„წესი და განგებაჲ მეფეთა კურთხევისა[ჲ]“. (ივ. ჯავახიშვილი)
თამარ მეფის ისტორიკოსის სიტყვებითგანა ჩანს, რომ თუ იმაზე უწინარეს არა, მაინც-და-მაინც
მე-XII-ე ს-ში მეფის კურთხევის წესი საქართველოში უკვე შემუშავებული იყო. მას თამარ მეფის
კურთხევის შესახებ ნათქვამი აქვს: „ვინათგან ლ ი ხ თ ი მ ე რ ი თ გ ა ნ ი ყ ო წ ე ს ი დ ა დ გ მ ა დ
გ Õ ი რ გ Õ ი ნ ს ა თ ა ვ ს ა ს ა მ ე ფ ო ს ა, აწუიეს... მთავარებისკოპოზი ქუთათელი ანტონი
საღირის ძე მიღებად გÕრგÕინისა“-ო (ის-ტრნი და აზმ-ნი* 625, გვ. 400). ამ ცნობით იმის
დამტკიცება არ შეიძლება, რომ ეს „წესი“ უეჭველად დაწერილი ყოფილიყოს, მაგრამ ცხადია მაინც,
რომ მეფეთა კურთხევის განსაკუთრებული, ქართული წესი ამ დროს უკვე შემუშავებული ყოფილა.
მხოლოდ ის გარემოება, რომ თამარ მეფის დროს სახელმწიფო კარის თითქმის ყოველი
დარგისათვის გარიგებაში ცვლილება იყო შეტანილი და მოწესრიგდა, გვაფიქრებინებს, რომ ეს
წესები შეიძლება აღწერილიც ყოფილიყო.
თამარ მეფის დროინდელ მეფის კურთხევის წესს ძეგლად მაინც-და-მაინც ჩვენამდე არ
მოუღწევია. ჯერ-ჯერობით ორი სხვადასხვა წესია ცნობილი მეფეთა კურთხევისა. პირველად მათ
შესახებ მოკლე ცნობები თ. ჟ ო რ დ ა ნ ი ა მ მოათავსა თავის „ქრონიკები“-ს პირველ წიგნში.
შემდეგ ვრცლად აღწერილი და შესწავლილი აქვს ვითარცა საღმდემსახურო მწერლობის წიგნი კ ო
რ ნ. კ ე კ ე ლ ი ძ ე ს თავის დიდ გამოკვლევაში „литургические рамиатнии в отечественних
книгохранилищах“.
ამ წესის თვით ტექსტი ს. კაკაბაძემ 1913 წ. ქარაგმიანად და იმავე შეცდომებით გამოსცა, როგორც
თვით ხელნაწერშია შენახული, შემდეგი სათაურით: „მ ე ფ ი ს კ უ რ თ ხ ე ვ ი ს წ ე ს ი, მე-XIII ს ა
უ კ. დ ა ს ა წ ყ ი ს ს შ ე დ გ ე ნ ი ლ ი“. ტექსტი გამოცემულია წ. კ. ს. წიგნთსაცავის № 352
ხელთნაწერისდა მიხედვით.
მეფის კურთხევის წესის მეორე რედაქცია შენახულია ამავე წიგნთსაცავის №352 ხელთნაწერშივე,
მაგრამ თავი აკლია. ეს რედაქცია ჯერ გამოცემული არ არის.
ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე მიერ გამოცემული კურთხევის წესის შესახებ ამტკიცებს, რომ „ის უნდა იყოს
შედგენილი არა უადრეს მე-XIII-ე საუკუნისა, რადგან მასში მოხსენებული თანამდებობა ათაბაგისა
შემოვიდა ჩვენში მე-XIII-ე საუკუნის დასაწყისს“ (გვ. I). ამავე აზრის სამართლიანობის
დამამტკიცებელ საბუთად მას ის გარემოება აქვს მოყვანილი, რომ „წესში აფხაზეთის კათალიკოზია
მოხსენიებული“, რომელიც ს. კაკაბაძის სიტყვით „დაარსდა... უფრო მე-XIII საუკ. დასაწყისში“ (გვ.
II). შემდეგ გამომცემელი ამბობს: „შესაძლებელია, რომ ... ტექსტი მეფეთ კურთხევისა თამარის
მეფობის მეორე ნახევარში იყოს შედგენილი ... შესაძლებელია ქვემოთ მოყვანილი წესი გიორგი
ლაშას კურთხევისათის იყოს შედგენილი“-ო (იქვე).
მეფეთა კურთხევის წესის მეორე რედაქციის შედგენის დროის შესახებ ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე ს
შენიშვნაში ნათქვამი აქვს: „დიმიტრი თავდადებულის გამეფებისას 1270 წ. შედგენილ იქმნა სხვა
წესი მეფეთა კურთხევისა და ეს წესი მიღებული იყო საშუალო საუკუნეებში ქართველ მეფეების
კურთხევის დროს“-ო. მისი აზრით ეს მეორე რედაქცია 1270 წ. შედგენილი წესი არის (გვ. II, შენ. **).
მაგრამ ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე ს ამ აზრის დასამტკიცებლად არავითარი საბუთი არ აქვს მოყვანილი და არა
ჩანს, რაზეა იგი დამყარებული.
ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ს სამართლიანად აქვს აღნიშნული, რომ ს. კ ა კ ა ბ ა ძ ი ს აზრი, ვითომც
მეფის კურთხევის წესი ლაშა-გიორგის კურთხევისათვის ყოფილიყოს შედგენილი, მცდარია.
- 55 -
ამასთანავე რადგან მსახურთუხუცესი ამ ძეგლში ვაზირთა შორის იხსენიება, ამიტომ იგი
შეუძლებელია რუსუდანის გამეფებამდის იყოს დაწერილი, რადგან ცნობილია, რომ
მსახურთუხუცესს პირველად რუსუდან მეფემ მიანიჭა ვაზირის უფლება (იხ. ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი
ლ ი ს „დასავლეთი საქართველოს საეკლესიო წესწყობილება“: „მიმომხილველი“ საქ. საისტ. და
საეთნ. საზოგ. ორგანი I, 105-106, შენ. 1).
შესაძლებელია ადამიანს ეფიქრა, რომ „მეფის კურტხევის წესი“ „ჴელმწიფის კარის გარიგების“
ნაწილი უნდა იყოს. მაგრამ ამ ორი ძეგლის შედარებითი შესწავლა შემდეგს გარემოებას არკვევს.
„კარის გარიგებით“ მეფის მგზავრობის დროს „ზ ა რ დ ა ხ ნ ი ს უ ხ უ ც ე ს ი დ ა ა მ ი რ თ-ა ჩ უ
ხ ჩ ი წ ი ნ ა თ ი ა რ ე ბ ი ს ჯ უ ა რ ი ს მ ტ ჳ რ თ ე ლ ს ა დ ა მ ე ფ ე ს შ უ ა“ (10212-213). „მეფის
კურთხევის წეს“-ში -კი ნათქვამია: „მ ა ნ დ ა ტ უ რ თ-უ ხ უ ც ე ს ი სამანდატუროსა არგნისა
ჴელთა მქონებელი შ ე მ დ გ ო მ ა დ ჯ ˜ ი ს მ ტ ჳ რ თ ე ლ ი ს ა წ ი ნ ა უ ვ ი დ ოდ ე ს მეფესა“-ო
(65-6).
სამეფო ნიშნების შესახებ „კარის გარიგება“-ში სწერია, რომ ქუთათელი იოვანე და აფხაზეთის
კათოლიკოზი ერთი ერთმანერთს შეეცილნენ, ქუთათელი ამტკიცებდა სკიპტრა და გჳრგჳნი ჩემ
საყდარში უნდა ინახებოდესო. ეს ცილობა ისე გადაწყდა, რომ „ვაზირთა ერთობილთ ლაშქართა
თქვეს თუ <<ქუთათელი უმართლეაო>> და ს კ ი პ ტ რ ა ქ უ თ ა თ ე ლ ს გ ა უ ჩ ი ნ ე ს“-ო. (14323-
325). „მეფის კურთხევის წესი“-თგან ჩანს, რომ როდესაც ეს წესი შედგენილი იყო, გ ჳ რ გ ჳ ნ ი, ს კ
ი პ ტ რ ა ჲ, პ ო რ ფ ი რ ი დ ა ბ ი ს ო ნ ი“ საყდარში კი არა, არამედ მეფის პ ა ლ ა ტ ს ა შ ი ნ ა“
ინახებოდა (56-7).
ეპისკოპოსთა უფროს-უმცროსობის შესახებ „ჴელმწიფის კარის გარიგებაში ნათქვამია, რომ
დარბაზობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთაგან ყველაზე მეტი პატივი მეფეს
იშხნელისათვის უნდა მიეპყრა: „ჴელნი მეფემან ნოხთა ზედა დასხნეს ი შ ხ ნ ე ლ ი ს ა თ ჳ ს უ ფ
რ ო მ დ ა ბ ლ ა დ“-ო (14312-313). დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთაგან მ ხ ო ლ ო დ ქ უ თ ა თ
ე ლ ს „ი შ ხ ნ ე ლ ი ს ს წ ო რ ი პ ა ტ ი ვ ი მ ა რ თ ე ბ ს“-ო (15325-327).
ყველა ზემოაღნიშნული განსხვავება ცხადჰყოფს, რომ მეფის კურთხევის წესი და ხელმწიფის
კარის გარიგება ერტი და იმავე დროის ძეგლები არ უნდა იყოს. შესაძლებელია და
საფიქრებელიც, რომ კარის გარიგების სრულ ტექსტში მეფის კურთხევის წესიც იქნებოდა
შეტანილი, მაგრამ უეჭველია ეს წესი სხვა რედაქციისა იქნებოდა.
მეფის კურთხევის წესი საეკლესიო კურთხევის წესს-კი არ წარმოადგენს, არამედ მისი
სახელმწიფოებრივი წესის განგებაა. ამიტომ იგი ძვირფას წყაროდ უნდა იქნეს მიჩნეული მეფის
ხელისუფლების, სამოხელეო წესწყობილებისა და სახელმწიფო დარბაზობის შესასწავლად. ამ
ძეგლის ტექსტის ჯეროვანი გამოცემა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
„წ ე ს ი დ ა გ ა ნ გ ე ბ ა დ ა რ ბ აზ ო ბ ი ს ა რ ო მ ე ლ ი ა ღ ე ს რ ულ ე ბ ი ს მ ც ხ ე თ ა ს კ უ
რ თხ ე ვ ა ს ა მ ე ფ ე თ ა ს ა“. ამ ძეგლის ერთ-ერთ სემადგენელ ნაწილს ეწოდება „წ ე ს ი დ ა გ ა
ნ გ ე ბ ა კ უ რ თ ხ ე ვ ი ს ა თ ჳ ი ს მ ე ფ ი ს ა დ რ ო ს ა, თ უ ვ ი თ ა რ დ ა ჰ ს ხ დ ნ ე ნ მ ღ დ უ
ე ლ თ-მ თ ა ვ ა რ ნ ი ს რ უ ლ ი ა დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჲ ს ა ნ ი“, რომელიც ორი რედაქციით
არის ცნობილი, ერთი ძველი, ხოლო მეორე ძველის შესწორებაა, რომელიც 1745 წელს
მოუხდენიათ (ე. თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი არხ. მოგზაურობანი I, 86) ეს „წესი და განგება დარბაზობისა“
არა ერთხელ არის გამოცემული და ცნობებიც მოუთავსებიათ, თ. ჟ ო რ დ ა ნ ი ა ს (ქ˜კბი I, 45-46),
პროფ. ალ. ც ა გ ა რ ე ლ ს (Сведения о памятниках грузинской письменности III, გვ. XXXVI და
292-296); განხილული აქვს პროფ. ნ. მ ა რ ს ა ც (იხ. Доклад в предсоборном присутствии). ეს
- 56 -
ძეგლი არჩილ მეფის დროს შედგენლად აცხადებს თავის თავს და შემდგენელად მიქელ ქართლისა
კათალიკოზი იხსენიება. ამ წესის სესავალში ნათქვამია: „დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქნებოდეს
ეპისკოპოზთა ცილობისაგან და ღ ვ თ ი ვ-გ ჳ ი რ გ ჳ ნ ო ს ა ნ მ ა ნ მ ე ფ ე მ ა ნ ა რ ჩ ი ლ არა სათნო
იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳიბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეეტყუებოდა, და ჴ ე ლ ვ ყ ა ვ ი თ
მე გლახაკმან მ ი ქ ე ლ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წ˜ჲ მირონი. ოდეს მეფე,
ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი
მღდელთმოძღუარნი მცხეთას დიდსა ხუთსაბათსა, დიდსა სომხეთისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს
ნივთთა ზედა დგომად“. მირონის კურთხევის წესს მისდევს „განგება დარბაზობისა“ (იხ. ქკ˜ბი I, 45-
46). ამ წინასიტყვაობითგან, ანუ შესავალითგანა ჩანს, რომ ეს ძეგლი მე-V ს. ნაწარმოებად არის
გამოცხადებული და მისი შემდგენელი მიქელ ქართლისა კათალიკოზიც მაშასადამე თავის თავს
იმდროინდელ მწყემსმთავრად აცხადებს. პროფ. ალ. ც ა გ ა რ ე ლ ს ნათქვამი აქვს, რომ ამ ძეგლში
მოთავსებული დარბაზობის წესი ალბათ გაცილებით უფრო გვიან უნდა იყოს საბოლოოდ
ჩამოყალიბებულიო, სახელდობრ XI-XII სს-შიო (СПГПс. III, გვ. XXXVI). თ. ჟ ო რ დ ა ნ ი ა ც ამ
ძეგლის დედანს „ძალიან ძველად“-ა სთვლიდა, მე-V ს-ში შედგენილად მიაჩნდა. მაგრამ
„დარბაზობაში“ ათაბაგის მოხსენებულობის გამო ფიქრობდა, რომ „დროთა მიხედვით სხვადასხვა
ცვლილება უნდა შემოეღოთ“ (1ქკ˜ბი I, 46-47 შენ. **).
მაგრამ ამ ნაწარმოების არც პირველი, მირონის კურთხევის წესრიგის შემცველი ნაწილი, არც
მით უმეტეს მეორე, დარბაზობის წესის მომთხრობი ნაწილი მიეკუთვნება იმ დროს, რა
დროინდელადაც ეს ძეგლი თავის თავს აცხადებს და გინდ პროფ. ალ. ც ა გ ა რ ე ლ ს მიჩნეული
აქვს. გ. მ ე რ ჩ უ ლ ი ს თხზულებითგან და ჯვარის მონასტრის აღაპებითგან დანამდვილებით
ირკვევა, რომ მირონის საქართველოში კურთხევის უფლება ჩვენმა ეკლესიამ მე-IX ს. მეორე
ნახევარში მოიპოვა (იხ. ჩემი „საქართველოს ისტორიის IX-X სს. ზოგიერთი უთარიღო ცნობების
დათარიღებისათვის“: „მიმომხილველი“ წ. II.). ამიტომ ცხადია, რომ მირონის კურთხევისათვის მეV ს-ში დარბაზობის წესს არავინ შეადგენდა, რათგან მაშინ საქართველოს ეკლესიას საკუთარი
მირონის კურთხევის უფლება არ ჰქონდა. ხოლო დარბაზობის წესიც რომ სრულებით
შეუძლებელია მე-XI-XII ს-ში საბოლოოდ ჩამოყალიბებულ ძეგლად მივიჩნიოთ, ამისათვის
საკმარისია მარტო ის გარემოება აღინიშნოს, რომ ამ წესში ათაბაგი იხსენიება. ცნობილია, რომ
ათაბაგობა საქართველოში თამარ მეფის დროს 1212 წ. იქმნა შემოღებული (იხ. ჩემი ქლ˜ი ერის
ისტორია II). რაკი ამ ძეგლში ასეთი ანაქრონიზმია, შეუძლებელია ის მე-XIII ს. მეორე ნახევარზე
ადრე იყოს შედგენილი. პროფ. ე ქ. თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ მ ა თავის მხრივ ამ გარემოებას მიაქცია
ყურადღება, რომ ამ ძეგლში იშხნელ ეპისკოპოზს მე-10 ადგილი აქვს მიკუთვნებული, ე.ი.
მაწყვერელზე, რომელსაც მე-5 ადგილი უკავია, ბევრად დაბლა დგას. ხ. კარის გარიგებასი კი
პირიქით იშხნელი მაწყვერელზე ადრეა მოხსენებული და მაწყვერელი იშხნელს მისდევს. ამას
გარდა „დარბაზობის წეს“-ში ჭყონდიდლის გარდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს
მღვდელთმთავარნია არიან დასახელებულნი და მხოლოდ ამიერ საქართველოსთვის
განკუთვნიული ჩანს. ამიტომ ექ. თაყაიშვილი ფიქრობს, რომ ეს „დარბაზობის წესი“ ხ. კარის
გარიგებაზე უფრო გვიან უნდა იყოს შედგენილი და მაინცდამაინც „მეხუთმეტე საუკუნის
ადრინდელი არ უნდა იყოს“-ო (იხ. „ჴელმწიფის კარის გარიგება, გვ. XXVIII-XXIX).
ამ ძეგლის ზემოაღნიშნული ანაქრონიზმები და მისი შემდგენელის ცხადი წადილი თავისი
ნაშრომი უაღრესი სიძველის შარავანდედითა და ავტორიტეტით შეემოსა გვაფიქრებინებს, რომ აქ
ნატყუარ ძეგლთანა გვაქვს საქმე. უეჭველია მე-XV ს-ზე უწინარეს შედგენილი არ უნდა იყოს,
მაგრამ ჯერ კიდევ გამოსარკვევია, როდის ჩნდება იგი დანამდვილებით და როდის ემყარებიან
მას ვითარცა უცილობელ საბუთს.
Комментариев нет:
Отправить комментарий