მოსაწონად იქცეოდა.
ესერა - იგივეა, რაც აჰა ესერა.
ესვენ - იხ. ესავს.
ესუა - ჰყავდა.
ესხნეს - ჰყავდა; ნუუკუე შვილი არა გესხნესა? - ნუთუ შვილები არა გყავდათ?
ეტყებს: ეტყებდეს - თავპირში იცემდნენ, გლოვობდნენ.
ეტყინების: ეტყინებოდა - ენთო, გიზგიზებდა.
ეურვის: ესრეთ რაჲ ეურვოდეს-”ამ გასაჭირში რომ იყვნენ” (ა. შანიძე).
ექსორია ჰყოფენ - გააძევებენ (უცხო ქვეყანაში); ექსორია იქმნა - გააძევეს.
ექსორიობა - განდევნილობა სამშობლოდან.
ექუა: ექჳთ - ქოშინით.
ეშიშვის: სიკუდილსა... ვეშიშვოდე - სიკვდილისა მეშინოდა.
ეშმაკეული - ეშმაკისაგან შეპყრობილი.
ეშჯის: ეშჯოდა - საყვედურს ეუბნებოდა.
ეცით - იხ. სცემს.
ეძჳნების: ეძჳნებოდა - აბრაზებდა.
ეწიფების: ვერ ეწიფა - ვერ ეწია, ვერ ეღირსა.
ეწუთების: ნუ ეწუთები - ნუ ეპოტინები.
ეწყბის, ეწყუების: ეწყუებოდა - ებრძოდა; მეწყო- შემებრძოლა.
ეჭუს: ნუ ეჭუ - ნუ ეჭვობ, ნუ გგონია.
ეჴსენა: გეჴსენენ - გახსოვდეთ; გეჴსენედ - გახსოვდეთ ხოლმე.
ვალს: ვლენან - დადიან.
ვანი - საცხოვრებელი ადგილი, ბინა.
ვარქუ - იხ. ჰრქუა.
ვაცხოვნო - იხ. აცხოვნებს.
ვაწჳე - იხ. აწუევს.
ვეგო - იხ. ეგების.
ვეზრახნეთ - იხ. ეზრახების.
ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი.
ვერჩდეთ - იხ. ერჩის.
ვესავ - იხ. ესავს.
ვეშიშვოდე - იხ. ეშიშვის.
ვეცხლის-მოყუარება - ფულის მოყვარულობა, ანგარება.
ვიეთნი იყვნეს - ვინ იყვნენ.
ვიეთნიმე -”ვინმეები”; ვიეთმე ქრისტეანეთა - ვინმე ქრისტიანებმა; ვიეთმე... კაცთა - ზოგ ვინმე ადამიანს, ზოგიერთებს; ვიეთმე მონაზონთა - ვინმე, ზოგიერთ მონაზონს.
ვივლტი - იხ. ივლტის.
ვიზრდები - იხ. იზარდების.
ვითარ - როგორც კი.
ვითარმედ - რომ.
ვითნე - იხ. ითნევს.
ვიკადრებ - იხ. იკადრებს.
ვიკრჩიალეთ - იხ. იკრჩიალებს.
ვინაჲ - საიდან.
ვინაჲთგან - რაც რომ, რაც.
ვინაჲცა - საიდანაც; ვინაჲცა-იგი - საიდანაც.
ვიპოო - იხ. იპოვების.
ვიტყებთ - იხ. იტყებს.
ვიუნჯენ - იხ. იუნჯებს.
ვიურვით - იხ. იურვის.
ვიშუებდე - იხ. იშუებს.
ვიჯმენ - იხ. იჯმნა.
ვლდომა: მირბიოდეს... ვლდომით - მირბოდნენ... ხტომით.
ვლენან - იხ. ვალს.
ვლტოლვილება - გაქცევა.
ვლტოლვილი - გაქცეული.
ვნება - წამება.
ვრდომა - დაბლა დავარდნა.
ვტოზიკობ - იხ. ტოზიკობს.
ვშუერ, ვშურები - იხ. შურების.
ვცხომდე, ვცხომდებოდე - იხ. ცხოვნდების.
ვხადოდი - იხ. ხადს.
ვჴმობ - იხ. ჴმობს.
ზ
ზადენი - ქართველების ერთ-ერთი კერპი წარმართობის ხანისა.
ზაკუა, ზაკუვა: ზაკუვით, - ზაკჳთ მზაკვრობით, თვალთმაქცობით, ცბიერებით.
ზაკუვითი - მზაკვრული, თვალთმაქცური.
ზაკულება - მზაკვრობა, თვალთმაქცობა.
ზაკული - მზაკვრული.
ზამბიკი - მარგალიტის ნიჟარა.
ზანდუკი - სარჩევი (წიგნისა).
ზარგანჴდილი - თავზარდაცემული, შიშით შეპყრობილი.
ზარი1 - შიში; ზარი განჰჴდა; ზარი აჰჴდა; ზარი ჰჴდა - ზარი, თავზარი დაეცა, ძალიან შეეშინდა.
ზარი2 - დიდი ზეიმი.
ზატიკი ან აღვსებისა ზატიკი - აღდგომა (ქრისტიანული დღესასწაული).
ზატიკობა - აღდგომის დღესასწაული; საერთოდ, დღესასწაული.
ზეგარდამო - ზეცით, ზეციდან.
ზედა-მიაწევს: ზედა-მიგაწიო - მიგახვედრებ, გაგაგებინებ.
ზედამიეტევნების: ზედამიეტევნეს - მიესივნენ, მისცვივდნენ.
ზედამოუჴდების: ზედამოუჴდეს - თავს დაესხნენ, შეესივნენ.
ზედაშე - საზიარებელი ღვინო.
ზედაწერილი - კალენდარი.
ზეზი - ერთგვარი სამოსი ორფერი ძაფით ანდა ძაფითა და სირმით ნაქსოვი.
ზეპურნი - სამეფო ან სამთავრო საგვარეულოს წევრები.
ზესთ, ზესთა - იგივეა, რაც ზეშთა.
ზესკნელი - ზეცისა, ზევითა.
ზეშთა - მეტად; ზევით, მაღლა; ზეშთა არს- აღემატება; უმეტეს ზეშთა - მეტია, აღემატება; ზეშთა ბუნებათა არს - ზებუნებრივია.
ზიარი - საზიარო, საერთო; მოზიარე, მონაწილე.
ზმნა - მისნობა.
ზმნობა - მისნობა(?).
ზნოანება - ცუდი ზნე, ფრთხობა.
ზოგად - ერთად.
ზოგადი1 - ნახევარი.
ზოგადი2 - საერთო.
ზორვა - მსხვერპლის შეწირვა.
ზრახავს: მზრახე - მითხარი.
ზრახვა - ლაპარაკი, საუბარი; კამათი; ზრახვითა - ბჭობით, დარიგებით; ზრახვა ყვეს - მოილაპარაკეს; ზრახვა ყო - განიზრახა.
ზრდის: მზრდის - მკვებავს, მარჩენს; გუზრდიდიან - გვკვებავდნენ, გვარჩენდნენ.
ზუაობა - ამპარტავნობა.
ზუაობითი - ამპარტავნული.
ზუარაკი ზვარაკი, - მსხვერპლად შესაწირავი საქონელი.
თავადი, თავადმან - თვით, თვითონ.
თავ-დამართ, თავდამოქცევით - თავდაყირა.
თავი - მეთაური, უფროსი; დასაწყისი; თავს ისხნეს - იხ. ისხამს.
თავმოთნეობა - თავმოყვარეობა.
თავს-დება - თავის დადება.
თავს-იდებს: არა თავს-იდებდენ - არ კისრულობდნენ; თავს უდებიეს - უკისრია.
თავს-ისხამს: თავს-ისხენ - იკისრე.
თავსმდები - თავდები.
თავ-უყოფს: თავ-უყავ - პატივი ეცი, დააფასე.
თანა-აც - ვალად აძევს, ევალება; თანა-გაც - გევალება, გმართებს; თანა-მაც - ვალად მაძევს; თანა-გუაც - ვალად გვაძევს, გვმართებს.
თანა-გუაც - იხ. თანა-აც.
თანადამდგომი - იხ. თანამდგომი.
თანადახუდების: თანადახუდეს - დაესწრნენ, შეესწრნენ.
თანადგეს - იქვე იდგნენ, ესწრებოდნენ.
თანალმობა - თანაგრძნობა.
თანა-მაც - იხ. თანა-აც.
თანამდგომი, თანადამდგომი - დამხმარე, შემწე.
თანამდები - მოვალე.
თანამზრახველი - მრჩეველი.
თანა-მიც - იხ. თანა-უც.
თანამკჳდრი - ვინმესთან ერთად მცხოვრები.
თანამოდასე - ვისიმე დასის, წრის წევრი.
თანამოსაყდრე - ვისიმე გვერდით მჯდომი.
თანანადები - ვალი.
თანა-უდგეს - მასთან იყვნენ, მხარში უდგნენ.
თანა-უც: თანა-მიც - მევალება, ვალად მაძევს.
თანა-შეიწევს: თანა-შეიწიეს - დაიხმარეს.
თანა-შერაცხა - ჩარიცხვა.
თანა-წარვალს - ასცდება.
თანა-წარსლვა - გვერდის ავლა.
თანა-წარჴდების: თანა-წარჰჴდა - გაასწრო; თანა-წარჰჴედ - ასცდი, გვერდი აუარე; უკუეთუ თანა-წარჰჴდე - თუ ასცდები, გვერდს აუვლი; არა თანაწარვჰჴდი - გვერდი არ ამივლია, თანა-წარვჰჴედ - გვერდი ავუარე. თანა-წარვჰჴედით - გვერდი ავუარეთ; თანა-წარგჴედ - გვერდი აგიარე.
თანა-წარჴდის: რაჲსათვს თანა-წარმჴდი? - რად მაცილებ, მომაკლებ; თანა-წარგუჴადენ - აგვარიდე, აგვაცილე.
თარგმანი - მთარგმნელი.
თბე - ახლად მოზელილი ცომი.
თეატრო - სანახაობა.
თეატრონი - მაყურებელთა ადგილებით შემოვლებული წრე, სადაც წარმოდგენები იმართებოდა; იყენებდნენ აგრეთვე ქრისტიანთა საწამებელ ადგილად.
თემანი - სამხრეთი.
თესლად-თესლადი - ჯური, ჯიში.
თესლი, თესლ-ტომი - ადამიანთა მოდგმა, ტომი.
თესლით-თესლამდე - თაობიდან თაობამდე.
თითო-სახე, თჳთო-სახე - სხვადასხვაგვარი, ნაირნაირი; თითო-სახედ - სხვადასხვაგვარად.
თითო-ფერი - ფერად-ფერადი, მრავალფერი.
თიჴა - ტალახი.
თიჴიანი - ტალახიანი.
თმა-გარდატევებული - თმაგაშლილი.
თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს.
თჳთება - თვისება.
თჳთო-სახე - იხ. თითო-სახე.
თჳთრჩულობა - თავნებობა, თვითრჯულობა.
თჳნიერ - გარდა; გარეშე: თჳნიერ შენსა - უშენოდ.
თჳსად - თავისთვის.
თჳს-თჳს, თჳს-თჳსად - ცალ-ცალკე.
თჳსი - თავისიანი, ნათესავი, შინაური.
თუალთ-ღებით - იხ. თუალ-ღებით.
თუალთ-შეუდგამი - თვალის მომჭრელი, ბრწყინვალე.
თუალუხუავად - მიუკერძოებლად, მიუდგომლად.
თუალ-ღება - პირფერობა, პირმოთნეობა.
თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით.
თუალ-ხუმით - იგივეა, რაც თუალ-ღებით.
თუმცა - რომ.
თხიერი - ტიკი.
თხრამლი - ჩირქი.
იადგარი - საეკლესიო საგალობელთა წიგნი.
იავარ-ყოფს: იავარ-ყო - აიკლო, დავლად წამოიღო; იავარ-ყვეს - აიკლეს.
იაკინთე - იგივეა, რაც იაკინთი.
იაკინთი - ძვირფასი ქვა ერთგვარი, იაგუნდი.
იამავრი - დედისერთა.
იბრალა - დაიტუქსა, საყვედური უთხრეს.
იბრდღუენს - ბობოქრობს, მრისხანებს.
-იგი - ნაწილაკი -ც; რაჲ-ი გი რაც; რომელი-იგი რომელიც.
იგუემების - იტანჯება; ვიგუემები - ვიტანჯები.
ივლტის: - ივლტოდა - გარბოდა; გაიქცა; ივლტოდეს - გარბოდნენ, გაიქცნენ; ვივლტი - მივრბივარ, გავრბივარ.
იზარდების, იზრდების: იზარდებოდეს- ირჩენდნენ თავს, საზრდოობდნენ; ვიზრდები - ვსაზრდოობ.
იზახის: იზახდა - ყვიროდა, ღრიალებდა.
იზრახავს: იზრახეს - განიზრახეს; იზრახნა - განიზრახა.
ითნევს: ვითნე - მოვიწონე.
იიძულების: იიძულა - იძულებულ იქნა; იიძულნეს - იძულებული გახდნენ.
იკადრებს: ვერ იკადრა- ვერ გაბედა; ვერღარა იკადრეს - ვეღარ გაბედეს; ვერ ვიკადრებ - სიტყუად სიტყვის თქმას ვერ გავბედავ.
იკონომოსი - ქონების, სამეურნეო საქმეების უფროსი განმგებელი მონასტერში.
იკონომოსობა - სამეურნეო საქმეთა განმგებლობა.
იკრჩიალებს: ვიკრჩიალეთ - ვიკივლეთ, ვიყვირეთ.
ილტობვის, ილტობის: ცრემლითა ილტობვოდეს - ცრემლითა ილტობოდეს - ცრემლით სველდებოდნენ, ცრემლებს ღვრიდნენ.
იმარტვლებს: იმარტჳლა - იწამა (სარწმუნოებისათვის).
იმიერ - იქითა მხარეს, გაღმა (შდრ. ამიერ).
იმიერი - იქითა; გადაღმა (შორს) არსებული.
იმოთხვის: იმოთხვიდეს - სეირნობდეს.
იმრუშებს: იმრუშებდა - მეუღლეს ღალატობდა.
იმსთობს: იმსთობდ - დააჩქარებდი, ადრე მოხვიდოდი.
ინაჴი - “საჯდომი” (საბა), “სავარძელი” (ილ აბულაძე). ჯდა ინაჴით - სავარძელში იჯდა; ინაჴით დაისხნა - სავარძელში დაისხა.
ინაჴ-იდგამს: ინაჴ-იდგმიდენ - “მხართეძოზე წვებოდნენ” (ივ. იმნაიშვილი).
ინდიკტიონი - წელიწადი 15.წლიანი მოქცევისა, რომელიც პირველად 312 წლის 1 სექტემბერს დაიწყო (ე.წ. “მცირე ინდიკტიონი”); იხმარებოდა აგრეთვე ”დიდი ინდიკტიონი”, რაც ქორონიკონის (იხ.) სინონიმია.
ინჩაჴუ - ჩინჩახვი.
იოტებს: იოტნა - გააქცია; იოტოთ - გააქციოთ, განდევნოთ.
იოტ-ოდენი - ერთი ბეწვა.
იოხრეს - ხმა გამოსცეს.
იოხს: იოხდეს - შუამდგომლობდეს, ეხმარებოდეს; იოხდით - იშუამდგომლეთ; ჩემთჳსცა იოხდ - ჩემთვისაც იშუამდგომლე.
იპოვების: იპოვა - გამოდგა, იყო; ყოვლად მრთელად იპოვა- სრულიად გამომრთელდა, გაჯანსაღდა; მათ ყოველთა უწინარჱს იპოვა სიმჴნითა - ყველაზე მხნე, გულადი გამოდგა, იყო; ცარიელი ვიპოო - ცარიელი დავრჩე.
ისერებს: ისერონ - ივახშმონ.
ისიძავს: ნუ ისიძავ - გარყვნილ ცხოვრებას ნუ ეწევი.
ისმაიტელი - მაჰმადიანი.
ისრაელქმნილი - გაებრაელებული
ისრაჱლი - ებრაელი (ებრაელთა მეფის იაკობის მეორე სახელის მიხედვით).
ისრაჱლიტელი - ისრაელის (ებრაელთა) ტომისა.
ისტუმრებს: ისტუმრნა - გაუმასპინძლდა; ისტუმრნეს - გაუმასპინძლდნენ; რაჲთა... ისტუმრნენ - რათა... გაუმასპინძლდნენ.
ისხამს: ისხმიდეს ნაცართა - ნაცარს იყრიდნენ (თავზე); თავს ისხნეს - გადაიკიდეს, დამართეს თავის.თავს.
იტყებს: ნუ ვიტყებთა? - ნუ ვიგლოვთ, თავ-პირში ნუ ვიცემთ?
იუნჯებს: ვიუნჯენ - შევინახე.
იურვის: იურვი - წუხხარ; არას ვიურვით - არაფერს ვწუხვართ.
იფქლი: - ხორბალი.
იქედნე - შხამიანი გველი ერთგვარი.
იქმს: საჭმელსა არა იქმოდინ - საჭმელს არ აკეთებდნენ.
იქცევის: იქცეოდა - ტრიალებდა, ბრუნავდა; იქცა- გატრიალდა, გაბრუნდა.
იღუაწს: იღუწიდეს - ეხმარებოდნენ; იღუაწე- იზრუნე, მოუარე; იღუაწნა - განიკითხა (გლახაკნი).
იყავნ - იხ. იყოფვის.
იყოფის1, იყოფვის, იყოფების: იყოფდეს იყოფვოდეს იყოფებოდეს - იყვნენ; იყავნ - იყოს.
იყოფის²: ნუ იყოფინ ჩემდა - ნუ შვრებით, ნუ მიშვრებით, ნუ მიზამთ.
იშჳთი - იშვიათი.
იშუებს - განცხრომაშია; იშუებენ - მხიარულობენ, ილხენენ; იშუებდა სიხარულითა - გახარებული იყო; იშუებდეს - ილხენდნენ, მხიარულობდნენ; ვიშვებდე - მოვილხენ, დროს გავატარებ.
იჩქურებს: ვიჩქურენ - უგუნურებად, უაზრობად ჩავთვალე (იხ. სიჩქურე).
იცის: მიცი - იცი (ჩემი ამბავი), მიცნობ; გიცი - ვიცი (შენი ამბავი), გიცნობ; არცა გიცი - არც ვიცი ვინა ხარ, არც გიცნობ.
იძრვის: იძროდა - ცდილობდა, მიისწრაფოდა.
იწდევს: იწდიესღვნოჲ - დაისხეს ღვინო.
იწრო - ვიწრო; ძნელად სავალი; შემაწუხებელი.
იწროება - გაჭირვება, გასაჭირი; ტანჯვა.
იწურთის: იწურთიდა - სწავლობდა.
იწყლების: იწყლა - დაიკოდა.
იხარკებს: ვიხარკოთ- ”ვეცადოთ” (?) (ა. შანიძე).
იჴადა - იძრო, იშიშვლა (მახვილი); იჴადეს - იძრეს, იშიშვლეს.
იჴაჴს: იჴაჴდეს ღაწუთა - ლოყებს იხოკდნენ.
იჴსნა: პირი იჴსნა- შეჭამა საჭმელი; პირი ერთგან იჴსნიან - ერთად შეჭამდნენ ხოლმე საჭმელს.
იჴუმევს: იჴუმევენ - ხმარობენ; იჴუმევდა - იხმარებდა; ვიხუმიენ - ვიხმარე, გამოვიყენე; მცირედ იჴუმევდეს - ცოტას შესვამდნენ, სინჯავდნენ (სასმელს); სივლტოლაჲ იჴუმია გაიქცა.
იჯმნა - წავიდა, მოშორდა; გადადგა (წინამძღვრობიდან). იჯმნიდა წარსლვად - აპირებდა წასვლას, მოემზადა წასასვლელად; ვიჯმენ - წავედი; გავშორდი, მოვშორდი.
კადნიერი - გაბედული.
კაეტი - ათასეულის ან ათიათასეულის მეთაური.
კათოლიკე ეკლესია- მსოფლიო საქრისტიანო ეკლესია.
კალნაბი - კომბოსტოს ერთ-ერთი ჯიში.
კანანახი - გალობის წამომწყები ეკლესიაში.
კანანახობა - გალობის წამოწყება.
კანდელაკი - კანდელისა თუ სანთლის დამნთები ეკლესიაში, მნათე.
კანდელი - ზეთის ლამპარი.
კანკელი - ხატი.
კანონი - წესი, განაწესი.
კარაული - ვირი.
კაცად-კაცადი - თითოეული, ყოველი.
კაცება - ადამიანობა.
კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა).
კდემა - სირცხვილი; კდემასა ქუეშე შეაყენეს - სირცხვილში ჩააგდეს.
კდემული - შერცხვენილი.
კეთილი - კარგი; მრავლითა კეთილითა;ფრიადითა კეთილითა - ბევრი სიკეთით, საჩუქრებით; კეთილად - კარგად; კეთილ ვარ - კარგად ვარ.
კელარი - სამეურნეო საქმეთა განმგებელი მონასტერში.
კელინი - საცხოვრებელი ოთახი მონასტერში, სენაკი.
კენდინარი - ასლიტრიანი საწყაო.
კერატი - “...ჰქვია ხილსა ერთსა, არაბეთს მოვა, ლობიოს ჰგავს” (საბა).
კერეონი - მსხვილი სანთელი.
კეროვანი - იგივეა, რაც კერეონი.
კერპთ-მაწუეველი - კერპთთაყვანისმცემელი.
კერძი: ჴმელით კერძი - ხმელეთის მხარეს.
კერძო¹ - მხარეს; ყოვლით კერძო - ყოველ მხარეს; მარჯუენით კერძო - მარჯვენა მხარეს; აღმოსავალით კერძო - აღმოსავლეთის მხარეს.
კერძო2: კერძოჲ - ნაპირი, კიდე.
კერძონი - მხარეები; კერძოთა სპანიისათა - ესპანეთის მხარეებისაკენ, მხრისკენ; კერძოთა პონტოჲსათა - პონტოს მხარეებისაკენ.
კეცი - თიხა.
კიდე - გარდა; შორს რისგანმე.
კიდე-ჰყოფს: კიდე-მყავ - განმაშორე რისგანმე; კიდე-ვყვნე - შენგან მოგაცილო, მოგაშორო.
კიდობანი - ყუთი.
კილიკი - ფლასი, ფარდაგი მატყლისა ან ბალნისა.
კირით-ხურო - კალატოზი.
კმა-არს - საკმარისია; კმა-ხართ - საკმარისი ხართ.
კმა-ეყოფის: რომელ კმა-გეყოს - რომელიც, რაც გეყოფა.
კმა-იყოფს: კმა-იყოფოდეს - იკმარებდნენ.
კნინ ერთ და - ცოტაც და, კინაღამ.
კნინი - ცოტა, ცოტაოდენი.
კნინოდენ - ძლივს.
კნინღა - თითქმის.
კომანნი - იგივეა, რაც ყივჩაყნი.
კორანი - იხ. კურანი.
კოწოლი თმათაჲ - თმის ბოლო, თმის წვერი.
კოჭობი - პატარა ქოთანი.
კრასოვული - “ღვინის კათხა” (ა. შანიძე).
კრეტსაბმელი - ფარდა.
კრული - შეკრული.
კრძალული - დაფარული, მყუდრო (ადგილი); კრძალულ იყო - დაცული იყო.
კჳრიაკე - კვირა, კვირადღე.
კჳრიაობათა, კჳრიობათა - კვირაობით.
კჳრიელეჲსონი - ლოცვაა ერთგვარი (სიტყვა ბერძნულია და ნიშნავს: “უფალო შეგვიწყალენ”).
კუალად - ისევ.
კუალადგება - აღდგენა, განახლება.
კუართი - პერანგი.
კუბასტი - ლეჩაქი.
კუერექსი - ქადაგება.
კუერთხი - ჯოხი.
კუერი - ჩაქუჩი (მჭედლისა), ურო.
კუკული - იგივეა, რაც კუნკული.
კულა - კვლავ, ისევ; კი; ვინაჲთგან კულა - ხოლო.
კუმაში - ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი.
კუნკული - ბერის თავსაბურავი.
კურანი, კორანი - მაჰმადიანთა რელიგიური თხზულება რომელშიც მაჰმადის მოძღვრებაა მოცემული, ყურანი.
კურაპალატი - საქართველოს მეფეებისა და მთავრების ტიტული მე-9 - მე-11 საუკუნეებში.
კურაპალატობა - კურაპალატის ტიტული, ხარისხი.
კურო - დაუკოდავი ხარი.
კ˜ხლ - “კურთხეული” (?); მუწუკი (შდრ. “ბედნიერი”, ხალხში ერთგვარ მუწუკზე იტყვიან).
ლ
ლავრა - დიდი მონასტერი.
ლავრელი - “დიდი ათანასეს ლავრის წინამძღვარი” (ა. შანიძე).
ლარნაკი - კუბო; სამარხი.
ლეგეონი - ჯარი, ლეგიონი.
ლირბი - ურცხვი, თავხედი.
ლირწად - ურცხვად.
ლირწება - ურცხვობა; უწესობა.
ლიტანია - საყოველთაო ლოცვა ეკლესიის გარეთ; იმართებოდა დიდ დღესასწაულებზე და რაიმე განსაცდელის დროს.
ლიტანიობა - ლიტანიის შესრულება.
ლიტანიობს: ლიტანიობდით - ლიტანიას ასრულებდით.
ლიტონი: ლიტონი კაცი - უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი; ლიტონი დღე - სადაგი, სამუშაო დღე, არა უქმე დღე.
ლიტრა - საწყაო, დაახლოებით ერთი გირვანქა.
ლიქნა - პირფერობა, ფარისევლობა.
ლიქნის: ლიქნიდეს - პირში ეფერებოდნენ, ეფარისევლებოდნენ.
ლუსკუმა - სამარხი, საფლავი; კუბო.
მ
მაბრალობ - იხ. აბრალობს.
მაგიერ - მანდედან; მაგიერ ციხით - მაგ ციხიდან; მაგიერ ქუეყანით - მაგ ქვეყნიდან.
მაგისტროსი - ბიზანტიური სამოხელეო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.
მაგისტროსობა - მაგისტროსად ყოფნა.
მაგოგი - ბიბლიური ხალხი, მეტად მრისხანე.
მაგრიად - ძლიერად, კარგად.
მაკაბელთა - ბიბლიის (ძველი აღთქმის) ერთ-ერთი წიგნის სახელი.
მალიად - მალე, ჩქარა.
მამა - მამაკაცი; მონასტრის წინამძღვარი.
მამა-მძუძე - გამზრდელი (კაცი).
მამზებელი - მზის მომფენი.
მამის მამეულად - მამა-პაპით.
მამონა - სიმდიდრის, ფულის ღვთაება (ძველი აღმოსავლეთის ხალხებში); ანგაჰრებისა მამონა - ანგარების ღმერთი.
მამული - მამისა, მამეული, მამაპაპეული.
მამფალი - მეუფე, მბრძანებელი.
მანა - “პალო და მომცრო მარგილი” (საბა).
მანანა - საჭმელი, რომელიც ბიბლიური გადმოცემით, ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში მოგზაურობის დროს ზეციდან უცვიოდათ.
მანგალი - ნამგალი.
მანდრინი - “მწყემსი” (?) (ა.შანიძე).
მანქანება - საზიანო ხერხი, ხრიკი, ცბიერება.
მაოტებელი - გამაქცეველი, განმდევნელი.
მარადღე - ყოველ დღე, მუდამ.
მარზაპანი - სპარსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, მმართველი საქართველოში.
მარზაპნობა - მარზაპნის მმართველობა.
მართლმხილება - სიმართლით მხილება.
მართლ უკუნ: მართლ უკუნ იქცა - პირი იბრუნა, გაბრუნდა.
მარტჳლი - ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული პირი, მოწამე.
მარტჳლია - “სულიწმინდის მოფენის” დღე (აღდგომიდან 50-ე დღე).
მარტჳლობა - სარწმუნოებისათვის წამება.
მარცხლ - მარცხნივ.
მარჯუენითი ავაზაკი - მარჯვენა მხარეს ჯვარცმული ავაზაკი (სახარების მიხედვით ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ).
მარჯულ - მარჯვნივ.
მარჯუს: ჰმარჯუდა - ემარჯვებოდა, ეხერხებოდა.
მასმია, მასმიეს, მასმიოდა - იხ. ასმია.
მასწავლელი - მასწავლებელი.
მატს: ჰმატს - მეტად ხდის, აღამაღლებს; ჰმატდა - აღემატებოდა, სჯობნიდა.
მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი.
მაშურალი - დაღლილი.
მაცილობელი - მოცილე, მოდავე.
მაცხოვარი - ცხოვრების, სიცოცხლის მიმნიჭებელი (იესო ქრისტეს ეპითეტია).
მაწჳე, მაწუევენ - იხ. აწუევს.
მაჭირვებელი - ჭირში, უბედურებაში ჩამგდები.
მახარებელი - სახარების ავტორი; ცნობილია ოთხი მთავარი მახარებელი: მათე, მარკოზი, ლუკა, და იოანე.
მახრწეველი: არა ვარ მახრწეველ კეთილისა -“არ ვერიდები, გვერდს არ ვუვლი სიკეთეს” (ნ. მარი).
მბასრობელი - მლანძღველი, მაგინებელი.
მბრძოლი - ვინც ებრძვის, მტერი.
მგბევრი - შემგებებელი.
მგებდით - იხ. გებს.
მგზავრ - მგზავრობაში, გზადაგზა.
მდაბალი - თავმდაბალი; დამდაბლებული.
მდაბიო, მდაბური - სოფლელი.
მდიდროის: მდიდროოდა - მდიდრად ცხოვრობდა.
მდუმრიად - მდუმარედ, ჩუმად.
მდღევრი - დღიური მუშა.
მებრ - მხოლოდ; დაგუავიწყდა მებრ -“სრულიად დაგვავიწყდა” (ა. შანიძე).
მედგარი - ზარმაცი; მზაკვარი, ვერაგი.
მედგრობა - ზარმაცობა.
მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი).
მევაჟინე - ვისაც სასმელი (ღვინო) ებარა მონასტერში; “სასმელთ მნე” (საბა).
მეკერპე - კერპთთაყვანისმცემელი.
მელმის - იხ. ელმის.
მემარგე - მკითხავი, წინასწარმეტყველი.
მემგოსნენი - სალამურისა და მისთანათა დამკვრელნი.
მემჴრე - “მგალობელი” (ნ. მარი).
მენავე - მეზღვაური.
მენავეთ-მოძღუარი - ხომალდის უფროსი.
მენელსაცხებლე - ნელსაცხებლების მკეთებელი.
მეოტი: მეოტნი;- გაქცეულნი; გამოქცეულნი: მეოტად წარიქცია - გააქცია.
მეოტ-იქმნა: მეოტ იქმნნეს - გაიქცნენ.
მეოტ.ჰყოფს: მეოტ-ჰყოფნ - გააქცევდა, აიძულებდა, რომ გაქცეულიყვნენ.
მეოხება - შუამდგომლობა, შემწეობა.
მეოხი - შუამდგომელი, შემწე; მეოხ არს - შუამდგომელია, შემწეა.
მერმე - მერმისი, მომავალი.
მერჩდი - იხ. ერჩის.
მეტოზიკე - ტოზიკის (იხ.) მონაწილე.
მეტოქი - “მონასტრის კუთვნილი, მაგრამ სხვაგან მდებარე დროებით სამყოფი სახლი” (ა. შანიძე).
მეტრა - 15-ლიტრიანი საწყაო.
მეტრაპეზე - სუფრის გამრიგებელი.
მეუდაბნოე - უდაბნოში, განცალკევებით მცხოვრები, ბერი.
მეუფე - მეფე, მბრძანებელი.
მეუფება - მეფობა.
მეფსალმუნე - ფსალმუნის გამომთქმელი.
მეყი: მეყსა შინა - თვალის დახამხამებაში.
მეყსეულად - უცბად, მაშინვე.
მეცნიერება - ცოდნა.
მეცნიერი - მცოდნე; ნაცნობი.
მეჭურჭლე - განძეულობის მცველი, ხაზინადარი.
მეჴამლე - ხარაზი, ფეხსაცმლის მკერავი.
მეჴამლეობა - ხარაზობა.
მეჯადაგე - “მეჯღანე” (საბა), ფეხსაცმლის დამკერებელი.
მეჰომე - მეომარი.
მზაკუვარება - ვერაგობა, მზაკვრობა.
მზარდული - აღმზრდელი.
მზის-თუალი - მზე.
მზრახე - იხ. ზრახავს.
მზუაობარი - ზვიადი, ამპარტავანი.
მზუარე - მზისგული; მზიანი, უჩრდილო ადგილი.
მზღუარი - საზღვარი.
მთა - ათონის მთა, სადაც ქართველების მიერ აშენებული იყო ივერიის მონასტერი; ამ მთის მცხოვრებლები, ბერები.
მთავრობა - მეთაურობა, უფროსობა, მეფობა.
მთიები - ცისკრის ვარსკვლავი.
მთნავს - იხ. თნავს.
მთხრებლი - ორმო.
მიაგებს: მიაგოს - მისცემს, მიუზღავს; მიგაგოს - მოგიზღავს; მიგაგო - მოგიზღავ.
მიამთხუევს: მიამთხჳან - ღუედითა არტყამენ, სცემენ ხოლმე ღვედით.
მიაქცევს - მიაბრუნებს, გააბრუნებს; მიაქცინეს - ზურგი შეაქციეს.
მიაწევს: მიგაწიოს - მიგაღწევინებს; მიმაწიე - მიმაღწევინე (იხ., აგრეთვე, ზედა-მიაწევს).
მიაწყუდევს: მიაწყუდია - მიიმწყვდია, შეამწყვდია.
მიგაგო, მიგაგოს - იხ. მიაგებს.
მიგაწიოს - იხ. მიაწევს.
მიგმადლე - იხ. მიჰმადლებს.
მიდრეკილი მიდრეკილ (არს) დღე - დღე გადასულია, საღამოა მოტანებული.
მიდრეკს: მიდრიკნეს - გადახარეს, მიიმხრეს; მიუდრეკივარ - გადავუხრივარ.
მიდრკების: მიდრკა მათდა - მათკენ გადაიხარა; ნუუკუე მისდრკე - ვაითუ დაჰყვე, დაემორჩილო.
მიემადლების: მიემადლებოდა - მიეცემოდა.
მიემთხუევის: მიემთხჳა, - შეხვდა; მიაღწია; მიემთხჳნეს - შეხვდნენ; მივემთხჳვე - შევხვდი; მივემთხჳო - მივაღწევ.
მიერ -იქიდან; მიერ დღიდან - იმ დღიდან; მიერ ჯუარით - ჯვრიდან.
მიერითგან - იმ დღიდან, მას შემდეგ
მიერულვის: მიერულა - ჩასთვლიმა, ჩაეძინა.
მიერჩს: მი-ვე-ერჩდა - ვიდრე დაემორჩილებოდა.
მიექცევის: მიექცა - მიუბრუნდა; ზღაპრებსა მიექცენ - ზღაპრებს მიუბრუნდნენ, ზღაპრებზე გადავიდნენ.
მიეწიფების: მიეწიფე - მიეწიე, გაუსწორდი.
მივედ - მიდი.
მი-ვე-ერჩდა - იხ. მიერჩს.
მივითუალავ - იხ. მიითუალავს.
მივის - იხ. უვის.
მითხრობა - მბობა, მოყოლა.
მიივლტის: მიივლტოდა - გარბოდა, გაიქცა.
მიითუალავს: მივითუალავ - ვიღებ; მიითუალა - მიიღო, ჩაიბარა; არად მიითუალა - არაფრად ჩააგდო; მიითუალოს - მიიღოს, იკისროს.
მიიქცევის: მიიქცევიან - მიწად უბრუნდებიან მიწას.
მიიქცევს - იხ. გარე-მიიქცევს.
მიიღებს: მიიღო - აიღო (ქვა).
მიიწევის - მიაღწევს; მიიწია - მივიდა; მიაღწია; მიიწინეს - მივიდნენ, მიაღწიეს; მიიწია საზომსა - დიდ ზომას, ხარისხს მიაღწია; მიიწია ჰასაკსა - გაიზარდა, სრულწლოვანი გახდა; ყოველსა ზედა მივიწიე - ყველაფერს მივხვდი.
მიიხუამს: მიიხუნა - აიღო; მიიღო; მიიხუენ - მიიღე, დაიხსომე.
მილიონი - მანძილის საზომი ერთეული, დაახლოებით კილომეტრნახევარი.
მიმართავს: მიჰმართა - გაემართა.
მიმაწიე - იხ. მიაწევს.
მიმდემი - ყოველდღიური, განუწყვეტელი; მიმდემად - განუწყვეტლივ.
მიმთხუევა - მიღწევა.
მიმითუალეს - იხ. მიუთუალავს.
მიმოგანიმსტურავს: მიმოგანიმსტურეს - დაზვერეს, დაათვალიერეს.
მიმყოვრება - დაყოვნება.
მიმწუხრი - საღამო ხანს, საღამოთი.
მიმხუმელი - მიმღები.
მიმჴდელი - გადამხდელი.
მიპოო - იხ. იპოვის.
მიპყრიეს - იხ. უპყრიეს.
მიჟამე - იხ. უჟამებს.
მისაგებელი - მისაზღვეველი, საზღაური.
მისდრკე - იხ. მიდრკების.
მიუდგების¹: მიუდგიან უკუანა - უკან მისდევდნენ; მიუდგეს უკუანა - გამოუდგნენ, უკან გაჰყვნენ.
მიუდგების²: აჰა... მიუდგეს და შვეს - აი... დაორსულდება და შობს.
მიუდრეკივარ - იხ. მიდრეკს.
მიუთუალავს: სიკუდილდ მიმითუალეს - სასიკვდილოდ მიმცეს (ვარსქენს).
მიუთქს - მისდევს (დღე დღეს).
მიუთხრა - უამბო, უთხრა; მიუთხრეს - უამბეს; მიუთხართ - ვუამბეთ; მიგითხარ - გიამბე; რომელი-იგი მიგითხრა - რასაც გიამბობ.
მიუთხრობელი - ენით უთქმელი, გამოუთქმელი.
მიუკუნისამდე - საუკუნოდ, სამუდამოდ.
მიუმცნობს: მიუმცნო - შეუთვალა; მიუმცნეს - შეუთვალეს.
მიუძღუანებს: მიგიძღუანენ - გამოგიგზავნეთ.
მიფლობს - იხ. უფლობს.
მიქადული - დაიმედებული, თავმომწონე, ამაყი.
მიღებული: ნახევარ მიღებული- ნახევრად მკვდარი.
მიღუაწოს - იხ. უღუაწს.
მიყოფს: ვერვინ მიყვნა ჴელნი - ხელი ვერავინ შეახო; მიყვნეს ჴელნი - ხელი აღმართეს (ევსტათის მოსაკლავად).
მიშუება: მიშუებითა ღმრთისაჲთა (უფლისაჲთა)- ღვთის ნებით.
მიჩს -იხ. უჩნს, უჩს.
მიცი - იხ. იცის.
მიწევნული: მიწევნული... მის ზედა - რაც მას ეწია, დაემართა; მიწევნულ ვარ ჟამსა - გაზრდილი, სრულწლოვანი ვარ; არასადა ვინ მიწევნულ არს - არავის მიუღწევია.
მიწესს - იხ. უწესს.
მიწოვანი - მიწიერი,მიწისა.
მიხუდების: მიხუდა - შეხვდა, ერგო.
მიჴმს - იხ.უჴმს.
მიჰმადლებს: მიჰმადლა - მისცა,მიანიჭა; მიგმადლე- მოგეცით.
მიჰმართა - იხ. მიმართავს.
მიჰრიდებს: მიჰრიდა- მოერიდა, გაერიდა, გაეცალა.
მიჰრონი - სურნელოვანი ზეთი, რომელსაც ხმარობენ ქრისტიანული მღვდელმსახურებისას.
მიჰრქუა - შეუთვალა.
მკადრე - გამბედავი.
მკალი - კალია.
მკელობელი - კოჭლი.
მკსინვარე, მკსინვარი - მძვინვარე; მკსინვარედ - მრისხანედ, მწყრალად.
მკსინვარება - რისხვა; შფოთი; მკსინვარებასა სიცივისასა - სიცივის სუსხს.
მკჳდრი - ბინადარი; მემკვიდრე; მკჳდრ იყვნეს - ცხოვრობდნენ.
მკჳრცხედ - სწრაფად.
მკჳრცხლი - ქვეითად მავალი.
მკჳრცხლ-მავალი - შიკრიკი.
მმარხველი - შემნახავი, დამცველი.
მნათე - სანთლების დამნთები ეკლესიაში.
მნათობიერი - მანათობელი.
მოაგეგს: მოაგოს - მიუზღავს, მისცემს.
მოამშჳდებს: მოამშჳდა - დაამშვიდა.
მოართუამს გონებასა - მოასურვებს, მოანდომებს.
მოატყუებს: საწადელსა... მოატყუებს - სურვილს... აღუსრულებს; ნეტარებასა მოგატყუებს - ნეტარებას მოგანიჭებს.
მოაქცევს: მოაქცივნა - ქრისტიანობა მიაღებინა, გააქრისტიანა; ჩემდა მოვაქციო - ჩემს სარწმუნოებას მივაღებინებ; მოვაქცინე შენსა შჯულსა - შენი სარწმუნოება მივაღებინე; მოგუაქცინა - მოგვაბრუნა, გადაგვარჩინა.
მოაღენებს: მოაღებინა - მოატანინა.
მოაწევს: ჩემდა მოაწიეთ - ჩემთან მოიყვანეთ.
მოახილვებს: მოახილვა - აჩვენა, დაათვალიერებინა.
მოაჴსენებს: მომაჴსენებენ - მომაგონებენ, გამახსენებენ.
მობაძავ - მიმბაძველი.
მოგატყუებს - იხ. მოატყუებს.
მოგიმედგრებიეს - იხ. მოიმედგრებს.
მოგინება - გალანძღვა.
მოგობა - მოგვობა (იხ. მოგჳ).
მოგჳ¹ - “ვარსკვლავთმრიცხველი გინა გრძნეული” (საბა); “ზოროასტრის შჯულის მსახური” (ილ. აბულაძე).
მოგჳ²: მოგუნი - ჩექმები.
მოგუალე: მოგუალე, ვიდოდეთ - მოდი, ვიაროთ.
მოგუება - იგივეა, რაც მოგობა.
მოგუნის: ლიქნით ჰმოგუნიდა - ეფარისევლებოდა, ეპირფერებოდა.
მოგწყჳდნეს - იხ. მოწყუედს.
მოდასე - (მოციქულთა) დასის წევრი.
მოდერკ - იხ. მოდრკების.
მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო.
მოდრკების: მოდრკა - მოიხარა; მოდერკ - მოიხარე (ჩვენსკენ).
მოეგების: კუალად მოეგო - კვლავ ამოუვიდა (თმა).
მოემთხუევის: მოემთხჳა - შეხვდა.
მოესრნიან - იხ. მოსრავს.
მოექცევის: მოექცა - მოუბრუნდა.
მოეძარცჳს: მოეძარცუნეს - მოსცილდა.
მოეჴდების: გულსა მოეჴადა - აზრად მოუვიდა.
მოეჴსენების: მოეჴსენა - გაახსენდა, მოაგონდა.
მოვედ - მოდი; მოვედით - მოდით.
მოვიგენ - იხ. მოიგებს.
მოვისრნეთ - იხ. მოისრვის.
მოვიწიენით - იხ. მოიწევის.
მოთმინე - მომთმენი.
მოთხე - კოლოფი, ყუთი.
მოიბლარდნის: მოიბლარდნა - მოიხვია.
მოიგებს: მოიგე - მოიპოვე, მიიღე; მოვიგენ - მივიღე.
მოივლტის: მოივლტიან - მოისწრაფიან; მოვივლტი - მოვისწრაფი.
მოიზღუდავს: მოიზღუდა თავი - “თავისი თავი ხელში დაიჭირა, გამაგრდა, ძალა შეიმატა” (ვუკ. ბერიძე).
მოითუალავს: მოითუალნა - დაათვალიერა; მოითუალვიდეთ - დაათვალიერებდეთ, ნახავდეთ.
მოიკუეთს: ყოველივე ნებაჲ თჳსი მოიკუეთა - ყოველი თავისი სურვილი შეიზღუდა, შეიკვეცა.
მოიმედგრებს: მოგიმედგრებიეს თავი - მოშვებულხარ, გაზანტებულხარ.
მოიმოწაფებს: მოიმოწაფენით - დაიმოწაფეთ, მოწაფედ აიყვანეთ.
მოიმსტურავს: მოიმსტურნა - მოათვალიერა, მონახა.
მოიმტკიცებს: მოიმტკიცა - მტკიცე პირობა ჩამოართვა, დაითანხმა.
მოიმძევლებს: მოიმძევლნეს - მძევლად გაიხადონ, დაიპყრონ (გულები).
მოირეწს: მოირეწდა - შოულობდა ქირით, მოჯამაგირეობით; არცა რას მოირეწდეს - არც არაფერი იშოვოს ქირით.
მოისარი - ისრის მსროლელი.
მოისთულის: მოისთულნა - მოკრიფა; მოისთულეს - მოიპოვეს: მოისთულებდიან - კრეფდნენ ხოლმე.
მოისრვის: მოისრნეს: მოისპნენ, გაიჟლიტნენ; მოვისრნეთ - მოვისპობით, გავიჟლიტებით.
მოიქეცინ - იხ. მოიქცევის.
მოიქმნების: მოიქმნა - მოსწორდა (ადგილი); მოიქმნას - მოსწორდეს.
მოიქცევის: მოიქცა - მობრუნდა, დაბრუნდა; მოიქცა პირი მისი - პირი გაუსწორდა; შენდავე მოიქეცინ - შენსკენვე მობრუნდეს.
მოიღებს: მოიღო - აიღო, მოიტანა; ნათელი მოიღო - მოინათლა; მოიღეს ლოცვაჲ- ილოცეს; შენთჳს მომიღიეს - შენთვის მომიტანია.
მოიყიდის: მოიყიდო - იყიდო.
მოიძარცუავს: მოიძარცუა - გაიხადა, მოიცილა (ძონძი).
მოიწევის: მოიწია - მოვიდა; მოიწინეს - მოვიდნენ; მოვიდა; მოვიწიენით - მოვედით.
მოიწუართის: მოიწუართნა - შეისწავლა.
მოიხადს: ბოროტი მოვიხადე - ბოროტება მოვიწიე, გადავიკიდე.
მოიხუამს: მოიხუნა - მოიტანა: მოიხუნეს - მოიტანეს; რაჲთა მოიხუნენ - რათა მოიტანონ.
მოკიცხავს: მოჰკიცხე - სასაცილოდ აიგდე, დასცინე.
მომადლებს: მომმადლე - მომეცი, მომანიჭე; მომმადლოს - მომანიჭებს.
მომატყუებელი - მომცემი, მომნიჭებელი; მიზეზის მომცემი.
მომაშურალი - დაღლილი.
მომზავებელი - მიმზიდველი, მომხიბვლელი.
მომიღიეს - იხ. მოიღებს.
მომიძღუანა - იხ. მოუძღუანებს.
მომმადლებს - იხ. მომადლებს.
მომსრველი - ამომწყვეტი, აღმომფხვრელი.
მომუშაკება - მუშაობით, შრომით შეძენა.
მომღებელი - მომტანი.
მომჭირნედ: რეცა მომჭირნედ - ვითომდა შეჭირვებულად, შეწუხებულად.
მონაგები - ქონება, სიმდიდრე.
მონადირება - ხელთ გდება.
მონაზონება - მონაზვნად ყოფნა; მონაზონებისა შრომაჲ, ღუაწლი მონაზონებისაჲ - მონაზვნის შესაფერი შრომა.
მონაზონი - ბერი.
მონანული - მომნანიებელი.
მორჩი - ყლორტი.
მოსავი - მოიმედე.
მოსაყდრე - სამეფო ან საპატრიარქო ტახტზე მჯდომი; ტახტის მემკვიდრე.
მოსაცხრომელი - დასაცინი, გასაკიცხავი.
მოსენაე - “სენაკში მცხოვრები ბერი” (ა. შანიძე).
მოსიკუდიდი - მოკვდავი (საბა); მოსიკუდიდ არიან - მოკვდებიან; ადრე მოსიკუდიდ ხარ - მალე მოკვდები; მოსიკუდიდ - მოსაკვდინებლად, მოსაკლავად; სასიკვდილოდ.
მოსისხლეობა - შურისძიება, მტრობა.
მოსრავს: მოსრა; მოსრენ - მოსპო, გაჟლიტა; მოესრნიან - დაეხოცა.
მოსძლევს: მოსძლევდა - სძლევდა, ამარცხებდა.
მოსძრცჳან - იხ. მოძარცუავს.
მოსწავებული - ნაწინასწარმეტყველევი.
მოსწრაფე - მეცადინე, გულმოდგინე; დიდად მოწადინებული; მოსწრაფედ - დიდი გულმოდგინებით.
მოსწრაფება - გულმოდგინება.
მოსწრაფედ - სწრაფად.
მოსწყდეს - იხ. მოწყდების.
მოტყინარე - მბრწყინავი, მოკაშკაშე.
მოუგებს: მოუგნეს- შესძინეს.
მოუგინდების: მოუგინდის - ლანძღავდა ხოლმე.
მოუგონებელი - გაუგონარი, წარმოუდგენელი; მოუგონებელად - წარმოუდგენლად.
მოუმცნობს: მოუმცნო - შემოუთვალა.
მოუტეობს: მოუტეობდი თმათა - გაშალე, გაიშალე თმები.
მოუღებს - წაართმევს.
მოუძღუანებს: მოეძღუანა; გამოეგზავნა; მომიძღუანა - მომცა.
მოუჴდების: მოუჴდებიან- მოუვლენ, მოვლენ მასთან ხოლმე; მოუჴდა - მოუვიდა, მოვიდა მასთან; გულსა კაცისასა არა მოუჴდა - კაცის გულს, კაცს არ მოჰგონებია, არ მოსვლია აზრად.
მოფარდული - მოვაჭრე, გამყიდველი.
მოქადული - ამაყი, თავმომწონე.
მოქალაქობა - მოღვაწეობა.
მოქალაქობს: ჰმოქალაქობდი - მოღვაწეობდი.
მოქენე - მახვეწარი, მავედრებელი, მთხოვნელი.
მოქლონი - ბოქლომი, კლიტე.
მოქმედი ვენაჴისაჲ - ვენახის დამმუშავებელი.
მოქცევა - მობრუნება; არღარა მოქცევად ვარ - აღარ მოვბრუნდები.
მოღება: მოღებად სცა - მოატანინა.
მოღუაწება - შრომა; ზრუნვა.
მოყუასი - ამხანაგი, მეგობარი.
მოშიშებით: ღმრთის მოშიშებით - ღვთის შიშით.
მოშიში: მოშიში ღმრთისაჲ - ღვთის შიშის მქონე.
მოშრომა - შრომა, გარჯა.
მოშურების: მოშუერით - გაისარჯეთ.
მოცალე - მოცლილი.
მოციქულნი - სახარების მიხედვით: ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც მის მოძღვრებას ავრცელებდნენ.
მოძარცუავს: მოსძრცჳან - ხდიან, აძრობენ.
მოძილად - ჩაძინებულად, მთვლემარედ.
მოძღუარი - მასწავლებელი; წინამძღოლი, გზის მაჩვენებელი.
მოწაბლე თმითა - წაბლისფერთმიანი.
მოწამე - ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული პირი.
მოწევნა - მოსვლა; მოწევნად არს - მოვა.
მოწესე - სამონასტრო წესის მიმდევარი, ბერი.
მოწლედ - სიყვარულით, გულთბილად, მხურვალედ.
მოწლეობა - გულთბილობა, გულშემატკივრობა.
მოწყდების: მოსწყდეს - ამოწყდნენ, დაიხოცნენ.
მოწყლავს - დაკოდავს, ჭრილობებს მიაყენებს; არა მოწყლასგონებაჲ მისი - გული არ დაუკოდოს; ფიცხლად მოწყლა - ძალიან დააშავა, დაჩეჩქვა.
მოწყლვა - დაჭრა, დაკოდვა.
მოწყლვადი - დასაკოდავად, დასაჭრელად განწირული.
მოწყლული - დაკოდილი, დაჭრილი.
მოწყუედა - ამოწყვეტა.
მოწყუედს: მოწყჳდეს - მოკლეს; მოგწყჳდნეს - დაგხოცეს.
მოხადს: მოხადა - მოუწოდა.
მოხილვა - დათვალიერება.
მოჰასაკე: ურთიერთას მოჰასაკე იყვნეს - ერთი ასაკის, ერთი ხნისა იყვნენ.
მოჰრიდებს: მოჰრიდა - მოერიდა, გაეცალა; მოჰრიდეს - მოერიდნენ, გაეცალნენ.
მპარავი - ქურდი.
მჟამობელი - “მგალობელი” (?) (ა. შანიძე).
მრავალ-სახე - მრავალგვარი.
მრგულიად - მრგვალად; მთლიანად.
მრემლი - მრევლი.
მრორინე - მოხეტიალე.
მროწეული - ნახირი.
მრუმე - სიბნელე.
მრუმედ-მხედველობაჲ - ცუდი მხედველობა, მხედველობის სისუსტე.
მრღჳე - მღვრიე.
მრჩობლი - ორი, ორმაგი; მრჩობლ იქმნა - გაორმაგდა; მრჩობლად - ორმაგად.
მრწემი - უმცროსი.
მსგეფსი - კვირა (შვიდეული).
მსთუად - ადრიანად, დილით ადრე; მალე.
მსოფლიო: წესითა მსოფლიოჲთა - საერო (არა სასულიერო) წესით; მსოფლიონი - ერისკაცნი.
მსხემი - მწირი, უცხო.
მსხუერტელი - მგლეჯელი.
მტილი - ბაღი, ბოსტანი.
მუმლი - კოღო.
მუნ - იქ; მუნჟამადმდე - იმ დრომდე, მანამდე; მუნით; მუნით გამო - იქიდან.
მუნიერითგან - იმ დროიდან.
მუნქუესვე - მაშინვე.
მუშაკი - მშრომელი, მოქმედი; მიწის-მოქმედი, მიწის მუშა.
მუშაკობა - მუშაობა.
მუშკაროანი - სურნელოვანი ნივთიერება.
მფოფინარე - დიდად მღელვარე.
მფრინვალი - მფრინავი.
მფუვანი - გაფუებული.
მღერა: მღერად - სათამაშოდ.
მღილი - ჩრჩილი.
მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული.
მყის - მაშინვე.
მყოვარ-ჟამ, მყოვარ-ჟამიერ, მყუარ - ხანგრძლივად, დიდხანს.
მშჳდობა: მისცეს მშჳდობაჲ - გამოემშვიდობნენ.
მშუვალე - საშუალო, შუათანა.
-მცა - ნაწილაკი; თხრობით კილოს აძლევს კავშირებითის მნიშვნელობას; მი-მცავიდა - მივიდეს; ვინმცა მამცნო - ვინმემ გამაგებინოს.
მცირე-მცირე - ნელ-ნელა.
მცნება - დარიგება, სწავლა.
მცონის - იხ. სცონის.
მცხინვარება - მცხუნვარება, სიკაშკაშე.
მძაფრიად - ძალიან სწრაფად.
მძიმედ-მხედვარება - ცუდად მხედველობა; დაუკვირვებლობა.
მძიმედ-მხედველი - ცუდად მხედველი; დაუკვირვებელი.
მძლავრებით - ძალით.
მძლავრი - ძალმომრე, მტარვალი.
მძლე: მძლე ექმნეს - დასძლიოს, დაამარცხოს: არა მძლე გექმნეს - არ დაგამარცხოს.
მძნობელი - მუსიკოსი.
მძოვარი - მხალეულის, მწვანილეულის მჭამელი, მეუდაბნოე ბერი.
მწვალებელი - ქრისტიანული სარწმუნოებისაგან განდგომილი, ურწმუნო, ერეტიკოსი.
მწიკულევანი, მწინკულევანი - ჭუჭყიანი, ბინძური.
მწინკულევანება - ჭუჭყი, უწმინდურება.
მწირი - უცხო მხრით მოსული, უცხო ქვეყანაში მყოფი.
მწირობა - უცხოობაში ყოფნა.
მწიხნელი - ჩამწიხლავი, დამთრგუნველი.
მწუანვილი - მწვანილი; ბალახი.
მწუხრი - საღამო; საღამოთი.
მწყობრი - რაზმი, ლაშქარი; გუნდი.
მჭურინავი - ჩიტი.
მხადი - იხ. ხადს.
მხოლო: მხოლოჲ ძჱ - დედისერთა.
მხოლოდ-შობილი - დედისერთა.
მჴდომი - მომხდომი, თავდამსხმელი, მტერი.
მჴედრ - ცხენდაცხენ.
მჴევალი - მონა ქალი.
მჴურვალება - გულმოდგინება; ხურვება, ცხელება.
მჴცე - თეთრი თმა.
მჴცოვანება - მოხუცებულობა, თეთრთმიანობა.
მჴცოვანი - თეთრთმიანი; მოხუცი.
მჯდომი - დიდი მუწუკი.
ნაბაკნი - ალყის შემომრტყმელნი, გარემომცველნი(?).
ნაგევი - ნაგავი; ნაგევად - ნაგვად.
ნავის-მოქმედი - ნავის მკეთებელი ნავის ოსტატი.
ნათელ-იღებს: ნათელ-იღო მოინათლა; სადაცა ნათელ-მიღებიეს - სადაც მოვნათლულვარ.
ნათელ-სცემს: ნათელ-სცა მონათლა; ნათელ-სცეს - მონათლოს; ნათელ-გუეც - მოგვნათლე.
ნათელ-ღებული - მონათლული.
ნათესავი - მოდგმა, შთამომავლობა, ტომი.
ნათლის-მამა - ნათლია.
ნათლის-მცემელი - სახარების მიხედვით: იოვანე ნათლის-მცემელი, რომელმაც “ნათელ-სცა” იესო ქრისტეს (მონათლა იგი).
ნათლის-ღება - მონათვლა.
ნათლის-ცემა - მონათვლა.
ნაკრტენი - ბუმბული.
ნამარხევი - შენახული, მიბარებული.
ნამგლევი - მგლისაგან დაგლეჯილი.
ნამუშაკევი - ვისიმე შრომით ნაკეთები, შექმნილი.
ნანდჳლვე - ნამდვილად.
ნასამალი - მესამედი.
ნასხური - უღირსი, უვარგისი.
ნატყუენავი - ნადავლი, ნაალაფევი.
ნაყროვნება - “უწესო სიმაძღრე” (საბა).
ნაცილი - ტყუილი, მონაგონი.
ნაძუელი - ძველმანი.
ნაწევარი - სახსარი.
ნაწილეული: ნაწილეულ არიედ - მონაწილენი, მონახევრენი არიან; ღირს გუყვნეს... ნაწილეულ - გვაღირსოს მონაწილედ გახდომა.
ნაწილნი - გარდაცვლილი წმინდანების ძვლები, თმები, ფრჩხილები და მისთანები.
ნაწუეთი - წვეთი.
ნახეთქი - ნახევი, ნაგლეჯი.
ნახჭი - ტერფი.
ნესტჳ - ჩასაბერი საკრავი, საყვირი.
ნეტარეული - სანატრელი.
ნეფსით - თავის ნებით; შენი ნებით.
ნეფხვა - დიდი ყინვა, ტეხვრა.
ნეშტი - ნარჩენი, დანარჩენი; ნაშთი; ნეშტი... თხრობისაჲ - რაც დარჩა მოსათხრობი.
ნიკრისი - ნიკრისის ქარები (სახსრების ავადმყოფობა).
ნიში - სასწაული; ნიშანი.
ნიჭებული - ბოძებული, ნაჩუქარი.
ნიჭი - საჩუქარი, ძღვენი.
ნოტია - ნოტიო. სინოტივე, სინესტე.
ნუგეშინის სცა - ნუგეში სცა; ნუგეშინის ვიცით- ნუგეში ვეცით ჩვენს თავს.
ნუსადა - ნუ; ნურასოდეს.
ნუუკუე - ეგების, შესაძლოა; ვაითუ; ნუთუ; თორემ.
ოდენ - მხოლოდ; სამას ოდენ- სამასიოდე, სამასამდე.
ოლარი - სამღვდლო შესამოსელი.
ორთოჴი - ორპირი თოხი.
ორკერძო - ორმხრივ; ორკერძოვე; ორკერძოჲთავე- ორიეე მხრივ.
ორღანო¹ - ორგანო (სხეულისა).
ორღანო² - “საკრავია საბერვლიანი” (საბა), ორღანი.
ოტება - განდევნა; გაქცევა.
ოტებული - განდევნილი; გაქცეული.
ოქრო-აედონ-ი - ტკბილად მოუბარი (იხ. აედონი).
ოქრო-ბეჭედი - მრგვალი ბეჭედი, რომელსაც დოკუმენტს მიაბამდნენ ხოლმე, ბულა.
ოქრო-ლესული - ოქროთი მოვარაყებული, მოოქრული.
ოქრო-ქანდაკებული - ოქროთი ნაშენი, ოქროთი მოპირკეთებული.
ოქრო-ცურვებული - ოქროთი დაფერილი.
ოხი - შუამდგომლობა, დახმარება.
ოხრა - ხმიანობა, ხმის გამოცემა.
ოხრის - ხმას გამოსცემს, ხმიანობს; სიტყუაჲ... ოხრინ სიტყვა... - ხმიანობს.
ოხჭანი - ბოლო, დასასრული; ყო ოხჭანი - წესი აუგო (მიცვალებულს) (?).
ოჴერი: შვილთაგან ოჴერ და უქმ იყო - უშვილო იყო.
პალატი - სასახლე.
პალეკარტი - გრძელი სამოსელი.
პაპთაჲთგან - მამა-პაპათაგან.
პარაკიმანოსი, პარაკიმენონი - “მესაწოლეთ უხუცესი (საჭურისი)” (ა. შანიძე).
პარეხი - გამოქვაბული.
პარიკონომოსი - იკონომოსის (იხ.) მოადგილე.
პასექი - ებრაელთა რელიგიური დღესასწაული.
პატივ-უპყრობს: დიდად პატივ-უპყრეს- დიდი პატივი სცეს.
პატიჟეული: პატიჟეულ იყოს- დაისაჯოს; პატიჟეულ გყოს- დაგსაჯოს.
პატიჟი - დასჯა.
პატრიაქი - უმაღლესი სასულიერო პირი, მამათმთავარი.
პატრიკი - “ერისთავთ-ერთისთავი” (საბა).
პაქსიმადი - ორცხობილა.
პეროვის: პეროვინ; პეროოდა- დუჟი, (ქაფი) მოსდიოდა პირზე.
პილო - სპილო.
პინა: პინაჲ ზღჳსაჲ, ნიჟარა.
პირი: პირი იჴსნიან - იხ. იჴსნის; ამის პირისათჳს- ამის გამო; ესევითართა პირთათჳს, ამათ პირთათჳს- ასეთ რამეებზე; რომლისა პირისათჳს- რის გამო, რისთვის; ესე პირი მოეწერა -“ასეთი რამ მოეწერა” (ა. შანიძე).
პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი.
პიტაკი - “სავედრებელი მინაწერი” (საბა); თხოვნის წერილი.
პიტიახში - ქვეყნის განაპირა კუთხის მმართველი.
პორფირი - სამეფო წამოსასხამი წითელი ფერისა.
პრასტინი - ადგილი, ადგილსამყოფელი.
პრეტორი - მხედართმთავარი.
პროტი - “არქიმანდრიტი, რომელიც მთაწმინდის ყველა მონასტრის სათავეში იდგა” (ა. შანიძე).
პროტონოტარი - “მწერალთ უფროსი” (საბა).
პური - პურობა, პურის ჭამა.
პყრობა: უქადებდა... კეთილად პყრობასა- კარგად მოპყრობას ჰპირდებოდა.
პყრობილება - ციხეში ჯდომა.
ჟამად-ჟამად - დროდადრო; დროთა განმავლობაში.
ჟამი¹ - დრო, ხანი; ვიდრე ჟამადმდე- დრომდე; ჟამ ერთ - ერთ ხანს; მას ჟამსა შინა - მაშინ; ჟამსა მეექუსესა - მეექვსე საათზე; ვიდრე სამ ჟამადმდე - სამ საათამდე; მცირჱ იყო ჟამითა - ხნით, ასაკით პატარა იყო.
ჟამი² - წირვა; ჟამი შეწირა - ჟამის-წირვა (იხ.) შეასრულა; რაჟამს ჟამსა ჰრეკოს ჟამის-წირვისთვის- როდესაც წირვისათვის დარეკავს; სამ ჟამისა ჟამი, ჟამი სამჟმისაჲ - იხ. სამ-ჟამი; ჟამი ცხრა-ჟმისაჲ - იხ. ცხრა-ჟამი.
ჟამიერი - დროით განსაზღვრული, დასაბამისა და დასასრულის მქონე, ამქვეყნიური.
ჟამითი-ჟამად - დროდადრო, ხანდახან.
ჟამის-მწირველი - ვინც ჟამის-წირვას ასრულებს.
ჟამის-წირვა - მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება, ლიტურგია.
ჟამობა - “ჟამნის” (ლოცვების წიგნის) წაკითხვა და გალობა.
რაბამი - როგორი; რაბამ - როგორ.
რამეთუ - რადგან, რადგანაც; რომ.
რაჲთურთით - სრულიად; რაჲთურთით არა - სრულიად არ; არა გჳტევნეს რაჲთურთით - სულ არ გაგვიშვეს.
რეცა, რეცა-თუ - ვითომ, ვითომც.
რვალი - სპილენძი (კალანარევი).
რიტორი - მჭევრმეტყველი.
რომელი - რომ.
როქი - გასაცემელი (საბა); ჯამაგირი.
როჭიკი - ულუფა; საზრდო.
რუდუნება - გაჭირვება.
რულის - იხ. ჰრულის.
რქუა - იხ. ჰრქუა.
რჩულ-დებული - დაკანონებული.
რჩული - რჯული; კანონი.
ს
საანჯმნო - საჯარო, სააშკარაო, საქვეყნო; საანჯმნო ყოფა - გამხელა, გამოაშკარავება გამომჟღავნება.
საარება - ტანჯვა, წვალება.
საბანაკე - სადგომი, დასაბანაკებელი ადგილი.
საბანელი - აბანო.
საბასრობელი - საკიცხველი, დასაცინი.
საბელი - თოკი.
საბეჭური - “მოკლე მაზარა” (საბა).
საბრჴე - მახე.
საბჭო - მსჯავრი, გადაწყვეტილება.
საგებელი - ქვეშაგები, ლოგინი.
საგოდებელი - სასაფლაო.
საგონებელი - მისაჩნევი, სავარაუდო.
საგრობა - თანაამხანაგობა.
საგუემელი - სატანჯავი, საცემი.
სადაჲთ-მე - საიდან.
სადაყუდებულო - დაყუდებულის (ბერის) სამყოფალი.
სადგური - გასაჩერებელი ადგილი, სასტუმრო; სადგომი; სადგური ვყავთ - დავბანაკდით, გავჩერდით.
სადიასპანო - სადესპანო, საელჩო, სამოციქულო.
სავანე - ბინა; სავანე ვყოთ - დავბინავდეთ.
საზეპურო - ღვთის მიერ ამორჩეული.
საზომი - ზომა; მიიწია საზომსა - იხ. მიიწევის.
საზრდელი - საზრდო, საჭმელი.
სათნო - მოსაწონი; საყვარელი; შესაფერი.
სათნოება, სათნოვება - სიკეთე; სიყვარული (ღმრთისა).
სათნო-ეყოფის: რაჲთამცა სათნო-ეყო - რათა მოსწონებოდა.
სათნო-იყოფს: სათნო იყვნა - შეიყვარა.
სათნო-უჩნს - უმჯობესად მიაჩნია, ურჩევნია.
სათნო-ყოფს: სათნო-ყო - მოინდომა.
სათუეონი - საეკლესიო საგალობელი, ყოველთვიურად საკითხავი.
საკდემელი - სასირცხვო, შესარცხვენი.
საკელრო - კელრის განმგებლობაში მყოფი, სამეურნეო (იხ. კელარი).
საკიდური - კიდისა, განაპირა.
საკრველი - ბორკილი.
საკრველიანი - ბორკილიანი.
საკუამი - საკვამლე მილი, საკვამური.
საკუერთხი - შესაწველი მსხვერპლი.
საკუთარი - მეფის ან მთავრის ამალის წევრი; მაღალი თანამდებობის პირი მეფის კარზე.
სალბუნი - მალამო.
სალმობა - ტკივილი, სატკივარი, სენი.
სალმობიერი - მტკივანი.
სამამო - მონასტრის წინამძღვრის (მამის) სამყოფი.
სამარაგდე - ზურმუხტი.
სამარტჳლე, სამარტჳლო - მარტვილთა, მოწამეთა სახელობის სამლოცველო; “მოწამეთა სასაფლაო” (საბა).
სამგუამოვნება - სამსახეობა (შდრ.სამება).
სამება - ღმერთი, რომელიც ქრისტიანული რელიგიის მიხედვით შეიცავს სამ ელემენტს: მამას, ძესა და სულიწმიდას.
სამეუფო - სამეფო, მეფისა; სამეფო, ქვეყანა; სატახტო ან საპატრიარქო ქალაქი (იგულისხმება მცხეთა), (იგულასხმება კონსტანტინეპოლი).
სამთჳთება - სამი თვისების, სამნაირი ბუნების მქონე (ღმერთი).
სამოთხე - ბაღი, წალკოტი.
სამ-ჟამი: ჟამი სამ-ჟმისაჲ, სამ-ჟმისა ჟამი- ღვთისმსახურების ერთ-ერთი სახე.
სამსჭუალი - ლურსმანი.
სამძალი ძლევისაჲ -“გამარჯვების საწინდარი” (ნ. მარი).
სამძოვრო - მძოვართა სამყოფი ადგილი.
სამ-წმიდაარსობა - სამი წმინდა სახეობა ღმერთისა (იხ. სამება).
სამჭედური - ანკესი.
სამჴურე [სამჴარი-“კართ საცუმელი” (საბა)].
სანაყოფო - ნაყოფიერი.
სანაწილე - “ნაწილთა” (წმიდანის ძვლების) შესანახი ადგილი.
სანახები - მიდამო, ახლომახლო ადგილი.
საოსტიგნე - საერთო სასადილო ოთახი მონასტერში.
საოცარი - იხ. საუცარი.
საპარიკონომოსო - პარიკონომოსის განმგებლობაში მყოფი.
სარეცელი - საწოლი; ქვეშაგები, ლოგინი.
სართული - სახურავი, ჭერი.
სარკინოზი - არაბი.
სარწმუნო - სანდო, საიმედო; სარწმუნოჲ ცოლი - ნამდვილი, კანონიერი ცოლი.
სარწმუნოება: სარწმუნოებით მოეგება - რწმენით მოეგება.
სასამოსლე - სამოსლის შესაძენი თანხა.
სასარკინოზეთი - სარკინოზების ქვეყანა, არაბეთი.
სასთუნალი - თავქვეშ დასადები ფიცარი თუ სხვა მაგარი საგანი.
სასმენელი - ყური; მოსასმენი.
სასო, სასოება - იმედი.
სასყიდელი - გასამრჯელო, ფასი.
სატალი - დიდი ჩირქოვანი მუწუკი.
სატრაპეზო - სასადილო.
სატფურება - “განახლება საქმისა წლითი-წლად” (საბა).
საუნჯე - განძის საცავი, სალარო, საგანძური.
საურავი - საზრუნავი.
საუცარი, საოცარი - მოჩვენება; საოცრად - მოჩვენებით.
საუცრება - მოჩვენება.
საფასე - ფული, განძი, ქონება.
საქანელი - კარი ან სარკმელი.
საღუაწი - საჭირო რამ; ჴორცთა საღუაწი- სასმელ-საჭმელი, სურსათ-სანოვაგე.
საყდარი - ტახტი, საჯდომი სკამი (მეფისა, ეკლესიის წინამძღვრისა...).
საყდრის-მოდგამი - თანამოსაყდრე, თანამმართველი.
საყოფელი - საცხოვრებელი, ადგილ-სამყოფი, ბინა.
საყუდელი - დაყუდებულის (იხ.) სამყოფი.
საშოალი - საშუალო, შუათანა; საშოვალ- შუაში, შუა.
საშუებელი - სიკეთე, სიამოვნება, სიტკბოება, ფუფუნება; საჭმელი.
საჩინო - გამოჩენილი, სახელგანთქმული, ცნობილი; დაუფარავი, აშკარა; მნიშვნელოვანი, ძვირფასი.
საცთურება - ფათერაკი; მაცდურება.
საცთური - მახე, ფათერაკი.
საცნაური: საცნაურ არს - გამოიცნობა; საცნაურ იყო - ცნობილი, ნაცნობი იყო; საცნაურ იქმნა - გამოჩნდა.
საცნობელი - ცნობიერების ორგანო.
საცო - მფარველი, საფარველი; საცოდ - დასაფარავად, დასაცავად.
საცხოვარი - ცხვარი, ცხვრის ფარა.
საძნაური - საძნელო.
საწადელი - სასურველი.
საწანგრო - “წაღების სახელოსნო, საწაღე” (ს. ყაუხჩიშვილი).
საწიგნე - წიგნთსაცავი, ბიბლიოთეკა.
საწმისი, საწუმისი - ცხვრის ტყავი.
საწუთო, საწუთრო - ეს ქვეყანა, წუთისოფელი, სააქაო.
საწუმისი - იხ. საწმისი.
საწუნე - “რისგანაც წვნიანი საჭმელი კეთდება: ლობიო, მუხუდო, ცერცვი, ოსპი და სხვ.” (ა. შანიძე).
საჭირველი - ძნელი, გაჭირვებით გასავლელი.
საჭირო - ძნელი, სახიფათო.
საჭურჭლე - სალარო, ხაზინა, განძეულობის საცავი.
სახარულევანი - გახარებული, გამხიარულებული.
სახე - მაგალითი, ნიმუში; ვითარება, გარემოება; მით სახითა - ასე, ამგვარად; მაგის სახისათჳს- მაგის გულისათვის.
სახედ¹: სხუად სახედ - სხვა მხრივ; ესრე სახედ- ამგვარად.
სახედ² - იხ. სახიდ.
სახედავი, სახედველი - თვალი; მოაკლდების სახედავთა- თვალთ დააკლდება.
სახელ-დებული - წოდებული.
სახელის-დება - დარქმევა, წოდება.
სახელ-სდებს - არქმევს, უწოდებს.
სახიდ, სახედ - შინ, სახლში.
სახიერება - სიკეთე.
სახიერი - კეთილი, კეთილის მოქმედი.
სახლაკი - მცირე სახლი.
სახლეული - ოჯახის წევრი, შინაური.
სახლი: სახლისა მისისაჲ - მისი გვარისა, მისი ნათესავი.
სახლის-მოძღუარი - სახლთუხუცესი, მოურავი.
სახრვა - შელოცვა; მოხიბვლა, მოჯადოება.
სახუროვნო - ხუროს გასაკეთებელი, ხუროსი.
საჴედარი - საჯდომი ცხოველი (ცხენი, ვირი...).
საჴმარი - საჭირო, გამოსადეგი, მოსახმარი რამ; საჴმარ არს - საჭიროა.
საჴმილი, საჴუმილი - დიდი ცეცხლი.
საჴუმალავი - სადარაჯო.
საჯორე - ჯორების თავლა.
სევასტოსი - სამოხელეო ტიტული ბიზანტიის მეფის კარზე. ეს ტიტული ჰქონდა ბაგრატ IV-ს, რომელიც მეფობდა 1027-1072 წ.წ.
სეკრიტონი - ადგილი სახლის წინ.
სენაკაპანი - ოთახის მცველი, მესაწოლე.
სენაკი - პატარა ოთახი (ჩვეულებრივ მონაზვნის, ბერის საცხოვრებელი).
სერაბინი - ექვსფრთიანი ანგელოზი.
სერი - ვახშამი.
სერობა - ვახშმობა.
სერტყი - ნერგი ან ნერგების ჭალა - რომელიმე ღვთაებისადმი შეწირული.
სეფე - იგივეა, რაც სეფისკუერი.
სეფეწული - დიდგვაროვანი.
სეფისკუერი - სეფისკვერი, ნამცხვარი, პური, რითაც მორწმუნეებს აზიარებდნენ.
სეხნა - სახელის მოზიარე.
სვრა - მოსპობა, ჟლეტა.
სთნდა - იხ. თნავს.
სთუელი - რთველი, ყურძნის კრეფა.
სთულება - იგივეა, რაც სთუელი.
სიბორგილე - სიშმაგე, სიგიჟე.
სიბრძნის-მეტყუელება - ფილოსოფია.
სიბრძნის-მეტყუელებს - ფილოსოფოსობს.
სიგრილე - გულგრილობა, გულცივობა.
სივლტოლა - გაქცევა; სივლტოლად იწყო, სივლტოლაჲ იჴუმია - გაიქცა
სიზრქე - სისქე.
სიკუდილი: სიკუდილდ კერძო საგონებელ არს - სასიკვდილო ჩანს, ეტყობა მოკვდება. სიკუდიდ - სასიკვდილოდ; სიკუდიდმდე - სიკვდილამდე.
სიმდაბლე - თავმდაბლობა.
სიმედგრე - “ფეთიანობა” (მ. კახაძე).
სიმქისე - სიმკაცრე, უხეშობა.
სიმღერა - თამაში.
სიმცხინვარე - მცხუნვარება, სიმხურვალე.
სიმჴურვალე - სიცხე (ავადმყოფისა).
სიპოხე - სიმსუქნე; ნაყოფიერება.
სირი - ჩიტი.
სირცხჳლეული - შერცხვენილი; სირცხჳლეულ იქმნა - შერცხვა; სირცხჳლეულ ყო - შეარცხვინა.
სიტყჳერი - მეტყველი; სიტყვის სახით არსებული.
სიტყჳს-გება - კამათი; სიტყვა-პასუხი, დიალოგი.
სიტყჳს-მკერავი - “სიტყვით მკურნალი” (ილ. აბულაძე).
სიტყუა - ლაპარაკი, საუბარი; თქმა; სიტყუასა შინა ვიყვენით - ვლაპარაკობდით; ვიწყე სიტყუად - ლაპარაკი დავიწყე.
სიტყუა-ჴელოვანი - მჭევრმეტყველი.
სიუცბე - უვიცობა.
სიქადული - სიამაყე; მუქარა, დაქადება; სიქადულად - საამაყოდ.
სიქველე - სიკეთე.
სიღოდა - მთვრალის უმსგავსო ქცევა.
სიყმილი - შიმშილი.
სიჩქურე - უგუნურება; სისულელე.
სიჩჩო, სიჩჩოება - სინორჩე, ბავშვობა.
სიცბილი - შეცდომა; ცთუნება.
სიცოფე - სიგიჟე.
სიძვა - გარყვნილება; დედაკაცის სიძვისაჲ - საყვარელი, ხასა.
სიწრფოება - სიწრფელე, პირდაპირობა, სიმართლე.
სიჴშო1 - სიხშირე.
სიჴშო² - “ნივთი” (მ. კახაძე).
სკარამანგი - “საწვიმარი, მოსასხამი” (?) (ა. შანიძე).
სკიპტრა - სამეფო კვერთხი, ჯოხი.
სკორე - ნეხვი, ნაკელი.
სორო - საფლავი.
სოფელი - ქვეყანა; სოფელი (ქალაქის საპირისპიროდ); დაიფარა სოფლით - მოკვდა.
სოფლიო - ამქვეყნიური, საერო, არასასულიერო.
სოხასტერი - იგივეა, რაც სადაყუდებულო.
სპა - ჯარი, ლაშქარი.
სპაჲპეტი - სპასპეტი, მხედართმთავარი.
სპარაზენი - მხედართმთავარი.
სპასალარი - მთავარსარდალი.
სპეტაკი - თეთრი.
სრბა - სირბილი; სწრაფვა, ლტოლვა.
სრსჳლი - სირსვილი (კანის ავადმყოფობა).
სრულება - დასრულება; სრულებით - სულ.
სრულ-იქმნა - დასრულდა, გათავდა; გარდაიცვალა, მოკვდა.
სრულ-ყოფს: სრულ-ყო - დაასრულა; სრულ-ყავ - აასრულე, შეასრულე.
სტავრა - ძვირფასი ოქრომკედით ნაქსოვი მატერია, ფარჩა.
სტიხოსი - ლექსი, ლექსის სტრიქონი.
სტოვა, შტო - “სტოა, ეკლესიის გვერდით სვეტებზე დაყრდნობილი ფრთა, გადმოხურული” (ა. შანიძე).
სტრატელატი - იგივეა, რაც სპასალარი.
სჳნაქსარი - კრებული, რომელშიაც მოთავსებულია წმიდათა შემოკლებული ცხოვრებანი თვეებისა და დღეების მიხედვით.
სჳნგელოზი - პატრიარქთან დაახლოვებული, მასთან მცხოვრები ბერი, მისი თანაშემწე.
სჳნკლიტიკოსი - მეფის სამსჯავროს წევრი.
სულთ-ითქუნა - ამოიკვნესა, ამოიხვნეშა, ამოიოხრა.
სულთქუმა - კვნესა, ხვნეშა, ოხვრა.
სურვიელი - სურვილით აღსავსე, სურვილის მქონე; სურვიელ იყავ - მოსურნე იყავ, გსურდა; სურვიელად- სურვილით, გრძნობით.
სურტანი - სულთანი.
სუფევა - ბატონობა, მეფობა.
სფერი - სფერო.
სქემა - ბერის სამოსელი.
სცეთ - შეცდი.
სცემს: არა სცემდა ძილსა თუალთა თჳსთა - ”თვალებს არ აძლევდა ძილს”, არ იძინებდა; ჯუარი დაწერად გუცა - ჯვრის დასაწერად მოგვცა (თავისი შვილი); ეცით - მიეცით; წიგნი არა მიწერად გეც - არ გითხარი, არ გირჩიე, რომ წერილი მოგეწერა.
სცონის: მცონის - მეზარება.
სცხოვნდები(თ) - იხ. ცხოვნდების.
სძალი - რძალი.
სძე - რძე.
სწრაფა: სწრაფით; სწრაფითა - სწრაფად.
სჯულ-დებული, შჯულ-დებული - დაკანონებული, დაწესებული.
სჯული, შჯული - კანონი; სარწმუნოება; წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი - ძველი და ახალი აღთქმის წიგნები.
სჯულის-დება, შჯულის-დება - დაკანონება, დაწესება.
სჯულის-მდებელი - საღმრთო წიგნების კანონების მცოდნე.
ტაბლა - სუფრა; პურის ჭამა.
ტაკუკი - წყლის ან ღვინის ჭურჭელი.
ტალავარი - კარავი.
ტალანტი - ოქროს ან ვერცხლის ფული; სიკეთე, ნიჭი, მადლი.
ტარიგი - კრავი, ბატკანი.
ტეხა - ”მწარე ტკივილი” (საბა).
ტკბილადი - ტკბილი.
ტოზიკი - დღესასწაული.
ტოზიკობს: ტოზიკობდეს - დღესასწაულობდნენ; ვტოზიკობ - ვდღესასწაულობ.
ტრაპეზი - გაწყობილი მაგიდა, სუფრა; სასადილო, სატრაპეზო.
ტურფა - ახალი, უცხო, იშვიათი რამ.
ტყება - გლოვა, ტირილი თავ-პირში ცემით.
ტყჳვი - ტყვია.
უაზნო - "უგვარდიდო” (საბა); თავისუფლებას მოკლებული.
უასაკობა - მცირეწლოვანება.
უბადო - უბედური.
უბადრუკი - უბედური.
უბნობა - ლაპარაკი, საუბარი.
უბრალო - უდანაშაულო.
უბრკუმა - ფეხი დაუდო, წააბორძიკა.
უბრძანებს: უბრძანა- უბოძა.
უბრძოლველი - დაუმარცხებელი.
უბურაობა - დაუხურველობა.
უგრძნულად - შეუმჩნევლად, მოულოდნელად.
უგულისხმო, უგულისჴმო - უგუნური.
უგულისხმოება, უგულისჴმოება - უგუნურება.
უდაბნო - დაუსახლებელი ადგილი.
უდებება - ზარმაცობა; დაუდევრობა; უდებებისა მედგრობათაგან- ზარმაცობისაგან.
უდები - ზარმაცი, ზანტი; უდბად - ზარმაცად; უყურადღებოდ; უდებად უდიერად; დაუდევრად.
უდებ-ყოფს: უდებ-ყო- უგულვებელყო; არა ოდეს უდებ-ჰყოთ - არასოდეს არ დაიზაროთ.
უდებ-იქმნების: უდებ-იქმნნეს - დაუდევრობა გამოიჩინეს; უდებს იქმნეს - დაუდევრობა გამოიჩინოს.
უვის - ჰყავს; გივის - გყავს; მივის - მყავს.
უზაკუველი - არა ცბიერი (შდრ. ზაკუვა).
უზეშთაესი, უზეშთაჱსი - უმაღლესი.
უზმა - უჭმელი.
უთქს - მოელის.
ულპოლველი - დაულპობელი.
უმბგვარი, უმგბარი - მოუხარშავი.
უმთავრჱსი: უმთვრჱს მათსა - მათზე მეტი.
უმრწემჱსი - უმცროსი.
უმსჯავროება - უკანონობა.
უმცროჲსი - მცირე, უმცირესი.
უნა - უნდა.
უნარჩევესი ყოველთა - ყველაზე უარესი, უვარგისი (თავმდაბლობით იტყოდნენ თავის თავზე).
უნასებს: არა უნასებენ - არ ითვალწუნებენ (შდრ. საბა: მენასა- მეთვალწუნა).
უნაწილობა - (მიწის) ნაწილის მიუღებლობა(?).
უნდო - ცუდი, უღირსი; უვარგისი, გამოუსადეგარი; უბრალო, უხეირო.
უნებელი უნებური; უნებელი არა ვარ - წინააღმდეგი არა ვარ.
უნებს - ნებავს, სურს; გინებს - გნებავს, გსურს.
უოხს: გჳოხს - გვშუამდგომლობს.
უოხჭნო - უსასრულო, დაუბოლოებელი.
უპე - ჭიპი.
უპირობს: ძნობით უპირობენ - ხმას უწყობენ(?).
უპოვარება1 - უქონლობა.
უპოვარება2 - შეუპოვრობა.
უპყრიეს - აქვს; ქრისტეანეთა რჩული უპყრიეს - ქრისტიანია; რომელი რჩული გიპყრიეს - რა სარწმუნოებისა ხარ; ლოცვაჲ შენი მიპყრიეს - შენთვის ვლოცულობ.
უპყრობს: უპყრა ჴელი - შეახო, მოჰკიდა ხელი.
უჟამებს: მიჟამე -”შემიშვი ან მოახსენე, რომ ნახვა მინდა” (ა. შანიძე).
უჟამო - მარად არსებული, დაუსაბამო; უჟამოდ - უდროოდ.
ურაკპარაკი - მოედანი; ”თიატროთა ზედა წარჩინებულთა სადგომი” (საბა)
ურვა - ზრუნვა; დარდი, წუხილი; დიდი მწუხარება.
ურთიერთას, ურთიერთარს - ერთმანეთს.
ურნატი - კვალი.
უროკავს: უროკვიდა წინა - მის წინ ცეკვავდა; წინ უროკვიდეს - მის წინ ცეკვავდნენ.
ურჩულო - ურჯულო, მტარვალი.
ურწყო - უწყლო, წყალშეურეველი.
უსასოება - უიმედობა.
უსაჭირველესი - ყველაზე უფრო გაჭირვებული (ცხოვრება).
უსმი - ყრუ.
უსუა - მოუყვანა, შერთო (ქმარი).
უსძლო - გაუთხოვარი, უბიწო.
უსხენ - ჰყავს (ბევრი); მისხენან - მყვანან.
უსხური - ურჯულო, ბოროტი.
უტევანი - მანძილის საზომი ერთეული, ”143 ნაბიჯი” (საბა).
უტევებს, უტეობს: არა უტეონ- არ მისცენ ნება, არ გაუშვან; არა უტევებენ - არ უშვებენ; არა უტევებდა - არ უშვებდა; არა უტეობდეს - ნებას არ აძლევდა; უტევეთ - დაიცადეთ, დააცადეთ; უტე, - მოკუდეს გაუშვი,- მოკვდეს; არა გიტეონ - არ გაგიშვებენ, არ დაგტოვებენ.
უტყჳ - მუნჯი.
უტყუება - მუნჯობა.
უფალი - ბატონი, მფლობელი, პატრონი.
უფალ-ყოფს: უფალ-ყო - გააბატონა.
უფლიეს: ნუ ვის უფლიედ - ნურავის აქვს ნება.
უფლობს: არა მიფლობს დუმილად - ნებას არ მაძლევს, რომ ვდუმდე.
უფროჲს - მეტად; უფროჲს მისა - მასზე მეტი, ძლიერი; უფროჲს ხოლო - განსაკუთრებით.
უქადებს: უქადებდა - ჰპირდებოდა; უქადე - დავპირდი.
უქმი - გამოუყენებელი; შვილთაგან ოჴერ და უქმ იყო - უშვილო იყო.
უქცეველი - მტკიცე, შეურყეველი.
უღარღილოდ - ხმის ამოუღებლად, უხმოდ.
უღაღი -”უწყლო, მშრალი, ხმელი” (ივ. ჯავახიშვილი).
უღნარ-მაღნარი: მთანი უღნარ-მაღნარნი - უღრან-ტყიანი და ქვიანი, კლდოვანი მთები.
უღუაწი - დაუმუშავებელი (ადგილი).
უღუაწს: გიღუაწო - მოგივლი; უკუეთუ ვინ მიღუაწოს - თუ ვინმე მომივლის.
უყი - საფლობი ტალახი.
უყუარელი - ვისაც სიყვარული არა აქვს, კაცთმოძულე.
უშუერი - უშნო, ულამაზო; უშუერ იქმნებოდა - ფუჭდებოდა, ოხრდებოდა. უშუერად - უშნოდ, ულაზათოდ.
უჩნს, უჩს: არა სირცხჳლ გიჩნს - არა გრცხვენია; ნუ მძიმე გიჩნ - ნუ გემძიმება, ნუ გეძნელება; უმჯობჱსი მიჩს - მირჩევნია.
უც - უძევს; აქვს; უცნ - ედო ხოლმე; ნაწილ უც - ნაწილი აქვს, ნაწილი ეკუთვნის. არღარა ხილვადუც - ვეღარ ნახავდნენ.
უცები - უვიცი.
უცნაური - უცნობი; უცოდინარი; უცნაურ იქმნეს - გაუჩინარდება , გაქრება (სახელი); უცნაურად - შეუმჩნევლად.
უცხოთესლი - უცხოელი, სხვა ტომისა.
უცხოქმნული - უცხოობაში მყოფი.
უძლის: ვერ უძლიან - ვერ შეძლებდნენ ხოლმე, ვერ ახერხებდნენ.
უძნობს: გიძნობ - გიგალობ.
უძნს: უძნდა - ეძნელებოდა, უმძიმდა.
უძღებება - გაუმაძღრობა.
უძღები - გზააბნეული.
უწარმდებესად - მეტის-მეტად დაუდევრად, მეტის-მეტად თავხედურად (იხ. წარმდები).
უწესს - ეძახის, უხმობს; გიწესს - გეძახის, გიხმობს; მიწესს- მეძახის.
უწინაჲსწარნა - უწინასწარმეტყველა.
უწმიდე - უწმინდესი.
უწოდებს: უწოდა- დაუძახა.
უწუელო - ურძეო (უკარაქო, უყველო). (შდრ. წველა).
უწყება - ამბავი, მოთხრობა.
უწყინოდ - მოუბეზრებლად, დაუზარებლად.
უწყის: უწყოდი - ვიცოდე.
უჭმი - საჭმელად გამოუსადეგარი.
უჭჳრობს: უჭჳრობ - უჭვრეტ, უმზერ, უყურებ.
უხორშაკო - არა ცხელი, არა დამწველი (იხ. ხორშაკი).
უხუაიშნებს, უხჳიშნებს: უხჳიშნა - უშუამდგომლა; უხუაიშნოს - უშუამდგომლოს.
უხუცჱსი - უფროსი (ხნით).
უჴამლო, უჴამური - უფეხსაცმელო, ფეხშიშველი (შდრ. ჴამლი)
უჴმს - სჭირდება(თ); უჴმან - სჭირდება; უჴმდა - სჭირდებოდა; გიხმს - გჭირდება; არაჲ მიჴმს - არა მჭირდება; არარაჲ გჳჴმს - არაფერი გვჭირდება.
უჯერო - უწესო, უმსგავსი, უხამსი.
უჯეროება - უწესობა, უმსგავსობა, უხამსობა.
უჯმნის - გაისტუმრებს; უჯმნიდენ- ისტუმრებდნენ; უჯმნნა- გაისტუმრა.
უჰამოვნესი - მეტის-მეტად სასიამოვნო, საამური.
ფ
ფარაგი - ჯიბე, ”წელთ სარტყამი ჯიბიანი ჩასადებელი” (საბა).
ფარავო, ფარაო - ფარაონი.
ფასი - საუნჯე.
ფასის-საცავი - საუნჯის შესანახი, სალარო.
ფესჳ - ტანისამოსის კალთა.
ფესუედი - გრძელკალთებიანი (ტანისამოსი).
ფეშხუმი - ლითონის თეფში, ლანგარი (იხმარება მღვდელმსახურების დროს ბარძიმთან ერთად).
ფილეკავანი - ლოდების სატყორცნი მანქანა (ციხე-სიმაგრეების დასანგრევად).
ფილოსოფოსი - სწავლული, მეცნიერი.
ფილოსოფოსობა - სწავლა, განათლება; მეცნიერება.
ფიჩოსანი - ძაძით შემოსილი (ბერი, მონაზონი).
ფიცხელი - მკაცრი, სასტიკი; ძნელი, აუტანელი; დიდი.
ფლასი - უხეში ნაქსოვი თხის ბალნისა.
ფლაფნა - ჩიფჩიფი.
ფოლი - წვრილი ფული სპილენძისა.
ფოლოცი; ფოლორცი - ვიწრო ქუჩა, შუკა.
ფრიადი - ბევრი, მრავალი.
ფრჴივ - ფეხით.
ფსალმუნება - ფსალმუნთა გალობა.
ფსალმუნებს: ფსალმუნებნ - ფსალმუნებს მღეროდა ხოლმე; ფსალმუნებდეს - ფსალმუნებს მღეროდნენ.
ფსალმუნი - ბიბლიური მეფის დავითის საგალობელი.
ფსირიდი - ფულის უმცირესი ერთეული (?); არცა ფსირიდი ერთი მისცა - არაფერი არ მისცა.
ფუცავს: ნუ ცილსა ჰფუცავ - ტყუილად ნუ იფიცავ; ცრუდ ფუცვიდენ - ტყუილად იფიცებდნენ; ფუცა - დაიფიცა.
ფუცხვი - ”რკინის კავი, ჩანგალი” (საბა).
ფშჳს - სურნელებას გამოსცემს.
ქ
ქადაგი - მქადაგებელი.
ქალწულება - უმანკოება (ითქმის მამაკაცის შესახებაც).
ქალწული - უბიწო, უმანკო.
ქარტა - ქაღალდი, ეტრატი; წერილი.
ქედდადრეკილი - ქედმოხრილი, თავდახრილი.
ქედი - კისერი.
ქედფიცხელი - დაუჯერებელი; დაუმორჩილებელი.
ქედფიცხელობა - დაუჯერებლობა; დაუმორჩილებლობა.
ქენება - ხვეწნა, ვედრება, მუდარა.
ქენჯნილი - ტანჯული, შეწუხებული.
ქველი: ქველის საქმე - კეთილი საქმე, მოწყალება.
ქველის-მოქმედი - მოწყალე.
ქველის საქმარი - მოწყალება, წყალობა.
ქმნულ-კეთილი - ლამაზი, მშვენიერი.
ქოთება - ”ხეთქება” (საბა); ქოთებითა ლტოლვილნი - ხეთქებით, თავქუდმოგლეჯით გაქცეულნი.
ქორაკანდელი - ჭაღი.
ქორონიკონი, ქრონიკონი - წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც მიღებული იყო საქართველოში საბერძნეთსა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში; ქართული ქორონიკონის ციკლი ანუ ”მოქცევა” უდრიდა 532 წელს.
ქუაბი - გამოქვაბული.
ქუედავრდომით - ძირს დამხობილნი, მუხლმოდრეკით.
ქუელი - ”ჯომარდი” (საბა); კაცნი... ქუელნი ბრძოლათა შინა - ბრძოლებში საუკეთესო, ყოჩაღი ვაჟკაცები.
ქუემდებარე - დავრდომილი, ლოგინად ჩავარდნილი.
ქუემეთრევი -”საქონელი” (ივ. იმნაიშვილი).
ქუეყანა - მიწა; დედამიწა, მხარე, ქვეყანა.
ქუეყანის-მოქმედება - მიწათმოქმედება.
ქულბაქი - ბაზარი, ბაზრის დუქანი.
ქურივი: ქურივ სუამ - აქვრივებ.
ღ
ღადო - მიუვალი მთა.
ღაღად-ყო, ღაღატ-ყო - მაღალი ხმით თქვა, მოუწოდა.
ღირღოლოვანი - ოღრო-ჩოღრო, დახეთქილი, ”დამშხალული” (საბა).
ღმერთ-შემოსილი - ღვთის მორწმუნე.
ღმრთივ-სულიერი - საღვთო, სასულიერო; ღვთიური.
ღმრთისა-მიერი - ღვთის მიერ დადგენილი.
ღონის-მეძიებელი: ღონის-მეძიებელ არიან - (ყოველ) ღონეს ხმარობენ.
ღონისძიებული - მოპოვებული.
ღრამატიკოსი - გრამატიკოსი, ლიტერატორი, მწიგნობარი.
ღუაწლი - შრომა, გარჯა, ჯაფა.
ღუწა - ზრუნვა, მოვლა.
ყ
ყანობირი - ყანები.
ყივილი - ყვირილი, ღრიალი.
ყივის: ყიოდა - ყვიროდა, ღრიალებდა.
ყივჩაყნი - ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის ველებზე მცხოვრები თურქული მოდგმის მომთაბარე ტომი შუა საუკუნეებში.
ყინელი - ყინული.
ყოლა - სრულიად, სრულებით.
ყორე: სენაკი ყორისაჲ - ქვით ნაგები ოთახი.
ყრმა - ბავშვი; ახალგაზრდა; ყრმაჲ წული - ვაჟიშვილი.
ყურე - კუთხე.
შ
შარავანდედობა - მეფობა.
შეაგბობს: შევაგბე - მოვხარშე.
შეათუალავს: არა შეათუალიან - არ ჩათვლიდნენ ხოლმე.
შეამეცნიერებს: ვერ შეგამეცნიერნა - ვერ გაგაცნოთ, ვერ გაგაგებინათ.
შეამრღუევს - აამღვრევს.
შეანაწევრებს: შეანაწევრნა - შეაერთა, გააერთიანა.
შეაპყრობს: არასადა შეაპყრა თავი თჳსი - არ შეაპყრობინა, არ შეაბოჭვინა თავი.
შეართუამს: შეართუა - მიართვა.
შეასხამს - აქებს; შეგასხამთ - გაქებთ.
შეაურვებს - აწუხებს; შემაურვებს - მაწუხებს.
შეაქცევს - ატყუებს, გზას გადააცდენს.
შეაყენებს: შეაყენეს საპყრობილესა - ჩასვეს ციხეში.
შეაყოფს: შეაყავ - შეუერთე; დაუქვემდებარე.
შეაშთობს: შეაშთობდეს - ახრჩობდნენ; შეაშთვეს - დაახრჩვეს.
შეაწყუდევს: შეეწყუდივნეს - დაემწყვდიათ (საპყრობილეში).
შეაჯერებს: შეაჯერა - დააჯერა, დაარწმუნა; შეაჯერებდეს - არწმუნებდნენ.
შებორკილავს: შებორკილეს - ბორკილები დაადეს.
შეგამეცნიერნა - იხ. შეამეცნიერებს.
შეგასხამთ - იხ. შეასხამს.
შეგთხინე - იხ. შესთხევს.
შეგითხზა - იხ. შეუთხზავს.
შეგიტკბობთ - იხ. შეიტკბობს.
შეგრძნებული - მოჯადოებული.
შეგრძნიბავს: შევჰგრძნიბავთ - მოვაჯადოებთ.
შეგჳმთხჳნა - იხ. შეიმთხუევს.
შედგომილი: შედგომილ ხარ - მისდევ.
შეემეცნების: შეემეცნა - შეიცნო, შეისწავლა; შევემეცნე - გავეცანი, შევისწავლე.
შეემთხუევის: შეემთხჳნეს - შეხვდნენ.
შეემსჭვალების: (შიშსა უფლისას) შეემსჭვალე (ღვთის შიშით) - გაიმსჭვალე.
შეესაკუთრების - გაეკუთვნება, მიეკუთვნება.
შეეტკბო - იხ. შეიტკბობს.
შეეტყუების: შეეტყუებოდა - შეეფერებოდა.
შეეყოფის: შეეყო- შეერია, შეუერთდა; შეეყო... მსახურად - მსახურად დაუდგა; შეეყო მარხვასა - მარხვა, მარხვის შენახვა დაიწყო (აბომ);შეეყო ნებასა მისსა - მის ნებას დაჰყვა; შევეყო - შევუერთდე.
შეეძერწების: შეეძერწა - შეერწყო, შეუერთდა.
შეეწყუდივნეს - იხ. შეაწყუდევს.
შევაგბე - იხ. შეაგბობს.
შევეყო - იხ. შეეყოფის.
შევლტოლვილი - შეხიზნული, თავშეფარებული.
შევჰგრძნიბავთ - იხ. შეგრძნიბავს.
შეზრუნდების: შეზრუნდა - შეწუხდა.
შეთხეული - ჩაცვივნული.
შეთხზულება - დახლართულობა.
შეთხზული - დაწნული.
შეიზრახნეს - მოითათბირეს; შეიზრახნეს შეთქუმით - შეითქვნენ, შეთქმულება მოაწყეს.
შეიკდიმებს: შეიკდიმეს - შერცხვათ.
შეიკიცუების: კუდი კუდსა შეიკიცუა - კუდი კუდს გადაება.
შეიმთხუევს შეგჳმთხჳნა -”შეგვიხვედრა”, შეგვხვდა, შეგვეგება.
შეისუენებს: შეისუენა - გარდაიცვალა.
შეიტკბობს: შეიტკბო - ტკბილად, სიამოვნებით მიიღო; შეეტკბო - ტკბილად მიეღო; შეიტკბო - მკერდსა თჳსსა გულში ჩაიკრა.
შეიურვებს: შეიურვა - შეწუხდა.
შეიქცევის: შეიქცის - შებრუნდებოდა ხოლმე; შევიქეცით - შევბრუნდით.
შეიცვა: შეიცვეს - მოიცვეს, გარს შემოერტყნენ.
შეიწრდების: შეიწრდა - შეწუხდა, გასაჭირი დაადგა; შეიწრდებიან - გასაჭირში ჩაცვივიან.
შეიწუების: შეიწუებოდა - იწვოდა; შეიწუები შურითა - შურით იწვები.
შეიწყნარებს: შეიწყნარნა - მიიღო; შეიწყნარებდა - იღებდა.
შეკუეთება - მიკუთვნება (თავისა), შეთვისება.
შემასმენელი - დამბეზღებელი.
შემასხმელი - მაქებარი.
შემაცურველი - მაპკურებელი.
შემდგომითი-შემდგომად - თანამიმდევრობით.
შემეცნიერება - გაცნობა.
შემირაცხიეს - იხ. შერაცხს.
შემოვკერბით - იხ. შემოკრბების.
შემოიხუამს: შემოიხუნა - შემოიტანა; შემოიყვანა; შემოიხუენ - შემოიყვანე.
შემოკრბების: შემოკერბით - მოგროვდით; შემოვკერბით - მოვგროვდით.
შემოხუმა - შემოტანა.
შემრთე - იხ. შერთავს.
შემურავს: შემურეს - მური (სურნელოვანი ფისი ერთგვარი) წაუსვეს.
შემუსრვილი - დამტვრეული, დალეწილი; სიტყუაჲ შემუსრვილი - შეზღუდული, თავდაჭერილი ლაპარაკი.
შემშჭუალავს: ჯუარსა შემშჭუალა - ჯვარს აცვა.
შემცნებული - (რასმე) გაცნობილი.
შემწუარი - დამწვარი.
შემწუელობა - დამწველობა.
შემწუხრდების: შემწუხრდა - მოსაღამოვდა.
შემწუხრება - მოსაღამოვება, საღამო.
შენ, შჱნ: შენ არს;შჱნ არს- აშენებულია; შჱნ იყო; შჱნ იყვნეს - აშენებული იყო.
შენაწევრებული - შეერთებული.
შეპოვნება - ხათრი, მორიდება.
შერაცხილი - ჩათვლილი, მიჩნეული; გამოჩენილი, დიდი გვარისა.
შერაცხს: შეჰრაცხეს - ჩათვალეს; არად შერაცხნა - არაფრად ჩააგდო; შემირაცხიეს- ჩამითვლია, მიმიჩნევია.
შერთავს: შემრთე... კრებულსა - შემაერთე... კრებულს, მიმიღე... კრებულში.
შერთული - შეერთებული, შერეული.
შესაგრაგნელად - შესახვევად.
შესაკრებელი - საერთო საცხოვრებელი (ბერებისა); შესართავი (მდინარისა).
შესაპოვარი - მოსარიდებელი.
შესაქმე - შექმნა, გაჩენა; გაკეთება, ჩამოქნა (სანთლისა).
შესთხევს: მრავალსა ღუაწლსა შეგთხინე- დიდ გასაჭირში ჩაგყარეთ.
შესუენებული - გარდაცვალებული.
შესულებული: შესულებულ იყვნეს - “შერეული იყვნენ, ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ” (ს. ყაუხჩიშვილი).
შესჩხუეპს: შესჩხუეპდეს - ჩხვლეტდნენ.
შესძენს: შესძინა- დასძინა.
შესწავება - გაცნობა.
შესწუვიდა - იხ. შეწუვის.
შესხმა - ქება; მიღება, მიკუთვნება.
შეტევება - შეშვება.
შეტყუება - შესატყვისობა.
შეტყუვილი - მოტყუება.
შეუდგამს: თუალნი ვერვინ შეუდგნის - თვალს ვერავინ უსწორებს.
შეუდგების: შეუდგეს, უკუანა შეუდგეს- (უკან) გამოუდგნენ, გაჰყვნენ.
შეუვრდების: შეუვრდა (ფეჴთა) - ფეხებში ჩაუვარდა; (ფერჴთა) შეუვრდეს - ფეხებში ჩაუვარდნენ; შეგივრდეს ფერჴთა - ფეხებში ჩაგივარდება; შეგივრდები - ფეხებში ჩაგივარდები.
შეუთქს: არა შეუთქს - არ ახლავს, თან არ სდევს, არ მოელის.
შეუთხზავს: შეგითხზა - დაგიწნა.
შეუორგულებელი - უეჭვო, ნამდვილი.
შეურაცხი - არად ჩასაგდები, უპატიო, უღირსი; უბრალო, უმნიშვნელო.
შეურაცხ-ყოფს: შეურაცხ-ყო - არად ჩააგდო.
შეუტევებს, შეუტეობს: არა შეუტევნიან - შიგ არ უშვებდნენ ხოლმე; არავის შეუტეობდა - არავის უშვებდა.
შეუცავი - მიუწვდომელი.
შეუძნდების: შეუძნდა - გაუძნელდა, გაუჭირდა.
შეუჴდების: შეუჴდა - შეუვიდა, შეუძვრა; შეუჴდა შური - შეშურდათ.
შექცეული - გართული.
შეყოფილი - შეერთებული.
შეშა: შეშის მსახურნი - მაჰმადიანები უწოდებდნენ ასე ქრისტიანებს.
შეცვული - დაცული, დაფარული.
შეცურეული - პკურებული.
შეწუვის: შესწუვიდა - წვავდა; შეწუნა - დაწვა.
შეწყუდევა - დამწყვდევა, ჩაკეტვა.
შეწყუდეულება - დამწყვდეულად ყოფნა.
შეწყუდეული - დამწყვდეული.
შეჭურავს: ლოცვითა შეჭურნეს - ლოცვით აღჭურვეს, დალოცეს.
შეჴდების: არა შეჴდა - არ შესულა, არ ჩასულა.
შეჰგავს: არა შეჰგავს - არ შეეფერება; შეჰგვანდეს - შეეფერებოდეს; მოსაკლავად შეჰგავს - მოსაკლავია.
შეჰვედრებს: შეჰვედრა - ჩააბარა.
შეჰრაცხეს - იხ. შერაცხს.
შვილთ-სხმა - შვილების ყოლა.
შვილითი შვილადმდე - საშვილიშვილოდ.
შჱნ არს, შჱნ იყო - იხ. შენ.
შთაიცუამს: სამჭედურმან შთაიცუა - ანკესმა აიცვა, ანკესს წამოეგო.
შთამუსრვილი - ჩამტვრეული.
შთასხამს: შთასხნეს - ჩააწყეს.
შთაუსხამს: შთაუსხენ - ჩაუყარე.
შთაუტევებს: შთაუტევეს - ჩაუშვეს.
შთაცუეული - ჩაცვენილი.
შთაჴდების: შთაჴდა - ჩავიდა; შთაჴდეს - ჩავიდნენ.
შინა-გამოღებით - “შინაურულად” (?) (ა. შანიძე).
შინაჲთ - შინიდან.
შიშნეულად - შიშით.
შორავს - დაშორებულია.
შტო - იხ. სტოვა.
შჳდეული - კვირა.
შუა-სამხარი - სადილობა, სადილის დრო.
შუება - მხიარულება, განცხრომა.
შურების: შურებიან - შრომობენ, მუშაობენ; ცუდად ვშურები - ტყუილად ვშრომობ; ვშუერ - ვიშრომე, ვიღვაწე.
შური საღმრთოჲ - ღვთისადმი მისწრაფება.
შჯულდებული იხ. - სჯულდებული.
შჯული - იხ. სჯული.
შჯულის-დება - იხ. სჯულის-დება.
ჩ
ჩარადოვანი - “პირისახის სენით დაავადებული” (ილ. აბულაძე).
ჩაფლა - “ქალამანი” (ა. შანიძე).
ჩინება - გამოჩენა.
ჩინებული - მიჩენილი, მინიშნებული.
ჩუენება - სიზმარი.
ჩუკენი - ხელმრუში; ჯაბანი.
ჩჩჳლი - ჩვილი.
ც
ცილობა - შეკამათება, შედავება; კამათი, პაექრობა.
ცისკროის - ბრწყინვალებს; ჰცისკროი - ბრწყინვალებ.
ციხოანი - ციხეში გამაგრებული, ციხესიმაგრიდან მებრძოლი.
ცნობა-მიღებული - ცნობაწართმეული, გონებადაკარგული.
ცონის - იხ. სცონის.
ცოფი - გიჟი.
ცოცხლებით - ცოცხლად.
ცრემლოვის: ცრემლოვინ - იცრემლებოდა, ტიროდა ხოლმე; ცრემლოოდა - იცრემლებოდა; ცრემლოოდეს - იცრემლებოდნენ.
ცჳლოანი - “ცვილნარევი წამლებით დახატული” (ა. შანიძე).
ცუდი: ცუდ იქმნებოდა - ამაო იქნებოდა; ცუდად - ტყუილად, ამაოდ.
ცხებული - მირონცხებული.
ცხედარი - საწოლი.
ცხოვარი, ცხოარი - ცხვარი.
ცხოველი - ცოცხალი.
ცხოვნდების, ცხომდების: ცხომდებიან - ცხოვრობენ; ცხონდებოდა - ცხოვრობდა; ცხოვნდებოდეს - ცხოვრობდნენ; ვცხომდებოდე - ვცხოვრობდი; სცხოვნდები(თ) ცხოვრობ(თ); ცხონდა - იცოცხლა, ვცხომდე - ვიცოცხლებ, ვიცხოვრებ.
ცხორება - ცხოვრება, სიცოცხლე.
ცხრა-ჟამი: ჟამი ცხრა-ჟამისაჲ - ღვთისმსახურების ერთ-ერთი სახე.
ძ
ძალ-უც - შეუძლია; ძალ-გიც - შეგიძლია; ძალ-ედვა - შეეძლო.
ძაძა - უხეში ქსოვილი.
ძელი - ხე.
ძეს - დევს.
ძეწნი - ტირიფი.
-ძი (ნაწილაკი): სძინავს-ძი ანუჰღჳძავს? სძინავს თუ ღვიძავს? თუ რაჲ-ძი იქმნა - “ნეტავ თუ რა იქნა?” (ვ. თოფურია).
ძლევა - გამარჯვება; ძლევით შემოსილი - გამარჯვებული.
ძლევა-შემოსილი - ძლევამოსილი, გამარჯვებული.
ძლეულება - დამარცხება.
ძლით - ძლივს.
ძმაცულება - ვერაგობა.
ძმაცული - ვერაგული.
ძნელად - გაჭირვებით, უბედურად.
ძნიად, ძნინად - ძნელად.
ძნობა: ძნობად - საგალობლად, სამღერლად; ძნობით - “შეწყობილი ხმით” (საბა).
ძნობს: ძნობდით - დაუკარით (საკრავი).
ძოწეული - ძოწი, წითელი მარჯანი (ძვირფასი ქვა).
ძჳრი - უბედურება; ბოროტება.
ძჳრის-სიტყუა - ავი სიტყვა.
ძჳრ-ძჳრი - საშინელი, საზარელი; ძჳრ-ძჳრად - დიდი ტანჯვით, საშინლად.
ძუჱლ-ნაქმარი - ძველად ნაშენები.
ძუძუჲს-მტე - ძუძუს მოზიარე.
წ
წაგჳღეს - იხ. წაუღებს.
წადიერება - მოწადინება, სურვილი.
წადიერი - მსურველი; წადიერ იქმნა - მოიწადინა; წადიერ არიან- სწადიათ, სურთ; წადიერად - სურვილით, გულმოდგინებით.
წალკოტი - ბაღი. ყვავილნარი.
წამებს: წამებდა - ამტკიცებდა, ადასტურებდა; წამა - იწამა, დაიჯერა; წამონ- დაიჯერონ.
წამის-ყოფა - თვალით ნიშნება.
წამ-უყოფს: წამ-უყვნა - თვალით ანიშნა, “თვალი უყო”.
წარგცე - იხ. წარსცემს.
წარდგომა: აღდგომისა წარდგომანი - ფსალმუნის მუხლები, რომლებსაც შაბათს საღამოს კითხულობდნენ.
წარემატების: წარემატებოდა - ვითარდებოდა; წარემატა - გადაამეტა, გადააჭარბა.
წარვიწირე - იხ. წარიწირავს.
წართქუა - თქვა, წარმოთქვა.
წართქუმა - წარმოთქმა.
წარიოტებს: წარიოტა - გააგდო, გააქცია.
წარირღუნის: წარირღუნა - წაილეკა.
წარიტყუენვის: წარიტყუენა - აოხრდა; ნუცა წარიტყუენვი გონებითა -ნუ გიბნელდება გონება.
წარიწირავს: სასოებაჲ წარვიწირე - იმედი გადავიწყვიტე.
წარიხუამს: წარიხუენით- წაიღეთ.
წარიჴდის: წარიჴადა ჴამლი - გაიხადა, გაიძრო ფეხსაცმელი.
წარმართება - ხელის შეწყობა.
წარმართი - არა-ქრისტიანი.
წარმდებება - თავხედობა; ურცხვობა.
წარმდები - თავხედი, ურცხვი; წარმდებად - დაუდევრად.
წარმდებობს: წარმდებობდეს- თავხედობდეს.
წარმოგითხარ - იხ. წარმოუთხრობს.
წარმოიხუამს: წარმოიხუნა - წამოიღო.
წარმოუთხრობს: წარმოუთხრა- უამბო; წარმოუთხარ - ვუამბე; წარმოგითხარ- გიამბე.
წარმოცემა - გამოგზავნა, გამოტანება.
წარსაგებელი - ხარჯი; სახარჯო.
წარსრული - წასული; წარსრულ იყვნეს - გარდაცვლილიყვნენ.
წარსცემს: წარსცა - გაგზავნა; წარსცეს - გაგზავნეს; წარგცე - გაგგზავნო.
წარსწყმედ, წარსწყმიდე - იხ. წარწყმედს.
წარტყუენვა - დარბევა, აოხრება.
წარუპყრობს: წარუპყრეს - წაუწიეს, გააშვერინეს (კისერი).
წარცემა - გაგზავნა.
წარცემული - წაღებული.
წარწყმდების: წარწყმდეს - დაიღუპნენ.
წარწყმედა - დაღუპვა; წარწყმედად - დასაღუპავად.
წარწყმედს: წარწყმიდენით - დაღუპეთ; წარსწყმიდე - დაღუპე; წარსწყმედ - ღუპავ.
წარჴდის: გარე წარგუჴადენ - იხ. გარე-წარჴდის.
წაუღებს: ვერ წაგჳღეს - ვერ წაგვართვეს.
წესი: ანგელოზთა წესსა - ანგელოზთა დასს, გუნდს.
წვალება - ქრისტიანობისაგან განდგომა.
წთოდეს - წვეთავდნენ.
წიაღ - გაღმა.
წიაღ-ვლო (ზღუაჲ)- გადავიდა (ზღვაზე), გაიარა (ზღვა); არაგჳ... ვერვინ წიაღ-ვლო - არაგვში... ვერავინ გავიდა; დასავლით წიაღ-ვლეთ - დასავლეთიდან მოვუარეთ.
წიაღი - უბე, კალთა.
წიაღ-იყვანს: წიაღ-იყვანა - გაღმა გაიყვანა.
წიაღ-კერძო - გაღმა.
წიაღ-მოვლო: წიაღ-მოვლეს - გადავიდნენ (მდინარეზე).
წიაღ-მყვანებელი - გაღმა გამყვანი.
წიაღ-სლვა - გაღმა გასვლა, წყალში გასვლა, გადახვევა (ძირითადი თხრობიდან).
წიაღ-ჴდების: წიაღ-ჴდეს - ველად ველზე გავიდნენ.
წიგნი - წერილი.
წიდოვანება - სისხლის დენის აშლილობა (ქალისა).
წიდოვანი - ვისაც წიდოვანება სჭირს.
წილი1 განიგდეს წილი - იხ. განიგდებს.
წილი2 წ ასოს სახელწოდება; სახარებასა შინა... თავსა... მათჱსსა წილიზის. (მართლაც, მათეს სახარება იწყება სიტყვებით: “წიგნი შობისა...”).
წილ-იგდებს: წილ-იგდეს - წილი ყარეს.
წილ-უგდებს: წილ-უგდეს - წილი უყარეს.
წილ-ხდომა - წილით რგება, შეხვედრა.
წინა-აღსამაღლებელი - ჟამის-წირვის ლოცვის დასაწყისი.
წინა-განეწყობის: რაჲთამცა... წინა-განვეწყვნეთ - რათა... წინააღმდეგობა გავუწიოთ.
წინა-განწყობა - წინააღმდეგობა.
წინა-გიც, წინა-გჳც - იხ. წინა-უც.
წინა-დასცუეთს: წინა-დასცჳთე - წინა-დაცუეთის (იხ.) წესი შეუსრულე.
წინა-დაცუეთა - ებრაელთა რელიგიური წესი - ახალდაბადებული ვაჟისათვის კანის წვერის მოჭრა სასქესო ასოზე.
წინა-იყოფს: ყოველთა საშუებელთა წინა-იყოფ - ყოველგვარ სიამოვნებას იღებ.
წინა.მბრძოლი - წინა რიგში მებრძოლი.
წინა-მიყავ - იხ. წინა-უყოფს.
წინამო - “თმა ღაწვთ მაშვენებელი” (საბა).
წინა-მსრბოლი - შიკრიკი.
წინა-უყოფს - მიაგებს, მიართმევს; წინა-უყოფდა - მიაგებდა; წინა-უყოფდეს- მიაგებდნენ; წინა-უყო - მისცა, მიანდო (საქმე); წინა-უყვნა - მიართვა, შეაგება; წინა-მიყავ - მომაგე, მომანიჭე.
წინა-უც - წინ უძევს, უდევს, მოელის; წინა-გიც - წინ გიძევს; წინა-გჳც წინ გვიძევს, მოგველის.
წინა-ყოფა - მიგება, მინიჭება.
წინაშე-მდგომელი - ხელქვეითი; მსახური.
წირვაჲ ჟამისაჲ - ჟამის-წირვა (იხ.).
წოდება - დაძახება, მოხმობა.
წრდიალი, წრტიალი - (ავადმყოფობა) რასაც დიდი ტკივილები ახლავს: “ტკივილთ ნამეტნაობა” (საბა).
წრფელი - სწორი, პირდაპირი; გულწრფელი.
წუართნის: გაწუართნეს - გაგვწვრთნას, გვასწავლოს.
წუელა წველა - (რძე, კარაქი...).
წუთ, წუთღა - ჯერ კიდევ.
წუთ-ჟამი: წუთ-ჟამ არს - ერთი წუთია, წუთიერია.
წუთხი - ჩირქი.
წული: ყრმაჲ წული - ვაჟიშვილი.
წულილი - წვრილი.
წუნწუბა - გოგირდი.
წურთილი - გაწვრთნილი, განსწავლული.
წურთილობა - განსწავლულობა.
წურთის: გუწურთიდა - გვწვრთნიდა, გვასწავლიდა.
წყაროჲს-თუალი - წყარო.
წყლავს: წყლეს - დაჭრეს, დაკოდეს; წყალთ - დაჭერით, დაკოდეთ.
წყლით-რღუნა - წარღვნა.
წყობა - ბრძოლა, ომი; წყობად - საბრძოლველად.
წყურიელი - მწყურვალი.
ჭ
ჭალაკი - “წყლის პირი ნაყოფიერი” (საბა).
ჭამადი - საჭმელი.
ჭაპუკი - ჭაბუკი, ახალგაზრდა.
ჭირვეული - გაჭირვებული; შეწუხებული.
ჭირი - გაჭირვება.
ჭიჭნაუხტი: ჭიჭნაუხტისა საქმე- “აბრეშუმით ქსოვა, აბრეშუმის ხელსაქმე”
(ილ. აბულაძე).
ჭურჭერი - ნივთი.
ხ
ხადს: ხადა - მოუწოდა; ხადოდეს - ეძახდნენ, მოუწოდებდნენ; უფლით ჰხადოდა - “უფალს” (“ბატონს”) უწოდებდა,.ეძახდა; ღმერთად ვხადოდითა?- “ღმერთს” ვუწოდებდით? მხადი - მეძახი.
ხალენი - მატყლის ქსოვილი ერთგვარი; სამოსი ასეთი ქსოვილისა.
ხარება - ერთ-ერთი ქრისტიანული დღესასწაული.
ხარტუკი - ცხოველის ცხვირში გასაყრელი კაუჭი.
ხატ-ექმნების: თანა ხატ-ექმენ - მიემსგავსე.
ხატი - სახე.
ხატ-ყოფა: ახალი ხატ-ყოფაჲ - ახალი სახის მიღება.
ხედავს: გუხედევდ - გვიყურებდი.
ხენეში - ცუდი.
ხერთჳსი - “კუნძული, ჭალაკი” (საბა).
ხეროვიმი - უმაღლესი ჩინის ანგელოზი, ქერუბინი.
ხვალე: ხვალისა დღე; ხვალისაგან - მეორე დღეს.
ხილვად-უც - იხ. უც.
ხოლო - მხოლოდ.
ხორო - გუნდი.
ხორშაკი - ცხელი, დამწველი.
ხუასტაგი - საქონელი.
ხუაშიადი: ხუაშიადად-რე - საიდუმლოდ.
ხუედრი - ჯერი, რიგი.
ჴ
ჴამლი - ფეხსაცმელი.
ჴამს - საჭიროა.
ჴდილი - ამოღებული (ქარქაშიდან).
ჴდომა: ყრმანი (მირბიოდეს) ჴდომით - ურთიერთას ბავშვები (სირბილში) ერთმანეთს ეჯახებოდნენ.
ჴევი - ხევი; ჴევნები - ხევები.
ჴელად-იხუამს: ჴელად-იხუნა - ხელთ იგდო, შეიპყრო.
ჴელ-ეწიფების - უფლება აქვს; ვერ ჴელ-ეწიფების - არ შეუძლია; ჴელ-გეწიფების - უფლება გაქვს; ჴელ-მეწიფების - უფლება მაქვს, შემიძლია.
ჴელ-განპყრობით - ხელების გაშლით.
ჴელთ-დასხმა - კურთხევა.
ჴელთ-საქმარი - ხელით სამუშაო; ფიზიკური მუშაობა.
ჴელი 1: შეიპყრეს ჴელად - ხელში ჩაიგდეს; ჴელნი დაასხნეს - აკურთხეს; ჴელთა დასხმაჲ - კურთხევა; ჴელის მიყოფა - ჩხუბი, მუშტი-კრივი; ჴელი აღუპყარ - დაეხმარე, შეეწიე; აღგჳპყრეს ჴელი - დაგვეხმარნენ, შეგვეწივნენ; ჴელის აპყრობა - დახმარება.
ჴელი 2 - საქმე.
ჴელის-ამპყრობელი - დამხმარე, შემწე.
ჴელ-იწიფებს: რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა - როგორ გამიბედა.
ჴელმწიფება - უფლება.
ჴელოანი - ხელოსანი.
ჴელ-პყრობით - ხელის მოკიდებით.
ჴელ-ყოფა - ხელის მიყოფა, შედგომა.
ჴელ-ყოფს: ჴელ-ყავ- ხელი მიჰყავი; ჴელ-ყვეს ხელი მიჰყვეს, სცადეს; ჴელ-ყვიან - შეეცდებიან ხოლმე; ჴელ-მეყო - მიმეყო ხელი.
ჴმა-ყოფს: ჴმა-ყო - დაიძახა; ჴმა-ყვეს - დაიყვირეს.
ჴმეადი - ხმიადი, უსაფუვროდ გამომცხვარი პური.
ჴმელი - ხმელეთი; ჴმელით ქუეყანით - ხმელეთიდან.
ჴმობს: ჴმობდა - იძახდა; ჴხმობდით - იძახდით; ვჴმობ - ვიძახი.
ჴნარცჳ: - ორმო
ჴხორცი: განვალს, განვიდა ჴორცთაგან (ჴორცთაგან განსლვაჲ)- იხ. განვალს, განსლვა.
ჴსნილი - განთავისუფლებული; სალმობათაგან ჴსნილნი- ავადმყოფობათაგან განთავისუფლებულნი, მორჩენილნი; ჴსნილად - თავისუფლად.
ჴსოვნება - მეხსიერება.
ჴჳმირი - ერთგვარი ჭურჭელი, პურეულის საწყაო.
ჴჳრთი - წკეპლებისა და ეკლების კონა.
ჴუებული: არა... ჴუებულ იქმნეს... - შენგან არ მოგაკლდეს; არა ჴუებულ მყო - არ მომაკლო, არ განმაშორო; არა ჴუებულ ჰყავ - არ განაშორე; არა ჴუებულ გუყვნეს- არ განგვაშოროს.
ჴუედნა - “დაჩაგვრა” (საბა).
ჯ
ჯაჭჳ, ჯაჭუ-ჭური - რკინის პერანგი.
ჯეკმა - მეტის-მეტად, ძლიერ.
ჯერ-არს - წესია, რიგია; ჯერ-არს თქუენდაცა - თქვენც გმართებთ; ვითარცა ჯერ-იყო - როგორც საჭირო იყო.
ჯერი - წესი, რიგი.
ჯერ-იჩინებს: ჯერ-იჩინა - საჭიროდ დაინახა, ინება.
ჯერკუალი - უკეთური, ცუდი.
ჯერ-უჩნს: ნუ ჯერ-გიჩნს - ნუ მიგაჩნია, ნუ იზამ; ჯერ-გიჩნსა?- საჭიროდ, შესაფერისად მიგაჩნია?
ჯერ-ჩინება: ჯერ-ჩინებითა ღმრთისაჲთა - ღვთის ნებით.
ჯმნა - დატოვება, გადადგომა; ჯმნად - წასვლისათვის.
ჯმნული, ჯმნილი - განშორებული; ჯმნულმცა ვარ...თქუენგან - გშორდებით.
ჯუარითა-მოქადული - ჯვრის ძალით გაამაყებული.
ჰ
ჰამბორს-უყოფს: ჰამბორს-უყოფდა - ეამბორებოდა, კოცნიდა; ჰამბორს-უყვეს - აკოცეს.
ჰამო - სასიამოვნო, საამური.
ჰასაკი - ასაკი; ტანი.
ჰბასრობნ - იხ. ბასრობს.
ჰბრძანე - იხ. ბრძანებს.
ჰბრძოდის - იხ. ბრძავს.
ჰგიეს - არის; ჰგიან - არიან; ჰგიე - ხარ.
ჰინდონი - ინდოელები.
ჰკდემებოდაცა - იხ. ეკდიმების.
ჰონნი - თურქული მოდგმის ტომი, რომელიც ბატონობდა ჩრდილოეთ კავკასიაში მე-4 - მე-6 ს.ს.
ჰრომნი - რომაელები.
ჰრული - რული, თვლემა, ძილი.
ჰრულის: ჰრულოდა - ჩაეთვლიმა, ჩასძინებოდა.
ჰრქუა: არქუ(თ) - უთხარი(თ); ვარქუ - ვუთხარი; გურქუა.- გვითხრა.
ჰუნე - ცხენი.
ჰფუცავ - იხ. ფუცავს.
ჰცისკროი - იხ. ცისკროის.
ჰხადოდა - იხ. ხადს.
ჰჴდა: ზარი ჰჴდა - იხ. ზარი 1.
Комментариев нет:
Отправить комментарий